Haunting Adeline თავი 3
თავი 3 მანიპულატორი პარასკევი საღამოს ასე გატარება ნადვილად არ წარმომედგინა. ამ ძველი, ნახევრად დანგრეულ სახლში კედლებში ხელების ფათურით, თანაც რამდენი უცნაური და უცხო არსება გაიჭედებოდა შიგნით ამ ხნის განმავლობაში. მგონია რომ ყოველ წამს დამშეული წიყვი შემომახტება და მკლავზე მიკბენს, ან ათასი წლების განმავლობაში დამწყვდეული მწერი შემომაფრინდებდა ყველაფერს ჭამას დაუწყებს რაც გზად შეხვდება. მკლავი მხრამდე შეყოფილი მაქვს ხვრელში, რომელიც გრეისონმა კედელზე დატოა. მობილური მჭიდროდ მიჭირავს, რომ შუქი მივანათო. იმხელა ხვრელია, რომ ხელთან ერთად თავი ოდნავ შემიძლია შევყო და გარშემო დავათვალიერო. სისულელეა. სულელი ვარ. როგორც კი გრეისონმა კარი გაიჯახუნა, მაშინვე მივვარდი და ვნახე, მისი ნავაჟკაცარი. ხვრელი არც ისე დიდია, მაგრამ რამაც დამაფიქრა არის ის, რომ კედლებს შორის შუალედი. მინიმუმ ერთი მეტრი იქნება, ალბათ მეტიც. და რაღატო უნდა ააშენო კედლებს შორის ასეთი სიცარიელე, თუ რაღაც არ გაქვს ჩაფიქრებული? თითქოს მაგნიტივით მიზიდავს. ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო, თითქოს კედლის გული მეძახის. ხელები მიკანკალებს— შიგნით რომ შევიხედო, დავინახო, ვინ ან რა მეძახის? და აი ახლა — გადახრილი, ვცდილობ ამ ხვრელში თავით შევეტიო. რადგანაც აქეთ ვერავინ შემტენა ამაღამ, ჯანდაბას — მე თვითონ შევეტენები თავით.. ტელეფონის შუქი კედლის შიგნით ხის საფარს ანათებს — სქელი აბლაბუდები, მტვერი და მწერების გაქვავებული გვამები ყრია. მეორე მხარესაც ვანათებ. არაფერია. აბლაბუდები იმდენად სქელია, არაფერი ჩანს, ამიტომ ტელეფონს ჯოხივით ვიქნევ და ვგლეჯ. ღმერთო, თუ ჩამივარდა, გავგიჟდები. უკან ვეღარ ამოვიღებ. ახალის ყიდვა მომიწევს. ვკრთები, როცა ეს თმისმაგვარი აბლაბუდები კანზე მეხება — ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მწერები დამდიან სხეულზე. მარცხნივ ვბრუნდები და შუქს კიდევ ერთხელ ვანათებ. უკვე მზად ვარ, დავნებდე. მაცდურ ხმას, რომელმაც მაიძულა აქ მეძრომიალა მაგრამ უცებ იქ… კორიდორის სიღრმეში შუქზე რაღაცამ გაიბრჭყვინა. სულ ოდნავ, ძლივს შესამჩნევად, სიხარულისგან შევხტი და შემთხვევით თავი კედელს მივარტყიკედლიდან ბათქაშის ნამსხვრევები თმაში ჩამომეყარა. ჯანდაბა. ტკივილს ვაიგნორებ —ხელი სწრაფად გამოვაძრე ხვრელიდან და კორიდორში გავიქეცი. დაახლოებით მივხვდი, სადღაც აქ უნდა იყოს ის, რაც სიბნელეში გაიბრწყინა. ერთ-ერთ ფოტოს მივწვდი და ფრთხილად ჩამოვხსენი კედლიდან. ისე, რომ არაფერი დამეზიანებინა.სხვა ფოტოებსაც მივადექი. ფოტო, რომელშიც ჩემი დიდი ბებია ძველმოდურ ველოსიპედზე ზის. კალათაში მზესუმზირები უდევს. ფართოდ იღიმის, და მიუხედავად იმისა, რომ ფოტო შავ-თეთრია, ზუსტად ვიცი, წითელი ტუჩსაცხი უსვია. ბებო სულ ამბობდა, პირველი რასაც აკეთებდა დილიდან ტუჩსაცხს ისვავდა.. ფოტო ფრთხილად ავწიე და პირზე ხელი ავიფარო, რომ არ მეყვიირა გაოცებისგან — კედლის შიგნით მწვანე ლითონის სეიფია. ძველმოდური, ციფერბლატიანი საკეტით. ნამდვილი განძი ვიპოვე. და ალბათ გრეისონს უნდა ვუმადლოდე ამისთვის, მაგრამ ალბათ, ადრე თუ გვიან მაინც ჩამოვხსნიდი ამ ფოტოებს — არ მენდომებოდა , ჩემი წინაპრების მკაცრი თვალები განმიკითხავდნენ, როცა სულელურ გადაწყვეტილებებს მივიღებდი. სეიფს ვუმზერ, ცივმაჟრუანტელმა დამიარა, შეგრძნება გამიჩნდა, რომ იმ სიცარიელეში რაღაცას უნდა დავლოდებოდი, წუთები გავიდა და რადგანაც არაფერი მოხდა, ვეცადე თავი ხელში ამეყვანა და ვფოკურებოდი სეიფზე. ფოტოს ფრთხილად ვაწვენ იატაკზე და გადავწყვეტე — დამეგუგლა და გამერკვია , როგორ გამეხსნა ან გამეტეხა სეიფი. ვგუგლავ, ვპოულობ ფორუმებს, სადაც დეტალურად წერია ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ უნდა გავტეხო ძველი საკეტი. და პირდაპირ გარაჟში გავრბივარ — ბაბუის ინსტრუმენტების მოსატანად. იქ უამრავი ხლამია დაგროვილი — თაობების ნივთები, ბაბუას ხრახნის საკეტები, ჩაქუჩები, ბურღები… ვიღებ საჭირო ხელსაწყოებს და უკან ვბრუნდები, მზად ვარ რომ ყველაფრით დავესხა თავს ამ ყუთს. ეს სეიფი იმდენად ძველია, რომ ფაქტობრივად დაუცვეელია. ალბათ ვინც დამალა, არც ელოდა, რომ ვინმე იპოვიდა — ყოველ შემთხვევაში, მის სიცოცხლეში მაინც არა. რამდენიმე წარუმატებელი ცდა, წყობიდან გამოსული ქოშინი და ნატკენი თითის შემდეგ, ბოლოსდაბოლოს ვხსნი. ტელეფონის შუქს ისევ ვრთავ და შიგნით ვხედავ სამ ტყავის ყავისფერ რვეულს. არც ფული, არც ძვირფასეულობა. არაფერია, რასაც მატერიალური ღირებულება ექნებოდა. მართალია, არც ველოდი, მაგრამ მაინც მიკვირს. ადამიანები ხომ ძირითადად სწორედ ამისთვის იყენებენ სეიფებს. ხელს ვყოფ, ერთ-ერთ რვეულს ვიღებ. რბილი ტყავი თითებზე მსუბუქად მეხება და სახეზე ღიმილი მეხატება. ხელს ვასრიალებ წარწერაზე: ჯენევივ მატილდა პარსონსი. ჩემი დიდი ბებია — ბებოს დედა. იმ ფოტოზე გამოსახული ქალი, წითელი ტუჩსაცხითა და მზით გამთბარი ღიმილით. ბებო სულ ამბობდა, ჯიჯის ეძახდნენო. დანარჩენ ორ წიგნსაც რომ გადავხედე, იმავე სახელი აწერია. მისი დღიურებია? სხვას რაღას უნდა ნიშნავდეს? გაოგნებული შევდივარ ოთახში, კარს ვკეტავ და ლოგინზე ვჯდები, ფეხმოკეცილი. ყოველ რვეულს გარშემო ტყავის თოკი აქვს შემოხვეული. ფრთხილად ვხსნი პირველის თოკს, ვშლი ყდას და ვხედავ — დღიურია. ყოველი გვერდი სავსეა ხელნაწერი ჩანაწერებით — დახვეწილი, ქალური კალიგრაფიით. გვერდის ბოლოს კი, ყველა გვერდზე, წითელი პომადით კოცნაა დატოვებული. ის ჩემამდე დიდი ხნით ადრე გარდაიცვალა, მაგრამ მის შესახებ უამრავი ამბავი მომისმენია. ბებო სულ ამბობდა, რომ ჯიჯისგან მიიღო თავისი ველური ხასიათი და მწარე ენა. საინტერესოა, ბებომ იცოდა ამ დღიურების არსებობა? წაუკითხავს? თუ ჯიჯი მართლა ისეთივე ველური იყო, როგორც ამბობენ, მაშინ ამ რვეულებში საოცარი ისტორიები უნდა იყოს. ღიმილით ვხსნი დანარჩენ ორ წიგნსაც, ვამოწმებ თარიღებს, რომ პირველიდან დავიწყო და არ ამერიოს. და ასე გავათენე მთელი ღამე — ვკითხულობ. ყველა გვერდს. და ყოველი ჩანაწერის შემდეგ სულ უფრო მძაფრად მღრღნის უცნაური, შემაძრწუნებელი შეგრძნება. *** ქვემოდან ზარის ხმა მესმის — მკვეთრი, მოულოდნელი ხმა მაღვიძებს. ზარის ხმა სიზმარშივე ჩამესმოდა და ძლივს მივხვდი, რომ რეალობაში რეკავდა და არა სიზმარშ. თვალებს ვახამხამებ და შებნელებულ ოთახში, დაკეტილ კარს ვუყურებ. ვცდილობ სილუეტზე კონცენტრირებას, სანამ გონება საბოლოოდ არ გამოფხიზლდება. გული ძალიან მიძგერს, თითქოს ამოვარდნას ლამობსო. ცივი, მძიმე წინათგრძნობა მეღვრება მუცელში, და მხოლოდ რამდენიმე წამით გვიან ვაცნობიერებ — ვიღაცამ ან რაღაცამ სახლის შიდა კარი გაიხურა. ნელა ვიწევი ზემოთ და ფრთხილად ვძვრები საბნიდან. ადრენალინი გიჟივით მიედინება ძარღვებში. წამშიმოვხვდი სიმრიდან რეალურ კოშმარში. ვიღაც სწორედ ახლახან იყო ჩემს სახლში. შეიძლება სხვა რამ იყო — ძველი სახლების კედლები ხომ ხშირად ჭრაჭუნებენ… ან იქნებ მოჩვენებები დაძრწოდნენ. მაგრამ შიგნიდან გრძნობა მეუბნება, რომ რაღაც ცუდი ხდება — ჩემი სხეული მიყვირის, რომ ვიღაც ახლახან ჩემს წყეულ სახლში იყო. იქნებ ის იყო — ვინც გუშინ კარზე აკაკუნებდა? შეიძლება ის იყოს? განსაკუთრებით იმის თუ გავითვალისწინებთ,რომ უცნობმა თავი შეიწუხა და ერთი მილი რადიუსის ტყე გადმოიარა, მხოლოდ იმისთვის, რომ კარზე დაებრახუნა და წასულიყო? და ახლა უკან დაბრუნდა. თუ საერთოდ არც წასულა… თითები მიკანკალებს. საწოლიდან ვდგები. მობილურს ვტაცე ხელში და ფეხშიშველი, ჩუმად მივდივარ კარისკენ. ნელა ვაღებ. კარის ჭრაჭუნი არღვევს მყუდროებას. ახლა ერთდროულად მწირდება სიმამაცეც და ვინმე ვინც ჩემს კარებებს დაზეთავს, რომ აღარ იჭრაჭუნოს. მაკანკალებს , მაგრამ არ ვაპირებ ვიმხდალო და მივცე ვინმეს უფლება, ჩემ სახლში თავისუფლად იაროს. შუქის ჩამრთველს ვკრავ ხელს. რამდენიმე ნათურა ისე ცუდად ანათებს, საკმარისად, რომ სინათლის მოძრავ ჩრდილებში მოჩვენებებით დაკომპლექტებული არმია მომეჩვენოს. ნელა მივიწევ კიბისკენ, და ყოველი ნაბიჯისას ვგრძნობ, როგორ მაშტერდებიან კედელზე დაკიდებული სურათები— წარსულის ადამიანები მიყურებენ და თითქოს მეუბნებიან: "შე იდიოტო გოგო, კიდევ ერთხელ შეცდი. ახლა ნამდვილად მოგკლავენ." ფრთხილად. ზუსტად ზურგს უკან გყავს. სუნთქვა მეხუთება. უკნიდან ვტრიალდები ისე, თითქოს მართლა ვიგრძენი სუნთქვა კისერზე. არავინაა. მაგრამ ეს დედა აფეთქებული წარმოსახვა ზედმეტად ცოცხალია. კარგია ჩემი კარიერისთვის — მაგრამ ახლა? ახლა ნამდვილად არ მინდა ეგ ნიჭი მქონდეს. დამძიმებული ნაბიჯით და უკვე გაცეცხლებული, ჩავდივარ ქვემოთ. შუქს ვანთებ და სინათლე თვალს მჭრის, მაგრამ მაინც ჯობს სიბნელეს. მირჩევნია დავბრმავდე ნათურის ციმციმზე, ვიდრე ვიღაცას წყვდიადში დავიკარგო — ერთ წამს, რომ არავინ ჩანს, შემდეგ კი პირდაპირ წინ გაჩნდეს ჩემი მკვლელი. არა, მადლობა. მისაღები, სამზარეულო — ცარიელია. მოვტრიალდი და კარის საკეტს ვამოწმებ. დაკეტილია. შეიძლება ვინც იყო, უკან დაიხია და კარიც ჩაკეტა… ან საერთოდ არც წასულა. სუნთქვას ვიკავებ და უკვე შიში მავიწყდება — მხოლოდ ბრაზი რჩება. გავრბივარ სამზარეულოში, პირდაპირ იქეთ, სადაც დანებია. მაგრამ… ვშეშდები.. წითელი ვარდი. ზუსტად საჭრელთან, სამზარეულოს ბარზე დევს. თითქოს ცოცხალია, თვალებში მიყურებს და მეუბნება: მოდი, თუ გაბედავ…. ნერწყვს ხმამაღლა ვყლაპავ. ფრთხილად ვიღებ. ეკლები არ აქვს. ვიღაცამ შეგნებულად მოჭრა. რატომ? რომ თითი არ გამეკაწროს? ეს უფრო უარესია. თუ ვიღაც ღამით შედის ჩემ სახლში და ვარდებს მიტოვებს — კეთილი განზრახვა რომ ჰქონდეს, არ დაიმალებოდა. ის ცდილობს შემაშინოს. სწრაფად ვუჭერ ხელს და ვარდი ხელისგულში ვაქუცმაცე. ვარდი სანაგვეში. დანა — ხელში. ახლა მართლა გაცეცხლებული ვარ. ვინც არ უნდა იმალებოდეს აქ, ჩემი ნაბიჯების ხმაs კილომეტრზე gaigebs — და არ მაინტერესებს. არ ვაპირებ დამალვას. სისხლი მიდუღს. ვიღაც იდიოტი ფიქრობს, რომ შეუძლია ასე უბრალოდ შემოიჭრას ჩემს სახლში, იმ დროს, როცა მე ზემოთ მძინავს. და რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს ისაა — რომ ვღაც მაიძულებს, საკუთარ სახლში თავი დაუცველად ვიგრძნო. და ამის შემდეგ კიდევ ჰყოფნია თავხედობა ყვავილიც დამიტოვოს? ვითომ საიდუმლო თაყვვანისმცემელი იყოს? ვარდს ეკლები მოაჭრა — ვითომ უსაფრთხო გახადა, მაგრამ სიამოვნებით დავანახებ, როგორ შეუძლია ვარდს მოკლას, როცა ყელში ექნება ჩაჩრილი. მთელი სახლი გულდასმით შემოვიარე — პირველი სართული, მეორე… არავინაა. მაგრამ დერეფნის ბოლოს, მეორე სართულზე ერთი კარია, მთელი ჩემი ინსტიქტები მეუბნება, რომ თავი შორს დავიჭირო ამ კარისგან, რომ იქ საშიშია. ეს კარი სხვენში ადის. სხვენი ბებო ზაფხულობით დიდ დროს ატარებდა ქსოვდა და რაღაც მელოდიებს ღიღინებდა. დღესაც მელანდება ხოლმე, რომ ზემოდან მისი ხმა მოდის. მაგრამ ვერასდროს ვბედავ ავიდე და გადავამოწმო. და როგორც ჩანს, არც დღეს ვაპირებ. დამძიმებული ნაბიჯით ჩავდივარ სამზარეულოში და ჭიქა წყალს ვუჭერ ხელს. სამ ყლუპში ვსვამ — მერე თავიდან ვივსებ და ისევ. ვჯდები ბარის წინ, ძლივს გადავწყვიტე დანის დადება. შუბლზე ოფლი მომდის. ის კაცი წასულია. მაგრამ ჩმს სახლში არ შემოჭრილა მხოლოდ. ფიქრებშიც შემოიჭრა და დაიდო ბინა, ისე როგორც მას სურდა. *** — გუშინ ღამით სახლში შემომივარდნენ, — ვაღიარებ, ტელეფონი ყურთან ამოვიდე, მხარსა და ყბას შუა მოვიმწყვდიე. კოვზი კერამიკის ფინჯანში აწკარუნდა, ყავას ვურევ. უკვე მეორე ჭიქას ვსვამ, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ქუთუთოებზე კილოიანი გირები და თვალები ამ ბრძოლაში ნელ-ნელა მარცხდება. მას შემდეგ, რაც ის ტიპი წავიდა, ძილი ვერაფრით დავიბრუნე. მთელი სახლი გადავამოწმე — ყველა ფანჯარა, ყველა კარი დაკეტილი იყო. და სწორედ ეს მიმატებდა შფოთვას. აბა როგორ,შემოვიდა ან გავიდა? — დაიცა, რა თქვი? ვიღაც შენს სახლში შემოვიდა? — ჭყივის დაია. — ჰო, — ვუპასუხე. — და წასვლის წინ წითელი ვარდი დამიტოვა სამზარეულოში, ბარის თავზე. სიჩუმე. არ მეგონა, თუ დადგებოდა დღე, როცა დაია პარსონსს ენა ჩაუვარდებოდა. — მაგრამ ეს ერთადერთი არ იყო, რაც მოხდა, — ვამატებ. —უბრალოდ, მთელი ამ ღამის თავგადასავალში ეგ იყო ალბათ ყველაზე ცუდი. — კიდევ რა მოხდა? — წხმაში მოუთმენლობა შეეპარა. — გრეისონი იყო, სანამ ჩემს ყელზე თავისი ენით ხვრელის გაჩენას ცდილობდა, ვიღაცამ კარი ლამის ჩამოიღო კაკუნით. გავედით, გავიხედეთ — აღარავინ იყო გარეთ. ვფიქრობ, ჩემი ახალი ‘მეგობარი’ იყო. — ცუდად ხუმრობ, ხომ? გრეისონის ამბების მოყოლა დავიწყე, მაგრამ სეიფის და წერილების ამბავი გამოსტოვე, რადგან ეს ჯერ მე თვითონაც არ მქონდა გააზრებული, ჯიჯის დამალული სიყვარულის ამბავი. — დღეს შენთან მოვდივარ, — გამომიცხადა დაიამ. — დღეს სახლს უნდა დავალაგო, რემონტისთვის უნდა მოვამზადო,— უკვე დაღლილი ვამბობ. — მაშინ დაგეხმარები. თან დღის განმავლობაში დავლიოთ — მეტი ხალისისთვის. ღიმილი მეპარება. დაია ყოველთვის ჩემთანაა, როცა მჭირდება. საუკეთესო მეგობარი მერვე კლასიდან. სკოლის მერე სხვადასხვა ქალაქში გავიფანტეთ, მაგრამ კონტაქტი არ შეგვიწყვეტია. ერთმანეთის ნახვას მხოლოდ დღესასწაულებზე ვახერხებდით. მე კოლეჯი პირველივე წელს მივატოვე და წერა დავიწყე. დაიამ კი კომპიუტერული მეცნიერება ისწავლა, მერე რაღაც ჰაკერ ჯგუფს შეუერთდა და ახლა ნახევრად ლეგენდარული კიბერ-პანკი გმირია — მთავრობის საიდუმლოებებს ინტერნეტში ყრის. ყველაზე დიდი კონსპირაციული თეორეტიკოსია, ვინც ოდესმე მყოლია. მაგრამ ფაქტებს რომ უყრის თავს, ისე ალაგებს, ვეღარ იტყვი, რომ უბრალო ბოდვაა — ზედმეტად ბევრი დამთხვევაა ხოლმე. ყველაფრის მიუხედავად, ორივეს ისეთი სამუშაო გვაქვს, რომ თავისუფალი დრო უხვად გვაქვს. — მართლა მადლობა. მალე გნახავ, — ვამბობ და ტელეფონს ვთიშავ. თვალი დღიურების გროვას მივაპყარი, რომლებიც ბარის კუნძულზე აწყვია. პირველი წიგნი ჯერ კიდევ არ დამიმთავრებია, და მეშინია, გაგრძელების. რაც მეტს ვკითხულობ, მით უფრო მინდა, რომ ჯიჯი უარვყო. ზუსტად იგივენაირად, რამდენადაც მინდა — მის ადგილას ვიყო. წერილი 12 აპრილი 1944 ისევ დაბრუნდა, იმედი გამიცრუვდებოდა, რომ არ დაბრუნებულიყო, ჯონი სამუშაოზეა, სერაფინა კი სკოლაში. სახლი დაცარიელდა თუ არა ეგრევე გავიქეცი ფანჯარასთან, ჩემი საამაყო მომენტი ნამდვილად არაა. ამჯერად სახლში შემოვიდა, ადგილზე გავიყინე, მეშინოდა და ველოდებოდი, მის შემდეგ სვლას. როცა სახე მაჩვენა სუნთქვა დაამავიწყდა, ის მშვენიერი იყო, ლურჯთვალა, ძლიერი ყბის ძვალი და… დიდი იყო, ძალიან დიდი. ჩემამდე მოაღწია, მაგრამ მაინც არ საუბრობდა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია, ძალიან ნაზად მეხებოდა კანზე. კანკალმა ამიტანნა, მას გაეღიმა და ამ ღიმილმა ლამის გული გამიჩერა. და წავიდა, უბრალოდ წავიდა სიტყვის უთქმელად. ლამის ვეხვეწე, რომ უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ თავი შევიიკავე. ის აუცილებლად დაბრუნდება. ______________ ძალიან დამაინტრიგებელი ხდებაა... სპოილერებს არ ვიყოთ! ეს ფოტო ჩვენი მანიაკის ზუსტი ფანარტია.. ისიამოვნეთ <3 სიყვარულით, |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.