შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო' სული 12 თავი


6-12-2024, 04:12
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 078

მაგრამ მალევე შეეცვალა სახის გამომეტყველება და მკაცრი ტონით ჰკითხა-საიდან იცოდით რომ აქ ვიქნებოდი თქვენ რა მითვალთვალებთ?
-რას გულისხმობ?- დაიბნა ანდრია, მაგრამ მალევე მიხვდა ყველაფერს და ჩამწყდარი ხმით ჰკითხა-თორნიკეც აქ იყო?-ნიცამ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ძლივს გასაგონად, უმისამართოდ დაიჩურჩულა
-უნდა წავიდე-და მაშინვე ზურგი აქცია დაბნეულ ბიჭს
-ისე წახვალ რომ არ დამემშვიდობები?
-ანდრია- პირველად მიმართა სახელით ნიცამ-ძალინ გთხოვ არ გინდა- შეეხვეწა და წამიერად მისკენ მიიხედა
-დარჩენას არ გთხოვ...
-მაშინ უფლება მომეცი რომ წავიდე
-ასე რატომ ღელავ, ჩემი ისევ გეშინია?-წყენა გაერია ხმაში ანდრიას და ნაბიჯი მისკენ წადგა, მაგრამ მიახლოება ვერ გაბედა, რადგან არ უნდოდა რომ შეეშინებინა
-უკვე გვიანია უნდა წავიდე...
-კითხვაზე არ მიპასუხებ?
-მაინც რისი მოსმენა გინდა ჩემგან?!- წამოენთო ნიცა და მაშინვე მისკენ მიტრიალად აღელვებული
-შენი აზრით?!- ირონია გაერია ხმაში ანდრიას და მაშინვე წინ აესვეტა ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას, ამ დროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა. ნიცას ტელეფონის ზარის ხმამ ორივე შეაკრთო.
-რა ხდება ლილე?
-სად ხარ აქამდე?
-მოვდივარ
-სად დაეთრევი ამ შუაღამისას?-საუბარში ჩაერია რეზი
-უკვე ამოვდივარ
-ლუდი და სიგარეტი ამომიყოლე
-კარგი!- ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა ნიცამ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა, უარესი დაემართა როცა ნინა ბებოს სლუკუნის ხმა მოესმა
-ძლივს გამოფხიზლდი და ისევ უნდა დალიო?
-აუ ჩემი ეს ვინააა!- წამოენთო უეცრად რეზი- რა გინდა ქალო? დალიდან ტვინს რატო მიტყ*ავ?- ბოლო ხმაზე უღრიალა ატირებულ ქალს და მოულოდნელად ნიცას ჩაჰყვირა ტელეფონში- ამომიტან თუ არა?
-ამოგიტან-ზიზღით უთხრა ნიცამ და საუბრის დასრულებისთანავე ნინა ბებოს ნათხოვარი ტელეფონი ჩანთაში, აკანკალებული ხელებით შეინახა.
-მოხდა რამე?-ინტერესით ჰკითხა ანდრიამ როცა მის ჩამქრალ თვალებში ცრემლები შენიშნა
-ისეთი არაფერი-ჩამწყდარი ხმით უთხრა ნიცამ და ცენტრალური ქუჩისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა.
-ნიცა
-ანდრია, გთხოვ წადი, მარტო ყოფნა მინდა
-ამ შუაღამისას ქუჩაში მარტოს ვერ დაგტოვებ
-შენი მზრუნველობა არ მჭირდება
-ვიცი... მაგრამ...
-გთხოვ-შეეხვეწა ნიცა და წამიერად მისკენ მიტრიალდა
-არ შემიძლია- ბრაზნარევი ტონით უთხრა ანდრიამ და მაშინვე გულზე მიიკრო ატირებული გოგონა.
მაღაზიაში შესვლისთანავე კიდევ ერთხელ დაურეკა რეზიმ ნიცას და ლუდის ნაცვლად არყის ყიდვა დაავალა. სალაროსთან რიგში დგომის დროს კი დამატებით ენერგეტიკული სასმლის ყიდვა სთხოვა მინერალური წყლთან ერთად.
ზუსტად არ ახსოვდა ნიცას რამდენი ჰქონდა თანხა ანგარიშზე, თუმცა მაინც იმედიანად ამოიღო თორნიკესმიერ დაბრუნებული ჩანთიდან საფულე და ბარათი გაატარა. არასაკმარისი თანხის გამო მოლარეს მინერალური წყალი და ენერგეტიკული სასმელი გააუქმებინა, თუმცა მაინც არ ეყო ბარათზე არსებული თანხა არყის და სიგარეტის საყიდლად ამიტომ საშინელად უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. დილით, ნინა ბებოს მიერ მიცემულ ხეურდების დათვლა დაიწყო და საბდნიეროდ ზურტად ეყო არყის და სიგარეტის საყიდლად.
მაღაზიიდან გამოსვლისთანავე, ინსტიქტურად ანდრიას ძებნა დაიწყო თვალებით. შეკრთა, როცა ზურგს უკნიდან მოესმა მისი მშვიდი ხმა
-ყველაფერი იყიდე რაც გინდოდა?
-ხომ გთხოვე რომ წასულიყავი?-გაუბრაზდა ნიცა და უემოციო მზერით სახეში მიაჩერდა
-სახლამდე მიგაცილებ და წავალ.
-ანდრია
-ნიცა გთხოვ ნუ ართულებ- მოიღუშა ანდრია და პირველი წავიდა ნიცას კორპუსის მიმართულებით.
სახლში შესვლისთანავე სანთლებანთებული ტორტით ხელში მივარდა ღფრთოვანებული ლილე დას და დაბადების დღე მიულოცა. ნიცამ უხალისოდ ჩააქრო სანთლები და მაშინვე საძინებელში შეიკეტა.
დაუჭრელი ტორტი ლილემ მაცივარში შეინახა და მოწყენილი სახით შეაკითხა ნიცას ოთახში
-უხასიათოდ მეჩვენები მოხდა რამე?
-ისეთი არაფერი დაიკ*დე
-იყიდე რეზიმ რაც გთხოვა?
-ვიყიდე-მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა გოგონამ დაძაბულ გოგონას და ჩანთიდან ამოღებული პარკი ხელში შეაჩეჩა- მიდი გაუტანე, ახლა მაგის ჩხუბის და ყვირილის მოსმენის თავი ნაღდად არ მაქვს
-კარგ ხასიათზეა
-მართლა?-შეიცხადა ნიცამ- რატომ რა ხდება?
-აზრზე არ ვარ, მგონი წასვლას აპირებს
-გასაგებია-თვალები აატრიალა ნიცამ-ხო მართლა ტორტი ვინ მომითრია?
-არ მოგეწონა?-აღელდა ლილე
-შენ მიყიდე?!- გაეცინა ნიცას და გულში ჩაიკრა თვალებაწყლიანებული გოგონა- მეგონა კახამ მიყიდა და ასე იმიტომ ვთქვი.
-მოუთმენლად ველოდი შენს დაბრუნებას მაგრამ...
-გთხოვ არ გამებუტო
-არ გებუტები-სლუკუნით უთხრა ლილემ და ოთახიდან სწრაფად გავიდა
-ღმერთო-უმისამართოდ დაიჩურჩულა ნიცამ და ბალიშებში თავი ჩარგო.
......
კარზე ატეხილმა ბრახუნმა შეაკრთო თათია. ეგონა ისევ ლუკა იყო, ამიტომ სამზერში გახედვის გარეშე გააღო კარი საჩხუბრად გამზადებულმა. თორნიკეს დანახვამ კიდევ უფრო გააბრაზა, ამიტომ ძლივს შეკავებული აგრესიით ჰკითხა
-შეენ? აქ რას აკეთებ?! - და ხელში შერჩენილ ღვინით სავსე ჭიქას თითები მტკივნეულად მოუჭირა.
-მეც მომენატრე- საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა თორნიკემ და ტუჩის კუთხეში ხმაურით აკოცა
-რატომ მოხვედი?-მოიღუშა თათია და მისაღბ ოთახში მოწყენილი სახით შევიდა
-აუ ყავა გამიკეთე რააა-შეეხვეწა თორნიკე და ცინიკურად გაუღიმა
-არ მაქვს!
-ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ?
-შენი აზრით?-მოიღუშა თათია და ღვინით სავსე ჭიქა ტუჩებთან მიიტანა
-უკვე ხომ აგიხსენი არა?!- წამოენთო თორნიკე -რაღაცეები გეგმის მიხედვით არ წავიდა! სწორედ ამიტომ...
-ვიცი...- ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში თათიას- ასე ლუკას გამო იქცევია! მან გთხოვა რომ ჩემზე უარი გეთქვა
-საიდან მოიტანე?!-გაუკვირდა თორნიკეს და ღვინით სავსე ჭიქა თითებიდან ააცალა და ერთი მოყუდებით ჩაცალა
-სიგარეტი გააქვს?
-ხომ თქვი მოწევას თავის თავი უნდა დავანებოო?
-გაქვს თუ არა!
-მაქვს-ხმა დაბალი ტონით უთხრა თორნიკემ და სიგარეტის ახლადგახსნილი კოლოფი გაუწოდა სანთებელასთან ერთად. თათიამ ერთი ღერი ამოიღო და უკან გაუწოდა- დაიტოვე-ჩამწყდარი ხმით უთხრა თორნიკემ და ახლად გახსნილი ღვინის ბოთლი მოიყუდა.
-მარტო ყოფნა მინდა-უფრო თავისთვის ვიდრე თორნილეს გასაგონად თქვა თათიამ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა
-გინდა რომ წავიდე?-ირონია გაერია ხმაში თორნიკეს
-მინდა!-დაუფიქრებლად უთხრა თათიამ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა.
-დარწმუნებული ხარ?-გამომწვევი ტონით ჰკითხა თორნიკემ და მაშინვე წინ აესვეტა გაღიზიანებულ გოგონას
-დარწმუნებული ვარ!- გაუბედავად უთხრა თათიამ და ცრემლიანი თვალებით ახედა.
-მატყუებ-მკაცრი ტონით უთხრა თორნიკემ და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან ნაზად გადაუწია სახე გაფითრებულ გოგონას. ამ დროს საბოლოოდ დაკარგა თავზე კონტროლი თათიამ და თითისწვერებზე აწეულმა ტუჩებში ნაზად აკოცა ირონიულად მომღიმარ ბიჭს. თორნიკემ მის კოცნას კოცნით უპასუხა, რადგან არ უნდოდა რომ მისთვის გული ეტკინა. თუმცა თათიამ მაინც იგრძნო მისი ეს სიცივე და მომენტალურად უკან დაიხია. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა ბნელ ოთახში რომელსაც მხოლოდ მათი გახშირებული სუნთქვის ხმა არღვევდა. კარგა ხანს ჩუმად იდგა ორივე და ხმას არცერთი არ იღებდა. ბოლოს ისევ თათიამ მოიკრიბა ძალა და ჩამწყდარი ხმით უთხრა
-თორნიკე, ჯობია წახვიდე...მარტო ყოფნა მინდა.
-კარგი როგორც გინდა-საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა დაბნეულმა ბიჭმა და სახლიდან სიტყვის უთქმელად წავიდა.
......
იმ დღის მერე ბევრი რამ შეიცვალა მათ ცხოვრებაში. ანდრია და ნიცა დაახლოვდნენ, ხოლო თათია და თორნიკე გაუცხოვდნენ.
......
ნიცა შეკრთა, როცა თორნიკემ, მანქანა, მის გვერდით, მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა და მომენტალურად ჩასწია ფანჯარა
-რა გინდა?-მკაცრი ტონით ჰკითხა სასოწარკვეთილმა გოგონამ და წამიერად მზერ აგაუსწორა
-ჩაჯექი!-მბრძანებლური ტონით უთხრა თორნიკემ კარი გაუღო
-უკაცრავად?-გაბრაზდა ნიცა
-ჩაჯექი-მაქსიმალურად მშვიდი ტონით გაუმეორა თორნიკემ და აციმციმებული თვალები სახეში მიანათა



№1 სტუმარი Aniko

აუუ ნიცა და თორნიკე მინდააა:)))((

 


№2 სტუმარი მკითხველი

ეს თორნიკე რა ჩამოუყალიბებელი კაცია????სულ ბრძანებებს იძლევა ნიცა ერთი კარგი გაკვეთილი ჩაუტარე

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

იმდენად იშვიათად წერთ რომ დავიღალეთ თქვენი ლოდინით
გთხოვთ ან მთლიანად დადეთ, ან შეწყვიტეთ საერთოდ.

 


№4 სტუმარი მაქსი

მე თვითონ ბიჭი ვარ და ამ "მბრძანალებელ" ბიჭებზე მაგრად მეცინება:)) რატომ გონიათ რომ გოგოს ამით თავს მოაწონებენ დდდდ
ისე არსებობს ისეთი გოგოებიც მბრძანებელი ბიჭები რომ მოსწონთ.
იი ჩემი შეყვარებული არ მიშვებს, იი ჩემმა შეყვარებულმა მეჩხუბა, ჩემი შეყვარებული არ მაცმევს. დდდდდ

ისე თქვენ კარგად წერთ ძალიან.

 


№5 სტუმარი მკითხველი

მაქსი
მე თვითონ ბიჭი ვარ და ამ "მბრძანალებელ" ბიჭებზე მაგრად მეცინება:)) რატომ გონიათ რომ გოგოს ამით თავს მოაწონებენ დდდდ
ისე არსებობს ისეთი გოგოებიც მბრძანებელი ბიჭები რომ მოსწონთ.
იი ჩემი შეყვარებული არ მიშვებს, იი ჩემმა შეყვარებულმა მეჩხუბა, ჩემი შეყვარებული არ მაცმევს. დდდდდ

ისე თქვენ კარგად წერთ ძალიან.

:) :)

 


№6  offline მოდერი ნეაკო

Aniko
აუუ ნიცა და თორნიკე მინდააა:)))((

შეიძლება შედგეს მათი წყვილი, შეიძლება არა... ვნახოთ რა მოხდება

მკითხველი
ეს თორნიკე რა ჩამოუყალიბებელი კაცია????სულ ბრძანებებს იძლევა ნიცა ერთი კარგი გაკვეთილი ჩაუტარე

დაბნეულია, რადგან თათია მისი ბავშვობის მეგობარია და მისგან ასეთ რამეს არ მოელოდა... ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent