სადგური N 6 თავი პირველი
სადგური N 6 1 თავი „იმნაირები“ არასდროს მიფიქრია, თუ ოდესმე საკუთარ სურვილებს, ოცნებებს, წარმატებებს და წარუმატებლობებს სრულიად უცხო ადამიანებს გავუზიარებდი. არასდროს მიფიქრია, რომ ვირტუალური ურთიერთობებით ჩავანაცვლებდი რეალურ ადამიანებს, მაგრამ ეს სწორედ ასე მოხდა. ჩატი სასაცილო სახელით „იმნაირები“ ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი ისე გახდა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. არ ვიცი, რა ერქვა ამ უცნაურ ურთიერთობას, მეგობრობა? მარტოსულობის შევსების მცდელობა? დამოკიდებულება თუ რა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ამ გაუგებარ მიზიდულობას ერთმანეთისადმი ჩვენ ყველა ვგრძნობდით. დღეები დღეებს მიჰყვებოდნენ, და ბოლოს ფაქტის წინ დავდექით, რომ მცდელობის მიუხედავად, რომ თავი დაგვეღწია ჩატიდან, არაფერი გამოგვივიდა და ამიტომ უბრალოდ ამ ჯადოსნურ, ერთი შეხედვით, ვიღაცისთვის გაუგებარ, გამაღიზიანებელ, დაუჯერებელ, ან არასერიოზულ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვან ურთიერთობას უბრალოდ დავნებდით. თუმცა მე ახლა ამაზე არ გიამობთ, ახლა თქვენთვის ერთი უცნაური ამბის მოყოლას ვაპირებ. რაც, რომ არა ჩვენი ჩატი, ალბათ არასდროს მოხდებოდა და ვერავინ ვერასდროს ვერაფერს გაიგებდა სადგურ N°6_ ის შესახებ. მაშ ასე, ახლა ყურადღებით მომისმინეთ და თუ არ დამიჯერებთ, სულ არ გამიკვირდება: 2024 წელი 13 ნოემბერი. 21:45 _ რა სიწყნარეა აქ ცოცხლები ხართ?_ ვწერ და გაოცებული დავყურებ ცარიელ ჩატს. „არსაიდან ხმა არსით ძახილი!“ ვფიქრობ გულში. ასეთი რამ ლამის არ ხდება, რომ რომელიმემ მაინც არ შემოიხედოს ჩატში. ფანჯარას გავყურებ. ბნელა და ქუჩის განათების შუქზე ვხედავ, თავსხმად წვიმს. თითქოს ითოვებდა კიდეც, მაგრამ მგონი გადაიფიქრა. _ აქ ვარ, უბრალოდ მოვიწყინე!_ მპასუხობს ანტონიო. მიკვირს, როგორც წესი, ბიჭები თერთმეტის მერე მოდიან. _ რა მოხდა? _ ისე, უბრალოდ. ამინდის ბრალია._ ისევ ფანჯარას გავყურებ. მგონი მე ერთადერთი ვარ, ვინც ასეთ ამინდში თავს უკეთ გრძნობს. მაგრამ მისი განწყობა თითქოს გადამდებია. მინდა სხვა რამეზე გადავატანინო ფიქრი. მინდა გავახალისო. _ რაზე ოცნებობ ანტონიო? _ ახლა? _ არა, ზოგადად. რაზე ოცნებობ? რას წარმოიდგენ ხოლმე, როცა სიმშვიდეზე ფიქრობ?_ დაუწერელი კანონივითაა ჩატში, ერთმანეთს პირადულ კითხვებს არასდროს ვუსვამთ. მაგრამ ოცნებებზე კითხვების დასმა, როცა მეოცნებეთა ლიგა გაერთიანებს, სულაც არაა ამ დაუწერელი წესის დარღვევა. ამიტომ უხერხულობის გრძნობას საკუთარ თავშივე ვამარცხებ და ვცდილობ საუბარში ავიყოლიო. კარგად ვიცი, რომ ანტონიო გოვერი მისთვის მხოლოდ ფსევდონიმი არაა. უფრო ნიღაბია, რომლის მოხსნასაც არ ჩქარობს. მე კი, უბრალოდ ჩემი მოუსვენარი ბუნებიდან გამომდინარე მოთმინება ხშირად და ადვილად მღალატობს. _რომ გითხრათ, გაგეცინებათ!_ მისმა პასუხმა გამომაფხიზლა ფიქრებში გართული. _ კარგი რა, _ მეცინება მის გაუბედავ პასუხზე. ვხვდები მოყოლა უნდა, მაგრამ...._ მეოცნებეები ვართ ბოლოს და ბოლოს. ვცდილობ გავამხნევო და ამასობაში ლინდაც ციმციმებს. _ ოცნებების გამო ჩვენ არავის დავცინით!_ მტკიცედ და პირდაპირ წერს ლინდა. როგორც ჩვევია. ახლა ორივე ვიცდით. ვხედავთ, როგორ ციმციმებს სამი პატარა წერტილი. წერს და წერს ანტონიო. რას წერს ამდენს?! ისევ მოუთმენლობა მიტანს. მაგრამ ვიცი, ახლა არ უნდა გავაწყვეტინო. ახლა უნდა დაველოდო. აშკარად ლინდამაც იცი. ისიც იცდის. _ მე სახლზე ვოცნებობ. სადმე სოფელში, ტყის პირას. წითელსახურავიან პატარა სახლზე. დიდი მზესუმზირის მინდორი მინდა მქონდეს. _ წერს ანტონიო საკუთარ ოცნებას და მიკვირს, როგორ ჰგავს ის ჩემსას. მეც სოფლის სახლზე ვოცნებობ, თეთრ ქათქათა სახლზე, მხოლოდ მზესუმზირის ნაცვლად ციტრუსის ბაღით და ფერადი ყვავილებით, ეზოში ფანჩატურით, გლიცინიის ოცნებისფერი ხით... თუმცა რა დროს ჩემი ოცნებაა ახლა. ისევ მის მესიჯს დავყურებ ღიმილით._ მინდა საღამოობით მე და ჩემი გოგო ვისხდეთ ეზოში, ჩვენი შვილების ყურებით ვტკბებოდეთ... მინდა შვილებს მდინარეში ცურვა და თევზაობა ვასწავლო. ტყეში წავიყვანო სოკოების საკრეფად... ისევ მიწყდება ფიქრი და სოკოებზე ვფიქრობ. სწორედ ახლა ვწერ ერთ ამბავს, სადაც სოკოების მინდორია. საკუთარი თავი დიდი ხანია აღარ მაოცებს. ახლა მხოლოდ სხვებისგან ველოდები ხოლმე საინტერესო უცნაურობებს და ანტონიოს, ჩემდა გასახარად, საკმაოდ ბევრი უცნაურობა ახასიათებს. _ ლამაზი ოცნებაა! ისეთი, ლამის ყველას რომ უნდა გულის სიღრმეში!_ მხოლოდ წამით ვარ სერიოზული და წამის შემდეგ ისევ ხუმრობას ვიწყებ. სწორედ ისე, როგორც მისთვის თავისი ფსევდონიმი. ჩემთვის ხუმრობაა ნიღაბი. თუმცა ახლა ამაზეც არ ვწერ. ამ საუბრიდან რამდენიმე ხანი გავიდა. 2024 წლის 20 დეკემბერი. 21:45 _ ხალხებოოო, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან!_ მორიგი უცნაური კითხვით ვიწყებ ჩატში საუბარს. _ რა ხდება?_ მპასუხობს ლუციენი. როგორც წესი პარასკევ საღამოს სცალია. იმდენად მაინც, რომ თავისი ზღარბივით წვეტიანი ინტერესიანი ცხვირი ჩატში შემოყოს, მთელი კვირის მიმოწერა ჩამოაბულბულოს და „სიყვარულით“ მოგვიკითხოს. _ რა და შენი აზრით, ხვალ რომ არმაგედონი დადგეს, და ჩვენ რომ ბუნკერში მოგვიწიოს გადამალვამ, ჩვენ შორის რომელი იქნებოდა ლიდერი?_ ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი, რომ იცინის. _ მე პირადად უარს ვამბობ, მარტო ყოფნა სიმშვიდე მირჩევნია! _ მპასუხობს მოულოდნელად ვამპირი და მისი პასუხი სრულებით არაა ჩემთვის მოულოდნელი. გულში განდეგილს ვეძახი ხოლმე. ასეთია თავისთავადი და ნებით გაყინული. _ შენზე არც მიფიქრია!_ ვპასუხობ, თუმცა ვიცი, რომ ფარული ლიდერი მშვენივრად იქნებოდა, თუ საერთოდ მოვახერხებდი და მსგავს ბუნკერში შევიტყუებდი. _ შენ უბრალოდ ჭადრაკის სათამაშოდ გეპატიჟები! _ მეც არ მსურს ლიდერობა !_ სმაილით მწერს ლუციენი და გამორიცხვის მეთოდით სალის აძლევს ხმას. უფრო კონკრეტულად: მე_ დესპოტი დიქტატორი ვარ და არ გამოვდგები. ლილა_ ზედმეტად გულჩვილია. ლინდა _ზედმეტად კონტროლის მოყვარული. ანტონიო კი.... ანტონიოს არაფრით ახასიათებს. მაგრამ ამბობს, რომ არც ის გამოდგება. _ რატომ?_ ვეკითხები, მაგრამ მპასუხობს, რომ თავად ანტონიოს ვკითხო. 2025 წელი 10 თებერვალი. 14:45 _ სახლის ყიდვა მინდა ბავშვებო და თუ სადმე რამეს გადააწყდით ჩამიგდეთ._ გვწერს ლინდა. სახლის ყიდვა კი არა თავად სახლის ძიება ისეთი საინტერესო პროცესია ჩემთვის, რომ ვერ აღვწერ. ძალიან ხშირად ვათვალიერებ გასაყიდ სახლებს, მით უფრო სოფელში. ვათვალიერებ ფოტოებს, ვიდეოებს, აღწერებს. არც კი ვიცი, ამას რატომ ვაკეთებ. მაგრამ ძალიან ხშირად ვაწყდები სასაცილო განცხადებებს და ჩატში ვაზიარებ. მაგალითად რომ იყიდება ნახევარი სახლი, ან რაღაც ასეთი. ჩემთვის ნებისმიერი უცნაურობა ხდება ინსპირაციის წყარო. და ამ ნახევარ სახლზე რამდენიმე ამბავს ვწერთ ჯგუფში. ერთი სიტყვით ქვიდან წვენს ვადენთ საკუთარ მუზებს. კარგით, ვხუმრობ. ხოდა ერთ დღესაც ლინდა გვიზიარებს რაღაც პოსტს. ტყის პირას პატარა ქოხივით სახლი, წითელი კრამიტით დახურული. მიკვირს ვინღა იყენებს კარმიტს, ალბათ სახლი ძველია. ფასს ვუყურებ და ძალიან იაფია. თუმცა აშკარად კარგად „ხელშესავლები“ რამაა. ლინდაც ამაზე ხალისობს. _ სულ გაგიჟდა ეს ხალხი, რაა ეს ახლა და რა ფასი აქვს?_ უკვირს, თან ირონიას ვერ მალავს. სულ წამით რაღაცას მახსენებს ამ სახლის წითელი სახურავი, მაგრამ ვერ ვიხსენებ რას. _ ამ ბოლოს დავფიქრდი, რომ სახლს სანამ ააშენებ ჯერ მის ქვემოთ ბუნკერი უნდა მოაწყო. _ ბუნკერის იდეა ლინდას ძალიან მოსწონს. არა იმიტომ რომ არმაგედონების სჯერა. მას უფრო რეალობასთან მიახლოებული საფრთხეების აშინებს, მაგალითად ომის საფრთხე. ან უბრალოდ ბუნკერის იდეა იზიდავს. ხან ვფიქრობ, ლინდა ძველ საუკუნეში რაინდად უნდა დაბადებულიყო, ან მთავარსარდლად. _ არა, მართლა მაგარი იქნება ბუნკერი! აი ცუკერამ ხომ აიშენა მიწისქვეშა ქალაქი!