შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Haunting Adeline თავი 13


8-07-2025, 22:09
ავტორი Adeline Reilly
ნანახია 115

თავი 13
მანიპულატორი
— პირველი რედაქტირება დამიბრუნეს, — ვეუბნები მარეტას ტელეფონით.
— დღეს საღამოსვე ვიწყებ მუშაობას.
— საოცარია, რამე თუ დაგჭირდება, მითხარი,– მპასუხობს.
ჩაბნელებულ დერეფანში ჩემი ოთახისკენ მივდივარ, როცა თვალის კუთხეში რაღაცის სწრაფი მოძრაობა ვამჩნევ. ერთ ადგილზე ვიყინები, წითელ ღილაკზე თითი უკვე დაჭერილი მაქვს, როცა ვხედავ — ქალი, თითქოს ქალი, ის ქრება მანსარდის კარში.
ღიმილი შემეყინა სახეზე.
ამ სახლში ყოფნის ყველა პერიოდის განმავლობაში მოჩვენება ძალიან იშვიათად მინახავს. უფრო ხშირად ხმებს ვისმენდი, ნაბიჯების ხმას, კარის ხმაურიან დაკეტვას, ან უბრალოდ მყინავ ქარს ვგრძნობდი. მაგრამ ვიზუალურად ხილვა — არასდროს.
და ზუსტად ვიცი, რაც დავინახე.
ქალი თეთრ კაბაში, მჭიდროდ დახვეული ქერა კულულებით. სახე არ დამინახავს, მაგრამ გულის სიღრმეში ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ჯიჯი იყო.
ტელეფონი ხელიდან ლამის გამივარდა, ისე გავვარდი უკანასკნელ სართულზე. შიდა კარს ვაღებ და თვალს სიბნელეს ვაჩვევ. კიბეებზე ზემოთ სრული წყვდიადია. რაღაც მოუსვენრობა მღრღნის, ტვინში ჩუმად მიძვრება, მაგრამ შეჩერებას ვერ ახერხებს.
ტელეფონის ფანარი ვრთე და სწრაფად ავდივარ კიბეზე. მძიმე, თითქმის ხელშესახები წინათგრძნობა მახრჩობს, თითქოს ჰაერი კი არა — წყალს ვსუნთქავ. მაგრამ მაინც გავდივარ ბოლომდე. ვინც არ უნდა ყოფილიყო, ცხადად უნდოდა, რომ დამენახა. ამ აზრმა სიცივე მომგვარა — შიშისგანაც და მოლოდინისგანაც.
საფეხურზე ფეხის დადგმისთანავე მგონია, რომ მუცელში წყალი მაქვს. ჰაერი ზედმეტად სქელია, მძიმე, ბნელი, და რაღაც უხილავი სიბინძურით სავსე.
მთელი სხეულით ვგრძნობ, როგორ მაკვირდება რაღაც. რაღაც, რაც არ მიყვარს. და რასაც აშკარად არც მე ვუყვარვარ.
ზუსტად ვიცი, სადღაც აქ ერთი ნათურაა ჩამოკიდებული გრძელი თოკით. ფანარს აქეთ-იქით ვატრიალებ, სანამ მოძრაობაში მყოფ თოკს არ ვხედავ — ქანაობს, თან იმ მანსარდში, სადაც ნიავი არცერთ სარკმელიდან არ აღწევს და ატმოსფერო ისეთი მყარია, როგორც ამ სახლის გარეთ ტყეში.
სწრაფად ვეჭიდები ამ ტოკს და ვქაჩავ. ნათურა ინთება. გუგუნი არღვევს გამაყრუებელ სიჩუმეს — კიდევ ერთი ჟრუანტელის მიზეზი.
თვალებს ვჭუტავ, მზად ვარ, რამე საზარელი მონსტრი დავინახო კუთხეში დამალული, მაგრამ... არაფერი.
ყოველ შემთხვევაში, რაც ჩანს, არაფერი.
— რატომ ამომიყვანე აქ, ჯიჯი? – ხმამაღლა ვკითხულობ და თვალიერებას ვაგრძელებ, ვცდილობ გავარკვიო, რა უნდა დავინახო.
რა თქმა უნდა, პასუხი არსადაა. არაფერია ისე მარტივი, როგორც გინდა.
თვალი გამირბის მტვრიან ნივთებზე, რომლებიც აქა-იქ ყრია. მანსარდზე ასვლა ყოველთვის მეზარებოდა. საერთოდაც, როცა სახლის რემონტზე საქმე მიდგა, ამ ადგილს სიხარულით ავუარე გვერდი. რაღაც შიგნიდან მეუბნებოდა, რომ თუ ამ სივრცეს შევეხებოდი, რაიმე ბოროტს გამოვუშვებდი.
უკვე საკმარისი ურჩხულები მტანჯავენ — ახალი აღარ მჭირდება.
კუთხეში ძველი, დაბზარული სარკეა, რომელზეც ნახევრად გადაფარებულია თეთრი ნაჭერი. თავს ვიმშვიდებ, იქ ჩახედვას თავი უნდა ავარიდო. მე კი მიყვარს შიში, მაგრამ სარკეში ზურგს უკან ეშმაკის დანახვა — აი, ეგ გამოცდილება ნამდვილად არ მინდა მქონდეს.
მტვრიანი ყუთები და ტომრები მიმოფანტულია. მანსარდი საკმაოდ დიდია, უამრავი ადგილი აქვს დასათვალიერებლად.
ტელეფონს ჯიბეში ვტენი, ღრმად ვსუნთქავ — და ზუსტად ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ფილტვები ტოქსიკური გაზით ამივსო. მერე ერთი ყუთისკენ მივდივარ და ვიწყებ ფორიაქით ქექვას.
ყველაფერი სავსეა ობობებით. იმაზე ვფიქრობ, ქვემოთ ჩავიდე და ხელთათმანები ვიპოვო, მაგრამ როცა უკვე ნახევარი ნივთები ამოვყარე, თავს ვერ დავანებებ. შანსია, თუ ახლა გავალ, უკან აღარ დავბრუნდები. და იმას ვერც კი ავხსნი, რატომ მგონია, რომ ამ ადგილზე ბნელი ენერგია ბუდობს.
ობობებს ყურადღებას არ ვაქცევ. ქექვა გრძელდება — ძველი ტანსაცმელი, ფეხსაცმელები, წვრილმანი ნივთები.
არაფერი მნიშვნელოვანი, მაგრამ რამდენიმე მათგანი შესაძლოა ძვირფასიც იყოს.
უცებ, ზურგს უკან ხმაურიანად დაბრახუნდა რაღაც. ამჯერად კი ნამდვილად ვკივივარ. ჩემი ყვირილი გრუხუნივით გაისმა, მთელი სხეულით ვბრუნდები და ვუყურებ… რაც არ უნდა იყოს, ხმას გამოიღებდა.
არაფერია — მხოლოდ ფიცარი, რომელიც ერთი ლურსმნით კიდია. მთელ მანსარდში ძველი ხის ფიცრებია, უმეტესობა მღრღნელებით დაღეჭილი.
იქ, საიდანაც ფიცარი ჩამოვარდა — ღრმა, შავი სიცარიელეა.
— ნამდვილად გინდა, ხელის შეყოფა ვცადო, არა? – ვჩურჩულებ ირონიულად და გარემოს თვალს ვავლებ, იქნებ კიდევ სადმე ჯიჯი დავინახო. სარკეში მაინც არ ჩავიხედავ — მაგას თავი დავანებოთ.
გულზე ხელ აფარებული ვუახლოვდები კიბის კიდესთან კიდურ ფიცარს.
ტელეფონს ხელში ვიღებ, ფანარს ვრთავ და შუქს შავ ღრმულში ვასხივებ.
ფიცრის ქვემოთ ხის პატარა პლატფორმაა, მის ფსკერზე კი ორი დაჭმუჭნული ქაღალდი აგდია.
თვალებს ვატრიალებ:
— ფაქტობრივად მაიძულებ, ხელი ჩავყო მაგ იდიოტურ ხვრელში, არა?
ბუზები და მწერები ძველად არ მაღიზიანებდა. ისე ძალიან ცოტა რამ არის ამ სამყაროში, რაც გულს მირევს და ძვლებში მიყინავს შიშს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიამოვნებით ვყოფ ხელს ობობებით სავსე ბნელ ორმოში.
თანაც, არც გამიკვირდება, თუ ის ბნელი ენერგია, რომელიც ამ მანსარდში ბუდობს, მომიხტება და მაჯაში მწვდება.
მეტიც – ვაღიარებ, ალბათ შარვალშიც ჩავისვრი
ამოვიოხრე და თვალები გადავატრიალე. მერე ერთი ღრმა ჩასუნთქვა, და… ხელი სწრაფად ჩავყავი, ჭუჭყიანი ფურცლები გამოვგლიჯე და იმავე წამში ამოვქაჩე. მთელი ამბავი ერთ წამში გავაკეთე.
უკვე პირზე მქონდა ირონიული კომენტარი – რა მაგარი გოგო ვარო – მაგრამ გადავიფიქრე. ჯობია იმ ძალებს არ გავაჯავრო, ვისთან ერთადაც ერთ სახლში მიწევს ცხოვრება.
ვბრუნდები, მივრბივარ ლამპისკენ, სიმღერივით წკაპ ვაკეთებ და მაშინვე ვეხეთქები კიბეზე – თითქოს ფილმიდან ის გოგო უკან მომდევს და ფრჩხილებით მეწევა.
მანსარდის კარი ხმაურით მივხურე და ერთიანად ამოვისუნთქე – თითქოს მთლიანი სახლი ზემოდან მაწვა და ახლა გამოვძვერი ქვემოდან.
ჰო, ასე უკეთესია. აქ ქვემოთ ჰაერიც სხვაა – თითქოს ფილტვებიც გამიცოცხლდა.
ფურცლებს ვასწორებ, თვალებს ვჭუტავ და ვცდილობ, წაკითხვადი გავხადო ხელწერა პირველ ფურცელზე:
„მე ის გავაკეთე, რაც მითხრეს რომ უნდა გამეკეთებინა. იმიტომ, რომ რომ, ეს რომ არ გმეკეთებინა მე ვიქნებოდი შემდეგი. ეს ჩემი აღიარებაა. მე დავეხმარე მას მკვლელობის დაფარვაში. მაპატიეთ.“
გული მიჩქარდება. წუილი ჩნდება ყურებში. რამდენჯერმე თავიდან ვკითხულობ.
ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი – აშკარად ჯიჯის მკვლელობაზე ლაპარაკობს.
მაგრამ ვინ არის ის? ვინ არის, ვისაც ეხმარებოდა?
მეორე ფურცელზე გადავდივარ და წამებში ვხვდები – ეს სწორედ ის ამოჭრილი გვერდია დღიურში.
პირზე კმაყოფილი ღიმილი მიჩნდება… რომელიც იმ წამსვე მეყინება სახეზე, როგორც კი ვკითხულობ ფურცელზე ნაწერს:
„უნდა ვიჩქარო, მითხრა უკვე გზაში ვარო და საშინლად მეშინია. თუ გავიქცევი, დამეწევა. ამიტომ ვწერ ამ წერილს იმ იმედით, რომ ვიღაცას ხელში ჩაუვარდება. თუ რამე დამემართება, ჯონ, ეს იყ…“
აქ წყდება.
სიტყვაც კი არ არის ბოლომდე მიწერილი. ფურცელი ორადაა გადაჭრილი.
პირღია ვაჩერდები. შოკისგან გული მიჩერდება.
— მეღადავები, ჯიჯი! მართლა?! აქ გაწყვიტე?! ამსითვის მაპოვნინე, რომ ეს წამეკითხა? წერილი სადაც მკვლელის დასახელებას აპირებ და არ ასახელებ?!“ – ბოლო სიტყვები ყვირილით ამომდის, ფეხს ვაბაკუნებ და ხელებს ჰაერში ვიქნევ.
რა თქმა უნდა, პასუხი არ არის. არასდროსაა.
დრამატულად ვუღრენ, ზურგისკენ ვტრიალდები, მძიმედ მივსრიალებ საძინებელში და კარი ძლიერად ვაჯახუნებ.
ახლა ვბრაზობ მასზე. იმედია, არ გაბედავს და არ შემოვა. თორემ პირდაპირ უკან გავაფრენ.
***


ის ისევ გარეთ დგას. მიყურებს. კაშკაშა წითელი ნაპერწკალი უხმოდ ანათებს მთვარიან ღამეში.
ვუმზერ. შიშის ძველი, ნაცნობი მარწუხები მებღაუჭებიან და არ მიშვებენ.
მაგრამ ამავე დროს, კუჭში სიმძიმე მედება და იძირება… სულ უფრო ღრმად.
ტუჩს ვკბენ. ვფიქრობ, ისევ გავიდე მივადგე ვეჩხუბო თუ არა.
ტელეფონს ვიღებ და ხელში ვატრიალებ. პოლიციაში დარეკვა ლოგიკური იქნებოდა.
მაგრამ სანამ მოვლენ, ის უკვე წასული იქნება. ისევ.
და რას მომცემს პოლიციელებთან შეტყობინება, თუ ის ისევ ისე გააქრობს კვალს, როგორც იმჯერად?
ნამდვილად ჰაკერია – კამერებში არ ჩანს. ჩაკეტილ კარებს არღვევს ისე, თითქოს გასაღები აქვს.
მაინც უნდა დავრეკო? შერიფი უოლტერსი ხვდება, რომ სტალკერი მყავს. მიუხედავად იმისა, რომ იძახის, არაფერი განგიცხადებიაო.
შეიძლება კიდეც გეგმავს, მომკლას. ისე, როგორც ჯიჯის მისი შარმით შეპყრობილმა მდევარმა მოკლა.
უკვე მესამე ღამეა, იმ წერილს ვკითხულობ, მის დღიურებს ვფურცლავ. და ჯერ არაფერი იმაზე, რომ მისი მდევარი მკვლელი იყო.
მაგრამ მაინც მგონია, რომ იყო.
გული მიგრძნობს.
თვალს ვადევნებ. ტელეფონს ვიღებ, პირდაპირ ფანჯარასთან ვდგები და ყურთან მივიდებ.
არავის ვურეკავ. უბრალოდ მინდა ვნახო, რას იზამს.
რაღაც აშკარად ვერ არის ჩემში.
ცეცხლთან ვთამაშობ. რაც უფრო ვუპირისპირდები, მით უფრო სავარაუდოა, რომ ჩამიგდებს ხელში.
მაგრამ გაჩერება არ შემიძლია.
მაღელვებს. თითქოს მიჩვევაც დავიწყე.
საშიშია, სულელურია – და მაინც მაინტრიგებს.
ვერ ვხედავ მის სახეს, ქუდი ღრმად ჩამოიფხატა.
მაგრამ ვგრძნობ – იცინის.
და ეს ცოდნა არ მაშინებს. უნდა მაშინებდეს.
მეშინია კიდეც. მაგრამ სიმართლე? უფრო ის მინდა, მეც გამეღიმოს.
ტელეფონი წკრიალებს. წარბები მეჭმუხნება და ვიხედები – ახალი შეტყობინება:
უცნობი: მართლა გგონია დავიჯერებ, რომ პოლიციას ელაპარაკები? მგონი, ჩემი პატარა თაგვი მატყუარაა.
რა თქვი ახლა?
მე: გინდა გაიგო?
უცნობი: მინდა კი არა, სიამოვნებით დაგსჯიდი მაგისთვის.
თითები მიმეყინა. ბოლო სასჯელი რომ გამახსენდა – სისხლიანი და ამაზრზენი იყო.
მე: აბა ახლა რას იზავ, თითებს გამომიგზავნი?
უცნობი: გააჩნია… კიდევ აპირებ სხვა ბიჭებთან დაწოლას? თუ ისევ აპირებ სულელივით მოჩვენებებს უყვირო შენს სახლში?
თავი მიტრიალდება, მის სილუეტს ვაშტერდები. ტელეფონი ხელში უჭირავს, ჩემი პასუხის მოლოდინში.
ნათურა დაბალზე აქვს, მაგრამ ისიც ჰყოფნის – მკვეთრ შუქში ვხედავ მკვეთრ ყბის ხაზს… და ირონიულად მონგრეულ ტუჩებს.
ვუწევ შუა თითს მაღლა.
-შეგ*ცი არანორმალურო
ის კიდე… წერის გაგრძელებას იწყებს. ღიმილიც უარესად ეკვრება სახეზე.
უცნობი: ეგეც გეგმაშია.
ღმერთო.
მე: თუ მომეკარები, დაგჭრი. პოლიციაში დავრეკავ, ეგრევე თუ ახლავე არ მოშორდები.
უცნობი: აბა გააკეთე, პატარა თაგვო.
ნერვები მეშლება.
გვერ ვხვდები რას მეუბნება დავჭრა თუ დავრეკო? არცერთი ვარიანტში, არ მაწყენდა.
მაგრამ იმაზე მეტად მეშლება ნერვები, რომ მე ვარ „თაგვი“.
და ის – კატა.
კატა რომ ნადირობს.
არ მინდა, რომ სანადირო ობიექტი ვიყო.
ჯანდაბა.
ვყოყმანობ.
უნდა დავრეკო. მართლა უნდა… მაგრამ თითები არ მემორჩილება.
მომწონს მისი გამოწვევა.
და მძულს, რომ მაინტერესებს – რას იზამს, თუ დავრეკავ.
მძულს, რომ მართლა მინდა… ვნახო.
გული მიცემს. ვკრეფ ნომერს. ის ისევ მიყურებს — უყურებს, როგორ ვაჭერ დარეკვის ღილაკს და ტელეფონს ყურთან ვიდებ.
— საგანგებო ზარების ცენტრი, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
ღრმად ჩავისუნთქე.
— კაცი მსტალკავს. ერთი კვირის წინ სახლში შემოიპარა. ახლა კი პირდაპირ ფანჯარასთან დგას და მიყურებს.
— ახლა იქ დგას? — მეკითხება ოპერატორი. ფონზე კლავიატურის წკაპუნი და საღეჭი რეზინის ჭყაპუნი ისმის.
— დიახ, — ჩურჩულით ვპასუხობ.
— ქალბატონო, რამეს აკეთებს? იარაღი უჩანს?
— არა… არ ვიცი. შეგიძლიათ ვიღაც გამომიგზავნოთ?
კიდევ ცოტა წკაპუნი.
— თქვენი მისამართი, ქალბატონო?
მისამართს ვეუბნები. კიდევ რამდენიმე უაზრო შეკითხვა და მიმტკიცებს, რომ პატრული უკვე გზაშია — ხუთ წუთში იქნება. მთხოვს ხაზზე დავრჩე, მაგრამ…
ვუთიშავ.
ჩემი პატარა აჩრდილი აქ არ გაჩერდება. სანამ პოლიცია მოაღწევს, ისევ ტყეს შეერწყმება და გაქრება.
ვხედავ, რომ ვერ ვხედავ მის თვალებს, მაგრამ მაინც ვხვდები, რომ მზერას ვუპირისპირებ. ისიც გრძნობს.
მომწერეს. ტელეფონი ვიბრირებს, მაგრამ არ ვუყურებ მაშინვე.
მეშინია.
ის კი უემოციოდ ბრუნდება და მიდის.
ბნელში იძირება. თითქოს სიბნელე ხელით იწევს და შთანთქავს.
ქრება.
როცა პატრული მოდის, უკვე აღარ მინდა რომ აქ იყვნენ.
მიზეზის გარეშე, უბრალოდ… არ მინდა.
მგონი ვნანობ კიდეც, რომ დავრეკე.
უბრალოდ მინდოდა, რომ წასულიყო.
კაცი — მსუქანი პოლიციელი, მოკლე თმიანი ქერათი და გაწითლებული სახით.
სანახავადაც კი დაღლილი.
იგივეს ვგრძნობ მეც.
— რა ხდება, ქალბატონო? — მეკითხება, კიბეზე ადის ხვნეშით.
— ფანჯარასთან იდგა. კაცი, — მოკლედ ვპასუხობ.
— კაარგიი, — წელავს, და მე უკვე ნერვები მეშლება.
— ადრე ხომ არ ყოფილა მსგავსი რამ?
ვუყვები, რომ უკვე რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება, მაგრამ გაუჩინარდა. ვეუბნები, რომ უკვე თვეებია მოდის და სახლში შემოიჭრება. ყველაფერს ვუყვები, გარდა მთავარისა.
ის წერს.
— თქვენ ადელინ რაილი ხართ, ხომ?
— დიახ.
წერას წყვეტს და ისე მიყურებს, თითქოს პირველად მხედავს.
— ეს თქვენთან გაუჩინარდა არჩიბალდ ტალავერრა?— უცნაური მზერით მაყოლებს თვალს. განსაკუთრებით მკერდზე ჩერდება. თითქოს ჩემი ძუძუები ეტყვიან, ვინ იყო ის.
— დიახ,
— მმ, — მხოლოდ ეს და განაგრძობს წერას.
— ფიქრობთ, იგივე კაცია?
— ღმერთო,ეგ რომ არ იყოს, მაგრად გავბრაზდები. — ვწუწუნებ და ის გვერდულად მიყურებს.— კი, ვფიქრობ.
ბოლოს კიდევ რამდენიმე მოსაწყენი შეკითხვა: როგორი იყო? იცნობთ? ეჭვები?
ყველაფერს ვეუბნები, გარდა ერთისა.
არ ვახსენებ შეტყობინებებს.
არ ვიცი რატომ.
მაგრამ თითქოს... პირადია.
სისულელეა.
არასასერიოზულია.
მაგრამ ვერ ვახერხებ, რომ ხმამაღლა ვთქვა.
არ ვამბობ.
პოლიციელი მიდის. დაწერილი პოლიციის ანგარიში არსებობს. ალბათ ეგაა მთავარი.
და მხოლოდ მას მერე, რაც ცხელი შხაპით განვიტვირთე და საწოლში შევწექი, ვკიდებ თვალს მის მესიჯს:
უცნობი: რაც მეტად არ დამემორჩილები, მით მტკივნეული იქნება შენი სასჯელი.

***
დაია წყობიდან გამოდის და ხმამაღლა წარადგენს განაჩენს —
—ამ პატარა ყ*ეს ვიპოვი და დავმარხავ, — აცხადებს აღშფოთებული და კლავიატურას ისე აწვება, თითქოს თითებით უნდა დაანგრიოს.
ახლახან მოვუყევი ყველაფერი, რაც წუხელ მოხდა.
სასმელს ვწრუპავ. არ მყოფნის. კიდევ ვსვამ. ბოლოს მთელ ჭიქას ვწრუპავ ისე, თითქოს ალკოჰოლი სიმშვიდეს მომიტანს.
ორივეს ჩვენი საქმე გვაკავებს — მე წიგნი, მას ჰაკერული საქმეები — მაგრამ უარს არ ამბობს, ჩემს გვერდით დარჩეს, ახლა, როცა ჩემი აჩრდილი უფრო და უფრო თამამად იჩენს თავს.

თავის ლეპტოპს უბრუნდება. ალბათ რაღაცაში შედის — საიდანღაც. ღმერთმა იცის საიდან.
უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ჩემს ტელეფონში არა…
ო ღმერთო.
თუ ჩემი ფოტოები იპოვა?!
ტელეფონს ვტაცებ ხელს. ყველა სექსუალური ფოტო ვშლი. მერე ნაგავსაც ვასუფთავებ.
ცოტათი შვება ვიგრძენი. ოდნავ.
მაგრამ ის უკვე შეიძლება კარგა ხნის წინ ენახა.
ახლა მთელი ცხოვრება ამაზე ვიფიქრებ.
დაია ამჩნევს ჩემს შიდა პანიკას. ტუჩები დაჭმუხნული აქვს.
—კარგად ხარ, გოგო?
ყელს ვიწმენდ.
—შანსი რამდენია, რომ ტელეფონში შემოვიდა და ჩემი ნუდები ნახა?—
ტუჩის კუთხე უტოკდება და ოდნავაც რომ გაიცინოს, ვფიცავ, ყბაში დავარტყამ.
—პატარავ, ეგ კაცი, ალბათ, უკვე ათასჯერ გიყურებდა როგორ შიშვლდებოდი ოთახში.
თვალები მიფართოვდება. ეგ იდეა ჯერ არ მქონდა.
—ოოო ღმერთო.
—რატომ იკითხე ეგ? — ამბობს ეჭვნარევი ტონით.
ტუჩებს ვატყაპუნებ. ვწონასწორობ.
არ მინდოდა მეთქვა. უბრალოდ… იმ შეტყობინებებზე რაღაც შინაგანი ინსტინქტით არ მინდოდა სხვებთან გამეზიარებინა.
ახლა, როცა ვიცი ვის ველაპარაკები — მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ჰაკერს — საბოლოოდ ვბედავ.
ამოვისუნთქე და ვთქვი:
—შეგიძლია უცნობი ნომერი ნახო?
თვალებ აწვრილებს.
—შენ რა, ნომრით მოგწერა?
სირცხვილი მაწვება.
უნდა მეთქვა. მართლა უნდა მეთქვა.
ტელეფონს ვაწვდი,
ის წამში მაცლის ხელიდან, ცეცხლმოკიდებული თვალებით მიყურებს. კითხულობს.
მერე ისევ თვალებში მიყურებს — ცეცხლი პირდაპირ ფეთქავს მის გუგებში:
—ახლა აჩვენებ ამას?

—ვიცი, დებილი ძუკნა ვარ. უბრალოდ... არ ვიცი, დაია. მართლა არ ვიცი. შეგიძლია იიპოვო?
—ჯერ არ მიპატიებია, მაგრამ მაჩვენე.
მისი გაბრაზება ნამდვილად არ მაშნებს. დაიას თუ გველი უკბენს, იმასაც კი მაშინვე აპატიებს.
წამებში სახეზე დაბნეულობა და დაღლილობა ეწერება. ტუჩები დაბლა ეშლება და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო უღრმავდება ღიმილი. ეკრანს ეკვრის, კლავიატურას ისე ეჩხუბება, თითქოს სიტყვებით ომს აწარმოებს.
რამდენიმე წუთის შემდეგ ხელისგულებს მაგიდაზე დებს და უკან იხრება. ახლა კი გაბრაზება აშკარად ეწერება სახეზე.
—აღმოუჩენელია,— ამბობს მოკლედ.
ზიზღის ტალღა ტრიალებს კუჭში.
—ანუ ამ ტიპს შეუძლია ჩემ კამერებში შევიდეს, წაშალოს ყველაფერი და თან მომწეროს ნომრიდან, რომელსაც ვერავინ პოულობს... რაც იმას ნიშნავს, რომ ალბათ ტელეფონში შემოვიდა და ჩემი შიშველი ფოტოებიც ნახა.
დაია მიყურებს. პასუხიც წინასწარ ვიცი.
—შესაძლებელია, – ამბობს. მაგრამ ინტონაციით გასაგებია — ძალიან სავარაუდოა.
თავი ლეპტოპზე მიდევს. დარწმუნებული ვარ, რაღაც ღილაკებს ვაწვები, მაგრამ რა ჯანდაბაა. გიჟმა კაცმა შეიძლება ჩემი ნუდები ნახა. უარესიც კი — შეიძლება ვიდეოც აქვს, შიშველი რომ დავდივარ ოთახში.
ვაღიარებ — სხეული ძალიან მაგარი მაქვს, ასე რომ, მთლად ტრაგედია არაა. მაგრამ თუ სადმე დადებს, სიკვდილი მერჩივნება.
ან იქნებ შანტაჟისთვის გამოიყენოს?
მაგრამ, არა. ჩემით ზედმეტად შებყრობილია. თუ კაცი, რომელიც აცოცხლა, იმიტომ რომ თეძოზე შემეხო, ვეჭვობ, სხეულსაც არავის აჩვენებს.
—წაშალე მაინც?
ვუქნევ თავს, შუბლი ისევ კლავიატურაზე მიდევს. გაწვალებული ხმა მესმის. თუ ასე გავაგრძელებ, თავით გავუთიშავ ლეპტოპს.
ვიწევი, ვიღებ დაიას არაყს და ანანასის წვენს და ვისხამ პირდაპირ პირში.
არ ჩივის. პირიქით — ბოთლს ჩემსკენ სწევს.
—ნუ გაჩერდები ამაზე. თუ აქამდე არაფერი უთქვამს, დიდი შანსია, არც ჰქონდეს ნანახი,— მეუბნება.
მის სიტყვებში არც არაფერი მართალი მაგრამ ჟესტს მაინც ვაფასებ.
—ვის უგზავნიდი საერთოდ შენს ნუდებს? — მეკითხება, მერე ბოთლს მართმევს და თვითონ სვამს.
—ცხრამეტის მერე არავისთვის მიმიწერია. უბრალოდ ვიღებ, იმიტომ რომ მომწონს ჩემი სხეული და მომწონს ყურება.
დაია ხარხარებს.
—მიყვარხარ
მოულოდნელად მისი ტელეფონი ენთება. ინსტინქტურად გავხედე, მაგრამ ეგრევეხელი დაავლო, თითქოს ცეცხლი წაეკიდა, ეგრევე მიმალა.
წარბს ვწევ.
—შენ არ მპატიობ საიდუმლოს, მაგრამ ახლა შენ თვითონ მმალავ რაღაცას,— ვამბობ მშრალად.
წამში ეკეცება. ლამის იმ ძაღლს დაემსგავსა, ტუალეტის ქაღალდი პირში რომ აქვს.
—არ მინდოდა რომ შემეშინებინე,— ბურტყუნებს.
—რაზე? – ვბურღავ მკაცრად და ხელს ვუწვდი.
დაიყვირა და ტელეფონი მკერდზე მიიჭირა.
—ლუკი… მწერს.
თვალები მიფართოვდება.
—შენთან რაღა უნდა, ისევ სექსი?
თავს აქნევს. ნელა.
—შენზე მეკითხება. იმ ღამეზე, არჩზე… ვუთხარი ის, რაც პოლიციას უთხარი. რომ ვიღაცამ კარზე დააბრახუნა და არჩი მერე გაუჩინარდა. ახლა ცდილობს გაარკვიოს, ვინ იყო.
—ჯანდაბა, ვბურტყუნებ და თავი ხელებში ჩამოვრგე.
—აქსი გადაირია თურმე,—აგრძელებს. —მეგობარი მოუკვდა და ოჯახიც მოუკლეს. არ მჯერა, რომ ბოლომდე დაიჯერეს, თითქოს ტალავერრების მტრებმა გააკეთეს ეს ყველაფერი. ლუკს ვუთხარი, რომ შენ არაფერ შუაში ხარ. მგონი დაიჯერა.
—ჯერჯერობით.
დაიას ტუჩები მტკივნეულად ეჭიმება.
ჩემი აჩრდილი მტრებს მიჩენს.
სერიოზულ, სასიკვდილო მტრებს.


წერიი
14 იანვარი 1945
ცივი, ბნელი ამინდი ისეთ განწყობაზე მაყენებს, რომ პირდაპირ იმ ყინულს ვემსგავსები, ფანჯრებს რომ ებღაუჭება.
ფრენკმაც კი შეამჩნია, რა დაძაბუნებული ვიყავი, როცა დღეს შემოვიდა. სასაცილო ხუმრობებით ცდილობდა გავემხიარულებინე. ვაღიარებ, ერთ ორზე მეც გამეცინა, მაგრამ მეტი ნამდვილად აღარ გამომივიდა.
გუშინ რონალდოსთან ვიჩხუბე.
მითხრა, ვერ გაუძლებს იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ ჯონთან ერთად ვარ. საშინლად ეჭვიანი ხდება. და, სიმართლე რომ ვთქვა, არც ისე ძალიან ვადანაშაულებ. როცა ჩემ თავში მის რომელიმე ქალთან წარმოდგენას ვუშვებ, ბრაზი ისე მკვეთრად მიტივტივდება თვალებში, თითქოს აფეთქდეს.
მაგრამ რონალდოს ცხოვრება ჩემთვის ჯერ კიდევ საიდუმლოა. მითხრა, არ უნდა, რომ თავის საშიშ ცხოვრებაში ჩამითრიოს. მაგრამ არც კი ვიცი, ეს რას ნიშნავს.
როგორ შევძლებ დავთმო სტაბილურობა ჩემი შვილისთვის, კაცისთვის, რომლის ცხოვრება ჯერ კიდევ შემზარავად ბნელია?
დაბნეული ვარ.


_____
ცოტა მოტივაცია დავკარგე თუმცა პასუხისმგებლობა ავიღე ამ წიგნის თარგმნაზე და თქვენთის გაზიარებაზე და ბოლომდე მინდა მივიყვანო საქმე. აქ რომ ვდებ ხანდახან ორი და სამი დღის მერეც იდება ხოლმე და ცოტა მუხტი დამეკარგა ამის გამო, აქტიურობაც არაა და ის ხიბლი გაქრასავით ჩემთვის რისი მოლოდინიც მქონდა რომ თქვენთან ერთად წავიკითხავდი და განვიხილავდი... ალბათ კარგ წიგნს, რომ ვინმეს უზიარებ და შემდეგ ერთად საუბრობთ ემოციებზე ყველას უყვარს და გამიგებთ <3



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან მომწონს

 


№2  offline წევრი asiiluss

მოტივაცია არ დაკარგოთ, თქვენ არაჩვეულებრივად თარგმნით, უბრალოდ ბევრმა არ იცის ამ წიგნის შესახებ და ამიტომ შესაძლოა ინტერესი ნაკლები იყოს, თუმცა ამ წიგნის არცოდნა ყველაზე დიდი ცოდვაა )))))))))

 


№3 სტუმარი მკითხველი

ძალიან საინტერესოა ქთხოვ არ შეწყვიტო თარგმნა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent