შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჟუტერია (სრულად)


10-06-2025, 00:01
ავტორი ika abashidze
ნანახია 802

1

ყოველთვის მინდოდა, ჩემი მთელი არსება ხელოვნებისათვის დამეთმო.
მაოცებს მხატვრობა! ამომშრალ თვალ-უპეებში წვიმის წვეთივით მეპკურება.
ნახატებში მნიშვნელობათა და აზრთა ძიება კი
უფრო მაოცებს,
მაფიქრებს,
მაყოვნებს...
გინახავს ბრმა, ზღვასავით ლურჯი თვალებით?
...
ჩემთან ყველაფერს ნახავ...
...
შენს კალთასთან ჩამუხლული,
მელნისფერ პერანგს და
ჭაღარა პარიკს ამოვქარგავ.
...
აკადემიის სტუდენტებს ვერაფერს ვეკითხები, მრცხვენია.
არ მიყვარს დაცინვა. მაგრამ, თან ხელოვნებაც ძალიან მაინტერესებს.
...
ისე, იცოდი? მეტროს ვაგონში გამართული, აკადემიის სტუდენტთა გამოფენა ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩვეულებრივი, მოსაწყენი გამოფენა.
სტუდენტები ტილოებს მუხლებზე იდებენ და სხვას მხოლოდ უკანა, ცარიელ მხარეს ანახებენ. (სამაგიეროდ, შეგიძლია, დაითვალო, რამდენი სტეპლერის ტყვია გახდა საჭირო ტილოს ჩარჩოში დასამაგრებლად). ზოგჯერ, მათი ნახატები მუქ, გაუვალ ლაქებად, წვალებით გამოჩნდებიან ტილოების უკანა მხარეებზეც და სტუდენტების სახეებზეც.
...
ჩემი ბაგეების კიდეებზე, მაინც, რომელიღაც სიტყვას გადმოუჟონავს.

2
...
ჯაჭვის ზოგი რგოლი უნდა გაჭრა, რომ რგოლებს შორის ორნამენტი ჩასვა. ზოგჯერ, როცა დრო მაქვს, ყველაზე წვრილ ჯაჭვის ცეპებსაც კი მე თვითონ ვაწყობ ხელით. ბევრჯერ ყოფილა, ჯაჭვის შეკვრა დამვიწყებია და ორნამენტები ცეპზე ჩამოსრიალებულა, დამკარგვია. რთულია. ერთი შეხედვით, ძალიან რთულია. მაგრამ, თან, არაუშავს, ბიჟუტერიაა. უფროსიც არ მყავს, რომ დანაკარგზე მეჩხუბოს, თუ რამეს დავკარგავ, ვეღარ გავყიდი და საჭმელსაც ვეღარ ვიყიდი. ეგაა და ეგ. მაგასაც არაუშავს... ქირას მე არ ვიხდი. საჭმელი თუ შემომაკლდა, რამდენიმე მაღაზიის იქით, კოდაკში შევივლი, ფოტოგრაფი შოკოლადს მაჭმევს და თუ გამიმართლა, ყავასაც დამალევინებს.
ჰო, შრომა რთულია. თან მთელი დღე, მარტო, დაუსრულებელ სმენაში. სიბნელეში მუშაობა. ვერც ამინდს ვგებულობ. და ვერც ვერაფრის ხმას.
სხვა ალტერნატივაც არის. უნდა აირჩიო იმ ფერის პლასტმასის "კრუშკა", რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს, ან, რომელიც შეგხვდება და გზას დაადგე. უნდა ირბინო, იარო... მეტროს კარებებს შუა, სპეციალურად, დიდი ხნით უნდა გაჩერდე, რომ იქნებ გაიჭყლიტო და მორჩეს... მაგრამ, გაჭ....ტის დიდი იმედიც ნუ გექნება. მემანქანე გიშველის - კარს არ დაკეტავს რომ გახვიდე, მერე პოლიციასთან მივა ჩივილით და წუწუნით.
მაგრამ, მე რასაც დავაკვირდი, იქ მყოფი პოლიციელები მხოლოდ მაშინ დგებიან სკამებიდან, თუ ვინმეს ჩანთაში საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა უდევს.
...
მოკლედ, უნდა იარო და იბოდიალო ვაგონებში, იმღერო, იყვირო, იხალისო, იქაურობა დაათვალიერო, სანამ შენს ფერგაცვეთილ "კრუშკას" ოდნავ რკინის ხმა არ გაუჩნდება.
შენ პოლიცია არ გეხება. ქართული არ იცი და თამამი ლანძღვით დაგაყენებენ შენს ძველ გზაზე, ან, თუ დაგიჭირეს, მერე რა? შენ არც ქართველი ხარ და არც სხვა ეროვნება გაქვს. საქართველოს დროშისთვის პატიმრობა შენთვის ტრაგედიას არ წარმოადგენს, მეტიც - შენთვის საოცნებო ხარისხის ციხის საჭმელსა და საწოლს უფასოდ უზრუნველყოფს.
ნელნელა უფრო ვითარდება და რთულად ასატანი ხდება აქაურობა.
მყრალი სუნი ქრება და მას ნასიამოვნები, ახალი რეზიდენტები ანაცვლებენ. მათხოვრები გადარჩენისთვის ძიებაში აღმოაჩენენ ისეთ რევოლუციურ რამეებს, როგორიც კედლების კუთხეებისა და კიბის საფეხურების სხვა მათხოვრებზე მიქირავებაა.
აქ არ არიან სხვა ცხოველები, გაუბედურებული ქუჩის ძაღლების გარდა.
აქ გამოფენილ იაფიან სათამაშოებს ჯერ არცერთი ბავშვის ხელი არ შეხებია.
აქ მხოლოდ სიკვდილით აკეთებ კარგ საქმეს - შენი უპატრონო სხეულის, გაჭრისა და დათვალიერების შენდა უჩუმრად აღებული უფლებით, ექსპერტიზის თანამშრომლები და პოლიციელები ხელფასს აიღებენ.
შენი სული კი სუნს ტოვებს.
და იმ სუნში, ესკალატორთან გაშლილ სკოლის სკამზე გაწოლილი პოლიციელი გემრიელად შეჭამს ბულკს.

3
...
ვაგონებში შესვლა ყველაზე საინტერესოა. აქ ყველას ხმას ახშობს ვაგონთა ხმამაღალი ბურდღუნი, ისინი ყველა რეზიდენტის მაგივრად, წინასწარ გაწერილი, სტანდარტული ფრაზებით ბურდღუნებენ და წუწუნებენ და შენ მეტის თქმის უფლება არც გაქვს. რომც გქონდეს, ვერავის გააგონებ. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაცები არასტანდარტულად წასულა.
...
კიდევ მინდა ტუჩები ყურთან მოგიტანო და ვიყვირო. მინდა ენთუზიაზმით მოგიყვე, რომ აქ მაღაზია მაქვს, მაგრამ იმის თქმის შემრცხვება, რომ თან აქ ვცხოვრობ. ისიც მინდა გითხრა, რომ ყველაზე ხშირად შენ გხედავ აქ, და კარგი მიზეზით მოგზავნილი მგონიხარ. ვიცი, რომ რაღაც მნიშვნელოვან სიტყვებს გამოარჩევ.
...
იმ დღის მერე, ყოველდღე მინდოდა, მთელი ჩემი არსება შენთვის დამეთმო. შენთვის - რაღაც უცხო, ფრთხილი ხმისთვის, რომელიც ლიანდაგებზე მჭრელი ხმით მოსრიალე ვაგონების ხმაში, ღრიჭოებს პოულობს და ძვრება, რაღაცნაირად, ოსტატურად.
რამდენჯერაც შემხვდი...
იმდენჯერ აღარ შეგაწუხე და აღარ მოვედი...
...
შენ, ალბათ, სხვაგან გადახვედი საცხოვრებლად.
პოლიციელები ისევ სკოლის სკამზე გაწოლილები ჭამენ ლანჩს, რომელიც თორმეტი საათი იწელება.
მურიანი ბავშვები სრიალა მატლებივით ძვრებიან ისეთ ღრიჭოებში, როგორიც, მაგალითად თითქმის დაკეტილ მეტროს კარებებს შორის გაჩენილია.
ხუთჯვრიან დროშებს ისევ მალავენ ზურგჩანთებში.
მე ისევ ბიჟუტერიას ვყიდი.


დასასრული.



№1  offline წევრი Sapovnela

მგონი, მხოლოდ იმ ხალხს შეუძლია ასეთი ამბების ასე წერა, ვინც წვრილმანებს ყურადღებას აქცევს, ვინც ადამიანებს მათი თვალების მიღმაც ხედავს. სწორედ ასეთი ამბების შემქმნელები გვაჩვენებენ, რამდენი სევდა, სილამაზე და იმედი იმალება ყოველდღიურობაში. ვფიქრობ რომ, უფრო მეტი მკითხველი უნდა გყავდეს, წარმატებას გისურვებ! ❤️

 


№2  offline წევრი ika abashidze

Sapovnela
მგონი, მხოლოდ იმ ხალხს შეუძლია ასეთი ამბების ასე წერა, ვინც წვრილმანებს ყურადღებას აქცევს, ვინც ადამიანებს მათი თვალების მიღმაც ხედავს. სწორედ ასეთი ამბების შემქმნელები გვაჩვენებენ, რამდენი სევდა, სილამაზე და იმედი იმალება ყოველდღიურობაში. ვფიქრობ რომ, უფრო მეტი მკითხველი უნდა გყავდეს, წარმატებას გისურვებ! ❤️

უღრმესი მადლობა საპოვნელა > ~ <

 


№3  offline წევრი ფარვანა

როგორ ახლოს მოიტანეთ განცდები…
უსეთი საინტერესო იყო ამ პატარა წრეზე შემოვლა, ძალიან ბევრ ემოციას და სიღრმეს რომ იტევდა…

მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი დავმძიმდი ძალიან კარგად საკითხავი იყო მაინც.

წარმატებები!
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№4  offline წევრი ika abashidze

ფარვანა
როგორ ახლოს მოიტანეთ განცდები…
უსეთი საინტერესო იყო ამ პატარა წრეზე შემოვლა, ძალიან ბევრ ემოციას და სიღრმეს რომ იტევდა…

მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი დავმძიმდი ძალიან კარგად საკითხავი იყო მაინც.

წარმატებები!
დიდი მადლობა ^ ~ ^ sending hugs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent