შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდის ზღვარზე


დღეს, 13:36
ავტორი murachashvili
ნანახია 136

კიდევ ერთი დაძაბული დღე თითქოს მიიწურა, ირაკლი სახლში წასასვლელად ემზადებოადა , როცა ტელეფონის ეკრანი აციმციმდა, ნაცნობი ჩატის ფანჯარა, ლურჯი წერტილი, რომელიც ახალი შეტყობინების ჩამოსვლას ნიშნავდა. იქიდან უკვე გამოჩნდა სიტყვები:
- როგორ ხარ დღეს?“
ირაკლიმ ღრმად ამოიოხრა. არ იყო ეს ჩვეულებრივი კითხვა. არც ის იყო, ვინც ეკითხებოდა, უბრალო ადამიანი მის ცხოვრებაში. ნინო უკვე თითქმის ექვსი თვე იყო მისი ყოველდღიურობის ნაწილი — პირველად Facebook-ზე წააწყდა კომენტარებში, შემდეგ Messenger-ში ღამეული მიმოწერები, საერთო თემები, სიცილი, ირონია, თავშეკავებული ფლირტი...
და მერე, რეალური შეხვედრა. სუფთა არაფრისმთქმელი ყავა, მაგრამ იმდენად დატვირთული სიჩუმით, რომ უფრო ხმამაღალი იყო, ვიდრე სიტყვები.
ნინო მას არავისთვის გაუტოლებია. არც კი უცდია. მის გვერდით თავი სხვანაირად იგრძნო, მოსმენილად, ნანატრად და სწორედ ამიტომაც იყო საშიში.
ცოლმა ბოლოს მკაფიოდ უთხრა: - თუ არ გაწყვეტ მასთან ურთიერთობას, წავალ!
მაგრამ ის მაინც წერდა. ხან დღეში ერთხელ, ხან ორჯერ. არა, არაფერს განსაკუთრებულს, უბრალოდ „გამარჯობა“, ან „დღეს შენს საყვარელ სიმღერას მოვუსმინე“. საკმარისი იყო ეს, რომ ირაკლის შიგნით ის ძველი, მივიწყებული ემოცია გაცოცხლებულიყო, ინტერესის, მღელვარების, სურვილის...

ერთხელ, როდესაც მარტო იყო მანქანაში, აღიარა: - მინდა მასთან წასვლა. ერთხელ მაინც. მერე რაც უნდა მოხდეს.
მაგრამ ვერ წავიდა. მის გულში ორი ხმა იბრძოდა: ერთი, რომელიც ითხოვდა სიცოცხლის თავიდან შეგრძნებას, თუნდაც წამით, თუნდაც ქარიშხალთან ერთად.
მეორე, რომელიც ჩურჩულებდა შიშით: - და მერე რა? დაკარგავ ყველაფერს, რაც დღეს გაქვს, შვილს, სახეს, ოჯახს...
საბოლოოდ, არც წავიდა და არც გაწყვიტა.
არჩია ზღვარზე სიარული. იმ ზღვარზე, სადაც ემოციები არ სრულდება, მაგრამ არც ბოლომდე გადის. სადაც შეხება მხოლოდ სიტყვებია, და სურვილები ჩუმად დაჭერილი ეკრანის ღილაკები.
ნინო ამას ხვდებოდა. მას არ სჭირდებოდა სიტყვები, რომ გაეგო, ირაკლი ერთდროულად ნამდვილად გრძნობდა და მაინც ვერ ბედავდა და ალბათ, თავადაც ეგონა, რომ ეს საკმარისი იყო, ოდნავ მეტი, ვიდრე მეგობრობა, მაგრამ არც იმდენი, რომ ყველაფერი დაენგრია.

ზღვრები რჩებოდა ადგილზე და იქ, ზუსტად იმ მშვიდ ზღვარის კიდეზე, ირაკლი ისევ პასუხობდა ჩათში:
- დღეს? ცოტათი შენზე ვფიქრობდი.“


და რას ფიქრობდა ამ დროს ნინო?!
როცა პირველად მიწერა, არ უფიქრია, რომ ასეთ ხაფანგში ჩაითრევდა.
არაფრის მოლოდინი არ ქონდა, არც მისი, არც მიმოწერის გაგრძელების, მით უმეტეს, რომ პროფილზე სურათზე ბავშვთან ერთად იდგა და სახეზეც ეტყობოდა, რომ წარსული ტვირთად აწვებოდა. მაგრამ რაღაც ჰქონდა, იმ სახის მიღმა იყო სხვა კაცი, ცოტა მარტო, ცოტა დაღლილი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი შიგნიდან.
მერე ასე დაიწყეს, ერთი ღამის სტატუსზე კომენტარი, მეორე ღამით ერთი სიტყვა, მესამე ღამით უკვე ნახევარი საათის საუბარი ფილმებზე, ურთიერთობებზე, იმაზე, თუ როგორ აკლიათ ყურადღება, თანაგრძნობა… ადამიანობა.

ეს იყო მათი ენა: უხმო თანაგრძნობა, დაზუსტებული დისტანცია, ნაწილობრივი მოლოდინი. რეალურად რომ ნახა, თვალებში ვერ უყურებდა დიდხანს. თითქოს შერცხვა. მაგრამ იმ მზერაში უფრო მეტი იყო, ვიდრე სიტყვებში. სწორედ მაშინ მიხვდა, ეს კაცი მისკენ მიიწევს, მაგრამ უკან იხევს. შეიძლება სიყვარულიც კი ვერ დაარქვა ამას, მაგრამ იყო შეცვლილი სიჩუმე. ისეთი, რომელიც არაფერს ამბობს და მაინც ყველაფერს გადმოსცემს.

ცოლი რომ შეუჩნდათ, ირაკლიმ ორი დღე გაუჩინარებით „დაიცვა“. ესმოდა, იგრძენო, როგორი ძლიერია ის ბარიერი მის ცხოვრებაში, რომლის გადაბიჯებაც არ შეეძლო.
მაგრამ მერე ისევ მიწერა და იმ დღეს მივხვდა, ის მისთვის არ იყო უბრალოდ ქალი, ვისთანაც ფლირტი შეიძლება. ის იყო სარკე, სადაც საკუთარი დაკარგული თავი დაინახა.

ირაკლი
ერთხელ კი ნამდვილად ფიქრობდა, წასულიყო ნინოსთან. არა პლატონურად. მთლიანად. მთელი თავისი ხორცით და სურვილით. მაგრამ შემდეგ ბავშვმა გამოიარა ოთახში, პატარა, მთქნარებით მომაგარი და უთხრა:
— მამა, ხვალ სკოლაში წამიყვან?
და მაშინვე გაახსენდა, რას დაკარგავდა. არა მხოლოდ მეუღლეს, სახლს, რეპუტაციას, თავად საკუთარ თავს დაკარგავდა. იმ ირაკლის, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ცდილობდა წესიერად ეცხოვრა. იქნებ მოსაწყენადაც. მაგრამ პატიოსნად.

ნინოს მას შემდეგ არც დაუწყია აღარაფერი. არ ეხვეწება, არ ველოდები. როცა წერს — პასუხობს, როცა არ წერს — ემშვიდობება. მიიღო ის ფორმა, რაც ამ ურთიერთობას ერგება: არასრულყოფილი, მაგრამ ჭეშმარიტი და, ალბათ, ეს იყო მთავარი გაკვეთილი: ზოგჯერ კავშირი არ უნდა დასრულდეს სექსით, არ უნდა იყოს სახელი, პირობა, ან ბედი. ზოგჯერ საკმარისია უბრალოდ იცოდე, რომ სადღაც ცხოვრობს ადამიანი, ვინც გხედავს ისე, როგორც ვერავინ სხვა.

გადიოდა დღეები, ხანდახან კვირებიც. მაგრამ როცა ეკრანზე გამოჩნდა ახალი შეტყობინება:
- დღეს შენს სიმღერას მოვუსმინე.
ნინო უბრალოდ გაეღიმა. ზღვარი ისევ თავის ადგილას იყო, მაგრამ მათ შორის ცოტა სიყვარული, ცოტაც ტკივილი და ბევრი, ბევრი უთქმელი სიმართლე.

ცოლი დუმდა, მაგრამ ირაკლის ცვლილება თვალნათელი იყო, თუმცა რთულად დასამტკიცებელი. აღარ ჰქონდა ჩვეული სიმშვიდე, ღამით ხშირად იცვლიდა პოზას, ხშირად იღიმებოდა ისე, როგორც უკვე წლებია აღარ გაუღიმია ოჯახში და უფრო ხშირად უყურებდა ტელეფონს, ვიდრე შვილს. არა, ის ისევ იყო კარგი მამა და მეუღლე, ისევ სასუალოდ იყო სითბოსა და სიბრაზეს შორის. მაგრამ მისი ქმარი თითქოს სადღაც გაუჩინარდა. ერთ დღესაც გაბედა და უთხრა:
- გგონია, ვერ ვხედავ? გგონია, ვერ ვგრძნობ რომ სხვას ელაპარაკები?
მისდა გასაკვირად ირაკლის არ გაუპროტესტებია. უბრალოდ თვალები დახარა.
და იმ დღეს მარიამმა იგრძნო არა ბრაზი, არამედ დაღლილობა. დაღლილობა იმისგან, რომ ბრძოლაში აღმოჩნდა, რომელიც არც გამოუცხადებია და მეტიც, შესაძლოა ვერც მოიგოს, როგორი მნიშვნელობაც არ უნდა ჰქონდეს გამარჯვებას. რამდენიმე დღით აღარ ელაპარაკებოდა. მერე კი უთხრა:
— აირჩიე. ან მასთან ურთიერთობას წყვეტ, ან მე.
და როცა გაიგო, რომ ეს გაფრთხილება არ აღმოჩნდა საკმარისი, უბრალოდ შიგნით ჩუმად გატყდა, მაგრამ არ წავიდა. ეს არ იყო სიბრალული ან სისუსტე, ეს იყო საკუთარ ოჯახთან, შვილთან და წარსულთან ერთგულება. არჩევანი არ იყო მისი თავგანწირვა, ეს იყო მისი გზა. ის მაინც აკეთებდა დილით ყავას. იმავე დროს იღვიძებდა. ხანდახან ღამით ტიროდა ჩუმად, რომ არ გაეგონა. მაგრამ მაინც რჩებოდა.

და იმ ღამეს, როცა ირაკლიმ ისევ ჩუმად აიღო ტელეფონი და ფანჯრის ქვეშ დაიწყო ჩატში წერა, მარიამმა უკვე იცოდა, ვის წერდა და უბრალოდ თვალები დახუჭა. შეიძლება ვერ მოიგო ქმრის გული ბოლომდე, მაგრამ შეინარჩუნა საკუთარი ღირსება.

თითოეული მათგანი, ირაკლი, ნინო და მარიამი, თითქოს ერთი სამკუთხედის წვერები იყვნენ. არცერთი არ იყო ბოროტი. არცერთი არ იყო წმინდანი. უბრალოდ — ადამიანები.ყველას თავისი ბრძოლა ჰქონდა, თავისი დუმილი, თავისი პატარა სიმართლე, რომელიც იმხელა იყო, რომ მთელი ცხოვრება დაეტეოდა მასში. ზღვარი ჯერ ისევ არ იყო გადალახული. მაგრამ კითხვაც დარჩა:

ზღვარზე ცხოვრება უფრო უსაფრთხოა, თუ უბრალოდ სისუსტეა ნაბიჯის გადადგმის წინ?

მშვიდი, თბილი არაფრით გამორჩეული საღამო იყო, ჩვეულებრივზე უფრო ჩუმი. მარიამი ბავშვს აძინებდა, ტელევიზორი ჩუმად წიოდა, სამზარეულოში კოვზი ჩაის ფინჯანში ჩაეშვა და მელოდიურად ატრიალდა. მაგრამ ირაკლისთვის ის დღე რაღაცით განსხვავებული იყო. თვალებში ჩადგმული გადაღლილობა, გულის ქვეშ ფეთქვა, რომელიც ვერ ჩაცხრა. წაკითხული ბოლო შეტყობინება ნინოსგან:
- არ მინდა ვიყო უბრალოდ ჩატი. ან მოდი — ან მორჩეს!
ამ სიტყვებში იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალო ულტიმატუმი. ეს იყო მოწვევა, რომელიც მარტო სხეულზე არ იყო ორიენტირებული. ეს იყო მოწვევა — გადაწყვიტე, ვინ ხარ. დამთავრდა ყოყმანი. დაიწერა მესიჯი:
- ხვალ გნახავ.
და მართლაც, მეორე დღეს, შაბათს, ნინო ქალაქგარეთ პატარა სასტუმროში ელოდა.
მარტო. გულზე გადაფარებული შიში და მოლოდინი ერთდროულად ახრჩობდა.
როცა ირაკლი შევიდა, თვალებში უჩვეულო სიჩუმე ედგა. ნინო მიხვდა, აღარ ქონდათ თამაშის დრო. არ უთქვამთ ბევრი. მხოლოდ ჩახუტება. მხოლოდ გაჩუმება.
მხოლოდ კანი კანზე. არა ვნება, როგორც ინსტინქტი. არამედ გადაწყვეტილება გახდეს ის, ვინც სხვასთან ვერ იყო და, როცა ყველაფერი დასრულდა, ორივემ იცოდა უკან გზა აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც მანამდე იყო.

მომდევნო დღეებში მარიამმა იგრძნო. სუნიდან, გამოხედვიდან, სიჩუმიდან იგრძნო, რომ ეს აღარ იყო უბრალოდ მიმოწერა. ის აღარ სვამდა კითხვებს. უბრალოდ უთხრა:
— ახლა უკვე არც მჭირდები ტყუილებით.
და წავიდა.
ირაკლიმ არ შეაჩერა. უბრალოდ იჯდა ჩუმად და პირველად ცხოვრებაში გრძნობდა თავისუფლებას, რომელიც ტკივილთან მოდიოდა.
ნინო დაბნეული იყო. რაც სურდა მიიღო, მაგრამ თან მიიღო პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ გაექცეოდა. ირაკლი უკვე აღარ იყო სხვა ქალის ქმარი. იყო კაცი, რომელიც ყველაფერს გაექცა და ახლა მასთან იყო. და, ეს აღარ იყო რომანტიკა. იყო ყოველდღიურობა, სადაც ორი სულიერად დაღლილი ადამიანი ცდილობდა თავიდან აეწყო ცხოვრება.
და დაიშალნენ. დაუბრუნდნენ საწყისს.
ერთი წლის შემდეგ, ნინომ დილით ჩაი მოიდუღა.
ირაკლი ისევ მის ოთახში იჯდა და წერდა ისევ რაღაც ტექსტს, რომლის შინაარსიც არასდროს გაუმჟღავნებია. არ იყო აღარც ეიფორია, აღარც მოლოდინი. მაგრამ იყო სიმშვიდე. ამ სიმშვიდეში კი თანაარსებობა, სადაც აღარ იყო თამაში, აღარ იყო ფლირტი. იყო მხოლოდ ორი ადამიანით გატენილი ოთახი. ორი შეცდომით სავსე სიცოცხლე და იცით რა? ხანდახან ესეც საკმარისია.
ირაკლი სარკეში თავის სახეს ვერ უყურებდა. ტელეფონზე ისევ შეტყობინება ნინოსგან:
-ხვალ მოდი… თუ კიდევ გაქვს გრძნობა.
შეეძლო წასულიყო. სადარბაზოსთან ჩამჯდარიყო მანქანაში, გაევლო ნახევარი ქალაქი და შეეღო კარი, რომელსაც თავადვე გაუხსნა საფუძველი. მაგრამ მან ნაცვლად ჩაიცვა სპორტული შარვალი, ჩაის გაუკეთა ლიმონი და შვილის ოთახის კარი შეაღო.
დაწვრილებული თვალები. დამშვიდებელი სუნთქვა. შვილის საწოლზე გადმოწვდილი ხელი. აი, აქ იდგა რეალური სიმძიმე, აქ იყო ის, რის გამოც ყველაფერს აზრი ჰქონდა. შემდეგ მარიამთან შევიდა. დავიწყებული ბალიში ჩაიხუტა. რამდენიმე წუთი ჩუმად იყო:
— უნდა გითხრა რაღაც. დავფიქრდი. ბევრჯერ ვიყავი ზღვარზე. მაგრამ ახლა გადავწყვიტე , აღარ მივიდე იქ.
მარიამმა არაფერს პასუხობდა. უბრალოდ ხმას უსმენდა, ისეთი გულწრფელი იყო, როგორც აღსარება.
— დავხურე. დასრულდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, რა შეგრძნებაც არ უნდა მოეტანა, ის მე არ მინდა.
და ეს სიტყვები არა სინანულად, არამედ არჩევანად ჟღერდა. მშვიდი, მაგრამ მტკიცე არჩევანი.


ნინომ საღამოს მიიღო მხოლოდ ერთი შეტყობინება:
- არ მოვალ. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. შენთან მივხვდი, რამდენი რამ მაკლდა.მაგრამ არ შემიძლია ეს გრძნობა გადავაქციო სისასტიკედ არავის მიმართ. მოგონებად დარჩი. ლამაზად.

ნინოს დიდხანს არ წაუკითხავს. მხოლოდ დახურა ტელეფონი და ღრმად ამოიოხრა.
ბევრი სიტყვა არ სჭირდებოდა. იგრძნო... რომ სწორად მოიქცა ირაკლი.
ირაკლიმ ცხოვრება თავიდან არ დაიწყო. უბრალოდ განაგრძო იმ გზით, რომელზეც ფეხი არაერთხელ გადაუბრუნდა. მაგრამ გზამაც ხომ ეს იცის, სწორად მოსახვევად ჯერ შენ უნდა აირჩიო მიმართულება. ზოგჯერ სისუსტეა უკან დარჩენა. მაგრამ ზოგჯერ უდიდესი სიძლიერე და როცა ღამით შვილი მიუწვა გვერდით და მარიამმა მხარზე თავი დაადო, ირაკლიმ პირველად იგრძნო შინაგანი სიწყნარე და არა ეიფორია, არამედ ღრმად გამჯდარი სიმშვიდე და ეს საკმარისი იყო.

წლები შემდეგ
ირაკლი ახლა 52 წლისაა, ჭაღარა თმა შეუმჩნევლად დასჩენია საფეთქელთან.
ყველაფერი თითქოს გრძელდება ჩვეულებრივ, მუშაობა, მეგობრები, ოჯახი.
მაგრამ ყოველ წელს, როდესაც შემოდგომა მოდის, ირაკლის შიგნით რაღაც იბრუნებს თავს. ფოთლების დაჭკნობაში, მზის ქუსლქვეშ მოქცეულ სინათლეში, იპოვება მეხსიერების პატარა ნაპერწკლები. ნინოს ღიმილი, მისი თითები ყავის ფინჯანზე, სასტუმროს ის ოთახი, სადაც ბოლოს არც მივიდა. გარისკა და მაინც არ გარისკა.
მაგრამ ეს აღარ ეჩვენება დანაკარგად. დრო არ განკურნავს ყველაფერს, მაგრამ ასწავლის სხვა სიტყვებით დუმილს. ცოლთან ურთიერთობა მშვიდია, როგორც ზამთრის წყალი. არც ცხელი, არც ცივი, უბრალოდ წყალი. ზოგჯერ სვამს, ხანდახან შრება, მაგრამ წყალი მაინც წყალია, არსებობის საფუძველი. მეტი არც უნდა.

ნინო, ახლა 44 წლისაა, ბევრი შეცვალა იმ დღის შემდეგ. დატოვა ქალაქი, წავიდა საზღვარგარეთ, იმუშავა, შეიცვალა პროფესია, ერთხელ სხვაც შეიყვარა — მაგრამ უკვე ფრთხილად. არავისგან არაფერი არ მოითხოვა. ირაკლი მის ცხოვრებაში დარჩა როგორც ფერდობი, რომელიც ვერ აიარა, მაგრამ რომელიც დაინახა მოღრუბლულ ამინდში. შეიძლება სიყვარულიც იყო. შეიძლება მხოლოდ ლტოლვა. მაგრამ ახლა უკვე არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ის, რომ აღარ ელოდება. აღარც იმ პასუხებს, რაც არასდროს მოვიდა. ყოველთვის იძინებს ლამაზად გაწყობილ ოთახში, მშვიდად. ყავის სმა მაინც მარტოს მოსწონს დილით. მაგრამ სხვანაირად აღარ სტკივა.

მარიამი ახლა 50 წლისაა, ყველაფერი დაიტია გულში, ღალატიც, სინანულიც, დუმილიც. წლები გავიდა, ბავშვი გაიზარდა, ცოლქმრული რუტინა გადაიზარდა მეგობრობაში. არ იყო ცეცხლი. მაგრამ არც ჩაქრა ბოლომდე. ისწავლა ერთი მნიშვნელოვანი რამ: თუ ერთგულება არ არის ემოციით გამოტენილი, შეიძლება მაინც იყოს საფუძველი მშვიდი ცხოვრების. მარიამმა არ აპატია იმ ღამეს ბოლომდე. მაგრამ გადაწყვიტა, რომ არ გახდარიყო მწარედ დარჩენილი წყენის ტყვე. შეინარჩუნა სახლი, ოჯახი, ღირსება და დროთა განმავლობაში... ქალის სახე, რომელსაც უღალატეს, გადაიქცა ქალად, რომელმაც გააგრძელა გზა. ეს სიძლიერეა.

შვილი ლაშა, ახლა 24 წლისაა. დედ-მამის ურთიერთობაში ბავშვობიდან გრძნობდა რაღაც უხმო დაძაბულობას. მამა ყოველთვის იყო გვერდით, მაგრამ ხანდახან მისი მზერა სხვაგან იყო. დედა ყოველთვის სწორად საუბრობდა, მზრუნველი იყო, მაგრამ რაღაც სისრულე აკლდა მის ღიმილს. გააზრებული არც ჰქონდა ბოლომდე, რა ხდებოდა იმ წლებზე. მაგრამ ერთხელ, როცა 16 წლის იყო, დედას ტელეფონზე შემთხვევით ერთი ძველი მიმოწერა ნახა, მამის გაგზავნილი მოკლე შეტყობინება, რომელიც არაფერს ამბობდა და მაინც ყველაფერს ასხივებდა. არაფერი უთქვამს. უბრალოდ წავიდა, ჩაალაგა მისი ბარგი და მეგობართან გადავიდა.

ლაშა ერიდებოდა მამასთან საუბარს, მაგრამ წლების შემდეგ მაინც დადგა დრო, როცა უნდა ეკითხა, არა იმიტომ რომ განესაჯა, იმიტომ რომ ტავად აერჩია. ლაშა 28 წლის გახდა. მამა დაბადების დღეზე მიიწვია. ორისთვის პატარა მაგიდა დაჯავშნა ქალაქის გარეუბანში, ძველი საცხობის გვერდით. ირაკლიმ ჩაი შეუკვეთა, ლაშამ — წითელი ღვინო. მშვიდად საუბრობდნენ პოლიტიკაზე, სპორტზე. შემდეგ კი, მოულოდნელად, ლაშამ თქვა:
— მამა… რაღაც უნდა გკითხო. მაგრამ კაცურად, გულწრფელად.
— მითხარი.
— ნინო ვინ იყო შენთვის?
სიჩუმე ჩამოწვა ისე, როგორც იცის ხოლმე მოულოდნელობამ. ირაკლიმ თავი ოდნავ დახარა. თითი ჩაის ფინჯანს შემოახვია. არ გაუკვირდა შვილის შეკითხვა. უბრალოდ დრო მოვიდა.
— ქალი, რომელმაც გამახსენა, რომ ცოცხალი ვიყავი. — თქვა და გაჩუმდა.
ლაშამ თვალებში შეხედა, არ იყო ბრაზი, იყო ინტერესი. თუნდაც მტკივნეული.
— შეყვარებული იყო?
— შეყვარებული არა. უფრო... მონატრებული საკუთარი თავი.
— ანუ?
— შენ წარმოიდგინე, იყო ადამიანი, რომელიც შენი წარსულის ვერსიას ხედავს. უფრო ახალგაზრდა, უფრო გაბედულს და როცა შენს ყოველდღიურობას სხვა სახით უყურებენ, იწყებ იმის რწმენას, რომ ისევ შეგიძლია იყო ის კაცი, ვინც ოდესღაც გეგონა.
ლაშა ჩუმად უსმენდა.
— და რამ შეგიშალა ხელი?
— შენ, დედაშენმა, საკუთარმა თავმოყვარეობამ, ალბათ შიშმაც. მაგრამ ბოლოს უბრალოდ, გავიაზრე, რომ თუ გინდა იყო მართალი, ხანდახან უნდა თქვა უარი სიამოვნებაზე.
— მტკივნეული იყო?
— ძალიან. მაგრამ ღირსეული.
— შენთვის თუ მისთვის?
— შეიძლება ორივესთვის. მაგრამ ყველაზე მეტად შენთვის.
ლაშამ თავი დახარა. უცნაურად აუჩუყდა გული. არ ელოდა ასეთ სიმშვიდეს ამ სიტყვებში.
— შენ პატიება გინდა ჩემგან?
— არა. შენ ჩემი მსაჯული არ ხარ. მაგრამ თუ ოდესმე შეიყვარებ ისე, რომ სხვაც მოგინდეს, გაიხსენე ეს საუბარი. და იფიქრე, რა ფასი შეიძლება ჰქონდეს შენს არჩევანს იმათთვის, ვინც გვერდით გყავს და გენდობა.
სიჩუმე აღარ იყო მძიმე. იყო ახალი ფენა, გაგების, პატივისცემის და სიმწიფის.
— ახლა უკვე უკეთ მესმის დედის.
— მე კი ყოველდღე ვსწავლობ მას.

გვიანი შემოდგომა იდგა. 17:40 ირაკლიმ შემთხვევით გაიგო — ნინო ისევ თბილისში იყო. ვერ თქვა, რატომ დაურეკა. არც დაუგეგმავს. უბრალოდ თითი ტელეფონის ეკრანზე გაჩერდა და, თითქოს საკუთარ თავზე გაბრაზებულმა, აკრიფა:
- თუ თავისუფალი ხარ, იქნებ ყავა დავლიოთ. ერთხელ და საბოლოოდ…
არც სიცივე, არც სითბო.
ნინომ კი უპასუხა: - კი. შემიძლია. მითხარი ადგილი.
იგივე კაფე, ნინო არ შეცვლილა გარეგნულად. თმა ოდნავ მოკლებული აქვს, ტუჩები კი ისევ ისე იცინიან, თვალების სევდიანმა სიღრმემ კი ირაკლი ისევ იმ ადგილზე დააბრუნა, საიდანაც ასე ძლივს წავიდა.
— არ მეგონა, თუ დამირეკავდი, — თქვა ნინომ მშვიდად.
— არც მე მეგონა. მარა რაღაც ჯერ კიდევ იყო ჩემში. სიტყვა, რაც ვერ ვთქვი.
ნინომ ჩაი მოსვა.
— არაფერი, ჩვენ ერთმანეთის არაფერი ვგმართებს.
— ვიცი. მაგრამ ვალში ვარ ჩემს თავთან. შენ ის იყავი, რაც მე არ გავბედე და დღესაც ვერ ვიტყვი, რომ წასვლა ან დარჩენა სწორად ავარჩიე. უბრალოდ ვიცოდი, იქ უნდა ვყოფილიყავი.
ნინომ თვალი გაუსწორა, ამდენი წლის შემდეგ პირველად, აღარ იყო მოლოდინი.
— შენ აირჩიე. და მე დავრჩი მოგონებად. ეგეც ღირსებაა.
— ცუდად არ დამიმთავრებია შენთან, ნინო. ცუდად დავიწყე საკუთარ თავთან.
სიჩუმე ჩამოვარდა. ორივეს თვალებში ნაცნობი და ნაცრისფერი ხედები ჩანდა, ის გზა, რაც არ გაუვლიათ.
— შეგეძლო გყვარებოდი. - ოდნავ ისმოდა ქალის.
ირაკლი არ უყურებდა პირდაპირ თვალებში. მაგრამ როცა მზერა წამიერად შეხვდა, დაინახა ქალი, რომელმაც არაფერი მოითხოვა და სწორედ ამიტომ ყველაფერი დაამახსოვრა.
— კარგი ხარ, ნინო.
— შენც, ირაკლი. - არაფერი მეტი, ნინო წამოდგა და ისე მსუბუქად დატოვა კაფე უკან არც მოუხედავს, ეს არ იყო სასიყვარულო დამშვიდობება. არც გამოუთქმელი სურვილი დარჩა. ეს იყო წერტილი, რომელიც იმდენჯერ გადადეს, რომ ბოლოს მაინც იქ მივიდა, სადაც სიტყვების ძალა თავდება.
და როცა ირაკლიმ მარიამს სახლში უთხრა:
— დღეს წარსულს დავემშვიდობე,
ქალმა უბრალოდ ღიმილით უპასუხა: — საღამოს ჩაი დავლიოთ, ლაშა სახლში ბრუნდება.
და მაინც სიმართლე ყოველთვის საჭიროა, თუნდაც გვიან. არა იმისთვის, რომ დაგვტანჯოს. არა იმისთვის, რომ წარსული გადაატრიალოს. არამედ იმიტომ, რომ არ გაიმეორონ ის, ლაშამ ერთხელ, მეგობართან საუბარში თქვა:
— მამაჩემი კარგი კაცია. ზოგჯერ დაიბნა, მაგრამ შინიდან არ გაქცეულა. დედაჩემი კი ძლიერი ქალია, იმიტომ, რომ არასოდეს აპატია სისუსტე, მაგრამ არც ებრძოდა. ნამდვილად არ მქონია იდეალური ოჯახი, მაგრამ მქონდა შანსი გამეგო ადამიანებისთვის და მათი სისუსტეების.
და მაინც, ზღვარი ისევ მშვიდია. ზღვარზე მდგომი ადამიანებიც აღარ არიან იმავე ადგილას. ზოგმა გადმოიარა, ზოგმა უკან დაიხია, ზოგი უბრალოდ იდგა და უყურებდა. მაგრამ ყველა მათგანმა გაიარა გზა, რომელზეც ან დაიკარგა, ან საკუთარ თავთან მივიდა და ეს ისტორია არ არის ღალატზე, სიყვარულზე, ოჯახზე…ეს არის ისტორია უბრალოდ არჩევანზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent