სულის აჩრდილი II
-ფანტომები ასე ადვილად არ ჩნდებიან ადელინ. დარწმუნებული ხარ,რომ "გამოღვიძების ნიშნები" აქამდე არ გქონია? -რა გაყვირებს დაჯექი,ბებია გაიგებს ჩუუუ.. ისედაც აისიას გარდაცვალების შემდეგ, ჩაკეტილია,არ მინდა ჩემს გამო ინერვიულოს. ანერვიულებულმა კარი მიხურა და დაქალს გვერდით მიუჯდა. -ვერაფერს გაიგებს, წირვაზე წავიდა. შენ კი ამის გამო ჩაკეტე საკუტარი ენერგია? ამის გამო თრგუნავ შენს მეობას ?! იცი,რომ ასე ნადგურდები. ისინი არ მოგცემენ საშუალებას მშვიდად იცხოვრო. -ვიცი. თუმცა არ შემიძლია ვინმეს ვეომო, განა იმიტომ,რომ საკუთარი შესაძლებლობების არ მჯერა,არამედ არმაქვს ამის ენერგია.არვიცი ეს რატომ უნდა გავაკეთო. დავიღალე. ამ საგვარეულო ომებმა უკვე ბევრი შეიწირა. -ადელინ ბავშვობიდან გიცნობ და ვიცი როდის იტყუები. თუმცა,უკვე ყელში ამომივიდა ის ფაქტი,რომ ოთხი წელია რაღაცას მალავ..ჩემგანაც კი. ასეთი რა მოხდა,რომ მეც კი არ მეუბნები. არ მაძლევ საშუალებას დაგეხმარო. მე შენ ასეთად არ გიცნობ. ის ლინი ასე არ დანებდებოდა. შენი თქმით აისია არ გარდაცვლილა ბუნებრივი სიკვდილით, ის მოკლეს. ნუთუ ეს ასე გაატარე და არაფერი მოიმოქმედე. ამ ყველაფრის არ მჯერა. ემოციების იმდენად დიდი ნაკადი აწვებოდა ვივიენს ყელში,რომ ერთიანად აფეთქდა, პარალელურად გარშემო არსებული ენერგიები,ყურში, არასასიამოვნო წუილს არ წყვეტდნენ. თავბრუსხვევას გრძნობდა,ამავდროულად კი ადრენალინის დიდ მოზღვავებას. რამდენიმე წამში კი ერთიანად აალდა მისი ხელები, ისე იქცეოდა თითქოს ტრანსში იყო. ხელები სამჯერ მოიქნია,თითქოს ჰაერს აგროვებსო და თითები გაატკაცუნა. ირგვლივ აალებული ფერფლი ცვიოდა, თითოეული კარი გაიხსნა, ხილული თუ უხილავი. წინ გაიჭრა,სამუშაო მაგიდის უკან კედელს მიაწვა, როგორც ფიქრობდა კარი დახვდა,რომელიც პატარა ოთახში გადიოდა. იქაურობა სავსე იყო გაზეთებით, ახალი ამბებითა თუ საინფორმაციო წყაროებით. ისინი კი მხოლოდ ერთ გვარს უკავშირდებოდა-სოლოვარინებს. -მათ უკან რატომ დასდევ. არ მობრუნებულა ისე გასძახა, ისევ საწოლზე მჯდომ დაქალს. -იმიტომ,რომ ზაქარია უნდა მოკვდეს. მტკიცე, ბოხი ხმით უპასუხა. თითქოს ის ანცი ნიღაბი მოეხსნა და ნამდვილი სახე გამოააშკარავა. -ზაქარია? დევიდის ძმისშვილი. იცნობ? ახლაღა შემოტრიალდა მისკენ, გარუკვევლობა გამოსჭვიოდა მისი თაფლისფერებიდან -ოდესღაც ვიცნობდი. * 4 წლის წინ * -ადელინ ჩემო პრინცესა, დღეს თუ ისვენებ შეგვიძლია ბუფორტს ვესტუმროთ. განვიტვირთებით,თან ბიძაშვილებსაც ნახავ -კარგი იდეაა, დიდი ხანია ანასტასია არ მინახავს. ნეტავ ჯონათანი როგორ არის,არ ჩამოსულა ხომ ? -არა ჯერ-ჯერობით ,სამაგისტროზე მუშაობს, თან იქაურობასაც კარგად მოერგო. მიდი ადექი გაემზადე, თან პატარა ჩანთაც ჩაალაგე,შესაძლოა იქ დავრჩეთ. - 6 საათი მატარებლიტ მგზავრობას არ ვაირებ იცოდე აისია, ჩემი მანქანით წავიდეთ. საწოლზე წამომჯდარმა ნისნისმოგებით შეუთვალა -კარგი ხო, ოღონდ ძალიან სწრაფად ნუ ივლი ცხონებული მამაშენივით. სიცილით დასძინა და ოთახიდან გავიდა კალორისში ულამაზესი გააფხული იდგა. ხეები ვარდისფრად ყვაოდნენ, ჰაერი ყვავილების სურნელით იყო გაჟღენთილი. ზღაპრული სურათი იშლებოდა როგორ მოსახლეობის,ისე , ტურისტების თვალწინ.ავტომობილის მართვის პარალელურად,თვალს აყოლებდა აყვავილებულ ხედეებს და ფანჯრიდან შემოსული,ტკბილი სურნელით ტკბებოდა. ბუფორტში სადაც ისინი მიდიოდნენ, არანაკლებ ლამაზი სანახაობა იყო. ქალაქის არქიტექტურა,კალორისისგან ბევრად განსხვავებულია,აქ შეხვდებით ცათამბრჯენებს, ამუშავებულ ქვის სახლებსა და ნისლით დაფარულ ქუჩებს.მავარი მაგიური წყარო კი ზღვაა. აქაურობა მუდმივად ნახევრად ბურუსშია გახვეული, ზღვის მარილიანი სურნელით გაჟღენთილი.დღისით-მზიანი,ხმაურიანი..ღამი კი- მისტიური,სიზმარივით,სადაც ნისლი და ზღა ერთიანდებბიან.სირტყვაზე მენდეთ, იმდენად ლამაზია წამოსვლის სურვილი სადღაც დაგეკარგებათ. დამღლელი მგზავრობის შემდეგ , როგორღაც ჩააღწიეს ქალაქში. მანქანა მდიდრულ სახლთან გაჩერდა,სადაც თითოეულ კუნჭულში ვიღაც ფუსფუსებდა. -გამარჯობა, მშვიდობიანი სამუშაო დღე ბებია მილ, ბიძია სახლშია ? ღიმილიანი სახით გაემართა 60 წლამდე ქალბატონისკენ,რომელიც ყვავილებს უვლიდა. -ჩემო ლამაზო,როგორ გამახარე , რა მიჭირს შვილო,შენნ როგორ ხარ. სამსახურის საქმეები როგორ მიგდის. მოხვეულს ხელს ზურგზე უსვამდა და ქოთქოთს არ წყვეტდა. არასდროს ისვენებ ?ასე დაღლილი რატომ ხარ -კარგად ვარ ქალბატონო მილს ,ნუ ინერვიულებ. გადალილობის ბრალია,ბოლო პერიოდია საქმე დამემატა.თუმცა,არაფერია ნელ-ნელა დავსტაბილურდები -იცოდე კარგად იკვებე,შენი ფერი არ მომწონს. აისია ჩემო ანგელოზო,როგორი დამსვენებული ხარ, ეს ქალი ასაკის მტებასთან ერთად როგორ მშვენდება. მამიდასკენ გაიჭრა და თან ადელინთან საუბარი არ შეუწყვეტია. - ამოდით გოგონებო სახლში შევიდეთ, ნიკოლაი და ანა მისაღებში არიან, ანასტასია რეპეტიციიდან მალე დაბრუნდება,პიტერი კი ფარიკაობის გაკვეთილს წუთი-წუთზე დაასრულებს.მაჯის საათს დახედა და უზარმაზარი კარი ზანტად შეაღო. -ბიძია, ბიცოლა როგორ მომენატრეთ -ჩვენც ძალიან მოგვენატრე ლინი, გოგონაზე ჩახუტებულს აღმოხდა წყვილს. შენც ისეთივე შვილი ხარ ჩვენი,როგორც ჯონათანი,ანასტასია და პიტი..შენი ადგილი აქ არის,რატომ არ მოდიხარ -ვიცი ანნა, უბრალოდ არ შემეძლო. ვცდილობ საქმეში ჩავეფლო, მიზნები დავისახო და შემდგომ განვახორციელო. არ მინდა ჩემი ქალაქის დატოვება,თუმცა უნდა ვაღიარო თუ როგორ მენატრება სენი მომზადებული კერძებ. დასევდიანებულ ქალს ლოყაზე უჩქმიტა და ანცად გადაიკისკისა. -ჩემი ეშმაკუნა. ხო მართლა, გავიგე სიზმრები გაწუხებს და მას შემდეგ შენი ძალები წყობიდან გამოდის. ხომ იცი რაც არ უნდა დაგჭირდეს, გაგწვრთნით -სწორედ ეგ მჭირდება.. ნიკო, ყოველღამე ერთსა და იმავე სიმზმარს ვხედავ. იქ სოლორანების სასახლეა, მამიდა შენც იქ ხარ,ატირებული, მაფრთხილებ არ გამოგყვე და მაღალ მამაკაცს სადღაც მიჰყვები.ზაქარია იკი სასახლიდან მაგდებს. ეს სიზმარი მოსვენებას არ მაძლევს. ამ ხალხს რა უნდა ჩვენგან ?! -ძალა ადელინ . უენერგიოდ ამოიოხრა ბატონმა. ჩვენი ძალა,მათ სიბნელეს მუდამ აღემატებოდა. ის ვერ აიტანეს, დროთა სვლას,განვითარებას ფეხი ძალების დემონსტრირების გარეშე,რომ ავუწყეთ. ჩვენ უკიდურეს მომენტებში ვიყენებთ მას, ისიც ხალხის დასაცავად. დეივიდი კი ყოველთვის ბოღმიანი კაცი ყო. ერთ დროს ვმეგობრობდით მასთან, მამაშენი მისი საუკეთესო მეგობარიც კი იყო.თუმცა, მას შემდეგ რაც მან დედაენი შეირთო ცოლად და ძალები გააერთიანეს, ნიკოს შურიკიდევ უფრო გამძვინვარდა.იმდენად იყო პირველობით შეპყობილი,რომ მის მისაღებად ყველაფერზე იყო წამსვლელი. ამიტომაც,ძალის გამოყენებით დაისვა ცოლად ამილავარინის ქვრივი,რათა მათი ვაჟი ხელში ჩაეგდო. ისე გაეწვრთნა როგორც მას უნდოდა. თუმცა ბიჭი 9 წლის ასაკშიც კი სჯობდა ჭკუით. გაიქცა,მაგრამ არავინ იცის სად. ჭორები დადიოდა,რომ შეიპყრეს ,თუმცა მისიანებმა, ვერცერთმა მაგმა ვერ შეძლო მისი პოვნა.სოლოვარინებმა კი ის, მკვდრად გამოაცხადეს. -სიტყვები არ მყოფნის. -ასეა ადელინ, მათი აზრით შენ ძალები არ გაქვს, რადგან ამას მე ვბლოკავდი ამ ხნის მანძილზე ისე,რომ არავის შეემჩნია თუ როგორი განსაკუთრებული ხარ. აისიას ჩუმი ტონი არღვევდა იქურ დაძაბულობას. -შენ კი იმაზე ძლიერი ხარ,ვიდრე რომელიმე სხვა. დაიმახსოვრე, ჩვენ რაც არუნდა მოგვივიდეს შენი თავის ირწმუნე. ბიძაშვილები ერთად დადექით. ისინი თქვენს განადგურებას ვერ შეძლებენ. -ისე საუბრობ თითქოს რაღაც იცი -არსებობს წინასწარმეტყველება, რომელიც ძველად კალორისის მაგებმა აღბეჭდეს : ერენდორთა გვარი იბრწყინებს,ხოლო სოლოვაინებს არსაიდან მოსული სული შთანთქავს. ამიტომ ცდილობს ნიკოლაი თითოელი ერენდერის ძალის მითვისებას. ადელინს ცივი ოფლი ასხამდა ,ყურები დაუგუბდა, ღებინების შეგრძნება ჰქონდა. ხელები ძლიერად მიიჭდო საფეთქლებზე და ფოკუსირებას ცდილობდა. თუმცა ,ყველაფერი უკონტროლო იყო -რ ჯანდაბა მჭირს ბიძია. ხმებ კიდევ უფრო გაუარესდა, სადღაც შორიდან ვიღაცის ყვირილი ესმოდა. -ადელინ გონს მოდი. თვალები არ დახუჭო ,აისია ამაოდ ცდილობდა სავარძელზე მისვენებული სხეულის გამოფხიზლება. -ისინი მას უხმობენ. გაბრაზებულბა დაიბაბანა ნიკოლაის ხმამ. მილს საწოლი ოთხი მოუმზადე ჩემს ძმისშვილს, აისია ანა თქვენ კი მე გამომყევით, სალაპარკო გვაქვს. იქმდე კი ჯორჯს უთხარი ადელინს შელოცვა დაადოს რათა მისი პოვნა ვერ შეძლონ. მალევე დააწვინეს ადელინი კომფორტულ საწოლზე, ჯორჯმა შელოცვა დაადო, გვერდით ტუმბოზე კი სანთელი დაუდგა- სინათლეს გამოჰყევი ადელინ,ჩემს ხმას გამოყევი. ყურთან უჩურჩულა და ოთახი დატოვა. მისი სხეული ციებ-ცხელებისგან სულ დაცვარულიყო.ცივი ოფლი წვეთებად ეცემოდა ნიკაპზე,ხელებსა თუ მკერდზე. თითქოს მისი სული და სეული ორად გაიყო: ერთინაწილი ბურუსში იფანტებოდა,მეორე კი კრუჩხვებსა და სიცხის ტალღებში იტანჯებოდა.ნელ-ნელა გულისცემა დაუმძიმდა და თავში ჩახლართული ხმები ერმანეთს ეჯიბრებოდნენ: სუსტ სიცილს, ჩურჩუსა და ყვირილს შორის ვერ ხვდებოდა, რა იყო რეალური და რა მისი ფანტაზიის ნაყოფი. გონების თამაშს ფეხაკრეფით მიჰყვებოდა,ვერაფერს ხედავდა იქამდე,სანამ ნავსადგურში არ ამოყო თავი.ზღვის ხმაც კი არ ისმოდა, გამაყრუებელი სიჩუმე იდგა წყვდიადს შერწყმული. ვიღაცის არსებობას გრძნობდა, რომელიც ნელ-ნელა იძენდა ფორმას , თითქოს ჰაერის ნაწილაკები ქმნიდნენ სილუეტს. მისკენ მოიწევდა, ჰაეროვნად, ფარფატით.. -შენი ძალა აქ არის ,მაგრამ ჯერ მისი გამოყენება საშიშია. ნუ ეცდები რამის შეცვლას,ჯობს ძალა მომავლისთვის შეინახო.- ჩურჩულით გაისმა ხმა,რომელიც თითქოს ბუფორტის ბურუსსა და ნისლს თავად ათამაშებდა. -რას რას ვერ შევცვლი. ვინ ხარ ,ამას რატომ მეუბნები -ჩშშშ .აქ არიან ბურუსში ჩრდილები გაჩნდნენ-სოლოვარინის კლანის წარმომადგენლებ. მათი სხეულები სისხლსფრად იფანტებოდნენ, ხანაც უცნაურად გძელ სილუეტებს ქმნიდნენ. ადელინი მთელი ძალით იბრძოდა-არ სურდა შეემჩნიათ,რომ მისი სტიქია მძვინვაებდა მასში. შელოცვას ჩუმად კითხულობდა, როდესაც ის სილუეტი მასთან ძალიან ახლოს გაჩნდა. სიცხე სწვავდა,თუმცა მედიდურად იდგა მის წინ - შენ გაიმარჯვებ, შენი ძალა შენზეა დამოკიდებული. ახლა კი მარცხნივ გზას გაყევი,ის შენ აქედან გაგიყვანს. აქ შემოსვლის საშუალება მხოლოდ შენ აქვს. შენი სახელი აქ არასდროს,არავის უთხრა.მეც კი.. მე მხოლოდ შენს ენერგიას ვხედავ- ამ ფორმაში. ნება არ მისცე გიპოვონ. სოლოვარინები საშიში ხალხია.იქამდე არ გადაეკვეთო სანამ საკმარისად ძლიერი არ იქნები. არ იცი რატომ გეძებენ, მაგრამ რადგან ასეა ეი საჭირო ხარ. ეს ყველაფერი ჩურჩულსაც არ ჰგავდა,რაღაც უფრო ტელეპათიურს ჰგავდა ..ბოლოს კი საზარლად დაიბაბანა - წადი !! საწოლში ციებიანვით წამოხტა -* ეს რაიყო ღმერთო ჩემო,წამიერად შემეშიდა კიდეც. კი მაგრამ აქაურობა,ცარიელი რატომაა, მატო რატომ დამტოვეს. * ჯერ კიდევ დაცვარულ სახეს იწმენდდა და ბორძიკით მიაბიჯებდა დერეფანში. *ჯერ კიდევ სუსტად ვარ, რა მინდოდა რას ვდგებოდი*. ბიძამისის ოთახს მიუახლოვდა თუ არა ნაბიჯი კიდევ უფრო შეანელა. *ეს აისიას ხმაა? აქ რაუნდა* -ნიკო ხომ გითხარი,რომ ენერია კართელონიის ჯავშანს მოვახმარე. ეს შელოცვა მე ყველაფრად დამიჯდა. -ვიცი ვიცი აისია,მაგრამ ისინი თუ გაიგებენ ამას, ქვეყანასაც გაანადგურებენ და შენც. -მე მათი არ მეშინია.ჩვენი გვარი არ იმსახურებს ასე დამალვას. თავს თუ დამესხმებიან -ვიბრძოლებ.შენ კი არაფერს გააკეთებ,რადგან შვილები გყავს დასაცავი. ასევე, ადელინი.რომელსაც ადრე თუ გვიან მოაკითხავენ. შენც კარგად იცი,რომ დეივიდს ის სჭირდება. -როგორ თუ არაფერი მოვიმოქმედი გოგო გაგიჟდი?შენ რომ რამე დაგემართოს, ერთიანად გადავწვავ დეივიდს და მაგის მონაგარს. -არაფერს არ გააკეთებ მეთქი. კბილებში გამოსცრა და კარისკენ დაიძრა. თვალით ანიშნა კართან მდგომის შესახებ. ადელინი მიხვდა ამოსვლას აპირებდნენ და იქიდან აორთქლდა. *დეივიდს, მამიდაჩემი სჭირდება?* - კითხვები მონაცვლეობით უღიტინებდნენ თავში. ცდილობდა შუმჩნეველი ყოფილიყო,ამავდროულად კი აისიასთვის არ მოერიდებინა თვალი. ნაშუაღამევს, დამწვარი სეიჯის სუნიტ ყარდა სასახლის მარჯვენა ფრთა. -ანასტასია, აისია ამ დროს რას აკეთებს იცი? წიგნებში ჩაფლულ ბიძაშვილს სიმყუდროვე დურღვია. -არ ვიცი ,თუმცა არ მომწონს მისი ქცევა. ცდილობენ სიტუაციიდან გგვთიშონ. -მაინ ჩაიცვი და უკან გავყვეთ. არამგონია ამ ღამემ ისე ჩაიაროს. -მე მზად ვარ..მოვდვივარ. მართლებიც იყვნენ. აისია რაღაცისთვის ეზადებოდა. პატარა ხელჩანთა,ისე მიჰქონდა თითქოს არ უნდოდა გასტყდომოდა. აისი სახლიდან ფრთხილი ნაბიჯებით გავდა,მის მზერაში დაძაბულობა იკითხებოდა,ჩანდა, იცოდა,რომ მისი ქმედება უსაფრთხო არ იყო. ბიძაშვილები, ფეხაუჩქარებლად მიჰყვებოდნენ,ვიწრო,ქვაფენილიან ქუჩებში.ღამის ბუფორტი ზღვის სუნით იყო გაჟღენთილი,სიბნელეს კი მკრთალი ლამპიონების ნათება არღვევდა. აისია ნავსადგურისკენ მიიწევდა, იქ,სადაც ბურუსი ყველაზე სქელი იყო. ზღვა ისე გამალებით ღელავდა,გეგონებოდათ მის დასახმარებლად მიისწრაფვისო. ისევ ის ცეცხლოვანი ფიგურები, არსაიდან მამიდის გარშემო გაჩნდნენ. ხმები არისმოდა,თუმცა ადვილი გასარევი იყო ,რომ ჩხუბობდნენ. აისიამ ჩანთიდან სფეროსებრი ნივთი ამოიღო,რომელიც იისფრად ელავდა, მიწაზე მძიმედ დაახეთქა თუ ,არა სილუეტებთან ერთად გაუჩნარდა. ადელინი ყვირილს აპირებდა,ანასტასიამ,რომ ააფარა ხელი -ახლა თუ დაიყვირებ,მათ ხაფანგშ ჩვენც აღმოვჩნდებით. -კი აღმოჩნდებით,აქ რას აკეთებთ ჩიტებო? მაღალი ,სიმპატიური პირისახის მამაკაცი წამოადგათ თვზე.თუმცა,აშკარა იყო-არც თუ ისე კეთილი. -შენ ვინ ჯანდაბა ხარ. მკვახედ გამოსცრა ერენდერმა -ოო შენ როგორი უხეში ხარ ლამაზო. იმ ბო*ს უთვალთვალებდით? -სიტყვები შეარჩიე,თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. როგორც ჩანს აქმხოლოდ ადელინი არ არის ვინც ვერ აკონტროლებს ბრაზს.ანასტასიაც საკმაოდ გამწარებული ცანდა იქაურობა აბრძოლო რინგად გადაიქცა. ორივე ცდილობდა ძალა არ გამოეყენებინა,მაქსიმალურად დაიხარჯნენ,თუმცა მოწინააღმდეგე მხარეარ ყოფილა კეთილსინდისიერი. მას შემდეგ,რაც ადელინმა მკლავში დაჭრა.ხოლო მამაკაცმა ანასტასია გათიშა, მაგიის წყალობიტ ადელინი გაიტაცა. -სად არ,ვინ ხარ და რატომ მომიტაცე ?!! - ამის კითხვა მეც მინდოდა,რატომ ვერ ვხხედავ შენს ენერგიას. ირონიული ღიმილი ნამდვილად ნერვებს უშლიდა ადელინს -იმიტომ ხომ არა ,რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ? -რაღაც არ მგონია აისია ერედერის სათვალთვალოდ,უბრალო ადაიანები დადიოდენ. -აქ რატომვარ თქო! -მოვიწყინე მე კი გართობა მინდა. გათიშულთან *იმაობა არმომწონს,ამიტომ ამჯერად მხოლოდ შენით შემოვიფარგლები. -ხელი,რომ დამაკარო იცოდე ცოცხლად გაგატყავებ -*ესაც ვერ მომჭამ. შენი აზრით, შენნაირი ცინგლიანების მეშინია? შენ აქ მხოლოდ იმიტომ ხარ,რომ სურვილი დამიკმაყოფილო. არაფერი პირადული. - გოგონებ ნივთები არ არინ -არიან არასანდო, ეგოისტი ბო**ბი ხართ. ერთადერთი სარგებელი რაც მოგაქვთ სექსია ამიტომ მოკეტე და დაელოდე როდის მოვა შენი დრო. ოთახიდან უმწეო გოგონა გამოიყვანა, ყველაფერი კი ადელინის თვალწინ მოხდა. ბოღმა ახჩობდა, უნდოდა ეცემა ,ისე ეცემა,რომ ვეღარ ესუნთქა. ლოცულობდა როგორმე ვინმეს ეპოვა,ან გამოსავალი მოეძებნა გასაქცევად,თუმცა ამაოდ. გამომწყვდეული რამდენი ხანი იყო არავინ იცოდა. აშკარა იყო,რაღაც გაუკეთა მამაკაცმა. თვალსაც კი ვერ ახელდა. სულ ეძინა. ღმერთმა უწყის,რას უკეთებდა ის პირუტყვი მაშინ,როდესაც "ეძინა". გათიშვებს შორის,ყვირილი ესმოდა,ვიღაც უყვიროდა,გამოფხიზლებას სთხოვდა, ხანდახან გრძნობდა,რომ ვიღაც ენერგიას უცვლიდა. უნდპდა წამომდგარიყო, ან კიდური გაემოძრავებინა მაინც ,მაგრამ ამაოდ.წუთუთოებსა კი ვერ სწევდა თვალის გასახელად. წამლის მოქმედება შესუსტდა, ძნელად გაახილა თვალი. სკამზე იყო ისე მჭიდროდ მიბმული,წინ იგივე სანახაობა იყო გოგონა და ის მხეცი.. ცდილობდა ძალა გამოეყენებინა და შელოცვას ჩურჩულებდა. ხელები შეიხსნა თუარა,მამაკაცს ეცა,რომელიც გოგონას ზევიდან ეწვა. -გამოეთრიე შე . მთელი არსებით სურდა მისი განადგურება. -ცუდად დაამთავრებ ! გააფთრებული წამოხტა ნახევრად შიშველი მამაკაცი. -აქედან გაიქეცი.. ატირებულ გოგონას უღრიალა და მამაკაცის იერიში მოიგერია. ყყველაფერი ისე სწრაფად ხდებოდა,გააზრებას ვერ ასრებდა. მამაკაცი ზევიდან ეჯდა. ამცირებდა,ურტყამდა, შეურაცხყოფას აყენებდა. კბილს-კბილზე აჭერდა გონება,რომ არ დაეკარგა. არემარს ათვალიერებდა,რომ რაიმე გამოსადეგი ეპოვნა. მამაკაცი მარტივად მოიგერია,ეტყობოდა,რომ დაიღალა. -იცოდე მკვდარი ხარ გოგონი. დანა ამოიღო და ქალის მიმართულებით ისროლა. -შენ მე ა მიცნობ. ძლიერი ადრენალინი აწვებოდა,ყურები წუილი პიკს აღწევდა.დასისხლიანებული იყო, თავბრუც ეხვეოდა.. დარჩენილი ძალები მოიკრიბა დაიქაურობა ააფეთა. -მოვკვდები თან თან ჩაგიყოლებ.ცვირიდან სისხლი სდიოდია, გრძნოდა წამ-წამზე გაითიშებოდა,როცა დაინახ როგორ დაუმიზნა იააღი.-მაგას არ გირჩევ შე *ირო. შელოცვას ჩურჩულებდა, სახეზე სასტიკი ღიმილით უახლვდებოდა ჩაკეცილ მამაკაცს,რომელსაც იარაღი ხელიდან გავარდნოდა. დაჭრილი მხეცვით ღრიალებდა. იქვე,სკამზე გადაკიდებული პიქჯის ჯიბიდან ამოაძვრინა მამაკაცის ტელეფონი და საფულე. -ჰაჰ ზაქარია სსოლოვარინი ?! შენნაირი.. თქვენნაირი ღორები ცხოვრებას არ ისახურებენ.შენ რა გეგონა ის რაც მე გამიკეთე,მაგას შეგარჩენდი?! არც ჩემი და არც იმ საწყალი გოგონას წმებას არ შეგარჩენ. შენი ჯიში ერთ დღეს ისე გაწყდება,როგორც ღორები ეპიდემიის დროს. სარეველები ხართ,რომლებიც ერთხელ დ ძირფესვიანად უნდა ამოვგლიჯოთ. თვალები ლურად უელავდნენ. არ ისე როგორც ყოველთვის, საფეთქლებზე თეთრი ელვისებრი ნიშნები გაუჩნდა. ღრიალებდა და ძალას იკრებდა, ყველაფერი ერთი მეორის მიყოლებით იშლებოდა. მიდიოდა და იქ ტოვებდა გამხეცებულ მამაკაცს,ცოცხლად დასამარხად. -მოკვდი! ეს იყო მისი ბოლო სიტყვა დ იქიდან აორთქლდა. * ამ დღის შემდგომ წლები გავიდა, ზაქარიას მოკავშირეებზეც კი შური იძია. სოლორანიები გააფთრებით ეძებდნენ, შვილის მკვლელს. საჩუქრად კი მედიაში გავრცელებული,ზაქარიას,უღრსი საქციელები მიიღეს. ყველა მათზე ჭორაობდა. თავს არიდენენ . მათი სახელი ადელინმა ისე გაბზარა,რომელთა გამთელებას ვეღარასდროს შეძლებდნენ. ფეხზე ეკიდა ვინმე თუ დაედევნებოდა. ახლა დრო იყო ეთამაშა.ჩვეულებრივი გოგონას როლი ეთამაშა და აისიას კვალი ეპოვნა. დღევანდელი დღე* -ანუ ზაქარია შენ მოკალი. არეულ ოთახში იატაკზე ისხდნენ,სასმელს სვამდნენ და სადღაც შორს,წარსულში იყურებოდნენ. -ხო. უემოციოდ უპასუხა და მწველი სითხე წყალივით მოსვა. -ეს პერიოდი იტყუებოდი -ვიტყუებოდი -ჩემთანაც -შენთანაც -რატომ არაფერი მითხარი -ყველაფერი ბუნებრივი უნდა ყოფილიყო,ასევე,ვერ დავუშვებდი ამ ინფორმაციის გამო შენ აგდევნებოდნენ.დიდი რისკი იყო. -უსამარლობაა..ეს ყველაფერი მარტო არ უნდა გადაგეტანა, -ვიცი. მიჭირდა,თუმცა შური ვიძიე. ამან ცოტა დამიმშვიდა სული. -ახლა რა იქნება. -ახლა ის არსება უნდა ვიპოვნო, ვისაც ვიზიდავ და მიზიდავს. გავარკვიო რა კავშირი აქვს ჩემთან. -ამჯერად მარტო არაფერს გააკეთებ. მედალიონს შეულოცა და გოგონას გულზე დაჰკიდა. -ეს ერთმანეთთან გვაკავშირებს, რაც არუნდა იყოს ჩემზე იფიქრე -მადლობა ვი. იქაურობა დაალაგეს და საქმეებს მიაშურე. რამდენიმე დღე არაფერი ყოფილა განსაკუტრებებული . გახსენებულმა ისტორიამ,მასში ის ძველი ჭრილობები გახსნა რაც ეგონა,რომ მოიშუშა. არავისთან საუბარი სურდა, სამსახურის შემდგომ კალორისის ქუჩბში სეირნობდა. ნაყინს მიირმევდა. შუაღამეს,მთვარიან ღამეს სიმღერით აფორმებდა. ყველაფრით ცდილობდა დამშვიდებას,განკურნებას. შაბათ-კვირას კი იქ წავიდა სადა, ეს ყველაფერი დაიწყო- ბუფორტში. ვივიენიც თან წაიყვანა და ფობიების დასაძლევად წავიდა იქ,სადაც ფიქრობდა არასდროს ჩავიდოდა. გზაშიც კი აკანკალებდა, დაძაბული მართადა მანქანას, ვივიენიც გრძნობდა ამ ყველაფერს თუნმცა არ სურდა მეგობარი კიდევ უფრო დაემძიმებინა. ჩუმად იჯდა და ელოდა,როდის მოისურბდა დაქლი გულის გადაშლას. თუმცა მთელი გზა სიჩუმეს მხოლოდ მუსიკის ხმა არღვევდა. -აიი ისიც,დაწყევლილი ბუფორტი. ქალაქში შესვლისას მძიმედ ჩაისუნთქა ზღვიდან წამოსული ჰაერი. -გგონია ყველაფერი იგივე დაგვდება? მკრთალი ღიმილით იკითხა -არ ვიცი. მანქანა ბუფორტის შესასვლელთან გაჩერდა. იქ, სადაც ნისლი ისე იდგა, თითქოს ქალაქი არ უშვებდა შინ. სწორედ ამ დროს, ადელინმა იგრძნო — მკერდში სითბოს ნაცვლად სიცივე მოაწვა, თითქოს ჰაერი შეჩერდა. გზის მოპირდაპირე მხარეს, თხელ პალტოში შემოსილი მამაკაცი იდგა. მისი სილუეტი მკვეთრად გამოიკვეთა ნისლში, თითქოს თავად ბურუსი ცდილობდა მის დაფარვას, მაგრამ ვერ ახერხებდა. — ვივიენ… — ჩურჩულით თქვა ადელინმა და ხელი მუხლზე დაადო. ვივიენმაც დაინახა. უცნობი არ მოძრაობდა, უბრალოდ უყურებდა. მისი მზერა ისეთი მძიმე იყო, რომ ადელინმა სუნთქვა ვეღარ დაიჭირა. მამაკაცი ნელა გადმოვიდა გზაზე, განათებული ფარების შუქში. სახე ნახევრად ჩრდილში დარჩა, მაგრამ თვალები — თითქოს ცეცხლის ნაპერწკლებს ჰგავდა. — შენ დაბრუნდი — თქვა მშვიდად, ისე, რომ ხმა მხოლოდ ადელინმა გაიგონა. ადელინს გული აუჩქარდა. წარსულის სილუეტი რეალობაში ჩამოყალიბდა. — დევიანი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.