შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბრალია (გაგრძელება)


23-06-2025, 02:22
ავტორი lillianna
ნანახია 1 246

ორი წლის წინ


საბა ერისთავი საკუთარი კაბინეტის თეთრი დიდი ვიტრინადან უქცერდა შენობიდან გასულ ანა ცეცხლაძეს , ცალ ხელში მობილურის ანთებული ეკრანიდან უცნობი ხმა საუბრობდა თუმცაა მამაკაცის ფიქრები ახლა იმ ქალს მიჰყვებოდა რომელსაც საცაა შუქნიშანი უნდა გადაეკვეთა , თითქოს აღელვება უნდა დასტყობოდა მაგრამ არა ! მაღალქუსლიანებზე ისე მოხდენილად მიაბიჯებდა, გრძელი ყელიდან თმა თხეელ მხრებზე გადმოუშვა , ფრთხილად გაიხედა მარჯვნივ მანქანების კოლონასკენ და სანამ სიარულს განაგრძობდა კიდევ ერთხელ ახედა უზარმაზარი შენობის ვიტრინას

-ბატონო საბა გესმით?

-……
საბა ერისთავის ფიქრების ავტორი ამ მომენტში მხოლოდ ანა ცეცხლაძე იყო, გაუჭირდა მზერის არიდება , თითქოს ანამაც შეხედა , კიდევ ერთხელ , ზიზღით

-გინდოდათ რამე ბატონო საბა ?

-აამ დავით ერთ საათში ჩემთან მოდი, მანამდე გამირკვიე სად მუშაობს , სად ცხოვრობს , რას საქმიანობს აბსოლიტურად ყველაფერი ანა ცეცხლაძის შესახებ , პირად მონაცემებს სმსად მოგწერ ! ნახევარ საათში უნდა ვიცოდე მის შესახებ ყველაფერი!

-გასაგებია….


სამუშაო დღის ბოლოს ტელეკომპანიის შენობიდან თეოსთან ერთად გამოვიდა, მთელი დღის ემოციები წესით ანას უნდა გაეზიარებინა მისთვის , მაგრამ როგორც ყოველთვის პირიქით ხდებოდა

-ღმერთო ალბათ ვერასდროს გავბედავდი

აქოშინებულმა ჩამოიარა გრძელი კიბეები, ანა ფრთხილად მოაბიჯებდა , გრძელი საქაღალდით ხელში

-კარგი რა თეო

-მოიცა თუ ასე მშვიდად იყო, ხომ შეიძლება..
შეჩერდა , ანას მოახლოებას დაელოდა

-მეგობარო , ხელი ხელზე დაადო -ხომ შეიძლება რაიმე არასწორად გახსოვდეს ? დარწმუნებული ხარ რომ… როგორ ვთქვა

-თეო გთხოვ…

ანას წინ ორი წამის წინ გაჩერებულმა შავი ფერის ტოიოტამ მიიქცია გოგონების ყურადღება , საქარე მინა დაიწია თუ არა საბა ერისთავის სახეც გამოჩნდა , არც აცია არც აცხელა მამაკაცმა , ხელით ანიშნა მძღოლს აქ გააჩერეო
სანამ ანა სიტუაციაში გაერკვეოდა ბიჭი უკვე მის წინ იდგა

-შეიძლება გავისაუბროთ?

ანას შემდეგ მზერა თეოზე გადაიტანა , თავაზიანობის ნიშნად მასაც დაუკრა თავი

-როგორ გაიგე, თუმცა რას გეკითხები
ჩაეცინა ანას

-რამდენიმე წუთს წაგართმევ შენი ნებართვით

-ანა საქმე გვაქვს რომ ვაგვიანებთ?

-თუ გინდა აქვე ვისაუბროთ
ისევ ჩაერია გოგინების დიალოგში საბა

ანა თეოსკენ შეტრიალდა , საქაღალდე რომელიც ხელში ეჭირა მას გადააბარა , ოდნავ მოშორებით გაიყვანა

-სახლში წადი , მალე დაგირეკავ

-გაგიჟდი? მარტო დაგტოვო?

-თეო წადი , ნუ გეშინია არაფერი დამემართება აწი უკვე შემიძლია თავის დაცვა

-წიწაკის სპრეი მაინც გიდევს ჩანთაში ?

ანამ წარბები შეკრა

-კარგი ხო , ლოკაცია გაზიარებული გქონდეს მობილურში იცოდე !

