შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილებს მიღმა (ნაწილი 7)


10-06-2025, 01:09
ავტორი Butterfly7
ნანახია 271

დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა, სამსახურიდან რეკავდნენ.

-ვივიან ვიცი რომ გუშინ ვილაპარაკეთ და წასვლაზე შევთანხმდით, მაგრამ ამ ერთხელაც შემოგვიარე საბუთზე ხელი გაქვს მოსაწერი წასვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან სტაჟირების პროცესს გადავახტით და ვერც კონტრაქტის დადება მოვახერხეთ, ხელმოწერა უბრალო ფორმალობად ჩათვალე.

-კი ბატონო, მოვემზადები და გამოვალ.
ტელეფონი გათიშა, გაიაზრა რომ დევდარიანის ნახვის შანსი ეძლეოდა, ალბათ ბოლოჯერ, მაგრამ თავს ჯიუტად აჯერებდა რომ მხოლოდ საბუთზე ხელის მოსაწერად მიდიოდა.

მივიდა, იცოდა რომ კარებში არ შემოეგებებოდა, მაგრამ იმედოვნებდა მაინც, რომ ერთ შენობაში იყვნენ, ეგონა იცოდა წასვლას რომ აპირებდა და ოდნავ მაინც შეეცდებოდა მის დატოვებას მაგრამ ასე არ მოხდა, ლიფტის ყოველ გაღებაზე აპარებდა თვალს, ბოლოს გრძელი და დამღლელი საუბრის შემდეგ, თუ რით იყო უკმაყოფილო და ასე მალე რატომ მიდიოდა, იქნებ რაიმეთი ხელი შეეწყოთ და ბლა ბლა ბლა.... ლაპარაკის მერე კარი გამოიხურა და ოფისი სამუდამოდ დატოვა...

იცოდა რომ უნდა წასულიყო და ნომერი შეეცვალა, მაგრამ კარფურში ტკბილეულების ყიდვა ამჯობინა, მაღაზიებში სიარული მისი ჰობი იყო, როცა დრო ქონდა, ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში მიდიოდა და პროდუქციების განყოფილებაში, საათობით ჰყოფდა დროს, ღვინის სექციას რომ მიუახლოვდა და მისი საყვარელი ქინძმარაულის ბოთლი ზემოდან გამოაძრო, მასზე მეტი ბედნიერი აღარავინ ეგულებოდა, ის იყო კალათაში უნდა მოეთავსებინა, რომ ვიღაცის მზერა იგრძნო თავი აწია შესამოწმებლად, ის იყო.. თითქოს დრო გაჩერდა, მისი თავი ფიქრებმა წალეკა ალბათ ერთ-ორ სიტყვასაც მოაბავდა თავს რომ არა..

-საყვარელო, ხომ გითხარი აქ იქნებათქო, აი ვიპოვე ჩვენი საყვარელი ღვინო...
თვალმა წამის მეასედში ალბათ ხუთასჯერ მაინც შეანელა კადრი, ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს, როგორ ნჯღრევა-ნჯღრევით, მოპოვებული ჯილდოსავით მიაქანებდა წაბლისფერთმიანი, ჭორფლიანი გოგონა მამაკაცისკენ თეთრი ღვინის ბოთლს,
ვივიენი მიხვდა რო ძირს უვარდებოდა მისი ქინძმარაული ხელებში ძალა გამოცლილს და ისღა მოახერხა რომ კალათისენ მიემართა, ხმაური მაინც გამოიწვია, გოგონა რაღაცას მიხვდა...

-იცნობთ ერთმანეთს?
ურცხვად და მოურიდებლად იკითხა, თითქოს ასეთი უხერხული სიტვაცია საერთოდაც არ ყოფილიყო ან თუ იყო ვერ ამჩნევდა მაინც

-ჩემი თანამშრომელიაა... ჩაახველა და ისე აღმოხდა სიტყვები მამაკაცს

-ვივიენ როგორ ხარ?

ჯანდაბა! როგორ ბედავდა?! მხოლოდ ეს ორი სიტყვა მოსდიოდა თავში, როგორ ბედავდაა!

-კარგად, ბატონო გიორგი, აქ ნამდვილად არ გელოდებოდით, გამიკვირდა, თქვენ ალბათ ქალბატონი ანა იქნებით, ძალიან სასიამოვნოა, მთელი ოფისი თქვენითაა შეპყრობილი იმ სიურპრიზის შემდეგ რაც ბატონ გიორგის მოუწყვეთ.
ვერ დაუკარგავ, სიტვაციიდან გამოძრომა ყოველთვის ეხერხებოდა.

-გამარჯობა, სასიამოვნოა, დიახ ასე მოხდა, მის გარეშე წუთითაც ვერ ვძლებ არამც თუ მთელი თვე, ავდექი და დედაჩემს ვაიძულე რომ ნაადრევად ჩამოვსულიყავით, თან ქორწილი ჩემს გარეშე ვერ დაიგეგმება, ხომ ხვდები...
სხვა დროს სხვა სიტვაციაში ალბათ, მოეწონებოდა კიდეც, მაგრამ ახლა მისი ყოველი სიტყვა ისე აღიზიანებდა, თან იმდენს ლაყბობდა, დანა რომ თან ქონოდა ენას მინიმუმ წააჭრიდა.


-მესმის დიახ, სულ ესეთი ბედნიერები მენახეთ, ახლა უნდა წავიდე, ალბათ კიდევ შევხვდებით.
კიდევ ერთი წუთი და მის ნამდვილ სახეს გამოაჩენდა..

-აუცილებლად, სხვაგან თუ არა ქორწილში მაინც, მთელი სტაფი ხომ დაპატიჟებულია...
ტანში გაცრა, ერთსაც და მეორესაც, მაგრამ ერთმა იცოდა, რომ სტაფის წევრებს აღარ მიეკუთვნებოდა, მეორემ არა!

-ნახვამდიის...


______
მთელი ბოთლი უკვე ჩაცალა, ამდენი ბოლოს როდის დალია მართლა ვერ იხსენებდა, ან უბრალოდ ზუსტად იმიტომ მოეკიდა ასე, რომ არ სხვავდა ხოლმე, ერთი სიტყვით დათვრა, ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და დარეკა, ერთი, ორი, სამი ზარი და მეორე მხრიდან არავინ პასუხობდა, ტელეფონი გაბრაზებულმა მოისროლა კედლის ბოლოში, და კურთხევაც ზედ მიაყოლა, ცოტაც და ჩაეძინებოდა, შეიძლება ეძინა კიდეც უკვე, უცებ კარების ბრახუნის და ზარის ხმამ ერთად გამოაფხიზლა, შეშინებული წამოხტა ფეხზე, და კარებისკენ ფეხაკრებით გაემართა, მთელი გულით აინტერესებდა ვინ იყო, თორე ალბათ ფეხზეც არ ადგებოდა, გაიხედა თუ არა ჭუჭრუტანაში, ვის ნახავ უკეთესს, კარი აუჩქარებლად შეაღო.

-აქ რას აკეთებ?!

-სამსახურიდან რომ წახვედი, ჩემთვის არ უნდა გეკითხა, ან მინინუმ ღირსად მაინც არ უნდა ჩაგეგდე, რომ მცოდნოდა??!

-კი, თუ გადმორეკვის ხელოვნებას დაეუფლებოდი!
კაცმა ტელეფონის ძიება დაიწყო, თუმცა უშედეგოდ

-ალბათ ოფისში დამჩა, ისე გავბრაზდი შენი საბუთები რომ შემომიტანეს ხელმოწერილი, არც დავკვირვებივარ ისე გამოვვარდი!
ფეხი ზღრურბლს შიგნით შედგა მამაკაცმა და მაშინვე იგრძნო ალკოჰოლის მძაფრი სურნელი, როგორ უღიტინებდა ნესტოებთან

-მთვრალი ხარ?

-მთვრალი ვაარ!

-დალიეე???

-არა კათეტერი დავიდგი, რა კითხვებს სვამ? ან აქ რას აკეთებ საერთოდ, შენი ცოლი შენს გარეშე წამითაც ვერ ძლებს, თუ რაო როგორ მითხრაა?!

-გეყოფა!

-მეყოფაა?? მეყოფა არაა? გაა*ვი ჩემი სახლიდან! სწრაფად! გააააა*ვიიი!!!
ყვიროდა და კაცს ისეთი სიმძლავრით ურტყამდა მუჭებს, სხვა ნებისმიერს იქვე ჩაკეცავდა, მაგრამ დევდარიანი ურყევად იდგა, ყველა დამცირებას იტანდა და ფეხის მოცვლას არც აპირებდა

-მორჩი?

-მეზიზღები, დასანახადაც კი ვერ გიტან, ნუთუ ერთი სიტყვა არ უნდა დაგცდენოდა? ერთი! მხოლოდ ერთი სიტყვა, ამის შესახებ??? ახლა კიდე მოდიხარ აქ, წარბ-შეუხრელი, წინ მიდგახარ და ჩემგან ითხოვ ახსნა-განმარტებას, არ გრცხვენია მაინც? წადი გთხოვ წაა...
ეს იყო და მისი პატარა სახე დევდარიანის დევივით ხელებში მოექცა, მისი სიტყვა კი კაცის ბაგემ გაწყვიტა და შეწინააღმდეგების გაწევის მიუხედავად, დანებება მოუწია გამყრელიძეს, ჯერ ტუჩები დაუკოცნა, მერე მარილიანი თვალები, ლამაზად გამობზეკილი ძუძუს თავები და მანამ არ მოისვენა სანამ ერთ მთლიანობად არ იქცნენ, რიტმული ბიძგები და ქალის ყრუ კვნესა ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს, ისევე როგორ მათი სხეულები.
თითქოს ქალი მეტად გათამამდა, კაცი ქვემოდან მოიქცია და მარჯვენა ხელი სახიდან ჭიპამდე ჩაისრილა, კაცი მეტად გახელდა, წამოიწია გვერძე გადააგდო, შეატრიალა ცალი ხელით ისევ თმებში წვდა და არც დააყოვნა კულმინაციამ, დაქანცული სხეულები ერთმანეთს ჩაეხუტნენ და უსიტყვოდ გადაწიეს ეს ღამეც.
თუმცა მეორე დილა კარგს არაფერს იუწყებოდა....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent