შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო'სული 20 თავი


26-02-2025, 11:32
ავტორი ნეაკო
ნანახია 649

-ზაზა
-მიპასუხე!
-მოვკლავ!
-მხოლოდ იმის გამო უნდა მოკლა რომ ვახოს გაუჩინარების ღამეს 112 -ში დარეკა?- დაინტერესდა ზაზა
-მხოლოდ მაგიტომ არა!
-ჯერ დაზუსტებით არაფერი ვიცით, ისიც კი არ ვიცით ანდრია მართლა ვახოს ახლობლებმა მოკლეს თუ არა და შენ...
-მათ მოკლეს... დარწმუნებული ვარ!
-თუ მათი ბრალეულობა არ დადასტურდება მაგ შემთხვევაში რა მოხდება?
-გაინტერესებს ნიცას თავს დავანებებ ღუ არა?
-ჰო სწორედ ეგ მაინტერესებს-მოიღუშა ზაზა
-რატომ?
-უბრალოდ არ მინდა რომ კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე შეეწიროს ამ ამბავს
-მხოლოდ ამიტომ?!-ეჭვნეულად ჰკითხა ზურამ
-მხოლოდ ამიტომ!-დარწმუნებით უთხრა ზაზამ და ამღვრეული თვალები სახეში მიანათა.
-იმედია ასეა-მკაცრი ტონით უთხრა ზურამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- როგორც კი დავრწმუნდები რომ ანდრიას მკვლელობა, ვახოს ახლობლებმა შეუკვეთეს იმ კახპას მაშინვე მოვკლავ
-თორნიკეს რა უპირებ?!- დაიძაბა ზაზა
-მაგ ნაბ*ჭვას მოგვიანებით მოვთხოვ პასუხს იმ ყველაფრისთვის რაც გააკეთა
-თორნიკეს მე მივხედავ
-ამ საქმეში ჩარევა არ გაბედო!- წამოენთო ზურა-გესმის რას გეუბნები?!
-მამა
-ზაზა!
-მესმის-მოიღუშ აგაღიზიანებული ბიჭი და ზიზღით გახედა თორნიკეს რომელიც აივნაზე იდგა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა.

იმის მიუხედავად რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობდა თორნიკე ფეხი არ მოუცვლია ექსპერტიზის ბიუროდან.
-აქ არუნდა მოსულიყავი- ჩამწყდარი ხმით უთხრა ბუბამ როცა ექპერტიზა დასრულდა და ანდრიას სახლში გადასვენების უფლება მისცეს ზურას.
-ამას რატომ მეუბნები?!- ეწყინა თორნიკეს
-ცუდად გამოიყურები... ჯობია საავადმყოფოში დაბრუნდე! ყველაფერს ჩვენ მივხედავთ
-კარგად ვარ-მძიმედ თქვა თორნიკემ და დივანზე უღონოდ ჩამოჯდა
-არ ხარ!
-ვერ წავალ... აქ მარტოს ვერ დავტოვებ- კიდევ რაღაცის თქმა აპირებდა თორნიკე მაგრმა ბურთი ყელში გაეჩხირა და გაჩუმდა
-თორნიკე მომისმინე...
-წასვლას ნუ მთხოვ!
-სახეზე ფერი არ გადევს-აღელდა ბუბა
-მის გვერდით უნდა ვიყო!-ჩამწყდარი ხმით უმისამართოდ თქვა თორნიკემ და თათიას გახედა რომელიც თვალის მოუშორებლად უყურებდა მას.
-კარგი როგორც გინდა- თანაგრძნობით უთხრა ბუბამ და მოწყენილი სახით მის გვერდოთ ჩამოჯდა.
-ირაკლი როგორაა ელაპარაკე?-კარგა ხნის სიჩუმის მერე უემოციო ტონით ჰკითხა თორნიკემ და მისკენ მიიხედა
-კარგადაა
-გამოწერეს საავადმყოფოდან?
-ჯერ არა! აქ მოსვლა უნდოდა მაგრამ უფლება არ მივეცი
-სწორად მოიქეცი
-საშინლად განიცდის შენს ამბავს
-ტვინში სისხლი მექცევა მომხდარს რომ ვიხსენებ
-რაც მთავარია ორივე კარგად ხართ
-ჩემს გამო კინაღამ მოკვდა-ხმასთან ერთად მთელი სხეული დაეძაბა თორნიკეს
-რის გაკეთებას აპირებდი?!- უეცრად მისკენ მიიხედა ბუბამ და სევდით სავსე მზერით თვალებში ჩააცქერდა
-არ ვიცი- გულწრფელი ემოციით უთხრა თორნიკემ და თავი დახარა
-ირაკლის რომ არ შეეჩერებინე...ხვდები მაინც რა შეიძლება მომხდარიყო?
-ვხვდები
-იმედია მასეთ სისულელეს აღარ გააკეთებ!
-კარგად ვიქნები!
-თორნიკე?!- დაიბნა ბუბას
-კარგად უნდა ვიყო!- ზიზღით თქვა თორნიკემ და კარგა ხნის სიჩუმის მერე ნერვიულად დამაატა-ვალდებული ვარ!
-შურისძიება გინდა... ვიცი-აღელდა ბუბა და კარგა ხნის სიჩუმის მერე მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა- რაც არუნდა გააკეთო შენს გვერდით ვიქნები! მაგრამ შეცდომა არუნდა დაუშვა!
-არ დავუშვებ!
-შენი აზრით ეს ვინ გააკეთა? ვახოს ოჯახმა?
-აზრზე არ ვარ...მაგრამ გავიგებ!
-მისმინე, ვიცი ახლა ამას არ უნდა გეუბნებოდე... მაგრაც ცოტა ხნით ზაზასგან და ზურასგან თავი შორს დაიჭირე
-ვიცი! ყველაფერში მე მადანაშაულებენ...
-არა მხოლოდ შენ!
-კიდევ ვის?
-ნიცას!
-ნიცას? -სახეზე აშკარა გაოცება გამოესახა თორნიკეს- რაში ადანაშაულებენ?
-იციან ვახოს გაუჩინარების ღამეს 112-ში რომ დარეკა
-საიდან გაიგეს?
-შენი აზრით?
-ამის დედაც
-თორნიკე ვიცი ახლა ამის დრო არააა, მაგრამ ვფიქრობ რომ ნიცას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება
-იმის გამო რომ იმ ღამეს 112-ში დარეკა?
-ზედმეტად ბევრი დამთხვევააა-მოიღუშა ბუბა და კითხვა ჩამდგარი თვალებით სახეში მიაჩერდა გაღიზიანებულ ბიჭს- არ მეთანხმები?- თორნიკემ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა დ აკარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა
-ანდრიას მკვლელობის საქმეს ვინ იძიებს?
-შენი აზრით?
-ის ნაბ*ჭვარი ავალიანი-გამოსცრა კბილებში თორნიკემ
-რა თქმა უნდა ის... ზურას დასაკარგი აღარაფერი აქვს! ასე რომ გაითვალისწინე-ცოტა ხნით გაჩუმდა ბუბა და სწორად სათქმელი სიტყვების ძებნა დაოწყო- ახლა ვახოს მკვლელობოს საქმის გახსნა მის ინტერესებშიც შედის!
-ასეა
-მაგრამ ვახოს ოჯახის ინტერესებში რამდენად შედის ეგ უკვე არ ვიცი...
-მათ რომ სიმართლე სცოდნოდათ, ცოცხალს არ დამტოვებდნენ
-ჩვენ არ ვიცით მათ რამდენად ბევრი იციან ვახოს მკვლელობასთან დაკავშირებით! არც ის ვიცით ზურამ რამდენად ბევრი იცის! ასე რომ, ფრთხილად უნდა იყო!
-ფრთხილად ვიქნები
-თორნიკე!-გაბრაზდა ბუბა მის გულგრილობაზე
-გპირდები!- დარწმუნებით უთხრა თორნიკემ და საიგარეტის მერამდენეღაცა ღერს ნერვიულად მოუკიდა.

ზურას გადაწყვეტილებით ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ანდრია მისსავე ბინაში გადაასვენეს. სწორედ იმ სახლში სადაც მან მთელი ბავშვობა მის მოლოდინში გაატარა.
იმის მიუხედავად, რომ ავარიის შემდეგ, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა თორნიკე გვერდიდან მაინც არ შორდებოდა მეგობრის უგრძნობ სხეულს. მთელი დღეები ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და თვალის მოუშორებლად უყურებდა ანდრიას გაყინულ სახეს, რომელიც მუდამ მომღიმარი და ამავე დროს სევდიანი იყო ხოლმე.
-არ ვიცი ხვალინდელ დღეს როგორ გადაიტანს -ჩამწყდარო ხმით უმისამართოდ თქვა თათიამ, როცა აივანზე, სიგარეტოს მოსაწევად გავიდა თორნიკე და ოთახში მხოლოდ ახლო მეგობრები დარჩნენ
-ვერ გადაიტანს- დარწმუნებით თქვა ირაკლიმ და უემოციო მზერა ანდრიას სურათას მიაყინა
-დაკრძალვის შემდეგ ყურადღებით იყავით, შეიძლება ისევ რამე სისულელე გააკეთოს-მკაცრი ტონით თქვა ბუბამ და თორნიკეს გახედა რომელიც უაზრო მზერით უყურებდა აზეზუნებულ მაცივარს დაორთქლილი ფანჯრის მინიდან
-არ გააკეთებს! სანამ შურს არ იძიებს- სლუკუნით თქვა თათიამ და ყვავილების გადაწყობა დაიწყო
-მეც ასე ვფიქრობ- დაეთანხმა ბექა
-ახლა მთავარი იმის გარკვევაა ვინ დგას ანდრიას შეკვეთილი მკვლელობის უკან, ვახოს ოჯახი თუ ვინმე სხვა, რომ თორნიკეს დაცვა შევძლოთ
-ვახოს ოჯახს სიმართლე რომ გაეგო... მხოლოდ ანდრიას სიკვდილს არ დასჯერდებოდნენ- ივარაუდა ბექამ
-ფიქრობ რომ ეს პირადი შურისძიებაა?-საუბარში ჩაერია ლუკა
-არა, ანდრიას სხვა მტრები არ ჰყავდა!-გადაჭრით თქვა ბექამ- შეიძლება ეს ზურაზე შურის საძიებლად გააკეთეს
-არა, ანდრიას სხვა მტრები არ ჰყავდა!-გადაჭრით თქვა ბექამ- შეიძლება ეს ზურაზე შურის საძიებლად გააკეთეს
-ამაზე არასდროს მიფიქრია-მოიღუშა ბუბა
-ყველას გავლენიან ბიზნესმენს და პოლიტიკოს ეზიზღება ზურა, მაგ ლოგიკით დამკვეთი შეიძლება ნებისმიერი იყოს?!- აღელდა თათია
-რა ლოგიკით? რა დამკვეთი? რაზე ლაპარაკობთ?- ოთახში უეცრად ზურა შევიდა უგონოდ მთვრალ ზაზასთან ერთად
-ისე...უბრალოდ...ვსაუბრობდით-დაიბნა თათია
-რამე იცით ანდრიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით და მიმალავთ?- ხმა გაიმკაცრა ზურამ
-არა საიდან მოიტანეთ?-შეიცხადა ბექამ
-ის გამო*ლევ*ბული სადაა წავიდა?-კარგა ხნის სიჩუმის მერე უმისამართოდ იკითხა ზაზამ და მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან ჩაწითლებული თვალები მოავლო ყვავილებისგან ავსებულ ოთახს
-რას ბოდავ-წამოენთო ირაკლი და აღელვებული ფეხზე წამოდგა
-მშვიდად-თვალები დაუბრიალა ზურამ და წინ გადაუდგა. ამ დროს თავზე წამოადგა ბუბა და მკაცრი ტონით უთხრა
-სანამ დროა შენი გამო*ლევ*ბული შვილი აქედა წაიყვანე! თორემ ჩვენს საქციელზე პასუხს არ ვაგებთ!- და თორნიკეს გახედა რომელმაც ახლად გაკიდებული სიგარეტის ღერი საფერფლეში ნერვიულად ჩააჭყლიტა
-სიტყვებს დაუკვირდი- წამოენთო ზურა
-ყველა დამშვიდდოთ, ახლა ამის დროა არაა-შეეხვეწა თათია და ცრემლიანი თვალებით იმ წამს ოთახში შესულ თორნიკეს გახედა, რომელმაც უმისამართოდ იკითხა
-რა ხდება? პრობლემაა რამე?
-პრობლემა შენ ხარ შე ს*რო-დაუღრინა ზაზამ და მისკენ გაიწია
-შე ნაბ*ჭვარო- ბოლო ხმაზე უღრიალა ირაკლიმ და სწორედ მაშინ როცა მისთვის მუშტი უნდა დაერტყა სახეში თორნიკემ შეაჩერა
-არ ღირს!
-გამიშვი-ვერ წყნარდებოდა ირაკლი
-ახლა მაგის დრო არაა-თვალები დაუბრიალა თორნიკემ და ბუბას გახედა რომელიც ზედმეტად მიუახლოვდა ზურას და მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა
-შენი გამოს* შვილი აქედან წაიყვანე თორემ ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ
-ეს ჩემი შვილის სახლია ჯობია თქვენ წახვიდეთ აქედან!- დაუღრინა ზურამ და კარისკენ მიუთითა
-შვილი?! შენი შვილის?!-ავარდა ირაკლი- რა უფლებით ეძახი შვილს? მისთვის მამობა არასდროს გაგიწევია! მას შემდეგ რაც დედა და და მიწას მიაბარა სულ მარტო დარჩა! მისი ოჯახი ჩვენ ვიყავით! ეს 6 ადამიანი!!!
-ოჯახი- ზიზღით თქვა ზაზამ და მოზუზუნე მაცივარს გახედა- მისთვის მართლა ძმობა რომ გაგეწიათ ახლა იქ არ იწვებოდა!!!
-გეყოფათ- გაბრაზდა ზურა და უემოციო მზერა მოავლო ყვავილებით ავსებულ ოთახს
-ბატონო ზურა, გთხოვთ ზაზა აქედან წაიყვანეთ-შეეხვეწა თათია- სიტუაციას უარესად ნუ გაართულებთ...- თავიდან წასვლის წინააღმდეგი იყო ზურა მაგრამ მალევე მიხვდა რომ მისი და ზაზა იქ ყოფნა სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა ამიტომ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
-რატომ არ მომეცი უფლება რომ იმ ნაბ***ვის სიფათი დამენგრია?-უკმაყოფილო ტონით კითხა ირაკლიმ თორნიკეს როცა ზურას და ზაზა წავიდნენ.
-ნუ ღელავ, თითოეული სიტყვისთვის პასუხს მოვთხოვ იმ ნაბ***ვარს, მაგრამ ახლა არა!- ჩამწყდარი ხმით უთხრა თორნიკემ და ცრემლიანი თვალებით მაცივარს გახედა, რომელიც ზუზუნის დროს კიდევ უფრო საზარლად გამოიყურებოდა
-შენ რომ არ შეგეჩერებინე...
-ირაკლი მორჩი- სლუკუნით უთხრა თათიამ და მაცივრის გარშემო დაწყობილი ყვავილების გადანაწილება დაიწყო
-დაგეხმარო?- ცივად ჰკითხა ლუკამ და მძიმე ვენოკები შემოსასვლელში გაიტანა რადგან ოთახში სამოძრაო ადგილი აღარ იყო.
-ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ანდრია აღარააა-დანანებით თქვა ბექამ და ცრემლიანი თვალებით მაცივარს გახედა- ასე მგონია რომ სიზმარში ვარ და მალე გავიღვიძებ
-მეც ზუსტად იგივე განცდა მაქვს- სლუკუნით უთხრა თათიამ და დივანზე უღონოდ ჩამოჯდა
-ხვალ ძალიან მძიმე დღე გველოდება, ამიტომ ჯობია ცოტა ხნით სახლში წახვიდეთ და დაისვენოთ-მკაცრი ტონით, უმისამართოდ თქვა ბუბამ და მოულოდნელად ოთახში შუქი ჩააქრო.
-ხო მაგრამ-მოიღუშა ირაკლი
-მე და თორნიკე დავრჩებით აქ
-მეც მინდა დარჩენა
-ჯობია წავიდეთ-მხარზე ხელი მეგობრულად დაარტყა ბექამ და სახლიდან ძალდატანებით გაიყვანა.
-ამაღამ ჩემთან დარაჩი-მორიდებით უთხრა ლუკამ თათიას როცა მანქანაში ჩასხდნენ
-უკაცრავად?-წამოენთო თათია
-მარტო ყოფნა გაგიჭირდება და ამას ამიტომ გეუბნები- უახსნა დაბნეულმა ლუკამ- სახლში მხოლოდ ნიტაა და კითხვებით არ შეგაწუხებს ხო იცი... მე კიდე ბექასთან დავრჩები
-საჭირო არაა
-ხო მაგრამ
-სახლში მიმიყვანე!-მბრძანებლური ტონით უთხრა თათიამ და სარკიდან მომზირალ ბიჭს მკვლელი მზერით გახედა.
-სიგარეტი გამითავდა ჩავალ ვიყიდი...რამე ხომ არ გინდა წამოგიღო- ინტერესით ჰკითხა ბუბამ თორნიკეს როცა მარტოები დარჩნენ
-არა არაფერი
-კარგი მაშინ მე წავალ-სევდიანად გაუღიმა ბუბამ მეგობარს და გასასვლელი კარისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა
-ბუბა- გასძახა თორნიკემ და როცა მისკენ მიტრიალდა დაბნეული ბიჭი ჩამწყდარი ხმით უთხრა- მადლობა!- ბუბას წასვლის შემდეგ თორნიკემ მოზუზნე მაცივარი დროებით გამორთო და გახსნა. დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგა ერთ ადგილზე მიყინულივით და თვალის მოუშორებლად უყურებდა ანდრიას ფერშეცვლილ უგრძნობ სხეულს. უნდოდა შეხებოდა, მაგრამ ვერ ბედავდა, რადგან ზუსტად იცოდა ძალა არ ეყოფოდა მისი სხეულიდან წამოსული სიცივესთან გასამკლავებლად. უეცრად ანდრიას დაწყობილი, მშვიდი, თითქოს მოცინარი სახე გაიდღაბნა. წამიერად დაიბნა თორნიკე, ვერ მიხვდა რა ხდებოდა. მხოლოდ მაშინ გააცნობიერა რომ ტიროდა როცა ანდრიას სახის დანახვა საერთოდ ვეღარ შეძლო.
-ვიპოვი! ყველას ვიპოვი და ჩემი ჩემი ხელით მოვკლავ გპირდები!- ჩამწუდარი ხმით უთხრა და გაუბედავად შეახო აკანკალებული ხელი მის გაყინულ სახეზე-გესმის რა გეუბნები? ყველას ვიპოვი ვინც ამ საქმეშია გარეული და საკუთარი ხელით მოვკლავ. შენს ბოლო სურვილსაც შევასრულებ და მათ... ორივეს...სიცოცლის ფასად დავიცავ...ძალიან რთული იქნება ჩემთვის... მაგრამ ამას შენს გამო გავაკეთებ!!! - ნაწყვე-ნაწყვეტ უთხრა და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან. ამ დროს თავი ძალიან ცუდად იგრძნო თორნიკემ ამიტომ მაცივარზე ზურგით მიყრდნობილი იატაკისკენ უღონოდ ჩაცურდა
-ეს არუნდა მომხდარიყო! ეს არუნდა მომხდარიყო-იმეორებდა დაუსრულებლად და რაც მეტას ფიქრობდა მომხდარზე მით მეტად ერეოდა თავგზა. წამიერად ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მოაწვა ამიტომ ბოლო ხმაზე აღრიალდა. კარგა ხანს კართან მდგომი ბუბა თავს იკავებდა სახლში შესვლისგან, რადგან არ უნდოდა ხელი შეეშალა თორნიკეთვის ემოცოების გამოხატვაში, მაგრამ როგორც კი მის დაძაბულ სმენას თორნიკეს ღრიალაის ხმა მიწვდა მაშინვე შევიდა და სასოწარკვეთილი მეგობარი ფეხზე წამოაყენა.
-ვიცი შენთვის რა რთულია! მაგრამ ძლიერი უნდა იყო- ჩამწყდარი ხმით უთხრა ბუბამ და მხარზე ხელი მეგობრულად დაარტყა
-არ შემიძლია...
-შეგიძლია! ვალდებული ხარ!
-ნეტავ მე მოვეკალი იმ ნაბ*****ბს
-რაც მოხდა იმას ვერ შევცვლით... ამიტომ... თავს უნდა მოერიო და მისი მკვლელევი ვიპოვოთ...

დაკრძალვის დღეს გაბედა ნიცამ და სასფლაოზე სრულიად მარტო მივიდა. მისმა დანახვამ ზურა გააცოფა, მაგრამ მის გარშემო იმდენი ინტრიგანი, იმდენი ცნობისმოყვარე, იმდენი სერის მაყურებელი, ადამიანი ირეოდა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ხმის ამოღება ვერ გაბედა. ზაზასაც აუკრძალა ამ ფაქტზე რეაგირება, რადგან არ უნდოდა ჟურნალისტების და პოლიციელების ყურადღება ნიცასკენ ყოფილიყო მიპყრობილი. გაუბედავად მიუახლოვდა ნიცა-თათიას, ბექას, ლუკას, ირაკლის და მიუსამძიმრა.
-შენს აქ ნახვას არ ველოდი- ცივად უთხრა ირაკლიმ და უემოციო მზერით თვალებში ჩააცქერდა
-სახლში მოსვლა ვერ გავბედე
-როტომ? ვინმემ აგიკრძალა?
-ხომ იცი...მე და თორნიკეს ცუდი ურთიერთობა გვაქვს
-მერე რა?!
-რა გინდა? თავი დაანებე!- გაუბრაზდა თათია სახე მონგრეულ ბიჭს და თვალებაწლიანებულ გოგონას ხელი ჩაკიდა- თორნიკეს არ მიუსამძიმრებ?-ინტერესით ჰკითხა და უცნაური მზერით თვალებში ჩააცქერდა
-ვფიქრობ არ ღირს
-ხომ იცი მას და ადნრიას გაანსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ...
-ვიცი მაგრამ...არამგონია თორნიკეს ჩემი ნახვა უნდოდეს...მითუმეტეს იმ ყველაფერის მერე რაც ერთად გადავიტანეთ... თან აქ თორნიკეს გამო არ მოვსულვარ...
-კარგი როგორც გინდა-სლუკუნით უთხრა თათიამ და ცრემლები შეიმშრალა.
-თორნიკე ალბათ განადგურებულია
-აბა რა იქნება ბავშვობის მეგობარი თვალწინ მოუკლეს... ახლა კი მისთვის საფლავს თხრის, სამუდამოდ მიწას რომ მიაბაროს- ჩამწყდარი ხმით უთხრა თათიამ და თორნიკეს გახედა რომელიც თავსხმა წვიმაში იდგა



№1 სტუმარი სტუმარი სოფი

როგორი მძიმე თავია და საწყალი თორნიკე, როგორ განიცდის :((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent