წარსული არ გვტოვებს. (II თავი)
ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, რას გვპირდება მომავალი ან რა დაგვხვდება წინ. აქ და ახლა იმ რეალობისა და დროის ნაწილი ვართ, რაც ჩვენს თვალწინა. ელენე იჯდა და იღიმოდა ირაკლის ხუმრობებზე, თან პატარა ლილიას აწვალებდა ორივე. უეცრად მაგიდას გადახედა — ორი ადგილი თავისუფალი იყო. თითქოს ნინოც მიხვდა ამას. — დათო, ლელა და კახა არ მოვა ? ელენე მაშინვე მიხვდა, ვისზე იყო საუბარი მაგრამ არ შეიმჩნია. -მოვლენ საყვარელო. მითხრეს, რომ ცოტა შეგვაგვიანდებათ— დათომ გადაულაპარაკა. —აი,ჩვენც მოვედით, - ეზოს ბოლოდან ბოხი ხმა გაისმა. ყველამ იქით გაიხედა— კახა იყო, კახა დევდარიანი. - კახა, მოდი, მოდი, გელოდებით ხალხი. რა გიყვარს ეს დაგვიანებები უფროსმა დადიანმა ხელი ჩამოართვა უფროს დევდარიანს.გვერდით გაიხედა ლელა არსად ჩანდა. -ლელა სად არის ? არა, ოღონდ ეს არა ! ამისთვის არა მზად ელენე. შეუძლებელია, აქ ის არ უნდა ენახა აქ კი არა საქართველოში საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ეზოსკენ იხედება და მას ხედას..... თითქოს სუნთქვა უჭირდა, ხარბად ისუნთქვას ჰაერს. გული ისე უძგერდა, ლამის საგულედან ამოუვარდნოდა. ცერა თითის წვალებას იწყებს ფრჩხილით. სანამ სისხლი არ მოსდის. ოჰ, ეს ძველი ჩვევები და ძველი ელენე, რომლის დამალვასაც ამდენი ხანია ცდილობს. გაუმართლა გოგონას, რომ არც მაშინ და არც ახლა არავის შეუმჩვენია არაფერი, მის გარდა , მან ხომ ყველაფერი იცოდა ელენეს შესახებ.გოგოს ყველა მხარე. ის ელენე რომელსაც თვითონ დადიანიც უმალავდა საკუთარ თავს. - დე კარგად ხარ? კანკალებ. - კი,ლილია, კარგად ვარ,— თავს შემოუძახა ელენემ და რეალობაში დაბრუნდა. ახლა არ ჰქონდა უფლება, რამე შეტყობოდა. თითქოს შეიცვალა, სულ სხვა გახდა. მაგრამ ელენეს თვალში უცვლელი დაჩი დევდარიანია. მაღალი, გადაპარსულო თავით, შავი თვალებით.... თვალებით, რომლებიც თითქოს არაფერს გეუბნებიან, თუმცა ყველაზე მეტს სწორედ ისინი განიშნებენ . ის თვალები, რომლებიც წარსულში და ახლაც მხოლოდ ერთ გოგოს ეკუთვნის და ხედავს. სავსე ტუჩები, გამოკვეთილი სახის ნაკვთები. შავი, შარვალ-კოსტუმი აცვია, რომელიც ძალიან უხდება. ბაიტონივით მოაბიჯებს. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. ორივემ კარგად იცის, რომ აღარაფერი აღარ დარჩა, გარდა პატივისცემისა. მართალია, ორივეს ტკივა თუმცა მხოლოდ მათი ბრალია ყველაფერი. მის დროს მეტი რომ ეთქვათ ერთმანეთისთვის ახლა და აქ ასე არ იქნებოდნენ. ორივემ გაანადგურა ყველაფერი და ყველა...... დაჩიმ ეშმაკურად გაუღიმა ელენეს და გეზი დათოდაკენ აიღო . ჯელტმენურად გაუღიმა და ხელი ჩამოართვა. დათომ ელენეს გადახედა — თოთქოს ამ ჟესტით და თვალებით პატიებას სთხოვდა . ელენემ დედას შეხედა— ადამიანს, ვინც ყველაფერი იცოდა და დაინახა ის თვალები, რომელებშიც ძველებური შიში და იმედგაცრიება იდგა . ლუკას ხელმა მაშვინვე იპოვა გზა ელენეს წელზე. - ელე, კარგად ხარ ? ამ იდიოტს ახლავე გავუშვებ, დამშვიდდი. - არა, შეშვი, ის ჩემთვის არაფერს ნიშნავს... იყოს. -ლილიას კოცნის და ეხუტება.თითქოს ამით ცდილობს სიმშვიდის მოპოვებას. ირაკლი ვერაფერს ამჩვენს— ან რა უნდა შეამჩნიოს? მან ხომ არაფერი იცის. ასე დაუკითხავად ადგა და მთელი საღამო მოიპარა —ელენეს და ირაკლის საღამო.აქ თითქმის არავინ იყო, ვინც მათი ამბავი არ იცოდა. საღამოს მთავარი ფიგურა მაინც ელენე იყო, თუმცა ახლა - დაჩისთან ერთად. ვერავინ მიხვდებოდა, მცდელობის მიუხედავად, რა სურს დაჩის, ან რას უნდა ელოდეს მისგან გოგონა.თითქოს ისევ ისეთი ცივი თვალებით უყურებს, თუმცა მხოლოდ ბიჭმა იცის ამ მზერას, რაც მოჰყვებოდა. ელენე გრძნობდა,რომ ერთი სული ჰქონდა —დაიმარტოვებინა და წარსულში ჩაეძირა, აეგრძნობინებინა რაღაც სხვა, რაც იმ წლებში იყო. ის ხომ ასეთი იყო. ახლა რა შეცვლიდა? სულ ერთ სული ჰქონდა გოგონაზე "გაემარჯვა" , რაღაც დაემტკიცებინა, ენახა, რომ მისგან განსხვავდება. მასში მოეკლა სიცოცხლის უნარი — ახლაც სწორედ ამას ცდილობს. ელენე განმარტოვებით იდგა უკანა ეზოში, ხესთან. -ღმერთო, ახლა რას არ გააკეთებდა... ერთი ღერი სიგარეტი რომ ჰქონოდა. არა, მწეველი არა, მაგრამ მაშინ, როცა ძალინ უჭირს, როცა გრძნობები ანადგურებს, უდიდეს შვებას სამწუხაროდ სიგარეტის კვამლსა და ნიკოტინში პოულობს . უბრალოდ ახლა იჯდეს საფრანგეთში, მისი სახლის აივანზე...... სახეზე ცივი ქარი ეფინებოდეს, არხევდეს მის თმებსა და შეგრძნებებს.... მეტი არაფერი უნდა ელენეს . უკნიდან ფეხის ხმა მოესმა—საბედნიეროდ დათო აღმოჩნდა . - ელე, მე და ნინომ არ ვიცოდით, ისიც რომ ჩამოვიდა. ამდენი წელია გერმანიაში ცხოვრობს, არ ვიცი როდის დაბრუნდა. ხომ იცი, მე და კახა ვმეგობრობთ და პარტიორები ვართ, არ გამომივიდოდა, რომ არ დამეპატიჟებინა ის და ლელა . -მამა, გრთხოვ, არ მინდა ლაპარაკი. - არა, ელ, მე გრთხოვ.... მაპატიე. არ ვიცი მაშინ რა მოხვდა, თქვენ ორს შორის არაფერს ამბობდი, როგორც ყოველთვის ყველაფერს შენში მალავდი. გაიძახოდი "ჩემიი ოჯახის საქმე არავის ეხებაო" სულ დაგვშორდი. მერე უცებ საფრანგეთში გაემგზავრე. იქიდან ქმართან ერთად ჩამოხვედი, ფეხმძიმედ...... მაშინ არაფერი გვითხარი, თუმცა ამდენი დრო გავიდა. შენი აზრიათ, არაა დრო საუბრის? მხოლოდ დუმდა ელენე, არაფერი უთქვამს. თითქოს თვალებით ანიშნა, რომ ახლა არ შეეძლო. ამაზე საუბარი. ისევ დათომ განაგრძო. -ლელა ცუდად გამხდარა.მის ნაცვლად წამოყოლია კახას— "ელენეს ნახვა მინდაო, რაღაც გაურკვეველი დაგვრჩაო, მაინტერესებს, ისე იგივე საბედისწერო ქალია თუ შეცვალა რაიმე მასშიო". იცოდა დათომ, რომ ელენესთვის არ უნდა ეთქვა ეს თუმცა დაიღალა ისიც ამდენი გაუგებრობით. - კარგი, მამა, დაწყნარდი. მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა.... ის ჩემთვის უკვე სულ ერთია. - ამას შენი ტვინი ამბობს და არა გული,თავლები..... თუმცა კარგი, ყველეფერი შენი გადასაწყვეტია. მოვა დრო და საუბარი მოგვიწევს. თავზე აკოცა და წასვა დააპირა. - მამა, სიგარეტი გაქვს? - მაქვს,ელენე, მაქვს. მაგრამ არ მინდა, ეწეოდე. - მხოლოდ დღეს... ხომ იცი, რომ ყოველთვის არ ვაკეთებ ამას. - ვიცი , და იმედია ეს ბოლოა. ერთი ღერი გაუწოდა და თავჩაქინდრული გაუყვა ბილიკს. დატოვა ელენე მარტო— ნიკოტინთან, რომელიც ორი წუთით გააბრუებდა და მისცემდა საშუალებას, გაქცეობა ამ ყველფერს. ერთი ღრმა ნაფასი, ფილტვების გავსება კვამლით, ამ კვამლის გამოშვება ორგანიზმიდან და შვება—თითქოს ამ ამოსუნთვას ამოაყოლა გოგომ მთელი თავისი შინაგარი შეგრძნებები. - დრო გადის, ყველა და ყველაფერი იცვლება, მაგრამ შენ არა ენენე..... მისი სახელი ზუსტად ის წარმოთქვა, როგორც მხოლოდ თვითონ ეძახდა. იგივე სურნელი, იგივე სილამაზე, სისპეტაკე, გამოხედვა , თვალები , თმა , ტანი , თითიები , სახის ნაკვრთები ,იგივე მავნე ჩვევები, იგივე გემოვნება კაცებში.ისევ ფეხბურთი და ფეხბურთელები. — უცვლელი დადიანის ქალი. ელეპარაკებოდა და თან უახლოვდებოდა . - მორჩი მონოლობს, აი მე რას გეტყვი—ისევ ის ნაძირალა ხარ ჩემს თვალში, ვინც დაგტოვე . სიგარეტი გადაგდო, მისკენ შემობრუნდა და რაც კი ირონია გააჩნა, ღიმილში ჩააქსოვა გოგონამ და გვერდი აქცია. მხოლოდ ისევ ის შავი თვალები დაინახა , რომელშიც მუდამ იძირებოდა და მუდამ უძლური იყო მის წინაშე. ისევ ისე უყურებდა, როგორც ბოლო პერიოდში—თითქოს მისთვის სულერთი იყო. ეს იყო ის გულგრილობა, რომელიც სინამდვილეში ორივეს სტკიოდა, თუმცა არც ერთი აკლდებდა ერთმანეთს. ეს ძულდა ელენეს სწორედ მასში, არაფერს არ გეტყოდა უბრალოდ გაგაუფერულებდა, საკუთარ არსებობას შეგაზიზღებდა თითქოს არაფერი ხდებოდა. სინამდვულეში კი შიგნიდან გკვეთდა, თავს არარაობად გაგრძნობინებდა. არაფერს იტყოდა, არ გაბრაზდებოდა, უბრალოდ, იწყენდა, ღრმად გულში შეინახავდა, მერე მთელი ცხოვრება შეგახსენებდა მანამ, სანამ საკუთარი თავის განსჯას არ დაგაწყებინებდა . - ძალიან ლამაზია ლილია, შენ გგავს. ელენეს ნათქვამი დააიგნორა და სრულიად სხვა თემაზე დაიწყო ლაპარაკი. არაფერი უპასუხა გოგომ, გვერდი აუარა და ეზოსაკენ წავიდა . დაეწია, ხელი მაჯაში ჩავლო და მისკენ მიატრიალა—ისე ატკინა,ელენეს ხელი გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად მაინც ატკინა. ლამის ცრემლები წასკდა გოგოს, თუმცა არ იყო ახლა ამის დრო და ადგილი, მასთან ტირილისა . ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ,ორივე თითქოს ცდილობდა რაიმე ამოეკითხათ,მაგრამ თვალები რომლებიც ერთ დრო არ ტყუოდნე. ახლა მხოლოდ სიბნელით იყო სავსე. - ლილია მეც მგავს, ჩემი შვილია ? —ისე იკითხა, ისე გულიბყვილოდ თითქოს არაფერი. მხოლოდ ზიზღი და ისევ ის აუტანელი გამარჯვების ჟინი ედგა თვალებში. ის დაჩი უყურებდა, როგორიც იმ საშინელ წლებში იყო. - ჰმ, შენც არ შეცვლილხარ, ისევ მტკენ.... ხელზე მიანიშნა და მიახვედრა, რომ სტკენდა.მიახვედრა, რომ წარსულს ახსენებდა რაც აშკარად არ ესიამოვნა ბიჭს, თუმცა გოგო გაჩერებას არ აპირებდა. უნდოდა მასაც სტკენოდა ის წლეები. - როგორ ბედავ და ფიქრობ, რომ ლილია გგავს? ღმერთს მადლობა, არც შენ გგავს და მით უმეტეს არც შენი შვილია! — მთელი ზიზღი ჩააქსოვა ამ სიტყვებში. -როგორ გგონია, შენნაირი კაცისგან რაიმეს დავიტოვებდი ჩემში? მიპასუხე! —ბოლო ხმაზე ყვიროდა უკვე. დუმდა, მხოლოდ დუმდა, უყურებდა და ვერაფერს ვერ ამბობდა. ან რა უნდა ეთქვა? - ისე ვერ შეამჩნიე, რომ ლილია ირაკლის გავს? —სიამაყით უთხრა ელნემ. მასავით განსაკუთრებული, განსხვავებული, წყალივით სუფთა და გამორჩეულია. - კითხვაზე მიპასუხე! ჭკუიდან ნუ მშლი, პატარა ენენე!— თმაზე ხელი მოკიდა და ახლოს დაქაჩა. - არა, არა და არა! ლილია შენი შვილი არა! —მკერდზე ხელი მიარტყა ელენემ და უკან დაიხია. -ღმერთს მადლობა, შენი არავინააა!—ბოლო ხმაზე უყვირა და გაეცალა. დაჩიც ელენეს მიჰყვა უკან. მაგიდას გადახედა—ლილია იქ არ იყო, ნინოს ყავდა გაყვანილი. ირაკლისთან მივიდა და მთელი არსებით აკოცა, თითქოს ამით დაჩის დაანახა, რომ მისთვის სულერთი იყო. თუ ამით მხოლოდ საკუთარ თავს უმტკიცებდა,რომ სულერთი იყო?... ახლა რას აკეთებდა საერთოდ, ელენე? ეს არ ჰგავდა მის საქრციელს. მხოლოდ ერთს მიხვდა—აქ დაბრუნება სწორი არ იყოო. ირაკლის გაკვირვებული შეჰყურებდა ხელი მოჰკიდა და შენობაში შეიყვანა. ელენეს უკან წყვილი თვალი გაჰყვა, რომელიც დაჩის ეკუთვნოდა. ახლა ამ თვალებში არაფერი არ ჩანდა, გარდა სინანულისა და ტკივილოსა. იმ ტკივილისა რასაც ელენეს დაკარგვა ჰქვია— საყვარელი ადამიანის, რომლის დაბრუნების ალბათობა წლებმა გაიყოლა. - ელე ხომ კარგად ხარ? ფერი არ გადევს... ირაკლის ერთი სიტყვა და და სრული სიმშვიდე ჩაიღვარა ელენეში. ვერაფერი უპასუხა, უბრალოდ მაგრად ჩაეხუტა—მხოლოდ ეს შეძლო. —მთელი საღამოა ის ბიჭი თვალს არ გაშორებს, თვალი მოვკარი,მარტო რომ იდექით. რამე ხდება რაც უნდა ვიცოდე ? ისე უყურებდა ირაკლი, ისეთი თვალებით, თქითქოს ელოდა ელენესგან რაღაცას. მაგრამ....არ შეეძლო. ახლა არ შეეძლო ირაკლისთვის რაიმეს თქმა. - არაფერი, ირუშ, უბრალოდ ძველი ნაცნობები ვართ, ჩერეზ ოჯახებით ხომ გესმის. თვალი ჩაუკრა და წავიდა . თუ გაიქცა, როგორც ყოველთვის. —დე, დე, არ მივდივართ? მეძინება. თან აი იმ კაცმა, შავები რომ აცვია, თავი მომაბეზრა—რაღაცეებს მეკითხება. წავიდეთ რა.... —ტიტინით მივარდა ლილია ელენესთნა. - რომელმა კაცმა, დე ? - აი, იქ რომ დგას. შეხედე როგორ იყურება... დე, რა უნდა? ჩემი სათამაშოები ?—-ელენეს ჩაეღიმა. როგორ შეძლო პატარა ლილია ასევ დაემსგავსებინა? ან რა გააკეთა ისეთი, რომ ღმერთმა ასეთი ანგელოზი არგუნა? - არა, საყვარელო, უბრალოდ შენი ლამაზი კაბა მოსწონს და თვალს ვერ გაშორებს. - დე ,კაბას ხო არ მივცემთ? ნაწყენმა შეხედა ელენეს. - რა თქმა უნდა, არა.... წავალ ახლა და მაგ კაცს გავუშვებ, მერე ჩვენც წავიდეთ, კარგი? - მიდი, მამიკოსთან გაიქეცი. გაბრაზებული გაერმართა ელენე დაჩისაკენ - რა გინდა ჩემი შვილისგან?! შეშვი, წადი, ნუთუ ვერ ხვდები, რომ ზედმეტი ხარ? შენი ადგილი აქ არა! წადი, თორემ უკვე ირაკლიც ამჩნევს შენს ქცევებს—ლილიაზე რომ არაფერი ვთქვა. წადი, ნუ მირევ ცხოვრებას! მშვიდად უთხრა ელენემ. —ქმარი არ გიხდება. ყურში ჩასჩურჩულა ისე ახლოდან,რომ მისი ტუჩები ელენეს ყურს შეეხო. -ღამემშვიდობისა, შორიდან გამოსძახა და წავიდა. ელენეს უდიდესი დანაკლისი დაუტოვა. რატომ? რატომ უნდოდა გოგოს, რომ რაიმე ეთქვა? ესაყვედურა? ეყვირა? მაგრამ ეთქვა და ისევ არ დადუმებულიყო. ისევ.... რატომ სტკენდა მისი გულგრილობა? სულ ასე იქცეოდა—უსიტყვოდ ტოვებდა, არსებობას გავიწყებინებდა. წავიდოდა, გაგაუბრალოებდა. ისე, რომ საკუთარ თავში, არსებობაში, ეჭვს შეგატანინებდა. გაგთელავდა, თავისი უმოქმედობით. ლილიასა და ირაკლის უყურებდა ელენე და ფიქრობდა, რა უნდა გაეკეთებინა ახლა. მხოლოდ იმიტომ დასთანხმდა დედას აქ ჩამოსვლაზე, რომ იცოდა—ის აქ არ იყო. მაგრამ ახლა რა ქნას ? მოკიდოს ხელი მის ოჯახს და წავიდეს.... თუმცა უკვე გვიანია.... ირაკლიც რაღაცას იეჭვებს.თან მისი საქმებიც აქვს ფედერეციაში და ასე უცებ ვერ წავლენ. აქ ხომ ამისთვის დაბრუნდნე, არა რეალურად?.... უკანა სავარძელზე იჯდა, კალთაში მძინარე ლილია ჰყავდა. გაჰყურებდა ღამის თბილისს, რომელიც უცვლელი და ისევ ისეთი დიდი იყო. - ელე,მივედით, —ირაკლიმ გაუღო კარი. —მომიყვანე მე ავიყვან ლილიას. ხელში აიყვანა და სახლისაკენ დაიძრა. ელენე სახლში არ შესულა . მთელი დღეა ფეხები სტკიოდა, ქუსლიანები გაიხადა, იქვე მანქანასთან დატოვა და გეზი აუზისაკენ აიღო. იქვე ჩამოჯდა,შიშველი ფეხები წყალში ჩაყო და, როგორც ყოველთვის ფიქრი დაიწყო. წესით ასეა სამყარო მოწყობილი მაშინ, როცა ერთი იღებს გადაწყვეტილებას და მეორეს ტოვებს,ის, ვინც მიდის, არ უნდა გრძნობდეს ტკივილს. რადგან მან გადაწყვიტა ასე, მან თქვა უარი მეორეზე. არ უნდა უნდოდეს კვლავ ეს ადამიანი,არ უნდა გრძნობდეს მის მიმართ ლტოლვას. თუმცა, თუ სხვა გზაა არა, თუ ადამიანს არ აქვს ძალა იყოს იმასთან, ვინც უყვარს ის უნდა დატოვოს ? ძნელია..... ვერავინ ვერ გაგცემთ ზუსტ პასუხს, თუ რას გრძნობენ ისინი, ვინც იძულებით ტოვებენ, ან ისინი ვისაც ტოვებენ. ცალსახააა და სიმართლის ნაწილი, რომ ორივეს სტკივა. ორივემ იცის, რომ მეტი საუბრით, გაგებით ,ერთმანეთის დატოვება არ მოუწევთ. თუმცა, გვიანი იქნება მაშინ, როცა ჩვენ ადამიანები შევძლებთ და საუბარს დავიწყებთ. ფიქრობდა ელენე და ხვდებობა ამ ყველეფრის არსს, თუმცა უკვე დააგვიანა. — ელე არ მოდიხარ დასაძინებლად? —მანქანასთან იდგა ირაკლი, ელენეს ქუსლიანებით ხელში, და საყვარელ მეუღლეს ელოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.