ხილვაში გნახე( სრულად)
იმ ზაფხულს მშობლებთან გვიან ჩავედი. უკვე ივლისის 12 იყო და მზე ისე აცხუნება თბილისში აბაზანიდან გამოსული 5 წუთში ხელახლა დასაბანი ვხდებოდი. გამოცდები მორჩა თუ არა მაშინვე ონში წავედი. მარშუტკით ვიმგზავრე და მტელი გზა წინა სკამზე მჯდომს თავზე მარშალები მქონდა ჩამოფხატული. ალბათ ჩემზე ბედნიერი არავინ იყო როცა აღმოვაჩინე რომ მგზავრთაგან არავის ვიცნობდი, ანუ 4 საათი გადაბმულად ყალბი სახეების მიღება და ცრუ ღიმილის სახეზე აფარება არ დამჭირდებოდა. საჩხერეში რომ ჩავედით მძღოლმა შესვენებისთვის ნახევარი საათით გააჩერა მაქნანა. მე პირველი მგზავრი ვიყავი ვინც მარშუტკიდან ჩავიდა და პატარა კაფეში შევიდა, მხოლოდ წყალი ვიყიდე და ისევ უკან დავბრუნდი. ზუსტად იმ წამს ქერა, მოზრდილი თმებით, ბიჭი ჩავიდა და თან გამიღიმა. ვერ მივხვდი ზუსტად რა ხდებდოა, მე რატომ მიღიმოდა. მეტიც გაიხედა თუ არა თვალები ავატრიალე და გულში გავიფიქრე კაცებს აკლიატ თქო. პირველი საათისთვის უკვე ონში ვიყავით.მშობლიური ჰაერი ჩავისუნთქე თუ არა მაშინევ სიხარულით აივსო ჩემი სხეული. როგორ მიყვარდა ზაფხულობით ამ პატარა, კოპწია ქალაქში ყოფნა, სადაც ნაბიჯის გადადგამ გჭირდებოდა მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორემდე მისასვლელად. თუმცა თავისი მინუსებიც ჰქონდა. ყველა ყველას საქმეში ჰყოფდა ცხვირს და წლები იყო დარწმუნებული ვიყავი ჩემი და ჩემი ყოფილის პატარა სასიყვარულო ისტორია მთელს ქალაქს ჰქონდა მოდებული და განაჭორი, მაგრამ არ მედარდებოდა. განა რა საქმე შეიძლებოდა აქ მცხოვრებ, ამ ადგილას გაჭედილ, ზამთარში ბეღურებივით მობუზულ ადამიანებს ჰქონოდათ. დაე ერჩიათ ჩემი ცხოვრება, ჩაეყოთ ცხვირი და მთელი სხეული ჩემს ცხოვრებაში. იმაზე მეტს მაინც ვერასოდეს გაიგებდნენ ვიდრე მე მინდოდა რომ სცოდნოდათ. დაე ზამთარში ჩემი და სხვა ჩემნაირი ადამიანების ისტორიებით დაენთოთ სახლებში ღუმელი და ზედ სადილი ემზადებინათ. არაფერი მედარდებოდა რამდენიმე პატარა დეტალის გაუხმაურებლობის გარდა. ისეთების დედაჩემს რომ გულს გაუხეთქავდა, ისეთების ჩემთვის არაფერი რომ იყო თუმცა დედაჩემისთვის აუცილებლად დიდი აზრი რომ ექნებოდა. მძღოლს ველოდებოდი , როგორმე რომ გამომეჭირა და სახლამდე აყვანა მეთხოვა , სულაც არ მეხამუშებოდა 3 კილომეტრის ფეხით ავლა, თნაც სიცხეში, ჩემოდნით, ზურგჩანთით, ლეპტოპითა და ჩანთით. თანაც ჩემი ბედი რომ ვიცოდი გზად ყველას გადავაწყდებოდი. ჩემს ჩასვლამდე ჩემს გვერდით მსხდომი ქალი და კაცი ჩავიდნენ, ისინი რომ გავატარე ადგილს დავუბრუნდი და ის ბიჭი ჩავიდა ჯერ კიდევ საჩხერეში რომ მიღიმოდა. ისევ შემომხედა და უცნაურად , თითქოს გაუბედავადაც კი გაიღიმა. ცოტახნით იქვე იდგა , თავის ბარგი რომ ჩამოაწოდეს გამოართვა და სალაშქრო ზურგჩანთა მხარზე მოიგდო. შავი სწორი ჯინსის შორტი და ფერადი, მოკლემკლავიანი ფლენელის პერანგი ეცვა, მკერდამდე შეხხნილი. ტალღოვანი ქერა თმა ჰქონდა და მომწვანო-მოცისფრო თვალები. მეც რომ ჩავედი, ზემოდან ოდემსე ჩამოწოდებული ჩემოდნის გამოსართმევად შემომხედა და ამჯერად დამელაპარაკა. - ინგლისურად საუბარი შეგიძლიათ? გავხედე, უემოციოდ, ცოტა დაინტერესებულმა, ამ პაწაწინა ქალაქში უცხოელი ტურისტის ხილვით გამოწვეული სიამოვნებით. -დიახ. -ამმ. შეგიძლიათ მითხრათ ღებში როგორ მოვხვდე? სასაცილოა, ასეთ პატარა კითხვაზეც კი ვერ ვცემდი ზუსტ პასუხს, არა და აქ ამ მთებს, კლდეებასა და ტყეებს შორის გავიზარდე. ნახევარი ცხოვრება ჯეჯორსა და ღარულაში ბანაობასა და შოვის, აწ უკვე განადგურებულ კურუორტზე სიარულში გავლიე. ღებში მოსახვედრად კი რას უნდა გაჰყოლოდა მაინც არ ვიცოდი. -ტაქსით შემიძლაი ავიდე? -დიახ. აი იქ დგას ერთ -ერთი-ხელი მის ზურგსუკან , მაღაზიის წინ, მდგომი შავი ჯიპისკენ გავშვირე, რომელსაც ყვითელი ტაქსის წარწერა ედგა თავზე. -მაგრამ არ ვარ დარწმუნებული თავისუფალია თუ არა ახლა. -მადლობა. -არაფრის. გვერდიგვერდ ვიდექით. თავი მაღლა მქონდა აწეული და ხელით ვიჩრდილავდი მზეს, ველოდებოდი მძღოლი ჩემს მონაცრისფრო-მოშავო ჩემოდანს როდის მიადგებოდა. მაგრამ ვგრძნობდი როგორ მიწვავდა მარცხენა მხარეს უცნობის დროდადრო ჩემსკენ მომართული მზერა. მაშინ ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე უცხო ადამიანთან დალაპარაკება, ალაბთ შინაგანი ხმა მკარნახობდა ამის გაკეთებას. -აქ დიდიხნით ხართ?-სულ ოდნავ გავატრიალე სახე მისკენ. -ერთი თვით. -კარგია. არა და ნაძალადევად ჟღერდა. ჯანდაბა ეს საუბარი ხომ თავად მინდოდა. ენას ვერ ვასვენებდი პირში და წინ გამირბოდა. მასთან საუბრისკენ. მისგან რაღაც თბილი და ნათელი ენერგია მომდიოდა, თითქოს მასში ვეხვეოდი და ახლად გაკრეჭილი ბალახის, თუ ტყის მცენარეების სუნი მაბრუვებდნენ. -საიდან ხართ? -გგგ..გერმანია. ინგლისური ჩემსავით ცუდა იცოდა, ამას მაშინვე მივხვდი, მაგრამ ვის ადარდებდა. მე ნამდვილად არა. -ოუუ, ძალიან მაგარია. გამიღიმა. ამ ჯერად მეც გავუღიმე. მძღოლმა იკითხა ეს ვისი ჩანთა არისო და ავხედე. ჩემი ჩემოდანი უკვე ვიღაც პატარა ბიჭს ეჭირა. ამზე შემრცვხა და აწითლებულმა მადლობის გადახდით გამოვართვი. -და შენ? აქ რას აკეთებ? -მე აქ ვცხოვრობ, ნუ აქედან ვარ. -თბილისში რა გინოდა მაშინ? -ვსწავლობ და სწავლის გამო იქ ვარ. -ყოველ შაბათ- კვირას აქეთ-იქით დადიხარ? მისი თვალები დამრგვალდნენ და გაოცება ისე ნათლად ეწერა სახეზე ცოტაც და დავდნებოდი. სიცილი ამიტყდა და პირზე ხელი ავიფარე ხმების შესაკავებლად, თან თავი გავაქნიე. -არა , ღმერთო არა! სემესტრის განმავლობაში იქ ვარ, დასვენებებზე აქ, მშობლებთან. მანაც გამიღიმა. ჩემოდნის სამარშუტო ტაქსში ატანა მინდოდა, ამიტომ შევტრიალდი და მან მაშინ მკითხა. -ის წავა? ვიცოდი მძღოლი არ წავიდოდა, მაგრამ იქნებ აეყვანა მაინც სადმე შორიახლოს, რომ თუ რამე ავტოსტოპით წასულიყო. -არ ვიცი, გინდა ვკითხო? -თუ შეიძლება. - უკაცრავად.- კაცმა რამდენიმე დაძახების შემდეგ ჩამომხედა, და თავით მანიშნა გისმენ “ღლაპოო”- ამ ბიჭს აინტერესებს ღებში ხომ ვერ აიყვანთ? -რა? -ამ ბიჭს- ხელით ვანიშნე- აინტერესებს, ღებში ხომ ვერ აიყვანთ? -არა რა მინდა ღებში გოგონა. ისე მითხრა მეგონა ცოტაც და მცემდა. ბიჭს ნაძალადევად გავუღიმე, ისიც იმიტომ რომ თავს უხერხულად ვგრძნობდი, უკვე აქედან გაქცევა და სახლში, ჩემს ოთახში შეყუჟვა მინდოდა . -სამწუხხაროდ არ მიდის. ბოდიში ვერაფრით რომ ვერ დაგეხმარე. -არაუშავს, მაგაზე არ ინერვიულო. თუ იცი შევძლებ რომ გადასახადი ვინმესთან გავიყო? -არ ვიცი არ მგონია, ალბათ თვითონ იმას სჯობია ჰკითხო ვისთან ერთადაც იმგზავრებ. მაგრამ გნმოძახებით აქ ვერაფერს გამოიძახებ. ამის თქმის შემდეგ მასთან საუაბრი აღარ გამიგრძელებია, რადგან მძღოლი მანქანის სახურავიდან ჩამოვიდა და სავარძელი დაიკავა. მე ფაცხაფუცხით ავათრიე ჩემი ჩემოდანი სამარშუტო ტაქსში და ფეხებშორის მოვიმწყვდიე რომ არ წამქცეოდა. ისე საწყლად გამოვიყურებოდი, ღმერთო რა სამარცხვინო იყო... რამდენიმე წუთის შემდეგ სადგურიდან წამოვედით, გზაში თვალი მოვკარი, როგორ იდგა მაღაზიის წინ, ტელეფონში ჩამძვრალი და რაღაცას კრეფდა, ჩანთა ფეხებთან ედო და ტაქსის მძღოლი, დამცინავი სახით ედგა წინ. უკვე დარწმუნებული ვიყავი მისგან მთელი ფულის წაგლეჯვას ცდილობდა ,რამდენიმე კილომეტრის გზისთვის, რომელიც არც ცუდი იყო, არც დამღლელი და მისი საქციელი კი უსამართლობა ჩამოსული, შენი ქვეყნით მოხიბლული ტურისტისადმი. დანაშაულის გრძნობა შემომეპარა სხეულში მისი ასეთად დანახვის წამიდან. უნდა დავრჩენილიყავი, უნდა მეთარგმნა ყველა სიტყვა რასაც ის იტყოდა, და ისინიც რასაც მძღოლი ეტყოდა, მე უნდა გამეკეთებინა, რადგან მე მთხოვა დახმარება. ეგოისტური საქციელი იყო მისი იქ მიტოვება და მეტი არაფერი. სამწუხაროა ვეღარაფერს შევცვლიდი, რაც მოხდა მოხდა. ზუსტად იმ წამს როცა მძღოლმა სახლთან გამიჩერა და ჭიშკარი შევაღე, უცბად გავაცნობიერე რამხელა რამის ნაწილი იყო ეს უბრალო საუბარი. თავში ერთდროულად მომაწვა, მოგონებები და ასოციაციები. ამბები რომელზეც ვიცინე, ვიმკითხავე, ვიფიქრე და ახლა საჭირო მომენტში დამავიწყდა. მე ის ადრეც მინახავს. ჩვენს შეხვედრამდე ზუსტად ერთი თვით ადრე. არა თბილისში არ მომიკრავს მისთვის თვალი, არა არც სადმე გადავყრივართ ერთმანეთს, რესტორნის ან კაფის მსგავს ადგილში. მე ის ხილვაში ვნახე. ახლა ის აქ იყო, გერმანელი ონში. მე მელაპარაკებოდა. ზუსტად ისე გამოიყურებოდა როგორც სიზმარში. ხმაც კი იგივე ჰქონდა. მაგრამ ჯერ ადრე იყო. ვიოცდი რომ ჩვენი შეხვედრა ახლა არ უნდა მომხდარიყო. ეს წლების შემდეგ მოხდებოდა. მაგრამ ახლა მოხდა, მე კი მას სახელიც კი არ ვკითხე, სახელი რომ მეკითხა, ან ტელეფონის ნოემრი, სულაც ინსტაგრამის ანგარიშის სახელი. რამე რომ გამეკეთებინა იმისთვის რომ ისევ შევხვედროდი. მაგრამ ასე არ მოვქცეულვარ, იმ წამს არაფერზე მიფიქრია მასთან პატარა დიალოგის გარდა. სახლის კართან რომ მივედი დედა გამოვიდა. ჩემოდანს ხელი კი გავუშვი , მაგრამ ხელჩანთისა და ლეპტოპის გამო მაინც უხეირო ჩახუტება გამოგვივიდა. სასწრაფოდ შევედი სახლში და ჩემი დის ოთახს მივაშურე, სადაც უწინ მეძინა, ამ ზაფხულს ჩემს ოთახში, ზედა სართულზე ავბოდიალდებოდი და ეს მახარებდა. სულ რომ არაფერი ჩუმად მოწევას შევძლებდი. დედაჩემის სახლში საუნა ჰქონდა , ღუმელში ფხლიანსა და ლობიანებს აცხობდა. ზუსტად იცოდა რაც მიყვარდა, რისი ჭამაც მომინდებოდა ჩამოსვლისთანავე. ხილვის დეტალები ჩემს თვალთახედვას მაიცნ არ შორდებოდნენ, მახსენდებოდა რომელ ოთახში რა ხდებოდა, ვინ სად იყო, ვინ რაზე და სად საუბრობდა. -ვიღაც უცხოელს გამოველაპრაკე დღეს. -როგორ? -შეგახსენებ რომ ინგლისური ვიცი დედა! ეს ასეთი ტონით იმიტომ ვუთხარი რომ სადმე რომ გაგეკითხათ, თუმდაც სამეზობლოში ან სანათესოში ყველა გეტყოდა რომ ზარმაცი ვიყავი და ინგლისურის სწავლას თავი ვერა და ვერ მოვაბი. ეს დედაჩემის ენის ბრალი იყო. ყველგან ამას ამბობდა, არა და ვკითხულობდი, ვწერდი, ვსწავლობდი. ფილმებს ვუყურებდი და ყოველდღიურად ვსაუბრობდი ამ ენაზე. სასაცილოა მხოლოდ სიტყვებს როგორ შეუძლიათ შენზე წარმოდგენა შეაქმნევინონ ადამიანებს. ალბათ სწორედ ამიტომ ეშინიათ და გაურბიან ადამიანები ჭორებს. ასეა თუ ისე ის დღე ჩამთავრდა და ზედა სართულზე ჩემს ოთახში ავედი, სადაც კედლები ღია ხაკისფერ მწვანედ იყო შეღებილი, მუქი მწვანე და ღია ვარდისფერი ფარდები ეკიდა და ფანჯარასთან რომელიც ქუჩზას გადაჰყურებდა ერთკაციანი საწოლი იდგა. ზედ დავემხე და ხელები გავშალე. როგორც იქნა ჩდემი სივრცე მქონდა, ჩემი სამყარო რომელშიც მხოლოდ მე ვარსებობდი. მეორე დღეს საკუთარი ნებით წავედი ნიკორაში ჰიგიენური საფენების და დედასთვის პროდუქტების საყიდლად, რეალურად იმ იმედით რომ ის წასული არ იქნებოდა და სადმე გადავაწყდებოდი. არ გამიმართლა, არსად შემხვედრია, სახლში ყურებჩამოყრილი დავბრუნდი და რამდენჯერაც დედაჩემი ვინმესთან გერმანელ ბიჭთან დიალოგს მოყვებოდა იმით სატრაბახოდ ინგლისური იცისო, იმდენჯერ ჩემს კაცს ვეძახდი. სასაცილოდ გავიხადე ეს თემა და აღარც მქონია იმის იმედი სადმე გადავეყრები მეთქი. იმ ზაფხულს ჩემი მეგობრები გვიან მოდიოდნენ, ზოგი უნივერსიტეტის გამო ზოგი ავადმყოფი შვილის, ზოგიც სამსახურის და პირველი ორი კვირა უაზროდ ვიჯექი სახლში, მაქსიმუმ ბაზარში ჩავსულიყავი, ისიც სასეირნოდ და კვირაში ერთხელ, როცა ოთხშაბათს ამოვიდოდნენ. მეორადი ჭინჭი ტანის სამოსით, ახლებით თუმცა მაინც ბებრული, თითქოს სამოცდაათიანებიდან გადმოღებული სამოსით რომლის ხარისხიც არაფრად ვარგოდა. და ხილბოსტანით,რომლის სუნიც მთელი ცხოვრება მიყვარდა. სამშაბათი დღე იყო, მდიანრეზე დანარჩენი დღეების მსგავსად ახლაც მარტოდ მარტო წავედი. წყლის პირას პირსახოცი გავაფინე, მერე მდინარეში შევედი და ჩავყვინთე. მოკლე , ბიჭურად შეჭრილი თმა წამში დამისველდა და ახლა უფრო გრძელი ჩანდა, რადგან ჩემი ხვეულები საშუალებას არ აძლევდნენ სხვებს დაენახათ რამსიგრძე იყო სწორ მდგომარეობაში. წყლიდან ამოსულმა რუჯისთვის ზეთი წავისვი მთელს ტანზე, სახეზე და კისერზე(იქ სადაც ტატუ მქონდა) მზისგან დამცავიც დავამატე და მცხუნვარე მზის ქვეშ გავწექი. მოშორებით ბავშვები ცურავდნენ და თამაშობდნენ, იქ კი სადაც მე ვიყავი ჩემს მეტი არავინ იყო. ყურსასმენი მეკეთა და სიმღერებს ვუსმენდი. ვიღაცის მზერა რომ ვიგრძენი თვალები გავახილე და ქვაზე ფაქტობრივად წამოვფრინდი ისე წამოვჯექი. გვერდზე რომ გავიხედე, მხრებამდე წამოზრდილი თმით, ქერა , მრგავლჩარჩოიანი სათვალიანი ბიჭი მიყურებდა. საცურაო შორტები ეცვა და პრესზე წყლის წვეთები უბზინავდა. თავიდან მინდოდა რომ გმომელანძღა, ასე უტიფრად დგომისა და ჩემზე მოშტერების გამო,მერე მის სახე ვიცანი და ფორიაქი დავიწყე. ის იყო, ნამდვილად ის იყო. შეუძლებელია-თქო ვიტყოდი, მაგრამ განა რაარის სამყაროში შეუძლებელი?! არაფერი, საერთოდ არაფერი. - როგორც ჩანს ჯერ ისევ ვერ წახვედი ღებში. სიცილით ვუთხარი და ხელით მზე მოვიჩრდილე. ის ჯერ ისევ სხეულზე მიყურებდა, მერე ცალყბად გაეღიმა და ჩემს გვერდით ქვაზე ჩამოჯდა. -არა, იქიდან ჩამოვედი. ვიფიქრე რატომ არ უნდა გამეტარებინა დარჩენილი ორი კვირა ონში. - ნამდვილად საინტერესო გადაწყვეტილება იყო. და შენი აქ ნახვაც მოულოდნელი. - გეთანხმები. ორივენი გავჩუმდით. მე ჯერ ისევ მომხდარის გამო ვწუხდი, იმის გამო რომ არ დავეხმარე, იმის გამო რომ საკუთარი ხელით არ ჩავაჯინე იმ ტაქსიში და ღებში არ გავუშვი. ბოლოს ხმა როგორციქნა ამოვიღე. - მაპატიე იმ დღეს ისე საწყლად რომ მიგატოვე. არ მინდოდა. უბრალოდ მეც სახლში მეჩქარებოდა. -არაუშავს. შენ გეგონა ნაწყენი ვიქნებოდი მაგის გამო გოგოზე, რომელმაც დახმარება სცადა ,ისე როგორც შეეძლო? -ამმ. შეიძლება ვიფიქრე კიდეც. მხრები ავიჩეჩე და ისევ ქვაზე დავწექი, თუმცა ამჯერად თვალგახელილი და სახით მისკენ მიტრიალებული. თავს უცნაურად ვგრძნობდი. ორივე ვდუმდით და ეს დუმილი იმდენ რამეს ამბობდა, ისე ხმამაღლა გვესაუბრებოდა. -შეგიძლია აი ეგ ჩანთა მომაწოდო? თავით მის გვერდზე მიდგდებულ ჩანტაზე ვანიშნე. იქვე ეყარა ჩემი წითელი კონვენსები და შავი კაბა. მან მომაწოდა და მეც გავუღიმე. წამოვჯექი და ჩანთაში ქექვა დავიწყე. -აქ მარტო რატომ ხარ? -ჯერ ჩემი მეგობრები არ ჩამოსულან. თანაც-ირგვლივ მიმოვიხედე და ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე.-აქ არავინაა რომ დამინახოს და დედაჩემს უთხრას. -დედიკოსი გეშინია? -ჰეი ეგეთი პატარაც არ ვარ. -მართლა? -კი მართლა. ახლა ისე მელაპარაკები, როგორც მე ჩემს 3 წლის დიშვილს ხოლმე. -მომაწევინებ? -აიღე პაჭკას ვუწვდი და ისიც ერთღერ კაფსულიან მალბოროს აძრობს იქიდან. უცნაურად მიყურებს. მე მუცელზე ვწვები და თავი ისევ მისკენ მიბრუნებული მრჩება. უცნაურია. მასთან თავს ისე ახლოს ვგრძნობ, არა და მისი სახელიც არ ვიცი. გუმანით შემიძლია მივხვდე ასაკს, მაგრამ შეიძლება ისიც შეცდეს. არაფერი ვიცი ამ ბიჭზე და მაინც ისე მინდა მასთან სიახლოვე, საუბარი, მინდა მთელი დარჩენილი დღეები, რაც აქ იქნება ვნახო, ვიცურაოთ, ასე უბრალოდ ვისხდეთ და არაფერი ვთქვათ. არ ვიცი ეს რა არის, ალბათ ზაფხულით მოწამლული ჰაერი. -სხვათაშორის, რა გქვია? -იონასი. მის სახელზე მეღიმება რადგან სერიალი დარქი მახსენდება და ამასთან ერთად ბიბლიური იონასიც. თავში მუდამ ქაოსი როდემდე შეიძლება მქონდეს?! ერთ ჯერზე ერთი ფიქრი, ჩემს თავს ვუმეორებ , თუმცა არაფერი იცვლება. -შენსას არ მეტყვი? -ქეთო. -ლამაზი სახელია. -შენიც, ბოლოს და ბოლოს რელიგიაში მნიშვნელოვანი პირი იყო, ნუ მეტ-ნაკლებად. -საინტერესოა. -რა? -მაქეთ რატომ წახვედი? -მე რელიგიით, მითოლოგიით, ისტორიებითა და შეხედულებებით მაქვს თავი გამოტენილი. -შენთან საუბარი ისეთი საინტერესო იქნებოდა ამ ყველაფერზე. -ხელს რა გიშლის, იონას. მისი სახელის გაგონებაზე აჟრიალებს, ვხედავ როგორ აყრის სხეულზე ბუსუსები, როგორ ეჯაგრება ხელებზე თხელი ქერა თმა. მის რეაქციაზე მეცინება და სიგარეტს ქვებს შორის ვაქრობ. -არ ვიცი. -არა? მეგონა შემდეგ ნაბიჯს შენ გადმოდგავდი, სამწუხაროა. -ჩანთიდან , რომელიც უკვე ჩემს გვერდით გდია, ტელეფონს ვიღებ , თითინს ანაბეჭდით ბლოკს ვხსნი და ინსტაგრამის საძიებო ველს ვხსნი. ტელეფონს მას ვუწვდი, ის კი დაბნეული მიყურებს. -შენს ინსტაგრამს ვითხოვ თუ შეიძლება. მას ეცინება, მობილურს მართმევს, თავის თვავს ეძებს და აფოლოვებს. იმაწმასვე იღებს ტელეფონს , რომელიც მის გვერდით დევს და საპასუხოდ მაფლოვებს. -რატომ გაქვს დახურული ექაუნთი? მხრებს ვიჩეჩ. -არ მსიამოვნებს როცა უცხო ადამიანები დაძვრებიან და მსტალკავენ. ცოტახანს ჩუმად ვწევართ, მე წიგნს ვკითხულობ, რომელიც იმ შემთხვევისთვის წამოვიღე, როცა მუცელზე გავწვებოდი ზურგსა და ფეხებზე რუჯის მისაღებად. ის ინტერესით მიყურებს. მერე ბეზრდება და წყალში ხტება, რომელიც საკმარისად ღრმაა. აქ ბავშვები აგუბებენ ხოლმე, მაგრამ რატომღაც დღეს არავინ ამოყოლია მდინარეს ასე მაღლა და მეც მარტო მშვიდად ვწევარ, ქვებს მოფარებულს ბავშვებისა და უფროსების ჟრიამული მესმის თუმცა ვერც მე ვხედავ მათ და ვერც ისინი მე. თითქმის მეორე თავსაც მორჩენილი ვიყავი წყლიდან რომ ამოვიდა და გვერდზე მომიჯდა. ფეხები ქვებზე გაშალა, ხელებით ზურგსუკან დაეყრდნო მიწას და თავი უკან გადააგდო. -რას კითხულობ? ყრუდ მომესმა მისი ხმა. თავი ავწიე და წიგნის ყრდა დავანახე. -სამზარეულოს. -იოშიმოტო? -ზუსტად. -ესეიგი აზიური ლიტერატურა მოგწონს? -სხვა სამყაროა . სხვა კულტურა, სხვა წესირ სტილი.... ვსწორდები და მუხლებზე ვჯდები. საუაბრს ვერა და ვერ ვწყვეტ. მე ხომ ოღონდ მალაპარაკე და პირს არასოდეს დავხურავ. ის კი ინტერესით მისმენს. არ ბეზრდება და მიკვრის, მე ხომ მას არც კი ვიცნობ. ფეხზე ემოციებშეცვლილი ვდგები და მდინარეში ნელ-ნელა შევდივარ. წელამდე რომ მწვდება წინ ვიხრები და ვყვინთავ. ბრმად ვუსმევ ხელებს წყალქვეშ და ლამის მეორე ნაპირზე გავდივარ. არ ვიცი რატომ ,მაგრამ მახსენდება ჯეჯორის ბაგებში როგორ გადმოვხტი კლდიდან და წყალმა ლამის წამიღო რადგან მაშინ არცისე კარგად ვცურავდი. ახლა ზღვაში ისე ღრმად შევდივარ ,როგორც სტუდენტობის დროს დედაჩემი, როგორც 80იანებში და 90 ში შვებოდა ის . მახსოვს ბავშვობაში როგორ მიყვებოდა რამდენ სანაძლეოს იგებდა წითელ ზოლამდე მიცურვაში. სასაცილოა ახლა ეს რომ მახსენდება. წყლიდან ამოვყვინთე და დავინახე რომ ისიც წყალში შემოდიოდა. თითქმის ერთი საათი ვცურავდით. ერთმანეთს ოდნავ შევეხებოდით თუ არა უკან ვხტებოდით ლამის და ვშორდებოდით. მერე მე ნაპირზე ავედი. ცოტახნით პირსახოცზე გასაშრობად დავწექი, ისიც ამოვიდა და ისევ გვერდით დამიჯდა. მერე როცა გავშრი ფეხზე ავდექი და კაბა გადავიცვი, ფეხსაცმელებიც ჩავიცვი. პირსახოცი, ყურსასმენი და წიგნი ჩანთაში ჩავტენე, ჩანტა მხარზე მოვიგდე და მივუტრიალდი. -ნახვამდის. -ნახვამდის. -სად რჩები? -ორიონში, მაგრამ რამდნეიმე დღით, მერე სტუმრები მოდიან, დაჯავშნილი აქვთ. ააა -მეთქი და გამოვბრუნდი. მერე ესეც ვინანე, მაგრამ იმდენად არა ამაზე კვირების და დღეების განმავლობაში მეფიქრა და არ დამეძინა. მხოლოდ გზაში, მანამ სანამ ველოსიპედის პედლებს ვატრიალებდი. მანამ სანამ სხვა ადამიანიც ძვრებოდა ჩემს თავში და მასზე ფიქრები მახსენებდნენ რამდენად სულელი ვიყავი როცა ნაბიჯებს თავის დროზე თავადვე არ ვდგავდი. ის იყო ცხოვრების დამღა, არც თუ დიდიხნის წინ დასმული სისხლისფერი დამღა რომელიც მეუბნებოდა “ ილაპარაკე!თქვი!მოუსმინე! მოეშვი მინიშნებებს! უფრო ხმამაღლა, უფრო გარკვევით. იყვირე, იყვირე შენი გრძნობების შესახებ!” ახლა ამ ხმას მოვუსმენდი. ამ გერმანელისგან არაფერი არ მინდოდა არც პასუხისმგებლობეი არაფერი. უბრალოდ საზაფხულო გართობა, კარგი დრო, ლამაზი საუბრები და რაც მთავარია შეხება. მისი შეხება ყველგან. აი რა მინდოდა იონასისგან. ზაფხულის ტკბილი რომანი, გაუგრძელებლად დასრულებული. ზაფხულის ტკბილი რომანი და ჩემი წყევლად ქცეული სიჩუმისგან გათავისუფლება. იმ წამს ვიცოდი როგორ მინდოდა მისი კოცნა დანახვის წამიდანევ, მერე რა რომ თავიდან ვლანძღე. ის საოცრად სიმპატიური იყო და მისი ხმა ჩემზე ვერც კი ვხსნი ისე მოქმედებდა. ისედაც დაკარგულ თავს კიდევ უფრო მეტად მაკარგვინებდა. ............. მეორე დღეს, ოთხშაბათს , ბაზარში დედაჩემთან ერთად ვიყავი წასული, როცა ხილ ბოსტანის დახლთან გადავეყარე იონასს. დედაჩემი მეძახდა ქეთო, ქეთოო, მე კი მასზე მიშტერებული ვერაფერს ვისმენდი. მერე მხარზე შემეხო. -სად დაფრინავ? -არსად დე. რამე გინდოდა? -საზამთრო ხომ არ ვიყიდოთ- თქო.? -რითი ავიტანოთ? -დათოს დავურეკოთ, მაინც ხომ ჩამოვა არა?! მაგასაც ენდომება ბიცოლასთვის რაღაცეების ყიდვა. -კარგი. იონასმა გამიღიმა და ხელი დამიქნია. მერე ატმის პატარა პარკით ხელშ ჩემსკენ წამოვიდა, მხარი აუქცია რამდენიმე კაცს და ქალს და ჩემს წინ გაჩნდა. -გამარჯობა. რატომღაც ყველგან შენ ხარ. -და ამას ამბობს ჩემს ქალაქში ჩამოსული ტურისტი? წარბს მაღლა ვუწევ და გულხელს ვიკრეფ. დედა საზამთროს არჩევს, მე კი მას ვესაუბრები. ვხედავ უცხო თვალები, ნაცნობებიც, როგორ გვაშტერდებიან. დარწმუნებული ვარ ხვალ ამაზეც იჭორავებენ. -კარგი შენ გაიმარჯვე. -ქეთო, ვის ელაპარაკები? -დედა გახსოვს რომ გიყვებოდი მარშუტკაში უცხოელს შევხვდი- თქო?-ის თავს მიქნევს- ხო და ეს ბიჭია, გაიცანი იონასი.-ხელს მისკენ ვიშვერ, ის გაოცებულია- დედაჩემს აინტერესებდა ვის ვესაუბრებოდ და ავუხსენი. იონას გაიცანი დედაჩემი მარიამი. - სასაიმოვნოა. ძალიან ლამაზი დედა გყავს. -მადლობა. იონასმა შენზე თქვა ძალიან ლამაზიაო. - შესთავაზე ხომ არ წამოვიდოდა ჩვენთან სადილზე. -დედამ სადილზე დაგპატიჟა.წამოხვალ? -უხერხული არ იქნება? -რომ ყოფილიყო არ შემოგთავაზებდა. ვუღიმი ისიც მიღიმის და მერე მთანხმდება. დათოს მართლაც ვურეკავთ, ის ჩემი ბიძაშვილია, დედაჩემის გარდაცვლილი ძმის შვილი, მას სახლში სამივენი ავყავართ და მიდის , რადგან ბიცოლასთან ეჩქარება. იონასი სახლის თვალიერებას იწყებს, დედაჩემის ბაღით აღფრთოვანებას ვერ მალავს და მეც იძულებული ვარ მათ შორის თარჯიმანი ვიყო. ის სადილად წინა დღეს გაკეთებულ ღომს ტაფაზე ათბობს და მეგრული ხარჩო გამოაქვს. დიახ ამ შუა რაჭაში ლობიანებსი ნაცვლად თავის კუთხის საჭმლით იწონებს თავს. იონასს ფაქტობრივად თარჯიმნის პოზიციიდან ვესაუბრები. დედა ეკითხება სად რჩება, რამდენხანს და არც კი ვიცი კიდევ რამდენ რამეს. საბოლოოდ ისე ხდება რომ მეორე სართულზე გასაქირავებლად მოწყობილ ოთახში დარჩენას სთავაზობს რადგან ახალი სასტუმრო აქვს ჯავშნების გამო მოსაძებნი. მე კი გაოცებული ვუყურებ. -სულ გაგიჟდი ხო უცხო კაცს უშვებ სახლში. -რა კაცს 26 წლის არის. ბიჭია. -მე რა ვარ მაშინ. -შენც გოგო ხარ. -ღმერთო მე რომ შემომეთავაზებინა მომკლავდი მარიამ და მამას როგორ აუხნსი სხვათაშორის. -მშვენივრად მივაქირავე ვითომ და ეგაა. -მართლა მიაქირავო ჯობია. -მეგონა დამეგობრდით. -ისე რა - ცუდი ტიპი არ ჩანს - მაგრამ მაინც. სერიული მკვლელებიც არ არიან თავიდან ცუდი ტიპები. წარბებს მაღლა ვწევ და იონასს ამ ყველაფერს აღარ ვუთარგმნი. ბოდიშს ვიხდი და საპირფარეშოში გავდივარ. ნეტავ რაზე ფიქრობდა დედაჩემი საერთოდ. იმაზე ნამვილად არა რაც ამ ყვეალფერს რეალურად მოყვა. ალბათ ეგონა მეზობლებში თავს მოვიწონებო, როგორც ყოველთვის. იონასს აქ ყოფნისთვის 12 დღე დარჩენოდა. მე კი ისე მინდოდა რამე მომესწრო მასთან. მოკლედ იოანსი იმ საღამოსვე გადმობარგდა მეორე სართულზე გასაქირავებლად მოწყობილ, ჩემს მიერ დაგეგმილ, ოთახში. ცოტა მშურდა კიდეც, ჩემზე უკეთესი ხედი ექნებოდა. განა სწორედ ამიტომ არ გავაკეთებინე უზარმაზარი ფანჯრები? იქიდან ხომ კატიწვერა შორდა და ბუბა ისე ნათლად ჩანდნენ. იმ საღამოს არაფერი მომხდარა. არც შემდეგ. მეზობელბი შემოდიოდნენ, მასთან საუაბრს ცდილობდნენე, მე კი მასთან ერთად ვსეირნობდი, მდინარეზე დავდიოდი და ქალაქს ვათვალიერებინებდი. ეს საინტერესო და სახალისო იყო. იონასი გრძელ ფართხუნა ჯინსებს, და ბრიჯებს იცმევდა, ფლანელის პერანგებსა და ერთი ფერის ფერად მაისურებს. თმას თავზე იკოსებდა მზეს რომ არ შეეწუხებინა და სათვაელს ხმარობდა. მე ჩემი სიბრმავის გამო მხედველობის სათვალით დავდიოდი, მოკლე, უკვე ოდნავ წამოზრდილი თმა თვალებში მეფხატებოდა და ხელის ერთი მოძრაობით ვიყრიდი უკან. ჯინსის ბრიჯებით, მოკლე ქვედაბოლოებითა და ძალიან თხელი მასურებით დავდიოდი. იონასი ინტერესით უსმენდა ჩემს მონოლოგებს ზოგიერთი შენობის ისტორიაზე, იმაზე ადრე რა სად იდგა. მერე ზოგჯერ თავის თავზეც მიყვებოდა ხოლმე. იმაზე როგორ ცხოვრობდა გერმანიაში. ერთად ვარჩევდით სინაგოგის არქიტექტურას, ვუყვებოდი როგორ წარმოვიდგენდი ხოლმე როგორი იქნებოდა შიგნიდან, რადგან იქ არასდროს შევსულვარ. ..... -არა მანდ არა, აქეთ. თორემ ძაღლები შეგჭამენ. -რატომ არიან ამდენი რა არის.! -ყველას ეგ გვაინტერესებს. ჯეჯორზე ველოსიპედებით მივდიოდით. ნახევარი გზის მერე მე სულის მოსათქმელად შევისვენე. იმდენი ხანი იყო გასული რაც არ ვმჯდარვარ. 9 ყოველშემთხვევაში იმ ზაფხულამდე) ალბათ წლებიც კი. მიკვირდა კიდეც რომ ისევ მახსოვდა როგორო მეტარებინა. ის კი წინ გაიჭრა, ძლივს დავეწი. -ჰეი. დამელოდე. -დამეწიე. -გზა არ იცი. -არაუშავს. -დაიკარგო იქნება და შეგჭამონ ძაღლებმა. მას ხმამაღლა გაეცინა და გააჩერა რომ დამლოდებოდა. აღმართს რომ ავუყევით შევეჯიბროთ თქო მივაძახე და წინ გავიჭერი. ვინ მეხვეწებოდა. ლამის ველოსპიედიდან გადმოვვარდი მოსახვევში მოხვევისას. მან სიცილით გამასწრო და სორტუანთან ჩასახვევის დანახვაზე მკითხა აქო. მეც თავი დავუქნიე. ველოსიპედებიდან გადმოვედით და ფეხით განვაგრძეთ გზა. თან მათ მივათრევდით. აქ არც მდორე , არც ღრმა ადგილი მეგულებოდა გასარუჯად , უზარმაზარი ქვებითა და სიწყნარით. სადაც მოწევასაც შევძლებდი და იმის გაკეთებასაც რისთვისაც აქ მოვიყვანე. ჩემს თავზე მეცინებოდა კიდეც. მათიასთან, მასთან ვისაც არცისე დიდიხნის წინ დავშორდი ეს ყვეალფერი 10 თვედ დამიჯდა, ახლა კი 10 დღეც არ დამჭირვებია. ხო მათიასთან მაინც არ გამოვიდა არაფერი. შეიძლება იონასი მათიასის შემცვლელიც კი იყო. ერთი უცხოელი მეორეს ჩასანაცვლებლად, მაგრამ განსხვავებები ისეთი აშკარა იყო. მათიასს ვერაფერი შეცვლიდა და ვერც იონასი იქნებოდა სხვისი მხოლოდ და მხოლოდ ჩამნაცვლებელი . სიმართლე ითქვას სიზმრის ახდენა დიდად არც მეხამუშებოდა, რადგან მაშინ მე მათიასზე ვიქორწინებდი ის კი ჩემთვის საყვარელსა და მეგობარს შორის მარადიუალდ გაჭედილი არსება იქნებოდა. ქვაზე დავჯექი, ისიც დაჯდა. მე ჩემი ქვედაბოლო და იასამნისფერი ბრეტელებიანი ზედა გავიხადე და წყალში შევედი. დინება იამზე სუსტი იყო ვიდრე მახსოვდა. ეს მომეწონა კიდეც. სწრაფ დინებაში ვერ ვიცურებდი. ისიც შემომყვა. ხელები ჩავკიდე და ნელ-ნელა შევიყვანე. -ძალიან ცივია. -შეეგუები . დაიცადე ცოტახანს. - შენ აქაც ბანაობდი არა? -ცოტა ქვევით ბაგებია, იქ პატარა კლდეა და ადრე დაგუბებული იყო, რამდენჯერმე გადმოვმხტარვარ. უფრო ქვევით კიბეებია, ეგრე ვეძახით. იქ მდორე და ღრმა წყალი თუმცა ბევრი ხალხია. -რაღაც არ გიყვარს ხალხთან ყოფნა. -რაღაც დავგეგმე. -ჩვენთვის? _ჩვენთვის. და არ მინდა ვინმემ დაინახოს. ამის თქმის თანავე მისკენ მივიწიე და ტუჩებში ვაკოცე. წამით გაშრა, მერე ხელები წელზე შემიცურა. კოცნაში ამყვა და თავის სხეულზე ამიკრა. ცოტაც და ალბათ წავიქცეოდი, ისე წამერთვა ძალა ფეხებში. ნაპირისკენ გავედით, ქვაზე ჩამოჯდა და მეც კალთაში ჩავუჯექი. სანამ ისევ ვაკოცებდი მანამდე ვუთხარი. - არაფერს გავალდებულებ, უბრალოდ ზაფხულის გართობა მინდა. არ შეიძლება სულ მე ვიყო ის ვისაც ეტკინება. შენ ქარიზმატული ხარ, სექსუალური, კარგად კოცნი. შენთან ერთი უბრალო რომანი მექნება და ამის მეტი არაფერი. თანახმა ხარ? -თანახმა ვარ . ხელი ფეხებზე ამისრიალა და ისევ მაკოცა. მერე ოდნავ მოვშორდი და დავამატე. -არავინ უნდა გაიგოს. არავინ უნდ დაგვინახოს. ქუჩაში არ შემეხები, მითუმეტეს არ მაკოცებ. ეს პატარა ქალაქია, შენ გერმანიაში დაბრუნდები, მე თბილისში ჩემი მშობლები კი აქ დარჩებიან ისინი ვერ გადაიტანენ ჭორებს რომელსაც ჩვენზე მოყვებიან. -მესმის. თავიდანვე ეს მინდოდა. ისე მინდოდა იმ დღეს სახელი გეკითხა ჩემთვის , ან მე გამომერთმია შენი ნომერი. -ახლა აქ გიზივარ. მაგრამ კოცნაზე მეტს აქ არაფერს ვიზავთ. -ამაღამ ჩემს ოთახში გადმოხვალ? -გადმოვალ. გავუცინე და ისევ ერთმანეთს ვაკოცეთ. ისე მკოცნიდა რომ მკლავებში ვადნებოდი. ისე მეხებოდა რომ კანი მეწვოდა მისი მხურვალებისგან. ცოტახანში იმ ნაწილზე გავედით სადაც წყალი ღრმა იყო. ის სხვებთან ერთად ცურავდა, მე ნაპირზე რუჯს ვიღებდი. მერე წყალში მეც ჩავედი. ნაცნობები მზერა ვიგრძენი , ზოგი გამომელაპარაკა კიდეც. ჩემს კლასელს შევხვდი , რომელმაც მკითხა ჭორი იყო თუ არა რომ დედაჩემს უცხოელი სტუმარი ყავდა. თვალები გადავატრიალე, რაა გასაკვირია ახლა ამაში, ტურისტული სეზონია და ყველას ყავს ვიღაც მეთქი. ალბათ რომ არა მათიასი იმ ზაფხულზე არაფერს ვიზავდი. რომ არა მისი ღალატი დაველოდებოდი როდის ჩამოვიდოდა. სწორ ადამიანად ისევ მას ჩავთვლიდი და მთელს ცხოვრებას ლოდინში გავლევდი. ასე რომ მადლობა მათიასს და მადლობა ხილვებს რომლებიც ხანდახან მაქვს ხოლმე. იმ საღამოს მართლაც გადავედი იონასის ოთახში. კარზე ოდნავ მივუკაკუნე, გამიღო და თავით ფეხამდე შემათვალიერა. მოკლე ერთიანი კაბა მეცვა. ის რომელიც მდინარიდან მისვლისა და ბანაობის შემდეგ ჩავიცვი. -ძალიან კარგად გამოიყურები. -უბრალოდ გაჩუმდი. მაისურში ხელი წავავლე და ვაიძულე ეკოცნა. ისიც ამყვა. ხომ ვამბობ ზაფხულის ბრალია. ყველას აგიჯებს ვისაც მისი სუნი სცემს. მეც გამაგიჟა. ცოდვების ქალაქში ჩემივე სახლში სტუმართან მანამ სანამ ჩემს მშობლებს ქვედა სართულზე უდარდელად ეძინათ მე იონასის საწოლში ვიწექი. მას ვკოცნიდი. ვეხვეოდი. პირზე ხელს ვიფარებდი რომ ხმამაღლა არაფერი ამომსკდომოდა მკერდიდან. ის კი ვნებამორეული ინგლისურად და გერმანულად მებუტბუტებოდა, ნახევარს ვერ ვიგებდი თუმცა კარგი საღამო იყო. არაფერი მტკენია, არც სისხლი მდენია. ყველაფერი ისე მშვიდად მოხდა და თან ისე ქაოტურად. მის მკლავებში მომიქცია და შუბლზე მაკოცა. დააყოლა მომწონხარო. ორივემ ვიცოდით ეს ყველაფერი მაქსიმუმ 1 კვირას გასტანდა. მერე ის წავიდოდა და ერთმანეთზე მხოლოდ გახუნებული მოგონებები შემოგვრჩებოდა. მხოლოდ ეს. მერე დროის გასვლის შემდეგ სახელებსაც კი ვერ გავიხსენებდით და უბრალოდ მოვყვებოდით რომ ოდესღაც ერთ ზაფხულს ვიღაც გავიჩინეთ ჩვენს სახლში, მისსავე სახლსი, ჩვეულებრივი გოგო, გასაოცარი ბიჭი. გასართობად, დასავიწყებლად, დროის გასაყვანად, სხეულის დასაოკებლად. ეს ორივემ კარგად ვიცოდით. ვერ ვიტყვი იონასთან საუბრები მოსაწყენი იყო თქო, პირიქით. ის არქიტექტორი აღმოჩნდა, ბევრი საერთო გამოვანხეთ. მე მის პროფესიაში ასე თუ ისე გარკევული ვიყავი , ის ჩემსაში. ასე რომ ენაგათქვეფილები ვსაუბრობდით მსოფლიოს სხვადასხვა შენობასა თუ ფერწერულ ნამუშევარზე. მეორე დილას აივანზე ვსადილობდით იონასმა რომ მკითხა. -სწავლის დასრულების მერე რას აპირებ? -მაგისტრატურაზე უნდა ჩზავაბარო. -საზღვარგარეთ არ აპირებ წასვლას, გაცვლითით? -არ გინდა იონას. -მინდა ქეთო. -რატომ? -არ მესმის რატომ ცდილობ მხოლოდ ამ ერთი კვირით ცხოვრებას? -არც ისეთი ლამაზი და იოლი დაშორება მქონდა 4 თვის წინ და იმიტომ. -მომიყევი. -რომ გული უფრო მეტად გატკინო? არ მინდა. -მომიყევი და მე ჩემსას მოგიყვები. ღრმად ჩავისუნთქე. ის პირდაპირ თვალებში მიყურებდა . - შარშან გავიცანი, მაისში. მაშინვე მომეწონა. ადამაინები ან თავიდანვე მიზიდავენ ან ვეღარასდროს. მეგობრად თუ შეგხედე ძნელია შენს მიმართ რომანტიული გრძნობები გამიჩნდეს. -მოწევაც მაშინ დაიწყე? -სხვათაშორის კი. მაგრამ სხვადასხვა ამბავია. მოკლედ მალევე დავიწყეთ მიმოწერა. ისე როგორც ფლირტი და არა როგორც მეგობრული. ყველაფერი კარგად იყო. -სანამ? -სანამ ამ თებერვალში აქ ჩამოსული, მარტში თბილისში გავბრუნდებოდი. ჩამოსვლას გეგმავდა, მე მაგისტრატურის მასთან გავლას. უკვე იმაზეც მქონდა ნაფიქრი რომ სწორედ ის იყო ერთადერთი დამიანი ვისთან ოჯახიც მექნებოდა. ბევრი ისეთი რამ იყო რაზეც მის გამო თვალი დავხუჭე. -მასთან? სად? -იტალიაში. ყველაფერი დაგეგმილი მქონდა , მაგრამ უცბად მეგობრებს და მე საერთო ჯგუფში გამოგვიცხადა ვიღაც მომწონსო. ჩვენზე არ იცოდნენ და მეგონა ამას იტყოდა. -სხვა იყო არა? -სხვა იყო. არ ვიცი რატომ ის და არა მე. რატომ ირჩევს ყველა სხვას და არა მე. მე დედაჩემის პირველი შვილიც კი არ ვარ. არც პირველი გოგო სანათესაოში. არც პირველი მეგობარი ჩემი მეგობრებისთვის. მე არასდროს ვყოფილვარ რამეში ვინმეს პირველი. -და იქნებ ოდესმე შეხვდე მას ვისი პირველი სიყავრულიც იქნები. -უკვე იმ ასაკში ვარ ვეღარავის პირველი სიყვარული რომ ვერ ვიქნები. სევდიანად გავუღიმე და ყავა მოვსვი. -ამას ასე უბრალოდ ვერ იტყვი. ერთხელაც ქეთო, იმას შეხვდები ვისაც ყვეალფრის მიუხედავად ეყვარები, იმას ვისაც შენამდე არავინ ჰყვარებია და დამიჯერე თავს ცუდად აღარასდროს იგრძნობ. -მაგრამ ის ვიღაც ჩემი არც პირველი სიყვარული იქნება, არც ყველაზე ძლიერი. -და რა იცი რომ ყველაზე ძლიერი არ იქნება? წარბს მაღლა სწევს და ირონიულად მიყურებს. -მჯერა. -ზოგჯერ რწმენაც ცდება. იღიმის და ჩემს ხელს თავისში იქცევს. ის ისეთი ნაზია რომ არ მჯერა წინაღამეს მომხდარის რელაურობა. ესეც გაივლის, სხვა მრავალი რამესავით ჩაივლის და დავიწყებას მიეცემა. აი ამას ვფიქრობდი იმ დროს. იმ საღამოს. -შენზეც უნდა გეთქვა. -მოგატყე, არავინ ყოფილა ვისთან დაშორებაც ასე გამანადგურებდა. -მატყუარავ. -მე უბრალოდ ვცადე ჩემთან გახსნილიყავი. ......................................................................... იონასის წასვლამდე 6 დღით ადრე ჩემი მშობლები სოფელში წავიდნენ. რაღაც საქმეები ჰქონდათ მისახედი, მე და მან კი დრო ვიხელთეთ, იონასის კარვითურთ, რომელცი სალაშქროდ ჰქონდა წამოღებული უძირო ტბაზე ავედით. სიარულით ლამის გავწყდით. კლდე-კლედე მივდიოდით და სიცილით ვიგუდებოდით. ჩემი ფირის კამერა მქონდა წაღებული და იონასს ადგილ-ადგილ ფოტოებს ვურებდი. ის მეჯადჯგურებოდა, ცდილობდა გამეორთმია და კადრებში მეც გამოვეჩინე. უძიროზე რომ ავედით და ის სამოთხე ვნახეთ სადაც თავი ამოვყავით რამდენიმე წუთს ენაჩავარდნილები ვიდექით ერთ ადგილას. ტბის გარშემო კდიევ ორი კარავი იდგა. მე საჭმლით სავსე ჩანთა მეკიდა. აქ ორი ღამით დარჩენას ვფიქრობდით. კარავი გავშალეთ , ხალხი გავიცანით და მეც ენის ვაკუუმში მოვექეცი. ყველანი უცხოელები იყვნენ, მათთან დიდად აღაე მიკონტაქტია. ვიცოდი რომ უძირს წყალი ძალიან ცივი იყო, თუმცა მაინც გავრისკე შიგ ჩასვლა და ალბათ ეს მთელი ცხოვრება მემახსოვრება. სხვისთვის არ ვიცი , მაგრამ ჩემთვის ეს სამოთხე იყო. სრული სამოთხე. იონასი ტბასთან იდგა და ჩემი კამერა ეჭირა ხელში. სწრაფად გავცურე მისკენ და ნაპირზე ავედი. მან უკან დაიხია. კისერზე შევახტი და მაღლა აწული ხელიდან კამერის გამოგლეჯვა ვცადე.მან კი ტუჩებში მაკოცა. ვგრძნობდი როგრო გვიყურებდნენ. მე კი თავი ვერ შევიკავე და კოცნაში ავყევი. ხელები თმაში შევუცურე და ტუჩზე ვუკბინე. -მართალი ხარ, ეს ერთი კვირა არ მეყოფა.მეტი მინდა. მაგრამ თავს ამის უფლებას ვერ მივცემ. -რატომ ქეთო. რატომ?! -ისევ ვერ დავამსხვრევ სანამ გამთელებს დაიწყებდეს. ჯერ უნდა ვიგრძნო რომ სერიოზული ურთიერთობისთვის მზად ვარ. -ჩვეულებრივ ასე იქცევი ხოლმე? -არა. შენ პირველი და ჯერ ჯერობით ბოლო ხარ. ამის გაგონებაზე გაშეშდა. სახეზე ღიმილი შეახმა და ხელი მოუდუნდა. კამერა გამოავრთვი და ჩემი ტანსაცმლის ჩაცმას შევუდექი. უკნიდან მომეხვია, მხარზე მაკოცდა და ყურთან მიჩურჩულა. -არ მატყუებ? -არ გატყუებ. -მაგრამ შენ... -კითხვისას ბევრ რამეს სწავლობ. ასაკი კი მხოლოდ ციფრებაი, თანაც არ დაგავწიყდეს მე სხვა ქვეყნის, სხვა კულტურის შვილი ვარ. აქ ქუჩაშიც კი ვერ გკოცნიდი. 2 შეყვარებული და შენ სრულიად უცნობი მაინც პირველი ხარ. არ ვიცი ზუსტად რას გრძნობდა მაგრამ მის თვალებში სინაზის ისეთ სხივებს ვხედავდი, ისეთ ემოციებს სუნთქვას რომ მიკრავდნენ და მაიძულებდნენ კაცის მკალევბში უფრო და უფრო დიდხანს ვყოფილიყავი გამომწყვდეული. საღამოს კოცონთან იმ უცხო ხალხთან ერთად ვისხედით. მის მკლავებში ვიაყვი მოქცეული და ზურგით მკერდზე ვეკვროდი. ახლა ნამდვილი შეყვარებულებივით ვიქცეოდით. ერთამნეთზე ისე ვსაუბრობდით თითქოს წლები იყო გასული რაც ერთად ვიყავით, ის მკოცნიდა, ხელებს მიფათურებდა და ჩემით ტრაბახობდა, რაზეც მეცინებოდა. რამდენიმე თამაში ვითამაშეთ, მერე დავემშვიდობეთ და კარავში შევედით. გვიანობამდე ვსაუბრობდით მე და იონასი. გვიან ღამით კარავიდან გამოვძვერით და ბალახზე ცის საყურებლად გავწექით. -იცი ხო რომ რასაც ვუყურებთ აღარ არსებობს? - ვიცი. -ეს სევდიანია. -ისეთივე სევდიანი, როგროც ის რომ მალე აქედან წავალ. - სამაგიეროდ ამ ყველაფერს მოგონებებად შეინახავ ან ქვეცნობიერში გადაისვრი. -არ მინდა მხოლოდ მოგონებად დარჩე. -მე კი არ მინდა საყვარელსა და მეგობას შორის გაიჭედო. -ვერ მივხვდი. -თუ არ გაგიშვებ ჩემი ხილვა ახდება. ხილვაში გნახე. მაშინვე ვერ გიცანი როცა ავტობუსიდან ჩამოვედით, მაგრამ სახლში შესულს ყველაფერი გამახსენდა. -და მე იქ, შენს ხილვაში არაფერი ვიყავი შენთვის? -პირიქით შენ ყველაფერი იყავი და ეს ცუდია, რადგან მათიასზე ვიყავი დანიშნული. -ანუ შეურიგდები? -ამიტომ მინდა შენი გაშვება რომ არ შევურიგდე. რომ არ ახდეს ეს სულელური სიზმარი და რამე დამრჩეს რასაც მოვიგონებ და ტირილის ნაცვლად გამეღიმება. - გასაგებია. -არ გჯერა არა ჩემი? -თავადაც არ ვიცი. ცოტახანს ვუყურე, მერე ოდნავ წამოვიწიე და ფეხებზე გადავაჯექი. უცნაურად მიყურებდა. ვაკოცე, თმაში ხელი შემიცურა და ამყვა. კარავში რომ შევედით ტანსაცმელი არც კი გაგვიხდია. მერე მასზე ჩახუტებულს ჩამეძინა. სრულიად მასზე აკრულს. დილას გამთენიისას სანამ მზე ამოსვლას დაიწყებდა მაღვიძარამ დარეკა. მთაში ციოდა, პლედი მოვიხურეთ და ტბასთან, მიწაზე დავსხედით. იონასი უკნიდან მეხვეოდა და მათბობდა. მხოლოდ მას შეეძლო იმ ცხელ ზაფხულს გავეთბე. .................... უძიროდან ონში დაბრუნების შემდეგ, იმ დღესვე ჩემთან სოფელსი ავედით. იონასი თამარის წყალზე გადავუვანე. ხაკისფერი შარვალი და ბეჟი ზედა ეცვა, მე კი მოკლე მთლიანი, ბეჟი კაბა და იმავე ფერის კონვენსები, რომლიდანაც ნასკები მიჩანდა. მდელოზე ვიყავით იონასი წინ რომ გაიქცა და მანიშნა მოდიო. მისკენ გავიქეცი და მანაც ხელები შემაშველა, ფეხები უკან ავიკეცე და იონასის ტორსს ჩემით ავეკარი, ხელები იღლიებში ჰქონდა შეცურებული და ისე მიჭერდა. მის ტუჩებს ისევ ისე წავეტანე როგორც გასული ორი კვირა ვაკეთებდი ამას, ხან მდიანრეზე, ხან მის ოთახში, ხან აივანზე და ხანაც უძირო ტბაზე. იონასმა მიწაზე დამსვა და ზედ ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა. -კიდევ ჩამოვალ. მაგრამ გევედრები შენც ჩამოდი. -ახლა არ გვინდა. ............ იონასი მომდევნო დღეს გავაცილეთ. სანამ ავტობუსში ავიდოდა გავაჩერე და ჩავეხუტე. ეს არაფერი იყო. ისეთი არაფერი რაზეც მშობლები რამეს იტყოდნენ. იცოდნენ რომ დავმეგობრდით. არა და მეგობრებზე ბევრად მეტი ვიყავით. მისი ჩემს სახლში ყოფნის უმეტესი დრო ჩემს ოთახში არ მძინებია და თუ მეძინა მარტოს არა. გვიან ღამით აივანზე სიგარეტს ვეწეოდით. ვეხუტებოდი, ვკოცნიდი და თავსაც არ ვუტყდებოდი ისე წარმოვიდგენდი რომ რამე გაგრძელება მოჰყვებოდა ამ ყვეალფერს. მაგრამ ეს ორკვირიანი, ამდენიც კი არა, საზაფხულო რომანი იყო. ყველაზე თბილი რომანი რაც კი შეიძლებოდა მქონოდა. - ხილვაში გნახე. -ვიცი. -მეშინია რომ ახდება. -ესეც ვიცი -ამიტომ გიშვებ -ესეც ვიცი. -ისიც იცი რომ დარწმუნებული ვარ ვინანებ? -არა, მაგრამ არ მინდა რამის გამო შენ ან მე ცუდად ვგრძნობდეთ თავს. როგორც თქვი გართობა გვინდოდა, უბრალო რომანი იყო. დასრულდა. ერთმანეთზე მოგონებები დაგვრჩება. -ის რასაც გაიხსენებ აღარ იარსებებს. -ისე როგორც ის ვარკსვლავები რომლებსაც ღამით ვუყურებთ. აი ასე გავუშვი იონასი. კოცნისა და იმ ყველაფრის გარეშე რისი გაკეთებაც მინდოდა. ამ ამბიდან 6 წელია გასული და ალბათ იკითხავთ რატომ გაიხსენე ახლა, ახლა რატომ მოგვიყევიო? მთელი ექვსი წელი მქონდა თქვენთვის მოსაყოლად გოგოებო. -ზუსტადაც, ახლა რატომ გაგახსენდა? ან რა ნამუსით არ მოყევი ასეთი ამბავი? ელი გაოგნებული მიყურებს, არც სხვები ჩანან ნაკლებად გაოგნებულები. წლევადნელ წლამდე ხომ ონში ფეხი არ ჩამომიდგავს და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება როცა მანქანით ვიმგზვარე, სახლთან გავაჩერე და შევედი, როცა აივნის ნაწილი გავიარე და დედას მოვეხვიე. თავში კი იმ დღესავით ხილვა მიტრიალებდა. მატეოთი და ყველ დანარჩენით, თუმცა ყველაზე მკაფიო სახე იონასისა იყო. სახლში შევყევი დედას და მისაღების მაგიდაზე დაწყობილი ფხლიანები და ლობიანები დავინახე. -რა იყო ძველი დროის გახსენება გადაწყვიტე მარუს? -სტუმარი გვყვავს. -ვინ. თავით სამზარეულოს კარისკენ მანიშნა. რომ მივიხედე გავქვავდი. მოჩვენება იდგა ჩემს წინ თუ ისევ სიზმარში ვიყავი ვერ გამერკვია. -გამარჯობა. ქართულად მითხრა და ენა კიდევ უფრო მეტად ჩამივარდა. -ვერ მიცანი? -მე...ეს.. შენ... როგორ? -ყოველწელს მოდის. დედაჩემმა ღიმილით თქვა. -და შენ ყოველწელს იმედგაცრუებუსლ მტოვებ. ეს ინგლისურად თქვა დედას რომ არ გაეგო. - მაინც შევხვდით. მაინც. -მე შენზე არასდროს დავნებდებოდი. -არ უნდა გამეშვი. არ უნდა დამებლოკე ინსტაგრამზე. უნდა მეცადა. -ისე გეშინოდა მასთან შერიგების. -ის ვერ დავინახე რომ შემთხვევითი შემხვედრის პირველ სიყავრულად ვიქეცი? -ზუსტადაც. -და ახლა აქ ხარ, -შენ ხომ ხილვაში მნახე. მითხარი აქ ვიდექი? -ზუსტადა მაქედან შემოდიოდი. ერთმანეტს ვუყურებდით და სულელებივით გვეღიმებოდა. ზუსტად ამიტომ მოვუყევი მეგობრებს იონასტან გატარებულ ზაფხულზე. იმისთვის რომ ბოლოს და ბოლოს საუბარი დამეწყო, რომ საბოლოოდ ბედნიერება მესწავლა და საკუთარ ფიქრებში აღარ დავმხჩვალიყავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.