შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარი (ნაწილი მეორე)


28-07-2025, 15:52
ავტორი Lashaaleron1
ნანახია 189

ვუკიდებ სიგარეტს აღელვებული. ქოჩორი ცხვირზე მედება, ერთიანად ვცახცახებ და ძლიერად ვისუნთქა კვამლს.
ჩემს წინ ლილი ზურგით დგას და ხმაურიანად ავლებს წყალს ჭურწელს. ვუმზერ მას თავად კი უჩუმრად განაგრძობს რეცხვას.
მსურს რომ რაიმე ვუთხრა, ვუსაყვედურო ან თუნდაც მივუახლოვდე და მოვეფერო მაგრამ თითქოს ის ჩემთვის სრულიად უცხოა.
ყოყმანის შემდგომნმაინც გადავწყვიტე მასთან გასაუბრება და ნელი სვლით მივუახლოვდი, გვერდით დავუდექი. მცირე დრო ჩუმად ვუმზერ მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე ჩვენს შორის ჩამოწოლილი დუმილი დამერღვია.

-არაფერს მეტყვი?...

-რა უნდა გითხრა?

-მაგალიტად, სად არ გაგიშვებ მე?!.. და სად გეპატიჟება შენი კეთილ მოისურვე მეგობარი?

ლილიმ სველი ხელი შუბლზე მოისვა და კვლავ განაგრძობს რეცხვას. ის დუმილის უფლებას იყენებს ჩემს წინააღმდეგ, მე კი საგრძნობლად ვღიზიანდები და უხეშად ვცდილობ ჩავეძიო.
-არ გესმის შენ რომ გელაპარაკები?..
-რა გინდა დემნა?!.. რისი მოსმენა გსურს?.. მე ხომ არ მაქვს უფლება ჩემი გონებით ვიცხოვრო?.

- კითხვაზე მიპასუხე რა შემოგთავაზა იმ ალქაჯმა?

- არაფერი ისეთი რომ გასაგიჟებლად ღირდეს.
უბრალოდ იცის ახლა ჩვენი მდგომარეობა და სურს რომ დამეხმაროს.. დამლაგებლად გამოუჩნდა ადგილი და შემომთავაზა რომ ერთად წავსულიყავით ხვალ მაგრამ შენს ცოლს ხომ არ ეკადრება მსგავსი არაფერი.

-ჰომ.. და მე რომ არ გითხრა ღამე შენ ასე უნდა წახვიდე?
-სად მივდივარ ასეთ ადგილზე ხომ ვერ მეტყვი?... ისე იქცევი კაცი იფიქრებს უადგილო სამსახურში უნდა წავიდე...

-უადგილო არაფერ შუაშია უბრალოდ არ მსურს რომ ახალგაზრდა ლამაზ გოგონას ვიღაც გაზულუქებულმა, მისი მოსვრილი ალაგებინოს.

-არავინ არაფერს არ მალაგებინებს ძალით,უბრალოდ ადამიანს სურს რომ დამეხმაროს.

-კეთილი რადგან არ იშლი იყოს ისე როგორც გსურს მაგრამ იცოდე რომ მარტოს არსად გაგიშვებ.

-რას ამბობ დემნა?.. ბავშვს რა ნოვუხერხოთ?!.. სახლში მარტოდ დავტოვოთ თუ მეზობლის კატებს მივაბაროდ?...

-თან წამოვიყვანე, სანამ შენ იმუშავებ მე გავასეირნებ და გარედ გავართობ.

-კარგი რა დემნა ცოდოა ბავშვი ამ სიცივეში დილიდან საღამომდე რა უნდა აკეთოთ გარედ?

-ნუნიდარდებ მე ბავშვს არ ნოვაწყენ. დიდხანს ვკამათობდით და ხმაური გამოდიოდა ჩვენი პატარა სამზარეულოდან, რა დროსაც სახლის ტელეფონმა დაიწყო რეკვა... ჩვენ კვლავ ვკამატობთ. ტელეფონი კი რეკს გაუსაძლისი ხმოვანი ელჭექით.

კამათ კამათით მივუახლოვდი სახლის ტელეფონს და ავიღე ყურმილი.
გისმენთ?!... ჩავყვირე უხეში ხმით.

-სალამი დემნა... რატომ არ შემომიარე აკადემიაში?... გვიანობამდე გელოდი.

შეშინებულმა გავიხედე სამზარეულოს კარს რომ გამეკონტროლებინა საუბარი არ მოესმინა ლილის.

- ხომ ბოდიში, ვეღარ მოვახერხე მისვლა მაგრამ გპირდები ამ დღეებში გამოგივლი.

-ძალიან კარგს იზამ... ხომ ახლა რატომ გირეკავ. ავიკიდე შენი ხელსაწყოები და წამომყევი... ერთ საათში გელოდები ვაზის ქუჩაზე, დიდი საბანკეტო დარბაზი უნდა მოვხატოთ... პეიზაჟისტი ესაჭიროებათ და იმ წუთასვე შენ გამახსენდა.

კვლავ დაძაბულმა გადავხედე სამზარეულოს კარს და ხმა მაღალი ღობით ვპასუხობ ჩემს ახლობელს რომ ლილის ყურამდე მივიდეს ჩემი ხმა.

-ძალიან კარგი... მაშ ასე ერთ საათში ვაზის ქუჩაზე ვიქნები.

დავკიდე ყურმილი და კმაყოფილი სახის გამომეტყველებით შევაბიჯე სამზარეულოში, სადაც ლილი მაგიდას წმენდდა.. მივუახლოვდი მას და ზურგიდან მოვეხვიე.

-კარგი მაპატიე, ზედმეტი მომივიდა. უბრალოდ შენზე ვღელავ არ მინდა რომ შენინნაზი და სუსტი ხელებით ვიღაცის მოსვრილს წმენდდე.

ლილიმ სწრაფად ამომხედა და შემეკითხა. ისევ დაიწყეს?... მე კვლავ მოვეხვიე და ვუპასუხე რომ არა... თანახმანვარ მაგრამ უნდა იმ ოირობით სევთანხმდით რომ მეც თან გავჰყვებოდი.
ამავდროულად ისიც ვახარებრომ საქმე გამოჩნდა და თან ნორმალურ საფასურს გადამიხდიდნენ. ასე და ამგვარად ჩავალაგე ჩემს პატარა ჩანთაში ხელსაწყოები და გავემართე გზად.
ოჰ როგორ არ მინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მაგრამ ჩემი საცხოვრებლისგანბსაკმაოდ შორი მანძილია ვაზის ქუჩამდე. სწორედ ამიტომ ხელით ვანიშნე ავტობუსის მძროლს რომ შეეჩერებინა და სწრაფად ავედი. ავტობუსში ასულს ადგილი დამხვდა და ჩამოვჯექი, მუხლებზე ჩანთა დავიდე და კომფორტულად მოვთავსდი. როგორ მიყვარს ფანჯარასთან ჯდომა და ქუჩის თვალიერება, რა სასიამოვნოა ყვითელი ფოთლების ცვენა. სხვა ადამიანების მზერა ქუჩაში ტითქოს თიტოეულის ცხოვრებას ვავლებ თვალს მოკლედ სანამ ავტობუსი მიდის გზად.
ეს რა ხდება?... გულში რაღაც სითხე მეღვრება... სუნთქვა მიჭირს, საგრძნობლად მიძგერს გული. ყურებში მკვეთრად მესმის ეს ყველაფერი. ახლა სადაც არის ცნობიერებას დავკარგავ.. ყურებსინსიეტი ბრაუნის ხმა ჩამესმის რომ ტითქოს ტვინი მეშლება ნაწილებად. სწრაფად წამოვდექი ფეხზე, დავუყვირე ავტობუსის მძღოლს რომ შეეცერებინა. მანაც სწრაფად შეაცერა და მეც ცამოვხტი. სწრაფი ნაბიჯებით მივიწევ მაგრამ არ ვიცი სად. მივუახლოვდი ერთ ერთ მოაჯირს და მარცხენა ხელის იდაყვი ჩამოვდე. ვცდილობ ვიაუნთქო, თმა სულ სველი მაქვს.
მარჯვენა ხელით აცახცახებული ვეძებ ჩემს წამლებს. როგორც იქნა მივაგენი მაგრამ მხოლოდ ერთიბაბის ამოღება მოვასწარი რადგან არელვებისას მთლიანი კოლოფი გამოვარდა ხელიდან და სულ დამეზარა აბები. ამ ფაქტმა საგრძნობლად ამაღლებს და ნელ ნელა ჩავიწიე მიწაზე და თვალცრემლიანი ჩამოვჯექი ძირს ქვითინით. დიდი დრო დამჭირდა რომ საღ გონებას დავბრუნდებოდი. როდესაც ფეხზე წამოვდექი შევუდექი ჩემი ჩანთიდან გადმოყრილი ნივთების ჩალაგებას. როდესაც გავაცნობიერე სრულად რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო ამ ფაქტმა სრულად შემშალა განამარელვა რომ საქმეზე წასვლა კვლავ ჩამეშალა. აღარ ვიცი როგორ მოვიქცე სწრაფად დავზდევ ამა თუ იმ ავტობუსს მაგრამ არავინ მიჩერებს. ამ სიცივეში ისეთი სველი ვარ რომ ტითქოს კოკით წყალი გადმომსხმიდეს. როგორც იქნა დიდი ფორიაქით სახლამდე მოვაღწიე. სწრაფად შევარდი სახლშიბდა ჩანთა ძირს დავახეთქე.

ლილი ბავშვს აჭმევდა და თან გაოცებული მეკითხება თუ რაშია საქმე და რა შემემთხვა?!. რადგან როგორც ავღნიშნე თმა სულ სველი მქონდა და სუნთქვა ხშირი და უჩვეულო.

ვცდილობ ავუხსნა ჩემი მდგომარეობა მაგრამ ის კვლავ დუმს. მე ისევ ვღიზიანდები მის ღიმილზე და ვუმტკიცებ რომ ასე არ მსურს რომ ვიყო ეს თავისით მოდის მე არაფერს არ მეკითხება. ის კი ისევ ჩუმად თავის სახელით მეთანხმება. წრაფად მივადექი სახლის ტელეფონს და ჩემს ახლობელთან დაკავშირებას ვცდილობ მაგრამ დაკავებაა.

მე არ ვნებდებიბდანისევ ვაგრძელებ დაკავშირებას. როგორც იქნა ხაზზე გავედი და არც დავადე ისე დავიწყე მიზეზის ახსნა.

-ძალიან შერცხვენილი ვარ ჩემო მეგობარო შენტან. გეფიცები გზაში ვიყავი როდესაც გული გამიხდა ცუდად და ტრანსპორტიდან ჩამოსვლა მომიწია, ვერ აგიღწერ ახლა რას ვგრძნობ.

განუწყვეტლივ ბაგრძელებ ახსნა განმარტებას ტელეფონში მაგრამ პასუხს ვერ ვიღებ, ამიტომ ვკითხულობ ხასზეა თუ გამითიშა?!... რამოდენიმე წამში პასუხს მცემს ჩემი მეგობარი.

- კარგი გასაგებია... ბიდიში დემნა მაგრამ მე ვეღარ დაგეხმარები უკვე მერამდენედ მოხდა ასეთი რამ, სწორედ გამიგე მეც შერცხვენილი ვარ ხალხთა. როდესაც შენს გამო გაწუხებ. მაპატიე.

მან ყურმილი გამითიშა და მეც გადაღლილი მუხლებში მოვიკეცე და თავი ჩავქინდრე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent