მარტო' სული 21 თავი
რომელიც თავსხმა წვიმაში ურეაქციოდ იდგა და თვალის მოუშორებლად უყირებდა საუკეთესო მეგობრის უგრძნობ სხეულს. დაკრძალვის დროს თათია ცუდად გახდა ამიტომ ლუკამ და ბექამ სახლში წაიყვანეს. ირაკლი კი ბუბამ გაარიდა იქაურობას რადგან შეუძლოდ გახდა. მხოლოდ თორნიკე იდგა ურყევად და ბავშვების მეგობარს მიწას გულზე გაუჩერებლად აყრიდა. მისმა სიმშვიდემ, მისმა ურეაქციობამ, მისმა გულგრილობამ ისე შეაშინა ნიცა, რომ მასთან მისვლა და მისამძიმრება კი არა მიახლოებაც ვერ გაბედა. დაკრძალვის შემდეგ, ნიცამ სახლში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ვერ შეძლო. ძალა არ ეყო. იქვე შორი-ახლოს დადგა და ზიზღით დაუწყო ყურება ზურას და ზაზას, რომლებმაც ყალბი მოწიწიწებით დაიწყეს სტუმრების გაცილება გასასვლელი კარისკენ. ,,ღმერთო, როგორი ამაზრზენია ორივე" გაიფიქრა შიშისგან თუ სიცივისგან მთელი სხეულით აკანკალებულმა გოგონა და მარტოდ დარჩენილ თორნიკეს გახედა, რომელიც მოულოდნელად ანდრიას საფლავთან მუხლებზე დაემხო და ტკივილისგან გაწამებული ბოლო ხმაზე აღრიალდა. თორნიკეს ამ დგომარეობაში ნახვამ, ნიცას გრძნობები იმდენად გაამძაფრა, რომ მასთან მიახლოება და მისამძიმრება გააბედინა, მაგრამ როგორც კი ამოილუღლუღა ,,ვწუხვარ" მაშინვე ხმა ჩაუწყდა და გასასვლელი კარისკენ ატირებული გაიქცა, მაგრამ ვიღაცის ძლიერმა ხელმა შეაჩერა. -შენ აქ რას აკეთებ?!- აგრესიული ტონით ჰკითხა თორნიკემ და თავისკენ უხეშად შეატრიალა -მე... უნდა წავიდე-ძლივს გასაგონად უმისამართოდ დაიჩურჩულა დაბნეულმა გოგონამ და მისი ხელიდან გასხლტომა სცადა -კითხვაზე მუპასუხე! -ვალდებული არ ვარ რამე აგიხსნა! -აქ ყოფნის უფლება არ გაქვს! -მააქვს!-მკაცრი ტონით უთხრა შიშოსგან თუ სიცივოსგან მთელი სხეულით აკანკალებულმა გოგონამ და სევდით სავსეზერით თვალებში მიაჩერდა- საყვარელი ადამიანი მხოლოდ შენ არ დაგიკარგავს! -გაჩუმდი! -ვიცი რომ გული ძალიან გტკივა...მაგრამ...ეს უფლებას არ გაძლევს რომ ასე მომექცე -წადი აქედან!- გამოსცრა კბილებში გაავებულმა ბიჭმა და ხელი უხეშად გაუშვა -თორნიკე -წადი!- ბოლო ხმაზე უღრიალა გაგიჟებულმა ბიჭმა და გასასვლელი კარისკენ მიუთითა -მეც მტკივა...ანდრია ჩემთვისაც... -შენთვისაც რააა? -ჩემთვისაც მნიშვნელოვანი ადამიანი იყო -მნიშვნელოვანი?!- ბოროტულად გაეღიმა თორნიკეს- იქ-მოულოდნელად ანდრიას საფლავისკენ გაიშვირა ხელი- დღეს იქ მხოლოდ ჩემს საუკეთესო მეგობარი კი ჩემი თავიც დავმარხე -ვიცი... ვიცი შენთვის რამდენად მნიშვმელოვანი ადამიანი იყო ანდრია.... -არ იცი! შენ ჩვენზე არაფერი იცი, საერთოდ არაფერი -ვიცი! მაგრამ, ეს უფლებას არ გაძლევს რომ... -რომ რაა? რომ აქ მოსვლა აგიკრძალო?- უინტერესოდ ჰკითხა თორნიკემ და უემოციო მზერით სახეში მიაჩერდა -მე და ანდრიას... -წამოენთო ნიცა -ვიცი! განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ- ამ დროს სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა გაღიზიანებულ ბიჭს და ძლივს შეიკავა თავი რომ არ გაგიჟებულიყო -მე...-უეცრად ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა დაბნეულ გოგონას ამიტომ ხმის ამოღება ვეღარ შეძლო. -შენ... -რაღაცის თქმა დააპირა თორნიკემ მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა და ზურგი აქცია აღელვებული გოგონას. სახლში დაბრუნების შემდეგ ოთახში გამოიკეტა ნიცა და მთელი დღე ტირილში დააღამა. მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე როცა ირაკლიმ დაურეკა და უთხრა რომ თორნიკე დაიკარგა -რას ნიშნავს დაიკარგა-გაოცდა ნიცა და აღელვებული ფეხზე წამოდგა-როდის დაიკარგა -სასაფლაოდან, ძალდატანებოთ წავიყვანეთ მე და ბუბამ რესტორანში... და... -რესტორანში? -ჰო ზურამ გააკეთა.. სუფრა ...ქელეხის... -გასაგებია -შემთხვევით ხომ არ შეგხმიამებია? -არა -ან ხომ არ იცი სად შეიძლება იყოს? -წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მოვძებნი -არ ღირს... ჩვენი ბიჭები...ისედაც ყველა მას ეძებს -კარგი-მოიღუშა ნიცა და გაუთიშა მაგრამ გულმა არ მოუთმინდა და შუაღამისას ფეხაკრეფით გაიპარა სახლიდან. -ვიცოდი რომ აქ იქნებოდი-შვებით ამოისუნთქა ნიცამ როცა ანდრიას ბებია-ბაბუის სახლის კარი შეაღო სიბნელეში და დივანზე მჯდომი თორნიკე დაინახა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.