შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულისთქმა-ამბორის ყოფა (თავი 1)


14-09-2025, 22:25
ავტორი Marmarita
ნანახია 93

- მარტოობით გინდა ამოგხდეს სული?!- ვერ გააკონტროლა თავი გაბრაზებულმა ქალმა.
მის წინ შავებში ჩაცმული გოგო იჯდა. იმისდა მიუხედავად,რომ ლილე ნინაზე 3 წლით უმცროსი იყო, ბევრისთვის რომ გეკითხათ, გეტყოდნენ ნინას უფროსი და იქნებაო.
მთელი ცხოვრება ჩხუბში აქვთ გატარებული.
ერთი მშობლები ჰყავდათ, მაგრამ მაინც განსხვავებული ბავშვობა ჰქონდათ. უფროსი შრომისმოყვარე იყო, სკოლაც ოქროს მედალზე დაამთავრა, უნივერსიტეტიც წარჩინებით ,ახლა კი კარგ სამსახურშიც მუშაობდა, მშობლებიც სიამაყით იყვნენ აღსავსე. უმცროსს, სიმართლე გითხრათ, დიდად არასდროს ჰქონია სიცოცხლის ხალისი. არა, სუიციდური აზრებით არასდროს იყო შეპყრობილი, მაგრამ 14 წლის ასაკში დაწყებულ დეპრესიას ვერა და ვერ მოერია.
დედასთან ურთიერთობა 17 წლის ასაკში გაუფუჭდა. გუშინდელი დღესავით ახსოვდა ის დღე. მე-12 კლასში იყო, ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდა, ცხოვრება კი იმ დღეს ჩაუშხამდა , მშობლების საუბარი შემთხვევით რომ მოისმინა. მაშინ ეგ პრობლემა მოაგვარეს.
მშობლებმა.
მაგრამ მაშინ დაიწყო ლილეს ჯოჯოხეთი.
იმ დღის შემდეგ დედის მიმართ ზიზღის მეტი არაფერი უგვრძნია.
უნივერსიტეტში მეორე კურსზე იყო დიდი ჩხუბი რომ ჰქონდა დედასთან. ამის შემდეგ კონტაქტი მინიმუმადე შეამცირეს.
-ხო იცი როგორ ენატრები?ძაან დარდობს შენზე. მართლა მეშინია რამე არ მოუვიდეს… - მაინც არ იშლიდა ნინა. დილით შეხვდა დედას,მან სთხოვა დას დალაპარაკებოდა.
-ხუთი წელი გავიდა უკვე, მაგრად შემაწუხე, ჩემო დაო. რაო, რა გითხრა იმან, უთხარი კიბოიან ქალას ნუ ანერვიულებსო? - სარკაზმით სავსე იყო ლილეს ხმა, თან სიმწრით ეცინებოდა, იცოდა როგორ უყვარდა მათ დედას იმ დაავადებით მანიპულირება, ათი წლის წინ რომ დაამარცხა.
-გეფიცები არავის წერს, ტელეფონს ვუმოწმებ ხოლმე.თვეში ერთხელ რომ მაინც ჩამოხვიდე, არ შეგიძლია? ენატრები…
გაღიზიანებულმა ამოიხვნეშა, უკვე თავი მოაბეზრა, ერთი სული ჰქონდა სამსახურში დაბრუნებულიყო. დას ზედაც არ შეხედა ისე უპასუხა:
-სამსახურში ძალიან ვიღლები. როცა მოვახერხებ, ვნახავ,- ჯერ ფალიაშვილის ქუჩას გახედა ფანჯრიდან, შემდეგ კაფეს მოავლო თვალი. ერთ მაგიდაზე შეაჩერა წამით მზერა,- გადახდას იმედია შენ აპირებ.
სკამი ხმაურიანად მიატრიალა, გრძელი,შავი პალტო ლამაზად დაკეცა და ხელზე გადაიკიდა, ჩანთაც აიღო და კარისკენ დაიძრა. ორი ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი, იმ მაგიდიდან რომ გაისმა მისი სახელი. კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, მერე მაგიდისკენ შეტრიალდა და გოგოების დანახვისას გაიღიმა. თან თვალებითაც გაიღიმა, თითქოს ძალიან გაუხარდა კლასელების, უფრო ზუსტად, ყოფილი სამეგობროს, დანახვა.
-ვაიმე, რამდენი ხანია არ მინახიხართ!
-მართლა ბოლოს როდის შევხვდით? მოდი, დაჯექი, ყავა მაინც დავლიოთ - გაუღიმა ანამ .
-ბოდიში, სამსახურში მეჩქარება, შესვენებაზე ვიყავი გამოსული.- ცხვირი შეჭმუხნა მეტი დამაჯერებლობისთვის, ყველა ცალ-ცალკე მოიკითხა, ბოლოს ხელის დაქნევით დაემშვიდობა , ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. თვალების ატრიალებით გავიდა შენობიდან და ოფისისკენ დაიძრა.

კაფე ხალხით იყო სავსე, ბნელად თუ იპოვიდი ცარიელ მაგიდას . ნინასა და ლილეს მაგიდიდან რამდენიმე მეტრში ოთხი მეგობარი ქალაქის ახალ ამბებს განიხილავდა.
-ბერიძე რომ გათხოვილა ნახეთ? გუშინ შემხვდა “ინსტაზე” მაგის ფოტოები, - თან ნამცხვარს ჭამდა მარიტა, თან სოციალურ ქსელს სქროლავდა ფოტოების მოსაძებნად. მერე, თითქოს რაღაც გაახსენდა , ქმარს გაბრაზებული მიუბრუნდა - რომ იცოდე, მაგას შენ უყვარდი წლები.
-გოგო ,რაც მთავარია მე ხომ არ მომწონდა, მაგ გოგოსთვის ზედაც არ შემიხედავს, მე მარტო შენ გიყურებდი - განაწყენდა ლევანი.
-ისე, ეგ გოგო 16 წლის რომ იყო 25 წლის შეყვარებული ჰყავდა, ვიცნობდი მაგასაც,- გაიხსენა ლუკამ.-30 წლის ვარ და 21 წლისები პატარა ბავშვები მგონია, მაგარი ავადმყოფი ტიპი იყო.
რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ სამივე ივას მიაშტერდა. იგრძნო მანაც მათი მზერა და გაღიზიანებული სკამის საზურგეს მიეყრდნო , თან იმ მაგიდას არ აშორებდა თვალს, ათი წუთის წინ დები რომ ისხდნენ.
-ლამაზი გოგო იჯდა იმ მაგიდასთან … - იმართლა თავი
-მისულიყავი მერე , ბანძო! - გაუბრაზდა ლევანი ,- ბერდები უკვე.
-შენც 30 წლის ხარ, შენგან განსხვავებით ჭაღარები მაინც არ მაქვს. - განაწყენდა ივა, ხელი დაბალზე შეჭრილ თმაზე გადაისვა და მერე ისევ იმ შავთმიან გოგოზე გააგრძელა ფიქრი.


8 საათი იქნებოდა სახლს რომ მიუახლოვდა ლილე. ბახტრიონის ქუჩა ლამპიონებით იყო განათებული. ქუჩა საეჭვოდ დაცარიელებულიყო, მხოლოდ მისი ქუსლების კაკუნს თუ გაიგებდით. სამსახურიდან მომავალს ერთი სული ჰქონდა სახლში ასულიყო და საწოლზე დამხობილიყო. სადარბაზოში შესვლისას და ლიფტის ციფერბლატზე 8-ის დანახვისას ხმაურიანად ამოიხვნეშა. ღილაკზე თითის დაჭერისთანავე წრეებზე დაიწყო სიარული. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.სკამზე რამდენიმე საათიანი ჯდომისგან სახსრები და წელი სტკიოდა, ერთ ადგილას რომ მდგარიყო, იატაკზე დაემხობოდა. ლიფტი უკვე მე-2 სართულზე იყო ჩამოსული სადარბაზოს კარი რომ გაიღო. მისალმების გარეშე შევიდნენ პატარა ყუთში. ლილემ მე-11 სართულს მიაჭირა, გვერდით მდგომმა ახალგაზრდა მამაკაცმა კი - კარის დახურვის ღილაკს.ახლაღა მიხვდა, რომ მისი მეზობელი ედგა გვერდით და შერცხვა,ალბათ რომ არ მივესალმე უჟმური ვგონივარო. გვერდიგვერდ იდგნენ,მაგრამ ვერ ბედავდა მისი სახისთვის შეეხედა. იმისდა მიუხედავად, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, მასზე მაინც ერთი თავით დაბალი იყო.
მეხუთე სართულზე იყვნენ, როდესაც მამაკაცი მთლიანი ტანით მისკენ შებრუნდა. ლილე ციფერბლატს მიშტერებოდა, უეცარმა მოძრაობამ ისე შეაშინა, რომ ერთ ადგილას შეხტა. შეშინებული მის მეზობელს მიაშტერდა,თან ფიქრობდა, რა ჯანდაბა სჭირსო.
-მე თქვენ კაფეში დაგინახეთ! - უემოციო სახით უთხრა ივამ.
ლილე ჯერ გაოცებული და დაბნეული უყურებდა ,რამდენიმე წამში სახის დალაგება სცადა ,შემდეგ გაღიმებაც ,მაგრამ ზევით აზიდული წარბები განსხვავებულ შთაბეჭდილებას უტოვებდა ივას.
მე-11 სართულამდე უხერხულ სიჩუმეს დაესადგურებინა მათ შორის. ჯერ ლილე გამოვიდა კაბინიდან და დერეფნის ბოლოს, კართან შეჩერდა. ივა მისგან მარცხნივ, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა. ორივე სახლის კარი გაიღო, მაგრამ ისინი მაინც რამდენიმე წამით შეჩერდნენ ზღურბლთან.
-ბოდიში, არ მითქვამს ჩემი სახელი, ივა.- ღიმილით გაუწოდა ხელი ლილეს.
-ლილე. - რამდენიმე წამით გამოწვდილ ხელს მიაშტერდა, ვერ იტანდა შეხებას, მითუმეტეს ხელის ჩამორთმევას, მაგრამ საუბრის დასრულება და სახლში შესვლა ძალიან უნდოდა.
-ახლახანს გადმოხვედი? მგონი პირველად შევხვდით, არა?!
-აჰ.. დაახლოებით ერთი თვეა..- უხერხულად გაიღიმა, სასწრაფოდ დაემშვიდობა და სახლში შევიდა.
ივა დაბნეული შევიდა სახლში, თან პალტოს იხდიდა, თან მეზობელზე ფიქრობდა. აქამდე სახლი ცარიელი იყო, იანვარში შეხვდა სახლის მფლობელს და მისგან გაიგო, რომ სახლი გააქირავა.
ახლა კი ოქტომბერია.


ირაკლი აფხაზი პატარა ასაკიდანვე პოლიტიკით იყო დაინტერესებული.
1966 წელს დაბადებულს ბევრი რამ საკუთარი თვალით ენახა და გამოეცადა. ომი, შიმშილი, გაჭირვება. უნდოდა უკეთეს ქვეყანაში ეცხოვრა. ერთადერთ შვილს, ივას ეცხოვრა.
საბოლოოდ, პოლიტიკის მაგივრად ბიზნესის წამოწყება მოინდომა, ჯერ ავტოსატრანსპორტო სფეროს დაეუფლა, შემდეგ სამშენებლოზეც გადავიდა, საბოლოოდ კი მისი ქონება რამდენიმე მილიარდს შეადგენს, ზუსტად არც არავინ იცის, ირაკლის და ივას გარდა.
წყნეთში შუაღამის სიჩუმე ძვირადღირებულმა, “მერსედესის” მარკის ავტომობილმა დაარღვია. ირაკლიმ რამდენიმე საათის წინ მოსთხოვა შვილს სახლში შეხვედრა. რა თქმა უნდა, ჯიუტი ვაჟი მშობლების სახლის გზას მხოლოდ საკუთარს სახლში დასვენების და მოწესრიგების შემდეგ დაადგა.
დასახლებიდან ტყისკენ გადაუხვია, რამდენიმე წუთში კი უზარმაზარ ჭიშკარს მიადგა. მანქანა სახლის წინ გააჩერა და გადმოვიდა. სახლში შესვლისას პირველი ირაკლი შეხვდა და ხელის აწევით მიესალმა. 59 წლის მამამისი მაღალი აღნაგობის, ჭაღარაშეპარული კაცი იყო. მამა-შვილი როგორც ხასიათებით, ისე გარეგნობით ჰგავდნენ ერთმანეთს. დედამისი, ქალბატონი ქეთევანი, მეუღლეზე 4 წლით პატარა იყო, მაგრამ მისთვის რომ შეგეხედათ, ვერც მიხვდებოდით რომ 40 წელს გადაცილებული იყო, ზოგჯერ ივას იმასაც კი ეკითხებოდნენ, და ხომ არ ჰყავდა.
დივანზე კომფორტულად იყო მოკალათებული ქეთევანი, თან ხელში აიპადი ეჭირა და მაღაზიებს ათვალიერებდა. ივას ხმის გაგონებისთანავე მისკენ გაეშურა.
- ივა, მოხვედი? - ღიმილით გადაეხვია შვილს. - დედი, ცოტა ადრე რომ მოსულიყავი არ შეიძლებოდა?
- ბოდიში, ვმუშაობდი და ეხლა მოვიცალე.- სცადა თავის მართლება.
- ჩაის ხომ დალევ? ყავას არ გაგიკეთებ, გვიანია. - პასუხის მიღებას არ დალოდებია, ისე გავიდა სამზარეულოში და რამდენიმე წუთში ჭიქით ხელში გამოვიდა.
სახლში შესვლისთანავე მიხვდა ივა, რომ მის სანახავად არ დაუბარებიათ იქ. ცოლ-ქმარი უცნაურად უყურებდნენ შვილს, თან თითქოს თვალებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს.
- ივა… შეყვარებული კიდევ არ გყავს? - შეპარვით კითხა ქეთიმ, თან ტკბილად უღიმოდა, ნაკლებად რომ გაებრაზებინა შვილი.
- და შეყვარებული რათ მინდა? - გაღიზიანებულმა დაუბრუნა კითხვა.
პასუხით უკმაყოფილო დედამ სახიდან ღიმილი მოიშორა, ხელები გადააჯვარედინა და წარბშეკრულმა გადახედა ქმარს. ვიძინებო, მკაცრად უთხრა ოთახში მყოფებს და საძინებელში ავიდა.
- ცოტა რომ დააჩქარო ცოლის მოყვანა, არ შეიძლება? - ახლა მამამისმა შეუტია. სკამიდან წამოდგა და გზად დააყოლა. - იცოდე, სანამ ცოლს არ მოიყვან, იმ კომპანიას არ გაღირსებ.


რამდენიმე დღე ფიქრობდა მშობლების სიტყვებზე. არ უყვარდა ივას ახლო ურთიერთობები. ჰყავდა რამდენიმე მეგობარი, რომლებთან ერთადაც გაიზარდა, მაგრამ ახალი ადამიანების გაცნობის სურვილი არც არასდროს ჰქონია. შეყვარებულებიც ჰყავდა, რომელთა მიმართაც არაფერი უგრძვნია. საერთოდ არაფერი. დაშორების დროსაც არ დასწყვეტია გული.
უბრალოდ ასეთი ადამიანი იყო. არ უყვარდა ხმაური, ხალხმრავლობასაც სამსახურის გამო იტანდა. მოკლედ, არ გამოირჩეოდა დიდი ინტერესით, რის გამოც ბევრჯერ აცრუებიათ გული გოგონებს.
ბავშვობიდანვე უყვარდა მათემატიკა, ამიტომ სწავლა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გააგრძელა. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე დაიწყო კომპანიაში მუშაობა და უკვე მეორე წელია, რაც ფინანსური დირექტორია.
არ შეუშინებია მამამისის სიტყვებს. კომპანიას სხვას ვის დაუტოვებდა, თუ არა ერთადერთ ვაჟს. უბრალოდ, ჯერ კარგად აწვალებდა, 20 წლის შემდეგ კი, როცა მუშაობა მობეზრდებოდა და პენსიაზე გასვლა მოუნდებოდა, დააწინაურებდა ფინანსური დირექტორის პოზიციიდან აღმასრულებელ დირექტორად. უბრალოდ დიდიხანი მოუწევდა ლოდინი.
ეგ კი არა, შეეძლო საკუთარი კომპანიაც კი წამოეწყო ივას. ჰქონდა საკმარისი გამოცდილება, ფული და კავშირები დაგროვილი, რომ ყველაფერი ნულიდან არ დაეწყო.
რამდენიმე დღე ფიქრობდა გამოსავალზე. ცოლის მოყვანას არ აპირებდა, არც ახლო მომავალში. უბრალოდ მშობლები უნდა მოეშორებინა, დაღალა ყოველ კვირა ერთი და იმავე შეკითხვებმა.
სადარბაზოში იდგა კარის მიჯახებამ რომ გამოაფხიზლა.
- გამარჯობა! - დაბალი ხმით მიესალმა ლილე. თავის მსუბუქი დაკვრით მიესალმა ივაც, შემდეგ მის თმაზე შეაჩერა მზერა. ლილეს გრძელი, შავი თმა მხრებამდე შეეჭრა და ბოლოები დაეხვია. აგურისფერი ტუჩსაცხით ნამდვილ ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავდა.ბოლოს ლილეს ჩაცმულობასაც დახედა. ზუსტად ერთნაირად ეცვათ. შავი, “oversized“ პიჯაკი, თეთრი მაისური, შავი კლასიკური შარვალი და ფეხსაცმელი. სუნთქვა შეეკრა ივას. ლიფტში შესვლისას ყველანაირად ეცადა დისტანცია დაეცვა. გაუაზრებლად მოიშორა წინანდელი ფიქრები ცოლის არ შერთვასთან დაკავშირებით.
ლილეს თვალს მაინც არ გამოჰპარვია ბიჭის უცნაური ქცევა. დაბნეული მზერით შეხედა ლიფტის კარს, შემდეგ საკუთარი პიჯაკი დასუნა, იფიქრა, სუნამომ ხომ არ შეაწუხაო. ეგრევე გაფანტა გონებიდან ეგ აზრი. გიჟდებოდა ამ სუნამოზე.
ნელი ნაბიჯებით მივიდა ივა სახლის კარებამდე. ნელა გადაატრიალა გასაღები, თან გაუაზრებლად იმაზე ფიქრობდა, როგორ მოეწონებოდა ქეთის ლილე.
მისკენ მიტრიალდა ლილე, დამშვიდობებას აპირებდა, როცა ივამ დაასწრო საუბარი.
- რამდენიმე წუთი ხომ არ გცალია? რაღაც მაქვს სათქმელი… - დაიწყო ყოყმანით. თავიდან ვერ მიხვდა ლილე, რაზე შეიძლება ესაუბრა მასთან, მაგრამ იფიქრა, სამეზობლო საკითხი იქნებაო. თავი დაუქნია და კარი ჩაკეტა.
სახლში შესვლისთანავე თვალები შუბლზე აუვიდა. დიდად არ გამოირჩეოდა ლილეს სახლი სილამაზით. არც უფიქრია დაქირავებული სახლის გარემონტება, ან ავეჯის შეცვლა, ამიტომ ივას სახლში შესვლა სხვა სამყაროში მოხვედრას ჰგავდა. სახლი თეთრი და კრემისფერი ტონებით იყო მოწყობილი, მაღალი, თეთრი კედლები პანელებით იყო გაწყობილი, ჭერი კი- ორნამენტებით. დიდი ბროლის ჭაღი კიდევ უფრო მდიდრულ იერს აძლევდა სახლს. შესასვლელი, სადაც მეორე და მესამე სართულზე ასასვლელი კიბეც იდგა, მისაღებისგან ფრანგული კარით იყო გამოყობილი. მისაღების ერთ მხარეს მარმარილოს ბუხარი და ორი რბილი სავარძელი იდგა, მეორე მხარეს კი- მუქი ყავისფერი დივანი და შუშის ზედაპირიანი მაგიდა. ივამ სახლში შესვლისას მთავარი განათების მაგივრად რამდენიმე ტორშერი ჩართო, რომლებიც უფრო მყუდრო და თბილ გარემოს ქმნიდნენ.
შეუძლებელი იყო სახლის ნახვისას სხვანაირად არ შეეხედა ლილეს ივასთვის. მართალია, ივას რაღაცნაირი, მისტიური და ძვირადღირებული აურა ჰქონდა, მაინც ვერ იფიქრებდა, რომ მის გვერდით მილიონერი იცხოვრებდა.
- ჩაი? ყავა? - კითხა ივამ, თან დივნისკენ მიუთითა.
- არა, გმადლობ!
ყოყმანით დაჯდა მის წინ ბიჭი, თან დაღლილმა თვალი მოისრისა, არ იცოდა საუბარი როგორ დაეწყო.
- აჰ… რაღაც სათხოვარი მაქვს. - დაიწყო სერიოზული სახით, თან უეცრად რაღაც გაახსენდა და ლილეს წარბაწევით შეხედა, -შეყვარებული გყავს? - უარის ნიშნად თავი გააქნია დაბნეულმა ლილემ. - უჰ, კარგი. რაღაც შემოთავაზება მაქვს შენთან. ჩემს მშობლებს… ძალიან უნდათ ჩემი ცოლის გაცნობა… რომელიც არ მყავს.- საკუთარ ნათქვამზე ხმამაღლა გაეცინა, მაგრამ ლილეს ამრეზილი სახის დანახვისას, სახე დაისერიოზულა. - გინდა ცოლად გამომყვე?
რამდენიმე წუთით ხმისამოუღებლად უყურებდა ლილე, ცდილობდა ივას სიტყვები გაეაზრებინა.
- რა? და ამით მე რა სარგებელს მივიღებ?! - იკითხა წარბებშეკრულმა. ფული მაინც არ უნდა შესთავაზოს?! ფილმებში ხომ ეგრეა. სახლის ფონზე თუ ვიმსჯელებთ, ბევრი ფული უნდა ჰქონდეს. სიმართლე ითქვას, ჯერ გათხოვებას არ აპირებს, სულ 24 წლისაა…მაგრამ, ხელიდან რატომ უნდა გაუშვას სიმპატიური, მდიდარი, თან გემოვნებიანი ბიჭი? თან წესით მასზე უფროსი უნდა იყო რამდენიმე წლით. ჯეკპოტი. საკუთარ ფიქრებზე ხმამაღლა გაეცინა. მაგრამ ერთი პრობლემაა, ასეთ ბიჭს რაში სჭირდება ლილე. წესით, ეყოლებოდა ლამაზი შეყვარებული. იქნებ მოძალადეა. არა, არა.
- რაც გინდა აირჩიე. ერთი წუთი, დამთანხმდი?
- 100 000 … ევრო
- …ლარი? - ერთდროულად თქვეს. ლილეს სახის დანახვისას სწრაფად ასწია ხელები. - კარგი, ბოდიში! ევრო!
რაღაც ძალიან სწრაფად დათანხმდა თანხაზე. უფრო მეტი უნდა ეთქვა. აშკარად შეეტყო სახეზე გულდაწყვეტა. თავიდან ვერ მიხვდა ივა, რატომ იყო ნაწყენი, მაგრამ ცოტახანში გაოგნებისგან პირი გააღო.
- კარგი, 100 000 ქორწინებამდე, შემდეგ ჩემს ბარათსაც მოგცემ.
კმაყოფილი წამოდგა ლილე დივნიდან, ღიმილით გაუწოდა ხელი ჩამოსართმევად, შემდეგ კისრით ჩამოსწია თავის სიმაღლემდე, ლოყაზე აკოცა, დააყოლა შევთანხმდითო. გასვლას აპირებდა რაღაც რომ გაახსენდა.
- შენი ტელეფონი. - ხელი გაუწოდა, შემდეგ საკუთარი ნომერი ჩაუწერა, თან ზარი გაუშვა, თვითონაც რომ ჰქონოდა ივას ნომერი და უკან დაუბრუნა. - ანგარიშის ნომერს ცოტახანში გამოგიგზავნი.
კისრის სრესვით გააყოლა თვალი ლილეს. ჯერ ვერ მიმხვდარიყო, შეცდომა დაუშვა თუ პირიქით, ჯეკპოტი მოიგო.








არასდროს მიფიქრია რაიმე ისტორიის წერა, მაგრამ რადგანაც არაადაპტაციური მეოცნებე ვარ, გადავწყვიტე საბოლოოდ დამეწყო ეს ისტორია. მივიღებ ყველანაირ კრიტიკას, რადგან შეცდომები შემდეგ თავში არ გავიმეორო <3



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

საინტერესო დასაწყისია ვნახოთ წინ რა გველოდება ამ არაორდინალურ წყვილთან ერთად..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent