შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილებს მიღმა (ნაწილი 6)


9-06-2025, 18:42
ავტორი Butterfly7
ნანახია 293

ეს დღეც როგორც იქნა დასრულდა, მანქანაში მოკალათდა ფიქრისგან დაქანცული, დაძრა და წავიდა, თავიდან სახლისკენ აიღო გეზი, მაგრამ გზაჯვარედინთან მისულმა გადაუხვია, მაზოხისტურად უნდოდა ფიქრებით კიდევ უფრო გადაღლილიყო, რადიოც თითქოს ირონიულად უკრავდა Tom-Odell-ის Another Love-ს. ხედზე ავიდა, სკამზე მოწყვეტით დაჯდა მუხლებზე ხელები შემოიდო, ხელებზე თავი და ყველანაირი ჯავრი რაც კი მოსვენებას არ აძლევდა, უგზოუკლოდ გაქრა, ზუსტად არ ვიცი რამდენი დრო დაჰყო იქ მჯდომმა, მაგრამ ფიქრებიდან ვიღაცის მხარზე შეხებამ გამოიყვანა, არ ელოდებოდა თუმცა არც შემკრთალა, ნელა აუჩქარებლად გახედა მამაკაცს და ღიმილმა მოიცვა მისი დაღვრემილი სახე, ის მოხუცი იყო წინაზე რომ აქ იჯდა.

-შეიძლება, შემოგიერთდე?

-მობრძანდით

-არ მინდოდა შემეშინებინე, ფრთხილად მოგიახლოვდი, თუმცა ალბათ ზარებით შეკაზმული რომ მოვსულიყავი მაინც ვერ გაიგებდი.
ჩაეღიმა მოხუცს და სკამზე მოკალათდა, ჯოხი წინ დაიდო და ორივე ხელით მას დაეყრდნო.

-ვფიქრობდი, ნეტა ვინმეს თუ შეუძლია ამ ქვეყნის აყვავება მეთქი.

-გახედე, ყველაფერი აყვავებულია, ამას მხოლოდ მცირეოდენი თვალის გახელა და მადლიერება სჭირდება, რომ დაინახო.
ჰორიზონტს თვალი მოაცილა და მოხუცს გამოხედა, ეს კაცი იმაზე ახლო გახდა 2წუთში მისთვის, ვიდრე ნებისმიერი ნაცნობი რომელსაც წლებია იცნობს..

-წინაზეც დაგინახეთ, ხშირად დადიხართ ხოლმე აქ?

-აი იმ პატარა ქოხს ხედავ?
ხელი გაიშვირა კაცმა და ვივიენმაც მიმართულებას ნელა, დაკვირვებით გააყოლა თვალი, გაოცდა, კაცი იმ ქოხზე მიუთითებდა რომელიც მის მეგობრად მიაჩნდა.

-დიაახ...
ინტერესით გასცა პასუხი და გაგრძელებას დაელოდა

-70წელი ვცხოვროდი იქ, იქ შექმენი ოჯახი, იქ გამიჩნდა ორი შესანიშნავი შვილი და იქიდან გავაცილე ჩემი ერთადერთი სიყვარული მამაზეციერთან.
კაცი დაყოვნდა, ვივიენი ხმას არ იღებდა უსმენდა და სუნთქვასაც კი იკავებდა რომ ყველა სიტყვა სათანადოდ გაეგო და დაემახსოვრებინა.

-თითქმის ნახევარი საუკუნე გავლიე ქალთან, რომელიც მიყვარდა და ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, იმ დღეს ღმერთს ვევედრებოდი მეც წამიყვანეთქო მაგრამ ახლაც აქ ვარ, შვილებმა და შვილიშვილებმა, სასტიკი უარის მიუხედავად არ დამტოვეს ჩემს პატარა ქოხში ჩემს დარჩენილ წლებთან ერთად და მათთან წამიყვანეს ქალაქში, კვირაში რამდენჯერმე ამოვდივარ, აქედან ყველაზე კარგად ჩანს ჩემი კარ-მიდამო, ჩემი გოგო მანქანაში მელოდება, ვზივარ შევსქერი და წარმოვიდგენ თითქოს ახლაც იქ ვარ, ჩემ მზეოსთან და პატარა ბავშვებთან ერთად, ახლაც ვუყურებ და მგონია რო კარს გამოაღებს, სარეცხს დიდი ვედრით გამოიტანს და მთელ მდელოზე მოფენს მის ხასხასა, თეთრ ზეწრებს.
თავი დაბლა დასწია ამოიხვნეშა და ისევ სახლისკენ გაექცა მზერა.

-ყველაფერს დავთმობდი, სულ ყველაფერს...
აღარ დაასრულა, თვალზე ცრემლი მოადგა და ვივიენს გამოხედა.

უნდოდა მოეყოლა ყველაფერი, რაც კი მისი ცხოვრების მანძილზე გადაეტანა, უნდოდა ეთქვა რომ ამ ქოხს წლებია თვალს ადევნებს და წარმოიდგენს ვინ და როგორ ცხოვრობდა იქ, იმის თქმაც უნდოდა ერთ დღეს ალბათ ყველაფერს გავყიდი და იმ ქოხში საცხოვრებლად გადავალო, მაგრამ მხოლოდ ამისთქმა მოახერხა...

-1წამია ცხოვრება, დღეს გვიხარია ხვალ გვწყინს, ზეგ კიდე სულ აღარ ვართო და მისი თვალებიც აიმღვრა, მიხვდა კიდევ ერთი სიტყვა და ხმაც გაყიდიდა, გაჩუმდა მზერა უსასრულობას გაუსწორა

-არ ვიცი რა სევდა გაქვს გულში, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე, დროს არ დაელოდო ვინაიდან ის არასდროს მოვა, დროის ერთადერთი დანიშნულება წასვლაა, ეს დაიმახსოვრე და ისე იცხოვრე რომ უკან მოხედილს ყოველთვის სიამაყის გრძნობა გაგიჩნდეს და არა სინანულის, მიიღე რჩევა მოხუცისგან რომელსაც ცალი ფეხი საფლავშიაქ, მაგრამ ყოველ უკან მოხედვაზე სიხარულის ჟრუანტელი უვლის, ვინაიდან ის ნაბიჯები გადადგა რაც არ იყო საჭირო მისი კეთილდღეობისთვის, მაგრამ სულის სიმშვიდისთვის და ბედნიერებისთვის იყო გადადგმული...



______
დილას არ წასულა კაფეში, ყავა სახლში მიირთვა და სამსახურში წავიდა, გიორგი დღესაც არ ჩანდა, ადვილი გამოსაცნობი იყო რატომაც, მთელი სამსახური აჟიოტაჟს ყავდა შეპყრობილი და იმის გარდა არაფერი ქონდათ სალაპარაკო თუ როგორ უყვარდათ ერთმანეთი ანას და გიორგის და თუ როგორ ვერ გაძლო მის გარეშე ქალბატონმა ანამ და სიურპრიზი გაუკეთა... უკვე ნერვებზე ურტყამდა ყველას გაცისკროვნებული თვალები, თავი შეუძლოდ გამოაცხადა და სამსახურიდან ადრე წამოვიდა, პირდაპირ ოფისისკენ აიღო გეზი გზაში დავითს დაურეკა და დააზუსტა ხომ ნამდვილად იქ იყო, მის მაგიდაზე მოფენილი ბრჭყვიალა ქაღალდები და აქა-იქ გაფანტული ჰელიუმის ბუშტები სულ არ შეუმჩნევია, პირდაპირ დავითის ოფისისკენ გაემართა და კარის შეღებას ჟივილ-ხივილი მოყვა, ტორტი რო პირდაპირ სახეში ააფარეს სიმღერ-სიმღერით, მერე გაახსენდა რომ დაბადებისდღე ქონდა, ღიმილმა მოიცვა მისი სახე თვალები დახუჭა სურვილი ჩაუთქვა და ჩააქრო, მერე ყველას მილოცვა სათითაოდ მიიღო, ტორტს შეექცნენ და ნელნელა ყველა თავის საქმეს დაუბრუნდა, ბოლოს დარჩნენ დავითი და ვივიენი კაბინეტში.

-დაბადებისდღე კი ხვალ გაქვს, მაგრამ კიდევ როდის შემოგვივლიდი კაცმა უწყის, ასე რომ როგორც კი დარეკე და ამათ ვუთხარი მოდისთქო, საიდან გაჩნდა ტორტი და ბუშტები მეც ვერ გავიგე.
სიცილით უთხრა დავითმა

-მადლობთ, მართლა გამიხარდა და თქვენ რო არა სულ არ გამახსენდებოდა ალბათ, მაგრამ აქ სხვა რამისთვის მოვედი.

-ყურადღებით გისმენ!
აღარ ეცინებოდა ბატონ დავითს და მოსმენის რეჟიმში ეჭვნარები სახით გადავიდა.

-სამსახურიდან წასვლა მინ...

-აპ..აპ..აპ.. ეგ აღარ გამაგონო, წადი გამოიძინე, კარგად დაისვენე და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, საიდან მოიტანე ახლა ეს სამსახურიდან წასვლა??!

-დასვენებული და გამოძინებული ვარ, ბოლო საქმეს მოვრჩები და იმ დღის მერე ჩემი ფეხი აქ აღარ იქნება, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გაგიკეთებიათ, მაგრამ როგორც ერთმა ბრძენმა მოხუცმა მითხრა დრო მხოლოდ მიდის.. ასე რომ ვერ დაველოდები როდის მოვა ჩემი დრო, დრო როცა ჩემ თავზე ვიქნები პასუხისმგებელი, როცა ჩემი თავის სიყვარულს და დაფასებას შევძლებ , რადგან 27წელი თვალის დახამხამებაში გავიდა და აღარ
მინდა 54წელიც ისე გავიდეს მოსაგონებელი აღარაფერი მქონდეს!

-გასაგებია ვივიენ, მე მესმის შენი, მაგრამ ბოჰემურ ცხოვრებას აპირებ, ჰიპი უნდა გახდე თუ როგორაა შენი საქმე?

-მაგას მერე გადავწყვეტ, ახლა მინდა იცოდეთ რომ ეს ჩემი ბოლო საქმეა! ნახვამდის ბარონო დავით!

-მე არ გემშვიდობები, მე და შენ კიდე ვილაპარაკებთ, მანამდე კარგად დაფიქრდი, შეილება ჩემი ბრალია ასე რო მოგაწექი, ან.. მოიცაა.. ახლა არ მითხრა რომ შენი ეს გადაწყვეტილება რამე კავშირშია დევდარიანთან! ვივიენ თვალებში შემომხედე! მართალი ვარ?
ამოხედა, ისე თითქოს შოკოლადის მოპარვისას გამოეჭიროთ.

-ჯანდაბაა!!! ჯანდაბას შენი თავი ვივიენ, ამდენი წლის მანძილზე ნუთუ ვერ ისწავლე, რომ არ უნდა შეგიყვარდეს ის ვის შეყვარებაშიც ფულს გიხდიან?!

-სიყვარული აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ ამ საქმის შესრულების დროს მოხდა ის რაც არასდროს მომხდარა, რაღაც მომენტში, ჩემი თავი ვიპოვე და ამაში თუ ვინმეს სიყვარულს შეიძლება ბრალეულობა მიუძღვოდეს, გიორგი უკანასკნელია!

-თავს ნუ იმართლებ, ყველაფერი ისედაც სახეზე გაწერია, ეს როგორ დაგემართა ვივი? შენ ხო ყველაზე გულგრილი ადამიანი ხარ ვისაც კი ოდესმე უარსებია? შენ არ იყავი ის გოგო, რომელიც ქორწილიდან თეთრი კაბით გამოიქცა, რადგან დავალება უკვე შესრულებულად მიიჩნია?! შენ არ იყავიი შენივე ძაღლი ჩემ თვალწინ რო მოკალი, ბაბეზიოზის დადასტურების მერე?! რა გჭირს?

-გარდაუვალს ვერ შევცვლიდი, ჩემი ძაღლი მაინც მოკვდებოდა, მე უბრალოდ მტანჯველი სიკვდილისგან ვიხსენი! და შენი მოყვანილი თითოეული მაგალითი იმაზე უსვამს ხაზსს, რომ საერთოდ არ
მიცნობ!

-წადიი!! თავიდან მომწყდი! დავალებიდან ჩამოშორებული ხარ, ვინაიდან ასე გინდა წასვლა, დღესვე შეგიძლია წახვიდე! წადდიიი! აღარ დამენახო!

-კი ბატონო, ნახვამდის ბატონო დავით!


ვერც მეორე სამსახურში გამოცხადებისს აზრსს ვეღარ ხედავდა, მის შემცვლელს დაურეკა და შეატყობინა რომ აღარ დაბრუნდებოდა, მერე სახლში წავიდა და დაიძინა.



№1 სტუმარი სტუმარი likka

ანუუუ... აქამდე სად იყავი? ველი მომდევნო თავს რაც შეილება მალე! ????

 


№2 სტუმარი daldonidaldoni

საინტერესო ისტორიაა ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent