შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო' სული 36 თავი


16-08-2025, 03:56
ავტორი ნეაკო
ნანახია 483

-იმ კაცს თუ უჩივლებ...
-არ ვუჩივლებ! მინდა რომ თავისუფალი იყოს!
-ვიცოდი რომ ასე იქნებოდა-დანანებით უთხრა თათიამ და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა -ახლა ვხვდები ნიცას შენგან წასვლა რატომ უნდა
-ჩვენი დაშორება გარდაუვალი იყო! ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა, ასე რომ...
-თუ ასეა განქორწინებაზე უარს რატომ ეუბნები?!-წამოენთო თათია
-შენი აზრით?- მკაცრი ტონით ჰკითხა თორნიკემ და წამიერად მზერა გაუსწორა. მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა თათიამ აკანკალებული თითებით სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა.
-ისევ დაიწყე მოწევა?
-თავი არც არასოდეს დამინებებია!
-გასაგებია- ჩამწყდარი ხმით უთხრა თორნიკემ და სევდიანად გაუღიმა. ამ დროს მის თვალებში უსაზღვრო ტკივილი დაინახა თათიამ ამიტომ, თავი ვერ შეიკავა და უხმოდ ატირდა.
-რა დაგემართა?- მკაცრი ტონით ჰკითხა თორნიკემ და მაშინვე წინ აესვეტა სასოწარკვეთილ გოგონას
-მე...უნდა წავიდე
-თათია!
-გთხოვ არაფერი თქვა- შეეხვეწა თვალებაწყლიანებული გოგონა და კანკალებული თითები ტუჩებზე მიაბჯინა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც თორნიკეს მშვიდმა ხმამ დაარღვია
-სახლში წაგიყვან!
-არ მინდა, ტაქსით წავალ
-შენთვის აზრი არ მიკითხავს
-ვიცი რომ ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ
-.....-თორნიკე!
-.....
-არაფერს მეტყვი?
-წავალ მანქანას მოვიყვან-საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა და მაშინვე ზურგი აქცია, შიშისგან თუ სიცოვოსგან მთელი სხეულით აკანკალებულ გოგონას.
ალბათ ეს ყველაზე შესაფერისი დრო იყო რომ თათიასთვის თორნიკეს მისი ორსულობის და ბავშვის შესახებ კითხა, მაგრამ ვერ შეძლო, ალბათ პასუხების შეეშინდა და ამიტომ გადაწყვიტა რომ ამ თემას არასოდეს შეხებოდა. თათია გრძნობდა, გრძნობდა როგორ იტანჯებოდა თორნიკე მაგრამ...ძალა არ ჰყოფნიდა ხმის ამოსაღებად.
ნეაკომანქანაში ჩაჯდომისთანავე ფანჯრის მინა ბოლომდე ჩასწია თათიამ და იანვრის ცივი ჰაერი ხარბად შეისუნთქა.
-თავს ცუდად გრძნობ? გინდა გავაჩერო?- შესთავაზა თორნიკემ როცა სუნთქვა გაუძნელდა თათიას
-საჭირო არაა!
-დარწმუნებული ხარ?
-უბრალოდ სახლში წამიყვანე.
-კარგი!
თვალები ცრემლები ავსო თათიას როცა მანქანა გააჩერა თორნიკემ და ჩამწყდარი ხმით უთხრა
-მოვედით
-ამოხვალ?
-ვფიქრობ არ ღირს
-კარგი როგორც გინდა- სლუკუნით უთხრა თათიამ და წამიერად მისკენ მიიხედა- არასდროს მაპატიებ არა?
-არ გაპატიებ!- დარწმუნებით უთხრა თორნიკემ და მოულოდნელად მისკენ გადაიხარა
-საქართველოში შენს გამო დავბრუნდი
-ვიცი
-მაგრამ წასვლას ვაპირებ!
-ამას ახლა რატომ მეუბნები? გინდა რომ დარჩენა გთხოვო?!- ძლივს შეკავებული აგრესიი ჰკითხა თორნიკემ და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები, სწრაფად მოაშორა გაფითრებული სახიდან
-მომენატრები-საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა სასოწარკვეთილმა გოგონამ და მოულოდნელად ტუჩებში აკოცა.
-როდის მიფრინავ?-გულგრილად ჰკითხა თორნიკემ როცა მანქანიდან გადასვლა დააპირა-რამდენიმე დღეში
-ბილეთი უკვე ნაყიდი გაქვს?
-.....
-თათია?!
-კი
-ესე იგი ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა- უცნაურო ტონით თქვა თორნიკემ და სიგარეტს მშვიდად მოუკიდა.
-ასეა-დაეთანხმა თათია და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან.
-როდის მიფრინავ?
-29 იანვარს ღამით
-ლუკამ იცის?
-.....
-თათია?!
-არა! ჯერ არავისთვის არაფერი არ მითქვამს.
-საქართველოში აღარ დაბრუნდები, ხომ ასეა?
-ასეა!
-ესე იგი უნდა დაგემშვიდობო- აუღელვებლად უთხრა თორნიკემ და მოულოდნელად მისკენ გადაიხარა.
-.....
-მომენატრები-გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა და სანამ დაბნეული გოგონა რამეს ეტყოდა ტუჩებზე დააცხრა. კოცნიდა მთელი გრძნობით, ვნებით, ემოციით, მაგრამ არა სიყვარულით. თავიდან ეწინაადეგებოდა თათია, მაგრამ ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და სწორედ მაშინ, როცა მის ვნებიან გიჟურ კოცნას იგივე სიგიჟით უპასუხა, თორნიკემ თვალებში ჩააცქერდა მკაცრი ტონით უთხრა-მანქნიდან გადადი!
-რაა?!- ვერ მიუხვდა სათქმელს თათია
-მანქანიდან გადადი-მეთქი!- მშვიდად გაუმეორა თორნიკემ და უემოციო მზერით სახეში მიაჩერდა. სიტყვის უთქმელად შეასრულა თათიამ მისი ბრძანება და მანქნაიდან უხმოდ გადავიდა. ცრემლები ახრჩობდა, მაგრამ ბნელ სადარბაზომდე მაინც აუღელვებლად მივიდა. კიბეები სწრაფად აირბინა და სახლში შესვლისთანავე უხმოდ ატირდა.
........
28 იანვრის დილას უჩვეულოდ აფორიაქებული და გაღიზიანებული თორნიკე, ძალიან ცივად მიესალმა იმ წამს საძინებლიდან გამოსულ ნიცას
-ანანასმა გაიღვიძა?
-ჯერ არა!
-სიცხემ დაუწია?
-37 და 5 ხაზი აქვს
-ისევ? პედიატრთან ხომ არ წავიყვანოთ?
-საჭირო არაა, გუშინდელთან შედარებით დღეს ბევრად უკეთაა.
-შეიძლება რომ ვნახო?
-რა თქმა უნდა- უემოციო ტონით უთხრა ნიცამ და როცა საძინებლის კარის გაღება დააპირა თორნიკემ ინყერესით ჰკითხა- ხო მართლა... სახლში რომელ საათზე დაბრუნდი? მთელი ღამე გირეკავდი მაგრამ ვერ დაგიკავშირდი
-ხომ მოგწერე ბიჭებთან ერთად დალევას ვაპირებ და სახლში გვიან დავბრუნდები-მეთქი?!
-ყავას დალევ?-უეცრად სზვა თემაზე გადავიდა ნიცა
-სიამოვნებითგადავიდა ნიცა
-სიამოვნებით
-კარგი მაშინ მე დაბლა ჩავალ და მოვამზადებ, მანამდე კი შენ...
-ანანასთან ვიქნები და თვალს არ მოვაშორებ, არ ინერვიულო- დაამშვიდა თორნიკემ და ოთახში სწრაფად შევიდა
-რა ანანასი ღმერთოო! საიდან მოიტანე?!- უმისამართოდ იკითხა ნიცამ და კიბეზე უკმაყოფილო სახით დაეშვა.

უჩვეულოდ ბნელი, ცივი და სუსხიანი გათენდა 28 იანვრის დილა.

-იცი რომ ამ ღამით მიფრინავს თათია?!
-ვიცი
-არ დაემშვიდობები?
-არა!
-უსამართლოდ ექცევი!
-.....
-ხომ იცი რომ თავდავიწყებით უყვარხარ?
-ნიცა!
-თორნიკე...
-ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა! მითუმეტეს შენთან
-ჯერ კიდევ არ არის გვიანი თუ მოისურვებ შეგიძლია რომ წასვლა გადააფიქრებინო
-......
-რატომ არ შეგიძლია რომ აპატიო?
-შემიძლია! მაგრამ არ მინდა!- მკაცრი ტონოთ უთხრა თორნიკემ და მომღიმარი ანდრიას წვალება განაგრძო.
-ვიცი ასე რატომაც იქცევი- წამოენთო ნიცა
-აუ თავიდან არ დაიწყო რააა! ახლა შენთან ჩხუბის თავი ნაღდად არ მაქვს
-მისი დასჯა გინდა! ამიტომ მეუბნები უარს განქორწინებაზე!
-რაც გინდა ის იფიქრე ჩემთვის სულ ერთია-უეცრად ფეხზე წამოდგა თორნიკე მოსაწევად ეზოში გავიდა.
თვალები ცრემლებით აევსო ნიცას როცა ტელევიზორი ჩართო და საინფორმაციო გამოშვებაში გოგა ჟღენტის უჩვეულო ვითარებაში გარდაცვალების შესახებ გაიგო.
-შენ მოკალი! ეს შენ გააკეთე!-ბოლო ხმაზე უყვირა თორნიკეს, როცა მისაღებ ოთახში დაბრუნდა
-?
-ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა! ვიცოდი!
-......
-ახლავე უნდა წავიდე ამ სახლიდან, აქ ვეღარ ვიცხოვრებ... არ შემიძლია!- სლუკუნით უთხრა ნიცამ და ატირებული პატარა ხელში აიყვანა.
-რა ხდება? შეგიძლია რომ ამიხსნა?!- დაღლილი ხმით ჰკითხა თორნიკემ და გამომწვევი მზერით სახეში მიაჩერდა. მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა ნიცამ და ტელევიზორზე მიანიშნა. სადაც ჯერ კიდევ უჩვენებდნენ გოგა ჟღენტის კლდიდან გადაჩეხილ და დამწვარ მანქანას- ჩემს გარდა იცი კიდევ რამდენ ადამიანს უნდოდა მისი მოკვლა?
-ვიცი, მაგრამ შენ ერთადერთი იყავი ვისაც მისი მოკვლა... ასეთი სასტიკი მეთოდით შეეძლო!
-ფიქრობ რომ...
-რომ ის კაცი შენ მოკალი მერე კი მანქათ კლდიდან გადააგდე!
-ნიცა! აზრზე ხარ რას ბოდავ?
-თორნიკე! ძალიან გთხოვ არ გინდა! უბრალოდ გაგვიშვი კარგი? რაც მოხდა იმ ყველაფერის მერე... აქ ვეღარ დავრჩებით!
-......
-ბარგს ჩავალაგებ და...წავალთ...
-ამის დედაც! ამის დედასაც შევ*ციიი-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული ბიჭი და მინის მაგიდა ააყირა რომელიც მომენტალურად ნამსხვრევებად იქცა.- არ გაგიშვებთ! უფლებას არ მოგცემთ რომ მიმატოვოთ
-არ მოგატოვებთ!-დაუფიქრებლად უთხრა ნიცამ და სევდიანად გაიღიმა- შენს ცხოვრებაში ყოველთვის ვიქნებით! გპირდებით
-ჩემს დარწმუნებას ნუ ცდილობ!
-თორნიკე გთხოვ-შეეხვეწა ნიცა და ბარგის ჩასალაგებლად საძინებელში ავიდა.
.....
მისაღებში მარტო დარჩენილმა თორნიკემ მაშინვე ვისკის ბოთლი გამოიღო კარადიდან, გახსნა და მოიყუდა, იქამდე სვამდა სანამ გონება არ დაებინდა. უსაზღვრო ზიზღს და სიძულვილს გრძნობდა საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ ამ მომენტში ყველაზე მეტად თათია და ნიცა ეზიზღებოდა, მისი ცხოვრების 2 მთავარი ქალი! რადგან ორივემ ერთდროულად აქცია ზურგი! რა თქმა უნდა შეეძლო, რომ ნიცა ოთახში გამოეკეტა ბავშვთან ერთად... მერე კი აეროპორტში წასულიყო და თათიასთვის ხელი შეეშალა, მაგრამ ამ ყველაფერის აზრს ვეღარ ხედავადა. რა აზრი ჰქონდა ძალდატანებულ ურთიერიერთობას ერთთან ან მეორესთან? მითუმეტეს მაშინ როცა ნდობის უკანაკნელი ნაპერწკლებიც გამქრალი იყო?. რა მოხდებოდა თუ კი ნიცა სახლში დარჩენას, თათიას კი საქართველოში დარჩენას აიძულებდა? რას მიიღებდა ძალდატანებული ურთიერთობებით? ზიზღს და სიძულვილს! რომლითაც ისედაც მოწამლული იყო სამივე.
რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუკი ერთერთი წავიდოდა და მეორე ძალდატანებით დარჩებოდა? რას მოუტანდა ასეთი ურთიერთობა ერთთან ან მეორესთან? მხოლოდ სასოწარკვეთილებას და ტკივილს.
......
ამ ფიქრებში მყოფმა თორნიკემ გარშემო თითქმის ყველა ნივთი დაამტვრია, როცა მსხვრევადი აღარაფერი დარჩა თითქმის ბოლომდე დაცლილი ვისკის ბოთლი მოიყუდა და კედელზე ზირგით მიყრდნობილი იატაკისკენ უღონოდ ჩაცურდა. ცრემლები ახრჩობდა მაგრამ ყელში გაჩხერილ ბურთს უფლებას არ აძლევდა მარტოობისგან გამოწვეული



№1  offline წევრი სალო13

ვაიმეე დავიტანჯე .. ისეთ დროს წყდება ყველაზე მეტად რომ მაინტერესებს.

 


№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

თათია ხომ ორსულად იყო, შვილი არ ყავს? გასაგებად დაწერეთ და მალევე ნუ წყვეტავთ ისტორიას და ნუ დაიკარგებით ძალიან გთხოვთ

 


№3  offline წევრი სალო13

სტუმარი გვანცა
თათია ხომ ორსულად იყო, შვილი არ ყავს? გასაგებად დაწერეთ და მალევე ნუ წყვეტავთ ისტორიას და ნუ დაიკარგებით ძალიან გთხოვთ

მართლა ძნელია ასე ისტორიას კითხულობდე . ვერც ვეშვები მაინტერესებს თათიას ამბავი

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიაკო

წლებია ასე გრძელდება, ნეაკოს ისტორიები საინტერესოა მაგრამ იმდენად გადაწელილია დროში რომ ტანჯავს თავის მკითხველს, ეს უბრალოდ უპატივცემულობაა. თუ დრო არ გაქვთ მაშინ დაწერას რომ მორჩებით მთლიანი ერთნაირად დადეთ, ასე რთულიაა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent