დიდი აფეთქება მეორე ნაწილი სრულად
თბილისიდან თითქმის გასულები ვიყავით, როდესაც მივხვდი, რაღაც მნიშვნელოვანი მავიწყდებოდა, რაც ჩემდაგასაკვირად ეინს მხედველობიდან გამორჩა. მანქანა სუპერმარკეტთან გავაჩერე. - მალე მოვალ. - ეინს დავუბარე და გადავედი. -კარგი. - მიპასუხა მან, შევატყვე, რომ ჯერ ისევ დაძაბული და მოწყენილი იყო. - დამელოდე იცოდე. - თვალი ჩავუკარი და დავინახე როგორ გაეღიმა. ცელოფანი სხვადასხვა სასუსნავით ავავსე, ბოლოს კი ყველაზე მთავარი ნაყინი დავუმატე, მოწყენილობების გასაქრობად. მანქანაში დავბრუნდი და ცელოფანი ეინს დავუდე მუხლებზე, რომელსაც გაოცებისგან თვალები აუციმციმდა. - ეს რა არის? ამდენი რამე რად გინდოდა? - შენი ჭამა დაახლოებით ხომ ვიცი? - ვუპასუხე სიცილით და მანქანა დავძარი. ჩემს პასუხზე ეინმა მწარედ მომარტყა გვერდში, შემდეგ ცელოფანი გახსნა, ნაყინის დანახვისას პატარა ბავშვივით გაბედნიერდადა. - ძალიან მიყვარს შოკოლადის ნაყინიი.. - ნეტარებით დააგემოვნა. მეღიმება მის გულწრფელობაზე. ვფიქრობ მითი მართლაც არაა ნაყინის შესახებ, რომ განწყობას ამაღლებს და ხასიათს აუმჯობესებს, რადგან ეინი თბილისიდან გასვლისთანავე იცვლება, თითქოს უფრო ანათებს, ან იქნებ უბრალოდ თავს დაცულად გრძნობს და სულაც არაა ეს ტკბილეულის ბრალი. მუსიკას რთავს, სიმღერას თვითონაც ჰყვება. მოულოდნელად დასერიოზულდა, მუსიკას ხმას ისე ჩაუწია, თითქმის აღარ ისმოდა, თვალის კუთხიდან დავინახე, როგორ იხედებოდა ჩემსკენ დროდადრო. მივხვდი რაღაცის თქმა სურდა, ალბათ შესაფერის სიტყვებს ეძებდა. იმ ადამიანს ჰგავდა, რომელსაც სიცილი ტირილში გადასდით. - მოსე, არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო... - მადლობა რისთვის ენ? - ერთი წუთით ნუ მაწყვეტინებ, მინდა რაღაც ვთქვა. შეიძლება თავიდან გიჟად ჩამთვალე მაგრამ, მაშინ ნამდვილი მე ვიყავი, რადგან იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ცუდი დამთავრდა. ბავშვობაში მხიარული ვიყავი, თავქარიანი, გაბედული, ჩემი ძმა თავის კუდს მეძახდა, რადგან როგორც კი შესაძლებლობა მეძლეოდა ყველგან უკან დავყვებოდი, საკუთარ მეგობრებზე მეტად მასთან და მის მეგობრებთან უფრო ვმეგობრობდი. დეპრესიული და მოწყენილი ხალხი მაოცებდა მაგრამ, ახლა მათი კარგად მესმის, ჩემდაუნებურად ვიცვლები და მათ ვემსგავსები. ალბათ გიკვირს, ჩემთვის უცხო ადამიანს ასე მარტივად, რომ გენდე, გენდე რადგან ვიცი იმაზე უარესი აღარ დამემართება, ვიდრე იძულებით ვინმეს გვერდით ყოფნაა. გენდე რადგან უბრალოდ სხვა გზა ვეღარ ვიპოვნე, შენ კი მაშველი რგოლივით გამოჩნდი.. - გაჩუმდა და ღრმად ამოისუნთქა, შემდე ისევ განაგრძო. - ვიცი ამ ნდობის გამო, როგორც სჩანს ჩემი საქციელი, ამ ყველაფერთან ერთად ეგოისტობაც გამოვამჟღავნე. მგონია ვითომ თავს ვშველი. ამ დროს კი პრობლემებში გაგხვიეთ, შენც და შენი მეგობარიც. თუმცა ვიცი, რომ ვეღარ გავიქცევი. -რას ამბობ ეინ? - მისი უიმედობა, ცუდი მოსასმებია, დამთრგუნველი. -იმას ვამბობ, რომ აზრი არაფერს აქვს, არ იცი... არ გესმის... -მართალი ხარ, არ ვიცი, მაგრამ მესმის, არ ვიცი, იმიტომ რომ, ბოლომდე არ მენდობი, ჩემს ნდობას ვერ გთხოვ, ვერც მოგთხოვ, მაგრამ მინდა რომ, დაგეხმარო, შენთვის რამე გავაკეთო, მინდა რომ, მენდობოდე... -რატომ? რატომ უნდა გააკეთო ჩემთვის რამე?... - მის სიტყვებში, რატომღაც ბრაზი ვიგრძენი. - თემას ნუ ცვლი გთხოვ... - მისკენ გავიხედე მოღუშულმა, ისიც წარბშეკრული შემომყურებდა, მე ისევ გზისკენ მივმართე მზერა, ეინმა კი გვერდით ფანჯრისკენ მიაბრუნა თავი. ვხვდებოდი რასაც გულისხმობდა, როცა მეკითხებოდა რატომო, მაგრამ ვფიქრობდი არასწორ ადამიანთან მართავდა ომს. დიახ, მართალი იყო, გრძნობები მქონდა მის მიმართ, შესაძლოა ეს ჩემთავთან მეღიარებინა, მაგრამ ეინს ვერაფერს ვეტყოდი. ეს ალბათ დააფრთხობდა და უკან დაიხევდა, მას ახლა მეგობარი უფრო სჭირდებოდა, ვიდრე გრძნობები და ზედმეტი ვალდებულებები. ორივე ჩუმად ვიყავით და ეს სიჩუმე ისეთი შემაწუხებელი იყო, სულის შემხუთველი. რამდენიმე წუთის შემდეგ ეინმა ქუდი მოიხადა და კუდად შეკრული თმა გაანთავისუფლა. თმები მხრებზე დაეყარა ტალღებად. აქაიქ შღებილი წითელი ზოლები გაღვივებული ნაკვერჩხლებივით უელავდა კუნაპეტივით შავ თმაზე. ცელოფნიდან ჩიფსის პაკეტს ამოიღო, გახსნა და ისე გამომიწოდა, რომ ჩემსკენ არც გამოუხედავს. პირთან მიტანილი ჩიფსის არომატზე გავაანალიზე, თუ რა ძალიან მშიოდა. ამიტომ ყურადღებით დავაკვირდი, რამე კვების ობიექტი არ გამომრჩენოდა. ეინი კვლავ გაბუსხული იყო. რადგან ის ჩუმად ყოფნას ირჩევდა, მუსიკას ოდნავ ავუწიე. - რა იყო, კიდე დიდხანს უნდა იყო გაბუსხული, თუ იტყვი რამეს? - ეინი პატარა ბავშვივით აბუზღუნდა და სწორედ მე დამაბრალა გაბუტვა. ნეტა ის იყო ასეთი, თუ ზოგადად ასე ხდება? - რას მიყურებ, აღარ იტყვი რამეს? - და შენ თვითონ, არაფრის თქმა არ გინდა? - არ მასვენებდა მამაზეციერი, მაგრამ ეინმა ჩემს სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია. - მე.. მშია - თქვა და სასაცილოდ შეკრა წარბები. მისგან ალბათ ამ სიტყვებს ყველაზე მეტად ველოდი. გზად საცხობი შეგვხვდა. გაჩერების დრო აღარ იყო, ამიტომ ეინის აკვიატებით თან პიცა გავიყოლეთ, მართალია პიცა გემრიელად გამოიყურება, მაგრამ ისეთი მოუხერხებელი საჭმელია საჭესთან. ვხედავ ეინი როგორ გემრიელად მიირთმევს და წუწუნს ვიწყებ. - რატომ აიტეხე ეს პიცა? - რატომ? გემრიელია.. - მოუხერხებელია.. - მოუხერხებელი შენ ხარ. - სიტყვა გამაწყვეტინა, თან ერთ ნაჭერი ,,თვითმფრინავივით,, შემართა ჰაერში. - მოიცადე, მე დაგეხმარები! - ხმითაც თვითმფრინავის იმიტაციას გააკეთა. ორივეს გულიანად გაგვეცინა. ვუახლოვდებოდით დანიშნულების ადგილს და უკვე საგრძნობლად მატულობდა სიცივე. როდესაც ჩავედით უკვე გვარიანად ბნელოდა. თოვლში ჩაფლული ეულად მდგარი, ჩაბნელებული სახლი კი, უჩვეულოდ მოსჩანდა. სანამ სახლში შევიდოდი და სინათლეს ავანთებდი, ეინი მანქანაში მიცდიდა, შემდეგ სახლიდან გამოსულ სინათლეზე დავინახე როგორ გამიცინა და მაღლა აწეული ცერა თითები დამანახა. რადგან გამათბობელი ვერაფრის დიდებით ვერ ჩავრთე, ბუხარი ავანთეთ. სანამ ეინი ბუხრიდან გამოსულ სითბოზე გალღვობას ცდილობდა, მე ზედა სართული შევამოწმე. ყველა ოთახი მწყობრში იყო, მაგრამ ისე სასტიკად ციოდა, რომ იქ დაძინება ალბათ შეუძლებელი იქნებოდა. უკან დავბრუნდი, დავინახე ეინი ბუხრის წინ ფუმფულა ხალიჩაზე იჯდა, ბუდას პოზიციაში, ფეხის ხმაზე ფარულად ამოიმშრალა მაჯებით ცრემდები, შემდეგ სწრაფად ადგა და ყავა ისე შემომთავაზა, ვითომ არაფერი ხდებოდა მის თავს. - ყავას დალევ, ანდაც ჩაი ხომ გინდა? - მე გავაკეთებ. - ვუპასუხე, მაგრამ არ დამანება. - არა, არა, მე თვითონ - სამზარეულოში უკან მოუხედავად გავიდა. . - ხვალ გათბობის ამბავს მოვაგვარებ, დღეს კი არმგონია ზემოთ დაძინება შევძლოთ. - უკან მივყევი, მიუხედავად იმისა, რომ მისაღებს სამზარეულოსგან მხოლოდ თაღი ჰყოფდა, მისი მარტო დატოვება არ მსურდა. . - არაა.. რას ამბობ? - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. პასუხად მხოლოდ მხრები ავიჩეჩე. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, თითის აწევით მუთხრა. - კარგი დღეს არ დავიძინებთ. - მუქარასავით ჟღერდა, მაგრამ რას ვიზამდი. - როგორც გინდა, ამიტომ დავჯდებით და ვილაპარაკებთ. - ვუთხარი თვალმოჭუტულმა, თან მეც თითის აწევით დავაზუსტე. - თანაც ძალიან ბევრს. - უსამართლობას აქვს ადგილი. - თქვა სიცილით და ჭიქა გამომიწოდა. ცეცხლს შეშა დავუმატე, მადლობა ღმერთს შეშა მაინც გვქონდა ბევრი. ბუხრის წინ ხალიჩაზე რამდენიმე ბალიში და პლედები მივიმარაგეთ, ჩაისთან მისაყოლებლად გამზადებულ სენდვიჩები შუაში ჩავდგით. - უხასიათოდ ხარ ისევ? - ვუყურებ ჩემს გვერდზე, ასე ახლოს, თუმცა უსაშველიდ შორს მყოფს. ჩაის ცხელ ჭიქაზე, წვრილი თითები ჰქონდა შემოხვეული, დაუდევრად აწეული თმა სანახევროდ ჩამოშლოდა. გამეღიმა, იმ მოგონებაზე, პირველად გიჟი, რომ მეგონა. - არა არ ვარ. რატომ ჩაგეცინა? - ეჭვით შემავლო მზერა. - ისე უბრალოდ, მზად ვარ, რომ მოგისმინო.. - რა პირდაპირი ხარ? იქნებ მე ვაპირებდი შენს მოსმენას - უცნაურად ცვალებადი ხასიათი ჰქონდა. მხიარული - მოწყენილი, უცებ ისევ მხიარული.. - როცა შენ გადამმალავ ცხრა მთას იქით, მე მერე ვილაპარაკებ. - თავადაც იცოდა, რომ ტყუილად ცდილობდა, ამ საუბრისგან თავის არიდებას. - ნუთუ შესაძლებელია ასეთი საშინელი იყო? - ხმამაღლა გაიცინა, შემდეგ სწრაფად მოიღუშა. - არც კი ვიცი რომელი გითხრა, თავიდან დავიწყო თუ ეს, ჩემი ახლა აქ ყოფნის მიზეზი. - თვალი ამარიდა და ჩაის ჩააჩერდა ჭიქაში. - იცი? წამოსვლამდე მინდოდა გამეგო მიზეზი, ასეთი რა მიქარა იმ ნა.. - თავი შევიკავე და სიტყვა აღარ დავასრულე. - თუმცა აღარ ჩაგეძიე, რადგან არ მინდოდა გადაწყვეტილება ცხელგულზე მიმეღო, გიორგის ველაპარაკე, ჯერ ის გაარკვევს რაღაცეებს. - გიორგის ხსენებაზე ტელეფონი ავიღე და შეტყობინება გავუგზავნე ჩვენი ჩამოსვლის თაობაზე. - რა უნდა გაიგოს ისეთი რაც არ ვიცი? - და მართლა გჯერა იმის, რომ რაც იცი სიმართლეა? - გულწრფელად გამიკვირდა მისი იმ არაკაცისადმი ნდობის. - არა, მაგრამ.. - მაშინ ჯერ გიორგის ვაცადოთ, თუ ვერაფრს მიაგნებს მერე ვნახოთ.. - რას გულისხმობ? - ჭიქა ძირს დადგა და ჩემსკენ მობრუნდა ერთიანად. - ისეთს არაფერს. - მართლა რას გულისხმობ? - გეყოფა ეინ, იმას ვგულისხმობ, რომ სხვა რამეს მოვიფიქრებთ ანუ.. - ნამდვილად არ მსურდა მასთან იმის განხილვა, თუ როგორ მოვიქცოდი სხვა შემთხვევაში. თითქოს დანებდა, ისევ ჩაის დაუბრუნდა. შემდეგ კვლავ ცეცხლზე შეჩერებული მზერით დაიწყო საუბარი. - მეშინია რადგან ვხვდები, რომ ბევრ ცუდ რამეზეა წამსვლელი, თუმცა ვერ ვხვდები რაში სჭირდება ეს ყველაფერი, რატომ მაინცდამაინც მე, დავიჯერო არავინ ჰყავს ისეთი ვისაც მართალა ენდომება მასთან ყოფნა? - ერთხანს გაჩუმდა, ღრმად ამოისუნთქა და ისევ გააგრძელა, - ყველანაირად ვცდილობდი თავის არიდებას, გავურბოდი და ვემალებოდი, მაგრამ გამომიცხადა ჩემი ცოლი უნდა გახდეო და როცა ძალიან ვიჩხუბე სახლთან მომიყვანა, ხომ გახსოვს იმ დღეს შენც რომ მოხვედი?! - თანხმობის ნიშნად თავს დავუქნიე, მან კვლავ განაგრძო. - მეგონა და იმედი მქონდა, რომ ეს მართლა ბოლო იყო და იქნებ მართლაც შემეშვასთქო მაგრამ, გუშინ სანამ შენ დაგირეკავდი, ჩემთან იძულებით ცდილობდა ყოფნას, თავი ძლივს დავაღწიე, ბოლოს მომაძახა ,,დრო მოვა და ჩემსას მაინც მივიღებო,, ძალიან შემეშინდა.. ამიტომ დაგირეკე.. სწრაფად უნდა გავცლოდი ქალაქს. - ბრაზის ბურთი გამეჩხირა ყელში, თითქოს სუნთქვაც გამიჭირდა. - ყველაფერს მოვაგვარებთ ენ, და მერე საკუთარ ბედს თვითონ გადაწყვეტ. - ვუთხარი და თან გულში ჩემთავთან პირობას დავდე, რომ ის სრულიად ბედნიერი და თავისუფალი იქნებოდა. თვალები კვლაც სევდიანი გაუხდა, თუმცა ტუჩის კუთხეებში ღიმილი მაინც გაეპარა. ერთხანს ასე მიყურა თვალმოუშორებლად, შემდეგ კი თემა მოხერხებულად შეცვალა, მაგრამ მისმა სიტყვებმა უსიამოვნო შეგრძნებას დამიტოვა: - მოდი ხვალ ახალი წელი მოვაწყოთ. - მართლაც არასასიამოვნოდ ჟღერდა, ნაადრევად დამდგარი ახალი წელი. მთელი ერთი თვით ადრე, თითქოს რეალურ თარიღამდე მისაღწევად დრო არ ჰყოფნიდა, მაგრამ იმდენად ემოციური იყო, თვალებში ბედნიერების ნაპერწკლებით, რომ ვერც უარს ვუთხარი და მითუმეტეს ვერც მიზეზს ვკითხე. ამიტომ სხვა წინადადების სათქმელად გაღებული პირიდან მხოლოდ ამასღა ვამბობ: - რატომაც არა?! სენდვიჩებს მივირთმევთ და ბევრ სისულელეზე ვსაუბრობთ: უკან მოტოვებულ ოცნებებზე, სამომავლო სურვილებზე, ცხოველებზე და ამინდზეც კი. - შენ არასდროს გყოლია შინაური ცხოველი? - მკითხა, თან პლედში გაეხვა მოხერხებულად. - ცხოველი კი, შინაური არა. - ვუპასუხე და ცეცხლს კვლავ დავუმატე შეშა. - ანუ? - ანუ ის, რომ ბუ მყავდა. - ფეხმორთხმით დავჯექი მის გვერდით. - სერიოზულად? - აღფრთოვანებულმა გამომხედა, თითქოს პირველი ვიყავი, ვისაც ბუ ჰყოლია. - კიი.. მშვიდი იყო, თუმცა საზარელი ხმა ჰქონდა, სწორედ მაგ ხმამ დაღუპა და დააკარგვინა უდარდელი ცხოვრება. - შენ რა ხმის გამო მოკალი? - წარბშეკრულმა ისეთი სახით მკითხა, რომ მგონი ცოტა შემეშინდა. - არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ რამდენჯერმე ჩემს დას ძილი დაუფრთხო, ამიტომ ერთ დღესაც, უფრო სწორედ ღამესაც, ჩემმა დამ კოტორას, მას ასე ერქვა, თავისუფლება აჩუქა, ხოდა კოტორაც უკან მოუხედავად გაფრინდა. - დავასრულე ამ პატარა ამბის თხრობა, მოგონებებაშლილი სახით. ეინმა ჯერ მიჸურა შ3მდეგ კი გულიანად გაიცინა. - კოტორა? ეს რა სახელია? ჰედვიგი მაინც დაგერქმია, ასეთი შანსი გქონდა. - აშკარაა ჩემს უფანტაზიორობას დასცინოდა. - ჰედვიგი პოტერის ბუ იყო, კოტორა კი ჩემი. - სერიოზულად ვცადე მეპასუხა, თუმცა ბუტია ბავშვივით გამომუვიდა. რაზეც ენი უფრო გახალისდა. - მიდი, გთხოვ მომიყევი საიდან გყავდა კოტორა? - მისი მხიარულება, მ3ც გადმომედო და ბუსთან შეხვედრის ამბის მოყოლა დავიწყრ, ეინმა კი ბალიში მოხერხებულად დაიდო, პლედში უკეთ გაეხვა და ხალიჩაზე დაწვა. მეც მთელი შელამაზებით ვყვებოდი ამბავს, რომელიც ეინისთვის ზღაპარივით ჟღერდა, ვხედავდი, როგორ ხშირ-ხშირად ეხუჭებოდა თვალები და როგორ იზრდებოდა პაუზა თვალის გახელიდან-გახელამდე. ეინს ღიმილნარევი სახით ჩაეძინა. ცოტახანს მოვიცადე, დავრწმუნდი მის ღრმა ძილში, შემდეგ დივანი გავანთავისუფლე და ეინი ფრთხილად ავიყვაბე ხელში. ყვავილის ფურცელივით სიფრიფანა იყო, იმაზე მეტად გამხდარი და ჰაეროვანი ვიდრე ეტყობოდა. დივანზე ფრთხილად ვაწვინე. ორივე ხელის თითები ლოყის ქვეშ დაიწყო, სახიდან კი ღიმილი არ შორდებოდა. ცეცხლი უფრო გავაღვივე. სინათლე ჩავაქვრე და მასთან ახლოს დივანზე მიყრდნობილს ცეცხლის ყურებისას მეც ძილში ჩავიძირე.... ,,უკვე მალე გათენდება,, .... ,,მხოლოდ ხუთი წუთით დავხუჭავ თვალებს,, ძილბურანში თმებზე შეხება ვიგრძენი. ნელ-ნელა გამოვფხიზლდი. ფანჯრებიდან თოვლისფერი დილა იღვრებოდა. თმებზე თითების შეხებაც, უფრო ნათლად აღვიქვი, თუმცა თვალები გავახილე, თუ არა მოძრაობა შეწყდა. ეინს გავხედე, კვლავ ეძინა, თუმცა ეძინა კი?! ისე ავდექი არაფერი შევიმჩნიე. ცეცხლი ჩამქვრალიყო, ამიტომ ოთახში ციოდა. ბუხრის დანთების შემდეგ საუზმის მზადება დავიწყე. დიდი ვერაფერი მზარეული ვიყავი, მაგრამ არც წყალწაღებული. მაგიდას ვაწყობდი და თან ეინს ვაკვირდებოდი, რომელიც ნელნელა იღვიძებდა. გამახსენდა მისი და მიმტანის დიალიგი, მაშინაც სწორედ ასე ვფიქრობდი, რომ კარგი სამსახიობო ნიჭი ჰქონდა. - დილამშვიდობის. - მომესალმა მხიარულად, თან ოთახში დატრიალებული სასიამოვნო არომატი ღრმად ჩაისუნთქა. - შენ რა საუზმე მოამზადე? - თანაც როგორი..?! - მაშინვე შევიფერე ნახელავი. - მეგონა გადაშენდით. - თქვა და დივანი შეასწორა. - მაგრამ არა, ბოლო ექსპონატი სახეზე ხარ. - თუ ასეა, მაშინ აუცილებლად უნდა გავმრავლდეთ. - ისე ვუპასუხე ვითომც არაფერი და სამზარეულოსკენ შევბრუნდი, რა დროსაც ზურგში ბალიში მომხვდა სიტყვებთან ერთად. - არა, ნამდვილად გადაშენდით. - ახლა მე ვიცინოდი მის რეაქციაზე. საუზმის შემდეგ გათბობის პრობლემა მივუბრუნდი და მალევე მოვაგვარე. სახლში სასიამოვნო სითბო დატრიალდა. დღე უჩვეულოდ სწრაფად გაილია, თოვლში გასვლამ განწყობა გამოგვიკეთა. საღამოს კი, სითბოს მიუხედავად ბუხარი მაინც დავანთეთ და კვლავ მის წინ ხალიჩაზე მოვკალათდით ცხელი კაკაოების თანხლებით. - იცი, ფლაფი და ჰარი ძალიან მომენატრნენ - თქვა ეინმა და ტელეფონში მათი სურათები გახსნა. ეკრანს დავხედრ და მხოლოდ ახლა შევამჩნიე თვითმფრინავის რეჟიმზე გადაყვანილი მისი მოწყობილობა. - მოდი დავრეკოთ და ვნახოთ როგორ არიან. - შევთავაზე და გიორგისთან დავრეკე ვიდეოზარით. - როგორ ხართ ბავშვებო? - გაისმა მისი მხიარული ხმა. - ჩვენი ცხოველები მოგვენატრენ, სხვა მხირ კარგად ვართ. - ვუპასუხე და არ შევიმჩნიე ეინის წამიერი გაოცება (ჩვენი ცხოველების) გაგონებისას. - მოიცადეეთ.. ლილიიი მოიყვანე ქალბატონი. - დას გასძახა და თან კიბეებზე ჩაირბინა ეზოში გასასვლელად. - ქალბატონი კი არა, ბიჭია, ბიჭი! - ეინმა სიცილი ვერ შეიკავა. კარგად გავერთეთ, ცხოველების რეაქციებზე ეინის ხმის გაგონებისას. მისთვის დადებული პირობა არ დამვიწყებია ახალი წლის ნაადრევად მოწყობაზე. ამიტომ როცა მან დაცარიელებული ჭიქები ნიჟარაში ჩასაწყობად გაიტანა, მეგობარს მაშინვე შევუთანხმდი სიურპრიზის თაობაზე. - მე კი ვეცდები, რომ შევძლო მაგრამ, საიდან მოიფიქრე ეგ?.. -გიორგიმ სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ ეინი დაბრუნდა. - რა მოიფიქრეთ? - იკითხა ღიმილით. - არაფერი, ისეთი.. - სანამ რაიმე უმნიშვნელო ტყიულს მოვიგონებდი გიორგი. მაშინვე ჩამიშვა: - სიურპრიზი შენთვის. - რა ენარვლებოდა იკრიჭებოდა ეკრანის მეორე ბოლოდან, ეინს კი ჩემთვის უნდა ამოეხა სული კითხვებით. - არარსებობს უნდა მითხრათ. - შემომხედა გამომცდელად და გვერდით მომიჯდა. - არა და ვერა. - მაშინვე ვიუარე და როგორც კი მივხვდი, რომ გიორგი თქმას აპირებდა, გავუთიშე. - კარგად ძმაო ვთიშავ. - ასე როგორ შეიძლება? ახლა ტვინი უნდა ვიჭყლიტო იმაზე ფიქრით, თუ რა მოგივიდა თავში აზრად. - ეინი გაიბუსხა, ფეხი-ფეხზე გადაიდო და თვალი ამარიდა. - ხოდა, ნუ იფიქრებ, მითუმეტეს ტვინის ჭ....ტვამდე. - მისი ბუტიაობა დავაიგნორე. - მითხარი რაა... - არა! - მხოლოდ ცოტა.. - არა ენ! - გთხოოვ.. - როდესაც მიხვდა, რომ ვერაფერი გამოუვიდოდა დანებდა. - კარგი, მაშინ რამე ვითამაშოთ, გემობანა ან ქალაქობანა, თან ვილაპარაკებთ, თან გავერთობით და თან უკეთ გაგიცნობ, რომ მერე ჩანაფიქრებს ადვილად მიგიხვდე. არჩევანი გემობანაზე შევაჩერეთ. ეინი მართალი აღმოჩნდა, თამაშიც სახალისო იყო მასთან ერთად და საუბარიც. მეორე დღისთვის უკვე ყველაფერი დაგეგმილი მქონდა, თუმცა საღამოს სიურპრიზამდე ეინი ვერაფერს ვერ უნდა მიმხვდარიყო. მთელი მისი ყურადრება გართობისკენ გადავიტანე, ნაშუადღევს საგუნდაოდ და სასრიალოდ წავედით. მაშინ, როცა საახალწლო მორთულობის შესამოწმებლად სახლის სარდაფში ჩავიპარე, იქ მხოლოდ საახალწლო მორთულობა კი არა ბექას თხილამურები და თოვლისთვის განკუთვნილი მთელ აღჭურვილობას მივაგენი. საკმაოდ შემაღლებულ გორაკზე ავედით. თხილამურები მოვირგეთ და დაშვების წინ მზერა გავცვალეთ ერთმანეთში. - მაზად ხარ? - ვკითხე, ეინმა კი თავს დამიქნია. - ხომ არ გეშინია? - არც ისე ძალიან.. - მისი პასუხი ცოტა უცნაურად მომეჩვენა. - ენ, აქამდე თუ მდგარხარ თხილამურებზე? კითხვის დასმა ვერ მოვასწარი, რომუკვემა უკვე სრიალი დაიწყო, მისი პასუხი კი, კივილთან ერთად, დაახლოებით ათი მეტრის მოშორებიდან გავიგონე. - არა, არასდროს!.... მომენტალურად სისხლი გამეყინა, რამე რომ მოსვლიდა?! მეც სწრაფად დავეშვი მისკენ. მეშინოდა მის გამო, მაგრამ როგორც კი ცოტა მივუახლოვდი გამხნევება ვცადე. - ყოჩაღ, კარგად გამოგდიის.. - მაგარი ვაარ! - იყვირა და ჩემსკენ განოიხედა, სწორედ ამ მომენტში დაკარგა წონასწორობა. წაიქცა, უცნაურად და მოუხერხებლად. შეძლებისდაგვარად სწრაფად გავჩერდი მეც, თხილამურები გავიძრე და მისკენ გავიქეცი. - ეეინ.. ეიინ..! - გულაღმა იწვა, თოვლის სათვალე და თხილამურები მოშორებით ეყარა, მხოლოდ ერთ ხელში ეჭირა დამხმარე ჯოხი და წარბიდან სისხლი მოსდიოდა. ამის მიუხედავად ბედნიერად იღიმოდა, მაგრამ იმის კვალობაზე რომ კინაღამ სერიოზულად დაშავდა მისი ღიმილი სულელურად ჩანდა. - მოსეე..- მხოლოდ ეს თქვა და უფრო ფართოდ გაიცინა. - გტკივა რამე? როგორ ხარ? დაშავდი? - კითხვები მივაყარე, თან წელში მოხრილი ზემოდან დავყურებდი და ვათვალიერებდი. - პანიკაში ნუ ხარ გთხოოვ. - თავისუფალი ხელი თოვლზე დაატყაპუნა და მანიშნა. - დაწექი და დამშვიდდი. მის ნებას დავემორჩილე, ეინის გვერდით დავწექი. შემდეგ მისი დაჟინებული თხოვნით, თოვლის ანგელოზებიც გავაკეთე, ორივეს გვეცინებოდა ჩვენს ბავშვურ საქციელზე. - კარგი გვეყოფა, წავიდეთ და შენს წარბს მივხედოთ. - წამოვჯექი და ხელი გავუწოდე დასახმარებლად, ისიც მოხერხებულად წამოჯდა. - ნუ გეშინია, სისხლისგან არ დავიცლები. - წეღანდელი გიჟური სიცილის მერე, ახლა ბევრად სერიოზული მომეჩვება. მოულოდნელად მუხლებზე წამოიწია, ჩემსსკენ გადმოიხარა და თითქმის მაკოცა. თითქმის, რადგან ორივე შევკრთით, მანქანის განწირულ სიგნალის ხმაზე. ხმის მიმართულებით გავუხედეთ, მანქანიდან კი გიორფი გადმოვიდა, ლილისთან, ფლაფთან და ჰარისთან ერთად. - ეს ნამდვილია, თუ თავი მართლაც ძალიან მივარტყი? - ეინი თვალებგაფართოებული მიყურებდა. - ნამდვილად, ნამდვილია.. - მადლობა. - თქვა თითქმის ჩურჩულით, ფეხზე და მათქენ გაიქცა ყვირილით: - ფლაააფ..... გამოიქეცი, ჩემო ბიჭო.. ეინს მეც სირბილით დავედევნე უკან. ფლაფი დავინახე, რომელმაც პატრონის ხმაზე ჩვენსკენ მოიხედა და ადგილს მისწყდა. ნელ-ნელა მცირდებოდა მათ შორის მანძილი და სადაც იყო გულისამაჩუყებელი სანახაობის მომსწრე უნდა გავმხდარიყავი, თუ როგორ ჩაეხუტებოდა ძაღლი მონატრებულ პატრონს. მაგრამ არა, არ ვიცი ფლაფს რა ეგონა და თავში რა უტრიალებდა, ჩახუტებაზე დარჩენილ წამებს გვერდი აუარა და ღრენით პირდაპირ ჩემსკენ გამოემაეთა. ,,ჯანდაბა ძაღლო,, წარმოდგენა არ მქონდა რას მერჩოდა, ალბათ ეგონა, რომ ეინზე თავდასხმას ვაპირებდი, ან უბრალოდ ვერასდროს მიტანდა და ახლა შესაფერი მომანტი ჰქონდა შურისსაძიებლად. მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით მოვასწარი უკან დახევა, შემდეგ კი მისი ტყვე გავხდი. წაქცეულს ზემოდან დამაჩერდა და ისე საშინლად იღრინებოდა, სადაც იყო თავსაც მომაწყვიტავდა. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ეინმა გვიან გაიაზრა მომხდარი. - რას შვრები ფლააფ, გაუშვი! - საყელურში ეჯაჯგურებოდა და ცდილობდა გვერდით გაეწია. - გაუშვი მეთქიი! შორიდან გიორგის ხარხარი აყრუებდა გუდაურს. როგორც იქნა ეინმა ძაღლი დაიმორჩილა. მანაც, ვითომ არაფერი მომხდარაო, ისე ფინია ლეკვივით დაიწყო წკავწკავი და პატრონის ალერსი. მე? მე არაფერი ჯერ ისევ თოვლში ვიწექი და არ ვიცოდი, მეცინა თუ, იმაზე მეფიქრა, როგორ გადავურჩი მის ეშვებს. - მაგარი იყო ძმაო. - გიორგის არც სახლში შესვლის შემდეგ შეუწყვიტავს სიცილი. - ახლაც ცუდად ვარ. - კარგი, გეყოფა. - მკლავზე მოქაჩა ლილიმ ძმას. - მოსე მე პირადად ძალიან შემეშინდა. - მითხრა, თუმცა ღიმილი მაინც გაეპარა სახეზე და კატას ძირს დასვა, რომელმაც ბუხართან იპოვა თბილ ადგილი. - კარგი, მე მაპატიე მის მაგივრად. - ეინმა სცადა სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ როგორც კი დივანზე მსხდომ და-ძმას შეუერთდა ვხვდები, რომ განწირული ვიყავი. ამიტომ კატის გვერდით მივაგენი ადგილი, მან კი უცნაურად და ავად შემომიღრინა. საბოლოოდ მეც ვეღარ შევიკავე სიცილი. ეინი გიორგის და ლილის ჩამოსვლისთანავე მიხვდა იმ სიურპრიზის არსს რაც მისთვის მოვიფიქრე, ამიტომაც რამის მალულად გაკეთებას აზრი აღარ ჰქონდა. ასე მხიარულ ნოტებში ყველამ ერთად მოვრთეთ სახლი საახალწლოდ. წვიმები, განათებები, უზარმაზარ ნაძვის ხე, სარდაფში ყველაფერი ვიპოვნეთ. ბუხრის წინ ისევ ისე იდგა დივანი, გვერდით კი ლამაზად მორთული ნაძვი, განათებები და წვიმები მთელ მისაღებში იყო, ჭერზე, კედლებზე, სკამებზე. მაგიდაც კი საახალწლო ფერებში გავაწყეთ. სანამ სავახშმოს დავჯდებოდით, გიორგისთან ერთად შეშისთვის გავედი გარეთ. - რაღაცეები გავარკვიე. - გიორგიმ მაშინვე დაიწყო ლაპარაკი, როგორც კი მარტო დავრჩით. - კარგად იცი მაგ ადამიანთან, არც კონტაქტი მაქვს და არც რამე ინტერესი, ამიტომ რაღაც-რაღაცეები არ მცოდნია. მაგალითად ის რომ მამამისს, თავის მსგავსი ძაღლიშვილი გაუზრდია. - რას გულისხმობ..? - დათას მამიდაშვილს შევხვდი. გოგა კაცია, მისი საუბრით მივხვდი რომ ვერ არის დათა მთლად დალაგებული. ყველა მოიძულა ვინც მართლა ადამიანი გამოდგა. ადრე ცოლი ჰყოლია და ისეთ დღეში ჩაუგდია ეჭვიანობის გამო, რომ მუცელი მოეშალაო. - ფუ მაგის.. - ნიკაზეც გავიგე, ეინის ძმას ხელსაც ვერ ახლებს.. - ეგ როგორ? - როგორ და ჩხუბი თვითონ ამ დათას დაუწყია, პირველად უბრალოდ შეკამათდნენ და გააშველეს. მერე კამერის ჩანაწერზე ჩანს, როგორ გამოდის ნიკა გარეთ სიგარეტისთვის. შემდეგ დარბაზში ჩხუბი თავიდან იწყება, იუბილარი ინვენტარს ამტვრევს და ამ ხმაურზე ნიკა უკან ბრუნდება, მათ გაშველებას ცდილობს. - კი მაგრამ, ასე როგორ გაასულელეს ნიკა და არაფრის გამო ბრალი როგორ დასდეს? - ოქმში ჩაწერეს რომ მოსაწევის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, მაგრაამ ყველაზე მთავარი. - გიორგი საჩვენებელ თითს სწევს მაღლა. - ნარკოლოგიური ცნობა არსად არ ჩანს. - ყოჩაღ გიო, მაგარი ხარ. - მხარზე ხელს დავარტყი მსუბუქად. - ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ? - პირველ რიგში ამ ინფორმაციას არ ვამხელთ. მეორე რიგში კი ნიკას უნდა დაველაპარაკოთ. - ეინს უნდა ვუთხრათ და ნიკასთან დაგვაკავშირებს, ხომ იცი აქ არ არის. - მაშინ ეინი გავაფრთხილოთ, რომ დათასთან არაფერი დასცდეს. დრო უცნაურად გადიოდა. სიმშვედი იყო, არც დათა ჩანდა სადმე, თითქოს ყველაფერი დალაგდა, თუმცა დაძაბულ ატმოსფეროს სწორედ ეს სიმშვიდე ქმნიდა. თექვსმეტი დეკემბერი იყო, ბექას ფრენის დასასრულს ველოდი აეროპორტში, ფიქრებით კი ეინთან ვიყავი. ფრენისგან დაღლილი, ჩვეული პოზიტივით სავსე ბექა, როგორ მიახლოვდება ვერ გავიგე. მონატრებულ მეგობარს გადავეხვიე. აეროპორტი უკან მოვიტოვეთ. - მომენატრა ჩემი ქალაქი. - ბექამ სიჩუმე დაარღვია, - თქვენც მომენატრეთ ხალხნო, მომიყევი რამე ახალი. - ბიჭო, ყოველდღე ტელეფონზე იყავი მოერთებული ახალი რაღა უნდა მოგიყვე?! - მე კი ვიყავი, მაგრამ შენ გეცალა ჩემთვის? - მკითხა წარბის აწევით. - ვინაა ის გოგო? რომ გადაგრია? - გაგაცნობ. - მახალისებდა მისი ინტერესი იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი იცოდა. - ჯერ ის თავხედი არაკაცი გამაცანით. - გულიანად იცინის. შებინდებისას მეგობრები შევიკრიბეთ, ბექას ჩამოსვლის აღსანიშნავად. ჯერ ეინს დავუკავშირდი, დავრწმუნდი, რომ უსაფრთხოდ იყო, შემდეგ კი ერთერთ მშვიდ ბარში წავედით. ეინთან დარეკვით ნიკას ამბავსაც გავიგე, დღედღეზე ჩამოფრინდებოდა. მეგობრებთან დროის გატარება განტვირთასავითაა, დაძაბულობის მოსახსნელად. ცხრა საათიც არ იყო ქუჩაში, რომ გამოვედით. გიორგის საქმე ჰქონდა, ბექა დაღლილი იყო, მე კი არ მინდოდა ეინი უყურადღებოდ დამეტოვებინა. - მისმინეთ! - გიორგიმ გამოსვლისთანავე გაგვაფრთხილა. - შეიძლება თითქმის არ დაგვილევია, მაგრამ საჭესთან დაჯდებით და ჩემი ხელით მიგაბრაძანებთ იქ.. - სად? - ბექა სიცილს ძლივს იკავებდა. - სადაც საჭიროა.. - არ დავჯდებით, ახლა ჩვენ... - ისეთი რამ დავინახე სიტყვის დასრულევა გამიჭირდა. ჯერ მეგონა ჩემი წარმოსახვა იყო და მომეჩვება. ნაბიჯი წინ გადავდგი და ქუჩას უკეთესად დავაკვირდი. ქუჩის გადასასვლელთან ეინი იდგა, თუმცა მარტო არა. მის გვერდით დათა იყო. რომელსაც გოგოსთვის უხეშად ჩაევლო მკლავში ხელი და გზაზე გადასვლას აპირებდნენ. გზის მეორე მხარეს საპატრულო მანქანა იდგა, ისე, თითქოს სწორედ მათ ელოდა. სანამ ბიჭები აზრზე მოვიდნენ, მე უკვე ეინისა და დათასკენ მქონდა გეზი აღებული. საშინელ ბრაზს ვგრძნობდი, თუმცა არ ვაპირებდი შეცდომის დაშვრბას და დათასთვის სიამოვნების მინიჭევას. მივუახლოვდი და ეინს მხარზე მოვხვიე ხელი, მოულოდნელობისგან შეკრთა. - მოსე?! - გაფართოებული თვალებით ამომხედა და ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა. გავუღიმე, შემდეგ კი დათას მზერას გადავაწყდი, მის თვალებში არაფერი იყო, არც შიში, არც ბრაზი, მხოლოდ სიცარიელე, იმდენად დიდი, რომ ზიზღი მომგვარა. - როგორ გგონია რას აკეთებ? - ჩაცინებით მკითხა და ეინი თავისკენ მიიზიდა, რამაც ეინს ტკივილი მიაყენა, სიმწრით მოეჭიუტა თვალები. - ხელი გაუშვი! - ჩემი ხმა მშვიდად ჟღერდა. - მოსე, რამე პრობლემაა? - ბექა გვერდით ამომიდგა. დათას თვალს არ ვაშორებდი და სახეზე მეწერა, რომ სადაც იყო შუაზე გავგლეჯდი. - შენ ვინ ხარ საერთოდ? ვინ გეკითხება? - დათამ ეინს ხელი გაუშვა და ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი. ბექა მხარზე შეეხო და შეაჩერა. გიორგიც წანში მოგვიახლოვდა და ბექას რაღაც გადაულაპარაკა. - დარწმუნებული ხარ? - იკითხა ბექამ ყოყმანით, რაზეც გიორგიმ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. - ეინ უნდა წამომყვე. - ბექას ფაწვდილ ხელს გაოცებით დახედა ეინმა, თვალებში გაპროტესტების სურვილი დაეტყო, თუმცა დათას სიტყვის შემდეგ უყოყმანოდ გაჰყვა ბექას. - ეიინ ეხლა თუ წახვალ იცოდე.. - დათა კვლავ დამუქრებას ცდილობდა. - გაჩუმდი ბიჭო! - მისი მუქარები ბოლო წვეთი იყო. - ხელი გამიშვი თორემ.. - თორემ რა? დამიჭერ? - ვკითხე დამცინავად. - ორივე დამშვიდდით. - გიორგი შუაში ჩადგა და სიტუაციის განმუხტვა სცადა. - მოსე.. მშვიდად დავილაპარაკოთ.. - თქვენ რაზე უნდა გელაპარაკოთ? - დათა კიდევ დიდგულზე იყო. - შენ არაფერზე არ დაილაპარაკებ, რასაც გეტყვი, ხმოლოდ იმას მოისმენ. ეინს არ მიეკარო, კიდევ რომ გაბედო გაგანადგურებ, რადაც არ უნდა დამიჯდეს.. - მემუქრები?.. - მეკითხა ირონიულად. - თუ გინდა მასე ჩათვალე, გითხარი რისი თქმაც მინდოდა, შენ კიდევ იმას გააკეთებ, რაც გითხარი. - ვეუბნები და ზურგს ვაქცევ. - ამას ასე არ დავტოვებ! - მომაძახა უკნიდან. გაგვეცინა მის წოდება ამოფარებულ საცოდავ პიროვნებაზე. ეინმა რომ მათკენ მიმავალი დამინახა, ჩემსკენ წამოვიდა. - კარგად ხარ? - აქედან წავიდეთ ენ. - შენით არა ძმაო, ჩემი მანქანით წადით, არავინ გაგაჩერებთ. - მითხრა გიორგიმ და მანქანის გასაღები გადმომიგდო. - თუ რამეა დარეკე, ჩვენ ერთად ვიქნებით. - მეძახის ბექა და გიოზე მანიშნებს. ლამპიონებით განათებულ ქუჩას მივუყვებოდით. გვერდით სავარძელზე მობუზულ ეინს თვალი შევავლე, ცოტა შეშინებული და დაბნეული ჩანდა. - ეინ არ ვიცი შიძლება გაბრაზდე, მაგრამ მე უშენოდ გადავწყვიტე. - ვუთხარი გზაზე თვალმოუცილებლად. - სანამ შენი ძმა ჩამოვა ჩემთან იცხოვრებ. - არა.. მე.. - აბა ისევ ქალაქიდან გინდა გაქცევა? რომ მერე უარესი მოხდეს? - ორივე გავჩუმდით თუმცა ვგრძნობდი, რომ ეინი ტიროდა. თითქმის შუა ღამე იყო, როდესაც ჩემს სახლში მივდით. ეინმა რამდენიმე ლუკმის შენდეგ ფილმის ნახვა მოისურვა. ფილმი ჩავრთეთ, თუმცა ეინს დაწყებისთანავე ჩაეძინა, ჩემს მხარზე თავ ჩამოდებულს. ერთხანს ვუყურე აციმციმებულ ეკრანს, შემდეგ კი მისი თმის სურნელისგან გაბრუებულს მეც დამეხუჭა თვალები. დილით გაღვიძებულს, ეინი ჩემს გვერდით აღარ დამხვდა, მაგრამ სამზარეულოდან გამომავალ ხმაურზე მივხვდი სადაც იყო. ეინი ოთახში შემოვიდა ყავის ჭიქებით და გამიღიმა. - ყავა გინდა? - კი. - თავი დავუქნიე და გავუღიმე საპასუხოდ. - ჰო მართლა შენს ნათქვამზე ვიფიქრე დაა.. თანახმა ვარ. გულწრფელად გამიხარდა ნისი თანხმობა. - მშვენიერია. - ნიკას ველაპარაკე, ზუსტად ოთხ დღეში აქ იქნება და იმედი მაქვს ყველაფერი მოგვარდება. - ყველაფერი კარგად იქნება ენ. - დღეს ჩემთან წავიდეთ, რაღაცეებს მოვაგროვებ, რაც დამჭირდება, ჩემი ოთხფეხები წამოვიყვანოთ და ეს ოთხი დღე აქ დავიცდი. ყავის დალევის შემდეგ წავედით, რადგან ცხოველების დარდით ეინს მოსვენება აღარ ჰქონდა. სახლში შესვლის და მეგობრებთან შეხვედრისთანავე სახე გაუნათდა. - ახლა შეგიძლია წახვიდე და დაგირეგავ. - არა ენ დაგიცდი. - რატომღაც მისი დატოვება არ მსურდა. - სერიოზულად. დამტოვე და დამშვიდდი. - ეინი დამარწმუნა, რომ მარტოც მშვენივრად გაართმევდა თავს. გარეთ გამოსულმა, გარემო მოვათვალიერე, საეჭვო არაფერი იყო. შორს წასვლა არც მიფიქრია, ამიტომ ქუჩის ბოლოს მაღაზიასთან გავჩერდი. გამაგრილებელი სასმელი ვიყიდე და მალევე დავბრუნდი უკან. არც ამჯერად ყოფილა საეჭვო რამე, გარდა ერთი მანქანისა, რომელიც ეინის ჭიშკართან იდგა. მართალია ეს დათას მანქანა არ იყო, მაგრამ თვალში კარგად არ მომივიდა. უნდა დავრწმუნებულიყავი, კარი შევაღე და ეზოში შევაბიჯე. მაშინვე მომესმა საზლ8ს უკანა ეზოდან ფლაფის გაავებული ყეფა. სახლის კარი მოვსინჯე და ჩაკეტილი დამხვდა. ტელეფონი ამოვიღე გიორგისან დასარეკად, თან იქით წავედი საითაც ძაღლი მეგულებოდა. - ფლაფ, მშვიდად ბიჭო მაცადე. - ისე ველაპარაკებოდი, თითქოს მიპასუხებდა. არც სამზარეულოს კარი დამხვდა ღია, თუმცა აი ფანჯარა კი ოდნავ შეხსნილი იყო. უფრო ფართოდ შევაღე. იქვე მიდგმული სკამი მომხვდა თვალში, რომელიც ფანჯარასთან მოვწიე, რომ ფლაფი მარტივად მომეხვედრებინა სახლში. შემდეგ მეც გადავძვერი და მეორე სართულისკენ გაქცეულ ძაღლს უკან მივყევი. ფლაფი ჩემზე პირველი შევარდა ოთახში, საიდანაც მისი ღრენა და დათას გინება გავიგონე, რასაც გასროლის ხმა და ეინის კივილი მოჰყვა. ოთახში შესულმა დავინახე, ეინი ყურებზე ხელებაფარებული იდგა და სისხლში მწოლ ძაღლს თვალს არ აშორებდა. ჩემთან უფრო ახლოს დათა იყო, იარაღით ხელში, რადგან დათა იქ არ მელოდა, თითქოს დაიბნა, ამიტომ მოვასწარი ჯერ იარაღიან ხელში ჩარტყმა, შემდეგ კი სახეში. ისევ და ისევ, თუმცა არც ის იდგა ხელებჩამოყრილი. რაღაც მომენტში, დავინახე, როგორ აიღი ეინმა ძირს დაგდებული იარაღი და დათას დაუმიზნა. - არ გინდა ენ დააგდე. - მისკენ მივბრუნდი და ყველაფერი წამებში მოხდა, სროლის ხმას მწვავე ტკივილი მოჰყვა თავის არეში და გონება დავკარგე. გონს მალევე მოვედი, ჯერ ეინი დავინახე, შემდეგ გიორგი. თავბრუსხვევას ვგრძნობდი, თუმცა დაახლოებით მივხვდი რაც მოხდა. გასროლით გიორგიმ გაისროლა, თუმცა იმ არაკაცმა ჩემთვის რაღაცის ჩარტყმა მოასწრო, მაშინ როდესაც ეინისკენ შევბრუნდი. - როგორ ხარ? - მეკითხებიან სათითაოდ. ცერათითს ვაჩვენებ საპასუხოდ და ვცდილობ ავდგე. ოთახში არეულობა იყო. ვიღაცას ხელბორკილიანი დათა გაჰყავდა გარეთ, გიორგი და ბექა ცდილიბდნენ ძაღლი ზეწარზე გადაეწვინათ. ეინი შეშინებული და დაბნეული იყო. გიორგიმ ჩემს ვეტ კლინიკაში წაგვიყვანა, ზუსტად ვიცოდი, რომ იქ არაფერს დაიშურებდნენ ფლაფის გადასარჩენად. იმედი მქონდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. 14 იანვარი. გუდაურის სახლი კვლავ საახალწლოდ ჯადოსნურად იყო მორთული. ყველანი თოვლში იყვნენ გასულები, მხიარული სიცილის ხმა დახურულ ფანჯრებშიც აღწევდა. ბუხართან ვიჯექი და თვალებგანაბულ ჰარის ვეფერებოდი, რომელიც სიამოვნებისგან მთელ სიგრძეზეა გაწელილიყო. ბოლო მოვლენებზე ვფიქრობდი, იმაზე, რომ ნამდვილად ყველაფერი დასრულდა. დათა საკუთარ სასჯელს იხდიდა, საკმაოდ ბევრი და მძიმე ბრალდებით რაც იქამდე არავინ იცოდა. ვფიქრობდი, რომ დამსახურებული თავისუფლება გვერგო. ფანჯარასთან მივედი და მეგობრებს თვალი შევავლე. გუნდაობაში გართულებს სულ აღარ ახსოვდათ, რამდენიმე კვირის უკანდელი ნერვიულობა. ნამდვილად დრო იყო ახალი ცხოვრების დაწყების. ლამაზი ძველით-ახალი წელი იყო. ვფიქრობდი, თუ როგორ უცებ და რადიკარულად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. გარე გავედი და მათ შევუერთდი. ლოყებაწითლებულ ლილის ბექა მისდევდა უშველებელი გუნდით ხელში. გიორგი ფლაფს ეთამაშემოდა. ეინს თხილამურები მიჰქონდა ისევ იმ კორაკისკენ, საიდანაც პირველად დაეშვა. მისკენ წასვლა დავაპირე, რომ ნიკამ შემაჩერა და მადლობა გადამიხადა, იმისთვის, რომ ეინის გვერსით ვიყავი, მაშინ როდესაც ეს ძალიან სჭირდებოდა. - სულელი ვარ, ასეთი შეცსომა არ უნდა დამეშვა. - სინანულით ჩაილაპარაკა მან. - რაც მთავარია, ახლა ყველაფერმა ჩაიარა ნიკა. ასე არ არის? - ჩემებურად ვცადე მისი გამხნევება. - სულელუ არ ხარ, უბრალოდ ენდე. მან კი იმედი გაგიცუა.. - მგონი ეინი რაღაც ცუდს აპირებს. - ნიკამ დას გახედა თვალმოჭუტულმა. - მართალია, თუმცა პირველად არა. - გამეცინა წარსულის გახსენებაზე. - ხუმრობთ ხომ?... - მოსეეე!... - ეინის ხმამ მოაღწია ჩვენამდე და ორივემ გავხედეთ. - მიყურეთ, დღეს უკეთესად გამომივააა! - ყვიროდა ის და ხელებს იქნევდა. - დროა გადავარჩინოთ. - ამოსუნთქვას ამოვაყოლე სიტყვები და ეინისკენ გავიქეცი. ეინისკენ მივრბოდი, ის კი იცინოდა და ხელებგაშლილი ეშვებოდა დაღმართზე. მართალია, სწორედ ეს იყო სიცოცხლე, ემოცია, გრძნობა, დიდი აფეთქება. დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.