_ გვწერს ლილა. სალიც ამ აზრზეა, რომ ერთი პატარა ბუნკერი სიმშვიდისთვისაა საჭირო. მოკლედ ჩატში ბუნკერის იდეა ყველას უ იზიდავს, ზედმეტად თავისუფლების მოყვარე ვამპირის გარდა. გაზაფხული მეტისმეტად ცივი იყო. იმდენად რომ შეკრების ყველა იდეამ, რამაც ჩატში გაიჟღერა, უამინდობის მიზეზით კრახი განიცადა. სინამდვილეში, ჩვენ ერთმანეთის ნახვის იდეას გავურბივართ. არ ვიცი რატომ, უფრო სწორედ ის არ ვიცი, სხვები რატომ არიდებენ თავს შეკრებას. თორემ თავად მე დანამდვილებით ვიცი, რატომაც არ ვარ მზად მათ გასაცნობად. მაგრამ „კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო!“ სწორედ ისე მოგვივდა ჩვენც. 2025 წელი 17 მარტი. 23:23 _ აქ ხართ?_ გაკრეჭილ სმაილზე ეტყობა ანტონიოს, რომ რაღაც ძალიან უხარია. _ რა ხდება?_ ვეკითხები მე ინტერესით. მთლად ასე ღიმილად დაღვრა არ სჩვევია ჩვენს ბნელ რაინდს. _ რაღაც მაგარი ამბავი მაქვს თქვენთვის!_ ისევ რამდენიმე გადაბედნიერებულ სმაილს აყოლებს. _ რა მოხდა? _ არა ასე ვერ გეტყვი, უნდა განახო._ მწერს და წამის შემდეგ სურათს აგზავნის. სურათზე ნაცნობი ხედია, თეთრი სახლი წითელი სახურავით. პატარა ვერანდით და უკან აჯაგრული, მარადმწვანე ტყით. _ მოიცადე, ეს სახლი ხომ? _ კიიი!_ დასრულებას არ მაცდის _ ვიყიდე. ძალიან ბედნიერია. პატარა ბავშვივით აჟიტირებული. _ ანუ ოცნების ასრულება დაიწყე? _ ვიცინი მეც. ერთხელ უკვე აისრულა პატარა ოცნება ლიგით გაძლიერებულმა და აი ახლაც.... მიხარია მის გამო. _ ხოდა რა მინდა იცით? მაგრამ ჯერ დამპირდით, რომ უარს არ მეტყვით!_ ნეტავ რა უნდა? ვფიქრობ და პირობას ვაძლევ. _ მინდა, რომ ყველა აქ ჩამოხვიდეთ. რამდენიმე დღით. ჯერ კი არ მაქვს სრული კომფორტი,მაგრამ სწორედ ესაა ამ ადგილის ხიბლი. _ წამით ვჩუმდები. არ მეგონა ამას თუ გვთხოვდა. ისე ასაიდუმლოებდა საკუთარ პიროვნებას. იმდენ ხანს იჭერდა დისტანციას, რომ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ანტონიო გოვერი ოდესმე პირდაპირ საკუთარ ოცნებაში დაგვპატიჟებდა. რამდენიმე თათბირის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ უკვე დრო იყო შეხვედრის. უკვე სასაცილოც კი იყო ამ შეხვედრაზე უარის თქმა. ამიტომ თარიღი დავთქვით და ანტონიოს მივწერეთ თანხმობა. _ მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ სახლი შორსაა ცივილიზაციიდან. არ არის ინტერნეტი და სულაც ტელეფონებს მიღება უჭირთ. ეს რამდენიმე დღე სრულიად მოწყდებით სამყაროს და აქიდან სრულებით დამშვიდებული დაუბრუნდებით ქალაქის ხმაურს._ მისმა სიტყვებმა ამაღელვა. როგორ უნდა გაგვეძლო რამდენიმე დღე ინტერნეტის გარეშე? მაგრამ თან მათი გაცნობის პერსპექტივამ ისე მომხიბლა. ხელი ჩავიქნიე: _ჯანდაბას! სამაგიეროდ მათ ვნახავ!_ ვუთხარი საკუთარ თავს და ჩანთის ჩალაგება დავიწყე. თუმცა ნამდვილად არ მიფიქრია მაშინ, რომ ჩვენ ყველა ერთად, საოცარ და დაუჯერებელ თავგადასავალში მივიჩქაროდით.... ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.