თეოს წასვლის შემდეგ მოახერხა სანამ ტოიოტას მიმართულებით დაიძვრებოდა ღრმად ამოესუნთქა

-ჩემს დასაშინებლად თუ მოხვედი …

-რა სისულელეა!

-აბა ?

-მასაც უთხარი თითქოს შენზე ვიძალადე ?

-ეგ შენი საქმე არ არის , ამდენი დრო არ მაქვს და პირდაპირ საქმეზე გადადი!

მამაკაცი ზურგით ჯერ კიდევ მანქანაზე იყო მიყრდნობილი, ხელები ჯიბიდან ამოუშვა და ანასკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი

-ჩაჯექი , აქ ვერ ვისაუბრებთ


საბას მანქანის კარი უკვე ხელით ეჭირა

-ლოკაცია ხომ გაქვს გაზიარებული რისი გეშინია , ჩაჯექი და გპირდები იმ ღამის შესახებ ყველაფერს გეტყვი

-თითქოს შეიძლებოდეს შენნაირი ადამიანის დაჯერება

-მოკლედ

თავად მოთავსდა უკანა სავარძელზე

-შენი გადასაწყვეტია , თუ გინდა სიმართლე იცოდე მზად ვარ !


კარის დახურვას აპირებდა როცა ანას ხელმა შეაჩერა

გოგონა იმ კაცის გვერდით იჯდა რომელიც ყველაზე მეტად სძულდა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა არ უკითხავს სად მიდოდნენ , არც შიშს გრძნობდა , არც დაძაბულობას

ავტომობილი ქალაქის გარეუბანთან გაჩერდა, საბამ მძღოლს ანიშნა ხელით გადადიო და მასაც დიდი დრო არ დასჭირვებია რომ გაუჩინარებულიყო

-გისმენ!

თვალი თვალში გაუყარა ანამ

მამაკაცი წელში გასწორდა , ჰალსხუტი ხელით ოდნავ მოუშვა , თითქოს იხრჩობაო , პიჯაკის გახდა რომ დაიწყო ანა შეკრთა

-ნუ გეშინია …

-საკმარისი ძალა მაქვს რომ მოგკლა ამიტომ დროზე დაიწყე!

-სწორად გახსოვს ყველაფერი, მე ვიყავი ის ვინც შენზე იმ ღამით….
საუბარი ვეღარ განაგრძო, ანასთვის მოულოდნელი არ ყოფილა , არც იმედი ჰქონია რომ მოვლენები შეიძლებოდა სხვაგვარი ყოფილიყო

-მე ვარ ის ადამიანი ვინც შენზე ძალა გამოიყენა , ამას ალბათ არასდროს არავის ვეტყოდი გუშინ თავიდან რომ არ მენახე , რა თქმა უნდა არ დაიჯერებ მაგრამ …

-გული მერევა

-მეორე დღესვე მინდოდა სიმართლის თქმა ,
არ ვიცი რატომ , წყეულ
ნარკოტიკზე შევჯექი დაახლოებით 16 წლის ასაკიდან , არ ვიცოდი რას ვაკეთებდი ანა , არც ის ვიცი რატომ მანდამაინც შენ….

შეჩერდა

-უფრო სწორედ მაგას ვხვდები მაგრამ …. მინდოდა , მთელი ეს წლები ვნანობდი რაც გაგიკეთე

-სინანულის ძალიან უცნაური გამოხატულებაა

-იმ წყეული ღამის შემდეგ მამაჩემთან მივედი , ყველაფერი ვუთხარი რაც მოხდა , რაც გავაკეთე, შენი სახელი
და გვარი ვიცოდი მხოლოდ , ესეც
ვუთხარი , ვთხოვე პოლიციაში წავეყვანე ღმერთს ვფიცავ

-იქნებ იმ ორი გოგონას სახელიც გეთქვა

საბამ პირველად გაბედა ანასკენ გაეხედა

-მათთან არაფერი მაკავშირებს , აზრზე არ ვარ , მე არ ვყოფილვარ , არ ვიცი რატომ ვამბობ მეც არ დავიჯერებდი შენს ადგილას მაგრამ მე არაფერი ჩამიდენია, როგორც კი მივხვდი, როცა გავაცნობიერე რა გავაკეთე იმ წყეულ ოთახში დაგტოვე და წავედი…ისიც მახსოვს როგორ მთხოვდი გაჩერებას , ჩემი ყველა ბინძური სიტყვა მახსოვს

დიდი თავშეკავების მიუხედავად მაინც წამოუვიდა ანას ცრემლები

-ერთი სიტყვისაც არ მჯერა რასაც სინანულის შესახებ ამბობ! მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამ !

ცრემლები უხეშად მოიწმინდა

-რატომ მოგინდა მანდამაინც დღეს ამ ყველაფრის თქმა

ისევ გაუსწორა მზერა მამაკაცმა

-ყველაფერი თავიდან გამახსენდა, როცა ჩემს ოფისში შემოხვედი, თითქოს… თითქოს ვერც დაგივიწყე. სინამდვილეში ყოველთვის მინდოდა სხვა შანსი მქონოდა შენთან საურთიერთოდ ანა!

-ავადმყოფი ხარ ! ახლა ვხვდები, ღმერთო აქ რას
ვაკეთებ საერთოდ რატომ გისმენ !

ხელჩანთა გულთან მაგრად მიიბჯინა და ცალი ხელით ავტომობილის კარი გამოაღო, ცივი ჰაერის შეხებამ ოდნავ გამოაფხიზლა

-არ ვიცი რა დამემართა როცა დაგინახე ანა!
ხელი ფრთხილად გააპარა გოგონას მაჯისკენ , ანამ სწრაფი რეაქციით მოახერხა მამაკაცის შეხებას გაქცეოდა თუმცა არც ასე უბრალოდ გაქცევა და წასვლა სურდა , საბას ამღვრეულ თვალებს ზიზღიანი მზერა კიდევ ერთხელ შეაგება და გადასვლის წინ სახეში შეაფურთხა

-გული მერევა როცა სახეში გიყურებ! არასდეოს არავის შემძულებია ცხოვრებაში ასე ძალიან

-ანა !

ხელით მოიწმინდა სახეზე აღბეჭდილი შეურაცხყოფის კვალი მამაკაცმა

-ყველაფერს დავამტკიცებ ადრე თუ გვიან ! მაგრამ მანამდე თუ ჩემს სიახლოვეს კიდევ გნახავ სამართლის აღსრულებას აღარ დაველობი!

კარი მთელი ძალით მოიქნია , არც ქარი აბრკოლებდა, თმა მთლიანად სახეზე ეფინებოდა მაგრამ ერთ წამსაც აღარ შეეძლო გაჩერება , უკან არ მოუხედავს , მანამ სანამ მთავარ გზაზე გამოსულმა ტაქსი არ გააჩერა !




ჩვეულ დროზე თითქმის ორი საათით ადრე დაბრუნა იოანე სახლში , კარის შეღებისთანავე ხალიჩიდან თვალი ჭყიტა ნილამ , რომელიც თითქმის ერთი წლის უკვე იყო

-მამი

მის ფეხებთან მობობღებული გოგონა ხელში სწრაფად აიყვანა და წამში დაუცონა ფაფუკი ლოყები

-იცი როგორ მომენატრე მა?

მკლავზე გადაწვებილი გოგონა სიხარულისგან ფხუკუნებდა , იონე კი ყელში უტოვებდა კოცნებს

-ვგიჟდები შენს სუნზე პატარა ქალო!
კოცნით რომ გული იჯერა მისაღებში მდგომ ნანას გაუსწორა მზერა
-ბოდიშით ნანა , ვერც მოგესალმეთ

-რას ამბობთ

-აბა როგორ იქცეოდა ჩემი გოგო?

კიდევ დაუკოცნა სახე შვილს

-მშვენივრად , ეს არის რომ წვნიანი არ ჭამა ბოლომდე

-არაუშავს მამას გავს

გაეღიმა იოანეს

მიიხედ მოიხედა , ანას ყოფნა რომ ვერ შენიშნა ისევ ძიძას მიუბრუნდა

-ანა არ არის ?

-ორი საათის წინ გავიდა ბატონო იოანე

-ნანა ბატონოს გარეშე რამდენჯერ შევთანხმდით ამაზე

ქალს თბილად გაუღიმა და გვერდი აუარა , ნილა ისევ ხალიჩაზე მოათავსა საყვარელი სათამაშოთი ხელში , პიჯაკი დივანზე გადადო

-ორ წუთში მოვწესრიგდები და გაგიშვებ კარგი?

-მე არ მეჩქარება , ოჯახში მაინც არავინ მელოდება , მირჩევნია ნილასთან ვიყო

-დასვენება ყველას სჭირდება ნანა , ორ წუთში დავბრუნდები

სანამ ოთახში გავიდოდა შარვლის ჯიბიდან მობილური ამოიღო ანასთან რომ დაერეკა .


…..

-ესეეგი გადაწყდა ? იოანე აპირებს საბა ერისთავთან თანამშრომლობა დაიწყოს ?

-აპირებს !
ნერვიულად მოსვა წყალი

-ანა შენ ამას დაუშვებ?
გოგონას წინ ჩამოჯდა თეო

-რა ვქნა ? სიმართე რომ ვუთხრა იოანეს დავღუპავ თეო, მოკლავს ერთი წამიც არ დაფიქრდება , მერე ? ნილა? როგორ იცოცხლებს ნილას გარეშე

-ხო მაგრამ გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს დაარწმუნე რომ არ ღირს თანამშრომლობა

-გგონია არ ვცადე ? ამბობს რომ ამდენ თანამშრომელს უსამსახუროდ ვერ დატოვებს , რომ ერთადერთი გზაა კომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანისთვის

ისევ მოსვა წყალი საუბარის გაგრძელება რომ შესძლებოდა

-ნერვები მეშლება რა ! წამოდგა თეო

-და საბას რაღა უნდა ? მან მაინც ხომ იცის ვინ არის იოანე

ანას ტანში ჟრუანტელმა დაუარა

-არ ვიცი თეო არ ვიცი!

-შენი აზრით?
თვალებში შეხედა მეგობარს

-იქნებ ისევ აგიკვიატა როგორც მაშინ როცა გაიგე ვინც იყო და მასთან მიხვედი

-მაგრამ მას შემდეგ ხომ ორი წელი გავიდა

-და არ გახსოვს რეებს აკეთებდა ? მაშინაც წინაამდეგი ვიყავი რომ გენახა , შენი აზრით 7 წლის წინ მომხდარ ფაქტს ვინმე გამოიძიებდა ? ეხხხ მეგობარო ვიცი საშინელება გადაიტანე ვიცი დრო ვერ შეგიხორცებს ამ იარას მაგრამ…. ყოველთვის იმ აზრზე ვიყავი რომ არ ღირდა ქექვა

მრგვალ მაგიდაზე დადებული მობილურის ეკრანი აინთო

-იოანეა უნდა წავიდე

ფრთხილად წამოდგა ანა

-ნუ გეშინია , იოანეს იმდენად უყვარხარ ყველაფერს მოერევა შენთან ერთად !

მეგობარს გადაეხვია თეო.


სახლში დაბრუნებულს ნილა უკვე დაბანილი და ჩაძინებული დახვდა , ბავშვის ოთახის კართან ჩუმად მდგარი უცქერდა მამა შვილს

იოანემ ტუჩთან თითის მიტანით ანიშნა ჩუმადო და ფრთხილად წამოიწია

-ამ წამს ჩაეძინა

-გაგაწვალა ?
ბიჭმა ოთახის კარი ჩუმად გამოხურა

-სულაც არა ! უთხრა ცოლს და საკოცნელად დაიხარა

-მომენატრე !

-მეც

კოცნას კოცნითვე უპასუხა ანამ

სანამ იოანე ჰკითხავდა თავად უთხრა თეოსთან ვიყავი და საუბარში დრო გამექცაო.
მთელი საღამო ცდილობდა დაძაბულობა არ შეტყობოდა მაგრამ საკმარისად იცნობდა იოანე , ვახშმობის დროს მაინც ჰკითხა რამდენჯერმე კაცმა რამე ხომ არ გაწუხებსო

-იოანე დარწმუნებული ხარ რომ საბა ერისთავთან საქმის დაჭერა ღირს?

ნერვიულად აათამაშა ჩანგალი

-არა დარწმუნებული არ ვარ მაგრამ გამოსავალი არ მაქვს ამ ეტაპზე , ანა რამე იცი ? რატომ ფიქრობ რომ არ ღირს , თუ რამე იცი მაგ ადამიანზე მითხარი

დაჟინებით შეხედა მამაკაცმა

-მე რა უნდა ვიცოდე

სახე მოარიდა გოგონამ

-მე რავიცი , კარგი ჟურნალისტი ხარ ინებ წარსულში გქონდა რაიმე შეხება

-არანაირი!

მოკლედ მოუჭრა და საკუთარი თეფში ნიჟარისჯენ წაიღო
ეჭვის თვალი გააყოლა მამაკაცმა

-უბრალოდ გული ცუდს მიგრძნობს

სამზარეულიდან გაახმოვანა საკუთარი ეჭვი ანამ

იოანე წამოდგა , თეფში მანაც წაიღო ონკანისკენ , ანა ზურგით იდგა როცა იოანეს სუნთქვა ყელთან იგრძნო , მამაკაცმა გრძელი მკლავები გოგონას ზემოდან შემოატარა და თეფში ნიჟარაში მოათავსა

-ნუ ნერვიულობ , შენს ქმარს ჭკუაში ვერავინ აჯობებს ანა!

ყელზე ცხელი ტუჩები შეახო ბიჭმა

-საძინებელში დაგელოდები!
იოანეს ჩურჩულზე მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა.





თანამშრომლობის ნიშნად კონტრაქზე ხელის მოწერა იოანეს რესტორაში საზეიმოდ გადაწყდა , ყველა შესაძლო მიზეზი მოიფიქრა ანამ რომ არ წასულიყო მაგრამ იოანე არანაირ არჩევანს არ უტოვებდა!

საღამის შვიდი საათისთვის თითქმის მთელი კოლექტივი რეატორანში შეიკრიბა

-ეს ზეიმი რა საჭირო იყო?
თეოს გვერდით იდგა ანა
-ნერვები მეშლება არაფრის გაკეთება რომ არ შეგვიძლია !
სანამ ანა რამეს იტყოდა შენიშნა როგორ დაეკარგა სახეზე ფერი თეოს
- კარგად ხარ ?
- მე კიარა შენ უნდა იყო კარგად
მზერა არ მოუშორებია თეოს მათკენ მომავალი ადამიანებისთვის
- ვიზ უყურებ?
- არ მიიხედო ! სანამ შებრუნდებოდა უკან მოახედა მეგობარი. -იოანე მოდის საბასთან ერთად , ანა იცოდე არაფერი შეიმჩნიო თორემ ყველანი დავიღუპებით

მთელს ტანში იგრძნო ანამ პულსის აჩქარება
-ღმერთო მიშველე გთხოვ
ჩაილაპარაკა სანამ იოანეს ნაბიჯებს ახლოს იგრძნობდა

-ანა ! ვიღაც უნდა გაგაცნო!
საუკუნე მოანდომა სანამ მობრუნდებოდა
იოანე მოუახლოვდა მისი ხელი ხელში დაიჭირა და ლოყასთან აკოცა

-საყვარელო გაიცანი , საბა ერისთავი! ჩემი მომავალი პარტნიორი

საბას მომღიმარ თვალებთან მზერის გასწორება გაუჭირდა , გული უფრო აუფრილდა

-სასიამოვნოა ანა !
მამაკაცმა გადმოდგა პირველი ნაბიჯი მისკენ , მარჯვენა ხელის მტევანს ანამ საკუთარი თხელი თითები შეაგება



№1 სტუმარი Nana

როგორ გამიხარდა თქვენი დაბრუნება, მიყვარს ეს ისტორია
იმედია აღარ დაიკარგებით

 


№2 სტუმარი Ana

როგორ გამიხარდაა ❤️
ახალი ჩახლართული ამბები გველის, ანას სიმართლე უნდა ეთქვა , კიდევ ერთი შეცდომა აქ დაუშვა

უკვე აღარ მახსოვდა ეს კარგი ისტორია
დავიბენი , ანას ამბავი მაღელვებს
იოანე მადარდებს !

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

როგორ გამიხარდა გაგრძელება ,წარმატებები და გელოდებით????

 


№4 სტუმარი სტუმარი ელენე1511

ძალიან მწყდებოდა გული დაუმთავრებელი რომ იყო, მიხარია, რმ დაბრუნდით, ისევ განმიახლდა ძველი ემოციები და ხელახლა წავიკითხე, დაგელოდებით სიამოვნებით, გაგრძელების მოლოდინით,მადლობა

გააგრძელეთ რააააა

 


№5 სტუმარი ლეკა

გამარჯობა,ველოდებოდი დაბრუნებას,გამიხარდა ძალიან.როდის იქნება შემდეგი თავი? და ცოტა უფრო დიდი თავის მოლოდინი მაქვს))) არ არის საკმარისი:**წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent