ქაღალდის ჭიქა (თავი ოთხი)
ქაღალდის ჭიქა 4 _ გაიცანით, ეს აროა! _ მეგობრებს გააცნო სტუმარი რუმიმ, აი მათი სახლების ჩამოთვლით კი თავი არ შეუწუხებია. _ არო?_ ჩაილაპარაკა ლუციამ და ცივად შეათვალიერა. სულ ასეთი ქედმაღალი იყო უცნობების მიმართ. გარკვეული დრო სჭირდებოდა, რომ ნდობა გასჩენოდა. მანამდე კი ყველას უბრალოდ აიგნორებდა და აშკარა ინტერესს არ იჩენდა. _ სასიამოვნოა!_ პირველმა ხელი ლინმა გამოუწოდა. რუმის არ იყოს, ლინსაც ინტერესი მართავდა. როცა რაღაც დააინტერესებდა, ვერაფრით ისვენებდა. მუდმივად ეძიებოდა მისთვის საინტერესოს და შეეძლო მთელი თავისი რესურსი სწორედ ინტერესის ობიექტისკენ მიემართა. კითხვიდან კითხვამდე შეექმნა საკუთარი წარმოდგნა, რასაც შემდეგ არც თუ მარტივად იცვლიდა. _ დეჟავიუს გრძნობა მაქვს!_ გადაულაპარაკა ლეამ სოლის. _ ასე მგონია, სადღაც ნანახი მყავს, მაგრამ სად ვერაფრით ვიხსენებ. მაშინაც ასეთი რაღაც ვიგრძენი, პირველად რომ დავნახე. _ რა ვიცი, მე ვერაფერს ვგრძნობ!_ მხრები აიჩეჩა სოლიმ. _ ამან სად იპოვნა ნეტავ? უცნაური ხალხის მაგნიტია! თვალით რუმზე ანიშნა. ორივეს გაეცინა. _ აროს რაღაც აქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ არ მგონია, ასე მარტივად დაიჯეროთ. ამიტომ რამდენიმე დღე ჩვენთან იქნება, რომ უკეთ გაიცნოთ და მისი ნდობა გაგიადვილდეთ და ამასობაში კითხვებით არ დაახრჩოთ! _ გაეცინა რუმს საკუთარ ნათქვამზე, რადგან პირველად ეს წესი საკუთარი თავისთვის უნდა დაეწესებინა. _ კითხვები არ არის პრობლემა, მკითხეთ და თუ შევძლებ გიპასუხებთ!_ მშვიდად თქვა არომ. _ რა მიზნით მოხვედი ჩვენთან? რა უნდა გვიამბო? _ ლინს არც უცდია ინტერესის დამალვა, მაგრამ არომ კარგად იცოდა, მათთვის ასე ერთბაშად სიმართლის თქმას, არ მოყვებოდა ერთგვაროვანი რეაქცია. სწორედ ამ დროს, მოულოდნელად კარი გაიღო და შავთმიანმა ლურჯთვალა ბიჭმა გამოიხედა. მოხმობის ნიშნად ყველას ერთდროულად დაუქნია ხელი. _ ონიო მოსულა!_ ფეხზე წამოდგა ლეა._ გუშინ მომწერა, რომ ისევ თავის მორიგ სიზმარს ხატავდა. ალბათ მოიტანა, უნდა გვაჩვენოს. ყველა ლეას გაჰყვა. არომ რუმი გააჩერა. _ რა სიზმარს გულისხმობდა?_ ჰკითხა შეშფოთებით. _ ეს ბოლო ხანია, ყველას უცნაური სიზმრები დასჩემდა. აკვიატებულად ერთი და იგივე რამ ესიზმრებათ. არც კი ვიცი, რას მივაწერო ასეთი დამთხვევა._ დაფიქრებით უპასუხა გოგონამ და კარს გახედა_ მეც მესიზმრება. გამუდმებით მესიზმრება. ასე მგონია, უნდა მოვიდეს და მის მოსვლას რაღაც მოჰყვება. როცა ამაზე ვფიქრობ...._ გაჩუმდა და საკუთარ თითებს დახედა._ სულ მისი დახატვა მინდა, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ სახეზე... რა იქნებოდა, რომ.... ხელი ჩაიქნია და კარისკენ წავიდა. _ წამოდი, განახო რას ვაკეთებთ!_ დაუძახა აროს და წამის წინანდელი აღელვება ისევ ღიმილით გადაფარა. _ ანუ დაიწყო უკვე?_ ჩაილაპარაკა არომ. _ დიდი დრო აღარ მაქვს. ამ ჯერად მაინც გავიგებ, რატომ მეორდება ეს ყველაფერი. იყო კიდევ რაღაც, რაც რუმისთვის არ უთქვამს. ალბათ უბრალოდ მისი მეტად შეშინება არ სურდა. ანდა რა აზრი ჰქონდა იმის თქმას, რომ სულ ცოტა დრო ჰქონდათ დარჩენილი და ახლა კიდევ იმაზე ნაკლებიც კი, ვიდრე მას ეგონა თავად. სწრაფი ნაბიჯით წამოეწია რუმს და გალერეაში შეაბიჯა. თოვლივით თეთრ კედლებზე სიმეტრიულად ეკიდა მათი სურათები. ერთი შეხედვით თითქოს ექვსი სრულებით განსხვავებული სამყარო ჰქონდათ შექმნილი, მაგრამ თუ დაუკვირდებოდა ადამიანი, დაინახავდა, რომ ეს უცნაური ნახატები ერთმანეთში მეორდებოდა. ინტერესით ათვალიერებდა არო ფუნჯით მოყოლილ ამბებს და ხვდებოდა, რომ ისინი მხოლოდ გაუცნობიერებლად გადმოსცემდნენ სიმართლეს და ამ სიმართლეზე თავად წარმოდგენაც არ ჰქონდათ. _ ნახეთ!_ ხმის მიმართულებით და კუთხეში კედელზე მიყუდებულ უზარმაზარ ნახატთან მდგარ ბიჭი დაინახა. მაშინვე იცნო, ონიო იყო. სხვებს გაყვა და მათთან ერთად დააკვირდა ჯერ ისევ დაუსრულებელ სურათს. _ იქნებ ვინმემ ამიხსნათ ეს რა ჯანდაბაა!_ გასაკვირი იყო, რომ თავად ნახატის ავტორი სვამდა ასეთ შეკითხვას. _ გაგიჟების ზღვარზე მიმიყვანს მალე. სულ ეს მესიზმრება. თითქოს ცოცხალი არსებაა, ისე ფეთქავს და ისე მიხმობს! შავი ფონი ნაპირებში სილურჟჯეში გადადიოდა და სპირალისებრ დახვეულად ეშვებოდა ნახატის სიღრმეში. აროსთვის გაუგებარი, რაღაც სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, ასახულ სურათს სივრცული ეფექტი ჰქონდა. თითქოს, რომ გდომებოდა და გეცადა, ხელს ჩაყოფდი მის სიღრმეში. უცნაური წვრილი ოქროსფერი და ფოსფორისფერი ელვები სპირალურად მიიკლაკნებოდა სურათის სიღრმეში და სადღაც შორს უჩინარდებოდა, თუ ნახატს შორიდან შეხედავდი, თითქოს ოდნავ, შეუმჩნევლად მოძრაობდა კიდეც წრიულად. იისფერი ღრუბლის ნისლეულები იწვნენ ამ უცნაური რაღაცის გარშემო. _ ვიცი, რაც არის! _ არომ ახლა რუმს გახედა ინტერესით. _ ეს შავი ხვრელია, მაგრამ ისეთი არა კოსმოსში როა. ეს მეც მესიზმრება, თან ბავშვობიდან. უბრალოდ არ მეგონა ამაის თქმას რამე მნიშვნელობა თუ ჰქონდა. ეს მგონი კარიბჭეა, აქიდან გამოდიან.... უცებ გაჩუმდა და სათითაოდ მოათვალიერა მასზე მიშტერებული მეგობრების სახეები. ისე უყურებდნენ, თითქოს სულარეული იყო. თითქოს მანამდე არასდროს ენახათ, თითქოს არ იცნობდნენ. _ ვინ გადმოდის მაქიდან?_ ისე მკვეთრად გაისმა აროს ხმა, ადგილზე შეხტა რუმი. _ მაქიდან ბნელები და მუქები გადმოდიან._ უკვე აღარ ჰქონდა რუმის ხმას უწინდელი დამაჯერებლობა. ახლა თითქოს თავადაც არ სჯეროდა საკუთარი სიტყვების. _ ვინ არიან ბნელები?_ სერიოზულად ჰკითხა ონიომ. _ რაც არ უნდა იყოს, მე ამ რაღაცას ვხედავ. კი სიზმრად, მაგრამ ის ძალიან რეალურია. ვინ გადმოდის მაქიდან რუმ? _ ისინი დემონები არიან, არა, უფრო მართალი ვიქნები, თუ ვიტყვი_ პარაზიტები! _ ამოიოხრა რუმმა. _ ამ რაღაციდან გადმოდიან და საჭირო ადამიანებს ეძებენ. სუსტ ადამიანებს. მერე მათთან სიმბიოზს ქმნიან. მასპინძლის ენერგიას იპარავენ და კიდევ სხვებისაც. ისინი ბადებენ ყველა ავ გრძნობას და ემოციას. ისინი ომებს იწყებენ. ისინი კლავენ, აწამებენ... მართლა გინდათ ამის ცოდნა?_ ისე საწყლად შეხედა ყველას. აშკარად მისთვის უსიამოვნო იყო ამის მოყოლა. ყველა დუმდა. ცდილობდნენ მიეღოთ მისი მონაყოლი, მაგრამ არ იყო ეს ადვილი. _ ისინი რაღაც სექტებს ქმნიან! სხვადასხვა ლამაზ სახელებს არქმევენ. ხალხს ლამაზი სიტყვებით იზიდავენ და შემდეგ, როცა მათ ნდობას მოიპოვებენ, მათ ნებაზე წვდომას იღებენ. თითქოს ძაფის გორგალი იყოს ადამიანის სული ისე ნელ_ნელა აცლიან ენეგიას. ფიტავენ აუძლურებენ. ტკივილამდე, დეპრესიამდე, სუიციდამდე მიჰყავთ ხალხი. _კი, მაგრამ რად უნდათ ამდენი ენერგია?_ ახლოს მივიდა ლეა. _ მათ არა, ამას უნდა!_ხელი ონიოს ნახატისკენ გაიშვირა რუმიმ. იმ დღეს დიდხანს საუბრობდნენ ბნელზე, მაგრამ ბოლომდე ვერაფრით დაიჯერეს მოსმენილი. ისე დაიშალენ, რომ პასუხებზე მეტი კითხვები ჰქონდათ. როგორც ერთად მივიდნენ, ისე ერთად გამოვიდნენ გალერიიდან რუმი და არო. _ შენ იცოდი მასზე?_ მილიონეობით კითხვა უელავდა თვალებში რუმს. თავი დაუქნია არომ. _ გამაგებინე, რა ხდება!_ ისეთი უმწეობა ისმოდა მის ხმაში._ აქამდე მეგონა მეჩვენებოდა. მეგონა რაღაც შიზოფრენიის მაგვარი რამ მჭირდა. იცი? პირველად მუქი მამაჩემის თვალებში დავინახე. ვუყურებდი წლების მანძილზე, როგორ აცარიელებდა დედაჩემს. ვუყურებდი და ვერაფერს ვამბობდი. მან იცოდა, რომ ყველაფერს ვხედავდი, რომ ვხვდებოდი. მიყურებდა, მიღიმოდა იმ ავი, საზარელი ღიმილით. მე გავრბოდი და თავს ქუჩას ვაფარებდი. და ერთ დღეს, როცა დედაჩემი დაასრულა.... გაჩუმდა და გაჩერდა. ცას ახედა. _ამჩნევ, რომ ვარსკვლავები აღარ ჩანან არო. ხედავ? ცაზე ვარსკვლავები სულ აღარ არიან! გახსოვს ბავშვობაში რამდენი ვარსკვლავი იყო?_ ისე გულუბრყვილოდ ჟღერდა მისი სიტყვები. აღარ ახსოვდა აროს საკუთარი ბავშვობა. ცას ახედა. მხოლოდ მთვარე და სამიოდე შორეული ციმციმიღა დაინახა. მთელი ცა სიბნელეს ჰქონდა ჩაყლაპული. _ ის ახლოსაა არო! ის ახლოსაა!_ჩაილაპარაკა რუმიმ._ აქიდან მარტო წავალ. მარტო მინდა ყოფნა ახლა! ხელის მოძრაობით გააჩერა ადევნებული არო. ზურგი აქცია და ლამპიონებით განათებულ გზას გაუყვა სახლისკენ. მიხვდა არო, რუმი ტიროდა და საკუთარი მარტოობით ამის დამალვას ცდილობდა. ცდილობდა არავის დაენახა მისი სისუსტე. რომ არავის ეფიქრა რამდენად დაუცველად გრძნობდა თავს, ან იქნებ იყო კიდეც, სწორედ ასეთი, სუსტი და დაუცველი, მაგრამ თუ ასე იყო, ამის დაფარვას საკმაოდ კარგად ახერხებდა. ცას ახედა გაბრაზებულმა. და ვინ იყო თავად? რით განსხვავდებოდა მისგან? კარგად იცოდა არომ, თავადაც წყვდიადის შვილი იყო. იცოდა და ამიტომ იტანდა ეს დაუძლეველი სიბრაზე. ერთია იცოდე ვინ ხარ, და მეორეა მოგწონდეს შენი თავი. აივანზე იჯდა რუმი. კალთაში ოტო ეჯდა. იჯდა და ცდილობდა ოტოს გარდა არაფერზე ეფიქრა, მაგრამ სწორედ პირიქით, ყველაფერზე ფიქრობდა კატის გარდა. _ რაღაც მოხდება! ნამდვილად რაღაც მოხდება!_ ჩაილაპარაკა სევდიანად. ცაზე გადაწოლილ წყვდიადს გახედა მოღუშულმა და ლამის გული გაუჩერდა. წყვდიადიც მას უყურებდა. უყურებდა და თვალს არ აშორებდა და ისიც მასავით რაღაცას ელოდა. ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.