შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადგური N 6 (სრულად)


გუშინ, 01:57
ავტორი ვე რა
ნანახია 681

სადგური N 6

1 თავი
„იმნაირები“
არასდროს მიფიქრია, თუ ოდესმე საკუთარ სურვილებს, ოცნებებს, წარმატებებს და წარუმატებლობებს სრულიად უცხო ადამიანებს გავუზიარებდი. არასდროს მიფიქრია, რომ ვირტუალური ურთიერთობებით ჩავანაცვლებდი რეალურ ადამიანებს, მაგრამ ეს სწორედ ასე მოხდა. ჩატი სასაცილო სახელით „იმნაირები“ ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი ისე გახდა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. არ ვიცი, რა ერქვა ამ უცნაურ ურთიერთობას, მეგობრობა? მარტოსულობის შევსების მცდელობა? დამოკიდებულება თუ რა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ამ გაუგებარ მიზიდულობას ერთმანეთისადმი ჩვენ ყველა ვგრძნობდით. დღეები დღეებს მიჰყვებოდნენ, და ბოლოს ფაქტის წინ დავდექით, რომ მცდელობის მიუხედავად, რომ თავი დაგვეღწია ჩატიდან, არაფერი გამოგვივიდა და ამიტომ უბრალოდ ამ ჯადოსნურ, ერთი შეხედვით, ვიღაცისთვის გაუგებარ, გამაღიზიანებელ, დაუჯერებელ, ან არასერიოზულ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვან ურთიერთობას უბრალოდ დავნებდით. თუმცა მე ახლა ამაზე არ გიამობთ, ახლა თქვენთვის ერთი უცნაური ამბის მოყოლას ვაპირებ. რაც, რომ არა ჩვენი ჩატი, ალბათ არასდროს მოხდებოდა და ვერავინ ვერასდროს ვერაფერს გაიგებდა სადგურ N°6_ ის შესახებ. მაშ ასე, ახლა ყურადღებით მომისმინეთ და თუ არ დამიჯერებთ, სულ არ გამიკვირდება:

2024 წელი 13 ნოემბერი. 21:45
_ რა სიწყნარეა აქ ცოცხლები ხართ?_ ვწერ და გაოცებული დავყურებ ცარიელ ჩატს. „არსაიდან ხმა არსით ძახილი!“ ვფიქრობ გულში. ასეთი რამ ლამის არ ხდება, რომ რომელიმემ მაინც არ შემოიხედოს ჩატში. ფანჯარას გავყურებ. ბნელა და ქუჩის განათების შუქზე ვხედავ, თავსხმად წვიმს. თითქოს ითოვებდა კიდეც, მაგრამ მგონი გადაიფიქრა.
_ აქ ვარ, უბრალოდ მოვიწყინე!_ მპასუხობს ანტონიო. მიკვირს, როგორც წესი, ბიჭები თერთმეტის მერე მოდიან.
_ რა მოხდა?
_ ისე, უბრალოდ. ამინდის ბრალია._ ისევ ფანჯარას გავყურებ. მგონი მე ერთადერთი ვარ, ვინც ასეთ ამინდში თავს უკეთ გრძნობს. მაგრამ მისი განწყობა თითქოს გადამდებია. მინდა სხვა რამეზე გადავატანინო ფიქრი. მინდა გავახალისო.
_ რაზე ოცნებობ ანტონიო?
_ ახლა?
_ არა, ზოგადად. რაზე ოცნებობ? რას წარმოიდგენ ხოლმე, როცა სიმშვიდეზე ფიქრობ?_ დაუწერელი კანონივითაა ჩატში, ერთმანეთს პირადულ კითხვებს არასდროს ვუსვამთ. მაგრამ ოცნებებზე კითხვების დასმა, როცა მეოცნებეთა ლიგა გაერთიანებს, სულაც არაა ამ დაუწერელი წესის დარღვევა. ამიტომ უხერხულობის გრძნობას საკუთარ თავშივე ვამარცხებ და ვცდილობ საუბარში ავიყოლიო. კარგად ვიცი, რომ ანტონიო გოვერი მისთვის მხოლოდ ფსევდონიმი არაა. უფრო ნიღაბია, რომლის მოხსნასაც არ ჩქარობს. მე კი, უბრალოდ ჩემი მოუსვენარი ბუნებიდან გამომდინარე მოთმინება ხშირად და ადვილად მღალატობს.
_რომ გითხრათ, გაგეცინებათ!_ მისმა პასუხმა გამომაფხიზლა ფიქრებში გართული.
_ კარგი რა, _ მეცინება მის გაუბედავ პასუხზე. ვხვდები მოყოლა უნდა, მაგრამ...._ მეოცნებეები ვართ ბოლოს და ბოლოს.
ვცდილობ გავამხნევო და ამასობაში ლინდაც ციმციმებს.
_ ოცნებების გამო ჩვენ არავის დავცინით!_ მტკიცედ და პირდაპირ წერს ლინდა. როგორც ჩვევია. ახლა ორივე ვიცდით. ვხედავთ, როგორ ციმციმებს სამი პატარა წერტილი. წერს და წერს ანტონიო. რას წერს ამდენს?! ისევ მოუთმენლობა მიტანს. მაგრამ ვიცი, ახლა არ უნდა გავაწყვეტინო. ახლა უნდა დაველოდო. აშკარად ლინდამაც იცი. ისიც იცდის.
_ მე სახლზე ვოცნებობ. სადმე სოფელში, ტყის პირას. წითელსახურავიან პატარა სახლზე. დიდი მზესუმზირის მინდორი მინდა მქონდეს. _ წერს ანტონიო საკუთარ ოცნებას და მიკვირს, როგორ ჰგავს ის ჩემსას. მეც სოფლის სახლზე ვოცნებობ, თეთრ ქათქათა სახლზე, მხოლოდ მზესუმზირის ნაცვლად ციტრუსის ბაღით და ფერადი ყვავილებით, ეზოში ფანჩატურით, გლიცინიის ოცნებისფერი ხით... თუმცა რა დროს ჩემი ოცნებაა ახლა. ისევ მის მესიჯს დავყურებ ღიმილით._ მინდა საღამოობით მე და ჩემი გოგო ვისხდეთ ეზოში, ჩვენი შვილების ყურებით ვტკბებოდეთ... მინდა შვილებს მდინარეში ცურვა და თევზაობა ვასწავლო. ტყეში წავიყვანო სოკოების საკრეფად...
ისევ მიწყდება ფიქრი და სოკოებზე ვფიქრობ. სწორედ ახლა ვწერ ერთ ამბავს, სადაც სოკოების მინდორია. საკუთარი თავი დიდი ხანია აღარ მაოცებს. ახლა მხოლოდ სხვებისგან ველოდები ხოლმე საინტერესო უცნაურობებს და ანტონიოს, ჩემდა გასახარად, საკმაოდ ბევრი უცნაურობა ახასიათებს.
_ ლამაზი ოცნებაა! ისეთი, ლამის ყველას რომ უნდა გულის სიღრმეში!_ მხოლოდ წამით ვარ სერიოზული და წამის შემდეგ ისევ ხუმრობას ვიწყებ. სწორედ ისე, როგორც მისთვის თავისი ფსევდონიმი. ჩემთვის ხუმრობაა ნიღაბი. თუმცა ახლა ამაზეც არ ვწერ.
ამ საუბრიდან რამდენიმე ხანი გავიდა.

2024 წლის 20 დეკემბერი. 21:45
_ ხალხებოოო, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან!_ მორიგი უცნაური კითხვით ვიწყებ ჩატში საუბარს.
_ რა ხდება?_ მპასუხობს ლუციენი. როგორც წესი პარასკევ საღამოს სცალია. იმდენად მაინც, რომ თავისი ზღარბივით წვეტიანი ინტერესიანი ცხვირი ჩატში შემოყოს, მთელი კვირის მიმოწერა ჩამოაბულბულოს და „სიყვარულით“ მოგვიკითხოს.
_ რა და შენი აზრით, ხვალ რომ არმაგედონი დადგეს, და ჩვენ რომ ბუნკერში მოგვიწიოს გადამალვამ, ჩვენ შორის რომელი იქნებოდა ლიდერი?_ ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი, რომ იცინის.
_ მე პირადად უარს ვამბობ, მარტო ყოფნა სიმშვიდე მირჩევნია! _ მპასუხობს მოულოდნელად ვამპირი და მისი პასუხი სრულებით არაა ჩემთვის მოულოდნელი. გულში განდეგილს ვეძახი ხოლმე. ასეთია თავისთავადი და ნებით გაყინული.
_ შენზე არც მიფიქრია!_ ვპასუხობ, თუმცა ვიცი, რომ ფარული ლიდერი მშვენივრად იქნებოდა, თუ საერთოდ მოვახერხებდი და მსგავს ბუნკერში შევიტყუებდი. _ შენ უბრალოდ ჭადრაკის სათამაშოდ გეპატიჟები!
_ მეც არ მსურს ლიდერობა !_ სმაილით მწერს ლუციენი და გამორიცხვის მეთოდით სალის აძლევს ხმას. უფრო კონკრეტულად:
მე_ დესპოტი დიქტატორი ვარ და არ გამოვდგები.
ლილა_ ზედმეტად გულჩვილია.
ლინდა _ზედმეტად კონტროლის მოყვარული.
ანტონიო კი.... ანტონიოს არაფრით ახასიათებს. მაგრამ ამბობს, რომ არც ის გამოდგება.
_ რატომ?_ ვეკითხები, მაგრამ მპასუხობს, რომ თავად ანტონიოს ვკითხო.

2025 წელი 10 თებერვალი. 14:45

_ სახლის ყიდვა მინდა ბავშვებო და თუ სადმე რამეს გადააწყდით ჩამიგდეთ._ გვწერს ლინდა. სახლის ყიდვა კი არა თავად სახლის ძიება ისეთი საინტერესო პროცესია ჩემთვის, რომ
ვერ აღვწერ. ძალიან ხშირად ვათვალიერებ გასაყიდ სახლებს, მით უფრო სოფელში. ვათვალიერებ ფოტოებს, ვიდეოებს, აღწერებს. არც კი ვიცი, ამას რატომ ვაკეთებ. მაგრამ ძალიან ხშირად ვაწყდები სასაცილო განცხადებებს და ჩატში ვაზიარებ. მაგალითად რომ იყიდება ნახევარი სახლი, ან რაღაც ასეთი. ჩემთვის ნებისმიერი უცნაურობა ხდება ინსპირაციის წყარო. და ამ ნახევარ სახლზე რამდენიმე ამბავს ვწერთ ჯგუფში. ერთი სიტყვით ქვიდან წვენს ვადენთ საკუთარ მუზებს. კარგით, ვხუმრობ.
ხოდა ერთ დღესაც ლინდა გვიზიარებს რაღაც პოსტს. ტყის პირას პატარა ქოხივით სახლი, წითელი კრამიტით დახურული. მიკვირს ვინღა იყენებს კარმიტს, ალბათ სახლი ძველია. ფასს ვუყურებ და ძალიან იაფია. თუმცა აშკარად კარგად „ხელშესავლები“ რამაა. ლინდაც ამაზე ხალისობს.
_ სულ გაგიჟდა ეს ხალხი, რაა ეს ახლა და რა ფასი აქვს?_ უკვირს, თან ირონიას ვერ მალავს. სულ წამით რაღაცას მახსენებს ამ სახლის წითელი სახურავი, მაგრამ ვერ ვიხსენებ რას.
_ ამ ბოლოს დავფიქრდი, რომ სახლს სანამ ააშენებ ჯერ მის ქვემოთ ბუნკერი უნდა მოაწყო. _ ბუნკერის იდეა ლინდას ძალიან მოსწონს. არა იმიტომ რომ არმაგედონების სჯერა. მას უფრო რეალობასთან მიახლოებული საფრთხეების აშინებს, მაგალითად ომის საფრთხე. ან უბრალოდ ბუნკერის იდეა იზიდავს. ხან ვფიქრობ, ლინდა ძველ საუკუნეში რაინდად უნდა დაბადებულიყო, ან მთავარსარდლად.
_ არა, მართლა მაგარი იქნება ბუნკერი! აი ცუკერამ ხომ აიშენა მიწისქვეშა ქალაქი!_ გვწერს ლილა. სალიც ამ აზრზეა, რომ ერთი პატარა ბუნკერი სიმშვიდისთვისაა საჭირო. მოკლედ ჩატში ბუნკერის იდეა ყველას უ
იზიდავს, ზედმეტად თავისუფლების მოყვარე ვამპირის გარდა.
გაზაფხული მეტისმეტად ცივი იყო. იმდენად რომ შეკრების ყველა იდეამ, რამაც ჩატში გაიჟღერა, უამინდობის მიზეზით კრახი განიცადა. სინამდვილეში, ჩვენ ერთმანეთის ნახვის იდეას გავურბივართ. არ ვიცი რატომ, უფრო სწორედ ის არ ვიცი, სხვები რატომ არიდებენ თავს შეკრებას. თორემ თავად მე დანამდვილებით ვიცი, რატომაც არ ვარ მზად მათ გასაცნობად. მაგრამ „კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო!“ სწორედ ისე მოგვივდა ჩვენც.

2025 წელი 17 მარტი. 23:23
_ აქ ხართ?_ გაკრეჭილ სმაილზე ეტყობა ანტონიოს, რომ რაღაც ძალიან უხარია.
_ რა ხდება?_ ვეკითხები მე ინტერესით. მთლად ასე ღიმილად დაღვრა არ სჩვევია ჩვენს ბნელ რაინდს.
_ რაღაც მაგარი ამბავი მაქვს თქვენთვის!_ ისევ რამდენიმე გადაბედნიერებულ სმაილს აყოლებს.
_ რა მოხდა?
_ არა ასე ვერ გეტყვი, უნდა განახო._ მწერს და წამის შემდეგ სურათს აგზავნის. სურათზე ნაცნობი ხედია, თეთრი სახლი წითელი სახურავით. პატარა ვერანდით და უკან აჯაგრული, მარადმწვანე ტყით.
_ მოიცადე, ეს სახლი ხომ?
_ კიიი!_ დასრულებას არ მაცდის _ ვიყიდე.
ძალიან ბედნიერია. პატარა ბავშვივით აჟიტირებული.
_ ანუ ოცნების ასრულება დაიწყე? _ ვიცინი მეც. ერთხელ უკვე აისრულა პატარა ოცნება ლიგით გაძლიერებულმა და აი ახლაც.... მიხარია მის გამო.
_ ხოდა რა მინდა იცით? მაგრამ ჯერ დამპირდით, რომ უარს არ მეტყვით!_ ნეტავ რა უნდა? ვფიქრობ და პირობას ვაძლევ.
_ მინდა, რომ ყველა აქ ჩამოხვიდეთ. რამდენიმე დღით. ჯერ კი არ მაქვს სრული კომფორტი,მაგრამ სწორედ ესაა ამ ადგილის ხიბლი. _ წამით ვჩუმდები. არ მეგონა ამას თუ გვთხოვდა. ისე ასაიდუმლოებდა საკუთარ პიროვნებას. იმდენ ხანს იჭერდა დისტანციას, რომ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ანტონიო გოვერი ოდესმე პირდაპირ საკუთარ ოცნებაში დაგვპატიჟებდა.
რამდენიმე თათბირის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ უკვე დრო იყო შეხვედრის. უკვე სასაცილოც კი იყო ამ შეხვედრაზე უარის თქმა. ამიტომ თარიღი დავთქვით და ანტონიოს მივწერეთ თანხმობა.
_ მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ სახლი შორსაა ცივილიზაციიდან. არ არის ინტერნეტი და სულაც ტელეფონებს მიღება უჭირთ. ეს რამდენიმე დღე სრულიად მოწყდებით სამყაროს და აქიდან სრულებით დამშვიდებული დაუბრუნდებით ქალაქის ხმაურს._ მისმა სიტყვებმა ამაღელვა. როგორ უნდა გაგვეძლო რამდენიმე დღე ინტერნეტის გარეშე? მაგრამ თან მათი გაცნობის პერსპექტივამ ისე მომხიბლა. ხელი ჩავიქნიე:
_ჯანდაბას! სამაგიეროდ მათ ვნახავ!_ ვუთხარი საკუთარ თავს და ჩანთის ჩალაგება დავიწყე. თუმცა ნამდვილად არ მიფიქრია მაშინ, რომ ჩვენ ყველა ერთად, საოცარ და დაუჯერებელ თავგადასავალში მივიჩქაროდით...



2 თავი

ისინი

2025. 29 მარტი. 13:13

რამდენიმე დღით სადმე, სოფელში ან ბუნებაში, წასვლა, მით უფრო იმ ხალხთან, ვინც ძალიან მოგწონს, რა არის ამაზე საუკეთესო თერაპია? არ მახსოვს ბოლოს მსგავსად როდის დავისვენე. იტყვის ვიღაც, რამ დაგღალა, ერთი უსაქმური გოგო ხარო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ადამიანები უსაქმურობისგან უფრო ვიღლებით ზოგჯერ, ვიდრე სამსახურებისგან. რადგან სახლის ყოველდღიურობა რუტინაზე მტანჯველი რუტინაა. თან რაც უფრო ახლოვდებოდა მათთან შეხვედრის დღე, მით უფრო მემატებოდა ეიფორია. მითხარით, რანაირი ამბავია, ხვდებოდე იმ ხალხს, რომლებსაც ლამის ყოველდღიურ რეჟიმში ეკონტაქტები, მათზე გარკვეული წარმოდგენა გაქვს, შესაძლოა ბევრ ახლო მეგობარზე მეტსაც უყვები და ენდობი, მაგრამ რეალურად არ იცნობ?! ცალკე იმაზე დარდობ, თუ შეეფერებიან ისინი შენს წარმოდგენებს, და ცალკე იმაზე თავად თუ გავხარ მათ გონებაში წარმოსახულ ადამიანს.
ზურგაჩანთაში დაუდევრად ვყრი საჭირო ნივთებს, საყვარელ თბილ ჰუდებს, თმის სათაგდარიგო ხის სარჭებს, და როცა ხელი წიგნისკენ მიმაქვს, მხიარულად ვიცინი, არა იქ წიგნის დრო ნამდვილად არ მექნება, თანაც რაღა წიგნი და გამოგონილი ამბები, მე ხომ ხვალ რეალურ თავგადასავალში ვეშვები. იმ საღამოს თითქმის არ მძინავს. რა დამაძინებს? ჩემი ამბების რეალურ პერსონაჟებს უნდა შევხვდე. ხვალ უკვე მართლა დავიჯერებ, რომ ისინი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ არიან, რომ მართლა არსებობენ. მხოლოდ ბლანკო არ იქნება. რა ხანია არ შეგვხმიანებია. კაცმა არ იცის როდის გამოჩნდება. ამიტომ არ ველოდებით.

2025. 30 მარტი 16:40
ვდგავარ და თვალებით ლუციენის მიერ ნაქირავებ წითელ მინივენს ვეძებ. რადგან ექვსნი ვართ და მგზავრობაც ერთად გვინდა. ამიტომ უბრალოდ მანქანას ვქირაობთ. რა აკვიატება აქვს ამ ბიჭს წითელ ფერზე ? ვფიქრობ გულში. ისე დამტკიცებული ფაქტია, რომ ბიჭებს წითელი ფერი უყვართ. არ ვიცი რატომ? ალბათ დომინანტი ფერი რომაა ამიტომ?! და გოგოებიც ქვეცნობიერად ხვდებიან ამას, ამიტომაა არჩევანს უმეტესად წითელ კაბაზე, წითელ ტუჩსაცხზე, და სხვა წითელ აქსესუარებზე რომ აჩერებენ. მე კიდე ალბათ გოგო არა ვარ. საკუთარ ფიქრზე მეცინება და ჩემს შავ ჰუდს და ქურთუკს დავყურებ. არადა ვიცი, რომ ყველა ფერად და მხიარულ ვერას ელოდება. ალბათ ეს მათი პირველი გაკვირვება იქნება. ნეტავ მე რა გამაოცებს მათი ნახვისას? ჯერ ისევ საკმაოდ ცივა, ქარი ისედაც აწეწილ თმას მიწეწავს და ნერვებს მიშლის. ჩანთიდან ყვითელ ქუდს ვიღებ და თავზე ვიმხობ. ქუდი ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც ვერ გუობს ზედმეტ მოსართავ ნივთებს, აქსესუარია.
_ ეს ბავშვი სადღა გადაიქაჯა?_ ახლა ჩემს დას ვურეკავ. პირველ ზარზევე მპასუხობს ჩემდა გასაოცრად.
_ მაცადე რაა, ყავა არ გინდა? ცოდა დამელოდე მოვალ ახლავე!_ ჯაჯღანებს ტელეფონში. მე კი ისევ ქუჩას გავყურეებ. არანაირი წითელი მანქანა არ ჩანს. ჩატს ვხსნი და მესიჯს ვწერ.
_ სად ხართ აბა? მოვედით და ვერ გხედავთ.
_ თავად სად ხარ?_ მპასუხობს ლინდა.
_ მაღაზიასთან! აჰა ხელს ვიქნევ! დამინახე?_ ხელს მაღლა ვწევ და ისე ვიქნევ, თითქოს ვინმეს ვემშვიდობებოდე.
_თავზე ლიმონი გაფარია?_ სიცილის სმაილს მიგზავნის. და გული მიკრთება. მერჩივნა მე დამენახა ისინი პირველად.
_ მოვედი!_ მაღაზიიდან ჩემი და გამოდის და თუ რამე სასუსნავი იპოვნა, ყველაფერს თან მოათრევს.
_ რა იყო მეტი ვერ დაძარი?_ მეცინება მე და პარკში ვიჭყიტები. ჩემს იოგურტებს და ცივ ყავას ვეძებ.
_გახსოვს ცისანა, გურიაში რომ მივდიოდით, მოხარშულ კვერცხს კატლეტებს და ყველს რომ გვაჭმევდა გზაში? იმის მერე მიყვარს მე მგზავრობის დროს ჭამა. _ ეცინება სალის. _ აგე მივიდნენ ესენიც.
ისე უდარდელად ამბობს, თითქოს გუშინაც მათთან ერთად იყო. იმის წინაც და იმის წინაც. მისი უდარდელობით გაოცებული ვდგავარ და მათ შეხვედრას ვაკვირდები.
პირველი ლუციენი მხვდება თვალში, თვალებს ვაფახულებ გაოცებული, მართლა ელფს ჰგავს. იმ თავისი აკოსილი წითელი თმით, სასაცილო ღიმილით, შვებას ვგრძნობ თითქოს, ძალიანაც არ განსხვავდება იმ პერსონაჟისგან, მე რომ აღვწერდი ხოლმე ამბებში.
მერე ლინდას ვუყურებ, კი აშკარად ლინდაა, გაჩხინკული, გრძელი წაბლისფერი თმით, მხიარული და ფართო ღიმილიანი სახით, სალისი არ იყოს, არც მას ეტყობა ნერვიულობა. ერთმანეთს ისე ეხვევიან, თითქოს ეს მათი ჩვეული მისალმებაა. ეს ორი რაღაცით ერთმანეთს ჰგვანან, მაგალითად იმ სიმშვიდით, რაც მე იმ წამს არ გამაჩნია.
მანქანიდან ვამპირი გადმოდის და სულერთია სახით გვიყურებს. თითქოს მას არ ეხება ეს პატარა მოგზაურობა. თითქოს სულ არ უნდა იყოს აქ. ხელს მისალმების ნიშნად მაღლა სწევს და ისე ვაკვირდები გრძელ თითეზე, როგორც სხვა ადამიანები ერთმანეთის თვალებს აკვირდებიან. რა ვქნა, ჩემთვის მსგავსი ნიშნები ბევრად საინტერესოა, რადგან ზოგადად სწორედ ასე ვახერხებ მათ ამოცნობას. მის არაადამიანურ სიმშვიდეს ვუყურებ და საკუთარ თავზე მეცინება, მე რა ჯანდაბად ვნერვიულობ ნეტავ?! „ანუ ასეთია მისი აღმატებულება?“ ვფიქრობ გულში.
ეს კი უეჭველად ლილაა, სურათი კი მაქვს ნანახი, მაგრამ მისი სურათი ჩემთვის ვერაფერი შეღავათია. ამ წამს რომ შებრუნდეს და ტანსაცმელი და ვარცხნილობა შეიცვალოს, მისი ცნობა ისევ გამიჭირდება. ცოტა მეტი დრო და კონცენტრაცია მჭირდება, რომ ყველა დავიმახსოვრო. ლილა მანქანას ეყრდნობა და ჯერ სალის და მერე მეც ინტერესით გვიყურებს. რამდენიმე წამით მაკვირდება და ღიმილით მიქნევს ხელს. მგონი ის ხვდება, რომ ვნერვიულობ, იმიტომ, რომ რაღაც მსგავსი უხერხულობის ემოცია თავადაც ეტყობა სახეზე.
ახლოს მივდივარ, ზურგაჩანთას უხერხულად ვისწორებ მხარზე, და მუდამ თამამი და ვირტუალურ სივრცეში ცოტა არ იყოს თავქარიანიც კი გაუბედავად ვიღიმები.
_ გამარჯობა!_ ვესალმები ყველას ერთად. ფიზიკურ შეხებაზე როგორიც გადაკოცნა, ჩახუტებაა და მსგავსი კონტაქტია, რა თქმა უნდა, უარს ვამბობ. აჰა, ესეთი ვარ მე: ცოტა მორცხვი, ცოტა გაუბედავი და არც ისე ენაწყლიანი. ახლა უკვე მათაც იციან. თითქოს შვებით ვსუნთქავ და მხრებიდან ტვირთი მეხსნება. „არც ისე რთული ყოფილა!’’ ვფიქრობ და საკუთარ ფიქრებს ბედნიერი ვუღიმი.
გზა სადღაც დასავლეთისკენ გვაქვს. არცერთი არ ვართ ნამყოფი იქ, სადაც ანტონიომ თავისი ოცნების სახლი იყიდა. ნამყოფი კი არა, არც გაგვიგია რომელიმეს ის უცნაური სოფელი, არც მეტი არც ნაკლები, სახელად „სადგური“.
არც გუგლში, არც რუკაზე არაა აღნიშნული. ამიტომ ანტონიო დაგვპირდა, რომ მთავარ გზამდე ჩამოვიდოდა და იქ დაგველოდებოდა.
_ აბა, როგორ მოგეწონეთ?_ გვეკითხება სიცილით ლუციენი. როცა საიტის პრეზენტაცია უნდა მოგვეწყო, მას ვუთხარი, რომ იქ მისვლა არ მსურდა. და არც მათი გაცნობა მინდოდა, რადგან სრულებით მაკმაყოფილებდა მათი ჩემი წარმოსახვითი ვერსიები.
_ არაგიშავთ!_ გამეცინა და ფანჯრიდან გავხედე უკან მიმქროლავ ბოძებს. არა მაინც რა უცნაური ამბავი იყო? მე ასეთი ინტროვერტი ადამიანი, ვიღაც უცნობებს მივყვებოდი სადღაც ჯერაც გაუგონარ სოფელში. „ნეტავ მე თუ ვგავარ საკუთარ თავს?“ ვფიქრობდი და ფანჯრის მინაში მკრთალად არეკლილ საკუთარ გამოსახულებას ვაკვირდებოდი. ლამის პატარა ბავშვების ექსკურსიას გავდა ჩვენი მგზავრობა. მუსიკა,სიმღერა, სიცილი, რაღაც ამბების გახსენება, იმ სახლზე და ანტონიოს გადაწყვეტილებაზე საუბარი.... თითქოს ახლიდან და ახლა უკვე ნამდვილად ვცდილობდით ერთმანეთის გაცნობას. გზა ისე გამოილია, ვერც შევამჩნიეთ.
_ რამ მოანდომა იმ გადარეულს ამ გადაკარგულში გადმოცხოვრება?_ ცარიელ გზას უყურებდა ლუციენი და უკვირდა.
_ სიჩუმეს გამოყვა ალბათ._ უპასუხა ვამპირმა.
_ კარგი რაა, მარტო ყოფნა კარგია რაღაც ხანს, მერე მოსაბეზრებელია!_ თქვა სალიმ._ თან რამე რომ იყოს, აქ რა უნდა ქნა?
_ხო მაგას ვამბობ, რამდენი უკეთ დასახლებული სოფელია, თუ მაინცდამაინც სოფელი გინდა. აქ რა უნდა აკეთო სულ მარტომ?_ მხრები აიჩეჩა ლუციენმა, ალბათ წარმოუდგინა, რომ ასეთ ადგილას თავის საფირმო კარამელიზირებული მსხლით თავს ვერავის მოაწონებდა, დათვების გარდა.
_ რა პრობლემაა, მოქოქავს მოტოციკლეტს და ორ წამში იქნება ქალაქში. სოფელში გადმოსვლა ქალაქზე უარის თქმას არ ნიშნავს._ მგონი ლილასაც მოსწონდა სოფელში ცხოვრების იდეა.
_ სოფელში წავალ მეც, როცა დრო მოვა! ჯერ ადრეა!_ გაეცინა ლინდას._ არაფერია შეუძლებელი თუ გულით გინდა!
ფანჯარას გავხედე. მწვანეში ჩაფლული მთები, სადღაც ტყეში ალბათ ჩხრიალა მდინარე, ყვავილებიანი მინდვრები, ცხოველები, კამკამა ჰაერი, თოვლიანი მწვერვალები.... მე არ მიკვირდა ანტონიოს ოცნების. მხოლოდ ის იყო, რომ ზოგჯერ ჩემი ოცნება არ ემთხვეოდა იმ რეალობას, რომელშიც მე ვცხოვრობდი. ქალაქი? არა კომფორტისთვის, ალბათ უფრო პერსპექტივისთვის, მაგრამ ლინდასი არ იყოს, მოვიდოდა დრო, როცა აღარც პერსპექტივას ექნებოდა მეტად მნიშვნელობა.
კი ძალიან ლამაზი მიმზიდველი და ოცნების ფერი იყო აქაურობა, მაგრამ ფეხს ვერ უწყობდა თანამედროვე ცხოვრებას. მაგრამ თან სწორედ ეს იყო რეალური სამყარო. „ცოლი და შვილები, თევზაობა და სოკოების კრეფა?!“ ვფიქრობდი გულში. რა იყო ამაში ცუდი? მაგრამ აქ დრო გაჩერდებოდა ყველასთვის, ვინც აქ ცხოვრებას გაბედავდა და იქნებ ასე საკუთარი ოცნებით შვილების ოცნებას მოკვეთავდი ფრთებს?მიყრუებული, კი სწორედ ამას გავდა მთების სოფლები, არც გზები, არც საავადმყოფოები, არც აფთიაქები, მაღაზიებიც კი მწირი, ზამთარში თოვლისგან ჩაკეტილი გზები. კიდევ სწავლის დაბალი ხარისხი. არც განმავითარებელი წრეები... მოკლედ ის, რასაც მე იმ წამს ვხედავდი ალბათ მხოლოდ მეოცნებე და გამბედავი ხალხისთვის იყო სამყოფი. მაგრამ, იცით, ადვილია ასე თუ ისე შემდგარი ადამიანი რომ იღებს გადაწყვეტილებას, სად სურს სიცოცხლის გატარება, მაგრამ არსებობს კიდევ მომავალი, რაც მხოლოდ შენ არ გეხება. ვერ წაართმევ შენზე დამოკიდებულ ადამიანს არჩევანის უფლებას, იმ არჩევანის, რაზეც ჯერ მას წარმოდგენაც არ აქვს. . ეს საუკუნე ძალიან ნაცრისფერი ოცნებებით არის გაჟღენთილი და ისე ხდება, რომ ეს ოცნებები ჩვენს გარშემო გალიას აშენებენ. ისე ვხდებით ყოველდღიური ერთფეროვნების მონები, ვერც კი ვიაზრებთ. აი მაგალითად მე? ისეთი მარტივი უბრალო ოცნებები მქონდა, რომ .... კარგით ამაზეც შემდეგ. ეს ხომ ჩემი ამბავი არაა?!
_ შენ რას ფიქრობ?_ მკითხა ლინდამ._ იცხოვრებდი აქ?
_ საქმეც მაგაშია, ვიცხოვრებდი ალბათ ბედნიერიც ვიქნებოდი, მაგრამ არ ვცხოვრობ!_ ვუპასუხე ფანჯრიდან გადაშლილი ხედისთვის თვალმოუშორებლად.

რაღაც მომენტში ტელეფონს დავხედე და გამაოცა იმან, რომ მიღების ნიშანი სრულიად გადახაზული იყო. ანუ ის უჩინარი საზღვარი გადავკვეთეთ, ანტონიო რომ გვეუბნებოდა.
_ ოფიციალურად მშვიდობით ცივილიზებულო სამყაროვ!_ გამეცინა არც თუ მხიარულად. თავს უცნაურად დაუცველად ვგრძნობდი, რომ გარეშე სამყაროსთან კონტაქტს ვერ ვახერხებდი. შინაგანად დავიძაბე და არ მიფიქრია, თუ რამე შემეტყო.
_სულ ცოტა ხანში გაგივლის!_ მითხრა ჩემს უკან მჯდომმა ვამპირმა. _ ვინ ამბობდა, არაფრის მეშინიაო?
_ არ მეშინია, უბრალოდ უჩვეულოა. თითქოს რაც მიღება გაქრა ტყეც შეიცვალა, ვერ შეამჩნიე?_ მივუბრუნდი უკან და ახლა რეალურადაც დავინახე ის მხიარული იროინია, ასე რომ სჩვეოდა მის ღიმილს.
_ „მცდარი შესახვევი“ ნანახი გაქვს?_ მკითხა და გაეცინა.
_ მოშორდი აქიდან!_ შემეცვალა სახე. კიდევ მცდარი მოსახვევი აკლდა გარს მოჯარულ დაბურულ ტყეს?!_ და იცოდე, ნუ იცინი მასე!
_ კარგი, აღარ ვიცინი!_ ვითომ მორჩილად დამთანხმდა.
_ აი ისიც!_ შესძახა მხიარულად ლუციენმა და მანქანა გზიდან გადააყენა. ოდნავ დავიხარე და ფანჯრიდან გავიხედე. იჯდა თავის შავ მოტოციკლზე მიყრდნობილი და ფეხის ტერფებს უდარდელად ურტყამდა ერთმანეთს. სულ არ ჰგავდა იმ ანტონიოს, მე რომ „ვინ ხარში?!“ გამოვიგონე. რატომღაც ჩემს ფანტაზიაში მას წვერი არ ჰქონდა, აი რეალობაში კიდევ კი.
მანქანა რომ დაინახა სერიოზული და ოდნავ მკაცრი სახის ნაკვთები გაუნათდა. ფეხზე ადგა და მანქანისკენ წამოვიდა.
ლუციენი მგონი გოგოებზე უფრო იყო მისი ნახვით აჟიტირებული.
_ როგორ ხარ ბნელო?_ მიესალმა ჩვეულად.
_ გადასარევად!_ ხელი გამოუწოდა მან.
_ რამ მოგაფიქრა აქ გადმოხვეწა?_ ჰკითხა ლილამ, _მგონი ქვეყნის დასალიერში ვართ ახლა.
_ არა,მენდეთ რომ ნახავთ მოგეწონებათ!_ აშკარა იყო საკუთარი გადაწყვეტილება აბედნიერებდა.
_ ანტონააა ჯამბულა დაგიძახო თუ...?_ ისე მაიმუნობდა სალი, თითქოს ისვე ჩატში იყო.
_ ეს აქ დატოვეთ, არ წამოიყვანოთ!_ ვითომ გაბრაზდა ანტონიო.
_ მაინტერესებს, ახლა სადღა გაიქცევი?_ ენას არ აჩერებდა სალი. _ იმდენს და ისე მოგიშლით ნერვებს, როგორც მოგვესურვება.
_ შენ რატომ ხარ ჩუმად? _ გამომხედა მხიარულად_ თუ შორიდან ჩიხუახუასავით თამამი იყავი?
_ მოხვალ შენ ჩატში საძაგელო!_ გამეცინა მეც. სადღაც მართალს ამბობდა. რეალურ ცხოვრებაში, დრო მჭირდებოდა, რომ ენა ჩვეულად ამომედგა.
ანტონიო მოტოციკლს დაუბრუნდა და გამომყევითო გვანიშნა.
სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი, ისევ თავზე მუქარით გადმომხობილ ტყეს გავხედე. რატომღაც უცნაურად უჟმურ აურას ვგრძნობდი, ან ეს მხოლოდ ჩემი არანორმალური ფანტაზიის ნაყოფი იყო.
_ ბევრი ფიქრი ხან სულაც არაა სასარგებლო, მშიშარა!_ ხმადაბლა მითხრა ვამპირმა. გაკვირვებულმა გავხედე, შანსი არ იყო მიმხვდარიყო, რას ვფიქრობდი. ნუთუ თავადაც გრძნობდა იმ უცნაურ მუხტს, რაც ტყიდან მოჰქონდა გრილ ნიავს.
_ უბრალოდ შემცივდა!_ ვიუარე მისი ნათქვამი. მეტი დამაჯერებლობისთვის ქურთუკი შევიკარი და მანქანაში დავბრუნდი.
_ ოხ,მისწრება იქნება ახლა რამე ცხელი და გემრიელი!_ ჩაილაპარაკა მხიარულად ლუციენმა.
_ თუ დაგვახვედრა ახლა ბორში!_ ახორხოცდა სალი.
_ ბორში ქაიააა!_ გაეცინა ლინდას.
მე კიდე გულში ვნანობდი, რომ ჩემი ტკბილი ღვინოები სახლში დავტოვე. ვაითუ ანტონიოს არ ჰქონოდა მომარაგებული. მე თქვენ გეტყვით და მაღაზიაში გადაირბენდა სადმე?!
_ აქ უფრო იგრძნობა სიცივე არა?_ თქვა ლილამ და წინ ბღუილით მიმავალ ანტონიოს გახედა _ აბა, ისეთია თქვენ როგორიც გეგონათ?
გვკითხა და ნიშნისმოგებით დაამატა.
_ აბა დარწმუნდით, რომ ანტონიო ანტონიოა და მე მე ვარ?_ ყველას გვითხრა, მაგრამ მე შემომხედა თვალმოჭუტულმა_ რაო რას ამბობდი? საიტის საღამოზე ყალბ ანტონიოს დაიქირავებს ლილაოოო?!
მე ხშირად ვხუმრობდი, რომ ანტონიო ლილა იყო, და ლილა არა, მაგრამ ანტონიო სულ იბუტებოდა ამის გამო.
_ კარგი! ვაღიარებ მტყუანი ვიყავი! მაგრამ იმ ჯამბულას არ უთხრათ, რომ ვაღიარე!
_ ანუ კიდევ უნდა უმტკიცო, რომ არ არსებობს?_ ჩიფსებს ახრამუნებდა სალი.
_ მომეცი აქ ჩემი იოგურტი!_ გავუწოდე ხელი ეშმაკური სახით ჩემს დას_ არ თქვა, რომ არ გიყვარს მაგის გაბრაზება!
_ მე კი არა, მგონი თვით მამაზე ზეციერს უყვარს მაგის გაბრაზება!_ ახარხარდა გოგოსთვის შეუფერებლად.
მოულოდნელად ასფალტიანი გზა მოხრეშილმა და ვიწრო აღმართმა შეცვალა. ხეივანივით გადახლართული მარადმწვანე ხეების ვარჯები უჩვეულოდ აბნელებდნენ იქაურობას.
_ აჰაა, მგონი ბნელმა თავის ბნელ სამეფოში მიგვიტყუა!_ ვერ ისვენებდა ლუციენი და წინ ნელა მიმავალ ანტონიოს კვალში ედგა._ არა, რას იტყვით, მანიაკი რომ იყოს, ჰა?
რაღაც ვერ მეხალისებოდა მისი ხუმრობა, გაფაციცებით ვათვალიერებდი ტყეს. რაღაც ძველ ჟანგიან და გადაგრეხილ აბრას ჩავუარეთ, რა ვერ წავიკითხე, მხოლოდ მივხვდი, რომ რუსულად ეწერა.
_ წაიკითხე რა ეწერა?_ მკითხა იდუმალი ხმით ვამპირმა და წინ გადმოიწია. მთელი სეროზულობით ვკითხე, „რა ეწერამეთქი?“ და მან მცდარი შესახვევიო მიპასუხა ჩემსავით სერიოზულად.
_ აი რომ გაგაცლი მაგ ქოჩორს და დაგმარხავ მცდარ შესახვევში, მერე ნახავ შენ!_ ვუთხარი და ხელი ისე გავწიე მისკენ , თითქოს მართალა ვუპირებდი გაქოჩვრას. სწრაფად გადაიწია უკან, საზურგეს მიეყრდნო და უსაფრთხო მანძილიდან მაინც „მშიშარაო!“ დამცინა.
_ თქვენ აქაც ჩხუბობთ?_ გამოგვხედა ლინდამ სიცილით.
_ არ ასვენებს მაგას გამჩენი!_ გავაქნიე თავი უიმედოდ.
ისე მართალი იყო, მას რომ არ ეთქვა იქაურობა მაინც გამახსენებდა იმ საზიზღარ ფილმს.
დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ ანტონიოს აღთქმული მიწაც გამოჩნდა. წითელმა სახურავმა გამოანათა გზის ბოლოს. უბრალო ღობით შემოსაზღვრული პატარა, და ერთი შეხედვით მყუდრო სახლი იყო, მაგრამ აშაკარად ეტყობოდა სიძველის კვალი. თუმცა ამ რამდენიმე კვირის მანძილზე ანტონიოს მოესწრო და ხელი შეევლო მისთვის. ხის კიბე განახლებული ჩანდა, კედლებიც შეთეთრებული, ღობე გამართული და ეზოც მოვლილი. ეზოს შუაში დიდი უსწორმასწორო ქვები წრედ დაეწყო და გარშემო დაბალი გრძელი სკამები შემოელაგებინა. აშკარა იყო, ეს ერთგვარი კოცონის ადგილი ჩვენთვის მოეწყო, რათა ის რამდენიმე საღამო ეზოში ცეცხლის პირას გაგვეტარებინა. იქაურობამ აკვიატებული უჟმური განწყობა გამიქაწყლა.
_ აბა როგორ მოგწონთ აქაურობა?_ გვკითხა და ხელები გაშალა.
_ ძალიან მომწონს, აი ძალიან, ძალიან!_ ვუთხარი სრულიად გულწრფელად.
პატარა სახლში ჩვენი ოთახები მოგვიჩინა. უფრო სწორედ გოგოებს ერთი მოზრდილი საძინებელი შეგვხვდა.ასეც ჯობდა , ერთად გვერჩივნა რადგან, ალბათ მთელ ღამეს მაინც ბიჭებზე ჭორაობაში გავათენებდით. ისინიც მოპირდაპირე ოთახში შელაგდნენ ბარგის დასაწყობად. სულ მალე მისაღებში მოვიყარეთ თავი. ყველას გვშიოდა, მაგიდა სწრაფად გავშალეთ და ჩვენი დიდი ხნის ნანატრი გაცნობაც, როგორც იქნა და არ იქნა, ავღნიშნეთ.
იმ საღამოს, როცა ცეცხლის წინ ვიჯექით და საშიშ ამბებს ვყვებოდით, კიდევ ერთხელ ვიგრძენი ის უცნაური დაძაბულობა,მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია, სასმელი და საერთო მხიარულება ყველაფერ უსიამოვნოს დევნიდა ჩემი გონებიდან.
_ ანტონიოო ხვალ სოკოების სანახავად წავალთ?_ ვკითხე და იმედით მივაჩერდი.
_ რა სოკო უნდა ნახო ახლა ?_ გაეცინა ლუციენს.
_ ჭამდე მაინც, რას გადაეკიდე ამ სოკოებს, რათ გინდა?_ ახლა სალიმ გამომხედა კითხვის ნიშნით თვალებში.
_ რა მინდა და ხელი უნდა დავუტყაპუნო!_ ვახირე მე. _ სულ არ მაინტერესებს, ერთ სოკოს მაინც მივაგნებ სადმე! ხომ მივაგნებ?
ისევ ანტონიოს ვთხოვე შველა.
_ ამ დროს კალმახა სოკო შეიძლება იყოს, მაგრამ ამ ტყეში ნაკლებად მგონია!
_ რატომ, ამ ტყეში რა ხდება?_ მოღუშულმა გავხედე ტყეს.
_ არაფერი!_ გაეცინა ანტონიოს._ უბრალოდ წიწვოვან ტყეში ნაკლებად გვხვდება.
_ ანუ ერთი ცადამყვანაც არ იქნება? _ გადამეწურა იმედი.
_ არა, მაგი ზაფხულიდან შემოდის. ახლა ცივა!
_ ჯანდაბას იყოს კალმახა,_ ჩავიქნიე ხელი_ სოკოს კალმახა ვინ დაარქვა ერთი იმის თავში ჩამახედა.
_ ალბათ იმნაირმა ფანტაზიორმა, ვინც იღბალს ტუნა დაუძახა!_ გაეცინა ვამპირს.
_ ხოდა ტუნა ჩემი მეგობარია, ერთ ლამაზ სოკოს მაინც გამოგვიგზავნის თავში სატყაპუნოდ!_ ავყევი მის ხუმრობას. არ მიფიქრია, რომ ამდენად მეგობრობდა ჩემთან ბატონი ფორტუნა. ალბათ „ქაღალდის ჭიქის“ შემდეგ გადამეტებულად კმაყოფილი დარჩა, და ტყეში ისეთი სიურპრიზი გაგვიმზადა, რასაც ვერასდროს არათუ ვერ წარმოვიდგენდით, ვერც კი ვიოცნებებდით.
_ რაც არ უნდა იყოს, მარტო ამადაც ღირს ეს სახლი, რომ ამ ცაზე უამრავი ვარსკვლავი მოსჩანს._ ცას უყურებდა ვამპირი. ყველამ ცას ავხედეთ. სიმართლეს ამბობდა, ქალაქის სინათლეებიდან შორს ცა ისეთი გულახდილი და გულწრფელი იყო, რომ გულის გულში გადამალულ წითლად მოციმციმე ვარსკვლავებსაც კი ხელისგულზე გვილაგებდა.

