შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და ქრება ქალი


1-11-2024, 04:48
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 377

და ქრება ქალი...
ველური მუსტანგის გადაშლილ ფაფარში
ანავარდებული ქარივით კეკლუც ქალს,
ისე აუძგერდა გული საგულეში როგორც,
ქარიშხალში გამოვლილ წითელ წყალს.
სისხლის ადუღებულ, მეწამულ მორევში
წვეთები ცურაობენ, როგორც წურბელები.
და ბედნიერების მცირედი ბურთულებით
აწყობილ მძივებს შლის სატანის ხელები.
ვულკანის კრატერში მძვინვარებს სიშმაგე
და ველურ სიგიჟეს ალმურად ედება.
სამყაროს შავ-თეთრი ყინულის ტალახში
იქნება იმისთვის ღირს დაბადება:
რომ ნახო ქალი - ვნებების ალი;
კისერზე ხალი - ალერსით მთვრალი;
შუქები მკრთალი - ნაპირზე წყალი;
ტერფების კვალი - გუგუნებს ქარი,
გუგუნებს ქარი და აისის გაყინულ ცაზე
მზის ერთი სხივი აჭრილ ღრუბლებს ეალერსება.
და ქრება ქალი, როგორც გარდასულ ვნების ალი
გიჟურ ღამეში, მუნჯ სამყაროს ებაასება.
და ქრება ქალი...
ქრება როგორც აშოლტილი ალვის ბუერა
რიგითი ქარის წამოძახილზე გაჰქრება ხოლმე;
მისი მხრებიდან ვარდება შალი და შიშველ სხეულს, გაძარცვულ ხორცს
წვიმის წვეთებთან შერეული ნიაღვრები მიასვენებენ.
და ქრება ქალი...
ქრება უკვალოდ მივიწყებულ დღეებთან ერთად
როს უკანასკნელ საყვარელსაც კუბო მიითვლის...
და სასაფლაოს შფოთიანი წყეულ სიმშვიდით
ქალის ლეგენდაც უსულგულოდ ცისკენ მიილტვის.
აქ დრო ჩერდება! სუნთქვას წყვეტს ქარი.
ადუღებული სისხლი მშვიდდება!
როცა ხსოვნაშიც აღარ არსებობ
ცხოვრებაც მითად გადაიქცევა.

(მივიწყებული საფლავებიდან ამაოებას ღაღადებს ქვები,
და ისევ მოსჩანს სადღაც აჩრდილად
ქალის გაშლილი ხვეული თმები).




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent