ვინმე სხვა ( თავი 10)
ყოველი დილა ლუკას ზარით იწყება... ძალიან ბედნიერი ვარ მაგრამ ამით ვერ ვჯერდები. მსურს რომ მხოლოდ წერილიბით არ იწყებოდეს ჩვენი დილა რომ მუდამ მას ვხედავდე, როდესაც თვალს გავახელ. პოზიტიური განწყობით ვდგები საწოლიდან და სამზარეულოში დედას ვეხვევი, რომელიც საქმით არის დაკავებული. ირმა: რა მოხდა შვილო?!.. რა უცნაურად თბილი ხარ?... : როდის არ ვყოფილვარ თბილი დედა შენს მიმართ?... ირმა: მართალი ხარ ზოგადად სითბოთი გამოირჩევი მაგრამ ეს დღეებია როგორც პეპელა ისე დაფრინავ, გამოტყდი რა ხდება?... დედა ალმაცერად მიყურებს და ცდილობს ფამომტეხოს თუ რამ გამაბედნიერა ასე?!. :კარგი რა დე... უბრალოდ ხალისიანად ვარ. ირმა: დედის გულს ვერ გამოაოარებ ვერაფერს.. კარგი, რაკი ასე ჯიუტად მალავ მე გეტყვი..... შენ და ნიკა ერთად ხართ, ხომ ასეა?.. მომღიმარი სახე წამიერად შემეცვალა. :კარგი რა დედა... რა შუასია ნიკა. ირმა: სალომე, რა ვთქვი ახლა ასეთი?!.. რას უწუნებ იმ ბიჭს ვერ გამიგია. კარგი ოჯახის შვილი, კარგი აღნაგობის, სიმპათიური და საქმიანი ყმაწვილია. : არ მიყვარს დედა, გაიგონე რომ არ მიყვარს!... ირმა: მე ვიცი შენ რაც გიყვარს და ამაზე დაგელაპარაკები აუცილებლად. საუბრის გაგრძელება აღარ მსურს. ამიტომ ჩემს საზინებელში შევედი, დედაც ამედევნა. ირმა: სალომე მე ჯერ არ დანიშნულების საუბარი!... დე, მომისმინე. შენ უკვე დიდი გოგო ხარ, მინდა რომ ბედნიერი და წარმატებული ცხოვრება ჰქონდეს. ვიცი ახლა არ გესმის მაგრამ გეყოლება შენც შვილები და გაიგებ ჩემს სურვილს. :დედა გასაგებია რომ გინდა ბედნიერი ვიყო მაგრამ ეს მხოლოდ ერთ ადამიანს სეუძლია. ირმა: ვის?... ააჰ ვიცი, იმ ლევანის თუ ლუკას ხომ?... კარგი რა შვილო, შენ ახლა რომანტიზმს ხარ აყოლილი და ვერ ანსხვავებს კარგს და ცუდს. არ არის შენი რჩეული ცუდი ბიჭი მაგრამ ამ ქვეყანას არ არის... ის ვერ სეძლებს შენს გაბედნიერებას. დედასთან საუბარმა საგრძნობლად გამაღიზიანა და უხეშად მომივიდა მასთან კამათი, რამაც თავადაც გააღიზიანა. :ნეტავი გამაგებინა, საიდან დავასკვენი ასე ერთი შეხვედრით ლუკას ხასიათი და მიზანი?!... იცი რას გეტყვი დედა?... მაპატიე მაგრამ კატეგორიულად გიკრძალავ ჩემს ცხოვრებაში ჩარევას. ირმა: როგორ ბედავ, ჩემთან ასე ლაპარაკს?!... რას ნიშნავს არ ჩავერიო შენს საქმეში?!. დიახ ჩემი შვილი ხარ და სწორედ რომ მაქვს უფლება, როდესაც შენ არ იცი ცუდის და კარგის გარჩევა, მე მოგეშველო. გაცხარებული გამოვიქეცი სახლიდან და კარი უხეშად გავიჯახუნე... უცბად შევნიშნე როგორ ცდილობს ბაჩო მიმალვას და დედაზე გაბრაზებულმა მასზე გადავიტანე აგრესია... :გხედავ ბაჩო, გეყოფა ეს უაზრო მალვა!.. მანიაკი მგონიხარ ზოგჯერ... ამხელა ბიჭი ხარ და ისე იქცევი როგორც სკოლის მოსწავლე. ბაჩო ჩემს წინ დადგა და სევდიანი სახის გამომეტყველებას ვერ მალავს, ის დუმს ჩემს წინ მდგომი და თვალს ვერ მისწორებს. შეწუხებულმა სწრაფად გავეცალე სადარბაზოს და სწრაფი ნაბიჯებით გავემართე წინ. გზად ლუკას ვესაუბრები, მობილური ტელეფონით და შევუთახმდი ჩვენს ადგილას შეხვედრაზე. ისე მივიჩქარი რომ ვერაფერს ვამჩნევ... უცბად მკლავზე ხელი ჩამავლო და შემაჩერა... სეშინებული ვუმზერ მას. :ლადო?!.. როგორ შემაშინე. ლადო: მაპატიე არ მინდოდა შენი შეშინება. უბრალოდ ვერ გამიგია სად დაიკარგე?!. აღარ მწერ, არც ლექციაზე მოსულხარ უკვე რამდენი ხანია. : მაპატიე ლადო.. უბრალოდ ძალიან არეული ვარ, რას და როდის ვაკეთებ არ ვიცი. ლადო: ძალიან ცუდია... იმედი მაქვს დალაგდები და კვლავ დაბურნდები ძველი სალომე, თორემ ასე არაფერი გამოვა. :მართალი ხარ... აუცილებლად ვეცდები რომ ყველაფერი დავალაგო. ახლა კი.მაოატიენზალზედ მეჩქარება. ლადო: საით მიიჩქარის ასე სწრაფად?.. :გპირდები ყველაფერს მოგიყვები... უბრალოდ ახლა უნდა გავიქცე. ლადო: კეთილი სალომე, აღარ შეგაყივნებ. კვლავ მოვუბოდიშე ლადოს და სწრაფად მივიწევ წინ, ის კი გაუნძრევლად დგას და მიმზერს. როგორც იქნა ლუკა შევნიშნე გზად და მთელი სისწრაფით გავემართე მისკენ. ის კი დგას და მომღიმარი სახით მელის. სწრაფად მივუახლოვდი მას და ძლიერად ჩავეკარი. :როგორ მომენატრე რომ იცოდე. ლუკა: მეც ძალიან, ჩემო მშვენიერო. რაღაც მოწყენილი მეჩვენები. :კი დედას ვეჩხუბე.. არ სურს შეიგნოს რომ პატარა აღარ ვარ. ლადო: როგორ არა... შენ ძალიან პატარა და ლამაზი გოგონა ხარ. :კარგი რა ლუკა.. ხუმრობის ხასიათზე არ ვარ მართლა ძალიან ვაწყენინე. ლუკა: კი მაგრამ რაზე მოგივიდათ ჩხუბი თუ საიდუმლო არ არის?. :მას სურს რომ ნიკასტან გავათბო ურთიერტობა რადგან ჰქონია რომ მხოლოდ მასთან ვიქნები მხოლოდ უზრუნველყოფილი და ბედნიერი. ლუკა ძალიან გახალისდა ჩემი ამბით და სიცილს ვერ იკავებს, ცოტა არ იყოს გამაოცა მისმა ასეთმა რეაქციამ. :სასაცილო გონი არაფერი მითქვამს. ლადო: არა, არა ჩემო პატარავ... უბრალოდ ჩვეულებრივი დედობრივი მზრუნველობაა. ამის გულისათვის არ ღირს მოწყენა. :ლუკა შენ არ გესმის, მას სურს რომ ნიკას გავყვე და შენთან საქმე არ დავიჭირო. ლუკა: კარგი ბიჭი თუ არის, ჩემს დეიდასშვილს გავაცნობ, მშვენიერი გოგონა არის. ლუკას ირონიამ, ძალზედ გამაღიზიანა და ცოტათი სიბრაზე გამოვიჩინე მის მიმართ. :გეყოფა გთხოვ.. მე ვღელავ, შენ კი იცინი და ხუმრობ. ლუკა: კარგი მაპატიე ჩემო პატარავ. ჩემტვის მთავარია რომ შენ გინდა ჩემთან, სხვა არავის აზრი არ მაინტერესებს.... ხომ გინდა ჩემტან?. მას მოწყენილმა ავხედე და თანხმობა განვუცხადე. თავად კი მომღიმარი მომიახლოვდა, მეტად ახლოს. ლუკა: ძალიან ცივა... ხომ ამოხვალ ჩემთან?!. :ვერ ამოვალ ლუკა მაპატიე, სადაც არის დაბნელება, ჩემები ინერვიულებენ. თანაც ისედაც ვაწყენინე. ლუკა: რა გაეწყობა, ვერ დაგაძალებ.... არაუშავს, სხვა დროს იქნებ მოგინდეს ჩემთან ყოფნა. :კარგი რა... გეწყინა? ლუკა მართლა ძალიან გვიანია, თორემ შენთან ყოფნა სულ მინდა. ლუკა: თუკი ნამდვილად გინდა ჩემთან ყოფნა, შენთვის დროს მნიშუნელობა არ უნდა ჰქონდეს. :კარგი ბატონო... წამოვალ ოღონდ იცოდე მხოლოდ ერთი საათით. ლუკა: აი ეს კი სწორი გადაწყვეტილებაა... ახლა მომწონხარ. ორივენი ვიცინით და გავემართეთ მისი სახლისაკენ. თითქოს მთლიანი ნეგატივი მასთან ყოფნისას დავტოვე და ახლა სრულიად დაცლილი და კვლავ ბედნიერი, მივდივარ მისის სახლიდან. საღამო ხანია და საგრძნიბკად ჩამობნელდა. სახლში ავდივარ და ძალიან მიმძიმს რადგან ახლა ვიცი დედა როგორი გამომეტყველებით არც დამხვდება. კართან დაძაბული ვდგავარ და ვაკაკუნებ. ჩამესმის როგორ ტრიალებს გასაღები და ნელა იღება კარი, სადაც დედა მომღიმარი მხვდება და არც კი ვიცი გავოცდე თუ გავურიმო. ირმა: მოდი დედა, გარედ ძალიან ცივა ხომ?... :კი ძალიან ცივა... შენ როგორ ხარ?.. ირმა: კარგად შვილო რატომ მეკითხები?.. :არ ვიცი, უბრალოდ ცოტათი აჟიტირებული მეჩვენები. ირმა:ნამდვილად გეჩვენება. კარგი მიდი გაიხადე ეგ მანტო და მისარებში შემოდი. გაოცებული ვიხდი მანტოს და ვკიდებ. ნელი და ფრთხილი ნაბიჯებით მივიწევ მისაღებ ოთახისაკენ და დედა გვერდით მომყვება. ერთად შევდივართ და ჩემი გაოცებული სახე სიბრაზემ შეცვალა. ჩემს წინ იმყოფება ნიკა, მამაჩემი და ნიკას მშობლები. დედაჩემი კი აჟიტირებული და ბედნიერი მითითება რომ სუფრას მივუსხდეთ. ირმა: აი ჩვენი პრინცესავ მოვიდა. შეხედეთ როგორი ლამაზი და მოხდენილი გოგო გვყავს. აღარ ვიცი სიბრაზე როგორ გადავფარო მაგრამ მაინც ვცდილობ ზრდილობა გამოვიჩინოთ სტუმრების მიმართ და გავუღიმო მათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.