გარიგება +18 - თავი 1
ტელეფონს კიდევ ერთხელ დავხედე და გულდამძიმებულმა ნაბიჯებს ავუჩქარე. სახლის კარი მძიმედ შევაღე და ოთახი შევათვალიერე. დედამ თვალით მანიშნა მეორე სართულისკენ და სევდით გამომაყოლა მზერა. კიბეები მძიმედ ავიარე და კართან რამდენიმე წამით შევჩერდი. სახელურს ხელი მოვკიდე და სანამ გადავატრიალებდი ღრმად ჩავისუნთქე. კარი გავაღე და ოთახიდან ერთიანად გამოვარდა ალკოჰოლის და თამბაქოს შერეული სუნი. დიდი ხის მაგიდის წინ დავდექი და შევეცადე შიში და დაძაბულობა დამემალა. მაგიდაზე ლუდის ცარიელი ბოთლები და ალკოჰოლისგან დასველებული ფურცლები ეყარა. მამაჩემი ჩემგან ზურგით იჯდა სკამზე და სიგარეტს აბოლებდა. - მამა, მეძებდი? - ვკითხე და დაძაბულობისგან თითზე ბეჭედს დავუწყე ტრიალი. მუქი წაბლისფერთმიანი მამაკაცი ჩემკენ არ მოტრიალებულა. სიგარეტს კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა და უდარდელად დაიწყო - შენ ჩემი ყველაზე პატარა და ერთადერთი ქალიშვილი ხარ - ვერ ვხვდებოდი საუბარი საითკენ მიდიოდა - დანიელ დადეშქელიანს უნდა გაყვე ცოლად - მომიჭრა მოკლედ მამამ. მეგონა მომესმა, მაგრამ როგორც კი სკამიანად მოტრიალდა და თვალებში შემომხედა მივხვდი, რომ არ ხუმრობდა. შოკმა და იმედგაცრუებამ ერთიანად დამიარა ტანში. - კი მაგრამ.... - ვთქვი ჩუმად - აზრს არ შევიცვლი და ეს ჩემზე კარგად შენ იცი. ერთ კვირაში გაიცნობთ ერთმანეთს პირისპირ და რადაც არ უნდა დაგიჯდეს, კარგი შთაბეჭდილება უნდა მოახდინო მასზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავისი შედეგები მოჰყვება - გამაფრთხილებლად შემომხედა. ტანზე ცივმა ოფლმა დამასხა. ადამიანი, რომელსაც ცოლად უნდა გავყოლოდი არც თუ ისე სახარბიელო რეპუტაციით სარგებლობდა. აჰ, არა ვხუმრობ. საშინელი რეპუტაცია ჰქონდა და ყველასთვის ცნობილი იყო როგორი შავი საქმეებით იყვნენ დაკავებულები ის და მისი მაფიოზური ბანდა. ეს ადამიანი წარმოშობით სვანი იყო, მაგრამ თავისი ცხოვრების პირველი ნახევარი ჯერ რუსეთში, შემდეგ კი იტალიაში გაატარა და ისეთი მაღალი ფენის ადამიანებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მაფიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი იყო - დაუნდობელი, სასტიკი და უსაზღვროდ გავლენიანი. პირადად მას არ ვიცნობდი და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ თითქმის ყველასთვის უცნობი იყო რას წარმოადგენდა და როგორი ადამიანი იყო, მის საქმეებზე ასე თუ ისე მაინც დადიოდა ჭორები. არ მინდოდა ვინმეს მხოლოდ იმიტომ გავყოლოდი ცოლად, რომ გავლენიანი და დიდი ძალაუფლების მქონე იყო. მინდოდა იმ ადამიანის ცოლი ვყოფილიყავი ვინც მეყვარებოდა, ვისაც ვენდობოდი, ვინც გამიფრთხილდებოდა და იზრუნებდა ჩემზე. არ მინდოდა იმ ადამიანთან გამეტარებინა მთელი ცხოვრება, ვინც სასტიკი და დაუნდობელი იქნებოდა და ვისი გისოსებიდანაც თავს ვერასდროს დავაღწევდი. ფიქრებიდან მამაჩემის უხეშმა ხმამ გამომაფხიზლა - მარტო დამტოვე - მითხრა და ისევ ფანჯრისკენ შეტრიალდა. ოთახიდან ჩუმად გამოვედი და კარი როგორც კი გამოვიხურე იმწამსვე ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა მარცხენა ლოყაზე ცრემლი. ჩემი ოთახისკენ უხმოდ წავედი, კარი შევაღე და იმწამსვე იქვე ჩავიკეცე. ცოტახანში ჩუმმა კაკუნმა გამომაფხიზლა - სოფია?! - მომესმა დედაჩემის ჩუმი ხმა და ოთახის კარი მალევე გაიღო. როგორც კი დედამ დამინახა, თვითონაც ჩაიმუხლა და ხელები მთელი ძალით მომხვია - მაპატიე გთხოვ, მეც დაახლოებით 1 საათის წინ მითხრა და ვერაფერს ვიზამდი, ვერ გადავაფიქრებინებდი - ხმა არ ამომიღია, უბრალოდ ხელები მძიმედ შემოვაჭდე და კიდევ ერთხელ ავსლუკუნდი - შენი ძმები გაგიჟდებიან როგორც კი ამ ამბავს გაიგებენ, განსაკუთრებით თომა - მითხრა დედამ ოხვრით. ჯამში 5 ძმა მყავს. თომა, ვაჩე, ანდრია, ტიტე და უტა. ყველაზე უფროსი თომა იყო, მაგრამ ყველაზე ახლოს მასთან ვიყავი და ყველაზე თბილი ურთიერთობაც თომასთან მქონდა. დედამ თავზე კიდევ ერთხელ ჩამომისვა ხელი და ჩუმად მითხრა - ადექი, სახე დაიბანე და დაბლა ჩავიდეთ. ბიჭებიც მალე იქნებიან და ერთად უნდა ვივახშმოთ - არ შევწინააღმდეგებივარ. ერთად ვახშმობა ჩვენი ტრადიცია იყო და თუ არ კვდებოდი არავითარ შემთხვევაში არ გქონდა მისი გამოტოვების უფლება, ამიტომ მძიმედ წამოვდექი და სააბაზანოში შევედი. - პრინცესსა, როგორ ხარ - მკითხა თომამ და ხელი გადამხვია, როდესაც დაბლა ჩავედი. მალევე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და დაძაბულმა გამომხედა - რა ხდება? - არაფერი - ვუპასუხე ლაითი ღიმილით - უბრალოდ გრძელი დღე მქონდა. ყველანი მაგიდას შემოვუსხედით და მამაც მალე გამოჩნდა. უდარდელად დაიკავა თავისი ადგილი, მაგიდის თავში და ყველას გადმოგვხედა. ჭამა ჩუმად დავიწყეთ, მაგრამ მალე ბიჭებმა თავიანთი დღის ამბების გაზიარება და მოყოლა დაიწყეს - შენმა დღემ როგორ ჩაიარა სოფ? - მკითხა ტიტემ. ცალი თვალი მაგიდის თავისკენ გავაპარე და მამამ გამაფრთხილებლად შემომხედა, რომ ხმა არ ამომეღო - უაზროდ - ღიმილით ვუპასუხე ტიტეს და სტეიკის დაჭრა გავაგრძელე. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა და ეს სიჩუმე მამას ბოხმა ჩახველებამ დაარღვია - თქვენთვის სიახლე მაქვს - თქვა და გამომცდელად ყველას სათითაოდ გამოგვხედა. თითები დანას მოვუჭირე - თქვენი და თხოვდება - თქვა და ჭამა გააგრძელა. ხელი ადგილზე გამეყინა და ვიგრძენი, როგორ მიძნელდებოდა ნელ-ნელა სუნთქვა. თავი ფრთხილად ავწიე და თომას გავხედე, რომელსაც სახე სიბრაზისგან გასწითლებოდა - რას ქვია თხოვდება?! - დაიყვირა უცებ მამამ ცალი თვალით ამოხედა - დაჯექი - უთხრა მბრძანებლურად და ჩანგალი დადო მამას ძალიან ბევრი წესი ჰქონდა და ერთ-ერთი მათგანი ის იყო, რომ არასდროს უნდა შევწინააღმდეგებოდით ან ეჭვქვეშ ჩაგვეგდო მისი გადაწყვეტილებები - გთხოვ მითხარი, რომ სიმართლე არ არის - თქვა უტამ და დედას გახედა. დედამ თავი დახარა და ხმა არ ამოუღია - მამა, მხოლოდ 18 წლისაა, ყველაზე პატარაა ჩვენს შორის - მუშტი მაგიდას დაარტყა თომამ - გაჩუმდით! - იღრიალა მამამ და წამოდგა - ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და მოგწონთ თქვენ თუ არა, თქვენი და გათხოვდება! - თქვა და ოთახიდან გავიდა. თომა გაცეცხლებული წამოდგა და გარეთ გავარდა. უტამ სინანულით გადახედა დედას და სახეზე ზიზღი დაეტყო. - სოფია, თქვი რამე - მითხრა ჩუმად ანდრიამ. სევდიანად გავუღიმე და თვალებით ვანიშნე, რომ სამწუხაროდ ვერაფერს გავხდებოდი. თუ მამაჩემმა, რევაზ ბენდელიანმა, ასე გადაწყვიტა, ესეიგი ასე მოხდებოდა და სულ რომ ცოცხლად დამეწვა ჩემი თავი, ამ ამბავს ვერ გადავურჩებოდი. **** ზუსტად ერთი კვირა გასულიყო იმ ამბებიდან. დღეს იყო ის დღე. დღეს იყო დღე, როდესაც დანიელ დადეშქელიანი უნდა გამეცნო. სწორედ ამ დღისთვის იყო დღევანდელი წვეულებაც მოწყობილი, სადაც ქალებიც და კაცებიც მხოლოდ იმიტომ იპრეანჭებოდნენ და იცვამდნენ წარმოსადეგად, რომ ერთმანეთისთვის თავი მოეწონებინათ. ადამიანები ჩემს გარშემო მუდამ ცდილობდნენ რომ ყოფილიყვნენ განსაკუთრებით ელეგანტურები და მიმზდიველები, რათა მეორე სქესის წარმომადგენლებისგან კომპლიმენტები და ყურადღება მიეღოთ. მაკიაჟის გაკეთება დავასრულე დე დედაც მორჩა ჩემი თმის შესწორებას. - ძალიან ლამაზი ხარ ჩემო პრინცესა - მითხრა დედმა და ხელი ხელზე მომკიდა - მადლობა დედა - ვუთხარი ღიმილით, სანამ კარზე თომას კაკუნს გავიგებდი თომამ ხელი ჩამკიდა და კიბეებით დაბლა ჩამიყვანა.გარეთ დავდექით ლიმუზინის მოლოდინში. საშინლად ყინავდა. მამაჩემი გამზადებას არ ჩქარობდა, ნელი ნაბიჯებით ჩამოყუყვა სახლის ხვეულ კიბეებს და ცივად გამოგვხედა. - ლიმუზინი გზაშია - თქვა სრულიად უემოციოდ. იმის გაფიქრებაზე, რომ ერთი სული ჰქონდა თავიდან როდის მომიშორებდა ღრმა სევდა მეუფლებოდა - აბსოლიტურად არ ვარ კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით - თქვა თომამ და მამას გახედა - თომა, გეყოფა! - უთხრა დედამ - ამ ამბავში თქვენი სიტყვა არაფერს ნიშნავს, არც ერთი თქვენგანის - თქვა მამამ გესლიანად. სიცივემ ერთიანად დამიარა სხეულში. - როგორც კი შიგნით შევალთ ეგ მოსასხამი გაიხადე, გასაგებია? - მითხრა მამამ და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ლიმუზინი როგორც კი მოვიდა მე და ბიჭები მანქანაში ჩავსხედით. გრძელი ლამაზი კაბა მეცვა და დედა დამეხმარა რომ კაბა ნელა ჩამედო მანქანაში - მალე - უთხრა მამამ გაღიზიანებით დედას - შენ გინდოდა რომ ეს კაბა მცმოდა - გაბრაზებით გავხედე მამას იმის ნიშნად, რომ ჩემთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა სპორტული შარვლის და უბრალო მაისურის ჩაცმა ამ წვეულებაზე. მამამ ცივად გამომხედა და თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. - აღარ გაბედო ჩემთან მაგ ტონით საუბარი - ვერ გავბედე რომ თვალებში შემეხედა. სახეზე უხეშად მომკიდა ხელი და ძალით მიმატრიალებინა თავი თავისკენ - გასაგებია?! - მითხრა და მისი ალკოჰოლნარევი სუნთქვა ვიგრძენი ჩემს სახეზე - კი - ვუთხარი ჩუმად და შევეცადე ტკივილი, რომელსაც მისი უხეში ხელისგან ვგრძნობდი დამეიგნორებინა. ხელი მომაშორა და უკან გადაიწია. დედამ მამას გაოცებულმა გახედა. თომამ ხელი ჩამჭიდა. ჩუმად ვიჯექი და ვცდილობდი ნერვიულობა არ დამტყობოდა - სხვა კაცისთვის მიგყავს და ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო ისაა, რომ შენზე კარგი მოგონება დაუტოვო. შეეცადე მაინც - თქვა დედამ და ფანჯარაში გაიხედა. ხუთივე ძმა მე მიყურებდა, მაგრამ არ მეყო ნებისყოფა, რომ თავი ამეწია და მათთვის შემეხედა. თომასთვის ხელი არ გამიშვია, არც მაშინ როდესაც უზარმაზარ სივრცეში შევაბიჯეთ. ძალიან გრილოდა და მთელს სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. დღეს პირველად მოთოვა ბოლო 1 წლის განმავლობაში. - სასწრაფოდ გაიძრე ეგ მოსასხამი - გესლაიანდ მითხრა მამამ და მკლავზე ხელი უხეშად წამავლო - კი მაგრამ მამა... - ხმა არ ამოიღო იქამდე სანამ ამას მე არ გეტყვი. ნებისყოფის ფიალა მევსება უკვე - მითხრა ჩუმად ყურში ისე, რომ სხვას არავის გაეგო. უსიამოვნო ჟრუანტელმა მთელს სხეულში დამიარა. დარბაზსს თვალი მოვავლე და გარშემო უამრავი ადამიანი დავინახე. უმეტესობა უბრალოდ იდგა და მე მიყურებდა. დავიჯერო არ იციან რომ მოშტერება თავხედობაა? ასე ხდება, როდესაც „წარმოსადეგი“ ოჯახის და მაფიის შვილი ხარ. თუ ყურების საშუალებას მისცემ, ისინი აუცილებლად შემოგხედავენ. - ყველა გვიყურებს - ვუთხარი ჩუმად თომას - მე იმიტომ მიყურებენ, რომ ჩემი ეშინიათ. შენ კი იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი და ძლიერი ხარ, როგორც ვარდი - მითხრა თომამ და გამიღიმა - მაპატიე, რომ ამ ქორწინებას ვერაფრით ვუშლი ხელს. მინდოდა რომ სიყვარული შენით გეპოვა და არა ესე.. - იქნებ არც ასეთი ცუდი იყოს - ვუთხარი და შევეცადე ნათელი მხარისთვის შემეხედა, მაგრამ უეცრად დარბაზის კარები გაიღო და დარბაზში სრული სიჩუმე ჩამოწვა - დანიელია.. - დანიელ დადეშქელიანი.. - გამიგია, რომ საშინელი და დაუნდობელია.. - არავის არაფერს პატიობს.. ჩურჩულმა მთლიანად გადაუარა დარბაზს. დავინახე, რომ ჯერ დარბაზში რამდენიმე დაცვა შემოვიდა და შემდეგ ის.. დანიელ დადეშქელიანი. ადამიანი, რომლის ცოლიც უნდა გავმხდარიყავი. მისი ფეხის ნაბიჯები მთელს დარბაზში ექოსავით ისმოდა და ხალხში მომენტალურ დაძაბულობას იწვევდა. ძალიან უარყოფითი და უცნაური შეგრძნება დამეუფლა, მაგრამ თვალს ვერ ვწყვეტ. ოდნავ რომ მოგვიახლოვდა სახეზე შეთვალიერებაც შევძელი. უზომოდ სიმპათიური იყო. არანაირი ნაკლი არ ჰქონდა, მაგრამ ასეთი უნაკლო გარეგნობის ადამიანი ბედის ირონიით მკვლელი და მანიაკი იყო. ყელთან ჩონჩხის ტატუ შევნიშნე. ეს მისი მაფიის სიმბოლო იყო. დანიელმა ოთახი ფრთხილად შეათვალიერა. გოგოები ფაქტობრივად ადგილზევე დნებოდნენ, როგორც კი ის მათი მიმართულებით იყურებოდა. მაგრამ უეცრად მისი მზერა ჩემზე შეჩერდა. დიდი დარბაზის ერთი ბოლოდან ისე მიყურებდა, რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის, სანამ უეცრად მამაჩემი არ შენიშნა. მამაჩემი მალევე მიუახლოვდა დანიელს - ბატონო დანიელ, სასიამოვნოა ისევ თქვენი ნახვა - თქვა მამაჩემმა და გაახსენა დანიელს, რომ ისინი უკვე შეხვედროდნენ ერთმანეთს. აქამდე არასდროს მინახავს მამაჩემი ასეთი არაპორფესიონალი ყოფილიყოს. ეტყობოდა, რომ შიშის და დისკომფორტის დამალვას ცდილობდა. - დიახ და თქვენი ქალიშვილი? რა ჰქვია? - კითხა დანიელმა და ყურადღება არ მიაქცია მამაჩემის უაზრო ლაპარაკს - შვილო - დამიყვირა მამაჩემმა თომას ხელი დაეძაბა და ვიგრძენი როგორ მომიჭირა. წამიერად გავხედე და ჩუმად წარმატებები მისურვა და მეც ნელა დავიძარი მათკენ. ჩემს სხვა ძმებს შემოხედვაც კიარ შეეძლოთ-თვალის მარიდებდნენ და თვალს არიდებდნენ მთელ ამ სიტოაციას. არ ვადანაშაულებდი. იმის დანახვა, შენს დას როგორ ჩუქნიან სხვა მამაკაცას ალბათ ძალიან მტკივნეული უნდა ყოფილიყო. ვის მოუნდებოდა ამის ყურება. დანიელს სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა როდესაც მიივუხალოვდი - მამა - თავი დავუქნიე ზრდილობიანად - ეს დანიელია, დანიელ დადეშქელიანი - ამაყად წარადგინა მამაკაცი მამაჩემაა. აშკარად დანიელით უფრო ამაყობდა ვიდრე მისი რომელიმე ვაჟით - დანიელ ეს ჩემი ქალიშვილია დანიელმა ყურადღება მამაჩემზე გადაიტანა - სახელი არ აქვს თქვენს ქალიშვილს? - ოდნავ გაბრაზებული ტონით ჰკითხა დანიელმა მამაჩემს -აქვს, მაგრამ არ იმსახურებს - თქვა მამაჩემმა და გაიცინა იმის მოლოდინში, რომ დანიელიც გაიცინებდა, მაგრამ დანიელს დიდი უკმაყოფილება ეწერა სახეზე - რა გქვია? - მკითხა დანიელმა და წარბი აწია - სოფია, სოფია ბენდელიანი - ვუპასუხე ზრდილობიანი, მაგრამ თავდაჯერებული ტონით. დანიელმა ხელი გამომიწოდა და სანამ ხელს გავუწოდებდი სახეზე დაბნეულობა გამოესახა. უეცრად ჩემი სისუტე გვერდით გადავდე და ხელი ჩამოვართვი - როგორც მივხვდი ეს არის ჩემი მომავალი ცოლი - უთხრა დანიელმა მამაჩემს - დიახ, თქვენ და სოფია იქორწინებთ - დაუქნია თავი მამაჩემმა - კარგი. ჩვენი წასვლის დროა - თქვა დანიელმა და წელზე ხელი მომკიდა და ლაითად მიბიძგა რომ სიარული დამეწყო - შემიძლია ჩემს ძმებს დავემშვიდობო? - ვუთხარი დანიელს და უკან გავიხედე ჩემი ძმებისკენ. სახეზე ყველას გაურკვევლობა და ბრაზნარევი შოკი ეტყობოდა - არა, არ შეგიძლია - თქვა და სიარული გააგრძელა და ხელით ისევ მიბიძგა ლაითად, რომ ნაბიჯები გადამედგა. დანიელმა ლიმუზინის კარი გამიღო და შიგნით ჩავჯექი ბედს დანებებული. კი, დანიელი ძალიან სიმპათიური იყო, მაგრამ ამასთანავე ძალიან ცივიც იყო. ძალიან ახალგაზრდა იყო იმ ადამიანთან შედარებით ვისაც მე ველოდი. მეგონა რომ დანიელ დადეშქელიანი, ვინმე უფრო ასაკიანი იქნებოდა. დანიელი ლიმუზინში ჩემს გვერდით იჯდა. საშინელი სიჩუმე ჩამოწოლილიყო მანქანაში. არ მინდოდა ხმა ამომეღო ან შემეხედე მისთვის. ვიცოდი, რომ თუ რამეზე უკმაყოფილებას გამოვთქვამდი ისიც ისე დამსჯიდა, როგორც მამაჩემი მსჯიდა ბავშვობიდან. - შენი ოთახი მზად იქნება, როდესაც სახლში მივალთ - მითხრა ბოხი, ჩახლეჩილი ხმით. პასუხად უბრალოდ თავი დავუქნიე. - სიტყვიერი მადლობა მირჩევნია - მითხრა უხეშად დანიელმა - მადლობა - ჩავიჩურჩულე, მაგრამ მადლიერებას ნამდვილად არ ვგრძობდი. ჩემი ფიქრების კორიანტელში დავიკარგე. ვერ ვიგებდი ამ ყველაფერს. დღევანდელი და დღევანდელის მსგავსი წვეულებები ყოველთვის ერთი მიზნით ეწყობოდა - ბიზნესებისთვისა და კარგი ნაცნობობის დასამყარებლად. და თუ ეს ასე იყო, მაშინ რატომ არ დავრჩით კიდევ ცოტახანს?! ჩემი ფიქრების აბსურდულობაზე მევე გავაქნიე უკმაყოფილოდ თავი. გვერდით მეჯდა ადამიანი, რომელიც უდიდეს მაფიას აკონტროლებდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მის ინტერესებში არ შედიოდა უაზრო ნაცნობობის შეძენა. პირიქით, სხვებს უნდა სდომებოდათ მასთან კარგი ნაცნობობა. ფიქრებიდან მანქანის ლაითმა დამუხრუჭებამ გამომაფხიზლა. ლიმუზინი უზარმაზარი სახლის წინ გაჩერდა. სახლი არა, უფრო სასახლე იყო - დანიელ დაბრუნდი - დაბალმა ქალმა, რომელიც კარებთან დაგვხვდა, მხიარულად გაუღიმა - დედა, ხომ გითხარი რომ დაგესვენა - გავიგონე დანიელის სიტყვები - ოჰ არა, ძვირფასო, კარგად ვარ, უბრალოდ ცოტა გავცივდი. დამანახე, ვინ არის? - კითხა დედამ მოუთმენლად დანიელმა მანქანის კარები გააღო რომ გადმოვსულიყავი - გამაჯრობა - გავუღიმე ზრდილობიანად და ხელი გავუწოდე - აჰჰჰ, რა ლამაზიაა - მითხრა დედამისმა და ჩამეხუტა - მამა სად არის? - კითხა დანიელმა დედამისს. სიტყვა მამის გაგონებაზე დავიძაბე - თავის კაბინეტშია - უპასუხა დედამისმა და თვალები აატრიალა გაღიზიანებისგან, რაც არც თუ ისე კარგის ნიშანია - რა თქმა უნდა - თქვა დანიელმა გაღიზიანებულმა - წამოდი, შენს ოთახს განახებ - მითხრა დანიელის დედამ და თან ბედნიერად გამიღიმა დანიელი ძალიანი სიმაპთიური იყო. ღია, ოდნავ გრძელი, ყავისფერი თმა და ღია ლურჯი თვალები ჰქონდა. გარუჯული კანი, მარცხენა მკლავი ტატუებით გავსებული, დაკუნთული, მაგრამ ცუდი ხასიათებით. ისეთი შერგძნება მქონდა თითქოს რობოტი იყო. დანიელი სახლში შევიდა და კიბეებისკენ დაიძრა. დედამისი კი მე გამიძღვა ჩემი ოთახისკენ. - დანიელმა ავეჯი და ტანსაცმელი თავისით აარჩია, რაც ძალიან იშვიათია სიმართლე რომ გითხრა - ამიხსნა დედამისმა როდესაც ოთახში შევედით. თვითონ ოთახი ულამაზესი იყო. ოდნავ ბნელი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მყუდრო. - შენ ტანსაცმელი აქაა და თუ რამე დაგჭირდება არ მოგერიდოს და დანიელს სთხოვე - გამიღიმა დედამისაა და თითი გარდერობისკენ გაიშვირა - მადლობა - დავუქნიე თავი და ლოგინზე დავჯექი, ვერ ვხვდებოდი რა მეფიქრა ამ მთელ სიტოაციაზე - უი და კინაღამ დამავიწყდა.. მე მარია მქვია - მითხრა და თავი გააქნია - ვახშამი მალე მზად იქნება ძვირფასო - მითხრა მარიამ და ოთახიდან გავიდა. გადავწყვიტე, რომ ვახშმამდე კაბა გამომეცვალა. თავს საშინლად არაკომოფრტულად ვგრძნობდი და როდესაც ფეხსაცმელიც გავიხადე მარიას ხმა გავიგე - ვახშამიი - ამოიძახა ქვემოდან დაბლა ჩავედი. ამ ხალხს არ ვიცნობდი და ახლა მათთან ერთად უნდა მევახშმა. უცხო კაცი დავინახე მაგიდასთან. მაგიდის თავში იჯდა, ზურგით კარისკენ. წამიერად დავიძაბე. - სოფია, ეს ჩემი ქმარია, გიორგი - გამაცნო მარიამ - მე სოფია ვარ - უცებ გავაცანი ჩემი თავი გიორგის და თბილად გავღიმე სანამ მარიას გვერდით დავჯდებოდი დერეფნიდან სწრაფი და ხმამაღალი ფეხის ნაბიჯები გავიგონე დანიელი ოთახში შემოვიდა და მამამის გაბრაზებულმა გახედა სანამ დაჯდებოდა - არაფრის აზრზე არ არიან, უკვე მერამდენედ - გაღიზიანებულმა ამოიღრინა. ვერ მივხვდი რაზე საუბრობდნენ. მარიამ თვალით ანიშნა რომ გაჩუმებულიყო - ვახშმის დროს საქმეებზე არ ვსაუბრობთ დანიელ დანიელმა უბრალოდ გახედა - დედა, როგორ ჩაიარა შენმა დღემ? - კითხა მან. ტონი ოდნავ დაურბილად როცა ყურადღება დედაზე გადაიტანა. ხელები შეატყუპა და ნიკაპი მათ დააყრდნო. თითებზე ტატუები შევნიშნე, რომლებიც დაბლა მთელს იდაყვზე გრძელდებოდა. შევეცადე ყურადღება ჭამაზე გადამეტანა და თავი ამერიდებინა ლაპარაკისთვის ან ზედმეტად შეხედვისთვისაც კი. - დანიელ.. - ხმამაღლა თქვა გიორგიმ მაგიდის თავიდან. უეცრად შევხტი მის მოულოდნელ ხმამაღალ ტემბრზე დანიელმა ცივად გახედა მამამის - ვინ არის შენი მეგობარი? - იკითხა გიორგიმ ინტერესით, ეშმაკურად ირონიული ღიმილით.მისკენ გახედვას თავი ავარიდე - რა ჯანდაბას გულისხმობ?! - უყვირა დანიელმა. მისი მოთმინება უკვე ზღვარს იყო - შენ ხარ ის, ვინც იძულებითი ქორწინებაზე დამითანხმა - აშკარაა, რომ არც ის იყო ბედნიერი ამ ქორწინებით - ძალიან ცუდი ტონით მესაუბრები, მითუმეტეს სტუმრის თანდასწრებით - ირონიულად უთხრა გიორგიმ დანიელი მაგიდიდან წამოდგა - ის სტუმარი არ არის, ჩემი საცოლეა - თქვა გესლაიანდ და ოთახიდან გავარდა. დანიელის დედამ ამოიოხრა - ყოველთვის ასე იცი მისი გაბრაზება - თავი გადაიქნია მარიამ და იმედგაცრუებულმა შეხედა თავის ქმარს - ძალიან მალე ბრაზდება, ძალიან - თქვა გიორგიმ - ჩემს შვილს ბრაზის კონტროლი უჭირს, თუ აქამდე ვერ მიხვდი - გაიცინა გიორგიმ ისე თითქოს მეც მასთან ერთად უნდა გამეცინა - საინტერესოა ვისგან გამოყვა ეს - ჩავიჩურჩულე ჩემთვის - რა თქვი? - იკითხა გიორგიმ და წარბები აწია. ჩემი ჩურჩული აშკარად არ ესიამოვნა - არაფერი - ცივად გავუღიმე - ვფიქრობ მამაშენს დავურეკავ - მითხრა გიორგიმ და გაღიზიანებულმა გამომხედა. მამაჩემის ხსენებაზე ტანში სისხლი გამეყინა, ზურგი დამეძაბა და თავი საშინლად არაკომოფრტულად ვიგრძენი. - გიორგი ! - უკმაყოფილოდ გასძახა მარიამ - იქნებ მითხრას როგორ გაჩუმებდა ხოლმე - მითხრა გიორგიმ ირონიული ღიმილით. პასუხი არ გამიცია. ჭამა ჩუმად გავაგრძელე, მაგრამ ლუკმა ძლივს გადამდიოდა. უცებ მისაღებიდან საუბრის ხმები მოგვესმა - ზემოთ ადი - გავიგე დანიელის ბოხი ხმა - რა თქმა უნდა დანიელ - დამჯერად უპასუხა გოგონამ - კიდევ ერთი ა? - იკითხა გიორგიმ და თვალები გაღიზიანებით აატრიალა. მარიამ ამოიოხრა. გიორგის კომენტარზე თვალები გამიფართოვდა, მაგრამ შევეცადე ჩემი რეაქცია ორივესგან დამემალა - არც ჩემმა შვილმა და არც ქმარმა არ იციან ქალის პატივისცემა - გაიქნია თავი მარიამ იმედგაცრუებულმა. საჭმელს არც კი შეხებია - ერთადერთი დრო როცა შენი შვილი თავს კაცად გრძობს თავისი ბოზების გარემოცვაშია - იხუმრა გიორგიმ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ის ფიქრობდა რომ სასაცილო იყო მისი რეპლიკა.არც მე და არც მარიას არ გაგვცინებია. იმედგაცრუებული არ ვიყავი. არ ველოდებოდი რო შეწყვეტდა იმის კეთებას, რასაც ამდენი ხანი აკეთებდა და რაც მისი ცხოვრების აშკარა ნაწილი იყო. ეს იგივე იქნებოდა ჩემთვის ეთხოვა იმის გაკეთება შემეწყვიტა, რაც დავგეგმე. - კითხვა მაქვს - ვთქვი ჩუმად - რა? - გიორგიმ ინტერესით გამომხედა - შემიძლია სკოლაში სიარული გავაგრძელო? - ვკითხე და ფეხი ნერვიულად ავათამაშე.გიორგიმ ხმამაღლა გაიცინა. მარიამ და მე გაკვირვებულებმა შევხედეთ, სანამ სიცილს მორჩებოდა. გიორგი ალბათ ფიქრობდა რომ ყველაზე სასაცილო ადამიანი იყო მთელს სამყაროში - დაიცა, სერიოზულად გვეკითხები? - სიცილი შეწყვტია და გაკვირვებით გამომხედა - კი, მსიამოვნებს სკოლაში სიარული - ვუპასუხე შეწუხებულმა. არ მრცხვენოდა იმის აღიარების, რომ მიყვარდა სკოლაში სიარული, რადგან ეს ერთადერთი ადგილი იყო სადაც შორს ვიყავი მამაჩემისგან. გიორგი ცოტახნით ჩაფიქრდა - ბოლო-ბოლო შენი სახის დანახვა არ მოგვიწევს ხშირად - თქვა გიორგიმ და ჭამა განაგრძო - იარე სკოლაში -ჩაიცინა თავისთვის - მადლობა ვახშმისთვის - გავუღიმე მარიას ზრდილობიანად და წამოვდექი - ძალიან კეთილი ხარ ძვირფასო - მითხრა მარიამ სანამ გიორგი ისევ თავისთვის იცინოდა. ხვალ შემიძლია სკოლაში წავიდე. ზემოთ რომ ავედი გოგონა დავინახე, რომელსაც ტანზე თითქმის არაფერი ეცვა. ატირებული გამოვარდა ოთახიდან და ზიზღნარევი სახით გამომხედა სანამ კიბეებზე ჩაირბენდა. რა ჯანადაბა გაუკეთა იმ ავადმყოფმა?! დანიელს საშინელ რეპუტაციაზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი და დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აქამდე გაგონილი ყველა ჭორი. ჩემს ოთახში რომ შევედი ლოგინზე საფულე შევნიშნე. ვიფიქრე, რომ ალბათ დანიელის იყო. შიგნით ალბათ იმდენი ფული იქნებოდა, რომ მთელი ცხოვრება მეყოფოდა. ერთადერთი რაც ახლა დამრჩენოდა აქედან გაქცევა იყო. გაქცევა და უკან აღარასდროს მობრუნება. მაგრამ....ეს არცთუ ისე კარგი იდეა იყო და მე არც თუ ისე სულლეი ვიყავი. როგორც კი დამიჭერდნენ სავარაუდოდ იმ წამსვე მომკლავდნენ. არც ქურდი ვიყავი და არ მინდოდა, რომ მათ ჩემგან ქურდი გამოეყვანათ. თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე. მინდოდა დერეფანში მომესროლა საფულე, მაგრამ ვიფიქრე რომ ალბათ დანიელისთვის დაბრუნება უფრო ლოგიკური იქნებოდა. იქნებ სულაც არ იყო ეს მისი საფულე. ღრმად ამოვისუნთქე და დერეფნის ბოლოსკენ დავიძარი. ვიფიქრე რომ დერეფნის ბოლოში შუქი სწორედ მისი ოთახიდან გამოდიოდა. ფრთხილად დავაკაკუნე, მეშინოდა რომ არ შემეწუხებინა. - რა? - გავიგე გაღიზიანებული ხმა ოთახის შიგნიდან. კარი ფრთხილად შევაღე და დავინახე დანიელი როგორ იდგა ზურგშექცევით, ტანსზემოთ შიშველი. სახით ფანჯარას უყურებდა - სოფია - მითხრა ფრთხილად - არ მინდოდა შენი შეწუხება, მგონი შენი საფულე ვიპოვე ჩემს ლოგინზე და უბრალოდ მინდოდა დამებრუნებინა - საფულე ავწიე რომ დაენახა სახეზე ოდნავი გაკვირვება დაეტყო და ჩემკენ წამოვიდა, ჩემს წინ დადგა და ზემოდან ჩამომხედა. - ყოჩაღ, გამოცდა ჩაბარებულია - მითხრა ჩუმად - რა გამოცდა? - ვკითხე დაბნეულმა და წარბები ავწიე - როდესაც ვინმე ახალი მოდის ჩვენს სახლში, ლოგინზე ჩემს საფულეს ვტოვებ ფულით გატენილს და ვაკვირდები აიღებენ თუ არა, მაგრამ შენ არ აგიღია - მითხრა ისევ გაკვირვებული ხმით - აჰ - ჩავიჩურჩულე ჩუმად. ვერ მივხვდი ეს რას ნიშნავდა, ჩემს ხასიათს და პიროვნულობას ტესტავდა თუ იმას, როგორი აღზრდილი ვიყავი. ეს მთლიანი გამოცდა ალბათ ჩვენი გარიგებითი ქორწინების გამო იყო. ახლა თავს საშინლად ვგრძნობდი რომ ამ ფულით გაქცევაზე ვფიქრობდი. მზერა ჩემთვის არ მოუცილებია, მაგრამ საფულე გამოურთმევია - დანიელ, უფრო ფრთხილად უნდა იყო შენს ფულთან. აღება რომ მდომოდა, აუცილებლად ავიღებდი - ვუთხარი მშვიდად და საფულე კიდევ უფრო ზემოთ ავწეი. დანიელმა ხელის გული გახსნა და საფულე ზედ დავუგდე. წინ წამოიწია და ტუჩები ჩემს ყურთან შეაჩერა. ჟრუანტელმა მთელს ხერხემალში დამიარა - ზუსტადაც ეგ იყო მიზანი - ჩამჩურჩულა, გატრიალდა და თავისი მაგიდისკენ დაიძრა - ღამე მშვიდობისა სოფია - მითხრა და ისე ამომხედა თითქოს ჩემგან პასუხს ელოდა - ღამე მშვიდობისა - ვუპასუხე სწრაფად და ოთახიდან გავედი. მასთან სიახლოვით გამოწვეულ ჟრუანტელს ისევ მთელს სხეულში ვგრძნობდი. ოთახისკენ სწრაფად წავედი, ღრმად ამოვისუნთქე და კარები გადავკეტე. ყველაფერი მასთან დაკავშირებული დაძაბულობას მგვრიდა - მისი სიტყვები, მისი მზერა და მისი შეხებაც კი. ***** მოგესალმებით ყველას <3 დამიტოვეთ თქვენი კომენტარი რას ფიქრობთ.. წინ ძალიააან საინტერესო ამბები გელოდებთ... მოკალათდით და კარგ მოგზაურობას გისურვებთ ჩემთვის ძალიან ძვირფას ისტორიაში.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


