შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სეტყვა


20-08-2025, 18:37
ავტორი Leoniv
ნანახია 1 089

ჩემ ქუჩაზე ერთი შავგრემანი ბიჭი ცხოვრობდა, ზედმეტსახელად ,,სეტყვა". პატარა მე-ს, სულ უნდოდა გაეგო რატომ ეძახდნენ ამ ბიჭს სეტყვას...მერე უბრალოდ მივხვდი,რომ ყველაზე მეტად ეს სიტყვა შეფერებოდა მას და მის ხასიათს. სეტყვასავით მოულოდნელი, სწრაფი,შეუფერხებელი და ხმაურიანი იყო.
    ყიფიანის ქუჩაზე ვცხოვრობდით,მთაწმინდაზე. ყოველ დილით სკოლაში წასვლისას,ჩემს სახლს გვერდს ჩაუვლიდა ხოლმე და მეც ძალიან დიდხანს,წლები გულმოდგინედ ვუყურებდი როგორ მიდიოდა სკოლაში დილით.  ამის გამო ხშირად მე მაგვიანდებოდა,მაგრამ საოცარი ინტერესით ვიყავი განწყობილი ამ ბიჭის მიმართ და მინდოდა მასზე რამე გამეგო, ან თუნდაც ორი სიტყვა მომესმინა მისგან.
    ბავშვობიდან მინდოდა მისი ახლოს გაცნობა, ჩემთვის ცნობილი ბევრი მიზეზის გამო. სეტყვა, ჩემზე ერთი წლით იყო უფროსი.  უმეტესად სულ შავები ეცვა, მის სახესთან იდეალურად მორგებული ცხვირი და მკაცრი ნაკვეთები ჰქონდა.საკმაოდ მაღალიც იყო და სიმპათიურიც. მასში ყველაზე მეტად მაინც დიდრონი, შავი მოხეტიალე თვალები მომწონდა,რომლებიც თან ძალიან ბევრ რამეს და თან არაფერს მეუბნეოდა. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან შეხედული და ახოვანი აღნაგობა ჰქონდა ამ უკანასკნელს.
     ვგონებ, სეტყვას ასეთი ბატონიშვილური აღნაგობა ნაწილობრივ დედისგან, ქეთო ათონელისგან გამოყოლოლიყო.  ქეთო, ულამაზესი ქალი გახლდათ. მონიკა ბელუჩი რომ მონიკა ბელუჩია,ჩემი აზრით მასაც კი სჯობდა. სეტყვასგან განსხვავებით,ქეთოს კარგად ვიცნობდი. მისი სახლიდან სულ ფორტეპიანოს ხმა გამოდიოდა...ზოგჯერ თავად უკრავდა,უმეტესად კი მისი მოსწავლეები. რამდენადაც ვიცი, ახალგაზრდობაში კიევში ცხოვრობდა და იქ  უკრავდა ერთ-ერთ ცნობილ ორკესტრთან ერთად.
    მერე, ერთ-ერთ კონცერტზე გაუცნია ლევან შარტავა და შეყვარებია კიდეც. მალევე ლევანი,საქართველოში დაბრუნებულა. ქეთოს როგორც კი გაუგია რომ ლევანისგან ორსულად იყო,საქართველოში ჩამოსულა ლევანისთან. ლევანი,კი ქეთოს ცოლით და ორი შვილით დახვედრია.
   ლევან შარტავა, საკმაოდ ცნობილი გამომძიებელი გახლდათ თბილისში. გარდა ამისა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მეგობრობდა და საკმაო გავლენით სარგებლობდა. თბილისში, საკმაოდ ცნობილი კაცი,მაგრამ ალბათ ძალიან ცოტას თუ მოსწონდა. რამდენადაც, მე ჩვენი უბნის მოჭორავე ქალებისგან გავიგე, ლევანს ქეთო არ მიუღია.
მეტიც გამოუცხადებია ეგ ბავშვი ჩემი არაო,თუმცა რა აზრი ჰქონდა,თბილისში უკვე ყველას გაეგო რომ ლევან შარტავას მალე მშვენიერ, პიანისტი ქალისგან ვაჟი შეეძინებოდა. საბოლოოდ, სეტყვას თავის გვარიც მისცა და დაბადების მოწმობაშიც დაიმკვიდრა მამის სახელი ლევანმა,მაგრამ სეტყვასთვის მამობა არასდროს გაუწევია.    
   ქეთო, თავის ძველ სახლში დაბრუნდა, მთაწმინდაზე და მარტო ყველას დაუხმარებლად,დაიწყო ერათადერთი ვაჟის მარტო აღზრდა.
    ლევან შარტავას ცოლისგან ორი შვილი ყავდა, გეგა და მარიამი.მათზე ხშირად გაიგონებდით, რომ შარტავა არაფერს აკლდებდა არცერთ შვილს და ხშირად ანებივრევდა ცოლსაც. სეტყვას კი არც იცნობდა, ან მე მეგონა ასე, ყოველშემთხვევაში ერთად არასდროს დამენახა მამა-შვილი.
ხშირად, მიფიქრია, ქეთოს ადგილზე მე რას გავაკეთებდი...იმ კაცისგან რომ დავორსულებულიყავი რომელსაც თურმე ცოლი და შვილები ყავდა, მაგრამ სიყვარულს მე მეფიცებოდა. ბოლოს, კი ფრთები მომაჭრა, ყველა გზა ჩამიხერგა და ჩვენ შვილთან ერთად, მარტო დამტოვა. ასეთი იყო ქეთო ათონელის ისტორია და რამდენჯერაც ეს ამბავი მახსენდებოდა, მინდოდა ქეთოსთვის მეთქვა თუ რა ძლიერი ქალი იყო.
   არ გათხოვილა ქეთო,მთელი ცხოვრება სეტყვას დაუთმო და სხვა ყველა დაივიწყა, საკუთარი თავიც კი. არადა, რამდენს უყვარდა, რამდენს უნდოდა,რამდენი ეხვეწებოდა, მაგრამ ვაი, რომ მაინც ის დამპალი შარტავა უყვარდა,ცხოვრება რომ ამოუტრიალა.ჩვენს უბანში ქეთო ყველას უყვარდა, თავისი მეგობრული და წყნარი ხასიეთის გამო,საოცრად მშვიდი ქალბატონი იყო...მიყვარდა მისი დახვეწილი საუბარი, მიხრა-მოხრა, სახის ლამაზი ნაკვეთები და ღიმილი,რომელიც სახეზე სულ დასტრიალებდა. ფერადი კაბები უყვარდა, განსაკუთრებით ზაფხულში. ამიტომ უბანში რომ ჩაივლიდა, თვალს სასიამოვნოდ გავაყოლებდით მე, დედაჩემი და ჩემი კნუტი ხოლმე.
სეტყვა ათ წლამდე ძალიან გავდა ქეთოს. შემდეგ კი სულ რაღაც ერთ წელიწადში, მამის სრული ასლი გახდა. სეტყვას სახეც კი იმის უტყუარი მტკიცებულება იყო,რომ ბიჭის მამა, მართლა ლევან შარტავა გახლდათ. ლევანის უფროსი ვაჟიც,გეგაც კი ვერ დაემსგავსა მამამისს, ისე როგორც სეტყვა. სეტყვა, მამას მხოლოდ გარეგნობით როდი გავდა...სეტყვა იყო შარტავას ასლი ხასიათითაც. ზუსტად ერთნაირები იყვნენ, ჯიუტები, სწრაფები, შეუვალები,მკაცრეები...მხოლოდ ერთი რამ არ ჰქონდათ საერთო, სეტყვა არ იყო ლევანისნაირი უგულო, რაც ალბათ ქეთოს დამსახურება იყო. გარდა, ამისა სეტყვა ხალხს უყვარდა, ლევანი კი მთელ თბილისს სძულდა. კაცს ვერ იპოვიდით რომ ეთქვა, შარტავა კარგი კაციაო.
15 სექტემბერ იყო, სკოლის პირველი დღე.
ზუსტად მეორე გაკვეთილზე, ჩვენი მათემატიკის მასწავლებელმა, შალვა კიკაბიძემ, გადაწყვიტა რომ დრო არ უნდა დაგვეკარგა და პირველივე დღიდან დაგვეწყო, მე-11 კლასის მათემატიკის ათვისება. ის იყო, ჩემი კლასელი ანიუტა არველაძე უნდა გამოეყვანა დაფაზე, როცა მეტრევლმა ავთომ წამოიყვირა, ცარცი არ არისო. ზუსტად მახსოვს მათი საუბარი.
-ცარცი არა მას...-თქვა ავთომ და გახარებულ ანიუტას გახედა, რომელიც აციმციმებული თვალებით უყურებდა, ფაქტიურად მისი გმირი იყო.
-რას მელაპარაკები მეტრეველო?!-არ დანებდა მარტივად შალვა მასწავლებელი და მთელი კლასი გადაქექა,ცარცის ძიებაში.
-აი,ხომ ხედავთ არ არის!-კვლავ გამოესარჩლა მეტრეველი.
-ხოდა, გაბრძანდი მე-12 ში ციცოსთან და ცარცი იკითხე!-წყნარად დაუბრუბდა შალვა თავის სკამს.
-ვერ გავალ მასწავლებელო!-წამოიყვირა ავთომ.
-რატომ ვერ გახვალ გენაცვალე?-საათვალები ჩამოიწია შალვამ.
-მაგ კლასის,ჩხეტიანთან ვიჩხუბე მასწავლებელო და ვერ გავალ!-უპასუხა ავთომ სწრაფად, ხმაზე ეტყობოდა რომ არ იტყუებოდა.-აი მარიტა წავიდეს,შარშან ერთხელაც არ გასულა ცარცზე!- ახლა მე მომადგა მეტრეველი და საპასუხოდ, მხარი მხარზე გავცხე.
-რას გვეტყვი, ანთაძე, შენც ნაჩხუბარი ხომ არ ხარ რომელიმე ციცოს კლასელთან?- შემეკითხა ახლა შალვა.
-არა ბატონო...-ვთქვი და ნელა წამოვდექი.
-მაშ,ბევრი არ გვალოდინო...წლის ბოლომდე წიგნი აუცილებელად უნდა დავასრულოთ..-კიდევ გაგრძელა საუბარი შალვა მასწავლებელმა და მე კი ჩემს გვერდითა კლასისკენ ავიღე გეზი.
ოქროპირიძე ციცოს კლასის კარებზე მოწიწებით დავაკაკუნე და მალევე კარი ოდნავ შევაღე.
-ცარცი ხომ არ გექნებოდათ,პატივცემულო,კიკაბიძემ გამომაგზავნა...-ვკითხე მასწავლებლის მაგიდაზე მოკალათებულ ოქროპირიძეს და კლასის კართან ავიტუზე.
-როგორ არა,გვექნება სადმე-მიპასუხა და წინა მერხზე მჯდომ გოგოც ფეხზე წამოდგა, ცარცის ძებნა დაიწყო პატარა კარადაში.
ამასობაში მე კლასს გადავხედე, თითქმის ყველას ვიცნობდი, მაგრამ ახლა მე რომ ყოველი მათგანის სახელი გითხრათ, რა ხეირი ან მე ან თქვენ. ყველა ასე თუ ისე იყო გაზრდილიყო, განსაკუთრებით გოგოები მეჩვენენ უფრო ლამაზები და გაზრდილები. რამდენიმეს გავუღიმე კიდეც და კვლავ იმ გოგოსკენ გადავიტანე ყურადღება ცარცს,რომ მონდომებით ეძებდა. საბოლოოდ, რომ იპოვა თვალები გამინათდა, მაინცდამაინც არ მომწონდა მთელი კლასის წინ დიდიხნით,ჩუმად დგომა. ის იყო ჩემსკენ წამოვიდა ცარცის მოსაცემად, კლასის კარი რომ გაიღო.
-უკაცრავად გოგონი-მომესმა ყურთან და მეც ინსტიქტურად გვერდით გავიწიე.
-ბიჭი ვარ ყიფიანის ქუჩიდან,გოგო მყავს საკაიფო უბნიდან,მთაწმინდელო ბიჭებო ლაღიძის წყლით გაჟღენთილებო...- მღეროდნენ ხელგადახვული ნიკა გრიგოლია იგივე ,,გრიგოლა",დათა ფერაძე იგივე ,,ფერა" ,შარტავა იგივე ,,სეტყვა" და სახეზე სამივეს ღიმილი აეკრა. ტიგინაშვილის ,,ჯინსების თაობა" აშკარად მშვენივრად გადაეკეთებინათ და ასე სიმღერ -სიმღერით მოაირეს კლასი. ბოლოს ციცომდეც მიაღწიეს, შარტავამ ზურგს უკან დამალული წითელი ვარდებიც გამოაჩინა და ციცოს მიართვა.
-სკოლის პირველ დღეს გილოცავთ მასწავლებელო!- თქვა თავისი ჩვეული შარმიანი ღიმილით. ციცო, სამივეს გადაეხვია და სულაც არ უხსენებია ის ფაქტი რომ სამივე, დაგვიანებით მოვიდა სკოლაში. 
მე კი ვიდექი და ვუყურებდი ამ ყოველივეს, რადგან გოგონა რომელსაც ჩემთვის ცარცი უნდა მოეცა, იდგა და ჩემსავით სანახაობით ტკბებოდა.არ ვწუწუნებ, შარტავას ასე ახლოს ხომ პირველად ვხედავდი, მეტიც მისი სიმღერაც კი მესმოდა. ამიტომ გულმოდგინედ ვაკვირდებოდი და მეღიმებოდა მის სილაღეზე,გადარეულობაზე და ამ ყველაფერთან ერთად ზომიერ სერიოზულობაზე.  სამივე რომ საკუთარი მერხებისკენ გაემართნენ უკანა რიგებში,მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ჩემი ცარცის გოგო და ღიმილით გამომიწოდა ცარცი.
-შალვას კლასი, წელსაც ცარცს გვაცლით ტო?- იკითხა მერხთან ახლად მოკალათებულმა დათა ფერაძემ და მეც წამიერად გავხედე.
-თან ახლა ანთაძე რომ გამოუგზავნიათ, ეტყობა მეტრეველს ჯერ კიდევ სტკივა ფეხი!- ახლა აჰყვა  გრიგოლიაც და ჯერ ჩხეტიანს, შემდეგ კი შარტავს გადახედა.
-ერთი,მოგვიკითხე მეტრეველი ანთაძე რა- დაიწყო ახლა ჩხეტიანმა. შარტავა კი იჯდა ჩუმად, მაგრამ ყველაზე მეტად მისი სერიოზული სახისკენ ვაპარებდი თვალს, სკამს რომ მიყრდნობოდა და შეხსნილი პერანგიდან ჯვარი მოუჩანდა.
  ცხადია, არცერთისთვის არაფერი მიპასუხია, არც სერიოზულად  არ მიმიღია. ციცოს მადლობა გადავუხადე და ისე დავბრუნდი კლასში. მეტრეველს გაკვეთილის დამთავრებისას კიდევ გემრიელად მივცხე მხარი და ჰოლში გავედი.
   გრილოდა, მაგრამ არ ციოდა. მზე იყო და გრილი სიო ჰქროდა, მესიამოვნა ასეთი ამინდი, ცხელი თბილისური ზაფხულის შემდეგ.
   მე,ანიუტა და ჩემი კლასელი შორენა სკოლის ღია ავანზე ჩამოვჯექით. ჩვენი სკოლა ორსართულიანი იყო,ხის დახვეწილი სვეტებითა და დეკორით,გრძელი ღია აივნებით რომლებიც დერეფნის ფუნქციას ასრულებდა და ცისფერი კედლებით. შუაში კი პატარა ეზო, რომელიც მთლიანად მოსწავლეების მიერ იყო მოხატული.
   ეზოს გარეთ შავი მანქანა შევნიშნე. როგორც წესი ჩვენი სკოლის დარაჯი კიკუშკა არავის აძლევდა უფლებას, მანქანა ასე ახლოს გაეჩერებინათ სკოლასთან, ამიტომ ვიფიქრე რომ სკოლაში სააპატიო სტუმარი გვყავდა. მოკლედ, ულამაზესი იყო ჩემი სკოლა. განსაკუთრებით კი, ჩემი სკოლიდან დაშვებული ქვაფენილის დაღმართი მიყვარდა და ჩვენ ზემოთ მთაწმინდის ანძა, ყოველდღე რომ გადმოგვყურებდა.
   მე,ანიუტა და შორენა, ჩვენ განვლილ ზაფხულზე ვლაპარაკობდით, თან შორენას ახალ მიჯნურსაც განვიხილავდით.
-ანთაძე,ანთაძე გადმოიხედე ერთი რა!- ჩემი გვარი რომ მომესმა მაშინვე ყურები ვცქვიტე და მეორე სართულიდან გადავეკიდე. ჩხეტიანი, ფერა და გრიგოლა ერთად იდგნენ ეზოში.
-რა გინდათ თქვენ?- ვთქვი ოდნავ გაბრაზებული ხმით ხმამაღლა, რომ ეზოში მოთამაშე ბავშვების ჟრიამული გადამეფარა.
-რა გვინდა და ბოდიში უნდა მოგიხადოთ!- ყვიროდა ფერაძეც.
-იმ მეტრეველის გადამკიდე, შენთან გამოგვივიდა ცუდად,არ გვინდოდა კაროჩე რო ესე გამოგვსლოდა...- აჰყვა გრიგოლაც.
-ხო არ გეწყინა ტო?-დააყოლა ჩხეტიანმაც.
გაოცებისგან ჯერ შორენას და შემდეგ ანიუტას გადავხედე, შემდეგ ისევ აივანზე გადავეკიდე და ბიჭებს ჩავყვირე.
-ხოდა თუ გინდათ რომ გაპატიოთ, ყოველდღე ორი ცარცი უნდა შემოიტანოთ ჩვენს კლასში!- წავუყენე ჩემთვის სარფიანი პირობა სამივეს. ერთმანეთს გადახედეს, წაითათფირეს და ისევ ამომხედეს.
-ხარაშო, სლუშ, პადუმაემ!(კარგი,მოვიფიქრებთ)-თქვა ჩხეტიანმა.
-სლუშ პადუამაემ კი არა, ხარაშო,ხარაშო, ოჩენნ ხარაშო!-თქვა ფერამ,ჩხეტიანს თავზე წამოარტყა და მე სიცილი ამიტყდა.
მერე ზარი დაირეკა და მეც მესამე გაკვეთილზე შევედი. მთელი გაკვეთილი იმაზე ფიქრში გავლიე, იმ სამმა გიჟმა, როგორ მოხდა და მე ბოდიში მომიხადა-თქო.
მესამე გაკვეთილიც რომ გამოვიდა, კვლავ დერეფანში გავედი, სადაც ჩემი ცარცის გოგო შემეჯახა.
-რა მოხდა აბა, მოახდევინმა შარტავამ იმ სამს ბოდიში?- მკითხა ჩვეულებრივად და გამიღიმა. დავდუმდი, მერე გავუღიმე და ვუპასუხე.
-ხო, მოვრიგდით- მოკლედ ვუპასუხე და ისიც წავიდა. არ გამკვირვებია, შარტავას ეს საქციელი, არც თავი განსაკუთრებულად არ მიგვრძნია. ეს ხომ სეტყვა იყო, არაფრის უსამართლოდ დატოვება არ უყვარდა. გრიგოლას,ფერას და ჩხეტიანის, უაზრო და ხშირად დაუფიქრებელ საქციელს, სეტყვას დაფიქრებული და ასჯერ გააზრებული საქციელი სულ ანეიტრალებდა.
    მეხუთე გაკვეთილის ბოლოს, უკვე ყველა იმაზე ლაპარაკობდა რომ სკოლის ჭიშკართან, შავი BMW M5 E34 ნომრებით ,,SETYVA" შარტავას ეკუთვნოდა.
ყველას ერთი კითხვა აწუხებდა, საიდან ჰქონდა 17 წლის შარტავას იმდენი ფული რომ ეს მანქანა ეყიდა, მანქანა რომელსაც თბილისის ქუჩები პირველად ხედავდა. მერე საბოლოოდ, ყველა იმ დასკვნამდე მივიდა რომ შარტავამ მთელი ზაფხული, უკრაინაში იმუშავა,ფული შეაგროვა და აი ასე იყიდა მანქანაც. მე კი მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტზე ვღელავდი, რომ ახლა ყოველ დილით ვეღარ დავინახავდი, ფეხით მიმავალს სკოლისაკენ.
ასე ჩაიარა სკოლის პირველმა დღემ, სახლში მისული უკვე საკმაოდ დაღლილი ვიყავი. დიდხანს ვუყურე ჩემი ფანჯრიდან ქეთოს სახლს, რომელშიც ქეთოს მოსწავლეები შედიოდნენ და გამოდიოდნენ. ბევრი მოსწავლე ყავდა ქეთოს, ორი მიზეზის გამო. პირველი, ქეთო მართლა ძალიან კარგი მასწავლებელი იყო და მეორე ვისაც კი სეტყვა, მოსწონდა ყველა ქეთოსთან მიდიოდა პიანინოზე, მაგრამ რა იცოდნენ იმის რომ სეტყვა უმეტესად სახლში არ იყო.
არ ვიცი, სად დადიოდა, მაგრამ შუადღისას გადიოდა და ხშირად შუაღამისას ბრუბდებოდა. ქეთო, შვილის პირად ცხოვრებაში არასდროს ეძიებოდა, მისთვის მთავარი იყო რომ სეტყვა უბრალოდ კარგად ყოფილიყო და სხვა ყველაფერი დიდად არ აინტერესებდა. თავისუფალ დროს, ქეთოც დადიოდა, კონცერტებზე, გამოფენებზე, მუზეუმებში და ა.შ მაგრამ დედა-შვილს მაინც დაინახავდით ხოლმე ქუჩაში ერთად მოსეირნეს, ქეთო რომ სიამაყით შესცქეროდა ვაჟს ხოლმე.
    სეტყვა, სკოლაში ერთი კვირა არ გამოჩენილა და მეც არ მიძებნია. ხშირად,იკარგებოდა და ეს მასწავლებლებისთვისაც ცნობილი იყო, ამიტომ ზედმეტად არავინ აწუხებდა ქეთოს ზარებით.
   საღამო იყო,დახლოებით შვიდის ნახევარი. ჩემი სახლის აივანზე ვიჯექი, წინ მედო მათემატიკის წიგნი და ვცდილობდი რამე გამეგო ტრიგონომეტრიულ ფუნქციებზე, თან გულში შალვას თავაზიანად ვლანძღავდი,ამდენ სამეცადინოს რომ გვაძლევდა. ჩემს აივანზე რომ კენჭი დაეცა, მაშინვე წამოვდექი და აივნისკენ წავედი, მზად ვიყავი,მეზობლის პატარა ბავშვების გასალანძღად,მაგრამ ხელში სეტყვა შემრჩა.
   შავი თმა აბურდნოდა, შავი პერანგი გაეხადა და მარჯვენა მხარზე გადაეკიდა, შავი ჯინსის ფართო შარვალი უფრო მაღალს აჩენდა.
-ქეთო თქვენთანაა?-მკითხა მოკლედ და პერანგი მარჯვენა მხარიდან, მარცხენაზე გადაიტანა. ისე მელაპარაკებოდა თითქოს კარგი ნაცნობები ან მეგობრები ვიყავით.
-არა, არა ჩვენთან-ვუპასუხე და წამიერად გავჩუმდი.-დაურეკე?- დავამატე მალევე. ვცდილობდი, მასთან საუბრისას არ დავბნეულიყავი და ასე თუ ისე გამომდიოდა.
-არ მიპასუხა-მითხრა და მისი ტელეფონიც იმ წამსვე აბზუილდა.
-აქ დამელოდე- მითხრა თითქოს გვერდით ვედექი,მაშინ როცა ზემოდან დავყურებდი და გვერდით გავიდა. ორ წუთში უკან დაბრუნდა.
-ორი ბავშვია მოსული, ორივე გოგო...ქეთომ დამაგვიანდებაო და შენზე მითხრა, ცოტახანი ბავშვებთან დარჩესო და მერე მოვა ალბათ თვითონაც- წყნარად მელაპარაკებოდა, სერიოზული სახით. მსიამოვნებდა მისი, ბუნებრივად ბოხი მაგრამ მაინც მშვიდი ხმის მოსმენა.
-ორ წუთში გამოვალ- ვუთხარი, მანაც თავი დამიქნია და თავის სახლისკენ აუყვა ქვაფენილს. ქეთო, თბილისის ტრანსპორტის გამო, ხშირად არა,მაგრამ ზოგჯერ მაინც აგვიანებდა საკუთარ გაკვეთილებზე. ამიტომ როგორც წესი მირეკავდა და მთხოვდა ხოლმე ცოტახანი ყურადღება მიმექცია დროზე მოსული მოსწავლეებისთვის, მეც ყოველთვის ვთანხმდებოდი.
ქვემოთ ჩავედი და ქეთოს სახლისკენ ავიღე გეზი, დედაჩემს არაფერი უკითხავს მიჩვეული იყო და იცოდა სადაც მივდიოდო.
სეტყვა სახლის პირდაპირ იდგა, მანქანის გარსაცმი(კაპოტი) აეხადა და რაღაცას ინტერესით ჩაჰყურებდა. კიდევ ერთხელ ურცხვად შევათვალიერე. ყურთან სიგარეტი დაემაგრებინა, ქამარი მჭიდროდ შეეკრა. ნავარჯიშებ სხეულს,ნახევრად ჩასული მზის შემორჩენილი სხივები უფერადებდა და მარჯვენა ხელში რაღაც ხელსაწყო ეჭირა.
ის იყო სახლის ჭიშკარი უნდა შემეღო, კარი თვითონ რომ გაიღო და ორი ერთმანეთის ასლი გამოვიდა, რომლებიც ახლა ჭიშკართან ხის სკამებზე შემოსკუპდნენ და ჰაერში ფეხების ქნევა დაიწყეს. მაშინ მივხვდი, რონ სეტყვამ ბავშვებში,მართლა ბავშვები იგულისხმა. აშკარად ტყუპები იყვნენ, მაქსიმუმ რვა წლამდე, ორივე ქერა ხვეული თმით, ვარდისფერი კაბებით და საყვარელი ატმისფერი ზურგჩანთებით.
-შენ ქეთო ხარ?- მკითხა ინტერესიანად ერთ-ერთმა და შუბლიდან თმა გადაიწია.
-არა, მე ქეთოს მეზობელი ვარ...ქეთო მალე მოვა-ვუპასუხე და ორივეს გავუღიმე.
-მოდი,მოდო დაჯექი...-მითხრა საყვარლად ერთ-ერთმა, ოდნავ ჩაიწია და პატარა თითებით სკამზე მიმითითა. საოცრად მესაყვარლა ეს ჟესტი და მეც მათ გვერდით ჩამოვჯექი.
-რა გქვიათ?- ვკითხე ორივეს და მათ აციმციმებულ სახებს გავხედე.
-მე ნიცა!-წამოიყვირა მარცხენამ.
-მე ნუცა!-თქვა ახლა მარჯვენამ და ორივემ გამიღიმა.
-სახელებიც ერთნაირი გაქვთ ტო?- თავი ამოყო მანქანიდან სეტყვამ და ბავშვებს გაკვირვებულმა გადახედა, აშკარად კარგად ვერ მოისმინა მათი სახელები. გულში გამეცინა.
-შენ რა გქვია?- წარბი აწია ნიცამ და შარტავას წინ დაუდგა.
-მე მეკითხები?-შეცხადა შარტავამ.
-ხოო,შენ!- თქვა ნიცამ და ახლა დოინჯი შემოირტყა. ცოტაც და ხმამაღალი სიცილი ამიტყდებოდა.
-მე სეტყვა მქვია!- თქვა შარტავამ და თავის მანქანის გარსაცმი(კაპოტი) დაახურა.
-სეტყვა...ის სეტყვა ციდან რომ მოდის ხოლმე?- ჩაფიქრდა ბავშვი და დაბნეული თვალებით, დახმარების იმედად გამომხედა.
-არა, მე მთაწმინდიდან მოვდივარ-თქვა და მანქანას მიეყრდნო, თან მხარზე გადაკიდული პერანგის ჩაცმა დაიწყო.
-ეგ როგორ?- სულ დაიბნა ნიცა და ფარხმალი დააყარა.
-კოხტად და ლამაზად!- ღიმილით თქვა სეტყვამ და გოგონას კულულებს გაეთამაშა.
-შენ რა გქვია?- ახლა ნუცა მომიბრუნდა მე.
-მაგას ცისარტყელა ერქმევა!- წაიბუტბუტა გაბრაზებულმა ნიცამ, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობდა სეტყვას ნალაპარაკევიდან აზრის გამოტანას.
-მეც მოვედი!-თქვა ტაქსიდან გადმოსულმა ქეთომ და ყველას გაგვიღიმა.
-დედა, ეს არი პატარები არიან და ყურადღება მიაქციეთო? აქეთ მოგვაქცევდნენ ყურადღებას მთელი მთაწმინდის რაიონს ესენი...- დაიწუწუნა სეტყვამ და ქეთოს ლოყაზე აკოცა.
შარტავა სკოლაში ყველას უყვარდა. მიუხედავად, იმისა რომ მასწავლებლები, გაიძახოდნენ სიცოცხლეს გვიმწარებს და ერთი სული გვაქვს სკოლა დამთავროსო, მათაც მაინც ძალიან უყვარდათ. როგორღაც, ახერხებდა და სულ აბრაზებდა ყველა მასწავლებელს, მაგრამ არასდროს არცერთ მათგანისთვის არათავაზიანად სიტყვა არ უთქვამს. სკოლაში მაქსიმალურად ერთობოდა, მაგრამ მაინც იცოდა ზღვარი გართობასა და უპატივცემულობის შორის.
განსაკუთრებით, ჩვენი სკოლის დარაჯ, კიკუშკას უყვარდა. შარტავამ მე-11 კლასში სპორტის მასწავლებელ ბუბა კვარაცხელიას განუცხადა, რომ ფერა,გრიგოლა,ჩხეტიანი და თვითონ, თავისუფლად მოუგებდნენ ფეხბურთში ჩვენი სკოლის დირექტორს ჯაბას ტატიშვილს,მათემატიკის მასწავლებელს შალვა კიკაბიძეს, ისტორიის მასწავლებელ ძმეებ, ლაშა და გიორგი გიორგობიანებს. გაბრაზებულა ბუბაც და მთელი სკოლა შეუყრია. ბოლოს შარტავამ თავისი ენით იმდენი ქნა, ბუბა კვარაცხელია დირექტორ ჯაბა ტატიშვილს, მუხლიჩოქა ეხვეწებოდა, ვეთამაშოთ ფეხბურთიო.
ზუსტად 11 მაისს, ჩვენი სკოლის ეზოში გაიმართა თამაში, რომელიც ფეხბურთის ყველა წესს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ეს დიდად არავის აინტერესებდა.     
   შარტავა,ფერა,გრიგოლა,ჩხეტიანი და შარტავას დაჟინებული თხოვნით დარაჯი კიკუშკაც მათ გუნდს დაემატა. ჯაბა ანუ ჩვენი დირექტორი, შალვა ანუ მათემატიკა, ბუბა ანუ სპორტი, ლაშა და გიორგი ანუ ისტორია, ასეთი გახლდათ მეორე გუნდიც. ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე, აივანზე იყო გამოსული და ყველა ინტერესით ველოდით, ეზოში გამართული ფეხბურთის დაწყებას. შარტავამ, კარებში ჩხეტიანი ჩააყენა, ბუბამ კი ჯაბა დირექტორი. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, თამაში 7:0 დასრულდა, შარტავას გუნდის სასარგებლოდ. სწორედ, მაშინ გავიგეთ რომ კიკუშკა ფეხბურთის მწვრთნელი იყო მთელი 20 წელი. შარტავა, დიდხანს აყვედრიდა ბუბას მოგებულ თამაშს, ჩხეტიანი კი შანსს არ კარგავდა, ჩვენი სკოლის დირექტორისთვის რომ არ შეეხსენებინა, რომ მისმა გუნდმა შვიდი გოლი გაუტანა.
    მახსოვს, ერთხელ დოდო ნიშნიანიძემ რომელიც სეტყვას კლასს ქართულს ასწავლიდა, შარტავა კლასიდან გამოაგდო. დასვენებაზე, შარტავა რომ დაინახა დოდომ გაკვეთილზე დაგროვილი სიბრაზე ხელახლა მოერია და კარგათაც გამოლანძღა სეტყვა.
-ჩემ გაკვეთილზე არ დაგინახო, სანამ ვეფხისტყაოსანს არ ჩამაბარებ!-ისე ყვიროდა დოდო რომ ჩემ კლასშიც კი ისმოდა მისი ხმა.
-რა პრობლემა დოდო მას...ხვალე ჩაგაბარებთ, რამდენჯერ აბა მითხარით ერთი!- წყნარად უპასუხა შარტავამაც.
-რამდენჯერ და ასჯერ!- შარტვას სიწყნარეზე გაბრაზებულმა დოდომ, კიდევ უფრო ხმამაღლა დაიწყო ყვირილი.
მეორე დღისით, შარტავას,ფერას,გრიგოლას და ჩხეტიანს სათითითაოდ 25-25 ცალი ვეფხისტყაოსანი დაეჭირათ და დოდოსთან მიჰქონდათ სამასწავლებლოში.
-დოდო მას,ათი კიდევ ბაზარი არაა, მაგრამ ასი ვეფხისტყაოსანი რად გინდოდათ ტო?-ასე უთქვამს შარტავას და დოდოს წინ ასი ფეხისტყაოსანი ჩამულაგებია. მის მერე, დოდოს შარტავასთან გაკვეთილის ჩაბარებაზე ხმა აღარ ამოუღია.
   კიდევ კარგად მახსოვს რომ ერთხელ ციცო ოქროპირიძეც გემრიელად გააბრაზეს ოთხივემ.
-ერთი რომ ფანჯრიდან გადახტეს, სამივე უნდა მიჰვეთ?- უთქვამს ციცოს გაუაზრებლად და თავზე წამოსდგომია ოთხივეს.
-არვიცი, გავიგოთ?-ღიმილით უკითხავს შარტავას და წამში გადამხტარა მეორე სართულიდან.
-ოოოო, სეტყვა სად წახვედი რა- დაუწუწუნია ფერაძეს და ისიც თან გაყოლია შარტავას.
-დამელოდეთ ბიჭებო!-არც  გრიგოლია დარჩენია კლასში.
-მე მარტო რაღა, ვაკეთო ციცო მას აქ?- ბოლოს ჩხეტიანმაც ჩაიფრინა ორი სართული.
  და ასე ლამაზად მოხვდნენ ოთხივენი საავადმყოფოში,დალეწილი ხელ-ფეხით და ნეკნებით. ოთხივე ერთ პალატაში დაუწვენიათ და მთავარ ექიმს, პალატის ყველა ფანჯარა თავისი ხელით ჩაურაზავს. როგორც ჩხეტიანი ყვებოდა, ქირურგის კაბინეტიდან,კარადაში კარგად დამალული შამპანურები მოუპარიათ და დალევის შემდეგ, ყველა წყლით აუვისიათ.შემდეგ უკან დაუბრუნებიათ. მათი საავადმყოფოში, წოლისას, ყველა იქ დაბადებული ბავშვის დაბადება აღუნიშნავთ და შარტავა ბავშვის მონათვლასაც კი შეპირებია ერთ კაცს. მოკლედ, საბოლოოდ რომ ოთხივე გამოწერეს, საავადმყოფოს პერსონალი შეკრებილა და ერთად აღუნიშნავთ მათ თავიდან მოშორება. თურმე ყველა წუწუნებდა, ამ შაპანურს სულ მთლად  ქლორიანი წყლის გემო აქვსო.
მოკლედ, სეტყვასთან ერთად ძალიანაც რომ მოგენდომათ, ვერ მოიწყენდით სკოლაში. მთელი სკოლა იცნობდა. დილით კიკუშკას სალამს მისცემდა ხოლმე და ათი წუთი მაინც ელაპარაკებოდა.მერე ჩვენს დირექტორ ჯაბას შეუვლიდა ხოლმე კაბინეტში და იქიდან, იქამდე არ გამოდიოდა სანამ ჯაბას მის რომელიმე ხუმრობაზე არ გაეცინებოდა. 1-2 ჯერ სამასწავლებლოშიც შეიხედავდა და ,,მთაწმინიდს კოლორიტბო,დილამშვიდობისა"-ო შესძახებდა ხოლმე, საბოლოდ შალვა კიკაბიძე სამასწავლებლოდან გამოაგდებდა და ბუბასთან გაგზავნიდა ხოლმე. შარტავაც ბუბას შურბენდა და ბუბაც სულ ერთიდაიგივე ფრაზით ეგეგებოდა ,,ისევ იმ პითაგორას თეორემამ გამოგზავნაა არაა?" მერე ეზოში, ბავშვებს ფეხბურთს წაეთამაშებოდა,1-2 გოლს გაიტანდა და ,,ბრაზილიელი პელე ვერა მაგრამ მთაწმინდელო სეტყვა ხომ ვარ"-ო იტყოდა.საბოლოოდ, თავის კლასამდეც ამოაღწევდა. მანამდე გზაში ყველას მიესალმებოდა და გაკვეთილზე გვიან, ბოდიშის მოხდით ან უმეტესად სიმღერ-სიმღერით შევიდოდა ხოლმე.
    მოკლედ იმ შემოდგომით, სკოლაში ყველა მასწავლებელი, იმდენ სამეცადინოს გვაძლევდა რომ ღამეების თენება მიწევდა.ეს, უფრო იმიტომ რომ შებინდებამდე გარეთ ვიყავი და მხოლოდ ღამით მახსენდებოდა სწავლა,მაგრამ მთავარია მახსენდებოდა. დედაჩემი კი სულ მეჩხუბებოდა, გარეთ გვიანობამდე ნუ დადიხარო, მაგრამ რა გინდა აბა. იცხოვრო, ასეთ ლამაზ თბილისში და სულ სახლში იჯდე? მტერსაც კი არ ვუსურვებდი! თან შემოდგომა იყო, საოცრად ლამაზი გახლდათ თბილისის ქუჩები და ამინდი კიდევ უფრო საოცარი.  მეც სკოლის შემდეგ ჯერ   ანიუტასთან მივდიოდი, შემდეგ ის მოდიოდა ჩემთან და ბოლოს შორენასთან ავდიოდით სამივე. იმ შემოდგომით, მთაწმინდის პანთეონზე ფეხით იმდენჯერ ავედით რომ ილია ჭავჭავაძე,აკაკი წერეთელი და გალაკტიონ ტაბიძე უკვე მესალმებოდნენ ხოლმე, როგორც მათ ხშირ სტუმარს. ნოდარ დუმბაძე კი სადაც იყო აღმართზე სიარულისგან დაღლილს, წყალს მომაწოდებდა ხოლმე. მოკლედ,ძალიან მიყვარდა თბილისში ფეხით სიარული. ზოგჯერ, ლექტორ დედაჩემსაც მივაკითხავდი  თსუ-ს უნივერსიტეტში ხოლმე და რომ შებნელდებოდა, მერე უკვე ჩემი სახლისკენაც ავიღებდი გეზს.
    თბილისობა იყო,თითქმის მთელი თბილისი ზეიმობდა ამ ,,ძმობისა დამეგობრობის სიმფონია"-ს. თბილისის ისტორიულ უბნებში ყარაჩოღელები და ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ადამიანები დადიოდნენ, ფაეტონით სეირნობდნენ,მტკვარზე ტივი ჩაეშვათ,თბილისურ აივნებზე ფარდაგები გადმოკიდათ,ლექსებს იძახდნენ, ცეკვავდნენ და ,,ჩემო თბილისს ქალაქო"-ს მღეროდნენ. მე მას შემდეგ რაც ყველა ფერის ჩურჩხელის გემო ვიგემე,ყველა ფაფახიც მოვიზომე,1-2 სუვენირიც ვიყიდე და მთელი თბილისი სეირნობით მოვიარე, საბოლოოდ დავიღალე და დავთანხმდი შორენას სახლში წასვლაზე. საბოლოოდ, ორივე დავიშალეთ და მე ჩემი, შორენა კი თავის სახლისკენ წავიდა. რომ გამახსენდა რომ ჩემ სახლამდე უშველებელი აღმართი უნდა გამეარა,ლამის იქვე კუთხეში დავიძინე. საბოლოოდ, ფეხსაცმელი გავიხადე და შიშველი ფეხებით განვაგრძე გზა. თან ლამპიონების შუქის დახმარებით ვცდილობდი, ქვაფენილს კარგად დავკირვებოდი და მაინცდამაინც შუშაზე არ დამებიჯებინა ფეხი. რას ვიზავთ, საშინლად მატკინა იმ დღეს ჩემა ახლად ნაყიდმა ფეხსაცმელმა ფეხი და ცივი ქვაფენილიზე ფეხშიშველა სიარული კი ერთი დიდი ნეტარება იყო, ოღონდ ცოტა საშიში.
   შორიდანვე შევნიშნე კოტე მესხის ქუჩის შესახვევთან გაჩერებული მანქანები და წამში გამახსენდა დედაჩემის სიტყვები, ერთხელაც ასე ღამე ბოდიალით ვინმე არაკეთილმსურველს გადაეყრებიო და მოვემზადე გულში ყველა ლოცვის წასაკითხად. მხოლოდ ის ფაქტი მამშვიდებდა რომ ჩემ ქუჩაზე ვიყავი. აშკარად, ვერ ვიცანი მანქანები. სავარაუდოდ, სტუმრად იყვნენ.მათგან წამოსული სიგარეტის სუნი, მალევე ვიგრძენი და მარჯვენა ნაპირზე გადავედი. ვიფიქრე, უხმოდ ავუვლი გვერდს თქო,მაგრამ უშედეგოდ.
-გამარჯობა გოგონი!-მითხრა კედელზე ჩამომწკირვებული ბიჭებიდან ერთ-ერთმა,  არაფერი მიპასუხია, ნაბიჯებს ავუჩქარე და არც შევხედე.
-ეეე არ იცი რო, პასუხის არ დაბრუნება უზრდელობაა?-ახლა მორემ გამოყო თავი და რაც კი რამე ლოცვა ვიცოდი ყველა ჩავიკითხე, თან თავს დავპირდი ეხლა გადავრჩე და მეორედ ასე აღარ დავაგვიანებ-თქო. წამიერად, თვალი გავაპარე მათკენ და ორი ბიჭი რომ დავინახე, ჩემსკენ წამოსული ის იყო ყვირილი და სირბილი ერთიანად უნდა დამეწყო, ჩემთვის კარგად ნაცნობი ხმა რომ მომესმა.
-გამარჯობათ ბიჭებო!-მისალმებას კი არა შემოძახებას უფრო გავდა სეტყვას ეს სიტყვები, მისკენ გავიხედე, ჩემს უკან იდგა, თვალში ცუდად მომხვდა  სეტყვას შარვალის ქამარზე დამაგრებული იარაღი.
-შენ აქ რა გინდა შარტავა?- ახლა უკვე ჩემ წინ იდგა ორი უცნობი ბიჭი, თუმცა ჩემს გვერდით სანამ სეტყვა იდგა, მანამდე აშკარად ნაკლებად მაშინებდა ამ ორი ტიპის ასე ახლო ყოფნა.
-მჭედლო,მე რაც მინდა, შენ, ეჭვი მეპარება მაგის გაგებით რამე სარგებელი ნახო- ჩვეული მშვიდი გაწონასწორებული ხმით ლაპარაკობდა სეტყვა,რამდენჯერმე ჩემსკენაც გამოაპარა თვალი.
-მივესალმეთ რა იყო,  ნუ ავარდი  რა-ახლა გამოეპასუხა მეორე.
-მჭედლო,ვინა ეს ახალბედა?არ იცის რომ ასე თუ მიტრიალა ენა, მისალმება კი არა, სიარულის და ლაპარაკის თავიდან სწავლა დასჭირდება?- ლაპარაკობდა სეტყვა, მე კი უბრალოდ ვიდექი და ვისმენდი. აშკარად იცნობდნენ ერთმანეთს.
-შარტავა,მოდი თბილისობას ნუ ვიჩხუბებთ- ხმა შეარბილა ვინმე ,,მჭედლომ".
-შენ იარე და დაგეწევი- მითხრა არსაიდან სეტყვამ, უფრო მიბრძანა ვიდრე მითხრა. მეც უხმოდ გავაგრძელე გზა.
    ალბათ ორ წუთში წამომეწია. რომ დავინახე, გამიხარდა. ესეგი არ უჩხუბიათ-თქო გავიფიქრე.
-რამე გითხრეს?-მკითხა მოკლედ და გვერდით ამომიდგა.
-ვერ მოასწრეს,შენ მოხვედი-ვთქვი და ნაბიჯებს შევუნელე.
-შენ ასე გვიან გარეთ რა გინდოდა?- ხმა დასერიოზულა.
-ვსეირნობდი.
-ხოდა,ხვალიდან დღისით ისეირნე და ღამით დაიძინე-ხმაში სარკაზმია გამოერია.
-რა ჩემი ბრალია თუ-დავიწყე ინსტიქტურად თავდაცვა, არ მესიამოვნა მისი ტონი.
-შენი ბრალი არაა-სიტყვა გამაწყვეტინა და სიგარეტს მოუკიდა.-მოწევ, ხო მოსულა?- საპასუხოდ თავი დავუქნიე. -არც მითქვამს რომ შენი ბრალია, ვისი ბრალიცა იმას მოვკითხავ პასუხს კარგად- დამთავრა წინადადება და ღმრა ნაფაზი დაარტყა.
-უნდა იჩხუბოთ?-ხმაში ცნობიმოყვარეობა დამეტყო.
-არა,ხელი უნდა ვთხოვო- მითხრა და ჩაიცინა.-შედი ეხლა სახლში და ესე გვიან ფეხი აღარ გამოადგა გარეთ- მითხრა თუ არა მაშინვე უხმოდ შევედი სახლში, მერე დანაშაულის გრძნობამ შემაწუხა და აივანზე ასულმა, ზემოდამ დავუძახე.
-სეტყვაა...- რომ გავხედე თითქმის თავის სახლთან იყო მისული.-მადლობა!-ვუთხარი აივნიდან და გავუღიმე.თავი დამიქნია, ოდნავ გამიღიმა,თვალი ჩამიკრა და სახლში შევიდა.
   იმ ღამით ბევრი ვიფიქრე სეტყვაზე. შორიდან, რომ გენახეთ იფიქრებდით რომ ახლო მეგობრები ვიყავით. მაგრამ არა, სეტყვას ასე იშვიათად თუ გადავაწყდებოდი ხოლმე და ჩვენი შეხვედრებიც მაქსიმუმ 20 წუთს თუ გასტანდა. არადა, ხომ ჩემი მეზობელი იყო, ერთმანეთის თვალწინ მაგრამ მაინც ერთმანეთისგან ძალიან შორს ვიზრდებოდით. იმ ღამით ბევრი ვიფიქრე იმ იარაღზე სეტყვას ქამარზე რომ იყო დამაგრებული, არ ვიცოდი საიდან ჰქონდა, ან რატომ...რატომღაც ორივე კითხვაზე ძალიან მინდოდა მქონოდა პასუხი,მაგრამ ბევრი ფიქრის შედეგადაც პასუხი ვერ მოვიფიქრე. მერე ალბათ ჩამეძინა.
ნოემბერი იყო, მთელი ჩვენი ქუჩა შემოდგომის ფოთლებით იყო მოფენილი. უკვე საკმაოდ ციოდა და მეც უკვე ზაფხული მენატრებოდა. სკოლიდან მოვდიოდი,იმ დღისით 7 გაკვეთილი მქონდა და საშინლად დაღლილი ვიყავი. ჩვენ ქუჩაზე რომ შევუხვიე, შორიდანვე დავინახე ფერა,შარტავა,გრიგოლა და ჩხეტიანი ფეხბურთს როგორ ეთამაშებოდნენ მეზობლის პატარა ალბათ, შვიდ წლამდე ბიჭებს. ცოტახანი გავჩერდი,მაშინვე მივხვდი რომ ეს სურათი გონებაში ჩამრჩებოდა. სკოლაში არცერთი არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ ყიფიანის ქუჩაზე მე-2 კლასელებთან ფეხბურთი გაეჩაღებინათ. ქარი ქროდა,თმა ხან რომელს და ხან რომელს ეწეწებოდა,სწრაფად მოძრაობდნენ,იცინოდნენ,იღიმოდნენ, ბურთს დასდევდნენ, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ...მე კი ვიდექი და ასე უბრალო ღიმილით შევყურებდი შარტავას რომელიც კარისკენ ბურთს მიუყვებოდა, ფერას რომელიც პატარა ბავშვების დაბნეულ სახეებზე გემრიელად იცინოდა, ჩხეტიანს რომელიც შარტავას გვერდით მიუყვებოდა და გრიგოლას,ფერასავით რომ პატარეებს ,,დასცინოდა". ეს ბავშვები კი ალბათ ყველაზე ბედნიერები იყვნენ, ახლა ხომ სკოლაში კარგად ცნობილ ,,ფეხბურთელებს" ეთამაშებოდნენ, გარდა ამისა ოთხივეს უყვარდა ბავშვები და ყოველთვის იცოდნენ მათი გული როგორ მოეგოთ. ამ ბავშვებისთვის რომ გეკითხათ რომ გაიზრდები როგორი გინდა იყოვო გეტყოდნენ:
-შარტავასავით კარგი ფეხბურთელი...
-გრიგოლასნაირი მხიარულიო...
-ფერასნაირი სიმპათიურიო...
-ჩხეტიანისნაირი ძლიერიო...
მოკლედ ეს ოთხი ბიჭი საოცრად უყვარდა მთელ მთაწმინდას და არამარტო.
სახლში ღიმილით შევედი და მალევე ჩამეძინა. ვიღაცის საშინელმა სიმღერამ გამაღვიძა, მაშინვე გავაღე ჩემი ოთახის ფანჯარა და გარშემო მიმოვიხედე. მალევე, შევნიშნე ქეთოს აივანზე მდგარი ჩხეტიანი რომელიც თავი ჭკუაში, ბუმბულისავით გალობდა.
-ანთაძე, გვითვალთვალებ ტო?- არსაიდან გამოყო თავი გრიგოლამ და აივნიდან გამომძახა.
-ჩხეტიანის გალობას ვუსმენდი!-ვთქვი ღიმილით.
-მერე რაო,მოგეწონა?- ახლა ფერამ დაიწყო ლაპარაკი და თან ლუდის ახალი ბოთლო გახსნა.
-რა თქმა უნდა, ბრავო, მაესტრო!- ვთქვი და საბანში კიდევ უფრო კარგად გავეხვიე.
-გაგაღვიძეს მარიტა? ვუთხარი ძაან არ იხმაუროთ-თქო, მაგრამ ვინ მომისმინა!- საყვარლად ხუმრობით დაიწუწუნა აივანზე ახლად გამოსულმა ქეთომ.
-ჩხეტიანი, დადე ეგ გიტარა, ქეთოს ნუ გვიბრაზებ!- სრული სერიოზულობით თქვა უკვე კარგად მთვრალმა ფერამ და ჩხეტიანს გიტარა ხელებიდან გამოაცალა, მაგრამ ჩხეტიანი ისეთი უგონო მთვრალი იყო, ვერც ვერაფერი გაიგო და ჰაერში დაკვრა განაგრძო.
-დედა, იცი, შენ მე როგორ მიყვარხარ?!- ახლა კარგად მთვრალი შარტავაც გამოვიდა აივანზე და ქეთოს ხელი გადახვია. გამეღიმა.
-როცა უყვართ არ აბრაზებენ!- უთხრა ქეთომ და გაუღიმა.
-სხვანაირად არ გამოვა დედი, ცოტა უნდა გაგაბრაზო- უთხრა,ლოყაზე აკოცამ სეტყვამ და ფერას გიტარა წაარათვა.
ბოლოს, სეტყვას დაკრულ ,, კარგო,
მინდა რომ ჰგავდე მაისს,
მინდა გიყვარდე მაინც,
ჩემო, ჩემო ლამაზო..."-ზე ჩამეძინა.
პირველი დეკემბერი იყო, მეოთხე გაკვეთილი იქნებოდა. ზარი რომ დაირეკა, დერეფანში არ გავსულვარ. წინა დღის უძინარი ვიყავი და ერთი სული მქონდა სახლში წავსულიყავი. მეხუთე გაკვეთილი რომ დაიწყო, ჩემ კლასში უცნაური ხმაური ატყდა. თავი ოდნავ წამოვწიე,ყველა ერთმანეთში ლაპარაკობდა.
-მეტრეველე, რა მოხდა?- ვკითხე ჩემს გვერდით მჯდარ მეტრეველს და კლასს კიდევ მოვავლე თვალე.
-შარტავა, საავადმყოფოში მოხვედრილა- მითხრა თუ არა მაშინვე გამოვფიხიზლდი.
-რა მოუვიდა?-ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
-ასე თქვეს ზედმეტი დოზა მოუვიდაო
-რა ზედმეტი დოზა ავთო?- ხმა გამიწყდა.
-ნარკოტიკი,ნარკოტიკი...-თქვა ჩაფიქრიანებულმა მეტრეველმა.
-ხომ გადარჩა?-ესღა ვიკითხე ჩუმად.
-გადარჩა ანთაძე, გადარჩა-მითხრა ახლა ანიუტამ.
მე-5 გაკვეთილი გაგვიცდა, მასწავლებელი კლასში არ შემოსულა. ალბათ, სამასწავლებლოშიც ის ხდებოდა რაც კლასებში. ყველანი გაოცებულები ვიყავით, არავინ იცოდა რომ შარტავას ნარკოტიკთან შეხება ჰქონდა. ეს ამბავი მთელ მთაწმინდასაც მალე მოედო. სახლში მისულს დედაჩემა მითხრა ,,მე სულ არ გამკვირვებია...მაგ ბავშვმა მამამისის გამო ისეთები გამოიარა, კიდევაც კარგადაო"
შარტავა საავადმყოფოდან ერთ კვირაში გამოწერეს, მთელი ეს დრო არც ქეთო და არც სეტყვა არ ჩანდნენ.
14 დეკემბერის ღამე იყო, პოლიციის სირენების ხმა რომ მომესმა, აივანზე გავედი. შარტავას სახლთან გაჩერებულიყო,ორი მანქანა და ფორმიანი პოლიციელები სახლის კიბებზე დარბოდნენ. თვალში, მომხვდა მომტირალე ქეთო და ოდნავ ფიზიკურაად დასუსტებული სეტყვა, ქეთოს რომ ეხუტებოდა და ამშვიდებდა.
თბილისი პატარა, ყველაფერი ადვილად ვრცელდება. მალევე, ყველამ გაიგო რომ 17 წლის სეტყვას უკრაინიდან საქართველოში, ნარკოტიკის იმპორტს ედავებოდნენ. იმ დღისით კი სახლს ჩხრეკდნენ, ვერაფერი უპოვიათ, მაგრამ სეტყვაზე დაკვირვება მაინც არ შეუწყვიტავთ. ჩემა,მეზობელმა სვეტალანამ გამოაცხადა, ჩვენი შარტავა მაგას არ იზავდაო და უბანიც დაეთანხმა. მეც ძალიან მინდოდა დავთანხმებულიყავი,დამეჯერა. მაგრამ თან ვიცოდი რომ შარტავა,გარეული იყო ამ საქმეში. სეტყვას ხომ ყოველთვის ჰქონდა ფული,მაგრამ არასდროს ჰქონია სამსახური თბილისში. ყველა იმას გაიძახოდა ზაფხულობით უკრაინაში მუშაობსო და იქ აგროვებს ფულსო, მართლაც მუშაობდა უკრაინაში...მაგრამ რაზე,ეგ არავინ იცოდა.
მერე, თითქმის ყველა ხვდებოდა რომ სეტყვა კარგ საქმეს არ ეწეოდა, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს. პოლიციამაც ვერაფერი დაამტკიცა,ამიტომ ნელ-ნელა თითქოსდა შეშვნენო. ეს საკითხიც არავის უხსენებია სეტყვასთან. მეც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სეტყვას ამ საქციელს გაამართლება მოვუძებნე. მე არა, ალბათ უფრო ჩემა უბანმა. ყველა კოლექტიურად შეთანხმდა, რომ უმამოდ გაზრდილმა სეტყვამ ამ სამყაროში გადარჩენის გზა მონახა. ან არ ვიცი, იქნებ ასეც იყო? არასდროს წარმომიდგენია თავი სეტყვას ადგილას. ალბათ, რთული იყო, დედის გარდა რომ არავინ გყავდა. ალბათ, მართლა ძალიან საშინელი სანახავი იყო, როგორ თავს ევლებოდა მამაშენი თავის სხვა შვილებს...შენ კი საერთოდ წელიწადში ერთხელაც არ გნახულობდა. ალბათ, მართლა ძალიან ძნელი იყო ,,არ აღიარებული" შვილად ყოფნა. სეტყვამაც, გამოსავალი იპოვა ამ ყველაფრისგან. ყველანაირი კავშირი გაწყვიტა მამასთან, გახდა ის ადამიანი ვინც ყველას უყვარდა და რომელსაც არავის ფინანსური დახმარება არ სჭირდებოდა. საკუთარი ცხოვრება და მომავალი თვითონ შეიქმნა. და ჩვენ, იმ ხალხს რომელიც მის ადგილას არასოდეს ვყოფილვართ, ალბათ არანაირი უფლება არ გვქონდა სეტყვა დაგვედანაშაულებინა. საბოლოოდ, მაინც ყველაფერი ლევან შარტავასთან მიდიოდა რომელმაც უმცროსი ვაჟი, კლდიდან გადაჩეხა და გადასარჩენად ძალიან ცოტა და ისიც ძალიან ცუდი გზა დაუტოვა. მოკლედ, სეტყვასთან ეს ამბავი არავის უხსენებია და წარსულს ყველამ ძალიან მალე ჩააბარა.
   საავადმყოფოდან, გამოსული სეტყვა სხვანაირი მეჩვენებოდა ხოლმე. თითქოს უფრო გაზრდილი, მაგრამ ფიზიკურად დასუსტებული. აშკარად წონაში დაეკლო. ერთი შეხედვით, შეიძლება ზამთრის ცივი ამინდისთვის დაგებრალებინათ ეს ყოველივე. მაგრამ გაუფერულებული ტუჩები,დაღლილი და ჩაწითლებული თვალები,შეშუპებული ქუთუთოები,ნემსის კვალები და ხელები რომლებიც უკანკალებდა, სხვა რამეზე მიუთითებდა. ქეთო, თავს ევლებოდა, ყველაფერს აკეთებდა რაც შეეძლო მაგრამ გვიანი იყო. ალბათ, თვითონ სეტყვაც ვერ მიხვდა როგორ გახდა ნარკოტიკზე დამოკიდებული.
ახალწლამდე ათი დღე იყო დარჩენილი, სკოლიდან კი ძალიან მალე ორი კვირით გვითხოვდნენ და მეც ძალიან მიხაროდა. დატვირთული პირველი სემესტრის შემდეგ როგორც იქნა დავისვენებდე. სკოლაში, თითქმის ყოველდღე სხვადასხვა კლასები სახალწლო ზეიმებს მართავდნენ და როგორც წესი, ბოლო გაკვეთილები არ გვიტარდებოდა ხოლმე.
ერთ-ერთი ასეთი დღე იყო, ანიუტას დიდი თხოვნით მეც დავრჩი ერთ-ერთ ზეიმზე და დარბაზში შევედი, რომელიც ხალხით იყო სავსე. მე-3 კლასელების ზეიმი ყოფილა, მშობლები, ბავშვები, მასწავლებლები ყველა აქეთ-იქით დარბოდა, მე კი ვიჯექი გამათბობელის გვერდით და სადაც იყო ჩამომეძინებოდა. ფანჯრიდან ვიყურებოდი,ვხედავდი როგორ თოვდა და როგორ ეფინებოდა კოლორიტ თბილისს თოვლის თეთრი საბანი. მიუხედავად იმისა რომ შუადღე იყო, გარეთ მაინც საკმაოდ ზამთარს რომ ჩვევია,ისეთი სიბნელე იდგა. საბოლოოდ, მასწავლებლის ხმამ გამომაფხიზლა რომელმაც, გვაცნობა რომ მათი ზეიმი მალე დაიწყებოდა.
ვუყურებდი ბაშვების ანერვიულებულ,მაგრამ მაინც საყვარელ სახეებს და მეღიმებოდა. ბევრი იცეკვეს, ბევრი იმღერეს, ბევრი კარგი ლექსიც მოვისმენე და მოკლედ, სულ ეს რა კარგი თაობა მოდის-თქო ვიძახე. მთელი ჩვენი სკოლა თითქმის ამ დარბაზში იყო, ყველას თბილად ეცვა და იმ წამს ყველა ისე ძალიან მიყვარდა. მიყვარდნენ ეს პატარა ბავშვები, უსაყვარლესები! ჩემი სკოლის ყველა მასწავლებელი, ასეთი კარგები რომ იყვნენ. ყველა ჩვენი სკოლის მოსწავლე, თავიანთი მეგობრობით.
ზეიმი სრულდებოდა, მხოლოდ ერთი სიმღერაღა იყო დარჩენილი. ოთხი ბიჭი ნერვიული, სულ გაწითლებული სახეებით სცენაზე დადგნენ, მიკროფონები მოიმარჯვეს,ერთმანეთს გადახედეს და მერე სიმღერაც დაიწყო. ,,მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება''-ს მღეროდნენ. ლამის, სამივე სათითაოდ ჩავკოცნე ისე მესაყვარლნენ. ის იყო მისამღერის სიმღერა უნდა დაეწყოთ, მოულოდნელად რომ შარტავა,ფერა,ჩხეტიანი და გრიგოლა სცენაზე ,,შევარდნენ", ბავშვები მხრებზე შემოისვეს, მიკროფონები გამოართვეს და სიმღერა დაიწყეს ცეკვასთან ერთად.
"მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება
სიხარული თურმე ღმერთმა ასე ინება
ახდენილი ოცნებების წელი იწყება
მაგრამ არ ღირს ძველი წლების გადავიწყება" განსაკუთრებით მონდომებით მღეროდა შარტავა და იღიმოდა. დარბაზში უკვე ყველა იცინოდა და ყველა სცენისკენ ახლოს მისვლას ცდილობა. ფერა, შალვა მასწავლებელს ციცო მასწავლებელთან ცეკვას სთხოვდა, გრიგოლა ჯაბა დირექტორს აწვდიდა მიკროფონს და სულ ძალით ამღერებდა. ჩხეტიანი, ბუბა მასწავლებელთან ერთად რა მოძრაობებს აკეთებდა, დღემდე ვერ გამიგია.შარტავა კი კიკუშკასთან ერთად მაიკლ ჯექსონის ,,MoonWalk"-ს აკეთებდა. ყველა იღიმოდა, ყველა ბედნიერი იყო. იმ წამს, ვინატრე ნეტავ ახლა დრო გაჩერდეს და სულ ასეთი ბედნიერები დავრჩეთ ყველა-თქო. გულით ვინატრე.
   მერე ზეიმი დამთავრდა, ბიჭებმა ბიჭები დააბრუნეს მიწაზე, ერთმანეთს ხელიც ჩამოართვეს და ყველას მადლობა გადაგვიხადეს. ბავშვების მშობლებმა, ჩვენი ცნობილი ოთხეული გაიცნეს, ოთხივე შეაქეს და ასე გაითქვეს მშობლებშიც სახელი. ნელ-ნელა დარბაზი დაიცალა, მეც ქურთუკი შემოვიცვი და სკოლის კიბებზე ჩავირბინე. უკვე ეზოში ვიყავი გასული, გუნდა რომ მომხვდა მხარში.
-გრიგოლას ვუმიზნებდი!-თავი გაიმართლა ჩხეტიანმა.
-გრიგოლას უმიზნებდი არა?- ვთქვი, ჩემი მუშტის ხელა თოვლის გუნდა შევკარი და პირდაპირ ჩხეტიანს ვესროლე. არა, მე ჩხეტიანს კი ვესროლე,მაგრამ ეს საშინლად მოქნილი და სწრაფი ადამიანი, ისე გაიწია წამში რომ ვერც დავინახე სად გაქრა. ჩემი გუნდა კი მოხვდა სეტყვას, თანაც პირდაპირ სახეში.
-ჩხეტიანა ვუმიზნებდი!- დავიყვირე მაშინვე, მე ხომ მართლა ჩხეტიანს ვუმიზნებდი.
-ჩხეტიანს უმიზნებდი ხო?- თქვა თუ არა სეტყვამ, მაშინვე სირბილო დავიწყე, მაგრამ რა გინდა, მაინც დაამაწია გუნდა.
-ორი ერთზე ვის გაუგია?- წამოვიყვირე უსამართლობისგან, თან გუნდის კეთება დავიწყე.
-მე მოგეხმარები!- მომესმა არსაიდან და ოღონდ ეს არა თქო, ლამის ხმამაღლა ვთქვი დოდო მასწავლებელი რომ დავინახე. აშკარად, სეტყვასთვის სამაგიეროს გადახდას აპირებდა იმ ვეფხისტყაოსნის ამბავის გამო. ამას სეტყვაც ადვილად მიხვდა და დემონსტრაციულად, პირჯვარი გადაიწერა, ახლა დოდოს გადამარჩინაო.
მაგრამ რად გინდა, იმ დღისით დოდომ სეტყვა,კიკუშკა და ჩვენი დირექტორი ჯაბაც, სულ გაწურული გუნებდით დანოკაუტა.
  ერთი საათი მაინც ვიგუნდავეთ, მთელი სკოლის არემარეში ჩვენი სიცილის და სირბილის ხმა ისმოდა. თითქმის მთელი ჩვენი სკოლა გუნდაობდა იმ დღისით სკოლის ეზოში.
    მოულოდნელად რომ ფეხი ამიცურდა, იქვე მდგომა სეტყვას გამოწვდილმა მკლავმა გადამარჩინა, მაგრამ წონასწორობა მაინც დავკარგე და ასე დავეცით ორივე თოვლში.
-გეტკინა რამე?-მკითხა მაშინვე და თავი წამოწია.
-არაა!შენ ხომ არ იტკინე რამე?- ვკითხე, საპასუხოდ გამიღიმა.
-ჩამოსრიალდები?- მითხრა და ჩვენი სკოლის მოყინულ დაღმართს გააყოლა თვალი.
-ვერა, მეშინია- ვთქვი გულწრფელად, მართლა მეშინოდა, მთელი გზა მოყინული იყო და როგორ უნდა გავჩერებულიყავი?
-ჯერ მე ჩავალ, მერე შენ ჩამოდი და ჩამოვლენ მერე ბიჭებიც- დამაიმედა და დანარჩენებს დაუძახა.
    პირველი თვითონ წყნარად დაეშვა აღმართზე, გზაში აღტაცებისგან რამდენჯერმე დაიყვირა კიდეც.
მერე ჩემი ჯერიც მოვიდა, ფერამ ოდავ ხელი მკრა და მეც უპრობლემოდ დავეშვი,ჩემი სკოლის აღმართზე. მართლა კარგი გრძნობა იყო, რამდენჯერმე წამიერად კი შემეშინდა მაგრამ ბოლოს სეტყვას მკლავებმა უპრობლემოდ შემაჩერა და წამომაყენა კიდეც.
-მოგეწონა?- მკითხა და ქურთუკიდან თოვლი მომაშორა.
-ძალიან!- ვუთხარი და მერე ორივე სასწრაფოდ გავიწიეთ, თორემ გრიგოლა ისე მოჰქროდა, მზად იყო ორივე გავეტანეთ.
    იმ დღისით სახლამდე მე და სეტყვა ერთად წავედით.
-აპირებ ჩაბარებას?- ვკითხე მოულოდნელად, მასთან საუბარი მწყუროდა, მინდოდა მასზე რაღაცები მისგან მომესმინა და არა ხალხისგან.
-მე? მე რა მინდა უნივერსიტეტში- მითხრა და ჯიბიდან სიგარეტი ამოაცურა.
-რატომ ჭკვიანი ხომ ხარ- ვუთხარი დაუფიქრებლად, სკოლაში მასზე ყველა ამბობდა რომ საოცრად ნიჭიერი იყო, განსაკუთრებით შალვა აქებდა ხოლმე, მათემატიკური ტვინი აქვსო.
-შენ რა იცი მე რა ვარ?- მითხრა და წამიერად თითქოს გაჩერდაო, მერე ისევ გაგრძელა საუბარი.
-ასე ამბობენ- ვუპასუხე მოკლედ და გაყინული ხელების ქურთუკის ჯიბებში ჩაწყობა გადავწყვიტე, მაგრამ მერე გამახსენდა რომ ამ ქურთუკს ჯიბები არ ჰქონდა.
-მითხარი,კიდევ რას ამბობენ ჩემზე-მითხრა და მარცხენა ხელისთვის  თავის შავი ხელთათმანი გამომიწოდა. მაშინვე გამოვართვი და მარცხენა ხელი თბილად დავაბინავე.
-კიდევ ბევრ კარგ რამეს- ვუთხარი ეს თუ არა ჩემი მარჯვენა ხელი, თავის ხელთან ერთად თავის ჯიბეში ,,ჩაიწყო" . გამეღიმა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
- ცუდს არა?- მკითხა ინტერესიანი ხმით ინტონაციურად.
-არა- ვუთხარი და გავხედე, გზას უყურებდა.
-მე რომ ცუდიც მესმის ხოლმე?- მითხრა და ახლა თვითონაც შემომხედა.
-კარგს უფრო მეტს ამბობენ...შენც ხომ იცი რამდენს უყვარხარ- გულწრფელი იყო ჩემი სიტყვები.
-არვიცი...მაინც რამდენს ვუყვარვარ?-მკითხა და ვიგრძენი როგორ გაეღიმა.
-ძალიან, ძალიან ბევრს!-ვთქვი ხმამაღლა ღიმილით.
-მერე, შენი აზრით ვიმსახურებ მე ამ სიყვარულს?- ეს რომ მკითხა, სახე დასერიოზულა.
-ყველაზე მეტად შენ იმსახურებ სეტყვა!-ვუთხარი, გავუღიმე, მისი ჯიბიდან ხელი ნაზად ამოვაპარე და ჩემს სახლში შევაბიჯე.
    და მაინც როგორი სხვანაირი იყო სეტყვა. ვერ გეტყვით მომწონდა-თქო, ვერ გეტყვით მიყვარდა-თქო...მაგრამ ეს ბიჭი საშინლად მაინტერესებდა. არა, ალბათ უფრო მომწონდა...მომწონდა რომ არავის გგავდა, მომწონდა როგორი გადარეული იყო, როგორი ხალისიანი და სიცოცხლით სავსე, ლაღი, სერიოზული, მკაცრი და იმავე დროს საოცრად მხიარული, ბრაზიანი მაგრამ თან წყნარი, სპონტანური მაგრამ თან ძალიან დაფიქრებული, მოსიყვარულე და თან სიტყვაძუნწი,მეგობრული მაგრამ ხანდახან ოდნავ უხეში...უბრალოდ საოცრად, საოცრად მომწონდა თავის ამ ყოველი ნიშან-თვისების გამო.
    ახალი წლამდე ორი დღით ადრე, ლევან შარტავამ თავის უფროს ვაჟს, გაგა შარტავას ზუსტად რომ სეტყვასნაირი მანქანა უყიდა. ახლა ორი BMW M5 E34 დადიოდა თბილისში, ორივე შარტავების, ერთი სეტყვასი მეორე გაგასი. განსხვავება მხოლოდ მანქანის ნომრები იყო, გაგას ნომრები მისივე სახელი იყო ინგლისურად. საშინლად, არ მომეწონა ეს სიახლე. ამოდენა მანქანიდან რაღა მაინც და მაინც, სეტყვასნაირი მანქანა უყიდა, გაგასთქო, გავიძახოდი მთელი დღე. არამარტო მე, მთელი მთაწმინდა ამ აზრზე იყო. დედაჩემა საერთოდ ,,რა ვერ მისცა ამ კაცმა სეტყვას მშვიდად ამოსუნთქვის საშუალებაო"
ახალი წლის დილა გათენდა. ციდან სწრაფად ცვიოდა თეთრი სულ ქათქათა, დიდი ფიფქები,თითქოს თოვლს სურდა ერთ ღამეში გადაათეთრებინა ჩვენი დედაქალაქი. დედაჩემი, სახალწლო სუფრას შლიდა, მე კი ჩემს კნუტთან ერთად ტელევიზორს ვუყურებდი. მერე, საბერძნეთში მყოფ მამას ველაპარაკებოდით მე და დედა ძალიან დიდი ხანი. გვითხრა რომ ივნისში ჩამოვიდოდა და ამით დასრულდებოდა მისი ,,ემიგრანტობაც". ამ ამბისგან გახარებულს, კიდევ უფრო შემექმნა სახალწლო განწყობა. საღამოს, ანიუტა და შორენაც ამოვიდნენ ჩემთან, ორივემ მშობლები გამოიყოლა და ასე შევხვდით ყველა ერთად ახალ წელს.
-მთაწმინდელებო, ახალწელა გილოცავთ!- გარეთ გახედვის გარეშეც კი ვიცანი სეტყვას და შემდეგ ბიჭების შეძახილი ,,ჩვენც გილოცავთ!"
   აივანზე გავედით, ყველა ჩვენი მეზობელიც აივანზე იყო გამოსული, ერთმანეთს ვულოცავდით,ფეიერვერკებს ვისროდით და ერთმანეთს სახლებში ვეპატიჟებოდით.
ქეთოსთვის ხელგადახვეული სეტყვა რომელიც განათებულ ცას უყურებდა, უჩვეულოდ სევდიანი მომეჩვენა.
ის ზამთარი თოვლით უხვი და მეტად ცივი აღმოჩნდა. ძველ ახალწელსაც თოვდა, ორ დღეში უკვე სკოლაც იწყებოდა და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუბდებოდა. მაგრამ მანამდე ძველ ახალ წელს, ბოლომდე უნდა დავმტკბარიყავი დედაჩემის გაკეთებული საცივით. ძალიან ციოდა თბილისში, დედა მაიმედება სამაგიეროდ გაზაფხული მალე მოვაო. და მეც ერთი სული მქონდა გაზაფხულს შემოებიჯებინა თბილისში.
დედაჩემა, ზუსტად ექვსი თეფში მომაწოდა, რომლებზეც ლამაზად დაჭრილი გოზინაყი დაელაგებინა და დამარიგა, სამეზობლოში დაარიგეო. ეს მისი ყოველწლიური ტრადიცია იყო, მეც მეხალისებოდა ამიტომ მაშინვე თბილად ჩავიცვი და სამეზობლოს შემოვლაც დავიწყე. თან ვცდილობდი ნელა მევლო და მოყინულ ქვაფენილზე ფეხი არ ამსრიალებოდა. ყველას დავურიგე, ყველას მივულოცე ახალი წელი, ბევრიც ვილაპარაკეთ,ვიცინეთ, ცივ ზამთარზე დავიწუწუნეთ. სულ ბოლოს ქეთოს სახლსაც მივადექი, გადამეხვია,მომიკითხა, მეც მოვიკითხე, ცოტაც ველაპარაკე. ულამაზესი იყო ქეთო და კიდევ უფრო ლამაზი სულის პატრონი. მერე დავემშვიდობე და სახლიდან რომ გამოვდიოდი სეტყვა და ჩხეტიანი დამხვდნენ. ახალი მოსულები იყნენ ორივე და სეტყვა ჯერ კიდევ მანქანაში იჯდა.
-სალამი ანთაძე!- მითხრა მხიარულად ჩხეტიანმა.-შენც ქეთოსთან დადიხარ პიანინოზე?- მკითხა სერიოზულად.
-საიდან მოიტანე- ჩემს მაგივრად უპასუხა მანქანიდან გადმოსულმა, სეტყვამ და გვერდით ამომიდგა. წამიერად შევთვალიერე, მაინც და მაინც კარგ ფერზე არ მეჩვენა. სახე შემეცვალა.
-საიდან მოდიხართ?- ვკითხე ორივეს, თვალი მაინც თვალებჩაწითლებული სეტყვასკენ გამექცა. შეამჩნია და თავი გამარიდა.
-ტაშკენტიდან! საიდან უნდა მოვდიოდეთ, სკოლიდან...ბოლო ზარი გვაქ კლასს დასადგამი...რა მაგრად გვეზარება იცი?-თავისთვის ბოდიალობდა შესამჩნევად მთვრალი ჩხეტიანი, მაგრამ აღარაფერი მესმოდა.
-კარგად ხარ?-ვკითხე წყნარი ხმით სეტყვას.
-კარგად ვარ მარიტა-მიპასუხა თავისი ბოხი ბარიტონით მაგრამ მაინც ხმადაბლა.
სახლის კარი რომ შეაღო, თვალი გავაყოლე. გონებაში ძალიან ცუდად ჩამრჩა ეს მომენტი. ეზოს შუაგულამდე მიაღწია თუ არა, გულზე ხელი დაიდო. დავინახე, როგორ მოიხარა ოდნავ,შემდეგ კი საბოლოოდ ჩაიკეცა თოვლში.მეც და ჩხეტიანიც მაშინვე მივვარდით, ჩხეტიანს ხელები უკანკალებდა და სეტყვას გადმობრუნებას ცდილობდა . ქეთომ რომ დაგვინახა არ უყვირია, სწრაფად მოვიდა ჩვენამდე. სეტყვას თავი ქეთოს კალთაზე ედო, ცხვირიდან წამოსულ სისხლს ფაქიზად სწმენდა და შუბლზე ეფერებოდა ქეთო შვილს.თვალები არ დაეხუჭა სეტყვას, მაგრამ ძლივ-ძლივობით ახელდა. ვერც მოძრაობდა, ვერაფერს ამბობდა. სულ გაფითრებულიყო, ტუჩები დასკდომოდა, თვალები საშინლად ჩაწითლებოდა.საშინლად, მინდოდა მეტირა. ჩხეტიანმა, სასწრაფოში ჩემი ტელეფონით დარეკა.
მალევე მოვიდნენ. არასდროს დამავიწყდება, ჩხეტიანი როგორ უყურებდა სეტყვას. თითქოსდა, ყველაზე მეტად ჩხეტიანს ეშინოდა. ალბათ ასეც იყო, იცოდა თავს ვერაფრით აპატიებდა სეტყვას რომ ხელი არ შეუშალა და ნება მისცა თავი ამ დღეში ჩაეგდო. მოსული სასწრაფოს ეკიპაჟის წევრმა, ჩხეტიანს კითხვა დაუსვა ,,კონკრეტულად რომელი ნარკოტიკთან გვაქ საქმეო?" ჩხეტიანმა ძალიან დანანებით უპასუხა ,,ფენტანილთანო"
სეტყვა გადარჩა. მალევე გამოიყვანეს მდგომარეობიდან. ჩემს გონებაში კი მაინც სამუდამოდ, ჩარჩა როგორ იწვა შარტავა საკუთარი სახლის ეზოში სრულიად უძლური.
იანვარი მეტად საშინელი თვე აღმოჩნდა. სკოლა დაიწყო, ყოველდღე კვლავ უამრავი სამეცადინო მქონდა და ყველაზე საშინელი, კვლავ ძალიან ციოდა.
ხომ გითხარით თბილისი არცთუ ისე დიდია რამე დაიმალოს-თქო. მალევე ყველამ გაიგო, რომ საავადმყოფოდან ახლად გამოსულ სეტყვას გეგა შარტავასთან მოუვიდა ჩხუბი, ანუ თავის ნახევარ ძმასთან...ვერ გავარკვიე საერთოდ სად შეხვდნენ ერთმანეთს ან როგორ. მაგრამ ასე თქვეს ჩხუბი გაგამ დაიწყო და ის მიიღო რაც დაიმსახურაო. მოგვიანებით, გავიგე რომ გაგამ ქეთო და სეტყვა ,,ცუდად" მოიხსენია. ვგონებ, ,,ცუდად" ზედმეტად შელამაზებული სახელია, მაგრამ ბოლომდე სეტყვამ მაინც არ თქვა, რის გამო ჩაუმტვრია ნახევარ ძმას ნეკნები. გაგას მთელ თბილისში რეპუტაცია შეელახა, უმცროსმა ძმამ აჯობა ჩხუბშიო. გაგა სულ ერთხელ მყავდა შორიდან ნანახი, თითქმის ზუსტად სეტყვასნაირი აღნაგობის იყო. თუმცა ცხადი იყო რომ სეტყვას, მუშტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე მისი. არც გამკვირვებია. სეტყვას მთაწმინდაზე მომხდარი არცერთი ჩხუბი არ გამოეტოვა ცხოვრებაში, გაგას კი ლევან შარტავა ნიავსაც არ აკარებდა.
იანვრის ბოლოს სეტყვა სკოლაშიც გამოჩნდა. წარბი და ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, სხვა არანაირი ჩხუბის კვალი არ ეტყობოდა. სკოლაში ყველას გაუხარდა მისი გამოჩენა, სეტყვაც შორიდან თითქოს ჩვეულ ფორმაში იყო. ჯერ კიკუშკას ელაპარაკა, ეზოშიც წაითამაშა, მასწავლებლებიც მოიკითხა და სკოლის ორივე სართული შემოიარა. მეორე გაკვეთილის დასვენაბაზე შევნიშნე როგორ ელაპარაკებოდა და უღმოდა თავის პარალელურ, კლასელ მარიამ შენგელიას. ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოდან იძახდნენ ჩვენ სკოლაში, შენგელიას და შარტავას ერთმანეთი მოსწონთო. გამეღიმა. ძალიან ლამაზი გოგო იყო მარიამი, გარდა ამისა ძალიან მეგობრული და თბილიც. ყურადღება აღარ მიმიქცევია, კვლავ კლასში შევბრუბდი. შეიძლება ითქვას ოდნავ განწყობა შემეცვალათქო, მაგრამ ეს რუსულის გაკვეთილს გადავაბრალე რომელიც საშინლად არ მიყვარდა.
შორენა და ანიუტა არ იყვნენ სკოლაში, ამიტომ ცოტა არ იყოს და მარტოსული დავიარებოდი. არა, ყველასთან კი კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგარამ შესვენებებს უმეტესად მაინც ანიუტასთან და შორენასთან ერთად ვატარებდი. მესამე გაკვეთილის შემდეგ დიდი, 15 წუთიანი დასვენება გვქონდა. ჩემი კლასის წინ ვიდექი და თან ეზოში ვიყურებოდი. მერე უცბად ჩემი კლასელი დათოს ხმაც მომესმა.
-მადლობა რა მარიტა,მიყვარხარ!- მითხრა ხუმრობით ხმამაღლა მას შემდეგ რაც მათემათიკის დავალება გადავაწერინე და კლასში დაბრუნდა. ჩემსკენ მომავალი ანდრია აბაკელია რომ შემავჩნიე, ლამის აივნიდანვე გადავხტი. ანდრია ჩემი პარალელური კლასელი იყო და ალბათ მე-2 წელია მოვწონდი. კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ზედმეტად გამაღიზიანებელი.
მოულოდნელად ვიღაცამ ხელი გადამხვია, ანდრია კი შეჩერდა, მერე საერთოდ უკან გაბრუნდა.
-რას უყურებ მარიტა- მითხრა სეტყამ და ახლა თვითონაც გადაიხედა აივნიდან.
-ვარსკვლავებით მოჭედილ ცას!- ვუპასუხე, გაეცინა.
-ჩვენი სკოლის სახურავიდან მართლა კარგად ჩანს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ოღონდ ღამით- მითხრა და გამიღიმა. საშინლად შარმიანი ღიმილი ჰქონდა, თითქოს ეს გახეთქილი ტუჩი და წარბი კიდევ უფრო უხდებოდაო. წვერს არასდროს იზრდიდა, მაგრამ ახლა სულ ოდნავ მოეშვა. უფრო სხვანაირი ჩანდა ახლა, უფრო გაზრდილი და მეტად სიმპათიური. ჩემს მხარზე გადახვეული ხელი ხომ საერთოდ.
-ჩვენი სკოლის სახურავზე დაძვრები ხოლმე?- ვუთხარი და კვლავ მისი თვალიერება გავაგრძელე.
-ამაღამ თუ წამომყვები, შენც აგიყვან-ამბობდა მშვიდად და ხან მე ხან ეზოში მოთამაშე ბავშვებს უყურებდა.
-დღეს ვერა, ბევრი სამეცადინო მაქვს- იმ წამს სხვა ვერაფერი მოვიფიქრე სათქმელად და რაც პირველი მომაგონდა ის ვუპასუხე.
-სეტყვა, ანთაძე ერთი გამიღიმეთ რა!-მომესმა ფერას ყვირილი,რომელიც ჩვენს მოპირდაპირე აივანზე იდგა კამერით ხელში.
სეტყვა ჩემთან კიდევ უფრო ახლოს მოიწია და ღიმილი აიკრა, მეც გამეღიმა. ფერამაც კმაყოფილად ჩაიღიმა და გაუჩინარდა.მერე ზარიც დაირეკა.
-ეგ აბაკელია გაწუხებს თუ რა უნდა?- ბოლოს მკითხა სეტყვამ და მომიბრუნდა.
-მოვწონვარ-მოკლედ ვუპასუხე და კლასისკენ ავიღე გეზი.
-რას ქვია მოწონხარ?-კლასში შესვლამდე კართან გამაჩერა სეტყვამ.
-აი,შენ ხომ მოგწონს მარიამ შენგელია...ხოდა აბაკელიასაც-წინადადების დასრულება არ მაცადა.
-მე არ მომწონს შენგელია,არვიცი ეგ ,,ამბავი" ვაფშე ვინ მომიგონა...აი, მაგ აბაკელიას კიდე-ახლა მე გავაწყვეტინე.
-არაფერი არ უთხრა, გთხოვ რა...-გულწრფელად ვთხოვე სეტყვას.
-რა ბაზარია ვერ გავიგე...შენც მოგწონს მარიტა ეგ ბიჭი?-კლასში ბავშვები შედიოდნენ,მე და სეტყვა კი ვიდექით ასე, შუა გზაზე. ვგრძნობდი მათ დაბნეულ მზერებს.
-არა, მე სხვა მომწონს!- ვუთხარი ინტონაციურად.
-ვინ სხვა?- მიპასუხა მაშინვე, თუმცა პასუხი ვეღარ მიიღო. სწრაფად შევირბინე კლასში და ჩემს ადგილას დავჯექი, თან მომყვა დოდო მასწავლებელიც, თორემ სეტყვა აუცილებლად შემომყვებოდა.
გაკვეთილი დაიწყო, თუ არა ავთო მეტრეველმა მხარი გამცხო.
-რა იყო, მეზობელთან ხიპიში გაქ?- მითხრა და წარბი ასწია. საპასუხოდ, ნატკენ ფეხზე ფეხი მივარტყი და მშვიდად გავაგრძელე დოდოს მოსმენა.
    მეორე დღეს  დილით ადრიანად პოლიცია იყო ჩვენს სკოლაში მოსული,კიკუშკამ რომ გაიგო ვისთან იყვნენ მოსულები, სკოლაში არ შემოუშვა. თუმცა ყველამ შენიშნა ჩვენ სკოლასთან გაჩერებული პოლიციის მანქანა. სკოლაში გაჟღერდა რომ სეტყვას,გაგამ უჩივლა და სწორედ რომ სეტყვას ეძებდა პოლიცია. პოლიციის მანქანა რომ მოშორდა ჩვენ სკოლას, თითქოს ყველამ ერთად ამოვისუნთქეთ. ყველამ იფიქრა რომ მშვიდობიანად ჩამთავრდებოდა ეს ამბავი.
   სანამ მეხუთე გაკვეთილზე პოლიციის მანქანასთან ერთად, სხვა შავი მანქანაც არ მოვიდა ჩვენ სკოლაში.
    პირველ სართულზე ვიყავი წყლის დასალევად ჩასული.
-გოგონა-ვიღაცამ მომართა ცივი და ბოხი ხმით.-მე-12 ,,ა" კლასი სადაა?-ჩემ წინ ლევან შარტავა იდგა, მის უკან კი ორი პოლიციელი. დავდუმდი. იმ წამს ალბათ ლაპარაკიც დამავიწყდა. ადგილზე გავშრი მკაცრი შეხედულობის კაცის დანახვისას, ვგონებ, ცხოვრებაში იმ მომენტზე მეტად არასდროს შემშინებია. ჩემგან პასუხი რომ ვერ მიიღო, პირდაპირ მეორე სართულისკენ გაგრძელა ნელი ნაბიჯებით სიარული. წამში, გამოჩნდა ჩვენი ჯაბა დირექტორი, მეორე სართულისკენ რომ მირბოდა. ყველა მათ გავყვევით.
    მახსოვს, სეტყვას კლასში მოეყარა თითქმის ყველა მასწავლებელს თავი. ჩვენი ჯაბა დირექტორი სეტყვას წინ გადაღობებოდა და ლევან შარტავას ელაპარაკებოდა. მარტო ჯაბა არა, იმ ოთახში ყველა მასწავლებელი და კიკუშკაც, სეტყვას წინ დასდგომოდნენ,თითქოს ბიჭს იცავდნენო. ასეც იყო, ჯაბა დირექტორს ერჩივნა სამსახური დაეკარგა ვიდრე, სეტყვა ლევან შარტავისთვის გაეტანებინა. ბუბა კვარაცხელია პოლიციელებს ელაპარაკებოდა, რაღაცას უხსნიდა და თან თითქოს თვალებით ემუდარებოდა. ჩვენი სკოლა ყველაფერს გააკეთებდა და სეტყვას იმ კაცს მაინც არ გაატანდა. მერე, სეტყვა წამოდგა. ,,წამოვალ"-ო განუცხადა ლევანს ანუ ,,მამას" და ჯაბას მხარზე ხელი რამდენჯერმე დაარტყა მადლობის ნიშნად. იქვე ჩამოჯდა ჯაბა, ფერი დაკარგა და ხელები სულ მთლად აუკანკალდა.
    ფერა, ჩხეტიანი და გრიგოლა გადაეფარნენ ახლა სეტყვას. სამივე ისე სთხოვდა დარჩენას, სამივე ისე ემუდარებოდა...არავისთვის მოუსმენია, პირველი თვითონ გავიდა კარებში და პოლიციის მანქანაშიც თვითონვე ჩაჯდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ლევანისთვის წამიერათაც არ შეუხედია.მე იმ დღიდან სეტყვას ერთადერთი ღიმილი დამრჩა მოგონებად, კიბებზე ჩასვლისას რომ მაჩუქა.
    დადუმდა ჩვენი სკოლა. კიბებზე ჩამოვჯექი,მერე გრიგოლაც გვერდით მომიჯდა. ვხედავდი როგორ უყურებდნენ ერთმანეთს ჩხეტიანი და ფერა.
-გრიგოლ, ბოლოს და ბოლოს მამამისია...არაფერს დაუშავებს, არა?- ვკითხე გრიგოლას და ხმა გამიტყდა.შემომხედა, ვერაფერი მიპასუხა. თავი ხელეებში ჩარგო.
    სკოლიდან გამოგვიშვეს. იმ დღისით სახლში სულ სირბილით მივედი და დედაჩემს მოვუყევი ყველაფერი. დედაჩემი, ჩვენი მთლიანი სამეზობლო, მასწავლებლები, მე,ფერა,ჩხეტიანი და გრიგოლა ქეთოსთან დავრჩით იმ ღამით. არავისგან არაფერი ისმოდა. გამთენისას, ქეთოს ტელეფონმა დარეკა. საავადმყოფო იყო,უბრალოდ გვითხრეს რომ მივსულიყავით და გათიშეს.
    ყველაზე პირველები ფერა,ჩხეტიანი და გრიგოლა მივიდნენ ადგილზე. სეტყვა უნახიათ. მაშინ, პირველად ვნახე ასეთი გაგიჟებულები და სახე წაშლილები ეს ბიჭები.ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს ჯოჯოხეთიდან დაბრუნდნენო.
    ცოცხალადმკვდარი ნაცემი სეტყვა იმ ღამით საავადმყოფოში დაუტოვიათ და წასულან. სეტყვას ასე ნახვის უფლება არავის მისცეს ბიჭებმა, განსაკუთრებით ქეთოს.  ჩხეტიანმა ქეთოს რომ უთხრა ,,მოვკვდები და ახლა იმ პალატაში მაინც არ შეგიშვებო" მაშინ მივხვდი რომ ყველაფერი ძალიან ცუდად იყო.
      ლევან შარტავა, ისე შემძულდა, ვნატრობდი რაიმე საშინელება დამართნოდა. ყველაზე მეტად სამყაროში ეს ადამიანი მძულდა და ყველაფერს მას ვაბრალებდი. არასდროს, მეგონა ისეთი უგულო რომ საკუთარი შვილი სიკვდილამდე მიეყვანა, თურმე ვცდებოდი. უგულო ნაგავი იყო.
    სამ კვირაში, ძლივს გამოწერეს სეტყვა და ყავარჯნებიც გამოატანეს. თავს ევლებოდა იმ დღეს ქეთო სეტყვას და ღმერთს მადლობას უხდიდა შვილის გადარჩენისთვის. ჩხეტიანი, გრიგოლა და ფერა სიხარულისგან მე-9 ცაზე იყვნენ და დაფრინავდნენ. ჯაბა დირექტორმა მოსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ კიკუშკას გამოატანა ვარდები.
-მართლა სეტყვა ხარ რა,სეტყვასავით მაგარი!- ასე უთქვამს კიკუშკას და ბიჭს მაგრად ჩახუტებია.
    გამოწერიდან რამდენიმე დღეში ჩვენს უბანში ყავარჯნებით მოსიარულე სეტყვაც გამოჩნდა. თებერვლის ბოლო იყო უკვე თითქმის.ძალიან მინდოდა მასთან ლაპარაკი, მაგრამ ვერაფრით ვერსად ვერ გადავეყარე და არც რაიმე შანსი მომცემია. ამიტომ ასე შორიდან თუ მოვკრავდი ხოლმე, თვალს.
     ერთი ასეთი შემთხვევა იყო,თებერვლის ოდნავ მზიანი დღე. სეტყვა, ყავარჯნებით თავის მანქანას უვლიდა გარშემო და ათვლიერებდა. მაშინვე ქვემოთ ჩავედი და იმედი დავიტოვე რომ სახლში შესული არ დამხვდებოდა.
    შორიდანვე შემამჩნია. შავი ტყავის ქურთუკი  ეცვა, რომელიც ასეთ მდგომარეობაშიც კი ძალიან უხდებოდა. სახეზე აქა-იქა ჩალურჯებებიც ეტყობოდა, განსაკუთრებით მარჯვენა თვალზე მაგრამ მაინც ჩვეული ეშხით იყურებოდა ეს დაუჯერებელი ბიჭი. მერე მანქანის წინ ჩამოდგა და მოეყრდნო, ყავარჯნები კი გვერდით დაიწყო.
-გაიღიმე სეტყვა- ვუთხარი, ქურთუკიდან კამერა ამოვიღე და მის პასუხამდე გადავუღე ფოტო.
-კარგი ფოტოა?- მკითხა ღიმილით. მისი ღიმილიანი სახე რომ დავინახე, გონებაში ტაში შემოვკარი სიხარულისგან.
-გადასარევი!-ვუთხარი და ფოტოს დავხედე. მართლა კარგი ფოტო იყო.
-სკოლაში რა ამბებია?- დაიწყო საუბარი ახლა მან.
-ყველას ენატრები- ვუპასუხე და მის მოპირდაპირედ, სკამზე ჩამოვჯექი.
-მარტიდან დავიწყებ სიარულს,ამეებსაც გადავაგდებ თან...-მითხრა და თვალით მის ყავარჯნებზე მიმითითა. ცდილობდა არაფერი შეემჩნია, აქა-იქა იღიმოდა და ყველაზე მეტად ახლა არ გავდა საკუთარ თავს. სეტყვა მეტისმეტად მეამბოხე იყო იმისთვის რომ რაც თავს გადახდა ასე ადვილად დაევიწყებინა.
-დოდოსაც კი მოენატრე იცი?- შეევეცადე მის გამხიარულებას, მიმიხვდა და სევდიანად გამიღიმა.
-შენ როგორ ხარ მარიტა?ქეთოსგან გავიგე რომ მამაშენი ზაფხულში ჩამოდის- საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა და ნაწილობრივ გამიხარდა კიდეც.
-მე ისევ ისე ძველებურად...ჩამოდის და აღარ აპირებს წასვლას- ვთქვი და ჩვენი უბნის აღმართს გავხედე. ცოტახანი დადუმდა სეტყვა.
-შენ ალბათ მე-2 კლასელი იქნებოდი...მე მე-3...სკოლის შემდეგ ამ აღმართზე შენზე დიდ ვარდისფერი ჩანთა ძლივს მოგქონდა ხოლმე, ერთხელ შემოგთავაზე მე წამოგიღებ-თქო და მკაცრი უარი განმიცხადე, ეგ კი არა საერთოდ გამომლანძღე უმიზეზოდ.   საშინელი ბავშვი იყავი, ისიც მახსოვს ფეხბურთის ბურთი რომ ნემსით გამიხეთქე!- ბავშვობის ცოდვები რომ გამიხსენა, შემრცხვა.
-მე არაფერი მაგდაგვარი არ მახსოვს, მაბრალებ!-ვიცრუე დემონსტრაციულად.- ის თუ გახსოვს ჩემი ოთახის ფანჯარა რომ ჩატეხე?- ახლა მე ამოვქექე მისი შავბნელი წარსული.
-ჯერ ერთი ეგ მე კი არა,ფერამ ჩატეხა. მე საერთოდ რა შუაში ვიყავი- ასე კიდევ ალბათ ოცი წუთი ვლაპარაკობდით და ვიხსენებდით ბავშვობას. თუმცა, საბოლოოდ მე და სეტყვა არასდროს ვყოფილვართ ახლო არც ბავშვობაში. არ ვიცი რატომ, რა გვიშლიდა ხელს...ყოველთვის ძალიან ახლოს და თან ძალიან შორს იყო. ჩნდებოდა, ქრებოდა და ასე გრძელდებოდა სულ.
    იმ ღამით ფიქრმა დამახრჩო. გონებიდან, ვერ ვიგდებდი სეტყვას სევდიან ღიმილს. მერე, ბევჯერ ვეცადე წარმომედგინა რას გრძნობდა 17 წლის სეტყვა იმ პოლიციის მანქანაში მარტოდ მჯდარო. ან მაშინ როცა დაუნდობლივ ურტყავდნენ...როცა სრულიად მარტო იყო და საკუთარი თავის გარდა არავინ ყავდა...თავიდან ვიფიქრე ალბათ როგორ სტკიოდა-თქო, მერე მივხვდი რომ სეტყვას ყველაზე ნაკლებად ალბათ ფიზიკური ტკივილი თუ აწუხებდა. ის ფაქტი რომ საკუთარმა მამამ ჩააგდო ამ დღეში, ასჯერ მტკივნეული და უარესი იყო ფიზიკურ ტკივილზე...ვფიქრობდი, ალბათ როგორ სძულს გაგა და ლევანი-თქო...ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი, მერე ტირილით და ფიქრით დაღლილს ჩამეძინა.
პირველი მარტი იყო, დახლოებით საღამოს რვა საათი. სიმღერის ხმა მომესმა. აივანზე გავედი. ჩხეტიანი, შარტავა, გრიგოლა და ფერა შარტავას სახლის წინ ჩამოსხდომოდნენ. შარტავა გიტარაზე უკრავდა,დანარჩენები მღეროდნენ, შიგა და შიგ სეტყვაც მიახმარებდა ხოლმე ხმას. ვიდექი აივანზე და შევყურებდი ოთხეულს, არამარტო მე, დედაჩემიც ფანჯრიდან იყურებოდა, ქეთოც აივანზე იყო გამოსული და ზოგიერთი ჩვენი მეზობელიც, ზოგი საერთოდ სახლიდან გამოსულიყო.
,, თუკი სიყვარულს მიენდობი ისევ
არ შეგაწუხებს ეს ხალხის მზერა
თუკი სიმღერას დაუჯერებ მხოლოდ
არ შეგეხება შენ ბოროტება
დრო, მხოლოდ სიყვარულს დაინდობს
დღე, ისევ წაიღებს დარდს
შენ, ალბათ ნოტებზე დარჩები
სხვებს არ მოაბეზრებ თავს"
ირაკლი ჩარკვიანის ,,დრო"-ს მღეროდნენ და მშვენივრად გამოსდიოდათ,იმდენად კარგად რომ მომინდა ეს რამდენიმე წუთი სამუდამოდ გაგრძელებულიყო. ერთმანეთისთვის გადაეხვიათ ხელები და სიმღერას ოთხივე მთელი გულით მღეროდა. მერე, ყველამ ერთად ხმამაღალი ტაში დავუკარით. ქეთომ, ოთხივე ჩაიხუტა, განსაკუთრებით კი თავის სეტყვა, ყველაფერზე მეტად რომ უყვარდა.
    შარტავა სკოლაში მარტის პირველ კვირას გამოჩნდა, როგორც თქვა ყავარჯნების გარეშე. ბოლო ზარის სამზადისშიც ჩაერთო.
ერთი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული მეორე სართულზე, თითქმის ყოველ შესვენებაზე დაინახავდით იქ ჩამომდგარს ბიჭებთან ერთად, სიგარეტით ხელში. იმ ადგილას არავინ არასდროს არ დგებოდა ხოლმე, ამიტომ ან ცარიელი იყო ან სეტყვას დაეკავებინა. დღესაც ასე იყო,იდგა შარტავა, ეწეოდა სიგარეტს და ფერას ელაპარაკებოდა. მეორე სართულზე პირველი სართულიდან ამოსული დაწყებითი კლასის ბავშვები დარბოდნენ, დაჭერობანას თამაშობდნენ და შიგა და შიგ სეტყვასკენ გაპარებდნენ ხოლმე თვალს. გოგოებზე, მეცინებოდა,ბავშვური მოწონებით რომ მოსწონდათ სეტყვა. ეს ხომ სულ ასე იყო, მე რომ მათი ტოლა ვიყავი, მეც სულ მე-12 კლასელები მომწონდა. საკუთარი თავი მახსენდებოდა მათი შემხვედვარე. შარტავა კი უფროსი ძმასავით თუ გამოელაპარაკებოდა ხოლმე ბავშვებს.
-სეტყვა!- მოისმინა ხმა სკოლის ეზოდან. მეც გადავიხედე და ბურთით ხელში მდგარი ალბათ ასე მე-4 კლასელი ბიჭი დავინახე.-გვეთამაშები ფეხბურთს?- ამბობდა ბიჭი და თან ღიმილით იყურებოდა ზემოთ, სეტყვას მიმართულებით. სეტყვაც მაშინვე დასთანხმდა და მართლაც ეთამაშა.  შარტავას რომ მოუგეს მე-4 კლასელებმა, მე-9 ცაზე იყვნენ, დარბოდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. სეტყვა, კი რომელმაც განძრახ მოაგებინა, უბრალოდ იღიმოდა და ბიჭებს აქებდა.შევატყე, რომ ისე ვეღარ დარბოდა, ადვილად შეატყობდით რომ მარჯვენა ფეხი სტკიოდა.
-სანთებელა არა გაქვთ მეთერთმეტებო?- თქვა მეოთხე გაკვეთილის შესვენაბაზე ჩვენს კლასში შემოსულმა ფერამ.
-სიგარეტს თქვენ ეწევით და სანთბელას ჩვენ კლასს სთხოვთ?-გაიბრუსხა ჩემი ერთ-ერთი კლასელი.
-ოოო,ეს რა ხალხი ხართ რა-უკან გაბრუნდება დაპირა ფერაძემ.
-რად გინდა სანთებელა ფერაა?-ვკითხე ახლა მე.
-ჯაბა დირექტორის დაბადების დღეა და უნდა მივულოცოთ!- თქვა ახლა გრიგოლიამ და ჯიბიდან სანთებელა ამოიღო.
-დღეს ჯაბას დაბადების დღეა?- წამოიყვირა ანიუტამ.
-არა, პროსტა ვულოცავთ! აბა რა არი გოგო?- თქვა ფერამ და გრიგოლას სანთებელა გამოსტაცა ხელიდან.
      მეტრეველი შევგზავნეთ ჯაბასთან, დავაბარეთ ეთქვა რომ ეზოში ჩხუბი იყო და კიკუშკა ეძახდა. მართალია, სახეწაშლილი გამოვიდა ეზოში, მაგრამ ტორტითა და ბუშტებით რომ დაგვინახა მთელი მეორე სართული, სახე გაუნათდა. მაშინ, მთელმა სკოლამ ერთად ვიმღერეთ ,,რა ლამაზი დღეა,რა ნათელი დღეამ იმიტომ რომ დღეს ყველაზე კარგი დირექტორის და ცუდი მეკარის დღეა". ტექსტი აშკარად ჩხეტიანის მოფიქრებული იყო. სათითაოდ ჩაგვეხუტა ყველას,ყველას მადლობა გადაგვიხადა და ბოლოს ჩხეტიანს ძალიან ფორმალურად ესროლა ტორტის ნაჭერი. ჩხეტიანის შემხედვარე, გრიგოლამ, ფერამ და შარტავამ სიცილი დაიწყეს,რამდენიმე წამში კი ჯაბამ მათაც უწილადა ტორტი სახეში. მერე კმაყოფილად დაგვლოცა ყველა ერთი ჭიქით. ერთ-ერთი ფრაზა დამახსოვრდა ,,დაე, გისურვებთ ყოველთვის, ისეთი ლაღები,ბედნიერები და დაუჯერებლები ყოფილიყავით, როგორც ახლა!მიყვარხართ ბავშვებო!"
   მეორე დღეს შარტავა დავინახე სკოლაში ფეხით მიმავალი, ჩემი აივნიდან თვალი გავაყოლე.
-შენ არ გაგვიანდება?-გაჩერდა მოულოდნელად და ამომხედა, არ მოველოდი, მე მეგონა ზედმეტად შეუმჩნეველი ვიყავი. ჩემს დაბნულ სახეზე გაეცინა.
-დაგელოდები, ერთად დავაგვიანოთ- მითხრა  ისევ მან და ჩემი სახლის კედელს მიეყრდნო.
    სულ რაღაც ორ წუთში მეც ქვემოთ გავჩნდით.
-გაზაფხული გიყვარს არა?- მკითხა სიარული რომ დავიწყეთ.
-ზამთარს მირჩევნია,თან ამ ზამთარს საშინლად ციოდა...-ვუთხარი გულწრფელად. 12 მარტი იყო, თქვენ წარმოიდგინეთ და თბილოდა. ან მე მეჩვენებოდა, ცივი ზამთრის გადამკიდე ასე.
-ზამთარში ცივა,ზაფხულში ცხელა, დაიმახსოვრე მარიტა-მითხრა და გავიგონე როგორ ჩაეცინა.
-შენ თუ გიყვარს გაზაფხული?-ახლა მე შევუბრუნე კითხვა.
-მე მაისი მიყვარს-მიპასუხა მაშინვე.
-რატომ მაისი?-ვკითხე და გავხედე.
-არვიცი,უბრალოდ მიყვარს- მიპასუხა წყნარად.
-უბრალოდ მიყვარს რას ნიშნავს?-მინდოდა რეალური მიზეზი ეთქვა.
-უბრლოდ მიყვარს, ნიშნავს რომ მიზეზი არ მჭირდება მისი სიყვარულისთვის-მომიჭრა მარტივად.
-მე მეგონა აპრილი გიყვარდა- ფარხმალი დავყარე.
-აპრილს ვერ ვიტან მარიტა.
-კი მაგრამ შენი დაბადების დღე რომ აპრილშია?- წამიერად გავჩერდი.
-სწორედაც.- მითხრა მოკლედ და სკოლის ჭიშკარი შეაღო. მე შემატარა, თვითონ კი კიკუშკას დაუწყო საუბარი.
   იმ დღისით კიკუშკას, მესამე შვილიშვილი შეძენია და აღსანიშნავად შარტავა,ფერაძე,გრიგოლა და ჩხეტიანი დაუპატიჟებია. თურმე კიკუშკას მთელ ოჯახს უკვე ცოდნია ამ ოთხეულზე და ყველას სდომებია მათი გაცნობა.
   29 აპრილი ისე მოგვეპარა ვერც გავიგეთ. მე წინა სემესტრზე მეტი სამეცადინო მქონდა, ხშირად მე და ანიუტა ერთადაც ვმეცადინეობდით ხოლმე. ისეთი აღარაფერი ხდებოდა, მთაწმინდაზე სიმშვიდემ დაისადგურა და ყველაფერი ჩვეულ რიტმში ჩადგა. შარტავას კლასი ბოლო ზარისთვის ემზადებოდა და ყველას ერთი სული გვქონდა, მაისი მოსულიყო და მათი ბოლო ზარი გვენახა, რომელიც მათი თქმით ლეგენდარული უნდა ყოფილიყი. აქა-იქა ვხედავდი ხოლმე შარტავას,ბოლო პერიოდში უფრო არ ჩანდა ხოლმე. ერთხელ, ქეთოს შევაპარე სადააა-თქო, სევდიანად მიპასუხა უკრაინაშია ცოტა ხნითო და მერე საერთოდ ვინანე რამ მაკითხვინა-თქო.
    მთაწმინდაზე, დიდი ხნის უნახავი საკუთარ დაბადების დღეზე გამოჩნდა. დაბადების დღეს არავის ალოცვინებდა,არც საჩუქრებს იღებდა და საერთოდაც როგორც აღმოვაჩინე ვერ იტანდა ამ დღეს, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა ერთი ჩვეულებრივი დღესავით მოპყრობოდა, 29 აპრილს.
   დილით,მისი მანქანა რომ დავინახე გამიხარდა, ჩამოვიდა-თქო გავიფიქრე და ლამის ტაში შემოვკარი. მენატრებოდა, მასთან საუბარი, მისი სიარული, ღიმილი...მისი ყველაფერი. მინდოდა მისთვის საჩუქარი მიმეცა, მაგრამ ერთხელ გრიგოლას წამოსცდა საჩუქრებს ვერ იტანსო და მეც სხვა რა გზა მქონდა.
    იმ დღისით სკოლაშიც მოვიდა, ცხადია არავის მიულოცია. ჯერ კიკუშკას ელაპარაკა, მერე ჯაბას შეაკითხა კაბინეტში, სამასწავლებლოც მოიარა, მერე შალვამ ბუბასთან გაააგდი და ბუბამაც კვლავ ,,იმ პითაგორას თეორემამ გამოგზავნა არაო?!" მერე ეზოშიც წაეთამაშა ბავშვებს და საბოლოოდ მეორე სართულზეც ამოაღწია.
   ჩემი კლასის წინ ვიდექი და ვუყურებდი. ცისფერი პერანგი ეცვა და შავი კლასიკური შარვალი,თმა ახალი შეჭრილი ჰქონდა,წვერი კარგად გაპარსული, ხელის საათი ეკეთა, ჯიბებში ხელები ჩაეწყო და თავისი ჩვეული წელში გამართული, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მიმზიდველი სიარულის მანერით მოვიდა ჩემამდე და წინ დამიდგა.
-ცისფერი ძალიან გიხდება- არ მოვერიდე კომპლიმენტს,გამიღიმა.
-მადლობა მარიტა...როგორ ხარ შენ?- მომიკითხა.
-ძველებურად, შენ?-შევუბრუნე კითხვა და იმ წამს ძალიან მომინდა მისთვის დაბადების დღე მიმელოცა, მაგრამ თავი შევიკავე.
-რამის თქმა გინდა?-მაშინვე მიხვდა რომ რაღაცაზე ვყოყმანობდი.
-არა,არაფრის- ვუთხარი მაშინვე.-ბოლო ზარის საქმეები როგორ მიდის?- საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე.
-ისე რა- მითხრა და მისი პასუხიც ,,უგულო" მომეჩვენა.
-არ გიხარია სკოლის დამთავრება სეტყვა?
-ისეთი ვერაფერი-კვლავ არ მომეწონა მისი პასუხი.
-სკოლის მერე რას აპირებ?-ახალი კითხვა წამოვჭერი.
-დაქორწინებას-იმ წამსვე მიპასუხა თანაც სრული სერიოზულობით.
-მართლა?-წარბი ავწიე.
-ხო,მართლა,არ შეიძლება თუ?- მკითხა ინოტანაციით.
-ვინ მოგყავს მერე?-ეს რომ ვთქვი მერე ჩემი თავი გონებაში გავლანძღე.
-შენ...გამომყვები?- თქვა და გაეცინა, გავბრაზდი მის უაზრო ხუმრობაზე. თვალი ავარიდე და ის იყო უნდა გავცლოდი, ხელი რომ გადამხვია.
-შემეშვი-ვუთხარი და თავის დაძვრენას შევეცადე.
-ეხლა შეგეშვები,მერე არა...რამდენი გაკვეთილი გაქვს დღეს?
-იმდენი და ცოტა მეტი!-ვუპასუხე ოდნავ ხმამაღლა ღიმილით.
- ექვსი გაკვეთილი გვაქვს, ექვსი!- ყვიროდა ჩემი კლასელი ავთო მეტრეველი კლასიდან.
   სეტყვას გაეცინა, დროებითო მითხრა და თავის კლასში შევიდა. ავთოს, ჩემი ქართულის წიგნი გაკვეთილის განმავლობაში მრავალჯერ მოხვდა თავში დიდი სიყვარულით ჩემგან.
   მე-6 გაკვეთილი დასრულდა, სეტყვა ჩემი კლასის კედელთან იყო აყუდებული. მე რომ კლასიდან გავედი, მაშინვე გვერდით ამომიდგა. ეზომდე ისე ჩავედით ხმა არ ამოგვიღია.
-შენ რას აპირებ სკოლის მერე?- პირველი ეს მკითხა შარტავამ.
-გათხოვებას!- ვუთხარი კმაყოფილად.
-ვიზზე ტო?- თქვა და ჩაეღიმა. თან სიგარეტი ამოაცურა ჯიბიდან.
-აბაკელიაზე- ვუპასუხე მშვიდად.
-არ გიხდება ტყუილები მარიტა- მითხრა შარტავამ და ნაფაზიც დაარტყა.
-ეგ შენ გადაწყვიტე?
-შენი აზრით?
-კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ,არ მომწონს-ვთქვი და ნაბიჯებს შევუნელე.
-კიდევ რა არ მოგწონს?-მშვიდი ხმა ჰქონდა.
-ახლა რომ ეწევი- ვუთხარი გულწრფელად.
-სულ ეს იყო?- თქვა, სიგარეტი ჩაქრო და იქვე ნაგვის ურნაში ჩააგდო. გამეღიმა.
-ხო-მინდოდა რამე სხვა მეთქვა, მაგრამ ვერ მოვიფიქრე.
-ყოველდილით აივნიდან რატომ მიყურებ?-ეს რომ მკითხა, ვისურვე მიწა გამსკდომოდა.
-რა იცი რომ შენ გიყურებ?- დაბნეულობისგან ესღა ვუპასუხე.
-მთაწმინდელმა ჩიტმა მომიტანა ამბავი.
-ჩიტებთანაც მეგობრობ?- გამეცინა.
-მხოლოდ მთაწმინდელებთან.
-კიდევ რა გითხრა მაგ ჩიტმა?
-კიდევ რამე უნდა ეთქვა მარიტა?- მითხრა და წინ დამიდგა, თითქმის უკვე ჩემ სახლთან ვიყავით.
-არვიცი, შეიძლება...-ვუპასუხე,გავუღიმე და გზა გავაგრძელე.
-მე მინდა რომ შენ მითხრა-ჩემგან ორი ნაბიჯით უკან იყო.
-ვიფიქრებ...- ვთქვი ხმადაბლა.
-იფიქრებ და მეტყვი?- კვლავ გვერდით ამომიდგა.
-გეტყვი.
-მპირდები მარიტა?
-გპირდები!- ვუთხარი და ჩემი სახლის კართან გავჩერდი.
-დაგელოდები- მითხრა და ნელი ნაბიჯებით განაგრძო სუარული შარტავამ სახლისკენ.
-სეტყვა!-დავუძახე, მობრუნდა და გაჩერდა.
-გისმენ- მითხრა და გაიღიმა.
-დაბადების დღეს გილოცავ!- ვთქვი ოდნავ აკანკალებული ხმით და მის სახეს დავაკვირდი, მინდოდა რაიმე ემოცია წამეკითხა. ჩემსკენ დაიძრა, სერიოზული სახე ჰქონდა.
   თვალებში მიყურებდა, მერე მაკოცა. ჯერ ნიკაპზე,შემდეგ კი ტუჩებზე გადავიდა.
-მადლობა!ჭკვიანად...-მითხრა, გამიღიმა, კიდევ ერთხელ მოწყვეტით მაკოცა და გზა გაგრძელა ჩემს პირველ კოცნასთან ერთად.
   სახლში შევედი. ჩემს გაოცებას სასიამოვნო სიხარული ფარავდა. ათას ემოციას ერთად ვგრძნობდი და ჯერ კიდევ თავში მიტრიალებდა მისი ღიმილი. მაშინ მივხვდი, როგორ მიყვარდა, როგორ მაბედნიერებდა და როგორ მიხაროდა. სახლში მოსული დედაჩემი, საეჭვოდ მიყურებდა და მაინც ვერ ხვდებოდა რატომ მეღიმებოდა დრო და დრო.
ღამიის პირველი საათი იქნებოდა, დედაჩემი რომ ჩემს ოთახში შემოვიდა, მივხვდი საუბარი უნდოდა, თუმცა მერჩივნა მერე მომეყოლა ყველაფერი ამიტომ თავი მოვაჩვენე თითქოს მეძინა. ყველაზე ტკბილად დამეძინა.
მეორე დილით ჩამეძინა, მანქანის ხმა რომ გავიგე, მივხვდი რომ შარტავა სკოლაში მიდიოდა. მალევე ჩავიცვი, სახლი დავკეტე და ქვემოთ ჩავედი. სწრაფი ნაბიჯებით დავეშვი ჩემი ქუჩის აღმართზე.
-მარიტა!- მომესმა ბავშვის ხმა, გავჩერდი და უკან მივიხედე. გამეღიმა, ჩემი მეზობელი პატარა ბიჭი იყო, ასე 9 წლამდე.
-გისმენ საბუ- ვუთხარი და თან შევათვალიერე.
-სეტყვა მართლა გარდაიცვალა?-მეხის გავარდნასავით ჟღერდა ეს სიტყვები.
-საიდან მოიტანე?რამდენიმე წუთის წინ სკოლაში წავიდა- ვუთხარი მშვიდი ხმით საბას.
-მართლა?- სახე გაუნათდა ბიჭს. იმედი მიეცა.ქეთოს სახლს ავხედე, ახლაღა შევამჩნიე რომ სამი მანქანა იყო გაჩერებული, აქედან ერთ-ერთი პოლიციის.
აღმართს ავუყევი შარტავას სახლისკენ, ასე მეგონა ზურგით მძიმე ქვის ლოდს მივათრევდი. ქეთოს სახლთან გაჩერებული მანქანები შევათვალიერი და ჭიშკარი შევაღე. ჩანთა მოვიხსენი და იქვე კართან დავტოვე. ,,დედი,შენ როგორ უნდა გაგიმეტო ცივი მიწისთვის?!" ზუსტად ეს სიტყვები და ქეთოს განწირული ყვირილი მომესმა. გავშეშდი. მერე ნელი ნაბიჯებით ავედი კიბებზე და ოთახის კარიც შევაღე. იმ მომენტიდან მხოლოდ დედაჩემი მახსოვს, ქეთოს რომ ამშვიდებდა და თან მე მიყურებდა,თვითონაც ტიროდა.
სეტყვა,29 აპრილს საღამოს ათ საათზე მანქანით გადავარდა მტკვარში. შემსწრეები, პოლიციას მხოლოდ მანქანას უღწერდნენ. ასეთი, თბილისში სულ ორი მანქანა დადიოდა. ერთი სეტყვასი, ერთიც გაგასი. ძმეების. მაშინვე ლევან შარტავა გამოიძახეს,ლევანმა იცოდა რომ გაგა სახლში იყო და მართალიც გახლდათ. საბოლოოდ, სეტყვას მანქანა მტკვრიდან ლევან შარტავამ ამოიყვანა დახლოებით ღამის 12 საათზე.გამოჩნდა თუ არა სანომრე ნიშნები ,,SETYVA" მაშინვე ცხადი გახდა თბილისში,ახალგაზრდა დაღუპული ბიჭის ვინაობა. მოგვიანებით, როგორც ერთ-ერთმა შემსწრემ თქვა ,,მანქანიდან რომ გადმოიყვანეს და დავინახე,თვალებზე ხელი ავიფარე. ისეთი ახალგაზრდა იყო,ჩემი სიცოცხლის შემრცხვა..."-ო. ჩემს თვალში უგულო ლევან შარტავა,მაშინ პირველად ჩახუტებია გარდაცვლილ შვილს.
ექსპერტიზის მიხედვით, სიკვდილის მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაკარგა მანქანის საჭე სეტყვამ და მტკვარში გადავარდა...მინდოდა მეფიქრა რომ სიკვდილამდე ბევრი არ უწვალია,რომ არაფერი უგვრძნია...თავს სულ ვატყუებდი და სხვა ყველა დეტალის გაგებას თავს ვარიდებდი. არ მინდოდა გამეგო, რომ სიკვდილის წინაც იტანჯა. გულის გაჩერება, ნარკოტიკის ხშირმა მოხმარებამ და მოულოდნელად სასუნთქი გზების დახშობამ გამოიწვია.
    იმ ღამით ჩემს ოთახში შემოსულ დედაჩემს უკვე ცოდნია სეტყვას გარდაცვალების შესახებ, მე კი მეგონა რომ უბრალოდ საუბარი სურდა. მოგვიანებით ვკითხე რატომ მაშინვე არ მითხარი-თქო, არაფერი მიპასუხა. მერე მივხვდი, რომ უფლება მომცა ცოტა მეტი დრო მეცხოვრა იმ რეალობაში, სადაც სეტყვა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
  მაგიჟებდა მისი სიკვდილი. მკლავდა ის ფაქტი რომ ვეღარსდროს დავუძახებდი, ვეღასდროს დავინახავდი როგორ მიდიოდა სკოლაში,ვეღარასდროს ჩავხედავდი თვალებში, ვეღარასდროს ვივლიდი ჩვენს ქუჩაზე მასთან ერთად,ვეღარასდროს ვნახავდი, ვეღარასდროს გავითბობდი მის ქურთუკის ჯიბეში ხელებს,ვეღარასდროს ვიგუნდავებდით ჩვენი სკოლის ეზოში,ვეღარასდროს გავიგებდი მის სიმღერას,ვეღარასდროს მოვკრავდი სკოლაში მას თვალს,ვეღასდროს ვისრიალებდით ჩვენი სკოლის დაღმართზე....მაგიჟებდა და ჭკუიდან გადავყავდი ამ საზარელ სიმართლეს. 
    მთელი მთაწმინდა გლოვობდა სეტყვას, 40 დღე შავად შემოსილიყო მთელი ყიფიანის ქუჩა და წლეების შემდეგადაც კი ერიდებოდათ,სეტყვას სახლისწინ ფერადი ტანსაცმლით ჩავლა ხალხს. ვუყურებდი სეტყვას სასახლეს ჩხეტიანის,გრიგოლას,ფერას,ჯაბას და კიკუშკას მხრეებზე და ვნატრობდი ეს ყველაფერი, ცუდი სიზმარი ყოფილიყო და გამეღვიძა.
   ქეთო, სეტყვას გარდაცვალებიდან ოთხ თვეში, უკრაინაში წავიდა თავის ძმასთან. უფრო სწორედ, თავისი ნებით არ წასულა, ალბათ არც არასდროს წავიდოდა, მაგრამ იცოდა აქ რომ დარჩენილიყო, სრულიად გაგიჟდებოდა. ალბათ ასეც იყო...მიუხედავად იმისა რომ მეც ხშირად ვნახულობდი,ბიჭებიც, სეტყვას ნაცნობებიც და მასწავლებლებიც, მაინც არაფერი ჭრიდა...ვერაფრით ვანუგეშებდით, ვერაფერს ვეუბნეოდით...რა გვეთქვა? ყველაფერი კარგად იქნება-თქო? ამ სიტყვების ჩვენც კი არ გვჯეროდა და ქეთოსთვის როგორ გვეთქვა? ამიტომ, საბოლოოდ თავის ძმამ წაიყვანა უკრაინაში, ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე, სახლს მტვერის დადებას არ აცდიდა და ყველაზე ხშირად მაინც სეტყვას საფლავზე მიდიოდა ხოლმე.
როგორ ვერ ვიტანდი, დაკეტილი ქეთოს სახლის დანახვას.
   ხშირად ვიჯექი ხოლმე აივანზე და ვნატრობდი, ახლა იმ სახლის კარი გაღებულიყო და იქიდან ღიმილიანი სეტყვა გამოსულიყო. მაგრამ არასდროს, არასდროს არ მიხდებოდა ეს ოცნება.
    მთელი ზაფხული,რომელსაც მთელი წელი ველოდი,სეტყვას საფლავზე სიარულში გაილია...მივდიოდი, ველაპარაკებოდი, ვტიროდი...მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ აღარ იყო,რომ ვეღარასდროს ვეღარ ვნახავდი. ვუყურებდი, საფლავზე მის ფოტოს და საშინელ ტკივილს ვგრძნობდი მთელ სხეულში.
    მახსენდებოდა, როგორ მითხრა რომ მისი საყვარელი თვე მაისი იყო და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან რომ მაისსაც კი ვეღარ მოუსწრო...
   სულ ვფიქრობდი რა მოხდებოდა რომ გადარჩენილიყო, რომ არაფერი მოსვლოდა...ვფიქრობდი მის ვერ ახდენილ ოცნებებზე, ვერ შეუსრულებელ დაბადების დღეებზე, ვერ განვლილ ცხოვრებაზე და საშინელი ბრაზი და ტკვილი მჭამდა.
   სექტემბერი სრული ჯოჯოხეთი აღმოჩნდა. სკოლის დანახვა არ მინდოდა, ყოველ სკოლის კუთხე-კუნჭულზე მახსენდებოდა. თვალწინ მიტრიალებდა, როგორ აძლევდა ციცო მასწავლებელს ვარდებს, როგორ ეთამაშებოდა მასწავლებლებს ფეხბურთს, როგორ მიჰქონდა დოდოსთან ვეფხისტყაოსანი...მკლავდა ის ფაქტი რომ კიკუშკა დილაობით მარტო იდგა ხოლმე სევდიანი და ალბათ ძალიან,ძალიან დიდი ხანი ელოდა როდის მივიდოდა სეტყვა მასთან.  ალბათ, ჯაბა დირექტორიც დიდხანს ელოდებოდა სეტყვას თავის კაბინეტში....ალბათ შალვაც ელოდებოდა როდის შევიდოდა სეტყვა სამასწავლებლოში და დაიყვირებდა ,, მთაწმინიდს კოლორიტბო,დილამშვიდობისა"-ო. ალბათ, ბუბაც დიდხანს ელოდა როდის მიაკითხავდა სეტყვა მას და მერე ბუბაც როგორ ეტყოდა ,,ისევ იმ პითაგორას თეორემამ გამოგაგზავნა არა?"...ალბათ, ეზოში ბავშვებიც დიდხანს ელოდნენ როდის მივიდოდა სეტყვა და ფეხბურთს ეთამაშებოდა, შემდეგ კი ეტყოდა ,,ბრაზილიელი პელე ვერა,მაგრამ მთაწმინდელი სეტყვა ხომ ვარ"-ო...
საშინლად გული მწყდება რომ ვერ ვუთხარი, როგორ მიყვარდა,როგორ ყველას და ყველაფერს მერჩივნა. ვიხსენებდი, ჩვენ ბოლო შეხვედრას და პირველ კოცნას.
     არვიცოდი ვინ დამედანაუშაულებინა. ხანდახან,სეტყვაზეც კი ვბრაზდებოდი, ნარკოტიკის გამო,ვამბობდი ხომ იცოდა რომ კარგს არაფერს აკეთებდა-თქო...მერე ისევ მონატრება შემომაწვებოდა ხოლმე და ეს სიბრაზეც გადამივლიდა.
ვეძებდი, ყველგან ყოველთვის და მაინც ვერსად ვერ ვპოულობდი. ხშირად ვიჯექი მისი სახლის წინ სკამზე და ვფიქრობდი მასზე უსასრულოდ. ძვლების ტკივილამდე მენატრებოდა.
მისს კლასს არც ბოლო ზარი და არც ბანკეტი არ ჰქონია. არადა,როგორ სიხარულით ელოდებოდა მთელი სკოლა ამ სანატრელ ბოლოზარს.
   ფერას, სეტყვას გარდაცვალებიდამ 6 თვეში საზღვარ გარეთ მოუწია სამუშაოდ წასვლა. გრიგოლა და ჩხეტიანი კი სეტყვას საფლავზე ცხოვრობდნენ....შარტავას სიკვდილმა სამივე გატეხა, ისინიც მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობდნენ. დღემდე მახსოვს, როგორ აყრიდნენ სეტყვას საფლავს მიწას და როგორ უკანკალებდათ ხელები. ალბათ, ვერცერთი ვერ წარმოიდგენდა რომ 18 წლის მეგობრის დამარხვა მოუწევდათ.
ჩემი ბოლო ზარი რაც შეიძლება პატარა და რაც შეიძლება ნაკლებად ფერადი იყო...იმ დღეს ფერასგან ფოსტით DVD დისკი, ორი ცალი ცარცი და პატარა ფაილი მივიღე.
საფაილეში, ჩემი და სეტყვას ხელგადახვეული ფოტო იყო,სკოლის აივანზე გადაღებული. ეს ფოტო აღარც მახსოვდა, დიდხანს ძალიან დიდხანს ვუყურე, სეტყვას გაღიმებულ სახეს. მერე დისკი შევაერთე ლეპტოპზე, ზამთრის ზეიმზე გადაღებული ვიდეო იყო. სცენაზე მომღერალი სეტყვა,ჩხეტიანი,გრიგოლა და ფერა მღეროდნენ ოთხ პატარა ბიჭთან ერთდ. კადრში ჩანდნენ ბედნიერი მასწავლებლები,მშობლები,კიკუშკა და მე. ცალკე ფურცელზე ეწერა
   "სკოლის დამთვრებას გილოცავ ანთაძე!იმედი მაქვს ყველაფერი კარგად მიდის შენსკენ...
მხოლოდ ესენი დამრჩა სეტყვასგან...მინდა რომ შენ გქონდეს,ვიცი რომ გაუფრთხილდები...
ბიჭებს ველაპარაკე, მითხრეს რომ შენ ბოლო ზარზე იყვნენ და რომ ერთხელაც არ გაგიღიმია...სეტყვა, სულ იძახდა ხოლმე მიყვარს რომ მიღიმისო, ხოდა ჩვენი თუ არა, სეტყვას ხათრით მაინც იყავი ბედიერი ანთაძე.
უყვარდი, ძალიან უყვარდი ანთაძე!და ვიცი ძალიან გაბრაზდებოდა, ახლა რომ ასეთ სევდიანს გხედავდს...გთხოვ, თავს გაუფრთხილდი,ძალიან გთხოვ.
სკოლა დაამთავრე ანთაძე, მეც ბოლო ცარცი გამოგიგზავნე...გახსოვს ხომ ასე შევთანხმდით?!
გვიყვრხარ ბიჭებს და შენს სეტყვას!"
ვტიროდი,სუნთქვა მიჭირდა....
    ჩვენს ქუჩაზე სამუდამოდ დარჩა სეტყვას სახელი. ხშირად იხსენებდნენ, ლაპარაკობდნენ, მის საფლავზეც ხშირად დადიოდნენ ყიფიანის ქუჩელები.
    ის ბავშვები სეტყვა რომ ფეხბურთს ეთამაშებოდა ხოლმე გაიზარდნენ,სეტყვას ასაკამდეც მიაღწიეს...არასდროს დავიწყებიათ.მათ გონებაში სამუდამოდ ჩარჩა შარტავა როგორც უფროსი მეგობარი.  ხშირად ახსენებდნენ მის სახელს და ყოველთვის ყვებოდნენ როგორ უყვარდათ და ენატრებოდათ სეტყვა.
     ყველა გავიზარდეთ, სეტყვა კი დარჩა სამუდამოდ ახალგაზრდა, 18 წლის გადარეულ,მხიარულ,ხმაურიან და დაუჯერებელ ადამიანად.
    მე-2 კურსის პირველი სემესტრი დავასრულე და იმ დღისით საშინლად მომაწვა სეტყვას მონატრება. ჩემს თაროზე დადებულ ფოტოებს გავხედე...პირველ ფოტოზე მე და შარტავა ვიყავით ხელგადახვეულები,მეორე ფოტოზე მხოლოდ შარტავა თავის მანქანასთან ერთად, ეს ჩემი გადაღებული ფოტო იყო...იქვე იდო შარტავას შავი ხელთათმანი. გამეღიმა. შარტავასგან, სულ ეს სამი რამ და უამრავი მოგონება დამრჩენოდა.
    ქურთუკი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი, თოვდა. საღამო იყო, ჩვენ უბანში სიჩუმე იდგა....
   ჩემს ქუჩაზე ერთი შავგრემანი ბიჭი ცხოვრობდა, ზედმეტსახელად ,,სეტყვა". პატარა მე-ს, სულ უნდოდა გაეგო რატომ ეძახდნენ ამ ბიჭს სეტყვას...მერე უბრალოდ მივხვდი,რომ ყველაზე მეტად ეს სიტყვა შეფერებოდა მას და მის ხასიეთს. სეტყვასავით მოულოდნელი, სწრაფი,შეუფერხებელი და ხმაურიანი იყო.



№1 სტუმარი Ana-maria

ტკივილიანი ისტორია დიდ სიყვარულზე. ძალიან მომეწონა. სეტყვა ბიჭის ცხოვრება,რომელმაც მეგობრობაც იცოდა,სიკეთეც იცოდა,გულით უზარმაზარ სიყვარულს ატარებდა,მაგრამ...
გული მწყდება ასე უაზრო სიკვდილზე ????♥️

 


№2 სტუმარი მე❤

ძალიან სევდიანი და რეალური ისტორიაა,ცხოვრებაში დაკარგულ ადამიანებზე.დედამისს მთელი თავისი ცხოცრება არასწორი ადამიანის სიყვარულისთვის არ შეეწირა,მისი ცხოვრების გზა სულ სხვა იქნებოდა.

 


№3  offline წევრი Leoniv

მე❤
ძალიან სევდიანი და რეალური ისტორიაა,ცხოვრებაში დაკარგულ ადამიანებზე.დედამისს მთელი თავისი ცხოცრება არასწორი ადამიანის სიყვარულისთვის არ შეეწირა,მისი ცხოვრების გზა სულ სხვა იქნებოდა.

მადლობა!

Ana-maria
ტკივილიანი ისტორია დიდ სიყვარულზე. ძალიან მომეწონა. სეტყვა ბიჭის ცხოვრება,რომელმაც მეგობრობაც იცოდა,სიკეთეც იცოდა,გულით უზარმაზარ სიყვარულს ატარებდა,მაგრამ...
გული მწყდება ასე უაზრო სიკვდილზე ????♥️

მეც, ავტორსაც კი გული დამწყდა

 


№4 სტუმარი სტუმარი თამარი

ვტირი მთელი გულით. საოცარი ისტორია. წარმატებები ავტორს და მადლობა ემოციებისთვის ♥️

 


№5  offline წევრი Leoniv

სტუმარი თამარი
ვტირი მთელი გულით. საოცარი ისტორია. წარმატებები ავტორს და მადლობა ემოციებისთვის ♥️

მადლობა თქვენნ

 


№6 სტუმარი სტუმარი ხათუნა

მადლობა ამ დიდი ემოციისთვის.
სულში და გულში გაიარა სეტყვას ცხოვრების ისტორიამ.
რა საშინელი კაცია ლევან შარტავა.ბოროტი.არაკაცი. რეალობაშიც ვიცნობ ეგეთებს და ვფიქრობ- არ უნდა არსებობდნენ საერთოდ!
მკვდარი შვილის ჩახუტებამ რაღაცნაირად გული ამირია- თვითონ არ იყო მკვლელი ამ შვილის??? მისი სიცივე, გულგრილობა, არაკაცობა...
მომეწონა ის ფაქტი, რომ მეგობრობა ასე ხაზგასმითაა წარმოჩენილი. ბოლოს კი წერილმა ამატირა...
კარგი იყო ... კიდევ ერთხელ მადლობა ავტორს

 


№7 სტუმარი ოლი

ძალიან მომეწონა, ძალიან სიღრმისრულია, ბევრ რამეზე რომ დაგაფიქრებს... მადლობა ავტორო!❤
ხშირად გაგვანებივრე შენი ნაშრომით❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent