თვალები გეტყვის (სრულად)
შეშის ფეჩში მოგიზგიზე ალზე თვალმოუცილებელი ყურებისგან შემშროდა ყველა სითხე კანზე და ისე გამხურებოდა ლოყები, ხელის გულებს ვითბობდი მათზე. ციოდა და თან ისე, ძვალრბილში ატანდა. ჩემი მოხუცი, გამზრდელი ბებო ხაჭაპურის ცომს ისე გემრიელად ურტყამდა გაშლილ ხელისგულს, მე მტკიოდა და მას ალბათ სიხარულით სდიოდა ის ცრემლები დამჭკნარ ღაწვებზე. -ბები, შეეშვი და დამიჯექი აგერ..-დაბალ ჯირკოზე ვუთითებ და ხის ნაჭერს ვამატებ ცეცხლს, დამსვა წეღან გულმოდგინედ,არ გამომიქრო ალიო. -რომ მოვკვდები წოლა და უსაქმოდ ჯდომა იქაც მეყოფა ნენა, მაცადე ახლა,გამოგახედო თვალებში, ასე მგონია სულ არ ჭამდე იმ შენს ქალაქში.-ხელებს კაპასი დედაბერივით მისავსავებს და თეთრ, გახამებულ ჩაის ტილოს აფარებს მოზელილ ცომს. სათლში ამოგუნდავებულ ყველს ლოცვასავით დაღიღინებს თავზე და მხოლოდ მერე მიჯდება გვერდით. შევარდისფერებულიაქ ჩემი საყვარელი ღაწვები და, ხელები ისეაქვს მომჭკნარი, გული არ მიძლებს.. სათითაოდ ვუკოცნი ყველა თითს.. თავს მის კალთაში ვრგავ და ზუსტად იქ ვბრუნდები, თხუთმეტიოდე წლის წინანდელ ზამთარში.. თითქოს აღარცერთი წელი არ ყოფილა გასული და, ისევ გულში ვლოცულობდი,მის კალთაში ჩამჯდარი, ისე მოეთოვა, სკოლა დაკეტილიყო. -აბა,მომიყევი,აქ რამ მოგიყვანა ასე უთქმელად და, რატომ გაქვს მთელი საღამოა ისეთი სახე, თითქოს გული უნდა დამწყვიტო..-აღმზრდელს არც კი გამორჩენია ჩემი ორჭოფი მთელი დღის. მეღიმება მის გულთმისნობაზე და ვსწორდები. ძლივს ვარ მოკალათებული პატარა სკამზე. არც მინდა დიდზე გადაჯდომა. აქ, ცეცხლის ყურება სულ მირჩევნია დარჩენილ სიცოცხლეს. -ქალაქში უნდა წამომყვე ინა.-ტყვია გავისროლე და მართლა იქ მოვატყი,სადაც ყველაზე მეტად ეტკინებოდა ბებიას.. გამიშრა ქალი თვალწინ, მაგრამ, მაინც დამიდგა მედგრად. ძაძაზე მოსმული ფქვილიანი ხელები ჩამოიფერთხა და მკაცრად გამომხედა. არ მიპასუხა. ვიცოდი, ასე მარტივად არც დამთანხმდებოდა და არც ისე მეტყოდა რამეს, მე რომ მტკენოდა.. ყოველ წელს მიტანდა თითოდ, ყოველ ზამთარს ჩამოსულს, მომავალ წელს ნენაო და, ეს რომ გადაჭრით ვუთხარი, ის ეწყინა, თორემ, აქამდე დასმულ კითხვაზე სულ ჰქონდა ხმალივით მომარჯვებული მტკიცე უარი. თავი ჩავქინდრე. ცეცხლი მიმქრალიყო და, სანამ მე შემდებდა შიგნით გამოსაწვავად, მანამ გავედი შეშისთვის. გული გამიტყდა, იქ მხოლოდ რამოდენიმე დღისთვის საკმარი ნაპობი რომ დამხვდა.. მე რომ გადამედო ოთხი დღის ჩამოსვლა,უნდა შეცივნოდა?! ხომ მეტკინა, მაგრამ, მაინც არ დავუჩეხე მეტი.. ხელებში კარგად მოვიგროვე და ბაბუაჩემისეული ვალინკით გაკვალულ გზას გამოვყევი შინისკენ. გვიანი იყო, მაგრამ,თოვლი ისე ანათებდა შარას, შუადღეს ჰგავდა. აბრწყინებულ ფიფქებს შორი გზიდან ჩქარი ნაბიჯით რომ მოიკვლევდა თვალებამდე შეფუთული გოგონა, ეს მერე აღვიქვი ჩვენს ჭიშკარს რომ გაუტოლდა და, უსალმოდ ჩამიარა. მიიჩქაროდა და თან ისე გულმოდგინედ, არც შეუმჩნევია ყელიდან ჩამოცურებული შარფი. დავუპირე დაძახება,მაგრამ, ფეხდაფეხ შემასწრო მოპირდაპირე სახლში. დავყარე თუარა ფეჩთან შეშა, შარფს მივუტრიალდი და, სახლში შემოვიტანე გასაშროვას. -ჩვენს წინ ახალი მეზობელია ინაჩკა?!-ინტერესით გავხედე და თხელი ბროწეულებიანი ყელსახვევი სკამის საზურგეზე გადავკიდე გასაშრობად. არ მიყურებდა. ცომს დასდგომოდა და მუჭებში იქცევდა პატარა გუნდას. გვერდით ამოვუდექი. სამზარეულოს ზედაპირს ჩამოვეყრდენი და ცომი თითით მოვწყვიტე, როგორც ბავშვობაში. -მაგისთვის ძალიან დიდი ხომარხარ ონისე?!-წარბაწევით კი შემომხედა, მაგრამ, თვალებდი ჩაღვრილ სითბოს მაინც ვერაფერი უქნა. -შენთვისაც დავბერდი ბებო ონისეს რომ მეძახი?!-მის გულთან ყველაზე ახლო გზით წავედი და, თავი მოვისაწ..... შეეცვალა ნენას სახე.. მოულბა ის მოკუმული ტუჩები.. ხაჭაპურს თავი წააწყვიტა და ხელის გულით კარგად გაიყვანა. -რამინდა ბებია მე ქალაქში?!-არ გამოუხედავს ისე მკითხა.. ასე შემოუხედავად დადო თუჯის ტაფაზე და შედო ფეჩის ღუმელში. იმ სამფეხზე ჩამოჯდა, მე რომ ვეღარ დავეტიე და, გულზე მიიდო გაფქვილული ხელი. -ბაბუაშენმა არ შემაჩვენოს იქანა, რომ დავტოვებ მის საფლავს მოუვლელს და ბალახს მოუთხრელს.-მის მწარე დარდს მიმხელს და პირველად მიყურებს.. მე ხომ ვიცი რა აწვებოდა მის გულს, მაგრამ, მისგან წარმოთქმული მაინც უფრო ბასრი იყო. -ბაბუაჩემი ინა შეიძლება სიხარულით წამოდგეს,იქ მაინც რომ დააყენებდე მშვიდად.-ვცდილობ ხასიათზე მოვიყვანო და გამომდის. ეღიმება და მერე ეცინება ჩემს გამზრდელს. აღარ მივუბრუნდით ის საღამო ამ წასვლას. ხაჭაპური ისეთი იყო, მთელ ბავშვობას რომ იტევდა და ამ ნოსტალგიებმა უფრო გაგვიტაცა. რაც მთელი ყმაწვილობა არ მღირსებია, ამდენი წლის შემდეგ ავიხდინე ის ღამე.. ფეჩის თბილ, გაღუღუნებულ ოთახში დამაწვინა ბებიამ და შალის საბანი გამომიღო ხის კარადიდან. სამოთხეს ჰგავდა ეს სიმყუდროვე და, სითბო, ძვლებშიც რომ შემომიძვრა და, ერთიანად გამათბო.. ცალკე ოთახში, შეღებულ კარებში ეძინა ბებიაჩემს და, ისევ პუტპუტი მესმოდა მისი. -ახლა რაღას ულოცავ ინა,შუაღამეა.-გამეცინა და გავძახე. -ლოცვამ არიცის დღის და ღამის საათი ონისე და ნუ შეცოდავ გამჩენს. -მკაცრად გამომძახა საპასუხოდ და მორჩა ლაპარაკს. ისევ გამიყოლა ფიქრებმა და გონება მაინც იმ შარფისენ გამექცა, ინამ ისე რომ მიმალა,ვითომ მე არ შემემჩნია და, გულში ჩაიდო. -ვინაა ბებია ის გოგო, ჩვენს წინ რომ ცხოვრობს არ მეტყვი?!-ვცადე მაინც. თვალებიუკვე დახუჭული მქონდა და მისდაუნებურად მეღიმებოდა. -არაა მაგი შენი საქმე!-ისევ გამომძახა მოჩვენებითი სიბრაზით. -გაფიცებ ილარიონს თუარ მითხრა-წამოვჯექი ლოგინზე გახალისებულმა და ისე გავხედე შეღებულ კარში ვითომ დავინახავდი. -ნუნუს დისწულია და დაწექი დაიძინე. -რა ქვია ნუნუს დისწულს ნენა?! -არავარ მე შენი ნენა და დაწექითქო,მითქვამს.-ფეხები თუარ დააბაკუნა, ისე გადმოიფარა საბანი, აგერ მეტკინა გვერდები მის მაგივრად. -შენ განზარდე ინა და, აბა დედა სხვას რას ქვია?!-მაინც გადამიყვანა სულ სხვა ფიქრებზე.. აღარ მიპასუხა არაფერი. მე მთელი საათი იმ “ნენა” ზე ვფიქრობდი,დედა რომ უნდა ყოფილიყო და , ბებია იყო დაბადებისდან.. უჯვე მეძინებოდა, მისმა ხმამ რომ შემაფხიზლა და, გამაღიმა. -ნანი ქვია ნენა იმ გოგოს და არ აწყენიო, ბებია მოგიკვდება იცოდე.. -მე რატომ უნდა ვაწყენინო ინა, არც დამინახავს და არც ვიცნობ..-გამიკვირდა. -მე გამიფრთხილებიხარ და დანარჩენი შენს კაცობაზე იყოს,იცოდე!-მაინც მისას მიყვება და თან იმდენად სერიოზულად,ვგრძნობ,მთელი გულით რომ მეუბნება ამ ყველაფერს. -რა გესიზმრა ნენა ამნაირი,რომ გადაგიყვანა ჭკუიდან?!-გამეცინა, მაგრამ, აღარც ისე ომახიანად. -სიზმრები შენკენ მოიკითხე!-გამომაჯავრა. -არიქ,ილარიონი არ დაგესიზმროს ინა, მართლა არ გადამიყვანო ჭკუიდან!-უკვე ცუდად ვხდებოდი სიცილისგან , ჩემი ბებია რომ ამყვა ოხუნჯობაში. -ჯვარი მწერია ბებია,რომ დამესიზმროს, სიტყვის გამცემი არ ვარ, ისე გაბრაზებულა,სულ ნუ მოუხედია სააქაოს.-გულიანად მიცინის და მერე ორივე ვჩუმდებით.. მე მთელი ღამე ის ბროწეულებიანი შარფი მესიზმრებოდა და, ინას ალბათ ილარიონი.. დილით რომ გავიღვიძე, კიდევ უფრო გადათოვლილი დამხვდა გარემო და თან იმდენად, რომ აღარაფერი ჩანდა ირგვლივ.. აღარც ღობე და, აღარც ღობის იქა მეზობელი. -გადამითოვლე ნენა ეს სახურავი თორემ ჩამოგვივა კრამიტი სახლში. -შემომჩივლა ინამ დილიდან. არც მისი თქმა იყო საჭირო, გამიფიცხა თუარა გუშინდელი ხაჭაპური, გავეხვიე შალებში და ავედი ბაბუაჩემის ხელით დაგებულ სახურავზე. შუადღემ თავგანწირულ თოვაში ისე მოატანა, ვერც მივხვდი. სახლთან ერთად ნენას გარე სამზარეულო და ბაგაც დავუთოვლე. ამოისუნთქა ინამ. ცამდე ბედნიერმა შემიღო სახლის კარი და გათოშილ ხელებზე მისივე ნაქსოვი კაშნე შემომახვია.. მთელი საათი ვეფიცხებოდი აგოზგიზებულ ფეჩს. გავლღვი და ის სადილიც მეამა, მის ხელებს რომ დაემზადებინა. -ბებია!-შუა ჭამაში გამომხედა ინამ მოჭუტული თვალით და თან ღიმილი ჩამალა ხელებში. გამეცინა. ამ მზერას ვინ მასწავლიდა. თეფშიდან ავიღე თავი და გავხედე. თავი გავუქნიე ინტერესით. -ნუნუს რომ არავინ არ ჰყავს დამთოვლავი,ხომ იცი შენც.-მომესაწყლა თითქოს ისედაც არ მეფიქროს მაგაზე. რად მინდოდა თქმა,მაგრამ, მისი გაჯავრება სულ პატარაობიდანვე იყო მთავარი გასართობი იშუქობასა და უდენობაში. -აბა ის ნანი ვინაა ნენა?! ისე გარბოდა გუშინ ღამეს, ეგ სახურავსაც გადათოვლავს და კაცსაც მოკლავს,თუ მოუნდა.-გავაზვიადე რაც შემეძლო, მაგრამ აღარ გასცინებია ინას. უფრო დადარდიანდა და თან გაუმკაცრდა სახე. -კაცს კიარა,ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს ნანი, ონისე! -საკუთარივით დაიცვა უცხო ბებიაჩემმა. ისე წამომეფოფრა, ხელები დანებების ნიშნად ავწიე და, ასე დაუმთავრებელი სადილი თუ ვახშამით დავტოვე სახლში მარტო. ვერ გავაგონე მეზობელს, იმდენი ვეძახე ჯერ კარიდან და შემდეგ შუა ეზოდან, ხმა დამეღალა და მომბეზრდა ესეც. ხის კარზე პირდაპირ დავუკაკუნე და რომ ვერ გავაგონე, ბევტი ფიქრის შემდეგ შევაღე ფრთხილად კარი.. -ნუნუ ბებია..-დავიძახე ჯერ.. თვალები დახრილი მქონდა და არ შემიხედავს ოთახში.. ნაკლები ამაგი არც მას ჰქონდა ჩემზე, მაგრამ, ვერც დაუკითხავად შევიდოდი, ისევ რომ არ გაიღეს ხმა, უკვე სხვა ფიქრებისკენ გამექცა გონება და სწრაფად შევაღე კარი. ოთახი არ იყო ცარიელი. ცარიელი კიარა, ისეთი სავსე იყო, ადგილიდან ვერ დავძარი ფეხი. კარებში გავიხიდე. შეშინებული გოგონა კედელზე აკრულიყო და მზისფერი სახე შიშისგან გაფითრებოდა. -მაპატიე რა თუ შეგაშინე,გეძახდით და რომ ვერ გაგაგონეთ,მიტომ შემოვედი. მე ონისე ვარ, ინას შვილიშვილი.-ერთმანეთს მივაყარე ყველა სიტყვა მაგრამ, კიარ დამშვიდდა, უფრო აღელდა. უფრო შეშინდა და უფრო დაფრთხა. უკან დავიხიე. ხელები ისედაც აწეული მქონდა დანებებული მეომარივით. მას კი ისევ შიში ედგა ნაკვთებზე. ფეხებთან წიგნი ეგდო და ფეჩთან დადებული სკამი წაქცეულიყო. კითხვაში გართულს რამდენად შეეშინდა უცებ შეღებული კარის, მივხვდი და თავი დამნაშავედ ვიგრძენი. -მაპატიე რა. -გულწრფელად ვინანე და მივხვდი,იგრძნო ეს.. სახეზე ფერი მოუვიდა, მაგრამ, ხმა არც მერე გაუღია.. ისეთი დაძაბული ჰაერი იდგა ოთახში, მეგონა ხელი რომ გამეწვდინა, შევეხებოდი. მხოლოდ მას ვუყურებდი, სწორი-სწორ თვალებში და ალბათ, საუკუნედ დავრჩებოდი ასე, ნუნუ რომ არ მომდგომოდა კარსუკან. -ონისე, ბებია!-ისეთი ომახით შემომძახა, უცებ გამოვერკვიე უჩვეულო იდუმალებისგან და მისკენ შევტრიალდი. გაყინული ლოყები დავუკოცნე და უცებ გავარკვიე სიტუაციაში. -არ მინდოდა რა ნუნუკა მისი შეშინება,ისე გამოვიდა , თორე ხომ იცი არა?!-რას მივედ მივედე,მეც ვერ გავიგე ,მაგრამ,ნუნუ კარგად მიმიხვდა და ოთახიდან ისე გამიძღოლა წინ, მის დისწულს აღარ შემახედა.. ასეთივე თითქოს არაფერით კიბე მომიძია და, ჩემთან ერთად შემოიღამა ისე ამ მყინვარებაში, არც სახლში შესულა თვითონ და არც სახლიდან გამოსულა ვინმე. -როდემდე ხარ ბებია აქეთ?-ქვემოდან ამომძახა ბებიის ტოლმა. -ინა უნდა წავიყვანო ნუნუკა.. როგორც კი დავითანხმებ,იმწამსვე მივდვარ, ქალაქშიც საქმე მელოდება და ვერ გავაფუჭებ.. დაელაპარაკე შენც რა .-შევთხოვე.. ვთოვლავდი,მაგრამ გონება მაინც იქ მიდიოდა.. ფეჩით გამთბარ ოთახსა და მზისფერ სახეზე გაყინულ შიშთან.. -არ დამტოვებს ეგ მე აქ მარტოს ონისე.-ამომცინა ლოყებ აღაჟღაჟებულმა. გამეცინა. -მერე და წამოდი შენც, რაღა დაგრჩენიათ ამ სოფელში, ხომ უყურებ, გაიკრიფა ყველა. ხუთამდე კომლი დარჩა და ისინიც წამოვლენ დღედღეზე..-ხომ ვიცოდი გულს ვტკენდი,მაგრამ,აღარც მათი სიჯიუტე მიღირდა მათ ჯანმრთელობად.. -მე ვერ წამოვალ ბებია და ინა მართლა წაიყვანე..-თავი უცნაური გრძნიბით ჩაქინდრა და, თავი საბოლოოდ მივანებე მეც სახურავს.. ჩამოვედი და იმ გადახვეტილი პარმაღის კიბეზე ჩამოვჯექი, ნუნუ რომ დამდგარიყო და ათოვდა გამეტებით.. -შენ რატომ ვერ წამოგვყვები ბებია?!-საკუთარივით დავუძახე მასაც.. ინა რომ არიყო ხოლმე შინ, ნუნუ იყო ის, საჭმელს რომ მაჭმევდა ხოლმე და, თამაშისგან სველ მაისურზე ქოქოლას მაყრიდა. -და მომიკვდა ონო ამ წლის ზაფხულს.. ერთადერთი გოგო სარეცელთან მომაბარა და..-გული აუჩვილდა და ვეღარ დაასრულა.. აღარც მე ჩავაცივდი.. ოთახში ჩემი ნივთებისთვის რომ შევედი, ნანი იქ აღარ დამხვდა.. აღარც წიგნი დააღარც სითბო აღარ იყო.. გულდამძიმებული დავბრუნდი ჩემთან.. ინა ფეჩთან ჩამჯდარიყო და ისევ ილოცებოდა,გაურკვევლად. -რაქენი ბებია, ნახე ნუნუკა?! მე რომ აღარ დავილაპარაკე და ტელეფონიდან აღარ ამოვყავი თავი, მომიცუცქდა ნენა ფეჩთან.. კალთაში ქოჩრიანი ქათამი დაეჭირა და აჭმევდა ძალით. -დაანებე მაგ ქათამს ინა თავი,არუნდა ჭამა, ხოუყურებ?!-გამეცინა მის სიჯიუტეზე. -მასე მეც არ მინდა წასვლა,მაგრამ, მანებებ თავს?!-მომიბრუნა მსხარტად. -მე რომ ვიცოდე აქ გყავს ვინმე, “მიშველეზე”-რომ გაგაგონოს,დაგტოვებდი.-დაღლილი ვიყავი და მიტო გამომივიდა ასე უხეშად. -ნანი აგერ მყავს და წამში გაჩნდება!-მიანება ქათამს თავი და შემოირტყა დოინჯი. -ნანი თუ კითხულობს ინა, შენსას კიარა, ილარიონისას ვერ გაიგებს ზეციდან რო დაეშვას ზარზეიმით, ისეთი მოწყვეტილია.-მე კი გამეცინა გულიანად,მაგრამ,ბებიას რომ დაეკარგა სახეზე ფერი, არ მენიშნა კარგად.. აღარ უთქვამს აღარაფერი. ეგ კიარა,ისე დავწექით ჩვენ ჩვენ ლოგინში, არც კი შემოუხედავს და, კარგად რომ ჩამოწვა ოთახებში ძილის ფარდები, მერე გავძახე .. -ნენა. არ მიპასუხა.. მეორეზე მისი გადმოტრიალება გავიგონე და ჩუმი კითხვა. რა გინდაო.. -რა სჭირს ნანის?-პირდაპირ ვკითხე.. ეს იყო, თორემ რატომ გაუტყდებოდა გული ინას წეღანდელზე.. -რა უნდა ჭირდეს ონისე?!-გამიბრაზდა მაინც.. -ანგელოზივითაა, ვერ უყურებ?! -მაგას ინა წყალი არ გაუვა.. მე სხვა რამეს გეკითხები.. -არ მოვეშვი, ვერ დავიძინებდი, გულის ჭია რომ არ დამემშვიდებინა. -გითხარი მე შენ, არ აწყენინო თორემ გაგიყენებ ილარიონის გზასთქვა!-წამომიხტა ლამის ლოგინიდან, ისე გამომყვირა გამზრდელმა. -შეეშვი შენ ბაბუაჩემს და დამაყენე ამ სამყაროშიც მე! რა დაგიშავე ადამიანო კითხვაზე რომ არ მცემ დალაგებულ პასუხს?!-გულში კი მეცინებოდა, მაგრამ, მაინც დავიბოხე ხმა დრამატულობისთვის. წამოეგო ჩემი ბებო. ხმა სულ აღარ ჰქონდა ისევ ისეთი მკაცრი. გულწრფელი იყო,მაგრამ, მაინც არ იყო მის პასუხში რამე გასაგები. -არაფერი არ სჭირს,რაც უნდა იცოდე და, არც რამეაქვს დასამალი ნანის საჭიროებებს.. დიდხანს გამყვა ფიქრი. დიდხანს კიარა, რომ გამოთენდა, თან დავამატე ცეცხლში შეშა და თან ავდექი. აღარ ჰქონდა ზრი ლოგინში წრიალს.. ვერ დავიძინე.. ინასაც რომ არ ეძინა იქით ოთახში, ამასაც ვხვდებოდი, მოუსვენრად რომ წრიალებდა და არ აჩერებდა მუდამ მლოცველ პირს. -ნენა..-დილის შვიდზე შევედი მშვიდი ნაბიჯით მის ოთახში და ჩემკენ გადმოტრიალებულს, დახუჭულ თვალებს დაჟინებით დაველოდე, სანამ გაახელდა. -მომეცი ისბროწეულებიანი შარფი,თუ გიყვარვარ..-სულ სხვა რამის თქმა მინდოდა და მეც გამიკვირდა, ეს რომ წამომცდა.. მხოლოდ ერთი წამით გამომხედა და ბალიშის ქვეშიდან კოხტად დაკეცილი აბრეშუმის ყელსახვევი გამომაწოდა.. მხოლოდ შემდეგ დამშვიდდა გული და, იქამდე მეძინა, სანამ ინას ქოქოლამ ჩემთან ერთად ოთახში ყველა სულიერი,ობობით დაწყებული-ფეხზე არ დააყენა. -აშენდა ქვეყანა ონისე!-თავზე მადგა დოინჯშემორტყმული და საქმიანად წაეკრა თავი. -ბაბუაჩემი მისი სიკვდილით მოკვდა ინა თუ თავი მოიკლა,თუ იცი?!-ავხედე მოჭუტული თვალით. შემიკრა წარბები. -წნევამ დაარტყა, რატო მეკითხები?! -წნევამ კიარა, შენ დაარტყამდითუ ასე აღვიძებდი ყოველ დილას. -წამოვდექი გაჭირვებით გაგრილებულ ოთახში. -დილა მაშინ იყო რო დაიძინე, ახლა შუადღეა და მოაწია უკვე საღამომ.-წამიყრუა წეღანდელი სიეშმაკე. ოთახი ორ წამში გამოხვეტა და შეღებული კარი გამოკეტა. გარეთ ისევ თოვდა და ისევ აღარ სჩანდა არც გზა და, არც გზის გადაღმა ნუნუს კარი. მაჯაზე დახვეული შარფი კურტკაში შევმალე კოხტად და ინას ჩამოწერილ სიას გადავხედე ცალი მოჭუტული თვალით. -სანთლები წამოიღე ბლომად და ნავთი! დენს გაგვითიშავენ დღეს ან ხვალ, თუ ასე გააგრძელა თოვამ ნენა.-გამომძახა კარში გასულს , ეზოს რომ მივიკვლევდი. გამოფხიზლებაც არ მქონდა დამთავრებული, ყავის ფინჯანი რომ წამართვა და ფურცელი დამაკავებია, კალმიანად. სანამ გზა ჩაუხერგავს თოვლს, რაიონიდან ამომიტანე სანოვაგეო. -რომ გავასწროთ ბებია მაგ ყველაფერს და ქალაქში კოხტად დავჯდეთ შუქში, სითბოში და ნათელში არ შეიძლება?! კი ვკითხე იმედით, მაგრამ, იმ ჭიშკრამდე აღარ გამყვა, საიდანაც ძლივს გამოჩნდა ნაცნობი მეზობლის პარმაღი. გულმა არ მომითმინა რაღაცნაირად. ისე შევედი ეზოში, აღარ დავიძახე,ვერ გაიგებდნენ. თოვლის გუგუნი იმწამს უფრო მეტი იყო ვიდრე ჩემი ხმა და აზრიც არ ჰქონდა.. მხოლოდ კარზე დავაკაკუნე ფრთხილად. წამებში გამომეგება ლოყაწითელა ნუნუ. -რაიონში ჩავდივარ ნუნუკა,ინამ მთელი ზამთრის სარჩო-საბადო ჩამომიწერა და შენც ხომარ გჭირდება რამე?! წამოგიღებდი.-კი ვეუბნები,მაგრამ,თვალებით მაინც ოთახს ვუტრიალებ და ფეჩის წინ ვეძებ იმ სხეულს,წიგნით რომ დამხვდა წინა დღით. -მჭირვებით რავა არ მჭირდება ბებია, მაგრამ, ასე რაფერ დაგაბარო, ხო მომეჭრა თავი?!-ისე შეიცხადა, გამეცინა და გულით ჩავეხუტე. -გამომაყოლე მერე ნუნუ შენი გოგო, მანქანით უნდა ჩავიდე მაინც,მოგიყვან მშრალს.-თვალს ვუკრავ და ისევ მოუსვენრობა მიბყრობს ოთახში რომ არ ჩანს. ყოყმანს ვატყობ ნუნუკას და ცოტა ხასიათი მიხდება. გული რატომღაც ძალიან მწყდება და თვალს ვარიდებ ნუნუს. ოთახში მეპატიჟება,მაგრამ, ვუარობ და ამ წყენის ჩახშობას ისევ თოვლის გადახვეტვით ვიწყებბ.. გამოკეტილი კარიდან ხმა რომ არ მესმის, მე ჩემებურად მივიღე და, გამოვყევი ისევ ჩემსაავე ნაფეხურებს.. მკლავზე იმ შარფმა ძალიან მომიჭირა და ისე გამიხურა კანი, წავიძრობდი, სახლიდან რომ არ გამოეძახა ნუნუკას და შევეჩერებინე. -სანთელი გამომიყოლე კიდევ ონო ბებია და ნავთი, დაწერა დამავიწყდა სიაში!-იმედით შემომხედა და გზა მზისფერ გოგოს დაუთმო.. ანათებდა მიტანებულ საღამოს ნანი. თვალებამდე შეფუთულიყო და მართლა მხოლოდ ორი მრგვალი სიფერადე უჩანდა.. რომ გამისწორდა და თავი დამიკრა, ჩემთან მიწა იძრა. გამისწრო და დამტოვა მე გაჩერებული. ჩამეცინა საკუთარ თავზე და იმ დავლილ უცნაურ განცდაზე, სხეულში სიცივესთან ერთად რომ დატრიალდა.. -ვაი საცოდავო ონისე!-დამიყვავა წარმოდგენაში ბებიაჩემმა და დამიბრუნა ძალა ფეხებში ავდევნებოდი წინ წასულს. ისე გარბოდა, როგორც პირველად, მაგრამ, მეორედის ნაირად აღარ იყო შეშინებული. შორიახლოს გაჩერდა მანქანასთან.. ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ბალაკლავიდან მხოლოდ წყვილი თვალი შემომანათა. კარი მთელი გალანტურობით გავუღე და ეს ჟესტი მთელი სინაზით რომ შეიშნო და დაჯდა წინა სავარძელზე, ისე მომინდა გამეცინა, თავს მთელი ძალა დავატანე,გავჩერდი და ღრმად ჩავისუნთქე. თოვდა და თან ისეთი თავგამეტებით, არ მაცლიდა დენი სოფლიდან გასვლას, უკვე წასული იქნებოდა.. გათბობა ჩავრთე და ნელი სვლით დავიძარით. კი ჰქონდა თითქოს გაკვალული საბურავებს გზა, მაგრამ, მაინც უჭირდა მაღალ თოვლში საფარზე მოჭიდება და მთელი კონცეტრაცია წინ მქონდა გადატანილი. რომ გავვაკდით და უჩუმრად გამოვხედე, ერთ წამში დავინახე და ჩავიბეჭდე მთელი ის სილამაზე, რასაც ქუდი და შეშინებული სახე მალავდა.. სულ სხვა იყო მისი ყველა ნაკვთი მშვიდი და, თვალები წყნარი.. მინდოდა რამე მეთქვა, თუნდაც უადგილოდ მეხუმრა ანდაც, ბოდიშები მიმეხადა დაღლამდე,მაგრამ, აღარ მქონდა ლაპარაკის სურვილი.. დრო და დრო გავხედავდი მხოლოდ,მაგრამ,არც ერთხელ გამოუხედავს მას.. ისე მოვატარე მაღაზიები და ისე დავტვირთე მანქანა, არც კი ერთი სიტყვა უთქვამს და ჩაჯდომამდე ისევ შორიახლოს რომ დამიდგა კართან, უკვე მოურიდებლად გამეცინა. იმაზე კიარა, რომ ელოდა კარის გახსნას, ამას ისედაც ვაპირებდი.. თვითონ სიტუაცია იყო იმდენად კომიკური, თავი ვეღარ შევიკავე. ჩემს გულწრფელ სიცილს მისი ჩუმი ჩაცინებაც რომ მოჰყვა,თითქოს დიდი ყინული მოსწყდა აისბერგს და ის საღერღელს აეშალა ჩამკეტი,ამწამამდე რომ არ მანებებდა რამის თქმას.. წყნარი მუსიკა მოგვდევდა ფონად. ნიაზის მშვიდ ჰანგებზე ფრანგულად მეღიღინებოდა. ნანის თბილი ღიმილი სახეზე ისევ ალამაზებდა გარემოს და გრძელ,ბროლივით თეთრ თითებს მანქანის დინამიკზე ათამაშებდა. დროდადრო ხელის გულს მიადებდა ხოლმე და, თითქოს ინაბებოდა რიტმის დასაჭერად. მეუცნაურა,მაგრამ,აღარ გავყევი ფიქრებს. ისე ამშლოდა საღერღელი, ყველა შესაძლო სასაუბროს ვეძებდი, მაგრამ, საკმარისი იყო გამეხედა, აღარ მიღირდა მერე ამ გარემოს დარღვევა.. არც იმ ფიქრებს მივყვებოდი დიდად, მეორედ თუ,მესამედ ნახულს ასე რომ აჰყავდა სული და გული აღტაცებაში. სოფლის კარს ვუახლოვდებოდით, გადასახვევთან რომ მიილია მანქანებისგან გათელილი თოვლი და, ისევ თეთრ საბურველში გავეხვიეთ. აღარ ანათებდა არცერთი ლამპიონი და, მანქანის მაშუქებითღა ვიკვლევდით გაუვალ თოვლს. არ მომყვებოდა საჭე ისე, მშვიდად რომგანმეგრძო გზა. ეს მოუსვენრობა ქცევებშიც დამეტყო და გადავაყენე საერთოდ. -ჯაჭვებს დავამაგრებ , თორემ ისე ვერ განვაგრძნობთ სვლას,კარგი?-სანამ გადავიდოდი გავხედე,მაგრამ,მომეჩვენა , თითქოს სულ ვერ გაიგო ჩემი.. თვალები გაურკვევლად ამიფახულა და, მხოლოდ თავი დამიკრა. ფეხდაფეხ მომყვა. საბარგულს რომ მივადექი, მხოლოდ შემდეგ გაუნათდა სახე. ოცამდე წუთი მოვუნდი მის აღჭურვას. პროცესში ისე დამცხა,კურტკა გავიძვრე და შორიახლოს დამდგარ ნანის გავუწოდე. გამიღიმა და ჩამომართვა. მკლავებზე გადაიკეცა და უფრო თბილად გაეხვა მასში. ისევ მხოლოდ ჭრელი სფეროები უჩანდა და მასშიც იმდენი რამ იკითხებოდა.. მანქანის შუქზე დამდგარი კაფანდარა გოგო თვალს რომ არ მაცილებდა , ამას მერე მივხვდი, სალონში რომ ჩავჯექით და მზერა ისევ აწითლებულ ხელებზე გადაიტანა. თითები გათოშილი მქონდა და ვერ ვამოძრავებდი ჯერ. გათბობასთან დამეწყო და ველოდებოდი როდის გამილღვებოდა. -ორი წუთიც და..-გამეცინა, მისი თვალებიც ციმციმებდა უცნაურად და თან არ აშორებდა მზერას ხელებს. მოულოდნელად , ისე,რომ საერთოდ არ ვიყავი მზად მისი შეხებისთვის, მაჯაზე დამაგრებული მისივე ტიტებიანი შარფი შემომხსნა, ხელები მისკენ წამაღებინა და კალთაში ჩაიდო. დავყევი მის ყველა მოქმედებას. ამის დასტური არც გაუფიქრია გონებას,იმდენად გამეთიშა უცებ ყველა საღი აზრი და მხოლოდ მის თბილ თითებს ავედევნე მზერა-მზერით. ყელსახვევი ფრთხილად გაშალა , ანთებული,ბრჭყვიალა თვალებით თითქოს მოეალერსა კიდეც, ასე მეჩვენა. გადაკეცა და ხელებზე შემომახვია.. გარედან მისი ბროლის თითები შემოაჭდო ჯაჭვივით და, ამომხედა. უღიმოდა სახე და, ტუჩებს მაღლა-ჭრელი თვალები. მთლიანად გავლღვი და სხეულში შემოჭრილ ტალღებად მოსულ სითბოს გული ვერ დავხდა ისეთი სიმტკიცით, რომ მინდოდა და მჯეროდა. სადღაც ინა ისე დამცინოდა ამ ჩემს ცეროდენა ბიჭისნაირ აღტკინებაზე, ალბათ ტაშსაც შემოჰკრავდა. ჩამეღიმა, არ გამორჩენია ნანისაც.. თვალებიდან მთელი სამყარო ხელისგულზე ეშლებოდა და, იმას ყვებოდა,რასაც არ ამბობდა.. გავთბი. ალბათ წუთიც არ დაჭირდა კანს მისი კანიდან წამოსული მხურვალების შესაწოვად.. სხეულს რომ მოძრაობის უნარი დაუბრუნდა, სითბოს გამტარი შარფი ისევ მაჯაზე დავიმაგრე და ისევ იმ მდუმარებაში გავაგრძელეთ სვლა, როგორც აქამდე.. მანქანაში ისევ ტრიალებდა გიტარის მშვიდი ნოტები. ნანის ისევ დინამიკისთვის დაეწყო ხელები და თვალები დაეხუჭა.. რომ გავაჩერე ,უკვე აღარ მიღირდა გადასვლა.. სოფლიდან-რაიონამდე და უკუსვლის, სრულიად საკმარისი გამოდგა, დანატებითი წყთებისთვის მევრძოლა.. ფრთხილად გადავზიდეთ საბარგულიდან რამოდენიმე პარკი და ტოლად გაყოფილი სანთელი და ნავთი.. კარებიდან მომლოდინე ნუნუ ფეხდაფეხ გამოგვეგება შემოღამებულში და მადლიბებით დამიხუნძლა ისედაც დამხიმებული მხრები. ჩუმი ლოცვით შეიტანა სახლში და სითბოს დასაკავებლად გამოკეტა კარი. თოვდა და ჩვეული თავმომწონებით. ხელისგულზე დავიგროვე ფარფატა ფიფქები და სული შევუბერე ბამბის ქულებს. ნანი ბებოს ნაბიჯებს მიიკვლევდა და მოზომილი ნაბიჯებით მტოვებდა შუა გზაზე.. -ნანი!-გავძახე. ისევ დაუფიქრებლად და მოუფიქრებლად , რა მეთქვა შემდეგ.. ბუბუნებდა თოვლი და კარგავდა ჩემს ხმას,თორემ რატომ არ გამაგონებდა.. -ნანი..-უფრო ომახიანად გამომივიდა და ავედევნე უფრო სწრაფი ნაბიჯით. ვინ იცის რა მინდოდა და რისთვის ვეძახდი.. კიდევ უფრო აგუგუნდათქო ცა, ისე გამეტებით წამოვიდა ფიფქები და გააყრუა მიდამო. -ნანი.-უკვე ხელზე მოვეჭიდე და, რომ შემოვატრიალე ,თვალები ისევ იმ პირვანდელი შიშით ჰქონდა სავსე. შემენანა. ვინანე და გავბრაზდი ჩემს თავზე.. -სულ ისე გავიხადე საქმე , ბოდიშის იქით ვეღარაფერს გეუბნები მგონი-ვუცინი და უკან ვიხევ ერთი ნაბიჯით. სახე უმშვიდდება,მაგრამ,უცნაური განცდა არ შორდება მაინც მის ნაკვთებს. ხელიდან ტიტებიან ყელსახვევს ვიხსნი და ვუწოდებ. არ მართმევს. არც იძვრის და არც ეს უცხო სათქმელი უქრება ისევ თვალებიდან. უხერხულობისგან ვპატარავდები და ის ბიჭი ვხდები, დარცხვენილი რომ ვერ უყურებს კიკინებიან გოგოს. ინსტიქტურად ვიკრავ ისევ მაჯაზე სახვევს. მეღიმება და მადლიერებით ავცქერი. მიღიმის ისიც. ლამაზი, ფერადი თვალებით სამყაროს იტევს.. ისევ მინდება გაუთავებლად ლაპარაკი და მისი ხმის გაგება, მაგრამ,არ ემეტებოდა ალბათ ჩემთვის. ბოლო წამამდე მჯეროდა რატომღაც რომ დამიძახებდა შებრუნებულს, ისე უბრალოდ შემომძახებდა,როგორც მე, მაგრამ, რომ შევედი სახლი და უკან მოვიხედე, ნანი ეზოში იდგა,ათოვდა უღმერთოდ, მაგრამ, არ დამიძახა.. მხრებჩამოყრილი დავუჯექი საკუთარი მოგიზგიზე ცეცხლის პირს,სახლში შესული. ინა დაქოთქოთებდა, ყველა კუთხეს ავსებდა მისი სიტყვებით და მე გონება მაინც მოპირდაპირე სახლის პარმაღისკენ გამირბოდა, სადაც არ მელაპარაკებოდნენ.. ჩამობნელებულ სახლში ნენამ იმ სანთელი დამინთო,რომ მოვუტანე და იმ ფეჩში გამომიცხო ჭადები,სადაც შეშა აღარ დავუპე,იქნებ წავიყვანო აქედანთქო და უკვე აღარც მე მინდოდა წასვლა.. -რამ დაგადუმა ბებია ასე, ხმა რომ აღარ გამეცი?!-ვეღარ დაითმინა მოხუცმა და მომიჯდა გვერდით. მისი ხელებით ამოყვანილი დილანდელი ყველი და ჭადის ოხშივარავარდნილი ნატეხი გამომიწოდა და გამომხედა გვერდულად. მეამა. გულთან მოვიდა ყველა ლუკმა მისი ნამზადის. ხელები დავუკოცნე ნაშრომი და დასაძინებლად ისე გავუშვი, მაინც ვერ ვკითხე ის,რაც ეჭვად დამდიოდა სახლში შემოსვლისთანავე გულში და, ვერ გადმოვთქვამდი. ფეჩის ოთახში, თბილ ოთხ კედელში, ჭერისკენ აბყრობილი თვალებით იქამდე ვარჩევდი მოციალე ალში უცხო სახეებს, სანამ ბოლომდე არ ვირწმუნე ჩემში ის დასკვნები.. შუა ღამე იყო ალბათ მოტანებული, ინა რომ გადმოტრიალდა,გავიგონე და, გამომძახა შეღებული კარიდან. -მკითხე ნენა..-გამზრდელს სუნთქვაშიც არ ეპარებოდა ,ფიქრშიც გავლებულიც კი წიგნივით ეკითხებოდა.. გამეღიმა.. სულში უცხო და თან ძალიან ძვირფასი განცდა შემომიძვრა და დაიბუდა მისი ადგილი.. -არ ესმის ხომ ნენა დედამიწაზე არავისი ნანის?!-ისე გავიტრუნე და ისე გაიწელა პასუხის მოლოდინში მთელი წამები,მეგონა საუკუნემ განვლო თვალწინ. არვიცი რატომ ჩამწყდა გულში ერთდროულად რაღაც დიდი და თან, რატომ აღმოცენდა მის ადგილზე უფრო დიდი და უფრო მეტი სიმძიმის,მაგრამ,თან უღმერთოდ მსუბუქი რაღაც.. -არა ბები..არ ესმის არც კაცის და არც ღმერთის..-ისეთი გულდაწყვეტით ამოილაპარაკა და ისეთი დანანებით, ხელშესახები გახდა ოთახში.. გამეღიმა. ხელზე დახვეული მოუშორებელი შარფი ამსუბუქდა მაჯაზე და ჰაერის წონა გახდა. -ვერც ლაპარაკობს ხომ?!-ისე ვკითხე, ხმა რომ ამომეღო თორემ, მახრჩობდა უკვე ყელში ყულფად მოწოლილი უსამართლობის მძიმე ჯაჭვი. -ვერა ბე..-კიდევ უფრო მეტი დანანება გამოუშვა საპასუხოდ ოთახიდან.. -მერე რა უჭირს ბებია, ილარიონს თუ ესმოდა და ლაპარაკობდა , მიტო მიდიოდა რომ ვეტყოდი მარჯვნივთქო-მარცხნივ. -მე ხომ ვიცი ჩემს გასამხნევებლად გამიხალისდა, არადა,არც მჭირდებოდა ეს გამაგრება. -მაგრამ,რომ შეეკითხები ბებია და, ვერ გიპასუხებს..-აღარ დაასრულა ინამ.. მცდიდა. ვიცი რაც იგულისხმა და იმაასაც მივუხვდი, რატომ თქვა ასე, თორემ,მისთვის რომ საერთოს მნიშვნელობა არ ჰქობდა სიტყვა-პასუხს,რათუნდოდა ამას ბევრი სჯა-ბაასი. ინას იმის გაგონება უნდოდა, რაც მე ვთქვი , მშვიდი ძილისთვის და მისი ეჭვების გასაბათილებლად. -თვალები გეტყვის ნენა მერე იმას,რასაც ენა ვერ და, ჭრელი სფეროები გაიგონებს ტუჩებიდან წამოსულს იმაზე უკეთ,ვიდრე ყური..-გულიდან წამოვიდა ყველა ბგერა და, გონებამ დამიდასტურა სწორი ბილიკები. ვიცი,როგორ ეამა მის გულს, მშვიდად რომ ჩაეძინა და, მე დამიტოვა ის ღამე გასათენებლად.. ფანჯრიდან შემოსულ შუქზე აციალებულ თოვლის დიდ გორაკზე დამდგარიყო გამთენიისხანს ის მამალი, წინა ღამით ინა რომ აჭმევდა ძალდატანებით და მთელი ძალით აღვიძებდა გარემოს. მისი თავგანწირვა სულ ტყუილი იყო, ისედაც აღარ მეკარებოდა ძილი. ცხოვრებაში ალბათ პირველად მიხაროდა დღის შემოსვლა და იმ ენერგიით მევსებოდა სხეული, ახალ შანსს და ახალ სხივს რომ მოჰქონდა ხოლმე.. გამთბარ კედლებში ნაჩქარევად ჩავიცვი ბაბუაჩემისსოული გრძელი ვალინკები და ფარდულისკენ ავიღე გეზი. თვალი უნებურად გამექცა კარი მეზობლისკენ და ზუსტად იმ წერტილს მივაგენი შუა ეზოდან, საიდანაც მოჩანდა ნანის პარმაღი და მთელი ეზო-კარი.. მტკიცე ღიმილით მივადექი შარშანდელიდან მოყოლებული ნაფოტების მცირე გროვასთან. ერთადერთი დღის სამყოფი შეშა გადახურულში კოხტად მივაწყვე და ნაჯახით პირველი მორი გავჩეხე შუაზე.. ___ -შემოდი ნენა, ჭამე და გააგრძელე მერე ჩეხვა!-კარგად რომ შემონათდა ახალი დღის სინათლე, ინამ გამომაკითხა და მანამ არ მოიცვალა ფეხი, სანამ თავი არ ვანებე საქმეს და გავყევი უკან. ახალ გაჩაღებულ ცეცხლზე შემომდგარი ჩაიდანი კედლებზე გადიოდა, ისე დუღდა. ფეხთან, პატარა ტაბლაზე ბებოს გამხმარი შინდის ჩაი დაუყენებია და შეწითლებული ყიყლიყოები დაეხვავებინა გვარიანად თეფშზე. -ფიზიკის წიგნი მაკლია ახლა ინა ფეხებზე და ეგაა,ათ წუთში გავიქცევი სკოლისკენ.-დილიდან ისეთ ენერგიაზე ვიყავი მოსული,ხასიათშიც გადამზრდოდა და გამომყავდა წყობილებიდან გამზრდელი ბებო. -მაგ ფიზიკა რო გესწავლა ბებია და მარტო არ გეყურებინა ზემოდან ნატურმორტივით, ახლა ფიზიკოსი იქნებოდი და არა, ის.-ვეღარ გაიხსენა ჩემი პროფესია. -რას ერჩი ერთი შენ აიტი ინჟინერიას.-გემრიელ ლუკმას ცხელი ჩაი კიდევ უფრო მეტი ნეტარებით დავაყოლე და მოფუსფუსე ინას გავაყოლე თვალი. -რას ვერჩი და ქუდზე კაცმა არ იცის აგერ კარმიდამოში რა საქმეს ეწევი შენ! ვერ მითქვია ვერსად ქალს!-ისე მიბრაზდება ამაზე, გეგონება ბრალია რამე ჩემი. -მერე უთხარი შენც არაფერსაც არ საქმიანობს თქო და დაისვენებ-ვიცი რომ უფრო ვაბრაზებ და მეტ ეშხში შევდივარ. დაფაზე რომ დავიხედე, იმდრნი მიჭამია, მარტო ზრდილოვისთვის დავუტოვე ბებიას სამი ცაკი,თორემ , იმასაც გავუყენებდი ილარიონის გზას. -გადეირიე შენ?!-აგერ, შემოჰკრა დაფდაფსაც.-ხო დარჩი მერე უცოლოდ?! -რავა,იყო მოსული კარზე მაშვალი თუ?!-ვცქვიტე ყურები, გადამცდა ის ბოლო ყლუპი ჩაი და დავიხჩვი ლამის. -შენ ვინ უნდა გიმაშვლოს ბიჭო, მართლა გადეირიე?-ეს მართლა ბოლო წვეთი იყო. უკვე დრო იყო ამეკრიფა გუდა-ნაბადი და გავქცეულიყავი, თორემ, ის დანა ნენას არც ტყუილად ეჭირა ხელში. ერთი ოინიც და, ჩამოვართვამდი ბაბუაჩემს ხელს. დავნებდი საბოლოოდ. გამეცინა და გემრიელ საუზმეს უფრო გემრიელად დასაკოცნი ლოყები დავაყოლე ბონუსად. კარებთან აყუდებულ ნაჯახს ხელი დავავლე და სანამ გავიდოდი, მაინც მოვუტრიალდი. -ნენა.-მეშვიდე კლასელი ონო როგორც მოიღერდა კისერს თხოვნებით, ბებოს სკოლაში არ გაეშვა, ისე მოვისაწ.... თავი.-დაპატიჟე ყავაზე ნუნუ და ნანი, თუ გიყვარვარ,რაა. -არ სვამს ნუნუ ყავას,სახსრებს ფიტავს!-მიპასუხა სწრაფად და მკვახედ ბებიამ. -აბა ის კითხე, შეშა ხოარ აქვს დასაპობი?-მოვეჭიდე მორიგ ხავსს. კი ჩაეღიმა ინას,გვერდიც კი შემაქცია რომ არ გაცინებოდა, მაგრამ, მე მაინც დავუნახე . გამეღიმა. -დაუჩეხა წინა კვირაში გოგიმ.-დანა ისევ მომიღერა. წერაზე ვყავდი დღეს,მაგრამ,ამაზე მეტად იმაზე უფრო გადავერთე, ვინ იყო ჩემამდე შუკაში თავკაცი. -ვინაა ნენა გოგი?!-ძლივს გადავყლაპე ნერწყვი. გაქარდა ოთახში სითბო იმდენს ხანს ვიდექი ღია კარში გამშრალი. -ვინ გკითხავს შენ ონისე ,მომწყდი თავიდან,რა შემომიჩნდი დილიდან, ჯერ ხო ძილი არ დამაყენე.-გაშალა ფრთები ილარიონის რისხვამ და მეც ვიხელთე მისი მტკივანი ფეხი და გავასწარი სამშვიდობოს. მეცინებოდა მის მახვილ ენაზე და თან იმ თბილ გულზე, ბოლომდე რომ ვერ მიმეტებდა მაინც. იმ ჩემს ნაპოვნ წეერტილიდან მეზობელს ფარულად გავხედე და მოვუჭუტე ცალი თვალი. აივანზე არც არავინ იდგა,მაგრამ, სამაგიეროდ, შუა ეზოში თოვლის პაპას აკეთებდა ნანი. ვიღას გაახსენდა სიცივე და სარჩო შეშა, ნაჯახი რომ მივაგდე და კისრისტეხით დავეშვი ეზოდან, ნენამ თავში შემოირტყა ისე მწარედ ხელი, ჭიშკართან გავიგონე. -ბრუნავს საფლავში ილარიონი შენი ცოდვით,ბრუნაავს!-ნაკვალევში ესეც მომაყოლა და თან ჩაიქირქილა ალბათ. რომ ჩავკეტე ის რკინის საშვილიშვილო ღობე, გავჩერდი და ცოტა სუნთქვა დავიწყნარე. დინჯი ნაბიჯით გავუყევი დარჩენილ გზას რომ მოვითქვი სული. -ნანი-გავძახე ღობეზე ჩამოყრდნობილმა და,მერე უცებ ვიკბინე ლოყაზე მწარედ.. ეს ჩემი აქამდე მოყოლილი აღტაცება პირველი თოვლივით უცებ გამიქრა და გავშრი.. თოვლივით თეთრი გავხდი და ისე შევეზარდე მის ცქერაჟი პეიზაჟს,აღარ ვიცნობოდი. ვუყურებდი მას, ლაღს, საქმეში გართულსა და იმდენად მობილიზებულს, რომ ვერც კი მამჩნევდა.. საშუალო და პატარა გუნდა კი შეკრა, მაგრამ, მთელ ეზოში კოტრიალისგან გასუქებულ პირველ საყრდენს ძვრა რომ ვეღარ უყო, მერე კი მოატარა ეზოს თვალი. არ იდგა შორს და დავიფიცებ, არ მომჩვენებია, მართლა მზესავით გაუნათდა სახე. ხელი ღიმილით დავუქნიე და ვეღარც მერე მოვიშორე სახიდან სიცილი, კარი რომ გამიღო და ეზოში ხელჩაკიდებული შემიყვანა. პატარა,ცეროდენა ბავშვივით დასწითლებოდა ლოყები სუსხისგან და თვალები ათასფრად უელავდა. არ მეთმობოდა მისი ხელი. არ ვუშვებდი და არც იყო წინააღმდეგობა საამისო. ხომ ვერ, მაგრამ, თვალები მიხმობდა საშველად.. თითი დიდი გუნდასკენ გაეშვირა და ფეხის დაბაკუნებაღა აკლდა, საერთოდ არაფერი განასხვავებდა კიკინებიან ბავშვთან.. ხელი რომ გავუშვი, სანამ თოვლს შევეხებოდი, მანამ შემცივდა. მანამდე გამეყინა გამთბარი კანი.. სახლის სარკმლიდან ნუნუ რომ გვიყურებდა ქურდულად დროდადრო, არ გამომპარვია, მაგრამ, თან რომ ეღიმებოდა,ესეც შევნიშნე. ნანი გულმოდგინედ ალამაზებდა ფორმებს და მეც მომელია ჩემი რიგი საქმე. იმ სანახაობით ვივსებდი გულს ბოლოს, წინ რომ იყო გადაშლილი და ფილმის კადრს გავდა. აღარ თოვდა თითქოს, აღარ ისროდა ცა მსხვილ ფიფქებს, მაგრამ, მაინც აპარებდა საცერიდან წერტილისხელა ქულებს. გათოშილი მქონდა უხელთათმანო ხელები,მაგრამ, სიცივეზე მეტად სულში უცხო განცდები მომეჭარბა და, ეს მერჩივნა სითბოს.. დროდადრო გამომხედავდა ხოლმე ნანი, აღტაცებული, გაცისკროვნებული და თოვლივით ნაზი. თვალებს შემომანათებდა და ისე გამიცინებდა, სულ მავიწყებდა რა იყო აქამდე და ახლა.. სტაფილო რომ მიუმაგრა სახეზე და საერთო სურათს მოშორებით გახედა, თვალზე თოვლზე მეტად, ცრემლი აუბრჭყვიალდა სიხარულის და, მეც გავლღვი.. მასთან ერთად, შორიახლოს, მაგრამ, მაიმც ძალიან გვერდით, ცამდე გამიხარდა მისი სიხარული.. -ლამაზია ნან,თოვლიც და შენც..-რომ მეგულებოდა ვერ გაიგებდა,თორემ,ვერ ვეტყოდი სხვანაირად.. იქნებ სულ სხვაგვარად გაეგო და მიეღო, არადა, იმაზე სპეტაკი იყო , ვიდრე აქამდე თქმული ყველა. ვიდეგით თოვლში. ყინავდა და ციოდა ისე, ატანდა კანშიც, მაგრამ, მასთან, მის გვერდით არაფერ სხვას ჰქონდა მეტი სინძლავრე.. რამდენი უნდა გვეთქვა ახლა. რამდენს მოვიფიქრებდი, რამდენს მოვიგონებდი, რამდენს გავაცინებდი, მაგრამ.. ყვებოდა მისი თვაკები, ყვებოდა კიარა, ყვიროდა, მაგრამ, გული ჩამწყდა, მარტო ელემენტარულის გაგება და წაკითხვა რომ შემეძლო ჯერ და მეტის არაფერი.. -ონოო-ჩვენ ფიქრებს , ჩვენს წილ საღერღელს ნუნუმ რომ მოგვწყვიტა, მე ხომ მეწყინა რაღაცნაირად და ნანისაც გაეღიმა გულდაწყვეტილს.. სახლისკენ გვიხმობდა ჩუმად მოთვალთვალე და ჩვენც განვეშორეთ ისე, როგორც წესი იყო და რიგი. მე ვეღარ შევბედე ხელის ჩაჭიდება, არ მქონდა ნება და მანაც გადამასწრო ნაბიჯებით.. განცალკევებაზე მეტად რთული სულ სხვა ხასიათზე გადასვლა გამოდგა. ბებიას ტოლს სახლში გასალღობი სითბო დაეყენებინა და პატარა სავახშმო სუფრა გაეშალა ფეჩის წინ. თურმე,რამდენ დროს გაევლო და მე არცერთის სვლა არ მიგრძვნია. ნანი შესვლისთანავე გაგვეცალა და სანამ დიალიგში ავეწყობოდი, მანამ დაგვიბრუნდა. მოკლე,ხვეული თმა აეკრო და სახესთან ერთად გრძელი, ბროლისფერი კისერიც უჩანდა, სადაც ალბათ იმ შარფს იხვევდა ხოლმე, მე რომ ხელზე მქონდა ახლა და ნუნუ თვალს არ აცილებდა,წარბაწეული. მაგიდაზე პირისპირ ჩამომიჯდა და გამიღიმა მთელი სილამაზით. მეც გამეხსნა სახე და ამოვისუნთქე ღრმად. -ჭამე ახლა ბებია,ქვეყნის წონა საქმე მოილიეთ და მოშიებული იქნები.-წამკბინა თან და თან წამეხალისა ნუნუკა. მისი ხელით დამიდო თეფშზე ნიგვზიანი ლობიო და ფეჩში შემცხვარი პურის კნატუნა ყუა. ზედ ზაფხულის ნასვრეტებიანი ყველიც მიმიდო და მანამ არ ამომასუნთქა, სანამ არ ვუქე და არ გამოვლიე დახვავებული ვახშამი თეფშზე. -ნანის გაკეთებულია მაგ ლობიო ბებია-ნიშნისმიგებით გადმომხედა მოხუცმა და თბილად შემომცინა. -თუ მეტყვი,რომ მარტო მე მაქვს გასინჯული და სხვას არავის,ტკბილად დამეძინება ნუნუკა, ღმერთია მოწმე.-ხალისიც დამიბრუნდა ერთბაშად და შავი ღვინოც ნეტარებით მოვსვი. ნანი თბილი, ღრმა თვალებით გვიყურებდა და ტუჩებზე არ გვაშორებდა თვალს. მომენტში მომეჩვენა რომ ჩაეცინა კიდეც და წარბიც აწკიპა. -შენ თუ მაგი მოგასვენებს ბებია და დაგანებებიებს თავს თოვლისბაბუების კეთებას, გეტყვი აბა რას ვიზამ?! ორი ვართ სულ მთლად სახლში და ვინღას უნდა ეჭამა სხვას?! -გოგის მაგალითად-არც კი ვაცადე გულს გახარება, მე რომ დილიდან ჭიასავით მიღრღნიდა სულს, ის წამომცდა და უკანაც აღარ დავიხიე, დაველოდე განაბული პასუხს. -გოგიას ბებია შეშის საჩეხად ვუშობ მარტო ეზოში-ლოყებღაჟღაჟამ ჭიქა კაცურად მომიჭახუნა და ჩემს ამოსუნთქვაზე ისე გადაიხარხარა, ძლივს მოვაბრუნე საჩბენოს. -თოვლის ბაბუის გაკეთება თუ მოუნდეს მე დამიძახე იცოდე ნუნუ და კუდით ქვას ვასროლინებ.-გავიჯგიმე ვაჟკაცი ქართველივით. გულზე მუჭიც დავირტყი მეტი დრამატულობისთვის და გამოვაჩინე ყველა კბილი. მიხაროდა,ნანი უხერხულად რომ არ იყო და პირიქით, ისე ჰყვებოდა ჩვენს დიალოგს მისი ემოციები, მეგონა გებულობდა და იგებდა რასაც ვამბობდით.. -სად შეუძლია ბებია გოგიას აწი დახრა და თოვლის ხვეტვა თუ ღმერთი გწამს,მიეწევა აწი ილარიონს ისეა მაგის საქმე და ასაკი.-ჭამის დამთავრებაც არ მაცადა, რომ მითხრა კისკისით და მე გადამცდა ის ბოლო ტკბილი ლუკმაც. მანამ მიბრახუნა გაშლილი ხელისგული ნუნუმ გვერდებში, სანამ სული არ მოვითვქი ან, ჯავრი არ იყარა. რომ გამოვიხედე თვალებში და ნათელი ფერებით დავინახე სამყარო, ნანი სიცილისგან თვალებზე ცრემლებს იწმენდდა უკვე. ასჯერ ჩავიგდებდი თავს მსგავს სიტუაციაში, თუ მისი ამ თვალების, ამ სახის, ამ ტუჩების ნახვა მომიწევდა მერე. საოცრად ლამაზი იყო გამორჩეულად ასეთი: ლაღი და მოცინარი. კი მინდოდა დროის ბოლომდე გაყვანა, მაგრამ, ვახშამს რომ მოვრჩით,მეუხერხულა რატომღაც და წამოვდექი ფეხზე ჩასაცმელად . ნანიმ მომიტანა კურტკა და ისე გამომიწოდა, თვალები არადა არ ჩაუქრა. ისევ უბრწყინავდა ათასფრად. არ ვიცი როგორ გადმოვედი სახლში, ან რატომ მიხაროდა ასე უსაშველოდ ეს საღამო და გოგიას ასაკის სიუხვე. კარები რომ შევაღე და ნენა ფეჩთან დამიხვდა წიგნგადაშლილი, ჩუმად მივეპარე და ლოყები დავუწითლე, მანამ არ მოვეშვი. -რაიყო ბებია, დაგავიწყდა სახლის კარი?-მისაყვედურა მაინც ინამ. წიგნი იქვე მიმიმალა და შემომხედა ლამაზი თვალებით. -მასე თუ უნდა გადაიკარგო მთელი დღე,დამიბარე მაინც,მომექცა თვალი.-არ გაჩერდა. -არ დამიპატიჟე აბა მეზობელი ყავაზე და რა მექნა თუ იცი?-შევაცოდე თავი. ფეჩიდან გაწყობილ ლოგინზე გავწექი და თბილი მატყლის საბანიც გადავიფარე ბონუსად. -კაი ყავა იყო მერე ბებია?-ინაც დაწვა დაღლილი, დაქანცულინდა გალეული. -მაგის არ ვიცი და ლობიო კი დამახვედრა მეცეცხლურმა ნენა იმნაირი,ილარიონსაც გააცოცხლებდა. -სიამოვნებისგან გაჟღენთილმა გვერდი ვიცვალე და დავხუჭე თვალები. არ დასჭირვებია ჟამს დიდხანს თვლა. როგორც კი სქელი ფარდა დაეშვა გონებაში, მას თან ნანის სახე მოჰყვა.. ბედნიერებუთ გაბრწყინებული.. კაშკაშა თვალისფერით. უთქმელად მოლაპარაკე.. დიდხანს დავდევდი ფიქრებში ზუსტად ამ ნანის ნაბიჯებს.. უკვე რომ ვგრძნობდი, მეძინებოდა, მაინც შევაფხილზე ინა. -ნენა.-გავძახე ჩუმად. არ მიპასუხა,მაგრამ,ვიგრძენი მისმენდა.. -მიმაშვლე ნუნუსთან თუ გიყვარვარ.-ხომ მეცინებოდა თან,მაგრამ, თან სრული გულით ვთხოვდი ბებოს.. -მეტი რაღა მაშვლობა გჭირდება ნენა,მოუტყუებიხარ,ნანის გაკეთებულია ვახშამიო.-მასაც ეცინებოდა და თან, მასაც სრული ჰქონდა გული. -მერე მაწონებს ვითომ მაგითი მის გოგოს?-ეჭვით გავხედე შეღებულ კარს და გამეცინა. -შენ კი მოგწონებია ნენა უკვე და, ნუნუს რაფერ ვუთზრა მე ახლა აიტი ინჟინერიათქო შენზე?!-მისი საჯავრებელი მაინც გამიხსენა მოხუცმა ისევ. -უთხარი მერე ფიზიკოსიათქო თუ მოვეწონები.-არ გამჭირვებია უცებ გამოსავლის პოვნა.დილამდელმაც გამახსენა ჩვენი გეგმები. ხომ აფსურდი იყო ეს ჩვენი მაშვლობა, მაგრამ, წარმოდგენაც კი ისე მსიამოვნებდა, მთელ ღამესაც გავლევდი გეგმარებაში. -ნენა შენ სულ ბაბუაშენს დამგვანებიხარ ბაქიბუქობაში და ტყუილების შეთხზვარი.-დანანებით ჩაილაპარაკა ჩემმა ბებიამ მერე და გადაბრუნდა. -მაგ ტყუილების გამო გაისტუმრე ხო ილარიონი ინაჩკა?-კი მქონდა იმედი, წამოვაგებთქო, მაგრამ,რომ აღარ მიპასუხა რამე, ორი დღის უძინარს მეც ისე მშვიდად მიმეძინა, აქამდე რომარ მახსოვდა მსგავსი სიმშვიდე. რძისფერი ფარდებში წინ ტიტების უზარმაზარი ველი გადაალილიყო და მათში გზას ნელი სვლით მიიკვლევდა ნანი. ___ -ადექი ონისე შენ არ მოუკვდი შენს ბებიას!-დილას ქოქოლამ რომ გამაღვიძა და არა იმ მშვიდმა ნოტებმა, სიზმარში რომ დანარნარებდა, ძლივს გავახილე თვალი. საათი რომ დილის ექვსს აჩვენებდა,ამაზე ჯერ თვალები გადმომცვივდა და მერე ლამის ცხარე ცრემლებით ავტირდი. ინას უკვე ცეცხლი აეგიზგიზებია და სათლში პურის ფქვილს ისეთი გამეტებით ურაზუნებდა ხელისგულს, მე ხომ მეტკინა აგერ წარმოდგენაზე გვერდები და ის როგორ გრძნობდა თავს, ვინ იცის. სხვა თუარაფერი, სიმწრით ამოვიდოდა. -ღმერთო, ახლა ვხვდები ილარიონი რატომ იყო ხოლმე სულ ნირწამხდარი დილაუთენია.-წამოვხტი ერთი ამოსუნთქვით ლოგინიდან და გავარდი ფეჩთან. ბებიამ წამიყრუა ოსტატურად, როგორც ეხერხებოდა ხოლმე,სიმართლის გაგებისას. ინას წინა დღით ხელით ნარეცხი,ფეჩზე გაცხელებული უთოთი გატკივინებული შაარვალი მივაფიცხე გასათბობად და კალენდარს ავხედე ძლივს გახელილი თვალით. 25 დეკემბრის გამთენიუსხანი იყო და მივხვდი,რატომ იწყებდა დროზე ადრე ინა ფუსფუსს და რატომ ცემდა ცომს გულმოდგინედ. -უფალი ღმერთი და ილარიონი ერთ დღეს რომ გაჩნდა,მარტო მაგის ხათრით უნდა დაგეცლია იმ კაცისთვის ბედნიერი ცხოვრება.-მეგონა ამასაც გამიტარებდა, მაგრამ, რომ შწმიბრუნდა და დიდი ხის კოვზი მოიმარჯვა,მერე მართლა ამეწვა გვერდები, რომ წარმოვიდგინე როგორ გადამცხებდა ნეკნებზე. -სულ ეგ ხართ კაცები! უმადურები და ქალის დაუფასებლები! მე რომ მოვლილი მყავდა ბაბუაშენი და ნაფერები,ისე კაცი არ დადიოდა ყურეში!-გაცხარებულმა მომიგო და ამიარა გვერდი აწეული ცხვირით. -ინა,შენ სხვის კაცებსაც ათვალიერებდი?!ნუ გადამრევ ამ სისხამ დილით!-შევიცხადე მთელი ოსტატურობით და საპასუხოდ ნაჯახმომარჯვებული გამზრდელი რომ მივიღე,მაშინ მართლა ჩამიარა მთელმა სიცოცხლემ თვალწინ. -მკლავენ ხალხოო!-შემოვცხე ღრიალი და ისე გავიქეცი შუა თოვლში, არც შარვალი მეცვა და არც მაისური. სიცილიაგან თუ გაციებისგან სანამ ხველა არ ამიტყდა, მანამ დავრბოდი და ვდგამდი შოუს. ინა იდგა კარში, ნაჯახით და ჯერ თუ გაოცებულ-გაბრაზსბული ჰქონდა სახე, მერე ისე აკისკისდა, მე ხომ ისედაც მოსაბრუნებელი ვიყავი,ისე გავიყინე და ბებია მართლა ვერ დავაწყნარე. -შემოდი გასაზრდელო და დამიკალი ქათამი, სანამ წაგაწყვიტე თავი!-ძლივს მოაბრუნა ენა. -მე ქათამის დამკვლავი არ ვარ ინა,ტყუილად მეჩალიჩები.-კანკალით შევედი სახლში და ვაქნიე თავი რაც შემეძლო,ამოვიცვი გაყინულ კანზე ის ჯინსის შარვალიც და მივეფიცხე წითელ თუჯს. -აბა დოუძახებ გოგიას! -მაგის სახელს ნუ მიხსენებ-წამოვხტი ხელმეორედ,მაგრამ,სირბილის თავი აღარ მქონდა, ვქოშინებდი ილარიონივით. მომეშვა ცოტახნით ბებია. სანამ ვყვინთაობდი სამფეხზე, მანამ ინამ ხის მოწნული კალათი გაავსო პატარა სანოვაგით და იმ ციმციმ ამოსულ ცომს მიუბრუნდა. რვას აჩვენებდა უკვე საათი. ძლივს გათენდა და მე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელ დღეს უკვე გაევლო. რადგან მხოლოდ ცეცხლის,დღის და სანთლის შუქი გვანათებდა, გარე სამყაროსაც მთლიანად ვიყავი მოწყვეტილი და დამჯდარი ტექნიკით ხასიათგაფუჭებულს აღარ ვიცოდი რაღა მექნა. -რამე არ გაკლია ნენა?!გაგეგზავნები ნუნუსთან.-გავხედე ბოლოს საცრის თვალებით. აღარ მციოდა,მაგრამ,დანაკლისის განცდა მაინც არ გამიქრა სხეულიდან და მივხვდი,რა მჭირდებოდა ახლა წყალზე უფრო მეტად.. რომ ჩაეღიმა ბებოს,ეს კანით ვიგრძენი ,თორემ ისევ უკმეხად მპასუხობდა დილანდელი სპექტაკლის შემდეგ. -ყველაფერი მაქვს. -ფქვილი არ გაკლია?! -არა! -ზეთი? -არ მჭირდება. -სანთელი ან ნავთი? -ნავთს შენ დაგაცლი თუარ მომეშვები!-დააწყდა ის ბოლო ნერვიც. -ყავა არ გინდა ნენა?-სულ მთლად დავიღვენთე იმ ბჟუტავი სანთელივით. -ფიტავსთქო სახსრებს,არ გითხარი? -ვინც შენ მაგი მოგასმენია და დაგაჯერა,ის ვერ გაიხარებს ჩემი ცოდვით, თუ უკვე არაა გასული გზამართალს!-ხელები სამართალის მძებნელივით მაღლა ავაბყარი და ავძახე ღმერთს საშველად. არ მიშვებნა ინა მეზობლად და მე მარტო ეგ მინდოდა. ერთი პატარა მიზეზი. -პაპრიკა გაქვს ინა?-ბოლოს რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე, მივეტუზე და ჩავხედე ქვაბში. ვიგრძენი მისი განწყობით თუარ მოვეშვებოდი შხამს მოურევდა იქ ბაჟის ნაცვლად. -მაქვს!-ისე გამოცრა მეც გამაცინა. -შენ ისეთი თავშენახული ყოფილხარ ნენა კაი გოგოც გეყოლება სადმე განჯინაში გადამალული,დავუწყო ძებნა?-გამეცინა და ბებიაც რომ ავიყოლე ბოლობოლო, დავუკოცნე თან ის შეყრილი წარბები და საქმისგან აწითლებული ლოყები. -შენ ნენა მიზეზი ვერ გიპოვნია მეზობელთან გადასასვლელად და ქალს ნახავ ვითომ დამალულს? -შევეცოდე როგორც გაზრდილი შვილიშვილი თორემ ახლა ისე გაიცინებდა,მართლა რაღა მოაბრუნებდა,მაგრამ,დამინდო მე და თან ისეთი ენერგიით დამმუხტა, სანამ ის ცომს იყვანდა, მე უკვე ჩაცმული ვიყავი სრული ეკიპირებით და გავდიოდი სახლიდან. -რა მიზეზით გადადიხარ ბებია ასე მონდომებული?-კარებში გამომეკიდა ჩქარი ნაბიჯით ინა და გამომიდგა გზაზე. -თოვლის ბაბუა იქნება გადასათოვლი ნენა, იცი რანაირად უყვარს ნანის?-დავდნი პირველი თოვლივით შუა ეზოში. -მაგის მეტი თუარაფერი დაანახე ბებია დაგიწუნებს ნუნუ და ეგაა. -გაზარდე მერე შენ დასაწუნი შვილიშვილი ინაჩკა?!-გავიჯგიმე მთელი თავდაჯერებით. -მე კი ვიცი ბებომ გენაცვალოს რაც გაგზარდე, მაგრამ ქალაქში გონია მარტო თოვლის ხვეტვა გასწავლეს და ე მაგაზე არ შემომედავოს მერე ნუნუ,ეს გოგო იმისთვის კიარ ჩავიბარე,ფიფქების ინჟინერს გადავაბაროო.-კვიმატი ენით წამში მიპოვა საპასუხო ბებიამ და მაქცია საბოლოოდ ზურგი. რომ ვიფიქრე დავამთავრეთთქო,კარებთან დამაწია მაინც. -ნენა! გავხედე. -ნუნუს უთხარი ინას საფენელი ფქვილი შემოაკლდათქო და გამოგატანოს ერთი მუჭი! უკვე ჩვევად გადამექცა მგონი კარიდან-კარამდე გულამოვარდნილი ჩქარი ნაბიჯი. სულიც არ მომითქვამს ისე შევედი ეზოში და იქ მართლა დათოვლილი რომ დამხვდა ნანის სიხარულის მიზეზი. გულმა არ გამაჩერა.. ზუსტად ვიცოდი, როგორ ეწყინებოდა მის თვალებს და, მანამდე ვალამაზებდი გუშინდელ ნამოქმედარს,სანამ ისევ ისე ამაყად არ დადგა ეზოში ზამთთის ხიბლი და ბავშვის ყველაზე დიდი ნატვრა.. რომ მოვიხედე და პარმაღისკენ დავიძარი, მერრ შევამჩნიე კართან რომ იდგა ნანი და ცისკრის ვარსკვლავივით იღიმოდა.. გავიყინე. და თან მთლიანად გავთბი. ისევ თავგანწირვით თოვდა და აღარ ჩანდა ჩვენი არცერთი ნაკვალები კარში.. ვუყურებდი ნანის, ალბათ ახლადგაღვიძებულს, ჭრელი ლამაზი თვალები ნამძინარები ჰქონდა და ყველაზე ლამაზი იყო ახლა. ღაწვები შევარდისფერებოდა და ბროლის ფერი მტევნები ძირს დაეშვა.. თუ კი რამ ფიქრდში ახლა დადიოდა, იქ მხოლოდ ნანი იყო, ზუსტად ასე მომლოდინე და ამდენი სიტყვებით სავსე. თეთრი გარემოს ფობზე, ხის ლამაზი სახლით და ღიმილით გაცისკროვნებული ნახატს გავდა სა არა რეალურ მომენტს. კანი ამეწვა, იმდენი განცდა დამიგროვდა.. ხელები ჯიბეებშიც კი ჩავიყავი მისი ჩახუტების დაუოკებელი სუევილი რომ გამეკონტროლებინა. არადა, მხოლოდ ეს მინდოდა ახლა. უსაშველოდ ახლოდან მენახა მისი მოსაუბრე თვალები.. -ონისე ბებია.-ვინღა დამაცადა მომენტის უკდავყოფა გონებაში. გვერდით ლეღვივით შევსილი ნუნუ რომ ამოუდგა ნანის გვერდით, ვიღაცას თან ცივი წყალიც გადმომასხა გამოსაფხიზლებლად. ორი დომინანტი ხასიათის წრთმანეთში ცვლილებუსგან უკვე მეფიტებოდა მთელი სული. გავუცინე ნუნუკას. არადა,ამწამს მხოლოდ ნანის დაუსრულებელი ყურება მინდოდა სამარადჟამოდ.. -დასაფარებელი ფქვილი მიმაკლდაო ნუნუკა ინამ,ერთი კილო მინდაო-რაც გამახსენდა იმ წამს, ის ვუთხარი სასწრაფოდ. -სულ წახდი ბებია?-კი შეიცხადა საბასუხოდ, მაგრამ, მაინც შებრუნდა და დამტოვა როგორც იყო ისე. მე ისევ ეზოში ვიდექი,მათოვდა, მციოდა, მაგრამ, ნანის თვალები რომ მიყურებდა, აღარაფერს აღარ ჰქონდა აზრი. -არასდროს მინახავს ამაზე მეტად ლამაზი თვალები,ნანი..-არ გამომითქვამს. არც კი სიტყვა არ დაძრულა.. მხოლოდ უხმოდ გადმოვეცი და სიტყვა-სიტყვით რომ დაიჭირა ყველა ბგერა ,მივხვდი, ლოყები შეეფერა და დაიმორცხვა. თვალები ძირსბდახარა და შემდეგ, იმავ წამს ისე ამომხედა, თუ კი რამღა იყო დარჩენილი გარდასატეხი სულში, იმ წამს მოხდა და, თან დასეულდა ყველა ორჭოფობის ხანა. გავიღიმე.. ღიმილი კიარა, ისეთი აღტკინებული ვიყავი ახლა, სახესაც ვერ ვუყრიდი თავს და კი შევრჩი ასეთივე მეორედ გამოსულ ნუნუს. -ონისე!-დამიძახა როგორც სჩანს, მაგრამ, ვერ გავიგონე. თვალი მხოლოდ მისკენ მქონდა მიყინული და იმდენ სათქმელს ვუცვლიდი, სიტყვებიც რომ ვერ დაიტევდა,რომ მეთქვა.. -ონისეთქო!-მხარში იმხელა მუჯლუგუნი მკრა ბებიასტოლამ,გამიჩერა კუნთი და მაგან უფრო მომაფხიზლა. -მკლავ ნუნუკა?-თურმე გვერდშიც ამომდგომოდა და გავხედე როგორც იქნა. წარბები ხომ სიბრაზისგან ჰქონდა შეყრილი ,მაგრამ,სიცილსაც ვერ იკავებდა თან. -შენ რაღა მოგკლავს აწი, კიც დაყრუვდი,კიც დაბრმავდი და აწი მისაწვენი ხარ ილარიონს,მარა სადაა მაშველი!-ინა არ მაკლდა დილას,ნუნუც დამემატა ბონუსად. ერთი გაცინება სულ მირჩევნოდა ყველაფერს, მაგრამ, თან მეშინოდა, მართლა ილარიონს არ მივეწიე ნუნუკას. -მიშველე მერე შენ ,არ ხარ ბებია ჩემი?-მოვისაწ.... თავი, ავიცრემლე თვალები. ვანიშნე ნანისკენ,პარმაღის ხის მოაჯირზე რომ გადმოყრდნობილიყო და უყურებდა უფასო სპეკტაკლს. სულ მთლად გადამერია. -მე რა გიშველო შე სასიკვდილე,გაანძრიე ხელი და გეშველება!-მართლა აბობოქრდა და ვუტუე მერე, დავიხიე უკან. მანამდე ის გაბრაზებული სახე დავუკოცნე და ჩუმად ვუთხარი,ყურში, თითქოს გვისმენდა ვინმე… -მომათხოვე შენი გოგო ნუნუ და გოგიასთან საქმეს მე გაგიჩარხავ,კაცი არ ვიყო!-კი დავიბოხე ხმა,მაგრამ,მაინც ჩქარი ნაბიჯით გავეცალე. იცინოდა ნუნუკა და გული სწრაფი ფეთქვისგან ამოვარდნას მქონდა ლამის. ნანის გავხედე, ლამაზი იყო. ლამაზი კიარა, სასწაულს გავდა. -ნანი!-გავძახე და მთელი ხმით. იცინის ნუნუკა და არ მგონია თუა საერთოდ ეს წამები რეალური. -ნანი!-მინდა ესმოდეს ჩემი და უყვარდეს ჩემი ხმა. ესმის,მაგრამ,მხოლოდ ტუჩებზე მიყურებს და ასე თუ ხვდება. სათქმელი მაქ შემოლეული, მაგრამ, მინდა მხოლოდ ვეძახდე და სულ ასე გამომხედოს, გაბრწყინებული თვალებით. ვბრუნდები. აღარ მიძლებს მეტს გული. სახლში რომ შევდუვარ, იმ ერთ მუჭა ფქვილს ინას ვუყრი დაფაზე,ხაჭაპური რომ გამოეყვანა და ვაბრუნებ ჩემკენ. -რაია ნენა-მიყურებს დამფრთხალი. ვეხუტები და ამყავს ჰაერში. ისე ვატრიალებ,თითქოს ცეროდენა იყოს. ეს მენატრებოდა ყველაზე მეტად და სულმა რომ მისი ადგილი იპოვა სხეულში, როგორციქნა, ამას იმწამს მივხვდი, რომ დავსვი და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე ნენას.. აღარ მითქვამს არაფერი. იმ დილით აღარც ქათამი დამაკვლევინა და გადავრჩით ორი, თავქოჩორა მამალი და გზააბნეული მე. ლოგინზე ჩაცმული წამოწოლილი ხელზე დამაგრებულ ტიტებიან შარფს ვუყურებდი მანამდე, სანამ შუადღეს არ შემიატანა და ამიჭრელდა თვალები. დენი ცოცხალი თავით არ მოდიოდა და გვტანჯავდა ყველას. აღარც მადარდებდა თუ ვინმეს ვედარდებოდი ქალაქში. აქ სანთელი მქონდა, ნავთი, შეშა და ნანი იმისთვის, აღარასდროს მომდომებოდა წასვლა , ანდა, თან წამეყვანა ორი ოჯახი.. მოვალეობებით დატვირთული ყოველდღიურობისგან მოშორებული სული მთელი მისი შეძლებით გათავისუფლებულიყო და იღებდა მის წილ სიმშვიდეს იქამდე,სანამ ნანის თვალები არ აშლიდა დაბმულ აფრებს გულიდან-გულზე მოცურავე ნავიდან. -ონო-ფიქრებიდან ბებიამ მომწყვიტა. კალათში გამოეწყო ყველაფერი,რაც კი ემზადებინა დილიდან და შემოედო პატარა მაგიდაზე.. გამეღიმა.. არც დასჭირდა თქმა.. თუ საფლავამდე ვერ ავიტანდი, ეკლესიაში მაინც დავტოვებდი და დავუმშვიდებდი ნენას აფორიაქებულ გულს. ჩავიცვი. თოვლი მეტრა მაინც იქნებოდა და არ გამოდგებოდა ქალაქის ფეხსაცმელები. ილარიონისეული მაღალყელიანი ჩექმები გამომიტანა ბოლოს ბებიამ,სულ რომ არ ეცვა არაასდროს იმნაირი და აუწყლიანდა თვალები. დიდი სევდის მატარებელი ორი თბილი გულისხელა სფეროები გასვლამდე დავუკოცნე და გავდექი გზაზე. მე რომ სულ საათების ვიყავი, მაშინ დამიჭირა პირველად ბაბუამ ხელში და მის მერე არ ჩამოვუსვივარ მზრუნველი მკლავებიდან.. მე რომ რამე მეტკინებოდა, ბაბუასთან გავრბოდი ჯერ კისრისტეხით,მას რომ შეებერა სული და მერე მუვდიოდით ორივე ბებიასთან, რომ არ წამჩხუბებოდა ნენა უყურადღებობისთვის.. ილარიონი მიდიოდა ხოლმე ცენტრში სულ ფეხით, მეტრამდე თოვლში,ჩემთვის გული რომ გაეხარებინა და ის ეყიდა,რასაც დავუჩემებდი ხოლმე.. ბაბუა შემისვამდა ხოლმე ბეჭებზე და დავდიოდით ყოველდღე აღმა-აღმა იქამდე,სანამ ინა არ გამოგვიდგებოდა წვრილი ეკლის ჯოხით,ბავშვი დამიტიე,სასწავლიაქ გაკვეთილიო. ილომ გამხარდა ის რაც ვარ დღეს და, რომ წავიდა, მას შემდეგ დაიცალა სოფელიც და, ირგვლივ ყველა სახლიც.. ხუთამდე ოჯახიღა თუ იყო შემორჩენილი და, ისინიც აღარ გამოიზამთრებდნენ, ისეთს თოვდა.. გულდაწყვეტილს უნდა ამევლო გვერდი ნუნუს ჭიშკრისთვის, უცებ რომ ძახილმა შემაჩერა და გავხედე ეზოში გამომდგარ ბებიას. -ეკლესიაში მიდიხარ ონო?! თავი დავუკარი მხოლოდ თანხმობად. -გამოგაყოლებ ბებია ნანის,დაანთებს ისიც სანთელს..-შემომავედრა ისე,თითქოს ამწამს გულში ათასფრად არ აშლილიყოს ფრთები.. იქვე ჩამომჯდარი ველოდი მას და, ნეტავ სულ არ მიწევდეს ასე მენახებინა ილარიონისთვის ის,ვისთვისაც ამწამს ცხრა მთასაც გადავივლიდი და მაინც გავაგონებდი ჩემსას.. ისე გამოვიდა,მე ვერც გავიგონე და რომ დამიდგა წინ , უფრო ლამაზი მეჩვენა დილანდელიდან.. ხელი გამომიწოდა.. თხელი, ფიფქივით თეთრი და ვარდივით ნაზი.. მკრთალი და ბროლისფერი.. იმ თითებიდან, იმ კანიდან და საშველად გამოწვდილი მკლავიდან იმდენი სითბო მოდიოდა, ირგვლივ თოვლსაც ალღობდა და ჩემს გულსაც.. -ნანი.-არ ჟღერდა არცერთი სახელი ამაზე უფრო ლამაზად,როცა არ ამბობფი და მხოლოდ კონტურებს გამოთქვამდი ტუჩებით.. გამიღიმა ჭრელთვალამ. რაგინდაო,თბილად მკითხა ფერადი თვალებიდან. მე რომ მინდოდა, იმ გზას ვადექით ზუსტად ეკლესიისკენ, მაგრამ, მანამდე რომ საფეხურები გვქონდა სავლელი, ის უფრო მეტკბილებოდა ახლა ,ვიდრე კენწერო.. ჩავჭიდე ხელი. ავდექი. აღარ გავუშვი და ბაბუისეულ ქურთუკის ჯიბეში ჩავიგე გადაჭდობილი ორი შემცივნებული ხელი. ბეჭით მეხებოდა მკლავზე ნანი და, მარცხენა მხარეს ისე მითბობდა,გულს საალერსოდ ეფინებოდა. გვათოვდა და თოვდა ისე ლამაზად, აქამდე რომ არ მქონდა ჯერ ნანახი.. მივუყვებოდით გზას, ჩვენჩვენი სათხოვარით უფალთან და მაინც, ერთი დიდი გულით.. -ნანი!-თოვლის ბობოქარ ხმაში უკვე დავუძახე.. ვერ გაიგონებდა მაგრამ, იგრძნო ჩემი ხმა.. ამომხედა. თვალები სამყაროს ფერი ჰქონდა. მათში იმდენი რამ იმალებოდა და ჩანდა სააშკარაოდ,ვერ მოვწყდი. პირველად ვუყურებდი ასე ერთ ნაბიჯში და არ წარმომედგინა,თუ კი არსებობდა რამე უფრო ამაზე მრავალფეროვანი. სხვაგვარი და უღმერთოდ მიღმიური.. ხელები ინსტიქტურად გამექცა მისი სახისკენ.. ფითქინა კანზე ფიფქები ადნებოდა და ხელისგულებში ჩამეტია მისი მთელი სახე და ორ სფეროში მოქცეული მთელი სამყარო.. თავს ვერ გავუძელი. იმ თვალებზე ვაკოცე , აშლილი რომ იყო ათასფრად და, ისე აწყლიანებოდა,მეგონა ცრემლები დამასწრებდა ამბორს.. ორივე წილ ცისკამარაზე ჩემი სითბო დავუტოვე და ისევ მათში გავეხვიე.. გული მომიკვდა, მაინც რომ გამოეპარა ის ერთი ცრემლი ლამაზი თვალიფან და ჩამოეკვალა ღაწვებზე.. ხელზე დამადგა ცხელი წვეთი.. მე ხომ ვგრძნობდი, მისი თვალები ხომ მიყვებოდა ამწანს რა ტკიოდა და, რომ ვერაფერს შევუცვლიდი, ამან დამასო გულზე ცის წონა დამღა.. -მესმის მე შენი ნანი..-სული გავუთბე.. გამიგო და გამიღიმა მისებურად.. კანი მეწვოდა უწონო სურვილით, იმ ტუჩებსაც დავპატრონებოდი,რკალად რომ დააწყობდა ხოლმე ღიმილისას, მაგრამ.. ამწამს და ასე მეგონა, მთელი ცხოვრება, მხოლოდ თვალები მეყოფოდა მისი რომ მეარსება.. ___ ღვთისმშობლის ხატთან,მავედრებლად დაჩოქილი ნანი,თითქოს სასწაულის მოლოდინში,მთელი სხეულით და დამძიმებული სულით ხელაბყრობილი აჰყურებდა გუმბათს. მთელი სამყაროს წონა ჯავრით სავსე გული მასთან ერთად გამეხლიჩა მეც ორ ნაწილად და ჩემი სათხოვრები სულ უკუვაგდე.. კარებთან გახიდული, იქვე დაჩოქილი, მის ტკივილს შევეზარდე და რაც კი რწმენა ტრიალებდა სულში, იმ პატარა სასწაულისთვის დავიწყე ლოცვა, წინ რომ იყო, ჩემგან ოთხამდე ნაბიჯში და არ შეეძლო უფლისთვის შენდობა ან,პასუხი მოეთხოვა .. გული ისე მომეწურა,სუნთქვა შემეკრა.. ნანის ჩუმი ტირილი რომ მომესმა, მუჭად შეკრულ ხელზე სიმწრით ვიკბინე,მაგრამ,მაინც ვერ მივედი ახლოს.. ლამაზ,თხელ,ფაიფურისფერ ღაწვებზე ცხელი ცრემლი ისე იკვალავდა გზას, თითქოს კარგად ჰქონოდა შესწავლილი სავალი გზები.. ხელები ამაოდ აღემართა ჯებირებივით, იმ თითებში ჩარგული თავი მაინც განაგრძნობდა ცრმლების წვიმას და ცლიდა დაგროვილ ჯავრებს თვალებიდან.. -ნან.-კი გავიბრძოლე,ნაბიჯიც გადავდგი, მაგრამ, რომ ვერ დავუმატე ერთს მეორე, მივხვდი, უფალთან,ამწამს მარტო რომ იყო. იქ მისთვის შეიძლება ძალაც ვიყავი და საყრდენი კედელიც,მაგრამ, მლოცველთან, აღარაფერი. საათი ვუყურებდი ალბათ როგორ ცდილობდა რამე ეთქვა.. კიარ წარმოეთქვა, ხმით კიარ გაერღვია ცის კამარა, სულიდან წამოსული ვედრება იყო ყვირილზე მეტი ხელშესახები.. რომ მოიხედა და გამიღიმა, მე მხოლოდ მერე ამოვისუნთქე. მთელი ეს დრო სუნთქვაშეკრული ვმდგარვარ და, მერე განმიახლდა თითქოს არსებობა, რომ შემომხედა და ის სევდით სავსე თვალები გაუბრწყინდა.. წამოდგა მშვიდი,თითქოს ომი არ გაევლო წუთებით წინ. უფორიაქო და უღელვო,თითქოს მის ტირილს არ დავეშალე მე ნაწილებად.. მომიახლოვდა და უფრო ფართედ გამიცინა,თითქოს ხელები არ დამეჭამა საათის წინ სიმწრისგან,რომ ვერ ვხვდებოდი,როგოე მივშველებოდი. ხელი რომ ჩამჭიდა და, საყდრიდან გამოვედით, მერე მუვხვდი თითქოს და იმ უწონო რწმენის შემშურდა ,რასაც მისი გული უანგაროდ დაატარებდა და ცვლიდა ხატებს შორის.. ნანის სასაყვედურო გამოლეოდა შემოქმედთან. მე თუ ვფიქრობდი, უსუსურობა ატირებსთქო და გული მეყინებოდა, ნანი ალბათ იმ მცირედისთვის სწირავდა მადლობას ,რაც გააჩნდა და ამიტომ ჰქონდა სახე იმაზე მეტად სუფთა და წმინდა, ვიდრე აქამდე.. გამარჯვებულის ნაბიჯებით გამიკვლია გზა ეზოდან და ის მძიმე ფიქრები დამიტოვა გულში, რომ მე ალბათ, მის ადგილას, დაბოროტებული და გაძაღლებული გულზე მჯიღის ცემით შევაჩვენებდი კედლებსაც კი, ის კი, ჰაერზე მეტი სუფთა იყო. თუ აქამდე მე მოვიყვანე, უკუგზიდან, ქალის შუქმა გამინათა სახლამდე გზა. ანათებდა ნანი და აბრწყინებდა ჩამოღამებულ შუკას ისე, გულშიც აღწევდა და სიცოცხლეს ისე მანდომებდა, მაკანკალებდა .. სიცივისგან კიარა რბილში რომ ატანდა, ეს განცდა იმდენად დიდი იყო და ჭარბი, აღარ მეტეოდა კანში.. მდუმარე პირი და ხმაურიანი ნაბიჯები სოფლის შარას უფრო აგრძელებდა თითქოს და იმ სიამოვნებასაც მიორკეცებდა, მისი ხელისგულიდან რომ მოძვრებოდა კანში და გულთან იბუდებდა.. მხოლოდ ერთხელ რომ შევჩერდით და უკან მოვიხედე, ეკლესია ჩანდა მხოლოდ მოქუფრულ ცაზე და იქ დანთებული თაფლის სანთელი.. გულში გავიფიქრე იმწამს და სიცოცხლესავით მინდოდა გამემხილა ნანისთვის, მაგრამ,თან მეუხერხულა და თან მეადროვა.. შემოქმედს და, ეკლესიის ოთხ ურყევ კედელს მტკიცედ დავუდე ფიცი,რომ მეორედ მოსულს იქ ნანის მხოლოდ თეთრი კაბით მივუყვანდი წმიდა კავშირის განსამტკიცებლად.. გამეღიმა.. ეს განცდა და ამ გრძნობას მოყოლილი უცაბედი აღფრთოვანება იმდენად ვერ დავმალე,რომ მასზეც კი გადავიდა და კითხვით სავსე თვალებით რომ გამომხედა,აღარ ვიცოდი რაღა მომეგონა თავი რომ დამეძვრინა.. მაგრამ, აღარც ეს იყო საჭირო. ისე ჩავედით სოფლამდე, ისე გავივაკეთ და გადავჭერით ინას ეზო, მე აღარც მისი ხელისთვის გამიშვია და აღარც ის მომცილდა ბეჭიდან.. -მოხვედით ნენა?-გამომეგება ჩემი მოხუცი.. მკლავები გადაეკაპიწებინა და სველ ხელებს წინსაფარზე იმშრალებდა. კი გადმომიბრიალა თვალები და მანიშნა ფეჩთან მიფიცხებულ ნუნუკაზე, მაგრამ, მე ისეთი ძალა მქონდა ამწამს ჩასხმული ძარღვებში,აღარაფერი დამაშორებდა ნანის,ასე მეგონა. -დაგასიკვდილებს ამ შობა ღამეს ბებია ნუნუ!-მიჩურჩულა ისე,ვითომ უსმენდა სხვა ვინმე. არ ვემეტებოდი გამზრდელს. გავუცინე და მოვხვიე მასაც ხელი. ერთად მივედით სითბოსთან. ნანი ისევ გვერდით მყავდა და ისევ თვალებიდან შლიდა მთელ სამყაროს. თითები, სუსტი და მკრთალი, მჭიდროდ შემოეჭდო და ასე ვყავდი უკვე მისი აღმზრდელის წინ. არუთქვამს არაფერი ნუნუს. რომ მეგონა იმ მდინარეს გამატანდა, კარის ყურის ქვეშ რომ მოედინებოდა, შევცდი და დავაბრალე ეს სიკეთეც შობის სასწაულს.. თუ ორჯერ აღვნიშნავდით ამ სასწაულს, მეორედაც მინდოდა ზუსტად ისეთი სიმშვიდე მოეტანა,როგორც დღეს, ილარიონის და გრეგორიანული კალენდრით შემოქმედის დაბადებისას. -მიდი ინა,მოადუღე ის ყავა.-ალმაცერად რომ გახედა ნუნუკამ სამზარეულოში დაუსრულებლად მოფუსფუსე ბებიას, იმ წამს ერთი გადახარხარება ყ ელაფერს მერჩივნა, მავრამ, ამ გადაჭდობილი. ელებისთვის ისედაც რომ ბეწვის ხიდზე გავდიოდი, მეტი აღარ გავრისკე. ღამე კი იყო და თან ისეთი ყინვიანი, მესიამოვნა დალოცვილი სითხე, ძილი ისედაც აღარ მომეკარებოდა დიდად. -კაი ხანია არ დამილევია.-ნანატრი სითხე ნეტარად მოსვა ინამ. -გოგიას გაუხმეს თავი, ამ ჩემს გამომშრალ სახსრებს მეტი რაღა გამოაშრობს რო აგვიკრძალა ცოცხალი თავით?!-კვერი დაუკრა ნუნუკამაც და მალულად მაინც აგვათვალიერა გვერდით ჩამომსხდრები. ნანი არ სვამდა. დაბალ სკამზე მშვიდად ჩამომჯდარიყო და არ გვაცილებდა თვალს.. დროდადრო ჩაიღიმებდა ხოლმე მხოლოდ და იმედის სხივივით მალამოდ მომედებოდა გულზე. -გოგიას რავა უჯერებთ ნუნუკა?-მეწყინა მე. -მეტი ჭკუის მოსაკითხი ჩვენ არ გვყავს ბებია და რასაც მეისმენს და წეიკითხავს,კი გვიყვება და გვაჯერებს აგერ-გაასავსავა ხელები გაგულისებულმა მოხუცმა და მაინც დაგვასო ცხელი მზერა. მოვიგერიე პირველი შეტევა. არ ელოდა ამდენხანს თუ გასტანდა ალბათ, თორემ,მართლა დამახლიდა ცხელ ტყვიას. არ თქვა ჯერ რამე. მხოლოდ თვალებიდან მესროლა. ჩამითრია უტყვ პაექრობაში. თან ვერ მკლავს იქვე და თან არც ნანის ღიმილი ეთმობა,ჩემსავით. ღიმილი წამოზრდილ წვერში ჩავმალე,განაჩენისთვის რომარ მომეწერა ხელი. -მაგაზე მეტი ბებია დიპლომი მაქ და სწავლა-განათლება,არაფერს არ შვება ეგ ყავა,არავის დაუმტკიცებია.-გამოვიჯგიმე პიონერი ბავშვივით. ჰალსტუხი მაკლდა მარტო ან ბაფთა კისერზე. კი დამიბრიალა ამდროს ინამ თვალები შორიდან,მაგრამ,რაღა აზრი ჰქონდა, ნუნუს დაცქვეტილ ყურებს უკვე დაეჭირა ყველაფერი. -რა დაამთავრე ონო შენ?-მომიჭუთა ცალი თვალი და იქცა სმენად. დავიძაბე. გავხედე საშველად ინას, მაგრამ, ხელი რომ ჩაიქნია და გადაუვიდა სახეზე ყველა ფერი, მივხვდი, რომ დავიღუპე და ჩათრევას ჩაყოლა ვარჩიე. მაგრამ,მანამდე,ჩავახველე ათჯერ მაინც, ყელში გაჩხერილი დიდი ნერწყვი რომ გადამეტანა რამენაირად. -აიტი ინჟინერია ,ნუნუკა.-გავისროლე საბედისწერო ტყვია. დადუმდა ოთახი. ინა ჩაესვენა სკამზე. ნუნუკა დამუნჯდა. ნანის ხელი გაუქვავდა ,მაგრამ,სიცილს ძლივს რომ იკავებდა,ეს მგვრიდა მარტო შვებას. მოვიწმინდე სიმწრის ოფლი შუბლიდან. ერთი მოსმით დავცალე დარჩენილი ყავა და გავუცინე ყველა კბილით ნუნუს. შავი,ნალექიანი კბილებით. -ვაი,რა პასუხი გავცე ჩემს დას?-შემოირტყა დაწითლებულ ლოყებზე ხელი და წამოხტა ფეხზე მოულოდნელად. არაფრის არ მეშინოდა ამქვეყნად, მთებსაც გადავდგამდი, მაგრამ, გაბრაზებული ბებია და ბებიას მეზობელი ადამიანურ სქზღვრებს სცდებოდა. დაავლო ამ ჩემს გოგოს ნუნუკამ ხელი და წამოაყენა. გავიბრძოლე ვაჟკაცურად. არ დავთმე. გავიყინე მთააავით კაცი და შევარცხვინე ლამის ბაბუაჩემი. მაგრამ,მაინც ისე მეცინებოდა, ვეღარ გავჩერდი და გავხდი მაინც ინას გასაკავებელი. სასპექტაკლო სცენა იდგა ციცქნა ოთახში. ნუნუ გაწეულიყო კარებისკენ და მიჰყავდა ნანი. ნანის მე ვეჭიდებოდი და ვხარხარებდი ბოლო ხმაზე. ჩემი ნენა ისევ სკამზე იყო ჩაცურებული და შოკისგან ვერ დგებოდა ფეხზე. ძალა ჰქონდა წართმეული. -რა ვისწავლო ნუნუკა მითხარი რო მომათხოვო შენი გოგო? -ფიზიკა!-ჩემი კოშმარული სიზმრები გამიცოცხლა უცებ თვალწინ. დავკარგე საბოლოოდ იმედი და ვუშვი ნანის ხელი. დავამთავრეთ სცენა. კი ეგონა დანებდაო ნუნუს,კი გაეღიმა ამ დადფმული სარკაზმისგანაც, მაგრამ, მხოლოდ ენერგიები მოვიზიდე. -გამორიცხულია! სხვა?-იქნებ და დავიყოლიო რანე მარტივზეთქო, ვიფიქრე,მქგრამ, არ მოიცვალა ფეხი. -ან ფიზიკა,ან არაფერი.-დამასო გულზე დიდი დამღა. -შევთანხმდეთ ნოუტონის ერთ კანონზე დღეს და დავამთავროთ დუელი,თორემ ნანი გამიბრაზდება ამასობაში და მერე აღარც ფიზიკა აღარ გვიშველის და აღარც ჩემი სიგრძის სანთლის დანთება ეკლესიის კარზე,ბებია-მოვისაწ.... თავი. ნანი იქვე გამდგარიყო და უყურებდა სეირს. მე ხომ ვიცოდი, სულ რომ არიყო ეს ყველაფერი სიმართლე და ჩემი ფიზიკოსობა სულ არ ადარდება ნუნუს მაგრამ, გარემო რომ შეიქმნა სრულად სათამაშო, თავად რომ დაიწყო და ინა გაგვიგიჟდა პროცესში, ამან ჩაგვითრია უფრო, ან, ეს მეგონა მე და ნუნუკა მართლა ფიზიკოსობას ელოდებოდა ჩემგან. გამიღიმა ბოლოს მაინვ. გატყდა. ან შევეცოდე ვედრებად გადაქცეული. -ერთი კანონი უდრის ერთ პაემანს იცოდე..-შემოირტყა დოინჯი და დამელოდა. მე ყველა ის გაკვეთილი დავწყევლე,რომელიც გავაცდინე და ლამის სანანებელი გამიხდა მიღწეული კომპრომისები. -როდესაც ერთი სხეული რაიმე ძალით ზემოქმედებს მეორეზე, ის თავადაც განიცდის ზემოქმედებას მეორე სხეულისაგან იმავე სიდიდისა და საპირისპიროდ მიმართული ძალით. -დავაწიე გაჭირვებით უკვე კარებში გასულებს როგორღაც და გავიჯგიმე ისევ თავმომწონედ. ნანის ისე გაეღიმა , მე მთლიანად გაფამავიწყდა ეს სცენარები. მხოლოდ ის მიღირდა და მისი ცისკრის ღიმილი. -ანუ?!-მაინც გამომცადა ბოლომდე ნუნუკამ. ცალი წარბი ამიწია და გამიცინა როგორც იქნა. ინაც მობრუნდა სააქაოს. წამოდგა გაჭირვებით ფეხზე და ამომიდგა გვერდით. მომეცა ძალა. -ანუ შენი გოგონა ჩემზე ზემოქმედებს და ეს ორმხრივია ნუნუკა,თორემ,ხომ იცი,სიტყვასაც არ ვეტყოდი ზედმეტად! -აღარ მეცინებოდა უკვე. აღარც მახსოვს ბოლოს ამდენი სერიოზულობით რაღა ვთქვი. ეს იგრძნო სამივე იქ მყოფმაც და ამიტომ შეგვეცვალა ყველას მზერა.. თავი ჩახარა ნანიმ.. -ფიზიკას ვისწავლი, ეგ კიარა, ცხრა მთის ნაჟური წყალი რომ დამაბარო ნუნუ,იმასაც მოგიტან, მოვაგროვებ, პეშვით ჩამოგიტან და ისევ საძებნელად წავალ, მაგრამ, მე თუ არ მეცოდინა, მე თუ გვერდით ვერ დავიგულებ მას,აღარც ამ ძებნას აღარ ექნება რაიმე აზრი და აღარც შენს ურჩობას,რომ ვერ გემეტება ჩემთვის.. მთავარია აქ მყავდეს ბებია..-ხელი გულთან მივიტანე და დავასრულე მცირე მონოლოგი. ვიცი,გამიგო ნუნუმაც და ნანიმაც.. სხვაგვარად არ ექნებოდა ამდენად ნასიამოვნები სახე მოხუცს.. რომ წავიდნენ და დავჯექი მხოლოდ მაშინ ვიგრძენი მთელი დღის მწველი დაღლა.. ინა ფეჩს უკეთებდა შეშას და გამოვარდნილ კვამლს იგერიებდა მომჭკნარი ხელით. ჩამოვართვი ნაპობი. შევდე და ჩამოვჯექი მის გვერდით. სხეულმა გადამძლია თითქოს, წინ დავიხარე და კალთაში ჩავუდე თავი.. ქაოსი დალაგდა და ქარიშხალიც ჩადგა. გულმა საგულე იპოვა და მეც ღრმად,თავისუფლად და მშვიდად ამოვისუნთქე.. -ნენა.-ამოვძახე ცოტა ხნის შემდეგ. ინას თბილი ხელები არ ეშვებოდა ჩემს თმებს, ბავშვობაში,სიცხიანს რომ მეფერებოდა ხოლმე,ისე ვყავდი ახლაც.. არ გამომეპასუხა,მაგრამ,მისმენდა.. -ხომ იცი მე დედა რომ არ მყავს და არც მამა დამიტოვა სანუგეშოდ განგებამ..-გული კი ჩამწყდა,მაგრამ..-ილარიონიც რომ წავიდა და ორივე დაგვტოვა მარტოები, ესეც ხომ იცი? -ვიცი ბებია..რა დამავიწყებს მაგას..-გატყდა ჩემი ბებია. იმ ცალი ხელით,მე რომ მომაცილა,ცრემლი მოიწმინდა,ვიცი.. -მე ქუდზე კაცი არ მყავს ნენა მეტი საკითხარი შენს გარდა..-წამოვწიე თავი და ჩავხედე იმ ლამაზ თვალებში,სულ რომ ზრუნავდა ჩემზე.. თან უკვირდა და თან ვერ იცნობდა რა მალაპარაკებდა ახლა. თან იმ მოხუც ტუჩებს თავს ვერ უყრიდა ღიმილნარევი სევდით. -ამოთქვი ნენა,დავბერდი ქალი.-უმტყუნა მაინც ნერვებმა ბოლოს და აფეთქდა მისებურად. გავერიდე და დავწექი სანამ დაუკრეფავში გადავიდოდა. ჩემ თბილ,ფეჩიან ოთახის პრუჟუნებიაბ ლოგინში ისე ჩავეხეთქე, მეორე საძინებელში გასული ინა გაგიჟდა და იქედან მესროლა პატარა მუთაქა. ამცდა და გვერდით დადებული თეფში გადმოადგო სამაგიეროდ მაგიდიდან და გატეხა. -ბედნიერების ნიშანია ინაა!-მე ავალაგე სანამ თვითონ გამოვიდოდა,აღარ ავაყენე.. იმ ძველი თუ ახალი შობის თოვლიანი,ყინვიანი შუა ღამე იყო და მე მაინც გულში იმდენი სიხარული მქონდა, არ მადარდებდა არც უდენობა და არც მიტოვებული საქმე ქალაქში. მივეტუზე ზუსტად ამ განწყობით ბებიას კარს.. იწვა გახვეულ საბანში და პეპელას გავდა.. თავზე ილარიონის ქუდი ეხურა და დაეხუჭა თვალები. პირს მაინც არ აჩერებდა. ბუტბუტებდა და ულოცავდა ისევ ვიღაცას ან რაღაცას. -ნენა!-დავუძახე და ჩამოვუჯექი ერთსაწოლიან ლოგინზე. არ გამიხილა თვალი. ლოცვას არ მოწყდა.. -ხომ მოგწონს შენ ნანი,ბებია?-ხომ ვიცოდი,მაგრამ,გულის კუნჭულს გაგონება უნდოდა.. მე ხო მართლა არავინ მყავდა სხვა საკითხავი.. -მე რომ არ მომწონდეს ონისე ნანი, ახლა მე და შენ ქალაქში ვიქნებოდით!-გადმობრუნდა ჩემკენ და შემომხედა ალმაცერად. გამეცინა. -შენ ჩვენ ხომ არ გვაკუდიანებ მანდ ჩუმჩუმად რომ პუტუნობ ხოლმე ინა?!-გული მოზარდივით ამიმჩატდა და ამომიხტა ლამის საგულიდან. -რად გინდა შწნ მოკუდიანება და გამოლაყება, ისედაც გრამი ტვინი დაგიტოვა ნანიმ ამ ინჟინერ კაცს.-გამცინა და წამკბინა ბებიამ მაინც. მაგრამ,არც მე დავურჩი ვალში. რომ დავუბრუნდი ჩემს ლოგინს და გამითბა გვერდები,ის წეღანდელი გამახსენდა, ქალაქში წასვლაზე. -ეგრეც ვიცოფი ინა ივანოვნა,ბაბუაჩემი და მისი საფლავი სულ ცალ ფეხზე რომ გე*იდა ამხელა ქალს.-ის პირვანდელი “ვერ წამოვალ” გავახსენე და გამეცინა თან,რამხელა გეგმები ჰქონდა დასახული და რა ქსელებში გაგვაბა ყველა,ვინც კიღა დავრჩით სოფლად. რომ მეგონა, დავამთავრეთ პაექროვათქო, ინამ ისევ გამოისროლა მუთაქა ოთახიდან და ამჯერად მეორე თეფში მილეწა სამზარეულოში. -ბიჭია,ბიჭიი!-წამოვხტი ისევ ლოგინიდან. მივალაგე სასწრაფოდ. -მაგას მაინც ასწავლე ფიზიკა!-არ დაყარა ბოლომდე ფარხმალი. -რათუნდა ფიზიკა,შეგალოციებ და მზეთუნახავი გამოყვება ერთ თქმაზე. -დამაძინე,თორემ მართლა შეგილოცავ ონისე. -ონისეს რომ მეძახი ნენა ასე მგონია წკნელით უნდა გამომეკიდო და მსდიო შუკის ბოლომდე,სანამ იმ სუპს არ გავათავებ ბოლომდე.-გადავეშვი ყველაზე თბილ მოგონებებში და გავთბი უფრო.. სულ ტყუილად დავიჩემე არ დაძინება, დაღლილს ისე მერეოდა ძილი, ძლივსღა ვახელდი თვალს. -დაიძინე ნენა და დამაძინე მეც! ჩამყვა ბოლოს მაინც მისი ტკბილი ხმა.. სიზმრებში ისევ ნანი მოვიდა. თეთრი, თხელი,აბრეშუმის ლამაზი კაბით და ხელში პატარა თაგულით. ეკლესიასთან ველოდი და თოვლში ჩემკენ გზას ისე მოიკვლევდა, თითქოს არც ციოდა და არც უჭირდა სვლა.. ალღობდა და ათბობდა გარშემო ყველაფერს და ალამაზებდა ადგილს,საიდანაც ორამდე საათის წინ ჩამოვედით, გადაჭდობილი ხელებით.. -ონო,ბაბუა..-შორიდან მომესმა უცებ ილარიონის ხმა და რომ მივიხედე, სამრეკლოსთან ჩამომდგარიყო აწყლიანებული თვალებით და სახე ბედნიერებისგან უცინოდა.. სიზმარშიც ვიგრძენი, ცხადში როგორ გამომეპარა თვალიდან ერთი პატარა, ობოლი ბიჭის ცრემლი და თან წაიღო ყველა უთქმელობის ჯავრი.. ბაბუს ისევ ყალიონი ეჭირა ხელში და ამაყი მზერით გვადევნებდა თვალს.. მეტი სასწაული რაღა უნდა მოეტანა შობას.. ამდენი წლის შემდეგ,პირველად მოვიდა ბაბუა სიზმრად.. ___ თუ გუშინ ღამე სიზმარში მომხდარი სასწაულის გამო ვტიროდი, დილას რომ გავიღვიძე და საწოლიდან ფეხი ვერ გადმოვდგი, ცხარე ცრემლების ყრა ზუსტად მააშინ განვაახლე და მერე ლოყების ხოკვაზე გადავედი, ინამ მოკუმული ტუჩები რომ მომადო შუბლზე და სიცხე გაქვსო, განმიცხადა. სახსრების ტეხვაზე და გამოფიტვაზე დისერტაციასაც დავუცავდი გოგიას,ისე მტკიოდა ყველა ძვალი და ვკვნესოდი მეზობელი ნათელასავით,თავზე ტიტებიანი შარფწაკრული. ბოლოს რომ ამიწია ტემპერატურამ, ისევ ნენას ხელებმა მომარჩინა და ახლაც რომ მომიდუღა ჩაიდანში ცაცხვის და შინდის ჩაი, უთქმელად დავლიე, არ მიწუწუნია ურჩი ბავშვივით, ადგომა მერჩივნა ყველფერს. თერმომეტრმა რომ 39,4 აჩვენა, მე ნახევარი საათის გაღვიძებული ვიყავი და, ამის დანახვაზე, ინამაც გაიკრა შუბლი და დაიწყო ნერვული მიმოსვლა სამზარეულოდან სამყოფელში და პირიქით. დალოცა ღმერთმა, ოთახი ჯამში სამი რომ გვქონდა,თორემ რევმატიზმზე წუწუნი მერე გენახათ, ზუსტად გუშინდელ ყავას ამომადენდა ბებია მერე ცხვირში, გოგია მართალი ყოფილა და მართლა ფიტავს სახსარსო. ავიკარი პირზე ლაგამივით ქალაქიდან გამოყოლილი პირბადე და ამაზე რაც ბებიაჩემს ბავშვობაში არ ვუცემივარ, ახლა მომდო გვერდებში, აქაოდა, შეურაცხყოფას ვის აყენებ,შენი წკვინტლი ვერ ამიტანიაო?! დამაყარა ისედაც ღონემიხდილს ქოქოლა და შევიხსენი მეც თავშალიც და პირბადეც და ვაფქვიე ბაცილები რაც შემეძლო მოგუდულად. მართლა შეუძლოდ ვიყავი. ამ სიცხეს თან იმაზე ჯავრი ერთვოდა, მეზობლის კარში, მანათობელი ვარსკვლავიც ხომ არ მინელდა და ჩამიქვრა.. ამის გამორკვევის ძალა სანამ მოვიძიე მე კიდურებში, ნენამ უკვე მესამე ჩაი დამალევინა და შალის მისი მოქსოვილი მაიკაც გადამაცვა ყელიანი სვიტრის შიგნით, აქაოდა ფილტვებში არ შევიდეს რამეო. -შენ ისეთი აბჯარი ამასხი ნენა , იღლიიდან თუ შემომიძვრება მუხთალი მტრის ხანჯლის წვერი ,თორე,ვინ გამიბედავს დაჭრას , ხოარ გეშლება, ონისე ვარ, ილარიონაანთ კარის ძე, ვირუსიანი! -გავსწორდი გაჭირვებით წელში მოვიცვი ძლივს მოსაცმელი. გადამიდგა კარებზე ინა. -ჩაწექი და ოფლი იდინე ონისე თორემ ჩემი ხელით ჩაგისხამ დარიშხანს ჩაიში და მსდიოს მერე შენმა ამირსპასალარებდა კუდში!-გახდა შეურაცხადი. გამეცინა და გავულღვე გული ბებიასაც. ჩავიხუტე და ავწიე თან ჰაერში. ორი კილო იყო სულ, იქიდან ალბათ ნახევარს ის შავი ძაძა იწონიდა,რომ ვერ მოიძრო ტანიდან.. -მარტო რა ჩამაწვენს ინა ლოგინში?! ოფლის მოსადენად კიდე თუარ გამიშვი და მადროვე, არ ეყოფა ჩემ კუბიკებს ეს შალი. -დავსვი და გავაღე კარები. თან გამიბრაზდა და თან უნდოდა კუდში დამდევნებოდა, მაგრამ, ვეღარ დამეწია და გავასწარი ეზოში. -ონისე!-გამომძახა მაინც გაჯავრებულმა და მომიღერა მუჭი. -მიხმობს ნენა გული და სული! რა ვქნა მითხარი,ა?!-ჩუმად კი ვთქვი,მაგრამ, მიწვდა მის მახვილ სმენას და ჩაეღიმა მაინც. აღარ გამომყვა მეტად და მომეშვა ბებიაც. მეც აკანკალებული, გადავჭერი სულ სამნაბიჯიანი გზა და შევედი მეზობელთან. დილა ხომ იყო , მაგრამ, ნუნუს საქმე გამოეწყო სისხამ და ნოხებს ფერთხავდა მუხლამდე თოვლში, მკლავგამაგრებული. მივესალმე დიდი გალანტურობით. დავუკარი თავი და დავუკოცნე სქელი ლოყები. ფქვილი ხოარ შემოგაკლდაო, მკითხა ისე,წარბაწევით და ვიუარე ეგრევე, ინას ასკილი გაუთავდათქო,გამოვაცხვე სამაგიეროდ სახელდახელოდ ტყუილი. ოღონდ კეთილი. -მომეცი ნუნუკა ჯოხი,მე ვიზამ მაგას და შენ ჩაი მომიდუღე,თუ გიყვარვარ.-შევევედრე და ჩამოვართვი საფერთხი ფანჯრებში თვალთვალს რომ მოვრჩი. შევიდა და წაყვა თან ჩემი სულიც,მაგრამ,სულ ტყუილად. ვერ შევავლე თვალი წამით გამოღებულ კარში ნანის და შევყარე წარბები. ვურტყი,მაგრამ რა ვურტყი. შევყარე სოფელი. ათ წუთამდე კი მეყო ენერგია, მაგრამ, მერე ფერთხვის მაგივრად ნოხს ფერება რომ დავუწყე, მიშველა გამჩენმა და გამოვიდა თან ნუნუც. გავიშალე მხრებში თავმომწონედ,ვითომ ერთი მოქნევა არ ვყოფილიყავი დარჩენილი. წეღან სულ ტყუილად ვეტრაბახე ინასაც ლოგინზე და ოფლის დენაზე, ნოხმა ისეთი დამმართა, ჩაწოლაც რომ ვერ იზამდა ამდენს. -შენ გენაცვალე მარჯვენაში ბებია! არ გამეიხედა თვალებში?-გაუხარდა ნუნუს შედეგი და აახვია კოხტად ნოხი. ავატანიე პარმაღზე და დავაპირე შესვლა ოდაში, მაგრამ, დასტაცა ხელი მეორეს და მომაჩეჩა ხელებში. -მიდი ბებია შენ გაზრდა-გახარებას, ესეც მიმიფერთხე და საუზმესაც კი გაგიწყობ,მარტო ჩაის ხოარ დაგალევინებ?-კიდეც შემკერა და კიდეც გადამკერა ერთ სიტყვაში ცოცხალმკვდარი და შევიდა ისევ სახლში სანამ მომიბრუნდა ენა საპასუხოდ. ისევ შევაპარე მზერა მის ნაბიჯებს, მაგრამ,ისევ არ გამოჩნდა ნანი. დამწყდა გული. იქნება მითვალთვალებსთქო, მაინც შევაგულიანე თავი და გამყვა ესეც ნუნუს მეორე გამოსვლამდე. არ დამიკლია ხალიჩის არცერთი გამომშვების და მომქსოვის მოკითხვა, ისე გამამწარა ბოლოში და სანამ ფარხმალს დავყრიდი, მანამ გამოვიდა ისევ მეორე ბებია. ადამიანს აღარ ვგავდი. არ მომეკითხებოდა არც პატრონი და არც ჭკუა. ძლივს ავახვიე და ძლივს ავიტანე პარმაღზე ის ნოხიც. ენას კივეღარ ვაბრუნებდი, საერთოდ ვეღარ ვთქვი ვერაფერი რომ შემიპატიჟა ნუნუმ როგორც იქნა და დამსვა ფეჩთან. სიცხეს საერთოდ არ დაეწია,პირიქით, ვგრძნობდი მიწევდა და თვალებშიც ბინდი მეკვრებოდა. პირი საშინლად გამიშრა. -ონისე,ბებია..-მომიჯდა ნუნუ გვერდით და მომიწია ფინჯანი ჩაი. კი გავიბრძოლე გამოსართმევად,მაგრამ ამისთვის ვეღარ გამოვნახე ძალა და გავუქნია საუაროდ თავი. -სადაა ნუნუკა ნანი?-მხოლოდ ამის ცოდნა მინდოდა და წავიდოდი მერე სახლში. ვგრძნობდი ვეღარ ვიყავი ვერც ლაპარაკის ძალაზე და ამაზე ნუნუს ფერწასული სახეც მეტყველებდა, ხელი რომ შუბლზე მომადო და იტკიცა მერე ლოყებზე . -მომიკვდეს თავი,იწვი ბებია!-შეიცხადა და წამომაყენა ფეხზე. ძლივს გადავდგი ორი ნაბიჯი. მე კარებისკენ გავიწიე მაგრამ ნუნუმ ერთსაწოლიან ლოგინთან მიმიყვანა, მზრუნველ ხელებს რომ გადაელაგებინა კოხტად. არ ვყოფილვარ ასე ცუდად არასდროს და არ მოვწყვეტილვარ ერთიანად. ჩემმა უძლურებამ თან გამაბრაზა და თან ამის ღონეც წამართვა. ინა მართალი იყო, სახლში უნდა გავჩერებულიყავი და არ დამეწყო მეზობლებთან ძრომიალი. -რავა არ მითხარი ონო ბებია, რატო ვარ ცოცხალი..-დამტირა მოხუცმა თავზე და სულ მთლად წამახდინა. ვიწექი და მიმქონდა მგონი მართლა წერილი. ოღონდ, მანამდე ნანი მინდოდა დამენახა.. -ნუნუ,ნანი..-გაჭირვებით ავახილე კითხვით სავსე თვალი.. -გოგიასთან წავიდა ბებია, შვილიშვილი ჩამოუვიდა და არიყო გათენებული,რომ ადგა და სანახავად გადავიდა-ნაჩქარევად მიპასუხა და თან წამოდგა ფეხზე. პასუხზე თვალები ვჭყიტე და შევიფხიზლე როგორც შემეძლო. გულში რაღაც ძალიან მძიმე დამეტაკა და სუნთქვა შემიკრა. -რა ქვია ნუნუ გოგიას შვილიშვილს?!-მეგონა მთელი საათი ვსვამდი კითხვას.. ბებიას ტოლამ სასთუმალთან ძმრიანი სათლი დამიდო და მასში დასველებული ნაჭერი შუბლზე დამადო. მესიამოვნა ცივის შეხება გავარვარებულ კანზე. მაგრამ,გაცეცხლებულ გულს არ მოედო არაფერი წამლად. ვეღარ ვსუნთქავდი წარმოუდგენელი უცხო გრძნობისგან. ვეღარ ვსუნთქავდი ვერც სიცხისგან და ვერც დაგროვილი წყენისგან. არ გამცა პასუხი მოხუცმა თავი გააკანტურა და ისევ შემინაცვლა ნაჭერი. ვგრძნობდი, დიდხანს ვეღარ გავძლებდი ფხიზლად. წამებსაც კი ვითვლიდი,როდის გამთიშავდა გადამწვარი სხეული,მაგრამ, მომაკვდავივით ვეჭიდებოდი გამხმარ ხასვებს კლდის ქიმზე. -ბე..-დავუჭირე ხელი. თბილი ჰქონდა სახე ნუნუს და ინასნაირი მზრუნველი მზერა.. -გიორგი ჰქვია ონო,გიორგი!-დამიმარცვლა და ასო-ასო დამახალა ცხლად გულზე სხვისი სახელი.. აგონიაში ერთდროულად სხვადასხვა ხმა ჩამესმოდა, მაგრამ, ყველას მაინც ერთი აჭარბებდა და ისიც მტკიცედ გაიძახდა-გიორგი! დროდადრო თბილი ხელი შუბლიდან სახვევს რომ მიცვლიდა, ამასაც ვგრძნიბდი და კარში ჩემი ბებია რომ შემოვიდა ჩქარი ნაბიჯით, ესეც კი გავიგე, მაგრამ არ მქონდა თვალის გახელის თავი. სულმა საბოლოოდ მაშინ მოისვენა, სასთუმალთან ფრთხილი, მოზომილი, ჰაერივით მსუბუქი ნაბიჯების ხმა რომ შეწყდა და ლოგინზე ფარატინა სხეული ჩამომიჯდა.. მე ვერ დავინახე, მე ვერ შევხედე, მაგრამ, მის სუნს, მილიონში გავარჩევდი.. -ნანი.-სიზმრად ვეძახდი ალბათ ამდენად და ამდენჯერ.. სუსტმა თითებმა რომ ჩემი სახე მოიარა, ის აძგერრბული გულიც მიწყნარდა და ბორგვაც მინელდა.. ამოვისუნთქე. -ნანი..-ვეძახდი დროდადრო და ისიც წამსვე ჩამჭიდებდა ბროლისფერ ხელებს.. შფოთვის იქით, ეს მონაცვლეობითი შეგრძნებბი ყველაზე ტკბილი იყო რაცკი განმეცადა და ყველაზე სასურველი. თვალები რომ გავახილე და პირველ წამს მისი სახე შემხვდა, მივხვდი, არ მინდოდა აღარაფერი, ოღონდ მხოლოდ ის მენახა ყოველ დღე, გაღვიძებისას. სამყარო აღელვებულიყო მის თვალებში. ჭრელ ცის კამარაზე ღრუბელს შეეკრა პირი და თავგამოდებით ეწვიმა. დანისლული ჰქონდა მზერა და ცრემლიანი ვარდისფერი ღაწვები.. გული მომეწურა.. ხელის ზურგი,ასე რომ ჩაეჭიდა და გამეტებით იკრავდა გულზე, ლოყებზე ჩამოვუსვი და შევუმშრალე ნაკვალევი. გამიღიმა ლამაზი ტუჩებით. სევდიანი და თან,თბილი რკალი შემოხაზა სანატრელმა ბაგებმა.. როგორ ხარო,მეკითხებოდა მისი თვალები და იმწამს ვხვდებოდი, მისი ჩამქრალი მზერისგან, როგორ უნდოდა ეთქვა და შეძლებოდა დაძახება.. გული გამიჩერდა.. ნაბრძოლმა სხეულმა გატეხილი სული უფრო ამატკივა. -კარგად ვარ ნან.-ბგერა არიყო საჭირო,გამოუთქვამადაც გამიგო მზისფერმა. ლოგინიდან წამოვიწიე და ცარიელ ოთახს მოვავლე მზერა.. ფანჯრიდან აღარ შემოდიოდა დღის შუქი. კუთხეს მხოლოდ ჭრაღი და ფეჩიდან გამოსული ცეცხლის შუქი ანათებდა.. მამტვრევდა ისევ, მაგრამ, აღარც დილანდელივით. ძალაც დამბრუნებოდა და ტანზეც გამოეცვალა ალბათ ბებიას.. ახალი მაისური მეცვა და მაჯასაც მითბობდა ტიტებიანი შარფი. გამეღიმა.. თავს ძალა დავატანე და წამოვდექი გაჭირვებით. როგორც არუნდა მდომებოდა მთელი სულით, იქ ვერ გავჩერდებოდი, მარტოს, სადაც მხოლოდ ჩვენ ვიყავით და მენდობოდა სახლის თავქალი. წამომეშველა ნანი.. მისი ფრიალა ხელევით შემომახურა თბილი მოსახური და გამიღიმა თავდახრილმა. საოცარი იყო. ასეთი სულ სხვა და სხვა ფერი. თმები ქაოტურად აშლოდა და ჩამოყროდა შუბლზე. ვერ დავძლიე ცდუნება.. ვერ ვაჯობე მეს. თითები სულ მისთვის წავიდა პატარა, ციცქნა სახისკენ და მოიქცია მასში ძვირფასი კანი.. ჭრელი საფარი აეშალა მზერაში ნანის.. რამდენს ვეტყოდი.. რამდენს გავუმხელდი. ტუჩები ახლაც ძლივს დავაკავე რომ არ გამომეთქვა ყველა გრძნობა და არ შემომეხვია მისთვის ყველა განცდა.. -ნანი.-ისევ უსიტყვოდ დავუძახე და ისევ გამიგო მისმა თვალებმა.. უთქმელად დაიჭირა ურცხვი კითხვა და თანახმად დაეხუჭა ქვეყნის ზომა თვალები. სრულად ვერ შევბედე. სულ ვერ დავეპატრონე. მხოლოდ წამით და ისიც თითქმის მთვარის ფორმის ტუჩის კუთხეს ვეამბორე ნეტარებით.. წამი, არადა, საუკუნედ ამიფეთქა გულში ყველა ფერი. ტკბილზე მეტად სასურველი იყო ეს ამბორი და შემდეგ შემონათებული კაბადონი.. -ბევრ თვალებში ჩამიხედავს ნანი,მაგრამ,მხოლოდ შენში ჩავიკარგე..-დავუტოვე ბოლოს რომ ვეღარ ვუძლებდი და წამოვედი.. ორი ნაბიჯი და მეგონა ორ საათს გავდიოდი სახლამდე გზას. აღარ მციოდა და აღარ მეწვოდა მთელი სხეული. აღარც მტეხდა სისუსტე და აღარც არსებობდა რამე ამქვეყნად მისი თვალების იქით. მისი ტუჩების იქით. მისი ღიმილის იქით. მას იქით. ნანი გამხდარიყო თითქოს სამყარო და, ამავე სამყაროს დაატარებდა ასე სისათუთით მისი თვალებიც. არ დამხვდა ჩემი ბებია სახლში. მოსაღამოვებული იყო და ალბათ აბინავებდა ოთხფეხს. ხომ ყველაფერი, მაგრამ, მაინც მომერია სისუსტე ისევ და ჩამოვჯექი გასათბობად ფეჩთან. გამოქრობილიყო ცეცხლი. მხოლოდ სანთელი მინათებდა ოთახს.. საბძლისკენ გავინათე გზა და დავანთე უცებ ცეცხლი.. თუჯზე ჩაიდანიც შემივდგი ჩაის გასაცხელებლდ. სანამ ჩემი გონება ისევ კოცნას დატრიალებდა თავს, ინაც შემოვიდა და ვამიღიმა უცნაურად. -მოგაკეთა ბებია ნანიმ?-შემომცინა და დამისხა ცხელი ნაყენი. მესიამოვნა არომატული სითხე და მისი კოცნაც შუბლზე,ჯერ რომ სიცხე შემიმოწმა ტუჩებით და მერე იქვე მაკიცა ჩვილი ბავშვივით. დავუკარი თავი და ჩავცალე სწრაფად. იქვე გადავწექი ლოგინზე და იქიდან გამოვხედე ღუმელთან,დაბალ ჯირკოზე ჩამჯდარ ბებიას. -რაფერ წამოხვედი მერე ნენა იქიდან, რამ გაგაძლებია?!-ჩაიქირქილა ისევ ეშმაკურად და გამონხედა ანცი მზერით. -სინდისმა და ნამუსმა გამაძლებია ინა თორე რა გამომიყვანდა მე სახლიდა ?!-გამეღიმა მეც საიდუმლოში მხელილივით და მოვარიდე თვალი,ვითომ გავექეცი. ხელები თავქვეშ ამოვიდე და ჭერს ავხედე ბედნიერი ღიმილით. -სინდისი და ნამუსი გარეცხილი გქონდა ბებია მაშინ, რო ბოდავდი ნანი ნანიოო სიზმარში გაუთავებლად?!-მაინც ვერ მოითმინა და გვერდით ოთახში რომ დაწვა, გამომძახა იქიდან, როგორც გვჩვეოდა ხოლმე. -გაიგონა მერე ნენა ნანიმ?!-სმენად ვიქეცი. გავირინდე. ყური დავუგდე. არ დამინახავს, მაგრამ, ვიგრძენი რომ გაეჩიმა გამზრდელს და გადატრიალდა. -შენ თუ მისი თვალების გესმის ონო,ბებია.. ნანი შენს ტუჩებს კითხულობს სიტყვა-სიტყვით.. ცის წონა იმედი ჩამისხა საპირწუონედ.. მეხომ ვიცოდი, მაგრამ, მისგან თქმული სულ სხვა იყო.. ამიჩქარდა გული. თვალები ძლიერად დავხუჭე და მისი კოცნების თვლა დავიწყე, სანამ ისევ არ მომერია რული.. სიცხეს დაეწია , მაგრამ,მოსვენება მაინც არ მომცა სულში შემომძვრალმა ფიქრებმა. აღარ მიკითხავს ინასთვის. როგორც კი გამოანათებდა, მე გავარკვევდი ვინ იყო გიორგი. მანამდე მთელი მარადისობა მქონდა სამყოფად, მის ტუჩებზე მეფიქრა და იმ პირველ სუსტ ამბორზე, აღარასდროს რომ ამოიშლებოდა გონებიდან. —- ახალი წლის შემოსვლას ელოდებოდა პატარა სოფლის შარა. თოვლი და უამინდობა რომ არ აფერხებდა არც გულში ჩაბუდებულ მოლოდინს და არც წლის ბოლო დღეების სიხარულს, ამას მერე მივხვდი, სისხამსაც რომ დაასწრო ინამ და მოგიზგიზე ცეცხლის გამოქრობა-გამოხვეტა დაიწყო ადრიანად. -ჩემი ფეხით მივუწვები ილარიონს,ერთ ძილს თუარ დამაღირსებ დილა არდიან ბებიაჩემო!-კი გადავტრიალდი,მაგრამ,ტყუილად. ისე შემოსცხო საკვამურს რკინის ჯოხი, სამ თვლაზე უკვე მეცვა და მე ვფერთხავდი ნაცარს ტომარაში. გუშინდელი სიცხე ისევ მეტყობოდა ,მაგრამ, ინას რისხვას ყველა ადამიანური ტკივილი მერჩივნა. თან დილა ადრიან. -მასე მოუხერხებლად თუ ასავსავე ხელები,ნუნუკა მისი ხელით წამოიყვანს ნანის ციმციმ.-არ ასვენებდა გამჩენი ინას. გავუცინე, მაგრამ,ისეთი მონდომებით იყო ათას საქმეში გახვეული, აღარც ჩემი კბენისთვის გამონახა დილას დრო და არც დაგვიანებული საუზმისთვის. ხელებში შემოჩეჩებულ საქმეებს რომ მოვრჩი და ბილიკიც პირწმინდად გადავკვალე სახლიდან ჭიშკრამდე, მერე ამომასუნთქა და ჩამომისხა ფინჯანში ჩაი. არ თოვდა წინანდელი თავაწყვეტით,მაგრამ,არც მზე ადნობდა ყინულს. -ბებია.. მიყურა ბევრი და რომ მოვრჩი გვიან საუზმეს, გამომხედა დამორცხვებულმა. რაღაცას რომ მთხოვდა ხოლმე, მაშინ იცოდა ასე თავის მოსაწ....ბა,თორემ, ცხრა მთის გადავლა რომ შეეძლო მის ჯანს და ფიქრის განჭვრეტა-თვალს,ამაში ვინ შემატანინებმა ეჭვს. გავუცინე. მასაც აუბრწყინდა ბევრგამოვლილი თვალები. -ხვალ ნანი ექიმთან უნდა იყოს ბებია ქალაქში და, მეიკლა თავი ნუნუმ,ვერ შევაწუხებ მე სიცხიან ბოვშვს,ჩემით წავიყვანო..-ფეხები გოგოშკასავით გადაიკვანტილა ნენამ და მართლა დავქაჩე თვალები იმწამს. რომ გეკითხა, ძალა ქონდა გალეული და სახსარში-კალცი,მაგრამ, ასე კეკლუცური და თან გასაჩარხ საქმეში ჩატრიალებულს,სულ აღარ ახსოვდა ამასეინად რომ დავალევინე ის ყავა სულ ძალით და გამოვუფიტე ძვლები. მიყურებს თვალებში და იქიდან იმას მეუბნება,ასე პირისპირ რომ ვერ მითხდა რიდის გამო და თან, არიქა და სხვამ არ გაიგოს,რა გარიგებას მიდებს ასე მზერიდან-მზერაში, მაჭანკალივით. ჩავახველე ილარიონივით. გავსწორდი წრლში და ის ულვაში დავიწკიპე,რომარ მქონდა, მაგრამ,ამ სიტუაციას უხდებოდა. ხელი მუხლზე შემოვიდე მგოსანივით და გავხედე სივრცეს. გულში ხომ შესაშური ილეთები ვაკეთე კინტაურის, მაგრამ, ონავარი ბავშვის მუხანათური ჩვევები რომ ვერ დაძლია ვერც ასაკმა და ვერც რიდმა, ამას სოფელი შეესწტო,ბებიაჩემის კივილი რომ შემოესმა და ცაში ბაბუაჩემმი,იმდენჯერ ახსენა მისი სახელი. -ვერა ნენა,გამორიცხე,სად შემიძლია ამ თოვაში ჩასვლა-ჩამოსვლა.-თავი ოსტატურად გავაქნიე და შევემზადე პირველი იერიშისთვის. გაქვავდა ბებიაჩემი. სახეზე ფერი დაეკარგა და ჩამოწია ის ახალგაზრდული ფეხი. შუბლზე კარგად გადაიკოჭა თავსაფარი და გამომხედა ქორის მზერით. მომცა უკანასკნელი შანსი,მაგრამ,არ შევეპუე. -იცი გარეთ რა ხდება?! -შევუცხადე და მეტი დრამატულობისთვის გადავწიე ფარდა. დაეწყო ისევ თოვას. ისევ თავაწყვეტილად. -ჩამოვიდა ნენა ცა ძირს და ეგაა!-შემოვცხე ხელები ერთმანეთს. გონებაში ათასჯერ ამომდო ინამ ილარიონის გვერდით, მაგრამ, მაინც დაიტკბო ხმა. -ნენა..-მომიღერა კისერი და აქ მაინც გავტყდი.. ის დამჭკნარი ყელი დავუკოცნე, უამრავჯერ რომ გადაუყლაპია ჩემზე წყენა და მაინც სამყაროს ვერჩივნე. ის ლოყებიც,რომ შემოიტკიცა წეღან ხელი და ვერ მითხრა ვერაფერი. ჩავუდე ნენას კალთაში თავი და თბილი ხელებიც ჩავიკარი გულში. -ინა!-გავუცუნე.-სულ რომ ფეხით მომიწიოს გზამდე გასვლა,ხელშიაყვანილს ჩავიყვან ნანის,მეღადავები?! გაუთბა თვალები და ყური მაინც ამიწია,იმ ონავრობისთვის,ბავშვობიდან რომარ ვაკლებდი. -მეღადავები შენ!-გამომაჯავრა. -რა სიტყვებია ინა,გადაბრუნდა ბაბუაჩემი საფლავში! -მაგას ამიერში არ დოუსვენია ერთწამს და დაწოლილს,მიწაში რა მოასვენებს თუ კაცი ხარ?!-გარცინა და გადაიწერა თან პირჯვარი,ბოდიშები მოუხადა ჭერში ღმერთს. თბილი კურყკა მოვიცვი და ვალიკებში ჩავდე ინას ნაქსოვი წინდებიანი ფეხები. მეზობლის კარში ქურდულად სტუმრობის დროს აჩვენებდა გუგულებიანი საათი კედრლზე. გავუყევი ჩემს გაკვალულ გზას და თეთრ შუქზე ჭრელ ნაქსოვში გახვეულ ნანის ჩუმად დავუწყე თვალიერება. გულში ისეთი სითბო შემომიძვრა,დამცხა და სულ გავიხადე ქურთუკი,ღობეზე გადავკიდე.. კარებს მკლავებით დავეყრდენი და ყველაზე ლამაზ პეიზაჟს გავუყინე მზერა.. ნანი. სამყაროს დარი. ფერადი და უგულოდ ნაზი. ხელებში მოიქცევდა თოვლს და გუნდას ესროდა წინ მოკისკისე პატარა,ხუთ წლამდე ბიჭუნას. ყვითელ ქუდში ლოყაწითელა თოვლის გუნდა ხელებით წამში ათას ნიშანს აჯეთებდა და თან გარბოდა წრიულად ეზოში. გარბოდა და მისდევდა ნანიც. იჭერდა და ჰაერში ატრიალებდა უწონო სიკაშკაშით. გული გამევსო. გადმოვიდა და მთელ სულს მოედო სუნათლე და ის სუთბო, ყელში რომ მიმწვდა და ღრიალი მომანდომა, დაუფარავი აღტაცების -ნანი!-ხომ დავუძახე და რომ გამომხედა, ჩემთან სამყარო შეჩერდა და მასთან ალბათ, ახმაურდა.. გაიგონა. ხომ არავისი, ნაგრამ, ჩემს ძახილს სამყარო აგონებდა და ამან მომკლა. გაუბრწყინდა თვალები. გაუცისკროვნდა. ჭიშკართან მდგომს, მე სუნთქვა გამიჩერდა ბიჭუნას რომ თავადაც რაღაც ანიშნა და მივხვდი-ორ სულს,დუდსა და პატარას რა აკავშირებდა თოვლის სიყვარულის გარდა.. შემენანა და თან გული განევსო უწონო სითბოთი.. მოჰქროდა თან ნანი ბუმბულის სიჩქარით. და მოქონდა მთელი დედამიწა-თვალებით. ხელები გაშლილი დავუხვედრე და ისე ჩავიკარი, თითქოს უკანასკნელი იყო ამწამს სამყარო. -ღმერთო..-გაუაზრებლად აღმომხდა და დამეხუჭა თვალები.. სული,გული და მთელი არსება მხოლოდ მის სუნს გრძნობდა. მის აჩქარებულ გულს და არსებობის მთავარ საწყისს-მისი კანიდან წამოსული სითბოში. გავლღვი.. მთის წონა ტვირთი ჩამომექცა და ჰაერის წონა გავხდი.. -ჩემი ნანი..-ზურგზე ხელისგული დავუსვი და მოვპარე ნანატრი სითბო.. ხელებში ჩამეკარგა, რომ მოვიცილე ოდნავ და დაუოკებელი წადილისგან გაწვრილებული სული ტუჩებზე დავუტოვე წამიერი ამბორით. მოვპარე და თან წამოვიღე ყველა ის უთქმელი სიტყვა, თვალები რომ ღვრიდა და ტუჩებს რომ უნდა ეყვირათ.. სიცოცხლეს დავთმობდი, მასში ჩაკარგვა რომ შემძლებოდა დაუსრულებლად, მაგრამ, თვალის კუთხეში შემოპარული ლოყაღაჟღაჟა და, პარმაღზე ანთებული შუქი მაბრუნებდა ამ სამყაროში. -გესმის?!-გავუცინე ნანის.. თვალები დაუწვრილდა და ინტერრსით შემომხედა. ტუჩებს რომ არ აშორებდა თვალს, ჩემი მრმართებოდა.. -ნუნუკამ თოფი გადატენა და თავში დამახლის ახლა,თუარ მიშველი-ფანჯრიდან მოჭვრიტინე ბებოზე ვანიშნე და შევატტრიალე. ზურგით გულზე მომეყრდნო და ვიგრძენი, როგორ შეერთდა ორი გული-ერთ მთლიანად. ხელები ფართოდ გაშალა და თითქოს ფარად გადამეფარა, მთელი ხმით გაეცინა.. კანი ამეწვა,ისე მომინდა ისევ ჩემში მომემწყვდია, მაგრამ, ვეღარც და თან-ვერც. მეც ხომ ვიცოდი, ამ თოვლის ფონზე,მთებში-ესეც ბევრი იყო.. სახლში შემიხღვა ბოლოს ნანი. ლოყაწითელა,წარბებშეყრილმა უცნობმა ჭინკამ ჯერ უნდობლად შემათვალიერა, მაგრამ, ხელები რომ გავიწვდინე მისკენ, ყურებამდე ღიმილით ჩამიხტა მკლავებში და გაყინული ხელები შემომხვია კისერზე. დაღლილიყო გუნდაობით და გასიფულიყო.. ბუხართან ჩამოვსვი და კალთაში ჩავიჯინე. ნანი პირისპირ ჩაიმუხლა და ჩემთვის არნაცნობი ენით, მხოლოდ მათ გასაგონად და თან ყველაზე ლამაზად უთხრა რამდენიმე სიტყვა ალბათ. გადაიკისკიდა ონავარმა. ხელებში აცმუკვდა. პასუხიც დაუბრუნა და ნანიც შეარცცვინა. ლოყები დაუწითლა. გამეღიმა და თან გული გამიწვრილდა. -გიო!-ნუნუმ ომახიანად დაუძახა და ნანის მსგავსად,მანაც რომ წამში გაუგონა ძახილი,მე უფრო გამუხარდა.. სიხარულს თან გუშინდელი მოუსვენარი ბორგვაც დაემატა და შემრცხვა.. გიო. გიორგი და ხელში შერჩენილი ხუთამდე წლის ვაშლისფერი ბიჭუნა.. ნუნუს რომ სარკასტულად ჩაეცინა და თან ნიშნისმოგებით გამონხედა, მე ანცი ბიჭივით ზურგშექცეული ნანისკენ ვანიშნე და ხელის არათითი ავუწიე,ნიშნად-ნიშნისთვის. კი გადაფითრდა წამით ბებიასნაირი, მაგრამ, მერე რომ გატრიალდა და თან ჩაეღიმა, წავიჭირე ფაქტზე და უფრო გამეშალა მხრებზე ფრთები.. ის საღამო ჩუმ პაექრობაში გავატარეთ მე და ნუნუმ, მაგრან,რომ ჩამოღამდა და წასვლა დავაპირე, მაინც დამიტკბა ენა. -ბებია,რომელ საათზე უნდა იყოს ნანი ექიმთან?-თვალის ჩინს ონავარი წაეყვანა მშობლებთან და მარტო ვიყავით ოთხ კედელში მე და ნანის-ნენა.. -პირველზე ონო,ბებია..-სულ ისეთი თბილი იყო ამწამს,როგორც ინა.. -დილით ათზე გამივუვლი და წავიყვან. თუ დაბრუნება ვერ მივასწარით, ხომ იცი..-მე აღარ დავასრულე, მან დამასწრო.. -არ შემეშინდება..-იმედიანად ამომხედა და გამაცილა ეზოდან. თოვლის მკრთალ შუქზე მესერს მოყვებოდა ჩემი სულის კონა-ნანი. ფიფქზე სპეტაკი და მასსავით ნაზი.. -ღმერთო,რა ლამაზია..-ისევ თავუსთვის დამცდა სუტყვები.. -იმ შვილივით ჩავიბარე საპატრონოდ ონო,რომ არ მყოლია..-გულჩანწყდარმა ნუნუმ ყველა ის სიტყვა,თხოვნა და დარიგება ჩამუტნია ამ სუტტვებში,რომ ვერ თქვა და არც იყო საჭირრო.. -ისე მეყვარება ბებია,როგორც არასდროს-არვის, არ ყვარებია-არვინ. კი წავულექსე,მაგრამ,მაინც გამცინა ნუნუმ. უნდოდა ეთქვა,მაგრამ, მე დავასწარი . -ვიცი ნუნუკა,საფლავში ტრიალებს ბაბუაჩემი. გავუცინე და თან მადლობა გადავუხადე იმ ნდობისთვის,თვალებიდან რომ მოჰქონდა. ასე ღიმილით შევაცილე მზერით ნანიც და ხელზე წამით მოჭიდებული მისი ხელიდან დატოვებული სითბო წამლად გამყვა სახლის კარამდე. ინას უკვე გაეწყო ლოგინი და სკამზე ჩემი ტანსაცმელი გაემზადებინა,გარეცხილ-გატკეცილი. უხმოდ ვივახშმეთ რატომღაც და რომ დავწექით, მერე ვეღარ მოგვითმინა გულმა.. -ნენა..-გავძახე და დაველოდე მის პასუხს. -ჰო ბები.-მელოდებოდა ინა.. -ისე შემიყვარდა,რომ ვერ წარმომედგინა ვერასდროს..-ვთქვი და თან ამოვისუნთქე. ამაზე თბილი შვრბა თუ სადმე უყო,არ მეგონა. -მასე იცის ბებო,მაშინ მოდის,რომ არ ელი.-ჩემზე მეტად,გამზრდელ ბებოს რომ უტჯბება ბგერები,გული მეწურება. მე ხომ ვხვდები,ახლა მის გულში რა ტრიალებს.. როგორ ვეიმედრბი ნანისთვის და როგორ ვეთმობი მხოლოდ მისთვის.. -ასე მგონია,ვერცერთი ღამე ვერ უნდა გათენდეს უმისოდ..-ნანის ტიტებიან შარფს ხელში გუნდასავით ვათამაშებ და თვალწინ მისი კისერი მიდგება, თეთრი,ფითქინა, თბილი და ყველაზე სანდომი. -მერე ხელს რა გიშლის ბებია?!-ისე გამომძახა იქიდან,მთელი რომანტიკა თავზე ჩამომაქცია ლამის. გამეცინა გაბრაზებულ ტონზე და გადმოვტრიალდი მისი ოთახის კარისკენ. ვიცოდი,წამომჯდარი იყო ახლა და გული გაქცევას ჰქონდა. -დაწექი ახლა ნენა და რო გათენდება,იქნება მართლა არაფერმა შემიშალოს ხელი. -არ შემშალო ახლა ონისე.-ჩქარი ნაბიჯის ხმაც მომესმა ამ ჩემს სიტყვებზე და წამში რომ თავზე დამადგა ბებია, საბოლოოდ გამიტყდა ძილიც. დოინჯშემორტყმული ფეხებთან ჩამომიჯდა და თავშალმოხდილი თმები თითებით გადაივარცხნა. სულ თეთრი იყო. სულ თეთრი და მე ისიც მახსოვს, როგორ აღარ შეუღებავს არცერთი ღერი ბაბუს წასვლის შემდეგ.. ჰომ ჰქონდა ხმა აღელვებული,მაგრამ,თვალებში მშვიდი ზღვა ედგა.. -გადაირევა ნუნუ.-ფიქრიანად მოისვა ბოლოს გამშრალ ლიყებზე ხელები და გეგმის ხაზვას შეუდგა. -გამორუცხე-უდარდელად გამოვხედე-მისი ხელით მატანს-ამაზე მეტად არცერთ სიტყვაში ვყოგილვარ დარწმუნებული. მაგრამ,ინას მაინც არ ეჯერა. -გატანს ექიმთან,სახლში კიარა.-მაინც გამიჯავრდა და წამოდგა ფეხზე. დაიწყო ოთახსა და განჯინაში წინ და უკან სიარული. -იცის ინა ნუნუკამ,მე ნანი თუ ქალაქში ჩავიყვანე,იქიდან აღარ ჩამოვიყვან… და, ზუსტად იმწამს მივხვდი, სანამ მე, ზუსტად ამ წამამდე რამეს გადავწყვუტავდი, ყვრლაფეტი ტომ მართლა ზემოთ იყო უკვე გადაწყვეტილი.. სულ სულ ზემოთ. ილარიონთან ახლოს.. ნუნუ ხომ არასდტოს იფიქრებდა მსგავსს, მაგრამ, მისი ნდობა იყო ის “კი” -რასაც დედები ეუბნებიან ხოლმე,კარზე მომდგარ მთხოვნელს.. გამაჟრიალა. ტანში ისეთმა ცხელმა აღელვებამ დამიარა, წამივდექი, ჩავიცვი და შუაღამის თოვლში დავდექი, სახით-ფიფქისკენ. მესიამოვნა სიცივე და კანში გავლილი ყინვა.. ერთიანად გამომაფხიზლა და გამაცნობიერრბინა ყველა თქმული და ნაფიქრი.. ნანი.. ფიფქის ტოლა, ფიფქის წონა, ფიფქი იყო თვითონ ნანი. სილაღის და სიკეთის მომტანი.. მე რომ ბაბუ მყოლოდა ახლა, ჩემს გვერდით, ჩემთან ერთად, ჩემს მხარდამხარ იქნებოდა ამწამს და თან დამცინებდა, მღელვარებისგან რომ მიკანკალებდა მარჯვრნა ხელი და მარცხნივ გული.. მაგრამ, ყველა კაცის წონა იყო კარში გაჩერებულია ბებია.. -რაო ინა?!-გავწექი ბოლოს მაინც წელამდე თოვლის ზურგზე. —ინა არ მქვია მე!-შემიყარა წარბები და მომიახლოვდა. მის სიმაღლეზე იდო ზუსტად თოვლის საფარი. -მასე არც მე მქვია ონისე და არც ნუნუს შეხვდა ფიზიკოსი სიძე. -არც ილარიონს მოვუტყუებივარ თავის დროზე. -რაო?!-წამოვხტი უცებ ფეხზე. იცინოდა ინა და ანათებდა ღამეს. ამიყოლა მეც და სული გამხვრა ლამის. -40 წელი ეჯერა უბედურ ბაბუაშენს რომ იმ დღეს მომიტაცა.-ორად მოკეცილი ნენა კედელს ებჯინება სულის მოსათქმელად და ხელში რაღაცას მიდებს.. ვგრძნობ ცივ რგოლს და თვალები მინათდება. გულიც მეკუმშება და სუნთქვაც მეყინება.. ბებიაც სწორდება წელში და აღარ მიცინის. მაგრამ,თვალებდი მაინც უზღვავი ბედნიერება უტრიალებს. -არ დამივიწყო ნენა. ბოლო ამოსუნთქვის გამოუვიდა ბებიას და,ის ტკივილი მოაშიშვლა, რომ არ ვიცი საიდან დაებადა.. -არც შენ იყავი დედა,მაგრამ,მთელი ცხოვრებაა ნენას გეძახი ბებო.. გულში მთელი არსებით ვიკრავ და ვაბრუნებ მის გახამებულ, კრახმალისგან გატკიცინებულ საწოლში.. სანამ მშვიდად არ დავიგულე, მანამ ვეჯექი სასთუმალთან და იმ სიტყვებს ვალაგებდით, ნანისთვის რომ უნდა მეთქვა.. მერე,გათენდა და, მეც გადავჭერი ეზოს კარი-მეზობლის ღობემდე.. სიმჩატისგან მეგონა ნაკვალევსაც არ ვტოვებდი თოვლზე.. დილა იყო და სისხამზე უფრო ლამაზი მეჩვენა ნანის უკიდეგანო თვალები.. ფანჯარაში რომ გამომხედა კარებთან მდგომს, მეგონა საუკუნე გავიდა სანამ გააღო და ხელი ჩამჭიდა. ისე მინდოდა დამეძახა მისთვის და წარმომიდგენია,მას როგორ, მაგრამ, სიტყვაც ვერ დავძარი, რომ ჩამეხუტა და ოთახს მოავლო თან მალულად თვალი. გამიმრთელდა სულში რაც კი რამ იყო გაბზარული და ნამსხვრევებად ქცეული.. ვიწამე გრძნობის ორმაგად და ჩუმი გადაწყვეტილების,გულში რომ ბუდობდა. არ ვიცი, იქნებ სულაც მომეჩვენა ყველა დეტალითქო, მაგრამ, ამწამს რომ გულში გაზაფხული ყვაოდა და წინა კვირებზე ზამთარს გაედგა ფესვები, ყვრლაფერს მოწმობდა.. ყველა უთქმელს და თან-ნათქვამს. ყვრლა ფიქრსა და ყველა ზრახვას. -გაუფრთხილდი..-კარებთან დამაწია ნუნუმ მაინც ბოლო სიტყვა.. და წამოვედით.. სანამ სწორ გზაზე არ გავედით, გაფითრებულ ნანის ხელები წინა დაფაზე დაეწყო და კონცეტრირება მთლიანად გზაზე გადაეტანა. როგორც კი სახიფათო მონაკვეთს გავცდით, ვიგრძენი, როგორ მოეშვა და გადაწვა სავარძელზე კომფორტულად. სახით ჩემკენ მოტრიალდა და გამომხედა დიდრონი, ქვეყნის სიგრძე თვალებით. საჭეზე დახვეულ ხელებში მწველი სიცხე ვიგრძენი, ისე მომინდა ეს ყველა ნაკვთი დემომევლო.. -ნანი..-ყველაზე მეტად მიყვარდა რომ ვეძახდი და გამომხედავდა.. მისი დიდრონი თვალებით. ის ინტერესიც საოცარი იყო,ამ სფეროებიდან რომ ეღვრებოდა.. ქცევაზე მეტი სათქმელი არ მქონდა რა. ხელი ძლიერად ჩავჭიდე და დახაზულ გულზე,სიცოცხლის ხაზთან მთელი გრძნოიბით ვაკოცე. ის სურნელიც კი ჩამრჩა სამუდაკოდ, საპულზე მაჯიდან რომ მოდიოდა და ერთიანად მომიხსნა გრძელი გზის დაძაბულიბა.. მანქანაში მუსიკაც ჩავურთე და მეორე თავისუფალ ხელსაც მოუძებნა დანიშნულება გულის ნაწილმა.. დინამიკს ხელი ააფარა და თვალდახუჭული ‘უსმენდა’ ნიაზის ჰანგებს.. მიყვარდა ის ლოყაც, ხელის გულზე რომ ჩამოიყრდნო და სახელურზე ჩამოდო.. სულ ერთი ციცქნა იყო ახლა. ყვრლაზე მშვიდი და თან ყველაზე ქაოტური.. მოკლე მისი ხვეული თმა ხელის გულებში მომექცია და იმ სიზმარს ვუყურებდი თითქოს, რომ არ მეჯერა, რეალობა რომ იყო.. არ მიფიქტია ბევრი მთელი გზა.. იმ შეგრძნებების ტკბობაში გავლიე კილომეტრები, სულ ახალი რომ იყო, ჯერ არ დაბადებულიც კი და მაინც უზომოდ დიდი. იმდენად დიდი, რომ მეგონა, წინა ცხოვრებიდან უწყებოდა ისტორია და არა კვირა და რაღაც.. თუ ორი და არც. მხოლოდ მერე გამოვერკვიეთ ჩვენ-ჩვენი ზღაპრებიდან,ქალაქში რომ შევედით და ნანი შესწორდა სავარძელზე. არ მესიამოვნა მომენტალურად შეწყვეტილი სითბო და მოსული სიცივე. მაგრამ,ფანჯარა მაინც ჩამოვწიე.. მომნატრებოდა ქაოსი და ტალახიანი წუჩების ხმაური. ჰაერში შებჟნილი საწვავისა და ჭუჭყის სუნიც კი სასიამოვნოდ მომედო და ემოციების გასაზიარებლად ნანისაც გავხედე.. წარბები შეეკრა ბროლის გოგონას. სახე მოეჭმუხა და პატარა ცხვირი აებზუებია. ჩამეცინა. იგრძნო და გამომხედა. ხომ არ მითზრა,მაგრამ,სიტყვა სიტყვით წავიკითხე,რაც უნდა ეთწვა და გამეცინა. -ვიცი რომ ის ჯობია ნან, მაგრამ,ამასაც მისი ხიბლიაქვს.-თვალი ალმაცერად ჩავყკარი და სუსტ სიცილზე ენერგია უფრო შემევსო. კლინიკასთან რომ შევაჩერე,არ გამიყოლა.. რომ ავედევნე,მომიბრუნდა და შემაჩერა.. თვალებში იმდრნად დიდი თხოვნა და თან უარი ედგა, ვეღარ გადავდგი ვეღარცერთი ნაბიჯი და იქამდე ველოდე კართან, სანამ არ გამოვუდა.. ალბათ, ოტი თუ სამი საათი მაინც ვიდექი წვინას მოყოლილ თოვლში.. ქალაქში ალბათ ახლა პირველად გათოვდა, და ჩვენთან,მეტროს გაესწრო საფარი. დაღლილი ჩანდა ჩემი ფიქრის გოგონა. თვალები სევდით ჰქონდა სავსე და ათას რამეს მიყვებოდა.. ათასივე სიტყვა-სიტყვით გავიგე და გული უფრო შემეკუმშა. -ჩემი ხომ გესმის ნანი?-მისი პატარა სახე ხელებში მოვიქციე და მესიამოვნა კანიდან მთლიანად წამოსული სითბო.. გააჟრიალა. ვიგრძენი და დავინახე.. თავი უხმოდ დამიკრა. მაგრამ,მაინც აემღვრა მთქმელი თვალები.. -მე თვალი მეუბნება შენი-ყველა სიტყვას. კანი-ყველა განცდას. გული-ყველა გრძნობას და, სული-ყველა ტკივილს.. ამის იქით სამყარო უფერულდება და თუ ხმაურში,მხოლოდ შენს ხმას უნდა ვეძებდე, მირჩევნია,აღარაფერი მესმოდეს და მხოლოდ შენი მზერა დამრჩეს,წასაკითხად ნან.. ჩემთვის ეს საკმარისია.. შენთვის?!-თითქოს გულის და სულის ერთიანად გაწვდენას ნიშნავდა ჩემგან და მან რომ ხელგაშლილი მიიღო ყველაფერი, მე უფრო ვიწამე იქ, ცაში გადაწყვეტილი საქმეები… ჩამეკონა ნანი.. გულში შემომიძვრა და იქ დაიდო მისი სამყაროს ხელა ბუდე.. მოკალათდა და ფესვები ღრმად გაიდგა მაცოცხლებელ ფეთქვაში.. იმ გულის ფიცარზე სამუდამოდ დამებეჭდა და ცხოვრების მიზანი მომცა-მყვარებოდა როგორც აროდენ-არვის.. და უსასრულოდ.. -წავიდეთ?!-რომ გამიმეტა ამინდის სიცივისთვია და გამეშორა, ხელი ძლიერად ჩავჭიდე და მანქანაში ჩავსხედით. დაუოკებელი სურვილი მკლავდა ამწამს ის სამყარო მეჩვენებინა მისთ ის, მე რაც მომნატრებოდა დღემდე და რისთვისაც ვამზადებდი.. რომ გავედით ცენტრისკენ და ალიაქოთს შევერიეთ, ადრენალინი შემომაწვა და ისე ავღელდი კიდეც, მინა ბოლომდე ჩავწიე… ქალაქი ხმაურით, მოძრაობით და ბრბოთი იყო სავსეა. მანქანების სიგნალები, მაღაზიებიდან გამოტანილი მუსიკა, ხალხის ჩქარი ნაბიჯები—ეს ყველაფერი ძვირფასი იყო, მაგრამ ნანი გაჩერებულიყო. ის თვალს ირგვლივ ატრიალებს, მაგრამ მის მზერაში ცნობისმოყვარეობაზე მეტად შიშს ვკითხულობ და წამით ვშეშდები.. გვიანდებოდა და უფრო ლამაზი ხდებოდა, მაგრამ,არა მისთვის.. კიდევ შევეცადე,თითქოს ბოლოჯერთქო, მომეწონებინა მისთვის ხმაური, მაგრამ, როგორც კი მანქანა დავაყენე და მობინდებულ ქალაქში ‘დავპატიჟე’ სასეირნოდ, ბოლომდე მივხვდი-ნანისთვის ეს სამყარო ზედმეტად უცხო იყლ. სოფელში ის გარემოს გრძნობდა—ქარის ხმას, თოვლის ფიფქების შეხებას, ბუხრის სითბოს. აქ კი—მეტალის, ბეტონის, სინთეტიკური შუქების და დაუსრულებელი სიჩქარის ლაბირინთში ისე გაეხვია , არც კი ელოდა და თან, არც კი სურდა.. გავიყინე.. არა მოულოდნელობისგან, არამედ, არცოდნისგა , რა მექნა… ნანის სახეზე რაღაც სხვანაირმა,უცხო, ოდნავ სევდიანმა გამოხედვაამ დამაპატარავა. ეს არ იყო აღტაცება, არაასიახლით მონუსხვა. ეს უბრალოდ… უცხოობის განცდაა იყო. უცხოობის,რომელსაც მალავდა და თან ყველაფერი ნაბიჯზეც კი ეტყობოდა.. გავჩერდი და გავაჩერე.. გამიღიმა.. სევდიანად და ოდნაც გრილად. თითქოს ბოდიშაც კი მიხდიდა მისი თვალები, იმდრნად დაეხარა ძირს და ვეღარ მისწორებდა დედამიწას.. გამეღიმა.. ისეთი თავისუფლებით და სითბოთი, ძალაც კი მიეცა და ამომხედა ლამაზი ირისებით.. ვერ გავუძელიი.. მენატრებოდა და ისე დავეკონე, ვეღარ მოვწყდი დიდხანს.. ვგრძნობდი მის სუსტ თითებს კისერზე და ტანში ჟრუანტელისგან ძალა მელეოდა.. მოქმედებდა.. კიარ მოქმედებდა, მიწასთან მასწორებდა და თან ხელთავიდან მბადებდა-გრძნობა, რომ გვაკავშირებდა და ვნება-ახლა რომ იბადებოდა.. ხელებში ჩამადნა ნანი. ორ ცალ ხელის გულზე დამეტია მისი მთელი არსებობა. -წავედით ნანი?!-რომ მოვბრუნდი დედამიწას, გამოვტრიალდი და ხელჩაჭიდებულმა მოვიტოვე უკან ქალაქის ხმაური.. მანქანის სალონშივე დამიმშვიდდა სული , მაგრამ,ამოვარდნილი გული მწარედ მიცემდა. ზუსტად იქ,სადაც ბეჭედი მედო.. გულის ფიცართან ყველაზე ახლოს.. მორიგმა უცაბედმა გადაწყვეტილებამ მისი დამღა დამაჩინა და გული ძლივსღა დავიმშვიდე.. არ უყო მარტივი ერთი რეალობიდან მეორეზე ერთბაშად გადართვა, მაგრან, ნანი მისი სამყაროსთვის იყო შექმნილი. იქ, სადაც თოვლი უმისამართოდ არ დნება ფეხქვეშ ათასობით ჩქარი ნაბიჯის გამო. იქ, სადაც ღამით მხოლოდ ქარის ხმა ისმის და არა ქუჩის შუქნიშნების განგაშიანი წკარუნი. მის სამყაროში სუნთქავდა ის და არა ჩემსაში, სადაც,სასუნთქადაც კი დრო იყო გამოყოფილი.. არა-ნებით. არამედ-დადგენილებისამებრ.. და ზუსტად ეს არ უნდოდა ნანის. მივხვდი და გული გამითბა.. მას რომ გავუგე, ესეც გაიგო და თვალები ცრემლებით აევსო,რომ გამომხედა.. მიყვარდა ეს თვალები. ყველაფრის მთქმელი.. იმწამს,პირველად ამ დღეს, ნანის მომენტალურად ეღიმება მთელი გულწრფელობით. და როდესაც ქალაქის ცეცხლოვანი შუქები ჰორიზონტზე ქრება, ორივე თითქოს უფრო თავისუფლად ვსუნთქავთ. ნანი-საწყისს უბრუნდება. მე-ნანის და ეს სამყაროს უდრის. რომ იგრძნო სიფრიფანამ სამშვუდობოს იყო ქალაქის დრაივისგან, თვალები მიელულა და იქამდე ეძინა, სანამ გზა გაჭირვებით არ მივკვალე სახლის ღობემდე.. მანქანა ჩავაქრე. ძრავი დადუმდა. ირგვლივ სიჩუმე იყო და მაინც, ცის კამარას ანგრევდა ჩემი გულის სწრაფი ფეთქვა.. იმდენად რომ ნანისაც კი შეეღვიძა.. ნაზად ააფახულა ტიტების ყლორტის ფერი თვალები თვალხატულამ.. იმდენი სითბო გადმოეღვარა ერთბაშად, წავილეკე და თან დამიბრუნდა სიცოცხლის ყველა ხალისი.. -მიყვარხარ,ნანი..-გული მთლიანად გავუშალე.. გაშეშდა ჯერ. მერე თვალები აუბრწყინდა ათასფერად. მერე აეტირა და ჩემამდე თითქოს რუბიკონი გადმოლახა, გულამომსკდარი ჩამივარდა მკლავებში.. ჩავიკარი და აღარ გავუშვი.. მე ვეღარ დავთმობდი და არც მას ვემეტებოდი სიმარტოვისთვის.. ასე ხელში აყვანილი, გულზე მიკრობილი გადმოვიყვანე მანქანიდან და ყოველგვარი განსჯის, ფიქრის და ჭრის გარეშე შევაღე ჩემი ჭიშკრის კარი.. ჭიშკრის,ბაბუმ ტომ დადგა და ეზოსი, ბებომ რომ მისი თითებით მოკირწყლა.. მიმყავდა და გული მევსებოდა წარმოუდგენელი აღტაცებით. არ ჯობდა ამ გრძნობას არაფერი. ალბათ მხოლოდ მისი უთქმელი, ჩუმი “კი” და ჩემი არ თქმული,მაგრამ,ნაგრძნობი “ცოლად გამომყვები”?! -ნენა..-მეგობა ეძინებოდა.. მაგრამ, იქ დამიხვდა ჩემი ინა.. ფეჩთან სამფეხზე ჩამომჯდარიყო და ჩაიდანში ადუღებდა მის მაცხონებელ ჩაის. რომ შემომხედა, მე არ მინახავს მის თვალებში ამაზე მეტი სიყვარული.. სავსე ჰქონდა დედამიწის წონა ტკივილით სავსე თვალები-სიხარულით.. -შემიმცივდა ნენა ნანი, მასაც ჩამოუსხუ თუ გიყვარდე..არც კი ჩამომისვამს ძირს,ისე ჩამოვჯექი და კალთაში გამოვიკარი უკვე,უსაფრთხოდ და თბილად.. ვგრძნობდი მის თითებს გულზე და ყელზე. იღიმოდა-კანით მივხვდი. რომ დავხედე-სულ გაცისკროვნდა.. უსიტყვოდ დავლიეთ იმ საღამის ჩაი პატარა ოჯახმა.. მე,ნანიმ და ნენამ.. ყველა კუნჭული მონახა ცხელმა სითხემ და მთლიანად შემავსო.. მაგრამ,თან ერთიანად დაგვრია ხელი.. რომ წამოვდექი და მოვიხედე, ერთ იმწამს შემჩნეულ ფაქტზე ისე გამეცინა, ნანიმ გაოცებულმა გამომხედა. ინამ კი ეშმაკურად აწკიპა წარბები.. უკვე ჩვენს ოთახში შევიყვანე ნანი.. ჩვენს გახამებულ,გაკრახმალებულ,ახალგადაკრულ საწოლზე ჩამოვსვი და გულის ჯიბეში დამალული ბეჭედი გავუკეთე თითზე, რომ უკანკალებდა.. ციოდა ოთახში, თან ისე, გეგონება გარეთ ვყოფილიყავით, ნაგრამ, შერცხვენილი, ლოყააფორაჯებული, თვალებდახრილი რომ გვერდით მივიწვინე,ჩახუტებული, უსაშველოდ დათბა.. თითიც კიარ დამიკარებია იმაზე მეტად, როგორც გულზე აკვრას სჭირდებოდა. რომ დავიგულე ღრმად ჩასძინებოდა, ინას გავძახე.. ჩვევისამებრ კიარა, რომ არ მეთქვა,ვერ დავიძინებდი. -ნენა!-გაყინული ოთახიდან-თბილ ,ფეჩიან ოთახში ღიმილით წაკოტრიალებულ მოხუცს რომ გავჩურჩულე, ვიფიქრე ვერ გაიგოთქო, მაგრამ, რომ ჩაეცინა, მივხვდი,მისმენდა. -საიდან მიხვდი აქ რომ მოვიყვანდი დღეს? -მაგის მიხვედრას რა უნდოდა ბებია, როგორც ნანი,შენც ამ ჰაერის შვილი ხარ.. უბრალოდ,არ იცოდი და მიგახვედრა განგებამ ბები.. გამეღიმა.. სრულყოფილად ბედნიერს.. მკლავებში მძლავრად მოვიმწყვდიე ქვეყნის დარი და გავირინდე.. ხუთამდე წუთში ისეთი სიცილი ამიტყდა უცებ, ლამის თავი გავუგუდე , ნანი რომ არ გამეღვიძებინა. -დედა რაღავქნა ახლა.-გაასავსავა ჰაერში ხელები ინამ,მივხვდი,გაბრაზდა და თან მიხვდა,რაზე ვწუხდებოდი. -იცი რამ მოკლა ინა ილარიონი?!-პირზე საკუთარი ხელი ავიფარე და სიმწრის ცრემლები გადმოვყარე, ისე მეცინებოდა. -ამ ოთახში, ზამთარსა და წკვარამში მტერივით რომ აძინებდი, ა-მაგან. ___ თოვდა და თან მთელი თავგანწირვით.. ბედობა დღეს, საყდართან მომლოდინე, სანამ მას ვიხილავდი, თვალი იმ სამრეკლოსკენ გამირბოდა, საადაც სიზმრად მეცხადა ბაბუა და, გული მომეწურა, ისსე მომინდა, ნანი მასაც ენახა თეთრ კაბაში.. ინა გვერდით მედგა.. იქ,სადაც ნანის მეჯვარე უნდა ყოფილიყო.. გოგიას წვერი მთლიანად გაეპარსა და ისეთი შესახედი იყო, აღარ მემეტებოდა ნუნუსთვის. მართლა თვითმარქვია ექიმს ჰგავდა თეთრ პიჯაკში, პაციენტებს რომ ბერავდა სიცრუეში. გამეცინა. ყელზე არარსებული პეპელა შევისწორე და მამაოს მუდარით გავხედე. -ხო იცი ქალების თემა პადრე,მოვა აბა რასიზამს, არ დამღუპო თუ ღმერთი გწამს,მეიცა და მოვა. -დავიღვარე თხოვნებად,სამს რომ გადაცდა და არ ჩანდა. ჩვენც ისე დაგვათოვა, გოგია მართლა აღარ აჩნდა დედამიწას. შეეზარდა სითეთრეს. -პადრე არა ,პავლე შვილოჩემო. -ჩაახველა წვეროსანმა და შევიდა ისევ სამლოცველოში. იმედი უკვე მართლა მეწურებოდა, ჰორიზონტზე როგორც იქნა ხმაური რომ მოისმა. მაგრამ, ნაბიჯები იმდენად მძიმე იყო, ნანისი არუნდა ყოფილიყო. არც შევმცდარვარ. ნუნუ მოაგელვებდა დედამიწას რკინის ნაბიჯებით. -რა შევცოდე ამის ფასი ილარიონ?!-ხელები ცისკენ უიმედოდ აღვაბყრე და საცოდავად ჩამოვხედე ლოყაწითელა ბებიას. კი გამიბრაზდა, მაგრამ, გამიცინა მაინც. -მახარობელივარ შე უდღეურო,მოდის ნანი! -ცხენი სად დააბი ნუნუკა,მხლებლები რომ ვაქროლო დასაპურებლად?! -დარჩები უცოლოდ,ვატყობ! -მაგ ცოდვაში ნუღა ჩაყობ ფეხს,თუ ღმერთი გწამს,მრავლად გაქვს სხვებიც. -მაგალითისთვის?!-წარბი ილარიონამდე ამიწკიპა ბებიას მსგავსმა და ისე გაკაპასდა, ისე საყვარლად, სულ ძალით ვაკოცე ორივე ლოყაზე. -მეორე დღეს რომ ცოლი წამართვი ,არიქა ყველაფერი ტრადიციულად უნდა იყოსო, მაგისთვის შენი აზრით ილარიონს არ აქვს გამზადებული მაღლა სამსჯავრო?!-ძლივს მოვუთქვი სული, ისე მეცინებოდა. ჩვენს კინკლაობას სხვების სუცილიც რომ მოყვა და მერე უცაბედი გაჩუმება, მივხვდი, მოვიდა და იქით გავიხედე.. ღმერთო.. თვალხილულ სასწაულს გავდა.. თეთრზე თეთრი და ტიტების თავშალით დამაგრებული ხვეული,მოკლე თმა.. ხელებში მოქცეული სულ პატარა თაიგული და სილამაზის ეტალონი-ჩემი გულის სითბო-ნანი.. -უფალო..-აღმომხდა თვითნებულად.. ხელი გაწვდენილი მანამ მქონდა, სანამ თითები არ ახლართა მასში ცოლმა-ნანიმ.. ვიყვირებდი, ცას შევარყევდი ზანზარით, ყველას ვამცნობდი რა ლამაზი იყო, მაგრამ, სიტყვა ვერ გამოსცა ყელმა.. მხოლოდ ტუჩებმა მოხაზა კონტურები.. თვები გეტყვისო და, მითხრა.. ჩრმს მერე პირველად მან- მზერიდან-მზერით.. “მიყვარხარ ონო” და აქ დაიწყო.. უს,რაც ზევით, ბაბუასთან დიდი ხნის გადაწყვეტილი იყო.. ___ მე რომ მიყვარს. პატარა,ციცწნა ,მაგრამ ყველა ემოციის დამტევი … მე რომ დამიგვიანდა, მე თვითონაც უსაშველოდ განვიცდიდი,მაგრამ, რომ დავასრულე ამწამს და მეტი აღარ იქნება ონო და ნანი,ამაზე მეტად მაინც არ მტკენია.. ხოა ტკივილიანი კარგი წასაკითხითქო, მაგრამ,ესეც ჩემია და მიყვარს.. გულიანი,კილო-კავითაა და უცნაური,დედა-შვილური იუმორით.. ისე მომებატრეთ თან,ერთი სული მქონდა დამედო და წამეკითხა დილით თქვენი შეფასებები.. გელით, ხომ იციატ როფორი სულმოუთქმელობით, ნესაუვრეთ,რომელი პერსონაჟი შეგიყვარდათ ყველაზე მეტად და რატომ? თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.