ტყუილებს მიღმა (ნაწილი 8)
-იციი?! გუშინ დაბადებისდღე მქონდა.. კაცის ნაკვთებზე მოთამაშე თითები ისე ეალერსებოდნენ ოპონენტს, კაცს მისი ყველა სიტყვა სადღაც შორიდან, საპნის ოპერასავით ჩაესმოდა, ცალი თვალი მოჭუტა ოდნავ წამოიხარა და თვალებში ჩააშტერდა -ახლა მეუბნები? -აბა როდის მეთქვა? -გუშინ.. იცოდა კაი პასუხსაც მიიღებდა , მაგრამ მოსწონდა ქალის მაკარონებივით შეკუმშული წარბები და მაინც გაურისკა. -ააა და მაინც რომელ მომენტში? სამსახურიდან წასვლაზე რომ ვაწერდი ხელს თუ მაღაზიაში "საცოლესთან" )ეს სიტყვა კარგად, მკაფიოდ გამოთქვა) ერთად რომ არჩევდი ღვინოს, ან იქნებ მაშინ ჩემი სახლის კარი უნებართვოთ რომ ჩამოიღე და იქეთ დიდგულზე იყავი? ააა ალბათ სექსის დროს უფრო ხელსაყრელი იქნებოდა ამის თქვა ასეა ხოო???! -კარგი კარგი მოდი აქ!! სიცილი ვეღარ შეიკავა და მთელი ძალით შემოხვია მკლავები, მერე ლოყები დაუკოცნა და ერთი წამით შეყოვნდა. -გილოცავ. ალერსიანი, სითბოს მომგვრელი ტემბრით მიულოცა ქალს და ტუჩები ნაზად დაუგემოვნა. ______ -ვივიიიი... სახლში ხარ?! კარები ღიაა, შემოვდივარ! -ლილუუუ -ლილუუუ ერთხმად აღმოხდა ორივეს ბაგეს და სანამ ყველანაირ სიტვაციას გონებაში წარმოიდგნდნენ, როგორღაც მოახერხა გამყრელიძემ ამხელა მთასავით კაცის ლოგინის ქვეშ შეჩურთვა.. -ოთახში ხარ? -ჰო აქ ვარ.. ფეხზე წამოვარდნილი დახვდა მეგობარს და სულ არ უფიქრია სულ შიშველი რო გახლდათ,უცებ ხალათს დაავლო ხელი და ჩაცმა ჩაცმაში მეგობარიც შემოვიდა. -მოიცაა, შენ რა ვინმე გყავდა?? -რას გულისხმობ ლილუ ვინ უნდა მყოლოდა? -სარკეში ჩაიხედე ქალო, ახალ პატარძალს გავხარ, სადარი, მალავ სადმე თუ გამასწრო უკვე? თვალი მოავლო იქაურობას, ლამის იყო კარადებიც გამოეღო და ბოლოს ლოგინისქვეშაც შემხედავი იყო, მაგრამ ვივიენი გაუნაწყენდა -კარგი რაა!! მორჩი უკვე ამ დილა უთენია რა მსჯავრდებულივით მელაპარაკები???! -ხო კაი კაიი.. ხელი ჩაიქნია და ლოგინზე წამოსკუპდა -ახალი ამბავი გაიგე ხო? ის პელენწუკა აბაშიძე ჩამობრძანდა, თავი ისე მოაქ ვითომ ტერეზა მენდოზა იყოს სამხრეთის დედოფალი... -არ ვიცოდი, თუ თვალში არ მოგდიოდა შენი დეიდაშვილის საცოლე. -მე ის უფრო მიკვირს ჩემ დეიდაშვილს სადააქ ეგ თვალები თორე... -წამო სამზარეულოში ყავა დავლიოთ და იქ მომიყევი. -წამო. მიუხედავად ყველაფრისა, იცოდა არ ესიამოვნებოდა გიორგის და იქაურობას გაარიდა, დევდარიანი მათ ქვეშ იწვა და წარბებს უფრო და უფრო ჭმუხნიდა. -გუშინ გიორგი სახლში არ მისულა.. თურმე მთელი ღამე დაგეგმილი ქონდათ, ამას მოუწყვია რომანტიკული ვახშამი, სანთლებით და მთელი ამბებით, ელოდა ელოდა, ურეკა, სამსახურში დაადგა, მის ძმაკაცებთან, ჩემთან, ყველასთან მოიკითხა და სადარი შენი გიორგი? არარიი... -რას ამბობ?! მერე?? ხო კარგადაა -ალბათ მაგ ალქაჯისგან თავის დაღწევა უნდოდა თორე სად წავიდოდა, ალბათ კიდე მამამისის საფლავზე ჩაეძინა. -არ ააკითხე? -არ უყვარს, თუ ვიცით რო იქ იქნება არ უნდა ავაკითხოთ, თორე მერე მთელი წელი არ გველაპარაკება ხოლმე -არც მისი ძმაკაცები? -თუ ვინმეს თვითონ წაიყვანს კი, თუ არა და, ჰოო არც მისი ძმაკაცები. -და შენ რა პრობლემა გაქვს ანასთან? -ერთხელ დავინახე, როგორ ეჩათავებოდა ვიღაცას ტელეფონში, არ ვიცი ვინ იყო მაგრამ რო მიხვდა რო შეილება დამენახა უცებ წაშალა ყველაფერი. -იქნებ დაქალს წერდა, ან რავიცი სულაც გიორგის. -ვიცი გიორგი როგორც უწერია, და წერტილებით ნამმდვილად არა, არც მისი დაქალები, ზუსტად ვიცი! -ჩემი აზრით უბრალოდ ამეტებ -ჩემი აზრით კიდე, ინტუიცია არ მღალატობს, თან რაღაცნაირია, მაგის გვერდით როა გიორგი მგონია რო ჩემი დეიდაშვილი არაა, რაღაცნაირად მისი იქ ყოფნა მაცილებსთქო ასე მგონია -აჰაა, ახლა უკვე გასაგებია, ვიღაცა საშინლად ეჭვიანი და ეგოისტი ყოფილააა... -კაი რაა.. კიდევ ისაუბრეს რაღაცეებზე, ბოლოს ლილუმ, ახლა წავალ ჩემს ნახატებს უნდა მივხედო თორე ეს განტვირთვა კიარა უკვე ზარმაცობააო და მალევე წავიდა.. გამყრელიძემ გააცილა თუ არა მისი ოთახისკენ გაეშურა, კარი შეაღო და ახლა უკვე ლოგინზე არხეინად წამოსკუპებული, წარბ-შეკრული დევდარიანის სილუეტი დახვდა ოთახში. -აბა რაოოო? რატო არ მევასება ჩემი დეიდაშვილის საცოლეოო?? შეუფარავი ინტერესით იკითხა... -უბრალოდ ეგოისტობს, გონია რო შენ თავს ართმევს.. -მერე მეტყვი, პატარას ნუ ეძახიო. მივიდა ცალ მხარზე თავი დაადო და თვალები მინამა. -უნდა წავიდე.. -ვიცი! ______ ბევრი კითხვა ქონდა, მაგრამ პასუხების მისაღებად ყველაზე მინიმუმ, უნდა დაესვა მაინც ეს კითხვები, მაგრამ რატომღაც არ თვლიდა საჭიროდ, თითქოს თავისივე თავი პასუხობდა თითოეულს და მტკიცედ ქონდა გადაწყვეტილი მათი უტყუარობა, 1საათის წასული იყო მისი სახლიდან და ტანჯავდა ყოველი წამი მის გარეშე, არ თვლიდა რომ უყვარდა, თვლიდა რომ იზიდავდა, თვლიდა რომ ავსებდა, მოსწონდა მისი თავი ამ კაცის გვერდით, მაგრამ საქმე უფრო სხვა რამეში იყო, ახლა სამსახურეობრივი მოვალეობა აღარ ეკისრა, ეთამაშა ამ კაცის გრძნობებზე, რამე თუ საკუთარზე, ახლა იაზრებდა რომ მისი საცოლე უბრალო დაბრკოლება კიარა, პირველი ქალი იყო მისი კაცის ცხოვრებაში და ეს ფაქტი თრგუნავდა, ეჭვიანობით არ ეჭვიანობდა უფრო თავისი თავი ებრალებოდა, ერჩივნა სამსახურისთვის დაებრალებინა ყველაფერი, მაგრამ საზღვრებს უკვე დიდი ხნის გაცდენილი იყო... იმ დღესვე ადგა, ბარგი ჩაალაგა და წავიდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.