შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალი


11-03-2020, 02:29
ავტორი Mtvarisa abuladze
ნანახია 847

????ქალი
იმ დღეს მეგობრებთან ერთად გვიანობამდე გაერთო. ჩათვალა ბევრიც კი მოუვიდა დალევა,ამიტომ მოსაფხიზლებლად ფეხით არჩია გავლა. არეული ნაბიჯებით გაუყვა ნაცნობ ქუჩას. საყვარელ ქალაქს ეფერებოდა და სიგარას სიგარაზე აბოლებდა დროის და ნაბიჯების შესამოკლებლად...
ბევრი არ უვლია,იქვე ,ქალაქის ძველ უბანში,იტალიურ ეზოში შეუხვია და ნაცნობ სახლთან გაჩერდა.შესასვლელი კარი ძალიან ძველი იყო ,ალბათ : ასი,ორასი,სამასი წლის... "არა სამასის ვერ იქნება" , გაიფიქრა და უადგილო ფიქრმა ღიმილი მოგვარა.
ერთი ხანი უხმოდ იდგა კართან, მზერის ერთ წერტილზე და სხეულის ერთ ადგილზე გაჩერება რომ შეძლო კარზე დააკაკუნა.
-შემოდი!
გამოსძახა ნაცნობმა ხმამ.
ქალი ღამის მოულოდნელი სტუმრისკენ არც მოტრიალებულა ისე შესთავაზა დაჯდომა.სტუმარიც თითქოს მიპატიჟებას ელოდებოდაო ,სკამი მაგიდის ქვეშიდან თვითნებურად გამოაჩოჩა და ნელა დაეშვა.
მამაკაცი გძნობდა სხეულში ალკოჰოლის ზემოქმედების შესუსტებას და თანდათან გარკვევით იწყებდა ნივთების აღქმას .ოთახში საშინელი სიძველე სუფევდა. ყველაფერს: ასი,ორასი თუ სამასი წლის ელფერი გადაკრავდა...
უცებ კაცს მოეჩვენა ერთი გაუთვალისწინებელი მოძრაობა და უზარმაზარი სხეულით ყველაფერს მასთან ერთად ჩააქვესკნელებდა . გასაწონასწორებლად ერთი ხელი მაგიდაზე ჩამოსდო,მეორე ხელით კი სიგარის ნამწვს უმისამართოდ დაუწყო ტრიალი.
ქალი სტუმრისკენ მოტრიალდა და საფერფლე წინ დაუდო .მაგიდა ოდნავ დაბალი იყო,ამიტომ სხეულით მამაკაცისკენ დახრა მოუწია.კაცს თვალი გახსნილი საკინძისკენ გაექცა.უკვე ასაკ შეპარებულ ქალს სახე და ყელის შემოგარენი წვრილი ნაოჭებით ქონდა მოქარგული.ახლოდან ეს ყველაფერი ისე მკაფიო ,ისე გულისამრევი მოეჩვენა ,სახე ფანჯრისკენ მიაბრუნა და ერთ წერტილს მიაშტერდა.
ახლა უკვირდა კიდეც,როგორ იზიარებდა ამდენი ხანი მის სიყვარულს.
რამდენი წლის იქნება ნეტა : ასი, ორასი,სამასი წლის?!...
- სამი თვეა არ გამოჩენილხარ?!
დაარღვია დუმილი ქალმა.
– ერთი პერიოდი მეგონა რამე უბედურება შეგემთხვა,მერე გავიგე დაქორწინებულხარ.
- გილოცავ!
მილოცვა რაღაცნაირი ჟესტიკულაციით , ზურგიდან მოაძახა და პასუხს არ დალოდა ისევ განაგრძო საუბარი.
-ანიმ მომიყვა ყველაფერი.
მინდოდა დამერეკა,მაგრამ მითხრეს პატარა გოგო შეგირთავს ,ვიფიქრე არ ვანერვიულო მეთქი "ბავშვი " ჩემი ზარებით.
აღარ დაგირეკე...
ქალი უფრო თავისთვის საუბრობდა და ყავასაც ადუღებდა.მამაკაცი კი უკვე მეხუთე ღერ სიგარას უკიდებდა ცეცხლს.
-ფეხმძიმედ ვარ!
მოესმა კაცს ნისლის ჯანღივით დაბურული კვამლიდან და სიტყვებმა, ავსმომასწავებელ ღრუბლებში გაელვებული ელვასავით გაკვეთა ასი,ორასი,სამასი წლის ჰაერი...
აღარაფერი ესმოდა,ვეღარაფერს გრძნობდა.მოსაუბრის უფორმო სხეულს კი შორს, ძალიან შორს ხედავდა,ნისლებით და ღრუბლებით გარშემორტყმულს.ქალი კი ცისფერი, ნაოჭებშემოხვეული თვალებიდან სასიამოვნო სიახლის მოლოდინით,სიხარულით და გაოცებით სავსე მზერით უყურებდა.
მეტი ვერაფერი მოიფიქრა,სიგარის ნამწვი საფერფლეში ჩაჭყლიტა,ხელით სკამის საზურგეს დაეყრდნო,რადგან ეგონა ამ ადგომით ირგვლივ ყველაფერს ჩააქვესკნელებდა და ეს "ყველაფერი" სწრაფი და მისთვის გასაკვირი სწორხაზოვანი ნაბიჯებით უკან მოიტოვა...
______________________________________

იმ დღესაც ბევრი დალია მეგობრებთან ერთად. სახლამდე ფეხით არჩია მისვლა, არეული ნაბიჯებით გაუყვა ნაცნობ ქუჩას, მზერით საყვარელ ქალაქს ეფერებოდა და თან სიგარას სიგარაზე ეწეოდა დროის და ნაბიჯების შესამოკლებლად...
ბევრი არ უვლია,იქვე ,ქალაქის ძველ უბანში,იტალიურ ეზოში შეუხვია და ნაცნობ კართან გაჩერდა.კარი ძალიან ძველი იყო ,ალბათ : ასი,ორასი,სამასი წლის... "არა სამასის ვერ იქნება" , გაიფიქრა და ნაცნობმა ძველმა ფიქრმა ღიმილი მოგვარა.
ხელით ნელა დააკაკუნა.კარი პატარა ბიჭმა გაუღო. ღამის მოულოდნელი სტუმარი სახლში შეიპატიჟა და კარი ზურგსუკან ისე ენერგიულად მიაჯახუნა,თითქოს ამ მოძრაობით სიძველის ერთდროულად ჩამოფერთხავა სურდა.
ირგვლივ ყველაფერი კი ისევ ისეთი იყო,როგორიც იმ "გაქცევის" დღეს, ასი,ორასი,სამასი წლის...
სტუმარი მიპატიჟებას არ დალოდებია ,სკამი მაგიდის ქვეშიდან გამოაჩოჩა და ნელა დაეშვა. "მას" შემდეგ პირველად იჯდა აქ.
-ასე უკითხავად უღებ ყველას კარს?!
კითხა სტუმარმა ცისფერთვალა ბიჭს და მის "ეშმაკებით დასახლებულ" ანგელოზის თვალებს ძლივს გაუსწორა მზერა.
-დედამ თქვა,ერხელაც, ამ დროს მხოლოდ მამა მოვა,უცხო არავინო!
კაცმა "მარტოობისგან" დაღლილი სხეული ძვესისძველ სკამის საზურგეს მყარად მიაყრდნო,ასი,ორასი,სამასი ღერი სიგარა ზედიზედ გააბოლა და კვამლით დაბურულ ოთახში ბუნდოვნად დაინახა სითბოთი და სიყვარულით დაღარული ქალის ცისფერი თვალები,რომელთა გარშემო ვერცერთი ნაოჭი "ვეღარ" შენიშნა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent