შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული ოცნების სევდა


12-09-2025, 12:23
ავტორი Nino Bitsadze
ნანახია 45

საათის მოკლე ისარი 6-ს გადასცდა და ხმაურიანად ჩამოკრა. ამასთანავე, მარგალისფრად მოელვარე მზეც დაუპატიჟებლად შეიჭრა ახალგაზრდა ქალის ოთახში. მან ახალი დღის იმედებითა და მისწრაფებებით პირველ სხივზევე ლოგინიდან თავი ამოწია და ახლად ამოსული მზე ღიმილით შეათვალიერა. ის რბილად ანათებდა ქალაქის ქუჩებს და თან ქალიშვილის სხეულში ენერგიის მოზღვავებას უწყობდა ხელს. ეტყობოდა მის სხეულზედაც მოქმედებდა ახალი დღის სიწმინდე და გუშინდელი ტკივილი უკვალოდ ქრებოდა, ისე თითქოს არც არასდროს არსებულა.
ფანჯარასთან დადგა, ხარბად შეისუნთქა გარედან მომავალი ნელი ნიავი. სიო სახეში ელამუნებოდა და სხეულში სისხლის ყოველ წვეთს კი არა, ყოველ ორგანოს გრძნობდა: გულის შეკუმშვას და ვენების ფეთქვას. ასე დიდხანს ჰორიზონტს გასცქეროდა - ცაში მზის მარგალისფერი ბზინვარებას და თვალს ვერ წყვეტდა. ბოლოს რაღაც ეზმანა და თვალებში უცნაური ნაპერწკალი ჩაუდგა. თითქოს ისეთ რამეს მიაგნო, რასაც დიდხანს ეძიებდა და მიზნის გასაზრახად ფანჯარას მოშორდა, ოთახის კედელზე მიყუდებული, ხის სტრუქტურის დაყრდნობით, ალბათ ახლად ნაყიდი, გიტარა ხელში აიღო, ასკინკილით სამუშაო მაგიდასთან მიიჭრა, გუნების შესაბამისად გიტარის სიმებზე ფრთხილად და მსუბუქად ექსპერიმენტულად რამდენჯერმე ჩამოკრა და აკორდები ლამაზი ხმით დაამშვენა, მერმე უჯრიდან ბლოკნოტი ამოიღო, შუა გვერდზე გადაშალა და იქ დახაზულ სანოტო სისტემაზე ნოტებს ზემოდან წვრილად გადააწერა სიტყვები, უფრო სწორად გადააჯღაბნა, მისი კალიგრაფიის აღთქმა საკმაოდ სჭირდა და ამიტომ ნაწერზე მეტად ჯღაბნას უფრო მოგაგონებდა, მიუხედავად ამისა, წვალების შემდეგ რამდენიმე მოჯადოებულ სიტყვას გაარჩევდი და გესიამოვნებოდა: "우리의 네모 칸은 bloom, 엄지손가락으로 장미꽃을 피워, 향기에 취할 것 같아 우, 오직 둘만의 비밀의 정원" (IU - "Blueming"), თუმცა ესეც იმიტომ რომ მთელი გრძნობით შიგადაშიგ ღიღინებდა.
ქალიშვილი თავის საქმიანობაში იმდენად იყო გართული, რომ ვერც კი შეამჩნია ოთახში შემოსული მეგობრის სიტყვები, რომელმაც საუზმის მომზადება ამცნო. მასაც მოუხდა ნაბიჯები მისკენ გადაედგა, ოდნავ მიახლოებოდა, მხრებზე მწვანე ვენებით დატოტვილი ხელი დაედო და ჩაეძახა: "დედამიწა იძახებს ალინას", თუმცა ვიდრე ამას იზავდა ფურცლებზე მისი მიჩვეული თვალისთვის, მარტივად აღსათქმელმა და გასაგებმა სიტყვებმა თვალი მოჭრა და დარდიმანდული ღიმილით შეხედა ქალიშვილს.
-შემაშინე...-მეოცნებეს გამომეტყველება მოშორდა და წამებში უფიქრალ-უგონებელი გახდა.
-რას წერ?
-სიმღერას...-ძალზედ მოკლედ მოუჭრა, გიტარა გვერდზე გადადო ძველი ტყავით შეკრული ბლოკნოტი სწრაფად დახურა, რომელსაც გარედან ხელით ეწერა: "To my beloved Jennie", სულ დაავიწყდა, რომ ბლოკნოტს მეგობრისთვის ამზადებდა და მისთვის ჰქონდა საგულდაგულად შენახული და ვერც "ჭყინტას" სისწრაფის უნარი გაითვალისწინა, თვალი რომ მოკრა თავის სახელს, თვალები ვარსკლავებით აუციმციმდა და ლეკვივით აცქუმუტებულმა და ცნობის წადილით შეპყრობილმა ბლოკნოტის დამალვა არ აცადა, ერთმანეთის მიყოლებით გადაშალა გვერდები და სულ უცნობი სიმღერის ტექსტები თვალწინ დაუდგა, სულ სხვადასხვა თარიღების: 2009, 2010, 2011, 2012 -ს ქვეშ, რომ იწონებდნენ თავს და თან ეს თარიღები იმდენად ძველი გახლდათ, რომ ზოგი ფურცელი სიძველისგან გაყვითლებული ცასავით შეჭმუჭვნილიყო, ზოგან კი ცისფერი მელანი ნაწილობრივ გამქრალიყო. განსაკუთრებით პირველ, ისტორიის დასაწყისის აღმნიშვნელ გვერდზე, ჩაწერილ ტექსტს დააშტერდა, მის სახეზე მწველმა ცრემლებმა იჩინეს თავი, ამას ამდენ ხანს უმალავდა, თუ აქამდე გულს სიამე ავსევდა, ახლა თითქოს სრულიად უმიზეზოდ მოსვენება დაკარგა და წარსულის დანაკლისზე ამოიხრა:
"You and me got a whole lot of history (oh), We could be the greatest team that the world has ever seen, You and me got a whole lot of history (oh), So don't let it go, we can make some more, We can live forever" ("one direction")...- სიმღერის ტექსტი ზუსტად იმ დროით იყო დათარიღებული, როცა ჯერ კიდევ ქალიშვილი ჭყინტათვის საყვარელ "ალინა" - ს ფსევდონიმს ეფარებოდა და არა ახლა უცნობ და შეუსაბამო "სოჰიონისაც". თვალწინ ერთმანეთის მიყოლებით გაულვევა დიდმა სცენამ, შემზარავმა მელამის შუქმა, მონდომებულ სახიანი ადამიანებით გადაჭედილი დარბაზმა, აპლოდისმენტების ხმამ, ხმამაღალმა შეძახილებმა, ვარსკვლავებით გაკაშკაშებული სცენაზე მდგარმა სილუეტებმა, სიამაყისგან გამოწვეული ბედნიერების მომასწავებელი ღიმილითურთ და კიდევ მრავალი სხვით ე.ი ის ყველაფერი, რაც წარსულს ჩაჰბარებოდა და აღარ დაბრუნდებოდა. კი ამ ყველაფერს შეგუებული იყო, თუმცა მაინც ფიქრებში უეცარი წარსულის ღელვა გამოეპარა, მხრები აუცახცახა და უგულოდ, დაუნდობლად ტუჩის უპეები აპრიხა.
-იყო დრო უცხო ადამიანებს დახარბულ მედიდურ თვალს არ ვწყვეტდი, მეგონა ყველა ჩემით იყო შეპყრობილი, ყველას თვალები ჩემზე იყო და მინდოდა მათთვის მეგრძნობინებინა, მე მათ ვხედავდი, თუმცა მწარედ ვცდებოდი, ეს ჩემი გონების მიერ მონაჩხმახი ილუზია იყო, ხალხს ჩემზე მეტი საქმე ჰქონდა და...-ქალიშვილის სიტყვებზე გამოფხილზდა, თავისუფალი ხელით თლილი მოსიფრო-მოლურჯო ვენებიანი მაჯა დაიჭირა და თავს აიძულა გრძნობებს მორეოდა. ქალიშვილმა თითქოს ფიქრებზე პასუხი გასცა: "ჩემამდე მომსვლელი არავინ იყო და ჩემი არავის ესმოდა, შენ გარდა...", აღელვებულად განაგრძო, მეგობარს ბლოკნოტი ხელიდან გამოართვა და ბლოკნოტი ზუსტად იქ დააბრუნდა, საიდან ამოიღო და კლიტე გადაკეტა. მან ხომ კარგად იცოდა, რომ ჭყინტა მისი წარსულის დანაკლის მისტიროდა და არა თავისაც. გარშემო ერთხანს უცნაური სიჩუმე ჩამოსწოლოდა და რაღაც ავის მომასწაველი, სახეზე თალხისფერი გადაკვროდა და უჯრის კარს ტკივილიან მზერას არ აშორებდა, მიუხედავად იმისა რომ სურდა ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, მხოლოდ ტკივილსა და იმედგაცრუებას გრძნობდა, რომელსაც სიცარიელე მოჰქონდა ადამიანში, ხოლო ამ შეგრძნების დავიწყება რთულია, რამდენადაც და რაც არ უნდა ეცადო.
-იყო დრო სიხარულით ჩავეჭიდე ერთ ოცნებას, თუმცა ბოლოს მოხვდი, რომ ძალძედ დამქანცა რამდენიმე წლის განმავლობაში ფუჭი, სულელური, რეალობას მოწყვეტილი ოცნების დევამ, რასაც სასოწარმკვეთი წარუმატებლობა სდევდა თან, ბოლოს როცა წამოვედი ეს ბლოკნოტი ვიყიდე, რომ ჩვენი მეგობრობის სახელზე რაღაც გქონოდა ჩემგან... იცი, რომ სიმღერებს არასდროს ვასრულებ, თუმცა როცა დავამთავრებ აუცილებლად მოგცემ...-საუბარი კი განაგრძო, თუმცა ვაი ამ სიტყვებს, სიტყვები იმდენად მძიმე, სევდიანი და სუსხიანი იყო, რომ ჰაერს ტკივილით მიაპობდა.
-ეს უბრალოდ გულწფერლი გრძნობებია შენ მიმართ... არც იმას ვნანობ, რომ ახალმა სახეებმა ჩამანაცვლეს და არც იმას, რომ უბრალოდ წაშლილი სახელად შემოვრჩი ძველ, დაგლეჯილ ალბომზე... ერთადერთი, რასაც ვინანებ შენთან განშორებაა...- მეგობარმა პასუხი არ გასცა, შინაგან ტკივილს, სიცივეს სხეულში და სულში ამოვსებულ სიცარიელეს მტკიცედ მოეკიდა, ცრემლები სახიდან მოწმინდა, ჩვეულებისამებრ ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა. ქალიშვილმა ნდობით შუბლი გულზე მიადო და თვალები მშვიდად დახუჭა, მხოლოდ მისი გულისცემა: მშვიდი, თანაბარი, ნუგეშისმომცემი გმირავდა სიჩუმეს, ცხადია, იმ მომენტში ერთი სიტყვაც არ იყო საჭირო, ყველაფერი უკვე ნათქვამი იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent