შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღაბი(10)


13-07-2025, 01:44
ავტორი ELPI
ნანახია 266

ცივი ნიავი იყო ის, რასაც ევა იმ დროს გრძნობდა. ფეხები მაღლა ასწია და სცადა, ცოტათი მაინც გათბობილიყო, თუმცა ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა.

ნელა, მძიმედ გაახილა თვალები. კარავი შეათვალიერა… შემდეგ თითქმის ყველაფერი გაახსენდა და მთლიანად გამოფხიზლდა.

გვერდით გაიხედა, მაგრამ მილაგებული ზედაპირის გარდა ვერაფერი შენიშნა. გაკვირვებულმა ხელი ტელეფონისკენ წაიღო. როდესაც საათს დახედა, მიხვდა — უკვე გასვლის დრო იყო. პირველი ხდებოდა.

ნელა წამოიწია, დამთქნარება მოჰყვა, შემდეგ კი ზანტად გაიზმორვა.წამებში წამოდგა და ტანსაცმლის ძებნა დაიწყო. ბოლოს უბრალოდ შავი ელასტიკი, სვიტრი და ჟაკეტი მოირგო.

კარვის შესასვლელი შეხსნა და გარეთ გაიხედა.
მისი მეგობრები უკვე შეკრებილიყვნენ და საჭმელს მიირთმევდნენ. ალბათ, ამიტომაც იყო ირგვლივ ასეთი სიმშვიდე.

ნელი ნაბიჯებით გაემართა მათკენ, თან გარემოს ათვალიერებდა ნაცრისფერი ბუხრიანი ჰაერი, ხეებზე ჩამოწოლილიყო სისველე და გათენების ჩამორჩენილი სიჩუმეც.

როცა გოგონა შენიშნეს, ღიმილით დაუქნიეს ხელი. ევამ უბრალოდ ჩაიღიმა.

– აბა, რას ჭამთ? – იკითხა და თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა.
– რაღაცას, რასაც საჭმელს ვერ ვუწოდებ, – დაიბუზღუნა ლიკამ და პურზე დაჭრილი ძეხვი უკმაყოფილო სახით მოითავსა პირში.
ბიჭებმა სიცილით გაუსწორეს თვალი ევას.
მხოლოდ ერთს, მისთვის ყველაზე ნაცნობს, არ ეტყობოდა ღიმილი.

ნიკამ ხრინწიანი ხმით ჰკითხა
– ძილი გესიამოვნა?

ევამ მხოლოდ თავი დაუქნია. არ უნდოდა საუბარი. მაგრამ ვერც ეგრევე ადგომას მოახერხებდა
იქაურობა უცხო სიჩუმით იყო სავსე. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც აკლდა.

…ზუსტად მაშინ გაახსენდა აჩი.

შუბლზე ჩამოწოლილი თმა უკან გადაიწია და ირგვლივ გარემოს მოავლო თვალი. ბიჭი არსად ჩანდა. მაგიდასთან მხოლოდ მეგობრები ისხდნენ.

– აჩი სადაა? – იკითხა ისე, თითქოს გულგრილი იყო, მაგრამ ხმა ღალატობდა.

არცერთს არ გაკვირვებია კითხვა. როგორც ჩანს, ისინიც იმავეს ფიქრობდნენ.

– ადრე ადგა, უპასუხა ირაკლიმ – ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე… და მერე… წავიდა.

– მარტო? ჩაეძია ევა.

– ჰო.
ნეტავ, მარტო კი იყო?

ევამ იგრძნო, როგორ ჩაეკუჭა გულში რაღაც მძიმედ. თითქოს თავისდაუნებურად წამოდგა. ნაბიჯები კი გადადგა,მაგრამ თვითონ ვერ გააცნობიერა რატომ.
მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როცა უკნიდან ლიკამ დაუძახა
– ევა, კარგად ხარ?

გოგონამ თავი მიაბრუნა და ძლივს გაიღიმა.

– უბრალოდ… გავისეირნებ.

წინ გაიხედა. ტყისკენ. იქით, საითაც ქარი მიდიოდა –თითქოს ისიც რაღაცას ეძებდა.
EVA

ტყის შესასვლელთან რომ მივიდა, ქარი გამკაცრდა. ხეები ერთმანეთს ეხეთქებოდნენ ფერდობზე, ხმაური კი ისე ჟღერდა, თითქოს ვიღაცას ნაბიჯები ესმოდა.

ევა შეჩერდა. შიგნიდან რაღაც უჩვეულო სიმძიმე აწვებოდა გულ-მკერდზე მღელვარება, რომელიც არ იყო გამართლებული, მაგრამ მაინც… იყო.

შემოხედა წვრილ ბილიკს, რომელიც შუა დღის ცივ სიცარიელეში იკარგებოდა. იმ წუთას არაფერი ენდომებოდა იმაზე მეტად, ვიდრე აჩის ჩვეული, უხმო გამოჩენა ისევ ისე, თითქოს არაფერს ჰქონოდა მნიშვნელობა, თითქოს თვითონ არ ყოფილიყო იმ ღამის ნაწილი, რომელიც ასე მძიმედ ახსოვდა ევას.

მაგრამ არ ჩანდა.

ბილიკს ნელა გაუყვა.
ფეხის ნაბიჯები ხმას იძენდნენ ტალახიან მიწაზე რბილად ეცემოდნენ და თითქოს უფრო ღრმად შედიოდნენ ტყეში, ვიდრე ეგონა.

რამდენიმე წუთში რაღაც მოხვდა თვალში.
წიწვებს მიღმა, ძირში ნაცრისფერ ქვას მიყრდნობილი ჟაკეტი მოჩანდა.

გული შეუტოკდა. ნაბიჯები ა აჩქარა, სულ ოდნავ.

რამდენიმე წამი დასჭირდა დასაჯერებლად.
აჩი იჯდა. ზურგით ქვაზე იყო მიყრდნობილი, თავი კაპიშონით დაეფარა და ტელეფონი მუხლებზე ედო.

ევამ გაჩერება სცადა, მაგრამ ფეხებმა არ მოუსმინა. ახლოს მივიდა.

აჩიმ მხოლოდ მაშინ მიიხედა, როცა ჩრდილი სახეზე გადაეფარა.

თვალები დააწვრილა, მერე ნელა აიხადა კაპიშონი. მზერა ისეთი ცივი ჰქონდა, ევა შეცბა.

– აქ რას აკეთებ? – იკითხა უჩვეულოდ ხმადაბლა.

ევა რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა. თითქოს სიტყვები გადაავიწყდა.
მერე მაინც ამოილაპარაკა

– მე… შენი ძებნა დავიწყე.

აჩიმ ირონიულად ჩაიცინა.
ცუდად.

– ჩემზე მეტად, შენს თავს ეძებ, ევა.

გოგონას ყელში რაღაც გაეჩხირა. არ იცოდა, რას ნიშნავდა ეს ფრაზა. მაგრამ თითქოს ნაწილობრივ სიმართლეც იყო. თითქოს მართლა საკუთარ თავთან მიდიოდა ამ ბილიკებზე.

ჩამოვარდა დუმილი. ქარი ისევ მოთამაშე ბავშვივით დასრიალებდა ტოტებზე. ევამ ერთი ნაბიჯით მოუახლოვდა, მერე შეჩერდა.

– გეყოფა. რაღაც მოხდა და შენ ისევ გაქრი. ისე, თითქოს…

აჩიმ არ დააცადა.

– არაფერი მომხდარა.

თვალები აარიდა.

ევა მიხვდა
ეს იყო ყველაზე დიდი ტყუილი, რაც მას აუგია. და სწორედ ამიტომ ატკინა ყველაზე მეტად.

ევა კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. უკვე იმდენად ახლოს იყო, რომ აჩის სუნთქვას გრძნობდა და ამ სუნთქვაში რაღაც უჩვეულოდ ცივს გრძნობდა.

– მე შენს გაჩუმებას ვერ ვუძლებ, თქვა ბოლოს. ხმადაბლა, თუმცა მკაფიოდ. – როცა ასე იქცევი, თავი არაფერი მგონია.

აჩი არ განძრეულა. თითქოს ის სიტყვებიც, რაც ახლა ესმოდა, არ იყო საკმარისი, რომ რეაქცია ჰქონოდა.

გოგონა დაიძაბა.

– შენთვის ეს ყველაფერი არაფერი იყო? ყველაფერი, რაც მითხარი, რაც მაგრძნობინე? უბრალოდ…

– გაჩუმდი, ევა, სიჩუმეში თითქმის ჩურჩულით თქვა ბიჭმა. – არ მითხრა, რომ ახლა გრძნობებზე უნდა ვილაპარაკოთ.

ევა გაფითრდა. ვერ მიხვდა, ეშინოდა თუ ეწყინა. თვალები აუწყლიანდა, მაგრამ ვერ მისცა თავს უფლება, ეტირა მის წინ.

– რატომ ხარ ასეთი? თითქმის თვიდან ჰკითხა. – რატომ არ შეგიძლია… ერთხელ მაინც მითხრა სიმართლე?

აჩიმ ნელა ასწია თავი. მზერა მის თვალებზე შეაჩერა, და იქ პირველად გამოჩნდა რაღაც დანაშაულის მსგავსი.

-იმიტომ, რომ სიმართლე უფრო მეტს დაგაკლებს, ვიდრე ჩემი სიჩუმე, ევა.

გოგონა გატეხეს ამ სიტყვებმა.

თითქოს ყველაფერი, რასაც იმ ღამეს გრძნობდა მისი შეხება, მზერა, ხმა ყველაფერი ფერფლად იქცა.
ყველაფერი “არასაკმარისი” გახდა.

– ახლა რატომ არ მიდიხარ? ჰკითხა ჩუმად, ნელი ხმით.
– ალბათ იმიტომ, რომ შენსავით არ ვიცი, როგორ წავიდე, – უპასუხა აჩიმ და პირველად ამოიხვნეშა.

დარჩნენ ასე.
სიტყვების გარეშე. ტყეში, რომელსაც მათნაირი ჩუმი და სევდიანი განწყობა ჰქონდა.

და იმ მომენტში ორივემ იგრძნო, რომ რაც უფრო შორს წასულიყვნენ ერთმანეთისგან მით მეტად დარჩებოდნენ ერთმანეთის გულში.
ტკივილად.
ბოლოს ევამ მას სევდიანი თვალებით შეხედა და დადუმებული გზას გაუყვა.

ტყის ბილიკს უკან მიყვებოდა. ფეხქვეშ ხმელი ფოთლები ეჩხირებოდა, მაგრამ არაფერს გრძნობდა. თავი ასე ცარიელი ჯერ არ უგრძვნია არც სევდა, არც ბრაზი, არც კითხვა. მხოლოდ ცარიელი სივრცე. ზუსტად ისეთი, როგორიც მის და აჩის შორის დარჩა იმ დიალოგის შემდეგ.

ისე მიდიოდა, თითქოს ვერ ხედავდა რას გადაეყრებოდა.
და მაინც რაღაცას გადააწყდა.

თავიდან ვერ მიხვდა. გონება ავტომატურად ამუშავებდა იმას, რასაც თვალები ხედავდნენ.
ხის ძირში, ნაცრისფერ ქვის გვერდით, რაღაც ჩანდა. პატარა, დაჭმუჭნული ქაღალდი, ნახევრად მიწაში ჩამძვრალი.

შეაჩერა ნაბიჯი. დაბლა დაიხარა და ფრთხილად ამოიღო.

ხელნაწერი იყო.
მელანი შერჩენილი. თითქოს წვიმას შეღებილი ჰქონოდა. ტექსტის ნაწილი გასარჩევი იყო, ნაწილი განადგურებული.

მაგრამ რაც გამოჩნდა, საკმარისზე მეტი აღმოჩნდა.

“თუ ამ წერილს კითხულობ, ე.ი. რაღაც მაინც გაიგე.
არავის არ ჰქონდა უფლება ნიღაბის მიღმა ჩაეხედა არც შენ.
მაგრამ თუ უკვე იცი, რაც მოხდა, არ გაჩერდე.
არ ენდო მას, ვისაც ყველაზე მეტად გონებაში ენდობი.”

ევამ ხელები შეამცივნა. ქაღალდი კანკალით ჩაკეცა. უკან გაიხედა ბილიკი ცარიელი იყო. აჩი არ გამოჩენილა.



„არ ენდო მას, ვისაც ყველაზე მეტად გონებაში ენდობი.“

ახლა ყველაფერი არეული გახდა აჩის ხმა, სიტყვები, სიჩუმე, იმ ღამის კადრები… და ის კითხვა, რაც ყოველთვის გულში ჰქონდა, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამოთქვა:

ვინ არის აჩი სინამდვილეში?


აბა როგორ მოგწონთ ცოტა მისტიკა?))




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent