წარსულიდან მომავალში გასაქცევად {სანი}( სრულად)
დღე უცნაურად დაიწყო. იშვიათად ვხედავდი ხოლმე სიზმრებს, იმ დღეს კი რამდენიმე ერთად დამესიზმრა. არცერთის სიუჟეტი მახსოვდა თუმცა რომ გავიღვიძე ერთიანად ოფლში ვიყავი გახვითქული. დილის 7 საათი იყო, ფეხზე ბორძიკით წამოვდექი და შხაპი მივიღე. აბაზანიდან გამოსულმა, ჯერ ისევ წელზე პირსახოც შემოხვეულმა ჩამოვისხი აპარატიდან ყავა და ზაფხულის სიცხის მიუხედავად ცხელი ყავითა და სიგარეტით ხელში ვიწრო აივანზე გავედი, რომელიც პირდაპირ მარიოტის შენობას გაჰყურებდა. ყავა რომ ჩავცალე საძინებელში შევბრუნდი და სამსახურისთვის გავემზადე. შავი შარვალ-კოსტუმი, თეთრი პრეანგი და შავი ჰალსტუხი გავიკეტე. მერე უღონოდ ჩავბანცალდი კიბეებზე და მანქანით სამსახურში წავედი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კარგახანს უაზროდ ვცხოვრობდი, ერთი მეორეს მიჰყვა უბედურებები და დიდ ჩახლართულ წრეში გავები. ყველაფერი ასე თუ ისე რომ ჩამთავრდა და ჩვეულებრივი ცხოვრებისკენ როგორღაც მოვბრუნდი მამაჩემის კონპანიაში მისი ადგილი დავიკავე, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ დედაჩემი ხედავდა. წლებია არაფერი მადარდებს, ვერაფერს ვუდებ გულს რადგან ვიცი რომ ის სადღაც თბილისის ქუჩებშია ჩაკარგული და რაღაც გაურლკვეველი ბედით ერთამენთს მუდამ ვცდებით. განა არ ვეძებე? თავი მოვიკალი ლამის მი ძებნაში, არაფერი გამოვიდა. მერე შევეგუე ცხოვრებას რომელიც თავადვე გამოვიწვიე და იმ სიცარიელესა და უკმარსობას რაც გამუდმებით თან მსდევდა. ნეტავ შემძლებოდა როგორმე შემევსო, მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენ სიგარეტის ღერს მოვწევდი, რამდენს ვიმუშავებდი, რამდენს შევჭამდი, ან რამდენ ქალთან მექნებოდა ურთიერთობა, ამას ვერაფერი ამოავსებდა. მის გარდა. გოგოს ჩრდილი მთელი ცხოვრება თან მსდევდა და მახსენებდა წარსულს რომლის დავიწყებაც არ შემეძლო. არ შემეძლო იგივე შეცდომები დამეშვა და იმ ლაფში ამოვფლილიყავი ისევ. სამსახურში დატვირთული დღე მქონდა, ფიქრისთვის წამიც კი არ დამრჩენია. მერე მოსაღამოვებულს როცა უკვე სამსახურიდან უნდა წამოვსულიყავი ჩემმა მეგობარმა გეგიმ დამირეკა, რომელიც 6 წლის წინ გავიცანი და მას შემდეგ განუყრელი მეგობრები გავხდით. ჩემი სრულიად ესმონდა, მიუხედავად იმისა რომ ბევრი არაფერი იცოდა მასთან შეხვედრამდე ცხოვრებაზე, იმ ბნელ წლებზე საგულდაგულოდ რომ ვმალავდი, და იმ სიყვარულზე ადამიანის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ რომ მოდის და სანამ არ დაკარგავ ვერ მიხვდები ის იყო თუ არა. იმაზე გულს რომ გაგიჟებით გიძგერებს, ისე მაღლა აყავხარ არცერთი ნარკოტიკი რომ არ გამოიწვევს მსგავს ეფექტს. -გისმენ? დაღლილი ხმა მქონდა, დილიდან სახლების პროექტებს ვაკეთებდი, თანამშრომლებს ვუყვიროდი უმაქნისობის გამო და ბოლოს ყვეალფრის გაკეთება ისევ თავად მიწევდა. - სამსახურის მერე გამოხვალ ჩემთან? ჩემს შეყვარებულს გაგაცნობ. -ბაზარი არაა. როგორცკი მოვრჩები წამოვალ -ოქქეი. მიდი, არ ამოწყდე ოღონდ მუშოაბით. შენი თავისთვის დაიტოვეს დრო - გეგი რამდენჯერ განვიხილოთ ეგ თემა? თუ სამყარო არ მაძლევს უფლებას ბედნიერი ვიყო ,ანუ შემიძლია ქანცის გაწყვეტამდე ვმუშაობდე და დედაჩემი მაინც ვნახე კმაყოფილი. -მოკლედ რა შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. გამოდი 7 ისთვის. -არ მგონია მოვასწრო. RS-ის ბინების პროექტი მაქვს დასამთავრებელი. -კიდევ ვერ მორჩით? -ვიღაცას სახელად ლადოს მუშაობა ეზარება და არ ჩაუბარებია. ასე რომ თუ არ მინდა უამრავი ფული დავკარგო და კომპანიას ზარალი მოვუტანი, მომუშავე პერსონალს კი ხელფასები ვერ ჩავურიცხო მაშინ თავად მომიწევს მისი დასრულება. - შეიბრალე თავი შენი ადამიანო! როდის არის დედლაინი? -შემდეგ კვირას. -მოდი დაისვენე და მერე მეც მოგეხმარები. -რას მომეხმარები, თითქოს შენი საქმე არ გაკლდეს. -სხვათაშორის მოვრჩი სასტუმროს პროექტს და დრო მაქვს ასე რომ მალე მორჩი და გამოდი ჩემთან. მერე მოვიფიქრებთ RS-თვის რამეს ყურმილი დავუკიდე და სავარძელში გადავწექი. რამდენი წელი გავიდა ბოლოს მართლა კარგად რომ ვიყავი?4?5 ? 6? არა უკვე 7 , შეიძლება 8ც კი თუ ბოლო წელს არ ჩავთვლით. უკვე 30 ის ვარ და იმედები ჩემს ცხოვრებას ნელ ნელა ტოვებენ. განა არ შეიძლებოდა რომ მეც მქონოდა ჩემი წილი სამყარო? შეიძლებოდა ,მაგრამ ცხოვრება საკუთარი ხელით ავირიე არ მხოლოდ ჩემი მისიც. მერე წავიდა ,მიმატოვა იმ წყეული საავადმყოფოში და 7 წელია თვალით აღარ მინახავს. მასზე ერთი სიტყვაც კი არ გამიგია. სამწუხაროა. ჩემი ცხოვრების ნანგრევებს რომ ვუყურებ ვხვდები რაოდენ ბევრი დავკარგე იმის ფიქრში რომ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა მეცადა, ამ მცდელობებმა ჭაობში ჩამითრიეს და ირგვლივ ყველა და ყველაფერი ჩაიტანეს. სამსახურიდან რომ გამოვედი მანქანაში ჩავჯექი და გეგისთან წავედი. ერთი სული მქონდა როდის გამაცნობდა მის შეყვარებულს, იმდენს ლაპარაკობდა, ისე სიყვარულით აღწერდა და ისე ნათლად ლამის იყო გოგო მისი ფიქრებთან გაცოცხლებულიყო და თავადაც დამენახა. რამდენიმე კილომეტრი მქონდა დარჩენილი მის სახლამდე როცა გეგის ნომერი დაუდევრად ავკრიფე და ტელეფონი ხმამაღალზე დავაყენე. -ბიჭო მოვედი თითქმის და რამე ამოვიტანო? ღიმილ შეპარული ვეკითხები, რადგან უკანა სავარძელზე გზაში მისი შეყვარებულისთვის ნაყიდი ლიელები მედო. გეგისგან ვიცოდი რომ უყვარდა. -ნომერი აგერია გოგოს გატეხილი, ნამსხვრევებად ქცეული ხმის გაგონებაზე ვენებში სისხლი დამშრალი. ყურებმა გუგუნი დამიწყო და სუნთქვა შემეკრა. ის იყო. ამდენი წლის მერე, მაშინ მივაგენი როცა ძებნაზე ხელი ჩავიქნიე. გაჭირვებით დავაშორე ტუჩები ერთმანეთს მისი სახელის წარმოსათქმელად. -ლეა...-სიტყვების წარმოსათქმელად ძალას ვერ ვპოულობთ. ვგრძნობდი როგორ სწრაფად მიცემდა გული და როგორ მაკანკალებდა მთელს სხეულში. დარწმუნებული ვიყავი რომ ის იყო. ის იყო... ჩემი ლეა. ჩემი ლეა იყო გატეხილი განადგურებული ხმით. -მე ვარ. მისი ხმა თითქოს გაუბედავიც კი იყო. უცბად გავიაზრე ვისაც დავურეკე და ვინც მოპასუხე და ისედაც ნატეხებად ქცეული არსებობდა ატომივით გაიხლიჩა ჩემში. ლეა, ჩემი ლეა ჩემი სრულიად აღარ იყო. არ მახსოვს ოდესმე რამეს ასე ეტკინოს ჩემთვის, ოდესმე რამის გამო სუნთქვა ასე ძალიან გამჭირვებოდეს. გეგი მის თავს მაცნობდა. ახლა მის სახლში იმიტომ ავდიოდი რომ ლეა გამეცნო. ლეა რომლის სხეულის ყველა ნაწილი მახსოვდა, მისი ყველა ფიქრი გაზეპირებული მქონდა. 20-23 წლის ლეა ჩემი ცხოვრების ბირთვი იყო და მას მერეც რაც ადგა და მიმატოვა ის კვლავ ჩემი ცხოვრების აჩრდილად რჩებოდა. მისთვის ყველაფერს გავაკეთებდი , ვიცოცხლებდი თუ სიკვდილი მენდომებოდა და მოვკვდებოდი თუ სიცოცხლე მენდომებოდა. -გეგის დაუძახებ? სანამ პასუხს დამიბრუნებდა დრო ისე გაიწელა რომ წამი ათასწლეულიად ვიგრძენი. ლამის პირამიდების შექმნის პერიოდიდან დღემდე ვიჯექი მანქანაში ლეას პასუხის მოლოდინში. -გეგი? აქ არავინ გეგი არ არის. უკვე პანიკურად მეცინებოდა. - სისულელეა, რაღა შენთან დაგირეკავდი თუ ნომერი ამერია. მითხრა გაგაცნობო ,თურმე უკვე გიცნობ. -სანი არავინ გეგის არ ვიცნობ. კარგად. ლეა... ისევ ჩემი ლეა იყო. გეგი აქ აღარაფერი შუაში იყო. მისი შეყვარებული არ იყო! მხოლოდ ნომერი ავურიე! ისეთი შვება ვიგრძენი რომ ამდენიხნის ნაგროვები , შეკავებული ჰაერი ქარივით ამოიჭრა ჩემი ფილტვებიდან და მხოლოდ მაშინ გავიაზრე რომ მთელი ეს დრო სუნთქვას ვიკავებდი. მერე ყველა გრძნობა ერთად მომაწვა და ისევ ის პატარა ბიჭი გავხდი პირველად რომ შეხვდა ამ მშვენიერ ანგელოზებისგან ნაკოცნ არსებას. ნეტავ ისევ ისეთი იყო? ისევ ხალისიანად უღაჟღაჟებდა ოკეანესავით ლურჯი თვალები? თუ ახლა ისეთი იყო როგორც ჩვენი ურთიერთობის ბოლო წლებში? ჩამომხმარი, ენერგიის ნატამალი რომ არ გააჩნდა და უმიზნოდ ცხოვრებდა, ჩემს გამო. ჩემს გამო...ჩემს გამო... ჩემს გამო... ჩემს გამო... -მენატრებოდი. ჩემი ხმა ვერ ვიცანი. სხვისი იყო. უჩვეულოდ დანაზებული ,არა და საოცრად ბოხი ხმა მქონდა თინეიჯერების პერიოდიდანვე. დრო საუკუნოდ გაიწელა სანამ ლეა მიპასუხებდა და ნეტავ არ ეთქვა ის რაც თქვა. -არაუშავს. მის სიტყვებზე მრისხანებისგან გავწითლდი , გავგიჟდი ეს რომ მითხრა. გაბრაზებულმა აწეული ტონითა და ბრაზისგან განრისხებულით ვუთხრაი. -რას ნიშნავს არაუშავს? ერთხელ მაინც წარმოიდგინა რა დამემართა როცა გავიღვიძე? როცა გამომწერეს და შენ არსად იყავი?! -არა! მისი ხმა ცივი და გაუცხოვებული იყო . თითქოს არასოდეს მცნობოდა. -ასე ძალიან გძულვარ? -ასე ძალიან მიყვარდი. ჯერ ისევ ცრემლიანი ხმა აქვს და ჩურჩულით ამბობს. მუდამ ასე შვებოდა ხოლმე როცა ცრემლებს იკავებდა. სახეზე გაშლილ ხელის გულს ვისმევ და თავადაც გაჭირვებით ვიკავებ ცრემლებს. ბოლოს იმ წყეულ დღეს ვნახე, დილით სახლიდან გასვლამდე გამაღვიძა, მაკოცა და წავიდა. მე გვიან ავდექი, არ მახსოვს რას ვაკეთებდი , მაგრამ საღამოს როცა რამდენიმე აბი ნარკოტიკი დავლიე და ვენაში ჰეროინიანი ნემის გავიჩხირე ყველაფერი სიბნელეში და უწონადობაში ჩაიძირა... მერე საავადმყოფოში გამომეღვიძა, თავთან თითქმის ერთი წლის წინ ნანახი დედაჩემი მეჯდა, თვალებამოსიებული, თმააწეწილი და ნუნებდაგლეჯილი. -დედა... -სანი. ჩემო პატარავ!- მაშინვე მომვარდა და სახე დამიკოცნა.-გაიღვიძე, გადარჩი. იმდენი ვინერვიულე საყვარელო. მეგონა დაგკარგე. ქალი ტიროდა და თავი ჩემს მკერდზე ედო. მე თმაზე ვეფერებოდი. -ლეა? ლეა სადაა მაკა? თავი ასწია და დამნაშავე მზერით მიყურებდა. -მაპატიე. არ ვიცი. მან გიპოვნა, მოგიყვანა , მერე მე დამირეკა და სულ ეს იყო. მეორე დღეს თქვენს სახლში მივაკითხე მაგრამ არ დამხვდა, მარტო ის კი არა მისი არცერთი ნივთი არ დამხვედრია. წავიდა სანი, უეჭველად წავიდა. ჩემს ირგვლივ ისე დატრიალდა ყველაფერი, არცერთი კაიფის დროს რომ არ მომსვლია. გულში უზარმაზარი ხანჯალი ჩამესო და გაიჭედა. ვგრძნობდი ჩემს ნაკუწებად ქცეულ სულს როგორ სდიოდა ჭრილობებიდან სისხლი. იმ ჭრილობებიდან ერთ დროს ლეამ რომ გადააკრა სახვევები და პირი ამოუკერა. ახლა ყველაფერი ნათელი გამქრალიყო. წავიდა... გადამარჩინა და წავიდა. მხოლოდ ის მიტრიალებდა თავში რომ თუ ჩემს მიტოვებას , ამ ჭაობში დატოვებას , მიპირებდა მაშინ ჯობდა სახლში მაგიდასა და დივანს შორის გაჩხერილი დავეტოვებინე და სიკვდილი დაეცდია. არცერთი სამყარო არც განსაწმენდელი და არც ჯოჯოხეთი, არც სიცარიელე, არც არარაობა ისეთი მტკივნეული არ იქნებოდა როგორც სიცოცხლე სადაც ლეა ყოველ დილით ჩემს გვერდით არ გაიღვიძებდა. სადაც ლეა ყოველ დღე ჩემს გვერდით არ იქნებოდა, სადაც მის ხმას ვერ მოვისმენდი, ვერ შევეხებოდი.... - და მიმატოვე. დანანებით ამოვთქვი -რომ არ მიმეტოვებინე ახლა ან შენ იქნებოდი მკვდარი ან მე. უარეს შემთხვევაში ორივე. - გეძებდი. მისი ხმა მესმოდა, მაგრამ არ მინდოდა გამეგო რასაც ამბობდა. მინდოდა მოესმინა, მინდოდა გაეგო რამდენად მომენატრა , რამდენად მაკლდა, რამდენად მჭირდებოდა. - სანი... -შეიძლება შევხვდეთ? -მე.. -ლეა გევედრები, გთხოვ. ამ უაზრო ბედისწერით თუ რაღაცით გეგის მაგივრად შენთან დავრეკე. გთხოვ მხოლოდ ერთი შანსი. - ხომ იცი არაფერი გამოვა. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ერთმანეთის ცხოვრების დანგრევას. სანი არ გვინდა. მანქანას გეგის კორპუსის წინ ვაჩერებ და ცოტახანს იქ ვრჩები, უფრო იმიტომ რომ პასუხი მაქვს დასაბრუნებელი. თანაც ლეას სიტყვები ყოველ წამს მახსენებს რომელიც საავადმყოფოში გაღვიძებიდან დღემდე გამოვიარე. - და სჯობს მთელი ცხოვრება სიცარიელეში ჩაძირულმა გავატარო? -გაბრაზებულმა ისევ ავუწიე ხმას და სახეზე ოდნავ შემოვირტყი ხელი რომ ამდენი ხნის მოუსმენელ ხმას არ მივეტოვებინე-ლეა ისევ მიყვარხარ. სულ მიყვარდი და ამას ვერაფერი შეცვლის. ის ხმას არ იღებს, მხოლოდ მისი დაძაბული სუნთქვის ხმა მესმის. ვიცი რომ ფიქრობს, ვიცი რომ 7 წელი დიდი დროა, მაგრამ სიყვარულისთვის, ისეთისთვის როგორიც მე მის მიმართ მას კი ჩემს მიმართ ჰქონდა არაფერია. ყოველთვის მჯეროდა რომ სიყვარული არ ქრება, შეუძლებელია ვინმე გიყვარდეს და გადაგიყავრდეს, უბრალოდ ამ გრძნობას სადღაც გონების სიღრმეში ვმარხავთ, დიდ ფარდას ვაფარებთ და თვალს ვარიდებთ. მოულოდნელად ენერგიითა და იმედებით ავივსე, იმის გამო რომ ამდენხანს, თითქმის ორი წუთის მანძილზე პასუხი არ გამცა. - მისამართს ჩაგიგდებ და მოდი. ღიმილით ვამბობ და დარწმუნებული ვარ ყურმილს მიღმა ამას ლეაც გრძნობს. ზარს ვთიშავ და თავს საჭეზე დადებულ ხელებს ვაყრდნობ. ღრმად ვსუნთქავ და ვგრძნობ როგორ მითრთის მხრები. მერე ტელეფონს ისევ ვიღებ, ნომერს თითს ვაჭერ, ლეას ჩათს ვხსნი და გუგლის რუკას ვუგდებ სადაც ლოკაციაა მონიშნული, თან ვუკონკრეტებ რომელი კორპუსი სადარბაზო და სართულია. ჰალსტუხს ხელის ზიგზაგური მოძრაობით ვიხსნი და თავს ზემოთ ვიძრობ, მერე უკანა სავარძელზე ვაგდებ და პერანგის რამდენიმე ღილს ვიხნსი რომ როგორმე სუნთქვა შევძლო. ბედისწერა არსებობს! სამყარო ზოგჯერ ნიშნებს გვიგზავნის! მე და ლეა ერთმანეთს ჩვენი ძველის ძველი მეგობრის დაბადებისდღეზე შევხვდით, როცა 20 წლისები ვიყავით. თავიდან ერთმანეთს ვკბენდით , მერე კი ერთ დრეს , მისი გაცნობიდან 4 თვის შემდეგ მივხვდი როგორ მიყვარდა. მის გარეშე ვერ ვარსებობდი, ვერ ვცოცხლობდი, ვერ ვსუნთქავდი. მახსოვს იმ დაბადებისდღეზე წითელი ატლასის კაბა ეცვა და საოცრად მომხიბვლელი იყო. საოცარი შარმი ჰქონდა და ამის გამოყენება არასოდეს ავიწყდებოდა. 3 წელი ვიყავით ერთად. ცუდი ცხოვრება გავატარარეთ, ყველაფერი დავანგრიეთ რისი დანგრევაც შეგვეძლო და მოვასწარით. 21 წლისები რომ გავხდით ალკოჰოლზე შევჯექით, ბარებში ვათენებდით და ვაღამებდით, ვცეკვავდით, მისი შეხებით გულს ვერ ვიჯერებდი, ჟინს ვერ ვიოკებდი, ყველგან სექსი გვქონდა სადაც კი მოვიხელთებდით ერთიმეორეს. მეგობრების სახლიდან დაწყებული ჩვენივე ბინით დამთავრებული სადაც შეყვარებულობის 1 წლის თავზე გადავედით და რომელიც ერთ დროს მამაჩემს ეკუთვნოდა. ბინა დიდი არ იყო მხოლოდ ერთი საძინებელი, სამზარეულო და მისაღები ჰქონდა, აბაზანაც, მაგრამ გვყოფნიდა. მისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. მერე ნელ ნელა ზრდასტან ერთად ალკოჰოლიდან ზე გადავედით, რომელიც ზუსტად იმ მეგობარმა გაგვასინჯა ვის დაბადებისდღეზეც შევხვდით. ახლაი მეგობრებიც გავიჩინეთ, გვიანობამდე ვისხედით ჩვენი სახლის მისაღებსა და აივანზე, ზოგჯერ სამზარეულოშიც და ვბოლდებოდით. ამ დროს ლეა ძალიან საყვარელი ხდებოდა, უფრო მეტად თამამი და გაგიჯებამდე, ჩაბჟირებამდე და მუცლის ატკიებამდე ვიცინოდით. ბნელ და სარკასტულ ხუმრობებს ვიძახდით და ვხორხოცებდით. 23 ის რომ გავხდით მამაჩემი გარდაიცვალა, რაც რთულად გადავიტანე, თუ გადავიტანე საერთოდ, რადგან მე და მამა ახლო მეგობრები ვიყავით. მთელს დროს მასთან ვატარებდი ხოლმე ბავშვობაში, ყველაფერს ვუყვებოდი, ყველგან ერთად დავდიოდით, არქიტექტურაზეც მის გამო ვსწავლობდი. მაგისტრატურაზე ჩაბარება დავივიწყეთ მეც და ლეამაც და ჯერ აბებზე შემდეგ კი ელესდიზე და სხვა ნარკოტიკებზე შევჯექით. ადამიანები მუდამ პოულობენ მათ ვისი მსგავსიც არიან ხო და ამჯერად ყველა მეგობარი დავკარგეთ ვინც კი ბავშვობიდან მოგვყვებოდნენ, ახალი ნარკოტიკების მოყავრული ხალხი გავიცნაით, ჩვენს და მათ ბინებში ვკაიფობდით. ეს უცნაური შეგრძნება იყო თითქოს ჰაერში დავლივლივებდი, ზოგჯერ ობიექტები იდღაბნებოდა და ისეთი გრძნობა მეუფლებოდა თითქოს ყვეალფერი შემეძლო. ემოციები , გარემო ყვეალფერი ერთმანეთში იდღაბნებოდა. სხეულიდან გავდიოდი და ყველაფერს ისე ვაკვირდებოდი. ეს შეგრძნებები სიმშვიდეს მანიჭებდა და რეალობას მწყვეტდა, რომელიც მტკივნეული იყო ჩემთვის. თავიდან ლეაც მსგავსად ირებდა სიამოვნებას, ყოოველდღიურ რუტინად ვიქციეთ ეს და არცერთი ნარკოტიკი არ დავტოვეთ რომელიც არ გაგვისინჯავს. მერე ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო ნაკლებს იღებდა, მე კი მეტს და მეტს. და მერე ის მოხდა რაც მოხდა, ოვერდოზი, საავადმყოფო, ლეას გაქრობა... საავადმყოფოდან რომ გამომწერეს თავიდან ჩემს სახლში მივედი, უფრო სწორად ჩემსა და ლეას სახლში. რამდენიც არ უნდა მეძებნა ყველანაირი ნარკოტიკი გამქრალი იყო, ყევლაზე საგულდაგულოდ გადამალულებიც კი. მერე დედაჩემმა ჩემს ბავშვობის სახლშიწ ამიყვანა. გამუდმებით ვყვიროდი, სახლიდან გაქცევას ვცდილობდი რამის საშოვნელად, დედაჩემი ოთახში მკეტავდა და ყველა ბასრ საგანს მალავდა. რთული დრო იყო, ანონიმურ ნარკოდამოკიდებულების ჯგუფში სიარული დამაწყებინა და ნელ-ნელა ცხოვრებას მოვუბრუნდი. თუმცა ლეას გაქრობის გამო უფრო მეტად გამიჭირდა, რადგა გაქცევა არასდოეს დამჭირვებია ასე ძალიან. გონზე რომ მოვედი, ცოხვრება რომ დავილაგე ლეას ძებნა დავიწყე, თუმცა ვერაფერს გავხდი. ყველა მეგობარი შემოვაირე, ნომერზე ვრეკავდი, ვწერდი თუმცა ამაოდ. მის მამასაც კი მივაკითხე თუმცა არც მან იცოდა რამე, არც ლეას და-ძმამ, არც ბიძაშვილებამ. კერძოდეტექტივიც ვერაფერს გახდა... სამი წლის მერე ხელი ჩავიქნიე და დავნებდი... გეგისთან რომ ავედი გამიღიმა და გადამეხვია. -სად ხარ ამდენ ხანს? -ლეას დავურეკე. -რა? -შენ გირეკავდი რომელიღაც ციფრი ამერია და მასთან მოვხვდი. ყველაფერი დეტალურად კარშივე მოვუყევი, მისი შეყავრებული გაამცნო . ყვავილები ძალაინ მოეწონა და მომაჯადოვებლად გამიღიმა, ლოყაზეც კი მაკოცა. დივანზე ტელევიზორის წინ დავსხედით. -ვუთხარი მოდი თქო. შეიძლება მოვიდეს. -მოვიდეს. არასოდეს ვიტყვი უარს იმ გოგოს გაცნობაზე რომელმაც ამ დღეში ჩაგაგდო. ვსაუბრობდით, მის შეყავრებულს უფრო და უფრო მეტს ველაპარაკებოდი რომ გამეცნო. ის ძალიან საყავრელი და კარგი გოგო იყო. სადღაც ერთი საათის მერე სადარბაზოს კარიდან დარეკეს, ლეას ხმა გავიგე და გეგიმ რომ უთხრა ამოდიო იმ წამიდან მოყოლებული კართან ჰაჩიკოსავით ველოდებოდი. კარზე ორჯერ დააკაკუნა და გავუღე. ისევ ისეთი იყო. ისევ ის ლეა იყო რომელიც პირველად დანახვისას შემხვდა. მიღიმოდა. მონუსხული ვუყურებდი და ისე ვუთხარი. -მართლა მოხვედი. -მოვედი. -სიგიჟემდე მომენატრე ლეა. უშენოდ აზრი არაფერს აქვს. -იცი? ძალიან კარგად გამოიყურები. -შენც, წლები ვერაფერს გიშვება. თმის ღერიდან ფეხსაცმლამდე ჩავათვალეირე და მერე ისევ ავათვალიერე. მის ამრცხენა ხელზე უზარმაზარი სწორხაზოვანი, იდაყვიდან მაჯამდე შრამი შევნიშნე და გული ლამსი ამომივარდა. ამას არ იზავდა.... თავი ხელში ავიყვანე და სახლში შევუძეხი. გეგი გავაცანი, მისი შეყვარებულიც . ბევრს ვსაუბროდბდით გეგის ჩვენს ამბავს ვუყვებოდით, იამს რომელიც ნარკოტიკსა და ალკოჰოლს არ ეხებოდა. ძალიან ცოტა დალია ლეამ და ისევ ძველებურად ლაღად ესაუბრა ახალდ გაცნობილებს. 11 ისთვის ფეხზე წამოდგა და ბოდიში მოიხადა უნდა წავიდე გვიანიაო. -მანქანით ვარ. -მოდი ასე ვქნათ ჩემს მანქანას აქ დავტოვებ და ხვალ მოვაკითხავ, ახლა კი სახლში გაგიყვან. საუბარი მინდა. შევეწინააღმდეგე და ამას აზრიც კი ჰქონდა. დამთანხმდა. მის მანქანში რომ ჩავჯექი იმ წამიდან მისკენ გამირბოდა მზერა, მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ ნამდვილი იყო. რომ არ მესიზმრებოდა. თან გზას ვუყურებდი თან მასთან საუბარს ვცდილობდი. - ვიცი რომ ვით ვიქცეოდი. -ვიქცეოდით. არაფერი ყოფილა მხოლოდ შენი ან ჩემი ბრალი. ცუდი პერიოდი იყო სანი, ძალიან ცუდი და ჩვენ ერთმანეთის ცხოვრების ნგრევას ხელი შევუწყვეთ. სევდიანად მიღიმის და ხელებს ერთმანეთში ხლართავს. მე კი ჩემსას არ ვიშლიდი. -ძალიან დიდხანს გეძებე. -მჯერა. -მაგრამ ვერ გიპოვნე. -სახლი, ნომერი და სახელი შევიცვალე. -ახლა რა გქვაი? ღიმილით ვკითხე, თან შესახვევში გავუხვიე და ცარიელი ქუჩის დანახვაზე გაზს ფეხი უფრო ძლეირად მივადგი. -თებე. - მეგონა მაგის შვილისთვის დარქმევა გინოდა. -შენ არ იყავი, ანუ არც შვილი იქნებოდა. სუნთქვა შემეკრა და წამით თვალებში დამიბნელდა. ჩემში ბედნეირება გაცოცხლდა და მთელი სხუელი მოიცვა. მერე როცა ეიფროიამ გადაიარა სიევ დანაშაულის გრძნობის გამო ვუთხარი. - ლეა, მაპატიე. მაპატიე რომ იმ ყვეალფერში ჩაგითრიე. გეფიცები აღარაფერი იქნება ისე როგორც მაშინ იყო. წლებია სუფთა ვარ. -მეც. ორივენი გავჩუმდით და მთელი გზა ხმა აღარ ამოგვიღია. სახლტან რომ მივედით, მეც გადავყვი. სადარბაზოს კართან მობრუნდა, ტან წინ მიდოდა. -სად მომყვები. -შენს ახალ სახლში. არ შეიძლება? ღიმილით გამომწვევად ვკითხე. - ძალიან ხომ არ ჩქარობ? -არა, ძალიან რომ მეჩქარა გეგის სახლშივე გაკოცებდი. იქვე ვეცდებოდი დაკარგული წლების ანაზღაურებას. საუბრის გარეშე შეგეხებოდი. -იქნებ ვინე მყავს? -რომ გყავდეს არ მოხვიდოდი. ერთამნეთის პირისპირ ვიდექით, ის ორი საფეხურით ზემოთ იდგა და ჩვენი თვალები ზუსტად და დაუბრკოლელად უყურებდნე ერთამნეთს. მერე გაიღიმა და სახლის კარი შეხსნა. შევდი, ოთხაიდან ოთახში ბოდიალს მოვყევი რომ აზრები დამელაგებინა და თან მენახა რამდენად შეიცვალა. დიდად არა. მისი ნივთები თიტქოს უწესრიგოდ მაგრამ ლეას დადგენილი წესებით ეყარა აქეთ-იქით. საძინებელსა და მისაღებში წიგანეკების, კალემბის, წიგნებისა და ტაროს დასტები ეწყო. გაამსხენდა როგორ ვსწავლობდით უცხოენებსა და მითოლოგიას, როგორ მიშლიდა გვიან ღამით ტაროს. ესეც ერთად ვისწავლეთ. სანამ ცხორვებას ავირევდით შეუჩერებლები ვიყავით, ერთმანეთს სინათლის პოვნაში ვეხმარებოდით, მერე სიბნელე სინათლეში აგვერია და მე და ლეაც იქითკენ მივუძღვებოდით 2 წელი ან ცოტა მეტი ერთმანეთს. აივანზე გავედით, ლეამ სახლიდან სკამი გამოიტანა, მაგრამ უაზროდ, მაჯაში ვეცი და კალთაში გვერდლად ჩავისვი. გულში და თვალში ხინჯად მესობოდა მისი შრამი. მისი ხელი ავიღე და ცერი გადავუსვი, მერე ტუჩები სევახე და შრამზე ენა ავუსრიალე, თვალები დაეხუჭა. მასში ჯერ კიდევ ვიწვევდი ემოციებს... -საიდან გაქვს? -თავად ვუქენი ჩემივე თავს. ძლივს გასაგონად მითხრა, ლამის კანით ვიგრძენი მისი სიტყვები და არა სმენით. გულის რევის შეგრძნება გამიჩნდა ტკივილისგან. აი ეს დავმართე, ამ ზომამდე მივიყვანე. -რატომ? ამდენწლიანი ტკივილისა და უიმედობის გამო თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამსკდა. როგორციქნა გავტყდი რომ გამთელება მომეხერხებინა. მისი ნაზი ხელები ვიგრძენი და ცრემლებიც ლოყებზე რომ გამომქცეოდნენ მის თითებზე გამექცნენ. -იოლად ვერ გავუმკლავდი უწამლობას. ახალი ჩვევა ავიკიდე და ყოველ ჯერზე როცა დოზა მინდოდა თავს ვიზიანებდი. საბოლოოდ რომ გადავლახე ეგ ეტაპი და სუფთა ვიყავი ზოგჯერ პანიკური შეტევები მეწყებოდა რასაც იგივენაირად ვუმკლავდებოდი. კიდევ ბევრი ეგეთი ჭრილობა მაქვს, უბრალოდ ისინი უფრო პატარაა. ეს ყველაზე ბოლოა, ის რომელმაც ეს ჩვევაც მიმატოვებინა. ჩემმა მეგობარმა მიპოვა, ლამის სისხლისგან დაცლილი და ძლივს მომაბრუნეს. მასზე ვბრაზობდი კიდეც, ამის გაკეთება როგორ შეეძლო? როგორ შეეძლო თავი ასე დაემცირებინა როცა ის ყველა სხვა ადამიანზე უკეთესი იყო. კი შეცდა, ჩემსავით, მაგრამ ისიც ისევე იმსახურებდა ნორმალურ ცხოვრებას როგორც ყველა დანარჩენი. გული მტკიოდა, პირდაპირი და ალეგოლიური განმარტებით. -აღარასდორს დავუშვებ ლეა რომ ცუდად იყო. უბრალოდ გთხოვ ერთი შანს მიეცი ამ ურთიერთობას. -უკვე მივეცი სანი. სიცილით თქვა და ყელში მაკოცა. სხეული დამეძაბა, მის მუხლებს ხელი მოვხივე, მეორე თმაში შევუცურე და ტკივილამდე მონატრებულს ვაკოცე. თავიდან სანამ თავს ვაკონტროლებდი ძალიან ნაზად ვკოცნიდი, მერე ყველა ემოცია ერთად მომაწვა და კოცნა ღრმა და გარყვნილი გავხადე. ლეას ტუჩებიდან მის ყელზე გადავინაცვლე. როგორ მენატრებოდა, როგორ მინდოდა... მისი შეხებით ვერ ვკმაყოფილდებოდი, ყველგან ვეხებოდი, ფეხებზე, წელზე , მკერდზე ყელზე. ყველგან. ხან მის პირსი დავასრიალებდი ენას, ხან კისერში ვკბენდი. მერე ფეხზე ავდექი, წელზე შმეოვისვი და კედელსა და ჩემს სხეულ შორის გამოვამწყვდიე. მისი სუსტი კვნესა, მოუთმენელი მოძრაობები და ბლუზის გახდა მაჯერებდა რომ ლეა ისევ ჩემი იყო. რომ არ დამიაკრგავს. ხვევნა-კოცნით გავყვნაე ოთახში, რომელში მისვლის დროსითვის ლეა ტანსზემოთ სრულიად შიშველი იყო, მეც. მერე საწოლზე რომ დავაწვინე შარვალი გავხადე და ჩემიც მივაყოლე. -არასოდეს...არასოდეს გაგიშვებ მეორედ. ვაღარ დაგკარგავვ. კოცნებს შორის ვებუტბუტებოდი. წამში მოვექეცი ზემოდან და რამდენიმე კოცნის შემდეგ მასში შევედი. ასე ცხადად არასოდეს მიგრძვნია ლეა. მის სხეულს კი არა მის არსებობასაც ვგრძნობდი. ყველაფერს რაც მას ეხებოდა. არცერთი სხვა ერთად ყოფნა ისეთივე სავსე არ ყოფილა ემოციებით როგორც ის რომელიც ჩვენი 7 წლიანი განშორების მერე შეხვედრისას გვქონდა. ეს სავსე იყო სინანულით, მონატრებით, ტანკვით, სიყვარულით. ყველა იმ ემოციით რომელიც ამ შვიდ წელში განვიცადეთ, ისინი გორგალივით გროვდნებოდნენ ჩვენს თავზე და ნელ -ნელა პატარავდებოდნენ რომ ბოლოს ადგილი მხოლოდ სიყვარულისა და ერთგულებისთვის დაეტოვებინათ. მის გვერდით რომ გადავწექი გულში ჩავიკარი და თავზე ვაკოცე. ორივენი ძალაგამოცლილები ვიყავით და მალევე ჩაგვეძინა. ვიცოდი რომ ეს სამაყროსგან დასმული ბეწედი იყო , განაჩენზე რომ ჩვენ თავისუფლები ვიყავით, რომ შეცდომები გამოვისყიდეთ და ახლა სამყარო შანს გვაძლევდა ბედნეირები ვყოფილიყავით. დილით რომ გავიღვიძე თვალების გახელამდე ლეას ხელUთ ძებნა დავიწყე, არ დამხვდა. წამში წამოვჯექი და თვალები დავჭყიტე. სანამ გონს მოვიდოდი მეგონა რომ მთელი გუშინდელი დღე დამესიზმრა. მერე როცა ოთახი მეცნო, თუმცა ჩემი არ იყო, დავმშვიდდი. ფეხზე ავდექი , შარვალი ამოვიცვი და ლეას ძებნა დავიწყე. აივანზე იდაგ ყავის ჭიქითა და სიაგრეტით ხელში. ჩემთვისაც გაეკეთებინა. ღერი ნახევრამდე ჰქონდა ჩამწვარი როცა ხელები მუცელზე სემოხვვიე და მკერდზე ავიკარი, მისი თავი მხარზე მომეყრდნო. ტუჩებში მოწყვეტით ვაკოცე და ჩურჩულით ვუთხარი. -წარსულის ზარები ზოგჯერ მომავალს გიქმნიან, ბევრად უკეთესს ვიდრე შეგეძლო წარმოგედგინა. -შენს გარდა აღარავის ველოდები წარსულიდან მომავალში გასაქცევად. ახლა მთელი ვარ სანი. სრულიად მთელი. ცხელი დღე იყო, ღრუბლები თხელ ფენებად დაცურავდნენ ცაზე და ჰაერში სიცხისა და მცენარეების სასიამოვნო არომატი იდგა. მე კი ჩემი საყვარელი ქალის გვერდით ვიყავი, მისი ბინის აივანზე ვიდექით და ვეხუტებოდი. ახლა შემეძლო სამსახურის გარდა კიდევ რამეზე მეფიქრა. შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი რადგან ლეა წამოდგომაში დამეხმარებოდა თუკი წავიქცეოდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.