შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Flickers of the Past


3-09-2025, 11:11
ავტორი Nino Bitsadze
ნანახია 308

I — 1 სექტემბერი 2007 წელი.
ერთი წამია ყველაფრიდან — არაფრამდე და არაფრიდან — ყველაფრამდე.

J. — A. Pov.
საათის ისრებმა მთლიანი წრე შემოხაზეს, რომანულ ციფრ «XII» — თან შეჩერდნენ და კედლის ვინტაჟური საათიც ხმამაღლა აწიწიკწიკდა. უჩვეულოა, თუმცა ამ დროს ბინის შიგნით, სიბნელეს ადამიანის სილუეტი გამოეყო. ოდნავ გადაწეული ფარდებიდან მთვარის შუქი ოდნავ აღწევდა და გაჭირვებით, თუმცა მაინც შესაძლებელი გახდა ამ ფიგურის მოქმედებების აღთქმა: ბეჭებში გამართული დივანზე ჩამოჯდა, ხის კამოდზე გადადებულ სქელ ყდიანი წიგნი მუხლებზე დაიდო, ფანარი აანთო და ფანრის ბზუტავი განათება ფურცლებზე ააკაიფა.
სინათლეს ბზინავრებამ ფიგურის პატრონის ვინაობაც გამოკვეთა — იგი მეტად ახალგაზრდა ქალიშვილს ეკუთვნოდა. პატარა, თუმცა მოხდენილი, წონწკლო ტანი, შოკოლადისფერი, ბზინვარე კანი, შავი თვალ-წარბი, კატისებრი თვალის ჭრილი, შავივე ოდნავ ტალღოვანი თმა და დაბურცული მოყავისფრო ტუჩები — იყო ის ყველაფერი, რაც მის გარეგნობას აერთიანებდა და უჩვეულო იერს სძენდა.
ქალიშვილს ტანს ხასხასა აბრეშუმის შინდისფერი პიჟამო ემოსა. ტანისამოსითვე ცხადი იყო, ღამით ძილი დაერღვა ან არათუ ეკარებოდა, არამედ რაღაც სულს უფორიაქებდა და ამაოდ მცდელობას ფეხზე წამოდგომა, მოდუნება და წიგნის წაკითხვა ამჯობინა, თუმცა აგერ უკვე თითქმის ერთი საათი, ნერვული ჟესტით ჩაფრენოდა ქაღალდს და ერთიდაიგივე გვერდს დაძაბულ მზერას არ/ვერ აშორებდა. ცხადია, "საშინლად მოსწოლოდა დაღლილობა, გარემო ფორიაქი, ამაო ფაციფუცი*", თუმცა არ იცოდა რას უნდა დაბრალებოდა ხასიათის მსგავსი ცვლილება.
ფაქტია, მწვანე კედლებისა და ნათურის სინათლის ფონზე, თუმცა მაინც გაცრეცილ ფერებში ჩაკარგულ, საკუთრივ მის გონებას მისავე სხეულის წინააღმდეგ წასვლა უკვე მოესწრო: თითქოს საკუთარ თავზე გაბრაზებულს უღიმღამო კაეშანი არ ასვენებდა, სამყარო მის გარეშე განაგრძობდა სვლას და ის იმდენად ჩამორჩენოდა, რომ ჟამთა ცვლას ფეხსაც ვეღარ უწყობდა. ნებისყოფა არ ყოფნიდა თავს მორეოდა და ფიქრებთან ბრძოლაში მთელი სხეული და გონება სამკვდრო — სასიცოცხლო ბრძოლაში უმიზეზოდ გამოეწვია. უმალვე წიგნი შორს მისროლა, მუხლის თავები ერთმანეთს შეატყუპა, კისერზე ხელები მოიჭირა და თავი უკან გადააგდო.
-«აჰ…» — კისერი დაისრისა, ძვლების ტკაცუნით წამოდგა, ფანჯარას მიახლოვდა, სუფთა ჰაერითვის რაფა ოდნავ აწია და მოჭუტილი თვალები — ვერცხლისფრად ავარვარებულ მთვარეს გაუსწორა და ინტერესით მის შესწავლას შეუდგა. განა არ იცოდა მთვარე — დედამიწის იდუმალი თანამგზავრია და მისივე წყალობითვე შეეძლოთ დედამიწელებს სხეულში გაჩენილი ბზარისა და სიცარიელეს ამოვსება, თუმცა მან სხეულისა და სულის გამთლიანება ვერ იგრძნო და გაღიზიანებულმა, ალბათ გაიფიქრა: [b]«მთვარეც მატყუებსო» 
— იგი ეგოისტი, კლდოვანი, დანაოჭებული ზედაპირის გროვის მეტი არაფერია, რომელიც ყოველ ღამე გარშემო გაბატონებული ადგილის დაკავებას ეწაფვის და ოდესღაც მოკვდავთა გონებაში «ღრმად» ჩანერგილ მოსაზრებას არასდროს ღალატობსო — ვითომ რბილად, ლამაზად, ვერცხლისფრად დაჰნათოდა არემარეს და ამით «ფარავდა» ადამიანში არსებულ სიბნელეს, თუმცა სინამდვილეში ისიც სიცივით, სიცოდვითა და სიბნელით იყო სავსე და მას «სასიკეთო» მაგიური — მისტიური თვისებები არ გააჩნდა. ხოლო მას შინაგანად დამძიმებულსა და ღონემიხდილს უჭირდა ნაღველის მოშორება და მთელი არსებით უმიზეზოდ ყრუ დუმილში ჩაინთქა — ჩაიხრჩო.
-«წყაპ, წყაპ…» — უმჩნევმა ღამის ნიავმა წყნარად წაისისინა და თანადროულად ჩხაპუნა წვიმის ხმამ დუმილიც დაარღვია. წყლის წვეთები ესიამოვნა, ჩაეღიმა, გაიფიქრა: «დროულია, მიყვარს წვიმაო…», უკან მოიტოვა «მთვარესთან» ჯიბრაობა, ფანჯრიდან ხელი წინ გადაწია, შინაგანი შიშები და ფორიაქი სხეულიდან ჩამოირეცხა და გულდამშვიდებულმა თვალები დახუჭა. გარედან უხვად იფქრქვეოდა სუსხი, სასიამოვნო ქარი სახეზე ელამუნებოდა და კანის ზედაპირზე ხელახლა დაბადებას გრძნობდა.
-«ბრახ, ბრახ…» — მაგრამ ბედნიერება არ დასცალდა: ჭექა-ქუხილის საზარელმა ხმამ თვალების გახელა აიძულა — როგორ ეზიზღებოდა, როგორ! არემარე უკუნეთ სიბნელეს დაეფარა და შიგადაშიგ მას ცაზე რისკიანად მორაკრაკე ელვა ერწყმოდა. შეშინებულმა ამოიკვნესა: «მეშინიაო», თითქოს დედა-ბუნება ბობოქრობდა, არვის ინდობდა და ცაც ჩამოქცევას ეწაფვოდა. ცხადია, გრძნობდა, რაღაც ცუდი მოხდებოდა და წეხანდელი გუნების წახდა მისი მონაჩმახი კი არა, სწორედ ამას უკავშირდებოდა.
-ააჰ შენი… — წვიმა ფანჯრიდან შიგნით ასხამდა, რაფა სულ ძალისძალათი ჩამოწია, უკან შებრუნდა, სიბნელეში დაკარგულ სილუეტს მოკრა თვალი, იგი გათოშილი და გალუმპული, შემზარავი სახით, შენელებული მოძრაობებითა და წყვეტილი სუნთქვით მისი მიმართულებით დგამდა ნაბიჯებს და აშინებდა, თავიდან იფიქრა მეჩვენებაო ან ზმანებით ამოიკვნესა: «რომელი ხარ?»… თუმცა სხეულმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა მისკენ, ელვის განათება მის მაჯის ოქროს სამაჯურს დაეცა, სინათლე აისხლიტა და შუქი უცნობის სახეზე ათინათდიდა, წამებში ქალიშვილმაც მოასწრო მისი ნაკვთების შეცნობა — მოგრძო ოვალური ფორმის სახე, საშუალოდ გამოხატული ყვრიმალები, თოვლის ფიფქივით თეთრი შეფერილობის კანი, სწორი და თხელი ცხვირი, ბუნებრივად დაბურცული, ღია ყავისფრად შეფერილ ტუჩები და ქერა, წელამდე ჩამოშლილი, სწორი თმა და რაც მთავარია, საშუალო თვალის ჭრილი გარდამავალი — ყავისფერ — მომწვანო — მოყვითალო ფერადი გარსითუთრ. ამ გოგონას რაოდენ უჩვეულოდ უცხო და ლამაზი გარეგნობაც ჰქონდა, იმდენად განსაცვიფრებელი სახელი ერქვა: «ალინა»
-ალინა?.. შენ აქ?..-გაიოცა, რატომღაც ვერ იჯერებდა იმ ადამიანის იმ დროს იქ ყოფნას, მითუმეტეს მის აბდღვენულ და წაშლილ სახეს, სახე ხომ მიწაზე დანარცხებულ ანგელოზივით მოეღუშა. ისედაც დათრგუნულმა გოგონას დანახვა ავისმომასწავებელ ნიშნად აღიქვა, თითქოს თავიდან ბუნება კარნახობდა რაღაც ცუდის მოხდენის აუცილებლობას, ახლა კი ამ ცუდისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. ცხადია, გოგონა ნუგეცისმცემელს ეძიებდა, შიშისგან აცახცახებულ სხეულს მიეკრო და ხმა ამღვრეულმა წარმოთქვა: «ჯენი… მაპატიე…»-ო. ქალიშვილმა იფიქრა, ალბათ ჩემი შეშინებისთვის ამბობს ამას, უხმოდ ხელი ამოუდო თავის უკან, გაუცნობიერებლად დივნისკენ გაუძღვა, ზედ ჩამოაჯინა, საბანი შემოაფარა და გვერდით მიუჯდა.
-შენ ხომ შენ მშობლებთან უნდა დარჩენილიყავი. აქ რა გინდა, ასე გვიან? — გოგონამ კითხვა დააიგნორა, თითქოს დროით იხელთა, ტანით მისკენ შებრუნდა და თავი კალთაში ჩაუდო, მანაც მონოტორულად სველ თმებში შეუცურა ხელი და წაეთამაშა.
-ჯენი…-ქალიშვილის სახელი კიდევ ერთხელ გაიმეორა და მოულოდნელად სევდით ჩამქრალი თვალებით ახედა.
-მომენატრები…
[b]-მოგენატრები? რას ამბობ… სადმე მიდიხარ? —
 ქალიშვილმა თმებში თამაში შეწყვიტა და გაოცებული მზერით ჩაუკირკინდა.
-მივდივარ…-ერთ წამს მის უჩვეულო სევდითა და ნაღვლით სავსე ხმაზე, ტუჩებმმოკუმულმა ხმის ამოღებაც ვერ გაბედა და უხმოდ ჩაქინდრა თავი, გულს ბევრი რამ უღრნიდა და ინტერესი კლავდა: «რას ბოდავს» -ო, თუმცა კითხვების დასმას ვერ ბედავდა და მის სახეს ათვალიერებდა, იქნებ რამე ისეთი დავიჭირო, რაც პასუხებს მომცემსო, თუმცა ვერაფრის გაგებაც ვერ მოახერხა: შეუძლებელი იყო მასში დაგედგინა, სად დაწყილიყო სუსტი, ემოციური, ბავშვური უშუალობა ანდა-პირიქით სად მთავრდებოდა ცივი, პრაგმატული (გაწონასწორებული და მიზანდასახული) და თავისი ჟინის გატანას დაწაფებული გუმანი, ღრმად ამოიღვნეშა, დამრთხალმა, საწყლად დაიმანჭა და თავი მხოლოდ იმით დაამშვიდა, რომ ალბათ სწორად ვერ გავიგეო.
-ქვეყნიდან! — ყურებს სიტყვა არ გამოპარვია, თუმცა პირი პასუხის გაცემას არ ჩქარობდა, არაა!
-და აღარ დავბრუნდები
-…-პასუხი კვლავაც არაა.
-უპატიებელი შეცდომა დავუშვი…
-რას ამბობ… რა შეცდომა?..
[b]-ჯფუფს ვტოვებ…-
გოგონას ხმამაღლა თქმა გაუჭირდა და ჩუმად განაგრძო.
-…- პასუხი არაა!
-ჯგუფი ჩემ გარეშე განაგრძობს არსებობს…- ქალიშვილში მეხის ზარმა ჩამოკრა, უბრალოდ ვერ იგებდა მისი სიტყვების არს და გაურკვევლად აფახურებდა წამწამებს. ის კი არა ჩქარობდა სათმელის დასრულებას, მასაც მოთბინების ფიალა ბოლომდე ევსებოდა და ხმამაღლა აყვირდა: «რა, რატომ?», თუმცა მისი გამოფხიზლება მაინც ვერ შეძლო: სირცხვილისგან თავი ჩაექინდრა.
-ჯფუფის კეთილდეობისთვის ასე აჯობებს…- შეანჯღრია და სილაც კი გააწნა, რაზეც იძულებული გახადა მოსაბეზრებელი სიჩუმე დაერღვიო და ცრემლებით მაინც ამოეღერღა სათქმელი.
-«მიწიერ ვნებებში ყურყუმალაობისას ცდუნებამ მძლია, ცოდვით დავიტვირთე, ზნეობასას და სრულყოფილებას დავშორდი… ახლა ამ ტვირთის გამო უნდა დავისაჯო კიდეც…»-გაუცნობიერებლად მუცელზე ხელები შემოიჭრა, ისტერიკული სიცილით გადაიხარხა, უემოციო და უმეტყველო, შეზაფრული მზერა გაუსწორა მეგობრის სხეულს.
-ჩემ წასვლას მაინც ვერავინ შეამჩნევს…
-ჩემზე რას იტყვი? განა არ იცი, რომ შენ გარეშე ვერ გავძლებ? — შეშლილივით მისი სხეული მოიშორა, სიბრაზე მაგიდაზე დადებულ წიგნების დასტაზე და ვაზაზე გადმოანთხია. კი ესმოდა ბედნიერება მარადიული არაა, უფრო მეტიც, საშინლად ხანმოკლეაო, თუმცა ეს უკვე ზედმეტია, თითქოს ცვალებადი ყოფიერებით შორიდან ცხოვრება დასცინოდა.
გოგონას თვალებიდან ცრემლები წასკდა, ჯერ ძირს დაყრილს მიაჩერდა, მერე კი ხმა ამღვრეული მისკენ მიჩოჩდა: « მაპატიე… გთხოვ, შენ მაინც გამიგე. თუ შენც ზურგს მაქცევ, მოვკდები…», მისი პატარა სახე ხელებში მოიქცია, გულ-ამოსკვნილი ხმამაღლა ატირდა. მის ტირილის ხმა გამძვინვარებული ბუნების ხმას ეხმიანებოდა და მეგობარს აკრთობდა.
-ფანები?
-ფანები?
-ეს ხომ დროებითია? ხომ დაბრუნდები? — ქალიშვილმა იგრძნო საუბარი დასასრულს უახლოვდება, მის გადაწყვეტილებას ვერავინ აუდგებოდა წინ, ძლივსძლივობით ამოღერღა და პასუხს სუნთქმოუთქმენლად ელოდა.
-ცხოვრებაში ყველაფერი შენი ნებით არ ხდება, გინდა ეს შენ თუ არა, ამას არავინ გეკითხება…- კითხვაზე ბუნდოვნად გასცა პასუხი, ალბათ პასუხი თავადაც არ ჰქონდა და არ უნდოდა მეგობრისთვის ეტკინა. მის თვალებში სევდა ირეკლებოდა, იქვე ტკივილნარევი ღიმილი გამოეპარა.
უდავოდ ერთმანეთის გარდა არავინ ჰყავთ, ერთი მეორეს ავსებდნენ, ერთი ღიმილით, ერთი სიტყვით, ერთი მზერით, გაყინული სულს უთმობდნენ და გაპობილი გულს ამთლენიაბდნენ. იმაზე მეტი ჰქონდათ საერთო, ვიდრე შეიძლებოდა, მაგრამ რა მისი ბრალი იყო, თუ საწუთროს ორპირობამ გამოუცდელი შეაცდინა?!

[b]ორთავეს შიგნიდან სევდა აწვებოდა:
ერთს არ უნდა მისი დაკარგვა… ჯანდაბა!..
არ უნდოდა მისი წასვლა… არა… ახლა არა… დღეს არა…
მაგრამ მეორე იძულებული გამხდარა სადღაც წასულიყო?!
მარტოდ დაეტოვებინა ის და კიდევ სხვა მრავალი?..
ყველასგან უჩინრად სიჩუმეში დაკარგულიყო…

რატომ არ ჩერდებოდა, განა არავინ დაელოდებოდა?
[u][/u]


[center]
* * *[/center]
II — 4 სექტემბერი 2007 წელი.
T. — J. — Pov.

იგივე ბინის კარებზე ხმაურიანად აბრახუნებს, არ ჩერდება ან იცის გაჩერების უფლება არ აქვს და სასოწარკვეთილი განაგრძობს ძახილს: «მომისმინე გთხოვ…», ნაკვთების მიხედვით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმ ცოდვით წარწყმედილ ქალაქში მეორე მისნაირი, მისი ერთი ცალი, მისი ტყუპისცალი მოიძებნებოდა, თუმცა ორჭოფობას თავი დავანებოთ, ვინც არ უნდა ყოფილიყო — ძმა, თუ ბიძაშვილი? მისი ხმა კედლებს შუაზე კვეთდა:
-გემუდარები… გამიღე კარი…- კარის უკან ქალიშვილი გაღებას არ ჩქარობს, მუხლებში იკეცება და გულ-ამოსკვნილი სლუკუნებს. დიდხანს ეცადა, თუმცა ვაჟის მუდარას ვეღარ უძლებს, კარებს აღებს, მის გვერდით ჩაიმუხლა, თანაგრძნობით უყურებს, ზურგს უკან ხელები ამოუდო და მისი დამშვიდება სცადა: «თეჰიონ… ის კარგად იქნება…», თუმცა არ გამოუვიდა მისმა სიტყვებმა ვაჟი უფრო გააცეცხლა და ბოლოს ხმაზე ღრიალებს: «როგორ არ გესმის?!», ისე რომ სახლის კედლებიც კი შიშისგან ცახცახებენ.
-არ შემიძლია… მას პირობა მივეცი! — კარებთან მაწანწალა ძაღლივით იდგა, ცრემლად იღვრებოდა და ემუდარებოდა, მაგრამ ქალიშვილზე მისი ძალისხმევა სულაც არ მოქმედებდა.
-პირობა ჩემზე უფრო მნიშვნელოვანია? ხომ ამბობდი რომ გიყვარდი? მაგრამ შენ საერთოდ ჩემთვის ამის თქმაც არ გინდა? იცი რა მოუვა, რომ არ ვიპოვო? ის პატარაა და ამას ვერ ხვდება…-ვაჟი ფეხზე წამოდგა, ხუჭუჭა თმები დაიგლიჯა და გამწარებული მზერით შეხედა, თუმცა ქალიშვილზე მისმა მდგომარეობამ არანაირი ემოცია არ იქონია, უფრო სწორად იგი თავს უფლებას არ აძლევდა გამტყდარიყო, ვაჟი მიხვდა, რომ მას ვერაფერს აიძულებდა და სრულიად სხვა ტაქტიკაზე გადავიდა:
-მაპატიე, მაგრამ ჩვენ შორის დასრულდა. ასე გაგრძელება აღარ შემიძლია…-სახე მთლიანად წაეშალა, თავში სისხლი ჩაექცა და სუნთქვა გაუძნელდა, თუმცა სცადა თავს მორეოდა, ვაჟს მკლავში ჩაებღაუჭა, მისი სხეული თავისკენ შემოაბრუნა, პირში მიახალა: «კარგი, ასე სჯობს!» და ისტერიკულად ჩაიცინა.
-რა? —  გამძვინვარდა, ვერ აიტანა, რომ მისი წასვლას ასე მარტივად იღებდნენ და თავში ათასმა ფიქრმა გაუარა: ნუთუ ქალიშვილის გრძნობა მოჩვენებითი იყო? გაუცნობიერებლად თუ ჯიბრით წამოიძახა: «არ მჭირდები… მეზიზღები… მე მაინც სხვა მიყვარდა.», ქალიშვილს ზურგი შეაქცია, კარები ხმაურიანად დახურა და უკანმოუხედავად დატოვა ტერიტორია.
ქალიშვილი აგონიით ჩაიმუხლა და ატირდა: «არ მტკივა», პირზე მიიჭირა ხელი, თუმცა არ გამოუვიდა: სულიერად გამტყდარი მიწის ზედაპირზე ლამაზად ამოყლორტილ ყვავილს დაემგვანა, რომელსაც მზის გულზე ეულად მიტოვებულს, ტოტები ჩამოუხმა და მიწას სამუდამოდ შეერწყა.

ეგეც მისი ბრალია, წავიდა და თან წაიღო სხვისი ბედნიერება. გააქრო ოცნება და სურვილი.

[center]
* * *[/center]
III — 3 სექტემბერი — 2007 წელი.
[right]საათი წიკწიკებს, დღეებს თვეები ცვლის, თუმცა მოგონებები უცვლელად რჩება.[/right]
J. — K.S.H — Pov.

ელეგანტურ სმოკინგში გამოწყობილი სილუეტი, განსაცვიფრებელი სილამაზის ყმაწვილი, დაახლოებით 18-19 წლისა, თანამედროვე კლუბის შენობაში შეიჭრა და ბართან, ყველაზე შემაღლებულ ადგილას ჩამოჯდა, ბარმენს ანიშნა «ჯეკ-დენიელის» ჩამოესხა მისთვის, ვიდრე სასმელს ელოდებოდა, თვალები დახუჭა, წამიერად თვალწინ ვიღაცის სილუეტი წარმოუდგა, მასთან შეეწინააღმდეგა სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა, ბარმენის ხმაზე: «ინებეთ» ერთხანს ჭიქას სინანულით დააშტერდა, თითქოს იქ სიღრმეში ძალიან დიდი სიცარიელე და იმედგაცრუება იგრძნო, მოულოდნელად სასმელი ერთიანად ჩაცალა და მოგონებაზე მწარედ ჩაიცინა:
-ზუსტად დროს გამახსენდა…-მობილური ტელეფონი ამოიღო, ხელახლა გადაიკითხა ალბათ მეასედ წაკითხული მესიჯი: «უკვე 5 თვე გავიდა…», სიტყვების დასაწყისი კვლავაც არ ესიამოვნა, ამიტომ დანარჩენის კითხვა აღარც განაგრძო. იცოდა ისეთ ვერ წაიკითხავდა, რაც მის გულს ეამებოდა.
-ჯანდაბა…- მის გვერდით უამრავ ადამიანს მოეყარა თავი, თუმცა თავს მაინც მარტოდ გრძნობდა და ერთადერ თანამგზრად შევსებული ჭიქა დარჩენოდა. ყოველთვის ასეთი არ იყო. ადრე ცხოვრება უხაროდა, ყველაფერი ჰქონდა, იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე ერთ ადამიანს უნდა ჰქონოდა ან სჭირდებოდა, მაგრამ მისთვის ესეც არ იყო საკმარისი, ან როგორ უნდა ყოფილიყო სულში გაჩაღებულ სიცარიელეს ვერაფერი უვსებდა, სოციუმის სიძულვილი მის გულსა და სულს ერთიანად მოსდებოდა, უნდოდა თუ არა ისიც ამ სოციუმის გარკვეული წევრი იყო, გათენდებოდა და დღისით სრულიად სხვა ადამიანის იმიჯს მოირგებდა — გახსნილი, თავისუფალი, ლაღი, ღამით კი რადიკალურად განსხვავებული ხდებოდა.
დღესაც ჩვეულებისამებრ ყველაფერს გაიღებდა კიდეც იმისთვის რომ ამ საშინელ და საძულველ გარემოს გასცლოდა!
-რა საზიზღრობაა! — ხმამაღალი მუსიკის ფონზე შეუძლებელი იყო მისი ხმისთვის გეგდო ყური, მაგრამ აკი კი შეგეძლო ერთმანეთში აზელილი წყვილები და შემდეგ მისი უხასიათო სახე შეგემჩნია. ზიზღით, შურითა და სიძულვილით ათვალიერებდა სასმლით გაბრუებულ ბედნიერ ადამიანთა სახეებს. ვეღარ მოითმინა, ფეხზე ჩამოდგა, ფული დახლზე უხეშად დაყარა, აჩქარებულად და ენერგიულად დატოვა საპატიო საზოგადოება, თუ კი ერქვა ამას საზოგადოება?!
მანქანა რისკიანად დაძრა და პორტში არსაიდან ბარდიულზე გააჩერა. მინიდან შეამჩნია ბაქანზე გაშლილი ხალხი გემის მოაჯირს აწყდებოდა, უეცრად ლამაზი ქალიშვილის (ჩვენთვის ცნობილი ალინა) დალანდა, თვალები გაუნათდა, ხალხს თავადაც შეერია, თუმცა ის ქალიშვილი წყლის აჩრდილი აღმოჩნდა და სხვა არაფერი, აფორიაქებული დაბრუნდა მანქანაში, მანქანის ბარდაჩოკიდან ვისკის ბოთლი აიღო, ყლუპი მოსვა, ბარბაცით გადმოვიდა და უხმოდ სანაპიროს გაუყვა. ვეღარაფერს დაუდო გული, ამის მერე მარტოდმარტო დაეხეტებოდა, სრულიად სამყაროსგან განდეგილი, სრულიად მოკრძალებული.
ბოთლის გატეხვის მჭექარე ხმას, ზღვის ტალღების ნაპირებზე შეჯახება და მისი საყვედურით ნათქვამი დაემატა: «თავს რატომ არ მანებებ?», ტანით წყლისკენ შებრუნდა, ძლივს სუნთქავდა, ზღვის ქაფის კლდეებზე მიხეთხების ხმას ყურს უგდებდა და გაუცნობიერებლად მწარედ იცინოდა.
-სინამდვილეში რა გქვია? — ქაფმაც ის ავადსახსენებელი ღამე გაახსენა, ხო ის ღამე და ის ქალიშვილი, რომელზედაც წეღან ფიქრობდა. წყალზე უცნობი ქალიშვილის ღვთაებრივი სილამაზის ლანდი გამოესახა. ლანდი თვალის დაუხამებლად უკვე მოგონებებად ქცეულმა კადრებმა შეცვალეს:
-«ჰეი, რა გქვია…» — ხანდახან მხოლოდ ერთი უჩვეულო კითხვით იწყება ყველაფერი, თუმცა ამ ერთ კითხვასაც აქვს აზრი. ქალიშვილი კედელს ეყუდებოდა, გაუნძრევლად მთელი არსებით ფიქრებს მისცემოდა, თუმცა ვაჟის განმეორებით კითხვაზე თავი წამოწია, დაბნეული შეათვალიერა კითხვის პატრონი, ცინიკურად ჩაიცინა და უხეშად მოუგო: «შენი საქმე არ არის!», ვაჟს არც სახელის გაგების და არც წინადადების ბოლომდე თქვა დააცალა: «უბრალოდ შენი გაცნო…», კმარას აღნიშვნით, გვერდი აუარა და გზა არხეინად განაგრძო. კი შორიდან მოესმა: «ასეთი უხეში ხარ სულ?», თუმცა უკან შემობრუნება და პასუხი ითაკილა და დახურულ კარს უკან დაიმალა.
-ყველაფერი ამ დღეს დაიწყო და იქვე უნდა დამთავრებულიყო…- წყლის ზედაპირზე სილუეტი წამიერად ჩნდება და იმ წამსვე ქრება.
-ყველგან შენ ხარ, სადაც თბილა, სადაც სიმშვიდე და სადაც…-უნებურად ცრემლები წასცდა, ყოველ დღე ერთი და იმავე მოვლენას ჰქონდა ადგილი, ერთფეროვნებისგან გადაღლილ და გაცრეცილი ყოფიერებას, კიდევ ერთი ერთფეროვნება ემატებოდა, დრო უსასრულოდ იწელებოდა, მომეტალურადაც და ხანგრძლივაც ამ ერთფეროვნების განუყოფელი ნაწილი ხდებოდა და სიცარიელეს ან იმედგაცრუებით იმეორებდა: «ყოველ დღე უფრო და უფრო რატომ მინდება ამ ცხოვრების შენთან ერთად გატარება, სამყაროს შემოვლა, ვიცი, ჩემი წარმოდგენები სისულელეა! ვიცი წარსულში უნდა დაგტოვო და შენი ძებნა არც უნდა განვაგრძო, მაგრამ…», გონებაში ოქროს სამაჯურის ნაგლეჯი ეზმანა ძალზედ უცნაური ინიციალებით «კ.ს.ჰ», თანადროულად წყლის ზედაპირზე წარსულის კადრებმა გააგრძელეს შეუჩერებლად ზეიმი:
-«ეს უკვე სხვა საქმეა…» — ქალიშვილი უცნობი ვაჟის მომხიბვლელი სილუეტისკენ გაემართა, დასახმარებლად გაწვდილ ხელს მორჩილად დაადო ხელი, წამით შეზარხოშებული ღიმილით შეათვალიერა, თვალი ჩაუკრა, აღგზნებულმა უკან გაყოლაზე ანიშნა და ასე ორივე ერთად თვალს მიეფარნენ.

ვაჟი უყურებს და ვერ ხვდება მისი სული იზიდავს თუ ამ სხეულის დაუფლების ჯინი? რას გრძნობს: ვნებას თუ სიყვარულს?


ნეტარების მოლოდინში სხეული დაეძაბა და თავის შეკავება ვეღარ მოახერხა: ქალიშვილის სხეულზე თითები აუსვა და ცხოველური ინსტიქტით მის ზემოდან მოექცა, აბა სულელი უნდა ყოფილიყო, რომ უარი ეთქვა მისთვის ლანგრით მორთმეულ ისეთ ბრწყინვალებაზე, როგორიც «ჭორჭილას წარღვნაა»*, ვარდივით «წმინდა» და მშვენიერი ქალიშვილი ნებისმიერს დააკარგვინებდა თავს, არც ვაჟი ყოფილა გამონაკლისი, ტანსაცმელი თვალსა და ხელს შუა ტანიდან გახადა და თეთრი გადასაფარებლის ქვეშ ორი აცახცახებული სხეული ერთმანეთს შეერწყა: «სრულყოფილება ხარ!..» — ყველაფერი წარმავალია, გარდა მსგავსი მოგონებებისა.
-თავს დაგპირდი სანამ იმ დღის ცოდვებს არ ჩამოვირეცხე, შენს ძებნას არ შევწყვეტ…-ვერ გაეგო ასე რას გაეშმაგებინა: «გრძნობას თუ ქალიშვილის სრულყოფილებას?!» აკი მთელი ცხოვრება სინანული გულს უღრღნიდა და ყოველ ღამე იმ შებღალულ «სრულყოფილებას» კარდაკარ დასდევდა, უფრო მეტიც ფიქრობდა უცნობი ქალიშვილზე მოგონებები იმიტომ არ ასვენებდა, რომ მასაც უნდოდა ეპოვა?
ბობ მარლი ამბობდა, არაფერია სრულყოფილი, არც მთვარე, რომელიც სავსეა ალაგ-ალაგი ღრმულებით, არც უკიდეგანო ზღვაა, სიღრმეში ბნელი და მარილიანი რომაა, არც უსასრულო ცაა, ხშირად შავი ღრუბლებით დაფარული, მაშ რამე რჩება სრულყოფილად?
მაშასადამე, გამოდის რომ ის ქალიშვილი სრულყოფილება არც შეიძლებოდა ყოფილიყო და მისი მოძებნაც შეუძლებელი იყო.

თავად ამაში ვერასდროს დარწმუნდებოდა! ის არსად ჩანდა…[right][/right]


[center]* * *[/center]
IV — 3 თებერვალი — 2011 წელი.
T.- Pov.

ქალაქის ცენტრში, ქალაქისთვის დამახასიათებელი გუგუნის ფონზე, თანამედროვეობის არქიტექტურული შედევრის, რომელიც ერთი შეხედვით უტოპიურ სანახაობას მოგაგონებდა, წინ გაჩერებული მანქანიდან ახალგაზრდა, მაღალი და ძალიან სიმპატიური ნაკვთებიანმა მამაკაცმა ფეხი გადმოდგა. შუბლზე ჩამოყრილი შავი თმა, გამჭოლი მზერა, ტანზე მოტკეცილი ნაცრისფერი შარვალ-კოსტიუმი და თეთრი პერანგი — უჩვეულო იერს სძენდა.
მამაკაცი სწრაფი ნაბიჯებით შეიჭრა შენობის შიგნით, დერეფნის გავლით უხმოდ გვერდი აუარა შეკრებილ კოლექტივს და მართკუთხა კაბინეტში ჩაიკეტა. მაგიდასთან სკამზე ჩამოჯდა, ხელში კალამი მოიმარჯვა, გუშინ დატოვებულ მიყრილ ფურცლებს მიუბრუნდა და ვიდრე სევდა ბოლომდე არ დაახრჩობდა უსუსურობის განცდებზე, ცხოვრებისგან დაქანცულობასა და ყოფიერების ცვალებად კლიმატით გადაღლილობაზე ჩანაწერების კეთება განაგრძო, ეს უკვე ჩვეულებად ქცეოდა, სამყაროსგან გარიყულს ყოველ დღე დედამიწის დუმილი ახშობდა, მერე გულს დაიამებდა: «ესეც გაივლის.»-ო. აკი კი არ სჯეროდა ამ სიტყვების ძალის.
-ასე არ უნდა ხდებოდეს…- დაცარიელებული სივრცე უემოციო გამომეტყველებას უქადდა და თითქოს გული დაწყდა. მის გარშემო აღარავინ დარჩენილა, ვინც ფიქრებში ჩაძირვისგან იხსნიდა, აი ასე ფიქრების უსასრულ მორევში ჩაიძირა, ისეთ ფიქრებში, რომლებიც თავიანთი მოულოდნელობით, გაფრთხილების გარეშე უსუსურების პიკის დროს იჭერდნენ და შინაგანად ანგრევდნენ.
-ყოველთვის ასეთი არ ვიყავი!..- ფანჯარას მიუახლოვდა, ფარდა გადასწია და პეიზაჟს დიდხანს უმზირა, თუმცა ვერ გაუძლო, გარეთ თოვდა და სამყარო კვლავინდებურად დუმდა. ისევ სკამი გამოსწია, ჩაეშვა და იმის ნაცვლად პროფესიონალიზმი შეენარჩუნებინა, საკუთარ თავი კიდევ ერთხელ დაიჭირა ფიქრებში. უკვე დაღლილს თვალები ფურცლებზე გაუშეშდა, ყბის ძვლები დაეჭიმა და თავბრუს ხვევის შეგრძნებაც დაეუფლა. არაპროგნოზირებად ქაოსს ხელის ტკივილიც დაემატა, გაშეშებულ ხელზე დაიხედა და მხოლოდ ახლა გაანალიზა, რომ პლასტმასის კალამისათვის ხელი ისე მოეჭირა, რომ ხელში მისი ნამსხვრევები შერჩენოდა, ზუსტად ისეთივე დანაწევრებული, დამცირებული, თუმცა საჭიროებისამებრ გაბედულად მებრძოლი, როგორიც მის სულში ადუღებული მოგონებები იყვნენ:
-ყოველ დღე, ყოველ ღამე…- თავზე გაბრაზებულმა წამოიყვირა, მარჯვენა ხელით უჯრა გამოაღო, ვისკის ჭიქა და ვისკის სანახევროდ სავსე ბოთლი ამოიღო, თავსახურს წამიერად ახადა, სასმელი ჩამოასხა და თვალის დაუხამხამებლად სასაში გადასანსლა. ჭიქას მთელი ძალით ჩააფრინდა და თვალს მომდგარ ემოციურობას მთელი ძალით სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იწვევდა. მალევე ჭიქა ტელეფონმა შეცვალა, გალერეაშია ფოტოებიდან იმ არამიწიერი სილამაზის პატრონის ქალიშვილის მასთან ერთად გადაღებული ფოტო გახსნა, ნაღვლიანმა ხელი აუსვა და კოცნის კვალი დატოვა ზედაპირზე, რადგან მხოლოდ ამით შეეძლო მისი მონატრების წყურვილის მოკვლა, მასთან ლაპარაკი და საყვედურების თქვა:
-დაიკო, მენატრები!..- სუნთქვა შეეკრა, იმ ქალიშვილის გარეშე საშინლად უჭირდება, მაგრამ ყველა გზა ადრე მოჭრილი ჰქონდა, თავში გაუსაძლისი ტკივილი ურტყამდა, თავზე ხელები მოიჭირა, ცდილობდა როგორმე მორეოდა, მაგრამ ტკივილი მის ძალას ერთი-ორად აღემატებოდა და უძლურსა და უსუსურს არ შეეძლო მასთან შეწინააღმდეგება.
-ბ-ნო კიმ, წიგნი გამოგიგზავნეს…- არ იცის რამდენ ხანს გაუგრძელდა ტრანსში ყოფნა, ვერც ის გაიგო კარზე როდის დაუკაკუნეს და როდის მოასწრო მდივნის სილუეტმა ოთახის შუაგულის გადაკვეთა, ფაქტია, ახალგაზრდა ქალს შეშფოთებულმა მზერა გაუსწორა, ნაღვლით გაიფიქრა: «მოფერებაც კი არ დამცალდა!», გაუცნობიერებლად ტელეფონი მაგიდაზე დააგდო. ყოველ დღე ასე ხდებოდა, მართალია დროს იხელთებდა ხოლმე, თუმცა ვიღაც მაინც უშლიდა ხელს, იქნებ ეს კარგიც იყო?! ოდნავ ტანით შებრუნდა, იდაყვებით ცრემლები შეიმშრალა, სიმწრით გაიღიმა, წიგნის გამოსართმევად ხელი წინ გასწია და ხმამაღლა დასძინა:
-გმადლობ, ვნახავ და რეცენზიას თავად გავუგზავნი ავტორს! — ქალმა თავაზიანად თავი დაუკრა და ოთახი დატოვა, ის კი ფეხზე წამოდგა და დაძაბული ჟესტით ჟალუზები წამოწია, თითქოს გაპარტახების, დამცირების, სინანულის ზღვარზე სურდა დახურულ კარ-ფანჯრის მიღმა ოთახში მიმდინარე პროცესებში ცხვირის კირკიტი ყველასთვის აეკრძალა, განმარტოებული ჩამოჯდა და წიგნის სათაურს ჩაუკირკიტდა:
-«მარტოობის დღიური…» — უგულოდ ნასროლი წიგნის სათაური ჰაერმა აიტაცა, უხილავი დინებით ოთახში დატრიალდა და ჩაშავებულ კედლებსაც მიაღწია. კედლებს ვაჟის გაშეშებულ სილუეტი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, ეტყობოდა წიგნის წაკითხვამდე თავიდანვე ანტიპათიით განეწყო, თუმცა რა ექნა, მოვალეობა იხმობდა და სხვა გზაც არ ჰქონდა: როგორც გამომცემლობის მთავარ რედაქტორს, ევალებოდა იმ წიგნების, ნოველების, მოთხრობების წაკითხვაც კი, რომლებიც მის კაბინეტამდე მიაღწევდა, წაეკითხა და მცირე რეცენზია დაეწერა.
ერთი ღრმად ამოიკვნესა და მთელი ყურადღება ხელნაწერზე გადაიტანა.
-რამდენი მსგავსებაა მათ შორის? —  წიგნის ზოგიერთი სიტყვას ემოციების ანარეკლისკენ მიჰყავდა იგი: ზოგჯერ სასიამოვნო, ზოგჯერ კი მწარესთან, ამ მხრივ განსაკუთრებული — 47 გვერდი და იქ საგულდაგულოდ დაწერილი აღმოჩნდა:

«ქალიშვილს მუსიკის მოსმენა მობეზრებამდე მჩვეოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად იყო, სახლში, თუ მის გარეთ, მგზნებარე ჰანგებს რთავდა და თითოეულ ნოტს მძაფრად აღიქვამდა, თავდავიწყებით გარშემო ვერაფერს გრძნობდა და რეალობის შეგრძნებას კარგავდა».[justify]


კვლავინდებურად იმ ფიქრებმა მიაკითხეს, რომლებსაც რამდენიმე საათის წინ მედგრად ებრძოდა, უსუსურს — გაპარტახებულს ტოვებდა, მისმა გუმანმა წიგნის მთავარ გმირსა და მის ტელეფონში შენახულ ფოტოზე ძლიერ რეტუშირებულ ქალიშვილს შორის მსგავსება იპოვა, იგი ყველგან იყო: წიგნებშიც და მის გონებაში, ყველაფერი მის თავს ახსენებდა და სამყაროსადმი სიძულვილს უახლებდა. წიგნის კითხვა აღარ განაგრძო და ხმაურიანად დახურა, ძალზედ ეზიზღებოდა ეს მსგავსება. ჯიბიდან სიტყვებით: «თეჰიონს კ.ს.ჰ — გან» ამოტვიფრული კალამი ამოიღო, რომელიც ოდესღაც მასვე ეჩუქნა და ეს ოდესღაც იმდენი ხნის წინ იყო, რომ კალამი კარგადაც აღარ წერდა, მაგრამ მისი ხელი ჯიუტად, ვიდრე სევდა ბოლომდე არ დაახრჩობდა, კალამში ჩარჩენილი მელნით განაგრძობდა სიტყვების გობელენის ქსოვას.
-ალინა, ჩემო…- საბოლოოდ, როგორც იმ ქალიშვილმა, კალამაც დააღალატა: მელნის უკანასკნელი წვეთი გადმოიღვარა და მისი ისტორიაც წარსულს ჩაჰბარდა. სულიერად დამძიმებულს სევდა შინაგანად ღრღნიდა. თავი მაგიდაზე გადაჯვარედინებულ ხელებს დაადო და ხმამაღლა აზლუქუნდა: «ჯანდაბას», გაბრაზება წიგნზე ჩაცალა, გამძვინვარებული ფეხზე წამოდგა, ცრემლები სწრაფად შეიმშრალა, დაძაბული ნაბიჯებით მიაღწია კარს, სახელურს მხეცურად ეცა, კარები გამოაღო და კუთხეში მჯდარი მდივნის მიმართულებით წიგნის ფურცლები ჰაერში ააფრიალა: «სანამ ასეთ ნაგავს მომიტან ხოლმე, გადაიკითხე…». ქალი თავის საქმეში გართულიყო და უფროსის ხმა არ გაუგონია, ხელმეორედ ძახილზე: «თვალით აღარ დამანახო», კომპიუტერს თავი მიანება, მუხლებზე, ოთხ თათზე დადგა, ძირს დაყრილი ფურცლების სათითაოდ ბოჭვა დაიწყო და თითქმის შეუმჩნეველი ხმით ჩაიბურტყუნა:
-მაგრამ ყველას მოეწონა…- კაცი აპირებდა ოთახში დაბრუნებულიყო, რომ ქალის ხმამ მისამდე მიაღწია, მისი დამძიმებული ნერვული სისტემა ბოლომდე გაიღრღნა, გაცეცხლებული ქალისკენ შებრუნდა, დაიხარა, მკლავებში უხეშად ჩააფრინდა, შეანჯღრია და უკვე გაგიჟებულმა მასზე ანთხია სიბრაზე:
-შენ ვინ ხარ რომ ასეთ რამის თქმას ბედავ?!..- ქალმა ძლივს მოახერხა ცრემლების შეკავება და მამაკაცის ზიზღიანი სახეს შიშით სავსე მზერა მიაპყრო, მის ცხოვრებაში პირველად იხილა ვაჟის ასეთი გაღიზიანებული სახე, ქვასავით გაშეშებული, წამწამებს გაუცნობიერებლად აფახურებდა და გახშირებული სუნთქავდა, ალბათ ფიქრებში თავის ბედს წყევლიდა.
კაცმა თვალებში ჩახედა, დადუმდა, მიხვდა საკუთარ დანაშაულს, ფეხზე წამოდგა, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ქალსაც დახმარებოდა წამოდგომაში და ბოდიში მოეხედა, მის თვალებს გაექცა და კაბინეტისკენ ურცხვად შებრუნდა. ოთახის კარის სახელურს ჩამოეკიდა, თუმცა მეგობრის ნაცნობ ხმაზე: «დაგეხმარებით…», ტანი ხმის პატრონისკენ შებრუნდა და დაბნეული მზერა გაუსწორა სცენას. ვაჟს იატაკისკენ წელი მოედრიკა, ქალს დარჩენილი ფურცლების აბოჭვაში ეხმარებოდა, წამოსაყენებლად ხელი გაეწოდებინა, ქალს სკამზე ჩაჯდომაში მიეხმარა და თავაზიანად წყლის ბოთლი მიაწოდა, შემდეგ კი მეგობარს მკლავებში ჩაეჭიდა, შიგ კაბინეტში შეათრია და უსაყვედურა:
-რა მოხდა გოგო ასე რომ აატირე?
-არაფერი, სიტყვების უაზრო ჯახაჯუხით გაძეძგილი ნაშრომი მოიტანა…-
თითქოს თავი დამნაშავედ იგრძნო, უხმოდ სკამზე ჩამოჯდა, თავი დახარა, თითები ერთმანეთში გაუყარა და ჩაფიქრებულმა აღმოხდა: «…და შემომეპასუხა…», კი გაუჭირდა სიტყვების თქმა, თუმცა სხვა გზა რა ჰქონდა, უნდა მოეტყუებინა, ან როგორ უნდა აეხსნა, რომ წიგნს სრულყოფილებად რამდენიმე ჩანაწერი აკლდა, თუმცა მისი ზიზღი მხოლოდ იმით იყო გამოწვეული, რომ მან ღრმად დალექილი მწარე მოგონებებს, რომლის დავიწყებასაც საგულდაგულოდ ცდილობდა, ნება დართეს გამარჯვება ეზეიმათ და მისი სხეულისთვის მტკივნეული მაზოლი მიეჭირათ.
-შენ ამბობ ასეთ რამეს წიგნზე? — ვაჟი თავზე წამოადგა და გაკვირვებისგან თვალებ გაფართოებულმა სიტყვები გაწელა, მის წინ სკამი გამოსწია, ჩაეშვა, ფეხები ერთმანეთს შეატყუპა, მეგობრის პოზიცია მიიღო: მაგიდისკენ ოდნავ გადახრილი ნიკაპი ხელებს დაეყრდნო და დაბნეულმა გაიმეორა:
-ამას ამბობს ის, რომელსაც ნაწარმოები, რომც არ მოგწონებოდა, მაინც ბეჭდავდა… იმიტომ გინდოდა მწერლებისთვის სტიმული მიგეცა და ბლა ბლა ბლა, ზოგჯერ შენიშვნებს აძლევდი და ისეთ რჩევებს აძლევდი, რომ საშინელებიდან საუკეთესო «bestseller’s» ტიტულს ღებულობდა…
-ხომ შეიძლება ადამიანი შეიცვალოს?
-შეიძლება, მაგრამ შენ უცვლელი ხარ…
-ვფიქრობ, სულელური ხაზი გასდევდა და არც წერის სტილიც ვარგოდა…
-ეს ძალზედ სუბიექტური აზრია, იქნებ ობიექტურად მიუდგე აღნიშნულ საკითხს…
-შეუძლებელია!
-მაშინ იმაზე იფიქრე, იმ მწერალმა რა დაგიშავა, ასე ხომ ოცნებს უკლავ?..
-სჯობს აქედან მოუსვა…-
გამბედავი მისი თავი წინადადების დამთავრებას ვერ ახერხებდა, როგორ ეტყობოდა, რომ მაგარ ბიჭობას აწვებოდა, მაგრამ ამ დროს დიდი ადამიანის სხეულში ამოფარებული ცალ-ტვინა ბავშვთან გვქონდა საქმე: მერე ვაჟის სიმწრიდან სიცილზე შეიშმუშნა, თავი უხერხულობისკენ მოიქექა, ეჭვის თვალით მოავლო მის წინ მჯდარ ადამიანის სახეს და წარბების შეჭმუხვნით, უფრო მეტი სერიოზულობა რომ მიენიჭებინა საქმისთვის განაგრძო: «შენს საქმეს მიხედო…», მაგიდაზე გაბრაზებულმა ხელები დაარტყა.
-კიმ თეჰიონ…-უხერხულად შეიშმუშნა, გაყუფული, თითქოს მხრებზე მეორე თავი ამოეზარდა, მძიმედ ფეხზე წამოდგა და უკვე აპირებდა ოთახში მარტოდ დაეტოვებინა, თუმცა გამბედაობა მოიკრიბა და მეგობარი დაუფარავი ზიზღით გაკიცხა: «ცუდად იქცევი!», ისიც თავის საქციელზე ერთხანს ღრმად ჩაფიქრდა და არაფერს აღარ ამჩნევდა მის გარშემო. ისიც ვერ გაიგო ვაჟი როდის გაიპარა კაბინეტის გარეთ, წიგნის მოკლე შინაარსზე მდივანი გამოკითხა, ოთახში ფურცელების შეკვრით ხელში დაბრუნდა და მაგიდაზე ფურცლები წინ ხმაურიანად დაუდო:
-სამსახურს და პირად ცხოვრებას ერთმანეთში ურევ!
-საიდან მოიტანე?
— ვაჟი გამოფხიზლდა და შეიცხადა.
-არავისთან ლაპარაკობ ხოლმე და სევდას იკლავ გულში და აი სადამდე მიგიყვანა სასოწარკვეთილებმა, სრულფასოვნების ძებნამ, უიმედობამ და სიცოცხლისადმი სიძულვილმა…-მაგიდას მიუახლოვდა, მისი ჯერ კიდევ გადაშლილი დღიური თავისკენ მიაჩოჩა და რამდენიმე მელნით გადაღაბნილ, გაქცეული ხელის მიერ დატოვებული კალმის კვალზე თითი გაასრიალა: «მთავარი გმირი მძულს, მას ჩემ მწვანე თვალებასთან მოეძებნება კავშირი… მოგონებათა ზღვა და სიცარიელე…», სულ არ იცოდა ვინ იყო ე.წ. «მწვანეთვალება», არც არასდროს ენახა და არც არასდროს სმენოდა მასზე, თუმცა იფიქრა კაცი წარსულში ჩატოვებულ მტკივნეულ სიყვარულს მისტიროდა.
-თეჰიონ…- ვერც კითხვების დასმას ბედავდა, თუმცა ცდილობდა მეგობრის სხეულში გაჩენილი ბზარის და სიცარიელის ამოვსებას.
-გთხოვ, წადი…- კაცმა ორად გადაშლილი დღიური ჩაკეცა, მუდარით შეჰღაღადა და კარისკენ მიუთითა.
-გემუდარები გრძნობებს ნუ აყვები…-ვაჟმა იცოდა ვერ შეძლებდა მისი დარდის ბოლომდე ამოძირკვას, ზურგი შეაქცია, ოთახის კარი ფრთხილად გააღო, შორიდან მიაძახა: «ჩვენი მეგობრობის ხათრით».
კაბინეტში მარტოდ დარჩენილი წელში მოიდრიკა და მეგობრის სიტყვებზე ჩაფიქრდა. გარშემო სიჩუმე ჩამოწვა. დრო მოლოდინის და იმედგაცრუების რეჟიმში უფერულდებოდა და ის კი თავის ამაოდ დასჯას განაგრძობდა:
-ალინა! — ფეხზე წამოდგა, ფანჯრიდან გადაიხედა, უკვე დაღამებულიყო, მთვარე სუსტ ჩრდილებს აყენებდა და აუფასურებდა სამყაროს მშვენებას, გაზაფხულის მომასწავლებელი სითბოს ნაცვლად ისეთი სამყაროს მხილველი გახლდა, რომელიც ნელა ილეოდა და ბოლოს მისგან მხოლოდ მტვერი და ნაცარი, ხო თითქმის არაფერი დარჩენოდა. თვალზე ბინდი გადაეკრა, ზოგჯერ მოგონებებს გაექცევი, მაგრამ მტვერში ჩაძირულს ისინი მაინც მოგაგნებენ, ჩაძირული ოცნებების სევდით ხმადაბლა წაიჩურჩულა:«დაველოდები და მის თვალებში იმედის ნაპერწკალმაც გამოანათა, მაგრამ გულმა მაშინვე იგრძნო, რომ ეს დაპირება მისივე გონების მონაჩმახი ილუზია უფრო იყო, ვიდრე რეალობა.

ელოდა, დიდხანს ელოდა, აგერ უკვე 4 წელია. კიდევ დაელოდებოდა!



პერსონაჟების სრული სახელი და მოკლე აღწერილობა"
J. — Jennie - ალინას მეგობარი, პოპ-ბენდის/ჯფუფის წევრი, დამწყები მომღერალი, რეპერი,კორეელი.
A. — Alina - თეჰიონის და, პოპ-ბენდის ჯფუფის უმცროსი წევრი/ დამწყები მომღერალი, ნახევრად კორეელი.
J. — Jaehyun - თეჰიონის მეგობარი, ალინას (კ.ს.ჰ-ს) სატრფო, კორეელი.
T. — Taehyung - ალიანას ძმა, ჯენის ყოფილი შეყვარებული, მწერალი, რედაქტორი, ნახევარ კორეელი


[/justify]



*ციტატა ამოღებულია მარიამ რაქვიაშვილის წიგნიდან - „ოცნებისა და რეალობის გზაჯვარედინზე", გვ. 9. წიგნის სრული ვერსია არის 4love.ge.

*ურუქის ლიტერატურული ტრადიცია, ნ.სამსონიას თარგმანი, „ენმერქარი და არათას ბატონი" - „ჭორჭილას წარღვნა" - სასოფლო- სამეურნეო დოვლათის აღმნიშვნელი პოეტური ტერმინი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent