სულის აჩრდილი ΙΙΙ
"მისტიური შეხვედა" მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა, რეალობას მალევე დაუბრუნდნენ და რეზიდენციისკენ დაიძრნენ. -ეს სილუეტი დაგყვებოდა თან? მის სახეს ხედავ? გაოგნებუკი ვივიენი კიტხვებს არ წყვეტდა -კი ვხედავ,როგორც ჩანს შენთან იმორცხვა. დამცინავი ტონი აღმოხდა და მანქანა დააპარკინგა. -სასაცილო საერთოდ არ არის. ისიც კი არ იცი ვინ არის,რა არის, რაზეა წამსვლელი და აშ.შენი ისტორიის მქონე ადამიანი,ამ ყოველვეს,ასე ზერელედ არ უნდა უყურებდეს. კარში შესულს დაედევნა და ტონსაც უმატა. -აქ რა ხდება? ნიკოლაის ბოხი ბარიტონი გაისმა -გამარჯობა ბატონო ერენდერ და ის ხდება,რომ თქვენი ძმისშვილი გაგიჟდა. -მოდით აქ დამენახეთ,ჩაგეხუტოთ და მომიყევით,ამდენი წლის შემდეგ აქ რამ გადმოგაგდოთ და რატომაა ჩემი ძმიშვილი ასეთი,ხისტად,სერიოზული. ყველაფერი დაწვრილებით მოუყვეს ბიძას, თითოეული დეტალი, ბოლოდროს გაგებული ამბით დასდრულებული. კაცი შოკში ჩავარდა,ვერაფერს აბობდა, სხეული სრულად გაუშეშდა,მზერა გაეყინა, თვალები კი ტკივილს ასხივებდნენ. ამ ყველაფერს ანნა კართან,თვალცრემლიანი უსმენდა, ვერ ბედავდა მისაღებში გასვლას. ბავშვები კი ახლადდაბრუნებულნი,გახევებულნი იდგნენ უზარმაზარი კარის წინ. ვერ გაიგებდი რა ემოცია იღბეჭდებოდა მათ სახეზე. -ანუ როდესაც სახლში აღარ მოხვედი და მეგონა მოგკლეს, შემდეგ კი უცხო პირისგან გამაგებინე რომ ცოცხალი ხარ, როდესაც ზაქარიას მოძებნასი მინდოდა დაგხმარებოდი და მეგონა ამას ერთად ვაკეთებდით,როდდესაც ადელინ..როდესაც აქ აღარ ჩამოდიოდი და გადაგვივიწყე ეს ყველაფერი იმიტომ,რომ არგინდოდა თვალი გაგესწორებინა? აღელვებული ანასტასიას- ცრემლიანი ღრიალი არღვევდა უკუნით სიჩუმეს. პასუხი გამეცი! შენ ის კუბოში ჩადე,დამარხე სამარადისოდ და მე მოტყუებით დამალობანას მეთამაშებოდი და მაჯერებდი მას ვეძებდი?! ამდენი ხანი , ადელინ , 4-5 წელი ტყუილში რატომ მაცხოვრე. ეს ყველაფერი მარტომ რატომ გადაიარე! მე ხომ სულ შენს გვერდით ვიყავი..ჯანდაბა ადელინ..!! იქვე მდგომი სკამი ჰაერი მოიფრიალა,ისე თითქოს ბუმბულის წონა ყოფილიყო. მუხლებზე დაცემულიღა ღრიალებდა- ეს ყველაფერი როგორ არ მითხარი, რატომ დამივწყე.. მე,ხომ დასავით მიყვარხარ.. -სტას გთხოვ.. გაყინული სახიდან ცრემლებ თავისით მოედინებოდნენ ადელინის სახიდან, ნელ-ნელა უახლოვდებოდათ ,თითქოს არ სურდა მისი დაფრთხობა. გთხოვ მაპატიე. ვერ წარმოიდგენ რას ვგრძნობდი, ვერ აღგიწერ რა მდგომარეობაი ვიყავი. ერთი ადამიანი უკვე დავკარგე, არ მინდოდა კიდევ ვინმე დაშავებულიყო. თუ კვალზე გავიდოდნენ, ეს მე უნდა ვყოფილიყავი მხოლოდ. მაპატიე,არ უნდა მეიძულებინა დაგეჯერებინა,რომ მეხმარებოდი. გთხოვ მაპატიე. უკვე მას ეხუტებოდა, გულში იკრავდა,სანამ ჯონათანი არ მოეხვია ორივეს. -გთხოვ აღარ უარგვყო.ჩვენ აქ ვართ,ნებიესმიერ დროს და იციმრომ დახმარება შეგვიძლია.. მამა ისეთი ძლიერი ვეღარ არის,მაგრამ ჩვენ ნებისმიერ ფასად დაგეხმარებით..ჯონათანი სჩურჩულებდა შეუმჩნევლად. ბიძაშვილებს ეხუტებოდა,ადგომა არც კი უფიქრიათ,ისე იმშვიდებდნენ სულს. ის კი იქ იყო,კუთხეში იდგა მოსმენილით შოკირებული, გაფართოებული თვალებით უყურებდა ადელინს. ამ სახლში შემოსვლა არასდროს შეეძლო.ახლა კი იქ იყო,ერენდერების რეზიდენციაში, ადელინისა და მისი ოჯახის წინ. უსმენდა და ყველაფრის გადახარშვა უძნელდებოდა. *ის არის* *ვიპოვე* *ის აქ არის..ჯანდაბა ის ადელინია* ფიქრებს თავს ვერ უყრიდა და ამავდროულად ,მშვიდად დარჩენას ცდილობდა.არავის არ უნდა შეემჩნია,რომ აქ იყო.ხელი ნერვულად მოისვა სახეზე,როდესაც შეამჩნია ადელინის ბრიალა თვალები -აქედან გადი ! ტუჩების მოძრაობით ანიშნა ხელით კი რვიანი მოხაზა და საათს ახედა. *შენ რა მხედავ?* უკვე მასთან ახლოს იდგა . მისგან კი, მხოლოდ,თვალების ატრიალება მიიღო პასუხად. *კარგი,გასაგებია,ამას დღეს განვიხილავთ, 8-ზე ,სწორად მიგიხვდი ხომ?* ნიშნად ისევ თავი დაუკრა. მამაკაცი კი უკვალოდ გაქრა. -ეი. მამაკაცის აჩრდილი,რომლის სახელსაც არ გვვეუბნები,შემთხვევით გაიცანი. რომელსაც მხოლოდ შენ ხედავ და ამის შემდგომ დაიწყო შენმა ძალამ გამოღვიძება,რომლის არსებობაც 5წლის უკან დაივიწყე. ასეა? -დიახ ბიცოლა. არ ვიცი ვინ არის,რატომ ვხედავ,რა გვაკავშირებს. მხოლოდ ის ვიცი,რომ მეხმარება. როდესაც მამიდა წაიყვანეს ის იქ იყო, ვიცი ის იყო,უბრალოდ მაშინ ეს არ ვიცოდი.დარწმუნებული ვარ,ვივიენი,რომ გადარჩა იმას რაც მე გამოვიარე მისი დამსახურებაა. მე კი ვერ მომისწრო. არ ვიცი აქამდეც თუ უცდია ჩემთან დაკავშირება,თუმცა "ნათლად" ის რამდენიმე კვირის წინ გავიცანი. -არ ფიქრობ,რომ ეს მას უკავშირდება? ქმარს გადახედა და რაღაც ანისნა. -ვის?! რაიმე იცით? -ლინი,როდესაც პატარები ვიყავით.. დაიწყო ანასტასიამ.. შენ გაითიშე. არ ვიცი ზუსტად რამდენი საათით იყავი უგონოდ. ისეთი შეშინებული ვიყავი,რომ ხელს ვერ გიშვებდი.არმინდოდა გავსულიყავი და რაიმე ცუდი მომხდარიყო. მაშინ მთელს ჩემს მაგიას ვიყენებდი,რომ დამეცავი..როდესაც გაიღვიზე ბოდავდი.ამბობდი- მას შვლა სჭირდება, სტასი წამოდი დავეხმაროთო. შემდგომ ისევ გაითიშე. მთელი ღამე შენთან ვიყავი,ვლოცულობდი , გიცავდი. მამა ცდილობდა გავეყვანე ,მაგრამ ამაოდ. მამიდამ შელოცვა დაგვადო,რომ რაიმეს არ ვეპოვეთ. გარიჟრაჟზე გაახილე თვალი , თქვი- ის გავათავისუფლე,ბოროტი ბიძიასგან. ის ახლა თავისუფალიაო.ხელებზე ჩალურჯებები გქონდა, ვერავინ გაიგო ეს საიდან იყო,სანამ არ გავიგეთ,რომ დროსა და სივრცეში შეგიძლია გადაადგილება.შენი ასტრალური სხეული იყო დაშავებული. შენ ვიღაც გადაარჩინე,ვინც დამწყვდეული ჰყავდათ . თუმცა არვიცით ეს კარგია თუ ცუდი. მამა დიდი ხანი ეძებდა ინფორმაციას დაკარულ ადამიანებზე,თუმცა ცნობები არ არის. არავინ მოუტაციათ,არავინ გამქრალა უკვალოდ. -ეს ასე არ არის, გაქრა.. -იცი რამე? -გახსოვს ისტორია,სადაც დეივიდ სოლოვარინმა მისი გერი გააქრო? -ხო მაგრამ ეს ბავსვი,ხომ მის ოჯახში იზრდებოდა საზღვარგარეთ. -არა ვივიენ,ის არავის უნახავს. არავინ არიცის როგორია,ზოგი ამბობს რომ მოკვდა..ის გარდილი არავის უნახავს.მიწამ ჩაყლაპა ისე ,როგორც მამიდა.ამიტომ ეჭვი მაქვს ეს ის არის. -საქმე იმაზე ცუდადაა ვიდრე ველოდი. დეივიდმა,რომ გაიგოს ის ცოცხალია.. თუ მართლა ასეა და ის საწყალი ბავშვი ცოცხალია,დეივიდი ომს დაიწყებს. ჩუმად ლუღლუღებდა ხანში შესული მამაკაცი. -ვიცი. ჩვენ კი სატანადოდ დავხვდებით. ბრაზმორეულმა ჩაილაპარაკა ადელინმა . წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ გადაიტანა პატარა გოგონამ. იმდენად გატეხილი იყო,რომ პატაარა ასაკში მოუწია საბრძოლო ჯავშნის ასხმა. ისწავლა ბრძოლა,ომი, გადარჩენა,მოთმინება.. უკვე კარგი სტრატეგოსად და მეომრად ჩამოყალიბდა. უნდოდა? ალბათ ისურვებდა იმ ცხოვრებით ეცხოვრა,რომელიც სურდა. ამ ფიქრით მიივიწყა ყველაფერი წლის უკან. თუმცა სამყარო ისევ ამობრუნდა. 'ნორმალური" ცხოვრებისას ცარიელი იყო, იცდა ეს არ იყო ის რაც უნდა ეკეთებინა. თუმცა არავინ კვდებოდა. თავს ამით იმშვიდებდა. ახლა ? ახლა იპოვა საკუთარი თავი, თუმცა არ იცის ეს ყოველივე სად მიიყვანს. ყველაფერი არეულია, ძალას ვერ იმორჩილებს,კაცი რომლის მიმართაც მიზიდულობას განიცდის -მოჩვენებაა.ისიც კი არ იცის ნამდვილია თუ წარმოსახვა. კართელების ცხოვრება არასდროს ყოფილა მარტივი, მუდამ მტერი იყო ჩასაფრებული, თითოეულ "მეგობარს" მათი ნაყოფიერი მიწა და მაგია სურდა.ქვეყანა დიდი პოლიგონი იყო, სავსე მეომრებითა და უზარმაზარი ენერგიით,რომელიც მათ იცავდა. ეს პატარა ადგილი დაცული დარჩა, იტანჯეს,დაანაწევრეს თუმცა გადარჩნენ. ახლაც იბრძვიან, ტითოეული გვარი იბრძვის გადარჩენა-შენარჩუნებისთვის. ერენდერები არც პირველნი და არც უკანასკნელნი იქნებიან ამჟამინდელი განსაცდელით. დაიმსახურეს თუ არა სიმშვიდე? რა თქმა უნდა, პირველი კართელიონს ეკუთცნის ნანარტრი "დასვენება" . მიიღებენ? თავისთავად.. ერთ დღეს, ის ამოისუნთქებს და სიმშვიდე დაისადგურებს . საათი რვას უჩვენებდა. ადელინი ფანჯრიდან გაჰყურებდა ზღვას.სასიამოვნო სანახავი იყო ფერადის ცისა და ზღვის ტალღების ტანდები. იგრზნო როგორ დამძიმდა ჰაერი. მისი მოახლოვებაც იგრძნო. თითქოს მის თითოეული მოლეკულას გრძნობდა. უკან არც მიუხედავს,სიამოვნებდა მისი ახლოს ყოფნა. ვერ გაეგო ასე როგორ 'გაუთამამდა",რატომ აძლევდა შეხების უფლებას. თუმცა ამ ფიქრებზე ძლიერი იყო-სურვილი, მიზიდულობა. გაბრუებული იდგა, ცდილობდა ყველა წამი დაემახსოვრებინა. გრძნობდა ძლიერი ხელების თარეშს მის თმაზე, მხრებზე,შემდგომ კი წელზე და უკან მიიზიდეს. დაკუნთულ სხეულს აეკრა თუ არა თვალები მიხუჭა. -აქ ვარ..შენთან მოვედი.. ყურთან უჩურჩულა და იწვე დაუტოვა ცხელი კოცნა -ჩემთან მოხვედი.. ლუღლუღთ აღმოხდა ქალს. -შენთან..მხოლოდ შენთან.. კოცნას არ წყვეტდა-ყურიდან კისრამდე,კისრიდან მხრებამდე. თავისკენ სწრაფად მოაბრუნა და კედელს ააკრა. მის სუნთქვას გრძნობდა, ძლიერ-სწრაფ სწრაფ სუნთქვაც,რომელიც სურვილს კიდევ უფრო უმძაფრებდა. -რას მიკეთებ ადელინ..ბოხი ხმით დასჩურჩულა გაბრუებულს -იმას რასაც შენ დევიან..თუ ღმერთი გწამს..თვალებმინაბულს ჩუმად აღმოხდა,როდესაც მის ტუჩებს დასწვდა მამაკაცი. ვნებიანად უკოცნიდა ხან ზედა,შემდგომ კი ქვედა ტუჩს.მატი მიზიდულობა იმდენად დიდი იყო,რომ არ ჰყოფნიდა მეტი უნდოდა. ტუჩზე უკბინა და ხელი ზედის ქვეშ შეაცურა. -ჰჰჰჰ დევიან - მომწონს ჩემს სახელს როგორც ეფერები. მკერდს უკოცნიდა და გაჩერება ყველაზე ნაკლდებად სურდა. აქ მოდი- გამხდარ ხელებსშორის მოიქცია მამაკაცის "ბასრი ყბები" და ტუჩებს დაეწაფა -ჩემი ქალი..კმაყოფილს ჩაეღიმა და ლიდერობა დაუთმო.. ყელს ისე ოსტატურად უკოცნიდა,რომ სიამოვნების ოხვრა არმოხდა მამაკაცს. -ჯანდაბა ადელინ..ზედის შემოხევას აპირებდა ,რომ შეჩერდა. -მინდა ეს მასინ მოხდეს,როდესაც მეცოდინება ვინ ხარ,რატომ ვართ დაკავშირებულები და მხოლოდ მე რატომ გხედავ. მის ტუჩებთან ჩურჩულებდა -ვიცი ადელინ.. -მაქვს ვარაუდი -რა ვარაუდი..ხმა დაუსერიოზულდა. -შემთხვევით შენ.. შენ ..შენ ხომ არ იყავი გამოკეტილი ბავშვობაში.. საუბარი უჭირდა , ნელა ახედა გახევებულ მამაკაცს. -შენ ეს საიდან იცი. წამიერად მოსცილდა ქალს. იმ ნაბიჭვრებმა გამოგგხავნეს? ამიტომ გხედავ? -ნუ ყვირი და დაჯექი. როგორ შეგიძლია სსეთი რამ თქვა -მე შენ არ გიცნობ ადელინ,არსაიდან გაჩნდი ჩემს ცხოვრებაში და ჯანდაბა,მხოლოდ ის ვიცი,რომ მინდიხარ.მეტი არაფერი გესმის? არაფერი .შენს შესახებ ცნობები არ არსებობს.ხანდახან მგონია,რომ ვგიჟდები. -მოიცადე,შენ რა მეძებდი? -შენი აზრით არ მოგძებნიდი გოგო?ან ამხელა წინადადებიდან მხოლოდ ეგ გაიგე? - მაგარია,მოჩვენება ჩემზე ცნობებს აგროვებს. -მოჩვენება ვისთვის როგორ ადელინ. შენც ის ხარ ჩემტვის,რაც მე შენთვის. ეგ იირონიული ტონი კი ჩემთან არ გჭირდება,ცუდად ვრეაგირებ.არ მინდა ბოლოს მეხვეწებოდე გავცერდე. უკვე მის წინ იდგა,ირონიულად უმზერდა და თმაზე ეფრებოდა. ვიცი სველი ხარ..ტუჩთან აკოცა -არც შენზეა ცნობები დევიან. ვარაუდი კი მხოლოდ ერთია. ის გაუჩინარებული ბავშვი ხარ,რომელიც წლების უკან დაიკარგა სოლოვარინებიდან. -და შენთან რა კავშირი მაქვს -ის ხარ? -ამას ვერ გეტყვი -დევიან ჯანდაბა,სიმართლე თქვი, ვინ ჯანდაბა ხარ. -ტონს დაუწიე. მე,რომ ეს ვთქვა სიმშვიდე სანატრელი გაგიხდება.სჯობს არაფერი იცოდე. ამ ყველაფერს უკვე შეეწირა ერთი ადამიანი. არ დავუშვბ კიდევ ვინმე მოკვდეს. -რას გულისხმობ ვინ შეეწირა? - ქალბატონი,რომელიც ჩემტვის დაბრუნდა..ჩემს კვალს მოჰყვებოდა,უნდოდა მემკვიდრეობა გადმოეცა ჩემთვის. ის რაც მამისგან მერგო. ის კი შეიპყრეს.4-5 წლის უკან ბუფორტში შეიპყრეს და ... საწოლზე იჯდა და მძიმედ სუნთქავდა -ქალს..ქალს რა ერქვა დევიან.. ხმააკანკალებული ჩაიკეცა მის მუხლებთან -ის დედაჩემის ბავშვობის მეგობარი იყო, სათნო ლამაზი ქალბატონიიყო. ბავშვობაში მუდამ მოდიოდა პატარა გოგონასთან ერთად,ვთამასობდით და ენერგიებს ვცვლიდით. ის გოგო მას შემდეგ არმინახავს, ვეძებდი ,თუმცა ვერასდროს ვიპოვე..ადელინ. მამაჩემმა გარდაცვალებამდე ციხესიმაგრე დატოვა.იქ შესვლა მხოლოდ მე შემეძლო. გასაღები უნდა გადმოეცა-ასე მითხრეს.ადგილზე,რომ მივედი იქ სხვა იყო, გაქცევაში დავეხმარე.. -ჯანდაბა დევიან ქალს რ ერქვა..ცრემლებით დაცვარული სახით შესჩერებოდა დანაღვლიანებულ მამაკაცს -მას..ასია..არა..ალია.. ახხ არა..აისია..ხო ხო აისია ერქვა. იქაურობა სიჩუმემ მოიცვა, ადელინი ქვითინებდა,ბოლოს კი მამაკაცის მკლავებში აღმოჩნდა..-დევიან მტკივა.. -კი მაგრამ რატომ, იცნობდი? -ის...ის მამიდაჩემი იყო.ის პატარა გოგონა კი, მე -ანუ შენ.. -ხო..მე გადაგარჩინე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.