სულის აჩრდილი
წვიმის,სახურავზე,რაკა-რუკს ერთიანად გაეყრუებინა ,სიჩუმით სავსე,ბნელი ოთახი. სასიამოვნოდ გრილი ნიავი არხევდა,რძისფერ ფარდებს.მთვარის შუქი კი ნაზად ეცეკვებოდა მის დაკლაკნილ ბოლოებს. ლამაზად ალაგებულ ლოგინზე,ნაცრიფერი ფუმფულა კატა მოკალათებულიყო და სიამტკბილობისგან მიეხუჭა თვალები. მისი პატრონი კი, მოპირდაპირედ სამუშაო მაგიდასთან ჩამომჯდარიყო, გრძელი კულულები თვალებზე ჩამოფხატვოდა და წარბებშეკრული უყურებდა მონიტორს. -ჯანდაბა, დამღალა მონაცემების დამუშავებამ..რატომ ვმუშაობ დასვენების დღეს. ჩუმად წაილუღლუღა და ფანჯრისკენ გაიხედა. 'წვიმს, რა სასიამოვნოა" . ტუჩზე უდიერად იკბინა და ანცი ღიმილით მიუახლოვდა დიდ ვიტრაჟს. ეს მისი საყვარელი ადგილი იყო,კუთვნილ სამფლობელოში. იქვე მოწყობილ სავარძელზე ჩამოჯდა და გარემოს ღმილიანი სახით გახედა, ' იწვიმე..ძლიერ იწვიმე და წაიღე ყველა ის ტკივილი რააც კი გულებში გვაქვს' , მისი თვალები სადღაც შორს, ჰორიზონტს შეერთებოდნენ.გარეთ თითქმის არავინ იყო, ერთი-ორ სულიერს თუ შეამჩნებდი აქა-იქ. ამ ფიქრებში იყო,როდესაც წვიმამ საგრძნობლად უმატა ტემპს. სადღაც გრუხუნიც მოესმა, ესესაა ფანჯრის მიხურვა გადაწყვიტა,რომ საქანელაზე ბიჭი შენიშნა,შავ ქურთუკსა და იმავე ფერის,ჯინსებში გამოწყობილი.ცას გაჰყურებდა და არც ანაღვლებდა ,წვიმის წვეთებიც ანცი ცეკვა მის ნატიფ პროფილზე. ქუხილის საზარელ ხმასაც კი არ შეუკრთია ,თუმცა გოგონას გული იმდენად უცემდა ,თავადაც კი ვერ გაეგო ასე,რამ აღაშფოთა. ბუნების ხმაურს,მეხის გავარდნის ხმა მოჰყვა,რამდენიმე წამით ყველაფერი დღესავით განათდა, თავადაც ვერ გაიაზრა ისე დაჰყვირა უცნობს : "სწრაფად ადექი,საქანელას რკინის ჯაჭვები აქვს" . ციებიანივით მივარდნილიყო,აივნის მოაჯრს და უცნობს დაჟინებით უყურებდა,უყვიროდა..ის კი ამ დროს,ისევ უემოციოდ, წამომდგარიყო და გოგონას მისჩერებოდა,სადღაც შეშფოთებასაც კი ირეკლავდნენ მისი ლურჯი თვალები -შენ რა მე მხედავ? -მეორე სართულზე ვარ,აივანზე და ჩემგან სულ რაღაც რამოდენიმე მეტრში ხარ, რა თქმა უნდა გხედავ. წესით მადლობას უნდა მიხდიდე ახლა,ისეთი გათიშული იჯექი,მეგონა მეხი დაგეცემოდა. ბიჭს კიდევ უფრო მოექუფრა სახე -ვინ ხარ -ადამიანი რომელმაც გადაგარჩინა,ამიტომ თუ მადლობის გადახდას არ აპირებ მე შევალ, ნახვამდის. მისი ქამელეონები ამჟამად ლურჯად ელავდნენ, გრძელი ქერა თმა წვიმისგან სპილენძისფერს მოგაგონებდათ,მის სქელ ტუჩებზე მოცეკვავე წვიმის წვეთები,თავხედურად იკვლევდნენ გზას მკერდისკენ, რომელიც სულ დასველებოდა ქალბატონს. აბრეშუმის მოკლე პენუარი კი მთელ სხეულზე მიჰკრობოდა. ბრაზმორეული შევარდა სახლში "ჯანდაბაააა,სულ სველი ვარ,არა იმ უვარგისის გამო როგორ გავვარდი ამ თავსხმაში, გავიყინე" -შენ მე არუნდა მხედავდე..მხარბეჭიანი,ლამაზი პირისახის ბატონი, მის სამუშაო მაგიდას მიყრდობოდა და ამჯერად ახლოდან უმზერდნენ ნახევრადშიშველ ქალბატონს. -ღმერთო ჩემო, შენ..შენნ რა ჯანდაბა ხარ..ვინ ხარ..აქ როგორ გაჩნდი" -ეს შენ უნდა მიტხრა,როგორ და რატო მხედავ. ნელ-ნელა მიიწევდა მისკენ ,სანამ კედელს არ აეკრა და მათ შორის მოლოდ მილიმეტრები დარჩა. წესით უნდა შეშინებოდა,ეყვირა, დახმარება ეთხოვა ან მისთვის რაიმე ჩაერტყა გასაქცევად, როგორც ნორმალურ ადამიანი მოიმოქმედებდა,თუმცა ამის მაგივრად კომფორტს გრძნობდა. იმდენად დიდ კომფორტს,რომ მოურიდებლად თვალებში უყურებდა უცნობს,შემდეგ მის გამოკვეთილ ყბებს, ლამაზ ნატიფ ცხვირსა და სქელ წითელ ტუჩებს. შავი, ოდნავ მოზრდილი თმიდან,წვიმის წვეთები პირდაპირ,მის მკერდს ეცემოდნენ. ჟრუანტელი უვლიდა და ამ გრძნობის დაიგნორებას,ცდილობდა,თუმცა უკვე გვიანი იყო -შენ ისეთი გიჟი ხხარ,რომ აქ..ახლა..ჩემს წინ ნახევრადშიშველ მგომს არც კი გეშინია,პირიქით გსიამოვნებს?! ბოხი ხმით მის ყურთან დაიჩურჩულა და ოდნავ ჩაეღიმა.. ასეთი რა ხარ, ვიღაც არსაიდან ჩნდება შენ კი..შენ ასე მიმზიდველად უდგახარ პირისპირ და არაფერს აკეთებ ,გარდა იმის,რომ მიმიზიდო. -მე... მე არ მეშინია..ჩუმად ამოილუღლუღა და თავი გვერდზე გადაწია. წნევა საგრძნობლად მომატებულიყო -ვიცი,ვგრძნობ..თითები ნელა გადაუსვა გოგონას ტუჩებს და ნელა გააყოლა ყელიდან მხერდამდე. რა გქვია,თითის ბალიშებს მკერდის ჭრილზე დააცურებდა -ადელინი -ადელინი..ადელინნ..ისე ლამაზად ამბობდა მის სახელს ,ისე ეფერებოდა თითოეულ ბგერას უნდოდა,სსულ მოესმინა..მე, მე..დავიანი .დავიანი მქვია. -დავიან..ლამაზი სახელია..მისი თვალები ისევ არ სცილდებოდა უცნობის ზღვისფერ მზერას..შენ ვინ ხარ,როგორ შეგიძლია ორიოდე წამის მეასედში აქ გაჩნდე. -თუ შენ ის ხარ ვინც მგონია,ამას მალე გაიგებ. მალე გაიგებ,უბრალოდ ფრთხილად იყავი. ისის იყო უნდა ეკოცნა,რომ კარზე კაკუნი გაისმა -ლინი შვილო ,ისევ მუშაობ? ბებო მოდი ჩაი დავლიოთ ციებიანივით გახტა გოგონა გვერდზე და კარი ნახევრად გაუღო ბებიას -ხო ბე ვმუაობდი,შემდეგ აივანზე გავედი და ცოტა დავსველდი -ჩემო გიჟო გოგო, ვერასდროს გადაეჩვიე წვიმაში თამაშს ხომ? საამურად აკისკისდა მოხუცი. მიდი გამოიცვალე და ჩამოდი,შენ რომ გიყვარს ის კექსი გამოვაცხე,ჩაისაც მოვამზადებ და ერთად მივირთვათ კარგი? კარგი ბე,5 წუთში ჩამოვალ.. მოხუცი გაბრუნდა თუ არა, სწრაფად მიხურა კარი, რაღაცის თქმას აპირებდა,რომ ოთახში არავინ დახვდა.ის უბრალოდ აორთქლდა.არც მისი ყოფნის თუ წავლის ნიშნები იყო. "მგონი ვგიჟდები,ამდენს არ უნდა ვმუშაობდე" ..ლავანდსფერი,ატლასის,საღამურები გადაიცვა,სარკეში ჩაიხედა- თმა შეიმშრალა,უცნაური გრძნობა ისევ უღიტინებდა მუცელში "ეს რა იყო"..პასუხი კი არსაიდან არ ჩანდა. *** ნოემბრისეული სუსხი იდგა,ალისფრად შეღებილ ქუჩებში.ზოგი სირბილით მიიჩქაროდა თბილი კაფეებისკენ, ზოგიც კი სიამოვნებით დააბიჯებდა. ის კი სიამოვნებით მიაბიჯებდა,ცხელი ყავით ხელში,კლასიკურად გამოწყობილი.სწორი შავი,ნაჭრის შარვალი ნატიფად უკვეთავდნენ ფორმებს, საშუალო ზომის ქუსლიანი ფეხსაცმელი კიდევ უფრო მეტ მედიდურობას სძენდა მის გარეგნობას, თეთრ როლინგზე მოდური სტილის პიჯაკი მოეცვა,რაც უფრო მიმზიდველსა და სასურველს ხდიდა ქალბატონს. ამჯერად გრძელი კულულები დაუდევრად აეწია,თუმცა რამდენიმეს მაინც უპოვნია გზა სახხეზე სალამუნოდ.მცირე მაკიაჟითაც კი საოცრად გამოიყურებოდა,ცხვირზე დაკოსილი სათვალე გაგიჭირვებდათ მისი ლამაზი თვალების დანახვას,თუმცა ურცხვად თავმომწონე, ყავისფრად შეღებილი ტუჩები აუცილებლად მიგიზიდავდათ. მზერა ნელა მოავლო,ათასჯერ გავლილ ქუჩებს და სიამაყით ჩაეღიმა, ბოლო ყლუპი ყავაც მოსვა და შენობაში სერიოზული სახით შევიდა. -კალორისი ყოველთვის გამორჩეული იყო ,სხვა დანარჩენი ქალაქებისგან. "თბილი მადლის ქალაქი" მდგინარე >მალის< ველზეა გაშენებული, ნისლში გახვეული ბორცვებით გარშემორტყმული,რომელიც მუდამ იწონებს გამორჩეული არქიტექტურით თავს. ძველი კალორისის შუაგულში მობრიალე ,ჯადოსნური,თბილი წყაროები კი ვერავის ტოვებენ გულგრილს.სპილოსძვლისფერი ქვით ნაგები ტერასები, ლენტივით მოხრილი ხიდები, მოჩუქურთმებული შენობები, ისტორიული ძეგლები და აყვავებული ვაზებით შემკული აივნები,ერთად საოცარ ჰარმონიას ქმნიან.ეს ქალაქი ოდითგან,მებრძოლთა საბუდი იყო,დედაქალაქი დიადი კართელიონისა. მიწა,რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუვიწყებია ღმერთების სუნთქვა,სადაც ყოველი ქარი წინაპრების ხმას ატარებს. ლეგენდის თანახმად,ერთ დროს ეს >მარადიული მთები< მძინარე გიგანტები იყვნენ.მათი სისხლი კი დღესაც მიწის სიღრმიდან ამოდის-ცხელი წყაროებისა და წითელი კლდეების სახით.ამ ქვეყანაში მუდამ იყო რაღაც მისტიური,ამოუცნობი,იდუმალი.. სახელმწიფო სიმბოლოც კი ცეცხლოვანი ფენიქსია-მარადიული აღდგომისა და სიწმინდის ნიშანი. ამბობენ,რომ სწორედ მისმა ძალამ დაიცვა კართელიონი საუკუნეების განმავლობაში მომხდარი იერიშებისგან. -მის არენდორ,ქვეყნის სიმბოლო და დედაქალაქის სიმბოლო ერთი და იგივე რატომაა? ერთ-ერთი სტუდენტი ფეხზე წამომდგარიყო,თან მოურიდებლად ათვალიერებდა ლექტოს. -ჰჰჰ,მომისმინე,ყველაფერს აგიხსნით....კართელიონის დედაქალაქის კი,კალორისის, სიმბოლო თეტრი ფენიქსია,თქმულების თანახმად ,ცეცხლისა და წყლის სტიქიის ფენიქსები,ოდესღაც,წყვილი ივნენ რომლებიც დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე არსებულ მიწაზე ბინადრობდნენ.იქ სადაც ცისფერი მდინარეები შავი მთების ხეობებში იშლება. დიდი ხნის წინ, როცა მთებს ჯერ კიდევ ღმერთები იცავდნენ და მდინარეებს სულები სდარაჯობდნენ, ამ მიწებზე სამეფოს უფლისწული გზავნილით მოგზაურობდა. მისი გულიცა და ხორციც დაჭრილი ჰქონდა ბრძოლებში, და ეძებდა ადგილს, სადაც სული და სხეული განიკურნებოდა. ერთ დილას, მთის ბილიკზე მიბნეული ნისლისგან ვეღარ ხედავდა გზას. უეცრად, ზემოდან,ციდან თეთრი ფენიქსი ჩამოეშვა, მისი ბუმბული მზის სხივებს ასხივებდა. ფრინველმა თავის ფრთები გაშალა და უფლისწული ქვემოთ, ხეობაში წაიყვანა. იქ, სადაც მდინარე მიედინებოდა, მიწიდან თბილი წყარო ამოდიოდა და ოქროსფერი ორთქლი ცას ეფინებოდა. უფლისწული წყაროში შევიდა და ჭრილობები სასწაულებრივად შეიხორცა. ფენიქსიც წყალში ჩაეშვა და მარადიული ალის ნაწილად იქცა. ხალხმა ეს ადგილი წმინდად აღიარა და იქვე ქალაქი ააშენა, რომელსაც კალორისი უწოდეს — „ბრწყინვალე თავშესაფარი“. დღემდე სჯერათ, რომ ფენიქსის ცეცხლი მიწის სიღრმეში ინახება და ვინც კალორისის წყალში გაცურავს, არა მხოლოდ სხეულს, არამედ გულსაც იკურნავს. ამ ამბის შემდგომ,როდესაც თეთრი ფენიქსი მებრძოლის გადარჩენას შეეწირა, მისმა წყვილმა, ცეცხლოვანმა ფენიქსმა სიცოცხლე მთებში დაასრულა. მას არ შეეძლო ეულად ცხოვრება,ამიტომ რჩეულის არჩევანს მიჰყვა.იგი ქალაქს იცავდა,მან კი სრულიად ქვეყანა მოიცვა. -ძალიან საინტერესოა. მის ერენდორ. თქვენი აზრით ეს ყოველივე სიმართლეა,თუ უბრალოდ ლამაზი ლეგენდები? წითური გოგონა,სასიამოვნო პირისახის,საყვარელი ხმით კითხულობდა - ვფიქრობ, ტითოეული ისტორია საიდანღაც მოდის. ფუძე ყოველთვის სიმართლეს გვეუბნება. გვიან დროებში ხალხი "პრიმიტიული" იყო,კარგი გაგებით ვგულისხმობ. ისინი სახელებსა თუ წოდებებს მომხდარის შემდგომ ქმნიდნენ. ისინი არ იგონებდნენ რაღაც სხვას,პირდაპირ მომხდარიდან გამოისობით არქმევდნენ. მაგ: კალორისი იგი ნიშნავს -თბილს,მშვენიერსა და ბრწყინვალე სითბოს. ასე,რომ ყველაფერი საიდანღაც გამომდინარეობს,აქვს ისტორია რომელიც თიტოეული ჩვენგანის სისხლი ჩქეფს. რადგან აქამდე მივედით ორიოდ სიტყვას ხალხზეც შეგმატებთ. თქვენ ის თაობა ხართ,რომელნიც იმდენად კარგად აზროვნებთ,რომ თქვენთვის იმ ჩარჩოების გარღვევა ,რასაც მშობლები გინერგავდნენ ,არც თუ ისე რთულია. იმუშავეთ საკუთარ თავზე,დაამსხვრიეთ ჩარჩოები და გაიხსენეთ ვინ ხართ ,ნი აჰყვებით უაზზრო მსოფლიო ტენდენციებს.იყავით კართელები, კოლორისელები,რომელთა ხალხიც ცნობილია მწერლებით, ორატორებითა თუ მეომრებით. ხოლო მეორე მხრივ, მკურნალებითა და მისტიკოსებით.მისი აბანოები მხოლოდ სხეულის გამაჯანსაღებელი არაა,ორთქლი წინასწარმეტყველურ ხილვებსაც ანიჭებს. -ყველას? წითურს გაოცება დასტყობოდა სახეზე -არა ეველინ,როგორც თქმულია კონკრეტული გვარის წარმომადგენლებს ჰქონდატ მსგავსი ნიჭი. ხოლო დანარჩენს კი სრულიად უსუფთავებდათ ენერგო ველს. -რა საინტერესოაა. მის ერენდერ, თქვენ ხომ ერთ-ერთი ამ გვართაგანი ხართ.სიხარულით წამოიკივლა გოგონამ -ა დიახ..უცნაურად შეიშმუშნა .. ისტორიას ასწავლიდა 18-19 წლის სტუდენტებს და არასდროს გგამოეყენებინა ის,რასაც ბავშვებს სთხოვდა-ფაქტები. იქნებ მართალი იყო ის რასაც მემატიანეს მიერ შემონახული ისტორია გვეუბნებოდა. აზრებს შეუწინააღმდეგებლად მიჰყვებოდა,როდესაც უნივერსიტეტში ზარის ხმა გაისმა და რეალობას დააბრუნა -მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო,შემდეგი კვირისთვის პროექტი გექნებათ გასაკეთებელი. თითო წყვილმა,თითო ლეგენდა გადაინაწილეთ. სამუშაო სათვალე მოიხსნა და ფაილების შეგროვებას შეუდგა. -ანუ ლექტორი ხარ. -შენ აქ..ვაიმე,ჯანდაბაა. აქ რას აკეთებ. გული სწრაფად უცემდა,ციებიანივით მიეკრა სავარძელს და ცარიელ აუდიტორიაში მდგომ,დევიანს მიაჩერდა. -მე ? შენთან მოვედი ადელინ.. დღეს კიდევ უფრო სექსუალური ხარ. ნელ-ნელა უახლოვდებოდა. თან საუბარს არ წყვეტდა. -ჩვენი პირველი შეხვედრის დროსაც სექსუალური იყავი,თუმცა ახლა უფრო მიჩენ იმის სურვილს,რომ გაგხადო. ხელებით მის მაგიდას ეყრდნობოდა და ზევიდან დაჰყურებდა გამხდარ სხეულს -აასე ლაპარაკის უფლება ვინ მოგცა. უცბად წამოენთო და ფეხზე წამოდგა. -იმან,რომ ჩემს დანახვაზე მაშინაც ისე დასველდი,როგორც ახლა. მე კი თავის გაკონტროლება შენთან არ შემიძლია. დაჯექი ! არავინ იცის ეს მტკიცე ხასიათის გოგონა,მაინც და მაინც მის ბოხ ხმას რატომ ემორჩილებოდა,მაგრამ შეუპასუხებლად დაუბრუნდა სავარძელს. -კარგი გოგო ხარ, თითები ისევ მკერდზე გადაატარა,თუმცა ამჯერად ზედა უშლიდა ხელს გლუვი კანის შეგრძნებისგან. სუნთქვა ააჩქარებული,მიბნედილი თვალებით უყურებდა გოგოს და მანძილს ნელა ამცირებდა. კოცნა ჯერ საფეთქელთან დაუტოვა, შემდგომ ყვრიმალზე..იმდენად ცეცხლოვანი იყო მისი შკხება,რომ ადელის სუთქვის საშუალებაც კი არ ჰქონდა,ისე ეწვოდა სხეული. -ასე არ შეიძლება.ბრაზმორეულბა ბოხი ხმით უყვირა მამაკაცს,რომელი სიკვდილამდე იზიდავდა -ჯანდაბა მიზიდავს შენი ხმაც კი -მოკეტე, უფლება არ გაქვს გამოჩნდე და ისე მომექცე როგორც შენს საყვარელს. შენ რა სულ გააფრინე? ..ნერვიულად მიმოდიოდა ოთახში და ცდილობდა რაც შეიძლება დაბალი ხმით ეჩხუბა. -არა შენ კიარა მე გადავირიე. ვიღაც მოჩვენება ავიკიდე და ახლა ის მაბავს. -მოჩვენება? მე? აჰაჰა სწორედ მაგ მოჩვენებაზე არ დნები? ისევ მის წინ იდგა,ისევ ზევიდან უყურებდა,ისევ ახლოს.. -არა ადელინ არ ვარ მოჩვენება,თუმცა იმასაც ვერ ვიგებ შენ რახარ.ამიტომ ჭირვეულობას მოეშვი და ყოველ შეხვედრაზე იერიშზე ნუ გადმოდიხარ.მის ყელის შესწავლით იყო დაკავებული,რომ ყელზე ნიშანი შენიშნა. -ეს ეს საიდან გაქვს?! -რა ნიშანი?დაბადებიდან მაქვს..როგორც დედამ მითხრა საგვარეულოა. გვარის ყველა მემკვიდრეს იგივე ნიშანი აქვს მამის მხირდან. ვინაიდან ერთადერთი შვილივარ,მხოლოდ მემაქვს . შენ რა იცი ამის შესახებ -მე.. დევიანს საკმაოდ უჭირდა საუბარი..თვალები ჩასწითლებოდა და სახე უფრო მოქუფვროდა. - ერთ დროს ვიცნობდი ადამიანს ვისაც იგივე ნიშანი ჰქონდა. მან მე გადამარჩინა,თუმცა მას შემდეგ აღარ მინახავს. დაძაბულობა,უეცარად ამღერებულმა,ტელეფონის ხმამ გაფანტა -გისმენთ -გამარჯობა ქალბატონო ადელინ, თქვენს სახელზე ამანათია, სილვარენის ქუჩაზე მოვიტანოთ თუ ელორიანის ბულვარში? -სილვარენზე თუ შეიძლება, მეორე მისამართი გააუქმეთ იქ აღარ ვცხოვრობ -დიახ,არ არის პრობლემა. 5 საათისთვის კურიერი მოვა. -მადლობთ,ნახვამდის. -და ის ისევ გაქრა.. ამ გაურკვევლობისგან თავი საშინლად სტკიოდა. ნივთები მოაგროვა და სახლისკენ გაეშურა. რამენაირად უნდა დაესტაბილურებინა ქაოტური ცხოვრება.ჯერ კიდევ ბურუსით იყო მოცული მისი გონება. დავიანის გაქრობის შემდეგ,ადელინის სამყარო თითქოს გაჩერდა.ვარედის ალეაზე ლექციების დასრულების შემდეგ, სახლში დაბრუნებას აპირებდავივიენი,რომ შეეჩეხა ცხვირწინ. -ლინი როგორ გამიხარდა შენი ნახვა,სად დაიკარგე -მეც გამიხარდა შენი ნახვა ვი.გულთბილად მოეხვია და სითბო ჩაეღვარა გულში. -რატომ არ ჩანდი ეს ორი დღე,მშვიდობაა? რაღაც უცნაური აურა მოდის შენგან -ხო ამას მეც ვხვდები..ყოველთვის ვიცოდი,რომ უცნაური ვიყავი,ვგრძნობდი რომ " ჩვეუებრივად ცხოვრება" ის არ იყო რაც უნდა მეკეტებინა,მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია.ნერვიულად აიქნია ხელი და კულულბი "გაითავისუფლა"..ღმერთო ჩემო თავი მისკდება,დაღლილმა ამოიკვნესა -ხომ იცი არა,რომ ჩვეულებრიი რასდროს ყოფილხარ.მას შემდეგ რაც მამიდა აისია გარდაიცვალა,შენ უბრალოდ სხვა ადამიანი გახდი. ჩურჩულით ყვებოდა და თან ტელეფონი არსებულ შტყობინებებს ამოწმებდა. -წამოდი წავიდეთ დღეს შენკენ მოვდივარ,მეც ბევრი მაქვს საჭორაო. -ის კიარ გარდაიცვალა მოკლეს და იცი ამ თემაზე საუბარი არმიყვარს. -კიდევ მოხდა იქ რაღაც, რაც არასდროს გითქვამს.. -არაფერია..წამოდი გავიდეთ თორემ ისე დაკეტავენ უნივერსიტეტს,რომ აქ დაგვტოვებენ. მომენტალურად შეცვალა განწყობა და მხიარულად გაიჭრა წინ. სახლში მისულს ბებია დაუხვდათ თბილი ღიმილითა და გემრიელი ვახშმით.გემრიელად ივახშმეს და საძინებელს მიაშურეს.უცნაური აურა ავსებდა იქაურობას, ლუნაც ბოლთას სცემდა,უჩვეულოდ კნაოდა და მწვანე თვალებით ერთ ადგილს მისერებოდა. -რა გაწუწუნებს ჩემო ბეწვის გროვა ა? ხელებსშორის მოიქცია მრგვალი ცხოველი და კომფორტულად წამოწვა ადელინის საწოლზე. ლინი შენც იმავეს გრძნობ?უცნაური ენერგიაა ,შენი ოთახი ასეთი მძიმე არასდროს ყოფილა. -ვიცი..საღამურები გადაიცვა და ვივიენსაც მიაწოდ გამოსაცვლელად.-მოკლედ,რომ მოგიყვე რამდენიმე დღის უკან, როდესაც მთელს კალორისში ცა ჩამოიქცა,ბიჭი დავინახე საქანელაზე მჯდომი..მეხი ცამოვარდა..მე ვუყვირე ამდგარიყო.შემდგომ კი ეს ბიჭი,სულ რაღაც წამებში ჩემი ოთახის შუაგულში იდგა,უტიფრად მიყურებდა და ჩემს სხეულს თამამად სწავლობდა.. დაქალს უემოციოდ უყვებოდა მისი თავგადასავლის შესახებ, სამუსაომაგიდაზე სემოსკუპებული,სწორედ იქიდან სადაც დავიანი იდგა რამდენიმე დღის უკან. -რა? და შენ ამას აახლა მეუბნები? ყოველთის გებნებოდი,რომ შენი არსებისთვის ყურადღება მიგექია. არასდროს მეგონა,რომ ნიჭზე უარს იტყოდი და ახლა რა ჯანდაბა გემართება. თან ისე ლაპარაკობ თითქოს არაფერი მომხდარა განსაკუთრებული.საღამურების ჩაცმის პპარალელურად ცოფებს ყრიდა..ვინ არისრა ენერგიაა და როგორ შეუძლია შენი შეხება. -დავიანი ჰქვია,მისი თქმით მკვდარი არ არის და სულ მალე გავიგებ რახდება. სხვა არაფერი უთქვამს,გარდა ჩემი სექსუალურდ ცდუნებისა -მოიცა მეღადავები? სოლზე წამომჯდარი უკვე გულიანად იცინოდა. ასტრალური პროექცია გაბავდა? -პროექციას არ ჰგავდა,მე ვგრძნობდი მის შეხებას..მოურიდებლად თქვა და თვალი გაუსწორა მგობარს. -არც მან იცის ვინ ვარ, თუმცა მისი სახელის მეტი მც არაფერი ვიცი. -ეგ ნიჭი მხოლოდ ერთს აქვს და ის არავის უნახავვს დიდი ხანია.მისი ოჯახი საკმაოდ გავლენიანია, კარგი ოჯაია თუმცა ხომ იცი, როდესაც ქალს სხვა ქქორწინებიდან ჰყავს ვაჟი ის "ახალ მამიკოს" ფეხებზე ჰკიდია.ამიტომ ეს ბიჭი დედის ხელმეორედ დაქრწინების შემდგომ,არავის უნახავს.ზოგი ამბობს გააშვილესო,ზოგიც კართელიონი დატოვა,მცირე ნაწილი არც იმის თქმას ერიდება,რომ მოკვდა.ამიტომ არაფერი ვიცი.თუ მართლა ის არის ,ვიზიარებ მეგობარო და მძიმე შემთხვევაა. -ვინ არიან -ამილავარინი, ეს ამ ბიჭის გვარია. მისი მამინაცვალი კი-სოლოვარინია -სოლოვარინი? ის..ის -ადელინ კარგად ხარ? ვინ არის ..ბრაზმორეულ სხეულს სწრაფად მივარდა,რომელიც უსასრულოა გაცქეროდა.მოგონებები სტკიოდა. ჭრილობები კი არაფრით შუშდებოდნენ. ფიქრებში მიკარგულს,გონება კუთხეში ყუდებულმა სილუტმა გაუფანატა. ფანტომისმაგვაი სილუეტი გაუნძრლევლად იდგა ..გრძნოობდა ვიღაცის არსებობას და ეს ყველაზე მეტად აღიზიანებდა. -ვივიენ იქ ვიღაცაა, *ხილული თუ უხილავი, ძლიერიტუ უწეო, ჩემს წინაშე უძლურია, ჩემი ენერგია ჩემთან რჩება,ბინძური კი იდევნება. რაც კი ამ სახლს არ ეკუთვნის იქ ვაგზავნი,სადაც მისი ადგილია. *ხმამარლა,მტკიცედ, წარმოსთქვა და ხელებით თითქოს კვანძი შეკრა,შემდეგ კი გაწყვიტა.სილუეტი კი გაქრა ვივიენი ამაყად სესცქეროდა დაქალს- ბრვო ისევ ფორმაში ხარ. ანუ რაც ის ტიპი გეჩვენება,შენი შესაძლებლობები გამოღვიძებას იწყებს,ხომ? -კი და ეს ბედის ირონიაა ნამდვილად.ცინიკრად გაიღიმა- ადექი დავწვეთ,დღეისთვის მოჩვენებები საკმარისია. მის სიახლოეს გრძნობდა,თუმცა ვერ ხედავდა. იცოდა ესმოდა,უსმენდა,გრძნობდა თუმცა არ ჩნდებოდა. იცოდა კი რა უნდოდა სინამდვილეში? იქნებ სულაც არ იყო "კარგი სული",იქნებ ატყუებდა. რატომ არ ეშინოდა- ეს ილიონ დოლარიანი შეკითხვაა,რომელზე პასუხიც იმედია მალე გვეცოდინება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.