მარტო' სული 35 თავი
-თათია! მინდა რომ წახვიდე! -არ წავალ! -2 წლის წინ ხომ წახვედი? ხოდა ახლაც წადი!- ბოლო ხმაზე უღრიალა თორნიკემ და მოულოდნელად ფეხზე წამოდგა -არასდროს მაპატიებ არა?- ჩამწყდარი ხმით ჰკითხა თათიამ და მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო უხმოდ ატირდა. თათიას შემდეგ პალატაში ირაკლი შევიდა ბიჭებთან ერთად. -როგორც იქნა!- აღელვებული ხმით უთხრა ბექამ და ჩაეხუტა -მეგონა გონს მოსვლას აღარ აპირებდი -თავს როგორ გრძნობ?- ზრდილობის გულისთვის ჰკითხა ბუბამ და უკმაყოფილო მზერით სახეში მიაჩერდა -შენ როგორ ფიქრობ?!- საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა თორნიკემ და ირაკლის გახედა რომელიც მთელი ეს დრო ერთადგილზე მიყინულივით იდგა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მას -რაღაც უნდა გითხრა- უხერხული სიჩუმე ბექას ხმამ გაფანტა -მითხარი -ოღონდ არ გაბრაზდე -კარგი -ლუკააა აქ... შეიძლება რომ შემოვიდეს და... -აქ ჩემს გამო არაა! -სისულელეებს ნუ ლაპარაკობ მან გააგებინა თათიას შენი ამბავი... თან... როცა ეს ამბავი მოხდა გვერდიდან არ მოგვშორებია ბიჭებს. ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ხელბორკილი არ დაედოთ შენთვის პალატაში გადმოყვანისას. -კარგი უთხარი შემოვიდეს -დარწმუნებული ხარ? საუბარში ჩაერია ბუბა -დარწმუნებული ვარ!-დაუფიქრებლად უთხრა თორნიკემ და როცა ლუკა პალატაში შევიდა ხელი ცივად ჩამოართვა. -მიხრია რომ კარგად ხარ! -მადლობა ყველაფრისთვის! მხოლოდ ამ 6 სიტყვით შემიფარგლნენ, სხვა ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა ლუკამ. არც თორნიკეს გამოუხატავს საუბრის სურვილი, ამიტომ პალატაში ისევ უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ამჯერად ირაკლის არეულმა ხმამ დაარღვია -რა მოხდა იმ ღამეს მოგვიყევი -ირაკლი! -თორნიკე! -...... -უნდა ვიცოდეთ ყველაფერი რაც იმ ღამეს მოხდა, რომ შენი დახმარება შევძლოთ... როგორც მაშინ! -როგორც კი იმ ნაბ*ჭვრის კვალზე გავედი მაშინვე კაცი მივუჩინე სათვალთვალოდ -სანდოა?- აღელდა ბექა- დარწმუნებული ხარ რომ არაფერს იტყვის? -რატომ არაფერი გვითხარი?- მოიღუშა ბუბა -ის ნაბ*ჭვარი მარტო არასდროს გამოდიოდა ხოლმე სახლიდან, ყოველთვის ვიღაც ახლდა თან... ამიტომ ვერ შევძელი აქამდე მისი მოკვლა! -მარტო ცხოვრობდა? -არა! ციხიდან გამოსვლის მერე დასთან და დისშვილებთან ერთად ცხოვრობდა. ძალიან ფრხილობდა -ალბათ რაღაცას ეჭვობდა-ივარაუდა ბექამ -თბილისში ვიყავი როცა გავიგე რომ რესტორანში მეწილეებთან შელაპარაკება მოუვიდა, როგორც ჩანს მისი მოტეხვა უნდოდათ საქმიდან. ბათუმში რომ ჩემოვედი ჩემმა კაცმა დამირეკა და მითხრა რა რომ ეგ ნაბ*ჭვარი სახლიდან მარტო გამოვიდა. მოხდა ის რასაც ამდენი ხანი ველოდო ამიტომ ვუბრძანე უკან გაჰყოლოდა. მე მანამდე სახლში შევიარე, დაურეგისტრირებელი იარაღი ავიღე, ნიცას დავემშვიდობე და იმ ადგილისაკენ წავედი სადაც ის გაჩერდა. რომ მივედი მეწილეებს აკაჩავებდა. -ნიცა რომ უკან მოგყვებოდა როგორ ვერ შეამჩნიე? -ისეთი აღელვებული და გაღიზიანებული ვიყავი რომ უკან ადევნებულ მანქანაზე ყურადღება არ გამიმახვილებია. მხოლოდ იმ წამზე ვფიქრობდი როცა სასხლეტს თითს გამოვკრავდი და იმ ნაბ*ჭვარს ტვინს გავასხმ*ვინებდი. მეწილეების წასვლას დაველოდე და როცა ის ნაბ*ჭვარი ოთხაში მარტო დარჩა შიგნით შევედი. როგორც ჩანს რაღაც იეჭვა, ამიტომ სიბნელეში გაუჩინარდა. უეცრად თავზე იარაღი და მაიძულა ჩემი იარაღი გადამეგდო. როცა მიბრძანა მისკენ მივტრიალებულიყავი გაიელვა, როგორც ჩანს მიცნო. წამიერად დაიბნა ამიტომ არაღის წართმევა ვცადე. ამ დროს რამდენიმე გასროლა მოხდა ზუსტად არ მახსოვს რამდენი. იარაღი რომ წავართვი...მგონი ხელიდან გამივარდა და ამ დროს დანა გამიყარა იმ ნაბ*ჭვარმა, კიდევ აპირებდა დანის ჩარტყმას, მაგრამ ამ დროს ნიცა გამოჩნდა... ვთხოვე წასულიყო მაგრამ არ მიმატოვა, ხელში ჩემი იარაღი ეჭირა. მეგონა გამოყენება არ იცოდა მაგრამ როგორც კი ჩემსკენ წამოვიდა ის ნაბ*ჭვარი ჰაერში გაისროლა... მერე იძულებული გახდა მისთვის ესროლა. -ამის დედაც- გაოცება ვერ დამალა ირაკლიმ -როცა გააცნობიერა რა ჩაიდინა ისტერიკა დაეწყო ტიროდა მკვლელი ვარო. ვერაფრით დავაწყნარე. -ნიცამ თქვა რომ... -დავარწმუნე რომ ის ნაბ*ჭვარი ცოცხალი იყო, სინამდვილეში წარმოდგენა არ მქონდა მართლა ცოცხალი იყო თუ არა! -ნიცას კიდევ ეგონა რომ ზუსტად იცოდი- ბრაზნარევი ტონით თქვა ირაკლიმ და თავი გააქნია -იძულებული ვიყავი რომ ასე მოვქცეულიყავი! რომ არ მომეტყუებინა არ წავიდოდა! -სწორად მოიქეცი!- საუბარში ჩაერია ბუბა- მაგრამ შეგეძლო ეს ყველაფერი თავიდან აგერიდებინა! -მოკლეთ!-გაბრაზდა თორნიკე- ჩემი დაურეგისტრირებელი იარაღი ნიცას გავატანე დასამალად, ალბათ ეგ ამბავი უკვე იცით -კი ვიცით. გუშინ ყველაფერი მოგვიყვა! -მერე ჩემი იარაღი ავიღე დასაგულდაგულოდ გავწმინდე- ჩამწყდარი ხმით თქვა თორნიკემ და ზიზღით სავსე მზერა გადასხმის სისტემას მიაყინა-ზედ ნიცას თითის ანაბეჭდები რომ არ დარჩენილიყო! მერე კი იმ ნაბიჭვართან მივღოღდი, რომ დავრწმუნდი ჭრილობა სასიკვდილო არ იყო ჰაერში გავისროლე... მინდოდა მომეკლა.. მაგრამ ვერ შევძელი...ვიცოდი ნიცა არ დამიჯერებდა... იფიქრებდა რომ თვითონ მოკლა და... მე გარდაცვლილ ადამიანს მის გადასარჩენად ვესროლე... ამიტომ თავი შევიკავე და იმ ნაბ*ჭვარს სიცოცხლის უფლება მივეცი... -კარგია რომ ასე მოიქეცი! ვერასდროს დააჯერებდი ნიცას რომ ის ნაბ*ჭვარი შენ მოკალი და არა მისმა ნასროლმა ტყვიამ- აღელდა ბექა -სწორედ ამიტომ შევიკავე თავი და სიცოცხლის უფლება მივეცი იმ ნაბ*ჭვარს. მაგრამ რომ მომკვდარიყო... მთელ მჭიდს დავაცლიდი და როგორღაც ნიცას დავარწმუნებდი...რომ ეს მე გავაკეთე... რომ მე მოვკალი ის ნაბ*ჭვარო და ციხეში ჩავჯდებოდი. -ვერ დაარწმუნებდი!- მკაცრი ტონით უმისამართოდ თქვა ირაკლიმ და თორნიკეს გახედა- თავს დაიდანაშაულებდა და შენ ეს კარგად იცი! -კარგია რომ ცოცხალი გადარჩა-გაუბედავად თქვა ლუკამ-ახლა თათიას დახმარებით მარტივად მოვაგვარებთ ამ პრობლემას! თან ისე რომ ნიცა არ დაზარალდება... მაგრამ თუ შურისძიება ისევ გინდა...მაშინ ყველაფერი კარგად უნდა დავგეგმოთ! -ლუკა მართალია- დაეთანხმა ბექა -არა!- წამოენთო თორნიკე- ამ საქმეში ჩარევის უფლებას არ მოგცემთ! ეს მხოლოდ მე და იმ ნაბ*ჭვარს ვგეხება! -თორნიკე!-გამოსცრა კბილებში ირაკლიმ და როცა პალატაში ნიცა შევიდა მაშინვე გაჩუმდა -უნდა დაგელაპარაკო! -რა ხდება?- აღელდა თორნიკე -ჩვენ გავალთ- ხმადაბალი ტონით თქვა ბუბამ და ბიჭებთან ერთად ჰოლში გავიდა. -განქორწინების საბუთები მოვიტანე, მინდა რომ ხელი მოაწერო -რაა? -ვიცი ახლა ამის დრო არაა, მაგრამ რაც მოხდა მას მერე უფლება აღარ გაქვს რომ... -ნიცა! -თორნიკე! -არ მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან წახვიდეთ...- გულწრფელი ემოციით უთხრა თორნიკემ და ცივი მზერით სახეში მიაჩერდა- საშინელი შეცდომა დავუშვი ვიცი მაგრამ... -შენს გამო კინაღამ მკვლელი გავხდი! ხვდები მაინც რა შეიძლება მომხდარიყო... ის კაცი რომ მომკვდარიყო?! -ვხვდები... -ციხეში ჩამსვამდნენ... თუ ფიქრობ რომ ამ დანაშაულის საკუთარ თავზე აღების უფლებას მოგცემდი ძალიან ცდები! -ვიცი და სწორედ მაგიტომ არ მოვკალი ის ნაბ*ჭვარი როცა პულსი გავუსინჯე და დავრწმუნდი რომ ცოცხალი იყო! ვერასდროს დაგარწმუნებდი რომ მე მოვკალი და არა შენ! -ტყვია მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრით ასცდა გულს... -ნიცა -არ ვნანობ იმას რაც გავაკეთე... ასე რომ არ მოვქცეულიყავი... -მკვდარი ვიქნებოდი!-მისო გაწყვეტილი წინადადება დაასრულა თორნიკემ და სევდიანად გაუღიმა -ასეა- დაეთანხმა ნიცა და წამიერად მზერა გაუსწორა -უკან რატომ გამომყევი?! -არ ვიცი -ხომ იცოდი რომ ეს სახიფათო იყო?! -ვიცოდი! მაგრამ...-ჩამწყდარი ხმით უთხრა ნიცა და გაჩუმდა -განქორწინება დაივიწყე! იქამდე მაინც სანამ ყველაფერი არ დალაგდება! -დავიღალე! მომბეზრდა გესმის? უკვე 2 წელი გავიდა... მაგრამ შენს ცხოვრებაში არაფერი იცვლება! მუდმივად პრობლემები გაქვს! აღარ შემიძლია ასე ცხოვრება! -შენი მესმის-ჩამწყდარი ხმოთ ითხრა თორნიკემ და ნელა მიაუხლოვდა- მართლა მესმის მაგრამ, სანამ საფრთხე არსებობს... -ყველაზე დიდი საფრთხე შენ ხარ ჩვენთვის!- სლუკუნით უთხრა ნიცამ და ოდნავ უკან დაიხია- ასე რომ ჩემთვის სულ ერთია თანახმა ხარ თუ არა! დღესვე წავალ სასამართლოში და განქორწინებაზე განცხადებას შევიტან -შეგიძლია რომ დამშვიდდე? ძალიან აღელვებული ხარ! -არ შემიძლია! -ნიცა! -..... -იკას ვთხოვ რომ სახლში წაგიყვანოს -არ მინდა -დაისვენე! რომ დამშვიდდები მერე მოდი და ვილაპარაკოთ- მბრძანებლური ტონით უთხრა თორნიკემ და კარი გააღო -წასვლის უფლებას რატომ არ მაძლევ? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყალბი ქორწინება?- ტირილის ნოტემ შეპარული ხმით ჯკითხა ნიცამ და როცა თორნიკემ კარი გამეტებით მოაჯახუნა მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა -რაზე მიმანიშნებ? -არაფერზე-შეშინებული ხმით უთხრა ნიცამ როცა თავზე წამოადგა თორნიკე და განრისხებული მზერით თვალებში ჩააცქერდა- უბრალოდ გთხოვ რომ გაგვიშვა -არ შემიძლია! -რატომ? -იმიტომ რომ არ მინდა!- დაუფიქრებლად უთხრა თორნიკე და კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა -საშინელი ადამიანი ხარ!-ზიზღით უთხრა ნიცამ და პალატიდან ატირებული გავიდა. ......... თორნიკეს წინააღმდეგობის მიიხედავად თათია მისი ადვოკატი გახდა და სასამართლო პროცესი ერთი მოსმენით დასრულდა. -მეგონა ეს საქმე უსასრულოდ გაიწელებოდა- აღელვებული ხმით თქვა ბექამ როცა რესტორანში შეიკრიბნენ აღსანიშნავად -მეც ასე მეგონა-დაეთანხმა ლუკა და თათიას გახედა რომელიც მთელი ეს დრო დაძაბული იჯდა მაგიდასთან -კარგია პრეტენზიები რომ არ ჰქონდა იმ ნაბ*იჭვარს და საქმე არ გაგვირთულა -უნდა წავიდე-მოულოდნელად ფეხზე წამოდგა თათია და გასასვლელი კარისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა. -საით?-უეცრად წინ აესვეტა თორნიკე და მომღიმარი მზერით სახეში ჩააცქერდა -გგონია არ ვიცი რის გაკეთებას აპირებ?- ნაწყენი ტონით უთხრა თათიამ და გვერდი აუარა. -რას გულისხმობ?- ვერ მიუხვდა სათქმელს თორნიკე და მასთან ერთად ქუჩაში გავიდა -იმ კაცის მოკვლა გინდა და იმიტომ არ უჩივლე! თორემ შეგვეძლო მინიმუმ 12 წლით ციხეში გაგვეშვა! ნიცას მასროლი ტყვია ისეთ ადგილზე მოხვდა, რომ გამორიცხული იყო დანა შენთვის მერე დაერტყა! ყველაფერი ჩვენს ხელში იყო... მაგრამ... შენ არ მოისურვე მისი ციხეში ჩასმა... ვიცი რატომ გინდა რომ თავისუფალი იყოს -რატო?-აგდებული ტონით ჰკითხა თორნიკემ და ცინიკურად გაუღიმა -იცი რატომაც... -ის ნაბ*ჭვარი სიკვდილს იმსახირებს... მან ჩემი ძმა მოკლა -რა შეიცვლება იმით თუ იმ კაცს მოკლავ? სამყარო უკეთესი გახდება? თუ უჩივლებ, მარტივად შევძლებ დავამტკიცო რომ თავს გამიზნულად დაგესხა! -მერე ნიცა? მასზე რომ რამე თქვას იმ ნაბ*ჭვარმა? -ვერაფრით დაამტკიცებს ნიცას იქ ყოფნას! თან იარაღზე ხომ მხოლოდ შენი თითის ანაბეჭდებია? -თათია -მოსამართლეს ვეტყვით რომ შენს მოკვლას აპირებდა დანით და ამიტომ ესროლე -ნუ ცდილობ აზრი შემაცვლევინო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.