შე'მიყვარდი (2)
_როგორ ბრძანდებით _და ეს ხმა უჩვეულოდ სასიამოვნო . თვალების დახუჭვა და უბრალოდ მოსმენა უნდოდა ეს იყო პირველი წამიერი შეგრძნება _გმადლობ... თავად ?_ირგვლივ ექთნები ჰყავდა და მხოლოდ მადლობასთან შეჩერდა სხვა ვერაფერს ეტყოდა . დახურული კარი ბარათით გააღო და ერთად შევიდნენ განყოფილებაში. _გმადლობთ , შანსისთვის ... _კარი დაიჭირა , ქალბატონები შეატარა და შემდეგ გაჰყვა გვერდით სოფიოს _მე არ ვაპირებდი დამხმარეს აყვანას. ოფიციალური სტაჟიც არ მაქვს და ხელფასზეც ვერაფერს გეტყვი _ზუსტად იცოდა უსმენდნენ და ამიტომ საქმეზე საუბრით დაიწყო _მუშაობა მჭირდება მხოლოდ და პრაქტიკული ნაწილის ათვისება ისეთი ადამიანისგან ვინც კონკურენტს არ დაინახავს ჩემში და მასწავლის ისეთ ნიუანსებს რომლებსაც ლექტორები ვერ მასწავლიდნენ _დროს როგორ გადაანაწილებ... მე ყოველ დღე ვმუშაობ კვირის გარდა და კვირასაც თუ მძიმე პაციენტი მყავს ან ვწერ ვინმეს მოვდივარ . რა თქმა უნდა აჩრდილივით სულ თან ვერ გამომყვები ,მაგრამ სასურველია ვიცოდეთ როდის შეძლებ კლინიკაში ყოფნას _გამოცდების დროს გავალ მხოლოდ და წინასწარ გაგაფრთხილებთ _რომელ კურსზე ხარ _ 3 საგანი მაქვს დარჩენილი... _და რამდენი ხნის წინ უნდა გქონდეს დასრულებული?_ უკმაყოფილო სახე ჰქონდა,ვერ იტანდა სტუდენტებს ჩარჩენილი საგნებით და ზედაპირულად უყურებდა იმ დროს ყიფიანს _ორი წლის წინ ... _არ ვიცი მე რას სწავლობ უნივერსიტეტში და რა გახსოვს იქედან. ხელოსნები არ მჭირდება გვერდით,ექთნებიც არ მყავს წიგნისგან შორს მყოფი. თეორიულ მასალასაც გაიმეორებ ,თუ თავიდან ისწავლი ლიტერატურა შემიძლია მოგაწოდო ან გირჩიო მასალები ... იმედია ინგლისური იცი, რუსული მაინც _ვიცი ორივე _ მდუმარედ ითმენდა სოფოს უხეშ ტონს . დერეფანი კი საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა ექიმის კაბინეტამდე _ორ განყოფილებაში ვმუშაობ და პლუს ამბულატორიულ პაციენტებს ვიღებ. თუ ეცდები ისწავლი როგორც ამბულატორიული პაციენტების მართვას,ნეფროლოგიას,თერაპიის მთელ კურსს. თუ უშუალოდ ჩემი პაციენტი არ იქნება მაინც,განყოფილებაში მყოფ ნებისმიერ პაციენტის ისტორიაზე გექნება წვდომა მე დაველაპარაკები სხვა ექიმებსაც. ნუ რა თქმა უნდა შენ მკურნალობაში არ ჩაერევი და შენ ფუნქციებს არ გადაამეტებ. ერთ თვეში ყველაფერს ვერ შეეჩვევი და ვერ შეითვისებ ,მაგრამ ვნახოთ რა გამოვა _ უკვე კართან იყვნენ გასაღები მოარგო საკეტს და სანამ ოთახში შევიდოდა ექთნებს გახედა _ ჩემთან შემოსვლის გარეშე არავინ შევიდეს,გაფრთხილებთ! _როგორც გვიბრძანებთ ქალბატონო სოფიოო _როგორც ხედავ ხასიათით ზოგიერთი ზედმეტადაც ლაღია სამსახურთან შეუსაბამო _ ისე კორექტულად დაახასიათა თავადაც გაეღიმა _დაჯექი ,გთხოვ _ სკამზე ანიშნა,ფანჯარა გააღო ღრმად ჩაისუნთქა დილის გრილი ჰაერი _ ჯერ კიდევ თავი მტკივა და წონასწორობის დარღვევის შეგრძნება მაქვს _ თავდახრილმა თქვა,ფანჯრის რაფას ეყრდნობოდა ხელებით _სითხე მიიღეთ დღის განმავლობაში გაივლის _ასეთი რჩევები საიდან ... ნარკოლოგიას სწავლობდი კარგად? _ვსწავლობდი ,მაგრამ მსგავსი პრაქტიკული დეტალები მხოლოდ პრაქტიკიდან მოდის _ ისე მშვიდად უთხრა თითქოს საამაყო იყო რამე . სოფიო კი მთელი ტანით შებრუნდა და პირდაპირ მზერა გაუსწორა _ახლა რას მოიხმარ ,გულწრფელად მითხარი _ყავას და იმ ტკბილეულს, რომელიც მიყვარს _სერიოზულად. მე შენთვის ჭკუის სასწავლებლად არ მცალია ,არც გასაკიცხად ,მე უნდა ვიცოდე რას _შემიძლია ნარკოლოგიურიდან ცნობა მოგიტანოთ თუ არ გჯერათ სხვა ვერაფერს გავაკეთებ ... ბევრჯერ არ მიყვარს გამეორება და სიტყვებით რაიმეს მტკიცება _ანუ თინეიჯერობის ამბებია? იმ დროინდელი ქუჩურ გარჩევებში რომ იყავი აქტიურად ჩართული და დაჭრილს ჭრილობას გიკერავდი... უშნოდ დაგრჩა ნაკერი ? _გადაწყვიტა რომ სჯეროდა და თუ სჯეროდა კითხვას მეორედ აღარადროს იმეორებდა. _ცუდია ეგ მომენტი რომ გახსოვთ და თან კარგია რომ გახსოვართ _ უცნაურად გაეღიმა. უხდებაო გაეფიქრა ხაჭვანს_ ტატუთი არ დამიფარავს , რჩევა არ გავითვალისწინე ... ვერც მოვუარე და საკმაოდ რთულად შემიხორცდა, მაგრაამ იარები წარსულის შეცდომებს გვახსენებს და გაქრობა არცაა საჭირო ალბათ. _ეგეთი მრავალი გქონდა მე რაც დავინახე და რაც ვერ დავინახე ... პაციენტები ხშირად გაგაღიზიანებენ,გაგაბრაზებენ,შეურაცხყოფას მოგაყენებენ კიდეც და უსამართლოებიც არიან ხოლმე ბევრი უბრალოდ გიჟია ,ზოგის ზრდელი. აქ არიან ყოფილი პატიმრები,მოქმედი პატომარიც გვყავს . ბადრაგებს დაჰყავთ და საკმაოდ აგრესიულიცაა ხოლმე თუ ისე არ ხდება ყველაფერი როგორც მას სურს ... აქ სიმართლის მტკიცებას თავისი ჩარჩოები აქვს და ზოგჯერ ზოგთან საერთოდ თავი უნდა შეიკავო. პირველი რაც უნდა ისწავლო არის მოთმინება და არგაბრაზება. თუ გაბრაზდი ეს ბრაზი აგირევს როგორც სულს ასევე მთელ დღეს ,შეიძლება სხვა პაციენტები დააზარალო და საბოლოოდ იმ ერთმა პაციენტმა შეგიქმნას სრული ქაოსი. მეც ვიყავი ოდესღაც დამწყები და მე რომ ხასიათი მაქვს ისეთი ალბათ არავის ,მაგრამ თავმოყვარეობის აღქმაც სხვანაირი უნდა გქონდეს აქ,ექიმის ხალათით. სხვების წინაშე არ უნდა დაეცე და ისე არ აჰყვე არცერთ პროვოკაციას ბოლოს სასეირო სიტუაცია შექმნა . პირველი და მთავარი თხოვნაც და მოთხოვნაც ეს არის _ახლა რომ დაგპირდეთ აზრი აქვს?დრო და სიტუაციები გვიჩვენებს ჩემ მეტამორფოზას იმ ბიჭიდან,პირველად რომ ნახეთ ამ კაცამდე ,რომელსაც გუნდის წევრად მიიღებთ _საოცრად მშვიდი იყო და დარწმუნებული საკუთარ თავში . დაჯერებას გაიძულებდა. _და წუხელ ვინ სცემე _ წამით შეხედა მის დაწითლებულ მტევანს და მიხვდა მუშტი ვიღაცის ყბას იყო მრავალჯერადად მოხვედრილი _მე რომ მიმიყვანე ბინაში მერე დაბრუნდი და სცემე? _ საკუთარი აზრი წამსვე გააჟღერა და შეშფოთება ვერ დამალა _სათადარიგო კარის გასაღები იმედია იპოვნეთ... ფეხსაწმენდის ქვეშ დავტოვე _დუდა უნდა ვიცოდე მე უნდა გადავუხადო სამაგიერო რომ გამოვფხიზლდები თუ მოგვარებულია _ კითხვა ისე დაუსვა იფიქრა აუცილებლად მიპასუხებსო_მე კონფლიქტს მხოლოდ პაციენტებთან ვკრძალავ. ისე ანგარიშსწორება ზოგჯერ გარდაუვალი აუცილებლობაა _ნახატი შეგინახავთ და ალბათ ამიტომ გახსოვართ _ კედელზე ჰქონდა ჩარჩოში ჩასმული საკუთარი პორტრეტი დუდას ინიციალებით_ მგონი მას შემდეგ აღარც დამიხატავს ისე განვითარდა ჩემი ცხოვრება ,მუზა ვერ ვიპოვნე _მართლა შენ დახატე თუ სხვას დაახატინე _სხვას როგორ დავახატინებდი ... _ფოტოთი ... აბა შენც როგორ _მახსოვდით _ დუდა წლებს გულისხმობდა,სოფიომ ნახატის შექმნამდე საათებად მიიჩნია _არ მეუბნები ,მაგრამ გავიგებ სიმართლეს _კახამ რომ გაიგოს მთელ მის ოჯახს გადაეკიდება ... თქვენ პირადად მითუმეტეს არ უნდა შეხვდეთ ,აღარასდროს. უბრალოდ ჩათვალეთ რომ მოგვარებულია და დასრულებული _შენ არ გადაგეკიდება? _მე იის? _ ისე გაეცინა ის ბიჭი რომ იცინოდა ალბათ საქმის გარჩევების დროს _ თქვენ არ იდარდოთ ... პაციენტების ხმა ისმის მგონი უნდა დავიწყოთ სამუშაო დღე _ დერეფნიდან მართლაც შედიოდა საუბრის ხმა _ გასახდელში ადგილები არ არის,ექთნებს დაკავებული აქვთ ყველა კარადა ამიტომ შეგიძლია აქ გამოიცვალო . თავისუფალი ადგილი არის ჩემ კარადაში და შენი ნივთებისთვის გამოიყენე. ეს უჯრაც ცარიელია _ მეორე კარადაც აჩვენა და მართლაც დაასრულა დიალოგი_ მე გავალ და მერე გამოდი. გაგაცნობ გუნდის ნაწილს _ კაბინეტში დატოვა და გავიდა. ბიჭიც მალევე მიჰყვა უკან,მუქი ლურჯი ფორმა ეცვა და ყურადღებას იქცევდა საკუთარი გარეგნობით. ექთნებსა და მორიგე ექიმებს გააცნო როგორც უმცროსი ექიმი და მაშინვე შეუდგა სწავლებას _ჰემოდიალიზის პროცესის გაგეგება რაიმე თუ მხოლოდ მნიშვნელობა და ვიკიპედიაში მოცემული განმარტებით იცი _მხოლოდ თეორიული ნაწილი ... _კარგი ... ექთნებს ვეტყვი და თავისუფალ დროს გასწავლიან თუ აქ იქნები. სჯობს მანიპულაციიდან დაიწყო და არ იუკადრისო ექთნის საქმის კეთება , მხოლოდ ლაპარაკი და რამდენიმე წამლის დასახელების ცოდნა არ არის ექიმობა . შემდეგი ორი საათი პაციენტებს იღებდა,აცნობდა მხოლოდ სახელით და ანამნეზის შეკრების საშუალებას აძლევდა ბიჭს. უსმენდა და აკვირდებოდა მის კომუნიკაციას პაციენტებთან. მოსწონდა ყიფიანის საუბრის მანერა , არც ისეთი სულელი ჩანდა როგორიც ეგონა. პარალელურად ასწავლიდა გარკვეულ ნიუანსებს, ჩანაწერებს და დოკუმენტაციას უჩვენებდა. პირველი ნაწილი რომ დაასრულა შემდეგ განყოფილება შეიცვალა და თერაპიაში შემოვლა დაიწყო ექიმებთან ერთად. ისე გახდა 12 საათი წუთით არ დაუსვენია. იმ რამდენიმე საათში მიაწოდა უამრავი ინფორმაცია,გააცნო ყველას ვინც კი იმ დღეს იყო კლინიკაში და ბოლოს სადილზე დაპატიჟა _რას შეჭამ ? დიდად გემრიელი არ არის აქაური კერძები ,მაგრამ მშიერ ყოფნას სჯობს მითუმეტეს შენთვის,სწავლების პროცესში და შეუჩვეველ რეჟიმში . ენერგია გჭირდება და ეცადე არასდროს დაგავიწყდეს ჭამა თორემ ისეთი რეჟიმი გვაქვს თვითონ შეიძლება გახდე ავად _ ორივესთვის შეუკვეთა დუდას მიაწოდა და სანამ ბიჭს ხელები ჰქონდა დაკავებული თავად გადაიხადა . _მე გადავიხდი... _წვრილმანებზე ნუ დამაკარგვინებ დროს გთხოვ... მეზიზღება მსგავს სულელურ რაღაცებზე კამათი თანაც შენთან საუზმით ვალში ვარ ,გემრიელი წვნიანი იყო . ექიმობა თუ არ გამოგივიდა მზარეულობა სცადე _ისეთი შეგრძნება რატომ მაქვს,რომ განაჩენი უკვე გამოტანილი გაქვთ ჩემთვის და დარწმუნებული ხართ,რომ არ გამომივა _დარწმუნებული არასდროს არაფერში ვარ... ცხოვრებამ ექიმობის განმავლობაში კიდევ ერთი გაკვეთილი ჩამიტარა ,რომ შეუძლებელი არაფერია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს . იქნებ ექიმობაზე უკეთ მზარეულობა გამოგივიდეს ახლა ძალიან პოპულარული სფერი გახდა თან უფრო შემოსავლიანიც შეიძლება იყოს და უფრო სასიამოვნოც _მამაჩემის რესტორანმა მისი დაჭერის შემდეგ მხოლოდ 1 წელი გაძლო ... მეგობარს ჩააბარა , რომელმაც თავი ვერ გაართვა და ბოლოს კარი დიდი ბოქლომით ჩაიკეტა. მზარეულობა რომ დავიწყო სიგიჟე იქნება , პირდაპირ მამის შემარცხვენელი გამოვალ რომელმაც მისი ბიზნესის გაკოტრება დაუშვა _საერთოდ არ ვიცოდი მამაშენს რა ბიზნესი ჰქონდა ... არც ის ვიცი როდის და რის გამო დაიჭირეს . ძალიან ცუდი თუ მამის ბიზნესის გადარჩენა შეგეძლო და გაკოტრება დაუშვი რაღაც ამოჩემების გამო _ამოჩემება არ არის ... ჩემი არჩევანია და ჩემ ცხოვრებას მშობლების დაკისრებული მოვალეობებით და მხრებზე დადებული ტვირთით არ შევცვლი. _თუნდაც არ გამოგივიდეს მაინც ? _ყველამ თავისი ცხოვრება უნდა იცხოვროს და არა სხვისი ცხოვრების აჩრდილად იქცეს _რატომ გადაწყვიტე მაინცადამაინც ექიმობა და არა მხატვრობა,მზარეულობა _ჰობი ბევრი მქონდა ხატვის და კერძების მზადების გარდა _ მაგიდასთან ისხდნენ უკვე სალათი რომ გასინჯა და გაეცინა _ სხვა დროს გავითვალისწინებ აქაურ უგემო გემოებს და ალტერნატიულ საშუალებას გამოვნახავ კვებისთვის. _ასეთი ცუდიც არ არის ... გამოვიძახებდი ,მაგრამ იქ ჭამა დისკომფორტულია ,ხმაურიანი ექთნები მყავს და თან დროში გაწელილია. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა ზუსტად იმ დროს მოვიდაპაციენტი და ბოლოს დამრჩა გაციებული კერძები . კვებისა და ძილის რეჟიმის მოწესრიგებას ურჩევ ყველას და შენ თავად გაგიჭირდება იზრუნო რომელიმე მათგანზე _გამოსავლის პოვნა სულ შეიძლება კვების შემთხვევაში და ძილი მორიგეობაზეა დამოკიდებული. თქვენ 24 საათიან მორიგეობებსაც იღებთ? _იშვიათად ,თუ ვერ პოულობენ მორგეს ვინმე ავად ხდება ან ყველას შვებულება უნდა ამ შემთხვევაში ... შენ თუ გენდომება რომელიმე ჭკვიან ექიმთან ერთად დაგტოვებ _მართლა არასდროს ისვენებთ? _ღამე... სახლში როცა ვარ მძინავს _და ეგ საკმარისია ? _დასვენება,გართობა, შეყვარებულებთან პაემნები, ოჯჯახისწევრებთან , ცოლ_შვილთან დროის გატარება თუ გინდა სწორად უნდა აირჩიო ზუსტად რა გინდა. ვერ გეტყვი რომელი ექიმი არის თავისუფალი,მაგრამ თერაპიული სფეროები აკონტროლებენ დროს. თუ წარმატებული და ცნობოლი ექიმი ხარ იმდენი პაციენტი გეყოლება და იმდენ ადგილას მოგიწევს მუშაობა მაინც ვერ მოახერხებ დროის მენეჯმენტს. ანესთეზიოლოგ_რეანიმატოლოგები მორიგეობებს იღებენ მაგრამ იმდენად დაბალია შემოსავალი ბევრი მორიგეობის შესრულება მოგიწევს მაინც და აზრი არ აქვს . _ანუ ლაბირინთია _ანუ საკუთარი თავი დაივიწყე და ადამიანების გადარჩენაზე იფიქრე და თან იცოდე რომ ყველას ვერ გადაარჩენ ,ვერ უშველი,ვერ განკურნავ ,მაგრამ ფიქრი და დრო არცერთს უნდა მოაკლო ,რესურსი არცერთთან დაინანო უბრალოდ ბოლოს ვის რა ბედი ელის მაინც ღმერთმა იცის და შენ ღმერთი არ ხარ. _ალბათ ახლაც გახსოვთ პირველი დაკარგული პაციენტი _ბორის მანჯგალაძე იყო ასეთი კაცი მრავალი ქრონიკული დაავადებით , სეფსისით , დიაბეტური ტერფით რომელზე ოპერაციაც ახალი გაკეთებული ჰქონდა და ინფექცია წავიდა საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე. ორმხრივი პნევმონია,ჰიდროთორაქსი, გულის უკმარისობა,სუნთქვის უკმარისობა. მორიგე ვიყავი თერაპიაში იმ ღამით კრიტიკულად მძიმე რომ გახდა,რეანიმატოლოგმა დღეს ვერ ავიყვან ასეთი მძიმე იყო სულო მითხრა და დამიტოვა . მთელი ღამე იმ პალატიდან არ გამოვსულვარ , ყველაფერი გავაკეთე ბოლოს წნევა რომ აღარ ესინჯებოდა და გული გააჩერა რეანიმატოლოგის ჩამოსვლამდე მე დაავიწყე გულის არაპირდაპირი მასაჟი , მაგრამ უშედეგო გამოვიდა ყველაფერი. 23 წლის ვიყავი მაშინ ... ვიტირე მახსოვს და ის ცრემლები არ მავიწყდება მგონი _ იმ წამსაც აემღვრა თვალები _ ისიც უნდა გაითვალისწინო რომ შენზე არაა მხოლოდ დაამოკიდებული და დიდი ჯაჭვია რომელსაც ვერ გააკონტროლებ ექთნები, სხვა ექიმები , სანიტრებიც კი ,რომლებმაც ჯვარედინი ინფექციაშეიძლება გაავრცელონ განყოფილებაში. ასეთი შემთხვევაც მქონდა კოვიდის ტალღების გავლის შემდეგ. იშვიათად რომ ჩნდებოდა პალატა აურჩიეს არასწორად . ყველა გაფრთხილებული მყავდა პნევმონია სუნთქვის უკმარისობით პაციენტი არ მოათავსოთ სხვა დიაგნოზების მქონესთან. ამათ ადგილი არ ჰქონდათ და 10 კაციან პალატაში დამიწვინეს კაცი რომელიც ხველისგან იხრჩობოდა. ოთხი დღის შემდეგ მთელი განყოფილების გაჩერება მომიხდა და დამრჩა დაინფიცორებული ექთნები ,15 პაციენტი ...აქედან 2 დამძიმებული რეანიმაციაში. _ყველაფრის კონტროლიც შეუძლებელია _წამალს რომ ნიშნავ უნდა გადაამოწმო გაკეთდდა თუ არ. მორიგე ექიმს რომ აბარებ პაციენტებს უნდა დარწმუნდე,რომ გაიაზრა ყველას დიაგნოზი და დანიშნულება უნდა აკონტროლო მუდმივად ...ანალიზები თან ისე უნდა დანიშნო რომ უფროსობა არ გაგიჟდეს და თან ისე რომ ინფორმაციული იყოს. ყველა წამალი არ გაქვს,რაც გაქვს ის უნდა გამოიყენო ... დაწერილი კანონი რომელიც ყველა ერთი დიაგნოზის მქონე პაციენთზე ერთნაირად გავრცელდება არ არსებობს. ყველა ბოლოს მაინც ინდივიდუალური პაციენტია .ჰემოდიალიზში განსაკუთრებული ნიუანსებია რომლეებზეც ნელ_ნელა მოგახსენებ და მერე შენც მიხვდები ...თუ დარჩები და თვითონ არ გაიქცევი _ჭამასთან ერთად საუბარი საერთოდ არ მიყვარს,მაგრამ აშკარად არ იქნება სხვა გზა _დრო არაა ეს გახსოვდეს სულ...მიუხედავად იმისა რომ თერაპიაა და არა ურგენტული ქირურგია,ან ემერჯენსი დროარ გაქვს. ნებისმიერ წამს შეიძლება დაგიმძიმდეს ერთი შეხედვით სტაბილური პაციენტი ჰემოდიალიზში განსაკუთრებით,რომელიც ამბულატოროულად ითვლება და ფაქტობრივად ცარიელი ხელებით რჩები . სულ უნდა ელოდო სისხლს _ასე ნუ მიყურებთ... სისხლის შიში არ მაქვს _ვიცი ,მახსოვს ... ფაქტობრივად არ გიჭამია _უგემურია და უხარისხოდ მომზადებული _უფლისწულის ხასიათი ვერ წაგართვა ეკონომიურმა რყევებმა? _არაფერ შუაშია უბრალოდ საკუთარ კუჭს და ორგანიზმს ვცემ პატივს_არ მოეწონა სოფიას ირონია,მაგრამ მეტს ვერაფერს ეტყოდა _წავიდეთ ... მირეკავენ უკვე კაბინეტთან პაციენტი მელოდება იმ დღის ბოლოს დუდა დაქანცული იყო ფიზიკურადაც და გონებრივადაც. ყველაფერი მოხდა თითქოს რაც კი რამ შეიძლებოდა. სოფია საქმის პარალელურად ელაპარაკებოდა და ბოლოს მაინც ენერგიულად გამოიყურებოდა. საერთოდ არ ეტყობოდა წინა ღამის ამბები და მუშაობის ყოველდღიური რეჟიმი. _სად დაგტოვო ? ადრე სადაც ცხოვრობდი ისევ იქ ხართ ? _მელოდებიან არ შეწუხდეთ ... _აჰ ,კარგი მაშინ ხვალამდე . ისევ შვიდზე ,არ დაგავიწყდეს _ხვალაც თქვენ ხართ მორიგე ? _როცა არ ვიქნები რა გგონია რომელზე მოხვალ _ გაეცინა , დაღლილობას ამჩნევდა და ხალისობდა _განყოფილება იწყებს შვიდზე _ათის ნახევარზე არასდროს მოდიხართ? _მეღვიძება ექვსზე და ვინაიდან საწოლის მეორე მხარეს არავინაა ვინც შემაჩერებს მოვდივარ . შენ შეგიძლია ათის ნახევრიდან იმუშაო ხოლმე , მართლა ხომ არ შეგიწირავთ ამ ახალგაზრდა ბიჭს _ მიაბიჯებდა და თან მანქანას უყურებდა . მალევე გადმოვიდა იქედან კიტა ნავერიანი და სოფიასკენ დაიძრა _ როგორ ხართ ძვირფასო სოფია ? _კიტაა ... როდის დაბრუნდი. რა სიურპრიზია _ისე ფართოდ გაუღიმა,ისე შეიცვალა დუდას ეჭვიანობისგან გასცრა მთელს სხეულში _ დედიკოც აქეთაა? როგორ მომენატრეე ღმერთოო რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი _ ეხვეოდა და ისე ლაპარაკობდა. კიტამ მხარზე რომ აკოცა უკვე ცეცხლი ეკიდა დუდას. _მარტო ვარ ჯერ ... რომ ჩამოვიყვან გესტუმრებით ან მოგიპატიჟებით. შენ არ იცვლები ხომ? როგორიც დაგტოვე ისეთივე ხარ _ ოდნავ მოშორდა და სახეზე მოეფერა _ ულამაზესი _აჭარბებ...ისეთი დაქანცული ვარ. დუდას საიდან იცნობ ? _შენთან თუ დაიწყო მუშაობა არ უთქვამს... რომ მივწერე მხოლოდ მისამართი მითხრა _არ ვიცოდი თუ იცნობდით _ერთ სკოლაში დავდიოდით და სიგიჟემდე მიყვარდა _ნუ ამბობ _მეთქი ეგრე რამდენჯერ უნდა გითხრა კიტა ? _ მხარზე მსუბუქად დაარტყა ხელი და ისევ ჩახუტა _ღმერთო რა კარგი დრო იყო და როგორ მენატრება ხოლმე _შევიკრიბოთ ერთ დღეს ... _ლიკუნას მისწერე და ის დააორგანიზებს _არაა საქართველოში რას დააორგანიზებს...შენ კლინიკის მიღმა არ ცხოვრობ ? _სად წავიდა _იტალიაში ცხოვრობს ქმართან ერთად... შემხვდა სრულიად შემთხვევით _არ არსებობს _არსებობს... შენღა დარჩი მგონი სხვა ყველა ქორწინებაშია _ღმერთი იფარავს ჯერ _ჯერობით იმ ჩემ საბედოს თუ როგორ მეუბნებოდი? _ზუსტად... წამო რა ჩვენთან ერთად. ვივახშმოთ ჩემთან მერე როდის მოვიცლი ან შენ როდის გამოხვალ ამ საავადმყოფოდან _საშინლად დაღლილი ვარ მართლა _მითუმეტეს... წამო ,ნუ მაწყენინებ ბოლოს და ბოლოს ჩვენი სიყვარულის ხათრით _კიტაა იცოდე შეყვარებულთან შეგარცხვენ _კიარ გმალავ სოფია...იცოდეს ყველამ ბავშვობიდანვე როგორი კარგი გემოვნება მქონდა და მერე მაინც მასზე შევაჩერე არჩევანი _არსებობს ის ვიღაც ვისაც ამას ვეტყვით ? _როგორ არ იარსებებს აბა ასე ცალად ხომ არ ვიქნები სულ... _რა საინტერესო ყოფილა ორი უჟმურის ერთად ნახვა ... ხვდები რომ ლაპარაკიც შეუძლიათ და სიცილიც უბრალოდ შენ არ გწყალობენ _ ვერ მოითმინა _შია ბავშვს თუ მივდივართ დროულად წავიდეთ თორემ მისი ცარიელი კუჭის ცოდვა არ მომასვენებს დღეს. შესვენების საშუალება არ მივეცი ... _ახლობლობა შენთან არ ჭრის? _შენი ხათრითა და დიდი სიყვარულით ცოოტას შევუმსუბუქებ ხვალიდან საქმეებს _კახას თხოვნით მიმიღო უფრო ახლობელი ვინ ჰყავს ,გატყუებს ... ხვალ ალბათ უარესს მიმზადებს _მანქანის კარი უკან გაუღო . სოფიოსაც არ უთქვამს წინ დავჯდებიო და ასე აღმოჩნდნენ ბოლოს ორივენი უკან . ის ფაქტი რომ გზაში საუბრის დროც არ დაკარგა და საკუთარი მანქანით არ წავიდა აგიჟებდა,მაგრამ მცირედი უპირატესობა ის იყო კიტას ნაცვლად მის გვერდით რომ იჯდა. _შენ ასე მარტივად თუ იღლები სჯობს დანებდე _სიტყვა დანებებას არ ცნობს და ტყუილად ცდილობ ... _საიდან ვიცნობო რა მითხარი? _ჩვენი ოჯახები მეგობრობენ ... მამამისი ჩემი უფროსი მეგობარია მე მისი _"ჩემ თვალწინ გაიზარდა" ამბავია? თუ "მე გამოვზარდე" _არც ჩემი გამოზრდა სჭირდებოდა და არც იმდენად დიდები ვართ მე და შენ მასზე ბიძის ინსტიქტი რომ მქონდეს ... ძმაკაცია ჩემი ,სანდო და საიმედო კაცი ,რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვთხოვ ექიმობა არ გინდა_თქო და ისიც არ დამიჯერა _კიტასგან სხვა პასუხს არც ელოდა, მაგრამ მაინც ნერვები ეშლებოდა მათ დუეტზე. _ერთ დღეში დასკვნა ვერ მექნება,მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ გეტყვი ტყუილად ოცნებობდა თუ გამოუვა რაც ასე ძალიან უნდა ... ექიმობას მხოლოდ სწავლა არ სჭირდება,შინაგანად უნდა იყო _ორივე აფანატებთ ამ პროფესიაზე და მე მძულს საავადმყოფოები _არც უნდა გიყვარდეს... მთელი ცხოვრება ექიმებისგან შორს ყოფნას გისურვებ. რესტორანში ისხდნენ უკვე თინა გვიჩიანი რომ გამოჩნდა. _საღამომშვიდობისა ... _დღეს მხოლოდ დუდას არ გაგაცნობ ... ჩემი ბავშვობის მეგობარი სოფიო ხაჭვანი. ეს კი თინა გვიჩიანია ჩემი კომპანიის სული და გული _მე კი ვიფიქრე კომპანიის კი არა შენი სული და გული იყო _ამოაცლის სულს და გულს გოგა გვიჩიანი _ დუდამ თქვა და თინას ხელზე აკოცა _სასიამოვნოა შენი გაცნობა ,ბევრი მსმენია ბევრისგან _მეც ბევრი მსმენია და მიხარია ,რომ გაგიცანი ... _ჩემი სული და გული შენს მერე მგონი შეუხებელი დარჩა _როგორ ? _ თინამ თავი ვერ შეიკავა და ზედმეტად აჟიტირებულ უფროსს მიუბრუნდა _ ყოფილ შეყვარებულს მაცნობთ ბატონო კიტა? კომპანიაში როგორი ქვის სახით ხართ და თურმე მიმიკებიც გაგაჩნიათ _დამაფრენდზონა და რა მექნა თორემ შენი ასაკის შვილები გვეყოლებოდა ახლა მე და სოფიას _ მხარზე ჩამოვარდნილი კაბის სახელო ისე ნაზად გაუსწორა და ისე თბილად გაუღიმა სოფიოსაც გაუთბა გული _ხუმრობს უბრალოდ... სინამდვილეში არასდროს ვყვარებივარ როგორც ქალი. სულ მეგობრები ვიყავით ,მაგრამ ჩემ თაყვანისმცემლებს ვიგერიებდი ამ ტყუილით და ისიც არ უარყოფდა. სამწუხაროდ რომ წავიდა მერე ხშირი კომუნიკაცია აღარ გვქონდა,მაგრამ ბავშვობის მეგობარი მაინც შეუცვლელია _დავბრუნდი და როგორც ყოველთვის ახლაც,სულ შენ გვერდით შეგიძლია მიგულო _ჩემ გვერდით ვინც მომიჩინა კახამ მგონი ისიც მკმარა ... წუხელ გადამარჩინა და ვალშიც ვარ თორემ ერთ დღესაც არ ვაპირებდი მის დატოვებას _ არ მოეწონა ასე მშვიდად რომ მოუყვა წინა ღამის ამბავი . თან ხომ იცოდა კიტას არ უყვარდა როგორც ქალი,მაგრამ მაინც ეჭვიანობას ვერ ერეოდა. _იმიტომ სცემე წუხელ ის ნაბ.ჭვარი ძლივს რომ მოგაშორეთ სამმა კაცმა? რატომ არ მითხარი _უმიზეზოდ რომ არ ვცემდი არ იცოდი? _რომ ვიცოდი აღარ ჩაგეძიე ,მაგრამ რომ გეთქვა რა მოხდებოდა _მისი საიდუმლო იყო ჩემი არ ! _რა ხასიათზე ხარ ... რა გაკეთებინა ასეთი. სუდნოებით გარბენინა? _არა , სრული სერიოზულობით მოვეკიდე მისთვის სწავლებას... უბრალოდ ნახა ყველაფერი რაც ხდება დღის განმავლობაში. _ქალბატონი სოფიოა ზედმეტად ენერგიული ან შენმა ნახვამ გააბედნიერა იმდენად,რომ ახალი ძალით დაიმუხტა_ კერძს აგემოვნებდა,თეფშს დაჰყურებდა და მერე უკვე ღვინოც დააყოლა . კიტაც ჩაცინება არ გამორჩენია ,მაგრამ დააიგნორა _გამოდის ჩვენი უფროსების დესპოტიზმი გვქონია საერთო მე და შენ დუდა _უკაცრავად?მე რა დაგავალეთ ისეთი...სრული თავისუფლება გაქვს _უჩემოდ რატომ შეხვდი ახალაძესო ვინ ღრიალებდა გუშინ _რაც მოხდა შეხვედრაზე წინასწარ ხომ არ ვიცოდი და იმიტომ ხომ არ უნდა დაგეჯერებინა,რომ შენზე მეტი მაქვს გამოცდილება და _ასაკს მოაქვს ალბათ ... თუ მოვაღწევ ორმოც წლამდე ალბათ მეც მექნება გარკვეული გამოცდილება _აგიჟებდა გვიჩიანი ისე რომ თავის ნაზ და მშვიდ საუბარს არ ივიწყებდა _ ორმოცამდე რომ მივალ ჩემი თანამშრომელი ალბათ აღარ იქნები და წარმოდგენა არ მექნება შენი პროფესიონალიზმის შესახებ _არ ვარ ჯერო უნდოდა ეთქვა,მაგრამ სხვაგვარად მიაწოდა ინფორმაცია _საინტერესოა შენი ასაკის ახალგაზრდას როგორ უგებს ... მგონი მხოლოდ ჩემთან აქვს პრობლემები _რა მინდოდა რას მოვდიოდი ახალაძე რომ შეგაგდებდა თავისი სახლის რომელიმე ოთახში უნდა დალოდებოდი გოგა რას გააკეთებდა. იმ სახლს ჰაერში აწევდა და შენ ალბათ ციხეკოშკში პატომრობას მოგისჯიდა რომ გაეგო იქ მიხვედი. ისე ხომ არ ვუთხრა ... _არ გაბედო და არ მოუყვე! _წამში იქცა პეპლიდან არწივად და ეს მეტამორფოზა ყველასთვის ცხადი იყო _მამამ არ უნდა იცოდეს მისი შვილი რომ საფრთხეში იყო? _დარწმუნებული თუ ხარ რომ გინდა გოგამ ყველაფერი იცოდეს რაც ჩვენ შორისაა კი ბატონო ... მეც მექნება რამე მოსაყოლი ,რამე დესპოტი უფროსის მემუარებიდან _ ბოლოს დააყოლა უხერხული შინაარსი რომ არ ჰქონოდა მის სიტყვებს და მერე ისევ დუდას და სოფიას გახედა _თქვენ რამდენი ხანია რაც ერთად მუშაობთ? _ჯერ მხოლოდ ერთი დღეა ... დუდას ყველაფერი წინ აქვს. შენი პოზიცია რა არის? კიტას თანაშემწე ხარ? _როგორ გეკადრებათ მე მდივნად მსგავსი ხასიათის მქონე ნებიერა გოგონები არ ამყავს _მდივნად არ პირდაპირ გენერალურ დირექტორად _უკაცრავად? _ჰარვარდის კურსდამთავრებულია და არც ისეთი პატარაა ასაკით როგორც გამოიყურება . სკოლის მოსწავლეს კი ჰგავს ,მაგრამ 25 წლისაა და ფენომენალურად ნიჭიერია , შესაშურად შრომისმოყვარეც და მიზანდასახულიც. ხანდახან მეც კი მიკვირს იმდენად არ შეუძლია გეგმაზე უარის თქმა . უბრალოდ ადამიანის მოსმენა არ შეუძლია და უაზროდ ჯიუტია ... უხახვოა _ უცებ უთხრა და თეფში მისკენ მისწია _ გემრიელია _ღმერთოო ჩემო _ სოფიოს ღიმილიანი სახე და ჩუმად ნათქვამი სიტყვები დუდამ გაიგო და დაინახა. საოცრად მოსწონდა მისი ეს სახე,სხვისი ბედნიერებით გაბედნიერებული_მოხიბლული ვარ თინა ,ძვირფასო შენი რეზიუმით ... კიტა შეგიძლია მაშვლებსაც აჩვენო _ეგ რა არის? _აი ვიღაცას რომ გირიგებენ და კითხულობენ როგორი გოგოაო კიტა შეგაქებს ... სივია ოღონდ სასიძოს ოჯახში წარსადგენი _სასურველი გენერალური დირექტორია თორემ სასურველი სარძლოა ქართული ოჯახისთვის_თქო ეგ არსად მითქვამს და ვერც ვიტყვი. ვერავის მოვატყუებ ხომ იცი სიმართლის მოყვარული კაცი ვარ _მთავარია ვინმე შენზე შეყვარებულმა ქალმა მე არ მკითხოს შენზე თორემ მე ვისაც მოვწონვარ იმას გადაწონება უჭირს ყოველთვის _ეგ მეტყველებს იმაზე თუ რა კატეგორია ხალხს მოსწონხარ ... ბაგა_ბაღი. კიდევ კარგადაა გოგა _ანუ რას ამბობ რომ ისეთი შვილი ვარ ცუდად უნდა იყოს? _იმედია ჩვენც კონფლიქტის ამ დონემდე არ მივალთ _ სოფიომ უთხრა ჩუმად _იმედია მივალთ სიყვარულის ამ დონემდე _ გაიფიქრა ყიფიანმა _კიტა გახსოვს ჩხეტია და მანაგაძე ? _მახსოვს...რისი თქმა გინდა მაგით ? _მესამე შვილი ჰყავთ უკვე ... ერთ_ერთის ნათლია ვარ და ხშირად ვხვდებით ხოლმე . დღემდე კატა_თაგვივით არიან ,მაგრამ ვაფრენ მათ წყვილზე _ჩხეტიაზე დალაგებული და მშვიდი ცხოვრების მქონე კაცს იცნობ შენ ვინმეს ? _თინას მამასაც არ ჰქონია მშვიდი წარსული,მაგრამ როგორც ვიცი ერთი ცოლი ჰყავს და ერთი სიყვარული წლებია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.