მწვირე (თავი I)
საათის ციფერბლატი დილის შვიდს აჩვენებდა. ქალაქი ჯერ კიდევ ნისლში იყო გახვეული. სველი ჰაერი ფილტვებს უმძიმებდა მარიტას. ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ათ, შეიძლება, ოც წუთზემეტიც იყო გასული, მას შემდეგ, რაც გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილას. სადგურის ღია პლატფორმა დიდუბის მეტრო-სადგურს აგონებდა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული მაინც არ იყო. სიცივისგან ცხვირი ეწვოდა. - კიდევ რამდენი ხანი უნდა ველოდოთ? უეცარმა ხმამ შეაშინა, ერთ ადგილას შეხტა, წარბებშეკრული და გაბრაზებული მიტრიალდა. მხოლოდ ორნი იდგნენ პლატფორმაზე. - ბარემ ლიანდაგებში ჩამაგდე! - ხმამაღლა დატუქსა გოგონა. - სამსახურში მიდიხარ? - თითქოს არც გაუგონია, ისე გააგრძელა საუბარი და გვერდით დაუდგა. - აბა, სხვაგან სად წავალ? - შეწუხებულმა უპასუხა, ცხვირი კაშნეში ჩარგო და ისევ ნისლიან კორპუსებს მიაშტერდა. გარკვევით მხოლოდ ერთ-ერთ კორპუსზე მიხატული თეთრი ფრთები ჩანდა. ჯერ ხომ სექტემბერია, ასე რატომ ცივა? - ეგ ჩემი კაშნე არაა? - გაფართოებული თვალებით შეხედა უმცროს დას, თან სასწრაფოდ დაუწყო კაშნეს მოხსნა. გაუძალიანდა მარიტა, ხელებში რამდენჯერმე დაარტყა, რომ თავიდან მოეცილებინა. საბოლოოდ, დრო იხელთა და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა. - მე მანქანით მივდივარ, მატარებელი მაინც არ მოვა! - და მე რაღა ვქნა? ამდენი ხანი ტყუილად უნდა ველოდო? - კითხა განაწყენებულმა დამ. დის პასუხის გაგებისას ნელი ნაბიჯებით შეტრიალდა მისკენ. ნერწყვი მძიმედ ჩაყლაპა, თითქოს სიტყვები ყელში გაეჩხირა. დას თვალებში შეხედა, აწყლიანებული თვალებით მისი სახე დაბურულად მოჩანდა. მხოლოდ თაკოს გრძელ, ხვეულ თმას ხედავდა. - შენ მაინც არსად გეჩქარება. გაღვიძებისას მთელი სხეული სტკიოდა. მაღვიძარა წვალებით გამორთო და თავს ძალა დაატანა, საწოლიდან ამდგარიყო. სიჩუმეში გაემზადა სამსახურისთვის. გასვლისას თხელი ქურთუკი და მანქანის გასაღები აიღო. ქუჩები და გზები სავსე იყო. მაინც ვერ ასცდა საცობს და სამსახურში ათი წუთით გვიან მივიდა. განყოფილებაც სავსე დახვდა. მეორე სართულზე ადიოდა, ლუკას ხმა რომ გაიგო, სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა მისკენ. - მარი, გთხოვ, ოჯახურ ძალადობაზე დავაკავეთ და შენს მაგიდასთან ზის ცოლი. ნიცას არ სცალია, თამთა კიდე არ მოსულა ჯერ. ჯობია შენ მიხვიდე. - შეევედრა ბიჭი, თან ხელში ფურცლები მიაჩეჩა. პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო, ისე სწრაფად გაქრა ბიჭი. ახლა უკვე სწრაფად აიარა კიბე და კუთვნილი მაგიდისკენ დაიძრა. შორიდანვე ხედავდა ახალგაზრდა ქალს, ტირილისგან თვალები და ცხვირი ასწითლებოდა. მისვლამდე სწრაფად გადაავლო თვალი ფაილს. - გამარჯობა, ქალბატონო ნინო. მე გამომძიებელი ვარ, მარიტა ჯაფარიძე. - მშვიდად დაიწყო საუბარი, თან ჩამწერი გაამზადა. საუბარმა ერთ საათამდე გასტანა. სიტყვა-სიტყვით იცოდა რა უნდა ეთქვა და რას უპასუხებდნენ. ყოველ კვირა უწევდა ასეთ საქმეზე მუშაობა. უმეტეს შემთხვევაში დაზარალებულები ქალები იყვნენ, ამიტომ ცდილობდნენ დაკითხვა მარიტას, ნიცას ან თამთას ეწარმოებინა. როგორც კი ქალბატონი გააცილა, ოქმზე დაიწყო მუშაობა. - რატომ დაგაგვიანდა? - კომპიუტერიდან არც აუხედავს, ისე კითხა თამთას. - გუშინ გვიან წავედი სახლში და დამეძინა. - უპასუხა შეწუხებულმა,- ყავა გინდა? - კი! დაასრულა თუ არა ოქმის შედგენა, ოთახში ლუკა შემოვიდა ირაკლისთან ერთად. ლეიტენანტი ირაკლი ხოფერია 40 წლამდე ასაკის, სასიამოვნო შესახედაობის ადამიანი იყო. უკვე 5 წელზე მეტია, რაც უნივერსიტეტში სისხლის სამართლის ლექციებს ატარებს და დიდი სიყვარულითაც სარგებლობს სტუდენტებს შორის. დილითვე გადაინაწილა მთლიანმა გუნდმა დღევანდელი დღის საქმეები. იმისდა მიუხედავად, რომ მარიტა ვერ იტანდა ოქმების წერას და მთელი დღის კომპიუტერთან გატარებას, დღეს მადლობელი იყო. ჰქონდა ისეთი პერიოდები, როცა წამლების დახმარებითაც კი უჭირდა ძილი, ამიტომ დღეს არ ჰქონდა იმდენი ენერგია, რომ შენობა დაეტოვებინა. ნიცამ რამდენჯერმე დაუდგა მაგიდაზე ყავა. ხედავდა მის დაღლილ სახეს და ცდილობდა ზედმეტად აღარ გადაეტვირთა. სახლში მისვლისას დიდხანს არ მოუცდია, მაშინვე დალია წამალი, თავი მოიწესრიგა და დაიძინა. ზუსტად ოთხ საათში დაურეკეს. უკვე 12-ჯერ ჰქონდა ნიცას დარეკილი. - ღამის ოთხი საათია, ნიცა! - ხმა ძლივს ამოიღო გაბრაზებულმა, საწოლიდან ადგა და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო. - ფილარმონიასთან კაცი მოკლეს და უნდა მოხვიდე. მისვლა ჟურნალისტებმა დაასწრეს. მისვლისთანავე დაინახა ირაკლი, რომელიც კამერის წინ იდგა და საუბრობდა. განათების მიუხედავად მაინც შეამჩნია მარიტა და თვალებით ანიშნა ნიცასკენ. - ბოდიში, ლუკას და თამთას არ ეცალათ. - ბოდიში მოუხადა ნიცამ,- გვამი უკვე გადაასვენეს, გულშია დაჭრილი რამდენჯერმე. ბევრი თვითმხილველი გვყავს. გარდაცვლილი ნიკოლაძის ქუჩიდან მოდიოდა, მკვლელი ფილარმონიის კიბესთან იდგა. გარდაცვლილთან მშვიდად მივიდა, რაღაც უთხრა, ოთხჯერ ესროლა, კოსტავაზე გადავიდა და გაიქცა. იქაც შეამჩნიეს, მაგრამ ხომ იცი კოსტავას ქუჩაზე არკა რომაა, “ლაგუნა ვერეზე” ჩასასვლელი, მანდ ჩავიდა და გაქრა. - ამოიცნეს. გია ჯანჯღავა. ჭავჭავაძის კაზინოს გენერალური მენეჯერი.- გვერდით ამოუდგა ირაკლი, თან ტელეფონი ეჭირა ხელში და შეტყობინებას გზავნიდა. ჭავჭავაძის კაზინო. ნაკლს ვერ უპოვიდით ბატონი ნიკოს საქმიანობას. ვერც მის კაზინოს, ვერც მის სასტუმროებს. ბევრჯერ ეცადა მცირე ხელჩასაჭიდი მაინც ეპოვა… აუდიტის დასკვნაც კი სიტყვა-სიტყვით აქვს ნასწავლი. მხოლოდ ჭორები არსებობდა, რომ კაზინოში შეგეძლო ნარკოტიკები გეშოვა. მაგრამ ეს ჭორებიც ისე ჩუმი იყო, რომ ვერავინ მოახერხა მათი კარგად მოსმენა. ისე კარგად ჰქონდა ყველაფერი გარეცხილი, რომ სისუფთავისგან ბრწყინავდნენ. - ჩიხში განათება არაა, არც კამერები, მაგრამ კიბეების ბოლოში “GWP”-ის საფაო ოფისია და მათ უყენიათ კამერები. - რამდენიმე წუთიანი სიჩუმე დაარღვია მარიტამ. - ოფისი დაკეტილია, დავრეკეთ და წესით მალევე უნდა მივიდნენ. - საათზე დაიხედა ირაკლიმ. კოსტავას ქუჩას გაუყვნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ მიადგნენ ჩიხსაც, რომელიც პოლიციელებით იყო სავსე. ნათურებით ცდილობდნენ ტერიტორიის დათვალიერებას და კვალის პოვნას. ოფისშიც მისულიყვნენ თანამშრომლები და კამერის ჩანაწერები გადასცეს პოლიციას. დილამდე განყოფილებაში იყო მარიტა, შემდეგ თამთა და ლუკაც შეუერთდნენ. კამერებს რამდენჯერმე გადახედეს. საბოლოოდ, დაინახეს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმავალი მამაკაცი, მაგრამ წინა ვიდეოსგან განსხვავებით მელოტი აღარ იყო, უკვე გრძელი თმა ჰქონდა. - ორთაჭალის ქუჩაზეა, სახლიდან ჯერ არ გამოსულა. წესით, იარაღიც თან აქვს. -ყურსასმენით ესაუბრებოდა ირაკლის და თამთას, რომლებიც კრიმინალურ პოლიციასთან ერთად ემზადებოდნენ. თვითონ განყოფილებაში დარჩენა ამჯობინა ლუკასთან ერთად, თან ერთი ეკრანიდან სახლს აკვირდებოდა, მეორე ეკრანზე კი ირაკლის სამხრე კამერის დახმარებით მთლიან გუნდს უყურებდა. ადგილზე მისვლიდან ერთ საათში დაასრულეს მთლიანი ოპერაცია. დაკავებული იზოლატორში გადაიყვანეს, ბინა კი გაჩხრიკეს. - იარაღი ექსპერტიზაზე წაიღეს, მე ლექცია მაქვს და მეჩქარება. რომელიმემ დარეკეთ და დააჩქარებინეთ, სანამ მოვალ დასკვნა გამოგზავნონ. - სწრაფად საუბრობდა ირაკლი, თან ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა გასასვლელისკენ. - ესეთი “სიმპო” ლექტორი მეც რომ მყოლოდა კი ვისწავლიდი. - როგორც კი გავიდა ირაკლი შენობიდან, მიუტრიალდა თამთა მარიტას. - მე აბაშიძე მყავდა, სანამ პოლკოვნიკი გახდებოდა ჩვენთან ასწავლიდა, ამიტომ can’t relate.