ვინმე სხვა (თავი 5)
მთლიანი ღამე თეთრად გავატარე... ახლა ლექციაზე ვარ და თავს ვებრძვი რომ არ ჩამეძინოს. ლადოს ლექცია ისე ჩამესმის რომ თითქოს იავნანას მიმრერიდეს. მან შენიშნა რომ რაღაც რიგზე ვერ მქონდა... სწორედ ამიტომ დასრულების თანავე მომიახლოვდა და მორიდებით ჩამეძია თუ რაიმე პრობლემა ხომარ მაქვს?!. ლადო: ვხედავ და ვგრძნობ რომ რაღაც ვერ უნდა გქონდეს კარგად საქმე... თუ სურვილი გაქვს შეგიძლია მესაუბრო. ჩაწითლებული თვალებით შევხედე მას და შეკითხვაზე ვუპასუხე. :არაფერია ისეთი, ჯერ- ჯერობით მაგრამ თუ კი რაიმე მოხდება აუცილებლად გეტყვი და გკითხავ რჩევას. ლადო: როგორც გენებოს.... იცოდე რომ შეგიძლია ყოველ დროის მონაკვეთში შემეხმიანო. ლადოს ყურადღებამ გამაღიმა და მასაც გაუხარდა რომ შენიშნა ჩემს სახეზე ღიმილი და თავად მომღიმარმა ლოყაზე თითები შემახო.... მე კი ასე თბილად დავტოვე ადგილი. ვგრძნობ რომ რაღაც ხდება მის თავს... ნუთუ გამოჩნდა ვინმე ბედნიერი რომელიც მის გულსნდაეოატრონება?!... ეჰ რა იქნებოდა მე რომ ვყოფილიყავი ის ვინც შეძლებდა შეხებოდა მას თამამად. როდესაც საუბრობს, მიშტერდება მზერა მის ტკბილ და ლამაზ ტუჩებზე. თმა რომ სახეზე ჩამოუვარდება ხოლმე უეცრად, ტანში ჟრუანტელი ისე მივლის თითქოს ბუმბულის წონა გავხდები და ჰაერში ვიფრენ. ვგიჟრდები მის გამო ხედვაზე.... ღიმილის დროს მისი თვალები წააგავს ულამაზეს მთის მწვერვალებს. ზოგჯერ როდესაც კოპებს შეკრავს ვითომ და ხუმრობით მიბრაზდება... ამ დროს ის ალბათ ფიქრობს რომ მისი უფროსი ძმა ან უბრალოდ მესაიდუმლე ვარ მაგრამ ის არ იცის როგორ ვენები როდესაც მესაუბრება და გუკით იხსნება.. მინდა დავსტწცო ხელი, გულში ჩავიკრა და სულ მუდამ გვერდით მყავდეს... არ მინდა რომ დავკარგო.... იყოს ისე ყველაფერი როგორც არის. მე მუდამ მისი ერთგული მრჩეველი პროფესორი ვიქნები. სახლში გვიან მივედი. კარი შევაღე და გრძელი ქურთუკი შემოსასვლელში ჩამოვკიდე. უცბად მობილური ტელეფონის ხმა ვიგრძენი ჯიბეში... ამოღებისას დავხედე და შევბიშნე რომ შეტყობინება მომივიდა სალომესგან... ხელები ამიცახცახდა, სუნთქვა ამიჩქარდა.... იქვე სკამზე ჩამოვჯექი დანშეტყობინება გავხსენი სადაც ეწერა... სალომე***: დღეს ვერ გესაუბრე, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ახლა კი გადავწყვიტე რომ ყველაფერი გიამბო. მოკლედ ვინმე უცხო მიგზავნის ყვავილებს და საჩუქრებს, ყველა თაყვანისმცემელი გამოვკითხე მაგრამ ყველამ უარყო არ ვიცი როგორ მოვიქცე. ჩემო ძვირფასებო.... ვერც კი წარმოიდგენთ იმ წუთს რა განვიცადე... მუცლიდან რაღაც უჩვეულო ტკივილი ავიდა და გული საგრძნობლად უხეშად მიცემდა.... ხელები ისე მიცახცახებს რომ ტელეფონი ხელიდან გამივარდა. მას კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. ჯანდაბა... ამას მირჩ ვნია რომ გათხოვილი იყოს.. ის მაინც მეცოდინება ვინ არის მის გვერდით და ვინ განიცდის იმ ბედნიერებას რაც მე მაკლია მისგან. ახლა რა ვუპასუხო?.. რა უნდა ვუთხრა თავად არ ვიცი. როგორ მინდა რომ სადმე გადავიკარგოთ ორთავე და მხოლოდ ჩვენ ორმა განვაგრძოთ ცხოვრება. სადმე შორს უკაცრიელ კუნძულზე. დიდ ხნიანი მღელვარების შემდგომ გადავწყვიტე გავუგზავნო შეტყობინება. მართალია არ ვიცი რა უნდა ვუპასუხო მაგრამ ვცდილობ რაიმე დავალაგო და ისე გავუგზავნო შეტყოვინება. ***: არცკი ვიცი რა უნდა გითხრა სალი... ერტადერთი რისი თქმაც შემიძლია ის არის რომ არასერიოზულად ავრიქვამ მის საქციელს, რადგან იმის გამბედაობა არ აქვს რომ პირადად გამოჩნდეს და დაგენახოს. სალი***: ალბათ მართალი ხარ არ ვიცი... მე იფრინოს მაინტერესებს თუ ვინ არის?!.. მხოლოდ ეს კითხვა მაწუხებს. დრო ვიხელთე და მის გამოგზავნილ შეტყობინებას, გადავწყვიტე რომ ფრთხილად ჩავწვდე და ჩემთვის სასარგებლო ინფორმაცია მოვიპოვო. ***: ისე სალი რომ გაიგო ვინ გაუგზავნის რას მოიმოქმედებ?... სალომე***: მაგაზე არ მიფიქრია... ჰმ... იქნებ მომეწონოს კიდეც თუ სიმპათიური იქნება და თან კარგი მამაკაცური ტვისებებით. მაგრამ არ ვფიქრობ რომ ახლა სასიყვარულო ურთიერთობის დრო მაქვს.... ჯერ 23 წლის ვარ და მსურს რომ ახალგაზრდობა კარგად გამოვიყენო. გულიდან არ ამომდის ეს საშინელი შეგრძნება .. გონებიდან კი ის რომ შესაძლებელია ვინმემ მისი გული დაიპყროს... ისე გამიტაცა ნეგატიურმა.ფიქრებმ რომ გადავწყვიტე მიმეწერა.... თითქოს თავს შეუძლოდ ვგრძნობ და მოგვიანებით მივწერ მაგრამ არა!... ეს ოხერი არ შემიზლია. მირჩევნია ვინმე სხვაზე მომწეროს და მეკონტაქტის, ვიდრე ვიწვებმარტოდნსაწოლზე და მასზე ფიქრი მტანჯავდეს. შევეფუე კვლავ სიტუაციას და განვაგრძე შეტყოვბნების გზავნილი. ***: იცოდე რომ თუკი დაგჭირდება სენს გვერდით მიგულე. სალომე***: ვიცი ჩემო ძვირფასო და ვაფასებ შენს ასეთ თბილ დამოკიდებულებას ჩემდამი. ძალიან მიყვარხარ... ფაქტიურად ჩემს ძმად გთვლი და მსურს რომ ცხოვრებაში ისეთი ქალი იპოვნო ვინც შენი ღირსი იქნება. ვკითხულობ მის გამოგზავნილ შეტყობინებას და გული ძალიან მწყდება რადგან თავს მის ოთახის სათამაშო დათუნიად ვთვლი, რომელსაც მოწყენის დროს ეხუტება ხოლმე. ასე და ამ გვარად... არც კი ვიცი როდემდე მეყოფა ნებისყოფა რომ ერთ დღესაც არ ავდგე და პირდაპირ არ ვუთხრა ყველაფერი... ოჰ რამდენჯერ წარმომიდგენია ეს სცენა... ვდგები სარკის წინ და წარმოვიდგენ რომ.მას ვესაუბრები. :ახლა.მომისმენე სალომე.... მე არც შენი მეგობარი ვარ და მითუმეტეს არც ძმა!... მე შენ მიყვარხარ და ამიერიდან გვერდიდან არ მოგშორდები!... ჩვენ აუცილებლად ვიქორწინებთ და მუდამ ერთად ვიქნებით!... ეჰ რა კარგია ოცნება არა?!... რა იქნება რომ მოვიკრიბე გამბედაობა და ეს ყველაფერი რეალურად ვუთხრა მას?! მაგრამ ეს ძალზედ სახიფათოა ლადო.... ამან შეიძლება დააფრთხოს ჩემი პრინცესა და სამუდამოდ დავკარგო.. შეიზლება კიარა უდაოდ ასე მოხდება, ამიტომ სჯობს რასაც ვგრძნობ გულში გავაკეთო და განვაგრძო მასთან მეგობრობა. საღამო ხანია.. წამოვწექი და წიგნის კითხვიტ ვარ გართული, რა დროსაც ჩემი მობილური ტელეფონის ხმა გაისმა. შევწყვიტე კითხვა და ტელეფონს დავხედე.... რაღაც უცხო ნომრიდან ხორციელდება ზარი... რა გავაკეთო?.... ცოტახნით ვიყიყმანებ მაგრამმიქმებ ვინ რეკავს?!... მგონი სჯობს რომ ვუპასუხო მაგრამმიქმებ ვინმე მანიაკის და თავი საფრთხეში ჩაიგდო? ან იქნებ სულაც ნინია?! ის ხომ გამუდმებით იცვლის ნომრებს... დიდ ხნიანი მარჩიელობის შემდგომ ვუპასუხე ზარს, მორიდებით, ნაზად მაგრამ თავდაჯერებულად. :გისმენთ?!, უკაცრავად ვინ ბრძანდებით ამოირეთ ხმა!.... ცოტა ხნით სიჩუმე სუფევდა, შემდეგ კი ისეთი ბოხი ხმით მიპასუხა რომ შევძრუწუნდი. :შენ მე არ მიცნობ მაგრამ მე გიცნობ. :კი მაგრამ საიდან?... ესეიგი თქვენ მიგზავნით ამ ყველაფერს?.... :ეგ ყველაფერი არ არის... შენ უფრო მეტს იმსახურებ და მიიღებ კიდეც. როგორც იქნა ვიპოვნე და ახლა უკან არ დაიხევ. :კი მაგრამ შეგიძლიათ თქვენი სახელი მითხრათ, ან საიდან მიცნობთ?... : შეგიზლია უსახო მომმართო. ხოლო რაც შეეხება საიდან გიცნობ?!, მაგას პირადად მოგახსენებ, თუ კი ხვალ შემხვდები. : მე, თქვეენ?... რა სისულელეა!.. არანაირად არ მაქვს სურვილი თქვენტან შეხვედრის!... :ხვალ საღამოს 6 საათზე, შენი სასწავლებლის მოპირდაპირე მხარეს რომ კაფეა, მანდ დაგელოდები.... მოდი თუ გაინტერესებს ვინ ვარ და საიდან გიცნობ?!... მხოლოდ პირადად გეტყვი... თუ არა და არჩევანი შენზეა. :კი მაგრამ..... ალიო.... ჯანდაბა ისე გამითიშა რომ პასუხის გაცემა არ მაცადა. ეს მაკლდა ახლა სწორედ... რა გავაკეთო ახლა როგორ მოვიქცე?!.. არა ამას ვერავის ვეტყვი. სჯობს რომ თავად მოვაგვარო ეს საქმე, აუცილებლად მივალ და გავიგებ ვინ ოხერია და რა სურს ჩემგან რომ ამირია დღეები... მაგას ვუჩვენებ სეირს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.