3 თავი

ცადამყვანა
2025. 31 მარტი 02:00

საჭორაოდ შემართულებს ძილმა და სასმელმა ისე წაართვათ თავი, რომ ლამის ბალიშზე თავის დადებისთანავე დაეძინათ. ვიწექი და ოთახის ჭერზე ახლართულ ჩრდილებს ვაკვირდებოდი. ბოლო დროს ისევ დამიბრუნდა წყეული უძილობა. არადა რაღაც მომენტში მეგონა, სრულიად გადავავიწყდი. ახლა მით უფრო რა დამაძინებდა? უცხო ხმა ჰქონდა უცხო სახლს. უცხო სურნელი და უცხო ჩრდილები. ვერც უცხო საწოლი იყო საუკეთესო აკვანი.
_ ლინდააა..._ დავუძახე კედელთან მდგარ საწოლში მძინარე ლინდას._ ლინდააააა....
რაღაც ჩაიბუტბუტა და გამხდარი ხელი ლოყის ქვეშ ამოიდო.
_ესეც შენი თაფლის არაყი!_გამეცინა მე, თუ ლინდას ეძინა სხვებთან მცდელობას აზრიც არ ჰქონდა. ფანჯარას გავხედე, ძლიერი ქარი ქროდა და ეტყობოდა უფრო გაძლიერდებოდა. გარეთ საკმაოდ ციოდა. საწოლში წამოვჯექი და სიჩუმეს მივაყურადე. მხოლოდ მშვიდი სუნთქვით იყო სახლი სავსე და ეს სიჩუმე მაღიზიანებდა. ავდექი და საწოლის ქვეშ შეყრილი ბოტასების მოსანახად დავიხარე. არაფერი ჩანდა. ბალიშის ქვეშიდან მობილური გამოვაძვრინე და გავანათე. ფეხზე ჩავიცვი. თხელი ქურთუკი და ქუდიც დავიმხე და მისაღებში გამოვედი. შუქის ანთება არც მიფიქრია, ისე მივედი კარამდე. გამოვაღე და ეზოდან შემოჭრილ ცივ სუსხიან ქარს სახე ავარიდე.
_ რა მაგრად ცივა!_ ჩავილაპარაკე და სახლის პაწაწუნა მოაჯირიან პარმაღზე გამოვედი და შიშისგან და მოულოდნელობისგან კინაღამ გული წამივიდა. წამის მეასედი დასჭირდა ტვინს, რომ მოაჯირზე ჩამომჯდარი სილუეტი ამოეცნო, მაგრამ ის რამდენიმე წამიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ სხეულში მტკივნეული დენივით გაევლო შიშს.
_ მშიშარა!_ შანსი არ გაუშვა ვამპირმა, რომ არ დაეცინა მხიარულად.
_ რას აკეთებ აქ ამ დროს არანორმალურო!_ ვუთხარი სული რომ მოვითქვი.
_ ნორმალური მეკითხება ზუსტად იგივე დროს და იგივე ადგილიდან?_ მკითხა და ტყეს გახედა თვალმოჭუტულმა._ რა უცნაური ტყეა!
ჩაილაპარაკა თავისთვის. ანუ არ ვცდებოდი, ისიც გრძნობდა რაღაცას, და ვერც თავად ხსნიდა რას.
_ მოდი აქ და მოუსმინე!_ მითხრა და ხელი დამიქნია. მის გვერდით დავდექი და ვცადე გამეგონა რას უსმენდა ასეთი გაფაციცებით.
_ ქარის ხმაა და ხეების!_ ვუპასუხე წამის შემდეგ.
_ მასე არა, გახსოვს რომ გასწავლე მუსიკის დანაწევრება? აბა, სცადე მასე მოუსმინო!_ გააქნია თავი ჯიუტად და ისევ ტყისკენ მანიშნა. მომწონდა მისი უცნაური ექსპერიმენტები. მომწონდა მისი სამყაროს აღქმა, ის თუ როგორი სიმარტივით პოულობდა იმ საოცრებებს, რასაც სამყარო არც თუ ყველას აჩვენებდა ხოლმე. მოაჯირს დავეყრდენი და თვალები დავხუჭე. ტყიდან მოტანილ ხმაზე ვცადე კონცენტრაცია. თუ კარგად დაუკვირდებოდა ადამიანი, ქარის ხმა რაღაც აგრესიულ რიტმს ჰყვებოდა და გარკვეულ ხანში ერთხელ ახლიდან იმეორებდა ამ რიტმს. ვცადე ქარის ხმა ჩემი გონებიდან გამეშვა და კონცენტრაცია მის მიღმა და მასში ახლართული ხეების შრიალისთვის მიმეპყრო. რთულად, მაგრამ მაინც შევძელი. უცნაურად შრიალებდნენ ხეები, არა ჩვეულად. წამით ვერ მივხვდი, უფრო ვცადე ყურადღების მოკრება, შუბლი შემეჭმუხნა.
_ ეს ფოთლოვანი ტყე არაა!_ ჩამესმა ვამპირის ხმა და წამსვე მივხვდი, რასაც გულისხმობდა.
მართალი იყო, მძიმედ ეხეთქებოდნენ წიწვიანი ტოტები ერთმანეთს. ჩვეული ჰარმონია და მუსიკალურობა აკლდა ამ შრიალს.
_ ახლა ეგეც მოაშორე!_ მითხრა მან და უეცრად ყველაფერი დადუმდა. დადუმდა და თითქოს წყვდიადში ჩაიძირა. გაოგნებისგან თვალები გავახილე. ისე შევხედე თვალებგაფართოებულმა, რომ ისევ ვერ შეიკავა თავი სიცილისგან.
_ იქ სიჩუმეა!_ ვუთხარი და საჩვენებელი თითი ტყისკენ გავიშვირე. თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.
_ სწორედ ასეა! იქ სიჩუმეა!_ დავაკვირდი, მინდოდა მისი ნამდვილი ემოცია დამენახა, რომ ასე მაინც გამეგო, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი და რამდენად იყო ტყის ეს დუმილი ჩვენთვის საფრთხე.
_ თუ სიჩუმეა ანუ ლოგიკურია, რომ იქ არავინ არის! თუ არავინ არის, ანუ უსაფრთხოა!_ სცადა, მაგრამ ვერ მომატყუა. აშკარა იყო, დასამშვიდებლად ამბობდა ამას. მაგრამ მან კარგად იცოდა, ტყე რომ გააჩუმო ნამდვილი საფრთხე უნდა შექმნა. რაღაც ძალიან დიდი, რეალური და საოცარი.
_ წადი, დაიძინე, თორემ უძილარი მძინარა იქნები ხვალ და სოკოებს ვერ ნახავ! არა მგონია დღეს მშვენიერი აისის ნახვაში რამემ ხელი შეგვიშალოს!_ მითხრა მან და ისევ მოაჯირზე მოკალათდა, ძელს მიეყრდნო და ცას ახედა. ღრუბელი ფარავდა ცას და მხოლოდ ალაგ_ ალაგ ჩანდა ვარსკვლავებით მორთული ზეცის ხალიჩა. თავი გადავაქნიე უიმედოდ. ზოგი საერთოდ არაა მიდრეკილი ცვლილებებისკენ. მაგალითად ის სადაც არ უნდა წასულიყო ამ უცნაურ უძილობას ვერასდროს მოიშლიდა. ალბათ ვერც ცაში საკუთარი ოცნების ძებნას. სახლში რომ შევდიოდი ოდნავ გასაგონად ჩაილაპარაკა.
_ ბევრს ნუ იფიქრებ!_ მაგრამ ვერ მივხვდი მე მითხრა თუ საკუთარ თავს.

2025. 31 მარტი 08:02
_ ადექით გათენდა!_ საზეიმო ხმა ქონდა ლინდას. ვიცოდი დაახლოებით შვიდის მერე ბორგავდა და ვერ ისვენებდა. მაგრამ ალბათ ვინმეს გაღვიძებას უცდიდა. თავს მაინც ყველა უცხოდ გრძნობდა.
_ ყავა გინდა?_ ვკითხე ღიმილით.
_ აბა არ მინდა?!_ გაეცინა მას და საწოლიდან გამოძვრა.
_ აი მთის სოფლის კიდევ ერთი მინუსი!_ ვთქვი მე და ხელი ცივი წყლის ჭავლს შევუშვირე დაჯღანულმა.
_ არადა ვიღაც წერდა: ვისაც სოფელში ყინვანაკრავი წყლით პირი არ დაუბანია, არც უცხოვრიაო!_ ნიშნისმოგებით გამახსენა ლინდამ ფრაზა ერთი ძველი ამბიდან ლურჯთვალა კაცზე რომ იყო.
დილა დილაზე მეტი იყო ანტონიოს ოცნებაში. ღამინდელი ქარის ნასახიც არსად ჩანდა. ისეთი სუფთა კრიალა ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი იყო, ფილტვები ამწვა. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და ვიგრძენი, როგორი ხალასი გახდა სისხლი სხეულში. თითქოს წონა შემიმსუბუქდა და გული ამიჩქარდა. სახლის უკანა ეზოდან, ტყის საპირისპირო მხარეს, ვრცელი ფერდობი იშლებოდა. წარმოვიდგინე ზაფხულში როგორი მზესუმზირების ყანა იბიბინებდა იქ. დაბალ ხის ღობესთან მივედი, მკლავებით დავეყრდენი და ფანტაზიას ლაგამი ავხსენი. გეფიცებით ცხადად ვხედავდი, თეთრ სარაფანიან შავთმიან გოგოს, როგორ მიიკვლევდა მაღალ ყანაში გზას. მის თავს ზემოთ ასობით პატარა მზე დახრილიყო და თმაზე და აფრიალებული კაბის კალთებზე ებღაუჭებოდნენ ნაზად. მის წინ ორი მოღეღილ მაისურიანი ბიჭუნა გარბოდა. ერთმანეთის გასწრებას ცდილობდნენ და მხიარულად ჭყლოპინებდნენ. მოულოდნელად მათ შესახვედრად მაღალი შავგვრემანი კაცი დაიძრა. აკეცილი პერანგის სახელოებით, ჩალის გაცრეცილი ქუდით. ქუდი მოიხადა და მკლავით შუბლი შეიწმინდა. ქუდი მზესუმზირებს ესროლა და დაწინაურებული ბიჭუნა დაიჭირა. ხელში ბუმბულივით აიტაცა და ჰაერში აისროლა.
_ მამა, მეეც ამაფრინე მამაა...._ ცხადად ჩამესმა მეორე ბიჭუნას მხიარული და სულსწრაფი ძახილი. სიხარულის ცრემლებამდე საოცარი იყო ეს ჯერ არ დამდგარი მომავალი......
_ რატომ ტირი? რა მოგივიდა?_ გამომაფხიზლა მისივე საკუთარი ოცნებიდან მოულოდნელად ანტონიომ. თავზე მადგა და გაკვირვებული და დაძაბული მომჩერებოდა. დანაშაულზე წასწრებულივით მოვიწმინდე ცრემლები.
_ უბრალოდ ძალიან ლამაზი იყო!_ ვუპასუხე დარცხვენილმა. რაც არ მიყვარს ამ სამყაროში ისაა, როცა ატირებულს მხედავს ვინმე.
_ რა იყო ლამაზი?_ მკითხა და ფერდობს გადახედა.
_ მზესუმზირების ყანა ანტონიო!_ ვუპასუხე და სახლისკენ წავედი.
_ იყო?_ დაბნეულმა ჰკითხა საკუთარ თავს ანტონიომ და უკან გამომყვა ჯერაც დაეჭვებული.
ყველა ეზოში იჯდა. ზოგი ყავას ზოგი ჩაის სვამდა და ყველას, როგორც ერთს სახეზე ნეტარება ეხატა.
_ საოცარი დილაა!_ თქვა ლილამ და ცხელი ჩაი მოსვა. _ რა არის ეს ანტონიო, რა უცნაური გემო აქვს?
_ სალბია! სწორედ ამით ვიმშვიდებ ნერვებს, ვერა რომ მიშლის ხოლმე._ ისე სერიოზულად უპასუხა ანტონიომ, ლამის იყო დავიჯერე.
_ ეგ თუ გშველის, საქმე არც ისე ცუდად ყოფილა!_ გაეცინა სალის და თითები მოხვია ცხელ ფინჯანს._ დილა კაია, მაგრამ სუსხავს.
_ რა კაი სუნებია, ვინ მზარეულობს?_ ლინდას ჩემდა გასაოცრად საოცარი მადა ჰქონდა. თავად არსად იყო, და კიდევ კარგი რომ წონაც მადის შესაფერი არ ჰქონდა._ ელფი შეგვეპარა სამზარეულოში?
წავიდა და ფანჯრიდან შეუჭყიტა. აშკარა იყო ნანახმა დააკმაყოფილა.
_ ლაზანიას აკეთებს მგონი! ეს ბიჭი მართლა კარგი მზარეულია ისე ჩანს!_ გვამცნო მენიუ გამხიარულებულმა.
_ დღეს რას ვაპირებთ?_ ვიკითხე და ანტონიოს მივაჩერდი ინტერესით. მასპინძელი ის იყო და მასვე უნდა დაეგეგმა ჩვენი თავგადასავალი საიდან დაიწყებოდა.
_ დღეს სანადიროდ მივდივართ!_ მიპასუხა მან ეშმაკურად. და მეც უნებურად ტყისკენ გამექცა თვალი. ნუთუ დღეს ტყეში შევიდოდით?! იმ იდუმალ გასუდრულ ტყეში? გამაკანკალა უცნაურად. ვამპირს გავხედე უჩუმრად. მორზე იჯდა და სულ ოდნავ იღიმებოდა, ისე თითქოს მისთვის სულერთი იყო მდუმარე ტყეც და ტყის მთელი ორკესტრიც. ფაქტი იყო, იქ შესვლაზე ის უარს არ იტყოდა. და ჩვენ რომ სულ ფეხი არ შეგვედგა იქ, ის მაინც გაისეირნებდა.
_ხომ გინდოდა სოკოების ნახვა, ხოდა სოკოებზე ვინადირებთ სწორედ!_ ანტონიოს გულით უხაროდა ჩვენი იქ ყოფნა.
_ ბავშვებო, იცით გუშინ...._ მინდოდა მათთვისაც მომეყოლა ის, რაც წინა ღამეს აღმოვაჩინეთ, მაგრამ დავინახე, როგორ მიიდო თითი ტუჩებზე ვამპირმა და გაჩუმდიო, როგორ მანიშნა. ხოო, ისევ მართალი იყო, რა უნდა მეთქვა? რომ ტყე დუმდა? თავი გადავაქნიე უკმაყოფილოდ და თვალები გადავატრიალე. ჯანდაბას, ალბათ უბრალოდ რაღაცას ვაზვიადებდი და სულ ეს იყო.
სწრაფად ვისაუზმეთ, გავემზადეთ, წყალი და საჭირო ნივთები ავიღეთ და გამოცდილი რეინჯერებივით გეზი ტყისკენ ავიღეთ.
ლილა აღფრთოვანებული იყო იმ იდუმალებით, რასაც სულ რომ არ ყოფილიყო ის მაინც აღმოაჩენდა. სალი, როგორც მიკროფოტოგრაფიის გულმხურვალე მოტრფიალე ოდნავ განსხვავებულად დაცემულ ფოთოლს არ უშვებდა ობიექტივიდან. ლინდა ცდილობდა ბიჭებს არ ჩამორჩენოდა. და მათზე კარგად თუ არა ნაკლებად არ ართმევდა თავს ქვიან გაუკვალავ ბილიკებს.
რაც შემეხება მე, უცნაური შეგუების მომენტი მაქვს ხოლმე როცა ტყეში შევდივარ. არ ვიცი რატომ, მაგრამ თვალი მიჭრელდება. თითქოს გამოსახულება სიმკვეთრეს კარგავს და ერთმანეთს ერევა. ალბათ იმიტომ რომ ერთი ფერის დომინაციაა ტყეში. იმ დღესაც სწორედ ასე მომივიდა. შესვლის წამიდან ამერია მზერა. ფრთხილად ვადგამდი ნაბიჯებს და სულ ყველაზე ბოლოს მივყვებოდი ჯგუფს. ვცდილობდი თავი მაღლა არ ამეწია, რომ როგორმე თვალი შეჩვეოდა გარემოს. როგორც წესი ოციოდ წუთის შემდეგ შედარებით მიადვილდებოდა ხოლმე. მეგობრების ხმები მესმოდა და უფრო სმენას მივყვებოდი, ვიდრე მხედველობას. ხოდა აბა თუ მიხვდებით რა მოხდა? რა თქმა უნდა, უპატრონოდ მიტოვებული ლეკვივით ამებნა გზა. იმდენად მოსალოდნელი იყო ეს, რომ არც კი გამკვირვებია. ამოვიოხრე ბედს შეგუებულმა და იქვე ხავსიან ქვაზე ჩამოვჯექი. ჯერ დილა იყო. ნეტავ რამდენ ხანში შეამჩნევდნენ, რომ არ ვიყავი? ალბათ ასე ნახევარ საათში. ხოდა, რა პრობლემა იყო? ვიჯდებოდი ასე ნახევარი საათი და დავისვენებდი. წაკითხული მქონდა, რომ როცა ტყეში დაიკარგები, რაც შეიძლება ნაკლები უნდა იბოდიალო, რომ მაშველს შენი პოვნა არ გაურთულო. ამიტომაც ზურგით ხეს მივეყრდენი, ფეხები ლოტოსის პოზაში ავიკეცე და ვცადე სიმშვიდე მომეკრიბა. სანამ დაღამდებოდა რა მიჭირდა, და მერე......
ზურგჩანთიდან მობილური ამოვიღე, რომელიც მუსიკისთვის მქონდა წამოღებული, ხმადაბლა ჩავრთე ენერგიული მელოდია და ლოდინი დავიწყე. წესით არც ისე შორს უნდა ვყოფილიყავი იმ ბილიკიდან, რომელზეც გამოვიარეთ. ჯერ არ ვნერვიულობდი.
უეცრად იქვე ჯირკის ქვეშ რაღაც წითელს მოვკარი თვალი. ოდნავ წამოვიწიე და უკეთ დავაკვირდი. არ ვცდებოდი, სწორედ ის იყო. ჩემი ნანატრი ცადამყვანა. „ვინ თქვა ზაფხულამდე არ იქნებაო?!“ გავიფიქრე გულში და სიხარულით სახე გამებადრა. თუმცა სიხარული დიდხანს არ დამცალდა.
მხიარულ ფიქრებში გართულს მელოდიაში გაუგებარი ფხიწინის ხმა პირველად რომ მომესმა, ყურადღებაც არ მიმიქცევია. ხმა რომ გამეორდა, მობილურს დავხედე და დაველოდე გამეორებას. მესამედ იმდენად მკვეთრად გაისმა, რომ ადგილზე შევხტი.
_ რა ჯანდაბააა?_ ავიღე ტელეფონი და თვალები დავაჭყიტე. მიღების შკალა ბოლომდე სავსე იყო. ასე მგონი ანძის ქვეშაც კი არ დაიჭერდა ჩემი ბანძი პროვაიდერი. და მოულოდნელად ისე მკვეთრად, ისე გასაგებად დამელაპარაკა საკუთარი ტელეფონი, რომ სუნთქვა გამიწყდა შიშისგან და გაოგნებისგან.
_ დამეხმარე!_ მეხვეწებოდა ჩემი მობილური ხრინწიანი, დაღლილი და მაინც საოცრად სასიამოვნო ხმით._ დამეხმარე, მე აქ ვარ!
„დამეხმარეო!“ კიდევ ერთხელ გაიმეორა, უკვე ხარვეზით და მობილურმა მიღებაც დაკარგა და მერე სულაც გაითიშა. კიდევ წამით ვიჯექი ასე გაშეშებული ხელში ტელეფონით და ჩამქრალ ეკრანს დავყურებდი. მერე ერთბაშად მოეგე გონს. ქვიდან გადმოვხტი და გიჟივით კივილით დავეშვი გაურკვეველი მიმართულებით. ისე შევასკდი ვამპირს, ვერც კი ვიცანი. პანიკაში ვიყავი. ვერც ემოციებს, ვერც რეაქციებს ვერ ვაკონტროლებდი.
_ რა მოხდა? რა დაგემართა?_ მეკითხებოდა ის, მაგრამ ყურებში ის იდუმალი ხმა ჩამესმოდა ჯერაც.
_ დამეხმარეო! დამეხმარეო!_ ვიმეორებდი უაზროდ და ვერაფრით ვმშვიდდებოდი. წამითაც კი არ შემპარვია ეჭვი, რომ რაღაც მომელანდა.
ამასობაში ყველა მოგროვდა. ლუციენი არც თუ ნასიამოვნები ჩანდა ჩემი „მხიარული“ თავგადასავლით.
_ ასე თუ გეშინოდა, რატომ არ თქვი და სახლში რატომ არ დარჩი? რა ეგოისტობაა, შენს გამო ყველას ჩაგვიშალე გართობა. _ ბუზღუნებდა იმიტომ რომ არ სჯეროდა ის, რასაც ასეთი მონდომებით ვუხსნიდი მათ. ეგონა მშიშარა ვიყავი და ამიტომ ვიგონებდი.
_ მართლა ამბობ? _ გვერდით მომიჯდა სალი და წყლის ბოთლი მომცა._ იქნებ....
_ არავითარი იქნებ! ვიცი მე, რაც ვნახე და გავიგონე!_ გავჯიუტდი მე. ისღა მაკლდა ახლა შიზოფრენიკი ვგონებოდი მათ._ მესმის ვერ იჯერებთ, მაგრამ მე სიმართლეს ვამბობ!
იმის გამო, რომ არ მიჯერებდნენ ატირებამდე წამები მაკლდა.
_ მე სახლში მივდივარ. _ ავდექი ბოლოს მათზე ნაწყენი და გაბრაზებული. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და მივხვდი, არც კი ვიცოდი საით მივდიოდი.
_ სად ჯანდაბაშია სახლი?_ მოვბრუნდი მათკენ სახემოქუფრული.
_ იქით!_ თითით მიმითითა ვამპირმა. ყველას ზურგი ვაქციე და სახლისკენ წავედი, უცნაურად დაღლილი და გამოფიტული.
არც კი ვიცი რატომ და როგორ ვგრძნობდი იმ წამს ასეთ სიცარიელეს. აღარავის ნახვა აღარ მინდოდა და საერთოდ ვნანობდი, რომ ამ თავგადასავალში წამოვედი. სახლში რომ დავრჩენილიყავი არაფერი არ მიხდებოდა, არც მათ ჩავუხაშმებდი დღეს და არც მე მეწყინებოდა მათგან რამე.
ფეხის ხმაზე მივხვდი,

ისინიც უკან ბრუნდებოდნენ. აბა მართლა მარტოს ხომ არ დამტოვებდნენ?! მაგრამ მე ახლა მარტო ყოფნა და გულიანი ტირილი ყველაფერს მერჩია. თუმცა იმასაც ვიაზრებდი, რომ არც ეს ემოცია იყო სწორი. მაგრამ ალბათ განცდილი შიშის გამო არაადეკვატურად განვიცდიდი მოვლენებს.
იმ საღამოსაც ცეცხლის პირას ვივახშმეთ. სულ მალე ყველა იცინოდა. მხიარულობდა და დილანდელი ინციდენტი უკვე სულ აღარ ახსოვდათ. მე კი ვიჯექი სახეზე ცარიელი ღიმილით და ტყეს არ ვაცილებდი თვალს. ცუდი წინათგრძნობა არ მეშვებოდა. ვგრძნობდი ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რაღაც ერთობ საშიში და იდუმალი თავგადასავლის.
_ ვფიქრობ, ამაღამ ერთი ბოთლით მეტის მომარაგება მომიწევს!_ გვერდით მომიჯდა ვამპირი და გამიღიმა.
_ შენც ფიქრობ, რომ მომელანდა რამე?_ ვკითხე და იმედით შევხედე.
_ ვფიქრობ, რომ თავიდანვე ასე ჰქონდა შენს ძვირფას ტუნიკოს გეგმაში!_ მიპასუხა და ბოთლი გახსნა_ ვერაფერს იტყვი საოცარი იუმორი აქვს....
_



4 თავი
სადგური N 6

2025. აპრილი 04:21
_ ცივი და ბნელი აისია!_ მინავლული ცეცხლის პირას ვისხედით. კვლავ ქარი ქროდა, თუმცა არც ისეთი ძლიერი, რომ ტყის იდუმალი სიღრმიდან იმ არსების დაჟინებული სათხოვარი მოეტანა ჩემამდე. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო მიტანდა ტყეში დაბრუნების გაუსაძლისი სურვილი.
_ ცივა არა?_ მკითხა ლინდამ და უფრო მჭიდროდ მოიხვია ქურთუკზე მოფარებული პლედი.
_ მართლა გაიგონე ის ხმა?_ მკითხა ლუციენმა თითქოს მორცხვად. იქ ტყეში ალბათ აფექტმა აიძულა ჩემზე გაბრაზებულიყო. ახლა კი მგონი ცოტა სინდისი ქენჯნიდა საკუთარი სიხისტის გამო.
_ მართლა გავიგონე!_ ვთქვი მტკიცედ.
_ როგორი ხმა იყო? ანუ რა ემოცია მოგიტანა?_ მკითხა ახლა ვამპირმა და მინავლულ ცეცხლს ხმელი შეშა დაამატა.
დავფიქრდი. იმ წამს გაოგნების და შემდეგ შიშის გარდა არაფერი მიგრძვნია. საერთოდ ვერ მოვასწარი იმ ხმაზე კონცენტრირება. ახლა კი ბევრად მშვიდად ვგრძნობდი თავს. თვალები დავხუჭე და ვცადე უმცირეს დეტალებამდე აღმედგინა ტყეში მომხდარი შემთხვევა.
_ როცა მივხვდი, რომ გზა ამერია არ შემშინებია. პირიქით სიმშვიდის შენარჩუნება ვცადე და იქვე დარჩენა გადავწყვიტე. ვიფიქრე, რომელიმე თქვენგანი შეამჩნევდა ჩემს არ ყოფნას. იქვე ხის ქვეშ ქვაზე ჩამოვჯექი და მუსიკა ჩავრთე. უეცრად ის დავინახე..._ ნათლად წარმომიდგა თვალწინ ხავსიანი ჯირკის ქვეშ მოზრდილი თეთრ წინწკლებიანი სოკოს ქუდი._ კიი არ შემშლია, ნამდვილად ცადამყვანა იყო. თან ისეთი დიდი, ისეთი უნაკლო.
_ რას ამბობ, რა ცადამყვანა? ამ დროს ეგ სოკო არ გვხვდება!_ ჯიუტად მიპასუხა ანტონიომ.
_ არ ვიცი მე რა გვხვდება ამ დროს, მაგრამ ის ცადამყვანა იყო. თუმცა გამიკვირდა ის , რომ თავიდანვე ვერ შევამჩნიე ასეთი საოცრება. ოდნავ წამოვიწიე, რომ უკეთ დამეთვალიერებინა და პირველი შრიალი სწორედ მაშინ გავიგონე.
არა შრიალი კი არა, უფრო ისეთ ხმას ჰგავდა რადიო რომ უხარისხოდ იჭერდა ადრე. ან უფრო დაზიანებული ხმის გამაძლიერებლის ფხრიწინის ხმას ჰგავდა. ეს ხმა რამდენჯერმე განმეორდა. მერე კი, როცა ...._ წამით გავჩუმდი და უკეთ წარმოვიდგინე._ თითქოს ამ ფხრიწინით ჩემს ყურადღებას იქცევდა, თითქოს ამოწმებდა ვუსმენდი თუ არა. იცით როგორი შთაბეჭდილება დამრჩა? თითქოს მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა და არ სურდა ტყუილად გაეფანტა. მერე კი „დამეხმარეო!“ მთხოვა. დაღლილი ხმა ჰქონდა, ძალიან ხავერდოვანი, მაგრამ თითქოს სევდით დამძიმებული. თითქოს თავიდანვე შეგუებული იყო იმ იმედგაცრუებას, რომ მის ძახილს კვლავაც არავინ გაიგონებდა.
_ ანუ გინდა თქვა, რომ თავში კი არ გაიგონე, მობილურიდან მოგესმა?_ მკითხა ჩემმა დამ. როგორც ყოველთვის უცნაური სიტყვათა კომბინაცია აარჩია აზრის გამოსახატავად. მაგალითად: „ ხმის თავში გაგონება“ და „მოგესმა“.
_ სალი თავს ნუ გამალახინებ ახლა!_ დავემუქრე გაღიზიანებულმა. _ სწორედ მობილურში, სიმღერა გაწყდა და მის ნაცვლად ის ხმა გაისმა. შემდეგ კი ისევ ოდნავ გაფხრიწინდა და მუსიკა ისე დაბრუნდა, როგორც აქ არაფერი!
_ მე რას მემუქრები, პატარა რომ ვარ იმიტომ მჩაგრავ?_ თავი განგებ მოისაწყლა ჩემმა დამ. უბრალოდ ცდილობდა თავისებური ხუმრობით ხასიათზე მოვეყვანე. თუმცა ეს არც ისე ადვილი იყო ახლა.
ტყეს გავხედე და მოულოდნელად გული მომეწურა. ახლაღა გავიაზრე, იქ ვიღაც იყო, და შველას ითხოვდა. ვიღაცას უჭირდა, არ ვიცი რატომ და არ ვიცი როგორ, მაგრამ შეძლო და დახმარება მე მთხოვა, და მე რა ვქენი?! უბრალოდ გამოვიქეცი!
ფეხზე ავდექი და ტყისკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. ის იქ იყო. ვგრძნობდი იმ წყვდიადში და მდუმარებაში ვიღაცას ვჭირდებოდი და მე მას ზურგს ვერ შევაქცევდი.
ღობეს ხელი მოვკიდე და ფეხისწვერებზე ისე ავიწიე, თითქოს ქარი ჩემს ხმას ასე უფრო კარგად მიიტანდა მის სმენამდე.
_ გესმის ჩემიიი! მანიშნე თუ გესმის ჩემი!_ ვიყვირე მთელი ხმით და უეცრად ყველა და ყველაფერი გაჩუმდა. ჩემი მეგობრები ჩემი უცნაური ქცევით და მოულოდნელი ყვირილით გაოგნდნენ, მაგრამ ტყე და ქარი? ისინი რაღატომ გაჩუმდნენ?!
_ მე მოვალ შენთან! მე გიპოვნი!_ ვეძახდი მთელი ხმით ტყის მოქუფრულ წყვდიადს და სულ არ მაღელვებდა, თუ მეგობრებს გიჟი ანდაც შიზოფრენიკი ვეგონებოდი. ჩემში რაღაც ბორგავდა იმ წამს, რაღაც უცნაური გრძნობა სხეულის საზღვრის გამონგრევას ჯიუტად ცდილობდა.
_ ვერა, რას აკეთებ?_ მხარზე შემეხო ლინდა. მძიმედ ვსუნთქავდი, ლამის ვქოშინებდი, მაგრამ რამ დამღალა ასე არც კი ვიცოდი._ დამშვიდდი კარგი! მე მჯერა შენი!
_ იქ უნდა წავიდე! ტყეში უნდა დავბრუნდე!_ ხელით ტყისკენ ვაჩვენებდი მათ და ვგრძნობდი სიცხე მიწევდა. _ მას ვჭირდებით! ჩვენ მისი ბოლო იმედი ვართ!
შემდეგ, როცა ქალაქში დავბრუნდით აი მაშინ მივხვდი, რომ არც ჩემი იმ ღამინდელი ისტერიკა, არ ის განცდები, რასაც მაშინ განვიცდიდი სინამდვილეში ჩემი არ იყო. არ ვიცი რატომ, იმიტომ რომ სუსტი ვიყავი, თუ პირიქით, მაგრამ ის მმართავდა მაშინ. ცდილობდა ეჩვენებინა ის იმედგაცრუება, ბრაზი, მარტოობა და უიმედობა, რასაც თავად განიცდიდა. და მე ისე მიყენებდა, როგორც რაციას, ჩემს განწყობას კი რადიოს სიხშირესავით მართავდა.
_ ვერ ვიგებ რა ხდება._ განწყობა აერია ანტონიოს. _ აქ დასასვენებლად და გასართობად შევიკრიბეთ და.... არა შენ არაფერს გაბრალებ, მაგრამ მასეთი რამ გეგმებში არ მქონია.
ის ასეთი ადამიანი იყო:
ასჯერ დაგეგმილი გათვლილი და სტაბილური დღეები სუდა. მომავალიც ხომ წინასწარ ჰქონდა ასე დაგეგმილი. ვიღაცისთვის შესაძლოა მხოლოდ ფერადი ოცნება , მაგრამ მისთვის ნაბიჯ_ნაბიჯ მიღწევადი სრულებით რეალური მომავალი იყო.
_ არ წამომყვებით? _ ვიკითხე ხმადაბლა და მათ მუდარით შევხედე. ყველა დუმდა. ფაქტი იყო, იქ დაბრუნება, მით უფრო ამ მიზნით არავის სურდა. მათი სიმშვიდის დღეების დარღვევა და ხასიათის გაფუჭება წარმატებით მოვახერხე. ისედაც სულ ასე ხდებოდა. ჩემი აკვიატებების, ეჭვების და ინტერესის გამო ჩატშიც ხშირად ვქმნიდი არეულობას, თუმცა ჩატი და რეალურო ცხოვრება ხომ დღესა და ღამესავით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ის, რასაც იქ ხუმრობით ანეიტრალებდნენ, აქ ასე ადვილად აღარ გამოდიოდა. ამოვიოხრე და გახურებულ შუბლზე ხელი მივიდე.
_ მართლები ხართ! მე მგონი ჯობია წავიდე და დავიძინო! ხოო, ასე აჯობებს!_ ჩავილაპარაკე საკუთარ თავზე გაბრაზებულმა და სახლისკენ წავედი. კართან მისულმა უკან მოვიხედე და არ ვიცი მომეჩვენა, თუ მსურდა ასე ყოფილიყო, მაგრამ დავინახე, რომ ერთგვარი თანაგრძნობით მიყურებდნენ. მგონი ჩემს დასაც კი არ ჯეროდა ჩემი. ან სჯეროდა, მაგრამ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა მომხდარს.
სახლში შევედი და მაშინვე ოთახს მივაშურე. ასე მალე და ადვილად ალბათ წლები იყო არ დამძინებია. ბალიშს შევეხე თუ არა სიზმარმა წამიღო.
თავიდან ყველაფერი გაუგებარი და არეული იყო. ტყეში გავრბოდი უმისამართოდ. რაღაცას ვეძებდი. რაღაცას მივდევდი. მეგონა რაღაცას ვკარგავდი და ის_ის იყო უნდა მეპოვნა, რომ კვლავ ხელიდან მისხლტებოდა.
ბოლოს სიზმარშიც კი ვეღარ ვერეოდი დაღლილობას. უბრალოდ გავჩერდი და ზუსტად იმ ხის ქვეშ ჩამოვჯექი, სადაც წინა დღეს.
_ დამეხმარე!_ მომიტანა მისი მუდარა ქარის ჩურჩულმა. თავი ავწიე და ისევ იმ წითელ სოკოს შევხედე გაოცებულმა. უცებ მის გვერდით კიდევ ერთს მოვკარი თვალი და კიდევ და კიდევ. მიცელიუმის უხილავ ბილიკს გავყევი ტყის სიღრმისკენ და სწორედ მაშინ გამომეღვიძა, როცა გავიაზრე, რომ მიზანთან ვიყავი მისული. საწოლში წამოვჯექი და წყალი დავისხი იქვე მდგარ პატარა მაგიდაზე დატოვებული სურიდან. იმ წამს ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობდი, რომ სრულიად უცხო იყო ჩემთვის ჩემი მუდმივი ფორიაქი და შინაგანი შფოთი. აღარც რამის მეშინოდა, აღარც ვღელავდი რამეზე. მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა, ტყეში უნდა წავსულიყავი. ფრთხილად ავდექი ფეხზე. მობილურს დავხედე. ექვსის ნახევარი იყო. ჯერ ისევ რიჟრაჟი იწვა გარეთ.
წყალი ავიღე და ჩემი იოგურტების მარაგს ავაცალე რამდენიმე. სანამ მათ ეძინათ, უნდა გავპარულიყავი. სახლის კარი ნელა გამოვაღე, ეხოში გავედი და ისეთი თავდაჯერებით გავუდექი გზას, როგორიც არასდროს მიგრძვნია ცხოვრებაში. ახლა რომ ვფიქრობ, არც კი ვიცი რაზე ვფიქრობდი მაშინ. არ ვიცი ასე უპასუხისმგებლოდ როგორ ან რანაირად ვიქცეოდი?! მაგრამ ისეთი ძალით მეწეოდა ტყეში დაბუდებული სიჩუმე და ორიოდე მუდარით ნათქვამი სიტყვა თავისკენ, რომ მე კი არა, ალბათ ნებისმიერი იგივეს იზამდა, ვინც იგივე გრძნობის ტყვეობაში აღმოჩნდებოდა.
იმ ხემდე ისე მარტივად მივედი, თითქოს შინაგან ნავიგატორს მივყვებოდი. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე შორს იყო ჩვენი სახლიდან. ასე ნახევარ საათში იქ ვიყავი. მაგრამ სიურპრიზს, რომელიც იქ დამხვდა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
_ სადა ხარ აქამდე?_ ჩემი გაოცებული სახე ართობდა ვამპირს._ მეგონა გამოპარვა გადაიფიქრე!
_ აქ რა გინდა?_ ვკითხე მოღუშულმა. მეგონა უკან დაბრუნებას მაიძულებდა._ მისმინე! მე იქ უნდა მივიდე!
_ სად?_ მკითხა უცნაური ღიმილით. ალბათ ფიქრობდა, რომ უბრალოდ გზასაც ვერ გავიგნებდი. პასუხი არ მქონდა. უმწეოდ მოვათვალიერე იქაურობა და უეცრად გონება გამინათდა. აქ_იქ ნათლად მოჩანდა წითელქუდა სოკოები. სწორედ ისე, როგორც სიზმარში.
_ სადაც სოკოები მიმიყვანენ!_ ვთქვი ჯიუტად. ვამპირს გვერდი ვუქციე და სოკოებს ავედევნე.
_ სახალისოა ვერაფერს იტყვი!_ გაეცინა მას და უკან გამომყვა. _ მაგრამ ეს სიტუაცია არაფერს გახსენებს?
გაკვირვებულმა შევხედე.
_ რას უნდა მახსენებდეს?
_ მე და შენ ახლა ჰენზელს და გრეტელს ვგავართ, თაფლაკვერას ქოხის ძიებაში გართულს!_ მართლა ახალისებდა ეს ყველაფერი. წამით კი გავიფიქრე, რომ ამდენი მინიშნება ცუდ დასასრულზე სამყაროს ნიშანი იყო, მაგრამ შუამდე მიყვანილი საქმის მიტოვება არ მჩვეოდა.
არ ვიცი რამდენ ხანს მივყვებოდი ჩემს გონებაში არსებულ უჩინარ ბილიკს. მიწას დავჩერებოდი და ვცდილობდი ხეების ვარჯები მზერის მიღმა მომექცია, რომ თავბრუსხვევა ამეცილებინა თავიდან, რომ უეცრად ვამპირი გაჩერდა და მეც შემაჩერა.
_ მოვედით!_ გამოაცხადა საზეიმო ხმით. ჯერ მას შევხედე და მერე თვალი მის მზერას გავაყოლე. ჩვენს წინ მოზრდილი მიწაყრილი იყო. ლამის სამ მეტრამდე სიმაღლის. უზარმაზარი ჟანგიანი კარით, რომელზეც სანახევროდ წაშლილი რუსული ასოებით ეწერა:
სადგური N 6.



თავი 5

გულისცემა
2025. 1 აპრილი. 11:35

ვიდექი და დაჟანგულ კარს გაოცებული ვათვალიერებდი. ამის გარდა ალბათ ყველაფერს ველოდი. რა უნდოდა მას შუაგულ ტყეში? ან რას ნიშნავდა სადგური ნომერი ექვსი?
_ ეს რა ბუნკერია?_ ვკითხე ვამპირს, რომელიც ჩემზე არანაკლებ დაინტერესებული ათვალიერებდა მას.
_ ხოო, ასე ჩანს. უცნაურია? რატომ აწერია სადგური და არა ბუნკერი? საინტერესოა რა არის შიგნით?_ ნელა მიუახლოვდა ჟანგიან კარს და უზარმაზარი რკინის ურდულის გადაწევა სცადა. _ არა, ასე ვერ გავაღებთ. ჩაილაპარაკა ინტერესით.
_ აქ დამელოდე! არსად წახვიდე იცოდე! _ გამაფრთხილა მკაცრად.
_ სად მიდიხარ? _ ცოტა არ იყოს, იქ მარტო დარჩენის პერსპექტივამ ვერ აღმაფრთოვანა.
_ უბრალოდ წრეს დავარტყამ, ვნახავ რა ხდება! რა იყო გეშინია? რა ვიცი, მარტო კი აპირებდი გამოპარვას!_ გაეცინა მხიარულად._ ხომ შეამჩნიე, რომ ტყეში სულიერიც კი არაა! არც შენი ციყვები ჩანან, არც ჩიტები! სრული სიჩუმეა. ასე რომ ორი წუთით აქ იყავი! კარგი? მალე მოვალ!
ჩემს პასუხს არ დალოდებია, ისე წავიდა. ცოტა ხანს ასე ვიდექი და მის გზას გავყურებდი. რა უნდა მექნა? ამოვიოხრე და ისევ ბუნკერია კარს გავხედე.
_ აქ ხარ?_ ვკითხე მას. უფრო სწორედ მას, ვინც კარს მიღმიდან მიხმობდა._ იცოდე! ისეთი არაფერი გააკეთო, რომ გული გამისკდეს და მოვკვდე!
დავემუქრე უხილავ არსებას. იქვე ჩამოვჯექი მიწაზე და ჩანთიდან წყალი და იოგურტი ამოვიღე.
_ ვინ ხარ და მანდ რატომ დაგამწყვდიეს?_ ისე ვესაუბრებოდი, თითქოს ჩემი ესმოდა._ ვინმე იმხოტეპივით წყეული დემონი თუ ხარ, ჯობია ტყუილად არ გვაწვალო და მანდვე დარჩე!
_ იოგურტი გინდა? მარწყვისაა. მარწყვი გიყვარს?_ ენას ვერ ვაჩერებდი. უფრო შიშის და შინაგანი ნერვიულობის გაფანტვას ვცდილობდი. _ ძალიან კარგი რომ გიპოვნე! ახლა რაღას იტყვიან, ისევ არ დამიჯერებენ?
სახლში დარჩენილ მეგობრებს ნიშნისმოგებით ვუყოფდი ენას საკუთარ ფიქრებში გართული. ცარიელი კოლოფი ისევ ჩანთაში ჩავჩურთე და ფეხზე ავდექი. დახურულ კარს მივუახლოვდი და ხელი გადავუსვი. აშკარად სქელი და მასიური რამ იყო.
_ რას აკეთებდნენ ნეტავ აქ?_ ვკითხე საკუთარ თავს ხმამაღლა. საკუთარ თავთან საუბარი ეს თქვენთვის ასოცირდება სიგიჟესთან, თორემ ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია. და არც თუ იშვიათად საკმაოდ კარგ პასუხებსაც კი მაძლევს ხოლმე სწორედ ჩემივე თავი.
_ სადგური? მართლა და რატომ სადგური?_ ახლოს მივედი და კარს ყური მივადე. რკინის სიგრილე მესიამოვნა, ყრუდ მტკიოდა თავი და ვგრძნობდი ჯერ ისევ მიხურდა შუბლი. ისე მიამიტად ვიქცეოდი, ვითომ შიგნიდან რამეს გავიგონებდი. _ ერთხელ თუ გამოვიდა, მეორედაც გამოვა! გავამხნევე საკუთარი თავი.
_მიდი მომეხმარე!_ ვთხოვე მას ჩურჩულით. თვალები დავხუჭე და კონცენტრაციის მოკრება ვცადე. თავიდან სრულებით არაფერი. სადღაც ვიფიქრე კიდეც, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო ეს, ასე არ მუშაობდა.
მაგრამ რაღაც მომენტში უცნაური რამ მოხდა, ყრუდ და შორიდან მომესმა გულის ფეთქვის მსგავსი ხმა, ძალიან დიდი ინტერვალებით. ახლა ამ ხმას გავაყოლე გულისყური და მისმა ხმამ თითქოს პირდაპირ ჩემს სხეულში იმატა. მოულოდნელად ჩემი გულისცემა მისას გაუტოლდა. ვიგრძენი, როგორ შეანელა ტემპი ჩემმა გულმა. თავბრუ დამეხვა. თვალებში სიბნელე ჩამიდგა.
_ რას აკეთებ!_ ძლივს ამოვთქვი ორი სიტყვა_ შეწყვიტე გთხოვ!
მაგრამ მისი კონტროლი ჩემს ძალებს აღემატებოდა იმ წამს. ის ჩემში იყო. ან პირიქით. მის გულისცემას საკუთარ სხეულში ვგრძნობდი. მაგრამ ის წუთში არა სამოცჯერ, არამედ ალბათ ათჯერ თუ ცემდა და ეს რიტმი ჩემი სხეულისთვის სამყოფი არ იყო. მის სიმშვიდეს ვგრძნობდი, მის სიცარიელეს, მის მდუმარებას. მის არარსებობას ვგრძნობდი საკუთარ სხეულში და ეს არსებობაზე ბევრად
მეტი და რეალური იყო. მივხვდი წავიქცეოდი, ამიტომ ნელა ჩავჯექი კართან ზურგით მიყრდნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ ვიაზრებდი ცუდად ვიყავი, მაინც არ მეშინოდა. სულაც პირიქით. მანამდე არსებული ყველა ტკივილი, სევდა და დარდი მიჰქონდა ჩემგან. ისე იწოვდა ჩემი მშფოთვარე გონებიდან დაგროვილ ტკივილებს, რომ ერთ პატარა ნამცეცს არ ტოვებდა ჩემში წყვდიადის მაგვარს. და სიბნელის ნაცვლად სინათლე ავსებდა ჩემს სხეულს. ბოლოს ეს სინათლე ხანძრად აინთო ჩემში. ასე მეგონა ათასი მზე ჩამისახლდა. შიგნიდან იწვოდა ჩემი წყვდიადი. თითქოს ეს ცეცხლი, ცეცხლი კი არა, სულ სხვა რამ ენერგია იყო. ჯერ არ ნახული და განუცდელი. ნელა გავშალე თითები და ცხვირ წინ ავიფარე. გეფიცებით, ნათება რომ დაეწყოთ ნორმად მომეჩვენებოდა. თუმცა ასეთი არაფერი მომხდარა.
_ ახლა რაღა მოხდა?_ ოდნავ შემანჯღრია ვამპირმა და თვალები ისე გავახილე, თითქოს წამის წინ უბრალოდ მშვიდად მეძინა._ რა მოასწარი ამ ათიოდე წუთში?
მეკითხებოდა გაკვირვებული
და ჩანთაში წყლის ბოთლს ეძებდა. მივხვდი, ეგონა ცუდად ვიყავი. მაგრამ დამიჯერეთ ასე კარგად, ჯანსაღად და ჯანმრთელად თავი ალბათ ძალიან დიდი ხანი არ მეგრძნო. დილანდელ თავის ტკივილს ოდნავადაც ვეღარ ვგრძნობდი. მხოლოდ ის იყო, რომ მგონი ისევ სიცხე მქონდა. თუმცა იმ უცნაური სინათლის შემდეგ, ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო.
_ კარგად ვარ! მართლა კარგად ვარ! მაგრამ რაღაც მოხდა._ წყალი გამოვართვი და ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. _ რამე ახსნა გაქვს? რა მოხდა? რა იყო ეს ყველაფერი?
ცოტა ხანს ფიქრობდა. მერე უცნაურად გახედა დაკეტილ კარს და „უკან დაბრუნების დროაო!“ გადაჭრით გამოაცხადა. დიდი ხანია მივხვდი, თუ თავად მას არ სურდა საუბარი, სიტყვას ვერ დააცდენინებდი. სინანულით გავხედე დაკეტილ კარს. ასე ახლოს ვიყავი მიზანთან, მხოლოდ ხელის გაწვდენა და....
_ ახლა მეტს ვერაფერს გავაკეთებთ! ხომ ხვდები არა? ამიტომ დანარჩენებთან უნდა დავბრუნდეთ. სანამ შენი და არ გადავა ჭკუიდან! ხომ არ დაგავიწყდა, რომ გამოპარული ხარ?_ რაღას ვიზამდი? მოწყენილი გავყევი უკან. თან ფეხები იქ მრჩებოდა იმ სადგურის თუ ბუნკერის კართან.
იმას არ მოვყევი რა სახეებით დაგვხვდნენ დანარჩენები. ანტონიოს ვფიქრობ სულ არ გაუჭირდებოდა ჩემთვის თავის მოწყვეტა იმ წამს. ალბათ მართალიც იქნებოდა.
_შენ მართლა ნორმალური ხარ?_ ბრაზის დაფარვა არც უფიქრია სალის.
_შეიძლება ამდენად ეგოისტურად მოიქცეს ზრდასრული ადამიანი?_ წარბშეკრულმა გავხედე ლუციენს. არადა სწორედ იმით ვიმართლებდი გულში თავს, რომ ზრდასრული ვიყავი.
_ მეოცნებე კი არა თავქარიანი ხარ!_ ავად თვალმოწკუტული გვიყურებდა ლილაც._ შენ მაინც სად გაყევი? მიუბრუნდა საყვედურით ვამპირს.
_ რომ არ გავყოლოდი უკეთესი იქნებოდა?_ მხრები აიჩეჩა მან.
_ მე რატომ არ წამიყვანეთ, ჰა?_ იმ მომენტში თუ რამე გამაცინებდა, სწორედ ლინდას დაღვრემილი და გაბუსხული სახე იყო.
_ თქვენ მთავარს არ მეკითხებით!_ ჩავილაპარაკე მე გაუბედავად._ რა ვიპოვნეთ იქ!
ხელი უკან ტყისკენ გავიშვირე.
_ რააა?_ თვალები აენთო ლინდას.
_ რა და სადგური ნომერი ექვსი!_ ვუპასუხე მხიარულად.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიცხე არც წამალს, არც არაფერ სხვა ხალხურ საშუალებას არ ემორჩილებოდა, თავს საუცხოოდ ვგრძნობდი. ასეთი ენერგიული დაბადების წამიდან არ ვყოფილვარ ალბათ. ვყვებოდი სადგურის პოვნის ამბავს და ისეთი აჟიტირებული ვიყავი, ვერაფრით ვჩუმდებოდი. ისინიც ყურადღებით მისმენდნენ. ინტერესი ისეთი რამაა ერთხელ თუ შეუძვრა ადამიანს გულში მორჩა, მისი გამოძევება არ იქნება.
ბოლოს კი სადგურთან წასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ მხოლოდ პატრიარქატული მსვლელობა დაგეგმეს. ლინდა კინაღამ გაგიჟდა, მაგრამ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს.
რაღაც ხელსაწყოები მოიმარაგეს და ტყისკენ დაიძრნენ. ჩვენც მოუსვენარი ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენოდა.
თუმცა მოუსვენარიც იყო და მოუსვენარიც. საღამო ხანს სიცხემ 39.6 _ ს გადააბიჯა. მაგრამ მე ჩვეული სისუსტის ნაცვლად, როგორც მინიმუმ თვეში ერთხელ მჩვეოდა, ენერგიის სიჭარბეს ვგრძნობდი. ასე მეგონა, თუ გავჩერდებოდი და გავჩუმდებოდი, ავფეთქდებოდი.
საღამოს ბიჭები დაბრუნდნენ. სახეებზევე შევატყვეთ საწადელს ვერ მიაღწიეს. ანტონიოს თქმით, რაღაც სხვა რამ უნდა ეცადათ, რათა კარი გაეღოთ, მაგრამ სხვა რამ რა იყო, ეს არ დაუზუსტებია.
_ ამას რაღაც სჭირს!_ ბოლოს სერიოზულად თქვა ლილამ. _ მე მგონი იწვის!
_ არა კარგად ვარ! სრულებით კარგად ვარ!_ ჯიუტად უარვყავი მე მისი აზრი. ისევ ტყისკენ მიმიწევდა გული.
_ სიცხე გაიზომე! _ თერმომეტრი მომიტანა სალიმ. და როცა ტემპერატურა 40_ს საგანგაშოდ მიუახლოვდა. ყველა დაიზაფრა.
_ არა ასე არ უნდა იყოს!_ აღიარა ლინდამაც ლილას სიმართლე._ ნეტავ რადიაციაა ხომ არ არის იქ?
გააჟღერა არცთუ უტოპიური აზრი.
_ არა მგონია, მეც მასთან ერთად ვიყავი. მაშინ მეც იგივე დამემართებოდა! _ არ დაეთანხმა ვამპირი._ მაგრამ მგონია მას უშუალო კავშირი ჰქონდა იმასთან, რაც შიგნითაა. ახლა კი ვფიქრობ, ჯობია ქალაქში დავბრუნდეთ.
ჩემდა მოულოდნელად ყველა დაეთანხმა. იმ წამს ისე გავბრაზდი მასზე, ისე გავცოფდი. მეგონა ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა, რათა თავად მისულიყო მასთან.
_ არა! არ წამოვალ! ძალით ვერ წამიყვანთ! _ ვიმეორებდი გულში, მაგრამ ისინი მე აღარ მისმენდნენ. მგონი სულაც ქმედუუნაროდ მიმიჩნიეს.
მეორე დღეს ძალით, თუ უფრო ძალით, მანქანაში ჩამჩურთეს და სახლის კი არადა და საავადმყოფოს გზას გამიყენეს. ანტონიომ გზამდე გამოგვაცილა. როცა იმ გადაღუნულ აბრას გავუსწორდით, ვამპირმა მანქანა გააჩერებინა ლუცის და გადავიდა. აღმოჩნდა, რომ აბრაზე სწორედ ისეთი საბედისწერო ფრაზა ეწერა, როგორიც ზონა 51_ზე ალბათ.
„ სადგური N 6_ის ტერიტრია. კერძო საკუთრება. შესვლა სასტიკად აკრძალულია’’


6 თავი

ცხელება
2025 5აპრილი 09:00
საავადმყოფოს თეთრი კედლები ზუსტად ისეთ სიგიჟეს და დაუოკებელ შფოთვას იწვევდა ჩემში, ისე მაგიჟებდა, როგორც წყალი ჰიდროფობიით დაავადებულ ადამიანს. სხეულში სპაზმებად მივლიდა მკაფიო სინათლისგან მოგვრილი მწველი ტკივილის ტალღები და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც უცხო ცდილობდა ჩემი სხეულის ჩემთანვე განაწილებას, ხოლო მე საკუთარი თავის კი არა, ახლა მისი პატიმარი ვიყავი. ტემპერატურა 42° ის ნიშნულს საგანგაშოდ უახლოვდებოდა და მისი კონტროლი ჭირდა. ვგრძნობდი, რომ შინაგანად ვიწვოდი.
ბუნდოვნად ვიხსენებდი ანტონიოსგან წამოსვლის საღამოს. მახსოვდა, რაც უფრო ვშორდებოდი სადგურს, მით უფრო მიწევდა სიცხე. ვეღარ ვიგებდი რა იყო რეალობა და რა ფანტაზია. სიზმრად ვხედავდი გზაზე მდგარ ფეხმოტეხილ, შავ, უზარმაზარ ქოფაკს. მესმოდა ანტონიოს მოტოციკლის ხმამაღალი ბღუილი. შემდეგ ვხედავდი, როგორ მემხობოდა ტყე თავზე, როგორ ვეხვეოდი პირქუში ნაძვების სიბნელეში. მეგობრების შეშინებული ხმები მესმოდა. და ვგრძნობდი ვამპირის ხელის წერტილოვან სიცივეს, თითქოს ვიღაც ხელის გულის ნაცვლად ყინულუს ნატეხს მადებდა შუბლზე. ვბორგავდი, ვიბრძოდი, არ ვიცი სინამდვილე იყო, თუ არა პერიოდული ტკივილისგან მართლა ხმამაღლა ვკიოდი. ტკივილმა და ბოდვამ იმ საზღვარს მიაღწია, რომ ჩემმა მყიფე სხეულმა ვეღარ გაუძლო და მერე ყველაფერი თითქოს ერთბაშად გამორთეს. ნათელ კაშკაშა წყვდიადში ჩავიძირე.

2025 7 სექტემბერი 15:15
გონს რომ მოვედი, ოთახი ვერ ვიცანი. რატომღაც ვიფიქრე თოვლს ვხედავდი. არ ვიცი რატომ და თან საშინლად მწყუროდა. ყელი გამომშრალი მქონდა.
_ წყალი!_ დავიჩურჩულე რადგან ყელიდან მეტი ხმა არ ამომოვიდა. ოთახში არავინ იყო. _ წყალი! გავიმეორე ჯიუტად. ვხედავდი ფანჯარასთან მიდგმულ პატარა მაგიდაზე იდგა გამჭვირვალე სურა. წყალი ირეკლავდა სინათლეს და მაგიდაზე ლიცლიცებდა. ხელი ავწიე და გამიკვირდა, თითქოს ჰაეროვანი გამხდარიყო. თითები სახესთან მივიტანე. წვრილი გალეული თითები ჩემსას არ ჰგავდა. ისევ გამახსენდა, რომ მწყუროდა და თითებიდან მზერა კვლავ წყალზე გადავიტანე. ხელი გავიწოდე მისკენ. დავინახე, როგორ გადაურა მასში ჩასხმულ სითხეს ტალღებმა. შემდეგ სურა შეირხა, და უეცრად ჭახანით გასკდა. შიშისგან შევხტი და დავიკივლე. ჩემს ხმაზე შემოცვივდნენ თვალებგაფართოებული მედდები.
_ გაიღვიძა! გონზე მოვიდა!_ იმეორებდნენ გაოცებით. ვერ მივხვდი რა უკვირდათ. მე ხომ უბრალოდ სიცხისგან მეძინა?
ცოტა ხანში ყველა მე დამტრიალებდა თავს. რაღაც სისულელეებს მეკითხებოდნენ. მახსოვდა თუ არა ვინ ვიყავი. რამდენი წლის ვიყავი და ასე შემდეგ. ანალიზებს მიღებდნენ. არაფერს მიხსნიდნენ. მხოლოდ „სასწაულიაო!“ ამას ამბობდნენ.
_ სად არის?_ ხმაზე ვიცანი ჩემი და. _ სად არის?
კარი შემოხსნა და პალატაში გიჟივით შემოვარდა. დამინახა და გაშეშდა. ვუყურებდი და ვერ ვიგებდი, რატომ ტიროდა. ან თმის გაზრდა როდის მოასწრო ასე?
აღმოჩნდა, ექვსი თვე მეძინა. სრული ექვსი თვე მეც და ჩემს საცოდავ სხეულსაც საღათას ძილით გვეძინა. ტვინის აქტივობა არ შეინიშნებოდა. ექვსი თვე ბოსტნეული ვიყავი. და სწორედ მაშინ, როცა იფიქრეს, რომ იმედი აღარ არსებობდა, სწორედ იმ დილით, როცა აპარატის გამორთვის ნებართვას ხელი მოაწერა სალიმ, მე გავიღვიძე.


2025 10 სექტემბერი 13: 13
სულ მალე სახლში დავბრუნდი. ნახევარი ადამიანი მხოლოდ. ჩემი წონა განახევრებული, სხეული გამოფიტული და ხასიათი არეული. აპათიური და უსურვილო.
_ ზოგი ჭირი მარგებელია!_ მამხნევებდა სალი და მე ამაზე უგულოდ მეცინებოდა. მხოლოდ იმიტომ, რომ ას თავი უკეთ ეგრძნო.
_ დღეს ბავშვები მოვლენ!_ მითხრა ერთ საღამოს. _ისედაც დიდი ხანია იცდიან. თავი დავუქნიე, მაგრამ რატომღაც არავის ნახვა არ მსურდა. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი თავის მოჩვენებას, სიცარიელის და დანაკლისის უცნაურ შეგრძნებას ვერ ვიშორებდი.
წინა დღეს უცნაური სიზმარი ვნახე. ისევ იმ უცნაური სადგურის წინ ვიდექი. კარი ბოლომდე ღია იყო. მოფრიალებული. გარეთ თეთრ ხალათში ჩაცმული ხალხი ირეოდა. ორი სამხედრო მანქანა და იარაღმომარჯვებული სამხედროები იდგნენ. ნელა წავედი მათკენ. თითქოს ვერ მხედავდნენ. შიგნით სანახევროდ ბნელოდა, მაგრამ არ მეშინოდა. გვერდი ავუარე ვიღაც თეთრებში ჩაცმულ ხალხს. ისინიც საკუთარი საქმით იყვნენ გართული. ვიცოდი სადაც უნდა მივსულიყავი. კარი შევაღე და დიდ შუშიან ოთახში აღმოვჩნდი. იქ მყოფი ექიმები, მე ექიმებად მივიღე, რაღაცას გაფაციცებით აკვირდებოდნენ. მეც მივედი და მათსავით შუშაში გავიხედე.
ცარიელ შეთეთრებულ კედლებიან მაღალი ოთახის ცენტრში ვიღაც სრულიად შიშველი კაცი ჰაერში ლივლივებდა. სულ მთლად დედიშობილა ეკიდა თითქოს უჩინარ თოკებზე. ოდნავ მკლავებში მორხილი ხელები აქეთ იქეთ უმწეოდ გაეშვირა, თვალდახუჭული ლამის არც სუნთქავდა. სხეულზე უამრავი კაბელი ჰქონდა მიერთებული. სწორი ლამაზი ნაკვთები მხრებამდე გრძელი დატალღული ჩალისფერი თმა, და გამოკვეთილი სხეული ჰქონდა. ალბათ სწორედ ასეთი იდეალური უნდა ყოფილიყო ადამიანი.

_ დროა!_ რუსულად გასცა ბრძანება შუახნის წვერიანმა კაცმა. მის მზერას მივადევნე თვალი და დავინახე, როგორ შეუშვეს ელექტრო ენერგია ჰაერში გამოკიდული კაცის სხეულში. და არა მარტო დავინახე, ვიგრძენი კიდეც....
სხეულში ელვასავით გაკლაკნილი ცივი ტკივილისგან გამეღვიძა. თუმცა იმას, რაც დამმართეს სიზმარში, ტკივილი არ ერქვა მხოლოდ. საკუთარმა კივილმა გამაღვიძა ოთახის ნათურა გიჟივით ციმციმებდა. ვიციდი ამას მე ვაკეთებდი , მაგრამ გაჩერებ არ შემეძლო. სინათლემ მკვეთრად იმატა, ნათურა აელვარდა და გასკდა....
_ როგორ ხარ?_პირველმა ლინდამ მკითხა. მის გვერდით ლილა იდგა. იმის უკან ლუციენი. ანტონიო და ვამპირი მოვნახე თვალებით, მაგრამ არ იყვნენ.
_ კარგად!_ გავუღიმე მხნედ. ვცადე სიყალბე და უინტერესობა არ შემმჩნეოდა. არ მსურდა მათთვის გული მეტკინა. ვხედავდი ჩემზე ნერვიულობდნენ და უხაროდათ ჩემი გამოღვიძება._ თქვენ?
_ კარგად! ახლა უკვე კარგად. ძალიან შეგვაშინე იცი?_ გაეღიმა ლუციენს და გვერდით დამიჯდა._ ზუსტად შენს სტილში გაიღვიძე იცი? კომაშიც არ მოიშალე შენი აბეზარი იუმორი.
ისე მიყურებდნენ, როგორც უცხო პლანეტელს. თუმცა იქნება ვიყავი კიდეც. ცოტა ხანს ვისაუბრეთ. რაღაცას მივედ მოვედეთ, მაგრამ საუბრის აწყობა ჭირდა, ვატყობდი რაღაცის თქმა სურდათ, მაგრამ ვერ ამბობდნენ. რაღაცას ანიშნებდნენ ერთმანეთს. ჰაერი ჩავისუნთქე. თვალები დავხუჭე. ვუცდიდი გამბედაობა მოეკრიბათ.
_ ვერა, _ დაიწყო ლილამ._ ვიცი ახლა დაღლილი ხარ, და სულ არ გაინტერესებს, მაგრამ ანტონიოსთან უნდა წაგიყვანოთ.
_ რატომ?_ გამეღიმა ირონიულად._ ერთხელ ვერ მოვკვდი კარგად და ახლა მეორედ ვცადო? გგონიათ არ ვიცი, რომ ჩემი კომა იმ სადგურის ბრალია? იმის რაც იქ იპოვეთ. ექიმებმა თქვეს, რომ ვერ გაიგეს სიცხის მიზეზი. ვერც კომაში ჩავარდნის. მაგრამ მე ხომ ვიცი?
თქვენ ყველა გაჩუმდით! მას იცავდით!
თვალები გავახილე და ლუციენს შევხედე.
_ ახლა გჯერა ჩემი?_სევდიანად მიყურებდა. ვიცოდი გულს ვტკენდი, მაგრამ მათზე ვბრაზობდი. რატომ დუმდნენ? რატომ იცავდნენ მას, ვინც მე კინაღამ მომკლა.
_ ვამპირი სადაა?_ ვიკითხე მოულოდნელად
ამ კითხვას არ ელოდნენ. დაიბნენ
ერთმანეთს გადახედეს.
_ ლინდა სად არის ვამპირი?_ ახლა ლინდას შევხედე. ის მას ყველაზე უკეთ იცნობდა მათგან.
_ წავიდა!_ მიპასუხა ხმაადაბლა.
_ წავიდა!_ გავიმეორე უცნაური ირონიით. _ მაინც ვკვდებოდი და დარჩენას რა აზრი ქონდა არა?
_ არა! მაგიტომ არა! ვერა რას ნიშნას სადგური N6 ? ხვდები?_ დავფიქრდი. აზრები ისე გარბოდნენ ჩემი თავიდან, როგორც ქორისგან დამფრთხალი მტრედები.
_ არ ვიცი!_ გავაქნიე თავი.
_ ვამპირმა თქვა, თუ არსებობს სადგური 6, აუცილებლად იარსებებს სულ ცოტა ხუთი ასეთი სადგური. ამიტომ მისი აზრით, მათი პოვნა შენი გაღვიძების გასაღებს გვაპოვნინებდა._ ლინდას მტკიცედ სჯეროდა იმის, რასაც ამბობდა. ჩემთვის სულ ერთი იყო. გამეცინა. სულ ამას ვნატრობდი, რომ არაფერი მეგრძნო და როცა ამას მივაღწიე, ესეც სულ ერთი გახდა. „აჰაა, ესეც შენი ნანატრი თავისუფლება ვერა!“ გავიფიქრე გულში.
_ კარგი! თანახმა ვარ! წავიდეთ! იმ ნაბიჭვარს მინდა თვალებში ჩავხედო და ვკითხო ეს რატომ გააკეთა!_ ვთქვი მშვიდად.
_ ვის?_ მკითხა შეშფოთებით ჩემა დამ.
_ მას, ვინც ანტონიომ სადგურიდან გამოათრია!_ გამეცინა მე. დაბნეულებმა გადახედეს ისევ ერთმანეთს. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, ვინ იყო ის და რა კავშირი მქონდა მასთან.

2025 11 სექტემბერი 09:10

საჭეს კვლავ ლუცი უჯდა. წინა მგზავრობისგან განსხვავებით ახლა ჩუმად ვმგზავრობდით. საკუთარ ფიქრებში გართული ფანჯარაზე თავმიდებული გავყურებდი უკან მიმქროლავ ხედს. ვფიქრობდი და არ ვიცოდი მეთქვა თუ არა მათთვის, რაც მჭირდა. ვამპირი რომ ყოფილიყო მას მოვუყვებოდი. მას ესმოდა ჩემი. უსიტყვოდაც ესმოდა. მიხვდებოდა, რომ რაღაც მიჭირდა. არც ასეთი უნარები შეაშინებდა. ახლა კი ვაითუ ჩემი შეშინებოდათ? თითები გავშალე და ინტერესით დავაკვირდი. არაფერი განსხვავება არ ეტყობოდათ. მხოლოდ თითქოს უფრო დაგრძელებულიყვნენ, ან სიგამხდრისგან ჩანდა ასე. არა! უთქმელობა არ შეიძლებოდა. არავინ იცის იქ რა დამხვდებოდა. მათ გადავხედე, მოწყენილები ისხდნენ. სახეზე დაღლილობის ჩრდილებით. ვინ იცის რას განიცდიდნენ, მაშინ როცა მეძინა. არადა, რაც მოხდა მხოლოდ ჩემი ბრალი იყო! ჩემი აუტანელი, მოუსვენარი, მეამბოხე ხასიათის. რა მინდოდა? რას ვეძებდი?
თვალები ამიჭრელდა შეკავებული ცრემლისგან. როგორი მხიარულები იყვნენ, როგორი ლაღები, მე კი ყველაფერი გავაფუჭე. უეცრად ემოციის ძლიერი ტალღა მკერდზე ისე შემასკდა, ლამის გული გამიგლიჯა. სახეზე ხელები ავიფარე და ტირილი დავიწყე. ვტიროდი როგორც პატარა გულამომჯდარი ბავშვი. ვტიროდი ტკივილისგან, სინანულისგან, დაღლილობისგან, შიშისგან, სიხარულისგან და თავს უფლებას ვაძლევდი ნახევარი წლის უგრძნობი, ნაგრძნობი თუ მივიწყებული ყველა ემოცია გამომეშვა ჩემი სხეულის ციხიდან.
მანქანა გააჩერეს. ისხდნენ და ხმას არ იღებდნენ უბრალოდ მაცდიდნენ სიცოცხლესთან დაბრუნებას. და როცა ცრემლები გამოილიენ, პირველი ლუციენი მომესალმა თავისი მზესავით ღიმილით:
_ კეთილი იყოს შენი დაბრუნება ვერა!

_ ახლა რაღაცას განახებთ, მაგრამ არ შეგეშინდეთ!_ ვუთხარი მათ და უკან დახევა ვთხოვე. თავად გამორთული მანქანისკენ შევბრუნდი. არ ვიცოდი ეს როგორ მუშაობდა, მაგრამ ვიცოდი ნამდვილად გამომივიდოდა. მანქანას მარცხენა ხელი დავადე და თვალები დავხუჭე. რატომღაც მარცხენა ხელით უფრო გამომდიოდა ხოლმე. სამამდე დავითვალე და ვცადე. ძრავი ამუშავდა. უკან მოვიხედე და გვიღიმე. მხრები ისე ავიჩეჩე, რა ვქნა, რაცაა ესაათქო! ვამბობდი თითქოს.
_ ეს როგორ გააკეთე? _ მკითხა გაოცებისგან თვალებდაქაჩულმა .ლინდამ.
_ აზრზე არ ვარ! რომ გავიღვიძე უკვე შემეძლო. თითქოს ის, ვინც ჩემშია საკუთარ ენერგიას მინაწილებს. მე მსურს ის ასრულებს. _ ვუპასუხე ურწმუნოდ._ არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ეს ჩემი არაა. მე არა, ის აკეთებს ამას!
_ ის?_ მკითხა სალიმ._ ვინ ის?
_მოდი დასხედით და მომისმინეთ. ყველაფერს მოგიყვებით. და ერთად იქნება გავიგოთ რა ხდება!_ ვთხოვე მათ. ადრეც სულ ასე იყო, როცა რაღაცას ვერ ვიგებდით ვთათბირობდით და კამათში ჭეშმარიტ პასუხებს ვპოულობდით. ყველაფერი მოვყევი. ყველა შეგრძნება. ყველა განცდა, ყველა სიზმარი.
_ ვფიქრობ იქ ცდას უბრალო ადამიანზე არ ატარებდნენ! ის ვინც სადგურში იყო ადამიანი არაა!_ დავასრულე ჩემი ამბავი.
_ ამიტომ უნდა მივიდეთ ანტონიოსთან! ფაზლის დაკარგულ ნაწილებს მასთან ვიპოვნით!_ მტკიცედ თქვა ლილამ.
_ ექვსი თვეა ანტონიო ლამის არავის გვეხმიანება! ქალაქში არ ჩამოდის, არაფერს წერს. არაფერს ყვება. ათასში ერთხელ შემოდის ჩატში. იქაც მხოლოდ უბრალო მოკითხვით იფარგლება. კითხვებს არ პასუხობს._მიყვებოდა ლილა. _ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, როცა სალიმ შენი აპარატიდან გამორთვის
შესახებ გვამცნო ჩატში. დარეკა. გიჟივით ლაპარაკობდა და იძახდა მისი გამორთვა არ გაბედოთო. იძახდა, რომ შეცდომა იყო სამის გადაწყვეტილება. გვეგონა უბრალოდ დარდობდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რაღაც მოხდა, რამაც ყველაფერი შეცვალა.
_ მან იცის, რომ მივდივართ?_ ვკითხე მშვიდად.
_ იცის და გველოდება. თქვა, რომ ახლა ყველაფერი კარგად იქნება! და ყველაფერს გვიამბობს!_ თავი დამიქნია ლილამ. სხვა გზა არ იყო. თუ სიმართლის გარკვევა მინდოდა ანტონიოს უნდა მივნდობოდი, და იმედი მქონოდა, რომ იცოდა რასაც აკეთებდა. თორემ არ იყო გამორიცხული წინანდელი ამბავი განმეორებულიყო და ჩემს დასუსტებულ სხეულს მეორე ქარტეხილი ვეღარ გადაეტანა.
_ კარგი, მე მჯერა მისი!_ ვთქვი საკუთარ თავში დარწმუნებულმა. _ ის ხომ ანტონიოა ბოლო_ბოლო არა?! არაფერს გააკეთებს ისეთს, რაც დამაზარალებს!
ავდექი მანქანის კარი გამოვაღე და სანამ ჩავჯდებოდი ტყეს გავხედე. ტყე ცოცხალივით სუნთქავდა და ხმაურობდა. გამეღიმა.

_ გინდა საშიშ ადგილებში წაგიყვანო? მშიშარასთან ერთად მასეთ ადგილებში წასვლა ვერაფერი კარგი აზრია! _ გამახსენდა ვამპირის სიტყვები. ჩვენი ერთ ერთი საუბრიდან.
_ სამაგიეროდ სახალისოა!_ ჯიუტად ვუპასუხე მე._ მე საშიში ადგილების კი არა ცვლილებების მეშინია მე!
_ ხოდა ნუ მისცემ ცვლილებებს უფლებას შეგაშინონ! მშიშარა!_ გამიღიმა მან.

_ აღარ მეშინია!_ გავუღიმე მეგობრის ლანდს საკუთარ ფიქრებში და მანქანაში ჩავჯექი......



7 თავი
დაბრუნება
2025 11 სექტემბერი 11:15
ნაცნობ მოსახვევში დეჟავიუსავით გაიჟღერა ჩემს გონებაში ნაცნობმა ფრაზამ: „მცდარი შესახვევი ნანახი გაქვს?“ და მეხსიერების მიღმა გაკრთა ნაცნობი ღიმილი. მაშინ გავიფიქრე, რომ ზოგჯერ მხიარული მოგონებები სევდიან ელფერს იძენენ, და მიუხედავად ამისა, მაინც იწვევენ ღიმილს. თვალში ახალი თეთრად შეღებილი აბრა მომხვდა. „სოფ. სადგური“ არავითარი უწუნდებური გაფრთხილება ან რამე მსგავსი. მხოლოდ მდებარეობის სახელი.
_ აბრა შეუცვლიათ._ ჩავილაპარაკე მე.
_ ანტონიომ ქნა ეგ. სულ ამბობდა, რომ ის ჟანგიანი აბრა ნერვებს უშლიდა._ მიპასუხა ლილამ. იყო ანტონიოს საქციელში რაღაც ადვილად მისახვედრი. ის საშინელი წარწერა, გაფრთხილების თუ მითითების შემცველი იდუმალი შინაარსით, ალბათ მართლა უსიამო გრძნობის აღმძვრელიი იქნებოდა შინისაკენ მიმავალ გზაზე და რამდენჯერაც ამ აბრას ჩაუვლიდა ანტონიო, ალბათ სულ ექნებოდა განცდა, რომ სახლში კი არა სადღაც გადაკარგულში მიემართებოდა. ამიტომაც ადგა და სახლი სახლად აქცია და მიზნის რეალიზება სწორედ სახელიდან დაიწყო.
ბოლო აღმართიც აათავა მანქანამ და ნაცნობი წითელი სახურავიც გამოჩნდა. გაურკვეველი გრძნობა დამეუფლა, იმ პირველი სტუმრობისას განცდილი ინტერესის და ახლი ჯერაც ამოუხსნელი შიშის ნაზავი. ანუ გამოდის ანტონიო მთელი ექვსი თვე არ მყავდა ნანახი? არადა თითქოს გუშინ ვიყავი აქ. მასპინძელზე პირველი სახლიდან უზარმაზარი შავი ქოფაკი გამოვარდა, ყრდაჭრილი, თეთრი გულით და გაბუჩქული კუდით. სული შემიგუბდა თითქოს, მაშინვე ვიცანი.
_ ეს ძაღლი, საიდან ვიცი? _ ვკითხე სალის. _ ზუსტად ეს ძაღლი მესიზმრებოდა!
_ რა, ეს ძაღლი? _ გაუკვირდა სალის. _ ის ანტონიომ იმ დღეს იპოვნა, როცა ჩვენ სახლში დავბრუნდით, შენ საიდან იცი? ალბათ სხვა მოგონებაში გერევა, ექიმმა თქვა, რომ....
_ არა!_ გავაწყვეტინე მტკიცედ. _ ეს ძაღლი ვნახე! ფეხი ქონდა მოტეხილი, ცუდად იყო!
გაოცებით გამომხედა ლუციენმა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ისევ გზას მიუბრუნდა. არაფერს ამბობდნენ, ჩემს ამბავთან შეგუებას და გაგებას ცდილობდნენ, მაგრამ ეს ადვილი არ იყო.
მანქანა გააჩერა ლუციმ და პირველი გადავიდა. მანქანის ხმაზე ანტონიო გამოვიდა სახლიდან. ისევ ისეთი იყო, მხოლოდ წვერი გაეზარდა ჩვეულზე მეტად, არ ვიცი რას ველოდი, როგორი უნდა ყოფილიყო? რა უნდა შეცვლილიყო მისთვის?
_ მოხვედით?_ გაიღიმა ფართე გულწრფელი ღიმილით. ყველა გადავიდა, მხოლოდ მე ვიჯექი გაშეშებული და ახლა ტყეს ვაკვირდებოდი. აღარ მქონდა განცდა, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა იქ. ახლა ის მართლაც ჩვეულებრივი ტყე იყო. ჩვეულებრივი და ცოცხალი. აღარც ის პირქუში საფარველი ეფარა, აღარც სიჩუმით საუბრობდა. მაგრამ ახლა ის სიჩუმე თითქოს ჩემში სახლობდა. ვინ უფრო საშიში იყო იმ წამს? მე თუ ტყე? ხელი ავწიე და საჩვენებელი თითი ტუჩებთან მივიტანე. თვალები დავხუჭე და ხმები შემოვუშვი ჩემში. თითქოს ჩემს სურვილს დაემორჩილა, ძველებურად ჩაჩუმდა. ამოვიოხრე. არ ვცდებოდი. ისე ვგრძნობდი უცხოს საკუთარ სხეულში, როგორც საკუთარ მშვიდ მონოტონურ გულისცემას.
_ გამარჯობა ვერა!_ სალამზე თვალი გავახილე. მანქანის კართან იდგა ანტონიო, მისი სიმაღლისთვის შეუფერებლად დაბალ მანქანაში შემოსახედად წელში მოხრილი და ისე მიყურებდა, როგორც სრულებით უცხოს. ისიც რაღაცას აკვირდებოდა და ელოდა ჩემგან._ გადმოსვლას არ აპირებ?
გამიღიმა უცნაურად. გაიწია და მანქანიდან გადმოსვლა მაცალა. ინტერესით შემათვალიერა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნი. ძნელი არ იყო ჩემი გარეგნული ცვლილების დანახვა.
_ როგორ ხარ?_ მკითხა და მის ხმაში სევდა მომესმა.
_ ის სადაა?_ ვკითხე პირდაპირ. ამ კითხვას ელოდა.
_ ყანაში. სულ იქაა. მხოლოდ ძილისთვის ბრუნდება უკან._ არ გაკვირვებია, რომ მასზე ვიცოდი.
_ წამიყვანე მასთან! _ ვთხოვე და ხელი გავუწოდე. თითები მომიჭირა ხელზე. _ არ იყო მისი ბრალი!_ მითხრა ისე, თითქოს გაამართლა.
_ არც ჩემი ბრალი არ ყოფილა ანტონიო!_ ვუთხარი დაღლილი ხმით. _ჩემი მით უფრო.
დანარჩენები არ გამოგვყოლიან . ვიცოდი აინტერესებდათ, მაგრამ ხვდებოდნენ, დრო უნდა მოეცათ.
სახლის უკან კი სრული საოცრება მელოდა. ყვითელი მზეების ზღვა ღელავდა ნიავზე. სწორედ ისეთი მაშინ რომ დავინახე. თითქოს სურვილი ამისრულა.
_ ახლა ყვავიან მზესუმზირები?_ ვკითხე ანტონიოს გაოცებულმა.
_ მისთვის ეს თამაშია ვერა! თამაშია ან მედიტაცია! _ გავხედე და ყანაში მიმავალი ვიწრო ბილიკის შუაგულში იდგა. მხრებამდე გაშლილი ხორბლისფერი ტალღოვანი თმა ჰქონდა, მოღეღილი ნაცრისფერი მაისური და კოჭებზე არათანაბრად აკეცილი ჯინსი ეცვა. ფეხშველი იდგა გათელილ ბილიკზე.
საოცრება იყო, დაბლა დაშვებული ძლიერი მკლავებით, გაშლილი განიერი მხრებით, და უცნაურად მშვიდი მზერით. შევჩერდი და თვალი გავუსწორე. მანძილის მიუხედავად ვხედავდი თვალებში მიყურებდა. ვიგრძენი, როგორ ამიჩქარდა პულსი. თითქოს ჰაერი არ მეყო. ის სრულყოფილება იყო. სიმარტივეში და უბრალოებაში გამოხატული სრულყოფილება.
_ აქიდან მარტო წავალ!_ ვუთხარი ანტონიოს და მის მკლავს ხელი გავუშვი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი სისუსტე მტოვებდა. ისე ჯანსაღდებოდა ჩემი დაღლილი გამოფიტული სხეული, რომ ვერც კი ვხვდებოდი ოდესმე მის გამო როგორ განვიცდიდი ტკივილს. ყველაფერი მისვლამდე ვაპატიე როგორღაც.
მივუახლოვდი და მის წინ ორ ნაბიჯში გავჩერდი. თაფლისფერი თვალების მშვიდი სინათლე ისე მოქმედებდა, როგორც დილით მიღებული დამამშვიდებელი წამალი.
_ ვინ ხარ?_ ვკითხე პირველი, რაც თავში მომივიდა. წამით მიყურა და ოდნავ გაეღიმა.
_ მე შენ ვარ, შენ კი მე!_ მიპასუხა არაამქვეყნიური ხმით. მისი ტემბრი მის ხმას თითქოს მთელ სხეულში ანაწევრებდა და მერე გონებაში აერთიანებდა ისევ .
_ ასე რატომ მომექეცი? რატომ მომაყენე ამხელა ტკივილი და ბოლოს კინაღამ..._ ვერ დავასრულე ფრაზა. მივხვდი ის არასდროს გააკეთებდა ამას მიზანმიმართულად. ვიგრძენი მისი მწუხარება და ამავდროულად უდარდელობაც არ მომხდარის გამო.
_ წაიღებ ჩემგან, რაც ჩემში შეინახე?_ვკითხე და გავიფიქრე, რომ იმ უნარებთან გამომშვიდობება არ იქნებოდა ადვილი.
_ თუ შენ ასე გსურს წავიღებ._ მიპასუხა მან._ ისეც შენ გელოდი!
უკან მივიხედე. ანტონიო იქ იდგა, სადაც დავტოვე და თვალს არ გვაცილებდა.
_ ის დარდობდა შენზე! _ თითქოს ჩემი გონებაში გაჟღერებული კითხვები ესმოდა. თითქოს იმ წყენას გრძნობდა, ანტონიოს დუმილის გამო რომ განვიცდიდი.
_ ვინ ხარ?_ გავუმეორე კითხვა_ იქ რანაირად მოხვდი?
გაეღიმა. მოვიდა და გრძელი თლილი უნაკლო თითები საფეთქელზე კი ჩამომისვა, თითქოს მეფერებოდა.
_ მზად ხარ?_ მკითხა ღიმილით. თავი დავუქნიე. გავიაზრე, რომ ის ის არ იყო, ვისაც კითხვებს უსვამენ. არც ის, ვინც კითხვებზე პასუხებს აბრუნებს._ ერთხელ კიდევ გამათავისუფლე რწმენავ, ამ ჯერად საბოლოოდ!
ჩემი სახე ხელისგულებში მოიქცია, თითები საფეთქლებზე დამაწყო. სულ წამით კვლავ ვიგრძენი თავდაპირველი მხურვალება. თითქოს ახლა პირიქით, თხევადი მზე ჩემი ვენებიდან კვლავ მის სხეულში გადაიღვარა. სისუსტე ვიგრძენი. ხელი მომხვია და ჩამეხუტა.
_ გინდა განახო ის, რასაც ასე მონდომებით ეძებ ზეცაში?_ მკითხა ჩურჩულით._ ჩემს მადლიერებად მიიღე ეს.
_ მასაც ანახე!_ ვთხოვე ხმადაბლა. ეს ვამპირსაც უნდა ენახა. უთქმელად მიხვდა ვისაც ვგულისხმობდი და გაეღიმა.
_თავად ანახე, როცა შეხვდები! აჰა, იხილე სამყარო!_ თვალები დავხუჭე და კოსმოსის უსასრულობაში გადავეშვი. აღარ იყო საზღვარი ჩემსა და დანარჩენ სამყაროს შორის. ახლა თავად ვიყავი უსასრულობა. ახლა თავად ვიყავი აბსოლუტური თავისუფლება. და დედამიწაზე განცდილი არცერთი გრძნობა არ ჰგავდა ამ განცდას. არაფერი და ყველაფერი, ალფა და ომეგა, სიჩუმე და ხმაური, სრულყოფილება და უმცირესი ხიჭვი, ყველაფერი ერთად ვიყავი. მე ვიყავი ის და ის იყო მე. როცა ხელი გამიშვა და თვალი გავახილე, გავოცდი. როგორი მტვრის ნაწილაკი ვიყავით მეც და ჩემი დარდებიც.
_ ახლა ხვდები? _ მკითხა მან. _ ეს მხოლოდ სიზმარია, და შენ გაიღვიძებ. მხოლოდ შენს დროს დაელოდე. და არ დაგავიწყდეს, რომ თუნდაც შენს გამო ღირდა! აღარ იოცნებო გაფრენაზე, ისედაც გაფრინდები, როცა ამის დრო დადგება!
_ ახლა კი ჩემი წასვლის დროა!
_ იქ ბრუნდები?_ თითით მაღლა ვაჩვენე. ისევ გაეღიმა.
_ რამდენ კითხვას დაატარებს შენი ლამაზი თავი? უკიდეგანოა შენი ინტერესი! და სრულყოფილია შენი გულწრფელობა! ახლა კი დაბრუნდი მათთან!_ ხელი ასწია და ანტონიოსკენ მიმითითა. ზურგი ვაქციე და სწრაფი ნაბიჯით გამოვყევი ბილიკს. უცებ მომინდა შემოწმება, დამიტოვა თუ არა რამე იმ საოცარი უნარებიდან, რომელიც მაშინ მომანდო შესანახად, როცა ეგონა კვდებოდა. თითები მუჭად შევკარი და ყვავილის გაშლის იმიტაცია გავაკეთე. ჩემს თვალწინ გადაიშალა ერთი მორჩილი ჯერაც გაუშლელი მზესუმზირა. სიცილი მომესმა ზურგსუკან. გულიანი ხმამაღალი და ბედნიერი სიცილი. მივიხედე, მაგრამ უკვე აღარავინ იყო.


_ იმ დღეს თქვენ რომ წახვედით, გზაზე დაჩო ვიპოვნე. ფეხი ჰქონდა მოტეხილი და შიმშილისგან მისავათებული იყო. ჯერ გავუარე, მაგრამ გულმა არ გამიშვა._ გვიყვებოდა მოგვიანებით ანტონიო, ცეცხლის გარშემო მსხდართ._ ამხელა ძაღლი ხელში ავიყვანე და ისე მოვიყვანე სახლამდე. რაც შემეძლო ვცადე, მაგრამ მისი გადარჩენის იმედი არ მქონია. ერთ საღამოს ეზოში არ დამხვდა. ვიფიქრე , რომ სასიკვდილოდ წავიდა. ხომ გაგიგიათ, ძაღლები სახლში არ კვდებიან, არა? ეზოს ბოლოში სრულებით მოულოდნელად გადავაწყდი ღობის გადაღმა. არ ვიცი როგორ, მაგრამ მიწა გაეთხარა და ორმოში იწვა. შემეცოდა. მისი სახლში დაბრუნება ვცადე და ისეთ რამეს მივაგენი, რაზეც აქაურობის წინა მფლობელს არაფერი უთქვამს ჩემთვის.
პატარა რკინის კარი იყო, მოზრდილი ბოქლომით დაკეტილი. ბოქლომი გავტეხე და სარდაფში ჩასასვლელს ავხადე თავი. ახლაც ვერ ვხვდები, რა ფუნქციით იყენებდნენ იმ მიწისქვეშა ოთახს. ალბათ საწყობი იყო. მაგრამ სწორედ იქ ვიპოვნე დინამიტები. და რაღაც აუარება საბუთებით სავსე ყუთები. დინამიტი დავინახე თუ არა, გონება გამინათდა. მივხვდი, რაც უნდა მექნა. ორი ცალი ავიღე და მეორე დღესვე დავბრუნდი ტყეში. ინტერესი არ ერქვა იმას, რასაც მე განვიცდიდი. ატანილი ვყავდი იქ შესვლის სურვილს.
გამომხედა და გაეცინა.
_ გგონია მარტო შენ გაინტერესებს ყველაფერი ხო? უბრალოდ ვცდილობდი არ შემემჩნია, თორემ არანაკლებ მაწამებდა სიმართლის გაგების სურვილი. ხოდა მეორე დღეს უთენია წავედი სადგურთან. დინამიტი მივამაგრე და შორს გავეცალე. კაცმა არ იცის რამდენი წლის იყო და რას იზამდა აფეთქებისას, მაგრამ იმოქმედა. კარი რომ გავაღე, უკუნეთი სიბნელე დამხვდა შიგნით. წინასწარ მომზადებული ფანარი ავანთე და სიბნელეში შევაბიჯე. რა უნდა მეპოვნა, ან რას ვეძებდი აზრზე არ ვიყავი, მაგრამ ცოცხალს, სულიერს ნამდვილად არაფერს ველოდი. უფრო რაღაც კვლევითი ლაბორატორია მეგონა, ცდებისთვის, და პრინციპში არც შევცდი. მტვერს ჰქონდა იქაურობა დაფარული...
ოთახიდან ოთახში გადავდიოდი. სათითაოდ ვამოწმებდი ყველა დერეფანს, რომ მოულოდნელად ჩემმა ფანარმა ციმციმი დაიწყო. აპარპალდა და ჩაქრა. და როცა სიბნელეს თვალი მივაჩვიე დავინახე, რომ ერთი კარიდან მკრთალი ნათება გამოდიოდა. შიშისგან სული შემიგუბდა. ჰოოო, ნუ იცინით, მაგრად შემეშინდა. სინათლე თავისთავად ნიშნავდა იქ ვიღაცის ყოფნას. გეფიცებით, ის აუტანელი ვამპირიც კი ვინატრე იმ წამს!
მაგრამ იქ ვიყავი და უკან დაბრუნებას არ ვაპირებდი. ფანარი ხელზე დავირტყი, სინათლე აინთო. ნელა მივუახლოვდი კარს და შევაღე. არ ვტყუი, გაოცებისგან პირი დამრჩა ღია. უზარმაზარი მტვრიანი შუშის მიღმა ნათელი თეთრი ოთახი ჩანდა. სინათლეს კი, არც მეტი არც ნაკლები, ჰაერში გამოკიდული სრულიად შიშველი კაცი გამოსცემდა....
თვალდახუჭული ლივლივებდა ოთახის ცენტრში და მისი სხეულის გარშემო მკვეთრად ანათებდა რაღაც გარსის მაგვარი სინათლე, აურა თუ კაცმა არ იცის რა.
ბევრი არ მიფიქრია, იმ ოთახში ისე შევედი. არც კი მჯეროდა ის, რასაც ვხედავდი. ინსტიქტურად ხელი ავწიე და ტერფზე შევეხე. შევამოწმე ადამიანი იყო თუ რა. შევეხე თუ არა ნათებამ იკლო და სულაც გაქრა. შეხებისთანავე დენივით დამიარა ნაპერწკალმა სხეულში, ფანარიც აჩახჩახდა. სულ ორიოდ წუთით გაგრძელდა ეს და მერე ნელა დაეშვა ის კაცი იატაკზე. თითქოს ჩემმა შეხებამ მისი ენერგეტიკული ველი დაამიწა, თუ გამორთო.....




8 თავი
ბოროტი მთა
_არ ვიცი, თქვენ რას იგრძნობდით ჩემს ადგილას, მაგრამ წლების წინ მიტოვებულ ლაბორატორიაში ცოცხალი თანაც ჰაერში მოლივლივე მანათობელი კაცის პოვნამ დამაბნია!_ გააგრძელა ანტონიო მცირე სიჩუმის მერე.
_ თან სრულებით შიშველის არა?_ დააზუსტა ლილამ. ყველას გაგვეღიმა, მისი ფანტაზიის პატრონს რა ადვილად შეეძლო ანტონიოს მოყოლილი კადრების ცხადად წარმიდგენა, ჩვენზე უკეთ ვინ იცოდა?
_ სიმართლე გითხრა მისი სიშიშვლე ყველაზე უმცირესი პრობლემა იყო იმ წამს!_ თავი გადააქნია ანტონიომ._ სხეული გრილი ჰქონდა. ლამის გაყინული. თითქოს კრიონიზაციის კაფსულიდან ამოვსვი. პულსი ლამის არ ესინჯებოდა.
_ ანუ სწორედ მაშინ, როცა მე სიცხით ვიწვოდი და პულსი მაჯებს მიხეთქვადა არა?_ ახლა ვხვდებიდი რაც ხდებოდა ჩემს თავს._ გამოდის როგორღაც ის ჩემს სხეულში ცდილობდა საკუთარი თავის მოთავსებას. ეს იყო მიზეზი, რატომაც მისი ნამდვილი სხეული ლამის მინუს ტემპერატურაზე დაეცა.
_სწორედ! თუმცა მაშინ მე ეს არ ვიცოდი!_ თავი დამიქნია ანტონიომ. _ როგორც იყო მისი სახლამდე მოყვანა მოვახერხე. არც თუ ისე ადვილი იყო დამიჯერეთ.
_ტიტველი კაცი ზურგით ატარე?_ დაინტერესდა ლუციენი.
_ არა, რა ფანტაზიებია ლუციენ?_ გაეცინა ანტონიოს_ სულ მალე თვალი გაახილა. მაგრამ დეზორიენტირებული იყო. ზომბივით უაზროდ მოქმედებდა. ცარიელი თვალებით სადღაც იყურებოდა და არაფერზე არ რეაგირებდა._ დააკონკრეტა და ლუციენის აფუთფუთებული ფიქრები დააცხრო.
_ ვიფიქრე, დახმარება უნდა გამომეძახა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მისი არც მარტო დატოვება მსურდა და არც თან წაყვანა შემეძლო. მობილური კი იცით რომ არ იჭერს.
_ თავში რომ თქვი საბუთებიო, რა უყავი იმ საბუთებს? _ჰკითხა ლინდამ. ალბათ იფიქრა კითხვებზე პასუხებს იქ იპოვნიდა.
_ მოგიტან მაცადე! _ ანტონიო ადგა და სახლიდან გავიდა. ლინდა უკან მიჰყვა. რა მოათმენინებდა ,ის სარდაფი მაინც რომ არ ენახა.
_ ვინ იყო თქვენი აზრით?_ იკითხა სალიმ._ ადამიანი რომ არ იყო, ფაქტია არა?
_ შენ გაიგე რამე? რა გითხრა, სანამ წავიდოდა?_ მომიბრუნდა ინტერესით.
_ მითხრა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. რომ როცა დრო მოვა, ისევ შევხვდებით. და....._ დავფიქრდი რანაირად მეთქვა, რომ რაღაც დამიტოვა.
_ იცით, არსებობს რაღაც, ბევრად დიდი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ამას თავის თავში სიტყვა „ღმერთი“ მოიაზრებს. მან მანახა ეს.
_ რა განახა? _ ახლოს მომიჯდა ლილა.
_ აი ეს!_ ვუთხარი და ვაზაში ჩადებულ დამჭკნარ მზესუმზირებს გავხედე. ნელა მაგრამ თვალნათლივ დაიწყო გამოცოცხლება ყვავლმა.
_ ეს მაგიააა?_ აღფრთოვანდა ლილა.
_ არა! ეს მაგია არაა!_ ლუციენი ყვავილებთან მივიდა და ერთი ცალი ამოიღო._ ეს ენერგიის გაცვლაა. ადრე ალბათ ახსნას რომ ვერ უძებნიდნენ, მაგიად მონათლეს.
_ ხოო, მართალია. ეს ჰგავდა ენერგიის უშველებელ, უსასრულო ბადეს! ენერგიის და ცნობიერების. ცოცხალივით იყო და ჩვენ ყველა მასთან კავშირში ვართ! უბრალოდ ზოგი მეტად ღიაა, ზოგი ნაკლებად! ასე მოახერხა მან ჩემთან დაკავშირება. უბრალოდ ჩემი სხეული სუსტია მისი ენერგიისთვის. ამიტომ მოუწია მას ჩემი დაძინება, კომით სინამდვილეში გადამარჩინა.
კარებში ანტონიო და ლინდა გამოჩნდნენ. ლინდას თვალები უბრწყინავდა და გულზე ატატებული ორი მოზრდილი ყუთი ბედნიერს დაებღუჯა. ალბათ სანამ ბოლო წერტილამდე არ წაიკითხავდა, თავს არ დაანეებდა იმ მტვრიან ქაღალდებს. ანტონიოსაც მის მსგავსად, ახუტებული ორი ყუთი ეჭირა.

საღამოს საუბარი გავაგრძელეთ. ლინდა აივანზე იჯდა. თან გვისმენდა თან საბუთებს ახარისხებდა.
_ ნახეთ აქ რა ვნახე!_ წამოიძახა მოულოდნელად._ მგონი დღიურია, ზინაიდა აწერია ზედ, მისმინეთ წაგიკითხოთ.
„1959 წელი 28 იანვარი.
ჩვენი ექსპედიციის მიზანი გასაიდუმლოებულია. არავინ იცის, სინამდვილეში რას ვეძებთ , ან რისთვის მივდივართ ოტორტენის მთაზე. ექსპედიციაში ოფიციალურად ცხრა ადამიანია ჩართული. თუმცა არავინ იცის, რომ მთის სათავეებთან მეათე წევრი უკვე ერთი კვირაა იცდის. თითქოს თავადაც არ გვჯერა, რომ ის არსებობს. ამიტომ ესპედიციას მხიარულად ვიწყებთ.

1959 წელი 2 იანვარი.
ჩვენი საუდუმლო წევრი როგორც იქნა შოგვიერთდა. სულ სხვა ვინმე მეგონა იქნებოდა. არ ველოდი ახალგაზრდა ჯანღონით სავსე და გამოცდილ მთასვლელს. უცნაური თვალები აქვს, ხამ ღამით მგონია რომ უელავს კიდეც. გოგოებს მოსწონთ. ვფიქრობ, ის ჩვენს ექსპედიციას გაახალისებს. ახლა თავის გამხნევებას ვცდილობ. რომ მჯეროდეს მისი არსებობა ვიტყოდი: ღმერთი ჩვენკენ!

1959 წელი 15 იანვარი.
უკვე დანიშნულების ადგილს ვუახლოვდებით. ცივა. ყინავს. ხასიათიც გვემღვრევა. თუმცა მიზანი ყველას წინ გვიბიძგებს.

1959 წელი 27 იანვარი
აქაც კი არ შემიძლია ემოციებისგან დაცლა. მაგრამ მინდა.... თუ რამე მოხდება... რა უნდა მოხდეს?! უბრალოდ სულელური წინათგრძნობაა.

1959 წელი 28 იანვარი
იური ცუდად არის. გადაწყდა რომ ის უკან დაბრუნდება. გზას ცხრანი ვაგრძელებთ. ისე, როგორც გადაწყვეტილი იყო. ადგილობრივთა ენაზე ამ ადგილს „მკვდარი მთა“ ეწოდება. საშიშად ჟღერს არა???

1959 წელი 30 იანვარი
ნაპრალი ვიპოვნეთ. შესასვლელი ჩანს. ხვალ შესვლას ვეცდებით ტემპერატურა ეცემა. კარავი დავდგით. იგორმა არ ისურვა სიმაღლს დაკარგვა. არადა ცოტა ქვემოთ კორომია. ღამით უკვე გაუსაძლისად ცივა. მაგრამ შესასვლელის პოვნამ გამოგვაცოცხლა. ხვალ ყველაფერს საკუთარი თვალით ვნახავთ.....“

_ იცით აქ რაზეა საუბარი?_ თვალდაჭყეტილმა გამოგვხედა ლინდამ. თვალები ისე უელავდა, თითქოს თავად იყო იქ აღწერილი ამბის მონაწილე და ყველაფერი იცოდა.
_ არა ვერ ვხვდები!_ აიჩეჩა მხრები ლუციენმა. ანტონიომ ცეცხლს ჩახედა და ამოიოხრა.
_ აქ დიატლოვის უღელტეხილზე მომხდარი ამოუხსნელი ამბის ნაწყვეტებია. ღმერთო ჩემო! სადაა დანარჩენი ნაწილი?_ საბუთები გადაქექა ლინდამ და ხელი ჩაიქნია გაბრაზებულმა. _ არაა! არააა!
_ კარგი დამშვიდდი._ გვერდით მიუჯდა სალი და ქაღალდები გამოართვა ნერვებ აშლილს. სალიმ არ იცოდა რა იყო დიატლოვის უღელტეხილი, მაგრამ მე კარგად ვიცოდი რამ გაამწარა ლინდა ასე.
1959 წელს ცხრა კაციანი მთასვლელთა ჯგუფი ექსპედიციაზე გავიდა. სტუდენტები იყვნენ და ადგილობრივი მთა უნდა გამოეკვლიათ. ჯგუფი 20 თებერვალს უნდა დაბრუნებულიყო მაგრამ ერთი კვირით გაუჩინარდა. სამაშველო როცა ადგილზე ავიდა უცნაური სურათი დახვდა. კარავი შიგნიდან იყო გამოჭრილი. მოლაშქრეები სანახევროდ შიშვლები და ფეხშველები იყვნენ კარვიდან გამოქცეული. ნაკვალევის ის მიხედვით ზოგს ცალი წინდა, ზოგს კი სულაც არაფერი ეცვა ფეხზე. არადა გარეთ ყინავდა. ფაქტი იყო სისნუ რაღაცას გაურბოდნენ, ხუთი გვამი კილომეტრ ნახევარში ნაძვნარში იპოვნეს სანახევროდ შიშვლები ჰიპოთერმიით დაღუპულები. ხერბზე დამტვრეული იყო ტოტები, თითქოს ზედ ცდილობდნენ აძრომას. დანარჩენები მოშორებით ნაპრალში ჩაცვენილი ნახეს. აუხსნელი დაზიანებებით. მათ შორის ერთს არ ჰქონდა თვალები, ერთს ენა. და მათი სამოსი რადიაციას ასხივებდა. კი, რა თქმა უნდა, რაღაც ახსნა მოუძებნეს მომხდარს, მაგრამ სინამდვილეში დღემდე არავინ იცოდა იქ რას აკეთებდნენ, რას გაურბოდნენ და სულაც რა მოხდა იმ წყეულ ექსპედიციაში. რა იპოვნეს ამნაირი, რომ ყველას სიცოცხლის ფასად დაუჯდა ეს?
_ იცით თქვენ, რომ მზესუმზირა რადიაციას აუვნებელჰყოფს?_ ჩავილაპარაკე და სახლს მიღმა ბაღისკენ გავიხედე. _ იმ მიწებზე, რომლებიც რადიაციული ნივთიერებებით არის დასვრილი მზესუმზირას აშენებენ. რამდენიმე წელიწადში მიწა ინკურნება.
ყველა დუმდა. ყველა ფიქრობდა. რა იყო ეს? დამთხვევა? შემთხვევითობა?
_ეგ ამბავი საერთოდ რა შუაშია ვერ ვხვდები?_ ჩაი მოსვა ლილამ და ანტონიოს გახედა. _ გააგრძელე რა მოხდა მას მერე, რაც ის ტიპი სახლში მოიყვანე?
_ ხოო, _ჩაილაპარაკა ანტონიომ დაფიქრებით._ იმ ღამეს არაფერი. იმის გარდა, რომ დაჩო სახლში დაბრუნდა. ჯერ ისევ ცუდად იყო. არც ჭამა, წყალიც არ დალია. ოთახში შემოვიდა და დირეზე დაწვა. თვალს არ აშორებდა მას. ის კი საწოლზე იჯდა. თვალგაშტერებით იყურებოდა ცარიელი მინდვრისკენ და ერთი ოხვრაც არ დაცდენია. ღამე რამდენჯერმე შევხედე. არ განძრეულა. დილამდე ასე უძრავად იჯდა. უფრო სწორედ მანამ, სანამ გზაზე გამოსვლა არ დავაპირე. დილით როცა მოტოციკლი გამოვიყვანე, სანამ წამოვდოდი, სახლიდან ძაღლის ღრენა და მერე წკმუილი გავიგე. სწრაფად შევბრუნდი უკან და დავინახე. ნოხზე იჯდა დაჩოს გვერდით. ხელები მის თავზე ედო და დაჟინებით დაჰყურებდა მორჩილად მწოლს. მეგონა... არა არ ვიცი რა მეგონა! მისკენ წავედი და ერთი ამომხედა. ადგილს მივეყინე. მსურდა და ნაბიჯს ვერ ვდგამდი. ის ისევ ძაღლს მიუბრუნდა. რამდენიმე წუთს იჯდა ასე. მერე ადგა და საწოლს დაუბრუნდა. ისევ ისე, როგორც წინა ღამეს. გონს მოვეგე, ძაღლთან დავიხარე და .....
_ ანტონიომ ამოგვხედა. სათითაოდ მოგვათვალიერა. თითქოს დარწმუნება სურდა, რომ გიჟად არ ვთვლიდით _ მან მომაკვდავი ძაღლი განკურნა! ასე ერთი შეხებით! დავიბენი! არ ვიცოდი რა უნდა მექნა! მაგრამ მივხვდი, რომ მასზე მოყოლა, რომც მომენდომებინა... არა გავიაზრე, რომ მასზე მოყოლა არ შეიძლებოდა!
_ და მერე მე დამემართა ის, რაც დამემართა!_ ჩამეღიმა ცალყბად.
_ ხოო, სწორედ მაშინ დაილაპარაკა პირველად.როგორღაც ახერხებდა და ორივე სხეულში თანაარსებობდა. თქვა, რომ დრო სჭირდებოდა. რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მერე იმ ბაღის გაშენება გადაწყვიტა.
_ რად უნდოდა მზესუმზირები? ნუთუ ასე თვით მკურნალობას ცდილობდა?_ სალის აზრი მისაღბად მოგვეჩვენა. იყო მის სიტყვებში სიმართლის მარცვალი. ალბათ ამხელა ენერგიის და გონის ერთ დასუსტებულ სხეულში არსებობა არც შეიძლებოდა და მასაც უჭირდა.
_ მაგრამ როცა ლილამ შენი აპარატიდან გამორთვა მაცნობა, როცა მან გაიგო... ამას არ დაუშვებდა, არა მარტო საკუთარი თავის გამო, შენგან თავს დავალებულად გრძნობდა. _ გვიხსნიდა ანტონიო.
_ და მაინც ვინ იყო ის? რამე ღმერთის მაგვარი? თუ უცხოპლანეტელი?_ პასუხებს ვერ პოულობდა ლუციენი.
_ სადგურზე უნდა დავბრუნდეთ. მგონია იქ ვიპოვნით პასუხებს._ მტკიცე ხმა ჰქონდა ლინდას. ვერავინ და ვერაფერი აზრს ვერ შეაცვლევინებდა._ რას იტყვი ვერა?
იმის წარმოდგენაზე, რომ ისევ იქ უნდა დავბრუნებულიყავი გამაკანკალა. თუმცა ახლა იქ საფრთხე არავის ემუქრებოდა. ალბათ იმ ტყეში ახლა ჩემზე საშიში სულიერი არ ბინადრობდა, მაგრამ მაინც უსიამო განცდა დამეუფლა.
_ ვაღიარებ, ამ ამბავს წერტილს სწორედ სადგური დაუსვამს!_ ამოვიოხრე დაღლილმა.

2025 წელი 12 სექტემბერი 12:12
სადგურის ღია კარის წინ ვიდექით და ვგრძნობდი, რომ ის ისეთივე პიქრუში ადგილი იყო, როგორც მაშინ, როცა ის ჟანგიანი კარი შეუვალად იცავდა მისთვის მინდობილ საიდუმლოს.
_ აბა, შევდივართ?_ გამოგვაფხიზლა ლუციენმა. ფანრები ავანთეთ და ყველამ ერთად გადავაბიჯეთ საზღვარს, საიდანაც როგორც ჩანს სულ სხვა ადამიანებად გვეწერა დაბრუნება.

_ ნახეთ, აქ რა ვიპოვნე!_ მოგვესმა ლილას ხმა და მის ხმას მივყევით. ბნელი და სრულებით ჩუმი სივრცე იყო. ალბათ ისე იყო დაპროექტებული, რომ ერთგვარი ხმის იზოლაცია შეეძლო. თუ ოთახის კარს გამოხურავდი, მის მიღმა სამყარო ჩუმდებოდა. რა საჭირო იყო ეს? არ ვიცი. ალბათ უფრო იმის ეშინოდათ, რომ სადგურიდან არ გასულიყო რაიმე ხმა, ვიდრე პირიქით.
ლილა კედელში ჩამონტაჟებული ტელევიზორის წინ იდგა და ხელში რაღაც ძველებურ მოზრდილ მრგვალ ფირს ატრიალებდა.
_ ნახეთ, ნეტავ რა იქნება ამაზე? არ მგონია აქ ტყუილად ჰქონოდათ მსგავსი აპარატურა. სამწუხაროა, რომ ამის ამუშავება არ შეგვიძლია._ აიჩეჩა მხრები.
_ და ვინ თქვა რომ არ შეგვიძლია?_ ჩაეცინა ლუციენს ხელი ჩამავლო და ეკრანთან მიმიყვანა._ აბა, მიდი!
_ რა ? _ ვკითხე გაკვირვებულმა._ გგონია ამ ასი წლის წინანდელი ჯართის ამუშავებას შევძლებ?
_ ცდა ხომ ბედის მონახევრეა არა? მგონია ტყუილად არ დაგიტოვა იმან ის, რაც დაგიტოვა! ვინმემ იცის ეს როგორ უნდა ჩავდოთ აპარატში?_ იკითხა მხიარულად და ლილას ფირი გამოართვა.
_მე ვიცი, ასეთი გვქონდა უნივერსიტეტში, კი არ მუშაობდა, მაგრამ თეორიულად ... ნუ ვიცი რა!_ ფირი გამოართვა ლინდამ და კაცმა არ იცის როდინდელ აპარატურას მოარგო._ მზადაა, აბა ვერა, შენი ჯერია!
ისედაც უცნაური გრძნობა იყო, რაღაც შეუძლებელი, თავადაც რომ არ ვიცოდი ისე რომ გამომდიოდა, და უარესი იყო როცა მოლოდინით მიყურებდნენ. თავადაც არ ვიცოდი, რა შემეძლო, რამდენი და როგორ. მაგრამ ახლა ამაზე ფიქროს დრო არ მქონდა. მივედი და მაგიდის მსგავს მოწყობილობას, რაც ალბათ იმ სადგურის ერთგვარი სამართავი ცენტრი უნდა ყოფილიყო, ორივე ხელის გულით დავეყრდენი. მე მხოლოდ საკუთარი სურვილების რეალიზაციაზე ვფიქრობდი, რომ იქაურობა მოულოდნელად განათდა. გაოგნებულმა მოვიხედე უკან. აპარატურა ხმადაბალი შიშინით ამუშავდა და ეკრანზე უხარისხო გაბაცული გამოსახულება გამოჩნდა.
_ მოულოდნელად სრულ სიბნელეში სინათლე გამოჩნდა. ჩვენ მას მივყვებით!_ გაისმა გოგონას დაძაბული ხმა. კამერა კი სიბნელეში მკრთალ სინათლეს აფიქსირებდა. კადრს ხარვეზები დაჰყვებოდა. სიძველის ანდაც კაცმა არ იცის რის გამო. ჩვენც ყველა დაძაბული ვიდექით. თვალს ვერ ვაშორებდით ეკრანს. სადაც 66 წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის საიდუმლოს სადაც იყო ფარდა აეხდებოდა._ ზინა რა დროს ეგაა! შეწყვიტე გადაღება.
ეკრანზე ახალგაზდა კაცის სახე გამოჩნდა, ისიც რამდენიმე წამით.
_ იგორ, ეს კადრები ისტორიას დარჩება!_ მტკიცედ უპასუხა გოგონამ. _ და აი ისიც, რაც ბუნების არავითარ კანონებს არ ემორჩილება! ის რაზეც აქამდე ლეგენდები დადიოდა! ის, რაც როგორც გვიმტკიცებენ არ უნდა არსებობდეს!
ბატონებო და ქალბატონებო, თქვენს წინაშეა თავად ღმერთი!
თქვა გაოცებისგან თვალებ გაფართოებულმა გოგონამ და კამერა შეატრიალა. ჩვენც ყველა, როგორც ისინი 66 წლის წინ, ვერ ვსუნთქვადით იმ წამს.
ყინულიან ნაპრალში ჰაერში ეკიდა ახალგაზრდა უნაკლო კაცის სხეული. სინათლეს გამოსცემდა და ისე ლევიტირებდა, თითქოს უწონო იყო.
_ ეს რა ჯანდაბაა?_ მოგვესმა ლამის ნახევარსაუკუნეზე მეტი ხნის წინ გარდაცვლილი იგორ დიატლოვის ხმა.
რასაც ანტონიოს ყრუ ჩაცინება მოჰყვა.
_ ჰოო, მეც სწორედ ეს ემოცია მქონდა!_ თქვა მან უკვე სრულებით მშვიდი ხმით.

_ არ შეიძლება ამის მოყოლა! რაც ვნახეთ ყველაფერი აქვე უნდა დავტოვოთ!_ აი ლინდას სიტყვებზე კი ყველა გაოცებული შევბრუნდით მისკენ_ ხოო, რატომ მიყურებთ ასე? მიუხედავად ყველაფრისა ვიაზრებ, რომ სულ არაა საჭირო ხალხმა ყველაფერი იცოდეს! ხვდებით რა მოყვება ამის სამზეოზე გამოტანას?
ნერვიულად გაეცინა.
_ გიჟებად თუ არ შეგვრაცხავენ, შეიძლება ციხეში გვიკრან თავი! ზოგიერთ ამბავს დღემდე გრიფით საიდუმლო ადევს. სწორედ ასეა ესეც!
_ ამჯერად ლინდას ვეთანხმები! ყველაფერი საიდუმლოდ უნდა დარჩეს!_ თავი დააქნია თანხმობის ნიშნად ლუციენმა.
_ ის ხომ უკვე წავიდა? ახლა უსაფრთხოდაა!_ არ ემეტებოდა ამ ამბის ასე უბრალოდ დასრულება ლილას.
_ მისი უსაფრთხოება კი არა ჩვენი დევს სასწორზე!_ გაეღიმა ანტონიოს.
ყველაფერი მოვაგროვეთ, რაც მნიშვნელოვნად მოგვეჩვენა. ყუთებში ჩავაწყეთ და ანტონიოს სახლის სარდაფში გადავიტანეთ. მანამდე სანამ უფრო უსაფთხო ადგილს ვიპოვნიდით.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ დატოვეს ის აქ ასე მიტოვებული? ეგონათ ვერადროს ვერავინ იპოვნიდა?_ იკითხა სალიმ დაეჭვებით.
_მე ის უფრო მაინტერესებს,რას გაურბოდნენ ექსპედიციის წევრები? წარმოგიდგენიათ რისი გაკეთება შეეძლო მას, თუ ჩათვლიდა, რომ თავი უნდა დაეცვა ჩვენგან?_ იკითხა ლილამ და გამაჟრჟოლა მის სიტყვებხე. გამახსენდა მისი შეგრძნებები, რაც მაშინ ყანაში განვიცადე. მისთვის თითქოს არ არსებობდა სიკეთე და ბოროტება, როგორც ცნება. რადგან ის ერთიც უსასრულოდ იყო და მეორეც.
_თქვენ ერთი რაღაც გავიწყდებათ._ უცნაურად გაეღიმა ანტონიოს_ თუ არსებობს სადგური N6 გამოდის რომ სულ ცოტა კიდე ხუთი ასეთი სადგური უნდა არსებობდეს არა?...
........
იმ ამბიდან რამდენიმე თვე გავიდა. ცხოვრება ჩვეულად გაგრძელდა. თითქოს არაფერი მომხდარიყო. უბრალოდ ჩვენ ვდუმდით ისე, თითქოს ის ამბავი დავივიწყეთ. ერთმანეთსაც არ ვესაუბრებიდით ამაზე. ვდუმდით და ეს დუმილი მარწუხად გვეკეთა თითქოს. ისეთი შეგრძნება მქონდა სიჩუმეში იძირებოდა გარშემო სამყარო.



2025 წელი 20 იანვარი.
წერილი ელექტრონულ ფოსტაზე:
Cold.blooded126@....._ გან.
Station N4 (Яман тау)
მივხვდი ვამპირმა იპოვნა, რასაც ეძებდა.

20025 წელი 2 თებერვალი
პატარა სტატია ადგილობრივ გაზეთში:
დიატლოვის ტრაგედიიდან ზუსტად 66 წლის შემდეგ ტრაგედია შესაძლოა განმეორდეს. 20025 წელი 28 იანვარს შვიდ კაციანი ჯგუფი სამი ბიჭისა და ოთხი გოგოს მონაწილეობით ექსპედიციაში წავიდა ბაშკირეთის მთებში. ურალის სამხრეთ ნაწილში მთა იამანთაუზე. რაც ადგილობრივთა ენაზე ნიშნავს „ბოროტ მთას“. ისინი სწორედ დღეს ორ თებერვალს უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან, მაგრამ ჯერ მათზე არაფერია ცნობილი.

....
დასასრული
ვე რა



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

უჰა გაოცებული ვკითხულობდი , ერთი წინადადებიდან მეორემდე ქაოსი და ქაოსურ ემოციები მონაცვლეობდნენ ისტორიის ბოლომდე, ყველა'ფერის იყო ეს ისტორია , უშრეტი ფანტაზიის და ნიჭის მქონე ხარ ავტორო..

 


№2 სტუმარი მე❤

საინტერესო იყო,საინტერესო დასასრულით.

 


№3  offline ახალბედა მწერალი ვე რა

მე❤
საინტერესო იყო,საინტერესო დასასრულით.

მიხარია რომ მოგეწონათ.

Daldoni Daldoni
უჰა გაოცებული ვკითხულობდი , ერთი წინადადებიდან მეორემდე ქაოსი და ქაოსურ ემოციები მონაცვლეობდნენ ისტორიის ბოლომდე, ყველა'ფერის იყო ეს ისტორია , უშრეტი ფანტაზიის და ნიჭის მქონე ხარ ავტორო..

მადლობაა მე კიდე გაოცებულმა წავიკითხე კომენტარი. თავად ასეთი ამბები მომწონს და არ მეგონა თქვენც თუ მოგეწონებოდათ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent