შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლაქებიანი დეტექტივი (ნაწილი 1 სრულად)


13-08-2025, 03:34
ავტორი Talise A
ნანახია 3 276

ლაქებიანი დეტექტივი



თავი 1.
,,მგონი, პარტნიორი...?“




- მაიკლ უილიამსი, 36 წლის, კაფე ქორნერის მეპატრონე. მიღებული აქვს საშუალო განათლება. ბრალად ედება მეორე ხარისხის სექსუალური ძალადობა, რომელიც ითვალისწინებს 2-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას. - ვზივარ ჩემს კაბინეტში და ვკითხულობ - ცოლი და ორი მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს. გოგონა, რომელიც 3 დღის წინ მის კაფეში იმყოფებოდა, საჩივარი შეიტანა სექსუალური შევიწროვების მცდელობის თაობაზე მისტერ უილიამსის წინააღმდეგ. - საათს მივხედე, 10 საათი ხდებოდა. ტელეფონი შევამოწმე, შეტყობინება მიასგან:
- ,,ბარში დაგელოდები, 30 წუთში აქ იყავი." - შეტყობინება 10 წუთის წინ იყო გამოგზავნილი. სათვალე მოვიხსენი, ჩანთა ავიღე და კარისკენ წავედი.
- ,,მიდიხართ მის ჰანნა?" - მარჯვნიდან მომესმა ჩარლზის ხმა.
- ,,ჰო" - უდიერად ვუპასუხე, რადგან წაკითხულმა განწყობა გამიფუჭა, მაგრამ იმედი მქონდა, მიას კარგი ამბავი ექნებოდა და განწყობას გამომისწორებდა.
- ,,კარგი, ნახვამდის. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ." - მითხრა ისევ. მე მხოლოდ ოდნავ გავუღიმე სწრაფი, ხანმოკლე ღიმილით დამშვიდობების ნიშნად და სწრაფად გავუყევი გრძელ დერეფანს. ლიფტით პარკინგზე ჩავედი. ლიფტიდან გამოსვლისთანავე ჩანთიდან გასაღები ამოვიღე, მანქანაში ჩავჯექი და მიასთან შესახვედრად წავედი The Nines-ში, Bond street-ისა და Great Jones Street-ებს შორის მდებარე ბარში. ქურთუკი გავიხადე და მიას ძებნა დავიწყე. ჩემი შავი, ტანზე მომდგარი კაბა და შავი წითელძირიანი ქუსლიანი ფეხსაცმელის იდეალურად შეეფერებოდა იმ წითელ გარემოს, რომელიც ბარში სუფევდა, თუმცა წითელი კედლები ოდნავ თავს მატკიებდა. მუსიკა წყნარი იყო, გარემოს შესაბამისი. რამდენიმეწამიანი ძებნის შემდეგ მია დავინახე, რომელიც ხელს მიქნევდა კუთხეში მდგარი სავარძლიდან. მის გვერდით მაიკი იჯდა, მიას შეყვარებული. ისინი უკვე სამ წელზე მეტია ხვდებიან ერთმანეთს.
- ,,კარგია, დროულად მოხვედი." - მითხრა მიამ და ჩამეხუტა.
- ,,ყოველ შემთხვევაში ძალიან არ დამიგვიანია." - ვუპასუხე მიას. - ,,ჩემთვის რამე შეუკვეთეთ?" - ვკითხე და მაიკსკენ მივბრუნდი, რომ ჩავხუტებოდი.
- ,,მოჰიტო პიტნით, ლაიმით და ბევრი ალკოჰოლით." - თვალი ჩამიკრა მიამ.
- ,,ძალიან კარგი, აბა, მგონი რაღაცის თქმას აპირებდი..." - ჩემი მზერა მიას სახეს მოსცილდა და მის მარცხენა ხელზე გაჩერდა, რომლის დამალვასაც მაიკზე ხელის ჩაჭიდებით ცდილობდა. - ,,რა?.. სერიოზულად??" - მიას ისევ სახეზე შევხედე და მის თვალებში ღრმად ჩაფლული ბედნიერება დავინახე, ბავშვივით გახარებული იყო. თავს გამალებით მიქნევდა ზემოთ-ქვემოთ. შემდეგ მაიკს შევხედე, იგი მიას სიყვარულით უყურებდა და აშკარა კმაყოფილებას ვერ მალავდა.
- ,,გილოცავთ საყვარელო.." - ვუთხარი და ორივეს ერთდროულად გადავეხვიე. - ,,უზომოდ ბედნიერი ვარ თქვენს გამო, ძალიან მიყვარხართ ორივე!" - ამ დროს ჩვენი სასმელებიც მოიტანეს. ცოტა ხანში მაიკმა თქვა:
- ,,ქალბატონებო, თქვენი ნებართვით მე ორი წუთით გარეთ გავალ."
- ,,მაიკ, როდესაც დავქორწინდებით მოწევას თავს დაანებებ, ეს ხომ გესმის, არა?" - მიამ ეშმაკური ღიმილით გახედა.
- ,,ხომ იცი, ვცდილობ.." - თქვა მაიკმა, მიას ლოყაზე აკოცა და გარეთ გავიდა.
- ,,მია, შენს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ხარ, არა? ამას იმიტომ გეკითხები, რომ ჩემთვის დასავით ხარ, არ მინდა ნაჩქარევი და არასწორი ნაბიჯი გადადგა, რაც შეიძლება მერე ინანო. ვიცი, დიდი ხანია იცნობთ ერთმანეთს და ერთად ხართ, მაგრამ მაინც.." - მიას ვუთხარი, როგორც კი მაიკი თვალს მოეფარა, ეს კი იმიტომ ვთქვი, რომ ქორწინებაზე მაინცდამაინც კარგი წარმოდგენა არ მაქვს.. მიამ მაგიდის ზემოდან ხელები ჩამკიდა
- ,,ვიცი, ვიცი, მაგრამ უკვე საკმარისი დრო გავატარეთ ერთად. კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, შენც ხომ იცნობ მას. გრძნობებშიც ორივე საკმაოდ გარკვეული და დარწმუნებული ვართ, ამიტომ დავთანხმდი, თორემ ხომ მიცნობ, დაუფიქრებლად არაფერს გავაკეთებ."
- ,,კარგი, რადგან ასეა, ბედნიერებას გისურვებთ." - ღიმილით ვუთხარი. ამ დროს მაიკი შემოვიდა.
- ,,აბა, ქორწილს როდის გეგმავთ?" - ვკითხე როგორც კი მაიკი მიას გვერდით მოკალათდა სავარძელში.
- ,,ქორწილი სავარაუდოდ შემდეგ თვეს იქნება, რომ ყველა ნაბიჯი გავთვალოთ და მოვასწროთ. დიდ, გრანდიოზულ ქორწილს ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, წინასაქორწილო წვეულებაც იქნება სიძის და პატარძლის ცალ-ცალკე; და კიდევ ერთი..." - მია ორი წამით გაჩერდა. - ,,ენნი, ჩემი მეჯვარე უნდა იყო."
- ,,რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრებაა ამ სიტყვებს ველი.. ღმერთო ჩემო..." - სიცილით ვთქვი. მია წამოფრინდა სიხარულისგან და მაგრად ჩამეხუტა. მეც ხელები მოვხვიე და ვაკოცე.
- ,,ყველაზე მეტად მიყვარხარ, ენნი!" - მითხრა.
პირველი იყო დაწყებული, როდესაც ჩემი ბინის კარი შევხსენი. ფეხსაცმელები კართან დავიხადე, ფეხები საშინლად მტკიოდა. როგორც კი პონგომ დამინახა ზედ მომახტა და ჩახუტება და თამაში დამიწყო.
- ,,რაო პონგო, მოგშივდა ჩემო ჭკვიანო ბიჭო?" - ჯამით საჭმელი დავუდგი, კაბა გადავიძრე, მსუბუქი მაკიაჟი, რომელიც მთელი დღე მქონდა, მოვიშორე სახიდან და დასაძინებლად დავწექი.



8 საათი იყო დაწყებული, როდესაც საწოლზე რაღაც მძიმეს დაცემა ვიგრძენი. პონგო. ავდექი და სააბაზანოსკენ წავედი. 45 წუთის შემდეგ გამოვედი, ერთი პირსახოცით თმას ვიმშრალებდი, მეორე კი ტანზე მქონდა მოხვეული. პონგო ჩემს საწოლზე იწვა და მელოდა, როდის დავუდგამდი საჭმლით სავსე ჯამს. თმა გავიშრე, ღია ცისფერი ჯინსი და ნაცრისფერი, განიერყელიანი ზედა ჩავიცვი, ფეხზე შავი, მატი ქუსლიანები და ზემოდან გრძელი, ღია ყავისფერი მანტო - ერთი სიტყვით ისე, როგორც ოქტომბრის ბოლო დღეებს შეეფერება. 10-ს 20 აკლდა, როდესაც მანქანაში ჩავჯექი და კომპანიისაკენ წავედი. საცობების გამო 3 წუთით დამაგვიანდა. ლიფტში შევედი და თითი მე-4 სართულის ღილაკს მივაჭირე. დერეფანი გავიარე, ჩემს კაბინეტში ვაპირებდი შესვლას, მაგრამ მეგანმა შემაჩერა.
- ,,მის ჰანნა, დილა მშვიდობის. ბატონი ედენი თავის კაბინეტში გელოდებათ." - ღიმილით მითხრა.
- ,,კარგი, მადლობა მეგან." - გავუღიმე და ედენის კაბინეტისაკენ წავედი.
- ,,ედენ?" - კარი შევაღე და ედენის კაბინეტში შევედი. - ,,მეძახდი?"
- ,,ჰანნა, კი მოდი." - ორი წამით ფურცლების ყურებას თავი დაანება და მზერა ჩემკენ გადმოიტანა, მერე კი ისევ ფურცლებს მიუბრუნდა - ,,დაჯექი, საბუთებზე რამდენიმე ადგილას ხელია მოსაწერი, მეც ახლავე მოვალ."
შევასრულე მისი ნათქვამი. ხელში კალამი ეჭირა და ფურცლებზე რაღაცას აწერდა. ორი წუთის შემდეგ მან ფურცლები ერთ ადგილას მოწესრიგებულად დაალაგა. სათვალე მოიხსნა და ისიც იქვე მაგიდაზე დადო. ადგა, პიჯაკი გაისწორა და აუჩქარებლად წამოვიდა ჩემკენ. ჩემს წინ მდგარ სავარძელში მოკალათდა და დაიწყო.
- ,,აბა, როგორ ხარ? ორი დღეა ნორმალურად არ გვისაუბრია..." - გაეღიმა.
- ,,კარგად. გუშინ აქედან მიასთან წავედი, გითხრა, რომ დაინიშნა?" - ღიმილით ვუთხარი.
- ,,რა? არა არაფერი უთქვამს ჩემთვის. ეგ სულელი გოგო.." - მანავ სიცილით მითხრა, თუმცა ცოტა ეწყინა კიდეც, რომ მიამ არაფერი უთხრა.
- ,,გეტყვის, აბა რას იზამს. მაგრამ უკვე გითხრეს.." - ეშმაკურად გავუღიმე. - ,,ქორწილს შემდეგ თვეში გეგმავენ, და კიდევ.. მითხრა, რომ უნდა მისი მეჯვარე ვიყო."
- ,,არ ელოდი? ყველაზე ახლოს შენ ხარ მასთან. ძალიან კარგი, ანუ ქორწილში ერთად წავალთ, არა?" - მკითხა და გამიღიმა.
- ,,რა თქმა უნდა.."
- ,,ახლა მე გეტყვი, რატომ დაგიძახე.." - თქვა და ამ დროს კაბინეტში მეგანი შემოვიდა.
- ,,მეგან რამდენიმე თვეა, რაც აგიყვანეთ, და ჯერ კიდევ ვერ მიეჩვიე დაკაკუნებას. იქნებ რა საქმე მაქვს!" - ედენმა ხმის ტონი ოდნავ ასწია.
- ,,ბოდიში ბატონო ედენ, მსგავსი რამ აღარ განმეორდება. მე მხოლოდ იმის შესატყობინებლად მოვედი, რომ ფრენა და სასტუმრო უკვე დაჯავშნილია და ყველა დანარჩენი მცირე დეტალიც გავთვალე."
- ,,კარგი, ჰანნას მეილზე გაუგზავნე საღამოსთვის და კარზე დაკაკუნების გარეშე აღარ შემოხვიდე." - ოდნავ დაბალი ტონით უთხრა. მეგანი გავიდა, ედენმა კი გააგრძელა. - ,,მოკლედ, ერთი გავლენიანი კაცის ცხედარი იპოვნეს პარიზში, ეიფელის კოშკთან. არ ვიცი, ვის მოუვიდა აზრად მისი მოკვლა და სხეულის ისეთ ადგილას დატოვება, ასე ვთქვათ, მოშორება, სადაც ათასობით ადამიანი დადის, მოსახლეობა და ტურისტები. ცხედარი ერთ-ერთმა წყვილმა ტურისტმა დაინახა, მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ის კაცი ღამით მოკლეს. რა თქმა უნდა, ვერ გადარჩებოდა, ტყვია პირდაპირ მარჯვენა საფეთქელში დაახალეს. ამასთან დანით ორი ღრმა ჭრილობა აქვს მიყენებული მარცხენა თირკმელთან და ერთიც ფილტვთან. რატომღაც ჩვენი კომპანია აირჩიეს და დეტექტივი მოითხოვეს, რომელიც თავის საქმეში გამოცდილია და საქმეს სერიოზულად უდგება. მე კი, რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ წახვიდოდი. თანაც, ფრანგულიც იცი და საქმე გაგიმარტივდება."
- ,,პარიზში მივდივართ?" - აღტაცებულმა ვკითხე ორი წუთის შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი გონებაში გავატარე.
- ,,მე არა, ხომ იცი სადაცაა ბავშვი გვეყოლება მე და ქეითს, მაგრამ შენ ორშაბათს იქ უნდა იყო. ბილეთები დაჯავშნილია, შენ და ჩარლზი კვირას გაფრინდებით, დეტალებს მეგანი პირადად მოგწერს. ჩარლზმა უკვე იცის."
- ,,კარგი, მაშინ დღეს სახლში ადრე წავალ, რომ ჩაბარგება და გამზადება მოვასწრო." - გავუღიმე და წამოვდექი, კართან რომ მივედი ედენის ხმამ შემაჩერა..
- ,,ჰანნა, კიდევ ერთი, მთავარი მავიწყდებოდა.." - ედენმა ჩაახველა და გააგრძელა - ,,იქ ერთ დეტექტივთან ერთად მოგიწევს მუშაობა, მისი სახელია..."
- ,,რა??... სხვასთან ერთად უნდა ვიმუშაო?" - შევაწყვეტინე საუბარი.
- ,,კი, ყველაფერი, რასაც შეიტყობ მკვლელობასთან დაკავშირებით, მას უნდა გაუზიარო, თითოეული დეტალი და მოსაზრება, ისიც იმავეს იზამს. "
- ,,ხომ იცი, რომ არ შემიძლია პარტნიორთან ერთად მუშაობა. აქამდეც მშვენივრად მივდიოდით წინ.. გამორიცხულია ედენ!"
- ,,ვიცი, მაგრამ ამჯერად უნდა დათამხმდე, მოგიწევს. უკვე დაგეგმილია ყველაფერი და პასუხიც ვუთხარი. ყველაფერი უნდა მოახსენოთ ერთმანეთს, რომ მკვლელის კვალზე გახვიდეთ და დაიჭიროთ. თანაც, კარგად იხდიან, ამიტომ შენს ადგილას უარს არ ვიტყოდი." - ღიმილით მითხრა და თვალი ჩამირკა.
- ,,კარგი, რადგან უკვე უთხარი, სხვა რა გზაა.. პარიზს მაინც ვნახავ. მაგრამ იცოდე, ამისთვის პასუხს აგებ!" - გავედი და კარი გავიხურე.
- ,,ღმერთო ჩემო, სხვასთან ერთად უნდა გამოვიძიო მკვლელობა.. საშინელებაა!. ათასჯერ მირჩევია მარტო მუშაობა, ტვინს არავინ ბურღავს და მშვიდად ვმუშაობ." - ვფიქრობდი და ჩემი კაბინეტისაკენ მივდიოდი, რომელიც დერეფნის მეორე ბოლოშია. კაბინეტში შევედი თუ არა, კალენდარს მივხედე, პარასკევია, ხვალ დილით მივფრინავ. პარიზში. ჩარლზთან ერთად.
8 საათისთვის უკვე სახლში ვიყავი. ფეხზე დავიხადე და დივანზე დავჯექი. პონგოც ამოხტა და გვერდით მომიჯდა. ტელეფონი ავიღე, მეილზე მეგანისგან შეტყობინება იყო დეტალებთან დაკავშირებით. მერე გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და მეთქვა, რომ ხვალ პარიზში მივფრინავ. როცა საუბარს მოვრჩი და პონგოს მივხედე, გამახსენდა, რომ მარტო ვერ დავტოვებ ჩემს არყოფნაში, ამიტომ მიას დავურეკე და ვთხოვე მისთვის მიეხედა, რაზეც დამთანხმდა. მოხერხებული პიჟამო ჩავიცვი, რომ კომფორტულად დამეძინა გრძელი დღის შემდეგ.
პარტნიორთან ერთად მუშაობა? მე? საიდან მოვიდა ახლა ეს?!...




თავი 2.
,,უხეში დეტექტივი."





ფრენა დილის 10 საათზე იყო. 8-ზე უკვე იქ ვიყავით მე და ჩარლზი. ნახევარ საათში ედენიც მოვიდა, რომ გავეცილებინეთ.
- ,,ნერვიულობ?" მკითხა ედენმა.
- ,,ცოტას ფრენის გამო, მაგრამ პარიზში მივდივარ, სულ მინდოდა ხომ იცი.." - ძალიან ბედნიერი ვიყავი. ედენმა გაიცინა და მითხრა -
- ,,ვიცი, რა თქმა უნდა, ვიცი. მეც სიამოვნებით წამოვიდოდი შენთან ერთად, მაგრამ ქეითს ამ მდგომარეობაში ვერ დავტოვებ, თან, ხომ არ ვიცით რამდენი ხანი დაგჭირდებათ გამოსაძიებლად." - მრავლობითმა ფორმამ კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ იქ ფრანგი დეტექტივი მელოდა, რომელთან ერთადაც უნდა გამომეძია ეს მკვლელობა. ამ დროს ჩვენი ფრენა გამოაცხადეს. ედენს ჩავეხუტე, წარმატებები და მალე დაბრუნება მისურვა. მე და ჩარლზი თვითმფრინავში ავედით და როგორც იქნა, 7 საათი და 15 წუთიანი დამღლელი ფრენის შემდეგ პარიზში ვიყავით. გადავწყვიტე დაჯავშნილ სასტუმროში მივსულიყავი, ნივთები დამელაგებინა, შხაპი მიმეღო და პარიზი დამეთვალიერებინა, რადგან ყოველთვის ვოცნებობდი პარიზის ნახვაზე. ტაქსი აეროპორტთან გვიცდიდა, რომ სასტუმრომდე მივეყვანეთ. ქუჩების თვალიერებით ისე ვიყავი დაკავებული, რომ არც კი ვიცი რამდენი ხანი ვიყავით გზაში. სასტუმროში მივედით. ჩემი ოთახი ნათელი იყო, თითქმის მთლიანად თეთრი იქნებოდა აქა-იქ რაღაც ფერადი დეტალები - ნახატები, უზარმაზარი ტელევიზორი, თაროებზე დაწყობილი წიგნები და კიდევ ათასი წვრილმანი რომ არ იყოს.
სასტუმრო ეიფელის კოშკიდან არც ისე შორს იყო, მაგრამ ვარჩიე დღეს მხოლოდ ახლო მდებარე ტერიტორიები დამეთვალიერებინა, რადგან ეიფელთან ყოფნა ისედაც ხშირად მომიწევდა (იქ ხომ სხეული იპოვეს, არა?). დავლაგდი და მერე გარეთ გავედი. უცნაური იქნებოდა მუზეუმებზე გაგიჟებული ადამიანი პარიზში წავიდეს და ლუვრი არ ნახოს. მუზეუმებისადმი ჩემი სიყვარულის გამო ვერ მოვითმინე და ლუვრის სანახავად გავედი, მაგრამ შიგნით ვერ შევედი. სამაგიეროდ გარედან დავათვალიერე კარგად და მხოლოდ ამ ხედებითაც კი ისეთი კმაყოფილი ვიყავი, რომ ვერ აღვწერ და უკან დაბრუნება გადავწყვიტე იმ იმედით, რომ წასვლამდე ისევ მოვახერხებდი მოსვლას და ნამუშევრებით დატკბობას. უკვე კარგად ბნელოდა, მარცხენა ხელზე საათს დავხედე, ზუსტად 8-ის ნახევარი. ღმერთო, ახლა გამახსენდა მეგანის გამოგზავნილი შეტყობინება. სასწრაფოდ ამოვიღე ჩანთიდან ტელეფონი, შეტყობინება კიდევ ერთხელ წავიკითხე - 8 საათზე ვახშამია დაჯავშნილი 3 ადამიანისთვის. - სამისთვის? ამის წაკითხვა ალბათ გამომრჩა, მაგრამ მარტო მე და ჩარლზი არ ვართ? კარგი, როგორცაა, სწრაფად უნდა წავიდე.
ტაქსი გავაჩერე და სასტუმროში წავედი. 9-ის 7 წუთია. მოასახამი გავიხადე, ოფიციანტმა დაჯავშნილ მაგიდასთან მიმაცილა, რომელიც კუთხისგან ცოტა მოშორებით იდგა. ჩარლზს მივესალმე, მან კი სკამი გამოაცურა, რომ დავმჯდარიყავი.
- ,,მის ჰანნა, გთხოვთ."
მაგიდა სამისთვის, მაგრამ აქ მხოლოდ ჩარლზია.
- ,,ჩარლზ, მაგიდა სამისთვისაა გაწყობილი, ვინმეს ველოდებით?" - ვკითხე როგორც კი თავის ადგილას დაჯდა.
- ,,ბატონი იანი საპირფარეშოში გავიდა, მალე დაბრუნდება." - იანი, ალბათ ის დეტექტივი უნდა იყოს, რომელზეც ედენმა მითხრა. ამ დროს ჩვენკენ მომავალი შავებში ჩაცმული მამაკაცი დავინახე. აშკარად ისაა. მომიახლოვდა -
- ,,მის ჰანნა?" - თქვა და ხელი გამომიწოდა.
- ,,თქვენ კი იანი უნდა იყოთ, ასეა?" - ვკითხე და ხელი ჩამოვართვი.
- ,,დიახ, ნამდვილად. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მაგრამ 10 წუთით დააგვიანეთ." - თქვა და თან საათს დახედა. - ,,გთხოვთ" - მითხრა და სკამზე მიმითითა. წარბები უნებურად ზევით ამექაჩა და თვალები გამიფართოვდა, მაგრამ მალევე მოვიშორე ეს მზერა და ისევ სკამზე დავჯექი. პიჯაკი შეიხსნა და თვითონაც დაჯდა. ამ დროს ოფიციანტი მოვიდა, შეკვეთა მიიღო და გვითხრა, რომ 10 წუთში იქნებოდა. დეტექტივს არაფერი შეუკვეთავს. მე სალათი შევუკვეთე და, რაღა თქმა უნდა, ფრანგული შამპანური.
- ,,მაშ ასე, მოგეხსენებათ, აქ მისტერ ჯონ ლი როის მკვლელობის გამოსაძიებლად ვართ, რომელიც ჯერ კიდევ ხუთშაბათ ღამეს მოკლეს. დეტალებს ჩემი ასისტენტი გამოგიგზავნით. მინდა იცოდეთ, მის ჰანნა, რომ თითოეული დეტალი, რომელიც საეჭვოდ მოგეჩვენებათ ან დარწმუნებული ხართ რამეში, აუცილებლად მითხრათ, რომ რაც შეიძლება მალე დავხუროთ ეს საქმე."
- ,,იმედია არ ფიქრობ, რომ შენთვის გამოგზავნილი დამხმარე ვარ, და მეტი არაფერი." - შამპანური მოვსვი და განვაგრძე - ,,როგორც თქვი, გაგიზიარებ ჩემს ნებისმიერ ფიქრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ შენც იმავეს გააკეთებ, ყველა დეტალს ერთად განვიხილავთ და კვალზე გავალთ."
- ,,კარგი, ჩემს ასისტენტს ახლავე დავურეკავ, რომ დეტალები გაცნობოთ, თუ მეტი არაფერია განსახილველი, თქვენი ნებართვით, ჩემს ნომერში ავალ." - თქვა და სკამიდან ადგა.
- ,,ესე იგი, დავაგვიანე, არა? ღმერთო, რა თავხედია! ასე აპირებს ჩემი დროის გაკონტროლებას?!" - ვთქვი და შამპანური ბოლომდე დავლიე. - ,,ღმერთო, ჩარლზ ხმა ამოიღე, მთელი საღამოა ორი სიტყვა არ გითქვამს. თუ რამე გითხრა იმ ნაბიჭვარ..."
- ,,არა მის ჰანნა, რას ამბობთ?.. მე უბრალოდ გისმენდით, თანაც, მე ხომ არ უნდა გამოვიძიო ეგ საქმე, არა? თქვენ ხართ მაგისთვის აქ. მე უბრალოდ გამომგზავნა ბატონმა ედენმა, რომ მარტო არ ყოფილიყავით, მაინც, პირველად ხართ პარიზში." - ღიმილით მითხრა და თავი ჩაღუნა.
- ,,ღმერთო, აქ როგორ უნდა გავძლო, ხმის გამცემიც არავინ მყავს ნორმალური. კარგი, მე წავალ, გამოვიძინებ, ხვალ ალბათ, კიარადა გრძელი და სახალისო დღე გველოდება..." - ვთქვი, ჩანთა და მოსასხამი ავიღე და ლიფტისკენ წავედი. ამ მცირე გაუგებრობამაც კი ნერვები მომიშალა და მგონი, ჩარლზსაც ვაწყენინე ბოლო სიტყვებით.. თითი მე-7 სართულის ღილაკს დავაჭირე, კარი დახურვას აპირებდა, როდესაც ლიფტში დეტექტივი შემოვიდა. გვერდით დამიდგა და მანაც 7-იანს დააჭირა თითი.
ერთ სართულზე ვართ? უკვე სახალისოა...
- ,,ბოდიშს გიხდით, თუ გაგაღიზიანეთ მის ჰანნა. დავინახე როგორ შეგეცვალათ სახე, როდესაც დაგვიანება ვახსსენე."
- ,,ჰო, არ მიყვარს, როდესაც ვინმე დროს აკონტროლებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის მე მეკუთვნის. და კიდევ, დიდად არც ფორმალურ საუბრებზე ვგიჟდები, უბრალოდ ჰანნა დამიძახე." - ისე ვუთხარი, მისთვის არც შემიხედავს.
- ,,გასაგებია მის.. უბრალოდ ჰანნა." - ამ დროს ლიფტის კარი გაიღო. იანმა ხელით მანიშნა, პირველი გავსულიყავი. მეც წინ წავედი და ჩემს ნომერთან გავჩერდი, რომ ჩანთიდან გასაღები ამომეღო. იანი ჩემი ოთახის გვერდით კართან დადგა, მარცხენა მხარით მიეყუდა და მომაშტერდა.
- ,,ცნობისთვის, ჩარლზი ერქვა ხომ? მისთვის არაფერი მითქვამს, რაც მას გააჩუმებდა. აშკარაა, თვითონაა მორცხვი." - დამცინავი ღიმილით მითხრა.
- ,,შენ რა, მისმენდი? მანიაკი ხარ თუ დეტექტივი?!"
- ,,მგონი უფრო დეტექტივი, როგორც ხუთი წუთის წინ მიწოდეთ."
- ,,არ მჯერა..." - ვთქვი, ოთახში შევედი და კარი მაგრად მივაჯახუნე. როგორც კი ტანსაცმელი დავიხადე, ლეპტოპი ავიღე, რომ დეტალები წამეკითხა.

მსხვერპლი: ჯონ ლი როი.
ასაკი: 53 წლის.
გარდაცვალების მიზეზი: ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მარჯვენა საფეთქელში, ორი დანით მიყენებული ჭრილობა მარცხენა თირკმელში და ერთიც მარცხენა ფილტვში. - როგორც ედენმა მითხრა.
გარდაცვალების სავარაუდო დრო: ხუთშაბათი, 22:30-დან 23:00-მდე შუალედი.
მოწმეები: ტურისტი წყვილი, რომელმაც გახვეული ცხედარი ეიფელთან იპოვა პარასკევს, დაახლოებით შუადღის 12 საათისთვის.

წყლის დალევას ვაპირებდი, როდესაც ტელეფონმა დარეკა.
- ,,გისმენ ედენ." - ვუპასუხე ოდნავ დაბალი ხმით ვუპასუხე.
- ,,აბა როგორ მოეწყვეთ, ქალაქი დაათვალიერე?" -
- ,,კი, ლუვრში ვიყავი, ღმერთო, საოცრება იყო. მართალია, შიგნით ვერ შევედი მაგრამ.." - აღტაცებულმა ვუპასუხე.
- ,,იანი გაიცანი? როგორ მოგეწონა?" - მის ხსენებაზე თვალები ავატრიალე და შემდეგ ვუპასუხე
- ,,მომეწონა? ნამდვილი ეშმაკია. ლუვრიდან სულ რაღაც 5 წუთით დამაგვიანა, მან კი ამაზე ყურადღება გაამახვილა. უბრალო ვახშამი იყო, გამოძიების პროცესი ხომ არა.."
- ,,ჰო მართლა, დამავიწყდა გამეფრთხილებინე, დაგვიანება და ბევრი ლაპარაკი არ უყვარს როგორც მითხრეს, ალბათ ამიტომ. რამენაირად უნდა შეეწყო ამ საქმის გამო, ოდნავ მაინც შეეცადე."
- ,,ედენ, ხომ იცი, არ მიყვარს როდესაც ვინმე მიმითითებს რა და როგორ უნდა გავაკეთო. თუ ეს კაცი აქ იმისთვისაა, რომ დრო მიკონტროლოს, გეფიცები ხვალვე წამოვალ. მერჩია მარტო მემუშავა. კარგი, ხვალ ადრე უნდა ავდგე, ახლა წავლ, დავიძინებ. გკოცნი." - ვუთხარი და გავუთიშე.
უკვე 11 ხდებოდა, გადავწყვიტე კარგად გამომეძინა, რადგან ვიცოდი, ხვალ დიდი დღე მელოდა.










თავი 3.
,,უკეთ გავიცნოთ პარიზი მკვლელობასთან ერთად."



მეორე დღეს 7 საათზე მაღვიძარამ დარეკა. (ყოველი შემთხვევისთვის დავაყენე გუშინ). ავდექი, სააბაზანოში შევედი. გამოვედი, თმა მაღლა მჭიდროდ ავიწიე, შევიკარი და ჩამოვწანი. ტანზე მომდგარი მაისური და მუხლს ზემოთ ასევე მომდგარი ქვედაბოლო ჩავიცვი. ტყავის მუხლამდე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ჩემი საყვარელი ტყავის გრძელი მოსასხამი, რომელიც თითქმის კოჭებს სწვდებოდა. ჩავიცვი, უკვე გასვლას ვაპირებდი, როდესაც კარზე კაკუნის ხმა გავიგე.
- ,,მის ჰანნა, მზად ხართ?" - მკითხა ჩარლზმა, როდესაც კარი გავაღე.
- ,,კი, კი, უკვე გამოსვლას ვაპირებდი, ახლავე.." - ჩანთა და სათვალე ავიღე და წავედი. ქვემოთ რომ ჩავედი, ჩარლზი მანქანასთან იდგა. მანქანაში ჩავჯექი და წავედით. ეიფელთან ზუსტად 12 წუთში ვიყავით. მანქანიდან გადმოვედი თუ არა, თვალი მომჭრა გარემომ, ბუნებამ და თვალუწვდენელმა კოშკმა. რა თქმა უნდა, ვიცოდი როგორიც იყო, ინტერნეტში ამის მეტი რა არის, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი სულ სხვაა. გარშემო ყურებაში იანი დავინახე. რომელიც ჩემკენ მოდიოდა, ისევ შავი ტანსაცმელი, შავი ქურთუკი, მზერაც კი ისეთი ჰქონდა, თვალის არიდება მოგინდებოდა, მაგრამ უკვე ძალიან ახლოს იყო მზერის არიდებისთვის.
- ,,მის ჰანნა, მოხვედით.. თუ უკვე მზად ხართ, დავიწყოთ?'' - მკითხა ისეთი სერიოზული სახით, თითქოს დაკრძალვაზე ყოფილიყოს. მაგრამ, ეგეც მართალია, აქ მკვლელობის გამოსაძიებლად ვართ. სათვალე და ტყავის ხელთათმანები მოვიხსენი.
- ,,თქვენც დილა მშვიდობის, იან. მგონი უკვე გითხარი, უბრალოდ ჰანნა." - ვუთხარი, მზერა ავარიდე და წინ წავედი. შავ ფერარის ჩავუარე გვერდით, რომელთანაც იანი ჩემი მოსვლის დროს იდგა. დიდი ფიქრი არ სჭირდება, რომ მისია, და ისიც შავია.
კოშკთან მივედი. ის ადგილი, სადაც ცხედარი იპოვეს, ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული და სავსე იყო პოლიციელებითა და ძაღლებით.
- ,,მის ჰანნა ბრძანდებით?" - მკითხა კაცმა პოლიციელის ფორმით. მე ოდნავ თავი დავუქნიე.
- ,,მე უფროსი პოლიციელი გახლავართ, დილანი. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. თქვენზე ბევრი მსმენია." - ღიმილით მითხრა და ხელი ჩამომართვა. სწორედ იმავეს მოყოლა დაიწყო, რაც წუხელ იანის ასისტენტმა გამომიგზავნა, მხოლოდ ერთი დამატებით: ძაღლების დახმარებით ნიკოტინის კვალი უპოვიათ. სავარაუდოდ, მისი კვალი იმაზეც უნდა იყოს, რაშიც გვამი იყო გახვეული პოვნის დროს. ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, რომელიც არაუგვიანეს ნახევარ საათში იქნება. მანამდე კი მითხრა, შემეძლო უბრალოდ დამეთვალიერებინა ის ადგილი. დავთანხმდი და ლენტით შემოსაზღვრულ ადგილთან მივედი. უკან რომ მივიხედე იანი დილანს ესაუბრებოდა. გასაკვირია, ისეთი დეტექტივი უნდოდათ, რომელმაც ფრანგული იცის, მაგრამ ჩამოსვლის წუთიდან არავისთან დამჭირვებია ფრანგულად საუბარი.
შემთხვევის ადგილს ვუყურებდი, მაგრამ ისეთი ვერაფერი ვნახე, რომ აქ მყოფ პოლიციელებს გამორჩენოდათ, ამიტომ გვერდით გავედი და იქ დავიწყე დათვალიერება. 5 წუთის განმავლობაში აქეთ-იქით დავდიოდი. შემდეგ კი ჩემი ყურადღება რაღაც პატარა ოთხკუთხედმა პლასტმასმა მიიქცია. ეს ხელოვნური ფრჩხილი იყო. ხელთათმანი ჩავიცვი, ფრჩხილი ავიღე და კარგად დავაკვირდი. ალისფერი ლაქი იყო, მაგრამ პატარა ადგილას უფრო მუქი წითელი დაკრავდა. ეს მუქი ადგილი სისხლს ჰგავდა. ამ დროს იანი მოვიდა.
- ,,აბა, რას აკეთებ, რამე იპოვნე?" - მკითხა.
- ,,შეხედე, ეს ხელოვნური ფრჩხილია, რომელზეც, ვფიქრობ, სისხლის კვალია. შესაძლოა მკვლელობასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს." - ვუთხარი და ფრჩხილი გავუწოდე.
- ,,კარგია, უკვე წინსვლაა. ამას ექსპერტიზას გადავცემ, იქნებ რამე გავიგოთ." - გამომართვა და წავიდა, მეც უკან გავყევი. დილანთან მივიდა და უთხრა ფრჩხილი ექსპერტიზაზე გაეგზავნათ. ამასობაში წინა ექსპერტიზის პასუხი მოვიდა, ნიკოტინის კვალი იქაც აღმოჩნდა. ახლა უნდა გაგვერკვია იყო თუ არა მსხვერპლი ან დამნაშავე ნიკოტინის მომხმარებელი.
სასტუმროში 5 საათისთვის დავბრუნდით მე და ჩარლზი. დღეს ისეთი არაფერი მომხდარა, რომ დავღლილიყავი, ამიტომ კარგ ხასიათზე ვიყავი. ცოტა ხანს ნომერში ვიყავი, მაგრამ მთელი დღე ასე ჯდომას ვამჯობინე გარეთ გავსულიყავი და უკეთ გამეცნო პარიზი. ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და ნომრიდან გავედი. დერეფნის ბოლოს ლიფტიდან ჩარლზი გამოვიდა, მომიახლოვდა და მკითხა
- ,,მის ჰანნა, სადმე მიდიხართ?" - ამ დროს იანი თავისი ოთახიდან გამოვიდა და კართან დადგა.
- ,,ჰო, გადავწყვიტე სუფთა ჰაერზე გავიდე, მთელი დღე აქ ვერ გავჩერდები." - ვუთხარი და ჩანთიდან ტყავის ხელთათმანები ამოვიღე, რომ ჩამეცვა.
- ,,მე წაგიყვანთ თუ გნებავთ. აქ ხომ ამისთვის ვარ." - მითხრა და ქურთუკის ჯიბიდან გასაღების ამოღება დააპირა.
- ,,არა, არა, არაა საჭირო. მინდა უკეთ გავიცნო პარიზი, ფეხით გავივლი. მადლობა ჩარლზ." - ჩარლზმა თავი დამიქნია და თავისი ოთახისკენ წავიდა. მე იანს გავხედე და ლიფტისკენ წავედი. ლიფტში შევედი თუ არა, იანიც შემოვიდა.
- ,,მაშ, ქალაქის უკეთ გაცნობა გსურთ, არა?" - მკითხა ისე, რომ არც შემოუხედავს ჩემთვის.
- ,,ჰო, იმედი მქონდა ვინმეს ვნახავდი, გავიცნობდი და პარიზს დამათვალიერებინებდა, მაგრამ, რადგან პარიზის ნახვის საშუალება მომეცა, ჯერ კი ისეთი არავინ მინახავს, ვისი ნდობაც შემიძლია, გადავწყვიტე თავად მოვიარო და დავათვალიერო ის ადგილები, რომლების ნახვაზეც სულ ვოცნებობდი."
- ,,სამწუხაროა, რომ ვერავინ ნახეთ." -
მართლა? სამწუხაროა? მეგონა ერთი სიტყვით მაინც შემომთავაზებდა.. რა გულქვა ადამიანია!..
- ,,შენ სად მიდიხარ?" - ვკითხე იმის მიუხედავად, რომ ჩემგან ხმის გაცემის ღირსიც კი არ იყო.
- ,,საქმეები მაქვს." - თქვა და როგორც კი ლიფტის კარი გაიღო, გავიდა.- ,,შეხვედრამდე." - დააბოლოვა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა კარისკენ.
- ,,ღმერთო ჩემო." - ვთქვი და მეც კარისკენ წავედი.
კარგა ხანს ფეხით ვსეირნობდი, ყველას და ყველაფერს ვაკვირდებოდი. მერე L'Arc Club-ს ჩავუარე, გარემომ ჩემი ყურადღება მიიქცია და რატომღაც შესვლა მომინდა. შევედი და ბართან დავჯექი. საყვარელი ბარმენი, რომელიც ჩემს წინ ჭიქას წმენდდა, ბარს დაეყრდნო, ჩემკენ წამოიწია და ინგლისურად მკითხა:
- ,,რას ინებებთ მის?"
- ,,ალბათ რამე ყვითელს და ძლიერს." - ღიმილით ვუთხარი.
- ,,მაშინ Tom Collins-ს შემოგთავაზებთ." - მითხრა მანაც ღიმილით და მაშინვე მომზადებას შეუდგა. იმ ტრიუკებს აკეთებდა, ბარმენებმა რომ იციან ხოლმე. მისი არც ერთი მოქმედება არ გამომპარვია ისეთი დაკვირვებით ვუყურებდი. ორ წუთში ჭიქა წინ დამიდგა და ზემოდან გვირილა დაადო.
გვირილებზე ვგიჟდები მაგრამ გამორიცხულია ის ჩემს გონებაში მჯდარიყო. გამეღიმა.
- ,,გვირილა იმიტომ, რომ თქვენს დანახვაზე თვალწინ ეს წარმომიდგა მის...'' - ღიმილით მითხრა და ელოდა როდის ვეტყოდი სახელს.
- ,,ჰანნა, უბრალოდ ჰანნა. ფორმალობას ვერ ვიტან." - ღიმილითვე ვუპასუხე.
- ,,ლამაზი სახელია. ელი, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ჰანნა." - მითხრა და ხელი გამომიწოდა. - ,,აბა, აქ რამ ჩამოგიყვანათ?"
- ,,ზოგადად, სულ მიზიდავდა პარიზი, ყოველთვის მინდოდა საკუთარი თვალით მენახა და აი, აქ ვარ, მაგრამ სამსახურიდან და არ ვიცი რამდენი ხნით."
- ,,ძალიან კარგი. სად მუშაობთ?"
- ,,ნიუ-იორკში, დეტექტივი ვარ. ნუ, უკვე პარიზშიც." - ჩავიღიმე.
- ,,ოჰო, ნიუ-იორკში ყველაფერი გამოიძიეთ და ახლა პარიზს მოადექით?" - სიცილით მკითხა.
- ,,სინამდვილეში, მერჩია იქ მემუშავა მარტოს, ვიდრე აქ პარტნიორთან ერთად, და აქ მხოლოდ დასასვენებლად ჩამოვსულიყავი. მით უმეტეს, მისი გაცნობის შემდეგ, ისეთი არაამქვეყნიურია, თითქოს გრძნობები არ აქვს."
- ,,უფს.. ამას არ ველოდი. ისე, აქ ვინმესთან ერთად ხართ? ვგულისხმობ, პარიზში..''
- ,,მხოლოდ ერთია, ჩვენი კომპანიიდან, მაგრამ მას თავისი საქმეები აქვს, არ მინდა მოვაცდინო.."
- ,,ვიფიქრე, ვინმე დაგჭირდებოდათ აქაურობის დასათვალიერებლად, ამიტომ გკითხეთ..."
- ,, მართლა?" - სიხარულით ვკითხე - ,,ვფიქრობდი ვინმეს ვიპოვნიდი და ვთხოვდი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერავინ ვნახე."
- ,,ჰოდა, სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორ ადამიანთან აღმოჩნდი." - თვალი ჩამიკრა და გამიღიმა.
ამ დროს გვერდიდან ვიღაცის მზერა ვიგრძენი, მარჯვნივ გავიხედე და იანი დავინახე, ჩემკენ მოდიოდა.
- ,,შენ რა, დამდევ?''
- ,,დაგდევ? აქ შემთხვევით შემოვედი. მეგონა შენ საქმეები გქონდა, თანაც, თვალთვალი და ადამიანების მოსმენა შენ უფრო გეხერხება." - ვუთხარი და მზერა ავარიდე.
- ,,კი, საქმეზე ვიყავი და მერე აქ მოვედი." - მითხრა. პასუხი არ გამიცია, მასაც სხვა არაფერი უთქვამს, წავიდა და ისევ თავის მაგიდასთან დაჯდა, სადაც მის გარდა სამი კაცი იჯდა.
მთელი საღამო მის მზერას ვგრძობდი. ცოტა ხანში წასვლა დავაპირე, ელის დავემშვიდობე, მან მითხრა, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც მეცლებოდა, შემეძლო მისთვის დამერეკა და ქალაქს დამათვალიერებინებდა. გარეთ გავედი, ვაპირებდი ცოტა გამესეირნა სუფთა ჰაერზე და ისე დავბრუნებულიყავი სასტუმროში, მაგრამ გარეთ გასვლისთანავე იანიც გამოვიდა.
- ,,სასტუმროში მიდიხარ?" - მკითხა.
- ,,კი, ცოტას გავისეირნებ და მერე დავბრუნდები."
- ,,შემიძლია წაგიყვანო, უკვე აცივდა. თან მეც იქ მივდივარ, საქმეებს მოვრჩი." - მითხრა და მანქანის კარი გამოაღო მძღოლის მხარეს.
- ,,არა, მადლობა. მირჩევია ფეხით ვიარო."
სიტყვის უთქმელად მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, თვალის დახამხამებაში ადგილიდან გაქრა.
- ,,შენც ღამე მშვიდობის." - ვთქვი და გზა გავაგრძელე. ნახევარ საათში სასტუმროში მივედი, ტანსაცმელი დავიხადე და დავწექი.


თავი 4.
,,უდანაშაულო ბრალდებული."




მეორე დღეს დილი შემთხვევის ადგილას რომ მივედი, სწორედ მაშინ მოვიდა იანიც. მანქანიდან გადმოსვლისას დილანი დავინახე, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა. იანი მომესალმა და მანიშნა დილანისკენ წავსულიყავით. როცა მივუახლოვდით ტელეფონი გათიშა და მოგვესალმა.
- ,,დილა მშვიდობის ქალბატონო ჰანნა, ბატონო იან."
- ,,დილა მშვიდობის. ექსპერტიზის პასუხი მოვიდა?" - ჰკითხა იანმა.
- ,,დიახ, გუშინ საღამოს მაცნობეს, რომ მსხვერპლს არანაირ ნარკოტიკთან არ ჰქონია შეხება."
- ,,ფრჩხილი? არის ამაზე რაიმე ახალი?" - ვკითხე სწრაფად.
- ,,სწორედ ახლა ვსაუბრობდი ტელეფონზე ამასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ფრჩხილი ხელოვნური იყო. როგორც ვვარაუდობდით, ზედ მსხვერპლის სისხლი იყო, მაგრამ, ამავდროულად მასზე სხვა ადამიანის DNM-იც აღმოჩნდა. ეს ადამიანი ჰენრი ბენეტია, რომელიც 2 წლის წინ მოკლეს. დიდი ლოგიკა არ სჭირდება, რომ ორი წლის შემდეგ მისი DNM ასე ახალივით ვერ იქნება ამ ფრჩხილზე. ვეცდებით კიდევ რაიმე კვალს მივაგნოთ. თუ რაიმე კითხვა არ გაქვთ, თქვენი ნებართვით, ახლა უნდა წავიდე." - თქვა დილანმა და იქით წავიდა, სადაც პოლიციელები იყვნენ.
- ,,მაშ ასე," - თქვა იანმა - ,,ახლა უნდა გავარკვიოთ სინამდვილეში ვის ეკუთვნის ეს ფრჩხილი, საიდან აღმოჩნდა აქ, ან ვინ არის მკვლელი, რომელიც ნარკოტიკს მოიხმარს."
- ,,თუ, რა თქმა უნდა, მოიხმარს." - შევუსწორე. - ,,მაშ, ჯერ ჰენრი ბენეტის საქმეს უნდა გადავხედოთ. შეუძლებელია ეს ფრჩხილი მას ეკუთვნოდეს, ვინც ორი წლის წინ გარდაიცვალა და ახლა მისი DNM იქ ვიპოვოთ, სადაც სხვა მსხვერპლი იყო."
- ,,მართალი ხარ, ჩემს ასისტენტს ვთხოვ მასზე ინფორმაცია შეაგროვოს და გამოგვიგზავნოს, ან ერთად გადავხედოთ." - როგორც იქნა, პირველად რაღაცაში დამეთანხმა. მერე კი მითხრა - ,,ახლა რაღაც საქმეზე უნდა გავიდე, საღამოს დავბრუნდები. თან ზუსტი ინფორმაციის მოპოვებას დრო სჭირდება. საღამოს 7 საათისთვის ჩემს ნომერში გამოდი და გადავხედოთ."
- ,,კარგი." - ვუთხარი.
იანი თავის მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მე გადავწყვიტე ცოტა ხანს კიდევ ვყოფილიყავი და თვალი მედევნებინა სამუშაოსთვის. როგორც დილანმა თქვა, დღეს სავარაუდოდ ბოლო დღე იქნებოდა მათი აქ ყოფნის და გამოძიების, რადგან უკვე სამი დღეა აქ არიან და ცდილობენ რამე ხელჩასაჭიდი კიდევ იპოვნონ, რაც მკვლელამდე მიგვიყვანს.
7 საათი იყო დაწყებული, როდესაც პოლიციელებმა ნელ-ნელა წასვლა დაიწყეს. მეც ჩარლზს ვუთხარი სასტუმროში დავბრუნებულიყავით. 7-ის ნახევრისთვის სასტუმროში მივედით, მეშვიდე სართულზე ავედით და ჩემი ნომრისკენ წავედი, მაგრამ უეცრად იანის ოთახის კარი გაიღო და იანი გამოვიდა.
- ,,სწორედ ახლა ვაპირებდი შენთან გამოსვლას იმის სათქმელად, რომ უკვე დავბრუნდი და შეგვიძლია დავიწყოთ." - მითხრა და ხელით მანიშნა ოთახში შევსულიყავი.
- ,,მშვიდობიანი საღამო მის ჰანნა." - თავი დახარა ჩარლზმა და თავისი ოთახისკენ წავიდა. მე იანის ოთახში შევედი. ჩემი ნომრისგან განსხვავებით, მისი ოთახის კედლები მუქ ლურჯად იყო შეღებილი, რაც ოთახს ბნელს ხდიდა. საწოლის წინ დიდი ტელევიზორი, თვალისმომჭრელი ნახატები და დეკორაცია... ჩემი ფიქრები იანის ხმამ გაფანტა, რომელიც ლეპტოპში იყურებოდა.
- ,,არ შემომიერთდები?"
- ,,კი, ახლავე." - ვუთხარი, ჩანთა მოვიხსენი, ქურთუკი გავიხადე და ორივე საწოლზე დავდე.
- ,,დაჯექი." - მითხრა და სკამი გამომიცურა. დავჯექი და ლეპტოპს შევხედე.

ჰენრი ბენეტი.
დაბადების თარიღი: 1975წ. 27 მაისი.
2003 წელს დაკავებული იყო ნარკო ვაჭრობისთვის.
პროფესია: თეატრალური მსახიობი.
ცოლი და შვილები არ ჰყოლია.
გარდაცვალების თარიღი: 2021. 15 ოქტომბერი. 46 წლის.
გარდაცვალების მიზეზი: შელაპარაკება კოლეგასთან, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. მოწინააღმდეგემ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მარცხენა მკერდთან ცეცხლსასროლი იარაღით.
დამნაშავე დაკავებულია განუსაზღვრელი ვადით.

- ,,ნარკოტიკს მოიხმარდა, გასაგებია, მაგრამ ის ორი წლის წინ მოკლეს, ეს როგორაა შესაძლებელი? ან იქნებ არც მოიხმარდა? აქ წერია, რომ ვაჭრობდა.." - ვუთხარი.
- ,,მოიცადე, ვეცდები გავარკვიო ამაზე." - მითხრა და მეორე ოთახში გავიდა. იქიდან 10 წუთის განმავლობაში ტელეფონზე საუბრის ხმა მესმოდა. შემდეგ გამოვიდა და თქვა:
- ,,ნიკოტინი, ნკოტინს მოიხმარდა. მაგრამ აქ სხვა ამბავია, ის ხომ ვერ იქნება მკვლელი, როცა თავად ორი წლის წინ მოკლეს."
- ,,დამნაშავე. ვფიქრობ, მას უნდა გავესაუბროთ. ალბათ, არის რაღაც, რაც არ ვიცით. სჯობს მისგანაც მოვისმინოთ ჰენრიზე, რა მოხდა სინამდვილეში.."
ამ დროს ტელეფონმა დარეკა.
- ,,როგორ ხარ დაო, როგორ მიდის გამოძიების საქმე?" - მკითხა მიამ.
- ,,ვცდილობ რაც შეიძლება მალე მოვრჩე და ჩამოვიდე, მაგრამ არ ვიცი რამდენი ხანი დაგვჭირდება."
- ,,ქორწილს ხომ ჩამოუსწრებ, არა? შენს გარეშე არ გავთხოვდები, ხომ იცი."
- ,,მია, ხომ იცი, რადგან ვთქვი ჩამოვალ. ჩემი ხომ გჯერა?" - დავამშვიდე.
- ,,კი, კი, რა თქმა უნდა, მჯერა. ნახე ვის უნდა შენთან ლაპარაკი.." - მითხრა მიამ და პონგომ კამერაში თავი შემოყო. მოუსვენარი ბავშვივით იყო ჩემს დანახვაზე.
- ,,პონგო, მოგენატრე ჩემო პატარა? დედიკოსაც ძალიან მოენატრე ჩემო ბიჭო." - ვუთხარი და დავინახე იანი როგორ მომჩერებოდა და მელოდა როდის მოვრჩებოდი საუბარს. - ,,კარგი მია, ახლა უნდა წავიდე, სამუშაო მაქვს. გკოცნით." - ვუთხარი ისევ და გავუთიშე.
- ,,შვილი გყავს? არადა ბეჭედს არ ატარებ." - ლეპტოპს ჩააცივდა და ისე მითხრა.
- ,,რა, პონგო?" - გამეცინა. - ,,დალმატინელია." - ისევ სიცილით ვუთხარი. მეტი არაფერი უთქვამს, მხოლოდ კმაყოფილი მზერით შემომხედა და რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ მითხრა: - ,,კარგი. როგორც ჩანს დღეს სხვა სიახლეს ვერ გავიგებთ. სჯობს ხვალ წავიდეთ და ბრალდებულს პირისპირ გავესაუბროთ."
- ,,კარგი. ღამე მშვიდობის." - ვუთხარი, ჩემი ნივთები ავიღე და ოთახიდან გავედი. ჩემს ნომერში შევედი და დივანზე წამოვწექი. ამ დროს ტელეფონის ხმა გავიგე, ავიღე, უცხო ნომერი იყო.
- ,,ხვალ დილით 10 საათისთვის მზად იყავი, განყოფილებაში წავიდეთ. ჩარლზი არ შეაწუხო, ჩემი მანქანით წავალთ."
იანი? მაგრამ ჩემი ნომერი საიდან აქვს? არაფერი ვუპასუხე, ტელეფონი მაგიდაზე გადავდე, ტანსაცმელი დავიხადე და დავწექი.

მეორე დილით 7 საათზე გამეღვიძა, ავდექი და სააბაზანოში შევედი. ვიბანავე, ჩავიცვი, თმა მოვიწესრიგე, ყოველდღიური, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე. ამ დროს კარზე ზარის ხმა გავიგონე, კარი გავაღე:
- ,,დილა მშვიდობის მის ჰანნა, დღეს რა გეგმები გაქვთ? სად ვაპირებთ წასვლას?" - მკითხა ჩარლზმა.
- ,,დილა მშვიდობის. დღეს შეგიძლია დაისვენო ჩარლზ. განყოფილებაში ვაპირებ წასვლას, იანთან ერთად წავალ."
- ,,დარწმუნებული ხართ, მის ჰანნა?" - მკითხა კიდევ ერთხელ. ამასობაში იანი თავისი ოთახიდან გამოსულა და ჩარლზს უთხრა:
- ,,დიახ, დარწმუნებულია." - ჩარლზმა მხოლოდ თავი დამიქნია და თავისი ნომრისკენ წავიდა.
- ,,მზად ხარ?" - მკითხა იანმა.
- ,,მზად ვარ, მაგრამ შეგიძლია ნორმალურად ილაპარაკო? ჩარლზს ისე უყურებ, თითქოს მისი მოკვლა გინდა!" - ვუთხარი, ჩანთა ავიღე და ნომრიდან გასვლა დავაპირე.
- ,,ვინ იცის, იქნებ მინდა კიდეც.." - მითხრა და თვალი გამომაყოლა. მე კარიდან გავედი, მაგრად მივკეტე და წამით ისეთი სახით შევხედე, მგონი მე უფრო მინდოდა იანის მოკვლა ამ საქციელისთვის, ვიდრე იანს - ჩარლზის. ლიფტში შევედი და იანის შემოსვლას ველოდი, რომ 1-ლი სართულის ღილაკისთვის დამეჭირა ხელი. იანი შემოვიდა, ღილაკზე თითის მიჭერა დავაპირე, მაგრამ მან დამასწრო. კარი დაიხურა და ქვემოთ ჩავედით. მანქანასთან რომ მივედით, იანმა კარი გამოაღო და მანიშნა ჩავმჯდარიყავი. ჩავჯექი, კარი დახურა, მერე თვითონაც ჩაჯდა, მანქანა დაძრა და ისეთი სიჩქარით წავიდა, ცოტაც და სავარძლის სიბრტყეს გავუსწორდებოდი. ცოტა ხანში ბრალდებულის მოსანახულებლად მივედით. იანს უკან ჩაფიქრებული მივდევდი. არ მესმოდა ვის რას ეუბნებოდა, უბრალოდ მივყვებოდი. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როდესაც იანმა დამიძახა:
- ,,ჰანნა, კარგად ხარ? ბრალდებულთან უნდა შევიდეთ."
- ,,კი, კი, კარგად ვარ." - ვუპასუხე.
- ,,დარწმუნებული ხარ? თუ გინდა მარტო გავესაუბრები."
- ,,არა, კარგად ვარ, შევიდეთ." - ვუთხარი. როცა ოთახში შევედით, ერთი პოლიციელი თავთან ედგა ბრალდებულს. იანმა უთხრა გარეთ გასულიყო, მანაც შეასრულა იანის ნათქვამი. მე და იანი გვერდიგვერდ დავსხედით ბრალდებულის წინ.
- ,,მაშ, თქვენ ხართ ჰენრი ბენეტის მკვლელობაში ბრალდებული?" - ჰკითხა იანმა.
- ,,თქვენც ასე ფიქრობთ? ორი წელი გავიდა მას შემდეგ და ერთი ადამიანიც კი ვერ დავაჯერე, რომ ის უსინდისო მე არ მომიკლავს სინამდვილეში, არც არავის მოუკლავს."
- ,,არა, ჩვენ არაფერს ვფიქრობთ. აქ იმიტომ ვართ, რომ რაღაცაში ეჭვი შეგვეპარა და გვინდა დავაზუსტოთ რა და როგორ მოხდა." - უთხრა იანმა.
- ,,მოიცადეთ, ახლა თქვით, რომ არც არავის მოუკლავს, ასეა? ასე რატომ ფიქრობთ?" - ვკითხე.
- ,,დიახ. ის, ალბათ იცით, რომ მსახიობია. არაერთი როლი აქვს მორგებული, მათ შორის სიკვდილის სცენებიც. მან კარგად იცოდა, როგორ გაეთამაშა თავისი სიკვდილი და აი, მეც აქ ვარ. წარმოდგენა არ მაქვს ეს რატომ გააკეთა, მისთვის არაფერი დამიშავებია." - თქვა კაცმა, რომელიც ცოტა არ იყოს, განერვიულებული ჩანდა.
- ,,დამშვიდდით, გაიხსენეთ და მოგვიყევით დეტალურად რა და როგორ მოხდა, ასე უფრო დაგვეხმარებით." - უთხრა იანმა.
- ,,მე და ჰენრი ერთად ვმუშაობდით თეატრში მას შემდეგ, რაც ის ციხიდან გამოვიდა. ცოტა აშლილი იყო, მაგრამ თავის საქმეს აკეთებდა. ერთხელ, როდესაც სტუდიაში მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით, მოულოდნელად, სრულიად უმიზეზოდ ჩხუბი დაიწყო, რაღაცას ბოდავდა, რომ მისი ხელფასიდან ნაწილს ვიპარავდი, მაგრამ ერთნაირად გვიხდიდნენ. სიტყვიერი შეკამათებიდან ხელით შეხებაზე გადმოვიდა და მერე იარაღიც ამოიღო. არ მახსოვს როგორ, იარაღი წავართვი, მაგრამ დატენილი ყოფილა და გამივარდა, მარცხენა მხარზე უბრალოდ გაკაწრა. დარწმუნებული ვარ, რადგან დავინახე მხრიდან მოსდიოდა სისხლი, ისეთი არაფერი სჭირდა, რასაც შეეძლო მოეკლა."
- ,,ის ციხეში ნარკოვაჭრობისთვის იჯდა. შესაძლებელია, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნარკოტიკს მოიხმარდა?" - ჰკითხა იანმა.
- ,,დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ შეიძლება. ხანდახან შუა სცენიდან ათრთოლებული გარბოდა და რამდენიმე წუთში სრულიად დაწყნარებული შემოდიოდა. ეს აქამდე არავის უკითხავს, არც მე მეგონა, რომ შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანი ყოფილიყო."
- ,,კარგი." - უთხრა იანმა და ახლა მე შემომხედა - ,,მგონი დროა წავიდეთ." - თავი დავუქნიე და მას უკან გავყევი.
- ,,ჩემს ასისტენტს დავურეკავ, ინფორმაცია მოიძიოს ყველა საავადმყოფოში ნამყოფ პაციენტზე, რომელსაც ჰენრი ბენეტი ერქვა და იმ ინფორმაციით, რაც გვაქვს. (იგულისხმა 2021 წელს მარცხენა მხარში დაჭრილი პაციენტები, რომლებიც დაიღუპნენ, და არა მგონია მათი სია გრძელი იყოს). - მითხრა და გვერდით გავიდა. ორ წუთში ისევ უკან დაბრუნდა და მითხრა:
- ,,დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება ინფორმაციის მოპოვებას, მანამდე წავიდეთ და სადმე დავიცადოთ, თუ სხვა საქმე არ გაქვს."
- ,,არა, წავიდეთ." - ვუთხარი და მანქანისკენ წავედით.
15 წუთში კაფეში მივედით და ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან დავსხედით.
- ,,ყავას დალევ?" - მკითხა იანმა.
- ,,არა, ყავა არ მიყვარს." - ვუთხარი. მან გაკვირვებული მზერით შემომხედა.
- ,,ცხელი შოკოლადი?" - ისევ მკითხა.
- ,,ფორთოხლის წვენი!" - ვუპასუხე. ორი წამით ისევ რაღაცნაირი მზერით მიყურებდა, მერე ოფიციანტს დაუძახა და უთხრა:
- ,,ცხელი შოკოლადი და ფორთოხლის წვენი." - მანაც ჩვენი შეკვეთა 5 წუთში მოიტანა. მანამდე მე და იანს ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, ორივე ჩაფიქრებული ვიყავით. ფანჯარაში გავიხედე, კაფეს გარეთ მაგიდასთან წყვილი იჯდა ბავშვთან ერთად. ბავშვი 2-3 წლის იქნებოდა. ერთად ძალიან ბედნიერები ჩანდნენ. გამახსენდა მსხვერპლი, იქნებ მასაც ჰყავდა ცოლი და შვილები? ვინ იცის, როგორ განიცდიდნენ.
- ,,ნიუ-იორკში დეტექტივობის გარდა რას საქმიანობ? ოჯახთან ერთად ცხოვრობ?" - მკითხა იანმა.
- ,,ცალკე ვცხოვრობ, ძაღლთან ერთად." - ვუთხარი და გამეღიმა, რადგან გამახსენდა, რომ გუშინ პონგო ბავშვი ეგონა.
- ,,გარეთ იმ წყვილს უყურებდი, მეგონა ოჯახი მოგენატრა."
- ,,ჰო, ეგ.. ვიფიქრე თუ იმ მსხვერპლს, ჯონ ლი როის, ოჯახი ჰყავს, როგორი მძიმე იქნება მათთვის ეს ყველაფერი.."
- ,,კი, ჰყავს. ცოლი და ერთი შვილი, ოცი წლის ვაჟი." - თქვა და ლეპტოპს დახედა.
- ,,ხომ არ მოგწერა?" - ვკითხე.
- ,,არა, ჯერ არაფერია."
- ,,რა, თუ ის ჰენრი ბენეტი მკვდარი არ არის და უბრალოდ გაითამაშა ეს ყველაფერი? თავისი სიკვდილი ჯონ ლი როის მოსაკლავად დაგეგმა?"
- ,,გამორიცხული ჯერ-ჯერობით არაფერია, მაგრამ უნდა დაველოდოთ." - მითხრა და ფინჯნიდან ცხელი შოკოლადი მოსვა.
ნახევარ საათში შეტყობინება მოვიდა იანის ასისტენტისგან. პარიზის არც ერთ საავადმყოფოში არ ყოფილა ასეთი პაციენტი. მხოლოდ 3. აქედან 2 დაიღუპა, 1 გადარჩა, მაგრამ მის მონაცემებს არ შეესაბამება.
- ,,მგონი მხოლოდ ერთი გამოსავალია იმისთვის, რომ გავიგოთ ნამდვილად მკვდარია თუ არა ეს კაცი." - თქვა იანმა. მე კი სახეზე ისეთი გამომეტყველება მქონდა, როგორიც შეიძლება ნებისმიერს ჰქონოდა ნაცვლად კითხვისა - ,,რა?" - იანიც მიხვდა და მითხრა:
- ,,მისი საფლავი უნდა შევამოწმოთ." -
- ,,ოღონდ ეს არა. არ ვაპირებ ვიღაცის საფლავში ძრომიალს." - ვუთხარი, მან კი სივილით მიპასუხა:
- ,,რა სისულელეა, ჩვენ კი არ ამოვთხრით, პოლიციას ვთხოვ დახმარებას, რომ ლეგალური იყოს ეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში შენ მაინც არ წაგიყვანდი, ისეთი გიჟიც არ ვარ, რომ გოგო წავიყვანო ვიღაცის საფლავის შესამოწმებლად." - შეიძლება ითქვას გულზე მომეშვა, იქ ხომ მხოლოდ ძვლები იქნებოდა დარჩენილი ორი წლის შემდეგ.. თუ, რა თქმა უნდა, ვინმე იყო იქ. საქმეს მოვრჩით და გადავწყვიტეთ სასტუმროში დავბრუნებულიყავით. ლიფტში შევედით, თითი მეშვიდე სართულის ღილაკს მივაჭირე, მეშვიდე სართულზე ავედით, იანი თავის კართან დადგა, მე ჩემს ნომერთან მივედი.
- ,,ხვალ პოლიციას საქმის კურსში ჩავაყენებ. როცა გათხრას მორჩებიან და ყველაფერს დაზუსტებით გავიგებ, დაგირეკავ და შეგიძლია მაშინ წამოხვიდე."
- ,,არაა საჭირო, მეც შენთან ერთად წამოვალ. იქ უნდა ვიყო." - ვუთხარი და ჯარი გასაღებით გავაღე.
- ,,კარგი, მშვიდობიანი საღამო." - მითხრა და ოთახში შევიდა. მეც შევედი, ცოტა ხანს დავჯექი, დედას დაველაპარაკე, ვუთხარი, რომ კარგად ვარ და გამოძიებაც ნორმალურად მიდის. ასევე ვუთხარი, რომ არ ვიცოდი როდის დავბრუნდებოდი. მერე გავუთიშე და დივანზე გადავწექი. კარზე კაკუნი გავიგონე. კართან მივედი და გავაღე.
- ,,მის ჰანნა, დავინახე, რომ დაბრუნდით და გადავწყვიტე მეკითხა როგორ ჩაიარა დღემ." - მითხრა ჩარლზმა.
- ,,ნორმალურად. ხვალ ჰენრი ბენეტის საფლავთან უნდა მივიდეთ და ვნახოთ შიგნით მართლა არის თუ არა სხეული, ანუ გავარკვიოთ, ნამდვილად გარდაიცვალა თუ არა."
- ,,გასაგებია, მის ჰანნა, ღამე მშვიდობის."
- ,,ღამე მშვიდობის." - ვუთხარი, კარი დავხურე და საწოლზე დავწექი.
















თავი 5.
,,თუ დამჭირდა საფლავიდან ამოგთხრი."





დილით ავდექი, ჩვეულებრივ დილის რუტინას მივყევი, ჩავიცვი და კართან მივედი. იანისთვის უნდა დამეძახა. კარი გავაღე თუ არა, იანი კარის მეორე მხარეს დამხვდა.
- ,,სწორედ ახლა ვაპირებდი შენთვის თქმას, უკვე დროა წავიდეთ." - თქვა იანმა.
- ,,ჰო, წავიდეთ." - ვუთხარი, კარიდან გავედი და გასაღებით ჩავკეტე. ლიფტისკენ ვაპირებდით წასვლას, როცა უკნიდან ჩარლზის ხმა გავიგონე.
- ,,მის ჰანნა, დილა მშვიდობის. უკვე მივდივართ?" -
- ,,შენი წამოსვლა არ არის საჭირო, მარტოც მივხედავთ." - თქვა იანმა. იანს ისეთი სახით შევხედე, რომ თუ კიდევ რამეს იტყოდა ჩარლზთან მიმართებით, მაგრად დავარტყამდი.
- ,,მას გავყვები ჩარლზ, შენ დაისვენე." - ვუთხარი და ჩარლზის მხარეს მიბრუნებული ღიმილიანი სახე იანისკენ მიბრუნებისას ნამდვილ დემონად გადაიქცა.
- ,,გასაგებია." - თქვა ჩარლზმა და თავისი ნომრისაკენ წავიდა. ლიფტთან ვიდექით, სანამ მე-15 სართულიდან ჩამოვიდოდა. იანის მზერას ვგრძნობდი, რომელიც თვალს არ მაშორებდა. რამდენიმე წამით ასე ვიდექით, შემდეგ თავი მისკენ მივატრიალე, მან მზერა ამარიდა.
- ,,და ამბობ, რომ იმ დღეს არაფერი გითქვამს ჩარლზისთვის? არადა გუშინაც გაგაფრთხილე." - ვუთხარი. ამ დროს ლიფტის კარი გაიღო და შიგნით შევედი.
- ,,ისეთი არაფერი მითქვამს, უბრალოდ შენი დაგვიანების გამო პატარა საყვედური მიიღო." - თვალის დაუხამხამებლად მიპასუხა ლიფტში დასმულ კითხვაზე, როცა ეზოში ჩავედით და მის მანქანაში ჩავსხედით, და მზერა ჩემზე გადმოიტანა.
- ,,შეშლილი ხარ?" - გაკვირვებულმა ვკითხე. - ,,მე დავაგვიანე და მას რატომ უსაყვედურე? ან რა უფლებით აძლევ საკუთარ თავს ნებას, სხვას, ვისაც ორი დღეა იცნობ, ასე უხეშად ელაპარაკო?!" - ვუთხარი და როდესაც მივხვდი, რომ ჩემი ხმა საგრძნობლად გაიზარდა, გავჩუმდი. შიგადაშიგ მის გამოპარულ მზერას ვგრძნობდი, რომელიც რამდენიმე წამით რჩებოდა ჩემზე.
ცოტა ხანში სასაფლაოზე მივედით. პოლიციელების ჯგუფი უკვე აქ იყო და საფლავის გათხრა დაწყებული ჰქონდათ. დილანიც აქ იყო. მე და იანს გვითხრა, რომ მალე მორჩებოდნენ თხრას. ნახევარი საათი იანის მანქანასთან ვიდექი, იანი დილანს ესაუბრებოდა. მერე დავინახე, როგორ ჩავიდა ერთ-ერთი პოლიციელი ამოთხრილ ორმოში, იანი და დილანი ახლოს მივიდნენ. მეც მათთან მივედი, ქვემოთ ჩავიხედე და ცარიელი ხის ყუთი დავინახე.
- ,,არანაირი კვალი იმისა, რომ აქ ვინმე იწვა." - თქვა ქვემოთ ჩასულმა.
- ,,დარწმუნებული ხართ?" - ჰკითხა დილანმა.
- ,,სრულებით, სერ." - ამოსძახა ქვემოდან.
- ,,კარგი, ამოდი. ეგ ამოიტანეთ და ორმო ამოავსეთ." - უთხრა დილანმა.
- ,,კარგი, გამოდის ეს ადამიანი ცოცხალია. სად უნდა ვეძებოთ?" - ვკითხე იანს, როდესაც მანქანისკენ მივდიოდით.
- ,,წარმოდგენა არ მაქვს როგორ, მაგრამ ვიპოვით." - მითხრა.
მანქანაში ვაპირებდით ჩასხდომას, როდესაც დილანმა დაგვიძახა და შეგვაჩერა.
- ,,მის ჰანნა, ბატონო იან.. აქ კამერებია დამონტაჟებული. დავრეკე და ვუთხარი გადაამოწმონ ზუსტად რა მოხდა აქ ორი წლის წინ. საღამოსთვის უკვე იქნება ინფორმაცია და გამოგიგზავნით." - თქვა და წავიდა.
- ,,ახლა სად მივდივართ?" - ვკითხე იანს, როდესაც მანქანაში ჩავსხედით.
- ,,შენ სასტუმროში წაგიყვან, მე რაღაც საქმე მაქვს, უნდა გავიდე." - მითხრა.
სასტუმროს ეზოში რომ მივედით, მანქანიდან გადმოვედი და ჩემს ნომერში ავედი. იანი არც კი გადმოვიდა, ჩემი გადმოსვლისთანავე წავიდა. გადავწყვიტე ცოტა ხანს ოთახში დამესვენა, ამიტომ საწოლზე დავწექი.
კარზე კაკუნია. თვალები გავახილე. ტელეფონი არ წყვეტს ბზუილს.
- ,,ღმერთო, ჩამძინებია." - სანამ ტელეფონი ავიღე, კარზე უფრო სწრაფად ააყოლა ვიღაცამ ბრახუნი. კართან მივედი და გავაღე.
- ,,იან?" - იანი კართან იდგა და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ვიღაცის მოკვლა სურდა.
- ,,მადლობა ღმერთს. სად იყავი, 20-ჯერ მაინც დაგირეკე, შეტყობინებაც დაგიტოვე." - მითხრა და თან ოთახში შემოვიდა.
თავხედობასაც საზღვრები აქვს უკვე... - გავიფიქრე.
- ,,კარზე წვეულება აწერია? თუ ასე რატომ შემოდიხარ ოთახში? წამოვწექი და ჩამძინებია. ტელეფონის ხმა გათიშული მქონდა და ამიტომ ვერ გავიგე. რა ხდება?"
- ,,დილანმა დამირეკა, კამერების ჩანაწერები შენთან გამოაგზავნეს და აქ მათ სანახავად მოვედი."
- ,,მართლა? მოიცადე, ახლავე ვნახავ." - ვუთხარი და ლეპტოპი ავიღე. ამასობაში იანი დივანზე დაჯდა. მის გვერდით დავჯექი და ჩანაწერი ჩავრთე. მხოლოდ ის ადგილები იყო გამოგზავნილი, სადაც სავარაუდოდ ჰენრი ბენეტი ჩანდა. ღამე იყო და გარკვევით ვერაფერს ვხედავდით, მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო მარტო მოქმედებდა. გარდაცვლილს ღამით ვინ ასაფლავებს, თანაც, ის მძიმე ხე მარტომ როგორ უნდა ჩადო ორმოში. აქედან ლოგიკური დასკვნა: ამ ხის ყუთში არ ყოფილა სხეული, რასაც, ნაპოვნიც ადასტურებს. კაცმა ის ხის ფიცრები დამარხა, მიწა მოასწორა, ზემოდან ქვა დაადგა და წავიდა. შემდეგ ის რამდენიმეჯერ გამოჩნდა პარიზის ქუჩებში შენიღბული, თეატრთან ახლოსაც მსგავსი აღნაგობის და ჩაცმულობის სულ დადიოდა თავიდან რამდენიმე კვირა.
- ,,შესაძლებელია, რომ ისევ თეატრში მუშაობდეს? საეჭვოდ ხშირად დადიოდა თეატრში, თუ რა თქმა უნდა, ის იყო." - ვუთხარი იანს.
- ,,სრულიად. ორი წუთით დამელოდე, რაღაცას გავარკვევ და მოვალ." - მითხრა და კარისკენ წავიდა. ზუსტად ორ წუთში უკან შემობრუნდა -
- ,,D'accord, merci, Au revoir..." - წარმოთქვა და გათიშა.
- ,,იმ თეატრში ორი ბილეთი დავჯავშნე, ერთ საათში იქ უნდა ვიყოთ. გაემზადე და წავიდეთ, იქნებ იქ ვნახოთ ან რამე გავარკვიოთ." - მითხრა და ისევ დივანზე დაჯდა. ერთ საათში იქ უნდა ვიყოთ? ასე მალე როგორ გავემზადო, ღმერთო ჩემო...
მაქსიმალურად სწრაფად გავემზადე და იანთან ერთად თეატრში წავედი. შევედით თუ არა, წარმოდგენა დაიწყო. მართალია, სცენასთან ახლოს ვისხედით, მაგრამ მონაწილეების სახეებს ნორმალურად ვერ ვარჩევდი, ყველას რაღაც ფორმები ეცვათ.
- ,,სადმე ხედავ მას?" - მკითხა ცოტა ხანში იანმა.
- ,,ვერა. ორი წუთით გავალ, თუ რამეს შენიშნავ მაშინვე მითხარი, კარგი?" - ვუთხარი და დარბაზიდან გავედი. საპირფარეშოდან გამოსვლისას ვიღაც ქალს შევეჯახე. მსახიობი იყო, თითქმის შიშველი, მხოლოდ საცვლები და თხელი ხალათი ეცვა, რომელიც მხრებიდან გადასცვივნოდა. მოვუბოდიშე და გზა გავაგრძელე. ქალს ნაცნობი სახე ჰქონდა, თითქოს სადღაც მინახავს, მაგრამ ვერ ვიხსენებდი, ალბათ სადმე ქუჩაში მოვკარი თვალი. როცა დავბრუნდი წარმოდგენა დამთავრებული იყო და იანი გარეთ მიცდიდა.
- ,,საეჭვო ვერავინ დავინახე. ხვალ ისევ მოვიდეთ და შევამოწმოთ, ახლა წავიდეთ." - მითხრა იანმა და მანქანისკენ წავედით.
8 ხდებოდა როდესაც სასტუმროში მივედით. ორივე ჩვენ-ჩვენს ნომრებში შევედით. მაგრამ დღის ასე დასრულება არ მინდოდა. უცებ გამახსენდა, რომ ამ სასტუმროში დაბლა აუზია. გადავწყვიტე ჩავსულიყავი და გრძელი დღის შემდეგ განტვირთვა მიმეღო. საცურაო კოსტუმი ავიღე და პირველ სართულზე ჩავედი. გასახდელში გამოვიცვალე და თეთრი ხალათი მოვიფარე, რომელიც იქვე ეკიდა. აუზში არავინ იყო. ეს მომეწონა, რადგან მარტო ცურვა მერჩია. ცურვაში ნახევარი საათი ისე გავიდა, ვერც კი შევნიშნე. აუზიდან ამოსვლა რომ დავაპირე, ოთახში ვიღაც შემოვიდა. სწრაფად ისე ამოვედი, რომ არც მიმიხედავს და ხალათის ასაღებად წავედი. სანამ ხალათს ვიცვამდი, შემოსულს შევხედე, დაჟინებით მაკვირდებოდა.
- ,,იან?" - დავუძახე და თან ხალათის ქამარი შევიკარი. ჩემმა დაძახილმა იანი გამოარკვია და ახლა თვალებში მომჩერებოდა. მერე ოდნავ თავი გააქნია და თქვა-
- ,,მე.. მე აქ საცურაოდ მოვედი." -
- ,,ჰო, დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვა კარგია, მით უმეტეს, აუზში." - ვუთხარი და გასვლა დავაპირე, მაგრამ იანის სიტყვებმა შემაჩერა. -
- ,,ანუ, ცურვა იცი?" -
- ,,ჰო, ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც ცურვა ვისწავლე."
- ,,ანუ დიდი ხანია. წესით კარგად უნდა ცურავდე."
- ,,საკმაოდ კარგად ვცურავ. შეჯიბრებებშიც კი ვმონაწილეობდი და თითქმის სულ ვიმარჯვებდი." - ვუთხარი და თან პირსახოცით თმას ვიმშრალებდი.
- ,,გასაგებია, მაგრამ რაღაც მეუბნება, რომ მე ვერ მაჯობებ." - ღიმილით მითხრა.
- ,,ამაზე კამათს აზრი არ აქვს." - ღიმილით ვუპასუხე.
- ,,იქნებ აქვს.. მოდი, შევეჯიბროთ, თუ რა თქმა უნდა, წაგების არ გეშინია."
- ,,სისულელეა შენთან ცურვაში შეჯიბრი." - ვუთხარი.
- ,,ანუ შენს თავში დარწმუნებული არ ხარ?!" - მითხრა და ხალათი გაიხადა.
აი ეს მესმის... საკმაოდ ნავარჯიშები სხეული და კარგად გამოკვეთილი კუნთები აქვს.
- ,,დარწმუნებული ვარ, უბრალოდ შენთან შეჯიბრი არ მინდა."
- ,,კარგი, როგორც იტყვი, მშიშარა." - სიცილით მითხრა.
- ,,მშიშარა? კარგი, თანახმა ვარ, მაგრამ ერთი პირობით: თუ მე გავიმარჯვებ, სანამ პარიზში ვიქნები, იმას გააკეთებ, რასაც მე გეტყვი."
- ,,კარგი" - თქვა და ჩემკენ წამოვიდა ნელი ნაბიჯით. - ,,მაგრამ თუ მე მოვიგებ, შენ გააკეთებ იმას, რასაც მე გეტყვი. პირობები იგივეა. შევთანხმდით?" - უკვე ძალიან ახლოს მოვიდა.
- ,,შევთანხმდით, ოღონდ ეს შეთანხმება პირადულ საკითხებს არ შეეხება." - ვუთხარი და ხალათის გახდა დავაპირე. იანი უკვე აუზისკენ მიდიოდა. როცა შებრუნდა მისი ტატუ დავინახე, აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია. ელვა, რომელიც ზურგის მარცხენა მხარეს ჰქონდა, ნეკნებთან, და გვერდიდან გადმოდიოდა წინა მხარეს.
- ,,არა, შეუძლებელია!" - გავიფიქრე, რადგან მეც იგივე ტატუ მაქვს მარცხენა გვერდზე ზემოთა მხარეს, რომელიც ნელა წინ გადმოდის, ზუსტად ნეკნებზე და მკერდის ოდნავ ქვემოთ მთავრდება. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ჩემი ტატუ თეთრია, თან, მას საცურაო კოსტუმი ფარავდა და მას იანი ვერ დაინახავდა.
- ,,ჰანნა, კარგად ხარ?" - მკითხა იანმა.
- ,,კი, კი, კარგად ვარ." - ვუთხარი, ხალათი გავიხადე და აუზში ჩავედი. იანის გვერდით მივედი.
- ,,შეთანხმება ხომ გახსოვს, არა?" - ღიმილით მკითხა, როდესაც ნორმალური სახე მივიღე.
- ,,ძალიან კარგად, დამარცხებისთვის მოემზადე." - ვუთხარი.
- ,,არასოდეს. სამ თვლაზე.. სამი, ორი... ერთი." - ორივემ ჩავყვინთეთ და აუზის ბოლომდე გავცურეთ. რამდენიმე წამში აუზის მეორე მხარეს ვიყავი, წყლიდან თავი ამოვყავი, მაგრამ იანი უკვე იქ დამხვდა.
- ,,ვიღაცას არ გაუმართლა." - სიცილით თქვა იანმა.
- ,,ნუ იცინი." - ვუთხარი და წყალი შევასხი.
- ,,მე გავიმარჯვე, რაც იმას ნიშნავს, რომ.." -
- ,,ვიცი რასაც ნიშნავს, გეყოფა." - გავაწყვეტინე საუბარი - ,,კიდევ ერთი რაუნდი და გაჩვენებ რაც შემიძლია."
- ,,როგორც გინდა, მაგრამ მოგებული მაინც მე ვარ და შეთანხმება ძალაშია იქამდე, სანამ პარიზში ხარ." -
- ,,კარგი, ძალიან ნუ გაგიხარდება." - ოდნავ გამეღიმა. - ,,ისევ სამზე, სამი, ორი.. ერთი" - ისევ გავცურეთ და ამჯერად მას მე მივასწარი.
- ,,ხომ გითხარი, რომ მიგასწრებდი." - ვუთხარი. იანმა თავი ძლიერად გაიქნია, ისე, რომ წყლის წვეთები მომესხა. მერე ჩემკენ წამოვიდა, ძალიან ახლოს მოვიდა. ისე ახლოს, რომ ცოტაც და ცხვირს ცხვირზე მომადებდა.
- ,,გამარჯვებული მე ვარ, ხვალიდან ვიწყებთ." - თვალებში მიყურებდა და ისე მითხრა. ალბათ, ასეც გააგრძელებდა, მაგრამ ხელით უკან გავწიე და აუზიდან ამოვედი. ხალათი სწრაფად შემოვიცვი და გასახდელ ოთახში გავედი, რომ ჩამეცვა და ჩემს ნომერში ავედი.








თავი 6..
,,უფრო ადამიანური, ვიდრე ჩანს."

მეორე დღეს 9:30ზე გამეღვიძა. ტელეფონი ავიღე, რომ შემემოწმებინა. იანის მესიჯი დამხვდა.
- ,,საღამოს ისევ თეატრში მივდივართ. 8 საათისთვის მზად იყავი." - რვისთვის.. ანუ რვამდე თავისუფლად მოვასწრებ გარეთ გასვლას. ელის ნათქვამი გამახსენდა, ვიფიქრე შევუვლიდი და ერთად გავიდოდით. შავი, მოკლე ტავის კაბა ჩავიცვი კოლგოტის ზემოდან, შავი, თხელი გრძელმკლავიანი მაისური, ფეხზეც შავი ტყავის, მუხლს ოდნავ ზემოთ ფეხსაცმელი, ზემოდან გრძელი, ღია ყავისფერი მოსაცმელი და შავი ჩანთა. დღეს საკმაოდ ცივა პარიზში, ამიტომ ტყავის ხელთათმანებიც გავიყოლე და ჩარლზს ვთხოვე L'Arc club-ში წავეყვანე. 12 საათისთვის უკვე იქ ვიყავი.
- ,,ჰანნა?"- ბართან ელი დამხვდა.
- ,,ელი."- გავუღიმე. - ,,გახსოვს, მითხარი პარიზს დამათვალიერებინებდი. დღეს ცოტა დრო გამოვნახე და ვიფიქრე თუ გეცლებოდა..."
- ,,კი, კი, რა თქმა უნდა, მახსოვს. ტანსაცმელს შევიცვლი და ახლავე დავბრუნდები. შეგიძლია აქ დაჯდე და დამელოდო?"
- ,,არაა პრობლემა."- ღიმილით ვუთხარი ისევ და იქვე ბართან ჩამოვჯექი.
- ,,სანამ მოვალ რამეს ხომ არ დალევ, რამე ყვითელს და ძლიერს..?"- სიცილით მითხრა.
- ,,ამჯერად მხოლოდ ფორთოხლის წვენი იყოს." - სიცილივთე ვუპასუხე. ელიმ ჭიქა წინ დამიდგა და გავიდა. მისი გასვლისთანავე ვიღაცამ უკნიდან ხელი მომკიდა მკლავზე.
- ,,ჰანნა, აქ რას აკეთებ?" - როგორც ყოველთვის, ისევ შავები ეცვა.
- ,,რა, შენ უნდა გკითხო სად წავალ?" - ვუთხარი.
- ,,ამას არ ვგულისხმობ. საღამოს საქმეზე გასვლას ვაპირებთ, ხომ იცი?!."
- ,,და? საღამომდე წინ კიდევ 8 საათია. მანამდე მინდა აქაურობა დავათვალიერო." - ვუპასუხე და წვენი მოვსვი.
- ,,და პარიზის დასათვალიერებლად აქ მოხვედი?"
- ,,კი, რა მოხდა. შენ არ გეხება რას გავაკეთებ იმ დროს, როცა არ ვმუშაობ და შეგიძლია ხელი გამიშვა?"
- ,,კარგი. ადექი, მივდივართ." - მითხრა და ხელი უფრო ძლიერად მომკიდა.
- ,,გაგიჟდი? სად მივდივართ?!"
- ,,შეჯიბრის პირობა ხომ არ დაგავიწყდა? იმას გააკეთებ რასაც მე გთხოვ."
- ,,ახლა? ელისთან ერთად ვაპირებ გასვლას. სხვა დროს წავიდეთ სადაც არ უნდა მიგყავდე."
- ,,ელისთან ერთად? ახლა წავალთ, პირობა პირობაა." - მითხრა და ხელჩაკიდებული გარეთ გამიყვანა.
- ,,მოიცადე, ავუხსნი მაინც.." - ვუთხარი, მაგრამ სიტყვის უთქმელად მანქანასთან მიმიყვანა, კარი გამოაღო და მელოდებოდა, რომ ჩავმჯდარიყავი. ჩავჯექი და კარი ისე მოაჯახუნა, რომ შევხტი. მერე თვითონაც ჩაჯდა, მანქანა დაძრა და წავიდა.
- ,,ის მაინც მითხარი სად მივდივართ?!" - ვკითხე, მაგრამ მას თითქოს არც გაუგია ჩემი სიტყვები. - ,,რომ მცოდნოდა ასე ცხოველივით მოიქცეოდი, არ შეგეჯიბრებოდი. გითხარი პარიზის დათვალიერება მინდა მეთქი, ელიმ შემომთავაზა და უარი არ ვუთხარი მიუხედავად იმისა, რომ ათი წუთის გაცნობილი მყავდა. ისიც გთხოვე, უბრალოდ ავუხსნი მეთქი, რატომ წამოვედი ასე უცებ, მაგრამ გარეთ გამომიყვანე, მისთვის რამის ახსნაც არ მაცადე. შენ რომ დაეტოვებინე ვინმეს ასე რას იზამდი? ხომ გაბრაზდებოდი?.. საერთოდ გესმის ჩემი? ხმას რატომ არ იღებ?!..."
- ,,ორი წუთით გაჩუმება შეგიძლია? მოიცადე და ნახავ." - მხოლოდ ეს მითხრა და გაჩუმდა. მეც აღარაფერი მითქვამს, მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა. ცოტა ხანში ლუვრთან მივედით. იანი მანქანიდან გადავიდა, მეც გადავყევი.
- ,,აქ რა გვინდა?" - ვკითხე ოდნავ გაოცებულმა.
- ,,პარიზის დათვალიერება ხომ გინდოდა, არა? ეიფელი უკვე ნახე, ამიტომ აქ მოგიყვანე."
- ,,სხვათა შორის, აქ ვიყავი უკვე."
- ,,მართლა?"
- ,,ჰო, გახსოვს, ვახშამზე რომ დამაგვიანდა ჩამოსვლის დღისით, აქ ვიყავი და ამიტომ დამაგვიანდა. მაგრამ, შიგნით ვერ შევედი, უკვე გვიანი იყო."
- ,,მაშინ გასამართლებელი მიზეზი გქონია."
- ,,ამაზე ცოტა ადრე რომ გეფიქრა კარგი იქნებოდა." -
- ,,კარგი, მაშ იყავი, მაგრამ შიგნით არა, და ჩემთან ერთად არა. შენ ხომ ვინმე გინდოდა, ვისთან ერთადაც წახვიდოდი და ნახავდი ღირსშესანიშნაობებს, ჰოდა აი, მოვედით." - თქვა და მანიშნა მას გავყოლოდი. შიგნით შევედით.
- ,,მაშ, ძალიან უნდა მოგწონდეს, ჩამოსვლის დღესვე აქ გამოიქეცი. ახლაც ისეთი სახე გაქვს, ვერ უარყოფ."
- ,,უარყოფას არც ვაპირებ, ჰო, მუზეუმები ძალიან მიყვარს. ის ატმოსფერო, რომელიც მათში სუფევს, სიძველეები, კარგად მოქმედებს ჩემს განწყობასა და ხასიათზე. სისულელე იქნებოდა მუზეუმებზე გაგიჟებული ადამიანი პარიზში ჩავიდეს და ლუვრი არ ნახოს."
- ,,ჰო, ალბათ. მაინც, მუზეუმები რატომ გიყვარს? უბრალოდ ჰობია? თუ რამეს უკავშირდება?"
- ,,ეს ალბათ, იქიდან მოდის, რომ მეც ხელოვანი ვარ. თავისუფალ დროს, უფრო სწორად, როცა სახლში ვარ, უმეტეს დროს ხატვაში ვატარებ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა."
- ,,ერთ-ერთი? კიდევ რით ხარ დაკავებული?" - უფრო და უფრო მეტ კითხვებს სვამდა.
- ,,ძალიან ბევრი რამ მიყვარს - მოგზაურობა, ზღვა, ცა, სეირნობა, განსაკუთრებით ღამით, ფოტოგრაფია, ცხენები - ზოგადად ცხოველები, და საერთოდ ყველაფერი, რაც ბუნებასთან და სამყაროსთანაა დაკავშირებული, რაც გალაქტიკას ეხება და რაც ადამიანებთან ან საერთოდ, ცოცხალ არსებებთან მაახლოვებს. ჩახუტება იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩემით არ იღლებიან და ჩემი ხასიათების მიუხედავად, მაინც ვუყვარვარ. და კიდევ, წვიმა. ყველა ბუნებრივი მოვლენა მიყვარს, მაგრამ წვიმა განსაკუთრებით, თითქოს დაკავშირებული ვარ..." - კიდევ ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ თუ გავაგრძელებდი, იანი აუცილებლად დაფრთხებოდა და ინანებდა ჩემს წამოყვანას.
- ,,და კიდევ, ბევრი ლაპარაკი." - სიცილით მითხრა.
- ,,ეგ ყველაზე უკეთ გამომდის, როცა ამ თემებზე ვლაპარაკობ, და მგონი, ზედმეტად ბევრიც ვთქვი." - ღიმილით ვუთხარი.
- ,,ოჰო, გასაგებია. ალბათ სწორედ ამ ყველაფერს ხატავ."
- ,,ჰო." - ვუპასუხე. დიდხანს დავდიოდით და ვაკვირდებოდი იმ ყველაფერს, რაც სიამოვნებას მანიჭებდა. იანიც უყურებდა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აზრი ვერც ერთი ნამუშევრიდან ვერ გამოიტანა და ტყუილად უყურებდა.
- ,,ეს და ვინჩია, არა?" - მკითხა, როცა მონა ლიზას მივუახლოვდით.
- ,,კი. 1503-1506 წლები. ზეთის საღებავები. ამ პიროვნების ვინაობა დღემდე სადავოა. ზოგი ამბობს, რომ ის იზაბელა დ'ესტეა, ზოგი - კატერინა სფორცი, უბრალოდ იდეალური ქალი, ახალგაზრდა ყმაწვილი ქალის სამოსში, ზოგი კი ამბობს, რომ ის თავად ლეონარდოს ავტოპორტრეტია."
- ,,მართლა?"
- ,,ჰო, თან 1911 წელს მოიპარეს და მხოლოდ 3 წლის შემდეგ იპოვეს." - ცოტა წინ წავედი და ანტონიო კანოვას Cupid's kiss-თან გავჩერდი. ნანახი ქანდაკებებიდან ყველაზე მეტად მომეწონა. დიდხანს ამ ქანდაკებას ვუყურებდი. მერე იანი მომიდგა გვერდით, ცოტა ხანს აკვირდებოდა და მითხრა-
- ,,კარგი ნამუშევარია."
- ,,ჰო, ძალიან ლამაზია. ანტონიო კანოვა. 1793 წელი. მარმარილო. იცი, კუპიდონიც და ფსიქეც ისეა შესრულებული, რომ მათი შეხება ნამდვილი ადამიანის კანის შეხებას ჰგავს. ეს ,,უხეში ნაჭერი" კი ზედაპირის ამ სირბილეს უფრო მეტად კვეთს და უსვამს ხაზს."
- ,,საინტერესოა. მგონი ხელოვნების ისტორიითაც ხარ დაინტერესებული. დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი ნამუშევარი გეცოდინება ზეპირად."
- ,,ნუ, შეიძლება ასეც ითქვას. სკოლაში ჩემი ფავორიტი საგანი იყო და მაინტერესებდა."
- ,,მართლა, უკვე 7 საათია, მგონი სჯობს წავიდეთ, თორემ დავაგვიანებთ." - მითხრა.
- ,,ასე უცებ გავიდა დრო? კარგი, წავიდეთ." - ვუთხარი და ორივე გარეთ გავედით
- ,,რატომ გადაიფიქრე?" - ვკითხე გზაში.
- ,,რა?"
- ,,თავიდან, როცა გითხარი, რომ მინდოდა ისეთ ვინმესთან დამეთვალიერებინა პარიზი, ვინც აქაურობას იცნობს, მითხარი იმედია იპოვნი ვინმესო. დარწმუნებული ვარ, არც კი დაფიქრებულხარ, ისე მიპასუხე. დღეს სულ სხვანაირი ხარ, ლუვრის სანახავად მომიყვანე... რა შეიცვალა?"
- ,,ჰო, ეგ.. უბრალოდ თავისუფალი ვიყავი და ვიფიქრე შემეძლო მეჩვენებინა შენთვის." -
არაფერი ვუთხარი, ჩაფიქრებული ვიყავი. თეატრში ცოტა ადრე მივედით, მაგრამ შიგნით დავსხედით და წარმოდგენის დაწყებას დაველოდეთ. დაიწყო, მაგრამ საეჭვოს ვერავის ვხედავდით. ცოტა ხანში ის ქალი გამოჩნდა, რომელსაც გუშინ შევეჯახე - ,,ნამდვილად მსახიობი ყოფილა." - გავიფიქრე.
- ,,დღესაც არაფერი.." - თქვა იანმა, როდესაც წარმოდგენა დასრულდა.
- ,,ჰო. როგორ ფიქრობ, აზრი აქვს აქ სიარულის გაგრძელებას?" - ვკითხე.
- ,,ზუსტად არ ვიცი." - მიპასუხა და მანქანის კარი გამოაღო იმ მხარეს, სადაც მე უნდა დავმჯდარიყავი. - ,,დაჯექი, კიდევ სადღაც მივდივართ." - დაამატა. არაფერი მიკითხავს, უბრალოდ წამით შევხედე იანს და მანქანაში ჩავჯექი. რამდენიმე წუთში ეიფელთან მივედით.
- ,,ვიფიქრე ღამის პარიზში ეიფელის ნახვა და გასეირნება მოგეწონებოდა." - მითხრა. კოშკი ისეთი ლამაზი იყო, მეეჭვება სიტყვებით ამის აღწერა შევძლო. თბილ ფერებში ციმციმებდა და ღამის პეიზაჟს სილამაზეს მატებდა.
- ,,ეს მხოლოდ სურათებში მაქვს ნანახი, მაგრამ საკუთარი თვალით ნახვა სულ სხვაა, გაცილებით ლამაზია." - სიხარულისგან ლამის ხტუნვა დავიწყე, პირიდან სიტყვები ძლივს ამოდიოდა.
- ,,წამოდი, ცოტა ხანს ვიაროთ, თუ შეგცივდება მითხარი და წავიდეთ."
- ,,კარგი." - ღიმილით ვუთხარი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამდენი ხნის ოცნება, რომ ღამით ეიფელთან მევლო, ამისრულდა, იანის წყალობით. 11 საათი ხდებოდა, ამიტომ ხალხი იმზე ცოტა იყო გარეთ, ვიდრე დღისით ვხედავდი გამოძიებისას.
- ,,მთელი დღეა ჩემზე ისმენ, საკუთარ თავზე ერთი სიტყვაც არ გითქვამს."
- ,,რისი გაგება გინდა?"- მკითხა.
- ,,არ ვიცი... რა მოგწონს, რით ხარ დაკავებული, ოჯახი, ჰობი... რამდენი რამაა, რაზეც შეგიძლია ისაუბრო.." - ვუთხარი.
- ,,შეიძლება ითქვას, მზარეული ვარ, კარგად ვამზადებ. დეტექტივობის გარდა საქმიან შეხვედრებზე და სპორტ-დარბაზებში დავდივარ. რაც შეეხება ოჯახს - მარტო ვცხოვრობ. მშობლები - მამა ფრანგია, დედა ნიუ-იორკიდანაა. ჰობი წესით უკვე იცი, თავისუფალ დროს ვცურავ ხოლმე." - მითხრა და გამიღიმა. მე მხოლოდ ვუსმენდი, შემდეგ ვკითხე -
- ,,კარგი, მაშინ რა არ მოგწონს?"
- ,,ნუ, ბევრ და უაზრო ლაპარაკს ვერ ვიტან, თანაც არაფორმალურად. და ცხოველები არ მიყვარს."
- ,,ცხოველები არ გიყვარს? მგონი უფრო მეკარგება წარმოდგენა შენზე." - სიცილით ვუთხარი - ,,და ერთი დაგავიწყდა.. შავი ფერი გიყვარს. არასოდეს დამინახავს შენზე სხვა ფერის ტანსაცმელი."
- ,,მართალია." - რამდენიმე წამით ჩაფიქრდა, მერე დაამატა - ,,ბოდიშის მოხდას არ აპირებ?"
- ,,ბოდიში? რატომ?.."
- ,,იმის გამო, რაც კლუბიდან გამოსვლისას მითხარი."
- ,,ჰო, ეგ.. მე... ბოდიში, არ უნდა მეთქვა ეგ ყველაფერი. არც ისეთი გულქვა ყოფილხარ, როგორც მეგონა. მაგრამ მაინც.. ელისთან ცუდად გამოვიდა."
- ,,ცუდად გამოვიდა? არც კი დაურეკავს და არ უკითხავს რატომ ან სად წახვედი ასე მოულოდნელად."
- ,,შეიძლება რამე პრობლემა ჰქონდა, არ ვიცი. თანაც, არც მე გამიფრთხილებია რომ მივდიოდი!.."
- ,,პრობლემა? ჰანნა, ძალიან გულუბრყვილო ხარ. საერთოდ დეტექტივი როგორ გახდი?" - სიცილით მითხრა.
- ,,საერთოდ, ადამიანებს კარგად ვცნობ. იშვიათია რამე შემეშალოს და ალბათ ეს იმ იშვიათებში შედის. იან, მადლობა დღევანდელისთვის. მართლა ძალიან მომეწონა, ისეთი ბედნიერი ვარ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, მართლა, მადლობა."
- ,,არაფერია." - ღიმილით მითხრა.
- ,,მგონი უკვე კარგად აცივდა." - ვუთხარი.
- ,,კარგი, წავიდეთ." - მითხრა და მანქანისკენ წავედით.
სასტუმროს ლიფტში იანი ზურგით მიეყრდნო სარკეს და უკნიდან მის მზერად ვგრძნობდი. არაფერი გვითქვამს. ლიფტის კარი გაიღო და ჩვენი ნომრებისკენ წავედით.
- ,,ღამე მშვიდობის, ჰანნა." - მითხრა და თავისი ოთახის კართან გაჩერდა. სანამ მე ჩემს ნომრამდე მივედი და კარი გავაღე ასე იდგა.
- ,,ძილი ნებისა, იან." - ვუთხარი, შიგნით შევედი, კარს ზურგით მივეყრდენი და გაოცებული ვიდექი.
- ,,მართლა იანი იყო? იქნებ ტყუპის ცალი ჰყავს?" - ვთქვი ჩემთვის.
დავიცვალე და ლეპტოპი ავიღე. იქ ინფორმაცია იყო გახსნილი ჰენრი ბენეტზე. ინფორმაციის ქვემოთ მისი ფოტოს ნაწილი მოჩანდა. ფოტო გავხსენი და კარგად რომ დავაკვირდი, სახე შემეცვალა.
- ,,არა.. ეს... შესაძლებელია??" - ვთქვი, ოთახიდან სწრაფად გავედი და იანის კარზე დავაკაკუნე. იანმა კარი გააღო, თმა სველი ჰქონდა და პირსახოცით იმშრალებდა. თხელი, შავი მოკლე მკლავიანი მაისური ეცვა.
- ,,მე.. რაღაც გავარკვიე და ამის სათქმელად მოვედი."
- ,,შემოდი."
- ,,ჰენრი ბენეტზე ინფორმაცია ხომ გაქვს? - ვკითხე, თან დივანზე დავჯექი და იანიც გვერდით მომიჯდა.
- ,,კი, რა ხდება?" - მითხრა და ლეპტოპი გახსნა.
- ,,ორი წუთით მაჩვენე.." - ლეპტოპი გამოვართვი, ინფორმაციას ჩამოვყევი და ფოტო იანისკენ მივაბრუნე. - ,,შეხედე, გახსოვს გუშინ თეატრში რომ მივედით.. გასული რომ ვიყავი ვიღაც ქალს შევეჯახე, მსახიობს ჰგავდა. სახეზე ძალიან მეცნო, ვიფიქრე სადმე ქუჩაში დავინახე და დამამახსოვრდა. დღეს სცენაზეც დავინახე, ზუსტად მას ჰგავდა, დარწმუნებული ვარ. ჰო კიდევ, ახლა გამახსენდა, მარცხენა მხარზე ტატუ ჰქონდა. გახსოვს მისმა თანამშრომელმა გვითხრა, რომ სასიკვდილო ჭრილობა არ ყოფილა, უბრალოდ მხარი გაეკაწრა, თუ ნამდვილად ისაა, რაშიც თითქმის დარწმუნებული ვარ, ტატუ იარის დასაფარად აქვს გაკეთებული." - ვუთხარი და ისევ ფოტოს შევხედე.
- ,,კარგი, მაშინ ხვალ ისევ წავიდეთ თეატრში და ვეცადოთ გავიგოთ, ნამდვილად ისაა თუ არა." - მითხრა. თავი დავუქნიე და ფეხზე წამოვდექი.
- ,,კარგი, მაშინ წავალ." - ვუთხარი და კარისკენ წავედი. უანი უკან გამომყვა. კარი გავაღე, მაგრამ იანის ხმამ შემაჩერა.
- ,,ჰანნა, ღამე მშვიდობის."
- ,,ღამე მშვიდობის, იან."








თავი 7.
,,კარიერის დასასრული."


გათენდა თუ არა, მზადება დავიწყე, რომ ისევ თეატრში წავსულიყავი. ღამით თითქმის არ მძინებია, იმ ქალზე ვფიქრობდი თეატრიდან, რომელიც ამ ჩვენს ჰენრი ბენეტს საშინლად ჰგავდა. თეატრში სიარული გასართობად კარგი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მომწონს, დაძაბული ვზივარ და მხოლოდ ვაკვირდები, იქნებ რამე ხელჩასაჭიდი დავინახო. გამაღიზიანებელია. ცოტა ხანში კარზე კაკუნი გავიგე, კართან მივედი და გავაღე.
- ,,მის ჰანნა, დღეს სადმე მივდივართ?" - მკითხა ჩარლზმა.
- ,,კი ისევ თეატრში მივდივარ, მაგრამ მირჩევია დღეს მარტო წავიდე. შეგიძლია მანქანის გასაღები მომცე? თუ რა თქმა უნდა სადმე გასვლას არ აპირებ.." -
- ,,არა, აი აიღეთ, მაგრამ მე წაგიყვანდით.."
- ,,არა იყოს, თან ცოტას გავივლი." - ვუთხარი და გასაღები გამოვართვი. ეზოში ჩავედი, მანქანაში ჩავჯექი და გრძელი გზით თეატრში წავედი. ხუთ წუთში ტელეფონმა დარეკა, მაგრამ ვერ ვუპასუხე, რადგან ჩანთაში მედო. ზარი შეწყდა, რამდენიმე წამში კი შეტყობინება მოვიდა. ცოტა ხანში მანქანა გავაჩერე და თეატრში შევედი. წარმოდგენა 1 საათში იწყებოდა, ამიტომ იქვე კაფეში გავედი. იქ ოფიციანტს მხოლოდ წყალი ვთხოვე და ფანჯარასთან დავჯექი. ჩანთიდან ლეპტოპი ამოვიღე და ჰენრი ბენეტზე ინფორმაციის კიდევ ერთხელ კითხვას შევუდექი. რამდენიმე წუთში მაგიდასთან ვიღაც მოვიდა.
- ,,ჰანნა, აქ რას აკეთებ?" - იანმა სკამი გამოსწია და მაგიდასთან დაჯდა.
- ,,წარმოდგენის დაწყებას ველოდები, რა მოხდა?"
- ,,არაფერი, უბრალოდ მეგონა ერთად წამოვიდოდით. შენს კართან მოვედი, ვაკაკუნებდი, მაგრამ არ გამაგონე. მერე ჩარლზი მოვიდა და მითხრა, რომ შენით წამოხვედი. გირეკავდი, შეტყობინებაც დაგიტოვე."
- ,,ჰო ეგ.. საჭესთან ვიყავი და ამიტომ. მერე სულ დამავიწყდა ტელეფონის შემოწმება ისე შევყევი კითხვას."
- ,,თქვენი წყალი მის." - მითხრა ოფიციანტმა, შემდეგ კი იანს ჰკითხა - ,,თქვენც ხომ არ ინებებთ რამეს?"
- ,,არა, მადლობა." - უთხრა ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.
- ,,მეც ხომ აქ მოვდიოდი, შეგეძლო ისევ ჩემთან ერთად წამოსულიყავი." -
- ,, მარტო მინდოდა წამოსვლა, რა პრობლემაა?" - ლეპტოპიდან მზერა მასზე გადავიტანე. არაფერი უთქვამს, მხოლოდ გარეთ გაიხედა და ისევ მე მომხედა.
- ,,წარმოდგენა მალე დაიწყება?" - მკითხა ორი წუთის შემდეგ.
- ,,ერთ საათში." - ვუპასუხე და წყალი მოვსვი. - ,,ხომ არ გავიდეთ?" - ვკითხე ისევ.
- ,,ადრეა, იქ რა უნდა გავაკეთოთ?"
- ,,არ ვიცი, იქნებ ისევ საპირფარეშოსი შევხვედროდი, ან სულაც იმ ოთახში შევსულიყავი, სადაც იცვლიან და მაკიაჟს იკეთებენ."
- ,,კარგი აზრია, გავიდეთ." - მითხრა იანმა. თეატრში მივედით, გასახდელ ოთახს ჩავუარე გვერდით. კარი ღია იყო და შიგნით შევიხედე.
- ,,ის არის. მაგრამ როგორ გავიგოთ ნამდვილად ისაა თუ არა?" - ვკითხე, იანი ჩაფიქრდა.
- ,,ვიცი. შიგნით უნდა შეხვიდე, რამე მოიფიქრე, მე ვეცდები შიგნით არავინ შემოვუშვა, შენ კი მანამდე იქნებ რამე გაარკვიო."
- ,,კარგი, მაგრამ რა.. ჰო, რა თქმა უნდა! ვეტყვი, რომ დამხმარე ვარ, თან წინაზეც მნახა აქ."
- ,,ჰო, თუ რამეს გკითხავს, უთხარი, რომ ახალი ხარ." - მითხრა და მანიშნა შევსულიყავი. მეც შევედი და კარი დავკეტე. ოთახში მის გარდა კიდევ ვიღაც იჯდა, მაგრამ რამდენიმე წამში ადგა და გარეთ გავიდა.
- ,,მისს?.." - დავუძახე.
- ,,ჰეიზელი, რა გნებავთ?"
- ,,ოჰ დიახ, მის ჰეიზელ, მე აქ ახლახან დავიწყე მუშაობა, გამომაგზავნეს, რომ გრიმი გაგიკეთოთ, თუ წინააღმდეგი არ ხართ. შეიძლება?" - ვკითხე და ახლოს მივედი.
- ,,დიახ, ოღონდ სწრაფად, გთხოვთ, არ მინდა წარმოდგენა ჩემს გამო ჩაიშალოს." - მითხრა. ფუნჯი და ლაინერი ავიღე, თვალზე ჯერ ჩრდილები წავუსვი, შემდეგ ლაინერი. მადლობა ღმერთს კარგად გამომდის ასეთები. პარიკი ეკეთა, ახალი გაპარსული წვერიც უკვე კარგად დაეფარა ტონალურით. ტუჩსაცხიც წავუსვი, ერთი სიტყვით, რაც საჭირო იყო ყველაფერი.
- ,,შეგიძლია ჩემი ტატუც დაფარო? ამ წარმოდგენაში მაინცდამაინც არ მინდა გამოჩნდეს." - მითხრა და მხრიდან ხალათი ჩამოიგდო.
- ,,კი, რა თქმა უნდა." - ვუპასუხე. ტატუს კარგად დავაკვირდი და ვკითხე - ,,იარაღი?" - მან თავი დამიქნია. - ,,რატომ?"
- ,,უბრალოდ მომწონს." - მითხრა და შემომხედა.
- ,,უბრალოდ მოგწონთ? გასაგებია." - ვუთხარი და უფრო კარგად დავაკვირდი. ტონალური მხარზე ხელით დავადე, რომ თითით მეგრძნო ჰქონდა თუ არა ნაიარევი ისე, რომ რამე არ ეეჭვა, მერე კი მისი დაფარვა დავიწყე.
- ,,ნაიარევი გაქვთ? ტატუს ქვეშ ვგულისხმობ.."
- ,,ღმერთო, ყველა ვიზაჟისტი ამას რატომ მეკითხება, ვისაც მის დაფარვას ვთხოვ? ჰო, მაქვს." - მითხრა და მხარზე დაიხედა.
- ,,რა მოგივიდათ?" - ვკითხე იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებული არ ვიყავი მიპასუხებდა თუ არა.
- ,,დავშავდი. შეგიძლია სწრაფად გააკეთო ეგ რაღაც? მალე დაიწყება." - მითხრა. მე თავი დავუქნიე. ორ წუთში ტატუს სრულიად დაფარვას მოვრჩი. ის ადგა და გამოსაცვლელად ფარდაჩამოფარებულ ოთახში შევიდა, მე კი გარეთ გავედი. იანი ისევ იქ იდგა და მიცდიდა.
- ,,აბა, რა მოხდა?" - მკითხა როგორც კი კარი დავკეტე.
- ,,99%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ისაა, მაგრამ თუ მკვლელია ასეთი სულელი როგორ იქნება? თავისი პირით მითხრა ყველაფერი."
- ,,თავისი პირით? მაინც რა გითხრა?" - გვერდით ვიღაცამ ჩაგვიარა, იანმა მას თვალი გააყოლა, ორი წამით გავჩუმდი, რომ არავის არაფერი გაეგონა, შემდეგ კი გავაგრძელე.
- ,,გახსოვს, რომ გითხარი მხარზე ტატუ აქვს მეთქი.." - იანმა თავი დამიქნია - ,,წარმოდგენისთვის მისი დაფარვა მთხოვა მაკიაჟს გაკეთების შემდეგ. იარაღი ეხატა, ზუსტად ნაიარევზე. ვკითხე ეს ნაიარევი საიდან გაქვთ მეთქი, მიპასუხა დავშავდიო. აშკარად იარაღის ნაკვალევი აქვს. თანაც მაკიაჟის გაკეთება რომ დავიწყე, ახლად გაპარსული წვერი შევამჩნიე, ტონალურით დაეფარა, მაგრამ ახლოდან აშკარად ეტყობოდა. ჰო მართლა, მისი ფოტო რომ ვნახეთ, მაშინ დავაკვირდი და პაწაწინა ხალი ჰქონდა მარჯვენა წარბთან. ამ ქალსაც იმავე ადგილას აქვს ხალი. ამდენი დამთხვევა ვერ იქნება.."
- ,,მაშინ პოლიციას ვაცნობოთ, მართლაც ზედმეტად ბევრი დამთხვევაა. წამოდი, მანქანა მოშორებით გავაჩერე."
- ,,მე აქ ჩემით მოვედი, დაგავიწყდა?" - ვუთხარი.
- ,,ჰო, გამახსენდა. მაგრამ ერთსა და იმავე ადგილას მივდივართ, ჩემი მანქანით წავიდეთ."
- ,,კარგი, და იმ მანქანას რა ვუყო?"
- ,,ჩარლზს დაურეკე და უთხარი წაიყვანოს." - მითხრა და მანქანის კარი გამოაღო, რომ დავმჯდარიყავი. ჩავჯექი და ჩარლზს დავურეკე, რომ მანქანა რაც შეიძლება სწრაფად წაეყვანა. მერე პოლიციის განყოფილებაში მივედით. იანმა მათ ყველაფერი აუხსნა. მათ გადაამოწმეს ინფორმაცია, დაპატიმრების ორდერი გასცეს და მოემზადნენ, რომ წასულიყვნენ და დაეპატიმრებინათ ჰეიზელი, ანუ ჰენრი ბენეტი.
ისინი უკან მოგვყვებოდნენ. თეატრში მივედით, წარმოდგენა მთავრდებოდა. წარმოდგენიდან გამოსული ჰეიზელი/ჰენრი დააკავეს და განყოფილებაში წაიყვანეს. დაკავებული სკამზე ბორკილებით იჯდა.
- ,,მაშ, მის ჰეიზელ. თუ ჰენრი დაგიძახოთ, როგორ გირჩევნიათ?" - ვკითხე, როცა იანმა კარი დახურა.
- ,,თქვენ ახალი დამხმარე არ ხართ, არა?" - ოდნავ გაოცებულმა მითხრა.
- ,,დამხმარე რომ ვიყო, როგორც თქვენ თქვით, ახლა დაკითხვაზე არ მეყოლებოდით, ბატონო ჰენრი."
- ,,ჰეიზელი, მე ჰეიზელი მქვია, და არანაირ ჰენრის არ ვიცნობ." - მითხრა ბრაზმორეულმა.
- ,,კარგი, როგორც გინდათ. მაშ, ხვდებით აქ რატომ ხართ?" - ვკითხე.
- ,,ახლა სწორედ ამის კითხვას ვაპირებდი. შეგიძლიათ მითხრათ ვის მკვლელობას მაბრალებთ? ვიღაც ჯონ..."
- ,,ჯონ ლი როი. თანაც კი არ გაბრალებთ, თქვენ მოკალით. ამაში დარწმუნებული ვარ." - ვუპასუხე.
- ,,მტკიცებულება არ გაქვთ." -
- ,,რატომ? რადგან ფიქრობთ, რომ ყველა კვალი გააქრეთ? ცდებით. ჩვენ საკმარისი მტკიცებულება გვაქვს. აი თქვენ კი ალიბი არ გაქვთ, რომელიც ახლა ძალიან გჭირდებათ. მაგრამ, არჩევნის საშუალებას გაძლევთ - აღიარე ის, რაც გააკეთე, ან მე მოგიყვები შენს ყველა ნაბიჯს დეტალურად, რომელიც ისევე ზედმიწევნით და ზუსტად ვიცი, როგორც შენ." - ვუთხარი, იანი კი გვერდით მეჯდა და გვისმენდა.
- ,,დუმილის უფლება მაქვს, არა? იქამდე მაინც, სანამ ჩემი ადვოკატი მოვა. ჰო, მართლა, ადვოკატს უნდა დავურეკო." - ოდნავ ნერვიულად მითხრა.
- ,,ადვოკატი? კარგი, შეგიძლია დარეკო, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იმ მტკიცებულებებს მოისმენ, რომლებიც ახლა ხელში მიჭირავს. მაშ, ორ წელზე მეტი ხნის წინ ნიკოტინს მოიხმარდი და ვაჭრობდი, რაც კარგად არ აისახა თქვენზე, დაგაკავეს. რამდენიმე თვეში გათავისუფლების შემდეგ სამსახურს დაუბრუნდი, მაგრამ ისე იყავი დამოკიდებული, რომ მის გარეშე ნერვიული ხდებოდი, ამიტომ მას კიდევ იღებდი მცირე დოზით. ცოტა ხანში თქვენთან ერთად მომუშავეს თავს დაესხით ვითომდა იმის მტკიცებით, რომ თქვენ წილ ფულსაც ის იღებდა. ეს დადგმული იყო. გინდოდა ისე გამოსულიყო, რომ მან გესროლა და მოკვდი, მაგრამ უბრალოდ მხარში დაიჭერი, რაზეც მიუთითებს შენი შრამი მარცხენა მხარზე, რომლის დასაფარადაც ტატუ გაიკეთე იარის მოშუშების შემდეგ. საერთოდ, როგორ გარისკეთ? მართლა რომ მოეკალით ტყვიას? საინტერესოა... რაც შეეხება სიკვდილს, არც ერთ საავადმყოფოში არ ყოფილა შენი კვალი. ხოლო ცარიელი ხის ყუთი შუაღამეს სასაფლაოზე მიიტანე და დამარხე. ამის გამო შენი უდანაშაულო თანამშრომელი ორი წელია ციხეში ზის და ამტკიცებს, რომ არავინ მოუკლავს." - ამ დროს დაკავებულმა საუბარი გამაწყვეტინა და თქვა:
- ,,სისულელეა, რას ბოდავთ? ამის მოსმენა აღარ მინდა."
- ,,არ დამიმთავრებია, მთავარი ახლა იწყება." - ვუთხარი. - ,,წინა ხუთშაბათს, საღამოს 11-ის ნახევრიდან 11 საათამდე შუალედში ჯონ ლი როი მოკალი. ამისთვის თავიდან დანა გამოიყენე, მარცხენა თირკმელთან და ფილტვთან რამდენჯერმე დაჭერი, შემდეგ კი იარაღით მარჯვენა საფეთქელში ესროლე. გვამი გაახვიე და ეიფელის კოშკთან მიიტანე. არ ვიცი, საიდან მოგივიდა აზრად, რომ იქ გვამის დამალვა შეგეძლო, მაგრამ ფაქტია. 12 საათისთვის ცხედარი ეიფელთან მიიტანე და იქ დატოვე. რა თქმა უნდა, ხელთათმანი გეცვა, რადგან ანაბეჭდები არაა, მაგრამ მათი დახდის დროს ყალბი ფრჩხილი მოგძვრა და იქვე დაგივარდა, აი, სწორედ ასეთი ალისფერი ლაქი იყო, როგორიც ახლა გისვია. თანაც ხალი, რომელიც მარჯვენა წარბთან გაქვს, სახის ფორმა, შეხედულება, ზუსტად იგივეა, რაც მკვლელის, ჰენრი ბენეტის. ჰო მართლა, ცელოფანზე, რომელშიც გვამი იყო, ნიკოტინის კვალი აღმოაჩინეს. მსხვერპლი მას არ მოიხმარდა. ამდენი დამთხვევა შეუძლებელია. ეს შენ თავადაც მითხარი, როდესაც შენს ტატუს ვფარავდი - ორი წლის წინ დავშავდიო და იარაზე ტატუ გაიკეთე. საკუთარი სიკვდილის გაყალბების შემდეგ იმიჯი შეიცვალე, აშკარაა, ხმაც. საინტერესოა, იოგების ოპერაცია? თუ საკუთარ თავზე იმუშავე... მაგრამ ყველაფერს ვერ დამალავ, რაც ადრე თუ გვიან მაინც გამომჟღავნდება." - მან გაფართოებული თვალები მომაპყრო და ბოხი ხმით დაიღრიალა
- ,,ჰო, გავაკეთე, ეს ყველაფერი მე გავაკეთე, მაგრამ მიზეზი მქონდა, მასზე შური უნდა მეძია."
- ,,ხმას დაუწიე, უფლება არ გაქვს ასე იყვირო." - უთხრა მაღალი ხმით იანმა.
- ,,არანაირი გამართლება არ აქვს ადამიანის მკვლელობას ისე, როგორც არანაირი აზრი არ ექნება თქვენი გამართლების მცდელობას სასამართლო პროცესზე, ბატონო ჰენრი. შურისძიება თუ გნებავთ, სხვა ხერხითაცაა შესაძლებელი. არ ვიცი, შური რაზე უნდა გეძია, მაგრამ შენს გამო ერთი უდანაშაულო ადამიანი ციხეში ზის, მეორე კი - მკვდარია. დანარჩენს მოსამართლე მიხედავს." - ვუთხარი და იანს ვანიშნე გარეთ გავსულიყავით. ფეხზე ადგა, დაკავებულს შეხედა,
- ,,batard." - უთხრა და გარეთ გავედით. დილანი აქ იყო. ვუთხარით, რომ ყველაფერი აღიარა და შეეძლოთ სასამართლოს დანიშვნა.
- ,,სასამართლო ხვალ იქნება, დააკავებენ. თქვენ კი უკვე შეგიძლია წახვიდეთ." - გვითხრა დილანმა.
- ,,ყოჩაღ, კარგად იმუშავე." - მითხრა იანმა, როცა დილანს დავემშვიდობეთ და გარეთ გავედით.
- ,,ორივემ კარგად ვიმუშავეთ." - ვუთხარი.
- ,,სასტუმროში წავიდეთ? თუ სხვაგან მიდიხარ?" - მკითხა და მანქანის კარი გამოაღო.
- ,,არა, დღეს არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. სასტუმროში წავიდეთ." - ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი. სასტუმროში მივედით. ედენს დავურეკე, ვუთხარი, რომ დავამთავრეთ და უკან დასაბრუნებელი ბილეთები ეყიდათ.



დღეს სასამართლოა. უნდა წავიდეთ და დავესწროთ. ჰენრი ბენეტმა არაფერი უარყო. დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს გაურკვეველი ვადით. მისი უდანაშაულოდ ბრალდებული თანამშრომელი კი გაათავისუფლეს.
საღამოს უკვე უნდა გავფრინდეთ მე და ჩარლზი ნიუ-იორკში. სასტუმროში მივედი და ჩალაგება დავიწყე. ტელეფონზე იანისგან შეტყობინება მოვიდა.
- ,,კარგია, წარმატებით დამთავრდა ყველაფერი. დღეს დაკავებული ვარ, საღამოს გვიან დავბრუნდები და სადმე გავიდეთ თუ სურვილი გექნება." - გაგიჟდა?! სად უნდა გავიდეთ... - გავიფიქრე და ჩაბარგება გავაგრძელე. ფრენა საღამოს 8-ზე იყო. 7-ისთვის უკვე აეროპორტში ვიყავით. ჩვენი ფრენა გამოაცხადეს. თვითმფრინავში ავედით და ოთხის ნახევრისთვის ნიუ-იორკში ვიყავით.

თავი 8.
,,მიას და მაიკის ქორწილი."



ერთ კვირაში მაიკის ქორწილია. წინა საქორწილო წვეულება ხვალაა დაგეგმილი. მიას მომზადებაში დავეხმარე. ტყეში ხის ორსართულიანი კოტეჯი ვიქირავეთ, ზედა სართული გოგონებისთვის, ქვედა კი - სიძის მეგობრებისთვის. ყველაფერი იდეალურად იყო მოწყობილი. მიასაც ძალიან უხაროდა და მეც ბედნიერი ვიყავი მისი ბედნიერების გამო, მაგრამ ცოტა ვღელავდი კიდეც.
გათენდა მეორე დღე. მიასთან ერთად წავედი კოტეჯში სადაც მისი ნათესავი გოგონები იყვნენ. მაქსიმალურად უნდა გვეცადა, რომ სიძესა და პატარძალს ერთმანეთი არ ენახათ. როდესაც მივედით, ბიჭები ჯერ არ იყვნენ მისულები. ეს უკვე კარგი იყო. ზედა სართულზე ავედით და ოთახში შევედით. ორივე სართულზე ორ-ორი საძინებელი და თითო სააბაზანო იყო, თითო ოთახში 3-3 საწოლი. ამაღამ დაძინებას არ ვაპირებდით, მხოლოდ დალევას და გართობას, მაგრამ მეორე დღეს ძილი ხომ გვინდოდა ღამენათევებს. ერთი საათი დაგვჭირდა დასალაგებლად. ამასობაში ბიჭების ხმაც გავიგეთ. მიას მაიკის ნახვა უნდოდა, მაგრამ კარიდანაც არ გავახედეთ, დაბლა ჩასვლაზე ზედმეტია საუბარი. ვუთხარით ცოტა ხანს მოეთმინა.
მიას თეთრი, ატლასის კაბა ეცვა, ჩვენ კი ვარდისფერები, რადგან მიამ გვთხოვა ერთნაირად ჩაგვეცვა ყველას. მოსაღამოვდა. მუსიკები ჩავრთეთ და ნელ-ნელა გართობა დავიწყეთ. ჯერ ხილის კოქტეილით დაიწყეს, მერე სმასაც მოუმატეს და მუსიკების ხმასაც. მე ბევრს არ ვსვამდი, რადგან სიტუაცია უნდა მეკონტროლებინა. 1-ლი საათი დაიწყო, უკვე კარგად ნასვამები იყვნენ გოგონები და ოთახიც საგრძნობლად არეული იყო. ოთახის კარზე ბრახუნი ატყდა, გარედან მთვრალი ბიჭების სიცილი და საუბარი ისმოდა. კარი ოდნავ გავაღე, ვცდილობდი შიგნით არ შემოეხედათ, მაგრამ მიამ კარს ხელი მოკიდა და ბოლომდე გააღო.
- ,,მაიკ.. ჩემო სიყვარულო, როგორ მომენატრე. ჰანნა შენთან ჩამოსვლის უფლებას არ მაძლევდა, კარგია რომ ამოხვედი." - უთხრა მიამ და ისე მოეხვია, ვერავინ გააცალკევებდა ამ ორს. დანარჩენი ბიჭებიც შიგნით შემოვიდნენ, ოთხი ბიჭი ერთმანეთის მიყოლებით, მათ შორის იყო ედენიც. გარეთ ვეღარავინ დავინახე და კარის დაკეტვა დავაპირე, მაგრამ უცბად კარი ძლიერად გაიღო და ოთახში იანი შემოვიდა.
- ,,საღამო მშვიდობის, ჰანნა." - მკაცრი ღიმილით მითხრა და ზურგს უკან კარი დახურა.
- ,,ი..იან? აქ რას აკეთებ?" - გაკვირვებულმა ვკითხე.
- ,,მაიკი ჩემი ბიძაშვილია, და აი, მეც აქ ვარ." - მიპასუხა.
- ,,ერთმანეთს იცნობთ?" - მკითხა მიამ, რომელიც ჯერ კიდევ მაიკს იყო მიწებებული.
- ,,ჰო, იანი.. პარიზში მასთან ერთად ვმუშაობდი." -
- ,,ა, ეგ ის იანია? მაიკ, აქამდე არასდროს გითქვამს მასზე.." - უთხრა მიამ მაიკს.
- ,,რაც ჩვენ შეხვედრა დავიწყეთ ნიუ იორკში არ ყოფილა, შესაძლებლობა არ მომეცა, რომ გამეცნო შენთვის. იანი ჩემი მამიდაშვილია."
15 წუთი გავიდა და კიდევ გაოგნებული ვიყავი იანის ასე უეცარი გამოჩენით.
- ,,ჰანნა, ღვინო აღარაა, შეგიძლია ამოიტანო?" - მიამ ბოთლი დამანახა და საყვარელი სახით შემომხედა.
- ,,ახლავე." - ვუთხარი და გავუღიმე. კიბე ჩავიარე და სამზარეულოში შევედი. კარადა გამოვაღე და ღვინის ორი ბოთლი გამოვიღე, კარი დავხურე, შევტრიალდი და იანი დამხვდა.
- ,,შეიძლება ვისაუბროთ?" - მკითხა და რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა წინ.
- ,,შენ.. როდის შემოხვედი?" - ვკითხე. ამ დროს სამზარეულოში მია შემოვიდა.
- ,,ჰანნა, ამდნენ ხანს რას აკეთებ? არ მოდიხარ?" - მკითხა, ხელი ჩამკიდა და ზედა სართულზე ამიყოლა.
- ,,შენ.. არ სვამ, არა?" - გააგრძელა - ,,ჰანნა, ხომ იცი, ასე ვერ გაერთობი, უნდა დალიო. მიხედვა არავის სჭირდება, შეხედე, აქ ყველა ზრდასრულია, ყველა თავის თავს მიხედავს. თანაც ყველანი კარგად ვართ."
- ,,მე.. არა მგონია კარგი იდეა იყოს.." - ვუთხარი.
- ,,მიდი რა, გთხოვ, თუ გიყვარვარ.." - დაიჟინა მიამ. მეც დავლიე, მაგრამ სანამ ერთ ჭიქას მოვრჩებოდი, მია მეორეს მისხავდა. სასმელმა ჩემზეც იმოქმედა და კარგ დროს ვატარებდით. ოთახიდან გავედი და სააბაზანოსთან მივედი, მაგრამ იქ ვიღაც იყო, ამიტომ ქვედა სართულის სააბაზანოში ჩავედი, რომ სახეზე წყალი შემესხა, ძალიან მცხელოდა. შევედი და კარი ჩავკეტე თუ არა, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.
- ,,ორ წუთში გამოვალ." - გავძახე და სახე შევიმშრალე. კარი გავაღე და გასვლა დავაპირე, მაგრამ ფეხიც არ მქონდა გადადგმული, რომ იანმა ხელით სააბაზანოში შემაბრუნა.
- ,,უნდა ვისაუბროთ."
- ,,გაგიჟდი? სააბაზანოში ვართ თუ ხვდები, გარეთ ვისაუბროთ თუ საუბარი გინდა." - ვუთხარი, ხელი გავაშვებინე და კარის გაღება მინდოდა, მაგრამ იანმა ხელი შემიშალა.
- ,,გარეთ წეღან უკვე ვცადე, მაგრამ ხელი შემიშალეს, ამიტომ აქ ვისაუბრებთ." - მითხრა და კარი გადაკეტა.
- ,,მართლა გაგიჟდი?!." - ვუთხარი. იანმა არაფერი თქვა, რამდენიმე წამს გაშეშებული მიყურებდა, მერე კი დაიწყო
- ,,ასე რატომ მოიქეცი?"
- ,,რა? როგორ მოვიქეცი?" - გაკვირვებულმა შევხედე.
- ,,სასამართლოს შემდეგ გითხარი, რომ საქმე მქონდა, მერე კი შეგვეძლო სადმე გავსულიყავით და საქმის წარმატებით დამთავრება აღგვენიშნა. შენ კიდევ არაფერი მითხარი და ასე უბრალოდ ნიუ-იორკში გამოფრინდი."
- ,,ასე უბრალოდ? ფრენა დაგეგმილი იყო, ბილეთი უკვე ნაყიდი მქონდა."
- ,,ბილეთი ნაყიდი გქონდა? მაინც როდის მოასწარი ბილეთის ყიდვა? შეგეძლო ორი სიტყვით მაინც გეთქვა, რომ მიდიოდი."
- ,,და რა უნდა მეთქვა? ან რა გამეკეთებინა? ფრენა გადამედო და შენთან ერთად აღსანიშნად წავსულიყავი?"
- ,,თუ გეჩქარებოდა უბრალოდ გეთქვა მაინც, რომ უნდა წასულიყავი." - იანმა ხმას აუწია.
- ,,და რატომ უნდა მეთქვა? პარტნიორები ვიყავით, საქმე ერთად გამოვიძიეთ. ჩვენი მოვალეობა შევასრულეთ და დავბრუნდი. შენთვის რატომ უნდა მეთქვა როდის დავბრუნდებოდი? რომ გეკითხა გეტყოდი, მაგრამ არ გიკითხავს და ასე ხომ არ მოგადგებოდი და გეტყოდი, რომ მივდივარ..." - იანმა არაფერი მითხრა, უბრალოდ ჩაფიქრებული იდგა. მეც რამდენიმე წამს ჩუმად ვიდექი, მერე ისევ ვუთხარი:
- ,,კარგი, ბოდიში, რომ არაფერი გითხარი, ამაზე ახლა არ უნდა ვსაუბრობდეთ. მიას და მაიკის გვერდით უნდა ვიყოთ, წამოდი, ზევით ავიდეთ.
- ,,კარგი, წავიდეთ." - მითხრა. სააბაზანოს კარი გავაღე, გავიხედე, ხომ არავინ იყო და ისე გავედით.
- ,,დიდი ალბათობით, ღვინო ისევ აღარ იქნება, ავაყოლოთ." - მითხრა იანმა.
- ,,მართალია, ავაყოლოთ." - სამზარეულოში შევედით, იანმა ღვინის ბოთლები გადმოალაგა, ორი ბოთლი მე მომაწოდა, ორიც თვითონ დაიჭირა და ზევით ავედით.
- ,,ჰანნა, სად დაიკარგე?" - მკითხა ედენმა.
- ,,ღვინოზე ჩავედი.." - ვუპასუხე და ბოთლები დავანახე.
- ,,ძალიან კარგი." - მითხრა, მე კი წავედი და მის გვერდით დავჯექი.
- ,,ანუ, ესაა იანი?" - მკითხა.
- ,,ანუ, ერთმანეთი გაიცანით?" - კითხვითვე ვუპასუხე.
- ,,დაახლოებით. ისეთი ტიპი არ ჩანს, როგორსაც შენ ამბობდი."
- ,,მაგას იმიტომ ამბობ, რომ მასთან ერთად არ გიმუშავია.."
- ,,კარგი, როგორც იტყვი. მოდი, ღვინო გავხსნათ." - ადგა და ღვინო ჯერ მე დამისხა, მერე თავისთვის.





ერთი კვირის შემდეგ მიას და მაიკს ქორწილი ჰქონდათ. მზადების დროს გათხოვება ისე უხაროდა, გეგონებოდათ მასზე ბედნიერი არავინ იყო მსოფლიოში ამ დღეს. მიას დიდი თეთრი კაბა ეცვა. ამ ბედნიერებასთან ერთად თან ნერვიულობდა, უნდოდა ყველაფერს კარგად ჩაევლო. გავემზადეთ, უკვე ეკლესიაში წასვლის დრო იყო. მე წელზე მომდგარი და ბოლოში გაშვებული კაბა მეცვა, ზურგი მთლიანად ამოღებული ჰქონდა. ეკლესიაში რომ მივედით, უკვე ყველა მისული იყო. ჯვარი დაიწერეს, ბეჭდები გაცვალეს და აღსანიშნად წავედით. მანქანიდან გადავედი თუ არა, გვერდით იანის მანქანა გაჩერდა. როგორც ყოველთვის, დღესაც შავები ეცვა.. შავი შარვალი, ოდნავ შეხსნილი პერანგი და პიჯაკი. მიასთან და მაიკთან მოვიდა, მიულოცა და ბოდიში მოუხადა, რომ ჯვრისწერაზე მოსვლა ვერ შეძლო. იანმა სერიოზული სახით შემომხედა, მერე ისევ მიას და მაიკს შეხედა და მათთან ერთად შიგნით შევიდა.
- ,,ღმერთო, რანაირია!" - ოდნავ ზიზღით გავიფიქრე.
- ,,ჰანნა, არ მოდიხარ?" - მკითხა მიამ.
- ,,ჰო, ჰო, ახლავე." - ვუთხარი, დავეწიე და შიგნით შევედით.

მუსიკა ჩაირთო, ყველა ფეხზე წამოდგა და საცეკვაოდ გავიდა. წყნარი მუსიკა იყო, ედენი ჩემთან მოვიდა და ხელი გამომიწოდა.
- ,,შეიძლება?" - მკითხა ღიმილით. ხელი ჩავკიდე და იქით წავედით, სადაც დანარჩენები ცეკვავდნენ. ედენმა ხელები წელზე მომხვია, მეც კისერზე ჩამოვადე ხელები და ვცეკვავდით.
- ,,მაშ, ეს იანია, რომელზეც ამბობდი.." - მითხრა და იანისკენ გაიხედა.
- ,,მერამდენედ უნდა მკითხო? ჰო, ეგაა." - ოდნავი ღიმილით ვუპასუხე.
- ,,უბრალოდ, ისე გიყურებს, შეიძლება ნებისმიერ წუთას მოვიდეს და დამარტყას." - ედენს გაეცინა.
- ,,სწორედ ამაზე გეუბნებოდი, საშინელი ხასიათი აქვს."
- ,,შენზე საშინელი?" - უკვე ხმამაღლა გაეცინა.
- ,,კარგი რა, ჩემი ცვალებადი მაინცაა და სულ ასე არ ვარ." - ღიმილით, მაგრამ ოდნავ წყენით ვუთხარი. მერე ვკითხე - ,,მართლა, ჩემი მომავალი ნათლული როგორაა?"
- ,,ანუ თემას ცვლი?" - გაეღიმა - ,,კარგადაა, ქეითს არ შორდება, მაგრამ თან ერთი სული აქვს თავისი ნათლია გაიცნოს." - შემდეგ თავი უფრო ახლოს მოსწია და ჩამჩურჩულა - ,,თვითონ მითხრა."
- ,,გადაეცი, რომ ძალიან მალე გაიცნობს. ჯერ არც კი მინახავს და უკვე ძალიან მიყვარს."
- ,,იცი, მამიკოს გოგოა, ძალიან მგავს."
- ,,ეჭვიც არ მეპარება." - ღიმილით ვუთხარი.
- ,,ცოტა ხნით ჰანნას ვერ დამითმობთ?" - წამში ჩემს გვერდით იანი გაჩნდა და ედენს მისჩერებოდა.
- ,,სიამოვნებით, სწორედ ახლა ვეუბნებოდი, რომ პატარძალთან მინდოდა ცეკვა." - უთხრა ედენმა და ხელი გამიშვა.
- ,,მოგვიანებით გნახავ ჰანნა." - თვალი ჩამიკრა და მიასკენ წავიდა.
იანმა ხელი წელზე მაგრად მომხვია და თავისკენ სწრაფად მიმიზიდა.
- ,,კოტეჯის წვეულების შემდეგ აღარ გვისაუბრია, ვიფიქრე ლაპარაკი გენდომებოდა." - მითხრა.
- ,,მე კი მეგონა ეს საკითხი უკვე განვიხილეთ. არ მინდა კიდევ ამაზე საუბარი."
- ,,იმასთან ხომ საუბრობდი, თანაც მხიარული სახე გქონდა, ახლა რა მოხდა?"
- ,,იმას ედენი ჰქვია და კი, ვსაუბრობდი, შენთან არ მინდა საუბარი."
- ,,რამე მოხდა?"
- ,,არაფერი, უბრალოდ დავიღალე, ცოტა ხანს უნდა გავიდე." - ვუთხარი, ხელი გავუშვი და გარეთ გავედი.
- ,,ჰანნა, კარგად ხარ?" - უკნიდან იანის ხმა გავიგე.
- ,,კარგად ვარ."
- ,,ჰანნა, რა მოხდა?" - ახლა ედენი გაჩნდა მოულოდნელად ჩემს წინ.
- ,,ჰო ედენ, კარგად ვარ. უბრალოდ თავბრუ დამეხვა."
- ,,შეგიძლია შეხვიდე, მე მივხედავ." - უთხრა ედენმა იანს, ისიც შევიდა.
- ,,მართლა კარგად ხარ?" - ისევ მკითხა ედენმა.
- ,,ჰო იდიოტო, კარგად ვარ. მასთან რატომ დამტოვე.."
- ,,მივხვდი, მოატყუე, არა?" - ედენმა გაიცინა.
- ,,ჰო, მასთან ცეკვას მერჩია ასე მოვქცეულიყავი." - მეც გამეღიმა.
მთელი საღამო იანი მხოლოდ შორიდან მიყურებდა, დალაპარაკება აღარ უცდია. მია და მაიკი ძალიან ბედნიერები იყვნენ, ეს მეც მიხაროდა. დედის გარდაცვალების შემდეგ მია პირველად იყო ასეთი ბედნიერი.







თავი 9.
,, ახალი თანამშრომელი?"



ერთი კვირის შემდეგ სამსახურში ჩვეულებრივ მივედი. ამ დროის განმავლობაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა.
- ,,დილა მშვიდობის, მის ჰანნა." - ჩარლზი დერეფანში დამხვდა, როგორც კი ლიფტიდან გავედი.
- ,,დილა მშვიდობის." - ვუთხარი და გავუღიმე.
- ,,ბატონმა ედენმა გთხოვათ, მის კაბინეტში მიბრძანდეთ. გელოდებათ."
- ,,რამე მოხდა? კარგი, ახლავე შევალ." - ვუთხარი და მისი კაბინეტისაკენ წავედი. კარი შევაღე და შევედი.
- ,,ედენ, ხომ მშვიდობაა?"
- ,,კი, კი, ჰანნა, მშვიდობაა. შემოდი." - შევედი და მის სამუშაო მაგიდასთან დავჯექი.
- ,,სიახლეებია, ამიტომ სანამ ყველას ვეტყოდი მინდოდა ჯერ შენთვის მეთქვა, თანაც შენ უფრო გეხება, ვიდრე დანარჩენებს..."
- ,,სიახლეები? მე მეხება? რა მოხდა, სამსახურიდან მიშვებ?" - სიცილით ვკითხე.
- ,,როგორც ვატყობ, შენი სურვილით წახვალ, როცა გაიგებ."
- ,,კარგი მართლა, რა ხდება?"
- ,,მოკლედ, ახალი თანამშრომელი გვყავს.." - ამ დროს კარზე კაკუნი იყო.
- ,,შემოდი." - უთხრა ედენმა. ჩარლზმა კარი შემოხსნა.
- ,,ბატონო ედენ, ბატონი იანი მოვიდა."
- ,,უთხარი შემოვიდეს." - ჩარლზი გავიდა და კარი დახურა.
- ,,რას ამბობდი? ახალი თანამშრომელი? ვინ?" - ვკითხე.
- ,,მე." - უცბად კარი შემოიხსნა და ოთახში იანი შემოვიდა. ენა ჩამივარდა, ხმას ვერ ვიღებდი.
- ,,იან მილერი, ჩვენი ახალი თანამშრომელი, და.. შენი პარტნიორი." - მითხრა ედენმა და ფეხზე წამოდგა.
- ,,ვ.. ვინ?" - ძლივს წარმოვთქვი.
- ,,პარტნიორი, ვერ გაიგე?" - იანმა ედენის ნათქვამი გამიმეორა.
- ,,იანი აქ დარჩენას აპირებს, ნიუ-იორკში, ამიტომ სამსახურზე გამესაუბრა. პარიზის გამოძიების შემდეგ თქვენი სახელი ძალიან გავრცელდა, ყველა თქვენს თანამშრომლობას ითხოვს, ცალ-ცალკე საქმე ალბათ აღარც გექნებათ, ამით კი ჩვენი საქმე ცუდად წავა, ამიტომ დღეიდან ნებისმიერ საქმეზე ერთად უნდა იმუშაოთ."
- ,,ღვთის გულისათვის, რა სისულელეა, სრული სისულელე! რას ჰქვია თუ პარტნიორები არ ვიქნებით საქმეს არ გადმოგვცემენ? ხომ იცი, ყოველთვის მარტო ვმუშაობ, გამონაკლისი იმიტომ დავუშვი ერთხელ, რომ გამოძიება პარიზში იყო..." - ფეხზე ავდექი.
- ,,კარგი დამშვიდდი. იან, შეგიძლია გახვიდე, ჩარლზი შენს კაბინეტს გაჩვენებს." - თქვა ედენმა. იანი გარეთ გავიდა.
- ,,ედენ ხომ იცი.." - იმედგაცრუებულმა ვუთხარი.
- ,,ვიცი ჰანნა, ვიცი, მაგრამ მალე შესაძლოა ჩვენი რეიტინგი დავარდეს, აღარც გადაიხდიან და აღარც ითანამშრომლებენ ჩვენთან, თორემ ამას არ გავაკეთებდი. რამდენიმე თვე და მერე დაავიწყდებათ ალბათ. თან, არ მგონია იანი აქ რამდენიმე თვეზე მეტ ხანს გაჩერდეს."
- ,,რამდენიმე თვე? გაგიჟდი? პარიზიდან დავაღწიე თავი და ახლა აქ უნდა ვიმუშაო მასთან ერთად? ან რას ბოდავ.. თუ ერთად არ ვიმუშავებთ, აღარ გადაიხდიან? რა უაზრობაა.."
- ,,ჰანნა გთხოვ, ჩვენი კომპანიისათვის, და ჩვენთვის. ხომ გახსოვს, რამდენი ვიშრომეთ მე და შენ ერთად, რომ აქამდე მოვსულიყავით. შენ ხომ ყოველთვის მისმენდი, და ყოველთვის გამოსადეგი იყო, რასაც გეუბნებოდი. ამხელა კომპანიას ნუ დაღუპავ, გთხოვ ჰანნა." - მითხრა. რამდენიმე წამს ჩუმად ვიდექი, მერე ვუთხარი:
- ,,ღმერთო ჩემო.. ედენ!.. კარგი, მაგრამ ის ვერაფერს გააკონტროლებს, როგორც სჩვევია! არ მაინტერესებს რა მოსწონს და რა არა, ისე მოვიქცევი, როგორც მე ჩავთვლი საჭიროდ, ეს ჩვენი კომპანიაა!."
- ,,კარგი, როგორც გინდა. წამოდი, მასთან გავიდეთ." - მითხრა ედენმა და ჩამეხუტა. მისი კაბინეტისკენ წავედით. თავის ნივთებს ყუთებიდან იღებდა და აწესრიგებდა.
- ,,აბა, მოგწონს?" - ჰკითხა ედენმა.
- ,,ნორმალურია, ცოტა პატარაა, მაგრამ გამოდგება."
- ,,რა იყო, გიჭერს? რამდენიმე თვით გეყოფა, მერე ისედაც წახვალ." - ვუთხარი.
- ,,ეგ ვინ გითხრა? არსად არ ვაპირებ წასვლას, ჯერ-ჯერობით." - მითხრა.
- ,,კარგი, მე წავალ. თუ რამე დაგჭირდება, იცი სადაც უნდა მიპოვო." - უთხრა იანს, მერე მე მომხედა - ,,მადლობა, მიყვარხარ!" - მითხრა და გავიდა.
- ,,მეც მოვდივარ." - ვუთხარი ედენს სანამ კარს დაკეტავდა.
- ,,იქნებ.. დარჩე და წესები გააცნო?"
- ,,რა? მე რატომ უნდა გავაცნო? მეგანი ხომ აქაა.."
- ,,მეგანი წავიდა, რაღაც საქმე აქვს. დარჩი და ყველაფერი აუხსენი. თან კომპანია დაათვალიერებინე და გააცანი." - მითხრა ედენმა, თვალი ჩამიკრა და წავიდა.
- ,,მაშ," - მითხრა იანმა და სავსე ყუთი მაგიდაზე დადო - ,,ამიხსნი?"
თვალები ავატრიალე და მზერა მისიდან კედელზე გადავიტანე.
- ,,ამიერიდან ერთად უნდა ვიმუშაოთ და თუ არ აპირებ..." - მითხრა, მაგრამ არ დავამთავრებინე და ვუთხარი:
- ,,კარგი, გავიგე, ეგენი დააწყვე და გამომყევი, დაგათვალიერებინებ და წესებსაც გაგაცნობ."
- ,,კარგი მაშინ წავიდეთ." - მითხრა, მეორე ყუთიც მაგიდაზე დადო და ჩემკენ წამოვიდა.
- ,,აბა, სად მივდივართ?" - მკითხა ისევ.
- ,,წამოდი, ჯერ ამ სართულიდან დავიწყოთ." - ვუთხარი და კაბინეტიდან გავედი. იანი უკან მომყვებოდა.
- ,,ეს ჩემი კაბინეტია, თუ რამე დაგჭირდება შეგიძლია შემოხვიდე." - ვუთხარი კაბინეტზე, რომელიც მისი კაბინეტის გვერდით იყო. - ,,ჩემს გვერდით ედენის კაბინეტია, რომელიც უკვე ისედაც ნახე. როცა ის არ არის, უფროსი აქ მე ვარ, ამიტომ... დაივიწყე, აღარაფერი. მოკლედ, რას ვამბობდი?.. ედენის არყოფნისას უფროსი მე ვარ. მეორე მხარეს საპირფარეშოა, იმას შენითაც მიხვდები, რომელია მამაკაცების, რომელი ქალბატონების, მაგრამ იმაზე თავად ვიზრუნებ, რომ გორილებისთვის სხვა სივრცე გამოყონ." - აქ მისი აღნაგობა ვიგულისხმე, მართალია გადავაჭარბე, მაგრამ თავად თქვა, რომ სამუშაო სივრცე მისთვის პატარაა. იანს ჩაეცინა - ,,კარგი, აქ უკვე დანარჩენი თანამშრომლების მაგიდებია. ჩარლზს უკვე იცნობ, და იცი როგორც უნდა მოიქცე მასთან" - შევხედე, ოდნავ თვალები დავქაჩე და წარბები ავწიე. - ,,მეგანს და დანარჩენებს თანდათან გაიცნობ ნელ-ნელა. ახლა პირველ სართულზე ჩავიდეთ, მისაღებს გაჩვენებ." - ლიფტში შევედით და თითი პირველი სართულის ღილაკს დავაჭირე. რამდენიმე წამში დაბლა ვიყავით.
- ,,აქ მიმღებია." - ვუთხარი, როდესაც ლიფტიდან გავედით. - ,,აქეთ საპირფარეშოებია, მეორე მხარეს უბრალოდ მოსასვენებელი ადგილი, მის გვერდით კი კაფეტერია, შეგიძლია ნებისმიერ დროს ჩამოხვიდე და რაც გინდა, ის მიირთვა. ახლა ქვემოთ ჩავიდეთ, პარკინგზე." - ვუთხარი და ისევ ლიფტისკენ წავედი. პარკინგზე ჩავედით.
- ,,შეიძლება უკვე იყავი კიდევაც აქ, მაგრამ მაინც.. ეს ედენის მანქანაა" - ვუთხარი მერსედესზე. - ,,ეს ჩარლზის და დანარჩენების, ეს კიდევ ჩემია." - რეინჯ როვერზე მივანიშნე.
- ,,სამსახურში 10 საათისთვის უნდა იყო, და საღამოს თუ საქმე არ იქნება 7-ისთვის უკვე შეგეძლება წასვლა. მაგრამ საქმის შემთხვევაში ღამით შეიძლება 12-მდეც მოგიწიოს მუშაობა (თუ კიდევ უფრო გამონაკლისებს არ ჩავთვლით, სადაც შესაძლოა 3-მდეც იყო). ჩაცმის მხრივ არანაირი შეზღუდვა არაა, რა თქმა უნდა, მხოლოდ კომპანიაში მოწევა და კომპანიის საკუთრების დაზიანება არ შეიძლება. თუ კითხვები არ გაქვს წავიდეთ, მე დავასრულე." - ლიფტში შევედით და თითი მეოთხე სართულის ღილაკს მივაჭირე.
- ,,მეორე და მესამე სართულზე რა ხდება?" - მკითხა
- ,,მეორეზე ისეთი არაფერი, უბრალოდ დამხმარე პერსონალი, ერთი-ორი ოფიცერი და სათათბირო ოთახი. მესამე სართულზე მართლა არაფერია, გარემონტებული სივრცე გვაქვა დატოვილი მომავლისთვის, რომელშიც გაფართოებას ვგეგმავთ."
- ,,გასაგებია."
- ,,კარგია, იმედია ყველაფერი დაიმახსოვრე, რადგან მეორედ რამის ახსნას აღარ ვაპირებ." -
- ,,კარგი, დაწყნარდი, ყველაფერი გავიგე." - გაეღიმა. ამ დროს ლიფტის კარი გაიღო,
- ,,საქმე მაქვს, შეგიძლია შენს კაბინეტში შეხვიდე და მოეწყო." - ვუთხარი. ჩემს კაბინეტში შევედი, მაგიდასთან დავჯექი და ვცადე საქმეზე კონცენტრირება.



ტელეფონმა დარეკა. სათვალე მოვიხსენი და ზარს ვუპასუხე.
- ,,გისმენ მია."
- ,,ენი, დღეს დაკავებული ხარ?" - მკითხა. მე საათს დავხედე, 4 ხდებოდა.
- ,,დღეს ისეთი არაფერია, თავისუფალი ვარ. რა ხდება?"
- ,,2 საათში ჩემთან უნდა იყო ვახშამზე."
- ,,რამე ხდება? თუ უბრალ... ღმერთო ჩემო, მადლიერების დღე, სულ დამავიწყდა.. კარგი, მოვალ." - გავუთიშე, ჩემი ნივთები ავიღე და ედენის კაბინეტისკენ წავედი.
- ,,ედენ, მიასთან უნდა წავიდე ვახშამზე."
- ,,დამელოდე, მეც მოვდივარ, მარტო შენ არ დაუპატიჟებიხარ." - ღიმილით მითხრა.
- ,,კარგი, ოღონდ სწრაფად, მაღაზიაშიც უნდა შევიდე შამპანურისთვის." - ედენთან ერთად პარკინგზე ჩავედი.
- ,,შენი მანქანით წავიდეთ." - მითხრა ედენმა.
- ,,კარგი, მიდი დაჯექი."
6-ისთვის მიას სახლთან ვიყავით. სახლში შევედით, სუფრა უკვე გაწყობილი იყო და ჩვენ გველოდებოდნენ. მალევე დავსხედით.
- ,,ჰანნა, შამპანური სად დადე?" - მკითხა ედენმა.
- ,,მოიცადე, ახლავე მოვიტან." - ავდექი და შამპანურის მოსატანად გავედი. სამზარეულოს ბარიდან ბოთლი ავიღე და მისაღებში გასვლა დავაპირე, როდესაც კარზე ზარის ხმა მომესმა.
- ,,კიდევ ვინმეს ელოდებით?" - ვიკითხე.
- ,,მაიკ, ვინმეს ველოდებით?" - ჰკითხა მიამ.
- ,,ჰო, სულ დამავიწყდა. შეგიძლია კარი გააღო?" - უთხრა მაიკმა მიას.
- ,,იყოს, მე გავაღებ." - ვუთხარი და კარისკენ წავედი. კარი გავაღე და იანი დავინახე, რომელიც კარს მხარით მიყრდნობოდა.
- ,,ამდენ ხანს სად ხარ?" - მითხრა და შიგნით შემოვიდა.
- ,,უკაცრავად?" - გაკვირვებულმა ვკითხე. იანი მისაღებში შევიდა, იქ მსხდომნი მოიკითხა და სუფრას მიუჯდა. მეც შამპანურის ბოთლი მაგიდაზე დავდგი და დავჯექი. იანი ზუსტად ჩემს წინ იჯდა, ჩემს მარცხნივ ედენი, მარჯვნივ მია.
- ,,ენი, შენ და იანმა ერთმანეთი პარიზში გაიცანით, არა? იქნებ მოგვიყვეთ თავიდან?" - მითხრა მიამ
- ,,მოსაყოლი არაფერია, უბრალოდ პარიზში საქმის გამოსაძიებლად ჩავედი, მე და იანი პარტნიორები ვიყავით და, ახლაც პარტნიორები ვართ, ნებისმიერი საქმე ერთად უნდა გავხსნათ." - ოდნავ მწარე ღიმილით ვთქვი.
- ,,გასაგებია, სხვა არაფერი? ახლოს არ გაიცანით ერთმანეთი?" - იკითხა მაიკმა და მზერა ჩემიდან იანზე გადაიტანა.
- ,,ასე ვერ ვიტყოდი, უბრალოდ პარიზი დამათვალიერებინა და ცოტა ვისაუბრეთ, მეტი ისეთი არაფერი." - ვთქვი, დავინახე როგორ შეეცვალა სახე იანს, წარბები მაღლა ასწია.
- ,,მია, შეგიძლია კარტოფილი დაამატო?" - უთხრა მაიკმა.
- ,,ახლავე." - თქვა მიამ და ფეხზე წამოდგა.
- ,,მეც დაგეხმარები." - ვუთხარი და მიასთან ერთად სამზარეულოში გავედი.
- ,,შეგიძლია ეგ სალათი თეფშზე ამოიღო?" - მითხრა მიამ.
- ,,ჰო, რა თქმა უნდა, კოვზი... ჰო, აი ვიპოვე." - ვთქვი, მია სამზარეულოდან გავიდა და კარტოფილი გაიტანა. კარისკენ ზურგით ვიდექი, ფეხის ხმა გავიგონე.
- ,,რამე დაგავიწყდა?" - ვკითხე მიას.
- ,,ესე იგი, სხვა არაფერი, არა?" - გავიგონე იანის ხმა.
- ,,რა?" - კითხვით ვუპასუხე, რადგან ვერ გავიაზრე რა მკითხა.
- ,,არ ვიცი, უბრალოდ მომეჩვენა, რომ პარიზში ისე ცოტაც არ გვისაუბრია, როგორც შენ ახსენი. შენ კი თქვი უბრალოდ დამათვალიერებინაო."
- ,,ეს იმიტომ ვთქვი, რომ ბევრი არ მელაპარაკა და მათი კითხვებიც თავიდან ამეცილებინა."- ვუთხარი. იანმა ჩაახველა.
- ,,ჭიქები საითაა? მწყურია.." - მკითხა. თარო გამოვაღე და ჭიქა გადმოვიღე.
- ,,აი, გამომართვი." - ჭიქა იანს მივაწოდე და სალათის თეფშებით სამზარეულოდან გავედი.
11 ხდებოდა, როდესაც მიას ვუთხარი, რომ უნდა წავსულიყავი. ედენიც აპირებდა წამოსვლას, თავის სახლთან დავტოვე და ჩემს ბინაში წავედი. სადარბაზოში შესვლისას ჩემი ქვედა მეზობელი შემხვდა, მის გვერდით რამდენიმე ყუთი და ჩემოდანი იდო.
- ,,საღამო მშვიდობის მისტერ ჯასპერ. სადმე აპირებთ წასვლას?" - ვკითხე.
- ,,არა, მე არა. თქვეს ვიღაც გადმოდის ჩვენს კორპუსში. ალბათ თქვენს სართულზე გადმოვლენ, იქ ხომ ახლახანს დაასრულეს რემონტი, სხვა ბინებში კი უკვე არიან მაცხოვრებლები."
- ,,ა, გასაგებია. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, მისტერ ჯასპერ." - ვუთხარი და კიბეებს ავუყევი.
- ,,პონგო, რა ხდება ჩემო ბიჭო? მოგშივდა?" - შესვლისთანავე ზედ მომახტა.
- ,,მოიცადე, ახლავე გაჭმევ." - საჭმელი ძირს დავუდგი და საწოლზე დავწექი.






თავი 10.
,,ისევ შენ, დეტექტივო"



დილით 8 საათისთვის გავიღვიძე. შხაპი მივიღე, ჩავიცვი და ბინიდან გავედი. ჩანთიდან გასაღები ამოვიღე, რომ კარი ჩამეკეტა. ამ დროს მეორე ბინის კარების ხმა გავიგონე. გამახსენდა, რომ აქ ახალი მაცხოვრებელი გადმოვიდა. კარი ჩავკეტე და შევტრიალდი, რომ მივსალმებოდი და გამეცნო, მაგრამ მხოლოდ ადგილზე გავშეშდი, როცა ბინიდან გამოსული იანი დავინახე.
- ,,შენ?.. არა, ოღონდ ეს არა! მეხუმრები? არა, ეს უკვე ხუმრობას აღარ გავს, ამდენი დამთხვევა შეუძლებელია. მართლა, დამსდევ თუ რა ხდება? აქ რა გინდა?" - ვუთხარი. იანი ხმის ამოუღებლად გაკვირვებული მომაშტერდა.
- ,,რა იყო, მოჩვენება დაინახე? მიპასუხე, აქ რას აკეთებ მეთქი?" - ისევ გავუმეორე.
- ,,მე.. არ ვიცოდი, თუ აქ ცხოვრობდი."
- ,,არ იცოდი? ჰო, აბა რა, დავიჯერებ! ჯერ კომპანიაში მოხვედი, ახლა იმავე კორპუსის იმავე სართულზე, სადაც მე ვარ, და გინდა დავიჯერო, რომ უბრალოდ დამთხვევაა?"
- ,,მართლა არ ვიცოდი, მართლა უბრალოდ დამთხვევაა ამჯერად. ბოლოს, როცა ნიუ იორკში ვიყავი ჩამოსული, ჩემი ბინა გავყიდე, აქ ჩამოსვლას დიდი ხნით აღარ ვგეგმავდი. ახლა კი ბინა მჭირდებოდა, მომეწონა, ვიყიდე და აქ დავბინავდი. წარმოდგენა არ მქონდა, თუ შენც აქ ცხოვრობდი."
- ,,და სასტუმროში რატომ არ წახვედი? ან სხვა ბინა მოგეძებნა..."
- ,,სასტუმროში? ჰანნა დიდი ხნით ვაპირებ დარჩენას. მაგრამ, მგონი კარგიცაა, მეზობლები ვიქნებით, უფრო ხშირად შევხვდებით ხოლმე."
- ,,ხშირად? ღმერთო ჩემო!"
- ,,კარგი რა, რა მოხდა ასეთი? უბრალოდ შემთხვევით იმავე კორპუსში ვიყიდე ბინა, სადაც შენ ცხოვრობ, სულ ესაა, რატომ აზვიადებ?"
- ,,ვაზვიადებ? კარგი, კამათს აზრი არ აქვს." - ვუთხარი და კიბისკენ შევბრუნდი.
- ,,შეიძლება გამოგყვე? ჩემი მანქანა მაიკს ჰყავს." - მითხრა, როდესაც მანქანას მივუახლოვდი.
- ,,ტაქსიზე გსმენია რამე?" - ვუთხარი.
- ,,ტაქსი? არ გამაყოლებ და ტაქსით წავიდე? ერთსა და იმავე ადგილას მივდივართ, ტაქსით კიდევ შეიძლება დამაგვიანდეს."
- ,,ღმერთო! ჰო, კარგი, წამოდი." - ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი.
მანქანა პარკინგზე გავაჩერე და ლიფტით მეოთხე სართულზე ავედით. დერეფანში მეგანი შეგვხვდა.
- ,,დილა მშვიდობის მის ჰანნა, და თქვენ ალბათ ბატონი იანი უნდა იყოთ. მე მეგანი ვარ." - ღიმილით უთხრა მეგანმა და ხელი ჩამოართვა.
- ,,დიახ, სასიამოვნოა." - უთხრა იანმა.
- ,,მის ჰანნა, ბატონი ედენი ორივეს თავის კაბინეტში გელოდებათ."
- ,,კარგი." - ვუთხარი და ედენის კაბინეტისკენ წავედით.
- ,,რა ხდება ედენ? იმედია კიდევ ახალი თანამშრომელი არ გვყავს, რომელიც ჩემს კორპუსში გადმოვა საცხოვრებლად, თორემ ვეღარ გადავიტან!" -
- ,,მოიცადე, იანი შენს კორპუსში გადმოვიდა?" - სიცილით იკითხა ედენმა. მერე კი გააგრძელა. - ,,არა, ამჯერად არა, დასხედით." - თან სავარძელზე მიგვითითა.
- ,,მაშინ რა ხდება?" - ვკითხე.
- ,,რა და.. თქვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის ერას გახსნილად ვაცხადებ! საქმე გამოჩნდა, ამიტომ დაგიძახეთ." - ისევ სიცილით თქვა.
- ,,სასაცილო არ არის ედენ!" - წყენით ვუთხარი.
- ,,ასე მალე?" - ჰკითხა იანმა.
- ,,ჰო, არც მე ველოდი ასეთი სწრაფად, მაგრამ რას ვიზამთ. ეს საქმე თქვენია, უნდა გახსნათ."
- ,,იქნებ, ჯერ გვითხრა, რა მოხდა?" - ვკითხე.
- ,,ჰო, რა თქმა უნდა. მოკლედ, Nostrald Ave-ზე ქალბატონი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს გუშინ ღამით. დაწვრილებით ცნობებს მეგანი გამოგიგზავნით. გადახედეთ და კარგი იქნება, თუ დღესვე დაიწყებთ."
- ,,გასაგებია." - უთხრა იანმა.
- ,,კარგი, მაშინ გავალთ და გავეცნობით." - ვუთხარი მეც და ედენის კაბინეტიდან გავედით.
ჩემს კაბინეტში შევედი და ლეპტოპი შევამოწმე. ინფორმაცია უკვე გამოეგზავნა მეგანს და კითხვა დავიწყე.

შარლოტა ფიტზი.
43 წლის. გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ ბინაში, Npstrald Ave-ზე. სხეული მისმა შვილმა, ნიკ ფიტზმა აღმოაჩინა. გარდაცვალების დრო ჯერ-ჯერობით უცნობია, სავარაუდოდ გუშინ საღამოს.

წავიკითხე, სათვალე მოვიხსენი, კაბინეტიდან გავედი და იანის კაბინეტში შევედი.
- ,,გადახედე?" - ვკითხე.
- ,,არა, ახლა ვაპირებდი."
- ,,წამოსვლას აპირებ?"
- ,,კი, რა თქმა უნდა. ერთად უნდა ვიმუშაოთ, ასე არაა?"- მითხრა.
- ,,კარგი, მაშინ წამოდი და გზაში წაიკითხე. რაც მალე დავიწყებთ, მით უკეთესი."
- ,,კარგი, მოვდივარ, ახლავე." - მითხრა და ქურთუკის აღება დააპირა. მე არ დაველოდე და ლიფტისკენ წავედი. იანიც შემოვიდა, პარკინგზე ჩავედით და შემთხვევის ადგილას წავედით. პოლიცია უკვე იქ იყო. ახლოს რომ მივედით ოლივერი დავინახე.
- ,,ოლი?" - მისი სახელი დავიძახე, როგორც კი შემობრუნდა.
- ,,ჰანნა, აქ რას აკეთებ?" - მკითხა და გადამეხვია.
- ,,ეს საქმე ჩვენ გავქვს, როგორც ვხედავ, თქვენც.." - ღიმილით ვუთხარი. - ,,ძლივს გიცანი, შენ კვიპროსზე არ უნდა იყო?" - დავამატე.
- ,,ჰო, იქ ვიყავი, ერთი კვირის წინ ჩამოვედი."- მითხრა.
- ,,უი, მართლა, ეს იანია, ჩემი პარტნიორი"
- ,,პარტნიორი? როგორც მახსოვს ყველას თავიდან იშორებდი." - სიცილით მითხრა, იანს კი ხელი გაუწოდა.
- ,,სასიამოვნოა, ოლივერი." - უთხრა იანს. მანაც ხელი ჩამოართვა, სახის გამომეტყველებაც კი არ შესცვლია.
- ,,კარგი, შეგიძლია გვაჩვენო? დანაშაულის ადგილს ვგულისხმობ." - ვუთხარი.
- ,,ჰო, რა თქმა უნდა. წამოდით. თუ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს.. და მართლა, ლიფტი არაა, მერვეზე კიბით უნდა ავიდეთ."
- ,,არა უშავს, წავიდეთ." - ვუთხარი. 3-4 წუთში ბინის კართან ვიყავით.
- ,,შემოდით, ოღონდ ფრთხილად, შემთხვევით არაფერს შეეხოთ. ქალბატონი შარლოტა სწორედ ამ ადგილას იპოვა მისმა შვილმა. როგორც თქვა, საზღვარგარეთ იყო, უნდოდა დედისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა, ამიტომ არ უთხრა, რომ ჩამოსვლას აპირებდა. როდესაც ბინაში შემოვიდა კი ასეთი სიტუაცია დახვდა. შემოჭრის კვალი არაა, შესაძლოა მოწამლეს. ლაბორატორიიდან პასუხს ველოდებით, რომელიც დაახლოებით ერთ საათში იქნება."
- ,,რამე აწუხებდა? მაგალითად გული, ან შაქარი ხომ არ ჰქონდა?" - ჰკითხა იანმა,
- ,,არა, სრულიად ჯანმრთელი იყო, არანაირი დაავადება. თუ კითხვები აღარ გაქვთ, მე ქვემოთ ჩავალ და როგორც კი პასუხები მოვა შეგატყობინებთ."- თქვა ოლივერმა. მე თავი დავუქნიე. რამდენიმე წამში კი ბინაში მხოლოდ მე და იანი ვიყავით. მისაღებს თვალი მოვავლე.
- ,,ვინაა?" - მკითხა იანმა.
- ,,რა?"
- ,,ოლივერი, შენი ვინაა?"
- ,,ძველი მეგობარია, ერთად ვსწავლობდით საშუალო სკოლაში."
- ,,გასაგებია."
- ,,რამე მოხდა?" - ვკითხე.
- ,,არა, არაფერი, უბრალოდ დამაინტერესა."
აღარაფერი მითქვამს, ისევ ოთახს მოვავლე თვალი. მართლაც არ იყო შემოჭრის კვალი, ყველაფერი დალაგებული და მოწესრიგებული იყო, ალბათ ისე, როგორც ყოველთვის. სააბაზანოში შევედი, ალბათ ნახევარ საათზე მეტხანს ვათვალიერებდი. მერე იანი შემოვიდა და მკითხა:
- ,,არის რამე?"
- ,,არა, არაფერი არაა."
- ,,ვერც მე ვნახე რამე საეჭვო. წამოდი ქვემოთ ჩავიდეთ."
- ,,კარგი." - ვუთხარი და სააბაზანოდან გავედით. ბინიდან გასვლას ვაპირებდით, მაგრამ ოლივერი შემოვიდა.
- ,,პასუხები მოვიდა. მის შარლოტას მოულოდნელად გული გაუჩერდა და, სავარაუდოდ, გუშინ საღამოს, 10 საათისთვის გარდაიცვალა. სხვა არანაირი კვალი არ არის მოწამვლის ან საერთოდ, რაიმე წამლის."
- ,,ჰო?"- ვკითხე და ჩავფიქრდი.
- ,,შეიძლება გარდაცვლილი ვნახოთ?" - ჰკითხა იანმა.
- ,,შეგიძლიათ, საავადმყოფოში წადით და ნახეთ." - თქვა ოლიმ და კიბეებს ჩაუყვა.
- ,,თუ გინდა შენ დარჩი." - მითხრა იანმა.
- ,,და ჩემი მანქანით წახვალ?" - გამეცინა.
- ,,რატომაც არა.. კარგი, ანუ მოდიხარ." - გაიღიმა.
დაბლა ჩავედით, მანქანაში ჩავსხედით და საავადმყოფოში წავედით.
- ,,გამარჯობა, გუშინ ღამით აქ გარდაცვლილი უნდა მოეყვანათ, შარლოტა ფიტზი." - უთხრა იანმა.
- ,,თქვენ ვინ ხართ?"
- ,,საქმეს ვიძიებთ და გვამი უნდა შევამოწმოთ."
- ,,კარგი, გამომყევით, ქვედა სართულზეა." -
მე და იანი ქალს უკან მივყვებოდით, ლიფტით ქვედა სართულზე ჩავედით. იქ კაცი იჯდა, მცველი. ქალმა აუხსნა, გვითხრა, რომ ის შეგვაცილებდა და თვითონ ზევით ავიდა. მორგში ექიმი დაგვხვდა.-
- ,,გისმენთ?"
- ,,მის შარლოტა ფიტზის სხეულის ნახვა გვინდა, მის საქმეს ვიძიებთ, შეგიძლიათ სხეული გვაჩვენოთ?" - უთხრა იანმა.
- ,,კარგი, აქეთ წავიდეთ." - გვითხრა ექიმმა.
გავყევით, ცივი გვამი გამოიღო და ზემოდან გადახადა ისე, რომ მხოლოდ სახე და კისერი უჩანდა.
-,,შარლოტა ფიტზი. გული გაუჩერდა. ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა იყო."
-,,ხელთათმანი ხომ გაქვთ?" - ჰკითხა იანმა. ექიმმა სუფთა ხელთათმანი მიაწოდა. იანმა ჩაიცვა, ახლოს მივიდა, თვალები გაუხილა და კარგად დააკვირდა. მერე მთლიანად სახეზე დააკვირდა. ნაჭერი უფრო გადახადა, ისევ დააკვირდა.
-,, ეს დალურჯება საიდან აქვს?" - ვკითხე, როცა მარცხენა მხარეს ნეკნთან დალურჯება დავინახე.
-,, ეს სავარაუდოდ დაცემისას დაულურჯდა. აი, მკლავზეც აქვს."- თქვა ექიმმა და ხელი გადაუბრუნა შარლოტას. დალურჯება მკლავზე უკანა მხარეს ჰქონდა.
-,, გასაგებია."
1-2 წუთის განმავლობაში აკვირდებოდა იანი, მერე თქვა- "კარგი. საკმარისია, წავიდეთ." - საავადმყოფოდან გავედით.
- ,,ახლა სად მივდივართ?" - ვკითხე.
- ,,ისევ მის ბინაში წავიდეთ."
- ,,ისე, რამე საეჭვო ნახე? მის სხეულზე გეკითხები."
- ,,არა, ისეთი ვერაფერი."- მითხრა. ცოტა ხანში ისევ იქ მივედით.
- ,,ბოლოს ვინ ნახა მის შარლოტა?" - ჰკითხა იანმა ოლივერს.
- ,,მას დამხმარე ჰყავდა, რომელიც შარლოტას სახლში არ ყოფნის დროს სახლს ალაგებდა ხოლმე. ზოგჯერ, თუ შარლოტას ბევრი საქმე ჰქონდა და თავის სამუშაო, ის მიდიოდა და ალაგებდა. სხვათა შორის, ის ქალი შარლოტას ნაცნობია. მას უკვე ვესაუბრეთ."
-,, მერე, რა თქვა?"- ვკითხე.
- ,,ისეთი არაფერი, გუშინ მაშინ დატოვა შარლოტას სახლი, როდესაც შარლოტა სახლში დაბრუნდა, დაახლოებით 10-ის ნახევრისთვის, მაგრამ, თქვა, რომ მოსვლისას შარლოტა ისე გამოიყურებოდა, როგორც ყოველთვის."- თქვა ოლივერმა.
- ,,მას ჩვენც უნდა გავესაუბროთ"- მითხრა იანმა, რამდენიმე წამში კი ისევ ოლივერს მიუბრუნდა." -,, შეგიძლიათ მისამართი მოგვცეთ?"
- ,,რა თქმა უნდა, ორი წუთით... აი, გამომართვი."- თქვა ოლიმ და იანს ფურცელი მიაწოდა."
- ,,წავედით." - მითხრა იანმა და მანქანისკენ წავიდა.
- ,,იცი, რაღაც მაინტერესებს"- ვუთხარი, როდესაც უკვე ოლის მიერ მოცემულ მისამართზე წავედით. იანმა ხმის ამოუღებლად შემომხედა, მე კი გავაგრძელე. -,, საავადმყოფოში გვითხრეს, რომ შარლოტას გული გაუჩერდა, მაგრამ, რაღაც არ გასვენებს და ცდილობ ამ საქმეს რაღაც უპოვნო, რატომ?."
- ,,რადგან თავიდანვე იყო ეჭვი, რომ მოწამლეს. თქვეს, რომ მას არაფერი არ აწუხებდა, ექიმთანაც არ დადიოდა ხშირად რაიმე ჩივილით. მისი თვალები...ასეთი არ უნდა ყოფილიყო, იმ დალურჯებებსაც დაცემისას ვერ მიიღებდა, რამისთვის უნდა ჩამოერტყა. თანაც, დალურჯება მის კისერზეც დავინახე, დაცემისას ვერც ის დაულურჯებდა, აშკარაა, ან რამეს ჩამოარტყა, ან ..."
- ,,ან ვინმემ მაგრად დაარტყა."- დავამთავრე იანის წინადადება.
- ,,მართალია, სადაც გარდაცვლილი იპოვეს იქვე არც მაგიდა იყო, არც რამე ისეთი, რომ ჩამოერტყა და ერთდროულად სამ ადგილას მიეღო დაზიანება."
- ,,მისი შვილი? იქნებ ის იტყუება და იმაზე ადრე მივიდა იქ, ვიდრე თვითონ ამბობს?" - ვკითხე.
- ,,შეიძლება, ეგ გამომრჩა. შეგიძლია იმ... ოლივერს მისი მისამართიც გამოართვა?"
-,, ჰო, რა თქმა უნდა." - ვუთხარი. ამ საუბარში მივედით იმ ქალის ბინასთან. კარზე დავაკაკუნე. კარი 50 წლამდე ქალმა გააღო.
-,, გისმენთ? - თქვა ქალმა.
-,, ზოი-პატრიცია პარკერს ვეძებთ, აქ ცხოვრობს?" - ვკითხე.
-,, დიახ. მე გახლავართ."
-,, ჩვენ შარლოტა ფიტზის საქმეს ვიძიებთ და აქ რამდენიმე კითხვის დასასმელად მოვედით, თუ დრო გაქვთ.."- ვუთხარი.
-,, მაგრამ პოლიციას უკვე ყველაფერი ვუთხარი, რაც ვიცოდი."
-,, ვიცი, მაგრამ გვინდოდა პირადად გაგსაუბრებოდით, არის რაღაცეები, რაზეც პასუხი გვჭირდება."
-,, კარგი, რა თქმა უნდა, მობრძანდით." - გვითხრა და კარი ფართოდ გააღო.
-,, დაბრძანდით.“ - გვითხრა, როდესაც სასტუმრო ოთახში შევედით.- ,,რამეს ხომ არ ინებებთ?"
-,, წყალი, თუ შეიძლება." - მისაღებიდან სამზარეულოში გავიდა. მანამდე კი მე ფოტოებს ვაკვირდებოდი, რომლებიც თაროზე ელაგა.
-,, ინებეთ,"- მითხრა და ჭიქა მომაწოდა.
-,, მადლობა" - ვუთხარი და წყალი მოვსვი.- ,, ექიმი ხართ?"- ვკითხე და ფოტოს მივხედე, რომელზეც თეთრი ხალათი ჰქონდა მოსხმული.
-,, ფარმაცევტი, სამედიცინოზე ვსწავლობდი, მაგრამ ბავშვი მეყოლა და სწავლა ვეღარ გავაგრძელე."
-,, გასაგებია." - ვუთხარი, ჭიქა მაგიდაზე დავდგი და დივანზე იანის გვერდზე დავჯექი.
-,, მაშ, შარლოტასთან მუშაობდით, არა?"- ჰკითხა იანმა.
-,, დიახ უკვე 3 წელია. მე და შარლოტა ახლო მეგობრები ვიყავით, კოლეჯიდან მოყოლებული."
-,, თქვით, რომ ფარმაცევტი ხართ, მასთან დამლაგებლად რატომ მუშაობდით?"
-,, შარლოტას ყოველთვის ბევრი საქმე ჰქონდა, სამსახურიდან გამომდინარე, მის არყოფნაში სახლის საქმეებს მე ვაკეთებდი. ხანდახან იქ მაშინაც ვიყავი, როცა სახლში იყო, მაგრამ მას არ ეცალა. ზოგჯერ საჭმლის მომზადების დრო და თავიც აღარ ჰქონდა ისეთი დაღლილი იყო."
- ,,მე სხვა რამ გკითხეთ," - უთხრა ისევ იანმა. - ,,მასთან რატომ მუშაობდით?"
- ,,როგორც გითხარით, შარლოტასთან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. მეცოდებოდა ასეთ გადაღლილს რომ ვხედავდი, სულ წუწუნებდა, სახლის საქმეებს ვეღარ ვასწრებო, ამიტომ გადავწყვიტე დავხმარებოდი."
- ,,ანაზღაურების გარეშე? თითქმის ყოველ დღე მასთან მოდიოდით, ალაგებდით, საჭმელს ამზადებდით და არ გიხდიდათ?"
- ,,რა თქმა უნდა, არა. ეს პატივისცემა იყო ჩემი მხრიდან. თანაც, სახლში მარტო ვარ, ეს ცუდად მხდის, არც საქმეა, არც ვინმე, ვისაც შემიძლია ველაპარაკო. მასთან კი ყურადღება საქმეზე გადამქონდა და ყველა ფიქრი გონებიდან მივარდებოდა. მან შემომთავაზა თანხა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან მეგობრისგან მუშაობის საფასურს ვერ ავიღებდი."
- ,,შარლოტა რამეს უჩიოდა? ანუ, თუ აწუხებდა რამე?" - ვკითხე.
- ,,ხანდახან მხოლოდ თავბრუ ეხვეოდა, მაგრამ ეს ალბათ დაღლილობის გამო იყო, სხვა ისეთი არაფერი."
- ,,იმ საღამოს სად იყავით, როდესაც შარლოტა გარდაიცვალა?" -
- ,,შარლოტა 10-ის ნახევრისთვის დაბრუნდა სახლში, მეც ვახშმის კეთებას ამ დროისთვის მოვრჩი. მან ვახშამი არ ისურვა, მითხრა, შეგიძლია წახვიდეო, თვითონ დასვენებას აპირებდა."
- ,,ამის შემდეგ, თქვენ მისი სახლი დატოვეთ, ასეა?"
- ,,სრულიად." - თქვა ქალმა. იანი ცოტა ხანს გაჩუმდა.
- ,,მის შვილს თუ იცნობთ?" - ვკითხე.
- ,,ნიკი, არა? ნიკ ფიტზი. პირადად არ ვიცნობდი, საზღვარგარეთ იყო უკვე რამდენი წელია. შარლოტას ძალიან უყვარდა, მასზე სულ საუბრობდა. თქვა, რომ აპირებდა შეყვარებულისთვის ხელი ეთხოვა მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვიდოდა, მაგრამ არ უთქვამს როდის აპირებდა ჩამოსვლას. შარლოტას ენატრებოდა და ერთი სული ჰქონდა თავის ვაჟს როდის ნახავდა."
- ,,მხოლოდ ესაა? არანაირი დაძაბული სიტუაცია არ ჰქონიათ დედა-შვილს?"
- ,,არა, არასდროს. არც კი უკამათიათ. ნიკი დედისერთაა, ამიტომ შარლოტა სულ ანებივრებდა მას."
- ,,გასაგებია." - ვუთხარი და იანს შევხედე. ორ წუთიანი დუმილის შემდეგ ვთქვი:
- ,,კარგი, მგონი ჩვენი წასვლის დროა." - და ისევ იანს გავხედე. დივნიდან ავდექით, ქალმა კარისკენ გაგვაცილა.
- ,,შეიძლება ისეც დაგიკავშირდეთ, ქალაქიდან არ გახვიდეთ და მობილური არ გამორთოთ." - ვუთხარი და დავემშვიდობე.
- ,,რაღაცას მალავს." - თქვა იანმა, როგორც კი მანქანაში ჩავსხედით.
- ,,შენც შენიშნე, არა? ოდნავ, მაგრამ ნერვიულად უკანკალებდა ხელები, ცდილობდა არ შეემჩნია."
- ,,მართალი ხარ. თანაც ეგ ქალი თავიდანვე არ მომეწონა, რაღაცნაირი გამომეტყველება აქვს. ნიკ ფიტზის მისამართი გამოგიგზავნა ....?"
- ,,ჰო, აქედან არც ისე შორსაა." - ვუთხარი და იმ მისამართზე წავედით, რომელიც ოლივერმა გამომიგზავნა.
- ,,რა, სასტუმროს ნომერშია?" - თქვა იანმა, როცა მისამართზე მივედით.
- ,,ჰო, როგორც ჩანს. წამოდი, მივიდეთ." - ვუთხარი და ორივე მანქანიდან გავდავედით.
- ,,გამარჯობა." - უთხრა იანმა მისაღებში მჯდომ გოგონას.
- ,,შუადღე მშვიდობის, რით შემიძლია დაგეხმაროთ?"
- ,,იცით, მაინტერესებს ნიკ ფიტზი ამ სასტუმროშია თუ არა."
- ,,უკაცრავად, ასეთ ინფორმაციას ვერ გავასაჯაროებთ."
- ,,დეტექტივი ვარ და მასთან რამდენიმე კითხვა მაქვს. აქ არის?"
- ,,მე... უფროსს დავუძახებ." - თქვა გოგონამ და უფროსის მოსაყვანად წავიდა.
- ,,ღმერთო ჩემო, გადამრევს ეს ხალხი." - თქვა იანმა. რამდენიმე წამში მოვიდა და გვითხრა:
- ,,გთხოვთ აქეთ წამობრძანდეთ." - მე და იანი გავყევით.
- ,,მობრძანდით." - გვითხრა კაცმა, რომელიც კაბინეტში იჯდა, ჩვენი შესვლისთანავე კი ფეხზე წამოდგა. ის გოგონა უკან გაბრუნდა.
- ,,გისმენთ?" - თქვა ისევ კაცმა.
- ,,ჩვენ დეტექტივები ვართ, აქ ერთ ადამიანთან გასასაუბრებლად მოვედით, რამდენიმე კითხვის დასმა გვინდა. იმ გოგონასაც ვუთხარით, მაგრამ..."- უთხრა იანმა, მაგრამ კაცმა არ დააცადა და თქვა:
- ,,ბოდიშს გიხდით, ის ახალია და თავის მოვალეობას ასრულებს, ეს ჩვენი გაფრთხილების გამოა, ინფორმაციას არ ვასაჯაროებთ და გოგონაც წესებს ემორჩილება. გთხოვთ დამელოდეთ, ინფორმაციას გადავამოწმებ. ვის ეძებთ?"
- ,,ნიკ ფიტზი." - ვუთხარი.
- ,,დიახ, ახლავე... დიახ, აქ იმყოფება. მე-13 სართული, ნომერი 137."
- ,,მადლობა." - ვუთხარი და ლიფტისკენ წავედით.
- ,,იმედია ნომერშია." - ვთქვი.


კარზე დავაკაკუნე. რამდენიმე წამში კარი ახალგაზრდა ბიჭმა გააღო.
- ,,გისმენთ?"
- ,,ნიკ ფიტზი ხართ?" - ჰკითხა იანმა.
- ,,დიახ, თქვენ ვინ ხართ?" - მისი ხმა თითქოს ჩახლეჩილი იყო, მაგრამ საკმაოდ ბოხი. თვალები კი ამღვრეული და დაწითლებული ჰქონდა.
- ,,დეტექტივი იანი, ეს კი ჰანნაა. ვიცი, ახლა კარგი დრო არაა, მაგრამ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ დედათქვენთან, შარლოტა ფიტზთან დაკავშირებით."
- ,,მე.. შემოდით, მაგრამ ოთახი ცოტა არეულია.." - თქვა ნიკმა და კარი ფართოდ გააღო.
- ,,არა უშავს." - ვუთხარი და ოთახში შევედი. მართლა არეული იყო, ოღონდ არა მოუცლელობისა და დაულაგებლობის გამო, არამედ ბრაზის და იმ გრძნობის გამო, რომელსაც ადამიანი საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ განიცდის. ოთახზე თვალის მოვლების შემდეგ მზერა ნიკზე გადავიტანე, რომელიც ცრემლებს იწმენდდა.
- ,,კარგად ხარ?" - ვკითხე. ჩემმა კითხვამ აშკარად უფრო იმოქმედა მასზე, ცრემლები უფრო მოაწვა და დაბლა დაიჩოქა. მასთან სწრაფად მივედი და გადავეხვიე. ნიკმა ხელები ისე მჭიდროდ შემომხვია, რომ გინდ მეცადა, ვერ გავაშვებინებდი. ის ხმით ტიროდა ჩემს მარცხენა ყურთან.
- ,,კარგად როგორ უნდა ვიყო? დედა..." - მითხრა და უფრო ხმამაღლა ატირდა.
- ,,კარგი, დამშვიდდი, თავი ხელში აიყვანე. წყალი გინდა?" - ვუთხარი და იანს ვანიშნე წყალი მოეტანა. მან მაცივრიდან ბოთლი გამოიღო და მომაწოდა.
- ,,აი, დალიე." - ვუთხარი. ნიკმა წყალი მოსვა, ცრემლები მოიწმინდა.
- ,,დაწყნარდი, შეგიძლია ადგე?" - ვკითხე ისევ. მან თავი დამიქნია და წამოდგომას ცდილობდა. იანი მოვიდა და ადგომაში დაეხმარა. მერე საწოლზე დაჯდა.
- ,,უკეთ ხარ? შეძლებ ორიოდე კითხვაზე პასუხი გაგვცე?" - ჰკითხა იანმა, როცა ცოტა დამშვიდდა და გონება მოიკრიბა.
- ,,მგონი კი." - თქვა დაბალი ხმით
- ,,კარგი, მაშინ.. როგორც ვიცით, საზღვარგარეთ იყავით, არა? როცა დაბრუნდით პირდაპირ დედის სანახავად წახვედით?"
- ,,კი, 9 საათისთვის ჩამოვფრინდი აეროპორტში. მეგობარს დავურეკე და მან წამომიყვანა დედას ბინაში. დედამ არ იცოდა, რომ ჩამოსვლას ვაპირებდი, მინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო. კარზე ვაკაკუნებდი, მაგრამ როდესაც არავინ გამიღო სახელური დავწიე და კარი გაიღო, ჩაკეტილი არ იყო. ვიფიქრე დაავიწყდა ჩაკეტვა და დაეძინა მეთქი, მაგრამ მისაღებში შესვლისთანავე დავინახე, რომ იატაკზე იწვა."
- ,,მერე?"
- ,,სწრაფად მივედი, დავიხარე, მეგონა გული წაუვიდა, მაგრამ არ სუნთქავდა, არც პულსი ესინჯებოდა. დაუფიქრებლად სასწრაფოში დავრეკე, აღარც კი მახსოვს ზუსტად რა ვუთხარი. სასწრაფო 5 წუთში მოვიდა, მაგრამ ამ ხუთ წუთში თითქოს მთელი საათი გავიდა. დეფიბრილატორი მოიტანეს, რამდენიმეჯერ გულის მასაჟი გაუკეთეს, მაგრამ ამაოდ. მითხრეს ვწუხვართ, ვერაფერს ვიზამთო. მათი მოსვლისას უკვე გარდაცვლილი იყო. მე რომ ცოტა ადრე მივსულიყავი.. ალბათ გადარჩებოდა, ჩემი ბრალია.. ვერ მივუსწარი." - ისევ ატირდა.
- ,,ასე ნუ ამბობ, დამშვიდდი, კარგი, წარსულს ჩაბარდა რაც მოხდა. ვერაფერს შევცვლით, დაწყნარდი." - ვამშვიდებდი და წყალი მივაწოდე ისევ.
- ,,დედასთან როგორი ურთიერთობა გქონდა?" - ჰკითხა იანმა.
- ,,ძალიან კარგი, ჩემთან ხმაც კი არ აუწევია არასდროს. ძალიან მიყვარდა, ძალიან... გერმანიაში ყოფნისას დღეში ორჯერ მირეკავდა, აინტერესებდა სად და როგორ ვიყავი და ერთი სული ჰქონდა როდის ჩამოვიდოდი. მეც..." - თქვა და გაჩუმდა.
- ,,კარგი, ახლა.. ზოი პარკერს თუ იცნობ? დედაშენის მეგობარს.." - ვკითხე.
- ,,დეიდა ზოი? არც ისე კარგად, მაგრამ დედა სულ ამბობდა, რომ ზოი სულ ეხმარებოდა და მადლობელი იყო."
- ,,იცოდი, რომ ანაზღაურების გარეშე მუშაობდა?"
- ,,ანაზღაურების გარეშე? არა, არ ვიცოდი, ამაზე არც კი გვილაპარაკია, აზრადაც არ მომსვლია მეკითხა... და რატომ მუშაობდა თუ დედა არ უხდიდა?"
- ,,ჩვენც სწორედ ეგ გვაინტერესებს." - უთხრა იანმა.
ცოტა ხანში იანს ვუთხარი:
- ,,მგონი წასვლის დროა." -
- ,,ჰო, წავიდეთ." - თავი დამიქნია.
- ,,ნიკ, შენ დაისვენე, მობილური არ გამორთო და ქალაქიდან არ გახვიდე, კარგი?" - ვუთხარი.
- ,,სად უნდა გავიდე?" - აცრემლიანებული თვალებით მითხრა.
- ,,კარგი, ჩვენ წავალთ." - ვუთხარი და ბინიდან გავედით.

- ,,აშკარად ძალიან განიცდის." - თქვა იანმა, როცა ლიფტში შევედით.
- ,,ჰო, განადგურებულია. მე მგონი არაფერი არ იცის შარლოტას სიკვდილთან დაკავშირებით, ანუ.. გარეული არ არის."
- ,,მეც ასე ვფიქრობ, თუ რა თქმა უნდა, კარგი მსახიობი არაა. ახლა სად მივდივართ?" - მკითხა.
- ,,როგორ თუ სად? შარლოტას ბინაში, იქნებ რამე იპოვეს." - ლიფტიდან გავედით, მისაღებში სასტუმროს მენეჯერი იდგა, რომ დაგვინახა გაგვიღიმა. მეც ღიმილით ვუპასუხე და სასტუმროდან გავედით. ცოტა ხანში ისევ შარლოტას ბინასთან მივედით.
- ,,ოლი, რამე ხომ არ გაიგეთ კიდევ?" - ვკითხე.
- ,,არაფერი, მხოლოდ ფრჩხილის ლაქი, ექსპერტიზაზე გავგზავნეთ."
- ,,ფრჩხილის ლაქი? ამაში უცნაური რა არის?" - ჰკითხა იანმა.
- ,,მის შარლოტა ლაქს არ ისვამდა, ალერგია ჰქონდა და არც ერთი ფერის ლაქი არ ჰქონია. ეს ლაქი სამზარეულოში იყო."
- ,,რა ფერის ლაქი იყო?" - ვკითხე.
- ,,მუქი მწვანე." - თქვა ოლივერმა. წამით დავფიქრდი, რაღაცამ გონებაში დამკრა და იანს მივხედე.
- ,,ზოი.. მას ესვა ამ ფერის ლაქი. მაგრამ ეს არაფერს გვაძლევს. ის მასთან მუშაობდა და არაა გასაკვირი, რომ მოცლილობის დროს წაისვა და უბრალოდ იქ დარჩა." - ვთქვი.
- ,,მართალია." - მითხრა იანმა.
- ,,ჰანნა, ჩვენ უნდა წავიდეთ. გარდაცვალების ცნობა მოვიდა, რომ შარლოტა უბრალოდ მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცალა. გამოძიების გაგრძელების უფლება აღარ გვაქვს."
- ,,ჰო, მაგრამ ჩვენ ეჭვი გვაქვს.. კარგი, არა უშავს. ჩვენ მივხედავთ. შეგიძლია ბინის გასაღები მომცე?" - ვუთხარი.
- ,,რა თქმა უნდა, ახლავე." - ოლივერმა გასაღები მომცა, დამემშვიდობა და დანარჩენებთან ერთად წავიდა.
- ,,წაგიყვანო? თუ სხვაგან არ ხარ წასასვლელი.." - ვუთხარი იანს.
- ,,არა, სახლში მოვდივარ, უნდა დავლაგდე თანდათან." -
გზაში მიამ დამირეკა, სპიკერზე ჩავრთე:
- ,,გისმენ მია."
- ,,ჰანნა, სად ხარ?"
- ,,სახლში მივდივარ, რა ხდება?"
- ,,არაფერი, ვიფიქრე ჩვენთან მოხვიდოდი.“
- ,,ძალიან დავიღალე, ხვალ რომ იყოს? სადმე გავიდეთ საღამოს.."
- ,,კარგი, არაა პრობლემა, ოღონდ მხოლოდ ჩვენ ორნი.." - სიცილით თქვა.
- ,,სხვა ვინ უნდა წამოვიყვანოთ?" - სიცილით ვკითხე.
- ,,კარგი, ვიხუმრე, ხვალ შენს ზარს დაველოდები."
- ,,კარგი, მაგრამ ადგილი შენ შეარჩიე, კარგი?"
- ,,კარგი, გკოცნი." - მითხრა.
- ,,მეც.." - ვუთხარი და გავთიშე. იანი ღიმილით მიყურებდა.
- ,,რა გაცინებს?" - ვკითხე.
- ,,არაფერი, უბრალოდ მომწონს თქვენი ურთიერთობა." - ისევ ღიმილით მითხრა. მეც გამეღიმა. უკვე კარგად ბნელოდა, როცა მივედით. მანქანა გავაჩერე და მესამე სართულზე ავედით. კართან გავჩერდი, ჩანთიდან გასაღები ამოვიღე და კარის გახსნა დავაპირე, მაგრამ იანის ხმამ შემაჩერა -
- ,,ხვალ.. ისევ მივდივართ მისა შარლოტას ბინაში, არა?"
- ,,ჰო. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ იქნებ რაღაც ვიპოვოთ."
- ,,კარგი, ღამე მშვიდობის." - მითხრა.
- ,,ღამე მშვიდობის." - ვუთხარი მეც და ბინაში შევედი. ძალიან დაღლილი ვიყავი, ამიტომ მხოლოდ პონგოს ვაჭამე და დასასვენებლად დავწექი, მაგრამ ტელეფონმა დარეკა. ოლივერი იყო.
- ,,გისმენ ოლი."
- ,,ჰანნა, პასუხი მოვიდა. ლაქზე ზოი პარკერის ანაბეჭდებია, მაგრამ შესაძლოა თქვენი ვარაუდი მართალი იყოს. თუ ლაქი მის სახლში დარჩა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეეძლო რამენაირად ლაქით მოეკლა.."
- ,,კარგი, მადლობა ოლი, ღამე მშვიდობის." - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
















თავი 11.
,,ვითომ, ბუნებრივი სიკვდილი?“


დილით ჩვეულებისამებრ ავდექი, გავემზადე და ამ დროს კარზე ზარმა დარეკა. მივედი, კარი გავაღე.
- ,,იან?"
- ,,დილა მშვიდობის." - მითხრა
- ,,დილა მშვიდობის, რამე ხდება?" - ვკითხე, თან თმას ვიმაგრებდი.
- ,,არაფერი, ვიფიქრე შემოგძახებდი და გაგაყოლებდი, მაინც ერთსა და იმავე ადგილას მივდივართ."
- ,,კარგი ორი წუთით.. ჩანთას და მობილურს ავიღებ." - ვუთხარი და ოთახში შევბრუნდი. მერე იანისკენ წავედი, კარი დავკეტე და კიბეებს ჩავუყევით.
- ,,პირდაპირ შარლოტას ბინისკენ?" - მკითხა და მანქანის კარი გამოაღო.
- ,,პირდაპირ." - მეც დავაპირე კარის გაღება, მაგრამ უცბად თავში გამიელვა - ,,მოიცადე, შარლოტას ბინის გასაღები ოთახში დამრჩა, ახლავე მოვალ." - ვუთხარი და ბინაში ავბრუნდი. გასაღები კომოდზე იდო, სწრაფად ავიღე, კარი ჩავკეტე და სწრაფადვე დავბრუნდი იანის მანქანასთან.
- ,,იპოვე?" - მკითხა იანმა.
- ,,ჰო, წავიდეთ."


შარლოტას ბინასთან მივედით, გასაღები საკეტს მოვარგე და შიგნით შევედით. რამდენიმე წამის შემდეგ იანს ვუთხარი:
- ,,საერთოდ ყველაფერი შევამოწმოთ, კარგი? სამზარეულოში თეფშები, ჭიქები, სააბაზანოში კბილის პასტა, ჯაგრისი, წამლები და ხსნარები, არაფერი არ უნდა გამოგვეპაროს." - იანს გაეღიმა
- ,,ვიცი, სწორედ ამისთვის ვართ აქ." - მის ღიმილზე თავი რაღაცნაირად ვიგრძენი, გამახსენდა, რომ უბრალოდ გასაწვრთნელი დამხმარე არ მყავდა გვერდით. იანი თავის საქმეში საკმაოდ გამოცდილი და დაფიქრებული ადამიანია, ყველა ნაბიჯს გააზრებულად დგამს.
- ,,კარგი, დავიწყოთ, მე სამზარეულოში შევალ." - ვუთხარი.
- ,,კარგი, მე სააბაზანოს და მედიკამენტებს მივხედავ." -
აღარაფერი მითქვამს, პირდაპირ სამზარეულოსკენ გავემართე. ჯერ ზედაპირულად დავიწყე დათვალიერება, შემდეგ უკვე დაწვრილებით. გასარეცხი არც ერთი ჭიქა ან თეფში არ იყო. ყოველი ჭურჭელი დაწკრიალებული იყო, მხოლოდ ორი დღის უმნიშვნელო მტვერი დასდებოდა ყველაფერს. მერე ყუთებს და ქილებს მივადექი. ყუთებში მხოლოდ სამზარეულოს წვრილ-წვრილი საჭირო ნივთები იყო, ქილების შემოწმებაზე გადავედი. ყველას ეწერა სახელი, მაგრამ მაინც შევამოწმე. შაქარი, ხილის ჩაი, ყავა, მარილი, პილპილი, სუნელები, მწვანე ჩაი, მარილი..
- ,,მარილი? ორ ქილაში რატომაა?" - დაბალი ხმით ვთქვი. ორივე ქილა ავიღე და ერთმანეთს შევადარე. ორივეში დაახლოებით ერთნაირი სტრუქტურის იყო, მაგრამ ერთ-ერთში აშკარად უფრო წმინდად დაფქული ეყარა.
- ,,იან? რამე იპოვე?" - ახლა უკვე ხმამაღლა დავიძახე, რომ იანს გაეგონა.
- ,,მხოლოდ ხსნარების შემოწმებაღა დამრჩა." - გამომძახა.
- ,,ორი წუთით მოხვალ?"- გავძახე. იანი გამოვიდა და როდესაც საკმაოდ ახლოს მოვიდა გავაგრძელე.
- ,,შენი აზრით, აქ ორივეში მარილია?" - ქილები დავანახე. მან რაღაც ბოთლი სამზარეულოს ბარზე დადო და ქილები გამომართვა. კარგად დააკვირდა. მერე ხელთათმნიანი თითით ჯერ ერთი ქილიდან ამოიღო მასა, შემდეგ მეორედან.
- ,,განსხვავდება, ერთი ძალიან წმინდა და სუფთაა. ასეთი წმინდა მარილი არ მინახავს აქამდე." - მითხრა.
- ,,არც მე, თითქოს ცარცია, მაგრამ სუნი არ აქვს."
- ,,შენ რა, შეისუნთქე?" - მკითხა.
- ,,ძალიან ოდნავ, თითქმის არც კი.."
- ,,ჰანნა, ფრთხილად უნდა იყო, იქნებ რა არის, რამე რეაქცია რომ მოჰყვეს?" - იანი ცოტა არ იყოს ანერვიულდა და ოდნავ გაბრაზდა კიდეც.
- ,,დამშვიდდი, ვიცი რასაც ვაკეთებ, არაფერი მოხდება." - ვუთხარი და ოდნავ გამეღიმა.
- ,,სწრაფად წავიდეთ და გავარკვიოთ რა არის." - იანმა ქილას დაახურა, ხელთათმანები გაიხადა და ქილა შიგ გაახვია. ქილა ექსპერტიზაზე წავიღეთ, გვითხრეს, რომ პასუხი ცოტა ხანში იქნებოდა. იქვე ვიცდიდით , ცოტა ხანში ოლივერი გამოვიდა.
- ,,ოლი, შენც აქ ხარ?" - ვკითხე.
- ,,ჰო, პასუხი მივიღეთ. ეს ფხვნილი არის კალიუმის ქლორიდი, და არა - მარილი. ზოგჯერ მარილში გამოიყენება, როგორც საკვების დანამატი, ე.წ ნატრიუმის ნაკლებ შემცველობითი მარილი."
- ,,ვიცი რისთვისაც გამოყენება." - ვუთხარი.
- ,,ეს იმ ბინაში იპოვეთ?"
- ,,ჰო, იქ ვიპოვეთ. კარგი, ჩვენ წავალთ." - ვუპასუხე და მანქანისკენ წავედით.
- ,,მის ზოიმ უნდა იცოდეს, რატომ იყო იქ კალიუმის ქლორიდი." - თქვა იანმა, ძრავი ჩართო და ზოი პარკერის ბინისკენ წავედით. ცოტა ხანს ხმის ამოუღებლად ვისხედით, მერე იანმა მითხრა:
- ,,ჰანნა" - წამიერი პაუზა გააკეთა.
- ,,გისმენ.." - ვუთხარი, მან კი ჩემკენ მოიხედა და განაგრძო
- ,,კალიუმის ქლორიდი იყო, და.. შეისუნთქე..." - მცირედი პაუზებით მითხრა.
- ,,ხომ გითხარი, არაფერია. ვიცი რაც გავაკეთე."
- ,,იქნებ მაინც შეგვემოწმებინა, ექიმთან..." - მითხრა, მაგრამ დასრულება არ ვაცადე
- ,,იან, საჭირო არაა, თავს მშვენივრად ვგრძნობ. ზოი პარკერის ბინაში მივდივართ." - მტკიცედ ვუთხარი. მანაც წინ გაიხედა და მისვლამდე აღარაფერი უთქვამს. მანქანა გააჩერა, გადავედით და კარზე დავაკაკუნე. არავინ გაგვაგონა.
- ,,იმედია, არსად წავიდა." - ვთქვი და ისევ დავაკაკუნე. ისევ არავინ გაგვაგონა. იანმა ზარის ღილაკს მიაჭირა თითი. არანაირი პასუხი. ის იყო კარიდან გამოვედით და მანქანისკენ მივდიოდით, რომ პარკებით ხელში მომავალი ქალი დავინახე.
- ,,ისევ თქვენ?" - გვკითხა როგორც კი ახლოს მოვიდა.
- ,,ისევ ჩვენ. კიდევ რამდენიმე კითხვა გვაქვს." - უთხრა იანმა.
- ,,ახლავე, კარს გავხსნი."- თქვა ქალმა, კარი გააღო და შიგნით შევიდა, ჩვენც უკან მივყევით.
- ,,პროდუქტზე ვიყავი გასული." - თქვა და პარკები მაგიდაზე დააწყო. მერე დააყოლა - ,,ხომ თქვეს რომ შარლოტა გულის შეტევით გარდაიცვალა, ჭორებია, ზედმეტი სტრესითა და ბევრი მუშაობით მოუვიდა. მაინტერესებს, რაღა საჭიროა დეტექტივები?" -
იანმა აწეული წარბებით შემომხედა.
- ,,სიკვდილი მკვლელობად ითვლება მანამ, სანამ საწინააღმდეგო არ დაზუსტდება." - ვუთხარი ზოის.
- ,,რაღაც ვიპოვეთ და ამის საკითხავად მოვედით. თქვენ მასთან მუშაობდით და ვიფიქრეთ პასუხი გეცოდინებოდათ." - უთხრა იანმა. ქალმა შიშნარევი, დიდი კითხვის ნიშნიანი მზერა იანიდან ჩემზე გადმოიტანა, შემდეგ კი ისევ იანს შეხედა. ჯიბიდან მწვანე ლაქი ამოვიღე და ქალს დავანახე.
- ,,ეს თქვენია, არა?" - ვკითხე და მის ფრჩხილებს დავაკვირდი, ლაქი მოეშორებინა.
- ,,აჰ, დიახ. გადავწყვიტე თავისუფალ დროს წამესვა, რათა შარლოტას მოსვლამდე ლაქის სუნი გასულიყო. მგონი სამზარეულოში დამრჩა." - თქვა და თითქოს მოეშვა ლაქის ამბავი რომ ვკითხე.
- ,,დიახ, სამზარეულოში. ანუ იცოდით, რომ შარლოტას ალერგია ჰქონდა?"
- ,,რა თქმა უნდა. ამიტომაც წავისვი გაღებულ ფანჯარასთან. და, ლაქია პრობლემა?"
- ,,სიმართლე გითხრათ, აქ ლაქის გამო არ მოვსულვართ, სამზარეულოში კიდევ რაღაც ვიპოვეთ - მარილის ქილაში ჩაყრილი კალიუმის ქლორიდი. ხომ არ იცით ეს რას ნიშნავს ან საიდან აღმოჩნდა იქ?" - ვკითხე. ქალი აიჭრა, ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ ვერ დაფარა. უხმოდ მიტრიალდა და მაგიდაზე დაწყობილი პარკებიდან პროდუქტის ამოლაგება დაიწყო. ამავდროულად თქვა-
- ,,კალიუმის ქლორიდი? მარილის ქილაში? იქ რა უნდოდა?"
- ,,სწორედ ეგ გკითხეთ." - ვუთხარი
- ,,მე.. წარმოდგენა არ მაქვს." - ძლივს წარმოთქვა და ხილი მაცივარში შედო.
- ,,მის ზოი, დარწმუნებული ხართ? თქვით, რომ საჭმელს თქვენ ამზადებდით და არ იცით, მარილის ქილაში კალიუმის ქლორიდს რა უნდოდა?" - ნაბიჯი წინ გადავდგი, მაგრამ სამზარეულოს უჯრა სწრაფად მიხურა და სწრაფადვე შემობრუნდა იარაღით ხელში. წინ გადადგმული ნაბიჯი ისევ უკან გადმოვდგი და იარაღი ამოვიღე. იანი კი სწრაფად წამოვიდა ჩემკენ და წინ დამიდგა.
- ,,კარგი, დამშვიდდი, იარაღი დაწიეთ." - უთხრა იანმა.
- ,,ჰო, მე ჩავყარე. წყეული მახსოვრობა. დამავიწყდა, რომ იქ დამრჩა."
- ,,ეს რატომ გააკეთეთ?" - ვკითხე, იანი ოდნავ გვერდით გავწიე, მაგრამ მისი მარჯვენა ხელი მაინც წინ მქონდა აფარებული.
- ,,რადგან ასე იყო საჭირო. მან საყვარელი ადამიანი წამართვა და თან რაღაცით მაშანტაჟებდა. ფულს თავად არ მიხდიდა და იძულებული ვიყავი მემუშავა. თავიდან მიჭირდა და მეშინოდა, მერე მივეჩვიე, მაგრამ ბოლოს უკვე ყელში ამომივიდა. უკვე იცით, ფარმაცევტი რომ ვარ, ამიტომაც ვიცოდი რა შეიძლება მოჰყვეს მისი დიდი დოზით მიღებას (უეცარი სიკვდილი, გულის შეტევას ჰგავს.) სწორედ ამიტომაც."
- ,,და დალურჯებები? რომლებიც სხეულის სხვადასხვა ადგილას ჰქონდა. ამას როგორ ახსნით?" - ვკითხე.
- ,,იქ ველოდებოდი სანამ ის წყეული იმოქმედებდა. გონწასულ მდგომარეობაში რომ ვნახე ოდნავ სუნთქავდა. მინდოდა ისე მეცემა, ადამიანის აღარაფერი შესტყობოდა, ამიტომ მაგრად ვურტყამდი." - თქვა. ამ დროს პოლიციის მანქანის სირენაც გაისმა. ქალი ხმამ დააფრთხო, იარაღი ჩვენი მიმართულებით ისროლა და გაქცევა დააპირა. ხმაზე პოლიციელები სწრაფად შემოვიდნენ და ზოი პარკერი დააკავეს. ტყვია ამცდა. იანსაც. ყოველ შემთხვევაში ასე ვიფიქრე, რადგან იანიც ფეხზე იდგა, მაგრამ როდესაც ქალი გაიყვანეს და იანი მხარზე ხელ-მიბჯენილი დავინახე, მივხვდი, რომ დაიჭრა.
- ,,იან? იან, კარგად ხარ?" - მაშინვე მასთან მივედი. - ,,ხელი აიღე, მაჩვენე." - პიჯაკი ეცვა, ამიტომ ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ სისხლი სდიოდა. - ,,გაიხადე, პიჯაკი გაიხადე." - შეასრულა ჩემი ნათქვამი. ახლა ვხედავდი.
- ,,მხოლოდ ნაკაწრია, მაგრამ ღრმა." - ვუთხარი, მაგრამ არ დამამთავრებინა და მითხრა:
- ,,არაფერია, დავიმუშავებ და შევიხვევ."
- ,,არა, შენით ვერ იზამ. საავადმყოფოში მივდივართ, წამოდი." - ბრძანებას დაემორჩილა და გარეთ გამომყვა.
- ,,მართვას შეძლებ? თუ მე დავჯდე საჭესთან?" - ვკითხე.
- ,,ჰანნა, მართლა არაფერია, შევძლებ. კარგი წავიდეთ." - მითხრა და მანქანაში ჩავსხედით. ხელით მისი ჭრილობა მეჭირა, რომ ბევრი სისხლი არ დაეკარგა. დრო გაიწელა საავადმყოფოში მისვლამდე, მაგრამ მივედით. ექიმმაც თქვა, რომ ღრმა იყო, და უნდა გაეკერათ. ჭრილობა გაუკერეს და შეუხვიეს. ბევრი სისხლი არ დაუკარგავს, ამიტომ გადასხმა არ იყო საჭირო და მალე გამოგვიშვეს.
- ,,შენით დაიმუშავებდი არა? ხომ ნახე, სამი ნაკერი დაგადეს." - ვუთხარი. მას გაეღიმა.
- ,,რა გაცინებს? თითქოს შენ არც შეგხებია ტყვია." -
- ,,არა, არაფერი."
- ,,კარგი. მე მიას უნდა გავუარო, გუშინ შევპირდი."
- ,,წაგიყვან, მეც მაიკთან მაქვს საქმე."
- ,,კარგი." - ვუპასუხე და მის მანქანაში ჩავჯექი.

- ,,გტკივა?" - ვკითხე გზაში.
- ,,არა, აღარ."
მხოლოდ ეს იყო. მალე მიასთან და მაიკთან მივედით. ორივეს მაგრად გადავეხვიე და მიას ოთახში შევყევი, რომ ჩაეცვა და გავსულიყავით.
- ,,აბა, რა ქენით?" -
- ,,დამნაშავე ვიპოვეთ. იანი დაიჭრა. მსუბუქად, მაგრამ მაინც ჭრილობაა."
- ,,შენ? კარგად ხარ?"
- ,,კი, კი. არაფერია. მიდი, გაემზადე და წავიდეთ."
- ,,კარგი." - თქვა და სააბაზანოსკენ წავიდა, მაგრამ გზაში მოტრიალდა და მითხრა - ,,ისე, მაიკი და იანიც მოდიან." - მითხრა და სააბაზანოში სწრაფად ჩაიკეტა.
- ,,რა? ხომ თქვი, რომ მარტო ჩვენ ვიქნებოდით? ოჰ მია, მაიკს ვერ ელევი?!" -ოდნავ გაბრაზებით ვუთხარი, მაგრამ მაინც გამეღიმა.
- ,,რა ვქნა, ვუთხარი სავახშმოდ წასვლას რომ ვაპირებდით და თვითონაც მოუნდა, მაგრამ ორ გოგოსთან ერთად მარტო ხომ არ ვიქნები, იანს ვეტყვი, რომ წამოვიდესო."
- ,,ღმერთო ჩემო, მია!"
- ,,ვიცი, მაგრამ უარი ვერ ვუთხარი."
- ,,კარგი, მიდი სწრაფად გაემზადე." - ვუთხარი და საწოლის ბოლოში ჩამოვჯექი.

- ,,მზად ხართ?" - გვკითხა მაიკმა, როცა მისაღებში გავედით.
- ,,ჰო, წავიდეთ." - უპასუხა მიამ.
- ,,კარგი გავიდეთ. იანის მანქანით წავალთ, გარეთ გვიცდის."
ღმერთო, ეს რა შარში გავეხვიე, თავიდან ვეღარ ვიცილებ - გავიფიქრე და ეზოში გავედი მიასთან ერთად. მე და მია უკან სავარძლებზე დავსხედით, მაიკი წინ, იანს მიუჯდა გვერდით.
- ,,მართლა, სად მივდივართ?" - ვკითხე მიას.
- ,,რესტორანში ვივახშმოთ. ესენიც რომ მოდიან მაგიტომ, თორემ მარტო ჩვენ სადმე კაფეში ვიქნებოდით."
15 წუთში რესტორანთან მივედით. შიგნით წყნარი ატმოსფეროო იყო, ბევრი არავინ, მხოლოდ რამდენიმე წყვილი მომხვდა თვალში.
- ,,საღამო მშვიდობის, ბატონო იან." - მოხუცი კაცი ჯერ იანს მიესალმა, შემდეგ კი ჩვენ.
- ,,მენიუ ინებეთ, მე ორ წუთში დავბრუნდები." - სათითაოდ დაგვირიგა და გავიდა.
- ,,აბა ქალბატონებო, რას ინებებთ? აქ სასწაული სტეიკი აქვთ.." - გვითხრა მაიკმა.
- ,,რა სტეიკი, სპაგეტს ავიღებთ." - უთხრა მიამ და ჩაეცინა. მერე დაამატა - ,,საპირფარეშოში გავალთ, ჩვენს მაგივრად შეუკვეთეთ." - მიამ გამომხედა და მანიშნა გამოდიო.
- ,,რა ხდება?" - ვკითხე, როცა კარი დახურა.
- ,,არაფერი, უბრალოდ მაისურის გასწორებაში დამეხმარე." - გამეცინა.
- ,,კარგი, მოდი აქ." - ვუთხარი და გავუსწორე.
- ,,თმა? კარგად მაქვს?" - მკითხა ისევ.
- ,,ღმერთო ჩემო, ვერ მოოიშალე ეგ ხომ? ჰო, კარგად გაქვს. წამოდი, არ ვალოდინოთ." - ვუთხარი და გავედით.
- ,,მშვიდობაა?" - იკითხა მაიკმა. გაგვეცინა.
- ,,ჰო, მშვიდობაა." - ვუპასუხე.
- ,,კარგი, თეთრი ღვინო შევუკვეთე თქვენთვის."
- ,,ძალიან კარგი, ცუდი არ იქნება ახლა, ცოტაოდენის დალევა." - თქვა მიამ. შეკვეთა მოიტანეს. მართლა გემრიელი იყო, ცოტა ვისაუბრეთ. მერე დესერტი შევუკვეთეთ.
- ,,ჰანნა, ჩვენ უკვე ჩავამთავრეთ ამბები. შენ რას აპირებ, კიდევ ვერავინ იპოვე?" - სიცილით მითხრა მაიკმა.
- ,,მაიკ, თავს არ დამანებებ? ყოველთვის ამას რატომ მეკითხები?" - ღიმილით ვუთხარი.
- ,,რა მოხდა, შენზე ვზრუნავ, არ მინდა ცოლის დაქალი ასე დამრჩეს, მაგრამ ისეთი არავინ ვიცი, ვინც შენს ხელში არ შემეცოდება." - ყველას გაეცინა.
- ,,კარგი, რა,"
- ,,მართლა საშინელი ხასიათი გაქვს. ყოველთვის შენი გაგყავს, მაინც მეცოდება მომავალში ვინც იქნება." - თქვა და კიდევ გაიცინა. მეც გამეცინა.
- ,,დეტექტივი ასეთიც უნდა იყოს." - ვუთხარი.
- ,,ძალიან გემრიელია." - თქვა მიამ დესერტზე.
- ,,მოიცადე, თემას რატომ ცვლი? მართლა მაინტერესებს ჰყავს თუ არა ვინმე.." - თქვა მაიკმა.
- ,,მაიკ, კარგი გეყოფა, ჭამე, შენ არ მოგეწონა?" - უთხრა მიამ და დესერტის დიდი ნაჭერი პირში ჩაუდო, რომ გაეჩუმებინა.
- ,,ჰო, მგონი უფრო მეტი დალიე, ვიდრე ჭამე." - იანიც ჩაერთო.
- ,,კარგი, კარგი. აღარაფერს ვამბობ."
- ,,აბა, მოგეწონათ?" - იკითხა იანმა, როცა გარეთ გავედით.
- ,,კი, ყველაფერი მშვენიერი იყო. მადლობა." - უთხრა მიამ.
მაიკი და მია სახლამდე მივიყვანეთ, დავემშვიდობეთ და ისევ იანის მანქანით სახლში წავედით.
- ,,მკლავი როგორ გაქვს?" - ვკითხე გზაში.
- ,,ნორმალურად, მაგრამ ოდნავ მაწუხებს." - მიპასუხა.
- ,,ანუ, შარლოტას საქმე მორჩა.. აშკარად შეშლილი იყო ის ქალი."
- ,,ჰო, აშკარად. თავიდანვე არ მომეწონა, ცუდი შთაბეჭდილება დამიტოვა."
- ,,მაგრამ მთავარია დამთავრდა. ხვალ ნიკთან წავიდეთ და ავუხსნათ რაც მოხდა." - ვუთხარი.
- ,,კარგი." - ამასობაში მივედით კიდეც. კიბეებზე ავედით ხმის ამოუღებლად, ვიფიქრე, დავემშვიდობები და შევალ მეთქი.
- ,,რა?!" - ვთქვი და კარის საკეტს შევხედე. გატეხილი იყო. შესვლა დავაპირე, მაგრამ იანმა შემაჩერა.
- ,,მოიცადე." - ხელით უკან დამწია, კარი გამოაღო და შიგნით შევიდა. თან იარაღი მოიმარჯვა. ყველაფერი თავის ადგილას იყო, მაგრამ პონგო არ ჩანდა.
- ,,პონგო?!" - სააბაზანოდან გამოდიოდა ხმა. კარი გავაღე, პონგო სწრაფად გამოიქცა და ზედ შემახტა.
- ,,პონგო, რა მოხდა?"
- ,,არავინაა." - თქვა იანმა. - ,,შენი აზრით, რამე წაიღეს?" - მკითხა.
- ,,არ ვიცი, როგორც დავტოვე ყველაფერი ისევ ისეა."
- ,,კარგი, პოლიციაში დავრეკავ." - მითხრა და გარეთ გავიდა.
- ,,გშია?" - აშკარად მოშიებული იყო, ამიტომ საჭმელი ჯამით დავუდგი. მალე პოლიცია მოვიდა. ოლივერიც აქ იყო.
- ,,ჰანნა, რა მოხდა? კარგად ხარ?" - მკითხა.
- ,,კი, კარგად ვარ. უბრალოდ როდესაც სახლში მოვედი კარი გატეხილი დამხვდა."
- ,,კარგი, იქნებ ანაბეჭდები ვიპოვოთ, ბიჭებს ვეტყვი კამერის ჩანაწერებიც ნახონ. რამე ხომ არ წაიღეს?"
- ,,არ ვიცი, ახლა შევამოწმებ მეც." - ვუთხარი. ოლივერი გავიდა და დანარჩენებთან ერთად დაბრუნდა.
- ,,საბედნიეროდ, არაფერი წაუღიათ." - ვუთხარი იანს, როცა შემოწმებას მოვრჩი და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ადგილზე იყო.
- ,,კარგია, მოდი კამერასაც შევხედოთ." - მითხრა. ჩანაწერებმა ვერაფერი მოგვცა. ბნელოდა და არ ჩანდა, თანაც ქუდი ეხურა, მაგრამ სიარულზე დალაგებულ ადამიანს არ ჰგავდა. ვერც მეზობლებმა გაიგონეს რამე.
- ,,რამდენიმე ადგილას ანაბეჭდები ვიპოვეთ. ახლა შუაღამეა, ამიტომ ხვალ გავარკვევთ, ვის ეკუთვნის ისინი. კარის საკეტსაც ხვალ შეცვლიან." - მითხრა ოლივერმა.
- ,,კარგი, მადლობა ოლი." - ვუთხარი.
- ,,ღამე მშვიდობისა." - მითხრა და დანარჩენებთან ერთად წავიდა.
- ,,ახლა რას აპირებ?" - მკითხა იანმა, როგორც კი წავიდნენ.
- ,,არ ვიცი, ალბათ მიასთან წავალ და ამაღამ იქ ვიქნები."
- ,,ამ დროს? უკვე გვიანია, ეძინებათ."
- ,,მართალი ხარ." -
- ,,შეგიძლია ჩემთან დარჩე." - მითხრა.
- ,,არა, არაა საჭირო. სასტუმროში წავალ და იქ დავრჩები."
- ,,ძაღლით? ვინ შეგიშვებს.. შემოდი, თან აქვე იქნები, შენს ბინასთან."
- ,,ხომ თქვი, რომ ცხოველებს ვერ იტან? ახლა მეუბნები, რომ პონგოსთან ერთად შემოვიდე?" - ვკითხე.
- ,,ერთი ღამით არა უშავს, როგორმე ავიტან." - გაეღიმა.
- ,,მე.. არ ვიცი..." -
- ,,ჰანნა, მე შემოგთავაზე. მოდი, შევიდეთ."
- ,,კარგი, ნივთებს ავიღებ, თან პონგოსაც გამოვიყვან." - ვუთხარი და ბინაში შევედი.
პიჟამოები ავიღე და იანთან გავედი. საკმაოდ მოწესრიგებული ბინა იყო, დიდი მისაღებითა და ასევე დიდი სამზარეულოთი. მზად ვიყავი სანაძლეო დამედო, რომ სამზარეულოს გამო უფრო იყიდა ეს ბინა.
- ,,ამ ოთახში შენ დაიძინე. ეს სამზარეულოა და.. აქეთ აბაზანაა, შეგიძლია შეხვიდე. ეს კიდევ ჩემი ოთახია, თუ რამე დაგჭირდება შეგიძლია შემოხვიდე." - მითხრა და დივანზე დაჯდა. პონგო მაშინვე სავარძელში ახტა და მოკალათდა.
- ,,კარგი, სააბაზანოში შევალ."
- ,,პირსახოცები მანდაა, კარადაში." - მითხრა.
გამოვედი, პირსახოცით თმას ვიმშრალებდი და გავიგონე იანი ვიღაცას ელაპარაკებოდა.
- ,,კარგი, კარგი ბიჭი. გშია? მოდი ჩემთან.." - ამბობდა და თან პონგოს ეფერებოდა.
- ,,შენ.. ხომ თქვი, ვერ ვიტანო?" - გამეღიმა.
- ,,გვერდით მომიჯდა და თავი დამადო, სხვა გზა არ მქონდა." - გაეცინა - ,,თანაც, საყვარელია.."
- ,,ჰო? როგორც წესი, ჩემ გარდა არავის ეკარება, თუ მიასა და მაიკს არ ჩავთვლით.. ახლა რა მოუვიდა? პონგო, მოდი ჩემთან პატარავ.." - დავუძახე. ისიც სწრაფად წამოხტა და მოვიდა.. იანი ადგა და წამლების ყუთი აიღო. მივხვდი, რომ ჭრილობის დამუშავებას აპირებდა.
- ,,დაგეხმარო?" - ვკითხე.
- ,,დარწმუნებული ხარ? შეგიძლია?"
- ,,ჰო, რა თქმა უნდა, ახლავე.."- პონგოს მოვცილდი და იანის გვერდით დივანზე დავჯექი. მაისური ძლივს გადაიძრო და სწორედ დაჯდა. წამით მხოლოდ ვუყურებდი, მერე გონება მოვიკრიბე და სახვევი ავხსენი. ჭრილობას ვუმუშავებდი.
- ,,გტკივა?" - ვკითხე
- ,,არც ისე." - წამით გაჩუმდა, შემდეგ კი განაგრძო - ,,ჰანნა, ასეთი რეაქცია რატომ გქონდა?"
- ,,რა?"- ვერ მივხვდი რასთან დაკავშირებით მკითხა.
- ,,როდესაც დამინახე, რომ დაჭრილი ვიყავი, საშინელი რეაქცია გქონდა, შენს თავს არ ჰგავდი. რატომ?"
- ,,ისევ? სამი ნაკერი დაგადეს, დაჭრილი ხარ და ბევრი სისხლი მოგდიოდა და ამბობდი საავადმყოფო საჭირო არააო."
- ,,ეგაა პასუხი?"
- ,,იან გაგიჟდი? ჩემი პარტნიორი დაჭრეს და არ უნდა მეთქვა საავადმყოფოში წავიდეთ მეთქი? კარგი სანახავი ნამდვილად არ იყო, ამიტომაც მქონდა ასეთი რეაქცია."
- ,,დარწმუნებული ხარ?" - მაინც ჩამეძია.
- ,,ჰო, დარწმუნებული ვარ, სხვა რა უნდა იყოს?"-
- ,,არ ვიცი, უბრალოდ გამიკვირდა.."
ამასობაში ჭრილობა დავუმუშავე და სახვევი დავადე.
- ,,იან.."-
- ,,გისმენ." - მითხრა და მომხედა.
- ,,მადლობა."
- ,,რუსთვის?" -
- ,,აქ დარჩენის უფლება რომ მომეცი."
- ,,ჰანნა, არაფერია, უბრალოდ დახმარება მინდოდა."
- ,,ღამე მშვიდობის." - ვუთხარი და ოთახისკენ წავედი.
- ,,ღამე მშვიდობის, ჰანნა." - გზაში დამაწია სიტყვები. პონგოც ოთახში შემოვიდა. დაღლილი ვიყავი და მალევე ჩამეძინა.



თავი 12.
,,



საუბრის ხმაზე გამეღვიძა. მაინც და მაინც მაღალ ხმები არ ყოფილა, მაგრამ მაინც. ჩავიცვი და ოთახიდან გავედი. მისაღებში ქალი და კაცი ისხდნენ და პონგოც, იანთან ერთად.
- ,,დილა მშვიდობის." - ვთქვი და ოდნავ გავუღიმე უცნობებს.
- ,,დილა მშვიდობის." - იანი ფეხზე წამოდგა. - ,,კარგად გეძინა?"
- ,,კი, საკმაოდ. მადლობა, კიდევ ერთხელ." - ვუთხარი, და თან იანის ხელი მკლავზე შემეხო.
- ,,ღმერთო ჩემო, ჰანნა ესაა?" - იკითხა ქალმა, სავარძლიდან ადგა და ჩემკენ წამოვიდა. - ,,ძალიან ლამაზი ხარ, სასიამოვნოა შენი გაცნობა." - მითხრა და გადამეხვია. ასეთ თბილ საუბარზე გამეღიმა და მეც მოვხვიე ცალი ხელი.
- ,,გაიცანი ჩემი მშობლები," - მითხრა იანმა. - ,,ალექსა და ლუკასი."- ამის თქმაზე დივანზე მჯდომი კაციც წამოდგა და ჩვენკენ წამოვიდა.
- ,,სასიამოვნოა შენი გაცნობა შვილო." - მითხრა ლუკასმა.
- ,,ჩემთვისაც სასიამოვნოა თქვენი გაცნობა."- ორივეს მიმართულებით ვთქვი.
- ,,იანმა გვიამბო გუშინდელზე, შენს ბინაზე.. წარსულს ჩაბარდეს." - მითხრა იანის დედამ.
- ,,მადლობა." - ვუთხარი და თბილად გავუღიმე.
- ,,ჰანნა, შეიძლება ორი წუთით?" - მითხრა იანმა.
- ,,რა თქმა უნდა, გისმენ." - ვუთხარი და ოდნავ ვერდით გავიწიეთ, მისი მშობლები ისევ დივანზე დასხდნენ.
- ,,უკვე იყვნენ, კარი შეაკეთეს." - მითხრა.
- ,,მართლა? ასე მალე? მაგრამ თანხა?"
- ,,ამაზე არ ინერვიულო, მე გადავუხადე, შენი გაღვიძება არ მინდოდა."
- ,,იან.. არ იყო საჭირო. მართლა ძალიან დიდი მადლობა. ამისთვის გადაგიხდი." - ვუთხარი და ოდნავ გამეღიმა.
- ,,ნუ სულელობ, არაფერია. წამოდი, მათთან მივიდეთ." - მითხრა და მისი მშობლებისკენ წავედით.
- ,,თქვენი ნებართვით, მე გავალ, სამსახურში წასასვლელად მოვემზადები. იან, მადლობა."
- ,,არა, რას ამბობ, სად წახვალ.. საუზმე მოვიტანე, ყველამ ერთად ვისაუზმოთ და ისე წადით სამსახურში." - მითხრა იანის დედამ.
- ,,მე, დეიდა ალექსა, მადლობა, მაგრამ უხერხულია ამდენი ხანი, შეგაწუხეთ.."
- ,,არავის აწუხებ, პირიქით, მოხარული ვიქნებით თუ დარჩები. და ჰო კიდევ, არანაირი დეიდა და ბიძა, უბრალოდ ალექსა და ლუკასით მოგვმართე." - დაიჟინა და მაინც გამიღიმა.
- ,,კარგი, რადგან მოითხოვთ, დავრჩები." - ვუთხარი. ალექსა ადგა და სამზარეულოსკენ წავიდა. მე უკან გავყევი.
- ,,ალექსა, მოგეხმარებით."
- ,,მადლობა ჰანნა, აი ეს გამომართვი..." -
მე და ალექსამ მაგიდა გავაწყვეთ, მერე იანსა და ლუკასს დავუძახეთ და სასაუზმოდ დავსხედით.
- ,,ანუ, ერთმანეთი საფრანგეთში გაიცანით, არა?" - მკითხა ალექსამ.
- ,,ჰო, იქ საქმე გამოჩნდა და იქ პარტნიორი გეყოლებაო, იქ ჩასულს კი იანი დამხვდა." - ვუთხარი ალექსას და იანს გავხედე, რომელიც ჩემს წინ იჯდა.
- ,,მერე? აქაც ერთად მუშაობთ, ხომ?" - ჩამეძია ლუკასი.
- ,,რომ დავბრუნდი ცოტა ხანში ჩემი მეგობრის ქორწილი იყო. როგორც აღმოჩნდა სიძის ნათესავები ხართ." - გამეღიმა. შემდეგ იანმა გააგრძელა - ,,სწორედ იქ გავიცანი ედენი, კომპანიის უფროსი. დარჩენას ვაპირებ ნიუ იორკში და სამუშაო უნდა მეპოვნა, ამიტომ ედენს გავესაუბრე. როგორც აღმოჩნდა ჩვენი, ჩემი და ჰანნას პარტნიორული მუშაობა ბევრს მოეწონა და გვითხრეს ისევ პარტნიორები ვყოფილიყავით, სხვაგვარად საქმეს ძნელად თუ ჩაგვაბარებდნენ. მერე ბინის ძებნა დავიწყე, აქ შესანიშნავი პირობები დამხვდა და გადავწყვიტე მეყიდა. როგორც აღმოჩნდა, ჰანნაც იმავე კორპუსში და იმავე სართულზე ცხოვრობს." - მასაც გაეცინა - ,,ზედმეტად ბევრი დამთხვევაა."
- ,,ჰო მართლა, ქორწილში არ მინახიხართ, თუ არ ვცდები." - ვუთხარი.
- ,,ჰო, ჩვენ ძალიან მალე წამოვედით, ალბათ ამიტომ. უბრალოს მივულოცე ჩემს ძმისშვილსა და მის მეუღლეს და წამოვედით, მომდევნო დღეს ორივეს სამსახური გვქონდა." - მიპასუხა ალექსამ.
- ,,თქვენ რას საქმიანობთ?" - ვკითხე.
- ,,ლუკასი მეხანძრეა, მე ექიმი, ფილადელფიაში ვმუშაობთ."
- ,,ფილადელფიაში? ჩემი მშობლებიც მანდ არიან.." - ვუთხარი ოდნავ გახარებულმა.
- ,,მართლა? ძალიან კარგი. როცა მათ სანახავად ჩახვალ შეგიძლია ჩვენთანაც შემოირბინო ხოლმე." - ამაზე არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ გამეღიმა, რადგან მათთანაც ძალიან იშვიათად ჩავდივარ ხოლმე სამსახურის გამო.
- ,,ძალიან გემრიელი იყო ალექსა, მადლობა." - ვუთხარი, როცა საუზმობას მოვრჩით და მაგიდის ალაგება დავიწყეთ.
- ,,შეგერგოს, მხარია, თუ მოგეწონა. საღამოს შეგიძლია ვახშამზეც გამოხვიდე და დაგვეწვიო, დღეს აქ დავრჩებით." - ღიმილით მითხრა.
- ,,მადლობა."


- ,,იან, გავალ, მოვემზადები." - ვუთხარი.
- ,,კარგი, მეც ჩავიცვამ და ქვემოთ დაგელოდები, ჩემი მანქანით წავიდეთ. ჰო მართლა, აი ბინის გასაღები." - მითხრა და გასაღები გამომიწოდა.
- ,,კარგი, მადლობა." - ვუთხარი და პონგოსთან ერთად ჩემს ბინაში გავედი. მოვემზადე და ეზოში ჩავედი. იანი მანქანასთან მიცდიდა.
- ,,წავიდეთ?" - მკითხა.
- ,,ჰო, წავიდეთ." - ვუთხარი. კარი გამიღო, მერე თვითონაც დაჯდა და მანქანა დაძრა.
- ,,ჯერ ნიკ ფიტზთან წავიდეთ, არა?"- ვკითხე დასარწმუნებლად.
- ,,ჰო." - მითხრა. ცოტა ხანს მა არ ამოუღია, შემდეგ ჩაეცინა.
- ,,რა გაცინებს?" – ვკითხე.
- ,,არაფერი, უბრალოდ ჩემს მშობლებთან ისეთი წყნარი და თავაზიანი იყავი.." - სიცილით მითხრა.
- ,,კარგი რა.. ძალიან კარგი და თბილი მშობლები გყავს, აბა როგორ უნდა მოვქცეულიყავი? ალექსა მით უმეტეს, ძალიან საყვარელი ქალია. არ ვიცი შენ საიდან გამოხვედი ასეთი უჟმური." - ვუთხარი.
- ,,ალექსასაც მოეწონე, მგონი კარგად გაუგეთ."
- ,,ჰო, ვახშამზეც დამპატიჟა ამ საღამოს."
- ,,ჰო?"
- ,,ჰო, რა მოხდა?"
- ,,არაფერი, დედაჩემისგან ასეთი საქციელი გასაკვირი არაა, მაგრამ როგორც ჩანს შენ მართლა ძალიან მოეწონე." - მითხრა და გაჩუმდა.
მალე სასტუმროსთან მივედით. ისევ ის გოგონა იყო. აშკარად გვიცნო და უპრობლემოდ აგვიშვა ნიკთან. ზარი დავრეკეთ. ნიკი წინა შეხვედრასთან შეადრებით მშვიდად გამოიყურებოდა.
- ,,თქვენ ხართ? შემოდით." - გვითხრა. მე და იანი შიგნით შევედით.
- ,,ჩვენ.. დედათქვენი მისმა დამხმარემ, ზოი პატრიცია პარკერმა მოკლა." - უთხრა იანმა. ნიკს ზედმეტად გაოცებული სახე ჰქონდა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.
- ,,რა?" - თქვა ბოლოს.
- ,,ჰო, კალიუმის ქლორიდზე რამე გსმენიათ?" - ჰკითხა ისევ იანმა.
- ,,მე.. არა..." -
- ,,თეთრი ფხვნილია, ადამიანისთვის მისი დიდი დოზით მიღება სწორედ იმას იწვევს, რაც დედათქვენს დაემართა. გულის შეტევას ჰგავს, მაგრამ გულის შეტევა არ არის."
- ,,ღმერთო ჩემო,." - ნიკი დივანზე დაეშვა ფრთხილად. - ,,დააკავეთ?"
- ,,ჰო, აღიარა." - ვუთხარი. ვეღარაფერს ამბობდა.
- ,,ამაზე ნერვიულობა არ ღირს, ვეღარაფერს შევცვლით. ის ქალი ნამდვილი გიჟია, შეშლილივით საუბრობდა." - გვერდით მივუჯექი და ვუთხარი.
- ,,მადლობა, ყველაფრისთვის, რაც გაკეთეთ." - ნიკმა მადლიერი თვალებით ამოგვხედა მე და იანს.
- ,,ახლა რას აპირებ? აქ რჩები?" - ვკითხე.
- ,,არა, ბილეთები უკვე ავიღე. შემდეგ კვირას მივფრინავ ისევ. დავქორწინდები და ალბათ აქ აღარც ჩამოვალ. არ მინდა აქაურობამ ყველაფერი თავიდან გამახსენოს."
ბევრი აღარ გვილაპარაკია. მე და იანი ნიკს დავემშვიდობეთ, ჯერ მისი ნომრიდან, მერე შენობიდან გავედით და კომპანიაში წავედით. მე-4 სართულზე ასვლისთანავე ჩარლზი შეგვხვდა.
- ,,მის ჰანნა, ბატონო იან, შუადღე მშვიდობის."
- ,,შუადღე მშვიდობის." - მივუგე.
- ,,ბატონმა ედენმა თათბირი დანიშნა. ზუსტად 10 წუთში სათათბირო ოთხში უნდა იყოთ."
- ,,კარგი." - ვუთხარი და კაბინეტისკენ წავედი.
5 წუთი დამჭირდა კაბინეტში მოსაწესრიგებლად. კარზე დააკაკუნეს.
- ,,შემოდი." - ხმამაღლა ვთქვი კართან მყოფისთვის, მაგრამ კარისკენ არ გამიხედავს.
- ,,მოდიხარ?" - იანის ხმაზე მისკენ მივიხედე.
- ,,კი, ახლავე." - ხელმოსაწერი ფურცლები გვერდით გადავდე, სათვალე მოვიხსენი და იანთან ერთად სათათბირო ოთახში ჩავედი.
- ,,შუადღე მშვიდობის." - მე და იანმა თითქმის ერთდროულად ვთქვით.
- ,,შუადღე მშვიდობის, მოდით." - გვითხრა ედენმა და გვანიშნა დავმსხდარიყავით. ედენს გვერდით მივუჯექი, იანიც ჩემს გვერდით დაჯდა.
- ,,მაშ" - დაიწყო ედენმა. - ,,როგორც ვიცი, ბოლო საქმე ვისაც გქონდათ, უკვე დაამთავრეთ. მხოლოდ წვრილმანები დარჩა. მოგეხსენებათ, სულ რაღაც ორ კვირაში ახალი წელი მოდის. ვიცი ყველას თავისი გეგმები აქვს, მაგრამ უმჯობესია გადადოთ, ან ადრევე მოამთავროთ, რადგან არც ერთი უარი არ მიიღება." - ღიმილით თქვა ბოლო წინადადება. - ,,მოკლედ, მინდა მთელი წლის შრომა დაგიფასოთ. ერთ კვირაში, ანუ ახალი წლის დადგომამდე ერთი კვირით ადრე, ყველანი ბოსტონში მივდივართ. დეტალებს გამოგიგზავნით."
- ,,ბოსტონში? ფილადელფიაში ვაპირებ წასვლას.." - ვუთხარი.
- ,,მშობლებს მანამდე ნახავ. შეგიძლია მთელი ეს კვირა იქ იყო, მაგრამ იმ კვირაში ბოსტონში მივდივართ. თუ რამე გადაუდებელი საქმეა ან ოჯახის წევრი გყავთ ავად, იმ შემთხვევაში გაგიგებთ. თანაც, მე გეპატიჟებით, ასე რომ, თქვენს ადგილას ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი." - ღიმილით თქვა. ყველა მიდის, არანაირი გამონაკლისი და უარი არ ყოფილა.
- ,,კარგი, მაშინ მოვდივარ." - ღიმილითვე ვუთხარი.
- ,,სულ ეს იყო. დღეს სამუშაოს დასრულების შემდეგ ერთი კვირით თავისუფლები ხართ. ყველა საქმე მოამთავრეთ ამ კვირაში და როგორც გითხარით, დაწვრილებით მოგწერთ ყველაფერს." - თქვა ედენმა. ყველა წამოდგა და გასასვლელად მოემზადა.
- ,,ჰანნა, იან. თქვენ დარჩით." - გვითხრა და ყველას გასვლას დაელოდა.
- ,,ანუ, ეს საქმე დაამთავრეთ?"
- ,,ჰო, რთული არ იყო." - ვუთხარი.
- ,,გავიგე დაჭრილი ხარ." - უთხრა იანს.
- ,,უბრალოდ ნაკაწრია, სხვა არაფერი."- უპასუხა,
- ,,წარსულში დარჩეს, მაგრამ მგონი ამად ღირდა. ძალიან კარგი ნამუშევარია და უკვე კარგადაც გადაიხადეს. ჩვენი კომპანია წინ წავა, თქვენი დამსახურებით. ამისთვის მადლობას გიხდით, ჰანნა, განსაკუთრებით შენ.." - გაეღიმა. რამდენიმე წამში კი განაგრძო - ,,აბა, მოდიხარ ხომ?" -
- ,,ჰო, კარგი იქნება ბატონი ედენის ფულის ხარჯვა. ასეთ წინადადებაზე უარის თქმა ძნელია." - სიცილით ვუთხარი.
- ,,ძალიან კარგი. იან?" -
- ,,ჰო, მგონი სხვა გზას არ მიტოვებთ." - ოდნავ ღიმილშეპარული ხმით თქვა.
- ,,მაგაში დარწმუნებული იყავი." - სიცილით უთხრა ედენმაც და მერე დაამატა - ,,მშვენიერია. თავისუფლები ხართ."
კაბინეტში შევედი. აუარება საბუთს გადავხედე და ხელი მოვაწერე, რამაც მთელი ორი საათი წაიღო. მერე ცალკე კიდევ დოკუმენტების გადახედვა, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს. ამასობაში დაწვრილებითი ინფორმაციაც გამოგვიგზავნა ედენმა ბოსტონთან დაკავშირებით.


ფრენა - ნიუ-იორკი --> ბოსტონი.
24 დეკემბერი, კვირა, 15:35.
Boston yacht haven.
სტუმრების რაოდენობა - 18.
დარჩენის ხანგრძლივობა - 5 დღე.

უკვე 5-ის ნახევარი ხდება. ჩემი ნივთები ავიღე და იანის კაბინეტისკენ წავედი.
- ,,მუშაობას მორჩი?" - ვკითხე, როგორც კი შევედი.
- ,,კი, ახლახან დავასრულე. გავიდეთ?"
- ,,ჰო. იმედი მაქვს გეგმები არ გაქვს ამ საღამოს." - საშინლად ვგრძენი თავი ამ სიტყვების თქმისას, მაგრამ მასთან ვალში ვარ.
- ,,რა ხდება?" - მკითხა.
- ,,მე უბრალოდ მინდა გადაგიხადო იმ ყველაფრისთვის, ვახშამზე დაგპატიჟებ, ვალში ყოფნა არ მიყვარს." - ოდნავ ღიმილით ვუთხარი.
- ,,დღეს არა, სხვა დროს გადამიხადე. ჩემი მშობლები გელოდებიან ვახშამზე, დაგავიწყდა?"
- ,,ღმერთო, სულ გადამავიწყდა. დედაშენს დავპირდი. კარგი, სხვა დროს იყოს. გარეთ დაგელოდები." - ვუთხარი და კაბინეტიდან გავედი. ამ დროს ოლივერმა დამრეკა.
- ,,გისენ ოლი."-
- ,,ჰანნა, ის ვიპოვეთ, ვინც შენი ბინა გატეხა."
- ,,დააკავეთ?"
- ,,კი, აქ გვყავს."
- ,,კარგი, მალე მოვალ." - ვუთხარი.
- ,,რამე ხდება?" - იანიც გამოვიდა.
- ,,ჰო, ის შეშლილი იპოვეს, ვინც ბინა გატეხა. ჯერ იქ უნდა მივიდე."
- ,,კარგი, წავიდეთ."
- ,,საჭირო არაა, ედენის მანქანით წავალ და ალექსას უთხარი, როცა დავბრუნდები გამოვალ."
- ,,ჰანნა, წავედით."
- ,,იან!"
- ,,ჩემი მანქანით მოხვედი და იმითვე დაგაბრუნებ უკან." -
- ,,ღმერთო, კარგი სწრაფად წავიდეთ." - აზრი არ ჰქონდა მასთან კამათს, სწრაფად უნდა მივსულიყავი განყოფილებაში, ამიტომ ისევ მისი მანქანით წავედი.

- ,,მოხვედი?" - ოლივერი თავის კაბინეტთან შემხვდა.
- ,,ჰო, სადაა?"
- ,,შიგნით, მაგრამ არაფერი ახსოვს.."-
კარი გავხსენი და შიგნით შევედი. 40 წელს გადაცილებული კაცი სკამზე იჯდა, რომელსაც სასმლის და სიგარეტის სუნი ასდიოდა. უკან ოლივერი და იანი მომყვნენ.
- ,,მაშ, ბინა შენ გატეხე?" - ვკითხე.
- ,,მას უკვე ვუთხარი." - ოლისკენ გახედა. - ,,მთვრალი ვიყავი და არაფერი მახსოვს."
- ,,მას არა, ახლა მე მლაპარაკები." - ვუთხარი.
- ,,მე თუ მკითხავ, ფხიზელი არც ახლა ხარ." - ჩაერთო იანი.
- ,,ჩანაწერები?" - ვკითხე და ოლივერს გახედე.
- ,,აქაა." - მითხრა და ლეპტოპი გახსნა.
- ,,შეხედე, არ გეცნობა?"
- ,,არაფერი მახსენდება, მაგრამ მგონი მე მგავს. წარმოდგენა არ მაქვს ამას რატომ ვიზამდი."
- ,,ღმერთო ჩემო. აზრი არ აქვს. ისაა, ჩასვით ცოტა ხანს, რომ ჭკუა ისწავლოს." - ესღა ვუთხარი ოლივერს და ოთახიდან გავედი.
- ,,მორჩა? წავიდეთ?" - მკითხა იანმა, როცა ისიც გარეთ გამოვიდა.
- ,,ჰო, წავიდეთ." - ვუთხარი და ორივე მანქანაში ჩავსხედით.

- ,,შენთან შეხვალ ჯერ?" - მკითხა მისვლისთანავე.
- ,,არა, შენთან შემოვალ ბარემ და მერე დავისვენებ." - ამასობაში კიბეებიც ავიარეთ და მის ბინაში შევედი.
- ,,მოხვედით?" - კართან ალექსა დაგვხვდა.
- ,,ჰო დედა, მოვედით." - უთხრა იანმა.
- ,,ჰანნა, გამიხარდა რომ შემოხვედი."- ღიმილით მითხრა. - ,,მოგშივდებოდათ, მთელი დღეა გასულები ხართ. სუფრას გავაწყობ." - თქმა და მისი დატრიალება ერთი იყო. სააბაზანოში შევედი ხელების დასაბანად, გამოსვლისას მაგიდა უკვე გაშლილი დამხვდა.
- ,,ალექსა, ასე რატომ შეწუხდი? ხელებს დავიბანდი და მოგეხმარებოდი.." - ვუთხარი.
- ,,რას ამბობ, მოდი დაჯექი და მიირთვი, მთელი დღეა არ გიჭამია."- აღარაფერი ვთქვი და დანარჩენებთან ერთად მაგიდასთან დავჯექი.
- ,,აბა, რა ხდებოდა სამსახურში?"- გვკითხა ლუკასმა.
- ,,ისეთი არაფერი, ახალი წლის კვირაში ბოსტონში მივდივართ. ედენმა დაგვპატიჟა." - უთხრა იანმა.
- ,,ჰო, ამის გამო მომიწევს მშობლებთან ერთი კვირით ადრე ჩავიდე." - ვთქვი.
- ,,მართლა?" - ალექსას ცოტა არ იყოს გაუხარდა ამის გაგება. - ,,როდის მიდიხარ?" -
- ,,ალბათ ხვალ წავალ.." - ვუპასუხე.
- ,,ძალიან კარგი, მაშინ ერთად წავიდეთ. ჩვენც ხვალ ვაპირებთ წასვლას." - ალექსას სახეზე ბედნიერებამ გადაურბინა და ეს მეტად შესამჩნევი იყო.
- ,,არა, ისედაც ძალიან შეგაწუხეთ ეს ორი დღე თქვენც და იანიც.."
- ,,რას ამბობ, ეგ აღარ თქვა. არ გვაწუხებ. პირიქით, ეს ამბავი რომ არა, ალბათ ვერც გაგიცნობდით."
- ,,მაგრამ თქვენ ისედაც ბევრი ბარგი გექნებათ.. არ მგონია იქ ჩემი ადგილიც იყოს.." - ცოტა მორიდებით ვუთხარი.
- ,,ამაზე არ ინერვიულო. მე და ლუკასი ჩვენი მანქანით წავალთ, შენ იანს გამოყევი."
- ,,ჰო მაგრამ..."
- ,,ჰანნა, შვილო, ჩვენ შენით არ შევწუხდებით. მადლიერები ვართ, რომ გაგიცანით. შეგიძლია იანს გამოყვე და რამდენი ბარგიც გინდა, იმდენი წამოიღო. მოხარულები ვიქნებით." - მითხრა ლუკასმა.
- ,,კარგი, მაგრამ როგორც კი ფილადელფიაში ჩავალთ, ჩემს მშობლებთან მივალთ ვახშამზე, უარს არ მივიღებ იცოდეთ.." - ღიმილით ვუთხარი.
- ,,კარგი." - სიცილით მითხრა ალექსამაც.
- ,,ჰო მართლა, ბინაზე რა ხდება? გაარკვიეთ ეს ვინ ჩაიდინა?" - იკითხა ლუკასმა.
- ,,კი, სწორედ იქიდან მოვედით. ვიღაც ლოთი იყო და არც ახსოვდა რა გააკეთა. დავაკავებინეთ." - უთხრა იანმა.
- ,,მადლობა ღმერთს. რამდენი გადარეულია ამ ქვეყანაზე."

- ,,საოცარი ხელი გაქვთ, ალექსა." - ვუთხარი ვახშმის შემდეგ.
- ,,მადლობა ჩემო კარგო. იმედია ხშირად შევხვდებით ხოლმე, რომ ჩემი საუკეთესო კერძები გაგასინჯო." - ღიმილით მიპასუხა.
- ,,იმედია." - ღიმილითვე ვუპასუხე, მერე კი დავაყოლე - ,,მე უნდა გავიდე, ხვალისთვის მოვემზადები. ღამე მშვიდობის."
- ,,ღამე მშვიდობის, ჰანნა."- მითხრა ლუკასმა.
- ,,ხვალამდე საყვარელო."- თქვა ალექსამ.
- ,,გაგაცილებ." - მითხრა იანმა.
- ,,იან, ძალიან ბევრს აკეთებ ჩემთვის, შენც და შენი ოჯახიც. ჯერ დღეს გავიცანი ისინი და უკვე მადლობებით ვარ სავსე. ამას ვაფასებ, მაგრამ არ მინდა შეგაწუხოთ, ისედაც საკმარისად შეგაწუხეთ ეს ორი დღე. თან იქნებ არც აპირებდი ფილადელფიაში წასვლას და გეგმები გქონდა.." - ვუთხარი გარეთ გასვლისთანავე.
- ,,ჰანნა, უკვე ხომ გითხრეს, რომ არ ვწუხდებით. დამშვიდდი და ხვალისთვის მოემზადე, კარგი? ისედაც მივდიოდი და ახლა კომპანიონი გამომიჩნდა, მშობლებთან ერთად მგზავრობას გადამარჩინე." - თავის სიტყვებზე გაეღიმა. - ,,ასე რომ, ხვალ დაგირეკავ, მითხარი როცა მზად იქნები და წავიდეთ."
რამდენიმე წამს ხმის ამოუღებლად ვუყურებდი, მერე ვუთხარი - ,,მადლობა იან."
- ,,მადლობის თქმა საჭირო არაა. ახლა წადი და მოემზადე."

ოთახში შევედი.
- ,,ღმერთო ჩემო, რაც იანი გამოჩნდა მგონია, რომ მის ხარჯზე ვცხოვრობ, მრცხვენია.. კარგი, რაც არის, არის. ხვალ მასთან ერთად წავალ და ერთ კვირაში ალბათ ისევ მასთან ერთად დავბრუნდები. მერე ბოსტონშიც.. მგონი სულ ასე აპირებს გაგრძელებას..." - ჩავილაპარაკე ჩემთვის.

- ,,ალიო, დედა, როგორ ხართ?"
- ,,ჰანნა? რადგან შენი ხმა გავიგე, კარგად შვილო. სად დაიკარგები ხოლმე? არ შეიძლება დედაშენი ორ დღეში ერთხელ მაინც მოიკითხო?"
- ,,ელისონ, კარგი რა, ნუ იცი ხოლმე ასე. ხომ იცი, დაკავებული ვარ და თითქმის ვერ ვიცლი. მაგრამ, რაღაც უნდა გითხრა.."- ამ სიტყვებზე უცნაური სახე მიიღო.
- ,,მშვიდობაა?" - მკითხა ეჭვნარევი ხმით.
- ,,ჰო, მშვიდობაა. ხვალ ფილადელფიაში მოვდივარ."
- ,,რა? მართლა? ღმერთო ძლივს!" - თითქმის კივილით თქვა გახარებულმა.
- ,,რა მოხდა, რა გაყვირებს?" - მეორე ოთახიდან მამაჩემის ხმა გაისმა.
- ,,მოდი აქ ჯონ! როგორც იქნა ხვალ შენი გოგო ჩამოსვლას აპირებს ხვალ."
- ,,ქარია მაქეთ?" - მკითხა ჯონმა.
- ,,რა შუაშია მამა ეგ?"
- ,,აბა, წელიწად ნახევარია აქ არ ყოფილხარ და ახლა გაგახსენდით?"
- ,,კარგი რა მამა. რატომ იცით ხოლმე ასე. ძლივს ვახერხებ და თუ არ გინდათ დავრჩები" - სიცილით ვუთხარი.
- ,,რას ამბობ ენი! მოდი, ძალიან მოგვენატრე მეც და დედაშენსაც."
- ,,ვიცი მა, მეც მომენატრეთ. დედა მისმინე, შეგიძლია ზუსტი მისამართი გამომიგზავნო?"
- ,,ჰო, რა თქმა უნდა, იმდენი ხანია არ ყოფილხარ სახლის მისამსართიც კი დაგავიწყდა სადაც გაიზარდე?."
- ,,მარტო არ მოვდივარ, ჩემი პარტნიორი ჩამომიყვანს. ის და მისი მშობლები დავპატიჟე, რომ ჩამოვალ დაწვრილებით აგიხსნი."
- ,,კარგი, არაა პრობლემა."
- ,,კარგი, ახლა უნდა წავიდე, ბარგი ჩავალაგო. მიყვარხართ."
- ,,ჩვენც გვიყვარხარ!" - ორივეს ხმა გაისმა ერთდროულად. ტელეფონი გავთიშე, ერთი კვირის სამყოფი ტანსაცმელი და საჭირო ნივთები ჩავალაგე და დასაძინებლად დავწექი.





თავი 13.
,,ფილადელფია.“

დილით რატომღაც იმაზე გვიან გამეღვიძა, ვიდრე ჩვეულებრივ. თვალები გავახილე, მაშინვე ტელეფონი მოვიმარჯვე.
- ,,რა? 10 საათია? უკვე? ღმერთო ჩემო. დღე უკვე სასწაულად დაიწყო." - ვთქვი. მერე იანის მესიჯი გავხსენი.
- ,,მზად რომ იქნები გამაგებინე." - მაშინვე ავდექი, თმა ავიწიე. მოკლე ქვედაბოლო და უზარმაზარი ჯემპრი ჩავიცვი, რომელიც თითქმის ქვედაბოლოს სიგრძის იყო. ტყავის მუხლებამდე ჩექმები და ასევე უზარმაზარი კაშნე. ჩემოდანი შევამოწმე, რამე ხომ არ დამრჩა ჩასადები, დამტენი ჩანთაში ჩავდე და იანს მივწერე:
- ,,მზად ვარ."
- ,,კარგი, გამოვდივარ."- მიპასუხა.
დენის წყაროდან ყველაფერი გამოვაერთე. ჩემოდანი ავიღე და გარეთ გავედი. კარს ვკეტავდი, როდესაც იანი გამოვიდა.
- ,,დილა მშვიდობის." - მითხრა.
- ,,დილა მშვიდობის. შენი ბარგი სადაა?"
- ,,უკვე მანქანაში ჩავდე. მომეცი, მე წამოვიღებ." - მითხრა და ჩემოდანი გამომართვა.
- ,,შენი მშობლები?"
- ,,უკვე წავიდნენ დილით. სახლში მივლენ ჯერ, რომ ჩავალთ დავურეკავ და შენამდე ჩვენს უკან ივლიან."
- ,,აჰა. ჰო ისე, შეგიძლია პონგო მიასთან დამატოვინო? ამდენი ხნით მარტო ვერ იქნება ." -
- ,,კარგი შევიაროთ, თან დავემშვიდობებით, ორი კვირა ვეღარ ვნახავთ.."- ღიმილით თქვა.
- ,,კარგი, წავიდეთ." - თქვა ისევ და ჩემოდნით კიბეებს ჩაუყვა. გასაღები ჩანთაში ჩავდე და პონგოსთან ერთად კიბეებზე ჩავედი.


მიას კარზე ზარი დავრეკე.
- ,,ჰანნა, მოხვედი? თ!" - დაამატა და იანს გახედა.
- ,,ჰო, და პონგო მოგიყვანე." - გამეცინა.- ,,ორი კვირით ხომ დაიტოვებ?"
- ,,ორი კვირით? რა ხდება ენი?"
- ,,ჯერ მშობლებთან მივდივარ ერთი კვირით. იქიდან რომ დავბრუნდები ბოსტონში მივდივართ ისევ ერთი კვირით. ამდენ ხანს ხომ ვერ დავტოვებ მარტო, გუშინაც სახლის კარი გატეხეს.. ამიტომ ისევ შენ მოგიყვანე."
- ,,კარი გატეხეს?!"
- ,,ჰო, გუშინ რომ წავედით საკეტი გატეხილი დამხვდა, ვიღაც მანიაკი იყო."
- ,,რას ამბობ? რატომ არაფერი მითხარი?"
- ,,არაფერია, საკეტი გამოცვალეს და ის შეშლილიც დააკავეს. "
- ,,და ღამით სად იყავი? სასტუმ.."-
- ,,იანთან დავრჩი." - არ დავამთავრებინე. - ,,კარგი, მოგვიანებით მოგიყვები ყველაფერს დეტალურად, ახლა უნდა წავიდე."
- ,,კარგი ძვირფასო, მიდი, ფრთხილად იყავით. კეთილი მგზავრობა." - მითხრა და მაგრად ჩამეხუტა. - ,,იან, შენც მიდიხარ?"
- ,,ჰო, მშობლები გველოდებიან."
- ,,კარგი, მაშინ ახალი წლისთვის ჩემთან გელოდებით ორივეს!." - მკაცრი, მაგრამ ღიმილიანი ხმით თქვა მიამ და იანსაც გადაეხვია. პონგოსაც მაგრად ჩავეხუტე და ისე წავედი მანქანისკენ. მანქანაში ჩავსხედით. მია პონგოსთან ერთად სახლში შევიდა.
- ,,გზისთვის რამე ხომ არ გინდა წასახემსებლად?" - მკითხა იანმა.
- ,,ლიმონიანი წყალი მხოლოდ." - ახლომდებარე მარკეტში შევიდა, ერთი ლიმონიანი და ერთი ჩვეულებრივი წყლის ბოთლი გამოიტანა და მანქანაში ჩაჯდა.
- ,,გამომართვი." - მითხრა, მანქანა დაძრა და წავიდა.
- ,,მადლობა. იან, თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ და მრცხვენია. არ ვიცი, რით გადაგიხადო ამდენი რამისთვის. ჯერ მარტო სამსახურში სულ შენ მიგყავარ, ახლა ფილადელფიაც. არ ვიცი რით დავიმსახურე ამდენი.." - არ დამამთავრებინა და მითხრა:
- ,,ჰანნა, ყველაფერზე მადლობას და ბოდიშს არ უნდა იხდიდე. სიკეთეს ყველა იმსახურებს, შენ მით უმეტეს. ასე რომ, ამ თემაზე სხვა დროს არაფერი თქვა, კარგი? ალბათ, მოგიწევს შეეგუო ამ ყველაფერს, და ჩემთან ეთად მგზავრობასაც." - გაეღიმა.
- ,,საერთოდ, ბოდიშს იშვიათად ვიხდი.. კიდევ მადლობა." - მეც გამეღიმა.
- ,,კარგი რა! ამ წუთას რა გითხარი? მადლობა ბოლო იყოს, კარგი?"
- ,,კარგი." - ორი წუთით ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია, მერე იანმა მითხრა -
- ,,ჰანნა, შეიძლება რაღაც გკითხო?"
- ,,რა თქმა უნდა, რა იყო?"
- ,,ხანდახან მია ენის გეძახის, ეს მოფერებითია, თუ რამე ახსნა აქვს?"
- ,,ჰო ეგ... ასე მამაჩემი მეძახის. და ბებიაჩემიც. ისიც ფილადელფიაშია, მის სანახავადაც უნდა გავიდე."
- ,,ასე რატომ გეძახიან?"
- ,,არ ვიცი, ერთხელ ვკითხე და მიპასუხა {ამას ახსნა აქვსო} მაგრამ ბოლომდე მაინც არ უთქვამს."
- ,,და ასე დანებდი? აღარ გიცდია?" -
- ,,დავნებდი? ... მგონი ასეა.." - ჩაფიქრებულმა ვუპასუხე. - ,,აქამდე სულ მეგონა, რომ დანებება ჩემი არ იყო, მაგრამ თურმე.."
- ,,ბებიაშენთან მეც მოვდივარ, უფრო სწორედ, მე წაგიყვან." - მითხრა და გამომხედა.
- ,,იან!"
- ,,ჰანნა! რა მოხდა, მე წაგიყვან. უნდა ვკითხო ამას რატომ გეძახის."
- ,,რა თქმა უნდა, წარმატებები." - გამეცინა - ,,მე არ მითხრა და გგონია შენ გეტყვის?"
- ,,ვცდი მაინც, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მეტყვის. უბრალოც ცნობისმოყვარემ გაიღვიძა ამწუთას ჩემში.."
- ,,ასეთი დარწმუნებული ხარ შენს თავში?"
- ,,ეჭვიც არ შეგეპაროს, სრულიად ვენდობი ჩემს თავს."
- ,,ღმერთო ჩემო, არ მესმის, როგორ.. კარგი, წარმატებები." - ხმამაღლა გამეცინა. მეტი არაფერი მითქვამს, მარჯვნივ მივბრუნდი და როგორც მჩვეოდა, გარეთ ყურება დავიწყე.
გარეთ ყურებაში ვერც კი შევნიშნე დროის გასვლა.
- ,,მისამართი ხომ გაქვს?" - მკითხა იანმა. ტელეფონს დავხედე, უკვე საათნახევარზე მეტია გზაში ვართ.
- ,,ჰო, ჰო, მაქვს." - დედას გამოგზავნილი მისამართი ვანახე. - ,,აი, გამომართვი." - ვუთხარი და ტელეფონი მივაწოდე. მან თავისი მობილური მომაწოდა და მითხრა -
- ,,შეგიძლია მამაჩემთან დარეკო? საჭესთან ვარ, ტელეფონი გეკავოს და მე დაველაპარაკები."
- ,,კარგი. პაროლი?"
- ,,8 6 7 3." - პაროლი ჩავწერე, ნომრებში ლუკასის ნომერი მოვძებნე და დავრეკე.
- ,,მამა, თხუთმეტ წუთში მანდ ვიქნებით, შეგიძლია უკან გამოგვყვეთ."
- ,,კარგი, ალექსასაც ვეტყვი და გამოვალთ."
- ,,გათიშე." - მითხრა. ტელეფონი გავთიშე და დავდე. ბენზინგასამართ სადგურთან ვიყავით, იანის მშობლები იქ დაგვხვდნენ. მათ მივესალმე და გზა გავაგრძელეთ. იქიდან ჩემი მშობლების სახლამდე 20 წუთის სავალი გზა იყო.
- ,,ისე, არც მიკითხავს, შენს მშობლებს რა ჰქვიათ?" - მკითხა იანმა.
- ,,ჯონი და ელისონი."
- ,,ჯონი და ელისონი. კარგი, მალე იქ ვიქნებით." - გამეცინა,
- ,,რა იყო?" - მკითხა ისევ.
- ,,ვიცი იან, აქ ვარ გაზრდილი." - უბრალოდ შემომხედა, არაფერი უთქვამს.
ეს 20 წუთიც მალე გავიდა. ეზოში შევედით. იანმა პატარა წრიულს შემოუარა და მანქანა გააჩერა. იანის მშობლებიც უკან მოგვყვნენ.
- ,,აბა, ხომ ესაა?" - მკითხა.
- ,,ჰო." - ვუთხარი და ისე მიხაროდა, რომ ვერ ვმალავდი. მანქანების ხმაზე მამა გარეთ გამოვიდა.
- ,,ენნი!" - დამიძახა და ჩემკენ წამოვიდა.
- ,,მამა." - ვუთხარი და მაგრად მოვეხვიე. - ,,ღმერთო ჩემო, როგორ მომენატრეთ." - დედაც გამოვიდა. მასაც მაგრად ჩავეხუტე. ალბათ ორი წუთი ასე ვიყავით ჩახუტებულები, მერე გამახსენდა, რომ იანი და მისი მშობლებიც აქ იყვნენ.
- ,,გაიცანით, ეს იანია, ჩემი პარტნიორი." - იანმა ორივეს ხელი ჩამოართვა.
- ,,ესენი კი იანის მშობლები არიან, ალექსა და ლუკასი."
- ,,სასიამოვნოა, ჩვენ, ალბათ უკვე მიხვდით კიდეც.. ჰანას მშობლები ვართ, ელისონი და ჯონი. შეგიძლიათ ელისი დამიძახოთ."
- ,,ჩვენთვისაც სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ელის." - უთხრა ალექსამ.
- ,,წამოდით, სახლში შევიდეთ. ჩანთების წამოღებაში დაგეხმარებით." - თქვა ჯონმა. მამა, იანი და ლუკასი გარეთ დარჩნენ ბარგის შემოსატანად. მე, დედა და ალექსა კი სახლში შევედით.
- ,,დაბრძანდით ალექსა." - უთხრა დედამ.
- ,,გთხოვთ, ფორმალობა არ არის საჭირო, შენობით მომმართე." - გაეღიმა ალექსას. დედასაც გაეღიმა. მე კი ისევ ვფიქრობდი, როგორ გამოუვიდათ ასეთი შვილი ასეთ თბილ ცოლ-ქმარს. იანი სულ ფორმალობითაა სავსე, საერთოდ არ ჰგავს მათ.
- ,,ძალიან მყუდრო სახლი გაქვთ, ჰანნა." - მითხრა ალექსამ.
- ,,მადლობა, თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში." - ვუთხარი. ამ დროს გარეთ მყოფებიც შემოვიდნენ.
- ,,დაღლილები იქნებით, ამხელა გზაზე მოდიხართ. მაგიდა უკვე გავაწყვეთ. ენნი, სააბაზანო უჩვენე და მერე სუფრასთან მოდით.“ - მითხრა ჯონმა.
- ,,კარგი. აქეთ წამოდი." - ვანიშნე იანს და სააბაზანოსკენ წავედი. იანი მივაცილე და უკან დავბრუნდი.
- ,,ჰანნა, სააბაზანოში ხელსახოცის შეტანა დამავიწყდა, გთხოვ იანს მიუტანე." - მითხრა დედამ, როდესაც სამზარეულოში შევედი.
- ,,კარგი, ახლავე." - ხელსახოცი ავიღე და სააბაზანოსკენ წავედი.
- ,,იან, აი გამომართვი. იქ დაკიდე, როცა გაიმშრალებ." - ვუთხარი და ხელსახოცი მივაწოდე.
მალე ყველა მაგიდასთან დავსხედით.
- ,,არ ღირდა ასე შეწუხება." - თქვა ალექსამ.
- ,,რას ამბობ, რა შეწუხებაა. იმდენი ხანია ჰანნა აქ არ ყოფილა, თითქმის აღარც ვშლიდით ასეთ სუფრებს. მიხარია, რომ აქ ხართ."
- ,,ჩვენც მოხარულები ვართ, რომ გაგიცანით. ჰანნა ისეთი ლამაზი და ზრდილობიანია, მაინტერესებდა ვინ იყვნენ მისი მშობლები. და აი, ჩვენც აქ ვართ. ისე ელის, ძალიან გგავთ."
- ,,მადლობა," - დედას ჩაეღიმა - ,,ჰო მგავს, მაგრამ მამამისის ხასიათები აქვს, სულ მასავით ჯიუტი, გაუგონარი და თავისებურია."
- ,,დედა, არ გინდა.." - გამეღიმა.
- ,,ისე მართლა, ბოლომდე არ გითქვამს როგორ გაიცანით ერთმანეთი შენ და იანმა." - მითხრა მამამ.
- ,,გახსოვს პარიზში რომ წავედი საქმეზე?" - მამამ თავი დამიქნია - ,,იქ მომიწია მასთან ერთად მუშაობა. როცა ჩამოვედი მიას ქორწილისთვის, აღმოჩნდა, რომ ალექსა მაიკის მამის დაა. ქორწილშიც ერთად მოვხვდით. აქ დარჩენას აპირებს, ამიტომ სამსახური სჭირდებოდა, ედენი გაიცნო ქორწილში, სამსახურზე დაელაპარაკა და ახლა ერთად ვმუშაობთ კომპანიაში. სხვათა შორის, იანი საცხოვრებლადაც ჩემს კორპუსში გადმოვიდა, მეზობლებიც ვართ.." - მოკლედ მოვუყევი.
- ,, და ის ბოლო საქმე? ვიღაც ქალზე რომ თქვი.." - ჩამეძია დედა.
- ,,ჰო, ეგ უკვე დასრულდა. დამნაშავე გამოვიჭირეთ, ვაღიარებინეთ დანაშაული და მერე იანი.." - ვამბობდი, მაგრამ იანმა არ დამასრულებინა და ჩემი დაწყებული განაგრძო:
- ,,და მე ის დავაკავე პოლიციის მოსვლამდე. ამით საქმე დაიხურა." - იანმა შემომხედა. მივხვდი, რომ ალექსამ და ლუკასმა არაფერი იცოდნენ მის ჭრილობაზე.
- ,,კარგია, რომ ასე მარტივად მოხდა. მაგრამ მაინც მეშინია ამ საქმეს რომ მოკიდე ხელი.. სარისკო და საშიშია." - მითხრა დედამ.
- ,,სწორედ ამას ვეუბნებით იანსაც, გვეშინია და მუდამ დაძაბულები ვართ." - თქვა ალექსამ.
- ,,და თქვენი სამსახური არ არის სარისკო? ექიმად და მეხანძრედ ყოფნაც საშიშია.." - უთხრა იანმა ალექსას და ლუკასს.
- ,,ჰო, მაგას სჯობს მეორე ნახევარ იპოვო და გათხოვდე. იქნებ ცოტა ხანს მაინც შეეშვა მაგ საქმეს." - მითხრა ელისონმა.
- ,,დედა!" - ლამის საჭმელი გადამცდა.
- ,,რა მოხდა? 27 წლის ხარ და შეყვარებულიც კი არ გყავს, უკვე მეშინია, რომ ასე დარჩები და შენ ვინ გაგიძლებს?" - ხმამაღლა გაეცინა.
- ,,აუცილებელია ახლა ამაზე საუბარი? სუფრასთან.. ყველა ამას რატომ მეუბნება?!" - სიცილით, მაგრამ წყენით ვთქვი.
- ,,როგორც მივხვდი, ჩვენს ოჯახებს ერთი და იგივე პრობლემები აქვს." - გაეღიმა ალექსას.
- ,,ჰო კარგი იქნება იანიც თუ დაინიშნება. 31 წლისაა უკვე. ჩვენც შვილიშვილის ჩახუტება არ გვაწყენდა, ვბერდებით." - გაეცინა ლუკასსაც. მამასაც.
- ,,მამა, დედა, იქნებ ჩემს პირად ცხოვრებას შეეშვათ?" - ღიმილით უთხრა იანმა.
- ,,ჰო, მგონი სჯობს სასაუბრო თემა შევცვალოთ." - მხარი დავუჭირე იანს.
- ,,კარგით, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენც ბევრი არ დაგვრჩა და გვინდა თქვენს ბედნიერებას შევესწროთ." - თქვა მამამ.
- ,,შენც მამა? ეგ აუცილებლად იქნება, მაგრამ არა ახლო მომავალში." - ვუთხარი.
- ,,ჰო, მამაშენს ვეთანხმები." - თქვა ლუკასმა.
ცოტა კიდევ ვისაუბრეთ, ძლივს გადავატენინეთ საუბარი სხვა თემაზე. უკვე დაღამდა, 10 დაიწყო. მერე ალექსამ თქვა:
- ,,მგონი, უკვე ჩვენი წასვლის დროა. საკმაოდ დაგვიღამდა."
- ,,არა, რას ამბობთ? უკვე ყველაფერი მოგიმზადეთ ოთახების ჩათვლით. თანაც გვიანია, შორი გზა გაქვთ გასავლელი ამ შუა ღამისას."
- ,,არა, ჩვენ არ გვინდა შეგაწუხოთ, ისედაც დაიხარჯეთ.."
- ,,ალექსა, თქვენც იმდენი სიკეთე გამიკეთეთ, რომ უკვე ვეღარ ვთვლი, აქ ჩამოყვანის ჩათვლით. გთხოვთ, დღეს დარჩით, არ შეგვაწუხებთ." - ვუთხარი.
- ,,არც იფიქროთ მაგაზე. ცოტას კიდევ ვილაპარაკებთ, დავლევთ, და მერე დასაძინებლად წავალთ." - ჩაერთო მამაც.. ბოლოს დაგვთანხმდნენ, ალბათ საათნახევარი ვიყავით კიდევ სუფრასთან. მერე ავდექით, მაგიდა ავალაგეთ და სტუმრები ოთახებში გავაცილეთ. მე დედას და მამას ოთახში შევყევი ცოტა ხნით, ვესაუბრე, ბოსტონზეც ვუთხარი. ცოტა შეეშინდათ სულ რომ დავდივარ, მაგრამ გაიგეს, რომ იანიც მოდის და დამშვიდდნენ. მერე ორივეს ძილი ნებისა ვუსურვე, ოთახიდან გავედი და სააბაზანოში შევედი. სააბაზანოდან ხალათით და თავზე პირსახოცით გამოვედი. სამზარეულოში შევედი წყლის დასალევად. ჭიქა გადმოვიღე და წყალი დავისხი. ტელეფონზე მიას შეტყობინება დამხვდა და გადავწყვიტე დამერეკა.
- ,,ენნი, ჩახვედით?"
- ,,ჰო, ვივახშმეთ და დასაძინებლად დაწვნენ. მე ახლახან გამოვედი სააბაზანოდან. შენ რას აკეთებ?"
- ,,ბავშვების დავალებებს ვამოწმებ. ისეთი საშინელი ნაწერი აქვთ, ძლივს ვარჩევ რა წერია." - გაეცინა.
- ,,აბა რა გეგონა, მასწავლებელი ხარ, თანაც ფრანგულის."
- ,,Mais que puis-je faire, j'aime mon travail." (,,მაგრამ რა ვქნა, მიყვარს ჩემი სამუშაო.")
- ,,Tu dois aimer." (,,უნდა გიყვარდეს.") - ვუთხარი. - ,,პონგო როგორაა?"
- ,,ენატრები, მაგრამ გადაიტანს. სულ ფანჯარასთან დგას და გარეთ იყურება."
- ,,უკვე მენატრება, არადა კიდევ ორი კვირა უნდა გავძლო.
- ,,კარგი, მაცდენ. ტესტები უნდა შევასწორო, პირველი ხდება უკვე.." - სიცილით მითხრა.
- ,,ერთი სული გაქვს თავიდან მომიშორო, არა?" - გამეცინა, თან სამზარეულოს კარი შემოიხსნა და იანი შემოვიდა. - ,,კარგი წავედი, მეც დავწვები. ხვალ ბებიასთან უნდა წავიდე. გკოცნი!"
- ,,კარგი. ელეანორი მომიკითხე." - მითხრა და გათიშა.
- ,,არ გძინავს?" - მკითხა იანმა.
- ,,არა, სააბაზანოში ვიყავი. მეგონა ყველას ეძინა." - ვუთხარი და ხალათი გავისწორე.
- ,,წყლის დასალევად გამოვედი, ვერ ვიძინებ." - მეორე ჭიქაც გადმოვიღე თაროდან და იანს წყალი მივაწოდე. - ,,მგონი ჩვენებმა კარგად გაუგეს ერთმანეთს." - სიცილით მითხრა.
- ,,მეც ასე ვფიქრობ, უკვე პირადის გარჩევა დაიწყეს. ჰო ისე, რატომ არ მათქმევინე, რომ დაიჭერი?"
- ,,შენი აზრით მათ მეტი უნდოდათ? ისედაც შენი ყურით მოისმინე რა თქვეს. არც ჩემებმა იციან, რომ დაჭრილი ვარ, უფრო ინერვიულებენ. თანაც, არა მგონია შენ გეთქვა შენებისთვის ბინაზე.." - გაეღიმა ისევ.
- ,,მართალი ხარ. ჰო არ მითქვამს. მართლა, მხარი როგორ გაქვს?"
- ,,ისევ დასამუშავებელია, მივხედავ." -
- ,,შემახედე." - ვუთხარი. მაისური მხოლოდ მარჯვენა მკლავზე გაიხადა. ბინტი ავხსენი.
- ,,სააბაზანოში გადი, წამლების ყუთი იქაა. ჩავიცვამ და მეც ახლავე მოვალ, რომ დაგიმუშავო. აქ შეიძლება რომელიმე გამოვიდეს და არც ერთისთვის არ იქნება კარგი, მით უმეტეს, შენთვის." - გამეცინა. ოთახში გავედი, ჩავიცვი და სააბაზანოსკენ წავედი.
- ,,ჰანნა, არ გძინავს?" - სამზარეულოდან დედა გამოვიდა.
- ,,ჰო, დავიბანე და სააბაზანოში თმის საშრობი დამრჩა. გავიშრობ და დავწვები. შენ რატომ არ გძინავს?"
- ,,წყლის დასალევად გამოვედი. დიდხანს არ იხმაურო, სტუმრები არ გააღვიძო."
- ,,კარგი, მიდი დაიძინე, მეც მალე დავწვები."
- ,,კარგი," - დედა თავის ოთახში შევიდა. მე სააბაზანოს კარი გავაღე, შევედი, შიგნიდან ჩავკეტე და კარს ზურგით ავეყუდე.
- ,,მადლობა ღმერთს." - ამოვიჩურჩულე.
- ,,რა იყო?"
- ,,ხომ გითხარი, ახლახან სამზარეულოდან დედაჩემი გამოვიდა. კარგი, მოდი, აქ დაჯექი." - თაროდან წამლების ყუთი გადმოვიღე და ბინტი და წყალბადის ზეჟანგი ამოვიღე.
- ,,თითქმის მოშუშდა, სახვევი აღარ გჭირდება." - ვუთხარი, ჭრილობა დავუმუშავე და ლეიკოპლასტი დავაკარი.
- ,,მორჩა, შეგიძლია ჩაიცვა." - სანამ იცვამდა ფანჯარასთან მივედი და ფარდა გავწიე.
- ,,რა? თოვს?" - სიხარული ვერ დავმალე. - ,,რა კარგია."
- ,,თოვს?" - მკითხა.
- ,,ჰო, ცოტა დადო კიდევაც. ნახე, გაიხედე..."
- ,,ღმერთო ჩემო, ბავშვივით ხარ." - იანს გაეცინა. - ,,ასე ბავშვიც არ იხტუნავებს."
- ,,შენ კიდევ უემოციო ხარ! როგორ შეიძლება თოვლის მოსვლა არ გიხაროდეს?!" - წყენით შევხედე. იანმა ხელი პირზე ამაფარა.
- ,,მგონი სჯობს ცოტა ჩუმად იყო, თავად თქვი, რომ ჰღვიძავთ." - თვალებში მიყურებდა. ახლა კარგად დავინახე მისი თვალები. მუქი ყავისფერი, ისეთი მუქი, რომ გეგონება, უსასრულობაში შეცურე, უსასრულოდ ბნელ ზღვაში, რომლის ფსკერზეც არის რაღაც სინათლის ნაპერწკალი, და შეიძლება ეს ნაპერწკალი იმაზე დიდი იყოს, ვიდრე ზედაპირულად ჩანს. ამ ნაპერწკალში კი რაღაც იყო ჩამალული, არ ვიცი, იმედი? ამისთვის კარგად ჩაღრმავებაა საჭირო.
- ,,ჰო, დამავიწყდა. გავიდეთ, იმედია ოთახს თავად მიაგნებ." - გვერდი ავუარე და სააბაზანოდან გავედი. ჩემს ოთახში შევედი. დავწექი, მაგრამ ათასი ფიქრი მიფეთქებდა გონებას..






თავი 14.
,,კითხვით ქალბატონ ელეანორთან.“



11 ხდებოდა, როცა გამეღვიძა. დიდი ხანია რაც მშობლების სახლში არ მძინებია, თანაც ამდენ ხანს. საერთოდ, როცა აქ ვარ, გვიანობამდე მძინავს, თუ ადრე გამეღვიძა, ცოტა ხანს კიდევ ვწევარ საწოლში, მით უმეტეს, თუ ზამთარია, ავდექი და ფანჯარაში გავიხედე. ეზო ულამაზესად იყო დათოვლილი. ისე მიხაროდა, რომ ლამის ოთახებში დავიწყე სირბილი, როგორც პატარაობისას. სწრაფად მოვწესრიგდი და გავედი. უკვე საუზმობდნენ.
- ,,დილა მშვიდობის." - ვთქვი, დედასთან მივედი, ვაკოცე, მერე მამასაც მოვეფერე.
- ,,ენნი, მოდი დაჯექი." - მითხრა მამამ.
- ,,არ მშია, ფორთოხლის წვენი გვაქვს?" - ვიკითხე.
- ,,რა თქმა უნდა, ჩვენი მაცივარი მაგის გარეშე ვერ იქნება, როცა შენ აქ ხარ!" - გაეცინა დედას. წვენი დავისხი და მოვსვი.
- ,,დღეს ელეანორთან ვაპირებ წასვლას, ისიც დიდი ხანია არ მინახავს, მომენატრა."
- ,,ძალიან კარგი, მიდი მოინახულე."
- ,,თოვლი კარგად დევს დღეს, ალბათ წუხელ მაგრად თოვდა."- თქვა ლუკასმა. იანმა შემომხედა. გაეღიმა. საუზმობას მორჩნენ. სუფრა ავალაგეთ.
- ,,ახლა მართლა ჩვენი წასვლის დროა." - თქვა ალექსამ.
- ,,იქნებ საღამომდე კიდევ დარჩენილიყავით?.." - ჰკითხა მამამ.
- ,,სიამოვნებით, მაგრამ სახლშიც საქმეები გვაქვს, სამსახურებისთვისაც მოსაწესრიგებელია რაღაცები. სჯობს წავიდეთ." - უთხრა ლუკასმა.
- ,,კარგი, რაკი არ იშლით, აღარ შეგეწინააღმდეგებით. მიხარია რომ გაგიცანით."
- ,,მამა, მე ჰანნას დავპირდი, რომ ბებიამისთან წავიყვანდი, ასე რომ, თქვენ წადით." - უთხრა იანმა ლუკასს.
- ,,კარგი იან."
- ,,ელის, შესანიშნავი დიასახლისი და მზარეული ხარ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის." - უთხრა ალექსამ დედას.
- ,,მადლობა თქვენ, რომ შემოგვიარეთ. კიდევ გვესტუმრეთ." - უპასუხა დედამ.
- ,,ჰანნა, შეგიძლია იანს ყურადღება მიაქციო?" - გაეცინა ალექსას.
- ,,დედა გეყოფა, თავს ჩემითაც მივხედავ." - უთხრა იანმა. მერე ალექსა და ლუკასი დაგვემშვიდობნენ და წავიდნენ. ჩვენ შიგნით შევედით.
- ,,აბა, წავედით?" - მკითხა იანმა, როდესაც მშობლები სამზარეულოში იყვნენ, ჩვენ კი მისაღებში.
- ,,ვიმედოვნებდი დაგავიწყდებოდა." - გამეღიმა.
- ,,არასოდეს, დაპირებას ყოველთვის ვასრულებ."
- ,,კარგი, ქურთუკს ჩავიცვამ და წავიდეთ." - ვუთხარი და ოთახში შევედი. ქურთუკი და ჩანთა ავიღე და ისევ მისაღებში დავბრუნდი. იანი მამაჩემს ესაუბრებოდა, მაგრამ როგორც კი მივუახლოვდი გაჩუმდნენ.
- ,,რა ხდება?"
- ,,წავიდეთ?" - მკითხა იანმა.
- ,,ჰო, წავიდეთ." - მე და იანი გარეთ გავედით. დედა და მამაც გამოვიდნენ. მანქანაში ჩავსხედით და წავედით.
- ,,მამაჩემს რაზე ესაუბრებოდი?" - ვკითხე.
- ,,ისეთი არაფერია." - გაეღიმა.
- ,,ისეთი არაფერია? იან!" - წარბაწეულმა შევხედე.
- ,,ბებიაშენის მისამართი გამოვართვი, რატომ ბრაზობ?" - იცინოდა.
- ,,არ ვბრაზობ. უბრალოდ ვერ ვიტან როცა ვინმე რამეს მიმალავს."
- ,,კარგი, მხოლოდ მისამართი გამოვართვი და მითხრა შენთვის მომეხედა, სხვა არაფერი."
- ,,ჰო?"
- ,,არ გჯერა?"- მკითხა და შემომხედა.
- ,,კარგი მჯერა." - ორი წამის შემდეგ ვუთხარი. - ,,მწყურია, შეგიძლია სადმე გაჩერდე?"
- ,,რა თქმა უნდა." - მითხრა და ორ წუთში მარკეტთან გაჩერდა. - ,,აქ იყავი, მალე მოვალ." - მანქანიდან გადავიდა. მალე გამოვიდა, ჩაჯდა და ფორთოხლის წვენი მომაწოდა. გამეცინა.
- ,,რა იყო, ხომ გიყვარს?" - ღიმილით მკითხა.
- ,,ყველაფერს ისრუტავ არა? მადლობა." - ვუთხარი. ამის შემდეგ კიდევ ოცი წუთი ვიარეთ. ბებიას სახლთან მივედით. კარზე დავაკაკუნე.
- ,,ენნი? ჩამოხვედი? ღმერთო, როგორ მომენატრე ჩემო სულელო გოგო." - ელეანორი მაშინვე გადამეხვია.
- ,,მეც მომენატრე ელი." - ვუთხარი.
- ,,გაიცანი, ეს იანია, ჩემი პარტნიორი. იან, ეს ელეანორია, მამაჩემის დედა."
- ,,მოხარული ვარ თქვენი გაცნობით." - იანმა ბებოს ხელზე აკოცა.
- ,,შემოდით, საშინლად თოვს გარეთ." - კარი დახურა. - ,,შემოდით, გათბით. ენნი, რამდენი ხანია აქეთ არ ყოფილხარ, სად დაიკარგე?"
- ,,ვმუშაობ ბებო, ხომ იცი, ამიტომ ვერ ვახერხებდი აქ ჩამოსვლას."
- ,,ჰო, შენი საქმე შემიკლავს ალბათ. ამ ახალგაზრდას უკეთესად არ გამაცნობ?" -
- ,,ისევ? უკვე მერამდენედ უნდა მოვყვე.." - გავიფიქრე, ხმამაღლა კი ვთქვი - ,,რა თქმა უნდა. პარიზში ვიყავი საქმეზე, იანი იქ გავიცანი და ახლა ნიუ-იორკშიც ერთად ვმუშაობთ.
- ,,ძალიან კარგი. შენი ოჯახი? ცოლი გყავს? მომიყევი შენზე." - უთხრა იანს.
- ,,არა, დაოჯახებული არ ვარ. ბოლო რამდენიმე წელი პარიზში ვცხოვრობდი, ისეც სულ დავდიოდი, ხან აქ მიწევდა ყოფნა, ხან პარიზში, რადგან მამა ფრანგია, მეხანძრე, დედა კი აქაურია, პედიატრი, დედისერთა ვარ."
- ,,პარიზში რატომ იყავი?" - ჩაეძია ბებო.
- ,,საქმეზე. ბოლო ოთხი წელი იქ ვიყავი. ახლა უკვე მგონი დიდი ხნით მომიწევს აქ დარჩენა."
- ,,ანუ ახლა აქ გაქვს სამსახური.. ძალიან კარგი. ფრანგები და ზოგადად საფრანგეთი ძალიან მიყვარს. მეც ვარ ნამყოფი 2-ჯერ, ჩემი ქმარი სწორედ იქ გავიცანი."
- ,,თქვენი ქმარი ფრანგია?" - ჰკითხა იანმა.
- ,,არა, ამერიკელია. უფრო სწორედ, იყო. 6 წლის წინ გარდაიცვალა. იქ საქმეზე იყო წასული, როგორც შენ. მაშინ მე პარიზის ნახვა მინდოდა ძალიან, ამიტომ ჩავედი. იქ ბლეიკი გავიცანი და შემიყვარდა.."
- ,,ვწუხვარ მის გამო.." - თქვა იანმა.
- ,,ელი, მგონი ახლა ამის დრო არ არის." - ვუთხარი.
- ,,სახელი შემახსენე..?" - უთხრა ბებომ იანს.
- ,,იანი."
- ,,იანი, ძალიან კარგი. ყავას მიირთმევ?"
- ,,იცით, ჩაი მირჩევია."
- ,,ენნი, წყალი დაადგი გთხოვ." - მითხრა ბებომ.
- ,,კარგი ახლავე." - ვუთხარი და იანს გავხედე - ,,შაქარი?" - ვკითხე.
- ,,საშუალოდ ტკბილი." - მითხრა იანმა. სამზარეულოში შევედი, წყალი ავადუღე ჩაისთვის. რომ არ დაგიმალოთ, ძალიან მაინტერესებდა იანი რაზე ესაუბრებოდა ელეანორს, სამზარეულოში მაინც და მაინც არ მესმოდა მათი საუბარი გარჩევით. როგორც მითხრა, უნდა ჰკითხოს ენნის რატომ მეძახის. მართლა ეტყვის? არა, გამორიცხულია. ბებო მე არ მეუბნება და მას რატომ ეტყვის? - ამას ვფიქრობდი და ლამის წყალი დაშრა ჩაიდანში. 5 წუთში ისევ მისაღებში დავბრუნდი. ორი ფინჯანი ჩაი მაგიდაზე დავდგი და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
- ,,რატომ გაჩუმდით?" - ვკითხე ცნობისმოყვარეობის გამო. ბებომ ფინჯანი აიღო და ჩაი მოსვა.
- ,,დაილოცოს შენი ხელები შვილო. დიდი ხანია შენი გაკეთებული ჩაი არ დამილევია." - მითხრა.
- ,,შეგერგოს." - ვუთხარი. იანმაც მოსვა. გამომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. გაეღიმა.
- ,,იან, იცი, ეს ლიმონის ხე" - ელეანორმა ფანჯარაში გაიხედა და ეზოში მდგარ ერთადერთ დათოვლილ ხეზე მიანიშნა იანს - ,,ენნიმ დარგო, როდესაც 8-ის იყო. სულ უვლიდა ხოლმე, როდესაც აქ მოდიოდა. თან გახარებული შემოირბენდა ყოველ ჯერზე და მახარებდა ნახე უფრო გაზრდილაო."
- ,,ბებო," - ვცადე გამეჩერებინა.
- ,,ერთხელაც, რომ მოვიდა, ხე თავისზე მაღალი დახვდა და ეწყინა, ჩემზე პატარაა და მაინც რა მაღალიაო. ახლა კიდევ თითქმის ბოლომდე გახმა.. ყინვების გამო ფესვები დაუზიანდა." - კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ, მე და ბებო წარსულს ვიხსენებდით და ვიცინოდით. ამასობაში საღამოც მოვიდა.
- ,,ელი, ჩვენ წავალთ, თორემ დაგვიღამდება."
- ,,მერე რა? აქ დარჩით და ხვალ წადით."
- ,,არა, იანსაც ეჩქარება, მშობლებთან უნდა მივიდეს."
- ,,ჰო, სჯობს წავიდეთ, თორემ შეიძლება დიდთოვლობის გამო მთელი კვირით აქ დავრჩეთ." - ამყვა იანიც.
- ,,ენნი, ისედაც ძალიან იშვიათად მოდიხარ, შემდეგში როდის ჩამოხვალ?"
- ,,არ ვიცი, ჯერ ვეღარ. შემდეგ კვირას ბოსტონში მივდივართ. ალბათ ზაფხულში ჩამოვალ."
- ,,ძალიან კარგი. ეცადე შენი დაბადების დღე აქ აღვნიშნოთ."
- ,,ჰო, ვეცდები." - გავუღიმე.
- ,,მოდი აქ, ჩაგეხუტო.." - მითხრა. მივედი და მაგრად ჩავიკარი. - ,,იცი, ძალიან ლამაზი ხარ, ჩემო დედამიწისთვალება. იან შენც, თავს გაუფრთხილდი, და ჩემს ენისაც."
- ,,არ ინერვიულოთ, აუცილებლად გავუფრთხილდები. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა ელეანორ."
- ,,ჩემთვისაც შვილო, კარგად იყავით."
- ,,კარგად იყავი ბებო, თავს გაუფრთხილდი." - კიდევ ვაკოცე.
- ,,შენც. დედა და მამა მომიკითხე, და უთხარი შეუძლიათ უფრო ხშირად მოვიდნენ. ლამის გავგიჟდე მარტო ყოფნისგან. კეთილი მგზავრობა." - დაგვემშვიდობა და კარიდან გავედით.
- ,,გინდა ცოტა გავიაროთ?" - მკითხა იანმა.
- ,,რატომაც არა.. ისე მიყვარს თოვლში სიარული.. სად წავიდეთ?" - სიხარულით ვკითხე.
- ,,არ ვიცი. ხომ იცნობ ამ ადგილს და ქუჩებს, ჰოდა იარე, მეც გამოგყვები."
- ,,კარგი." - ეზოდან გავედით და ქუჩას დავუყევით.
- ,,მაშ ენნი.. მეც ასე დაგიძახებ ამიერიდან."
- ,,ბებოს ჰკითხე?" - მაშინვე გამახსენდა და იანს მივხედე.
- ,,ვკითხე."
- ,,და გიპასუხა?"
- ,,მიპასუხა."
- ,,რა გითხრა?"
- ,,შენს ბავშვობაზე მომიყვა ცოტა."
- ,,ეგაა პასუხი?"
- ,,არა." - ისეთ მოკლე პასუხებს მცემდა, ლამის უკვე ჭკუიდან გადავედი.
- ,,იან რა გითხრა ბებომ?!"
- ,,ამიხსნა."
- ,,ღმერთო ჩემო. დაგავიწყდა? თუ ენა გადაყლაპე, რა გჭირს?"
- ,,მითხრა რატომ გეძახის ასე."
- ,,და?"
- ,,და რა?"
- ,,გავგიჟდები."
- ,,რატომ?"
- ,,სერიოზულად, ჩემი წამება გადაწყვიტე? ორი სიტყვა ვერ გადაგიბამს, რომ მითხრა?"
- ,,არ გეტყვი."
- ,,რატომ?"
- ,,რადგანაც ბებო და მამა არ გეუბნებიან." - გაიცინა.
- ,,კარგი რა. შენთან ნორმალურად საუბარი არ შეიძლება?"
- ,,ისე, მიამაც იცის?"
- ,,რატომ უნდა გითხრა?"
- ,,ჰანნა."
- ,,არ იცის, უბრალოდ ხანდახან მეძახის ასე."
- ,,ჰანნა?!" - მარჯვენა მხრიდან ნიკოლასის ხმა გავიგე.
- ,,ნიკ?" - გვერდით მივიხედე.
- ,,როგორ მოხდა, რომ აქ ხარ? რამდენი წელია არ დამინახიხარ." - გადამეხვია.
- ,,ჰო, დიდი დრო გავიდა."
- ,,ეს ვინაა?" - მკითხა და იანს შეხედა.
- ,,ჰო, ეს იანია. ერთად ვმუშაობთ. იან, ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია, ნიკოლასი." - ვუთხარი. ნიკმა ხელი გაუწოდა, იანმა ჩამოართვა.
- ,,სასიამოვნოა." - უთხრა ნიკმა.
- ,,ჩემთვისაც.“
- ,,ისე, კარგ ჯანზე ჩანხარ, ვარჯიშობ?" - ჰკითხა ნიკმა. ამაზე ჩუმად გამეღიმა.
- ,,ჰო, როცა ვახერხებ."
- ,,აქ რამდენ ხანს რჩები?" - მკითხა ნიკმა.
- ,,ალბათ კიდევ ნახევარი საათით."
- ,,აუ, ვიფიქრე ჩემთან შემოხვიდოდი და ცოტას დავლევდით, ვილაპარაკებდით."
- ,,სიამოვნებით, მაგრამ უნდა წავიდეთ ნიკ, დაგვაგვიანდება."
- ,,კარგი, მაშინ როცა ჩამოხვალ და თავისუფალი დრო გექნება, შემეხმიანე."
- ,,აუცილებლად. კარგად ნიკ."
- ,,კარგად ჰანნა." - კიდევ გადამეხვია და თავის გზაზე წავიდა.
- ,,ენნი." - დამიძახა იანმა.
- ,,ასე არ მომმართო."
- ,,რა? რატომ?"
- ,,რატომაც მის მნიშვნელობას არ მეუბნები."
- ,,კარგი რა, ამის გამო იბუტები?" - გაეღიმა.
- ,,არ ვიბუტები იან. ასე არ დამიძახო."
- ,,არ აგიხსნი სანამ არ დაიმსახურებ."
- ,,დავიმსახურებ? აჰა შენი დამსახურებაც..." - ვუთხარი, თოვლის გუნდა ავიღე და თავში ძლიერად ვესროლე.
- ,,ენნი!" - იანი ადგილზე გაჩერდა.
- ,,გითხარი ასე არ დამიძახო იან!" - მეორე გუნდაც ვესროლე. თან მის სახეზე მეღიმებოდა, როგორ იყრიდა ქუდიდან თოვლს.
- ,,ჰანნა, გეყოფა."
- ,,მეყოფა? ხომ უნდა დავიმსახურო. ჯერ კიდევ ვერ დავიმსახურე?" - კიდევ ავიღე გუნდა და პირდაპირ სახეში გავარტყი.
- ,,ბავშვივით იქცევი." - მითხრა და ჩემკენ წამოვიდა. მე იქვე მარჯვნივ მდებარე ბაღისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი, სადაც თითქმის არავინ იყო ორიოდე ბავშვის გარდა. იანმაც აუჩქარა ფეხს. ახლა გავიქეცი. იანის ნასროლი გუნდა თავში მომხვდა. ორ წამში იანი დამეწია, თოვლში ჩამაგდო და გატოკების საშუალებას არ მაძლევდა.
- ,,გითხარი გაჩერებულიყავი." - მისი სახე ზემოდან მიყურებდა შავი თვალებით.
- ,,ახლა დავიმსახურე?"
- ,,არ გინდა."
- ,,არ მიყვარს, როდესაც მეუბნებიან, რომ თუ რაღაც მინდა, უნდა დავიმსახურო." - არაფრისმთქმელი გამომეტყველებით ვუყურებდი.
- ,,კარგი, ბოდიში."
- ,,შეგიძლია გამიშვა? თითქმის სულ დავსველდი." - იანმა ხელი გამიშვა და ადგა. მეც ავდექი.
- ,,მეტყვი?" - ვკითხე.
- ,,არა ჰანნა, ჯერ არა."
- ,,ჯერ არა?"
- ,,ვგულისხმობ, მაშინ გეტყვი, როცა ჩავთვლი, რომ ამის დროა." - არაფერი ვუთხარი და ბაღიდან გავედი.
- ,,სად მიდიხარ?"
- ,,მანქანასთან ვბრუნდები."
- ,,კარგი, წავიდეთ." - მისთვის არაფერი მითქვამს, სანამ მანქანაში არ ჩავჯექი. იანმა მანქანა დაქოქა და წავედით.
- ,,ჩუმად რატომ ხარ?" - მკითხა.
- ,,რა, არ შემიძლია?"
- ,,უბრალოდ, არასდროს ჩუმდები, და ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. იბუტები."
- ,,გითხარი, რომ არ ვიბუტები. უბრალოდ ასეთი ხასიათი მაქვს, მოგიწევს შეეგუო. ერთ წუთს თუ ვიცინი უნდა მოელოდე, რომ შეიძლება მეორე წუთას ის უკანასკნელი დემონი გავხდე, რომლის დანახვაც მოგინდება. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ."
- ,,ანუ მაიკი ამას გულისხმობდა?" - იანს გაეცინა.
- ,,სასაცილოს ხედავ რამეს?" - ვკითხე.
- ,,არა, ბოდიში. აღარ გაინტერესებს რა მითხრა ბებიაშენმა?"
- ,,რა, უკვე ,,ის დრო" მოვიდა? არა, აღარ მაინტერესებს. შემდეგში თავად ვკითხავ და ვეცდები ისე გავაკეთო, რომ მიპასუხოს." - მისკენ აღარც მიმიხედავს.
- ,,კარგი." - კიდევ გაეცინა. აქედან ხუთ წუთში უკვე აღარაფერი მახსოვს, ჩამეძინა. როცა გამომეღვიძა, უკვე კარგად ბნელოდა.
- ,,სად ვართ?"
- ,,უბრალოდ დავდივართ, გეძინა და არ მინდოდა გამეღვიძებინე იმისთვის, რომ სახლში მივედით. ამიტომ ლამის მთელი ქალაქი შემოვიარე." - გაეღიმა.
- ,,რა?" - გამეცინა.
- ,,სახლში წავიდეთ?" - მკითხა.
- ,,ჰო."
- ,,მგონი კარგ ხასიათზე ჩანხარ."
- ,,ჰო მართლა, წეღანდელისთვის ბოდიშს გიხდი. უცბად მეცვლება ხასიათი, თავადაც ხომ ნახე, მეძინა და გადამიარა." - გამეცინა ისევ - ,,ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. ხანდახან ძალიან მინდა კარგ ხასიათზე ვიყო და ჩემი სხვა მხარე სხვებს არ დავანახო, მაგრამ არ გამომდის."
- ,,ჰანნა, უკვე გითხარი, ასეთ წვრილმანებზე ბოდიშს ნუ მიხდი. ხასიათებს რაც შეეხება, ჩემთან შეგიძლია ის იყო, ვინც ხარ. შევეჩვევი."
- ,,იან, ასე კარგად რატომ მექცევი?"
- ,,უკვე გითხარი, იმსახურებ."



- ,,მოხვედით?" - მითხა დედამ, როცა სახლში შევედით."
- ,,ჰო დედა, ისე მომნატრებია ბებოსთან..."
- ,,ჰო, არა?" - გაეღიმა. - ,,იან, შემოდი შვილო შენც, მოდი."
- ,,არა, მე უნდა წავიდე, დასამშვიდობებლად შემოვედი."
- ,,ახლა? ამ თოვლში? არა ვერ გაგიშვებთ." - უთხრა მამამ.
- ,,მე.."
- ,,მორჩა, მამაშენს გავაფრთხილებ, რომ არ ინერვიულონ, უკვე გვიანია ისედაც." - გაეღიმა მამას.
- ,,კარგი, მაშინ ორი წუთით გავალ, დავურეკავ." - თქვა და გარეთ გავიდა.
- ,,ბებო როგორ იყო?" - მკითხა მამამ.
- ,,ჩემი დანახვის შემდეგ მშვენივრად. ასე თქვა, უფრო ხშირად რომ იარონ აქეთ არ მაწყენსო."
- ,,ისედაც ყოველ კვირა მივდივართ."
- ,,და აქ რომ გადმოვიდეს? მარტო აღარ იქნება.."
- ,,იცი რამდენჯერ ვთხოვეთ? მაგრამ უარზეა, სახლის გაყიდვა არ უნდა."
- ,,რატომ უნდა გაყიდოს, უბრალოდ დაკეტოს და აქ იყოს. ხანდახან მივიდეს ხოლმე ხელის შესავლებად."
- ,,არ ვიცი ენი, კიდევ დაველაპარაკები." - ამ დროს იანი შემოვიდა.
- ,,მიდი, ხელები დაიბანეთ და სუფრასთან მოდით." - დაიძახა დედამ.
- ,,რამე პრობლემა ხომ არაა?" - ჰკითხა მამამ იანს.
- ,,არა, არაფერი." - თქვა და ქურთუკი გაიხადა. გამოვართვი და კარადაში შევაკიდე. ხელები დავიბანე და სამზარეულოში შევედი. ვახშმობას სწრაფად მოვრჩით, მე და დედამ სუფრა ავალაგეთ.
- ,,შეიძლება სააბაზანოთი ვისარგებლო?" - მკითხა იანმა.
- ,,ჰო, რა თქმა უნდა, შეგიძლია შეხვიდე. პირსახოცს ავიღებ და ახლავე მოვალ."
- ,,კარგი." -
მშობლების ოთახში გავედი.
- ,,დედა, შეგიძლია ახალი პირსახოცი მომცე? იანისთვის."
- ,,ჰო, მოდი." - პირსახოცი გამოვართვი და სააბაზანოსკენ წავედი.
- ,,აი, აიღე. ხალათი იქაა." - ვუთხარი.
- ,,მადლობა."
- ,,ჩემები თავიანთ ოთახში არიან. მე ჩემს ოთახში ვიქნები თუ რამე დაგჭირდება." - ვუთხარი და სამზარეულოში შევედი. მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოვიღე და ოთახში შევედი. შესვლისთანავე მიამ დარეკა.
- ,,გისმენ, ახლა გცალია?" - ღიმილით ვკითხე.
- ,,ჰო, ამიტომ დაგირეკე. რას აკეთებ?"
- ,,ახლახან შემოვედი ჩემს ოთახში. ელეანორთან ვიყავი და ცოტა ხნის წინ დავბრუნდით."
- ,,ხომ კარგადაა?"
- ,,ჰო, მარტო ცხოვრების კვალობაზე ნორმალურადაა. მამას ვუთხარი აქ გადმოვიდეს მეთქი, მაგრამ უარზე ყოფილა."
- ,,ალბათ სახლის დატოვება არ უნდა.." - ცოტა ხანს ვილაპარაკეთ. მერე ოთახიდან გავედი. იანი უკვე გამოსულიყო სააბაზანოდან, გადავწყვიტე შხაპი მიმეღო. სააბაზანოში შევედი. მალევე გამოვედი და ხალათმოსხმული ჩემი ოთახისკენ წავედი. კარი ოდნავ შეხსნილი დამხვდა.
- ,,იან? აქ რას აკეთებ?"
- ,,შენ გეძებდი, ოთახში რომ შემოვედი ესენი დამხვდა და გადავწყვიტე დამეთვალიერებინა." - იანმა ფოტოაპარატზე და ფოტოებზე მიმანიშნა. - ,,შენებია?"
- ,,ჰო, ჩემი ერთ ერთი ჰობია ფოტოგრაფია."
- ,,ეს ყველა შენი გადაღებულია?"
- ,,ჰო."
- ,,ჯანდაბა ჰანნა, ძალიან კარგია."- გაკვირვებული იყო, მაგრამ ეღიმებოდა.
- ,,რა გინდოდა? მითხარი გეძებდიო.."
- ,,ჰო, მე, დამავიწყდა.."
- ,,უნდა ჩავიცვა, შეგიძლია გახვიდე?"
- ,,ჰო, რა თქმა უნდა." - მითხრა და ოთახიდან გავიდა. ტანსაცმელი ჩავიცვი და გავედი. ბუხართან დავჯექი. უცებ მუზა მოვიდა, ავდექი, ოთახიდან რვეული და ფანქარი გამოვიტანე და ხატვა დავიწყე. ბებოს სახლის ხედი. მისი სახლი და გვერდით ჩემი დარგული ლიმონის ხე, რომლის თითოეულ ტოტზე მსხვილად დევს თოვლი. ხატვას თითქმის ვრჩებოდი, როცა იანი შემოვიდა და ჩემს წინ სავარძელში მოთავსდა.
- ,,რას აკეთებ?"
- ,,არაფერს, უბრალოდ ვხატავ."
- ,,მაჩვენე." - მითხრა. რვეული გავუწოდე.
- ,,მშვენიერია." - რვეული მომაწოდა, ორი წუთით გაჩუმდა, მერე დამიძახა. - ,,ჰანნა."
- ,,გისმენ." - მისთვის არ მიმიხედავს, მშვიდად ვაგრძელებდი ხატვას.
- ,,დამხატე."
- ,,რა" - მის სიტყვებზე თავი ავწიე.
- ,,დამხატე."
- ,,პორტრეტებს არ ვხატავ, მისამართი შეგეშალა." - გამეცინა.
- ,,სცადე."
- ,,უკვე გითხარი, რომ ადამიანებს არ ვხატავ."
- ,,მაგრამ ხომ იღებ?"
- ,,ეს ერთი და იგივე არაა. ფოტოგრაფია და ხატვა განსხვავდება."
- ,,ეს ნამდვილად ვიცი, მაგრამ სცადე. დარწმუნებული ვარ გამოგივა.
- ,,იან, გთხოვ."
- ,,ჰანნა, გადაფურცლე და დაიწყე. აქედან ადგომას არ ვაპირებ, სანამ ნახატს არ ვნახავ."
- ,,კარგი, ოდნავ გვერდით შებრუნდი. კარგია, მორჩა."
მისი ხატვა დავიწყე. მის სახეს იმდენ ხანს ვაკვირდებოდი ცეცხლის შუქზე, რომ ზუსტად გადავიტანე იმ კანისა და თვალების სიმუქე, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში არ მცილდებოდა.
- ,,მოვრჩი." - ვუთხარი.
- ,,მაჩვენე." - ფურცელი მივაწოდე. კარგად დააკვირდა.
- ,,ჰანნა, ეს.. ძალიან კარგია. ხომ გითხარი, რომ შეძლებდი."
- ,,ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა." - გამეცინა.
- ,,აბა რატომ ამბობდი უარს?"
- ,,შეგიძლია ნახატი დაიტოვო, მე უნდა დავწვე. ღამე მშვიდობის." - ვუთხარი და სავარძლიდან ავდექი.
- ,,ჰანნა?" - არაფერი მითქვამს, უბრალოდ შევხედე. - ,,უარს რატომ ამბობდი?"
- ,,მაშინ გეტყვი, როცა საჭიროდ ჩავთვლი." - გავუღიმე, რომ მიმეხვედრებინა, როგორია, როდესაც იმას არ გეუბნებიან, რაც ძალიან გაინტერესებს, და ოთახში წავედი.






თავი 15.


დილით ჩვეულებრივ ხასიათზე ავდექი. ჩავიცვი და ოთახიდან გავედი. იქვე დედა დამხვდა.
- ,,დილა მშვიდობის." - მითხრა.
- ,,დილა მშვიდობის."
- ,,მოდი, სუფრა გავშალოთ, სადაცაა იანიც გამოვა ოთახიდან."
- ,,კარგი, ახლავე." - ვუთხარი, და თან დავინახე იანი ჩვენკენ როგორ გამემართა ჩანთით ხელში.
- ,,დილა მშვიდობის." - გვითხრა მე და დედას.
- ,,დილა მშვიდობის შვილო, უკვე გამზადებულხარ, წამოდი, მაგიდას გავშლით."
- ,,მე ახლა მართლა უნდა წავიდე." - იანს გაეღიმა. - ,,დიდი მადლობა ყველაფრისთვის."
- ,,იქნებ გესაუზმა მაინც.." - დაიჟინა დედამ.
- ,,მართლა უნდა წავიდე, იქაც მელოდებიან." -
ამ დროს მამა შემოვიდა. - ,,იან, მიდიხარ?"
- ,,დიახ, მშობლები მიცდიან." - იანმა თავი დაუქნია.
- ,,კარგი, როგორც გინდა." -
იანი გარეთ გავიდა, ჩვენც გავყევით. ჩანთა მანქანაში ჩადო და თქვა-
- ,,სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა." - მშობლებს ხელი ჩამოართვა.
- ,,ჩვენთვისაც შვილო, ხშირად გვესტუმრე ხოლმე." - უთხრა დედამ. მამაც დაემშვიდობა.
- ,,თქვენ შედით, მეც ახლავე მოვალ." - ვუთხარი მათ. ჩემს ნათქვამზე ორივე შიგნით შევიდა.
- ,,კვირას შევხვდებით?" - ვკითხე.
- ,,კვირა? კვირას მივფრინავთ, შაბათს უნდა დავბრუნდეთ ნიუ-იორკში."
- ,,დავბრუნდეთ?"
- ,,ჰო, მე ჩამოგიყვანე აქ, და ისევ მე წაგიყვან უკან."
თავი დავუქნიე იმ იმედით, რომ დაავიწყდება, და მამა წამიყვანს.
- ,,კარგი, უნდა წავიდე." - მითხრა.
- ,,ჰო, მშვიდობიანი მგზავრობა." - ვუთხარი, ისიც მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. სახლში შევედი. ვისაუზმეთ, ცოტა ვილაპარაკეთ. მერე გარეთ გავედი და ნაცნობები ვნახე. ისევ თოვს. ამ დროს კი, ზამთარში, ჩვენი ეზო ულამაზესია. მთელი კვირა ასე გავატარე, წამით არ მომიწყენია. ხან სტუმრები მოვიდნენ, ხან ჩვენ მივდიოდით ნათესავებთან სანახავად. დანარჩენ დროს სახლში ვატარებდი მშობლებთან ერთად. მიასა და ედენს ვურეკავდი, ვხატავდი, ზამთრის პეიზაჟებს ვხატავდი და თოვლში მოსიარულეებს ვიღებდი, რომელთაც თოვლი აშკარად ძალიან ახარებდათ.

პარასკევ საღამოს ვახშმობის შემდეგ შხაპი მივიღე და სააბაზანოდან გამოვედი.
- ,,ჰანნა," - დამიძახა დედამ. - ,,გირეკავდნენ."
- ,,მირეკავდნენ? ვინ?"
- ,,არ ვიცი, ტელეფონი ოთახში გაქვს. მხოლოდ ხმა მესმოდა."
ოთახში შევედი, ტელეფონი შევამოწმე. გამოტოვებული ზარი იანისგან.
- ,,11 საათია, ნეტავ რა უნდა?" - ვთქვი ჩემთვის.
- ,,რამე მოხდა?" - მივწერე. ტელეფონი დავდე და ჩაცმა დავაპირე. ჩავიცვი და სწორედ ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ვუპასუხე.
- ,,გისმენ."
- ,,ჰანნა, როგორ ხარ?" -
- ,,კარგად, შენ როგორ ხარ?"
- ,,ხვალ რომელი საათისთვის იქნები მზად, რომ მოგაკითხო?"
- ,,მომაკითხო? იან მართლა გაგიჟდი? ნახევარი საათი უნდა შენიდან აქამდე, უნდა მოხვიდე, მერე ისევ ის გზა გაიარო და ნიუ იორკში ისე დაბრუნდე? ტყუილად უნდა იარო წინ და უკან. არ შეწუხდე, მამა წამომიყვანს." - ვუთხარი.
- ,,ჰანნა, რომელზე მოვიდე, გითხარი, მე მოგიყვანე და მე წაგიყვან."
- ,,ღმერთო ჩემო.."
- ,,დილიდანვე? შუადღეს? თუ ახლავე წამოვიდე და მანდ დავიცადო?"
- ,,მართლა შეშლილი ხარ, სად უნდა წამოხვიდე. კარგი, მაშინ შენს სახლამდე მომიყვანს მამა." - ვუთხარი.
- ,,უკეთესია. ლოკაციას ჩაგიგდებ. ხვალ რომ გამოხვალთ გამაგებინე."
- ,,კარგი." - ვუთხარი და გავუთიშე. მისაღებში გავედი.
- ,,რა ხდება?" - მკითხა დედამ.
- ,,იანმა დარეკა. მამა, შეგიძლია ხვალ მხოლოდ იანის სახლამდე მიმიყვანო? იქიდან მას გავყვები." - ვუთხარი.
- ,,კარგი, არაა პრობლემა, დილით საქმეზე უნდა გავიდე, შუა დღისით წაგიყვან კარგი?"
- ,,კარგი." ვუთხარი და ოთახში შევედი.


მეორე დღეს სანამ მამა მოვიდოდა ბარგი ჩავალაგე. მამა მოვიდა.
- ,,წავიდეთ?" - მკითხა.
- ,,ჰო, წავიდეთ."
დედას დავემშვიდობე - ,,კარგად დე, როგორც კი მოვახერხებ ისევ ჩამოვალ."
- ,,აბა შენ იცი, კარგი დრო გაატარეთ ბოსტონში."
- ,,მადლობა დე." - ჩავეხუტე და მანქანაში ჩავჯექი.
- ,,კარგად." - ხელი დავუქნიე მანქანიდან. უცებ იანი გამახსენდა და მივწერე, რომ უკვე წავედით.
- ,,ენნი, ფორთოხლის წვენი გინდა?" - მკითხა მამამ ღიმილით. - ,,არ გისაუზმია, ამიტომ.."
- ,,ჰო," - თავი დავუქნიე. მარკეტში გადავიდა და ორი ფორთოხლის წვენი მოიტანა.
- ,,გამომართვი."
- ,,მადლობა."
- ,,ბოსტონში ერთი კვირით მიდიხართ, ხომ?"
- ,,ახალი წლის წინა დღეს ჩამოვალთ ალბათ."
- ,,იანიც ხომ მოდის?"
- ,,კი."
- ,,კარგია, უფრო მშვიდად ვიქნები." - მითხრა.
- ,,სანერვიულო რა არის? ედენიც იქ იქნება.."
- ,,რა მოხდა. ისე, მომწონს იანი, კარგი ბიჭი ჩანს."
- ,,მამა, კარგი რა!"
- ,,რა? ყურადღებას მოგაქცევს და მოგხედავს. შეგიძლია უთხრა თუ რაიმე დაგჭირდება."
- ,,ათი წლის ხომ აღარ ვარ, რომელსაც მუდამ ყურადღება სჭირდება. ჩემით მივხედავ თავს. როდის იყო ვინმეს მოხედვა მჭირდებოდა?! რა მოხდა, აქამდე არავისთვის გითქვამს, რომ ჩემთვის მოეხედა.."
- ,,ეგ სხვაა. თან იანმა მითხრა, რომ შეგვიძლია ვენდოთ."
- ,,შენ უთხარი მოეხედა?"
- ,,ჰო მერე რა, ვზრუნავ."
- ,,ღმერთო ჩემო, მამა, უკვე გავიზარდე. ისევ ის ბავშვი აღარ ვარ. სამსახური მაქვს და დამოუკიდებლად ვცხოვრობ." - გამეცინა.
- ,,მე კიდევ მამაშენი ვარ და ვნერვიულობ, სულ აქეთ-იქით დაიდიხარ და ისეთ საქმეში გაყავი თავი.."
- ,,მამა, მკვლელი კი არ ვარ. მე მათ ვეძებ. კარგ საქმეს ვაკეთებ. კარგი, გპირდები, რომ ფრთხილად ვიქნები."
- ,,ვიცი ენნი, გენდობი."
მალე მივედით იანის სახლამდეც. იანი და მისი მშობლები მანქანასთან გვიცდიდნენ.
- ,,შუადღე მშვიდობის." - ვუთხარი მანქანიდან გადასვლისთანავე.
- ,,კეთილი იყოს თქვენი მოსვლა." - გვითხრა ალექსამ. მამამ ჩანთები გადმოიღო მანქანიდან. იანმა გამოართვა და საბარგულში ჩაალაგა.
- ,,ხომ არ შემოხვიდოდით ცოტა ხნით?" - გვკითხა ლუკასმა.
- ,,არა, მადლობა. მე უნდა წავიდე." - უთხრა მამამ, მერე მე მომიბრუნდა - ,,ენნი, ეცადე ხშირად ჩამოხვიდე ხოლმე, კარგი?"
- ,,კარგი მამა. თავს გაუფრთხილდით." - ვუთხარი და ჩავეხუტე.
- ,,აბა თქვენ იცით, კარგი დრო გაატარეთ." - იანსაც ჩამოართვა ხელი, მერე ლუკასსა და ალექსასაც დაემშვიდობა და წავიდა.
- ,,იქნებ შენ მაინც შემოსულიყავი ჰანნა.." - მითხრა ალექსამ.
- ,,მადლობა, მაგრამ მგონი სჯობს, თუ მალე ჩავალთ." - ვუთხარი.
- ,,ჰო დედა, იქაც გამზადება და დასვენება გვჭირდება. უნდა წავიდეთ."
- ,,კარგი, როგორც იტყვით. კარგად გაერთეთ და დაისვენეთ."
მათაც დავემშვიდობეთ, მე და იანი მანქანაში ჩავსხედით და წავედით.
- ,,ჩუმად რატომ ხარ? - მკითხა იანმა.
- ,,გავიგე, მამაჩემისთვის გითქვამს მივხედავო."
- ,,სიმართლე გითხრა, თვითონ მითხრა. ნერვიულობს, ამიტომ ვუთხარი, რომ სანერვიულო არაფერია და შეუძლია მენდოს."
- ,,გენდოს ჩემს მოხედვაში? იან 17 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ."
- ,,ჰანნა, სწორად გაიგე. ან საერთოდ ეს რა სასაუბრო თემაა? უბრალოდ დავამშვიდე. შენს უკან დევნას არ ვაპირებ."
- ,,მართლა? და რატომ დაიჩემე, რომ იქ უნად მოსულიყავი და გზა მთელი საათით დაგეგრძელებინა?"
- ,,ჰანნა გეყოფა."
აღარაფერი მითქვამს. ღმერთო, სულ ასე რატომ ვეკამათები მას?.. ეს კარგი არაა. უნდა ვაკონტროლო ხასიათი.
- ,,იან, ბოდიში. უბრალოდ არ მიყვარს, როცა ასე ხდება. ჩემითაც შემეძლო წამოსვლა,. თან ეს უაზრო ხასიათიც.. სულ პატარა რაღაცებზეც კი სცენებს ვდგამ. მამას ისევ ბავშვი ვგონივარ და ამაზე გავბრაზდი.''
- ,,ენნი, ხომ გითხარი, ის უნდა იყო, ვინც ხარ. მამაშენს რაც შეეხება, მისთვის მუდამ ბავშვი იქნები. მამაშენია. და მარტო მისთვის არა, რომ გიყურებ, პატარა ბავშვს გავხარ, მართლა ასე იქცევი. ალალი ხარ და პაწაწინა რაღაცებიც კი, როგორიც ზამთარი და თოვლია, ბედნიერებას განიჭებს."
- ,,ისევ?" - გამეღიმა - ,,მართლა ბავშვი ვგონივარ ყველას."
- ,,მაიკთან და მიასთან მივიდეთ?"
- ,,ჰო, აუცილებლად. უნდა ვნახო, სანამ წავალთ."



6 საათი ხდებოდა, როცა მათ სახლთან გავჩერდით. სანამ კართან მივიდოდით მაიკმა გააღო და პონგო გარეთ გამოვარდა.
- ,,პონგო.. როგორ მოენატრე დედას. მოდი ჩემთან.." - ჩავეხუტე. მაიკმა იანი მოიკითხა, მერე მე გადამეხვია და სახლში შევედით.
- ,,მაიკ, მია სადაა?"- ვკითხე.
- ,,ზევითაა, ადი." - მითხრა. ოთახში შევედი.
- ,,ენნი, ჩამოხვედით?" - ჩამეხუტა.
- ,,ჰო, პირდაპირ აქ მოვედით."
- ,,რა ხდებოდა? როგორ არიან შენები?"
- ,,ნორმალურად, უნდათ, რომ ხშირად მივიდე. მეც მინდა, მაგრამ რას ვიზამთ.. შენ რას აკეთებ?"
- ,,არაფერს, ვალაგებდი. გშია?"
- ,,არა, უნდა წავიდეთ. უცბად შემოგირბინეთ, რომ მენახე. ხვალ მივფრინავთ. პონგოს წაყვანას აზრი არ აქვს, ხვალ ისევ უნდა მოვიყვანო." - გამეღიმა.
- ,,ჰო, წამოდი, ქვემოთ ჩავიდეთ." - მითხრა.
- ,,საღამო მშვიდობის იან." - უთხრა მიამ.
- ,,საღამო მშვიდობისა."- უპასუხა და გადაკოცნა.
- ,,წავიდეთ?" - ვკითხე.
- ,,ჰო, წავიდეთ.."-
- ,,კარგი, კარგად იყავით." - ვუთხარი, პონგოსაც მოვეფერე და მანქანისკენ წავედით.
- ,,ბედნიერი დასვენება." - მოგვაძახა მიამ. მე და იანი სახლში წავედით. მანქანა ეზოში გააჩერა და ჩანთების ატანაში დამეხმარა.
- ,,ხვალ.. შემოგძახებ და წავიდეთ, კარგი?" - მითხრა.
- ,,კარგი, ღამე მშვიდობის."
- ,,ღამე მშვიდობის ენნი." - მითხრა და შევიდა.
მეც ჩანთები შევიტანე და პირველ რიგში სააბაზანოში შევედი. როგორც კი გამოვედი, ჩანთები ხელახლა ჩავალაგე, პიჟამო ჩავიცვი და ლოგინში დავწექი.

თვალები გავახილე. ტელეფონი ავიღე. შეტყობინებები.. პირველი დედასაგან იყო.

- ,,ჰანნა, რომ ჩაფრინდებით შემატყობინე, კარგი?" -
- ,,კარგი დე, აუცილებლად." - ვუპასუხე და ახლა შემდეგი გავხსენი.

- ,,ენატრები, მაგრამ კიდევ ერთი კვირა მოუწევს აქ ყოფნა ;)" - თან პონგოს ფოტო გამოეგზავნა მიას. - ,,გამაგებინე როცა ჩახვალთ."
- ,,კარგი<3" - ვუპასუხე.

ბოლო შეტყობინება ედენისგან იყო.
- ,,ემზადები? თუ გინდა გამოგივლი."
- ,,არ შეწუხდე, იანთან ერთად მოვალ." - მასაც ვუპასუხე, ტელეფონი გვერდით გადავდე და ავდექი.

გუშინდელი არეული ბინა ცოტა მივალაგე, მოვწესრიგდი, ჩავიცვი. პატარა ჩანთაში წვრილმანი საჭირო ნივთები ჩავალაგე და იანს დავურეკე.
- ,,გისმენ, მზად ხარ?"
- ,,ჰო, ამწუთას მოვრჩი გამზადებას."
- ,,უკვე გავიდეთ?"
- ,,თუ შენც მზად ხარ გავიდეთ."
- ,,კარგი, ხუთ წუთში გამოდი." - მითხრა და გათიშა.
ჩანთები კართან დავალაგე, შუქები ჩავაქრე, ქურთუკი მოვიცვი და ბინიდან გავედი. იანი ჯერ კიდევ არ ჩანდა, როდესაც კარი ჩავკეტე, ამიტომ გადავწყვიტე ქვემოთ ჩავსულიყავი და მანქანასთან დავლოდებოდი. ის იყო ჩანთებს მოვკიდე ხელი, რომ იანიც გამოვიდა თავისი ბინიდან.
- ,,შუადღე მშვიდობის." - მითხრა.
- ,,შუადღე მშვიდობის. წავედით?" -
- ,,ჰო წავიდეთ. ჩანთები მომეცი.." -
- ,,და შენი ჩანთები სადაა?"
- ,,უკვე ჩავიტანე." - მითხრა, ჩანთები გამომართვა და კიბეებზე ჩავიდა. ბარგი მანქანაში ჩაალაგა, მეც ჩავჯექი.
- ,,სადმე ხომ არ გინდა შევლა, სანამ აეროპორტში მივალთ?" - მკითხა.
- ,,არა, პირდაპირ წავიდეთ."
აეროპორტშიც სწრაფად მივედით.
- ,,შუადღე მშვიდობის."- გვითხრა ედენმა. - ,,წამოდით, ყველა იქითაა." - მარცხნივ გვანიშნა, ჩვენც მას გავყევით. ერთი საათი ვილოდეთ, მერე თვითმფრინავში ჩავსხედით და მალევე ავფრინდით. ისევ ფანჯრის მხარეს მომიწია ჯდომა, გვერდით ედენი მეჯდა, წინ მეგანი, მის გვერდით კი იანი. ერთ საათში ბოსტონის აეროპორტში ჩავფრინდით. იქიდან ავტობუსით წავედით სასტუმრო-სახლში და ნახევარ საათში მივედით.
- ,,აბა, ყველა აქ ხართ?" - იკითხა ედენმა. როცა დარწმუნდა, რომ ყველა იქ იყო, თქვა - ,,კარგი, მაშინ შევიდეთ და ნომრების გასაღებები ავიღოთ. დღეს კარგად დაისვენეთ და ხვალ დავათვალიეროთ ქალაქი."
შევედით, გასაღებები ავიღეთ და ნომრებში შევედით. ჩემი ოთახი სანაპიროს მხარეს იყო, ულამაზესი ხედით. ნომერიც მყუდრო იყო, ღია ფერებში გაწყობილი. ჩანთები შევიტანე და ფანჯრიდან გადავიხედე.
- ,,ლამაზი მზის ჩასვლა იქნებოდა, ზამთარი რომ არ იყოს, მაგრამ ასეც კარგია." - ვთქვი და გამეღიმა. საწოლზე გადავწექი და ასე ვიყავი რამდენიმე წუთით. მერე დედას და მიას მივწერე და ჩანთების ამოლაგება დავიწყე. ცოტა ხანში კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.
- ,,მის ჰანნა, იმისთვის მოვედი, გითხრათ, რომ ბატონმა ედენმა ყველასთვის ვახშამი შეუკვეთა. ცოტა ხანში მოიტანენ და წინასწარ გაგაფრთხილეთ."
- ,,კარგი, მადლობა ჩარლზ." - ვუთხარი, თავი დამიქნია და წავიდა. მე ამოლაგება განვაგრძე. მოვრჩი თუ არა, საწოლზე ჩამოვჯექი. სწორედ ამ დროს კარზე დააკაკუნეს.
- ,,შემოდით." - გავძახე.
- ,,მის, თქვენი ვახშამი." - მითხრა 30 წლამდე ასაკის ბიჭმა.
- ,,მადლობა." - ვუთხარი. ლანგარი სავარძელთან მდგარ პატარა მაგიდაზე დადო და გავიდა.
თითქმის ვრჩებოდი ვახშმობას, როდესაც კარზე ისევ დააკაკუნეს.
- ,,ჰანნა, ივახშმე?" -
- ,,კი, თითქმის დავასრულე, შემოდი ედენ." - ჩემს ნათქვამზე შემოვიდა და სკამზე დაჯდა.
- ,,აბა, მოგეწონა?" - მკითხა.
- ,,კარგი არჩევანი გაგიკეთებია, ლამაზი ადგილია, საჭმელიც გემრიელი იყო." - ღიმილით ვუთხარი.
- ,,სინამდვილეში, ქეითმა მირჩია. აქ ნამყოფია რამდენჯერმე, თან ნაცნობი ჰყავს და..."
- ,,ჰო, ისე, ქეითი და ბავშვი როგორ არიან, დიდი ხანია არ მისაუბრია.."
- ,,კარგად არიან. ცუდი არ იქნება, თუ ნათლია უფრო ხშირად მოინახულებს."
- ,,აუცილებლად მოვალ, როცა დავბრუნდებით."
- ,,ჰო მართლა, ხვალ თორმეტისთვის გავიდეთ თუ გაწყობს,.. ამის სათქმელად მოვედი."
- ,,ჰო, კარგი. მაგრამ, არ გითქვამს სად მივდივართ.."
- ,,მგონი სჯობს ყველა იქ წავიდეს, სადაც თვითონ სურს, მაგრამ შენ გვერდიდან არ მომცილდები." - გაეცინა.
- ,,კარგი, და 9 საათზე უკვე მეძინოს, არა? რა მოხდა, შენ ცალკე ჩაგაბარეს ჩემი თავი?" - სიცილითვე ვუთხარი.
- ,,არა, მართლა, მუზეუმში წავიდეთ, ვიცი, რომ უარს არ იტყვი."
- ,,ჰო?" - თვალები დავაჭყიტე სიხარულისგან ამის გგაგონებაზე. - ,,მაშინ მართლა დავწვები ცხრაზე დასაძინებლად." - გამეცინა.
- ,,კარგი, ანუ მივდივართ. მაშინ წავალ და დილით შემოგძახებ." - მითხრა და ადგა.
- ,,კარგი, ღამე მშვიდობის ედენ." - ვუთხარი და კარამდე მივაცილე. მერე პიჟამო ჩავიცვი და საწოლში ჩავწექი. მიას დავურეკე.
- ,,გისმენ ჰანნა, აბა როგორ მოეწყვე?"
- ,,კარგია, მომეწონა. სასტუმრო ქეითს აურჩევია და ამიტომაც მომეწონა." - გამეღიმა.
- ,,ჰო? ედენი სადაა?"
- ,,თავის ნომერშია ალბათ. ერთი საათის წინ ჩემთან იყო შემოსული. მითხრა ხვალ მუზეუმში წავიდეთო."
- ,,და შენც შანსს ხელისან არ უშვებ, რომ მუზეუმში ამოყო თავი, არა?"
- ,,რა თქმა უნდა."
- ,,კარგი, მოიცადე ედენიც ჩავრთოთ, ჩატში დავრეკავ."
- ,,კარგი მიდი." - ვუთხარი და გავთიშე. ისევ დარეკა მიამ, ჩატში. ვუპასუეხე. რამდენიმე წამში ედენიც შემოგვიერთდა."
- ,,ბატონო ედენ, რა პატივია თქვენი კვლავ ხილვა.." - უთხრა მიამ.
- ,,კარგი რა, რამდენიმე კვირის წინ არ გნახე?" - სიცილით უთხრა ედენმა.
- ,,ბოდიში, ანუ თვეში ერთხელ საკმარისია? ენნივით ყოველ დღე არ მაქვს თქვენი ნახვის პატივი.."
- ,,თუ ასე გინდა მისი ნახვა შემიძლია თანამდებობა დაგითმო, მე უკვე დავიღალე მისი ყოველ დღე ნახვით." - სიცილით ვუთხარი.
- ,,ჰანნა, ხომ იცი, რომ გვერდით ოთახში ვარ, და მიასთან თუ არა, შენთან შემიძლია 5 წამში გავჩნდე.." - ღიმილით თქვა ედენმა.- ,,მაინც რით დაიღალე? მუზეუმში სიარულით? რამდენი ხანია ერთად არ გავსულვართ, მაგრამ კარგი, თუ დაგღალე შეგიძლია მარტო წახვიდე.."
- ,,არა, ვხუმრობ ედენ, ხომ იცი როგორ მიყვარხარ.." - ვუთხარი სიცილით და კოცნა გავუგზავნე.
- ,,იცი, ვერ ვიგრძენი." - მითხრა ედენმა.
- ,,რა ვერ იგრძენი?"
- ,,კოცნა.."
- ,,გამოვიდე?" - ვკითხე.
- ,,იცით, მეც აქ ვარ.." - ღიმილიანი წყენით თქვა მიამ. - ,,აქ არ უნდა დამერეკა, მე და ენნიც მშვენივრად ვსაუბრობდით მარტო."
- ,,კარგი, შენც გვიყვარხარ, არ გაბრაზე პრინცესა." - უთხრა ედენმა.
- ,,იანი?" - თქვა მიამ.
- ,,რა იანი?" - ვკითხე.
- ,,სადაა, არ მოდის ხვალ თქვენთან ერთად?"
- ,,აუ, არც გამხსენებია.." - თქვა ედენმა.
- ,,არ ვიცი, დღეს ნორმალურად არც გვილაპარაკია."
- ,,ჰო, ეგ ალბათ მისი დის გამოა." - მაიკის ხმა გავიგონე.
- ,,იანს და ჰყავს? მეგონა დედისერთა იყო." - გამიკვირდა.
- ,,ჰყავდა. ის 7 წლის წინ დაიღუპა ავარიში. ამაზე არ საუბრობს, მაგრამ მისთვის ამდენი წლის შემდეგაც მძიმეა."
- ,,დღესაა მისი გარდაცვალების დღე?" - ჰკითხა ედენმა.
- ,,ხვალ. დილით მეც ფილადელფიაში მივდივარ მშობლებთან ერთად." - თქვა ისევ მაიკმა.
- ,,აა, გასაგებია."
- ,,კარგი, წადით, დაიძინეთ. ხვალ ადრე უნდა ადგეთ." - გვითხრა მიამ.
- ,,ჰო. ჰანნა, ხვალ შემოგძახებ. ტკბილი ძილი ორივეს." - თქვა ედენმა.
- ,,სამივეს! მეც აქ ვარ." - სიცილით თქვა მაიკმა.
- ,,ღმერთო, ესღა მეკლდა? მია არ მეყოფოდა? ჰო, შენ განსაკუთრებით, მია წადი დააძინე შენი ბავშვი." - სიცილით თქვა ედენმა.
- ,,ტკბილი ძილი.." - ვუთხარი და გავთიშე. ტელეფონი გვერდით გადავდე და შუქი ჩავაქრე. იანის დის ამბავმა განწყობა შემიცვალა. უნდა ვკითხო ამაზე?
ღრმა ფიქრებში ჩაიკარგა ჩემი სიფხიზლე.





თავი 16.
,,


10 საათია. უკვე მზად ვარ. ისღა დამრჩენია ედენს დაველოდო, როდის დამიძახებს.
დაველოდო? რატომ უნდა დაველოდო?! ტელეფონი მოვიმარჯვე და ედენისთვის უნდა დამერეკა, როდესაც კარზე კაკუნი გავიგე. კარი გავაღე.
- ,,ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას. წავიდეთ?" - ვკითხე.
- ,,ჯერ დანარჩენებსაც უნდა დაველაპარაკო და ისე წავიდეთ. წამოდი, ქვევით ჩავიდეთ."
- ,,კარგი." - ვუთხარი, ქურთუკი ავიღე და ედენთან ერთად ჩავედი დაბლა. დანარჩენები უკვე იქ იყვნენ, ჩარლზს დაეძახა მათთვის.
- ,,ედენ, მერე გამახსენე, რაღაც უნდა გითხრა." - ვუთხარი.
- ,,კარგი." - მითხრა ჩუმად, მერე კი ხმამაღლა განაგრძო - ,,დილა მშვიდობის ყველას. დღეს ყველა იქ წავიდეს, სადაც უნდა. შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ მოიქცეთ. ეცადეთ არ დაიკარგოთ, თუ არა და ჩემი ნომერი ყველას გაქვთ.." - გაეცინა - ,,მაგრამ 5 საათზე ყველა ,,lookout rooftop and bar"-ში ვხვდებით, აქედან 10 წუთის სავალი გზაა, კარგი?" -
ყველა დაეთანხმა და რამდენიმე წევრიან ჯგუფად დაყოფილები წავიდნენ.
- ,,ჩარლზ მოიცადე, იანი სადაა?" - ვკითხე.
- ,,თავის ნომერში იყო, თქვა, რომ დღეს იქ დარჩებოდა მისს."
- ,,კარგი, მადლობა."
- ,,არაფრის." - მითხრა და გავიდა.
- ,,ტაქსი მალე მოვა, აქ დაველოდოთ." - მითხრა ედენმა.
- ,,კარგი, მანამდე იანს მივწერ, რომ 5-ისთვის მოვიდეს."
- ,,გუშინ მაიკმა რომ თქვა.. ამის გამო აღარ ვუთხარი, რომ ჩამოსულიყო, მარტო იყოს."- მითხრა.
იანს მივწერე მისამართი და დავაყოლე, რომ 5-ისთვის იქ ყოფილიყო.
5 წუთში ტაქსი მოვიდა. 20 წუთში მუზეუმთან ვიყავით.
- ,,მოვედით." - მითხრა ედენმა, შიგნით შევედით. ედენის ყურადღებაც კი მიიპყრო ნამუშევრებმა. ერთ-ერთ ნახატთან მივიდა, დადგა და ყურება დაუწყო.
- ,,შენც დაგაინტერესა?" - ვკითხე ღიმილით.
- ,,სიმართლე რომ გითხრა, კი. ამდენი ნამუშევარი ერთად ძალიან ლამაზია."
- ,,მაინც რომელი მოგწონს?"
- ,,რომელსაც ახლა ვუყურებ." - მითხრა და ჩვენ წინ დაკიდულ ნახატს გახედა.
- ,,კლოდ მონე?"
- ,,გისმენ, გააგრძელე." - მითხრა და ღიმილით შემომხედა. ყოველთვის, როცა მუზეუმში ერთად მივდივართ, მე ვლაპარაკობ, ვუხსნი ვისი ნამუშევარია, ედენი კი სიამოვნებით მისმენს. ფაქტობრივად, გიდი ვარ ხოლმე მისთვის.
- ,,ეს კლოდ მონეს ნამუშევრების სერიიდანაა ,,თივის ზვინები". პეიზაჟი 1890-1891 წლებშია შესრულებული ზეთის საღებავებით, იმპრესიონიზმის პერიოდში." - თვალი შემდეგ ნახატზე გადაიტანა, მეც მივყევი და გავაგრძელე. - ,,ამას ლურჯი ნავი ჰქვია, უინზლოუ ჰომერის მიერაა შესრულებული 1892 წელს, წყლის საღებავებით. რეალიზმია.
შემდეგი ვან გოგის ავგუსტინ როულინი, პორტრეტი, 1889 წელი, ზეთის საღებავები. მაგრამ ეს ნახატი არ მხიბლავს მე. როგორც ყველა, მეც აღტაცებული ვარ ვან გოგის ვარსკვლავებიანი ღამით, მაგრამ ყველაზე მეტად მისი ავტოპორტრეტით ვარ დაინტერესებული. ამბობენ, მისი ხატვის დროს ყურს ვერ ხატავდა, ამიტომ მოჭრა და ისე დახატაო. ამის გარდა კიდევ ალბათ 10 თეორია არსებობს, მაგრამ რომელიც ვთქვი, სისულელედ მეჩვენება." - ედენი თვალს არ მაშორებდა.
- ,,რა იყო?" ვკითხე.
- ,,ყოველ ჯერზე, როცა მუზეუმში მივდივართ ამას აკეთებ. თითქმის ყველა ნამუშევარი ზეპირად იცი, ვის მიერ, რომელ წლებში და რომელი საღებავებითაა შესრულებული. როგორ? უკვე ვფიქრობ, რომ დროში მოგზაური ხარ და ყველა შენი დახატულია. თვითონ მხატვრებიც კარგად იცი.." - ეცინებოდა.
- ,,აზვიადებ, უბრალოდ.."
- ,,არა, მართლა, როგორ აკეთებ? უცხოპლანეტელი ხარ?" - ისევ იცინოდა.
- ,,უბრალოდ ერთხელ წაკითხული მამახსოვრდება მინდა თუ არა."
- ,,და, არ გიფიქრია იმაზე გემუშავა, რასაც შენნაირი გონება სჭირდება?"
- ,,ედენ, კარგი რა. ამდენი წელია მიცნობ და ეს კითხვა ახლა გაგიჩნდა?"
- ,,ჰო კარგი, მართლაც შესაფერისი და იდეალური სამსახური გაქვს. სწორედ შენნაირი სჭირდება ამ საქმეს." - ღიმილით მითხრა. - ,,კარგი, ახლა შეგიძლია ცოტა შენც ისიამოვნო, შენს გამო წამოვედით აქ." - დაამთავრა.
კიდევ რამდენიმე საათი ვიყავით.
- ,,ჰანნა, ხუთი საათი დაიწყო, მგონი უნდა წავიდეთ." - მითხრა ედენმა.
- ,,უკვე? სწრაფად გავიდა დრო."
- ,,ჰო, თან 5-ზე მუზეუმიც იკეტება."
- ,,კარგი წავიდეთ."
- ,,ისე, მგონი რაღაც უნდა გეთქვა, არა?" -
- ,,ჰო, მართალი ხარ. ედენ, მგონი ჩარლზი აქ მაინც უნდა დავასვენოთ. მუდამ რაღაცაზე ვაგზავნით და დარბის. თუ სხვებისთვის რამის თქმა გინდა ჩატი ხომ გვაქვს, შეგიძლია იქ დაწერო. თუ ვინმე არ ნახავს დავურეკავთ. საჭირო არაა მისი ასე შეწუხება."
- ,,ეგ მისი სამუშაო არაა? მაგისთვის ვუხდით.."
- ,,ახლაც? მგონი შენ წამოგვიყვანე ყველა დასასვენებლად. ეკუთვნის, ახლა სამუშაო აღარაა, ერთი კვირით მაინც, სანამ დავბრუნდებით."
- ,,კარგი, მართალი ხარ." - მითხრა.




5 ხდებოდა, როცა ბარში მივედით. რამდენიმე თანამშრომელი უკვე იქ დაგვხვდა.
- ,,ბატონო ედენ, მის ჰანნა, მოხვედით? აქეთ წამოდით." - დაგვიძახა მეგანმა.
- ,,სად იყავით?" - ჰკითხა ედენმა.
- ,,აქვე ვსეირნობდით ქუჩებში, თქვენ სად იყავით?"
- ,,მუზეუმში." - ვუთხარი.
- ,,და ყველა ნამუშევრის ისტორია მომიყვა." - გაეღიმა ედენს,
- ,,ედენ, არ გინდა." - ვუთხარი.
- ,,მართლა, ასეთები გაეგებათ?" - მკითხეს.
- ,,თანაც როგორ. სულ ზეპირად იცის. იმ მხატვარს რა ერქვა? გრძელი სახელი რომ აქვს..."
- ,,პიკასო."
- ,,შეგძლია სრულად თქვა? მიდი რა.." - მითხრა ედენმა.
- ,,ედენ, ნუ დაიწებ ახლა.." - ვუთხარი. ამ დროს გვერდიდან ნაცნობი ხმა შემომესმა.
- ,,საღამო მშვიდობის." - თქვა იანმა.
- ,,იან? მოხვედი? სად იყავი?" - ჰკითხა ედენმა.
- ,,სასტუმროში, ვისვენებდი."
- ,,იან, ორი წუთით გამოხვალ?" - ვკითხე და ფეხზე ავდექი, რომ გვერდით გავსულიყავი. მანათობელ მინის ბურთში შევედი და იანიც შევიყოლე.
- ,,გისმენ, რა ხდება?" - მკითხა.
- ,,კარგად ხარ?" - ვკითხე.
- ,,ჰო, რა მოხდა?"
- ,,უბრალოდ არც გუშინ გვისაუბრია ნორმალურად, არც დღეს დამინახიხარ სადმე."
- ,,და?"
- ,,იან! რა ხდება? ნორმალურად არც კი მელაპარაკები." - ხმა არ ამოიღო. - ,,იან, შეგიძლია მითხრა." - ვუთხარი ისევ.
- ,,ჩემი და, ამელია, 7 წლის წინ ავარიაში მოჰყვა, დღევანდელ დღეს. მეგობართან ერთად მანქანით იყო გასული, მანქანა ყინულზე მოცურდა და ღობეს შეეჯახა."
- ,,მე.. ძალიან ვწუხვარ.." - ვუთხარი.
- ,,უბრალოდ, ისე მენატრება ხოლმე.." - მითხრა. ხელი კისერზე მოვხვიე და ჩავეხუტე.
- ,,ვწუხვარ იან..." - ვუთხარი ისევ. ორი წუთით ასე ვისხედით.
- ,,კარგი, ძნელია, მაგრამ გაუმკლავდები. ძლიერი ხარ." - თვალებში ჩავხედე, და ისევ ის უსასრულობა დავინახე, რაც წინა ჯერზე. ამ დროს მეგანი მოვიდა და გვითხრა:
- ,,მის ჰანნა, დანარჩენებიც მოვიდნენ. სასმელი თქვენთვის ბატონმა ედენმა შეუკვეთა."
- ,,ახლავე მოვალთ." - ვუთხარი. მეგანი ისევ უკან გაბრუნდა.
- ,,იმედია, სასმელს კარგად იტან." - ღიმილით ვუთხარი იმ იმედით, რომ ყურადღებას გადაიტანდა.
- ,,ჰანნა ახლა ვერ დავლევ."
- ,,მაშინ შენს წილსაც მე დავლევ." - ფეხზე წამოვდექი - ,,დალევის შემეგ საშინელი ხასიათი მაქვს. ადვილად ვთვრები და მერე შეძლება ისეთი რამ გავაკეთო.. შენ კიდევ მამაჩემს დაპირდი, რომ მომხედავდი."
- ,,მეგონა ჩემი მოხედვა არ გჭირდებოდა.."
- ,,კარგი, მე წავედი, თუ გადაიფიქრებ იქით ვიქნები. ნასვამი." - ბოლო სიტყვა გამოვკვეთე, რომ დამეყოლიებინა, იქნებ დავიწყებოდა დღევანდელი.
- ,,აბა, რას ვსვამთ?" - ვიკითხე.
- ,,გამომართვი, ფორთოხლის კოქტეილია" - მითხრა ედენმა.
- ,,მადლობა." - გამოვართვი და მოვსვი. დანარჩენებთან ერთად ვსვამდი და ვერთობოდი. ხანდახან იანისკენ ვაპარებდი თვალს, იქნებ წამოვიდეს მეთქი. მაგრამ მხოლოდ მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა. მერე ადგა და ჩვენკენ წამოვიდა.
- ,,მგონი მართლა ბევრს სვამ."- მითხრა ჩუმად.
- ,,სულაც არა, ხომ გითხარი შენს წილსაც ვსვამ."
- ,,ანუ ეს ჩემი წილია?" - მკითხა, ვისკის ჭიქა გამომართვა და მთლიანად დალია.
- ,,ანუ აზრი შეიცვალე?" - ვკითხე.
- ,,მეტი აღარ გინდა."
- ,,ჰო?" - სიცილით ვუთხარი, ბარმენისკენ მივბრუნდი და ვუთხარი - ,,ფორთოხლის კოქტეილი მეტი ალკოჰოლით, თუ შეიძლება."
- ,,ჰანნა." - იანმა ხელი მომკიდა და ოდნავ მომაბრუნა.
- ,,გისმენ." - პასუხი არ გამცა. ორ წუთში ბარმენმა მითხრა:
- ,,თქვენი კოქტეილი მის."- ხელი გავუწოდე, რომ გამომერთვა, მაგრამ იანმა ხელი მიტაცა, ჭიქიდან საწრუპი ამოიღო და ნახევრად ისე დალია. რამდენიმე წამით აგემოვნებდა, მერე თქვა:
- ,,გემრიელია."
- ,,ვიცი, და ჩემი იყო." - ვუთხარი.
- ,,ვიცი, და მე დავლიე."
- ,,კარგი, ახალს გავაკეთებინებ." - ვთქვი და ისევ მივტრიალდი.
- ,,ჰანნა გეყოფა." - ისვ მომაბრუნა.
- ,,ჰანნა, სასტუმროში უნდა დავბრუნდე, წამოხვალ?" -მკითხა ედენმა.
- ,,არა, ვიქნები. მშვიდობაა?"
- ,,ჰო, უბრალოდ ვიღაცას უნდა გავესაუბრო."
- ,,გასაგებია, წადი." - ვუთხარი.
- ,,კარგი." - მითხრა და იანს მიუბრუნდა. - ,,შეგიძლია მიხედო? თუ წასვლას არ აპირებ.."
- ,,ჰო, რა თქმა უნდა."
- ,,იცოდე, საზამთროსი არაფერი დალიოს და არც ჭამოს."
- ,,გასაგებია."
- ,,ისევ.." - ჩავილაპარაკე.
ედენი წავიდა.
- ,,საზამთროზე რა ხდება?" - მკითხა იანმა.
- ,,ალერგია მაქვს. ერთხელ ბარში დავლიე, მერე ბარმენს ჭიქები შეშალა და ფორთოხლის მაგივრად საზამთროს კოქტეილი მომაწოდა. მეც არ დავუკვირდი და 2 ყლუპის გამო 3 დღე საავადმყოფოში ვიწექი დასიებული." –
- ,,საზამთროზე ალერგია ვის აქვს?“
- ,,მე, როგორც უკვე გითხარი. ვიცი ცოტა დაუკერებელია, არავისზე მსმენია თავადაც, მაგრამ ფაქტია..“
- ,,ანუ ამიტომ მიმეორებენ სულ მიხედეო?" - გაეღიმა იანს.
- ,,მის ჰანნა, ჩვენც მივდივართ, ბარი მალე დაიკეტება. წამოხვალთ ჩვენთან ერთად?" - მკითხა ჩარლზმა.
- ,,ასე მალე? არა იყოს, თქვენ წადით, მე ჩემით წამოვალ მერე."
- ,,კარგი, როგორც გინდათ." - მითხრა და დანარჩენებთან ერთად წავიდა.
- ,,წასვლას რით აპირებ?" - მკითხა იანმა.
- ,,ფეხით."
- ,,ფეხით? ცივა, ზამთარია."
- ,,ჰო, სწორედ ეგ მიყვარს. ზამთარში, გარეთ სეირნობა."
- ,,კარგი, წამოდი წავიდეთ." - უთქმელად ავდექი და მასთან ერთად გავედი გარეთ.
- ,,ფორთოხალი რატომ?"
- ,,რა?" -
- ,,ასე ძალიან რატომ გიყვარს?"
- ,,მაშ, ჯერ იმიტომ, რომ ფორთოხლისფერია. მასზე და ყვითელზე ვაბოდებ. თან გემრიელია. იცი, ბავშვობაში თევზი მყავდა, ზუსტად ფორთოხლისფერი, ამიტომ მას ფორთოხალი დავარქვი."
- ,,თევზს ფორთოხალი დაარქვი?"- გაეცინა იანს.
- ,,ჰო, უხდებოდა ეგ სახელი."
- ,,ანუ, თევზებიც გიყვარს?"
- ,,ვგიჟდები. საერთოდ წყლის სამყაროზე, ძალიან მიყვარს. ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი ნაწილია."
- ,,ჰო? მაშინ ვიცი აქ რაც მოგეწონება. ხვალ გეგმები გაქვს?" - მკითხა.
- ,,არა, არაფერი დამიგეგმავს ჯერ."
- ,,ძალიან კარგი, მაშინ ხვალ მე გამომყვები."
- ,,სად?"
- ,,ხვალ ნახავ."
- ,,კარგი."
- ,,ჰანნა," - დამიძახა.
- ,,გისმენ."
- ,,მაშინ, ფილადელფიაში, პორტრეტზე უარი რატომ მითხარი?"
- ,,იანნ, ბებიაჩემმა რა გითხრა ჩემს სახელზე?" - ღიმილით გავხედე.
- ,,ჯერ მე გკითხე. თუ მეტყვი, პასუხს შენც მიიღებ." - რამდენიმე წუთი ჩუმად მივდიოდი, მერე ვუთხარი:
- ,,ადრე, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მია ჩემი უახლოესი, საუკეთესო მეგობარი გახდებოდა, ერთი მეგობარი მყავდა, ბლეიკი. ნუ, მიასთანაც ახლოს ვიყავი, მაგრამ მასთან კიდევ უფრო ახლოს. როცა ხატვა მომინდებოდა და ვერ გამეგო რა დამეხატა, მას ვხატავდი. თუ ახლოს იყო, საქმე უფრო მიადვილდებოდა, წინ დამიჯდებოდა ხოლმე და მეუბნებოდა მე დამხატეო. მის გარდა არც ერთ სულიერს არ ვხატავდი, მხოლოდ პეიზაჟები და ხალხისთვის ამოუცნობი რაღაცების ხატვა მიყვარდა. ბლეიკი მიასთანაც კარგად იყო, დროს ხშირად ერთად ვატარებდით. რაღაც პერიოდის შემდეგ, ისე სწრაფად ჩამოგვშორდა მეც და მიასაც, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარით, ვერ მივხვდით, რა მოხდა. ბევრჯერ ვცადე მასთან დალაპარაკება, მაგრამ ვერაფერს ვხდებოდი. მერე თანდათან მისი ხატვაც შევწყვიტე და მას შემდეგ არავის არ ვხატავ."
- ,,გეშინია, რომ თუ ვინმეს დახატავ ჩამოგშორდება?"
- ,,არა, რა სისულელეა. უბრალოდ გულს ვეღარ ვუდებ ხოლმე, სურვილი არ მიჩნდება. თითქმის დამავიწყდა კიდეც პორტრეტების ხატვა, მაგრამ შენ.. მიაც მეუბნებოდა ხოლმე, რომ უნდა გამეგრძელელებინა, მაგრამ არ მინდოდა და მიაც ვერაფერს გახდა."
- ,,ახლა?" - ჩამეძია.
- ,,რა ახლა?"
- ,, ახლა გაქვს ვინმეს დახატვის სურვილი?"
- ,,არ ვიცი." - რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ ვუთხარი - ,,თავს რაღაცნაირად ვგრძნობდი იმ საღამოსაც, სახელს ვერ დავარქმევ.." - ცოტა ხანს ჩუმად მივდიოდით.
- ,,ენნი. ფრანგულია. ეს სახელი ბიბლიური აღთქმის მიხედვით წარმოიშვა დიდი წინასწარმეტყველის, სამუელის, დედისგან, ქალი, რომელიც ღმერთმა დააჯილდოვა შვილის მიცემით, მიუხედავად მისი უნაყოფობისა. თუმცა ეს სახელი პირველად შუა საუკუნეების ქრისტიანებში იყო გავრცელებული. რელიგიის ერთგულმა წინასწარმეტყველმა შენიშნა ბავშვი ქრისტე, როგორც მესია. წმინდა ანნა იყო დედა წმინდა მარიამის და ბებია იესოსი.
ანნა და ებრაული სახელი ,,ჰანნა" ნიშნავს მხარდაჭერას, მადლს, სინატიფეს, თავაზიანობას, კეთილგანწყობას, მიტევებას, სათნოებას და.. ლამაზს."
რამდენიმე წამს წარბაწეული ვუყურებდი იანს.
- ,,ამდენი ბებიამ გითხრა?" - ვკითხე ბოლოს. იანს გაეცინა.
- ,,აქედან არაფერი უთქვამს მას."
- ,,რა?! აბა რას ყვებოდი?"
- ,,იმას, რაც მე თვითონ ვიცი."
- ,,იან, მე მაინტერესებდა ბებიამ რა გითხრა."
- ,,ჰო კარგი." - სიცილით მითხრა. მერე სიცილი შეწყვიტა და განაგრძო - ,, მითხრა, რომ ეს სახელი სულ მოსწონდა და უნდოდა თავისი გოგონასთვის დაერქმია. მაგრამ როდესაც გოგონა შეეძინათ, ის დაბადებისთანავე გარდაიცვალა და ამ სახელის დარქმევა ვერ შეძლო. ამიტომ, როდესაც შენ დაიბადე, ენნი შენ დაგიძახა. მამაშენმაც იცის ეს. ელისთვის შენ და ეს სახელი ბევრს ნიშნავთ, ერთადერთი შვილიშვილი ხარ. აი ახსნაც."
ენა ჩამივარდა, ვერაფერს ვერ ვამბობდი.
- ,,სულ მიკვირდა, ჰანნა ერთხელაც არ დაუძახია ჩემთვის, და აი რატომ. ისე, შენ რატომ გითხრა? არ მესმის.."
- ,,ხომ გითხარი, დარწმუნებული ვიყავი ამაში. ჰო მართლა, კიდევ მითხრა რაღაც."
- ,,რა გითხრა?" - ვკითხე.
- ,,რომ მისთვის ძალიან ძვირფას ხარ, და რომ მოგხედო და შენზე ვიზრუნო, რადაც არ უნდა დამიჯდეს."
- ,,ახლა უკვე ხუმრობ?"
- ,,იმას გეუბნები, რაც მან მითხრა."
- ,,ღმერთო, მას უფრო გაუბუქებია. იქნებ პირადი დაცვაც ამეყვანა? უი დამავიწყდა, სწორედ ახლა გვერდით მომყვება." - სულ ოდნავ ბრაზნარევი ღიმილით გავხედე. მერე გავაგრძელე - ,,და შენ რა უპასუხე?"
- ,,რა თქმა უნდა, დავეთანხმე, და..." - აღარ დაასრულა.
- ,,და?!"
- ,,არაფერი."
- ,,იან, და რა?" - ის ოდნავი ღიმილიც გაქრა ჩემი სახიდან.
- ,,დაივიწყე, არაფერი, უბრალოდ ვუთხარი, რომ ყურადღებას მოგაქცევ."
- ,,იან! რას მალავ? აშკარად გეტყობა, რომ რაღაცას არ ამბობ."
- ,,და საიდან ხვდები?"
- ,,წინასწარმეტყველი მკითხავი ვარ! საიდან უნდა ვხვდებოდე, წინადადება არ დაასრულე და რაღაცნაირად გაჩუმდი."
- ,,კარგი, მოვედით ენნი. ნომერში შენით ასვლას შეძლებ?"
- ,,კარგი რა. 20 წუთია ფეხით მოვდივართ, თანაც მთვრალი არ ვარ, უბრალოდ ცოტა დავლიე. არ დამაცადეს.."
- ,,ხვალ 11 საათისთვის მზად იყავი."
- ,,კარგი, ღამე მშვიდობის."
- ,,ღამე მშვიდობის, ენნი." - მითხრა. კიბეებზე ავედი, ჩემს ოთახში შევედი, სახე დავიბანე და დავწექი.





თავი 17.



9 საათისთვის ავდექი. სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე. მერე თმა გავიშრე, გავისწორე და ტანსაცმელი ჩავიცვი. ცოტა ხანს დავჯექი, დედას და მიას ვუპასუხე შეტყობინებებზე. 11-ს 5 წუთი აკლდა. კარზე დააკაკუნეს.
- ,,ედენ? რა ხდება?" - ვკითხე.
- ,,არაფერი, უბრალოდ მაინტერესებდა, გუშინ მშვიდობით მოხვედი?"
- ,,არა, ფეხით." - გამეცინა - ,,ჰო, მე და იანიც მალევე წამოვედით."
- ,,ძალიან კარგი." - ედენმა შემათვალიერა და ჩაცმული რომ დამინახა მკითხა - ,,სადმე აპირებ გასვლას?"
- ,,ჰო."
- ,,კარგი, საღამოს შევხვდებით." - მითხრა და წავიდა. კარი წამის დახურული მქონდა, რომ ისევ დააკაკუნეს.
- ,,მზად ხარ?" - მკითხა იანმა.
- ,,კი, თითქმის, ქურთუკს ავიღებ." - ქურთუკი ავიღე და ნომრიდან გავედი.
- ,,ტაქსით წავიდეთ? 5 წუთის სავალზეა მანქანით.."
- ,,ახლოს ყოფილა, ფეხით წავიდეთ. მაგრამ იან.. სად მივდივართ?"
- ,,მოიცადე და ნახავ."
- ,,რა, გინდა Map-ში ვნახო?" - ვუთხარი და ტელეფონი ამოვიღე, მაგრამ ჩართვაც არ დამაცადა, ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა.
- ,,10 წუთიც ვერ ითმენ?"
- ,,კარგი, დამიბრუნე, მართლა კი არ ვაპირებდი ნახვას." - ვუთხარი, მან კი ტელეფონის დაბრუნების მაგივრად ის ჯიბეში ჩაიდო.
- ,,იან ტელეფონი დამიბრუნე."
- ,,ჩშშ, აქ უფრო უსაფრთხოდ იქნება."
- ,,იან! ტელეფონი დამიბრუნე!" - ერთ ადგილას გავჩერდი და მკაცრი ხმით ვუთხარი.
- ,,დამიჯერე, ასე აჯობებს. წამოდი."
- ,,და რა ვიცი, რომ არ მატყუებ?" - ვკითხე და თან ნელ-ნელა გადავდგი ნაბიჯები.
- ,,და რატომ არ იცი? მგონი მშვენივრად იცი, რასაც ვფიქრობ. თან რამეში ეჭვი რომ გეპარებოდეს, დარწმუნებული ვარ, სიარულს არ განაგრძობდი, მეტიც, საერთოდ არ წამოხვიდოდი. ასე რომ, მენდე, მოგეწონება იქ." - მითხრა.
არც ერთს ხმა აღარ ამოგვიღია, სანამ აკვარიუმს არ მივუახლოვდით.
- ,,იან! მეხუმრები?" - სიხარულისგან ვკითხე.
- ,,სულაც არა."
- ,,ძალიან ლამაზია."
- ,,ჰო? წამოდი, შიგნით შევიდეთ." - ბილეთებისთვის გადაიხადა და შევედით. ულამაზესი იყო იქაურობა.
- ,,ამას მართლა არ ველოდი. შეხედე, აი იქ.." - ხელით ვანიშნე მოყვითალო-მონარინჯისფრო თევზზე - ,,სწორედ ასეთი იყო ჩემი თევზი, რომელზეც გუშინ გესაუბრებოდი.
- ,,ფორთოხალი?" - გაეცინა,
- ,,ნუ იცინი. ასე მე დავარქვი, რადგან უხდებოდა. თან პატარა ვიყავი." - გამეღიმა.
- ,,კარგი." - ღიმილით მითხრა.
- ,,იცი, ყველაზე მეტად დელფინები მიყვარს, ძალიან უბრალოები და მეგობრულები არიან."
- ,,ჰო? კიდევ რა იცი?"
- ,,დელფინებს 70-ზე მეტი კბილი აქვთ, ასევე კარგი სმენა წყალქვეშ და თუთიყუშების მსგავსად შეუძლიათ სიტყვებისა და ბგერების გამეორება."
- ,,რა, ამას სწავლობდი?"
- ,,არა, უბრალოდ , რაც მიყვარს, იმაზე მუდამ ყველაფერს ვკითხულობ და მერე ჩემს მეხსიერებაში ჯდება, ჩემი განუყოფელი ნაწილივით. ზოგჯერ ზედმეტად უაზრო რაღაცეებიც კი მამახსოვრდება, ისეთები, რომლებსაც ალბათ არასდროს გამოვიყენებ."
- ,,აი დელფინებიც." - მითხრა და მზერით მანიშნა.
- ,,არ მესმის, ასეთი არსება როგორ შეიძლება გძულდეს?" - ვთქვი.
- ,,ვის სძულს?"
- ,,ხალხის უმრავლესობას. ამბობენ, საყვარლები, მაგრამ ცბიერები და აგრესიულები არიანო, ამიტომ სძულთ ისინი. მაგრამ ეს ჩემი მათდამი სიყვარულზე ვერ იქონიებს გავლენას.. ღმერთო. აქაურობა ისეთი მყუდრო და ლამაზია, რომ შემეძლოს სამუდამოდ აქ დავრჩებოდი და არ დავიღლებოდი ყურებით.." - ახლოს მივედი, მინის იქიდან უსასრულობას ვხედავდი წყალში. ერთი დელფინი ჩვენკენ მოცურდა. მინას ხელი მივადე და მომღიმარ დელფინს მანამ ვუყურებდი, სანამ სხვა დელფინებთან ერთად სხვა მხარეს არ გაცურა.
- ,,სულ მაინტერესებდა, დელფინები სულ მომღიმრები რატომ არიან? ყველა დელფინი ყოველთვის იღიმის, არაფერი აწუხებთ?"
- ,,დარწმუნებული ვარ, იქნება რაღაც, რაზეც არც მათ არ ულხინთ, მაგრამ მათი პირი უბრალოდ ასეა."
- ,,სწორედ ეს ხდის ჩემთვის განსაკუთრებულს ამ ცხოველს, ღიმილი უხდებათ."
- ,,იანი უბრალოდ მინაზე ზურგით მიყრდნობილი იდგა და მიყურებდა.
- ,,ღიმილი ადამიანებსაც უხდებათ და ზოგჯერ ამას ვერც კი იაზრებენ." - მითხრა.
ცოტა ხანს ჩუმად დავდიოდით. თითქმის ყველა თევზი განვიხილეთ. მერე იანმა თქვა:
- ,,ენნი," - პასუხის ნაცვლად უბრალოდ მივხედე, ესეც საკმარისი იყო დაწყებულის დასამთავრებლად. - ,,არ გშია? 4 საათია აქ ვართ."
- ,,რამდენი? ღმერთო, ბოლო დროს ვეღარ ვამჩნევ დრო როგორ გადის. ისე, ცოტა მომშივდა, მაგრამ აქ ისეთი კარგია, მინდა ყველაფერი ვნახო."
- ,,ორ საათში დაიკეტება."
- ,,კარგი, წავიდეთ მაშინ." - ვუთხარი და ნელ-ნელა გავედით გარეთ.
- ,,აქვე ახლოს ერთი კაფეა, იქ წავიდეთ."
- ,,კარგი, მაგრამ მანამდე იქნებ მობილური დამიბრუნო?"
- ,,ჰო, სულ დამავიწყდა.." - სიცილით თქვა, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და გამომიწოდა.
რამდენიმე წუთში კაფეში ვიყავით.
- ,,შუადღე მშვიდობის. რას ინებებთ?" - გვითხრა 45 წლამდე ასაკის ქალმა.
- ,,თქვენ რას გვირჩევთ?" - ჰკითხა იანმა.
- ,,მე, აი ამ ქაფქეიქს გირჩევთ, საუკეთესო მზადდება ჩვენთან." -
- ,,კარგი, ორი ქაფქეიქი და ერთი ფორთოხლის წვენი თუ შეიძლება."
- ,,კარგი, 10 წუთში იქნება."
ადგილი ავარჩიეთ და დავსხედით. მალევე შეკვეთაც მოიტანეს.
- ,,ინებეთ."
- ,,მადლობა" - ვუთხრი. ქალი წავიდა. მე კი იანს მივუბრუნდი - ,,ძალიან ლამაზია."
- ,,რა?"
- ,,ქაფქეიქი, ლამაზად გამოიყურება." - იანს გაეცინა.
- ,,რა იყო?" - ვკითხე.
- ,,არაფერი, მიდი გასინჯე."
ქაფქეიქს კოვზით სულ პატარა ნაწილი მოვაცალე და გავსინჯე.
- ,,ჰო, ისეთივე გემრიელია, როგორც გამოიყურება." - ვუთხარი. იანს ამასობაში ნახევარი უკვე შეეჭამა.
- ,,ასე მოგშივდა? ნელა ჭამე.." - გამეცინა - ,,მისაყოლებელი მაინც აგეღო რამე." - ვთქვი, ფორთოხლის წვენი მოვსვი და სანამ ჭიქა მაგიდაზე დავდგი იანმა სწრაფად გამომტაცა და ისიც ნახევრად დალია.
- ,,იან! თუ გინდოდა შენთვისაც აგეღო."
- ,,უბრალოდ ძალიან მომწყურდა." - ხასიათი გამიფუჭდა. მხოლოდ იმიტომ, რომ იანმა ჩემი ჭიქიდან დალია. მე კიდევ იქიდან ვეღარ დავლევდი.
- ,,მორჩი?" - მკითხა იანმა.
- ,,ჰო." - არ შემიხედავს ისე ვუთხარი, გარეთ ვიყურებოდი.
- ,,წვენი?" -
- ,,აღარ მინდა." -
- ,,კარგი, წავიდეთ." - ადგა, გადაიხადა და კაფედან გავედით.
- ,,კარგად ხარ?" - მკითხა.
- ,,ჰო."
- ,,ჰო? ფორთოხლის წვენიც არ დალიე ბოლომდე."
- ,,ეგ უბრალოდ.. სხვისი ნაპირალი ჭიქიდან ვერ ვსვამ."
იანმა წარბი ასწია და შემომხედა.
- ,,ჰო, ვერც სხვის ნაჭამს დავადებ პირს. არ შემიძლია, არაჰიგიენურია. არასდროს არ დამილევია ან მიჭამია სხვისიდან, არც სხვას ვაძლევ ხოლმე ამის ნებას. მაგრამ გუშინ და დღეს ისე მგლეჯ ჭიქებს ხელიდან.."
- ,,ღმერთო ჩემო.." - გაეცინა იანს.
- ,,რა იყო?"
- ,,არაფერი. კარგი, ვეცდები აღარ გავაკეთო ასე."
აღარაფერი მითქვამს. რამდენიმე წუთში სასტუმროს წინ ვიყავით. იქ ედენი და ჩარლზი დაგვხვდნენ.
- ,,ედენ?"
- ,,ჰანნა, ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას."
- ,,რა ხდება?"
- ,,არაფერი, უბრალოდ გასვლას ვაპირებთ, არ გინდა წამოხვიდე?"
- ,,არა, მადლობა. დავიღალე და სჯობს დავისვენო ცოტა ხანს. თან ჩემებს დავურეკავ.."
- ,,კარგი. იან შენ? წამოდი დასალევად მივდივართ."
- ,,იყოს, მეც დავრჩები. თქვენ გაერთეთ."
- ,,ღმერთო.. კარგი, ჩვენ წავიდეთ.." - უთხრა ჩარლზს და წავიდნენ. მე და იანი შიგნით შევედით.
- ,,იან, მადლობა დღევანდელისთვის. მართლა ძალიან კარგი იყო. დიდი ხანია მინდოდა წასვლა და ვერ ვახერხებდი. ბავშვობაში ვიყავი 1-2ჯერ, მაგრამ დიდად არაფერი მახსოვს."
- ,,არაფერია. წადი ახლა, დაისვენე."
- ,,კარგი, ღამე მშვიდობის." - ვუთხარი და ოთახში შევედი. ცოტა ხანს დედას ველაპარაკე, მერე მიას დავურეკე. ტელეფონი დამიჯდა, დამტენზე შევაერთე და სააბაზანოში შევედი. გამოვედი თუ არა, ფანჯარაში თოვლი დავინახე, მაგრად თოვდა. გახარებულმა სწრაფად ჩავიცვი, თმა პირსახოცით კარგად შევიმშრალე, ზემოდან ქურთუკი მოვიცვი და ქვევით ჩავედი.
ეზოში ისე ლამაზად თოვდა, რომ ფიფქებში აღარაფერი ჩანდა. რამდენიმე წუთით გაუნძრევლად ვიდექი თავაწეული და ყოველი ფიფქის ჩამოვარდნას ვაკვირდებოდი.
- ,,ჰანნა, აქ რას აკეთებ?" - იანი ნელა მომიახლოვდა.
- ,,თოვს." - სიხარულით მივუგე.
- ,,ჰო, ამას მეც ვხედავ."
- ,,ნახე, თვალები დახუჭე და ზევით აიხედე." - ვუთხარი და იმ წუთასვე თვალებდახუჭულმა ზევით ავიხედე. იანმა რამდენიმე წამით თვალი არ მომაშორა, ამას თვალდახუჭული ვგრძნობდი, მერე კი შეასრულა ჩემი ნათქვამი. - ,,ახლა კი ნელა გაახილე." - ვთქვი და თავად გავახილე თვალები. ქურთუკის ქუდი მქონდა წამოფარებული, მაგრამ მოულოდნელად გადამეხადა.
იანმა თავი დასწია.
- ,,ჰანნა, დაიბანე? თმა სველი გაქვს!" - მითხრა და სწრაფად დამაფარა ქუდი.
- ,,ჰო, ამ წუთას გამოვედი სააბაზანოდან."
- ,,რა? გაგიჟდი? გაცივდები, შიგნით შევიდეთ."
- ,,იან, თოვს, ამიტომაც სულ დამავიწყდა, რომ თმა სველი მქონდა. არა უშავს, არ გავცივდები."
- ,,ჰანნა, შიგნით შევიდეთ, წამოდი." - ხელი მხარზე მომკიდა და შიგნით შევედით.
- ,,იან, არ გავცივდები. ასეთ ამინდში სულ გარეთ ვარ და არასდროს ვცივდები."
- ,,ჰო, ადრე არ ვიცი, ახლა შეიძლება გაცივდე. მე კი შენებს ვუთხარი, რომ მოგხედავ."
- ,,ისევ ეგ? მაგაშია საქმე? ღმერთო, როდის უნდა გაიგოთ, რომ ზრდასრული ვარ და შემიძლია ის ვაკეთო, რაც მომესურვება."
- ,,კარგი, ამას აღარ ვიტყვი, მაგრამ აღარც შენ გახვალ გარეთ."
- ,,ნომერში ავალ." - ვუთხარი და კიბეს ავუყევი. ოთახში შევედი, აივანზე გავედი და იქიდან ვუყურებდი თოვას.


ტელეფონმა დარეკა. არც კი დამიხედავს ისე გავუთიშე ხმა. 5 წუთში კარზე კაკუნი გავიგე. ძლივს ავდექი და კართან მივედი.
- ,,ჰანნა, კარგად ხარ?" - მკითხა ედენმა, როდა კარის გახსნის შემდეგ ჩემი სახე დაინახა.
- ,,არა."
- ,,ფერი არ გადევს, რა გჭირს, გაცივდი? სიცხე ხომ არ გაქვს?" - მითხრა და შუბლზე ხელი მომადო.
- ,,არა ედენ, უბრალოდ ცუდად ვარ." - ედენი წამით ჩაფიქრდა და წარბები ზემოთ ასწია.
- ,,ააა, კარგი. რამე გინდა?"
- ,,მხოლოდ ის, რომ ახლა აქედან წახვიდე, მე კიდევ საწოლში ჩავწვე და მთელი დღე ასე ვიყო."
- ,,გირეკავდი, მაგრამ არ მიპასუხე. თოვს და ვიფიქრე სადმე გავიდოდით."
- ,,ედენ."
- ,,კარგი, კარგი, მივდივარ. თუ რამე დაგჭირდება დამირეკე."
- ,,კარგი." - კარი მივხურე და საწოლში დავბრუნდი. 10 წუთში ისევ კაკუნის ხმა იყო კარზე.
- ,,ღმერთო ჩემო! დღეს კარზე კაკუნის საერთაშორისო დღეა თუ ყველას მაინც და მაინც ახლა რატომ მოუნდა.." - ჩავიბუტბუტე ხმამაღლა, ავდექი და კარი გავაღე.
- ,,უკვე ბუზღუნებ." - მითხრა იანმა.
- ,,რა?"
- ,,დილიდან ბუზღუნებ-მეთქი. მოიცადე.. რა, სიცხე გაქვს? ხომ გითხარი, რომ გაცივდებოდი." - ოთახში შემოვიდა და კარი მიხურა.
- ,,გაციებული არ ვარ."
- ,,სარკეში ჩაიხედე? აშკარად ცუდად ხარ. სიცხე გაიზომე."
- ,,იან! გაციებული არ ვარ." - ჩემს ნათქვამზე გაშეშდა და შემომხედა.
- ,,აბა? რა გჭირს? ცუდად გამოიყურები." - არაფერი ვუთხარი, უბრალოდ თვალებში ვუყურებდი. - ,,კარგი, გასაგებია."
- ,,წადი." - ვუთხარი და საწოლზე ჩამოვჯექი.
- ,,რა?"
- ,,წადი-მეთქი. უბრალოდ მინდა მთელი დღე ვიწვე და არ ავდგე."
- ,,დარწმუნებული ხარ?"
- ,,ჰო იან, წადი."
- ,,მოგვიანებით დაგირეკავ მაშინ." - თქვა და გავიდა. ისვ დავწექი და ჩამეძინა. უკვე მოსაღამოებული იყო, როდესაც ტელეფონმა გამაღვიძა.
- ,,ისევ?" - ვთქვი, ამჯერად ტელეფონი გამოვრთე და საწოლის მეორე მხარეს გადავდე. მალე კარზე დააკაკუნეს. ავდექი და გავაღე.
- ,,კარგად ხარ?" -მკითხა იანმა.
- ,,ცოტა უკეთ."
პარკით ხელში შემოვიდა ოთახში და კარი დაკეტა.
- ,,ფორთოხლის წვენი მოგიტანე, გამომართვი. მხოლოდ ხელში მეჭირა, არ დამილევია." - სიცილით მითხრა, მეც გამეღიმა.
- ,,იმედია სუში გიყვარს. გამოგიყოლე, დღეს არც ამდგარხარ, მშიერი იქნები."
- ,,მადლობა, არ იყო საჭირო."
- ,,მიდი, დაწექი და ისე ჭამე თუ გინდა."
ბალიშზე მივეყუდე და ჭამა დავიწყე.
- ,,კარგია?" - მკითხა და თვითონაც შეჭამა.
- ,,ჰო, გემრიელია." -ვუთხარი და წვენი მოვსვი.
- ,,იმ კაფედანაა, გუშინ რომ ვიყავით,"
- ,,მართლა? ანუ კარგად ამზადებენ."
- ,,ჰო."
- ,,ისე, რაღატომ მოხვედი?"
- ,,დაგირეკე და არ მიპასუხე, ტელეფონიც გამორთე. მერე დედამ დარეკა, ვუთხარი, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდი და მითხრა საჭმელი მომეტანა."
- ,,ალექსას უთხარი?" - წარბები მაღლა ავწიე.
- ,,ჰო, მოიცადე.." - ვიღაცამ დაურეკა ტელეფონზე. - ,,გისმენ დედა. კი აქაა. ახლავე.." -
- ,,შენთან საუბარი უნდა." - მითხრა და ტელეფონი მომაწოდა.
- ,,რა? ღმერთო ჩემო, იან!..“ - დაბალი ხმით ვუთხარი ისე, რომ ტელეფონის მეორე მხარეს არ გასულიყო ხმა და გამოვართვი.
- ,,ალიო.. გისმენთ ალექსა..“
- ,,ჰანნა, როგორ ხარ? იანმა მითხრა თავს ცუდად გრძნობს, მაგრამ გაციებული არააო, იმის გამო?“ - დაბალი ხმით მკითხა.
- ,,ჰო, ასეა.“
- ,,კარგი, თბილად ჩაიცვი და იწექი დღეს, კარგი?“
- ,,ჰო ამას ვციდლობ მთელი დღეა, მაგრამ არ მაცდიან.“ - მწარე ღიმილით გავხედე იანს.
- ,,ეცადე ბევრი ტკივილგამაყუჩებელი არ დალიო.“
- ,,კარგი ალექსა, მადლობა.“ - ვუთხარი და ტელეფონი ისევ იანს მივაწოდე.
- ,,ჰო.. კარგი.“ - უთხრა იანმა და გათიშა.
- ,,ღმერთო ჩემო იან, რატომ შეაშინე? არაფერია, კარგად ვარ.“
- ,,ალექსა შევაშინე? მეც შემეშინდა, რომ დაგინახე მეგონა ვინმემ ყუმბარა შემოგიგდო.“ - სიცილით მითხრა.
- ,,ასე ნუ ხუმრობ!“ - მეორე ბალიში ავიღე და ვესროლე. - ,,შეგიძლია წახვიდე.“ - ვუთხარი.
- ,,რა? მადლობას ასე მიხდი?“
- ,,კარგი, ბოდიში. დიდი მადლობა იან. ახლა შეგიძლია წახვიდე. ასე უკეთესია?“
- ,,არა, ასე არ მივიღებ.“
- ,,კარგი, მაშინ დამელოდე, ხვალ უკეთ ვიქნები და ნახავ რას გიზამ..“ - ვუთხარი და თან საწოლიდან წამოვხტი . იანი კი სიცილით ადგა.
- ,,კარგი, ახლა წავალ. დაისვენე და ხვალ გავაგრძელოთ.“ - მითხრა და გავიდა.
- ,,ხვალ გავაგრძელოთ? მგონი ცუდად ის უფროა.“ - ჩავილაპარაკე.
ტელეფონი ავიღე და ჩავრთე.
2 გამოტოვებული ზარი იანისგან.
3 ედენისგან.
2 დედასგან.
და 1 შეტყობინებაც მიასგან.
ჯერ ედენს მივწერე - ,,რამე გინდოდა? ტელეფონი გამორთული მქონდა.“
- ,,მოსაკითხად გირეკავდი, ოთახში აღარ შემოვედი. უკეთ ხარ?“ - წამებში დამიბრუნა პასუხი.
- ,,ჰო უკეთ ვარ.“ - ვუპასუხე.
- ,,კარგი, დილით შეგეხმიანები.“

მერე დედას მივწერე - ,,ხვალ დაგირეკავთ.“
- ,,მშვიდობაა?“ - რამდენიმე წუთში მიპასუხა.
- ,,კი, კი, კარგად ვარ. არ ინერვიულოთ.“

ბოლოს მიას შეტყობინება გავხსენი - ,,სად ხარ? დღეს არ დაგირეკავს..“
- ,,შეუძლოდ ვიყავი, მუცელი მტკიოდა და ვიწექი. ტელეფონი გამოვრთე. ახლა ისევ დავიძინებ და ხვალ დაგირეკავთ. თქვენ როგორ ხართ?“
- ,,კარგად ვართ. კარგი, მაშინ ხვალ როცა მოიცლი დამირეკე.“ - მიპასუხა. ტელეფონი ისევ გვერდით გადავდე და თვალები დავხუჭე.











თავი 18.
,,ორი დეტექტივი = ღამით ბიბლიოთეკაში ბოდიალი“




დილით კარგად გამოძინებულმა გავიღვიძე. ვერ ვიტყვი, რომ რამის ხალისი მქონდა. ადგომისთანავე სააბაზანოში შევედი, იქიდან კი მშვენიერი ხასიათით გამოვედი. უკვე ყველაფრის კეთება მინოდა. ჩავიცვი და დედას დავურეკე.
- ,,ჰანნა, როგორ ხარ?“ - ცოტა შეშინებულმა მიპასუხა დედამ რამდენიმე წამში.
- ,,კარგად, თქვენ როგორ ხართ?“
- ,,ჩვენ არა გვიშავს. გუშინ სად იყავი? ვინერვიულე რომ არ მიპასუხე.“
- ,,არაფერია, ცოტა შეუძლოდ ვიყავი.“
- ,,ახლა?
- ,,ვერ მატყობ? მშვენივრად ვარ.“ - ღიმილით ვუთხარი.
- ,,კარგია. აბა, მოგწონს ბოსტონი?“
- ,,ჰო, ძალიან ლამაზია აქაურობა. ამინდიც გადასარევია.“
- ,,თოვს ხომ? შენ თუ ამინდი მოგეწონა წვიმა ან თოვლი იქნება აუცილებლად.“ - სიცილით მითხრა.
- ,,რატომ, ზაფხულიც მიყვარს..“
- ,,ჰო, ზაფხულის თავსხმა წვიმა.. ლონდონში უნდა ცხოვრობდე...“- გამეცინა. ფანჯარასთან მივედი და ეზო დავანახე.
- ,,ჰო, მართლა ლამაზი ყოფილა.“
- ,,ხომ გითხარი. კარგი, წავედი ახლა, მიასაც უნდა დავურეკო და მერე ედენს შევეხმიანო.“
- ,,კარგი, თავს გაუფრთხილდი.“ - მითხრა და გათიშა. მიას დავურეკე.
- ,,გისმენ, როგორ ხარ?“
- ,,დღეს კარგად, შენ როგორ ხარ?“ -
- ,,მეც კარგად ვარ.“ - მითხრა. ზარის ხმა გავიგონე.
- ,,სკოლაში ხარ?“ - ვკითხე.
- ,,ჰო, გაკვეთილზე უნდა შევიდე.“
- ,,კარგი, მაშინ არ მოგაცდენ, სახლში რომ იქნები მაშინ დამირეკე.“
- ,,კარგი.“ - მითხრა და გათიშა. ამ დროს კარზე დააკაკუნეს. წამოვდექი და გავაღე.
- ,,გეტყობა, დღეს კარგად ხარ.“ - ჩაეღიმა ედენს.
- ,,ჰო. ახლა მიას ვესაუბრებოდი და შენთან ვაპირებდი დარეკვას.“
- ,,მაგრამ მოსვლა დაგასწარი.“ - შემოვიდა და კარი დაკეტა.
- ,,რა ხდება?“ - ვკითხე.
- ,,შემოგიარე. დღეს როგორ ხარ?“
- ,,უკეთესად.“
- ,,კარგია, რადგან ვიფიქრე ყველა ერთად წავიდეთ სადმე. ორი ვარიანტი მაქვს და აირჩიე - პარკი, თუ ბიბლიოთეკა?“
- ,,მგონი ბიბლიოთეკა სჯობს.“
- ,,კარგი, დანარჩენებსაც ვეტყვი და 1 საათში გავიდეთ.“ - მითხრა და კარისკენ წავიდა.
- ,,კარგი, მანამდე მოვწესრიგდები.“ - ვუთხარი.

40 წუთში კარზე დააკაკუნეს.
- ,,მზად ხარ?“ - კართან იანი იდგა.
- ,,თითქმის, მხოლოდ ფეხზე ჩავიცვამ და..“ - ვუთხარი. იანი ოთახში შემოვიდა.
- ,,კარგად ხარ?“ - მკითხა.
- ,,დღეს მაგის გარდა სხვა სიტყვები არ მესმის.“ - გამეცინა - ,,კი, კარგად ვარ.“
- ,,გუშინ საშინლად გამოიყურებოდი, ალბათ ამიტომ.“
- ,,ეგ მე თვითონაც ვიცი.“ - მოჭუტული თვალებით შევხედე და ფეხსაცმელი შევიკარი.
- ,,მიდი, ქურთუკი მოიცვი და ჩავიდეთ.“ - მითხრა. ჩანთა ავიღე და იანთან ერთად ჩავედი ქვემოთ
- ,,დანარჩენები სად არიან?“ - ვკითხე ედენს.
- ,,რამდენიმეს არ უნდა წამოსვლა. ჩვენ წავიდეთ, ავტობუსი მალე მოვა.“-
ავტობუსით ნახევარ საათში ბიბლიოთეკასთან მივედით. შიგნით ისეთი სიწყნარე იყო, რომ დამეჩურჩულა, ალბათ მთლიანი შენობა გაიგებდა. საკითხავ ოთახში შევედით. ყველა წიგნებთან მივიდა და არჩევა დაიწყო. მალევე მაგიდებთან დასხდნენ. მე ისევ ლაბირინთებში დავდიოდი და ჩემთვის მოსაწონ წიგნს ვეძებდი. კარგა ხანს ასე ვიბოდიალე. თაროებს შორის ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა რომელი წიგნი ამეღო.
- ,,ჯერ კიდევ ვერ აარჩიე?“ - უკნიდან იანის ხმა გავიგე. - ,,უკვე ნახევარი საათია აქ დგახარ.“
- ,,ჰო, წიგნს ვერ ვარჩევ.“
- ,,ასეთი ძნელია შენთვის წიგნის არჩევა?“
- ,,სწორედ ამას ვერ ვიტან. სულ ორი ვარიანტი რომ მქონდეს, ერთს ვერასდროს ვერ ვირჩევ. შესაძლოა იმდენი დრო გავიდეს, რომ ამასობაში ორივე წიგნის წაკითხვა იყოს შესაძლებელი, და სულ უფრო ნაკლები დრო მრჩება.“
- ,,ეგ ალბათ იმიტომ, რომ მრავალი არჩევანი გაქვს. ერთი წიგნი რომ იყოს, გაცილებით მარტივი იქნებოდა.“
- ,,ჰო, მაგრამ..“
- ,,კარგი, მაჩვენე რა წიგნებია..“ - მითხრა და წიგნებს შეხედა. - ,,კარგი, მაშ, მანიპულაციის ხელოვნება, თუ ლუციფერის ეფექტი? დარწმუნებული ხარ, რომ ამის წაკითხვა გინდა?“
- ,,რატომაც არა. მაგრამ, მგონი პირველი უფრო გამოდგება, ჩვენს საქმეში ასეთების კითხვა უფრო ხელსაყრელი იქნება.“
- ,,და იქნებ სხვა? ბევრი წიგნია აქ.. აგატა კრისტი?“
- ,,აგატა მარია კლარისა მილერი. 1890 წლის 15 სექტემბერი.“ - გამეცინა. იანმა გაოცებული სახით შემომხედა.
- ,,ყველა იცი?“ - მკითხა.
- ,,თითქმის. პუარო ჩემთვის სამაგალითო პერსონაჟია ყველა წიგნში. მოიცადე.. მილერი... შენ და აგატას ერთი გვარი გაქვთ?!. საინტერესოა. არა, მაგარია!“
- ,,ჰო.. კარგი, მაშინ..“
- ,,იცი, არც ერთი აღარ მომწონს. შენი აზრით, სხეულის ენაზე იქნება რამე?“ - ვკითხე და ორივე წიგნი თავის ადგილას დავაბრუნე. იანი ახლა უფრო გაოცებული სახუთ მიყურებდა.
- ,,ვნახოთ...“ - მითხრა და თაროებს გაუყვა. - ,,აი, ალან პიზის სხეულის ენა.“ - თაროდან წიგნი გადმოიღო. გამოვართვი და ჯერ ყდას დავაკვირდი, მერე ბოლო გვერდზე გადავშალე და კითხვა დავიწყე.
- ,,რას აკეთებ?“ - მკითხა იანმა. ვატყობდი მის გაკვირვებას საზღვარი აღარ ჰქონდა.
- ,,ვკითხულობ, რას უნდა ვაკეთებდე..“
- ,,ბოლო გვერდიდიან?“
- ,,ჰო, ჩვევად მაქვს. ჯერ ბოლო ფურცელზე უნდა ვნახო რა წერია, შემდეგ ისე დავიწყო კითხვა სულ თავიდან.“
- ,,და ინტერესი არ გეკარგება?“
- ,,პირიქით, უფრო საინტერესოა. კრისტის ყველა დეტექტივი, და ზოგადად, ყველა წიგნი ასე მაქვს წაკითხული.“
- ,,მაინც რომელი მოგოწნს ყველაზე მეტად აგატას წიგნებიდან?“
- ,,და აღარავინ დარჩა. საუკეთესოა, შეუდარებელია!“
- ,,იქ პუარო არაა.“
- ,,მართალია, პუარო არ არის, და არც უნდა იყოს. იქ რომ ყოფილიყო მთელი მხიარულება ჩაიშლებოდა მოსამართლის წერილის გამო.“ - გამეცინა.
- ,,ჰო, მართალი ხარ.“ - გაეღიმა იანსაც. - ,,დეტექტივისთვის ხომ ეგაა მთავარი, გამოძიების პროცესი.“
- ,,ჰო. ახლა კი, თუ ნებას მომცემ, ამას წავიკითხავ.“ - წიგნი დავანახე.
- ,,ჰო, რა თქმა უნდა.“ - მითხრა. მაგიდებისკენ წავედი და ერთ-ერთ ცარიელ, ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან დავჯექი. წიგნი ისევ ბოლოში გადავშალე, გვერდი ჩავიკითხე და პირველ გვერდს დავუბრუნდი, რომ კითხვა დამეწყო. პირველი გვერდიც წავიკითხე და სანამ მეორე გვერდზე გადავშალე, ჩემს წინ ვიღაცამ სკამი გამოაცურა და დაჯდა. თავი მაღლა ავწიე და იანი დავინახე. არაფერი ვუთხარი. დაჯდა თუ არა, წამით გარემოს მოავლო თვალი და კითხვა დაიწყო. ისევ ისეთი ხმამაღალი სიჩუმე იყო. სხვა მაგიდებიდან სუნთქვის ხმაც კი მესმოდა, რასაც ვერ ვიტან ადამიანში და მაღიზიანებს. საბედნიეროდ, იანი მათ რიცხვს არ მირკუთვნება, ხმამაღლა არ სუნთქავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ან თვითონ მოუწევდა ადგომა, ან მე ავდგებოდი უთქმელად და მოშორებით გადავჯდებოდი. ზოგი მაგიდიდან აქა-იქ ჩურჩულის ხმები ისმოდა. ასე გავიდა რამდენიმე საათი. მერე დავინახე როგორ ადგა და გავიდა რამდენიმე თანამშრომელი. საათს რომ დავხედე 5 ხდებოდა. საქმეში, უფრო სწორედ, კითხვაში, დრო ისე სწრაფად გადიოდა ვერც კი ვიგებდი. ეს მიყვარს. დროის გასაყვანად საუკეთესო საშუალებაა. წიგნი ნახევრად წაკითხული მქონდა უკვე. ისევ ჩავხედე და კითხვა განვაგრძე. ცოტა ხანში ედენი მოვიდა მაგიდასთან და გვითხრა:
- ,,უკვე წასვლას ვაპირებთ“ - და დანარჩენებს გახედა - ,,არ წამოხვალთ?“
- ,,მე არა, ეს წიგნი უნდა დავასრულო, ისე არ წამოვალ. უკვე ცოტაღა დამრჩა.“ - ვუთხარი ედენს, მან ახლა იანს გახედა. იანმა კი მზერა ედენიდან ჯერ ჩემზე გადმოიტანა, მერე ისევ ედენს მიუბრუნდა.
- ,,ვფიქრობ, მეც დავასრულებ და ისე წამოვალ.“
- ,,კარგი, ყველა დანარჩენი ჩემთან ერთად მოდის.“
- ,,კარგი.“ - ვუთხარი, ედენი მათთან ერთად უზარმაზარი საკითხავი ოთახიდან გავიდა.
მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო დარჩენილი, სკოლის მოსწავლეებს ჰგავდნენ, ალბათ სამეცადინოდ იყვნენ მოსულები.
- ,,არ მესმის, ყოველთვის ადრე რატომ მიდიან? კარგი, წიგნის კითხვა დაასრულეს, ან აღარ უნდათ, მაგრამ რომ დაიცადონ? ან სულაც, როცა ბიბლიოთეკაში არ ვართ მაშინაც სწრაფად მიდიან ხოლმე. კარგი, რა მნიშვნელობა აქვს..“ - ვთქვი და ისევ წიგნის კითხვა გავაგრძელე. ნახევარ საათში სულ მოვრჩი მის კითხვას, წიგნი ხმაურით დავხურე და იანს ავხედე.
- ,,მორჩი?“ - იანი კომფორტულად მოკალათებულა, ნიკაპი მაჯაზე დაეყრდნო და მომჩერებოდა.
- ,,ჰო.“ - მიპასუხა.
- ,,შენ.. არ კითხულობდი? წიგნი დახურული გაქვს და ისეთი სახით იყურები, თითქოს რაღაც განსაკუთრებულად კარგი მოხდა.. რამდენი ხანია ასე ზიხარ?“
- ,,მას შემდეგ, რაც ედენი წავიდა. წიგნი მოგეწონა?“
- ,,არ აღუფრთოვანებივარ, მაგამ ნორმალური იყო.“ - ვუპასუხე. - ,,შენ? წაიკითხე?“
- ,,ნუ, შეუძლება ასეც ითქვას.“
გარშემო მი-მოვიხედე, ოთახში ჩვენ გარდა აღარავინ იყო.
- ,,რომელი საათია? უკვე ყველა წავიდა? იქნებ ჩაგვკეტეს კიდეც..“ - ვთქვი და საათს დავხედე. 8-ის 10 წუთი იყო.
- ,,ჯერ არა, მაგრამ მალე დაიკეტება. დროა წავიდეთ, თუ, რა თქმა უნდა, ღამის აქ გატარება არ გინდა..“
წიგნები თავის ადგილას დავაბრუნეთ და შემობიდან გავედით.
- ,,45 წუთის სავალია სასტუმრომდე, ისევ ფეხით წავიდეთ, თუ ავტობუსს გავყვეთ, სანამ დადის..“
- ,,მთელი დღეა ვსხედვართ, ცოტა ფეხითაც გავიაროთ.“ - ვუთხარი. ცოტა ხანს ჩუმად მივდიოდით, მერე ვუთხარი:
- ,,ისე, კარგი იქნებოდა. ღამის ბიბლიოთეკაში გატარებას ვგულისხმობ. ასეთი რაღაცები ძალიან მიზიდავს და სიამოვნებით ვიქნებოდი აქ, დავიმალებოდი ყველას წასვლამდე. მერე ფანარს ავანთრბდი და დილამდე ვიქნებოდი.“
- ,,და რას გააკეთებდი, წიგნს წაიკითხავდი?“
- ,,ხუმრობ? ღამით ბიბლიოთეკაში დავრჩე და წიგნები წავიკითხო?“ - გამეცინა - ,,რა თქმა უნდა, არა. ვინ წაიკითხავდა? ღამით, მარტო, ცარიელ ბიბლიოთეკაში? მაშ.. პირველ რიგში ყველაფერს სათითაოდ შევისწავლიდი, დეტალურად, ყველაფერს დავათვალიერებდი. ეს უფრო ჯდება ჩემს გემოვნებაში.“
- ,,ანუ, აქაც დეტექტივი იქნებოდი?“ - მკითხა და გაეცინა. - ,,და, თუ მარტო არ იქნებოდი?“
- ,,რა?“
- ,,თუ ვინმესთან ერთად იქნებოდი იქ ღამით..“
- ,,აა, გააჩნია ვინ იქნება, ადამიანზეა დამოკიდებული. თუ ადამიანი პიროვნულად არ მომწონს, მასთან ერთად ღამით ბიბლიოთეკაში კი არა, საერთოდ არ გავჩერდები მის გვერდით.“
- ,,და ახლა ჩვენ რომ დავრჩენილიყავით?“
- ,,შენთან ერთად? იან ერთ საქმეში ვართ. ალბათ მაინც იმას გავაკეთებდი, რაც წეღან ვთქვი. შენ არ ვიცი, თუ ასეთი რაღაცები არ გიყვარს იმ წიგნს დაასრულებდი, რომელიც არ წეღან არ დაამთავრე..“
- ,,ჰანნა, შენ თუ შენობაში მოჩვენებასავით ივლიდი ფანრით ხელში, მე წიგნის კითხვას ნამდვილად არ დავიწყებდი და შენთან ერთად ,,ვიქნებოდი დეტექტივი“.“
- ,,ჰო, მაშინ იქნებ მივბრუნდეთ?“ - სიცილით ვკითხე.
- ,,სერიოზულად?“
- ,,რა თქმა უნდა, არა. ახლა რომ შევბრუნდეთ თვალში აუცილებლად მოვხვდებით და ძებნას დაგვიწყებენ, მაგრამ დილით შესულები დიდად არავის ემახსოვრება, და თუ რა თქმა უნდა, კამერებს არ ჩავთვლით, იქ დამალვაც არ იქნება რთული.“
- ,,კარგი, უკვე ორი პრობლემა. კამერები, რომლებსაც ყოველ წამს აკონტროლებენ, და დაცვა ყველა სართულზე. მათ რას უშვრები?“
- ,,კამერები, დაცვა... უადვილესია. იქ ორი დეტექტივი ვიქნებით. რისთვის შეიძლება დეტექივი იქ ბიბლიოთეკის დაკეტვის შემდეგ და მთელი ღამით დახეტიალობდნენ, როგორც შენ თქვი, მოჩვენებასავით?“
- ,,საქმე.“ - მიპასუხა.
- ,,ბინგო. მხოლოდ ფურცელი, რომელზეც ეტყვი, რომ ჩხრეკის ორდერია და ხელს არავინ შეგიშლის. თუ ეტყვი, წავლენ კიდევაც. ერთი გასროლით ორი კურდღელი. შეიძლება სამიც..“
- ,,არალეგალი გამომძიებლები?“ - გაეცინა. - ,,საინტერესოა, ორი დეტექტივი ღამით ბიბლიოთეკაში დარჩენისთვის არალეგალურ გზას ირჩევს. საინტერესო სათაურია გაზეთის პირველი გვერდისთვის.“
- ,,ჰო, კარგი, ისე დავალაგე ყველაფერი, თითქოს მართლა ვაპირებდეთ იქ დარჩენას. სჯობს მოვჩეთ.“ - სიცილით ვუთხარი.
- ,,კარგი. ისე.. გამომძიებელი რომ არა, რა იქნებოდი?“-
- ,,სიმართლე გითხრა, არ მიფიქრია. არ ვიცი, სერიული მკვლელი?“
- ,,სერიული მკვლელი?!“ –
- ,,ჰო, რატომაც არა. ისეთ საზიზღარ ადამიანებს მოვიშორებდი, რომლებიც ვიღაცების დახმარებით ციხესა და სასჯელს გაურბიან, ისეთ ადამიანებს, რომლებისთვისაც ციხის სასჯელები არასაკმარისია და ისეთ რამეს გავუკეთებდი, რომელთან შედარებით ციხე ზღვაში წვეთია, ცაზე კი ის ერთი ვარსკვლავი, სულ პირველი რომ ჩნდება ხოლმე, და მას უფრო დაბნელებისას დანარჩენ ყველა ვარსკვლავს მოვაყოლებდი.“
- ,,კარგი.. მგონი ახლა შენი ნამდვილი სახე დავინახე. მიხარია, რომ ისეთი პატიმარი არ ვარ, რომელიც რაღაცნაირად ციხესა და სასჯელს გადაურჩა.“ –
- ,,მეც მიხარია, რომ ასეთ შემთხვევაში ჩემი მომდევნო მსხვერპლი არ იქნებოდი.“ - სიცილით ვუთხარი. - ,,და შენ რა იქნებოდი, რომ არა გამომძიებელი? მოდი გამოვიცნობ, მზარეული?“
- ,,არ ვიცი, ალბათ ორთოდონტი, და ამასთან ერთად ფიტნეს ინსტრუქტორი. მზარეულობაზე არც მიფიქრია, დიდად არ მიყვარს სხვებისთვის მზადება.“ - მითხრა.
- ,,ოჰო, საინტერესოა.“ - ოდნავ გაოცებული დავრჩი.
ცოტა ხანში სასტუმროში მივედით. შიგნით შესულებს ედენი დაგვხვდა.
- ,,აი, თქვენც მოხვედით.“
- ,,ჰო, წიგნი დავამთავრე და წამოვედით. შენ სად მიდიხარ?“ - ვკითხე.
- ,,დღეს არაფერი გვიჭამია, ვიფიქრე რესტორანში ან სადმე წავიდოდით ყველა.“
- ,,ჰო, კარგი იქნება.“
- ,,კარგი, დანარჩენებიც მალე მოვლენ და გავიდეთ.“ - გვითხრა ედენმა და დაგვტოვა. რამდენიმეს გარდა ყველა მოვიდა და 10 წუთში Fin Point Oister-ში ვიყავით. დავსხედით და საჭმელი შევუკვეთეთ. მალევე მოიტანეს შეკვეთა.
- ,,აბა, ხომ კარგია აქაურობა?“ - ღიმილით იკითხა ედენმა და ყველას თანხმობა რომ გაიგო, უფრო გაეღიმა. - ,,ძალიან კარგი, მიხარია თუ მოგეწონათ. ხვალაც გვიდეთ სადმე და შაბათს უკან ვბრუნდებით.“
საკმაოდ გემრიელი საჭმელები იყო. ვივახშმეთ, ცოტა ვისაუბრეთ და 11-ის ნახევრისთვის უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ, რადგან ნახევარ საათში უკვე იკეტებოდნენ. სასტუმროში დავბრუნდით, ყველა ჩვენ-ჩვენს ოთახებში წავედით. ისეთი დაღლილი ვიყავი, მხოლოდ ტანსაცმელი გამოვიცვალე და მაშინვე ჩამეძინა.








თავი 19.


დილით ისევ ავდექი, მოვემზადე და ვინმეს დაკაკუნების გერეშე ჩავედი დაბლა. იქ ედენი, ჩარლზი და მეგანი დამხვდნენ.
- ,,დილა მშვიდობის.“ - ვუთხარი.
- ,,დილა მშვიდობის.“ - ერთხმად მომიგეს მეგანმა და ჩარლზმა.
- ,,აბა, დღეს სად მივდივართ?“ - ვიკითხე.
- ,,ვფიქრობ, დღეს პარკში წავიდეთ, თუ ვინმეს პრობლემა არ აქვს, რა თქმა უნდა.“ - მითხრა ედენმა.
- ,,კარგი, რომელ პარკში?“
- ,,Christopher Columbus Waterfront Park. როგორც ვიცი ძალიან ლამაზი ადგილია.“
- ,,მშვენიერია, წავიდეთ.“
- ,,კარგი, დანარჩენებიც უკვე მზად უნდა იყვნენ, მალე ჩამოვლენ და წავიდეთ.“
- ,,მაშინ ავირბენ და სწრაფად ჩამოვალ.“ - ვუთხარი და ჩემი ოთახისკენ წავედი. ოთახში შევედი, რაღაცები ჩავალაგე, ფეხზე ჩავიცვი, ქურთუკი შემოვიცვი და ისევ ჩავედი ქვემოთ. იქ მხოლოდ ედენიღა დამხვდა, მეგანი და ჩარლზი ოთახებში დაბრუნებულან.
- ,,უკვე მზად ხარ?“ - გაუკვირდა ედენს.
- ,,ჰო, რა მოხდა?“
- ,,როგორც წესი უფრო დიდხანს ემხადები ხოლმე. 10 წუთში ჩამოხვედი..“
- ,,დანარჩენები არ ჩამოსულან ჯერ?“
- ,,უკვე უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ ვინც აქ იყო ისიც წავიდა..“ - მიპასუხა. მერე ნელ-ნელა დაიწყეს შეგროვება. ბოლოს მხოლოდ იანს ველოდებოდით, რამდენიმე წუთში ისიც მოვიდა და სასტუმროდან გავედით.
- ,,როგორ მოხდა, რომ ბოლო შენ ჩამოხვედი?“ - ვკითხე იანს.
- ,,სიმართლე გითხრა, მეგონა შენზე ადრეც კი მოვიდოდი. ანუ პარკში მივდივართ..“
- ,,ჰო, ცოტა სუფთა ჰაერი ცუდი არ იქნება, გავისეირნოთ.“
- ,,ვითომ? შენ მაინც სულ ფეხით დადიხარ.“
- ,,მერე რა, კარგია, მიყვარს სეირნობა.“
- ,,ჰო, ეგ უკვე ვიცი.“
- ,,მოვედით. შეგიძლიათ გაისეირნოთ და ისიამოვნოთ ამ პეიზაჟებით.“ - თქვა ედენმა, მერე ჩემკენ წამოვიდა და მითხრა - ,,მხოლოდ დღესღა გავქვს დრო ამ სილამაზის საყურებლად.“
- ,,ჰო, მართლა ლამაზია აქაურობა.“ - ვუთხარი, - ,,ჰო მართლა, დამავიწყდა, ხვალ რომელზე მივფრინავთ?“
- ,,2-ზეა ფრენა. 12-ისთვის წავიდეთ აეროპორტში.“
- ,,ჰო, ანუ ამაღამ უნდა დავიწყო ჩალაგება.“ - ვთქვი. ამ დროს მიამ დარეკა.
- ,,გისმენ მია.“
- ,,გარეთ ხარ?“ –
- ,,ჰო, შეხედე..“ - ვუთხარი და კამერა ედენისკენ მივაბრუნე.
- ,,ღმერთო ჩემო, მია, ცოტა მოსუქებული ჩანხარ სახეზე..“ - ღიმილით უთხრა ედენმა.
- ,,იდიოტო, ისედაც საუკუნეში ერთხელ მკითხულობ, და ამდენი ხნის შემდეგ მაგას მეუბნები?! სხვათა შორის, არ გავსუქებულვარ, ისევ ისეთი ვარ.“ - წყენით უთხრა მიამ და მერე მე მითხრა - ,,ჰანნა, გთხოვ ჩემს მაგივრად ერთი გემრიელად წამოსცხე..“ - მე კი ედენს შევხედე, ხელი გასარტყმელად მოვამზადე, მაგრამ ორივესთვის მოულოდნელად ედენს შემოვხვიე და ლოყაზე ვუჩქმიტე.
- ,,კარგი რა, მის მხარეს ხარ?“ - მია ახლა ორივეს გაგვებუტა.
- ,,ხვალ მოვდივართ და თავად მოუარე როგორც გინდა.“ - ვუთხარი.
- ,,ჰო, კვირას აქ მოდიხართ და ორივე მაგრად მიიღებთ..“ - გვითხრა და გაჭიმული სილა დაგვანახა. მე და ედენს გაგვეცინა.
- ,,ღმერთო ჩემო, კიდევ რომ იცინიან..“ - ახლა თვითონაც გაეცინა.
- ,,ჰო მართლა, ენნი, შეგიძლია იანსაც უთხრა? კვირასთან დაკავშირებით. მაიკი კი ეტყოდა, მაგრამ მაინც შეახსენე..“
- ,,კარგი, ვეტყვი, მაგრამ ჯერ ეს ნახე..“ - ვუთხარი, კამერა შევაბრუნე და იქაურობა დავანახე.
- ,,რა ლამაზია.. ნეტავ მანდ ვიყო, ორივეს მაგ თოვლში გაფორთხიალებდით..“
- ,,ჰო, აბა შენ იცი.“ - ხმამაღლა გაეცინა ედენს.
- ,,კარგი, უნდა გავთიშო, თორემ წერივრად ვერაფერს ვათვალიერებთ.“ - ვუთხარი.
- ,,კარგი, თქვენ იცით. სასტუმროში რომ მიხვალთ მომწერე.“
- ,,კარგი.“ - ვუთხარი და გავუთიშე.
- ,,ედენ, მე წავალ, იანს მოვძებნი. თან ცოტას გავისეირნებ და კარგად დავათვალიერებ.“
- ,,კარგი. მეც დანარჩენებს ვნახავ.“ - მითხრა.
ცოტა ხანს დავდიოდი და გარემოს ვაკვირდებოდი. მერე იანი დავინახე და მისკენ წავედი.
- ,,იან,“ - დავუძახე. მაშინვე ჩემკენ გამოიხედა.
- ,,აქ ახლა კოლუმბის ძეგლი უნდა იდგას.“ - მითხრა და ადგილისკენ მიმანიშნა, სადაც 4 წლის წინ ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი იდგა.
- ,,ჰო, მაგრამ ზოგიერთების დამსახურებით აღარ დგას.“
- ,,მის გარეშეც არაფერი უშავს ამ პარკს.“
- ,,მართალია, მაინც ლამაზია. ჰო მართლა, სანამ დამავიწყდება.. ახლახან მიას ვესაუბრე, მითხრა გადმომეცა, რომ კვირას შენც დაპატიჟებული ხარ მათთან.“
- ,,ჰო, მაიკმა უკვე მითხრა.“ - თქვა და მარცხნივ მდებარე ხიდს გახედა. - ,,შენი აზრით, ამ ხიდს რომელი სეზონი მოუხდება უფრო მეტად?“ - მკითხა. შევხედე, კარგად დავაკვირდი, მერე რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ხიდისკენ წავედი.
- ,,არ ვიცი, დათოვლილი ძალიან ლამაზია აქაურობა. გაზაფხული არ მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ სიმწვანეც მოუხდება. ზაფხულში დიდად არ მგონია, ჩონჩხს დაემსგავსება, უფრო სწორედ, დღისით, საღამოს ლამაზი იქნება, და ბოლოს, შემოდგომის წვიმებში ულამაზესი იქნება ეს ადგილი.“
- ,,ანუ, შემოდგომაზე შეჩერდი?“
- ,,ნუ, შეიძლება ასე ითქვას, კი.“
- ,,და გაზაფხული რატომ არ გიყვარს?“
- ,,ისე, ამგას შევასწორებ. გაზაფხული კი არა, თოვლის დნობის პროცესი არ მიყვარს. ხომ იცი, აქა-იქ რომაა დარჩენილი და თან მზე რომ ანათებს ხოლმე. აი ამ პეიზაჟს რომ ვუყურებ ცუდად ვხდები. ახლაც რომ მახსენდება... თვითონ სახელიც ისეთი აქვს... გაზაფხული შუას მერე მიყავრს, წვიმის სუნი, მზიანი, მაგრამ ოდნავ ქარიანი ამინდები, ჩიტების ჭიკჭიკი...“ - ვთქვი, ის კი ორი წუთით გაჩუმდა, მერე გააგრძელა-
- ,,ჰანნა, იცი, რაღაც მაინტერესებს.. როგორ შეგიძლია ასე ყველაფრის სიყვარული? ერთმანეთის საპირისპირო რაღაცებისაც კი.. როგორ შეგიძლია ერთდროულად დღეც გიყვარდეს და ღამეც, როგორ შეიძლება ცეცხლი გიხმობდეს და წყლის ნაწილი იყო? სულ ცას უყურებდე, გხიბლავდეს მოციმციმე სხეულები და ამავე დროს ხმელეთზე არსებული სამყაროთი ამაყობდე და აღფრთოვანებული იყო? მართლა, პირველად ვნახე ასეთი ადამიანი, რომელსაც ასე აბსოლუტურად ყველაფერი უყვარს და აბედნიერებს.. რამდენი ადამიანია მსოფლიოში, ბევრი მინახავს, მარამ ისინი უბრალოდ ცხოვრობენ, შენ კი საერთოდ ყველაფერს შეიგრძნობ..“ -
- ,,ეს.. ალბათ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ, უფრო სწორედ, ერთმანეთის გარეშე არ უნდა იყვნენ. წარმოგიდგენია, ღამეს დღე რომ არ მოჰყვებოდეს რა მოხდება? ან პირიქით.. ან თუნდაც მხოლოდ ხმელეთი, წყლისა და ცის გარეშე როგორი იქნებოდა? ეს ყველაფერი ერთად იმისთვისაა, რომ ცალ-ცალკე არ უნდა იყვნენ, უაზრობა იქნებოდა, ერთფეროვნება.“
- ,,და იმისთვის, რომ ისინი ერთმანეთს არ დაშორდნენ, ყველაფერმა შენი სიყვარულის ქვეშ ნახა საერთო ბინა და იქ შეაფარა თავი?“ - გაეღიმა.
- ,,არა, მე უბრალოდ ისე მიყვარს ისინი, როგორც არიან შექმნილები, ერთად. ერთის გარეშე მეორის არსებობა წარმოუდგენელია. ისინი ერთმანეთს ავსებენ, ერთ მთლიანობას ქმნიან. ისე არ მითქვამს, რომ ცეცხლი და ხმელეთზე არსებული ყველაფერი მიყვარს..“
- ,,მართალია, არ გითქვამს. შევამჩნიე.. გახსოვდ, შენი მშობლების სახლში რომ ხატავდი..“ - თავი დავუქნიე - ,,როცა დავჯექი, დავინახე, როგორ აკვირდებოდი ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს. ისე უყურებდი, აშკარაა, ისიც გიყვარს. ისე წამით ვიფიქრე ვინმეს ნება რომ მოეცა შიგნით შეხტებოდი, უფრო მეტად რომ შეგეგრძნო.“ - გაეცინა.
- ,,მართლა? ასეთი გიჟიც არ ვარ, მაგრამ არც არავის ნებართვა მჭირდება. თუ მომინდება შევხტები..“ - სიცილით ვუთხარი. - ,,მაგრამ ჰო, მართლა მიყვარს.“
ხიდის მეორე მხარეს გავედით და იქ გავაგრძელეთ სიარული.
- ,,ჰო, უბრალოდ ვიხუმრე.“ - მითხრა.
- ,,და ასე რატომ გიკვირს? ვერ დავიჯერებ, რომ რამე მაინც არ გეყვარება აქედან..“
- ,,კი, როგორ არა. წყალი და ცურვა მეც მიყვარს..“ - სიცილით თქვა.
- ,,და? ხომ არ გაცურავდით ბატონო იან?“ - ვუთხარი და სანპიროზე მივანიშნე, რომლის მარცხენა მხარეს უზარმაზარი გემები იყო.
- ,,ზამთარი რომ არ იყოს, დიდი სიამოვნებით შეგეჯიბრებოდით ისევ, მის ჰანნა.“
- ,,დიდ გულზე ხარ? იოცნებე. მოგების შანსი აღარ გაქვს.“
- ,,ჰო? წინაზეც ასე ამბობდი.“
- ,,იან.“
- ,,რა იყო? ამას დამტკიცებაც უნდა.“
- ,,აუცილებლად, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა.“
- ,,ხომ იცი, არ დამავიწყდება, მერე არ უარყო..“
- ,,არავითარ შემთხვევაში!.“
- ,,ძალიან კარგი.“ - თქვა და სწორედ იქ გავჩერდით, სადაც უზარმაზარი ოკეანე იწყებოდა. ცოტა ხანს გემებსა და თვალუწვდენელ სივრცეს ვაკვირდებოდი, მერე იანს ვუთხარი:
- ,,გემით მოგზაურობა სულ მინდოდა. ერთხელ ჩვენთან ბებოს მეგობარი მოვიდა. ის სულ მოგზაურობს, გემითაც ბევრჯერაა ნამყოფი სხვადასხვა ქვეყანაში. სწორედ ამაზე საუბრობდა და თქვა, რომ გემით მოგზაურობა საშინელებაა, მტერსაც არ ვუსურვებ გემით გადაადგილებასო. მას მერე სულ ვყოყმანობ გემით სადმე წასვლას. არადა, სწორედ ის აზრი მომწონს, რომ შესაძლებელია შუა ოკეანეში ვიყო..“
- ,,მართლა ასე თქვა? ჩემი აზრით საერთოდ არაა ასეთი. პირიქით, ძალიან კარგი შეგრძნებაა. ბავშვობაში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი მშობლებთან ერთად. რომ წამოვიზარდე მაშინაც ვიყავი მარტოც, და სხვათა შორის, მაიკთან ერთადაც ვიყავი ერთხელ.“
- ,,მართლა? მაიკს არ უთქვამს, რომ გემით ყოფილა სადმე..“
- ,,ჰო, მაშინ მიას არც კი იცნობდა, ალბათ 10 წლის წინ იყო.“
- ,,აქ საღამოს ძალიან ლამაზი იქნება.“ - თემა შევცვალე - ,,ის ხიდი ლურჯად ანათებს, ინტერნეტში მაქვს ნანახი და ამას არ გამოვტოვებ..“ - ღიმილით ვთქვი და თან წარმოვიდგინე როგორი იქნება შებინდების ჟამს ის დათოვლილი ხიდი, რომელშიც წეღან გამოვიარეთ.
- ,,მაშინ დაღამებას დაველოდოთ. წამოდი, იქ დავსხდეთ.“ - მითხრა და მარჯვნივ მდგომ სკამზე მიმითითა. დავსხედით და ალბათ 5 წუთი ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. თვალუწვდენელ ოკეანის დასაწყისს ვუყურებდი ბოსტონიდან და არცთუისე სიმშვიდეს ვუსმენდი.
- ,,შემიძლია ასე საათობით ვიჯდე და ასეთ ხედებს ვუყურო.“ - თქვა იანმა.
- ,,ხანდახან მეც. გააჩნია, როგორი დღეა. თუ ბევრ რამეზე მჭირდება ფიქრი, ასეთ ადგილას მივდივარ, ხოლმე, სადაც ვიცი, რომ არავინ შემაწუხებს. მაგრამ უფრო ნაკლებად შესამჩნევი და ხალხისგან მოშორებული ადგილი უკეთესია..“
- ,,და კიდევ თუ საქმე არ გაქვს..“
- ,,საქმე? თუ ცუდი დღე მაქვს, საქმე საერთოდ მავიწყდება და ვერ ვკონცენტრირდები ხოლმე. უფრო სწორედ, სხვებისთვისაა უკეთესი თუ იმ დღისით თვალში არ მომხვდებიან..“
- ,,ასეთი დღე გუშინ წინ იყო?“ - გაეცინა.
- ,,შეიძლება ასეც ითქვას. მაგრამ, არასწორად არ გამიგო. მუშაობა, მით უმეტეს ამ სფეროში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან მიყვარს. მაგრამ მაქვს ხოლე დღეები, ნუ შეიძლება დღე არა და საათი იყოს, ან წუთები, როცა ვერავის ვერ ვიტან და მუშაობის მაგივრად მირჩევია სადმე გავიდე, ბუნებაში და უბრალოდ ჩემთვის ვიყო, ან მიასთან ერთად..“ - იანმა არაფერი თქვა.
- ,,საერთოდ, ასე ღიად არ ვსაუბრობ ხოლმე ჩემს ამ მხარეზე და ვაცდი ადამიანებს თავისით გაიგონ ყველაფერი. ბოდიში, თუ დაგღალე ამით. უბრალოდ ახლა კარგ ხასიათზე ვარ და როცა რაღაც მიხარია სულ მინდა, რომ ვილაპარაკო.“
- ,,ღმერთო, ისევ. შემდეგში, როცა ბოდიშის თქმას დააპირებ, მომიწევს მე გაგაჩუმო.“ - მითხრა. ამ დროს ედენი მოვიდა.
- ,,აბა, როგორ მოგეწონათ აქაურობა?“ - იკითხა და გვერდით მომიჯდა.
- ,,მართლა ძალიან ლამაზია, ეს ხედი მით უმეტეს.“ - ვუთხარი და თვალებით ვანიშნე პირდაპირ.
- ,,დანარჩენებსაც ძალიან მოეწონათ. მეგანს მგონი ცოტა შესცივდა და უკან დაბრუნდა.“
- ,,კარგადაა?“
- ,,ჰო, არ ინერვიულო. კლერი და სოფია გაჰყვნენ და მიხედავენ. ჰო მართლა..“ - მითხრა და მხარზე ხელი დამადო - ,,მიამ ისევ დარეკა.“
- ,,დაწყნარდა?“ - სიცილით ვკითხე.
- ,,მგონი ჰო, მაგრამ კარგი არაფერი მოხდება რომ ჩავალთ, უფრო სწორად, მასთან რომ მივალთ.“
- ,,მშვიდობა აქვს?“- იკითხა იანმა.
- ,,ჰო, უბრალოდ მგონი მე და ჰანნამ ცოტა გავაბრაზეთ..“ - სიცილით თქვა ედენმა.
- ,,ჩვენ კი არა, შენ. შენ უთხარი მოსუქებულხარო.“ - ვუთხარი.
- ,,ისე, მაღაზიებში ხომ არ გაგვევლო?“ - იკითხა ედენმა.
- ,,კარგი აზრია. თან მიას რამეს გავუყოლებთ გულის მოსალბობად. მაგრამ საღამოს გავიაროთ, აქედან ისე არ წავალ, რომ ანთებული ხიდი არ ვნახო.“
- ,,ძალიან კარგი. იან, შენ რას იტყვი?“
- ,,რატომაც არა. წავიდეთ.“
- ,,კარგი, წავალ, სხვებსაც ვეტყვი.“ - თქვა ედენმა და წავიდა.
- ,,იცი, ხანდახან მგონია, რომ უფროსი კი არა, ჩვეულებრივი თანამშრომელია.“ - მითხრა იანმა.
- ,,ჰო, ყველასთან ძალიან მეგობრულია, სამსახურის გარეთ მითუმეტეს. მაგრამ სამსახურში მათგან ძალიან ითხოვს. საკმარისია მის კაბინეტში დაუკაკუნებლად შევიდეს ვინმე, იმ დღისით საერთოდ აღარ უნდა დაენახოს..“
- ,,და შენ? სულ დაუკაკუნებლად შედიხარ..“
- ,,სწორედ ასე ხვდება, რომ მე ვარ. ედენი არც მოითხოვს ჩემგან კარზე დაკაკუნებას. სკოლიდან ერთად მოვდივართ, ყველაფერი ერთად შევქმენით, ამის ბედნიერება არ ექნება.. მე და ედენმა ეს საქმე ერთად წამოვიწყეთ. უფრო სწორედ, სწავლის დასრულების შემდეგ ედენს თავისით უნდოდა მსხვილი კომპანიის გახსნა, სწორედ ის, რომელშიც ახლა ჩვენ ყველა ვმუშაობთ.“
- ,,ახლა კომპანიის ისტორია მომიყევი?“ - სიცილით მკითხა.
- ,,მგონი ასე გამოდის.“
- ,,მერე?“
- ,,მერე ჩვენით დავლაგდით ჯერ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც საჭირო იყო და ისე განვათავსეთ ინტერნეტში ვაკანსიები. ბევრს უარი ვუთხარით, ვინც მივიღეთ დღესაც ჩვენს გვერდითაა. შენ ნაბოლარა ხარ..“ - ღიმილით ვუთხარი.
- ,,შენ და ედენი კი, როგორც ჩანს, უხუცესები ხართ.“
- ,,ჰო, 5 წელია ჩვენ მივუძღვებით და საერთოდ არაა მარტივი, თან, ეს დასაწყისია, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ჯერ ისეთი პატარაა ჩვენი ბიზნესი, ალბათ იმის მეათედია, რაც მომავალში იქნება, ყოველ შემთხვევაში გვინდა, რომ იყოს.“
- ,,რა თქმა უნდა, ასეც იქნება.“
- ,,მიუხედავად იმისა, რომ სულ გაფართოებისკენ ვისწრაფვით, იცი ედენზე გავბრაზდი, როცა გავიგე, რომ სამსახურში აგიყვანა.“
- ,,ვიცი, მაგრამ მიზეზი..“
- ,,ცუდად არ გამიგო, უბრალოდ არც ერთი თანამშრომელი არ აუყვანია ისე, რომ ჩემთვის არ ეკითხა და ერთად არ მიგვეღო გადაწყვეტილება. არამარტო თანამშრომლები, ისეთ პაწაწუნა დეტალებსაც კი ერთად ვარჩევდით, როგორიც კარის სახელურებისა და სკამების ფერია. მაგრამ შენს შემთხვევაში, ჯერ პარიზში გამომაგზავნა ისე, რომ ჩემთვის არც კი უკითხავს მინდოდა თუ არა პარტნიორთან ერთად მუშაობა, მერე ჩვენთანაც აგიყვანა, და მე არაფერი მკითხა..“
- ,,ნანობ?“ - გამაწყვეტინა და ჩაფიქრებულმა მკითხა.
- ,,რა?
- ,,დისკომფორტს გიქმნის, რომ პარტნიორთან, ჩემთან ერთად მუშაობ?“
- ,,იცი, რაც მუშაობა დავიწყე, არასდროს მიფიქრია ან მდომებია ვინესთან ერთად მუშაობა, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, მაშინაც კი, როცა პარიზში ჩამოვედი. საშინელი ხასიათის, პრინციპული იყავი, ახლა კი მართალია საკუთარ თავზე ბევრს არ საუბრობ, მაგრამ მაინც გავიცანი შენი რაღაც ნაწილი და მიხარია, რომ შენთან ერთად ვმუშაობ.“ - ვუთხარი, იანი კი თვალებში მიყურებდა და მითხრა:
- ,,მიხარია ამის მოსმენა.“
ცოტა ხანს ისევ ჩუმად ვიყავით და ორივე ჰორიზონტს ვაკვირდებოდით.
- ,,შენი აზრით, შემდეგი საქმე რასთან იქნება დაკავშირებული? გადაჭარბება? მდიდარი მამიკო?“ - ისევ დაარღვია იანმა სიჩუმე.
- ,,არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, დიდი თავსატეხი იქნება. ორ კვირიანი დასვენების შემდეგ კარგი იქნება, თანაც დიდი ხანია ასეთი აღარ მქონია და თითქოს მომაკლდა კიდევაც.“
- ,,ანუ თავსატეხები გინდა.“
- ,,ჩემი ჰობია თავსატეხები.“
- ,,მაინც როგორი.. მკვლელობების სერია?“
- ,,იცი, ამაზე ლაპარაკი საშინელებაა, თუ ვინ ან რა ვითარებაში იქნება მსხვრეპლი, რომ ვიღაც უნდა მოკვდეს, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მაინც მოხდება ასეთი დანაშაულები და ამას მანამ ვერ აღვუდგებით წინ, სანამ არ მოხდება. მერე მხოლოდ შეგვიძლია კვალს მივყვეთ და დამნაშავე დავიჭიროთ. თითქოს წესია, რომ ვიღაც უნდა გაიქცეს და ჩვენ გავეკიდოთ დასაჭერად, მაგრამ რატომ მაინც და მაინც ჩვენ?“
- ,,იმიტომ, რომ ეს ვიღაცამ უნდა გააკეთოს, და ეს ვიღაც ჩვენ ვართ, ჩვენივე გადაწყვეტილებით.“ - მიპასუხა იანმა, როცა ჩემს ნათქვამზე ჩაფიქრდა.
- ,,მართალია, ეს ვიღაცამ უნდა გააკეთოს.“
ისევ ის სიჩუმე, რომელსაც აქა-იქ ხალხის ხმა არღვევდა. მოსაღამოვდა, თითქმის სადაცაა დაღამდება, მაგრამ ისეთი თეთრი ღრუბელია ზემოთ, რომ ჯერ კიდევ დილა გეგონება.. მოულოდნელად თოვა დაიწყო.
- ,,ახლა საერთოდ აღარ მომინდება აქედან წასვლა, სანამ თოვა არ შეწყდება.“ - ვთქვი.
- ,,გეფიცები, ასეთი ვინმეარასოდეს მინახავს, ასე რომ უყვარდეს თოვა, და არამარტო თოვა.“ - ღიმილით თქვა იანმა.
- ,,ახლა ხომ ნახე.. უკვე ღამდება, კარგად დაბნელდეს, რომ განათებები უკეთესად გამოჩნდეს, მაგრამ მანამდე გავისეირნებ, მომწიყინდა ჯდომა.“ - ავდექი და ფეხით გავუყევი იმ გზას, რომლითაც ედენი წავიდა წეღან. რამდენიმე წუთი ნელა მივდიოდი თოვლში, მერე ედენი შემხვდა.
- ,,ჰანნა, მგონი უკვე საკმარისად დაღამდა და ხიდიც აინთო. წამოდი, ვნახოთ და თან წავიდეთ.“
- ,,აინთო? წამოდი მაშინ, ვნახოთ.. თან მგონი აცივდა კიდეც ცოტა..“ - ვუთხარი.
- ,,შენ თუ ოდნავ გრძნობ სიცივეს, ესე იგი საშინლად ცივა..“ - გაეცინა - ,,კარგი, წამოდი.“
ბილიკზე მივდიოდით და შორიდან ლურჯად განათებული ხიდი რომ დავინახე, ჩემს შიგნით რაღაც თბილი და კარგი ჩაიღვარა..
- ,,ღმერთო ჩემო, ედენ. რა ლამაზია! თოვას განსაკუთრებით უხდება ლურჯი ნათება..“ - ვთქვი, მაგრამ, ვფიქრობ, საკმარისად ვერ გამოვხატე ის, რაც ვიგრძენი. იქვე იყვნენ დანარჩენებიც შეკრებილები. ხიდისქვეშ გავლა გადავწყვიტე და სწორედ იქ დავდექი, სადაც ხიდი იწყებოდა, რომ კარგად დავკვირვებოდი. მეორე მხრიდან კი იანი მოდიოდა. ნელა გადავდგი ნაბიჯები, ხიდის ქვეშ ნახევრამდე არც კი ვიყავი მისული, გავჩერდი, მაღლა ავიხედე და ისევ კარგად დავაკვირდი.
- ,,აბა, მოგწონს?“ - იანი მომიახლოვდა.
- ,,ისე, რომ ვერც კი აღვწერ, სიტყვები არ მემორჩილებიან.“
- ,,ჰო, მართლა ლამაზია.“ –
სხვებსაც აშკარად მოსწონდათ, ისე უყურებდნენ ხიდს.
- ,,შენ ფოტოებს არ გადაიღებ?“ - მკითხა, როცა დაინახა, როგორ იღებდნენ დანარჩენები როგორ იღებდნენ ათას ფოტოს და მათზე მანიშნა თვალით.
- ,,რა თქმა უნდა, არა. ეგ ერთ-ერთი რამაა იმ სიაში, რასაც ადამიანებში ვერ ვიტან - ყველა ახალ ადგილას ფოტოს გადაღება. სულ მესმის, სამახსოვროდ ვიღებთო. რაც საჭიროა და რაც მომწონს, ჩემს გონებაში ისედაც დარჩება. მირჩევია ის დრო თვალიერებაში გავატარო, რომელსაც დანარჩენები ფოტოების გადაღებას უთმობენ.“
- ,,ჰანნა, მგონი სჯობს წავივდეთ, უფრო აცივდა.“ - მითხრა ედენმა, რომელიც ისევ ხიდის დასაწყისში იდგა.
- ,,ჰო, ახლავე მოვალ.“ - ვუთხარი ედენს და იანისკენ შევბრუნდი - ,,უკვე ვეღარ ძლებენ, წავიდეთ.“ - იანმა თავის დაქნევით მიპასუხა და მათკენ წავედით.
- ,,ზოგს შესცივდა და სასტუმროში დაბრუნება გადაწყვიტეს. ჩვენ წავიდეთ მაღაზიებში?“ - მითხრა ედენმა.
- ,,თუ შენც არ შეგცივდა..“ - ვუთხარი.
- ,,კარგი რა.. მე შემოგთავაზე და ახლა უარს ხომ არ გეტყვი?..“
- ,,მეც უკან დავბრუნდები, რაღაც საქმე მაქვს.“ - თქვა იანმა.
- ,,კარგი, როგორც გინდა.” – უთხრა ედენმა.
იანი დანარჩენებთან ერთად სასტუმროში დაბრუნდა.
- ,,ორი წუთით სადღაც შევირბენ და ახლავე მოვალ, გარეთ დამელოდე კარგი?“ - მითხრა ედენმა და გზაზე რომელიღაც კაფეში შევიდა. გარეთ ვიდექი და ვუცდიდი, თან ისევ ყოველი ფიფქის ჩამოვარდნას ვაკვირდებოდი ლამპიონების შუქზე.
- ,,ისევ თოვას უყურებ? არ მოგბეზრდა თოვისას მაღლა ყურება? ან კისერი არ გეტ...“
- ,,არასდროს!“ - შევაწყვეტინე ედენს.
- ,,კარგი, კარგი, აი გამომართვი. აქ ქალაქში საუკეთესო ცხელ შოკოლადს ამზადებენ.“ - მითხრა და ჭიქა გამომიწოდა, მეორე ხელით კი თავისი ჭიქიდან მოსვა.
- ,,მადლობა.“
- ,,კარგი, ახლა.. მიას რა წავუღოთ? მისის გულის მოგება გვჭირდება.“ - გაეღიმა.
- ,,მე ვიცი რასაც წავუღებ. ერთი სუნამოა, რომელიც დიდი ხანია უნდა და ჩვენთან ვერასდროს ასწრებს ყიდვას. იმედი მაქვს აქ იქნება.“
- ,,წამოდი მაშინ ვნახოთ.“
მიას DIPTYQUE ვუყიდე. ედენმა საათი აურჩია, ქეითსაც სუნამო უყიდა და სასტუმროში დავბრუნდით.
- ,,შენს საჩუქარს ახალი წლისთვის ნახავ.“ - მითხრა.
- ,,შენც..“ - ორივეს გაგვეღიმა.
- ,,კარგი, დილით გნახავ, ღამე მშვიდობის.“
- ,,ღამე მშვიდობის.“ - ვუთხარი და ის თავის ოთახში შევიდა. კიბეზე ასვლა დავაპირე, მაგრამ იანის ხმამ შემაჩერა.
- ,,დაბრუნდით?“
- ,,ჰო, ახლახანს. მიას სუნამო ვუყიდე.“ - ვუთხარი და ყუთი დავანახე. - ,,შენ მოაგვარე საქმე?“
- ,,ჰო, დაახლოებით. პარიზიდან დამიკავშირდნენ სწორედ მაშინ, თოვა რომ დაიწყო და თქვი სასეირნოდ წავალო.“
- ,,რამე სერიოზულია?“ - ვკითხე
- ,,პატარა საქმეა, მალე მოვაგვარებ.“
- ,,კარგი, უნდა ავიდე, ხვალისთვის მოვემზადო..“
- ,,კარგი, ღამე მშვიდობის.“
- ,,ღამე მშვიდობის.“ - ვუთხარი და კიბეებს ავუყევი. ოთახში შევედი, ქურთუკი გავიხადე და ბარგის ჩალაგებას შევუდექი. ნივთები ჩავალაგე და როგორც კი დავწექი მაშინვე გავითიშე.













თავი 20.
,,ახალ წელს გილოცავ, დეტექტივო.“



- ,,მის ჰანნა, ბატონმა ედენმა გადმოგცათ ნახევარ საათში უნდა გავიდეთ უკვე.“ - მითხრა მეგანმა კარის გაღებისთსანავე.
- ,,კარგი, მალე ჩამოვალ. შენ კარგად ხარ? გუშინ ედენმა მითხრა ცუდადააო, რომ დავბრუნდით უკვე გვიანი იყო და აღარ შეგაწუხე..“
- ,,კი კარგად ვარ. გუშინ ალბათ შემცივდა, თან ცოტა ცუდად ვიყავი და...“
- ,,გასაგებია. კარგი ედენს გადაეცი, რომ ახლავე ჩამოვალ.“ - ვუთხარი, თავი დამიქნია მხოლოდ და წავიდა. უკვე მზად ვიყავი, მხოლოდ ქურთუკი და ჩანთები ავიღე და დაბლა ჩავედი. კიბეებზე ჩასვლისას ჩარლზმა დამინახა, ჩემკენ წამოვიდა და ჩანთები გამომართვა.
- ,,დილა მშვიდობის. დანარჩენები არ ჩამოსულან ჯერ?“ - ვკითხე, როცა იქ რამდენიმე თანამშრომელი დავინახე მხოლოდ.
- ,,დილა მშვიდობის მის ჰანნა. ბატონმა ედენმა ახლახან მითხრა, რომ მალე გამოვა. დანარჩენებიც მოვლენ.“ - მითხრა და ჩემი ბარგი ნელა, ხმაურის გარეშე დადო დაბლა. სწორედ ამ დროს ედენი გამოვიდა.
- ,,აბა, მზად ხართ?“
- ,,ჩვენ კი.“ - ვუთხარი და დანარჩენებს გადავავლე თვალი - ,,ისინიც მალე მოვლენ ალბათ.“
- ,,კარგი დაველოდოთ.“
ორ წუთში მეგანი ჩამოვიდა, მასთან ერთად სამი თანამშრომელი. მათ რამდენიმე წუთში იანი მოჰყვა. საბოლოოდ, 10 წუთში უკვე ყველა მოსული იყო და 1 საათისთვის აეროპორტში მივედით. თვითმფრინავში ჩავსხედით და ორი საათისთვის ავფრინდით. საღამოს ფრენით დაღლილები აეროპორტიდან გამოვედით და თანამშრომლები გავაცილეთ.
- ,,გაგიყვანოთ?“ - გვკითხა ედენმა მე და იანს.
- ,,არ გეჩქარება?“ - ვკითხე.
- ,,არა, დაგტოვებთ და მერე წავალ სახლში.“
- ,,კარგი მაშინ, იან, ხომ მოდიხარ?“
- ,,ჰო, წამოვალ.“
ჩანთები საბარგულში ჩავალაგეთ და მანქნაში ჩავალაგეთ და ჩავსხედით.
- ,,იცი, მგონი ასე ხშირად ვეღარ ვივლი სამოგზაუროდ.. მეგონა ასე ძალიან არ მომენატრებოდა ბავშვი, მაგრამ...“ - თქვა ედენმა.
- ,,აბა როგორ გინდა.. პირველი შვილი გეყოლა და სხვანაირად შეუძლებელია. ისე, კი გეტყობოდა რაღაც მომენტებში ჩაფიქრება...“ - ვუთხარი.
- ,,ჰო მართალია, მეც შევამჩნიე.“ - ჩაერთო იანიც.
- ,,მერე რა ედენ, ნორმალურია.. შენი შვილია და მოგენატრება..“
- ,,ჰო, არ ვიცი მთელი კვირის მერე ხვალ კიდევ როგორ უნდა დავტოვო..“
- ,,მანამდე, აინაზღურე ეს კვირა და თან ცოტა ხანს ქეითსაც დაასვენებ..“ - სიცილით ვუთხარი.
მალე მივედით ჩვენს ბინებამდე, მე და იანი მანქანიდან ჩამოვედით, ჩანთები ჩამოვალაგეთ, ედენი კი დაგვემშვიდობა და წავიდა.
- ,,როგორც წესი ფრენა მიყვარს, მაგრამ დღეს გზამ რატომღაც დამღალა.“ - ვუთხარი იანს.
- ,,ჰო ძალიან გაიწელა დღე. წამოდი, ავიდეთ და დაისვნებ.“ - ზევით ავედით, ჩემს ბინაში შევედი და მაშინვე სააბაზანოსკენ გავეშურე. როცა გამოვედი, ჯერ კიდევ ხალათი მქონდა მოსხმული, გამახენდა, რომ დედასთან არ დამირეკავს. ტელეფონი ავიღე და დავურეკე.
- ,,გისმენ ენნი“ - მამამ მიპასუხა.
- ,,მამა, როგორ ხართ?“
- ,,ჩვენ კარგად, შენ რა ქენი, ჩამოხვედით?“
- ,,კი, ერთი საათი იქნება სახლში ვარ. დედა სადაა?“
- ,,სამზარეულოშია, დაგალაპარაკო?“
- ,,იყოს.. უბრალოდ დავრეკე, რომ არ გენერვიულათ..“
- ,,მოგეწონა ბოსტონი?“
- ,,კი, ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი, სადაც ვიყავით.. ფოტოაპარატი რომ მქონოდა იქ იმდენ რამეს გადავიღებდი...“
- ,,ღმერთო, არის რამე, რაც შენ არ მოგწონს?“ - სიცილით მითხრა.
- ,,არა, გადავიფიქრე, ყველაფერს არ გადავუღებდი.. კიარა და, სართოდაც არაფერს.“
- ,,ღმერთო, როგორ ჰგავხარ მამაშენს.. მომკლავს შენი ხასიათი..“ - შორიდან მომესმა დედას ხმა, რომელიც აშკარად ტელეფონისკენ მოდიოდა.
- ,,დედა, როგორ ხარ?“
- ,,ნორმალურად, ჩამოხვედით?“
- ,,ჰო, ცოტა ხნის წინ. ძალიან მომეწონა ყველაფერი.“
- ,,და ამ წამს რას ფიქრობ.. გადაუღებდი თუ არა?“
- ,,არა, იმავე აზრზე ვარ.. არ გადავუღებდი.“
- ,,აბა, ახალი წლისთვის არ ჩამოხვალ?“
- ,,ერთი კვირის წინ იმის გამო არ ჩამოვედი, რომ ახალი წლისთვის ვერ მოვახერხებდი? ვერა, ხვალ მიასთან ვაპირებთ წასვლას და იქ შევხვდებით ახალ წელს.. სამსახურში ადრე უნდა გავიდეთ წინა წლებთან შედარებით და ამიტომ ვერ ჩამოვალ. კარგი ახლა უნდა წავიდე, არც კი ჩამიცვამს.. ხვალ დაგირეკავთ.“
- ,,კარგი, ღამე მშვიდობის..“ - მითხრა და გათშა. მე კი საღამურები ჩავიცვი და დავწექი.

11 ხდებოდა, რომ გავიღვიძე.
- ,,ღმერთო, ორი კვირაა ჩემს საწოლში ნორმალურად არ მძინებია. გვიანობამდე ძილიც მომნატრებია..“ - ვთქვი და მაშინვე ტელეფონი ავიღე, რომელიც საწოლის გვერდით ტუმბოზე იდო. ედენის შეტყობინება გავხსენი:
- ,,საღამოს 9 საათისთვის გამოგივლით. იანსაც გააგებინე.. გამოსვლას რომ ვავაპირებთ დაგირეკავ ;)“
- ,,კარგი.“ - მივწერე, ტელეფონი დავდე და ავდექი. საწოლი გავასწორე, მაცივართან მივედი.. გამახსენდა, რომ ორი კვირაა სახლში არ ვყოფილვარ და მაცივარში ვარგისი აღარაფერი იქნება წყლის და ზღვის საჭმელების გარდა. ამიტომ ვიფიქრე ჯერ სახლს დავალაგებდი ნორმალურად. საათნახევარი ვალაგებდი, მერე ჩავიცვი და გადავწყვიტე მაღაზიებში გამევლო, მაცივარი შემევსო და გარდერობიც განმეახლებინა, ასევე სახლისთვის საჭირო არტიბუტებიც მეყიდა.
მაინც და მაინც დღეს რატომ?
ამაღამ ახალი წელია და მე როგორც ყოველთვის სწორედ იმ დღისით მინდება ყველაფრის კეთება, როცა ყველაზე ცოტა დრო მაქვს...
კარგი, რადგან გავიფიქრე, ამას წინ ვეღარაფერი აღუდგება. ქურთუკი შემოვიცვი და ბინიდან გავედი. როცა მანქანაში ჩავჯექი და დავქოქე, მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ იანისთვის უნდა შემეძახა.
- ,,კარგი, არა უშავს. როცა მოვალ მაშინ შევძახებ.“ - ვთქვი ჩემთვის, მუსიკა ხმამაღალზე ჩავრთე და პროდუქტების საყიდლად წავედი. სუპერმარკეტში შევედი, ათასი რაღაც დავხვეტე და სალარომდე ძლივს მივიტანე, მერე პარკები მანქანაში ჩავაწყვე და ახლა სახლში საჭირო წვრილმანების საყიდლად წავედი. იმდენი საყვარელი რამ დავინახე.. უარი ვერაფერზე ვთქვი.. კონტეინერები, ქილები, ჭიქები, ახალი პირსახოცები, მიუხედავად იმისა, რომ სახლში უამრავი მაქვს და კიდევ რამდენიმე სუვენირი, რომლებიც დიდი ხანია არ მიყიდია და ჩემს კოლექციას მივმტე.. იმ ყვითელი ჟირაფების ჩათვლით, რომლებიც საშინლად მომეწონა. მერე ტანსაცმლის მაღაზიებში შევიარე, ათასი რაღაც მოვისინჯე. წითელი, საკმაოდ მოკლე და ტანზე მომდგარი კაბა ჩავიცვი, გასახდელიდან გამოვედი და სარკეში ვისწორებდი.
- ,,ჰო, აი ეს მესმის..“ - უკნიდან ხმა მომესმა. მაშინვე შევბრუნდი.
- ,,იან, აქ რას აკეთებ?“ - ვკითხე.
- ,,რასაც შენ, საყიდლებზე ვარ.“ - მითხრა და კიდევ ერთხელ ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
- ,,ქალების განყოფილებაში?“
- ,,არა, უბრალოდ შენი მანქამა დავინახე ქვემოთ და ვიფიქრე მოგესალმებოდი. ისე, გიხდება.“
- ,,ჰო, მგონი ცუდად მადგას მხრებთან..“ - სარკისკენ შევტრიალდი და ისევ სწორება დავუწყე კაბას.
- ,,დარწმუნებული ვარ, ეგ იმიტომ, რომ ზონარი ბოლომდე არ გაქვს შეკრული.“ - მომიახლოვდა და კაბის ზონარი ბოლომდე შეკრა ზურგთან.
- ,,ახლა ნამდვილად ბევრად კარგია.“ - მითხრა. მე ოდნავ გაკვირვებული ვუყურებდი სარკეში იანს, მაგრამ მალევე გამოვერკვიე.
- ,,ჰო, უკეთესია. მადლობა. შენ უკვე მორჩი?“ - ვკითხე.
- ,,ჯერ არა. ვფიქრობ ამ ორიდან რომელია უკეთესი..“ - მითხრა და ორი პერანგი დამანახა, რომელიც ამდენ ხანს ხელში ეჭირა.
- ,,შავი, თუ შავი? მგონი შავი სჯობს.. იან, იქნებ ცოტა ღია ფერებიც გეცადა.. საშინლად მკაცრ აურას ტოვებ სხვების თვალში..“
- ,,ფიქრობ მკაცრი ვარ?“
- ,,არა, ასე საერთოდ არ ვფიქრობ. უბრალოდ მკაცრი გამომეტყველება და ჩაცმულობა გაქვს..“
- ,,მგონი ასე უკეთესიცაა. უნდა წავიდე, საქმე მაქვს.“ - მითხრა და წასვლა დააპირა, მაგრამ ედენის ნათქვამი გამახსენდა, ახლაც რომ არ ვუთხრა, მერე შეიძლება სულ დამავიწყდეს..
- ,,იან, მოიცადე.. დამავიწყდა მეთქვა საღამოს 9-ისთვის ედენი გამოგვივლის, თუ შენ პრობლემა არ გაქვს..“
- ,,არა, არანაირი.“
- ,,კარგი, მაშინ საღამოს დაგირეკავ.“
- ,,კარგი.“ - მიპასუხა და წავიდა.
ახლა საშინელ ხასიათზე დავდექი. ეწყინა? ღმერთო ჩემო, მძულს ჩემი ეს შიშები!
გასახდელში შევედი, გამოვიცვალე, რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი ავიღე და სალაროსკენ წავედი. როცა გარეთ გავედი, იანის მანქანა დავინახე, რომელიც ჩემი მანქანის უკან ეყენა.
- ,,ანუ ჯერ კიდევ შიგნითაა.“ - გავიფიქრე და ისევ იმ აზრმა გამირბინა თავში, რომ წეღან ვაწყენინე.
- ,,ეს დანაშაულის გრძნობა არაფრის გამო! ნერვებს მიშლის.. იქნებ სულ არ სწყენია? რკინის ნერვები აქვს.“ - თავი გავაქნიე, პარკები მანქანაში ჩავაწყვე და ჩავჯექი.
- ,,ღმერთო, ედენის საჩუქარი, ლამის დამავიწყდა.“ - ვთქვი ისევ ჩემთვის და ისევ გადავედი მანქანიდან. მისთვის საჩუქრის არჩევა სულ ადვილია.. როლექსზე გიჟდება, ამიტომ ისეთი ფერი ავურჩიე, რომელიც არ აქვს. ისევ ჩავჯექი მანქანაში და წავედი.
სახლში მივედი, სამჯერ მომიწია კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა, რომ ყველა პარკი ამეტანა ბინაში.ყველაფერი თავის ადგილას დავაწყვე და სააბაზანოში შევედი.
7 ხდებოდა, სააბაზანოდან რომ გამოვედი. მაშინვე გავიშრე თმა და მაღლა ავიწიე. მაკიაჟი გავიკეთე, მაგრამ რატომღაც არ მომეწონა. არა, მაკიაჟი ლამაზია, ტუჩსაცხის ეს ფერი არ უხდება. ღია ყავისფერი, თითქმის კანისფერი საცხი მოვიშორე და წითელი წავისვი. იდეალურია. მერე ის წითელი კაბა ჩავიცვი, რომელიც წეღან ვიყიდე და ასევე შავი მაღალქუსლიანები. ზემოდან შავი, გრძელი ქურთუკი უნდა ჩამეცვა, მაგრამ სახლიდანვე ვერ ჩავიცვამდი, რადგან საკმაოდ თბილოდა. ერთი სიტყვით, ახალი წლისთვის ზედგამოჭრილია კაბაც და მაკიაჟიც.
საათს დავხედე, ცხრას 15 წუთი აკლდა. სწორედ ამ დროს დარეკა ედენმა.
- ,,ჰანნა, მზად ხარ?“
- ,,კი, ამ წუთას მოვრჩი.“
- ,,კარგი, უკვე გამოვდივართ, 10 წუთში მანდ ვიქნები. იანსაც გააგებინე.“
- ,,კარგი.“- გავუთიშე, ჩანთა, ხელთათმანები, მიასა და ედენის საჩუქრები ავიღე და ბინიდან გავედი. იანის კართან მივედი და ზარი დავრეკე. რამდენიმე წამში გამოიხედა:
- ,,უკვე მოვიდა?“
- ,,მალე მოვლენ, ახლახან დამირეკა ედენმა.
- ,,კარგი, ახლავე..“- კარი არ დაუკეტავს, ისე შებრუნდა ქურთუკი აიღო და გარეთ გამოვიდა. ისევ შავები აცვია. ახლა უკვე ნამდვილად ვერ ვხვდები ეწყინა თუ არა..
- ,,წავიდეთ.“ - მითხრა. კიბეებს დავუყევით და გარეთ გავედით. ერთ წუთში ედენიც მოვიდა. შორიდანვე შევამჩნიე ქერათმიანი გოგო, რომელიც ედენის გვერდით იჯდა. როცა მოვიდა და მანქანა გააჩერა, ქეითმა კარი გახსნა და გადმოვიდა.
- ,,ღმერთო ჩემო ქეით, როგორ ხარ?“ - სიხარულით გადავეხვიე.
- ,,ნორმალურად, ბავშვის ხელში.“ - სიცილით მითხრა. - შენ როგორ ხარ?“
- ,,კარგად. ჩემი ნათლული სადაა? არ წამოიყვანეთ?“ - ვკითხე.
- ,,ედენის მშობლებთან დავტოვეთ, რომ რამდენიმე საათით გავერთოთ ჩვენც.. მისი დაბადების შემდეგ არსად ვყოფილვარ მის გარეშე. ედენს რა უჭირს, კი დადის აქეთ-იქით..“
- ,,სამსახურია ძვირფასო, ხომ იცი.“ - უთხრა ღიმილით ედენმა.
- ,,ისე, შენ რა ლამაზად ხარ, ანათებ.“ - მითხრა ქეითმა.
- ,,მადლობა, შენც არანაკლებ ფორმაში ხარ.“ - ვუთხარი..
- ,,მადლობა ძვირფასო.“ - მითხრა და იანისკენ მიბრუნდა. - ,,შენ იანი უნდა იყო...“
- ,,დიახ, თქვენ კი, როგორც მივხვდი, ედენის მეუღლე. სასიამოვნოა.“ - ხელი გაუწოდა იანმა.
- ,,მართალია. ჩემთვისაც სასიამოვნოა, მსმენია შენზე.“ - ქეითმა ხელი ჩამოართვა.
- ,,კარგი, წავიდეთ, თორემ მოვიდა თორმეტი საათიც..“ - თქვა ედენმა.
- ,,ჰო, წავიდეთ და იქ გავაგრძელოთ.“ - თქვა ქეითმა და ედენს გვერდით მიუჯდა, მე და იანი კი უკან დავსხედით.
- ,,ანუ ესაა შენი პარტნიორი იანი.. ედენმა მითხრა...“ - მითხრა ქეითმა, მაგრამ ბოლომდე არ დავასრულებინე და ვუპასუხე
- ,,ჰო, ისაა.“
- ,,ერთმანეთს ადვილად შეეწყვეთ?“
- ,,მგონი კი..“ - ,,ვერა“ - ერთდროულად ვუპასუხეთ მე და იანმა.
- ,,კი? მე ასე არ ვფიქრობ, თავიდან საკმაოდ ამპარტავანი და თავისნათქვამა იყო.“ - ვთქვი.
- ,,მართლა? მოდი გამოვიცნობ, იან, დაბადების დღე ოქტომბერში გაქვს?“ - ჰკითხა ქეითმა. იანი ჯერ გაკვირვებული უყურებდა, მერე ისევ გაკვირვებულმა უპასუხა.
- ,,ჰო, 25 ოქტომბერს.“
- ,,ასეც ვიცოდი.“
- ,,ოღონდ ისევ არ დაიწყო ქეით, ღვთის გულისთვის..“ - ედენი შეეცადა თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი ასტროლოგიური ლექცია ქეითისგან.
- ,,ღმერთო ჩემო.. რა მოხდა.. არ მესმის, რატომ არ გჯერა ამის.. ჰანნა, გთხოვ მითხარი რომ ჩემს მხარეს ხარ..“ - ღიმილით მითხრა ქეითმა.
- ,,ამაში მე ნუ გარევთ..“ - სიცილით ვუთხარი. ამასობაში მოვედით კიდეც.
- ,,მოვედით. იან, შეგიძლია ყუთების შეტენაში დამეხმარო?“ - ჰკითხა ედენმა.
- ,,ჰო, რა თქმა უნდა.“
- ,,ქეით, ჰანნა, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ, ჩვენც ახლავე მოვალთ.“ - გვითხრა ედენმა.
- ,,კარგი.“ - უთხრა ქეითმა, მეც თავი დავუქნიე და კარისკენ წავედით. ზარი დავრეკე. რამდენიმე წამში მიამ კარი გააღო.
- ,,ღმერთო ჩემო, ქეით, როგორ მომენატრე.. რამდენი ხანია არ მინახიხარ..“ - უთხრა მიამ და ქეითს გადაეხვია. მერე მე შემომხედა და მეც ჩამეხუტა.
- ,,ენნი, შენც მომენატრე, ორი კვირაა ნორმალურად არ დამინახიხარ.“
- ,,მეც მომენატრე.“ - ვუთხარი.
- ,,ბიჭები?“ - გვკითხა.
- ,,რაღაც ყუთები უნდა მოიტანონ, ახლავე მოვლენ.“ –
- ,,უთხრა ქეითმა. ამ დროს მაიკი გამოჩნდა, ისიც ორივეს გადაგვეხვია და და გვითხრა
- ,,გავალ, იმათ მივეხმარები.“
როცა მიამ კარი დახურა, სუნამოს პარკი, რომელიც ხელში მეჭირა, მიას გავუწოდე.
- ,,აი, გამომართვი.“ - ღიმილით ვუთხარი.
- ,,რა, დანაშაულის გამოსასყიდია?“ - გამომართვა და გახსნა. - ,,არა, ღემრთო ჩემო! ენნი!“ - მითხრა და მაგრად ჩამეხუტა - ,,გახსოვდა?“
- ,,რა თქმა უნდა, მახსოვდა.“
- ,,ჰანნა, მადლობა.“
- ,,არაფრის, მელაკუდა!“ - ვუთხარი. ამ დროს ბიჭებიც შემოვიდნენ. სანამ სასტუმრო ოთახში შევედით, პონგო ფრთხიალით გამოვარდა და ზედ შემახტა.
- ,,პონგო, ჩემო პატარა, როგორ მომენატრე..“ - ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე. - ,,ღმერთო, რამხელა ხარ, უკვე ვეღარც გძრავ.“ - პონგოსთან ერთად შევედი სასტუმრო ოთახში. მისაღები ისე ლამაზად იყო მორთული, რომ რამედნიმე წამით გაშეშებული ვიდექი და ვუყურებდი თეთრ-ოქროსფერში გაწყობის ოთახს ნათურებით, ნაძვისხეზე დაკიდული ბურთებით, რომლებიც ასევე ოქროსფერში იყო და სხვადასხვა მოსართავებით, რომლებიც საშინლად ალამაზებდა იქაურობას.
- ,,ღმერთო ჩემო, მია, ულამაზესია აქაურობა.. კარგად მოგირთავს.“ - მეტი ვერაფერი ვთქვი.
- ,,მართლა? მე და მაიკმა მოვრთეთ გუშინ..“ - მითხრა და მაიკს ჩაეხუტა.
- ,,ყოჩაღ ორივეს, მართლა ლამაზია.“ - თქვა ედენმა. ედენის ხმაზე მიას ისეთი სახე ჰქონდა, აშკარად გაახსენდა ედენის ნათქვამი და თავისი ჩანაფიქრი, რომ ედენი გემრიელად ეცემა. მია ედენს ისე მიაშტერდა, გეგონებოდა სადაცაა უნდა მიაფრინდეს და გაგლიჯოსო. მერე მაიკს ხელი გაუშვა და ასეთივე სახით წავიდა ედენისკენ. ედენი, ცოტა არ იყოს გაკვირვებული და ალბათ, ოდნავ შეშინებულიც, მიას უყურებდა და ნაბიჯებით უკან იხევდა.
- ,,შენ..“ - თქვა მიამ და თითი ედენისკენ გაიშვირა - ,,კარგად მახსოვს რაც თქვი.“ - ედენი შეტრიალდა და ალბათ გაქცევას აპირებდა, მაგრამ მია ზურგზე შეახტა - ,,შე პატარა...“ - უთხრა ისევ მიამ და თმაში სწვდა - ,,ხომ გითხარი, რომ ჩამოხვალ გაზღვევინებ მეთქი..“- თან ამ ყველაფერს სიცილით ეუბნებოდა.
- ,,ღმერთო ჩემო, მომაშორეთ ვინმემ.. მაიკ, გთხოვ შენი ცოლი დაიჭირე..“ - თქვა ედენმა. მია კი ედენის ზურგიდან ჩამოვიდა, მის წინ დადგა და უთხრა -
- ,,მოდი აქ, ვირო..“ - და გადაეხვია.
- ,,ვინმე ამიხსნის რა ხდება?“ - სიცილით იკითხა ქეითმა.
- ,,ბოსტონში რომ ვიყავით, პარკში, მიამ დარეკა. როცა ედენმა დაინახა, ხუმრობით უთხრა ცოტა მოასუქებულხარო..“ - სიცილით ვუთხარი მეც.
- ,,კარგი, გასაგებია. მაშინ ჩვენც უნდა მივეშველოთ მიას, ასე არ ფიქრობ ჰანნა?“ - მითხრა ქეითმა.
- ,,კარგით, გვეყოს, თორემ შუა ღამე ისე მოვა, ვერც კი შევამჩნევთ.“ - თქვა მაიკმა.
- ,,ჰო, სწორედ ახლა ვაპირებდეთ მაგიდის გაშლას და რადგანაც უკვე ბევრნი ვართ, ამას უფრო სწრაფად შევძლებთ.“ - დაეთანხმა მია.
- ,,მაშინ, რაღას ველოდებით, დავიწყოთ..“ - ედენმა ქურთუკი გაიხადა, პიჯაკის სახელოები აიკეცა, რამაც მისი დაკუნთული ხელები გამოაჩინა. ქეითი ედენს უყურებდა და სიცილით თქვა-
- ,,მგონი ცოტა ჩამოცხა, არა? ასე არ ფიქრობთ?
- ,,რა, დაგცხა საყვარელო? თუ გინდა შეგვიძლია ახალდაქორწინებულებს ერთი ოთახი ვეთხოვოთ..“ - უთხრა ედენმა, წელზე ხელები შემოხვია და კისერზე აკოცა - ,,როგორმე გაძლებენ ნახევარ საათს უჩვენოდ..“ - ყველამ სიცილი დაიწყო.
- ,,მომშორდი გარყვნილო, ვერ ხედავ, აქ პატარებიც არიან.“ - სიცილით თქვა ქეითმა, ედენს ხელი გააშვებინა და უკან მდგომ ოთხეულს გამოგვხედა.
- ,,მერე რა, უფრო კარგი იქნება მათთვის, თუ მაგალითს მივცემთ.. კარგი, სახლამდე გავძლებ როგორმე..“
- ,,მაგალითისთვის ჩემი ნათლულიც საკმარისია ჯერ-ჯერობით..“ - ვუთხარი.
- ,,კარგი, გეყოთ ახლა. დაწყებული ამაღამ სახლში განაგრძეთ, ჩვენითაც მშვენივრად ვიცით ყველაფერი. ახლა საქმეს შევუდგეთ.“ - სიცილით უთხრა მაიკმა, ედენსა და იანს ხელი მაგრად გადახვია და ორივე სამზარეულოში წაიყვანა.
- ,,ღმერთო ჩემო, ახლა თითქმის დანაშაული მოხდა ჩემს თვალწინ. ამას მე ნამდვილად არ გამოვიძიებდი!“ - ჩემს ნათქვამზე მიასა და ქეითს გაეცინათ, აქეთ-იქიდან დამიდგნენ და ჩვენც სამზარეულოში წავედით.
- ,,ქალბატონებო, პატივი გერგოთ, თქვენს საყვარელ მეუღლეებს წინსაფრები გაუკეთოთ..“ - ღიმილით მივიდნენ მაიკი და ედენი მიასთან და ქეითთან შესაკრავი წინსაფრებით. ისინიც დათანხმდნენ და წინსაფრების შეკვრა დაიწყეს. ღიმილით ვუყურებდი მათ, როცა წინ იანი ჩამიდგა და მთლიანი ხედი დაფარა.
- ,,წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ დამეხმარო?“ - მკითხა და მანაც წინსაფრარზე მიმანიშნა.
- ,,ჰო, რა თქმა უნდა, შებრუნდი..“ - იანი შებრუნდა. ამასობაში მასაც გაეხადა ქურთუკი და პიჯაკი. შავი, ოდნავ ტანზე მომდგარი პერანგი ეცვა, ერთ-ერთი იქიდან, რომლის არჩევაში დახმარებაც მთხოვა დღეს, ეს კი მის თითოეულ კუნთს იდეალურად კვეთდა. წინაფარი წელთან შევუკარი. მერე მე თვითონაც გავიხადე ქურთუკი და დანარჩენებს შევუერთდი.
- ,,იან, შენ ხომ საჭმელების მომზადება გეხერხება, არა? - ჰკითხა მაიკმა.
- ,,ნუ, შეიძლება ასეც ითქვას..“
- ,,რა? სამზარეულოში ტრიალი გეხერხება და კერძების უმრავლესობა მე გავამზადე? მაიკ აქამდე რომ გეთქვა ადრე მოვიყვანდით და იანი მოამხადებდა..“ - სიცილით თქვა მიამ.
- ,,ახლაც არაა გვიან. შემიძლია ისე გავაწყო, თითქოს შეფს მოემზადებინოს ყველაფერი.“ - თქვა იანმა.
- ,,ძალიან კარგი. მაშინ შენ და ედენმა თეფშებზე ლამაზად დააწყვეთ კერძები, მე და ჰანნა მაგიდასთან მივიტანთ, მიამ კიდევ დანარჩენი რაღაცები გაამზადოს, ნუ სალფეთქები, თეფშები, სანთლები და ა.შ.“ - თქვა ქეითმა.
- ,,კარგი, მაშინ მე ოთახებს მივხედავ.“ - ჩაერთო მაიკი.
- ,,კარგი, დავიწყოთ.“ - თქვა ედენმა და იანს გახედა.
მთელი საათი ამ ამბავში ვიყავით. ზოგი მაგიდას შლიდა, ზოგი ალაგებდა და ზოგიც საჭმელს აწყობდა თეფშებზე.
- ,,ღმერთო ჩემო, მაიკ. შამპანურის ყიდვა დაგვავიწყდა.“ - უთხრა მიამ.
- ,,არც ერთი ბოთლი აღარ გვაქვს?“ - ჰკითხა მაიკმა.
- ,,მხოლოდ ორი, მაგრამ ეს მხოლოდ გოგონებსაც არ გვეყოფა.“
- ,,ჰო, მართალია, არ გვეყოფა. ვინ წავა?“ - იკითხა მაიკმა.
- ,,მე წავალ, ხომ იცი, სხვის ნაყიდს არ ვენდობი.“ - სიცილით ვთქვი.
- ,,კარგი, ჩემი მანქანის გასაღები აიღე, ქურთუკის ჯიბეში დევს.“ - მითხრა ედენმა. მერე ღიმილით დააყოლა - ,,ჰანნა, იცოდე სწრაფად, მაგრამ მთელი დაბრუნდი.“
- ,,კარგი რა, ხომ იცი, რომ მშვენივრად ვმართავ!“ - ქურთუკი ჩავიცვი, ედენის გასაღები ავიღე და გარეთ გავედი. მანქანის კარი გავაღე თუ არა, იანი დავინახე, რომელიც მანქანისკენ მოდიოდა.
- ,,რა ხდება? კიდევ რამე დაავიწყდათ?“ - ვკითხე.
- ,,ჰო, როცა გამოხვედი მაშინ გაახსენდათ, რომ წვენებიც დავიწყებიათ. ამდენ რამეს მარტო ვერ მოერევი, დაჯექი, წავიდეთ.“ - მითხრა და მანქანაში ჩაჯდა. მანქანა დავქოქე და უახლოესი მარკეტისკენ წავედი. მაღაზიაში შევედით, რამდენიმე ბოთლი შამპანური ავიღე და სალაროსთან მივიტანე. იანი წვენებს არჩევდა და მალე ისიც მოვიდა სალაროსთან. ყუთიდან წვენები ამოალაგა, მათ შორის 3 ბოთლი ფორთოხლის წვენიც. ამაზე გამეღიმა.
- ,,ფორთოხალი?“ - ვკითხე.
- ,,რატომაც არა..“
გადავიხადეთ, ყველაფერი მანქანაში ჩავაწყვეთ და ჩავჯექი თუ არა, მიამ დარეკა. სპიკერზე ჩავრთე.
- ,,გისმენ მია.“
- ,,ენნი, იყიდეთ?“
- ,,კი, ამ წუთას გამოვედით მაღაზიიდან.“
- ,,შეგიძლია წითელი სალფეთქები გამოაყოლო? მაიკს სულ ოქროსფერში უყიდია და საშინლად ერთფეროვანია..“ - გამეცინა.
- ,,კარგი, კარგი.“ - ვუთხარი და გავუთიშე.
- ,,მე გადავალ. სულ წითელი?“ - მკითხა იანმა.
- ,,კი, არანაირი ნახატით.“
შევიდა და ხუთ წუთში დაბრუნდა.
- ,,მაიკმა დამირეკა, ამდენ ხანს სად ხართო..“ - მითხრა.
- ,,ღმერთო ჩემო, აჰა ინებონ სწრაფად მისვლა..“ - მანქანა დავქოქე და გაზს ბოლომდე თავისუფლად მივადგი, რადგან მხოლოდ ორი მანქანათუ მოძრაობდა გზაზე, რომლებსაც გადავუსწარი და უკან ჩამოვიტოვე. თანაც გამიმართლა, რომ გზები არ იყო მოყინული.
- ,,ოჰო, აი ეს მესმის.. ფრთხილად, მის ენნი.“ - სიცილით მითხრა.
- ,,სანერვიულო არაფერია, ბატონო იან.“
- ,,არც ვნერვიულობ, გენდობი.“ - რაღაცნაირად ვიგრძენი თავი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
- ,,ანუ ნაწყენი არაა იმის გამო, რაც ვუთხარი?“ - გავიფიქრე და თითქოს შევძელი და რაღაც მძიმე ლოდს ვკარი ხელი, რომელიც გულზე მედო მთელი დღე. ზუსტად ოთხ წუთში მივედით, მანქანიდან პარკები გადავიტანეთ და სახლში შევედით.
- ,,სწრაფად მოხვედით, მანქანა მთელია?..“ - იკითხა ედენმა.
- ,,კი, მაგრამ თუ გინდა შემიძლია..“ - ვუთხარი ღიმილით, მაგრამ არ დამამთავრებინა -
- ,,არა იყოს, მთელი სჯობს.“
- ,,კარგი, ყველაფერი მზადაა. მე ავალ, გამოვიცვლი.“ - თქვა მიამ. მე და ქეითმა ჯერ ბიჭებს გადავხედეთ, მერე ერთმანეთს შევხედეთ და ერთდროულად ვუთხარით მიას -
- ,,ჩვენც მოვდივართ.“ - აქეთ-იქიდან მკლავი-მკლავში გავუყარეთ და კიბეებზე ასე ავედით. 12 საათი იყო დაწყებული. მიას ტანსაცმლის არჩევაში და მაკიაჟის გაკეთებაში დავეხმარეთ, ქეითმაც შეისწორა მაკიაჟი. კარზე წამიერად ვიღაცამ დააკაკუნა.
- ,,მია, ვერ მორჩით? თითქმის თორმეტია..“ - კარი შემოხსნა მაიკმა.
- ,,მართლა? ღმერთო, რამდენი დრო გასულა. ჰო, ახლავე ჩამოვალთ. შეგიძლია ფეიერვერკი აიღო? კარადის თავზე დავდე.“
- ,,ჰო, რა თქმა უნდა. ოღონდ იჩქარეთ, თორემ თქვენს გარეშე გავისვრთ..“ - სიცილით დახურა კარი.
- ,,კარგი, მგონი მზად ვართ. ჩავიდეთ?“ - მიამ ჩემი ნაყიდი სუნამო მიიპკურა. - ,,ღმერთო, რა კარგი სუნი აქვს..“ - ჩაილაპარაკა. - ,,ჰანნა, ქეით, ლამის დამავიწყდა.. თქვენი საჩუქრები...“ - გვითხრა მიამ და კარადიდან შეფუთული ყუთები გადმოიღო და მე და ქეითს მოგვაწოდა.
- ,,მია, მადლობა საყვარელო..“ - უთხრა ქეითმა.
- ,,არაფერს ძვირფასო, ოღონდ სახლში გახსენით, ახლა ჩავიდეთ, თორემ უჩვენოდ შეხვდებიან ახალ წელს..“
- ,,ჩავიდეთ.“ - უთხრა ქეითმა მიას. ქვევით ჩავედით. ბიჭები გარეთ იდგნენ და გველოდებოდნენ. მაიკს ფეიერვერკი ეჭირა, იანს სანთებელა, ედენს ჩვენი ქურთუკები. სამივეს სათითაოდ მოგვაწოდა, ქურთუკები მოვიცვით.
- ,,თითქმის 12-ია, 23 წამი დარჩა, მოუკიდეთ..“ - უთხრა ედენმა მაიკსა და იანს. იანმა ფერიერვერკს წაუკიდა, მაიკმა ის ძირს დადო და ორივე ჩვენკენ წამოვიდა. რამდენიმე წამში ცა ყველა მხრიდან ანათებდა, ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი. პონგოს ხმის ეშინია, ამიტომ ფანჯრიდან აკვირდებოდა ცაში მოთამაშე ფერად და ხმაურიან რაღაცებს*
- ,,გილოცავთ..“ - მია მე და ქეითს ერთდროულად ჩაგვეხუტა. მეც ხელები მოვხვიე ორივეს.
- ,,მეც გილოცავთ.. ღმერთო ჩემო, რა სილამაზეა..“ - თქვა ქეითმა.
- ,,ჰეეი, მგონი ჩვენც აქ ვართ..“ - დაიწყო მაიკმა. მიამ სიცილით ჩვენ გაგვიშვა ხელი და მაიკს ჩაეხუტა.
- ,,ჩვენი ერთად ყოფნის პირველ ახალ წელს გილოცავ..“ - უთხრა მაიკს და ტუჩებით მიეწება.
- ,,ღმერთო, როგორ არ შემიძლია..“ - ვთქვი ხმამაღლა და სიცილით.
- ,,კარგით, მგონი დროა სახლში შევიდეთ, საკმაოდ ცივა.“ - თქვა ედენმა. მე და ქეითს ხელი მოგვხვია და კარისკენ გაგვიყოლა. თან ყურში ჩამჩურჩულა - ,,შენი საჩუქარი მანქანაშია, წასვლისას მოგცემ და სახლში გახსენი.“ - მერე ქეითს უთხრა - ,,შენიც სახლშია.“ - და იქ ნახავ.
- ,,კარგი, ყველას გილოცავთ, ახლა კი დროა სუფრას მივუსხდეთ ყველა, გთხოვთ..“ - თქვა მაიკმა. დავსხედით თუ არა, ტელეფონი აწრიალდა. მაშინვე ვუპსუხე.
- ,,ჰანნა, მიასთან ხარ?“ - წამში მკითხა დედამ.
- ,,კი დედა, ყველა აქ ვართ. ახალ წელს გილოცავთ..“
- ,,მეც გილოცავ ჩემო სიცოცხლე, ყველას გილოცავთ..“
- ,,ენნი, მეც გილოცავთ. იმედია ყველასთვის კარგი წელი იქნება.“ - ჩაერთო მამა.
- ,,მადლობა ელისონ, ჯონ.. ჩვენც გილოცავთ.“ - უთხრა ედენმა.
- ,,კიდევ ვიღაცას უნდა თქვენი დანახვა..“ - მითხრა დედამ და ტელეფონი გვერდით გასწია.
- ,,ენი, ჩემო ძვირფასო. ახალ წელს გილოცავ. ძალიან მიყვარხარ..“ - მითხრა ელეანორმა.
- ,,ელი, მანდ ხარ? მეც გილოცავ და მეც ძალიან მიყვარხარ.“
- ,,მიასთან ხარ? დამანახე ერთი, აღარც კი მახსოვს როგორია..“ - ტელეფონი მიას გადავეცი.
- ,,ელეანორ, როგორ ხარ?“ - ღიმილით ჰკითხა მიამ.
- ,,ღმერთო ჩემო რა ლამაზი ხარ! აშკარად მოგიხდა გათხოვება..“ - სიცილით უთხრა ბებომ - ,,აქამდე ვერც კი მოგილოცე, ბედნიერი იყავი სულ, შენს საოცნებო ცხოვრებას გისურვებ შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. ახლა აქ რომ იყო ერთს გემრიელად ჩაგეხუტებოდი..“
- ,,მადლობა ელი, ძალიან მიყვარხარ.“
- ,,როგორ ბრძანდებით ქალბატონო ელეანორ?“ - ედენმა მიას ტელეფონი გამოართვა და ღიმილით ჰკითხა.
- ,,ოჰ, ედენ, შენც მანდ ხარ? სად დაიკარგე ბიჭო? აღარ გვსტუმრობთ..“
- ,,ნუ, საქმე მაქვს ხოლმე, ხომ იცი.. ახალ წელს გილოცავ..“
- ,,მადლობა ჩემო ბიჭო, მეც გილოცავ. მთლად ნუ დაგავიწყდები, შეგიძლია ენნისთან ერთად გვესტუმრო ხოლმე.“
- ,,შემდეგში აუცილებლად.“ - უთხრა ედენმა და ტელეფონი მე გადმომაწოდა.
- ,,მოიცადე, ეს იანი იყო?“ - თვალი მოკრა ელეანორმა იანსაც.
- ,,ჰო, იანიც აქაა.“ - ვუპასუხე და ტელეფონი იანს მივაწოდე.
- ,,იან, როგორ ხარ?
- ,,კარგად, თქვენ როგორ გიკითხოთ?“
- ,,როგორც ახალი წლის საღამოს შეეფერება. გილოცავ, ისეთი წელი გოქნოდეს, როგორც არასდროს. კარგის მხრივ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა..“
- ,,მადლობა ელეანორ, მეც გილოცავთ..“ - უთხრა იანმა.
- ,,კარგი, აღარ მოგაცდენთ, დალიეთ, გაერთეთ და იმხიარულეთ.“
- ,,მადლობა, თქვენც კარგ საღამოს გისურვებთ.“ - უთხრა და მე გადმომაწოდა ისევ ტელელფონი. მაიკმა შამპანურის ბოთლი აიღო და თქვა -
- ,,ღმერთო, როგორ მომწყურდა.“
- ,,კარგი ელი, ახლა უნდა წავიდე, თორემ სადაცაა წყურვილით დაიხოცებიან.“ - ვუთხარი და მაიკს გავხედე, მან კი თვალი ჩამიკრა და ჭიქების შევსება დაიწყო.
- ,,კარგი, კიდევ გილოცავთ ყველას!“ - თქვა და გათიშა.
- ,,ესეც ასე, შეგძლიათ დაიწყოთ.“ - თქვა მაიკმა და შამპანურის ბოლო ჭიქა გამომიწოდა. ჭიქა გამოვართვი და მაგიდაზე დავდე.
5 საათი იყო დაწყებული, ჯერ კიდევ ვსვამდით, ვსაუბრობდით და ვერთობოდით. მერე ედენმა თქვა -
- ,,მგონი ჩვენი წასვლის დროა..“
- ,,ბავშვი არ ისვენებს?“ - ჰკითხა იანმა.
- ,,არა, ბავშვს სძინავს, მაგრამ სადაცაა გაიღვიძებს და მოშივდება.“ - უთხრა ედენმა, მერე კი ქეითს ხელი გადახვია და ღიმილით დაამატა - ,,თან ბავშვს თუ არა, მე მაინც მომშივდება, არა ქეით?“
- ,,მგონი უკვე ყველამ საკმარისად ვჭამეთ ძვირფასო.“
- ,,კარგი რა, მარტო ხომ იცი ვერაფერს ვიზამ, ერთად კიდევ...“
- ,,მადლობა, უკვე ვიცით ერთად როგორ ჭამთ, საჭირო არაა..“ - გააწყვეტინა მიამ.
- ,,და თქვენი ვახშმის ნარჩენის მომავალი ნათლიაც აქაა..“ - სიცილით თქვა მაიკმა და მე გამომხედა.
- ,,ჰო, იქნებ ცოტა ხანს გვერდით გადავდოთ ძვირფასო, ჯერ ის გეყოს, რაც ჭამე, რამდენიმე წლით მაინც.. ჯერ ჩვენი ნარჩენი წამოვზარდოთ და მანამდე მეც მომშივდება..“ - ამაზე ყველამ ერთად დაიწყო სიცილი.
- ,,ღმერთო ჩემო, ცოლი რომ ვახშმობაზე უარს გეტყვის..“
- ,,კარგი, ახლა მართლა უნდა წავიდეთ, ადექი ედენ.“ - თქვა ქეითმა და წამოდგა.
- ,,ჰო, უნდა წავიდეთ. ხვალ თუ შეძლებთ და ადგებით შეგიძლიათ სამსახურში მობრძანდეთ. მეც თუ ვივახშმე და ენერგია გამომეცალა შეიძლება ვერ მოვიდე, და იქაურობას მიხედეთ.“ - თვალი ჩაგვიკრა მე და იანს.
- ,,ჩვენც ხომ არ წავიდეთ ბარემ?“ - მკითხა იანმა.
- ,,ჰო, ახლა უნდა მეთქვა მეც..“ - ვთქვი და მაიკსა და მიას მივუბრუნდი - ,,ჩვენც უნდა წავიდეთ. ძალიან დავიღალე და უნდა დავიძინო, თორემ ხვალ საერთოდ ვერ ავდგები.“
- ,,კარგი, მაშინ ხვალ დაგირეკავ.“ - მითხრა მიამ.
- ,,პონგო, მოდი ჩემთან, უნდა წავიდეთ.“ - ვუთხარი და ისევ მოვეფერე. ქურთუკები ჩავიცვით და მანქანასთან გავედით.
- ,,კარგად იყავით, კიდევ ერთხელ გილოცავთ..“ - თქვა ქეითმა და მანქანაში ჩაჯდა. მე და იანიც დავემშვიდობეთ და ისევ უკან ჩავსხედით. ედენმა სახლამდე მიგვიყვანა.
- ,,აბა თქვენ იცით, გამაგებინეთ ხვალ რას იზამთ.“ - გვითხრა ედენმა და ყუთი გადმომაწოდა.
- ,,კარგი, დილით მოგწერ. ჰო მართლა, შენი საჩუქარიც აქ დავტოვე, შენით მიაგნებ.“ - ვუთხარი და მანქანიდან გადავედით. ედენი წავიდა.
- ,,ჰანნა, რაღაც მაინტერესებს..“ - მითხრა იანმა, როდა სადარბაზოსთან ვიყავით.
- ,,გისმენ.“
- ,,ქეითმა დაბადების დღეზე მკითხა, ეს ზოდიაქოსთანაა დაკავშირებული?“
- ,,ნუ, ჰო. ჰეითს ძალიან უყვარს ასეთი რაღაცეები. ადამიანს ატყობს ხოლმე როდის აქვს დაბადებისდღე, შესაბამისად, ყველაფერი იცის ყველა ზოდიაქოზე და ყველაფერს მას უკავშირებს. ჰო მართლა, მეც უნდა მეკითხა და თითქმის დამავიწყდა. რა თქვი, 25 ოქტომბერს მაქვს დაბადების დღეო?“
- ,,ჰო, რა მოხდა?“
- ,,ანუ, როცა პარიზში ჩამოვედით მე და ჩარლზი.“
- ,,ჰო, ზუსტად ეგ დღე იყო.“
- ,,მე კიდევ ისეთი ლამაზის სიტყვებით შეგამკე მაშინ..“ - ვუთხარი. იანს გაეცინა.
- ,,ჰო, საკმაოდ დასამახსოვრებელი დაბადების დღე მქონდა შენი წყალობით. კარგი, ავიდეთ.“
- ,,ჰო, ავიდეთ.“ –
კიბეებზე ავედით.
- ,,დილით დაგირეკავ. გული მიგრძნობს, ამ საახალწლოდ ვიღაც რაღაცას ჩაიდენს..“ - თქვა.
- ,,კარგი, ღამე მშვიდობის.“
- ,,ღამე მშვიდობის. ჰო მართლა, ახალ წელს გილოცავ, დეტექტივო.“ - მითხრა და თავის ბინაში შევიდა. კარი შევხსენი, ჯერ პონგო შევუშვი, მერე მეც შევედი და კარი დავხურე.
- ,,ღმერთო, როგორ დავიღალე. იმედია ხვალ ადრე გამეღვიძება..“ - ჩავილაპარაკე ჩემთვის, ტანსაცმელი დავიხადე და დავწექი.
- ,,საჩუქრები! მათი გახსნაც კი დამავიწყდა...“ - ავდექი და ყუთები გავხსენი. ჯერ მიას საჩუქარი გავხსენი, რომლებსაც წერილები ჰქონდა ზედ, სწორედ ისე, როგორ მე მიყვარს.
თავიდანვე წითელი დიდი ასოებით ეწერა - ,,ჯერ საჩუქარი გახსენი!“ - მეც ყუთი გავხსენი, რომელშიც უსაყვარლესი სუვენირი იდო - ფოტოაპარატი, ჩევულებრივი ზომის.. მერე ისევ წერილის კითხვას დავუბრუნდი -
- ,,ვიცი, რომ ბევრი ფოტოაპარატი გაქვს, მაგრამ ეს არაა ჩვეულებრივი ფოტოაპარატი, რომლითაც ფოტოებს გადაღებ. მისი განსაკუთრებულებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას კამერა აქვს... დიახ, ჩვეულებრივი კამერა.. მუდამ გეუბნები, სახლში კამერა დააყენე-მეთქი, და ვერ გაგებინებ.. აი, ვიღაც შეიჭრა კიდევაც და ახლა სხვა გზა არ გექნება.. დადე შენთვის მოსახერსებელ ადგილას ისე, რომ მთლიანი მისაღები ჩანდეს. გკოცნი და მიყვარხარ!“
- მია -
ღიმილით ვკითხულობდი მის წერილს, მერე კი ტელეფონი ავიღე, საჩუქარს ფოტო გადავუღე და მიას ჩავუგდე, თან დავაყოლე-
- ,,ძალიან საყვარელი და ლამაზია... მადლობა<3“
მერე ედენის საჩუქარი გავხსენი - მინა, რომელშიც ლამპიონი იყო, თბილი ნათებითა და თოვლით, რომელიც განჟღრევის შემდეგ მოდის.. წერილი მასაც დაუწერია..
- ,,ბევრი ფიქრის შემდეგ ეს შემხვდა, და რომ არ მომეტანა საკუთარ თავს არ ვაპატიებდი.. ახალ წელს გილოცავ.<3“
ედენსაც მადლობის წერილი გავუგზავნე, ორივე სუვენირს თავისი ადგილი მივუჩინე და ახლა მართლა დავწექი დასაძინებლად.


























თავი 21.




9 საათისთვის იანის ზარმა გამაღვიძა.
- ,,გისმენ იან.“
- ,,აბა, ხარ სამსახურის განწყობაზე?“
- ,,ნუ, დაახოებით.. მგონი კი. გავემზადები და წავიდეთ.“
- ,,კარგი.“ - მითხრა და გათიშა.
ტელეფონი გვერდით გადავდე, თავი ისევ ბალიშზე დავდე და რამდენიმე წამით თვალები დავხუჭე. საწოლზე რაღაც მოძრაობა ვიგრძენი. თავი ავწიე, თვალი გავახილე და პონგო დავინახე ჩემს გვერდით. ტელეფონს დავხედე. უკვე ათის ნახევარი იყო. რამდენიმე წამით კი არა ნახევარი საათი მძინებია კიდევ იანის ზარის შემდეგ. ავდექი, პონგოს საჭმლის ჯამი დავუდგი და სააბაზანოში შევედი, თმა მოვიწესრიგე, ჩავიცვი და იანს მივწერე-
- ,,მზად ვარ.“
- ,,კარგი, ორ წუთში გამოვალ.“ - რამდენიმე წამში დამიბრუნა პასუხი. მეც ჩანთა და ხელთათმანები ავიღე და ბინიდან გავედი. თერთმეტი ხდებოდა. იანიც სწორედ ამ დროს გამოვიდა.
- ,,დილა მშვიდობის.“ - მითხრა მომღიმარი სახით.
- ,,შენც დილა მშვიდობის, რამე მოხდა?“ - მეც ღიმილით ვკითხე. მისმა მომღიმარმა სახემ რატომღაც არ მომცა საშუალება სხვა მიმიკა დამეჭირა, ან უბრალოდ, მეც ასეთ ხასიათზე ვიყავი...
- ,,არა, რატომ მეკითხები?“
- ,,არ ვიცი, დილიდან იღიმი.. ასე ჯერ არ მინახავს...“
- ,,ჰო, ასეც ხდება ხოლმე.“ - კიბეებზე ჩავედით და იანის მანქანისკენ წავედით.
- ,,სადმე ხომ არ უნდა შეიარო?“ - მკითხა.
- ,,არა, პირდაპირ კომპანიაში წავიდიეთ.“
მეოთხე სართულზე ავედით. ლიფტიდან გასვლისას ჩარლზი მოდიოდა ჩვენკენ.
- ,,მის ჰანნა, ბატონო იან, დილა მშვიდობის.“
- ,,დილა მშვიდობის.“ - ვუთხარი.
- ,,ბატონი ედენი თავის კაბინეტშია და გადმოგცათ როცა მოიცლით მასთან შეხვიდეთ.“
- ,,ედენი მოვიდა?“ - ვკითხე ჩარლზს და იანს ღიმილით გავხედე.
- ,,დიახ, აქაა.“ - მითხრა ჩარლზმა.
- ,,კარგი, შევალთ.“ - უთხრა იანმა. ჩარლზი თავის სამუშაოს მიუბრუნდა, მე და იანი კი ჩვენ ჩვენს კაბინეტში წავედით.
- ,,ჩანთას დავდებ და ედენთან შევიდეთ.“ - ვუთხარი იანს. კაბინეტში შევედი, ქურთუკი და ჩანთა დავდე და ისევ გავედი. ედენის კაბინეტში შევედი, იანიც უკან მომყვა და კარი დახურა.
- ,,აბა, ედენნ.. აქ რა გინდა?“ - ღიმილით ვუთხარი.
- ,,ანუ.. ვახშმობა ვერ მოასწარით?“ - სიცილით ამყვა იანი.
- ,,თქვენც დილა მშვიდობის. მოვასწარი, თანაც ძალიან გემრიელი ვახშამი იყო, განსაკუთრებული და მაინც თქვენზე ადრე მოვედი სამსახურში. თითქოს მე კი არა თქვენ გევახშმათ...“ - სიცილით თქვა ედენმა. მე და იანმა ერთმანეთს გავხედეთ წამიერად.
- ,,დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული იქნებოდა, აბა? ყველამ იცოდა როგორც გშიოდა და როგორ ვახშამსაც გეგმავდით..“ - ვუთხარი.
- ,,თქვენ თქვენზე იზრუნეთ, არც ერთი ხართ დაოჯახებული, თორემ მე კი დავდივარ სულ დანაყრებული..“ - ედენმა აქეთ დაგვიწყო ხუმრობა.
- ,,დაოჯახების გარეშეც შეგვიძლია დანაყრებულებმა ვიაროთ, არაა პრობლემა.“ - ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
- ,,როგორ? ვერ გავიგე, რა თქვი? მგონი რაღაც ჩამივარდა უყრში, კარგად ვერ გავიგე, თავიდან გაიმეორე..“ - რაღაცნაირი სახით მითხრა ედენმა.
- ,,კარგი... აბა, რა გაქვს სათქმელი?“ - ვკითხე.
- ,,დღეს დილას მოუკლავთ ვიღაც, იარაღით. დაზუსტებით ჯერ არაფერი ვიცით. მალე შეგვატყობინებენ და როგორც კი გავიგებ გეტყვით.
- ,,სად?“ - ჰკითხა იანმა.
- ,,აქ, ჩვენთან ახლოს.“
- ,,კარგი, მაშინ როცა გეტყვიან გაგვაგებინე. ისე, ხომ არ სჯობს წავიდეთ და იქ გავარკვიოთ ბარემ?“ - ვკითხე იანს და კარისკენ წავედი.
- ,,ვშიშობ, საბუთებზეა ხელი მოსაწერი, წეღან შემომაწოდა მეგანმა. აი, წაიღე და გადახედეთ.“ - ედენმა იანს საქაღალდეები მიაწოდა.
- ,,კარგი. მაშინ დაველოდოთ დეტალებს..“ - უთხრა ედენს და უკან გამომყვა.
- ,,ამას ერთად უნდა მოვაწეროთ ხელი?“ - მკითხა.
- ,,წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ კი, აქამდე პარტნიორი არ მყოლია, შესაბამისად არც მსგავსი შემთხვევა მქონია..“
- ,,კარგი, მაშინ ჩემთან შევიტან და როცა გეცლება გამოდი, გადავხედოთ.“
- ,,კარგი.“ - ვუთხარი და ჩვენ-ჩვენს კაბინეტში შევედით. მაგიდასთან დავჯექი თუ არა, გამახსენდა, რომ უკვე დიდი ხანია მწყურია.
- ,,ჯანდაბა, სანამ აქ მოხვიდოდი მანამდე ვერ გაიხსენე?“ - ჩავილაპარაკე ჩემთვის, ავდექი და ლიფტისკენ წავედი. თითი პირველი სართულის ღილაკს მივაჭირე და კაფეტერიაში ჩავედი.
- ,,დილა მშვიდობის, მის ჰანნა, რას მიირთმევთ?“
- ,,დილა მშვიდობის, ჯულია. გთხოვ, მითხარი, რომ ფორთოხლის წვენი არის. საშინლად მწყურია...“
- ,,რა თქმა უნდა, არის. უბრალოდ ახლა წურავენ და ცოტა ხანს ლოდინი მოგიწევთ..“
- ,,კარგი, არაა პრობლემა. იქით დავჯდები და როცა მზად იქნება დამიძახე.“ - ვუთხარი და ვიტრინებთან მდგომ სავარძელში მოვკალათდი.
- ,,ღმერთო, დანაშაულია ასეთი კომფორტული სავარძლები კომპანიაში. სულ რომ არ გინდოდეს, მაინც დაგეძინება.“ - ისევ ჩავილაპარაკე, თავი უკან გადავწიე და თვალები უნებურად დავხუჭე.

- ,,თქვენი ფორთოხლის წვენი, მის ჰანნა.“ - ნაცნობი ხმა მომესმა. თვალები გავახილე, იანი ფორთოხლის წვენით ხელში თავთან მედგა. წვენი მაგიდაზე დადგა, თვითონაც ჩემს წინ ჩამოჯდა და საბუთები, რომლებიც ხელში ეჭირა, იქვე მაგიდაზე დააწყო.
- ,,იან?“
- ,,ჰო, მე ვარ, ვეღარ მცნობ?“
- ,,არა, უბრალოდ გამიკვირდა.. წვენი შენ რატომ მოიტანე?“
- ,,აქ რომ შემოვედი, ჯულიას ვკითხე ხომ არ დაუნახიხარ, მანაც მითხრა, რომ აქ იყავი და წვენი შენთვის მოჰქონდა. მეც გამოვართვი და აქ მოვედი.“
- ,,აჰა.. ჰო, მადლობა. იქნებ გამომაფხიზლოს, ცოტა არ იყოს, მეძინება. ახლაც ლამის ჩამთვლიმა..“
- ,,ედენმა თქვა მალე გვაცნობებენ დეტალებსო, უმჯობესია ამათ ხელი მოვაწეროთ..“ - მითხრა და საქაღალდეებზე მიმანიშნა.
- ,,ჰო.. შენ გადახედე?“
- ,,არა.“
- ,,კარგი, მომაწოდე, ვნახოთ რა წერია.“ - ვუთხარი. მანაც საბუთების ნახევარი მე გადმომიწყო, თვითონ აიღო რამდენიმე ფურცელი და კითხვა დაიწყო.
- ,,ისეთი არაფერია, უბრალოდ ჩვენი საქმეები..“
- ,,ჰო, მაგრამ გადავხედოთ მაინც.“ - ხან ერთ ფურცელს ვკითხულობდი, ხან მეორეს. მერე ყველა ერთად დავაწყვე და მონიშნულ ადგილებზე ვაწერდი ხელს. იანი შიგა და შიგ სხვა ფურცლებსაც მაწვდიდა და მეუბნებოდა -
- ,,აქ შენი ხელმოწერა უნდა.“
მეც სადაც იანის ხელმოწერა იყო საჭირო, იანს ვაწვდიდი.
- ,,მორჩა?“ - ვკითხე, როცა მეტი ფურცელი ვეღარ დავინახე.
- ,,ჰო, მორჩა.“
- ,,ძლივს.. რა ამბავია ამდენი..“
- ,,ავიდეთ უკვე?“
- ,,ჰო, ორი წამით..“ - ვუთხარი, ფორთოხლის წვენი ბოლომდე დავლიე, ჭიქა მაგიდაზე დავდგი და დავამატე - ,,ახლა წავიდეთ.“ - იანს გაეცინა. საქაღალდეები ავიღეთ და მეოთხე სართულზე ავედით.
- ,,კარგი, კარგი 1 საათში მოვალ.“ - ედენი ტელეფონზე საუბრობდა, როცა მასთან შევედით. რომ დაგვინახა, გათიშა და მაგიდასთან დაჯდა.
- ,,დეტალური ინფორმაცია მივიღეთ. ამელია სრიუარტი. 26 წლის. საკუთარმა მამინაცვალმა იპოვა თავის ოთახში გარდაცვლილი. მას ორჯერ დაარტყეს დანა, ერთი მუცლის არეში, მეორე კი პირდაპირ გულში, რამაც ის მოკლა. ასევე არაერთი დალურჯება და არც ისე ღრმა ჭრილობა იმავე დანით მიყენებული.“
- ,,ღმერთო ჩემო. ანუ მტრები ჰყავდა?“ - ვკითხე.
- ,,მისი მამინაცვალი ასე ამბობს. თქვა, რომ ვიღაც ბიჭი გადაეკიდა, რომელსაც ის უყვარდა, მაგრამ ბიჭი უარყოფს. ამელია დაქორწინებული იყო, მაგრამ ბავშვის გაჩენის შემდეგ ქმარმა მიატოვა, ამიტომ დედასთან და მამინაცვალთან დაბრუნდა ბავშვით.“
- ,,დედამისი?“ - ჰკითხა იანმა.
- ,,ის ძალიან ცუდადაა. ვერავის ელაპარაკება, ამის თავი არ აქვს.“
- ,,კარგი, სად მოხდა ეს?“
- ,,პირდაპირ ცენტრში, ზუსტ მისამართს გამოგიგზავნით. ახლა კი უნდა გავიქცე, ქეითმა დამირეკა.“
- ,,კარგი, მიდი. ჩვენც წავალთ თან.“ - ვუთხარი და მისი კაბინეტიდან გავედით.
- ,,ქურთუკს ავიღებ და წავიდეთ.“ - ვუთხარი იანს. ჩემს კაბინეტში შევედი, ქურთუკი ავიღე და პარკინგზე ჩავედით. ედენი უკვე წასულიყო, მაგრამ მისამართი გამოეგზავნა.
შემთხვევის ადგილას იმდენი მანქანა იყო, რომ მანქანა კარგად მოშორებით გააჩერა.
- ,,აქედან ფეხით მოგვიწევს წასვლა.“ - მითხრა იანმა.
- ,,წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ სწრაფად უნდა მივიდეთ.“ - ვუთხარი. მანქანა ჩაკეტა და წავედით.
- ,,საშინელებაა.“ - ვთქვი ჩაფიქრებულმა.
- ,,ჰო, იმ ნაძირალას მკაცრად მოუწევს პასუხის გება.“ –
უკვე სკოლას ვუახლოვდებოდით, როცა პატარა გოგონამ, რომელიც ალბათ მეორე კლასელი იქნებოდა, ჩვენთან მოირბინა შეშინებული სახით და გვითხრა -
- ,,გთხოვთ, შეგიძლიათ დამეხმაროთ?“
- ,,რა ხდება პატარავ, კარგად ხარ?“ - სწრაფად ჩავიმუხლე.
- ,,ვიღაც კაცი მომყვება, სკოლიდან რომ გამოვედი და დედას ველოდებოდი მოვიდა და მითხრა დედასთან წაგიყვან, მისი მეგობარი ვარო, მაგრამ არ ვიცნობ.“ - თან ცრემლებს იწმენდდა ბავშვი.
- ,,დამშვიდდი კარგი? რა გქვია?“ - ვკითხე.
- ,,ლილი.“ - მითხრა და ხელს მაგრად მიჭერდა შიშისგან.
- ,,ძალიან ლამაზი სახელია. მისმინე, ჩვენ გამომძიებლები ვართ, მე ჰანნა მქვია, მას კი იანი. ამიტომ ნუ გეშინია, კარგი? საფრთხე არ გემუქრება.“
- ,,ის კაცია, კუთხეში რომ დგას?“ - ჰკითხა იანმა.
- ,,კი, ყავისფერი ქურთუკი აცვია.“ - უპასუხა.
- ,,დედა სადაა?“ - ვკითხე.
- ,,ჩემს წასაყვანად უნდა მოსულიყო, მაგრამ მგონი აგვიანდება.“
- ,,რა ჰქვია მას?“
- ,,ამელია.“ - სახელის გაგონებაზე გავშეშდი და იანს გავხედე.
- ,,ამელია?“ - ვკითხე ისევ.
- ,,ჰო, მას ამელია სტიუარტი ჰქვია.“ - მიპასუხა ისევ ბავშვმა.
- ,,ღმერთო, ოღონდ ეს არა.“ - ჩაილაპარაკა იანმა. იმ წამს ძალიან ცუდად გავხდი, ხმას ვეღარ ვიღებდი.
- ,,ანუ, იმ კაცს არ იცნობ?“ –
- ,,არა, არასდროს მინახავს.“
- ,,დედას მობილურის ნომერი იცი?“ - ვკითხე.
- ,,კი, მაქვს.“ - მითხრა და ჩანთიდან მობილური ამოიღო.
- ,,იან, ცოტა ხანს მასთან იყავი, ამ ნომერზე დავრეკავ. ვიმედოვნებ ეს ჩვენი ამელია სტიუარტი არაა..“ - ვუთხარი იანს.
- ,,ჰო, იმედია. მიდი, დარეკე, მანამდე სკამზე ჩამოვსხდებით.“ - მითხრა და ლილი ხელში აიყვანა. მე გვერდით გავედი, მისი ტელეფონიდან ნომერი ამოვიწერე და დავრეკე.
- ,,ალიო, ამელია სტიუარტია?“ - ვიკითხე, როგორც კი მიპასუხეს.
- ,,ჰანნა? შენ ხარ?“ - ტელეფონის მეორე მხრიდან ოლივერის ხმა მომესმა.
- ,,ღმერთო ჩემო..“ - ვთქვი და უნებურად ცრემლი ჩამომივარდა.
- ,,რა მოხდა?“ - მკითხა.
- ,,ოლი, გამოძიებაზე ხარ?“
- ,,კი, მაგრამ... გარდაცვლილის ნომერზე რატომ რეკავ? იცნობდი?“
- ,,არა, არა, მე.. უბრალოდ.. მოვალ და აგიხსნი. ახლა უნდა წავიდე, ცოტა დამაგვიანდება.“ - ვუთხარი და გავთიშე. ცრემლები მოვიწმინდე, რომ ბავშვს არაფერი შეეტყო და მათკენ წავედი. იანი შორიდანვე მიყურებდა, აშკარად მიხვდა და ჩაილაპარაკა-
- ,,ჯანდაბა, წყეულიმც იყოს!“
- ,,მას იქ ვერ წავიყვანთ, შეგიძლია მაიკს დაურეკო? იქნებ შეძლონ ცოტა ხნით მისი დატოვება.“
- ,,კარგი, ახლავე დავურეკავ.“ - მითხრა და გვერდით გავიდა. მე ლილისთან მივედი და მის გვერდით დავჯექი. ეტყობოდა, ცოტა დამშვიდებული იყო.
- ,,დედამ გიპასუხა?“ - მკითხა.
- ,,არა, ალბათ, მობილური დაუჯდა, არ ინერვიულო. ის კაციც წავიდა. ახლა ჩემს მეგობარს გაგაცნობ, გინდა? მას მია ჰქვია. ცოტა ხნით მასთან წავიდეთ, მანამდე კი მე და იანი წავალთ და შენს დედიკოს ვეტყვით სადაც ხარ, კარგი?“
- ,,სხვაგან უნდა დამტოვოთ? მაგრამ დედასთან მინდა, და მეშინია.. ის კაცი რომ გამოჩნდეს ისევ?“ - ისევ ტირილს აპირებდა.
- ,,არა, საშიში არაფერია, მიასთან წაგიყვან. ის მასწავლებელია, იცი? თან შენსავით ჟღალი თმა და ბევრი სათამაშო აქვს.“
- ,,მართლა?“
- ,,მართლა.“ - ვუთხარი. ამასობაში იანიც მოვიდა.
- ,,წავიდეთ, მაიკმა მითხრა, რომ სახლში არიან და პრობლემა არ იქნება.“
- ,,კარგი, წამოდი ლილი, მიასთან წავიდეთ.“ - ვუთხარი და მისი ჩანთა ავიღე. მან კი მე და იანს ხელები ჩაგვკიდა და იანის მანქანისკენ წავედით. ცოტა ხანში მიას სახლშან მივედით.
- ,,ენნი, რა მოხდა?“ - მია მაშინვე გამოვარდა სახლიდან, როცა მანქანიდან გადავედით, და გადამეხვია. მე კი ცალი ხელი ლილის ხელზე მეკიდა, ცალით მიას მოვეხვიე. იანი და მაიკი მოშორებით იდგნენ, სავარაუდოდ ამაზე უყვებოდა.
- ,,აი ეს მიაა, რომ გეუბნებოდი.“ –
- ,,მართლა ლამაზი თმა აქვს..“ - თქვა ბავშვმა.
- ,,შენც ულამაზესი თმა გაქვს, პრინცესას ჰგავხარ.“ - უთხრა მიამ. მაიკი და იანი ჩვენთან მოვიდნენ.
- ,,ეს კიდევ მაიკია, მიას ქმარი.“ - ვუთხარი ისევ.
- ,,სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, პრინცესა.“ - მაიკი დაიხარა და ხელზე აკოცა. ბავშვს შერცხვა და გაიღიმა. - ,,გინდა შიგნით შევიდეთ? არ გაცივდე.. თან სათამაშოებიც მაქვს და რომელიც მოგეწონება, ის აიღე.“ - უთხრა მაიკმა. ლილიმ მე გამომხედა.
- ,,შეგიძლია გაჰყვე. და გახსოვდეს, ნუ გეშინია კარგი? აქ არაფერი არ გემუქრება. ჩვენ კი ამელიასთან წავალთ.“ - ვუთხარი და მოვეფერე. ლილიმ მაიკს ხელი ჩაჰკიდა და შიგნით შეჰყვა.
- ,,ჰანნა, ჭკუიდან გადავალ ახლა.. რა ხდება??“ - მკითხა მიამ.
- ,,არ ვიცი, უბრალოდ საშინელებაა. უბრალოდ ბავშვი უნდა დაიტოვოთ და წამითაც არ წამოგცდეთ არაფერი. უნდა წავიდეთ და გავარკვიოთ რა მოხდა.“
- ,,მაიკს უკვე ვუთხარი, რაც ჩვენ ვიცით. ის გეტყვის, მაგრამ ბავშვს არაფერი გააგონოთ, კარგი?“ - უთხრა იანმაც.
- ,,ჰო, რა თქმა უნდა. კარგი, წადით.“ - გვითხრა მიამ და შიგნით შევიდა. მე და იანი მანქანაში ჩავსხედით და ისევ იქ წავედით.
- ,,! ვინც არ უნდა იყოს..“ - თქვა იანმა.
- ,,როგორ შეეძლო..“ - ვთქვი ჩაფიქრებულმა.
- ,,არ ვიცი, ასეთ ხალხს საერთოდ რა უდევს თავში, რაზე ფიქრობენ, მაგრამ ის ვიცი, რომ იქ გავუშვებ, სადაც მისი ადგილია.“ - თქვა და სიჩქარეს მოუმატა. მალევე მივედით. ახლა უკვე აღარ იყო იმდენი ხალხი, ამიტომ მანქანა შედარებით ახლოს გააჩერა.
- ,,ჰანნა, მოხვედი? რა მოხდა? განერვიულებული ჩანხარ, არც ტელეფონზე გქონდა კარგი ხმა.“ - მითხრა ოლივერმა, როგორც კი დამინახა.
- ,,ამელია სტიუარტი, არა? გარდაცვლილი. მისი ნომერი მისი გოგონას ტელეფონში ვნახე. აქ რომ მოვდიოდით ვიღაც ბავშვი მოვიდა და გვითხრა, რომ მასთან ვიღაც კაცი მივიდა და უთქვამს დედასთან წაგიყვანო. ბავშვი კიდევ შეშინებული იყო, მას არ ვიცნობო. გვითხრა დედას ამელია სტიუარტი ჰქვიაო, მერე მისი ტელეფონიდან დედამისის ნომერი ამოვიწერე, დავრეკე და შენ მიპასუხე. დანარჩენი მგონი ჩემზე კარგადაც იცი.“
- ,,ჯანდაბა, მისი შვილია?“
- ,,ჰო, ალბათ მეორე კლასელი იქნება.“
- ,,ახლა სადაა?“
- ,,რა თქმა უნდა, აქ ვერ წამოვიყვანდი, ამიტომ მიასა და მაიკს დავუტოვეთ. დღეს მათთან იყოს, ხვალ კი მოვიფიქრებ რამეს. გააჩნია, აქ რა სიტუაცია იქნება.“
- ,,კარგი, აბა აქ რა ხდება?“ - ჰკითხა იანმა.
- ,,მეორე სართულზე, მეშვიდე ნომერია. ადით, მეც ახლავე მოვალ და გეტყვით ყველაფერს.“
მე და იანი ზევით ავედით და ბინაში შევედით. ექსპერტები იქ იყვნენ, მაგრამ აშკარად უკვე ასრულებდნენ, შევედით თუ არა, ორ წუთში გავიდნენ.
ოთახის კარზე ყვითელი ლენტა იყო გაბმული. ჩვენც იქით წავედით. ოთახი საკმაოდ არეული იყო, აშკარად ეტყობოდა, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო, ამელია მას წინააღმდეგობას უწევდა. თაროებიდან ნივთები დაბლა იყო ჩამოყრილი, სანათიც ძირს ეგდო. ჩამტვრეული სარკე.. როგორც ჩანს სარკე სანათის სროლისას გატყდა. ჩამსხვრეული სუნამოები, ფარდაც ჩამოგდებული იყო. თეთრ, ყვავილებიან და არეულ საწოლზე არც ისე ცოტა სისხლი იყო, იატაკზე კიდევ უფრო ბევრი. არეულობის სუნი ყოველ მილიმეტრში იგრძნობოდა, რომელსაც მუქი სისხლის სუნი ერთვოდა თან. საბოლოოდ ჩემი ყურადღება ჯერ კიდევ თბილ სხეულზე შეჩერდა, რომელიც სულ მალე მორგში აღმოჩნდებოდა. გოგონას ჯინსი და ღია ყავისფერი მაისური ეცვა, რომელზეც მშვენივრად ეტყობოდა დანის კვალი. ასევე არაერთი ჭრილობა ჰქონდა მკლავებზე, სახესა და კისერზეც ჩალურჯებები ჰქონდა.
მეორე ოთახში ქალი იჯდა, ხელში მაისური ეჭირა და ჩახუტებული ჰქონდა, სავარაუდოდ, თავისი შვილის. გვერდით კაცი ეჯდა, რომელსაც ხელი ამ ქალის მუხლზე ედო, ამშვიდებდა. ეს კაცი უნდა ყოფილიყო ამელიას მამინაცვალი. დაგვინახა თუ არა, ადგა და ჩვენკენ წამოვიდა.
- ,,გისმენთ.“
- ,,ჩვენ.. საქმის გამოსაძიებლად ვართ. მე დეტექტივი იანი ვარ, ეს კი დეტექტივი ჰანნაა.“ - უთხრა იანმა.
- ,,სასიამოვნოა, მაგრამ 3 პოლიციელს უკვე მოვუყევი, რაც ვნახე.“
- ,,მესმის, მაგრამ ჩვენ პოლიციელები არ ვართ, არც ის გვეხება მათ რა მოუყევით. ამას ჩვენ ვიძიებთ, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწევთ ამ ამბის მოყოლა. სხვაგვარად ჩვენ ვერაფერს ვიზამთ.“
- ,,კარგი, მაგრამ გარეთ გავიდეთ, ის ისედაც ცუდადაა.“ - გვითხრა და იქვე მჯდომ ქალს გახედა. მისაღებში გავედით.
- ,,დაბრძანდით.“ - გვითხრა კაცმა და თავადაც დაჯდა.
- ,,როგორც თქვით, ამელიას ვიღაც აწუხებდა, არა?“ - ვკითხე.
- ,,ჰო, ამელია გათხოვილი იყო, მას შვილიც ჰყავს. ბავშვის გაჩენის შემდეგ მისი ქმარი სადღაც წავიდა და ის მიატოვა, ამიტომაც უკვე 6 წელია ამელია აქ ცხოვრობს. ბოლო ნახევარი წელია, ვიღაც აეკიდა, არ ვიცი. აშკარად მოსწონდა ამელია. ჩვენთან დიდად არ საუბრობდა მასზე, მაგრამ რამდენჯერმე შეხვდა მას. გუშინწინაც ერთად იყვნენ გასულები, მაგრამ სახლში საკმაოდ განერვიულებული მოვიდა, გვითხრა, არ მიყვარს, ის კი მაინც არ მეშვებაო.“
- ,,მისი სახელი იცით?“ - ვკითხე.
- ,,კი, რასაკვირველია. ჯეისონ მონტგომერი.“
- ,,ამელია თქვენ იპოვეთ გარდაცვლილი, ასეა?“
- ,,დიახ. დილით ბავშვი სკოლაში წაიყვანა და უკან დაბრუნდა. თავს კარგად ვერ გრძნობდა, ამიტომ თავის ოთახში შევიდა. აქედან ალბათ ერთ საათში მისი ოთახიდან ხმაური ისმოდა, რაღაცის დამტვრევის და ამელიას კივილის. კართან მივედი, დავუძახე მშვიდობა გაქვს მეთქი? მაგრამ ბოლოჯერ დაიკივლა და ხმაური შეწყდა. საერთოდ არაფერი აღარ ისმოდა. კარი სწრაფად შევაღე და ამელია ძირს დავინახე, სისხლით მოსვრილი. მკერდიდან ბევრი სისხლი მოსდიოდა. ღმერთო, რომელი საათია? ლილის სკოლიდან გამოყვანის დროა, უფრო სწორად, დაგვიანდა კიდეც.“ - საათს დახედა.
- ,,ლილი, კარგადაა, ჩვენ წამოვიყვანეთ სკოლიდან.“ - უთხრა იანმა.
- ,,რა? ახლა სადაა?“
- ,,უსაფრთხოდაა, ნუ ნერვიულობთ. მას აქ ვერ მოვიყვანდით.“ - უთხრა იანმა.
- ,,თქვენ კარგად ხართ?“ - ვკითხე, როცა მისი ნაკაწრი შევამჩნიე წარბთან.
- ,,რა?“
- ,,თქვენი ნაკაწრი, წარბიდან სისხლი მოგდით..“
- ,,აა, ეს ჩემი არაა. ალბათ უბრალოდ სისხლიანი ხელი მომიხვდა. ვცდილობდი მისთვის სისხლდენა შემეჩერებინა, მაგრამ მის გულისცემას ვეღარ ვგრძნობდი..“-
- ,,დედამისი სად იყო ამ დროს?“ - ვკითხე
- ,,მას ჯერ კიდევ ეძინა, ჩემს ყვირილზე გაეღვიძა და მაშინვე გამოვარდა. მეტი არაფერი არ ვიცი, რაც დავინახე ის მოგიყევით.“ -
- ,,თავდამსხმელი არ დაგინახავთ? იქნებ ოდნავ მაინც მოკარით თვალი.“
- ,,არა, არავინ დამინახავს.“ - ამ დროს ოთახში ოლივერი შემოვიდა.
- ,,ჰანნა, შეგიძლია ორი წუთით გამოხვიდე?“ - მკითხა.
- ,,ჰო, რა თქმა უნდა.“ - ვუთხარი და მას გავყევი.
- ,,ყველაფერი მოგიყვათ?“ - მკითხა.
- ,,მგონი ასეა, თქვა რაც ვიცი ყველაფერი გითხარითო.“
- ,,ეს ამელიას მობილურია, წესით იმ ბიჭის ნომერიც უნდა ეწეროს, რომელზეც მისი მამინაცვალი ამობობს.“ - მითხრა და მობილური მომცა.
- ,,ჰო, მადლობა ოლი. ისე, ვერაფერი იპოვეთ? ანაბეჭდები, თმის ღერი ან რაიმე კვალი..“
- ,,ახლახან წავიდნენ ექსპერტები, როცა პასუხი იქნება შეგატყობინებ.“ - მითხრა და გავიდა.
- ,,შეიძლება თქვენს მეუღლეს გავესაუბროთ?“ - ვკითხე კაცს.
- ,,ის არავის ელაპარაკება, ამის თავი არ აქვს..“
- ,,კარგი, მაშინ ახლა წავალთ და მოგვიანებით დავბრუნდებით.“ - ვუთხარი და იანს ვანიშნე გამომყოლოდა.
- ,,რა ხდება?“ - მკითხა იანმა, როგორც კი ბინიდან გავედით.
- ,,ოლივერმა ამელიას ტელეფონი მომცა, ვვარაუდობთ, რომ შეიძლება იმ ბიჭის ნომერი ეწერება. უნდა მოვძებნოთ და დაველაპარაკოთ.“
- ,,კარგი. შეამოწმე.“
ამელიას მობილური გავხსენი, საბედნიეროდ დაბლოკილი არ იყო, ჯეისონი მოვძებნე. აქაც გაგვიმართლა და მხოლოდ ერთი ნომერი ეწერა ამ სახელით.
- ,,ვიპოვე, ეს უნდა იყოს.“ - ვუთხარი იანს.
- ,,მაჩვენე, მე დავრეკავ.“ - მითხრა, ნომერი ამოიწერა, დარეკა და სპიკერზე ჩართო.
- ,,გისმენთ?“ - გაგვაგონა.
- ,,ჯეისონ მონტგომერი?“ - ჰკითხა იანმა დასარწმუნებლად.
- ,,ვინ ბრძანდებით?“
- ,,დეტექტივი იანი. თქვენთან გასაუბრება მინდოდა, ამელიასთან დაკავშირებით.“
- ,,რამე მოხდა?“
- ,,არ იცით? ამელია გარდაიცვალა, უფრო სწორად, მოკლეს.“
- ,,რა?! მეხუმრებით არა? ეს როგორ..“ - ხმაზე აღელვება დაეტყო.
- ,,ნეტავ ასე იყოს. სწორედ ამასთან დაკავშირებით გვინდა თქვენთან საუბარი, დაკავებული ხართ?“
- ,,არა, მცალია, მაგრამ.. ეს როგორ? რა მოხდა?“
- ,,სადმე შევხვდეთ და ყველაფერს აგიხსნით, თან რამდენიმე კითხვასაც დაგისვამთ.“
- ,,კარგი, სად?“
- ,,ამელიას სახლთან ახლოს კაფე შევნიშნე, იცით?“
- ,,კი, რა თქმა უნდა.“
- ,,კარგი, მაშინ 15 წუთში იქ შევხვდეთ.“ - უთხრა იანმა.
- ,,კარგი.“ - თქვა და გათიშა.
- ,,მისთვისვე აჯობებს მართლა არაფერი იცოდეს.“ - თქვა იანმა.
- ,,ოლივერს ვეტყვი და ჩვენც წავიდეთ.“ - ვუთხარი და ოლივერისკენ წავედი.
- ,,ოლი, მე და იანი იმ ბიჭის დასაკითხად მივდივართ.“
- ,,კარგი, მე აქ ვიქნები.“
- ,,კარგი.“ - ვუთხარი და იანთან ერთად კაფეში წავედი წავედი. 5 წუთში იქ ვიყავით, შიგნით შევედით, დავსხედით და ჯეისონს ვუცდიდით.
- ,,რამეს დალევ?“ - მკითხა იანმა.
- ,,არა, ახლა ნამდვილად არ მაქვს მაგის სურვილი. გამუდმებით იმ ბავშვზე მეფიქრება.“
- ,,მართალია, დღეს კი იქნება მიასთან და მაიკთან, მაგრამ სახლში წაყვანას მალე მოითხოვს..“
- ,,ჰო, მაგრამ ასეთებისთვის ზედმეტად პატარაა.“ - ვთქვი. რამდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა.
ამასობაში ვიღაც მაღალი ბიჭი შემოვიდა კაფეში. ყავისფერი ქურთუკი ეცვა, ზუსტად ისეთი, როგორიც დღეს სკოლასთან კაცს, რომელმაც ლილი შეაშინა.
- ,,იან.. ისაა? კაცი სკოლასთან..“ - ვუთხარი. იანი ფეხზე წამოდგა, კაფეში ჩვენ გარდა არავინ იყო.
- ,,თქვენ დამირეკეთ, ხომ?“ - იკითხა ბიჭმა, რომელსაც თვალები ჩაწითლებული ჰქონდა ტირილისგან.
- ,,ჯეისონი თქვენ ხართ?“ - ჰკითხა იანმა.
- ,,დიახ, თქვენ კი..“ - მე შემომხედა.
- ,,ეს ჰანნა, საქმეს ერთად ვიძიებთ.“
- ,,გასაგებია.“
- ,,აქეთ დაბრძანდით, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ.“ - ვუთხარი, და თან ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა იმისა, რომ ეჭვგარეშე ვიცოდი ის იყო ყავისფერქურთუკიანი კაცი სკოლიდან.
- ,,მაშ, თქვენ ამელიას იცნობდით, ასეა?“
- ,,დიახ.“
- ,,მასთან რა ურთიერთობა გაკავშრებდათ?“
- ,,ჩვენ მეგობრები ვიყავით, უფრო სწორედ ის თვლიდა ასე, მაგრამ მე უფრო მეტი მინდოდა, ვიდრე მეგობრობა. მე ის შემიყვარდა.“ - თქვა და თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა.
- ,,ამ საკითხზე გიკამათიათ?“ - ჰკითხა იანმა.
- ,,მისთვის არაერთხელ მითქვამს, რომ მას არ ვუყურებდი ისე, როგორც მეგობარს. რამდენიმე დღის წინ კი სიყვარულში ბოლომდე გამოვუტყდი, რაზეც გაბრაზდა და უბრალოდ სახლში წავიდა. მას შემდეგ არაერთხელ მივწერე, დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა.“
- ,,დღეს სკოლასთან თქვენ იყავით, არა? გეცოდინებათ, რომ ამელიას შვილი ჰყავს, მასთან მიხვედით და შეაშინეთ, ასეა?“ - ვკითხე.
- ,,შევაშინე? არა ეს წამითაც არ მიფიქრია. მოიცადე, ის თქვენთან მოვიდა არა?“
- ,,დიახ, ჩვენთან მოვიდა შეშინებული, თქვა იმ კაცს არ ვიცნობო.“
- ,,რა თქმა უნდა, ვერ მიცნობდა, არც კი ვუნახივარ. მაგრამ უბრალოდ მინდოდა ამელიასთვის სიურპრიზი გამეკეთებინა. ლილის შეშინება არც მიფიქრია.“
- ,,მის ქალიშვილთან რატომ მიხვედით? თუ ამელია არ გაცნობდათ მას, ესე იგი ასე თვლიდა საჭიროდ. თქვენი აზრით, რას მოიმოქმედებდა, თუ ლილის წამოსაყვანად მივიდოდა და ბავშვი იქ არ დახვდებოდა? და მერე თქვენ ეტყოდით ის შენთან მომყავდაო?“
- ,,მე... არ ვიცი..“ - თავი ჩაღუნა ბიჭმა.
- ,,ანუ მის მოტაცებას არ აპირებდი?“
- ,,მოტაცებას? არა, ღმერთო, რა თქმა უნდა არა.“-
- ,,არც ამელიასთვის ულტიმატუმის წაყენებას?“ - ათასმა ფიქრმა მომიცვა.
- ,,რა ულტიმატუმი?! საერთოდ რაზე საუბრობთ? მსგავს არაფერზე მიფიქრია, უბრალოდ მინდოდა ლილი ამელიასთან მიეყვანა, ვიფიქრე ასე დაინახავდა, რომ მათზე ვზრუნავ და ორივე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.“
- ,,კარგი, დღეს 10-დან 11 საათამდე რას აკეთებდით?“ - ჰკითხა იანმა.
- ,,ჯერ სპორტდარბაზში ვიყავი, შემდეგ შხაპი მივიღე და ვისაუზმე. მერე კი, როგორც იცით, სკოლაში წავედი, რომ ამელიასთვის სიურპრიზი გამეკეთებინა. თანაც ლილის გაცნობა ახლოდან სულ მინდოდა, ამელია მასზე გამუდმებით ლაპარაკობდა.“
- ,,ანუ, ამელიასთან დღეს შეხება არ გქონიათ?“
- ,,მე უბრალოდ მივწერე მას, მაგრამ არც დღეს არ მიპასუხა.“
- ,,რა თქმა უნდა, ვერ გიპასუხებდათ.“ - უთხრა იანმა
- ,,მოიცადე, თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ მე მოვკალი, არა?“ - დაბნეულმა იკითხა.
- ,,ჩვენ ჯერ არაფერს ვფიქრობთ, მაგრამ თან არაფერს გამოვრიცხავთ. ახლა უბრალოდ კითხვებს გისვამთ. ამელიას თქვენთვის რამე ხომ არ უთქვამს? იქნებ ვინმე უთვალთვალებდა ან აწუხებდა, ან ვინმესი ხომ არ ეშინოდა?“
- ,,მსგავსი არაფერი მახსენდება.“
- ,,ან იქნებ ვინმეს ვალი ჰქონდა..“
- ,,არა, ის ვალზე არაფერს იღებდა. თანაც ეგ არ სჭირდებოდა, ასე თუ ისე, შეძლებული ოჯახი ჰყავს. იქნებ ახლა მაინც მითხრათ, რა მოხდა?!..“
- ,,ამელია მისმა მამინაცვალმა იპოვა თავის ოთახში დაჭრილი. ჭრილობა მკერდის და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული..“
- ,,ღმერთო!“ - თავი ჩაღუნა ისევ და ტირილი დაიწყო.
- ,,ისე, მშობლებთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა? ან მის მამინაცვალზე რას ფიქრობთ?“
- ,,რამდენადაც ვიცი,დედასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მამინაცვალი მაინც და მაინც დიდად არ მომწონს, ყოველთვის ცუდი თვალით მიყურებდა. ან უბრალოდ მე ვფიქრობ ასე.“
- ,,კარგი, გასაგებია ჯერ-ჯერობით კითხვები აღარ გვაქვს. შეგიძლია წახვიდე, მაგრამ ტელეფონი არ გამორთო, შეიძლება ისევ დაგირეკოთ.“-
- ,,კარგი.“ - გვითხრა და წავიდა.
- ,,რას ფიქრობ?“ - მკითხა იანმა.
- ,,არ ვიცი, ნორმალურად ვერაფერზე ვფიქრობ. არ უნდა იტყუებოდეს, მაგრამ თან რაღაცას ბოლომდე არ ამბობს.“
- ,,მეც ასე ვფიქრობ. გავიდეთ?“
- ,,ჰო, წავიდეთ.“ - ვუთხარი, კაფედან გავედით და ისევ ამელიას ბინაში დავბრუნდით. ოლივერი მისი ბინის კართან დაგვხვდა.
- ,,მოხვედით? რა თქვა?“
- ,,განსხვავებული და განსაკუთრებული არაფერი. არ იცოდა, რომ ამელია მოკლეს.“ - უთხრა იანმა.
- ,,ჰო მართლა, ჰანნა, ამელიას დედას შენთან ლაპარაკი უნდა.“
- ,,მართლა?“ - გამიკვირდა და თან ცოტა ფიქრებიდან გამოვერკვიე.
- ,,ჰო, მთელი დღეა არავისთვის გაუცია ხმა, ახლა კი ამბობს, წეღან გოგო რომ იყო მასთან მინდა საუბარიო.“ - მითხრა ოლივერმა.
- ,,კარგი, ახლავე შევალ. რა ჰქვია?“
- ,,სოფია.“
- ,,კარგი.“ - ვუთხარი და ოთახში შევედი. ქმარი ისევ გვერდით ეჯდა.
- ,,სოფია?“ - დავუძახე.
- ,,დარწმუნებუბლი ხარ?“ - ჰკითხა ქმარმა. სოფიამ კი ისე, რომ მისთვის არც მიუხედავს, თავი დაუქნია, რის შემდეგაც კაცი ადგა და ოთახიდან გავიდა.
- ,,კარი დავხურო?“ - ვკითხე.
- ,,თუ არ შეწუხდები..“ - მითხრა.
- ,,მითხრეს, ჩემთან გინდოდათ საუბარი..“
- ,,ჰო, მართალია. ლილი..?“
- ,,მასზე ნუ ნერვიულობთ, კარგადაა. ჩემს მეგობართან დავტოვე. ვიფიქრე მისი აქ მოყვანა არ იქნებოდა სწორი, ის ჯერ კიდევ პატარაა. დღეს იქ იქნება, თუ წინააღმდეგი არ ხართ..“
- ,,არა, პირიქით, მადლობა. შეგიძლია ჩამოჯდე.“ - ქალი ძლივს ლაპარაკობდა, ძალიან მშვიდი ხმა ჰქონდა. მის გვერდით დავჯექი.
- ,,დეტექტივი ხართ, ხომ?“
- ,,დიახ, დეტექტივი ჰანნა.“ - ვცადე პირველს არ დამეწყო საუბარი იმ საკითხზე, რაც რამდენიმე საათის წინ ჩვენს გვერდით ოთახში მოხდა, ისედაც თვალები ჰქონდა დასიებული.
- ,,იცი, ამელია ჩემი ერთადერთი შვილი იყო. მასზე მეტად არავინ და არაფერი მიყვარს ამქვეყნად. ალბათ, ჯეისონზე გაიგებდით..“
- ,,დიახ, უკვე ვესაუბრეთ მას.“
- ,,ის კარგი ბიჭია, ამელია უყვარდა. რომ არ დაგიმალოთ, ამელიასაც მოსწონდა ის, მაგრამ არ აღიარებდა. ეშინოდა ახალი ურთიერთობის დაწყების, რადგან ქმარმა ბავშვის გაჩენის შემდეგ მიატოვა.“
- ,,თქვენმა მეუღლემ გვითხრა, რომ ამელია არ იყო დაინტერესებული მისით და მისი ჩამოშორება უნდოდა.“
- ,,ის კაცია, ამელიას მამაც კი არაა, ამიტომ, რა თქმა უნდა, მას ეს არ ეცოდინებოდა. მე კი დედამისი ვარ, მე გავაჩინე და მე გავზარდე, ზუსტად ვიცი როდის რა უხარია და როდის სტკივა. მას ჯეისონი უყვარდა.“
- ,,როგორ ფიქრობთ, შეიძლება ჯეისონს მისთვის რაიმე დაეშავებინა?“
- ,,ჯეისონი ალალი ბიჭია, ყველაზე მეტი, რაც შეიძლება ამელიასთვის დაეშავებინა, კოცნაა, თუ ამელია წინააღმდეგი იქნებოდა. ამელია კი ისეთი გოგონა იყო, რომ თუ არ უნდოდა, მას არც შეხვდებოდა. სიმართლე რომ ვთქვა, მიხაროდა კიდეც, რომ ამელიამ თითქმის შეაბიჯა ახალ ურთიერთობაში.“
- ,,ჯეისონმა თქვა, რომ ამელია მის ზარებს ბოლო რამდენიმე დღე არ პასუხობდა.“
- ,,ჰო, ვიცი. რამდენიმე დღის წინ სახლში ღამით გაბრაზებული მოვიდა, მაგრამ გაბრაზებული მასზე კი არა, საკუთარ თავზე იყო, რადგან თავს ვერ აძალებდა შიში დაეძლია და ახალი, ჯანსაღი ურთიერთობა დაეწყო.“
- ,,გასაგებია. თქვენ ხომ არ იცით, ვინმესთან ჰქონდა პრობლემები?“
- ,,აბსოლუტურად არავისთან.“
- ,,ეჭვიც არავისზე გაქვთ? მისი ყოფილი ქმარი? ახლა სადაა?“
- ,,არ ვიცი, რაც საზღვარგარეთ წავიდა მასზე არაფერი გვსმენია.“ - თქვა, თვალები ისევ აუწყლიანდა და ცრემლები გადმოსცვივდა.
- ,,მე.. ძალიან ვწუხვარ.“ - ვუთხარი და მოვეხვიე. მანაც ისე ძლიერად ჩამკიდა ხელები, რომ ვიგრძენი, როგორ იყო მისი გული განადგურებული. ოთახიდან გავედი.
- ,,კარგად ხარ?“ - მკითხა იანმა.
- ,,ჰო, ნორმალურად.“
- ,,რა გითხრა?“
- ,,ალბათ ის, რომ ჯეისონი მის მოკვლას ვერ შეძლებდა.“
- ,,ასე ფიქრობს?“
- ,,ჰო. მითხრა ძალიან უყვარდა, და ყველაზე მეტი რაც შეიძლება ამელიასთვის დაეშავებინა კოცნაა, თუ ამელია ამის უფლებას მისცემდაო.“
- ,,სხვა მტერი?“
- ,,ეს მეც მეეჭვება. როცა იგივე კითხვა დავუსვი, უბრალოდ გაჩუმდა და ტირილი დაიწყო. მეც ვეღარაფერი ვკითხე.
- ,,საინტერესოა. ჰო მართლა, პასუხები მოვიდა. მის სხეულზე მხოლოდ მამინაცვალის და დედამისის ანაბეჭდებია, გარდაცვალების შემდეგ ისინი იყვნენ მასთან. იარაღს რაც შეეხება, ის იქ თავიდანვე არ იყო, როგორც უკვე ვიცით, დანით მოკლეს.“
- ,,არც მის ოთახშია სხვა ანაბეჭდი?“
- ,,მხოლოდ ოთხი ადამიანის.. თავისი, ლილის, სოფიას და მამინაცვალის.“
ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. ქვემოთ ჩავედით.
- ,,ოლი, რამე ხომ არაა კიდევ ახალი?“ - ვკითხე.
- ,,თუ ექსპერტიზის პასუხებზე გაიგე, სხვა არაფერი.“
- ,,ჰო, ეგ მითხრა უკვე იანმა.“
- ,,ჩვენ წასვლას ვაპირებთ, რამე ხომ არ გჭირდებათ?“
- ,,არა, არაფერი.“ - ვუთხარი, ოლივერი კი დანარჩენებთან ერთად წავიდა.
- ,,ახლა რა იქნება?“ - ვკითხე იანს.
- ,,წარმოდგენა არ მაქვს.“
- ,,კარგი, მათ ბინაში დავბრუნდეთ.“
- ,,ჰო, კარგად დავათვალიეროთ, შეიძლება რაიმე გამოგვრჩა.“
მეორე სართულზე ავედით და ბინაში შევედით.
- ,,ისევ დაბრუნდით?“ - გვკითხა ამელიას მამინაცვალმა
- ,,ჰო, ოთახის თავიდან დათვალიერება გვინდა, თუ არ შეგაწუხებთ..“ - უთხრა იანმა.
- ,,არა, რა თქმა უნდა, შემოდით. უბრალოდ სოფიას ჩაეძინა დაძალიან ნუ იხმაურებთ.“
- ,,კარგი.“ - უთხრა იანმა და ამელიას ოთახში შევედით. იგივე სიტუაცია, იგივე ქაოსი.
- ,,კარგი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, გაქცევას ფანჯრიდან ეცდებოდა. აქედან ვინმემ რამე გადააადგილა?“
- ,,არა, მხოლოდ მამინაცვალი და დედამისი შეეხნენ გვამს, როცა ის იპოვეს. თან თქვეს, რომ მის გარდა ხელი არაფრისთვის შეუხიათ.“
- ,,მაშინ ფანჯარა რატომაა დახურული, როცა ოთახში გარდაცვლილი სხეული იყო? დახურულიც რომ ყოფილიყო, ის უნდა გაეღოთ. მაგრამ თუ ხელი არავის არაფრისთვის უხლია, გამოდის ფანჯარაც დახურული იყო. თავდამსხმელი როგორ გაიქცა? ვითომ იმისთვის ეცალა, რომ გასვლისას ფანჯარა დაეკეტა?“
- ,,მეეჭვება, თუ მისი მამინაცვალი უკვე კართან იდგა, და შესვლას აპირებდა, არ მგონია თავდამსხმელი ისეთი წინდახედული ყოფილიყო, რომ გასვლისას ფანჯარაც დაეხურა. ის მხოლოდ ამ ადგილიდან გაქცევაზე იქნებოდა ორიენტირებული.“
- „მართალია, მარგამ მოიცადე... ეს ქალაქის ცენტრია, გარეთ კამერები ხომ უნდა ყოფილიყო? იან, აქ კამერები უნდა იყოს.“ - ვუთხარი დარწმუნებით.
გარეთ გავედით კამერების სანახავად.
- ,,ჰო, აქ მხოლოდ ერთი კამერა, რომელიც პირდაპირ ამელიას ოთახის ფანჯარას უყურებს.“
- ,,ოლივერს დავურეკავ და ვეტყვი შეამოწმონ.“ - ვუთხარი იანს, ოლივერს დავურეკე და ვუთხარი.
- ,,კარგი, მაგრამ თუ ჩვენი ვარაუდი მართალია, და ფანჯარა არც კი გაუღიათ, მკვლელი იქ ერთადერთი გზით შეიძლება აღმოჩენილიყო..“ - მითხრა იანმა.
- ,,კარიდან. მაგრამ კართან ამელიას მამინაცვალი იდგა... თუ რა თქმა უნდა ჩვენების შეცვლა არ უნდა.“
- ,,რაღაცას მალავს.“
- ,,კარგი, ჯერ კამერის ჩანაწერები ვნახოთ და მერე მისი დაკითხვა თავიდან მოგვიწევს.“ - ვუთხარი.
ხუთ წუთში ოლივერმა გადმომირეკა.
- ,,ჰანნა, კამერის ჩანაწერები ვნახეთ.“
- ,,შეგიძლია გამომიგზავნო? 10-დან 11 საათამდე შუალედი..“
- ,,ჰო, ახლავე, მაგრამ მასზე არაფერია. ფანჯარა თავად ამელიასაც კი არ გაუღია.“
- ,,დარწმუნებული ხარ? არც არავინ გაქცეულა მაქედან? ან გამვლელები...“
- ,,დარწმუნებული ვარ ჰანნა, ჩანაწერს თავად ვუყურე. ახლა გამოგიგზავნი და თქვენც ნახეთ.“
- ,,კარგი, მადლობა.“ - ვუთხარი და გავუთიშე.
მალევე მოვიდა კამერის ჩანაწერი ვიდეო. ავასწრაფე და ისე ვუყურეთ მე და იანმა, მაგრამ მართლა არაფერია იქ. ფანჯარა მთელი ეს დრო დახურული იყო.
- ,,გამოდის ვიღაც გვატყუებს.“ - თქვა იანმა.
- ,,ჰო. ისევ უნდა გავესაუბროთ.“ - ვუთხარი და ისევ მეორე სართულზე ავედით.
- ,,ბატონო, თქვენთან გასაუბრება ისევ გვინდა.“ - ვუთხარი ამელიას მამინაცვალს.
- ,,რამე მოხდა?“
- ,,სინამდვილეში კი. თქვენ გვითხარით, რომ კართან იდექით და გესმოდათ ამელიას ყვირილი, და მხოლოდ მას შემდეგ შეხვედით ოთახში, როცა ის გაჩუმდა და დაძახილზე არ გპასუხობდათ. მაგრამ ჩვენ კამერის ჩანაწერები ვნახეთ, და ამელიას ოთახში არავინ შესულა. ანუ თუ თავდამსხმელი გაიქცეოდა, ამას მხოლოდ ფანჯრიდან შეძლებდა, მაგრამ მისი ოთახიდან ამ გზით არავინ გასულა. დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენება სწორად მოგვეცით?“ - ვკითხე კაცს. ის რამდენიმე წამით ჩაფიქრდა.
- ,,იცით, მე.. დიახ, ასე ვთქვი, მაგრამ მართალი ხართ, ასე არ ყოფილა. ამ დროის განმავლობაში მე ამელიას ოთახის კართან არ ვმდგარვარ, სააბაზანოში ვიყავი და იქ გავიგე ყვირილის ხმა, მაგრამ მეგონა მომეჩვენა. შემდეგ უკვე გაძლიერდა ხმა და ეს მოჩვენებას აღარ ჰგავდა. სააბაზანოდან გამოვედი, ამელიას ოთახისკენ ნელი ნაბიჯით წავედი, მაგრამ ვიღცამ მისი ოთახის კარი მოაჯახუნა და სწრაფად გაიქცა.“
- ,,და ეს რატომ დამალეთ? სამართალდამცავები მოატყუეთ..“
- ,,არა, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ არ მინდოდა, სოფიას გაეგო. არც მისთვის მითქვამს.“
- ,,რატომ? მან ახლახან შვილი დაკარგა..“
- ,,ის მეც დავკარგე. მამამისი არ ვიყავი, მაგრამ ის სოფიაზე არანაკლებ მიყვარდა. არ მინდოდა სოფიას გაეგო, რომ შესაძლოა ამელიას ნამდვილი მამა დაბრუნდა. მგონია, რომ ამელია მისმა ბიოლოგიურმა მამამ მოკლა.“
- ,,გგონიათ? ხომ თქვით, რომ დაინახეთ?“
- ,,მე ის სახეზე არ დამინახავს. როგორც გითხარით, გარბოდა, კაპიუშონი ეფარა, ამიტომ ვერ დავინახე.“
- ,,და ამელიას ბიოლოგიური მამა ვინაა? ან რატომ ფიქრობთ, რომ მას შეეძლო შვილის მოკვლა?“
- ,,მას არ უყვარდა ცოლი და შვილი, გამუდმებით სცემდა ორივეს. სწორედ ამიტომ დაშორდა სოფია მას, პოლიციაში უჩივლა და მას აუკრძალეს ცოლ-შვილთან მიახლოება.”
- ,,ხომ არ იცით, სად შეიძლება მისი მოძებნა?“
- ,,წარმოდგენა არ მაქვს.“
- ,,კარგი, მაშინ სადარბაზოს კამერებს შევამოწმებთ.“
- ,,იცით, ჩვენს კორპუსში კამერები არ არის.“
- ,,რას ქვია კამერები არ არის?“ - ვკითხე.
- ,,ანუ, კამერები გვქონდა, მაგრამ რაღაც გაუმართაობის გამო ისინი მოხსნეს რამდენიმე დღის წინ და ახლები უნდა დააყენონ.“
- ,,ღმერთო ჩემო. კარგი, რამეს მოვახერხებთ. მაგრამ არ უნდა მოგეტყუებინეთ, თავიდანვე სიმართლე უნდა გეთქვათ ჩვენთვისაც, და ადგილობრივი პოლიციისთვისაც. იმედია ასე აღარ გაიმეორებთ, თორემ შესაძლოა პოლიციის შეცდომაში შეყვანისთვის დაგაკავონ.“ - უთხრა იანმა.
- ,,არა, არ გატყუებთ. ხომ გითხარით, ეს სოფიას დასაცავად გავაკეთე. ის თუ გაიგებს.. მის გამო ისედაც საშინლად იყო, წამლებს სვამდა ხოლმე..“
- ,,ხომ გესმით, რომ ადრე თუ გვიან ამის თქმა მაინც მოგიწევთ?“
- ,,კი, მაგრამ არ მინდა ეს ამ სიტუაციაში მოხდეს.“ - თქვა კაცმა.
- ,,კარგი. ისე, ამელიას ყოფილ ქმარს შეეძლო ამის გაკეთება?“ - ვკითხე მამინაცვალს.
- ,,ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ 6 წელია არ გამოჩენილა. როგორც ვიცით, ბოლოს საზღვარგარეთ იყო, იქ მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში არც ამელია და არც ბავშვი არ გახსენებია, დარწმუნებული არ ვარ, რომ აქ მხოლოდ ამელიას მოსაკლავად შეეძლო ჩამოსვლა.“ –
- ,,რა ჰქვია მას?“
- „ნიკოლას რიდი.“
- ,,სოციალურ ქსელში მოვძებნი.“ - ვუთხარი იანს, მობილური ავიღე და ნიკოლას რიდი მოვძებნე.
- ,,ესაა?“ - ამელიას მამინაცვალს ვიღაც კაცის ფოტო ვაჩვენე.
- ,,ჰო, ზუსტად ეგაა.“
- ,,კარგი.“ - ვუთხარი და იანთან ერთად გვერდით გავედი.
- ,,მაშ ასე.. 36 წუთის წინ დადო ფოტო ვიღაც გოგოსთან ერთად, მილანში. სთორებიც ახალი დადებული აქვს, სულ ბოლო 12 წუთის წინ.“
- ,,ანუ ის მართლა არ არის აქ.“
- ,,ჰო, მგონი ეგეც გამოირიცხა, თუ რა თქმა უნდა, ამას გამიზნულად არ აკეთებს ჩვენს დასაბნევად.“ - ვუთხარი. მობილურმა დარეკა.
- ,,გისმენ მია.“ - ვუპასუხე.
- ,,ენნი, რას შვრებით?“
- ,,არ ვიცი, ვცდილობთ რაიმე ვიპოვოთ.“
- ,,ვერაფერი გაარკვიეთ?“
- ,,ცოტა, მაგრამ ვიმედოვნებთ მალე გავარკვევთ. ჰო მართლა, ლილი როგორაა?“
- ,,ერთობა, ის და მაიკი თამაშობენ. რამდენიმეჯერ გიკითხათ, მალე მოვლენო? დედასაც კითხულობს, მაგრამ მაიკი ისე ართობს წამში ავიწყდება.“
- ,,ღმერთო ჩემო, რა უნდა ვქნათ...“ - შუბლზე ხელი მივიდე.
- ,,კარგი, აღარ მოგაცდენთ, რომ მოხვალთ მაშინ მომიყევი დანარჩენი.“
- ,,კარგი.“ - ვუთხარი და გავუთიშე.
- ,,მშვიდობაა?“ - მკითხა იანმა.
- ,,ლილი, დედას კითხულობს..“ - ვუთხარი. იანმაც დიდზე ამოისუნთქა.
- ,,კარგი, გავაგრძელოთ, იქნებ იყოს რაიმე..“ - ვთქვი, ტელეფონი დავდე და ისევ ოთახის დათვალიერება განვაგრძე. ალბათ ნახევარი საათი ვათვალიერებდით, მაგრამ ისევ და ისევ ერთი და იგივე. ისევ ჩამოყრილი ფარდები, ჩამსხვრეული ნივთები და სისხლი.
- ,,რამე ნახე?“ - მკითხა იანმა.
- ,,არა, ვერაფერი. აქ ანაბეჭდები ვერ ნახეს, ამელიას ბიოლოგიური მამა მის ოთახში ხელთათმანებით შემოიჭრა, ის მოკლა და გაიქცა? იქნებ გაქცევისას გამოეჩინა დაუდევრობა? შესაძლოა გარეთ უფრო იყოს რამე..“
- ,,ჰო, მგონი სჯობს გავიდეთ, თორემ აქ უკვე სული მეხუთება.“ - მითხრა იანმა. მისაღებში გავედით.
- ,,რამე ხომ არ იპოვეთ?“ - გვკითხა მამინაცვალმა.
- ,,ჯერ-ჯერობით ვერაფერი. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, აქაც რომ დავათვალიეროთ?“
- ,,არა, რასაკვირველია.“
- ,,შეგიძლიათ კიდევ ერთხელ აღგვიწეროთ რა დაინახეთ? როგორ გარბოდა, ან საით წავიდა..“
- ,,როგორც გითხარით, სააბაზანოდან გამოსვლისთანავე აქეთ წამოვედი და დავინახე, რომ მას შავი კაპიუშონი ეხურა, სწრაფად გარბოდა და პირდაპირ კარიდან გავიდა. მას ვერ დავედევნებოდი, ამელია ასეთ მდგომარეობაში იყო..“
- ,,კარგი, შეგიძლია დაბრუნდეთ სოფიასთან, აქაც გადავხედავთ და მალე წავალთ.“ - უთხრა იანმა.
- ,,კარგი.“ - თქვა კაცმა და მისაღებიდან გავიდა.
- ,,იან, მისი მობილური გვაქვს და არც კი შეგვიმოწმებია. იქნებ დაურეკა ან მისწერა?“
- ,,მართალია, ორივეს ამოგვივარდა გონებიდან. მიდი ნახე.“ - მითხრა.
მეც ქურთუკის ჯიბიდან ამელიას მობილური ამოვიღე და კონტაქტებში შევედი. იქ არაფერი იყო, არც ბევრი ნომერი ეწერა, არც ნარეკები იყო უცხო ან საეჭვო ნომრიდან. მხოლოდ ჯეისონის გამოტოვებული ზარები და შეტყობინებები გატენილი იყო ჯეისონის ესემესებით. -
* - ,,ამელია, ვნერვიულობ, სად ხარ?“
* - ,,რამდენჯერ დაგირეკე, ერთხელ მაინც გამაგონე, ვნერვიულობ.“
* - ,,ამელია, კარგად ხარ?“
* - ,,იქნებ მხოლოდ ერთხელ მაინც მიპასუხო, რომ ჩავთვალო კარგად ხარ..“
* - ,,ამელია სადაცაა გავგიჟდები. მიპასუხე.“


- ,,რა ხდება?“ - მკითხა იანმა.
- ,,არაფერია. მხოლოდ ჯეისონის უაზროდ ბევრი ზარი და შეტყობინება, რომლებიც ამელიას არც კი გაუხსნია. როგორც ჩანს, სოფია მართალია. მას მართლა ძალიან უყვარს ამელია და ღელავს მასზე.“
- ,,აქ კიდევ არაფერია. ყველაფერი შევამოწმე, მაგრამ..“ - მითხრა.
- ,,კარგი, მგონი აჯობებს დავბრუნდეთ.“
- ,,ჰო, ხვალ გავაგრძელოთ. დაღლილი ჩანხარ.“
10 საათი ხდებოდა, როცა მიასა და მაიკის სახლთან მივედით.
- ,,ღმერთო, ძლივს მოხვედით..“ - მითხრა მიამ და გადამეხვია.
- ,,აბა, რა მოხდა? გაარკვიეთ რამე?“ - გვკითხა მაიკმა.
- ,,ისეთი არაფერი, რაც დაგვარწმუნებს მკვლელის ვინაობაში. მხოლოდ ეჭვები გვაქვს.“ - უთხრა იანმა.
- ,,ჰო, დიდი ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვნახეთ. ლილი სადაა?“ - ვკითხე.
- ,,სძინავს, ძალიან დაიღალა თქვენს ლოდინში და აქვე ჩაეძინა, დივანზე. მაიკმა ზევით აიყვანა ოთახში.“
- ,,კარგია, დაიძინოს ცოტა ხანს.“ - ვთქვი და გამახსენდა, რომ პონგო სახლში მარტოა. - ,,ღმერთო ჩემო, პონგო..“
- ,,ბინის გასაღები აქ გაქვს? წავალ მოვიყვან, შენ დაისვენე.“ - მითხრა იანმა.
- ,,ჰო, ჩანთაში მიდევს. დარწმუნებული ხარ?“
- ,,ჰანნა. გასაღები მომეცი. წავალ და მას აქ მოვიყვან.“
- ,,კარგი.“ - ჩანთიდან გასაღები ამოვიღე და იანს მივაწოდე.
- ,,გამოგყვები.“ - უთხრა მაიკმა და გავიდნენ.
- ,,მია, შეგიძლია ტანსაცმელი მომიტანო? შხაპს მივიღებ, რომ ცოტა გამოვფიზლდე.“
- ,,რო, რა თქმა უნდა. ახლავე მოგიტან. შეგიძლია შეხვიდე.“
სააბაზანოში შევედი, დუშის ქვეშ დავდექი და რამდენიე წუთით ასე ვიყავი. მერე პირსახოცი შემოვიხვიე, დაორთქლილ სარკეს ხელი გადავუსვი და ჩაფიქრეული დავდექი. კარზე მიამ დააკაკუნა.
- ,,ენნი, ტანსაცმელი მოგიტანე.“
- ,,შემოდი.“ - ვუთხარი. მიამ კარი გახსნა და შემოვიდა.
- ,,გამომართვი.“ - მითხრა და ტანსაცმელი გამომიწოდა. - ,,კარგად ხარ? დიდი ხანია ასე არ მინახიხარ..“
- ,,ჰო, არ ვიცი. ასე არც ერთ გამოძიებას არ უმოქმედია ჩემზე. ეს ალბათ ლილის გამოა.“
- ,,მართალია, ძალიან პატარაა. მას რა უნდა ვიყოთ, სახლში წაიყვან?“
- ,,არ ვიცი, იქ როგორ უნდა მივიყვანოთ.. სხვათა შორის, გამიკვირდა ასე უპრობლემოდ რომ მოგვანდეს..“
- ,,ჰო, მაგრამ ფიქრობენ მასზეც, რთული იქნება მისთვის.. კარგი, მიდი ჩაიცვი და გამოდი.“
- ,,კარგი.“ - ვუთხარი, მია კი სააბაზანოდან გავიდა. სპორტულები ჩავიცვი, თმა შევიმშრალე და სააბაზანოდან გავედი თუ არა, პონგო შემომახტა.
- ,,პონგო, მოხვედი ჩემო ბიჭო?“ - დავიხარე და ჩავეხუტე.
- ,,საჭმელი არ წამომიღია, მაიკმა მითხრა ჩვენთანაც არისო.“ - მითხრა იანმა.
- ,,მადლობა იან..“
- ,,საჭირო არაა მადლობის გადახდა. აი გამომართვი.“ - მითხრა და ბინის გასაღები გამომიწოდა.
- ,,სააბაზანო გჭირდება კიდევ?“
- ,,არა, არა. შეგიძლია შეხვიდე.“ - იანიც შევიდა და კარი დახურა.
- ,,აბა, გადაგიარა?“ - მკითხა მიამ.
- ,,ჰო, ცოტა დამამშვიდა. ლილი რომელ ოთხაშია?“
- ,,წამოდი, მეც ამოვალ.“ - მითხრა. მიას გავყევი. სტუმრების ოთახში ეძინა ლილის.
- ,,მადლობა მია, მთელი დღეა მასთან ხართ..“ - ვუთხარი.
- ,,რას ამბობ, მიხარია თუ გეხმარები. მიდი, ცოტა ხანს წამოწექი შენც, დაისვენე.“
ლილისთან შევედი. ისე მშვიდად ეძინა, როგორც ჩვილ ბავშვს. გვერდით მივუწექი და ნაზად გადავუსვი თმაზე ხელი. ისეთი ჟღალი თმა ჰქონდა, სიბნელეში თითქმის ანათებდა კიდეც. სოფიასაც ამ ფერის თმა აქვს, ამელია ქერა იყო. თვალის ფერი მამისგან გამოჰყვა, ფოტოებში ზუსტად მისნაირი თვალის ფერი ჰქონდა.
როგორ უნდა ვუთხრათ? ან როგორ მივიყვანოთ იქ? ჯერ ამელიას ოთახში სისხლიც არ მოუწმენდიათ..
ამ ფიქრებში ჩამძინებია. კარზე კაკუნმა გამაღვიძა. იანმა ფრთხილად შემოხსნა კარი.
- ,,ჰანნა, გძინავს?“
ბალიშიდან ძლივს ავწიე თავი. იანი შიგნით შემოვიდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
- ,,გაგაღვიძე?“
- ,,არაფერია. რამე მოხდა?“ - ვკითხე და წამოვჯექი.
- ,,არა, არაფერი. უბრალოდ ქვემოთ ჩაის ასხამენ და ვიფიქრე ჩამოსვლა გენდომებოდა.“ - მითხრა ჩურჩულით.
- ,,არ ვიცი..“
- ,,მას რა უნდა ვუთხრათ?“ –
- ,,არც ეგ ვიცი. სწორედ მაგაზე ვფიქრობდი, ვერც დილით წავიყვანთ..“ - ამ დროს ლილი შეიშმუშნა.
- ,,კარგი, წამოდი ჩავიდეთ, თორემ გაეღვიძება.“ - ვუთხარი. იანი წამოდგა და კართან მივიდა. მეც ავდექი და უკან გავყევი.
- ,,გეძინა?“ - მკითხა მაიკმა.
- ,,ჰო, ლილის მივუწექი და ჩამძინებია.“
- ,,მოდი, ბუხართან დაჯექი. ჩაი ხომ გინდა?“ - მკითხა მიამ.
- ,,ჰო.“ - ვუპასუხე და ბუხართან მდგარ დავარძელში მოვკალათდი.
- ,,ანუ, საეჭვო ვერავინ იპოვეთ?“
- ,,ამელიას მამინაცვალმა გვითხრა, რომ შესაძლოა ამელიას ბიოლპგიური მამა ყოფილიყო, მაგრამ დარწმუნებულები არ ვართ. მისი მეგობარი ბიჭი მგონი გამოირიცხა, მისი ყოფილი ქმარი კი იტალიაშია.“
- ,,სოფიას სიჩუმე მაინც მაფიქრებს. როცა ვკითხე, ეჭვი ვინმეზე ხომ არ გაქვთ მეთქი, უბრალოდ გაჩუმდა და ტირილს აჰყვა..“ - ვთქვი.
- ,,სოფია დედამისია?“ - მკითხა მიამ.
- ,,ჰო, ჩემ გარდა არავის დალაპარაკებია.“
- ,,ღმერთო ჩემო.“ - თქვა მაიკმა. მიამ ჩაის ჭიქა მომაწოდა.
- ,,მადლობა.“ - ვუთხარი. პონგოც იქვე იწვა ბუხართან თბილად.
- ,,ხვალ საქმე ხომ არ გაქვთ? სადმე ხომ არ აპირებთ წასვლას?“ - ვკითხე მაიკსა და მიას.
- ,,არა, ლილისთან ვიქნებით, არ ინერვიულო.“ - მითხრა მიამ.
ვისაუბრეთ, ჩაი დავლიეთ და ისევ ზევით ავედი, რომ ცოტა კიდევ გამომეძინა.








თავი 22.




7 საათისთვის კარზე მსუბუქი კაკუნი გავიგონე. უკვე 10 წუთის გაღვიძებული ვიყავი, მაგრამ ჯერ ადგომას არ ვაპირებდი.
- ,,მოვდივარ.“ - ჩუმად გავძახე, რომ ლილი არ გამეღვიძებინა. ჩუსტები ჩავიცვი და კარისკენ წავედი. გავედი და კარი მოვხურე.
- ,,გეძინა?“ - მკითხა იანმა.
- ,,ჰო, შეიძლება ასეც ითქვას. ცოტა ხნის წინ გავიღვიძე.“
- ,,შეგიძლია ქვემოთ ჩამოხვიდე?“
- ,,რამე მოხდა?“ - ვკითხე.
- ,,არაფერი, უბრალოდ წუხელ მობილური ქვემოთ დაგრჩა, წეღან ოლივერმა დარეკა, შენი გაღვიძება არ მინდოდა, ამიტომ მე ვუპასუხე.“
- ,,რა თქვა? რამე ახალია?“ - გული ოდნავ ამიჩქარდა.
- ,,ჰო, რაღაც იპოვეს. თან შენთან რაღაც გამოატანეს. კონვერტში დევს.“
- ,,კარგი ჩავიდეთ.“ - ვუთხარი.
- ,,მია სადაა?“ - ვკითხე, როცა კიბეებზე ჩავდიოდით.
- ,,სძინავს. მაიკი გავიდა, პროდუქტებს ვიყიდიო.“
სამზარეულოში შევედით. იანმა კონვერტი მომცა, ზედ - ,,დეტექტივ ჰანნას.“ - ეწერა.
სწრაფად გავხსენი და მეხსიერების ბარათი ამოვიღე.
- ,,ლეპტოპი გაქვს?“ - ვკითხე იანს..
- ,,არა, თან არ მაქვს.“
- ,,მოიცადე, მიას აქვს, ახლავე მოვიტან.“ - ვუთხარი და მიას ოთახისკენ წავედი. ჩუმად შევედი მის ოთახში, ლეპტოპი ავიღე და ისევ ჩუმად გამოვედი. ლეპტოპი სამზარეულოში ჩავიტანე და მეხსიერების ბარათი უნდა შემეერთებინა, მაგრამ გამახსენდა იანის წეღანდელი ნათქვამი..
- ,,ჰო მართლა, სულ დამავიწყდა, რა გაარკვიეს?“
- ,,ამელიას ფრჩხილში DNM იპოვეს, რომელიც მას არ ეკუთვნის.“
- ,,აბა ვისია?“
- ,,მისი მამინაცვლის, ჯეკ დეივისის.“
- ,,რა?“ - გაოცებული ვუყურებდი. - ,,ჰო, რა თქმა უნდა. მას შუბლზე ნაკაწრი ჰქონდა, რომელზეც გვითხრა უბრალოდ ამელიას სისხლიაო... შეიძლება მან მოკლა ამელია?“
- ,,გამორიცხული არაა. ახლა შეგიძლია ჩანაწერი ნახო.“ - მითხრა იანმა.
- ,,ჰო, მართალია.“ - ვუთხარი, მეხსიერების ბარათი შევაერთე და ვიდეო ჩავრთე, რომელიც მასზე იყო ჩაწერილი. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლეპტოპის ეკრანზე სოფია გამოჩნდა და ცრემლიანი თვალებით დაიწყო საუბარი -
- ,,ჰანნა, დიდი იმედი მაქვს ამას ლილისთან ერთად არ უყურებ. ვიცი, ალბათ ახლა ფიქრობ შვილმკვდარი დედა ვიდეოს ჩაწერას როგორ ახერხებს, გუშინ ხმასაც არ იღებდაო, მაგრამ ეს ჩემი შვილისთვისაა, რომელიც სულ ახლახან დავკარგე, და კიდევ მით უმეტეს, თქვენთვის, შენთვის და იმ დეტექტივისთვის, რომელიც შენთან ერთად იყო აქ. არ ვიცი, სიტყვებს თავს ძლივს ვუყრი, რომ ეს ვთქვა, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. იმას, რის თქმასაც ვაპირებ, წერილით ვერ გეტყოდი, ალბათ არ დაიჯერებდი არც შენ და არც სხვები, ამიტომ ამ ვიდეოს ვწერ. ახლა ღამის 3-ის თხუთმეტი წუთია. ალბათ გახსოვთ, უკვე გითხარით, ჯეისონი არაფერ შუაშია, არც ამელიას ყოფილი ქმარი. ამაში ისინი არ არიან გარეული არც ერთი წამით. შენ მკითხე, იქნებ ვიცოდი ამელიას მტრები თუ ჰყავდა, ან იქნებ ვიცი ეს ვინ გაუკეთა ამელიას, იქნებ დავინახე ის.. მართალი ხარ, ვიცი ეს ვინც გააკეთა, მაგრამ მას პოლიციას ვერ გადავცემ. ახლა კი იმას გეყტვით, რაც ჩემი თვალით დავინახე, დილით ამელიამ ლილი სკოლაში წაიყვანა, უკან მალევე დაბრუნდა და თავის ოთახში შევიდა. ამ დროს გამეღვიძა, ჩავიცვი და მისი ოთახისკენ წავედი. ოთახიდან რაღაცის დამტვრევის ხმა გავიგონე, მაგრამ მეგონა ისევ ჯეისონზე იყო გაბრაზებული და უბრალოდ ვაზა დაამტვრია, ვიფიქრე დამშვიდდეს და ისე დაველაპარაკები მეთქი. უკვე რამდენიმე დღე ასე იქცეოდა. ყვირილის ხმა მალევე შეწყდა, ამიტომ სააბაზანოში გავედი, ჩემი მეუღლე თვალში არ მომხვდა და ვიფიქრე გარეთ იყო გასული. რამდენიმე წამში კი მისი ყვირილის ხმა ამელიას ოთახიდან გავიგე. სასწრაფოდ გავიქეცი, მაგრამ ამელია უკვე გარდაცვლილი იყო. პოლიციელები მოვიდნენ, შემდეგ თქვენც მოხვედით.. საღამოს ჩემმა მეუღლემ გითხრათ, რომ მეძინა, მაგრამ ასე არ ყოფილა. სანამ ის თქვენ გესაუბრებოდათ, მის კარადაში ეს ვიპოვე..“ - თქვა სოფიამ და კადრში სისხლიანი დანა შემოსწია. ხელი პირზე ავიფარე და თვალიდან ცრემლი ჩამომიგორდა. - ,,ხომ ხვდებით ეს რასაც ნიშნავს, არა? ვიცი, მანაც ზუსტად ის მოგიყვათ, რაც მე ამ წუთას, მაგრამ მისი ყოველი სიტყვა ტყუილია. მან ჩემს ყოფილ ქმარზეც გითხრათ. ეგეც ტყუილია.. ის წლების წინ გარდაიცვალა. არ ვიცი, ეს რატომ ან რისთვის გააკეთა, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. ის იყო, მან მე ქალიშვილი წამართვა. ამაზე ეჭვი მაშინვე გამიჩნდა, როცა ამელიას ოთახში შესვლისას იქ დავინახე, და მართალიც აღმოვჩნდი. როგორც გითხარით, ამას ვერც პოლიციას და ვერც თქვენ ვერ გეტყოდით, მინდა მას მე თვითონ გავუსწორდე და ის მიიღოს, რაც დაიმსახურა. ბევრს ნუ იფიქრებთ, ზუსტად 3 წუთში ორი მოხუცით ნაკლები იქნება ამქვეყნად. ჰანნა, ჭკვიანი გოგო ხარ, შენი მჯერა და გენდობი, ეს შენი დანახვისთანავე ვიგრძენი. ვიცი, რომ შემიძლია გენდო, ამიტომ ლილის შენ გაბარებ. მინდა მასზე შენ იზრუნო და ისე მოუარო, როგორც საკუთარ შვილს მოუვლიდი. მაგრამ გახსოვდეს, არ გაბედო და არავითარ შემთხვევაში ის სხვას არ მიუყვანო, არც პანსიონატში არ დატოვო. მას შენ გაბარებ და გთხოვ, როგორც შვილს, კარგად მიხედე და სათანადოდ აღზარდე!“ - თქვა გროვა ცრემლებით და კამერა გათიშა.
- ,,არა. არა არა, არა. ოღონდ ეს არა. იან, სწრაფად, მათ ბინაში უნდა წავიდეთ, გთხოვ, სწრაფად!“ - ტირილით ვუთხარი. ამ დროს დავინახე მია, რომელიც წარმოდგენაა არ მაქვს რამდენი ხანი იდგა აქ.
- ,,კარგი, დამშვიდდი, წავალთ. მიდი, გამოიცვალე, მეც გასაღებს ავიღებ და წავიდეთ.“ - მითხრა სწრაფად იანმა. ამასობაში მაიკიც მოვიდა.“
- ,,რა ხდება?“
- ,,ღმერთო, ოღონდ ეს არა!“ - ვთქვი და კიბეებზე გავიქეცი, მაგრამ მესმოდა როგორ უხსნიდა იანი მაიკს სიტუაციას. უსწრაფესად ჩავიცვი და კიბეებზე ჩავირბინე.
- ,,მაიკ, ბავშვს მიხედეთ, გთხოვ,“ - ვუთხარი და იანთან ერთად მანქანისკენ გავიქეცი. სიჩქარეში ქურთუკიც კი სახლში დამრჩა.
- ,,სწრაფად იარე, გთხოვ, ოლივერს დავურეკავ.“ - ვუთხარი იანს, ის კი სიჩქარეს უმატებდა და უმატებდა.
- ,,ოლი, სად ხართ?“
- ,,განყოფილებაში, რა მოხდა?“
- ,,შეგიძლია სტიუარტების ბინაში მოხვიდეთ? რაც შეიძლება სწრაფად.“
- ,,რა მოხდა?“
- ,,ახსნის დრო არაა, უბრალოდ სწრაფად წამოდით.“
- ,,კარგი, ახლავე გამოვალთ.“ - მითხრა და გათიშა. იანი ისე სწრაფად მიდიოდა, რომ გარშემო ვერაფერს ვერ ვხედავდი. მაგრამ მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი - სოფია ამას გააკეთებდა? იმედია არაფერი მოუმოქმედებია - სწრაფად მივედით, მანქანიდან გადავედით თუ არა, ოლვერიც მოვიდა დანარჩენებთან ერთად.
- ,,ჰანნა, რა ხდება?“ - მკითხა.
- ,,უბრალოდ სწრაფად ავიდეთ, გამომყევი.“ - ვუთხარი და მეორე სართულზე გავიქეცი. მე და იანი წინ გავრბოდით, დანარჩენები უკან მოგვდევდნენ. კართან მივედით, ორი წამით გავჩერდი და კარს ყური მივადე, მაგრამ საკუთარი აჩქარებული გულისცემის გარდა არაფერი მესმოდა. შიგნით სიჩუმე იყო. კარი შევხსენი და სოფიას ოთახისკენ წავედი.
- ,,არა, არა არა...!“ - ჩავილაპარაკე. ლოგინის თეთრეული მთლიანად სისხლით იყო დაფარული, ლოგინში კი სოფიას ქმარი, ამელიას მამინაცვალი იწვა. იანი მივიდა, პულსი შეამოწმა და თავი გააქნია.
- ,,ღმერთო ჩემო.“ - ვთქვი და თავზე ხელები შემოვიწყვე. მის გვერდით ტუმბოზე ცელოფანში გახვეული დანა იდო, სწორედ ის დანა, რომელიც სოფიამ ვიდეოში გვაჩვენა.
- ,,დამხმარე გუნდს და ექსპერტებს დაუძახეთ, მანქანები გამოაგზავნონ. ეს ექსპერტიზაზე გააგზავნეთ.“ - თქვა ოლივერმა დანაზე.
- ,,მოიცა, სოფია სად არის?“ - მალევე გამოვერკვიე და ოთახიდან გავედი. სოფია ვერსად დავინახე, ყველგან ვნახე. ამელიას ოთახის გარდა.. ბოლოს იქ შევედი. სოფია ამელიას საწოლზე იყო გადაწოლილი, ისიც სისხლით მოსვრილი..
- ,,კარგი რა.. ღმერთო..“ - უკან მივბრუნდი და გასვლა დავაპირე, მაგრამ იანს შევეჯახე, მან კი ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა.
- ,,აღარ შეხედო. საკმარისია.“ - მითხრა და ოთახიდან გამიყვანა. - ,,კარგი, დამშვიდდი, ვეღარაფერს შევცვლით.“ - მეუბნებოდა, მე კი უბრალოდ ცრემლები მომდიოდა და ვერ ვჩერდებოდი. ოლივერი ამელიას ოთახში შევიდა, უკან გამოვიდა და თანამშრომლებს უთხრა - ,,მეორე მანქანაც გვჭირდება. ორმაგი მკვლელობაა..“
მალევე დავმშვიდდი. მათი სხეულებიც გააგზავნეს ექსპერტიზაზე. ოლივერი ჩემთან მოვიდა.
- ,,ჰანნა, საიდან იცოდი?“
- ,,ის კონვერტი საიდან გქონდა?“ - ვკითხე.
- ,,ვიღაცამ განყოფილებაში მოიტანა. ზედ ეწერა დეტექტივ ჰანნას, ამიტომ შენ წამოგიღე.“
- ,,იქ მეხსიერების ბარათი იყო ვიდეოთი, სადაც სოფია ამბობს, რომ ამელია მისმა მამინაცვალმა მოკლა, ის დანა სოფიამ იპოვა, რომელიც ექსპერტიზაზე გააგზავნე, და ვიდეოშიც გვანახა.“

- ,,ღმერთო ჩემო..“
- ,,იარაღი საიდან ჰქონდა?“ - იკითხა იანმა.
- ,,არ ვიცი, ალბათ მეუღლის იყო, 9მმ-იანი. კაცს სამგან ჰქონდა ჭრილობა, თვითონ სოფიას კი ერთი, საფეთქელთან. იარაღიც ექსპერტიზაზე გავუშვით. თუ მისის საუბრიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, არ სჭირდება ექსპერტიზა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის..“
- ,,კარგი. მეხსიერების ბარათი მე მაქვს, როგორც კი შევძლებ მოგაწვდი. შეგიძლია სამხილებს მიუმატოთ.“ - ვუთხარი.
- ,,ბატონო ოლივერ, ორი წუთი გაქვთ?“ - დაუძახეს.
- ,,ჰო, ახლავე.“ - უთხრა და გვერდით გავიდა. ამ დროს მიამ დამირეკა.
- ,,გისმენ მია.“
- ,,ღმერთო, რა ხმა გაქვს, რა მოხდა?“
- ,,კარგი არაფერი, მოგიყვები რომ მოვალთ.“ - ვუთხარი.
- ,,კარგი. იანი შენთანაა?“
- ,,ჰო აქაა. რამე გადავცე?“
- ,,არა, ისე გკითხე.“
- ,,ლილიმ გაიღვიძა? როგორაა?“
- ,,ჰო გაიღვიძა. ისევ დედას კითხულობს, მაგრამ გავუმკლავდებით. ცოტა ვაჭამე, ახლა ის და მაიკი ტელევიზორს უყურებენ.“
- ,,კარგი, ვეცდებით მალე მოვიდეთ, უკვე დამთავრდა.“ - ვუთხარი და გავუთიშე.
- ,,მია იყო?“ - უკნიდან იანის ხმა გავიგე.
- ,,ჰო.“ - ვუპასუხე.
- ,,მოდი, ცოტა ხანს დაჯექი.“
მას გავყევი და დივანზე ჩამოვჯექი.
- ,,იან, მას რა უნდა ვუყოთ?“ - ვკითხე სამი წუთი ჩუმად ჯდომის შემდეგ.-
- ,,წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რაც უნდა ვუთხრათ.“
- ,,ეგ ჰო, მაგრამ მე როგორ უნდა მივხედო? ხომ გაიგე სოფიამ რა თქვა ვიდეოში? პანსიონატში ისედაც ვერ წავიყვანდი, ამის გამკეთებელი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ არც ის ვიცი სად წავიყვანო, როგორ მოვუარო...“
- ,,ნუ ნერვიულობ, რამეს მოვიფიქრებთ.“
- ,,და რა უნდა ვუთხრათ, რომ საზღვარგარეთ წავიდნენ? ან უბრალოდ სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად და ის აქ დატოვეს?“
- ,,ჰანნა, ძალიან ბევრს ფიქრობ და ნერვიულობ, დამშვიდდი კარგი?“
- ,,ის მე ჩამაბარა და ჯერ ქმარი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა, არ უნდა ვინერვიულო?.. მაპატიე, უბრალოდ ასეთ სიტუაციებში ფიქრის გარდა ვერაფერს ვაკეთებ, და ამასაც არ მოაქვს შედეგი.“
- ,,მე მოვაგვარებ ამას, გპირდები. ახლა უბრალოდ უნდა დაწყნარდე და ემოციები აკონტროლო.“
- ,,სწორედ ეგაა ერთადერთი, რისი კონტროლიც არ შემიძლია, ჩემზე არაა დამოკიდებული.“
- ,,დამიჯერე, ბოლომდე სცადე და გამოგივა.“ - მითხრა ისე, რომ თვალი წამითაც არ მოუშორებია ჩემთვის.
- ,,ჰაერი არ მყოფნის, დაბლა ჩავალ..“ - ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი თუ არა თავბრუ დამეხვა, შუბლზე ხელი მივიდე და ვცადე ისევ დივანზე არ დავცემულიყავი. იანმა წამიერად მომაშველა ხელი.
- ,,რა მოხდა, კარგად ხარ?“
- ,,არაფერია, უბრალოდ თავბრუ დამეხვა.“
- ,,წამოდი, ჰაერზე ჩავიდეთ.“ - მითხრა და ბინიდან გავედით.
- ,,გუშინ რამე ჭამე?“ - მკითხა, როცა კიბეებზე ჩავედით.
- ,,არ მახსოვს.. არა. უბრალოდ სწრაფად წამოვდექი და მაგის ბრალია.“
- ,,გავიგე. 5 წუთით სადღაც გამომყვები?“
- ,,სად?“ - ვკითხე.
- ,,გუშინ კაფეში რომ ვიყავით, ყველაზე ახლოს ეგაა, რამეს ვიყიდი.“
- ,,იან ახლა არაფრის ჭამის თავი არ მაქვს.“
- ,,არ მიკითხავს, თანაც საჭმლის ყიდვას არ ვაპირებ, ვიცი რომ არ შეჭამ.“

- ,,აქ დამელოდე, ახლავე მოვალ.“ - მითხრა, როცა კაფესთან მივედით, თვითონ კი შიგნით შევიდა. მე გარეთ მდგარ სკამზე ჩამოვჯექი. ისევ იმაზე ვფიქრობდი, ლილისთვის რა უნდა გვეთქვა. ორ წუთში იანი გამოვიდა.
- ,,გამომართვი.“ - მითხრა და ჭიქით ფორთოხლის წვენი მომაწოდა.“ არაფერი მითქვამს, უბრალოდ შევხედე და ჭიქა გამოვართვი. იანი გვერდით მომიჯდა, თვითონაც ფორთოხლის წვენი ეჭირა.
- ,,დალიე და უკან დავბრუნდეთ, პასუხები მალე მოვა.“ - მითხრა და წვენი მოსვა.
- ,,შენ რა, ფორთოხლის წვენს სვამ?“ - ვკითხე.
- ,,არც ისე ხშირად, მაგრამ კი, ახლა ენერგია მჭირდება.“
ფორთოხლის წვენი მოვსვი და ლამის გადმოვაფურთხე.
- ,,შაქარი აქვს?“ - გაოცებულმა ვკითხე.
- ,,ნახევარი კოვზი. შეიძლება სადმე დაეცე, გუშინაც არ გიჭამია. არ მინდა საავადმყოფოში გავატაროთ ღამე.“
- ,,საშინელი გემო აქვს, ამას ვერ დალვლევ.“-
- ,,დალევ, სხვა გზა არაა. ენერგია გჭირდება.“ - თვალებში მიყურებდა და წყნარად მითხრა.
- ,,იან! კარგი რა..“ - ვთქვი, მაგრამ მაინც დავლიე მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე საშინელი გემო ჰქონდა, რაც კი ცხოვრებაში გამისინჯავს. არ მინდოდა ამ ყველაფრის შემდეგ მართლა საავადმყოფოში მოვხვედრილიყავი და ყველას ყურადღება ჩემკენ ყოფილიყო მომართული. ისედაც არ გვეკლდა პრობლემები.
- ,,წავიდეთ.“ - ვუთხარი, როდესაც თითქმის ბოლომდე დავლიე წვენი, ფეხზე წამოვდექი, ჭიქა ნაგავში გადავაგდე და ისევ მათი ბინისკენ წავედით.
- ,,მოხვედით? პასუხები მოვიდა. სრული დამთხვევა, არაფერი საეჭვო. სოფიამ ჯერ ქმარს ესროლა სამჯერ, შემდეგ ვიდეო გადაიღო, ვიღაცის დახმარებით ჩვენამდე მოიტანა, ბოლოდ კი ამელიას ოთახში თავი მოიკლა.“ - გივთხრა ოლივერმა.
- ,,ანუ მორჩა?“ - ვკითხე.
- ,,ჰო, მორჩა. შეგიძლია წახვიდეთ.“ - თავი დამიქნია.-
- ,,კარგი, თუ რამე იქნება მაშინვე დამირეკე.“ - ვუთხარი და მე და იანი მანქანისკენ წავედით.
- ,,რაღაც მაფიქრებს... იარაღის ხმა ვერავინ გაიგონა?“ - ვკითხე იანს, როცა სახლში მივდიოდით.
- ,,ამაზე მეც ვიფიქრე. შუაღამე იყო, ალბათ ვერავინ გაიგო. თანაც ახალი წლის დღეებია და ყველა ისვრის.. მაგრამ არის კიდევ ერთი.. ვის გაატანა შუა ღამეს მეხსიერების ბარათი განყოფილებაში?“
- ,,იქნებ თვითონ მიიტანა? შეეძლო დიდი ზომის ქურთუკი ჩაეცვა.. არ ვიცი.“
ცოტა ხანში მივედით კიდეც. კარი შევაღე თუ არა, პონგო ჩემკენ გამოქანდა, მას უკან ლილი მოჰყვა, ჩამეხუტა.
- ,,ჰანნა, ამდენ ხანს სად იყავით?“
- ,,საქმეები გვქონდა პატარავ.“- ჩავიმუხლე და ლოყაზე ოდნავ ვუჩქმიტე.
- ,,დედა სადაა? ის არ მოვიდა?“ - მკითხა.
- ,,იცი, დედამ წერილი დატოვა. შენს სახლში რომ მივედით, წერილი ავიღე და წავიკითხე. იქ ეწერა, რომ დედა საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. აპირებს ბევრი ფული იშოვოს და ბევრი სათამაშო გიყიდოს.“
- ,,საზღვარგარეთ? და მე აქ რატომ დამტოვა? ჩემთვის არ უთქვამს, რომ მიდიოდა.“ - თვალები აუცრემლიანდა.
- ,,ჰო, უცებ გადაწყვიტა, მაგრამ ძალიან მალე ჩამოვა.“
- ,,მაშინ ბებია და ბაბუასთან წავიდეთ, სახლში მინდა.“
- ,,დედამ ბებია და ბაბუაც თან წაიყვანა, ასე თქვა, ისინიც იმუშავებენ და უფრო მალე დავბრუნდები ჩემს პრინცესასთანო.“ - ვუთხარი და ცრემლი ჩუმად მოვიწმინდე. თან მიას გავხედე, დავინახე პირზე ხელი როგორ აიფარა და აწყლიანებული თვალებით ადგა.
- ,,და მე მარტო უნდა ვიყო სახლში? დედასთან მინდა, მე რატომ არ წამიყვანა?“
- ,,არა, მარტო არ იქნები, არ ინერვიულო კარგი? რამეს მოვიფიქრებთ და დედაც მალე ჩამოვა.“
- ,,რამდენ ხანში ჩამოვა?“
- ,,არ ვიცი, ზუსტი დრო არ უთქვამს, მაგრამ მალე ჩამოვა..“
- ,,მაიკ, არ გინდა ცოტა ხნით თოვლში გაისეირნოთ შენ და ლილიმ?“ - უთხრა მიამ მაიკს, რომელიც გაკვირვებული იყურებოდა.
- ,,ჰო, რა თქმა უნდა. ლილი, წამოდი, ცოტა ხანს პარკში გავიდეთ.“ - უთხრა ბავშვს და გარეთ გაიყვანა.
- ,,ჰანნა, რა მოხდა? ნუ მაგიჟებ...“ - მითხრა მიამ.
- ,,სამზარეულოში შევიდეთ და შენი თვალით გაჩვენებ.“ - ვუთხარი და მთლიანი ვიდეო ვაჩვენე.
- ,,მან ის მოკლა?“ - გაოცებულმა იკითხა.
- ,,ვისზე ამბობ, დააზუსტე.“ - უთხრა იანმა.
- ,,ანუ, ამელია მამინაცვალმა მოკლა, მამინაცვალი კი ამელიას დედამ და ამის შემდეგ თავი მოიკლა.“ - ვუთხარი.
- ,,ღმერთო ჩემო. და ლილი? მართლა შენ უნდა გყავდეს? და ან ძმა არ ჰყავს ამელიას?“
- ,,არა, დედისერთაა. არც მათი ნათესავი მინახავს ვინმე, არც სოფიას უხსენებია..“
- ,,და აბა შენ როგორ უნდა გყავდეს? მეურვეობასაც არ მოგცემენ, დაოჯახებულიც არ ხარ..“
- ,,მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ბავშვს როგორ უნდა მოვუარო? მთელი დღე გასული ვარ, ყურადღებას ვერ მივაქცევ. სოფიამ კიდევ მე ჩამაბარა, ხომ გაიგონე.. ეს რატომ თქვა საერთოდ? არც კი მიცნობდა და ბავშვი ჩემს იმედად დატოვა..“
- ,,ღმერთო.. იქნებ ნათესავები ვუპოვნოთ?“
- ,,სანდო ვინმე რომ ჰყოლოდა შენი აზრით მე ჩამაბარებდა?“
- ,,და აბა რა უნდა ქნა?“
- ,,წარმოდგენა არ მაქვს.“ - ვთქვი და ჩაფიქრებული დავჯექი.
- ,,იქნებ შენები აქ გადმოსულიყვნენ საცხოვრებლად და მათ დაუტოვო ხოლმე?“ - მკითხა ორი წუთის შემდეგ მიამ.
- ,,და მათი სახლი? ხომ იცი როგორ არიან მიჯაჭვული მას.. თან ელიც იქაა.. მოიცადე, იქ რომ ჩავიყვანო?“
- ,,და რას ეტყვი ბავშვი ვისია.. უბრალოდ მსხვერპლისაა და გაზარდეთო?“
- ,,არ ვიცი, სისულელეებს ვლაპარაკობ უკვე. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო...“ - ვუთხარი.
ნახევარ საათში მაიკი ლილისთან ერთად მოვიდა.
- ,,ჩვენ მაღაზიაში ვიყავით, სასუსნავები ვიყიდეთ.“ - თქვა მაიკმა.
- ,,მართლა? ძალიან კარგი.“ - უთხრა მიამ.
- ,,მოდი, ამეებს შევინახავ, კარგი?“ - უთხრა მაიკმა ლილის. მანაც პარკი მიაწოდა.
- ,,საყვარელო, ოთახში ადი და გამოიცვალე, კარგი?“ - უთხრა მიამ.
- ,,კარგი, ახლავე.“ - თქვა და ზევით გაიქცა.
ედენმა დამირეკა.
- ,,ჰანნა, სად ხართ?“
- ,,მიასთან, რამე მოხდა?“ - ვკითხე.
- ,,იანიც მანდაა?“
- ,,ჰო, აქაა?“
- ,,შეგიძლია კომპანიაში მოხვიდეთ?“
- ,,ჰო, ახლავე წამოვალთ.“ - ვუთხარი და გავუთიშე.
- ,,,იან, ედენმა დარეკა. უნდა, რომ კომპანიაში მივიდეთ.“
- ,,კარგი, წავიდეთ.“
- ,,ერთი საათით გავალთ კარგი? მალე დავბრუნდებით.“ - ვუთხარი მიას და კომპანიაში წავედით.
- ,,ედენ, რამე მოხდა?“ - ვკითხე, როცა მის კაბინეტში შევედით.
- ,,მოდით. გავიგე, საქმე დასრულდა. კარგად ხართ?“
- ,,ასე ვერ ვიტყოდი.“ - უთხრა იანმა.
- ,,ბავშვი ისევ მიასთანაა?“
- ,,ჰო, მიასა და მაიკს დავუტოვეთ. რამდენიმე საათით იქნება მათთან, უფრო სწორედ, გუშინდელიდან მოყოლებული მათთანაა..“ - ვუთხარი.
- ,,მისთვის ხომ არ გითქვამთ, არა?“
- ,,რა, რომ მისმა ოჯახის წევრებმა ერთმანეთი დახოცეს, შემდეგ კი ბებიამ თავი მოიკლა? რა თქმა უნდა, არა. ამას როგორ ვეტყოდით?“
- ,,კარგი, და მას რას უზამთ?“
- ,,აი, მეხსიერების ბარათი, შენ თვითონაც ნახე.“ - უთხრა იანმა და ბარათი გაუწოდა.
- ,,შენ? ბავშვს როგორ მიხედავ?“ - მკითხა ედენმა ვიდეოს ნახვის შემდეგ.
- ,,არ ვიცი ედენ.. სწორედ მაგას განვიხილავდით მიასთან.“
- ,,რომც გინდოდეს, არავინ დაგატოვებინებს, ოჯახიც არ გაქვს.. ისე შეიძლება ჩანაწერი დაგეხმაროს..“
- ,,არა ედენ, ბავშვს ვერ მოვუვლი. მაშინ ყველაფრის უკან დატოვება მომიწევს.“
- ,,ჰო, ეს არც ჩვენ გვაწყობს. მას არავინ ჰყავს?“
- ,,მაშინ ბავშვს მე არ მომაბარებდა. ღმერთო, მე რატომ გამრია ამ საქმეში?“ - ვთქვი და თავი ხელებში ჩავრგე.
- ,,კარგი, დამშვიდდი. ყველაფერს მოვაგვარებთ. შეგიძლია წახვიდეთ, დაღლილები ჩანხართ. აქაც არაფერია გასაკეთებელი.“
- ,,კარგი, მიასთან ვიქნებით თუ რამე გენდომება.“ - ვუთხარი და მისი კაბინეტიდან გამოვედით.

- ,,მოხვედით?“ - იკითხა მაიკმა.
- ,,ჰო, როგორც ხედავ.. ლილი სადაა?“ - ჰკითხა იანმა მაიკს.
- ,,ზემოთაა, თამაშობს. სწორედ ახლა განვიხილავდიღ მე და მია ლილის საკითხს, და იდეა გვაქვს.“
- ,,იდეა?“ - ვკითხე.
- ,,მოდი დავსხდეთ.“ - გვითხრა მიამ.
- ,,რა ხდება?“ - იკითხა იანმა და დივანზე ჩამოვსხედით.
- ,,როგორც გითხარით, ახლა ვსაუბრობდით ლილიზე და რაღაც მოვიფიქრეთ. ადვილი არ იქნება, მაგრამ რას ფიქრობთ.. იქნებ.. ლილი ჩვენთან დარჩეს?..“ - თქვა მაიკმა.
- ,,რა? ამას მართლა ამბობთ?!“ - ვკითხე.
- ,,ჰო. ადვილი არც მისთვის იქნება, არც ჩვენთვის, მაგრამ ყველასთვის ასე აჯობებს.“
- ,,როგორ? მას როგორ მოუვლით? თქვენი სამსახურები?“
- ,,ლილი იმავე სკოლაში დადის, სადაც მე ვასწავლი. მე ვატარებ სკოლაში და წამოსვლისასაც წამოვიყვან. ისე კიდევ ხომ იცი, თითქმის სულ სახლში ვართ, იშვიათად გავდივარ ხოლმე და ისიც თქვენთან ერთად. შევძლებთ. თანაც ჩვილი ხომ არაა, ხელში ჭერა არ სჭირდება..“ - გვითხრა მიამ.
- ,,დარწმუნებული ხართ?“ - ჰკითხა იანმა.
- ,,ჰო, თქვენი გრაფიკი უფრო დატვირთულია, თანაც არცერთი ხართ დაოჯახებული, მარტო კიდევ ვერც ერთი შეძლებთ მის მოვლას. ნუ, თუ დაოჯახებას არ აპირებთ...“ - ღიმილით თქვა მაიკმა. - ,,სხვა გზა მაინც არ გვაქვს, ვერავის მივუყვანთ და სჯობს ჩვენთან იყოს. თუ პრობლემა არ გექნებათ..“
- ,,არა, პრობლემა არ იქნება. თქვენზე მეტად არავის ვენდობი ამქვეყნად. პირიქით, მადლობელი ვიქნები..“ - გახარებულმა ვუთხარი.
- ,,ჰო, თუ შეძლებთ, არანაირი პრობლემა არაა.“ - თქვა იანმაც.
- ,,კარგია.“
- ,,მია, ახლა ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავდ. ის მე ჩამაბარეს, თქვენ კი ახალი დაქორწინებულები ხართ..“ - ვთქვი.
- ,,ენნი, კარგი რა. ისედაც სულ ერთად ვართ. თუ გინდა აქ გადმოდი და აქ იცხოვრე, მასთან ახლოს იქნები და ყურადღებასაც მიაქცევ..“
- ,,არა, ეგ არ იქნება საჭირო.“
- ,,უბრალოდ ერთი რამაა..“ - თქვა მაიკმა.
- ,,რა?“ - ჰკითხა იანმა.
- ,,ხომ იცით, თაფლობისთვეში არ ვყოფილვართ. თვის შუა რიცხვებისთვის ვაპირებთ საზღვარგარეთ წასვლას ერთი კვირით და თუ ჩაიბარებთ მოხარული ვიქნები.“ - ღიმილით თქვა მაიკმა.
- ,,ვაპირებთ? საიდან მოიტანე?“ - გაოცებულმა ჰკითხა მიამ.
- ,,ჰო, უკვე დავჯავშნე, არ მინდოდა ასე გაგეგო, მაგრამ..“ - უთხრა მაიკმა.
- ,,ამ თვეში? სად?“ - გაუხარდა მიას.
- ,,ჰო. გამოიცანი... ზამთარია, მაგრამ წელს მაინცდამაინც კარგი თოვლი არ მოვიდა ჩვენთან, ამიტომ, ლაპლანდიაში მივდივართ.“
- ,,ღმერთო, რა კარგია.. მიყვარხარ მაიკ!“ - უთხრა მიამ და აკოცა.
- ,,არაა პრობლემა, მივხედავთ. თქვენ ისედაც იმაზე მეტი გააკეთეთ, ვიდრე წარმომედგინა.“ - ვუთხარი.
- ,,ძვირფასო, მოდი აქ..“ - მითხრა მიამ და გადამეხვია.
- ,,ჰანნა, ნახე რა დავხატე..“ - ლილი ჩემკენ გამოიქცა ფანქრით და ფურცლით ხელში.
- ,,მაჩვენე... ძალიან ლამაზია, ყოჩაღ. ეს შენ ხარ?“ - ვკითხე გოგონაზე, რომელიც შუაში იდგა და მარჯვნივ ქალი ედგა, მარცხნივ კი კაცი და ბავშვზე ხელები ჰქონდათ ჩაკიდებული.
- ,,ჰო. ეს დედაჩემია, ეს კი მამა. მართალია, მამა არასდროს მინახავს, მაგრამ დედამ მითხრა ერთ დღეს დაბრუნდებაო. ამიტომ მას ვხატავ ხოლმე, მინდა, როცა მოვა ვაჩვენო.“ - მითხრა.
ჩავფიქრდი და ნახატზე გაიმიშტერდა თვალი.
- ,,აბა მეც მაჩვენე.. ღმერთო ჩემო, პატარა მხატვარი ხარ, ძალიან კარგად ხატავ.“ - უთხრა იანმა.
- ,,მართალია. ლილი, რას იტყვი ჩვენც რომ დაგვხატო?“ - უთხრა მაიკმა.
- ,,კარგი, ყველას დაგხატავთ.“ - თქვა და ისევ ზევით გაიქცა.
- ,,ბავშვს სულ ტყუილში უწევს ცხოვრება. ჯერ დედამისს უთქვამს მამა დაბრუნდებაო, ახლა კიდევ ჩვენ.. როგორ უნდა ვუთხრათ, რომ არც მამამისი დაბრუნდება, არც დედა და არც ბებია-ბაბუა?“
- ,,ჰანნა, მორჩა. აღარაფერი ეშველება ამ ამბავს. მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მის მომავალზე ვიზრუნოთ და სადამდეც შევძლებთ, დავუმალოთ. ცოტა ხანს კიდევ ჰქონდეს ლაღი ბავშვობა.“ - მითხრა მიამ.
- ,,კარგი. წავალ, სახეზე წყალს შეივსხამ.“ - ვუთხარი და სააბაზანოსკენ წავედი. მერე ისევ უკან დავბრუნდი და მათთან დავჯექი. ცოტა ხანში ისევ გამოიქცა ლილი, ხელში ორი ნახატი ეჭირა.
- ,,აი, ყველა დაგხატეთ.. მია, ეს შენ და მაიკი ხართ.“ - უთხრა ლილიმ და ფურცელი მიაწოდა.
- ,,ეს კი შენ და იანი.“ - ახლა მე მითხრა და ფურცელი გამომიწოდა. ნახატს დავხედე. წითელი ქურთუკი მეცვა, ლურჯი ჯინსი, ისევ წითელი ფეხსაცმელი და შავი ჩანთა. თმაში კი ყვითელი ყვავილი მქონდა ჩარგული. იანს აქაც კი შავი ტანსაცმელი ეცვა.. შავი პიჯაკი, შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელი. გასაკვირი მხოლოდ ის იყო, რომ მე და იანს ხელები გვქონდა ჩაკიდული და ერთმანეთს ვუყურებდით. გამეღიმა. მაიკმა ნახატს დახედა, რომელიც ხელში მეჭირა და სიცილით თქვა-
- ,,ერთი ამას შეხედეთ, ძალიან ჭკვიანი ბავშვია. ყველაფერი გაუთვალისწინებია და ზუსტად გადმოუტანია ნახატებზე. ყოჩაღ ლილი, მართლა ნიჭიერი ხარ.“
- ,,ჰო, ლამაზი ნახატებია.“ - დაეთანხმა მია.
- ,,კარგი, ახლა წავიდეთ და სუფრა გავაწყოთ. ლილი, ხომ გშია?“ - ჰკითხა მაიკმა. ბავშვმა თავი დაუქნია.
- ,,ძალიან კარგი, ყველა წავიდეთ და ერთად მოვამზადოთ ვახშამი.“ - თქვა იანმა, ლილი ხელში აიყვანა და სამზარეულოსკენ წავიდნენ.
- ,,ლილი, აბა რა საჭმელი გიყვარს ყველაზე მეტად? რა მოვამზადოთ?“ - ჰკითხა იანმა.
- ,,პიცა. დედა სულ მიკეთებს ხოლმე.“
- ,,კარგი, პიცა გავაკეთოთ. გინდა დამეხმარო?“
- ,,შეიძლება?“ - გაკვირვებულმა ჰკითხა ლილიმ.
- ,,რა თქმა უნდა, შეიძლება.“
- ,,კი, მინდა. დედა მეუბნება უფროსებს სამზარეულოში ხელი არ უნდა შეუშალოო. მაგრამ ხანდახან უფლებას მაძლევს მას დავეხმარო ხოლმე.“
- ,,ძალიან კარგი. მაშინ მოდი, წინსაფრები გავიკეთოთ და შემდეგ პიცა მოვამზადოთ.“ - უთხრა იანმა, მერე კი ჩვენკენ მობრუნდა.
- ,,აი თქვენ კი არ შეგვიშალოთ ხელი. მხოლოდ მე და ლილი მოვამზადებთ პიცას.“
- ,,კარგი, ჩვენ აქ დავსხდებით. ინგრედიენტები მაცივარშია, რაც გინდა ის გამოიყენეთ.“ - უთხრა მიამ, თან მაცივართან მივიდა და ლილის ნახატი მაგნიტით მიამაგრა.
სამზარეულოს სკამებზე ჩამოვსხედით და შორიდან ვუყურებდით როგორ ამზადებდნენ ლილი და იანი პიცისთვის ჯერ ცომს, შემდეგ კი დანარჩენ მასალას. სანამ ცომი ამოფუვდებოდა, პიცის სოუსი გააკეთეს, ძეხვი დაჭრეს, ყველი, ზეთისხილი, პომიდორი, და ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც პიცისთვისაა საჭირო. მთელი საათი მათ გაუნძრევლად ვუყურებდით. პიცა უკვე ღუმელში იყო და მხოლოდ ისღა დარჩენოდა, 180 გრადუსში გაეძლო.
- ,,იცი, ძალიან საყვარელია. მხოლოდ ორი დღეა, რაც ჩვენთანაა და უკვე მივეჩვიე.“ - თქვა მიამ.
- ,,ჰო, მართალია. თანაც შენი ფერის თმა აქვს ძვირფასო.“ - უთხრა მაიკმა.
- ,,თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დამნაშავედ ვგრძნობ თავს და ძალიან შემრცხვება ყოველ ჯერზე, როცა გამახსენდება, რომ ჩემთვის ჩაბარებული ბავშვი თქვენ უნდა გყავდეთ...“ - ვუთხარი ორივეს.
- ,,ენნი, ამაზე ხომ ვილაპარაკეთ?..“ - მითხრა მიამ.
- ,,ჰო, მხოლოდ იმის უნდა შეგრცხვეს, რომ ასეთ სისულელეებზე და წვრილმანებზე გეფიქრება. ჰანნა, ამაზე არ უნდა ინერვიულო. ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა, არავის არაფერი დაუძალებია, მით უმეტეს შენ.“ - თქვა მაიკმა.
- ,,არ ვიცი, ხომ მიცნობთ. უბრალოდ..“
- ,,ენნი, კარგად გიცნობთ შენც, და შენს ხასიათებსაც. ისიც ვიცი, რომ ამას ახლა ამბობ, მაგრამ მალე გადაგივლის. ეს შენც ხომ იცი.“
- ,,ჰო, მაგრამ არ მინდა თქვენი ცხოვრება ამ ბავშვის გამო შეიცვალოს.“
- ,,ჩვენი ცხოვრება შეიცვლება, რა თქმა უნდა, მაგრამ უკეთესობისკენ. შეხედე, ჩვენს ოჯახში ბავშვია. ბავშვი კიდევ ვის არ უნდა? ყველა ოჯახს აბედნიერებს. ასე რომ გთხოვ, ამაზე აღარ ინერვიულო, კარგი?“ - მითხრა მაიკმა და ხელი გადამხვია.
- ,,ესეც ასე. პიცა მზადაა. ახლა გამოვიღებთ, დავჭრით და შეგიძლიათ მიირთვათ.“ - თქვა იანმა.
- ,,ძალიან კარგი, მგელივით მომშივდა.“ - თქვა მაიკმა.
- ,,რა ლამაზია..“ - თქვა ლილიმ.
- ,,იმიტომ, რომ შენ დამეხმარე მომზადებაში.“ - უთხრა ლილის იანმა.
- ,,კარგი, პირველი ნაჭერი ლილის. საკმაოდ კარგად გამოსდის მომზადება.“ - თქვა მიამ. იანმაც პიცის პირველი ნაჭერი ლილის მიაწოდა.
- ,,ღმერთო ჩემო, რა კარგი სუნი აქვს.. მგონი მთლიანს მე შევჭამ.“ - თქვა მაიკმა. იანმა მეორე ნაჭერი მას მიაწოდა, რომ გაჩუმებულიყო. ამ დროს იანს დაურეკეს. ტელეფონს დახედა და მითხრა -
- ,,ჰანნა, შეგიძლია პიცის დაჭრა განაგრძო? უნდა ვუპასუხო.“
- ,,ჰო, ახლავე.“ - ვუთხარი და წამოვდექი. იანი სამზარეულოდან გავიდა.
- ,,მართლაც ლამაზია, ყოჩაღ ლილი, კარგად მიეხმარე იანს. ისე, გიყვარს საჭმელების მომზადება?“ - ვკითხე.
- ,,ჰო, მე და დედა ხშირად ვაცხობთ ხოლმე ნამცხვრებს და სხვადასხვა კერძებსაც ერთად ვამზადებთ.“ - წამით ჩავფიქრდი და ისევ გავაგრძელე პიცის დაჭრა.
- ,,ძმაო, სასწაულია, ყოჩაღ..“ - უთხრა მაიკმა იანს, როცა იანი სამზარეულოში დაბრუნდა.
- ,,ლილის დამსახურებაა, თითქმის ყველაფერი მან გააკეთა.“ - თქვა იანმა. ლილის გაუხარდა.
- ,,შენ არ ჭამ?“ - მკითხა იანმა.
- ,,მადა არ მაქვს.“
- ,,სერიოზულად?“ - მკითხა მიამ.
- ,,გუშინ და დღეს არ უჭამია.“ - უთხრა იანმა.
- ,,ისევ დაგეწყო? ჰანნა, ხომ იცი თუ არ შეჭამ რაც მოხდება?“ - მითხრა იასევ მიამ.
- ,,კარგი რა, ხომ იცი ასეთ დროს ვერ ვჭამ ხოლმე.“
- ,,ჰო, და ისიც ვიცი მერე რაც ხდება ხოლმე.“
- ,,რა ხდება?“ - გაოცებულმა იკითხა იანმა.
- ,,ხანდახან, როცა რთულ ვითარებებს აწყდება, შეიძლება 3-4 დღე საჭმელი არც გაახსენდეს, მხოლოდ წყალს სვამს. მერე თავი სტკივდება, გონებას კარგავს და ორი დღე საავადმყოფოში წევს.“ - დაწვრილებით მოუყვა მიამ.
- ,,ასე დეტალურად არ იყო საჭირო.. თან ბავშვიც აქაა.“ - ვუთხარი, როცა დავინახე, რომ ლილი შეშინებული იყურებოდა.
- ,,რა!.. უნდა იცოდეს, შენთან ერთად მუშაობს და მთელი დღე ერთად ხართ.“
- ,,იოგურტი გაქვს?“ - ვკითხე.
- ,,ჰო, მაცივარშია. მიდი, ეგ მაინც დალიე.“ - მითხრა მიამ. მაცივრის კარი გამოვხსენი და იოგურტი გამოვიღე.
- ,,შეიძლება ოთახში ავიდე?“ - იკითხა ლილიმ.
- ,,რა თქმა უნდა, ძვირფასო, შეგიძლია ახვიდე.“ - უთხრა მიამ.
- ,,წავალ, დაველაპარაკები.. მაინც მე უნდა ვუთხრა.“ - ვთქვი, როცა ლილი სამზარეულოდან გავიდა.
- ,,გინდა გამოგყვე?“ - მკითხა მიამ.
- ,,არა, მარტოც გავართმევ თავს.“ - ვუთხარი და ზევით ავედი.
ოთახში რომ შევედი, ლილი სახატავებს ამზადებდა. აშკარად ძალიან უყვარს ხატვა.
- ,,ლილი, რას აკეთებ? მოიწყინე?“ - ვკითხე.
- ,,არა, უბრალოდ მინდა დავხატო. სახლშიც ბევრს ვხატავ ხოლმე, როცა სკოლიდან ვბრუნდები.“
- ,,ძალიან კარგია. იცი, ხატვა მეც მიყვარს.“
- ,,მართლა? დამეხმარები?“ - მკითხა.
- ,,გინდა? მგონი დახმარების გარეშეც მშვენივრად ხატავ.“
- ,,ჰო, მაგრამ ერთად დავხატოთ, უფრო ლამაზი გამოვა.“
- ,,კარგი.“ - ვუთხარი და გვერდით მივუჯექი. - ,,აბა, რისი დახატვა გინდა?“
- ,,ზღვის და თევზების.“
- ,,ანუ ზაფხული გიყვარს?“
- ,,ჰო, ყოველ ზაფხულს ზღვაზე მივდივართ ხოლმე.“
ლურჯი ფანქარი ავიღე და ლილისთან ერთად ხატვა დავიწყე.
- ,,ლილი..“ - ძლივს ამოვღერღე მისი სახელი.
- ,,გისმენ.“ - მითხრა ისე, რომ ფურცლისთვის თვალი არ მოუშორებია და თან ხატავდა.
- ,,იცი, ამელია რომ წავიდა, შენი თავი ჩვენ ჩაგვაბარა, მიას, მაიკს, იანს და მე.“
- ,,თქვენთან უნდა ვიცხოვრო?“
- ,,ჰო, სანამ დედა ჩამოვა.“
- ,,ჩემს სახლში ვერ დავბრუნდები?“
- ,,იქ არავინაა, ხომ არ გინდა, რომ მარტო იცხოვრო, არა?“
- ,,არა..“ - მითხრა მოწყენილმა.
- ,,აქ ცხოვრება გინდა?“
- ,,მიასთან და მაიკთან?“
- ,,ჰო.“
- ,,შენ და იანი არ მოხვალთ?“
- ,,კი, როგორ არა. ყოველ დღე აქ ვიქნებით. უბრალოდ ღამით წავალთ ხოლმე. ხანდახან ღამითაც დავრჩებით.“
- ,,ერთად ცხოვრობთ?“
- ,,არა, ერთად არა, მაგრამ ჩვენი ბინები გვერდი-გვერდაა. მერე წაგიყვან და გაჩვენებ.“
- ,,შეიძლება ჩემი ნივთები წამოვიღო სახლიდან?“ - მკითხა, რაზეც გავშეშდი. იქაურობა სისხლის ტბას ჰგავს, არავის დაულაგებია, როგორ მივიყვანო?
- ,,მითხარი რა გინდა და მე მოგიტან.“
- ,,როგორ მომიტან? არ იცი სად რა დევს.“
- ,,კარგი, მაშინ როცა მოვიცლით წავიდეთ, და შენი ნივთები წამოვიღოთ, კარგი?“
- ,,კარგი.“
ამით ჩვენი დიალოგი მორჩა. მალევე ნახატიც დავასრულეთ და დაბლა ჩავედით.
- ,,მია, შეხედე რა დავხატე, ჰანნა დამეხმარა.“
- ,,ძალიან ლამაზია, ყოჩაღ. ზღვა გიყვარს?“
- ,,კი, ძალიან.“ - უთხრა ლილიმ.
- ,,იან..“ - დავუძახე და ვანიშნე გვერდით გამოსულიყო.
- ,,რა ხდება?“
- ,,ლილის თავისი ნივთების წამოღება უნდა, იქაურობა კი..“
- ,,ჰო, ვიცი. იქნებ დაასუფთავეს?“
- ,,მოიცადე, ოლივერს დავურეკავ, იქნებ იცოდეს რამე.“ - ვუთხარი და ოლივერს დავურეკე.
- ,,ოლი,“
- ,,გისმენ ჰანნა.“
- ,,ხომ არ იცი, სტიუარტების ბინა დაასუფთავეს?“ - ვკითხე.
- ,,როგორც ვიცი ახლა ასუფთავებენ. გავარკვიო?“
- ,,კი, გთხოვ.“ - ვუთხარი და გავუთიშე.
- ,,რა თქვა?“ - მკითხა იანმა.
- ,,გაარკვევს და დამირეკავს.“
ორ წუთში ოლივერმა გადმორეკა.
- ,,ჰანნა, ასუფთავებენ, საღამომდე მორჩებიან. რა ხდება რომ?“
- ,,ამელიას ბავშვის ნივთები უნდა წამოვიღოთ, მან მოინდომა და ისიც მოგვყვება, ამიტომ.. ისეთ ოთახებში ხომ ვერ შევიყვანთ..“
- ,,აა, გასაგებია. და შენ უნდა გყავდეს?“
- ,,მიასთან და მაიკთან იქნება.“
- ,,კარგი. თუ კიდევ რამე დაგჭირდება დამირეკე.“ - მითხრა და გათიშა.
- ,,საღამომდე უკვე მორჩებიან. ცოტა ხანში წავიდეთ.“ - ვუთხარი იანს.
- ,,კარგი, წამოდი მანამდე შევიდეთ და მათაც ვუთხრათ.“ - მითხრა. თავი დავუქნიე და სამზარეულოში შევედით.
- ,,ლილი, მიდი გაემზადე და წავიდეთ.“
- ,,სახლში?“ - მკითხა გახარებულმა.
- ,,ჰო, სახლში.“
- ,,კარგი.“ - მითხრა და ზევით გაიქცა.
- ,,რა ხდება, სად სახლში?“ - იკითხა მიამ.
- ,,ლილის თავისი ნივთების წამოღება უნდა. ოლივერს დავურეკე და უკვე რჩებიან ბინის დასუფთავებას, ამიტომ წავიყვანთ, წამოიღოს რაც უნდა.“
- ,,ანუ ელაპარაკე?“ - მკითხა მაიკმა.
- ,,ჰო. სხვათა შორის წყნარად იყო, არაფერი უთქვამს. უნდა აქ ცხოვრება.“
- ,,კარგია, ადვილად მიეჩვევა.“
- ,,მზად ვარ, წავიდეთ.“ - ლილიმ სამზარეულოში შემოირბინა.
- ,,კარგი, წამოდი წავიდეთ.“ - უთხრა იანმა და მანქანასთან გაიყვანა.
- ,,მალე დავბრუნდებით.“ - ვუთხარი და მეც გარეთ გავედი. უკვე ბინდდებოდა. მანქანაში ჩავსხედით და ლილის ბინისკენ წავედით, რომელში შესვლის სურვილიც დიდად არ მკლავდა.
- ,,რისი წამოღება გინდა ლილი?“ - ჰკითხა იანმა.
- ,,მინდა ჩემი ტანსაცმელი წამოვიღო, კაბები, სათამაშოები და წიგნებიც. სკოლაში ვინ წამიყვანს ხოლმე?“
- ,,სკოლა გიყვარს?“ - ჰკითხა ისევ.
- ,,ჰო, იქ ბევრი მეგობარი მყავს, თან ბევრი გასართობია.“
- ,,,ძალიან კარგი. სკოლაში მია წაგიყვანს ხოლმე. ის იქ ასწავლის.“
- ,,მართლა? მე არ მასწავლის, არც დამინახავს იქ.“
- ,,ეგ იმიტომ, რომ ზედა კლასებს ასწავლის ფრანგულ ენას. შენ ჯერ პატარა ხარ, მაგრამ მალე გაიზრდები და შენი მასწავლებელიც იქნება.“ - ვუთხარი.
- ,,ფრანგული მეც ვიცი.“
- ,,ჰო? მაგალითად რა იცი?“ - ღიმილით ჰკითხა იანმა.
- ,,Bonjour.” – თქვა ლილიმ.
- ,,კარგი დასაწყისია, კიდევ რა იცი?“ - მეც გამეღიმა.
- ,,Je ramene.. Hannah et.. Ian a la maison.. pour.. recuperer les.. affaires.” - ნაწყვეტ-ნაწყვეტ თქვა.
- ,,ოჰო, მართლა კარგად გცოდნია. სად ისწავლე?“ - გაკვირვებით ჰკითხა იანმა. მეც ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. პატარაა და უკვე ასე იცის.
- ,,Ma grand-mere m’a appris. ადრე ისიც მასწავლებელი იყო და კარგად იცის ფრანგული. Savez-vous?” - აღფრთოვანებულმა იკითხა.
- ,,Oui, nous savons.” - ღიმილით ვუთხარი.
- ,,წავალ, შევამოწმებ ელექტროენერგია არის თუ არა.“ - თქვა იანმა არაპირდაპირი მნიშვნელობით. თავი დავუქნიე. იანი შიგნით შევიდა, ჩვენ კი ისევ მანქანაში ვისხედით.
- ,,ელექტროენერგია რატომ არ უნდა იყოს? რად უნდა შემოწმება..“ - თქვა ლილიმ.
- ,,ამელია და შენი ბებია-ბაბუა რომ წავიდნენ, შესაძლოა დენი გათიშეს, რომ საიდანმე ცეცხლი არ გაჩენილიყო. ახლა კი შეხედე, უკვე ღამდება. დენი თუ არ იქნება ვერაფერს დავინახავთ.“ - რამდენ ტყუილს ვეუბნებით ბავშვს უკვე ვეღარც ვითვლი. ლილიმ მხოლოდ ჩაფიქრებით და სევდიანად გამომხედა, აღარაფერი უთქვამს, სანამ იანი უკან არ დაბრუნდა.
- ,,ელექტროენერგია არის. წამოდი, შიგნით შევიდეთ..“ - გვითხრა. ჩვენც მანქანიდან გადავედით და იანთან ერთად ავედით მეორე სართულზე. ბინაში შევედით, ლილი მაშინვე თავისი ოთახისკენ გაიქცა.
- ,,როგორი ცარიელია.. რა სუნი დგას?“ - თქვა ლილიმ.
- ,,ამელიამ წასვლამდე სახლი ხსნარებით კარგად დაალაგა, ალბათ ამიტომაა ასეთი სუნი.“ - ვუთხარი.
- ,,კარგი, მიდი, რაც გინდა ავიღოთ და წავიდეთ.“ - უთხრა იანმა.
- ,,ლილი, ჩანთები გაქვთ?“
- ,,არ ვიცი. მაგრამ თუ გვექნებოდა დედა წაიღებდა. ასეთები ხომ მიაქვთ ხოლმე, როცა საზღვარგარეთ მიდიან..“
- ,,კარგი, არაუშავს. ისე ჩავალაგოთ. შენ შეაგროვე რაც გინდა, მე კი მანამდე რამეს ვიპოვი.“ - ვუთხარი და მისი ოთახიდან გავედი. სამზარეულოში ორი დიდი პარკი ვიპოვე, რომელშიც ლილის ნივთები ჩავაწყვეთ.
- ,,შეიძლება ესეც წამოვიღო?“ - იკითხა ლილიმ, ხელში კი ჩარჩოში ჩასმული ფოტო ეჭირა, რომელზეც თვითონ და ამელია იყვნენ.
- ,,რა თქმა უნდა, საყვარელო.“ - ვუთხარი. მალევე მანქანაში დავბრუნდით და მიას სახლისკენ წავედით.
- ,,მოხვედით.. ყველაფერი აიღე, რაც გჭირდებოდა?“ - ჰკითხა მიამ.
- ,,ჰო, წიგნები და ტანსაცმელიც..“
- ,,კარგია, წამოდი, ოთახში დავაწყოთ.“
- ,,მია, ჩვენ წავალთ... უკვე დაღამდა.“ - ვუთხარი.
- ,,კარგი, როგორც გინდათ.“
- ,,ღამე მშვიდობის და კიდევ ერთხელ მადლობა.“
- ,,ენნი, საკმარისია. ხომ გითხარი, არაფერია.“ - მითხრა მიამ და ჩამეხუტა, იანიც მაიკს დაემშვიდობა და სახლისკენ წავედით.
- ,,სინდისი მაინც არ მომასვენებს..“ - ვუთხარი იანს, რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ.
- ,,ჰანნა ხომ იცი, თვითონ შემოგთავაზეს, დაწყნარდი.“
- ,,არ ვიცი სწორია თუ არა. ახალი დაქორწინებულები არიან და სხვისი ბავშვი დავუტოვე აღსაზრდელად. რა თქმა უნდა, არაა სწორი.“
- ,,ეს მათი გადაწყვეტილებაა. რადგან ასე თქვეს, ალბათ არ შეეშლებათ ხელი. თანაც, ჩვენც ხშირად მივალთ და დავეხმარებით.. უბრალოდ მათთან იცხოვრებს.“
- ,,კარგი, ვეცდები ამაზე აღარ ვიფიქრო..“ - ვუთხარი.
- ,,ჰანნა, რაღაც უნდა გითხრა..“ - მითთხრა ცოტა ხნის შემდეგ.
- ,,გისმენ.“ –
- ,,ხვალ საფრანგეთში მიწევს დაბრუნება.“
- ,,ხვალ? რა მოხდა?“
- ,,ცოტა ხნის წინ დამირეკეს, ჩემი ნაცნობი იყო, დახმარება სჭირდება.“
- ,,მერე სამსახური? რამდენი ხნით?“ - ამასობაში სულ გადამავიწყდა წეღანდელი ფიქრები.
- ,,არ ვიცი, ერთი, მაქსიმუმ ორი კვირით.“
- ,,ასეთი რა საქმეა?“
- ,,გეტყვი, როდესაც დავბრუნდები.“
- ,,ედენმა იცის?“
- ,,ჰო, მაშინვე დავურეკე. ვუთხარი გადაუდებელი საქმეა-მეთქი და ნება დამრთო.“
- ,,ორ კვირაში რომ ვერ დაამთავრო?“
- ,,არ ვიცი, მაშინ ედენი..“
- ,,არამარტო ედენი. უკან არც ერთი არ მოგიშვებთ.“
- ,,ანუ ახალი სამსახურის ძენბა დავიწყო.“ - ღიმილით მითხრა.
- ,,სერიოზულად?“ - მე ნამდვილად არ მეღიმებოდა. - ,,მგონი იყო მიზეზი, რატომაც შენთან ერთად მუშაობას დავთანხმდი, ხომ იცი.“
- ,,კარგი, კარგი, ვხუმრობ. ორ კვირაზე მეტი არ დამჭირდება.“ - ისევ ღიმილით მითხრა. აღარაფერი მითქვამს, გვერდით გავიხედე და გზას ვუყურებდი.
- ,,ღმერთო ჩემო, პონგო! ისე ვიყავი ჩაფიქრებული საერთოდ არ გამხსენებია.“ - ვთქვი.
- ,,გინდა მივბრუნდე?“ - მკითხა იანმა.
- ,,არა, არა. მიას დავურეკავ. ღმერთო, როგორ გამოვშტერდი.. ან სად იყო, არც დამინახავს.“ - ვთქვი და მიასთან დავრეკე.
- ,,გისმენ ჰანნა.“- მაიკმა მიპასუხა.
- ,,მია სადაა?“
- ,,ლილისთანაა, ზევით. რამე მოხდა?“
- ,,არაფერი, უბრალოდ პონგო დამავიწყდა.“ - თვალები დავხუჭე და თავი ხელისგულზე დავიდე. მაიკმა სიცილი დაიწყო.
- ,,პონგო ახლა გვერდით მიზის, ხვალინდელ გეგმებს ვაწყობთ. არაუშავს, არ ინერვიულო. ისე მივხედავთ ორივეს, როგორც საკუთარ შვილებს.“
- ,,მადლობა მაიკ.“
- ,,არაფრის ჰანნა.“ - ისევ სიცილით მითხრა და გათიშა. თავი სავარძელს მივაყუდე და თვალები დავხუჭე. ისევ ფიქრებში ვიძირებოდი. მერე მანქანის გაჩერება ვიგრძენი და თვალები გავახილე.
- ,,უკვე მოვედით?“
- ,,ჰო, შეგიძლია გადმოხვიდე.“ - მითხრა და თვითონ გადავიდა. მეც გადავედი მანქანიდან, კარი მივხურე და ბინისკენ წავედი.
- ,,ღამე მშვიდობის.“ - მითხრა იანმა, როცა მეორე სართულზე ავედით.
- ,,შენც. მშვიდობიანი ფრენა ხვალ.“ - ვუთხარი, ჩემს ბინაში შევედი და კარი ჩავკეტე.
- ,,ღმერთო, საფიქრალი არ ილევა. აღარ ვიცი უკვე რომელ საკითხზე ვიფიქრო და ვინერვიულო. იმედია ეს ყველაფერი მალე გაივლის.“ - ვფიქრობდი ჩემთვის, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ლოგინში დავწექი.






თავი 23.
,, - წიგნი? – „


დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. დედა რეკავდა. თავის ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ მაინც ვუპასუხე.
- ,,გისმენ დედა.“
- ,,ჰანნა, გეძინა?“
- ,,ჰო, შენმა ზარმა გამაღვიძა, როგორ ხართ?“
- ,,არაგვიშავს, შენ როგორ ხარ? თუ გინდა მოგვიანებით გადმოგირეკავ.“
- ,,არა, ისედაც უნდა ავმდგარიყავი, სამსახურში უნდა წავიდე. მანამდე მაქვს დრო.“ - ვუთხარი და საათს დავხედე. 9-ის 37 წუთი იყო.
- ,,კარგი, რა ხდება აბა, რამდენი ხანია არ დაგირეკავს, ხომ მშვიდობაა?“
- ,,კი, უბრალოდ ერთი საქმე იყო, ცოტა დაძაბული და არ მეცალა. მოგიყვები რომ ჩამოვალ.“ - ვუთხარი და თან საწოლიდან ავდექი.
- ,,კარგად არ გამოიყურები, დარწმუნებული ხარ, რომ არაფერია?“
- ,,ჰო დედა, ცოტა თავი მტკივა. ეს ორი დღე სტრესული იყო.“
- ,,არ გინდა დაისვენო? ორი კვირით მაინც..“
- ,,არაფერია, არ დავღლილვარ საერთოდ, არც არაფერი გვიკეთებია, საქმე თავისით ამოიხსნა. უბრალოდ ერთი ბავშვია, რომელსაც დედა მოუკლეს, სხვა არავინ ჰყავს და ბებიამისმა მე ჩამაბარა.“
- ,,რა? და თვითონ?“
- ,,თვითონ გაიგო, რომ გოგო მისმა ქმარმა მოკლა. მერე კი ჯერ ქმარი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა.“
- ,,ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა. ბავშვს მამა არ ჰყავს?“
- ,,კი, მაგრამ აქ არ არის. ცოლი მიუტოვებია წლების წინ და ბავშვს საერთოდ არავინ ჰყავს.“
- ,,და შენ როგორ უნდა მოუარო? არც კი იცი..“ - ანერვიულდა.
- ,,დამშვიდდი, ჩემთან არაა. მიამ და მაიკმა დაიტოვეს, მათთან იქნება.“
- ,,საწყალი ბავშვი, წარმომიდგენია რას განიცდის.“
- ,,არა დედა, მან არაფერი იცის, არ გვითქვამს.“
- ,,არა?“
- ,,მეორე კლასელია, ასეთ რამეს როგორ ვეტყოდით, განადგურდება. 3 ოჯახის წევრი 2 დღეში დაკარგა, სულ მარტოა.. ვუთხარით, რომ საზღვარგარეთ წავიდნენ სამუშაოდ.“
- ,,ჰო, მართალი ხარ, ასე აჯობებს. ძნელი იქნება მისთვის ამ ყველაფრის ცოდნა.“ - მითხრა და გაჩუმდა.
- ,,მამა როგორ არის?“ - ვკითხე.
- ,,კარგადაა, საყიდლებზე წავიდა ახლახან.“
- ,,მომიკითხე, როცა დაბრუნდება.“
- ,,აუცილებლად გადავცემ.“
- ,,კარგი, ახლა უნდა წავიდე, გავემზადები და სამსახურში წავალ.“
- ,,კარგი საყვარელო, თავს გაუფრთხილდი.“
ტელეფონი გავთიშე და მომზადება განვაგრძე. 10-ის ნახევრითვის უკვე მზად ვიყავი. ბინიდან გავედი, კარი ჩავკეტე და როდესაც წინ მივტრიალდი, გამახსენდა, რომ იანი საფრანგეთში დაბრუნდა.
- ,,Ouais, aujourd’hui tu ne viendras pas, detective noir.” - ჩავილაპარაკე ჩემთვის, გასაღები ჩანთაში ჩავდე და ჩემს მანქანასთან მივედი, ჩავჯექი და კომპანიაში წავედი.
- ,,ჰანნა, უკვე მოხვედი? როგორ ხარ?“ - მკითხა ედენმა, როცა მის კაბინეტში შევედი.
- ,,კარგად ედენ, შენ როგორ ხარ?“-
- ,,ნორმალურად. ანუ, ის ბავშვი მიასთან იქნება?“
- ,,სხვა გზა არ იყო, თან თვითონ გამოთქვეს სურვილი. რა ხდება? ახალია რამე?“ - ვკითხე, როდესაც შევამჩნიე, რომ კომპიუტერში რაღაცას გამალებით კითხულობდა.
- ,,ახალი საქმე, მაგრამ იანის გარეშე.“ - მითხრა.
- ,,ჰო, არ გამიჭირდება, ხომ იცი.“ –
- ,,ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მასთან ერთად მუშაობა უფრო მარტივია, არ მეთანხმები? უსწრაფეს დროში აკეთებთ ყველაფერს, მართლა გაკვირვებულია ყველა, ჩემი ჩათვლით.“
- ,,ჰო, სტიუარტების საქმეს თუ არ ჩავთვლით.. ყველაფერი თავისით მოხდა. კარგი, აბა ცნობილია უკვე რა მოხდა?“
- ,,ჰო, ვიცით. და ვფიქრობ იმაზე საშინელებაა, ვიდრე წინა საქმე.“
- ,,გისმენ.“ - სავარძელს მივეყუდე და ისე ვუთხარი, თან ვიცოდი, რომ მართლა რაღაც საშინელებას მეტყოდა.
- ,,19 წლის ლუსი ასტერი. ის საშინლად დასახიჩრებული იპოვა თავისმა მეგობარმა საკუთარ სააბაზანოში.“
- ,,დასახიჩრებული?“
- ,,ჰო, მუცელი მთლიანად ამოფატრული ჰქონდა. გოგონა ბრმა იყო, 15 წლის ასაკში დაკარგა მხედველობა. მის მეგობარს კი ჰეიზელი ჰქვია, ხმას ბოლომდე ახლაც ვერ იღებს, ისევ შოკშია.“
- ,,მართლა საშინელებაა.“ - ვუთხარი.
- ,,ჰეიზელმა მხოლოდ ის თქვა, რომ როდესაც სააბაზანოში შევიდა და ასე დაინახა, ლუსი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, არცთუ ისე მკაფიოდ და ძლივს ახსენა ,,წიგნი“, და შემდეგ გარდაიცვალა. ფაქტობრივად ხელში ჩააკვდა მეგობარს.“
- ,,წიგნი?... ეს როდის მოხდა?“
- ,,საათნახევრის წინ.“
- ,,კარგი, ინფორმაცია და მისამართი გამომიგზავნე, ახლავე წავალ.“
- ,,დარწმუნებული ხარ, რომ მარტო წასვლა გინდა? თუ გინდა ჩარლზს უთხარი, ან მე წამოვალ.“
- ,,არაფერია, მარტო წავალ.“ - ვუთხარი და მისი კაბინეტიდან გავედი.
ჩემი კაბინეტისკენ წავედი და ხელთათმანები ავიღე. ამასობაში ედენის შეტყობინება მოვიდა. ქვემოთ ჩავედი და მითითებულ მისამართზე წავედი. 10 წუთში უკვე იქ ვიყავი, მანქანა გავაჩერე და პოლიციელებისკენ წავედი.
- ,,ჰანნა, ეს საქმე თქვენ გაქვთ?“ - ოლივერი ჩემკენ წამოვიდა.
- ,,ჰო, 15 წუთის წინ გავიგე.“
- ,,იანი სადაა?“
- ,,პარიზში, საქმე გამოუჩნდა.“
- ,,აბა? მარტო ხარ ამ საქმეში?“
- ,,რა მოხდა, აქამდე მარტოს არ გამომიძიებია?“ - ვკითხე.
- ,,როგორ არა, შენზე კარგი დეტექტივი აქ არც მეგულება. უბრალოდ, ვფიქრობ ცოტა, უფრო სწორედ, საშინელი სანახავია.“
- ,,ოლი, ეს საქმეა, დამნაშავე გარეთაა, თავისუფალი. დაზღვეულები არ ვართ, რომ ასეთ რამეს კიდევ არ ჩაიდენს. უნდა დავაკაოთ.“
- ,,ვიცი, სწორედ ეგაა ჩვენი საქმე, რა თქმა უნდა, მეც მინდა ის ნაძირალა ციხეში ვნახო, ვინც ეს გააკეთა, მაგრამ.. კარგი, რა გაეწყობა. გამომყევი.“ - მითხრა და წინ წავიდა. მე უკან მივყვებოდი, მეოთხე სართულზე ავედით. ბინაში შემიძღვა, რომელიც არც თუ ისე დალაგებული იყო.
- ,,მოდი, ბახილები ჩაიცვი.“ - მითხრა და სააბაზანოსკენ წავიდა. ბახილები და ხელთათმანები სწრაფად ჩავიცვი და უკენ მივყევი. საკმაოდ დიდი სააბაზანო იყო. შესასვლელში არაფერი ჩანდა გარდა ხელსაბანი ნიჟარის, მის გვერდით პირსახოცის და სარკისა. ოლივერმა წამიერად გამომხედა და გზა გააგრძელა. მას შევყევი, მარცხნივ მივიხედე. შხაპის კაბინის ქვემოთ სხეული ეგდო, მის გარშემო სულ სისხლი იყო, მაგრამ სხეულს ნახევრად ოლივერი ეფარებოდა, მხოლოდ გოგონას ფეხებს, თმასა და სისხლს ვხედავდი, რომელიც თითქმის მთლიან სააბაზანოში იყო.
- ,,მე უნდა გავიდე, თუ პრობლემა არ გექნება. უბრალოდ შემოგაცილე.“
- ,,არა, რა პრობლემა უნდა იყოს.“ - ვუთხარი, ის ჯერ გვერდით მიიწია, შემდეგ კი დატოვა სააბაზანო.
გვამს შევხედე. ისეთი სუნი იდგა, სუნთქვას ძლივს ვახერხებდი. უფრო ახლოს მივედი, სუნთქვა რამდენიმე წამით შევიკავე და სხეულს კარგად დავაკვირდი. მართალია, მუცელი დასახიჩრებული ჰქონდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ჭრილობები ძალიან ღრმა არ იყო. ორგანოები მხოლოდ ოდნავ თუ იქნებოდა დაზიანებული, მაგრამ ის სისხლისგან დაიცალა. თავი საკმაოდ ცუდად ედო კაბინის ქვემოდან, არაა გამორიცხული ჩამოერტყა. ხელი მოვკიდე, თავი ავაწევინე. მართალია, თავიც დაარტყა. ქალა აქვს გატეხილი. ამდენი ჭრილობა კი.. დანა უბრალოდ კი არ ჰქონდა დარტყმული, აშკარად უნდოდა დაეფლითა გოგონას სხეული. კანი დაგლეჯილი ჰქონდა, ორგანოებიც უჩანდა. ასევე არაერთი სილურჯე და სისხლჩაქცევა ჰქონდა, ამსთან ჭრილობები სახეზე, ხელებზე და კიდევ არაერთ ადგილას. იარაღი არსად ჩანდა. სააბაზანოდან გავედი.
- ,,ოლი, იარაღი ექსპერტებმა წაიღეს?“
- ,,არა, აქ არ ყოფილა მკვლელობის იარაღი.“
- ,,კარგი, და წიგნი რაღა შუაში უნდა იყოს?“ - ჩავილაპარაკე ჩემთვის. მერე კი ისევ ვკითხე ოლივერს - ,,გოგონა, რომელმაც გვამი იპოვა, მისი მეგობარი, ჰეიზელი ჰქვია, არა?“
- ,,კი, წეღან დაკითხეს.“
- ,,ახლა სადაა?“
- ,,ისევ განყოფილებაში უნდა იყოს, ახლავე გავარკვევ.“ - მითხრა და ჯიბიდან მობილური ამოიღო. მე უკან მივბრუნდი, ბინის შესასვლელს ვათვალიერებდი.
- ,,ჰანნა,“ - ოლივერის დაძახილზე ისევ მივიხედე. - ,,ჰეიზელი განყოფილებაში ჰყავთ.“
- ,,კარგი, გასაგებია. გარდაცვლილს ოჯახის წევრები არ ჰყავს?“
- ,,მისი ოჯახი მისი ბებიაა, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. უნარშეზღუდულია, ლუსიც ვერ დაეხმარებოდა ვერაფერში. მის გვერდით მხოლოდ მისი განუყრელი მეგობარი, ჰეიზელი, იყო ყოველთვის.“
- ,,შეგიძლია იმ თავშესაფრის სახელი გამირკვიო?“
- ,,კი, რა თქმა უნდა. დავრეკავ და გავარკვევ.“
- ,,კარგი, მე განყოფილებაში წავალ, ჰეიზელს მეც დავუსვამ რამდენიმე კითხვას.“
- ,,კარგი, მაშინ სახელს გავარკვევ და მოგწერ.“
- ,,კარგი.“ - ვუთხარი, ქვემოთ ჩავედი, მანქანაში ჩავჯექი და განყოფილებაში წავედი.

- „გამარჯობა, დეტექტივი ვუდი ვარ. ცოტა ხნის წინ აქ გოგონა უნდა მოეყვანათ დაკითხვაზე, ჰეიზელი ჰქვია. რომელ ოთახშია?“ - ვიკითხე.
- ,,დერეფანს ბოლომდე გაუყევით, შემდეგ მარჯვნივ და ბოლო ოთახია.“ - მითხრა ოფიცერმა.
- ,,კარგი, მადლობა.“ - ვუთხარი და მის ნათქვამს მივყევი. კართან მივედი, სახელური დავწიე და შიგნით შევედი. ოთახში სისხლში ამოსვრილი ქერათმიანი გოგონა და ოფიცერი ისხდნენ, რომელიც ჩემი დანახვისას ადგა და ჩემკენ წამოვიდა.
- ,,ეს ჰეიზელია?“ - ვკითხე ოფიცერს.
- ,,დიახ, ისაა. დაახლოებით ერთი საათის წინ მოიყვანეს.“
- ,,კარგი. რამდენიმე კითხვას დავუსვამ, შეგიძლია გახვიდე.“ - ვუთხარი. ისიც გავიდა და კარი დახურა.
- ,,ჰეიზელ.. ვიზიარებ... შენი საუკეთესო მეგობარი იყო, არა?“
- ,,ჰო, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ.“ - ჩაწითლებული, აწყლიანებული თვალებით შემომხედა გოგონამ.
- ,,შეგიძლია მომიყვე რა მოხდა? რა დაინახე?“ - ვკითხე, მან ჯერ თვალები დაბლა დახარა, ცრემლები მოიწმინდა, მერე კი დაიწყო:
- ,,მე ძირითადად სულ მასთან ვიყავი ხოლმე, ყველაფერში ვეხმარებოდი. ხშირად ღამითაც ვრჩებოდი. ალბათ, საკუთარ სახლში არ ვატარებ იმდენ დროს, რასაც მასთან... ბინის გასაღები მეც მაქვს, იმ შემთხვევისთვის, თუკი სადმე დაუვარდება და დაკაკრგავს, ან უბრალოდ ვერ მიაგნებს. როგორც წესი, მალევე მიღებდა ხოლმე კარს, ცნობდა ჩემს კაკუნს, უფრო სწორედ, მე ვაკაკუნებდი ყოველთვის ისე, რომ ეცნო და არ შეშინებოდა. გასაღები მუდამ კარის გვერდით დევს, კარადაზე. არც დღეს იყო გამონაკლისი, მასთან მივედი, დავაკაკუნე, ცოტა ხანს დაველოდე, მაგრამ არ გამიღო, ვიფიქრე ჯერ კიდევ სძინავს-მეთქი, ამიტომ კარი ჩემი გასაღებით გავხსენი გარედან, მის ოთახში შევედი, არც იქ იყო. მერე ვიფიქრე შეიძლება შხაპს იღებს-მეთქი, სააბაზანოსკენ წავედი. სააბაზანოს კარი ღია დამხვდა, შიგნით შევიხედე და...“ - გოგონა ისევ აქვითინდა.
- ,,გაქვს რაიმე იდეა, ვის შეიძლება გაეკეთებინა ეს?“
- ,,წარმოდგენა არ მაქვს. ლუსი დიდად არავისთან იყო ახლოს, ჩემ გარდა.. მაგრამ თან არავის სძულდა, არც მოტივი არ ჰქონდა არავის ამის გასაკეთებლად. ის მხოლოდ თავისთვის ცხოვრობდა, არავის არაფერს უშავებდა, რომც მოენდომებინა, ვერ შეძლებდა, ჩემს გარეშე სახლიდან ნაბიჯსაც ვერ დგამდა.“
- ,,როგორც მითხრეს, როცა ლუსი იპოვეთ, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რაღაცას ამბობდა?“
- ,,დიახ, მართალია. სააბაზანოში რომ შევედი, მართალია დასახიჩრებული, მაგრამ ცოცხალი იყო. მაშინვე მას მივვარდი, ვეცადე სისხლდენა შემეჩერებინა, მაგრამ კანი ისე ჰქონდა დაგლეჯილი, ამას ვერ ვახერხებდი. ლუსი კი რაღაცის თქმას ცდილობდა, ჯერ ვერ ვიგებდი, მერე აშკარად გავიგონე, სიტყვა „წიგნი“ თქვა, სუნთქვასაც ვერ ახერხებდა წესივრად, შემდეგ კი ეგეც შეწყვიტა. მაშინვე სასწრაფოში დავრეკე, მაგრამ ვიცოდი, რომ ისინი ვერაფერს შეძლებდნენ. ლუსი ჩემს ხელებში მოკვდა..“
- ,,ხომ არ იცი, რას შეიძლება ნიშნავდეს ეგ? წიგნს რატომ იტყოდა? ან იქნებ არასწორად გაიგე, იქნებ სხვა რამ თქვა?“
- ,,არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ წიგნი თქვა.“
- ,,კარგი, ბოლო დროს რაიმე უცნაური ხომ არ შეგინიშნავს მასში? სხვანაირად ხომ არ იქცეოდა?“
- ,,არა, ყოველთვის ერთნაირი იყო, გაცნობის დღიდან.“
- ,,მეზობლებთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?“
- ,,დიდი არაფერი, ნორმალურად არც კი იცობდა მათ.“
- ,,როგორც თქვი, როცა მიხვედი კარი ჩაკეტილი იყო და შენი გასაღებით გააღე, ასეა?“
- ,,მართალია.“
- ,,მაგრამ იქ ვინ იყო? საიდან შევიდა, თუ მხოლოდ შენ და ლუსის გქონდათ გასაღები?“
- ,,არ ვიცი, იქნებ ლუსიმ გაუღო..“
- ,,და წასვლისას კარი ჩაკეტა? ფანჯრიდან ვერ გაიქცეოდა, მეოთხე სართულიდან გადახტომას ვერ შეძლებდა. მაინც ვერ ვიგებ, გასაღები მკვლელმა წაიღო?“ - ჩავილაპარაკე.
- ,,როგორც გითხარით, ლუსის გასაღები ყოველთვის კარადაზეა, ის ისევ იქ უნდა იყოს.“
- ,,მართალია, ორი წუთით, უნდა დავრეკო.“ - ვუთხარი და ოლივერს დავურეკე.
- ,,ოლი, ლუსის ბინის გასაღები მანდაა? კარადაზე უნდა იყოს, კარის გვერდით...“
- ,,ორი წუთით, ახლავე ვნახავ... კი, აქაა. რა ხდება?“
- ,,არაფერი. კამერის ჩანაწერები ხომ არ ნახეთ?“
- ,,ახლა ნახულობენ, ჯერ-ჯერობით არაფერია.“
- ,,კარგი. გამაგებინე რამეს თუ იპოვით.“ - ვუთხარი და გავუთიშე.
- ,,ლუსის გასაღები სახლშია.“ - ვუთახარი ჰეიზელს. - ,,შენ ეჭვი არ გაქვს ვინმეზე? ან იქნებ დაინახე ვინმე საეჭვო იქ მისვლისას?“
- ,,არა, საერთოდ არავინ დამინახავს კორპუსში, გარდა ლუსის კარის მეზობლისა, მოხუცი ქალბატონია, რომელსაც ნაგავი მიჰქონდა გადასაყრელად.“
- ,,რამე ხომ არ იყო ისეთი, რაზეც ლუსიმ გითხრა, რომ არავისთვის გეთქვა? შეყვარებული არ ჰყავდა?“
- ,,არა, ასეთი არაფერი ყოფილა, არც შეყვარებული ჰყავდა.“-
- ,,რამის ან ვინმესი ხომ არ ეშინოდა?“ –
- ,,არა, მხოლოდ იმის ეშინოდა, რომ სადმე ფეხი არ დასცდენოდა, ამ შიშს კი მე ვართმევდი, როცა მის გვერდით ვიყავი სრულიად უშიშარი ხდებოდა. არც არავინ აწუხებდა...“
- ,,იქნებ ქურდობა იყო? შეიძლება ვინმე გასაქურდად შეიპარა, ლუსიმ წინააღმდეგობა გაუწია და მანაც... ხომ არ შეგინიშნავს, რამე ხომ არ დაიკარგა?“
- ,,წარმოდგენა არ მაქვს, იმ მომენტში მხოლოდ საუკეთესო მეგობრის გადარჩენაზე ვფიქრობდი, რომელიც სააბაზანოში სისხლისგან იცლებოდა, არც კი მიფიქრია, რომ შეიძლება ვინმემ რამე მოიპარა..“
- ,,მაგრამ კარგად იცი, სად რა დევს, ასეა?“ - ვკითხე, რაზეც გოგონამ თავი დამიქნია.
- ,,იქ რომ დავბრუნდეთ, შეძლებ იმის გარკვევას თუ რამე არაა თავის ადგილას?“
- ,,კი, რა თქმა უნდა.“
- ,,კარგი. ლუსის ბებიაზე რას მეტყვი?“
- ,,ის უკვე წლებია თავშესაფარშია, სიარულიც აღარ შეუძლია. კვირაში ერთხელ ან ორჯერ მე და ლუსი მივდივართ ხოლმე მასთან.“ - ჩაფიქრდა წამით - ,,მაგრამ, ახლა როგორც ჩანს მხოლოდ მე ვივლი. ღმერთო, მან რომ ეს გაიგოს... ვერ გადაიტანს.“ - თქვა და ისევ ატირდა.
- ,,ანუ იცი თავშესაფრის მისამართი?“
- ,,კი, ვიცი.“ - სლუკუნით მითხრა.
- ,,კარგი, ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე. ჯერ ლუსის ბინაში შევიდეთ, იქაურობას თვალი მოავლე, იქნებ მართლა ქურდობა იყო, შემდეგ კი ლუსის ბებიასთან წავიდეთ.“
- ,,არა, გთხოვთ, ლორეტას მე ვერაფერს ვეტყვი, იქ არ წამიყვანოთ..“ - აფორიაქდა. - ,,შეიძლება მართლა ვერ გადაიტანოს ეს, ძალიან გთხოვთ.“
- ,,დამშვიდდი, შენ არაფრის თქმა არ მოგიწევს. რამდენიმე კითხვას მასაც დავუსვამ და წამოვალთ.“ - ვუთხარი და ვანიშნე გამომყოლოდა. ისიც ადგა, უკან გამომყვა. ოთახიდან გავედით, გარეთ ოფიცერი იდგა.
- ,,ჰეიზელი ჩემთან ერთად მოდის.“
- ,,დიახ ქალბატონო.“ - მითხრა. მე კი ჰეიზელთან ერთად შენობიდან გავედი, მანქანაში ჩავსხედით და ლუსი ასტერის ბინისკენ წავედით.
- ,,წაიყვანეს? ლუსი...“ - მკითხა ჰეიზელმა, როცა ლუსის კორპუსთან მივედით
- ,,არ ვიცი, ნახევარი საათის წინ მივედი და ჯერ კიდევ იქ იყო.“
- ,,უბრალოდ მე.. სააბაზანოში ვეღარ შევალ.“ - აცრემლიანებულმა მითხრა.
- ,,კარგი, სააბაზანოში შესვლა არც იქნება საჭირო, მეეჭვება ვინმეს შამპუნის ან კბილის ჯაგრისის მოსაპარად მოეკლა ლუსი. ახლა ზევით ავიდეთ, შენ კარგად დაათვალიერე მისაღები და ლუსის ოთახი.“
- ,,კარგი.“ - მანქანიდან გადავედით და ლუსის ბინაში ავედით.
- ,,ჰანნა, ჰეიზელი აქ რატომაა?“ - მკითხა ოლივერმა.
- ,,შესაძლოა ქურდობა ყოფილიყო. ჰეიზელი აქაურობას კარგად იცნობს და თუ რამე დაიკარგა აუცილებლად შეამჩნევს.“ - ვუთხარი.
- ,,ასე ფიქრობ? კარგი, როგორც გინდა. ჩვენც მალე მოვრჩებით და წავალთ..“
- ,,კარგი. ცხედარი ისევ აქაა?“ - ვკითხე.
- ,,არა, წაიღეს.“
თავი დავუქნიე ოლივერს, მერე ჰეიზელისკენ შევბრუნდი და ვუთხარი შეეძლო უკვე დაეწყო ოთახების დათვალიერება. ისიც ლუსის ოთახისკენ წავიდა. ისევ ოლივერს მივუბრუნდი -
- ,,რამე ხომ არაა ახალი? რამე ხომ არ იპოვეს? ან კამერის ჩანაწერები?“
- ,,არა, ჯერ-ჯერობით არაფერია. რამდენიმე ანაბეჭდი აიღეს გვამიდან და ექსპერტიზის პასუხს ველოდებით. მე ქვემოთ უნდა ჩავიდე, საქმე მაქვს. თუ რამეა დამიძახე.“
- ,,კარგი.“ - ვუთხარი. ოლივერი ბინიდან გავიდა. მე კი სანამ ჰეიზელს ვუცდიდი, გამახსენდა ,,წიგნი“ და თაროსთან მივედი, ყველა წიგნი სათითაოდ გადმოვიღე და დავათვალიერე. ზოგიერთი ჩევულებრივი წიგნი იყო, ჩვეულებრივი ასოებით, მაგრამ წიგნების უმეტესობა ბრაილის შრიფტით. ყველა გადავფურცლე, მაგრამ არაფერი. არც რამე წარწერა იყო, არც მინიშნება.. თავის ადგილზე დავაწყვე და ოთახს მოვავლე თვალი.
- ,,რა წიგნი? რომელი წიგნი?“ - ჩავილაპარაკე ჩემთვის. სამზარეულოს თაროებისკენ წავედი, იქაც თვალი მოვავლე ყველაფერს, მაგრამ საეჭვო არაფერი იყო. უფრო სწორად, საეჭვო მანამდე არაფერი იყო, სანამ სამზარეულოს ბარზე დადებულ წიგნს მოვკრავდი თვალს, მშვენივრედ იყო გასწორებული კუთხეში, მის ზემოდან კი ხელსახოცები ეწყო, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავდა წიგნს. წიგნი ხელში ავიღე, ნოტების წიგნი. გადავფურცლე. აქ ჩევულებრივი ფორტეპიანოს ნოტები იყო, თითოეული ხაზის ქვემოთ კი ბრაილის შრიფტით იყო მიწერილი ეს ნოტები.
- ,,არა, არაფერია წაღებული, ყველაფერი თავის ადგილზეა.“ - თქვა ჰეიზელმა, როცა ლუსის ოთახიდან გამოვიდა.
- ,,ანუ ქურდობა არ იყო? კარგად შეამოწმე?“
- ,,კი, ყველაფერი ვნახე.“ –
- ,,იქნებ მალულად ინახავდა რაიმეს?“ - ვკითხე.
- ,,დარწმუნებული ვარ, რომ არა, დამიჯერეთ. ზუსტად ისეა ყველაფერი, როგორც აქამდე იყო, თუ ლუსის არ ჩავთვლით..“ - თქვა და ისევ თვალები აუწყლიანდა.
- ,,კარგი. ლუსი ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დადიოდა?“
- ,,ჰო, 2 წელია შევიდა. ბავშვობაში არ უყვარდა, მაგრამ რაც მხედველობა დაკარგა, მუსიკამ გაიტაცა და ფორტეპიანოს გაკვეთილებზე შევიდა.“
- ,,რამდენად ხშირად დადიოდა?“
- ,,3 ან 4-ჯერ კვირაში, მეც მივყვებოდი ხოლმე და სხვათა შორის, საკმაოდ კარგი მოსწავლე იყო. პროფესორს სულ უკვირდა, მხედველობის არმქონეს კვალობაზე ზედმეტად სწრაფად ითვისებო.“
- ,,კარგი, როგორც ჩანს პროფესორსაც შევუვლით. შეგიძლია მისაღებიც დაათვალიერო კარგად? იქნებ აქედანაა რაიმე წაღებული?..“ - ვუთხარი.
- ,,რა თქმა უნდა.“ - მითხრა და გვერდით გავიდა. მე ისევ ნოტების წიგნს ჩავყურებდი, სათითაოდ ვფურცლავდი. ყველგან ერთი და იგივე იყო, ყველგან ნოტები და ქვეშ ბრაილი.

ნოტები.
ბრაილი.
ნოტები..
ბრაილი..
ნოტები...
ბრაილი.. ბრაილი..
ბრაილი?...
ბრაილი?!... - კარგად დავაკვირდი.
- ,,მეჩვენება?“ - ჩავილაპარაკე. - ,,მორზე? ბრაილში ტირეები არაა.. ბრაილი ასეთი არაა...“ - გადავფურცლე.
ისევ ნოტები.
ისევ ბრაილი.
ნოტები.
ბრაილი...
და ასე ბოლომდე, მთელი წიგნი ბრაილი იყო, მაგრამ იმ ერთ მონაკვეთში მორზე? თანაც ნოტების გარეშე, მაგრამ დაბეჭდილი? ცალკე?
- ,,არც მისაღებიდანაა რაიმე დაკარგული.“ - მითხრა ისევ ჰეიზელმა.
- ,,კარგია, ანუ ქურდობა თითქმის გამოვრიცხეთ. ლუსიმ ბრაილთან ერთად მორზეს კოდიც იცოდა?“ - ვკითხე.
- ,,არა... მაგრამ მოიცადე.. გუშინწინ მთხოვა მორზეს ბრაილის შრიფტზე გადათარგმნა, რაშიც, რასაკვირველია, დავეხმარე, ასოები ანბანის მიხედვით ჩამოვუწერე. ვკითხე რაში სჭირდებოდა, მაგრამ მითხრა უბრალოდ მაინტერესებსო.“
- ,,კარგია, მგონი რაღაც გვაქვს.“
- ,,რაღაც?“ - ოდნავ გაკვირვებული სახით შემომხედა.
- ,,ნოტების წიგნში მორზე ვიპოვე, მხოლოდ ერთი წინადადება. დანარჩენი წიგნი მთლიანად ბრაილია.“
- ,,ჰო, წიგნში ბრაილის შრიფტი იყო, ნოტებთან ერთად.. ვინმემ მორზეს კოდით ჩაწერა რაიმე?“
- ,,კი არ ჩაწერა, ჩააბეჭდა. ჩვეულებრივი საბეჭდი მანქანითაა ჩაწერილი. ვინმეს ხომ არ ათხოვა წიგნი?“
- ,,არა, მხოლოდ მას ჰქონდა. ან მის ჩანთაში იყო ხოლმე, ან სახლში.“
- ,,კარგი, წამოდი, ჯერ თავშესაფარში წავიდეთ, შემდეგ ფორტეპიანოს მასწავლებელთან.“ - ვუთხარი და ჰეიზელს წინ გავუძეხი. მანქანაში ჩავსხედით, ჰეიზელი გზას მკარნახობდა, მე მივდიოდი.
- ,,აი ესაა..“ - მითხრა ათ წუთიანი გზის შემდეგ. მანქანა გავაჩერე, გადავედით და თავშესაფრის კართან მივედით. მისაღებში მედდა დაგვხვდა.
- ,,გამარჯობა სილვია, ბებია ლორეტას სანახავად ვართ.“ - უთხრა ჰეიზელმა.
- ,,გამარჯობა ჰეიზელ, ჰო, რა თქმა უნდა, წამოდით. დღეს მარტო მოხვედი? ლუსი სადაა?“ - ჰკითხა მედდამ.
- ,,ლუსი... ის... მოკლეს.“ - ძლივს უთხრა გოგონამ.
- ,,რა? ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა. ასეთი რამ ვინ გააკეთა? რას ერჩოდნენ საწყალ გოგოს..“ - გაოცებული და შეშინებული ჩანდა.
- ,,წარმოდგენა არ გვაქვს, აქ სწორედ ამიტომ ვართ. ლუსის ბებიას რამდენიმე კითხვას დავუსვამ.“ - ვუთხარი.
- ,,კარგი, მაგრამ მეეჭვება ის რამეში დაგეხმაროთ.“ - მითხრა და ოთახის კარი შეაღო.
- ,,ლორეტა, შენთან სტუმრები არიან.“ - უთხრა მოხუცს, რომელიც ფანჯარასთან მდგარ სავარძელში იჯდა.
- ,,რა კარგია, ჩემი ლუსი მოვიდა? ოჰ, ჰეიზელ, ძვირფასო, როგორ გამიხარდა..“ - თქვა მოხუცმა, როცა გოგონა დაინახა. ჰეიზელი კედელთან დადგა, ნაბიჯი აღარ გადაუდგამს. მეც შევედი ოთახში, ლორეტასთან მივედი, მივესალმე და მეორე სავარძელზე დავჯექი. მანაც მხოლოდ გამარჯობა მითხრა, თვალი ამაცილა და ისევ ჰეიზელს მიუბრუნდა -
- ,,ჰეიზელ ძვირფასო, ლუსი არ მოვიდა? ჰო, ალბათ ის ფორტეპიანოს გაკვეთილებზე მიიყვანე და ჩემს სანახავად წამოხვედი, არა? იქნებ დაგეცადა და ისიც წამოგეყვანა.“ - შემდეგ მე მითხრა - ,,ჩემი საწყალი ლუსი, იცით, თავისით ვერ გადაადგილდება, ბრმაა და სულ ჰეიზელი ეხმარება ხოლმე. უი, მართლა, თქვენ ვინ ხართ?“
- ,,გარეთ ვიქნები, თუ რამე დაგჭირდებათ.“ - თქვა მედდამ.
- ,,მე ჰანნა ვარ, თქვენთან ლუსიზე სასაუბროდ მოვედი..“ – ვუთხარი.
- ,,აა, ლუსის ფორტეპიანოს პედაგოგი ხართ? რა მოხდა? კარგად არ სწავლობს? იცით, როგორც უკვე გითხარით, ის ბრმაა, ცოტა უჭირს, მაგრამ რაც შეუძლია აკეთებს, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ მას მაინც დაველაპარაკები როცა მოვა.. მაგრამ, თქვენ თუ ლუსის მასწავლებელი ხართ, ლუსი ახლა სადაა? გაკვეთილი არ აქვს?“ - ძალიან ენერგიული ქალბატონი ყოფილა, ჯერ ახლა შემოვედით და უკვე თითქმის ყველაფერი თქვა, რაც შეეძლო.
- ,,არა, ქალბატონო ლორეტა, მე ლუსის ფორტეპიანოს მასწავლებელი არ ვარ, დეტექტივი ვარ..“
- ,,დეტექტივი? კი მაგრამ.. რა ხდება?“
- ,,როგორც გითხარით, ლუსისთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვის დასმა მინდა..“
- ,,დიახ, გისმენთ.“
- ,,დღეს დილას, ლუსი მოკლეს.“ - ძალიან მიჭირდა, მაგრამ მაინც ვუთხარი.
- ,,რა? მეხუმრებით არა? გამორიცხულია... მეხუმრებით ხომ?“ –
- ,,სამწუხაროდ, სიმართლეა, ის ჰეიზელმა იპოვა სააბაზანოში..“-
- ,,არა, ასე ხუმრობა არ შეიძლება, გთხოვთ.. ჰეიზელ ძვირფასო, რამე მითხარი, მიდი, სანამ მეც გული გამისკდება, მითხარი, რომ ხუმრობთ!“ - უთხრა ლორეტამ, ჰეიზელი კი ისევ ისე იდგა კედელთან, როგორც შემოსვლისას დადგა, შეუმჩნევლად, ნელა სცვიოდა ცრემლები.
- ,,ლორეტა, ძალიან ვწუხვარ.“ - ვუთხარი.
- ,,მაპატიე, ლორეტა მაპატიე, ჩემი ბრალია, კარგად ვერ მივხედე...“ - ჰეიზელი ტირილით მოვიდა და ლორეტას გადაეხვია.
- ,,არა, ჩემი ლუსი, არა! რატომ?! ვინ გააკეთა ეს? ვის რაში დასჭირდა მისი მოკვლა?! ოჰ, ჩემო პატარავ..“ - ცოტა ხანს ასე ტიროდა. მერე, როცა დაწყნარდა ვუთხარი -
- ,,ლორეტა, რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ..“ - ცრემლები მოიწმინდა და კითხვისნიშნიანი მზერა მომაპყრო. - ,,ლუსის ვინმე აწუხებდა? ან იქნებ ვინმეს უყვარდა ის? რაიმე თუ იცით, უნდა მომიყვეთ.“
- ,,არა, მე არაფერი ვიცი.. დიდად ვერ ვხედავდი, მხოლოდ კვირაში რამდენჯერმე თუ მოვიდოდა ჰეიზელთან ერთად.. ჰეიზელი უფრო მეტს გეტყვით, ვიდრე მე, სად მიდიოდა, რას აკეთებდა.. ყველაფერი იცის მან. არც შეყვარებული ჰყოლია, ალბათ, მეტყოდა, რომ ჰყოლოდა. შეწუხებითაც ვის უნდა შეეწუხებინა, სულ ჰეიზელის გვერდით იყო, მას ენდობოდა...“
- ,,ჰეიზელს უკვე ვკითხე, თქვენიდან მაინტერესებს, იქნებ ვინმე ემუქრებოდა, ამ წერილებს უგზავნიდა, არ ვიცი...“
- ,,როგორც გითხარით, მე ფაქტობრივად არაფერი ვიცი. ვინ უნდა დამუქრებოდა? ვის უნდა მოეკლა ჩემი ლუსი?“ - ისევ ტირილი დაიწყო.
- ,,არაფერი შეგიმჩნევიათ მის განწყობაში ან ქცევებში?“
- ,,არა, საერთოდ არაფერი. ძალიან ჩვეულებრივად იქცეოდა.“
- ,,ბოლოს როდის ნახეთ ის?“
- ,,გუშინწინ, ჰეიზელთან ერთად მოვიდა.“
- ,,როგორ იქცეოდა? ან რაზე ისაუბრეთ?“ - ვკითხე ისევ. მოხუცი ხმას ვეღარ იღებდა, ჩუმად ქვითინებდა.
- ,,მესმის, რომ თქვენთვის ძნელია ამაზე საუბარი, მაგრამ თქვენ თუ არ დაგვეხმარებით, ლუსის მკვლელს ვერ ვიპოვით, იქნებ გაიხსენოთ..“ - ქალი ცოტა ხანს ჩაფიქრდა.
- ,,იცით, მართლა ვერაფერ მსგავსს ვერ ვიხსენებ. ის მას შემდეგ, რაც მშობლები და მხედველობა დაკარგა, მუდამ ერთნაირად იქცეოდა, სულ ვფიქრობდი, რომ ემოციები მშობლებთან ერთად დაეხოცა... რა თქმა უნდა, იღიმოდა ხოლმე, სევდიანიც იყო, მაგრამ მგონია, რომ ამ ყველაფერს ძალით აკეთებდა. ეს ეჭვგარეშე ტრამვის ბრალია, ვატყობდი, რომ საერთოდ ლაპარაკიც აღარ უნდოდა ვინმესთან, ყოველ შემთხვევაში, როცა აქ მოდიოდა, ასე იყო. მაგრამ იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რაიმე მუქარის ან მსგავსი საქციელის შედეგად განწყობა ან ქცევები ეცვლებოდა.“ - მითხრა. წამით მეც გავიაზრე მისი ნათქვამი.
- ,,კარგი, მადლობა. თუ რაიმე გაგახსენდებათ შეგიძლიათ დამირეკოთ, ჩემს ნომერს მედდას დავუტოვებ და ნებისმიერი პატარა დეტალისთვისაც აუცილებლად დამირეკეთ.“
- ,,კარგი.“
- ,,ლორეტა, მეც უნდა წავიდე.“ - უთხრა ჰეიზელმა. მან ხმა არ ამოიღო, ისევ აქვითინდა. მე და ჰეიზელმა მისი ოთახი დავტოვეთ.
- ,,კარგი, ახლა ფორტეპიანოს მასწავლებელი ვნახოთ. შორსაა?“
- ,,არა, აქვეა, ახლოს.“ - მითხრა. ზუსტად 3 წუთში ჯულიარდის სკოლაში მივედით. ცოტა არ იყოს, გაოცებული ვიყავი. ჯულიარდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კონკურენტული კონსერვატორიაა. აქ ახალი ეჭვები ჩნდება, კონკურენცია...
- ,,ლუსის კონკურენტები ჰყავდა?“ - ვკითხე ჰეიზელს.
- ,,არა, არც ერთი.“
- ,,კარგი, წამოდი შევიდეთ.“ - ჰეიზელთან ერთად ლუსის ID ბარათით შევედით შენობაში, მეოთხე სართულზე ავედით და 417 ოთხთან მივედი.
- ,,მოიცადე... პედაგოგი შეიძლება არ იყოს აქ..“ – მითხრა.
- ,,რა?“
- ,,მასწავლებლებს საათობით აქვთ აღებული ოთახები, არ ვიცი ახლა აქ იქნება თუ არა.“
- ,,აქამდე რატომ არ თქვი?“
- ,,არ ვიცი, სულ გადამავიწყდა..“
- ,,არა უშავს. აქ იყავი, წავალ გავიკითხავ აქაა თუ არა. რა ჰქვია მასწავლებელს?“ –
- ,,ჯულიან მარტინი.“
- ,,კარგი.“ - ვუთხარი და ადმინიდტრაციაში წავედი. ჯულიან მარტინი ვიკითხე.
- ,,ვინ ბრძანდებით?“
- ,,დეტექტივი ვუდი. თქვენი ერთ-ერთი მოსწავლე ამ დილით მოკლეს, ჯულიან მარტინი კი მისი მასწავლებელი იყო, რამდენიმე კითხვის დასმა მინდა.“ - ვუთხარი.
- ,,ჩვენი მოსწავლე? ვინ?“
- ,,ლუსი ასტერი.“
- ,,ა, ის ბრმა გოგონა, ხომ? ღმერთო ჩემო, რა მოხდა?“
- ,,პედაგოგს თუ არ გასვესაუბრე, ვფიქრობ, კიდევ კარგა ხანს ვერ გავიგებთ, რა მოხდა.“
- ,,ჰო, მაპატიეთ.. ჯულიან მარტინი ხომ?“
- ,,დიახ.“
- ,,ახლავე.. ჯერ არ მოსულა, ერთ საათში სემინარი აქვს 526 ოთახში. შეგიძლიათ დაელოდოთ.“
- ,,კარგი, მადლობა.“ - ვუთხარი და ჯერ მეოთხე სართულზე დავბრუნდი, რომ ჰეიზელისთვის მეთქვა, შემდეგ კი მეხუთე სართულზე ავედით და 526 ოთახთან ვუცდიდით. ზუსტად ორმოცდახუთი წუთი გავიდა.
- ,,აი, ესაა.“ - მითხრა ჰეიზელმა არც ისე მაღალ, ჭაღარა, სათვალიან კაცზე, რომელსაც დაძველებული სარკისფერი თვალები შორიდანვე ეტყობოდა, თბილი გამომეტყველებით ლიფტიდან გამოვიდა და ჩვენკენ წამოვიდა, მოგვიახლოვდა..
- ,,ჰეიზელ? შენ ხარ?.. აქ რა გინდა? დღეს ხომ ლუსის გაკვეთილი არ აქვს, არა? თუ დამავიწყდა?..“ - თქვა და მე შემომხედა.
- ,,ჯულიან მარტინი თქვენ ხართ?“ - ვკითხე, და თან მის თვალებს თვალს ვერ ვაშორებდი.
- ,,დიახ, მე გახლავართ. თქვენ ვინ ბრძანდებით?“
- ,,დეტექტივი ვუდი. თქვენთან გასაუბრება მინდა.“
- ,,რამე მოხდა?“ - მკითხა ისე, რომ არც შემოუხედავს, ოთახის კარის საკეტს გასაღებს არგებდა.
- ,,დიახ, როგორც ჩანს ლუსი თქვენი მოსწავლეა, მასზე მინდა რამდენიმე კითხვის დასმა. ის დღეს დილით მოკლეს..“
- ,,რა?!“ - ძალიან გაოცებული თვალები მომაპყრო, თითქოს შიშმაც გაუელვა. - ,,შეუძლებელია, გუშინ ის აქ იყო, თავს ძალიან კარგად გრძნობდა..“
- ,,შეიძლება, რომ შიგნით ვისაუბროთ?“ - ვუთხარი, როცა შევამჩნიე, რომ დერეფანში ხალხი აირია.
- ,,დიახ, დიახ, რა თქმა უნდა.“ - მითხრა, ოთახში შევიდა, მე და ჰეიზელიც მას მივყევით.
- ,,ეს როგორ მოხდა?“ - ისევ გაყინული მზერით მიყურებდა..
- ,,როცა ჰეიზელი მასთან მივიდა, ის სააბაზანოში მრავალჯერ იყო დაჭრილი, და.. გარდაიცვალა.“
- ,,ღმერთო ჩემო..“ - ის სკამზე ჩამოჯდა, ჩაფიქრებული იყო. –
- ,,შეგიძლიათ კითხვებზე მიპასუხოთ?“
- ,,ჰო, გისმენთ.“
- ,,მაშ, ის ბოლოს გუშინ იყო თქვენთან, ასეა?“
- ,,დიახ, გუშინ იყო აქ, ბეთჰოვენის Missa Solemnis-ს ვასწავლიდი.“
- ,,თავს როგორ გრძობდა? დაძაბული ხომ არ იყო?“
- ,,არა, ძალიან ჩვეულებრივად იქცეოდა. როგორც ყოველთვის ჰეიზელთან ერთად მოვიდა, ძალიან მშვიდად დაუკრა და შემდეგ წავიდა.“
- ,,არასასიამოვნო დიალოგები გქონიათ? იქნებ რაღაც ვერ ისწავლა კარგად და იკამათეთ?“
- ,,არა, ლუსი ნიჭიერი გოგონაა.. უფრო სწორედ, იყო. ძალიან მარტივად ითვისებდა ყველაფერს მიუხედავად მისი უსინათლობისა, ხმამაღალი სიტყვაც კი არ მითქვამს მისთვის, მგონი არც თვითონ გრძნობდა ჩემთან დაძაბულობას.“ - მითხრა.. მე კი ისევ ვერ ვწყვეტდი თვალს მის მზერას და თვალის ფერს.
- ,,რამე ისეთი ხომ არ უთქვამს თქვენთვის? მაგალითად საიდუმლო.. იქნებ გენდობოდათ და ფარულ თაყვანისმცემელზე გიამბოთ?“
- ,,მსგავსი არაფერი ყოფილა, ის მხოლოდ ჩემი მოსწავლე იყო. მოდიოდა, მეცადინეობდა და მიდიოდა, პირადზე არ საუბრობდა.“
- ,,ანუ ბოლო პერიოდში არაფერი შეგინიშნავთ მის ხასიათში ან ქცევაში?“
- ,,არა.“ - თავი გაიქნია.
- ,,მის ცხოვრებაში ვინმე ხომ არ გამოჩნდა? იქნებ ჰეიზელის გარდა სხვაც აკითხავდა?“
- ,,არა, ყოველთვის ჰეიზელი იყო მასთან ერთად.“
- ,,თქვენთან გაკვეთილზე უარი უთქვამს ოდესმე?“
- ,,არასოდეს. ყოველთვის დროულად მოდიოდა ხოლმე, არც კი აგვიანებდა.“
- ,,მასზე ვინმე ლაპარაკობდა? რაიმე ჭორს ხომ არ მოკარით ყური?“
- ,,მსგავსი არაფერი გამიგონია.“
- ,,არც თავის უსინათლობაზე საუბრობდა?“
- ,,არა, გულჩათხრობილი იყო ყოველთვის, მაგრამ არც ისე ძალიან.“
- ,,რომელი ნაწარმოები უყვარდა ყველაზე მეტად?“
- ,,შოპენის „გაზაფხულის ვალსი“.“
ისევ მისი თვალები. რაიმე განსაკუთრებულად ლამაზი და იშვიათი ფერის კი არ იყო, სადღაც მტვრიან ბგერებსა და მელანქოლიურ კლავიშებს შორის დაბადებული ფერი ჰქონდათ მის თვალებს, რომლებსაც უნებურად თვალს ვერ ვაშორებდი.
- ,,იქნებ სხვა რაიმე გაიხსენოთ, რაც დაგვეხმარება..“
- ,,არ ვიცი, რაც მოხვედით პარალელურად მაგაზე ვფიქრობ, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ..“
- ,,მოიცადეთ..“ - ჩანთიდან წიგნი ამოვიღე - ,,ეს ხომ არ გეცნობათ?“ - ვუთხარი და ნოტების წიგნში მორზეს კოდი ვაჩვენე.
- ,,არა, ალბათ ბრაილია.. მაგრამ ნოტები რატომ არ აქვს ზემოთ?“
- ,,რადგან ეს ბრაილი კი არა, მორზეა. ის ვიღაცამ ჩაწერა.“
- ,,მაგრამ ის ხელით არაა ჩაწერილი.“
- ,,ჰო, დაბეჭდილია. ანუ არ იცით, ის აქ საიდან მოხვდა?“
- ,,არა, წარმოდგენა არ მაქვს.“ - ამ დროს ოთახში მოსწავლე შემოვიდა.
- ,,კარგი, ამისთვისაც მადლობა. ჩემს ნომერს დაგიტოვებთ და თუ რაიმეს გაიხსენებთ აუცილებლად დამირეკეთ.“ - ვუთხარი და ჩემი სავიზიტო ბარათი გავუწოდე.
- ,,აუცილებლად.“ - მითხრა და ბარათი გამომართვა.
მასაც დავემშვიდობე და მე და ჰეიზელი გარეთ გავედით.

- ,,ღმერთო ჩემო. ახლა განყოფილებაში დავბრუნდეთ, იქიდან გამოგაქციე და უნდა დაგაბრუნო.“ - ვუთხარი, მანქანაში ჩავსხედით და განყოფილებასთან გავჩერდით. ჰეიზელი გადავიყვანე და შენობაში შევედით.
- ,,მე.. ხომ არ ჩამსვამენ, არა?“ - მკითხა შეშინებულმა.
- ,,არა, არავინ დაგაკავებს. უბრალოდ ხელი უნდა მოაწერო და შეგიძლია სახლში წახვიდე..“
- ,,ჰანნა, დაბრუნდით? რამე გაარკვიე?“ - მკითხა ოლივერმა.
- ,,ჯერ-ჯერობით ვერაფერი. ლუსის ბებიასთან და ფორტეპიანოს მასწავლებელთან ვიყავით, მაგრამ ვერაფერი გავარკვიე მათი ნალაპარაკებიდან, არაფერი იციან. ჰეიზელი სახლში გაუშვით.“ - ვუთხარი და გოგონას შევხედე, მან თითქოს ამოისუნთქა, ოდნავი შვება შევატყვე.
- ,,ჰო, რა თქმა უნდა.“
- ,,ჰეიზელ, შენც თუ რაიმეს შეიტყობ ან გაგახსენდება გამაგებინე.“ - ვუთხარი, მანაც თავი დამიქნია და ოლივერს გაყვა, მე კი გავედი და მანქანაში ჩავჯექი. ორი წამით დავფიქრდი. ისევ ნოტების წიგნი გადავშალე, თავიდან გადავათვალიერე. ისევ ვერაფერი ვიპოვე იმ მორზეს გარდა.
- ,,ვის უნდა დაებეჭდა ეს?“ - ჩავილაპარაკე ჩემთვის. მერე ნაწარმოების სახელს დავაკვირდი. - ,,გაზაფხულის ვალსი? ეს ხომ მისი საყვარელი ნაწარმოები იყო? კარგი, ვისაც არ უნდა დაებეჭდა ეს მორზე, ორი ვარიანტია.. ან იცოდა ამის შესახებ, ან უბრალოდ დამთხვევაა.“ –
მანქანა დავძარი და მიას სახლისკენ წავედი. 5 ხდებოდა.
- ,,ენნი, მშვიდობაა? კარგად არ გამოიყურები.“ - მითხრა მიამ, როცა კაკუნის შემდეგ კარი გააღო.
- ,,ჰო მია, მშვიდობაა. უბრალოდ ახალი საქმეა.. საშინელება.“ - ვუთხარი. ქურთუკი გავიხადე და საკიდზე დავკიდე.
- ,,ჰანნა!“ - სიხარულით შესძახა ლილიმ, ჩემკენ გამოქანდა და ჩამეხუტა.
- ,,გამარჯობა ლამაზმანო, როგორ ხარ?“ - ვკითხე.
- ,,ძალიან კარგად. მე და მია პარკში ვიყავით გასული და ძალიან გავერთე.“
- ,,ჰო? ძალიან კარგი. მია ხომ არ გააბრაზე, არა?“
- ,,არა, გართობა უყვარს, მაგრამ ძალიან წყნარი ბავშვია.“ - მითხრა მიამ ღიმილით.
- ,,ყოჩაღ, ასეც განაგრძე.“ - ვუთხარი ლილის და ლოყაზე ვუჩქმიტე.
- ,,იანი სადაა?“ - მკითხა ლილიმ.
- ,,იცი, იანს საქმეები გამოუჩნდა და სასწრაფოდ პარიზში მოუწია წასვლა, მაგრამ ძალიან მალე დაბრუნდება.“
- ,,როგორც დედას, ბებიას და ბაბუას?“ –
- ,,არა, ღმერთმა დაიფაროს!“ - ჩაილაპარაკა მიამ, მაგრამ ლილიმ ვერ გაიგო.
- ,,არა ძვირფასო, იანი ძალიან მალე დაბრუნდება, დედას, ბებიას და ბაბუას კი ცოტა დიდხანს მოუწევთ იქ ყოფნა.“ - ვუთხარი. ლილი მოიღუშა.
- ,,საყვარელო, რატომ მოიწყინე? ჰანნას უნდოდა ეთქვა, რომ ისინიც მალე დაბრუნდებიან, მაგრამ იანი მათზე სწრაფად დაბრუნდება. მიდი, სამზარეულოში დამელოდე და ჰანნასთვის ფენქეიქები მოვამზადოთ, რას იტყვი?“ - უთხრა მიამ.
- ,,მართლა? რა კარგია.. ჰანნა, გინდა ფენქეიქები მოგიმზადო?“
- ,,რა თქმა უნდა, ძალიან მშია..“ - ღიმილით ვუთხარი. ლილი კი სიხარულით გაიქცა სამზარეულოში.
- ,,ჰანნა, რა ხდება? დაბნეული ჩანხარ. თანაც სახეზეც ფერი არ გადევს.“ - მითხრა მიამ.
- ,,არ მკითხო. ახალ საქმეზე რომ გითხარი.. 19 წლის გოგონა დღეს დილით დაჩეხეს. დასახიჩრებული იპოვა მეგობარმა სააბაზანოში.“
- ,,ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა!..“
- ,,ჰო, თან გოგონა უსინათლო იყო, მარტო ცხოვრობდა. ვიღაც იდიოტი კი მივიდა და მუცელი თითქმის გამოუფატრა.“
- ,,კარგი, კარგი გთხოვ, აღარ გააგრძელო.. წამოდი, სამზარეულოში შევიდეთ.“ - მითხრა.
სამზარეულოში რომ შევედით, ლილი გატრუნული იდგა, თავჩაღუნული.
- ,,ლილი, ძვირფასო, რა მოხდა?“ - ჰკითხა მიამ.
- ,,მე.. უბრალოდ ვიფიქრე.. ინგრედიენტებს გადმოვალაგებდი, დაა კვერცხი ძირს დამივარდა.“
- ,,ამის გამო მოიწყინე? არა უშავს, მერე რა? შეიძლება მე დამვარდნოდა, არაფერია, ახლავე მოვწმენდ.“ - უთხრა მიამ. იატაკი მოამშრალა და ფენქეიქების კეთებას შეუდგნენ.
ნახევარ საათში უკვე მზად ჰქონდათ. ლილიმ თავისი გემოვნებით გააფორმა თეფშზე ისინი და მომიტანა.
- ,,აი, ეს შენია.“
- ,,ღმერთო... რა ლამაზია. აბა გემოც ვნახოთ..“ - ვუთხარი და ფანქეიქი გავსინჯე. - ,,ჰმმ, ძალიან კარგია, ბრავო.“
ისინიც ჩემს წინ დასხდნენ და მიირთმევდნენ. მალევე თეფშები ავიღეთ და მისაღებში გავედით.
- ,,მია, შეიძლება ოთახში ვითამაშო?“ - ჰკითხა ლილიმ.
- ,,რა თქმა უნდა, ძვირფასო, მიდი.“ - უთხრა მიამ, ლილიც ზევით გაიქცა.
- ,,მია, ლეპტოპი აქ გაქვს?“ - ვკითხე.
- ,,ჰო, რა ხდება?“
- ,,ცოტა ხანს მათხოვე.“ - მიამაც ლეპტოპი მომაწოდა. იქ მორზეს კოდი მოვძებნე და ის წარწერა გავშიფრე.

-.-- --- ..- .-. / ..-. .. -. --. . .-. ... / - --- ..- -.-. .... / - .... . / -.- . -.-- ... / ..-. --- .-. / - .... . / .-.. .- ... - / - .. -- . .-.-.- / .-- .... . -. / - .... . / -- . .-.. --- -.. -.-- / ... - --- .--. ... --..-- / ... --- / .-- .. .-.. .-.. / -.-- --- ..- .-.-.-

- ,,რა ჯანდაბაა!“ - ვთქვი.
- ,,რა?“ - მკითხა მიამ.
- ,,ეს მუქარაა. გოგონას ვიღაც ემუქრებოდა.“
- ,,რა წერია?“
- ,,Your fingers touch the keys for the last time. When the melody stops, so will you.“ - ვუთხარი, მია ჩუმად მიყურებდა.
- ,,არ ვიცი რა ვთქვა.“ - მითხრა.
ამასობაში შეტყობინება მოვიდა ჩემს ტელეფონზე. ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოები იყო. მიას ლეპტოპში გავხსენი ისინი და ისევ დავაკვირდი. იმ წამით ღებინების შეგრძნება გამიჩნდა. მაშინვე სააბაზანოში გავიქიეცი. მია უკან გამომყვა.
- ,,კარგად ხარ? რა მოხდა?“ - მკითხა, მე კი ხმას ვერ ვცემდი, რადგან თავით თეთრ ფაიფურზე ვიყავი გადაკიდებული. ახლოს მოვიდა და ზურგიდან თმა დამიჭირა.
- ,,ენი, რა ხდება?“ - გამიმეორა, როცა ჩამუხლული იატაკზე დავჯექი.
- ,,არაფერი, უბრალოდ ფოტოებს შევხედე, იმ გოგონას ფოტოები გამომიგზავნეს და..“
- ,,იქნებ ეს საქმე არ გინდოდეს? უკვე პირველად არ ხდება ასე.. თუ არ შეგიძლია რატომ ხარ ამ პროფესიაში? ან სულაც მას თავი დაანებე და სხვაც გამოჩნდება, მკვლელებსა და მსხვერპლს რა დალევს!“
- ,,არა, რას ამბობ. ეს ჩემი საქმეა, უკვე მე მაბარია და მე მივხედავ. არაფერია.“ - ვუთხარი, ავდექი და სახეზე წყალი შევისხი.
- ,,ღმერთო, შენს სიჯიუტეს საზღვრები არ აქვს! ხომ ხედავ, ცუდად მოქმედებს.“
- ,,მია!”
- ,,ჰო, კარგი..“ - მითხრა და სააბაზანოდან გავიდა. მეც კიდევ ერთხელ შევისხი წყალი და უკან გავყევი.
- ,,მე სახლში წავალ, იქნებ რაიმე გავარკვიო..“ - ვუთხარი.
- ,,როგორც გინდა. თუ გინდა აქ დარჩი ამაღამ, შეიძლება ისევ ცუდად გახდე..“
- ,,არაა საჭირო, არაფერი იქნება.“ - ვუთხარი, გადავეხვიე და სახლისკენ წავედი. ჩემს ბინასთან მივედი, კარი გავაღე და შიგნით შევედი. პონგო კართან მიცდიდა, თან იატაკზე რაღაცას უღრენდა, ეს კონვერტი იყო, ვიღაცას კარიდან შემოცურებინა. ავიღე და სხვა ასეთ კონვერტებთან ერთად დავდე. სავარძელზე ჩამოვჯექი და ლეპტოპი ავიღე. პონგომ ამ კონვერტს პირი სტაცა და მისი გაბრდღვნა დაიწყო.
- ,,პონგო, რას აკეთებ? მოგშივდა და უკვე ქაღალდებსაც ჭამ? ასე არ შეიძლება, მომიტანე!“ - ვუთხარი. - ,,რა მოხდა? მორიგი წერილი იქნება ვინმესგან, ასე ხომ პირველად არ ხდება.. რა დაგემართა?“ - წერილი გამოვართვი და მაგიდაზე დავდე. მაგრამ მას არც საფოსტო მარკა ჰქონდა, არც წარერა, თან რაღაც უცნაური ზეთის სუნი ასდიოდა. ალბათ ამის გამო უღრენდა პონგო. გავხსენი ის და ღმერთო ჩემო. ისევ მორზე. გული ოდნავ ამიჩქარდა, სწრაფად გადავთარგმნე სიმბოლოები - ,, -.-- --- ..- .----. .-. . / --. --- --- -.. / .- - / ... . .- .-. -.-. .... .. -. --. .-.-.- / . ... .--. . -.-. .. .- .-.. .-.. -.-- / .-- .... . -. / -.-- --- ..- / -.. --- -. .----. - / -.- -. --- .-- / .-- .... .- - / -.-- --- ..- .----. .-. . / .-.. --- --- -.- .. -. --. / ..-. --- .-. .-.-.-“ - ,,You’re good at searching – especially when you don’t know what you’re looking for.“
- ,,რა ჯანდაბაა?! ეს ვინ გამოაგზავნა? უდავოდ მკვლელის ხელწერაა..“ - მაშინვე წამოვხტი, ქურთუკი მოვიცვი და განყოფილებაში წავედი. გზაში ოლივერს დავურეკე. სპიკერზე ჩავრთე.
- ,,ოლი, განყოფილებაში ხარ?“
- ,,კი, რა ხდება?“
- ,,მოვდივარ, მანდ მოგიყვები.“
- ,,კარგი, გელოდები.“ - მითხრა და გათიშა. მალევე მივედი და ოლივერთან შევედი.
- ,,მშვიდობაა? ისეთი აღელვებული ხმა გქონდა..“
- ,,მისმინე.. ხომ იცი, ლუსიმ ,,წიგნი“ რომ ახსენა... ის აშკარად ნოტების სახელმძღვანელოს გულისხმობდა. ის მის სახლში ვიპოვე, ჩვეულებრივი ნოტებია და ქვეშ ბრაილის შრიფტით აქვს მიწერილი, მაგრამ ბრაილის გარდა იქ მორზეს კოდია დაბეჭდილი, ყველანაირი ნოტების გარეშე თავზე. ამან დამაეჭვა და გადავთარგმნე, რაც ზუსტად ასე ჟღერს - ,,შენი თითები უკანასკნელად ეხებიან კლავიშებს. როცა მელოდია შეწყდება, შენც გაჩერდები.“ მერე სახლში რომ მივედი, კარში ვიღაცას წერილი შეუცურებია, აი, შეხედე, აშკარად იგივე ხელწერა. ესეც მორზეა და წერია - ,,ძებნაში კარგი ხარ, განსაკუთრებით როცა არ იცი, რას ეძებ.“ ეს ჩვენი მკვლელია, უნდა გავარკვიოთ ვინ გამოაგზავნა. იქნებ ანაბეჭდები იყოს..“
- ,,დამშვიდდი. ახლავე გადავცემ ექსპერტიზას და ისინი მიხედავენ. მაგრამ აშკარად მისი გამოგზავნილია.“
- ,,ჰო, აი, წიგნიც აიღე, იქნებ იყოს აქაც რამე.. 46-ე გვერდზეა ის მორზეს კოდი.“
- ,,კარგი.“ - მითხრა და ოთახიდან გავიდა. 3 წუთში დაბრუნდა და ისევ მითხრა - ,,დიდ დროს არ წაიღებს, მაგრამ თუ გინდა სახლში წადი და დაგირეკავ, როცა პასუხები იქნება.“
- ,,რამდენ ხანში იქნება?“
- ,,სულ მცირე ორ საათში.“
- ,,კარგი, მაშინ წავალ, შხაპს მაინც მივიღებ მანამდე, რომ გამოვფხიზლდე.“
- ,,კარგი, თუ რამე დაგჭირდება, დამირეკე.“ - მითხრა. მე კი მისი კაბინეტიდან გამოვედი და სახლში დავბრუნდი. შესვლისთანავე პონგოს ვაჭამე და სააბაზანოში შევედი. მთელი შხაპის განმავლობაში იმ სცენაზე მეფიქრებოდა, რომელიც ლუსის სააბაზანოში ვნახე. თან წარმოვიდგენდი როგორ შევიდა ვიღაც მის სახლში, უმწეო გოგონა დაასახიჩრა და წავიდა. მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, როგორ უნდა მოხვედრილიყო ის იქ? კარზე დააკაკუნა? ლუსიმ გაუხსნა, ისიც სახლში შევიდა და მას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა? მერე კი უბრალოდ ბინიდან გავიდა, მაგრამ არ ჩაკეტა, გასაღები არ ჰქონდა.. ვითომ რაიმე დაუშავა ლუსიმ? თუ უბრალოდ ფსიქიკურად შეშლილი მანიაკია? ისევ სააბაზანოს სცენა, და ისევ სასწრაფოდ გადავეკიდე ნიჟარაზე.
- ,,ღმერთო ჩემო, რა მჭირს? რამდენჯერ მინახავს ასეთი სცენა....“ - ჩავილაპარაკე და ისევ ცხელი წყლის ქვეშ დავდექი. მერე პირსახოცი მოვიხვიე, თმა შევიმშრალე და სააბაზანოდან გამოვედი. დივანზე ჩამოვჯექი, პონგოც ამოხტა და თავი კალთაზე დამადო.
- ,,რაო? დიდი ხნით ხომ არ ვიყავი გასული? სხვა გზა არაა, დედამიწაზე იმდენი შეშლილი დადის, იმდენი ფსიქოპატი.. შენი დედიკო კი მათ წინ ეღობება და იჭერს. როგორ ფიქრობ, ახლანდელი ინტელექტუალური მკვლელი ვინ იქნება? კიდევ დატოვებს წერილს?“ - პონგომ დაიყეფა.
- ,,ვინც არ უნდა იყოს, დედიკო მას დაიჭერს, და იქ უკრავს თავს, სადაც მისი ადგილია.“ - ვუთხარი. მან კიდევ დაიყეფა.
- ,,ჰო, ამას თანხმობად მივიღებ.“ - სიცილით ვუთხარი. მერე ავდექი თბილი ხალათი მოვიცვი და ისე შევუდექი თავიდან საქმის განხილვას. ერთ საათში მობილურზე ზარი შემოვიდა.
- ,,გისმენ ოლი, მოვიდა პასუხები?“ - ვკითხე მაშინვე.
- ,,ჰო, ამ წუთას. არანაირი ანაბეჭდი არაა, ახლავე გამოგიგზავნი ლაბორატორიის ანგარიშსაც.“
- ,,კარგი, მადლობა.“ - ვუთხარი და გავუთიშე. ორ წუთში მეილზე შეტყობინებაც მოვიდა.
გავხსენი და ექსპერტიზის დასკვნას თვალი გადავავლე.









???? სასამართლო-სამეცნიერო ექსპერტიზის ანგარიში (FORENSIC REPORT)

საქმის ID: NY-H-0771
მიღების თარიღი: 2024 წლის 5 იანვარი
მიღების დრო: 18:49
წარდგენილი: შერიფის მოადგილე ოლივერ კროუ
მოთხოვნილი: დეტექტივი ჰანნა კაია ვუდის მიერ
ობიექტი: ანონიმური წერილისა და წიგნის ანაბეჭდების ანალიზი

???? საკვლევი მასალების აღწერა:
ერთი გადაკეცილი სტანდარტული ზომის თეთრი კონვერტი

შიგნით მოთავსებული ხელნაწერი წერილი (ერთი ფურცელი, ბეჭდური ასოებით დაწერილი)

კონვერტი იყო დალუქული, ბეჭდური შტამპის გარეშე

ერთი წიგნი – 46-ე გვერდზე დაბეჭდილი მორზეს კოდი

თითის ანაბეჭდების ანალიზი:
ნაპოვნი ანაბეჭდები:

კონვერტის წინა მხარე: ერთი ნაწილობრივი ლატენტური ანაბეჭდი (სავარაუდოდ საჩვენებელი თითი) — შედეგი არადამაკმაყოფილებელია

კონვერტის შიდა მხარე: იდენტიფიცირებადი ანაბეჭდები არ აღმოჩნდა

წერილის ფურცელი (წინ/უკან): მხოლოდ ლაქების და წაშლილი კონტურების კვალი — შესაძლოა ხელთათმანის გამოყენება ან წაშლა

წიგნზე: იდენტიფიცირებულია ლუსი ასტერის ანაბეჭდები (გარდაიცვალა 2024 წლის 5 იანვარს)

იდენტიფიკაციის შედეგები:

კონვერტზე აღმოჩენილი ანაბეჭდები არ დაემთხვა არცერთ ადგილობრივ, შტატურ ან ფედერალურ მონაცემთა ბაზას (AFIS)

ანაბეჭდები ძალიან ნაწილობრივია პოზიტიური იდენტიფიკაციისთვის

შესაძლებელია, რომ გამოიყენეს ხელთათმანი ან განზრახ წაშალეს კვალი

დამატებითი შენიშვნები:
წერილზე აღმოჩნდა დაქვეითებული სუნი მექანიკური ზეთის, რაც შეიძლება მიუთითებდეს მექანიკურ ხელსაწყოებთან ან მანქანებთან ახლახან კონტაქტზე

კონვერტი არ იყო ლოკვით დალუქული, გამოყენებულია წებოვანი ლენტი

ნაკლები რაოდენობით ან სულაც არ აღმოჩნდა ბოჭკოები, დნმ ან სხვა მიკროკვალები

წინასწარი დასკვნა:
იდენტიფიცირებადი ანაბეჭდები არ არსებობს

ობიექტის დამუშავება შეესაბამება ქმედებას, რომელსაც ახორციელებს ადამიანი, რომელიც ცდილობს თავი აარიდოს კვალის დატოვებას

მექანიკური ზეთის კვალი შეიძლება მიუთითებდეს, რომ წერილი დამზადდა ან დაწერილ იქნა ხელოსნურ გარემოში, სარემონტო მაღაზიაში ან მეტალის სახელოსნოში

ანგარიში შეადგინა:
დრ. სელია ჰარტი (სასამართლო ექსპერტი, ნიუ-იორკის პოლიციის ექსპერტიზის სამსახური)
დასრულების დრო: 20:07, 2024 წლის 5 იანვარი


- ,,კარგი, სულელი ნამდვილად არაა, მონაცემები დაფარა. ახლა როგორ მოვიქცეთ, პონგო?“ - ვკითხე. მან თავი მუხლზე ჩამომადო და ქვემოდან მიცქერდა.
ისევ დარეკა მობილურზე ვიღაცამ.
- ,,ჰანნა, როგორ ხარ?“
- ,,კარგად დედა, შენ?“
- ,,მეც არამიშავს. შეხედე ვინ დავითანხმეთ ჩვენთან დარჩენაზე..“- მითხრა დედამ და ელეანორი დამანახა.
- ,,ოჰო, ეგ უკვე ნამდვილი მიღწევაა.“ - გამეცინა. - ,,როგორ მოხდა?“
- ,,უბრალოდ იმდენი ველაპარაკეთ, გადაწყვიტა დარჩენილიყო. ზამთარია მაინც.. ყოველ კვირა დაბრუნდება ხოლმე თავის სახლში, მეც დავეხმარები, დავალაგებთ და ისევ წამოვიყვანთ.“
- ,,მშვენიერია, ერთი სანერვიულო ჩამოგვაკლდა.. როგორ ხარ ელი?“
- ,,შენ რომ გხედავ ძალიან კარგად. შენ როგორ ხარ?“
- ,,მეც არამიშავს. სამსახური, სახლი.. ხომ იცი.“
- ,,თუ ცოტა ხნით მაინც არ შეეშვები ამ საქმეს და არ დაისვენებ, გეფიცები სულ ყურებით ჩამოგიყვან ფილადელფიაში.“ - ღიმილიანი სიმკაცრით მითხრა ელეანორმა.
- ,,გპირდები ზაფხულში დავისვენებ ელი, ჩამოვალ და მთელი თვე ვიქნები მანდ.“
- ,,ჩემი ბებერი გონება იმახსოვრებს ამას, ენნი.“
ასე ცოტა ხანს ვისაუბრეთ, მერე ავდექი, წყალი დავლიე და დასაძინებლად დავწექი.

სააბაზანო, მთლიანად სისხლით მოსვრილი, დაჩეხილი ლუსი ასტერი, ნოტების წიგნი, მორზე, ჰეიზელი.. ბევრი სისხლი, სააბაზანო, ლუსი ასტერი.. მორზეს მკვლელის წერილი..

გამომეღვიძა. სუნთქვა გახშირებული მქონდა, პულსიც აჩქარებული. საათს დავხედე, 3:12.
ისევ ღებინების შეგრძნება დამეუფლა.
- ,,ვინ ხარ ასეთი? ძილშიც არ მასვენებ..“ - ჩავილაპარაკე, მეორე მხარეს გადავბრუნდი და ძლივს, ძლივს ისევ ჩამეძინა.






თავი 24.
,,მორზე, ვინ ჯანდაბა ხარ!“



კარზე კაკუნმა გამაღვიძა. ბორძიკით ავდექი და კარის გასაღებად მივდიოდი. განუწყვეტლივ აკაკუნებდნენ. –
- ,,ღმერთო ჩემო, მოვდივარ.“ - ვთქვი ხმამაღლა და კარი გავაღე. გაშტერებული ვიდექი და სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი.
- ,,რა იყო, არ მელოდი?“ - ღიმილით მითხრა კართან მდგომმა.
- ,,იან?! აქ რა გინდა?“ - გაოცებულმა ვკითხე.
- ,,როგორ თუ აქ რა მინდა? აქ ვცხოვრობ, შენს პირდაპირ, დაგავიწყდა?“
- ,,არა, ეგ ვიცი, მაგრამ ახლა პარიზში არ უნდა იყო?“
- ,,წესით კი, უნდა ვიყო, მაგრამ გუშინ ვერ წავედი, ფრენაზე დამაგვიანდა.“
- ,,ფრენაზე დაგაგვიანდა? შენ?!“ -
- ,,არ შემომიპატიჟებ?“ –
- ,,ჰო, ჰო, რა თქმა უნდა, შემოდი.“ - ვუთხარი, როცა მივხვდი, რომ ისევ კარში ვიდექით.
- ,,და მნიშვნელოვანი საქმე არ გქონდა? ხომ თქვი სასწრაფოაო?“
- ,,წყალს ვერ დამისხამ?“ - მკითხა, რაზეც თავის დაქნევით ვუპასუხე და კარადიდან ჭიქა გადმოვიღე. მას კი ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემა არ დაავიწყდა და განაგრძო - ,,ჰო, უბრალოდ გადავიტანე, სხვა დროს ჩავალ, მოიცდის. აქ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც მაქვს.“
- ,,რა საქმეები?“ - ვკითხე და თან წყალს ვუსხამდი. ის-ის იყო, წყლის დასხმას მოვრჩი და უნდა შევტრიალებულიყავი, რომ იანი ჩემს უკან აღმოჩნდა, ძალიან ახლოს იდგა.
- ,,მაგალითად..“ - ჭიქა გამომართვა და უფრო ახლოს მოიწია - ,,ლუსის მკვლელის პოვნა.“ - ჭიქასთან ახლოს ჩაილაპარაკა, წყალი მოსვა და გვერდით დივანზე ჩამოჯდა. მე კი მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ სუნთქვა შემკვროდა, ერთი ამოვისუნთქე და მაგიდას დავეყრდენი.
მობილურის ზარი გავიგონე, თვალები გავახილე. ედენი რეკავდა.
- ,,გისმენ ედენ.“
- ,,ჰანნა.. გაგაღვიძე?“
- ,,არა, მეღვიძა.. არა მოიცადე.. იანი?!“ - საწოლიდან წამოვხტი და სამზარეულოში გავედი.
- ,,რა იანი ჰანნა? ჩამოვიდა?“
- ,,ღმერთო.. არა, არაფერი, სიზმარი ყოფილა. რა ხდება?“
- ,,იქნებ კარი გამიღო, სანამ ჩამოვიღებ კაკუნით...“
- ,,აქ ხარ? ჰო, მოიცადე ახლავე.“ - ვუთხარი, ტელეფონი გავთიშე და კარი გავაღე.
- ,,ასეთი ძილი როდის ისწავლე? ხუთი წუთია ვაკაკუნებ.“ - მითხრა ედენმა ღიმილით.
- ,,არ ვიცი, მე უბრალოდ...“
- ,,მოიცადე, რა თქვი? სიზმარში იანი ნახე?“ - ღიმილი ახლა თითქმის ყურებამდე გაუვიდა.
- ,,ჰო, ასე გამოვიდა.“
- ,,მეგონა ვერ უგებდი, შენ კი უკვე სიზმარშიც ნახულობ? საყვარლობაა..“ - ხმამაღლა გაეცინა.
- ,,ჰო, კარგი ახლა. უბრალოდ ალბათ ძილში მესმოდა რომ აკაკუნებდი და სიზმარშივე კარის გაღებისას იანი აღმოჩნდა. შენ რა გინდა აქ?“
- ,,ვიფიქრე სამსახურში გაგაყოლებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შენ იანთან ერთად ერთობოდი.. სიზმარში.“ - ისევ ხმამაღლა იცინოდა.
- ,,ედენ გეყოფა, ხომ გითხარი უკვე..“
- ,,არ ჩაიცვამ?“ - მკითხა.
- ,,რა მოხდა, პიჟამო მაცვია, შიშველი ხომ არ ვარ.“ - ვუთხარი და ტანზე დავიხედე, შევამოწმე საწოლში ხომ არ გამძვრა შორტი და მაისური.
- ,,ანუ ასე მოდიხარ სამსახურში? კარგი, მაშინ ვიჩქაროთ, უკვე ათი დაიწყო.“ - ხელი ჩამავლო და ღიმილით კარისკენ მივყავდი.
- ,,ჰო, კარგი, დამელოდე ჩავიცვამ.“ - ვუთხარი და სააბაზანოში გავედი. მოვწესრიგდი, კოლგოტი ჩავიცვი, ზემოდან მთლიანი კაბა მუხლს ზემოდან, თმა ავიწიე, ფეხზე ჩავიცვი, ზემოდან ქურთუკი მოვიცვი და ედენს ვუთხარი -
- ,,მზად ვარ.“
- ,,კარგი, წამოდი ჩავიდეთ. ოღონდ იქნებ ჯერ მიასთან შევიაროთ, პატარა ქალბატონის გაცნობა მინდა.“
- ,,ჰო, უნდა ნახო, ძალიან საყვარელია.“
კიბეებზე ჩავედით, ედენის მანქანაში ჩავსხედით და მიას სახლისკენ წავედით.
- ,,ახალ საქმეზე რა ხდება? ფოტოები ვნახე...“ - მითხრა.
- ,,საშინელებაა ედენ! სრული საშინელება. ჯერ ისე იყო გოგონა დასახიჩრებული.. მერე ახლა ის ,,წიგნი“ ვიპოვე, მისი პორტეპიანოს ნოტები იყო ბრაილის შრიფტთან ერთად. და მხოლოდ ერთ გვერდზე იყო მორზეს კოდით ერთი წინადადება. საღამოს სახლში რომ მივედი წერილი დამხვდა, ზედ არც მარკა ჰქონდა, არც ხელმოწერა, საერთოდ არაფერი კონვერტზე. წერილში კი გამოიცანი რა დამხვდა.. ისევ მორზე. მკვლელმა იცის, რომ ვეძებთ, იცის, რომ მე ვეძებ და ეს რაღაც გამომიგზავნა. მაშინვე ექსპერტიზაზე წავიღე ორივე, მაგრამ არანაირი ანაბეჭდები.“
- ,,მუქარის წერილი გამოგიგზავნა?“ –
- ,,ასეც ვერ ვიტყოდი, უბრალოდ გამაფრთხილებელი, რომ გაგვეგო, რომ მან იცის. მითხრა ეძებ, მაგრამ არ იცი რასო..“
- ,,გუშინვე რატომ არ მითხარი? ვიღაც შეშლილი მკვლელი წერილს გიგზავნის..“
- ,,ედენ ის პოლიციას გადავეცი, ხომ გითხარი, თან არაფერი მომხდარა, ახლა შენთან ერთად ვზივარ მანქანაში..“
- ,,ჰანნა, აშკარაა, მან ზუსტად იცის ვის ელაპარაკება, და ეგ არ მომწონს. შეიძლება გითვალთვალებს კიდევაც, რადგან შენს ბინამდეც მოაღწია, საშიშია.“
- ,,თავის დაცვა შემიძლია ედენ.“
- ,,ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ მაინც საშიშია..“
- ,,კარგი, გეყოს, მიას სახლს არ გასცდე, გზას უყურე..“ - ღიმილით ვუთხარი.
- ,,ჰო, უკვე მოვედით.“ - თქვა, მანქანა გააჩერა და მიას სახლისკენ წავედით. მიამ კარი გაგვიღო, ორივეს გადაგვეხვია და ედენს ღიმილით უთხრა -
- ,,აქ რამ მოგიყვანა?“
- ,,შენთან ნამდვილად არ ვარ, ლილის გასაცნობად მოვედი.“ - ღიმილითვე უპასუხა.
- ,,ლილიმ ახლახანს გაიღვიძა, სააბაზანოშია და მალე გამოვა.“
- ,,ჰანნამაც ახლახანს გაიღვიძა, უფრო სწორად მე გავაღვიძე. ნუ, ცოტა ხელი კი შევუშალე, ისეთ სიზმარს ნახულობდა, მრცხვენია კიდევაც..“ - სიცილით თქვა.
- ,,ოჰო, რა ნახეთ, ქალბატონო ენი?..“ - მკითხა მიამ.
- ,,ისეთი არაფერი, და ედენი მიიღებს..“ - ვთქვი და ედენს მუშტი ვუჩვენე.
- ,,უბრალოდ ვიფიქრე სამსახურში გავაყოლებდი, და იქ მისვლამდე ჯერ შენ შემოგიარეთ.“
- ,,ძალიან კარგი. ენი, შენ როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ?“ - მკითხა მიამ.
- ,,გუშინდელთან შედარებით უკეთესად.“ - ვუპასუხე.
- ,,გუშინ რა მოხდა? მოიცადე, მიას უთხარი იმ წერილზე და მე არა? იმ წერილის გამო ცუდად იყავი?“ - მკითხა ედენმა.
- ,,ედენ, იქნებ გაჩუმდე? არა, არაფერი მითქვამს.“
- ,,რა წერილი?“ - იკითხა მიამ.
- ,,აბა რა გჭირდა გუშინ?“ - მკითხა ისევ ედენმა.
- ,,ორი წუთით, აგიხსნით..“ - ვუთხარი, მაგრამ არ დამამთავრებინეს.
- ,,გუშინ იმ გოგონას გამო იყო ცუდად, რომ მოკლეს.. ფოტოები თავიდან რომ ნახა ღებინება დაეწყო..“ - უთხრა მიამ.
- ,,და სახლში რომ მივიდა მკვლელის წერილი დახვდა, ამას დაუტოვა.“
- ,,მკვლელმა? იმ შეშლილმა? ენი, რატომ არ მითხარი?“ - მკითხა მიამ.
- ,,მეც ახლა მითხრა, გზაში.“ - უთხრა ედენმა.
- ,,სწორედ ამიტომ არ გითხარით, რა ამბები მოაწყვეთ..“ - ვუთხარი ორივეს. ისევ დააპირეს რაღაცის თქმა, მაგრამ ლილი სააბაზანოდან გამოვიდა და ჩამეხუტა.
- ,,ედენ, გაიცანი, ლილი.“ - ვუთხარი.
- ,,მაშ, შენ ხარ ის ფერია, რომელზეც ჰანნა მიყვება ხოლმე?“ - ლილიმ დაიმორცხვა. ედენმა ხელი ჩამოართვა. - ,,სასიამოვნოა, შენი გაცნობა. მე მიას და ჰანნას მეგობარი ვარ.“
- ,,ჩემთვისაც სასიამოვნოა.“ –
- ,,ძალიან ლამაზი თმა და თვალები გაქვს, იცი?“ – ბავშვს უფრო შერცხვა.
- ,,მადლობა.“ –
- ,,აი, ორცხობილები მოგიტანე, ოღონდ მიასა და მაიკს არ აჭამო, მთლიანად შენია.“ - ღიმილით უთხრა ედენმა და ბავშვს ლამაზად შეფუთული პარკი მიაწოდა.
- ,,მადლობა..“ - უთხრა ლილიმ, მე შემომხედა და მითხრა - ,,იანი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა?“
- ,,არა ძვირფასო, მალე დაბრუნდება.“ - ვუთხარი.
- ,,ჰო, იანი მხოლოდ ჰანნას სიზმრებში ბრუნდება ჯერ-ჯერობით.“ - ჩაიცინა ედენმა.
- ,,ლილი, მიდი ეს ორცხობილები შეინახე..“ - უთხრა მიამ. ბავშვიც სამზარეულოში გაიქცა.
- ,,სიზმარში იანი ნახე?“ - ღიმილით მკითხა მიამაც.
- ,,ჰო, ათი წუთი ვაკაკუნებდი კარზე და არ მიღებდა, მერე დავურეკე და თურმე იანს ნახულობდა.. რას აკეთებდით ასეთს?“ – სიცილით მკითხა ისევ ედენმა.
- ,,იდიოტო! მან უბრალოდ შემახსენა, რომ ლუსის მკვლელი უნდა ვიპოვო. მთელი ღამე ნორმალურად ვერ მოვხუჭე თვალი, მხოლოდ ის აჩეხილი სხეული მელანდებოდა!“ - ვუთხარი, გარეთ გავედი და ედენის მანქანაში ჩავჯექი. არ ვიცი, შიგნით რა მოხდა, მაგრამ ედენიც უკან გამომყვა და მანქანაში ჩაჯდა.
- ,,ჰანნა, ხომ იცი, რომ ვხუმრობ, უბრალოდ შესაძლებლობა მომეცა და ხელიდან ვერ გავუშვებდი.“ - ღიმილით მითხრა.
- ,,სამსახურში გვაგვიანდება.“ - ვუთხარი ისე, რომ არ შემიხედავს მისთვის.
- ,,რა მოხდა, უფროსი გაგიბრაზდება?“ - ცინიკურად მითხრა.
- ,,ჰო, ის ისეთი... საზიზღარია!“ –
- ,,ოოჰო, მართლა ასეთია? მე კი ვფიქრობ მას უბრალოდ შენი გამხიარულება უნდოდა, რადგან დილიდან მოწყენილი იყავი. ისე, იქნებ იანის გამო ხარ მოწყენილი?“
- ,,გეფიცები ახლა დაგარტყამ..“ - ვუთხარი და მუშტი მოვუღერე, მარგამ ხელი დამიჭირა და ხელზე მაკოცა.
- ,,მომშორდი იდიოტო.“ - ვუთხარი და ხელი გავიწმინდე.
- ,,კარგი, მართლა ვხუმრობ, გეფიცები. ასე აღარ ვიზამ. გავიგე, რომ მან უბრალოდ ლუსიზე შეგახსენა, მართლა.“
- ,,მანქანა დაქოქე, თორემ მიას მანქანით წამოვალ.“ - ვუთხარი.
- ,,კარგი, კარგი.“ - მითხრა და კომპანიისკენ წავედით. მანქანა პარკინგზე შეიყვანა, გააჩერა და ძრავი ჩააქრო. მეც ღვედი მოვიხსენი და გადასვლა დავაპირე, მაგრამ ედენმა გამაჩერა.
- ,,ახლა მთელი დღე ხმას არ გამცემ?“
- ,,ხელს თუ არ გამიშვებ არასოდეს აღარ გაგცემ ხმას.“
- ,,ხელს მანამდე არ გაგიშვებ, სანამ არ შემირიგდები.“
- ,,ედენ!“
- ,,ჰანნა. მაპატიე, გპირდები, აღარ გავიმეორებ.“
- ,,ხელი გამიშვი ედენ.“
- ,,ჰანნა, გთხოვ. მხოლოდ ერთი სიტყვა და გაგიშვებ.“
- ,,კარგი.“ - ვუთხარი.
- ,,რა კარგი?“
- ,,ერთი სიტყვაა. ხომ თქვი ერთი სიტყვაო..“
- ,,ჰანნა, რა - კარგი?“
- ,,კარგი, ანუ შენ ასე აღარ იხუმრებ, და მეც აღარ მექნება მიზეზი, რომ გავბრაზდე.“
- ,,შევთანხმდით.“ - მითხრა, თვალი ჩამიკრა და ხელი გამიშვა, ამიტომ თავისუფლად გადავედი მანქანიდან და ორივე მეოთხე სართულზე ავედით.
- ,,დილა მშვიდობის ბატონო ედენ, ქალბატონო ჰანნა.“ - დერეფანში ჩარლზი შეგვხვდა.
- ,,დილა მშვიდობის.“ - ვუთხარით ორივემ.
- ,,ქალბატონო ჰანნა, თქვენთვის წერილი იყო, თქვენს მაგიდაზე დავტოვე.“ - მითხრა.
- ,,კარგი, მადლობა.“ - ვუთხარი.
- ,,ჩარლზ, შეგიძლია ბოლო საქმის ჩანაწერები შემომიტანო? თუ დაასრულე..“ - უთხრა ედენმა.
- ,,დიახ, დავასრულე და ახლავე შემოგიტანთ.“ - უპასუხა ჩარლზმა. ჩემს კაბინეტში შევედი, ქურთუკი გავიხადე, ჩანთაც დავკიდე და მაგიდასთან მივედი. ლეპტოპი გავხსსენი და სათვალე უნდა ამეღო, რომ კონვერტი დავინახე.
- ,,ალბათ ეს იგულისხმა ჩარლზმა.“ - ვთქვი და დათვალე გავიკეთე, კონვერტი ავიღე, ამოვაბრუნე. ისევ არაფერი ეწერა ზედ, არც საფოსტო მარკა ჰქონდა. სასწრაფოდ გავხსენი. ისევ მორზე. ისევ ზეთის სუნი, ისევ გადმოვთარგმნე კოდი - ,, ... --- / -.-- --- ..- / .-- --- -. .----. - / ... - --- .--. --..-- / .-- .. .-.. .-.. / -.-- --- ..- ..--.. / .-- .- -. - / - --- / -.- -. --- .-- / .-- .... --- / .. / .- -- ..--.. / - .... . -. / --. --- / --- -. / -....- / .- ... -.- / - .... . / -. . -..- - / ...- .. -.-. - .. -- .-.-.- “
- ,,So you won’t stop, will you? Want to know who I am? Then go on – ask the next victim.”
მორზეს კოდის ქვემოთ გადათარგმნილი მივაწერე.

- ,,რა ჯანდაბაა? რა შემდეგი მსხვერპლი? თამაში ჰგონია?“ - ვთქვი, წერილი ავიღე და ედენთან გავიქეცი.
- ,,ედენ.“
- ,,ანუ მართლა შემირიგდი?“ - ღიმილით მკითხა.
- ,,ახლა ამის დრო არაა ედენ. აი, ახალი წერილი, იმდენს იზამს, მორზეს კოდს დამაზეპირებინებს.“
- ,,რა წერია?“ - სახე შეეცვალა ედენს და წერილი გამომართვა.
- ,,კიდევ ვიღაცის მოკვლას აპირებს.“ - ვუთხარი, ედენმა წაიკითდა და მითხრა -
- ,,ეს ის წერილია, რომელზეც ჩარლზმა გითხრა?“
- ,,ჰო, სხვა არაფერი მინახავს იქ.“
ედენი ადგა, კაბინეტიდან გავიდა, ჩარლზთან მივიდა და ჰკითხა -
- ,,ეს წერილი შეიტანე ჰანნას კაბინეტში?“
- ,,დიახ.“
- ,,ვინ მოიტანა?“
- ,,არ ვიცი, ელიოტმა ამოიტანა ქვემოდან, მეც შევიტანე და ქალბატონი ჰანნას მაგიდაზე დავტოვე. რაიმე პრობლემაა?“
- ,,ჰო ჩარლზ, დიდი პრობლემაა.“ - უთხრა ედენმა და ლიფტისკენ წავიდა. მეც მას გავყევი, პირველ სართულზე ჩავედით, ედენი დაცვასთან მივიდა და ჰკითხა -
- ,,ელიოტ, ეს წერილი ვინ მოიტანა?“
- ,,არ ვიცი სერ, ვიღაც კაცი იყო ბაიკით, კურიერს ჰგავდა. მითხრა ქალბატონ ჰანნას გადაეცითო, იცის და ამ წერილს ელოდებაო. მეც ზემოთ ამოვიტანე და ჩარლზს გადავეცი.“
- ,,ჯანდაბა. რამდენი ხნის წინ მოხდა ეს?“ - უთხრა ედენმა.
- ,,ნახევარი საათი იქნება, სერ.“
- ,,კარგი.“
- ,,კამერის ჩანაწერები რომ ვნახოთ?“ - ვუთხარი.
- ,,ჰო, მაგაზე ვფიქრობდი ახლა.“ - მითხრა და ჩანაწერების სანახავად წავიდა.
მთელი საათი ვუყურებდით ჩანაწერებს. იქ კი მხოლოდ ის ჩანდა, როგორ მივიდა კეპიანი მამაკაცი დაცვასთან 10:17-ზე და კონვერტი გადასცა. ბაიკზე სანომრე ნიშნები არ ეტყობოდა. მან მხოლოდ წერილი მიაწოდა და წავიდა.
- ,,არა უშავს, ესეც ექსპერტიზაზე გავგზავნოთ, იქნებ აქ მაინც იყოს ანაბეჭდები..“
- ,,ჰო, გავგზავნოთ, მაგრამ კიდევ ვიღაცას მოკლავს ჰანნა, თუ ეს უკვე არ გააკეთა. თან შენც საფრთხეში ხარ, იცის, ვინც ხარ, რომ ეძებ, ისიც იცის სად ცხოვრობ და სად მუშაობ.“
- ,, ვინც არ უნდა იყოს, დიდ შეცდომას უშვებს, ძალიან დიდს. მე კი მას ვიპოვი.“
- ,,ჰო, თუ შემდეგ სამიზნედ შენ არ ამოგარჩია.“
- ,,მადლობა პირდაპირობისთვის..“ - ვუთხარი.
- ,,ჰანნა, არ მინდოდა ამის თქმა, გაფიქრებაც კი ცუდად მხდის, მაგრამ არ მინდა დაშავდე..“
- ,,არაფერი მომივა ედენ. წერილს ექსპერტიზას გადავცემ და მერე მის მოძებნას შევუდგები, კიდევ ერთი ადამიანის სიკვდილი არ გვინდა.“ - ვუთხარი და ოთახიდან უნდა გავსულიყავი, მაგრამ ედენმა შემაჩერა.
- ,,წერილს ჩარლი წაიღებს, შენ კი დროებით აქ დარჩები. თუ ის გაკვირდება, მაშინ დანარჩენებიც საფრთხეში იქნებიან, მია, მაიკი..“
- ,,ვიცი ედენ, და არ დავუშვებ რომელიმეს ხელი ახლოს. კარგი, წერილი ჩარლზმა წაიღოს, მაგრამ საქმეს ვერ ჩამოვშორდები მხოლოდ იმის გამო, რომ შეიძლება რამე დამიშავოს.“ - ვუთხარი და ზევით ავედი, ჩარლზს წერილი გადავეცი და ვუთხარი განყოფილებაში მიეტანა. ჩარლზი მაშინვე წავიდა. მე კი ამასობაში ოლივერს დავურეკე.
- ,,ოლი, განყოფილებაში ხარ?“
- ,,ჰო, ისევ მოდიხარ?“
- ,,არა, მე არა, მაგრამ ჩარლზს გამოვატანე წერილი, ისევ გამომიგზავნეს.. ისევ ანაბეჭდები მაინტერესებს.“
- ,,ღმერთო ჩემო.. კარგი, მოიტანოს და მივხედავ. როგორც კი იქნება პასუხი გაგაგებინებ.“
- ,,კარგი მადლობა.“ - ვუთხარი და გავუთიშე. ჩემს კაბინეტში შევედი, დავჯექი და ჩავფიქრდი.
ნახევარ საათში ედენი ჩემს კაბინეტში შემოვიდა, ოდნავ აღელვებული ჩანდა.
- ,,რა მოხდა?“ - ვკითხე.
- ,,ანუ, ამ საქმისგან შორს ვერ დაგიჭერ?“
- ,,ძალიანაც რომ ეცადო, ვერანაირად.“
- ,,მაშინ, მგონი ჩვენმა მკვლელმა ნათქვამი შეასრულა.“
- ,,ვინმე მოკლა?“
- ,,ელეინა მერფი, 24 წლის.“
- ,,კარგი, მითხარი სადაა, წავალ..“
- ,,მგონი დაგავიწყდა, რომ აქ მე მოგიყვანე. თან მარტო არ გაგიშვებ, მე წაგიყვან.“
- ,,საჭირო არაა.“
- ,,საჭიროა, თავადაც მაინტერსებს.. დეტალებს გამოგვიგზავნიან და გზაში გადახედე, ქვემოთ დაგელოდები.“ - მითხრა და ოთახიდან გავიდა. ქურთუკი და ჩანთა ავიღე და პარკინგზე ჩავედი. მანქანაში ჩავჯექი თუ არა, შეტყობინებაც მოვიდა.
- ,,ის იქნება, მიდი, ხმამაღლა წაიკითხე.“ - მითხრა. მეც კითხვას შევუდექი.
- ,,24 წლის ელეინა მერფი, სწავლობს საჯარო სამართლის მაგისტრატურაზე კოლუმბიის უნივერსიტეტში, დაინტერესებულია დანაშაულების კლასიფიკაციითა და მტკიცებულებების სამართლებრივი გზით დამუშავებით. მოხალისედ არის ქალაქის საჯარო არქივში, სადაც ძირითადად სამართლებრივი დოკუმენტების ძველი არქივების ციფრულად გადატანაზე მუშაობს. დანარჩენს, როგორც ჩანს, იქ გავიგებთ.“ - ვუთხარი. 15 წუთში upper west side-ზე ვიყავით. ძველი სამსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე ავედით, კარი ღია იყო და ლენტებით შემოფარგლული, შესასსვლელიდანვე ჩანდა სისხლის კვალი. მისაღებში არ იყო სხეული, შესაძლოა ისევ აბაზანაში შეეტანა, ან ამჯერად - საძინებელში.. შიგნით შევედით, ბინა ლამაზად იყო მოწყობილი, აქა-იქ კედლებზე ძველი ისტორიული გაზეთები იყო გაკრული, ასევე ისტორიული ფოტოები. სისხლის კვალი უფრო და უფრო მუქდებოდა მისაღებიდან ოთახის კარამდე. საძინებელი იყო. მაინცდამაინც სისადავით არ გამოირჩეოდა, თანაც ცოტა ქაოსი იყო, მაგრამ ყველაზე ქაოსური ის სცენა იყო, რომელიც მკვლელმა დატოვა. საშუალოზე დაბალი სიმაღლის, თხელი, ფერმკრთალი გოგონა, გრძელი, მუქი ყავისფერი თმით, მაგიდასთან იჯდა, წინ გადაშლილი საქაღალდე ედო წარწერით - "CASE FILE 216 – MISSING, CLOSED". მაგრამ მხოლოდ საქაღალდე იყო, ფაილები იქ არ იდო. გოგონა სკამის საზურგეზე იყო მიყუდებული, თავი უკან გადაეგდო და ზუსტად ისეთივე ჭრილობები ჰქონდა, როგორიც ლუსის, მხოლოდ ერთი დამატებით - ელეინას მხარზეც ჰქონდა დანა დარტყმული..
- ,,ოლი, რისი თქმა შეგიძლიათ?“ - ვკითხე, თან ხელთათმანებს ვიცვამდი.
- ,,რისი, და გოგონა სახლში ბრუნდებოდა, როდესაც კარი გააღო მკვლელი მას თავს დაესხა, დანა მხარში დაარტყა, რის შემდეგაც ის იატაკზე დაეცა. მკვლელი კიდევ და კიდევ აყენებდა ჭრილობებს. სანამ ელეინას შეეძლო, წინააღმდეგობას უწევდა და თავისი ოთახისკენ მიდიოდა, რასაც იატაკზე სისხლის კვალიც მოწმობს, შემდეგ უკვე დიდი ალბათობით გონებადაკარგული სისხლისგან იცლებოდა, აი ამ ადგილას გაჩერდა,“ - მიმანიშნა უფრო მოზრდილ სისხლის გუბეზე სავარძელთან - ,,მკვლელი კიდევ ურტყამდა დანას, შემდეგ კი, როცა უკვე გარდაიცვალა, შიგნით შეათრია და ასე დატოვა. თან რაღაც წერილიც დადო მაგიდაზე ჩვენთვის უკვენ ნაცნობი კოდით. აი, ნახე, ის უკვე გაშიფრეს.“ - მითხრა და წერილი გამომიწოდა. - ,, - .... . / .--. .- ... - / .. ... / -. --- - / -.. . .- -.. “ - და იქვე უკვე გადმოთარგმნილიც ეწერა - ,,The past is not dead.”
- ,,წარსული არ მომკვდარა? ეს რას ნიშნავს?“ - ვკითხე.
- ,,ეს სავარაუდოდ იმ ფაილთან უნდა იყოს დაკავშირებული, რომლის საქაღალდეც მაგიდაზე დევს, საბუთები კი - ალბათ მან წაიღო. ეს საქაღალდე ელეინამ წამოიღო საჯარო არქივიდან. მას ძველი ფაილები ელექრტონულ სისტემაში გადაჰყავდა, თუ რამე საინტერესოდ მიაჩნდა მოჰქონდა ხოლმე სახლში გადასამოწმებლად.”
- ,,მაგრამ ეს ხომ არალეგალურია..“ - ვუთხარი.
- ,,ჰო, არალეგალურია.“
- ,,მოიცადე, თქვენ საიდან იცით ეს?“
- ,,სხვა საქაღალდეებიც ვიპოვეთ მის უჯრებში, ისეთი ფაილები მოჰქონდა, რომლებიც აღარავის სჭირდებოდა და არც არავინ დაუწყებდა ძებნას.“
- ,,ამის გამო შეიძლება მოეკლა?“ - იკითხა ედენმა.
- ,,უფრო ზუსტად..“ - ვთქვი, მივედი და ის საქაღალდე ავიღე, რომელიც მაგიდაზე იდო - ,,CASE FILE 216” - ის გამო. თუ ის მან წაიღო, დაწრმუნებული ვარ, ეს კავშირში იქნება ამ მკვლელობის მიზეზთან.”
- ,,ჰო, ასე იქნება.“
- ,,და ელექტრონულ ვერსიასაც თუ აკეთებდა, იქ ხომ იქნება ამ ფაილის ასლი?“ - ვკითხე, თან გოგონასთან მივედი, თვალები გავუხილე.. ღრმად ჩამჯდარი, თაფლისფერი თვალები ჰქონდა, ოდნავ გაცრეცილი და სულ ოდნავ დაღლილი, თითქოს ფიქრებში იყო წასული. მუქი წაბლისფერი თმა არეულად დაჰყროდა სახესა და მხრებზე, ოდნავ გახსნილი ტუჩები, ქლოროფილივით ფერმკრთალი, რომლის კუთხეშიც შედედებული სისხლის წვეთები ჰქონდა.
- ,,კი, უნდა იყოს, თუ ვინმემ არ წაშალა.“ - მითხრა ოლივერმა.
- ,,კარგი, წერილიც და საქაღალდეც ექსპერტიზაზე გაუშვით, სულაც იქნებ აქ ნახოთ ანაბეჭდები ან თმა.. მე წავალ, გავარკვევ არქივში თუ არის ელექტრონული ვერსია.“ - ვუთხარი.
- ,,მე წაგიყვან.“ - მითხრა ედენმა. მე თავი დავუქნიე და ისევ ოლივერს ვუთხარი-
- ,,თუ რამეს გაიგებთ მაშინვე შემატყობინე.“ - ისიც დამეთანხმა, მე და ედენი კი მანქანაში ჩავსხედით და საჯარო არქივში წავედით 31 Chambers street-ზე. შენობაში შევედით. იქ ერთ-ერთ თანამშრომელს ვკითხე სად იყო არქივარიუსი, მან ოთახისკენ გზა მიმასწავლა, მეც იმ ოთახის კარზე დავაკაკუნე.
- ,,გისმენთ?..“ - გამოიძახეს იქიდან. მე კი კარი შევხსენი და შიგნით შევედი.
- ,,გამარჯობა, დეტექტივი ვუდი. შეიძლება ჯერ არ იცით, თქვენი თანამშრომელი გარდაიცვალა.“
- ,,ჩვენი თანამშრომელი? ვინ?“ - გაკვირვებულმა იკითხა.
- ,,ელეინა მერფი, მოხალისედ მუშაობდა აქ, სამართლებრივი დოკუმენტების ძველი არქივების ციფრულ გადატანაზე.“
- ,,დიახ, დიახ, უკვე ერთ წელზე მეტია აქ მუშაობს. როგორ გარდაიცვალა?“
- ,,მოკლეს.“
- ,,ღმერთო ჩემო..“
- ,,იცოდით, რომ მას სხვადასხვა საქაღალდეები მიჰქონდა აქედან? ძველი, თქვენთვის უინტერესო და უკვე დახურული.“
- ,,არა, წარმოდგენაც არ მაქვს. დარწმუნებული ხართ?“
- ,,დიახ, სრულიად. მის სახლში ათობით ფაილი ვიპოვეთ, რომელიც წესით აქ უნდა იყოს.“
- ,,მე.. არ ვიცი..“
- ,,მე ვიცი.. წვდომა მჭირდება Case File 216-ის ელექტრონულ ვერსიაზე, ჩვეულებრივი საქაღალდე ელეინას ჰქონდა და ამჟამად დაკარგულია.“
- ,,დიახ, ვეცდები დაგეხმაროთ. სხვა ინფორმაცია ხომ არ გაქვთ? მაგალითად რომელ დაწესებულებას უკავშირდება, თარიღი ან იქნებ სხვა რაიმე კონკრეტული დეტალი..“
- ,,სამწუხაროდ არა, მხოლოდ ფაილის სახელი ვიცი, რომელიც უკვე გითხარით.“
- ,,კარგი, შევეცდები ვიპოვო.“ - მითხრა ქალმა და კომპიუტერში ქექვა დაიწყო.
- ,,აქედან წვდომა არ მაქვს, მეორე ოთახში გავიდეთ და იქ ვნახავ, აუცილებლად იქნება.“ - მითხრა და გვერდით ოთახში გავედი მასთან ერთად. ედენი გარეთ დარჩა. ქალი ახლა იქ ეძებდა, ბოლოს მითხრა -
- ,,აი, ვნახე, შეიძლია შეხედოთ.“ - ადგა და სკამი დამითმო. მე კი კითხვას შევუდექი.


საქმე №216 – მკვლელობის გამოძიება
გახსნის თარიღი: 1978 წლის 3 მარტი
დამფიქსირებელი დეტექტივი: ჰაროლდ ნ. ბრიგსი
დანაყოფი: NYPD - მანჰეტენის ჩრდილოეთ პრეცინქტი
სტატუსი: გაუხსნელი ( 1995 წელს გადაეცა ცივი საქმეების არქივს)

მსხვერპლი -
სახელი: ლუკას ლანგი
ასაკი: 19
პროფესია: კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტი (ისტორიის ფაკულტეტი)
გარდაცვალების თარიღი: 1978 წლის 28 თებერვალი
გარდაცვალების მიზეზი: ძლიერი დაზიანება თავის არეში
მდებარეობა: მიტოვებული სარკინიგზო გვირაბი, 125-ე ქუჩს სიახლოვეს, ჰარლემი
შენიშვნა: ცხედარი გაუჩინარებიდან სამი დღის შემდეგ იპოვეს, ხელები გულმკერდზე უცნაურად ჰქონდა გადაჯვარედინებული. მარცხენა ხელის გულზე ამომწვარი ჰქონდა მორზეს კოდის მსგავსი ნიშანი (იხ. სურათი 17)
ფოტოს შევხედე, გარდაცვლილს მართლაც ჰქონდა ხელუსგულზე ამომწვარი სიმბოლოები -
„ .-. -.-. .... --- “ - და ქვემოთ მიწერილი ჰქონდა სიტყვა ,,ექო“. ალბათ ამას ნიშნავს ის სიმბოლოები.



დეტალები: პირდაპირი მოწმე არ არსებობს, ბოლო ადამიანი, ვინც ლუკასი ნახა იყო პროფესორი მილტონ ჰეისი, რომელმაც თქვა, რომ ლუკასი არქივში დამოუკიდებელ კვლევას აწარმოებდა. ის იკვლევდა დაუდასტურებელი სერიული მკველობის შემთხვევებს 60-70-იან წლებში, რომლებიც სპეციფიკური პოზებითა და იდუმალი დეტალებით გამოირჩეოდა.
მისი პირადი ჩანაწერები ნაწილობრივ განადგურებულია, დღიურში რამდენიმე გვერდი ამოჭრილია.
საქმე მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ,,ექოს საქმე“, რადგან რამდენიმე დეტექტივმა შენიშნა მსგავსება, ძველ გამოუძიებელ საქმეებთან.

მტკიცებულებები:
- ნახევრად დამწვარი წერილი, რომელშიც მხოლოდ ეს ფრაზაა დარჩენილი: ,,თუ გამოსავალს ეძებ, მას შენ ვერასდროს იპოვი.“
- ფოტოსურათი, სადაც ლუკასი ქალაქის არქივის შენობის წინ დგას. უკანა მხარეს მხოლოდ ერთი სიტყვა წერია: ,,ხვალ.“

მდგომარეობა:
დამნაშავე ვერ იპოვეს. ოჯახმა 80-იან წლებში ითხოვა გამოძიების განახლება, თუმცა მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა.
1995 წელს საქმე კვლავ ციცი საქმის სტატუსით გადაეცა არქივს.



- ,,კარგი, საერთო ნიშანი მხოლოდ მორზეა?“ - ჩავილაპარაკე, მერე კი არქივარიუსს ვკითხე-
- ,,მის ოჯახზე იცით რაიმე?“
- ,,მხოლოდ ის ვიცი, რომ მშობლები ჰყავს, მაგრამ ცალკე ცხოვრობდა.“
- ,,კარგი, მადლობა. ფაილს მობილურში გადავიტან, კიდევ დამჭირდება.“
- ,,დიახ, არაა პრობლემა.“ - დამეთანხმა მაშინვე. ფაილი გადმოვიტანე და ოთახიდან გავედი.
- ,,იპოვე?“ - მკითხა ედენმა.
- ,,ჰო, მორზეს კვალი აქაცაა, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენს მკვლელთან. ელეინას მშობლებს უნდა გავესაუბროთ.“ - ვუთხარი. ისევ ელეინას ბინისკენ წავედით. გზაში ოლივერმა დამირეკა - ,,ჰანნა, სად ხარ?“
- ,,გზაში, მოვდივართ უკვე.“
- ,,ეს-ესაა ელეინას მშობლები მოვიდნენ, ვიფიქრე დაელაპარაკებოდი.“
- ,,სწორედ მაგას ვაპირებდი, კარგია თუ მოვიდნენ, ჩვენც მალე მოვალთ.“
- ,,კარგი.“ - მითხრა და გათიშა.
- ,,ოლივერი იყო, ელეინას მშობლები ჩამოსულან.“ - ვუთხარი ედენს.
მალევე მივედით, ისევ შევაბიჯე იმ ბინაში, ისევ სისხლის ლაქები და იგივე აურზაური. შესვლისთანავე დავინახე არცთუ ისე მაღალი, წაბლისფერთმიანი ქალბატონი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ელეინას.. ზუსტად მისნაირი თვალები, სულ ოდნავ კეხიანი ცხვირი, წვრილი ტუჩები და გამხდარი, ჩამომჭკნარი სახე. მას გვერდით ახლდა მამაკაცი, რომელიც საერთოდ ვერ მივამსგავსე ელეინას, საკმაოდ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და საერთოდ არ გამიკვირდებოდა თუ მეტყოდნენ, რომ ის ელეინას მამა არ იყო. კაცი შედარებით მშვიდად იდგა, აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან განერვიულებული და შეწუხებული იყო, მაგრამ არც დედა ჩავარდნილა ძალიან პანიკებში. შესაძლოა უკვე დამშვიდდა? მაგრამ ასე მალე.. გამორიცხულია. ის უბრალოდ ჩუმად, თავისთვის მოთქვამდა. ოლივერმა მიანიშნა, რომ ისინი იყვნენ ელეინას მშობლები და მათთან მივედი.
- ,,ვიზიარებ თქვენს მწუხარებას.“ - ვუთხარი.
- ,,მადლობა.“ - მწუხარებით მითხრა ოდნავ ქერა, მაღალი აღნაგობის მამაკაცმა. ქალმაც ოდნავ თავი დამიკრა.
- ,,მე დეტექტივი ვუდი ვარ, ამ საქმეს ვიძიებ, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით.“
- ,,რასაკვირველია.“ - მითხრა ისევ კაცმა.
- ,,იქნებ ჩამოვსხდეთ?“ - ვკითხე, რაც დაუთანმებლად შეასრულეს. მეც მათ წინ ჩამოვჯექი, ედენი კი ჩემს უკან დადგა.
- ,,როგორი გოგონა იყო ელეინა?“ - ვკითხე ისევ მათ.
- ,,ის ყოველთვის მშვიდი და მოწესრიგებულია, ზედმეტად არავის აწუხებს, თავისი პატარა სამყარო აქვს და მისითაა კმაყოფილი.“ - მითხრა ელეინას მამამ, ქალი კი ხმას არ იღებდა.
- ,,რამდენი ხანია, რაც მარტო ცხოვრობს?“ –
- ,,მას შემდეგ, რაც კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩააბარა. მასთან ხშირად მოვდიოდით, ისიც ხშირად ჩამოდის ჩვენთან, სოფელში.“ - კოლუმბიის გაგონებაზე რაღაცამ გამიელვა, ჰო, ეს უკვე წაკითხული მაქვს.. ორჯერ! პირველად, როცა ელეინაზე ვკითხულობდი ინფორმაციას, მეორედ კიდევ იმ ფაილს.. ლუკას მერფიც იქ სწავლობდა.. და ჰო, არქივში ისიც მუშაობდა.
- ,,მეგობრები ჰყავდა?“ - ვკითხე, ცოტა ხანს დუმდა, შემდეგ მითხრა
- ,,იცით, ჩვენთვის ცოტა რთულია მასზე წარსულში საუბარი..“
- ,,თუ გნებავთ შემიძლია მოგვიანებით გაგესაუბროთ..“ –
- ,,არა, არა უშავს , გიპასუხებთ. ელეინას მეგობრები თითქმის არ ჰყავდა, მხოლოდ კურსელები უნივერსიტეტში, და მხოლოდ იშვიათად თუ გავიდოდა მათთან ერთად სადმე. ძირითადად ან მარტო იყო სახლში, ან მუშაობდა.“
- ,,ანუ, მარტო ყოფნა უყვარდა?“
- ,,ასეა.“
- ,,ბოლო დროს რაიმე ცვლილება ხომ არ შეგიმჩნევიათ მასში?“
- ,,არა, არაფერი.“
- ,,ლუკას ლანგზე ხომ არ გსმენიათ რაიმე?“
- ,,წარმოდგენა არ მაქვს, არ უხსენებია ჩვენთან მსგავსი ვინმე. მას აწუხებდა? ეს მან ჩაიდინა?“
- ,,არა, არა მსგავსი არაფერი ყოფილა. ის ალბათ ჯერ კიდევ თქვენს დაბადებამდე გარდაიცვალა.“
- ,,მაშინ ის აქ რა შუაშია?“
- ,,ელეინა არქივში მუშაობისას არალეგალურ საქმეს აკეთებდა, თუ შეიძლება, რომ საქმე ვუწოდოთ.“
- ,,არალეგალურს?“ - ქალმაც ამოიღო ხმა.
- ,,დიახ, როგორც ვიცით, მას ისეთი ფაილები მოჰქონდა სახლში, რომლებიც თავად აინტერესებდა. მის უჯრებში ათობით ფაილი ვიპოვეთ არქივიდან წამოღებული. როგორც ჩანს ძველი გაუხსნელი საქმეებით იყო დაინტერესებული, ისინი აქ მოჰქონდა და კითხულობდა.“- ვუთხარი. ცოტა ხანს ჩაფიქრებულები იყვნენ. მერე კაცმა მკითხა -
- ,,მაინც ვერ გავიგე, ის ლუკასი რა შუაშია?“ –
- ,,ერთ-ერთი ფაილი, რომელიც ელეინამ წამოიღო, სწორედ მის საქმეს ეხებოდა.“
- ,,რატომ ის, და არა სხვა რომელიმე? მასზე რატომ გვეკითხებით?“
- ,,რადგან სწორედ ის ფაილი დაიკარგა. ვეჭვობთ, რომ მკვლელმა წაიღო, და თუ ეს ასეა, ის ფაილი მასთან უნდა იყოს დაკავშირებული. აშკარად არ უნდოდა, რომ ელეინას ეს ფაილი წაეკითხა. და რადგანაც მკვლელობა დღეს მოხდა, ელეინას სახლში დაბრუნებისთანავე, ფაილი დღეს უნდა წამოეღო არქივიდან, სხვა შემთხვევაში მას უფრო ადრე დაესხმებოდა თავს.“
- ,,ღმერთო, რა შარში გაიხვიე თავი ელეინა?“ - თქვა დედამ და ისევ ჩუმად ატირდა. კაცმა მას ხელი მოჰხვია.
- ,,ვინმე ხომ არ აწუხებდა?“
- ,,არა, მსგავსი რამ რომ ყოფილიყო, ის აუცილებლად გვეყტოდა.“
- ,,არც მუქარა, არც სხვა საფრთხეზე არაფერი არ უთქვამს?“
- ,,არა.“ - კაცი უფრო ანერვიულდა. ცოტა ხანს გავჩუმდი. მერე ქალმა ქმარს უთხრა -
- ,,თომას, ამას როგორ გავუმკლავდებით? ჯერ დენიელი, ახლა ჩვენი ელეინა..“ - ხმამაღლა ატირდა. კაცი უფრო მაგრად მოეხვია.
- ,,დენიელი ვინ არის?“ - ოდნავი ცნობისმოყვარეობით ვკითხე.
- ,,ჩვენი მეორე შვილი, ის 6 წლის წინ დაიკარგა, დღემდე არ გამოჩენილა.“ - მითხრა კაცმა.
- ,,ძალიან ვწუხვარ.“ - ვუთხარი. - ,,სხვა და-ძმა არ ჰყავს ელეინას?“
- ,,არა, მხოლოდ ეს ორი გაგვაჩნდა, ახლა კი არც ერთი მათგანი.. დენიელი ელეინაზე ერთი წლით იყო დიდი..“
- ,,როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან?“
- ,,ძალიან კარგი, ელეინა გიჟდებოდა მასზე, როგორც უფროს ძმაზე. დენიელიც დიდ ყურადღებას იჩენდა უმცროსი დის მიმართ.“
- ,,დენიელის გაუჩინარება როგორ გადაიტანა?“
- ,,ეს არც ერთი ჩვენგანისთვის არ იყო მარტივი. ელეინა სწორედ ამ წელს აბარებდა უნივერსიტეტში, ძმის გაუჩინარების შემდეგ კი გადაწყვიტა საჯარო სამართალზე ჩაბარება, რადგან ადგილობრივი პოლიცია ვერაფერს გახდა ამ ფაქტთან დაკავშირებით.“
- ,,უნდოდა მას თავად მოეძებნა საკუთარი ძმა?“
- ,,დიახ, ასეა.“ - მიპასუხა კაცმა.
- ,,ჰანნა, ერთი წუთით შეიძლება?“ - მკითხა ოლივერმა.
- ,,ახლავე.“- ვუთხარი მას, მერე ელეინას მშობლებს მივხედე ისევ - ,,ამ დროისთვის დავასრულეთ, თუ რაიმე კითხვა მექნება დაგიკავშირდებით. თქვენც თუ გაგახსენდებათ რაიმე საჭირო დეტალი, აუცილებლად გამაგებინეთ.“ - ვუთხარი მათ და ოლივერისკენ წავედი.
- ,,გისმენ.“ –
- ,,ის წერილი.. არც მასზეა რაიმე.“
- ,,და ზეთის სუნი? ყველა წერილს საშინელი ზეთის სუნი ასდის..“
- ,,ჰო, მაგრამ არც ეს ვიცით საიდან შეიძლება ჰქონდეს. აქ ნაპოვნი შეტყობინებისა და ფაილის ანგარიში არ ყოფილა ჯერ, მაგრამ მალე გვეცოდინება პასუხი.“
- ,,კარგი, მაშინვე შემატყობინე, როგორც კი გაიგებ. დანარჩენი საქაღალდეები სადაა?“
- ,,მათი ექსპერტული ანგარიშიც გინდა?“
- ,,ჯერ არა, დარწმუნებული ვარ მათ არც კი შეხედავდა. მე წავიღებ და გადავხედავ, თუ ეჭვი შემეპარება რაიმეში მერე გადავამოწმებ.“ - ვუთხარი.
- ,,მაგრამ აქ 34 საქაღალდეა.“
- ,,არა უშავს, მივხედავ. სადაა?“
- ,,სამხილებთან ერთად ჩააწყვეს.“ –
- ,,კარგი, მათ მე წავიღებ.“ - ვუთხარი და საქაღალდეების ამოლაგება დავიწყე. მათთან ერთად უზარმაზარი რვეული დავინახე, ელეინას დღიური. გადავშალე, ის იქ ყველაფერს იწერდა, საერთოდ ყველაფერს. კიდევ ჩავიხედე ყუთში, სხვა დღიური ვერ ვიპოვე.
- ,,მხოლოდ ეს დღიური ჰქონდა ელეინას?“ - ვკითხე ოლივერს.
- ,,როგორც ჩანს, მხოლოდ ეგ ვიპოვეთ.“
- ,,კარგი, მასაც თან წავიღებ, თუ კიდევ რაიმეს იპოვით აუცილებლად შემატყობინე.“
- ,,კარგი.“- მითხრა. მე კი ყველაფერი ავიღე და ბინიდან გავედი. ედენი უკან გამომყვა.
- ,,მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომ იყოს მათში, როგორ გგონია, ის შეშლილი აქ დატოვებდა?“
- ,,შეცდომას ყველა უშვებს, იქნებ გამორჩა რაიმე, ან არც კი იცოდა, რომ აქ იყო..“ - ვუთხარი, მერე კი სიტყვის უთქმელად მანქანაში ჩავსხედით და ოფისში მივედით. 3 საათი ხდებოდა. ლიფტში შევედით, ედენმა თითი მე-4 სართულის ღილაკს მიაჭირა.
- ,,ამის წაკითხვას მარტო აპირებ?“
- ,,დახმარებას მთავაზობ?“ - კითხვითვე ვუპასუხე.
- ,,ორ დღეც არ გეყოფა ამისთვის.. ამიტომ კი, დახმარებას გთავაზობ.“
- ,,უარს ნამდვილად არ გეტყვი.“ - ღიმილით ვუთხარი.
- ,,კარგი, ჩემს კაბინეტში შევიდეთ და გადავხედოთ.“ - მითხრა. ლიფტიდან გავედით და ედენის ოთახში შევედით.
- ,,აბა, უკვე დავიწყოთ?“
- ,,ორი წუთით, ჯერ რაღაცას ვნახავ.“ - ვუთხარი და მის სავარძელში დავჯექი, ლეპტოპი გავხსენი და დენიელ მერფზე ინფორმაცია მოვძებნე. - ,,2018 წლის 28 თებერვალს გაუჩინარდა.“
- ,,ელეინას ძმა?“ - მკითხა ედენმა.
- ,,ჰო, აი კიდევ ერთი დამთხვევა. იმ დაკარგული ფაილის საქმე ლუკას ლანგზე იყო, ისიც გაუჩინარდა 1978 წლის 28 თებერვალს, ელეინას ძმაც სწორედ ამ დღეს, 40 წლის შემდეგ. მორზეს კოდით ,,ექო“ ჰქონდა ხელზე ამომწვარი, ელეინაც მორზეს მკვლელმა მოკლა. დენიელთან ჯერ-ჯერობით მორზე არაა კავშირში. თან ელეინაც და ლუკასიც კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდნენ და ორივე არქივში მუშაობდა.“
- ,,შეიძლება ჩვენს მკვლელს უკავშირდებოდეს მათი გაუჩინარებაც?“
- ,,დაზუსტებით ვერც ერთზე ვერ ვიტყვით, მაგრამ შესაძლოა ლუკასთან უფრო იყოს კავშირში, ვიდრე დენიელთან. ელეინამაც ალბათ სწორედ ამიტომ აიღო ის ფაილი, მისი ძმა და ის ლუკასი, რომელიც მაშინ 19 წლის იყო, ერთ დღეს გაუჩინარდნენ. როგორც ელეინას მშობლებმა თქვეს, დენიელი მასზე ერთი წლით იყო დიდი, გამოდის დაკარგვისას ისიც 19 წლის იქნებოდა.“ - ვუთხარი.
- ,,მართალი ხარ, ბევრი კავშირია. ახლა ამ საქაღალდეებს გადავხედოთ იქნებ იყოს რაიმე.“
- ,,კარგი, აი, ნახევარი აიღე და დავიწყოთ.“ - საქაღალდეების ნაწილი მივაწოდე და ისევ მის მაგიდასთან მდგომ სავარძელში მოვკალათდი, ისიც ჩემს წინ დაჯდა და კითხვა დაიწყო. ავიღე პირველი საქაღალდე, გადავშალე -

პირველი ფაილი იყო №046 - არქივის გაუჩინარებული თანამშრომლები, წლების განმავლობაში ის სტუდენტები და მუშაკები, ვინც არქივში მუშაობდა და მოულოდნელად ან გაურკვეველი მიზეზით შეწყვიტა საქმიანობა. ლუკასის სახელიც ამ სიაში იყო, მაგრამ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია მასზე. (ალბათ აქედან გაიგო ელეინამ მასზე და ამიტომ წამოიღო 216-ე საქაღალდე.)


მეორე - №093 - წარწერით ,,ბრალის გარეშე“. ეს იყო 1983 წლის საქმე გაუჩინარებულზე, რომელიც არასოდეს გამოცხადებულა ,,ოფიციალურად დაკარგულად“, თუმცა სტუდენტები იხსენებდნენ, რომ რაღაცას ეძებდა.


მესამე - №015 - სტუდენტური ჟურნალი 1975 წლიდან, სადაც სარედაქციო გუნდის ყველა წევრი უცნაურად გაუჩინარდა. მხოლოდ ორის გვამი იპოვეს.




მეოთხე - №158 - ,,დასმული კითხვა, დაუბრუნებელი პასუხი.“ - ხელნაწერი ჩანაწერი იყო, უცნობი ავტორის მიერ, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით - ,,რა ვიცით მასზე?“ შემდეგ მოჰყვება თავისუფალი სტილის ჩანაწერი, რომელიც ასახავს სტუდენტის დაბნეულობასა და შიშს ერთ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით, რომლის სახელსაც არ ახსენებს. მხოლოდ წერია:
• „ყოველთვის იმ დროს ჩნდება, როცა გგონია, მარტო ხარ.“
• „კარგად საუბრობდა და გისმენდა, მაგრამ არასდროს ამბობდა არაფერს საკუთარ თავზე.“
• „ერთხელ მითხრა, ხმების მჯერა, რომ წარსულმაც კი შეიძლება აგიხსნას თუ სწორად მოუსმენ.“
ბოლოს, ავტორი წერს:
• „არ ვიცი რატომ ვწერ ამას. ალბათ იმიტომ, რომ რაღაცას ვგრძნობ. მაგრამ როგორ ამბობ რომ უბრალოდ... ვერ ენდობი ვინმეს, როცა არაფერი დაუშავებია?“



მეხუთე - №203 - ,,მიწისქვეშა კულტურა: 70-იანი წლების კლუბი ARC“. - ქალაქის გარეუბანში მოქმედებდა სტუდენტური კლუბი, რომელიც აკრძალული გახდა დისციპლინური მიზეზებით. კლუბის მიზნები არ გასაჯაროებულა, თუმცა ფაილში არსებული მოკლე ინტერვიუები და მოხსენებები ვარაუდს აჩენს, რომ ჯგუფი მოიცავდა:
- ექსპერიმენტულ პოეზიასა და არტ-პერფორმანსებსკოდის გამოყენებას ტექსტურ ჩანახატებში
- კოდის გამოყენებას ტექსტურ ჩანახატებში (არასამეცნიერო მიზნებისთვის)
- თვითგამოცემულ ბიულეტენში „ხმები ქვემოდან“ გამოქვეყნებულ შინაარსს, რომელიც, როგორც ერთ-ერთი დეკანი აღნიშნავს, „შეიცავდა მტკივნეულ ალუზიებს წარსულ ტრავმებზე, კონსპირაციებზე და მეტაფიზიკურ იდეებზე.“

დისციპლინური შეწყვეტა:
კლუბი დახურული იქნა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სესიაზე მონაწილე სტუდენტს ფსიქოლოგიური ინციდენტი დაემართა — მას შემდეგ გაუჩინარდა რამდენიმე წევრი და გამოძიებისას აღმოჩნდა, რომ სარდაფის კედლებზე უცნაური სიმბოლოები იყო მიხატული, რომლებიც არ იდენტიფიცირდა.

ერთ-ერთი ანგარიშის ფრაგმენტი ამბობს:
„სიტყვები, რომლებიც ისინი იყენებდნენ, კედლებზე იყო გადატანილი. რაღაც კოდის მსგავსად. ვერავინ მიხვდა, ეს უბრალოდ პოეზია იყო, იუმორი თუ რაღაც სხვა.“

განსაკუთრებული შენიშვნა:
ერთ-ერთ მიმაგრებულ სიაში მოხსენიებულია სტუდენტი სახელად B. Mallory, რომელიც ასევე ფიგურირებს სხვა, დამოუკიდებელ დოკუმენტში როგორც გამოკითხული პირი სხვა არარეგისტრირებულ ღონისძიებაზე.

ელეინას შენიშვნა:
„ფაილი თითქოს უბრალოდ სტუდენტურ გადაჭარბებებს ეხება, მაგრამ მაინც მაფიქრებს. რატომ არის ამხელა ყურადღება უბრალო კლუბზე? და რატომ აღარ დარჩა არანაირი არქივი თვითონ ARC-ის წევრებისგან?“




- ,,უკვე მეხუთე საქაღალდე გადავდე, მხოლოდ გაუჩინარებული ხალხია..“ - ვუთხარი ედენს, სათვალე მოვიხსენი და თვალები მოვისრისე.
- ,,ნამდვილად დამღლელია, მეც ახლა ვამთავრებ მეხუთეს და ასე მგონია ტვინი უნდა ამიფეთქდეს. აქაც გაუჩინარებულებზე წერია, მხოლოდ მესამე საქაღალდე იყო რაღაც ექსპერიმენტზე. ცოტა ხანს შევისვენოთ, ჯულიას ვეტყვი ფორთოხლის წვენი მოამზადოს.“ - მითხრა.
- ,,ცუდი არ იქნება, გამოვიფიტე. ოღონდ ყინულით, თორემ რაღაც დაცხა კიდევაც. გათბობას აუწია ვინმემ?“
- ,,გათბობა არაფერ შუაშია, იქნებ ქურთუკის გახდა გეცადა?“ - სიცილით მითხრა. გაკვირვებულმა დავიხედე ზედ.
- ,,ღმერთო ჩემო, სულ გამოვშერტდი.“ - ქურთუკის გახსნა დავიწყე.
- ,,ჰო, დილით პიჟამოთი მოდიხარ სამსახურში, საღამოს ქურთუკს არ იხდი კაბინეტში..“ - ისევ ეცინებოდა. - ,,მგონი გადაიღალე..“ –
- ,,არაფერია, არ დავღლილვარ... მოიცადე, საღამოს? უკვე საღამოა?“ – გარეთ გავიხედე.
- ,,ხუთი ხდება, ორი საათია აქ ვსხედვართ.”
- ,,ღმერთო ჩემო, სულ დავსველდი.“ - ვთქვი, როცა ქურთუკი სავარძელზე გადავდე და ტანსაცმელს დავაკვირდი.
- ,,გინდა რამე მოგცე? გამოიცვალე.“
- ,,კი, გთხოვ..“ - ვუთხარი, ედენი კი ადგა, მეორე ოთახში გავიდა და თავისი უზარმაზარი პერანგი გამომიტანა.
- ,,აი, გამომართვი, ჩაიცვი. მე ჩავალ და წვენს ამოვიტან.“ - მითხრა და ოთავიდან გავიდა. მეც კაბა გავიხადე და პერანგი ჩავიცვი. მუხლს სწვდებოდა სიგრძეში. ღილები შევიკარი და ამასობაში ედენიც ამოვიდა. კარზე დააკაკუნა
- ,,ჩაიცვი?“
- ,,კი, შემოდი.“ - ვუთხარი.
- ,,ოჰო, მშვენივრად გაქვს.“ - მითხრა შემოსვლისთანავე, თან ხელში ორი ჭიქა ფორთოხლის წვენი ეჭირა.
- ,,ჰო, უბრალოდ ცოტა გრძელია, ქამარს ვერ მომცემ?“
- ,,ახლავე..“ - მითხრა და შარვლიდან ქამარი გამოიძრო. წელზე მოვიჭირე.
- ,,ახლა ნამდვილად მშვენიერია.“ - ვთქვი და მის სავარძელში მოვკალათდი ისევ.
- ,,რა ხდება, მოგეწონა უფროსის სავარძელში?“ - ღიმილით მკითხა.
- ,,და ვინ შეურჩია უფროსს ეს სავარძელი? ეგ უფროსი ფრთხილად იყოს, სავარძლის და თანამდებობის გარეშე არ დარჩეს, ვინმემ არ წაართვას ორივე.. როგორც ეს პერანგი!“ - ღიმილითვე ვუთხარი.
- ,,როგორც რა? არა, ამ პერანგს ვერ წაიღებ, ძალიან მიყვარს.. თანაც ღილებს ჩემი ინიციალები აქვს.“ - სერიოზული სახე მიიღო.
- ,,ვნახოთ..“
- ,,ჰო, კარგი, შენი იყოს, დიდი ძმა ხომ ამისთვის უხარიათ გოგონებს..“
- ,,ჰო, დანაკლისს მივსებ.“- გავუღიმე და ხაზი გავუსვი ჩემს აუსრულებელ ოცნებას - დიდი ძმის ყოლას.
- ,,კარგი, დალიე სანამ ყინული გადნა.“ - წვენი ჩემსკენ გადმოდგა, მეორე ჭიქიდან კი მოწრუპა. მეც ავიღე და მოვსვი.
- ,,ღმერთო, ჯულია საუკეთესო ფორთოხლის წვენს წურავს..“ - ვთქვი.
- ,,გეთანხმები, მაგრამ ახლა მათი კითხვა უნდა გავაგრძელოთ, თორემ გათენება მოგვიწევს.“
თავი დავუქნიე და შემდეგი საქაღალდე გადმოვდე.


ფაილი №048
სათაური: „კლასგარეშე ექსპერიმენტი – დოქტორი ჰეიზლის ჯგუფი“
1984 წელს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო მცირე კვლევა ოცნებების მართვაზე. სტუდენტები თავს ანონიმურად მოიხსენიებდნენ და ექსპერიმენტი უცნაურად მოულოდნელად შეწყდა. რამდენიმე მონაწილემ მოგვიანებით უნივერსიტეტი მიატოვა.

ელეინას შენიშვნა:
„3 სტუდენტი ამის შემდეგ კურსებს აღარ დაბრუნდა. ვერ ვპოულობ შედეგებს. შეიძლება არასდროს დაწერილა? რატომ?“



ფაილი №011
სათაური: „არც ერთი კადრი – კამერის ბრმა წერტილი?“
1977 წელს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ერთ სართულზე სამჯერ დაირღვა უსაფრთხოების წესი, თუმცა არავის არაფერი დაუფიქსირებია. თანამშრომლები ამბობდნენ, რომ იმ მომენტებში „ლამპებიც უცნაურად ციმციმებდნენ“.

ელეინას შენიშვნა:
„ეს ბიბლიოთეკა დღესაც ღიაა. მინდა ვნახო ეს სართული – იქნებ რაღაც დამალულია.“





და ესენი მხოლოდ მცირედი, მაგრამ მთავარი ამონარიდებია იქიდან, რასაც ვკითხულობდი თითოეულ ფაილში. უკვე მეთოთხმეტე ფაილზე ვიყავი, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.
- ,,შემოდი.“ - დაუძახა ედენმა ისე, რომ ფაილისთვის თვალი არ მოუშორებია. ოთახში ჩარლზი შემოვიდა.
- ,,ბატონო ედენ, ქალბატონო ჰანნა, ჩემს საქმეს მოვრჩი, წასვლას ვაპირებ, რამე ხომ არ გნებავთ?“
- ,,არა ჩარლზ, შეგიძლია წახვიდე. დანარჩენებიც თუ მორჩნენ შეუძლიათ წავიდნენ.“
- ,,უკვე ყველა წავიდა, საქმეს რა ხანია მორჩნენ. მხოლოდ მე და მეგანი ვართ და ისიც წამოსვლას აპირებს.“
- ,,ასე მალე?“ - ვიკითხე.
- ,,11 დაიწყო ჰანნა.“ - მითხრა ედენმა.
- ,,ვინმემ დროის აჩქარების ბრძანება გასცა?“ - ჩავილაპარაკე.
- ,,შეგიძლიათ წახვიდეთ, ჩვენც მალე მოვრჩებით.“ - უთხრა ედენმა.
- ,,კარგი, ნახვამდის.“ - თქვა ჩარლზმა და კარი დახურა.
შემდეგი საქაღალდე გადმოვიღე.
კიდევ შემდეგი.
შემდეგი.
კიდევ შემდეგის ასაღებად გავიწოდე ხელი, მაგრამ ის ბოლო აღმოჩნდა. ღრმად ამოვისუნთქე.
- ,,მორჩი?“ - მკითხა ედენმა.
- ,,ჰო, მაგრამ არაფერია. შენ ბევრი დაგრჩა?“
- ,,მეთექვსმეტეს ვრჩები, და მხოლოდ ერთიღა..“
- ,,ყველა ფაილში 70-80-იან წლებზეა საუბარი, ვითომ დამთხვევაა?“
- ,,შენთანაც? მეც დამთხვევა მეგონა, მაგრამ 3-ზე მეტი დამთხვევა უკვე ეჭვს ბადებს, აქ კი ოცზე მეტია, თუ იმათ არ ჩავთვლით, რომლებსაც თარიღი არ ეწერა. და არ გამიკვირდება ისინიც ამ პერიოდის რომ იყოს.“
- ,,ჰო. ვთქვათ, ამ პერიოდის დაკარგულებს ეძებდა, ეს რა შუაში იქნება მის ძმასთან?“
- ,,წარმოდგენა არ მაქვს.“ - მითხრა.
- ,,კარგი, გააგრძელე კითხვა, მე მის დღიურს გადავხედავ.“ - ვუთხარი და ელეინას ჩანაწერები გადავშალე.


2023 წლის 14 თებერვალი, ღამე.
„დღეს კიდევ ერთი საქმე შევისწავლე. ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ბიჭი 1983-ში ნებაყოფლობით წავიდა.
ყველა ეს ახალგაზრდა. თითქმის ყველა 19 წლის. ყველა თითქოს სადღაც იკარგება, მაგრამ ფურცლებზე სხვა რამ წერია. არქივის ბაზაში ყველაფერი მოწესრიგებულია — ზედმეტადაც კი. ზოგჯერ წაშლილი ჩანაწერი მეტს ამბობს, ვიდრე დარჩენილი.“

წავიკითხე კიდევ რამდენიმე ფურცელი, მერე შემდეგ წარწერას მოვკარი თვალი:




დაუთარიღებელი.
„თუ ეს ფაილი სხვამ წაიკითხა — მაპატიეთ. მე მივდივარ. თუ ვეღარ მიპოვნით, მიხვდით, სად უნდა მოძებნოთ… 1978 წელი არ იყო უბრალოდ წელი. ის იყო კარიბჭე.“



2023 წლის 3 მარტი.
„არავის უთხრა, რომ 216-ს ქვეშ კიდევ ერთი საქაღალდე ვიპოვე შემთხვევით, სრულიად არსაიდან. შეიძლება პრინტერზე გამოტანილი იყოს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ციფრული ფაილი. ზუსტად იმიტომ, რომ იქ წერია ის, რაც არ უნდა ეწეროს. არავისთვის არ უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, მაგრამ იყო. და მე ვერ შევწყვიტე კითხვა.
ზოგი ადამიანი იტყვის, რომ სიმართლე მახეა. მე ვიტყვი: სიმართლე კარს აღებს. მაგრამ ყოველთვის არ იცი, სად გადიხარ ამ კარიდან…“


- ,,ედენ, ედენ... ელეინას წაკითხული ჰქონდა 216-ე საქაღალდე.“
- ,,რა?“
- ,,გეუბნები, მას ის ფაილები წაუკითხავს, აქ დაწერა.. და იქ კიდევ სხვა ფაილი ყოფილა.“
- ,,კი მაგრამ, შენ ხომ წაიკითხე მისი ელექტრონული ვერსია?“
- ,,საქმეც ამაშია, მას ის მთლიანად არ გადაუტანია კომპიუტერში. ახლა კი ის მკვლელს აქვს.“
- ,,შემდეგი გვერდებიც ნახე, იქნებ წერია რა წაიკითხა..“ - მითხრა. მეც გადავფურცლე და ხმამაღლა განვაგრძე კითხვა-
- ,,ეს ნაწილი წითელი პასტითაა ჩაწერილი. წერია - ,,სახელი შეცვლილია, ლუკას ლანგი არ არის მისი ნამდვილი ვინაობა, არც ერთ სასწავლო ბაზაში არაა დარეგისტირირებული იმ წლისთვის, მაგრამ ცოცხალ არქივში ფოტოა მიბმული, ვინ ჩასვა ის ფაილში?’’ აქვე მორზეს კოდია, ელეინას დაშიფრული ნაწერით ქვეშ - ,,არავინ ქრება, ისინი ხელახლა განლაგდებიან.“
ლუკასის მიერ დატოვებული მიკრო ჩანაწერიცაა - ,,ჩანაცვლება არ ნიშნავს გაქრობას. ის, რაც აქ ხდება, მახსოვს. თარიღები არ ემთხვევა, მაგრამ ხმები - კი. ხმა დაბრუნდა. თუ ახლა ამას კითხულობ, 1978 წლამდე ყველაფერი გაყალბებულია, წაშალეს, გადააწერეს.“
- ,,რა არის ყალბი?“ - იკითხა ედენმა.
- ,,ამის ახსნაც აქვს ელეინას.. მან გაარკვია, რომ ეს ხალხი უბრალოდ კი არ ქრებოდა, არამედ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ მათზე. 1970-80-იან წლებში უნივერსიტეტებთან ასოცირებულმა სახელმწიფო უწყებებმა დაიწყეს საიდუმლო კვლევები იმაზე, თუ როგორ შეიძლება კონტროლირებულ გარემოში ადამიანის ცნობიერების, რეაქციების, მეხსიერებისა და იდენტობის ფორმირება. პროექტი არ იყო გასაჯაროებული და დაფინანსებული იყო ,,სახოგადოებრივი უსაფრთხოების“ საბაბით, თუმცა სინამდვილეში მათი მიზანი იყო ახალგაზრდების ფსიქიკისა და ქცევის ფორმირება ისე, რომ საჭირო დროს საჭირო როლში გამოჩენილიყვნენ.“ - ამოვიკითხე ელეინას რვეულიდან.




- ,,შეიძლება მორზეს მკვლელს არ სცოდნოდა, რომ ელეინამ ეს წაიკითხა?“
- ,,შეიძლება იცოდა, და სწორედ ამიტომაც მოკლა. სხვა შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ ფაილები წაეღო და გოგონასთვის არაფერი დაეშავებინა.“
- ,,ან იქნებ არც იცოდა.. ამას მისი დაჭერის შემდეგ გავიგებთ.“ - მითხრა. მე კითხვა გავაგრძელე - ,,216-ე ფაილის დამატებითი შინაარსი -
განყოფილება 1: ,,შერჩეულთა სია“ - სტუდენტების სახელები, მათ შორის ლუკას ლანგი.
Status: R—5. Memory susceptible. Archives proximity: high. Recommend: Phase 2.
განყოფილება 2: „გადატვირთვის ჩანაწერები“ – ფსიქოლოგიური დაკვირვებები:
„პაციენტმა მეხსიერება დაკარგა 6-დღიანი იზოლაციის შემდეგ. ნულოვანი რეაქცია ძველ სახელზე. ადაპტაცია სწრაფია. იმპლანტირებული მოგონება მიღებულია ბუნებრივად. ფაილი 1977 წელსაა შედგენილი“
- ,,და ვინ იყო ლუკას ლანგი სინამდვილეში?“
- ,,ის ამ პროექტის შიდა აგენტი იყო, რომელსაც არ მოსწონდა როგორ ექცეოდნენ ხალხს, ხედავდა, როგორ უშლიდნენ ახალგაზრდებს მეხსიერებას და სხვა ადამიანებად აყალიებებდნენ. ამიტომ ფარულად იწყებს ფაილების გადარჩენას და ასლების გაკეთებას. ამას გაუგებენ და ექსპერიმენტს მასზე სწორედ ამიტომ ატარებენ. გამოდის მას არ ახსოვდა ვინ იყო. შესაძლებელია, რომ ის არც მომკვდარიყო?“ - ამ ჩანაწერმა დამაფიქრა.
- ,,ნუთუ მართლა არ არის მკვდარი?!“ - გაოცებულმა იკითხა ედენმა.
- ,,ჰო, მეც ეგ მაინტერესებს, მე ფოტოები ვნახე, არქივში.. მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორ გამოიყურებოდა ის? შესაძლოა გააყალბეს მისი მკვლელობა.“
- ,,თუ ასეა, მისი ძველი სახელით უნდა გაეყალბებინათ, მათ ხომ ახალი პიროვნება შექმნეს, ლუკას ლანგი..“
- ,,შეიძლება ისევ დაავიწყეს ეს, არ მგონია ეს მათთვის რთული ამოცანა ყოფილიყო.“ - ვუთხარი და ისევ ჩანაწერებს ჩავხედე. - ,,მაშ, ვინ არის დღეს ლუკას ლანგი? ან თავიდან ვინ იყო? ლუკას ლანგი - ეს სახელი წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ, 1977 წელს მიანიჭეს. მანამდე ის ნოა დრექსლერი იყო, 1978 წელს უკვე ლუკას ლანგი მოკვდა, როგორც სახელი.“
- ,,ჰანნა, ძალიან არ მომწონს ეს ამბავი, საშინლად ჩახლართულია.“ - მითხრა ედენმა.
- ,,ცოტათი მეც მაშინებს.. მაგრამ უფრო მეტად მისი ახლანდელი სახელის გაგება მინდა, და კიდევ იმის, ელეინას ძმასთან რა კავშირი ჰქონდა..“
- ,,მგონი არანაირი კავშირი არ ჰქონია. მან უბრალოდ ნახა, რომ ვიღაცის გარდაცვალების თარიღი მისი ძმისას ემთხვეოდა, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰოქნდა ხელში რა ჩაუვარდა.“
- ,,წარმოდგენა არ ჰქონდა? ვერ ხედავ, სერიოზული საქმე გახსნა მარტომ, თავისით.. ახლა ცოცხალი რომ იყოს, ოდნავადაც არ გავამტყუნებდი ამ ფაილების უკანონოდ აღებისთვის.“
- ,,ეგეც მართალია... კარგი, ბოლომდე ნახე, იქნებ ეწეროს სახელი ან აქვს თუ არა საერთო მის ძმასთან.”
რამდენიმე გვერდს გადავხედე ისევ, მაგრამ არაფერი იყო, მხოლოდ ვარაუდები. ბოლო გვერდი კი.. იქ იყო ყველაზე გამოსადეგი იქ ეწერა -

- ,,რაღაც ძალიან არ მასვენებს.. არ ვიცი, კონკრეტულად რა არ ემთხვევა, მაგრამ ვიცი, ვიღაცამ არქივიდან იცის, რომ ლუკას ლანგი არსებობდა და იმ დღეს არ მომკვდარა.
იმ კაცს ვხედავ ზოგჯერ კიბეებთან, მდუმარეა. არავის ელაპარაკება, თითქოს არც არსებობდეს.
მისი თვალები.. ისე მიყურებს, თითქოს ხვდება რასაც ვეძებ.
მძიმე სუნი აქვს - თითქოს ზეთის და დამწვარი ლითონის,“ - ედენს შევხედე, კითხვა გავაგრძელე - ,,არ უნდა მივუახლოვდე.
( ფურცლის ქვემოთ მინაწერი): ვიცი, დიდ შარში გავეხვიე, დენიელის საქმეც კი დამავიწყა ამ ყველაფერმა. თუ საქმეს ბოლომდე ვერ მივიყვან, იმედი მაქვს, ვინმე წაიკითხავს ამ დღიურს.“ - წავიკითხე ბოლო სიტყვები, მომდევნო ფურცლებსაც გადავავლე თვალი, იქ ხომ არაფერი ეწერა, და როცა დავრწმუნდი, რომ ისინი მთლად ცარიელი იყო, რვეული დავხურე.
- ,,მომეჩვენა, თუ ზეთის სუნი ახსენე?“
- ,,ასე ეწერა.“
- ,,ფიქრობ ვცდები იმაში, რასაც ვფიქრობ?“ - მკითხა.
- ,,მეც ზუსტად მაგას ვფიქრობ, მაგრამ დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რომ ის კაცია მორზეს მკვლელი..“
- ,,ჰო, თუ ელეინასთან ჰქონდა საქმე, ლუსის რას ერჩოდა? ან ეს ყველა საქაღალდე რა შუაშია მასთან? ან შენ საიდან გიცნობს.. იმდენი კითხვაა პასუხგაუცემელი....“
- ,,გამოდის, ელეინას ყველაფერი სცოდნია მასზე. ვერ ვიჯერებ იმას, რომ ჩვენს მკვლელს ეს დეტალი გამორჩა და დღიურზე არაფერი იცოდა.“
- ,,არ ვიცი, იქნებ შეგნებულად დატოვა..“
- ,,მაშინ ის საქაღალდე რატომ წაიღო, თუ უნდოდა, რომ მაინც გაგვეგო მასზე?“
- ,,მგონი სჯობს ხვალ გავაგრძელოთ, უკვე თორმეტი დაიწყო.“
- ,,ჰო, ახლა უკვე მართლა გადამეღალა ტვინი.“ - ვუთხარი.
- ,,კარგი, წამოდი წაგიყვან.“ - მითხრა და ადგა. საქაღალდეები ერთად დავაწყვეთ, დღიურიც მათ მივუდე გვერდით, ქურთუკი და ჩანთა ავიღე და პარკინგზე ჩავედით. გზაში ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, ორივე ჩაფიქრებული ვიყავით. როცა უკვე ჩემი კორპუსის წინ გავჩერდით, ედენმა მითხრა -
- ,,ხომ არ სჯობს, ამაღამ აქ დავრჩე? ის შეშლილი გარეთაა, და შესაძლოა იცის კიდევაც, რომ თითქმის გავიგეთ ვინცაა. შეიძლება კიდევ გამოგიგზავნოს წერილი, ან კიდევ უარესი.. თავად მოვიდეს აქ..“
- ,,საჭირო არაა, თავს მივხედავ, კარს კიდევ ყოველ ღამით ვკეტავ, თანაც პონგოც სახლშია.“ - გავუღიმე.
- ,,როგორც მახსოვს, იმ ღამითაც ჩაკეტილი გქონდა, როცა ვიღაც მთვრალმა უსახლკარომ გაგიტეხა, ჩვენი მკვლელისთვის კი ეს ორჯერ ორია..“
- ,,ედენ, არაფერია, მართლა. სახლში წადი, არაფერი მოხდება. უკვე ქეითიც ინერვიულებს ამ დრომდე რომ არ მიხვედი.“
- ,,ქეითს დავურეკავ და გავაფრთხილებ არაა, პრობლემა.“ - თავისას მაინც არ იშლიდა.
- ,,ედენ, არავის დაურეკავ, სახლში წადი.“
- ,,ჰო, კარგი. მაგრამ თუ რაიმე მოხდება ან ეჭვი შეგეპარება თუნდაც მცირედში, მაშინვე დამირეკავ.“
- ,,კარგი, ასე ვიზამ.“
- ,,იანიც სწორედ ახლა არ არის, ის მაინც მოგხედავდა...“ –
- ,,ედენ, ხომ დამპირდი..“
- ,,არც დამირღვევია პირობა, მე უბრალოდ შენზე ვღელავ, იანი კი შენს პირდაპირ ცხოვრობს, რა მოხდა? ის ხომ არ მიხსენებია..“ - ახლა ოდნავ გაეღიმა.
- ,,კარგი, მოუსვი ახლა აქედან, უკვე აჭიანურებ..“ - ვუთხარი და მანქანიდან გადავედი.
- ,,იცოდე შენით თუ არ მომწერ, ყოველ ნახევარ საათში დაგირეკავ.“ - სიტყვები უკან დამაწია.
- ,,მეც ტელეფონს გამოვრთავ თუ ასე მოიქცევი.“
- ,,ჰანნა!“
- ,,ნახვამდის..“ - ვუთხარი და კარი მივხურე. კიბეებზე ავირბინე, კარი გავაღე და სახლში შევედი. იატაკზე დავიხედე, არანაირი კონვერტი.
- ,,მადლობა ღმერთს.“ - ჩავილაპარაკე და პონგოს მოვეფერე. სააბაზანოში შევედი, სახე დავიბანე და პიჟამოები ჩავიცვი. პონგოს ცოტა საჭმელი ჩავუყარე ჯამში და ლოგინში ჩავწექი, მაგრამ გონება ვერ გავთიშე.
ისევ იმაზე მეფიქრებოდა, შეიძლება თუ არა მართლა ელეინას დღიურში ნახსენები კაცი იყოს ჩვენი მორზეს მკვლელი? ნუთუ ასე შეცვალა და დაუმახინჯა გონება მეხსიერების ორჯერ წაშლამ? ან თუ ის კაცი არ არის, სად უნდა ვეძებოთ?..
ჩემზე საიდანღა იცის? იმედია მას არ ვიცნობ...
შეტყობინება მოვიდა ედენისგან.
- ,,გძინავს?“
- ,,ახლა ვიძინებ. ახლა მართლა ყოველ წუთას უნდა შემამოწმო ცოცხალი ვარ თუ არა? რომ დამეძინება და ვერ გიპასუხებ რას იზამ? დამირეკავ? და თუ ხმა გავთიშე? ან თვითონ ტელეფონი? სახლში უნდა დამადგე? მაშინ მართლა შეიძლება შემეშინდეს..“ - მივწერე.
- ,,ღმერთო ჩემო, უბრალოდ შეგამოწმე კარგად იყავი თუ არა..“ - სიცილის ემოჯები - ,,წერილი ისევ ხომ არ დაგხვდა?“
- ,,არა, არაფერი ყოფილა. თუ იქნებოდა მაშინვე დაგირეკავდი, ისეთ დღეში ჩამაგდეთ დღეს..“
- ,,კარგი, კარგი დაიძინე. დილით დაგირეკავ, და ისევ გამოგივლი..“ –
- ,,როგორც იტყვით, ბოსს.“ - მივწერე, მობილური გვერდით გადავდე და დავიძინე.






თავი 25.
,,ასე მარტივად?“


ზარმა გამაღვიძა. წუხანდელი ედენის მოწერილი გამახსენდა და თვალებიც არ მქონდა გახელილი, ისე ვუპასუხე -
- ,,გისმენ ედენ.“
- ,,ედენ? ჩემი ნომერი ასე გიწერია? თუ უკვე სახელი დაგავიწყდა..“ - ოდნავ ღიმილს ვგრძნობდი ტელეფონის მეორე მხრიდან.
- ,,იან? შენ ხარ?“ - თვალები სწრაფად გავახილე და თავი წამოვწიე ბალიშიდან.
- ,,ჰო, გამოიცანი.“ - იცინოდა.
- ,,შენ რა, ჩამოხვედი?“
- ,,ჰო, ამ წუთას გამოვდივარ აეროპორტიდან. გაგაღვიძე?“
- ,,ნუ, კი, ასე ვიტყოდი.“
- ,,კარგი, მიდი გაემზადე და სამსახურში წავიდეთ.“
- ,,მე.. ედენი უნდა მოვიდეს, გუშინ მითხრა, რომ გამომივლიდა.“
- ,,ა, ამიტომ გეგონა ის, როცა მიპასუხე? მის ზარს ელოდი.. უთხარი არ იწვალოს, მაინც იქ მივდივართ.“
- ,,იქნებ ორივე შემეშვათ და ჩემითაც მშვენივრად წავალ სამსახურში..“
- ,,ჰანნა, 40 წუთში მანდ ვიქნები.“ - მითხრა და გათიშა. თავი ბალიშში ძლიერად ჩავრგე, რამდენიმე წამის შემდეგ კი ავდექი და გამზადება დავიწყე. უკვე თითქმის მოვრჩი, რომ კარზე კაკუნი გავიგონე.
- ,,მზად ხარ?“ - მკითხა იანმა, როცა კარი გავაღე.
- ,,ორ წუთს მომცემ? თმას გავისსწორებ და მზად ვარ.“
- ,,კარგი, იჩქარე. მორზეს მკვლელი გველოდება.“ –
თვალები გავახილე.
- ,,ისევ შენ? დღეს მას დავიჭერ და შეგიძლია გაქრე ჩემი სიზმრებიდან! ან საერთოდ რა გინდა მანდ? თავადაც მშვენივრად ვიცი, რომ მკვლელი მელოდება..“ - ბუზღუნით დავიწყე დილა. ტელეფონი შევამოწმე, ედენის შეტყობინებები კი საერთოდავ არ გამკვირვებია.
00:46 * - ღამით თუ გაგეღვიძება მომწერე.
01:19 * - ასე მალე დაგეძინა?
01:37 * - კარგი ძილისგუდავ, როგორც გაიღვიძებ მომწერე, ცოტას მეც დავიძინებ.
07:05 * - გაიღვიძე? 9 საათისთვის მანდ ვიქნები.
07:23 * - ჰანნა, აქ ხარ?
აი ის მართლა გამიკვირდა, რომ არ დარეკა. მე კი გადავწყვიტე ცოტა მეხალისა და მივწერე
- ,,ჰანნა ჩემთანაა, ახლა ვერ გიპასუხებს.“ - თან სიცილი ამიტყდა. ედენმა დარეკა. გავუთიშე.
- ,,რა? ვინ არის? ვინ ხარ?“ –
- ,,ჭკვიანი ბიჭი ხარ, შენითაც მიხვდები...“
- ,,გეკითხები, ვინ ხარ? ჰანნა სადაა?“
- ,,ის კარგადაა, ჯერ-ჯერობით.“
- ,,მას ხელს თუ დაადებ, ჩემი ხელით დაგმარხავ.“ - წამის მეასედში მიბრუნებდა პასუხებს. ისევ დარეკა. ისევ გავუთიშე. ავდექი და მოწესრიგება დავიწყე, თან გონებაში მეცინებოდა.
- ,,მიპასუხე არამზადავ!“ - მაშინვე მომწერა. მე კი არაფერს ვუბრუნებდი პასუხად.
ხუთ წუთში კარზე კაკუნი გავიგონე. უფრო სწორედ, ეს ბრახუნს უფრო ჰგავდა. მივედი, კარი გავაღე.
- ,,შე..“ - დაიწყო ედენმა და მუშტი მოამზადა, მაგრამ წამში გაჩერდა. - ,,ჰანნა? კარგად ხარ?“ - მითხრა და გადამეხვია, მე კი უბრალოდ სიცილს ვერ ვწყვეტდი. - ჰანნა, რა გაცინებს. გეკითხები, კარგად ხარ?!“
- ,,კი, ცუდად რატომ უნდა ვიყო?“
- ,,შენ.. ის... აქ არავინაა?“
- ,,ვინ უნდა იყოს ედენ?“ - ღიმილით ვკითხე.
- ,,ჰანნა, შენი მობილური ვინმეს აქვს?“
- ,,ჩემი მობილური აქაა..“ - ვუთხარი და მობილური დავანახე.
- ,,აბა ვინ მწერდა? მოიცადე, შენ იყავი? ასე შენ მწერდი?“
- ,,ჰო, ცოტა ვიხალისე.“ - ისევ მეცინებოდა.
- ,,იხალისე? იხალისე არა? შე პატარა... ჰანნა, ლამისაა გული ამომვარდეს, სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი, შეხედე, ჩუსტები მაცვია..“ - ფეხზე დავხედე. მართლა ჩუსტებით იდგა. ამაზე კიდევ ხმამაღლა დავიწყე სიცილი.
- ,,აბა რა გეგონა? რა უნდა მომხდარიყო ედენ. იმდენი შეტყობინება დამიტოვე, დაიმსახურე, გუშინაც..“
- ,,ჰანნა, მე უბრალოდ შენზე ვნერვიულობ, შენ კი ამის მიზეზს სულ მაძლევ. მერე ამბობ ბავშვი აღარ ვარო.. ამას მხოლოდ 8 წლის ბავშვი თუ იზამდა, შენ კი თუ სწორად მახსოვს 28-ის ხარ.“
- ,,პრაქტიკულად, ჯერ არა. გუშინ ხომ შენ მეხუმრებოდი, გადავწყვიტე დღეს მე გემომეკეთებინა განწყობა. სამაგიერო გადაგიხადე.“
- ,,სამაგიერო? ნახავ, როგორ უნდა სამაგიეროს გადახდა.“
- ,,კარგი, უბრალოდ ვიხუმრე. გვეყოს ახლა.. გავემზადები და სამსახურში წავიდეთ.“ - ვუთხარი ისევ ღიმილით.
- ,,ჰო, მიდი, იქნებ კიდევ მოიფიქრო რამე და მერე მართლა მიიღებ.“
- ,,აღარაფერს ვიზამ ედენ, გეფიცები, უბრალოდ მოვემზადები.“
- ,,კარგი, მიდი.. და ცუდ ხასიათზე რატომ იყავი?“
- ,,რა?“
- ,,მიზეზი არ გჭირდება, მაგრამ მაინც.. ხომ თქვი, ხასიათის გამოკეთება მინდოდაო..“
- ,,ჰო, ეს უბრალოდ.. ისევ შემახსენეს, რომ მორზე ჩვენთან ახლოსაა და უნდა დავიჭიროთ.“
- ,,ახლა არ მითხრა, რომ ისევ იანმა შეგახსენა..“ - სიცილით მითხრა ედენმა. მე კი ჩუმად ვიდექი, თავჩაღუნული და ხელებს ვათამაშებდი.
- ,,ჰანნა? მართალი ვარ? ისევ იანი დაგესიზმრა?“ - ახლა გაოცებული ღიმილით მიყურებდა.
- ,,ჰანნა, რა ხდება შენს თავს? ამჯერად თუ გინდა სიკვდილიც გაითამაშე სამაგიეროს გადახდისთვის, მაგრამ ამაზე მართლა აღარ ვიქნები ჩუმად.. უკვე მეორედ.. ან ვინ იცის მერამდენედ.“ - ხარხარებდა ედენი.
- ,,ედენ, კარგი გეყოფა.“
- ,,რა მოხდა, არ მოგწონს? ახლა ვეღარ გამაჩუმებ ჰანნა, იანი რატომ გესიზმრება?“
- ,,მეც ეგ მაინტერესებს.. მაგრამ ხომ არ შემეკითხება.. მძინავს და სიზმარში ხან იანს ვნახავ, ხან შენ და ხან მფრინავ ობობებს. მე ხომ არ ვადგენ ცხრილს ვინ როდის დამესიზმროს.. თანაც სიზმარს არაფერი გაეგება, უბრალოდ არაცნობიერი მდგომარეობაა.“
- ,,მე კი მგონია მშვენივრადაც გაეგება.. აბა როგორ შეგახსენა მორზეს მკვლელის დაჭერაზე?“ - ღიმილით მკითხა.
- ,,ედენ გეფიცები, აღარაფერს გეტყვი იცოდე!“
- ,,მეც გითხარი, ახლა აღარ გავჩერდები. შენ კი ვეღარ გაიბუტები, ხომ უკვე გაიხალისე დღე ჩემი შეშინებით.. მეც შენს სიზმრებზე ვიხალისებ და განწყობას გამოვიკეთებ. ახლა უკვე შეგიძლია მოემზადო..“ - ისევ იცინოდა, მე კი ოთახში გავედი და ჩაცმა დავიწყე. მალევე მოვემზადე და მისაღებში გავედი.
- ,,კარგი, შეგვიძლია წავიდეთ.“
- ,,ჰო, რა თქმა უნდა, შეგვიძლია. როგორ ფიქრობ, ასე წამოვალ?“ - ჩუსტებზე მიმანიშნა.
- ,,რატომაც არა, დაე ყველამ გაიგოს როგორი ფუმფულა ჩუსტებით დადის კომპანიის დიდი ბოსი..“ - ღიმილით ვუთხარი.
- ,,სახლში შევივლი, ჩავიცვამ და წავიდეთ.“ - მითხრა, ბინიდან გავდიოდით, კარი გავაღე და ზღურბლთან კონვერტი დავინახე.
- ,,ედენ..“ - გავჩერდი და ედენს შევხედე.
- ,,ისევ ისაა?“ - მკითხა, დაიხარა და წერილი აიღო. გადმოატრიალა, ისევ არანაირი წარწერა არ ჰქონდა. ამჯერად არც ზეთის სუნი არ ჰქონია. ედენმა კონვერტი გახსნა, მაგრამ იქ მორზე არ იყო, ჩვეულებრივი ასოებით ეწერა - ,,რა უცნაურია, არა? შენ არაფერი დაგინახავს და მაინც ყველაზე მეტი იცი.. მაგრამ ამით თამაშის წესები არ იცვლება - ყველა მოგონება უნდა ჩაქრეს. გილოცავ, ახლოს ხარ, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე გგონია. მაგრამ ახლოს ყოფნა მოგებაში არ ითვლება. შენ კითხვები გაქვს, მე კი პასუხები. დროა ჰანნა. შენს პარტიასაც ელის დასასრული.“
- ,,ახლაც მეტყვი, რომ არაფერია საშიში და არაფერს დაგიშავებს? თვალები გაახილე ჰანნა, დღეს მას თუ ვერ დავიჭერთ, წამითაც არ დარჩები მარტო!“
- ,,მაშინ უნდა ვიმოქმედოთ, არ მინდა ძიძის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა..“ - ვუთხარი. კიბეებზე ჩავედით, მანქანაში ჩავხედით და განყოფილებაში მივედით, რომ წერილი ოლივერისთვის გადაგვეცა შესამოწმებლად, მერე კი საჯარო არქივში წავედით. იქ ყველა მამაკაცი თანამშრომლის დოსიე მოვითხოვეთ, იქვე ოთახში დავსხედით, სადაც წინაზე 216-ე ფაილის ჩანაწერები ვნახე, და მათი გადახედვა დავიწყეთ. ამას, რაღა თქმა უნდა, იმ კაცის საპოვნელად ვაკეთებდით, რომელზეც ელეინამ თავის ჩანაწერებში ახსენა, და რომელიც შესაძლოა ჩვენი მორზეს მკვლელიც იყოს... იქ ისევ ის ქალბატონი იყო, რომელმაც 216-ე ფაილზე წვდომა მოგვცა.
რამდენიმე თანამშრომელზე წავიკითხეთ ინფორმაცია, მერე ედენმა ჰკითხა არქივარიუსს
- ,,ჰორის კრეინზე რას გვეტყვით, როგორი ადამიანია?“
- ,,ის ძველი თანამშრომელია. სიმართლე გითხრათ, მასთან დიდად არ მაქვს შეხება.. საკმაოდ დიდია, პენსიაც ეკუთვნის, მაგრამ ჯერ კიდევ აქაა. ვისაც გინდა ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ის აქ მათ მოსვლამდეც მუშაობდა, ზოგი თანამშრომელი კი 40 წელზე მეტია აქ მუშაობს..“
- ,,გამოდის, ის აქ ყველაზე ხნიერია და ყველაზე დიდი ხანია მუშაობს? და თუ პენსია ეკუთვნის რატომ არ მიდის?“ - ვკითხე.
- ,,როგორც გითხარით, არაფერი ვიცი. ის არც კი ლაპარაკობს, მხოლოდ თავისთვისაა აქ. მისი საუბარი არც ერთხელლ არ გამიგონია, რაც აქ დავიწყე მუშაობა.“
- ,,თავსითვის? და მას რა ევალება?“
- ,,მექანიკურ სექციაშია, ტეკნიკურ განოყოფილებაში. ქაღალდის დამჭერებს, თაროებს და სტელაჟებს უვლის. მოგეხსენებათ, ისინი რკინისგან მზადდება და ტექნიკურ მოვლას საჭიროებს, რომ არ დაიჟანგოს, ამიტომ მათ ასუფთავებს და ზეთავს ხოლმე.“ - მე და ედენმა ერთმანეთს შევხედეთ.
- ,,ახლა აქაა?“
- ,,ის ყოველთვის აქაა, დილიდან საღამომდე.“
- ,,ხომ ვერ მიგვიყვანდით მასთან?“ - ჰკითხა ედენმა.
- ,,ჰო, რა თქმა უნდა. გამომყევით.“ - გვითხრა ქალმა და წინ გაგვიძღვა. კიბეებით სულ დაბლა სართულზე ჩავედით.
- ,,აქ არავინ ჩამოდის მისი და დამლაგებლის გარდა, ისიც იშვიათად, რადგან ხანდახან თავადაც ალაგებს ხოლმე.“ - გვითხრა ისევ და ერთ-ერთ ოთახში შეგვიყვანა, რომელსაც დაბალი ჭერი და ბნელ-ყავისფერი კედლები ჰქონდა, ზეთისა და მტვრის სუნით გაჟღენთილი. ჭერზე ერთადერთი ნათურა ეკიდა, რომელიც ოდნავ ზუზუნებდა, მაგრამ არა შემაწუხებლად. იქვე ხის სამუშაო მაგიდა იდგა, ზედ ყვითლად გაფერმკრთალებული ქაღალდების გროვა, ძველი საწერი მანქანა და დახურულ მინის ქილებში ხრახნები, მავთულები და საათის ძველი მექანიზმები ეყარა. კედლებზე დაკიდებული იყო ძველი მექანიკური სისტემების ესკიზები. ერთ კუთხეში პატარა ღუმელი იდგა, თუმცა ეტყობოდა, რომ წლებია მასში ცეცხლი არავის დაუნთია. პატარა სარკე, ისეთი დაბინდული, რომ მასში მხოლოდ ჩრდილებიღა ჩანდა და მის წინ სკამი, რომელიც თითქოს ვიღაცას უცდიდა.
კაცი საშუალოზე დაბალი, ჩამოცვენილი მხრებით, გამხდარი. გრძელი თითები ჰქონდა მოშავო ზეთის ლაქებით. დაბერებულ სახეზე მკაცრი გამომეტყველება, გრძელი, წვეტიანი ცხვირი, ღრმად ჩასმული, ჩამოღამებული თვალები და გაფერმკრთალებული, არც ისე დიდი ჭრილობა მარცხენა ყვრიმალზე.
და ყველაზე მთავარი - ზეთისა და ლითონის საშინელი სუნი, ასმაგად საშინელი, ვიდრე იმ წერილებს ასდიოდა ხოლმე.
- ,,ჰორის კრეინი თქვენ ხართ?“ - ვკითხე სულ ოდნავ აღელვებულმა, ძლივს ვახერხებდი პირით სუნთქვას, რადგან ღებინების შეგრძნება დამეწყო იმ სუნზე, რომელიც იქ ტრიალებდა.
კაცი ჯერ მომშტერებოდა არც კი მოძრაობდა, შემდეგ უბრალოდ თავი დამიქნია.
- ,,ელეინა მერფს თუ იცნობდით?“ –
ისევ გაშტერებული იყურებოდა. ისევ მხოლოდ თავი დამიქნია.
- ,,მასზე რას ფიქრობთ, როგორი გოგონა იყო?“ - ვკითხე ისევ. ის საერთოდ არ იღებდა ხმას.
- ,,ბატონო ჰორის? შეგიძლიათ ორი სიტყვით გვიპასუხოთ?“ - უთხრა ახლა ედენმა. მან თავი ნელა გააქნია.
- ,,რატომ? მასზე ბევრი იცით?“ - ვკითხე. თავი დამიქნია.
- ,,რა იცით?“ - ისევ უმოძრაოდ იდგა.
- ,,იცით, რომ ელეინას აქედან ფაილები მიჰქონდა?“ - ისევ თავი დამიქნია.
- ,,დაინახეთ ის?“ - ისევ თავის დაქნევა.
- ,,იცით რომელი ფაილები მიჰქონდა ხოლმე?“ - თავის დაქნევა.
- ,,ყველა?“ - ისევ თავის დაქნევა.
- ,,თუ მას ხედავდით და იცოდით, რომ ეს არალეგალურია, რატომ არაფერი თქვით?“ - ვკითხე. მან თავი დაბლა დახარა.
- ,,იქნებ უბრალოდ ხმა ამოიღოთ?“ - მოთმინებით ჰკითხა ედენმა. თავი ისევ დახრილი ჰქონდა.
- ,,216-ე ფაილის შესახებ რა იცით?“ - ვკითხე. მან თავი სწრაფად ასწია და გაკვირვებულმა შემომხედა. თავი სწრაფად გამიქნია იმის ნიშნად, არაფერი ვიციო.
- ,,არა, დარწმუნებული ვარ იცით. ალბათ ლუკას ლენგის შესახებაც გეცოდინებათ..“ ახლა ოდნავ შეშინებული ჩანდა, ისევ თავი გამიქნია.
- ,,იმ ექსპერიმენტებზეც იცით, რაც მას და კიდევ არაერთ ახალგაზრდას გამოაცდევინეს?“ - აცახცახდა. მაგიდასთან მივიდა, დაჯდა და საბეჭდ მანქანაზე ასოების დაწერა დაიწყო. მალევე ფურცელზე შემახედა, რომელზეც ეწერა -
- ,,ახლავე უნდა წახვიდეთ.“
- ,,თქვენ.. არ ლაპარაკობთ? ფიცი გაქვთ დადებული თუ რა..“ - უთხრა ედენმა. კაცმა თავი დააქნია, თან გვანიშნება წადითო.
- ,,ბატონო ჰორის, არსად წავალთ სანამ კითხვებზე პასუხს არ გაგვცემთ. თქვენ ყველაფერი იცით...“ - ისევ თავი გააქნია და საბეჭდ მანქანას მიუბრუნდა. ახალი ფურცელი მომაწოდა -
- ,,არაფერი ვიცი, თქვენ კი სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ.“
- ,,კარგი, თუ არაფერს იტყვით, შეგიძლიათ პასუხები ამ მანქანის საშუალებით გაგვცეთ.“ - უთხრა ედენმა. ისევ თავი გააქნია.
- ,,რა იცით ლუკას ლენგზე? ის არ მომკვდარა, ასეა?“ - ისევ გაშტერებული მიყურებდა. მერე თვალი ძველისძველი კალენდრისკენ გააპარა, თითქმის შეუმჩნევლად. მე კი კალენდართან ახლოს მივედი და დავინახე, რომ 1978 წლის 28 თებერვლის შემდეგ არც ერთი ფურცელი არ იყო მოხეული.
- ,,რა მოხდა 1978 წლის 28 თებერვალს?“ - ვკითხე. ისევ თავი გააქნია.
- ,,თუ ლაპარაკი არ გინდათ, შეგვიძლია განყოფილებაში ვისაუბროთ.“ - უთხრა ედენმა. კაცმა გიჟივით დაიწყო თავის ქნევა, აშკარად არ უნდოდა ჩვენთან ერთად წამოსვლა, თუნდაც ამ საშინელი ოთახიდან გარეთ.
- ,,მაშინ საუბარი მოგიწევთ.“ - ვუთხარი. რამდენიმე წამით ჩაფიქრდა, მერე კი თავი დააქნია. ისევ საბეჭდ მანქანასთან მივიდა, სკამზე ჩამოჯდა და კითხვისნიშნიანი მზერა მომაპყრო, ჩემს შეკითხვას ელოდა.
- ,,პირველ რიგში, რატომ არ საუბრობთ? მართლა ფიცი გაქვთ დადებული?“ - წერა დაიწყო.
- ,,ამის ახსნას, სჯობს თქვენი თვალით ნახოთ და მიხვდებით.“ - წავიკითხე.
- ,,რა უნდა ვნახოთ?” - ვკითხე და მივხედე. მან კი უბრალოდ პირი გააღო და...
- ,,რა ჯანდაბაა?“ - თქვა ედენმა.
- ,,ღმერთო ჩემო.. მე გავალ.“ - თქვა არქივარიუსმა და გავიდა. თავი მეც ცუდად ვიგრძენი.
- ,,ეს ვინ გააკეთა?“ - ვკითხე. ის ისევ საბეჭდ მანქანას მიუბრუნდა. დაწერა-
- ,,წეღან ექსპერიმენტზე მკითხეთ. იმ პერიოდში მეც მათთან ერთად ვმუშაობდი. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ არასწორი იყო ის, რასაც ისინი აკეთებდნენ და შეწინააღმდეგება ვცადე. ბოლოს ძალიან გაბრაზდნენ და ექსპერიმენტის ნაწილად მეც გამომიყენეს. ამან რატომღაც ბოლომდე არ იმოქმედა ჩემზე, ორი კვირის შემდეგ მეხსიერების უმეტესი ნაწილი ისევ ჩემთან იყო, არც მომკლეს, უბრალოდ დასატანჯად გამიმეტეს, ენა მომაჭრეს და იმედიანად იყვნენ, რომ არასოდეს არავინ გაიგებდა.“ - ბოლომდე ასე მპასუხობდა, წერით.
- ,,216-ე ფაილზე და ლუკასზე რა იცით?“ -
- ,,ის, რაც თქვენ. ფაილი ხომ ნახეთ, არა?“
- ,,მაგრამ თქვენ იქ იყავით, უფრო მეტი უნდა იცოდეთ, ვიდრე იმ ფაილებშია.“
- ,,ლუკასიც მათიანი იყო, მაგრამ მერე ისიც მიხვდა, რომ არასწორი იყო ყველაფერი, როგორც მე. ლუკას ლანგი მას შემდეგ გახდა, რაც ლაბორატორიის ვირთხა გახადეს და უთხრეს, რომ ის ამიერიდან ლუკას ლანგი იყო. ერთი წლის შემდეგ კი ის გარდაიცვალა.“
- ,,მე კი ამ ამბის სხვანაირი ისტორია ვიცი.. ვიცი, რომ 1978 წელს ლუკას ლანგი არ მოკვდარა. მასზე კიდევ ერთხელ ჩაატარეს ექსპერიმენტი, ასე არ არის?“ - ვუთხარი, ის კი გაოცებული მიყურებდა. მერე თავი სულ ოდნავ დამიქნია.
- ,,რატომ არ შეაჩერეთ ელეინა ფაილების მოპარვისგან?“
- ,,მინდოდა ვინმეს მაინც გამოეძია და გაეგო ამის შესახებ. ის კი ნიჭიერი გოგონა იყო, ყველაფერს მიხვდა და არ მინდოდა გზადე გავდგომოდი.“
- ,,მხოლოდ ესაა მიზეზი?“ - თავი დამიქნია.
- ,,ლუკას ლანგი ცოცხალია?“ - ვკითხე. შეშინებულმა გამომხედა. თავი დაბლა დასწია.
- ,,კარგი, ამას თანხმობად მივიღებ. მაგრამ მას თუ ახსოვს ამ ექსპერიმენტებზე? რო ის თავად იყო მსხვერპლი? და რო თქვენც იქ იყავით?“
- ,,წარმოდგენა არ მაქვს.“
- ,,წარმოდგენა არ გაქვთ? ნოა დრექსლერი, არა? მას ხომ ასე ერქვა ექსპერიმენტებამდე? რაღაც მკარნახობს, რომ უნდა იცოდეთ, რა ჰქვია ახლა მას...“
- ,,ეს ყველაფერი საიდან გაიგეთ?“ - შემდეგი ფურცელი მომაწოდა, სანამ პასუხი გავეცი კი ისევ ფურცელი მომაწოდა - ,,ელეინას ჩანაწერებში ესეც იყო?“
- ,,და თქვენ საიდან იცით ელეინას ჩანაწერებზე?“
- ,,216 ფაილში ესენი არ ეწერა, არც არსად იყო ინფორმაცია, ყველაფერი გააქრეს. როგორ ფიქრობთ, ელეინამ საიდან გაიგო ეს ყველაფერი?“
- ,,მოიცადე, დამატებითი ფაილი თქვენ დაამზადეთ?“
- ,,მე უბრალოდ ის გავაკეთე, რაც სწორად მიმაჩნდა, და რაც წლების წინაც უნდა გამეკეთებინა.“
- ,,ახლა გაქვთ მასთან შეხება?“ - ვკითხე. სასწრაფოდ თავი გააქნია.
- ,,დარწმუნებული ხართ?“ - თავი დამიქნია, მერე წერას შეუდგა -
- ,,ამ საკითხში ვერ დაგეხმარებით. თუ სხვა არაფერი გაინტერესებთ, შეგიძლიათ წახვიდეთ.
- ,,დიდი ალბათობით, უფრო სწორად, ეჭვიც კი არ გვეპარება, რომ ელეინა მან მოკლა. ვიღაცამ ელეინა მოკლა და ის ფაილები თან წაიღო, გამოდის ამ საქმის დამალვა უნდა. ეს კი მხოლოდ მას ენდომება, ვისაც საქმე უკავშირდება. თუ თქვენ ელეინას დაეხმარეთ სიმართლის გაგებაში, მეეჭვება თქვენ მოგეკლათ, თანაც თქვენს მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, თავადაც ძლივს დადიხართ. იმ ექსპერიმენტიდან არც ერთი ადამიანი აღარაა ცოცხალი თქვენი და ნოას გარდა?“ - თავი გამიქნია.
- ,,როგორც თქვით, ელეინას ფაილები მიაწოდეთ და სიმართლე დაანახეთ.. იცით, ეს რომ მან გაიგოს, თქვენც საფრთხეში იქნებით.“ - ისევ თავი გამიქნია და ამობეჭდა -
- ,,ვწუხვარ, ვეღარ დაგეხმარებით. ახლა კი მართლა უნდა წახვიდეთ!.“
- ,,ის მეც მემუქრება, დარწმუნებული არ ვართ, რომ კიდევ არ ჩაიდენს მკვლელობებს და ამით სერიული მკვლელი არ გახდება. უნდა დაგვეხმაროთ, თქვით რაც იცით.“ - უკვე ძალიან შეშინებული და დაბნეული იყო, ისევ თავი გააქნია, ფეხზე წამოდგა და ცდილობდა გარეთ გავეშვით მე და ედენი. ედენმა სულ ოდნავ გაუწია წინააღმდეგობა, უთხრა არსად წავალთ, სანამ ყველაფერს არ იტყვიო. ამასობაში კი კედელზე მსუბუქად დაკიდული თარო შეირყა და ძირს ჩამოვარდა. კაცი გაბრაზდა, სწრაფად დაიწყო ძირს დაყრილი, ზეთის სუნით გაჟღენთილი ფურცლების შეგროვება. მეც დავიმუხლე და რამდენიმე ფურცელი ავიღე, დავხედე...
- ,,ეს... მორზეა, არა?“ - ვკითხე, თვალები საშინლად გაფართოებული ჰქონდა, თითქმის მისი გულისცემა მესმოდა. - ,,ესენი საიდან გაქვთ?“ - ვკითხე ისევ, მან კი უბრალოდ ფურცლები ხელიდან გამომგლიჯა, მხოლოდ ერთი ფუცელი შემრჩა ხელში, თან თავს ისევ გიჟივით აქნევდა.
- ,,ამ წერილებს თქვენ წერთ, არა? თქვენ აგზავნით ხოლმე?“ - ჰკითხა ედენმა. ისევ თავს აქნევდა.
- ,,შემდეგი მსხვერპლი ვინაა? ესენი მისთვისაა? თუ ჩემთვის დაწერეთ? იქნებ მე ვარ შემდეგი? საერთოდ მან იცის, რომ ელეინას დაეხმარეთ? შესაძლოა მომდევნო თქვენც იყოთ.. რატომ ეხმარებით? ან ორივეს ერთდროულად როგორ ეხმარებოდით? იცით, ნაწილობრივ თქვენი ბრალიცაა ელეინას სიკვდილი. თქვენ შეუწყვეთ ხელი მის მკვლელობას.“ - გაჩერდა, მუხლებზე დავარდა და ცრემლები ჩამოსცვივდა.
- ,,ჰორის, გვიამბეთ ყველაფერი, თქვენი და ყველას კეთილდღეობისთვის. გპირდებით, ის ხელს ვერ გახლებთ.“ - უთხრა ედენმა. ცოტა ხანში ისიც ადგა და ისევ მაგიდას მიუჯდა -
- ,,მას ელიას ფორჯი ჰქვია. მართალი ხართ, მისი მკვლელობა გააყალბეს, როგორს ლუკას ლანგის. ნოა დრექსლერი არც არავის ახსოვს.. მას მეორედ ჩაუტარეს ის მეხსიერების წამშლელი თერაპია, თუ როგორც ეძახიან.. შექმნეს ახალი ადამიანი - ელიას ფორჯი და თავად ყველაფერი წაშალეს, ყველაფერი გაანადგურეს. მას ჩააგონეს, რომ ის ახლა ელიას ფორჯია და უბრალოდ გაუშვეს. არ ვიცი როგორ, მაგრამ გავახსენდი, მომძებნა და მითხრა ეს წერილები გამემზადებინა, თავად მაწვდის ტექსტებს და მე უბრალოდ მორზეს კოდით ვწერ, მას ვაბარებ. შემდეგ წარმოდგენა არ მაქვს ეს წერილები ვისთან მიდის ხოლმე. მაგრამ ახლა მივხვდი, შენ ჰანნა ხარ. გუშინ რამდენჯერმე ისედაც გახსენა, შენით აღფრთოვანებულია, მაგრამ თან შეშინებული, უკვირს როგორ გაიგო ასე სწრაფად ამდენი ინფორმაციაო. თუ გაიგო, რომ ელეინა ჩანაწერებსაც აკეთებდა, მაშინ მე...“ - მეტი აღარაფერი ეწერა ფურცელზე.
- ,,ანუ ის თქვენც ისე გაწვალებთ, როგორც ჩვენ. ნუ გეშინიათ, ხომ გითხარით, არაფერი გემუქრებათ. კარგი, ელეინა გასაგებია, მაგრამ იმ უსინათლო გოგონამ რა დაუშავა?”
- ,,ვფიქრობ, ის უბრალოდ სიმბოლური მსხვერპლი იყო. მოწმე, რომელიც ვერაფერს ხედავს. მასზე გაივარჯიშა.“
- ,,გაივარჯიშა? ორივეს გგონიათ, რომ ეს თამაშია? ადამიანებს სიცოცხლეს უსწრაფებს, ახალგაზრდებს...“
- ,,ამას არც მე ვეთანხმები, ძალიან შემეცოდა ორივე, მაგრამ რისი გაკეთება შემეძლო? ექსპერიმენტის მსხვერპლი ორჯერ გახდა, სხვანაირი ვერც იქნება... მე უბრალოდ სხვა ახსნას ვერ ვუძებნი.“ - დამწუხრებულმა მომაწოდა წერილი.
- ,,იცი, სად ვიპოვით მას?“ –
- ,,ამაზე პასუხი მართლა არ მაქვს.. ძალიან ვწუხვარ.“
- ,,კარგი, და აქ მოდის ხოლმე?“ - თავი დამიქნია და ისევ წერას შეუდგა -
- ,,ხვალ მოვა.“
- ,,ხვალ? დღეები აქვს დანიშნული?“ - ისევ თავი დამიქნია.
- ,,ხვალ ზუსტად 3 საათზე იქნება აქ. მე კი შემდეგი წერილი უნდა დავახვედრო..“
- ,,შემდეგი წერილი აღარ იქნება. თქვენი მისამართი იცის?“
- ,,მე არ მითქვამს, მაგრამ არ მგონია გაგება გაუჭირდეს.“
- ,,არაფერია. ახლა განყოფილებაში წავალთ, უბრალოდ იქ იქნებით ამ ამბის დასრულებამდე, რომ უსაფრთხოდ იყოთ. ხვალ კი მას ჩვენ მივხედავთ.“ - ვუთხარი. თავი სწრაფად გააქნია.
- ,,არა, განყოფილებაში ვერ წამოვალ, ისინი აუცილებლად დამიჭერენ..“
- ,,ნუ ღელავთ, იქ მხოლოდ თქვენი უსაფრთხოების მიზნით წაგიყვანთ. თქვენი დახმარება კი ძალიან გამოგვადგა და მთლიანი ამბის მოსმენის შემდეგ სავარაუდოდ თანამონაწილეობის ბრალდებასაც გადაწონის. აი მას კი, კარგი დღე ნამდვილად არ ელის.“ - ოდნავ დამშვიდდა ედენის ამ სიტყვებზე.
- ,,ისე, დღეს ან ხვალ ხომ არ გეგმავს კიდე რაიმე არასწორს?“
- ,,მხოლოდ ხვალ აპირებს თქვენთვის მომდევნო წერილის დატოვებას. შემდეგ არ ვიცი რა იქნება.“
- ,,რა წერილია? დღესაც მივიღე ერთი..“ - ვკითხე, მან თავი დამიქნია, უამრავი ფურცლიდან ერთი მოძებნა და გამომიწოდა, რომელზეც ჩვეულებრივი ასოებით ეწერა -„ასე იყო ყოველთვის: ერთს ვერ ხედავდნენ, მეორეს ვერ უსმენდნენ, მესამეზე ფიქრობდნენ, რომ ის საერთოდ არ არსებობდა. ახლა მესამე უკვე გაწვრთნილია. ისიც ვიცი, სად დახუჭავს თვალებს პირველად. შენ ალბათ ქუჩის შუქი მიგახვედრებს, ჰანნა.“
- ,,კარგი, მგონი დროა წავიდეთ. განყოფილებაში დაგტოვებთ და მერე ჩვენს საქმეს მივხედავთ. როცა მას დავიჭერთ კი უკვე შეგეძლება მშვიდად იყო, და ეს ძალიან მალე იქნება.“ - ვუთხარი, შენობიდან გავედით, ჰორისი განყოფილებაში მივიყვანეთ, ოლივერს ვუთხარი არ გაეხმაურებინათ ეს საქმე, რომ ჩვენი მკვლელი არ დამფრთხალიყო და ხვალ ჩვენით მივხედავდით, მერე კი მანქანაში ჩავსხედით და უკან დავბუნდით.
- ,,როგორც ვატყობ, ხვალამდე ვერაფერს ვიზამთ. უკვე საღამოვდება, რას იტყვი, ჩვენთან ხომ არ წამოხვიდოდი? ამაღამ იქ დარჩი და...“ - მითხრა ედენმა, მე კი არ დავასრულებინე -
- ,,ედენ გთხოვ, ისევ ნუ დაიწყებ, თორემ შეიძლება დილანდელივით ისევ მოგიწიოს ჩუსტებით სირბილი.“
- ,,ამაზე ისევ ხუმრობ? ასეთ თემაზე როგორ შეგიძლია ჰანნა..“
- ,,მესმის რომ გეშინია, მაგრამ არაფერი მოხდება ედენ, სახლში მიმიყვანე, შემდეგ კი შეგიძლია შენს პატარა ოჯახს დაუბრუნდე.“
- ,,კარგი, როგორც იყტვით, ქალბატონო!“ - მითხრა და სახლში მიმიყვანა.
- ,,მეეჭვება, მაგრამ მაინც გკითხავ.. იქნებ გადაიფიქრე?“ - მკითხა ისევ, როცა ჩემს კორპუსთან მანქანა გააჩერა.
- ,,არა ედენ, ისევ იმავე აზრზე ვარ. მაგრამ თუ გინდა შეგიძლია 7 წუთით ამოხვიდე.. ფორთოხლის წვენს დაგალევინებ და შემდეგ სახლში მოუსვი..“ - ღიმილით ვუთხარი.
- ,,კარგი, ნერვიულობის მთელ დღეს 7 წუთი მოაკლდება. გადასარევია, საქმეს მიმსუბუქებ..“ - მითხრა, ღვედი მოიხსნა და მანქანიდან გადმოვიდა.
- ,,მართლა კი არ მითქვამს..“ –
- ,,თუ წუწუნს გააგრძელებ ამაღამ აქ დავრჩები.“ - დასარბაზოში შევიდა. მაგრამ წამში მობრუნდა და ღიმილით დაამატა - ,,თუ შენ და იანს ხელს არ შეგიშლით, რა თქმა უნდა..“
- ,,შენზე გაუგებარი ადამიანი არ არსებობს!“ - მივაძახე და უკან გავყევი.
- ,,რა დამთხვევაა, მე კიდევ შენზე ვფიქრობ ასე..“ - მითხრა და კიბეებთან გზა დამითმო, რომ ბინის კარი გამეღო.
სახლში შევედით, ქურთუკი გავიხადე და საკიდზე დავკიდე, ედენმა თავისი ქურთუკი მომაწოდა, ისიც იქვე დავკიდე. პონგო ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა. ედენს კი ოდნავ უღრენდა.
- ,,როდის უნდა მომეჩვიო მაიმუნო? რამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, მე და ჰანნამ ერთად გიშვილეთ..“ - სიცილით უთხრა.
- ,,ცოტა ხანს დაელოდე, ხომ იცი, მალევე გაგიშინაურდება ხოლმე.“ - ვუთხარი.
მაცივართან მივედი, რომ ფოროხლის წვენი გამომეღო.
- ,,ეგ არ მინდა.“ - მითხრა ედენმა და თან მაგიდიდან აღებული ვაშლი გემრიელად ჩაკბიჩა.
- ,,აბა რა გინდა?“
- ,,ახლად დაწურული ფორთოხლის წვენი ყინულით, რომელსაც თავად დაწურავ.“
- ,,მართლა? და იქნებ საერთოდ წვენის გარეშე დარჩე?“
- ,,მიდი, დაწურე.“
- ,,ფორთოხალი არ მაქვს.“ - მოვატყუე. უფრო სწორად, მეგონა რომ დაეჯერებოდა.
- ,,გაქვს, მაცივარშია დავინახე.“ - მითხრა და ჩემს საწოლზე მიწვა.
- ,,ახლა ფორთოხლის წვენს კი არა ჩემს გამოქანებულ ფორთოხალს მიიღებ თავში, რომელიც მანდვე თავად დაიწურება და მერე შეგეძლება დალიო. სწრაფად ადექი!“
- ,,კარგი რა, ისე დავიღალე...“
- ,,ჰო, რა თქმა უნდა, ბატონი ედენი არაა მიჩვეული ასე სიარულს.. ადექი, ხომ იცი ვერ ვიტან, რომ ჩემს საწოლში ვინმე წვება...“
- ,,მაგრამ მე კი არ ჩავწექი, უბრალოდ ზემოდანვე წამოვწექი.“
- ,,...ან ვინმე ეხება ჩემს ნივთებს, ზოგადად.“ - დავამთავრე გაწყვეტილი წინადადება.
- ,,მე კი ვფიქრობ უბრალოდ ის შენი OCD დაბრუნდა ამ წუთას.“
- ,,ღმერთო, კარგი, რაც გინდა ის ქენი. ფორთოხალს დაგიწურავ და მერე წახვალ.“
- ,,როგორც შევთანხმდით ძვირფასო..“ - მითხრა და ახლა უფრო გასწორდა საწოლზე.
რამდენიმე წუთში უკვე ედენს მივუტანე წვენი ყინულებით.
- ,,მზადაა თქვენი წვენი.“
- ,,საწრუპი არ გაქვს?“ - ღიმილით მკითხა.
- ,,ჰო, ახლავე.“ - ვუთხარი და თაროდან საწრუპი გადმოვიღე.
- ,,ინებეთ.“
- ,,ღმეთო, ჰანნა ეს რა ფერია? ხომ იცი, რომ სტაფილოსფერი არ მიყვარს..“
- ,,ახლა ამ საწრუპს... კარგი, აი აიღე მწვანე..“ - მივუტანე, მან კი ერთი ამოსრუტვით მთელი ჭიქა წვენი ამოიტანა და გვერდით გადაბრუნდა.
- ,,ორი წუთით, ჯიბეებს შეგიმოწმებ..“ - ვუთხარი და მისი შარვლის ჯიბეს მოვკიდე ხელი.
- ,,რა მოხდა?“
- ,,უი, მეგონა მადლობა ჯიბეში დაგრჩა, მაგრამ აქაც არ ყოფილა!“ - ედენმა სიცილი დაიწყო.
- ,,რა ბუტიაა. ღმერთო, ასეთი მეგობრის ჩუქებას ვირთხა გეჩუქებინა..“
- ,,რაო? თუ არ მოგწონს შეგიძლია მოუსვა აქედან.“
- ,,აი კიდევ.. კარგი, კარგი, ვხუმრობ.. ბაღიდან ვმეგობრობთ და მგონი კიდევ ვერ გამიცანი.. მოდი, დაწექი, ცოტა ხანს დაიძინე, იქნებ იანმა გამოგიკეთოს სახიათი...“ - ისევ ისცილით მითხრა.
- ,,ძალიან მშვენივრად გიცნობ და ისიც კარგად ვიცი რომ ადამიანი კი არა ნამდვილი ეშმაკი ხარ!“ - მეც ღიმილით ვუთხარი. საწოლზე წამოვწქი და რამდენიმე წამით თვალები დავხუჭე.
- ,,არ გგონია, რომ შეიძლება ის კაცი გვატყუებდეს რამეს?“ - ვკითხე.
- ,,ჰორისი? არ ვიცი, გონება გადამეღალა.“
- ,,სანამ ალაპარაკდებოდა მანამდეც გვატყუებდა, რატომ ვართ დარწმუნებული, რომ კიდევ არაფერი მოუტყუებია? იქნებ სულაც არაა მსხვერპლი და ერთად მოქმედებენ, რომ გააგებინოს და გაიქცეს?..“
- ,,ზედმეტად ბევრს ფიქრობ. არ მგონია ასე იყოს.“
- ,,არ ვიცი, უბრალოდ ვარაუდები მაქვს..“
ცოტა ხანში ედენი ადგა.
- ,,კარგი, სანამ შენით გამაგდებ თავად წავალ.. არც ჩვენთან წამოხვალ და არც აქ დამიტოვებ, შეიძლება ღამე გამგუდო..“ - სიცილით მითხრა.
- ,,ჰო, ასე აჯობებს. არ მინდა ციხეში ჩამსვან საუკეთესო მეგობრის მკვლელობისთვის სულელური მიზეზის გამო.“
- ,,ფრთხილად იყავი და ..“ დაიწყო, მაგრამ არ დავასწულებინე -
- ,,ჰო ედენ, ფრთხილად ვიქნები და თუ რამე დამჭირდება ან საეჭვოს შევამჩნევ მაშინვე დაგირეკავ. აღარ გინდა გრძელი ლექციები და ტელეფონის აფეთქება. ახლა თავისუფალი ხარ და შეგიძლია წახვიდე. სხვა ვითარებაში შეგიძლია 2 კვირითაც დარჩე, მაგრამ არა ძიძის სტატუსით.“ - ვუთხარი.
- ,,კარგი, და მგონი ლექცია შენ უფრო გამოგივიდა.“ - ღიმილით მითხრა და კიბეებს დაუყვა.
მე კი კარი ჩავკეტე, ოდნავ ამოვისუნთქე, ჭიქები შევეცხე და სააბაზანოში შევედი.
მერე გამოვედი, მოვწესრიგდი. მაცივართან მივედი და წყალი გამოვიღე. სწორედ ამ დროს ტელეფონმა დარეკა, უცხო ნომერი იყო.
- ,,გისმენთ?" - ვუპასუხე.
- ,,ჰანნა ძვირფასო, შენ ხარ?" -
- ,,დიახ, ალექსა თქვენ ხართ?" - ხმაზე ვიცანი იანის დედა.
- ,,კი, კი, მე ვარ. შენთან სათხოვარი მაქვს, დაკავებული ხომ არ ხარ?"
- ,,არა, არა, მცალია, რამე მოხდა?"
- ,,საყვარელო შეგიძლია იანს გახედო? წვიმაში მოყვა, სულ დასველდა და გაცივდა."
- ,,კი მაგრამ, იანი პარიზში არაა?" - გაკვირვებულმა ვკითხე.
- ,,იყო, მაგრამ იქიდან გაციებული ჩამოვიდა, არც მპასუხობს მას შემდეგ, რაც დავიჟინე წამლები მიეღო. მითხრა თავისით გამივლისო და გამითიშა, დილას აქეთ ვურეკავ. თან სამსახურში მორიგე ვარ, ვერც ჩამოვალ.."
- ,,კარგი, ახლავე გავალ მასთან, წამლებსაც წავიღებ და დავალევინებ. არ ინერვიულოთ."
- ,,მადლობა ძვირფასო. ჰო კიდევ ერთი, ჩემგან გემრიელად შემოარტყი." - სიცილით თქვა, მაგრამ აშკარად ნერვიულობდა."
- ,,აუცილებლად!" - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
- ,,ახლა ეს თუ ისევ სიზმარია, ნამდვილად გავგიჟდები!“ - ჩავილაპარაკე და ხელზე ვიპწკინე.
- ,,აუჩ!..“ - ოდნავ წამოვიყვირე. მერე ხელზე დავიხედე, არანაირი დამატებითი თითები.. –
- ,,კარგი, აშკარად არაა სიზმარი..“ - სწრაფად მოვიცვი, ბინიდან გავედი და იანის კარზე დავაკაკუნე. არ გამიღო.
- ,,ნამდვილად სახლშია?" - ვთქვი ჩემთვის და იანს დავურეკე. მობილურის ხმა ისმოდა შიგნიდან, მაგრამ არც მე მპასუხობდა. კიდევ დავაკაკუნე. ისევ არ გამიღო. ბოლოს უკვე ძლიერად ვაბრახუნებდი. ამან აშკარად გაჭრა, კარი გამიღო პლედმოხვეულმა.
- ,,ღმერთო ჩემო, ვინ აბრახუნ..." - თქვა, მე კი სათქმელის დამთავრება არ ვაცადე და როგორც ალექსამ დამაბარა, კარგად შემოვარტყი.
- ,,შენც საღამო მშვიდობის, დეტექტივო." - მითხრა გაკვირვებულმა.
- ,,აბა, გამოფხიზლდი? თუ მეორეც შემოგარტყა?" -
- ,,ეს რისთვის, რით დავიმსახურე?"
- ,,მოკითხვა დედაშენისგან, ნახევარი კი იმისთვის, რომ არც ზარზე მპასუხობდი და არც კარი გამიღე."
- ,,კიდევ ორი წუთი რომ მომეცადა თავადაც მშვენივრად ჩამოიღებდი. მართლა, ასე ბრახუნი სად ისწავლე.."
- ,,ჰო, ეგ იმაზე კარგად გამომდის, ვიდრე შენ მობილურზე გაგონება. სერიოზულად, სად ჯანდაბაში ხარ? ალექსა ნერვიულობს."
- ,,გასაგებია. მას არ ვპასუხობდი და შენ გამოგაგზავნა?"
- ,,და სწორადაც მოიქცა. მოდი აქ, დაჯექი. სიცხე გაქვს?" - ვკითხე.
- ,,არ ვიცი."
- ,,არ იცი?! მართლა ცუდად ხარ!"
- ,,არ გამიზომია, უბრალოდ შეუძლოდ ვარ."
- ,,მაჩვენე." - შუბლზე ხელი მივადე. - ,,იან, იწვი! დაწექი, ახლავე სველ ხელსახოცსა და თერმომეტრს მოვიტან." - მაშინვე ავდექი, ჩამოთვლილი მასთან მივიტანე და დავჯექი.
- ,,პირი გააღე." - თერმომეტრი ჩავუდე და პირი დავახურვინე. ხელსახოცი ცივი წყლით დავასველე და შუბლზე დავადე. მალევე თერმომეტრი გამოვიღე და დავხედე.
- ,,გილოცავ, 39.8 გაქვს. აქამდე რომ დაგეჯერებინა ალექსასთვის ასე არ იქნებოდი."
- ,,არაფერია, მალე გამივლის." -
- ,,მალე გაგივლის? იან ვერც კი ლაპარაკობ."
- ,,ეგ შენი სილის გამოა, ისე შემომარტყი მიკვირს, გონება რომ არ დავკარგე."
- ,,თუ არ დამიჯერებ და არ გააკეთებ რასაც გეტყვი, თუ წამლებს არ დალევ და ალექსას არ დაურეკავ, დამიჯერე მეორე ჯერზე უფრო ძლიერი იქნება, და არაა გამორიცხული გონებაც დაკარგო. წამლები გაქვს?" - ვკითხე.
- ,,სააბაზანოშია, მაგრამ არ ვიცი რა წამლებია."
- ,,ღმერთო ჩემო, მეგონა იმასაც კი არ დაუშვებდი, რომ ოდნავ დაგახველოს და წამლები ტონობით გექნებოდა ნაყიდი, შენ კიდევ წვიმაში იარე? კარგი ვნახოთ რა გაქვს..." - ვუთხარი, ავდექი და სააბაზანოში შევედი, რომ წამლები მომეძებნა. წამლების ყუთი ავიღე და მისაღებში გავედი.
- ,,მაშ, რა გვაქვს.. უფრო სწორედ.. ყელი გტკივა? თავი ან რამე.." - ვკითხე ისევ.
- ,,კი."
- ,,რა კი?!'
- ,,ყელიც, თავიც, ძვლებიც.."-
- ,,ღმერთო.. კარგი, ცხვირი? სუნთქვა გიჭირს?"
- ,,არა."
- ,,კიდევ რამე გაწუხებს?"
- ,,სისუსტე. მაგრამ ალბათ შენი სილის გამო."
- ,,ნეტავ ასე იყოს.. კარგია, ხუმრობის ხასიათზე ხარ. მაგრამ მოიცა, არა. მგონი შენს შემთხვევაში ეგ უფრო რთული სიმპტომია.." - ჩამეღიმა. - ,,კარგი, მაშ ასე, იბუპროფენი კარგი იქნება.." - ვთქვი და თან წამალს ვეძებდი.
- ,,უნდა იყოს, მახსოვს მქონდა."
- ,,ჰო, აი ვიპოვე. კარგია. წყალს მოვიტან." - ვუთხარი, წამლები მაგიდაზე დავაწყვე, წყალი და წამალი მივაწოდე, რომ დაელია.
- ,,ეს დალიე, მანამდე ჩაის გავაკეთებ. ლიმონი და თაფლი გაქვს?" -
- ,,მაცივარშია." - ძლივს ამოღერღა. მაცივართან მივედი, თაფლი და ლიმონი გამოვიღე, ჩაი გავაკეთე და მივუტანე,
- ,,ეს უნდა დალიო, ცოტა შეგრილდეს.."
- ,,სამსახურში არ ხარ?" - მკითხა.
- ,,ცოტა ხნის წინ დავბრუნდი. შენ როდის ჩამოხვედი? არაფერი გითქვამს.."
- ,,დილით, ადრე. რა ხდება, არის ახალი საქმე?"
- ,,კი, თითქმის სერიული მკვლელობები, დასახიჩრებული გოგონები...“ - ვუთხარი, და თან უკვე ნანახი გამახსენდა გამახსენდა. იანს არაფერი უთქვამს. მერე კი როდესაც დავაკვირდი, დავინახე, რომ ყავისფერი ზედა ეცვა.
- ,,იან, მგონი საშინლად ცუდად ხარ.."
- ,,ახლა რაღა მოხდა?"
- ,,შენი მაისური, ყავისფერია..."
- ,,და?"
- ,,არ ვიცი, არასოდეს დამინახავს შავის გარდა სხვა ფერის ტანსაცმელი გცმოდეს.. მეგონა შენი გარდერობი გატენილი იქნებოდა შავი სამოსით.."
- ,,ასეც იყო."
- ,,იყო? და ახლა?"
- ,,ღმერთო ჩემო, კანი მეწვის!" - თქვა.
- ,,რა? წამოჯექი," - მივედი და წამოჯდომაში დავეხმარე. - ჩაი გაცივდა, შეგიძლია დალიო, გიშველის, სწრაფად გამოჯანმრთელდები." - ვუთხარი. მანაც ჭიქა გამომართვა და ჩაი მოსვა, მერე მითხრა -
- ,,წამალი ხომ დავლიე, ჩაისაც ვსვამ. მალე გამივლის. შეგიძლია წახვიდე, არ გადაგედოს."
- ,,რა, გაციება? ,,მალე გამივლის" ძახილით კარგად ვერ გახდები. აქ დავრჩები სანამ არ მოძლიერდები. ყოველ შემთხვევაში ხვალამდე.."
- ,,აქ დარჩები? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩემი ბინაა?" - ღიმილით თქვა.
- ,,რა, მაგდებ?"
- ,,ეგ არ მიგულისხმია.."-
- ,,რომც გინდოდეს, ვერ იზამ." - ვუთხარი, და ტელეფონი ავიღე, რომ ედენთან დამერეკა.
- ,,ვის ურეკავ?"
- ,,დედაშენს, რომ კიდევ ერთხელ მომცეს შენი გამოფხიზლების უფლება." - გაეცინა. ამასობაში ედენმაც მიპასუხა.
- ,,გისმენ ჰანნა."
- ,,ედენ, ხვალ პირველისთვის გავიდეთ, რომ მზად ვიყოთ, იქნებ ადრე მოვიდეს..“
- ,,ჰო, კარგი, როგორც იტყვი. დილით დაგირეკავ."
- ,,კარგი.“ - ვუთხარი და გავუთიშე.
- ,,მეგონა ალექსას ურეკავდი ნებართვისთვის.." - მითხრა იანმა.
- ,,გგონია ამისთვის მართლა ნებართვა დამჭირდება?"
- ,,და ხვალ სად მიდიხართ?“
- ,,ჩვენი თითქმის სერიულის დასაჭერად. ისეთი ამაზრზენი და ჩახლართული საქმეა, ახლა რომც მთხოვო, ძილისპირულად მომიყევიო, ხმას ვერ ამოვიღებ. თანაც არ მგონია ასეთ მდგომარეობაში დაგაინტერესოს..“
- ,,მაინტერესებს, მაგრამ თუკი არ გინდა ხვალ ჩემით გადავხედავ საქმეს.“
- ,,ხვალ? ჰო, რა თქმა უნდა. თუ გამოჯანმრთელდები ერთ ღამეში..“
- ,,ეჭვიც არ შეგეპაროს.“
- ,,კარგი, სჯობს გაჩუმდე, გამოჯანმრთელებისთვის ასე უფრო ხელსაყრელია.“ - სიცილით ვუთხარი, შუბლიდან სველი ტილო მოვაშორე, თავიდან დავასველე, გავწურე და ისევ მის შუბლზე დავაბრუნე, მერე კი ისევ ვუთხარი - ,,პროდუქტები გაქვს? წვნიანს მოგიმზადებ..“
- ,,არაფერი მიყიდია, მალფუჭებადი ყველაფერი გადავყარე წასვლის წინ.“
- ,,კარგი, მხოლოდ ორი წუთით გავირბენ ჩემთან, რაღაცებს გამოვიტან და მოვალ. არ ადგე.“ - ვუთხარი და ჩემს ბინაში გავედი. წვნიანისთვის პროდუქტები ავიღე, პონგოც თან გავიყოლე და ისევ იანთან გავედი.
- ,,სტუმარი მოგიყვან...“ - და სანამ დავამთავრე სიტყვა დავინახე, რომ იანს ჩასძინებოდა.
- ,,კარგი, პონგო, არ იხმაურო. იანს ხომ იცნობ, არა? ახლა ცუდადაა და გამოკეთებაში დავეხმაროთ.. მოდი, წვნიანი მოვუმზადოთ...“ - ვუთხარი და სამზარეულოსკენ გავიყოლე.
ბოსტნეული გავრეცხე და ჯერ-ჯერით დავიწყე მათი დაჭრა - ჯერ ხახვი, მერე სტაფილო, კარტოფილი, ბროკოლი... მოვხარშე. მერე მარილი, სუნელები და მწვანილი. ყველაფრი ბლენერში მოვაქციე და ჩავრთე, რომ ერთიან მასად ქცეულიყო. საკმაოდ მაღალი ხმა ჰქონდა, თავისუფლად შეეძლი იანი გაეღვიძებინა. მასთან მივედი, ისევ მშვიდად ეძინა. შუბლზე ხელი მივადე.
- ,,როგორც ჩანს, სიცხემ დაგიწია, დეტექტივო.“ - ჩავილაპარაკე და ისევ სამზარეულოსთან დავბრუნდი. ბლენდერში უკვე ყველა ბოსტნეული ერთმანეთს შერეოდა, იდეალური მასა ჩანდა. გამოვრთე, უკან მივბრუნდი, რომ უჯრიდან კოვზი ამომეღო, მაგრამ თითქმის მინი-შოკი მივიღე კოვზის ნაცვლად.
- ,,იან? როდის ადექი? ახლახანს შევამოწმე და გეძინა.. ან აქ როდის მოხვედი, ხმაც კი არ გამიგია...“
- ,,ჰო, ვიგრძენი როგორ შეამოწმე სიცხე ისევ მქონდა თუ არა, როცა აქთ წამოხვედი გამეღვიძა კიდევაც. თან მას იმხელა ხმა აქვს...“ - მითხრა და ბლენდერზე მიმანიშნა.
- ,,ბოდიში, უბრალოდ სხვა გზა არ იყო. ძალიან ვხმაურობდი?“
- ,,იქამდე არაფერი გამიგია, სანამ ეს რაღაც არ ააზუზუნე.“ - ღიმილით მითხრა.
- ,,უბრალოდ წვნიანს ვამზადებდი.. ვნახავ, რამე ხომ არ აკლია..“ - ვუთხარი, უჯრიდან კოვზი ამოვიღე და წვნიანი გავსინჯე.
- ,,აბა? როგორი გამოგივიდა?“- მკითხა ინტერსით.
- ,,თავად ნახე.“ - ვუთხარი და თავაწეულმა გავუწოდე მეორე კოვზი. დააგემოვნა, არაფერს ამბობდა.
- ,,რას იტყვი? ენა ხომ არ ჩაგივარდა? ასეთი კარგიც არაა..“ - სიცილით ვუთხარი.
- ,,გამოსაჯანმრთელებლად ივარგებს...“ - მაცდური ღიმილით გამომხედა.
- ,,სერიოზულად? ცხოვრებაში პირველად გავაკეთე შედევრი და შეფი მიწუნებს?“
- ,,პირველად? კარგი, პირველი ჯერისთვის საკმაოდ კარგია, მაგრამ შედევრს მაინც ვერ ვუწოდებდი.“
- ,,რა მნიშვნელობა აქვს? ცუდია თუ კარგი, მაინც უნდა ჭამო. ამიტომ სჯობს თავი დააჯერო, რომ „იდეალურია.“ ახლა შეგიძლია იქ დაბრუნდე, სადაც 5 წუთის წინ იყავი, მე კი წვნიანს დაგისხამ.“ - ვუთხარი. წვნიანი ღრმა თეფშზე ამოვიღე, ზემოდან მწვანილის პატარა თავაკი ლამაზად დავადე და იანს მივუტანე. ის იღიმოდა, უფრო სწორედ, წვნიანს უღიმოდა.
- ,,რა გაცინებს? მართლა არ ვარგა? მაგრამ მეც გავსინჯე და კარგი იყო, არაფერი აკლია, არც ზედმეტი აქვს...“
- ,,არა, არაფერი, კარგია.“
- ,,ჰოდა, მაშინ გელოდები, ჭამე.“ - ის კიდევ კარგა ხანს არ იღებდა თეფშს. მერე ისევ ვუთხარი
- ,,გინდა ბაღის ბავშვივით შეგაშინო? (თავზე დაგასხა) თუ აიღებ უკვე კოვზს? კარგად ვერ გახდები, თუ არ შეჭამ. და კიდევ მიმტკიცებ ხვალ ფეხზე ვიდგმებიო...“
- ,,ჰანნა, შევჭამ, უბრალოდ მღუღარეა. თუ არ გინდა მერე ჩემს დამწვრობასაც მოუარო, ცოტა ხანს მაცადე, შეგრილდება და შევჭამ. დასაწუნი მართლა არაფერი აქვს, ბაღის საჭმელს არ გავს.“ - მითხრა ოდნავ ღიმილით, მერე კი სახე შეეჭმუხნა და თავი საზურგეზე გადადო.
- ,,რა მოხდა? კარგად ხარ?“ - ვკითხე მაშინვე.
- ,,ჰო, უბრალოდ თავი მტკივა.“
- ,,გამაყუჩებელი დალეული გაქვს. ერთ საათში კიდევ თუ გეტკიება სხვა რამეს დაგალევინებ, მანამდე კი ჭამე, შეიძლება ასეც დაგიამდეს.“ - ვუთხარი, ავდექი და სამზარეულოსკენ წავედი. არეული ჭურჭელი სარეცხის მანქანაში ჩავაწყვე, ნარჩენები გადავყარე და რაც დარჩა - მაცივარში შევაწყვე. როცა იანთან დავბრუნდი, ჭამას უკვე ასრულებდა.
- ,,ჭკვიანი ბიჭი ხარ, ყოჩაღ. სიურპრიზი დაიმსახურე..“ - სიცილით ვუთარი.
- ,,მშვენიერია, დაველოდები ამ სიურპრიზს. თუ ძალიან დაიგვიანებს თავად შევეცდები მის აღებას.“ - მითხრა. მე კი გაკვირვებული ვუყურებდი.
- ,,მართლა ბაღის ბავშვივით ხარ, რა მოხდა ამ 3 დღეში პარიზში?! თან უკვე ბევრსს ლაპარაკობ, მგონი ბოდავ კიდეც. ისევ სიცხე გაქვს?“ - ვკითხე და შუბლზე მივადე ხელი. - ,,არა, აშკარად დაწულია. სჯობს დაისვენო, ხვალ ხომ ფეხზე უნდა იდგე უკვე, არა?“ - თეფში ავიღე და ისიც გასარეცხებთან ერთად ჩავდე, სარეცხის მანქანა ჩავრთე და უკან დავბრუნდი.
- ,,ახლა მეტყვი იმ საქმეზე?“ - მკითხა.
- ,,მხოლოდ იმას გეტყვი, რომ საქმე შეშლილთან გვაქვს, რომელსაც მეხსიერება წაუშალეს ორჯერ, ახლა კი მკვლელად იქცა.“
- ,,მეხსიერება წაუშალეს?“
- ,,ჰო, ექსპერიმენტი ჩაუტარეს, მეხსიერება დაკაკრგა, ახალი ვინაობა მისცეს.. ერთ წელში მისი სიკვდილი გააყალბეს, ამასობაში კი მისგან ისევ ახალი ადამიანი შექმნეს. მაგრამ მას ნაკლებად ვადანაშაულებ.. საშინელებაა, ამის მერე ვინ იქნებოდა სრულ ჭკუაზე?“
- ,,და ვინ ატარებს ამ ექსპერიმენტს?“
- ,,უკვე აღარავინ. ყოველ შემთხვევაში ასე ვიცით და იმედი გვაქვს. 70-იან წლებში ატარებდნენ ახალგაზრდებზე ასეთ ექსპერიმენტებს, სულ მცირე ხნით, ორი ან სამი წელი, მაგრამ ბევრი ახალგაზრდა შეეწირა ამას. და დარწმუნებული ვარ, ვერასოდეს გამოიცნობ როგორ გავიგეთ ამ ყველაფრის შესახებ და როგორ მიგვიყვანა ამ ექსპერიმენტებმა ჩვენს მკვლელამდე.“
- ,,საოცარი ჩანს. კარგი, ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ხვალ დილით წავიკითხავ ამ საქმეს.“
- ,,ჰო, აბა რა! გადახედე. ახლა რომ დავიწყო მთელი ღამე ვერ მოვრჩები. შენ კი უნდა დაისვენო. უკვე თერთმეტი ხდება, შეგიძლია დაიძინო. ჰო ისე, თავი კიდევ გტკივა?“
- ,,სულ ოდნავ.“
- ,,კარგია, წამალმა დაიწყო მოქმედება. მალე სულ დაგიამდება.“
- ,,რაკი ასე ამბობთ, ექთანო...“
- ,,ახლა შენი ჯერია.. პარიზში რას აკეთებდი? ხომ თქვი, ორი კვირა მაინც დამჭირდებაო, სამ დღეში როგორ აღმოჩნდი ისევ აქ?“
- ,,იცი, ცოტა არ იყოს, მეძინება..“
- ,,გასაგებია, თავს არიდებ პასხუხს. და რა გინდა, გიმღერო, რომ დაიძინო?“
- ,,იცი, მგონი უფრო ზღაპარი მირჩევია.“
- ,,მე კი ვფიქრობ ზღაპრები შენ უფრო კარგად გამოგდის. დილით კარგად ვიქნებიო, ხომ ამბობ..“ - შევახსენე ღიმილით.
- ,,ეგ ზღაპარი ნამდვილად არაა...“
- ,,კარგი, როგორც გინდა. ახლა კი დაიძინე.“
- ,,მგონი ჩემს ოთახში მირჩევია.“
- ,,ღმერთო, რა პრეტენზიული ავადმყოფი ხარ? კარგი, წამოდი დაგეხმარები.“ - ვუთხარი და წამოდგომაში დავეხმარე. მკლავი მხარზე გადამხვია, რომ დამყრდნობოდა, მაგრამ არც კი უცდია, მგონი მე უფრო ვეყრდნობოდი მას და ხელს ვუშლიდი სიარულში. ოთახში შევიყვანე, საბანი გადავხადე საწოლს, ის კი მშვენივრად მოკალათდა, წამოწვა. საბანი დავაფარე.
- ,,შუქი ჩავაქრო?“ - ვკითხე საწოლის მეორე მხარეს ანთებულ ლამპაზე. თავის დაქნევით მიპასუხა.
- ,,კარგი. ღამე მშვიდობის.“ - ვუთხარი, ლამპა ჩავაქრე, ოთახიდან გავედი, მისაღებში დივანზე ჩამოვჯექი და ფიქრებმა გამიტაცა იმაზე, თუ რა იქნება ხვალ.
დავიჭერთ? რაც არ უნდა იყოს, არ მინდა, რომ ხვალ ის მანიაკი ხელიდან დაგვისხლტეს. იმედს ვიტოვებ, რომ იმ კაცმა სიმართლე გვითხრა და თავად არაა მორზეს მკვლელი. მაგრამ, თან იანი გაციებულია, ისევ მაღალი სიცხე რომ ჰქონდეს ხვალ? დავტოვო და მკვლელთან შესაჭიდებლად წავიდე? მაგრამ სხვა გზა არაა, იმედია უარესად არ იქნება, თუ სიცხე აუწევს, იცის წამლები სადაცაა და დალევს, თავს არ მოიკლავს. თუმცა წეღან რომ მოვედი კი ცეცხლის ალივით იწვოდა... არაფერია, გაუმკლავდება. მეც იმ შეშლილს იქ დავტოვებ, სადაც საჭიროა და ეს საქმეც დამთავრდება.
- ,,პონგო, რას ფიქრობ? ხვალ გაგვიმართლებს? ისე წავა ყველაფერი, როგორც დავგეგმე?“ –
მას თავი ჩემს კალთაზე ედო, ჩუმად შეჰყეფა ჩემს კითხვაზე, ისე, როგორც სჩვევია.
ტელეფონი ავიღე და ალექსას მივწერე-
- ,,ალექსა, იანი კარგადაა, არ ინერვიულოთ. სიცხე ჰქონდა, მაგრამ დამწევი დავალევინე, ტკივილგამაყუჩებელიც მივეცი, ჩაი და წვნიანი გავუკეთე. სიცხე აღარ აქვს, დასაძინებლად დაწვა. ამაღამ მასთან დავრჩები, თუ რაიმე დასჭირდება აქ ვიქნები.“
ცოტა ხანში კი მომდის შეტყობინება -
- ,,მადლობა საყვარელო, საუკეთესო ხარ. ამას არ დაგივიწყებ.“




პონგო ყეფს. ხმამაღლა ყეფს კართან. თვალები გავახილე. დივანზე ვიყავი მოკალათებული და ზემოდან თბილი პლედი მეფარა, მაგრამ როდესაც დავჯექი აქ პლედი არ ყოფილა..
- ,,ღმერთო, ჩამძინებია... პონგო, რა ხდება? რას უყეფ?“ - ვუთხარი და სწრაფად წამოვდექი.
საათს დავხედე. 8 ხდებოდა. პონგო ჩემკენ გამოიქცა და თავით ფეხებზე მეფერებოდა.
- ,,რა მოხდა ძვირფასო?“ - ხელები მოვხვიე და მივიხუტე. გატრუნული დაჯდა იატაკზე. მერე ავდექი და იანის ოთახისკენ წავედი. დავაკაკუნე. პასუხი არ გამცა. ოდნავ უფრო ძლიერად დავაკაკუნე.
- ,,ისევ სძინავს? ნეტავ სიცხემ ხომ არ აუწია?“ - ფრთხილად ჩამოვქაჩე სახელური და კარი შევაღე. იანი იქ არ იყო. გამოვედი და სააბაზანოსკენ წავედი. დავაკაკუნე, კარი შევაღე. არც იქ იყო.
- ,,სად არის?“ - ჩავილაპარაკე ჩემთვის. პონგო ისევ აყეფდა და კარისკენ გაიქცა. კარს უყრფდა.
- ,,იანი წავიდა?“ - ვკითხე. კიდევ დაიყეფა თანხმობის ნიშნად. - ,,ღმერთო, სად უნდა წასულიყო სიცხიანი?“
მაცივართან მივედი, წყალი გამოვიღე, ჭიქაზე დავისხი და მოვსვი. რამდენიმე წამში კარის საკეტის ხმა გავიგონე. ფეხზე წამოვდექი, პონგომ ისევ დაიყეფა. კარში იანი შემოვიდა.
- ,,გაიღვიძეთ?“ - ღიმილით იკითხა.
- ,,სად იყავი?“ - ვკითხე.
- ,,სარბენად წავედი.“
- ,,სარბენად? ასეთ სიცივეში? დაგავიწყდა გუშინ როგორ იყავი?“
- ,,გუშინ. ახლა თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. ხომ გითხარი, რომ სწრაფად გამივლიდა...“
- ,,მოდი აქ.“ - ვუთხარი და ხელისგული შუბლზე მივადე. - ,,სიცხე აღარ გაქვს, მაგრამ სულ ოფლიანი ხარ. შეიძლება ისევ შეგიბრუნდეს და ისევ აგიწიოს სიხცემ. მაინცდამაინც ახლა მოგინდა სირბილი?“
- ,,ჰანნა კარგად ვარ. არაფერი არ შემიბრუნდება. ცოტა გავხურდი, ახლა უნდა ვიბანაო, თუ ნებას მომცემ.“ - ისევ სულ ოდნავი ღიმილით მითხრა, რომელიც მკრთალად გაჰკრავდა სახეზე.
- ,,გაგახურებ მე შენ!.. თავი გტკივა?“
- ,,არა.“
- ,,ყელი?“ - თავი გამიქნია.
- ,,ძვლები?“
- ,,ნწ..“ –
- ,,საერთოდ აღარაფერი გაწუხებს?“
- ,,მხოლოდ ის, რომ სულ სველი ვარ და ცხელი შხაპი მინდა, შეიძლება?“ - მაისური გადაიძრო და პირსახოცი მხარზე გადაიკიდა.
- ,,ღმერთო ჩემო. კარგი, მიდი. მე გავალ, უნდა მოვემზადო და ოფისში მივიდე.“ - ვუთხარი.
- ,,კარგი, ერთ საათში დაგირეკავ და გავიდეთ.“
ეჭვნარევი დაწვრილებული თვალებით გავხედე, მერე კი პონგოსთან ერთად მისი ბინიდან გავედი.
- ,,ერთ ღამეში გამოკეთდა და სამსახურში წამოსვლა შეუძლია? რა სისულელეა! გუშინ ფეხზე ძლივს იდგა, დილით კი უკვე სარბენადაც წავიდა.. ნამდვილად ცუდად იყო?“ - ჩავილაპარაკე ჩემთვის და კარი ჩავკეტე. ტელეფონმა დარეკა -
- ,,გისმენ ედენ.“
- ,,შენი ხმის გაგონება უკვე კარგის ნიშანია.“
- ,,გინდა ვეღარ გაიგონო?“ - ღიმილით ვკითხე.
- ,,კარგი, კარგი. მზად ხარ? ახლა გამოვალ..“
- ,,ედენ, თუ ჩემს სადარბაზოსთან მოსულს დაგინახავ თავს მოგაძრობ და სხეულის გარეშე დავმარხავ.“
- ,,ოოჰო, ვიღაც ძალიან გამიბრაზებია. მაგრამ უკვე გზაში ვარ.“
- ,,ედენ არ ვხუმრობ. თან ჯერ უნდა ვიბანაო, ახლა ვაპირებ სააბაზანოში შესვლას.“
- ,,მაშინ ჯერ კომპანიაში მოდი პირდაპირ. იქიდან წავიდეთ ერთად.“
- ,,მადლობა პირადი სივრცისთვის.“
- ,,კარგი, ოფისში შევხვდებით.“ - მითხრა და გათიშა.
სააბაზანოში შევედი, შხაპის ქვეშ დავდექი, მერე გამოვედი, გაშვებული ჯინსი და ტანს მომდგარი ზედა ჩავიცვი, თმა ზევით ავიწიე, საშუალო ქუსლიანი ფეხსაცმელი ამოვიცვი და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სუნამო - ,,Bad Girl” დავისხი. მანქანის გასაღები ავიღე, უკვე ბინის კარს ვხსნიდი, რომ კარის მეორე მხარეს იანი დამხვდა. შევხტი.
- ,,ღმერთო ჩემო, იან, გული გამიხეთქე.“
- ,,უჩემოდ ხომ არ აპირებდი წასვლას?“ - ღიმილით მკითხა.
- ,,შენ წარმოიდგინე, კი. იან, ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ ძალიან ცუდად იყავი, ასე როგორ შეგიძლია ოფისში წამოსვლა?“
- ,,ენნი, ხომ გითხარი, კარგად ვარ, აღარც სიცხე მაქვს, არც არაფერი მტკივა. გამიარა ყველაფერმა და არაფერი მიშლის ხელს.“ - თვალები ავატრიალე.
- ,,რა გაუგებარი ხარ! ექიმს მაინც ეჩვენე ჯერ...“
- ,,საჭირო არაა. აბა, წავედით?“
- ,,კარგი, როგორც იტყვი..“ - ვუთხარი და კიბეებზე ჩავედი. ჩემს მანქანასთან მივედი, იანიც უკან მომყვა, კარი გამოხსნა და ჩემზე წინ ჩაჯდა. წამით გაკვირვებული ვუყურებდი, მერე გამოვერკვიე და მეც ჩავჯექი. ღვედი გავიკეთე და მანქანა დავქოქე. საცობების მიუხედავად ნახევარ საათში უკვე ოფისის პარკინგზე ვიყავით. ედენის მანქანა უკვე აქ იყო. მეოთხე სართულზე ავედით და ედენის ოთახისკენ წავედი. იანი საპირფარეშოსკენ წავიდა.
- ,,ოჰ, მოხვედი? მშვენიერია, შენთვის კიდევ ერთი წერილია.“
სახეზე შიშის ზარმა გაადამკრა.
- ,,რა წერილი?“ - ვკითხე ხმის კანკალით.უკვე ჩემს ყოველდღიურობაში ჩაჯდა ეს წერილები მორზეს მკვლელისგან.
- ,,აი, გამომართვი. გავხსენი და გადმოვთარგმნე, ვერ დაგელოდე.“ - მითხრა. მე კი მივედი, წერილი გამოვართვი და გადავხედე.


- ,,როცა სიჩუმე ხმაურობს, შენ გძინავს, ჰანნა. მაგრამ მე - არა.
ჩვევა მაქვს - საათს ვუყურებ ყოველი გადაჯვარედინებისას. ღამით, როდესად ასი ნაბიჯი დარჩება მოხვევამდე, სიჩქარე გადააჭარბებს გულისცემას.
ის არ იქნება პირველი, არც ბოლო იქნება.
ეს თამაში მე დავიწყე, მას წესებს მხოლოდ მე შევუცვლი, თუ ეს საჭირო გახდება.
დაიმახსოვრე:
ყოველი ასო ხმაა,
ყოველი ხმა - არჩევანი.
ჩვენ ისევ ვილაპარაკებთ, როცა შენ მის სიჩუმეს მოუსმენ.“
- ,,ეს.. უკვე სიტყვებიც ზედმეტია! ნამდვილად თავს გადადის.“ - ვთქვი.
- ,,ჰო, მეც ასე ვიფიქრე. მაგრამ ას ნაბიჯში რა იგულისხმა? წამები?“
- ,,ყველაზე ლოგიკურ პასუხად ეგ მომეჩვენა მეც. წამი ან წუთი...“
- ,,მაგრამ ჰანნა, შენთან რა საქმე აქვს? ახსნას ვერაფრით ვუძებნი საიდან შეიძლება გიცნობდეს ან რა უნდა შენგან... რატომ გკეონტაქტება შენ?“
- ,,გეფიცები ედენ, არაფერი მესმის, ისედაც ძალიან ჩახლართული ამბავია..“
- ,,კარგი, როგრც არის. აშკარად აპირებს კიდევ ვიღაცის მოკვლას ამაღამ.. მანამდე უნდა მივხედოთ მას. უკვე ხომ არ გავიდეთ?“
- ,,მგონი დღეს შენი წამოსვლა არ იქნება საჭირო. პარტნიორი დამუბრუნდა შვებულებიდან.“ - ოდნავ ღიმილით ვუთხარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თვალებში ოდნავ მაინც მეტყობოდა შიში.
- ,,ჰანნა, უკვე გადამრევ.. შენ რა, კიდევ იანი ნახე სიზმარში?“ - გაკვირვებული ღიმილით მკითხა.
- ,,ჰო, ვიცოდი რომ არ დამიჯერებდი. თითმის მეც მეგონა გუშინ, რომ სიზმარში ვიყავი...“
- ,,კარგი, გგონია ახლა ამას დავიჯერებ?“
- ,,გუშინ შენ რომ წახვედი იანის დედამ დამირეკა, ჩამოსულა და გაცივდა, სიცხე ჰქონდა. წუხელ მასთან დავრჩი.“
- ,,მახსოვს, ძილში არ დადიხარ, მაგრამ იმედი მაქვს წუხელ მისი საკეტი არ გეტეხე.“ - სიცილით მეუბნებოდა.
- ,,ედენ გეყოფა, ის აქაა, საკუთარი თვალით ნახე თუ გინდა.“
- ,,ჰო, რა თქმა უნდა.. შეიძლება მისი მანეკენი გააკეთე წუხელ და ახლა ის მოიყვანე აქ. დარწმუნებული ხარ რომ ახლა გღვიძავს?“
- ,,ედენ!“ - ვუთხარი, ამ დროს კი კარზე კაკუნი გაისმა.
- ,,შემოდით.“ - გასძახა მან. ოთახში იანი შემოვიდა.
- ,,მადლობა ღმერთს, შემოდი იან. ვაჟბატონს არ სჯერა, რომ ჩამოხვედი.“ - ვუთხარი და ედნის გაკვირვებულ სახეს შევხედე.
- ,,რატომ, ასეთი რთულია ამის დაჯერება?“ - ღიმილით იკითხა მანაც.
- ,,არა, მე უბრალოდ... გრძელი ისტორიაა, დაივიწყე.“ - უთხრა, მე კი ედენს ისე დავუჭყიტე თვალები, თითქმის ბუდიდან გადმომცვივდა. მერე დაამატა - ,,მოიცადე, მართლა გაცივდი?“
- ,,ჰო, გუშინ უბრალოდ დაბალი სიცხე მქონდა, ახლა მშვენივრად ვარ.“
- ,,დაბალი სიცხე? 40-ს ორი ხაზი ეკლდა, თითქმის ჯოჯოხეთიდან მოგაბრუნე ისეთი ცხელი იყავი.. შუბლზე ხელი რომ მოგადე, მეგონა მოქმედ ვულკანს შევეხე. თანაც ძვლები და თავი გტკიოდა.“
- ,,რატომ ხარ დარწმუნებული, რომ ჯოჯოხეთში მივდიოდი?“ - სიცილით მითხრა.
- ,,ასე ცუდად თუ იყავი, იქნებ დაგესვენა დღეს?“ - ჰკითხა ედენმა.
- ,,არაფერია, ენნი უბრალოდ აბუქებს.“
- ,,ენნი?“ - ღიმილით იკითხა ედენმა და ჯერ იანს უყურებდა, მერე მე.
- ,,ღმერთო, ახლა იმის სურვილი მაქვს, რომ ორივე ერთმანეთზე გადაგაბათ და თქვენი თავი მომდევნო მსხვერპლად მივართვა ჩვენს მორზეს მკვლელს, შემდეგ კი ამ საქმეს თავად დავხურავ!“
- ,,ჰო მართლა, ამ საქმეზე რა ხდება?“ - იკითხა იანმა.
- ,,ჰანნამ არ მოგიყვა?“
- ,,მხოლოდ ცოტა მის მსხვერპლებზე და რაღაც ექსპერიმენტზე..“
- ,,ჰო, რა თქმა უნდა. ყველაზე სახალისო ნაწილი გამოგიტოვებია, ენნი..“ - ღიმილით მითხრა ედენმა, თუმცა ის ასე არასოდეს მეძახის, შემდეგ კი იანს მიუბრუნდა - ,,მოდი, დაჯექი იან, იმ გამოტოვებულ ნაწილებს მე შეგივსებ, თორემ ფაზლის ნაწილები თუ დაგაკლდა, ხომ იცი, მთლიან სურათს ვერ ააწყობ.“
თვალები ავატრიალე, დავხუჭე და შუბლზე ხელი მივიდე. იანი დაჯდა და როგორც ედენმა უთხრა, მორზეს მკვლელზე ისტორია თავიდან ბოლომდე მოუყვა, ,,თავიდან - ბოლომდე“, სიტყვა-სიტყვით ყველაფერი, ისე, როგორც იყო. იანი ბრაზიანი თვალებით გამომხედავდა ხოლმე, ედენის აციმციმებულ თვალებში კი ღიმილს ვხედავდი, რომელიც პირზე საერთოდ არ ემჩნეოდა. ისიც მოუყვა, როგორ ვწერდი მორზეს მკვლელივით და როგორ მომივარდა სახლში ჩუსტებით. ბოლოს კი ამით დაამთავრა -
- ,,... ჰანნა კი წინა ორი ღამე უკვე სიზმარშიც ნახულობდა ჩვენი მკვლელის ნამუშევრებს და ეუბნებოდნენ, რომ უნდა გაეღვიძა და მკვლელი ეპოვა..“ - უთხრა იანს და თან მაცდური თვალებით გამომხედა. სისხლი უკვე თვალებში მაწვებოდა. მთელი ათი წუთი ყვებოდა ამ ამბავს.
- ,,ედენი მართალია, მთავარი ნაწილები გამოგიტოვებია, მე კი მეგონა საქმე უფრო მარტივად იყო. რატომ არ მითხარი წუხელ?“ - მკითხა იანმა. მე უბრალოდ ჩუმად ვიჯექი და ხან ერთს ვუყურებდი, ხან მეორეს.
- ,,არც მე მითხრა, პირველი წერილი რომ მიიღო, უბრალოდ განყოფილებაში გააქანა, სადმე ანაბეჭდები ხომ არ არისო. შემთხვევით წამოსცდა... ვერ გავაგებინე, რომ ის შეშლილი მანიაკია, ხალხს ხოცავს და ეს თამაში არ არის.“
- ,,ედენ თამაში არც მგონია, სერიოზულად ვეკიდები ამ ყველაფერს და დღეს მის დასაჭერად მივდივარ. უბრალოდ პირად სივრცეში მეჭრებოდი. ისიც გავიგე, რომ გეშინია და ნერვიულობ, მაგრამ ხომ ხედავ, მშვენივრად ვარ.“
- ,,ჰო, მშვენივრად. გგონია ვერ დავინახე ხელები რომ აგიცახცახდა წერილის წაკითხვის შემდეგ? ან გგონია დამავიწყდა რაც მიამ თქვა?“
- ,,მიამ რა თქვა?“ - იკითხა იანმა.
- ,,საჭირო არაა..“ - ვუთხარი ედენს, ვანიშნე არ მოეყოლა, მაგრამ ისევ გავჩუმდი და ჩემთვის დავჯექი, როცა უკვე მოყოლა დაიწყო -
- ,,ეგ გამომრჩა? ლუსი ასტერი რომ გაისტუმრა მორზეს მკვლელმა, ჰანნა წავიდა მის სანახავად. საღამოს მიასთან მისულა, და ფოტოები თავიდან უნახავს, რაზეც ცუდად გახდა.“
- ,,ედენ, აშკარად არ გიცნობდი, ახლა დავინახე შენი ნამდვილი სახე“- ვუთხარი.
- ,,რა მოხდა, შენი პარტნიორია, უნდა იცოდეს. საერთოდ დეტეტივი როგორ გახდი?“
- ,,ძალიან მშვენივრად იცი, როგორც გავხდი, აი შენ კი მართლა არ ვიცი ჭორიკანა ქალი როდიდან ხარ.“ - ღიმილით ვუთხარი. - ,,ხომ იცი, ასე მხოლოდ ერთხელ მომივიდა, თავიდან, როცა ის დანაწევრებული კაცი ვნახეთ..“
- ,,ჭორიკანა არა? თუ გინდა ბარემ ფაზლის ბოლო და მთავარ ნაწილსაც დავამატებ ამ ამბავს..“
- ,,კარგი, კარგი, არ გინდა. გაჩუმდი. წასვლის დროა უკვე, იან, მივდივართ.“ - ვუთხარი და ფეხზე ავდექი, იანს ოდნავ ეტყობოდა სახეზე გაკვირვება, მაგრამ ჩემს ნათქვამზე ადგა და კაბინეტიდან გავიდა. ედენიც ადგა -
- ,,მეც მოვდივარ, დამატებითი ძალა ზედმეტი არ იქნება.“ - მითხრა.
- ,,გეფიცები, თუ ასე კიდევ იზამ, თვალებს ამოგთხრი და ქილებში დაკონსერვებულს შევინახავ. სიზმარზე სიტყვა არ დაგცდეს მასთან.“ - ვუთხარი თვალებგაფართოებულმა თითის ქნევით.
- ,,სიზმრებზე*.“ - შემისწორა, გაეღიმა და განაგრძო - ,,ენნი? სერიოზულად ჰანნა? როდიდან გეძახის ასე?“
- ,,არადა გავაფრთხილე, ასე არ მომმართო მეთქი.“ - ჩავილაპარაკე ჩემთვის.
- ,,დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი ხდება?“ - სიცილით მკითხა.
- ,,ედენ, ნუ მაიძულებ შენი მტანჯველი ეშმაკი გავხდე და სული ამოგაძრო. არაფერი ხდება და არც მოხდება. გასაგებად აგიხსენი? ახლა კი გაჩუმდი და თუ მოდიხარ ფეხი გადმოადგი.“ –
- ,,კარგი, წამოდი.“ - სიცილს ისევ ვერ იკავებდა. დერეფანში გავედით, იანი ლიფტთან იცდიდა, ჩვენც იქ მივედით, ლიფტში შევედით და პარკინგზე ჩავედით.
- ,,გასაღები გამომართვი.“ - ვუთხარი ედენს და მანქანის გასაღები გავუწოდე. გაკვირვებულმა შემომხედა.
- ,,საკუთარი ნებით?“
- ,,ისედაც ხომ მაგის თქმას აპირებდი.. წუწუნის გარეშე შეგიძლია მართო.“ - ვუთხარი და უკან ჩავჯექი. ამხელა არსებებიდან რომელი ჩამესვა ბავშვივით უკან და თავად საჭესთან დავმჯდარიყავი?...
- ,,ჰანნა, მგონი სჯობს ოლივერს დაურეკო, თუ მართლა მოვა დაგვჭირდება დახმარება. შესაძლოა იარაღიც ჰქონდეს.“ - მითხრა ედენმა გზაში.
- ,,კარგი, დავურავ.“ - ვუთხარი და მობილური მოვიმარჯვე. ოლივერს ვუთხარი, დიდი ამბავი არ აეტეხათ, ორი კაცი წამოეყვანა და არქივში მოსულიყვნენ.
ოც წუთში საჯარო არქივის წინ ვიყავით, ოლივერიც რამდენიმე წუთში მოვიდა ბიჭებთან ერთად, შენიღბული მანქანით, რადგან მათ გარედან უნდა ეთვალთვალათ და როგორც კი საეჭვო პიროვნებას დაინახავდნენ, მაშინვე ეცნობებინა. შენობაში შევედით, თანამშრომლები გავაფრთხილეთ და ქვედა სართულზე ჩავედით.
- ,,უკვე აქ რომ იყოს?“ - იკითხა იანმა.
- ,,როგორც იმ კაცმა გვითხრა, 3 საათისთვის უნდა მოვიდეს, ახლა კი პირველი ხდება. მაგრამ თუ კი უკვე მოვიდა ლოდინი აღარ მოგვიწევს და გამართლებად ჩავთვალოთ.“ - უთხრა ედენმა.
- ,,მე უფრო სხვა რამ მაწუხებს, და იმედია მართალი არ ვიქნები. არ მინდა იმ კაცის დაგებული მახე აღმოჩნდეს ეს ყველაფერი და ის იყოს მკვლელი.“ - ვთქვი.
- ,,ისევ მაგას ფიქრობ? ხომ გითხარი, თითქმს გამორიცხულია ესენი მისი ჩადენილი იყოს.“
- ,,აი ეგ ,,თითქმის“ არ მასვენებს.“
- ,,მაშინ, ხომ თქვით, რომ ის უკვე განყოფილებაშია და შეგვეძლება პირდაპირ სასამართლოს გადავცეთ.“ - მითხრა იანმა.
ჰორისის სამუშაო ოთახთან მივედით, ედენმა კარი შეაღო და პირველი შევიდა შიგნით. თვალი მოავლო იქეაურობას, მერე გვითხრა -
- ,,სუფთაა, შემოდით.“ - ჩვენც შევედით და ისღა დაგვრჩენოდა ჩვენს სტუმარს დავლოდებოდით.
- ,,კარგი, ისეთი ადგილია.. მგონი ამას ისევ სასაფლაო სჯობდა...“ - თქვა იანმა.

რაც უფრო გადიოდა დრო და 3 საათი ახლოვდებოდა, გული უფრო სწრაფად და ძლიერად მიწყებდა ფეთქვას. ყოველ წუთს საათს ვუყურებდი. ისედაც დაბალი შუქი უფრო მეტად ბჟუნტავდა. ლითონის საშინელი სუნი უფრო გაუსაძლისს ხდიდა იქ ყოფნას. კარის უკან ვიდექი, ედენი აქეთ-იქით დადიოდა, იანი კი სკამზე ჩამოჯდა, რომელიც ძველ მაგიდასთან იდგა, და ხელში 9 მილიმეტრიანს მშვიდად ათამაშებდა.
უკვე 15 წუთი აკლია სამს. სადაცაა გული ამომივარდება. მაგრამ იმ შეშლილის არ მეშინია, რაღაც სხვის მეშინია. ან თავს ვაჯერებ ამას. მაგრამ არა, მისი ნამდვილად არ მეშინია.
სამს 5 წუთი აკლია, წუთები საათებად მეჩვენება. შეტყობინება მომდის. ოლივერია -
- ,,შავებში ჩაცმული კაცი შემოვიდა ამ წუთას, კეპი ახურავს. დიდი ალბათობით ისაა. მზად იყავით, ორ წუთში ჩვენც შემოვალთ.“ - გული უფრო ამიცახცახდა.
- ,,მოვიდა.“ - ვუთხარი ბიჭებს ხმის კანკალით. იანი ფეხზე წამოდგა, კარის მეორე მხარეს დადგა, ედენი ჩემს წინ დადგა და იარაღით ხელში ვუცდიდით. 2 წუთი აკლდა სამს. კარის სახელურის ხმა გაისმა, დავინახე როგორ ჩამოიწია ნელ-ნელა დაბლა. კარი გაიღო, საშუალო სიმაღლის მამაკაცი ნახევრად დავინახე, იანი მაშინვე მივარდა და იატაკზე დააგდო, ხელები ზურგს უკან დაუჭირა. მის ფეხსაცმელში ჩატენილი დანა დავინახე, სწრაფად მივედი, ამოვაცალე და მაგიდაზე დავდე. ედენმა კეპი მოაძრო, მერე ორივემ ფეხზე წამოაყენეს, სკამი წინ გამოწიეს და იქ დასვეს. ცოტაც და გული გამისკდებოდა ნერვიულობისგან. სახეში შევხედე, ისეთი განადგურებული იყო, მაგრამ რომ დამინახა, გაიღიმა. ედენი და იანი აქეთ-იქიდან ედგნენ, მე კი მის წინ.
- ,,ვინ ხარ?“ - ვკითხე.
- ,,თავადაც ხომ იცი, არა?“ - ირონიით გაჟღენთილი სიტყვები ჩემი მიმართულებით გამოისროლა. ამ დროს ოლივერი შემოვიდა ოთახში. მას იარაღს უმიზნებდნენ, მაგრამ მშვიდად და აუღელვებლად იჯდა, მათთვის არც კი შეუხედავს.
- ,,საიდან იცი ჩემზე? რატომ მიგზავნიდი იმ გაფრთხილებებს?“ - სრული მოთმინებით ვეკითხებოდი ხმადაბლა, გულის ფანცქალით.
- ,,იმ დამპალმა მოხუცმა მაინც გამთქვა?!“
- ,,კითხვა დაგისვი!“ - ვცდილობდი არ მეყვირა იმ საზიზღარი არსებისთვის, რომელიც თვალებში სირცხვილის გარეშე მიყურებდა, მაგრამ მეეჭვება კიდევაც, ჩემს ყვირილს რამე დაეკლო მისთვის. ისევ ვუთხარი - ,,რატომ მოკალი?“
- ,,მახსოვს, მიზეზებიც ნათლად გითხარი.“
- ,,ამაღამ ვის მოკვლას გეგმავდი კიდევ?“
- ,,სიურპრიზი იყო, მაგრამ როგორც ვატყობ, ჩამიშალეთ.“
- ,,მართლა? ხომ არ გავუშვათ და ვაცადოთ საქმის ბოლომდე მიყვანა, რას იტყვით?“ - ვკითხე ბიჭებს.
- ,,კარგი იქნებოდა.“ - ისევ დამცინავად ამოიოხრა. იანმა და ედენმა მხრებზე მაგრად მოუჭირეს ხელი.
- ,,კარგი, ისევ პირველ კითხვას დავუბრუნდეთ, და თუ პასუხი არ მომეწონება ინანებ. ვინ ხარ და იმ დამპალ წერილებს რატომ მიგზავნიდი?“ - ვკითხე.
- ,,ეჭვი მაქვს, საერთო ნაცნობისგან იცი, ვინც ვარ. წერილებს კიდევ ჩემს ყველა მსხვერპლს ვუგზავნიდი.“ - ედენს შევხედე, ისეთი მზერა ჰქონდა, მანიშნებდა, ხომ გეუბნებოდიო. იანმა დარტყმა დააპირა, მაგრამ ედენმა ღიმილით ანიშნა გაჩერებულიყო, თავად მიხედავსო. მეც ისე მექავებოდა მარჯვენა ხელი, უკვე რამდენიმე დღეა, ამიტომ კარგად მოვმუჭე და გემრიელად შემოვარტყი ყბაში. ტუჩიდან სისხლი დასკდა. ედენი კმაყოფილი სახით მიყურებდა, იანს გაკვირვება ეტყობოდა სახეზე.
- ,,როგორც გითხარი, არასწორი პასუხები არ მომწონს, თამაში მიყვარს. პირდაპირ გაოცებული ვარ შენი პატარა თამაშებით, მაგრამ ეს იმასთან არაფერია, რაც ციხეში გელოდება დარჩენილი ცხოვრება, ისიც ყველაზე კარგ ვარიანტში. ასე რომ, დაფიქრდი, სიტყვები ფრთხილად შეარჩიე და ისე გამეცი პასუხები.“ - ვუთხარი. სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა დავმშვიდდი, ბრაზის მეოთხედი მასზე გავხარჯე, მაგრამ უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ ჩემს შიგნით მძვინვარებს. არ ვყვირი, მშვიდად ველაპარაკები, სწორედ ისე, როგორც შეშლიელებს მოსწონთ. ვეთამაშები. თავი ასწია, გახეთქილი ტუჩს კუთხეში ჯერ ისევ ეღიმებოდა.
- ,,მართალი ვიყავი, რომ შენ ბოლოსთვის შეგინახე. არადა სულ რამდენიმე ნაბიჯიღა მქონდა დარჩენილი, მაგრამ იცი, შენ არ მოგკლავ, ცოტას ვიხალისებ, გავერთობი და თუ დამჯერი იქნები, შეიძლება სამი დღით გაცოცხლო.“ - ისევ და ისევ ირონიული ტონი. ამის გაგონებაზე ედენმა და იანმა ერთმანეთს შეხედეს და ჯერ-ჯერით შემოარტყეს ნეკნებში. დარწმუნებული ვარ, ორივე მხარეს თითო-თითო ნეკნი მაინც გაუტყდა.
- ,,ნახე, არც სხვებს არ მოეწონათ შენი პასუხი..“ - ვუთხარი ისევ წყნარად. - ,,ხომ გითხარი, პასუხებთან იფრთხილე.. საიდან მიცნობ?“
- ,,არ გგონია, რომ ამ კითხვისთვის ცოტა გვიანია?“ - ძლივს ამოღერღა.
- ,,იმ გოგონებს რას ერჩოდი? ერთმა პატარა საიდუმლო გაიგო შენი წარსულიდან და მოიშორე. მეორე? ბრმა გოგონა, ხმამაღლა უკრავდა?“
- ,,არც არაფერს.. ისინი თავად მოდიოდნენ, ხვდები? ისინი სინათლე იყვნენ, და ყველამ იცის, რა იზიდავს ჩრდილს.“ - თქვა, მერე კი შეძლებისდაგვარად ისევ გაიღიმა და დაამატა - ,,აი შენ კი, შენ მზე ხარ ჰანნა.“
- ,,მზე, არა? გიფიქრია იმაზე, საიდან გაიგო ელეინამ შენს წარსულზე? იმ განადგურებულ ჩანაწერებსა და ყველაფერზე? თანაც დეტალურად.. ან იმაზე, მე საიდან გავიგე ეს.. ამ საკითხში დაუდევარი იყავი, იცი? ელეინა ჩანაწერებს აკეთებდა დღიურში, იქ კი ყველაფერს იწერდა. ყვე-ლა-ფერს.“ - დავუმარცვლე და გავაგრძელე - ,,უი, დამავიწყდა.. ეს ჩანაწერები ჰორისმა მისცა, ჰო, ჰორის კრეინმა. გეცნობა ეს სახელი, არა? მართალია, ის შენს ბრძანებებს ასრულებდა და წერილებს წერდა მორზეს კოდით შენი მსხვერპლებისთვის, და ჩემთვისაც..“ - სახე შეეცვალა. - ,,რა მოხდა, შენს მზეს ღრუბელი ჩაეფარა? თანაც ისეთი შავი.. მგონი გამოდარებას აღარც აპირებს. არასოდეს! არ ვიცი, ვინ იყო შენი მომდევნო მსხვერპლი, მაგრამ თუ წერილი უკვე მიართვი, ჯერ ალბათ შეეშინდება, ერთ კვირაში კი ამას ბოროტ ხუმრობად ჩათვლის სულელი ბავშვისგან, რომელიც მის ქუჩაზე ცხოვრობს, შემდეგ კი საერთოდ გადაავიწყდება.“
- ,,მოვკლავ იმ ნაძირალას! ენაც კი არ აქვს და იმდენს ტლიკინებს..!“
- ,,მეეჭვება ასეთ მგდომარეობაში მაგის ძალა შეგწევდეს. ახლა კი გირჩევ პოლიციასთან ითანამშრომლო, იქნებ შეგიწყალონ და არ ჩამოგახრჩონ. ჰო მართლა, ღმერთის დახმარებაც არ გაწყენდა, ცოტა ილოცე, ელიას ფორჯ!“ - ვუთხარი და ოლივერს ვანიშნე აქედან მოეშორბინათ. შვებით ამოვისუნთქე, როგორც კი ოთახიდან გაიყვანეს, ედენსა და იანს შევხედე, კმაყოფილი მზერა ჰქონდა ორივეს.
- ,,კარგია, ასეთ ჰანნას ვიცნობ.“ - მითხრა ედენმა, ახლოს მოვიდა და გადამეხვია. მერე სწრაფად მომშორდა და დაამატა - ,,ჰანნა, გული საშინლად გიცემს, 5 სანტიმეტრის რადიუსშიც კი ვგრძნობ, კარგად ხარ?“
- ,,უკეთესადაც ვყოფილვარ, მაგრამ ცოტათი ისევ პანიკაში ვარ, ცოტაც და ვუღრიალებდი.“
- ,,კარგია, რომ ასე არ მოიქეცი, საცობები არცერთს არ გვქონდა, ხელებით კი მას ვიჭერდით.“ - სიცილით მითხრა ედენმა.
- ,,იქნებ ორი სიტყვა ჩვენთვისაც დაგეთმო..“ - ღიმილით მითხრა იანმაც.
- ,,კარგი, არაა ესენი საჭირო... გარეთ გავიდეთ, უკვე ცუდად ვარ ამ საშინელ სუნში. და აუცილებლად ვუთხრათ ეს ოთახი დალუქონ, აქ საერთოდ როგორ ჩერდებოდა ის კაცი..“ - ვთქვი და გარეთ გავედი. ისინიც უკან გამომყვნენ.
- ,,აქედან მე დავჯდები საჭესთან, შენ იმდენი ენერგია დახარჯე..“ - სიცილით მითხრა იანმა.
- ,,არ შეგეწინააღმდეგები. მთელი კვირაა ლამის სული ამომაცალა ამ საზიზღარმა არსებამ.“ - ვუთხარი. შემობიდან გავედით, იქ კი ოლივერი დაგვხვდა.
- ,,ყოჩაღ ჰანნა, კარგად იმუშავე.“
- ,,მადლობა, თქვენც დიდი საქმე გაგვიკეთეთ. ახლა გთხოვ იზრუნე, რომ გარეთ არ გაახედონ ცალი თვალითაც კი.“
- ,,რა თქმა უნდა, ეჭვი არ შეგეპაროს.“ - მითხრა და ელიას ფორჯი განყოფილებაში გადაიყვანეს. ჩვენც მანქანაში ჩავსხედით და ოფისისკენ წავედით.
- ,,ჰანნა, შეგიძლია სახლში წახვიდე და დღეს დაისვენო, იან შენთან კი საქმე მაქვს, ცოტა ხნით ჩემს კაბინეტში შემოდი.“ - თქვა ედნმა.
- ,,რა იყო, უნდა ეჩხუბო?“ - სიცილით ვკითხე.
- ,,ბოქსის პრინცესა ხასიათზე მოვიდა?“ - ღიმილით მკითხა ედენმა.
- ,,უბრალოდ იანი მე გამომყვა დილას და..“ –
- ,,არაფერია, აქედან მე გამოვაყოლებ. წადი, დაისვენე.“
- ,,კარგი.“ - ვუთხარი, საჭესთან დავჯექი და სახლისკენ წავედი. როგორც კი ბინაში შევედი, პონგოს ვაჭამე, ტანსაცმელი დავიხადე და საწოლზე წამოვწექი.
დამეძინა.
7 საათი ხდებოდა, თვალები რომ გავახილე. დაღლილობა ახლა ვიგრძენი. თავი მტკივა. თვალებიც.. თავს სუსტად ვგრძნობ. ავდექი, წყალი დავლიე. კიდევ უფრო საშინელება...
ფეხსაცმელები დივანთან დამიხდია, ავიღე და კარადასთან წავიღე, მაგრამ.. კართან კონვერტია.
- ,,არა, არა, ოღონდ ეს არა.“ - ვთქვი, გულმა ისევ ძლიერად დაიწყო ბაგა-ბუგი. ზუსტად ისეთივე კონვერტი მარკის გარეშე. გავხსენი. მორზე.
- ,, -.-- --- ..- / - .... .. -. -.- / .. - .----. ... / --- ...- . .-. ..--.. / -.-- --- ..- / .-- .-. --- -. --. .-.-.- / -- . . - / -- . / .- - / .-. . -.. / .... --- --- -.- / .--. .. . .-. .-.-.- / .- .-.. --- -. . .-.-.- “
გადავთარგმნე - ,,გგონია ყველაფერი დასრულდა? ცდები. საზღვაო ტერმინალთან შემხვდი. მარტო.“
შიშმა სახეზე გადამირბინა. მთელს სხეულს მოედო.
- ,,როგორც ვამბობდი.. ის ჰორისი რაღაცას მალავდა.“ - ვთქვი და მაშინვე ოლივერს დავურეკე.
- ,,ოლი, ჰორის კრეინი გაუშვით?“
- ,,არა, ჯერ კიდევ აქაა. რამე მოხდა?“
- ,,არა, არაფერი. უბრალოდ მითხარი, როცა გაუშვებთ, კარგი?“
- ,,კარგი, არაა პრობლემა, მაგრამ ასე მალე მას არავინ გაუშვებს, თანამონაწილედ ითვლება.“ –
- ,,ჰო, ეგ მეც ვიცი. კარგი, მადლობა ოლი.“ - ვუთხარი და გავუთიშე.
- ,,თუ ის განყოფილებაშია, ეს ვინ გამოაგზავნა? არც ზეთის სუნი აქვს. მაგრამ წინა წერილსაც არ ჰქონდა ზეთის სუნი, ალბათ კიდევ ვინმეა ამაში ჩართული.“ - ჩავილაპარაკე.
სწრაფად ჩავიცვი და გავვარდი სახლიდან. მითითებულ მისამართზე წავედი და 20 წუთში იქ ვიყავი. საათს დავხედე, 8-ის ნახევარია. მანქანიდან გადავედი. ირგვლივ არავინაა, საშინლად ცივა და სიმშვიდეს მხოლოდ წყლის ხმაური არღვევს, რომელიც ნავსადგურის რკინის კონსტუქციებს ეხეთქება. ცოტა ხანს გარეთ ვათვალიერებდი, მაგრამ არავინ ჩანდა. რა თქმა უნდა, უკეთეს ადგილს ვერც შეარჩევდა დასამალად.. იარაღი ამოვიღე და შენობისკენ წავედი.
შენობის მთავარი შესასვლელი დაკეტილია, საწყობის კარსაც უზარმაზარი საკეტი ადევს. ბოლოს ტექნიკური კაბინების კართან მივედი, პატარა კართან, რომელიც სათვალთვალო ოთახს უკავშირდება. ვიწრო ოთახები ცივი ბეტონის კედლებით, უხეშად შეღებილი. ფერმკრთალი განათება.. ტექნიქური აღჭურვილობა ძლივს ეტეოდა. წინ მივდიოდი, მაგრამ ვიღაცამ უკნიდან ხელი მტაცა, პირზე ამაფარა, მეორე კი სწრაფად მოვიდა და იარაღი წამართვა. ორივეს კაპიუშონი ეფარა. ფეხებს ვიქნევდი, მაგრამ უშედეგოდ, დაყვირებაც ვცადე, მაგრამ მისი ხელები მეწინააღმდეგებოდა. კუთხეში მიმათრევდნენ. ბოლოს ხელზე ვუკბინე და დავუსხლტი ხელიდან, ვცადე მეორესთვის იარაღი წამერთმია, მაგრამ გვერდით მოისროლა.
- ,,კარგი, ახლა უკვე გეყოფათ. კაპიუშონები გადაიძრეთ.“ - ხშირი, დაქანცული სუნთქვის პარალელურად ვუთხარი. ერთმანეთს შეხედეს, მაგრამ მეეჭვება რაიმე დაენახათ, იმ კუთხეში განსაუთრებით ბნელოდა. მერე ორივე ისევ ჩემკენ დაიძრა. კუთხეში ვიდექი. მარცხენა მუხლი მოვხარე და მარცხნივ მდგომს ნეკნის დაბლა მივარტყი, მეორეს კი მუშტი მოვუქნიე მუცელში. ამას არ ელოდნენ, მაგრამ გასაკვირია რატომ. მათ ხომ დაინახეს, როგორ ვუთავაზე ელიას ფორჯს.
- ,,ორი ამხელა ვირი ერთ გოგოზე? იცი, ცუდი საქციელია, მართლა არ ველოდი. ედენ, შენმა სუნამომ გაგყიდა, შენ კი, მგონი ისევ სიცხე გაქვს იან.“ - ვუთხარი ისევ ქოშინით, ჯერ კიდევ სულს ვითქვამდი. კაპიუშონი მოიხადა ორივემ.
- ,,რა მოხდა? იმედგაცრუებულები ჩანხართ?“ - ბრაზნარევი ღიმილით ვკითხე. ხმას არ იღებდა არც ერთი. ისევ ვუთხარი - ,,ხმა ამოიღეთ, იდიოტებო, სანამ სახეები მომიხატავს თქვენთვის.“
- ,,კარგი, კარგი, უბრალოდ ჭკუის სწავლება გვინდოდა შენთვის, მაგრამ მგონი ჩვენ უფრო ვისწავლეთ. შენ ვერაფერს გაგაგებინებს ადამიანი.“ - სიმწრის ღიმილით მითხრა ედენმა და გვერდზე ხელს იჭერდა.
- ,,ჭკუის სწავლება, არა? მადლობა მითხარი, რომ უფრო დაბლა არ ამოგარტყი. და შენ? შენ როგორ აგიყოლია?“ - ვკითხე იანს. ისიც ებრძოდა ტკივილს.
- ,,რა იცი, რომ მე ავიყოლიე? იქნებ მისი გეგმა იყო..“ - მითხრა ედენმა.
- ,,ბევრი ფიქრი არ უნდა.“ - ვუთხარი და იანს მივხედე, მის პასუხს ველოდი.
- ,,ვაღიარებ, გუშინდელ სილაზე მწარე ნამდვიად იყო. მაგრამ შენ ისევ არაფერი თქვი და მარტო წახვედი ვიღაც შეშლილთან შესახვედრად!“
- ,,გუშინდელ სილაზე?“ - იკითხა ისევ ედენმა.
- ,,გეფიცები, მესამე კლასელზე მეტი ტვინი არც ერთს არ გაქვთ. ახლა მოუსვით ორივემ, სანამ არ გადამიფიქრებია.“ - ვუთხარი. მათ კი თავი დახარეს და ბავშვებივით გატრუნულები დადგნენ. - ,,ახლა რაღა მოხდა?“ - ვკითხე.
- ,,მანქანას აუცილებლად შეამჩნევდი, ამიტომ ტაქსით მოვედით.“ - მითხრა ედენმა.
- ,,ღმერთო, რა სულელები ხართ. მანქანის გაერშე ვერ გიცანით, არა?“ - სიცილით ვუთხარი.
- ,,კარგი გვაპატიე და სახლამდე მიმიყვანე, თქვენ ხომ ისედაც ერთი გზა გაქვთ.“ - თქვა ედენმა.
- ,,გაპატიოთ? წერილი რომ დავინახე გული გამისკდა, მეგონა ჰორისმა გამოაგზავნა. ოლივერს დავურეკე, მაგრამ მითხრა ჩვენთანააო. ამიტომ გადავწყვიტე, რომ კიდევ ვიღაც ეხმარებოდა. თანაც ერთი, და მნიშვნელოვანი დეტალი გამოგრჩათ - წერილს მძაფრი ზეთისა და დამწვარი ლითონის სუნი უნდა ჰქონოდა.“
- ,,ჰო, ეგ მერე გამახსენდა, როცა იანმა უკვე დაგიტოვა წერილი. თანაც რაღაც დეტალები ორივეს გვრჩება, არა? შემდეგში გამოვასწორებთ, და ამ სუნამოსაც აღარ დავისხამ.“
- ,,წერილი იანმა დატოვა? და შემდეგში? რა შემდეგი? ყველას ვფიცავ, თუ ასე კიდევ იხუმრებთ ორივე გაქრებით ჩემი ცხოვრებიდან!“ - ვუთხარი და მანქანისკენ წავედი. უკან გამომყვნენ.
- ,,კარგი რა, გუშინ ასე არ მოიქეცი შენც? უკვე მეგონა რამე დაგმართა იმ შეშლილმა.“
- ,,აბა გამოიცანი.. მასზე შეშლილები თქვენ აღმოჩნდით, ის არც კი მომკარებია, მხოლოდ წერილებს აგზავნიდა, თქვენ კი თითქმის გამიტაცეთ.“
- ,,კარგი, დავაშავეთ, ვწუხვართ, ორივე ძალიან ვწუხვართ. ახლა სახლამდე გაგვაყოლე.“ - მითხრა იანმა.
- ,,რაღაც წუხილს ვერ გატყობთ..“ - მანქანის გამოხსნილ კართან გავდექი.
- ,,მაშინ რაც გინდა გვთხოვე..“ - დაამატა ინმა.
- ,,ჰო, კარგი აზრია..“ - დაეთანხმა ედენი.
- ,,სურვილი? ცოტაა.“ –
- ,,3?“ –
- ,,სამი? დავფიქრდები... მაგრამ არა.. მაინც ცოტაა.“- ვეუბნებოდი და თან სიცილს ძლივს ვიკავებდი, რომ ისევ გაბრაზებულად მომეჩევებინა თავი.
- ,,ხუთზე რას იტყვი?“ - მკითხა ედენმა.
- ,,ხუთი სურვილი თითომ?! კარგი, შეიძლება..“ - ვთქვი. ისინიც სიხარულით სხდებოდნენ მანქანაში. მე კი გავაჩერე - ,,აბა, აბა. მოიცადე, რას აკეთებთ! გადავიფიქრე, იან, საჭესთან შენ დაჯდები, ედენ, შენ კი ფლეილისთზე იქნები პასუხისმგებელი. მაგრამ ეს სურვილი არ არის!“
- ,,მოემზადე იან. ჩვენი ტანჯვა ახლა იწყება. ამის მერე კი რამდენიმე თერაპია ნამდვილად არ გავწყენს.“ - უთხრა ედენმა.
- ,,და რას იტყვით თითო წუწუნზე რომ თითო სურვილი დაემატოს?“ - ვკითხე.
- ,,იცი, ვგიჟდები მუსიკების გადართვაზე, ჩემი ჰობია.“ - თქვა ედენმა.
- ,,მე კი საჭის მართვა მიყვარს, ძალიან.“ - თქვა იანმა და ღიმილით დასხდნენ წინა სავარძლებზე. მე უკან დავჯექი და კომფორტულად მოვკალათდი. რამდენიმე წუთი ვფიქრობდი ორ რამეზე - პირველი, რა მეთქვა ახლა მათთვის, და მეორე... ორივესთან 5-5 სურვილი. მერე შუაში დავჯექი, წინა სავარძლებს ხელები მოვკიდე, თავი წინ გადავყავი და ვუთხარი -
- ,,მაინც როგორ მოგივიდათ ეს თავში აზრად?“
- ,,ედენს კითხე. მისი იდეა იყო.“ - ღიმილით მითხრა იანმა.
- ,,კარგი, ჩემი იდეა იყო, მაგრამ წერილის დატოვება თავად მოინდომე.“ - არც ედენს შორდებოდა ღიმილი სახიდან.
- ,,წამით მაინც იფიქრეთ, რა მოყვებოდა ამას?“
- ,,ორივემ მშვენივრად ვიცოდით.“ –
- ,,და ღირდა?“ - წარმოდგენა არ მაქვს რატომ, მაგრამ სიტყვები თავისით ამოვიდა ჩემი პირიდან. მათ ერთმანეთს შეხედეს, ორივეს ისევ ეღიმებოდა. მერე ედენმა მითხრა-
- ,,შენს საყვარელ ვითომ გაბრაზებად? კი, ნამდვილად.“ - გამეღიმა.
- ,,კარგი, მაშინ ინანებთ, რომ ასე ფიქრობთ.“ - ვუთხარი. ისევ შეხედეს ერთმანეთს და პირჯვარი გადაიწერეს. ედენმა სიმღერა ჩართო. ცოტა ხანს Shut up and Drive-ს ვუსმენდით.
- ,,ეს მე მეძღვნება?“ - სიცილით იკითხა იანმა.
- ,,მხოლოდ და მხოლოდ შენ.“ - სიცილითვე უპასუხა ედენმა. სიმღერა გადართო. ახლა Maneskin-ის I wanna be your SLAVE ჩაირთო. ისევ შეხედეს ერთმანეთს და სიცილით და ერთდროულად თქვეს -
- ,,ჩვენ გვეძღვნება.“ - თავი შევიკავე, რომ ბოლო ხმაზე არ გამეცინა და ვუთხარი -
- ,,კარგი, შეგიძლია გამორთო, არ მინდა დაიძაბოთ.“
მერე ედენი სახლთან ჩამოვსვით, ქეითი გარეთ გამოვიდა, გადამეხვია.
- ,,შენი ქმარი ცოტა დაბეჟილია, მაგრამ მალე გამოკეთდება.“ - სიცილით ვუთხარი.
- ,,დაბეჟილი? რა მოხდა?“ - გაოცებულმა იკითხა ღიმილიანი სახით და ედენს შეხედა, რომელსაც ხელი ისევ გვერდზე ედო. ქეითმა ჯემპერი აუწია. - ,,ღმერთო ჩემო, ცხენმა გატაკა?“
- ,,შეიძლება ასეც ითქვას.“ - სიცილით უთხრა ედენმა.
- ,,წუწუნის ხმა მომესმა?“ - ვკითხე.
- ,,არა, მოგეჩვენა. ძალიან საყვარლად მაქვს დალურჯებული. მომწონს. ქეით, რას ფიქრობ? ასეთივე ტატუ ხომ არ გავიკეთო?“
- ,,რა ტატუ, გაგიჟდი? ეს საიდან გაქვს?“
- ,,ჩემგან მოხვდა. ვაჟბატონებმა გადაწყვიტეს გამხუმრებოდნენ, საზღვაო ტერმინალთან მიმიტყუეს და თავს დამესხნენ, მეგონა გული გამისკდებოდა... ამიტომ ორივეს გემრიელად მოვდე.“
- ,,სერიოზულად ედენ? ასეთი პატარები ხართ?“ - ორივეს ჰკითხა ქეითმა და ედენს ნატკენ გვერდში იდაყვი მიჰკრა.
- ,,ღმერთო ჩემო, საჭირო არ იყო საყვარელო..“ - სიმწრისგან კბილებში გამოცრა ედენმა.
- ,,ქეით, თუ იწუწუნებს შეგიძლია ის სთხოვო, რაც მოგესურვება.“ - ვუთხარი ღიმილით.
- ,,მშვენიერია, ორი ალქაჯი?“ - ჩაილაპარაკა ედენმა.
- ,,ჰანნა, მგონი ამ წუთას მომესმა წუწუნი.“ - მითხრა ქეითმა სიცილით.
- ,,კარგი, სახლში შეიყვანე, დაისვენოს, ცხენმა თითქმის მიწასთან გაასწორა.“ - ვუთხარი, წინ დავჯექი იანის გვერდით და წავედით.
- ,,მიასთან ხომ არ მივიდეთ? რაც წახვედი ლილი გკითხულობს..“ - ვუთხარი იანს.
- ,,ეს სურვილია?“
- ,,არა, რა თქმა უნდა. ბავშვს მოენატრე, ცოტა ხანს შევიაროთ და მერე სახლში წავიდეთ.“
- ,,კარგი, როგორც იტყვი.“
მალევე მივედით მიასთან. კარზე დავაკაკუნე.
- ,,ენნი?“ - გადამეხვია. ჩემს ზურგს უკან მდგომი იანი დაინახა - ,,იან? როდის ჩამოხვედი?“ - ახლა მას გადაეხვია.
- ,,გუშინ, დილით. როგორ ხართ“
- ,,კარგად, ლილი სულ გკითხულობს.“
- ,,ჰო, ჰანნამ მითხრა.“ - უთხრა იანმა და შიგნით შევედით. ლილი გამოქანდა და მაშინვე იანს ჩაეხუტა.
- ,,ოჰო, ვიღაცას ძალიან მოვნატრებივარ.“ - უთხრა იანმა.
- ,,მხოლოდ ჰანნა მოდიოდა ხოლმე, შენ აქ არ იყავი.“
- ,,ჰო პატარავ, პარიზში ვიყავი. ახლა ჩამოვედი და ხშირად მოვალ ხოლმე.“
მერე ჩემკენ წამოვიდა ლილი და მეც ჩამეხუტა. დივანზე ჩამოვჯექი, იანიც გვერდით მომიჯდა, მაგრამ დაჯდომისას მუცელი ეტკინა და პატარა, მაგრამ შესამჩნევი ოხვრა ამოუშვა.
- ,,რა მოხდა?“ - ჰკითხა მაიკმა, რომელიც ახლახან გამოვიდა სამზარეულოდან. ახლოს მოვიდა და იანი მოიკითხა.
- ,,არაფერი, უბრალოდ ვიტკინე.“
- ,,პრესი? ვარჯიშისგან არ გეტკინებოდა, არ წყვეტ ხოლმე.. რამეს მიარტყი?“
- ,,არა, მცემეს.“
- ,,გცემეს?“ - შეიცხადა მიამ. მაიკი ახლოს მოვიდა და იანს სვიტერი აუწია. წარბები მაღლა აექაჩა.
- ,,მაინც ვინ გცემა? შენზე დიდი იყო?“ - იანს გაეცინა.
- ,,სინამდვილეში, ჩემზე დიდი კი არა, მწერი იყო.“
- ,,ვერ გავიგე?“ - ვუთხარი.
- ,,ენნი, რა მოხდა, შენ სცემე?“ - მკითხა მიამ.
- ,,ღირსები იყვნენ.“ - გადაჭრით ვუპასუხე.
- ,,იყვნენ? კიდევ ვინ?“ - სიცილით მკითხა მაიკმა.
- ,,ედენი.“ - უთხრა იანმა.
- ,,ედენი? სერიოზულად? ჰანნა რა მოხდა?“ - მკითხა ისევ მიამ.
- ,,იქნებ თქვენი ვაჟკაცური საქციელის შესახებაც მოუყვეთ, დეტექტივო?“ - ვკითხე იანს.
- ,,ახლა იტყვით რომელიმე? თუ ედენს დავურეკო?“ - იკითხა მიამ.
- ,,შენ და ედენმა იჩხუბეთ, მერე თავი მიარტყით, გონება დაკარგეთ, ჰანნამ გიპოვათ და მოგატყუათ მე გცემეთო?“ - სიცილით ჰკითხა მაიკმა იანს.
- ,,ნეტავ მასე იყოს. ახლა მისი მონები არ ვიქნებოდით.“
- ,,იქნებ ყავა მოგიმზადოთ და მკითხავი მოვიყვანო? თუ დავიძინო და დამესიზმრება ჰანნა? რას იტყვი?“ - მითხრა მიამ.
- ,,შენ და ედენს ვერ გაჩუმებთ! ხომ იცი, მორზეს მკვლელი რომ მიტოვებდა წერილებს.“ - მიამ თავი დამიქნია. - ,,დღეს ის დავიჭირეთ, მერე სახლში მივედი და ცოტა ხნით დავიძინე. როცა გავიღვიძე წერილი ისევ დამხვდა, ისევ მორზეს კოდით. ეწერა შემხვდიო. მეც მივედი ნავსადგომებთან. ორი მანიაკი თავს დამესხა, და ახლა გამოიცანი ვინ იყვნენ ეს მანიაკები...“
- ,,არაა! გაგიჟდით? გოგო ისედაც საშინლად იყო მაგ შეშლილი მკვლელის გამო და თქვენ უარესი ქენით?“ - უთხრა მიამ, მაგრამ თან ეღიმებოდა. - ,,მაშინ ღირსები ყოფილხართ.“
- ,,კარგია, რომ მეც არ გამრიეთ ამ ამბავში.“ - თქვა მაიკმა.
- ,,თავადაც შეაშინე ედენი.“ - მითხრა იანმა.
- ,,კიდევ რამე მოხდა?“
- ,,ჰო, ედენს ჩემი ტელეფონიდან ვწერდი, თითქოს მკვლელი ვიყავი და ჰანნა მძევლად მჰავდა აყვანილი, ის კიდევ სახლიდან ჩუსტებით გამოვარდა.“ - სიცილით ვუთხარი.
- ,,ღმერთო ჩემო, რა ამბები გქონიათ.“ - მითხრა მიამ.
- ,,ყოველ წამს კუდში დამსდევდა იმ მკვლელის გამო, ასე ამიტომ მოვიქეცი.“
- ,,როდესაც გავიზრდები, მინდა ჰანნასნაირი ძლიერი ვიყო.“ - თქვა ლილიმ. ყველამ სიცილი დაიწყო.
- ,,რა თქმა უნდა ძვირფასო, იქნები.“ - ვუთხარი ღიმილით.
ცოტა ხანს კიდევ ვლაპარაკობდით, ყველაფერი მოვუყევით მიასა და მაიკს, მერე კი ისევ ჩავსხედით მანქანაში და ამჯერად ჩვენი ბინებისკენ წავედით.
- ,,აი, თქვენი გასაღები, დეტექტივო.“ - მითხრა იანმა მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ. გასაღები გამოვართვი და სახლებში ავედით.
- ,,ღმერთო, მართლა დამღალა მორზეს საქმემ.. იქნებ ერთი კვირით გავეთავისუფლო? მაგრამ ერთ კვირაში ისედაც უნდა გავეთავისუფლო, ლილის უნდა მივხედო.. მშვენიერია, და იმედია რამე საშინელება საქმე არ გამოჩნდება, მორზესნაირი...“
დავჯექი, მშობლებს დავურეკე, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მითქვამს მორზეს წერილებსა და დანარჩენებზე. ცოტა ხანს ვესაუბრე, მერე გავთიშე, შორტი და მაისური ჩავიცვი, მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოვიღე, ჩანახატების წიგნაკი ავიღე და ხატვა დავიწყე. გონება გამეთიშა, ხელებს მივენდე. მათ კი დახატეს სცენა, რომელიც მორზეს მკვლელმა აღწერა. ალბათ ასეთი იქნებოდა მისი მესამე მსხვერპლის დანაშაულის ადგილი, დღეს რომ ის არ დაგვეჭირა.
საათს დავხედე, 23:57-ს აჩვენებდა. ჩანახატი გვერდით გადავდე, ავდექი და დასაძინებლად დავწექი.






თავი 26.
,,ბზიკი მეჯვარეები?“



მომდვნო კვირა სამსახურში ჩვეულებრივ დავდიოდი. ჩემდა გასაკვირად, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა.. არც, სურვილები დამიხარჯავს, მინდოდა რაიმე დიდი მომეფიქრებინა.
ამ კვირის შემდეგ დილით ჩვეულებრივ ავდექი, მოვემზადე. თან ამასობაში ისეთი მშვენიერი ტყუილი და სურვილი მოვიფიქრე იმ ორისთვის, რომ ნამდვილად გაგიჟდებიან. სახლიდან გასვლა დავაპირე, რომ იანიც გამოვიდა თავისი ბინიდან.
- ,,დილა მშვიდობის, დეტექტივო.“ - მითხრა.
- ,,შენც დილა მშვიდობის.“
- ,,მგონი ისევ ჩემს გარეშე აპირებდი წასვლას..“
- ,,არა, როგორ შემეძლო.. მე ხომ ისეთი მშვენიერი სურვილები მაქვს თქვენთვის...“ - ღიმილით ვუთხარი.
- ,,უკვე დავიწყეთ?“
- ,,გააჩნია, შეიძლება დღეს აღარ და ხვალ გითხრათ..“
- ,,ჰო, რა თქმა უნდა, ვინ იცის.. ნებას დამრთავთ სამსახურში დღეს მე წაგიყვანოთ?“
- ,,რატომაც არა, საერთოდ არ ვარ საჭის მართვის ხასიათზე.“ - ვუთხარი. შენობიდან გავედით და იანის მანქანასთან მივედით. მგზავრის მხარეს კარი გამომიხსნა, ჩავჯექი და ღვედი გავიკეთე. თავადაც ჩაჯდა და ოფისისკენ წავედით.
- ,,აბა, ახლა მეტყვი რა საქმე გქონდა პარიზში?“ - ვკითხე.
- ,,სურვილია?“ - ღიმილით მკითხა.
- ,,არა, ასე კი არ გავფლანგავ.. და სურვილის გარეშე არ მეტყვი?“
- ,,კარგი, კარგი, გეტყვი. ისეთი არაფერი იყო. მეგობარს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, საავადმყოფოში იწვა და მის ოჯახთან ვიყავი, სანამ გამოწერდნენ. ექიმებმა თქვეს მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდებოდა, მაგრამ 5 დღეში უკვე კარგად გრძნობდა თავს. ცოლისა და შვილების გარდა არავინ ჰყავს, ისინიც მხოლოდ მის იმედად არიან, ამიტომ წავედი. მათ ვაქცევდი ყურადღებას, რომ არაფერი დასჭირვებოდათ.“
- ,,ახლა როგორაა?“
- ,,უკეთესად, გამოჯანმრთელდა.“
- ,,კარგია. იცი, უბრალოდ რაც ჩამოხვედი ისეთი მხიარული ხარ, თან ...“
- ,,თან?“
- ,,არაფერი, დაივიწყე.“ - სინამდვილეში იმის თქმას ვაპირებდი, რომ რაც ჩამოვიდა ფერადი ზედები აცვია, ყავისფერი და მუქი ლურჯი.
ცოტა ხანში ოფისშიც მივედით, პარკინგიდან მეოთხე სართულზე ავედით.
- ,,იან, ედენის კაბინეტში შევიდეთ, სიურპრიზი მაქვს თქვენთვის..“ - ვუთხარი ღიმილით ლიფტიდან გასვლისას.
- ,,უკვე არ მომწონს...“
- ,,ქალბატონო ჰანნა, ბატონო იან, დილა მშვიდობის.“ - გვითხრეს მეგანმა და ჩარლზმა.
- ,,დილა მშვიდობის.“ - ერთხმად მივუგეთ და ედენის კაბინეტისკენ წავედით. ოთახში შევედი, ედენი იქ არ იყო, მაგრამ მისი ქურთუკი სავარძელში იდო, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფისშია.
- ,,მგონი ედენმა დაგინახა, რომ მოხვედი, შეეშინდა და იმალება.“ - სიცილით თქვა იანმა.
- ,,ასეთ შემთხვევაში სასჯელი გაორმაგდება, არადა უკვე ისეთია...“ - ღიმილით ვთქვი, ქურთუკი გავიდახე და იმავე სავარძელზე გადავკიდე, სადაც ედენის იდო. მივედი და ედენის ,,მეფურ“ სავარძელში მოვკალათდი. ორ წუთში ედენიც შემოვიდა.
- ,,ოჰო, საპატიო სტუმრები გვყოლია. რა შეკრებაა?“
- ,,მხოლოდ ის ვიცი, რომ ჰანნას ჩვენთვის სიურპრიზი აქვს, სჯობს დაჯდე.“ - უთხრა იანმა.
- ,,კარგი, ცოტა შემეშინდა.“ - თქვა ედენმა და ჩემს წინ სავარძელში დაჯდა. - ,,აბა, პირველი სურვილი რა იქნება? ჩემი კაბინეტი გინდა?“
- ,,არა, ასე მარტივებით არ შემოვიფარგლები.. თანაც ეს ოთახი რომ მდომოდა რემონტის დასრულებისთანავე ავირჩევდი და ასეთ სიტუაციას არ დაველოდებოდი. ჯერ ის მითხარი, გვერდი როგორ გაქვს?“
- ,,არაჩვეულებრივად. დალურჯება უკვე მივლის, მაგრამ შიშს ვყავარ შეპყრობილი..“ - მითხრა ედენმა.
- ,,კარგია.. მშვენიერია. მაგრამ თქვენს ადგილას ამ შიშს სირცხვილით ჩავანაცვლებდი.“
- ,,ახლა უფრო მეშინია, ჰანნა, რას გვიპირებ?“ - მკითხა იანმა.
- ,,ყოველ შემთხვევაში, გატყავებას და წამებას არა, როგორც გპირდებოდით..“ - ღიმილით ვუთხარი.
- ,,გთხოვ, ნუ წელავ..“
- ,,კარგი, მაშინ პირდაპირ გეტყვით. მინდა ჩემს ქორწილში მეჯვარეები იყოთ.“
- ,,პრობლემა არაა, 10 წელში ალბათ მაგასაც ვიხილავთ. ვიფიქრე უფრო საშინელი რამ იქნებოდა.“ - თქვა ედენმა ღიმილით და იანს გახედა, მაგრამ ღიმილი სახეზე შეეყინა, როცა იანის გაქვავებულ მზერას წააწყდა. - ,,მოიცადე, კარგი, მე ვიქნები, მაგრამ იანიც მეჯვარე? პოზიცია ხომ არ შეგეშალა?“
- ,,არასწორად გაიგეთ. არანაირი ათ წელში.“ - ვუთხარი და ხელი დავანახე, რომელზეც ბეჭედი მეკეთა, რომელიც არასოდეს უნახავს ედენს, რადგან უბრალოდ უჯრაში მედო წლების განმავლობაში და მხოლოდ გასაწმენდად თუ ამოვიღებდი ხოლმე. - ,,ქორწილი მომდევნო თვესაა, და არც ერთის პოზიცია არ შემშლია, ორივე მეჯვარეები იქნებით.“ - მართლა ძლივს ვიკავებდი თავს სიცილისგან. ახლა ორივე გაშტერებული მიყურებდა.
- ,,ცვალებადი ხასიათი ნამდვილად გაქვს, მაგრამ სიძე ვინაა, გამვლელს მოიტაცებ?“ - მითხრა ედენმა.
- ,,ეგ უკვე დიდი ხნის ამბავია, 3 წელია ქორწილს ვგეგმავთ.“ - ვუთხარი.
- ,,კარგი, ჰო, როგორ არა, დავიჯერეთ. და ვინაა ის იღბლიანი?“ - მხოლოდ ედენი ლაპარაკობდა, იანი ბავშვივით იჯდა, დასჯილი ბავშვივით, რომელიც მშობლებზეა გაბრაზებული. ჩაფიქრებული სახე მივიღე და ვუთხარი -
- ,,აბა, ახლავე გითხრათ, თუ სიურპრიზი იყოს ეგეც?“
- ,,ჰანნა, ღვთის გულისთვის, ნუ დაგვტანჯე.“
- ,,კარგი, თუ ასე გაინტერესებთ... ის იღბლიანი ოლივერია.“
- ,,ვინ? ოლივერ კროუ? შერიფის მოადგილე?“ - გაკვირვებული მიყურებდა ედენი.
- ,,ჰო, ზუსტად ეგ ოლი.“
- ,,ხუმრობ არა? იანს შეხედე, სიტყვასაც ვეღარ ამბობს, მეც მალე ენა ჩამივარდება.“
- ,,სრულიად სერიოზული ვარ, ამ საკითხზე ხუმრობა როგორ შეიძლება? მე და ოლის ჯერ კიდევ უნივერსიტეტში მოგვწონდა ერთმანეთი და მას შემდეგ ვმალავთ ამ ამბავს. წუხელ კი შეხვედრა მთხოვა, დავთანხმდი და გავისეირნეთ, სწორედ ამ დროს მთხოვა ხელი.“ - მართლა ისეთ სახეს ვიღებდი, რომ ოსკარი მეკუთვნოდა იმ წუთებში ამ როლის მორგებისთვის. ორივე ბეჭედს მიშტერებოდა ჩემს თითზე.
- ,,ჰანნა, გგონია ამას დავიჯერებთ, ოლივერი შენი ტიპი არ არის, არც კი მოგწონდა.“
- ,,სხვანაირად როგორ დაგვემალა.. თქვენც ვერ ამჩნევდით.“
- ,,და მიამ იცის ეს სისულელე?“
- ,,რა თქმა უნდა.“ - თავდაჯერებულმა მივუგე, მაგრამ მიასთვის ამაზე არაფერი მითქვამს. ახლა რომ დაურეკოს და ჰკითხოს ორი ვარიანტი მექნება - ან მია მიხვდება ჩემს თამაშს და ამყვება, ან თუ დაავიწყდა ჩემი სურვილების შესახებ, ნამდვილად ვერ გადავურჩები ამ ორს. თითები გადავაჯვარედინე მაგიდის ქვეშ და ვიმედოვნებდი, რომ ედენს მიასთან დარეკვა არც გაახსენდებოდა, მერე კი თავად მოვუყვებოდი ყველაფერს. ეს რომ თავიდან ამეცილებინა, მეორე სურვილზე გადავედი მაშინვე და ვუთხარი - ,,ეგ პირველი სურვილი იყო, ახლა მეორეს მივხედოთ... მაშ ასე, ორივე კოსტიუმებს ჩაიცვამთ.“
- ,,დარწმუნებული ვარ, ყველა ასე მოიქცევა.. პერანგი და პიჯაკი.. ტიპური ლუქი ქორწილისთვის..“ - ღიმილით თქვა ედენმა.
- ,,ძალიან ჩქარობ, ბოლომდე არ მაცდი სათქმელის დამთავრებას. კოსტიუმში პერენგსა და პიჯაკს არ ვგუისხმობ, ბზიკები იქნებით.“ - უკვე მუცელი ამტკივდა ამდენი სიცილის შეკავებისგან, მაგრამ ვატყობ ეს თამაში დიდხანს გასტანს და „სიძისთვის“ თქმაც მომიწევს.
- ,,ახლა მართლა ხუმრობ? გინდა, რომ შენმა მეჯვარეებმა ბზიკის კოსტიუმები ჩაიცვან? ჰანნა დაისიცხე? მაგრამ ახლა ხომ ზამთარია.. თანაც აბსურდია ეგ შენი ქორწილიც და ბზიკები მით უმეტეს.“
- ,,ასე გგონია? დღეს აქ კიდევ ერთი რაღაცის სათქმელად მოვედი.. ქორწილამდე შვებულება მინდა, მხოლოდ ფორმალურად უნდა მოაწერო ხელი, ხომ იცი.“
- ,,და თაფლობის თვე არ გექნებათ გვრიტებო?“
- ,,რა თქმა უნდა, მაგრამ ზაფხულში, ხომ იცი როგორ მინდა მალდივებზე..“
- ,,კარგი, წავიდეთ მაშინ, სიძე მოვინახულოთ..“
- ,,არ გამოვა.“ - არ შევიმჩნიე, მაგრამ ოდნავ ავღელდი.
- ,,ვითომ რატომ? თავადაც არ იცის ეს ამბავი?“ - სიცილით მკითხა ედენმა.
- ,,დილით მშობლების სანახავად წავიდა, მათაც უნდა გააგებინოს ჩვენი ამბავი. საღამოს დაბრუნდება და შეგიძლია მერე დაელაპარაკო.“
- ,,ჰანნა ახლა ჭკუიდან გადავალ. უბრალოდ თქვი, რომ ხუმრობ და მოვრჩეთ.“
- ,,არც ეგ გამოვა, რადგან არ ვხუმრობ. ახლა კი, თუ ნებას მომცემთ, მიას დავურეკავ და საყიდლებზე გავივლი, მოგეხსენებათ ბევრი რაღაც სჭირდება პატარძალს.“ - ვუთხარი, ავდექი, ქურთუკი ავიღე და ოთახიდან გავედი. ლიფტში შევედი, კარი იკეტებოდა და სადაცაა ხმამაღლა სიცილსაც ვაპირებდი, მაგრამ კარი იანმა დაიჭირა და ლიფტში შემოვიდა.
- ,,რამე მოხდა?“ - სერიოზული სახე მივიღე და ვკითხე.
- ,,ის ყველაფერი სერიოზულად თქვი? ჰანნა, კარგი, დავაშავეთ, ბოდიშიც მოგიხადეთ, მაგრამ ეს თამაში საჭირო აღარაა, უბრალოდ სურვილი მოიფიქრე და შეგისრულებთ. ედენი საშინლად გამოიყურებოდა..“
- ,,ედენი? ამაზე ღელავ? არა უშავს, მალე დაწყნარდება და მიხვდება, რომ ხუმრობა არაა. სურვილებს რაც შეეხება, ისინი უფრო რეალური რამისთვის გამოვიყენე.“
- ,,ჰო, რა შეიძლება იყოს იმაზე რეალური, ვიდრე მეჯვარეებს უთხრა შენს ქორწილში ბზიკის კოსტიუმები ჩაიცვან.“
- ,,კარგი, აქ ცოტა ხალისი შევიტანე, მაგრამ დანარჩენზე არ ვხუმრობ. სიმანდვილეში არც კოსტიუმებზე ვხუმრობ, სახალისო იქნება.“
- ,,და თუ უარს ვიტყვით?“
- ,,კოსტიუმი არ მოგწონთ? კარგი, სხვა რამეს მოვიფიქრებ.“ - ვუთხარი, თან ლიფტის კარიც გაიღო, პირველ სართულზე ვიყავით. ლიფტიდან გავედი და იანიც გამომყვა.
- ,,არა, ეს ყველაფერი არ მოგვწონს ჰანნა. არ მინდა შენი მეჯვარე ვიყო, იდეის დონეზეც კი.“
- ,,მეგონა სურვილებზე თანახმა იყავით.. კარგი, რა გაეწყობა სხვა მეჯვარეს ვიპოვი.“
- ,,ან იქნებ სიძე იპოვო სხვა? არ გესმის? ამ ქორწილის იდეას ვერ ვიღებთ.“
- ,,სხვა საქმრო ვიპოვო?“ - გამეცინა. - ,,იან, მე და ოლივერს 7 წელია ერთმანეთი გვიყვარს და თითქმის 3 წელია ქორწილზე ვფიქრობთ, რომელიც მომდევნო თვეს იქნება. არ მესმის, რა არ მოგწონთ? თუ მეჯვარეობა არ გინდათ, გავიგებ, მაგრამ ქორწილს ხელს ვერ შეუშლით.“
- ,,კარგი და დაგავიწყდა, რომ აქ მე მოგიყვანე? წასვლას რით აპირებ?“
- ,,ტაქსები გაქრა?“ - შენობიდან გავედით.
- ,,პარკინგზე ჩავიდეთ და მე წაგიყვან.“
- ,,მეჯვარეობაზე უარი თქვი, შენი მოვალეობა არაა ეს. თავად წავალ.“
- ,,ჰანნა, შენ ხომ მიასთან მიდიხარ..“
- ,,საყიდლებზე მიასთან ერთად.“ - არ დავაცადე და შევუწორე.
- ,,მაგრამ ჯერ ხომ მასთან უნდა მიხვიდე და ისე წახვიდეთ. წამოდი და მიას სახლთან დაგტოვებ.“ - მითხრა, ხელი მკლავში მომკიდა და პარკინგზე მივყავდი.
- ,,იან რას აკეთებ? თვითონაც მშვენივრად წავალ.“ - ვუთხარი, მაგრამ ხმას არ იღებდა. პარკინგზე ჩავედით, მანქანის კარი გამოაღო და მანიშნა დავმჯდარიყავი.
- ,,სულ გაგიჟდი? გითხარი მინდა ჩემით წავიდე მეთქი!“ - ისევ არაფერი თქვა. მეც მანქანაში ჩავჯექი, კარი დახურა, თვითონაც დაჯდა და მიას სახლისკენ წავედით. გზაში ხმა არ ამოგვიღია არც ერთს. უკვე თითქმის ვნანობ, რომ ეს რაღაც წამოვიწყე.. მიას მივწერე, რომ თუ იანიც გადმომყვებოდა თავი მოეჩვენებინა. მანქანა გააჩერა თუ არა, კარი გავაღე და გადავედი.
- ,,გარბიხარ?“ - თავადაც გადმოვიდა. კარზე დავაკაკუნე. მიამ გააღო და მოგვესალმა.
- ,,შემოდით.“
- ,,მზად არ ხარ?“ - ჰკითხა იანმა.
- ,,მზად რისთვის?“ - იკითხა მიამ. თითქოს შიშმა გადამკრა სახეზე, ხომ გავაფრთხილე.. იანმა სულ ოდნავ გაკვირვებით შემომხედა და მიას უთხრა -
- ,,ჩვენს პატარძალს საშოპინგოდ რომ გაჰყვე.“
- ,,აა, ეგ სულ დამავიწყდა. მაპატიე ენნი, ახლავე მოვემზადები. ლილი მაიკს ყავს გაყვანილი, სადაცაა მოვლენ და ისიც წავიყვანოთ.“
- ,,ხომ ხედავ, მივდივართ. ახლა შეგიძლია წახვიდე.“ - ვუთხარი, იანმა თავი გააქნია და მანქანისკენ წავიდა.
- ,,ენნი, სულ გაგიჟდი? რატომ მოატყუე?“ - სიცილით მკითხა მიამ.
- ,,გთხოვ, ერთი დღე ვიხალისოთ.. ყველას ვუთხრათ, რომ თამაშში აგვყვნენ.. და მართლა გაემზადე, სიძე მოვინახულოთ და გავაფრთხილოთ.“
- ,,ღმერთო ჩემო, შენთან გადამტერებას ადამიანს ურჩევია ეშმაკთან დადოს შეთანხმება.“ - მითხრა და გამზადება დაიწყო.
მალევე ლილი და მაიკიც დაბრუნდნენ, მაიკი გავაფრთხილეთ არაფერი შეემჩნია.
- ,,ჰანნა, შენი სერიოზულად მეშინია.. მაგრამ სიმართლეს რომ გაიგებენ...“ - სიცილით მითხრა მაიკმა ლილის კი ისე ვუთხარით, როგორც იანსა და ედენს, რომ რაიმე არ წამოსცდენოდა. მერე მიას მანქანაში ჩავსხედით სამივე და განყოფილებისკენ წავედით.
- ,,მართლა უნდა გათხოვდე? თეთრ კაბას ჩაიცვამ?“ - სიხარულით მკითხა ლილიმ. არ ვიცოდი რა მეპასუხა.
- ,,ჰო ძვირფასო, ახლა მის შეყვარებულთან წავიდეთ, გაგაცნობ.“ - უთხრა მიამ ღიმილით. ლილი მოიღუშა.
- ,,მაგრამ იანი? მას არ ეწყინება?“
- ,,რატომ უნდა ეწყინოს?“ - ჰკითხა მიამ, მაგრამ ლილი მართალი იყო, არც იანს და არც ედენს არ მოეწონათ ეს ამბავი.
- ,,მას ხომ ჰანნა უყვარს, ის არაა მისი შეყვარებული?“ - თქვა ბავშვმა. მიამ სიცილი დაიწყო.
- ,,არა ძვირფასო, მე და იანი უბრალოდ ერთად ვმუშაობთ.“ - ვუთხარი. ის კიდევ უფრო დაღონდა.
- ,,რატომ მოიწყინე საყვარელო, ახლა ჯერ ჰანნას საქმროსთან მივალთ, შემდეგ კი მაღაზიებში გავიაროთ და კაბები ვიყიდოთ ქორწილისთვის.“ - უთხრა მიამ. ლილის გაუხარდა.
მალე განყოფილებასთან მივედით. სამივე ოლივერის კაბინეტში შევდით.
- ,,ღმერთო, რით დავუმსახურე თქვენი სტუმრობა?“ - თქვა ოლივერმა და ორივე მოგვიკითხა.
- ,,და ეს პატარა ვინ არის?“ - იკითხა ისევ.
- ,,ეს ლილია..“
- ,,ის ლილი?.“ - ოდნავ გაკვირვებულმა მკითხა.
- ,,ჰო, სწორედ ის ლილი, რომელიც მიასთან ცხოვრობს.“ - ვუთხარი და ვანიშნე რომ ბავშვმა არაფერი იცის.
- ,,სასიამოვნოა.“ - უთხრა და ლილის და ხელი ჩამოართვა. - ,,აქ რამ მოგიყვანათ?“
- ,,შენ ხარ ჰანნას საქმრო?“ - ჰკითხა ლილიმ.
- ,,საქმრ..?“ - ოლივერმა გამომხედა. ვანიშნე დადებითი პასუხი ეთქვა. - მანაც არ დააყოვნა და უთხრა - ,,ჰო, ზუსტად, მე ჰანნას საქმრო ვარ.“ - ისევ კითხვისნიშნიანი მზერით გამომხედა. მიამ ლილი დერეფანში გაიყვანა დასათვალიერებლად.
- ,,საქმრო? რა ხდება?“ - სიცილით მკითხა.
- ,,ოლი, შენთან პატარა თხოვნა მაქვს..“ - ვუთხარი და ყველაფერი მოვუყევი.
- ,,ღმერთო ჩემო ჰანნა, მგონი შარი აიკიდე და ჩემს გარევასაც აპირებ.“
- ,,უკვე გაგრიე, შემდეგ თვეს გვაქვს ქორწილი. გთხოვ ოლი, ძალიან გთხოვ, მხოლოდ ერთი დღე.. უბრალოდ ჭკუას ვასწავლი მათ.“
- ,,კარგი, კარგი.. მეც მინდა მათი სახეების ნახვა, ოღონდ მთავარია ორივემ ერთად არ გამლახოს..“ - ისევ იცინოდა.
- ,,ნუ გეშინია, არაფერი იქნება.“ - ღიმილით ვუთხარი.
- ,,ანუ საღამოს მიასთან მოვიდე?“
- ,,კი, გთხოვ. ქორწილზე ვისაუბროთ, ძალიან ბუნებრივად..“
- ,,კარგი, 7-ისთვის მოვალ.“ - მითხრა.
გავედი, ახლა მაღაზიებში გავიარეთ, 3 საათი დავდიოდით, სამივემ ვიყიდეთ უამრავი რაღაც. მერე უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის თეთრი კაბებიც მოვიზომე, მიამ ფოტოები გადამიღო, რომ მათთვის ეჩვენებინა და ასევე უამრავი პარკით დავბრუნდით მიას სახლში. უკვე 7-ის ნახევარი იყო. მაიკს ბიჭებისთვის დაურეკავს, ისინიც მოსულიყვნენ. პარკებით ხელში რომ შევედით, სამივე გაოცებული გვიყურებდა.
- ,,კარგი, ამდენი რაღაცის ყიდვა როდის მოასწარით?“ - ღიმილით იკითხა მაიკმა.
- ,,ძვირფასო, ქორწილისთვის ყველას სათითაოდ გვჭირდება ახალი ტანსაცმელი.. ულამაზესი კაბები ვიყიდეთ მე და ლილიმ. ჰანნა ახლა მეუღლესთან გადავა და მასაც სჭირდებოდა რაღაცები. საპატარძლო კაბებიც შევათვალიერეთ, შეხედე, ეს ისე მოუხდა ენნის... თვალებს ვერ ვუჯერებდი.“ - უთხრა მიამ მაიკს და ფოტოები აჩვენა.
- ,,მართლა ძალიან ლამაზია, ჰანნა, მართლა თხოვდები?“ - მითხრა მაიკმა. ეს ორი ისე კარგად თამაშობდა, ლამის თავადაც სერიოზულად დავიჯერე.
- ,,მაჩვენე!“ - უთხრა ედენმა მიას და ტელეფონი გამოართვა. რამდენიმე წამით აკვირდებოდა ფოტოებს, შემდეგ იანისკენ მიატრიალა, აჩვენა და ორივემ ბრაზნარევი თვალებით გამომხედა.
- ,,მართლა გაგიჟდი? კაბების მოსაზომად იყავი, რომ ეს ტყუილი დაგვაჯერო?“ - მითხრა ედენმა.
- ,,გოგო ბედნიერია, შემდეგ თვეს საყვარელ კაცს ცოლად მიჰყვება, თქვენ კი რაებს ეუბნებით?“ - უთხრა მიამ.
- ,,იცი, ბოლომდე მეც არ მჯერა.. მგონია გვეხუმრება.“ - ჩაფიქრებით მათი მხარე დაიჭირა მაიკმა, რომ თავი არ გაემჟღავნებინა.
- ,,ძლივს, კიდევ ვიღაც გვეთანხმება. ეს რაღაც თამაშია და ყველა დააჯერე?“
- ,,ედენ თამაში არაა, ხომ გითხარი, მიამ თავიდანვე იცოდა, სადაცაა ოლიც მოვა და თავად ნახავთ.“
- ,,ოლივერი მოვა? კარგი, ორი წუთით.. თუ ეს ყველაფერი არ მოიგონე და მართლა ქორწინდებით, რაც წარმოუდგენელია, აქამდე რატომ არ ვიცოდით? მხოლოდ მიამ იცოდა? ჯონმა და ელისონმა იციან ეს?“
- ,,ხვალ წავალთ ერთად და ყველაფერს ვეტყვით.“ - ვუთხარი.
- ,,ჰანნა მგონი ექიმი გჭირდება, არც კი გესმის რას ამბობ.“ - აღარ ეღიმებოდა ედენს.
- ,,მე მხოლოდ ის არ მესმის ოლივერს რას ერჩით?“ - ვკითხე. სწორედ ამ დროს კარზე კაკუნი გავიგონე და სიხარულით ვთქვი - ,,ოლი იქნება, მე გავაღებ.“ - კართან მივედი, გავხსენი და ოლივერს გადავეხვიე მათ დასანახად, თითქოს დღეს არ მინახავს და მართლა სოფელში იყო წასული. მანაც ხელი მომხვია.
- ,,ხომ არ დავიგვიანე?“ - იკითხა.
- ,,არა, კარგ დროს მოხვედი.“ - უთხრა მიამ და ისიც ჩაეხუტა. ოლივერი შემოვიდა, ყველას მიესალმა. მე, მია, მაიკი და ოლივერი მაქსიმალურად ვცდილობდით არ გაგვეცინა და ბოლომდე გვეთამაშა. ედენი, იანი და ლილი კი ერთ დივანზე ისხდნენ და ისეთი სახეები ჰქონდათ, აშკარად არ მოსწონდათ ეს.
- ,,მოდი სიძე, დეტალებზე ვისაუბროთ.. სამზარეულოში შევიდეთ.“ - უთხრა მიამ. მაიკი ედენთან და იანთან დარჩა, ჩვენ კი სამზარეულოში შევედით და ჩუმად ვიცინოდით. თან ვცდილობდით ყურადღებით ვყოფილიყავით და არავის გაეგონა. ბართან დავსხედით.
- ,,ასე მგონია 5 წლის ბავშვებივით ოჯახობანას ვთამაშობთ..“ - გვითხრა ოლივერმა მე და მიას.
- ,,ჩვენც იგივეს ვფიქრობთ, ნუ ღელავ. დღესვე მორჩება ეს..“ - სიცილით უთხრა მიამაც. წინ ჟურნალები გვეწყო, ქორწილის დეკორები დიზაინერებისგან, ტორტი და ათასი წვრილმანი.
- ,,ესენი საჭიროა?“ - იკითხა ოლიმ.
- ,,დამაჯერებლები უნდა ვიყოთ..“ - ვუთხარი. ცოტა ხანში სამზარეულოში ვიღაც შემოვიდა.
- ,,ღმერთო, მაიკ, გული გამიხეთქე.“ - უთხრა მიამ.
- ,,დამშვიდდი, ისევ იქ სხედან გაბრაზებულები. თქვენ რას აკეთებთ?“ - სიცილით იკითხა.
- ,,დეტალებს ვაგვარებთ ქორწილისთვის..“ - უთხრა ოლივერმა. წამიც არ იყო გასული, სამზარეულოში იანი და ედენი შემოვიდნენ, უკვე ვიცოდი, რომ ოლივერს დაკითხვას მოუწყობდა ედენი.
- ,,აბა, სიძე.. რამდენიმე კითხვა გვაქვს შენთან.“
- ,,სიამოვნებით გიპასუხებთ.“ - უთხრა ოლივერმა და წელზე ხელი მომხვია. ედენმა და იანმა მის ხელს გააყოლეს თვალი და ხმაურიანად დასხდნენ სკამებზე. მისი კითხვები შემდეგი იყო - რამდენი ხანია ვხვდებით, როდის გადავწყვიტეთ დაქორწინება, ხელი როდის მთხოვა და ა.შ ოლივერმაც პასუხები მშვენივრად გასცა, რომელიც დავაზეპირებინე.
- ,,ბეჭედი თავად შეარჩიე?“ - ჩაეძია ისევ ედენი.
- ,,რა თქმა უნდა.“ - უთხრა, ჩემი მტევანი ხელში მოიქცია და მაკოცა.
მათ კი უკვე ბოლი გასდიოდათ ყურებიდან. თითქმის ვერ ვიჯერებდი როგორ გაუგეს და დაემსგავსნენ ერთმანეთს იანი და ედენი ორ დღეში. ზუსტად ერთნაირად იქცეოდნენ.
- ,,კარგი, მეტი აღარ შემიძლია. დაგნებდით. ახლა აღიარეთ, რომ ეს თამაშია..“ - თითქმის კბილებში გამოცრა იანმა.
- ,,ჰო მართლა, ახლა გამახსენდა, ჰანნამ მითხრა, რომ ბზიკების კოსტიუმებს ჩაიცვამთ..“ - უთხრა ოლივერმა. მაიკმა და მიამ სიცილი დაიწყეს.
- ,,ენნი, ხომ გითხარი, რომ ეგ ცუდი იდეაა, სმურფების კოსტიუმი უფრო მოუხდებათ..“ - მითხა მიამ.
- ,,ჰო, მაგრამ ყველაფერი ღია ყვითელში იქნება, ისინი კი გამოაჭყეტავენ.. თანაც იანმა უარი მითხრა მეჯვარეობაზე..“
- ,,და არც მე ვარ თანახმა. სისულელეა, ქორწილშიც კი არ მოვალ.“ - თქვა ედენმა, მერე დაამატა - ,,ან არა, ორივე მოვალთ და ჩავშლით.“
- ,,არ მესმის, წინააღმდეგები რატომ ხართ?” – ჰკითხა ოლივერმა.
- ,,რადგან ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილია..“
- ,,საიდან დაასკვენით? რადგან მხოლოდ დღეს გაიგეთ ჩვენზე? თქვენ არ მალავდით შეყვარებულებს?“ - უთხრა ისევ ოლივერმა.
- ,,საუკეთესო მეგობრისგან არა!.“ - კბილებში ჩაილაპარაკა ედენმა.
- ,,კარგით, გვეყო დაძაბულობა, ლილიც აქაა..“ - თქვა მაიკმა.
- ,,არც მე მინდა, რომ ჰანნა გათხოვდეს.. მასზე.“ - გაბუტულმა ჩაილაპარაკა ლილიმ. ოლივერმა სიცილი დაიწყო.
- ,,ხედავ? ბავშვმაც იცის, რომ ეს არასწორია.“ - გვითხრა ედენმა.
- ,,როგორც ვატყობ, ყველა ჩვენს წინააღმდეგაა, როგორ მოვიქცეთ ენნი?“ - მკითხა ოლიმ. არც მას დაუძახია ჩემთვის ასე, მხოლოდ მათ გასაგონად თქვა და ხელი უფრო მჭიდროდ შემომხვია წელზე.
- ,,არ ვიცი.. იქნებ ხვალვე მოვაწეროთ ხელი?“ - ვკითხე და ღიმილით შევხედე.
- ,,არა!“ - ერთდროულად თქვეს ედენმა და იანმა, მაიკმა და მიამ სიცილი დაიწყეს.
- ,,მშვენიერი აზრია, რა მოხდა, რადგან თქვენ არ გინდათ, მოწმედ მე მაიკს წავიყვან, ენნიც იპოვის ვინმეს და ხვალვე მოვაწერთ ხელს.“ - თქვა ოლივერმა და ლოყაზე კოცნა დააპირა, რომ ედენმა დაუღრინა -
- ,,არ გაბედო!“
- ,,კარგი, კარგი, უკვე დავიღალე. ჰო, დადგმული იყო, მაგრამ მხოლოდ თქვენს გასაბრაზებლად.“ - თქვა მაიკმა სიცილით.
- ,,კარგი რა მაიკ, ცოტა კიდევ გვეხალისა..“ - ვუთხარი.
- ,,გვეხალისა? ვერ ხედავ? ლამის წამოხტნენ და გაგლიჯეს საწყალი ბიჭი, როცა კოცნა დაგიპირა.“ - მითხრა მიამაც. იანის და ედენის თვალებში კი ოდნავი შვება დავინახე.
- ,,ესე იგი, ბზიკის კოსტიუმი, არა? როგორ ფიქრობ, გავსწორდით?“ - მითხრა ედენმა.
- ,,მგონი კი, გუშინ ხომ თქვენ ხალისობდით, დღეს ჩვენ ვიხუმრეთ.“
- ,,და რას იტყვი შენს სიზმრებზე რომ ვიხუმრო თავიდან? ჯერ მხოლოდ მათიდან გამომდინარე ვერ გაყვებოდი ოლივერს. ბოლოს უკვე დამაჯერეთ, ყოჩაღ.“ –
- ,,სიზმრებზე? კიდევ ნახე?“ - ღიმილით გამომხედა მიამ.
- ,,რა ნახა?“ - ინტერესით იკითხა მაიკმა.
- ,,რა არა, ვინ..“ - ახლა უკვე გაეღიმა ედენსაც.
- ,,სულ ეგ უნდა მომაძახო ახლა? არ გბეზრდება?“ - ვუთხარი ედენს.
- ,,რა მოხდა? ახლა ხომ ხალისობდი.. თუ ასე აღარ იხუმრებ, მეც შევეცდები თავი შორს დავიჭირო შენი სასიყვარულო სიზმრებისგან.“ - სიცილით თქვა ედენმა.
- ,,სასიყვარულო არ ყოფილა იდიოტო, მერამდენედ უნდა გითხრა. თანაც აქ ბავშვია, რაებს ასმენინებთ.“
- ,,წეღანაც აქ იყო, ოლივერს რომ ესიყვარულებოდი..“ - მითხრა იანმა.
- ,,ანუ, მას ცოლად აღარ მიყვები?“ - მკითხა ლილიმ.
- ,,არა პრინცესა, აღარ მიყვება, გადაიფიქრეს ფუტკრებიანი ქორწილი.“ - უთხრა მაიკმა.
- ,,ჰანნა, მართლა რომ მომყავდე ცოლად ალბათ ცოცხლად დამწვამდნენ.“ - მითხრა ოლივერმა.
- ,,ეჭვიც არ შეგეპაროს, წეღან ბავშვის მოერიდათ, თორემ ღმერთმა იცის სად წახვიდოდი აქედან. კიდევ კარგი, მაიკმაც თქვა სიმართლე..“ - სიცილით უთხრა მიამ.
- ,,კარგი, ახლა აჯობებს წავიდე.“ - თქვა ოლიმ, ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა. მეც უკან გავყევი და გავაცილე.
- ,,არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო. მართალია, სულელური იყო, მაგრამ გაჭრა და იმედია ჭკუას ისწავლიან.“ - ვუთხარი ღიმილით.
- ,,მიხარია, თუ გაგეხმარე, ცოტა ხნით ისევ ბავშვად ვიგრძენი თავი.“ - იცინოდა. მერე დამემშვიდობა და წავიდა. უკან მივბრუნდი, ედენი დამხვდა.
- ,,ღმერთო, ედენ. გული გამიხეთქე.“
- ,,სწორედ ეგ მინდოდა. კარგი, მოდი შევრიგდეთ და ასე ბავშვებივით აღარ მოვიქცეთ. რას იტყვი?“ - თვალებდაწვრილებულმა შევხედე.
- ,,ერთი პირობით. სურვილები ისევ ჩემთან რჩება.“
- ,,ორ-ორი სურვილი ჩვენი გულების გახეთქვაში დაიხარჯა. მხოლოდ 3-3 დაგრჩა, და შევთანხმდით.“
- ,,კარგი, მაგასაც არა უშავს.“ - ვუთხარი.
- ,,კარგი, მოდი აქ უტვინო!“ - მითხრა და ჩამეხუტა. მეც მოვხვიე ხელები. მერე ისევ მითხრა - ,,ახლა უნდა წავიდე, ქეითმა დამირეკა. ბავშვს მამიკო მოენატრა, რადგან მთელი საათი ტყუილად გავფლანგე ერთი ქათმის თამაშისთვის.“
- ,,მაგ ქათამმა ორ ვირს ჭკუა ასწავლა და მთლად ქათამი აღარ გამოდის. ჰო მართლა, ხვალ გვრიტები თაფლობისთვეში მიდიან, ერთი კვირით ლილისთან მე ვრჩები და ახლა ნამდვილად შეგიძლია ჩემსთვის ერთ კვირიან შვებულებაზე მოაწერო ხელი..“ - ღიმილით ვუთხარი, ედენიც გავაცილე და შიგნით შევედი.
- ,,ენნი, ხომ არ დაგავიწყდა, ხვალ 10 საათისთვის უნდა გავიდეთ. შეგიძლია ნივთები წამოიღოთ და ამაღამაც აქ დარჩეთ.“ - მითხრა მიამ.
- ,,რა თქმა უნდა, არ დამვიწყებია. მაგრამ სჯობს ხვალ დილით მოვიდე. ან ჩემთან რომ წავიყვანო?“
- ,,იანსაც დაიტოვებ შენთან?“
- ,,ის ხომ იქვეა.. მაგრამ კარგი, ერთი კვირის ბარგს ჩავალაგებ და დილით აქ ვიქნები. მერე კი მთელი კვირა მე და ლილი არ მოვიწყენთ, დღისით ვისეირნებთ, საღამოს კი ფილმებს ვუყურებთ, არა ლილი?“ - ვუთხარი ღიმილით. მან თავი დამიქნია.
- ,,არ მინდა ეგ ბედნიერი კვირა გაგიფუჭოთ, მაგრამ მეც აქ ვიქნები..“ - სიცილით თქვა იანმა.
- ,,მართლა? შენც მოხვალ?“ - სიხარულით ჰკითხა ლილიმ.
- ,,რა თქმა უნდა, მე და ჰანნა მთელი კვირა ვიქნებით აქ. გპირდები, არ მოიწყენ.“ - უთხრა იანმა ჩუმად. ლილის აშკარა ბედნიერება ეწერა სახეზე.
- ,,ოღონდ ახლა უნდა წავიდეთ, ჩანთას ჩავალაგებ და დილით დავბრუნდებით, მერე კი მთელი კვირა ჩვენს ხელთაა პატარა ქალბატონო.“ - ვუთხარი და მიას მივუბრუნდი - ,,ეს ახალი ტანსაცმელი იყოს აქ, დამჭირდება.“ - მერე დავემშვიდობეთ და იანის მანქანით წავედით სახლისკენ.
- ,,არ ვიცი როგორ, მაგრამ ლილის მართლა უყვარხარ.“ - ვუთხარი იანს.
- ,,როგორ? ალბათ ისე, როგორც შენ გიყვარს ოლივერი.“ –
- ,,ისევ გაბრაზებული ხარ?“ - სიცილით ვკითხე - ,,არა, მეეჭვება მასე უყვარდე. მე ოლივერი არც კი მომწონს, ლილის კი თვალები გაუბრწყინდა, როცა უთხარი მეც აქ ვრჩებიო.“
- ,,მაინც და მაინც ის რატომ არიჩიე? სხვა არავინ იყო?“
- ,,რა?“
- ,,რატომ ოლივერი?“
- ,,არ ვიცი, თავში პირველი ეგ მომივიდა. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნებოდა. მაინც არ მესმის, ასეთი რეაქცია რატომ გქონდათ? ბზიკის კოსტიუმებზე?“
- ,,მართლა ასე ფიქრობ? ჰანნა, საიდანღაც ქორწილი გამოჩხრიკე, გვითხარი მეჯვარე ბზიკები იქნებითო. ყველაზე საშინელი მეჯვარეობის თხოვნა იყო.“ - ღიმილით მითხრა - ,,თანაც, ის ბზიკები რომ არა, შენი მეჯვარე მაინც არ ვიქნებოდი.“
- ,,კარგი, ბზიკები რომ არ მეხსენებინა მაინც გაბრაზდებოდით, გავიგე, მაგრამ ის ვერ გავიგე ოლივერს რა სჭირს..“
- ,,თავად არ თქვი, არც კი მომწონსო..“
- ,,ღმერთო, კარგი. ედენს უთხარი, რომ შენც ლილისთან რჩები?“
- ,,ჰო, იცის.“ - მითხრა.
20 წუთში ჩვენს ბინებთან ვიყავით უკვე.
- ,,დილით 9ისთვის მზად იყავი, დაგირეკავ და გავიდეთ.“ - მითხრა იანმა, როცა კიბეები ავიარეთ და საკეტს გასაღებს ვარგებდი.
- ,,კარგი.“ - ვუთხარი და სახლში შევედი. პონგო კართან მოვარდა.
- ,,რა ხდება პონგო.. ოღონდ ახლა ენა არ ამოიდგა და შენც არ მითხრა, რომ ბავშვური იყო ეს ყველაფერი.. თავადაც მშვენივრად ვიცი.. და წარმოდგენაც არ მაქვს რა მომიტანა ამან. უბრალოდ ცოტა გავერთე.“ - ვთქვი, ტანსაცმელი დავიხადე და დასაძინებლად დავწექი.


















თავი 27.
,,ასე მოულოდნელად და უბრალოდ?“




8 საათი ხდებოდა დილით, რომ გამეღვიძა. ავდექი, ჩანთაში საჭირო ნივთები ჩავალაგე, კოლგოტი ამოვიცვი, ზემოდან ის პერანგი შემოვიცვი, რომელიც ედენს წავართვი, წვრილი ქამარი შემოვიჭირე წელზე და მაღალი ჩექმა ჩავიცვი. ერთ საათში იანმა დამირეკა.
- ,,გისმენ.“
- ,,მზად ხარ?“
- ,,კი, თითქმის მოვრჩი. ორ წუთში გამოვალ.“
- ,,კარგი, ქვემოთ ვიქნები.“ - მითხრა და გათიშა. მეც ლეპტოპი და დამტენები ავიღე, ისინიც ჩანთაში ჩავაწყვე, ქურთუკი მოვიცვი, ჩანთა ავიღე და პონგოსთან ერთად ჩავირბინე კიბეებზე.
- ,,დილა მშვიდობის.“ - ვუთხარი. ჩანთა გამომართვა, საბარგულში ჩადო.
- ,,ოჰო, პონგო, შენ სულ დამავიწყდი.“ - უთხრა. მანქანაში ჩავსხედით და მიასა და მაიკის სახლისკენ წავედით.
- ,,კარგია, კარგ დროს მოხვედით. ლილის ჯერ კიდევ სძინავს, არ მინდოდა გამეღვიძებინა. ჩვენ კი თუ არ ვიჩქარებთ დავაგვიანებთ მაიკ.“ - თქვა მიამ, როგორც კი კარი გაგვიღო. იანმა ჩანთები შიგნით შეიტანა, მე პონგო შევიყვანე და კარი დავხურე. მია და მაიკი ჩუმად, ფეხაკრეფით დარბოდნენ, თითქოს გუშინ ბარგის ჩალაგება დაავიწყდათ და დღესაც მაღვიძარამ არ დაურეკათ თავის დროზე.
- ,,რა ხდება, ასე ალიაქოთით რატომ ემზადებით?“ - ჰკითხა იანმა.
- ,,შენს ბიძაშვილს ჰკითხე.. წუხელ დაეზარა ჩემოდნის ჩალაგება, დილით ჩავალაგებო და ახლა ვეღარც ვასწრებთ. მე ჩემი თავი მოვამზადო თუ მისი ჩანთები..“ - წუწუნებდა მია.
- ,,ესაა ქორწინება და ოჯახი, საკუთარი თავისთვის დრო ან გრჩება ან არა.“ - ჩუმად ჩავილაპარაკე, ისე რომ ახლადაქორწინებულებს ვერ გაეგოთ, თუმცა რა უნდა გაეგონათ, საკუთარი ფიქრები აღარ ესმოდათ. მაგრამ ჩემი ნათქვამი იანმა გაიგო და ჩაეცინა.
- ,,როგორც მივხვდი, დაქორწინების სურვილი დიდად არ გკლავს.“
- ,,სწორად გაგიგია. მხოლოდ შეუზღუდავი ვალდებულებებია, ეს კი ჩემგან ძალიან შორსაა.“
- ,,ფიქრობ ისინი თავს ავალდებულებენ ერთმანეთის გაგებას? ქორწინება მხოლოდ შეუზღუდავი ვალდებულებები არაა, მთავარია შენ როგორ გესმის მისი არსი და პარტნიორის სურვილები, ურთიერთგაგება უნდა იყოს.“
- ,,ურთიერთგაგება მათთანაცაა, მაგრამ ზედმეტი პასუხისმგებლობებია საშინელება. დანარჩენში გეთანხმები, მასეთი ქორწინების მწამს..“ - ვუთხარი. ამასობაში კი მია და მაიკი გამზადებულან და მიამ გვითხრა -
- ,,ახლა უნდა გავიქცეთ, თორემ ფრენაზე დავაგვიანებთ. ტაქსიც უკვე მოვიდა“ –
- ,,ძვირფასო, ფრენა 12-ის 15 წუთზეა, ახლა კი 10-ის ნახევარია, არსად არ ვაგვიანებთ.“
- ,,ბილეთები, პასპორტი, მობილური, დამტენები.. კარგი ესენი ადგილზეა, ტანსაცმელი ჩავაწყვეთ, იმედია არაფერი გვრჩება. კარგი, წავედით, გკოცნით და ჭკვიანად მოიქეცით. ჰანნა, შენი პარკები ლილის ოთახშია, გარდირობის გვერდით, შენითაც მიაგნებ.“ - გვითხრა ისევ მიამ, ორივეს გადაგვეხვია.
- ,,კარგი, იან, შენ მე იქნები ერთი კვირით, ჰანნა, შენ კი მია. ერთმანეთი არ დახოცოთ გუშინდელივით..“ - სიცილით გვითხრა მაიკმა. დაგვემშვიდობნენ, გარეთ გავედით, რომ გაგვეცილებინა. ტაქსიში ჩასხდნენ და ხელს გვიქნევდნენ.
- ,,რომ ჩახვალთ მოგვწერეთ, კარგად დაისვენეთ!“ - დავუძახე.
მე და იანი გვერდიგვერდ ვიდექით და აქედან ვუქნევდით ხელს. მოულოდნელად იანმა მხარზე მომხვია ხელი, მეორე ხელს კი ისევ მათ უქნევდა.
- ,,რას აკეთებ?“ - კბილებში გამოვცერი ისე, რომ ტაქსით მიმავალი წყვილისთვის თვალი არ მომიშორებია და ვუღიმოდი.
- ,,დამშვიდდი, ხომ გაიგე, ერთმანეთი არ დახოცოთო, მათ ვაჩვენებ, რომ ცოცხლები დავხვდებით. თან თავიანთი საქმიანობა გადმოგვაბარეს, ისე მოვიქცეთ, როგორც ისინი..“ - ისიც მიმავალ მანქანას უყურებდა, ხელს უქნევდა და ისე მითხრა.
- ,,ჰო, რა თქმა უნდა, იქნებ ერთ ოთახშიც დავწვეთ! მომშორდი..“ - ვუთხარი, როგორც კი მანქანა თვალს მოეფარა და გვერდით გავწიე. პონგოც გარეთ ყოფილა მთელი ეს დრო. სახლში შევედი პონგოსთან ერთად, იანიც უკან მოგვყვა და კარი დახურა. გადავწყვიტე ჩანთები ზევით ამეტანა, მაგრამ იანმა მკითხა -
- ,,ჰანნა, სკოლები ხომ უკვე დაიწყო, არა? კარგი, მია გეთავისუფლებოდა, მაგრამ ლილიმ არ უნდა იაროს?“
- ,,კი, რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს უკვე აღარ.. ხვალ წავიყვანოთ.“
- ,,ჰო, დღეს უკვე საკმაოდ დაგვიანდა.“
ჩანთები ზევით ავიტანე და ფრთხილად დავაწყვე. მერე ჩამოვედი, სამზარეულოში შევედი და მაცივარი გამოვხსენი.
- ,,რა გვაქვს აქ..“ - ჩავილაპარაკე. პროდუქტებს თვალი მოვავლე. - ,,კარგი, სალათის ინგრედიენტები გვაქვს, კიდევ პომიდვრის სოუსი, კვერცხი, ქათამი...“
- ,,საუზმის მომზადება გინდა?“ - სამზარეულოში იანი შემოვიდა.
- ,,ჰო, ლილის რამეს მოვუმზადებ სანამ გაიღვიძებს..“
- ,,დაგეხმარები.“ - სამზარეულოს უჯრიდან წინსაფარი ამოიღო. - ,,თეთრი პერანგი გაცვია, დაისვრები..“ - მითხრა და წინსაფარი თავზე ჩამომაცვა.
- ,,ჯერ უბრალოდ პროდუქტებს ვიღებდი..“ - ვუთხარი და შევბრუნდი, რომ წელთან თოკები შეეკრა.
- ,,აბა, რის გაკეთებას აპირებ?“
- ,,სალათის, პასტისა და ომლეტის გაკეთებაზე ვფიქრობდი.“
- ,,კარგი, სალათს მე გავაკეთებ.“
- ,,მშვენიერია, რადგან იდეალურ პასტას ვამზადებ..“ - ვუთხარი და საუზმის მომზადებას შევუდექით. სპაგეტისთვის წყალი დავადგი, როცა ადუღდა ჩავყარე. მერე პასტის მომზადება დავიწყე. იანი ბოსტნეულს ჭრიდა.
- ,,მძინარე მზეთუნახავს გაუღვიძია..“ - თქვა იანმა. უკან მივიხედე და სამზარეულოს კართან ლილი დავინახე.
- ,,დილა მშვიდობის ძილისგუდა.“ - ღიმილით ვუთხარი.
- ,,დილა მშვიდობის. მია და მაიკი წავიდნენ?“ –
- ,,ჰო, ცოტა ხნის წინ წავიდნენ. მიდი, გამოიცვალე და ჩამოდი, მანამდე საუზმეც მზად იქნება.“ ლილი ზემოთ გაიქცა, მე კი პასტის მზადება განვაგრძე. ათ წუთში მოვრჩი მის კეთებას, თეფშებზე ამოვიღე და ზემოდან მოცარელა მოვაყარე, ამასობაში იანმა ომლეტიც მოამზადა, სუფრა გავაწყვეთ და ლილიც სამზარეულოში შემოვიდა.
- ,,ისეთი გემრიელი სუნია..“ - თქვა.
- ,,მოგშივდა? მოდი, დაჯექი. პასტა ხომ გიყვარს, არა?“ - ვკითხე, მან თავი დამიქნია. - ,,ჰოდა გასინჯე, სანამ გაციებულა.“ - ღიმილით ვუთხარი, იანსაც მივაწოდე თეფში და მაგიდასთან დავჯექი. იანმა პასტა გასინჯა.
- ,,მჰჰჰმ.. მართლა გემრიელია, ყოჩაღ.“ - მითხრა.
საუზმობას მოვრჩით და მაგიდის ალაგება რომ დავიწყეთ, ლილიმ სამზარეულოდან ფანჯარაში გაიხედა და სიხარულით მითხრა -
- ,,ჰანნა, ნახე, როგორ დაიწყო თოვა...“ - მეც მივედი და მასთან ერთად გავიხედე.
- ,,ღმერთო ჩემო, რა კარგია.. მიდი თბილად ჩაიცვი და გარეთ გავიდეთ.“ - ვუთხარი, სანამ ის იცვამდა კი მე და იანმა იქურობა მივალაგეთ.
- ,,ჩავიცვი, წამოდი, გავიდეთ..“ - ხელი წამავლო და ეზოში გამიყვანა. წეღანდელთან შედარებით აცივდა. მაღლა ავიხედე, ბრტყელი, მაგრამ არც ისე დიდი ფიფქები სწრაფად ცვიოდა ციდან. ლილის პატარა გუნდა გაუკეთებია და ჩემი მიმართულებით ისროლა. ფეხში მომხვდა, კოლგოტში შეატანა სიცივე.
- ,,მგონი საიდანღაც გუნდა მომხვდა... თუ მიმართულებას დავაკვირდებით, ის შენ უნდა გესროლა, პატარა ქალბატონო.“ - სიცილით ვუთხარი და გავეკიდე. ლილიმ ხმამაღლა დაიწყო სიცილი და აქეთ-იქით დარბოდა.
- ,,გაცივდები, ქურთუკი მოიცვი.“ - იანის ხმა მომესმა, უკან რომ მივიხედე ჩემი ქურთუკი ეჭირა ხელში და მხრებზე მომაფარა.
- ,,მადლობა, არც კი გამხსენებია..“ - ქურთუკის გარეშე ვიყავი -5°C - ში, მხოლოდ ერთი პერანგის ამარა. ქურთუკი სრულფასოვნად ჩავიცვი, ლილის შევხედე, ეშმაკურად მანიშნებდა იანს თავს დავესხათ თოვლის გუნდებითო. მეც დავთანხმდი, დავიხარე, თოვლი დავაგუნდავე და ორივემ იანს დავუშინეთ გუნდები.
- ,,ასე, არა?“- თქვა იანმა ღიმილით და ჩვენკენ დააპირა წამოსვლა. მე და ლილიმ ისევ შევხედეთ ერთმანეთს, ხელები ჩავჭიდეთ და საპირისპირო მიმართულებით გავიქეცით. მაგრამ იანი დაგვეწია, დაგვიჭირა, ერთი ხელის მოსმით ორივე თოვლში ჩაგვყარა და ზემოდან მოგვექცა.
- ,,აბა, ასე როგორ მოგწონთ?“ - გვითხრა და თოვლის მოყრა დაიწყო. ლილი სიხარულით ყვიროდა, მე კი სიცილით ცვდილობდი თავი გამეთავისუფლებინა მისგან.
- ,,კარგი, კარგი მოიცადე, მოდი თოვლის ანგელოზები გავაკეთოთ..“ - თქვა ლილიმ. იანი გვერდით გადავიდა, თოვლში დაჯდა, ლილი კი გაუკვალავ თოვლთან მივიდა, შიგ ჩაწვა და ხელებსა და ფეხებს ზემოთ-ქვემოთ ამოძრავებდა, რომ ანგელოზი დაეტოვა თოვლში. მერე ფეხზე წამოდგა და კმაყოფილი უყურებდა თავის შემოქმედებას.
ცოტა ხანს ასე ვიყავით თოვლში, ლილისთან ერთად მე და იანიც ვერთობოდით. მერე იანმა თქვა -
- ,,კარგი, ახლა დროა სახლში შევიდეთ, მგონი ცხელი შხაპი ცუდი არ იქნება ცივი თოვლის შემდეგ..“
- ,,იქნებ კიდევ ცოტა ხანს ვიყოთ?“ - დაღონდა ლილი.
- ,,ძვირფასო ამდენ ხანს არ შეიძლება, შეიძლება გაცივდე და სიცხე მოგცეს. ახლა შევიდეთ და ხვალ ისევ შეგვეძლება თოვლში გორაობა.“ - ვუთხარი. ამის თქმაზე ჭკვიანად შევიდა სახლში, დათოვლილი ქურთუკი შესასვლელშივე გაიხადა და სააბაზანოსკენ წავიდა.
- ,,თავად დაიბან? შენი პირსახოცი სადაა?“ - ვკითხე.
- ,,პირსახოცი სააბაზანოს კარადაშია, და ჰო, მე თვითონ ვბანაობ ხოლმე.“
- ,,მშვენიერია, კარგი გოგო ხარ. მიდი დაიბანე.“
ლილი სააბაზანოში შევიდა და კარი მოიხურა. მე და იანი მისაღებში დავსხედით.
- ,,მართლა მიკვირს, ასე ადვილად როგორ შეგვეგუა? მეშინია თანატოლებმა რამე არ უთხრან, შესაძლოა იციან.. ან იქნებ თავად ნახოს ინტერნეტში? რაც უფრო გაიზრდება, უფრო შემცირდება შანსები, რომ მისგან ეს დავმალოთ და უფრო მძაფრი რეაქცია ექნება...“ - ვუთხარი იანს.
- ,,მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც ხომ გაიგებს? თუ ჩვენგან არა, სხვისგან.. სამუდამოდ ხომ ვერ მოვატყუებთ.“
- ,,ოდესმე გაიგებს, მაგრამ არ მინდა ეს დღეს ან ხვალ მოხდეს. ისეთი ასაკი მაინც რომ ჰქონდეს, რომ დედას არ კითხულობდეს და დაავიწყდებოდეს ის ბებია-ბაბუასთან ერთად..“
- ,,ამას წინ ვერ აღვუდგებით, ვერც რაიმეს შევცვლით, სჯობს ისევ მოთმინება გამოვიჩინოთ.“
ცოტა ხანში ლილი გამოვიდა სააბაზანოდან.
- ,,საყვარელო შენი ტანსაცმელი იქ დატოვე? გავრეცხოთ..“ - ვუთხარი.
- ,, კი, სააბაზანოშია.“
- ,,კარგი, მიდი, ზემოთ გაიქეცი და ჩაიცვი, არ გაცივდე.“ - ლილიც სკუპ-სკუპით წავიდა კიბეებისკენ. მე სააბაზანოში შევედი, ბავშვის ტანსაცმელი სარეცხის მანქანაში შევყარე, სითხე ჩავასხი, ჩავრთე და ისევ მისაღებში დავჯექი.
- ,,ლილი, დავალებები არ მოგცეს სკოლაში?“
- ,,კი, და გუშინ მაიკმა დამაწერინა. მაგრამ დღეს სკოლაში არ ვარ და ხვალისთვის მხოლოდ ბუნებაში მაქვს გასაკეთებელი რაღაც.“
- ,,მაშინ მიდი, წიგნები მოიტანე და ერთად გავაკეთოთ.“ - ვუთხარი. მანაც ბუნების წიგნი მოიტანა. გაკვეთილი მზის სისტემაზე ჰქონდათ. შესაბამისად, დავალებაში ეწერა - დახატეთ, ან ხელით შექმენით მზის სისტემის მოდელი. შეგიძლიათ გამოიყენოთ საღებავები, ფერადი ქაღალდი ან პლასტელინი.
- ,,მგონი, უკვე ვიცი, რასაც გავაკეთებთ..“ - ღიმილით ვუთხარი. - ,,ესე იგი, ჩვენ გვჭირდება პლასტელინი, გრძელი ხის ჩხირები, მუყაო, მარკერი და თბილი შუქის წვრილი ნათურები, რომელიც მიას აქვს. და კიდევ.. მოდელირების ცვილი.“
- ,,მეეჭვება ეგ ჰქონდეთ, მაგრამ, რადგან ამბობ, და გვინდა კარგი სისტემა გავაკეთოთ, თქვენ დანარჩენი რაღაცები მოძებნეთ, მე ცვილს ვიყიდი.. პლასტელინი გაქვს?“ - ჰკითხა იანმა.
- ,,მხოლოდ ცოტაა..“ - ჩაფიქრებით თქვა ლილიმ.
- ,,საღებავები?“
- ,,საღებავები მაქვს.“ -
- ,,კარგი, პლასტელინსაც გამოვაყოლებ.“ – თქვა იანმა, ქურთუკი მოიცვა და მანქანისკენ წავიდა. მე და ლილიმ კი მისი ოთახიდან ფერადი საღებავები, ფუნჯები და მარკერები ჩამოვიტანეთ, სარდაფიდან განათება, ხის ჩხირები და მუყაოს ყუთი ამოვიტანეთ, რომლებსაც გვერდები მოვაჭერით და იანის მოსვლისთანავე შევუდექით ჩვენი მზის სისტემის აწყობას. ლპასტელინით სხვადასხვა ზომის ბურთები გავაკეთეთ, პლანეტების შესაბამისად. შემდეგ მათ გარედან ცვილი შემოვაკარით, ბურთები ჩხირებზე ჩამოვაცვით და მუყაოში ჩავარჭეთ. პირველი, რა თქმა უნდა, მზე იყო, რომელიც ყვითლად შევღებეთ და ლაქებიც გავუკეთეთ, შემდეგ მერკური, ვენერა, დედამიწა და ასე მიყოლებით, სანამ ნეპტუნიც არ შევღებეთ. ლილი აღფრთოვანებას ვერ მალავდა -
- ,,ძალიან ლამაზია, ალბათ 10-იანს მივიღებ, მაგრამ ერთი ბურთი რომ დაგვრჩა? თან ის ძალიან პატარაა..“ –
- ,,არ დაგვრჩა ძვირფასო, ეს პლუტონია და მას სულ ბოლოში დავსვამთ.“ - ვუთხარი.
- ,,პლუტონი? მაგრამ ასეთი პლანეტის შესახებ არაფერი გვისწავლია..“
- ,,როგორ, წიგნში არ წერია?“ - ჰკითხა იანმა.
- ,,არა, გაკვეთილი უკვე ვისწავლე, მაგრამ იქ მხოლოდ რვა პლანეტაა ჩამოთვლილი, არ ვიცოდი, მეცხრეც თუ იყო.“
- ,,ალბათ ეგ იმიტომ, რომ ის ჩვეულებრივი პლანეტა არაა, ჯუჯა პლანეტაა. მაგრამ, ვფიქრობ მასზე მაინც უნდა დაეწერათ..“ - თქვა იანმა.
- ,,ჯუჯა პლანეტა?“
- ,,ჰო, ეს მისი ზომის გამოა. წლების წინ საერთაშორისო ასრტონომიულმა კავშირმა სამი კრიტერიუმი დააწესა, პლუტონი კი მესამე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, მისი ორბიტა სხვა ორბიტებითაა გადაკვეთილი, ამიტომ ის სხვა ჯუჯა პლანეტებს შეუერთდა.“ - ვუთხარი, თან პაწაწინა ბურთს ვღებავდი.
- ,,სხვა ჯუჯა პლანეტებიცაა?“ –
- ,,კი, არაერთი.“ - უთხრა იანმა.
- ,,გინდა, რაღაცას მოგიყვები..“ - ვუთხარი, მას კი თვალები გაუბრწყინდა და სიხარულით შემომხედა
- ,,კი, მინდა.“
- ,,მაშ ასე.. ამ ამბავს პლუტონელა და ორბიტის ტირი ჰქვია და გვიამბობს ციცქნა, შორეულ ცივ სამყაროზე, სადაც ზღაპრული არსებები ბინადრობენ.. ძალიან შორს, ამ დაქუცმაცებულ მოლურჯო მნათობზე, რომელიც თითქმის ყველას დავიწყებია, რომელზეც სიცივე და ღრმა სიჩუმეა დასადგურებული, ბინადრობენ მბზინავი, ფუმფულა არსებები - ფლიუფები. ისინი თოვლივით ნაზები არიან და როდესაც სუნთქავენ, მათი სუნთქვა ცისარტყელასავით ერევა სივცეში. იქ, ყველაზე პატარა ფლიუფია - პლუტონელა. ისეთი პატარაა, ბრინჯის მარცვალს მოგაგონებს. სინამდვილეში, ის ჰგავს კიდეც ბრინჯის მარცვალს, რის გამოც ხშირად დასცინოდნენ - ფლიუფი კი არა, ის ნამდვილი კოსმოსური ბრინჯიაო. პლუტონელა კი ყინულზე ჯდებოდა ხოლმე, ზემოთ დიდ პლანეტებს უყურებდა, რომლებიც თავიანთ მთვარეებთან ერთად ბრუნავდნენ. ერთ ღამესაც სწორედ ასე მოიქცა, დაჯდა და ფიქრობდა - მეც ხომ სწორედ მათნაირი ვარ, უბრალოდ ცოტა პატარა, რატომ არ მთვლიან ნამდვილ ფლიუფად? იქნებ, რომ გავიზრდები ყველაზე დიდი - მეფე ფლიუფი ვიყო?..
ნაზი, მფრინავი ფლიუფი, სახელად ღრუბლუკა მას გვერდით მიუჯდა. მან პლუტონელას ფიქრები შემთხვევით მოისმინა და უთხრა - ,,შენ ბრინჯი კი არა, პლუტონელა ხარ, სიზმრის პლანეტა. როცა დედამიწაზე ბავშვები ფანჯრიდან ღამის ცას უყურებენ, ფიქრობენ - ღმერთო, ნეტავ მართლა არსებობდეს რაღაც შორს და საოცარიო, შენზე ფიქრობენ. შენ ის ადგილი ხარ, სადაც ოცნებები პოულობენ თავშესაფარს, სადაც სიჩუმე ლაპარაკობს და თოვლი ფიფქებით ეჩურჩულება მიწას.“ პლუტონელამ ფიქრები ჩააჩუმა, წამოდგა და თავისი პაწაწინა ფრთები ააფრიალა. უკან შებრუნდა, თავისი ორბიტისკენ გაფრინდა და მოციმციმე ზოლი დატოვა კვალად. ფლიუფებმა კი პლუტონს ,,ცივი ოცნების ადგილი“ დაარქვეს“ - პლუტონის ფიგურა მუყაოში ჩავარჭე. ლილი კი მოციმციმე, ბედნიერი თვალებითა და ღიმილით მიყურებდა.
- ,,რა კარგია.. მაგრამ შემდეგ რა მოუვიდა პლუტონელას?“
- ,,როგორც ოცნებობდა, გაიზარდა, მეფე ფლიუფი გახდა და ყველა და ყველაფერი მას ემორჩილება.“
- ,,მინდა პლუტონზე გავფრინდე და პლუტონელა ვნახო.“
- ,,როცა გაიზრდები შეგეძლება, ახლა შეგიძლია სხვა ბავშვებივით მასზე იფიქრო ხოლმე და შენი ოცნებები მას გაანდო. ის კი შორიდან გაიგონებს მათ.“ - ღიმილით ვუთხარი.
- ,,შეგიძლია ეს ძილის წინაც მომიყვე?“
- ,,რა თქმა უნდა.“
- ,,საპირფარეშოში გავალ.“ - მითხრა ლილიმ და სააბაზანოსკენ წავიდა.
- ,,კარგი ზღაპარი იყო..“ - სიცილით მითხრა იანმა.
- ,,რა გაცინებს? ლილის კი ძალიან მოეწონა.. მისხელობას მიყვებოდა ხოლმე ელეანორი.“
- ,,არა, მართლა ლამაზი ამბავი იყო, მეც მომეწონა.“ - ახლა ღიმილით თქვა.
- ,,ჰანნა? ცოტა ხნით ვერ მოხვალ?“ - ყვიროდა ლილი და სააბაზანოს წინ იდგა. მე და იანმა ერთმანეთს შევხდეთ და სწრაფად გავიქეცით მისკენ.
- ,,რა მოხდა?“ - ვკითხე შორიდანვე.
- ,,ეს უნდა ნახო..“ - მითხრა ბავშვმა. მეც სააბაზანოში შევიხედე. ლამის თვალები გადმომცვივდა. იანმა სიცილი დაიწყო.
- ,,სარეცხი არასოდეს დაგირეცხავს?“ - სიცილით მკითხა.
- ,,რა თქმა უნდა, რა კითხვაა. ეს უბრალოდ, არ ვიცი, როგორ მოხდა..“
- ,,როგორ და ორი მაისურისთვის ზედმეტად ბევრი სითხე ჩაასხი.“ - ისევ სიცილით ამბობდა.
- ,,ახლა რა უნდა ვქნათ?“ - შიშით იკითხა ლილიმ.
- ,,მგონი ვიცი, რაც უნდა ვქნათ.“ - იცინოდა იანი, მე და ლილის ხელი მოგვკიდა და სააბაზანოში შეგვიყვანა, თან კარი დაკეტა, რომ ქაფი გარეთ არ გასულიყო.
- ,,იან გაგიჟდი? რას აკეთებ?“ - ვკითხე.
- ,,ცივი არაა, მაგრამ თოვლს ჰგავს..“ - ლილის ხელი მოჰკიდა, იატაკზე დასვა, სადაც წვეთი სისველეც კი არ იყო, მთლიანად უბრალოდ ქაფი.. მერე მუჭებით ქაფი აიღო, ბავშვს თავზე დაადო გვირგვინივით და საჩვენებელი თითით ცხვირზე მოუსვა.
- ,,რა კარგია, ქაფების ომი!..“ - სიხარულით თქვა ლილიმ და თვითონაც მოუსვა ქაფი იანს სახეზე. სანამ ისინი ასე ერთობოდნენ, მე კართან ვიდექი ხელებგადაჯვარედინებული და ოდნავ ბრაზით ვუყურებდი იანს. ჩემი კოლგოტი ქაფისგან სველდებოდა.
- ,,არადა ჩემთან ერთად იჯექი, დარწმუნებული ვარ, რომ თავი არაფრისთვის მიგირტყამს..“ - ვუთხარი იანს.
- ,,როგორც ჩანს, ომობანა არ მოგეწონა, რას იტყვი ლილი, გინდა მთლიანად ქაფიანი ჰანნა ნახო?“ - უთხრა იანმა.
- ,,რატომაც არა..“ - ჩაიცინა ბავშვმა.
- ,,იან, გაფრთხილებ, არც გაბედო..“ - სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ დაიხარა, მხარზე გადამიკიდა და კუთხეში ჩამსვა, სადაც ყველაზე მეტი ქაფი იყო. ლილი ხმამაღლა ხითხითებდა.
- ,,ასე არა?“ - მეც გამეცინა. იანს ხელი ვკარი და გაფში გადავაგდე, მის გვერდით მუხლებზე დავდექი და ქაფს სახეზე ვუსვამდი - ,,ომი გინდოდა არა? ჰოდა მიიღე.“ - სიცილით ვუთხარი. ლილი მოვიდა, მეორე მხარეს ჩაიცუცქა და ისიც იმავეს აკეთებდა.
- ,,კარგი, საკმარისია.“ - გვითხრა სიცილით იანმა.
- ,,ვერ გავიგე? ვინმემ რამე თქვა? მგონი ბზიკის ბზუილი შემომესმა..“ - ვკითხე ლილის.
- ,,არ ვიცი, მეც გავიგონე..“ - თქვა ლილიმ.
- ,,ჰო, არა? მოდი, ვუსმინოთ, საიდან მოდის.. მგონი ამ ქაფის ქვემოდან? აქ რამეა? უი, ეს ხომ იანია.. რომელიც თავის წამოწყებულ ქაფების ომში დაატყვევეს..“ -
- ,,ჰო, კარგი, გნებდებით..“ - წამოჯდა იანი.
- ,,ვითომ? იქნებ ცოტა ხანს კიდევ..“ - ვკითხე.
- ,,როგორც გინდათ..“ - გვითხრა იანმა, ისევ გვტაცა ხელი და იანის გვერდით იატაკზე აღმოვჩნდით ორივე.
- ,,კარგი, ახლა მართლა, ეს როგორ მოვწმინდოთ?“ - ვიკითხე ღიმილით.
- ,,აჯობებს პირსახოცები მოვიტანოთ, ბევრი პირსახოცი, ვფიქრობ ასე ადვილი იქნება.“ - მითხრა იანმა. ავდექით და იქაურობა პირსახოცებით მოვამშრალეთ.
- ,,მგონი კიდევ ერთხელ უნდა იბანაო, ლილი..“ - ვუთხარი.
- ,,ჰო, სარეცხი სითხის სუნი მაქვს..“ - სიცილით მითხრა.
ამასობაში დაღამდა კიდეც, ლილი 10 საათის შემდეგ უკვე დასაძინებლად წვება ხოლმე, როგორც მიამ მითხრა, ამიტომ პიჟამოების ჩაცმაში მივეხმარე, დავაწვინე და გვერდით დავუწექი.
- ,,ჰანნა, შენ და იანი სტუმრების ოთახში დაძინებთ?“ - მკითხა ლილიმ.
- ,,არა ძვირფასო, შენთან ერთად ვიწვები. იანი დაწვება სტუმრების ოთახში.“
- ,,მთელი ღამით?“
- ,,მთელი კვირა.“
- ,,იანი მარტო იქნება იქ? მაგრამ მია და მაიკი ხომ ერთ ოთახში წვებიან ხოლმე?“
- ,,ისინი დაქორწინებულები არიან.“
- ,,შენ და იანი რატომ არ ქორწინდებით?“
- ,,ადამიანები იმიტომ ქორწინდებიან, რომ ერთმანეთი უყვარდებათ, და ოჯახის შექმნა უნდათ, სწორედ ამიტომ დაქორწინდნენ მია და მაიკიც. მე და იანი კი უბრალოდ ერთად ვმუშაობთ საქმეებზე.“
- ,,შენ ის არ გიყვარს?“
- ,,არა პატარავ.“ - მივუგე.
- ,,მაგრამ რატომ? ის ხომ ძალიან საყვარელია, კეთილია.“
- ,,ძვირფასო, ადამიანები ქორწინდებიან, რადგან უყვარდებათ, და უყვარდებათ, რადგან ინტერესდებიან, სულიერ და ფიზიკურ სიახლოვეს გრძნობენ სხვა ადამიანის მიმართ. როდესაც ამას იგრძნობ, შენი ყოველდღიურობა უფრო ფერადი და ხალისიანი გახდება, მის გვერდით თავს კარგად იგრძნობ, გულისცემა აგიჩქარდება და მუცელში პეპლებს იგრძნობ. როცა გაიზრდები და შეგიყვარდება, თავად მიხვდები.“ –
- ,,შეიძლება სიზმარშიც ვნახო?“
- ,,კი, სიზმარშიც ხშირად ნახავ..“-
- ,,მე ჩემს კლასელს ვნახულობ ხოლმე სიზმარში..“
- ,,ვის? მოგწონს?“ - ღიმილით ვკითხე.
- ,,არა, მაბრაზებს ხოლმე და სულ ვჩხუბობთ..“ - გამეცინა, ლილიმ მითხრა ისევ - ,,იცი, გავიგონე რომ საუბრობდით, შენც ხომ ნახე იანი სიზმარში?“ - მის კითხვაზე ღიმილი პირზე შემეყინა.
- ,,ეს სხვა რამის გამო იყო, სულ იმას ვერ ნახავ სიზმარში, ვინც გიყვარს.. სიზმრებს ჩვენს ქვეცნობიერთან აქვს კავშირი, რომელიც სიზმრების საშუალებით ცდილობს ჩვენთან დაკავშირებას. ხანდახან ჩვენს სურვილებს გვანახებს ძილში, ხანაც - შიშებსა და განცდებს.. მაშინ ცოტა შეშინებული ვიყავი და სწორედ ამიტომ დამესიზმრა.“ - გარკვევით ავუხსენი.
- ,,აა, გავიგე.“ - მითხრა ლილიმ და დაღლილს ისე ჩაეძინა, საერთოდ არ გახსენებია ამბავი პლუტონელასა და ორბიტის ტირზე. ავდექი, ოთახიდან გავედი და ქვემოთ ჩავედი. იანი მხოლოდ შარვლის ამარა იდგა ბუხართან.
- ,,იბანავე?“ - ვკითხე, როცა მისი სველი თმა შევნიშნე.
- ,,ჰო, ახლახან გამოვედი.“
- ,,კიდევ გჭირდება?“
- ,,არა, შეგიძლია შეხვიდე, ჰო ისე, არ ვიცი შეამჩნიე თუ არა, მაგრამ პერანგი მასე არ გაშრება..“ - ღიმილით მითხრა და პერანგს უყურებდა. მეც ახლა დავაკვირდი, ნახევრად სველი იყო.
- ,,შენი დამსახურებაა, ომობანა რომ მოინდომე.“
- ,,მაგრამ მარტო მე არ ვერთობოდი.. ლილიმ დაიძინა?“
- ,,ჰო, ახლახან ჩაეძინა.“ - ვუთხარი.
- ,,კარგი, მიდი გამოიცვალე, არ გაცივდე.“ - მითხრა იანმა. სააბაზანოში შევედი და შხაპის ქვეშ დავდექი. მერე პიჟამოს შორტი და მისი საკმაოდ დიდი ღილებიანი ზედა ჩავიცვი, იმდენად დიდი, რომ ყველა ღილის შეკრული მდგომარეობის მიუხედავად მაინც მხრებიდან მძვრება ხოლმე და სიგრძეც ლამის შორტის კიდეებს სცდება. პირსახოცი თმაზე მოვიხვიე და სააბანოდან გამოვედი. იანი მისაღებში ვერ დავინახე, ამიტომ ვიფიქრე დასაძინებლად დაწვა. პონგოს ბუხართან ეძინა. შემოსასვლელ კართან მივედი, გადავკეტე და სამზარეულოში შევედი წყლის დასალევად. შუქები ჩამქრალი იყო, მხოლოდ ზედა თაროების ქვეშ დაყენებული განათება ხდიდა გადაადგილებას ადვილს. მაგრამ არა, მხოლოდ გადაადგილებას არა, ყველაფრის გარჩევა შეიძლება, მხოლოდ ისე კარგად არა, როგორც ანთებულ შუქში, ამიტომ საერთოდ არ გამჭირვებია იანის დანახვა შესვლისთანავე, მარტო მის სახეს ვერ ვხედავდი გამოკვეთილად. შავი, მოკლემკლავიანი მაისური ჩაეცვა, რომელიც ტანზე ეკვროდა.
- ,,მეგონა გეძინა..“ - ვუთხარი ისე, რომ შუქი არც კი ამინთია, პირდაპირ მაცივრისკენ წავედი, რომ წყალი გამომეღო.
- ,,ასე ადრე არა.“ - მიპასუხა.
- ,,ვითომ? ერთი კვირის წინ ბავშვივით გეძინა 11 სააათზე.“ - წყალი ჭიქაში დავასხი.
- ,,როგორც მახსოვს, მაშინ წამლებით გაბრუებული და შენი სილის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი..“
- ,,ჰო, რა თქმა უნდა.“ - გამჭვირვალე სითხე მოვსვი. იანმა ჭიქა გამომიწოდა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ხელში ეჭირა, რომ წყალი დამესხა. დოქიდან მასაც ჩამოვუსხი წყალი, მივბრუნდი, დოქი შევავსე და ისევ მაცივარში შევდგი. მერე ერთი ხელით წყლის ჭიქა ავიღე, მეორეთი მობილური და მიას მივწერე - როგორც ჩახვალთ და დალაგდებით მომწერე..
- ,,ჯერ არ ჩასულან.“
- ,,ჰო, მივხვდი. მია მომწერდა რომ ჩასულიყვნენ.“ - ვუთხარი.
იანმა ჭიქა ოდნავ ხმაურიანად დადო ბარზე, ბარს შემოუარა და ჩემს წინ აღმოჩნდა, ჭიქა ფრთხილად გამომართვა, რომლიდანაც სწორედ იმ დროს ვსვამდი წყალს, ასევე ფრთხილად დადო ბარზე. მე კი ჩაგუბებულ წყალს გაოცებისგან ვეღარ ვყლაპავდი და მისკენ მივბრუნდი თვალებგაფართებული, ქვედაწელით ბარის კიდეს მივეყრდენი.
- ,,ჰანნა, იცი, რამდენიმე კითხვა არ მასვენებს, ჩემი პასუხები კი არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს..“ - მითხრა, მე კი ძლივს, ხმაურიანად გადავყლაპე წყალი და ვკითხე -
- ,,და მე რა შუაში ვარ?“
- ,,სიმეტრიულად შუაში ხარ, და ჩემი მოთმინებაც ვეღარ იცდის..“
- ,,ჰო, ისევ იანი და მისი მოთმინების ომი.. როგორც მახსოვს შენი ომები მარცხით სრულდება ხოლმე.“ - ღიმილით ვუთხარი და გვერდით გაწევა ვცადე, იანი კი ორივე ხელით ჩამოეყრდნო ბარის კიდეს და მის ხელებს შუა მომიქცია. ღიმილი შემაშრა, გულმა ოდნავ სწრაფად დაიწყო ძგერა.
- ,,ამჯერად ნამდვილად არა. მგონი კითხვებს გაურბიხარ.“
- ,,ჯერ არც კი გიკითხავს.. კარგი და მაინც როგორ მეხება ისინი მე?“ - ჩუმად ვუთხარი, მაგრამ არა ჩურჩულით.
- ,,პირდაპირ.“
- ,,გამოცანებით რატომ მელაპარაკები? ვერაფერს ვხვდები.“
- ,,კარგი, მაშინ ასე გეტყვი.. შენი და ლილის საუბარი მოვისმინე წეღან.“ - გულმა ერთი ძლიერი ბიძგი აგრძნობინა ჩემს სხეულს, განსაკუთრებით მკერდისა და დიაფრაგმის ადგილას.
- ,,ასეთი რა მოისმინე..“
- ,,ყველაფერი, მთელი თქვენი დიალოგი.“
- ,,სააბაზანოში შევლა როდისღა მოასწარი, თუკი გვისმენდი?“ - შიშნარევად ჩამეღიმა და ან კითხვით თითქოს ყურადღების გადატანა ვცადე.
- ,,არც ახლა გაურბიხარ კითხვას?“ - გაიღიმა.
- ,,არა, რადგან მაინც ვერ გავიგე შენი კითხვა რაში მდგომარეობს, ან ჯერ კიდევ არ დაგისვამს ის.“
- ,,ვაღიარებ, სიყვარულსა და ქორწინებაზე მშვენივრად გაეცი პასუხი..“ - მე კი დაძაბული ვუსმენდი და გავაწყვეტინე -
- ,,სხვათა შორის, 3 სურვილი ჯერ კიდევ მაქვს და ერთს სწორედ ახლა გამოვიყენებ. მინდა, რომ ყველა კითხვა დაივიწყო, რაც ახლა თავში გიტრიალებს.“- იანმა აქეთ-იქით მიმოიხედა -
- ,,ჯადოსნურ ჯოხს ვერსად ვხედავ, დანარჩენი კი ვერაფერი მაიძულებს ახლა ამ კითხვების დავიწყებასა და გაჩუმებას. შენი სურვილები ახლა არ იმოქმედებენ, ასე რომ აღარ გამაწყვეტინო და კითხვას დაელოდე.“ - თვალები დავხუჭე, ისე, თითქოს ომი ახლახან მე წავაგე. ვიცოდი, რომ იანი პასუხს მაინც დაელოდებოდა.
- ,,ბავშვები სულელები არ არიან ჰანნა, როგორც არ უნდა სცადო რაიმეს დამალვა, ისინი სიმართლეს მაინც ამჩნევენ.. ლილიც ამ სიაშია, ვაკვირდები მას და ვერაფერს გამოაპარებ..“
- ,,მაინც რა შემაჩნია? ის უბრალოდ თავის ბავშვურ ვარაუდებს გამოთქვამდა, სხვა არაფერი.“ - მაინც გავაწყვეტინე.
- ,,მე კი ვფიქრობ მისი სიტყვები ვარაუდებზე ბევრად მეტია, არა?“
- ,,ფიქრობ ბავშვის გონება სიმართლეს ამბობს და მე მოვატყუე? და რა არის მანდ ტყუილი? ცალ-ცალკე რომ ვწვებით, რადგან დაქორწინებული არ ვართ? ან დაქორწინებული რატომ უნდა ვიყოთ, როცა წყვილიც კი არ ვართ.. წყვილი არც ვიქნებით, რადგან ამისთვის სიყვარულია საჭირო. თუ რამე მეშლება შეგიძლია შემისწორო.“ - ვუთხარი.
- ,,მგონი პაზლს ისევ აკლებ ნაწილებს“ - ისევ ღიმილით მითხრა, მე კი გავშრი.
- ,,რა ნაწილებს..“
- ,,სიზმრებს. ვცდები?“ – თავიდან თითქოს ენა ჩამივარდა, მერე კი ვუთხარი -
- ,,ალბათ, სწორედ ამ ნაწილის შემდეგ შეხვედი სააბაზანოში, არა? მას ვუთხარი, რომ ...“ - იანმა არ დამასრულებინა -
- ,,ვიცი რაც უთხარი, იმაზე მეტიც კი ვიცი, ვიდრე ახლა შენ ფიქრობ...ზუსტად იგივე, რაც დანარჩენებმა იციან... და რასაც ედენს ეუბნებოდი კაბინეტში.“ - ახლა მართლა ძალიან ვიყავი გაკვირვებული -
- ,,შენ.. იქაც მისმენდი?“
- ,,თქვენ ხომ ჩემზე საუბრობდით, არა? რატომ არ უნდა მომესმინა.“
- ,,არ ვიცი, იქნებ იმიტომ, რომ სიზმრები ცოტა პირადულია?!“
- ,,მაშინაც, როცა ის ჩემზეა?“
- ,,ყველა არასწორად რატომ იგებთ? კარგი, ორჯერ გნახე, როცა პარიზში იყავი. პირველად მითხარი ფრენაზე დამაგვიანდაო და შემახსენე, რომ მორზეს მკვლელი გარეთ მელოდა. მეორედ ჩემს სახლში მოდიოდი პირდაპირ აეროპორტიდან, თან მირეკავდი და გამოიცანი რა მითხარი.. მზად იყავი, სამსახურში წავიდეთ და ის შეშლილი მკვლელი დავიჭიროთო. რეალურად, მხოლოდ იმიტომ დამესიზმრე, რომ შეშინებული ვიყავი მისი წერილებით, ჩვენ კი ერთად ვმუშაობთ. ამას რეალურ ცხოვრებაში შევეგუე და სიზმარში რატომ გახადეთ პრობლემა? ალექსამ რომ დამირეკა, მაშინაც კი ვიფიქრე, რომ სიზმარი იყო..“
- ,,მეტი არაფერი მომხდარა?“
- ,,იან, ნუ გამაგიჟე, მეტი რა უნდა მომხდარიყო?“ - ვცდილობდი არ მეყვირა და ლილი არ გამეღვიძებინა. იანი თვალს არ მაშორებდა, ისევ იღიმოდა სულ ოდნავ.
- ,,არ ვიცი, მაგალითად ეს...“ - მითხრა, ხელები ერთდროულად მოაშორა ბარს, რომელზეც მთელი ძალით იყო დაყრდნობილი, ორივე ხელი სწრაფად და ძლიერდად მომდო კისერზე და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. თავიდან ვერ მივხვდი, მომეჩვენა თუ მართლა მოხდა ეს, მაგრამ მეორე წამსვე ხელი მკერდზე ვკარი და უკან გავწიე. მართალია მისი თითები ნახევრად ისევ ჩემს თმაში იყო შეცურებული, ხელისგულები კი კისრიდან არ მშორდებოდა, მაგრამ როდესაც ჩემი მზერა დაინახა, ისინიც მწამში მოაშორა ჩემს კანს.
- ,,რა ჯანდაბაა, სრულ ჭკუაზე ხარ?!“
- ,,სრულიად, სიზმარშიც კი შემიკავებია თავი, მაგრამ ახლა სწორედ ისე მოვიქეცი, როგორც გულმა მიკარნახა. ეს ერთადერთი იყო, რასაც ის გაიძახდა ჩვენი საუბრის განმავლობაში.“ - თავდაჯერებულმა მომიგო ღიმილით და ტუჩი გაილოკა.
- ,,ასე უბრალოდ? იცი, რომ ამით კიდევ უფრო ართულებ ყველაფერს, რაც ისედაც გაუგებარი გეჩვენებოდა?“
- ,,ცდები, ჩემთან ყველაფერი თავის ადგილასაა, შენთან აირია, როგორც მივხვდი.“
- ,,ყველაფერი არიე იან. ჩვენ უბრალოდ პარტნიორები ვართ და ასეც იქნება, თუ კიდევ რამე სისულელეს არ გააკეთებ.“ - ვუთხარი და გვერდით გავიწიე, რომ სამზარეულოდან გავსულიყავი, მაგრამ მისმა ხმამ შემაჩერა.
- ,,თუ? ანუ შემიძლია ისევ გავიმეორო..“ –
- ,,ჩალურჯებები მოგენატრა? თუ-ში ვიგულისხმე, რომ ამას აღარ გააკეთებ, მაგრამ თუკი ეცდები, მაშინ ჯერ პარიზში დასაბრუნებელი ბილეთი იყიდე, ან სულ მცირე სამსახურს და საცხოვრებელს მაინც დაკარგავ.“- ცალყბად ჩაეცინა ჩემს ნათქვამზე.
- ,,სასაცილოს ხედავ რამეს?“
- ,,არა, უბრალოდ შენს სიცხადეში იმდენი დაბნეულობაა...“ - იღიმოდა ისევ. არაფერი ვუთხარი, შევბრუნდი, გაბრაზებული ავედი ლილის ოთახში და მის გვერდით დავწექი. - მაგრამ გაბრაზებული ვისზე? იანზე? თუ საკუთარ თავზე? ამის უფლება როგორ მივეცი? ან იქნებ მართლები არიან და საკუთარ თავსაც არ ვუტყდები? მაგრამ მათ ჩემზე უკეთ როგორ ეცოდინებათ? მშვენივრად ვიცი, მის მიმართ არაფერს ვგრძნობ. ვფიქრობდი მეგობრობისა და პარტნიორობის მეტი არაფერი იყო, არც კი მიფიქრია, რომ ასე მოხდებოდა. ახლა ნამდვილად გაბრაზებული ვარ? თუ დაბნეული მისი ამ მოულოდნელი საქციელის გამო? ეს ახლა მართლა მოხდა? თუ ისევ სიზმარში ვარ ისევ? ნეტავ ასე იყოს, მაგრამ ზედმეტ თითებს ვერც ამჯერად ვხედავ ჩემს ხელებზე. გამორიცხულია, ამას მეორედ აღარ დავუშვებ. - ვფიქრობდი და ჩემს შიგნით ყველა ემოცია ერთმანეთს ეჯახებოდა - ბრაზი დაბნეულობას, დაბნეულობა შიშს, და მერე ყველაფერი ისევ ბრაზად გარდაიქმნებოდა.







თავი 28.
,,საერთოდ რას ბოდავ?“




7-ის ნახევრიათვის მაღვიძარამ დარეკა. თვალები მძიმედ გავახილე და წამოვდექი. მობილური შევამოწმე, მიას მესიჯი მოეწერა 4:37-ზე - ,,ჰანნა, ჩამოვედით, ახლახან მოვედით, არც კი ამომილაგებია ბარგი. ისეთი სილამაზეა აქ.. მანდ ჯერ კიდევ ღამეა ალბათ, ამიტომ როგორც კი დავლაგდებით და შესაძლებლობა მომეცემა დაგირეკავ.“ - მაღვიძარამ ლილის ღრმა ძილს ვერაფერი დააკლო, ამიტომ მე გააღვიძე.
- ,,ლილი.. საყვარელო ადექი, გავემზადოთ და სკოლაში უნდა წავიდეთ.“ - რამდენიმე ასეთი მცდელობის შემდეგ ბავშვი გავაღვიძე და ოთახიდან გავედით. კართან იანი შეგვეჩეხა, ოთახიდან გამოსულიყო და ქვევით ჩასვლას აპირებდა.
- ,,ოჰო, პრინცესას გაუღვიძია.. მზად ხარ სკოლაში წასასვლელად?“ - ჰკითხა ლილის მომღიმარი სახით.
- ,,ცოტა ისევ მეძინება, მაგრამ მინდა ჩემი მზის სისტემა ყველას ვაჩვენო.“
- ,,დარწმუნებული ვარ ყველას მოეწონება.“ - ვუთხარი - ,,ახლა კი მიდი, პირი დაიბანე და სკოლისთვის გამოვეწყოთ.“ - ლილიმ კიბეებზე ჩაირბინა და სააბაზანოსკენ წავიდა.
- ,,დილა მშვიდობის, დეტეტივო.“ - ღიმილით მითხრა.
- ,,შენც დილა მშვიდობის.“ - მშრალად მივუგე ისე, რომ მისთვის არც შემიხედავს და მეც კიბეზე ჩავედი. მალევე ლილი სააბაზანოდან გამოვიდა, შევედი, პირი დავიბანე, შევიმშრალე და სააბაზანოს კარი გამოვაღე თუ არა, იანის მზერა დავინახე. თითქმის შევხტი, მაგრამ მზერა ავარიდე და სააბაზანოდან გავედი. ლილი ოთახში ასულიყო, რომ ტანსაცმელი ჩაეცვა, მე კი სამზარეულოში შევედი და ომლეტის მომზადება დავიწყე მისთვის.
- ,,ჩემთვისაც არის?“ - მკითხა ცოტა ხნის მერე იანმა, სამზარეულოში ისე შემოვიდა, ნაბიჯების ხმაც კი არ გამიგია.
- ,,შეგიძლია თავად მოიმზადო.“ - ვუთხარი.
- ,,ისევ გაბრაზებული ხარ?“ - ღიმილით მკითხა. მისი ღიმილი კი უკვე ნერვებს მიშლის. გაცნობის დღიდან ორ სიტყვას ძლივს ამბობდა, ახლა კი ყოველ წუთს როგორ შეიძლება იღიმოდეს... ალბათ პარიზის ჰაერი მოუხდა.
- ,,გეჩვენება.“
- ,,მაშინ იქნებ მეც მომიმზადო ომლეტი?“ - ლილი სამზარეულოში შემოვიდა. მასთან არაფერი შევიმჩნიე და იანს ვუთხარი -
- ,,კარგი, მოგიმზადებ. ლილი, საყვარელო შეგიძლია მაგიდასთან დაჯდე და მიირთვა, სკოლაში არ დაგაგვიანდეს.“ - ჩემს ნათქვამზე ბავშვი სკამზე დაჯდა და ჭამა დაიწყო.
იანს ომლეტი მოვუმზადე და თეფში წინ დავუდგი.
- ,,მადლობა ძვირფასო.“ - მითხრა იანმა, მაგრამ ჩემთვის არ ჩემოუხედავს, ღიმილით მიიცურა თეფში ახლოს. ლილის სახეზე გაოცება და ღიმილი შევამჩნიე, მერე კი ოდნავ გვერდით მივბრუნდი, ისე რომ ბავშვს ჩემი სახე არ დაენახა და იანს პირის მოძრაობით ვუთხარი -
- ,,ასე კიდევ ერთხელ თუ დამიძხებ..!“ - და მუშტი დავანახე ფარულად. მას ისევ ჩაეცინა.
- ,,შეგიძლია სოუსი მომაწოდო?“ - მითხრა თან. მაცივრიდან სოუსი გამოვიღე და მას მივაწოდე.
- ,,წავალ, მე მოვემზადები და სკოლაში წაგიყვან.“ - ვუთხარი ლილის.
- ,,მხოლოდ შენ?“ - მკითხა ბავშვმა.
- ,,კიდევ ვინ უნდა წამოვიდეს?“ - ვკითხე.
- ,,ორივე ერთად ვერ წამიყვანთ?“
- ,,ძვირფასო იანს საქმე აქვს, ჩვენთან ერთად ვერ წამოვა.“
- ,,საქმე არ მაქვს.. და მარტო რით აპირებ ლილის წაყვანას?“ - თქვა იანმა.
- ,,მიას მანქანა აქაა.“ - ვუთხარი. ლილი დაღონდა.
- ,,არაფერია ლილი, ჰანნა მოემზადება და სამივე ერთად წავალთ ჩემი მანქანით.“ - თქვა, ბოლო ლუკმა შეჭამა, თეფში სარეცხის მანქანაში ჩადო და დაამატა - ,,მეც ჩავიცმევ და ახლავე მოვალთ, მანამდე შეგიძლია საუზმე დაამთავრო.“ - ზურგზე ხელით მომაწვა და სამზარეულოდან გავედით.
- ,,იან, როგორ იქცევი? რას ნიშნავს ძვირფასო.. ან ჩავიცმევთ და მოვალთ.. გააფრინე?“ - ვუთხარი, როცა სამზარეულოს კარს მოვშორდით და კიბესთან მივედით.
- ,,რა მოხდა, ლილის გრცხვენია?“ - ჩაიცინა.
- ,,მრცხვენია? ჯერ ერთი, ბავშვის თანდასწრებით ასე რატომ საუბრობ, მეორეც.. საერთოდ რატომ მესაუბრები ასე.. მგონი გარკვევით გითხარი გუშინ!“
- ,,მე არაფერი გამიგონია.. ლილის ვკითხოთ, იქნებ მან გაიგო რამე..“ - თქვა და მისთვის დაძახებას აპირებდა, მაგრამ პირზე ხელი ავაფარე და გავაჩუმე.
- ,,სულელი ხარ? არ გაბედო.. ისდაც ზედმეტ კითხვებს სვამს. სამზარულოშიც გაიგონა როგორც მომმართე.“ - ხელით ისევ დახშული მქონდა მისი პირი, მან კი ჩემი სიტყვების დასრულებითანავე ხელისულზე მაკოცა. სასწრაფოდ მოვაშორე ხელი მის ტუჩებს და ჩემს პიჟამოზე გავიწმინდე.
- ,,ღმერთო ჩემო, მომშორდი..“ - ვუთხარი და კიბეებზე ავირბინე. იანი წუხელ და დღეს ისეთ რაღაცეებს აკეთებს, რომელ საქციელებსაც სხვა ადამიანებზე რომ ვხედავ, ცუდად ვხდები. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საშინელებაა ეს წყვილური ქცევები, ახლაც ასე ვფიქრობ, ჯერ იმიტომ, რომ მართლა საშინელებაა, და მერე იმიტომ, რომ ასე იანი იქცევა ჩემ მიმართ... საერთოდ როგორ შეუძლია ეს? ორი კვირის წინ გაღიმებულ იანს ძნელად თუ წარმოვიდგენდი, დღეს კიდევ ის... კარგი, რა მნიშვნელობა აქვს... მაგრამ ნამდვილად აქვს, ამ ქცევებს ჩემკენ მომართავს... ამაზრზენია! - ამასობაში ტანზე შავი შრვალი და ასევე შავი მომდგარი ზედა ჩავიცვი, ზემოდან მოკლე, ყავისფერი ტყავის ქურთუკი, ჩანთა ავიღე და ქვემოთ ჩავედი. იანს უკვე ჩაუცვამს და ლილისთან ერთად იდგა მისაღებში. ლილი თავის ქურთუკს იცვამდა, იანს კი ჩვენი ხელნაკეთი მზის სისტემა ეჭირა ხელში.
- ,,კარგი, ყველა მზადაა, წავიდეთ.“ - თქვა იანმა, თავისუფალი ხელით კარი გააღო და მე და ლილის გასვლა გვაცადა. იანიც უკან მოგვყვა, გამოვიდა თუ არა გასაღები საკეტს მოვარგე და კარი ჩავკეტე. ლილი გაიქცა და მანქანაში ჩახტა, იანმა მზის სისტემა უკანა სავარძელზე დადო ლილისთან და სანამ მანქანასთან მივედი იანმა კარი გაღო იმ მხარეს, სადაც მე უნდა დავმჯდარიყავი.
- ,,თავადაც შემეძლო.“ - ვუთხარი ჩუმად სანამ სავარძელზე დავჯდებოდი. იანმა კარი დახურა, თვითონაც დაჯდა და სკოლაში მისვლამდე ხმა არ ამოგვიღია. მერე სკოლაში შევედით, ლილი კლასამდე მივაცილეთ და უკან გამოვბრუნდით.
- ,,მოიცადეთ..“ - შეგვაჩერა ასაკში გადასულმა ქალის ხმამ. ორივე მისკენ მივბრუნდით.
- ,,თქვენ ლილის მშობლები ხართ?“ - გვკითხა სათვალიანმა ქალმა, რომლსაც ოდნავ შეპარვოდა ჭაღარა.
- ,,არა, ჩვენ მისი ახალი ოჯახის წევრები ვართ.“ - ვუთხარი.
- ,,იცით, არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მისი ახალი მშობლები მეგონეთ. გავიგე იმ ტრაგედიის შესახებ, მაგრამ როგორც ვატყობ მან არაფერი იცის.“
ქალბატონი კლასის კარიდან ოდნავ მოშორებით გავიყვანე და ვუთხარი -
- ,,სწორად მიხვდით, მან არაფერი იცის. თქვენ ვინ ბრძანდებით?“
- ,,ჰო, მართალია, არ გაგეცანით.. მე მის ჰარპერი ვარ, ლილის დამრიგებელი.“ - ღიმილით თქვა.
- ,,აჰ, გასაგებია.. მე ჰანნა ვარ, ეს კი იანია.“ - ვუთხარი.
- ,,ბოდიში, რომ გეკითხებით, მაგრამ ოჯახის ახალ წევრებში რა იგულისხმეთ? ის აქ მიას მოჰყავს ხოლმე და..“
- ,,ჩვენ დეტექტივები ვართ, პარტნიორები,“ - ვუთხარი ქალს და იანს შევხედე - ,,და სხვათა შორის, მიას ახლო მეგობრები.. ახალი საქმის გამოსაძიებლად რომ წავედით, გზაში ლილი შეგვხვდა, ცოტა შეშინებული იყო. მერე გავარკვიეთ, რომ ჩვენი მსხვერპლის შვილია.. ალბათ ისიც იცით, რომ ბებია და ბაბუაც აღარ ჰყავს, საერთოდ აღარავინ.. ის მიასთან ცხოვრობს, ახლა კი ის შვებულებაშია და ლილი ჩვენთანაა, ასე გამოვიდა. ისე, მადლობელი ვიქნები, თუ ამ ამბავს არავინ გაიგებს, მით უმეტეს, ლილი..“ –
- ,,რასაკვირველია. ისედაც ვცდილობ ხოლმე მისი ყურადღების გადატანას, როცა მოწყენილია. ყველა ვცდილობთ.“
- ,,ძალიან დიდი მადლობა, იმედი მაქვს ასე გაგრძელდება..“
- ,,ეჭვი არ შეგეპაროთ. და თქვენ სად მიდიხართ?“ - გვკითხა მის ჰარპერმა. მე და იანს ოდნავ გაკვირვება დაგვეტყო სახეზე.
- ,,ლილი სკოლაში მოვიყვანეთ და ახლა სახლში დაბრუნებას ვაპირებთ.“ - უთხრა იანმა.
- ,,მან საშინაო დავალება ხომ შეასრულა? ხელნაკეთი მზის სისტემა უნდა გაეკეთებინათ.“
- ,,კი, რა თქმა უნდა, შეასრულა. ის მის მაგიდაზეა.“
- ,,მშვენიერია, ეს პრაქტიკული დავალება იყო, დღეს კი მათი განხილვა გვექნება, ინტერაქტიული გაკვეთილი მშობლებთან ერთად.. ლილიც ბედნიერი იქნება, თუ მის გვერდითაც იქნებიან..“ - თქვა მასწავლებელმა.
- ,,ინტერაქტიული გაკვეთილი? ლილის ამაზე არაფერი უთქვამს..“
- ,,იცით, ეს ბავშვებისთვის არ მითქვამს წინა გაკვეთილზე, ცხადია, მათ არ ეცოდინებოდათ. სინამდვილეში, დილით მომაფიქრდა, რომ შემეძლო ასეთი გაკვეთილი ჩამეტარებინა, უფრო სახალისო იქნება და ბავშვებიც გაერთობიან.“
- ,,მართალია, კარგი იდეაა და ჩვენც შემოგიერთდებით.“ - უთხრა იანმა და მე გამომხედა.
- ,,ძალიან კარგი. რამდენიმე წუთში დაიწყება გაკვეთილი, შეგიძლიათ შემოხვიდეთ და იქვე დაიცადოთ.“ - გვითხრა და კლასში შევიდა. მას უკან შევყევით. ლილიმ რომ დაგვინახა, თვალები გაუბრწყინდა.
- ,,გაერთიანებული გაკვეთილი იქნება პატარავ, მას ჩვენც დავესწრებით.“ - უთხრა იანმა. ლილის უფრო გაუხარდა.
გაკვეთილი დაიწყო, ბავშვები მშობლებთან ერთად ისხდნენ. ყველას განსხვავებული ხელნაკეთი სისტემა ედო წინ. ბავშვებმა თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს, ცოტა ისაუბრეს პლანეტებსა და ორბიტებზე. მერე ლილის ჯერიც მოვიდა, წინ დადგა და ყველას აუხსნა, როგორ შევქმენით ეს შედევრი ერთად, რატომ იყო მის მზის სისტემაში 8-ის მაგივრად ცხრა პლანეტა, და ბოლოს დაამატა, რომ მას ყველაზე მეტად პლუტონი მოსწონს, რადგან ის განსაკუთრებულია. ეს ალბათ ჩემი ზღაპრის გამოა, მას ხომ აქამდე არც კი სმენოდა პლუტონზე.. პირველი გაკვეთილი დამთავრდა, მის ჰარპერმა ყველას მადლობა გადაგვიხადა, ჩვენ კი სახლში წავედით, რადგან ლილის კიდევ ოთხი გაკვეთილი ჰქონდა წინ..
- ,,კარგი გაკვეთილი გამოუვიდათ.“ - მითხრა იანმა.
- ,,ჰო, ყველას კარგი ნამუშევარი ჰქონდა, საყვარლები იყვნენ.“
- ,,ცოტა დაბნეულებიც, ამდენ სახეს რომ ხედავდნენ შერცხვათ.“
- ,,მაღაზიაში შევიაროთ, პროდუქტები ვიყიდოთ საღამოსთვის.“ - ვუთხარი იანს.
- ,,ჰო, მეც ვიფიქრე მაგაზე. მაცივარში ცოტა რამაა დარჩენილი.“ - მიპასუხა, სახლთან ახლოს მდებარე მარკეტთან გაჩერდა და საჭმლის საყიდლად გადავედით.
მარკეტში შევედით, კალათი ავიღე და ისეთი რაღაცები ჩავაწყვე, რაც ლილის გაუხარდებოდა, კალათი ბოსტნეულით, ხილით, რძის პროდუქტებითა და ლილისთვის სნექებით გავავსე. გადავიხადეთ, მანქანაში ჩავსხედით და სახლში მივედით. პარკები სამზარეულიში შევიტანე და ყველაფერი თავის ადგილას დავაწყვე.
- ,,წყალს არ დაადგამ? ცხელი შოკოლადი მომინდა..“ - მითხრა იანმა, რომელიც ბართან ჩამომდგარა და ცალ ხელზე ნიკაპით იყო დაყრდნობილი.
- ,,ხომ ხედავ, არ მცალია. თავად დაადგი.“
- ,,მაგრამ თავს შეუძლოდ ვგრძნობ..“ - ღიმილით თქვა. მისი ღიმილი არასოდეს არის ჩვეულებრივი, ის მუდამ მკაცრია, სერიოზული ღიმილი აქვს, და არა ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ ადამიანებს.
- ,,ორსულად ხარ? თავს შეუძლოდ გრძნობ და ცხელი შოკოლადი მოგინდა.. მაგრამ შეუძლოდ ყოფნა არ გეტყობა.“ - სიცილით ვუთხარი.
- ,,მაშინ წყალს მე დავადგამ და შენ გააკეთე..“ –
- ,,პირობებს მიყენებ? კარგი, წყალს დავადგამ..“
- ,,მშვენიერია, მადლობა.“ - ისევ იღიმოდა. მივბრუნდი, წყალი ჩაიდანში ჩავასხი და ისევ პროდუქტების დახარისხება განვაგრძე. წყალი მალევე ადუღდა.
- ,,ადუღდა.“ - ვუთხარი იანს.
- ,,მგონი ახლა უფრო ცუდად ვარ..“ - მითხრა და თავზე მიიდო ხელი.
- ,,ახლა მიმანიშნე, რომ გინდა ცხელი შოკოლადიც მე გაგიკეთო?“
- ,,ასე გამოდის..“ –
- ,,კარგი, და რას იტყვი ეს მდუღარე წყალი რომ გადაგასხა, და შემდეგ ის ფხვნილი ზემოდან მოგაყარო?”
- ,,და მერე ალექსას და ლუკასს რას ეტყვი?“
- ,,რა? მოდიან?“
- ,,არა, არა ვიხუმრე.. მიდი, ხომ მორჩი დალაგებას.“
- ,,ამის გამო უფრო აღარ გაგიკეთებ! გამომართვი და თავად გაიკეთე..“ - ვუთხარი და ჩაიდანის გვერდით გადადგმა დავაპირე, მაგრამ იანმა გვერდებზე მოჰკიდა ხელი.
- ,,ღმერთო ჩემო..“ - ღრმად ჩაილაპარაკა და ჩაიდანი ნიჟარაში მოისროლა, რის გამოც ახლა მდუღარე წყალი გადაესხა ხელზე.
- ,,ჯანდაბა, ბოდიში, არ მინდოდა..“ - ვუთხარი და მის ხელს შევხედე.. საკმაოდ გარუჯულ, თითქმის მუქი ფერის კანზე სიწითლე წამში დაეტყო. მაშინვე ცივი წყალი მოვუშვი ონკანზე, მისი ხელი მაჯით დავიჭირე და წყალს შევაშვერინე.
- ,,უკეთესია..“ - თქვა.
- ,,იან, მე მართლა არ მინდოდა..“
- ,,დამშვიდდი, შენი ბრალი არაა. არ მეგონა თუ ასეთი ცხელი იქნებოდა.“
- ,,მაგრამ ხომ გითხარი რომ ადუღებული იყო... ცოტა ხანს ასე გქონდეს ხელი, წყლიდან არ გამოსწიო, მალამოს მოგისვამ და შეგიხვევ.“ - ვუთხარი, სააბაზანოში გავედი მაზის და სახვევის მოსატანად და ისევ სამზარეულოში შევედი.
- ,,საკმარისია, მოდი დაჯექი.“ - ვუთხარი. იანიც სკამზე დაჯდა. მის ხელს კარგად დავაკვირდი..
- ,,ღმერთო ჩემო, რაზე ვფიქრობდი?! გამეკეთაბინა ის შოკოლადი..“ - ვთქვი, თან მალამოს ხელისგულზე ვუსვამდი.
- ,,არც ახლაა გვიან, ჯერ კიდევ მინდა..“ - ღიმილით თქვა ისევ.
- ,,იან, ახლახან მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღე და ისევ ხუმრობ?“
- ,,არ მეწვის..“
- ,,არ გეწვის? ახლა რას იტყვი?“ - ვუთხარი და დამწვარ ადგილს დავაწექი.
- ,,ჰო, კარგი, სულ ცოტათი..“ –
მალამო მთლიან ხელისგილზე და მტევანზე წავუსვი და სახვევით გადავუხვიე.
- ,,აბა, როგორ გაქვს? ხომ არ გიჭერს?“
- ,,არა, კარგია.. მაგრამ ცხელი შოკოლადი მინდა. არც ახლა მეკუთვნის?“
- ,,ღმერთო, ოღონდ გაჩუმდი... გაგიკეთებ და მერე ხმა არ ამოიღო.“ - ვუთხარი.
- ,,კარგი, გავჩუმდები.“ - მივბრუნდი და ცხელი შოკოლადი ჭიქაში დავუსხი.
- ,,მადლობა ძვირფასო.“ - მწირი ღიმილით თქვა.
- ,,იან, ასე ნუ მეძახი! უკვე ხომ გაგაფრთხილე!“
- ,,ახლა ლილი არაა სახლში..“
- ,,თუ კარგად გახსოვს, მე გითხარი მით უმეტეს ბავშვთან ერთად-მეთქი! ასე აღარ დამიძახო, თორემ შემდეგში გამიზნულად დაგწვამ!“
იანმა ჭიქიდან მოსვა.
- ,,ღმერთო, ცხელია..“
- ,,კარგია, იქნებ ასე მაინც გააჩერო ენა!“
- ,,არა, ეს ხელს ვერ შემიშლის.“ –
მას შევხედე, თავი დანანებით გავაქნიე, წამლების ყუთი ავიღე და სააბაზანოში გავიტანე, მერე კი დალაგება განვაგრძე. ოთახის მოგვა და მოწმენდა მიას რობოტს მივანდე, თავად კი დანარჩენის დასუფთავება დავიწყე.
- ,,ლილის მალე დაუმთავრდება გაკვეთილები. წამოხვალ მის გამოსაყვანად?“ - მკითხა ცოტა ხანში.
- ,,საჭის მართვას ვერ შეძლებ?“
- ,,კი, როგორ არა.“
- ,,მაშინ შენ წადი, უნდა დავასრულო..“
- ,,კარგი.“ - მითხრა, ქურთუკი მოიცვა და გარეთ გავიდა. ნახევარ საათში უკან ლილისთან ერთად დაბრუნდა. მე კი თითქმის მოვრჩი დალაგებას.
- ,,ჰანნა, ყველაზე კარგი მზის სისტემა ჩემი იყო, ყველამ ასე მითხრა.“ - აღფრთოვანებულმა მითხრა ლილიმ.
- ,,ძალიან კარგი.. არ დაიცვალო, მალე მოვრჩები და პარკში ჩავისეირნოთ, გინდა?“
- ,,კი, მინდა. იანნ, შენც ხომ წამოხვალ?“
- ,,რა თქმა უნდა, წამოვალ ლილი.“
სარეცხის მანქანიდან ჭურჭელი თავის ადგილას დავალაგე, ისევ ტყავის ქურთუკი შემოვიცვი და ლილისთან და იანთან ერთად დავუყევი გზას, რომელიც პატარა პარკისკენ მიდიოდა. რამდენიმე საათი იმ პარკსა და სეირნობაში გავატარეთ, ლილიმ ცოტა ითამაშა, კარგად დაიღალა და ბოლოს თვითონვრ გვითხრა სახლში წავიდეთო.
- ,,რა მოხდა, დაიღალე?“ - ჰკითხა იანმა.
- ,,კი, თან ცოტა მომშივდა..“
- ,,კარგი, მაშინ უკან დავბრუნდეთ, მაგრამ ვახშამი ჯერ არ მომიმზადებია, ცოტა ხანს დალოდება მოგიწევს..“ - ვუთხარი. სახლში მივედით, ლილი ზევით გაიქცა გამოსაცვლელად, მე კი ხელელბი დავიბანე და სამზარეულოში შევედი ვახშმის მოსამზადებლად. იანიც სამზარეულოში შემოვიდა ბართან ჩემს მხარეს დადგა და მითხრა -
- ,,მაპატიე ძვირფასო, დახმარებას ვერ შევძლებ..“ - შეხვეული ხელი დამანახა და გაიღიმა. მე კი დიდი დანა მეჭირა ხელში, მისკენ მივბრუნდი, ახლოს მივედი და დანის წვერი მკერდზე მივადე -
- ,,ახლა დახმარება შენ უფრო გჭირდება კაუჭა. ფიქრობ მართლა მია და მაიკი ვართ? გგონია ვხუმრობ? ამ დანის შენს მუცელში გასაყრელად ნახევარი წამიც არ დამჭირდება, თვალსაც კი არ დავახამხამებ!“ - კბილებში გავცერი სიტყვები. იანმა დაუზიანებელი ხელი დანის პირს მოჰკიდა და გვერდით გამაწევინა.
- ,,სულელო, რას აკეთებ. გინდა მეორე ხელიც დროებით გამოუსადეგარი გახდეს?!“ - ვუთხარი, დანა გვერდით სწრაფად გადავდე და ხელი შევუმოწმე, გაჭრილი ხომ არ ჰქონდა. გადარჩა.
- ,,რა იყო, ახლახან მაგ დანის მუცელში გაყრით არ მემუქრებოდი?“ - გაიცინა. მის ხელს მოვაშორე ჩემი-
- ,,მომშორდი!“ - ვუთხარი და ხელი ვკარი.
- ,,ახლა რის მომზადებას აპირებ?“
- ,,ალბათ შენი ჩახოხბილის..“ - მივუგე. კიდევ გაიცინა.
- ,,კარგი, წავალ ლილის დავხედავ, თან სანამ ვახშამი მომზადდება ცოტას ვამეცადინებ.“ - თქვა და სამზარეულოდან გავიდა.
ბოსტნეული გადმოვიღე და წვნიანი გავაკეთე, ცოტა კარტოფილიც შევწვი ძეხვთან და კვერცხთან ერთად, მაგიდა გავაწყვე და მათ დავუძახე, რომ სავახშმოდ ჩამოსულიყვნენ.
- ,,კარგი სუნები ტრიალებს..“ - თქვა იანმა.
- ,,მოდი, დასხედით და მიირთვით.“ - ვუთხარი, მაცივრიდან ფოროთოხლის წვენი გადმოვიღე და ჭიქებში დავასხი.
- ,,ჰანნა, მე უკვე ყველაფერში ვიმეცადინე..“ - მითხრა ლილიმ.
- ,,მართლა? ასე მალე?“
- ,,ჰო, იანი დამეხმარა და ძალიან სწრაფად მოვრჩი.“
- ,,რამეს ხომ არ მატყუებთ?“ - თვალები დავაწვრილე და ღიმილით შევხედე.
- ,,არა, ცოტა მქონდა დასაწერი.“
- ,,კარგი, ახლა მიირთვი, თორემ გაცივდება.“ - უთხრა იანმა, თან გემრიელად შეექცეოდა წვნიანს. ცოტა ხანში ლილიმ ისევ მკითხა -
- ,,ჰანნა, იანს ხელი მართლა შენ დაუწვი?“ - მე კი ორივეს გაკვირვებულმა შევხედე. იანს ჩუმად ჩაეცინა.
- ,,ეს შემთხვევით მოხდა ძვირფასო, ჩაიდანი მივაწოდე და ასე დაეწვა.“ - ძლივს ამოვღერღე.
- ,,იანმა მითხრა, რომ ცხელი წყალი დაასხი ზედ.“ - ახლა უფრო გაეცინა იანს.
- ,,იან გაგიჟდი? ეს რატომ უთხარი ბავშვს?“ - ცოტაც და დავიყვირებდი.
- ,,კარგი, უბრალოდ გავეხუმრე.. მართალია საყვარელო, ჩემი ბრალი იყო, ჰანნა არაფერ შუაშია..“ –
ვახშმობას მოვრჩით მაგიდა ავალაგე და სამზარეულოდან გავედით.
- ,,ლილი, შენ ხომ კაბები იყიდე ჰანნას ქორწილისთვის?“ - ღიმილით ჰკითხა იანმა.
- ,,კი, მაგრამ ჰანნას ქორწილი ხომ აღარ აქვს?“
- ,,არა ძვირფასო, მაგრამ არ გინდა მოიზომო და მაჩვენო? მაინტერესებს..“
- ,,მაშინ მე და ჰანნა ერთად მოვიზომებთ, მანაც იყიდა..“ - სიხარულით უთხრა ლილიმ და ხელი ჩამკიდა, რომ ზემოთ ავსულიყავით.
- ,,არა საყვარელო, მიდი, შენ მოიზომე..“ - ვუთხარი.
- ,,კი მაგრამ, ხომ ერთნაირები ვიყიდეთ, ლამაზი იქნება ერთად თუ ჩავიცვამთ..“
- ,,ჰანნა, არ აწყენინო, მიდი, მოიზომეთ.“
- ,,კარგი, ადი და მეც ახლავე მოვალ.“ - ვუთხარი ლილის, ისიც ზემოთ გაიქცა. მე კი იანს მივუბრუნდი - ,,გინდა აქ მოდების ჩვენება მოვაწყოთ, არა?“
- ,,კარგი რა, სახალისო იქნება..“
- ,,იან, ძალიან ვბრაზდები.“ - ვუთხარი, კიბეებზე ავედი და ლილის ოთახში შევედი. თავიდანვე ჩავიცვით ის ერთნაირი ცისფერი კაბები, რომლებზეც ლილიმ თქვა, ქვემოთ ჩასლისას კი იანმა სიმღერა ჩართო, რომელიც რატომღაც მართლა ძალიან მოუხდა ამ „მოდების ჩვენებას.“
- ,,ოჰო, ნამდვილ პრინცესას და დედოფალს ჰგავხართ, აბა დატრიალდი..“ - უთხრა ლილის, ხელი მტევანზე მოჰკიდა, ზელი ზემოთ ააწევინა და სრული ბრუნით შემოაბრუნა. ლილიმ ცეკვა დაიწყო, მეც ამიყოლია. მეორე კაბის ჩასაცმელად უკვე საკუთარი სურვილით ცეკვა-ცეკვით ავედი ლილისთან ერთად. კიდევ სამჯერ გამოვიცვალეთ ორივემ, ყველა ჩამოსვლაზე იანი ახალ-ახალ სიმღერებს რთავდა, მე და ლილი კი ვცეკვავდით.
- ,,გინდა ფილმს ვუყუროთ?“ - ჰკითხა იანმა ლილის, როცა საბოლოოდ გამოსაცვლელი აღარაფერი დაგვრჩა და მისაღებში დივანზე დაღლილები დავსხედით.
- ,,კი, რა ფილმს?“
- ,,იქნებ პიტერ პენი? იცი, იქ გოგონას ვენდი ჰქვია და მეგობარი მას ფრენას ასწავლის, მაგრამ ბოროტი კაუჭა მას დაატყვევებს..“ - ვუთხარი და იანს გავხედე.
- ,,კაუჭას გოგონა შეუყვარდება?“ - მკითხა ლილიმ. იანს გაეცინა და სანამ მე უარყოფით პასუხს დავუბრუნებდი ლილის, იანმა უთხრა -
- ,,ჰო, შეუყვარდება, მაგრამ ეს იქ ნათლად არ ჩანს, შეიძლება ვერც კი შეამჩნიო..“
- ,,კარგი, ხელებს დავიბან და ვუყუროთ.“ - გაუხარდა ლილის და სააბაზანოსკენ წავიდა
- ,,იან ტვინი პარიზში დაგრჩა? ბავშვს რაებს ეუბნები? მსგავსი არაფერი ხდება იქ..“ - ვუთხარი.
- ,,პიტერ პენიზე არც ვსაუბრობდი.“
- ,,კარგი, წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა პარიზში, მაგრამ აშკარად ცუდად იმოქმედა შენზე.“
- ,,უკვე ხომ გითხარი რატომაც წავედი..“
- ,,მაგის გარდა ვიგულისხმე.. უკვე მგონია, რომ დამცინი ასეთი საქციელით..“
ლილი დაბრუნდა, იანმა პიტერ პენი ჩართო, ტელევიზორში, მეც სნექები გამოვიტანე სამზარეულოდან, დივანზე დავსხედით და ჩუმად ვუყურებდით, სანამ არ შევამჩნიე, რომ ლილის ჩემს მხარზე ჩასძინებოდა. 11-ის ნახევარი იყო, მულტფილმი კი თითქმის მთავრდებოდა.
- ,,იან, ლილის დაეძინა..“ -
- ,,რა საყვარელია. მომიყვანე, ზევით ავიყვან.“ - მითხრა და ლილი ჩემი მხრიდან აიყვანა. მეც ზევით ავყევი, რომ საწოლზე საბანი გადამეხადა. მერე კი ქვემოთ ჩამოვედით და იანმა მითხრა - ,,თავიდან გადამიხვევ ხელს?“
- ,,ჰო, რა თქმა უნდა. ახალ სახვევსა და წამალს მოვიტან.“ - ვუთხარი, სააბაზანოსკენ წავედი, ისევ ავიღე წამლების ყუთი და მისაღებში დივანზე დავჯექი იანთან ერთად. წინა სახვევის მოხსნა დავიწყე, როცა ტელეფონმა დარეკა. მია და ედენი ჩატში რეკავდნენ.
- ,,შეგიძლია უპასუხო?“ - ვუთხარი იანს. მანაც ტელევონი მაგიდიდან აიღო და უპასუხა.
- ,,იან? საღამო მშვიდობის, ჰანნა სადაა?“ - ჰკითხა ედენმა. იანიც მიესალმა და მობილური ჩემკენ მოაბრუნა.
- ,,აქ ვარ, რა ხდება?“ - ვუთხარი, იანმა კი ტელეფონი მაგიდაზე მდგარ ჭიქაზე მიაყუდა.
- ,,ღმერთო, იან, ხელზე რა გჭირს?“ - ჰკითხა მიამ.
- ,,თქვენი პრინცესას ნახელავია.“ - ღიმილით უთხრა იანმა.
- ,,ვინ, ლილ.. არა, რა თქმა უნდა, ლილი ამას როგორ იზამდა.. ხომ გთხოვეთ ერთმანეთი არ დაგეხოცათ?“ - თქვა მიამ სიცილით.
- ,,სახლი არ გადაწვათ მხოლოდ, თქვენ რაც გინდა ის ქენით.“ - გვითხრა მაიკმა.
- ,,თუ გინდათ, შემიძლია გავიდე და სამივეს მივხედო.“ - უთხრა ედენმა მიას და მაიკს.
- ,,მგონი დროა გავთიშო..“ - ვუთხარი.
- ,,კარგი, კარგი, სხვა რამეზე ვრეკავ..“ - თქვა ედენმა, მაგრამ ქეითმა არ დააცადა-
- ,,მია, ჯერ ის გვითხარი, როგორ ისვენებთ?“ -
- ,,არ ვიცი რა ვთქვა, სასწაული ადგილია. ისეთი ჰაერია, თითქოს სულ სხვანაირად ვსუნთქავ და სული მეწმინდება ყოველი ჩასუნთქვისას. დღისით ხომ ლამაზია, თოვლიანი ტყეები და სანტას სოფელში ისარული მთელი დღე, ღამით კიდევ საოცრებაა, საკუთარი თვალით ჩრდილოეთის ნათების ნახვა.. თითქოს ზღაპარში ვარ, ისეთი სიწყნარეა..“
- ,,ნეტავ მეც მანდ ვიყო..“ - ვუთხარი მიას, თან იანს სახვევს ვუცვლიდი.
- ,,და თქვენ რა მოგივიდათ, ხელზე რა მოუვიდა იანს?“
- ,,სერიოზული არაფერია, უბრალოდ მდუღარე წყლით დაეწვა.“
- ,,უბრალოდ? ძალიან მტკივა..“ - საწყალი სახე მიიღო იანმა.
- ,,რა? თავად არ თქვი არ მეწვისო?“
- ,,მდუღარე წყალი გადაასხი?“ - სიცილით მკითხა ედენმა.
- ,,არა, თავად მოკიდა ხელი ჩაიდანს, შემდეგ კი წყალი გადაესხა.“
- ,,ერთი ძიძა თქვენ გჭირდებათ..“ – გვითხრა მაიკმა.
- ,,კარგი.. ედენ, რა საქმე გქონდა?“ - ჰკითხა მიამ.
- ,,მგონი ამ ამბებში ჩემი დაბადებისდღე დაგავიწყდათ..“ - დანანებით თქვა ედენმა.
- ,,ღმერთო, ედენ, მართლა დამავიწყდა.. მაგრამ ჩამოსვლას ვერ მოვასწრებთ.. უფრო სწორედ, ზეგ წამოსულებიც არ ვიქნებით.“ - უთხრა მიამ.
- ,,ჰო, ვიცი, ამიტომ მოგვიანებით ვფიქრობდი აღნიშვნას, მხოლოდ ჩვენ..“
- ,,არა, არა, არ გადადო, არა უშავს, თუ არ ვიქნებით მანდ, საჩუქარს მაინც ჩამოგიტან. თქვენ გაერთეთ.“ - უთხრა ისევ მიამ.
- ,,დარწმუნებული ხარ? არ გეწყინება?“
- ,,რა თქმა უნდა, არა. გული კი დამწყდება, მაგრამ რატომ უნდა გადადო, შენი დაბადებისდღე 19-შია, და სწორედ მაგ დღეს უნდა აღნიშნო.“
- ,,მეც ვეთანხმები მიას, ხომ იცი, არ მიყვარს წინა ან მომდევნო დღეებში რომ აღნიშნავენ.. მაგრამ შენ როგორც გინდა.. და სად აპირებ?“ - ვკითხე.
- ,,გამოიცანი..“ - გვერდიდან გამოგვძახა ქეითმა.
- ,,ისევ კლუბში? მანდ საუკეთესო დროს ვატარებთ ხოლმე.. ახლა უკვე მინდა, რომ მანდ ვიყო.“ - უთხრა მიამ
- ,,სწორედ ამიტომ გითხარი, ცოტათი გადავწევ და რომ ჩამოხვალ მერე გადავიხდი..“
- ,,არ ღირს ედენ, მართლა, თქვენ წადით, გაერთეთ, ჩვენ აქაც მშვენივრად ვართ..“ - უთხრა მაიკმა.
- ,,ისე, იანი რატომ არაა ჩვენს ჩატში? ისიც ხომ ჩვენიანია ახლა.. ჰანნამ უკვე დაატყო თავისი ხელი...“ - სიცილით თქვა ედენმა, იანსაც გაეცინა.
- ,,ჰო, ეს აქამდე რატომ არ გავაკეთეთ.. ახლავე დავამატებ..“ - თქვა მიამ და წამში იანი დაამატა ჩვენს ჯგუფში.
- ,,ახლა უკვე ჩვენი გუნდის სრულუფლებიანი წევრი ხარ, იან. გილოცავ!“ - უთხრა მაიკმა.
- ,,ასეა, და სხვათა შორის, შენც დაპატიჟებული ხარ. შენ და ჰანნა ერთად წამოხვალთ.“ - უთხრა ედენმა.
- ,,მშვენიერია, დრესკოდი?“ - ჰკითხა იანმა.-
- ,,მაგაზე ვიფიქრე, და მგონი კარგი იქნება, თუ ბზიკების კოსტიუმს ჩავიცვამთ, ჰანნა რას იტყვი?“ - მკითხა ედენმა.
- ,,ღმერთო, არ გაჩერდებით, არა?“ - ვუთხარი, იანს ბოლოჯერ გადავუხვიე ხელი და შევუკარი.
- ,,ლილი როგორაა? სძინავს?“ - გვკითხა მიამ.
- ,,ჰო, მშვენივრადაა, ფილმს ვუყურებდით და ჩაეძინა.“ - უთხრა იანმა.
- ,,და მას ვის დაუტოვებთ?“ - იკითხა მაიკმა.
- ,,ჰო, მართლა.. ლილი? ის ხომ ჩვენთანაა.. ვის დავუტოვებთ?“ - მკითხა იანმა.
- ,,მეგობრებო, იანი ვეღარ მოდის, მარტოხელა ძიძა იქნება..“ - ღიმილით ვუთხარი ყველას.
- ,,იცი, მგონი მართლა სჯობს გადავიტანოთ. არც მია და მაიკი არიან აქ, თქვენც ბავშვი გყავთ.. ან იქნებ მხოლოდ მე და შენ აღვნიშნოთ ძვირფასო?“ - ქეითს გახედა ედენმა.
- ,,ჩვენ ისედაც მაშინ გვაქვს წვეულება, როცა მოვისურვებთ, იქნებ ეს ერთი დღე მართლა აღვნიშნოთ..“ - უთხრა ქეითმა.
- ,,კარგი.. ისე არ გამოვა, რომ ჰანნა წამოვიდეს და იანი დარჩეს, ან პირიქით.. სხვა რამეს მოვიფიქრებ..“ - თქვა ედენმა
- ,,ან პირიქით?! ანუ იანი წამოვიდეს? მგონი ყველა ერთად გაგიჟდით..“ - ვთქვი.
- ,,კარგი, ვიხუმრე.. ხვალაც თუ ვერ მოვიფიქრეთ რამე, უბრალოდ გადავდებ. მანამდე კი ყველა ვარიანტი განვიხილოთ.. ახლა წავედი, უნდა დავიძინო, ხვალ სამსახური მელის..“ - თქვა ედენმა.
- ,,კარგი, ჩვენც წავედით, აქ დილის შვიდის ნახევარია, უნდა გავემზადოთ და გავიდეთ..“ - გვითხრა მიამ.
- ,,ღამე მშვიდობის, ტკბილი ძილი..“ - ვუთხარი და სასწრაფოდ გავუთიშე. მერე ჩემთვის ჩავილაპარაკე - ,,ასე ყველამ ერთიანად როგორ გააფრინეთ, რამეს იღებთ?”
- ,,კი, ვიღებთ...“
- ,,მართლა? მეც მასწავლეთ მაშინ, იქნებ როგორმე გაგიგოთ.. ამ ბოლო დროს ყველა ძალიან უცნაურად იქცევით.“
- ,,არ იყიდება, თავად უნდა ისწავლო.. ამას სიყვარული ჰქვია ძვირფასო..“ - გაიღიმა იანმა.
- ,,გგონია სიყვარული არ ვიცი?“ - მის ბოლო სიტყვას ყურადღება აღარ მივაქციე.
- ,,როგორ არა, მშვენივრად იცი, მაგრამ საკუთარ თავში ისეთ ადგილას არ უნდა შეინახო, რომ როცა გჭირდება, პოვნა გაგიჭირდეს.“ - ჩუმად ვუსმენდი და ბოლომდე ვერც ვხვდებოდი, რა თქვა, ავდექი, სახვევი და მალამო ავიღე და სააბაზანოში წავიღე. როცა გამოვედი იანი იქ აღარ დამხვდა, ვიფიქრე დასაძინებლად წავიდა და ისევ დავუბრუნდი ჩემს ადგილს დივანზე, შუქი ჩავაქვრე, საზურგეს მივეყრდენი, დაპაუზებული ტელევიზორი ჩავრთე და პიტერ პენის ყურება განვაგრძე.
- ,,შენც აქ აპირებ დაძინებას?“ - მკითხა იანმა, სამზარეულოდან გამოსულა და ჭიქით ფორთოხლის წვენი ეჭირა ხელში. შევხტი.
- ,,ღმერთო, იან, გული გამიხეთქე.. მეგონა ზევით ახვედი.“ - ჭიქა წინ დამიდგა.
- ,,დალიე, შენ მოგიტანე.“ - გაკვირვებულმა შევხედე.
- ,,რატომ? რამე ჩამიყარე?“
- ,,ცოტაოდენი სიყვარულის მეტი არაფერი.“ - ჩემს გვერდით დაჯდა.
- ,,იან რომელ სიყვარულზე მელაპარაკები?! მართლა დამცინი? რა სიყვარული?“ - გულმა რიტმული ფეთქვა ორი წამით დაიგვიანა, შემდეგ კი უეცრად ძლიერად დაიწყო მუშაობა.
- ,,იცი, მგონი მართლა შენი ბრალია, ხელი რომ დავიწვი.“
- ,,რა გინდა? ისევ ბოდიშის მოსმენა გინდა? უკვე ხომ მოგიხადე არა? არ გეყო? აბა ასე როგორ მოგწონს.. მაპატიე იან, ბოდიში, ჩემი ბრალია, რომ ხელი დაიწვი და მართლა ძალიან ვწუხ..“ - ხმამაღლა ვეუბნებოდი, მაგრამ საუბარი შემაწყვეტინა, დამწვარი ხელისგული თმის ზემოდან მომხვია კისერზე და ისევ ტუჩებით მომეწება. ორივე ხელით მკერდზე მივაწექი, მაგრამ ამაოდ. მას უფრო დიდი და უფრო ძლიერი ხელები აქვს, ჩემს შეწინააღმდეგებაზე მეორე ხელი წელზე მომხვია და უფრო ახლოს მიმიზიდა. მერე ნელ-ნელა უკან დაიწია, სველი ტუჩები ჩემსას მოაშორა და მეც უკვე შევძელი და სილა ვუთავაზე.
- ,,ამას რატომ აკეთებ იან?!“ -
- ,,კარგი, წინა ორ ჯერზე ძლიერად მომხვდა, მაგრამ გადავიტან. ხომ გითხარი, რომ შემდეგ ჯერზე, როცა ბოდიშს მომიხიდი თავად გაგაჩუმებდი..“
- ,,მაშინ რატომ.. რატომ გამხადე იძულებული ეს მეთქვა? ან რატომ უნდა ავიღო ნებართვა საუბრისას? ვინ ხარ? რასაც მინდა იმას ვიტყვი!“ - უკვე გამწარებული ვეუბნებოდი.
- ,,რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ბოდიშს ისევ მომიხდიდი, მე კი დაპირების შესრულება მინდოდა.“
- ,,წინა ჯერზე ხომ გაგაფრთხილე, რომ თუ გაიმეორებდი სამსახურს დაკარგავდი..“
- ,,სამუშაოს გარეშე არ დავრჩები, ედენი ამას არ დაუშვებს, მოვწონვარ.“
- ,,ედენს მოსწონხარ? მაშინ წადი და მას აკოცე! ამიერიდან ჩემგან ბოდიშისმაგვარ სიტყვასაც ვეღარ გაიგონებ, და იმიტომ არა, რომ ამის ისევ განმეორების მეშინია, არამედ იმიტომ, რომ შენთვის ბოდიშის მოხდას აღარ ვაპირებ რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს!“ - ვუთხარი და ისევ ოთახში გავიქეცი.
უკვე მეორე ღამეა პატარა ბავშვივით გავურბივარ იანს, უფრო სწორად, მის საქციელს. ორი ღამეა ჩემს ტუჩებზეა მოწებებული, ახლა როგორ მოვიქცე? ისეთი თავდაჯერებით მიპასუხა, აშკარად რთული იქნება ედენის დათანხმება მის გაშვებაზე, მაგრამ ის მაინც წავა. თუ მას არ გაუშვებს, თავად დავტოვებ საცხოვრებელსაც და კომპანიასაც. მაგრამ მე რატომ? ჩვენ შევქმენით ის, მე და ედენს თანაბარი წვლილი მიგვიძღვის მის დაარსებაში. ის მიდის, გადაწყვეტილია! ან ის სიყვარულზე საუბარი რა იყო? ამას რატომ აკეთებს? რამე დავუშავე და ახლა დაცინვით მიხდის სამაგიეროს? თითქოს პატარა ბავშვები ვიყოთ..



№1  offline წევრი სალო13

დიდი ხანია ასეთ სასიამოვნოდ და გულწრფელი ემოციებით დატვირთული ისტორია არ დადებულა აქ. ეს ჩემიპირადი აზრია რათქმუნდა. ალბათ მეორე თავის დადებას დიდი ხანი დაველოდები მაგრამ ღირს.. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ისე რო ყველაფერი დამავიწყდა გარშემო ..

 


№2  offline წევრი Talise A

სალო13
დიდი ხანია ასეთ სასიამოვნოდ და გულწრფელი ემოციებით დატვირთული ისტორია არ დადებულა აქ. ეს ჩემიპირადი აზრია რათქმუნდა. ალბათ მეორე თავის დადებას დიდი ხანი დაველოდები მაგრამ ღირს.. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ისე რო ყველაფერი დამავიწყდა გარშემო ..

უღრმესი მადლობა <3 ვეცდები მალე შემოგთავაზოთ...

 


№3  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგი და საინტერესოა ახალგაზრდა დეტექტივების მრავალფეროვანი თავგადასავალი...

 


№4  offline წევრი Talise A

Daldoni Daldoni
ძალიან ძალიან კარგი და საინტერესოა ახალგაზრდა დეტექტივების მრავალფეროვანი თავგადასავალი...

მადლობა..????????

 


№5 სტუმარი სტუმარი ხატია

მართლა ძალიან მომეწონა საკმაოდ სასიამოვნო საკითხავია. მეორე ნაწილს ველოდები მოუთმენლად იმედია მალეე შემოგვთავაზებ. წარმატებები.......

 


№6  offline წევრი Talise A

სტუმარი ხატია
მართლა ძალიან მომეწონა საკმაოდ სასიამოვნო საკითხავია. მეორე ნაწილს ველოდები მოუთმენლად იმედია მალეე შემოგვთავაზებ. წარმატებები.......

დიდი მადლობაა..<3

 


№7 სტუმარი სტუმარი მაია

სასიამოვნო წასაკითხია მეორე ნაწილიც დადეთ რა.

 


№8  offline წევრი Talise A

სტუმარი მაია
სასიამოვნო წასაკითხია მეორე ნაწილიც დადეთ რა.

მეორეც პროცესშია.. ვეცდები მალე მოვრჩე და დავდებ იმასაც <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent