ვინმე სხვა ( თავი 9 )
რა მშვენივრად მეძინა, მანამ სანამ დედამ არ გამაღვიძა და შემახსენა რომ დღეს 31 დეკემბერია... საახალწლო სამზადისში სურს რომ მეც ჩამრთოს. ყოველ წელიწადს, რაც ასაკი მემატება, ვაცნობიერებ რომ პატარა პრინცესა გოგონას ცხოვრებას ვშორდები. ახლა კერძების მომზადების დრო მაქვს?!.. დღითიდღე, საქორწილოდ უნდა ვემზადები. ახლა კი ხახვის დაჭრაში უნდა გავატარო დრო. ბუზღუნით და უკმაყოფილო განწყობით მივყვები უკან დედას სამზარეულოსკენ. ამ დროს კი ჩემი მობილური ტელეფონის ხმა გაისმა. ხელში მოვიმარჯვე ტელეფონი და რომ დავხედე, წერილი დამხვდა ლუკასგან, რამაც ჩემი უკმაყოფილო სახე გაამხიარულა. ლუკა:* რას აკეთებს ჩემი მსოფლიოში ულამაზესი გოგონა?... :* დილიდან დედას ვეხმარები.... შენ რა გეგმები გაქვს დღეს?. ლუკა:* ოუ... დღეს მე ერთ საინტერესო იდეა მაქვს. თუ კი ჩემი პრინცესა თანახმა იქნება... ვიფიქრე ერთად ხომ არ შევხვდეთ ახალ წელიწადს ჩემს აგარაკზე?... ერთიანად ვცახცახებ. ვცდილობ დავმშვიდდე მაგრამ ვერ ვახერხებ. წერაც მიჭირს... მოვიკრიბე ძალა და შევეცადე მშვიდად და გონივრულად დავუბრუნო, მას პასუხი. :* იცი?!... დღეს ჩემს მშობლებთან უნდა შევხვდე ახალ წელს.. ასეთი ტრადიცია გვაქვს. აი ზეგ კი შევძლებ შენთან ყოფნას. პასუხი მიგვიანდება და ცოტა არ იყოს ავღელდი. არ უნდა მეთქვა ასე პირდაპირ უარი... ძალიან ვნანობ იქნებ ეწყინა კიდეც?!... რამოდენიმე წამში კვლავ ვიგრძენი რომ წერილი მომივიდა... ლუკა:* კარგი.. როგორც იტყვი ჩემი მშვენიერო... ტელეფონი მაგიდაზე დავაბრუნე და სამზარეულოში დედასთან შევედი თხოვნით. ზოგადად მშობლების მოტყუება არ მჩვევია მაგრამ ამ შემთხვევაში იძულებული ვარ რომ დედა მოვატყვილო და ვთხოვო რომ ჩემს დაქალებთან ერთად მსურს ამ ახალი წლის შეხვედრა. რა თქმანუნდა დიდხანს იყოყმანა დედამ მაგრამ ბოლოს დამთანხმდა და მეც თბილად მოვეხვიე და ვაკოცე მას. აფორიაქებულმა და ბედნიერმა ვამცნე ლუას რომ მის შემოთავაზებას ვთანხმდებით და მასაც გავუმხიარულე განწყობა. შემდეგ მამას მივადექი თბილი, კრავის თვალებით და ცოტა ოდენი თანხა ვთხოვე, რადგან ახალ წელიწადს ლამაზი ახალინკაბით შევხვედრილიყავი. რა თქმა უნდა მამამ თხოვნა შემისრულა და შუბლზეც მაკოცა... მე კი ჩემს დაქალებს დავუკავშირდი და ვსთხივე რომ საყიდლებზე წავსულიყავით. მთლიანი სავაჭრო ცენტრი შემოვიარეთ, მე და ჩემმა გოგონებმა და მაინც არ ვირლებით. ვარჩევთ კაბებს და თან ვწორაობთ... მე მათ გავანდე დღეს რასაც ვაპირებ და ისინიც აღტაცებული მარიგებენ. თეკო: გოგო არ ვიცი რა გითხრა?!.. ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც შეყვარებუკები ხართ... თან არც დაუნიშნიხარ.. ეს სადაური წესია?!... თეკოს მაიკო ჩაეჩრა საუბარში. მაიკო: კარგი რა ნუ იცი ხოლმე შენ ასე!... რომელი საუკუნეა?!.. ახლა ამ დროში რათა დროს ხელის თხოვნა და ცერემონია?... ორ ადამიანს ერთმანეტი უყვართ, მთავარი ეს არის. არ დაიშურა სიბრაზე თეკომ მაიკოს მიმართ და სწრაფადვე შეუტია. მე კი მეცინება მათი კამათის შემყურე. თეკო: გოგო შენ სრულ ჭკუაზე თუ ხარ?.. იმისათვის ზარდეს ირმა დეიდამ და ალექსიმ რომ სალომემ მისი უმანკოება ასე ერთ თვიან ურტიერტობს გადააყოლოს?... ცოტათი ტვინს ძალა დაატანე!.. რა შუაშია აქ დრო და საუკუნე?!. მაიკო მომიტრიალდა და რჩევას მაძლევს, რამაც თეკო ზომაზე მეტად განარისხა... მე კი მათი გაშვეკება მიწევს. მაიკო: სალი მოდი შენს გულს მოუსმინე და არა ჩვენ... როგორც გიკარნახებს ისე მოიქეცი რომ მერე არ ინანო, ბებერ თეკოს რატომ დავიჯერეო. თეკო: გოგო ბებერს გაჩვენებ ახლა მე შენ!.. საღი აზრის მოსმენა თუ არ გსურთ, მაშინ სულ კარგად ბრზანდებოდეთ ორთავე. : კარგით გოგონებო გეყოფათ რა მოგივიდათ?!.. იმიტომ კიარ გითხარით რომ ასე გადაეკიდოთ ერთმანეთს. არ იღელვო თეკო, მე საკმაოდ კარგი ჭკუა მაქვს იმისათვის რომ ვიცოდე რა მსურს და რა უნდა გავაკეთო... ჩემს ცხოვრებაში პირველად ვარ შეყვარებული... რომ არ მიყვარდეს ამაზე არც დავთანხმდებოდი. გოგონები შევარიგე და ერთმანეთს მოვეხვიეთ. საყიდლების შემდეგ, ყავაც მივირთვით ნამცხვართან ერთად და ბედნიერად დავიშალეთ. უკვე საღამოს 9 საათია... მე კი მის ზარს ველი მოუთმენლად. ფანჯარას არ ვშორდები, დედა კი მაიძულებს რომ სანამ წავალ მისი მომზადებული გოზინაყი დავაგემივნო. როგორც იქნა მომივიდა მისი შეტყობინება.. რომ სემიძლია ჩავიდე. ოჯახის წევრებს დამდეგი მივულოცე და ბედნიერი გავემართე გარედ. ჩემი სახლიდან ოდნავ მოშორებით ავტომობილი შევნიშნე სადაც ლუკა იმყოფებოდა. ჩამუჯექი სიხარულით და ძლიერად მოვეხვიე. ქალაქიდან არცთუისე შორს გაბედით.. მისინკერძო აგარაკისნეზოში შევედით ავტიმობილით და სახლშიც ავედით. ლუკამ კარი შეაღო და შემიოატიჟა. მე კი გაოცებას ვერ ვმალავ, რადგან ისე ლამაზად და რომანტიკულად ნოუწყვია ეს ყველაფერი რომ აღვფრთოვანდი. ლუკამ კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ ძალიან ლამაზად გამოვიყურები. ამ თბილი ჰარმონიის ფონზე სუფრას მივუსხედით. ლუკა: მეჩვენება თუ ღელავ?... :არა.. რა მაქვს სანერვიულო?!, შენთან ერთად ვარ და თან ბედნიერი. ლუკა: მიხარია ასე რომ არის... ახლა მე მინდა ამ სასმისით ჩვენი სიყვარულის დღეგრზძელობა შევსვათ. მისი გამომეტყველება ცოტათი შეიცვალა, რადგან მისმა ნათქვამმა გამაცინა. ლუკა: რა გაცინებს პატარავ?.... :არაფერი... მაპატიე, უბრალოდ უცბად მამაჩემი გამახსენდა. მანაც ასე იცის სადრეგრძელოს წარმოთქმა. მან ჩემს პასუხს ღიმილით შეხვდა და ხელზე ხელი დამადო... თვალებში ღრმად ჩამხედა და მშვიდი, დაბალი ხმით მითხრა რომ გიჟრდება ჩემს სიცილზე. ძალიან გავწითლდი... თმა ხელით ოდნავ გადავიწიე და ვცდილობ თემა შევცვალო. : ისე ეს ყველაფერი ძალიან გემრიელია... შენ მოამზადე?.. ლუკა: არა... ასეთი მაგარი ვარ ვარ.. მე უბრალოდ შევუკვეთე, წინასწარ. ჯანდაბა ისევ ძალიან ვღელავ და ვფიქრობ რაზე გავამახვილო ყურადღება რომ სიტუაცია გავანეიტრალო მაგრამ ის კვლავ გაუნძრევლად მიმზერს და კომპლიმენებით მიტევს. შემდეგ ფეხზე წამოდგა და გამიმხილა რომ ჩემთვის საჩუქარი აქვს... მთხოვს რომ თვალები მანამ არ გავახილო სანამ თავად არ მეტყვის. ასეც მოვიქეცი და დავუჯერე მას.. თვალს ვახელ და ჩემს მკერდზე ვხედავ ულამაზეს ყელსაბამს.. გაოცება და სიხარული კვლავ ვერ დავფარე და ძლიერად მოვეხვიე მას და ვაკოცე მადლობის ნიშნად. საკმაოდ დიდი დრო დავყავით ერთად საახალწლო სუფრაზე... ამასობაში კი სადაც არის ახალი წელი შემიაბიჯებს ფეხს... მე დამკუკანაივანზე ვდგავართ ის ხელებს მხვდება და მენზურგით ვეყრდნობი მკერდზე.. ორტავეს შამპანით სავსე ჭიქა გვიჭირავს და ვუმზერთ ლამაზ ცას, როგორ ნათდება და ბრწყინავს. ამასობაში ახალი წელიც დაგვიდგა და გარედ დიდი ჟრიამული და ხმაური ისმის... ჩვენ კი ბედნიერები ვულოცავთ ერთმანეთს... მილოცვა ერთმანეთის ისე ღრმად შევტოოეთ რომ ვეღარ ვჩერდებით.. ასე ხვევნა, კოცნით გავემართეთ საძინებლისკენ და ნელ- ნელა საწოლშიც არმოვცნდით... მესმის როგორ რეკავს განუწყვეტლივ ჩემი მობილური ტელეფონი, ისე რომ ზარი არ წყდება მაგრამ ახლა განძრევა არ შემიძლია. ლუკა: ძალიან დაძაბული ხარ პატარავ... ოდნავ მოეშვი და უბრალოდ მომეხვიე. მის რჩევას ვითვალისწინებ... თვალს ვხუჭავ და ბოლომდე მივენდობი მას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.