შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის მალამოები I


2-07-2025, 05:24
ავტორი Magdalena Bolkvadze
ნანახია 168

“რამდენსაც ვკარგავთ ორი იმდენს ვპოულობთ მთავარია ნაპოვნს გავუფრთხილდეთ”

ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიწერია , არ ვყოფილვარ გულწრფელი და არ მისაუბრია ჩემ თავთან . არ მისაუბრია უბრალოდ თორემ ფიქრით? ფიქრით იმდენს ვფიქრობ რომ მინდაა ცოტა ხანი გამოვეთიშო მთელ სამყაროს ყველაფერზე ვფიქრობ ამ ბოლოს , ძალიან დიდი ქაოსი მაქვს თავში , არეული კარადასავით არის ჩემი გონება არ ლაგდება და არ ლაგდება .
შიშები მაქვს …
შიში იმის რომ ვინც მთელი სულით და გულით მიყვარს ერთ დღესაც გავიღვიძებ და აღარ მეყოლება , აღარ დაიწყება დილა მისი დილამშვიდობისათი , დაღამდება და მისი ტკბილი ძილის გარეშე დავიძინებ.
აღარ ინათებს ჩემს ცხოვრებაში ისე როგორც ანათებდა . შიში მაქვს იმის რომ სხვისი ერქმევა და ერთ დღესაც სხვასთან ვნახავ . სხვას ჩაკიდებს იმ ხელს რომლითაც ჩემს ხელს იჭერდა, სხვას დაუკოცნის თვალებს ისე როგორც მე მიკოცნიდა , მოხვევს წელზე ხელსს მჭიდროდ და აგრძნობინებს იმას რასაც ერთ დღეს მე განმაცდევინებდა…. და ეს იქნება ყველაზე ცუდი რამ რაც თუ ოდესმე მიგვრძნია…
ჩემი ამ უაზრო პანიკებით ამ უაზროო წუწუნით და საშინელი ხასიათის გამო არავის აღარ უნდა ჩემი ატანა , ყველას შევაძულე თავი , რატომ ხდება ეს ყველაფერი არ ვიცი , ვერ ვხვდები , დეპრესია მაქვს? აქამდე ვიძახდი ვითომ რომ დეპრესია ვიცი რაც არის თქო და თურმე არ მცოდნია რა არის .
ჩემსს მდგომარეობას რა ქვია არ ვიცი , რაიმე დაავადება? ნერვული აშლილობა ? ხალხისადმი სიძულვილი ? თუ შიში იმის რომ ადრე თუ გვიან ვინც საუკეთესოდ მიგააჩნია გადის დრო და არაფრად აღარ მიაჩნიხარ? არ ვიცი ჩამოთვლილთაგან რომელ მდგომარეობაში ვარ მაგრამ ყველა ერთად რომ შევკრიბოთ და დავარქვათ ამ ყველაფერს ასე ვიტყოდი “თავიდან ფეხებამდე ნეხვში ვარ”
საკუთარი თავი ასე არასდროს მძულებია , დედამიწაზე არ არსებობს არც სულიერი და არც უსულო ისე რომ მეზიზღებოდეს როგორც ჩემი თავი , 20 წლის ვხდები , 10 და 10 , ათი წელი და კიდე დამატებული 10 წელია რაც ვცხოვრობ . ადრე ვიძახდი რომ ამდენი წელია ადამიანების ცხოვრებას ვაფერადებ მეთქი მაგრამ ახლა ამაას ვერ ვიტყვი იმიტომ რომმ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ჩემი ყოფნით ხალხის ცხოვრებას ვართულებ ვისთვისაც მნიშვნელოვანი ვარ რათქმაუნდა თორემ ხალხს ? ხალხს სულ ფეხებზე ვკიდივარ
არ ვიცი ოდესმმე თუ დამთავრდება ჩემი ეს მდგომარეობა მაგრამ ვისურვებდი რომ მალე დამთავრდეს , ყველაზე მოსაბეზრებელ ადამიამად ვიქეცი მთელს მსოფლიოში.



№1 სტუმარი სტუმარი თეა

როდის გააგრძელებთ ? ძალიაან პატარა თავი იყოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent