შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნება თუ გრძნობა


14-09-2025, 12:41
ავტორი sakuna
ნანახია 89

ადამიანებს ყოველთვის იმაზე მეტი სჭირდებათ ვიდრე აქვთ.
მეტი ემოცია
მეტი გრძნობა
მეტი ვნება
მეტი ცეცხლი
მეტი სიყვარული…

მე ჩავაბარე.
მე ჩავაბარე.
მე ჩავაბარე.
სტუდენტი ვარ და ვგრძნობ , რომ რაღაც იცვლება. სახლში ვარ ,ჩემს ცხოვრებაში სამ უმნიშვნელოვანეს ადამიანს ველაპარაკები და თან ნაქირავებ სახლს ვაჩვენებ. უკვე მენატრებიან , ვიცი, მათ გარეშე გამიჭირდება . მეორე მხრივ ძალიან მიზიდავს სიახლებიის განცდის ჟინი და თავით ბოლომდე ვეშვები თბილისურ თავგადასავლებში.
კურსელები ჩატიდან გავიცანი. მათთან დაახლოება არ გამჭირვებია. ვიგებ რომ უნივერსიტეტში ფეხბურთია. მეც , რა თქმა უნდა , ამ შესაძლებლობას ხელიდან არ ვუშვებ და ვთანხმდები. დილა ცუდად იწყება. ამდენ აბურდულ გზებზე ვერ ვახერხებ გავიგო რომელ ავტობუსში ჩავჯდე რომ დანიშნულების ადგილას სწორად მივიდე. ერთსაათიანი ბოდიალის შემდეგ კურსელებს ქოშინით ვეგებები და მათთან ერთად შევდივარ მოედანზე. შემოსასვლელთან მანქანას ვამჩნევ , პირი ღია მრჩება, რადგან ძალიან მომწონს და ვფიქრობ რომ ეს მოხუცი კაცის საკუთრება იქნება , ამ აზრს კურსელებთანაც ვაჟღერებ და სიცილით თანხმობას ვიღებ. სკამებზე ვჯდებით. უნივერსიტეტის პარკთან ვზივართ და დანარჩენ კურსელებს ველოდებით . თასმა მეხსნება , ვიხრები რომ შევიკრა , ლიზი მანჯღრევს და მეუბნება რომ ავიხედო, მეც უკმაყოფილო სახით ვიხედები და ჯანდაბა…. ვხედავ , აპოლონს ვხედავ. თითქოს წიგნიდან გამოსული პერსონაჟია. მაღალია, ქარიზმატული . ისეთი როგორზეც ვოცნებობ. მიყურებს , ვუყურებ. მის გამჭოლ მზერას მზერითვე ვხვდები. თვალს არ მაცილებს , ვალში არც მე ვრჩები. ფეხბურთს სულ არ ვუყურებ, ჩემს თვალთახედვაში ის არის მოხვედრილი და მზერით ვბურღავ. მის ყოველ მოძრაობას ვაკვირდები და ვხვდები, რომ ძალიან მიზიდავს. ჩვენება სრულდება, მე კი რამდენიმე კურსელთან ერთად გზას მივუყვები. ის მანქანა გვიახლოვდება, რომელიც უნივერსიტეტში მისვლისას ვნახე. ნელა მოიწევს ჩვენკენ, გვისწორდება და ჯანდაბა. ისევ მისი მზერა , წამიერი თვალის კონტაქტი და ადგილს მთელი სისწრაფით წყდება. პირგაღებული, კმაყოფილი ზეიმობს ჩემი შინაგანი ქალღმერთი, რომ მანქანაზე არა ბებერი მილიონერი, არამედ ის ზის .
სახლში მივდივარ საწოლზე გულაღმა ვწვები და ვიღიმი. შტერივით . მერე წარმოვიდგენ მარი როგორ გამლანძღავდა აქ რო იყოს და ისტერიკულად ვიცინი. ტელეფონს ვწვდები და ეგრევე ძებნას ვიწყებ. ეს ხომ ჩემი საქმეა. და არისს , მე ის ვიპოვე. ოჰ, არანაკლებ სიმპატიური ძმა ჰყავს. ანდრო, ანდრო ადეიშვილი . ჯანდაბა, ბატონო ანდრი , რა სიმპატიურია ღმერთო. მის გვერდზე გადავდივარ და ვათვალიერებ. მინდა დავაფოლოვო, ჩემი შინაგანი ქალღმერთი ბედნიერი და კმაყოფილია თავისი მიღწევით , თუმცა ეგო და მარი შორიდანაც მკარნახობს რომ ასე უცებ არ მივახტე. ვეღარ ვითმენ, ტელეფონს საწოლზე ვაგდებ და ბედნიერიბისგან მეც მის გზას მივყვები. ემოციებით გათანგულს მალევე მეძინება. თენდება, დრო იწელება. მის გვერდზე უკვე ვეღარც ვითვლი მერამდენედ გადავდივარ.
საღამოს საბას ვხვდები , ვსაუბრობთ და ვერთობით. ვეღარ ვითმენ და ვაფოლოვებ. ჯანდაბა, მარიმ რომ იცოდეს მაგრად გამლანძღავდა, თუმცა რაღა დროს მარია . CARPE DIEM !!!
ჩემი შინაგანი ქალღმერთი სიხარულისგან დახტის , როდესაც ის მალევე მიმატებს . ჯანდაბა ახლა რა ვქნა. საბას ვემშვიდობები სახლში ავდივარ. ის არ მწერს , მეც არ ვწერ. დარტყმულს იდეა მიჩნდება. ქლოუსებში საჩქაროდ ვამატებ და მისი მანქანის ფოტოს ვტვირთავ.
მალევე მირეფლებს : “ხაფანგია” . ჯანდაბა კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. ჩემი შინაგანი ქალღმერთი სიხარულისგან ათასფერად იშლება. ვფიქრობ რა მივწერო და პასუხს საჩქაროდ ვკრეფ.
“მგონი გავები”
“თან ძალიან ღრმად”
ვკივი, მუცელში მწველი ლავა მეღვრება, ვგრძნობ, რომ ახალ თავგადასავლაში თავით ვეფლობი და მე ეს ძალიან მომწონს.
ორი დღე შეტყობინებებით შემოიფარგლება.
მე და ჩემი ძმა პარკში ვართ. ესემესის ხმა მესმის. ვხსნი, ანდრიას ესემესი მხვდება. მეუბნება , რომ გამოვიდე . მე ვთავაზობ პარკში მოვიდეს და თან ჩემს ძმას გავაცნობ. ის უარზეა, ჯერ ჩემი გაცნობა სურს. ჯანდაბა, ვიბნევი, თუმცა მაინც ვთანხმდები. მე მის მანქანაში, ააააა.
გოგოებს ამაზე რომ მოვუყვები გაგიჟდებიან. ნეტავ სად წამიყვანს. მეა ,მოკეტე! ისევ შეტყობინება მომდის. “ნახევარ საათში გამოვალ”
მანამდე სახლში ავდივარ. დედას ვარწმუნებ რომ გამიშვას და დაბლა ჩავდივარ. გზაზე მანქანა ქროლვით მივლის. მალევე მირეკავს და მატყობინებს რომ მთავარ გზაზეა და
მელოდება. სწრაფად მივდივარ, მანქანაში ვჯდები და ლოყაზე სწრაფადვე ვკოცნი.
ის მიღიმის და მანქანას ადგილიდან წყვეტს. მოულოდნელობისგან ვკივი და უკანალით სკამს ვაწყდები . ეს ყველაფერი რომანტიკულ გარემოს ქმნის. სისწრაფე , სიმღერა … ეს რაღაც ახალი და ორიგინალურია. მანქანას სკვერთან აჩერებს. მიყურებს- ვუყურებ. მიღიმის -ვუღიმი. შემდეგ საუბარს ვიწყებთ. უნივერსიტეტზე მეკითხება, მე აღტაცების დამალვას ვცდილობ და თან ვუყვები თუ სად ვნახე . ის ხელს მხვევს და თმაზე მეფერება. ღმერთო, ეს ისეთი .. ისეთი სასიამოვნოა. ჩემს ხელს თავის ხელში იქცევს და ფრთხილად მკოცნის თან მზერას არ მაშორებს. ნელ -ნელა ჩემკენ იწევს. თავს გულზე მადებს.
-როგორ გიცემს გული.
მესმის მისი ხმა და ჩემს სხეულში ერთიანად იღვრება რაღაც ცხელი , სისხლი ეხეთქება ჩემს მფეთქავ ორგანოს და მაიძულებს სწრაფად და ღრმად ვისუნთქო. მას ჯერ კიდევ ჩემს გულზე უდევს თავი და მე მას ვეფერები. ხელს წელზე მხვევს, რეაგირებას ვერ ვასწრებ ისე სწრაფად წევს თავს და ნელა ,აუჩქარებლად, ჯერ კისერზე შემდეგ ლოყაზე და ბოლოს ტუჩზე ნაზ კოცნას მიტოვებს . ჩემს შინაგან ქალღმერთს ქაოსი აქვს. შეწინააღმდეგებას არ ვცდილობ. ის ამას ხვდება . თეძოთი მწევს და მკოცნის. იმპულსურად მას ვყვები და ვნებდები. ეს ყველაზე კარგი შეგრძნებაა , მწველი , ტკბილი, ნაზი და მე ის მინდა. კისრით მიჭერს და მალევე თავის კალთაზე მსვამს.
-მოდუნდი ! მეუბნება და მკოცნის. მას ვგრძნობ . ის ბაყვზე მეფერება , ბაყვიდან თეძოსკენ ინაცვლებს თეძოდან კი წელისკენ. შეხება იმდენად მწველი , მკვეთრი და ინტენსიურია რომ მუცელი მეჭიმება , ის მეფერება და ისევ და ისევ მკოცნის . ეს შეგრძნებებს უფრო ღრმას ხდის და გულისცემას მიორმაგებს. მკერდზე მეხება და მე კვნესას ვეღარ ვიკავებ. მალევე ასრულებს . დღეს მისი დაბადებისდღეა , ეჩქარება. მეც დიდხანს ვერ დავრჩები. ამ ახალი ემოციებისგან აფორიქებული ვარ. უკან სწრაფად ბრუნდება , თან ბაყვზე მეფერება. ამას მხოლოდ წიგნებში თუ ამოვიკითხავდი. ჯანდაბა არ მჯერა რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. სახლში მივყავარ.ლოყაზე გაბედულად ვკოცნი და მანქანიდან ჩამოვდივარ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent