დიდი აფეთქება პირველი ნაწილი სრულად
რკინიგზის სადგურზე მივდიოდი და ნერვები დაწყვეტას მქონდა. ჯერ ჩემი ბედი რა ვთქვი და იმ ჩემს დიდ იღბალს ავტომობილის გაფუჭებაც დაემატა. ამიტომ მივდიოდი სადგურზე ბილეთის ყიდვა მინდოდა, რომ თბილისში დავბრუნება მომეხერხებინა. თითქოს წყევლა მქონდა დადებული. ვერც წამომსვლელი ტაქსი ვნახე, ვერც მიკროავტობუსი და ასე ვრჩებოდი შუა ბათუმში, მე და ჩემი ფხუკიანი მანქანა. ისეთი ნერვებმოშლილი ვიყავი, მალე თავი ამიფეთქდებოდა. აქეთ ჩემს ბედს ვლანძღავდი, იქით მანქანადწოდებულს ვებუზღუნებოდი: - მე როგორღაც წავალ თბილისში, შენ კი ეგდე აქ და მელოდე! - მონოლოგი ტელეფონის წკაპუნმა შეაწყვეტინა. ჯიბიდან ამოვაძვრინე და ნაბიჯს შევუნელე. სოციალური ქსელის სიახლეში, ვიღაც უცნაურსახელიანი პროფილის პოსტი დამხვდა. დიდად არ მაინტერესებდა ვინ რას წერდა, მაგრამ ყურადღება მიიქცია რამდენიმე დაჭყანულმა სმაილმა და მასზე მიბმულმა ტექსტმა: ,,???? - არავინ მიდიხართ ბათუმიდან თბილისში? მანქანა ჩემი, მართვის მოწმობა თქვენი. ???? მე მეზარება საჭესთან ჯდომა. ოღონდ ეხლავე თუ წავალთ!,, გონება და თვალები ერთდროულად გამინათდა და მაშინვე პოსტის ავტორს მივწერე: - გამარჯობა, თანამგზავრის ადგილი, თუ ისევ თავისუფალია, მე არ მეზარება და წავიდეთ ????. - მშვენიერია, მისამართს მოგწერ, რომ მოხვალ შემეხმიანე. წარმოვიდგინე რა დღით ეზარებოდა ავტომობილის მართვა, რომ ჩემამდეც ვერ მოდიოდა და მე მიბარებდა ადგილზე. რამდენიმე წამში მისამართი გამომიგზავნა. ჩემგან არც ისე შორს იყო და მეც სასწრაფოდ წავედი, რომ არ გადაეფუქრა, ვაი თუ მართვასთან ერთად, წასვლაც დაზარებოდა. დანიშნულების ადგილზე მისულმა შეტყობინება გავუგზავნე: - სად ხარ? მოვედი. ცოტა დაგვიანებით მიპასუხა: - მანქანასთან. ვიფიქრე, რომ მთლად დალაგებული არ იყო: - და სადაა მანქანა? - ჩემთან. მგონი კი არა, მართლა არ იყო მთლად დალაგებული. მონაწერს სიცილაკები მიაყოლა, დავმშვიდდი, თორემ ცოტაც და ჩემსმიერ დალანძღულების სიას შევმატებდი. შემდეგ ავტომობილის მარკა და ნომერი გამომიგზავნა. მანქანა ადვილად მივაგენი, თუმცა პატრონი არ ჩანდა. - მანქანა ვიპოვნე, სად ხართ? მივწერე და მოუთმენლობა დამეტყო. ის აზრი დამებადა, რომ ვიღაც მწარედ ხუმრობდა. თქვენ რას იფიქრებდით? მტრული მზერა გავაპარე კორპუსის ფანჯრებისკენ, რომ მოულოდნელად ზურგსუკან ვიღაც ხმაურიანად და მხიარულად მომესალმა: - გამარჯობა! თქვენ ხართ მოსე? უკან შევბრუნდი. ჩემს წარმოსახვას არ დაემთხვა მისი ვიზუალი. რადგან გამჭვირვალედ გამხდარი, თანაც გოგო დანხვდა. მზისგან შეწითლებული აშკარა ძალიან თეთრი კანით, დიდი მწვანე თვალებით, კუდად შეკრული შავწითელი თმით, მოკლე მაისურით, დაძენძილი შორტით და სეზონისთვის შეუფერებელი ჯარის სტილის, ოღონდ ცისარტყელასავით აჭრელებული ბათინკებით, ასევე სასუსნავებით გამოტენილი დიდი ცელოფნით. რომელიც ორივე ხელით ეჭირა. - თქვეეენ?.. - მინდოდა მეკითხა ნამდვილად მას ვეკონტაქტე თუ არა ცოტახნისუკან, მაგრამ არაფრის თქმა არ დამაცადა, ჯიბიდან გასაღები ამოაძვრინა და გადმომიგდო. - ეს დაიჭირე, დიახ მე ვარ, ეხლა გამიღე. - ისე თავისუფლად გრძნობდა თავს, ჩემი დიდი ხნის კარგი ნაცნობი გეგონებოდათ. მანქანის კარი გავუღე. ცელოფანი ფეხებთან დაიდო და თვითონაც სწრაფად ჩაჯდა. გაოგნებული და დაბნეული შევყურებდი. - ჰეი.. დაჯექი, წავიდეთ. - გამომაფხიზლა მისმა ხმამ და გამეცინა, თუმცა არ ვიცი მასზე, თუ ჩემს თავზე. კარი ფრთხილად მივხურე, მანქანას წინიდან შემოვუარე და მძღოლის ადგილი დავიკავე. სანამ ღვედს გავიკეთებდი, მან რადიოზე სწრაფად დაიწყო საუბარი. - იმედია, მანქანა კარგად თუ არა, ნორმალურად მაინც იცი ხომ? კარგია. სადმე აპირებ გავლას, თუ პირდაპირ წავალთ? იმიტომ გეკითხები, თან რომ არაფერი არ გაქვს, მოკლედ, არ ვიცი მე, როდესაც სადმე მივდივარ უამრავი რამ დამაქვს თან, ხომ გესმის არა? - ჩემი გაოცებული მზერა დაიჭრა და კითხვა დააზუსტა. - ხომ გესმის? - პირდაპირ წავალთ. - მოკლედ ვუპასუხე, თუმცა გრძლად, რომ მეპასუხა მაინც არ დამაცდიდა ალბათ. ისევ თავად გააგრძელა ლაპარაკი. უფრო თამამად და უფრო გაბედულად. მანქანა დავძარი. - ნახე რაღაცეები ვიყიდე. ტკბილეული გიყვარს? ნუ, თუ არა ჩიფსი ჭამე. წვენი გინდა? - თავი უარის ნიშნად გავაქნიე,გავაქნი. ხმის ამოღებას აზრი არ ჰქონდა, მაინც არ დამაცდიდა. - ცივიაა.. - ამის თქმისას ჩემსკენ გადმოიხარა, გაუხედავად ვიგრძენი, რომ იმაზე მეტად ახლოს იყო, ვიდრე ეს უცხო მგზავრი უნდა გაეკეთებინა. მისკენ ნელა გავაპარე მზერა. სასაცილოდ და ცოტა სულელურად მიღიმოდა, ვიფიქრე, ან მაგრად მეხუმრება, ან მანიაკიათქო, ან იქნებ გიჟი. - კარგიი დავლევ. - ვუპასუხე და ვცადე თავი ამერიდებინა, მაგრამ სად წავიდოდი ამ მოცუცქნულ მანქანაში?! - რის წვენს დალევ? - ატმის. - არც კი დავფიქრდი ისე ვუპასუხე. - აუუუუჰ... ეგეთი არაა, სხვა? - ფორთოხლის?! - არც ეგაა... - არაა, აშკარად ხუმრობდა. - მაშინ რომელიმეს, კარგი? - უკვე ვნანობდი მასთან ერთად წასვლას, რომ დავთანხმდი. - გაზიანს? - კი. - რომ არ მაქვს? ნერვიულად გამეცინა. ამჯერად, ჩემს თავზე, რა თქმა უნდა, მას კი ეგონა, რომ დავცინე. - კარგი, კარგი, ნუ დამცინი. - თავადაც გაეცინა. ბროწეულის ნატურალური წვენი გამუხსნა, მომაწოდა და მაშინ შევამჩნიე, მაჯაზე ფერადი სამაჯურები და პლანეტების ტატუირება. მთელი ყურადღება კვლავ საჭეზე გადავიტანე, რომ მისი თვალიერებით გართული რამეს არ შევნარცხებოდი. - მისმინე, გზაში სადმე გავჩერდეთ და რამე ვჭამოთ რაა.... - მითხრა და თან ჩიფსის პაკეტი გამომიწოდა. პაკეტიდან ერთ ჩიფს ამოვიღე. თავად კი გულისგამაწვრილებლად ახრაშუნებდა, მეგონა ვერ გავუძლებდი ამ ხმას. მაშინ დამთავრდა ჩემი ძლივს მოსათმენი სიმშვიდე და დაიწყო ნერვიული შეტევა, როდესაც გაურკვეველი წარმომავლობის მუსიკა ჩართო. თავი საგიჟეთში მეგონა. საჭეზე თითებს ნერვიულად და მონოტონურად ვამოძრავებდი. საბოლოოდ ამევსო მოთმინების ფიალა და მისკენ გავიხედე, რომ სხვა მუსიკალური ჟანრი შემეთავაზებინა. ის კი ჩაწეული მინიდან თითქმის გადამძვრალიყო, მთლიანი მკლავით და მშვიდი სახით, თვალები დაეხუჭა, თითქოს ტკბილი სიზმრებით ეძინა. ძალიან უცნაური გოგოა იყო. ჩემდა საბედნიეროდ მუსიკა მალევე მოსწყინდა, გამორთო და თითქოს დიდიხანია არ უსაუბრიაო ისე დაიწყო. - აქ დასასვენებლად იყავი? - არა! - უცნაურია, არადა ეხლა ისეთი სეზონია, ბათუმში მხოლოდ დასასვენებლად უნდა ჩამოდიოდეს ადამიანი და განტვირთვას იტარებდეს, აი მე დასასვენებლად ვიყავი. - ისეთი სახით მითხრა თითქოს დიდი საიდუმლო გამანდო. - კარგია. - სულ სამი დღით, მაგრამ ვფიქრობ საუკუნე გავიდა. - სავარძელზე მიყრდნობილმა ერთი ამოსუნთქვით ამოთქვა, ამ დასვენებისგან მიღებული სიამოვნება და უეცრად ისე ხმამაღლა და მოულოდნელად დაიყვირა სისხლი გამეყინა. - ოოო ღმერთო! სულ დამავიწყდა, მე ეინი ვარ, ერთად ვმგზავრობთ და არც კი გაგეცანი, მე რომ ვიცი შენი სახელი, მეგონა შენც იცოდი. - მისი სწრაფი და უცნაური საუბრი მაბნევდა. - რა? ვინ? ჩემი სახელი, საიდან? - სულ გადამავიწყდა, რომ ჩემი ანგარიშიდან ვწერდი, მას კი ექაუნთზე რაღაც აბდაუბდა ეწერა. - იქიდან რომ, მომწერე, ისე ვფიქრობ, რომ ეგ სახელი უცნაურია. - თქვა და ცხვირი შეჭმუხნა, გეგონება ამაზე უცნაური არაფერი გაეგინა ამ ქვეყნად. - მგონი შენი სახელის პატრონი, მაგას არ უნდა ამბობდე. - ბუტია ბავშვივით კი ვუპასუხე, მაგრამ მართალი ვიყავი. სულაც არ არის, უცნაური სახელი მოსე. - მოიცადე, მოიცადე... - ეინი კვლავ აყვირდა. - რა მოხდა? - დაფეთებულმა მიმოვიხედე და სავალი ნაწილიდან ნელა გადავედი. - იქ ვერ დაინახე? - რა უნდა დამენახა? - კაფე, თუ რაღაც ეგეთი იყო.. - ფანჯრიდან უკან გარემო მოათვალიერა. - კაფე? მე კი მეგონა რაღაც სერიოზული მოხდა. - ღმერთო ჩემო რამდენის ჭამა შეეძლო ამ გოგოს ნეტავ?! ვფიქრობდი, შიმშილის მუდმივი სასჯელი ედო. უკუსვლით დავიძარი და მის აღმოჩენა კაფის წინ დავაყენე ავტომობილი. - რომ მშია რა სერიოზული არაა? - ეინმა ტუჩს აიბზუა და თვალი ამარიდა. - კარგი, კარგი, ოღონდ არ იბუზღუნო. - ორივე ხელის აწევით დავამშვიდე და მაგიდისკენ მიმავალი გზას დავუთმე. არსაიდან გაჩნდა მოპუტკუნებული ქალბატონი, სავარაუდოდ მიმტანიც ის იყო და იქაურობის მეპატრონეც. - სალამი ახალგაზრდებო! - გამარჯობა! - ერთხმაში ვუპასუხეთ. - აბა რა მოგართვათ... დედა რავა გამხდარია ეს გოგო?! - ისე შეიცხადა ლამის გული შემიღონდა. - არ გივლის ხოომ სათანადოდ? - თავით ჩემზე ანიშნა და ეინსაც მეტი რა უნდოდა, მოაღო პირი საწუწუნოდ, ვერც ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე და შევყურებდი, ხან ერთს, ხან მეორეს. - ასეა კიი, მშია და ბევრს ჭამო, არადა ტკბილეულიც მიყვარს და გემრიელობებიც. - წამწამები ააფახულა ეინმა და თან მოღუშული სახე მიუღო. ისე შეიჭარა როლში, ლამის მეც ვუთანაგრაძნე. გამეღიმა მის საუბარზე და მსახიობურ ნიჭზე, მივხვდი იმ წუთიდან, რაც პირველად მივწერე, მას შემდეგ სულ მასზე ვფიქრობდი. მართალია ჯერ ვერ ამომეცნო, მაგრამ მასზე ფიქრი და მისი ხასიათის ამოცნობის მცდელობა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ადრე ერთმა მეგობარმა მითხრა, როცა შეგიყვარდება, ჯერ შენს გონებაში მოხდება აფეთქება, შემდეგ ეს ნამსხვრევები გულში მოგხვდება .. ჰოპ! და მანდ მოგეღება ბოლოო.. მას არ დავუჯერე, თუმცა სულ ყურადღებით ვიყავი, ეს მომენტი არ გამომპარვოდა. ეხლა კი დავიბენი, იქნებ ეს იყო ის აფეთქება. თუ უბრალოდ კატასტროფული შეჯახება მოხდა ჩემს გონებაში. - ხოდა, ახლა მე მოგიტან ბევრ გემრიელობას შვილო და ჭამე რამდენიც შენ გულს გაუხარდება. - ჩაუტკბა მიმტანიც და უციმციმებდნენ თვალებს ერთმანეთს. შეკვეთები ჩაიწერა, ერთი შემომხედა წარბაწეულმა და სამზარეულოსკენ გაემართა. - გადამიარეთ? - ვცადე სერიოზულად მეკითხა, თუმცა სახეზე მაინც დამემჩნა ღიმილი. მასაც გაეცინა. ვუყურებდი და ჩემდაუნებურად მისით აღფრთოვანებული ვიყავი. სიცილი ისევ იმ ქალბატონმა შეგვაწყვეტინა. - აბა გვრიტებო მოგიტანეთ, რა კარგი წყვილი ხართ დედი ჰაა.. გიყურებდით შორიდან. - მაგიდაზე თეფშები დააწყო. ,,ნეტა რა დაინახა, ასეთი ამაღელვებელი შორიდან?!,, - იცით ჩვენ.. მივხვდი ეინი რის თქმასაც ცდილობდა, ამიტომ მაგიდის ქვეშ ფრთხილად მივარტყი ფეხი ფეხზე და თავით უარისნიშნად ვანიშნე. - მადლობა, ასე კარგად მიღებისთვის. - ჩვენს მასპინძელს კი მადლობას გადავუხადე და ისიც ღიმილით გაგვეცალა. - რატომ არ დამაცადე? - მკითხა ეინმა და ნამცხვარი დააგემოვნა. - უმმმ გემრიელია.. - კარგი რაა.. გინდოდა ყველაფერი თავიდან ბოლომდე აგეხსნა? - მართალი ხარ. ისე თავიდან ძალიან უჟმური მეგონე. - თქვა და დიდი ლუკმა ჩაიტენა პირში, ჩემს მოსალოდნელ კითხვაზე თავის ასარიდებლად. - ვითომ რატომ? - ვკითხე, მან კი მანიშნა, მაცალე ვღეჭავო. სანამ პასუხს დამიბრუნებდა, მისი ტელეფონი აწკრიალდა, ვიდეო ზარი შემოვიდა და წამიერად მოვასწარი სახელი დათას დანახვა. - ერთი წუთით გავალ. - ეინმა კაფე ჩქარი ნაბიჯით დატოვა და გარეთ გავიდა. სამი-ოთხი წუთიც არ იყო გასული, რომ მიმტანი მომიახლოვდა მოწყენილი სახით. - ოოხ დედიი, რა ხართ ეს კაცები ჰაა? რა კარგად იყავით, რა მოგივიდათ ასეთი? - რას გულისხმობთ? - დავინტერესდი, რადგან კითხვას ვერ მივუხვდი. - რას და, გოგონა შენ რომ გახლდა, ნამტირალევი ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. - რა? წავიდა? - ანგარიში გავასწორე და კაფიდან სირბილით გამოვედი. ეინი მართლაც წასულიყო. მაგრამ ასე როგორ წავიდა? შუა გზაზე როგორ მიმატოვა? ნეტავ რა მოხდა? ათასი კითხვა დამებადა. ლოგიკურია, რომ პირველი რაც მომაფიქრდა, მასთან დარეკვა იყო. ისევ იმ დაწყევლილ სოციალურ ქსელს დავუბრუნდი, მისი მონაწერი ვიპოვნე და დარეკვა ვცადე, თუმცა უშედეგოდ. ,,ჯანდაბა, ჯანდაბა ეინ!,, ზუსტად ასეთია ,,იღბლიანი,, დღე. რა მოხდა? რა დაემართა? საერთოდ ვერ ვხვდებოდი და ეს იმაზე მეტად მაგიჟებდა, ვიდრე შუა გზაში მიტოვება. მაგრამ არა, არც ეს იყო სასიამოვნო. დაახლოვებით ნახევარ საათში გამიმართლა და სამარშუტო ტაქსი გავაჩერე. ახლა მთავარი იყო თბილისში მოვხვედრილიყავი და ჯანდაბას ყველაფერი. ბრაზი და ინტერესი ერთმანეთში ამერია. რამდენჯერმე გზიდანაც ვცადე ეინთან დაკავშირება, მაგრამ ჯვლავ უშედეგოდ. მივწერე კიდეც, რა მოხდა, სად გაქრი, შუა გზაში, რომ მიმატოვეთქო, მაგრამ განა მინაწერს არ ნახულობდა, უბრალოდ არც კი მისდიოდა ჩემი შეტყობინებები. ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი. ერთი განსხვავებით ეინი ხშირად მახსენდებოდა და მისდამი ინტერესი მიმძაფრდებოდა. საერთოდაც მის გამო ბრაზს უნდა მეგრძნო, მაგრამ ასე არ იყო. არ ვაღიარებდი, მაგრამ იქნებ სულაც მეჩვენებოდა და ეს უბრალოდ აკვიატება მქონდა. ბოლოს ყოველთვის იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ყველაფერი ჩემს გონებაში მე თვითონ გავაზვიადე. ანუ მოდიოდა, რომ აფეთქება რომელზეც ასე ჩასაფრებული ვიყავი, უბრალოდ გაელვება აღმოჩნდა? იმ დღეს, როცა ჩემი მანქანის ჩამოსაყვანად ისევ ბათუმში მომიწია წასვლა, კვლავ ეინი გამახსენდა, რომელიც ისე გაქრა, თითქოს არც კი არსებობდა არასდროს. გავიდა რამდენიმე კვირა და საბოლოოდ, ისევ ჩემზე დაკისრებულ სამსახურებრივ ვალდებულებას დავუბრუნდი. საქმეს დიდ დროს ვუთმობდი და მთლიანად ვიძირებოდი მასში. საქმეში რომელშიც დიდი შრომა ჩავდე, მონდომება და სურვილი. ცხოველების სიყვარულმა, საკმაოდ წარმატებულ ვეტერინარად მაქცია და საკუთარი კლინიკის გახსნაც შევძელი რამდენიმე წლის უკან. იმის მიუხედავად, რომ საკუთარი იყო და ჩემი თავის უფროსიც თავად ვიყავი, მაინც მთელი ზაფხული ამ ადუღებულ თბილისს შევესისხლხორცე. ეინთან შეხვედრის შემდეგ, თითქმის ორი თვე გავიდა. უკვე შემოდგომა იყო. ნოემბრის ბოლო. უჩვეულოდ თბილი და მზიანი დღე. საღამოს კი ისე რადიკალურად შეიცვალა ამინდი, გეგონება ახლა გაახსენდა, რომ უნდა ეწვიმაო. როდესაც სამსახურიდან გამოვედი, უკვე გვარიანად წვიმდა. ეს ის მომენტია, როცა ჩემი მანქანის მზეს ვლოცულობ. პარკინგი დავტოვე და სახლისკენ გზას ნელა მივუყვებოდი. ალბათ არავინ ელოდა ამინდის ასეთ ცვლილებას, ამიტომ ქუჩაში ბევრი ხალხი იყო, ზოგი მაღაზიებს აფარებდა თავს და ზოგიც გაჩერებებს. ვაკვირდებოდი ხალხს, თუ როგორ გაურბოდნენ წვიმას. ასე ფიქრებში გართულმა, ერთერთ გაჩერებასთან შევამჩნიე ის. ვერაფერი გააფერადებდა იმ წვიმიან საღამოს, მის ფერად ბათინკებზე მეტად. თმა გაშლილი იდგა, ერთიანად გაწუწული. ხელში ცხოველების გადასაყვანი ყუთი ეჭირა, გულზე მიხუტებული და ცდილობდა ტაქსი გაეჩერებინა, მაგრამ უშედეგოდ. მაშინვე უფრო შევანელე სვლა და მანქანას მასთან ახლის გავაჩერე. სწრაფად გადმოვედი, მართლაც შეშლილივით წვიმდა. - ეიინ?- ისე გავიკვირვე, თითქოს ცოტახნისწინ თვალები არ გამიბრწყინდა მისი დანახვით. - მოდი დაჯექი წაგიყვან. ისეთი შემომხედა, ვიფიქრე, რომ ვერ მიცნო, თუმცა მალევე გამიღიმა და წამოსვლაზე უარი მითხრა. - არა მადლობა, ჯობია ტაქსი გავაჩერო.. აი, ხომ გესმის?! - ყუთზე მიანიშნა საიდანაც კატა საცოდავად კნაოდა. - ხუმრობ? ეხლა გგონია ეს მიზეზია? და მაგის გამო ამ თავსხმაში დაგტოვებ? ეინისთვის მანქანის კარი გამოვხსენი, ხოლო კატა უკანა სავარძელზე მოვათავსე. სანამ მეც ჩავჯდებოდი ვიგრძენი ეინმა, როგორ გამომაყოლა მზერა, მაგრამ ჩაჯდომისთანავე ამარიდა თვალი, მხოლოდ მადლობა გადამიხადა და მისამართი მიკარნახა. ინტერესი კვლავ გამიჩნდა, რომ გამეგო თუ რა მოხდა იმ დღეს. ვაცადე ცოტა გამთბარიყო, რომ კითხვები დამესვა. დროდადრო უკანა სავარძლისკენ იხედებოდა კატის მდგომარეობის შესამოწმებლად, ის კი მშვიდად გრძნობდა თავს, ალბათ სითბო სიამოვნებდა. კატის შემხედვარე ეინსაც ეღიმებოდა. აღარ დარდობდა მის გამო, თითქოს თვითონ არ სველდებოდა, ხალხით გატენილი გაჩერებისგან გარიყულად მდგარი. ვიწრო ქუჩაზე შევედით. სადაც პატარა ეზოიანი ლამაზი სახლები იდგა. - მოვედით, აი იმ მწვანე კართან გააჩერე. - კარზე მიმანიშნა, რომელიც წვიმის გამო კარგად არ ჩანდა, მაგრამ ვფიქრობ, მოცისფრო, მომწვანო უნდა ყოფილიყო, მრგვალი და აშკარად მოხატული ჭიშკარი. ამ მომენტის ხელიდან გაშვება არ ღირდა, ამიტომ რა დროსაც მან გადასასვლელად მანქანის კარი გამოაღო, მე მეორე მაჯაში ხელს ჩავკიდე შესაჩერებლად. ჰო, ამის სურვილი მქონდა, თუმცა მაინც ინსტინქტურად მოვიქეცი ასე. - ეინ მოიცადე.. - ჩემსკენ მობრუნდა და მისი არაბუნებრივად ლამაზი თვალები უსაზღვრო ველებივით გადაიშალა ჩემს წინ. ზურმუხტისფერი და საოცრად მშვენიერი. - მისმინე.. - თქვა მან, სანამ რამეს ვკითხავდე და მეც ვანიშნე გისმენთქო.- მინდა მადლობა გადაგიხადო დაა.. ჭიქა ყავაზე რას იტყვი? - ისე გაიღიმა, თითქოს რაღაც არასწორი ეთქვას და ისეთი სახე მიიღო, უარის თქმა, ვერ შევძელი. - კარგი, შეგვიძლია სადმე გავიდეთ, მაგრამ მანამ მაინტერესებს, იმ დღეს რატომ, ან როგორ მიმატოვე შუა გზაში? - ვიცოდი რომ ამას მკითხავდი.. - სად გაქრი? რომ არცერთ ზარს არ უპასუხე, არც შეტყობინებები გინახავს. - გასაგებია, ამიტომ წამოდი ყავა დავლიოთ და გიპასუხებ, თორემ სულ გავიყინე.. - ეინი მანქანიდან გადავიდა. ჯანდაბა, ამას არ ველოდი, მაგრამ ახლა, ხომ ვერ გავიქცეოდი. ჭიშკრისკენ წავიდა და მეც უკან მივყევი, კატის ყუთით ხელში. სახლში შევედით. იქ იმაზე მეტად თბილოდა ვიდრე ველოდი, შესასვლელში პატარა ჰოლივით იყო, ორი კარით, ერთი სამზარეულოში გასასვლელი თაღით და კიბით ზედა სართულზე ასასვლელად. კუთხეში დიდი ქოთნით მცენარე იდგა, რომლის მცოცავი ტოტები თითქმის ჭერამდე ასულიყო. ეინმა შესვლისთანავე გამომართვა ყუთი, ძირს დადგა და გახსნა, იქიდან გრძელბეწვიანი წითური კატა ზანტად გამოიზლაზნა. - მაპატიე ჰარი, ცოტა დასველდი. - ისე მოუბოდიშა, როგორც დიდგვაროვანს, კატამაც მაშინვე შეიფერა ტიტული. ეინი სამზარეულოსკენ გამიძღვა და სკამზე მანიშნა აქ დაჯექიო, შემდეგ წყალი დადგა ასადუღებლად. - გამოვიცვლი და ჩამოვალ კარგი? არ მოიწყინო, ხო მართლა, შენი ქურთუკი მომეცი, - მორჩილად გავიხადე და გავუწოდე, მან კი გამათბობელთან დაგიდა გასაშრობად. შემდეგ ზედა სართულზე ავიდა. სამზარეულოს თვალი მოვავლე. აქ დიდი ფანჯარა იყო, გვერდზე კარით, ალბათ უკანა ეზოში გასასვლელი. საიდანაც ძაღლის ყეფა შერეული წკმუტუნი ისმოდა. - მოვედი! - გავიგონე ზურგსუკან. ეინი სამზარეულოში შემოვიდა, ღია ფერის ჯინსსა და ვარდისფერ ჰუდში გამოწყობილი. მხრებზე ორი ნაწნავით. ბავშვურად მხიარული და სინათლით სავსეა. - სნამ ყავას გავაკეთებდე, მინდა პატარა ფლაფიი გაგაცნო. - გაიცინა და უკანა ეზოში გასასვლელ კარის მიუახლოვდა. - ვინ გამაცნო? - მახსენდება სახელი ფილმიდან ჰარი პოტერი. - ფლაფი ძაღლია, მას ჩემი ერთერთი საყვარელი პერსონაჟის სახელი დავარქვი ფილმიდან, საწყალი ახლა დამწყვდეული მყავს, რადგან მეზობლის ეზოდან ბავშვის სათამაშოები მოიპარა და გაანადგურა. - გაიცინა ეინმა, შემდეგ კარს იქით მიწყობილი ბოტები ამოიცვა და გარეთ გავიდა. ეზოდან შემოსულმა წკმუტუნის ხმამ იმატა, რასაც წვიმაში ნაბიჭების ჭყაპუნი მოჰყვა და კარის ზღურბლზე გამოჩნდნენ, ეინი და ,,პატარა,, ფლაფი. ფლაფი რომელსაც პატარასი არაფერი ეცხო, ეინს ორივე ხელით ეჭირა საბელით. სახელი კარგად ჰქონდა შერჩეული, სწორედ ის სამთავა ცერბერი იყო, თუმცა ერთი და დიდი თავით. - ენ ესაა პატარა? - უცებ წარმოვიდგენე, ხელიდან რომ გასხლტომოდა რა მოხდებიდა. ამ წარმოდგენაზე, ჩემი ცხოველებისადმი მიძღვნილი პროფესია გადამავიწყდა და გამაჟრიალა. - მოდი უნდა გაგიცნოს.. - რაღაც არ მინდა.. - ვიუარე, მისი გამოჩენილი კბილების შემხედვარემ. კიდევ კარგი სამი თავი არ ჰქონდა. - მოსე, მოდი თორემ გაბრაზდება.. - მისი გაბრაზება ნამდვილად არ მსურდა. ნელა მივუახლოვდი. ძაღლი თვალს არ მაშორებდა, საყვარელი პერსონაჟი კი არა, საშინელებათა ფილმიდან გადმოსული ურჩხულს გავდა. - ახლა კი ჩაიმუხლე და ხელის გული აჩვენე. - ისე მხიარულად მითხრა ეინმა, თითქოს ფუმფულა ყვითელი წიწილი უნდა ჩაესვა ხელში. - ვიცი, მაგრამ ეჭვი მაქვს, ამის მერეც მშვენივრად მიკბენს. - არ ვიცი, - თქვა და მხრებს აიჩეჩა, მერე სიცილით დაამატა. - ვხუმრობ, რათქმაუნდა არ გიკბენს. ზუსტად შევასრულე ინსტრუქცია, ეჭვით მომზირალი ფლაფისკენ ხელი ნელა წავიღე, ძახლმა ჯერ ხელს დაყნოსა, შემდგე ხელისგული ამილოკა. ეინი კი ტაშით შეხვდა ჩვენს (იმედი მაქვს) დამეგობრებას. ძაღლი კვლავ გარეთ გაიყვანა და დაბრუნებულმა ყავის მომზადება დაიწყო. სიჩუმე და როგორც სჩვეოდა თვითონ დაარღვია. - აი ასე, ოჯახის ყველაზე კარგი წევრები, ფლაფი და ჰარი არიან, ტკბილ ყავას სვამ? - უშაქროს. რას გულისხმობ? - იმას რომ მარტო ვცხოვრობ. - არომატული ყავით სავსე ჭიქები მაგიდაზე დადგა და ჩემს მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა. - კიდევ იმას ვამბობდი როომ.. - რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ, როგორც კი ჩემს გამომეტყველება და აწეული ცალი წარბი დაინახა, მაშინვე გაახსენდა დანაპირები და თემას შეცვალა - კარგი, კარგიი.. პირველ რიგში ბოდიში რომ, ასე მოგექეცი... შემდეგ კი, თავისი და დათას იმ სიყვარულის ისტორიის მოყოლა დაიწყო, სადაც ბედნიერი მხოლოდ თავიდან იყო, რაც ვალდებულებასა და იძულებაში გადაიზარდა. - უფროსი ძმა მყავს, ნიკა რომელმაც ამ ექვსი წლის უკან ერთ შარში გაყო თავი. ერთ-ერთ მეგობართან დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, როდესაც დალიეს, რაღაც სისულელის გამო ჩხუბი მოუვიდათ. გოგონამ რომელიც იუბილარის შეყვარებული იყო პატრულში დარეკა. ოთხივე განყოფილებაში გადაიყვანეს, რადგან ჩვენი მშობლები აქ არ იმყოფებოდნენ ჩემმა ძმამ მე დამირეკა, მითხრა არ ინერვიულო მალე მოვალო. სწორედ ამ ფრაზამ დამაეჭვა და იუბილარის შეყვარებულისგან გავარკვიე ყველაფერი. მეც მაშინვე განყოფილებაში წავედი, ძმის ნახვის უფლება არ მომცეს, ცოტა გავბრაზდი და ხმაური გამოვიწვიე ოფისში, სწორედ მაშინ ჩემს დასამშვიდებლად გამოსული დათა გავიცანი. ადამიანი რომელმაც ჩემი ძმის საქმე ჩაიბარა. ძალიან დამამშვიდებლად და დამაჯერებლად საუბრობდა. მითხრა შენი ძმა ჩხუბში მონაწილეობას იღებდაო, ამის დაჯერება ძალიან გამიჭირდა, რადგან ნიკა ოდნავ ხმასაც კი არ უწევს არასდროს, ოდნავ კინკლაობასაც კი ვერ იტანს. საბოლოოდ კი ამ გამოძიების პროცესში ჩემთან დაახლოება მოახერხა და მთელი ეს არარსებული საქმე ისე შემოაბრუნა, თითქოს და ჩემს გამო თავი გაეწირა. თუმცა მაშინ ვერ ვხვდებოდი ამას, პრობლემების და ნერვიულობის გამო სწორად არ მიფიქრია, ჩემში ბევრი დადებითი ემოცია გამოიწვია დათას საქციელმა და ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ თავი ვალდებულად ვიგრძენი, რადგან ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა არ გამოდიოდა, მაგრამ შენს გამო ყველაფერი გავაკეთეო. - ვიფიქრე, ამ საქმეს გადახედვა არ აწყენდა, მაშინვე ჩემი მეგობარი გიორგი გამახსენდა, მართალია ის უბრალოდ პატრულის თანამშრომელი იყო, მაგრამ მამამისს დიდი გავლენა ჰქონდა პოლიციაში. თუმცა ჯერ ეინის დაიმედება არ მსურდა. - ყოველთვის თბილი და მოსიყვარულე იყო, ნუ, მე ასე ვხედავდი და ასე ვიცნობდი მას. მაშინ თვრამეტი წლის ვიყავი და მისი საქციელი გმირულად ჩავთვალე. წლებთან და თანამდებობასთან ერთად, მისი ხასიათიც შეიცვალა, არა უფროსწორად, გამომჟღავნდა. ერთად დიდ დროს აღარ ვატარებთ, მაგრამ თითქოს მისი საკუთრება ვარ ისე იქცევა. ვერავის ვერ იტანს ჩემს სიახლოვეს. ჩემი ოცნება ვეტ ექიმობა იყო მაგრამ ეს ოცნება შევწყვიტე მისი სულელური ეჭვიანობის გამო. ჩვენი დაძაბული ურთიერთობა მხოლოდ ჩვენს შორის რჩებოდა, რადგან ყველა ჩემი ნაცნობის თვალში ანგელოზია, ასე მოხდა მაშინაც, როცა ნიკამ რაღაც დროით საზღვარგარეთ ჩვენს მშობლებთან გადაწყვიტა წასვლა. არ მინდოდა რომ წასულიყო, ან მინდოდა თან წავყოლოდი, მაგრამ დათამ იმდენი მოახერხა რომ ვითომ საიმედო ხელში დამიტოვა. ნიკასთან ისეთი ურთიერთობა აქვს, თითქოს ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ, მის წინაშე კი დედოფალივით მექცევა. არავის ესმის ჩემი, რადგან დათას აშენებულ აკვარეუმში ვცხოვრობ. ნიკას წასვლიდან მალევე ძალიან ვიჩხუბეთ და ამ ჩხუბის ჩაწერა მოვახერხე, ამ ჩანაწერით მისი მოშორება და დამუქრება ვცადე, მაგრამ მუქარა აქეთ შემომიბრუნა, ,,წაშალე თორემ, შენს ძმას ციხეში ჩავსვამ, თან ქვეყნიდან გაქცევას დავამატებო.,, არ ვიცი, ძალიან შემეშინდა, ვცადე რამენაირად დავმალვოდი და თავი მისგან შორს დამეჭირა. სოციალურ ქსელში დავბლოკე და საერთოდ წავშალე ჩემზე ყველაფერი, სახელი, ფოტოები, კავშირები, ტელეფონის ნომერიც შევცვალე. თითქოს ეს ყველაფერი დამიცავდა და მიშველიდა. ამის შემდეგ ყველა კონტაქტი შეწყდა ჩვენს შორის, მანამ სანამ ერთ დღესაც შეტყობინება არ მივიღე დათასგან ,,მიყვარხარ და უნდა მაპატიო, რადგან მაინც ჩემი გახდები, ხელს ვერავინ შემიშლისო,, ამ შეტყობინებამ ძალიან დამაფრთხო, ქალაქიდან გაცლა ვამჯობინე და ბათუმში წავედი, თუმცა ვერც იქ გავჩერდი დიდხანს, რადგან ჩემი ოთხფეხა მეგობრები სულ უპატრონოდ ვერ მივატოვე. იმედი მქონდა, რომ ეს შეტყობინება უბრალოდ შესაშინებლად იყო, მაგრამ ყველაფერი მაშინ დავიჯერე, როცა ბათუმიდან დაბრუნებისას დამირეკა...- ეინმა თვალები დახარა, მზერა ამარიდა და თვალებზე მომდგარი ცრემლები, უხმოდ გადაყლაპა. მოსმენილისგან დამუნჯებული შევყურებდი მას. ვბრაზობდი მის გამო, უცნაური იყო ჩემი მისდამი ეს დამოკიდებულება. მაგრამ მომინდა მისთვის დათას პრობლემა გადამეჭრა და ამით მცირე ბედნიერება მაინც მომეტანა. ეინმა მოყოლა განაგრძო. - ჰო და რომ დამირეკა მითხრა, ახლავე მოიშორე ის ვინც გვერდით გყავს, თორემ ისე მოვკლავ თვალს არ დავახამხამებ და ეჭვსაც კი არ მოიტანენ ჩემზეო.. - რაო?.. - ვიგრძენი სიბრაზისგან საფეთქელთან, როგორ დაიწყო ნერვმა ფეთქვა. ეინი ადგა და ჩემგან ზურგშექცევით ჭურჭლის ნიჟარას დაეყრდნო... - არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გაიგო, ხოდა ამ შარში ვერ გაგხვევდი, ამიტომ წასვლა ვამჯობინე. ტელეფონი გამწარებულზე დავამტვრიე გზაში. ეხლა დღეს კი არსაიდან გამომეცხადე, არ მინდოდა გამოგყოლოდი, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ ეს შანსი იყო და უნდა გამეფრთხილებინე. ჯობია თავი შორს დაიჭირო ჩვენგან. - რომ წარმოვიდგენე მისი ცრემლიან თვალები ისე, როგორც მიმტანმა მითხრა, გული მეტკინა. უეცრად მისი ჩახუტების საშინალმა სურვილმა ამიტანა. წამოვდექი და მივუახლოვდი. - ეს ყველაფერი მაშინვე უნდა გეთქვა ენ. - ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, მის ნაამბობს, რა თქმა უნდა, დათას მსგავსი გარეწრები, ასე თავისუფლად დასეირნობენ ვითომც არაფერი. - ვერ გეტყოდი, ძალიან შემეშინდა, ან ჩემზე რას იფიქრებდი. ეხლა კი სხვა დროს, როცა ქუჩაში ერთმანეთს შევხვდებით, უმჯობესი იქნება ისე მოვიქცეთ, ვითომ ერთმანეთს არ ვიცნობთ. - ეგრე არ გამოვა ენიი.. - ჩემსკენ მობრუნდა წარბშეკრული. - არ მინდა ჩემს გამო ვინმე დაშავდეს. - თქვა ბრაზით, მაგრამ ისეთი საყვარელი იყო, ღიმილი ვერ შევიკავე. - ვინმე თუ მე? - ჯერ კითხვა დავსვი და შემდეგ დავფიქრდი, რამდენად ამბიციურად ჟღერდა. რადგან ჩვენ, თითქმის არ ვიცნობდით ერთმანეთს, თითქმის არაფერი ვიცოდით ერთმანეთზე. წარბშეკრული მიყურებდა, ბოლოს თავადაც ვერ შეიკავა ღიმილი. და მე მოჯადოვებულივით, მისკენ დავიხარე და ვაკოცე. შესაძლოა ჩემმა ამ ქმედებამ დააბნია, მაგრამ აშკარა იყო, კოცნაზე, კოცნით მიპასუხა, წელზე ხელი მოვხვიე და ჩემსკენ მოვიზიდე. და აი ისიც, მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო დიდი აფეთქება. ეინი თითქოს ბურანიდან გამოერკვაო, ოდნავ უკან დაიხია და მეც სწრაფად მოვეგე გონს. ტუჩებზე ხელს აიფარა, თვალებში კი გაოცება დაეტყო, ვიფიქრებდი, რომ შეეშინათქო, თუმცა მის მზერაში ანცი ღიმილი გაკრთა. - მაპატიე.. ჩემი წასვლის დროა. - ჰო.. - შეიძლება ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ამას არ ვნანობ. - გასაგებია.. - კარგი, ჯობია წავიდე. - მართალია.. ეინი დაბნეულად მპასუხობდა, თუმცა არანაკლებ დაბნეულობას ვგრძნობდი მეც. სწრაფი ნაბიჯით მივუახლოვდი კარს და უკანმოუხედავად გავედი გარეთ. ჯერ ისევ წვიმდა. ,,რა სულელი ხარ ჩემო თავო,, უმიზეზოდ, თუ მიზეზიანად ჩემს თავს მივალანძღე ფიქრებში. მეორე ცდაზე დაიქოქა მანქანა და სწრაფად დავტოვე იქაურობა. ქუჩის ბოლოს გამახსენდა, გასაშრობად დადებული ჩემი ქურთუკი. ავტომობილი ერთ-ერთ ქუჩაზე გავაჩერე. ცოტა დავმშვიდდი, ეინის კოცნა გონებიდან არ ამომდიოდა, მაგრამ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანე, გიორგის დავურეკე. - მოსე?! გაუმარჯოს როგორ ხარ? - სწრაფად უპასუხა ჩემს ზარს. - შენ როგორ ხარ გიო? სად ხარ? - ვმორიგეობ დღეს, მოხდა რამე? - საქმე მაქვს, უნდა გნახო. ლამპიონებით განათებულ სკვერთან ვიცდიდი, კაციშვილი არ ჭაჭანებდა. წვიმამ გადაიღო. სკვერში წვიმისგან გალუმპული ხეები ლამაზად ციმციმებენ. ისევ კოცნა გამახსენდა და გამაჟრჟოლა, ან იქნებ სიგრილის ბრალი იყო, რადგან შეუძლებელი იყო, ასე უცებ ვინმეს შეყვარება. ჯადოსნურობა მაშინვე გაიფანტა, როგორც კი საპატრულო მანქანის ლურჯ-წითელი შუქები გამოჩნდა და ფარები მომებათა. - აბა მართლა როგორ მოსე? - სწრაფად მომიახლოვდა ყავით სავსე ქაღალდის ჭიქებით და ფუნთუშებით შეიარაღებული მეგობარი. - რა იყო გიო, ბოლომდე მოირგე თანამდებობა? - მასაც გაეცინა ჩემს სიტყვებზე. - ასე იცის ოცდაოთხ საათიანმა მორიგეობამ. - ჩაგეყრება ვარჯიში წყალში.. - გეყოს მასხრობა, ყავა აიღე და მოყევი რა ხდება!? - უცბად დასერიოზულდა და დაკითხვაზე გადავიდა. პირველ რიგში იმას ვუყვები, რაც აქამდე არავისთვის მითქვამს, ბათუმში ეინთან შეხვედრის ამბავს და ვაცდი სანამ ხუმრობებისგან დაიცლება. - რას ამბობ სერიოზულად? შუა გზაში მიგაგდო? - გეყოფა ხითხითი და მომისმინე კი არ მიმაგდო პრობლემა ჰქონია სერიოზული. - რას ჩაეძიე ამ ამბავს?! არც კი იცნობ იმ გოგოს. - ხოდა მინდა გავიცნო. კარგად მომისმინე დღესაც ვნახე და რაღაცეები გავიგე. - დღევანდელსაც ვუყვები დაწვრილებით და დათას ვახსენებ თუ არა მაჩერებს. - მოიცადე შერლოკ, მოიცადე, ვის გულისხმობ, დათას? დათა ბენიძეს? - რა იყო იცნობ? - ვითომ ხომ არაფერი, მაგრამ მგონია რაღაც მნიშვნელოვანს მივადექი. - ვიცნობ. - ამის თქმისას კიდევ უფრო სერიოზულდება. - ერთ განყოფილებაში ვიყავით, შემდეგ დააწინაურეს. სად გამოჩხრიკე მაგის დედაც. - შეიძლება გარეგნულად არ ეტყობა, მაგრამ ვხვდები ბრაზი როგორ ედება გიორგის. - რა ხდება? ვინაა ეგეთი? - ჩვენი ბაბუები მეგობრები და ძმაკაცები იყვნენ, შემდეგ კი ბაბუაჩემმა შვილი მოანათვლინა, ანუ მამაჩემი და მეგობრებიდან ნათესავები გახდნენ. მასაც მალევე გაუჩნდა შვილი და მამაჩვენებს ძმებივით ზრდიდნენ. როცა ორივეს შვილმა მილიციელობა აირჩია ალბათ ბედნიერებიც კი იყვნენ... - მოიცადე ესეიგი ზაზა და დათას მამა ერთად მოხვდნენ ამ სფეროში? - ჰო მამაჩემი და ბენიძე. დავით ბენიძე. - მუშტს ურტყამს მანქანის ცხვირს. - იმდენი ქნა სანამ სამსახურიდან წამოსვლა არ აიძულა. მამაჩემს შეეძლო დარჩენა, დიდი დაპირისპირების ხარჯზე, მაგრამ წამოსვლა არჩია და პატივისცემა უფრო დაიმსახურა ყველასგან, რადგან ყველამ იცოდა ბენიძე რა გაიძვერაც იყო. - მგამახსენდა ზაზას იმ დროის ამბები ეხლა ჩვენი თაობა ბნელ ოთხმოცდაათიანებს, რომ ეძახის, იმ დროს დიდი კონფლიქტი და დაპირისპირება არ იყო სწორი არჩევანი. გიორგის მამამაც ჭკუა იხმარა და არაფერი დაუკარგავს. - ეს ამბავი ასე არასდროს მოგიყოლია ჩემთვის? - არ ვიცი, ურთიერთობა არ მქონდა და მეგონა აღარც გადავეკვეთებოდით ერთმანეთს. მიდი, შენ მომიყევი, კიდევ რა იცი? - ბოლომდე მოვუყევი, რაც დათაზე ვიცოდი ეინისგან. - რაც მამა ის შვილიო, მაგათზეა ნათქვამი. - ჩაილაპარაკა გიორგი, მას შემდეგ რაც თხრობა დავასრულე. - რა უნდა ვქნათ? - ნიკას საქმეს ამოვიღებ და გადავხედავ, გვარი დამჭირდება. - სწორედ ახლა ვიყავი ცოდ, გვარი არ ვიცოდი, თავის ქნევით ვეთანხმები და დროს ვწელავ. - არ იცი, არა რანაირად არ იცი? - ვერ მოვასწარი.. - რა ვერ მოასწარი ბიჭო? - გიოს ცოტა უკლდა გულიანად გაცინებამდე. - გოგო მოგწონს, ჯერ რანაირად, როგორ და როდის, ვერ გავიგე, მაგრამ ჯანდაბას ხომ მოგწონს? გვარი არ უნდა გაგეგო? დაურეკე და გაიგე.. - მანიშნა დაურეკეო და მოთმინებით შემომხედა. - მიდი, მიდიი.. - გვიანია ძმაო, საათს დახედე? - მოსე დარეკე. - ხელებს სახეზე იფარებს და მოგუდულად მესმის - დარეკე თორემ დაგარტყამ. - გამეცინა, მის ამ საქციელზე, მაგრამ ტელეფონს მაინც ამოვიღე ჯიბიდან. ის ყოველთვის მეტად თამამი იყო გოგოებთან, ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ ნამდვილად არასდროს ყვარებია. ჩემი შემთხვევა კი სხვა იყო, საქმე ეინს ეხებოდა. იმედი მქონდა, რომ ეინი მესენჯერში მიპასუხებდა და ამ დაცინვას მაინც გადავრჩებოდი, რადგან არც ნომერი არ მაქონდა მისი. მიმოწერაში შევედი და დარეკვის ღილაკს დავაჭირე. ზარი გავიდა, თუმცა არ მიპასუხა. - ეინი არ მპასუხობს, ალბათ სძინავს. - ჯანდაბა შენ თავს, ხვალ მიდი და გაიგე იცოდე. - ეს ბიჭი, რომ რამეს აიკვიატებდა ვსიო მერე წასული იყო საქმე, მაგრამ ახლა მეც არანაკლები ინტერესი მკლავდა. ის ღამე, თითქმის გავათეიე, დილით კი ისევ სამსახურში დავბრუნდი. ნაშუადღევს ეინთან წავედი, მანქანა მის სახლთან შორიახლოს გავაჩერე, ტელეფონი ავიღე, მასთან დასაკავშირებლად, რა დროსაც დავინახე, როგორ გაჩერდა მის კართან მანქანა, საიდანაც ეინი გადმოვიდა და კარი ისე მიაჯახუნა ლამის მოგლიჯა, მანქანა კი სწრაფად მოსწყდა ადგილს. ნეტა რა მოხდა?! სახლში შესვლას აპირებდა, რომ უეცრად შემამჩნია და ისეთი სახით წამოვიდა ჩემსკენ, ალბათ მთელ ჯავრს ჩემზე იყრიდა. - რატომ მოხვედი? - იმიტომ რომ.. - არ მითხრა რომ ქურთუკის გამო. - ნეტავ ეს გოგო, ოდესმე თუ დამაცდიდა საუბარს. - არა, მაგრამ ეგეც შეიძლება. - აღარ მაქვს. - თქვა და დამნაშავესავით გაიხედა გვერდით. - რა იყო, უკვე გადააგდე? - გამეცინა მის სახეზე. - დავწვი. - ქვემოდან ამომხედა მოღუშულმა. - რა სისასტიკეა ენ. - გეყოფა ნუ იცინი, შემთხვევით მიიწვა. - ხელები გაშალა და სცადა ახსნა, თუ როგორ მოხდა ქურთუკის მიწვის ფაქტი. - ეგ დაივიწყე. ის ვინ იყო, რა უნდოდა? - ვკითხე, თუმცა გულისსიღრმეში ვიცოდი ვინც იყო. ეინმა, თითქოს კითხვა ვერ გაიგონა: - ხომ გითხარი, არ მომიახლოვდეთქო. - იმდენი რამე მითხარი, რომ ეგ ვეღარ დავიმახსოვრე, ეხლა კი შენი გვარი და ნომერი მჭირდება. - რა? რად გინდა? - აგენტობას ვაპირებ. - ბონდ, ჯეიმს ბონდ! - გაიცინა და თან პოსტერის იმიტაცია გააკეათა. - არ მომწონს ეგ ამბავი, მაინც ვერაფერს გააკეთებ, ვერაფერს შეცვლი. - ცოტაარიყოს მეწყინა ასეთი უნდობლობა, მაგრამ რას ველოდი? - კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ, ჩემი ნომერი ჩაიწერე და დაფიქრდი, რა იცი იქნებ შემიძლია დახმარება. დაეთანხმა და ნომერი დაინიშნა. არ ვიცოდი, ეინი რას მოიფიქრებდა, ენდომებოდა კი დახმარება? მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ მისით თუ უიმისოდ მაინც ყველაფერს გავარკვევდი. ორი დღე უშედეგოდ ვიცდიდი, რადგან ეინი ტავს იკავებდა კონტაქტისგან. მაგრამ ერთ საღამოს, რომ უცხო ნომრის ზარი დაფიქსირდა ჩემს ტელეფონზე, გულიმა ფეთქვა დაიწყო. ძალიან არელვებული ხმა ჰქონდა. ერთმანეთს სკვერში უნდა შევხვედროდით, რომ მივედი, უკვე დამხვდა. შორიდანვე სჩანდა მისი ნერვიულობა, აქთ-იქით მოუსვენრად მიმოდიოდა. - ენ რა მიხდა? - მისი ემოცია იმდენად გადამდები იყო, მივუახლოვდი, თუ არა მეც დავიზაფრე. - არც კი ვიცი როგორ, მაგრამ ამ ქალაქში ერთადერთი ხარ ვისაც ვფიქრობ, რომ შემიძლია ვენდო. - ჩემს წინ იდგა ამ სიტყვებით, როგორ შემეძლო დამეღალატებინა. ამის არც სურვილი მქონდა და არც უფლება. - ყველაფერი მითხარი. - მხრებზე ხელი მოვკიდე და თვალებში ჩავხედე, როგორ შეძლო ამ ციცქნა გოგომ ჩემზე ასეთი ზემოქმედება. - მოსე არვიცი, შესაძლოა შენგან ბევრს ვითხოვ მაგრამ, მითხარი ხომ ვართ მეგობრები? - ,,მეგობრები? ჯერჯერობით საკმარისი იყო.,, - ჰო მეგობრებიც ვართ. - გავუღიმე, თავადაც გაეღიმა და ღრმად ამოისუნთქა. - თუ ბევრს ვითხოვ შემაჩერე, საქმეა ასეა, ქალაქიდან გავდივარ, არ ვიცი რამდენი ხნით, მინდა ჰარის და ფლაფს ცოტა ყურადღება მიაქციო. თუ შეძლებ, თუ დრო გექნება. - ქალაქიდან ასე მოულოდნელად რატომ გადიხარ? - არაფერი მკითხო, გთხოვ. - ეენ! - თავი უარის ნიშნად გააქნია და ქვედა ტუჩი ნერვიულად მოიკვნიტა. - ეინ...! ხელის აწევით შემაჩერა და რამდენიმე ნაბიჯით დამშორდა. - მითხარი შეძლებ? - თვალებში არ მიყურებდა, არვიცი იქნებ ნანობდა, რომ მთხოვა. სანამ ვუპასუხებდი, ტელეფონი ამოვიღე და გიორგის დავურეკე. - შენი დახმარება მჭირდება. ისევ ხომ გაქვს შენ ძაღლის ვოლიერი? - ეინი საუბრის დროს თვალებ მოჭუტული მაკვირდებოდა. - ხოდა დროებით ძაღლი და კატა უნდა შეიფარო, რადგან რაღაც პერიოდი ქალაქიდან გავდივარ. - ამის თქმისას ეინს გავუაწორე მზერა, რომელსაც მოსმენილისგან თვალები გაუფართოვდა გაოცებით. საუბარი დავასრულე და ხელებგაშლილმა ვკითხე ეინს. - აბა საით მივდივართ? - ის კი მოულოდნელად ჩამეხუტა. მეორე დილითვე დავტოვე ჩემი საქმეები საიმედო ხელში, შემდეგ ეინს მივაკითხე. მართალი იყო, როდესაც მითხრა ყველგან უამრავი რამ დამაქვსო, ან სწორედ ახლა აპირებდა მთელი წლით გადაბარგებას, ისე გაავსო მანქანა ჩანთებით. შემდეგ ზოომაღაზიებში საკვების მარაგი ვიყიდეთ ცხოველებისთვის. დღის ბოლოს კი მინი ზოოპარკით და თითქმის მთელი თვის მარაგით გიორგისთან მივედით. მანქანიდან გადასვლამდე ეინი მაჩერებს, რომელიც უკან ფლაფთან და ჰარისთან ერთად ზის. - მოსე, მგონი გადავიფიქრე. - ტუჩი მოიკვნიტა ნერვიულად. - რას ამბობ? - ვკითხე გაოცებულმა. - არ მინდა, ამ ხალხის შეწუხება.. - მისმინე ენ, არავინ არ წუხდება, - არ მინდოდა გადაეფიქრა, რადგან იმის მიუხედავად, რომ წასვლის მიზეზი არ ვიცოდი, ვხვდებოდი, რომ ეს ძალიან სჭირდებოდა, სხვა შემთხვევაში მე არაფერს მთხოვდა. - მათ არ აქვთ ცხოველების პრობლემა, გიორგის ადრეც ყავდა ძაღლი, თან ასეთ არასტანდარტული ზომის ძაღლზე სულ გადაირევა, მისი და ლილი კი კატებზეა შეყვარებული, აქამდე გიოს ძაღლის გამო ვერ მოყავდა, სულ წუწუნებდა ხოლმე. - არა მე უბრალოდ... არ ვიცი რას იფიქრებენ? თან მგონია რომ ყველას საფრთხეს ვუქმნი.. - რომელი საფრთხე ენ? - სიტყვა გავაწყვეტინე, უკვე ნერვები მეშლებოდა. - ფიქრობ რომ, დათა გამოვარდება და ყველას დაგვხოცავს? ამიტომ გეშინია? - თავი დამიქნია, დამეთანხმა და უფრო მოვიღუშე. - ხოდა, ნუ გეშინია ახლა თვალყურს ჩვენც ვადევნებთ მას... კარიდან გიროგი გამოვიდა, ყურადრება მასზე გადავიტანეთ და მანქანიდან გადმოსვლამდე ეინის ოხვრა და ჩალაპარაკება მომესმა ,,ესეგ გაივლის, ყველაფერი გაივლის.,, - არ აპირებთ ამოსვლას, თუ რა ხდება? - გიო როგორც ყოველთვის ახლაც იდეალურ ხასიათზე იყო. - ვაპირებთ, ვაპირებთ.. როგორ ხარ ძმაო? - მხარზე მსუბუქად დავარყტი ხელი. შემდეგ ეინისკენ მივბრუნდი, რომ გადმოსვლაში დავხმარებოდი. გიორგის თვალებში აღტაცება აღებეჭდა როტვეილერის დანახვისას. - ხომ მითხარით ძაღლიო? ეს რა დათვი მოიყვანეთ? - გაეცინა და ყოველგვარი გაცნობის პროცედურების გარეშე, ფლაფს მიეფერა, ეინიც კი გაოცებული შეჰყურებდა. მოდი და ნუ იტყვი, ძაღლებმა ერთმანეთს გაუგეს. შემდეგ ეინს ხელი ჩამოართვა. - გამარჯობა, სასიამოვნო იყოს ჩვენი გაცნობა. ძაღლი სახლის ეზოში დავტოვეთ, რომელმაც მაშინვე გარემოს შესწავლა დაიწყო. ჩვენ სახლში ავედით, ახლა ლილის გადარევის დრო იყო, კატას ეხუტებოდა და ხელიდან აღარ უშვბდა, ლილი ენის გვერდით იჯდა და პირველად ხდებოდა, რომ მათთან მისულს ჩემი და გიორგის ნაცვლად, სხვას უჭედავდა ლაპარაკით ყურებს: - წარმოგიდგენია? ამხელა ვარ სულ მინდოდა კატა, წელს სკოლა დავამთავრე, ჩავაბარე კიდეც, მაგრამ არაფერი. ჩემი ძმის ძაღლების გამო, ერთი გაპურწკნული კნუტიც ვერ გავახარე სახლში.. - ლილი ენას არ აჩერებდა, მათ პირდაპირ ვიჯექი და ვხედავდი ეინს, რომელიც მხოლოდ თავის ქნევით და ,,ხო, რა თქმა უნდას,, ძახილით შემოიფარგლება ,,- კარგია ქალბატონო საუბარს, რომ არ გაცდიან?,, მეცინებოდა მათ შემხედვარეს. სამწუხაროდ, გიორგის მამა ზაზა სახლში არ დამხვდა, მასთან საუბარი მინდოდა, აი დედამისს რაც შეეხება ხათუნას, მიხაროდა, რომ არ იყო, თორემ გიორგიზე გულმოსული, არავინ ამას არ აინტერესებსო, იქვე დამაქორწინებდა. რადგან უკვე საღამო იყო და წინ გრძელი გზა გვქონდა, დიდხანს აღარ გავჩერდით. სანამ ეინი ჰარის და ფლაფს ესიყვარულებოდა, მანამ გიორგის ვანიშნე გარეთ გავიდეთქო. მანქანასთან გავედით, ისიც მაშინვე ხვდება მიზეზს. - აბა გაიგე? - გავიგე, ნიკოლოზ ანთაძე, კიდევ მოგაწვდი დეტალებს ეხლა ეინთან ბევრი სალაპარაკო დრო მექნება. - მართალია, ჯობია უთხრა, რომ ჩვენც ვცდილობთ რაღაცეების გარკვევას. - გიორგის ვეთანხმებოდი. - მოსე სად წახვალთ? იცით მაინც? - გუდაურში, ბექას ველაპარაკე. - ბექა ჩვენი საერთო მეგობარი იყო, მისგან დავახლოვდით მე და გიორგი. მის მშობლებს გუდაურში სახლი ჰქონდათ, თვითონ კი საქართველოში არ იმყოფებოდნენ, ამიტომ დროებით ჩემს იქ ცხოვრებაზე პრობლემაც არ იყო. . - ბექამ გითხრა რომ ჩამოდის? - გიორგი მანქანას დაეყრდნო - კი, თექვსმეტ დეკემბერს. - შეხსნილი ჭიშკრიდან ეინს დავინახე, რომელიც ჩვენსკენ მოდიოდა. - ჩემი წასვლის მიზეზი ჯერ არ მითქვამს, ხომ იცი მაგი არაა ნორმალური, შეიძლება ხვალვე დაგვადგეს. - გიორგის ხმამაღლა გაეცინა. - მართალი ხარ, შეეშვი მე ავუხსნი.. - კარგი ძმაო, იცოდე დარეკე თუ რამეა... ლილის და გიორგის დავემშვიდობეთ, ფლაფმაც გაგვაცილა, კატას კი ვფიქრობ, არ ადარდებდა, ვინ სად მიდიოდა და რატომ, ისიც საკმარისი იყო, რომ მოსვლისთანავე მეფესავით აგრძნობინეს თავი. ქუჩა თვალს მიეფარა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.