- სიცილით უპასუხა მარიტამ. საუბარი შეტყობინების ხმამ შეაწყვეტინა. სკამიდან სწრაფად წამოდგა და პირველი სართულისკენ დაიძრა,- არეგისტრირებენ უკვე. შენ ცოდო ხარ, დაისვენე. ლუკას წავიყვან. დაკითხვის ოთახში უკვე ჰყავდათ შეყვანილი ეჭვმიტანილი, გვერდი ეჯდა მისი ადვოკატიც. მეორე ოთახიდან უყურებდნენ როგორ ესაუბრებოდა ჩუმად ადვოკატი. დიდხანს არ დატოვეს მარტო. - გამარჯობა, ბატონო მერაბ. პირველ რიგში, თქვენს უფლებებს გაგაცნობს. თქვენ უფლება გაქვთ გამოიყენოთ დუმილის უფლება და თავი შეიკავოთ კითხვებზე პასუხის გაცემისგან. ასევე, უფლება გაქვთ მოითხოვოთ უფასო სამედიცინო შემოწმება. თქვენ ბრალად გედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობა. ოქმი უკვე გადმოგეცათ დაკავებისას… ბრალი გედებათ გია ჯანჯღავას მკვლელობაში.თქვენს ბინაში ნაპოვნი იარაღი უკვე გაგზავნილია ექსპერტიზაზე, დასკვნა რამდენიმე საათში იქნება მზად. - ერთხელად არ ამოუხედავს მარიტასკენ, მხოლოდ საკუთარ ხელებს დასცქეროდა,- რაიმეს თქმა არ გინდათ? - მტკიცე ხმით კითხა მერაბს, თან მის სახეს მიაშტერდა. აღიზიანებდა მამაკაცის უმოქმედობა,-როგორც ჩანს დუმილის უფლებას იყენებთ. თვალების სრესვით გამოვიდა ოთახიდან, უძილობისგან თავი საშინლად სტკიოდა, ყავა და წამალი კი მაინც არ შველოდა. ლუკასთან ერთად დაიძრა განყოფილებაში. ექსპერტიზის დასკვნა უკვე გამოეგზავნათ და ადასტურებდნენ, რომ მართლაც ბატონი მერაბის იარაღმა იმსხვერპლა ჯანჯღავა. - პროკურორი ვინაა? - მოწყვეტით ჩაესვენა მარიტა. - ამირანი. - ოჰ, ამირანი კაია. ისე… ნეტა რატომ დაუკვეთეს ჯანჯღავას მკვლელობა. კაზინოში ხომ არ ეჩხუბა ვინმეს? ის მერაბი ყოფილი პოლიციელია, 2018-ში დატოვა სამსახური. საბანკო ანგარიში ვნახე უკვე, ბინაში არ მიუტანია ფული, ესეიგი სადღაც გადანახა. მაგრამ ჯერ ის უნდა ვნახოთ საიდან აიღო ის ფული და ვინ დაუტოვა. - ხმამაღლა საუბრობდა, თან გორგოლაჭებიან სკამს გაუჩერებლად ატრიალებდა,- კამერების ნახვას იმათ დავავალებ, რომელიმე კაზინოში უნდა გამომყვეთ. - ჯერ ოთახის მეორე მხარეს მჯდარ თანამშრომლებს გახედა, შემდეგ მის სამ მეგობარს. სამივემ ერთხმად ამოიხვნეშა. არცერთს უნდოდა შენობის დატოვება. საბოლოოდ, დამარცხებულ ლუკას მოუწია მარიტასთან ერთად წასვლა. ნიკო ჭავჭავაძე საკმაოდ გავლენიანი პირი იყო, განსაკუთრებით “ზევით”. ხშირად ტოვებდა საქართველოს, წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობდა რუსეთს, კერძოდ სანქტ-პეტერბურგს, თან საკმაოდ დიდი ხნით.კაზინო მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში ჰქონდა, სამაგიეროდ მრავალ სასტუმროს ფლობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მისი არყოფნისას კაზინოს მისი პარტნიორი, თორნიკე ბერიძე ხელმძღვანელობდა. ზუსტად თორნიკესთან სურდა შეხვედრა მარიტას. - დღეს სამ საათზე მოკლეს ბატონი გია ჯანჯღავა, თქვენი გენერალური მენეჯერი. ამიტომ მინდოდა თქვენთან გასაუბრება. კარგად იცნობდით ბატონ გიას? - ზედმეტი საუბრის გარეშე გადავიდა კითხვებზე, დასაკარგი დრო არ ჰქონდა. - გია ჩვენთან უკვე 8 წელია მუშაობს, აქედან სამი წელი კი - როგორც გენერალური მენეჯერი. როგორ გითხრათ, საუკეთესო მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ როგორც თანამშრომლები… ერთმანეთს კარგად ვიცნობდით. - მშვიდად უპასუხა თორნიკემ. ალბათ 35 წლის იქნებოდა, საკმაოდ ლამაზი გარეგნობის იყო, მუქი ქერა თმით და ლურჯი თვალებით. - სამსახურში რაიმე პრობლემა ხომ არ ჰქონია? თუნდაც სტუმრებთან? - არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს შემთხვევა ყველასთვის მოულოდნელი იყო. გია ყველას ძალიან უყვარდა. - კარგით, თუ რაიმე გაგახსენდებათ ამ ნომერზე დამირეკეთ. - მაგიდაზე დაუდო ბარათი. რამდენიმე წამი აკვირდებოდა ბარათს თორნიკე. - სადმე ხომ არ შევხვედრილვართ? თითქოს მეცნობით… თქვენი გვარიც… - წარბებშეკრულმა ახედა მარიტას. - აჰ, რომელიმე გადაცემაში ხომ არ მნახეთ? - ეცადა მტკიცედ ეპასუხა. მამაკაცს თვალი თვალში გაუყარა. - აა, შეიძლება! - გაუღიმა თორნიკემ და შენობიდან თვითონ გააცილა. გორგოლაჭებიან სავარძელში იჯდა მარიტა, თან ყურსასმენები ეკეთა ხმის ჩასახშობად.ხელის ერთი მოძრაობით ააცალეს ყურსასმენები, მაგრამ თვალები მაინც არ გაახილა. - ლისის ტბასთან დაუტოვეს ჩანთა, მაგრამ ვერ გავიგეთ ვინ დატოვა, კამერები გამოურთავთ. ეს მერაბი მაგრად დაიკიდეს. გავგზავნე გუნდი, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. სამაგიეროდ ის ჩანთა ვიპოვეთ. დედამის მიუტანა. - ღიმილით უთხრა ნიცამ, მაგრამ შემდეგ ისევ დამანჭა სახე,- მაგრამ… ეგ ჩანთაც გავგზავნე და ვერაფერი იპოვეს, მხოლოდ მერაბის და დედამისის თითის ანაბეჭდი. ანუ გავიჭედეთ! - მეძინება. - ძლივს ამოიღო ხმა მარიტამ, მაგიდაზე დადებულ ნახევრად სავსე ჭიქას დახედა და ბოლომდე დაცალა. საღამოს შვიდი საათი იყო, ქუჩებს ლამპიონები ანათებდნენ,- რაო ირაკლიმ? - რავი, არაფერი. ამირანს ელაპარაკა, ისევ დუმილის უფლებას იყენებსო. ცოტახანში იქნება სასამართლო, ამირანმა უთხრა დავაჩქარებინებო. იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობა. კიდევ ცოტახანი იჯდა სავარძელში, მერე საკუთარი ნივთები აიღო, ნიცას დაემშვიდობა და სახლში წავიდა. დაღლილს საწოლში ჩაწოლისთანავე დაეძინა. 12 საათი მაინც ეძინა. სამსახურში 11 საათზე მივიდა. ჯანჯღავას საქმე ცოტახნით დაპაუზდა, ამიტომ ყველანაირი დოკუმენტი და მტკიცებულება პროკურატურას გადასცეს. მთელი დღე ოქმებს ადგენდა. შენობის დატოვებისას მიუვიდა მამიდაშვილის შეტყობინება. ენერგია ჯერაც შერჩენოდა, ამიტომ შეხვედრაზე უარი არ უთხრა და კაფეს მიაშურა. დიდი ხნის უნახავი ჰყავდა გვანცა. თბილად გადაკოცნა, შემდეგ ოჯახი მოიკითხა და სანათესაოს სიახლეები და ჭორები გამოკითხა. - შეყვარებული ისევ არ გყავს? - სიცილით კითხა 22 წლის გოგოს. - შენ ვიზე რას ამბობ? ჩემზე ექვსი წლით დიდი ხარ! - ხმამაღლა გაიცინა გვანცამაც,- გეფიცები, არც ჩემი დაქალები თხოვდებიან, არც ნათესავები. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვიყავი ქორწილში! - რა დროს ქორწილია, ჯერ უნდა ისწავლო! ერთი საათის შემდეგ გადაწყვიტეს სახლებში დაბრუნება. გვანცამ დაიჟინა ტაქსით წასვლა, ქალაქის მეორე მხარეს მივდივარო. თბილი მზერით გააცილა, დასავით ჰყავდა პატარა გოგონა. ტაქსის თვალი გააყოლა, მანქანის ნომერი დაიმახსოვრა. დაღლილი გაემართა საკუთარი მანქანისკენ. მხრები რამდენჯერმე წრიული მოძრაობის გაავარჯიშა დაძაბულობის მოსახსნელად. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოასწრო მხოლოდ. მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა ნიკო ჭავჭავაძე გოგონასთან ერთად. გონებაში ამოუტივტივდა გუშინ ღამით შემოწმებული დოკუმენტი. საქართველოს საზღვარი ერთი თვის წინ ჰქონდა გადაკვეთილი. ანუ დღეს დაბრუნდა თბილისში. ნელი ნაბიჯებით მივიდა მანქანასთან, კარი გააღო და ჩაჯდა. იქამდე არ დაძრულა, სანამ ნიკო არ ჩაჯდა საკუთარ ავტომობილში გოგონასთან ერთად და თვალს მიეფარა. დაახლოებით ორი თვე გავიდა რაც ნიკო თბილისში დაბრუნდა. იმისდა მიუხედავად, რომ ხალხმრავალ ადგილას არ გამოჩენილა, მთელმა ქალაქმა მეორე დღესვე გაიგო მისი ჩამოსვლის შესახებ. ჯანჯღავას საქმეზე მერაბის გარდა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, ბატონ გიას ბიზნეს იდეა გააჩნდა, პარტნიორებიც იპოვა, რომლებთანაც შემდეგ უთანხმოება მოუვიდა. ზუსტად ამ პარტნიორებმა დაიქირავეს მერაბი. ასეთი იყო პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება. სჯეროდათ ამის შესახებ დანარჩენებს?… სამაგიეროდ, დააკმაყოფილეს საზოგადოების ინტერესი. თავიდანვე ჰქონდა გააზრებული მარიტას, რომ ამ სამსახურში მოუწევდა დროდადრო თვალის დახუჭვა. იმ გვარის გაგებისთანავე იცოდა, რომ არ მოეწონებოდა “ბატონს” სახელის და საქმიანობის დრამებში გახვევა. ყველანაირად ეცდებოდა სუფთა რეპუტაციის შენარჩუნებას. მოახერხა კიდეც. არსად გაჟღერებულა, რომ ჯანჯღავა ნიკო ჭავჭავაძის კაზინოში მუშაობდა. ამ საქმის შემდეგ უცნაურად ჩუმი იყო ირაკლი. ხვდებოდნენ რატომაც. არ მოსწონდა ლეიტენანტს შეკერილი საქმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი ხელმოწერა იყო დოკუმენტებზე. იმ დღესვე დაურეკა მარიტამ ირაკლის, მოახსენა დანახული, და ეჭვებიც გაუზიარა, ალბათ ჯანჯღავას გამო ჩამოვიდა ასე მალეო. ვერასდროს ვერაფერს დაუმალავდა ლეიტენანტს. თვალების გახელის გარეშე გრძნობდა გოგონას მზერას. მწვანე ბალახზე იწვნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. ბებიისა და პაპის სახლის ეზოში იყვნენ. ეს სახლი რამდენიმე წლის წინ გაყიდა მარიტამ. სანამ მამამისი მოკვდებოდა. - რა გინდა! - ვეღარ გაუძლო მზერას. თვალები არც გაახილა ისე კითხა დას. - არ შეიძლება შემოგხედო? პასუხი აღარ გაუცია. ცდილობდა რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო აქ… ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა თაკო. ხან ერთ მხარეს გადაბრუნდებოდა, ხან - მეორე. - მამას საფლავზე აპირებ ასვლას? - მაინც ვერ მოითმინა. - აბა, სხვა ვინ ავა? - ჩუმად დაუბრუნა კითხვა. დიდი ხანი არ იღებდნენ ხმას. ახლა უკვე ორივეს გაეხილა თვალები და ცას უყურებდნენ. - მეც მიყიდე ყვავილები… ოღონდ, მე პიონები მინდა! - ისედაც ყველასთვის ვაპირებდი ყიდვას! ნოემბრის დადგომა არ გახარებია. როგორ თბილადაც არ უნდა ჩაეცვა, მაინც იყინებოდა. თან გაუჩერებლად წვიმდა. სამსახურში დილის 9 საათზე მივიდა. შენობაში შესვლამდე მილიონჯერ სცადა ჩექმებიდან ტალახის მოცილება, მაგრამ უშედეგოდ. - რა იყო, ტყეში დარბოდი? მარიტა, რა არის ეს? - ჭუჭყიანი ფეხსაცმლის დანახვისას ხმამაღლა დატუქსა ლუკამ. - გამოსაცვლელის ჩადება დამავიწყდა, უკან ვერ მივბრუნდებოდი. - თავის მართლებას ეცადა, თან თამთასთან და ნიცასთან მივიდა სხვა წყვილის სათხოვნელას, სამივეს მაინც ერთი და იმავე ფეხის ზომა ჰქონდათ. - ნადირობდი თუ რა ხდება? - ჰკითხა წარბებშეკრულმა თამთამ. - ნუ შემე*ით, გთხოვთ! უბრალოდ ტალახში ჩავდექი შემთხვევით. გაბრაზებული მარიტას დანახვისას ხმა ვერ ამოიღეს. წინა წელს შეუსწრეს გაბრაზებულ, უფრო გამწარებულ მარიტას, ამიტომ იცოდნენ, როდის უნდა გაჩუმებულოყვნენ. მთელი დღე ყურსასმენებით მუშაობდა. რამდენჯერმე მოუწია დაზარალებულებთან შეხვედრა და განცხადების ჩაბარება, დარჩენილი დრო საოფისე საქმეებს აწესრიგებდა. ღამის ათ საათზე შენობა უკვე დაცარიელებულიყო, მხოლოდ ღამის სმენაში მომუშავეები იყვნენ შენობაში. ყავით სავსე ჭიქით დაბრუნდა მაგიდასთან მარიტა. სიჩუმის მიუხედავად ყურსასმენების გაკეთებას აპირებდა, ქალის ჩუმი ტირილი რომ მოესმა. კიბისკინ მიატრიალა თავი. ჭავჭავაძისა და ახალგაზრდა ქალის დანახვისას პირი გაოცებულმა გააღო. მესამე სართულზე ადიოდნენ. რამდენიმე ანგარიშიღა ჰქონდა დასამთავრებელი, მაგრამ ყურადღების მოკრება მაინც ვერ შეძლო. ნივთების აღება დააპირა, ოთახში პოლკოვნიკი ლევან აბაშიძე რომ შემოვიდა. - მარიტა, მარტო შენ ხარ აქ? - თვალი შეავლო ოთახს და ყოფილ სტუდენტს მიაჩერდა. - ხო, ყველა წასულია უკვე. - ახლა უკვე მიხვდა ვისთან მიდიოდნენ. მესამე სართულზე იყო აბაშიძის კაბინეტიც. - მეგონა ირაკლი მაინც იქნებოდა… მარიტა, სერიოზული საქმეა, ამიტომ ძალიან გთხოვ… იცოდა რას ნიშნავდა “სერიოზული საქმე”, ანუ ზედმეტი არ უნდა იტლიკინოს. კაბინეტისკენ წასულ ლევანს უკან აედევნა. შესვლისთანავე დაინახა დივანზე მჯდარი ჭავჭავაძე, მის გვერდით კი ორი თვის წინ რომ დაინახა, ზუსტად ის გოგონა იჯდა. - მარიტა ჯაფარიძე, ჩვენი გამომძიებელი. ნიკო ჭავჭავაძე, ნატალი ჩხეიძე. - სწრაფად გააცნო მარიტა წყვილს და მათ პირდაპირ დაიკავა ადგილი. მარიტამ სამივესგან მოშორებით შეარჩია ადგილი. - ჩემი ძმა, ნიკიტა… - ძმის სახელის ხსენებისას ცრემლები ვერ შეიკავა გოგონამ,- დაახლოებით ერთი კვირის წინ გარდაიცვალა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ეხლა მივიღეთ. გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული ზედოზირებააო. არაა ეგ სიმართლე.ნიკიტა მაგას არ იზამდა. ნიკიტა ნარკომანი არ ყოფილა… - ნარკომანი არ ყოფილა…- ჩუმად დაასწრო სიტყვები მარიტამ, ტუჩები უხერხულად დააჭირა ერთმანეთს. მაინც მიიქცია ყველას ყურადღება. ნატალი რამდენიმე წამს იყო მიშტერებული, მაგრამ მალევე გააგრძელა საუბარი. - სიგარეტსაც კი არ ე… - სიგარეტსაც კი არ ეწეოდა… - პირის გაღება არ დააცადა. ნატალის საუბრისას მაგიდას იყო მიშტერებული, მაგრამ საბოლოოდ ამოსწია თავი და ახლა ლევანს გაუსწორა თვალი. - ალკოჰ… - ალკოჰოლსაც კი არ იღებდა… დიდხანს ვერ გაუსწორა თვალი ლევანმა. კაბინეტში შესვლისთანავე მიხვდა რას სთხოვდნენ ლევანს. ნატალის უნდოდა ძმის სიკვდილის… მკვლელობის გამოძიება. - სწორ ადამიანთან მოსულხართ! ბატონი ლევანი, ნამდვილად, გულმოდგინედ ძეისწავლის საქმეს და დაგეხმარებათ! - ღიმილით მიმართა ნატალის. მარიტას ღიმილის დანახვისას შვება არ უგრძვნია ნატალის. შვების ნაცვლად, შეეშინდა. მარიტადან მზერა ნიკოზე გადაიტანა, თვალებით დახმარებას სთხოვდა. მამაკაცსაც შეეცვალა სახე, სხეული დაჭიმულიყო, თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობდა,თან მარიტას სახეს მიშტერებოდა. მაინც ვერ გაიხსენა. თავის დაკვრის შემდეგ გააგრძელა ნატალიმ საუბარი. - ნიკიტა 22 წლისაა. წელს ამთავრებდა უნივერსიტეტს. არანაირი პრობლემა არ ჰქონია, არც მეგობრებთან, ან ფსიქოლოგიურად, ფინანსურად. უბრალოდ ერთ დღეს… საწოლში ვიპოვეთ… - კაზინოში ხშირად დადიოდა? - კითხვამ ნიკოსგან დაასაჩუქრა მტრული მზერით. - არც ისე… უბრალოდ მეგობრებთან ერთად გასართობად დადიოდა. დიდ თანხაზე არასდროს უთამაშია. - სახეზე ეტყობოდა ნატალის, რომ თვითონაც არ იყო საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული. - კაზინოში ნარკოტიკს ვერ იშოვიდა, თუ ეს გაინტერესებს. - სწორად მიხვდა კითხვის შინაარს ნიკო. - ეგ თქვენ გგონიათ, რომ ვერ იშოვიდა. შეიძლება კაზინოს შენობაში არ უყიდია, მაგრამ… მაგალითად, იქ გაიცნო “ბარიგა”. - მხრები აიჩეჩა მარიტამ,- 22 წლის… ალბათ, ცოტა ხნის წინ გაუსინჯა ნარკოტიკებს პირი. ალბათ, უნივერსიტეტი, გამოცდები სტრესავდა. თან მუშაობდა კიდევაც. ალბათ, ძალიან იღლებოდა. - საქმეს ხვალიდან დავიწყებთ. მთელ გუნდს შევკრავ და დაგიკავშირდებით! - ვერაფრის თქმა შეძლო ლევანმა, მძიმედ ადგა დივნიდან და ხელი კარისკენ გაიშვირა,- გაგაცილებთ. გაუნძრევლად იჯდა მარიტა. ლევანის დაბრუნებას ელოდებოდა. რამდენიმე წუთში ფრთხილად მიხურა მამაკაცმა კარი და ისე იგივე ადგილას დაგრუნდა. - ნიკომ მთხოვა… მამამისი ძველი მეგობარია… უარს ვერ ვეტყოდი. - ჩუმად დაიწყო თავის მართლება მამაკაცმა. “მეც შენი მეგობარი ვიყავი”. რამდენჯერმე დააპირა ხმის ამოღება მარიტამ. უნდოდა ეთქვა რასაც ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გაბედა. თითქოს მამაკაცსაც შეეძლო მისი გონების კითხვა. გოგონას სახეს მისჩერებოდა და ელოდა ამ სიტყვებს… მაინც არ ჰქონდა აზრი. სახლში წასასვლელად ემზადებოდა, ოთახში ერთ-ერთი ოფიცერი რომ შევიდა. - მარიტა, ამ კვირას რომ დააკავეს კაცი, ოჯახურ ძალადობაზე, ცოლი ნინო წიკლაური, შენ ელაპარაკე ხო? - კი, რა ხდება? - არ უჩივლია, იზოლატორიდან გამოვიდა ის კაცი დღეს. დაჭრა ცოლი. გადაუდებელი დახმარების განყოფილების ერთ-ერთ საწოლზე იწვა გაუნძრევლად. თავიდან გინებით აიკლო ოთახი, შემდეგ საკუთარ თავზე ჩხუბობდა. მაშინვე სახლში უნდა წასულიყო. იდიოტი. იმედია , პრემიას მაინც მისცემენ. - მაგრად გადარჩი. არაა ძალიან ღრმა, მაგრამ ნაკერები დაგჭირდება.მხოლოდ ერთი თვე ზედაპირის შეხორცებას დასჭირდება. ანტიბიოტიკებსაც დაგინიშნავ. ნაკერების დადებისას ხმაც არ ამოუღია. პირველი შემთხვევა მაინც არ ყოფილა. - უნდა მომეკლა ის ყ*ე. - გაუაზრებლად წამოროშა. მოსმენისგან გაოცებულმა ექთანმა ჯერ მარიტას ახედა, შემდეგ ექიმს და ხელის კანკალით გაუწოდა პინცეტი. რამდენიმე საათი გაატარა საავადმყოფოში, გამთენიისას კი სახლში დაბრუნდა. მაინც და მაინც ამ დღეს რატომ ხდებოდა ასეთი სისულელეები?! წამლის დახმარებით კარგად გამოიძინა. შუადღითაც არ უჩქარია სამსახურში მისვლა. რამდენიმე შეტყობინება მიიღო, ამიტომ იცოდა, საერთოდ რომ არ მისულიყო, არავინ არაფერს ეტყოდა. ჭრილობა დაიმუშავა და სიგარეტის კოლოფი გახსნა. იატაკზე იწვა და ისე ეწეოდა. გასაკეთებელი მაინც არაფერი სქონდა. დღის უდიდეს ნაწილს სამსახურში ატარებდა, სახლში მხოლოდ დასაძინებლად მოდიოდა. თვალი მოავლო პატარა სახლს. წინა სახლი იქამდე გაყიდა, სანამ მამამისი მოკვდებოდა. პაპა-ბებიის სახლიც მალევე მიაყოლა. ფული სჭირდებოდა, თან სასწრაფოდ. მაგრამ მაგ ფულმაც ვერ გადაარჩინა მამამისი. ყველაზე მეტად მაგ სახლის დაკარგვას ნანობდა. სახლის, სადაც მთელი ბავშვობა აქვს გატარებული. იმ დროს საჭირო იყო.სინანულის მიუხედავად, მაინც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა. ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია და ოპერაციები არ იყო იაფი. დიდხანს ვერ გაძლო სახლში, საღამოს მაინც მივიდა განყოფილებაში. მარიტას დანახვისას გარს შემოეკვრნენ მეგობრები. - რატომ მოხვედი? - თავი ვერ შეიკავა დატუქსვისგან ირაკლიმ, თან დაეხმარა სკამზე კარგად მოთავსებულიყო. იმისდა მიუხედავად, რომ იცოდნენ რა მოხდა, მაინც თავიდან მოაყოლეს ყველაფერი. თავიდან დაკავებულის მიმართულებით გაგზავნეს გინებები, შემდეგ მარიტაზეც გადავიდნენ, ეჩხუბნენ, იქ რა გესაქმებოდაო, სახლში რატომ არ წახვედიო. თვითონაც თავის მართლება დაიწყო და შეეცადა ყველა დაემშვიდებინა. - აბაშიძე მოვიდა? - იკითხა რამდენიმე საათის შემდეგ. ჯერ არ იცოდა აბაშიძე ვის ჩართვას აპირებდა საქმეში, ამიტომ არ უნდოდა ზედმეტი წამოსცდენოდა. - ჯერ არა, მაგრამ გამაფრთხილა, რომ დავლოდებოდით.- უპასუხა ირაკლიმ, - შენ რატომ კითხულობ? უპასუხოდ დატოვა ირაკლი და გორგოლაჭებიანი სკამის ტრიალი გააგრძელა. კომპიუტერი არც ჩაურთავს, მუშაობას არ აპირებდა. უბრალოდ მარტო არ უნდოდა დარჩენა. ხან ტიკ-ტოკს სქროლავდა, ხან ტელევიზორს უყურებდა. - შეხედე, შეხედე! - მოსისხლე მტრის დანახვისას, სახე ბოროტული ღიმილით გაეპო. ხმამაღლა წამოიყვირა,თან ხელი გაიშვირა ეკრანისკენ. ტელევიზორის ეკრანზე ბატონი გიორგი გამოჩნდა, მისი კურსელი და ახლა კოლეგა. მოსისხლე მტრები არ ყოფილან, უბრალოდ ლექციებზე და სემინარებზე ბევრს ლაპარაკობდა, რაც მარიტას აღიზიანებდა. პირველი კურსიდან ჰყავდა ამოჩემებული. სამსახურში კი მოუვიდათ რამდენჯერმე შელაპარაკება, მაგრამ სერიოზული არაფერი. სამაგიეროდ, მარიტას სიძულვილი უფრო გაუღვივდა. - რა თქმა? აუ, რა ყ*ლეა! - ხმამაღლა დაიწყო სიცილი, თან ხელი გაიშვირა არასწორად შეკრული ჰალსტუხისკენ. სიცილისგან ჭრილობა ასტკივდა. მეგობრებისკენ გაიხედა დაბნეულმა, ვერ მიხვდა მხარი რატომ არ აუბეს. ყველა კარისკენ იყურებოდა. - იქითა ოთახში გამოდით. - სერიოზული სახით მოავლო თვალი მთლიან ოთახს აბაშიძემ. მის გვერდით იდგა ჭავჭავაძეც. სახე დაუსერიოზულდა მათი დანახვისას, ტელევიზორი გამორთო და დანარჩენებს უკან აედევნა ნელი ნაბიჯებით. გრძელ მაგიდაზე განაწილდნენ. - არ მეგონა დღეს თუ მოხვიდოდი. - ყველა მიხვდა ვის უთხრა ლევანმა. ხმა რა ამოუღია მარიტას. მხოლოდ უემოციო სახით შეხედა აბაშიძეს.უეცრად ის კაცი გაახსენდა, რომელმაც დაჭრა. სახეზე ბედნიერმა ღიმილმა გადაურბინა. სამაგიეროდ, ის ვერ ივლიდა დიდხანს. აბაშიძემ თავიდან გააცნო საქმის ვითარება მთელ გუნდს. მომზადებული ჰქონდა სამედიცინო დასკვნებიც და მტკიცებულებები. გარდაცვლილის ფოტოებს დააკვირდა რამდენიმე წუთით მარიტა. ახალგაზრდა ბიჭს მშვიდად ეძინა საწოლში. - როგორც მისი და ამბობს ნარკოტიკებს არ მოიხმარდა… - და მაგის მართლა გჯერა? იცი კვირაში რამდენჯერ გამომაქვს სამხარაულიდან ეს დასკვნა? - სიტყვა გააწყვეტინა მარიტამ.ჯერ ლევანს შეხედა, მერე ნიკოსაც გადახედა,- აქ წანწალს, ჯობია მიხვიდეთ იმ გოგოსთან და აუხსნათ, რომ ნარკომანი ძმა ყავდა… ყველამ ისედაც ვიცით, სადაც შოულობდა ნარკოტიკს! - მაშინ დაწყეთ გამოძიება. იპოვეთ ეგ ნარკოტიკები. მე არ ვარ წინააღმდეგი. - ხელები განზე გაწია და თვალი გაუსწორა გოგონას. ნერვები ეშლებოდა ნიკოს თვითკმაყოფილი სახის დანახვისას. უნდოდა სახე მაგიდაზე ერტყმევინებინა. ხელზე ირაკლის შეხება იგრძნო. ძლივს მოაცილა თვალი მამაკაცს და ისევ ლევანს შეხედა. საფეთქელს იზელდა კაცი, სათქმელისგან თავს იკავებდა ნიკოს და დანარჩენების წინაშე. - აქამდე ვერც გაბედავდნენ ნარკოტიკის კაზინოში შეტანას, მაგრამ… ჩემს არყოფნის დროს, შეიძლება რამე გამომეპარა. კამერები მხოლოდ პირველ და მეორე სართულზე გვაქვს, დარბაზებში, მაგრამ მესამე სართულზე- არა. - ქურთუკის ჯიბიდან ამოღო ჩიპები და მაგიდაზე დადო. რამდენჯერ სთხოვა ლევანს საქმის გამოძიება. პირველად რვა წლის წინ. ლექციის დასრულების შემდეგ დაჩოქილი ევედრებოდა. პასუხად იცით რა მიიღო?: “ალბათ, ცოტახნისწინ გაუსინჯა ნარკოტიკებს პირი. ალბათ, უნივერსიტეტი, გამოცდები სტრესავდა. თან მუშაობდა კიდევაც. ალბათ, ძალიან იღლებოდა. შენ ამას ვერც შეამჩნევდი. ახლა დროა მამაშენს მიხედო და ზედმეტად არ ინერვიულო.” შემდეგ დაიწყო ამ სამსახურში მუშაობა. კიდევ შეევედრა გამოძიება დაეწყოთ. უარი მიიღო. “არცერთს გქონიათ მარტივი ცხოვრება. არცაა გასაკვირი, რომ მენტალურად უჭირდა.” კიდევ იყო რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ პასუხი მაინც იგივე დარჩა. - ნიკიტა პირველი შემთხვევა არაა. - საბოლოოდ ამოიღო ხმა. ოთახი დატოვა, მაგიდის ბოლო უჯრაში ჰქონდა დოკუმენტები შენახული. ლევანის წინ კმაყოფილმა დაახეთქა ფაილები და კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა,- პირველი შემთხვევა რვა წლის წინ იყო. ჯამში ექვსნი არიან, ნიკიტას ჩათვლით. ყველა კაზინოში მუშაობდა. რამდენიმე კრუპიე, სლოტების ოპერატორი და მიმტანი. ასაკი 22 წლიდან 30-მდე. გარდაცვალებებს შორის ერთი წელი მაინცაა დაშორება, ამიტომ დიდად შესამჩნევი არ ყოფილა, მაინც ყოველ კვირა ვიღაც კვდება ზედოზირებით… ნიცა ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას, მარიტას თვალებიდან მუცელზე გადაჰქონდა მზერა, თან პირით ანიშნებდა რაღაცას.ნაცრისფერ მაისურზე რამდენიმე პატარა, წითელი ლაქა ემჩნეოდა. რამდენიმე წუთით დატოვა ოთახი, ჭრილობაზე ახალი საფენი დაიკრა და უკან სწრაფად დაბრუნდა. ლუკამ გადაშალა ფაილები და მაგიდაზე გადაანაწილა. ბოლო ფურცლებს კარგად დააკვირდა და დანარჩენებს გადახედა.გვერდით მსხდომებს ჩუმად დაანახა გოგონას სახელი და გვარი. - ეს გოგო მაგრად გგავს.- ფოტოს დანახვით გაკვირვებულმა ნიცამ ხელიდან ააცალა ფურცელი ლუკას,- თაკო…ჯაფარიძე. - ჩემი დაა. - თვალები აატრიალა დანარჩენების სახის დანახვისას. ფოტოს დანახვისას სახე შეეცვალა ნიკოს. ნიცას მთლიანი ფაილი გამოართვა და კითხვა დაიწყო. დარჩენებმაც გადაინაწილეს ფაილები. - შეიძლება ამ ექვსის გარდა კიდევაა რამდენიმე და ექსპერტიზა არც ჩაუტარებიათ. - რვა წლის წინ ვაჟა მახარაძე იყო ჩემთან მოსული. ახალი ტვირთი ჩამოჰქონდა მოსკოვიდან…DMT-ის და კიდევ რაღაცების ნაზავია. ბავშვები “წმინდა წყალსაც”ეძახიან ხოლმე… ჯერ ჩამოტანაში მთხოვა დახმარება, შემდეგ კაზინოში შემოტანაც მოუნდა, მაგრამ უკან გავაბრუნე. მაგის შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა… - ნელი მოძრაობით დახურა ფაილი ნიკომ,- საქართველოში მისი სახელი არსადაა, მაგრამ მოსკოვში ყავს ბევრი ნაცნობი. აქაც. - საქართველოში დაკავება პრობლემა არაა, უბრალოდ უნდა ჩამოვიყვანოთ. - დანარჩენებს გადახედა ირაკლიმ. - ეგრე ადვილი არაა, მოსკოვის დატოვებას არ აპირებს, ცოტა პანიკიორა ტიპია. - თვალები მოისრისა დაღლილმა,შემდეგ მარიტას გაუსწორა თვალი,- მაგრამ მოვახერხებ რამეს. უკვე ერთ თვეზე მეტი იქნებოდა, რაც ახალი საქმე დაიწყეს. რა არ სცადეს, მაგრამ ხელჩასაჭიდი მაინც არ ჰქონდათ. მხოლოდ რამდენიმე ათეული ნარკომოვაჭრე დაიჭირეს. ჭავჭავაძე იმ დღის შემდეგ არ გამოჩენილა, მეორე დღესვე დატოვა ქვეყანა. ახალი მისგან არაფერი გაუგიათ. აბულაძეს ეკონტაქტებოდა, მაგრამ ლევანი არაფერს ამბობდა გუნდთან, განსაკუთრებით მარიტასთან. შეიძლება სინდისიც ქენჯნიდა და მაგიტომ. - დაკავებაზე გადიან საღამოს, რომელიმეს ხომ არ გინდათ გაყოლა? - ირაკლი შემოვიდა ოთახში. - მე წავალ. - სწრაფად ადგა სკამიდან მარიტა და უფროსს ფართოდ გაუღიმა. ჭრილობის გამო მთელი თვე საოფისე საქმეებზე გაამწესეს. კიდევ თუ მოუწევდა ანგარიში დაწერა, შეიძლება ცუდად გამხდარიყო. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სპეციალური სამმართველო ჰქონდათ, რომელიც ნარკოდანაშაულებზე მუშაობდა. ამ თვეში ხშირად მოუწიათ ერთად მუშაობა, უკვე ყველას სცნობდა სახელებით. მინუს სართულზე სწრაფი ნაბიჯებით ჩავიდა. - დღეს მე წამოგყვებით! - სიხარულით შეუერთდა ათკაციან გუნდს. - კარგი. დღეს ცხრა საათზე ღონისძიებაა დაგეგმილი კლუბში. დაზუსტებით ვიცით, რომ 7 “ბარიგა” იქნება. შეიძლება მეტიც. სახეები კარგად დაიმახსოვრეთ. კამერები არ დაგავიწყდეთ. ხალხში გაერიეთ. არ იჩქაროთ, მთავარია დააფიქსიროთ ქმედება. ადგილზე არავინ დააკავოთ, გუნდი შენობაში შემოვა. ახლა სახლებში წადით, ისე ჩაიცვით, როგორც 20-25 წლისებს შეეფერებათ. სიხარულით დაბრუნდა სახლში. გარდერობი გადაატრიალა. კლუბში უკვე წლებია არ ყოფილა. საბოლოოდ შავი უმკლაო კორსეტი შეარჩია, შავი ჯინსი და შავი პალტო. სამსახურში ღიღინით დაბრუნდა, ჯერ კიდევ ჰქონდა ორი საათი თავისუფალი. გორგოლაჭებიან სკამზე დაჯდა და ტრიალი დაიწყო. დანარჩენებს მისთვის ზედაც არ შეუხედავთ, არც მაშინ ტიკ-ტოკის ვიდეოების ყურება რომ დაიწყო და ტელეფონს ხმა რომ არ ჩაუწია. დრო რომ დადგა, ოპერაციის მონაწილეებს უკან აედევნა. კორსეტზე დაიმაგრა პატარა კამერა. ისეთი პატარა იყო,ვინმე რომ დაკვირვებოდა, მაინც ვერ შეამჩნევდა. ყურსასმენი გრძელი თმების დახმარებით დამალა. კლუბში შესვლისთანავე ბარისკენ გაემართა. ცეკვაც უნდოდა, მაგრამ კატეგორიული გაფრთხილება მიიღო, რომ ყურადღებით ყოფილიყო. სასმელი ღიმილით შეუკვეთა და ხალხის თვალიერება დაიწყო. ორი ნაცნობი სახე შეამჩნია სიიდან. დიდხანს უყურა, მაგრამ უბრალოდ ხალხს ესაუბრებოდნენ. მალევე გაუჩინარდა ორივე მეორე სართულზე. კიბესთან დაცვა იდგა, ამიტომ სასწრაფოდ რამე უნდა მოეფიქრებინა. საცეკვაო მოედანზე აპირებდა გასვლას ორი გოგონა რომ დაინახა კიბეებზე. მეორე სართულიდან ჩამოდიოდნენ. რამდენიმე წუთით დააცადა ხალხის მასას შერეოდნენ, შემდეგ თვითონაც ცეკვით შეუერთდა გოგოებს. ნახევარი საათი მაინც ცეკვავდნენ ერთად, რამდენჯერმე რაღაც კითხვებიც დაუსვეს, ფოტოებიც კი გადაიღეს ერთად. - მეორეზე ხომ არ ავიდეთ? დავიღალე! - ერთ-ერთმა მუდარით გადახედა ორივეს. - ხო, ავიდეთ. - დაეთანხმა მეორე, თან ორივეს ხელები ჩაჭიდა და კიბისკენ წაიყვანა. დაცვამ უპრობლემოდ გახსნა ლენტი. მეორე სართული სავსე იყო გრძელი, მრგვალი დივნებით. მაგიდები სავსე იყო სასმელებით და სიგარეტის კოლოფებით. ერთ-ერთ დივანზე დასხდნენ გოგოები. სიგარეტი მარიტასაც კი შესთავაზეს, სიხარულით გამოართვა მანაც. - აუ, გთხოვ, გამოართვი რა! - ხელზე მოუჭირა ერთმა მეორეს და იმ ორი ბიჭისკენ გაიხედა. სიხარულისგან ფართოდ გაეღიმა მარიტას. ზუსტად იმ ორისთვის ამოვიდა აქ. - აუ, გეხვეწებით, გამოვართვათ! მეც მინდა.- მარიტამაც მოუჭირა მეორე ხელი და ბიჭებისკენ გაიხედა. - კაი, თითო-თითო? ფული გაქვთ წამოღებული? ჩანთებიდან საფულეები ამოიღეს, ორივემ 230-230 ლარი ამოიღო. თანხის დანახვისას თვითონაც სასწრაფოდ გადათვალა თანხა და გოგონას მიაწოდა. უყურებდა როგორ მიაწოდა ჩუმად ერთ-ერთს ფული და სწრაფი ნაბიჯებით დაბრუნდა უკან. ახლოს მისულმა სიხარულით დაანახა სამი პატარა პაკეტი. შიგნით თეთრი ფხვნილი ეყარა. სიცილით გამოართვა პაკეტი. უკვე სასმელში ყრიდნენ, უეცრად ტელეფონს რომ დახედა მარიტამ. - აუ, მამიდაშვილი მეძებს, ქვევით ჩავალ და ცოტახანში ამოვალ, კაი? - ღიმილით აუხსნა გოგოებს, თან გადაკოცნა, გაუხსნელი პაკეტი შარვლის ჯიბეში შეუმჩნევლად ჩააცურა და კიბისკენ დაიძრა. რამდენიმე ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი, თვალი გვანცას რომ მოჰკრა. ღიმილი სახიდან ჩამოერეცხა მის გვერდით მდგარი ბიჭი რომ დაინახა. ესეც მესამე. წამით ადგილზე გაიყინა, როგორმე კამერა უნდა დაეფარა, სანამ გვიანი არ იყო. ჩუმად მოიხსნა კამერა და მეორე ჯიბეში ჩაიცურა. იმისდა მიუხედავად, რომ ვერ დაინახავდნენ, აუდიოს მაინც გაიგებდნენ. ლოცულობდა, რომ ჯერ მხოლოდ მან შეამჩნია ეს ბიჭი. სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა გვანცასკენ. ხელით ძლიერად მოქაჩა, გვანცამ ჯერ ტკივილისგან დაიკივდა, მარიტას დანახვისას კი გაოცებისგან პირი გააღო. - აქ რას აკეთებ? - ღიმილით კითხა მარიტას. - დღეს თავისუფალი ვიყავი და… გარეთ გავიდეთ, უნდა დაგელაპარაკო. - სიმწრის ღიმილით საუბრობდა. აშკარად მაინც დაეტყო გაბრაზება სახეზე. გვანცას ღიმილი შიშმა შეცვალა. არ გაუძალიანდა, ხმის ამოუღებლად გაყვა გარეთ. ქუჩაში რამდენიმე მანქანა იდგა კრიმპოლის თანამშრომლებით სავსე. მოშორებით დააყენა გვანცა, მაგრამ სადაც არ უნდა მდგარიყვნენ, მაინც შეეძლოთ მარიტას დანახვა. ჩაიხუტა გოგონა, თან პალტოს შიგნით შეუყო ხელები და ჯიბეები დაუთვალიერა. უკანა ჯიბეში ედო პაკეტი. - ხმა არ ამოიღო! მოგკლავ! - უჩურჩულა ყურში. შეიძლება სიბრაზისგან გამსკდარიყო. შიშისგან ადგილზე გაიყინა გვანცა. სწრაფად ჩაიდო მეორე პაკეტიც საკუთარ ჯიბეში, ისე რომ მანქანიდან ვერაფერი შეემჩნიათ. ქუჩაზე მიმავალი ტაქსი სწრაფად გააჩერა, უკანა კარი გააღო გამოუღო გვანცას, თან მძღოლს უკარნახა გოგონას მისამართი და კუპიურა მიაწოდა. შიგნით აღარ შებრუნებულა. მოშორებით მდგარი მანქანისკენ დაიძრა და შიგნით ჩაჯდა. ჯიბიდან კამერა და ერთი ცალი პაკეტი ამოაძვრინა,ყურიდან სწრაფად მოიშორა ყურსასმენი. დაუბარა, სახლში მივდივარო და ტაქსით დაიძრა გვანცას სახლისკენ. - რამ გამოგაყ*ლევა ასე, რამ? - გვანცას დანახვისას კიდევ უფრო მეტად გაბრაზდა. ხმა ვერ გააკონტროლა, დარწმუნებული იყო მთელ კორპუსს ესმოდა მისი. - გეფიცები… უბრალოდ… მეგობარმა მომცა! მართლა. - ცრემლები წამოუვიდა გვანცას. შიშისგან ხელები უკანკალებდა. - ნუ მატყუებ! ნუ მატყუებ! შენ იცი იქ მე რისთვის ვიყავი? ის ყ*ლე იყო შენი მეგობარი? - ყვირილით აიკლო სახლი. ტყუილს ისე ძალიან არ გაუბრაზებია… ათასჯერ მაინც ჰყავს გაფრთხილებული გვანცა ნარკოტიკების შესახებ. განსაკუთრებით დის სიკვდილის შემდეგ. ჯერ ისიც არ იცოდა მტკიცებულებაში გვანცა ჩანდა თუ არა. წარმოდგენაც არ უნდოდა… - იქ იცი რომ ათ კაცს კამერა გვქონდა? ვინმეს რომ დაენახე იცი რომ შეძენა-შენახვისთვის ციზეში გაგიშვებენ? - არ ვიყენებ ხშირად! გთხოვ… - ტირილით დაეცა მუხლებზე გვანცა. ცრემლებისგან იხრჩობოდა და იატაკზე მსუბუქად არტყავდა თავს. ისეთი გაბრაზებული იყო, რომ არც აიტერესებდა გვანცას ისტერიკები. ათი წუთი ჩუმად ითვლიდა, შემდეგი ათი წუთი სუნთქვის ვარჯიშებს აკეთებდა.საბოლოოდ, დივანზე დაჯდა და გვანცასკენ მიიხედა. - შენს მშობლებს უნდა ვუთხრა. ეგ ხომ იცი?! ხმა ვერ ამოიღო გოგონამ. მარიტას მოპირდაპირედ, იატაკზე იჯდა და ზურდით კედელს ეყრდნობოდა. კიდევ რამდენიმე საათი დარჩა, სანამ გვანცას არ ჩაეძინა. შემდეგ საკუთარ სახლში დაბრუნდა. ჭრილობა სიჩუმეში დაიმუშავა და დაღლილი ჩაწვა საწოლში. დილით ლუკას ზარმა გააღვიძა, რატომ იგვანებო. ძლივს ადგა საწოლიდან. სახლიდან გასვლამდე რამდენიმე ტკივილგამაყუჩებელი დალია. - გუშინ კარგად გაერთე? - მარიტას დანახვისას სიცილი ვერ შეიკავა ნიცამ. - მაგას თუ გართობა ჰქვია… - ჩუმად უპასუხა მარიტამ. გუშინდელი დღის გახსენებისას ყველაფრის დალეწვა უნდებოდა. გვანცას მშობლებისთვისაც უნდა დაერეკა. გუშინდელი დღის ოპერაციის ანგარიში და ოქმი უნდა დაეწერა. შიშით უყურებდა კამერის ჩანაწერებს. თან გულში ლოცულობდა. ბოლო ჩანაწერის დასრულებისას, შვებით ამოისუნთქა და სკამზე მიესვენა. ხელის კანკალით დახურა ფაილი. შესვენებამდე ადგილიდან არ დაძრულა. საღამოს დანარჩენებს დაუბარა, მოსაწევად გავდივარო და შენობის სახურავზე ავიდა. ჯერ ფიქრობდა რა ეთქვა გვანცაზე მის მშობლებთან, შემდეგ როგორ ეთქვა ეს ყველაფერი. რამდენჯერმე შენობიდან გადახტომაზეც იფიქრა… მესამე ღერი რომ ჩაწვა, მაშინ ამოღო ჯიბიდან ტელეფონი. მამიდასთან და ბიძასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა… ამიტომ ვერ დაუმალავდა. თბილად მიესალმა ორივეს, მოიკითხეს ერთმანეთი. შემდეგ დაიწყო ყველაფრის ახსნა. სპეცოპერაციის შესახებ უამბო: როგორ და ვისთან ერთად ნახა გვანცა, რა ედო ჯიბეში, მისი სიტყვები, რომ “ხშირად არ მოიხმარს”. მოკლედ, ყველაფერი. ისიც დააბარა, რომ დღესვე მისულიყვნენ გოგონასთან.ბოლოს ისიც ახსენა, როგორ გაუბრაზდა და შეაშინა. დააბარა, რომ მშვიდად ესაუბრათ ქალიშვილთან. თითქმის მთელი შესვენება საუბრობდა ტელეფონზე. საუბრის დასრულების შემდეგაც არ ჩასულა ქვევით. კიდევ ერთი ღერი ამოიღო კოლოფიდან და კარის ხმის გაგონებისას, უკან მიიხედა. ლუკა მოდიოდა მისკენ. ხმა არცერთმა ამოიღო. კოლოფი გაუწოდა ბიჭსაც და ერთად გააგრძელეს მოწევა. - დედაშენმა სხივები დაიწყო უკვე? - რამდენიმეწუთიანი სიჩუმე დაარღვია მარიტამ, თან ხალხის თვალიერება გააგრძელა. - ხვალ იწყებს. - ჩუმად უპასუხა ბიჭმა. - რა თქვეს? - ვერც ვერაფერი თქვეს… შედეგი მაინც არ აქვს. პროსტა… დროს გვაძლევენ, რა. ხმა ვერ ამოიღო მარიტამაც. მაინც ვერაფრით ანუგეშებდა. - თუ ლაპარაკი დაგჭირდება… მაინც ყველა, შენ გარდა, ან ობოლი ვართ, ან ნახევრად ობოლი.- სიმწრის სიცილით გახედა ბიჭს. ზუსტად ახსოვს ის დღე, მამამისის სიმსივნის შესახებ რომ გაიგო. მაშინ 15 წლის იყო, თაკო -17. ტელეფონზე საუბრობდა მამამისი, ზუსტად არც იცის ვის ესაუბრებოდა. სამზარეულოში შედიოდა, მამამისის საძინებლიდან რომ გაიგო ხმა. ამბობდა, სადღა გადავამოწმო, ორივე ექიმმა ერთი და იმავე დიაგნოზი დამისვაო. ფილტვების სიმსივნე, მეორე სტადია. ამ ზარამდე ხშირად დადიოდა მამამისი ექიმებთან, მაგრამ არაფერი უთქვამს მარიტასთვის. თაკომ კი იცოდა. ზარის გაგონების შემდეგ, დასთან მივიდა და ჰკითხა, მართალი იყო თუ არა. თაკომაც დაუდასტურა. მამამისს პირდაპირ არ უთქვამს დიაგნოზის შესახებ. თითქოს მიხვდა თვითონაც, რომ მარიტამაც გაიგო მისი საუბარი. მაშინ გამოკეთდა მამა. ქიმიოთერაპია გაიკეთა, შემდეგ რადიოთერაპიაც. მაგრამ ოთხი წლის შემდეგ მაინც დაბრუნდა იგივე დაავადება. ოპერაციის გაკეთებაც დასჭირდა, შემდეგ ქიმიის, ორჯერ და ბოლოს, სხივებისაც. ოპერაციის გაკეთების შემდეგ ვეღარ შეძლო მამამ მუშაობა, ამიტომ ორივე დამ დაიწყო სამსახური. მარიტამ დამატებით შსს-ს აკადემიაში დაიწყო სწავლა, თაკომ - კაზინოში მუშაობა. ბოლოს, შვილის სიკვდილი ვეღარ გადაიტანა და მისი გარდაცვალებიდან შვიდ თვეში, ნოემბერში მოკვდა. - დიმიტრი პეტროვი მოუკლავთ. - დაბრუნებისას აცნობა თამთამ სიახლე. დიმიტრი პეტროვი რუსი ბიზნესმენი იყო. ბიზნესმენი მაღალი ნათქვამია, უფრო კანონიერი ქურდი. რუსეთის გახსენებაზე ჭავჭავაძე გაახსენდა. - ვინ მოკლა? - არ იციან. ამბობენ მოწამლესო. დარჩენილი დღე ისევ კომპიუტერთან გაატარა. შვიდ საათს აკლდა ერთი წუთი დანარჩენებს რომ დაემშვიდობა, პალტოს და ჩანთას სწრაფად დაავლო ხელი და სახლისკენ გაეშურა. სახლთან გაჩერებულ მანქანაში რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იჯდა. ჯერ კიდევ გრძნობდა გუშინდელ ბრაზს, თან შფოთვისგან ხელები უკანკალდა. საშინლად არ უნდოდა ახლა სახლში მარტო დარჩენა. მანქანიდან გადმოვიდა, რამდენიმე ქუჩა ფეხით გაიარა და ერთ-ერთ კაფეში შევიდა. ქვედა სართულზე ბევრი ხალხი იყო, ამიტომ მეორე სართულზე ავიდა. ყავა და სალათი შეუკვეთა. რაიმე მძიმე რომ ეჭამა, დარწმუნებული იყო, გული აერეოდა. შეკვეთის მოლოდინში სოციალურ ქსელებს ათვალიერებდა, მის წინ სკამი რომ გამოსწიეს. გაღიზიანებულმა აიხედა ტელეფონიდან, მაგრამ ნიკოს დანახვისას გაკვირვებისგან წარბები შეკრა. - შენ აქ რა გინდა? როდის ჩამოხვედი? - ტელეფონი გამორთო და მთელი ყურადღება მამაკაცს დაუთმო. - ერთი კვირის წინ . არც თუ ისე კარგი გამომძიებელი ყოფილხარ. დაგინახე მოწყენილი რომ იჯექი და შემეცოდე. - გაუღიმა გოგონას, თან მიმტანს ხელი დაუქნია და შეკვეთა მისცა. “ “შემეცოდე”, არა ყ*ლე”. ამრეზით შეხედა მამაკაცს, რომელიც მაგიდაზე კომფორტულად მოკალათდა და ახლა, თვითონ ამოწმედა მობილურ ტელეფონს. ჯერ მის სახეს შეხედა, მოკლე ყავისფერ თმებს, მუქ მწვანე თვალებს, შემდეგ გრძელ, მოვლილ თითებს და მაჯაზე გაკეთებულ ძვირადღირებულ საათს. - შენი ძმაკაცი რომ მოუკლავთ, გაიგე? - ვერ მოითმინა კითხვის დასმა. - რომელი? - დაბნეულმა მოისრისა თვალი. - ბევრი მოკლეს? - წარბებშეკრული მიაჩერდა. - აა, დიმიტრიზე ამბობ? ეგ მე არ მომიკლავს, თან მთლად ძმაკაცები არ ვყოფილვართ. - არც მიხსენებია,რომ შენ მოკალი… - კითხვის ნიშნებით სავსე მხერით მიაშტერდა მამაკაცს. ფართოდ გაუღიმა საპასუხოდ მარიტას და მიმტანის მიერ მოტანილი სალათის დაგემოვნება დაიწყო. რამდენიმე წუთი უყურა ნიკოს, შემდეგ თვითონაც დაიწყო ჭამა. - შემდეგში რამე ნორმალური შევუკვეთოთ. ჭრილობა როგორ გაქვს?- მარიტასთვის არც შეუხედავს, ისე კითხა. - თითქმის ორი თვე გავიდა, შეხორცდა.- უპასუხა ჩუმად. რაღაცნაირი იყო ნიკო. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს შენზე მაღლა იდგა. განათლებით, შეხედულებით…ყველაფრით. თითქოს მის გვერდით დასადგომად ღირსი არ იყავი. პირველივე შეხვედრისას იგრძნო მარიტამ, სრულიად სხვადასხვა ორბიტაზე რომ დაფრინავდნენ. იცით რა შეგრძნება დაეუფლა? სკოლაში ან უნივერსიტეტში რომ ხედავ ლამაზ და ჭკვიან გოგოებს, მაგრამ იცი, მათთნაირი ვერასდროს იქნები და ახლოს მისვლასაც ვერც ბედავ. ისინი ხომ ზედაც არ შემოგხედავენ. პირველად მისი არსებობის შესახებ მაშინ გაიგო, თაკომ კაზინოში მუშაობა რომ დაიყო. ერთ დღეს გახარებული მივიდა დასთან და აცნობა, მფლობელის შვილი გამეცნოო.თან მითხრა, თუ დახმარება დაგჭირდება,ჩემთვის თხოვნა არ მოგერიდოს. დის გახსენებისას მადა დაეკარგა. ჩანგალი თეფშზე დააბრუნა და ყავის ჭიქა აიღო. ნიკოსთვის ზედაც არ შეუხედავს, ფანჯრიდან აკვირდებოდა ხალხს. - ლევანს ეკონტაქტებოდი?… წასული რომ იყავი. - თავი ვერ შეიკავა. უნდოდა გაეგო სპეციალურად არიდებდა აბაშიძე თავს, თუ მართლა არანაირი სიახლე ჰქონდა. - კი. გული დასწყდა. ბოლომდე მაინც ვერ მოიპოვა მისი ნდობა, ისევ არაფრად აგდებდა გოგონას. გაღიზიანებულმა საკუთარი ნივთები აიღო და გასასვლელისკენ დაიძრა. - შენ გადაიხადე. ისედაც მდიდარი ხარ. უკან მიხედვა არ დასჭირვებია, ესმოდა მის უკან მიმავალი მამაკაცის ნაბიჯები. შენობიდან გასვლისას გვერდით ამოუდგა გოგონას. - სახლამდე მიგაცილებ. სიჩუმეში იარეს ათი წუთი. გვერდით მყოფნით რომ დაიღალა მარიტა, ერთ-ერთ სადარბაზოსთან შეჩერდა და ნიკოს მიუტრიალდა. - აქ ვცხოვრობ მე. - ეგ შენი სახლი არაა. კიდევ გვაქვს ათი წუთის გზა. - ჯერ შენობას ახედა, შემდეგ ნიშნისმოგებით დახედა გოგონას. “იდიოტი.” ამრეზით შეხედა მამაკაცს. გაბრაზებულმა ლოყა კბილებსშორის მოიქცია და თვალების ტრიალით გააგრძელა სიარული. - ვიცნობდი შენს დას. - სიჩუმე დაარღვია ნიკომ, თან მარიტას გადახედა რეაქციის შესამოწმებლად. ხმა არ ამოუღია გოგონას, განაგრძო სიარული, - კარგად არა, მაგრამ სამსახურში ხშირად ვხედავდით ერთმანეთს. - ვიცი. - გააწყვეტინა უეცრად. - მას ჰგავხარ ცოტა… გარეგნობით. მახსოვდა, რომ და ჰყავდა. პირველად რომ შევხვდით… თავიდან ვერ გაგიხსენე. მაგრამ ნატალი სახლში რომ მივიყვანე, გამახსენდა. ბოდიში, რომ დაკრძალვაზე არ მოვსულვარ. რამდენიმე თვის შემდეგ გავიგე… სპეციალურად არ შეჩერდა მარიტა საკუთარი სახლის სადარბაზოსთან. სამაგიეროდ, ნიკო გაჩერდა და წინ მიმავალ გოგონას შეხედა. - მგონი, სახლის გზა დაგავიწყდა. ხმამაღლა ამოიხვნეშა და უკან შეტრიალდა. ნიკოს მიუახლოვდა. - იქით კვირას მოვალ განყოფილებაში. თუ გინდა გეტყვი კიდევაც, პეტროვი მე მოვკალი თუ არა. ბოლო წინადადების სათქმელად მარიტას ყურთან დაიხარა. გოგონას უკმაყოფილო სახის დანახვისას ფართოდ გაეღიმა. თავით ანიშნა, სახლში ასულიყო. დამშვიდობების გარეშე ავიდა სახლში. მხოლოდ ერთხელ მიიხედა უკან. ნიკო იქამდე იცდიდა, სანამ მერვე სართულზე შუქი არ აინთო. წინა კვირას კი უთხრა, შემდეგ კვირას მოვალ განყოფილებაშიო, მაგრამ ჯერჯერობით არსად ჩანდა. ლევანსაც ვერ ეკითხებოდა ვერაფერს. ირაკლიმაც კი არაფერი იცოდა. დღეს ღამის ცვლაში უწევდა მუშაობა. ცხრა საათისთვის უკვე დაცლილიყო მეორე სართული. მხოლოდ მარიტა იჯდა კუთვნილ მაგიდასთან და დასაწერ ანგარიშებს მტრულად უმზერდა. დღეს 10 ჭიქა ყავა მაინც დალია, შეიძლება მეტიც. ათ საათზე სკამის ტრიალი დაიწყო. ქალის ტირილმა გააჩერა. ქალის არა, ახალგაზრდა გოგოს. სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი და პირველ სართულზე ჩავიდა. მორიგე ოფიცრებით იყო გარშემორტყმული 19-20 წლის გოგო. ხელები დაკაწრული და დასისხლიანებული ჰქონდა, სახე ტირილისგან გაწითლებული. სიტყვებს ძლივს ამბობდა, თან ქალ ოფიცერს ხელებზე ეჭიდებოდა. - რა ხდება? - თვალებგაფართოებული მიუახლოვდა შეკრებილებს. - ჩიხიდან გამოვიდა, ვერც დავინახე წესივრად… ყელზე მომიჭირა და შემათრია.- ხმამაღლა ტიროდა გოგო, თან ყელზე იკიდებდა ხელს. მთლიანად გაწითლებული ჰქონდა. ზედ ეტყობოდა ხელი, - შარვალი გამხადა. წინადადების დასრულებისას იატაკზე დაემხო და გოდება დაიწყო. ძლივს ათქმევინა მარიტამ ქუჩის დასახელება. ნაწილს კამერების ნახვა დაავალა, ეკიპაჟი კი ადგილზე გაგზავნა. მორიგე ოფიცერს გადახედა. - სამედიცინო დახმარება დაგვჭირდება. მანქანაში ჰქონდა გამოსაცვლელი ტანსაცმელი. სასწრაფოდ გამოაცვლევინა გოგოს და მტკიცებულებები დალუქა. ეკიპაჟს წააყვანინა საავადმყოფოში. თვითონ განყოფილებაში დარჩა. კამერების დახმარებით მაშინვე იპოვეს დამნაშავე. გააფრთხილა მარიტამ, რომ იზოლატორის მაგივრად,ჯერ განყოფილებაში მიეყვანათ. 15 წლის ასაკში მიხვდა მარიტა, რომ პერიოდული ფეთქებადი აშლილობა ჰქონდა. უცაბედი გაღიზიანება, სიბრაზის უკონტროლო გამოხატვა. უმეტეს შემთხვევაში ვერბალურ აგრესიას გამოხატავდა სხვების მიმართ, მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, ფიზიკურად რომ გამოხატა. როგორც წესი, ბრაზის აფეთქების შემდეგ სინანულის განცდა აქვთ ხოლმე, მაგრამ… მარიტას შემთხვევაში პირიქით იყო. სინანულის მაგივრად, იმას ფიქრობდა, რომ ზედმეტად ლოიალური იყო. ხშირად იყენებდა სუნთქვით ვარჯიშებს, მედიტაციას. მუშაობისას მხოლოდ სამჯერ ჰქონდა მსგავსი შემთხვევა. საბედნიეროდ, მარტო არცერთხელ არ ყოფილა და მოახერხეს დასისხლიანებული მარიტას ოთახიდან გაყვანა. ნიცა შიშისგან დიდხანს ვერ უყურებდა თვალებში.მესამე შემთხვევა მაშინ იყო, მუცელში რომ დაჭრეს, რამდენიმე თვის წინ. ეჭვები თუ ჰქონდათ დანარჩენებს, არ ამბობდნენ. ოფიციალურად დიაგნოზი მაინც არ ჰქონდა დასმული, არც მომავალში მივიდოდა ფსიქოლოგთან. ხელბორკილებოთ შემოიყვანეს შუახნის მამაკაცი. ნულ სართულზე ჩაიყვანეს, დასაკითხ ოთახში. ოთახში შესვლამდე გასაღებს წაავლო ხელი და ჯიბეში ჩაიდო. შესვლისას კარი ჩაკეტა. მაგიდის მეორე მხარეს დაჯდა. კაცის დანახვისას ღებინების შეგრძნება მოაწვა. რამდენიმე წუთი ხმის ამოუღებლად მიშტერებოდა კაცს. შეიძლება მისი წარმოსახვის უნარი იყო, მაგრამ დაინახა როგორ გაუღიმა. მკერდის ქვევით ტკივილი იგრძნო. თითქოს ვიღაცას მისი ფილტვები ხელებში მოექცია და მთელი ძალით უჭერდა. მშვიდად ამოიღო გასაღები შარვლის ჯიბიდან. მაგიდაზე დადებული ხელები თავისკენ მისწია და ბორკილები გაუხსნა. ახლა ნამდვილად იღიმოდა კაცი. სკამიდან არც ამდგარა, ისე დაახეთქა მაგიდაზე. წითლად შეიღება მაგიდა, მხოლოდ ცხვირი და წარბი გაუსკდა. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და მშვიდად ააყენა სკამიდან. ვერ მიხვდა კაცი რის გაკეთებას აპირებდა. კიდევ ერთხელ დაარტყა თავი მაგიდას, ახლა უფრო ძლიერად. კარის სახელურის ხმა ვერც შეამჩნია. გარედან ცდილობდნენ ოთახის გაღებას. კიდევ რამდენჯერმე ააყენა სკამიდან. ახლა მთელი სახე ჰქონდა დასისხლიანებული. სახის დანახვისას ხმამაღლა გაეცინა. ახლა ხომ ვეღარ გაიღიმებდა. - გამიღიმე. - ღიმილით სთხოვა კაცს. ტკივილისგან ქალივით კიოდა, - გამიღიმე და გავჩერდები. ფართო ღიმილით დაპირდა კაცს. ვახ, მაინც არ იღიმოდა. სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა მარიტას. უკვე მილიონჯერ სთხოვა გაღიმება. ფეხზე ვეღარ დგებოდა კაცი, თვითონაც ხელი შეუშვა მის ტანისამოსს და ისიც იატაკზე მოწყვეტით დაეცა. სისხლით მოსვრილი ყელის დანახვისას ზედ დააჯდა. მის დახრჩობას არ აპირებდა. მართლა! უბრალოდ უნდოდა ხელის ანაბეჭდი დაეტოვებინა! მხოლოდ და მხოლოდ ეს. ძლიერად არც აწვებოდა, უბრალოდ ეს კაცი იყო სუსტი, შეხებისთანავე დაიწყო დახრჩობის მაგვარი ხმების გამოცემა. - შენს დახრჩობას არ ვაპირებ! - სანდომიანი ხმით აწყნარებდა მარიტა,- უბრალოდ მინდა დიდხანს გეტყობოდეს! რამდენიმე წუთში მოსწყინდა ასე ჯდომა. უკვე ამდგარი იყო, ფეხზე რომ მოქაჩა რაღაცამ და იატაკზე ძლიერად დაანარცხა. ესეიგი, მართლა არ ახრჩობდა ძლიერად! ადგილები გაცვალეს. ახლა ის კაცი ეჯდა ზედ და გუდავდა. სისხლიანი სახის დანახვისას სიცილი ვერ შეიკავა. ჰაერი არ ჰყოფნიდა, მაგრამ მაინც ვერ ჩერდებოდა. სასაცილო სახე ჰქონდა. მუცელში მთელი ძალით ჩასცხო იდაყვი. ტკივილისგან ორად მოკეცილი კაცი გვერდით გადააგდო. ახლა მარიტაც დასვარა. თეთრი მაისური და ლურჯი ჯინსი სულ გაუწითლა. სისხლის დანახვისას თვალებს ვერ დაუჯერა მარიტამ. დღეს საყვარელი ჯინსის შარვალი ჩაიცვა, თან ეს მაისურიც ახალი იყო. გაფართოებული თვალებით შეხედა იატაკზე დაგდებულს. ბრაზი ვერ შეიკავა, სიმწრისგან ცრემლები წამოუვიდა. - ეს მაისური ახალი იყო! ჩემი საყვარელი შარვალი! შეხედე! - გაუაზრებლად დაიწყო ბოლო ხმაზე ყვირილი, თმებში წვდა და მაისური დაანახა. რეაქცია არ ჰქონია ნაგვის პარკს. თითქოს ზედაც არ უყურებდა. სიმწრისგან მთელი ძალით ჩაარტყა ქუსლიანი ჩექმა მუცელში. ოთახში მხოლოდ ორი მეტალის სკამი და ერთი მაგიდა იდგა. გაუაზრებლად სტაცა ხელი სკამს და მთელი ძალით ჩაარტყა რამდენჯერმე. სკამზე კიდევ უფრო ნაკლები რეაქცია ჰქონდა კაცს. ბოლოს ისევ წინა მეთოდს დაუბრუნდა. მუხლით გულ-მკერდზე დაეყრდნო და ყელზე ძლიერად მოუჭირა. ისევ უცნაური ხმების გამოცემა დაიწყო. ვერც მიხვდა კარი როგორ გააღეს. ერთდროულად იგრძნო ხელები, რომლებიც მთელი ძალით ექაჩებოდნენ და დერეფნიდან შემოსული ხმები გაიგო, რომლებიც ხმამაღლა ყვიროდნენ, კამერები მთელ სართულზე გამოერთოთ. არ გაძალიანებულა, საკუთარი ნებით მოშორდა კაცის სხეულს და ნელი მოძრაობით მოიშორა ხელები. ამრეზით ახედა ხელების პატრონს. ირაკლის დანახვისას თვალები აატრიალა. ან უსასრულოდ დატუქსავდა, ან უსასრულოდ გაჩუმდებოდა, რაც დატუქსვაზე საშინელება იყო. წარბების სრესვით დაჯდა სკამზე მარიტა. ირაკლის გარდა ვერავინ ბედავდა ოთახში შესვლას. - საავადმყოფოში გადაიყვანეთ! - კართან მდგომებს მიმართა, მას შემდეგ რაც კაცის პულსი შეამოწმა. ზედაც არ შეუხედავს მარიტასთვის, დანარჩენებს ეხმარებოდა ნაგვის პარკის შენობიდან გაყვანაში. ჩუმად დაიძრა საკუთარი მაგიდისკენ მარიტა. ყველა მას უყურებდა, მაგრამ ვერც ვერაფერს ეუბნებოდნენ. სისხლიან კვალს ტოვებდა უკან. ვერც შეამჩნია, სანამ სკამზე დაჯდომისას იატაკს არ დახედა.ჭუჭყის დანახვისას ხმამახლა ამოიხვნეშა და სიგარეტის კოლოფს დასწვდა. შენობაში მოწევა არ შეიძლებოდა, მაგრამ ამ ერთხელ არ იქნებოდა პრობლემა. ოცი წუთი გაუნძრევლად იჯდა. ირაკლის ელოდებოდა. - სახლში წადი. შენი დანახვაც არ მინდა. - ოთახში შეუსვლელად უთხრა გოგონას და უკან გაბრუნდა. - არადა დღეს ღამის ცვლაში უნდა ვყოფილიყავი. - ჩუმად ჩაიცინა მარიტამ და საკუთარი ნივთები აკრიფა. ღიმილით დატოვა განყოფილება და სახლში დაბრუნდა. ცხელი შხაპი მიიღო, დალაქავებული ტანსაცმელი ნაგვის უნდაში ჩაყარა და დაიძინა. მაღვიძარამაც ვერ გააღვიძა დილით. 12 საათზე გაეღვიძა. არავის დაურეკავს, მაგრამ თამთასგან ჰქონდა ორი შეტყობინება: “სამსახურში არ მოხვიდე”. რამდენიმე საათის შემდეგ კი მეორე შეტყობინება გამოაგზავნა: “ცხრა საათზე მოდი, ღამით.” ზედმეტი არ უფიქრია. ალბათ ფიქრობდნენ, როგორ დაესაჯათ. არაუშავრს, როგორმე გადაიტანს. მთავარია “ნაკურთხი წყლის” საქმიდან არ ჩამოაშორონ. “ნაკურთხი წყლის” გახსენებისას გაიყინა. საქმიდან ჩამოაშორებდნენ. ირაკლის სახე გაახსენდა. როგორი გაბრაზებული და იმედგაცრუებული იყო.ხელები აუკანკალდა. აბაშიძეს ისედაც არ ეხატება გულზე მარიტა. ირაკლი იყო ერთადერთი, რომელიც კბილებით იცავდა მარიტას… ყველას წინაშე. ადრეც მისი დახმარებით არ გაათავისუფლეს. მაგრამ ახლა… ხელები თმაში შეიცურა და ძლიერად მოქაჩა. უნდოდა კანი აეფხრიწა სხეულიდან. ხელის კანკალით აიღო ტელეფონი და თამთას შეტყობინებები გახსნა. “ირაკლი გაბრაზებულია?” “კი” ისედაც იცოდა რომ გაბრაზებული იქნებოდა, მაგრამ შეტყობინების წაკითხვამ კიდევ უფრო აუჩქარა გული. “ძალიან?” “კი.” ცხრა საათამდე წრეებზე დადიოდა. გონებაში მილიონჯერ დაალაგა სათქმელი. ჯერ ბოდიში უნდა მოეხადა, შემდეგ აეხსნა იმ კაცმა რა დააშავა… შემდეგ ისევ ბოდიში. ხელების კანკალი ვერ შეაჩერა. რამდენიმე დამაწყნარებელი დალია, მაგრამ მათაც არ ჰქონდათ ეფექტი. რვა საათზე მოწესრიგება დაიწყო, თან ცდილობდა ღებინების შეგრძნებისთვის როგორმე ეშველა. ცხრა საათზე მივიდა განყოფილებაში. სწრაფი ნაბიჯებით აიარა კიბეები. როგორც ყოველთვის ნახევრად ცარელა იყო პირველი სართული, მეორე სართულზე კი არავინ იყო. რამდენჯერმე მოათვალიერა მაგიდები. დერეფნის მეორე მხარეს გადავიდა და ახლა სხვა ოთახების დათვალიერება დაიწყო. სწრაფად შეაღო ბოლო კარიც. გრძელ მაგიდასთან ისხდნენ ყველანი, ლევანის და ნიკოს ჩათვლით. კარის ხმაზე ყველა, ირაკლის გარდა, მარიტას მიაჩერდა. ხმის ამოუღებლად დაიკავა თავისუფალი ადგილი. ჯერ ირაკლის შეხედა. დანაშაულის გრძნობა ჭამდა შიგნიდან. ირაკლიდან მზერა ლევანზე გადაიტანა. წამით შეხედა კაცმა და საუბარი გააგრძელა. - როგორც ჩანს ყველა შემოგვიერთდა. სანამ საქმეზე გადავალთ, რაღაცის გარკვევა მინდოდა.- მაგიდაზე დადებულ პულტს დასწვდა ლევანი. თვალები გაუფართოვდა ეკრანის დანახვისას. ნიცამ წამში მოაშორა მზერა ეკრანს და გაოცებისგან პირზე ხელი აიფარა. სირცხვილისგან სახე აეწვა მარიტას. ოღონდ აქ არა. მხოლოდ მარიტას კი არა, ირაკლის არცხვენდა მთელი გუნდის და ნიკოს წინაშე. 20 წუთის განმავლობაში არ გამოურთავს ეკრანი. დასაწყისიდან დასასრულამდე ანახა ჩანაწერი ყველას ლევანმა. - რაიმეს დამატება გინდა? - წარბაწეულმა შეხედა მარიტას. “მოვკლავ”. მთელი ძალით ჩაირჭო ფრჩხილები ხელის გულზე. სიმწრისგან ლოყა კბილებს შორის მოიქცია და ლევანს მტრული მზერით შეხედა. - შენ რა გინდა რომ ვთქვა? რომ ვნანობ? ბოდიში მოგიხადო შენ?! - სიმწრით გაეცინა გოგონას, - ბოდიშს მოვიხდი. ოღონდ შენ არა, ირაკლის მოვუხდი. პირველად ასწია თავი ირაკლიმ და გოგონას შეხედა. - ბოდიში, რომ თავი ვერ გავაკონტროლე. ვიცი რამდენს აკეთებ მთელი გუნდისთვის… რამდენდენჯერ დამიცავი ყველასთან. ჩემს საქციელს არ ვნანობ. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მოხდა, რაც მოხდა. და საბოლოოდ, შენ გახდი პასუხისმგებელი. ამიტომ… ბოდიში იმედების გაცრუებისთვის. ხმა ვერავინ ამოიღო. მხოლოდ მარიტამ შეამჩნია, როგორ დაუკრა თავი მსუბუქად ირაკლიმ. გულიდან ლოდი მოეხსნა. ძლივს ამოისუნთქა. - სამჯერ მიიღე გაფრთხილება. იცი ირაკლიმ რამდენი იწვალა შენთვის? იარაღს ჩემს კაბინეტში დატოვებ და შენობიდან გასვლამდე განცხადებას მოაწერ ხელს. შენს მაგიდასთან დამელოდე, სანამ დავასრულებთ. - სიჩუმე დაარღვია ლევანმა. საკუთარ ქმედებას არ ნანობდა. არც წინაზე უგვრძნია სინანული. მხოლოდ ირაკლის წინაშე. ირაკლი იყო ერთადერთი გუნდში, რომელმაც თაკოს შესახებ იცოდა. სანამ გუნდს შეუერთდებოდა, მანამდე შეამოწმა მარიტა და თაკოს გარდაცვალების ცნობაც ნახა. თავიდან ფიქრობდა მარიტა, რომ დანარჩენებსაც გააგებინებდა, განსაკუთრებით სიბრაზესთან დაკავშირებულ პრობლემებს. მაგრამ… ცრემლები წამოუვიდა. სახე მთლიანაც დაუსველდა. სახის შემშრალებას ცდილობდა მაისურით, ზურგზე რომ იგრძნო ხელები. მაშინვე ადგა სკამიდან და მთელი ძალით ჩაეხუტა ირაკლის. გაცნობისთანავე პედესტალზე შესვა მამაკაცი. ვერასდროს ბედავდა მის ეჭვქვეშ დაყენებას. ყოველთვის ცდილობდა ზედმიწევნით შეესრულებინა მისი მითითებები. არ უნდოდა, მის წინაშე უპასუხისმგებლო გამოჩენილიყო. ცრემლებით დაუსველა მაისური. ხმას არ იღებდა ირაკლი, უბრალოდ დასაწყნარებლად ზურგზე უსმევდა ხელს. - შენს ქცევას ვერ გავამართლებ, მაგრამ… - წინადადების გაგრძელება ვერ შეძლო, -….ლევანი გელოდება კაბინეტში. ვერ გაბედა მისთვის შეხედვა. ჩუმად დატოვა ოთახი და მესამე სართულზე ავიდა. კაბინეტში შესვლამდე სახე შეიმშრალა. არ უნდოდა ლევანს ასეთი დაენახა. ხმის ამოუღებლად დადო მაგიდაზე იარაღი, თან რამდენიმე წუთის წინ დაწერილი განცხადება დაუდო წინ. - იმედია ხვდები, რომ სხვა გზა არ დამიტოვე! - კართან დაეწია კაცის სიტყვები. ბოლოჯერ შეხედა ლევანს და კარი ხმაურიანად გაიხურა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.