დასასრულის დასაწყისი. (სრულად)
თავში ქაოსი არის, თავზე ხელი ეკიდა და ნელა ნელა იხსენებდა რა მოხდა უეცრად სხეული შიშისაგან აუცახცახდა და გაახსენდა რომ ძილში მყოფს ვიღაც ეხებოდა, მის სხეულზე უსიამოვნოდ და უხეშად დასრიალებდა უცხო ხელები. თვალი გაახილა და შიშისაგან ხმა ვერ ამოიღო, ყურთან კი მამაკაცის უსიამოვნო ხმა ასისინდა. -მე ვარ პატარავ და არ უნდა შეგეშინდეს ჩემი.შიში ქრება, ლომის ძალას გრძნობს და ყვირის შემდეგ ფეხს იქნევს და ფრჩხილებით ხოკავს სახეზე დაუნდობლად, ის კი სახეზე იფარებს ხელს და ცდილობს გააჩუმოს, მაგრამ გარბის, ის ოთახიდან შეშინებული გარბის. მომენტალურად საწოლთან კომოდზე დალაგებულ ტანისამოსს გულზე იხუტებს და უკან არც იხედება ისე გარბის,როგორც იქნა გზაზე გავიდა და არც დაფიქრებულა მანქანას წინ ისე გადაუდგა მძღოლმა მოასწრო და გააჩერა მანაც კარი გააღო და მძღოლს უყვირის. -ჩქარა წადი, გთხოვ წადი იარაღი მაქვს და არც დავფიქრდები ისე გესვრი თუ გზიდან გადაუხვევ. სარკეში უყურებდა თმაგაწეწილ გოგონას და ეცინებოდა, გოგონამ თვალი შეასწრო მის ჩაცინებას და ბრაზიანად უთხრა. -სიცოცხლე მოგბეზრდა მგონი. -არა სიცოცხლე მიყვარს და იცი ძალიან მშია, ჩემთან ერთად ივახშმებ? -ღამის 2 სთ-ია ამ დროს ჭამა როგორ შეგიძლია. -როცა მშია ყოველთვის შემიძლია ვჭამო, რატომ გარბოდი შეგიძლია მითხრა? -მომდევდნენ. -ვინ მოგდევდა, მიდი გამენდე და მომიყევი ყველაფერი რატომ ხარ ასეთი შეშინებული. -ცუდი ადამიანი, ის ძალიან ცუდია და მისი ყველას ეშინია. -შენ რამდენი წლის ხარ. -ანკეტას ავსებ ჩემსას თუ რატომ მეკითხები. -ნუ მეტყვი ვიცი რამდენის წლის ხარ, 16 ან 17-ის მეტ ასაკს ვერ მოგცემ. -17 წლის ვარ უკვე.... -როგორ უკვე, ვერ გავიგე.... -დღეს მაქვს დაბადების დღე, მაგრამ..... -მნიშვნელოვანი მიზეზი გვქონია ერთად ვისაუზმოთ... -არა, მისამართი გითხარი და იმ მისამართზე მიმიყვანე. -მაშინ მინდა საჩუქარი გაგიკეთო და იმედი მაქვს დამთანხმდები. -არა არ დაგთანხმდებით ან რატომ გგონიათ რომ მივიღებ თქვენს საჩუქარს. -დედამ გითხრა რომ უცხო ძიას საჩუქარი არ გამოართვაო? -დედა არ მყავს, არც მამა. თქვა გოგონამ და თვალები ცრემლით აევსო, სარკეში უყურებდა გოგონას და უეცრად გააჩერა მანქანა გოგონას მიუბრუნდა და ცოტა მკაცრი ტონით უთხრა. -17 წლის ჯერ კიდევ ბავშვი თუ დედა და მამა არ გყავს, სად მიდიხარ ამ დროს. -მეგობართან, მხოლოდ მასთან შემიძლია მივიდე როცა ძალიან მიჭირს და იცი რა რთულია როცა მარტო ხარ, როცა არავინ არ გყავს დაეყრდნო. -კარგი მიგიყვან იქ სადაც მიდიხარ, მაგრამ ერთი პირობით. -რა პირობით. -საჩუქარს აიღებ ჩემგან.გაჩუმდა და მხოლოდ სარკეში უყურებდა უცხო მამაკაცს და მამაკაცმაც რამდენიმე წუთში მისთვის ნაცნობ მისამართზე გააჩერა, უცნობმა საფულე ამოიღო და რამდენიმე მსხვილი კუპიურა ამოიღო გოგონას მიუბრუნდა და უთხრა. -მინდა საჩუქარი გამომართვა. გოგონამ შეხედა უცნობს და გაოცებულმა დახედა მის ხელში მწვანე ას ლარიანებს და შემდეგ თვალებში შეხედა. -ვერ ავიღებ არ შემიძლია. -გამომართვი გთხოვ და უცნობი მეგობრისგან რამე იყიდე სამახსოვრო საჩუქარი, იმედია ოდესმე შევხვდებით ერთმანეთს. -ეს, ეს აუცილებელია? -მე ვთვლი რომ აუცილებელია და უნდა აიღო, ეს კი ჩემი ნომერია რა დროც არ უნდა იყოს და ჩათვლი რომ დახმარება გჭირდება დამირეკე, გესმის დამირეკე.ქაღალდი გამოართვა ფულთან ერთად გოგონამ და გაოცებულმა შეხედა. -აქ სახელი არ დააწერე უბრალოდ ,,უცნობი’’აწერია. -შენ დამირეკე და მითხარი უცნობი ვარ და მივხვდები ვინ მიხმობს და ვის ჭირდება ჩემი დახმარება.გაუცინა გოგონამ და მისმა ბავშვურმა ღიმილმა დააბნია, გოგონამ კარი გააღო და გადასვლისას უთხრა. -მადლობა და დაგირეკავ უცნობო. თვალი ჩაუკრა და წავიდა, უცნობი კი რამდენიმე წუთი ისევ იქ იდგა შემდეგ ჩაიცინა და წავიდა მთვარე სუსტად ანათებდა ღრუბლებიდან, მიდიოდა და მის თვალებში შემთხვევით გაცნობილი უცნობი გოგონას თვალებს უყურებდა, ჩაიკარგა ფიქრებში და გზად წითელი მანქანა შენიშნა სვლა შეანელა საათს დახედა წარბი მაღლა ასწია და მანქანასთან მისვლამდე ჩურჩულით თქვა. -ვინ უნდა იყოს ამ დროს ან აქ რას აკეთებს.მანქანას გაუსწორდა თუ არა შავმა თვალებმა შემოანათა სადაც დაგუბებული ცრემლი შენიშნა, გოგონამ კი თითქოს მასში მისი მხსნელი დაინახა. -ღმერთო ისევ გოგონაა ეს რა სიურპრიზებით სავსე ღამე არის.გააჩერა გოგონას შეხედა და უთხრა. -რატომ გაჯიუტდა, გაფუჭდა თუ საწვავი აღარ გაქვს. -გაფუჭდა, ტელეფონიც დამიჯდა და დახმარება ვერ გამოვიძახე ამიტომ ვზივარ და ველოდები გათენებას.ჩაიცინა და მანქანა გვერძე მიაყენა, გადმოვიდა მანქანასთან მივიდა და თქვა. -აბა ვნახოთ რა ატკივდა შენს რიჟას. დიდხანს ათვალიერა ყურადღებით, გოგონა კი იდგა და მას ათვალიერებდა,რამდენიმე წუთი ორივე მდუმარედ იყო, ბოლოს უცნობმა შეხედა გოგონას თვალი ჩაუკრა და უთხრა. -დაქოქე..... -ღადაობ? -დაქოქეეეე.... -მართლა? -დაქოქე და პირდაპირ სახლში წადი შენი ასაკის გოგონები ახლა სიზმრებს ხედავს. გაოცებული უყურებდა უცნობს, გააბრაზა მისმა სიტყვებმა მანქანა დაქოქა და წავიდა, რამოდენიმე მეტრი გაიარა მოწყვეტით გაჩერდა უკან დაიხია და მის მხსნელს შეხედა. -მადლობა. უთხრა გაბრაზებულმა და წავიდა, უცნობს კი გაეცინა და თქვა. -გაიქეცი, გაიქეცი მაინც გავიგებ ვინც ხარ და ისეთი გრძნობა მაქვს მალე შევხვდებით ერთმანეთს.ისევ ღიმილით გააგრძელა გზა და სახლში მისვლამდე ამ ღიმილით მივიდა და რომ გეკითხა რატომ იღიმოდა ვერ ახსნიდა რადგან არ იცოდა ერთ ღამეში ორი გოგონას დახმარება სხვა და სხვა ადგილზე დამთხვევა იყო თუ რამე სხვა.სახლის წინ დააყენა მანქანა და გადმოვიდა თუ არა მანქანიდან თავისი ძველი და ჩვეული მკაცრი იმიჯი დაიბრუნა. -დაგაგვიანდა უფროსო. -მელოდებოდი ვასო და რატომ, მოხდა რამე? -არა არ გელოდებოდით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ამ დროს აქ ვართ და როცა მოდიხარ ვიცვლებით, ამიტომ ვხედავთ ერთმანეთს იშვიათად. -ეს რა ხდება მოკალით ვინმე და ამიტომ ნერვიულობთ? უამრავი სიგარეტის ნამწვავები ეყარა ძირს, მეორე მეგობარმა თავში წამოარტყა ვასოს ხელი და უთხრა. -ახლავეს აკრიფე სათითაოდ ყველა, იდიოტო. -ვასო ღერი ღერზე ეწევი და ნასვამიც ხარ, რა გჭირს პრობლემები გაქვს? -გაანთავისუფლეს სულ ცოტა ხნის წინ უფროსო. -რატომ, რა დააშავე? -სხვაგან მგზავნის იქ მჭირდებიო. -სად ოფისში? -ოფისში. -იქ უკვე სამნი არიან და დავიმატე კიდევ ერთი, შენ ისევ აქ დარჩები ან იქ რა უნდა გააკეთო აქ უფრო საჭირო ხარ. -მაგრამ................... -მაგრამ არ არსებობს აქ უფროსი მე ვარ და სხვა არავინ, თუ დამჭირდები გადაგიყვან. -ხომ გითხარი ნუ ნერვიულობ ალექსანდრე მოვა ის გადაწყვიტავს სად უფრო ჭირდები აქ თუ ოფისშიმეთქი. -საქმეს მიხედეთ და სხვა დროს ნასვამი არ დაგინახოთ პოსტზე. -ალექსანდრე მართლა მტოვებ აქ და არსად წავალ? -გითხარი აქ იქნები, ერთხელ ნათქვამს მეორედ არ ვიმეორებ ვასო. -გასაგებია და მადლობა. ალექსანდრე წავიდა და ღიღინით შევიდა სახლში სადაც ღიმილით შემოეგება ასაკოვანი, მაგრამ ულამაზესი ქალბატონი. -მოხვედი, ალექსანდრე დაგაგვიანდა. -დამაგვიანდა, მაგრამ მოვედი ჩემო თეთრო მტრედო ხომ არ მოიწყინე ჩემო ქალბატონო. -არა, შენს ლოდინში წიგნი წავიკითხე. -კარგია, მომწონს გონებას ავარჯიშებ. -შენ როგორ ხარ, რამეს დალევ შვილო? -ყავა რომ დავლიო ძალიან გვიან არის, ფორთოხლის წვენზე არ ვიტყოდი უარს დედა. -კარგი შვილო დღეს დავწურე ფორთოხალი და მაქვს მაცივარში.ალექსანდრე ბუხართან მდგარ სავარძელში ჩაჯდა და თვალები დახუჭა რამდენიმე წუთი იყო თავისთვის ნაცნობ და სხვისთვის გაუგებელ სამყაროში სადაც უცნობი გოგოს თვალები მოსვენებას არ აძლევდა, რამდენიმე წუთში კი მაღალ ჭიქაში ცივი ფორთოხლის წვენი მიუტანა და უყურებდა თვალებდახუჭულ ალექსანდრეს ღიმილი რომ დასთამაშებდა სახეზე და თავადაც გაეღიმა. -შვილო ძალიან დაღლილი ხარ..... ალექსანდრემ თვალები გაახილა ჭიქა ჩამოართვა მოსვა და პაუზა გააკეთა, შემდეგ კი ღიმილი აჩუქა დედას. -დაღლილი ხარ, რატომ არ გინდა შვილო მარტოობას ფრთები დაამტვრიო და შენც დაიწყო ადამიანური ცხოვრება. -რას გულისხმობ დედა ადამიანურ ცხოვრებაში, ნინა შენ ფიქრობ რომ მე ცხოველი ვარ?ნინამ გაოცებულმა შეხედა ალექსანდრეს და შემდეგ ორივეს გაეცინა. -რას ამბობ წლები რომ გემატება და ეს კედლები ყრუდ დგას ახმაურებას ითხოვს, ბავშვის ტირილის ხმა მონატრებია თითოეულ კუთხეს და შენც ისე ითვლი მარტოობის წლებს როგორც მე. -ნუ ჩქარობ ჯერ სამი ოთხი წელი წინ მაქვს, თავისუფლება ძნელი შესალევია ნინა. ნინა ადგა პიანინოს თავზე ფოტოს შეხედა ხელში აიღო გულზე მიიდო და თქვა. -ამ ფოტოში ძალიან ახალგაზრდები ვიყავით სტუდენტები და ცხოვრების გზაზე ახალი ფეხადგმულები, ის იყო მთელი ჩემი სამყარო და უკიდეგანოდ დიდი იყო ის სამყარო ჩემთვის. ვუყვარდი თავდავიწყებით და მიყვარდა ტკივილამდე, ჩვენ ორნი ვიყავით წლების განმავლობაში და ვერასოდეს გავხდით სამი, ჩვენ დავრჩით ბოლომდე ორნი და ახლა მხოლოდ მე რომელიც ვცხოვრობ მისგან დატოვებული სიყვარულის მოგონებებით.შვილო მე ყოველთვის მქონდა მისი იმედი, მაგრამ ბევრჯერ უიმედოდაც მითევია ღამეები თუმცა შემეძლო მემართა ჩემი გრძნობები და არ ავყოლილვარ მას.წლების მანძილზე გვერდი გვერდ ყოფნით ჩვენ შევქმენით არაფლისგან ყველაფერი და რასაც აქ ხედავ,ჩვენ ორივე ცხოვრებამ ჩამოგვაყალიბა საქმიან პიროვნებებად.ეს კედლები და ჭერი იყო ჩვენი თავშესაფარი, ჩვენ ერთად შევძელით ოცნებების ასრულება და როცა აქ დავსახლდით სამი თეფში,სამი კოვზი და სამი სკამი გვქონდა უფანჯრო სახლით. ყველაფერი ნელა ნელა კეთდებოდა, მაგრამ ბედნიერება სრულყოფილი არასდროს არ იყო, როცა ექიმთან ბოლო ვიზიტზე მითხრეს რომ დედა ვერასოდეს გავხდებოდი არ ავყოლილვარ ემოციებს, მეწყინა რა თქმა უნდა და განვიცდიდი ჩემებურად, მაგრამ მე გვერდით მყავდა ალექსანდრე და ერთ დღეს გაბედულად და კარგად დაფიქრების შემდეგ უთხარი ალექსანდრეს რომ ეპოვა სხვა ქალი ვინც შვილს გაუჩენდა, მაგრამ პირობა უნდა მოეცა რომ პატარა ჩემთვის უნდა მოეცა მე გავზრდიდი, მე ავღზრდიდი, მე ვიზრუნებდი მასზე და მან უცნაურად შემომხედა. -ნინა რას მეუბნები, შენ მთავაზობ რომ მე სახვა ქალთან დავწვე და ამ დროს შენ იცი მე თუ დავაგვიანებ სხვა ქალთან ყოფნის გამო დავაგვიანე? -ალექსანდრე მე ბევრი ვიფიქრე და შენ რომ სრულყოფილი ადამიანი იყო მე მზად ვარ ეს გავაკეთო, მე ვერ გაჩუქე შვილი ვერ გავხადე სრულყოფილად ბედნიერი ჩვენი სახლი და ვიცი რომ გიკვირს, მაგრამ მე თანახმა ვარ სხვასთან გააჩინო შვილი გინდა ჩასახვით და გინდა ბუნებრივად..... -მაგრამ ხომ შეიძლება ავიყვანოთ და გავზარდოთ..... -მინდა შენი შვილი მყავდეს და შენ გგავდეს ალექსანდრე. -იცი რომ დიდსულოვანი ადამიანი ხარ? -ბევრჯერ გითქვამს და უკვე ვიცი.გაუღიმა ალექსანდრეს და ფოტოს კიდევ ერთხელ სიყვარულით დახედა, შემდეგ ისევ ალექსანდრეს წინ სავარძელში ჩაჯდა და მას მიუბრუნდა. -მინდა დაქორწინდე და შენი შვილი გავზარდო. -ჯერ არ ვფიქრობ დაქორწინებას ნინაჩკა მაგრამ გპირდები, როცა გადავწყვიტავ და დრო მოვა პირველი შენ გეტყვი. -გიყურებ და ჩემს წინ ჩემი ალექსანდრე დგას, მამას ახალგაზრდობა ხარ ალექსანდრე. -მამას ვგავარ და მისი სახელიც მქვია, დედა დრო შეიცვალა და ვერავის ვეღარ ენდობი ყველა უნდობი გახდა, ფიქრები ამებარდა და ვცდილობ ავაწყო ჩემი პირადი, მაგრამ გოგოს ვერ ნახავ რომ მოგეწონოს შენი ცხოვრების თანამგზავრი გახადო ესეც რომ არა ვერ გავიგე ჩემგან რას ითხოვენ ან ჩემში მხოლოდ ფულს რატომ ხედავენ ამ დროს ჩემი თავი უსარგებლო ნივთი მგონია ერთ კუთხეში მიგდებული ან ნახევრად გადაშლილი და მიტოვებული წიგნი თითქოს ვიღაცამ დაიწყო კითხვა და ნახევრამდე წაიკითხა იქ ტკივილის გარდა ვერაფერი ნახა და მიატოვა,იცი რატომ? გული ვერ დაუდო ან ვერ გაუგო იქ რაც წაიკითხა, აზრი ვერ გამოიტანა და ვფიქრობ ყველა ქალისთვის უინტერესო ადამიანი ვარ ან მე ვარ ზედმეტად დაკვირვებული და ის რაც მინდა ქალში აღმოვაჩინო ვერ აღმოვაჩინე ჯერ ჯერობით. -რას ამბობ ალექსანდრე შენს გულს ჯერ სიყვარული არ წვევია და ამიტომ ხარ ასე უიმედოდ. -ალბად, არ ვიცი მაგრამ შენ უფრო კარგად ერკვევი ამ გრძნობაში. -უიმედოდ მე უნდა ვყოფილიყავი, როცა ალექსანდრემ დედაშენი გაიცნო და მასთან დაიწყო ურთიერთობა ეს ურთიერთობა კი სიყვარულში გადაიზარდა მე კი არც გამიმტყუნებია მას ის ქალი შეუყვარდა ვინც გაუჩინა შვილი და ის სრულყოფილ მამაკაცად აქცია. -როგორ შეეგუე ღალატს. -შენ მყავდი, შენ მომეცი ძალა და ენერგია ალექსანდრე. როცა შენ ჩემს გვერდით არ იყავი სიგარეტს მივეჯაჭვე და ამ სიგარეტის ფერფლთან ერთად იფერფლებოდა ჩემი ბედნიერი წლები..... -მე მახსოვს რომ დაბრუნდა ერთი დაბრუნება, უშენოდ არსად მიდიოდა. -ეს მას შემდეგ დაბრუნდა როცა ის ქალი თავის საწოლში სხვასთან ერთად შეისწრო, მანამდე გაწყვიტა ჩემთან კონტაქტი და ორი წელი არ მოსულა სახლში. მე ვუძღვებოდი ჩემს საქმეს, ის ოფისშიდაც იყო და ლექციებსაც კითხულობდა იმდენად დაიძაბა ჩვენს ორ შორის სიტუაცია ვერც კი ვამჩნევდით უკვე ერთმანეთს. დამავიწყა საქმემ და ყოველდღიურმა პრობლემებმა მისი არსებობა მე უკვე მის გარეშე ვცხოვრობდი ის კი ჩემს გარეშე, ჩვენი სამყარო გაიყო ერთი ნაწილი ნათელი ფერებში იყო მეორე ნაწილი კი სიბნელეში. არ ვიცნობდი იმ ქალს ვისთანაც წავიდა შორიდანაც არ მყავდა დანახული, ერთ დღეს კი მაღაზიაში შევედი რადგან ვიტრინაში გამოდებულმა კაბამ გული ამიფრიალა იმ კაბის ყიდვა მომინდა, კაბა იმდენად კარგი შეკერილი იყო ვიდექი და ვუყურებდი. არ დავფიქრდი კაბა გადმოვიღე და გასასინჯად შევედი რომ იმ კაბის გვერდით მეორე კაბა იყო წითელი და ისიც ძალიან ლამაზი ზვაროვსკის თვლებით გაწყობილი და მესმის გოგონას ხმა. -ეს წითელი კაბა რა ფასიანია? -აწერია ფასი გოგონა. უგულოდ უთხრა კონსულტანტმა გოგონამ რადგან დარწმუნებული იყო ვერ იყიდდა იცი რატომ, ალექსანდრე ის კაბა ძალიან,ძალიან ძვირი ღირდა კარგად მახსოვს მისი ფასიც 3000ლარი, მაგრამ მისთვის ეს ფასი არაფერი იყო თითქოს ის სამყაროს მმართველი იყო უამრავი ფულით, ფასს დახედა და ტელეფონზე დარეკა და გავიგონე ალექსანდრეს ხმა ერთიანად გავცივდი ადგილზე და უცებ რაც მომაფიქრდა ჩემს ადვოკატს დავურეკე ბარათის დაბლოკვა ვუბრძანე ბიზნესი ჩემი იყო და ეს წლები ჩემი ნამუშევარი და გამომუშავებული თანხით აცხოვრებდა იმ ქალს ვის გამოც ჩემგან წავიდა.კაბა შეაფუთინა და ბარათი ვერ გაატარა, გაშეშდა ადგილზე შერცხვა და ისევ დაურეკა ალექსანდრეს და მის ახლოს ვიდექი ალექსანდრემ დარწმუნებულმა თქვა. -შეუძლებელია... -რა არის შეუძლებელი შენმა ძუკნა ცოლმა ბარათი დაბლოკა, გესმის ალექსანდრე დაბლოკა. -მოვდივარ ახლავეს. თქვა და ტელეფონი გათიშა, მე უკვე მშვიდად ვიყავი კაბა მოვისინჯე ძალიან მომიხდა, შავი ფერი არ მიყვარდა მაგრამ მისი წასვლის შემდეგ რადგან ჩემი ცხოვრება დაბნელდა მეც შავ ფერს მივეძალე. -შესანიშნავია, ძალიან მოგიხდათ თქვენს სხეულს გამოკვეთილად აჩენს. -მეც მომწონს, გავიხდი და შემიფუთეთ. კაბა გავიხადე კონსულტანტ გოგონას გადავეცი და რამდენიმე წუთში ღიმილით გავუწოდე ბარათი გოგონას და ვუთხარი. -კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, კარგი არჩევანი გავაკეთე და არ ვნანობ დღეს აქ შემოსვლას. გოგონამ გამიღიმა ბარათი გაატარა და შეფუთული კაბა მომაწოდა. -მადლობა, კიდევ გელოდებით. კმაყოფილი სახით კარისკენ შევბრუნდი რომ იქვე სულ ბავშვი გოგონა იდგა ცრემლიანი თვალებით და გულწრფელად შევთავაზე დახმარება. -დახმარება ხომ არ გჭირდება თუ შემიძლია..... -არა, არა, მეუღლეს ველოდები. -მეუღლეს, ჯერ სულ ბავშვი ხარ და უკვე მეუღლეც გყავს, ყოჩაღ. შევბრუნდი და უეცრად ალექსანდრეს წინ აღმოვჩნდი. -ნინა? -ალექსანდრე? -აქ არ ველოდი შენს ნახვას. -რატომ ალექსანდრე ჩემთვის აკრძალულია მაღაზიაში შესვლა თუ რატომ არ მელოდი. -საყვარელო, ბარათი..... -ნინა შემომხედე, ვიცი რომ შენ დაბლოკე ბარათი..... -აქ არ ელოდი ჩემს ნახვას ისე როგორც ბარათის დაბლოკვას, მაგრამ დიახ მე დავბლოკე რადგან მე დღე და ღამე ვმუშაობ შენ კი რას აკეთებ ალექსანდრე დრო გაგყავს შენზე ძალიან პატარა ასაკის გოგოსთან. -ნინა მომისმინე..... -ალექსანდრე თავად მომისმინე, ძალიან ბევრი რამ მასწავლა მარტო ცხოვრებამ, ცხოვრებას სულ სხვა თვალით შევხედე რაც შენ აღარ ხარ ჩემს გვერდით. -ეს შენი თხოვნაც იყო და სურვილიც...... -არც ვუარყოფ და არც მიმაქვს უკან ჩემი სიტყვები, მაგრამ შენ იმაზე მეტი მოინდომე რაც ჩემი სურვილი იყო. -სურვილი აგისრულდება ნინა.... -უკვე აღარც მაქვს ეს სურვილი ისედაც მშვენივრად ვგრძნობ თავს. -ვხედავ როგორ კარგად ხარ, ამიტომ მიეძალე შავ ფერს თითქოს შენი სამყარო გაუფერულდა და იქ ფერადი ფერების ადგილი აღარ არის. -ჩემს სამყაროს მე თავად ვავსებ ალექსანდრე შენ მას მიხედე ცრემლები მოწმინდე და მისი საოცნებო კაბა უყიდე რომელიც 3000 ლარი ღირს.... -რა ღირს, 3000ლარი? -დახმარება შევთავაზე და უარი მითხრა მეუღლე მიყიდისო და ნუ გააწბილებ,უყიდე. გაოცებულმა შეხედა ალექსანდრემ იქვე მდგარ გოგონას და მასთან მივიდა, მკაცრად შეხედა და უთხრა. -დააბრუნე.... -ვერ დავაბრუნებ, გთხოვ მიყიდე ალექსანდრე. -ყოველ დღე ყიდულობ ახალ ახალს და რა ვერ გაძეხი, წასვლით კი არსად არ დადიხარ. -შენს გარეშე სად უნდა წავიდე, გთხოვ ამ ერთხელ. -გამეცინა, გაბრაზებული ალექსანდრე და მტირალი გოგონა დავტოვე მაღაზიაში და წამოვედი ამაყი, თავაწეული, ყელმოღერებული და გამართული სწორი ნაბიჯებით.დამიჯერე ალექსანდრე სახლში მოსულმა კაბა სად მივაგდე დიდი დრო იყო გასული მისი არსებობა რომ გამახსენდა, მაგრამ იმ ღამით მთელი ღამე ტირილში გავათენე, დილით გამთენიისას კი ტირილისგან დასიებული თვალებზე კიტრის ნათალები დავიდე ერთი საათით და სამსახურში ჩვეული ფორმით წავედი როგორც მივდიოდი ყოველ დილით ღიმილით და თავაწეული. -ისინი, მას შემდეგ რა მოხდა მათ შორის. -როგორც გავიგე იმ დღეს იკამათეს და დაშორდნენ,მამაშენი სახლში არ დაბრუნებულა, მაგრამ შემდეგ ისიც გავიგე რომ დააჯერა პატარა გოგო მის ტყუილებში და ისევ ერთად იყვნენ მას ხომ ფული ჭირდებოდა და ამიტომ იყო მასთან. -როგორ, ასე ადვილი იყო მისთვის ისეთი ტყუილის თქმა რომ ქალს დააჯერებდა? -უთხრა რომ ყველაფერს დაიბრუნებდა და მე კი ბიზნესიდან წავიდოდი.ნინამ ჩაიცინა და თვალები დახუჭა, რამდენიმე წუთით დაბრუნდა წარსულში და გაახსენდა ალექსანდრეს სიტყვები და როგორი მინდობილი იყო მასზე ის პატარა გოგონა. -ერთ დღეში დავკარგე ყველაფერი, გუშინ რომ ყვაოდა ჩემი ბიზნესი დღეს ნოლზე ვარ ელისო რატომ არ გინდა გამიგო. -როგორ დაკარგე და როგორ დაუთმე იმ ქალს ყველაფერი? -ყველაფერი გაქრა, ელისო აღარაფერი აღარ არის ისე როგორც ადრე. -არ გიფიქრია რომ დაიბრუნო ის რაც შენია და რაც გეკუთნის, უნდა აზღვევინო და უნდა გადაიხადოს,ალექსანდრე უნდა დაგიბრუნოს, მან უნდა გადაიხადოს რაც დაგაკარგინა. -მომისმინე, კაცი რომ იყოს ხელს ავწევდი მასზე, მაგრამ ის ქალია და როგორ შევეხო ქალს და რას მოვიგებ თუ ხელს ავწევ მასზე..... -არა, არა, არა ეს უარესია, მაგრამ ასე უმოქმედოდაც ხომ არ უნდა იყო არაფერს ამბობ არაფერს აკეთებ და მან შენი უმოქმედებით ისარგებლა წაიღო ყველაფერი. -როცა ადამიანი იცი გმტრობს მშვიდად უნდა შეხვდე შენს მტრებს და დრო უნდა, მაგრამ ყველაფერი დალაგდება. -ჩვენ, ჩვენ რა გავაკეთოთ შვილი უნდა გვყავდეს და სიღარიბეში გავაჩინო? -ბავშვი გაჩნდება და გაიზრდება სიმდიდრეში, დამიჯერე მას არაფერი არ მოაკლდება. -გინდა მას მიუყვანო ჩვენი შვილი? -ჩვენი შეთანხმება არ დაგავიწყდეს, შენ მიიღებ რასაც დაგპირდით და ბავშვს ნინა გაზრდის. -ბავშვს წაიყვან და დავშორდებით? -ნუ ფიქრობ ცუდზე ჯერ დრო არის, ვიფიქრებ მანამდე მან უნდა იფიქროს რომ მაჯობა და გაიმარჯვა, მაგრამ ჩემი დროც დადგება. გპირდები, ელისო ყველაფერს დავიბრუნებ და ბავშვს ყველაფერი ექნება. -გასაგებია, ახლა სად არის როგორც მე გავიგე ისინი ერთად არ არიან, ისინი დიდი ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს.ნინამ გაოცებულმა შეხედა ალექსანდრეს და უთხრა. -შენ მათ შესახებ იცი ყველაფერი და ხვდები კიდეც მათ? -სიმართლე გითხრა არ დავინტერესებულვარ და თუ მოვინდომე კარგად მიცნობ,იცი რომ თუ რამეს ჩავიფიქრებ საქმეს ბოლომდე მივიყვან, შენ გეწყინება მათ თუ შევხვდები? -არა, არ მეწყინება ალექსანდრე აქამდეც უნდა გეპოვა დედა და გაგეცნო, მაგრამ შენი საქმისა შენ იცი მე წინ არ დაგიდგები დამალვა რომ მდომოდა არც გეტყოდი სიმართლეს შვილო, მაგრამ გითხარი და ასე უკეთესია ყველასთვის რომ ჩვენს შორის საიდუმლო არ არის. ალექსანდრემ საათზე დაიხედა და ნინას შეხედა. -შუაღამე გადავიდა უკვე და დაისვენე მეც ადრე უნდა ავდგე დილით, ხვალ რთული დღე მაქვს. -რატომ რა მოხდა, პრობლემები გვაქვს? -არაფერი ისეთი რომ ვერ მოვაგვარო.... -ალექსანდრე ძალიან ადვილად ენდობი უცნობს და გთხოვ ყურადღებით იყავი, ყველას ნუ ენდობი ვინც არის შენს გარშემო. -ვიცი დედა და მინდა მშვიდად იყო. ალექსანდრე ფეხზე წამოდგა ნინასთან მივიდა გულში ჩაიკრა და უთხრა. -დაისვენე, ტკბილი ძილი ჩემო მტრედო. -ტკბილი ძილი შვილო.ალექსანდრემ შუბლზე აკოცა ნინას ნინამ კი მკერდზე დაუტოვა კოცნა და ორივე თავიანთ საძინებელში შევიდა, ალექსანდრემ ვერანდაზე გავიდა და სიგარეტი აანთო, მაგრამ ანთებული სიგარეტი საფერფლეზე დადო და სანამ არ ჩაიწვა სიგარეტი სიბნელეში იდგა და ფიქრობდა ისე როგორც ნინა იჯდა საწოლზე თავის საძინებელში და ალექსანდრეს ფოტო ეჭირა ხელში ბევრი რამ გაახსენდა მათი ცხოვრებიდან და უკვე თენდებოდა სურათით ხელში რომ ჩაეძინა, ალექსანდრე კი ძალიან ადრე იყო თავი მოიწესრიგა თითქმის არც უძინია როცა მზად იყო უკვე წასასვლელად ნინას საძინებელში შევიდა როგორც ყოველთვის და შეხედა ნინას ფოტოსთან ერთად ჩასძინებოდა, ხელიდან ფრთხილად აართვა ფოტო იქვე საწოლთან კომოდზე დადო შემდეგ კი ნინას უყურა რამდენიმე წუთი და უხმოდ გავიდა სახლიდან დაცვის ბიჭებს გაუკვირდა ალექსანდრე რომ დაინახეს ჯერ კიდევ კარგად გათენებულიც არ იყო და სამივე ფეხზე წამოდგა. -რა მოხდა, აქ სიმშვიდე გვაქვს უფროსო და თქვენ.... -მშვიდობა გვაქვს ნუ დაგეკარგათ ფერი სამივეს ბევრი საქმე მაქვს, დედა რომ გაიღვიებს უთხარით რომ გავედი და ფრთხილად იყავით. -კარგი, ვეტყვით რომ ადგება.ალექსანდრე ოფისში მივიდა და ოფისი ცარიელია არავინ არ იყო მოსული რა თქმა უნდა არც მისი მდივანი მარიზი არ მოვიდოდა ასე ადრე და გადაწყვიტა კაფეში შესულიყო ყავა აეღო მისთვის ამიტომ უკან დაბრუნება მოუწია. -ალექსანდრე ცუდი სიზმარი ნახე თუ ასე ადრე რატომ მოდი მეგობარო. -რატომ გაგიკვირდათ ყველას ვინც კი დამინახეთ ამ დროს გარეთ, მშვიდობაა ყავა გამიკეთე და გავალ ბევრი საქმე მაქვს ნუგზარი ამიტომ მჭირდება შენი ცხელი ყავა ორმაგი რომ გამომაღვიძოს და მოდუნების საშუალება არ მომცეს. -რადგან ასეა დამელოდე. რამდენიმე წუთში ალექსანდრეს წინ იდგა ცხელი ქაფქაფა ყავა და უთხრა. -მიირთვი გეთაყვა შეგერგოს. ალექსანდრეს თვალი ჩაუკრა და ალექსანდრემ ჯერ სურნელი შეისუნთქა ყავის და ნეტარებისგან თვალები დახუჭა, თვალი რომ გაახილა ნუგზარის შეხედა და უთხრა. -როგორ არ ვეცადე გავაკეთო ასეთივე ყავა და ვერ შევძელი არასდროს გამომივიდა, შელოცვას უკეთებ? -წადი წადი და ადრიანად იწყებ დღეს ნაყოფიერი დღე გექნება. ორივეს გაეღიმა და ალექსანდრემ მომენტალურად გარეთ გაიხედა და დაინახა მოხუცი შემდეგ ნუგზარის შეხედა და უთხრა. -იმ მოხუცს რაღაც უჭირს.... -სად არის მოხუცი. გაოცებულმა გააყოლა თვალი ალექსანდრეს რომელმაც ყავა იქვე დატოვა და გარეთ გავიდა, მოხუცი ქალბატონი კედელ კედელ მიყვებოდა და გაჩერდა კედელს მიეყრდნო თითქოს ვინმეს ელოდა, ალექსანდრემ არც დაფიქრდა გზა გადაჭრა და მასთან მივიდა, ახლოდან მისულს მისი ფერი არ მოეწონა ხელი შეაშველა მოხუცს და უთხრა. -ცუდად გამოიყურებით, ექიმს მივმართოთ...... -კარგად ვარ.... -მაგრამ ფერი არ გადევთ.... -მხოლოდ რამდენიმე წუთი ვიქნები ასე და გამივლის, აქ მჩხვლეტს. გულთან მიიდო ხელი და ალექსანდრეს შეხედა ცრემლიანი თვალებით. -ჯერ ხომ ძალიან ადრე არის გარეთ რატომ ხართ ამ დროს. -ასე გამოვდივარ ყოველ დილით, ამ დროს შეიძლება მხოლოდ სუფთა ჯანგბადის სუნთქვა ჩვენს ქალაქში შვილო. -კარგია ეს ჯამრთელობაა, მაგრამ ახლა რასაც ვხედავ ექიმის დახმარება გჭირდებათ და უნდა წავიდეთ.ბევრი იუარა უცნობმა ბებომ, მაგრამ ალექსანდრემ კაფის მიმართულებით გაიხედა და ნუგზარიმ მიხვდა რომ ალექსანდრეს დახმარება ჭირდებოდა კაფედან გავიდა და ალექსანდრესთან მანქანით მივიდა, ალექსანდრემ მოხუცი ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა. -კარგად შეამჩნიე რომ ცუდად იყო..... -თუ დამაგვიანდეს ბიჭებს უთხარი რომ კლინიკაში ვიქნები. -კარგი, მშვიდად იყავი ალექს და რომ დაბრუნდები შემოიარე. ალექსანდრე წავიდა და უცნობი ბებო კლინიკაში მიიყვანა, იქ მიმღებში მიიღეს მოხუცი და დაელოდა სანამ ექიმი არ ნახავდა და ეტყოდა როგორ იყო მოხუცი. ერთი საათის ლოდინის შემდეგ ექიმი დაინახა მისკენ მომავალი და ისიც წინ შეეგება ექიმს. -თქვენს ბებოს გულის ძლიერი კრუნჩხვა ჰქონდა რაც გამოწვეულია ძლიერი სტრესისგან. -ექიმო გააკეთეთ ყველაფერი რაც მის ჯამრთელობას ესაჭიროება. ექიმმა გაბრაზებულმა შეხედა ალექსანდრეს და მკაცრად უთხრა. -ახალგაზრდავ ძალიან სიმპატიური მამაკაცი ხართ, მაგრამ სანამ ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანთ მოხუცს საბოლოო შედეგზე რომ დაფიქრდეთ არ გიფიქრიათ? ის ხომ მგრძნობიარე არის და მის ასაკში მათ მოფერება ჭირდებათ რაც მისთვის ვფიქრობ რომ შეუძლებელია. -რას გულისხმობთ, ექიმო მე საერთოდ არ ვიცნობ ვინ არის ეს მოხუცი ბებო მას შევხედე ჩემს ოფისთან რომ უჭირდა და აქ მოვიყვანე, თქვენ ექიმი ხართ და ვალდებული ხართ მას მიხედოთ და არა მე მისთვის უცნობ და უცხო ადამიანს შეურაცყოფა მომაყენოთ ან ლექცია წამიკითხოთ ისე როგორც უზნეოს და გაუზრდელ ბიჭს. ვინ არის მისი პირადობა ნახეთ? -ის, ის, ნინო ქართველიშვილი არის....... -მე კი ალექსანდრე სურმანიძე ვარ ბიზნესმენი, გასაგებია? თქვა და შებრუნდა, ექიმი კი გაოცებული დატოვა იქვე მდგარმა ექთანმა შეხედა ექიმს და უთხრა. -შვილი ან შვილიშვილი მეგონა იყო..... -მეც მასე ვიგულისხმე და უდანაშაულო ადამიანი დავადანაშაულე, როგორ დაუფიქრებლად მოვიქეცი ტატიანა. ალექსანდრე იმ დღეს ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული იყო და რატომ ბრაზობდა ვერავინმა ვერ გაიგო მიზეზი, მხოლოდ ნუგზარიმ იცოდა იმ დილით ალექსანდრემ რაც გააკეთა მოგვიანებით ისევ შევიდა ნუგზარისთან ალექსანდრე დაღლილი და დაცლილი. -როგორ ხარ ალექს. -კარგად ვარ ნუგზარი..... -გაიგე ბებო ვინ არის? -გავიგე ვინ არის, მაგრამ ვინ ყავს ეს არ ვიცი. დაველოდები რამდენიმე დღე და მივალ, ვნახავ ვერ მივატოვებ ასე იქნებ არავინ ყავს. ალექსანდრეს გულმა არ მოუთმინა და კლინიკაში მივიდა რამოდენიმე დღის შემდეგ, ექიმმა შეხედა და უნდოდა არ დანახვებოდა, რადგან რცხვენოდა ალექსანდრესი მაგრამ ალექსანდრე ღიმილით შეხვდა და უთხრა. -ექიმო როგორ არის ბებო ჩემი დაუდევრობით რომ მოხვდა კლინიკაში, შეიძლება რომ ვინახულო? -ბოდიში მინდა მოგიხადოთ ძალიან ვინერვიულე ძალიან ცუდად გამომივიდა, თქვენ მისი სიცოცხლე გადაარჩინეთ მე კი თქვენ სრულიად უდანაშაულო ადამიანს რა არ გკადრეთ. -არა უშავს და მართლა რომ მისი შვილიშვილი ვყოფილიყავი ისეთი გაკვეთილი ჩამიტარეთ იმ დღეს ვისწავლიდი როგორ უნდა მოვექცე საყვარელ ადამიანებს. -ღმერთო რა სირცხვილია........... ალექსანდრემ ხელი მოხვია ექიმს მეგობრულად და ნელა ნელა წავიდნენ ნინოს სანახავად. -მზად ხართ რომ შეხვდეთ მას? -მზად ვარ ექიმო. ექიმმა პალატის კარი გააღო და ღიმილით მივიდა ნინოსთან. -როგორ ხართ დღეს ჩემო ტკბილო ქალბატონო. -ბევრად უკეთესად ვარ შვილო. უთხრა ექიმს და ალექსანდრეს უყურებდა, ექიმმა შეამჩნია გაოცებული მზერა ალექსანდრეს მიმართ და უთხრა. -ქ-ნო ნინო ეს არის პიროვნება ვინც თქვენ აქ მოგიყვანათ, თქვენმა ქალიშვილმა მკითხა ვინ მოგიყვანათ კლინიკაში მაგრამ სამწუხაროდ მე ვერაფერი ვუთხარი არ ვიცოდი თქვენი სახელი ვინც გადაარჩინა მისი დედიკო. -არა უშავს,სიკეთეს არ ვაკეთებთ აფიშირებისთვის ექიმო. შემდეგ ნინოს მიუბრუნდა და გაუღიმა. -როგორ ხართ, თავს როგორ გრძნობთ. -კარგად ვარ შვილო, ბედად თქვენ შეგხვდით იმ დილით ალბად არ უნდა ჯერ უფალმა წამიყვანოს. -ჯერ ადრეა თქვენი იმ სამყაროში წასვლა......ისაუბრეს, კარგად გაიცვნეს ერთმანეთი და წასვლის წინ ალექსანდრემ ისევ ინახულა ექიმი და უთხრა. -ექიმო რამდენი არის გადასახადი ქ-ონ ნინოზე მინდა გადავიხადო. -ბევრი არაფერია რადგან ის პენსიონერია, მაგრამ თქვენ რატომ უნდა გადაიხადოთ.... -ეს ჩემი ჰობი არის გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარო. ექიმმა უთხრა თანხა და ალექსანდრემ გადაიხადა ექიმს დაემშვიდობა და კმაყოფილი დაბრუნდა ოფისში სადაც მეგობრები ელოდა. -დაგაგვიანდა უფროსო. -ინერვიულე? შეხედა მეორეს და თვალი ჩაუკრა, კაბინეტში როცა ყველა ერთად იყო უთხრა ბიჭებს სადაც იყო და რატომ დააგვიანდა მისვლა. -კარგია რომ შეხედე და შენით მოხუცი უკვე კარგად არის, სხვას შეიძლება არც შეეხედა და გვერდი აევლოთ მისთვის და შედეგიც სავალალო იქნებოდა. -კარგი და დღეს რა გეგმები გვაქვს? -შეხვედრა უცხოელებთან ეს არ შეიცვლება, რადგან დაჟინებით ითხოვენ შეხვედრას და ვერ გადავდებთ. -ალექსანდრე მინდა რაღაც გითხრა და არ ვიცი როგორ მიიღებ. ალექსანდრემ შეხედა ანდრეას და გაოცებულმა უთხრა. -პრობლემები გაქვს? -მე არა, მგონი აქ გვაქვს პრობლემები. -თქვი რაც უნდა თქვა. -მარიზი.... -რა ჭირს მარიზის.... -არ მომწონს მისი ხშირი სატელეფონიო ზარები და ჩურჩული.... -ანდრეა შენ მარიზიზე ეჭვიანობ? -ნუ ბოდავ რაღაც დაუჯერებელს რაც შევამჩნიე ის ვთქვი. -კარგია რომ თქვი დავაკვირდებით და სხვა? -სხვა ყველაფერი წესრიგში არის. კარი გაიღო და გიორგიმ მწვანე ფერის საქაღალდე ალექსანდრეს წინ ხმაურით დადო მაგიდაზე და უთხრა. -რამოდენიმე თანამშრომელი ხელფასის მომატებას ითხოვს. -ხელფასი მოემატებათ დაცვის თანამშრომლებს მხოლოდ და მინდა ყურადღებით იყოთ თქვენც, დაცვაში მომწონს ერთი პიროვნება ის უნდა გვყავდეს გვერდით სანდოა ბევრჯერ გამოვცადე. -ვინ არის სახელი იცი? -თუ არ ვცდები ტატო ქვია და იურდიულზე სწავლობს, აქ დაცვაში მუშაობს რომ ოჯახი არ შეაწუხოს, როგორც გავიგე რაიონიდან არის. -ვნახოთ და გავესაუბროთ თუ დააკმაყოფილებს ჩვენს კრიტერიუმს ვინ იცის რა დროს და რაში დაგვჭირდება მისი დახმარება. -გყავდეთ ყველას მხედველობაში კარგი ადამიანია.ძალიან წყნარად და მშვიდად გაიარა დრომ, ალექსანდრემ კიდევ ერთხელ შეძლო ნინოს მონახულება და ბოლოს როგორც იქნა წასვლის დღეც დადგა. -ხვალ მივდივარ ალექსანდრე სახლში და მინდა სახლში მესტუმრო ისეთ ხაჭაპურებს დაგიცხობ რომ მერე თავად დამირეკავ მოვდივარ და ხაჭაპური დამახვედრეო. -აუცილებლად გესტუმრებით ბებო.დაპირდა ალექსანდრე ნინოს და წავიდა, ნინომ კი თვალებგაბრწყინებულმა შეხედა ექთანს. -დღეს ბოლო დღე არის საყვარელო აქ ყოფნის და დაგასვენებთ, ყველა შეგაწუხეთ. -ნანატრი დღე დადგა ნინო სახლში მიდიხარ და მიაქციე ყურადღება ჯამრთელობას ალექსანდრესნაირი ადამიანები სულ არ შეგხვდებიან გზაზე. -მადლობა ექიმო თქვენ მე სიცოცხლე დამიბრუნეთ. -ალექსანდრემ დაგიბრუნათ სიცოცხლე აქ რომ მოგიყვანათ და ჩვენ ჩვენი მოვალეობა გავაკეთეთ, ერთ თვეში კონტროლზე უნდა მოხვიდე. -მოვალ ჩემო გოგოებო და ცარიელი ხელით არ მოვა თქვენი ნინო ბებო. -არაფერი არ გვინდა თავი არ უნდა გადაიტვირთო ჩვენ გვინდა ჩვენი პაციენტი კარგად იყოს...... -ექიმო სასწრაფოდ უნდა წამოხვიდეთ.... -რა მოხდა ტატიანა.... -უნდა წამოხვიდე და ახლავეს, გოგონა მოიყვანე უგონო მდგომარეობაში. -ვინ არის ვიცით ან რა დაემართა. -ვინ არის არ ვიცით..... -ღმერთო ყველა დედას აშორე შვილის გაჭირვება და მათ შორის მეც. ნინომ პირჯვარი გადაიწერა და ექიმს ცრემლიანი თვალი გააყოლა, შემდეგ კი რამდენჯერმე ცადა ტელეფონზე დარეკვა მის ქალიშვილთან, მაგრამ ტელეფონი დუმდა არავინ პასუხობდა. -მშვიდობა მომეცი უფალო. ხელები მაღლა აღმართა და ლოცულობდა, რამოდენიმე საათმა განვლო და ექიმი დაღლილი სახით ცრემლიანი თვალებით იდგა ნინოს პალატის კართან და შესვლას ვერ ბედავდა. -უნდა უთხრა სიმართლე? -უნდა გაიგოს სიმართლე, ტატიანა ის დღეს სახლში მიდის და იქ რომ გაიგოს ვინ მიხედავს მას გულზე სერიოზული პრობლემები აქვს აქ კი ვიცი როგორ უნდა მივუდგე და რა გავაკეთოთ. -საცოდავი და უბედური ქალია, დღეს სახლში მიდიოდა როგორ უხაროდა -ექიმო, ექიმო სასწრაფოდ მისაღებში ციხიდან მოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში, დაჭრილია. -დღეს რა რთული დღე გვაქვს, ღმერთო რატომ დადგა ასეთი დიდი შეცდომის წინ ჩვენი ახალგაზრდობა. -ვიღაც ძალიან დიდ ფულს აკეთებს ნარკოტიკით. -ფულის გამო რომ შენ კარგად იცხოვრო სხვისი შვილები უნდა გაწირო, შენ რომ გყავს შვილები რატომ არ ფიქრობ რა ელოდებათ მათ ცხოვრებაში. -ფულზე დახამებულები არ ფიქრობენ შედეგებზე ექიმო. ექიმი ჩქარი ნაბიჯით შევიდა მისაღებში და პაციენტის ანკეტას თვალი გადაავლო გაოცებულმა შეხედა ტატიანას და ფერდაკარგულმა ჩურჩულით თქვა. -ეს, ეს, ეს მამაკაცი ნინოს შვილი არის და დღეს ესეც აქ შემოიყვანეს. -სამწუხაროდ ის ვერ გადავარჩინეთ მას სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული, ნარკოტიკით ის არ მომკვდარა. -ღმერთო ვინ გაიმეტა ასე სასტიკად. თქვა ტატიანამ და მიცვალებულს ზეწარი გადააფარა. -ეს როგორ შევძლო და ვუთხრა ნინოს. თვალზე ცრემლი მოადგა ექიმს და რამდენიმე საათი ნინოსთან არ შესულა, მაგრამ როდემდე შეძლებდა დამალვას დღეც იწურებოდა და გამბედაობა მოიკრიბა ის ტატიანასთან ერთად ნინოსთან შევიდა. -შვილო რაღაც ცუდი გრძნობა მაქვს ჩემი გოგო ტელეფონს არ პასუხობს, სახლში უნდა წავიდე ექიმო. -ნინო დეიდა თქვენი გოგონა აქ არის. -მოვიდა, მადლობა უფალო როგორ ვნერვიულობდი აქ რატომ არ შემოვიდა თუ მოვიდა. თვალები გაუბრწყინდა ნინოს მაგრამ ეს სიხარული უეცრად გაქრა ექიმის თვალებში ცრემლი რომ დაინახა და ჩურჩულით თქვა. -რა ხდება ჩემს თავს, ის გოგონა ჩემი შვილი არის ექიმო. ექიმმა ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა ყელში და უთხრა. -სამწუხაროდ ის არის, მაგრამ საბედნიეროდ ის ცოცხალია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. -აბა რა ხდება თუ კარგად არის აქაც მოვა.... -არის რაღაც რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ..... -რა უნდა ვიცოდე შვილო, მითხარი რატომ გიჭირს თქმა. -ციხიდან მოიყვანეს ერთი მამაკაცი... -ჩემი მურადი მოიყვანეს აქ და რატომ ექიმო.... ხმა უკანკალებდა უკვე ნინოს.... -ის დაჭრილი იყო და სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის..... -ის გარდაიცვალა...... -დიახ და ვწუხვარ. ნინო მშვიდად იყო რასაც ექიმი არ ელოდა, მაგრამ უეცრად გულზე ხელი დაიდო ექიმს შეხედა და ღრმად ამოისუნთქა მისმა დაავადებულმა გულმა ვერ გაუძლო დიდ სტრესს და გაჩერდა, ბევრი იბრძოლა ექიმმა მაგრამ ვეღარაფერი შეძლო და ექთანს შეხედა. -ჩაიწერე გარდაცვალების დრო. ძალიან ცუდად გახდა თავადაც და ოთახში ჩაიკეტა ერთი საათი უხმოდ იჯდა და ცრემლი უსველებდა სახეს, მის კაბინეტში ტატიანა შევიდა და მის მაგიდასთან დადგა. -რა გჭირს, რა გემართება ყოფილა შემთხვევა რამოდენიმე მიცვალებული გაუყვანიათ დღეში და ვერ დავთვლით რამდენი პაციენტია დაღუპული ჩვენს ხელში.... -ტატიანა ის მამაკაცი ჩემი ცხოვრების მამაკაცი იყო.... -რა თქვი, ვინ იყო...... -ცუდად ვარ, ტატიანა ცუდად ვარ. -კარგი დამშვიდდი, მაგრამ ნინოს არ იცნობდი? -არა, მე ხომ ციხეშიდაც ვმუშაობ და იქ გავიცანი ძალიან კარგი პიროვნება იყო და ის სხვის დანაშაულზე იხდიდა სასჯელს ასეა მდიდრებმა და ფულანებმა უბრალო ხალხის ზურგზე იციან თავისუფლების მოპოვება ისიც ერთ ერთი მსხვერპლი იყო ტატიანა. -კარგი დამშვიდდი, შენ დაისვენე მე გოგონასთან შევალ არ მგონია ის ნარკომანი იყოს ვფიქრობ ისიც მსხვერპლია.ტატიანა წავიდა და გოგონასთან შევიდა ის უკეთ გამოიყურებოდა და უთხრა. -რატომ იკლავ თავს შვილო, დედა არ გეცოდება? -არ ვიცი რა დამემართა, არ ვარ ნარკოტიკის მომხმარებელი მეგობართან ვიყავი და მხოლოდ ფორთოხლის წვენი ავიღე ბოლომდეც არ დამიცლია რამდენიმე წუთში კი ღებინება და თავბრუხვევა დამეწყო მივხვდი რომ რაღაც ჩამიყარეს სასმელში,მაგრამ ისეთი გამოფიტული და დაუძლურებული ვიყავი ვერ დავდექი ფეხზე დილით კი უცხო საძინებელში გავიღვიძე. ცრემლები წამოუვიდა და გაშტერებული ერთ წერტილს უყურებდა. -არავის, არავის არ უნდა ენდო, ხედავ რა გიყო მეგობარმა. -შეიძლება შემოვიდე.ტატიანა გაბრაზებული შებრუნდა უცნობისკენ და მის წინ ახალგაზრდა სიმპატიური პოლიციელი იდგა, შემდეგ ისევ გოგონას მიუბრუნდა და უთხრა. -არ გაბედო და ვინმეს ხელი დააფარო, ცხოვრებას დაინგრევ შვილო ამიტომ ყველაფერი უნდა თქვა.ტატიანა გავიდა და პოლიციელი ახლოს მივიდა გოგონასთან ის დაძაბული იჯდა, რადგან რთული მისია დააკისრეს მას უნდა ეთქვა მისთვის სიმართლე. -19 წელი ძალიან პატარა ასაკია ცხოვრება გაიუბედურო და რატომ იწამლავ ცხოვრებას. -მომეხმარე, გთხოვ მომეხმარე რომ ყველა ვინც იქ იყო პასუხი აგოს თავიანთ დანაშაულზე. -ჯერ ყველაფერი უნდა მომიყვე, მე იკა ვარ მსხვილიძე შეგიძლია ყველაფერი მომიყვე მოგისმენ და ერთად განვიხილოთ, ჩვენ სერიოზულ თემაზე ვსაუბრობთ ესეც უნდა გაითვალისწინო. -ყველაფერს გეტყვი და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან ...... -ეს უკვე პოლიციის საქმეა..... -მომისმინე, არ მაინტერესებს რა მოხდება და ვიცი რომ გადამემტერება.... -ფიქრია გქვია როგორც ვიცი... -დიახ ფიქრია ვარ. -სანამ საუბარს დავიწყებთ მინდა ერთ სერიოზულ და მნიშვნელოვანი რამ გითხრა და დამპირდი რომ ძლიერი იქნები. -რა მოხდა, რამე ცუდი მოხდა. -დამპირდი ფიქრია.... -არ ვიცი რა უნდა მითხრა, მაგრამ პირობას გაძლევ მშვიდად ვიქნები. -დღეს თქვენი აქ მოყვანის შემდეგ კიდევ ერთი ადამიანი მოიყვანეს, მამაკაცი დაჭრილ მდგომარეობაში და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა... -რა საერთო მაქვს მე ვიღაც მამაკაცთან.... -ის მამაკაცი ციხიდან იყო ფიქრია. ფიქრია გაშეშდა და იკას თვალებში უყურებდა, შემდეგ კი თქვა. -მურადი, ჩემი ძმა.... -დიახ ის თქვენი ძმა იყო და კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია. -კიდევ რა უნდა მითხრათ... -დედამ ვერ გაუძლო დიდ ტკივილს.... -აღარც დედა მყავს და სულ მარტო დავრჩი? -ძალიან რთულია ფიქრია და მეც განვიცდი, მაგრამ რეალობას ვერ დავემალებით ვერც გავექცევით.ფიქრიამ პირობა შეასრულა და მშვიდად იყო, იკას შეხედა ტკივილისგან დაწითლებული თვალებით და უთხრა. -იკა უნდა დამეხმარო, მე სულ მარტო დავრჩი..... -დამშვიდდი, მითხარი ვისი გეშინია მე ყოველთვის შენს სიახლოვეს ვიქნები და მოდი ასე გავაკეთოთ ჩვენ საიდუმლო საუბრები გვექნება მიყევი მას ასე კარგად თუ იცნობ და მივცეთ გასაქანი დაე იფიქროს რომ ის უძლეველია ჩვენ კი ერთად მას დავამარცხებთ,რადგან ბოლოს მივაყენებთ ტკივილიან დარტყმას. ახლა რა დავწერო, მითხარი რა ჩავწერო ამ ქაღალდში. -დაწერე რომ მე ჩემი ნებით მივიღე ნარკოტიკი და თუ გადაიფიქრო დამეხმარო, მე ჩემსას გავაკეთებ თუნდაც თავი დავიღუპო. -რას ამბობ რაზე მოვილაპარაკეთ.... -შენ პოლიციელი ხარ იკა და მე ვერ დაგაძალებ თუ სურვილი აღარ გექნეს ჩემი დახმარების მე გაგიგებ და მარტო ვიმოქმედებ. ერთ საათზე მეტი ილაპარაკეს, იკა წავიდა ფიქრია კი განადგურებული იწვა რამოდენიმე საათის შემდეგ თავად ადგა თავი მოიწესრიგა და წასასვლელად მოემზადა მას ორი ადამიანი უნდა დაესაფლავებინა. სახლში მისულს ხალხი დახვდა და ყველამ შეხედა ფიქრია ვერ ბედავდა სახლში შესვლას ის ტკივილისგან წელში მოხრილიყო და ფერმკრთალი იდგა ბინის წინ, მასთან უცხო მამაკაცი მივიდა შორიდან იცნობდა იმ მამაკაცს და ყოველთვის ერიდებოდა მასთან ყოფნას მაგრამ ახლა ძალა გამოცლილი იყო და ყველაფერი მას მიანდო, სამწუხაროდ ძალიან გვიან მიხვდა რა დიდი შეცდომა დაუშვა.დასაფლავების შემდეგ როცა ხალხი წავიდა მისთვის უცნობმა თუ ნაცნობმა მამაკაცმა მას დასაფლავების მაგიდის სია დაუდო მაგიდაზე და სწორედ მაშინ გამოფხიზლდა ფიქრია. -ეს რა არის შენ დიდი ვალი გაქვს და გინდა მე გადამახდევინო? -რას გულისხმობ, ორი ადამიანი დაასაფლავე ამდენი ხალხის გასტუმრება გგონია იოლი იყო ჩემთვის დღევანდელი დღე? ამ ყველაფერთან ერთად კლინიკაში შენც მოხვდი და ჩემი ჩარევით გამოგიყვანეს მდგომარეობიდან წინააღმდეგ შემთხვევაში შენც მათ გვერდით გქონდა ადგილი და დღეს ამ სახლიდან სამი ცხედარი გავიდოდა. -მე ვერ გადავიხდი ამ თანხას, შეუძლებელია საიდან ან როგორ გადაგიხადო ვალი. -გაქვს და გადაიხდი .... -მაგრამ როგორ... -ან შენი სხეულით და ან დათმობ ამ ბინას. გაოცებული უყურებდა უცნობს და არც დაფიქრებულა ზიზღით უთხრა. -შენს საყვარლობას ჩემი მშობლების შრომით ნაყიდი ბინა დავთმო ეს არის ჩემთვის სწორი გადაწყვეტილება. -არ ველოდი შენს ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ შენი ნებაა და აირჩიე რას წაიღებ ამ ბინიდან, ხვალ საბუთებს ხელს მოაწერ და წახვალ.40 დღეც არ გააჩერეს საკუთარ ბინაში, მისი შესაძლებლობით მხოლოდ პატარა ბინა იქირავა და გადაწყვიტა ძლიერი და ცნობილი იურისტი გამხდარიყო რომ შებრძოლებოდა ყველა უსამართლობას და დაეცვა სუსტი ასევე გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, ამიტომ დილამდე კითხულობდა ზოგჯერ ჭამაც კი ავიწყდებოდა, ერთ საღამოს კი კარზე ფრთხილი კაკუნის ხმა გაიგონა და გაოცებულმა გააღო კარი იქ ის ადამიანი იდგა ვისი დანახვაც არ უნდოდა, უნდოდა კარი დაეკეტა, მაგრამ ის არც დაელოდა ისე შევიდა ბინაში თვალი მოავლო მის ღარიბულ ოთახს და შემდეგ ფიქრიას შეხედა. -გინდა აქ იცხოვრო? -ბინა მქონდა და არ დამაყენე ახლა რა არ მოგწონს ან რა გინდა და რისთვის მოდი ვალი ხომ გადაგიხადე, დიდი იმედი მაქვს ერთ დღეს მწარედ გადაიხდი იმ ყველაფრისთვის რაც მე გამიკეთე. -ყველაფერს დაგიბრუნებ თუ ერთ საქმეში დამეხმარები. -რა გინდა, რა ჩაიფიქრე გინდა გამომიყენო და ვინმეს ნარკოტიკი ჩაუდო, არც კი იფიქრო რომ ამას გავაკეთებ. -არა,არა მინდა ერთი ცნობილი და სახელგანთქმული ოფისში შეგაგზავნო და დაწვრილებით მომაწოდო ინფორმაცია რაც იქ ხდება. -რაააა, გინდა ხალხს ვუთვალთვალო გაიგო ჩემით მათი სუსტი მხარეები და მერე მათზე ძალის გამოყენებით იბატონო? -დამეხმარე და ეს თანხის ნახევარია, სრულ თანხას საქმეს დაასრულებ და შემდეგ მიიღებ კაცობას გეფიცები. ფიქრიამ ჯერ უყურა, შემდეგ გულიანად გადაიხარხარა და შეხედა. -კაცობას მეფიცები, ეს რა მესმის კაცობას მეფიცები შენ ვისაც კაცობა არ გაგაჩნია? -სიტყვებს დაუკვირდი,პასუხს ველოდები და იცოდე ამხელა თანხას ჰაერში არ ვყრი შედეგიანი უნდა იყოს შენგან ყველა ინფორმაცია. ფიქრიამ ფულს შეხედა და შემდეგ თვალებში ჩახედა. -არ გავაკეთებ არაფერს.... -რატომ.... -შენს გამო ხალხს არ გავაუბედურებ... -არა შენ გეცოტავება თანხა, ამიტომ ბინასაც მოგცემ.ფიქრია დაფიქრდა და უთხრა. -დაგეხმარები თუ ბინას ისევ გადმომიფორმებ და დამიბრუნებ. -დაგიბრუნებ.... -არა, არა, ვერ მომატყუილებ ჯერ გადმომიფორმე... -მომისმინე თანხას დაგიმატებ კიდევ ერთ ამდენს და შეგიძლია ახალი იყიდო... -ამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ეს ადამიანი? -მისი ბიზნესია ჩემთვის მნიშვნელოვანი ფიქრია. -დაამატე თანხა და მზად ვარ მოგისმინო ვინ არის და სად ვნახავ. მამაკაცმა მეორე შეკვრა დადო მაგიდაზე და ფიქრიას შეხედა, მაგრამ ფიქრიამ ახლოს მივიდა თვალებში ჩახედა და უთხრა. -დაიმახსოვრე თუ რამეს იმოქმედებ პოლიცია პირველი შენთან მოვა ისეთ რამეს დავტოვებ. -არაფერს გავაკეთებ, მაგრამ უნდა ვიცოდე ყველაფერი. დიდხანს ისაუბრეს, ფოტოებით გაავსო მაგიდა და სათითაოდ უხსნიდა ვინ ვინ იყო, ბოლოს სიმპატიურ მამაკაცის ფოტოზე მიუთითა და უთხრა. -უნდა გაკოტრდეს, უნდა დავასამარო მისი იმპერია.უყურებდა ფოტოს და ეს მამაკაცი სადღაც ენახა მაგრამ სად, საათს შეხედა და თქვა. -უნდა წახვიდე ძალიან გვიან არის და არ მინდა დილით აქედან გასული ვინმემ დაგინახოს, ნუ მოხვალ ასეთ დროს არ მინდა საჭორაო გავხდე მეზობლებში, გთხოვ. -მივდივარ ვითვალისწინებ შენს თხოვნას, მაგრამ ველოდები შენს ზარს, ფული გაქვს ხვალ იყიდე საუკეთესო ტანისამოსი და მიდი მასთან ოფისში, იქ მისული კი შენს მოხერხებაზე არის ყველაფერი.მამაკაცი წავიდა, თავად იჯდა და ფიქრობდა, მის წინ უამრავი ფულის დასტები იდო და შეეძლო ნორმალური ოთახი ექირავა, მაგრამ ეს თანხა რომ გამოელეოდა როგორ გადაეხადა ქირა, თავი როგორ გაეტანა.გათენდა კიდეც და ფიქრებისგან თავი ატკივდა ბალიშზე მიდო თავი და ჩაეძინა მთელი ღამის უძილარს,ალექსანდრე კი როგორც ყოველთვის ადრე მივიდა და ოფისი ამჯერადაც ცარიელი იყო რადგან ადრე იყო თანამშრომელთა მოსვლა, 11სთ-ამდე მუშაობდა და მდივანიც თავისუფლად იყო რადგან ვერ დაინახა ალექსანდრე იფიქრა არ მოსულაო და მხოლოდ ჭაორაობდა, 12 სთ-ი იყო მოულოდნელი სტუმარი რომ ეწვია ოფისს ჩაუწერლად და ყურადღებაც არ მიაქცია. -უფროსის ნახვა მინდა....არც შეხედა ვინ იდგა მის წინ და მოვალეობის მოხდის მიზნით იკითხა. -ჩაწერილი ხართ შეხვედრაზე? -არა, მაგრამ აუცილებელია და უნდა შევხვდე. -აქ ყველას აუცილებელ საქმეზე უნდა უფროსთან შესვლა, მაგრამ სამწუხაროდ ჩაწერის გარეშე ვერ მიგიღებს. გოგონა უყურებდა გაბრაზებული, მაგრამ მოითმინა და მშვიდად უთხრა. -თქვენ შეატყობინეთ რომ ველოდები, ფიქრია ვარ ქართველიშვილი. -ვინც არ უნდა იყოთ უფროსი დღეს არ მოსულა...... -მარიზ ჩემთან შემოდი და იკითხე მაინც ამ კაბინეტში თუ ვსუნთქავ.მარიზი დაიბნა და გაოცებულმა შეხედა ჯერ გოგონას და შემდეგ უფროსის კაბინეტის კარს.... -უფროსო აქ ხართ, მე კი..... -არ გეგონე აქ თუ ვიყავი და უკვე მერამდენედ მარიზ.მარიზი წამოდგა კაბა შეისწორა და ალექსანდრეს კაბინეტში შევიდა, ალექსანდრემ ქაღალდი გაუწოდა და უთხრა. -ამ კლინიკაში დარეკე და ექიმი თათია იკითხე თუ გიპასუხოს ექიმს კითხე ვინმე ნინო ქართველიშვილის მდგომარეობა და მისამართი, უთხარი რომ ალექსანდრე სურმანიძის დავალებით რეკავ.დაიმახსოვრებ,გასაგებია? -გასაგებია, რა არის გაუგებარი. -წადი და გელოდები.მარიზი შებრუნდა მაგრამ უეცრად ისევ შეუბრუნდა და უთხრა. -ვიღაც გოგონა გელოდება მისაღებში. -გოგონა, ლამაზია? -საუცხოოდ ლამაზია უფროსო. ორივეს გაეცინა, მაგრამ ალექსანდრემ ისევ საქმიანი იერი მიიღო. -შეხვედრა გვაქვს დღეს დანიშნული? -არა, როგორც მივხვდი დაუგეგმავი შეხვედრაა. -კარგი შემოვიდეს და ასე გაოცებული რატომ მიყურებ შეხვედრაზე მივდივარ, არ გამოვიყურები კარგად? -კი,კი, როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხართ, იმ გოგონას რა უთხრა ვერ მიგიღებსთქო? -გითხარი შემოვიდესმეთქი, რა უნდა არ გითხრა? -არა დაჯინებით ითხოვს შეხვედრას? -შემოვიდეს, ბევრი დრო არ მაქვს და ვნახოთ ვინ არის ან რა უნდა. -ფიქრია ვარო, მაგრამ გვარი...... -კარგი, კარგი უთხარი შემოვიდეს არ ვიცი ვინ არის და ვერც ვიხსენებ. -შენ არ გახსოვს და თუ მოვიდა იმის გამო რომ გითხრას ორსულად ვარო, რას იზამ მაშინ ალექსანდრე. ალექსანდრე არ დაიბნა და წარბაწეულმა შეხედა მეგობარს რომელიც ის იყო შევიდა მასთან კაბინეტში და უთხრა. -არ მახსენდება მასეთი არაკაცური მომენტი მქონოდა, მაგრამ ვნახოთ ვინ არის და რა უნდა. შემდეგ ისევ მარიზის შეხედა და უთხრა. -შენ ისევ აქ ხარ, წადი მარიზ გოგონა შემოვიდეს და სადაც გითხარი დაგერეკა დარეკე. მარიზი გავიდა კაბინეტიდან და შეხედა უიმედოდ მდგარ გოგონას, შემდეგ ჩაახველა და უთხრა. -გელოდებათ უფროსი, შებრძანდით. -მართლა? -თუ ბევრს იფიქრებთ შეხვედრაზე მიდის და ნუ დააგვიანებთ. -არა შევდივარ, მადლობა..... -უკაცრავად, ყავას როგორს მიირთმევთ. -უშაქროს, რატომ მეკითხებით.... -შედი და გაითვალისწინე ლოდინი არ უყვარს. დაბნეული შევიდა კაბინეტში და ალექსანდრე უყურებდა, თითქოს ეცნო მისი თვალები შემდეგ კი ჩაახველა და უთხრა. -დაბრძანდით, უნდა შეგახსენოთ რომ ბევრი დრო არ მაქვს და სულ მცირე 15 წუთი შემიძლია დაგითმო,გისმენთ. დაასრულა საუბარი და ტელეფონი აიღო შეტყობინება კი იქვე მდგარ ანდრეს გაუგზავნა. -,,არ ვიცი ვინ არის, იცნობ ან გეცნობა სადმე გყავს ნანახი?''ანდრეამ ტელეფონი გახსნა და ალექსანდრეს შეხედა, ანიშნა რომ არ იცნობდა გოგონას ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ალექსანდრეს უთხრა. -მე გავდივარ, მალე დაბრუნდები შეხვედრიდან? -დამელოდე მეც გავდივარ და გასვლამდე საქმე მაქვს შენთან.დაასრულა ანდრეასთან და ისევ გოგონას მიუბრუნდა და უთხრა. -გისმენთ, შეგიძლიათ თამამად მითხრათ რისთვის მობრძანდით ჩემამდე. -არ ვიცი როგორ ვთქვა ან თქვენ როგორ გამიგებთ, მაგრამ ვიცი რომ წარმატებული პიროვნება ხართ და ადვილად არ ენდობით უცხოებს, მაგრამ მაინც მოვედი რომ გთხოვოთ სამუშაო მჭირდება და დამასაქმოთ.გაოცებულმა შეხედა ალექსანდრემ გოგონას და პირდაპირ უთხრა. -მოდი გულახდილები ვიყოთ და უფრო მეტს მოიგებთ, ისეთი შეგრძნება მაქვს ვიღაცამ დაგავალათ აქ მოსულიყავით. -არა, არა რას ამბობთ, ჩემით მოვედი. -ფიქრია თქვენი სახელი მგონი არ ვცდები. -არა არ სდებით, ფიქრია მქვია. -ჰოდა ფიქრია თუ ადამიანმა დამაინტერესა ისე ღრმად შევისწავლი მის ვინაობას ჩემგან გავაცნობ მისივე თავს, მაგრამ არ ვიცი რატომ და მე პირდაპირი ადამიანი ვარ თქვენს უკან ვიღაც დგას, ვიღაც გმფარველობს და აქ რატომ შემოგაგზავნა ამას ვერ ვხვდები. -არა თქვენ ცდებით, ეს ჩემი სურვილი იყო აქ მოვსულიყავი სტუდენტი ვარ ობოლი და არსებობისთვის უნდა ვიმუშავო, არავინ მყავს ვისაც დავეყრდნობი და ვისი იმედიც მექნება შეგიძლიათ გადაამოწმოთ სულ რამდენიმე თვის წინ დავასაფლავე ერთ დღეს დედაც და ძმაც. -სად სწავლობ ან რომელ კურსზე ხარ ან სად ცხოვრობ. -ოცნება მქონდა იურისტი ვყოფილიყავი,ცხოვრებაში ეს ერთადერთი ოცნება ამისრულდა ჩავირიცხე სამართალმცოდნეობაზე და რაც შეეხება სად ვცხოვრობ დედის და ძმის დასაფლავებაზე ვალი დამრჩა და მევალემ ბინა წამართვა მე კი ერთი პატარა სარდაფი ვიქირავე სადაც ძალიან დაბალ ფასს ვიხდი, მაგრამ მაქვს ადგილი ვიმეცადინო და ვისწავლო ბოლომდე მივყვე ჩემს ოცნებას. -გასაგებია, ზამთარში როგორ გაგაქვს თავი. -ზამთარი ზოგჯერ უნივერსიტეტში ბიბლიოთეკაში ვრჩები სანამ არ დაიკეტება ან სადმე მყუდრო კაფეში ვარ, ზაფხულში კი სკვერში ვარ და ასე გავდივარ მცირე მცირე მოგზაურობას. -სწავლის თანხას როგორ იხდი, ვინ გეხმარება. -არავინ რადგან უფასოზე ვარ და ვცდილობ სპიტენდია არ მომეხსნას რომ ის ერთადერთი საარსებო არ დავკარგო, ამიტომ მოვედი თხოვნით რომ დამასაქმოთ.უეცრად ალექსანდრეს თვალები გაუფართოვდა და ფიქრიას თვალებმოჭუტულმა შეხედა. -უმადური გოგო ხარ. -უკაცრავად.... თვალებგაფართოვებული უყურებდა ფიქრია ალექსანდრეს და ანდრიაც გაშეშდა. -ვფიქრობ, ვფიქრობ სად მყავხარ ნახული და გამახსენდი შენ იმ ღამის პრინცესა ხარ მანქანა უადგილო ადგილზე რომ გაგიფუჭდა თუ გახსოვს იმ ღამით გითხარი ოდესღაც შეგხვდებითქო. -აააააა, მეც გვიან შეგიცანით, მადლობა იმ ღამით რომ ქუჩაში არ დამტოვეთ.გაეცინა ფიქრიას და ალექსანდრეს აყვა ხუმრობაში.ალექსანდრემ საათზე დაიხედა 15 წუთი უთხრა და ნახევარი საათი გასულიყო მათ საუბარში და თქვა. -დრო ამოიწურა, დღეს ვერაფლით დაგეხმარები დატოვე პირადი საკონტაქტო ნომერი გადავხედავ რა ვაკანსიები გვაქვს და მე თავად შეგეხმიანები. -მადლობა რომ მიმიღეთ და მომისმინეთ,დაველოდები თქვენს ზარს.თავისი ნომერი დაუტივა ალექსანდრეს და წასასვლელად შებრუნდა რომ მარიზი ისევ შემოვიდა და ალექსანდრეს უთხრა. -უფროსო დავრეკე კლინიკაში და ექიმს ველაპარაკე პირადად... -რაო, როგორ არის პაციენტი ვფიქრობ უკვე გაეწერა და სახლშია. -არა უფროსო, პაციენტი გაწერის დღეს გარდაიცვალა. -რას ამბობ მარიზი ის უკვე კარგად იყო მე რომ ვნახე წინ დღით. გაოცებული უყურებდა ალექსანდრე მარიზის და ისევ კითხა. -იქნებ ვერ უთხარი სწორად პაციენტის ვინაობა. -მე სწორად ვკითხე პაციენტი ქ-ნი ნინო ქართველიშვილი.ფიქრია კართან შედგა და გაფითრებული შებრუნდა ალექსანდრეს უყურებდა დაბნეული და ცრემლი მოერია. -ვინ, ვინ იკითხეთ ნინო ქართველიშვილი თუ მომესმა... -არა, არ მოგესმათ, პაციენტი ვისი მდგომარეობაც მინდოდა გამეგო ნინო ქართველიშვილია. -თქვენ, თქვენ საიდან იცნობთ მას. -თქვენ საიდან იცნობთ ნინოს. -მე, მე შვილი ვარ მისი. ფიქრია იდგა და ალექსანდრეს უყურებდა შემდეგ კი თქვა. -როგორ მინდოდა გამეცნო ის ადამიანი ვინც დედა გადაარჩინა იმ დღეს და რამდენჯერ ვთხოვე ექიმს მოეცათ თქვენი საკონტაქტო ნომერი, მაგრამ არც ექიმმა იცოდა თქვენი ვინაობა. -ვწუხვარ, მართლა ძალიან მეწყინა ნინოს გარდაცვალება იმ დღეს დავთქვით სახლში მოვალ და გინახულებმეთქი, გაუხარდა და მითხრა ხაჭაპურებს დაგიცხობ და რომ გასინჯავ მერე ხშირად მომაკითხავო.მართლა ძალიან მეწყინა..... -თანხაც ხომ გადაიხადე ალექსანდრე.... -ანდრეა ეს არა არის სალაპარაკო და იცი ეს ჩემი ჰობი არის ყველას ვეხმარებით. -კლინიკის გადასახადი თქვენ გადაიხადეთ? გაოცებული უყურებდა ფიქრია ალექსანდრეს. -ექიმს უნდა ეთქვა ეს ფიქრია რომ გადასახადი არაფერი არ გქონდათ, ისედაც არ იყო დიდი თანხა რადგან დედა პენსიონერი იყო. -გასაგებია. თქვა ფიქრიამ და თვალები რისხვით აენთო. -ფიქრია უნდა წავიდე და მართლა ძალიან ვწუხვარ. -ვიცი მე თქვენს თვალებში ვხედავ გულწრფელობას. -მართლა დაგირეკავ და შეგეხმიანები,გპირდები. ფიქრიამ დატოვა კაბინეტი, მიდიოდა და ფიქრობდა როგორ გაეკეთებინა ცუდი იმ ადამიანისათვის ვინც უსასყიდლოდ დაეხმარა დედას და კლინიკის გადასახადიც კი გადაიხადა ისე რომ მათ არც კი იცნობდა. -არა, არა ვერ შევძლებ უნდა უთხრა ვინც ვარ და რატომ მივედი მასთან, სიმართლის თქმა უკეთესია ვიდრე მოღალატედ მომნათლოს ყველამ. ფიქრია ისევ ალექსანდრეზე ფიქრობდა, ანდრეამ კი ალექსანდრეს შეხედა და უთხრა. -მართლა იცნობ? ალექსანდრე მოწყენილი იყო და ანდრეას მოკლედ უთხრა მათი შეხვედრის ღამე და შემდეგ ნინოს წაყვანა კლინიკაში, ბოლოს დაფიქრდა და თქვა. -ძალიან კარგი დედა ყავდა, მაგრამ რაღაც იდუმალი გოგონაა ვიღაც დგას მის უკან და ის ვიღაცა ჩვენ გვიცნობს, მაგრამ რატომ უნდა აქ იმუშაოს რის გაგებას ცდილობს. -რას იზამ აიყვან? -ავიყვან, მაგრამ არა ახლავეს უნდა დამელოდოს და შენ კი მასზე გაარკვიე ყველაფერი გადაამოწმე რაც თქვა თუ სიმართლეა. -მომცა საქმე...... -ნუ ბუზღუნებ ანდრეა... -ჩემი საქმეებიც თავზე საყრელად მაქვს და ახლა ვიღაც გოგოს უნდა ვდიო ფეხ და ფეხ. -შენ არა, აიყვანე დეტექტივი და ის უთვალთვალებს. -დეტექტივი? -დეტექტივი, მაგრამ ჩვენთვის სანდო და მისთვის უცხო. -გასაგებია, მაგას დღესვე მოვაგვარებ.ანდრეა კართან იყო მისული და უეცრად შემობრუნდა. -მომისმინე, თქვენი უეცარი ღამის შეხვედრაც იქნებ გეგმის ნაწილია. -არ ვიცი დარწმუნებული არ ვარ და ამიტომ უნდა გაიგო ყველაფერი, ანდრეა ვიღაცამ თვალი დაგვადო ჩვენს ფირმასაც და მეც მითვალთვალებს ვფრთხილობ ძალიან და არ ვიმჩნევ, მაგრამ ვიცი რომ ვიღაც დამყვება.ახლა წადი დაფიქრდი და უკვე მეც გავდივარ დავაგვიანე შეხვედრაზე უკვე თითქმის ერთი საათით. -ალექსანდრე, უკაცრავად უფროსო ტელეფონზე კითხულობენ თუ მიხვალთ შეხვედრაზე რა ვუთხრა. -უთხარი რომ გზაში ვარ საცობში გაჭედილი, რა ვქნა მარიზ ტყუილი არ მიყვარს მაგრამ ზოგჯერ საჭიროა თავის გადასარჩენად.თვალი ჩაუკრა მარიზის და ჩქარი ნაბიჯით დატოვა ოფისი, ანდრეაც თავის კაბინეტში შევიდა და რამდენიმე სატელეფონო საუბარი ჰქონდა დეტექტივიც იპოვა და შეხვედრაზე შეუთანხმდა. რამდენიმე საათიანი საუბრის შემდეგ ანდრეა მარიზთან მივიდა და თხოვნით შეხედა. -მარიზ ყავა ორმაგი და უშაქრო და ძალიან დაღლილი ვარ. -ორმაგი და უშაქრო, რას ნერვიულობ ასე ძალიან ანდრეა. ყავა გაამზადა და ანდრეას გაუწოდა მათ კი ლევანი შეუერთდა, ლევანს ხელზე დააკვირდა და გაოცებულმა უთხრა. -ლევან დაქორწინებული ხარ? ლევანმა ხელზე დაიხედა შემდეგ ანდრეას შეხედა და თვალი ჩაუკრა ანდრეამ. -მალავდი მაგრამ შეგამჩნიეს. თქვა ანდრეამ და მარიზის აკვირდებოდა, ლევანიმ კი მარიზის მიუბრუნდა. -არ ვიცოდი თუ არ იცოდი, შვილებიც მყავს მარიზ ტყუპი გოგო ბიჭი. -მართლა ამბობ თუ ღადაობ, არავის უთქვამს რომ დაქორწინებული ხარ. -მარიზ იმედი დაკარგე რომ ვეღარ დავითრევო? უთხრა ანდრეამ და გულიანად გაიცინა მეგობრებმა. -რას ამბობ ანდრეა ეს საერთოდ არ მიფიქრეია. -ყავა მომიდუღე მარიზ და დაგამშვიდებ არ ვარ დაქორწინებული, თავისუფალი ადამიანი ვარ და კარგ გოგოზე მინდა დავინიშნო. -ეს ხომ საქორწილო კალიცო არის..... -კი ეს საქორწილო კალიცოა, მაგრამ დედამ მაჩუქა და ძალიან მიყვარს ამიტომ მიკეთია ყოველთვის თუმცა შენ მართალი ხარ მარცხენა ხელზე გავიკეთებ რომ თაყვანისმცემლები არ დავაფრთხო და მათგან ვინც დაიმსახურებს მეც მასზე დავქორწინდები თუმცა მყავს ჩემი რჩეული უკვე. მარიზიმ ყავა მოადუღა და ლევანის წინ დაუდგა თითქოს გაბრაზებული სახე ჰქონდა ლევანი და ანდრეა კი იცინოდნენ მათ ალექსანდრეც მიუახლოვდა. -რა გაცინებთ, ზეპირად იცინით? გაოცებულმა შეხედა მათ ალექსანდრემ და სამივე შევიდა ერთად კაბინეტში, ბიჭები კი აგრძელებდნენ სიცილს რაზედაც ალექსანდრე ცოტა გაბრაზდა. -რა გაცინებთ თუ ერთმანეთს დასცინით. ლევანიმ მარიზის შესახებ უთხრა და უკვე სამივე იცინოდა. -გულუბრყვილო გოგო არის, იმედია გაუმართლებს ცხოვრებაში. ჩვენ რას ვაკეთებთ დღეს? -დეტექტივს ველაპარაკე უფროსო შეხვედრაზეც შევუთანხმდი, შევხვდები კიდეც სადაც მეტყვის და ავუხსნი საქმის ვითარებას რა გვინდა მისგან და დაველოდებით შედეგებს ახლა კი წავიდეთ და გოგოებიც წავიყვანოთ ვისადილოთ ერთად. -წავიდეთ გიორგისაც უთხარით და გავიდეთ, მაგრამ გოგოების გარეშე სალაპარაკო გვაქვს ჩვენ ბიჭებს. -კარგი ვეტყვი გიორგის მაგრამ ასე ადრე რატომ დაბრუნდი, შეხვედრა გადაიდო? -გადაიდო შეხვედრა, მათგან ველოდები ზარს და მეტყვიან როდის დაიგეგმება ისევ შეხვედრა მაგრამ არა აქ მითხრეს რომ გერმანიაში მომიწევს წასვლა, შესაძლებელია დღეს საღამოსაც დამირეკონ ან ხვალ ზუსტად არც მე ვიცი ამიტომ ვერაფერს ვერ ვგეგმავ და ვიცი რომ შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში ჩაივლის რადგან არ ვიცი რა საკითხზე იქნება მსჯელობა. ანდრეა გავიდა გიორგის დასაძახებლად და რამდენიმე წუთში ორივემ ღიმილით შეაღო ალექსანდრეს კაბინეტის კარი მარიზი უყურებდა და ჩურჩულით თქვა. -ნეტავ გამჭირვალე იყოს მხოლოდ ჩემთვის ეს კედები რომ გავიგიო რაზე საუბრობთ და რაზე იცინით ან რას გეგმავთ. ანდრეამ კი ყველას მოავლო თვალი და თქვა. -მზად ხართ? -მზად ვართ და აქ ვერ ვისაუბრებთ როგორც ვთქვით ამ კედლებს უნდა მოვერიდოთ. -აქ კედლებსაც კი ყურები აქვს გამომბული და გავიდეთ მომშივდა ბატონებო. -ვერ დავმალავ რომ მეც მომშივდა. თქვა ალექსანდრემ და უკვე წასასვლელად გაემზადა ოთხივე რომ ტელეფონი ახმაურდა მან კი უხასიათოდ უპასუხა. -გისმენთ, გასაგებია ვერ დაგპირდებით რომ შეხვედრაზე ვიქნები თუმცა შევეცდები,მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე ჩვენ რამოდენიმე დღით ადრე გვეუბნებიან და ასე უცებ არ ვიცი თუ მოვახერხებ წამოსვლას. ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა და ბიჭებს შეხედა. -გადაიდო სადილი ამიტომ ისევ აქ ვისაუბრებთ და ყურადღებით მომისმინეთ. -ალექს რა ხდება რამე სერიოზულია? -სერიოზულია და არ შემიძლია ახლა დაწვრილებით მოვყვე ყველაფერი, ლევან ანდრეამ იცის, მაგრამ გიორგი შენც ჩაერთვები საქმეში და ყველამ გაინაწილეთ ვინ რას გააკეთებთ დავბრუნდები და ყველაფერი უნდა ვიცოდე. -მტერი გვყავს შენი ხმის ტონი და გამოხედვა ამას მეუბნება ალექს. -მტერი გვყავს გარეთ და ცდილობს ჩვენს სახლში შემოსვლას, ამიტომ შევეცადოთ მტერი ახლოს გვყავდეს ბიჭებო რომ თავად ვაკონტროლოთ. მე მივდივარ და ფირმას თქვენს იმედად ვტოვებ, მაგრამ იცოდეთ აქ ვარ ისევ თქვენს გვერდით და თქვენთან.ბიჭები საუბრობდნენ მათ ფირმაზე მათ მიღწევებზე, საუბრობდნენ ასევე საეჭვო პიროვნებებზე ვის შეეძლო ფიქრია მათთან მოეგზავნა მათი დაუძინებელი მტერი კი მათ განადგურებაზე ფიქრობდა. სარკმელთან დგას და უყურებს წვიმა გაშმაგებით და თავდაუზოგავად ეცემა დედამიწას, ნახევრად გაძარცვულ ხეებს შერჩენილ უკანასკნელ ფოთოლსაც აცლის ქარის დაუდევრობა და სიშლეგე. დგას და ფიქრობს მის წარსულზე, მის განვლილ ცხოვრებაზე და ფიქრობს თავი დაიხსნა მისივე ჩაკეტილი სივრცისგან, გაიქცეს შორს მისივე ჩაბინძურებული სამყაროდან სადაც არანაირი წმინდა არ შერჩენია.სიგარეტი ჩაუქრა თითებს შუა და საფერფლეში ჩაასრისა უკანასკნელი ნამწვავი, შებრუნდა და იქვე ჩუმად მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს თვალებში ჩახედა. -წრეზე ვიტრიალე, ვიტრიალე და იქ დავბრუნდი საიდანაც დავიწყე, ისევ დასასრულის დასაწყისია და სუნთქვა მიჭირს უფრო და უფრო,ვფიქრობდი ძლიერი ვიყავი, მაგრამ მე ყველაზე სუსტი აღმოვჩნდი.იქ დამადგეს ფეხი სადაც არ უნდა დაედგათ, ვფიქრობ და მინდა ამოვხსნა დავბერდი თუ სული დამიმძიმდა და ამიტომ მიჭირს სუნთქვაც. -არ ვიცი რას იტყვი ჩემს ნათქვამზე უფროსო და შესაძლებელია დამითხოვოთ სამსახურიდან, მაგრამ მოდი პირდაპირები ვიყოთ ერთმანეთის პირისპირ, თქვენ თქვენი ახალგაზრდული წლები სხვისი ცხოვრების გამწარებით ცხოვრობთ და ისე შეეჩვიეთ ამ სიბინძურეს ერთ მშვენიერ დღეს იტყვით რომ სულერთია ეს ყველაფერი ამიტომ ამდენი დანაშაულების ჩამდენი ისევ თავისუფალი ხართ ხალხის თვალში, მაგრამ თქვენ იცით რომ უგისოსო ციხეში ცხოვრობთ.არავინ გაკავებს და არავინ გაკონტროლებს როცა გინდათ გარეთ დადიხართ, მაგრამ დადიხართ შიშით და მაინც შეგუებული ხართ ასეთ ყოფას.ერთ დილით გაიღვიძებ და იტყვი დავასრულე უკვე საკმარისია, მაგრამ იმდენად ხარ ამ საქმეში ჩაბმული და ჩათრეული ყავხარ სიბოროტეს დგეხარ და იღიმი, მაგრამ ეს ღიმილი არ არის წრფელი ამ ღიმილის უკან კიდევ დგას რაღაც რასაც შენი ახალი მიზანი ჰქვია.იმდენად ხარ უკვე დაავადმყოფებული შენივე სიბოროტით ის რაც ჩაიფიქრე და ვერ გამოგივიდა სიცოცხლეს კარგავ, ნაწილ-ნაწილ იშლები და სწორედ ეს უმოქმედობა გკლავს. ისევ ცდილობ შენს დასახულ მიზნამდე მიხვიდე, სადღაც ახლოში შენი წარსულის ძველი ყუთი გიდევს დიდი ბოქლომით.უსმენდა მშვიდად და ცეცხლზე შემოდგმული ქვაბში მოთუხთუხე წყალივით თავადაც შიგნიდან თუხთუხებდა, მამაკაცს კი აღარ შეეძლო თავისი სიტყვების შეცვლა, მიხვდა უფროსს არ მოეწონა მისი ასეთი სითამამე და პირდაპირობა, მაგრამ რადგან გაბედა და დაიწყო სათქმელის ბოლომდე თქმა გადაწყვიტა უფროსი კი ისე დაპატარავდა სადღაც უკაცრიელ ადგილას მიტოვებულ ბავშვს დაემსგავსა რომელიც იმ ადგილიდან თავის დაღწევას ცდილობდა და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე სამაგიეროდ ვიღაცამ უშიშრად უთხრა თუ როგორი ადამიანი გახადა მისივე სიბოროტემ. ორპირი,გაუტანელი,მატყუარა,გამომძალველი, მექალთანე. უსიყვარულოდ იცხოვრა მისი ცხოვრების წლები და დარჩენილი სიცოცხლის გასალევად ისევ და ისევ ბოროტება იყო მისი მთავარი მიზანი.ტკიოდა,მართლა განიცდოდა რასაც აკეთებდა და მთელი მისი დარჩენილი ცხოვრება ამ ტკივილით მოუწევდა სუნთქვა. იდგა ფანჯარასთან და წვიმის ხმას ყურს უგდებდა და იმ ხმაში მხოლოდ მას ესმოდა როგორ გადმოსცემდა წვიმა ტირილით მის მიმართ ზიზღს, ბოლოს სიმშვიდე შეინარჩუნა მამაკაცს მიუბრუნდა და უთხრა. -გავდივარ და დღეს თავისუფალი ხარ, აღარ დამჭირდები. -გასაგებია. შებრუნდა და კართან მისულს ისევ გაიგონა უფროსის ხმა. -შენ სანდო ადამიანი ხარ პირდაპირი და მინდა ჩემთან იყო, მაგრამ მინდა იქაც იმუშავო რომ შიგნით მყავდეს სანდო ადამიანი. თავი დაუქნია უფროსს და უხმოდ უპასუხოდ დატოვა უფროსი, წავიდა და გადაწყვეტილება მიიღო რომ სიმართლე ეთქვა ამიტომ ოფისში მივიდა და ალექსანდრეს წინ დადგა. -ტატო თუ არ ვცდები რა მოხდა, ცუდად ხარ? -არა უფროსო მოვედი რომ სიმართლე ჩემგან გაიგოთ. ტატომ ყველაფერი მოუყვა ალექსანდრეს და შემდეგ შეხედა თვალებში. -შეგიძლიათ გამანთავისუფლოთ სამსახურიდან, რადგან მე ვერ ვუღალატებ ადამიანს ვის გვერდიდაც ვმუშაობ და მენდობა. ალექსანდრეს გაეცინა და უთხრა. -გულწრფელობა ყველაზე დიდი აღიარებაა და მადლობა ტატო რომ ყველაფერი მითხარი, არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი, მაგრამ ფრთხილად ვიქნები და შენ იმუშავე მასთან იყავი მისი და ჩემი ინფორმატორი მხოლოდ ფრთხილად ეს კი ჯერ ჯერობით მხოლოდ ჩვენ გვეცოდინება რა ინფორმაცია იქნება გასაცემი გეტყვი რომ მისი ნდობა მოიპოვო.ტატო მხრებში გასწორებული გამოვიდა ალექსანდრეს კაბინეტიდან მისი უფროსი კი მნიშვნელოვან შეხვედრაზე წავიდა და მის ძველ მეგობარს შეხვდა. -დილა მშვიდობის ენვერი. -დილა მშვიდობის რეზო.რეზომ სკამი გამოწია და გარშემო მიმოიხედა ენვერიმ კი გაუღიმა და უთხრა. -დამშვიდდი არ შევხვედრივართ პირველად, ჩვენ ხომ წლებია ვიცნობთ ერთმანეთს. -ვიცნობ იმ ენვერის რომელიც სუფთად ცხოვრობდა, იმედია არავინ იცის რომ აქ უნდა შევხვედროდით. -რეზო მითხარი ფასი რამდენი გადაგიხადო, რომ დამეხმარო. -რაში დაგეხმარო, რისთვის მიხდი თანხას რომ დაგეხმარო ადამიანის განადგურებაში და ისეთი ადამიანი გინდა გაანადგურო ვინც ყველას ეხმარება ან რატომ ხარ დარწმუნებული მე თანხას ავიღებ და ჩემს შვილებს მოვახმარ. ენვერი შენ გინდა მიყიდო და შენი ძაღლი გავხდე, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მიჭირს და როგორღაც გამაქვს თავი და ოჯახიც გამყავს მე შენნაირი ბინძური არ ვარ, მე ვაფასებ იმ ადამიანებს ვინც იცის ადამიანობის ფასი და არის მართლა ადამიანი. -რეზო უნდა დავიბრუნო ის რაც ჩემია და მე მეკუთნის. -დაიბრუნე როგორც გაგიხარდება ისე დაიბრუნე, მაგრამ უჩემოდ და მინდა გითხრა, რომ რისკზე მიდიხარ რადგან კარგად იცი ვინ დგას ამ კაზინოს თავში ის ძალიან ამაყია და ცოცხალი თავით არ დაგითმობს იმას რაც მას ეკუთნის სინამდვილეში და არა შენ. -მე უნდა შევებრძოლო.... -გაგიჭირდება მასთან ბრძოლა, მე ჩემი გითხარი. -მხოლოდ შენ შეგიძლია დამეხმარო.... -მე მარტო არ ვარ ეს შენც კარგად იცი. -ვიცი, ვიცი, ვიცი რომ მარტო არ ხარ და შენს გარშემო შენსავით შავი ყორნები არიან, მაგრამ მათ არ ვიცნობ არ ვენდობი სხვას ისე როგორც შენ, მხოლოდ შენ შეგიძლია წითლის შემდეგ აანთო მწვანე შუქი... -მე გამომრიცხე, გითხარი უჩემოდ რაც გინდა ის გააკეთე მაგრამ უკეთესია ალექსანდრეს შეხვდე და მშვიდად დაილაპარაკოთ, ერთმანეთში მოგვარდეთ მე კი წარმატებებს გისურვებ. რეზო ადგა დაემშვიდობა ენვერის და უიმედოდ დატოვა, ენვერი კი არ ნებდებოდა და შეტყობინება გაუგზავნა რეზოს ტელეფონზე. -,,მე მაინც შევაღწევ ალექსანდრეს ოფისში, მაგრამ შენ ძალიან ბევრს კარგავ’’. შემდეგ თავადაც ადგა ბარმენთან ფული გადაიხადა და წავიდა, რამდენიმე ზარიც განახორციელა, მაგრამ უშედეგოდ შემდეგ კი როცა უპასუხეს გაბრაზებულმა უყვირა. -გელოდები და იცი შენს ზარს როგორ მოლოდინით ველოდები, მაგრამ შენ დაიკარგე, გაქრი, გაუჩინარდი და დუმხარ, ჩვენს ადგილზე მოდი იქ გნახავ. -რამდენიმე წუთში ერთ მიუვალ დასახლებაში მივიდა, სადაც არავინ იცნობდა და ერთ უბრალო კაფეში შევიდა, ლოდინი არც დაჭირდა მის წინ ფიქრია გაჩნდა. -დაგაგვიანდა..... -მე ვფრთხილობ რომ არ გვითვალთვალებდეს ვინმე, მაგრამ შენ არ ფრთხილობ და შეცდომას უშვებ მთხოვ შეხვედრას რომელიც პროგრამაში არ მაქვს. -პროგრამაში, რას გულისხმობ გინდა მითხრა რომ ჩვენი შეხვედრა უნდა განვიხილოთ და ჩასვა დღის წესრიგში შენ კი როცა დრო გექნება მაშინ უნდა შემხვდე? -სწორედ რომ ასეა თუ გინდა დასახული მიზანი ბოლომდე მიიყვანო, მაგრამ შენ ჩქარობ და ძალიან ჩქარობ ამ სიჩქარით კი შენვე დამაშვებინებ შეცდომას. -შეიცვალე, რა მოხდა ალექსანდრესთან შეხვედრამ შეგცვალა და იქნებ გადაიფიქრე კიდეც დახმარება. -მომისმინე, ვიცი რომ გინდა ყველაფერი ძალიან მალე მოაგვარო მაგრამ უნდა მოითმინო ეს საქმე ასე მარტივად არ კეთდება და დიდ დროსთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, გარდა ამისა გამაგზავნე ადამიანთან ვინც ჩემი საკუთარი დედა კლინიკაში წაიყვანა და კლინის თანხაც გადაიხადა ეს კი არ ვიცოდი შენ მითხარი რომ თანხა შენ გადაიხადე და რატომ მითხარი ტყუილი, რას მოიგებ ტყულის თქმით. -მან წაიყვანა კლინიკაში ეს თავად გითხრა? -მან არა მისმა მეგობარმა მითხრა..... -გასაგებია და შენ რა იმედი დაკარგე? -ჩემი თავის იმედი მაქვს, მაგრამ შენ გაქვს იმედი? -საქმის გარშემო ვილაპარაკოთ, ყველაფერი უნდა ვიცოდე რაზე ისაუბრებთ და რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, მაგრამ პირველი პერიოდი ის დაგაკვირდება და შეეცადე ნდობა მოიპოვო, ფიქრია იქ თუ შევაღწიე ძალიან დიდ და უზარმაზარ თანხაზეა საუბარი და წილის მესამედს მიიღებ ამ თანხიდან. -მე არ მინდა სისხლიანი ფული და რაც ავიღე ისიც ბინძური ფულია, მაგრამ მე სხვა გზა არ მაქვს,მოვიპოვებ იმ ქაღალდებს თქვენ რაც გინდათ ბინას დავიბრუნებ და გაქრები ჩემი ცხოვრებიდან. -ასეც იქნება სიტყვას გაძლევ როგორც შენ იტყვი ისე გავაკეთებ, ახლა წადი მე მოგვიანებით გავალ შენს მერე.ფიქრია წავიდა, ენვერიმ კიდევ რამდენიმე პიროვნებას შეხვდა და დღის ნახევარიც მიიწურა ალექსანდრე ოფისში იყო და მნიშვნელოვან საბუთებს ახარისხებდა დიდი ალექსანდრე კი ნინასთან დაკავშირებას ცდილობდა, ალექსანდრე გზას ეძებდა როგორ მისულიყო ნინასთან ტელეფონის ზარმა ფიქრებიდან გამოიყვანა და უხალისოდ უპასუხა ალექსანდრემ. -გისმენ, მირანდა მითხარი რომ დაითანხმე შეხვედრაზე და მიდიხარ. -ალექსანდრე კარგად მიმიხვდი ნინა დავითანხმე შემხვდეს და მივდივარ. -კარგია, გელოდები კარგი შედეგით. სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა და სივრცეს გაღიმებულმა ახედა და ჩურჩულით თქვა. -დამეხმარე უფალო რომ გვიან, მაგრამ დავიბრუნო ჩემი ნინა. მირანდამ ტელეფონი გათიშა და ერთ ერთ პრესტიჟულ რესტორანში შევიდა სადაც ნინა უკვე ელოდა. -გამარჯობა ნინა და ბოდიში რომ დავაგვიანე. -არც მე ვარ დიდი ხნის მოსული. -მიხარია რომ დამთანხმდი შეხვედრაზე. -გამიკვირდა კიდეც შენი ზარი, მირანდა რა მოხდა რატომ მთხოვე ასე დაჟინებით შეხვედრა ჩემო ძვირფასო. -არ შეცვლილხარ ისევ ისეთი ყურადღებიანი ხარ, მაგრამ შენს თვალებში იმ სხივს ვეღარ ვხედავ რაც ადრე იყო საყვარელო. -ბედნიერება გაქრა და სხივიც ჩაქრა, ჩემო მირანდა შენ ხომ ხარ კარგად. -მე კარგად ვარ, მაგრამ ალექსანდრე....... -რა მოუვიდა ალექსანდრეს მირანდა......შეშფოთდა და ხმა აუკანკალდა მირანდას ხელზე ხელი მოუჭირა და თვალებში უყურებდა. -ალექსანდრე შეიცვალა, ძალიან შეიცვალა ნინა და დამიჯერე დღემდე უყვარხარ შენი სიყვარული და შენზე ფიქრი არასოდეს შეუწყვეტია. -მინდა დაგიჯერო, მაგრამ რა ვქნა რომ არ მჯერა. -მე მენდობი თუ მეც აღარ მენდობი ნინა. -შენ გენდობი მირანდა მას კი არა. -ნდობა ალექსანდრემაც დაკარგა მას შემდეგ რაც ელისო მისგან წავიდა და აღარავის ნახვა აღარ უნდა, ჩაიკეტა მის კაბინეტში და მხოლოდ მუშაობს. -მან დაამსხვრია ბევრი ჩემი ოცნება, მაგრამ ალექსანდრეს ჩემთან მოყვანით ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი, სხვას კი ნუ დაელოდება მე გრძნობა აღარ მაქვს მის მიმართ. -დაგიჯერებდი რომ არ გიცნობდე, ნინა შენ დღემდე გიყვარს ალექსანდრე როგორც მას უყვარხარ დღემდე, ამიტომ ეს გამომატანა შენთან და იმედი მაქვს უკან არ დამიბრუნებ. -ეს რა არის უნდა ძვირფასი ნივთებით მიყიდოს და გონია პატარა გოგო ვარ მეც ამ ნივთის გამო სიხარულისგან ჭკუას დავკარგავ და დავთანხმდები, ასე ალექსანდრესაც დაუახლოვდეს? -არა, არა, არა დამიჯერე, ნინა მან იცის რომ მის შეცდომას არც შენ და არც ალექსანდრე არ აპატიებს.გამომართვი და იფიქრე, იქნებ ახლა მაინც შეიცვალოს რამე და დაუბრუნდეთ ერთმანეთს, ორივე ასაკში ხართ და მან მიხვდა მის დანაშაულს, მაგრამ მას მხოლოდ ერთხელ შეუყვარდა ცხოვრებაში ერთი ქალი და ეს ერთი ქალი შენ ხარ. -მიჭირს რომ დაგიჯერო მირანდა. -ვიცი, ვიცი რომ რთულია სხვას დაუჯერო მას შემდეგ რაც შენ გამოიარე, რაც ტკივილი იგემე, მაგრამ ალექსანდრე გვყავს გვერდით და მისი მამა ხომ ალექსანდრე არის.ნინა შენ შეგიძლია ისევ და ისევ დააახლოვო მამა შვილი, აღადგინო მათი ურთიერთობა და იყოთ ნამდვილი ოჯახი.გიმეორებ ალექსანდრე შეიცვალა, ნინა ის ძალიან ძლიერია, მაგრამ სიყვარულის წინაშე კი სუსტი არის, უშენოდ არის სუსტი და უიმედო.ნინა დაფიქრდა და მირანდას შეხედა, სამკაული ხელში აიღო და მირანდას მიაწოდა, შემდეგ კი უთხრა. -ეს უკან წაიღე, მირანდა მე არ მინდა მისი ძვირფასი ნივთები მე ის მიყვარდა ამ ყველაფრის გარეშე და არა ძვირფასი და ძვირადღირებული ნივთით, ჩემთვის უბრალო მინდვრის ყვავილიც სამარისი იყო, მაგრამ იმ ქალში გამცვალა და იცის მე ვუბიძგე მას რომ შვილი გაეჩინა სხვასთან, მანაც გაუჩინა და ისიც შეუყვარდა, მაგრამ თუ შეუყვარდა და მასთან უნდოდა ცხოვრების გაგრძელება ბავშვი მე რატომ მომიყვანა ხომ შეიძლებოდა ისინი ყოფილიყო ნამდვილი ოჯახი და შვილიც მათ გვერდით გაზრდილიყო. ბავშვი მოიყვანა მკლავებში ჩამიწვინა და წავიდა, რატომ მირანდა.რა ვერ მივეცი მე ბავშვის გარდა იქ რომ დარჩა მასთან და ბოლოს მანაც უღალატა, თუმცა კარგია რომ მანაც გაიგო ღალატი რა მტკივნეულია და გადაულახავი.მიყვარს, ჰო ვაღიარებ მიყვარს, მაგრამ ვერ ვაპატიებ იმ ტკივილს იმ დამცირებას რაც მომაყენა.ნინა ადგა და წავიდა ისევ ისეთი ამაყი და თავაწეული, მირანდა უყურებდა მიმავალ ნინას და თქვა. -როგორ შეგეძლო ალექსანდრე ამ ქალის დატოვება, მიუხედავად იმისა ატკინე, მიატოვე, უღალატე, მას მაინც უყვარხარ და ისევ ისე ძლიერად უყვარხარ მეგობარო როგორც თავიდან.მიუხედავად ღრუბლიანი ამინდისა ნინა ფეხით გაუყვა გზას, ელვამ გასერა ღრუბლები, გრუხუნის ხმაზე ხალხი დაფრთხა და ყველა ჩქარობდა გაესწრო წვიმისთვის, მაგრამ ნინა ვერ გრძნობდა ვერც სიცივეს, ვერც მოახლოებულ ცუდ ამინდს ის აუჩქარებლად მიიწევდა წინ და სადღაც მეხიც კი ჩამოვარდა ბებერი მუხა შუაზე გახლიჩა არც ამას შეუშინებია მიდიოდა წინ და თავი არ დაუხრია. ღრუბლები შეიკრა ერთმანეთს ძლიერ შეეჯახა და კოკისპირული წვიმაც წამოვიდა ეს არ იკმარა ძლიერი ქარიც ამოვარდა ცუდი ამინდის გამო შუქებიც ჩაქრა და დაბნელდა ადრიანად ქუჩები, მანქანები სიგნალებით მოძრაობდა ზოგს ვერ გაებედა გზის გაგრძელება და ელოდებოდა წვიმის შენელებას, მაგრამ ნინა მაინც წინ მიიწევდა თავაწეული უშიშრად თუმცა სულ სველი.მოულოდნელად მისი მხედველობა ერთმა ბინამ მიიქცია და შეჩერდა გოგონა ფანჯარაზე იდგა და მიხვდა რომ ცუდი რამ უტრიალებდა თავში გოგონას, მის განზრახვის სისრულეში მოყვანას ცდილობდა, მაგრამ ნინა უყურებდა და შეშინებული მივიდა ბინასთან. -ახლავეს ჩამოდი ფანჯრიდან და შედი ბინაში ნუ გააკეთებ ისეთ რამეს რასაც ვეღარავინ ვერ გამოასწორებს მათ შორის ვერც შენ და ვერც მე შენ ხომ ახალგაზრდა ხარ და ცხოვრება წინ გაქვს. გოგონა ტიროდა და ნინას უყურებდა, ნინა კიდევ ახლოს მივიდა ბინასთან და თხოვა. -მეც ცუდ მდგომარეობაში ვარ მინდა ვიღაც ვისაც დაველაპარაკები მოდი ერთად დავსხდეთ და დავილაპარაკოთ ერთმანეთს გავანდოთ ჩვენი ტკივილი, გამიღე კარი და მე შენთან მოვალ.გოგონამ შეისმინა ნინას თხოვნა და ბინის კარი გაუღო, ნინამ ორივე ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა შეშინებული, ატირებული და უთხრა. -რა გაგჭირვებია რომ სიცოცხლის შეწყვეტა გადაწყვიტე, შემომხედე ყველა შეცდომა გამოსწორდება, მაგრამ სიცოცხლეს ვერ დაიბრუნებ. -მიღალატა, სხვაში გამცვალა მე კი ბავშვს ველოდები. -გინდა ბავშვი დასაჯო ჯერ არ დაბადებული და რატომ, ის ხომ დამნაშავე არ არის თუ მისი მამა არაკაცი და არა ადამიანია. -არ მინდა სიცოცხლე, ასეთ მდგომარეობაში ვერავის დავენახვები. -მეც მიღალატეს და მატკინეს, მაგრამ შვილი მარტო გავზარდე, მე მოგეხმარები და პატარა ერთად გავზარდოთ. დამიჯერე, სიცოცხლის შეწყვეტა კარგი გამოსავალი არ არის მას მეტ თავისუფლებას მისცემ და კიდევ სხვას ატკენს, კიდევ სხვას გააუბედურებს, მაგრამ შენ სად იქნები ამ დროს მიწის ქვეშ.მომენდე, მომეცი ხელი რომ დაგეხმარო და ძლიერი დედა იყო. გოგონა თვალებში უყურებდა ნინას და იქ მისი ნდობა ამოიკითხა, ხელი ძლიერად ჩაჭიდა და მიხვდა ნინა რომ ის დათანხმდა მის შემოთავაზებას, შემდეგ ბინას მოავლო თვალი და თქვა. -აქ მარტო ცხოვრობ? -მარტო ვარ და ეს არის ჩემი სიმდიდრე რაც გამაჩნია. -აქ ვერ დაგტოვებ ასეთ ამნიდში გაცივდები, ჩემთან წამოდი და ერთად ვიყოთ. -არა, არა მე ვსწავლობ და როგორმე გავუმკლავდები ჩემს პრობლემებს. -მომისმინე, ახლავეს ადგები და წამოხვალ ამ ბინას დაკეტავ და როცა განმარტოვება მოგინდება მოხვალ მე არ გართმევ აქაურობას. მკაცრი იყო ნინას ხმა ამიტომ ვერ გასცა პასუხი და რადგან უპასუხოდ დატოვა ნინამ ტაქსი გამოიძახა და რამდენიმე წუთში უკვე სახლში იყვნენ. ორივე სველი იყო, ნინამ საძინებელში შეიყვანა და გამოსაცვლელად მისი ტანისამოსი მისცა თავადაც გამოიცვალა და ღრმად ამოისუნთქა, სამზარეულოში შევიდა არაფერი უნდოდა, მაგრამ გოგონას გამო რაღაც მსუბუქი უნდა მოემზადებინა, ფიქრობდა ნინა რომ მისმა ტელეფონმა დარეკა და ღიმილით უპასუხა. -გისმენ შვილო. -არ ინერვიულო რომ არ მოვიდე რამდენიმე დღე არ ვიქნები ქალაქიდან გავდივარ და ჭკუით იყავი, გესმის? ნინას გულიანად გაეცინა და უთხრა. -ჭკუით ვიქნები შვილო, მაგრამ ძალიან მინდოდა დღეს სახლში მოსულიყავი..... -რატომ რა მოხდა, შენს ჯამრთელობას თუ ეხება შეხვედრას გავაუქმებ..... -არა, არა, მე კარგად ვარ.... -მაშინ სხვაზე რომ დავბრუნდები მერე ვილაპარაკოთ. -კარგი შვილო, წარმატებები. ტელეფონი გათიშა და ვერც კი შეამჩნია გოგონას შესვლა სამზარეულოში, უყურებდა გოგონა ნინას და ცრემლი მოერია უეცრად პირზე ხელი მიიდო და ნინაც შებრუნდა შეხედა სასოწარკვეთილ გოგონას და შეშინებულმა უყვირა. -სააბაზანოში შედი მარჯვნივ აქვეა შვილო. ნინაც უკან გაყვა და კართან იდგა, გოგონამ რამდენიმე წუთი დაჰყო მარტო და ერთიანად გაფითრებული გამოვიდა სააბაზანოდან, ნინამ ხელი შეაშველა და უთხრა. -უჭმელი ხარ დღეს და გული აგერია, ამიტომ ახლა უბრალოდ წვნიანს მოვამზადებ დღეს მე ვიქნები მზარეული და შეგიძლია მითხრა რა სურვილი გაქვს, ხვალ ცირა მოვა და უგემრიელეს კერძებს მოგიმზადებს, ბუზღუნაა ცოტა და შენ არ მიაქციო ყურადღება არც შეგეშინდეს ძალიან კეთილი გული აქვს. წვნიას ამზადებდა და ზოგჯერ ჩაფიქრებულ გოგონას უყურებდა თან ათას რამეზე ფიქრობდა, მაგიდაც გააწყო თავადაც დაჯდა და ორივემ ერთად მიირთვა წვნიანი რომელიც გოგონას ძალიან მოეწონა, სანამ არ დაასრულეს არ კითხა არაფერი და როცა მიხვდა ორივემ დაამარცხა შიმშილი ღიმილით კითხა. -ჩვენ სახელებიც არ ვიცით ერთმანეთის, მე ნინა ვარ. -მართა, მართა ვარ არევაძე სტუდენტი. -გასაგებია, სხვას არაფერს მეტყვი მე ძალას არ დაგატან თუ სურვილი არ გაქვს. სანამ ნინას უპასუხებდა თვალები დახუჭა და დედის სითბოთი სავსე სახე მისი ღიმილი წარმოიდგინა, გაახსენდა რა მძიმე იყო მისი ბავშვობა, სკოლის დამთავრება და რომ არავინ ელოდა მისგან უნივერსიტეტში მოხვედრაც გაახსენდა, ასევე გაახსენდა როგორი შურით უყურებდა მასზე მეტად ვისაც აფასებდა მასწავლებლები მაგრამ მაღალი ქულა მართას არასოდე მიუღია თუმცა მართა ყველას გასაკვირად სტუდენტი გახდა ისინი კი უნივერსიტეტის გარეთ დარჩნენ.მართას სურვილი იყო ესწავლა და კარგი სამსახური ეშოვა რომ ოჯახსაც დახმარებოდა და თავადაც მყარად დამდგარიყო ფეხზე, მაგრამ ლევანის გაცნობს შემდეგ და მისმა დაპირებებმა იმედი გაუღრმავა და მიენდო მამაკაცს ვინც შეუყვარდა. რამდენიმე წუთი ერთ წერტილს უყურებდა, შემდეგ ნინას შეხედა მკრთალად გაუღიმა და ყველაფერი მოუყვა მის ცხოვრებაზე და ბოლოს ლევანიზეც რომ ძალიან უყვარდა -ორი წლის წინ გავიცანი, მომეწონა და არ ვჩქარობდი ახლო ურთიერთობას, მაგრამ გრძნობა იმდენად ძლიერი იყო ერთ დღესაც დავნებდი. მეფიცებოდა ჩემი მზე ხარო და მჯეროდა მისი, მაგრამ ორი დღეა ვურეკავ მესიჯებს ვწერ, მაგრამ პასუხი არანაირი არ არის დუმს ასე ძალიან შეაშინა ამ პატარას არსებობამ და თუ არ ფიქრობდა სერიოზულად რატომ გამწირა და დამტოვა ასე გაორებული. -იქნებ ტელეფონი დაკარგა.... -შეუძლებელია ლევანი ისეთ სამსახურში მუშაობს მისი უტელეფონობა არ შეიძლება, ნინა დეიდა მიყვარს, ძალიან მიყვარს. -ლევანი? მას ლევანი ქვია და ფოტო გაქვს რომ მაჩვენო ან გვარი იცი მისი? -იობიძე არის მისი გვარი, ლევან იობიძე იურისტი. -ლევან, ლევან იობიძე ჩემი ხელით მოგკლავ და დაგახრჩობ და ამ ბავშვის დაბადებას არ მოგასწრებ ხელშიც არ დაგაჭერინებ დამაცადე რა გიყო ვირო, ვირო, ვირო.მართა გაოცებული უყურებდა ნინას და მის აღშფოთებას რომ შეხედა თავადაც აღშფოთდა, შეშინებულმა შეხედა ნინას და ბოლოს ნინამ გაუღიმა და უთხრა. -ნუ მიყურებ გაოცებული და შეშინებული, ვიცნობ იმ შენს ვირს და მას მე მივხედავ, შენ მშვიდად იყავი შვილო და დღეიდან აქ იქნები ჩემთან ერთად და აბა გაბედოს და მოვიდეს, მოგეკაროს. -საიდან იცნობთ ლევანის.... -დამაცადე ყმაწვილო რა გაგიკეთო ვირებო, ჩემი შვილიც ვირია და შენც ვირი ხარ. ვეხვეწები ვინმე მოიყვანეთ ბავშვები აღარ ხართ უკვე დრო არის დაქორწინდეთ და უარს მეუბნებიან, თურმე რას აკეთებენ. გაბრაზებულმა ტელეფონი აიღო ლევანის ნომერზე დარეკა რომელმაც უცებ უპასუხა. -ნინაჩკა გისმენ თუ ალექსანდრე არ გპასუხობს ვერ იპოვი რადგან გაქრა და გაუჩინარდა რამდენიმე დღით. -ალექსანდრე კარგად ვიცი სადაც არის, მაგრამ შენ სად ხარ სად დადიხარ რა საქმეებს ხლართავ ყმაწვილო ან ასე უნდა მიმატოვო როცა ალექსანდრე წასულია? -ნინა რა გჭირს.... -დარწმუნებული ვარ დაგიბარა ნინას მიხედე ჩემს დაბრუნებამდეო. -ნინაჩკა რა ისტერიკაში ხარ, კარგად ხარ? -არ ვარ კარგად, არ ვარ კარგად ვირო, ვირო........ -მოვდივარ ახლავეს..... -არ მოხვიდე, აქ რომ მოხვიდე შემომაკვდები ვირო, ვიროოოო.... -რა გჭირს აღარ იტყვი ადამიანო? -ასეთი უპასუხისმგებლო გაგზარდე, ასეთი უყურადღებო, ასეთი გულცივი და არა ადამიანი ხარ შენ ლევან. -საქმე ძალიან სერიოზულად არის, მოვდივარ. -არ მოხვიდე, დღეს არ მოხვიდე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ რადგან ძალიან აღშფოთებული ვარ.ტელეფონი გათიშა და ლევანი გაოცებული იდგა, ვერ გაეგო რამ გააბრაზა ნინა ასე ძალიან და უყურებდა გათიშულ ტელეფონს, შემდეგ ალექსანდრეს ხმამ გამოაფხიზლა. -რა გააფუჭე ვირო.... -არაფერი ალექს. -მაშინ კითხვას შევაბრუნებ, რა ჩაიდინე ვირო. -არ ვიცი, აზრზე არ ვარ. -ნინა ასე არ გადაირეოდა და არ აღშფოთდებოდა, რაღაც სერიოზულია მომხდარი. -არ მოხვიდეო ვიცი მისი ხასიათი რომ მივიდე კარს არ გამიღებს, სახლშიც რომ შევიდე გასკდება და ხმას არ ამოიღებს არ დამელაპარაკება.რა გავაკეთო, ალექსანდრე უკვე მეც ვნერვიულობ. ალექსანდრემ საათზე დაიხედა და თქვა. -სამი საათი მაქვს დრო გაფრენამდე, მოდი მე წავალ თითქოს რამე დამრჩა სახლში მნიშვნელოვანი და გზიდან დავბრუნდი შემდეგ კი შენც მოდი. -მაშინ ერთად წავიდეთ და ჯერ შენ შედი კარი ღიად დატოვე და მოგვიანებით მეც შემოვალ. -ჩააწყო საქმე უკვე უცებ. -აბა რა ვქნა მითხარი შენ. -კარგი გავედით დროს ნუ დავკარგავთ ისედაც ვიწვები დროში.ორივემ საჩქაროდ დატოვა ოფისი ალექსანდრე ჩქარობდა და ბოლოს სახლთან მისულმა შეხედა ჩაფიქრებულ ლევანს. -ფიქრობდი და ხელი არ შეგიშალე, არაფერი გაგახსენდა რაც ნინას ასე ძალიან გააბრაზებდა. ლევან ბავშვობიდან იცნობ ნინას და იცი მისი ხასიათი ადვილად არ ბრაზდება, მაგრამ ის რომ ვირს დაგვიძახებს მაშინ არის სწორედ ძალიან გაბრაზებული. -არ ვიცი ალექს მართლა არაფერი არ მახსენდება, თუმცა..... -მოვედით, მე სახლში შევალ და შენ მაგ თუმცას კარგად დაუფიქრდი რა შეიძლებოდა ნინას შენზე გაეგო რაც ასე ძალიან მიიტანა გულთან და აღშფოთდა. -შეუძლებელია..... -ნინასთვის შეუძლებელი არაფერია 9 მთას იქით იცის რა ხდება ან რა უნდა მოხდეს, ამიტომ ვერ დაამარცხა თვით დაუმარცხებელმა ალექსანდრე სურმანიძემ და დღემდე მყარად დგას თუმცა უნდა ვაღიარო რომ დღემდე უყვარს და არც უარყოფს მისდამი სიყვარულს.არ ვიცი დაიჯერებ თუ არა მაგრამ ყოველ დილით როცა მასთან შევდივარ მამას ფოტოსთან ერთად ძინავს, ამდენი ტკივილი მიაყენა ამ ადამიანმა და მაინც უყვარს,სიყვარული ასეთია ლევან მაგრამ ძლიერი სიყვარული და არა უბრალო გატაცება.ლევანი გაოცებული უსმენდა ალექსანდრეს, ალექსანდრემ კი მანქანიდან გადავიდა და სირბილით გაიარა სახლამდე გზა რომ წვიმას დამალვოდა, კარი გააღო და თავისი ჩვეული ხმით დაიძახა. -ჩემო მტრედო სად ხარ მოვედი.....ხმა ვერ გაიგონა და ისევ ხმამაღლა დაიყვირა. -დედა..... ნინა არ ელოდა ალექსანდრეს და გაოცებუმა შეხედა მართას რომელიც ფეხზე წამოდგა, მაგრამ ალექსანდრე უკვე სამზარეულოში იყო მის წინ და უღიმოდა, მოგვიანებით შეამჩნია მართა და თქვა. -სტუმარიც გვყოლია..... -ალექსანდრე...... -რატომ გაგიკვირდა დედა.... -მითხარი რამდენიმე დღე ვერ მოვალო,ტყუილი მითხარი? -არა გზიდან დავბრუნდი მნიშვნელოვანი საბუთი დამრჩა და ის უნდა წავიღო, რა მოხდა ასე გაოცებული რატომ მიყურებ. -ალექსანდრე მარტო მოდი? ალექსანდრემ ღიმილით შეხედა ნინას და შემდეგ უკან მიიხედა და თქვა. -რა გჭირს დედა მარტო ვარ, რა გემართება. ნინამ მართას შეხედა უთხრა. -დაისვენე შვილო შედი შენს ოთახში აქ მე მივხედავ ყველაფერს.მართა ფეხზე წამოდგა და ალექსანდრეს მორცხვად შეხედა, მაგრამ ნინამ ისევ შეაჩერა და თქვა. -გაიცანი ალექსანდრე ეს მართა არის, მართა არევაძე სტუდენტი და დროებით ჩვენთან იცხოვრებს, იმედი მაქვს წინააღმდეგი არ იქნები. -რას ამბობ დედა ან შენს წინ როდის წავსულვარ, რამდენი დროც დაჭირდება იყოს ჩვენთან სანამ მის საქმეებს მოაგვარებს, მაგრამ უნდა ამიხსნა რა ხდება ასეთი გაბრაზებული რატომ ხარ. -გეტყვი, ყველაფერს გეტყვი და უნდა მომისმინო. -მართა, მართა შენი შვილი არის ნინაჩკა? -რას ბოდავ ვირო, ჩემი შვილი აქამდე არ ყოფილა მაგრამ დღეიდან იქნება და შვილი რომ მყოლოდა ასეთი დაჩაგრული არ მეყოლებოდა და ვერც შენი მეგობარი ლევანი დაჩაგრავდა ასე ადვილად.... -მოიცადე, მოიცადე აქ ლევანი რა შუაშია საერთოდ...... -მართა შენი საუკეთესო მეგობრის ლევანის საცოლეა და მისგან ორსულად არის, იმ პატარა მუცელში ლევანის შვილი ზის ალექსანდრე და როგორ ფიქრობ არ უნდა ვბრაზობდე? -რა, რა, რა თქვი? -რაც გაიგონე, აბა რა იფიქრე რამ გამაბრაზა ასე ძალიან. -მართლა, მართლა შვილს ელოდებით? ღიმილით და სიყვარულით შეხედა მართას და ხელი მოხვია. -ჩემო დაიკო ადი შენს ოთახში და არაფერზე არ ინერვიულო, იმ ვირს ყურით მოვათრევ აქამდე და თავად შეხედავ რა დღეც დაადგეს მართლა ვირი რომ არის. მართას გაეცინა და წავიდა თავის ოთახში, ალექსანდრე კი უყურებდა ნინას და იცინოდა. -რა გაცინებს, ალექს ეს სულაც არ არის სასაცილო და იცი სად ვიპოვე არ მინდა გავიხსენო ის მომენტი, შვილო მას გადაწყვეტილი ჰქონდა .ალექსანდრე შეცბა და ნინას გაოცებულმა შეხედა. -რას ამბობ დედა. -რას ვამბობ, არ დამენახოს ის ვირი და ვირთა შორის უფრო დიდი ვირი.... -დედა ვირი თუ მამა ვირი.... -ალექსანდრე ნუ დამცინი, ძალიან გაბრაზებული ვარ. -გაბრაზება უცებ გაგიარს ლევანს რომ ნახავ, აქ არის. -ვიცოდი, ვიცოდი მივხვდი რომ ერთად იყავით და ინტერესის გამო დაბრუნდი, გაგიკვირდა რამ გაასულელა და გააგიჟა ასე დედაჩემიო ორივე ვირები ხართ, ორივე. -განსხვავება გვაქვს ნინაჩკა მე და ლევანს. -რა განსხვავება, რა განსხვავება ალექს ორივე ვირები ხართ თქვენ. -მაგრამ მე თავისუფალი ვირი ვარ ეს გაითვალისწინე. -შენც რომ იგივე გააკეთო ამ კარის გზა დაივიწყე, სად იპოვეთ ორმა იდიოტმა ერთმანეთი თუმცა მაგნიტივით იზიდავთ ერთმანეთს. ალექსანდრეს ტელეფონზე ზარი იყო და ტელეფონი გახსნა. -რა ხდება ალექს გაიგე რატომ ბრაზობს? -შემოდი, შემოდი კარი ღიად დავტოვე დიდი სიურპრიზი გელოდება ვირო, შენ ვირთა შორის ყველაზე დიდო ვირო. ლევანი სახლში შევიდა ნინა ჯერ კიდევ ბუზღუნებდა და თან სამზარეულოს ალაგებდა, შემდეგ მაცივარი გამოაღო და ხორცის დიდი ნაჭერი გამოიღო წყლიან ქვაბში ჩადო და წყალში ძმარი ჩაუმატა რომ მალე გამღვალიყო გაყინული ხორცი რომ ალექსანდრეს ხმა გაიგონა. -შემობრძანდი და აქ დაბრძანდი. უეცრად ნინა შემობრუნდა ალექსანდრეს ხმაზე და დაინახა თუ არა ლევანი იქვე დადებული დანა აიღო და დაუყვირა. -ხომ გითხარი დღეს არ დამენახომეთქი, გინდა აქვე ამოგხადო სული? -რა მოხდა აღარ იტყვი რომ დადიხარ და მლანძღავ.... -შენ რომ დადიხარ ფიქრობ რომ შენი ყოველი ნაბიჯი ადამიანური და კაცური იყოს თუ იმაზე ფიქრობ სხვას დაუნგრიო ცხოვრება. ლევანიმ ალექსანდრეს შეხედა და თქვა. -ალექს რას ამბობს ამიხსენი და გამაგებინეთ რა ხდება. ალექსანდრე ფეხზე წამოდგა და ლევანის წინ დადგა მას სახე, თვალები ერთიანად უცინოდა ბედნიერებისგან მხარზე ხელი დაადო და უთხრა. -ხდება, ხდება მეგობარო და ეს ამბავი შენგან უნდა გამეგო მაგრამ ახლა მე გილოცავ.... -რას მილოცავ ადამიანო ნუ დამტანჯეთ. -გილოცავ მეგობარო არ ვიცი რა იქნება გოგო თუ ბიჭი, მაგრამ იცოდე ჩემი ნათლული იქნება. -ნათლული, ვისი ნათლული ვინ უნდა მონათლო. -შენი შვილი ვირო, მამა გახდები რაც მიქარე აქამდე ვერ მიხვდი თუ გინდა სხვას დააბრალო და თქვა სად როდის ან როგორ ჩემი არ არის ჩამიდესო. ლევანი დაიბნა, მაგრამ ალექსანდრე კარგად ხალისობდა ნინას სიბრაზეზე და ლევანის დაბნეულობაზე. -გოგოს თავი შეაყვარე დააორსულე და მიატოვე, გუშინ კი სიკვდილს ჩავხედე თვალებში მასთან ერთად, ლევან დავიჯერო ასეთი უგულო ადამიანი ხარ? -ნინა რას ამბობ, სად არის მართა..... -აააააა, გაგახსენდა მართა რომ ქვია? -სად არის რომელ საავადმყოფოშია..... -მაღლა არის პირველ საძინებელში... უთხრა ალექსანდრემ და თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი ღიმილით უთხრა. -წადი ვირო ნახე შენი შვილის დედა. -აქ არის მართა? -არსადაც არ წავა, გოგოს ახლოს არ გაეკაროს..... -ნინაჩკა..... -სახლი დატოვე და წადი, ახლავეს წადი დიდო ვირო. -ვნახავ, დავრწმუნდები რომ კარგად არის და წავალ. -ფეხი არ გაადგა თორემ ამ დანას გესვრი.... -ნინა დამშვიდდი..... -დარწმუნდება, ახლა გინდა დარწმუნდე მის კარგად ყოფნაში რომ გირეკავდა რატომ არ უპასუხე თუნდაც ერთ ზარზე ან ერთ შეტყობინებაზე. -არ მინახია მისი არც შემოსული ზარი და არც შეტყობინება წამიკითხია. ტელეფონი ამოიღო და გახსნა იქ არც ზარი იყო დაფიქსირებული და არც შეტყობინება. -შეუძლებელია, გოგო ორი დღე გირეკავდა ზარი გადიოდა და უთიშავდი, შეტყობინებებს კითხულობდი მაგრამ არ პასუხობდი.ლევანი დაფიქრდა და უეცრად წამოიყვირა. -შეუძლებელია, მოვკლავ გეფიცებით მოვკლავ. -მოიცა, მოიცა რატომ გაბრაზდი ან ვისზე ბრაზობ რა გაგახსენდა. -მთელი ორი დღე ეს ტელეფონი მარიზის დავუტოვე გაფუჭდა და მას გავატანე გასაკეთებლად.... -გამოდის ის თიშავდა ტელეფონს და კითხულობდა შეტყობინებებსაც, ბოლოს კი რომ არ გენახა წაშალა ზარებიც და შეტყობინებებიც. -მარიზის მოსწონხარ ლევან და ეს მე მარტო არ შემიმჩნევია, ეს ყველაფერი კი ეჭვიანობის გამო გააკეთა. -მართალს ამბობს ალექს. -საბედნიეროდ მართალს ამბობს სხვაგვარად ვერ ეღირსებოდა მართას ვერც ნახვას და ვერც შეხებას. -ვირი, მაინც ვირი ხარ. უთხრა ნინამ და თვალი ჩაუკრა. -ნინას ვეთანხმები და მეც გეტყვი რომ ვირი ხარ, რადგან ყველაფერი მოგვარდა მე ვინ წამიყვანს აეროპორტში. -მე წაგიყვან და ეს აქ დარჩეს დაილაპარაკებენ მხოლოდ კარებიდან, ახლოს არ მიხვიდე. ლევანიმ ხელები ასწია და დაეთანხმა, მაგრამ ალექსანდრეს თვალი ჩაუკრა, ნინამ უცებ მოემზადა და ალექსანდრე წაიყვანა, მაგრამ შეხედა რომ ხელში არაფერი ჰქონდა და უთხრა. -მითხარი მნიშვნელოვანი საბუთი დამრჩაო, სად არის ისევ დაგრჩა? -წამოდი, წამოდი.... უთხრა სიცილით და ხელი მოხვია ნინას. -ვიცოდი ერთად რომ იყავით, ორი ვირი და ჩამოუყალიბებელი ვირები ხართ ჯერ ჩოჩორები გაზრდა გაკლიათ. -ნინაჩკა ორ მეტრომდე ვარ სიმაღლეში თითქმის და რამდენი უნდა გავიზარდო კიდევ.... -სიმაღლეში არა შვილო ტვინში გაკლიათ გაზრდა.გაბრაზებული იყო ჯერ კიდევ, მაგრამ შემდეგ დათბა და ალექსანდრეს შეხედა. -რაღაც მინდა რომ გითხრა.ალექსანდრემ შეხედა ნინას და მანქანა გააჩერა, ნინამ კი გაოცებულმა შეხედა. -რატომ გააჩერე. -მითხარი რისი თქმაც გინდა შენ რაღაც გაწუხებს, დედა ავად ხარ? -კარგად ვარ, მამაშენმა საჩუქარი გამომიგზავნა.... ალექსანდრეს გაეცინა და ნინას ეშმაკურად გახედა. -რა საჩუქარი, ძვირფასი სამკაულით გინდა რომ მოგხიბლოს? -ნუ იცინი, დიახ ძვირფასია მაგრამ დავუბრუნე უკან.... -რატომ დაუბრუნე, ცდილობს დაგიბრუნოს და შენ კი არ იკარებ არადა მისი ფოტოთი გძინავს. -ალექსანდრე.... -უყვარხარ და გიყვარს, აპატიე ის ერთი შეცდომა და იყავით ერთად, ერთხელ ხომ აპატიე.... -სწორედ იმ ერთხელ პატიებამ ისევ ჩაადენინა შეცდომა. -ამიტომ გეშინია ისევ არ განმეორდეს იგივე? -ისევ რომ წავიდეს და ისევ რომ დამტოვოს..... -დაბერდა დედა დაბერდა, ალექსანდრე ის ცქვიტი ბიჭი აღარაა და აღარც სირბილი შეუძლია იქით აქეთ, მაგრამ ვერაფერს ვერ გეტყვი ეს შენ უნდა გადაწყვიტო, შენ უნდა აპატიო და უნდა დაიბრუნო. -მხოლოდ ეს არის რაც გინდა რომ მითხრა? -სხვა რა უნდა გითხრა დედა მე მხოლოდ იმის მოწმე ვარ თუ როგორ იტანჯები, როგორ ძალიან გიყვარს და ვიცი არ გეთმობა სხვისთვის.ვერ ერევი შენს გრძნობებს და დღემდე მას ელოდები, მაგრამ იმდენად ამაყი ხარ არ აღიარებ. ბოლო ბოლო ოჯახი ვართ და უნდა გადადგა ნაბიჯი, მოუსმინე მაინც რას გეტყვის. -არ ვიცი რა გავაკეთო. -დედა ძალიან მიყვარხართ ორივე შენ გამზარდე, ის ჩემი მამა არის და შენ რასაც გადაწყვიტავ მე პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას, დროა დაამარცხო მარტოობა და იყო ბედნიერი. -არ ვიცი შვილო დაბნეული ვარ. -შენ მართაზე და ლევანზე მეტად ხარ დაბნეული. -ნუ გამახსენებ ახლა იმ ვირს რომელმაც დღეს ძალიან, ძალიან გამაბრაზა. -ლევანი მამა გახდება, გრძნობ რა გვეყოლება ბიჭი თუ გოგო. -რაც იქნება გასაზრდელი იყოს და გეფიცები თუ ბავშვს მივაკარო, არა ადამიანი როგორ ანერვიულა გოგო.... -არ არის ლევანის ბრალი თუმცა მისი ბრალია ტელეფონი როგორ დაუტოვა მარიზის. ალექსანდრე აეროპორტში მივიდა და უკვე სრულდებოდა რეგისტრაცია, ნინას ხელის აწევით დაემშვიდობა და ჩქარი ნაბიჯით გაუჩინარდა. იდგა ნინა და უყურებდა მიმავალ ალექსანდრეს ის ხომ მან გაზარდა და ბედნირმა თქვა. -მამაშენის ასლი ხარ ალექსანდრე და მისი სახელიც გქვია, აი რატომ არ მინდოდა აყვანილი შვილი, მინდოდა მას დამსგავსებოდი შვილო. ნინა მშვიდად გაბრუნდა და ნელა მიდიოდა ნაწვიმარ გზაზე, შემდეგ კი ლევანის დაურეკა. -სად ხარ ვირო.... -ჯერ კიდევ ბრაზობ ნინაჩკა. -ასე ადვილად არ გამივლის სიბრაზე ლევან. -ვიცი, ვიცი, მაგრამ მოდი აქ გელოდები და ვისაუბროთ.ტელეფონი გათიშა და ისევ სიბრაზით თქვა. -მელოდება ბიჭი. ნინა მშვიდად იყო და საერთოდ არ ნერვიულობდა ალექსანდრეზე რადგან იცოდა ის ყველა სირთულეს გაუმკლავდებოდა, მან ასწავლა ბიზნესის მართვა და ისიც რომ სირთულეს არ უნდა შეუშინდეს და პირველმა არ უნდა დატოვოს ის ადგილი რომელიც იცის რომ მისია, დიდი ალექსანდრე კი დაფიქრებული იჯდა მირანდას წინ და თვალებში უყურებდა. -რაზე ფიქრობ, ალექსანდრე იფიქრე საერთოდ ნინაზე? -ყოველ დღე მათზე ვფიქრობ მირანდა ნინაზე და ალექსანდრეზე. -ალექსანდრე ფიზიკურად შენ გგავს, მაგრამ მტკიცე ხასიათით ნინას გავს და ძნელია მასთან მიახლოვება. -ძნელია დღეს ადამიანის ამოცნობა ადამიანში და სწორადაც აკეთებს, ჩემსავით მიმდობი არ არის, ალექსანდრე უფრო დაკვირვებულია. მთელი ჩემი ცხოვრება ბიზნესში ვარ, მაგრამ მან მე მაჯობა და ჩემზე ბევრად წინ წავიდა ვამაყობ მისი წარმატებებით. -ბედნიერებაა ასეთი შვილის ყოლა. -ბედნიერი ვარ, მაგრამ მტკივა რომ მათთან არ ვარ. კარზე ზარი იყო და ორივემ ერთმანეთს შეხედა. -ელოდები ვინმეს ან ამ დროს ვინ უნდა იყოს ასეთ ამინდში. უთხრა ალექსანდრემ და მირანდას შეხედა. -ვის უნდა ველოდებოდე ან ვინ მოვა ისეთი შენ რომ არ იცნობ. -გააღე კარი, მაგრამ ჯერ ნახე ვინ არის. მირანდამ ვიდეო თვალში შეხედა კართან ნინა იდგა და გაოცებულმა მიუბრუნდა ალექსანდრეს. -ნინა არის....... -დაუჯერებელია ნინა აქ მოვიდა, გაუღე კარი მე კაბინეტში ვიქნები იქ შემოიყვანე. ალექსანდრე ჩქარი ნაბიჯით შევიდა თავის კაბინეტში პიჯაკი იქვე მიაგდო დივანზე და თავად მაგიდაზე გაშლილ უამრავ ქაღალდებს დაჰყურებდა ზემოდან თითქოს არჩევდა რომელი ქაღალდი აეღო და წაეკითხა, მირანდამ კი კარი გააღო და გაოცებულმა შესძახა. -ნინა, ნინა არ გელოდი..... -ალექსანდრეს ნახვა მინდა მირანდა თუ დრო აქვს. -შემოდი, შემოდი. რამოდენიმე ნაბიჯით შევიდა სახლში და გაჩერდა ისევ მირანდას დაელოდა, მაგრამ მირანდამ გაუცინა და უთხრა. -შემოდი, კაბინეტში არის და იქ შეგიძლიათ ისაუბროთ. -საჩუმათო არაფერი მაქვს მირანდა რამდენიმე კითხვა მინდა დავუსვა ალექსანდრეს და წავალ. -მირანდა ვინ არის..... -შენთან არიან ალექსანდრე. -აქ შემოიყვანე.... -ადრე არავის არ უშვებდი ამ ოთახში, ახლა ვინც მოვა ყველა აქ შემოდის? -ნინა? -მე ვარ როგორც მხედავ არ გეჩვენები, შენ კი კარგად გამოიყურები. -ვერც შენ გაკლებს წლები რამეს, უბერებელი ხარ ნინა, ჩემი ნინა და სხვაგვარი არც წარმომიდგენიხარ. -ეს ნინა ერთ დროს შენი იყო სანამ სხვაში გაცვლიდი. -რაც არ უნდა თქვა ყველაფერში მართალი ხარ.... -მირანდას შევხვდი გუშინ და მითხრა რომ ჩემი ნახვა გინდოდა,ვფიქრობ იმდენი პატივისცემა შემოგვრჩა ერთმანეთში თავად მოსულიყავი ჩემამდე და მირანდას შუამავლობა არ დაგჭირდებოდა. შენ არ მოხვედი და მე მოვედი, ახლა აქ ვარ და გისმენ ალექსანდრე. -სალაპარაკო მართლაც რომ ბევრი არის, ძალიან ბევრი ნინა. -მარტო დარჩი ასაკშიც ხარ და აღმოაჩინე რომ შენი ადგილი მხოლოდ ჩვენთან არის, ვფიქრობ კარგად გამოვიცანი, მაგრამ იმასაც ვფიქრობ რომ შენ სულ სხვა რამე გაქვს ჩაფიქრებული და რატომღაც არ მჯერა შენი. -ვწუხვარ, რომ ნდობა აღარ გაქვს ჩემი,ადრე უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. -ეს ადრე იყო ალექსანდრე და ის დრო წლებმა შთანთქა. -საჩუქრებით განებივრებული არ მყავდი რადგან ცხოვრებას ვიწყობდით, ახლა კი როცა შენთვის ვიყიდე და გამოვატანე მირანდას უკან დამიბრუნე, რატომ ნინა. -ის საჩუქარი შენ რომ მოგეტანა პირადად ეს უფრო გამახარებდა და არა სხვისი ხელით მოტანილი ისე როგორც სხვისი ენით ნათქვამი მიყვარხარ არ იყო სასიამოვნო მოსამენი და ეს ყველაფერი არა დამაჯერებელია, ყველა მიხვდება რომ დადგმული სპექტაკლია. -მაშინ აქ რატომ მოდი ნინა..... -მინდა თვალებში ჩავხედოთ ერთმანეთს და წლების შემდეგ მითხრა მიზეზი, რატომ ალექსანდრე. -რა რატომ ნინა. -რატომ წადი მეორედ ჩემგან და ახლა რატომ ცდილობ დაბრუნებას. -შენ ხარ ნინა წასვლის მიზეზიც და დაბრუნების მიზეზიც, მოდი ასე ვთქვათ ჩვენი ცხოვრება დასასრულის დასაწყისი იყოს. -მე ვარ მიზეზი და ეს ძალიან გვიან ხომ არ გაგახსენდა. -ვიცი რომ გვიან არის, მაგრამ დაკარგულ წლებს ვერ დავიბრუნებთ, თუმცა ვცდილობ შენ დაგიბრუნო, შვილი დავიბრუნო. ჩვენ წლები ვიცხოვრეთ ერთად და თუნდაც იმ წლების საპატივცემულოდ ერთი ვახშამი ერთად ჩვენ ორმა მინდა დავსხდეთ და სადაც შენ იტყვი იქ მოვალ და ეს საჩუქარი კი მინდა გამომართვა. -ვიცოდე რას ფიქრობ ან შემეძლოს გამოცნობა, არ შემიძლია ამ საჩუქრის აღება და როცა მზად იქნები შეხვედრისთვის იცი სადაც უნდა მიპოვო ვინ იცის იქნებ დაგთანხმდე შეხვედრაზე და ვიფიქრო კიდეც ჩვენს მომავალზე. -ნინა ვიცი რაოდენ რთულია შენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვას რომ ეთქვა ეს სიტყვები ნინა ასე ამბობსო არ დავიჯერებდი, მაგრამ აქ დგეხარ ჩემს წინ და თავად გისმენ, გაოცებული გიყურებ შენ კიდევ ერთხელ გადააბიჯე შენს სიამაყეს და შეხვედრაზე დამთანხმდი ნუ გადავდებთ ამ შეხვედრას და ველოდოთ კიდევ როდის მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. -რა გინდა კიდევ გავაკეთო ალექსანდრე..... -მოდი დღესვე და ახლავეს წავიდეთ ჩვენს რესტორანში იქ დავსხდეთ მშვიდად და დავილაპარაკოთ.კარზე ზარი იყო და მირანდამ კარი გააღო, მის წინ ახალგაზრდა გოგონა იდგა. -მობრძანდით.... -უკაცრავად ბ-ნი ალექსანდრე მინდა ვნახო, შეიძლება? -ბ-ონ ალექსანდრესთან შეხვედრაზე წინასწარ ტელეფონზე უნდა დარეკოთ ჩემო კარგო და გეტყვის როდის შეძლებს მიგიღოთ და მოგისმინოთ, ახლა კი უკაცრავად, მაგრამ დაკავებულია ვერ შეძლებს მიგიღოთ მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს. -დაველოდები გთხოვთ. -მირანდა ვინ არის, შემოვიდეს. მოესმა მირანდას ნინას ხმა და ნინამ გაკვირვებულმა შეხედა მის წინ მდგარ 19-20 წლის გოგონას. -მობრძანდი შვილო ალექსანდრე კაბინეტშია შეგიძლია იქ შეხვიდე და ისაუბროთ. ალექსანდრე კი კაბინეტიდან გამოვიდა და გოგონას შეხედა რომელსაც თვალებში შიში ჩაუდგა. -ლია რა მოხდა შვილო, შენი აქ მოსვლით რაღაც სერიოზული და მნიშვნელოვანი უნდა მითხრა, გისმენ. -ბ-ნო ალექსანდრე გუშინ გამოცდაზე ჩემს სახელზე რაც ეწერა ტესტის ქაღალდში ის ჩემი არ არის, ჩემი შედგენილი ტესტი სხვა სახელით მოვიდა თქვენამდე შეგიძლიათ გადაამოწმოთ ყველა საკითხი ზეპირად ვიცი რაც დავწერე, რა კითხვასაც გავეცი პასუხი. -რატომ გეშინია თუ ყველაფერი სწორად დაწერე ლია. -შეცდომა დავუშვი რომ პირდაპირ კითხვებს გავეცი პასუხი და ტესტის ფურცელს ჩემი სახელი არ დავაწერე მითითებულ გრაფაში. -ვინ არის ის ვინც შენი შედგენილი ტესტი მისი სახელით ჩააბარა..... ალექსანდრეს სიბრაზე მოერია და ლიას უყურებდა, ლიამ კი ჩურჩულით თქვა. -ნანა არის ნასარაია. -ნანა, ნანა ის ხომ ყოველთვის სხვის ზურგს არის ამოფარებული, ხვალ გავარკვევთ ყველაფერს შენ კი კარგია რომ მოდი და სიმართლე მითხარი გამბედავი გოგო ხარ. -ბ-ნო ალექსანდრე ნანას ძლიერი ზურგი აქვს, ვიღაც მფარველობს უნივესიტეტში. -მომისმინე ვიცი რომ ყოველთვის მომზადებული სტუდენტი ხარ და არ დავუშვებ რომ სხვამ გადაგიაროს იმიტომ რომ რაიონიდან ხარ, დამშვიდდი და ხვალინდელ დღეს დაველოდოთ, მთავარია რომ სიმართლე ვიცი. ლია დამშვიდებული დაემშვიდობა ყველას და ბოდიშის მოთხოვნით დატოვა ალექსანდრეს სახლი, ალექსანდრე კი იდგა სახლის შუაში და ნინამ შეხედა როგორ ანერვიულდა. -დამშვიდდი, გოგონა მოვიდა აქ იმიტომ რომ სიმართლე მის მხარეს არის სხვაგვარად არ მოვიდოდა, მე შენს ადგილზე ხვალ ორივეს დავსვამ და იმავე საკითხებზე მოვთხოვდი პასუხის გაცემას. -სწორედ ეს მაქვს ჩაფიქრებული, ახლა კი ჩვენ გავიდეთ ნუ გავიფუჭებთ ნურც ხასიათს და ნურც აზრს შევიცვლით. -გავიდეთ, მაგრამ ერთი პირობით.ალექსანდრე გაოცებული უყურებდა ნინას და შემდეგ ღიმილით უთხრა. -მითხარი რა პირობას ითხოვ რომ ვერ შევასრულო. -ხვალ მოვალ უნივესიტეტში და ის გოგონა მინდა ვნახო პირადად. -მოდი, თუ სურვილი გაქვს ერთად მივიდეთ 11სთ-ზე მაქვს მათთან ლექცია. -კარგია წავიდეთ.ალექსანდრემ ხელი გაუწოდა და ნინამ ჯერ მის გამოწვდილ ხელს დააჩერდა შემდეგ ისევ ალექსანდრეს შეხედა და თავადაც გაუწოდა ხელი და ალექსანდრემ ნინას სუსტ და ნატიფ ხელს ხელი მაგრად მოუჭირა ნინას კი ცრემლი მოერია და ალექსანდრეს თვალებში ჩახედა. -ვივიწყებ ყველაფერს ვეყრდნობი შენს მხარს და ისევ გიწვდი ჩემს ხელს, დიდი იმედი მაქვს ისევ არ დარჩება მარტო ჰაერში ჩემი გამოწვდილი ხელი. -არ დარჩება, ამჯერად სამუდამოდ ერთად ვიქნებით ჩემო ნინა.მირანდა უყურებდა ალექსანდრეს და თავადაც ბედნიერი იყო რადგან წლებია ასეთი ბედნიერი მას ალექსანდრე არ ენახა არც მისი გახსნილი წარბი და არც ღიმილიანი სახე. -დამვიწყებია როგორი ხარ როცა იღიმი როცა ბედნიერი ხარ ალექსანდრე და მეც მიხარია თქვენი ბედნიერება,როგორც იქნა დასრულდა შენი ტკივილიანი და უძილო ღამეები. ამიერიდან მინდა ბედნიერები იყოთ, ნინა მადლობა რომ მოდი.ორივეს გადაეხვია მირანდა და ალექსანდრეს თვალი ჩაუკრა, ბედნიერი ღიმილით გააცილა წყვილი მირანდამ, ალექსანდრე კი ნაცნობ რესტორანში შევიდა წლებია იქ აღარ ყოფილა ღიმილით გადახედა დარბაზს ბევრი რამ შეცვლილი დახვდათ, მაგრამ მათი მაგიდა ისევ იმ ადგილზე იყო განაპირას და ორივეს ჩაეცინა ნინამ კი შეხედა და უთხრა. -ისევ თავისუფალი დაგვხვდა ჩვენი ადგილი თითქოს გველოდა იცოდა რომ მივიდოდით. -წავიდეთ წლებია გველოდება და ნუ ვალოდინებთ.ორივე ერთად მივიდა მაგიდასთან, ალექსანდრემ სკამი გამოუწია და ხელის ასწევით იხმო მიმტანი. -გისმენთ, რა მოგართვათ სანამ მენიუს გადახედავთ. -წითელი ღვინო.... -წითელი ღვინო. ორივემ ერთდროულად თქვა და შემდეგ ორივეს გაეცინა, მიმტანი შებრუნდა და ორი ლამაზი მაღალი ჭიქით წითელი ღვინო დადგა მათ წინ, ალექსანდრემ კი აჩვენა მათი არჩევანი და შემდეგ ნინას მიუბრუნდა. -ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი და უფრო მეტი მე უნდა გითხრა. -გისმენ ალექსანდრე და გთხოვ ამჯერად სიმართლე უნდა თქვა. -რა თქმა უნდა სიმართლე ჩემო ნინა და მეორედ ჩემი წასვლის მიზეზი ელისოს ცუდი ანალიზები იყო, მაგრამ ახალგაზრდა იყო და ერეოდა ორგანიზმი. მასთან მე თავად დავბრუნდი, რომ მის რთულ დღეებში მის გვერდით ვყოფილიყავი, მაგრამ რამდენიმე თვეში ის თავად წავიდა ჩემგან შემდეგ კი შენთან დაბრუნება ვერ გავბედე სხვა ქალი კი ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. -მაგრამ ელისო ხომ ცოცხალია და კარგად არის. -ცოცხალია ჩემით .... -ეს როგორ.... -გავიგე სად დადიოდა ვინ იყო მისი ექიმი და მასთან შეთანხმებით რომ მე არ ვჩანდი მკურნალობას გადიოდა და წლების შემდეგ გოგონა გააჩინა,მასზე მეტი აღარაფერი აღარ ვიცი, შემთხვევით ვნახე ამ რამდენიმე კვირის წინ ძალიან შეცვლილი და თითქმის გამოლეული.ნინა ის ძალიან ავად არის და ალექსანდრემ უნდა ნახოს, უნდა გაიგოს რომ მას და ყავს დედის მხრიდან. -ალექსანდრე წასულია აქ არ არის დაბრუნდება და ვეტყვი. -გაიგებს, გაუხარდება დის ყოლა და მასზე იზრუნებს კიდეც. ნინა ჩვენ რას ვაკეთებთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა აქ დასრულდება თუ გაგრძელება ექნება ჩვენს ისტორიას. -ისტორიას ექნება გაგრძელება, მაგრამ.... -მაგრამ გეშინია და ეს ლოგიკურიც არის, მაგრამ ამჯერად სიტყვა სიტყვად დარჩება და არ მინდა რამე შეიცვალოს ჩვენს შორის. -არ ვიცი რა მემართება, მაგრამ რისკზე მივდივარ კიდევ ერთხელ ჩაგკიდებ ხელს....... -არ ინანებ, ნინა გპირდები რომ უბედნიერესი ქალი იქნები ნინას ტელეფონი განათდა და ჯერ გაეღიმა და შემდეგ წარბებშეკრულმა უპასუხა. -ისევ მელოდები? -გელოდები სად ხარ დაგაგვიანდა, რამე ხომ არ გჭირდება. -სუნთქვა მიჭირს ლევან ვერ ვსუნთქავ. -სად ხარ, სად მოვიდე ნინა დეიდა. ლევანის ხმაში შიში იგრძნო ნინამ და გაეცინა, მაგრამ ალექსანდრემ აართვა ტელეფონი და უთხრა. -ალექსანდრე ვარ ლევან არსად არ წახვიდე, რა დროც იქნება მოვალთ. -მოხვალ-თ, ეს რას ნიშნავს ვერ ვხვდები. -რომ მოვალთ მიხვდები.გაეცინა ალექსანდრეს და ტელეფონი გათიშა, ნინას შეხედა და უთხრა. -ალექსანდრე როგორ შეხვდება ჩვენს გადაწყვეტილებას. -მშვიდად შეხვდება და დღეს აქ თუ ვარ შენს წინ გაგიკვირდება, მაგრამ მისი რჩევით ვარ. -გასაგებია და ბედნიერებაა ალექსანდრესნაირი შვილის ყოლა და ეს შენი დამსახურებაა ნინა.ბევრ რამეზე ილაპარაკეს, ძალიან ბევრ ძველ თუ ახალ თემას შეეხო ორივე და გვიან ღამე იყო ალექსანდრე და ნინა სახლში ერთად რომ დაბრუნდნენ ლევანი მისაღებში იჯდა სიბნელეში და ელოდა ნინას დაბრუნებას. -გელოდებიო და სად არის, დაწოლილა ვირი. ლევანს გაეცინა და ჩაახველა, შემდეგ კი შუქიც აანთო. -ვირი აქ გელოდება, მაგრამ თქვენ სად დადიხართ ქ-ნო ნინა ამ დრომდე, რომელი საათია იცი ალბად თუ შეგახსენო. ნინა გაოცებული უყურებდა ლევანს და შემდეგ უთხრა. -მე სრულწლოვანი ვარ და ვიცი გზები სადაც დავდივარ შენ არ აცდე გზას და რომელ გზასაც მიყვები იმ გზას არ გადაუხვიო. -ჩემს კითხვას გვერდი აუარეთ ქ-ნო ნინა. -ვირი ხარ, მართლა ვირი და მართა სად არის დაწვა? -ისვენებს, მან იცის როდის უნდა დაწვეს და თქვენ? -გინდა ისევ გამაბრაზო? -თუ გადაგიარა სიბრაზემ არ მინდა ისევ თავიდან დაიწყო ჩემი ლანძღვა. უთხრა სიცილით და სამივე იცინოდა, ლევანიმ ალექსანდრეს შეხედა და თქვა. -საპატიო სტუმარი მოგვიყვანე, რას ინებებთ სტუმარო? -არაფერს, მხოლოდ დავისვენებ. -დაისვენებ და სად აქ დაისვენებ? გაოცებული უყურებდა ლევანი ჯერ ნინას და შემდეგ ალექსანდრეს. -მასხარა ხარ ლევან ვირთან ერთად, წადი და შენს ცოლს მიხედე. -მეუბნები ცოლთან დავწვე? -აბა სახლში წადი რას მყარაულობ. -შენ მართლა გაგიარა სიბრაზემ, აკი ყვიროდი მართას ახლოს არ გაგაკარებო. ნინამ კარი გააღო და ლევანს შეხედა. -ან წადი ან შენს ცოლთან ადი არჩევანი შენ გააკეთე და ჩვენ იმ ასაკში ვართ მივხედავთ ჩვენს თავს და მივაგნებთ ჩვენს ადგილს. -ნინა კარგად ხარ შემიძლია დავწვე მართასთან? -დავიჯერო რაც წასული ვარ არც მიკარებიხარ, უბრალოდ არც გიკოცნია მისთვცის მართლა კარებიდან ელაპარაკე. -ვერ მოვითმინე და კოცნით ვაკოცე.ნინამ ფეხზე გაიხადა და ლევანის გვერდებში მოსცხო და თან უჯავრდებოდა. -ხომ გითხარი ახლოს არ მიხვიდეთქო ვირო, მართლა ვირო. ლევანი გაიქცა და სიცილით შევარდა მართას ოთახში, მართა კი გაოცებული უყურებდა ლევანს. -რა მოხდა აქ რატომ ხარ რომ დაბრუნდეს გიყვირებს. -დაბრუნდა და მარტო არ დაბრუნებულა, ალექსანდრე ახლავს თან არა შვილი არამედ მისი დიდი სიყვარული, მგონი შერიგდნენ. -მართლა, ძალიან კარგია. -კარგია და დილით უფრო დამშვიდებული იქნება.თქვა და მართას შეუწვა საწოლში ხელი მოხვია და უთხრა. -რა ცივი გაქვს ფეხები შენ რა სისხლი არ გიმოძრავებს? -მცივა ლევან. -მოდი გაგათბობ. მშვიდი ღამე იყო ყველას ბედნიერად ეძინა და ალექსანდრე დილით ადრე ადგა ყავა მიირთვა და გავიდა მოგვიანებით კი ნინაც გავიდა სახლიდან გასვლამდე კი ცირას შეხედა და უთხრა. -ხორცი გამოვიღე გუშინ რამე გემრიელი მოამზადე. -სალათებიც? -რაც გაგიხარდეს გააკეთე და კიდევ სახლში ორსული გოგო გვყავს იქნებ რამის სურვილი აქვს კითხე და გაუკეთე. ნინა გავიდა და ცირას გაუკვირდა ვინ უნდა ყოფილიყო სტუმარი ორსული გოგონა და ამიტომ დაელოდა მართას გაღვიძებას,ნინა უნივერსიტეტში მისული ყველა სტუდენტებს ინტერესით ათვალიერებდა, ძალიან უნდოდა ის გოგონა ენახა ვინც სხვისი ცოდნით იწონებდა თავს და აი ისიც ქედმაღალი და ირონიით სავსე რაც ნინას ძალიან არ მოეწონა. -ბარში ვიქნები თუ ვინმემ მიკითხოს. -როდემდე გინდა ასეთი ყოფა გააგრძელო, დღეს პასუხები იქნება და ...... -პასუხები გარანტირებული მაქვს უმაღლესი ქულით და არც ვნერვიულობ. -შენ უმაღლეს ქულას აიღებ, რატომ არ მჯერა ნეტავ? -წადი და შენ შენს სწავლა განათლებას მიხედე.ნანა წავიდა და ვიღაც მაღალ სუსტ მამაკაცს შეხვდა ჯიბიდან საფულე ამოიღო მამაკაცს ხელში ჩაუთვალა ფული და მან კი რაღაც მისცა, ნანას თვალები გაუბრწყინდა ის რაღაც ციცქნა შეკვრა ჯიბეში ჩაიდო ნინა კი მის ყოველ მოძრაობს ტელეფონით იღებდა. ნანა ყველა სტუდენტისგან შორს დადგა და რამდენიმე წუთში ერთ ერთ ბინაში შევიდა საიდანაც ერთ საათში გათიშული გამოვიდა დაწითლებული თვალებით და უაზრო გაყინული გამოხედვით. ნინამ ტელეფონი გათიშა და ალექსანდრეს დაურეკა. -ნინა არ გაგაღვიძე საყვარელო ადრე გამოვედი.... -მე აქ ვარ ალექსანდრე და უნდა გნახო. -ლექცია მეწყება ახლა.... -მე მოვალ შენთან. ნინამ ალექსანდრე იპოვა და პირაპირ აუდიტორიაში შევიდა გაბრაზებული და უთხრა. -ეს უნდა ნახო და ზომები მიიღე, ჩაატარე ხელახალი ტესტირება და არა ხვალ არა ზეგ ახლავეს, მაგრამ დაურეკეთ მის მშობლებს რომ სიმართლე გაიგოს ყველამ და ეს გოგო უფრსკულში ვარდება უნდა გადავარჩინოთ ყველამ ერთად. ნინა აუდიტორიას მიუბრუნდა და განრისხებულმა თქვა. -ცხოვრებას იმრუდებთ, მაგრამ არ დავუშვებ უდანაშაულო დაისაჯოს სხვისი უმსგავსო საქციელის გამო. ალექსანდრემ სტუდენტებს გადახედა და ორად ორი ტესტის ფურცელი აჩვენა ყველას, ერთი ლიას დაუდო წინ რომელმაც გაოცებულმა შეხედა ალექსანდრეს. -გუშინ ხომ დავწერეთ ბ-ნო ლექტორო. -ყველას არ დაურიდგება ეს ფურცლები მხოლოდ ლიას და სად არის ნასარაია. -შეუძლოდ იყო და წავიდა..... თქვა ერთ ერთმა და მის უკან რამოდენიმე ბიჭს გაეცინა ამ დროს გაიღო კარი და ნანა არეული ნაბიჯებით შევიდა და ლიას გვერდით დაჯდა, მაგრამ მის გაუგებრად სხვა ადგილზე დასვა ლექტორმა და წინ ტესტის ფურცელი დაუდო. -გაიმეორე გუშინდელი ტესტი, გუშინ კარგად გაეცი პასუხები აქ მოცემულ კითხვებს და ერთ საათში ჩამაბარე ნაშრომი, არ გაგიჭირდება დღესაც იგივე გააკეთო რადგან დღესაც იგივე კითხვებია გაკვირვებული ნუ მიყურებ. -მე, მე, მე გუშინ დავწერე..... -არ დაწერე, სხვისი ნაშრომი მიითვისე ახლა კი დამანახე შენ რა შეგიძლია, გელოდები. სიჩუმე იყო, ალექსანდრემ სტუდენტებს გადახედა და თქვა. -ყველამ გადით, მხოლოდ ეს ორი დარჩება. ყველამ დატოვა აუდიტორია და რამდენიმე წუთში მათ ლიაც შეუერთდა, რადგან მან ძალიან სწრაფად დაასრულა ტესტის შევსება და განმარტოებით დადგა. -ლია რა მოხდა მე შენს უკან ვარ და ვიცი დაწერე გუშინ ტესტი და ყველა კითხვას გაეცი პასუხი. -მეც ასე მეგონა, მაგრამ ვიღაცამ ჩემი ნაშრომი მიითვისა სვეტა. -ნანა, ნანამ მიითვისა და ამიტომ დაგტოვათ ორივე. -უკაცრავად გოგოებო ნანა ნასარაია სად შეიძლება რომ ვნახო. -გამოცდაზე არის ჯერ არ გამოსულა .... -გამოცდა ხომ გუშინ გქონდათ მითხრა რომ კარგად დაწერა და ყველა კითხვას უპასუხა, კმაყოფილი იყო გუშინ თავისი თავის. -ალბად ისიც გითხრათ როგორ უპასუხა ყველა კითხვას და რატომ იყო თავისი თავის კმაყოფილი. -ვერ გავიგე რისი თქმა გინდათ გშურთ ჩემი შვილის ნიჭიერი რომ არის და გშურთ თქვენი შვილი რომ არ არის მის ადგილზე? -ჩემი შვილი ქალბატონო ამ წუთში გერმანიაში არის შეხვედრაზე და ნამდვილად არ შემშურდება თქვენი შვილის.ნინამ ტელეფონი ამოიღო და ვიდეო რომელიც გადაიღო აჩვენა ზედმეტად თავმომწონე ქალბატონს მისი შვილით რომ ამაყობდა. -ეს, ეს, ეს ჩემი შვილი არ არის. -სამწუხაროდ ეს არის თქვენი შვილის რეალური სახე და მისი გზიდან გადახვევა თქვენი, მშობლების ბრალი არის.კარი გაიღო და ნანა არეული სახით გამოვიდა ლიასთან მივიდა და უთხრა. -მწარედ განანებ დღევანდელ დღეს ნიჭიერო სტუდენტო. ლია დაიბნა ცრემლი მოერია და იქვე მდგარ ნინას შეხედა, ნინამ კი ნანას შეხედა და უთხრა. -ლიას რატომ ემუქრებით, რას ერჩი მას მან წაგართვა ცოდნა თუ იმ გზაზე რომელზედაც გადი მან გაგიყვანა..... -შენი საქმე არ არის ბებერო..... უთხრა და ხელი კრა ნინას და რომ არა იმ წუთში ნინას უკან ალექსანდრე ნინა კიბეებზე დაგორდებოდა. -რას აკეთებ, რა დღეში ხარ. უყვირა ალექსანდრემ და ნინა ორივე ხელებით დაიჭირა, მშობლები დადუმდნენ, მამამ შვილს მკლავში ჩაავლო ხელი და უთხრა. -სახლში წამოხვალ ახლავეს...... -საქმეები მაქვს დაუსრულებელი, დავასრულებ და მოვალ. -ბოდიში, ბოდიში ძალიან ვწუხვარ....ნანამ გაბრაზებულმა შეხედა დედას და უყვირა. -ვის უხდი ბოდიშს ამ ბებერს? ნინა ძალიან გაბრაზდა და ნანას უთხრა. -მე შენთვის ბებერი ვარ, მაგრამ ახლა ამ მდგომარეობაში ყოფნას არცერთ მშობელს არ ვუსურვებ, შენ თავხედი გაზრდილი შვილი ხარ და ამ ბავშვს არ შეეხო შენს გზაზე წახვალ... -რომ არ წავიდე და მის გზაზე გავიარო რას მიზამ..... -წინააღმდეგ შემთხვევაში სასწავლებლიდან გაირიცხები და სხვა ზომებსაც ისე მივიღებ არ დავფიქრდები. -ვინ ხარ რომ თითს მიქნევ.... -წარმოდგენა არ გაქვს ვინ ვარ. თქვა ნინამ და ლიას ხელი ჩაკიდა და მშვიდად თქვა. -წავიდეთ შვილო ხვალ გვეცოდინება პასუხები, ასე არ არის ბ-ნო ლექტორო? გაბრაზებულმა შეხედა ალექსანდრეს და წასასვლელად შებრუნდა რომ ნინას ალექსანდრემ დაურეკა, წელში გაიმართა სწორედ რომ დროული და მისწრება იყო ახლა ეს ზარი და ალექსანდრესთან საუბარი, სიხარულით გახსნა ტელეფონი და უპასუხა. -ალექსანდრე შვილო.... -დედა უკვე მომენატრე, სად ხარ... -უნივესიტეტში ვარ მამასთან მოვედი.ალექსანდრე დაიბნა და გაოცებული უყურებდა ნინას. -დედა სად ხარ, მამა სად არის. -აქ ვარ შვილო, როგორ ხარ.ალექსანდრეს გულანად გაეცინა და მხოლოდ იმ სამმა იცოდა რატომ იცინოდა ალექსანდრე და ნინასაც გაეცინა. -როდის ბრუნდები დაგხვდებით დე. -მამა.... -გისმენ ალექს. -ძალიან გამიხარდა და ჩვენ ორს სალაპარაკო გვაქვს,დამირეკე. -ორი ლექცია მაქვს კიდევ და დაგირეკავ როგორც კი გავთავისუფლდები. -გელოდები, დედა შემომხედე. ნინამ შეხედა ალექსანდრეს და მანაც თვალი ჩაუკრა დედას და უთხრა. -ძალიან მიყვარხარ დე და მადლობა. -მადლობა რისთვის შვილო. -შენი შვილობისთვის, ვამაყობ რომ თქვენ მყავხართ.ნინა მხრებში გაიშალა რადგან მათი საუბარი თითქმის ყველას ესმოდა და ნინამაც ტელეფონს აკოცა და უთხრა. -დაგიკოცნე ლამაზი თვალები დე. -მამას თვალები მაქვს და ის ახლოს გყავს მას დაუკოცნე თვალები ჩემს მოსვლამდე. გულიანად გაიცინა ისევ და უთხრა. -უნდა გაგითიშო შეხვედრაზე შევდივარ, გვიან დაგირეკავ. თვალი ჩაუკრა და ტელეფონიც გაითიშა, იქვე მდგარ ალექსანდრეს შეხედა და მოწყენილმა უთხრა. -არ მითხრა როდის ბრუნდება. -მე მეტყვის, საღამოს დავურეკავ.ალექსანდრემ ლიას მიუბრუნდა და უთხრა. -პასუხები ხვალ იქნება იცი წინასწარ რა შედეგიც გექნება, მაგრამ ხვალ უფრო დარწმუნდები. -არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ.... -შვილო ჩემთვის მადლობა ის იქნება რომ კარგი ადამიანი დადგები ოცნებებს აისრულებ და ბიზნეს ლედი გახდები და მე კი ამაყად ვიტყვი ეს გოგონა ჩემი სტუდენტი იყო ამაზე დიდი მადლობა არ შეიძლება მივიღო ვინმესგან და დაიმახსოვრე, შენს ცოდნას ვერავინ წაგართმევს ყოველთვის შენთან დარჩება, ვერავინ ამოგიშლის თავიდან იმას რაც იცი დაე შეეცადონ შენს შეჩერებას შენ ყოველთვის მათზე მაღლა იდგები.წადი ახლა და ხვალისთვის მოემზადე, რთული დღე გელოდება წინ.ლიამ სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა ორივეს და სიამაყით წავიდა, ნანა კი გაოცებული უყურებდა ლექტორს და ლიას. -სახლში მივდივართ. მკაცრად უთხრა მამამ ნანას მაგრამ მას მშობლის სიტყვები არად ჩაუგდია, ხელი აუქნია და უნივერსიტეტის ეზოში ჯგუფად მდგარ ბიჭებთან მივიდა. -ნანა დოზაში ხარ მეტი არ გინდა და დაუჯერე მშობლებს, წადი სახლში რამე შარი არ გინდა. -შენი საქმე არ არის მე რას გავაკეთებ და სად წავალ. -ნანა ზედმეტი მოგდის უკვე შესამჩნევი და თვალში საცემია შენი ნარკომანობა, ყოველ დღე კაიფში ხარ როდემდე უნდა გააგრძელო ასე. -შეეშვი რა ტვინი გაუბურღე რაც უხარია ის აკეთოს, მისია ცხოვრება და თავად მართავს. -მისი ცხოვრებაააა, მაგრამ ის ხომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა ცხოვრება ფეხებზე დაიკოდოს ან რატომ გინდა დაიკიდოს მისი ცხოვრება და დაინგრიოს ყველაფერი. -მე არაფერიც არ მინდა თავად რაც უნდა იმას აკეთებს. -სოსო კარგი მეგობარი რომ იყო დაუშლიდი რასაც აკეთებს და არ მისცემ საშუალებას გზიდან გადაუხვიოს, შენც გჭირდება ძლიერი მეგობარი გვერდით რომ შენც მუქი ფერებით აღარ შეხედო ცხოვრებას. ნუ იავადმყოფებთ თავს ცხოვრება წინ გაქვთ და გამოიყენეთ სასარგებლოდ თავს ნუ დაიღუპავთ და ნურც მშობლებს ატკენ გულს, მათმა თქვენს აღზრდაში ნანა შრომა ჩადეს და უნდა გაუმართლო მათ შენი კარგი ადამიანობით. -ჰოდა უნდა აღვეზარდე სწორად მე ჩემი არჩევანი გაკეთებული მაქვს და ეს აღარ შეიცვლება. ალექსანდრე ნანას მშობლებს მიუბრუნდა და შეეცადა აეხსნა მათთვის ნანას მდგომარეობა. -ბ-ნო ალექსანდრე............... ალექსანდრემ ხელის აწევით შეაჩერა დარცხვენილი მამა და უთხრა. -მე მინდა რჩევა მოგცეთ, ჯერ კიდევ შეიძლება თქვენი შვილის ცხოვრება სინათლისკენ შემოაბრუნოთ, აიღეთ აკადემიური და შვილს მიხედეთ. -რა დაემართა ჩემს შვილს ის ყველას მოსიყვარულე და დამჯერი შვილი იყო სითბოთი სავსე. -უკაცრავად, ჩვენ ერთი და იგივე პიროვნებაზე ვსაუბრობთ? დახასიათება როგორიც თქვენს შვილს გაუკეთეთ მე მას სულ სხვანაირს ვიცნობ უხეში მეგობრების მიმართ და არანაირი პატივისცემა არც ლექტორის, არც თანაკურსელის მიმართ არ აქვს. ის არავისთან არ მეგობრობს კურსზე და თუ ლექციებს დაესწრება ბოლომდე არცერთ ლექციაზე არ ჩერდება შუა ლექციის დროს ტოვებს დარბაზს და მიდის ბ-ნო..... -ავთანდილი მქვია და გვარი იცით. -ბ-ნო ავთანდილ თქვენი შვილი ნარკომანი არის. -ეს შეუძლებელია..... -სამწუხაროდ ჯერ კიდევ შეიძლება მისი შეჩერება, ვწუხვარ მაგრამ შვილზე იფიქრეთ სანამ ჯერ კიდევ შეიძლება. ალექსანდრემ დაემშვიდობა ნანას მშობლებს და ნინას მიუბრუნდა. -შენ რას გააკეთებ წახვალ სახლში თუ..... -წავალ, ცირას კი უთხარი ხორცი მოამზადეთქო მაგრამ იქნებ სხვა რამე გინდა... -რაც შენს გულს უნდა ის მოამზადე, მე ყველა შენი პატარა ხელებით გამზადებულ კერძს მივირთმევ საყვარელო. -კარგი წავალ და სადილად გელოდებით.ნინა და ლია ერთად გამოვიდა უნივერსიტეტიდან და დაემშვიდობნენ ერთმანეთს, მაგრამ ნინამ შეხედა იქვე მდგარ ნანას და ლიას მიუბრუნდა. -წამოდი მე წაგიყვან სახლში შვილო. -არა, არა მადლობა. -ჩემთან წამოდი დღეს.... -უხერხულია, არა სახლში წავალ. -კარგი მაგრამ ეს ჩემი ნომერია და თუ დაგჭირდე ლია არც დაფიქრდე ისე დამირეკე. -კარგი დაგირეკავთ და კიდევ მადლობა. ლია სამარშუტო ტაქსით წავიდა სახლში და სახლამდე 1 საათი უნდოდა ამიტომ კონსპექტებს კითხულობდა და ისე გაერთო კითხვაში თავისი გაჩერება გვიან გაახსენდა მაგრამ ბედად მალე მიუახლოვდებოდა, მაგრამ იქ ჩასულს სიურპრიზი დახვდა ლიას ნანას სახით რამოდენიმე ბიჭთან ერთად, ლია გაოცებული უყურებდა მის წინ ამაყად მდგარ ნანას. -რაო კურსის სიამაყევ დროს არ კარგავ და კონსპექტებს გზაშიდაც კითხულობ? -რა გინდა ნანა ჩემგან, არ ვიცი რატომ მაგრამ სწავლის პირველივე დღიდან მამცირებ და დამცინი რატომ ან რას ითხოვ ჩემგან. -ჩემზე წინ ვერავინ ვერ უნდა წავიდეს, ლიაკო გაიგე? -უკეთესია თუ თავს მიხედავ მე კი ჩემს გზაზე გამატარე, არც მე მაქვს შენს გზაზე საქმე და არც შენ გაქვს ჩემს გზაზე საქმე ასე რომ ჩვენი გზები ძალიან განსხვავებული მიმართულებით მიდის და ვფიქრობ ეს არის შენი სიბრაზის მიზეზი. -ლექტორის ოჯახს როგორც მივხვდი ახლოს იცნობ. -ესეც გაღიზიანებს რომ მათ ოჯახით ვიცნობ, დიახ ვიცნობ ყველას. -აქამდე ეს არავინ არ იცოდა. -არ ვთვლიდით საჭიროდ ყველას სცოდნოდა, მაგრამ დღეს ზღვარს გადაცილდი ნანა. -ჰოდა მინდა გავიგო თქვენი ახლობლობის მიზეზი, საყვარლები ხართ? -რას ბოდიალობ თუ ხვდები, ალექსანდრე ბ-ნი ალექსანდრეს შვილი ჩემი ნათლია არის დავაკმაყოფილე შენი ცნობისმოყვარეობა? -გასაგებია, ჰოდა ხვალ ბ-ონ ალექსანდრეს დაელაპარაკები რომ ნიშანი ან ქულები მეც იგივე დამიწეროს რასაც შენ დაგიწერს.ლიას ჩაეცინა და ნანას უთხრა. -ნიშანი და ქულა თუ გინდა მიიღო უნდა იმეცადინო და იმ ქულის ცოდნა უნდა გქონდეს რასაც დაგიწერენ ნანა. ორი დღე გავიდა ლია არავის უნახია რამაც ძალიან გააკვირვა ალექსანდრე და ერთ ერთ სტუდენტს დაავალა ოჯახის კოორდინატები გაეგო და მიიღო თუ არა საჭირო ინფორმაცია ლექციების შემდეგ მასთან სახლში მივიდა, კარი თვალცრემლიანმა ქალბატონმა გააღო და ალექსანდრეს დანახვაზე შეცბა, თმაზე ხელი გადაისვა და ჩუმი ხმით თქვა. -შემობრძანდით ბ-ნო ლექტორო არ გელოდით, ბოდიში გალოდინეთ. -ლია, სად არის ლია ველოდები ორი დღეა და არც ქულების ნახვამ დააინტერესა? -ლია ავად არის ბ-ნო ალექსანდრე.... ალექსანდრე შეცბა და დაბნეული შევიდა ბინაში უყურებდა ტირილისგან თვალებდაწითლებულ დედას და თქვა. -უნდა მივმხვდარიყავი რომ არ გამოჩნდა, სერიოზულად არის დაზიანებული? -სხეული დაბეჟილი აქვს, სახე დასიებული და დალურჯებული ექიმები ეჭვობენ რომ მხედველობა...... -უნდა ვნახო რომელ კლინიკაში არის. -ჩვენც ახლა გავდიოდით..... -წამოვალ თქვენთან ერთად, უნდა ვნახო დაველაპარაკო და შემდეგ გადავწყვიტავ რას და როგორ გავაკეთებ. ალექსანდრე გაბრაზებული იყო ნინამ რომ დაურეკა და ხმა ვერ გააკონტროლა. -სად ხარ გაარკვიე რამე ლიაზე. -ნინა .............. -რა მოხდა ალექსანდრე რა ხმა გაქვს, ლია სად არის. -დამშვიდდი, კლინიკაში მივდივარ ლია ავად არის.... -როგორ თუ ავად არის ის ძალიან კარგად იყო, ნუთუ.... -დიახ, ლია ნაცემი წევს კლინიკაში და მშობლებთან ერთად მივდივარ მის სანახავად. -რას ამბობ, ის ხომ გავაფრთხილე არ შეეხო ლიას თორე განანებ მეთქი, სად მოვიდე ალექსანდრე მომწერე მისამართი უკვე გამოვდივარ. გაოგნებული უსმენდა ლიას მშობლები ლექტორს და გაუბედავად იკითხა მამამ. -რა მოხდა, ვინ ცემა ჩემი შვილი ბ-ნო ლექტორო. -ყველაფერს გაიგებთ რადგან ერთხელ პატიებით ვერ გაიგო ამიერიდან გასაგებ ენაზე დაველაპარაკებით, რადგან მას არ შეუძლია ის აკეთოს რაც მოუნდება და სტუდენტებს დაემუქროს.კლინიკაში მისულებს მალე ნინაც შეუერთდა და ყველამ ერთად ინახულა ლია რომელიც გონზე მოსულიყო და წინა დღეებთან შედარებით თავს უკეთ გრძნობდა, მაგრამ ვერავის ხედავდა მის გარშემო შავი ბურუსი იდგა, ალექსანდრე ახლოს მივიდა ხელზე შეეხო და უთხრა. -გახსოვს რა მოხდა და იცი ვინ გაგიმეტა ასე ძალიან. -მახსოვს ყველაფერი და ვინც იყო ისიც მახსოვს.თქვა ძალიან ჩუმად და ცრემლი წამოუვიდა, ნინამ დაამშვიდა და უთხრა. -ყველაფერი უნდა მითხრა როგორც შეძლებ და სხვას მე მივხედავ.ლიამ ყველაფერი მოყვა და ტირილით დაასრულა თუ როგორ შედგა ფეხებით სამი მამაკაცი და გამეტებულად ცემდნენ, შემდეგ დაიკავა ორმა და სახეში ურტყამდნენ ბოლოს თვალებში დაუბნელდა უეცრად გაშავდა ყველაფერი და აღარაფერი ახსოვდა მის შემდეგ. -მკითხა რა გვაკავშირებდა ერთმანეთთან და მეც დაუფიქრებლად ვთქვი რომ ალქსანდრე ჩემი ნათლია არისმეთქი. -კარგად მოგიფიქრებია, ალექსანდრე რომ დაბრუნდება ამ საკითხსაც მივხედავთ. -შემდეგ სახეში ორჯერ რომ დამარტყეს, მერე აღარ მახსოვს გავითიშე. ნინამ მოკლე ვიდეო გადაიღო და გარეთ გავიდა რამდენიმე წუთში ტელეფონში იყო და ბოლოს კმაყოფილმა შეხედა ალექსანდრეს. -რა გააკეთე ნინა.... -ის რაც იმ დღეს უნდა გამეკეთებინა, ახლა კი პოლიციას უნდა დაველაპარაკოთ და საჩივარი შევიტანოთ, ეს გოგო იმდენად ბოროტია და ლიას ვერ იტანს ასე ადვილად არ გაჩერდება. ალექსანდრემ ნაცნობი პოლიციელი დაინახა, რომელიც გაოცებული უყურებდა ნინას. -ნინა დეიდა, ძია ალექსანდრე აქ რატომ ხართ, ალექსანდრე..... -ზვიადი გამიხარდა შენი ნახვა, ალექსანდრე გერმანიაშია აქ მისი ნათლული წევს..... -ააა, გასაგებია მეც გამომიშვეს ნაცემი გოგონა უნდა დავკითხო. -ნაცემი გოგონა ლია ხომ არ არის შვილო..... -მგონი ლია ქვია მოდებაძე გიორგის ასული.თქვა და ყვითელი საქარალდე დახურა, ალექსანდრემ კი ხმა გაიმკაცრა და უთხრა. -ეს გოგონა ვინც ცემა მისივე თანაკურსელი არის, ზვიადი ის უნდა დაისაჯოს არ გთხოვ ამჯერად მოვითხოვ რომ მკაცრად მიუდექი ამ საკითხს, თორემ არ გაპატიებ..... -ყველაფერი კანონის მიხედვით მოხდება. -ის გოგონა ალქაჯია და ნარკომანია ეს უნდა გაითვალისწინო. ალექსანდრემ ყველაფერი უთხრა პოლიციელს რა უთანხმოება იყო გოგოებს შორის, პოლიციელმა ყველაფერი ჩაინიშნა და სოციალურ ქსელში ატვირთულმა ვიდეომ ნანას და მისი მშობლების აღშფოთება ზღვარს გადასცდა, ნანამ ხელი აუქნია დედას, მამას ხელი კრა და წააქცია რასაც არცერთი არ ელოდა ძირს წაქცეულ მამას არც კი მიუხედა და სახლიდან გავიდა, მიხვდა სადაც მიდიოდა მისი შვილი და სხვა გზა არ ჰქონდა პოლიციაში დარეკა და პოლიციას უკვე ზომები მიღებული ჰქონდა ნანა რომ კლინიკაში მივიდა თაიგულით ხელში სადაც დანას მალავდა, პოლიციელი ლიას ოთახთან ახლოს იდგა სამოქალაქო ფორმაში და ფხიზლად იყო. ნანა ღიმილით შევიდა კლინიკაში და ლიას ოთახშიდაც შეაღწია თაიგული იქვე დადო და კარი დაკეტა პოლიციელს ეს არ მოეწონა და კართან მივიდა, მაგრამ ნანას მოესწრო ჟანგბადის გადაკეტვა და დანით ხელში იდგა საწოლთან ნანა პოლიციელს შეებრძოლა, ხმაურზე ექიმები და მედპერსონალი ლიას ოთახის კართან იდგა,მაგრამ პოლიციელმა შეძლო ნანა დააკავა და ზვიადის დაურეკა რომელიც რამდენიმე წუთში იქ გაჩნდა და ნანა განყოფილებაში გადაიყვანეს რომელიც წინასწარ დაკავების საკანში მოათავსეს, ნინა ალექსანდრეს ელაპარაკებოდა ტელეფონის ხმა რომ გაიგონა და ყური დაუგდო გაოცებული დარჩა იმით რაც გაიგონა და ალექსანდრემ ანიშნა რომ ზვიადი იყო. -ესე იგი ჩვენი ვარაუდი გამართლდა, სწორედ ისე მოხდა როგორც ვთქვით ამიერიდან უკვე ვფიქრობ სიმართლე გაიმარჯვებს. ტელეფონი გათიშა და ნინას შეხედა, შემდეგ კი თქვა. -წინ ლამაზი ცხოვრება ელოდა, მაგრამ თავად დაისამარა თავი სიბინძურეში. -რა მოხდა..... -დააკავეს ნანა რადგან მან ლიას მოკვლას შეეცადა. -რას ამბობ, ალექსანდრე ბავშვი როგორ არის. -საბედნიეროდ დროზე მოუსწრო ზვიადის მიერ მიჩენილმა პოლიციელმა. -დედა რა მოხდა, ვინ ვის მოკვლას შეეცადა და ვინ დააკავეს. ნინამ ყველაფერი მოუყვა ალექსანდრეს და ბოლოს თქვა. -უნიჭიერესი გოგონაა და ამიტომ შეიძულა შვილო, ძალიან ბოროტი ხალხი არსებობს ეს გოგონა უნდა დავიცვა, ხშირად უნდა ვინახულო. -შენი გულის ამბავი რომ ვიცი სახლშიდაც მოიყვან, კალთაზე გამოიბავ და აღზრდი კიდევაც. -ნუ დამცინი, ალექსანდრე ცუდია ადამიანებს რომ ვეხმარები? -არა როგორ გეკადრება მე ეს არ მითქვამს.... -ალექსანდრე.... -დედა........ -მინდა შენ რომ მონათლო. -არ არის მონათლული? -რა მნიშვნელობა აქვს მინდა ეკლესიაში მიიყვანო და მირონი მოაცხო, მისი საყრდენი და იმედი გახდე. -კარგი, კარგი შენ რომ რამეს დასახავ იმას აღარ შეცვლი და რომ დავბრუნდები ვნახავ ახლოდან ნათლულს. -ხვალ დაგალაპარაკებ მასთან რომ ვიქნები, მითხარი როდის დაბრუნდები. -კიდევ რამდენიმე დღეც და დავბრუნდები. -რატომ გიყვარს ჩემი წამება და არ მეუბნები დედა ორ დღეში დავბრუნდები ან ერთ კვირაში ან ერთ თვეში. -წამება არ მიყვარს შენი, შენი ბუზღუნი მიყვარს. ნინას თვალი ჩაუკრა და ტელეფონი გაიშა, ალექსანდრე და ნინა მშვიდად საუბრობდა განყოფილებაში კი ნანას მშობლები ცდილობდნენ შვილი ენახათ, მაგრამ ვერ შეძლო და ბოლო წუთებში როცა იმედი აღარ იყო შორიდან აჩვენეს შვილი. -რა გავაკეთო რომ ცხოვრება შემოგიბრუნდეს, რატომ გააკეთე ეს შვილო .... -შეგიძლია სახლში იტირო და არა აქ. თქვა ცივად ნანამ და ზურგი აქცია მშობლებს, შემდეგ კი ჩურჩულით თქვა. -დასრულდა ზღაპარი დედა, თქვენი პრინცესა აღარ არის პრინცესა. -ყველა შენი ოცნება, ფიქრები ყველაფერი ჰაერში დატოვე და ჩემი ბრალია რადგან შენ შემოგწირე ჩემი სიცოცხლე. -მაყვედრი რომ ჩემთვის ზრუნავდი? -დავივიწყე ყველა და ჩემი თავიც, მეტი შვილი არ გავაჩინე ერთი მეყოლება და ყველაფერი ექნებათქო და ასეც იყო რასაც იტყოდი ყველაფერი გქონდა, ეს არის ჩვენი შეცდომა ჩემიც და მამაშენისიც. -წამოდი სახლში წავიდეთ იმის ნაცვლად ნერვიულობდეს და განიცდიდეს ახალგაზრდა გოგო დაინვალიდდა მისით თითქოს აქ ტყუილად მოიყვანეს და დამნაშავე არ არის მომხდარში. უეცრად მამას მიუბრუნდა და გაოცებულმა იკითხა. -დაინვალიდდა და როგორ.... -დააბრმავე უნიჭიერესი გოგო და მთელი ცხოვრება თავდახრილი უნდა ვიყო მასთან და მის ოჯახთან, ეს შენ გააკეთე ნანა. -ჭკუის კოლოფა დაბრმავდა რა სამწუხაროა ვეღარ წაიკითხავს ეს ხომ საშინელებაა. თქვა და გულიანად გაიცინა, მის სიცილზე მშობლებს შეეშინდა და დედამ ტირილი დაიწყო. -ავთო ჩვენი შვილი ვერ არის კარგად მას ექიმი ჭირდება. -თავის თავის ექიმი თავად უნდა იყოს აქამდე თუ ვერ ისწავლა თავის თავის პატივისცემა აწი ვეღარ ისწავლის,რაც მიშრომია ტყუილად მიშრომია ამიერიდან იმ ბავშვს უნდა მივხედო და შენი დანაშაული როგორმე ოდნავ მაინც შევამსუბუქო.თქვა გაბრაზებულმა და წავიდა, დილით კი საშინელი ამბის მოსმენით გაოგნებული დედა უგონოდ დაეცა, ავთომ ძირს დაგდებული ტელეფონი აიღო და მასაც იგივე უთხრეს რაც დედას, ნანამ გვიან ღამით ვენები გადაიჭრა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა გვამის გაკვეთისას კი აღმოჩნდა რომ ის ორი თვის ორსული იყო.რამდენიმე დღე იყო ლიას კლინიკაში ყოფნის ალექსანდრე რომ დაბრუნდა და ნინასთან ერთად მივიდა ლიას სანახავად. -აბა როგორ არის ჩემი მშვენიერი ნათლული. თქვა ალექსანდრემ და ლიას ხელს ხელი შეაგება, ლია დაიბნა ვერაფერს ხედავდა მაგრამ გრძნობდა რომ მის წინ მყოფი პიროვნება იღიმოდა. -თქვენ, თქვენ.... -მე ალექსანდრე სურმანიძის შვილი ვარ უმცროსი ალექსანდრე სურმანიძე და მოვედი რომ გკითხო, როგორ ხარ. -როგორ ვარ, სიბნელეში ვარ და ვერაფერს ვხედავ.... -საერთოდ ვერაფერს ხედავ თუნდაც ოდნავ სინათლეს. -ზოგჯერ მომენტალურად მოვა სინათლე და ნათურას ვხედავ, მაგრამ სახეებს ვერ ვარჩევ ძალიან ბუნდოვანია კადრი, შემდეგ ეს ყველაფერი ქრება და ისევ სიბნელეა. -დამშვიდდი საუკეთესო ექიმს ვიპოვით და დაგიბრუნებთ სინათლეს, ახლა დაგტოვებ და არ მოიწყინო მე ისევ მოვალ.ალექსანდრე ფეხზე წამოდგა და ნინას ანიშნა წავიდეთო, მაგრამ ოთახში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა შავებში ჩაცმული და სახეზე წვერით, მან შეხედა ნინას და უთხრა. -ბინა გავყიდე და მინდა ეს თანხა ლიას მოვახმარო, რომ მისი მკურნალობის ხარჯი მე გადავიხადო. -არ არის საჭირო..... -ვწუხვარ რომ ასე მოხდა, მაგრამ არაფლის შეცვლა არ შემიძლია თავნება გავზარდე და თავიც დაიღუპა თავისი პრინციპულობით და სიჯიუტით.შეკრული თანხა იქვე მდგარ გიორგის ხელებში ჩაუდო და ჩქარი ნაბიჯით დატოვა ოთახი,გიორგის უნდოდა უკან გაყოლოდა და თანხა უკან დაებრუნებინა, მაგრამ ავთო თავად შემობრუნდა და უთხრა. -ნუ შეეცდები თანხის დაბრუნებას არ დავიბრუნებ, ლიას მოახმარეთ...... გიორგი დაიბნა და თქვა. -თქვენ სახლი გაყიდეთ.... -მაქვს სხვა სახლი უფრო პატარა, მაგრამ ჩვენ ორს გვყოფნის, ჩვენ ერთმანეთის გარდა აღარავინ გვყავს და დიდი სახლიც რა საჭირო არის.ვერცერთმა ვერ თქვა სიტყვა,ლიამ დედას უხმო და უთხრა. -რა მოხდა, ვინ მოვიდა და რა მოიტანა დედა. -დამშვიდდი შვილო..... ალექსანმდრემ ხელით ანიშნა არ უთხრაო და თავად მივიდა ლიასთან. -გაჭირვებული მამა იყო ვისაც სულ ცოტა ხნის წინ შვილი დაეღუპა, მას ერთადერთი შვილი ყავდა და შენი მდგომარეობა რომ გაიგო გადაწყვიტა დაგხმარებოდა. -უფალმა დალოცოს, მაგრამ შვილის დაკარგვა ეს ხომ დიდი ტკივილია.... -ნამდვილად გეთანხმები, უფალმა დალოცოს და მის შვილს შეუნდოს მისი შეცდომები. მე უნდა წავიდე და ხვალ შემოგივლი, მაგრამ შენ არ მოიწყინო.ლიამ პასუხი არ გასცა და ალექსანდრემ ხელზე ხელი მოუჭირა. -სად ხარ გაიგონე რაც გითხარი, არ მოიწყინო. -არ მოვიწყენ, დაგელოდები. -პირობას მაძლევ? ლიას გაეცინა და როგორ ძალიან უნდოდა იმ დროს დაენახა ალექსანდრეს სახე, თვალები, მაგრამ მის გარშემო მხოლოდ შავი ფერები იყო. -გპირდები კი შენს მოსვლამდე ვინც მოვა ყველას ღიმილით შევხვდები. -კარგია, წამოსვლის წინ დაგირეკავ და მითხარი რა მოგიტანო. ალექსანდრემ იქვე მდგარ მშობლებსაც დაემშვიდობა და ნინასთან ერთად წავიდა,ნინამ შეხედა და უთხრა. -რატომ ჩაფიქრდი შვილო. -არაფერი, კარგი ბავშვი არის და დიდი იმედი მაქვს მხედველობა დაუბრუნდება. -იმედია შვილო, შენ სად მიდიხარ ოფისში? -ერთი მნიშვნელოვანი საქმე უნდა მოვაგვარო და მერე ოფისში, სახლში კი გვიან მოვალ არ დამელოდო ან შეიძლება არ მოვიდე და ბინაში მივიდე დიდი ხანია არ ვყოფილვარ. -კარგი, მე ტაქსით წავალ სახლში. -მართა ისევ ჩვენთან არის? -სად უნდა გავუშვა სწავლობს და მეცადინეობს. -ის ვირიც ჩვენთან არის? -ზოგჯერ მოდის და როცა გვიან მოდის რჩება, ისე ძალიან უყვარს. -მაინც ვირი არის. თქვა ალექსანდრემ და ორივეს გაეცინა. -ტაქსით რომ მიდიხარ გაქვს ფული თუ მოგცე. -რად მინდა შენი ფული ჯერ არ გავღარიბებულვარ შვილო. უთხრა და ორივეს გაეცინა, ნინამ ტაქსი გააჩერა ალექსანდრემ უყურა ტაქსის და გაბრაზებულმა უნივერსიტეტში მივიდა ალექსანდრე სურმანიძის აუდიტორია იკითხა და როცა უთხრეს სად ნახავდა მასთან წავიდა, ნაცნობი იყო იმ შენობის ყველა კუთხე მისთვის და ადვილად მიაგნო ის დარბაზი სადაც ალექსანდრე ლექციას ატარებდა და სწორედ ლიას კურსთან, არც დააკაკუნა კარზე ისე შეაღო კარი და ალექსანდრე გაოცებული უყურებდა მის წინ მდგარ შვილს. -ალექსანდრე როდის დაბრუნდი ან აქ რას აკეთებ შვილო. -როგორ ხარ მამა.ერთმანეთს გადაეხვია ორი ერთნაირი და ბოლოს მამას მხარზე ხელი დაადო. -დამშვიდდი, ლიასთან ვიყავი და ვნახე მდგომარეობა სერიოზულია. -ვიცი, ექიმს ველაპარაკე. შემდეგ აუდიტორიას მიუბრუნდა და მისი მტკიცე ხმით თქვა. -რამდენი სტუდენტი ხართ კურსზე ალბად 40-მდე ან მეტი და მაინტერესებს ასე დაბრმავდით და დაყრუვდით ყველა რომ ვერ ხვდებოდით თქვენი მეგობარი ბულინგის მსხვერპლი რომ იყო? მითხარით რა გააკეთეთ მეგობრის გადასარჩენად არც არაფერი, პირიქით იდექით და უყურებდით როგორ ჩაგრავდა ერთი ცუდად აღზრდილი და მშობლების მიერ გატუტუცებული მეორე ღარიბი ოჯახიდან ნიჭიერ ამხანაგს თქვენ კი ამ ყველაფერს შორიდან უყურებდით, ეს არის მეგობრობა? ეს არის თანადგომა და ერთმანეთის გატანა? ლია დაბრმავდა,ჰო დაბრმავდა იმ ტუტუცი გოგოს ახირებული მოთხოვნით და არც ვიცით თუ დაუბრუნდება მხედველობა ახლა რას იზამთ მას მის სიბრმავეზე დასცინებთ? როდესაც გაიგეთ ლიას და ლექტორის ახლობლობა საყვარლად მონათლეთ ისე რომ არც კი იცოდით არცერთმა ლია ჩემი ნათლული რომ იყო, ეს კი განგებ არ გაამჟღავნა ლიამ რომ არავის ეთქვა ნათლული არის და ქულებს უწერსო ვერ ჩაწვდით ამ აზრს. არ გაბედოს ვინმემ ლიას მიმართ ცუდი თქვას და ან ცუდად მოექცეს, აქ რომ ვყოფილიყავი ეს არ მოხდებოდა, მაგრამ მოხდა და თქვენ არც კი ინახულეთ მეგობარი, არც დაგაინტერესდათ ის როგორ არის და როგორ განიცდის მის მდგომარეობა და ის რომ იცოდეს იმ გოგომ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე თავის თავს არ აპატიებს და ამ ყველაფერში კი თითოეული თქვენთაგანი ხართ დამნაშავე და იკითხავთ რატომ? თქვენ როცა შეგეძლოთ მეგობრის შეჩერება ვერ შეაჩერეთ ან არ შეაჩერეთ ის აღარ არის, ახლა კი კეთილი ინებეთ და ლიას ფსიქოლოგიურად დაუდექით გვერდით. -ბევრჯერ ვცადე მისი შეჩერება, მაგრამ ის არავის უსმენდა, მან ხელი ჩაიქნია ყველაზე და ყველაფერზე. -სწორედ მაგ დროს არ უნდა მიგეტოვებინათ და უნდა დახმარებოდით, მან მასთან ერთად მისი უდანაშაულო პატარაც თან წაიყვანა და ვინ იცის იქნებ რომელიმე თქვენთაგანი ხართ იმ ბავშვის მამა და გიხარიათ კიდეც ის რაც მოხდა. -ჩვენ არცერთი არ ვართ დამნაშავე მის გაუბედურებაში, ბევრჯერ მოვუწოდე ცხოვრებაზე ხელი არ ჩაექნია, ბევრჯერ დავტუქსე, ბევრჯერ სიყვარულით დაველაპარაკე, ის თავს მიქნევდა, მპირდებოდა და როცა ჩემგან წავიდოდა მისი მეგობრები უნივერსიტეტის ეზოში ელოდებოდნენ და ისევ მათთან მიდიოდა. -რაც არ უნდა ვთქვათ დასკვნა მხოლოდ ერთი და რეალურია, ერთი აღარ არის უკვე თქვენს გვერდით და მეორე დაბრმავებული წევს, მე მოგიწოდებთ გაუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს და იყავით მეგობრულები ერთმანეთის მიმართ. ალექსანდრე დაფიქრებულ მამას მიუბრუნდა და უთხრა. -ოფისში მივდივარ, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს სახლში. -ხვალ, დღეს სად მიდიხარ შვილო. -ბინაში დავრჩები ვიცი გვიან გამოვალ ოფისიდან. -დედამ იცის? -იცის უკვე გავაფრთხილე რომ ვერ მივალ დღეს,კლინიკაში ერთად ვიყავით ლიასთან. -კარგი შვილო, ხვალამდე. -ხვალამდე მამა. ალექსანდრე გავიდა და გოგოებში ჩურჩული ატყდა. -ძალიან სიმპატიური შვილი ყოლია ჩვენს ლექტორს. -ნანამ არ იცოდა ალბად.................. -გაჩუმდი............... ალექსანდრე ოფისში მივიდა სადაც ყველა მხიარულად შეხვდა, მარიზის შეხედა და უთხრა. -რამე გაზიანი შემომიტანე ნაბეღლავი ან ლიკანი. კაბინეტში შესულმა კონდიციონერი ჩართო და ნელა ნელა ოთახში სიგრილე დადგა, კარი გაიღო და მარიზიმ ორი პატარა ბოთლი სასმელი შემოიტანა, ალექსანდრემ ხელები გადაიბანა და ბოთლი გახსნა სასმელის შუშხუნმა ოთახში არსებული სიჩუმე დაარღვია, სულმოუთქმელად დაცალა ერთი ჭიქა თვალები დახუჭა და დაფიქრდა, დაღალა მგზავრობამ, დაღალა კლინიკაში ყოფნამ, სტუდენტებთან შეხვედრამ და როგორც იქნა სიმშვიდეში საკუთარი გულის ცემას უსმენდა, მაგრამ ვინ შეარგო სიწყნარე და სიჩუმე თვალი გაახილა და მაგიდასთან მისი განუყრელი სამი მეგობარი იდგა წარბი აწია მაღლა და ჩაილაპარაკა. -სიმშვიდე დამირღვიეთ და აქ რომ ნინა იყოს ახლა სამივეს ვირებად მოგნათლავდათ, მაგრამ მეც შემიძლია რომ გითხრათ მართლა ვირები ხართ შემარგეთ ეს სიწყნარე და შემარგეთ ეს სიჩუმე. გრძელი და უსასრულო დუმილი სამივეს გულიანმა ხარხარმა დაარღვია, ალექსანდრემ საბოლოოდ გაახილა თვალი და სამივეს გაბრაზებულმა შეხედა. -რა გინდათ, ცოტა რომ დავისვენო აკრძალული მაქვს? -ვიცით რომ დაღლილი ხარ, მაგრამ დასვენება თუ გინდოდა ბინაში უნდა წასულიყავი და არა აქ ახლა კი რადგან მოდი უნდა გაგიტაცოთ. -სად მიგყავართ ის მაინც მითხარი შეტყობინება მაინც დავტოვო სად უნდა მეძებონ..... -კარგ საქმეზე მივდივართ, წამოდი.... ბიჭებმა ახალ გახსნილ რესტორანში მიიყვანეს ალექსანდრე გვიან ღამემდე ისხდნენ და საუბრობდნენ, ალექსანდრემ მოუყვა მეგობრებს გერმანიაში ყოფნის ვიზიტი რა თემას ეხებოდა და სამივე გულდასმით უსმენდა, შემდეგ კი ანდრეას შეხედა და უთხრა. -გაარკვიე რამე ფიქრიაზე. -გავარკვიე რაც თქვა ყველაფერი სწორია, დედა და ძმა ერთ დღეს დაუსაფლავებია ბინა მართლა მევალეს წაურთმევია და ერთ ნესტიან სარდაფში ცხოვრობს, როგორც სტუდენტი წარჩინებული სტუდენტია კარგად დაახასიათა ლექტორმა.... -ესე იგი რაც თქვა სწორი თქვა, გამოდის.... -ნუ ჩქარობ, არ ვიცი ის პიროვნება ვინ არის მაგრამ დეტექტივის თქმით ვფიქრობ აშანტაჟებს ან რაღაც მიზეზით ყავს ხელში და ეს მიზეზი რა არის არ ვიცით, ეს უნდა გავარკვიოთ. -ვიცოდი..... -იცოდი? გაოცებული უყურებდა სამივე, ალექსანდრეს გაეცინა მათ სახეებზე და თქვა. -ვიცოდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი. -ახლა რას ვაკეთებთ. -ახლა გავაკეთებთ იმას რომ არცერთი არ შევიმჩნევთ სიმართლე რომ ვიცით და ჩვენც ავყვეთ თამაშში, ამიტომ დაურეკავ ხვალ და მივიღებ სამსახურში. -ალექსანდრე........... -ნუ ნერვიულობ მე ყველაფერზე ვიზრუნე, ყველგან ჩემი ხალხი მყავს და ეს გოგონა მალე მიატოვებს ენვერის. -ვინ არის ეს ენვერი.... -არის ერთი გაუმაძღარი პიროვნება, დამიჯერეთ ვიცი რასაც ვამბობ და ეს პიროვნება ჯალათის სახელით არის ცნობილი გამოდის მას უყვარს ადამიანების წამება, გამოყენება და ეს გოგონაც ყავს ხელში გამოჭერილი. -ყველა ყურადღებით უნდა ვიყოთ. თქვა ანდრეამ, ალექსანდრემ შეხედა წყალი დალია და თქვა. -ყველა ყურადღებით ვიქნებით ანდრეა მაგრამ შენ უნდა დადგე მასთან ძალიან ახლოს, უნდა დაუმეგობრდე ისე კარგად რომ სურვილი გაუჩნდეს შენ გაგენდოს და ყველა მისი გეგმა შენ გაგანდოს. -მე შევეცდები, მაგრამ.................. -შეეცადე, დაიმეგობრე პატარა იმედი დავინახოთ და შემდეგ თავის თავად აეწყობა ყველაფერი. ალექსანდრემ საათზე დაიხედა და თქვა. -უკვე გვიანი არის დავიშალოთ, ხვალ სამუშაო დღე გვაქვს. მეგობრები ერთმანეთს დაემშვიდობა და ალექსანდრემ ტელეფონზე დაურეკა ნინას. -ვერ მოვალ დედა არ დამელოდო, გვიანი არის და ბინაში დავრჩები როგორც გითხარი. -ახლა გამოდი ოფისიდან აქამდე იქ იყავით? -ახლა დავიშალეთ ერთად ვივახშმეთ ცოტა ნასვამიც ვარ და აქ გავჩერდები. -კარგი შვილო. უთხრა ნინამ და ტელეფონი გათიშა, ალექსანდრემ ფიქრიას ნომერი იპოვა და დაურეკა. -გისმენთ. მოესმა დაღლილი ხმა და ინანა რომ დარეკა ასეთ დროს. -მაპატიე გაგაღვიძე ფიქრია, ალექსანდრე ვარ. -არ მეძინა ვმეცადინეობ ბ-ნო ალექსანდრე. -მოდი რა ბატონობას შევეშვათ და დაგირეკე რომ თუ სურვილი ისევ გაქვს იმუშაო, გელოდებით. -მადლობა, ხვალ ისედაც მოვდიოდი თქვებთან სალაპარაკო გვაქვს. -კარგი, გელოდები თუ რამე შეიცვლება დაგირეკავ. -შევთანხმდით. ტელეფონი გათიშა და ფიქრიას სიტყვები სანდოდ მიიღო და თქვა. -უნდა დამელაპარაკოს, გამოდის უნდა რომ მითხრას სიმართლე ამ ნაბიჯს კი დაუფასებ.ალექსანდრე მიუყვებოდა თითქმის დაცარიელებულ ქუჩას ღამით, ცას ახედა საოცრად ნათელი და კამკამა იყო ცა ვარსკვლავებით მოჭედილი, მოულოდნელად მის წინ ორმა გოგონამ გადაირბინა და მოასწრო გაჩერება შემდეგ კი საათზე დაიხედა და ჩურჩულით თქვა. -სად დადიხართ ამ დროს მარტოები. თვალი გააყოლა გოგოებს და ღამის შუქზე დაინახა გოგონა გრძელი თმებით და ნაცნობი თვალებით. -ეს ხომ ის არის........ უყურებდა მიმავალს სანამ გოგონა თვალს არ მიეფარა, მომენტალურად გოგონამ უკან მოიხედა და მათი თვალები ერთმანეთს უყურებდა. -ის არის, ნამდვილად ის არის................ ცალი ხელი სახეზე ჩამოისვა თითქოს უნდოდა ეს ფიქრები გონებიდან ამოეშალა, მაგრამ ერთი და იგივე ფოტო იდგა მის თვალებში. -რა გემართება ალექსანდრე რამდენ ქალს შეხვედრიხარ და ასე არავის მიმართ არ დაგმართნია, შენ ხომ გავლით დაინახე და გაიარა მორჩა წავიდა მას ვეღარასოდეს ვეღარ ნახავ და მასზე ფიქრიც უნდა დაასრულო, გესმის უნდა დაასრულო ფიქრი მასზე ის ჯერ ხომ ბავშვია. ღრმად ამოისუნთქა, ჩაისუნთქა და მისი სისხლის მომოქცევის სისტემაც გაფართოვდა.ბურუსით დატყვევებულ ღამეში როგორც იქნა ბინამდეც მიაღწია, მანქანა სადგომზე დააყენა საბარგულიდან გადასაფარებელი ამოიღო და მანქანა შეფუთა, რადგან არ აპირებდა დილით ადრე გასვლას შემდეგ ბინას ახედა ჩაბნელებული იყო ყველა ფანჯარა მხოლოდ ალაგ ალაგ ბჟუტავდა ფერადი ნათურები, შემდეგ ცას ახედა და მთვარეს გაუღიმა იმ ბინაში იმ წუთში მხოლოდ ალექსანდრეს არ ძინავდა. დაღლილობა იგრძნო თითქოს ფეხებიც კი მოეკვეთა და ბინაში შევიდა, კარი დაკეტა თუ არა პირველი სააბაზანოში შევიდა წყალი ჩართო შემდეგ სამზარეულოში შუქი აანთო მაცივარი გამოაღო წყლით სავსე ბოთლი პირზე მიიდგა და გემრიელად დაცალა ნახევრამდე, შემდეგ საძინებელში შევიდა გაიხადა ტანისამოსი და ისე შიშველი სააბაზანოში შევიდა. ესიამოვნა ცივი წყალი, დაღლილობაც მოეხსნა და პირსახოცშენოხვეული შევიდა საძინებელში საათს შეხედა და უკვე 3 სთ-ი იყო, ტელეფონი იქვე საწოლთან დადო შუქი ჩააქრო საწოლი აშალა და დაწვა, იწრიალა არ დაეძინა ისევ ის უცნობი გოგონა ედგა თვალწინ და როგორც იქნა გაექცა დაემალა ფიქრებს და ჩაეძინა, მაგრამ ძილში წასულს ტელეფონის ხმა ჯერ ბუნდოვნად ესმოდა, შემდეგ მკვეთრად და უხალისოდ უპასუხა. -გისმენ.... -უცნობო................. -შენ? უცებ გამოფხიზლდა ალექსანდრე და ნომერს შეხედა. -სად ხარ, მოვდივარ რაღაც გიჭირს ისე არ დამირეკავდი. -მოგწერ მისამართს, გთხოვ........... -მოვდივარ..... ალექსანდრე ფეხზე წამოხტა და ჩაიცვა, მაგრამ ტელეფონი ისევ ახმაურდა და ახლა სხვა ხმა გაიგონა..... -მიშველე, მისამართს მოგწერ და მოდი. -რომელი ხარ, ისევ შენ მირეკავ უცნობო? -არ ვიცი ვინ უცნობს ელოდი, მაგრამ შველა მჭირდება, გთხოვ მოდი. -არ ვიცი ვინ ხარ და ვიცი რაღაც შარს ამკიდებ, მაგრამ მითხარი სად ხარ ვინც არ უნდა იყო მართლა თუ გიჭირს დაგეხმარები და თუ მეთამაშები გაჩენის დღეს გაწყევლინებ. ჯერ კიდევ ძილში მყოფი ტელეფონს დასჩერებოდა, მაგრამ უკვე მზად იყო და გიორგის დაურეკა. -ალექსანდრე რა მოხდა ბინაში ვერ შედი? -შეტყობინებას ველოდები მივიღებ თუ არა გამოგიგზავნი და იქ დამელოდე..... -რა მოხდა ღამურა ხარ რომ არ გძინავს თუ გიტლერის ძმა ხარ ალექსანდრე.... -მეძინა და უკვე სიზმარშიც ვიყავი, მაგრამ ვინ დაგაცდის დაძინებას. -შენ თუ არ დაგაძინეს არც მე არ უნდა დავიძინო? -გელოდები მისამართზე....ტელეფონი გაუთიშა გიორგის ორი ერთნაირი მისამართი მიიღო სხვადასხვა ნომრიდან და გიორგის გაუგზავნა,ფიქრებში იყო ორივე ერთდროულად რომ მივიდა ერთ-ერთ ბართან და ერთად შევიდა ორივე, გიორგიმ თვალი მოავლო ბარს და ალექსანდრეს არც კი შეხედა ისე უთხრა. -ვის ვეძებთ ის თუ იცი ან თუ იცნობ. -არ ვიცი ვინ არის არც ვიცნობ, მაგრამ ვიპოვი.... -ხელი გამიშვი, ხელი გამიშვი ცხოველო. გაიგონა ნაცნობი ხმა და ხმას მიყვა. -გაუშვი, ხელი გაუშვი თორემ..... -თორემ... -ჩემი ძმა მოვიდა და მაგ თორემ-ს როგორ გააგრძელებ თავად ნახავ.... -ძმა მოვიდა, ძმამ მოგაკითხა თუ რომელიმე საყვარელმა. -ძმა მყავს იდიოტო, საკმაოდ ცნობილი ძმა... -მაბოლებ.... -არა, არც მჭირდება. -რა ხდება აქ.ალექსანდრემ ჯერ ორ შეშინებულ გოგონას უყურებდა და გული აუფრიალდა. -,,ის არის, მან მიხმო დასახმარებლად, ისევ ვიპოვე’’. არ შეიმჩნია სიხარული და გოგონების წინ მდგარ თვალებ ჩაწითლებულ ყმაწვილს შეხედა, სისხლი თავში აუვარდა მისი ხელი მისი უცნობის ხელზე რომ დაინახა ყელში წაავლო ხელი და კედელზე მიაკრა შემდეგ კი უთხრა. -ვერ ვიტან იმ ვითომ მამაკაცებს ვისაც ჰგონია რომ უმწეო გოგოების დამცირებით თავი დიდი ვინმე ჰგონიათ, მათ გვერდით დაგინახავ და ვერ მოგიძევს შენი პატრონი თვეების მანძილზე მანამ სანამ თევზებისგან შეჭმულ გვამს წყალი სადმე ნაპირზე არ გამორიყავს შენს ამყრალებულ მძორს და თუ შეგიცნო პატრონმა წესის მიხედვით დაგასაფლავებს თუ ვერ გიცნო უპატრონოთა საფლავებს კიდევ ერთი უსახელო საფლავი მიემატება, გასაგებია? -გასაგებია. თქვა შეშინებულმა და ალექსანდრემ ხელიც შეუშვა, არც კი მოუხედია უკან შეშინებული ისე გაიქცა ბარიდან, შემდეგ კი იქვე მდგარ გოგონებს მიუბრუნდა და უთხრა. -დამირეკე და მოვედი, მაგრამ მაინტერესებს ამ დროს აქ რას აკეთებთ. გოგონა უყურებდა ალექსანდრეს მაგრამ არაფერს ამბობდა, მეორე გოგონა წინ წამოიწია და ალექსანდრეს თვალებში შეხედა. -თქვენ ერთმანეთს იცნობთ? -ეს გაქვს გასარკვევი თუ ის უნდა მითხრა საიდან გაქვს ჩემი ნომერი და ვინ ხარ რომ დამირეკე. -გაგიკვირდება ახლა რასაც გეტყვი და გაიგონებ, მაგრამ დროა სიმართლე იცოდე. -რა სიმართლე, ვინ ხართ..... -ირმა ვარ და რაც არ უნდა გაგიკვირდეს ალექსანდრე შენი და ვარ. -ჩემი და ხარ? ალექსანდრემ უცნობ გოგონას შეხედა და გულში სიმი ჩაწყდა.....ირმა უყურებდა ალექსანდრეს და მიხვდა რომ ის მის მეგობარს იცნობდა. -მე ვარ შენი და ეს კი ჩემი მეგობარი არის ევა. გიორგი და ალექსანდრე ორივე გაოცებული უყურებდა გოგოებს და მანაც მეორედ გაუმეორა. -ალექსანდრე ირმა ვარ შენი და. -ალექსანდრეს შვილი ხარ? -არა, ალექსანდრე მამაშენია მე და შენ დედით ვართ ერთნი და მოვიდა დრო ერთმანეთი გავიცნოთ. -გასაგებია და აქამდე სად იყავი, რატომ არ მნახე თუ იცოდი მე შენი ძმა ვიყავი. -აქამდე არც მე ვიცოდი, დღეს გავიგე დედას ვეჩხუბე და სახლიდან წამოვედი. -შენც იცოდი ეს ინფორმაცია? შეხედა ევას ალექსანდრემ და ევამ გაოცებულმა შეხედა. -არა, არა მე არაფერი ვიცოდი ის უცნობი რომ ვერ მოვიშორეთ დაგირეკე, ხომ მითხარი დამირეკეო...... -კარგი, კარგი ნუ კანკალებ ადამიანებს არ ვჭამ... -ევამ მარტო არ დამტოვა და არ მინდა ის ჩემს გამო განსაცდელში ჩავაგდო. -წასასვლელი არსად გაქვს და ამიტომ გაგახსენდა შენი ძმა? -მას შემდეგ რაც გავიგე რომ ძმა მყავს სულ შენზე ვფიქრობ და ჩემს გონებაში ვაწყობ შეხვედრის სცენას და აი მოულოდნელად და დაუგეგმავად მოხდა ჩვენი შეხვედრა. -ტელეფონის ნომერი საიდან გაქვს ან ვინ მოგცა. -შენი სავიზიტო ბარათი ვიპოვე დედას საფულეში და იქედან მაქვს. ალექსანდრემ გიორგის შეხედა და თქვა. -წავედით. უეცრად მიუბრუნდა გოგოებს და თქვა. -ის ვინ იყო,იცნობთ? -არ ვიცი ვინ არის და ამიტომ გავბედე დარეკვაც. -შეგეხოთ? -არა, არა ცუდი არაფერი იფიქრო. -გიორგი გაარკვიე ვინ არის და იცი რაც უნდა გააკეთო ან იცი სადაც უნდა მიიყვანო. -ცოცხლად დაგახვედო და შენ აქნი? -მე მივხედავ და გავაგებინებ რომ უსუსურ გოგოებს არ უნდა შეეხოს.გოგოები გაოცებული უყურებდა ხან ერთს ხან მეორეს, მაგრამ ევამ შეამჩნია გიორგის ჩაცინება და გულზე მოეშვა,რამდენიმე წუთში უკვე სახლში იყვნენ და ოთხივე ყავას მიირთმევდა.ალექსანდრეს უნდოდა გამოფხიზლებულიყო, შემდეგ ირმას შეხედა და უთხრა. -ვინ არის მამაშენი, რა ადამიანია. -როგორც ვიცი მამა პოლიციელია,სხვას ნუ შემეკითხები რამეს რადგან არ ვიცი..... -რას ამბობ, გინდა პოლიციამ მომაკითხოს და ძალადობაში დამდონ ბრალი? -ალექსანდრე ეს არც მიფიქრია და მამას არც ვიცნობ. -არ იცნობ, დედასთან ცხოვრობ და მამას არ იცნობ? -როგორც მითხრა პატარა ვყოფილვარ რომ დაშორდნენ. -სახელი, გვარი და გავიგებ ტელეფონს დაურეკავ ვეტყვი რომ ჩემთან ხარ. -არა, არა, არა, არ მინდა მასთან შეხვედრა. -კარგად მომისმინე პატარავ,დედა როგორიც არ უნდა იყოს ის შენი დედა არის.....ირმა ფეხზე წამოდგა და ალექსანდრეს თვალებში ჩახედა აკანკალებული ხმით კი უთხრა. -დედაჩემი შენი დედაც არის ალექსანდრე.... -მერე რა რომ ჩემი დედაც არის ამას არ უარვყოფ, მაგრამ ის ჩემთვის აღარ არსებობს, როგორც მე მისთვის. -რატომ ერთხელ არ ინახულე.... -მან მოინდომა ჩემი ნახვა და მე უარი ვთქვი? მან მე გამაჩინა, მშობა და შემდეგ სულ თოთო ბავშვი უცხო ადამიანს გადამცა და თავად თავისუფალი ცხოვრება დაიწყო. ირმა ერთხელ, თუნდაც ერთხელ მოსულიყო და ვენახე მისი გაჩენილი შვილი, მაგრამ მას არც დავაინტერესდი. -მითხრა რომ შენ არ გინდოდა მისი ნახვა. -არ დაიჯერო, თავად არ უნდოდა შვილის აღზრდით დაკავებულიყო. -არ ვიცი რა მოხდა, ვიცი რომ ჩემი ძმა ხარ და დედა სანამ არ ისწავლის რომ მენდოს აქ ვიქნები შენთან, შენს გვერდით. -ჯერ უნდა გაიზარდო რადგან ძალიან პატარა ხარ მშობლის წინააღმდეგ წახვიდე ირმა. -მაშინ მხოლოდ დღეს დავრჩები და ხვალ წავალთ. თავი დახარა ირმამ და ცრემლი ჩუმად მოიწმინდა, შეხედა ალექსანდრემ და გული აუჩქარდა შემდეგ კი ჩუმად უთხრა. -მოდი ჩემთან.ირმამ შეხედა ჩაეცინა და ალექსანდრეს გვერდით დაჯდა დივანზე, ალექსანდრემ წარბი ასწია და ირმას ჩუმად უთხრა. -მართლა ჩემი და ხარ თუ შენც შემოგაგზავნეს. -გეფიცები,სიმართლეს გეუბნები.თვალები აუცრემლიანდა ირმას და ალექსანდრემ ხელი მოხვია გულზე მიიკრა და თქვა. -მგავხარ.... -მართლა? -მართლა და იცი რით ვგავართ ერთმანეთს? -რით მიმამსგავსე შენს თავს. -ერთნაირი გამოხედვა გვაქვს და ალბად დედას ვგავართ ორივე. -თან ორივე ჯიუტი.... -ოოო ეს მთავარი იარლიკია ჩვენი. თქვა და ორივეს გულიანად გაეცინა, ევა ჩუმად იდგა და ორივეს ღიმილით უყურებდა. -შენთან დავწვები ალექს. -არა ეს არ შეიძლება, თქვენ ჩემს საწოლში დაისვენეთ მე აქ ვიქნები აღარ დამეძინება და ცოტას კომპიუტერში ვიმუშავებ. -კარგი, როგორც იტყვი.გოგოები ალექსანდრეს საძინებელში შევიდა და ორივე ჩაწვა ევას ეძინებოდა უკვე, გიორგი წავიდა ალექსანდრეს ორივე ხელებში ჩაერგო თავი და ფიქრობდა ირმას განწირული კივილი რომ გაიგონა. -ალექს,ალექსანდრე..... ალექსანდრე სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე ირმასთან შევიდა და ხედავს ირმა ყურებამდე გაღიმებული უყურებს და ისიც საწოლთან დგას. -რა გაყვირებს, იცი რომელი საათია? -დედამ რომ გაიგოს შენს საწოლში ვწევარ..... -ნუ ხარობ ის არანაირ მნიშვნელობას არ მიანიჭებს დამიჯერე, დაიძინე და მეც დამაძინე. -აკი უნდა ვიმუშავოოო. -ახლა მეძინება და უნდა დავიძინო, თქვენც დაიძინეთ. კარისკენ შებრუნდა, მაგრამ ისევ გაჩერდა და ირმას მიუბრუნდა. -რამდენი წლის ხარ... -17 წლის ვარ.... -8 წლით დიდი ვარ თქვენზე და უნდა დაიმახსოვრო, ამიერიდან შენი ყველა ნაბიჯის დარაჯი ვიქნები,დღეს დაისვენე და ხვალ დავსხდებით და ბევრ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. -გასაგებია, მაგრამ.... -ირმა სიტყვა მაგრამ ჩემს ლექსიკონში არ არსებობს და ეს სიტყვა ჩემთან ყოფნის დროს უნდა დაივიწყო.ევას გახედა და თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი მკაცრად უთხრა. -შენც უნდა გაითვალისწინო რასაც ვამბობ,გასაგებია? ევამ წარბი აუწია მაღლა რაც ალექსანდრეს არ ესიამოვნა და შებრუნდა,ოთახიდან გასვლამდე კი თქვა. -რადგან არაფერს ამბობ ესე იგი შენთვისაც გასაგებია რასაც ვამბობ,სადამდეც ვიცოცხლებ და შემეძლება დაგიცვათ თქვენ ვერავინ ვერ შეგეხებათ.ალექსანდრე გავიდა გოგოები კი ერთმანეთს უყურებდა და მოულოდნელად ირმამ პირზე მიიფარა ხელი და თავისივე ხელის გულში იცინოდა, ევა გაბრაზდა და უთხრა. -რა გაცინებს, რას ხედავ სასაცილოს. -მართალია ჯერ არ ვიცნობ ჩემს ძმას კარგად, მაგრამ მას შენ მოეწონე ევა..... -არ გააგრძელო, ირმა ამ სახლში დღეს შენს გამო ვარ.... -ძალიან შეგეშინდა და ხომ დაურეკე, შენ საიდან გქონდა მისი ნომერი.... -იმ ღამით შენთან რომ მოვედი ხომ გითხარი შემთხვევით გზაზე გამიჩერა მანქანამთქო... -ალექსანდრე იყო ის უცნობი? -მეც დღეს გავიგე რომ ის უცნობი ალექსანდრე იყო.... -ჰოდა დაწექი და კი გქონია საფიქრალი. -უაზრო ხარ.უთხრა და გვერდი იბრუნა მოაჩვენა ირმას რომ ჩაეძინა, მაგრამ ვერ შეძლო დაძინება მის გონებაში ალექსანდრე იყო და მისი მკაცრი გამოხედვა. ვერ შეძლო დაძინება, ვერ დაისვენა, ირმას გადახედა და მას უკვე ჩასძინებოდა გარეთ უკვე თენდებოდა, ფეხაკრებით ადგა გაიარა სალონში დივანზე ალექსანდრეს ჩასძინებოდა მაგიდაზე კომპიუტერი იყო ჩართული უამრავი ქაღალდები ეწყო მის გვერდით დანომრილები, ფრთხილად ფეხის წვერებზე გავლით აუარა დივანს გვერდი და სააბაზანოში შევიდა ცივი წყალი მოუშვა შხაპი მიიღო უკვე დაასრულა ბანაობა წყალი გათიშა და ხელი გასწია პირსახოცი უნდა აეღო რომ ალექსანდრემ კარი გააღო და მოულოდნელობისგან გაშეშდა,უყურებდა მის წინ მდგარ ულამაზეს შიშველ გოგონას, ევა დაიბნა და ორივე შეცბა, ადგილიდან ვერ დაიძრა ალექსანდრემ და გულის ფრიალი იგრძნო,სასიამოვნოდ ჩაეღიმა პირსახოცი თავად აიღო და თავისივე ხელებით შემოაფარა შიშველ გოგონას და ყურში უჩურჩულა. -იმ ღამით სახელი არ მითხარი, არ ვიცი რა იფიქრე ან იქნებ გეგონა სამუდამოდ ჩრდილში დარჩებოდი.... -მე, მე არ ვიცოდი თუ ირმა..... -დამშვიდდი გული ძალიან გიფართქალებს ჯერ შენ ბავშვი ხარ ულამაზესი ბავშვი და ამ სხეულს ევა ვერავინ შეეხება, დაიმახსოვრე. თვალებში ჩახედა გაფითრებულ გოგონას და ფრთხილად, ძალიან ნაზად დაუტოვა კოცნა აკანკალებულ ბაგებზე. -ალექსანდრე..... -ჩუ, მხოლოდ ნაზი კოცნა იყო და არა ველური კოცნა ვნებით ანთებული, თუმცა ესეც ვნებიანია. კარზე ზარი იყო, მხრებზე მაგრად მოუჭირა ხელი და უთხრა. -კარს გავაღებ არავის ველოდები და იმედია სიუპრიზი არ იქნება დღევანდელი დილა. კარი გააღო და კარში გიორგი იდგა რომელიც უღიმოდა ალექსანდრეს და არც დაელოდა მეგობრის მიპატიჟებას სახლში ისე შევიდა. -ჯერ არ გათენებულა წესიერად რატომ მოხვედი, არ მითხრა რომ მოგენატრე. -შუაღამეს რამ გაგახსენა ჩემი თავი არ მითხრა რომ მოგენატრე.ორივეს გაეცინა, მაგრამ რამდენიმე წუთში კარზე ისევ ზარი იყო და ალექსანდრემ გიორგის შეხედა. -ვინმე გახლავს და სხვებიც აქ არიან, მათაც უთხარი? -მარტო მოვედი გააღე კარი არ ვიცი ვინ არის. ალექსანდრემ კარი გააღო და კარში უცნობი ჭაღარა მამაკაცი იდგა. -გისმენთ..... -ალექსანდრე ალექსანდრეს ძე სურმანიძე ეს მე გისმენთ თქვენ. -უკაცრავად, მე მისმენთ თქვენ და მე რომ არ გიცნობთ ვინ ბრძანდებით? -ვიცი რომ არ მიცნობთ, მაგრამ მე გიცნობთ.ალექსანდრე და გიორგი გაოცებული უსმენდა მათ წინ მდგარ ჭაღარა ასაკოვან და ძალიან სიმპატიურ მოხუცს და ბოლოს დაბნეულ ბიჭებს გვერდი აუარა თავად შევიდა ბინაში ჯიბიდან რაღაც დისკი ამოიღო და ალექსანდრეს მიაწოდა. -ეს რა არის, ვინ ხართ..... -ჩართე და იყურე, მე დაგელოდებით შემდეგ ვისაუბროთ. ალექსანდრემ გიორგის შეხედა, შემდეგ ისევ უცნობს შეხედა და ბოლოს დისკი კომპიუტერში ჩადო, თვალმოუშორებლად უყურებდა კომპიუტერს და ნელა ნელა გაოცებული შებრუნდა, გიორგის არ მოეწონა ალექსანდრეს გამოხედვა და მასთან მივიდა, მაგრამ ალექსანდრე უცნობ მამაკაცს მიუბრუნდა და მკაცრად უთხრა. -ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა ან ამ დისკით რას გინდათ მიმანიშნოთ. -ამ წუთში შენს სახლში ორი არასრულწლოვანი გოგონა არის, თქვენც ორი ზრდასრული მამაკაცი ხართ და ამ გოგონებზე ბევრად უფროსი... -ალექსანდრე დამნაშავე არ არის, მას მე დაურეკე და მომაკითხა აქ კი ჩვენ ორივე ჩვენი სურვილით ვართ და არც ცუდი არაფერი არ მომხდარა. -გაჩუმდი..... უყვირა ევას უცნობმა მაგრამ ევა წინ წავიდა და მანაც ხმის აწევით უთხრა. -ამ ორმა უცნობმა და ზრდასრულმა მამაკაცმა წუხელ ღამით იმ ტვინით ავადმყოფისგან გვიხსნა რომელიც შენ მოგვიგზავნე, საიდან იცოდი აქ რომ ვიყავით ესე იგი გამოდის გვითვალთვალებ ესეც რომ არ იყოს ამ ახალგაზრდებს რაში დებ ბრალს. უცნობის წინ იდგა ევა სველი თმებით რომლებიც მხრებზე უდიერად ეყარა და მისი შამპუნის სურნელი ალექსანდრეს გონებას ურევდა, შემდეგ ევას მკლავზე შეეხო და მკაცრად უთხრა ისე რომ უცნობისთვის თვალი არ მოუშორებია. -ირმა გააღვიძე თავი მოიწესრიგეთ და გამოდით, აქ რაღაც ჩახლართული გეგმა არის შედგენილი...ევამ შეხედა ალექსანდრეს და მის თვალებში ამოიკითხა... -,,უხმოდ შებრუნდი’’, ამიტომ შებრუნდა თავი მოიწესრიგა და ირმა გააღვიძა. -რა მოხდა, რატომ გამაღვიძე ასე ადრე ისედაც გვიან დამეძინა ევა. -ადექი, ენვერი ნადაშვილმა აქაც მოგვაგნო. ალექსანდრემ გაიგონა ევას ნათქვამი და გაოცებულმა შეხედა მის წინ მდგარ მამაკაცს, ირმამ კი გაოცებულმა უთხრა. -ენვერიმ აქ როგორ მოგვაგნო ან ვინ უთხრა სად ვიყავით. -როგორ ფიქრობ ის ვინც ბარში აგვეკიდა ვისგან იყო მოგზავნილი...... -დაუჯერებელია..... -უნდა დაიჯერო ეს ჯოჯოხეთი არასოდეს დასრულდება ირმა. -დასრულდება, ერთ დღეს ყველაფერი დასრულდება. -მე ვთქვი რომ ალექსანდრე და გიორგი უდანაშაულოები არიან, ახლა კი შენ უნდა მიხედო მას. ირმა ადგა გაბრაზებულმა მოიწესრიგა თავი და სალონში გავიდა არავის უყურებდა გარდა მოხუცისა და მის წინ დადგა. -აქ რა გინდა და რის მიღწევას ცდილობ, ვინ ხარ რომ ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქციე მეც და ევასაც. -ირმა ვინ არის ეს პიროვნება და რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში.... -ეს ადამიანი არავინ არის არც ჩემთვის და არც ევასთვის, მრცხვენია მაგრამ უნდა ვთქვა რომ ეს ადამიანი დედაჩემის ახალი თაყვანისმცემელია, რომელიც არა თუ დედას გამო შემოვიდა ჩვენს სახლში არამედ ჩემს გამო და ევას გამო მან ჩვენ ორივეს თვალი დაგვადგა და უნდა თავისი ავხორცული სურვილი აისრულოს, მაგრამ როგორ შეძლებს სურვილის ასრულებას ეს არ ვიცი რადგან ეს შეუძლებელია მიიღოს ის რასაც მისი ბებერი სხეული ითხოვს. ალექსანდრე და გიორგი გაოცებული უსმენდა ირმას და ბოლოს ალექსანდრეს ხმამ გოგოები და ენვერიც კი შეაშინა. -ვინ ხარ, მანიაკი ხარ თუ პედოფილი რა გინდა ამ გოგოებთან და რატომ გინდა დაუნგრიო მათ მომავალი, ამ დისკით რა გინდა დამიმტკიცო, მაგრამ არა მე დაგიმტკიცებ რომ შენ თმაჭაღარა ვამპირი და პედოფილი ხარ. შენ არც გრცხვენია შენი ასაკის, გოგოები გაუშვი მოსაპარად რომ მერე ამ დისკით დაგეშინებია ისინი და დაგეშანტაჟებინა. -ალექსანდრე სურმანიძე დღეიდან შენი მტერი ვარ. -ენვერი ნადაშვილო დღეიდან არ მემტერები დიდი ხანია რომ მტრობ და ჩუმად, მაგრამ დამიჯერე თვალხილებულად ჯობია გააკეთო რასაც აკეთებ. -გეშინოდეს............. -სანამ სიმშვიდის შენარჩუნება ჯერ კიდევ შემიძლია დატოვე ჩემი სახლი და გაეთრიე ჩემი სამყაროდან. ენვერიმ ირმას შეხედა და უთხრა. -ცხოვრებას ინადგურებ ხვდები ამას? -ცხოვრებას ნამდვილად გამინადგურებ შენ მე თუ იმ სახლში დავბრუნდები და სადაც შენ ხარ იქ ახლოში სიკვდილიც არის მე კი არ მინდა ჯერ მოვკვდე, მინდა სიცოცხლით დავტკბე.შენი ადგილი გისოსებშია და გპირდები მოხვდები იმ გისოსებს მიღმა, შენ თავად ისწრაფი იქ წასვლას. -მე მივდივარ და შენ შენს ადგილზე დაბრუნდი სანამ პოლიციის ძალით წაგიყვანე. ალექსანდრემ გაოცებულმა შეხედა ევას, ენვერი წავიდა ევა კი თვალცრემლიანი უყურებდა უკვე დაკეტილ კარს, შეამჩნია რომ ალექსანდრე უყურებდა და ჩურჩულით თქვა. -ბავშვთა სახლში გავიზარდე ეს ადამიანი კი იქ მუშაობს..... -თვალი დაგადგა? -თვალი დამადგა და მითხრა ჯერ უნდა დაგელოდო კიდევ უნდა გაიზარდოო და ეს იყო ერთი წლის წინ იმ ღამით სწორედ ამ კაცს გამოვექეცი, რადგან ძალიან შემავიწროვა. -ოხ მაგის..... კბილები ერთმანეთზე მაგრად დააჭირა და იქვე ჩუმად მდგარ გიორგის შეხედა, გიორგი ჩაფიქრებული იყო და ალექსანდრეს უთხრა. -ალექსანდრე გეგმა მაქვს. -რა გეგმა გაქვს თქვი რა გავაკეთოთ. -უნდა დავიხსნათ გოგოები ამ ადამიანისგან რადგან ხედავ თავადაც მისგან ყველაფერი მოსალოდნელია. -გისმენ. -ირმას მე მივხედავ, ევას შენ მიხედე. -როგორ, გიორგი ორივე არასრულწლოვანია და რა გავაკეთო. -მათივე სურვილით ხელს მოვაწერთ, მხოლოდ ასე შეგვიძლია ვიხსნათ ორივე. -მოიცა, მოიცა შენ ამბობ რომ უნდა დავქორწინდე ასე .... -დაუგეგმავად, მოულოდნელად და უცბად, მაგრამ თუ გინდა დაიხსნა გოგოები იმ პედოფილისგან გამოსავალი მხოლოდ ეს არის. -მინდა დავეხმარო, შენ როგორ ფიქრობ არ მინდა? -მაშინ გეგმა არის და უნდა მივყვეთ გეგმას, ირმას დედასთან მივალთ თუნდაც დღესვე და დაველაპარაკებით. -ევა, ევას არავინ ყავს ნებართვას ვერავის ვთხოვთ და თუ იქ დაბრუნდა ცხოვრებას გაიუბედურებს ამჯერად გამორიცხულია რომ დაინდოს. -რამეს მოვიფიქრებთ. -ნინა, ნინას უნდა დაველაპარაკო. ალექსანდრემ გიორგის შეხედა და უთხრა. -ნინასთან წავალ შენ ესენი მარტო არ დატოვო შენთან წაიყვანე მეც იქ მოვალ და რამეს ვიზამთ, გამოსავალს ვიპოვით და ეს სასწრაფოდ უნდა მოხდეს დღესვე. ალექსანდრე არეული და შეშლილი სახით მივიდა ნინასთან რომელიც ახალი ამდგარი იყო,მაგრამ შეხედა თუ არა ალექსანდრეს ჭიქა ხელიდან გაუვარდა ჭიქის მსხვრევის ხმაზე შეშინებული მართა სამზარეულოში შეიჭრა და ნინას უყურებდა, მაგრამ ნინა იდგა და ალექსანდრეს უყურებდა. -ალექსანდრე რა გჭირს შვილო, რაღაც მოხდა რამაც ძალიან აგანერვიულა. -დედა უნდა დაგელაპარაკო და ყურადღებით მომისმინე.... -შეცდომა დაუშვი, სად და ვისთან ყველაფერი მითხარი შვილო. -არა, არა, არა და ცუდი აზრები ნუ შემოგაწვება მხოლოდ მომისმინე არც არავინ მომიკლავს და არც მოძალადე ვარ, მაგრამ წუხელ ღამით აღმოვაჩინე რომ და მყავს. თქვა და გაჩუმდა, ნინა უყურებდა ალექსანდრეს და ფერდაკარგულმა თავადაც მართას ჩურჩულით უთხრა. -მართა შვილო წყალი..... მართამ ჭიქა აავსო წყლით და მიუტანა, ალექსანდრემ კი ნინას ხელები ხელებში მოიმწყვდია და უთხრა. -წყალი დალიე და ნუ დაიკარგები შენს წარმოსახვებში,ალექსანდრეს შვილი არ არის და მომისმინე ცუდი არაფერი ჩამიდენია დახმარება მჭირდება დედა. ნინამ წყალი მოსვა, ალექსანდრემ ხელები დაისველა და ნინას სახეზე მოუსვა ცივი ხელები, ნინამ ღმად ამოისუნთქა და ალექსანდრეს შეხედა. -დამიჯერე არ არის ალექსანდრეს შვილი დედა მას სხვა მამა ყავს, მაგრამ ახლა ეს არ არის მას დახმარება და შველა ჭირდება. -დამშვიდდი მე კარგად ვარ და ვიცი და რომ გყავს. -იცოდი? -არა არ ვიცოდით, მამაშენმაც სულ ცოტა ხნის წინ გაიგო და გვინდოდა გვეთქვა რომ დაბრუნდებოდი, მითხარი რა მოხდა ყველაფერი მომიყევი.ალექსანდრემ ყველაფერი უთხრა ნინას და ნინა დაფიქრდა, შემდეგ ალექსანდრეს შეხედა და უთხრა. -ახლა სად არიან გოგოები. -გიორგისთან გაუშვი ბინაში რადგან არ ვიცი რას მოიმოქმედებს ის მამაკაცი. -კარგია რომ გაუშვი გეთანხმები კარგად მოიქეცი. ნინა ისევ დაფიქრდა, ალექსანდრემ მართას შეხედა და უთხრა. -სად არის შენი ვირი ქმარი. -რა გინდა ლევანისთან ის ხომ არაფერ შუაშია ამ თემასთან. -სიგარეტი მინდა.... -დამშვიდდი ასეთი აფორიაქებული სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ შვილო და კიდევ უფრო დიდ შეცდომას დაუშვებ, ახლა ნერვიულობ პირველი ის რომ აღმოაჩინე და გყოლია ეს ძალიან კარგია, მეორე ის არის რომ შენ ის მეორე მოგეწონა ალექსანდრე მაგრამ ის ჯერ ბავშვიაო ფიქრობ. -დედა......... -არ დამისრულებია, გიორგიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გეგმაც შეიმუშავა, სხვა გამოსავალს შენი მონაყოლიდან ვერ ვხედავ. -მაგრამ........ -ალექსანდრე სურმანიძე სიტყვა მაგრამ შენს ლექსიკონში არ არის ან აკეთებ სიკეთეს ან არ აკეთებ, მორჩა თემა დახურულია. კარგად მომისმინე, გოგოები რომ დაბრუნდეს თავიანთ ადგილბზე ერთი დედასთან რომელმაც შესაძლებელია მისი სიამოვნებისთვის შვილი გზას ააცდინოს და მეორე გოგონამ იმ ადგილზე დაბრუნებით შესაძლებელია თავისი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს და შენ აპატიებ მერე შენს თავს რომ შეგეძლო დახმარებოდი ამ ორ 17 წლის გოგონებს და თავი შეიკავე? გიცნობ შვილო და ვიცი რა გულიც გაქვს, მაგრამ არის კიდევ სხვა ვარიანტიც, შესაძლებელია ორივეზე ძალა იხმაროს და მერე ორივე გააქროს ისე რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ იპოვოს მათი გვამიც კი ამიტომ არ მინდა დაგკარგო, არ მინდა შენს თავს დაუშავო შვილო. -მთავაზობ ხელი მოვაწერო მასთან და ასე დავიცვა? -ხელი მოაწერეთ და არ არის აუცილებელი ეს საქვეყნოდ გამოაცხადო. -ეს როგორ დედა.... -ალექსანდრე მკითხე რჩევა და მეც გიპასუხე. -დახმარება გთხოვე და შენ უკვე დამაქორწინე კიდეც და დამაბავშვიანებ მალე, კარგი წავედი გიორგის დაველაპარაკები ისევ შესაძლებელია ელისოსთან წავიდეთ ირმას ხელი სთხოვოს, ევას კი არავინ არ ყავს ეს ართულებს საქმეს. -ჰოდა დაელაპარაკეთ და თავისი ბედის საკითხი თავად გადაწყვიტოს თუ უნდა წატმატებული ქალი იყოს და იცხოვროს ძლიერი მამაკაცის გვერდით. -წავედი, წავედი, შენ დღესვე რომ დავიწერო ჯვარი უარს არ იტყვი. თქვა ოდნავ გაბრაზებულმა და სახლი დატოვა ნინამ კი თვალი გააყოლა და ჩაიღიღინა. -ვიღაცის ბედმა ძალიან დაგაფრთხო შვილო და ის ვიღაც მე უკვე მიყვარს, კარგია წადი და გოგოს მიხედე პრობლემებს თავად უნდა გაუმკლავდე მე რჩევა მკითხე და მოგეცი საუკეთესო არჩევანი და უნდა მიხვდე რომ დასრულდა თავისუფალი ცხოვრების წლები შენს ცხოვრებაში სხვა ერა დაიწყო დასასრულის დასაწყისი.ალექსანდრე მიდიოდა და მშვიდად იყო, მაგრამ უეცრად ფიქრებმა ევას შიშველი სხეული გაახსენა და ისევ აფორიაქდა, გიორგისთან მივიდა ოდნავ დამშვიდებული ჰქონდა სახე მაგრამ ემჩნეოდა თუ როგორ ძალიან ნერვიულობდა, არც კი შეხედა გოგოებს გიორგის მიუბრუნდა და უთხრა. -უნდა გავიდეთ საქმე გვაქვს. -სად მივდივართ არ იტყვი? -ვიტყვი მოემზადე შენს მომზადებას ვიცი ჩემსავით 10 წუთი არ ჭირდება. გიორგის ჩაეცინა და ადგა, მაგრამ ალექსანდრემ შეხედა და სერიოზული ხმით უთხრა. -სუნამო არ დაგავიწყდეს.... -ალექსანდრე ნუ კაიფობ.... -წადი, წადი.... მაგიდაზე დადებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და როგორც ყოველთვის ახლაც თითებს შორის მოიქცია და აივანზე გავიდა, რამდენიმე წუთი ჩუმად იდგა სიგარეტით ხელში და გიორგიმ მხარზე ხელი დაადო და ჩურჩულით ნათქვამი გაიგონა. -მზად ვარ, მაგრამ არ ვიცი რა გადაწყვეტილება მიიღე. -შევიდეთ დავილაპარაკოთ და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. ორივე შევიდა ბინაში და გოგოების წინ დასხდნენ, ალექსანდრემ ორივეს შეავლო თვალი და თქვა. -არ ვიცი რამდენად რეალურია ჩემი გადაწყვეტილება და დღევანდელი დღე რა როლს ითამაშებს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რომ დაგიცვათ იმ უწმინდური პიროვნებისგან დავფიქრდი და ბევრი ფიქრის შემდეგ გიორგის გეგმაზე ანუ მის წინადადებაზე შევჩერდი. -თანახმა ხარ? -თანახმა ვარ გიორგი და ამიტომ ჩვენ სამნი წავალთ და ირმა დედაშენს დაველაპარაკებით. -დედაჩემს ანუ დედასთან წამოხვალ და ნახავ? -შენ რომ დაგიცვა შენი ცხოვრება რომ არ გაუბედურდეს და შენი ოცნებები თავისუფლად აისრულო, წამოვალ ირმა. -თქვენი გადაწყვეტილებით შენ ევა უნდა დაიცვა.... -როგორც ევამ თქვა ის ობოლია და თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩვენ ხელს მოვაწერთ სკოლას დაამთავრებ და სწავლას გააგრძელებ გინდა აქ გინდა საზღვარგარეთ რაც შეეხება ქორწინებას მისი გაგრძელება ჩვენზეა დამოკიდებული თუ სურვილი გექნება დარჩე უცხოეთში და იქ იცხოვრო ხელს გავაწერთ და ჩვენი გზებით წავალთ. -აუცილებელია ეს რომ გავაკეთოთ? ალექსანდრემ წარბი აწია და ევას თვალებში ჩახედა. -შენ თუ უკეთესი ვერსია გაქვს თავი გადაირჩინო და მეგობარიც გადაარჩინო, გისმენთ. -არა, უკეთესი ვერსია არ მაქვს, მაგრამ..... -მაგრამ ის თუ გაშინებს ხელს მოვაწერთ და რამეს დაგაძალებ არ ინერვიულო შენ ზედმეტად არავინ შეგეხება, მხოლოდ ასე შემიძლია დაგიცვა ევა. -კარგი თანახმა ვარ თქვენს გეგმაზე მხოლოდ იმ ბინძური სახლიდან წამოვიდე, შესაძლებელია სადმე სამუშაოც ვიშოვო და ასე არავის შევაწუხებ..... -შენ ვალდებული ხარ მხოლოდ ისწავლო და ახლა დაგტოვებთ შენ კი შეგიძლია ჩვენს დაბრუნებამდე იფიქრო.ალექსანდრე გაჩუმდა უხმოდ ადგა რამდენიმე წუთში და დატოვა ჩაფირებული სამეული, შემდეგ კი გიორგიმ წამოდგა და ირმას შეხედა. -წავედით გავყვეთ ალექსანდრეს, ევა კარი არავის გაუღო. -კარგი არავის გავუღებ. მარტო დარჩა თმები გაიშალა რადგან ჯერ ისევ სველი ჰქონდა და დივანზე მიწვა ფიქრებში კი ჩაეძინა და მისი გრძელი სრიალა თმები ნახევარი მკერდზე ეფინა ნახევარი კი დივნიდან ძირს გაშლილიყო, ირმა კი სახლის კართან შეჩერდა და ალექსანდრეს შეხედა, ალექსანდრემ კი ანიშნა კარი გაეღო და თავისი გასაღებით გააღო კარი სადაც სამივემ კარგად გაიგონა მამაკაცის ხმა. -დედა ხარ და აიძულე შვილი სახლში დაბრუნდეს, თორემ სიცოცხლეს ჯოჯოხეთად გიქცევთ ორივეს.ირმა გაიწია უნდოდა პასუხი გაეცა ამ სიტყვების ავტორისთვის, მაგრამ ალექსანდრემ მკლავზე ხელი მოკიდა და შეაჩერა, რამდენიმე წუთში კი ქალის ტირილნარევი ხმა გაიგონა და გულზე მოხვდა ყელში მოაწვა ნერვები, მაგრამ ნაბიჯი არ გადადგა. -იცი რომ ცუდად ვარ სიმსივნე მაქვს და შენ კი ცდილობ უფრო ადრე მომისწრაფო სიცოცხლე ვიდრე მაქვს დარჩენილი..... ალექსანდრე გაშრა, მოეჩვენა რომ თითქოს გულმა შეწყვიტა ფეთქვა და მის გარშემო სიჩუმე დადგა, შეხედა ირმას ცრემლიან თვალებს და თვალებით კითხა. -,,იცოდი?’’ -ვიცი რომ ავად არის, ჩემთვის არასოდეს უთქვამს რომ სიმსივნე აქვს. ალექსანდრეს ნერვები დაწყვეტამდე დაჭიმულ სიმებს დაემსგავსა ნაბიჯი გადადგა და ელისოს ხმაც გაიგონა. -ექიმმა მითხრა რამდენიმე თვის სიცოცხლე დამრჩა და მე მხოლოდ ჩემს შვილებზე ვდარდობ... -შვილებზე, ვიზე დარდობ შენ შვილი მიატოვე და გგონია გაპატიებს ამას რომ გაიგებს? -ამიტომ არ ვდარდობ ჩემს სიცოცხლეზე და თუ დას მიიღებს ბედნიერი ვიქნები ამ მცირედიდაც თუნდაც ერთხელ შევხედო. -მალე გავა ეს დარჩენილი თვეებიც, მაგრამ ზედმეტს ნუ მოინდომებ.... -რა გინდა ჩემგან ან ჩემი შვილისგან რას ითხოვ. -გგონია რომ შენს გამო ვარ აქ და უშენოდ ვერ ვძლებ? ვეღარ აიტანა სიჩუმე და რამდენიმე ნაბიჯში ენვერის წინ იდგა გაბრაზებული. -ვის გამო ხარ ამ სახლში, 17 წლის გოგოს ცხოვრება რომ დაუნგრიო? ენვერი გველის ნაკბენივით წამოხტა ფეხზე და უაზროდ უყურებდა ალექსანდრეს და შემდეგ გაოცებულმა თქვა.... -აქ რას აკეთებ..... -გინდა გაიგო აქ რას ვაკეთებ, მე მოვედი დედასთან და შენ ვინ ხარ და რა სტატუსით ხარ ამ სახლში. -შვილო ალექსანდრე.....ფეხზე იდგა ელისო და ალექსანდრეს უყურებდა სახეზე კი ცრემლი მოსდიოდა, ალექსანდრე კი ენვერის თვალს არ აშორებდა. -გისმენ, ვინ ხარ ამ სახლში რა სტატუსი გაქვს დაქორწინებული ხარ? -არა, არა შვილო..... -ახლავეს გაეთრიე ამ სახლიდან და აქ აღარ მოხვიდე, გასაგებია? ალექსანდრე იმ წუთში სისხლ მოწყურებული კანიბალი იყო რომელიც არც დაფიქრდება ისე შეჭამს ადამიანს, ამიტომ ენვერიმ უხმოდ დატოვა სახლი და კართან მისული ალექსანდრეს უთხრა. -დღევანდელი დღე დაიმახსოვრე, მწარედ ინანებ რომ გზაზე გადამიდექი. -ღმერთო კოშმარში ვცხოვრობ. თქვა ელისომ და ხმით ატირდა, ირმა კი მასთან მივიდა და უთხრა. -მაპატიე რომ განერვიულე დედა..... -პირიქით, მე მაპატიეთ შვილებო არასოდეს არ ვყოფილვარ არცერთისთვის კარგი დედა. ალექსანდრე მათგან შორს იდგა და ვერ გაბედა ახლოს მისვლა ქალთან ვინც გააჩინა, ამიტომ გულში ჩაიკლა ტკივილი და თქვა. -ნებართვა გვჭირდება თქვენგან ქ-ნო ელისო. -ნებართვა, რისი ნებართვა გჭირდებათ ჩემგან შვილო. -ირმა არასრულწლოვანია და ამ პედოფილისგან რომ დავიცვათ გიორგი და ირმა ხელს მოაწერს, დაქორწინდებიან და მხოლოდ ასე შევძლებთ მის დაცვას. -მომისმინეთ, მე ბევრი დრო არ მაქვს რადგან ჩემი ავადმყოფობა დღითი დღე ძლიერდება, უკვე გამაყუჩებელიც აღარ მშველის და მუდმივად ცუდის მოლოდინში ვარ.ყველა ჩამოვიშორე, ყველას დავუკეტე კარი და ველოდები დასასრულის დადგომას, მაგრამ თუ ჩემს შვილს ანუ საკუთარ დას დაიცავ მე ამ ქვეყნიდან იმედიანად წავალ ამიტომ თანახმა ვარ შვილო და კიდევ ერთი იმ კომოდის უჯრაში საქაღალდე ამოიღე და შეინახეთ სადაც უფრო დაცული ადგილი გაქვს, მოვასწარი და ეს სახლი გამაჩნია მარტო მეტი არაფერი შენს სახელზე დავწერე და შენ გიტოვებ შვილო. ალექსანდრე ვიცი რომ უკვე დიდი ადამიანი ხარ და გზა გაკვალული, შენს დას მიხედე, მეტი სათხოვარი არაფერი მაქვს გარდა იმისა რომ მინდა ბოდიში მოგიხადო თუმცა გეტყვი რაც გავაკეთე არ ვნანობ ის რაც გაქვს აქ რომ ყოფილიყავი არ გექნებოდა. -მე საუკეთესო ადამიანმა გამზარდა და ამღზარდა, მადლობა რომ მამას დასთანხმდი შემოთავაზებაზე და მე ნინამ ამღზარდა, რაც შეეხება ირმას გვიან ვიპოვეთ ერთმანეთი მაგრამ ის ჩემი ნაწილია და მე მივხედავ მისი დარდი არ გქონდეს.ელისოს ღიმილმა გაუპო ბაგე ალექსანდრეს შეხედა და უთხრა. -ალექსანდრე მამას გავხარ.... -ვიცი, კარგია რომ მას ვგავარ ფიზიკურადაც და აზროვნებითაც. -მამაშენი მიყვარდა და ეს არ უნდა მომხდარიყო ჩვენს შორის არ იყო ეს მოლაპარაკებაში, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ ვერ მოვერიე ჩემს გრძნობებს და შემიყვარდა, თუმცა მე ის დავტოვე ვიცოდი რომ ნინა ძალიან უყვარდა. -შენ დატოვე, მაგრამ მან ვერ დაგტოვა და ისევ დაბრუნდა შენთან ნინა კი დარჩა სხვისი შვილით ხელში და რომ ფიქრობდა მისი ცხოვრება დასრულდა პირიქით მან ცხოვრება დასასრულიდან დასაწყიდით დაიწყო და ჩემს აღრდაში ჩადო მისი სიყვარული, სიბრაზეც, მოთმინებაც და მისი მომავლის იმედიც. -ეს ჩემი ბრალი არ არის, მართალია ის დაბრუნდა ისევ მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მე ისევ წავედი მისგან. -მოდი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ ვინ ვინ დატოვა პირველი ამ ადამიანისგან შორს უნდა იყო ვინც აქ იყო რამდენიმე წუთის წინ ის ნაძირალაა და სარგებლობს შენი სისუსტით მით უფრო ახლა როცა გაიგო რომ ავად ხარ. -ვიცი, განა არ ვიცი? -აქამდე რაც იყო ეს მე არ მეხება, დღეიდან რას ვაკეთებთ ესაა ჩემი საქმე უკვე და დაწვები კლინიკაში სადაც ყველა კომფორტი გექნება და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნები.თქვა და გიორგის შეხედა, მიხვდა გიორგიმ და ტელეფონი ამოიღო და დარეკა. -ლეონარდო სად ხარ.... -ყოველ დარეკვაზე ახალ ახალ სახელებს რატომ მიგონებ, ვეღარ გავიგე რა მქვია გიორგი სინამდვილეში დამავიწყეთ ჩემი სახელიც კი. -ლეო მაშინ და სად ხარ. -კლინიკაში სად უნდა ვიყო, სად გინდა რომ წავიდე. გიორგიმ ალექსანდრეს შეხედა და ლეოს უთხრა. -მოვდივართ..... -სად მოდიხარ, ნასვამი ხარ? -მე და ალექსანდრე მოვდივართ..... -აქ არ დაგინახოთ მოსული რაღაც სისულე ჩაიფიქრეთ ორივემ და გინდათ ნერვები მომიშალოთ? -არა, არა დამშვიდდი.... -გიორგი ორივეს გიცნობთ...... -მომისმინე ნუ ჩავარდი პანიკაში, ალექსანდრეს დედა მოყავს კლინიკაში უნდა დააწვინოს. -დედა, ნინა დეიდას რა დაემართა გიორგი. -ნინა დეიდა კარგად არის, ალექსანდრეს ბიოლოგიური დედა ლეო. -აააა, ესე იგი გაბედა და მივიდა მასთან ეს კარგია და მაშინ მობრძანდით, გელოდებით. გიორგიმ ტელეფონი გათიშა ალექსანდრეს შეხედა და უთხრა. -ისე გყავს დაშინებული უკვე იმისიც კი ეშინია იქ მივაკითხოთ..... -ეს შენი ბრალია და მე ნუ გადმომაბრალებ შენს მინუსებს, მე მშვიდი ადამიანი ვარ. -კი, კი როგორ არა ვინც არ გიცნობს მხოლოდ მათთვის. ალექსანდრე ფეხზე წამოდგა და ირმას უთხრა. -პირველ ჯერზე აუცილებელი და საჭირო ნივთები ჩაულაგე, სხვა რამ რაც დაჭირდება ნელა ნელა ვიყიდით. ირმას ცრემლით ჰქონდა თვალები სავსე, უეცრად წამოხტა ფეხზე და ალექსანდრეს ძლიერად ჩაეხუტა. -რატომ აქამდე არ ვიცნობდით ერთმანეთს მეტად ძლიერი ვიქნებოდი მეც და დედაც. -სჯობს გვიან ვიდრე არასროს, ნუ კარგავ დროს სხვა საქმეებიც გვაქვს რომელიც დღეს უნდა მოვაგვაროთ პასპორტი ხომ გაქვს თუ უნდა გავაკეთოთ ახალი. -არ მაქვს, ჯერ ხომ..... -კარგი, გიორგი წადით და იკასთან მიდით პირადობა დღესვე გააკეთეთ ან ზვიადი ნახეთ, მე კი კლინიკაში წავალ ლეონარდოს მოვინახულებ და გავიგებ დაწვრილებით ინფორმაციას. ირმამ ჩანთა გაამზადა, შემდეგ დედა მოაწესრიგა და გიორგისთან ერთად წავიდა რამდენიმე წუთი იყო ელისო ალექსანდრესთან ერთად სახლში და კომოდის უჯრიდან ორი გასაღები ამოიღო. -ორი გასაღებია შვილო ერთი შენთვის იყო ყოველთვის შენახული ირმას თავისი აქვს ეს კი ჩემია, მაგრამ სავარაუდო გქონდეს ორივე შეინახე და იქნებ ოდესმე სურვილი მოგივიდეს აქ მოსვლის ან განმარტოვება მოგინდეს ეს კედლები შენთვის უცხო არის და კარგად მოგისმენენ. ალექსანდრე უყურებდა ელისოს და შეამჩნია მის სახეზე გაჩენილი ნაადრევი ნაოჭები მხოლოდ ეს არ იცოდა რომ ეს ნაოჭები განვლილი ცხოვრების რთული ცხოვრებისგან იყო თითოეული ღარი თუ ნერვიულობისგან და ტკივილისგან. ელისო თავის ოთახში შევიდა და იქედან ერთი ლამაზი ხის ყუთით გამოვიდა, ყუთს პატარა გასაღები მოარგო რომელიც სულ ჩანთაში ჰქონდა საიდუმლო ჯიბეში თავი ახადა და შიგ ძვირფასი სამკაულები იდო ამ ძვირფასი ნივთებიდან ერთი ძალიან ლამაზი ბეჭედი ამოიღო ჯერ თითზე მოირგო და უხდებოდა მის გრძელ თითებს მდიდრული ბეჭედი, შემდეგ მოიძრო და ალექსანდრეს შეხედა. -მინდა ეს ბეჭედი შენ გქონდეს ალექსანდრე რადგან ეს პირველი ძვირადღირებული სამკაული იყო ჩემს ცხოვრებაში და ისიც საყვარელმა მამაკაცმა მაჩუქა, ახლა კი მინდა შენ მის შვილს გქონდეს ეს ნივთი გთხოვ უარს ნუ მეტყვი.ალექსანდრე ჩუმად იჯდა და უყურებდა არ უნდიდა გული ეტკინა ქალისთვის ვინც გააჩინა და ამ ქვეყნად მოავლინა, არ გაუზრდია მას არ უგრძვნია სიყვარული, სითბო მისგან, მაგრამ 9 თვე ხომ მისივე სხეულით ატარა.ხელი გაუწოდა და ბეჭედი გამოართვა ნეკა თითზე გაიკეთა და უთხრა. -მექნება შენს სახელზე ეს ერთადერთი ნივთი და მინდა მადლობა გითხრა მამას გამო და ნინას გამო, გამაჩინე და ნინას გადაეცი ჩვილი, გაგიმართლა ნდობაში და არჩევანში მან საკუთარი შვილივით მიმიღო გულში ჩამიხუტა და ცხოვრების გზაც გამიკვალა, მადლობა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. -ალექსანდრე ეს ყუთი შენთან იყოს აქ არ მინდა დარჩეს, წაიღებს ამ ყველაფერს მე კი მინდა ეს თქვენ ორვეს გქონდეთ. -კარგი წავიღოთ და ირმას გადავცემ, მას ჰქონდეს შენგან. -შვილო არ მიცნობ და არც ის იცი თუ როგორი რთული ცხოვრება გამოვიარე, მამა მსმელი კაცი იყო და ყველა დღე მთვრალი ბრუნდებოდა, დედამ ვერ გაუძლო მის სისასტიკეს და 13 წლის ასაკში დამტოვა ლოთ მამასთან და მის ძმაკაცებთან ერთად.ყოველთვის თავს ვარიდებდი მათ, მაგრამ ერთ დღეს ვერ მოვერიე, ვერ დავიცავი საკუთარი თავი და როცა სახლში მარტო ვიყავი სააბაზანოდან გამოვედი კარი გაიღო გასაღებით მეგონა მამა დაბრუნდა, მაგრამ ჩემთვის უცხო მამაკაცი შემოვიდა სახლში და წაიღო ჩემგან ის რაც ყველაზე ღირებული და წმინდა გამაჩნდა ჩემი ღირსება, ჩემი სინდისი და პატიოსნება.ბავშვი ვიყავი და ჩემი ოცნებები მქონდა, მაგრამ ყველაფერი დაიფერფლა და შავ ბურუსში ჩაიკარგა უიმედოდ. მას შემდეგ ერთი თვე გავიდა შეიძლება ცოტაც მეტიც და ერთ დილით მამას ძმა დაბრუნდა უცხოეთიდან ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა რადგან ვფიქრობდი დამცველი გამომიჩნდა და ამიერიდან ვერავინ შემეხებოდა, მაგრამ მწარედ შევცდი ჩემი სიხარული ნაადრევი იყო. -ელისო.... -ძია კობა როგორ გამიხარდა რომ დაბრუნდი. -მამა სად არის პატარავ. -არ ვიცი გვიან დაბრუნდება, მაგრამ აზრი არ აქვს მასთან შეხვედრას როგორც ყველა დღე ამჯერადაც მთვრალი იქნება. -ზაირას გარდაცვალების შემდეგ შეწყვიტა სმა, მაგრამ სამწუხაროა ისევ რომ დაიწყო. -სამწუხაროდ ყოველი დღე ერთნაირია, უკვე გადასახადებიც დაგროვდა სულ მალე დენსაც და გაზსაც ჩაგვიჭრიან. -გადავიხდი ყველაფერს, შენ რას შვრები როგორ ხარ გაზრდილხარ და კიდევ უფრო დალამაზებულხარ. -16 წლის გავხდი გუშინ.... -რა კარგ დღეს მოვსულვარ, წავედით. -სად მივდივართ.ვიდექი და გაოცებული უყურებდი, შემდეგ საფულე გახსნა და რამდენიმე მწვანე მომცა თვალებში მიყურებდა და უკან დავიხიე შემეშინდა მის გამოხედვაში რაღაც სისაზიზღრე დავინახე დაუოკებელი სურვილი, ქალის სურვილი.არც მკითხა წავყვებოდი თუ არა ხელი ჩამავლო წამიყვანა შემომატარა მაღაზიები უამრავი რამ ვიყიდეთ და ბოლოს დაღლილები სასტუმროში შევიდა,გამიკვირდა მაგრამ მეც უკან მივყვებოდი და მითხრა. -აქ ვიყოთ ეს ღამე მე მივდივარ შენ დაისვენე თავი მოიწესრიგე და მოვალ მოგვიანებით, შენთვის სიურპრიზი მაქვს. მეც მშვენივრად ვიყავი ჩემი თავი დავარწმუნე რომ მომეჩვენა, შეუძლებელია საკუთარი ბიძისგან საფრთხე მელოდებოდეს ამიტომ დავმშვიდდი სააბაზანოში შევედი და მდიდრულ აბაზანაში რამდენიმე საათი დავყავი იქ კიდევ ვინ შემიყვანდა და მეც ვისიამოვნე რამდენჯერ დავიბანე ძვირიანი შამპუნით არ დამითვლია და ბოლოს შევამჩნიე წყლისგან ხელის გულები დამეჭმუჭნა გამეცინა და წყალი მოვკეტე ნელა ნელა გავიმშრალე სხეული და ახალი ტანისამოსიდან ყველაზე ძვირფასი კაბა შევარჩიე მწვანე ჩემი თვალების ფერი და ჩავიცვი, თმები გავიშრე და გაშლილი დავტოვე სარკეში ჩავიხედე და სარკეში სულ სხვა ელისო იდგა ზრდასრული და არა 16 წლის გოგო.ვერც კი შევამჩნიე კარი როდის გაიღო ჩემს უკან იდგა და ისევ ანთებული თვალებით მიყურებდა, ისევ შემეშინდა და მისგან თავი შორს დავიჭირე მან კი გამიღიმა და მითხრა. -შენთვის სიურპრიზი მაქვს, წავედით. არსად არ მინდოდა წასვლა ჩემს სახლში მინდოდა დაბრუნება, მაგრამ წასვლა ვერ შევძელი,ხელი ჩამკიდა და სასტუმროს დიდ დარბაზში გამიყვანა სადაც უამრავი წითელი ვარდები მომართვეს და უზარმაზარი ტორტი.შიში დამავიწყდა ალექსანდრე და იმდენად მესიამოვნა ეს უზარმაზარი სიურპრიზი მივიღე, ჩემთვის ხომ არავის არასოდეს მოულოცია დაბადების დღე და მითუმეტეს საჩუქრად ტორტი. დედას გარდაცვალების შემდეგ მამა შუბლზე მაკოცებდა იმ დღეს და ეს იყო მოლოცვა, იმ დღეს კი შამპანიურიც პირველად გავსინჯე და მალე თავბრუსხვევა ვიგრძენი, მაგრამ იმდენად ბედნიერი ვიყავი არ ვიმჩნევდი დილით კი უზარმაზარ საწოლში სრულიად შიშველი ვიწექი და ჩემს გვერდით ჩემი საყვარელი ძია კობა იწვა, არ ეძინა ეღვიძა და ზიზღნარევი თვალებით შემომხედა ადგა და მეც ისე შიშველი წამომაგდო საწოლიდან სახეში გამარტყა და მიღრიალა. -16 წლის ხარ და რამდენი წლიდან გაქვს სექსი . მე ვტიროდი და ტირილით უთხარი რაც შემემთხვა, მან გაიცინა და თქვა. -დამასწრეს,შენი პირველი მამაკაცი მე უნდა ვყოფილიყავი და ჩემგან უნდა გაგეგო ვნება რა არის. გავშტერდი და ვერაფერს ვამბობდი მისგან მოქნეული ხელის აცდენა არც მიცდია ის არ იყო ადამიანის ხელი ის იყო ცხოვრებისგან გარტყმული მწარე სილა, ჩემი გონება მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რა დანაშაულისთვის ვისჯებოდი, რატომ ჩემს მიმართ ამოდენა დიდი რისხვა და ამ კითხვაზე ისევ იმ სიჩუმემ გამცა პასუხი. -არასოდეს არ მიყვარდი ერთი მჩხავანა კატად გგულისხმობდი სახლში როცა შენი ტირილის ხმა მესმოდა, 12 წლის ვიყავი როცა შენ მოგიყვანეს სახლში გიშვილეს გესმის? შენ არ ხარ ჩვენი ჯიშის, შენ სხვა ხარ სულ სხვა. -ამიტომ მაწამებ? -ეს წამება არ არის,ვცდილობ გასწავლო არ დაგავიწყდეს თუ როგორია ნამდვილი მამაკაცის გემო რომ ამიერიდან ვინც შეგეხება ყოველთვის მე გახსოვდე.რამოდენიმე დღე ასე მაწამებდა და მის ნებაზე თუ გემოზე მატრიალებდა, შემდეგ სასტუმრო დავტოვეთ,მრცხვენოდა გარეთ გასვლა რადგან ვფიქრობდი ყველამ ყველაფერი იცოდა და დამცინოდნენ, ამიტომ სახლში ჩავიკეტე რამდენიმე დღეში მოულოდნელად მამა გარდაიცვალა ის ლოთი იყო, მაგრამ მაინც მისი იმედი მქონდა რომ ოდესღაც ერთ დღეს თავზე ხელს გადამისობდა, მაგრამ ეს იმედიც დასამარდა მასთან ერთად. დიდი სიურპრიზი კი წინ მელოდა 40 დღის შემდეგ მე ბავშვთა სახლში აღმოვჩნდი და ჩემი ერთადერთი თავშესაფარიც დავკარგე.ერთი წლის შემდეგ ისევ მომაკითხა და საუკეთესო ბიძის როლი მოირგო ყველას წინაშე უამრავი საჩუქრებით, ბავშვთა სახლს უამრავი ფულადი დახმარება გაუკეთა და ჩემი წაყვანაც ითხოვა რამოდენიმე დღით ძმიშვილს გავასეირნებო, უარი არ უთხრა უფროსებმა, მაგრამ მე გავჯიუტდი და არ გავყევი. ვისთვის მეთქვა რატომ არ მინდოდა მასთან ერთად წასვლა ან რატომ ვერიდებოდი მასთან სიახლოვეს, ამას ვერავის ვეტყოდი და ამიტომ ჩემს ტკივილს ჩემში ვინახავდი. გაბრაზდა და წავიდა, ყველას უკვირდა რატომ არ გავყევი რომ მე უმადური და დაუნახავი ვარ, მაგრამ არავინ იცოდა რატომ ვთქვი უარი წასვლაზე და საჩუქრებზეც,ერთი თვეც არ გასულა რომ ყველა ცხარე ცრემლით ტიროდა მან სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა ის ავტო საგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა და ცოცხლად დაიწვა და სახლი ჩემი არავინ დამიბრუნა არც ვიცი ვინ ცხოვრობს იმ სახლში არც არასდროს დავინტერესებულვარ. -ვინ დარჩა ოჯახს, ვინ ყავს. -ყავს მეუღლე და შვილი რომელიც შემთხვევით გავიგე რომ მამაზე უარესია, ამიტომ გავწყვიტე მათთან კავშირი და სამუდამოდ ჩამოვიშორე. -გასაგებია, ეს სახლი? ელისომ თვალი მოავლო კედლებს და ცრემლი მოერია, მაგრამ თვალებში შეხედა ალექსანდრეს და უთხრა. -17 წლის ვიყავი როცა მამაშენი გავიცანი, 18 წლის ვიყავი შენ რომ გაგაჩინე და არც შეგხედე ისე გადავეცი ჩვილი ბავშვი ჩემთვის უცხო ქალბატონს, მაგრამ მის თვალებში დავინახე რაოდენ დიდი სიყვარული იყო პირველივე წუთიდან როცა შენ ხელში აგიყვანა. უყურებდი მას და გავიფიქრე ის იმას მოგცემდა რასაც ვერ მოგცემდი მე შვილო. რომ დაიბადე გამიხარდა ბიჭი რომ დაიბადე, პირველად ის გავიფიქრე რომ ვერავინ შეგეხებოდა ცუდად და ვთქვი,რადგან ბიჭი გავაჩინე მეტ შვილს აღარ გავაჩენდი.ალექსანდრესთან რამდენიმე წელი ვიყავი, ვხედავდი როგორ იტანჯებოდა მას ნინა უყვარდა და არც არასდროს განელებია მისი სიყვარული მე ვიყავი მისთვის უბრალოდ ქალი და მისი შვილის დედა, ამიტომ მისგან წავედი,წავედი და ჩემი ცხოვრების გზაც აირია.გვიან ძალიან გვიან გავიგე რომ ისევ ორსულად ვიყავი და უკვე ვეღარ შევაჩერებდი ორსულობას და გაჩნდა გოგო, უყურებდი ჩემს პატარას და დავიფიცე რომ სიცოცხლის ფასად დავიცავდი ჩემს შვილს ასეც იყო, ირმა და ევა ერთად გაიზარდნენ ჩემს თვალწინ, ისინი სკოლაში ერთად სწავლობენ მხოლოდ ევა იქ მიდიოდა სწავლის შემდეგ და ირმა სახლში ჩემთან,მაგრამ ხშირად მომყავდა სახლში და გთხოვ ალექსანდრე ნუ უღალატებ ევას და დაიცავი ის ისე როგორც ირმას დაიცავ ის ძალიან თბილი და მოსიყვარულე გოგონა არის, ზრდილი და თავმდაბალი. -მშობლები არავინ არ ყავს? -არავინ არ ყავს,ვიკითხე მისი მშობლების შესახებ და ვერ გავიგე, მხოლოდ წლების შემდეგ მითხრა ერთმა ექთანმა რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა მამამ დედამისი და თუ არ ვცდები უვადო პატიმრობა მიუსაჯეს სხვა არაფერი არ ვიცი. -სახელი, გვარი იცი ვინ არის მამამისი? -არასოდეს არ მიკითხავს ან რატო ვიკითხავდი. -კარგი მივხედავ ევას პირობას გაძლევ, ახლა კი უნდა წავიდეთ. -წავიდეთ შვილო.ალექსანდრემ სამზარეულოში შევიდა და იქ არსებულმა სისუფთავემ გული გაუთბო,შემდეგ საძინებელში შევიდა შეამოწმა ფანჯრები ღიად არ დარჩესო ჩანთა აიღო ხელში და კარიც თავად გადაკეტა, წინ დაისვა დედა და კლინიკაში მისვლამდე არცერთს არ დაულაპარაკებია, კლინიკაში მისულმა ლეოს დაურეკა და ისიც რამდენიმე წუთში მეგობრის წინ იდგა და იღიმოდა. -ლეონარდო სახელი ისევ გამოგიცვალა გიორგიმ. -როგორც იქნა ჩემამდე მოდი,როგორ ხარ მკვდრეთით აღმდგარო.ორივეს გულიანად გაეცინა და შემდეგ ალექსანდრემ დედას მიუბრუნდა ხელი მოკიდა მკლავზე და ლეოს შეხედა. -შენ განდობ ლეონარდო და შენს იმედად ვტოვებ ამ საქაღალდეში ყველა ის ანალიზებია რაც დღემდე აქვს გაკეთებული,გადახედე და სხვას შენ მიხედე. -წავიდეთ მოვათავსებ განსაკუთრებულ ოთახში, გადავხედავ მის ისტორიას ექიმის ჩანაწერებს და დავიწყებთ ანალიზების გაკეთებას რასაც შევძლებ ალექს შენც დაინახავ,როგორც გიორგიმ მითხრა მდგომარეობა სერიოზულია. -წლების წინ ვებრძოდი შვილო ამ დაუმარცხებელ დაავადებას თითქმის გადავლახე უფრო ახალგაზრდა ვიყავი, აქამდე მოვედი და ახლა ხუთი წელია რთულად შემომიბრუნდა,იმედი არ მაქვს მაგრამ თუ შეიძლება ოდნავ მაინც გამიხანგრძლივებ სიცოცხლეს უარს არ ვიტყვი თუ დაგვიანებვულია მკურნალობა არ ინერვიულო მშვიდად დაველოდები როდის მოვა ჩემი დასასრული, მუდმივად არავინ არ ვრჩებით ამ სამყაროში ნელა ნელა ყველა როცა ჩვენ დროს ამოვწურავთ წავალთ მაღლა უფალთან და მეც მზად ვარ ამ დღისთვის,მითუმეტეს ახლა როცა ვიცი ჩემს შვილს საუკეთესო დამცველი ყავს გვერდით. -ლეო შენ გიტოვებ და მიხედე, სხვა კიდევ მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს და უნდა მოვაგვარო,ტელეფონით შევეხმიანებით ერთმანეთს. -შენ როდის არის რომ არ გაქვს მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები, იცლი როდისმე მეგობრებისთვის ან შენი თავისთვის როდის მიიცალე ბოლოს თუ გახსოვს,წადი არ იდარდო არაფერზე.ალექსანდრე წავიდა,ლეომ ხელმკლავი გაუკეთა ელისოს და ნელა ნელა საუბრით და იუმორით შეიყვანა ერთ დიდ და ნათელ ოთახში. -აქ იქნებით დეიდა ელისო და თუ გაგვიჭირდა საწოლი მაშინ შემოგისახლებ ვინმეს,მაგრამ დროებით იქნება ეს რომ სიმშვიდე არ დაგირღვიოთ. -კარგი შვილო, მაგრამ სიმარტოვეც ძნელია იყოს ვინმე გვერდით დამლაპარაკებელი მეყოლება. -კარგი, მაგრამ ოთახს არ გადავტვირთავ ახლა კი დაისვენე,დღეს საუზმე მიღებული გაქვს? -არა, არაფერი მიჭამია დღეს და არც წამლები მიმიღია. -შესანიშნავია,მაშინ სისხლის ანალიზი ახლავეს ავიღოთ დილით შარდი და სხვა ანალიზები, მაგრამ დღეს რადგან ეს შემთხვევა გვაქვს გამოვიყენოთ და დროულად დავიწყოთ გამოკვლევა ანალიზების პასუხების მოსვლამდე კი თქვენს ისტორიას გადავხედავ. -უფალმა დაგლოცოს შვილო..... ლეო წავიდა, ალექსანდრე კი გიორგის შეეხმიანა და გაარკვია რომ ჯერ კიდევ განყოფილებაში იყო პირადობის გასაკეთებლად და თავად გიორგის ბინაში წავიდა ფრთხილად გააღო კარი და თვალებით ეძებდა ევას, ევას კი მათ ლოდინში დივანზე ჩასძინებოდა და მისი თმები ძირს ეყარა,ალექსანდრე იდგა და უყურებდა ევას ის მოწყდა რეალობას და დამუნჯებული იდგა.შებრუნდა უნდოდა სამზარეულოში შესულიყო, მაგრამ კედელს შეეჯახა ძარღვებში სისხლმა იწყო ჩხრიალით დინება თითქოს მიწიდან ამოხეთქვას ლამობდა ახალი აღმოჩენილი მოჩხრიალე წყალი. სამზარეულოში გავიდა ჭიქა წყლით აავსო და სულმოუთქმელად დაცალა,რამდენი ლამაზი ქალი ყოფილა მის ცხოვრებაში, რამდენჯერ ჰქონია შანსი ლამაზი განათლებული ქალი ყოფილიყო მისი ცხოვრების მეგზური და რამდენ ქალს ჰქონია სურვილი მასთან ცხოვრების, მაგრამ არცერთი არ მისულა მის გულამდე, ვერცერთმა ქალმა ვერ შეძლო მისი გულის კარის გაღება,მაგრამ ამ პატარა გოგომ ააფორიაქა,დააბნია, დაატყვევა,დაამუნჯა და მისი გულის კარიც შეგლიჯა, ფართოდ მოაფრიალა და უთხრა. -გახსენი ეს კარი ვის ემალები,ახალგაზრდა ხარ თავისუფლება მიეცი შენს გულს გააკეთოს თავისუფალი არჩევანი.სახეზე ჩამოისვა ხელი,უხურდა სახე,უხურდა სხეული სააბაზანოში შევიდა და ცივი წყალი შეისხა სარკეში ჩაიხედა და გულში თქვა. -,,კარგია რომ გიორგი არ მიყურებს, რა მიყო ამ ციცქნა გოგომ გუშინს მერე გონებიდან ვერ გავდევნე არ მიდის. გამოფხიზლდი ალექსანდრე რა დღეში გაქვს ნერვები,შენ შენი გასაკეთებელი გააკეთე სხვას ცხოვრება თავად გვიჩვენებს.'' თავი დაიმშვიდა, ღრმად ამოისუნთქა და ისევ სალონში დაბრუნდა, ევას ფრთხილად შეეხო მხარზე და შემდეგ მისი სრიალა თმები აკრიფა, ევამ თვალი გაახილა და გულუბრყვილო ღიმილით გაუღიმა ალექსანდრე კი ამ უბრალო ღიმილმა კიდევ უფრო დააბნია და ზემოდან დასჩერებოდა ჯერ კიდევ გამოუღვიძებელ გოგონას რომელმაც მშვიდად უთხრა. -მოხვედი, ისინი სად არიან.ალექსანდრემ სკამი ხმაურით გამოწია და ევას წინ დადგა, შეხედა ევას და უთხრა. -სალაპარაკო გვაქვს ევა ჩემი აზრი უნდა გაგანდო, მომისმინე დავასრულებ და მერე შენ მოგისმენ. -მე ვიფიქრე ალექსანდრე დილით რაც ვილაპარაკეთ.... -მიიღე გადაწყვეტილება? -მივიღე გადაწყვეტილება და არ ვიცი როგორ გითხრა. -ევა შენ არასრულწლოვანი ბავშვი გუშინ ჩემს ბინაში იყავი,დღეს შესაძლებელია პოლიციამ მომაკითხოს და ბრალი დამდოს.... -მე თანახმა ვარ სწორედ იმიტომ რომ შენ უცხო ადამიანი ცდილობ ჩემს გადარჩენას,დაცვას და მე არ შემიძლია განსაცდელში დაგტოვო....ალექსანდრეს უნდოდა რაღაც ეთქვა,მაგრამ ტელეფონს დახედა და გაოცებულმა უპასუხა. -იკა, იკა რა მოხდა. -მე ვარ ალექსანდრე და შენი ბინის წინ ვარ, სად ხარ. -არ ვარ სახლში, რა ხდება მეგობარო. -ალექსანდრე საჩივარი შემოვიდა შენზე და მე ავიღე, მითხარი რომ რასაც ამბობენ ეს სიცრუე არის. -რაო რა გითხრეს.თქვა და გაიცინა,მაგრამ ეს იყო სიმწრის სიცილი. -უნდა გნახო სად ხარ,რომ მარტო დავილაპარაკოთ. -გიორგისთან ვარ ბინაში მეუღლესთან ერთად, გავდიოდით ახლა, მაგრამ დაგელოდები. -ვახ ჩემი მართლა ამბობ თუ ღადაობ, ალექსანდრე არ მჯერა. -დაიჯერე მეგობარო,ერთმა ციცქნა გოგომ ჩემი გულის კარი სიფრთხილით კი არა მთელი ენერგიით შემოგლიჯა და მოაფრიალა. -მოვდივარ, რა წამოგიღოთ რძალს რა სიამოვნებს. -არაფერი გავდივართ, დღეს ასე იყოს შემდეგ შევიკრიბოთ. -კარგი როგორც შენ იტყვი, მოვდივარ.ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა და ევას შეხედა,ევა კი გაფითრებული იდგა და მას უყურებდა ცრემლმორეული თვალებით. -ალექსანდრე მათმა საჩივარი შეიტანეს და ახლა რა იქნება. -არაფერი არ იქნება, ჩვენ წავალთ და პირადობას გავაკეთებთ. -პირადობა მე მაქვს,ობლობის პენსიას ვღებულობ და პირადობა ადრე გამიკეთეს რამდენიმე თვეში უთავდება ვადა მხოლოდ. -ეს შესანიშნავია დღეს ვარგისიანია რომ ხელი მოვაწეროთ,იკა მოვა და ის იქნება ჩემი მეჯვარე, შენი ირმა იყოს და ევა ეს ახლავეს უნდა გაკეთდეს,უკვე საჩივარი დაწერეს, მაგრამ ხელმოწერილი რომ იქნები ვერავინ ვერ შეგეხება. -გასაგებია, დღეს მოვასწრებთ? -უნდა მოვასწრებთ იკა დაგვეხმარება, მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე უნდა დავაფიქსიროთ ხელისმოწერა.კარზე ზარი იყო,ალექსანდრემ თვალებში ცრემლი თავისი ხელით შეუმშრალა ევას შემდეგ ფრთხილად აკოცა ორივე თვალზე და ჩურჩულით უთხრა. -შენ ჩემი არჩევანი ხარ ციცქნა და ჩემგან ვერ გაგიშვებ. -მაგრამ შენ ხომ..... -მე ხომ შენზე დიდი ვარ ეს გინდა მითხრა ალბად, ამიტომ უნდა დამიჯერო. -ჩემზე დიდი ხარ და საკმაოდ ცნობილი პიროვნება.... -შენც ცნობილი გახდები პატარავ ჩემს გვერდით. -არ გააღებ კარს უკვე მერამდენედ დარეკა ზარი. -გავაღებ შენ კი მშვიდად იყავი.გაუღიმა ცხვირზე თითი ჩამოკრა და კარი გააღო. -სად ხარ აქამდე,ყოველთვის უნდა მალოდინო კართან. -შემოდი ბუზღუნის გარეშე.... -გილოცავ მეგობარო. უთხრა იკამ და ალექსანდრეს გადაეხვია. -ყველაზე სერიოზული ჩვენს შორის ყველაზე პირველი დაქორწინდა,რძალო სად ხარ. ღიმილით შეხედა ევას და ადგილზე გაშეშდა, შემდეგ კი ალექსანდრეს შეხედა. -სერიოზულად ამბობ თუ მაშაყირებ ალექსანდრე. ალექსანდრე ევას გვერდით დადგა მხრებზე ხელი მოხვია და ევამ ქვემოდან ახედა მის თვალებში ალექსანდრემ შიში დაინახა და არც დაფიქრდა ისე შეეხო მის გამობურცულ და სატირლად გამზადებულ ბაგეებს შემდეგ კი ისევ იკას მიუბრუნდა. -სერიოზულად იკა მხოლოდ ამ პატარა გოგომ იპოვა ჩემი გული და მზად ხარ დღეს ჩემი მეჯვარე იყო? -დღეს, დღეს? -დღეს ხელს მოვაწერთ რადგან არასრულწლოვანია და უნდა დავიცვა,მხოლოდ შენი დახმარება მჭირდება იქ თარიღი უნდა შევცვალოთ და რამდენიმე..... -დღით ადრე დავათარიღოთ,ასეა? -ასეა და ნუ მიყურებ დაუჯერებელი გამოხედვით,შენი მეგობარი კლდესავით შეუდრეკელი ალექსანდრე შეყვარებულია ერთ ციცქნა ციცინათელაზე. -წავედით მაშინ ნუ დავაგვიანებთ, 3 სთ-ზე იქ უკვე აღარავინ არის,ჯერ პირველი საათია და იმედია დიდი რიგი არ იქნება.ალექსანდრემ მაღაზიაში გაიარა ევას ერთი უბრალო, მაგრამ ლამაზი კაბა უყიდა ევამ თმები გაიშალა და იკამ გაოცებულმა შეხედა. -ზღაპარში ვარ, გეფიცები თუ მჯეროდეს დღევანდელი დღის რეალობა. ალექსანდრეს გაეცინა გიორგის დაურეკა და უთხრა სადაც უნდა მისულიყვნენ,რამდენიმე წუთში გიორგიც მათ გვერდით იყო და ალექსანდრემ ჩანთა გაუწოდა ირმას და უთხრა სიცილით. -გამოიცვალე .... -სად გამოვიცვალო. გაოცებული უყურებდა ირმა და ალექსანდრემ უთხრა. -სალონების და გაპრანჭვის დრო არ არის მანქანაში გამოიცვალე, გელოდებით დრო არ არის და წავედით. -სად, სად მივდივართ. გაოცებული უყურებდა ირმა ჯერ ევას და შემდეგ ალექსანდრეს. -ყველა შენს დასმულ კითხვას გეფიცები უპასუხებ, მაგრამ მოგვიანებით ახლა კი დროს კარგავ ირმა და ჩაიცვი ეს კაბა გიყიდე არც ვიცი თუ მოგეწონება ან თუ მოგივა როგორმე გამოიყენე ახლა ქაღალდი დამალე შიგნიდან და მერე გამოვცვალოთ. -ვაიმე ვის ხელში ვარ რა ხდება ხალხო გამაგებინეთ. ირმამ ჩანთა ჩამოართვა და კაბა გაშალა სიხარულისგან და მოულოდნელობისგან იყვირა. -ვაიმე ვერსაჩე ჩემი საყვარელი ფერი როგორ მიხვდი რომ ეს ჩემი ფერი იყო. -შენი თვალების ფერით შევარჩიე და ჩქარა მიდი ჩაიცვი. გაჭირვებით ჩაიცვა კაბა ფეხზედაც მოირგო შავი მაღლები თმები თავისივე ხელის თითებით ჩამოისწორა და ბიჭებს გაუღიმა. -როგორი ვარ? -ჟურნალის ყდისთვის ხარ მზად რომ გამოგჭიმოთ, მაგრამ ვიფიქრებთ ამ თემაზეც ჯერ საქმეები მოვაგვაროთ. გიორგიმ შეხედა თვალი ჩაუკრა და უთხრა. -ჩემი ღვთაება ქალი ხარ..... იკამ შეხედა გიორგის და გაოცებულმა უთხრა. -გიორგი რა ხდება, შენც ..... -ჯერ არა, მაგრამ მალე მოვაწერთ ხელს.უთხრა სიცილით იკას და იკა იქვე მდგარ ევას მიუბრუნდა. -რძალო კიდევ გყავს მეგობარი მეც რომ დამაწყვილო.... -წავედით. თქვა ალექსანდრემ და ოთხივე შევიდა საქორწინო სახლში წინ იკა დაწინაურდა და იქ მოულოდნელად ნაცნობი ნახა და გოგონა მას გაოცებული უყურებდა. -იკა, იკა როგორ ხარ დაქორწინდი? -არა, არა ჩემი მეგობარია ალექსანდრე შენც იცნობ უცებ მოხდა ყველაფერი საზღვარგარეთ მიდიან და სასწრაფოდ ხელის მოწერა უნდათ, უნდა დაგვეხმარო ლელი. -სულ მცირე 10 დღით ადრე მაინც უნდა შემოვიდეს განცხადება, იკა არ ვიცი ასე უცებ რას და როგორ გავაკეთებ. -მოდი შენ 10 დღით ადრე დააფიქსირე მათი ქორწინება, გთხოვ ლელი და აქ ვარ რაც გინდა მთხოვე თუ წინააღმდეგი არ იქნები ჩვენც ახლავეს მოვაწეროთ ხელი ადრე ხომ იყო რაღაც გრძნობა ჩვენს შორის გავაახლოთ მოდი ეს ყველაფერი. ლელიმ შეხედა იკას და თვალები აენთო რაც იკას არ დარჩენია შეუმჩნეველი და გულში ჩაეღიმა. -ზუსტ ადგილზე მოვედი,ესე იგი მეკეკლუცები... -რაო იკა მოგვარდება საქმე? -მე სადაც ჩავერევი ყველაფერი გაკეთდება,10 დღით ადრე დათარიღდება,ასე რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. -იცნობ იმ გოგოს თვალებში რომ შემოგციცინებს? -ლელი არის ნანავა შენც იცნობ მას ალექსანდრე. -ეს ის ლელი არის სულ წითელი რომ ჰქონდა ცხვირი? -ჰო, ჰო ნახე როგორ გალამაზებულა და დამშვენებულა. -მახსოვს რომ გეკეკლუცებოდა და შენ მისი წითელი ცხვირის გამო შუქნიშანი მოდისო ამბობდი. თქვა ალექსანდრემ და გულიანად გაიცინა, მის სიცილზე ევასაც გაეცინა და ყველა იცინოდა, მაგრამ ირმამ შეხედა და უთხრა. -ამბობ დალამაზებული და დამშვენებულიაო ვერ ამჩნევ პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული და მისი ბუნებრივი სახეზე აღარაფერი დაუტოვებია. -როგორ, როგორ შეამჩნიე. -15 წელიწადში ნახე და თავად მიხვდები მეგობარო. -მაინც როგორ მიხვდი... -ცხვირი გადაკეთებული აქვს, ტუჩები დაბერილი,წარბები და წამწამები მისი არ არის და კიდევ ბევრი სხვა მკერდიც კიდევ სილიკონის აქვს..... -ეს რობოტი ყოფილა. თქვა ალექსანდრემ და ისევ გულიანად იცინოდნენ, იკამ შეხედა ლელის მათკენ მოდიოდა და ალექსანდრეს უთხრა. -გაჩუმდი, რა თავღიაც იყავი ისევ ის დარჩი,მოდის და დადუმდი არაფერი თქვა. -გამარჯობათ, ალექსანდრე გილოცავ..... -მადლობა ლელი და ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. -აქეთ მოდით თქვენი პირადობები მოიტანეთ და შევავსოთ განცხადება. ლელიმ პირადობებს გადახედა და გაოცებულმა შეხედა ჯერ ევას და შემდეგ ალექსანდრეს. -ლელი დროს ნუ დავკარგავთ ეს ჩემი წიწილაა და ნუ დაგვაგვიანებ ფრენა გვაქვს დღეს 6 სთ-ზე, რომ დავბრუნდებით ქორწილი მერე იქნება.ლელიმ მანტია მოისხა და ხელის მოწერის ცერემონიას შეუდგა,როგორც იქნა დასრულდა ეს გრძელი პროცედურა და ჯერი ნიშნების გაცვლაზე დადგა ალექსანდრემ ორი რგოლი ამოიღო ჯიბიდან და ევას ერთი თავად გაუკეთა, მეორე კი ევას მისცა ევას კი ხელები უკანკალებდა მთელი სხეულით თრთოდა. ბეჭდები გაუკეთეს ერთმანეთს და კოცნის ჯერიც დადგა,ირმა და გიორგი გაოცებული უყურებდა ორივეს ალექსანდრემ წელზე შემოხვია ხელი ევას და თვალდახუჭული შეეხო მის ბაგეებს კოცნაზე ევამაც კოცნით უპასუხა რასაც არ ელოდა ალექსანდრე და უფრო გაუმძაფრდა სურვილი, მაგრამ პირობა პირობა იყო და თავი უნდა მოეთოკა. -ღმერთო ჩემო. თქვა გიორგიმ და იკას შეხედა,იკაც გაოცებული უყურებდა მეგობარს. -რაც თავი მახსოვს ვიცნობ გაბრაზებულ, გაოცებულ, მოწყენილ, გაუწონასწორებელ და მხიარულს, მაგრამ ბედნიერი ალექსანდრეს ახლა ვხედავ ის შეყვარებულია იკა მას ევა მართლა შეუყვარდა. -რას ქვია მართლა შეუყვარდა, აბა აქამდე არ უყვარდა? მიუბრუნდა იკა გიორგის,გიორგი დაიბნა შემდეგ ჩურჩულით უთხრა. -ეს გრძელი ისტორიაა და მერე მოგიყვებით, ახლა აქედან უნდა გავიდეთ. გარეთ გასულებმა შამპანიური გახსნეს და იკამ ნინას დაურეკა. -გილოცავ ნინაჩკა. -რას მილოცავ შვილო. -ციცქნა რძალი შემოგივიდა სახლში ეს წუთია ხელი მოაწერეს, ხოხობი მოგვყავს და მოვდივართ. ნინა დაიბნა, მაგრამ უძვირფასესი სუფრა დაახვედრა ალექსანდრეს და გაოცებული უყურებდა სახლში შემოსულ ალექსანდრეს და მის გვერდით მდგარ ულამაზეს ქმნილებას სახეზე სიხარულის ცრემლი დაედინა, შემდეგ ევას მოეფერა და გულკში ჩაიკრა. -უკვე მიყვარხარ და ჩემი გულიც შენ მიისაკუთრე ისე როგორც ჩემი ალექსანდრესი. -რას ამბობთ ეს ხომ მხოლოდ ფიქტიური ქორწინებაა. თქვა ევამ და ალექსანდრეს შეხედა რომელსაც სახეზე ღიმილი ნელა ნელა გაუქრა და ნინას უთხრა. -უბრალოდ ვივახშმებთ დღეს და ევას აქ დავტოვებ თუ ვინმე მოვიდეს დამირეკე და მოვალ. -კარგი შვილო რამდენიმე საათში მეტყვი შენ სად დარჩები და ევა სად დარჩება. -დედა არ მინდა ინერვიულო, მაგრამ რაღაც უნდა გითხრა. -მითხარი შვილო,დღეს ისეთი ბედნიერი ვარ დღევანდელ დღეს ვერავინ გამიფუჭებს. -გოგონა გიორგის გვერდით რომ ზის..... -კარგი გოგოა მომეწონა, კარგი წყვილი იქნება. -დედა ის ირმა არის.... -ირმა რატომ არ მეცნობა სახელი ალექსანდრე.... -დედა ირმა ელისოს შვილია. -მივხვდი დედას გავს, გავხართ და-ძმა ერთმანეთს, მაგრამ მე რა საქმე მაქვს მასთან ის ხომ ბავშვია შვილო და შენი და არის, შენი ნაწილი. -მართლა მასე ფიქრობ? -რა თქმა უნდა, მინდა გავიცნო კიდეც და აქაც ხშირად მოვა ამიერიდან. ალექსანდრემ გულში ჩაიკრა ნინა და ირმას დაუძახა, ირმა მათთან მივიდა მოკრძალებულად და ალექსანდრემ ნინას მხრებზე მოხვია ხელი და ირმას შეხედა. -მინდა გაგაცნო ჩემი თეთრი მტრედი დაო ეს ის ადამიანია ვინც გულში ჩამიხუტა და შვილივით გამზარდა, გზა გამიკვალა და ადამიანად მაქცია. ირმა თვალებში უყურებდა ნინას და ცრემლ მორეულმა უთხრა. -შეიძლება მოგეხვიოთ? -შეიძლება შვილო რატომ არ შეიძლება. ირმა გადაეხვია ნინას და შემდეგ უთხრა. -მადლობა რომ ასეთი ძმა გამიზარდე, დედაც მადლობელია თქვენი. -შვილო წარსულზე საუბარი დღეს არ გვინდა, ამიერიდან ეს კარი შენთვისაც ღია არის და ხშირად უნდა მოხვიდე. -მოგეხმარებით, მეც შემიძლია გავაკეთო რასაც დამავალებთ. სამივე უყურებდა ევას და ალექსანდრემ ევასთან მივიდა და უთხრა. -კარგია რომ ორი დიასახლისია სახლში, მაგრამ შენ უნდა ისწავლო და ეს არის შენი დიდი საქმე. -შენ ნუ ერევი ქალების საქმეში გადი მამაკაცებთან. უთხრა ნინამ ალექსანდრეს და ევას მიუბრუნდა. -ალექსანდრე მართალია შვილო უნდა ისწავლო, მაგრამ ახლა მართლა მჭირდება თქვენი მოხმარება. -მითხარით რა გავიტანო.... -ირმა მოეხმარე ევას და სალათები გაიტანეთ ორივემ. ევამ იქვე დადებული ნინას წინსაფარი გაიკეთა და საქმეს შეუდგა, ნინას გვერდით დადგა და სალათა გააკეთა ალექსანდრე თვალს არ აშორებდა მისი ხელების მოძრაობას და თვალებით დანავარდობდა ევას სხეულზე, მოულოდნელად ევას გვერდით გაჩნდა თმები აუწია თავისი ხელით და იმდენად სრიალა იყო თმა თავი ვერ მოუყარა და გაბრაზებულმა თქვა. -შენსავით ჯიუტია შენი თმებიც. -რას შვრები ალექსანდრე. გაოცებული უყურებდა ირმა და ნინა მათ წინ მდგარ ალექსანდრეს და თვალები ბედნიერებისგან უელავდა. -თმები უნდა აუწიო ხელს უშლის საქმეში. -კარგი, კარგი თქვა ნინამ და ჩაიცინა, ალექსანდრემ კი გულის ჯიბიდან ფანქარი ამოიღო და თმებში გაუკეთა ევას კი ყურში უჩურჩულა. -ფანქარი მჭირდება არ დამიკარგო, უნდა დამიბრუნო. ყელში კოცნა დაუტოვა და ქალები მარტო დატოვა, ევა გაოგნებული იდგა და არ ესმოდა ნინას საუბარი,ბოლოს ირმამ შეეხო მკლავზე და სიცილით უთხრა. -რა გემართება რძალო. -დააბნია და აურია გონება ალექსანდრემ. თქვა ნინამ და ევასთან მივიდა. -შენ ბედნიერება შემოიტანე ჩემს სახლში.ალექსანდრეს ტელეფონზე ანდრეას ზარი იყო, რომელსაც მხიარულად უპასუხა. -ალექსანდრე დღეს სად დაიკარგე, ფიქრია მოვიდა შენი ნახვა უნდა. -ფიქრია სულ გადამავიწყდა, ანდრეა ფიქრია უნდა მიიღო და დაასაქმო ამ დღეებში ჩვენ დავილაპარაკებთ. -ამ დღეებში არ აპირებ აქ მოსვლას? -მოვალ, მაგრამ სიურპრიზით. -უცნაური ადამიანი ხარ საიდუმლოებების სკივრით სავსე. ალექსანდრეს გაეცინა და გიორგის თვალი ჩაუკრა, ის ღამე გვიან დაიშალნენ, გიორგიმ ირმას ხელი ჩაკიდა და ალექსანდრეს შეხედა ალექსანდრე კი ირმას მიუბრუნდა. -მაღლა ადი და ევასთან ერთად იქნები, ერთ საძინებელში მოისვენებთ ორივე. -ირმა არსად არ ავა და არ წავა ის ჩემთან ერთად მოდის და ეს ქორწინება ჩემთვის ასევე მისთვის პირველი და უკანასკნელია, მინდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად გავატაროთ. ალექსანდრეს ჩაეცინა და ირმას შეხედა, მიხვდა რომ მასაც იგივე გრძნობა ჰქონდა გიორგის მიმართ და ვითომ სიბრაზით უთხრა. -შენ არასრულწლოვანი ხარ და რასაც გეტყვი უნდა დაიჯერო. -ევაც არასრულწლოვანია ალექსანდრე. -ევა ხელმოწერილია და შენ? -ჩვენც მოვაწერთ ხელს თუნდაც ხვალ..... -ირმა...... -ალექსანდრე............. -შენ გაჩუმდი გიორგი მე ჩემს დას ველაპარაკები. შემდეგ ირმას მიუბრუნდა.... -შენც იგივე აზრზე ხარ? -წინააღმდეგი ხარ? -კითხვაზე კითხვით რატომ მპასუხობ ირმა. -იგივე აზრზე ვარ და შენ წინააღმდეგი ხარ? -იქნებ ნარკომანია და ქურდია, გაიცანი ჯერ მაინც..... -შენს გვერდით შეუძლებელია იყოს ის ადამიანი როგორც დაახასიათე, შენც ნარკომანი ხარ მაშინ ძმაო. -ირმა მართალია გვიან გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ მინდა ბედნიერი იყო და ვიცი ამ ვირთან იქნები ბედნიერი, მაგრამ..... -ვიცი რაც გადარდებს, მაგრამ პირობას გაძლევ ირმა ისწავლის ალექსანდრე მე ხელს არ შეუშლი და თავისი მიზანი რაც აქვს დავეხმარები რომ აისრულოს. -მიბრძანდით, მაგრამ არა ძვირფასო სიძევ ჯერ ხელი არ გაქვთ მოწერილი და სანამ ხელს არ მოაწერთ აქ იქნება შენი გულის ვარდი, გასაგებია? -ალექსანდრე ნუ დაგვაწყვიტე ნერვები... -ნუ აწვალებ, გაუშვი. უთხრა დიდმა ალექსანდრემ და ნინას ხელი მოხვია. -მიბრძანდით, პატაკი ჩაბარებულია. გიორგიმ ხელი ჩაკიდა ირმას ალექსანდრეს გაბრაზებულმა შეხედა და ორივე ბედნიერი გავიდა სახლიდან, მაგრამ ალექსანდრემ ისევ გააჩერა ისინი და გიორგი მართლა გაბრაზდა. -ახლა რატომ გაგვაჩერე, რა ჩაიფიქრე სადისტი ხარ? -სადისტი შენ ხარ წიწილა ჩაიგდე ხელში და სახლში მიგეჩქარება. -დაუკვირდი რას ამბობ ალექსანდრე. -აქ დამელოდე, რაღაც უნდა მოგცე ირმა. ალექსანდრე სახლიდან გავიდა და ირმას ელისოს მიერ მიცემული ყუთი გადასცა და უთხრა. -ეს დედაშენმა მომცა.... -დედაჩვენმა ალექსანდრე... -ხო დედაჩვენმა მე არ მინდა და შენთან იყოს, შენ გქონდეს მისი ნივთები. -გასაგებია, მაგრამ.... -მე ეს ერთი ბეჭედი ავიღე ესეც მამას ნაჩუქარია და საკმარისია სახსოვრად ევას გავუკეთებ სხვა ნივთები კი შენთან იყოს გამოიყენებ. -მადლობა ალექსანდრე.... -წადით,წადით თორემ როგორ მიყურებს შენი ქმარი მკვლელობაზედაც არ იტყვის უარს. ყველას გაეცინა და ირმამ ხელიხელ ჩაკიდებული გიორგისთან ერთად დატოვა სახლი, ნინამ და ევამ მაგიდა მიალაგა, ჭურჭელი დარეცხა დაამშრალა და ყველაფერი იქვე დააწყო რადგან არ იცოდა სად რა შეენახა, შემდეგ სამზარეულოს კარადებში უნდოდა შეეწყო და ვერ მიწვდა, ამ დროს ალექსანდრე შევიდა სამზარეულოში და ორივე ხელები შემოხვია ევას და უთხრა. -წადი დაისვენე ხვალ ნინა შეალაგებს ყველაფერს მის ადგილზე. -შენც, შენც იქ მოხვალ და ჩვენ მე და შენ ანუ ერთად...... -შენ გინდა რომ ჩვენ მე და შენ ერთად დავიძინოთ? -ალექსანდრე..... -ჩუუუუ, ნუ დაფრხი მხოლოდ დავიძინებთ პატარავ, წამოდი გაჩვენებ სად უნდა მოისვენო. სხეულის ცახცახით მიყვებოდა უკან ალექსანდრეს და ერთ-ერთ საძინებელის კართან შეჩერდა კარი შეაღო და იქ ნინა დახვდა. -დედა, აქ რას აკეთებ.... -თეთრეული გამოვცვალე შვილო..... აი თქვენი საწოლიც მზად არის. -დედა ხომ იცი.... -ვიცი და გარეთ გელოდები, შენ კი ეს საღამური ჩაიცვი შვილო ახალია აი ქაღალდიც ზედვე აქვს დაწექი და ალექსანდრეც მალე დაბრუნდება. ნინამ ალექსანდრესთან ერთად დატოვას საძინებელი და შემდეგ მიუბრუნდა. -იკა წავიდა თუ დაბლა არის. -დაბლა არის მელოდება, ჯერ სალაპარაკო გვაქვს. -ახლა ორივე ნასვამები ხართ და სერიოზულ თემაზე არ ილაპარაკებთ,ალექსანდრე ის გოგო უცხოა ამ სახლში და მარტო არ დატოვო შენ უნდა მოგენდოს და მოგეკედლოს. -დედა ეს ხელის მოწერა ხომ მხოლოდ მის გადასარჩენად და დასაცავად გავაკეთეთ. -შენ გინდა რომ ეს ქორწინება ფიქტიური იყოს? -არა მაგრამ..... -შენ სიტყვა მაგრამ არ გიყვარს არ ხმარობ და ამიტომ არც არანაირი მაგრამ არ არსებობს, შენ უნდა გამოზარდო შვილო და შენ უნდა ასწავლო მას სიყვარული, მან ხომ ჯერ არაფერი არ იცის ის ძალიან პატარაა. -პატარა რომ არის ამიტომ ვიკავებ თავს. -დედაშენმა 18 წლის იყო რომ გაგაჩინა, სიყვარულით სავსე თვალებით გიყურებს და ნუ დაამსხვრევ ამ სიყვარულს ნუ ჩააქრობ იმ ბედნიერ სხივს მის თვალებში ის სხივი შენით აკიაფდა შვილო. -დედა...... -შედი და უთხარი რომ მალე დაბრუნდები, მეგობარს გააცილებ. ნინა წავიდა მიდიოდა და გულში ლოცავდა ორივეს, ხარობდა დღევანდელი დღით და შემდეგ იკასთან მივიდა. -მალე მოვა ალექსანდრე შვილო. -უკვე წავალ ნინა დეიდა გვიანი არის,ხვალაც ამ თვისაა და ხვალ ვისაუბრებთ. ალექსანდრე ევასთან დაბრუნდა და უთხრა. -ევა დაისვენე არ დამელოდო იკას გავაცილებ.ალექსანდრემ კართან მიუსწროო იკას და უთხრა. -მიდიხარ უკვე? -რაღა უკვე გვიანია ალექს და ხვალ ვილაპარაკოთ.კარი გააღო იკამ და კართან ორი ქალბატონი იდგა დაცვასთან ერთად. -უფროსო თქვენი ნახვა უნდათ ვერ შევაჩერე სკანდალს მოაწყობდნენ და ამიტომ თან გამოვყევი. -გისმენთ, ვინმეს ეძებთ? -ალექსანდრე სურმანიძე ხართ? -დიახ მე ვარ ალექსანდრე სურმანიძე, მაგრამ თქვენ? -თქვენ დაკავებული ხართ მცირეწლოვანი გოგონას...... -ძალადობაში? თქვენ აზრზე ხართ საერთოდ რას ამბობთ, ხვალ მე შევიტან თქვენზე საჩივარს ბრალს წაგიყენებთ ცილისწამებაში და თავად ნახავთ როგორ გარბენინებთ სასამართლოდან სასამართლოში. -ალექსანდრე რა ხდება, რა ხმაურია. -რა ხდება მამაჩემო და შენს შვილს პედოფილობაში დებენ ბრალს, მაგრამ ისიც ვერ გაურკვევიათ რომ ევა ჩემი ცოლი არის კანონიერი ცოლი თუ გესმით ამ სიტყვის მნიშვნელობა, მაგრამ იმ ნაბიჭვარმა ენვერიმ დაგარწმუნათ და გითხრათ როგორიც თავად არის ისეთი ჰგონია მას სხვებიც. -ალექსანდრე რა ხდება..... შეშინებული ევა ალექსანდრეს გვერდით იდგა და მისთვის კარგად ნაცნობი ქალბატონები იდგნენ მის წინ რომლებიც გაოცებული უყურებდნენ საოცრად შეცვლილ და გალამაზებულ ევას. ევამ კი ალექსანდრეს ორივე ხელები სახეზე მოკიდა და მშვიდად უთხრა. -შემომხედე.... ალექსანდრემ თვალებში ჩახედა ევას და ევამ კი ისევ მშვიდად უთხრა. -დამშვიდდი, ყველაფერი რიგზე არის ავუხსნათ რომ უკვე დაქორწინებულები ვართ მათმა ეს არ იციან. ევა ისევ ქალბატონებს მიუბრუნდა და მშვიდად უთხრა. -შემობრძანდით ოჯახში ეს ჩემი ოჯახია, ჩემი სამყარო, ჩემი ბუდე სადაც არავის არ აქვს უფლება ხმას აუწიოს ზედმეტად. -ევა ჩვენ არ ვიცოდით შვილო, გილოცავთ. -ეს ჩვენი ქორწინების მოწმობა არის რომ დარწმუნდეთ, ხვალ სამოგზაუროდ მივდივართ და რომ დავბრუნდებით პირადად მოვალ ევას საბუთების წამოსაღებად და თვალი გაახილეთ იქ ბევრი ბავშვია გოგონებს ნუ დაუმახინჯებთ ცხოვრებას და სიბინძურეზე თვალებს ნუ დახუჭავთ. -რას ამბობთ..... -ვამბობ იმას რაც ჩემზე უკეთ თქვენ იცით ქალბატონებო.სტუმრები მიუხედავად იმისა სახლში მოიპატიჟეს დარცხვენილები უკან გაბრუნდნენ ევამ კი გვიან იგრძნო შიში და ალექსანდრემ შეხედა რომ ის ერთიანად ცახცახებდა ხელი მოხვია და გულზე მიიკრა. -დამშვიდდი, მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო გამაოცე ძალიან კარგად გეჭირა თავი. -ახლა ვხვდები რეალურად რაც მოხდა და შენ კარგად მოიქეცი ალექსანდრე, შენც და გიორგიც.უთხრა იკამ ალექსანდრეს და მხარზე ხელი დაადო, ალექსანდრემ შეხედა და ღიმილით უთხრა. -ხოდა ხვალ იქ იქნები შენც მათ ხელის მოწერაზე. -მაშინ ხვალამდე,ხვალ შევხვდებით ერთმანეთს მეგობარო. იკა წავიდა, ევა ისევ საძინებელში შევიდა და უკვე საღამურებს შლიდა რომ ალექსანდრემ ისევ შიშველს შეუსწრო და მანაც უცებ გადაიმცვა თავზე თეთრი საღამური და საწოლში შეწვა. ღიმილით უყურებდა შეშინებულს პატარა ჩიტივით რომ თრთოდა, სიგარეტი მოუნდა და ისევ ვერანდაზე გავიდა მაგრამ როგორც ყოველთვის ორ თითს შორის დაიჭირა სიგარეტი შემდეგ ხელში მოსრისა და ასე გაიმეორა რამდენჯერმე ძალიან დიდხანს იყო ვერანდაზე პერანგის ღილები გაეხსნა და თითქოს ჰაერი მაინც არ ყოფნიდა ამ დიდ სივრცეში,ფეხაკრებით შევიდა ოთახში შუქი ჩამქრალი იყო, მაგრამ მთვარის შუქზე შეხედა ევას ჩასძინებოდა და ფითქინა მკერდი მოშიშვლებოდა შეხედა და ცეცხლი მოედო სხეულზე და თვალებში დაუოკებელი სურვილი ჰქონდა.თავისივე ხელით გაუსწორა მკერდზე საღამური და ფრთხილად დაწვა არ განძრეულა, არ უნდოდა ევას გაღვიძებოდა და მასზე ფიქრებში თავადაც ჩაეძინა, მაგრამ გვიან მკლავის ტკივილმა გააღვიძა თვალი გაახილა და მის მკლავზე ევა იწვა თავი მის ყელში ჩაედო და ფეხი კი წელზე გადაედო ვერ გაამოძრავა მკლავი, მაგრამ გრძნობდა ერთიანად დაბრუჟებული ჰქონდა ნახევარი მხარე შეეცადა თავის განთავისუფლებას, მაგრამ ევას ბუტბუტი გაიგონა და გაეცინა. -რატომ არ ჩერდები, დამაძინე. ისევ გაისუსა და ბოლოს ვეღარ მოითმინა ცალი ხელით შეძლო ტელეფონის აღება და საათი ნახა ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო ღამის 4 სთ-ი და შეეცადა ისევ დაძინებას, მაგრამ ვეღარ გაუძლო ტკივილს როგორც იქნა ხელი გაინთავისუფლა, მაგრამ ევას მხარი არ შეუცვლია, უყურებდა მძინარეს და უსმენდა მის მშვიდ სუნთქვას, თვალს ადევნებდა როგორ ადი ჩადიოდა მისი მკერდი, უნდოდა ფრთხილად ეკოცნა და შეეხო ძილისგან დაბერილ ბაგეებს და ევამაც უპასუხა მის კოცნას და ხელი უფრო ძლიერად შემოხვია. ალექსანდრემ საღამური გადაუწია და მკერდზე აკოცა, ევამ თვალი გაახილა და შეხედა როგორ იწვა ალექსანდრეზე მიკრული და შერცხვა, მაგრამ ალექსანდრემ ძლიერად მოხვია ხელები და ისევ დაუკოცნა სახე ორივეს მოედო ვნების ხანძარი, ევას სხეული უცახცახებდა ალექსანდრემ კი ძალიან ნაზად და ნელა დაისაკუთრა ევას სხეული და ბოლოს როცა გემრიელი კოცნა დაუტოვა ბაგეებზე ჩურჩულით უთხრა. -ხომ დაგპირდი ამ სხეულს სხვა ვერავინ შეეხებათქო, შეგისრულე და დაგისაკუთრე შენ მხოლოდ ჩემი ხარ ჩემო პატარავ.ევას ალექსანდრეს მკერდზე ედო თავი და შემდეგ ძლივს გასაგონი ჩურჩულით თქვა. -შენ ხომ თქვი, რომ..... -ვთქვით და გადავთქვით, ვებრძოლე ჩემს თავს ევა მაგრამ დავმარცდი,წუხელ შენმა მოშიშვლებულმა მკერდმა გამომიწვია და იცი ეს საღამურები ნინამ განგებ მოგცა. -მართლა? გაოცებულმა შეხედა ალექსანდრეს რომელიც გიჟდებოდა ევას გულუბრყვილო გამოხედვაზე. -დღეს მაღაზიაში უნდა წავიდეთ და კაბა უნდა იყიდო საყვარელო. -გუშინ ხომ მიყიდე.ალექსანდრემ თავი წამოწია და უთხრა. -იგივე კაბით წახვალ დღეს ხელმოწერაზე? გაჩუმდა და ალექსანდრემ თავი ააწევინა. -შენ რა გრცხვენია ჩემი? -იმ კაბაში ხომ ძალიან ძვირი გადაიხადე და რამდენიმე საათით მეცვა.... -ისიც გქონდეს და სხვა დროს გამოიყენებ, დღეს კი ახალ კაბას ჩაიცმევ მაგრამ ახლა რაღაც მინდა რომ გკითხო. -მკითხე, მაგრამ ვიცი რაც უნდა მკითხო. -ვიცი რომ მიხვდი,იმ დღეს ის ენვერი რომ მოვიდა და ის ჩაწერილი დისკი მომცა იქ რაც ვნახე ეს სიმართლე არის? -არა, არ არის ალექს სიმართლე არ დაიჯერო, იმ დღეს მე და ირინა მაღაზიაში წავედით მხოლოდ პური გვინდოდა ელისო დეიდა შავ პურზეა ექიმის გაფრთხილებით და იქვე პატარა მარკეტში შევედით რომელშიდაც ძირითადად ენვერი არის, მაგრამ მაღაზიაში არავინ იყო და დავინახეთ ენვერი იქვე იყო მანქანის ქვეშ და ხელები დასვრილი ჰქონდა, ირმა რომ შევიდა პურისთვის ენვერიმ უთხრა ხელები მაქვს დასვრილი და თავად აიღე ხურდაო რადგან ირმას 50-იანი ჰქონდა ხომ შეეძლო ეთქვა მერე მოიტანე ფული ახლა ვერ შემოვალო, მაგრამ ირმამ შევიდა თავად აიღო ხურდა და მისი 50-იანი დაუტოვა, წამოვედით ენვერიმ კი ეს ვიდეო სათავისოდ გამოიყენა და უნდოდა ირმასთვის ცხოვრება დაენგრია და ელისო დეიდას აშანტაჟებდა შენი შვილი ქურდი არის და ყველგან ვიტყვიო, ასე შევიდა მათ სახლში. -შენ, შენ არ შესულხარ მაღაზიაში? -მე გარეთ ველოდი, მაგრამ მეც ვჩანვარ კართან რომ ველოდები და ასე ამბობდა რომ მე მისი ხელის შემწყობი ვიყავი და საქმეში ორივე ერთად გავდიოდით. -ვიცი რომ ჩანხარ დაგინახე, ამ კაცს უნდა ვაზღვევინო ირმას დამცირება.თქვა ალექსანდრემ და ტელეფონი აიღო ხელში სადაც იკას შეტყობინება ნახა. -უნდა მნახო, განყოფილებაში მოდი სერიოზული სალაპარაკო გვაქვს. ალექსანდრე არც დაფიქრებულა იკას ნომერი აკრიბა და დაურეკა. -დილა მშვიდობის 7 საათია, ალექსანდრე ახლა მოდიხარ? -არა, შეტყობინება ვნახე ახლა და რა მოხდა, ევას ეხება? -არა, არა ეს ჩაწყნარდა ანდრეამ მითხრა რაღაც ვიღაც ფიქრიაზე და გავარკვიე. -მართლა? -მართლა, მაგრამ ჯერ მეც არ ავმდგარვარ და არც ვჩქარობ თავი მტკივა. -ასე იცის ღვინომ ზომა უნდა იცოდე. -ევას ბრალია ყველაფერი.... -ევასთან რა გინდა ძალა დაგატანა? -ჩემი ბრალი რა არის ალექს. -იკამ რომ დალია და ზომა ვერ გაიგო თურმე შენი ბრალია. -კარგი, კარგი, 10-სთ-ზე ვიქნები განყოფილებაში და გელოდები.ტელეფონი გათიშა და ევას შეხედა. -რა მოხდა ბედნიერებისგან ანათებ. -ჯერ კიდევ ადრე არის დაიძინე, ბავშვებს ჯერ კიდევ ძინავთ. -ეს გითხრა იკამ ტელეფონში...ალექსანდრეს გულიანად გაეცინა და ევას გემრიელად აკოცა და შემდეგ კი თქვა. -საათი ხომ გაინტერესებდა ჰოდა გითხარი.ორივეს გაეცინა და უეცრად ალექსანდრე ჩაფიქრდა, გადაწყვეტილი ჰქონდა ფიქრიას დალაპარაკებოდა და ამას აუცილებლად გააკეთებდა, ევას შეხედა ევამ იგრძნო რომ ალექსანდრეს რაღაც აწუხებდა და უთხრა. -რა მოხდა მოიწყინე, ისევ ენვერიზე ფიქრობ? -არა, მაგრამ გპირდები ამ ადამიანს გამოვააშკარავებთ. -ის ძალიან საშიშია,იმაზე მეტად საშიში ვიდრე ჩანს..... -მასზე მეტი საშიში მე ვარ შენ არ ინერვიულო, ხვალ 10სთ-ზე ოფისში უნდა ვიყო ვარაუდად ვიცი ყველაფერი, მაგრამ მაინც გადავამოწმე იკა ყველას იცნობს და ის უფრო დამიზუსტებს ინფორმაციას. -მე რა გავაკეთო..... -რაც გაგიხარდება თუ გინდა ივარჯიშე თუ გინდა აუზში ჩადი, ეს სახლი შენია ევა და თუ გინდა თავდაყირა დააყენე ნინაც შემოგიერთდება.თქვა ბოლოს სიცილით და ევაც აყვა სიცილში, მაგრამ ორივე ჩაფიქრდა და ორივეს ისეც ჩეაეძინათ, მაგრამ ალექსანდრე ფრთხილად ადგა შხაპი მიიღო თავი მოიწესრიგა და სამზარეულოში შეიხედა არ ელოდა ნინას იქ და გაოცებულმა შეხედა. -ადრიანად ამდგარხარ ქ-ნო ნინა და მეუღლე? -აი ისიც, შენ რატომ ადექი ასე ადრე არ მითხრა რომ.... -მივდივარ აუცილებელი საქმე მაქვს და მალე დავბრუნდები,რძალ-დედამთილი ხართ სახლში და აბა თქვენ იცით საღამოს მეუღლეებს როგორ გაუმასპინძლდებით. თვალი ჩაუკრა მამას და გავიდა სახლიდან, ნინა კი გაბრაზდა. -რატომ ბრაზობ,უადგილო არის შენი გაბრაზება ხომ იცი სახლში მას ვერ გააჩერებ შენ ასე გაზარდე და ჩემზე უკეთ იცნობ, მალე დაბრუნდება. -შევხედავ როდის დაბრუნდება,გოგო მოიწყენს მის მოსვლამდე. -შენ რას აკეთებ,გაიყვანე გარეთ და გაერთეთ რამე იყიდეთ საღამოს კი ისევ შევიკრიბებით. -ერთნაირები ხართ ორივე მამა-შვილი.თქვა და სამზარეულოში შესულ ევას გაუღიმა, შემდეგ კი უთხრა. -რატომ ადექი შვილო ასე ადრე. -დილა მშვიდობისა, როგორ ხართ ჩემზე არ იდარდო დილით ყოველთვის ადრე ვდგები. -ეს კარგია, ყავას როგორ მიირთმევ. -ყავას არ ვსვამ, არ მიყვარს..... -საოცარია, ჩაი ან რძე? -რძეს დავლევ ოდნავ თბილს მე თავად გავამზადებ და თქვენც გაგიმზადებთ, მხოლოდ მითხარი როგორ ყავას მიირთმევთ. -მაგრამ..... -ნინა დაჯექი და დააცადე ჩვენს პატარა დიასახლისს გააკეთოს ის რისი სურვილიც აქვს. თქვა ალექსანდრემ და ნინას თვალი ჩაუკრა. -ალექსანდრე იტყვის პირველივე დღესვე დაასაქმე როგორც კი გავედი სახლიდანო. გაოცებულმა შეხედა ქმარს, ევას გაეცინა და მშვიდად უთხრა. -გთხოვ დამშვიდდი და მეუღლის გვედით დაბრძანდი,გვარიშვილობა არ ჩამომერთმევა და არც დავიღლები მხოლოდ 5 წუთი მადროვე. ყველაფერს ერთი თვალის გადავლებით მიაგნო და მხოლოდ მაღლა კარადას ვერ მიწვდა და ამაზე სამივეს გაეცინა. -უნდა უთხრა ალექსანდრეს დავადაბლოთ კარადები, ზოგჯერ ვერც მე ვწვდები როცა რამე მჭირდება და სკამს ვიდგამ.ალექსანდრემ ტელეფონს ღიმილით უპასუხა. -გისმენ შვილო, არა არ წავსულვარ რძლის მოდუღებულ ყავას მივირთმეწვ და წავალ. -ჯერ არ შემოსულა და უკვე დაასაქმეთ? -ააა ხომ ვთქვი თუ არ თქვა რაც გავიფიქრე. ევა იცინოდა ალექსანდრეს სიცილზე და თქვა. -ევა ორ საათში მოვალ და გაემზადე მანამდე შეკვეთა მოვა და გახსენი, მამა რა დროს იქნები სახლში. -ჩემი ნება არის მინდა წავალ მინდა არა, მაგრამ უნდა წავიდე დღეს ლია ექიმმა უნდა ნახოს და მეც იქ უნდა ვიყო. -კარგი მითხარი რომ წახვალ და მეც იქ მოვალ სახლში კი ერთად დავბრუნდეთ. -მაშინ ტაქსით წავალ შვილო და იქ დაგელოდები. -შევთანხმდით. თქვა ალექსანდრემ და ტელეფონი გათიშა,ევამ მათ საუბარში ყავაც მოადუღა ორივესთვის,რძეც გააცხელა და ნინამ გემრიელი ბუტერბროტებიც გაუმზადა. -ეს ჩემთვის არის? გაოცებული უყურებდა თეფშიდან ლამაზად მომზირალ ბუტერბროტებს და ნანას შეხედა. -რძესთან ერთად ესეც მიირთვი... -დილით მხოლოდ ..... -სვამდი მხოლოდ რძეს და ახლა ასე იქნება ნუ იწუწუნებ, ჯიუტი შვილი გეყოლება. -მართლა? გულუბრყვილოდ იკითხა ნინამ და ალექსანდრემ ერთმანეთს შეხედა და შემდეგ ორივეს გაეცინა, ევას მოეფერა ნინამ და უთხრა. -შენ შვილიშვილი გამიჩინე და გაზრდით მე გავზრდი, შენ უნდა ისწავლო და ორივემ ერთად იმსახუროთ.ალექსანდრემ ყავა მიირთვა, ნინას თვალი ჩაუკრა ევას თავზე გადაუსვა ხელი და უთხრა. -უგემრიელესი ყავა მივირთვი, ამიერისდან შენ მომიდუღებ ყავას რძალო. -აკი მარტო ცირას მოდუღებულ ყავას მიირთმევდი აქამდე, შენსავით ვერავინ ადუღებს ყავასო. -შეიცვალა დრო ჩემო ნინა და ახალგაზრდებმა დაიპყრო სამყარო, ჩვენ უკვე წარსულის ნარჩენი ვართ. ზაფხულის ბოლო დღეები იყო და დილა ღრუბლიანი გათენდა, გამორიცხული იყო წვიმა არ ყოფილიყო იმ დღეს, სახლი დატოვა და ფეხით მივიდა გასასვლელ კართან სადაც დაცვა იდგა და ტაქსით უნდა წასულიყო, მაგრამ ფეხით გაუყვა გზას და ერთ საათში უკვე კლინიკასთან იყო, გზა უნდა გადაეკვეთა რომ მოულოდნელად ზებრაზე გადასვლისას მას მოტოციკლეტი დაეტაკა და წაიქცა, უამრავი ხალხი შემოეხვია გარს და წამოაყენეს, მოგვიანებით კი შეხედა მასთან ახლოს 22-23 წლის ახალგაზრდა იდგა და ალექსანდრეს უყურებდა. -როგორ ხართ, ბოდიში....... -დამშვიდდი შვილო ჩემზე მეტი შეშინებული შენ ხარ აი ხომ ხედავ ფეხზე ვდგევარ და კარგად ვარ. -მართლა კარგად ხართ? -კარგად ვარ, ვხედავ დელივერზე მუშაობ და არ დაგაგვიანდეს. -ასე უბრალოდ გაუშვებ ამდენი მოწმე გყავთ? -ქ-ნო უშეცდომო არავინ არის, ის ხომ ჯერ სულ ახალგაზრდა არის და ცხოვრება დავუნგრიო ეს ხომ უსამართლობა იქნება ესეც რომ არა ვერ დავიჯერებ რომ მან მე გამიზნულად ამომარჩია ამდენ ხალხში. -დიდსულოვანი ადამიანი ხართ, ჯამრთელობა გქონდეთ. დალოცა ხალხმა ალექსანდრე და ყველა მის გზაზე წავიდა, ახალგაზრდამ შეხედა და უთხრა. -არა, როგორ გეკადრებათ თქვენი ნომერი მომეცით რომ დაგირეკოთ და გავიგო როგორ იქნებით. -მოგცემ ნომერს და მისამართს, ჩემთან მოდი სახლში და ვისაუბროთ. -მოვალ, აუცილებლად მოვალ და ვისაუბროთ.ალექსანდრე კლინიკაში შევიდა ხელით დაიზილა ნატკენი მუხლი და კიბეებზე ნელა ნელა ავიდა, როცა კლინიკის ჰოლში შევიდა და ლიას ოთახისკენ წავიდა მოულოდნელად ფანჯარაში გაიხედა და დაინახა მისთვის ნაცნობი ახალგაზრდა კლინიკის ეზოში იდგა და მის წინ მდგარ მამაკაცს გაბრაზებული უყურებდა, ბოლოს მოტოციკლეტი იქვე მიაგდო გასაღებიც ესროლა ჯიბეებში ხელი ჩაიწყო და წავიდა, მამაკაცმა გამოეკიდა მკლავში ხელი ჩაავლო და მისკენ შემოაბრუნა, მაგრამ იმდენად დიდი იყო სიბრაზე მასში არც კი მოუსმინა ხელი აუქნია და ისევ წავიდა. ალექსანდრე ჩაფიქრდა და ჩურჩულით თქვა. -ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლია, ვინ ხარ და რა გინდა.არ უნდოდა შეემჩნიათ და ფარდას ამოეფარა, სანამ ორივე არ წავიდა იქ იდგა თავადაც. -ალექსანდრემ უნდა გაიგოს დღეს რაც მოხდა, მაგრამ მისამართი მივეცი და მითხრა მოვალო თუ მოვიდა ვნახოთ რას გვეტყვის, მაშინ კი ვეტყვი ალექსანდრეს და გავიგებთ ვინ არის ან ერთი ან მეორე.ალექსანდრე ექიმს ელოდა კლინიკაში და უმცროსი ალექსანდრე კაბინეტში იყო ფიქრიამ რომ შევიდა მასთან. -ფიქრია როგორ ხარ. -კარგად ვარ, უფროსო არ მინდა თქვენთან მუშაობა ტყუილებით დავიწყო და მინდა დაგელაპარაკოთ თემა რთულია და შესაძლებელია სიცოცხლეც დავკარგო რომ გაიგოს თქვენ სიმართლე ჩემგან გაიგეთ. ალექსანდრე უყურებდა ფიქრიას და ხელით აჩვენა მის წინ სავარძელი და თავადაც თვალებში უყურებდა. -გპირდები არსად არ გახსენებთ, გისმენ ფიქრია..... -უკვე თვეებია გასული რაც ორი საყვარელი ადამიანი დავასაფლავე, არ მიყვარს ხმაურიანი ადგილები და ყოველთვის ვცდილობ თავი ავარიდო პრობლემებს, მაგრამ ტკივილი და სირთულეები თავად მოდიან ჩემამდე. უსმენდა ალექსანდრე ფიქრიას და სანამ არ დაასრულა თავადაც ჩუმად იყო. -ფიქრია მე ვიცოდი რომ აქ შემოგზავნილი ხარ, შენ არ ხარ ბოროტი ადამიანი კარგი დედა გყავდა და შეუძლებელია ნინოს შვილი ცუდი პიროვნება იყოს. -მიხვდით იმ დღესვე, მაგრამ არაფერი თქვით..... -არც ახლა გეტყვი საყვედურს და არ ავტეხავ განგაშს, მაგრამ რასაც გეტყვი კარგად უნდა მომისმინო თუ გამომყვები.... -გისმენთ.... -არაფერი არ უნდა შეიმჩნიო არ უნდა შეგამჩნიოს რომ ჩემთან თანამშრომლობ, ფიქრია მოეშვი და როგორც აქამდე ახლაც ითამაშე შენი როლი, მაგრამ როცა მას შეხვდები შენ მის მხარეზე ხარ და მასთან ერთად ცდილობ ჩემს განადგურებას ამ ყველაფერს არ ვიცი როგორ მოახერხებ, მაგრამ უნდა ჩაიწერო და აქ მე და შენ ერთად განვიხილავთ. -გასაგებია, მაგრამ ალექსანდრე სამსახური მართლა მჭირდება? -შენ აქ იმუშავებ ჩემს ოფისში და როცა შენს როლს დაასრულებ შეგიძლია წახვიდე, მაგრამ სად ამას მე გადავწყვიტავ, მანამდე კი სიმშვიდე შეინარჩუნე შენ რა გგონია ამ საქმეს შეასრულებ ის დანაპირებს გადმოგცემს და ცოცხალი დარჩები? არა მეგობარო ის სასტიკი ადამიანია და შენც სასტიკად გაგისწორდება, ამიტომ თუ გინდა იცოცხლო ენვერისგან შორს უნდა იყო, ახლა კი წადი ანდრეას კაბინეტში იქნები შენც. ფიქრია ფეხზე წამოდგა და კართან მისული ისევ შეაჩერა ალექსანდრემ. -ფიქრია ახალ ამბებს ველოდები შენგან. -მეშინია..... -ჩემი გეშინია? გაოცებული უყურებდა ალექსანდრე, ფიქრიამ შეხედა გაბედულად და უთხრა. -შენი არა ენვერის მეშინია, ის დამემუქრა. -მომისმინე, ფიქრია ენვერი საშიში ადამიანია ის შეეცადა ჩემი დისთვის ცხოვრება დაენგრია, რომ არ გამოვჩენილიყავი მისი ცხოვრების გზაზე ცხოვრებას ორ სიცოცხლით სავსე გოგოებს დაუნგრევდა და შენ რა გგონია შენ ხელისგულზე შეგინახავს როცა მის დიდ საიდუმლოს ინახავ? შენ მას სჭირდები სადამდეც ეს საქმე გაგრძელდება და შესაძლებელია მან ჩემი მოკვლაც გიბრძანოს, რას იზამ მომკლავ და მკვლელი გახდები? ფიქრიამ შეშინებულმა შეხედა ალექსანდრეს და უთხრა. -ჩემი ცხოვრებაც მან დაანგრია, სახლი სადაც დავიბადე და გავიზარდე მან წამართვა, ძმა მისი ბრძანებით მომიკლეს და ალექსანდრე მზად ვარ თქვენთან თანამშრომლობისთვის. ალექსანდრე გაჩუმდა და არაფერი თქვა, რამდენიმე წუთი ჩუმად იყო ორივე შემდეგ კი უთხრა. -ასე ადვილად ღალატობ შენს გვერდით მდგომ ადამიანებს? -არა ვერ ამომიცანი ალექსანდრე მე საიდუმლოს შენახვა ბოლომდე ვიცი, მაგრამ ენვერი მკვლელია მან თავისი მძღოლი ჩემს თვალწინ მოკლა და მას შემდეგ ვფიქრობ, ძალიან ბევრჯერ მინდოდა აქ მოსვლა და თქვენთვის სიმართლის თქმა, მაგრამ ვიცი რომ მითვალთვალებს თან ვერ გავბედე რადგან შესაძლებელი იყო ჩემთვის არც დაგეჯერებინათ თქვენც არ იყავით ეს დღეები ოფისში. ენვერი უნდა დაისაჯოს უმძიმესი სასჯელით მან მე ფრთები მომამტვრია, საყრდენი გამომაცალა და ეს არ იკმარა ქუჩაში დამტოვა. -გასაგები ყველაფერი. ისევ სიჩუმე რომელიც ფიქრიას ტელეფონმა დაარღვია, ფიქრიამ ალექსანდრეს შეხედა და მანაც ანიშნა რომ ეპასუხა, ხელის კანკალით აიღო ტელეფონი და უპასუხა. -გისმენ.... -რა გაარკვიე დაგირეკეს და ოფისში ხარ? -უკვე ოფისში ვარ,აქ ვმუშაობ და რა მოხდა. ხმა გაიმკაცრა ფიქრიამ და ალექსანდრეს უყურებდა. -ალექსანდრე წავიდა? -ალექსანდრე როგორც გავიგე ყველაზე ბოლოს ტოვებს ოფისს. -შეეცადე მასზე გვიან გახვიდე და როგორმე მის კაბინეტში მარტო მოხვდე,მის კომპიუტერში შეხვალ და ყველაფერს ფაილზე გადმოიწერ მჭირდება მისი პროგრამა და მომიტანე, ჯერ ჩემთან მოდი რომ გამოხვალ, გელოდები. -არ ვიცი რამდენად მოვახერხებ, მაგრამ შევეცდები..... -ფიქრია არ შეეცდები რასაც გეტყვი ყველაფერს გააკეთებ, გასაგებია? -ვერ გავაკეთებ,ბოლო წუთებში მეუბნები რთულ საქმეებს და შედეგებს ელოდები, არც კითხულობ შევძლებ თუ ვერა აქ ახალი ვარ და ნდობა უნდა მოვიპოვო შენ რაც და როგორც გინდა ყველაფერი ისე არ იქნება ეს შეუძლებელია.თქვა და ტელეფონი გათიშა, შემდეგ კი გაოცებულ ალექსანდრეს შეხედა რომელმაც სიცილი დაიწყო და ტაშიც კი დაუკრა ფიქრიას. -ფიქრია სულ რაღაც 5 წუთის წინ ჩემს წინ შეშინებული უსუსური და იმედგაცრუებული გოგონა იდგა, მაგრამ ახლა ჩემს წინ ეს გოგონა ძლიერ ქალად გადაიქცა და შენ ვერ წარმოიდგენ რაოდენ დიდი ძალა, რისკი და თავდაჯერებლობაა შენში.ალექსანდრე წამოდგა და ფიქრიას ხელი გაუწოდა. -ვითანამშრომლოთ და ერთმანეთი გადავარჩინოთ, ფიქრია ცხოვრებას დაგიბრუნებ ამას გპირდები თუ ჩემს გვერდით გულიანად დადგები. -არ მიბრაზდები? -არა, არ ვბრაზობ რადგან თავად მოდი ჩემამდე და ყველაფერი მითხარი, მაგრამ შენი ყველა ნაბიჯი უნდა ვიცოდე. -გასაგებია და პირობას ვდებ იმედს არ გაგიცრუებთ, ჩვენ საიმედო ჯგუფი ვიქნებით. -ეს შენზეა დამოკიდებული, ანდრეას დაურეკავ და შემოვა. ალექსანდრემ ანდრეას დაურეკა და ისიც მის კაბინეტში შევიდა ალექსანდრეს მშვიდმა ხმამ და სახემ დაამშვიდა. -ანდრეა შენ და ფიქრია ერთად იმუშავებთ, შენ კი მე ადრე გავდივარ და როგორც გითხრა ისე გააკეთე მე კომპიუტერს ჩართულს დავტოვებ. -ეს რას ნიშნავს ალექსანდრე. ვერ გაიგო ანდრეამ ფიქრიას და ალექსანდრეს საუბარი, მაგრამ ალექსანდრემ შეხედა მას და მიხვდა ანდრეა რომ რაღაც ჰქონდათ დაგეგმილი და გაჩუმდა, ანდრეა ფიქრიასთან ერთად გავიდა რამდენიმე წუთში კი ალექსანდრეს წინ გიორგი იდგა და ღიმილით შეხვდა გიორგის. -მოდი, მოდი ლევანის დაუძახე და ანდრეას შეტყობინება მიწერე არ დაუძახო. რამდენიმე წუთში ყველა ალექსანდრეს კაბინეტში იყო, ალექსანდრემ მეგობრებს ფიქრიასთან საუბარი მოუყვა და ყველა დაფიქრდა. -ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, გიორგი ფიქრიას მაინც მივუჩინოთ ვიღაც რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ მასზე. -ფიქრიას უკვე მივუჩინე ტატო გახსოვთ, რომ გითხარით სანდო არისთქო სწორედ ის პიროვნება მუშაობს იმ ენვერისთან სადაც ფიქრია არის, ასე რომ გვყავს უკვე მასთან სანდო პიროვნება და მშვიდად ვარ. იმ დღეს სიჩუმე იყო, ფიქრია გვიან გავიდა ოფისიდან ხელისმოწერა არ შედგა, შეკვეთა კი მივიდა მისამართზე კარი ნინამ გააღო და შეკვეთა აიღო გაოცებული უყურებდა ევას და ევამ უთხრა. -ალექსანდრემ მითხრა შეკვეთა მოვაო.... -აბა გახსენი და ნახე რა არის შვილო. ევამ შეფუთული გახსნა და ულამაზესი კრემისფერი კაბა გაშალა რომელიც ნინასაც ძალიან მოეწონა. -აქვს გემოვნება ჩემს შვილს. ევა უკვე მზად იყო სატირლად რომ ალექსანდრეს ზარმა რამოდენიმეჯერ განათა მისი ტელეფონი, მაგრამ ევა ისე იყო მოულოდნელი საჩუქრისგან დაბნეული ვერ უპასუხა არ შეეძლო სიტყვის თქმა და შემდეგ ნინას ტელეფონზე დარეკა რომელსაც შეშინებულმა უპასუხა. -სად ხართ, ევა რატომ არ მპასუხობს დედა. -ევა ტირის.... -რატომ, ვინმე ისევ მოვიდა? -არა მე ვუსაყვედურე .... -რაზე, რა მოხდა.... -ჭურჭელი სწორად არ შეალაგა მე კი ყველაფერი მის ადგილზე მინდა რომ იყოს ისე როგორც მე ვალაგებ.... -დედა რა გჭირს ის ხომ ჯერ მხოლოდ გუშინ შემოვიდა ჩვენს სამყაროში,არა ვერ დავიჯერებ შენ ასეთი არ ხარ.... -მაგრამ ასეა ჩართე ვიდეო თვალი და დაინახავ როგორ ტირის შენი ევა. -დედა...... ხმა გაიმკაცრა ალექსანდრემ და ვიდეო თვალი ჩართო, მაგრამ შეხედა ევას კაბა ჰქონდა გულზე მიკრული და თვალები ცრემლებით სავსე. -ევა შემომხედე.... გაიგონა ალექსანდრეს დაძაბული ხმა,ის კი ვერ ბედავდა სიტყვის თქმას, ალექსანდრე ევას უყურებდა, ევამ ტელეფონი გამოართვა ნინას და ალექსანდრეს შეხედა. -გიყურებ და მხოლოდ ორ სიტყვას გეტყვი, მადლობა ალექსანდრე. -კაბის გამო იტირე მართლა? -შენ კი მართლა დაიჯერე დედამ რაც გითხრა? -დედა სამაგიეროს ელოდე იცოდე.... ნინა იცინოდა და ალექსანდრეს კოცნა გაუგზავნა, ფიქრია კი ალექსანდრესთან შეთანხმებით ენვერისთან წავიდა რომელსაც გაღიმებულმა დაუდო მაგიდაზე მისთვის საოცნებო ფლეშკა, ენვერიმ შეხედა მას და წარბი ასწია შემდეგ ახლოს მივიდა მასთან და ძლიერად მოქნეული ხელი სახეში გაარტყა, ფიქრიას თვალები ცრემლებით აევსო და უთხრა. -ეს რისთვის დავიმსახურე და რატომ ასეთი რისხვა. -არასოდეს, არასოდეს გამითიშო ტელეფონი, გასაგებია? ფიქრიამ კი ზიზღით შეხედა ენვერის და უთხრა. -ჩემი ბრალია რომ ფრთები ასე ძალიან გაშალე..... თქვა და შებრუნდა, მაგრამ მის წინ უცხო ახალგაზრდა მამაკაცი დადგა და წასვლის საშუალება არ მისცა,ენვერიმ კი ჩაიცინა და უთხრა. -სად მიდიხარ, წასასვლელი არსად გაქვს სარდაფი ჩავაბარე პატრონს. -ვიპოვი თავშესაფარს, ნუ გგონია რომ შენს გარდა არ არსებობს არავინ ვინც დახმარების ხელს გამომიწვდის, უთხარი გზა დამითმოს და გამიშვას.ენვერიმ მაგიდის უჯრიდან ფულის შეკვრა ამოიღო ფიქრიას მაგიდაზე დაუდო და შემდეგ მას შეხედა. -აიღე ეს შენი დღევანდელი შრომის საფასურია. ფიქრია დაფიქრდა და გულში თქვა. -,,რატომაც არა უნდა ავიღო, სანამ შენთვის ვმუშაობ არასოდეს ვიტყვი უარს კომფორტულ ცხოვრებაზე შემდეგ კი დავგეგმავ როგორ ჩამოგიშორო გზიდან’’. ფიქრიამ რამდენიმე წუთი იფიქრა შემდეგ აიღო ფული და სახლიდან თავისუფლად გავიდა,ენვერიმ კი შეხედა იქვე მდგარ ტატოს და უთხრა. -უთვალთვალე სად წავა და ვის შეხვდება,ყველაფერი უნდა ვიცოდე.ფიქრია დარწმუნებული იყო ენვერი მას ასე ადვილად არ გაუშვებდა,ამიტომ სასტუმროში მივიდა კარგად ივახშმა და დილამდე კარგად დაისვენა დილით კი ოფისში მივიდა და წინა ღამის მომხდარი ამბავი ყველაფერი ალექსანდრეს უთხრა,ალექსანდრეს გაეცინა და უთხრა. -ფიქრია მე ყველაფერი ვიცი.... -როგორ, საიდან იქ მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით. -იქ მყოფი შენთვის უცნობი პიროვნება ტატო არის ჩემი კაცია და შენ ენვერისთან მარტო არ ხარ,წუხელ გვიან ღამით დამირეკა ტატომ და ყველაფერი მითხრა თან უნდა გაგაფრთხილო შესაძლებელია ენვერიმ შენს ტელეფონში მოსასმენი დაამაგროს ამიტომ ფრთხილად იყავი არც მე და არც ანდრეა ან რომელიმეს რამე საეჭვო არ გვითხრა. -ესე იგი ეს მუტანტი ჩვენი კაცია, კარგია და რაც შეეხება ენვერის მეც ვფიქრობდი მაგაზე და გამართლდა ჩემი ვარაუდები,ამიტომ სხვა ტელეფონს ვიყიდი... -ტელეფონი უკვე ვიყიდე შიგ ნომერიც დევს სხვის სახელზეა და ვერასოდეს გაიგებს ვინ არის ეს პიროვნება, მაგრამ შენ ამ ტელეფონით მომწერე ან დამირეკე როცა რამე სერიოზული გექნება სათქმელი. -კარგია,ხომ გითხარი კარგი ჯგუფი ვიქნებითმეთქი.ალექსანდრეს გაეცინა და ტელეფონი მისცა ფიქრიას და უთხრა. -მე,ტატო, ანდრეა და იკას ნომერი ჩაგიწერე შემდეგ მასაც გაიცნობ და მხოლოდ ჩვენ დაგვიკავშირდები ამ ტელეფონიდან. -იკას ვიცნობ უკვე და მე წავალ, ვიმუშავებ.ფიქრია კარგად შეეწყო ყველას, მაგრამ როცა ოთხეული იყო კაბინეტში განმარტოვებით სხვის თვალში მორიდებული და სიტყვა ძუნწი იყო,რადგან რამოდენიმე მამაკაცის მზერა იგრძნო და ერთ დღეს საღამო საათებში ენვერის გვერდით მარიზი დაინახა,ოფისშიდაც რამოდენიმე მამაკაცის მზერა იგრძნო რომლებიც ენვერიდან ეცნობოდა. ოფისში უცნაური მიმოსვლა გიორგიმაც შეამჩნია და ალექსანდრეს უთხრა,გაოცებული უსმენდა ალექსანდრე გიორგის და თქვა. -აქამდეც მოვიდა თავისი ხალხი შემოგვახვია, როგორც ხედავთ ყველა ხვრელში ძვრება ეს კაცი.კარი გაიღო და ფიქრია ყველას დაემშვიდობა... -უკვე მიდიხარ? ფიქრიამ ვერაფერი უთხრა გარდა იმისა მაგიდაზე ფურცელი დაუდო და სიტყვით კი უთხრა. -ბინა უნდა ვნახო და ამიტომ გავდივარ ადრე იმედია პრობლემა არ შეიქმნება. -არა, არა მიხედე შენს სააქმეს ბევრიც არ არის დარჩენილი სამუშაო საათების დასრულებამდე. ალექსანდრემ ფურცელი აიღო და წაიკითხა. -მივდივარ რადგან რაღაც გეგმა მაქვს და ის უნდა შევიმუშავო...ალექსანდრემ უცებ რამოდენიმე სიტყვა დაწერა და ფურცელი მიაწოდა. -დახმარება გჭირდება? ფიქრიას გაეცინა და მანაც დაუწერა. -არა, როცა დამჭირდება გეტყვი, დაგირეკავ ჩვენი ტელეფონით. ფიქრიას გაეცინა და ალექსანდრემ ისევ მიუწერა. -ფრთხილად იყავი ფიქრია. ფიქრიამ თვალი ჩაუკრა ყველას და წავიდა, გარეთ წვიმდა სულ სველი იყო ენვერისთან რომ მივიდა და კარში შესვლისთანავე რამდენჯერმე დააცემინა კიდეც. -ასეთ ამინდში რას დაბოდიალობ ასეთი საჩქარო გქონდა სათქმელი რამე ამინდს რომ არ შეუშინდი? ფიქრია ბევრ რამეზე ელაპარაკა ენვერის და შემდეგ თქვა. -აქ დავრჩები თუ წინააღმდეგი არ იქნები, მგონი გავცივდი. -ცხელი აბაზანა მიიღე ჩაი დალიე და ჩაწექი, მე გავდივარ. -აქ დარჩა რამე ჩემი თუ ყველაფერი გადაყარე რაც მქონდა. -კარადაში იპოვი რაღაცას. ენვერი გავიდა და ფიქრია მარტო დატოვა შხაპი მიიღო ჩაიც მოიდუღა და ჩაწვა, მაგრამ რამდენიმე წუთში სიცხემაც აუწია, ენვერი კი მაღაზიაში შევიდა და თაროების დათვალიერება დაიწყო. -გისმენთ, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ ბატონო. -საღამური მინდა ახალგაზრდა ქალისთვის. -დიახ, აქეთ მობრძანდით და შეგიძლიათ თავად აარჩიოთ. -თქვენ უნდა დამეხმაროთ, ძალიან ახალგაზრდა არის 20-21 წლის და საჩუქრად მინდა ვუყიდო. გოგონამ თეთრი საღამური გადმოიღო ის ძალიან სექსუალური იყო და ენვერიმ გაოცებულმა უთხრა. -არა, არა უფრო უბრალოს ავარჩევდი და არა ასეთს.... -გასაგებია, მაშინ ეს აიღეთ.ენვერიმ გადაიხადა თანხა და რამდენიმე საათში სახლში დაბრუნდა,ფიქრიასთან შევიდა საძინებელში და იქ ტატო დახვდა რომელზედაც ძალიან გაბრაზდა და იყვირა. -რა მოხდა,დრო იპოვეთ? -არა უფროსო სიცხიანი წევს და წამალი მოვუტანე. -გუშინ გაცივდა და მისი ავადმყოფობა ახლა არ გვარგებს. რამოდენიმე დღე იყო ფიქრია მაღალი ტემპერატურით, ალექსანდრემ იცოდა მაგრამ მაინც დარეკა და მოიკითხა მისი მდგომარეობა. -შემიძლია დაგეხმარო? -არა ყველაფერი მაქვს მადლობა უფროსო.უთხრა ფიქრიამ და ტელეფონი გათიშა, რამდენიმე წუთში კი შეტყობინება მიიღო. -,,თავს მიხედე გამოჯამრთელდი და თქვენს ადგილს დაუბრუნდი,გელოდებით’’. რამდენიმე დღე იყო ფიქრია სახლში და ეს ავადმყოფობა დაეხმარა თავისი გეგმა მოეყვანა სისრულეში, ენვერის კომპიუტერიდან ყველა მისთვის საჭირო ინფორმაცია ამოიღო და შეინახა შემდეგ ყველა კვალი გააქრო და ისევ საძინებელში შევიდა თავი მოიმძინარა და სისუსტე მოიმიზეზა, ენვერიმ დაბრუნდა თუ არა მასთან შევიდა ოთახში და შეხედა ძინავდა შუბლზე ხელი დაადო და ფეხაკრებით დატოვა ოთახი საღამომდე კომპიუტერში მუშაობდა საღამოს კი შეხედა ფიქრია ჩანთით ხელში კარებისკენ მიდიოდა და არ შეეშინებინა ფრთხილად უთხრა. -ასეთ მდგომარეობაში სად მიდიხარ. -როდემდე უნდა ვიყო აქ შენთან ერთად, სახლში წავალ. -შენს ოთახში შებრუნდი და სანამ კარგად არ იქნები არსადაც არ წახვალ,აქ იქნები. ენვერის ხმაში თანაგრძნობა იგრძნო, მაგრამ შეხედა და უთხრა. -აღარ მინდა აქ ყოფნა რადგან მახრჩობს შენს გვერდით სიახლოვე, მარტო უკეთესად ვიგრძნობ თავს. -უარესად გაცივდები გზაში სიარულით,შებრუნდი შენს ოთახში. წყნარი, მშვიდი და მომთხოვნი იყო ენვერის ხმა ფიქრიაც არ გაჯიუტდა და საძინებელში შევიდა ენვერის კი ტელეფონმა დაურეკა და წარბაწეულმა უპასუხა, მაგრამ დარწმუნდა თუ არა ფიქრია ოთახში იყო უკვე ჩურჩულით უპასუხა. -ხვალ შევხვდებით ერთმანეთს, რამე იეჭვა? -ვფიქრობ რომ არა რომ ვნახავ ახლოდან მივხვდები. -კარგი, ფრთხილად იყავი.ენვერიმ გათიშა ტელეფონი და სალონში შევიდა დიდხანს იჯდა ჩაფიქრებული, შემდეგ გაიცინა და თქვა. -ყოველთვის ვღებულობ იმას რასაც მე ჩავიფიქრებ და რაც მე მინდა, ჩემი ხალხით ხარ გარშემორტყმული ვერც კი შეამჩნიე ისე მოგაქციე ალყაში და უკვე სულ მალე ჩემს ხელში იქნები მე ხომ ჩემი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე ვარ წამსვლელი. ალექსანდრემ დარწმუნდა რომ ფიქრია კარგად იყო, შემდეგ ლიას მოსანახულებლად წავიდა ლიასთან დიდი ალექსანდრე იყო მისი ხმის გაგონება გაუხარდა ლიას და ისაუბრეს, შემდეგ კი ექიმიც მოვიდა და დაკვირვებით გასინჯა პაციენტი, ალექსანდრემ კი ჩუმად უთხრა. -თუ იმედი აღარ არის ნუ დააიმედებ უკვე შეჩვეულია მის მდგომარეობას და ისევ თავიდან უნდა გადაიტანოს ის ნერვიულობა რაც გამოიარა.ექიმმა რაღაც მკვეთრი შუქი ჩაანათა თვალებში და უთხრა. -ხედავ რამეს,განსხვავება იგრძენი? -ვხედავ, წერტილივით შუქი არის. -კარგია, ახლა რას ხედავ.შუქი უფრო ახლოს მიუტანა ექიმმა. -წერტილი გაიზარდა და შუქს ვხედავ ექიმო.თქვა სიხარულით და დედას ხელზე ხელი მოუჭირა. -ეს კარგია, იმედს ჩავჭიდეთ ხელი და ამ იმედთან ერთად ეს შუქი რეალურად უნდა დაინახო ლია. ალექსანდრე მოუსვენრად იყო და საათზე იხედებოდა, როგორც იქნა შვებით ამოისუნთქა ოთახში ღიმილით ალექსანდრე რომ შემოვიდა და თითით ანიშნა საათზე დაიგვიანეო, ალექსანდრემ კი მხრები აიჩეჩა და უთხრა. -ვიცი მამა მაგრამ ვერ შევძელი უფრო ადრე მოსვლა და ახლა აქ ვარ,ექიმო რა ხდება იმედი გვაქვს რომ ოპერაცია შედეგიანი იქნება? -ალექსანდრე კარგია რომ აქ ხარ,უნდა დავილაპარაკოთ. ექიმმა ლიას შეხედა და შემდეგ ისევ ალექსანდრეს მიუბრუნდა, მაგრამ ალექსანდრემ მტკიცე ხმით თქვა. -აქ ვისაუბრებთ ექიმო პაციენტმა ყველაფერი უნდა იცოდეს და უნდა გაითავისოს შედეგიანი ოპერაცია რომ შესაძლებელია უშედეგოდ დასრულდეს, ვიცი გაგიჭირდება ჩემო გოგო მაგრამ რაც აღარ გამოსწორდება და მედიცინაც უძლური არის იმას ექიმიც ვერ შველის. -გავაკეთებ ოპერაციას, მაგრამ მინდა ვთქვა რომ რისკზე მივდივართ პაციენტის ჩათვლით ყველა და ვფიქრობ ყველასთვის სიურპრიზი იქნება ეს შედეგი. -გააკეთეთ ოპერაცია გთხოვთ. თქვა ლიამ და ცრემლიც დაგორდა ლოყაზე, ალექსანდრემ ლიასთან მივიდა ცრემლი მოწმინდა და ღიმილით უთხრა. -შენთვის კარგი ამბავი მაქვს, მომისმენ? -გისმენ ალექს. -ოპერაცია დანიშნავს ექიმი და მეორე დღეს როცა თვალს აგიხელენ აქ სიურპრიზი დაგხვდება, მოთმენა შეგიძლია? -მართლა? -მართლა პატარავ და მოდი მივენდოთ ექიმს და მივენდოთ უფალს.ალექსანდრე ექიმს მიუბრუნდა და უთხრა. -დამიშნეთ ოპერაცია და მითხარით როდის იქნება რომ მეც მზად ვიყო. -კარგი ანალიზები ხელთ გვაქვს, მხოლოდ ოპერაციას დავგეგმავ და გაგაგებინებ როდის გვაქვს თავისუფალი დღე. ალექსანდრემ ჩაფიქრდა და ჩურჩულით თქვა. -კვირას ქორწილი მაქვს ორშაბათს ლიასთან მეუღლით უნდა მოვიდე, მამა მოვასწრებთ? -ყველაფერს მოვასწრებთ შვილო. უთხრა ალექსანდრემ და შვილს გადაეხვია, შემდეგ კი მანაც ექიმს შეხედა და თქვა. -შაბათს უნდა მოხდეს სასწაული ექიმო. -ალექსანდრე ბავშვობიდან მიშლი ნერვებს მაშინ მარტო იყავი და გერეოდი როგორღაც გამქონდა ჩემი, მაგრამ ახლა ორივე მამა-შვილი დადექით ჩემს წინ და ასაკი რომ არა თქვენს შორის ვერც გაგარჩევდით ორივე ერთნაირად მიჭამთ უკვე ტვინს.ოთახში ყველას გაეცინა და ექიმმაც კარგ ხასიათზე დატოვა ისინი, კიდევ რამდენიმე საათი იყო ლიასთან ალექსანდრე და საუბრობდნენ, შემდეგ ადგა და მამას მიუბრუნდა. -არ წახვიდე რამდენიმე წუთში დავბრუნდები და ერთად გავიდეთ. -სად მიდიხარ გველოდებიან სახლში. -რამდენიმე წუთით გავალ და ვთქვი დავბრუნდები. ალექსანდრე ექიმის სანახავად წავიდა იქ ჩაკეტილებმა ილაპარაკეს და გაღიმებული გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან, როცა ორივე მამა-შვილი წავიდა ექიმი შევიდა ლიასთან და მშობლებთან ერთად დაელაპარაკა მათ. -თქვენი დახმარება მჭირდება... -გვითხარი ექიმო თუ შეგვიძლია.... -მინდა სიურპრიზი გავუკეთოთ ალექსანდრეს. -რა სიურპრიზი.... -საქორწილო სიურპრიზი, გადაწყვეტილება მივიღე ოპერაცია არა შაბათს ხუთშაბათს გავაკეთოთ. -ალექსანდრეს ქორწილში თვალახელილი წავალ ექიმო ეს გინდათ რომ მითხრათ? ტაში შემოკრა ლიამ და გულიანად გაიცინა რაზედაც ექიმსაც გაეცინა,შემდეგ კი თქვა. -ქორწილი კვირას არის და ოპერაცია რომ შაბათს გაკეთდება კვირას საღამოს უნდა ავხსნათ ასე რომ ხუთშაბათს გავაკეთოთ და კვირას დაიმედებული და დარწმუნებული ვიქნებით ჩვენს სიურპრიზში. -გასაგებია ექიმო.... -მინდა ამდენი ნერვიულობის შემდეგ ისინიც გავახაროთ და ამ სიურპრიზით მათ ძალიან გავახარებთ. -ღმერთო რა კარგი ხართ ექიმო რა კარგად მოიფიქრეთ, მე თანახმა ვარ. -მეც თანახმა ვარ ლია და ყველაფერს გავაკეთებ რომ ოპერაცია შედეგიანი იყოს.გულის ფრიალით გაიხედა ლიამ ექიმის მიმართულებით, თითქოს გრძნობდა მათში არსებულ ქიმიას რაღაც უცხოს და უცნაურს გულში კი გაიფიქრა. -,,ბრმა თუ დავრჩი ვერასოდეს შევხედავ თქვენს ღიმილს ექიმო, მაგრამ დაუნდობელია ზოგჯერ ცხოვრებაც რას ვიზამთ მე ეს ბედი მარგუნა უფალმა''. ექიმი წავიდა, ალექსანდრემ მამასთან ერთად დაემშვიდობა ლიას და მის მშობლებს, ლია ჩაფიქრდა ალექსანდრე კი მშვიდად იყო, უეცრად შვილს გახედა ალექსანდრემ და თქვა. -სახლში წავიდეთ პირდაპირ უცხო სტუმარი გვეყოლება დღეს. -ვის ელოდები საპატივცემულო სტუმარი არის? -ამას ერთად ვნახავთ. ალექსანდრემ მოუყვა შვილს დილანდელი ინციდენტი რაც შეემთხვა და ორივე ჩაფიქრდა. -რაღაც არ მომწონს ეს იდუმალებით მოცული მოულოდნელი სტუმარი. -არც მე მომეწონა მისი არც გამოხედვა არც საუბრის ტონი, მაგრამ ვნახოთ ვინ არის და ვგრძნობ ალექსანდრე ვიღაც ჩვენს ახლოს ტრიალებს და შემოღწევა უნდა ჩვენს ბუდეში, მოდი მივცეთ გახსნილი გზა რომ თქვას დაბრკოლების გარეშე შემოვიდა, მაგრამ გზის ბოლოში მზად დავხვდებით. -სწორედ რომ მასე ვფიქრობ, წავიდეთ მამა. ალექსანდრემ ყველას დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა, სახლში მისვლამდე კი შეხედა დაფიქრებულ მამას და უთხრა. -შუბლი გახსენი ნინა შეგხედავს თუ არა მიხვდება რომ რაღაც ხდება, ამიტომ გაიღიმე ბებერო.... უთხრა ღიმილით და მამაც გააცინა და ასე მხიარული სიცილით შევიდნენ სახლში ალექსანდრეს კართან ევა დახვდა რომელმაც წელზე შემოხვია ხელი, მაგრამ ევამ კოცნის საშუალება არ მისცა და უთხრა. -სტუმრები გელოდებიან. -უცხოები არიან? -ჩემთვის ყველა უცხო არის ალექსანდრე. -კარგი, შევიდეთ. -შენ კართან დაგხვდა შენი ცოლი და ჩემი სად არის რომ არ ჩანს და მემალება. ალექსანდრე სალონში შევიდა ევასთან ერთად და ერთი თვალის გადავლებით გადახედა სტუმრებს, მაგრამ გულიანად გაიცინა და მის უკან მდგარ ალექსანდრეს უთხრა. -შენს მეუღლეს მისი დავირებული შვილები ესტუმრა და შენთვის საერთოდ არ ცალია, დაგივიწყა. -რომელი ვირი ესტუმრა. იკითხა ალექსანდრემ და სალონში ისიც შევიდა ნინა ლევანის და ანდრეას შუაში იჯდა და რაღაცას ყვებოდა რაზედაც ისინი გულიანად იცინოდნენ -ვხედავ სიბრაზეს გადაუვლია და რა სასიამოვნო გარემო არის.ლევანიმ კი შეხედა ალექსანდრეს და უთხრა. -ჩვენ შეძენილი ვირები ვართ, მაგრამ შენ საკუთარი ვირი ხარ ამ ოჯახის. ალექსანდრემ პატარა ბალიში აიღო და ჩაარტყა ჯერ ლევანის და მერე ანდრეას თან თქვა. -რომ დაგირეკეთ რატომ არ მითხარით აქ თუ იყავით, სხვები სად არიან.ყველა გამხიარულდა და იცინოდნენ მათი მხიარულება კართანაც მისულმა სტუმარმაც გაიგონა და ზარი მისცა. -დამშვიდდით ვიღაც მოვიდა. თქვა ნინამ და ალექსანდრეს შეხედა, ის ფეხზე წამოდგა და ალექსიმ უთხრა. -მე გავალ სტუმარს აქ შემოვიყვან, ლევან დაურეკე გიორგის და იკას სასწრაფოდ აქ მოვიდნენ სხვას მერე გეტყვით ქალებმა დატოვეთ სალონი, მართა თავის ოთახში ავიდა, ნინა კი უყურებდა ალექსანდრეს და მის თვალებში შიში იდგა. -რა მოხდა, ვიღაც უცნობი მოვიდა მაგრამ თქვენ რატომ ფრთხილობთ ასე ძალიან. -დედა დაგვტოვეთ კაცები და გადით სალაპარაკო გვაქვს.თქვა და შებრუნდა,მტკიცე ხმა ჰქონდა ალექსანდრეს და არ შეეპასუხა ნინამ სამზარეულოში შევიდა,ალექსანდრე კი კარის გასაღებად წავიდა და კართან მისვლამდე შეტყობინება მიიღო ფიქრიასგან. -,,შენთან ვიღაც შემოგზავნა, ფრთხილად იყავით ალექსანდრე.’’.შტყობინება წაიკითხა და კარიც გააღო, კართან 22-23 წლის ახალგაზრდა იდგა დაკუნთული და ნავარჯიშები სხეულით. -მობრძანდით. სტუმარი სახლში მიიპატიჟა და შეხედა დაცვას რომელიც სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა, მაგრამ ალექსანდრემ ხელით შეაჩერა ისინი და ისევ უცნობ სტუმარს მიუბრუნდა. -ვინ გნებავთ, ვისთან ხართ მოსული. -ბ-ნი ალექსანდრე მინდა ვნახო... -მისი სტუდენტი ხართ? -არა, არა დღეს რაღაც შეგვემთხვა და მინდა დავრწმუნდე რომ კარგად არის და წავალ, ვინერვიულე ძალიან რადგან შეცდომა მე დავუშვი. -მე ალექსანდრეს შვილი ვარ და მეც ალექსანდრე ვარ სახლში შემობრძანდით და თავად ინახულეთ. ალექსანდრემ კარი გააღო და სტუმარს გზა დაუთმო სტუმარი მორიდებულად შევიდა სახლში ხელში რაღაც ეჭირა და ალექსანდრეს მიუბრუნდა. -ეს ტკბილი არის, არ ვიცოდი რა მეყიდა და არჩევანი ამ ტკბილზე შევაჩერე იმედია მოგეწონებათ. -მადლობა და საჭირო არ იყო. სტუმარს ტკბილი ჩამოართვა და სალონში შეუძღვა, სტუმარი დაიბნა ამდენი ხალხი რომ დაინახა და დაბნეულად მიესალმა იქ მყოფთ. -საღამო მშვიდობის..........შემდეგ ალექსანდრეს მიუბრუნდა და უთხრა. -როგორ ხართ..........ალექსანდრემ გაუღიმა და ხელით ანიშნა მის გვერდით ადგილი და სტუმარიც მოთავსდა ნაჩვენებ ადგილზე, ალექსანდრემ კი ევას შეფუთული გადასცა და უთხრა. -სტუმარი ტკბილით შემოვიდა ჩვენს ოჯახში, ყავა მოგვართვი საყვარელო..... -როგორ ყავას მიირთმევს სტუმარი კითხე.... ევამ შეფუთული აიღო და სამზარეულოში გავიდა,ნინა მოუსვენრად იყო და მოულოდნელად ევას მიუბრუნდა. -იცნობ მოსულს, იცი ვინ არის? ევა დაიბნა და უთხრა. -არა, არ ვიცნობ პირველად ვხედავ და რატომ მეკითხები. -არ ვიცი, არ ვიცი არ მომწონს არც ეს სტუმარი და არც ეს შეხვედრა. -დამშვიდდი ალექსიმ იცის ადამიანის შეცნობა. -კარგი გავიგებთ ვინ არის და რატომ მოვიდა, შენ კოხტად დააწყვე სინზე ტკბილი და გაიტანე შვილო მე ოთახში ვიქნები.ნინა წავიდა და კარზე ისევ ზარი იყო, მაგრამ შებრუნდა და კარი გააღო კარში გიორგი და იკა იდგა ნინა არც დაფიქრდა იკას კითხვები დააყარა. -რა ხდება, იკა ვინ არის ეს უცხო სტუმარი. -დამიჯერებ რომ გითხრა არაფერი არ ვიცითქო? -დაგიჯერებ, შემოდით სალონში არიან. -ვირი ლევანიც აქ არის? ნინას გაეცინა და იკას შეხედა შემდეგ კი სიცილით უთხრა. -შენ მასზე ნაკლები ვირი ხარ? -ის უფრო სრული არის ჩემზე და მეტი გამწეობა აქვს. თქვა იკამ და სალონში სიცილით შევიდა, მაგრამ უცხო სტუმრის დანახვაზე უცებ გაჩერდა. -შემოდი, შემოდი და მაინტერესებს სუნი იგრძენით სტუმარი რომ მყავდა თუ რატომ მოდით. უთხრა ალექსანდრემ მეგობრებს და სტუმრის შეუმჩნევლად იკას თვალი ჩაუკრა. -შენთან არ მოვსულვარ ევა რძალო შენი მოდუღებული ყავა მომენატრა... -ევა გაიცანი ორი დღეა და მე მიცნობ ბავშვობიდან ვირო. -ყავას მივირთმევ და წავალ რა მოხდა რომ ამოხტი შარვლიდან...... სინით ხელში ევა შევიდა სალონში და უეცრად წამოიკივლა რადგან იკამ ვერ შეამჩნია და მსუბუქად დაეტაკა ევას. -ფრთხილად ბიჭო ცხელი სითხე არ გადაასხა. ფეხზე წამოხტა ალექსანდრე და სინი ხელებიდან აართვა ევას გიორგი კი ევას უკან იდგა ორივე ხელებით გადაარჩინა წაქცევას და უთხრა. -მე შენს უკან ვდგევარ არ შეგეშინდეს რძალო, ჩვენ აქ ვართ. -ძვლებში დაგამტვრევდი ეს ცხელი ყავა ევას რომ გადასხმოდა, უაზრო ხარ.იკა გაფითრებული იდგა და ჯერ სტუმარს უყურებდა,შემდეგ შუბლზე მოისვა ხელი და ევას მიუბრუნდა. -ბოდიში რძალო უეცრად მოხდა... -დამშვიდდი, არაფერი არ მომხდარა ყველა კარგად ვართ, თქვენც მოგიდუღებთ ყავას. -კარგს იზამ, მაგრამ მე ცივი ყავა. -მეც ცივი ყავა რძალო რომ რამე გაგრილდები და დამწვრობის შიში არ გვექნება.ევამ გაუღიმა გიორგის და ალექსანდრეს შეხედა ალექსანდრე მიხვდა ევას რაღაც უნდა ეთქვა მისთვის სინი დადგა მაგიდაზე და სტუმარს უთხრა. -მიირთვით თქვენი ყავა და შემოგიერთდებით. შემდეგ ბოდიშის მოხდით გავიდა და ევამ უთხრა. -არ ვიცი მათ როგორი ყავა გავუკეთო და ამიტომ გთხოვე გამოსვლა. -მე გავამზადებ. თქვა სიცილით და ბიჭებისთვის თავად გაამზადა, იკა თავჩაქინდრული იჯდა არავის არ უყურებდა,შემდეგ ტელეფონი ამოიღო და შეტყობინება დაწერა ალექსანდრემ სამზარეულოში გაიგონა მისი ტელეფონის ხმა ევას შეხედა და თან სიცილით უთხრა. -გაიტანე ეს ყავა და იმ ვირებს მიართვი.თვალი ჩაუკრა და გავიდა,ტელეფონი აიღო და შეტყობინება წაიკითხა. -,,ეს ტიპი ვიცი ვინც არის, ალექს მას მოსასმენი აქვს დამაგრებული და ეს შემოგზავნილია’’. ალექსანდრეს ფერი დაეკარგა, მაგრამ სიმშვიდე შეინარჩუნა, შეხედა ევა შემოვიდა სინით ხელში ბიჭებს თავიანთი ყავა მიართვა და ყველამ ერთდროულად მოსვა ყავა უნდოდათ გემო ჩაეტანათ ყავისთვის, მაგრამ ყველამ ჯერ ერთმანეთს გადახედა და მერე ევას შეხედეს, მაგრამ მომენტალურად იკამ ალექსანდრეს შეხედა რომელიც სიცილისგან ვეღარ სუნთქავდა წამოხტა ფეხზე და უნდოდა ყავა ძალის გამოყენებით დაელია ალექსანდრეს, მაგრამ მიხვდა ევა რომ ალექსანდრემ რაღაც იეშმაკა და ხმამაღალი ხმით თქვა. -მე გავაკეთე ყავა.... -რა დაგიშავეთ რძალო.... ისეთი ხმით თქვა ანდრეამ რომ ყველას გაეცინა, ალექსანდრე ადგა ევას ხელი მოხვია და თქვა. -ეს არის სიყვარული მან უსიტყვოდ გადაიბრალა საყვარელი მეუღლის დანაშაული, თქვენ რომელიმე გააკეთებდით ამას არა ვერც კი მოიფიქრებდით და მან მე ურჩხულებისგან მიხსნა ამ წუთში, მადლობა საყვარელო. -თავად ხარ ურჩხული არცერთი არ დაგვინდე და მარილიანი ყავა დაგვალევინე, ეს კი ასე იოლად არ შეგრჩება, ვიმახსოვრებთ.თქვა იკამ და ალექსანდრემ იქვე ჩუმად მყოფ სტუმარს შეხედა. -რაო სტუმარო, გეგონა სერიოზულ ხალხში მოდიოდი, მაგრამ მოხვდი გიჟთა სამყაროში. -სიმართლე გითხრათ არ ველოდი ასეთ ატმოსფეროს და გაოცებული ვარ. -ნაცნობი სახე გაქვს ტენისს ხომ არ თამაშობდი.......... -ადრე ვთამაშობდი, დიდი ხანია აღარ მითამაშებია. -მაშინ წავედით და გავიხსენოთ თამაში. ალექსანდრემ იკას შეხედა და იკასთან ერთად ყველა წამოიშალა ფეხზე, ტენისის სათამაშო მაგიდა ალექსანდრეს სავარჯიშო ოთახში ჰქონდა რომელიც სარდაფში იყო სადაც ტელეფონი სიხშირეს კარგავდა, სარდაფში ნელა ნელა ჩაუყვა კიბეს ბიჭებთან ერთად სტუმარიც და ალექსანდრემ ჩაბნელებული ოთახი გაანათა სადაც უამრავი სახის სავარჯიშოები იდგა, მათ შორის ტენისის სათამაშო მაგიდაც, მაგრამ იკამ შეხედა უცნობს და უთხრა. -ვინ ხარ აქ ვინ შემოგაგზავნა და რატომ. სტუმარი დაიბნა და იკას შეხედა, შემდეგ ყველა სათითაოდ მოათვალიერა გასაქცევიც არსად ჰქონდა და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. -მომისმინე, ვიცი რომ არ ელოდი თუ შეგამჩნევდით, მაგრამ მე პოლიციელი ვარ და ეს საათი რომელიც ხელზე მიკეთია და ყველას ჰგონია რომ საათის მოვალეობას ასრულებს მარტო სწორედ ამ საათით ვხვდები ვის რა უკეთია, მოსასმენი გაქვს დამაგრებული, მაგრამ გეშინია აქ კი შეგიძლია თავისუფლად ილაპარაკო რადგან სიხშირე დახშულია და მშვიდად ვისაუბრებთ. -მეგობარო კითხვებს დაგისვამთ და გვიპასუხებ, მოსულა? -მაქვს სხვა გამოსავალი? -შენც კარგად ხვდები რომ არ გაქვს ამიტომ პირველი კითხვა,ვინ ხარ. სტუმარი გაჩუმდა, მაგრამ ანდრეამ ვერ დაიმორჩილა ნერვები და თმებში წვდა თავი გადაუწია და დანა მიადო ყელთან თან უყვირა. -ვინ ხარ ვინ შემოგაგზავნა.სტუმარმა ახედა ქვემოდან და უთხრა. -არ არის ძალადობა საჭირო ერეკლე ვარ ქავთაძე, უნივერსიტეტი დავასრულე იურდიული განხრით, მაგრამ არ ვმუშაობ. -რატომ? -რატომ, იმიტომ რომ პატრონი არ მყავს მეგობარო ფული არ მაქვს, უფულო და ღარიბი კი არავის არ უნდა. მყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მინდა ჩემს შვილს ყველაფერი ჰქონდეს რაც მე არ მქონია ბავშვობაში. ალექსანდრემ სკამი ახლოს მიიტანა ერეკლესთან და მშვიდი ხმით დაელაპარაკა. -აქ ვინ შემოგაგზავნა მინდა ყველაფერი მითხრა და გპირდები პირდაპირობა და სიმართლის თქმა ძალიან ბევრ რამეს მოგცემს. -არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ ყოველთვის მინდოდა თქვენი ახლოდან გაცნობა, ვიცი გადმოცემით რომ გაწონასწორებული და პირდაპირი სიტყვის ამსრულებელი პიროვნება ხართ, არ მინდა აფეთქდეთ და მინდა მშვიდად იყოთ ახლა რასაც გეტყვით, მაგრამ თქვენ მტერი გყავთ თქვენს ფირმაში ვისთანაც ყოველდღიური კავშირი გაქვთ. -ვინ არის უნდა მითხრათ. -ვერ გეტყვი ალექსანდრე რადგან თავად არ ვიცი ვინ არის, თუმცა შემიძლია მინიშნიბა მოგცე რომ ის ქალია და წლებია თქვენს გვერდით არის, მან იცის თქვენი ფირმის ყველა საიდუმლო. აბა დაფიქრდით, რატომ წადით გერმანიაში რამდენიმე დღის უკან არც თუ ისე მნიშვნელოვან საკითხზე იქ რამდენიმე დღე შეგაყოვნეს აქ რომ ჩამოდით გადაათვალიერეთ თქვენი მაგიდა, თქვენი კომპიუტერი და თქვენი ბიუჯეტი? ყველა დაიბნა, ალექსანდრემ ბიჭებს გადახედა სათითაოდ და ლევანის შეხედა თვალებში. -ქალი, გესმით ქალი და წლებია ეს ქალი ჩვენთან ერთად არის. -გავიგებთ ვინ არის, შენ გვითხარი აქ ვინ გამოგაგზავნა და რატომ დათანხმდი. -ორი წლის წინ ერთი ადამიანი ვცემე არ მეგონა თუ გადარჩებოდა, მან კი არ მიჩივლა და როგორც გვიან მივხვდი მისი გეგმა იყო რომ ხელში ჰქონოდა რამე ისეთი რაზედაც დამიჭერდა ჰოდა იმ ცემით გამომიჭირა. -რა მოხდა ან რატომ ცემე. -წყნეთში აგარაკი აქვს, მე კი მამისგან ხელობა ვისწავლე ის მშენებელი იყო და ეზოებს აპირკეთებდა ნუ ერთი სიტყვით წყნეთში წამიყვანა ეზოს მოსაპირკეთებლად და ყვავილების გაზონების შესალამაზებლად, ვმუშაობდი ჩემთვის ყველაფერი მოჰქონდა მასალა არ მაცდენდა და მეც რამოდენიმე დღე ვიმუშავე თავდაუზოგავად ერთ დღეს კი მითხრა დღეს ვერ ამოვალ ეს გასაღები დაიტოვე შედი სახლში და დაისვენე, დილით მოვალ თანხას გადაგიხდი და ერთად წავალთო. მეც იმ დღეს ძალიან გვიან დავამთავრე სიხარულით ვმუშაობდი მთვარის შუქზე რომ დილით მზად დახვედროდა და მეც მიხაროდა რომ ფულს ავიღებ და ოჯახში ბავშვს და ცოლს ყველაფერს წაუღებმეთქი, არ შევსულვარ სახლში ისეთი დაღლილი ვიყავი ამინდიც ხელს მიწყობდა და ვერანდაზე დავიძინე.დილით ადრე გამეღვიძა და უკვე ეზოში ვიყავი ვამოწმებდი ნამუშევარს შეცდომა ხომ არ დამიშვია ღამე გამოვასწორებმეთქი, მოვიდა ნაშრომი მოეწონა თანხა იმაზე მეტი მომცა რაც მეკუთნოდა და საყვედური მითხრა სახლში რატომ არ შემოდი ხომ გითხარიო. მეც მორიდებულად უთხარი რომ ვერანდაზე დამეძინა დაღლილს და არც გამიღია კარიმეთქი,ერთი სიტყვით გამოვიცვალე, მოვემზადე, ვისაუზმეთ ორივემ ერთად და ბოლოს წასვლის წინ ერთ ოთახში შემიყვანა და მითხრა. -იცი ერეეკლე აქ რა არის? გაოცებული მივედი მაგიდასთან და შევხედე სეიფის კარი ღიად იყო შიგ უამრავი ოქრო და ფული ჰქონდა ასევე მაგიდის უჯრები გამოაღო და მიყურებდა, მე გაოცებულმა შევხედე და უთხარი. -ამოდენა თანხას აქ როგორ ტოვებ, რა გარანტია გაქვს რომ არავინ შემოვა და არ წაიღებს. -ამიტომ დაგტოვე წუხელ რომ წაგეღო, მაგრამ შენ არ წაიღე. -არ წავიღე, მე არ მინდა არავის ზედმეტი რასაც ვმუშაობ ჩემი ნაშრომით ისიც მყოფნის და რომ წამეღო ქურდად შემრაცხავდი, დამიჭერდი, ვფიქრობ შენც ეს გინდოდა და რატომ, რატომ დამტოვე გუშინ ან ვინ გგონივარ, რადგან ობლად გავიზარდე და შენსავით დიდი ფული არ მაქვს ამიტომ უნდა მოვიპარო ან ვინ იცის საიდან გაქვს ეს ამოდენა ფული, იქნებ ვინმე მოკალი, იქნებ შენ ხარ ქურდი და იპარავ ან იქნებ დაქირავებული მკვლელი ხარ და კარგად გიხდიან. შემომხედა და მითხრა ისეთი რამ რამაც წონასწორობა და აზროვნებაც დამაკარგვინა, ამიტომ არასოდეს არ ვინანებ რაც გავაკეთე, მაგრამ ვნანობ ერთს რომ მისი მონა მორჩილი გავხდი. დაუზოგავად ვცემე, სიბრაზემ თვალში სინათლე დამიკარგა და გათიშვამდე ვცემდი შემდეგ კი მივატოვე და ისე ბრაზიანი წამოვედი სახლში მისულმა კართან შევხედე რომ ხელები სისხლიანი მქონდა და ბავშვს რომ არ დავენახე სააბაზანოში შევედი პირველი სისხლი ჩამოვიბანე, რამოდენიმე დღე სახლიდან არ გავსულვარ ვიცოდი უხმაუროდ არ ჩაივლიდა ეს ამბავი იმ დღეს და ყოველ დღე ველოდი პოლიციას მაგრამ სამი თვის შემდეგ თავად მოვიდა და ვიდეო მაჩვენა ტელეფონში სადაც ნათლად ვჩანვარ უამრავი ფულის შუაში და როგორ თავგამოდებით ვცემდი, შემდეგ შემომხედა და მითხრა. -ყველაფერი უხმაუროდ ჩაივლის, ვიცი უმუშევარი ხარ მე კი ხელფასს დაგინიშნავ და შენ ჩემთან ჩემთვის იმუშავებ,დამთანხმდები ორივე მოგებული ვიქნებით არ დამთანხმდები და შენ ციხეში წახვალ შენს ცოლს კი გამოვიყენებ და გავაკეთებინებ იმას რაც მე მინდა.ისევ გავბრაზდი და შემატყო ამიტომ უკან უკან დაიხია ვიცოდი რაც თქვა გამკეთებელი იყო თავი ავიყვანე ხელში და დავთანხმდი.ორი წელია უკვე ვდილობ მისგან თავის დახსნას, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე თავი რომ მოვიკლა ცოლს და შვილს უპატრონოდ დავტოვებ გადაუვლის მათ და როგორც სხვებს გაუკეთა ჩემებსაც წაართმევს საცხოვრებელს. -გასაგებია, მოგისმინეთ ყველამ და რატომ უნდა დაგიჯეროთ.ერეკლემ ლევანს შეხედა და მიხვდა რომ არ ენდობოდა ბიჭები, ამიტომ ისევ ალექსანდრეს მიუბრუნდა და უთხრა. -დღეს რაც მოხდა მამაშენთან ესეც დადგმული იყო, მაგრამ დღეს გავბედე და შევეპასუხე რადგან თურმე უდანაშაულო ადამიანი უნდა მომეკლა, ვიკამათეთ კიდეც და მისგან წამოვედი, მაგრამ ყოველთვის მახსენებს ისეთ რამეს რაც მასთან უკან მაბრუნებს მეც აქ ამიტომ წამოვედი უნდა დამიჯეროთ მე სხვა გამოსავალი არ მაქვს და დღეს აქ მოსვლით გადაწყვეტილი მქონდა სიმართლე მეთქვა. -როგორ იტყოდი სიმართლეს როცა იცოდი რომ მოსასმენი გქონდა დამაგრებული. -ჩემთვის არ უთქვია მოსასმენი დავამაგრე შენს ნივთებზეო, მაგრამ მივხვდი. -თქმას როგორ აპირებდი. ერეკლემ ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო და წაიკითხა. -,,გთხოვთ ყურადღებით და გულდასმით წაიკითხეთ და დამთანხმდით თქვენთან შეხვედრაზე, უამრავ რამეზე მინდა დაგელაპარაკოთ ეს თქვენ და თქვენს ოჯახს, თქვენს სამეგობროს და თქვენს სიცოცხლეს ეხება.გიტოვებთ ჩემს ნომერს და დამირეკეთ, მე ერეკლე ვარ ქავთაძე იურისტი შეგიძლიათ გადაამოწმოთ’’. -ერეკლე კარგი დავიჯერე ყველაფერი, მითხარი ვინ არის ეს პიროვნება და რა იცი მასზე. -სახელი ენვერი ჰქვია სხვა არაფერი არ ვიცი და წყნეთის გარდა სხვაგან სად ცხოვრობს არც ეს ვიცი, არასოდეს არ ვყოფილვარ მასთან ის ტელეფონზე მირეკავს და საქმეზე შესათანხმებლად სხვას აგზავნის. ჩემსავით ღარიბი და ობოლი ბევრი ყავს გამოჭერილი რომლებსაც მძიმე და რთულ სამუშაოს აძლევს, ასევე ამ ყველაფერთან ერთად ის პედოფილია აუპატიურებს პატარა ბავშვებს ბიჭებს, გოგოებს მაქვს რამდენიმე ვიდეო მასზე და ვიფიქრე პოლიციაში მივიტანდი, მაგრამ გარეთ უამრავი ხალხი ყავს და არ მაპატიებს თავს მაინც დაიხსნის დღევანდელი სასამართლო ხომ სასამართლო არ არის გადაიხდის თანხას და გარეთ გამოვა ვითომ არც არაფერი მომხდარა, სამაგიეროდ ვინმე უდანაშაულოს დაიჭერენ და გაასამართლებენ ვისაც არ შეუძლია დაამტკიცოს თავისი სიმართლე და უდანაშაულობა.ასე რომ ვარ ფრთებ დაჭრილი და ხელებჩამოყრილი,ყველაფერი გითხარით, დაიჯერებთ არ დაიჯერებთ ეს თქვენი გადასაწყვეტია. -არ ვიცი სხვები რას ფიქრობს, მაგრამ მე მჯერა შენი და ახლა რასაც გეტყვი ისე გააკეთებ თუ გაიგონებ ჩემს ნათქვამს ოჯახით გაგიშვებ აქედან და სადაც გაგიშვებ სამუშაოსაც მოგცემ. ერეკლე ნუ მიყურებ უნდობი თვალებით პასუხი ახლა არ მინდა, დაფიქრდი კარგად და ისე მიპასუხე.ერეკლე მხოლოდ ალექსანდრეს უყურებდა და დაუფიქრებლად უთხრა. -არ მინდა დაფიქრება, მომბეზრდა ასეთი ცხოვრება და გისმენ. -ამ ადამიანმა ძალიან ბევრი ოჯახი გააუბედურა, ბევრი ახალგაზრდა გზას ააცდინა და შენც მათ სიაში ხარ სანამ ჭირდები მოგიხმარს, გამოგიყენებს შემდეგ ან დაგიჭერს ან გაგაქრობს. -ვიცი,ალექსანდრე განა არ ვიცი? -ორშაბათიდან ჩემთან იმუშავებ,სხვას დროის სვლასთან ერთად ნელა ნელა შევძლებთ მოვილაპარაკოთ. ახლა წახვალ და რაც გინდა ის უთხარი, უთხარი რომ სამსახურში აგიყვანეთ ვიცი გაეხარდება, თავისუფალი ხარ შეგიძლია წახვიდე. ერეკლე ყველას დაემშვიდობა და ისევ ყველასთან ერთად დაბრუნდა სალონში, იკამ მხარზე ხელი დაადო ერეკლეს და უთხრა. -შეგვიძლია კიდევ შევიკრიბოთ და ისევ ვითამაშოთ ტენისი. -ვითამაშოთ მე არ მაქვს პრობლემა მეგობარო. ერეკლემ თვალი ჩაუკრა იკას ყველას დაემშვიდობა განსაკუთრებით ალექსანდრეს და წავიდა, ალექსანდრემ სტუმარი გააცილა და სახლში შემობრუნებულმა დაინახა ნინა მარტო იყო სამზარეულოში გაეცინა და მასთან მივიდა. -იცი რომელი საათია, აქ რას აკეთებ დედა. -გელოდები რა უნდა გავაკეთო, ვინ იყო ან რატომ იყო მოსული მეც მინდა ვიცოდე. -მალე დამიბერდები ჩემო თეთრო მტრედო ამიტომ ბევრის ცოდნა საჭირო არ არის. -შენ და მამაშენი იმაზე ადრე გამისტუმრებთ მაღლა ვიდრე უფალს აქვს დაწერილი. -მიყვარხარ ჩემო ბუზღუნა დედა და ახლა დაისვენე, სალაპარაკო გვაქვს და ქალები საჭირო არ არის ჩაერიოს კაცების საქმეში.ნინამ იცოდა მეტს ვერაფერს გაიგებდა ცნობისმოყვარეობას ვერ დაიკმაყოფილებდა ალექსიდან ამიტომ ხელი ჩაკიდა ქმარს და დატოვა ახალგაზრდები, ბიჭები მარტო დარჩნენ ყველა ჩაფიქრებული იყო და ბოლოს ანდრეამ შეხედა ალექსანდრეს. -დარწმუნებული ხარ რომ რაც თქვა სიმართლე თქვა და გულწრფელი იყო შენს წინაშე? -სიმართლეა თუ ტყუილი გავიგებთ, დაურეკეთ ტატოს და მასთან გადაამოწმეთ. კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი რომელიც თქვენ ყველას გეხებათ, მაგრამ თქვენთან ერთად იქნება თომაც და ლეონარდოც. -რა არის ასეთი თომა და ლეონადოც რომ უნდა შემოგიერთდეს.... -საიდუმლოდ უნდა მოემზადოთ.... -საიდუმლო მომზადება რას ნიშნავს ან რისთვის ვემზადებით ან ვის ვემალებით. -კვირას ქორწილი გვაქვს იკა მეჯვარე ხარ და შენ მოაგვარებ დარბაზს, ხალხს, მეგობრებს, პარტნიორებს, მეზობლებს, თანამშრომლებს..... -მოიცადე ამ ყველაფერს მე გავაკეთებ და შენ მოხვალ გამზადებულზე? -მე სიძედ მოვალ ვირო..... -მართლა ვირი ხარ ალექსანდრე. -კვირა დილით ველოდები სად და რომელ ეკლესიაში უნდა მოვიდე პატარძალთან ერთად... -პატარძალი? -პატარძალი თქვენ არ გეხებათ მას მე მივხედავ.თვალი ჩაუკრა იკას და კარებისკენ უჩვენა გზა, შემდეგ კი სიცილით უთხრა. -აბრძანდით, მიბრძანდით და წაბრძანდით ან სასტუმრო ოთახში შებრძანდით. იცინოდა ტელეფონზე ირმას ნომერი რომ დაფიქსირდა და უპასუხა. -გისმენ ძვირფასო.... -ალექს.... -რა მოხდა, რატომ ტირი ქმარი მოკალი? -რას ბოდავ საერთოდ არ მინახია დღეს დილით რომ გავიდა არც დაურეკია ტელეფონი გათიშული აქვს და არ ვიცი რა გავაკეთო. -მე კი სიხარულისგან გული ამიფრიალდა ვიფიქრე მოკალი და დავისვენებდი მისგან. -ალექსანდრე მთვრალი ხარ, გეუბნები გიორგი დილიდან არ ჩანს, არსად არ არის. -რა უნდა გააკეთო ან რატომ დაეძებ სადაც არის იქ ეგდოს ნუ მოვა თუ დაქვრივდები უკეთესია ქონება დაგრჩება მისი და თუ გაშორდები ,,იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა’’. რას ტირიხარ, წავიდა და წავიდეს, ბაბუაჩემის გასაცნობად წავიდა ალბად ნებართვა რომ ითხოვოს შენზე დაქორწინდეს. -ალექს რას ამბობ, დავქვრივდი ეს გინდა მითხრა და პირდაპირ ვერ მეუბნები? ალექსანდრემ გულიანად გაიცინა და გიორგის შეხედა. -ვირო სად გაქვს ტელეფონი, იცოდე ირმას ცრემლებისთვის მწარედ გაზღვევინებ, მართლა ვირი ხარ. -შენთან არის და არ მითხრა? -დილიდან აქ დამიჯდა, რაც გააკეთა დღეს ევამ ყველაფერი შესანსლა ამ ვირმა რა მადა აქვს ამ შეჩვენებულს, უფრთხილდი შენც არ შეგჭამოს. -ცეცხლი ჭამა ალექსანდრე სურმანიძე შენმა პირმა, ჩემი ტელეფონი დამჯდარია ამიტომ ვიყავი მშვიდად, უთხარი მოდისთქვა და გავდივარ უკვე. -კი მიდიხარ უკვე მაცივარში აღარაფერია დააცარიელე. -რა დავაცარიელე ერთი ჭიქა ყავა მომიტანე და ისიც მარილიანი 300-ზე ამივიდა წნევა და სახლში როგორ მივალ არ ვიცი. -ტელეფონი კი არა ტვინი გაქვს შენ გათიშული, მოდის და მზად დახვდი დაო. -ალექსანდრე რატომ გამოშტერდი ეს ბოლო პერიოდი? -თქვენ გამომაშტერეთ, წადი ნუ აგვიანებ მეუღლე გელოდება პატაკი ჩააბარე დღეს სად ბრძანდებოდი. გიორგი წავიდა და ნელა ნელა დაიშალა ყველა, ალექსანდრე მარტო დარჩა და ინტერნეტში შევიდა საპატარძლო კაბებს არჩევდა ძალიან მოეწონა ერთი კაბა გადაწყვიტა ევა ნინასთან ერთად გაეშვა კაბის ასარჩევად და კმაყოფილმა ტელეფონი გათიშა შუქები ჩააქრო და საძიბელში ფრთხილად შევიდა რადგან იფიქრა რომ ევას უკვე ეძინა, მაგრამ დაწვა თუ არა ევამ გულზე დაადო თავი და უთხრა. -არ დამეძინა გელოდებოდი, ახლა კი დავიძინებ. -რატომ არ დაიძინე იცი რომელი საათია? -ვიცი რომ ძალიან გვიან არის, მაგრამ შენ რომ არ იყავი აქ ვერ დავიძინე. -აქამდე უჩემოდ ხომ წვებოდი. -აქამდე კი, მაგრამ ახლა შენთან ერათად ვწევარ ალექს. ალექსანდრემ ხელი მოხვია გულზე მიიკრა და უთხრა. -დაიძინე, მეც მეძინება მაგრამ..... -რა მაგრამ ალექს.... -ამ წუთში ნახევრად მხეცი ვარ რომელსაც წყურია მისი მსხვერპლი შეჭამოს, მშია და ჩემი შიმშილი გზას მიიკვლევს მსხვერპლისკენ უნდა დავნაყრდე ისე რომ ჩემს დანაყრებას დასასრული არ ჰქონდეს. -ალექსანდრე............. -იცი რომ ეს ბნელი ოთახი ახლა ძალიან ინტიმურია არის მთვარის შუქზე? -რას ბოდავ, დალიე? -ვბოდავ ხო ვბოდავ და ვერ ვაზროვნებ, არ ვიცი ახლა არც ვინმე და არც არაფერი უბრალოდ მწყურიხარ, მშია და უნდა დამანაყრო და რომ დამანაყრო უნდა დაგეუფლო.მზე უცინოდა თვალებში ორივეს, სითბო და სიყვარული იყო მათი გამაერთიანებელი და რამდენიმე წუთში ორივე გულაღმა იწვა, ორივე ერთმანეთს უღიმოდა და ბოლოს ალექსანდრეს ჩურჩული. -არ ღირს უაზროდ დროის ფლანგვა, სიყვარული უნდა გასცე რომ თავადაც მიიღო სიყვარული უკან. -ნეტავ შემეძლოს შორიდან დავინახო ჩემი თავი და ნეტავ შემეძლოს როგორი თვალით შემხედეს დღეს უცხო ადამიანებმა რომლებსაც არ ვიცნობ არ იციან როგორი ვარ ურთიერთობაში,დამთმობი, ჯიუტი თუ ერთგული, მაგრამ ალექსანდრეს გამოხედვა არის ყველაზე საინტერესო და დამაფიქრებელი, იმაზე მეტად საინტერესო პიროვნებაა ვიდრე აღმიწერეს. მიდიოდა ერეკლე და ფიქრობდა თვითეულ მათგანზე, მაგრამ ფიქრობდა ალექსანდრეზე. ფრთხილად შეაღო სახლის კარი და სამზარეულოში გავიდა ჩაი დაადგა და დაელოდა შემდეგ ცხელი ჩაით სავსე ფინჯანი წინ დაიდგა, მაგრამ ჩაფიქრდა და თქვა. -არ ვიცი რა იქნება ისტორიის ბოლოში, მაგრამ ვგრძნობ მივიღებ თავისუფლებას.მხარზე ხელის შეხება იგრძნო და ქვემოდან ახედა საყვარელ ქალს. -ვერ გავიგე როდის დაბრუნდი, ჩაის რომ სვამ ჭამე რამე? -არ მშია, სამსახური ვიშოვე თინო.... -მართლა, ხელფასი? -ორშაბათს ან სამშაბათს მეტყვის ახალგაზრდა უფროსია და ძალიან ყურადღებიანი, ჯერ მოვეწყო და მერე შესაძლებელია შენი სპეციალობით რამე გიშოვო.... -კარგი იქნება ერეკლე ბავშვი დილით ბაღში მიდის და 5 სთ-ამდე იქ არის იქნებ ამ დროში რამე შეუთავსო, რომ მეც ვიმუშავო და რამე შევმატო ჩვენს ბიუჯეტს. -კარგი დავისვენოთ და როცა მას ისევ შევხვდები მის მიხედვით მეცოდინება როგორ მოვიქცეთ. შეხედა ცოლს და მის ლამაზ თვალებს ნაღველი და დარდი დაპატრონებოდა, თინოს სული ტკიოდა ხედავდა როგორ წვალობდა ერეკლე და ხვდებოდა რაღაც დიდი დარდი ჰქონდა გულზე, ერეკლემ ხელი მოხვია თინოს დაწითლებულ თვალებში გაჩენილი ცრემლი რომ ჩამოუგორდა ლოყაზე კოცნით ამოუშრო. -ვიცი, განა არ ვიცი შენს გულში დაუტეველი ტკივილისგან პირზე ხელაფარებული რომ ღმუი, მაგრამ დამიჯერე ამჯერად მართლა შეიცვლება ჩვენი ცხოვრება. -სიგიჟემდე მიყვარს შენი ლურჯი თვალები, თბილი გული და ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ, უნდა გაუძლო ჩვენ ხომ სრულიად ბავშვებმა შევეჭიდეთ ცხოვრებას და გაუკვალავ ბილიკზე გავედით ერთმანეთის იმედით ვცდილობთ ადამიანებად დავრჩეთ და ჩვენ ორივე ერთად ვიქნებით ყოველთვის აღმართშიდაც და დაღმართშიდაც. -არასოდეს გამიშვა ხელი თინო....სულიერად დაღლილი იყო ერეკლე და მის მკლავებში ყავდა თინო ასე ერთმანეთზე აკრული შევიდნენ საძინებელში, ერეკლემ ჯერ შვილი ნახა რომელსაც მშვიდად ეძინა შუბლზე აკოცა ფრთხილად და თავადაც შეეცადა დაძინებას, მაგრამ დილამდე თვალებგახელილი იწვა და ფიქრობდა როგორ იქნებოდა ენვერისთან შეხვედრა მეორე დღეს. დილით ჩაეძინა, მაგრამ ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა არ უნდოდა ეპასუხა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა ის არ გაჩერდებოდა და უპასუხა შეხვედრაზე შეთანხმდნენ ერთ საათში ადგა თავი მოიწესრიგა ყავა მიირთვა ბავშვსაც გაეთამაშა და წავიდა, ალექსანდრე კი საწოლზე წამომჯდარი იყო და ტატოს უსმენდა. -გამოდის რაც მითხრა სიმართლე მითხრა არ მომატყუა. -არა ალექსანდრე ერეკლეს ყველაფერი სიტყვა სიტყვით სიმართლე აქვს ნათქვამი და შევეცადოთ დავეხმაროთ ამ ადამიანს თავი არ დაიღუპოს, იყოს შენს გვერდით და ამ დროში გავიგებთ რა მისი თავში ტეხვა უნდა ამ ადამიანს ან ვინმეს ჯავრი აწუხებს ან ავადმყოფი არის ხალხის წვალებით სიამოვნებას ღებულობს. -ეს მანიაკობაა ტატო და მას მკურნალობა ჭირდება. -მე რასაც ვხედავ ეს რასაც აკეთებს მას მკურნალობა არ უშველის, ამას ტყვია უშველის შუბლში და დაასვენებს ერთი ტყვია სამუდამოდ სხვა არაფერი ამას არ შეაჩერებს. -მომისმინე, არ მინდა დაიწვეს არ ვიცი იცის თუ არა ტენისის თამაში.... -არ ინერვიულო იცის მედალიც აქვს აღებული ადრე პირველობაში, ასე რომ არ დაიწვება. -კარგი, ორშაბათს თუ არა სამშაბათს ველოდები ოფისში და რამეს გამოვძებნით მისთვის. -კარგი დროებით უნდა გაგითიშო იმედია შევხვდებით ოდესმე ენვერის გარეშე. -იმედია გავაქრობთ ამ ადამიანს. თქვა ალექსანდრემ და ორივეს გაეცინა, ტელეფონი გათიშა და ახლად გაღვიძებულ ევას შეხედა გაბუტული ბავშვივით რომ უყურებდა, გაეცინა თვალი ჩაუკრა და უთხრა. -ქორწილში ხარ დაპატიჟებული,წახვალ? -სად, ვინ დაქორწინდა. -მე ვქორწინდები და პატარძლად გეპატიჟები თუ გინდა და თუ სურვილი გაქვს.დაიბნა ევა და საწოლზე წამოჯდა უყურებდა ალექსანდრეს და ნელა ნელა სახე გაუნათდა, თვალები გაუბრწყინდა და უთხრა. -ქორწილი გვაქვს? -გვაქვს ქორწილი შენ რას იზამ, წამოხვალ პატარძლად თუ სხვას დაუძახო. -კარგი დავიღლები და სხვას დაუძახე.უთხრა მშვიდად და გვერდი იბრუნა, ალექსანდრემ სიცილით გადახედა და უთხრა. -საპატარძლო კაბები უნდა შეარჩიო, გესმის ადექი. -მესმის, მაგრამ ჯერ ხომ ძალიან ადრე არის. -ადექი ნინას გავაღვიძებ და ერთად წადით.ალექსანდრემ ჩაიცვა და ნინას საძინებელში შევიდა, ალექსანდრე და ნინა ამდგარიყვნენ და სამზარეულოში ყავას ადუღებდა, რომ გაოცებულმა შეხედა ორივემ კარში მდგარ ალექსანდრეს. -რა მოხდა, რომელი საათია და რატომ ადექი ასე ადრე შვილო. -ერთი კვირაც არ გვაქვს და უნდა მოვემზადოთ დედა. -ააააააა, არ მითხრა მივხვდიიიი. ალექსანდრემ ხელი მოხვია ნინას და უთხრა. -შენ და ევა დღეს წახვალთ და საქორწილო კაბას შეარჩევთ, მე კი სხვა საქმეებს მივხედავ ბიჭებთან ერთად. -ქორწილს სად აკეთებ, როგორს აკეთებ, მენიუ რა იქნება მე არ უნდა მივიღო მონაწილეობა? -დედა, ჩემო თეთრო მტრედო შენ და ევას გევალებათ თავი მოიწესრიგოთ მხოლოდ და მხოლოდ სხვა გთხოვ ნუ ჩაეძიები, მოვა დრო გეტყვი სად უნდა მოხვიდეთ და დამელოდებით. -კარგი შვილო, მაგრამ.......... -დედა, გთხოვ მენდე..... -კარგი, კარგი მაინც ისე იქნება როგორც შენ იტყვი და უკეთესია არ ჩავერიო და არც ნერვები მოვიშალო. -ყველაზე სწორი და კარგი გადაწყვეტილება ახლა მიიღე, მიყვარხართ. -ევა შვილო შენც ადექი? -ადექიო და ავდექი, ყავა შენ უნდა გააკეთო ყოველ დილითო. ნინამ გაბრაზებულმა შეხედა ალექსანდრეს და უთხრა. -7 საათზე არ ადგეს მერე ვერ ადგება? -თან მითხრა თუ სურვილი გაქვს პატარძალი იყო წინააღმდეგ შემთხვევაში სხვას ვეტყვი და სხვა დამიმშვენებს გვერდსო. -ალექსანდრე.... ნინა გაოცებული უყურებდა ალექსანდრეს ევამ კი თვალი ჩაუკრა ალექსანდრეს და ვითომ გაბრაზებული ნინას გვერდით დადგა. -ამ დილით შეცვლილმა გაიღვიძე და რა მოხდა? -შევიცვალე დედა გვერდით რომ გიდგას მაგან შემცვალა და ტყუილისთვის რომ დაისჯება ის არ იცის. ალექსანდრემ სიცილით დაუჭირა ხელები ნინას შემდეგ ლოყები დაუწითლა ორივეს, ევას ხელი მოხვია და გაბრაზებულ ნინას შეხედა და თვალი ჩაუკრა. -ჩემს ბარათს დაგიტოვებთ სანამ შენს ბარათს გავაკეთებ და ბარათით იყიდე რაც გინდათ,კაბა სახლში არ მოიტანო არ მინდა შევხედო და საღამოს რომ მოვალ სადღაც უნდა წავიდეთ ირმას და გიორგისაც ვეტყვი და ერთად წავალთ. ნინამ შეხედა და უთხრა. -ვიცი სადაც მიდიხარ და კარგს იზამ შვილო, წადით ნახეთ დაგლოცავთ ან თუ შეუძლია....... -არა დედა ლეოს ველაპარაკე და მითხრა რომ ძალიან დასუსტებულია. -კარგი შენ როგორც გადაწყვიტავ.ალექსანდრემ ღიღინით დატოვა სამზარეულო თავი მოიწესრიგა და ასევე ღიღინით გავიდა სახლიდან.კარგ ხასიათზე იყო ალექსანდრე და ოფისში მისვლამდე თავადაც ღიღინებდა მელოდიას რომელიც ჩართული ჰქონდა და ეს მშვენიერი ხასიათი მისმა ტელეფონის ზარმა გაუფუჭა, თუმცა მხიარულად უპასუხა თავიდან. -გისმენ ფიქრია ოფისში მივდივარ თუ მნიშვნელოვანი საქმე გაქვს უკვე მოვედი აქ მოდი და ვისაუბროთ. -ალექსანდრე გუშინ გვიან ღამით მარიზი ენვერისთან იყო ის კი იქედან ტირილით გამოვიდა. -რას ამბობ, დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ, მესამედ შევამჩნიე უკვე პირველად ვიფიქრე ალბად შემეშალამეთქი და მერე რომ შევხედე კიდევ დაუდარაჯდი, გუშინ რაც ოფისიდან წამოვედი კვალში გავყევი და დღეს დილით მისი სახლიდან გამოვიდა. -კარგი ფიქრია, მადლობა და ამიერიდან მე მოვაგვარებ.მანქანა სადგომზე დააყენა და რამდენიმე წუთი ვერ გადმოვიდა რადგან თვალებში ბრჭყვიალები ჩამოაწვა და სული შემხუთა ჰაერი აღარ ჰყოფნიდა,სულ რომ მთელი სამყაროს ჟანგბადი გარეთ დაეგუბებინათ ალბად ვერც ის ვერ უშველიდა,თავი უსუსურად იგრძენო გაგონილი რომ მარიზი ენვერის ადამიანი იყო ძარღვებში სისხლი გაეყინა და ტკივილი გულის არეშიდაც იგრძნო…. -დამშვიდდი ალექსანდრე ყველა ტკივილი გაივლის…მაგრამ იმდენად დიდი იყო ალექსანდრესთვის ეს სატელეფონო საუბარი გზა ვეღარ გააგრძელა და მანქანა გააჩერა ერთ ერთი მაღაზიის წინ რადგან შეხედა მას მარჯვენა ხელის ორი თითი გაუთეთრდა ეს კი იყო თითების მომმარაგებელი არტერიები განიცდიან სტრესის და სისხლძარღვები ვიწროვდება და სისხლის მიწოდება იკლებს სინდრომი იწვევს კიდურების ნაწილების დამახასიათებელ სამფაზიან ცვლილებებს და მას დიდი სტრესის დროს ეწყება თითების ჯერ სილურჯე და მერე სიფითრე ცვლილებები უპირატესად ვითარება მტევნის ან ტერფის თითებზე და ამჟამად ალექსანდრეს ხელი გაუთეთრდა და მოულოდნელობისგან იმდენად დიდი იყო სტრესი ვეღარ გააკონტროლა თავი და მანქანაში იღრიალა მთელი ხმით, შემდეგ კი ლეოს დაურეკა. -გისმენ ალექს დედას არა უშავს დღეს, მაგრამ დღითი დღე სუსტრდება. -ლეო ცუდად ვარ................ -სად ხარ მითხარი და მოვალ, ისევ გაგიმეორა? -ხელში გრძნობა არ მაქვს................ -ისევ გაგითეთრდა? -ჰო და იმაზე უფრო დიდია სითეთრე როგორც პირველად. -კარგი, დამშვიდდი რაღაც ინერვიულე დიდი სტრესი მიიღე და სისხლძარღვებმა სისხლი არ გაატარა ეს რეინონის სინდრომია ალექსანდრე და საწყის მდგომარეობას როცა უბრუნდება ხელი დაგიწყებს გაბუჟებას შემდეგ კი გაწითლდება და ნელა ნელა ფერს მიიღებს, მგრძნობელობაც დაგიბრუნდება, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩაიტარო გამოკვლევები შენ კი აქამდე ვერ მოგიყვანე. -გამივლის.......... -არ გაგივლის ასე ადვილად შესაძლებელია გაქვს კისრის ოსტეოქონდროზი და გჭირდება სარეაბილიტაციო ვარჯიშების ასევე მასაჟის კურსი. -დამშვიდდი იწყებს გაბუჟებას და თითქოს ჭიანჭველები დადიან ჩემს ხელის თითებში. -ეს კარგია უბრუნდება საწყის მდგომარეობას, დამირეკე აუცილებლად და მოდი ჩემამდე ჩაიტარე გამოკვლევა. -კარგი, კარგი მოვალ ერთ დღეს, გპირდები. ალექსანდრე დაამშვიდა ლეოსთან საუბარმა და ნელა ნელა ხელმაც მიიღო მისი ფერი მანქანა აამუშავა და წავიდა. სახლიდან ადრე გამოსული ოფისში მივიდა როცა უკვე თანამშრომლები თავიანთ ადგილებს იკავებდნენ ყველას მიესალმა და ყველამ შეამჩნია ალექსანდრეს უხასიათიობა, შეხედა მარიზის მოსული იყო და მკაცრად უთხრა. -მარიზი ყავა შემომიტანე და შემოდი ჩემთან.მარიზი შეცბა ასე დილით არ იხმობდა ხოლმე ალექსანდრე მარიზის და დაბნეული შებრუნდა ყავის გასაკეთებლად, შემდეგ კი ალექსანდრეს კაბინეტში შევიდა ფინჯანით ხელში, ალექსანდრემ შეხედა და მარიზი შეცვლილი ეჩვენა. -რამდენიმე დღეა არ მინახიხარ და შეცვლილი ხარ, მეჩვენება თუ მოხდა რამე. -კარგად ვარ ალექს. -თუ კარგად ხარ და ჯამრთელობის პრობლემები არ გაქვს მოდი საუბარი პირდაპირ დავიწყოთ, მზად ხარ? -მზად ვარ მაგრამ მაშინებ, ასეთი ტონით საუბარი რა საჭიროა......... -საჭიროა მარიზ ამ ტონით საუბარი იმ ხალხთან ვინც ვერ ხედავს ამ ოფისში როგორ აფასებენ მას და ყურადღებით ექცევიან, მაგრამ არსებობს თურმე ხალხი ვისაც გამჯდარი აქვს მეგობრის ან ახლობლის ღალატი სულში და ასეთი ადამიანი ყოველთვის მოღალატე დარჩება. გასაგებად აგიხსენი ჩემი ხმის ტონი რატომ არის ასეთი გამკაცრებული? -რა ხდება,.................... -რა ხდება, ესე იგი არ იცი რა ხდება.............მარიზი გაჩუმდა და ხმას ვერ იღებდა, ალექსანდრემ შეხედა და ამჯერად უფრო მშვიდად უთხრა. -იმდენად დიდი იყო დღეს ჩემთვის იმის გაგება რომ ახლობელმა ადამიანმა მიღალატა გზაში მანქანაზე მყოფს რეინონის სინდრომი დამემართა და შესაძლებელი იყო უბედური შემთხვევაც მომსვლოდა. -მე, მე, მე.................... -შენ იმ შუაში ხარ მარიზი რომ მე ყველაფერი ვიცი. -ყველაფერი და ყველაფერში რას გულისხმობთ... -შენ თავად უნდა მიხვდე თუ რას ვგულისხმობ, როცა მე ვამბობ რომ ყველაფერი ვიცი. -უკვე გაიგეთ, მაგრამ რაც მას უნდა ეს არ შეიძლება მოხდეს. -რატომ სინანულის გრძნობა გაგიჩნდა? -იმიტომ რომ ბავშვი ჩემს სხეულშია და მე მას ვერ მოვკლავ, ის უდანაშაულო არის და ამავე დროს ძალიან პატარაა როგორ უნდა შევეხო მას და სასიკვდილოდ გავიმეტო. -მოიცა, მოიცა რას გულისხმობ მარიზი შენ ორსულად ხარ? დაიბნა ალექსანდრე და ორივე ერთმანეთს უყურებდა, მაგრამ მარიზი კიდევ უფრო დაიბნა.... -თქვენ, თქვენ...... -მე შენი პირადული ცხოვრება არ მაინტერესებს და არც ვეხები ეს შენი გადასაწყვეტია ვისთან წევხარ და ვისთან გაქვს სექსი.მარიზი გიმეორებ ეს ჩვენ არ გვეხება ისე როგორც არ ეხება არცერთი თანამშრომლის პირადი ჩვენს ფირმას, მე ვიცი რომ აქ ენვერის დავალებით ხარ და უნდა მითხრა რას ითხოვს რა დაგავალა და რამდენი ხანია რაც მასთან ხარ გაერთიანებული. არ ელოდა მარიზი მის გამოაშკარავებას და დაიბნა, მაგრამ ალექსანდრეს იმდენად მრისხანე გამოხედვა ჰქონდა აღარ გაუმეორებია შეკითხვა ალექსანდრეს და თავად თქვა. -სიმართლე გითხრა არ ვიცი რა უნდა ამ ადამიანს ან რას ეძებს, ხალხს აგროვებს თქვენს გარშემო, მაგრამ რატომ უნდა რომ ჩაგძიროთ ეს გაუგებარია. -კარგი გავიგებთ და ყველა ვინც მასთან არის რაღაცით აშანტაჟებს შენ რით ჩაგიჭირა რა უნდა შენგან, აქ მოსვლამდე იცნობდი მას და მისი დავალებით მოდი თუ მერე გაიცანი. -არა არ ვიცნობდი, მისი შვილი გავიცანი..... -შვილი, მას შვილი ყავს? -ყავს შვილი, მაგრამ ის აქ არ არის. -ალბად სხვა ქვეყანაში აწრიალებს ხალხს და მამამისივით ნაძირალა არის ისიც. -მან არაფერი იცის მამამისის საქმიანობაზე და სულ კამათობენ ვერ რიგდებიან და ჩხუბობენ, გელა თითქმის არც ნახულობს და არც ელაპარაკება მამას. -შვილი რომელიც უნდა გააჩინო შვილის არის თუ მამასი.... -რა თქმა უნდა შვილის, მაგრამ მან არ იცის.... -რატომ არ უთხარი თუ უყვარხარ.... -მას კი უყვარვარ მამისს არა, არ უნდა მისი რძალი ვიყო რადგან ვიცი მისი ბნელი საქმეების შესახებ.... -კარგი, ეს თქვენი პირადია და თქვენ მოაგვარეთ, მაგრამ შენ აქ მუშაობ და მე გენდობოდი შენთან ერთად ბევრი საკითხი განხილვაში ყოფილა და ამ ყველაფერთან ერთად ვიცი რომ დიდი ხანია უკვე მასთან თანამშრომლობ ბევრი შეხვედრა ჩავარდა, ბევრი პარტნიორი წავიდა მიზეზების ახსნის გარეშე და ამ ყველაფერში შენ ხარ დამნაშავე შენ გაეცი ჩვენი საქმეები და ენვერის ყველაფერს უყვებოდი. -არ არის ყველაფერი ასე...... -გითხარი ყველაფერი ვიცი და შენ ცდილობ დებილად გამომიყვანო, მარიზ ვვგავარ დებილს? -ალექსანდრე............... -არ ვარ შენთვის ალექსანდრე რადგან ვერ გაიგე კარგი მოპყრობა, განთავისუფლებული ხარ მარიზ სამსახურიდან.კარი გაიღო და გიორგი და ანდრია გაოცებული უყურებდა მხეცად ქცეულ ალექსანდრეს, ალექსანდრემ გიორგის შეხედა და უთხრა. -შენ გეძებდი.... -რა მოხდა შენი ხმა დაბლა შემოსასვლელში ისმის.... -ვაკანსია გამოაკარი მდივანი გვჭირდება, მარიზი გვტოვებს........ -რატომ, რატომ გვტოვებ მარიზ. -მიზეზი აქვს და ზედმეტი კითხვების გარეშე, ყველამ დაიმახსოვროს გრძელი ცხვირით აქ ამ ოფისში დიდი ხნით ვერავინ ვერ გაჩერდება, ჩემს გვერდით ვერ ავიტან ისეთ ადამიანებს ვინც ვერ ხედავს ჩვენს სიკეთეს, ჩვენს მიდგომას მათ მიმართ და ცდილობს ტყუილით იცხოვროს ჩვენს გვერდით თუმცა იცის რომ ეს ტყუილი დიდი ხნით არ იქნება სიჩუმეში. მარიზი უხმოდ ადგა განცხადება დაწერა და ალექსანდრემ ხელი მოაწერა თუ არა ის იქ აღარ გაჩერებულა, ყველას გაუკვირდა მარიზის წასვლა, ალექსანდრემ კი შეკრიბა თანამშრომლები და ყველას სათითაოდ გადაავლო თვალი და მკაცრად თქვა. -ერთი უმნიშვნელო შეცდომა და ამ ოფისის კარს სამუდამოდ დაივიწყებთ, მე არ ვპატიობ იმ ადამიანებს ვინც შეცდომას შეგნებულად ჩადის და შემდეგ არ უნდა აღიაროს მისი დაშვებული შეცდომა. თქვენს ადგილებს დაუბრუნდით და შეეცადეთ გულახდილები იყოთ, სიმართლის თქმით ძალიან ბევრს მოიგებთ ტყუილს კი არავის ვაპატიებ. -მე რატომ მკითხულობდი. -კაბინეტში შევიდეთ. ყველამ შევიდა კაბინეტში და ალექსანდრემ მარჯვენა ხელი გაჭირვებით ამოიღო ჯიბიდან და მაგიდაზე დადო შეამჩნია გიორგიმ რომ ხელი უკანკალებდა და გაოცებულმა შეხედა. -ალექსანდრე............... -ეს არ არის მნიშვნელოვანი...... -როგორ თუ არ არის მნისვნელოვანი კიდევ გაგიმეორა... -გიორგი ახლა სასაწრაფოდ მდივანი გვჭირდება, მარიზი წავიდა იმიტომ რომ ის ენვერისთან თანამშრომლობდა ანდრეა შენ მართალი იყავი. -ამიტომ გიკანკალებს ხელი სტრესი იყო შენთვის ამის გაგება. -ეჭვად კი ვიცოდი მაგრამ მაინც იმოქმედა ჩემზე ღალატის გაგებამ. სამივე დაფიქრდა, ანდრეამ შეხედა ალექსანდრეს და თქვა. -იდეა მაქვს, მაგრამ არ ვიცი რას იტყვი.... -თქვი, ვინმე გყავს მხედველობაში? -ერეკლე, ერეკლეს რომ დაურეკოთ და უთხრათ დროებით იყოს მდივნის ადგილზე ან შეიძლება მისი ცოლი არის უმუშევარი სანდო არის ჩვენი კაცია.ალექსანდრემ დაფიქრდა და თქვა. -ანდრეა კარგად მოიფიქრე გიორგი დაურეკე და მოვიდეს, შემდეგ კი ხვალ ჯვრის წერა გაქვს კლინიკაში უნდა წავიდეთ უნდა ნახოს ირმამ დედამისი. -კარგი, ჯერ ერეკლეს დაურეკავ. თქვა და ნომერი აკრიბა ზარის გასვლისთანავე უპასუხა ერეკლემ. -ერეკლე გიორგი ვარ ალექსანდრეს დავალებით გირეკავ და თუ არ გადაიფიქრე აქ მუშაობა ოფისში უნდა მოხვიდე. -ორშაბათამდე არ ველოდი ზარს და დავიბენი....... ალექსანდრემ ტელეფონი გამოართვა და თავად დაელაპარაკა. -ერეკლე ალექსანდრე ვარ და კარგად მომისმინე, ეს წუთია მდივანი გავანთავისუფლე და მჭირდება მდივანი შენ ამ საქმეს ვერ შემოგთავაზებ და თუ მეუღლე არ მუშაობს შენი ნებართვით მჭირდება სანდო ადამიანი.... -ბავშვი ბაღში არის ალექსანდრე და ორივე ოფისში ვიქნებით რამდენიმე წუთში. -კარგი დაგელოდებით. ტელეფონი გათიშა და ბიჭებს შეხედა. -მოვლიან რამდენიმე წუთში და ვნახოთ ავიყვანოთ გამოსაცდელი ვადით, შევხედოთ და იმედია ამჯერად არ შეგვექნება იგივე პრობლემა.ყველა თავის საქმეს დაუბრუნდა და რამდენიმე წუთში ალექსანდრეს დაცვამ დაურეკა ერეკლეს მისვლის თაობაზე და ისინიც თავად დაცვამ მიიყვანა მის კაბინეტამდე. -გამარჯობათ, მობრძანდით და მადლობა რომ დაგვთანხმდი ერეკლე. -სიმართლე გითხრა გაოცებული დავრჩი..... -დღეს გავანთავისუფლე მდივანი რადგან ტყუილებში გამოვიჭირეთ, აქ ტყულებით ვერ იმუშავებს ვერცერთი თანამშრომელი ერეკლე. -სწორი გადაწყვეტილება გაქვს მიღებული, ჩემს მეუღლეს ბიზნესის მართვა აქვს დამთავრებული და იმედია ამ საქმესაც გაართმევს თავს. -ყველა მოვეხმარებით სანამ შეეჩვევი თანამშრომლებს, მხოლოდ მინდა დაიმახსოვრო რომ არავინ არ მიიღო გადაუმოწმებლად, არაფერს ხელი არ მოაწერო ჩემთან ან ბიჭებთან და ფირმის ადვოკატთან შეუთანხმებლად სხვას ნელა ნელა მიეჩვევი და თუ თანახმა ხართ ხელფასი იყოს პირველი თვეები 800ლარი, კარგი 1000 და როცა შეეჩვევი თუ სხვა საქმესაც შეითვისებ როცა თავისუფალი დრო გექნება ამაზე შემდეგ დავილაპარაკებთ. ერეკლემ თინოს შეხედა და ორივეს თვალებში სიხარული და კმაყოფილება იყო, ერეკლემ მიუბრუნდა ალექსანდრეს და უთხრა. -თანახმა ვართ ალექსანდრე.......... -კარგია, თქვენ.... -თინო მქვია, თინო ქავთაძე მეუღლის გვარზე ვარ. -კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა თინო და რაც შეეხება მე მიყვარს უბრალოება და არა ბ-ნო ალექსანდრე მხოლოდ აქ სამსახურში მაინც სხვის თვალში უფროსო და როცა ერთად ვიქნებით ყველას თავისუფლებას გაძლევ. -მადლობა, უღრმესი მადლობა უფროსო..... სამივეს გაეცინა და ალექსანდრემ გიორგის დაურეკა. -შემოდი... -მოვიდნენ? -უკვე შევთანხმდით კიდეც.... -მართლა, მოვდივარ. გიორგიმ ანდრეას უთხრა და ორივე ერთად შემოვიდა ალექსანდრესთან, ერეკლეს მიესალმა ორივე მეგობრულად და თინოს მოკრძალებულად ჩამოართვა ხელი ორივემ, ალექსანდრემ კი ანდრეას შეხედა და უთხრა. -მძიმე და რთული დღე გაქვს, მე და გიორგი კლინიკაში მივდივართ შენ კი თინოსთან ერთად გადაახარისხებ მარიზის მიერ დაწყობილ საქმეებს და აუხსნი ყველაფერს ის თავად დაალაგებს და ეცოდინება სად რომელი საქმე აქვს,რაც შეეხება თარგმნას გავიკითხავთ და ვიპოვით სანდო სპეციალისტს რომ მნიშვნელოვანი საბუთების თარგმნაში დაგვეხმაროს. -რა ენა გჭირდებათ ალექსანდრე. -ჩვენთან ხშირად იტალიიდან და ჩინეთიდან არიან, იტალიელებს ინგლისურად ვუხსნით ყველაფერს ეს არ არის სირთულე, მაგრამ ჩინელებს უნდათ მხოლოდ მათ ენაზე ველაპარაკოთ და ეს არის რთული. -მე ვიცი ჩინური და ვიცი ესპანური ასევე ინგლისურიც. გაოცებული უყურებდა ალექსანდრე და ყველა თინოს და ყველამ შვებით ამოისუნთქა შეხედა თინოს და თქვა. -წარმოდგენა არ გაქვს რაოდენ დიდი შვება მომეცი, მაშინ ხელფასი გაიზრდება და როცა დაძაბული ან რთული შეხვედრები გვექნება რა თქმა უნდა ანაზღაურება ექნება თითოეულ შეხვედრას. -თანახმა ვარ, მაჩვენეთ ჩემი სამუშაო ადგილი ... -დღეიდან დავიწყებთ? იკითხა ანდრეამ და ალექსანდრემ თვალი ჩაუკრა მას. -ვიპოვეთ ჩვენი ადამიანი გულიანი და საქმის ერთგული და არა როგორც ის იყო მხოლოდ თავის თავს უყურებდა სარკეში და კიდევ, გაუკეთე მისი სახელი გულზე და საშვი აუცილებელია აქ შემოსვლისთვის. ანდრეა და თინო უკვე გადიოდა კაბინეტიდან რომ ალექსანდრემ ერეკლეს მიუბრუნდა და უთხრა. -ვცდილობ შენც რამეში დაგასაქმოთ, მაგრამ ცოტა უნდა მოითმინო ერეკლე და თუ მაინდამაინც დაცვაში აგიყვანთ დროებით. -არ არის პრობლემა, მთავარია სუფთა ლუკმით გამოვკვებო ჩემი ოჯახი ალექსანდრე. -კარგი მოგვარდა ყველაფერი და ჩვენც გავდივართ, გიორგი კლინიკაში შევხვდებით. -ალექსანდრე მხოლოდ ერთი პრობლემა გვაქვს. -მითხარი ერეკლე და ხელს შეუწყობთ ერთმანეთს. -ბავშვი 6-ზე ამთავრებს ბაღს და გამომყვანი არავინ გვყავს. -წახვალ გამოიყვან და აქ მოიყვან, მერე კი ერთად წახვალთ ეს რა პრობლემაა აბა ბავშვს ხომ არ მოვისროლით და ან გავაშვილებთ საქმის გამო. გაეცინათ, ისევ ერეკლეს მიუბრუნდა და უთხრა. -შემდეგისთვის საბუთები აქ გადმოიტანეთ და აქვე არის ბაღიც და სკოლაც ეს ჩვენი ფირმის დაფინანსებით არის და ასევე ბავშვს ეძლევა ტალონები ზოგიერთი რამ უფასოდ არის და ასევე საჩუქრები დღესასწაულებზე მშობელს როგორც სურს ფულად თუ ნივთებით, მაგრამ იმედია წლები შერჩებით ამ სამსახურს ერეკლე.გაეცინათ და ალექსანდრე გიორგისთან ერთად გავიდა, გიორგიმ შეხედა ალექსანდრეს და უთხრა. -ეს რატომ უთხარი რომ გაიგებს ტყუილია ეწყინება. -მე მივხედავ ამ საქმეს, მხოლოდ იყვნენ ერთგულები ჩვენი ფირმის და ჩვენს მიმართ. გიორგიმ აღარაფერი თქვა და ირმას დაურეკა, ირმაც მზად დახვდა, ალექსანდრემ კი ევას დაურეკა. -გისმენ ალექსანდრე.... -ბევრი დრო არ მაქვს მზად დამხვდი,სახლში ვერ შემოვალ. -ჩვენ გამოსული ვართ სახლიდან არ წახვიდე სახლში..... -აააა, ნინაც შენთან ერთად არის? -კი ერთად ვართ და მოგწერ სადაც ვართ. -კარგი მომწერე და იქ მოვალ. ალექსანდრემ შეტყობინება მიიღო და ჩაეცინა. -სულ ახლოს ყოფილხარ ჩემთან. 15 წუთში უკვე ევა მის გვერდით იჯდა, ნინამ შეხედა და უთხრა. -მე სახლში წავალ შვილო...ალექსანდრემ გაუცინა ნინას და უთხრა. -კაბა სად დამალეთ.... -მაღაზიაში დავტოვეთ და იქ იქნება ქორწილის დღემდე, შემდეგ წამოვიღებთ. -კარგია, მომწონხართ აზრიანი რძალ დედამთილი ხართ. -ეს ევას აზრი იყო და მეც დავეთანხმე. -პატარა ხარ მაგრამ კარგად აზროვნებ. უთხრა ევას და თვალი ჩაუკრა, ნინამ კი მოეფერა ალექსანდრეს და უთხრა. -კარგი შვილო საღამოს შევხვდებით სახლში.ნინა წავიდა და ალექსანდრე კლინიკაში მივიდა,ელისო კლინიკაში შედარებით კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ ძირითადად იწვა, მწოლიარე იყო და ზოგჯერ ისე გადიოდა დრო რომ დღეებიც კი აერია, შვილები მოენატრა და ცრემლს ჩუმად იწმენდა. მისი გრძელი სუსტი ხელის მტევნები ზეწარის ზემოდან დაეწყო და მის თლილ თითებს შინდისფერი ლაქი ამშვენებდა. ოთახის ფანჯრებს მუქი ფარდები ფარავდა და ოთახში სიბნელე იყო, თვალები დახუჭული ჰქონდა ვიღაცამ ფარდები რომ გადაწია და ოთახში სინათლე შემოვიდა. ნელა ნელა გაახილა თვალი და სითბო ჩაუდგა თვალებში შემდეგ ორივე ხელები ასწია როგორც შეძლო და ირმა მის მკლავებში მოიქცია. -მომენატრე დე. -მეც მომენატრეთ შვილო. -დე მოვედი რომ დამლოცო, დალოცე შენი შვილები. -მე სულ თქვენზე ვლოცულობ შვილო. -მაგრამ ახლა შენი შვილები ქორწინდება დედა. -ქორწინდები და ვისზე შვილო, ვინ..... -ჩემი საყრდენი ორი მამაკაცია დედა, გიორგი ჩემი ცხოვრების სიყვარული და ალექსანდრე ჩემი ნაწილი, ვისი იმედიც ცხოვრების ბოლომდე მექნება. -ალექსანდრე შენ, შენს გვერდით ევა დგას. -ევა ჩვენი რძალი გახდა დედა.... თვალები დახუჭა და ცრემლი დაედინა სახეზე, შემდეგ ალექსდანდრეს შეხედა და ალექსანდრემ მიუხვდა რისი თქმა უნდოდა ელისოს მისთვის მანაც ევას ხელს ხელი ჩაჭიდა და ელისომ შეხედა ევას ხელს მისი მიცემული ბეჭედი ამშვენებდა. გიორგის და ევას ხელი თავის ხელებში მოიქცია და შეეცადა მხნედ ეთქვა სათქმელი, სხეული უკანკალებდა, უღონო და ძალა გამორთმეულმა კი ჩურჩულით თქვა. -ბედნიერები იყავით შვილებო,დაიცავით თქვენი სიყვარული და ყოველ დღე უფრო და უფრო გიყვარდეთ, გიყვარდეთ ისე ძლიერ რომ არ გყოფნიდეთ ერთად ყოფნის დრო. -დედა...... -მინდა ამ კედლებს გავექცე და ჩემს სახლში მინდა წავიდე ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთები იქ გავატარო, მაგრამ ძალა არ მაქვს სიმარტოვეს გავუმკლავდე. -ჩემთან წაგიყვან სახლში.თქვა ალექსანდრემ და ელისომ მას შეხედა, შემდეგ კი თქვა. -შენი შეხედვაც კი მრცხვენია შვილო,როცა წლები ჩამომემარცვლა და როცა გავიზარდე,როცა წლების შემდეგ ირმა ხელში დავიჭირე და ძალა მოვიკრიბე მაშინ გავაცნობიერე რომ შეცდომა დავუშვი, ახლა როცა უძლურად ვარ შენს სახლში წამოვიდე,შვილი ვინც საკუთარმა დედამ უარგყო და სხვას გადასცა შენი თავი გინდა სიცოცხლის ბოლო წუთები შენთან გავატარო? მრცხვენია ალექსანდრე..... -დამშვიდდი, ვისაუბრეთ ამ თემაზე და იქ დასრულდა როცა ვთქვით რომ აღარ გავიხსენებდით წარსულს, რაც იყო იყო წარსული უკან არ ბრუნდება და რომც შეიძლებოდეს დაბრუნება მე არ მოვინდომებ შევცვალო ჩემი წარსული რადგან ნინა საუკეთესო დედა არის და მან ძალიან დაიხარჯა ჩემთვის რომ მე ადამიანად დავრჩენილიყავი. -მიხარია, მიხარია რომ მე გაგაჩინე. მიხარია რომ ვინც ჩემი შვილი აღზარდა საუკეთესო დედა არის და ვიცი ბოლომდე შენს გვერდით იქნება.დაიღალა, ჩაჩუმდა ალექსანდრე აკვირდებოდა ელისოს სახეზე და როცა ის წარბებს შეჭმუხნიდა მას ძლიერი ტკივილები ჰქონდა, მაგრამ ითმენდა და ხმას არ იღებდა. რამოდენიმე საათი გაჩერდნენ ელისოსთან და ნელა ნელა დღეც მიილია,ირმამ კოცნით დაემშვიდობა დედას,ალექსანდრემ კი ხელზე ხელი დაადო და ეს იყო ნიშანი იმისა რომ ისევ ინახულებდა. უხმოდ დატოვა კლინიკა და მის გონებაში ფიქრები ირეოდა, უნდოდა სადმე წყნარ ადგილზე დამალულიყო ყველასგან შორს და ხმით ეტირა, მაგრამ შემდეგ ევას შეხედა და მისი ხელი ხელში მოიქცია მაგრად მოუჭირა ხელი და ევამ მიხვდა რომ იმ წუთებში ალექსანდრეს ძალიან უჭირდა. ისევ ფიქრებში იყო გიორგის ზარს რომ უპასუხა. -რა დაგავიწყდა, ცოლი ხომ გყავს გვერდით. -ალექსანდრე ხვალისთვის ყველაფერი მზად არის, პირდაპირ ეკლესიაში მოდით. -რესტორანიც დაჯავშნე? -ყველაფერი მზად არის და გელოდები არ დააგვიანო როგორც იცი ხოლმე. -კარგი მაგრამ მე იმიტომ ვაგვიანებ რომ ჩემმა მოსვლამ ეფექტი მოახდინოს. გაეცინათ და ალექსანდრემ ბინამდე მიყვა გიორგის და შემდეგ სიგნალით დაემშვიდობნენ ერთმანეთს, წავიდა ალექსანდრე და ირმამ გიორგის არც კი შეხედა ისე უთხრა. -ძალიან უჭირს რეალობასთან შეგუებას.... -ვიცი,ვიცნობ ჩემს მეგობარს გულში იხვევს ტკივილს და სიხარულსაც, ვერ გაიგებ როდის ტკივა და როდის უხარია. ალექსანდრე ირმა იშვიათი ადამიანი და მეგობარია, ბედნიერი ვარ რომ მის გვერდით ვარ. -მე კი თქვენ გამაბედნიერეთ. ოთხი ადამიანი ბედნიერებით სავსე, მაგრამ თავიანთი ტკივილებით დამძიმებულები ცხოვრების აღმართს ერთმანეთის იმედით და დახმარებით შეუდგნენ, მაგრამ იყო პიროვნება ვისაც მათი ბედნიერების ჩაქრობა და ჩაფერფვლა უნდოდა ეს კი ენვერი იყო, რომელიც ახლა ცდილობდა შვილი გამოეყენებინა და მისი დახმარებით კიდევ უფრო მიახლოვებოდა ალექსანდრეს. დაფარული აზრები არავის შეუძლია წაიკითხოს და დაინახოს იქ არსებული ჭეშმარიტება, როცა გულში შავი ზრახვები გაქვს სარკესთან დადექი სიბნელეში, თუმცა მკრთალი განათება დაგეხმარება შენში გამოსახული სილუეტი დაინახო და რამდენიმე წუთში მდუმარედ დააკვირდი სულ მალე აღმოაჩენ რომ შენ სულიერად შიშველი ხარ, შიშველი ხარ ენვერი და სულ მარტო ხარ. -დიახ მე მარტო ვარ და მარტო ვბრძოლობ არავინ მყავს რომ შემეხიდოს, დამეხმაროს და ჩემი მშველელი იყოს. -მამა, მამა სად ხარ სახლში ხარ და ვხედავ კარგად ხარ. ენვერიმ სათვალე მოიხსნა და შვილს შეხედა გაღიმებულმა, მაგრამ გელა მამას უყურებდა გაოცებული. -აქ ვარ როგორც ხედავ სულ მარტო ვარ, მარტოსული. -მითხარი ცუდად ვარო, შენ კი ძალიან კარგად გამოიყურები..... -მომენატრე და ესეც რომ არა დახმარება მჭირდება, ამიტომ ჩამოგიყვანე შვილო. -მე რაში უნდა დაგეხმარო. -შენ აქ არავინ გიცნობს არ იციან რომ ჩემი შვილი ხარ და მხოლოდ ასე შევძლებ...... -შეჩერდი, არ მინდა რამე შარში გამხვიო მე ჩემი საქმე მაქვს და არ ვერევი შენს საქმეში, ლოგიკურია რომ მტერი გყავს შენ ხომ ყველას მტრობ, ყველას ატყუებ ობლად დარჩენილებს და მათ ქონებას ეუფლები, ითვისებ, მაგრამ მე არ მინდა გამოვჩნდე შენს გვერდით არც ახლა და არც არასოდეს. -მაშინ რატომ ხარ ახლა აქ და რატომ დაბრუნდი, ჩემმა ერთმა ზარმა შეგაშინა შვილო.... -შენი ხრიკებით და ტყუილებით გამაბრიყვე, დამაჯერე რომ ცუდად იყავი რომ შენი ცხოვრების ბოლო ეტაპს გადიოდი. -მაპატიე რომ მოგატყუე, მაგრამ მამა ვარ და მომენატრე შვილო. -მე მკითხე თუ მინდა გავამხილო ვინმესთან რომ ჩემი მამა ხარ. -რატომ შვილო, რა დაგიშავე. -დამიშავე რომ მამა ხარ ჩემი და ის რაც შენზე მესმის დაუჯერებელია ნორმალურმა ადამიანმა ეს ყველაფერი ჩაიდინოს, ახლა შენს წინ ვდგევარ და გიყურებ რაც უფრო გაკვირდები უფრო ვრწმუნდები რომ შენი სიკვდილი ძალიან ბევრს გაახარებდა და ბევრი შენგან დაისვენებდა. -მათ შორის შენც დაისვენებდი საკუთარი მამისგან........ -დიახ რომ დავისვენებდი შენგან და სამუდამოდ, არც კი მკითხე რატომ წავედი შენგან და გავუჩინარდი ახლა კი მოდი ერთმანეთის წინაშე გულწრფელები ვიყოთ ამ სახლში არც თუ ისე ბევრი დრო მაქვს გატარებული და ვიცოდი ეს სახლი ჩემს დაბადების დღეზე მიყიდე და ჩემს სახელზე დაწერდი როცა 18 წლის გავხდებოდი, მაგრამ გავიზარდე მამა და გავიგე როგორ გახდა ეს სახლი შენი, ჩემი და ჩვენი საერთო საკუთრება.ჩემი შეცდომა იყო რომ გავჩუნდი, არაფერი გითხარი ავდექი და წავედი, წავედი რომ არ მინდოდა 17 წლის ასაკში საკუთარი მამის პირისპირ დავმდგარიყავი ან მამის მკვლელი გავმხდარიყავი. ვიცი როგორ გაქვს ეს სახლი, წაართვი ერთ ოჯახს და მე კითხვას დაგისვამ როგორ შეგიძლია იკვებო სხვისი გაჭირვებით. ენვერი ფეხზე წამოდგა და გელას თვალებში ჩახედა. -რასაც ვაკეთებ შენთვის ვაკეთებ და არ უნდა იყო უმადური შვილი........... -ვინ გითხრა რომ მე სისხლიანი ფული მჭირდება, შეხედე შენს ხელებს და მერე ჩემს ხელებს მამა მე ჩემი შრომით ვირჩენ თავს, მე როცა მშია არ მეშინია პური ვიყიდო რადგან ის სისხლიანი ფული არ არის ჩემი ნაშრომია და შენ როცა გაწყობილ მაგიდას ხედავ გემრიელი კერძებით როგორ შეგიძლია გადაყლაპო,როგორ ხარ მშვიდად როცა იცი ამ სახლის პირვანდელი მფლობელები სადღაც სიღარიბეში შიმშილში გააქვთ თავიანთი ცხოვრება. -ეს მათი პრობლემაა დაკვირვებული უნდა იყო რომ სხვისი მსხვერპლი არ გახდე და რადგან ასე მსჯელობ უკან დაბრუნდი, აქ აღარაფერი გესაქმება უშენოდაც გავართმევ თავს როგორც აქამდე. -დავბრუნდები, არც ვაპირებდი აქ დარჩენას და უკან ვბრუნდები, მაგრამ არა მარტო საცოლე მყავს წავიყვან და წავალ. -საცოლე გყავს და მე არ უნდა ვიცოდე, ვინ არის ვინც შენი ცხოვრების არჩევანია. -ჩემი ცხოვრების არჩევანი არის ქალი ვინც მალე ჩემი შვილის დედაც გახდება და ეს ქალი მარიზი არის. ენვერი უეცრად შემობრუნდა და გაოცებული უყურებდა გელას შემდეგ კი მკაცრად უთხრა. -არავითარ შემთხვევაში, ის ქალი ჩემი რძალი ვერ გახდება. -რატომ გეშინია არ დაგასმინოს რა ბინძურ საქმეებსაც ატრიალებ, მაგრამ მას მიიღებ თუ არ მიიღებ სულაც არ გეკითხები ის მე მიყვარს, მე ვირთავ და შვილსაც ველოდები. -გელა........... -ხმას დაუწიე ვერ შემაშინებ შენი ღრიალით, შენგან შორს მშვიდად ვცხოვრობ და არ მოგცემ უფლებას ჩემს ბედნიერებაში ჩაერიო არ მოგცემ ასევე უფლებას დამიმსხვრიო ის რაც მარტომ ვაშენე შენს დაუხმარებლად. -შენ ჩემი შვილი ხარ და სწორედ რომ მაქვს უფლება................. -მახსოვს შენგან ტკივილი რომელსაც წლები ვერ შევძლებ დავიწყებას, შენს გვერდით ყოფნა წამოვიზარდე და მის მერე მტანჯავს იმდენად აუტანელი ხარ და ვერ იტან შენს გვერდით ბედნიერ ადამიანებს. სწორედ ვისაც ხედავ ბედნიერია ამსხვრევ მათ ბედნიერებას და ცხოვრებას უწამლავ ყველას, მე კი მინდა შვილი მშვიდ გარემოში გავზარდო და იგრძნოს რა არის ოჯახური სითბო. -არც ეს ქალი იქნება შენს გვერდით და არც ეს ბავშვი არ დაიბადება. -აქ თუ გავჩერდი არც ერთი იქნება და არც მეორე, რადგან შენ გინდა ასე რომ იყოს, მაგრამ ქალიც ჩემია და ბავშვიც ჩემია შენ კი ღრმად ისუნთქე რადგან უნდა შეეჩვიო ბაბუობას იქნებ პატარას გაჩენამ მაინც მოგიყვანოს აზრეზე, რომ უნდა შეჩერდე, შეჩერდე გესმის? -მე ჩემი მიზნები მაქვს და ბოლომდე მივიყვან ჩემს მიზანს. -ხალხის განადგურებაა შენი მიზანი? რა გგონია შენი სიკვდილის მერე აქ დავბრუნდები და დავჯდები, არც დავფიქრდები ისე გავცემ და გავაჩუქებ ხალხის ცრემლით ნატირებ სახლებს.გელა გაბრაზებული წავიდა და დატოვა ვითომ მომაკვდავი მამა, მარიზის სახლში მიაკითხა პასპორტი გამოართვა და ორი ბილეთი შეუკვეთა შემდეგ სხვა საქმეები მოაგვარა როგორც შეეძლო ჩქარობდა და როცა დადგა გამგზავრების დრო მის გვერდით მდგარ მარიზს ხელი მაგრად ჩაჭიდა შეხედა და ღიმილით უთხრა. -ხვალიდან ახალი დღე და ახალი შესაძლებლობები, მხოლოდ ჩვენ ორნი და სულ მალე რამდენიმე თვეში სამნი გავხდებვით საყვარელო. -ნუ გიხარია გელა გული ცუდს მიგრძნიბს და ჯერ გავიდეთ აქედან. -გავალთ, ნუ გგონია ენვერის გვერდით ყველა მისი ერთგული არის. -ვიცი, მეც ვიცი ადამიანები ვინც მის ზურგს უკან საქმეებს ხლართავს ალექსანდრესთან, მაგრამ...... -მაგრამ გაჩუმდები და არაფერს იტყვი მე მოხარული ვარ ვინმემ დაადუმოს ის ასე თუ შეჩერდება სხვა ვერავინ და ვერაფერი მას ვერ გააჩერებს. უეცრად მარიზის სახე შეეცვალა და გელას მკლავს ჩაეჭიდა. -რა მოხდა, მარიზ ცუდად ხარ? -არა, არა, შენს გვერდით კარგად ვარ, მაგრამ ის აქ არის გელა...... -ნუ გეშინია არ მიაქციო ყურადღება უკვე გავდივართ.უჩურჩულა გელამ და რეგისტრაციაც დასრულდა, ენვერიმ შეეცადა შესვლას და გელას ნახვას საბოლოოდ დალაპარაკებოდა, მაგრამ დაცვამ არ გაატარა შვებით ამოისუნთქა ორივემ და მარიზს უთხრა. -აქედან გავიდეთ ის ჩვენს კვალს ვერ იპოვის, გპირდები ის ჩვენს სიმშვიდეს ვერ დაარღვევს. -არასოდეს არ დავბრუნდებით უკან? -მარიზ სანამ ის ცოცხალია აქ არ დავბრუნდებით, ის უცხო ადამიანია ჩემთვის. ორივემ ხელი ჩაჭიდა ერთმანეთს და ასე ავიდნენ თვითმფრინავში, მარიზიმ საბოლოოდ გაუსწორა თვალი ჩამავალი მზის სხივებს, ცას ახედა და ჩურჩულით თქვა. -მომენატრები ჩემო სამშობლოვ, მაგრამ მაინც წასვლა არის ყველაზე კარგი გადაწყვეტილება. მშვიდად ამოისუნთქა და სიმსუბუქეც იგრძნო, რამდენიმე საათი გელას მხარზე თავჩამოდებულს ეძინა და გელამ შეაღვიძა როცა ლონდონში ჩაფრინდნენ, ლონდონიდან კი იტალიას ესტუმრა და ასე აურია კვალი ენვერის. ემოციებში იყო მარიზი, გელამ კი სასტუმროს კარი გააღო და ბედნიერმა მოხვია ორივე მკლავი საყვარელ ქალს, ენვერი კი სიბრაზისგან ყველას უყვიროდა, შვილს არ ჯავრობდა მას მარიზი ჭირდებოდა რადგან მარიზიმ ბევრი საიდუმლო საქმე იცოდა ალექსანდრესი, ალექსანდრე კი ისევ ელისოზე ფიქრობდა და გვიან ღამემდე იჯდა ჩაბნელებულ ოთახში. გული ტკიოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. საათზე დაიხედა და გვიანი იყო ძილი რომ მოერია და ფრთხილად შეწვა, დილით კი ნაზმა კოცნამ გააღვიძა თვალი გაახილა ევასკენ გადაბრუნდა, მაგრამ ევა უკვე ამდგარიყო და ლევანის ხმაც გაიგონა ევას შეხედა და გაოცებულმა უთხრა ნამძინარევი და დაბოხილი ხმით. -აქ იყო წუხელ ეს ვირი? -არ ვიცი გვიან მოვედით და ალბად ის ჩვენამდე მოვიდა. კარზე კაკუნი იყო და ევამ კარი გააღო კარში კი ნინა იდგა. -გღვიძავს შვილო, ალექსანდრე? -დილა მშვიდობის.......... -ევა მძინავს.............. გაიგონა ნინამ ალექსანდრეს ხმა და გაეცინა, მაგრამ ევამ თქვა. -არ ძინავს ახლა გაიღვიძა, შემობრძანდით. -შენ გამაღვიძე კოცნით. თქვა და ისიც წამოდგა საწოლიდან, ნინამ კი ევას მოეფერა სახეზე ალექსანდრეს შეხედა და უთხრა. -ლევანის შენი ნახვა უნდა ჩემოდი გელოდება. -აქ იყო წუხელ ეს ვირი? -არა ახლა მოვიდა. ალექსანდრემ სასწრაფოდ მოემზადა და თქვა. -რაღაც სასწრაფოა და მნიშვნელოვანი თორემ ლევანის ამ დროს ძინავს, მოვდივარ.ნინა გავიდა, ალექსანდრემ ევას შეხედა და უთხრა. -ჩამიშვი ნინასთან და ამის გამო საღამოს დაგსჯი. -როგორ დამსჯი ძვირფასო. ორივეს გაეცინა და ალექსანდრემ თვალი ჩაუკრა. -სასჯელს მოვიფიქრებ საღამომდე წინ დიდი დროა. ოთახიდან გავიდა და ლევანის დაადგა თავზე რომელიც სამზარეულოში იჯდა და დაფიქრებული იყო ვერც კი შენიშნა ალექსანდრეს შესვლა, ნინამ კი ცხელი ყავით ფინჯანი დაუდგა წინ. -რა სიჩუმე არის ხალხო, მოხდა რამე? -მოხდა.... -ენვერი მოკვდა და ასე დაგწყდა გული?ლევანიმ თავი აწია და მის წინ დადებული მწვანე საქაღალდე მაგიდაზე გაასრიალა და ალექსანდრეს უთხრა. -დაჯექი გადახედე ამ ჩანაწერებს და დასკვნაც მარტომ გააკეთე. -რა მოხდა, რომელიმე პარტნიორმა დაგვაზარალა, ჩვენი საქმე არის? ლევანი ჩუმად იყო და ალექსანდრემ საქაღალდე გადაფურცლა ყველა გვერდი გადაათვალიერა ყველა ფურცელს შეეხო და თითქმის ერთი საათი ხმა არ ამოუღია, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა ლევანის თვალი გაუსწორა და უთხრა. -სერიოზულად? -სერიოზულად ალექსანდრე. -საიდან ამდენი ქონება მას ან ამდენი ძალა. -ალექსანდრე ის ხელშეუხებელია და მას ვიღაც იცავს, ესეც რომ არა იმდენად ამაზრზენი ადამიანია საკუთარი შვილი გაექცა, იცი ვისთან ერთად წავიდა და სამუდამოდ დატოვა ქვეყანა? -ვიცი მარიზი წაიყვანა და წავიდნენ, რადგან შვილს ელოდებოდა მარიზი ენვერის შვილისგან.... -სწორია ეს გცოდნია და ალბად მარიზიმ თავად გითხრა იმ დღეს. -მითხრა და არ ვარ დარწმუნებული ენვერიმ არ მიაკვლიოს მათი ადგილი სადაც არიან, რადგან მას მარიზი ჭირდება ლევან. -მისმა შვილმა ყველაფერზე კატეგორიულად უარი თქვა და უკვე დავრწმიუნდი ის არ არის მამასავით მონსტრი. -მეც ასე ვფიქრობ და რაც შეეხება ამ საქაღალდეში აღნიშნულ აღრიცხვას ეს უნდა გამჟღავნდეს, ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს ამ ხალხის გამწარებისთვის. -ხედავ რამდენი ოჯახი ყავს გაუბედურებული.... -ფიქრიაც მან გააუბედურა და ყველაფერი წაართვა. -შენ საიდან იცი ფიქრიას ისტორია. -ფიქრიამ თავად მომიყვა როცა ენვერიზე სიმართლე მითხრა, მისი ძმაც ენვერიმ მოაკლევინა ციხეში. -ეს არ ვიცოდი და იცი რას ვფიქრობ, ირმამ იმ ღამით რომ დაგირეკა თავისი თავიც გადაირჩინა შენთან მოსვლით და ევაც გადაარჩინა, ირმასაც ფიქრიასნაირი ბედი ელოდა ელისო რომ აღარ იქნებოდა ისიც ქუჩაში დარჩებოდა და მათაც გააუბედურებდა. -ვიცი ლევან და ირმამ ამ ერთი ზარით მისი ბედი საუკეთესოსკენ შემოაბრუნა, ახლა კი უნდა მოვემზადო 11სთ-ზე ეკლესიაში უნდა ვიყოთ, შენ რას იზამ არ წამოხვალ? -წამოვალთ, მართაც მოემზადება თუმცა მის მდგომარეობაში არ ვიცი თუ შეძლებს. -კარგი როგორც მოახერხებთ, მაგრამ ფრთხილად იყავით ლევან ენვერის ყველგან თავისი ხალხი ყავს და ყველაფერი კარგად გათვალე, მართას გარეთ მარტო ნუ გაუშვებ. -ვიცი ალექსანდრე ენვერისნაირი ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ლევანი წავიდა, ალექსი ყველაზე ბოლოს მოემზადა და ჯვრისწერაზე ათი წუთით ადრე მივიდა, გიორგიმ შეხედა ალექსანდრეს და ტელეფონზე დაურეკა რომელსაც ალექსანდრემ ღიმილით უპასუხა. -გისმენ სიძევ ბატონო........... -დაგაგვიანდა და როგორც ყოველთვის ყველაზე ბოლოს მოდი ახლაც. -მოვედი და ადრეც მოვედი...... ალექსანდრემ მის უკან მდგარ ირმას შეხედა, გიორგი დაიძაბა და რამდენიმე წუთში ალექსანდრე ირმასთან ერთად შევიდა ეკლესიაში, გიორგის წინ დადგა და უთხრა. -გაბარებ და შენს სიცოცხლეზე მეტად მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი თუ არ მოგბეზრებია შენი სიცოცხლე და მაშინ ვიფიქრებ როგორ დაგსაჯო. გიორგის გაეცინა და ალექსანდრეს უთხრა. -რომ არ გიცნობდე შენი ხმის ტონი გამაქცევდა ეკლესიიდან და ნუ მკაცრობ რაც არასოდეს არ იქნები ალექსანდრე.ლამაზად ჩაიარა ჯვრისწერამ შემდეგ კი რესტრორანში გადაინაცვლეს, ალექსანდრე უყურებდა ევას და ყურში უჩურჩულა. -რამდენიმე დღეში შენც ასეთი ენთუზიაზმით დადგები ეკლესიაში, მაგრამ ერთი განსხვავებაა.... -რა განსხვავება? -შენ უფრო ლამაზი პატარძალი იქნები. -ასე გგონია? -არ მგონია ევა ასე არის.... -რატომ ხარ დარწმუნებული... -რატომ ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ შენ ჩემი ქალი ხარ ევა. უთხრა მთელი სერიოზულობით ევას და ორივე ბედნიერებით სავსე უყურებდა ერთმანეთს და ორივე იცინოდა, ვერცერთმა ვერ შეამჩნია ყველა მათ რომ უყურებდა, ალექსანდრემ ხელი მოხვია და გულზე მიიკრა შემდეგ შეამჩნია მათზე მომზირალი რამოდენიმე წყვილი თვალი და ღიმილით შეხედა ყველას და თქვა. -დაბრძანდით სტუმრებო რატომ გაჩერდით. -ვეღარ მიხვდა ხალხმა და მოწვეულმა სტუმრებმა შენი დღეა დღეს თუ ჩვენი დღე.უთხრა გიორგიმ მაგრამ ალექსანდრემ კიდევ უფრო გაიმკაცრა ხმა და უთხრა. -არც შენი და არც ჩემი, დღეს ჩვენი დღეა გიორგი და დღეს ბოლომდე უნდა დავლიო ისე რომ არასოდეს დამილევია, დღეს უნდა ვიფორთხო და შენამდე ფორთხვით მოვიდე საყვარელო. -წერაზე ხარ დღეს? უთხრა ანდრეამ მაგრამ ალექსანდრემ შეხედა და უთხრა. -დაურეკე ლევანის და გაიგე როგორ არიან, რადგან არ მოვიდა მართა ვერ გრძნობდა თავს კარგად.ანდრეამ ტელეფონი აიღო, მაგრამ ლევანიმ მას დაურეკა და უპასუხა, რომელმაც ხალისი დაუკარგა ანდრეას. -ლევან გისმენ,მოდიხართ? -არა ანდრეა ვერ მოვდივართ, უკეთესია სახლში ვიყოთ. -კარგი ფრთხილად იყავი და თუ რამე არ დავლევ დამირეკე და სადაც იქნები მოვალ. -კარგი ანდრეა ჯერ ჯერობით მშვიდად ვართ და ალექსანდრეს.... -არა არაფერს არ ვეტყვი არ მინდა ავაფორიაქო, აქედან წამოსული შენთან მოვალ. ალექსანდრე ხალისობდა ნინაც კი ააცეკვა, ანდრეა არ იმჩნევდა მაგრამ მართაზე და ლევანიზე ნერვიულობდა, არაფერი უთხრა ალექსანდრეს რადგან არ უნდოდა ეს ბედნიერი დღე ჩამწარებოდა ამიტომ თავად დადგა ძლიერად და ტელეფონით ტატოც კი გააფრთხილა რომ ფრთხილად ყოფილიყო და არ მოდუნებულიყო ყოველი ნაბიჯი გაეკონტროლებინა ენვერისთვის, ენვერი კი კედლიდან კედელზე გადიოდა და ყველა მისი გვერდით მყოფი დაცოფა, ლევანი კი მართასთან ერთად იყო და მართას ბედნიერ ღიმილზე თავადაც ეღიმებოდა. ბედნიერები ისხდნენ და ხელჩაკიდებულები მომავალზე საუბრობდნენ, ერთმანეთის ბედნიერებით ტკბებოდნენ. მართა ყოველ დღე თავისი ხელით უმზადებდა საყვარელ მამაკაცს საუზმეს და სადილს და ყველაზე ძვირფასი დროს ერთად ატარებდნენ. ლევანი კომპიუტერში მნიშვნელოვან ცნობებს კითხულობდა მის ტელეფონზე ნინას ზარი დაფიქსირდა. -გისმენ ნინაჩკა... -როგორ ხართ.... -მშვიდად ვართ ნინ ჩვენზე არ ინერვიულოთ, გაერთეთ. -ერთობიან, მაგრამ უთქვენობა ყველას აკლია ლევან. -ვიცი, ვიცი ნინ მაგრამ ასე უკეთესი იყო. -კარგი შვილო თუ რამე დამირეკე....ნინამ ტელეფონი გათიშა და ალექსანდრეს შეხედა რომელმაც ტელეფონზე შემოსულ ზარს უპასუხა. -ლეონარდო გისმენ მეგობარო.... ლეომ ძალა მოიკრიბა და ალექსანდრე მოჩვენებითი სიმშვიდით მოიკითხა. -როგორ ხარ ალექსანდრე........ -უშენოდ ჩავატარეთ ჯვრისწერა... -ვერ მოვედი, მიულოცე ახლად დაქორწინებულებს ჩემგან. -ჩემი წიწილა წამართვა ჩვენმა გიორგიმ ლეო. -შენს გვერდით მოთმინებას ვუსურვებ სიძეს ალექსანდრე. -ასე მხედავ ლეონარდო? -კარგი გაერთეთ, შემდეგ შემოგვიარე როცა დროს იპოვი. ტელეფონი გათიშა და იქვე მდგარ გოგოებს შეხედა. -ვერ გავბედე, ვერ უთხარი დღეს დის ჯვრისწერა იყო. -კარგი დამშვიდდი, ორი დღის უკან ამაზე უარესად იყო ხვალ უკეთ იქნება. -იმედია, იმედია თეონა. ძალიან კარგად ჩაიარა საღამომ, მაგრამ ლეონარდო ადგილს ვერ პოულობდა და ელისოს რამდენჯერმე დახედა, ის ღამე საერთოდ არ დაეძინა რადგან მეგობრის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობდა. ელისო თეთრ ოთახში იწვა მარტოსული და სიკვდილს ელოდა იმ დილით საშინელი ქარი იყო ხეებზე ფოთლებს გაბრაზებული გლეჯდა, ელისომ ქარის ზმუილი გაიგონა და ფანჯრისკენ გაიხედა ჯერ კიდევ ღამემ შემოანათა ფანჯრიდან. -რა სიბრაზეს ანთხევ ქარო ვისზე გაბრაზებულხარ ასე ძალიან.შეეცადა ადგომას და დიდი გაჭირვებით საწოლზე წამოჯდა,დასუსტებული ორივე ფეხები ძირს ჩამოალაგა და დადგა ფეხზე, მაგრამ სისუსტე იგრძნო, თუმცა შეძლო წონაწორობის შენარჩუნება და ნელა ნელა მივიდა ფანჯარასთან, გაოცებულმა შეხედა ქარის სიშლეგეს ვერც კი გაიგო ექთანი როდის შემოვიდა ოთახში რომელიც გაოცებული უყურებდა ცარიელ საწოლს იქ ელისო ვერ დაინახა და შუა ოთახში გაშეშდა, მაგრამ ფარდა შეირხა და შეხედა ელისო ფარდის უკან იდგა რომელიც ღამეში სამყაროს გადაჰყურებდა კლინიკის მაღალი სართულიდან. -ელისო დეიდა როგორ შემაშინეთ, კარგია რომ ადექით მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. -დაღამებას ველოდები ჩემო გოგო თუმცა ჯერ არც გათენებულა. -რატომ ელოდები დაღამებას შვილებს ელოდები? -არა ღამით ყველაზე ლამაზი მთვარე არის და მინდა მთვარეს შევხედო. უღიმოდა გარეთ სამყაროს და უეცრად თავბრუსხვევა იგრძნო, ხელი ჩაჭიდა საწოლის კიდეს და შეეცადა მყარად დამდგარიყო და ასე მყარად მისულიყო საწოლამდე, მაგრამ ძალა გამოელია კიდევ ერთხელ შეხედა ჯერ კიდევ ჩაშავებულ სამყაროს და ხეების ძლიერი შრიალი მის სმენას მოსწვდა. -ძლიერი ქარია ჩადგება და გაწვიმდება, მთვარეც დაიმალება. -ცუდად ხართ ექიმს დავუძახებ.უთხრა ექთანმა და შეეცადა საწოლამდე მიეყვანა მაგრამ ერთიანად მოწყდა ელისო და გულზე აკრული ორივე ხელებით მიიყვანა საწოლამდე. -დაისვენეთ, მე ექიმს მოვიყვან. ექთანი გავიდა და სირბილით შევიდა ლეოს კაბინეტში. -ცუდად არის, ის ძალიან ცუდად არის ექიმო......... -აქ არ არის არ ვიცი სად წავიდა სულ რაღაც 5 წუთის წინ აქ იყო, შენ ფერი არ გადევს. კარი გაიღო და ლეო კაბინეტში შევიდა. -თეონა რა მოხდა.... -ის, ის ცუდად არის ექიმო........ -ვინ ელისო? არ დაელოდა პასუხს და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა უკან მიყვა თეონა და ქეთი, ლეო უყურებდა საწოლზე უძრავად მყოფ გაფითრებულ ელისოს და ლეომ ყველაფერი გააკეთა ელისოს გადასარჩენად, მაგრამ ბოლო იმედი რომ დაკარგა ელისოს ჩურჩული გაიგონა. -დაურეკე, დაურეკე ალექსანდრეს ექიმო ის აუცილებლად მოვა, ვიცი რომ მოვა. თითქმის თენდებოდა ალექსანდრეს ნომერი გაუბედავად რომ აკრიბა და დარეკა, მესამე ზარზე უპასუხა ალექსანდრემ ლეოს. -გისმენ ლეონარდო....... -ალექსანდრე..... -ლეონარდო შენ ამ დროს დამირეკე, გამოდის.... -უნდა მოხვიდე მეგობარო. ალექსანდრე უცებ გამოფხიზლდა და უკვე გაღვიძებულ ევას შეხედა. -რა მოხდა ალექს.შეხედა ალექსანდრეს ფერი დაკარგვოდა და ტელეფონს ხელს მაგრად უჭერდა, ლეოს კი ჩურჩულით უთხრა. -მოვდივარ. ტელეფონი გათიშა და ფეხზე წამოდგა, გამოსაფხიზლებლად ჯერ წყალი შეისხა და შემდეგ რაც მოყვა ხელში ჩაიცვა ევას შეხედა ისიც ამდგარიყო ალექსანდრეს უყურებდა. -ჯერ ძალიან ადრე არის დაწექი და დაისვენე ევა. -არ მეტყვი რა მოხდა ან სად მიდიხარ? -დედა, მგონი დედა აღარ არის,კლინიკიდან დარეკეს. -დედა აღარ არის და მეუბნები დავწვე და დავიძინო, არ გინდა შენს გვერდით რომ ვიყო? -არ მინდა ჩემს გამო ინერვიულო...... -მაშინ რატომ გავერთიანდით თუ ერთმანეთის ტკივილი გულთან არ მივიტანეთ, შენ გულწრფელად არ ამბობ ამ სიტყვებს რასაც მეუბნები და მაბედნიერებ? -ევა.............. -ალექსანდრე............. ალექსანდრე გაჩუმდა და ევას ვერაფერი უთხრა რადგან ევა მართალი იყო, მივიდა შუბლზე აკოცა და უთხრა. -ჩაიცვი, ნინას ვეტყვი რომ გავდივართ. -ათ წუთში მზად ვართ და გავიდეთ, მაგრამ ირმა? -დაურეკავ გიორგის და ვეტყვი იქ მოვიდეს.შუბლი შუბლზე მიადო ევას ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი და უთხრა. -მიყვარხარ ჩემო პატარა ადამიანო. -მეც მიყვარხარ ჩემო დიდი ადამიანო. ალექსანდრეს ჩაეცინა და საძინებლიდან გავიდა, ფრთხილად შევიდა ნინას საძინებელში და ალექსანდრეს ხელზე შეეხო რომელიც ნინასთვის შემოეხვია და ნელა ფრთხილად გააღვიძა. -ალექსანდრე რა მოხდა შვილო, ევა? -ჩვენ კარგად ვართ ბოდიში რომ გაგაღვიძეთ, მაგრამ გავდივართ და არ ვიცი როდის დავბრუნდებით სახლში. -რა მოხდა შვილო შენი არც ხმა მომწონს და არც ფერი. -კლინიკიდან დარეკეს ელისო ცუდად არის...... -მოკვდა? -არ ვიცი, მითხრა ლეომ მოდიო და სხვა არაფერი არ ვიცი. -ჩვენც მოვდივართ.... -დედა გაგიჭირდება იქ ყოფნა. -მე დღეს ვალდებული ვარ შენს გვერდით ვიყო შვილო. ალექსანდრემ შეხედა ტუმბოზე დადებულ ფოტოს და ნინას თვალი ჩაუკრა. -დღეს ვერ აგართვი მკლავებიდან მამას ფოტო რადგან რეალურად გვერდით გყავს. -ალექსანდრე........ -სიმართლეს ვამბობ რატომ ბრაზდები. ყველამ სასწრაფოდ მოემზადა და სახლიდან გავიდნენ, კლინიკაში მისულმა შეხედა როგორ დაპატარავებულიყო ნერვიულობისგან ლეო და მასთან მივიდა ლეომ თვალი გაუსწორა მეგობარს და უთხრა. -ვერ შევძელი, ყველაფერი გავაკეთეთ ალექს მაგრამ ვერ დავამარცხეთ ის ვერაგი დაავადება. -შენ რაც შეგეძლო გააკეთე, მადლობა ლეონარდო. ტელეფონი ამოიღო და გიორგის ნომერი იპოვა რამდენიმე წუთი ფიქრობდა დარეკა თუ არა, მაგრამ მაინც დარეკა და გიორგიმაც უპასუხა. -ალექსანდრე კარგად ხართ? -გიორგი კლინიკაში ვართ ყველა და უნდა მოხვიდეთ. -გარდაიცვალა? -ჯერ არა, მაგრამ საათებს ითვლის. -მოვდივართ. -დაგელოდებით და ერთად შევიდეთ. ალექსანდრე განმარტოვებით იდგა არასოდეს ჰქონია სურვილი ელისო ახლოდან ენახა, მაგრამ ის რაც ელისომ უამბო 17 წლის ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ბავშვი მიენდო მისთვის უცნობ და მდიდარ მამაკაცს და შვილიც კი გაუჩინა, ალექსანდრესგან აღებული თანხით კი საცხოვრებელი შეიძინა.ვიღაც ფრთხილად შეეხო და შეკრთა თავი ოდნავ მიაბრუნა და ჩაეღიმა მის გვერდით ნაცნობი სურნელი იგრძნო, ხელი მოხვია და გულზე მიიკრა. -არ ვიცნობდი და ვბრაზობდი მასზე, მაგრამ მისი მონაყოლიდან მის ცხოვრებას რომ გადავხედე ის ერთი საცოდავი ქალი იყო ვინც ცხოვრებამ გააუბედურა. -ალექსანდრე................... მოესმათ ირმას ხმა და შებრუნდა, მის წინ იდგა ირმა რომელიც შეშინებული თვალებით და აცახცახებული სხეულით უყურებდა, თავადაც მოერია ცრემლი ხელი მოხვია ირმას გულზე მიიკრა და ჩურჩულით თქვა. -შევიდეთ მასთან ის ჩვენ გველოდება. -გვიცნობს? -გვიცნობს, გაგვიცინებს კიდეც და დაგველაპარაკება, ის ბედნიერი წავა ამ ქვეყნიდან ზეციურ სამყაროში.ოთახში ყველა შევიდა თითქოს იგრძნო ელისომ მათი მისვლა თვალი გაახილა და როგორც ალექსანდრემ თქვა მან ბედნიერი ღიმილით გაუღიმა ყველას. -მოხვედით და აქ ხართ,ვიცოდი რომ მოხვიდოდით. -დედა............... -მომისმინე შვილო, მე მალე დაგტოვებთ მაგრამ ბედნიერი მივდივარ და ბედნიერება პირველად ვიგემე ცხოვრებაში. თქვენ, თქვენ ორივე ხართ ჩემი ბედნიერება და მიხარია რომ შენ შენი სიჯიუტით არ მომისმინე იპოვე ალექსანდრე და მან შენი ხელი დაიჭირა მის ძლიერ ხელებში.ბედნიერი ვარ რომ უძლიერესი დამცველი გყავს, შენ შეგიძლია მას დაეყრდნო და მის მხარზე იტირო ან იცინო ის ყოველთვის შენს ვგვერდით იქნება. -დედა მიყვარხარ........ -მეც მიყვარხარ შვილო, აქამდე როგორც შევძელი დაგიცავი და ამიერიდან გვერდით გყავს ორი მამაკაცი, მინდა რომ ბედნიერი იყო, ძალიან ბედნიერი. დაიღალა, რამდენიმე წუთი გაჩერდა თვალები დახუჭა და მძიმედ სუნთქავდა ირმას შეეშინდა და ფრთხილად შეეხო დასუსტებულ ხელზე. -დედა......... -ჯერ აქ ვარ ბოლომდე არ მითქვამს ჩემი სათქმელი.თვალი გაახილა და ნინას შეხედა,ხელი გაუწოდა და ნინაც ახლოს მივიდა. -ბოდიში მინდა მოგიხადო, ბოდიში და მადლობა რომ ჩემი შვილი ისე აღზარდე საკუთარ დედასაც კი აჯობე დედობაში, მადლობა ნინა. -მადლობა მე უნდა გითხრა რომ ჩემს წინადადებას დათანხმდი,ალექსანდრე დამითმე ისე რომ არც კი შეგიხედავს მისთვის. -ბევრი რამ გამოვიარე ნინა მაგრამ რა დარჩა უკან მხოლოდ გაცრეცილი ნაპირი რომელმაც ყველა ჩემი ლამაზი მოგონება წამართვა და წაიღო, ვინ იცის სად და ვისთან გამრიყავს, არ მინდა ჩემნაირი ტკივილი სხვამაც განიცადოს, არ მინდა ჩემსავით დაასველოს და დაალბოს ტკივილის წვიმამ ვინმე ობოლი ან მარტოსული.მე რამდენიმე წუთში სამუდამოდ დავხუჭავ თვალებს, თვალებს რომლებსაც მხოლოდ ტკივილის ცრემლი უდენია.რამდენიმე წუთი და სული ჩემი მოსწყდება სხეულს,მაგრამ გეფიცები ბედნიერი მივდივარი, ბედნიერი და სავსე. ყველა ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა მისი შვილების გვერდით ყოლა,ხელი დაადე ჩემს გულს როგორ ამაყად ბათქუნობს და ჩემში გაყინული სისხლიც კი ამოძრავდა, თქვენ მომეცით ეს რამდენიმე საათი ძალა რომ საბოლოოდ მენახეთ. იცოდეთ, ცხოვრება ბრძოლაა და ეცადეთ ყველა ბრძოლაში გამარჯვებული თქვენ დარჩეთ ესაა ცხოვრება შვილებო.არავის ენდო,არავის გადაუშალო გული იცოდეთ ყველა გულით არ გიცინით,ხალხს შავი გული აქვს მღვრიე და საშიში.ჩემი ცხოვრების გზაზე მხოლოდ ეკალბარდები ვიკვლიე,მოვდიოდი ჩემს გაკვალულ გზაზე და ჩემს გულში ვმალავდი ჩემს წუხილს და ჩემს ვერ ნათქვამ დარდს.შენ კი გული არ დაიავადო შვილო, დარდს თავი არ დააჩაგრინო ძმა გყავს ისეთი შენს გამო მთას გადადგამს.ცოტა ხნით ისევ გაჩუმდა ელისო ისევ შეეშინდა ირმას, ისევ აიტანა კანკალმა და ალექსანდრეს სიმშვიდე უკვირდა, მაგრამ ალექსანდრეს სულში აქაფებული იყო ტკივილი და გარეთ გამოსვლას ცდილობდა. საკუთარი გულის ცემა თავად ესმოდა, მის გაუთვითცნობიერებლად წინ წაიწია რამდენიმე ნაბიჯით და ელისოსთან მივიდა, თითქოს საწოლიანად შეირხა ელისო როცა ალექსანდრემ მისი ხელი ხელში მოიქცია და როგორც იქნა უთხრა რამოდენიმე სიტყვა. -მინდა მშვიდად იყო, ირმას არავის დავაჩაგრინებ მას ქმარი ყავს ვაჟკაცი, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე დავიცავ და გავუფრთხილდები ჩემი სიცოცხლის ფასადაც კი. ელისოს ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან და გაღიმებული იყურებდა ალექსანდრეს ეს გამოხედვა ნელა ნელა ცივი გახდა, მაგრამ მის სახეზე დარჩა ბედნიერი ღიმილი, ის ბედნიერი წავიდა. ალექსანდრემ ხელი დაადო თვალებზე და თავისივე ხელით დაუხუჭა თვალები სადაც ბედნიერების სხივი ბოლო წუთამდე შერჩა,ირმას ხელი მოხვია და ექთანის სიტყვებიც გაიგონა. -ჩაწერეთ გარდაცვალების დრო, 5სთ-ი. -დედა. ჩურჩულით თქვა ირმამ და ელისოს ხელს ხელს არ უშვებდა. -დედა. ხმას ოდნავ აუწია, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. -დედააააა. ისევ გაუბედავად იყვირა, მაგრამ ამჯერადაც უშედეგო იყო მის დაძახება, ბოლოს ვეღარ გააკონტროლა თავი და ბოლო ხმაზე იყვირა. -დედააააააააააა. -არ გპასუხობს, მას უკვე აღარ ესმის შენი. -იქნებ შენი ხმა გაიგონოს ალექსანდრე. -მას აღარავის აღარ ესმის წავიდა და დატოვა ეს სამყარო სადაც ტკივილის გარდა მას არაფერი არ უნახია, თავს მიხედე. გიორგიმ ხელი მოხვია ირმას და გულზე მიიკრა, ალექსანდრემ კლინიკის გადასახადი გადაიხადა და ტკივილისაგან დაწითლებული თვალებით დაბრუნდა მათთან, ნინამ ალექსანდრეს მკლავზე დაეყრდნო და შეშინებულმა უთხრა. -ნინა ცუდად ხარ? -არა, არა, მაგრამ რატომ არ შემოდი შიგნით. -მე გუშინ ვნახე, ძალიან უნდოდა კიდევ ეცოცხლა....... -მაგრამ დაგვიანებული იყო მამა ვერ გადავარჩინეთ.ირმამ ალექსანდრეს შეხედა შეშინებულმა და შემდეგ ისევ გაიხედა ალექსანდრეს უკან, სიბრაზე მოაწვა და ძარღვები დაებერა ყელში, შებრუნდა და კედელს მუჭი დაარტყა მთელი ძალით. -ირმა......... -ვწუხვარ, ძალიან მეწყინა.... გაიგონა ალექსანდრემ ხმა და ცივად შებრუნდა. -მოგესალმებით.....ყველა გაოცებული უყურებდა მათ წინ უსინდისოდ მდგარ ენვერის რომელმაც ყველა შეათვალიერა, მაგრამ მის მოსალმებაზე პასუხი არ მიუღია. -მეწყინა, ის ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო. -გეწყინა, განიცადე, გინდა დამაჯერო? დაგავიწყდა როგორ უყვიროდი ნუ კვნესი და ოხრავ გული შეაღონე უკვე შენი კვნესითო. მას სიმსივნე ჰქონდა და ტკივილი შიგნიდან ჭამდა შენ კი უშლიდი ხმა არ ამოეღო რომ შენ არ შეწუხებულიყავი.იცი როგორ იყუჩებდა ტკივილს, არასდროს დაინტერესებულხარ. ერთხელ როცა ძალიან შეაწუხა ტკივილმა გთხოვა ტკივილგამაყუჩებელი მიყიდეო და შენ რა უთხარი გახსოვს, მე შეგახსენებ დაშლილი არ მაქვს ფული და შენს გამო ას ლარიანს ვერ დავშლიო.დღეს აქ მოდიხარ და ამბობ რომ წუხარ, რომ განიცადე ძალიან მისი ადრეულ ასაკში გარდაცვალება, მაგრამ შენ პლასმასის ხარ რომელსაც გრძნობა არ აქვს არც ტკივილზე და არანაირ გრძნობაზე მე კი ყოველ დღე ვებრძოდი სიკვდილს დედასთან ერთად,მისი ხელი ხელში მეჭირა როცა მარტოები ვიყავით მოხვიდოდი და ოთახში ვიკეტებოდი რადგან შენი მეშინოდა, წახვიდოდი და ისევ მასთან ერთად ვიყავი.აქ რატომ მოდი რა გინდა, რა სტატუსით დგეხარ გინდა ჭირისუფლის როლში იდგე და ჩემს გვერდით ან ჩემი ძმის გვერდით?გაიგე და შეიგნე რომ შენ ჩემთვის არავინ ხარ და გაქრი ჩემი ცხოვრებიდან, ჩემს გვერდით არიან ადამიანები ვის გამოც ყოველ დილით გათენება მიხარია და ეს ხალხი ვისაც აქ უყურებ ესენია ჩემი ძალა და ჩემი იმედი, შენ ვინ ხარ აქ რომ მოდი თავაწეული და უტიფრად, უტეხად გვიყურებ ყველას. -დამშვიდდი, დრო მოვა მაგისი რომ გავიგებთ ვინ არის ან რა უნდა ჩვენგან ახლა კი უნდა წავიდეთ მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს უნდა მივხედოთ დედას. უთხრა გიორგიმ ირმას და მხრებზე ხელმოხვეული გაიყვანა კლინიკიდან, ალექსანდრე უძრავად იდგა და ხმას არ იღებდა, არავინ იცოდა რას ფიქრობდა და რა გეგმები ჰქონდა ენვერის მიმართ იქვე მყოფ ნინას და ალექსანდრეს შეხედა და ჩამწყდარი ხმით უთხრა მის გვერდით გაქვავებულ მამას. -წავიდეთ მამა....ყველა თავიანთ ფიქრებში იყო და სიჩუმე ნინამ დაარღვია. -რამდენიმე დღეში ქორწილი უნდა ყოფილიყო, გააუქმეთ ყველაფერი შვილო. -არაფერი გაუქმდება, ქორწილი იმ დღეს იქნება რომელ დღესაც ვთქვით. -მაგრამ........... -დედამ დაგვლოცა და ბედნიერი წავიდა, არავის გვინდოდა ასე მომხდარიყო მაგრამ მოხდა. -კარგი შვილო როგორც შენ იტყვი. ნინამ ალექსანდრეს შეხედა და მანაც დაეთანხმა. -ალექსანდრე მისი ცხოვრების მანძილზე ყველაზე ბედნიერი დღეს იყო ელისო...... -ვიცი, მის თვალებს ბოლომდე შერჩა ბედნიერების სხივი. ყველამ გაიგო ალექსანდრეს წუხილი და ყველა მის გვერდით დადგა, ყველამ მოიხადა პანაშვიდი და ბოლომდე მის გვერდით იყო სამეგობრო თუ საახლობლო. დასაფლავების დღეს ალექსანდრეს მისთვის უცხო და უცნობმა ადამიანმა უთხრა სამძიმარი და ხელის ჩამორთმევის დროს ხელზე მოუჭირა ხელი რამაც გააოცა ალექსანდრე და ერთმანეთს თვალებში ჩახედეს, შემდეგ კი უცნობმა უჩურჩულა. -უნდა შევხვდეთ, ჩვენ ერთი მტერი გვყავს და ერთად უნდა გავანადგუროთ. ხელში მისი ნომერი დაუტოვა ფურცელზე დაწერილი და უთხრა. -თუ არ დამირეკავ კლინიკაში ექიმი თათიად კაბინეტში შევხვდებით, იქ დაგელოდებით. უთხრა და წავიდა,იკა თვალს არ აშორებდა ალექსანდრეს და მანაც თვალებით შეეკითხა ვინ იყო ის ადამიანი ან თუ იცნობდა, მაგრამ იკამ ანიშნა რომ პირველად ხედავდა როგორც თავად ისე სხვები, მხოლოდ ერთი ადამიანი იყო გაოცებული და ის ფიქრია იყო. -მურადი, ჩემი მურა... ღმერთო ეს ხომ შეუძლებელია. ჩაიჩურჩულა და უცნობს გაყვა, მაგრამ უცნობი თვალსა და ხელშუა გაქრა.მოუსვენრად იყო, ყველას აკვირდებოდა და ალექსანდრემაც შეამჩნია მისი მოუსვენრობა ამიტომ ხალხის შეუმჩნევლად უჩურჩულა. -რა გჭირს,ვინმეს ეძებ და ვერ იპოვე? -ალექსანდრე ყველა რომ წავა უნდა დაგელაპარაკო.... თვალებში უყურებდა ფიქრიას და მის თვალებში ცრემლის გუბე იდგა, თავი დაუქნია და მოუთმენლად დაელოდა ხალხის წასვლას,როგორც იქნა დასრულდა დღე ხალხი წავიდა და ალექსანდრეს წინ იდგა ფიქრია. -რა მოხდა, შენ სულ გაფითრებული ხარ ფიქრია რა გჭირს.ჯერ კიდევ კანკალებდა შიშისგან და ოფლით ჰქონდა შუბლი დაცვარული,ფიქრიამ ცხოვრებაში პირველად იგრძენო ერთდროულად დიდი შვება და უზარმაზარი ბედნიერება, თან შიშიც ნაპოვნის ხელახლად დაკარგვის შიში. -რა მოხდა არ მეტყვი? -ალექსანდრე რეალურად ვდგევარ შენს წინაშე და არ ვიცი რა მემართება, დღეს ფხიზლად მყოფი სიზმარს ვხედავ ალბად ძალიან მომენატრა და ყველა მამაკაცში მურადის სახეს ვხედავ. -მურადი, ვინ არის მურადი ფიქრია. -ჩემი ძმა მურადი რომელიც ერთ დღეს დედასთან ერთად დავასაფლავე და დღეს ის იქ სასაფლაოზე ვნახე. -რას ამბობ ფიქრია, შენ ავად ხარ და მგონი სიცხეც გაქვს. -არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ იცი საერთოდ არ იყო შეცვლილი მას ისევ ის სახე ჰქონდა როგორიც მახსოვდა. -ფიქრია უკვე მაშინებს შენი ჯამრთელობა...... -კარგად ვარ, მაგრამ ბოლოს უცნობი რომ მოვიდა შენთან იცნობ მას? -არ ვიცი ვინ იყო დღეს აქ ბევრი უცნობი იყო ფიქრია და შესაძლებელია მტერიც ახლოს იდგა ჩემთან, მაგრამ დღეს მეც გათიშული ვიყავი. -კარგი, დამშვიდდი მე წავალ და დავისვენებ ალბად გადავიღალე. ფიქრია წავიდა ის ანდრეამ წაიყვანა და ბინამდე მიიყვანა, უხმოდ დაშორდნენ ერთმანეთს ალექსანდრე კი დაფიქრდა და გვიან ღამემდე ფიქრობდა ვინ იყო უცნობი და რატომ უნდა მასთან შეხვედრა. დაიღალა ფიქრისგან და ძალიან ადრე გავიდა სახლიდან, ევა ჩუმად იყო რადგან ფიქრობდა ეს ყველაფერი დედის დაკარგვისგან იყო გამოწვეული, ამიტომ უხმოდ უყურებდა ალექსანდრეს და მის ტკივილს ტკივილით პასუხობდა. -ყავას გაგიმზადებ, როგორც მივხვდი ადრე გადიხარ. -იყავი გარეთ ავიღებ ყავას დღეს ბევრი საქმე მაქვს და შესაძლებელია დამაგვიანდეს........ -ალექსანდრე............ -ნუ ნერვიულობ ქორწილი დათქმულ დროზე იქნება ევა. -მე კი ვფიქრობ რომ უნდა გადავწიოთ.... -გავდივარ ევა.... ალექსანდრე ძალიან უცხო იყო ევასთვის იმ დილით, მაგრამ ნინას ჩაეხუტა და უთხრა. -ტკივა, ძალიან ტკივა დედა... -ის დედა იყო ევა მან შობა და მოავლინა სამყაროს ეს ლოგიკურია რომ ტკივა, თუმცა არ ჰქონდა ახლო ურთიერთობა ტკივილმა კი ძალიან დათრგუნა. ალექსანდრემ იმ კლინიკაში მივიდა სადაც ნინო მიიყვანა და ექიმი თათია იკითხა. -კაბინეტშია, ვინ კითხულობს? -ალექსანდრე სურმანიძე.... ექთანი შებრუნდა და რამდენიმე წუთში ალექსანდრე შევიდა ექიმის კაბინეტში. -როგორ ხარ ექიმო...... -კარგად ალექსანდრე თავად? ალექსანდრემ შეხედა ექიმს და ექიმმა მაგიდის უჯრა გამოაღო და ოთხად გაკეცილი ქაღალდი მიაწოდა. -ქაღალდი ვინც დამიტოვა იცოდა რომ მოხვიდოდი და მითხრა რომ გადმომეცა, წაიკითხე და თავად მიიღე გადაწყვეტილება. ალექსანდრემ ქაღალდი გამოართვა და ექიმს შეხედა. -ვინ არის იცნობ ამ ადამიანს, სანდო არის? -ალექსანდრე არ შემიძლია რამე გითხრა, მაგრამ გეტყვი რომ თუ ამ ადამიანს ნახავ მისი სახით ერთგულს არა უერთგულეს მეგობარს შეიძენ, სხვას რომ ნახავ თავად გეტყვის. -გასაგებია, მადლობა ექიმო. -წარმატებები და გთხოვ ფრთხილად იყო თქვენ ორივეს ერთი მტერი გყავთ. -ბევრი იცი თათია მაგრამ ცოტას ამბობ, თუმცა მესმის შენი.ალექსანდრე წავიდა და უცნობთან შეხვედრისთვის მოემზადა, ტელეფონზე დაურეკა, მაგრამ ნომერი გათიშული იყო თუმცა რამდენიმე წუთში შეტყობინება მიიღო. -,,ვიცი რომ იყავი ექიმთან მეც იქ ვიყავი ახლოში, პასუხისმგებლობა გაქვს და ეს თქვენს პიროვნებას უფრო ამაღლებს რაც შეეხება ჩვენს შეხვედრას დაგიკავშირდები და გეტყვი როდის, სად შეგხვდებით, ჯერ არ ვჩქარობ შეხვედრას თუმცა ძალიან საინტერესო პიროვნება ხართ, მადლობა ყველაფრისთვის''.ალექსანდრე ნერვიულობდა და უკვე ეს მისი უხასიათობა შესამჩნევი გახდა ყველასთვის თუმცა არავის არაფერს ეუბნებოდა, დადგა მნიშვნელოვანი დღე და ექიმმა ლია განსაკუთრებულ ოთახში გადაიყვანა ყოველგვარი თავმდგმურის გარეშე, მან მკაცრად გააფრთხილა ყველა. -პაციენტი იქნება მარტო მის ნახვას კი ოპერაციის შემდეგ შეძლებთ, გთხოვთ მომეცით საშუალება რომ ჩემი საქმე დაკვირვებულად გავაკეთო მშობლებმა ვერაფერი უთხრა ექიმს და დიდი მოთმინებით დაელოდნენ შედეგებს, კლინიკაში ალექსანდრეც მივიდა, მაგრამ არც ის შეუშვეს პაციენტთან და მხოლოდ ტელეფონით შეძლო მასთან საუბარი. -არ დანებდე, გესმის შენ ძლიერი უნდა იყო ნათლულო. -ვიქნები ძლიერი, რადგან საყვარელი ადამიანები მელოდება გარეთ. -ასეთი ძლიერი იყავი ყოველთვის და გელოდებით, ველოდებით იმ დღეს რომ შენს შავ თვალებს შემოგვანათებ. -მთავარია შედეგიანი იყოს ოპერაცია არ იქნება და მე უკვე შეგუებული ვარ სიბნელეს. -ცუდზე არ მინდა იფიქრო, გთხოვ იფიქრე რომ ყველაფერი კარგად იქნება.ხუთშაბათი დღე დასრულდა, მაგრამ ოპერაცია იმ დღეს არ გაკეთდა. -დღეს არ მოხერხდა ოპერაციის გაკეთება, სისხლში ცვლილებებია ხვალ ისევ ავიღებთ ანალიზებს და ხვალ გვეცოდინება გადაწყვეტილი პასუხი, ახლა კი წაბრძანდით და დაისვენეთ. -ექიმო........ -გპირდებით, მენდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. მშობლები დაღლილები და გამოფიტულები წავიდნენ, მაგრამ იმედებით სავსე.ექიმმა თვალი გააყოლა მიმავალთ და იქვე მდგარ ექთანს თვალი ჩაუკრა. -წავიდეთ,ჩვენი დრო დადგა ხვალ კი დიდი დღე არის ლიასთვის... -არა მარტო ლიასთვის, ჩვენთვისაც ექიმო და ხვალ გავაბედნიერებთ ჩვენს გოგონას.ექიმმა მშვიდი საათი აირჩია ოპერაციისათვის რადგან იცოდა გარეთ არავინ ელოდა და თავის რჩეულ და ერთგულ ექთანთან ერთად შეუდგა საყვარელი საქმის დაკვირვებით და გულდასმით გაკეთებას რომ მისი არჩევანი კარგი შედეგით დასრულებულიყო. -ლია მოვიდა დრო ჩამკიდე ხელი გავიდეთ ამ ოთახიდან რომ ახალი მზერა გაჩუქო. -უკვე უნდა გამიყვანოთ? -დავაგვიანეთ კიდეც ჩემო გოგონა, მზად ხარ? -მზად ვარ, მაგრამ ცოტა ვნერვიულობ.... -შენ ძლიერი ხარ და გპირდები შედეგით კმაყოფილი დარჩები.ლია გაიყვანეს, ოპერაცია დაიწყო გარეთ კი წვიმდა თითქოს გაბერილი და გაღიზიანებული ღრუბლები გასკდა და ცამ მისი სიბრაზე დედამიწაზე დაღვარა რადგან უხეშად ეხეთქებოდა წვიმის წვეთები ფანჯრებს და ლიას ესმოდა მინაზე მათი წკაპა წკუპი. -წვიმს............. -წვიმს და თავგამეტებით, გვიბრაზდება წვიმაც რომ არ შეგვეშალოს რამე.თქვა ექიმმა და მის სიცილზე ლიასაც გაეცინა,ოპერაციამ იმაზე მეტი დრო მოითხოვა ვიდრე ელოდა ექიმი ლია კი იწვა მარტოსული ბნელში და ესმოდა დრო და დრო ექიმის ჩურჩული. ფხიზლად იყო და ვერც კი მიხვდა როდის დაიპყრო მისი სიმშვიდე ძილმა და მშვიდად სუნთქვამ ექიმიც დაარწმუნა რომ ლიას უშიშრად ეძინა, მისი თავი მას მიანდო და იმედით სავსე დაელოდა ახალი რეალობაში გაღვიძებას.დასრულდა,ექიმმა შეხედა ლიას და მის სახეს დააკვირდა, ექთანი უყურებდა და ღიმილმა გაუპო ბაგე და ჩურჩულით თქვა. -ძალიან ლამაზია ექიმო ჩვენი პაციენტი...... -პეპელააა და რამდენიმე დღეში გაშლის თავის ლამაზ ფრთებს რომ აქედან გაფრინდეს, წავა ჩვენგან.ექიმი დაფიქრდა და ლიას უყურებდა, შემდეგ ექთანს მიუბრუნდა და თქვა. -18 წლის ასაკში დავიწყე მარტო ცხოვრება,18 წლის ასაკში დავიწყე საკუთარ თავზე ზრუნვა, სისუფთავე, კვება და ეს ყველაფერი უნდა შემეთავსებინა სწავლასთან. მოწოდება მქონდა ბავშვობიდან ექიმი ვყოფილიყავი და შევძელი,ჩემი ოცნება ავიხდინე.ვსწავლობდი და ისე გავიდა წლები მეგობარიც კი არ მყოლია რომ არ ვთქვა რამე შეყვარებულზე, ახლა კი ვუყურებ ამ ლამაზ სახის ნაკვთებს და ალბად ამიტომ გავხდი ექიმი რომ ეს გოგონა მენახა, ვნახე კიდეც და ჩემს გულშიც დაიდო ბინა თუმცა არ ვიცი ის რას ფიქრობს ან რას მეტყვის რომ გაიღვიძებს. -ხვალ რომ ახსნი სახვევს პირველი შენ შეგხედავს და შემოგანათებს მის შავ თვალებს. -ასე ფიქრობ? -დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად დასრულდება, ჩვენი გოგო აქედან თვალახელილი წავა და შენს დიდ გულში დატოვებს მის სიყვარულს, დამიჯერე იოანე ისიც სიყვარულით გიპასუხებს.დილამდე თვალი ვერ მოხუჭა, ვერ შეძლო ლიას ოთახში შედიოდა და აკვირდებოდა და როგორც იქნა გათენდა ლია ყავის მძაფრმა სუნმა გააღვიძა. -აქ ხართ, ექიმო თქვენი სუნამოს სურნელმა ყავის სურნელი გადაფარა.... -აქ ვარ და მთელი ღამე აქ ვიყავი შენთან, შენს გვერდით. -ამიტომ მეძინა მშვიდად ექიმო. ხელი გაუწოდა და ექიმმა ხელი შეაგება ლიას ხელს, შემდეგ კი უთხრა. -მინდა გკითხო თვალებს რომ აგიხსნი პირველი რას გააკეთებ, რა გინდა გააკეთო.ლია დაფიქრდა, ღიმილმა გაუპო ბაგე და მისი ბროლივით თეთრი კბილები გამოაჩინა შემდეგ კი თქვა. -ოპერაცია შედეგიანი იყოს თვალი ამეხილოს, დამიბრუნდეს მხედველობა და პირველი ვისაც შევხედავ მაგრად ჩავეხუტები.... -მარტო ჩაეხუტები? -არა საკმარისია? -გააჩნია ვინ იდგება შენს წინ იმ დროს. -ესეც მართალია, მაშინ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და დაველოდოთ შედეგი როგორი იქნება რეაქციაც მის მიხედვით მექნება. -სწორია, ახლა დაგტოვებ ეს ყავა შენთვის არის და მოგვიანებით შემოგივლი. -სახვევი დღეს უნდა ამიხსნა? -არა, სახვევს ხვალ ავხსნით და შედეგიც მხოლოდ ჩვენ ორს გვეცოდინება -როგორც შევთანხმდით ექიმო არაფერი არ შეიცვლება. -დროებით ლია......... -დროებით ექიმო........... -იოანე მქვია და შეგიძლია სახელით მომმართო. -იოანე მიყვარს ეს სახელი, კარგი იოანე მე დაგელოდები. -ლია..... -გისმენ იოანე რაღაც გინდა მკითხო და თითქოს ვერ ბედავ, მკითხე გელოდები. -ლია მართლაც რომ მაინტერესებს და გკითხავ, შენს გვერდით როგორი მამაკაცი წარმოგიდგენია. -უცნაური კითხვაა, მაგრამ გიპასუხებ მამაკაცი ჩემს გვერდით სიყვარულით უნდა ცხოვრობდეს და არა მოვალეობის მოხდის მიზნით და ვალდებულებების გამო, ის ისეთი უნდა იყოს ურთიერთობაში შექმნილი პრობლემების არ უნდა შეეშინდეს და არ უნდა გაექცეს სირთულეებს. უნდა ესმოდეს სიტყვა ოჯახი და უნდა შეეცადოს ყოველ დღე ისევ თავიდან შემიყვარდეს, გვესმოდეს უსიტყვოდ ერთმანეთის და ქალის თვალებში ხედავდეს მის სიხარულს თუ სევდას, დარდს და ტკივილს.მამაკაცს არ უნდა ავიწყდებოდეს ქალის გაბედნიერება და პატივს უნდა სცემდეს მისი ცხოვრების თანამგზავრს. -გასაგებია, იმედია ყველა შენს სურვილს დავაკმაყოფილებ. -თქვენ, თქვენ............ -დამშვიდდი, წინ კიდევ გვაქვს დრო დანარჩენ სურვილებზეც ვისაუბროთ. -გეთანხმები, მხოლოდ სახვევი ამხსენი და დანარჩენი შემდეგ ვისაუბროთ. -ხვალ დილამდე სახვევი არ აიხსნება და ნუ წუწუნებ. იოანე დაიხარა და ფრთხილად შეეხო მის უმანკო ბაგეებს, ლია დაფრთხა, მაგრამ არაფერი თქვა გული აუჩქარდა და ძლიერად დაიწყო ფეთქვა. ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავებული დილა დადგა, მარტო იყო და არ სჯეროდა რომ თავი დააღწია ენვერის სისასტიკეს, მის ბრძანებებს და დავალებებს.კარზე ზარი იყო და სიხარულით წავიდა კარის გასაღებად, ბრწყინავდა ბედნიერებისგა, რადგან ფიქრობდა რომ საყვარელი მამაკაცი რომელიც საწოლში არ დახვდა დილით გასული უკვე დაბრუნდა, თუმცა კარის გაღებისთანავე მას მისთვის უცნობი მამაკაცი უღიმოდა, მაგრამ მშვიდად და გაღიმებულმა უპასუხა. -გისმენთ. უცნობმა სინზე დადებული კონვერტი მიაწოდა ისევ გაუღმა და წავიდა თქმით კი არაფერი თქვა, კარის დაკეტვისთანავე ქაღალდი გახსნა და წაიკითხა. -,,ვიცი რომ დილიდანვე ელოდები ქმარს, მაგრამ არც შენ იცი სად არის წასული იქნებ მიგატვა? არა, არა, ეს ხომ დიდი ტკივილია, ამიტომ მოდი ერთად ვიძიოთ შური მასზე და ერთად გავანადგუროთ, ქვემოთ გელოდები.’’ქაღალდი მუჭში მოკუჭა და თავის თავს სარკეში შეხედა სადაც მისივე ანარეკლი განადგურებული უყურებდა, იქ სულ სხვა მარიზი იდგა დამცირებული და ტკივილით სავსე. -მომაგნო, აქაც მოგვაგნო საყვარელო და როგორი დარწმუნებული იყავი რომ მისგან შორს ხარ, მაგრამ მას ვერსად ვერ დაემალები.თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, გარეთ კოკისპირულად წვიმდა ღრუბლები ერთმანეთს ეხეთქებოდა გამეტებულად და თქეშად მოდიოდა ზეციდან მათი სიბრაზე.ერთ საათზე მეტი იდგა უძრავად და მისი ცრემლები წვიმას ერთვოდა განსხვავებაც არ ყოფილა წვიმასა და ცრემლებში რადგან როგორც გარეთ ქუხდა,ქუხდა და ბობოქრობდა მარიზის გულიც. ცა ზღვასაცით კუპრი იყო დაუნდობლად ღრიალებდა, კიოდა, ქუხდა, მისი ცრემლი კი ნაზი იყო ტკივილით სავსე. უეცრად თავბრუხვევა იგრძნო, მაგრამ კარის ხმაზე შებრუნდა დაინახა მომღიმარი გელა რომელსაც ხელში უზარმაზარი თაიგული ეჭირა და თავადაც გაეღიმა, მაგრამ დაიკარგა უსასრულო სიბნელეში და უმისამართოდ წავიდა სიბნელის მორევში, აღარც წვიმის ხმა ესმოდა აღარც გულის ღრიალი და გელასაც სიყვარულით ანთებული თვალები ჩაუქრა შეშინებული გაიქცა რომ მოესწრო ხელის შეშველება და დაეჭირა ძირს წაქცევამდე, მაგრამ ვერ მოასწრო,ვერ შეძლო და მარიზი უგონო მდგომარეობაში დაეცა. ადგილზე გათავდა თავადაც არ იცოდა რა გაეკეთებინა და მხოლოდ მარიზის მომუჭული ხელი გახსნა ყვითელი ქაღალდი რომელიც საეჭვოდ მოეჩვენა ჯიბეში ჩაიდო და შემდეგ ხელში აყვანილი საწოლამდე მიიყვანა, დაბნეულმა არ იცოდა რა გაეკეთებინა და ექიმი გამოიძახა, მარიზი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეძლო მისი ნახვა და შეხედა მარიზის თვალები ჩამქრალი იყო ის სიხარული აღარ იყო მის თვალებში როგორც რამდენიმე დღის წინ, უყურებდა საყვარელ ქალს და შეშინებულმა უთხრა. -რა გჭირს საყვარელო, ძალიან შემაშინე.მარიზიმ შეხედა გელას და თავადაც შეშინებულმა ხელზე ხელი მოუჭირა და ჩურჩულით უთხრა. -გეგონა გავექეცით, დავემალეთ მის რისხვას და მან მოგვაგნო. -შეუძლებელია, მე მას კვალი აურიე. -მისთვის შეუძლებელი არაფერია გელა. გელას გაახსენდა ყვითელი ფურცელი და ჯიბეში ხელი ჩაიყო თითებს ამოყვა ქაღალდი,რომელსაც დააჩერდა გაშალა და წაიკითხა. -როგორ შეიძლება საკუთარი შვილის მიმართ ასეთი ზიზღი მძვინვარებდეს გულში. გაბრაზდა, მაგრამ მარიზის გაუღიმა და უთხრა. -მე შენს გვერდით ვარ და სანამ ჩვენი ხელები შეკრულია ვერავინ დააშორებს ამ ხელებს და ამ გულებს, სადაც სიყვარული ბუდობს. -მეშინია გელა........ -დამშვიდდი, გახსოვდეს რომ ერთად ვართ და ყველასგან შორს. შემდეგ ოთახიდან გავიდა ტელეფონი ამოიღო და რამდენიმე წუთში ეკრანი საზიზღარმა ღიმილმა გაანათა. -გელოდებოდი, კარგია რომ დამირეკე. -გხედავ კარგ ხასიათზე ხარ, მაგრამ კარგად მომისმინე მარიზის ან ბავშვს რამე დაემართოს ჩემი ხელით გამოგჭრი ყელს. -შენს თვალებში შიშს ვხედავ შვილო...... -შენ შვილი სამუდამოდ დაკარგე დღეს რადგან შენ არ ხარ ადამიანი,შენ საზრდოობ ადამიანების ტკივილით და მე შენ არ გგავარ, მაგრამ ჩემს საყვარელ ადამიანებს შეეხები და არ დაგინდობ, ვფიცავ არ დაგინდობ.უთხრა და გათიშა, შემდეგ კი დაბლოკა და გულიდანაც ამოიგდო საკუთარი მამა არ უნდოდა, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ჯერ მარიზი სუსტად იყო ის მყარად უნდა დამდგარიყო ფეხზე რომ მისი ჩანაფიქრი განეხორციელებინა. ფიქრობდა ყველაზე და ყველაფერზე, არ უნდოდა ასეთი გაბრაზებული შესულიყო მარიზისთან და ცდილობდა დამშვიდებას, მისი ფიქრები უცნობი ქალის მიახლოებამ გააწყვეტინა. -ჩაფიქრებული ხარ და მინდა ვიცოდე რაზე ფიქრობ. -უკაცრავად, ვინ ხართ აქ უცხო ქვეყანაში ქართველის შეხვედრა ყოველთვის სასიხარულოა. -უცხო ქვაყანაში ვართ, მაგრამ ჩვენ უცხოები არ ვართ ძმაო. -ძმაო, მადლობა რომ ძმა მიწოდე, მაგრამ...... -სულ პატარა მახსოვხარ ჩემო გელა,გელუშ.უყურებდა მისთვის უცნობ ქალბატონს და მისი ღიმილი როგორ შეიძლებოდა დავიწყებოდა ვინმეს ისეთი სითბო მოდიოდა ამ ღიმილიდან, მაგრამ ბევრს შეეცადა გაეხსენებინა ვინ იყო და საიდან იცნობდა თუმცა ვერ აღიდგინა გონებაში მასთან ნაცნობობა. -გაიზარდე, უკვე შვილსაც ელოდები და ძალიან მინდა ბედნიერი იყო თუ დაგაცადა მამაშენმა. -მითხარი ვინ ხართ...... -თქვენს სახლში ვიზრდებოდი გელა ენვერის შვილობილი ვარ, ძალიან პატარა იყავი როცა თქვენი სახლიდან წამოვედი ერთ ღამეს ჩუმად მხოლოდ ერთი პატარა ჩანთით და დიდი ფულით რომელიც დედაშენმა მომცა. -გამოიპარეთ და რატომ. -გამოვიპარე, მაგრამ დედაშენმა გამომაპარა და იცოდა რომ იმ ღამით დავტოვებდი თქვენს სახლს, მან მომეხმარა გამიკეთა პასპორტიც და გამიკვალა გზა და მითხრა მტკიცედ არ შემშინებოდა რაც არ უნდა მომხდარიყო უკან არ უნდა დავბრუნებულიყავი თუმცა ის ამ ყველაფრისთვის ძალიან დაისაჯა. -რას ამბობ დედა ავად იყო, მას სიმსივნე ჰქონდა და ვერ გადაიტანა. -ეს მამაშენს აწყობდა ასე ჩემო ძმაო და ამიტომ იყო დედაშენი ავად, მაგრამ ის მოკლეს ურჩობისთვის,ჯიუტობისთვის,სიჩუმისთვის, რომ არ თქვა სად ვიყავი მე რადგან იცოდა რა მელოდა თუ მიპოვიდა ენვერი. ნუ მიყურებ გაოცებული და გაკვირვებული არ მოგეწონება რასაც გეტყვი, მაგრამ მამაშენი ჯალათია,ადამიანების სასტიკი მწამებელი. -ვიცი რომ ყველაფრის მკადრებელია, წლები მისგან შორს ვიყავი და ამ ბოლო დროს რაც მესმის მასზე არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ის მართლა დაუნდობელია საკუთარ შვილსაც კი არ დაინდობს. -არ დაგინდობს გაექეცით, მაგრამ აქაც მოგაგნოთ. -მოგვაგნო, აქაც მოგვაგნო. -მე მოგეხმარებით და გაგიყვანთ აქედან, გპირდები ის ვერასოდეს ვერ მოგაგნებს სად იქნებით. გელა უყურებდა მის წინ მდგარ უცნობს და ბოლოს ღიმილმა გაუნათა სახე, თვალებში ჩახედა და უთხრა. -გამახსენდი, მახსოვხარ ბუნდოვნად ანასტასია ხარ..... თქვა გელამ და სახეზე ხელი ჩამოისვა ცრემლი მოერია, მაგრამ თავს სძლია და ანასტასიასაც ცრემლი ჰქონდა თვალებში ახლოს მივიდა გელასთან და ორივემ ერთმანეთს თავი თავზე მიადო ანასტასიამ კი თქვა. -ქალზე ძლიერი არსება ჯერ არ დაბადებულა ძმაო, მხოლოდ ქალს შეუძლია ყველა განსაცდელს გაუძლოს თუნდაც თავისივე სიცოცხლის ფასად. მე შემომხედე, არ ვიცოდი თუ გავექცეოდი ენვერის რისხვას და მის სასჯელს, მაგრამ გავექეცი და დღეს მე ძლიერი ვარ და არ მეშინია მისი. დედაშენის სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები, გელა შენს ირგვლივ ხალხი დგას უძლიერესი ხალხი მეც მათი დახმარებით დავდექი ფეხზე შევიცვალე სახელი-გვარი ასევე წარმომავლობა თუმცა ჩემი ენა არ დამვიწყებია და ასე იქნები შენც. -ძალიან შეცვლილი ხარ, თუმცა მეც ბევრი რამე არ მახსოვს. -მე მახსოვხარ ძალიან პატარა, მაგრამ ვხედავ რომ ძალიან კარგი გემოვნება გაქვს.გელამ კარებიდან შეხედა მარიზის და ჩაეცინა, შემდეგ კი ისევ ანასტასიას მიუბრუნდა. -უნდა დაგტოვო რადგან ექიმი უნდა ვნახო, მალე დავბრუნდები თუმცა ბევრი გვაქვს სალაპარაკო. -წადი, მიხედე შენს საქმეს აქ დაგელოდები.გელა წავიდა, ანასტასია ოთახში შევიდა და მძინარე მარიზის დახედა, შემდეგ კი ფანჯარასთან მივიდა და იქ იდგა თავისი ფიქრებით დამძიმებული მარიზიმ თვალი გაახილა და უცნობი ქალის დანახვაზე შეცბა, ანასტასიამ მიხვდა მისი შიშის მიზეზი რაც იყო და მშვიდად უთხრა. -არ შეგეშინდეს მე თქვენს მხარეს ვარ, გელა ექიმის სანახავად წავიდა და დაბრუნდება. -თქვენ..... -ჩემს ძმას კარგი გემოვნება აქვს ეს უნდა ავღნიშნო, ისიც უნდა გითხრა რომ ძალიან განსხვავდება მამამისისგან, გელას გული ძალიან დიდია და თბილი მან უზარმაზარი სიყვარული შეუძლია გაჩუქოს.ბედნიერი ხარ რომ მისი გული მხოლოდ შენთვის სუნთქავს, გთხოვ გაუფრთხილდი შენს თავს მასაც და თქვენს სიყვარულსაც. -თქვენ ვინ ხართ..... -გელა გეტყვის ახლა დაგტოვებთ, მაგრამ ისევ გნახავთ.ანასტასია გავიდა და იქვე მდგარ მამაკაცს უთხრა. -დაიცავი ისინი, იცი სადაც უნდა მიიყვანო და იქ მეც ვნახავ შემდეგ კი რამდენიმე დღეში როცა ყველა საბუთი გამზადდება გაიყვან ამ ქვეყნიდან და როგორ ან სად ესეც იცი, შემდეგ კი მიხედე იმ სატანას წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ორივეს იპოვის უკვე იპოვა კიდეც და შესაძლებელია აქაც მოვიდეს, რადგან გელა მის წინააღმდეგ წავიდა სანამ არ მოკლავს ორივეს ვერ მოისვენებს. გელას გამოართვი ექიმის დანიშნულება იყიდე ყველა პრეპარატი და წადით, დღეს საღამოს გელოდება გელას ბიძა ლევანი. -სანდო წყაროდან გავიგე რომ მალე აასრულებს მის სიტყვას.... -ენვერის მე მივხედავ ისეთი ბომბი მაქვს მისთვის წარმოდგენაც რომ არ აქვს, მისთვის ჩემი და იმ პიროვნების გამოჩენა მისი დასასრული და ჩვენი დასაწყისი იქნება ასე რომ მოემზადეთ ბიჭებო დასასრულის დასაწყისისთვის. -ანასტასია............... -ვერავინ შემაჩერებს მისი დრო იწურება საკმარისია რაც ინავარდა, ვიღაცამ უნდა შეაჩეროს და ეს ვიღაც მე ვიქნები. ჩქარი ნაბიჯებით ჩაუარა ყველა კაბინეტს და ერთ-ერთ კაბინეტთან გაჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და კარი შეაღო. -მადლობა, მადლობა რომ დამირეკეთ. ტელეფონი გათიშა და გაბრაზებულმა შეხედა მის მაგიდასთან მდგარ ფიქრიას. -რა მოხდა, ანერვიულებული ხარ ისევ ის გიჟი თევზაძე იყო? -ის იყო ანაზღაურებას ითხოვს. -თუ მენდობი მომანდე ეს საქმე და დავარწმუნებ. -შენ, შენ რა უნდა გააკეთო რაც მე ვერ გავაკეთე. -ვხედავ არ გჯერა ჩემი თუ არ მენდობი. -კარგი, კარგი რაც გინდა გააკეთე მხოლოდ მე აღარ შემაწუხოს თუ გინდა გაასაღე, დაადუმე, დამარხე, მხოლოდ მე ნუ გავიგონებ მის ხმას. -მასეთი სასტიკიც არ ვარ, მაგრამ აქ რატომ მომიყვანე.... -ფიქრია...... -შენ მე არ გჭირდები გახსნილი არ ხარ ჩემთან და როგორ გავიგო რა ხდება ან რა გინდა. ფიქრია შებრუნდა და კართან მისული გააჩერა ენვერის ხმამ. -დამლაგებელი წავიდა ჩემი, შეგიძლია ვინმე გამომიძებნო.... -რა დაუშავე, რატომ წავიდა მის ოჯახსაც შეეხე? -არა, აზრზე არ ვარ იდეა არ მაქვს რატომ წავიდა. -დაგიჯერე, სულ უმიზეზოდ გარბიან შენგან ადამიანები. -შეგიძლია რომ ვინმე გამოუშვა, მაგრამ არა ისეთი რომ ძვლები ტკიოდეს და ვერ ინძრეოდეს. ფიქრია დაფიქრდა და შემდეგ უთხრა. -ვრცდები, თუმცა ვერაფერს დაგპირდები. -კარგი, დაგელოდები. ფიქრიას ჩაეცინა და გავიდა, მისი ჩაცინებით ყველა მიხვდებოდა რომ რაღაც ჩაიფიქრა, რამდენიმე წუთში კი ენვერის დაურეკა და უთხრა. -ვიპოვე გოგონა და ხვალ მოვა.... -ხვალ მოვა გოგონა, დარწმუნებული ხარ? -მისამართი იცის უკვე ჩაიწერა და დილის საათებში თქვენთან იქნება. ენვერიმ ტელეფონი გათიშა და საათს დახედა,რამდენიმე წუთში ჩანთა აიღო და კაბინეტი დატოვა, სახლში მისულმა ყველა გაანთავისუფლა და ტატომ გაოცებულმა შეხედა. -დარწმუნებული ხარ უფროსო? -წადი ტატო სამი დღე არ მჭირდები, მიხედე შენს საქმეებს და თავად დაგირეკავ. ტატომ გაოცებულმა დატოვა ენვერის სახლი და წავიდა, ენვერიმ იმ ღამით კარგად გამოიძინა დილით იბანავა და 10სთ-ზე კარზე ზარი იყო,კარი თავად გააღო და მის წინ მაღალი ქერა ხვეულთმიანი გოგონა იდგა, მიხვდა რომ ქართველი არ იყო და გაუღიმა. -ქართველი არ ხარ, მაგრამ ქართულად საუბრობ? -ცოტა-ცოტას. -საიდან ხართ. -უკრაინიდან. -შემოდი, მოკლედ საუზმე უნდა მოამზადო შემდეგ კი სახლში მარტო ხარ და საქმეს მიხედე. -გასაგებია.გოგონამ თვალი მოავლო სახლს და გულში გაიფიქრა. - ,,სახლი ბზინავს,სუფთა არის და მე აქ რა უნდა გავაკეთო.’’ -სახელი რა გქვია. -დაშა მქვია, დაშა ვერულოვა. -კარგი სახელია და დაშა მე რამდენიმე წუთში გავდივარ, მიხედე საქმეს. დაშა სამზარეულოში შევიდა საუზმე მოამზადა და ენვერიმაც მიირთვა ქვეშ ქვეშ კი დაშას უყურებდა.დაშამ სამზარეულო მიალაგა, სახლში მტვერიც გადაწმინდა და სადილიც გაამზადა, უკვე 3 სთ-ი იყო რომ წასასვლელად მოემზადა მაგრამ ენვერიმ სადილი შესთავაზა და ორივემ ერთად ისადილეს. -კარგია, ყველაფერი გემრიელი იყო, დაშა მე ისევ გავდივარ სამზარეულოსაც მიხედე და კარი უბრალოდ გაიხურე ეს თანხა კი დღევანდელი თანხა არის, ხვალ არ დამჭირდები ზეგ მოდი შევთანხმდით? -შევთანხმდით უფროსო. უთხრა დაშამ და ფული ჩანთაში ჩადო, ენვერი კი ისევ წავიდა დაშამ თავზე მოიკიდა ხელი და უნდოდა ამდგარიყო მაგრამ ვერ შეძლო ადგომა მაგიდაზე თავი ჩამოდო და ჩაეძინა ენვერი ფრთხილად შევიდა სახლში დაშა ხელში აიყვანა და თავის საწოლ ოთახში შეიყვანა ტანისამოსი გახადა და თავადაც გაიხადა, თითქმის ერთი საათი ჯიჯგნიდა ახალგაზრდა გოგონას სხეულს, როცა გული ყველაფრით იჯერა გვერდით მიუწვა და შიშველ მკერდზე ჯერ ხელი გადაუსვა და მერე თავი დაადო, კმაყოფილი იყო მისი ავხორცული ვნება რომ დაიკმაყოფილა, შემდეგ საათზე დაიხედა ადგა თავი მოიწესრიგა დაშას თავად ჩააცვა ხელში აყვანილი ისევ სამზარეულოში გაიყვანა და დასვა მაგიდასთან თავად კი სახლი სასწრაფოდ დატოვა. დაშამ რამდენიმე საათში თვალი გაახილა და ვერ მიხვდა რა მოხდა, ადგა და ბარბაცით შევიდა სააბაზანოში პირზე ცივი წყალი შეისხა სამზარეულო მიალაგა და როგორც ენვერიმ უთხრა კარი უბრალოდ დაკეტა.მიდიოდა და უცნაური შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სიბინძურის სუნი ასდიოდა ვერ მიხვდა რა დაემართა და როცა სახლში შევიდა დაწვა და საღამომდე ეძინა, გაბრუებული იყო რომ გაიღვიძა და ცხელი აბაზანა მიიღო გაოცებული იდგა გვიან მიხვდა რომ ლიფი უკუღმა ეცვა. -შეუძლებელია, დილით წასვლის წინ სწორად ჩავიცვი. ეჭვი შეეპარა და გადაწყვიტა ისევ წასულიყო ენვერისთან დათქმულ დღეს წავიდა კიდეც, როგორც პირველ დღეს საუზმე მიართვა, შემდეგ სადილიც გაამზადა, მაგრამ არც არაფერი უჭამია და არც წყალი დაულევია, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ თავბრუხვევა იგრძნო ტაქსი გამოიძახა და საჩქაროდ დატოვა სახლი, ტაქსში ჩაჯდა თუ არა მძღოლს თხოვნით უთხრა. -ცუდად ვარ, გთხოვთ სადმე კლინიკაში წამიყვანეთ. -რა გჭირთ, სახლში თუ ვინმე არის დავიძახებ და მოგხედავთ. -არა, არა გთხოვთ აქედან წამიყვანეთ და მხოლოდ აქ არ დამაბრუნოთ, კლინიკაში მიმიყვანეთ.მძღოლი კლინიკაში მივიდა და შეხედა დაშას ჩასძინებოდა, ის მიღებში შევიდა და დახმარება ითხოვა იქვე მდგარ ექიმთან. -გთხოვთ უშველეთ გოგონაა ახალგაზრდა მგონი არ სუნთქავს. -რა მოუვიდა....ექიმი რამდენიმე ექთანთან ერთად ტაქსთან მივიდა და დაშა ერთმანეთის დახმარებით გადმოიყვანეს ტაქსიდან, ექიმმა თვალის ქუთუთუოები აუწია და თქვა. -ნარკოტიკი აქვს მიღებული.... -შეუძლრებელია ეს,ეს, ეს, გოგონა...... -დღეს ისეთი ცხოვრება მოვიდა ახალგაზრდები თავად ინადგურებს თავიანთ სიცოცხლეს და ამათნაირებისთვის შეუძლებელიც არაფერია. -გადარჩება? -ჩვენ შევეცდებით გადავარჩინოთ.მძღოლმა ტელეფონი ამოიღო და გადარეკა. -ლაშა გისმენ... -რას მისმენ მოდი მისამართს მოგწერ კლინიკაში ვარ.... -რა გინდა კლინიკაში ლაშა. -ის გოგონა მოვიყვანე ცუდად არის. -წამოდი მაქედან და სხვას გავაგზავნი რომ მიხედოს. ტელეფონი გათიშა და თომას დაურეკა. -გისმენ იკა..... -საიდუმლოს განდობ და არავინ არ უნდა გაიგოს.. -რა საიდუმოს მანდობ იკა სახელმწიფოს აყაჩაღებ თუ ვინმეს დიდი და ძლიერი ზურგი ჩამოათალე. -მომისმინე, ახლა შემოიყვანეს გოგონა ნარკოტიკით, მაგრამ ნარკომანი არ არის და შენ უნდა მიხედო. თომა მასთან არავინ არ უნდა მივიდეს, ფეხზე უნდა წამოაყენო და როცა კარგად იქნება უთხარი ისევ დაბრუნდეს იმ სახლში,სხვაზე ჩვენ ვიზრუნებთ. -რა ხდება, რამე სერიოზულია? -ძალიან სერიოზული, შევეცდები რომ რომელიმე მოვიდეთ. -კარგი, კარგი, მაგრამ თქვენ და თქვენი საიდუმლოებებით მომიღებთ ბოლოს ან სამსახურს დამაკარგინებთ იდიოტებო. -ნუ ბუზღუნებ გამითიშე ალექსანდრეს უნდა დავურეკო.იკას გაეცინა და ალექსანდრეს დაურეკა. -რა ხდება მხოლოდ არ მითხრა რომ მოგენატრე. -საღამოს სახლში ხარ? -არა ქალებში მივდივარ და არ გამამხილო, წამოხვალ? -გაფუჭებულო ადამიანო, საღამოს დაგირეკავ უნდა შეგხვდე. -მობრძანდი, მაგრამ როდის მერე დაიწყე გაფრთხილება მოსვლაზე. -ყველაფერი იცვლება მეგობარო რძალი შემოვიდა სახლში და იქნებ არ სიამოვნებს ყოველ დღე სტუმრობა. -იკა მაბრაზებ და გამითიშე ტატო მირეკავს. იკამ გაუთიშა და ალექსანდრემ ზარი ტატოსთან გადაამისამართა. -გისმენ ტატო... -სერიოზული საქმე არის, უნდა შევხვდეთ. -სად და როდის მომწერე. -შეხვედრა ახლავეს რადგან ხვალამდე თავისუფალი ვარ და სად შევხვდებით მოგწერ. ტელეფონი გათიშა და ფიქრიას ზარს გაოცებულმა უპასუხა. -გისმენ ფიქრია. -ალექს სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ ძალიან სერიოზული სალაპარაკო მაქვს. -რა გჭირთ, ტატომაც ახლა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. -მითხარი სად უნდა შეხვდე და იქ მოვალ. -კარგი უკვე გამოვდივარ და სად შეგხვდებით მოგწერ, ველოდები მეც ტატომ უნდა მომწეროს. -გელოდები ალექს სიკვდილ სიცოცხლის საკითხი არის. -ფიქრია არ ვიცი რა ხდება, მაგრამ იმაზე მეტი სერიოზულად არის თემა ვიდრე ვფიქრობ. -ძალიან სერიოზულია და ეს ტელეფონში არ ითქმება. -მოვდივარ, უკვე გამოვდივარ.ტელეფონი გათიშა და ევას მიუბრუნდა. -საყვარელო უნდა წავიდე და კარი არავის არ გაუღო. -არავის არ გაუღებ, მაგრამ დაგაგვიანდება? -არ ვიცი ეს შეხვედრაზეა დამოკიდებული და არ ვიცი რა არის ასეთი სერიოზული ორივე ერთად რომ მთხოვს შეხვედრას.გასაღები აიღო და კართან მისულმა ისევ ევას მიუბრუნდა და უთხრა. -ჩაიცვი უცებ რაც ხელში მოგყვება და წამოდი. -გინდა წამოვიდე, მაგრამ შენ ხომ..... ალექსანდრემ მისთვის ყველა მნიშვნელოვანი ქაღალდები ჩანთაში ჩააწყო და ისევ ევას შეხედა. -წამოდი დღეს ჩემთან ერთად იქნები და მეც მშვიდად ვიქნები, რაღაც ცუდი შეგრძნება მაქვს და უკეთესია მარტო არ იყო ბინაში. ევამ ჩაიცვა და ალექსანდრეს გაყვა, ალექსანდრე უაზროდ დადიოდა სანამ შეტყობინებას მიიღებდა და როგორც იქნა მიიღო ტატოსგან შეტყობინება რომელიც ფიქრიას გადაუგზავნა და რამდენიმე წუთში შეხვედრის ადგილზე მივიდა, ტატო იქ დახვდა და გაოცებულმა შეხედა ალექსანდრეს გვერდით მდგარ ევას. -მეგობარო გაიცანი ჩემი მეუღლე ევა. -მიხარია რომ ახლოდან გაგიცანით.უთხრა ტატომ და ევას ხელი ჩამოართვა, მათ გაფითრებული ფიქრია მიუახლოვდა და სამივე შეათვალიერა, ბოლოს ალექსანდრეზე შეაჩერა თვალი და უთხრა. -ხომ ვიცოდი ვინც არის და რაც არის, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი ასეთი ნაძირალა თუ იყო...... -რა მოხდა ყველაფერი თქვი. ფიქრიამ ევას შეხედა თითქოს თავი შეიკავა, მაგრამ ალექსანდრეს გაეცინა და უთხრა. -შეგიძლია თავისუფლად თქვა სათქმელი, ევა ჩემი მეუღლე არის ფიქრია. -მეუღლე, ალექსანდრე როდის დაქორწინდი....... -ქორწილი კვირას არის ასე რომ ჯერ ეკლესიაში შევხვდებით ერთმანეთს და შემდეგ ერთად გადავინაცვლებთ რესტორანში, ახლა კი თუ შენი ცნობის მოყვარეობა დავაკმაყოფილე და დარწმუნდი სიმართლეში თქვი რა არის ასეთი საჩქარო, გისმენთ ყველა საქმეზე გადავიდეთ. ყველას გაეცინა და ფიქრიამ ალექსანდრეს ყველაფერი მოუყვა რაც დაშას შეემთხვა ენვერის სახლში და უეცრად ტატომ შეაწყვეტინა. -გამოდის დაშა შენ გააგზავნე იმ სახლში. -მე გავაგზავნე ინფორმაციისათვის იკასთან შეთანხმებით, რადგან მინდა გავიგო რას აკეთებს ენვერი როცა იქ არ ხარ ან შენ და ან მე. -რაში გაინტერესებს შენ ენვერი რას აკეთებს ფიქრია. -მინდა დავასწრო წინ მე ის რასაც ჩაიფიქრებს და საქმე გაუფუჭო ძნელი მისახვედრია ტატო ეს რომ არ მინდა გაუბედურდეს კიდევ ვინმე. -შენ ვერ შეაჩერებ მას და მოეშვი..... -კარგი გავიგეთ, მაგრამ შენ რამ შეგაშინა ამას ვერ მივხვდი ჯერ ვერ ჩავწვდი შენი შიშის მიზეზს. -დაშა საავადმყოფოში არის ალექსანდრე. -რატომ? -მეც ეს უნდა მეთქვა, ტაქსის მძღოლი ჩემი მეგობარია და იცის იქ რომ ვმუშაობ, რადგან არ იცოდა რა გაეკეთებინა იკას დაურეკა და იკამ მე დამირეკა და მითხრა გოგონას მდგომარეობა, მითხრა რომ გოგონა ცუდად გრძნობდა თავს, მე იქ ვერ გამოვჩნდებოდი და უკვე მოვაგვარე დაშასთან სხვა გავაგზავნე ვინც მას მიხედავს ეს კი იკამაც იცის. -იკაც ჩართულია ამ საქმეში და შეკრული ხართ ასეა, მაგრამ როგორც გავიგე თემა უფრო სერიოზულია ენვერიმ დაშას ნარკოტიკი გაუკეთა გოგონა გააუპატიურა პირველ დღესაც და დღესაც იგივე მოხდა განსხვავება ისაა რომ დღეს მხოლოდ იქ წყალი დალია მაცივრიდან გამოღებული და იგივე სიპტომები იგრძნო, მაგრამ მოასწრო სახლიდან გამოსვლა და ტაქსის აყვანა. -ტატო ნარკოტიკის შესახებ ვინ გითხრა. -მძღოლმა იკას უთხრა,იკამ კი მე დამირეკა და თომამაც დაადასტურა. -ნელა ნელა იძირება ეს ადამიანი და ბოლომდე უნდა ჩავძიროთ,სხვაგვარად ვერ მოვიშორებთ. -კიდევ ერთი სიახლე მაქვს, ალექსანდრე ენვერი საკუთარმა შვილმა მიატოვა, უარყო და ქვეყნიდან წავიდა ეს ვიცით. -ეს მეც ვიცი და მასთან ერთად მარიზიც წავიდა. -ესეც ვიცით ისინი შვილს ელოდება და ენვერი მათ ყველგან ეძებს, მაგრამ საიდუმლო ინფორმაციით ენვერის ნაშვილები გოგონა ყოლია რომელიც გაექცა ენვერის და არ არის განწყობილი კარგად მამობილის მიმართ. -როგორ შევძლებთ ამ ადამიანის პოვნას რომ დავუახლოვდეთ ტატო. -მაგ თემაზე ვმუშაობ და დავაზუსტებ თუ არა ინფორმაციას მოგაწვდი, შენ უნდა შეხვდე მას. -ჯერ ვიპოვოთ ამ კვირაში ნუ დაგეგმავ ნურაფერს, კვირის შემდეგ მე და ევა რამდენიმე დღით გავდივართ დავბრუნდები თუ არა შენს გვერდით მიგულე.რაც შეგეხება შენ ფიქრია ძალიან ყურადღებით უნდა იყო ტელეფონი არ შეგეშალოს შეცდომა არ დაუშვა და არ მოგისმინოს, გთხოვ ეს ძალიან მნიშვნელოვანია არ დაგაბნიოს და ყურადღებით იყავი როცა მასთან ერთად ხარ. -ჩემზე არ ინერვიულო ვიცი რასაც ვაკეთებ, რაც დრო გადის უფრო და უფრო მეზიზღება. -უნდა მოითმინო და კიდევ უნდა ითამაშო მის წინაშე აქამდე კარგად მოვედით, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება მხოლოდ დრო გვჭირდება. -დასრულდება ეს მეც ვიცი, მაგრამ დასრულებამდე დიდი მოგზაურობა გველოდება ჯერ ვერ ვხვდები რატომ არის ასეთი გაბოროტებული როცა მისი ცხოვრება დასრულდება თან ვერაფერს ვერ წაიღებს და რაოდენ ზიზღს ტოვებს ყველა ადამიანში ამის გააზრება არ აქვს ან არ უნდა დაინახოს იმდენად არის ბოროტებისგან შეპყრობილი. -რაც დათესა იმას მოიმკის, მაგრამ დარწმუნებული ვარ მისი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება. -თუ მოულოდნელად არ დაიწყო დასასრულის დასაწყისი. -ეს არ მოხდება..... -ჩვენ წავალთ რადგან საქორწილო მზადებაში ვართ, თქვენ კი ისაუბრეთ. ალექსანდრემ ტატოს თვალი ჩაუკრა და ევასთან ერთად ხელიხელჩაკიდებულმა დატოვა ორივე,ტატომ თვალი გააყოლა ალექსანდრეს და თქვა. -უღალატო და უბოროტო მეგობარი...... -მართლაც და როგორ შეიძლება ალექსანდრეს ვინმემ უღალატოს და უგვერდოს. ტატომ ფიქრიას მიუბრუნდა და უთხრა. -ალექსანდრემაც გითხრა, მაგრამ მეც გეუბნები ფრთხილად იყავი ენვერისთან. -შენც ფრთხილად უნდა იყო არ უნდა გაგიგოს რომ მათთან მეგობრობ,კარგად იცნობ ენვერის ძალიან გაბრაზდება და როგორი უკონტროლო არის შენც იცი. -ფიქრია ჯერ არავინ იცის, მაგრამ მალე წავალ აქედან. -წახვალ? -არ შეიძლება სხვაგვარად, უნდა წავიდე მისგან შორს. -ესე იგი მიდიხარ გადაწყვიტე, მაგრამ როდის მიდიხარ. -რამდენიმე დღეში, ჯერ საბუთებს ვაწესრიგებ. -რამდენიმე დღეში? -რამდენიმე დღეში და უნდა დავივიწყოთ ერთმანეთი. -ასე ადვილია? -მომისმინე, ფიქრია თუ აქ გავჩერდები ჩვენ ორივეს ერთად არ გვაქვს არც აწყმო და არც მომავალი. -არც იმედს არ მიტოვებ? -გთხოვ ენვერისთან ფრთხილად იყავი და შეეცადე შენი ცხოვრება მოიწყო, უფრო მშვიდად ვიქნები ფიქრია შენ რომ ბედნიერს შეგხედავ თუნდაც შორიდან. -ჩემი ბედნიერება ჩემი გადასაწყვეტია, ვერ შევძლებ შევეჭიდო ბედნიერებას სანამ ჩემი ძმის და დედას სული არ მოისვენებს და მათი მკვლელი არ დაისჯება, ახლა რაც მინდა მხოლოდ სიმშვიდეა. -იპოვი სიმშვიდეს და იპოვი ბედნიერებას. -გაგეცინება, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობდი რომ მე და შენ ერთად მოვიწყობდით ცხოვრებას. -ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია.....მით უფრო სანამ ენვერი ცოცხალია და სუნთქავს. -ვიცი განა არ ვიცი რომ ჩვენი მშვიდი ცხოვრებით სხვასაც გავაღიზიანებთ, ამიტომ რთულია, მაგრამ უარს ვამბობთ საკუთარ პირადულ ცხოვრებაზე. ძლიერი ვიყავი როცა ვგრძნობდი ჩემს გვერდით იყავი და ჩემთან ახლოს იდექი. -უნდა გამიგო ჩემი წასვლით შენ უნდა დაგიცვა,მხოლოდ ასე შემიძლია შენი დაცვა ფიქრია და უნდა გამიგო. -არ ვიცი რა ჩაიფიქრე, მაგრამ იყოს ისე როგორც შენ გინდა იყოს თუ მე არ დაგასწარი წასვლა ტატო. -რას გულისხმობ, რა გეგმები დასახე ფიქრია. -ამას მერე განვიხილავთ როცა დრო მოვა, ახლა უნდა წავიდე, იმედია წასვლამდე ისევ გნახავ.ტატო გაჩუმდა, ფიქრია კი წავიდა რამდენიმე წუთი იჯდა და ფიქრობდა შემდეგ საათზე დაიხედა ტელეფონი აიღო და გადარეკა. -ჯული ტატო ვარ უნდა გნახო მეგობარო დღესვე და ახლავეს. -რა მოხდა, იკას..... -იკა კარგად არის მან არაფერი იცის შენ რომ უნდა შეგხვდე, რადგან შენ გეხება ეს შეხვედრა პირადად. -სად ხარ მითხარი და მოვალ. -მყუდრო ბარში ვარ აქ ვერავინ შეგვხედავს, გელოდები. -კარგი მოვდივარ.რამდენიმე წუთში ჯული ტატოს წინ იჯდა და შეშინებული თვალებით უყურებდა ტატოს. -ნუ მიყურებ შეშინებული მინდა დაგიცვა ჯული -რა მოხდა ტატო ვისგან არ რისგან უნდა დამიცვა. -შენთან შეხვედრამდე ვიცოდი რაც უნდა მეთქვა ახლა კი არ ვიცი როგორ გითხრა, მაგრამ სიმართლე უნდა იცოდე ჯული. -გისმენ მითხარი ის სიმართლე რომელიც შენ იცი და მე არ ვიცი. -შენი ბინა სადაც შენ ცხოვრობ...... -ვერ გავიგე ვერაფერი...... -სახლი სადაც შენ ცხოვრობ უკვე სხვას ეკუთნის შენი აღარ იქნება თუ რამეს არ მოვიფიქრებთ..... -მაინც ვერაფერი ვერ გავიგე, ჩემი სახლი ჩემი როგორ აღარ იქნება. -შენმა ქმარმა ითამაშა და შენი ბინა წააგო, თამაშში ჩადო და წააგო.... -რა, რა, რა თქვი, ტატო გოჩას არ ჰქონდა ამდენი თანხა ეთამაშა. -ისესხა და უკეთესია არ იკითხო ვისგან ისესხა. -მითხარი ვისგან ისესხა. -მისი ყოფილი ცოლისგან.... -რას ამბობ, რა ყოფილი ცოლი. -ნუ მიყურებ ასეთი თვალებით,სახლი სადაც ცხოვრობ შენი აღარ არის ჯული.ფეხზე წამოდგა,ისევ დაჯდა და ისევ ტატოს შეხედა. -გოჩას ცოლი ყავდა,ის ქორწინებაში იყო? -ქორწინებაში იყო შენ რომ გაგიცნო და განქორწინდა, ყოფილმა ცოლმა ვერ შეეგუა მიტოვებას და ეს წლები მის გარშემო ტრიალებდა, მანაც შეძლო გოჩას სისუსტით და შენი ოჯახი დაამსხვრია. -შეუძლებელია, შეუძლებელია აქამდე ნიღბით იყო ჩემს გვერდით. -შენ წარმოიდგინე და იყო,შენ ჯოჯოხეთში ცხოვრობ ჯულია. -ჰოდა მე დავასრულებ ამ ჯოჯოხეთს ტატო. -რას აპირებ, ჯული რამე სისულელე არ ჩაიდინო და ეს იმიტომ გითხარი თვალი ამეხილა შენთვის, იმედი მაქვს ჩემგან არ გეწყინება. თქვენ გაგზავნეთ -მეწყინოს და რა უნდა მეწყინოს ტატო თვალი რომ ამიხილე, რომ გამომაფხიზლე თუ დამანახე თვალებში თითების ჩათხრით რა ნაგავის გვერდით ვცხოვრობ? -ჯული თავს მიხედე შვილებს შენ ჭირდები, ის არაფერს გააკეთებს შვილებისთვის.ჯულიმ ტატოს შეხედა მკრთალად გაუღიმა და უთხრა. -მადლობა, ტატო სიყვარულმა დამაბრმავა და სიყვარულის გამო რა ღრმა ძილით მძინებია.რამოდენიმე წუთი უხმოდ ისხდნენ შემდეგ დაემშვიდობა ტატოს და წავიდა, საათს შეხედა ბავშვები ჯერ კიდევ სკოლაში იყვნენ და პირდაპირ სახლში წავიდა, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ გოჩამ ასე გაწირა. სახლში შესული კი ფიქრობდა ეს ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ გოჩა დივანზე დამჯდარი ტელეფონში იყო თავჩარგული. -ბავშვების მოსაყვანად არ წასულხარ? -მოვლიან თავად. -მოვლიან და დარწმუნებული ხარ გზაზე გადმოვლიან უსაფრთხოდ, ისინი ხომ ჯერ პატარები არიან გოჩა და რა გაქვს ასეთი ამ ტელეფონში რომ ვერ ელევი შვილებზე უკეთესი გყავს ვინმე?გოჩამ ახედა ჯულის და ჯულიმ მის გამოხედვაში ვეღარ დაინახა ის სიყვარული რომელსაც აქამდე ხედავდა თითქოს ბრაზობდა ჯულის სახლში მისვლითაც კი. -რა გჭირს, ცუდი დღე გქონდა და ჩემზე გადმოდიხარ იერიშით? ხმას აუწია გოჩამ და თვალებში სიბრაზე ჰქონდა, ჯულიმ უკანაც კი დაიხია, მაგრამ არც მან დაუწია ხმის ტონს. -რა გაყვირებს, რატომ ყვირი რამე შეურაცყოფა მოგაყენე თუ არ უნდა მეთქვა ის რაც ვთქვი თუ უნდა ამიხსნა რა ხდება ჩვენს გარშემო. -რა ხდება, რამე ცუდი სიზმარი ნახე? -ჩემი სახლი გასაყიდად არის გატანილი და კიდევ მე მიყვირი, შენი წყალობით ჩემი საცხოვრებელი უნდა დავკარგო და შენ მიყვირი აქეთ ან რა უნდა უთხრა შენს შვილებს ან მე როგორ ავუხსნა რომ მათი მამა თამაშობს არც ჩვენ გაგვითვალისწინა და სხვას უსიტყვოდ გადასცა ჩვენი ბინათქო? -სულ მსაყვედურობ, დამეხმარე რომ თავი დავაღწიო ან წუმპეს. -დაგეხმარო, რამდენჯერ უნდა დაგეხმარო ამჯერად რა მოგცე კიდევ რომ შენ დაგაკმაყოფილებს აღარაფერი დამრჩა, მხოლოდ ეს ბეჭედი მაქვს და წაიღე თუ დაგეხმარება და ამოგიყვანს ამ წუმპედან ითამაშე სხვა მაინც არაფერი შეგიძლია.ხელიდან ბეჭედი მოიძრო ჯულიმ და მაგიდაზე დაუდო, გოჩა კი გაოცებული უყურებდა ჯულის. -რას ამბობ ჯული ეს ხომ ჩვენი ქორწინების ბეჭედია და რამდენი წელია გიკეთია, როცა ეს ბეჭედი ვიყიდე მაშინ არავინ იდგა ჩემს გვერდით და არც არაფერი გვქონდა..... -არაფერი მქონდა და შევიძინე, ჩემი შრომით შევიძინე შენ კი იმ დღიდან რა დღესაც ამ ბინაში შემოდი ამ დივანზე ზიხარ, მაგრამ იმდენად ძლიერად მიყვარდი ვერ ვხედავდი ან არ ვიმჩნევდი შენს ფუქსავატობას,შენს უმაქნისობას, შენს უმუშევრობას და ტყუილებს. არავინ იყო ჩემს გვერდით არც მეგობარი, შენს გამო ერთადერთი ძმაც კი დავკარგე და დავკარგე დედა რომელიც არ მოგწონდა რადგან მიხვდა რა მუქთახორაც იყავი და მხოლოდ ჩვენ ორნი დავდექით უფლის წინაშე და ფიცი დავდეთ შენ ეს ფიციც დაგავიწყდა მე კი დღემდე ამ ფიცით ვცხოვრობ და ვცოცხლობ დღეს კი ვგებულობ შენ გადამიარე და როგორ?მე ჩემი სახლიც აღარ მაქვს და ესეც შენს გამო, შენ ჩემი შრომით და მონდომებით შეძენილი სახლი წამართვი რატომ, რა დაგიშავე რისთვის დამსაჯე სიყვარულისთვის თუ ეს იყო შენი აქ შემოსვლის მიზანი რომელიც მე ვერ მიგიხვდი. გოჩა გაშეშებული იდგა, ჯულიამ ჩანთა გახსნა გასაღები ამოიღო და უთხრა. -ამ სახლიდან ვერავინ გამიყვანს ცოცხალს, მომკალი თუ გინდა შენს სახელზე დარჩეს ეს ბინაც და ყველაფერი რაც მაქვს. -ჯული............ -შენი ხმა ნუ მესმის, შენი დანახვაც არ მინდა რომ დავბრუნდები აქ არ დამხვდე, სადაც გინდა იქ წადი თუნდაც შენს ყოფილთან. -რას ამბობ.......... -ნუ გაიკვირვე და ნუ უარყოფ,როდემდე დამალავდი ხომ გიწყობდა ხელს თამაშში ჰოდა ახლაც დაგიდგება გვერდით. გრცხვენოდეს, გრცხვენოდეს და შენც იტყვი რომ კაცი ხარ შენ არაკაცი ხარ და მამაკაცს რომელსაც სხვა მართავს ის არავინ არის, არავინ. სახეში მიაფურთხა და წავიდა,გოჩა იდგა გაშეშებული და რამდენიმე წუთში გაბრაზებულმა დატოვა თავადაც ბინა.მიდიოდა უდარდელად და ცა ჩურჩულებდა თითქოს მას დასცინოდა ზემოდან გადმოფარებული ღრუბლებიც,მაგრამ მიდიოდა გული ბობოქრობდა მისი თან ფიქრობდა. -არა ვერ გაგიშვებ ჩემგან, შენ ვერ გამხდი ყველას სასაცილოს.მისთვის ნაცნობი ოფისის კარი შეაღო და გაოცებულ მადლენს უყურებდა თავადაც. -გოჩა აქ რატომ ხარ, რატომ მოდი ნუთუ..... -ნაადრევად ნუ გიხარია და ნუ მოემზადები ფრთების გასაშლელად, ყველაფერს გავაკეთებ რომ ჯულიმ მაპატიოს შენ კი ისევ ისეთივე ამაზრზენი დარჩები როგორიც აქამდე იყავი. -რაღაც არ მჯერა რომ ჯულიმ ისევ გაპატიოს,მე კი მიყვარხარ და შენგან ვისწავლე სიყვარული. დიახ, მე წამოვიწყე რომ ჩამეძირე მაგრამ ვხედავ მე უფრო ვიძირები და გთხოვ ხელი შემაშველე, ერთხელ მაინც მაგრძნობინე შენი მხარდაჭერა რომ იმედი მქონდეს. -წადი ჩემი ცხოვრებიდან, ბინძური თამაში წამოიწყე მაგრამ არც თუ ისე გვიან მიგიხვდი და იცი რას გეტყვი ჩემი თავი მეზიზღება ოდესღაც შენთან ერთად ერთ საწოლში რომ ვსუნთქავდი იგივე ჰაერს და შენთან ერთად მქონდა სექსიც. შენ მკვდარი ხარ ჩემთვის, აღარასოდეს გამოჩნდე ჩემს წინ. გოჩამ სიბრაზისაგან ჩაწითლებული თვალები შეანათა მადლენს და დიდი თავშეკავებით დაიხია უკან, მიდიოდა და ფიქრობდა როგორ დაეღწია თავი ამ ქალისგან და როგორ გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან.გულზე ხელი დაიდო და სად უნდა წასულიყო თუ არა ისევ მშობლიურ სახლში იქ ხომ მამა ელოდა მამა რომელიც უკვე წლებია აღარ უნახავს და ისიც გაოცებული თან სიხარულით სავსე უყურებდა მის სანახავად მოსულ შვილს, მაგრამ მიხვდა რომ მას უჭირდა, მას ტკიოდა, მას შველა ჭირდებოდა და მზად იყო მოესმინა მისი ტკივილი. -რა გჭირს შვილო, შემომხედე შენ განადგურებული ხარ. -მიმიხვდი მამა და მართლა ძალიან მიჭირს, სუნთქვაც მიჭირს გულზეც მიჭერს ჩემი შეცდომა გზაზე გადამეღობა და ჩემს პირისპირ დადგა. -მომიყევი რომელმა შეცდომამ შეგახსენა თავი, შენ ხომ შენი ცხოვრება შეცდომებით იცხოვრე და ერთხელაც არ გაითვალისწინე ჩემი რჩევა,არც სხვას დაუჯერე ვისაც შენი არეული ცხოვრება ტკიოდა ფიქრობდი ყველა შენ გადაგიდგა და არავის უყვარდი. შენს დარდს და ჯავრს შეეწირა დედაშენიც და მე, მე რა გამიკეთე შვილო იმედია გახსოვს თუ არ გახსოვს შემიძლია შეგახსენო. -არ მინდა შეხსენება ყველაფერი მახსოვს მამა..... -შენს გამო ციხის კედლებში მოვხვდი უდანაშაულოდ და შენს გამო სახელი შევირცხვინე, დღემდე თავდახრილი დავდივარ ადამიანი ვისაც ჭიანჭველაზედაც არ დამიდგამს ფეხი და არ გამიბრაზებია ის პატარა მწერიც კი. შენ მოიპარე,შენ შეჭამე და მე კი ძვირად გადავიხადე შენი ბინძური შეცდომისთვის. -მამა ახლა ოჯახს ვკარგავ და ვკარგავ შვილებს. -როგორ, აქამდეც მიდი რომ იმ სუფთა გოგოსაც შეეხე და ატკინე? მასაც ატკინე შენი ბინძური საქციელით და ვიცი რომ აქამდე თვალს ხუჭავდა ყველა შენს შეცდომაზე, ახლა კი რას ითხოვ,რა გინდა მისგან რომ შეგიცოდოს და ისევ გაპატიოს? -მამა ბოლოჯერ გთხოვ დახმარებას ჯულის გარეშე ვერ ვიცოცხლებ,ვერ ვისუნთქებ მამა. -მე რა გავაკეთო, შენ შენი დაუფიქრებელი შეცდომებით დათმე ის ვინც ჩვენი ოჯახისთვის წმინდა იყო, მე ვერ ჩავერევი და ვერ ვეტყვი აპატიე ჩემს შვილს ჩემს გამო ვინ ვარ მე რომ ჩემს გამო გაპატიოს და შენთან გატარებული ჯოჯოხეთური ცხოვრება ისევ აირჩიოს ეს შენ უნდა გამოასწორო და შენ უნდა მოაგვარო,დიდი იმედი მაქვს ჯული ისევ დარჩება ჩვენთან და მოაგვარებ ამ საკითხს.გოჩა კიდევ რამდენიმე საათი იყო მამასთან დანა კბილს არ უხსნიდა როგორც იტყოდნენ ძველი ხალხი და სად წავიდოდა თუ არა ისევ იქ სადაც არ იცოდა რა ელოდა.მიდიოდა დაფიქრებული და მიდიოდა ისე თითქოს თავისივე თავს თავისივე სხეულს მიათრევდა და როგორც იყო მივიდა ბინასთან, ხელის კანკალით გააღო კარი სახლში შესული კი გაოცებული უყურებდა ჯულის შვილებთან ერთად. -რა, რა ხდება ან სად მიდიხართ ამ ჩანთებით. -რაც უნდა ჩაიცვა საწოლზე დაგიწყვე,ხვალ ალექსანდრეს ქორწილია ჩვენ დღეს მივდივართ იქ ვიქნებიღ ხვალ კი ეკლესიაში შევხვდებით ერთმანეთს. -მე მარტი ვრჩები? -არ იქნები მარტო ტელეფონი ხომ თან გაქვს, გააგრძელე შენი საქმიანობა შესაძლებელია დღევანდელი შენი სიმარტოვე შენი ბედის იყოს.ჯული ბავშვებთან ერთად გავიდა და დარჩა მარტო,ვაკომ შეხედა დედას და უთხრა. -დედა რომ გაიგო მამა გატყუებს, დაშორდები?ჯულიმ შეხედა ვაკოს და ჩაეცინა, თუმცა კარგად ხედავდა ვაკო როგორ სწრაფად გაიზარდა და ხედავდა მშობლებს შორის არსებულ უთანხმოებას ეს შეკითხვაც სამართლიანი იყო მისგან და უნდა ეპასუხა მხოლოდ სიმართლე. -არ ვიცი რას ვიზამ, მაგრამ ტყუილის პატიება ძალიან რთულია აპატიებ და ისევ ისე გააგრძელებს ტყუილებით ცხოვრებას მე კი ასე ცხოვრება არ შემიძლია ტყუილს ვერავის ვაპატიებ თუნდაც საყვარელ ადამიანებსაც კი და ყოველთვის სიმართლეს ვიტყვი თუნდაც დავკარგო ამ სიმართლის თქმით. -დედა მიხარია რომ შენ გგავარ და არა მამას..... -როგორ მგავხარ, შეხედულად და ფიზიკურობით ამბობ თუ...... -არც მე ვაპატიებ არავის ტყუილს თუნდაც ჩემი საუკეთესო და ერთადერთი მეგობარი იყოს. -ვაკო შვილო არასოდეს და არავის გამო არ თქვა ტყუილი, უკეთესია სიმართლე თქვა თუნდაც ის მწარე და მტკივნეული იყოს. -ვიცი დედა და ვფიცავ ტყუილს არასოდეს ვიტყვი. -აი მოვედით კიდეც ალექსი ძიას სახლში ნახე შეკრებილან კიდეც მეგობრები.ჯულიმ შვილებს გადახედა ვაკოს თვალი ჩაუკრა და უთხრა. -კარგად გადახედე დღეს ყველას და მინდა დაიმახსოვრო, ჩვენ სკოლის ასაკიდან მოვდივართ ერთად და როცა ერთმანეთს ვხვდებით ჩვენ ისევ ბავშვები ვართ, ვაკო ძალიან მიყვარს ის განუმეორებელი წლები და თითოეული მათგანი. -ყველა ერთ ჯგუფში იყავით? -არა,მე მათზე უმცროსი ვარ ერთი წლით და როგორც იკასთან ჩემთანაც მეგობრობდნენ, საიდუმლოს მანდობდნენ ვიცოდი ვის ვინ მოწონდა, ვის ვინ უყვარდა. -რა კარგია დღეს ყველაფერს გაიხსენებთ. -წავედით დღეს ვიმხიარულოთ. -უნდა დალიო კიდეც? -არა შვილო, კარგი დრო რომ გაატარო მეგობრებთან დალევა და დათრობა სულაც არ არის საჭირო, ძველი მოგონებებით დავხუნძლავთ დღევანდელ საღამოს. ჯულის მოსვლა ყველას გაუხარდა, კარი ნინამ გაუღო და აღფრთოვანებული უყურებდა მის წინ მდგარ ჯულის ორ შვილთან ერთად. -ღმერთო დიდებულო შენ ორი შვილით და რომ მოინდომო ახალ ცხოვრებას დაიწყებ ჯული. - ჩემი ახალი ცხოვრება და ძველიც მხოლოდ ჩემი შვილები არიან, მეტი არც არავინ მაინტერესებს ნინა დეიდა იმდენად მომბეზრდა ყველაფერი. -რას იზამ შვილო არჩევანი უკვე გაკეთებულია და აღარაფერი შეიცვლება, მაგრამ დასასრულის დასაწყისიც არსებობს. -ცხოვრება უცნაურ სიურპრიზებს გვიმზადებს და გეთანხმები, არავინ იცის რა შეიცვლება და რა მოხდება.ნინამ გაოცებულმა შეხედა ჯულის მის უკან გაიხედა და გოჩა ვერ დაინახა, ამიტო ხმადაბლა უთხრა. -რა მოხდა,ჯული შემომხედე შვილო.ჯულის ცრემლი მოერია და ნინას ჩაეკრა ძლიერად მოხვია ხელები და ჩურჩულით უთხრა. -არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ უკვე ძალიან დავიღალე ნინა დეიდა.ნინამ ორივე ხელები სახეზე მოკიდა ჯულის და უთხრა. -შემომხედე, შენ ძლიერი ხარ და შენი სისუსტე თუ ერთხელ აჩვენე მერე იცოდე მან იცის შენი სისუსტე და ყოველთვის იქ დაგარტყამს, ამიტომ ძლიერი უნდა იყო იმაზე ძლიერი შენც რომ გაგიკვირდეს შენი თავის. -არ ვიცი, მართლა არ ვიცი როდემდე გაუძლებ ვაკო უკვე ხვდება რომ ჩვენს შორის დაძაბული ურთიერთობა არის. -ამჯერად რა დააშავა რომ ვერ აპატიებ, ყოველთვის მის მხარეს იჭერდი და იკაც ამიტომ ბრაზობდა. -თამაშობს თურმე და ყველაფერი დავკარგე რაც აქამდე შემიქმნია და მიშენებია. -შეუძლებელია, ეს ნამდვილად სერიოზული დანაშაულია და არ ეპატიება. ჯული არ აჩვენო რომ ყველაფერი იცი, ლევანის დაველაპარაკები და ის მიხედავს მაგ საქმეს, დამიჯერე ლევანი ყველაფერს გააკეთებს რომ შენ არაფერი არ დაკარგო. -ქუჩაში დაგვტოვა და გაგვიმეტა, ნინა დეიდა ის რა ადამიანია შვილებიც კი არ დაინდო მისი სიამოვნებისთვის. -არაფერს დაკარგავ, ქორწინებაში შეძენილი არ გაქვთ რომ მისი თანხაც იყოს იმ ბინის ყიდვაში, ეს შენი კუთვნილი ბინა არის შენი შეძენილი. -არ მინდა იკამ გაიგოს ვიცი არ აპატიებს, ისედაც ვერ ეგუება მის გვერდით ყოფნას ზედაც არ უყურებს. -ახლა დამშვიდდი და მათთან მიდი, შემდეგ ვილაპარაკოთ ეჭვებს ნუ გავუჩენთ ნურც ალექსანდრეს და ნურც იკას. ჯული ცოტა დამშვიდდა გული რომ გაინთავისუფლა და ნინას დაელაპარაკა, ნინამ წყალი მიაწოდა და როცა დარწმუნდა მზად იყო მეგობრებთან შესახვედრად გაღიმებული სახით შევიდა მათთან, მაგრამ იკა მას ყველაზე კარგად იცნობდა.ვაკო იკას გვერდით მოკალათდა, პატარა ინას კი ალექსანდრეს კალთაში მოეწყო მისი ადგილი და ჩახუტებული იყო ნათლიაზე, მეგობრები კი იხსენებდნენ მათი ბავშვობის სიგიჟეებს. -ალექსანდრე გთხოვ მოყევი კატას თვალის ოპერაცია რომ გაუკეთე. -ნინამ არ გაიგონოს გაჩუმდი დღემდე ბუზღუნებს იმ კატას რომ ხედავს და რომ გაიგოს მე დავაბრმავე არც დაფიქრდება ისე მესვრის თოფს. -რა თქვი........ სიჩუმე ჩამოვარდა, ალექსანდრემ თვალებზე აიფარა ხელები და თითებს შორის გამოხედა ნინას რომელიც აფოფრილი იდგა და მას უყურებდა, ყველა ნინას უყურებდა რადგან ყველამ იფიქრა რომ ნინა იტირებდა, მაგრამ ნინას გულიანად გაეცინა და თქვა. -სწორედ ასე იცოდი როცა რამეს დააშავებდი თითებს შორის მიყურებდი, მაგრამ მე ვიცოდი რაც გააკეთეთ თქვენ კი დღემდე ამხელა ვირები გახდით და არცერთს არ დაგცდენიათ ჩემი კატის დაბრმავების ამბავი. -იცოდი და არაფერი არ თქვი, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო ეს იკამ გააკეთა. -ახლა იკას ეცი, რატომ გინდა დანაშაული გადმომაბრალო და იქნებ მკვლელიც გამხადო იდიოტო ადამიანო. -შენ იყავი მთავარი ექიმი............. -მთავარი ექიმი შენ იყავი მე დამხმარე და ახალბედა........... -ახლა ხომ ხარ გამოცდილი. თქვა ალექსანდრემ და გულიანად გაიცინა. -შენი იდეა იყო იდიოტო გინდოდა ექპერიმენტი გაგეკეთებინა და არ გამოგივიდა კატა დააბრმავე. -რა მოხდა, კატა როგორ დააბრმავე. იკითხა ევამ და თან იცინოდა. -ალექსანდრე იტყვი თუ მე ვთქვა. თქვა ანდრეამ და ალექსანდრე სიცილისგან სულს ვეღარ ითქვამდა იკას გახედა და უთხრა. -მის შემდეგ რამდენი მოხვიდოდი კატა რომ დაგინახავდა სანამ არ წახვიდოდი ჩვენს სიახლოვეს არ გამოდიოდა, ეშინოდა შენი კატას მეორე თვალიც არ ამომიღოსო. -ევა შენს ქმარს უნდოდა ვეტერინარი გამოსულიყო ცხოველები უყვარდა და მართლა სერიოზულად ფიქრობდა ექიმობაზე, ასე რომ ერთ დღეს დაფიქრდა და ერთი ელამი კატა დადიოდა ეზოში ნინამ მიიჩვია და არც ვიცოდით ვისი კატა იყო მოდიოდა ხოლმე და შეიჩვია აჭმევდა და კარგად უვლიდა კატას მისი არ ეშინოდა, ერთ დღეს კი გვითხრა ამ შავ კატას დედა ყავს და მოდი დამეხმარეთ და დედას თვალი შვილს ჩაუდგათ და ამას ჰქონდეს ორი თვალი და არა დედას.ნინა დეიდა გვიან მოდიოდა ოფისიდან და ჩვენც ერთ დღეს შევიკრიბეთ, ყველაფერი მოვამზადეთ ალექსანდრემ თეთრი ხალათი ჩაიცვა თავზეც დაიხურა თეთრი ხელთათმანებიც არ დაავიწყდა ეს მომზადებული ყოფილა და როგორც მივხვდით ამ საკითხზე დიდი ხანი ფიქრობდა. -სერიოზულად ფიქრობდა ევა და მისი სახე რომ დაგენახა 30 წლის გამოცდილი ექიმი გეგონებოდა. -ნუ მაწყვეტინებ ლევან. გაუბრაზდა ანდრეა ლევანს და ისევ გააგრძელა. -ალექსანდრემ ორივე კატა მოიყვანა და ეზოში ჭადრის ძირში მივიდა იქ დავაწვინეთ საცოდავები. -უნდა თქვა მისი თანაშემწე რომ იკა იყო. -რა თქმა უნდა ამის დავიწყება როგორ შეიძლება, ბიჭები ექიმობას უმიზნებდნენ.თქვა ანდრეამ სიცილით და ყველა გააცინა. -შემდეგ რა მოხდა. -შემდეგ მოხდა ის რომ დიდი სიფრთხილით ამოუღო დედა კატას თვალი და უნდა ჩაესვათ შვილისთვის რომ ეს თვალი ამ იდიოტს გაუსრიალდა ხელიდან და ძირს დაუვარდა ის უკვე აღარ ვარგოდა ვერ ჩაუსვმამდნენ დედას და ასე დარჩა ის უბედური თვალის გარეშე ამ ორი წარუმატებელი ექიმის გამო. -მე კი ამ დროს შემოვედი ეზოში როცა ყველაფერი მიალაგეს და ყველა დადარდიანებული დამხვდა, შემდეგ ვახშამი მოვამზადე არცერთი არ ფიქრობდა წასვლას და რა უნდა მექნა როგორც ყოველთვის ისეთი ხალისიანები არ იყვნენ თითქოს ძალით ვთხოვდი ყველას ეჭამათ და როგორც იქნა დაასრულეს ვახშამი, გარეთ გავედი ვერანდაზე ტელეფონზე დამირეკეს და ვხედავ ორი კატა წევს არ მივაქციე ყურადღება და სახლში შევედი, მოგვიანებით ისევ გამოვედი სანაგვე ყუთში ნაგავი ჩავყარე და იქ მათი ნივთები ვიპოვე არაფერი არ ვთქვი და სახლში შემოვედი, თუმცა გვიან შევამჩნიე რომ შავი კატა გარდაცვლილი იყო ჩემი ჭაღარა გადარჩა, მაგრამ ცალთვალა დარჩა და ეს ამ ორმა სადისტმა გააკეთა. -მას შემდეგ თქვა ორივემ ექიმობაზე უარი და იკამ პოლიციის სკოლაში წავიდა, შემდეგ კი იურდიულზე მოეწყო. -სამაგიეროდ თომას ორატორობა უყვარდა ჟურნალისტიკას უმიზნებდა, თუმცა ექიმი გახდა ერთი ექიმი ხომ გვჭირდებოდა ამდენ გიჟს. თქვა ლევანიმ და ისევ ყველამ ერთად გაიცინა. -კიდევ რა მოხდა............. თქვა ევამ და ნინამ შეხედა ევას თან გულიანად გაიცინა. -ნინაჩკას რაღაც გაახსენდა და ეს პირადად შენზე არის ალექსანდრე.უთხრა თომამ და თვალი ჩაუკრა. -გამახსენდა ერთი ამბავი და მოგიყვებით, მესამე კლასში რომ გადავიდნენ ეს ვირები..... -ოხ ვირებად გვახსენა გამოდის ყველას ერთად გვლანძღავს. თქვა იკამ და ნინამ ალექსანდრეს მიუბრუნდა. -მეორე კლასის წარმატების დასრულებისთვის შენს შვილს ზღვაზე წაყვანას დავპირდი და მარტო ხომ არ წავიყვანდი ვითავე ამ ვირების ერთად წაყვანა და ეს ვირის ჩოჩორები წავიყვანე ყველა ზღვაზე და წარმოიდგინე, მარტო ამ გადარეულ ბავშვებთან ერთად რა სიამოვნებით დავისვენებდი. ყოველ დღე მათ ვეძებდი დამსვენებლებს შორის, რა აზრები და იდეები მოდიოდათ გახსენებაც არ მინდა და ერთი თვე ყველასთან ბოდიშებს მახდევინებდნენ. ერთხელ სილაში დამარხეს ერთმანეთი და რამდენჯერ გავიარე იმ ადგილზე და რას შევამჩნევდი რომ ფეხზე არ მოეხაჭუნებინა ანდრეას ჩემმა კივილმა სანაპირო აიკლო ყველა შემომეხვია გავახილე თვალი და ჩემს წინ იდგა ესენი სილით გაშავებულები და თვალები ანათებდა მათი მარტო თეთრად, ეს ვისი იდეა იყო დღემდე არ ვიცი. -ლევანის............ თქვა ალექსანდრემ და მის სიცილზე ყველა იცინოდა. -ალექსანდრეს რომ შევხედე შეშინებული მიყურებდა და ცრემლი სდიოდა სილა და ცრემლი ერთმანეთში არეულიყო, გული ისევ შემიწუხდა.ძალა მოვიკრიბე ალექსანდრე და ყველა სიმაღლესდა მიხედვით დავაწყვე და ბინაში წამოვიყვანე ყველა სათითაოდ დავბანე და ყველას ჩაუჩაჩქუნე დაბანის დროს, დავაწვინე ყველა მშიერები იმ ღამით არაფერი ვაჭამე არცერთს და არც ამოუღიათ ხმა, მე კი გავედი სახლიდან და სახლის კუთხეში დავჯექი და ვიცინე ამათ როგორ დავენახვებოდი, როგორ ვაფიქრებინებდი რომ მათმა საქციელმა გამამხიარულა და რომ ცრემლებამდე ვიცინოდი.დასრულდა დასვენება და დავბრუნდით, ბავშვები მშობლებს ჩავაბარე და დაიწყო სკოლისთვის მზადება, ალექსანდრე გამოვაწყვე და მასზე გაბუტული მაშინ დაველაპარაკე როცა სკოლის ქების სიგელი მომცა ხელში, დაიწყო გაკვეთილები და ლიტერატურის მასწავლებელმა ასეთი რამ მისცა დაეწერათ რამოდენიმე სიტყვით როგორ გაატარეს ზაფხული და მათი თავისუფალი დრო როგორ გამოიყენეს, ეს ჩემი ვირი დაფიქრდა და დაუწერია ასეთი რამ. ,,ზაფხული ძალიან კარგად გავატარე დედასთან და მეგობრებთან ერთად ზღვაზე, ძალიან ვხალისობდით როცა ვაწვალებდით სანაპიროზე დამსვენებლებს შემდეგ კი განმარტოვდებოდი და მოვკალი 487 ბუზი,დავანგრიე ჭიანჭველების ბუდე სადაც კი ვნახე, არ ვაძინებდი დამსვენებლებს და კიდევ უამრავი რამ, ერთი სტყვით ძალიან ბედნიერი დავბრუნდით და ეს ბედნიერება ამ სკოლის დაწყებამ უნდა ჩამიშხამოს ხელებზე ვითვლი როდის დასრულდება ეს სასწავლო წელი რომ ისევ შევუტიო ბუზებს და ჭიანჭველებს ასევე დამსვენებლებსაც’’. ნინა გაჩუმდა, მაგრამ ევამ ვეღარ გაუძლო სიჩუმეს და ისეთი გულიანი სიცილი ამოუშვა ყელიდან რომ ვერცერთმა ვეღარ შეიკავა თავი და სახლი აგუგუნდა, ალექსანდრე ცრემლებს იწმენდდა ნინას შეხედა და უთხრა. -ვერ ვიჯერებ რომ ალექსანდრე ასეთი იყო..... -ვერ იჯერებ იმიტომ რომ აქ არ ყოფილხარ მე კი ყოველ მეორე დღეს სკოლაში ვიყავი, არ კმაროდა თავისი ჩადენილი შეცდომა ამათ შეცდომებდაც თავის თავზე იღებდა. ერთხელ ბიოლოგიის მასწავლებელი გააბრაზა..... -რატომ გააბრაზე, რას ერჩოდი რა საკითხი დაგაინტერესდა ბიოლოგიაში. -გამახსენდა.... იყვირა ანდრეამ და შემდეგ თავად გაეცინა გულიანად. -არ ვიცი, აღარ მახსოვს რა მოხდა... თქვა ალექსანდრემ, მაგრამ თომამ ადგა და თქვა. -მასწავლებელს უთხრა ბავშვის ჩასახვის პერიოდი აგვიღწერეო და გააშეშა კაცი ადგილზე, შემდეგ კი გაეცინა და უთხრა ეს რომ გაიზრდები და დაქორწინდები ამ კითხვაზე თავად გასცემ პასუხსო. -უაზრო, იდიოტი ეს კითხვა როგორ დაუსვი მასწავლებელს. -გამოაგდო გაკვეთილიდან და არა მარტო ის ჩვენც გამოგვიყოლა რადგან უთხრა იკა, ლევანი და ანდრეა ვერ ბედავდა ამ კითხვის დასმასო. -იკა მათემატიკის გაკვეთილზე ავადმყოფობა რომ მოიგონე ვისი ბრალი იყო? -ალექსანდრესი მითხრა თვალები აატრიალე და წაიქეცი მერე ფართხალი დაიწყეო და მეც ისე გავაკეთე.... -დაუძახეს ექიმს და იმხელა ნემსი ამოიღო ექთანმა იკა ფეხზე წამოხტა და ყვიროდა, კარგად ვარ არაფერი არ მტკივა უკვე სახლშიდაც წავალ მარტოო,ექიმი უკან მისდევდა ნემსით იკამ კი დაავლო ჩანთას ხელი და გაიქცა, მეორე დღეს კი დირექტორთან ჩამიშვა ეს ალექსანდრემ მითხრა წაიქეცი ისე რომ სოფლის ქათამივით აფართხალდე დამაჯერებელი როკმ იყოსო. ყველა იცინოდა, ალექსანდრე ცრემლებს იწმენდდა სიცილისგან ნინას შეხედა და უთხრა. -გამოდის პატარა ასაკიდან ლიდერობდა მეგობრებში. ძალიან დიდხანს ისმოდა სიცილის ხმები სახლიდან, ჯულიმ გადახედა მეგობრებს და თქვა. -რა კარგია ასეთი საღამოები რომ ხშირად მოვაწყოთ...... ალექსანდრემ შეხედა და სიცილით უთხრა. -ჯული რას გულისხმობ ხშირად მოწყობაში, ყოველ მეორე თვეში დავქორწინდეთ? ჯულიმ მხარზე ხელი წამოარტყა ალექსანდრეს და თავადაც სიცილით უთხრა. -ქორწილი უნდა იყოს რომ შევიკრიბოთ, ისე რომ მოვიყაროთ თავი და დაღლილობა ერთმანეთის სიყვარულში მოვიხსნათ არ შეიძლება? -შეიძლება მეგობარო, როგორ არ შეიძლება. თქვა ლევანიმ და ფეხზე წამოდა, შემდეგ ალექსანდრეს მიუბრუნდა და უთხრა. -ძალიან სიწყნარე არის მუსიკას რატომ არ ვრთავთ, აკრძალული არის? -ქორწილი გვაქვს და მუსიკა რატომ უნდა ავკრძალო იდიოტო.თქვა ალექსანდრემ, ლევანიმ მუსიკა ჩართო,ევას გახედა და ხელი გაუწოდა წელზე შემოარტყა მისი მკლავები და ნარნარით დაიწყო ცეკვა, ნინა უყურებდა ტკბებოდა შვილის ბედნიერებით შემდეგ მის გვერდით ალექსანდრეს მხარზე დაადო თავი და ბედნიერებისგან თვალები დახუჭა, თომამ კი ჯულის შეხედა და საცეკვაოდ გაიწვია ანდრიამ კი იკას უჩურჩულა. -შეხედე რა საოცარი წყვილი არის..... იკამ შეხედა ანდრიას და მის გვერდით მჯდარ ვაკოს გახედა, თვალი გააყოლა ვაკოს თვალს და ვაკოს ღიმილზე მასაც ჩაეცინა ვაკო კი დედას უღიმოდა.ნინამ კი ყველას შეუმჩნევლად ლევანის ანიშნა გამომყევიო, ლევანი გაოცებული მიუახლოვდა ნინას და ნინამ უამბო ჯულის პრობლემები და ლევანი დაფიქრდა. -რატომ დაფიქრდი ლევან შვილო. -დავფიქრდი ვისგან მოდის ეს საქმე, ვინ ჩაძირა ეს ადამიანი და თუ ტატომ უთხრა ჯულის ესე იგი ვიცით ვისგანაც მოდის. -მეც ასე ვიფიქრე ის ენვერი რომ არის ის იქნება ამ საქმეში. -დარწმუნებით ვერ ვიტყვით თუ ყოფილმა მოინდომა ისიც შეძლებდა მის განადგურებას და თუ ის არის ვინც ალექსანდრეს გარშემო ვართ ყველას შეგვეხება ნინაჩკა ეს ადამიანი თუ არ შევაჩერეთ. -შენ დაიწყე გოჩაზე გამოძიება და ვნახოთ რა მასალას იპოვი, გაიგე ვინ არის მისი ყოფილი და მზად დავხვდეთ რთულ პერიოდს რომ მოულოდნელი რამ წინ არ დაგვიდგეს, ლევან ყველაფერს გავუმკლავდებით მხოლოდ ჯულიმ ბინა არ უნდა დაკარგოს. -მხოლოდ გაყიდვით უშველის სხვას ვერაფერს ვერ იზამს. -ასე ფიქრობ? -ბინა ხომ ჯულის სახელზეა როგორც ვიცი და გაყიდვაც მხოლოდ მას შეუძლია, მაგრამ.... -მაგრამ ალექსანდრეს ბინაში გადავა დროებით.... -ეს არ ნიშნავს იმას რომ გოჩა იქ არ მივა თუ არ განქორწინდა ასე ივლის ბინიდან ბინაში,გაყიდვა გადაცვლაში, ქირაში ან გირაოში. -ძალიან გიყვარს შენი საქმე ლევან.... -მიყვარს და ყველა ჩემს კლიენტს ისე უდგები თითქოს ჩემი არის ეს თავსატეხი, ეს დღეები გამორიცხულია ამ საქმეს დაუთმო, ორი დღე მომეცი და ჩავუჯდები რასაც გავარკვევ შენც გეცოდინება. -კარგი შვილო შენი იმედი მაქვს, ჯულის მე დაველაპარაკები.ნინა ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა, ალექსანდრეს ტელეფონმა გაანათას უხმოზე ჰქონდა, ამიტომ გაოცებული უყურებდა ნომერს და შემდეგ უპასუხა. -გისმენთ..... -ბ-ნო ალექსანდრე უნდა გითხრათ რომ..... -გაჩუმდი არაფერი არ მითხრა,ნინამ შეხედა და უთხრა. -რა მოხდა,ფერი არ გადევს ალექსანდრე. -ახლავეს უნდა წავიდე, არ დამელოდო ნინა. -მითხარი სად მიდიხარ და რატომ. -დამშვიდდი არ გღალატობ საყვარელი არ მყავს, მაგრამ უნდა წავიდე და სად ან რატომ მოდი ეს საიდუმლოდ დავტოვოთ მხოლოდ ხვალამდე. -მაოცებ, ღამის 2სთ-ია და მეუბნები უნდა წავიდეო და არ უნდა ვიკითხო სად ან რატომ მიდიხარ? -მოდი ასე ვთქვათ, ნინა არ იცი სად წავედი იდეა არ გაქვს და არც კითხულობ რადგან ბავშვი აღარ ვარ რამე სისულელე ჩავიდინო.გთხოვ ეს ღამე დამითმე, ხვალ კი გპირდები ყველაფერს გაიგებ და დარწმუნებული ვარ მადლობას არ დამაჯერებ მაკოცებ კიდეც. -კარგი შენი მჯერა, მაგრამ რომ წამოვიდე შენთან ერთად? -გამოდის არ გჯერა ჩემი და რომ წამოხვიდე ეს სიურპრიზი აღარ იქნება, ყველაფერი ჩამეშლება -კარგი, კარგი ის მაინც მითხარი თუ დაბრუნდები ისევ თუ დილით შევხვდებით ერთმანეთს ეკლესიაში როგორც სტუმრები მოწვეული. -გაამზადე რაც უნდა ჩავიცვა და რა თქმა უნდა აქედან მე და შენ ერთად გავალთ და მეფე-პატარძალს ერთად დავხვდებით. -რაღაც ჩაიფიქრე და ვერ ვხვდები რა ჩაიფიქრე ალექსანდრე. -ნინა იცოდე რომ მიყვარხარ და ყოველ დღე უფრო და უფრო მიყვარდები. კოცნა დაუტოვა ნინას და სახლიდან გავიდა, ნინა იდგა გაოცებული და დახურულ კარს უყურებდა საიდანაც რამდენიმე წუთის უკან ალექსანდრე გავიდა. თვალებში ცრემლი ჰქონდა არა უნდობლობის, რა თქმა უნდა ენდობოდა, მაგრამ გული აუფრიალა რომ წავიდა და არ უთხრა სად წავიდა. მხარზე ხელის შეხება იგრძნო და არც კი მიუხედა ისედაც მიხვდა ვინ იყო ხელზე ხელი დაადო შებრუნდა თვალებში უყურებდა ალექსანდრეს და უთხრა. -არ ინერვიულო შვილო დაბრუნდება. -სად წავიდა ან ვინ დაურეკა ასე საჩქაროდ რომ წავიდა. -მე ვენდობი მას და ვიცი არ მატკენს,ხვალინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია და დასამახსოვრებელი იმედი მაქვს ყველას დიდხანს გვემახსოვრება ეს ქორწილი. -რაღაც ჩაიფიქრა, რაღაც არ მომწონს ეს მოულოდნელი გასვლა.... -დამშვიდდი და უნდა დაისვენოთ, ხვალ ყველას უძილო და გადაღლილი სახე გექნებათ უფრო პატარძალს, გთხოვ ევა შვილო დაისვენე. -კარგი დედა შენ მართალი ხარ ჩვენ დავისვენებთ. -ოპ,ოპ შენ სად მიდიხარ ამ ღამით ცალ ცალკე დაწვებით... -დედა თაფლობის თვე გასულია, თაფლი და სიტკბო მიღებულია და რა აზრი აქვს ერთად დავიძინებთ თუ ცალ ცალკე.იცინოდა ალექსანდრე და ევას ხელი მოხვია კარებთან იყო მისული ნინამ რომ უთხრა. -აქ არ დარჩებით? -ჩვენ წავალთ და ხვალ ეკლესიაში შევხვდებით ერთმანეთს. -ხვალ ევას დახმარება დაჭირდება, ასე რომ ჩვენც წავალთ ნინა დეიდა. უთხრა ირმამ ნინას და გიორგისთან ერთად გავიდა. -კარგი წადით. უთხრა ნინამ და შემდეგ ჯულის მიუბრუნდა. -ჯული შვილო შენ ბავშვებთან ერთად ალექსანდრეს საძინებელში ადი ფართო საწოლია და არ გაგიჭირდებათ, შემდეგ კი სხვებს მიუბრუნდა. -სხვები ყველა აქ ვრჩებით? იკითხა ანდრეამ და ნინას შეხედა. -ლევანი და მართა ფრთხილად ადით კიბეზე და იცით თქვენი საძინებელი, თქვენ კი ანდრეა, იკა, თომა დაწყვილებული რომ იყოთ თქვენც გამოგიძებნიდით თქვენს ადგილს, მაგრამ რადგან მეწყვილე არ გყავთ აქ მოეწყობით დივანზე და შემოსასვლელში. -ნინაჩკა დაგვსაჯე ჩვენ სამნი? უთხრა სიცილით ანდრეამ და იკას დაასწრო დივანზე დაწოლა, იკამ შეხედა ანდრეას და სიცილით უთხრა. -არ ლები მე და თომამ ვიცით ჩვენი ადგილი. -სად წვები, სად გაქვს ადგილი. უთხრა ნინამ და იკას უყურებდა, იკამ თვალი ჩაუკრა ნინას და უთხრა. -თავისუფალი ბრძანდებით ქ-ნო ნინა ხომ დააბინავეთ ყველა თქვენც მიბრძანდით და დაისვენეთ. იკამ გასაბერი ლეიბი გამოიტანა ალექსანდრეს კაბინეტიდან გაბერა და თომასთან ერთად წამოგორდა, ნინას ჩაეცინა და წავიდა თავის ოთახში.ყველა დაწვა,სიჩუმემ მოიცვა დიდი სახლის მყუდრო კედლები, ოთახში შევიდა და ტელეფონზე შეტყობინება მიღო. -,,არ ვიცი დაწექი და გძინავს, მაგრამ ხვალ დარწმუნებული ვარ უჩვეულოდ განსხვავებული დღე თენდება’’. ნინა გაუხდელად წამოწვა საწოლზე და გულზე მოგონებების მთელი სიმძიმე დააწვა, მაგრამ ცრემლი არ გადმოსვლია. მოლოდინი ყველაზე საშინელი გრძნობაა, მოლოდინით ელოდები და დროც არ გადის, თავიდან თითქოს არ აქცევ ყურადღებას, მაგრამ გონება მასთან არის და შენს სხეულში გამჯდარა დიდი მოლოდინი. ვერც დაიძინა და ვერც ადგა სახლი დაკავებული იყო ალექსანდრეს მეგობრებით, თვალებ დახუჭული იწვა და შეტყობინების ხმის გაგონებაზე თვალები გაახილა. -,,განსაკუთრებული და უჩვეულო დილა დგება, რა დროც იქნება შენთან მოვალ საყვარელო და გპირდები ემოციური და დაუვიწყარი დღე გაჩუქოთ,მხოლოდ არ მკითხო, მხოლოდ დაელოდე.’’ტელეფონი გათიშა და ისევ ფიქრებში ჩაიძირა, ის დრო იყო შუაღამე გადასულია და უკვე დილა ჯაბნიდა ღამეს ალექსანდრემ ფრთხილად შეაღო სახლის კარი და პირველი სააბაზანოში შევიდა საპნით დაიბანა ხელები და ღამის ჭუჭყი წყალს გაატანა. ღიმილით გადაავლო თვალი სალონში მძინარე ბიჭებს და საძინებელს ფრთხილად მიუახლოვდა, ასევე ფრთხილად შეაღო კარი რადგან არ უნდოდა ნინას გაღვიძებოდა, მაგრამ საკუთარი გულის ცემა გაიგონა ნინამ შუქი რომ აანთო და მისმა შავმა თვალებმა შემოანათა, ნინამ უძილობისგან დაღლილი თვალები მიანათა გაკვირვებულ ალექსანდრეს და უთხრა. -არ მძინავს, მითხარი მოვალო და გელოდებოდი. -ნინა შეხედე რომელი საათია, შენ მთელი ღამე მე მელოდი? -არა,რამდენიმე წუთის წინ გავაცილე ბოლო კლიენტი,შენ გელოდი აბა ვის დაველოდებოდი. -სიყვარული ხარ ჩემი და ჩემი ციცინათელა, შენ მხოლოდ ჩემთვის ციმციმებ ნინა. ნინამ ახედა ალექსანდრეს თვალი მოუჭუტა და უთხრა. -არ ეტყვი შენს ციმციმა ციცინათელას სად იყავი? -ნინა ხომ შევთანხმდით...... -შეთანხმება რომ დაარღვიო და მითხრა..... -არა არ შეიძლება, მოდი ჩემთან ცოტა დავიძინოთ საათ-ნახევარი გვაქვს დრო და მნიშვნელოვანი თან იდუმალი დღეც დადგება.ალექსანდრემ მის მკლავზე დაადებინა თავი ნინას და მთელი ღამის უძილოებს მალე ჩაეძინათ, მაგრამ დილით ისევ მათმა გაიღვიძა პირველებმა. ნინამ ყავა ჩააყენა რომ დილით გამოფხიზლებულიყო ყველა ყავით, შემდეგ ყველა დააღვიძა ბოლოს კი ალექსანდრეს დაურეკა. -არასოდეს გაწუხებ დილით, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი დღე არის შვილო და უნდა გაიღვიძოთ, მოემზადოთ. -ჩვენ მე და გიორგის გვღვიძავს დედა. -გოგოები? -გოგოები აქ არ არიან, ევამ კაბა ირმასთან მიიტანა და ასე მოისურვეს იქ არის ორივე ერთად. -კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა, ვნერვიულობ ჩვენი პატარძალი როგორ გაართმევს თავს მარტო. -გაართმევს, ეს მისი სურვილი იყო და მეც დავეთანხმე. -ეკლესიაში დაგელოდებით შვილო.ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა და გიორგის ხელი კრა. -ჯერ ადრე არის, დამაცადე კიდევ ათი წუთი.ალექსანდრე ადგა და სამზარეულოში გავიდა ყავა გააკეთა და გიორგის დაუდო საწოლთან იცოდა მხოლოდ ყავის სურნელს შეეძლო მისი გამოაფხიზლება და არც შემცდარა გიორგიმ თვალი გაახილა და ღიმილით შეხედა ტუმბოზე დადებულ ყავით სავსე ფინჯანს და ალექსანდრეს უთხრა. -მადლობა მეგობარო, ყოველთვის იცი რაც მჭირდება. -მე ვიცი შენ ახლა რაც გჭირდება, მაგრამ მე ვერ გამოგადგები და ამიტომ ეს ყავა მიირთვი და აბრძანდი.ალექსანდრემ თვალი ჩაუკრა გიორგის და გავიდა,მაგრამ გაოცებული დაბრუნდა საძინებელში ფულის დიდი კუპიურებით ხელში. -ეს რა არის, გგონია დღევანდელ დღეს თავს ვერ გავართმევ? -რა არის, საიდან ეს ამოდენა თანხა ალექსანდრე ან ვინ მოიტანა და როდის. გიორგი თავადაც გაოცებული უყურებდა ალექსანდრეს ხელში ფულს და შემდეგ დაბნეულად თაქვა. -მე არ დამიდვია ეს ფული ან თუ მოვიტანდი გეტყოდი რა მქონდა დასამალი. -მაშინ ვინ მოიტანა და დადო მაგიდაზე,ნინამ? ტელეფონი აიღო და ნინასთვის უნდა დარეკა რომ ევამ დაურეკა და მოიკითხა. -როგორ ხართ ბიჭებო, გაიღვიძეთ? -ეს ვირი გავაღვიძე ახლა, შენ როგორ ხარ დაგეძინა, დაისვენე ცოტა თუ ისევ ემოციებში ხარ. -დავისვენე, მაგრამ არ დამეძინა შენზე ვფიქრობდი. -საყვარელო იცი რომ უკვე მომენატრე? -ალექსანდრე მე სულ მარტო ვარ და არავინ მყავს, ცოტა დანაზოგი მქონდა და ვიცი არ გამომართმევდი წუხელ მოვედით მე და ირმა ფული მაგიდაზე დავტოვე.... -აქ იყავი წუხელ მოსული ევა. -მოვედი, გაკოცე კიდეც და წამოვედი ფული კი დავტოვე მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო დღევანდელ დღეს. -ევა............. -შენ ძალიან ძვირი გადაიხადე კაბაში ეს თანხა მოიხმარე დღეს არ გამაბრაზო. -ევა რას ამბობ ჩვენ უკვე ერთნი ვართ,ერთი ოჯახი გვქვია და რაც გამაჩნია ყველაფერი შენი არის საყვარელო. -ვიცი, მაგრამ მინდა ეს ასე იყოს. -კარგი დღეს არ აგანერვიულებ და არაფერს გეტყვი, მაგრამ ამ თანხას ისევ ანგარიშზე დავდებ ეს იცოდე. -დღეს მინდა ეს თანხა მოიხმარო მერე რაც გინდა ის გააკეთე,მხოლოდ დღეს ვიცოდე ჩემი წვლილიც დევს ჩვენი დღის გალამაზებაში. -ევა ვინ ხარ შენ, ანგელოზად მომევლინე? -მე ვარ ის ქალი ვისაც უყვარხარ ისე როგორს არავის ეყვარები მთელი ცხოვრება და როგორც შენ ამბობ ჩვენ ერთნი გავხდით, მოდი ყველაფერში ერთნი ვიყოთ და შევეხიდოთ ერთმანეთს. -ევა მომისმინე........ -შენ მომისმინე, ალექსანდრე სურმანიძე მე არ ვიცი ოჯახის ერთიანობა, სიყვარული, სირთულეც და შენ მომეცი ეს ყველაფერი ვიყო შენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ამიტომ მე ჩემს ოჯახს დავიცავ თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად და ასე რომ ალექსანდრე სურმანიძე გაჩუმდი და ეგ ფული საფულეში ჩაიდე, თუმცა გაგაფრთხილო უნდა რომ მდიდარი ცოლი არ გყავს ასეთი მსხვილი კუპიურებით ყოველთვის ვერ გაგანებივრებს. თქვა ევამ და გულიანად გაიცინა რაზედაც ალექსანდრეც აყვა და შემდეგ უთხრა. -ჩემი პეპელა ხარ ევა......... -ეს მეორედ არ თქვა..... -რატომ, პეპელა ხომ ლამაზია საყვარელო.... -ალექსანდრე რაც არ უნდა ლამაზი იყოს პეპელა სამ დღეზე მეტს არ ცოცხლობს, მე კი მინდა შენთან ერთად ვიცოცხლო თმები ერთად გაგვითეთრდეს და არ იწუწუნო შენ რომ გათეთრდები ჩემზე ადრე, რადგან ჩემზე უფროსი ხარ და დარწმუნებული ვარ ძალიან მოგიხდება შევერცხლილი თმები მხოლოდ ჯოხს ვერ ავიტან შენს ხელში, ამიტომ მე შეგეხიდები როცა დაგჭირდება. რაც შეეხება ძალიან მოგიხდება ასევე თვალებთან გაჩენილი ნაოჭები, მაშინ კი იმაზე მეტად შეგიყვარებ ახლა რომ მიყვარხარ.ალექსანდრე ჩუმად იყო და გიორგიმ შეამჩნია მას ცრემლი ჰქონდა თვალებში, ახლოს მივიდა მასთან და უნდოდა მხარზე დაედო ხელი, მაგრამ ალექსანდრე ფეხზე წამოდგა და სახით არ ეჩვენა გიორგის,ევას კი გაბრაზებულმა უთხრა. -ყველაფერში გეთანხმები ერთის გარდა.............. -მეთანხმები ყველაფერში და ის ერთი რა არის რომელშიც არ მეთანხმები ჩემო ქმარო. -აღარასოდეს, აღარასოდეს არ ახსენო სიტყვა სიკვდილი, გესმის? -გასაგებია, უფროსო ახლა ძალიან არ მინდა გაგითიშო და მინდა შენს ხმას უსასრულობამდე ვუსმინო თუმცა უკეთესი იყო ახლოს მყავდე, მაგრამ ამ ღამით სად წამიხვალ ეს დღე და ეს ღამე ჩვენია საყვარელო თუმცა ახლა უნდა გაგითიშო რადგან უნდა მოვემზადო. ალექსანდრე დღეს შენთვის უნდა მოვემზადო და ქალებს დრო გვჭირდება მოსამზადებლად. -ერთი ღამით გაგიშვი ჩემგან და უკვე ვეღარ გცნობ, რა გჭირს ირმამ რამე დაგალევინა? -შემილოცა სიყვარულზე რომ ჩემი სიყვარული უფრო და უფრო ძლიერი იყოს, შეხვედრამდე საყვარელო სულ რაღაც ორ საათში შენს წინ დავდგები. ევამ ტელეფონი გათიშა და შეხედა მის უკან მდგარ ირმას რომელიც ბედნიერი უყურებდა გაღიმებული და თავადაც გაღიმებულმა შეხედა. -ვეღარ გცნობ, მეგობარო სიყვარულმა როგორ შეგცვალა. -ჩემმა ალექსანდრემ შემცვალა, ირმა მიყვარს სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და მას ვერასოდეს ვერ შეველევი. -ღმერთო რა იღბლიანი გახადე ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ეს ენვერი რომ მახსენდება მეშინია, ძალიან მეშინია ევა. -ენვერისნაირებისთვის მიუხედიათ, მიხედავს ჩვენი ბიჭები ჩვენ კი მოვემზადოთ 11სთ-ზე იქ უნდა ვიყოთ. ყველა განსაცდელში იყო და ყველა ცდილობდა ყველაზე ლამაზი ყოფილიყო, ჯულიც გამოეწყო და ბავშვებიც საოცრად გამოიყურებოდა, მაგრამ ჯული უხალისოდ იყო ნინამ შეამჩნია და უთხრა. -გაიღიმე შვილო აქ ვინც ვართ უპრობლემო არავინ ვართ და შენ ვიცი რომ ჯავრობ, განიცდი, მაგრამ ყველაფერი მოგვარდება, მხოლოდ ახლა გაიღიმე დღეს ხომ მნიშვნელოვანი დღე არის.ჯულიმ გაუღიმა ნინას და კარზე ზარის ხმაზე ნინა კარისკენ წავიდა თუმცა კარი ისედაც ღიად იყო ვინ შედიოდა დილიდან და ვინ გამოდიოდა კარიდან ნინას სათვალავიც კი აერია,ჯულის გაუღიმა და ღიმილით უთხრა. -შენ ნერვიულობ, მაგრამ ქმარი როგორი გამოწყობილი მოვიდა თითქოს მეორე ქალი ყავდა სახლში. ნინამ გოჩას ხელმკლავი გაუკეთა და უთხრა. -უნდა გისაყვედურო, გუშინ ყველა აქ იყო შენ კი არ მოდი და რატომ შვილო. -ვიფიქრე ზედმეტი ვიქნებოდი, ჯული ბავშვებით ხომ მოვიდა. -ეს არასოდეს არ თქვა, მეგობრისთვის მეგობარი არასდროს არის ზედმეტი არც კარგ საქმეში და მით უფრო რთულ მდგომარეობაში ასე რომ ეს კარი ყოველთვის ღია არის თქვენთვის. შემდეგ ყველას თვალი გადაავლო და თქვა. -როგორც ვხედავ მზად ხართ დღევანდელი დღისთვის. -მზად ვართ ნინაჩკა და გავიდეთ. -ჩემი ბებერი ქმარი სად არის რომ ვერ ვხედავ, დღესაც გაგვეპარა? ალექსანდრემ პიჯაკი მოიმცვა და ღიმილით უთხრა. -აქ ვარ და უკვე მეც მზად ვარ, შენში არსებული სიბრაზე კი სულ მალე გაგივლის. -ყველა მზად ვართ და გასვლამდე დავილოცოთ. ანდრეამ მაღალ ჭიქებში ჩაასხა შამპანიური და ყველამ დაილოცა, ნინამ შეხედა მართას და გაუღიმა. -მშვენიერი ღიპუცაც გვყავს, დღეს ყველამ უნდა გაუფრთხილდეთ მართას. თომამ შეხედა მართას და ღიმილით უთხრა. -მართა თუ ტკივილი იგრძნო ჩუმად მითხარი რომ გაგიყვანო რესტორნიდან და ალექსანდრეს ტელეფონით ვახაროთ ბავშვის დაბადება. -რას ჩურჩულებ თომა, მართა არ გაგაბრიყვოს ექიმი კი არის მაგრამ მე ბავშვის მამა ვარ არ დაგავიწყდეს. -ასაკი გემატებათ და ჭკუა არა. უთხრა ბიჭებს ჯულიმ და ჯულიმ მართას მიუბრუნდა, მუცელზე ხელი თბილად დაადო და უთხრა. -დღევანდელი დღე იმედია წყნარად იქნება. -იმედია დაო. მართამ ღიმილით გამოდო ხელმკლავი ლევანს და ყველამ ერთად დატოვა სახლი, სტუმრების ნაწილი მოსული დახვდათ ეკლესიაში სადაც ნინა და ალექსანდრე უკვე იღებდა მილოცვებს, უეცრად ნინა ალექსანდრეს მიუბრუნდა და უთხრა. -გუშინ არ დამირეკია ლიასთან და შენ იცი რამე ახალი? -ვიცი მაგრამ არ გესიამოვნება..... -რა მოხდა, უშედეგოდ დასრულდა ოპერაცია ალბად ამიტომ მქონდა შიშიც. თქვა ნინამ და ეკლესიის წინ გაჩერებულ თეთრ ლიმუზინს შეხედა საიდანაც იკა გადმოვიდა პირველი ხელები გაშალა და დაიყვირა. -მოვედიიიით.... ალექსანდრე თეთრებში გამოწყიბილი გადმოვიდა მანქანიდან ხელი გაუწოდა ევას რომელსაც თვალი ვერ მოწყვიტა ვერავინ ის საოცრად ლამაზი იყო საუცხოო კაბაში და რაც არ უნდა გაკვირვებოდა ყველას მისი მეჯვარე ფიქრია იყო.ნინა უყურებდა ალექსანდრეს და გულზე მიიდო ხელი, თვალებით მაღლა ცისკენ აიხედა და თქვა. -მადლობა უფალო რომ ეს ბედნიერი დღე მაჩუქე. ალექსანდრე ევასთან ერთად მივიდა მშობლებთან და მათი დალოცვის შემდეგ შევიდა ეკლესიაში, მაგრამ ნინას მიუბრუნდა და უთხრა. -ლიასი იცი რამე? -ოპერაცია უშედეგო არის შვილო... -მართლა? -მეც ახლა გავიგე. -რას ამბობ დედა, ექიმი ხომ დარწმუნებული იყო.... ხასიათი წაუხდა ალექსანდრეს, მაგრამ ევას ხელს მაგრად მოუჭირა ხელი და მამაოსკენ წავიდა, ლამაზად ჩაიარა ჯვრისწერამ, მაგრამ მამაომ შეხედა ალექსანდრეს და უთხრა. -ჯერ ვერ გაგიშვებ ალექსანდრე................. -რატომ, კიდევ დარჩა რამე რაც უნდა შევასრულოთ? -კი დარჩა და ძალიან მნიშვნელოვანი რამ..... -გისმენთ მამაო.... -დღეს თქვენი ქორწილის დღეზე ერთი ძალიან ლამაზი გოგონა უნდა მონათლო ალექსანდრე... -ვინ უნდა მოვნათლო, ვინ არის ის გოგონა საჩუქარი რომ არ მაქვს ნაყიდი. -შენ მირონი მოაცხე და საჩუქარს ყოველთვის უყიდი და ვიცი ძალიან გაანებივრებ, ასევე კიც გააბედნიერებ შვილო. -დავიბენი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ კარგი თანახმა ვარ. ალექსანდრე რამდენიმე წუთი ელოდა მისთვის უცნობ ნათლულს და აი ისიც მის უკან იდგა ექიმთან ერთად ულამაზეს კაბაში გამოწყობილი ხვეული თმებით, მაგრამ თვალებ ახვეული. -ლია, ლია მოიყვანა ექიმმა ალექსანდრე. ალექსანდრემ ღიმილით შეხედა ნინას და ნინამაც ჩუმად უთხრა. -შენ ეს იცოდი, ეს იყო შენი წუხანდელი გასვლა სახლიდან ხომ ასეა. -ნინა შეხედე ექიმი რაღაცას ამბობს.უთხრა ალექსანდრემ ნინას და ექიმისკენ შეაბრუნა თან იცინოდა, უხაროდა რომ სიურპრიზი კარგად დაგეგმა და გამოუვიდა კიდეც. -ალექსანდრე შემობრუნდები იმ შემთხვევაში თუ თანახმა ხარ უცხო გოგონას მონათვლაზე, მას ძალიან უნდოდა დღეს ქორწილში ყოფილიყო და ეს სურვილი აესრულებინა, შენ ნათლია გახდები დღეს ამ გოგონასი. ალექსანდრე ჩუმად იყო და გაღიმებული სახით უყურებდა მამაოს. -ნუთუ გადაიფიქრეთ ბ-ნო ალექსანდრე და თქვენი პირობა უკან მიგაქვთ თუ არ გინდათ იყოთ ბრმა გოგონას ნათლია. -ლია, ეს ლიას ხმა არის. მკვეთრად შემობრუინდა ალექსანდრე და ლია ორივე ხელებით აიტაცა, ლიამ ხელები შემოხვია და ორივე გულიანად იცინოდა, მაგრამ ლია ვერ უყურებდა ალექსანდრეს, თუმცა მიხვდა რომ მის თვალებში ცრემლი იყო და სიცილით უთხრა. -მინდა დღევანდელი დღე ყველას გვახსოვდეს და ეს დღე იყოს ჩვენი ერთიანობის დღე ნათლიავ. -რა თქმა უნდა ჩემო გოგო, მხოლოდ არ ინერვიულო ყველაფერს გავაკეთებ რომ შენ მხედველობა დაგიბრუნდეს. -ამაზე მეტი რა უნდა გააკეთო, მადლობა ყველაფრისთვის და მადლობაც ვიცი რომ ცოტა არის.ლიამ სახვევი მოიხსნა და ალექსანდრეს წინ იდგა რამდენიმე წუთი თვალებ-დახუჭული ნელა ნელა გაახილა თვალი და ყველამ გაიგონა მისი სიტყვები. -რა სიმპატიურიო ყოფილა ჩემი ნათლია. -შენ იხედები, შენ მე მხედავ, ოპერაციამ გაამართლა. ყვიროდა არა ადამიანური ხმით და მის სიხარულს თუ სიყვარულს, ერთგულებას ამ ხმით გადმოსცემდა.ლია ხელში აიტაცა და რამდენჯერმე შემოაბრზიალა თვალებიდან კი ცრემლები სდიოდა ორივეს, რამდენიმე წუთი ყავდა ჩახუტებული და ორივე ატირებული ერთმანეთს უმშრალებდა ცრემლს, ალექსანდრემ ბოლოს ნინას შეხედა და უთხრა. -დედა შენ მითხარი..... -მეც შენსავით მომატყუეს და მე შენ მოგატყუილე შვილო, მაგრამ დამიჯერე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო ეს წუთები. ახლა კი მივხვდი რა იყო მამაშენის გაუჩინარების მიზეზი წუხელ გვიან ღამით, ამიტომ ვპატიობ ამ სიჩუმეს და დუმილს. ალექსანდრემ ლიას ხელი მოხვია მხრებზე და მამაოს შეხედა. -დავიწყოთ მამაო. ალექსანდრემ ჯიბიდან ოქროს ჯაჭვი თავისი ჯვრით ალექსანდრეს ხელში ჩაუდო და ღიმილით უთხრა. -ღირსეული ნათლიობა გაგეწიოს შვილო ამ ლამაზი გოგონასთვის. -საჩუქრითაც მომზადებული ყოფილხარ.... -ეს ხომ სიურპრიზი იყო შვილო. -მადლობა რომ ასე ლამაზად მოაგვარე ყველაფერი საყვარელო. -ხომ გითხარი მადლობას არ დაჯერდები და კოცნას დავიმსახურებთქო. -კოცნა საღამოს თქვენს მოკრძალებულ სამყაროში, მაგრამ შენ რაც გინდა გააკეთე დედა და როგორც გინდა მადლობა ისე გადაუხადე, მაგრამ მე მკითხე ახლა როგორ ვარ.... -ნუ ბრაზობ ვერ იტყვი იმას რომ არ გაგიხარდა, შენი სახე და თვალები ანათებს ბედნიერებისგან ალექსანდრე. -გამიხარდა როგორ არ გამიხარდა, მაგრამ ამ სიჩუმეს მაინც არ გაპატიებ და ჩემებურად დაგსჯი. რამდენიმე საათი ნათლობას მოანდომა მამაომ და ყველაფერი წესის და მიხედვით გაკეთდა, მათი ფოტოები უკვე ყველა ჟურნალის გარეკანზე იყო, ყველა სტუდენტმა ნახა ალექსანდრეს და ლიას ფოტოები, ლია კი უსაზღვროდ ბედნიერი იყო მშობლებთან ერთად მისმა ავადმყოფობამ საუკეთესო ხალხთან დააკავშირა. ნათლობის შემდეგ რესტორანში გადაინაცვლეს და იქ ნინამ დაინახა რაოდენ დიდი შრომა და ძალისხმევა ჰქონდათ ჩადებული მეგობრებს დღევანდელი დღის გალამაზებაში.ეს იყო ემოციების ზღვა და ენით გამოუთქმელი ბედნიერებაც, მადლიერებაც და ყოველთვის ხვდებოდა რაოდენ დიდი და უზარმაზარი სიყვარული აკავშირებდა ბიჭებს ერთმანეთთან, მაგრამ დღეს დარწმუნდა მათ უსასრულო და უპირობო სიყვარულში.ბედნიერი იყო ალექსანდრე ერთ მხარეს საყვარელი ქალი უმშვენებდა და მეორე მხარეს ულამაზესი ნათლული, მაგრამ ლიამ ყურთან უჩურჩულა ალექსანდრეს. -ტკივილმა გაგვაერთიანა და მადლობაც კი შემიძლია უთხრა იმათ ვინც მომაყენა ის დაუვიწყარი ტკივილი შენ რომ გიპოვე და დღეს ჩემი ნათქვამი ტყუილი რომ ნათლია იყავი ჩემი სინამდვილე გახდა.მადლობა ალექსანდრე და გპირდები დამჯერი ნათლული ვიქნები, რაც შეეხება საჩუქრებს ყოველ ნახვაზე არ მოგთხოვ ეს თავად უნდა გააკეთო.ალექსანდრემ შეხედა ლიას და გულიანად გაიცინა მის სიცილზე კი ყველა მისკენ შებრუნდა ასევე ნინაც და უხაროდა რომ მისი ცხოვრებისგან შეძენილი სამი შვილი ბედნიერებისგან ანათებდა, გულმა ვეღარ გაუძლო ალექსანდრესგან შორს დადგომას და ორივე ხელებგაშლილი წავიდა მისკენ ალექსანდრემაც შეხედა ნინას და თავადაც ხელგაშლილი შეეგება და რამდენიმე წუთი ორივე იყო ერთმანეთზე მჭიდროდ ჩახუტებული დარბაზის შუა გულში. -რაო ჩემო სიყვარულო ტკბები ბედნიერებით? -ნამდვილად რომ ბედნიერი დღე მაქვს დედა და ეს ბედნიერება ეს ყველაფერი შენით მაქვს, მადლობა რომ შენ გამზარდე და შენ გამიკვალე ცხოვრების გზა. -ვხედავ შვილო რომ ბედნიერებას ვერ მალავ და მინდა ცხოვრების ბოლომდე ასეთი ბედნიერი იყო,ევა კარგი არჩევანია და მან იპოვა მისი ადგილი ცხოვრებაში. -ნამდვილად მამა, ევა რომ ფიქრობდა დასრულდა მისთვის ყველაფერი თურმე არაფერი დასრულებულა და მან ცხოვრება დასასრულის დასაწყიდიდან დაიწყო დღევანდელი დღე მისთვის დასასრულის დასაწყისია. თუმცა უნდა ვთქვა რომ არა ელისო არც მე ვიქნებოდი, არც ეს დღე და არც ეს ბედნიერება. -ნამდვილად ელისო ზეციდან გიყურებს და გლოცავს კიდეც, ის ბედნიერი წავიდა ამ სამყაროდან იმ სამყაროში. ალექსანდრემ ორივე გულში ჩაიკრა და ევას გახედა მასთან უცხო მამაკაცი იდგა რომელიც ვერ იცნო, ალექსანდრემ ჩქარი და დიდი ნაბიჯებით დაფარა აღნიშნული მონაკვეთი ევასთან მისასვლელად და ევას შეხედა რომელსაც რაღაც კონვერტი ეჭირა ხელში. -ეს გადმომცა უცნობმა და მითხრა შენთვის მომეცა. -ალექსანდრე სურნმანიძე მიხარია რომ ახლოდან გაგიცანით.... -თქვენ დედაჩემის დასაფლავებაზე იყავით და დამიბარეთ რომ დამირეკავდით შესახვედრად. -იყო რაღაც გარემოებები რომელმაც შეხვედრა დროებით გადამადებინა, თუმცა აქ ვარ და ახლოდან მოგილოცავ ბედნიერებას. -მადლობა, მაგრამ მითხარით ვინ ხართ.......... უცნობი ალექსანდრესკენ ძალიან ახლოს გადაიწია და უთხრა. -ძალიან მალე გაიგებთ ვინც ვარ, მაგრამ გაუფრთხილდი ჩვენს გოგოებს რომლებიც შენთვის და ჩემთვის ძალიან ძვირფასი არსებები არიან. -გოგობს?.... -ევას,ირმას და ფიქრის ვგულისხმობ მეგობარო.... -ფიქრიას, თქვენ ფიქრიას......... -ჩუუუუუ,ეს არავინ არ უნდა გაიგოს. -ღმერთო ჩემო..........თავზე შემოიწყო ორივე ხელები ალექსანდრემ და ფიქრიასკენ გაიხედა რომელიც ანდრეას ელაპარაკებოდა და შეატყო რომ გაბრაზებული იყო, უცნობმა კი ტელეფონი ამოიღო და გადარეკა შემდეგ კი ტელეფონი ალექსანდრეს მისცა. -გამარჯობა სიძევ...... -გამარჯობათ, ვის ველაპარაკები........... -რობერტი ვარ ციხეში ქურდად მონათლული რობი, ევას მამა.ალექსანდრე დაიბნა და არ იცოდა რა ეთქვა, მაგრამ ხრინწიანმა ხმამ ისევ გააშეშა ადგილზე. -გიცნობ შორიდან, მაგრამ ძალიან კარგად. ალექსანდრე ჩემი შვილი ფიქრობს რომ მარტო არის და მის გარშემო არავინაა, მაგრამ მე ის არასოდეს დამიტოვია მარტო.ვიცი ყველაფერი, ვიცი ვინც არის ის არაკაცი ვინც ჩემი შვილის დამცირება და გამოყენება სცადა მაგრამ აზრზე არ არის დარტყმას რომელი მხრიდან მიიღებს და ამ დიდ დარტყმას არც შენ და არც სხვა არ მიაყენებს შეგხვდება ადამიანი ვინც მის განადგურებაში ყველას დაეხმარება და ყველას ჩამოგაშორებთ მისი არსებობას, ასე რომ მოემზადე დიდი შეხვედრისთვის. -მინდა რომ შეგხვდეთ ბ-ნო რობი... -როცა გინდა, ჩემი კაცი გეტყვის ან დაგირეკავს და შევხვდებით ბევრ რამეზე უნდა ვილაპარაკოთ.ჩემი შვილის გვერდით დგომისთვის კი მადლობა და მინდა იცოდე გვერდით გყავს ქალი რომელიც სულ მალე ყველა გაიგებს ვინ არის მინიშნებით კი გეტყვი რომ არასოდეს ეთამაშო ცეცხლს ნავთით................ტელეფონი გაითიშა, ალექსანდრე გაშეშებული იდგა და უცნობს გაუწოდა ხელში შერჩენილი დადუმებული აპარატი და შემდეგ იქვე მდგარ გიორგის გახედა, გიორგიმ მიხვდა რომ ალექსანდრე რაღაც დიდ საოცრებას წინაშე აღმოჩნდა და მასთან მივიდა. -გიორგი სტუმარს მიხედე, ეს ჩემი სტუმარი არის. -დარჩენით ვერ დავრჩები,მადლობა მოპატიჟებისთვის და ელოდე ჩემს ზარს. უცნობმა იქვე მოსულ ფიქრიას შეხედა და როცა მიხვდა ცრემლი მოერია თავის თავს გაცემდა ხელები მომუჭა და სასწრაფოდ დატოვა დარბაზი, ფიქრიამ კი ალექსანდრეს შეხედა და უთხრა. -რა უცნაური ადამიანი იყო............. -ალექსანდრე ვინ იყო ეს უცნობი სტუმრების სიაში არ არის აღნიშნული... -უცნობი იყო ჩვენთვის, მაგრამ ძალიან ნაცნობიდან იყო გამოგზავნილი რომელმაც მოსალოცი გადმოგვცა. ევას შეხედა ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა, ყურში კი უჩურჩულა. -მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ და არასოდეს შეგეშინდეს, რადგან მარტო არასდროს არ ხარ.ალექსანდრე ჩაფიქრებული იყო და მოვალეობის მოხდის მიზნით უღიმოდა ყველას, ექიმმა თვალი ჩაუკრა ალექსანდრეს და ყველას წინაშე ლია საცეკვაოდ გაიწვია, მოულოდნელად შუქი ჩაქრა და დარბაზის შუა გულში განათდა სადაც ლია და იოანე იდგა, იოანემ ლიას შეხედა და უთხრა. -პირობა უნდა შეასრულო, გახსოვს რაც თქვი თუ შეგახსენო. -მახსოვს, მაგრამ..... -მაგრამ აქ და ახლა ყველას გასაგონად პასუხს ველოდები. -რა პასუხს ექიმო.... -ექიმი აღარ ვარ ლია შენს წინ ახლა შენზე შეყვარებული მამაკაცი დგას და მინდა ეს ნივთი გადმოგცე თან პირობაც შეასრულო. ლიას გაეცინა, ბეჭედი თითზე წამოამცვა იოანემ და პირობაც შეასრულა,იოანემ ღიმილით გადახედა ყველას და ხმამაღალი ხმით დაიყვირა. -თანახმაა, ხალხო მან თქვა კი. -დღეს მოვნათლე და დღესვე გამიფრინდა, ცოტა დრო მაინც მოგეცა იოანე მეზრუნა მასზე... -საკმაო დრო მოვიცადე ალექსანდრე და ის უკვე ჩემი არის. ალექსანდრემ იმ საღამოს შეამჩნია ასევე ანდრეას დამოკიდებულება ფიქრიას მიმართ, ანდრიამ რამდენჯერმე გაიწვია ფიქრია საცეკვაოდ, მაგრამ ყოველთვის უარი მიიღო რადგან ხშირად საათზე იხედებოდა. -როგორც ვიცი არავინ გელოდება,შენ კი წასვლას იჩქარი. -არსად ვიჩქარი როგორც თქვი არავინ მელოდება, უბრალოდ საათს შევხედე ასე გვიან გარეთ არასდროს არ ვყოფილვარ. წყვილს ტატო მიუახლოვდა მიულოცა და ფიქრია გაიყვანა საცეკვაოდ რაც ანდრეას არ ესიამოვნა, მაგრამ გზა დაუთმო ტატოს, ტატომ კი ფიქრიას უჩურჩულა. -გეგმები სხვა დროისთვის გადაიდო? -არა ტატო ან დღეს ან არასოდეს. -კარგი მე დაგიცავ, მაგრამ ფრთხილად იყავი. -გაფრთხილებ მე მარტო ვარ ამ გეგმაში, ეს ჩემი იდეაა და მე უნდა ავასრულო. -კარგი, კარგი მე უკვე გავდივარ და შენს ზარს დაველოდები.ანდრეა უყურებდა ორივეს და ფიქრობდა რა საერთო უნდა ჰქონდეს ამ ორს ერთმანეთთან, მხარზე ხელის დადება იგრძნო და ალექსანდრეს ხმაც გაიგონა. -რა გჭირს, ფერი არ გადევს ანდრეა. -არ ვიცი რა მჭირს და შენ რას ხედავ, მაგრამ მე უკვე დარწმუნებული ვარ რომ ეს გოგო მჭირს. -ოოოოოო, ჩვენი უკარება ბიჭი შეყვარებულია? -ალექსანდრე............. -კარგი, კარგი ნუ ბრაზობ მიდი მარტო დარჩა იქნებ ახლა მაინც გეცეკვოს. ანდრეამ ისევ ალექსანდრეს შეხედა და მანაც თვალი ჩაუკრა, თავად კი ისევ ფიქრიასთან მივიდა და ისევ ცეკვა შესთავაზა ფიქრიას შერცხვა ისევ უარის თქმა და ღიმილით გაყვა საცეკვაოდ მაგრამ ის წასვლას იჩქაროდა ანდრეას შეხედა და უთხრა. -ანდრეა არ ხარ ჩვეული გოგოებისგან უარის თქმას, მაგრამ.... -ფიქრია ვერ დავიჯერებ რომ ვერ ხვდები რისი თქმას ვცდილობ შენთვის.... -ანდრეა ძალიან გთხოვ ჩემს გზაზე გავლას არ გირჩევ ჩემი გონება შურისძიებით არის დახშული და არ მინდა გავნო, რამე შარში გაგხვიო ამიტომ არავის, არავის არ შევხედავ ისეთი თვალით რაც ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულით დამთავრდეს. -როდემდე გინდა იყო ამ შურისძიებით შეპყრობილი.... -სანამ არ ავისრულებ იმას რაც ჩავიფიქრე, ამიტომ შენ ცხოვრებას მიხედე მე ჩემსას მივხედავ. -შენი ფიქრების და ოცნებების ასრულებამდე გინდა ენვერის ყურმოჭრილი მონა იყო? -შენ მართალი ხარ დღეს მისი ყურმოჭრილი მონა ვარ ასევე ხვალ, ზეგ და არ ვიცი კიდევ როდემდე გაგრძელდება ეს მაგრამ გპირდები ერთ დღეს მოულოდნელად შეწყდება ეს ყველაფერი ისე რომ ყველას გაგიკვირდებათ და მანამდე კი გეტყვი რომ ჩვენ მომავალი არ გვაქვს ანდრეა ამიტომ არ შემიძლია შენს გრძნობაზე გიპასუხო, გთხოვ ჩემზე ნუ იფიქრებ არსებობს ჩემზე უკეთესები საუკეთესო მომავლით და ასევე წარსულით. ახლა კი უნდა დაგტოვო,მაპატიე რომ შენს გრძნობებს იმავე გრძნობით ვერ ვუპასუხებ,რადგან არ შემიძლია. -რატომ, რატომ გინდა მითხრა უარი ენვერის გამო? -დღეს ვერაფერს ვერ გეტყვი გარდა იმისა რომ შენს წინ დგას ქალი გრძნობების გარეშე,ქალი ვინც უნდა უარყოს ყველანაირი გრძნობა, სიყვარულიც და მეგობრულიც, რადგან არ მინდა ჩემს გვერდით ვინც იქნება ისიც ენვერის მონა გახდეს ამიტომ უარვყოფ შენდამი გრძნობას და ვფიქრობ უნდა გამიგო. -შენ სულ სხვა გყავს გულში ფიქრია და არ ამბობ პირდაპირ.... -ანდრეა მომისმინე გთხოვ, შენ მართალი ხარ არჩევანი მაქვს მაგრამ ეს არჩევანი არა მამაკაცი არამედ სულ სხვა გეგმა არის ჩემთვის ცხოვრება რომ გავიუმჯობესო ყოველგვარი შიშის გარეშე. ფიქრია დაშორდა ანდრეას დაემშვიდობა ალექსანდრეს და ევას, ასევე ნინას და ალექსანდრეს და წავიდა, გასვლისას ტატოს თვალი ჩაუკრა და წავიდა, სხვებმა კი გვიან ღამემდე გააგრძელა მხიარულება ფიქრია კი მიდიოდა ჩაფიქრებული შემდეგ ღიმილი მოერია, მაგრამ ეს ბედნიერების ღიმილი სიძულვილმა შეცვალა და ჩაილაპარაკა. -ვუახლოვდები ჩემს მიზანს ვთქვი და ავასრულებ რომ შენი განადგურების დრო ახლოვდება, შევეცდები ყველაფერი გეგმის მიხედვით გავაკეთო თუმცა არ ვიცი რამდენად ძლიერი ვარ ეს კი სულ მალე გამოჩნდება. სასტუმროში მისულმა ყველას ღიმილით მიესალმა და თავის ნომერში შევიდა, ჩანთა დივანზე დადო და სამკაულების მოხსნა დაიწყო რომ შეშინებულმა უკან უკან დაიხია. -დაგაგვიანდა, ასე არ მოგვილაპარაკებია. -შემაშინე, ერეკლე აქ როგორ შემოდი. -ჩემი გზებით არ გასწავლი და ტყუილად ნუ მიყურებ, როგორ ხარ ფიქრია რას ფიქრობ, შეძლებ? -შევძლებ შემართებით ვარ, მაგრამ ვთქვი მარტო უნდა წავიდე. -არ შეგედავები, რადგან მარტო უფრო გაართმეგვ თავს გეთანხმები ამიტომ მოდი გეგმას კიდევ გადავხედოთ და მეც წავალ, მხოლოდ შენს ზარს დაველოდები. -გასაგებია, იცოდე ისევ რესტორანში დაბრუნდები. -მეც ასეთი გეგმა მაქვს ალექსანდრეს თვალწინ ვიტრიალებ რომ ეჭვი არ გაუჩნდეს, ასე რომ თუ რამე დამირეკავ ფიქრია. -აუცილებლად, ვიცი რომ მარტო არ დამტოვებთ არც შენ და არც ტატო. -კარგია, იკა არ დაგავიწყდეს მისი ნომერიც გაქვს,ახლა კი მოდი შეხედე ამ გეგმას და თანაც ახსენი როგორ უნდა შეხვიდე ჩემი დახმარების გარეშე, მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი შემთხვევაში კი როგორ დააღწიო თავი იქედან.ფიქრიამ გეგმას კიდევ ერთხელ გადახედა და სახლის გეგმა ჩანთაში ჩაიდო ერეკლეს შეხედა და უთხრა. -გადი და შეეცვადე არავინ დაგინახოს. -ნუ ნერვიულობ კამერები დღეს გათიშულია... -ეს როგორ, რომ მოითხოვონ? -დირქციასთან ვარ შეთანხმებული ჩემი მეგობარია და ხვალ საღამოს აღდგება კამერების მუშაობა, ასე რომ შენს დაბრუნებას და გასვლას ვერავინ დააფიქსირებს თუ ვინმე არ გითვალთვალებს, ამიტომ უკანა გასასვლელიდან გადი.ერეკლემ ჯიბეში აზუზუნებულ ტელეფონს დახედა და თინოს შეტყობინება წაიკითხა. -,,უნდა დაბრუნდე ალექსანდრემ გიკითხა’’. -კარგი უნდა წავიდე უკვე დავაკლდი თვალში და მეძებს ალექსანდრეს თვალები, იცოდე შენზე ვფიქრობ.ერეკლე კართან იყო რომ ფიქრიას ტატომ დაურეკა. -გისმენ ტატო.... -არ გამოხვიდე, დღეს არაფერი არ მოხდება იმაზე ადრე დაბრუნდა როგორც ვვარაუდობდით და დღეს უნდა გაჩერდე. ერეკლემ მოისმინა და ფიქრიას შეხედა. -ამხელა რისკზე ვერ წახვალ და ყველაფერს ვერ გააფუჭებ. -არა, არ წავალ კიდევ მექნება შანსი. -მპირდები რომ სიტყვას შეასრულებ. -გპირდები არ მინდა ჩავარდე, მინდა ყველაფერი წავართვა და ნოლზე დავტოვო. -მომწონს შენი განზრახვა, მაგრამ არა დღეს.ერეკლე წავიდა, ფიქრია დაფიქრდა ტელეფონი გათიშა მაგიდაზე დადო და რადგან ვერ წავიდა, გეგმა ჩაიშალა დაწვა და დაიძინა. მექორწილეები კი გვიან ღამე დაიშალნენ, ერეკლემ ყველას დაემშვიდობა თინოს ხელი გადახვია და სიმღერ სიმღერით დატოვა რესტორანი, სხვები ალექსანდრესთან წავიდნენ და დილით ყველას რაღაც აწუხებდა ზოგს ფეხები ტკიოდა ბევრი ცეკვისგან,ზოგი ჩუმად იჯდა თვალებდახუჭული და მხოლოდ სიჩუმე უნდოდათ,უკვე შუადღე იყო ალექსანდრემ გადახედა მეგობრებს და სიცილით თქვა. -რამ მოგადუნათ ასე ქორწილში იყავით თუ ომში ბრძოლობდით ენერგია დაცლილები რომ ყრიხართ და ხმას არ იღებთ, კანონით დღეს სამუშაო დღე გვაქვს და რას იზამთ. -მე უნდა დავიძინო და ძილში გამოვიდე..... თქვა თომამ.... -არც მე გამაღვიძოთ. მხარი აუბა ანდრეამ მაგრამ შემდეგ ალექსანდრეს მიუბრუნდა. -უფროსო თუ ფიქრობ რომელიმე ჩვენთაგანი ოფისში წავა დღეს ძალიან შეცდი, უკეთესია დაისვენო. -ყველა ერთად შეიშალეთ?ალექსანდრე უყურებდა სათითაოდ ყველას და ბოლოს იკას დაადგა თვალი, იკამ კი თვალი გაუსწორა და უთხრა. -არა, შენს ამ გამოხედვას ვერ ვუძლებ რა ადამიანი ხარ რკინის ნერვები გაქვს გეფიცები. ახლა არ შემიძლია ვერ დაგელაპარაკები რადგან სხვებივით მეც დასვენება მჭირდება და უნდა დავისვენო. ალექსანდრე აბუზღუნდა და ნინა გადაუდგა წინ. -რა გაყვირებს ან რაზე ბუზღუნებ, დააცადე დასვენება დაღლილ ხალხს. -ნუ გადამრიეთ ნინა რითი არიან დაღლილები, ცეკვით? -თუნდაც ცეკვით.......ალექსანდრეს ტელეფონზე თინოს ნომერი დაფიქსირდა და ნინას შეხედა, ტელეფონს კი ღიმილით უპასუხა. -გისმენ თინო არ მითხრა რომ გვეძებს ვინმე...... -ვიღაც მოვიდა და შეხვედრა უნდა.... -შენ მართლა ოფისში ხარ თუ მეღადავები თინო. -სიმართლე გითხრა ერეკლე წავიდა არ გაჩერდა, მიხვდა არცერთი რომ არ იქნებოდით დღეს და თქვა წავალო. -ყოჩაღ, ვაფასებ მის ერთგულებას საქმის მიმართ, ესენი ყველა მკვდრები არიან ფოტოებს გადმოგიგზავნი, ხვალიდან შეუდგებით მუშაობას თინო. -კარგი მაშინ დღეს მეც დავისვენებ. -დაურეკე ერეკლეს და აქ მოდით ბავშვიც წამოიყვანეთ ბოლო ბოლო პრინცესა გავიცნოთ სამეგობრომ.თინოს გაუხარდა ალექსანდრეს მიპატიჟება და ერეკლეს დაურეკა. -სახლში მიგვიპატიჟა? -ხო და მითხრა დაურეკეო, ჩააბარე პოსტი და წამოდი ერე. -კარგი წამოვალ თინო.ალექსანდრე ვერ ისვენებდა ყველამ ზურგი აქცია და მიიძინა, ტელეფონი გათიშა და ვაკოს ტირილის ხმა გაიგონა, გაოცებულმა შეხედა ნინას და უთხრა. -ამათ რაღა დაემართა,ხალხო გაწყინათ ქორწილმა? -გაუშვი შვილო ჯულის პრობლემები აქვს გოჩასთან. -ჯულის პრობლემა აქვს და იკამ არ იცის რადგან ჩემთვის არაფერი უთქვია. -შეიძლება არც იცის, არ ვიცი. -შენ კი ყოველთვის ყველაფერი იცი დედა და გისმენ. -არაფერი ვიცი იმაზე მეტი რაც გუშინ თავად არ მითხრა ჯულიმ რომ პრობლემები აქვთ. -ამიტომ მოვიდა იმ ღმით მარტო ბავშვებთან ერთად? -დიახ მარტო ამიტომ მოვიდა და გულზე მოეშვა დილით გოჩა რომ მოვიდა რადგან არ უნდოდა იკას გაეგო, თუმცა ისეთი ამბავი აქვთ გაიგებს ერთ დღესაც დიდი ხნით არაფერი იმალება შვილო.ალექსანდრე ჩაფიქრდა და ჯულიზე ფიქრობდა, ჯული კი ბავშვებთან ერთად გაბრაზებული შევიდა სახლში გოჩამ შეხედა და უთხრა. -დამიჯერე, გთხოვ სხვის სიტყვებს ნუ დაუჯერებ ყველაფერი გამოსწორდება..... -რა გამოსწორდება, გოჩა ის რაც დაიკარგება უკან აღარ ბრუნდება.თქვა და თავის საძინებელში შევიდა ბავშვებს გამოუცვალა და შემდეგ სამზარეულოში შევიდა, გოჩამ იცოდა რომ დამნაშავე იყო და ცდილობდა ჯულის გულის მოგებას მაგრამ უშედეგოდ ჯული არ ეპასუხებოდა და სადილის ამზადებდა, ფიქრებში გართულს ტელეფონის ხმა შემოესმა ის გოჩას ტელეფონი იყო თავად კი სააბაზანოში იყო შესული ტელეფონი კი გაუჩრებლად რეკავდა არ უნდოდა ეპასუხა, მაგრამ მაინც აიღო ტელეფონი ხელში და გახსნა. -,,საყვარელო დღეს იგივე ადგილზე გელოდები, თანხა ხელში მაქვს და არ მალოდინო.’’ -ბრძოლობ ძალიან რომ ჩემი მყუდრო სამყარო დაანგრიო, მაგრამ არ გჭირდება დიდი ძალიხსმევა რადგან უკვე მიზანს მიაღწიე და მე თავად გჩუქნი წაიყვანე ის უკვე შენია.თქვა და ტელეფონი გათიშა, შემდეგ კი სააბაზანოდან გამოსულ გოჩას შეხედა და უთხრა. -გამოვასწორებ შეცდომასო,რას გამოასწორებ ვერ შეელევი და ვერ დათმობ იმ სიბინძურეს სადაც ყელამდე ხარ უკვე ჩაფლული, სადაც გინდა წადი, ჩემი შემცვლელიც უკვე გყავს და აქ აღარ მოხვიდე.ამ სიტყვებს უკვე მეორედ გეუბნები და მესამედ არ გამამეორებიო.გოჩამ ჩაიცვა, პიჯაკი აიღო და გაბრაზებული გავიდა სახლიდან.ერეკლე და თინო ალექსანდრესთან მივიდა პატარა თაიასთან ერთად რომელიც ყველას გაოცებული უყურებდა და დედას მიუბრუნდა. -აქ არის შენი ახალი სამსახური ამდენ კაცებში? -ოოოოო თინო ცუდ დღეში ხარ. უთხრა ალექსანდრემ და პატარა ხელში აიყვანა. -დედა და მამა ჩვენი მეგობარია პრინცესა,ვფიქრობ ჩვენც ვიმეგობრებთ. -ვიმეგობრებთ და ჩვენ საიდუმლოს გავუმხელთ ერთმანეთს? -შენ თუ გინდა მესაიდუმლე ბვიყო შენი რატომაც არა, მერე მეც გეტყვი ჩემს საიდუმლოს. -კარგი ვიქნები შენი მეგობარი და მესაიდუმლე.ალექსანდრე აღფრთოვანებული დარჩა პატარას გონიერებით ძირს დასვა და თინოს მიუბრუნდა. -ძალიან გონიერი ბავშვია და უცხო ენა აქედანვე შეასწავლე, ეს დიდ სიმაღლეზე წავა დაიმახსოვრეთ რაც გითხარით. წვიმების შემდეგ მზე გამოექცა ღრუბლებს, მაინც ცდილობდა ღრუბლები მზის დაჯაბნას, მაგრამ ის მაინც ახერხებდა და ანათებდა ის კი იჯდა და არაფლის მთქმელი თვალებით უყურებდა ჩქარი ნაბიჯით მიმავალ ხალხს.ხეებს ფოთლები სცვიოდა, უკვე ზამთრის დასაწყისი იყო და საკმაოდაც აცივდა,იჯდა მისთვის პარკში სულ განაპირა სკამზე ყველასგან მოშორებით და უეცრად ფოთლების შრიალმა გაახედა მეორე მხარეს მასავით უპატრონო და გზა აბნეული ლეკვი დადიოდა წკმუტინით მასაც შიოდა და ციოდა. -შენც გზა აბნეული ხარ ჩემსავით. თქვა ჩურჩულით და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო ერთი ღერი შემორჩენოდა ასანთიც მოიძია ჯიბეში და ბოლო სიგარეტის ნიკოტინი ღრმად შეისუნთქა. -აქ არ გელოდი, გგონია შორს ხარ იმ ხალხისგან ვინც გეძებს ან როდემდე გინდა რომ დაიმალო. უეცრად მიუბრუნდა მოულოდნელ სტუმარს და გაოცებულმა უთხრა. -საიდან მომაგენი, მითვალთვალებ? -გგონია უსაფრთხო ადგილი ამოირჩიე? -არ ვიცი, სანამ რამეს მოვიფიქრებ აქ ვიქნები. -ყველაფერი ვიღაც ქალის ახირებით ქარს გაატანე, მითხარი რატომ ან ჯულიმ რა დაგიშავა ასე რომ მოექეცი ან ბავშვებზე არ იფიქრე? -ჯული მიყვარს............... -როგორია შენს წარმოსახვაში სიყვარული გოჩა. -ჯული მიყვარს ის ჩემი ქალი არის და ბოლომდე ასე იქნება. -შენ ვერ დააფასე ვერც ჯული და ვერც მისი სიყვარული, ასევე ვერ შენიშნე შენს გვერდით რომ შესანიშნავი ქალი იდგა და შენს ყველა შეცდომას ყლაპავდა უხმოდ. -ჯულის დავიბრუნებ, გესმის დავიბრუნებ. -რამდენიმე დღეა სახლში არ მისულხარ, გამხდარიც ხარ ბოლოს როდის ჭამე. -არც ფული მაქვს არც ტელეფონი.... -სახლშიც ვეღარ მიდიხარ,ალექსანდრეს ქორწილის მერე გაუჩინარდი. -სახლში რომ მივიდე როგორ შევხედო ბავშვებს ან ჯულის....... -წამოდი ჩემთან დაიბანე გამოიცვალე და რამე შეჭამე, მერე კი წადი სახლში და მშვიდად დაილაპარაკებთ. -ლევან............. -გოჩა არ გინდა მე ყველაფერი ვიცი, ასე დამალვით და რამდენიმე დღე გაქრობით რას გააკეთებ გინდა ჯულის მიაკითხოს შენმა მევალეებმა? ესეც რომ არა თუ ისევ გაქვს ჯულის მიმართ გრძნობა იბრძოლე რომ შენს გვერდით გყავდეს თუ არა და გაუშვი მიეცი თავისუფლება და შენი არეული ცხოვრებით იცხოვრე, რადგან ყველა ვხედავთ აწყობილი ცხოვრება არ გაინტერესებს. ლევანი ადგა და წინ წავიდა, უკან კი გოჩა მიყვებოდა ბინაში მისულებმა გოჩამ პირველად აბაზანა მიიღო ლევანიმ მისი ტანისამოსი მისცა შემდეგ კი მაცივარში რაც კი მოიძებნებოდა მაგიდაზე დაალაგა და აბაზანის შემდეგ გოჩამ ივახშმა, ლევანი უყურებდა და უთხრა. -ასე მშიერი როდემდე გინდოდა ყოფილიყავი. -არ ვიცი, არ ვიცი ლევან რას როგორ გავაკეთებ, მაგრამ გპირდები რომ შევიცვლები. ლევანიმ შეხედა გოჩას და უნდოდა დაეჯერებინა მისი სიტყვები, მაგრამ გოჩა უგულოდ საუბრობდა თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით. ტელეფონზე შეტყობინების ხმა გაიგონა ლევანიმ და წაიკითხა, პასუხიც მიწერა. -,,ვიპოვე და ჩემთან ერთად არის, უთხარი მართას რომ დღეს ვერ მოვალ.’’გვიან ღამემდე ისხდნენ და საუბრობდნენ,ლევანის ჩაეძინა და დილით გაღვიძებულმა გოჩა ბინაში არ დახვდა ვერ იპოვა,სასწრაფოდ მოემზადა და უეცრად გაოცებული უყურებდა გოჩას საწოლთან ტუმბოზე დადებულ შპრიცს და თვალები გაუფართოვდა, გაბრაზებულმა შპრიცი ქაღალდში გაახვია და ნინასთან წავიდა, ნინას შეეშინდა ლევანს რომ შეხედა და უთხრა. -რა მოხდა ლევან ფერი არ გადევს, ის სად დატოვე. -ის არ არის დილით წასული დამხვდა და საწოლთან კომოდზე კი ეს შპრიცი დამიტოვა. -შპრიცი, გამოდის ის ძალიან შორს წასულა ნარკოტიკსაც იკეთებს. -იკეთებს, ყნოსავს კიდეც და ეწევა აი ესაა ჯულის არჩევანი არავის რომ არ მოუსმინა ახლა კი ბრძოლობს მის შენარჩუნებაზე და ვინ უნდა რომ შეინარჩუნოს ნარკომანი? იფეთქა ალექსანდრეს ხმამ და ყველა ფეხზე დააყენა, ლევანი ჩუმად იყო, მაგრამ შეხედა ალექსანდრეს და უთხრა. -გამოდის ყველაფერს აკეთებს რაც ჩამოთვალე, მაგრამ ახლა სად არის ეს უნდა გავიგოთ. -ჯული გავაფრთხილოთ რომ საკეტი გამოცვალოს და სახლში არ შეუშვას, როგორც მივხვდი იკამ ეს არ იცის. -იკამ არაფერი იცის და გასაკვირი ის არის მართლა არ იცის თუ იცის და არაფერს ამბობს. -არ ვიცი, მაგრამ მე რომ მის ადგილზე ვიყო ლევან ერთ კარგ გაკვეთილს ჩაუტარებდი ისე რომ საერთოდ დაივიწყოს ყველა და ყველაფერი. -ვერაფერს გეტყვი რადგან მეც იგივე აზრზე ვარ ალექსანდრე. -რას ბოდავთ, ახლა ჯულის უნდა შველა. -ოფისში წავალ და მერე ჯულისაც ვინახულებ. თქვა ალექსანდრემ და ლევანისთან ერთად სახლიდან გავიდა, შემდეგ მოულოდნელად შეხედა ლევანს და უთხრა. -არაფერი არ გაქვს სათქმელი მეგობარო? -რა უნდა გითხრა. -რა უნდა მითხრა და აქ რომ ჩამისახლდი წილიც გინდა რომ მოგცეთ თუ რას ფიქრობ. -უაზრო ხარ ვიფიქრე რამე სერიოზულს მეუბნებოდი. ორივე სიცილით გავიდა ეზოდან, ნინა ფანჯრიდან უყურებდა მათ და მიხვდა ალექსანდრე ლევანის რომ აწვალებდა და თქვა. -მუდამ თქვენი ეს მეგობრობა ჩემო ბიჭებო. გოჩამ იმ დილით ლევანის ბინა დატოვა თუ არა რამდენიმე მეტრი გაიარა მისთვის უცნობმა ერთ ერთი მაღაზიის წინ იარაღი დაუმიზნა და იარაღის გამოყენებით მანქანაში ჩასვა, შემდეგ მისთვის უცნობ ბინაში მიიყვანა და იქ ხელ-ფეხი შეუკრა თვზე კი შავი ტომარა ჰქონდა ჩამომცმული. -რა გინდათ ჩემგან, ვინ ხართ. -წაგებული უნდა ჩააბარო წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწყებთ ვალის ჩაბარებას ჯერ შენი ლამაზი ცოლიდან და მერე შვილებსაც გამოვიყენებთ.... -არ შეეხოთ, მათ არ შეეხოთ და ვინც დგას თქვენს უკან გადაეცით რომ დაბადების დღეს დაიწყევლის ვინც ჯულის და ჩემს შვილებს შეეხება, მათ ისეთი დამცველი ყავს. მის უკან მდგარ მამაკაცს ჩაეცინა და მეორეს ხელით აჩვენა გააგრძელეო და მანაც უთხრა. -არ ფიქრობ რომ შენს ადგილზე მყოფი ძალიან ბევრს ლაპარაკობ? -ყველა გადაიხდით იმ შეშლილს ვინც დაუდექით გვერდით,გგონიათ ხელშეუხებლები ხართ? -ვინ არის შეშლილი, ვის გულისხმობ. -თავადაც კარგად იცით რომ ეს ყველაფერი მადლენის მოწყობილია. -მადლენია დიახ და როგორ მიხვდი? -არ უნდა ამას ფიქრი ის შეშლილია, შეშლილი და დიდ შარში გაგხვევთ.მის უკან მდგარი მამაკაცმა ფეხი ჩაარტყა გოჩას და ანიშნა უხმოდ რომ ეცემათ, გოჩა იმ დილით სასტიკად სცემეს და საავადმყოფოსთან ახლოს მიატოვეს ქუჩაში რომელიც უგონო მდგომარეობაში მყოფი გამვლელმა იპოვა ის ცოცხალი იყო, მაგრამ რთულ მდგომარეობაში და პოლიციას შეატყობინა პოლიციამ კი სასწრაფოში დარეკა და ძლიერად ნაცემი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. იმდენად რთულ მდგომარეობაში იყო გოჩა მასზე გაბრაზებული მამაც კი მივიდა მის სანახავად, ჯული კი თავს იკავებდა თუმცა სიბრაზისაგან ნაპერწკლებს ყრიდა, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა და სამყარო აგრძელებს თავის შეუჩერებლივ სვლას. გოჩას გამოჯამრთელების ლოდინში საავადმყოფოში იყო დილიდან საღამომდე, იმ დღესაც საავადმყოფოში ყავით ხელში ფანჯარასთან იდგა და ფიქრობდა, მხარზე ხელის შეხებამ გამოაფხიზლა და შეხედა მის გვერდით ალექსანდრე იდგა. -ზოგჯერ ჩუმად ყოფნა კარგია, მაგრამ ზოგჯერ უკეთესია თუ შენში არ დაიტოვებ რამეს სათქმელს და ვინმეს გაუზიარებ, არ გინდა დამელაპარაკო და მითხრა რა დაგემართათ, რატომ აირია თქვენი სიმშვიდე. -როდის იყო დალაგებული, უბრალოდ არ ვიმჩნევდი და ასე ჩანდა ამიტომ ყველას გეგონათ ყველაფერი კარგად იყო თუმცა არც არაფერი ყოფილა კარგად. -ჯული მენდე და დამელაპარაკე, კარგი წარსული მტკივნეულია და არ მინდა გაიხსენო, მაგრამ მითხარი ახლა რას ფიქრობ. -ნუ მეკითხები ალექს თუმცა ვიცი და დარწმუნებული ვარ რაც აქამდე ვაშენე ყველაფერი დავკარგე, ეს მტკივა ყველაზე მეტად. -გამოსავალი ყველაფრისგან არსებობს მეგობარო. -მე ვიპოვი გამოსავალს, მაგრამ ის იმდენად ჩაძირულია არ მგონია წყლიდან დაუსველებელი გამოვიდეს.დღეს ცემეს, ხვალ აქედან გავა ისევ ცემენ და შემდეგ მოკლავენ აი ესაა მისი აწყობილი ცხოვრება. ალექსანდრემ ჯულის თანაგრძნობით შეხედა და შემდეგ გოჩასთან შევიდა. -ძალიან ლამაზად გამოიყურები, იმაზე უკეთესადაც კი ვიდრე ქორწილში იყავი. -ალექსანდრე ნუ დამცინი.... -ვინ გცემა, ვინ იყო იცნობ? -არ ვიცი ვინ იყო ან რა უნდოდათ არც ეს ვიცი. -ცხოვრებაში ყველა ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ იმ დაშვებულ შეცდომაზე ვსწავლობთ და იმედი მაქვს იცი რა შეცდომაც გაქვს დაშვებული და დროა შეცვალო ცხოვრების სტილი. -მოვხვდი ისეთ ისტორიაში ალექსანდრე არ ვიცი ბოლო რა იქნება. -გინდა იცოდე რა იქნება, მე გეტყვი რა იქნება. გგონია არავინმა იცის რომ ყელამდე ვალებში ხარ შენ კი ამ ვალს ვერ გადაიხდი, რადგან ჯულის ბინას შენ ვერ წაართმევ მის გვერდით ჩვენ ვდგევართ და ვალის გადაუხდელობის გამო მოგკლავენ და რა გგონია თან წამოგყვება ვინმე? არა მეგობარო, ჯული ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ქალი არის და ახალ ცხოვრებასაც დაიწყებს, რადგან ბავშვები დაიზრდება და მას ჭირდება გვერდით ადამიანი მამაკაცი ვინც დაიცავს და უპატრონებს, არა შენსავით გაწირავს და თან ჩმორი იქნება რომელიც ხელით უნდა ათრიოს როგორც გათრევს შენ ჯული ეს წლებია. -ალექსანდრე.......... -რა ალექსანდრე არ მოგეწონა რაც გითხარი თუ არ მოგწონს გამოსავალი იპოვე შენ შეძლებ, საიდუმლოებებით ხარ სავსე, მაგრამ............ -ალექსანდრე გინდა თქვა რომ...... -არაფერი არ მინდა ვთქვა, რადგან მე არ ვარ მოსამართლე სასჯელი მოგისაჯო მე როგორც სხვები ჩვენი სამეგობროდან ჯულიზე ვფიქრობ, რა გაიფიქრე რომ ჯული მარტო არის და რაც გინდა იმას გააკეთებ, გოჩა იცოდე მიწიდან ამოგთხრით. -ჯულიზე ნუ ნერვიულობთ ნურც სხვები და მით უფრო შენ, მას არავინ შეეხება და რაც შეეხება ჩვენს პრობლემებს, ჩვენ ორი გადავჭრით მხოლოდ. -უტვინო იყავი თავიდან და ასე უტვინოდ მიგყავს შენი ცხოვრება ან რა ნახა შენში ასე გიჟივით რომ შეგიყვარა, შენ კი დააფასე მისი სიყვარული? იმასაც ვერ ხვდები იმდენად ხისთავიანი ხარ რომ ჩვენ შენი ოჯახის გადარჩენას ვცდილობთ რომ მყარი იყოს ოჯახი, ვიცი რას ნიშნავს როცა შვილი დედისგან ან მამისგან შორს რომ იზრდება და ოჯახი გახლეჩილია შუაზე. შენ დაუშვი შეცდომები, უამრავი შეცდომა გაქვს გოჩა და მშობლის შეცდომაზე არ უნდა იზრდებოდეს პატარები. -ყველაზე კარგი იქნება ხვალ რომ ცოცხალი აღარ ვიყო. -სიკვდილზე ფიქრობ იმის მაგივრად ფიქრობდე როგორ გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან, მაგრამ გეტყვი რომ სიკვდილი არ არის გამოსავალი. გოჩა რას მალავ,რა გტანჯავს.გოჩამ თვალები დახუჭა ცრემლი მოერია და თავი გვერძე მიაბრუნა,ალექსანდრე რამდენიმე წუთი იდგა საწოლთან ჩუმად და შემდეგ ფეხაკრებით გავიდა ოთახიდან ჯულისთან მისვლამდე კი ჩურჩულით უთხრა. -კარგი ნაცემი ხარ, მაგრამ კიდევ უფრო კარგად უნდა ეცემე ისე რომ უნდა დაედუმებინე, მაგრამ არც მინდა შენს გამო ციხეში წავიდეს ჩემი მეგობარი. ჩაიცინა და ჯულისთან მივიდა. -ჩუმად ხარ და მხოლოდ ფიქრობ როგორ გაართვა თავი შენს ირგვლივ გაჩენილ პრობლემებს, მაგრამ ჯული ეს პრობლემები გუშინ არ დაწყებულა წლებია უმკლავდები და მარტო ხარ არაფერს ამბობ, არ გინდა ჩაგვრიო შენს საქმეში. -როგორ მიხვდი რაზეც ვფიქრობდი. -ვხედავ შენს სახეს ახლა და მახსოვს წლების წინ როგორ იყავი მხიარული, იუმორით სავსე, შენი თვალები ადრე ციმციმობდა ახლა კი ჩამქრალი ხარ ჯული და განადგურებული. ჯული ჩუმად იყო, ალექსანდრემ მხარზე ხელი დაადო ჯულის და უხმოდ წავიდა, შემდეგ კი ლევანის დაურეკა. -სად ხარ ან მარტო ხარ? -მარტო ვარ რა მოხდა. -ეს იკას ნახელავია არაფერს ამბობს, მაგრამ კარგია რაც გააკეთა. -მეც შენსავით ვფიქრობ და მართლა კარგია რაც გააკეთა კიდევ უფრო მეტიც არ აწყენდა, ცხოველი ასე ადვილად არ კვდება. -მიიღო რაც დაიმსახირა, ოფისში მოვდივარ. ალექსანდრე ოფისში წავიდა ჯული კი გოჩასთან შევიდა. -ხომ შეგიძლია ერთხელ მაინც აღიარო რა გაწუხებს, რას მალავ. -რა უნდა დაგიმალო. -ვერავინ შეძლებს მოატყუოს ქალს ვისაც უყვარხარ გულით ყოველ შემთხვევაში აქამდე უყვარდი და აქამდე ადარდებდა შენი სიცოცხლე. -ყველაზე კარგი ვინც მყავს შენ ხარ ჯული. -მაშინ რატომ აირია ჩვენი მშვიდი ცხოვრება. -არ ვიცი, არ ვიცი, ვერ გიპასუხებ ამ კითხვაზე, მაგრამ შეგვიძლია ახალი ცხოვრება დავიწყოთ. -ახალი ცხოვრება გინდა, მაგრამ ახალ ცხოვრებას თუ მოინდომებ ძველ ცხოვრებაზე ვინ აგებს პასუხს გოჩა. -შეეშვი ძველ ცხოვრებას, ახლა დავიწყოთ ახალი ცხოვრება ახალი ფურცლიდან და დავწეროთ ახალი სიყვარულის იატორია, დავწეროთ ჩვენი ისტორია ჯული. -ნოემბრის თვე იყო რომ დავქორწინდით სულ ბავშვი ვიყავი გამოუცდელი და არაფლის მცოდნე 20 წლის, მხოლოდ ბინა გვქონდა და ქირას არ ვიხდიდით ეს კი დიდი შეღავათი იყო ცხოვრების ახალ საფეხურზე დავდექით.მიხაროდა ცხოვრება, რადგან გვერდით მყავდა ჩემი საკუთარი უფლისწული და დღეს ვინ ხარ შენ გოჩა. -შენი არჩევანი ვარ ჯული. -არჩევანი რომელმაც არ გაამართლა..... გვიან მივხვდი რომ ეს ცხოვრების თამაში იყო მხოლოდ, ხელი ჩამკიდე წლების წინ, მაგრამ ვერ შევძელი შენს ფართე მხრებზე ჩამოყრდნობა არც საშუალება მომეცი და არც აღმოჩნდა შენი მხარი მყარი. -თავიდან ვცადოთ, ჯული ისევ ვცადოთ თავიდან..... -ყოველ ჯერზე ვცადოთ და რა გამოვა ან ამჯერადაც რომ ვცადოთ ისევ ნერვების შლა და ისევ ცრემლი, მე დავიღალე რადგან წლებია ვბრძოლობ და შენს გვერდით დავიმკვიდრო ადგილი, მაგრამ ვხედავ შენს გულში სიყვარული ჩემთვის აღარ არის ან არის შენებურად მე კი დავიღალე, ძალიან დავიღალე.ჯულიმ დატოვა გოჩა და ბავშვებთან წავიდა რომლებიც სახლში მარტო დატოვა, გოჩა კი კიდევ რამდენიმე დღე იყო საავადმყოფოში და თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა, მაგრამ ესეც დროებითი აღმოჩნდა.ერთ საღამოს ჯულის მნიშვნელოვანი სამსახურეობრივი მოვალეობა ჰქონდა უცხოელ პარტნიორებთან და გვიან დასრულდა შეხვედრა, სტუმრების წასვლის შემდეგ თანამშრომლები საუბრობდნენ და მათ შემოთავაზებას განიხილავდნენ მოულოდნელად ალექსანდრე დაინახა მაგრამ ვერ მივიდა მასთან და შორიდან მიესალმა, ალექსანდრე მიხვდა რომ ჯული დაკავებული იყო ხშირად უყურებდა საათს და ჩანდა რომ ვიღაცას ელოდა ნერვიულად, რამდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ ბარმენს მიუბრუნდა და შეკვეთა მისცა შემდეგ ტელეფონი ამოიღო და გადარეკა. -როგორ ხარ საყვარელო, ისევ გაციებს? -ჰო მცივა ისევ და შენი სვიტერი ჩავიცვი. -მომისმინე არ ჩაიცვა თბილად, ადექი ლიმონიანი ჩაი დაგიტოვე გამზადებული და ის დალიე. -ვნახე და უკვე დავლიე, შენ მალე მოხვალ? -არ ვიცი ჯერ არავინ არ ჩანს დაველოდები კიდევ თუ დააგვიანებენ მოსვლას მერე მოვიდნენ და მეძებონ, რადგან აქ აღარ დავხვდები მათ. -კარგია, დილამდე ეძეთ ერთმანეთი და ოდესმე მოაგნებ სახლის გზას.უთხრა ევამ და გულიანად გაეცინა, ალექსანდრეც აყვა სიცილში და უთხრა. -წელიწადის ოთხივე დრო მიყვარს, მაგრამ ამ ოთხ დროში განსაკუთრებულად მიყვარს ორი თვე და იცი რატომ? -რატომ, რამე მნიშვნელოვანია შენთვის ამ ორ თვეში? -ძალიან მნიშვნელოვანია რადგან იმ ორ თვეში შენი და ჩემი დაბადების დღე არის საყვარელო და ის დღეები განსაკუთრებული დღეებია რადგან განსაკუთრებულ მოფერებას საჭიროებს და ასე ბრუნავს ეს დრო თან სიყვარულს დრო უფრო და უფრო აძლიერებს. -სიყვარულის ბუშტი გაგისკდა ალექსანდრე…. -კარგი ვთიშავ და სხვას სახლში რომ მოვალ ახლოდან გეტყვი. -დააგვიანდა იკას მაგრამ შენ კი გარბიხარ შეხვედრაზე ერთი საათით ადრე, ის კი აგვიანებს. -ევა ნუ მიბურღავ ტვინს შეტყობინება გამომიგზავნა მალე მოვალო, მაგრამ აგვიანდება ბოლო წუთებში ჩნდება რაღაც მნიშვნელოვანი. თქვა გაბრაზებულმა და ტელეფონი გათიშა, იკა კი ფეხაკრებით შევიდა ერთ-ერთ დაკეტილ სახლში, ხელში პატარა სინათლე ეჭირა და სახლის შიდა კიბეზე ფრთხილად ადიოდა, როგორც იქნა მიაგნო მნიშვნელოვან ადგილს რომელსაც ეძებდა, მაგრამ მოულოდნელად თავში რაღაც მძიმე მოხვდა და ძირს დაეცა რამდენიმე წუთში გაახილა თვალი და გაოცებული უყურებდა მის წინ მუხლებზე დამხობილ გოგოს ეს მისთვის დიდი სიურპრიზი იყო. -შენ, შენ აქ რას აკეთებ აქ მოგინდა რომ მომკლა? -რომც მომეკალი აქ მკვდარსაც არ დაგტოვებდი, რადგან ალექსანდრეს დაბრალდებოდა შენი აქ ყოფნა. აქ რა გინდა,რატომ მოდი ან რას ეძებ. -საინტერესოა აქედან როგორ გამიყვანდი. -აგქნიდი და შენი სისხლის ერთ წვეთსაც არ დავტოვებდი. -აქ რას ეძებ ფიქრია. -იგივეს რასაც შენ პოლიციელო. -მომისმინე…… -არ გინდა სიმკაცრე და შენ მომისმინე, რადგან კარგად ხარ და ცოცხალი ხარ მკვლელი არ გავხდი ეს მიხარია,ამიტომ ადექი და შენ შენს საქმეს გააკეთებ მე ჩემსას, მერე ორივე ჩვენი გზით მივდივართ. -კარგი მიხედე შენს საქმეს და ვფიქრობ დრო გათვლილი გაქვს. -დრო დამაკარგინე ახლა გასული უნდა ვიყო, მაგრამ მე ჩემს საქმეს ჩავატევ დროში შენ კი შებრუნდი და გააკეთე შენი საქმე,რადგან ჩემზე მეტი დრო გჭირდება. ეს მოკლე დიალოგი იყო მათ შორის და ორივე თავის საქმეს მიუბრუნდა, ფიქრიამ კომპიუტერი ჩართო და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამოიღო, მეორემ კი კედელში ჩაშენებული სეიფის გახსნას შეუდგა და რა თქმა უნდა იმაზე მეტი დრო მოანდომა რაც გათვლილი ჰქონდა, მოულოდნელად თავი ასწია და ფიქრიას შეხედა. -თუ დაასრულე წადი….. -აქ დაგტოვო? -ერთად არც მოვსულვართ და არც ერთი საქმე გვაქვს. -იკა მიბრუნდი და საქმე დაასრულე, დაგელოდები. იკა ფიქრიას უყურებდა და შემდეგ უთხრა. -დახმარება გითხარი და იცოდე ბოლომდე ამ საქმის გამო ვიბრძოლებ და ამ საქმის დასრულების შემდეგ შენთვის დიდი სიურპრიზი მაქვს იმედია მართლა გადაგირჩები მოკვლას, მაგრამ ვიცი რომ გაგახარებ. -რა საქმე გაქვს თუ გინდა შენც შენი გული შემომთავაზო როგორც ანდრეამ აქედანვე გეტყვი რომ უარს მიიღებ, ამიტომ არ გირჩევ.იკამ ახედა ფიქრიას და მოულოდნელად გულიანად გაიცინა და ფიქრიამ პირზე ხელი მიაფარა. -გაჩუმდი, სად გგონია შენი თავი. -ანდრეა შეყვარებულია ეს არ შემიმჩნევია….. ამ საუბარში სეიფიც გახსნა იკამ იქ არსებული უამრავი საბუთები ჩანთაში ჩააწყო და ფიქრიას შეხედა. -რას მიყურებ არაფერი არ დატოვო მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით რა გამოიტანე ამ სეიფიდან ფული კი ყოველთვის გამოსაყენებელია ეს ხომ შავი ფული არის მისთვის და სახლშიდაც ამიტომ აქვს და კიდევ აქ კიდევ არის ფული,იკა ისიც უნდა წავიღოთ …. -შენ საიდან იცი რომ აქ ფული არის…. -ნუ ლაპარაკობ დრო იწურება, იმოქმედე. -დრო არ არის ფული ვეძებოთ. -გამოაღე ეს უჯრები და წავიღოთ მისი სიმდიდრე და წავიდეთ. ფიქრიამ მაგიდის უჯრები გამოაღო და იქ არსებული უამრავი ფული, ორქო და ყველაფერი იკამ ჩანთაში ჩაყარა. მოულოდნელად კარის ხმა იყო და ორივემ ერთმანეთს უყურებდა. -დაბრუნდა, უნდა გავიდეთ. -არ უნდა დაბრუნებულიყო, ეს ხაფანგია და რა ვქნათ. -დამშვიდდი,პანიკაში არ ჩავარდე გავალთ აქედან. -ვიცი რომ გავალთ, გამომყევი ვიცი გასასვლელი. -საიდან იცი ფიქრია ნუ გადამრევ.ფიქრიამ სახლის შიდა პროექტი კარგად იცოდა თვეები მოანდომა ამ პროექტის შესწავლას და არ დაუშვებდა ახლა რამე შეშლოდა, ამიტომ წინ წავიდა და იკას გაბრაზებულმა უთხრა. -გარეთ გავიდეთ და მერე გაარკვიე საიდან ვიცი ეს ყველაფერი, გამომყევი არ ჩამომრჩე. მიაღწიეს გასასვლელს და ენვერის ხმა უკვე სახლის გარეთაც ესმოდათ. -სად ხართ,რისთვის გიხდით ხელფასს იდიოტებო. ენვერიმ სირბილით აიარა კიბეები თავის კაბინეტში შევიდა და თვალებ-გაფართოებული უყურებდა მის სეიფს ასევე მაგიდის დაცარიელებულ უჯრებს,ჩართულ კომპიუტერს და პირველი რაც მოიფიქრა ტელეფონზე გადარეკა. -სად ხარ…….. -სასტუმროში ვარ უფროსო ჩემს პოსტზე, რა მოხდა. -ის, ის, ის სად არის…. -თავის ოთახშია… -დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ არსად არ გასულა.ესმოდათ ენვერის ხმა და ორივეს გაეცინა. -ტატოს დაურეკა გამოდის ჩემზე აქვს ეჭვი, იკა უნდა წავიდეთ. იკამ წელშე მიიკრა მისთვის მოულოდნელი პარტნიორი და ორივემ ერთად დაეშვა სახურავიდან მიწაზე სადაც დაცვის ერთ ერთი წევრი დახვდა, მაგრამ იკამ ენვერის სეიფიდან წამოღებული იარაღით მოკლა დაცვის წევრი. -რას აკეთებ…….. -ენვერის კვალს ვტოვებ ფიქრია და წამოდი. იქვე თავისი მოტოციკლეტი ყავდა დატოვებული და ორივე შეუერთდა ღამის სიბნელეს,იარაღის ხმაზე ენვერიმ შეეცადა გამოდევნებას, მაგრამ ვერ შეძლო რადგან იკამ გზები აურია და უკვე სასტუმროსთან მისულს ტატო დახვდა რომელმაც გაბრაზებულმა შეხედა ფიქრიას და უთხრა. -დაგაგვიანდა, სასწრაფოდ შედი და დაწექი ის აქ მოვა. -მადლობა ტატო……იკამ შეხედა ტატოს და უთხრა. -აქ თუ მოვა კამერების ნახვას მოითხოვს. -კამერების საქმე მოგვარებულია. -ესეც კიდევ მეორე სიურპრიზი დღეს, ახლა მივდივარ და მოგვიანებით გნახავ. -წადი და შეეცადე ალიბი გქონდეს.იკამ თვალი ჩაუკრა ტატოს და წავიდა, იკამ თავისი გათვლით სასტუმროში მივიდა ჩანთა შეინახა თავი მოიწესრიგა და წავიდა, ალექსანდრემ ბოლოჯერ დაიხედა საათზე და სიბრაზე მორეული წამოდგა, მაგრამ შვებით ამოისუნთქა იკას რომ შეხედა. -დაგაგვიანდა მაფიოზო. -არ იყო იოლი იქ სადაც ვიყავი და რაც გავაკეთე. -რა გააკეთე, იკა სად იყავი. იკამ ალექსანდრესთან ახლოს მიიწია და ჩურჩულით უთხრა. -ყველაფერი ჩემს ხელშია ალექს…. -ღმერთო ჩემო შენ სულ გაგიჟდი, რომ დაენახე და რომ ვინმე ყოფილიყო სახლში? -ფიქრიას დახმარება დავპირდი იმ დღეს საავადმყოფოში რომ მოხვდა, როცა დედა და ძმა გარდაიცვალა მისი, ამიტომ მთელი ეს დრო ენვერის იატორიას ვსწავლობ, ყველაფერი კარგად შევისწავლე…. -მერე რატომ არ თქვი, მარტო რატომ წადი… -იმიტომ რომ ასე უფრო იოლი იყო მე არავინ მყავს შენ კი ცოლი გყავს ძმაო და რომ რამე მომხდარიყო ვერ დაუშვებდი იმას ევა დაქვრივებულიყო, მაგრამ იქ სიურპრიზი დამხვდა და გამოიცანი ვინ…. -ვინ იყო, ჩაგიშვებს? -ჩაშვებით არ ჩამიშვებს შურისძიებით არის შეპყრობილი, ნახე კოპი მაქვს თავში ისე ძლიერად ჩამარტყა თან მხოლოდ შიშველი ხელი, დაიჯერებ? ალექსანდრეს არ ეცინებოდა, მაგრამ მაინც გაეცინა და უთხრა. -ვინ გაგიმეტა ასე ძლიერად. -ფიქრიამ, იქ ფიქრია იყო ალექსანდრე. -ჩვენი ფიქრია ქართველიშვილი იყო იქ? -ფიქრია იყო და ისეთი კმაყოფილი სახე ჰქონდა ნამდვილად რაღაც მნიშვნელოვანი აქვს ხელში. -ძალიან გაამწარა და უკან არ დაიხევს, ჩვენ რომ შევეშვათ ფიქრია არ შეეშვება. -კარგსაც იზამს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინე ამ საღამოს. -კიდევ რა მოხდა, თქვი. -იცოდი ანდრეას რომ ფიქრია მოსწონს და მოწონებაზე მეტი არის მასში, მაგრამ ფიქრიამ უარყო? -ეს ვიცი ქორწილზე გამოუტყდა, მაგრამ უარი მიიღო. -კიდევ ტატოს უყვარს და არც ფიქრია არის გულგრილი მის მიმართ…. -ბიჭებს გაუმარჯოს….. -ჯული აქ რას აკეთებ ამ დროს, მარტო ხარ? -არა გოგოები ვართ შეხვედრა გვქონდა და ახლახან წავიდნენ სტუმრები, თქვენ? -ჩვენ რა პირველად გვხედავ ერათად? უთხრა ალექსანდრემ და იკას შეხედა. -რომელი საათია ამ დროს მნიშვნელოვანი შეხვედრა, ცოტა რთული დასაჯერებელი იქნება შენი ქმრისთვცის თუ ვინმე გამოიჭირე და ქმარი სახლში მიაძინე. -რას ამბობ იდიოტი ხარ.თქვა ჯულიმ და სამივემ გულიანად გაიცინა. -ყოველთვის ისეთი რამ უნდა მითხრა რომ უნდა ვიკამათოთ, რატომ დაიკარგები და არ ჩანხარ იტყვი ახლა საქმეებში ვიხრჩობი და არ მიშვებს მოვიდეო, მაგრამ ხომ შეიძლება ტელეფონზე დარეკო და ამბავი იკითხო. -მე მშვიდად ვზივარ მეგობართან ერთად, ალექსანდრე შენც ხედავ ვინ არის აფოფრილი საჩხუბრად. -მე შემომხედე ალექსანდრე დააყენე მისთვის, დედა ნახე? -ვერ ვნახე, ფული გაუგზავნე სანდო ხელით ორი დღის უკან. -ფული არ უნდა ადამიანო უნდა შენ გნახოს, იკა ენატრები დედას. -ვნახავ როცა დროს ვიპოვი,ჯული……… -დიშვილი ალექსანდრეს ქორწილში რომ არ გენახა გზაში შეგხვდებოდა და გვერდს აუვლიდი. -ვაკო არ ამივლიდა გვერდს და დამიძახებდა და გეყოს ჩემი დადანაშაულება შენი დაქნეული ქმარის ბრალია ასე შორი შორს რომ ვართ ძვირფასო დაო და გადაეცი თუ მის დებილობებს თავს არ დაანებებს ცემა არ ეყო, მაგრამ სულ მალე ამოვაყოფინებ თავს იქ სადაც საჭიროა. -ვიცი რომ შენ იყავი იმ დილით რომ ცემეს, მაგრამ ჩუმად ვარ და შენც იცი რატომ დამსახურებულად მიიღო ის რასაც ეძებდა. -ჯული სახლში წადი კიდევ ნუ მაცემინებ თორე ამჯერად ვერ მოვზომავ და შემომაკვდება, მე კი არ მინდა შენ დაქვრივდე, უკეთესია გაცილდე და შორიდან გიყუროს რა ქალი დაკარგა თავისი დებილობით. -ჯული მივდივართ, წამოხვალ? -მოვდივარ გოგოებო. ჯული იკას მიუბრუნდა და უთხრა. -მივდივარ და ნუ დაიკარგები, ვიცი რთული სამსახური გაქვს და ფრთხილად იყავი შენ მყავხარ ერთადერთი იკა. -გინდა მე გაგიყვანო სახლში…. -ალექსანდრე იმდენი ხანი გელოდა და ახლა ჩემს გამო დატოვებ, გოგოები მიმიყვანს ბინამდე. -კარგი დაგირეკავ და რომ მიხვიდე დამირეკე არ მანერვიულო. ჯულის გაეცინა და იკას გადაეხვია, ისე ძლიერად უჭერდა ხელებს თითქოს მათი ბოლო შეხვედრა იყო, ჯული შებრუნდა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა, შემდეგ ალექსანდრეს ხელის აწევით დაემშვიდობა და წავიდა.ორივემ თვალი გააყოლა მიმავალ ჯულის რომელმაც ძმის წინააღმდეგ წავიდა და ცოლად გაყვა ერთ უსაქმურს, ეჭვიანს და კიდევ რამდენ რამეს უმალავდა ჯული ყველას. -თავისი სიჯიუტით წაიმტვრია კისერი. თქვა იკამ და ვისკი მოსვა, ჯული კი სახლში შევიდა თუ არა კართან დახვდა გოჩა და შეხედა, გოჩა თვალებიდან სიბრაზეს აფრქვევდა. -სად იყავი აქამდე, დაგაგვიანდა. -ბავშვები? -ბავშვებმა იციან დრო და ძინავთ, მივხედე მე როცა დედა ყავთ მაგრამ დედა არასდროს არის სახლში როცა ძილის წინ მანაც ნახოს შვილები. -რა გჭირს, ცუდი დღე გქონდა ისევ წააგე და საჩხუბრად ჩემზე გადმოდი? -არა, არ ვჩხუბობ ეს შენ გეჩვენება მე მშვიდად ვარ და უნდა ვისაუბროთ. -რაზე უნდა ვისაუბროთ, რა დაგვრჩა სათქმელი და განსახილველი ხომ ყველაფერი ვთქვით. -11 წელია ერთად ვცხოვრობთ და ამ 11 წელიწადში არაფერი არ გვაქვს სათქმელი, ასე ამოვწურეთ ჩვენი დრო? -მე დავიღალე, ჩემი მოთმინება ამოიწურა. -რისგან ან ვისგან დაიღალე, ჩემგან დაიღალე? -შენი უსაქმურობისგან დავიღალე, შენი ყოველთვის უკმაყოფილო სახისგან დავიღალე,შენი გაუთავებელი ეჭვიანობისგან დავიღალე, შენი სიყალბისგან და ნუთუ ვერ ხვდები თუ განგებ არ გინდა მიხვდე ჩვენი ერთად ყოფნა ამ სახლში ბავშვების გამო არის. შენ აგირჩიე და ამიტომ ვითმენდი აქამდე ყველაფერს, სამწუხაროდ. -კარგი, მოდი საბოლოოდ დავილაპარაკოთ. -უკვე მერამდენედ უნდა ვთქვათ საბოლოო სიტყვა, ჩემი არჩევანი შენ იყავი მაშინაც კი შენს წინ დავდექი როცა ძმამ მითხრა მიგატოვებო მე კი მაინც შენ აგირჩიე ძმა გავამტყუნე და წლები არ ველაპარაკებოდი, მე კი შენ შემოგტრფოდი მერე აღარც დედას მოსვლა აღარ გინდოდა ამ სახლში ისიც ჩამოვიშორე და გვიან მივხვდი სამწუხაროდ რომ ჩემი არჩევანი ჩემი დიდი შეცდომა იყო თუმცა ამ შეცდომამ ორი ულამაზესი შვილი მაჩუქა და მხოლოდ ამ სილამაზეს არ ვნანობ სხვა დავიღალე ასეთი ცხოვრებით და დროა წერტილი დაუსვა ამ ყალბ ურთიერთობას. -ასეთი არა ადამიანი ვარ უკვე შენთვის? -არა, შენ მსახიობი ხარ და ამავე დროს ავადმყოფი ხარ რადგან არ შეგიძლია შენი თავის მართვა,სხვა გმართავს. არ გაქვს ნებისყოფა და არ შეგიძლია არჩინო ოჯახი რომელიც ჩემს მხრებზე დგას, დავიღალე რადგან აღარ შემიძლია ამ სიმძიმის ზიდვა, ვეღარ ვუძლებ და მინდა ცოტა სიმსუბუქე ვიგრძნო.არ ვიცი რას ფიქრობ და რას იზამ არც ეს მაინტერესებს, მაგრამ მე ორი შვილი მყავს და მათ უნდა მივხედო უნდა ავღზარდო,უნდა ვასწავლო და ყველაფერს გავაკეთებ რომ ვაკო შენ არ დაგემსგავსოს. -ის ორი სილამაზე ჩვენი შვილებია ეს არ დაგავიწყდეს. -სამწუხაროდ ამის დავიწყება არ შემიძლია შენ კი დაივიწყე შვილებიც და დაივიწყე ცოლიც, მათზე ადრე უნდა გეფიქრა. -ბოლო შანსი, გპირდები გამოვსწორდები. -არა არანაირი შანსი აღარ გაქვს, რადგან თავად დაკარგე ის შანსი როცა მოგეცი და ვერ გამოიყენე. -გამოდის უნდა დავშორდეთ? -სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. -არა, ამას არ გააკეთებ ჯულია რადგან მე მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ, მაგრამ უნდა დავშორდეთ ხვალ შევტან განცხადებას განქორწინებაზე. -აქამდე სად იყაცი, მხოლოდ არ მითხრა რომ შეხვედრაზე იყავი. -დიახ რომ შეხვედრაზე ვიყავი, მოგწონს თუ არ მოგწონს ეს ჩემი სამსახურია და ამ შეხვედრებისთვის ხუთი წელი ვისწავლე გოჩა და ღამეებს ვათენებდი. -ვის შეხვედრაზე იყავი, ბოზების შეხვედრაზე? -რას ამბობ, სულ დაკარგე აზრიც და გონებაც? -გინდა დებილიც გამომიყვანო…. -სულ რაღაც რამდენიმე წამის წინ მთხოვდი რომ შეიცვლებოდი, ეს არის შენი შეცვლა? -ვერ ვიტან როცა დებილად მთვლიან… -მომისმინე, არ ვიცი რა გინდა და დღეს რა გჭირს,მაგრამ ახლავეს წადი ამ სახლიდან…. -წავიდე და თავისუფლება მოგცე? უთხრა და ძლიერად მოქნეული ხელი სახეში მოხვდა ჯულის,ჯულიმ მოულოდნელი დარტყმისგან შეშინებულმა შეხედა გოჩას და უთხრა…. -შეხვედრის შემდეგ იკას და ალექსანდრეს შევხვდი შემთხვევით, საუბარში კი დრო გავიდა….. -იკას, იკას შეხვდი და ალექსანდრეს გინდა ისინი გამოიყენო, რადგან ორივე ხელს გიწყობს ბაში, ალექსანდრე შენი საყვარელია და რაო შენი ძმა ფულსაც ღებულობს შენი ბით ერთმანეთს ჩუმად გახვედრებთ? -როგორ შეგიძლია ასეთი ამაზრზენი რამ იფიქრო საკუთარ ქალზე ან როგორ შევძელი და შეგიყვარე,ჰო შეგიყვარე ყველას წინააღმდეგ წავედი და ვინ ხარ შენ შენი ხელის გარტყმა რომ მოვითმინო.იყვირა ჯულიმ უკვე მოთმინება დაკარგულმა თვალები რისხვით ჰქონდა ანთებული და გოჩამ ორი ნაბიჯით უკან დაიხია. -არა ადამიანი ხარ, არავინ ხარ და მალე მიხვდები თუ რაოდენ დიდი შეცდომა დაუშვი. -რას მიზამ შენს პოლიციელ ძამიკოსთან ჩამიშვებ თუ შენს საყვარელ ალექსანდრესთან? გოჩა ყვიროდა და ჯულის გაუაზრებლად ურტყამდა, როცა ჯულიმ ყვირილი და ტირილი შეწყვიტა გოჩაც გაჩერდა და მის ხელებში ჯული გონებადაკარგული ესვენა, უაზროდ მოავლო თვალი სახლს და კართან დაინახა შეშინებული ბავშვები შემდეგ ისევ ჯულის დააცქერდა და ჩუმად, გაუბედავად დაუძახა. -ჯული, ჯული საყვარელო ნუ მაშინებ.ჯულის მისი არ ესმოდა ის უგონოდ იწვა ძირს, გოჩამ ხელებზე დაიხედა და იყვირა. -რა გააკეთეთ,ეს როგორ შეძელი არა ადამიანო. ხმით აღრიალდა და აკანკალებული ხელით სასწრაფოში დარეკა ვაკომ კი გოჩას წინ დადგა და ხმით უყვიროდა. -დედა მოკალი შენ ცუდი ადამიანი ხარ, წადი და დაგვტოვე. გოჩა უაზროდ უყურებდა მის წინ მდგარ შვილს და ვერაფერი უთხრა, ოთახიდან ინას ტირილი გაიგონა და ფეხები ვერ გადადგა მასთან მისულიყო,ვაკომ ჯულის ტელეფონი აიღო და იკას დაურეკა. -გისმენ ჯული უკვე მიდი სახლში? -ძია მოდი ჩქარა,ჩქარა მოდი დედა……….. -ვაკო შენ ტირი, რა მოხდა…. -ძია დედა, დედა არ სუნთქავს….. -რა მოხდა,ვაკო მამამ დედა ცემა? -მოდი ძია ცემა მამამ და დედა არ სუნთქავს ძირს სისხლი არის.…… -მოვდივარ, ინასთან მიდი და ტელეფონი არ გათიშო ან ხელში გქონდეს და მიპასუხე რომ დავრეკო,გესმის? იკა შეშლილს დაემსგავსა,ალექსანდრემ გასაღები ხელიდან აართვა და უთხრა. -წავიდეთ, მეც მოვდივარ. -მერე შეხვედრა, ბიჭები? -რა შეხვედრა, რა ბიჭები ჯულის ვჭირდებით იკა და მას უნდა ვუშველოთ იქნებ არ არის გვიან ჯერ კიდევ, უნდა გადავარჩინოთ. ბავშვებიც ცუდ დღეში არიან, შეშინებულები. ორივემ სასწრაფოდ დატოვა ბარი და გაოცებული უყურებდნენ ბიჭები სირბილით მიმავალ მეგობრებს, ლევანი ბარმენთან მივიდა და უთხრა. -სად წავიდნენ ასე საჩქაროდ, იცი რამე თუ ჩვენ გაგვექნენ რომ დავაგვიანეთ. -ცუდი ამბავია ბიჭებო ვიღაცამ დაურეკა და იკა შეშლილს დაემსგავსა,მგონი ვაკო იყო ჯულის შვილი და რა მოხდა არ ვიცი. -ოხ ჯული, ჯული ალბად ისევ ცემა იმ ჩმორმა.თქვა ანდრეამ და ისინიც სასწრაფოდ წავიდა,იკა გაფითრებული და ნანერვიულები თვალებ ჩასისხლიანებული შევიდა ბინაში კართან უამრავი ხალხი ირეოდა და კარის გაღებას ცდილობდნენ, შიგნიდან ბავშვების ტირილის ხმა ისმოდა და გულზე მოხვდა.იკა კართან მივიდა და დააბრახულა, მაგრამ არავინ უღებდა შემდეგ ალექსანდრეს მკიუბრუნდა და უთხრა. -ცუდი მდგომარეობაა, ალექსანდრე სასწრაფო გამოიძახე. -დავუძახეთ უკვე შვილო სასწრაფოს სადაცაა მოვა, მაგრამ კარი უნდა გავაღოთ. იკამ შეძლო და კარი შეამტვრია და ინა ჯულისთან იყო ჩაჩოქილი მის გულზე თავი დაედო და ორივე ტიროდა. -დედა,დედიკო თვალი გაახილე დედაააა. -ჯული, ჯული სად ხარ. არა ადამიანური ხმით იყვირა და ჯულის გვერდით იატაკზე მუხლებზე დაეცა.ალექსანდრე გაშეშდა და მუხლებზე ვაკო შემოეხვია პატარა ინასთან ერთად და ორივე ტიროდა, იკა კი დაიკარგა აღარ იყო ამ სამყაროში მისი სული ოკეანეში ჩაძირული ცარიელ სკივრს ჰგავდა წლებს რომ გაეძარცვა წარსულის მოგონებებისგან.ზამთარი იყო ქარი ზუზუნებდა და თავად მუხლებზე იდგა ძალა გამოცლილი,ფეხზე ვერ დადგა ვერ შეძლო რადგან თავს ვერ იმაგრებდა,ქარი კი შლეგივით დათარეშობდა მის გარშემო კარებ ღია ბინაში.ვერ შეძლო ტკივილის ამოგლეჯა,ვერც სახეზე წაშალა ქარმა უზარმაზარი ტკივილი, ქარი უვლიდა გარშემო და სახე ეწვოდა,ტკივილს ვერ გაუძლო გულმა და მწარე კვნესა აღმოხდა.დრო, დრო ყველა მოკვდავს ხელებში გველევა. ყმუილი ამოუშვა ყელიდან, ჩახლეჩილ და დასერილ გულს სევდა შემოეხვია,გულზე ხელი მიიდო მას ხომ გულის ნაწილი მოგლიჯეს მისივე გულიდან და ხმით ატირდა. -მეც, მეც შენთან ერთად მოვკვდი.დღეს საბოლოოდ დავიმახსოვრე შენი ღიმილი დაო,საბოლოოდ ჩამეხუტე ისე მაგრად მეხუტებოდი გრძნობდი ალბად ბოლო ჩახუტება იყო. რამდენი წელია შენთან არ ვყოფილვარ რომ მსაყვედურობდი, მოვედი დაო შენ კი დუმილით მომკალი, შენი უმოძრაობით დამასამარე. შემომხედე, შემომანათე შენი ლამაზი თვალები შენთან მოვედი და შენ სად ხარ ჩემო ლამაზო დაიკო, თვალი გაახილე ნუ მეთამაშები დაო. -სუნთქავს, სუსტია გულის ცემა და უნდა გადავიყვანოთ. მოესმა იკას და ცრემლიანი თვალები შეანათა ალექსანდრეს რომელსაც თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე და იკას ორივე ხელები შემოხვია. -ცოცხალია, გესმის ცოცხალია არ დაგტოვებს შენ ისეთი ძმა ხარ მისთვის მარტოობისთვის ვერ გაგიმეტებს და ბრძოლობს, რომ არ დაგტოვოს. -ალექსანდრე……………. -ახლა დამშვიდდი, ბავშვებს მე წავიყვან დავტოვებ ნინასთან და დავბრუნდები შენთან. -ალექსანდრე მე წავიყვან ბავშვებს შენ იკას გვერდით იყავი. უთხრა ანდრეამ პატარა ინა ხელში აიყვანა და ვაკოსთან ერთად ჩაიარა კიბეები, მაგრამ ვაკომ შეჩერდა და ანდრეას უთხრა. -მე დედას გვერდით მინდა ვიყო, მისი ხელი უნდა დავიჭირო რომ იგრძნოს მის გვერდით ვარ და არ დამტოვებს. -ვაკო პატარა არ გაჩერდება შენს გარეშე, შენ ახლა დიდი კაცივით უნდა მოიქცე და მას უნდა მიხედო, ჩვენ კი ყველამ ერთად დედას მივხედავთ და გპირდები დედას დაგიბრუნებთ. ალექსანდრემ ნინას დაურეკა და აუხსნა მდგომარეობა, ნინა შეშინებული უყურებდა ალექსანდრეს და უთხრა. -ალექსანდრე საავადმყოფოშია ევა მარტო არის ბინაში გაცივებულა,სიცხიანია და უნდა მოიყვანო. -საავადმყოფოში რატომ არის ნინა ალექსანდრე. -ჯული, ჯული უცემია იმ ცხოველს და იქ არიან იკას გვერდით, წადი ევა მოიყვანე მე ბავშვებს მივხედავ ანდრეას მოყავს ჩვენთან. -კარგი წავალ და ევას მოვიყვან, ყველაფერი გააკეთე რომ ბავშვებმა არ იტიროს ნინა. -კარგი, კარგი ბავშვებს არ უნდა ვაგრძნობინოთ რომ დედა ცუდად არის.ალექსანდრე წავიდა ევასთან, ანდრეამ ბავშვები ნინას ჩააბარა და უკან გაბრუნდა ის პირდაპირ კლინიკაში მივიდა ჯული საოპერაციოში ყავდათ შეყვანილი ყველა გარეთ ელოდა, შეშინებული ფიქრია იკასთან მივიდა და ორივე ხელები მოხვია. -კარგად იქნება, დარწმუნებული ვარ კარგად იქნება.იკა ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, ექიმები ჯულის გადარჩენაზე ბრძოლობდნენ. -სისხლდენაა ექიმო მუცელში, მუცლის ღრუ სავსე არის. -ამოტუმბეთ,გაწმინდეთ და გავიგოთ საიდან მოდის სისხლდენა. -როგორც ჩანს მთავარი ვენა არის დაზიანებული, სისხლი არ ჩერდება. -წნევა რამდენია, გააკონტროლეთ. -წნევა ამ წუთში 110-68-ზე არის. -არ უნდა დავარდეს წნევა, უნდა გაუძლოს და უნდა გადავარჩინოთ. -წნევა 90-ზე ჩამოვიდა, დაბლა იწევს ექიმო…. -შევძლებთ, შევძლებთ ჯული შენს გადარჩენას იბრძოლე გთხოვ. -80-ზე დავარდა წნევა. -არ მიღალატო, არ დამტოვო ჯული. -ექიმო წნევა 50-ზე დაეცა, ვკარგავთ პაციენტს………….. -არა, არა, არა, არა, ვერ დავკარგავთ.ჯული იბრძოლე გარეთ იკა გელოდება, ბავშვები გელოდება, მეგობრები გელოდებიან საყვარელო და მე გელოდები წლებია. -შეჩერდი ექიმო, წნევა 20-ზე დაეცა რაც გასაკეთებელი იყო გააკეთეთ…… -ჯული ჩემს გულს მოგცემ მხოლოდ შენ იცოცხლე.ექიმმა შეხედა ცრემლი გადმოუგორდა ჯულის თვალიდან და იმედი მიეცა. -ესმის, მას ჩვემი ხმა ესმის გრძნობა აქვს და შეუძლებელია დავკარგოთ. -ექიმო………… -ჯანგბადი მოუმატეთ, არ უნდა გავუშვათ.იბრძოლა ექიმმა მის თანაშემწეებთან ერთად და შეუძლებელი შეძლო, წნევამ მატება დაიწყო გულმაც ნორმალურად ამუშავდა. -შევძელით,ექიმო შევძელით.აღფრთოვანებული იყო ყველა და მოულოდნელ არ დაუჯერებელ გამარჯვებას ზეიმობდნენ. -ყველაფერი ნორმაზე დადგა თომა ექიმო. -შევძელით, ჯული შევძელით ერთად ვიბრძოლეთ და შედეგიც მივიღეთ ამიერიდან გპირდები და ვფიცავ ხელს აღარ გაგიშვებ აღარასოდეს.დასრულდა ოპერაცია, დაღლილმა და ძალა გამოლეულმა სრულიად დაცლილმა თომამ დატოვა საოპერაციო და ვერცერთმა ვერ გადადგა ნაბიჯი მასთან შესახვედრად,ალექსანდრემ იკას მხრებზე ხელი შემოხვია და თომას თვალებში უყურებდა. -თომა………… -შეუძლებელი შევძელით, ალექსანდრე ჯული დაგვიბრუნდა. -გადარჩა…..იყვირა ანდრეამ და იქვე მდგარ ფიქრიას გადაეხვია. -თავადაც დაგვეხმარა, იბრძოლა და ჩვენთან დარჩა აქ მას ხომ მისი შვილები ელოდება, ძმა ელოდება, მეგობრები ელოდება. -შენც ელოდები, წლებია რომ ელოდები მეგობარო.უთხრა იკამ თომას და ორივე ერთმანეთს გადაეხვია. -მადლობა მეგობარო, დღეს ჯულის მეორედ დაბადების დღე არის. გესმით,დღეს ჯული მეორედ დაიბადა. იკა მუხლებზე დაეცა და სიხარულისგან ხმით მოთქვამდა, ალექსანდრემ მის წინ დადგა მუხლებზე და ორივე ხელებით ააწევინა თავი თავადაც ტიროდა იკასთან ერთად და ტირილით უთხრა. -უნდა დაიჯერო როცა გეუბნებიან რომ ყველაფერი კარგად იქნებაო, დარწმუნებული ვიყავი ისეთი ჯიუტი იყო ბავშვობიდან სიკვდილსაც კი დაუსხლტდა ხელიდან და მისი სიჯიუტით სიკვდილსაც არ შეეპუა, ჩვენთან დარჩენა ისურვა ახლა გთხოვ დამშვიდდე. -ის გადარჩა ალექსანდრე მაგრამ სხვა როგორ გადარჩება ეს ნამდვილად არ ვიცი,ამიტომ დრო მოვიდა და უნდა გავიგო დღეს. -არსად არ წახვალ ასეთ მდგომარეობაში ჯერ უნდა დამშვიდდე, შენ ახლა ადეკვატური ხარ და შენ შენს თავს არ გავხარ, დამიჯერე ახლა არ ღირს მისი ნახვა. -როგორ შევძელი და იმ დღეს ცოცხალი დავტოვე…………. -გაჩუმდი, ეს არავინ იცის. -როგორ შეძლო და ხელი ასწია ქალზე ვინც მისი შვილების დედა არის და მისთვის რამდენი რამ აქვს გაკეთებული, ალექსანდრე ყველაფერი ვიცოდი, ყველაფერს ვგებულობდი და რამდენჯერ მივეცი შანსი გამოსწორების მან კი ყოველთვის დამცინავად და ცინიკურად, აგდებულად დამიწყო საუბარი რადგან იცოდა ჯული ისევ მის მხარს დაიჭერდა. -იცოდი ყველაფერი ჯულის როგორ უჭირდა,როგპრ ბრძოლობდა და არაფერი გვითხარი? -არ გითხარით და ესეც ვერ გაიგო თუმცა ხვდებოდა რომ ვიცოდი რასაც აკეთებდა.იკა ჩაფიქრდა და ალექსანდრეს რომ ეგონა არ წავაო წავიდა, მაგრამ ვერ შეამჩნია რადგან ანდრეას მოულოდნელად დაუსხლტდა ხელიდან ანდრეამ ვერ შეძლო მისი შეჩერება და უკან გაყვა, ალექსანდრეს ტელეფონზე ტატომ დაურეკა. -გისმენ ტატო…. -მომისმინე გოჩამ ყველაფერი წააგო საბოლოოდ ალექსანდრე…. -ამიტომ ცემა ჯული? -ჯული ცემა, ეს არ ვიცოდი მაგრამ დაგირეკე რომ ჯული გააფრთხილოთ სასწრაფოდ გამოიყვანეთ ბინიდან ბავშვებიანად,მე არ შემიძლია წავიდე ალექსანდრე. -ვიცი, ვიცი ტატო რასაც აკეთებ ესეც ძალიან სარისკოა შენთვის და მნიშვნელოვან ინფორმაციებს გვაწოდებ, კლინიკაში ვართ ჯული ძალიან რთულ მდგომარეობაში არის. -იკას მიხედეთ აფექტურ მდგომარეობაში სისულელე არ ჩაიდინოს და თავი არ დაიღუპოს. -მის გვერდით ვართ ყველა, მომისმინე ტატო ენვერის ხელი აქაც ურევია? -არ ვიცი დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ენვერის გარეშე ამ ბოლო პერიოდში არ შეიძლება მოხდეს ცუდი და ამ ყველაფერთან ერთად გოჩას უზარმაზარი ბანკის ვალი აქვს რომელსაც აქამდე ჯული უმკლავდებოდა. -ბანკის ვალიც.... -არ ვიცი რა იპოვა ჯულიმ ამ ადამიანში, მაგრამ იკამ იცის რაც უნდა გააკეთოს.წავედი ალექსანდრე არ მინდა დამინახოს ვინმემ რომ ტელეფონზე ვსაუბრობ, შემატყობინე ჯულის მდგომარეობა, ჩვენს ნომერზე მომწერე როგორ იქნება.ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა და ნინას დაურეკა. -ალექსანდრე შვილო როგორ ველოდი შენს ზარს,როგორ არის ჯული. -ბავშვები როგორ არიან, დაიძინეს? -პატარა ევამ წაიყვანა დასაძინებლად, ევას მიეკრა ვაკო კი ჩემთან ერთად არის. -ყველაფერი კარგად არის უთხარი ვაკოს დედა კარგად იქნება, თომამ შეძლო და ოპერაცია წარმატებულად დასრულდა. -როგორ გამახარე შვილო. თქვა ნინამ და ტელეფონი ვაკოს მისცა. -ვაკო დაელაპარაკე ბებო ძია ალექსანდრეს რომ დამშვიდდე შენც. -ძია ალექს მართლა კარგად იქნება დედა? -კარგად იქნება, ჯერ არ გვიშვებენ მის სანახავად უნდა დაისვენოს რთული ოპერაცია იყო შვილო და ხვალ ვნახავთ შენც წამოგიყვან და გაჩვენებ ახლა კი დაისვენე ჩემო დიდო ბიჭო. -კარგი მადლობა ძია ალექს.ტელეფონი გათიშა და იკას მიუბრუნდა, მაგრამ იკა იქ აღარ იყო და გაოცებულმა შეხედა გიორგის. -ანდრეა გაყვა არ დატოვებს მარტო, ხომ იცნობ ვერ მოისვენებს. იკა არსად არ წასულა ის ვაკოს სანახავად წავიდა და ის იყო ვაკომ ტელეფონი გათიშა რომ კარზე ზარი იყო, ალექსანდრემ გააღო კარი და შეშფოთებულმა თქვა. -ალექსანდრემ ახლა გვითხრა რომ ყველაფერი კარგად დასრულდა, მან ტყუილი თქვა იკა შვილო. -არა, არა დამშვიდდით ჯულის ოპერაცია წარმატებულად დასრულდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია, ვაკო უნდა ვნახო დაწვა დაიძინა? -აქ ვარ ძია….. ვაკოც შეშინებული უყურებდა იკას და იკამ შეშინებული დიშვილი გულზე მიიკრა, შემდეგ კი ჩურჩულით უთხრა. -არ დავუშვებ რომ ამიერიდან ჩემგან შორს იყოთ, სულ ჩემთან ერთად იქნებით. -არ მინდა იმ სახლში დაბრუნება,იქ ისევ მოვა და ისევ ცემს დედას. -დამშვიდდი შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ მითხარი რა ხდებოდა თქვენს სახლში, მაგალითად რა მოხდა გუშინ დედა რომ დაბრუნდა გვიან. -დედა გუშინ მართლა ნახე? -ვნახეთ შემთხვევით ერთმანეთი მეც და ალექსანდრეც ერთად ვიყავით, წასვლის წინ მითხრა სახლში რომ მივალ დაგირეკავ ან მოგწერო, მაგრამ შენ დამირეკე ატირებულმა. -უთხრა დედამ იკა და ალექსანდრე ვნახე და საუბარში დრო გავიდაო, მამა კი გაბრაზდა ალექსანდრე შენი საყვარელი არისო და ცემა. -უაზრო, იდიოტი ეს როგორ იფიქრა ალექსანდრე მოკლავს ამის გაფიქრების გამო მე რომ არაფერი გავაკეთო,სხვა კიდევ რა მოხდა. -რამდენიმე დღეა როცა დედა სამსახურშია ვიღაც გაპრანჭული ქალი მოდის და მამას ემუქრება, რომ დაეცალოს ბინა რადგან ის ბინა უკვე მისი იყო და არა ჩვენი. -ეს საინტერესოა, მერე? -ერთხელ ისიც უთხრა თუ გინდა ეს ბინა ისევ დარჩეს ჯულის და შენს შვილებს უნდა დამიბრუნდე, რადგან მე უფრო მიყვარხარ ვიდრე ჯულისო.მამამ უყვირა და უთხრა. -შენ გიჟი ხარ და წადი ამ წუთში ჩვენი სახლიდან... -გიჟი ვარ, შენი სიყვარულით ვარ გიჟი და ეს რატომ არ გინდა გაიგო. -წადი აქედან ბავშვებს ძინავთ და არ მინდა გაიღვიძოს, წადი მადლენ გთხოვ. -წავალ, მაგრამ შენთან ერთად და ერთად ვიცხოვრებთ ისე როგორც ადრე. -წადი სიმშვიდეს ნუ დამაკარგვინებ. -კარგი წავალ, მაგრამ ისევ დავბრუნდები. -წავიდა ამ სიტყვებით? -წავიდა და მალე დედაც შემოვიდა სახლში,მამა ისევ კართან იდგა და დაუწყო ყვირილი, არ ვიცი რა იფიქრა მაგრამ დედა გაოცებული უყურებდა, გუშინ პირველად შეუბრუნა სიტყვა რადგან უთხრა ალექსანდრე გიყვარსო, ამაზე დედა გაგიჟდა და უთხრა არც ხელის დარტყმას არ გაპატიებ და არც ამ სიტყვებსო, მამამ კიდევ უფრო ძლიერად დაარტყა. -საკმარისია, დაისვენე და მიხედე ინას. -დედას ხვალ ხომ ვნახავ ძია. -გამოვიდეს ნარკოზიდან და წაგიყვანთ ან ნინა ბებო წამოგიყვანთ ორივეს მე ბევრი საქმეები მაქვს და დროს ვიპოვი თუ არა თქვენთან მოვალ.ნინა უყურებდა იკას და ცრემლებს ყლაპავდა ამ ერთ ღამეში როგორ გათეთრებულა შიშისგან და ნერვიულობისგან, მივიდა მასთან თვალებში ჩახედა და ორივე ხელები შემოხვია, იკამაც მოხვია ხელები და ვაკოს არ გასაგონად უთხრა. -ძალიან შემეშინდა ნინა დეიდა, რამდენიმე საათით სამყარო გაჩერდა და მეც მკვდარი ვიყავი მასთან ერთად.არ მახსოვს ის რამდენიმე საათი სად ვიყავი და როგორ მდგომარეობაში ვიყავი ან რას ვამბობდი,რას ვაკეთებდი. -მაგრად დადექი ამ ბავშვებს პატრონი უნდა იკა და შენ ხარ ამათი ძიაც,მამაც, და მეგობარიც ამიერიდან. -იკა, იკა სად ხარ როგორ მანერვიულე.სახლში სახე გათეთრებული ალექსანდრე შემოვიდა და იკას წინ დადგა,შემდეგ ვაკოს შეხედა და ხელით ანიშნა მასთან მისულიყო, ვაკოც მივიდა ალექსანდრესთან რომელიც დაიცუცქა და უთხრა. -პატარას მიხედე, ახლა დაისვენე და დილით რომ მოვალ დედასთან წაგიყვანთ. -მართლა წამიყვან?თვალები გაუბრწყინდა ვაკოს და ალექსანდრემ კისერში ხელი მოუსვა. -კისრი დაგისქელდა ვაჟკაცო,გაიზარდე ისე რომ ვერცერთმა ვერ შევამჩნიეთ. -მითხარი მართლა წამიყვან დედასთან? -ვაკო ოდესმე დაგპირდი რამე და არ ავასრულე? -ყოველთვის ასრულებ ნათქვამ სიტყვას, მაგრამ……. -მაგრამ ახლა რთული მდგომარეობაა სწორია და დედა თვალს გაახელს თუ არა ვეტყვი რომ მთელი ღამე მას ელოდი და თუ ექიმი ნებას დამრთავს,გპირდები რომ აუცილებლად წაგიყვანთ ორივეს. -მე გავიზრდები და ისეთი შვილი და ისეთი ძმა ვიქნები როგორიც ჭირდება დედიკოს და ჩემს დაიკოს, ყურადღებიანი ვიქნები და არ დავუშვებ მათ ვინმემ აწყენინოს. -ჩემი ვაჟკაცი ხარ და მინდა ყოველთვის გახსოვდეს ყველა ბავშვისთვის უსაფრთხო ადგილი დედის გულია და მინდა ორივემ დედის გულს გაუფრთხილდეთ. -გავუფრთხილდები ისე როგორც შენ უფრთხილდები ნინა ბებოს, ახლა წავალ ჩემს დაიკოსთან დავწვები. ნინას ცრემლი მოერია და ვაკო გულში ჩაიკრა კოცნით დაუფარა სახე და უთხრა. -დედის ლოცვამ გაგზარდოს ბებო, წადი დაისვენე. ვაკო შებრუნდა და წავიდა, მაგრამ შეჩერდა და იკას მიუბრუნდა, ალექსანდრემ გაოცებულმა შეხედა და უთხრა. -ვაკო კიდევ გაქვს რამე სათქმელი, თქვი რაც იცი და მოგისმენთ. -დედა დილით ადრე გადის და გვიან ღამემდე მუშაობს, მამა სახლში თუ არის სულ ტელეფონშია საღამოს კი დედა დაღლილი ბრუნდება მერე უნდა გაამზადოს ვახშამი, ჩვენ მოგვხედოს სახლი მიალაგოს და ეს ყველაფერი გვიან ღამემდე გრძელდება, მამა თუ გავიდა სახლიდან გვიან ღამემდე არ შემოდის ის კაზინოში ზის და თამაშობს. ძალიან ხშირად ის უცნობი ქალი მოდის და სახლში ძალიან თავისუფლად იქცევა თითქოს დედა არის სტუმარი და ის სახლის დიასახლისი არ ვიცი რა ხდება, გუშინაც მოვიდა და იჩხუბეს წასვლისას კი მამას უთხრა. -თუ არ გაითვალისწინებ ჩემს სიტყვებს პოლიციის ძალით გაგიყვანთ ამ ბინიდან ან ჩემი დამიბრუნე ან ბინა დაცალეო. -შენ შეხედე იმ ქალს იცნობ ახლოს რომ ნახო? -ვიცნობ ორჯერ მყავს უკვე ნახული. -დააცადე სათქმელი თქვას იკა. -სკოლაში რომ წავედით,კიბეებზე ისევ ამოვბრუნდი რადგან რვეული დამრჩა და სახლში რომ შემოვედი მათი საუბარი გავიგონე და კართან დავრჩი. -რა გინდა რისთვის მოდი ხომ გაგაფრთხილე აქ არ მოსულიყავი განგებ აკეთებ ელოდები როდის გავლიან სახლიდან ბავშვები და მოდიხარ. -ვგიჟდები შენს სიბრაზეზე….. -თქვი რისთვის მოდი და წადი მადლენ. -მე და შენ ერთმანეთს ვგავართ და შენ არ გინდა აღიარო. -ჩვენ ვერ გავუგეთ ერთმანეთს, დავქორწინდით მაგრამ ჩვენმა ქორწინებამ ვერ გაუძლო ერთმანეთის სიჯუტეს ამიტომ გავქორწინდით იმედია გახსოვს და თუ არ გახსოვს შეგახსენე. -შენ დამშორდი მე არც კი დამეკითხე,შენ ჯულის სიყვარულმა დაგაბრმავა ამიტომ მიმატოვე გოჩა. -შემიყვარდა ის ქალი ვისაც მართლა ვუყვარდი,გასაგებია? ეს ერთი და მეორე შენს გამო ოჯახს არ დავანგრევ და წადი აქედან,კიდევ გიმეორებ აქ აღარ მოხვიდე. -რატომ ბრაზდები ჩვენ განქორწინებული არ ვიყავით შენ რომ მიმატოვე და არა მხოლოდ მე… -აბა ვინ დავტოვე კიდევ შენთან ერთად,დედაშენი რომელიც სულ ფეხებში მედებოდა და მაკონტროლებდა? -შენი შვილი გოჩა მე იმ დროს ორსულად ვიყავი. -რას ამბობ, ჩვენ მე და შენ შვილი გვყავს? -გვყავდა, ჩვენ საერთო შვილი გვყავდა მაგრამ შენმა ნათქვამმა სიტყვამ უნდა განვქორწინდეთ გონება დამიბინდა,იმ დღეს ქუჩაში გამოსულს თვალებზე ბინდი გადამეკრა და მანქანა დამეტაკა შვილი დავკარგე და მას შემდეგ ვმკურნალობ ერთი შვილი მაინც გავაჩინო დედა გავხდე და ვერ შევძელი,დედა ვერასოდეს გავხდები. -ვწუხვარ ეს ყველაფერი არ ვიცოდი. -ტყუილი დასრულდა,ამ სახლში ტყუილით შემოდი და ტყუილით მოკალათდი. -ახლა რა გინდა გავაკეთო წარსული დავაბრუნო, ვერ დავაბრუნებ ეს შეუძლებელია. -მე ხელთ მაქვს შენი ხელმოწერილი საბუთები,ყველა ქაღალდი რომ შენ შენი სურვილით თმობ ამ ბინას წაგების შემთხვევაში და შენ წააგე ორ დღეს გაძლევ და ამ ბინას დატოვებ. -როგორ, ეს ბინა ჯულის სახელზე არის. -არ ვიცი როგორ, მაგრამ დატოვებ და გახვალთ ამ ბინიდან. -მადლენ………. -არც შენ შემიცოდე მაშინ და ნურც ჩემგან ელოდები გული ამიჩუყდეს იმ მომენტში როცა ამ ბინას დატოვებთ, მხოლოდ ერთ შანსს გაძლევ და იმედი მაქვს კარგად დაფიქრდები. -რა გინდა ჩემგან წაიღო რაც არ მაქვს მადლენ. -წავიღებ იმას რაც შენ წაიღე ჩემგან,უბედობას და უიმედობას.შენ მე გამანადგურე,ცხოვრება დამინგრიე და იგივეს გავაკეთებ მეც. -რაც გინდა გააკეთე,არ ვეფეთები ჩემს ცხოვრებაზე ვიცი ჯული შვილებს ჩემზე უკეთ მიხედავს ასე რომ რაც გინდა გააკეთე გინდა სულიც წაიღე ჩემი რომ დამშვიდდე. -სამყაროს დასასრულამდე გამოგყვებოდი,მაგრამ ახლა მე და შენს შორის სისხლია და ეს სისხლი ჩვენი საერთო შვილის არის.ახლა რომ ადგე და მითხრა დავბურუნდები შენთანო მე აღარ მიგიღებ და იცი რატომ? -რატომ, შენ ხომ ამბობ მიყვარხარო. -მეზიზღები, სიყვარული ზიზღმა შეცვალა.შენ მხოლოდ შენს თავზე შეყვარებული ადამიანი ხარ,გგონია ყველაზე მაღლა დგეხარ,მაგრამ ვერც კი ხვდები ან არ გინდა მიხვდე ყელამდე რომ ხარ ნეხვში ჩაფლული.ერთ დღეს შენს ჯულისაც მოწყინდება შენი ფერება და ტრაკში პანღურით მოგისროლის მისი ცხოვრებიდან დაიმახსოვრე შენ თავად შეუწყობ ხელს რომ ეს ასე მოხდეს.ყველა ჩუმად იყო,იკამ შეხედა ვაკოს და გულზე მიიკრა. -ჩემი დიდი კაცი,ყველაფერი კარგად იქნება მეგობარო. მხარზე ხელი დაადო დიშვილს და თვალი ჩაუკრა. -ჩვენ მეგობრები ვართ, ხომ ვართ. -ვართ, აბა რა ვართ ერთმანეთის. -წადი დაისვენე ის პატარა ეშმაკი გაიღვიძებს და იტირებს. ვაკო წავიდა და ინას ფრთხილად შეუწვა,იკამ კი ალექსანდრეს შეხედა და უთხრა. -მე საქმე მაქვს უნდა გავიდე,შენ რას იზამ.ჩუმად იყო, თვალები დაეხუჭა და ფიქრობდა, შემდეგ კი თქვა. -ხშირად სხვებზე მეტისმეტი ზრუნვა საბედისწერო ხდება ადამიანისთვის. -სწორედ რომ ზრუნვამ და მუქთახორულმა ცხოვრებამ მიიყვანა ამ ზომამდე და საკუთარი შვილების დედა სასიკვდილოდ გაიმეტა. წავედი, არ ვიცი რა დროს დავბრუნდები, მაგრამ დავბრუნდები. -ანდრეა შენთან ერთად იქნება, მე ჯულისთან წავალ და გთხოვ თავშეკავებული იყავი. -ვიცი რასაც გავაკეთებ, რომ დაგირეკო მიპასუხე ალექსანდრე. -შევთანხმდით, იგივეს გააკეთებ შენც.იკა და ანდრეა გავიდა ალექსანდრემ ნინას მიუბრუნდა და უთხრა. -ევას სიცხე კიდევ ჰქონდა? -დავალევინე ყველაფერი შვილო და თუ კიდევ აუწია ხვალ ექიმთან წავიყვან შენ მიხედე საქმეებს დატვირთული და რთული დღეები გვაქვს წინ. -კარგი, ავალ დავხედავ.ალექსანდრე საძინებელში შევიდა ევას პატარასთან ერთად ჩასძინებოდა და ღიმილმა გაუპო ბაგე,შემდეგ კი ფრთხილად შეეხო მხარზე. -ალექს მოხვედი, როგორ არის ჯული. -მოვედი და ისევ მივდივარ, როგორ ხარ სიცხე კიდევ გაქვს? -არა, ცხელი არ ვარ მაგრამ ოფლიანი ვარ. -წყალი გადაივლე და გამოიცვალე, პატარა შენ მოგეკედლა და იყოს შენთან არ ვიცი რა დროს დავბრუნდენი ან თუ დავბრუნდები და დილით წამლები მიიღე. -კარგი მშვიდად იყავი, პატარა რომ მოვედი მომეხუტა და ასე ჩახუტებულს დაეძინა არ უტირია. -კარგი ვაკოც აქ წევს და თუ გაიღვიძებს მასთან ერთად მშვიდად იქნება.ალექსანდრემ კოცნა დაუტოვა ევას და წავიდა,საავადმყოფოში სიმშვიდე იყო და ის პირდაპირ თომას კაბინეტში შევიდა. -სიმშვიდე არის…. -შენ არ წასულხარ თუ დაბრუნდი და რატომ,დღეს ვერ ნახავ ჯულის ალექსანდრე. -ჯულის როცა გონს მოვა ვნახავ,მაგრამ მე შენთან მოვედი მეგობარო ვიცი რომ საუბარი გჭირდება. -ყოველთვის გესმოდა უსიტყვოდ და უთქმელად ყველასი,მადლობა ალექსანდრე. -მეგობრები რისთვის ვართ თომა. -ჩემს თავზე ვბრაზოვ ალექს. -რატომ, თუმცა რატომ გეკითხები გინდა დრო უკან დააბრუნო,მაგრამ შეუძლებელია მაგრამ იცოდე გვიან არასდროს არის. -როგორ,როგორ დავტოვე მარტო ამ ბეყვესთან და როგორ არ ჩავკიდე ხელი თუნდაც ძალის გამოყენებით. -იყვირე,იტირე, მიდი დაამსხვრიე კიდეც და რას იზამ ამით? -მახსოვს პირველად რომ დავინახე ულამაზესი გოგო იმ პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა, მისი სიყვარული ძალას მაძლევდა,შემდეგ მე სწავლას გავყევი და ერთ დღეს გზაში მოულოდნელად შევხვდი და პირველად შევამჩნიე რა ლამაზია ორსული ქალი,მე დაუშვი შეცდომა მას არ ვადანაშაულებ. -დღემდე გიყვარს თომა ჯული, ხომ სიმართლეს ვამბობ. -მიყვარს, ის ორი შვილის დედაა მაგრამ მიყვარს ალექსანდრე და ისე არის ჩემს გულში ჩასახლებული რომ გაქვავდა გრძნობა,არ შემიძლია სხვას შევხედო იმ გამოხედვით როგორც ჯულის ვუყურებ. -თომა……. -მოკვდა გრძნობა ჩემთვის ალექს. -მოკვდა, მაგრამ შეგიძლია გააცოცხლო გრძნობა თომა. -მე რომ მიძინებული და გაქვავებული გრძნობა გავაცოცხლო,ის რას მიპასუხებს ალექს. -დაგთანხმდება, მაგრამ დრო უნდა ტკივილს უნდა შეეჩვიოს შენ კი ნელა ნელა უნდა მიუახლოვდე და შენ უნდა იყო მისი სიზმრების კოშმარი. -მისთვის სიზმრების კოშმარი, მაგრამ ჩემთვის მტკივნეული ისტორია. -დასრულდა ის ჩმორი ჯულისთვის და დამიჯერე ამჯერად მაინც ნუ დაუშვებ შეცდომას,ახლოს გყავს და გამოიყენე ეს შანსი. -შევეცდები, მაგრამ იმედი არ მაქვს. -იმედი ყველაზე ბოლოს კვდება მეგობარო. -წადი სახლში მე აქ ვარ და იცი ჯულის მარტო არ დავტოვებ. -წავალ და დილით ვაკოს მოვიყვან ძალიან ნერვიულობს და განიცდის,ვაჩვენოთ დედა. -მოიყვანე,მე შევიყვან და ვაჩვენ დედას. -მაგარი კაცი ხარ,წავედი და წამზომი ჩაირთო მოქმედება იწყება ამ ღამიდან,შედეგები კი შენზეა.ალექსანდრემ მხარზე დაადო ხელი თომას თვალებში ჩახედა და უთხრა. -შეძლებ წარსული დაავიწყო და მომავალი ერთად დაგეგმოთ. თვალი ჩაუკრა ბოლოს და წავიდა,საავადმყოფოს ჰოლი ღიმილით გაიარა,მიდიოდა და ზურგს წვავდა უამრავი ქალის მზერა, მაგრამ მას ერთი ელოდა სახლში ერთი და განუმეორებელი.თომას თითქოს ძალა მისცა ალექსანდრესთან საუბარმა და მასში მიძინებულმა და მიჩქმალულმა იმედმა გამოანათა, გულის ფრიალით და მუხლების კანკალით წამოდგა და ჯულის პალატისკენ წავიდა. ალექსანდრე მიდიოდა და მანქანასთან მისული ვიღაც გადაუდგა წინ,მომღიმარმა ჭაღარა შერეულმა მამაკაცმა სათვალე შეისწორა და ალექსანდრეს თვალებში ჩააშტერდა. -ისეთი გაოცებული მიყურებ უნდა ვიფიქრო რომ ვერ მიცანი. -კარგად იფიქრეთ, ვერ გიცანით. -ალექსანდრე კარგად დამაკვირდი,მართალია საკმაოდ გამითეთრდა თმები ჩემს ასაკში მაგრამ ჩვენ მე და შენ ერთი ასაკის ვართ ვირო.ალექსანდრეს გაეცინა ვიროს გაგონებაზე და უცნობს კიდევ უფრო დაკვირვებით დააკვირდა და ღიმილით უთხრა. -ვირო, რადგან ამ სიტყვას მეუბნები ახლობელი ხარ, მაგრამ მართლა ვერ გიცანით. -ერთადერთს რასაც ვნანობ აქედან ჩემი წასვლაა და შიში იმისა ერთ დღეს დავბრუნდებოდი და ვეღარავინ მიცნობდა,მაგრამ შენი სიტყვები რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი ყოველთვის ძალას მაძლევდა. -მითხარი ვინ ხართ….. -იოანე ვარ ალექსანდრე,შენი იო დაბრუნდა მეგობარო. -იოანე, იოანე მაჩებელი დაბრუნდა, ჩემი იო.ალექსანდრემ გულზე მიიდო ხელი და ჯერ ასე უყურებდა ბავშვობის მეგობარს,შემდეგ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ გაუბედავად, მაგრამ შემდეგ ერთმანეთს გადაეხვივნენ და ასე იყვნენ რამდენიმე წუთი. -13 წლის ასაკში დავშორდით ერთმანეთს და ეს რა სიურპრიზი გამიკეთე იო. -აი ეს არის სიურპრიზი, ვირო ქორწილში არ დამიძახე, მაგრამ ინტერნეტით ვიყურე და ყველას მოვესიყვარულე, თუმცა ის ორსული გოგო ვერ ვიცანი. -ის გოგო ლევანის მეუღლე არის.. -ლევანიც დაგვიქორწინდა, ვბერდები მეგობარო…. -გიორგიც დაგვიქორწინდა და იცი ვისზე…. -ვისზე,ნაცნობია? -არა,მაგრამ ჩემი დაზე დაქორწინდა. -რას ამბობ ნინამ გოგო გვიან ასაკში გააჩინა და შენ და გყავს, ეს გამიხარდა. -არა დედით ვართ ერთი, ის ჩემი ბიოლოგიური დედის შვილი არის და ჩვენც ახლახანს ვიპოვეთ ერთმანეთი. -რამდენი რამ მომხდარა და მე სად მძინავს, ალექსანდრე აქ რატომ ხარ ვინ წევს. -ჯული გახსოვს? -ჯული,ჯული მაღალი მწვანეთვალება გოგო იკას და არის მგონი არ ვცდები. -იკას და არის კი და აქ წევს. -რამე სერიოზულია? -დიდი ისტორიაა ქმარმა ცემა, შენ რატომ ხარ აქ. -მე გაუბრაზდი ევროპას უცხოელებს და დავბრუნდი, ეს კლინიკა ნაწილობრივ ჩემი არის. -რას ამბობ თომაც აქ მუშაობს,არ შეხვედრიხარ? -დიდი ხანია უკვე მელოდებიან ახალ ექიმს და გუშინ გვიან ჩამოვედი, დღეს უნდა წავრსდგე მათ წინაშე. -მაინტერესებს თქვენი შეხვედრა,მაგრამ ვერ დავბრუნდები -წამოდი, ერთად დავადგეთ თავზე. -მაშინ მიხვდება, მარტო მიდი და საღამოს გელოდები სახლი იცი სადაც არის იმედია გახსოვს ბიჭებსაც ვეტყვი და იქ დაგახვედრებ ყველას. -მახსოვს, მახსოვს ნინა დეიდა ვირის ჩოჩორებს გვეძახდა ყველას რომ გაბრაზდებოდა. -ეს მაშინ და ახლა ვირები ხართო ამბობს. -ალექსანდრე ნინა დეიდას დამსახურებაა მე დღეს ვინც ვარ. -ჰოდა ის რომ ნინას მადლობელი ხარ ეს მას ახლოდან უთხარი მეგობარო. -კარგი,კარგი მოვალ ჯერ აქ შევალ და ვნახავ როგორ მელოდებიან. მეგობრები ერთმანეთს დაშორდნენ და იო ღიმილით წავიდა თომასთან შესახვედრად, თავაწეული შევიდა საავადმყოფოში და პირველი მისაღებში მივიდა იქ გოგოებს გადახედა და ღიმილით მიესალმა მათ. -დილა მშვიდობის სამყაროს ულამაზეს თაიგულებს…..გაოცებული მიუბრუნდა გოგოები უცნობს და მერე ერთმანეთს გადახედეს. -მობრძანდით, პაციენტი ხართ? -სადაც არის გათენდება მე კი სასწრაფოდ მინდა ვნახო ექიმი თომა….. -ექიმი თომა მაღლა არის მძიმე პაციენტებს არასდროს არ ტოვებს,დავურეკავ და ვეტყვი რომ შეხვედრა გინდათ, მაგრამ ….. -მისი კაბინეტი მითხარი თავად მივალ მასთან…. -ეს შეუძლებელია……… -მომისმინე თეონა ლამაზი სახელი გაქვთ და იცი რასთან ასოცირდება სახელი თეონა. თეონა გაოცებული უყურებდა უცნობს და უცნობიც თვალებში უყურებდა მას. -,,ღვთის ფიქრი, ღვთის გონება’’, აი რასთან ასოცირდება თქვენი სახელი თავად გავიკვლევ გზას ექიმის კაბინეტამდე.უცნობმა თავი დაუკრა იქ მყოფ ექთნებს თეონას კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და ღიმილით წავიდა,ის იყო თომა კაბინეტიდან გამოვიდა და მისაღებში მიდიოდა რომ იომ ფეხი შეიჩერა და თეონას ხმაც გაიგონა. -თომა ექიმო თქვენთან არიან…..თომამ შეხედა უცნობს და ერთმანეთს უყურებდნენ, შემდეგ თომას ხმამაღლა და გულიანად გაეცინა რაზედაც იოც აყვა და ორივე ერთმანეთს გადაეხვია. -რამდენი წელი გავიდა უნამუსო ადამიანო,რატომ არ თქვი თუ მოდიოდი…. -აი ეს შეხვედრა მინდოდა თომა….. -ალექსანდრე ახლა წავიდა სულ რამდენიმე წუთია… -ვნახე ალექსანდრე და ვერ მიცნო…. -ეს საწყენი არ არის, მას ხომ 13 წლიდან არ უნახიხარ ჩვენ კი ხვდებოდით ერთმანეთს და ხშირად ვიყავით ერთად,აბა სულ ჩამოდი თუ მონატრებამ დაგძლია და გვესტუმრე. -სულ ჩამოვედი ჯერ ასე ვამბობ, დრო გვიჩვენებს აქ როგორ მოვეწყობი. -აქ ჩვენთან, ჩვენს საავადმყოფოში გულისხმობ? -აქ თომა შენთან ერთად და არ მითხრა რომ წინააღმდეგი ხარ. -არა რას ამბობ, ახალ ექიმს ველოდებით და ცოტა დაძაბულები ვართ…. -ჰოდა მოეშვი ვისაც ელოდებით თქვენს წინ დგას. -იო, იოანე შენ გელოდებით ეს დღეები? გაუხარდა თომას იოანეს დაბრუნებაც და მის გვერდით ყოფნაც. -ასეა ეს საავადმყოფო ნახევრად ჩემია ასე რომ მე და შენ პარტნიორები ვართ მეგობარო. თომამ იქვე მდგარ გაოცებულ გოგოებს შეხედა და იოანეს ჩურჩულით უთხრა. -წავიდეთ ჩემს კაბინეტში და იქ ვისაუბროთ,რადგან არ მინდა ყველამ გაიგოს რომ მე მეკუთნის საავადმყოფოს ნახევარი. -კარგი წავიდეთ, მაგრამ დასამალი რა გაქვს შენ ხომ წლები შეალიე სწავლას და რასაც მიაღწიე შენით იყო ეს ყველაფერი, შენი სწავლით და შენი მოთმინებით.ნელა ნელა გაუყვა ორივე კაბინეტისკენ გზას და თომამ მოულოდნელად გაჩერდა. -პირადში რა ხდება იოანე. -პირადში ჩაფერფლილ ხსოვნას სულს უბერავ, მაგრამ ისე ჩანაცრდა ვეღარ ავანთე ნაპერწკალი აღარ ეყო სიმხურვალისთვის და დავრჩი მარტო ჩემს ჩარაზულ სულთან და გულთან ერთად, ალბად აღარასოდეს ვენდობი ქალს და მის სილამაზეს. -მარტოდ მარტო ხარ და როგორც მივხვდი ამ სიმარტოვემ გულის ტკენის მეტი არაფერი მოგცა.მეგობრები გულს უშლიდნენ ერთმანეთს და იკა სიბრაზისგან ანთებული გოჩას წინ იდგა და ისიც უყურებდა თვალებში უტიფრად -თითქოს უდანაშაულო ხარ ისე მიყურებ,რაო ელოდები ვინმე მოვა და დაგიხსნის? -მიკვირს მარტო რომ ხარ და შენს გვერდით ალექსანდრე არ არის…. -ალექსანდრემ ის რომ იცოდე რისთვის ცემე ჯული დამიჯერე ასე ცინიკურად არ იდგებოდი ჩემს წინ ახლა.უთხრა და პირველი დარტყმაც მიაყენა, ისეთი ძლიერი იყო დარტყმა რომ რამდენიმე მეტრში გადააგდო, მაგრამ მაინც არ მოეშვა სიბრაზე თავისივე ხელით წამოაყენა და ისევ დაარტყა შემდეგ კი მარჯვენა ხელი დაუჭირა ხელში და უთხრა. -ეს ხელი დაარტყი ჩემს დას,ეს ხელი იყო? დაუყვირა და ხელი გადაუმტვრია რაზედაც გოჩას ყვირილმა კედლებიც კი შეძრა ლევანი და ანდრია უყურებდა შორიდან, მაგრამ ლევანიმ მიხვდა რომ იკა უკონტროლო ხდებოდა და მასთან მივიდა. -უკეთესია ჩავსვათ იკა და გასამართლდეს ძალადობისთვის. -ასეც იქნება, მაგრამ სანამ ჩავსვამ ჯულის თითოეული ცრემლისთვის პასუხი უნდა აგოს. შენობაში სადაც გოჩა ყავდათ ტატოც მათ შეუერთდა,გოჩამ შეხედა ტატოს და უთხრა. -მალე მოვა შენი დასასრულიც, ენვერიმ ყველაფერი იცის… -რას გულისხმობ ყველაფერში ჩმორო…. -იცის რომ ორმაგ თამაშს თამაშობ, იცის რომ ამათთან ხარ შეკრული და გგონია ცოცხალს დაგტოვებს? ტატომ ბიჭებს შეხედა და შემდეგ მარჯვენა ფეხი ჩაარტყა, იკას მიუბრუნდა და უთხრა. -მეც ვხვდები რომ ენვერი შეიცვალა და ფიქრიასაც საშიშროება ელოდება. -ფიქრიას ვერაფერს დაუშავებს მას ისეთი დამცველი ყავს ენვერის მისი დანახვით გული გაუსკდება, ასე რომ თავს მიხედე მეგობარო ამას კი იქ მოუვლიან სადაც უნდა წავიდეს და დარწმუნებული ვარ ცოცხალი ვერ გამოვა იმ კედლებიდან.გოჩა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა წაიყვანა,იკა და ტატო კიდევ დიდხანს საუბრობდნენ,ალექსანდრემ მანქანა დააყენა და უკვე სახლში უნდა შესულიყო რომ უცნობმა ნომერმა დაურეკა,არც დაფიქრებულა ტელეფონი აიღო და უპასუხა. -გისმენთ…… -ალექსანდრე გითხარი დაგირეკავთქო და აი ზარი რომელსაც ელოდი თუ შეხვედრა ისევ გინდა და არ გადაგიფიქრებია, გელოდები. -როდის და სად ყველაფერი დაზუსტებით მინდა ვიცოდე…. -ახლავეს შეგიძლია ……. -გასაგებია, უკვე გამოვედი და მისამართს ველოდები. -კარგია,გელოდები იკამ იცის სად უნდა მოხვიდე… ალექსანდრე დაფიქრებული მიდიოდა საიდან იცნობდა იკა რობერტის და მასთან წავიდა, ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო,მაგრამ არ ეძინა ნინას და ფანჯრიდან უყურებდა ალექსანდრეს. -ისევ რაღაც მოხდა, ალექსანდრე მოვიდა და სასწრაფოდ წავიდა. -ალექსანდრე ბავშვი აღარ არის ნინა მას ბევრი საპასუხისმგებლო საქმეები აქვს მხრებზე და ყველაფერს აკონტროლებს, ადვილი არ არის ყველაფერი ისე გათვალო შეცდომა არ მოგივიდეს. -აქამდე შეცდომა არ დაუშვია და ვიცი რომ არც აწი დაუშვებს. -ცხოვრება ომს გავს ნინა და იმას ვისაც ჭრილობის ეშინია ცხოვრების გმირი ვერასოდეს ვერ გახდება. -კარგი, წავალ ბავშვებს დავხედავ და ვნახავ სიცხე თუ აქვს კიდევ ევას. ალექსანდრემ იკას დაურეკა და იკამ პირველივე ზარზე უპასუხა. -ალექსანდრე…………. -არ შეგეშინდეს ჯულის მდგომარეობა სტაბილურია………… -მაშინ ვიცი რისთვისადც დამირეკე, განყოფილებაში ვარ და გელოდები. -იკა………….. -ვიცი, ვიცი რომ მეტყვი ვერ გადამირჩებიო, მაგრამ მოდი ჩემამდე ალექსანდრე. გაბრაზებული მივიდა იკასთან და ისიც გარეთ დახვდა, შეხედა ალექსანდრეს მანქანის კარი გამოაღო და მის გვერდით მოკალათდა შემდეგ შეხედა და უთხრა. -არაფერი მკითხო სადაც გეტყვი იქ მიმიყვანე და სხვას ყველაფერს გაიგებ რაც გაინტერესებს. -მე მიბრაზდები ხოლმე არაფლის თქმა იცი ალექსანდრე და ნერვებს გვაწყვიტავო და შენ, შენ რა საიდუმლოებებით თამაშობ იკა გინდა ცხოვრება ერთი ტყვიით დაასრულო ვინმემ შუბლი გაგიხვრიტოს? -ძალიან ჩქარი ხარ და ფეთქებადი ხასიათი გაქვს, ალექსანდრე მასზე ადრე ნუ გააკეთებ ისეთ რამეს, რომ გაუხარდეს შენი დაზარალება. -მაშინ მითხარი როგორ მოვიქცევ ჩუმად რატომ ხარ და შორიდან რატომ მაკვირდები. -გააჩერე მანქანა………. -მოვედით უკვე? გაოცებული უყურებდა ალექსანდრე იკას, იკამ მანქანიდან გადავიდა და ალექსანდრეს მხარეს კარი გაუღო. -გადმოდი…. -რა ვქნა? -გადმოდი და მე წაგიყვან, გველოდებიან ჩვენ კი ჩხუბს ვუნდებით გზაში და ასე საღამომდე ვერ მივალთ.ალექსანდრემ შეუბღვირა იკას და დაუთმო ადგილი იკა კი რამდენიმე წუთში უკვე ადგილზე იყო,ალექსანდრე კი გაოცებული უყურებდა უზარმაზარ სახლს სადაც დაცვის წევრები ყოველ სამ მეტრში იდგნენ. -სად მოვედით აქ ვინ ცხოვრობს. იკამ შეხედა ალექსანდრეს და დაცვის ერთ ერთ წევრს მიუბრუნდა. -გველოდებიან…….. -ვინაობა თქვენი და პირადობის მოწმობა. იკამ პოლიციის ბარათი აჩვენა, ალექსანდრემ კი პირადობა და დაცვის უფროსმა გადააწოდა შიგნით დაცვის წევრს. -მოვიდნენ…….. -ასეთი სიფრთხილე ენვერის არ ყავს როცა რომ ამდენი მტერი ყავს გარშემო……. -ენვერის მალე მოუგრიხავენ კისერს…… -ასე ფიქრობ? -დარწმუნებული ვარ. დაცვამ ორივე კარებამდე მიაცილა იარაღზე შეამოწმეს,იკას ჩამოართვეს იარაღი და როცა დარწმუნდნენ რომ სუფთა იყო ორივე სახლის კარზე ზარიც მისცეს, კარი ახალგაზრდა მამაკაცმა გააღო და ორივეს თვალებში უყურებდა, ალექსანდრეს წინ შემოეგება მაღალი და ძალიან სიმპატიური მამაკაცი ხელი გაუწოდა ღიმილით და უთხრა. -სიძე მესტუმრა და ძალიან მოხარული ვარ….. -თქვენ, თქვენ აქ………….. -შემოდი, შემოდი და დღეს ვისაუბრებთ ბევრ რამეზე. ალექსანდრემ კიდევ ერთხელ გადახედა იკას და იკამაც ჩუმად უთხრა. -აქ არ დაიწყო შენებურად, გარეთ რაც გინდა ის მითხარი. სახლში შევიდნენ სადაც მისთვის ნაცნობი ანუ უცნობი ელოდა კიდევ ერთ ქალბატონთან ერთად და ყველას მიესალმა. -გაიცანი ანასტასია ეს ალექსანდრე სურმანიძეა ჩემი სიძე,იკას იცნობ შეხვედრილი ხარ მასთან და გელა სად არის…. -აქ ვარ ძია მოვდივარ…… გაოცებული უყურებდა ალექსანდრესთან ერთად ამჯერად მათკენ მომავალს გელას მარიზთან ერთად, რომელსაც ორსულობა უკვე კარგად ეტყობოდა და ძალიან ლამაზი იყო. -მარიზ მიხარია შენი კიდევ ერთხელ ნახვა. -ალექსანდრე, იკა მეც გამიხარდა თქვენი ნახვა და გაიცანით ეს ჩემი მეუღლე არის გელა ენვერის შვილი. -ასე რომ ჩემო ალექსანდრე აქ ვინც ვართ ჩვენ ყველას ერთი მტერი გვყავს და ყველა უნდა გავერთიანდეთ, სანამ საუბარს დავიწყებდეთ უნდა გითხრათ რომ გელა ჩემი გარდაცვლილი მეუღლის ძმის-შვილი არის…. -გამოდის ენვერი………… -ენვერი ჩემი შვილის ბიძა არის და სწორედ ამიტომ არ ვაპატიებ იმას რაც ჩაიდინა ჩემი შვილის მიმართ. -გასაგებია და თქვენ ხომ დაკავებული ხართ…. -აქ როგორ აღმოვჩნდი ეს გინდა მკითხო, მე როცა მინდა მაშინ გამოვდივარ გარეთ ალექსანდრე და აქ მოვდივარ, იმ დღეს ყველა აქ მოდის ვისაც რა აწუხებს და ვეხმარები გაჭირვებულებს. -ასეთი სიკეთის გამკეთებელი ადამიანი როგორ გახდით მკვლელი,ბოდიში პირდაპირობისთვის…… -მე არავინ არ მომიკლავს მით უფრო ჩემი მეუღლე ეს ყველაფერი ენვერის ჩაწყობილია, ანასტასიამ გაიპარა და თავი გადაირჩინა მას კი ცხონებულმა ელზამ უბიძგა ამ ნაბიჯის გადასაგმელად და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ეს იყო თუმცა ის შეეწირა მის დასახულ გეგმას, ეს ყველაფერი კი გელამ ახლა გაიგო და მე ლევანისთან ერთად დავსახე გეგმა რომ გელა ენვერისგან მეუღლესთან ერთად გადამერჩინა,როგორც ხედავთ ის აქ არის და ჩვენს მხარეს არის. -მურადი ფიქრიას ძმა……….. -მურადის სიკვდილმა დედამისი იმსხვერპლა ნერვიულობისგან ვერ მოვასწარით მისი გაფრთხილება, თუმცა არ ვიყავით დარწმუნებული რომ ის საიდუმლოს შეინახავდა შვილის სიყვარული ძალიან დიდია დედის გულში და ვერ გაუძლო იმ ტკივილს რაც გამოიწვია მასში გელას გარდაცვალებამ, თუმცა ის ცოცხალია და ფიქრიას სიახლოვეს არის ყოველთვის.რაც შეეხება ენვერის გეგმას რაღაც გეგმას სახავს და უმიზნებს მიზანს ტატოს ან ფიქრიას ეს ორი ყავს ახლა ამოყვანილი და უნდა დავასწროთ თუმცა ფიქრიამ გვაჯობა ყველას და უნიკალური გეგმა შეიმუშავა სულ მარტომ სადაც არავინ არცერთი ჩვენთაგანი და თქვენთაგანი არ ჩარია და ამას კი სულ მალე გაიგებთ თქვენც. -მინდა გავიგო რა უნდა ამ პიროვნებას და რატომ არის სავსე ზიზღით ადამიანების მიმართ. -ის ავადმყოფია და ფსიქიურად დაავადებულია არ უნდა მასზე წინ წავიდეს ვინმე და მასზე უკეთესი იყოს ვინმე, ამიტომ ყველას ერჩის და ერჩის მათ ვისაც ძალიან უყვარს ოჯახი, რადგან ოჯახი მას არასოდეს არ ყოლია. ერთადერთი და იმიტომ მოკლა რომ ჩემმა მეუღლემ უანგარო და უპირობო სიყვარული იცოდა, პირველ ადგილზე ოჯახი ყავდა შემდეგ სხვები და რატომ დააყენა ოჯახი პირველ ადგილზე ამიტომ მოიშორა. მას სიძულვილი ამოძრავებს და ეს მისი სიძულვილი დაახრჩობს ერთ დღეს. -ფიქრიას უნდა დაელაპარაკოთ, უნდა აუხსნათ რომ ძალიან ფრთხილად იყოს. -მურადის კიდევ გამოჩენა ვფიქრობ რომ სარისკოა, რადგან ენვერი უთვალთვალებს ფიქრიას და ტატოს, ამიტომ მე დაველაპარაკები მივალ სასტუმროში და ვნახავ. -მეც წამოვალ იკა და ერთად ვნახავთ ჩემს დას ბოლო ბოლო ეჭვებშია და უნდა დავენახო, უნდა გაიგოს სიმართლე თორე შესაძლებელია ფსიქიურად შეირყეს მისი ჯამკრთელობა. -სწორად მსჯელობთ,მეც მოვუსმინე ერთხელ არეულად ლაპარაკობდა და ვფიქრობდი რომ სიცხის ბრალი იყო, მაგრამ .......... -მაგრამ ალექსანდრე უნდა გაუფრთხილდე ევას, ნინას, ალექსანდრეს და ყველას,რადგან მისგან ყველაფერია მოსალოდნელი და მისთვის ადამიანის მოკვლა არაფერია. -ასევე უნდა გაუფრთხილდეთ ჯულის რადგან თუ ჯულის რამე დაემართა გოჩას სახელზე გადავა მისი ბინა და რადგან გოჩას უკვე გაასამართლებენ და სასჯელს მისცემენ ენვერი დაეპატრონება იმ ბინას და ბავშვები ქუჩაში დარჩებიან. -გოჩას ჩვენ მივხედავთ იქ ჩვენთან შემოიყვანენ ეს უკვე იციან, ჯულის კი თქვენ მიხედეთ გარეთ ვინც ხართ. -გოჩას მე უნდა გავუსწორდე რობი.... -შენ მკვლელი არ გახდები, საკმარისია რაც გააკეთე შენგან მიიღო მისაღები თუმცა კიდევ ერთ ცემასაც გაუძლებს. -ალექსანდრე ბრწყინვალე ქორწილი იყო და მადლობა ევა ბრწყინავდა იმ დღეს...... -ევა ჩემი ცხოვრების ქალი არის და სულ ასე იბრწყინებს სანამ მე ცოცხალი ვარ. -რაც შეეხება ევას არ მინდა რომ იცოდეს ჩემზე, მე ყოველ თვეში მის ანგარიშზე ვდებ გარკვეულ თანხას და მან იცის რომ ობლობის პენსიას ღებულობს, დაე იცოდეს ასე როგორც იცის. -არ გინდათ რომ შეხვდეთ? -არა, არ მინდა შევხვდე რადგან არ ვახსოვარ ეს ერთი და მეორე არ მინდა მნახოს და მალე დამკარგოს. -როგორ თუ დაგკარგოს.... -მე ავად ვარ და ვებრძვი უკვე წლებია ვერაგ დაავადებას, ასე რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ევას სახელზე გადმოვა ყველა ის რაც მე მეკუთნის და ასევე ის ფირმაც სადაც ენვერი.... -ენვერი მას ხომ მანქანების ბიზნესი აქვს..... -ეს პირველად ჩემი ბიზნესი იყო მე დავიწყე, შემდეგ ენვერი მივიყვანე და ჩემთან დავაწყებინებ მუშაობა უბრალო მუშიდან ის უკვე ჩემს სკამზე ზის და გახდა ჩემი ბიზნესის მმართველი და არა მარტო ის ფირმა, ენვერი დაეპატრონა იმ ბავშვთა სახლს რომელიც ჩემმა მეუღლემ შექმნა და დაარსა. -ჩემთან რა უნდა.... -შენგან უნდა შენი კაზინო და ამბობს რომ მისი არის, კაზინო მის ტერიტორიაზე ააგეს, ამიტომ მის უფლებაში უნდა გადავიდეს ის დარწმუნებულია რომ ასეც მოხდება. -კაზინო მამაჩემმა ააგო და მას შემდეგ წლები არის გასული მე სულ პატარა ვიყავი, გავიზარდე და მერე შევცვალე მამა თუმცა ხშირად არც იქ დავდივარ ბიჭები განაგებს იქ ყველაფერს, არ მიყვარს იქ მისვლა როგორ არის ენვერის ის ადგილი წარმოდგენა არ მაქვს რადგან კაზინოს ადგილზე მამას მშობლების სახლი იდგა მათი გარდაცვალების შემდეგ აიგო კაზინო. -მე ყველაფერი ვიცი, მაგრამ ენვერის არ უნდა რომ გაიგოს ამიტომ ვართ აქ რომ გავაგებინოთ. რობიმ იკას შეხედა და უთხრა. -ყველაზე მეტი სიფრთხილე შენ გმართებს იკა რადგან ზარი შემოვიდა, ამ დღეებში დიდი პარტია ნარკოტიკი უნდა გავიდეს და შენ უნდა შეუშალო ხელი ამ ოპერაციას, ტატოც მოგეხმარება. -ტატოს დროებით დავაკავებთ ეს ჩვენი შედგენილი გეგმა არის ენვერის დასარწმუნებლად. -ეს აუცილებელია, ტატო გარეთ გჭირდება. -ასე შემიძლია გადავარჩინო ენვერისგან შემდეგ კი ისევ ერთად ვიმოქმედებთ. -კარგი,ყველაფერი გავარკვიეთ და მე რას ვაკეთებ. ალექსანდრემ სათითაოდ მოავლო თვალი ყველას და შემდეგ რობერტიმ უთხრა. -შენ ადგილზე უნდა იყო ყოველთვის და აკონტროლო ოჯახი და ქალების უსაფრთხოება -გასაგებია. თქვა და მის ტელეფონზე შეტყობინება მიიღო. -ალექსანდრე შენი ნათლული იბადება და ისიც ალექსანდრე იქნება, მართამ ასე გადაწყვიტა. -იკა უნდა წავიდეთ, მართა სამშობიაროშია....... -პატარა შემოგემატებათ აბა ბედნიერი და მშვიდი ბავშვობა ჰქონდეს პატარას. დალოცა რობერტიმ მისთვის უცნობი პატარა და გაუშვა ალექსანდრე, ალექსანდრემ კი კართან მისულმა შებრუნდა და თქვა. -ქ-ონ ანასტასიასთან საუბარი ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა. -ჯერ საქმეებს მივხედოთ ალექსანდრე და მერე ყველა შევიკრიბებით. -რაც შეეხება გელას ვფიქრობდი რომ მამასავით შეუბრალებელი იქნებოდი, მაგრამ კარგია რომ შევცდი და მართლა მიხარია, მარიზიმ თქვა რომ არ გავდი მამას. გელამ ძლიერად ჩამოართვა ხელი ალექსანდრეს და იკასთან ერთად დატოვა სახლი, კმაყოფილი დარჩნენ ალექსანდრეს სტუმრობით და გაცნობით, ალექსანდრეც თავად ჩუმად იყო და იკა ზოგჯერ გახედავდა ჩუმად ყოფს, ალექსანდრემ კი არც შეხედა ისე უთხრა. -ნუ მიყურებ ჩუმ ჩუმად არ გადამიფიქრებია რაც ჩავიფიქრე. -ერთი დღე რომ არ დაგირეკო თავად დამირეკავ, ვერ მოისვენებ რომ არ გაიგო როგორ ვარ. თქვა იკამ და გაბრაზებულ ალექსანდრეს თვალი ჩაუკრა. -იცი ჩემი სუსტი წერტილი თქვენთან დიდი ხნით დაშორებაა და ამით სარგებლობ იკა. რა უცნაური გრძნობაა,როცა ბედნიერების ზღვარზე ხარ და ემოციით ელოდები პატარას დაბადებას და ეს ემოცია მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვება,დღეს ხომ შენი შვილი იბადება.დგას და ნერვიულობს, მართას ხელი ხელში უჭირავს და მის ცრემლებზე ისიც ტირის. -კიდევ ცოტა, კიდევ ცოტა ჩემო გოგო და დაიბადა ძლიერი ვაჟკაცი. თქვა ექიმმა და ერთიანად გალურჯებული და ყელზე ჭიპლარშემოხვეული პატარა ხელში აიყვანა, პატარამ თითქოს იგრძნო ეს რაღაც მგუდავსო და თავისივე ხელებით ჩაეჭიდა და თავის თავის განთავისუფლებას შეეცადა რომ არაფერი გამოუვიდა ბოლო ხმაზე დაიწყო ტირილი თითქოს შველას ითხოვდა. ექიმები უყურებდა პატარას და ერთმა თქვა სიცილით. -ძლიერი ბიჭია ძლიერი ფილტვებით, ნახეთ როგორ დასჭექა და გვეუბნება აქ ვარ უკვეო. ლევანი ფერდაკარგული და ძალა გამოცლილი გავიდა სამშობიარო ბლოკიდან, ალექსანდრე და იკა უკვე იქ იყვნენ,სულ მალე ფიქრია და ანდრეაც მოვიდა, ალექსანდრემ კი ნინას დაურეკა. -გისმენ ალექსანდრე შვილო....... -დაიბადა დედა, პატარა ალექსანდრე დაიბადა შენი ვირი შვილი მამა გახდა. -რას ამბობ,რატომ არ დამირეკეთ....ცრემლი მოერია ნინას და იქვევ მდგარ ალექსანდრეს უთხრა. -მართამ იმშობიარა კიდევ ერთი ალექსანდრე გვყავს. -ოოოოო,ეს უნდა ავღნიშნოთ აქ მოდით ყველა. -მოვალთ და შევიკრიბებით, მაგრამ დღეს სტუმარიც გვეყოლება დედა.... -სტუმარი, არ ვკითხულობ ვინ გვესტუმრება დღეს ბედნიერი დღე გვაქვს.ნინამ ცირასთან ერთად დატრიალდა და შუადღემდე უკვე ყველაფერი გამზადებული იყო, ალექსანდრემ სახლში შემოირბინა და ყველას მიულოცა პატარას დაბადება. -ევა, სად არის ევა დედა. -წევს შვილო, სამი დღე სიცხე ჰქონდა და ძალიან გამოიფიტა სუსტად არის. ალექსანდრე ევასთან შევიდა და მართლაც რომ ძალიან შეცვლილიყო ამ ორ დღეში. -როგორ ხარ საყვარელო.... -მე კარგად ვარ, რა მხიარული ხმები ისმის ქვემოდან სტუმრები გვყავს? -აქ არ გვყავს დღეს სტუმარი, მაგრამ რამდენიმე დღეში გვეყოლება ვინც ძალიან შეგაყვარებს თავს და შესაძლებელია აქედან არასოდეს არ გაუშვა. -რა ხდება ალექსანდრე....გაოცებული უყურებდა ევა მის წინ გაღიმებულ ალექსანდრეს და ბოლოს მანაც უთხრა. -ჩემი ბედნიერება საზომს გასცდა,ცაში ავარდა გაიშალა და მოედო სამყაროს.ევა არარეალურ სამყაროში ვარ,საოცრებათა სიზმარში და არ მინდა გამოვფხიზლდე. -რა მოხდა,რატომ ხარ ასეთი გახარებული ჯულიმ გაიღვიძა? -დაიბადა პატარა ალექსანდრე ევა. -მართა, მართამ იმშობიარა? საწოლიდან წამოიწია ევა მაგრამ თავბრუხვევა იგრძნო და ისევ დაუბრუნდა თავის ბალიშს.ალექსანდრეს შეეშინდა და უთხრა. -დღეს თუ ასე იქნები ექიმთან წავიდეთ..... -კარგად ვარ უბრალოდ სიცხისგან დასუსტებული ვარ, ავდგები ფეხზე დღეს და უკეთ ვიქნები. ალექსანდრეს ნომერზე თომას ზარი იყო რომელსაც სასწრაფოდ უპასუხა. -თომა გისმენ..... -ჯულის მდგომარეობა უკეთესობისკენ არის ალექსანდრე და მოიყვანე ბავშვები,რომ დედა ნახოს დაელაპარაკოს ეს ორივესთვის კარგი იქნება. -როგორ გამახარე თომა..... ტელეფონი გათიშა და ევას შეხედა. -ჯული უკეთ არის ვაკო უნდა წავიყვანო,მოგეხმარო ადგები? -ავდგები და ქვემოთ ჩავალ,ბავშვებს ორივეს წაიყვან? -წავიყვან,შენც წამოდი და ექიმი გნახავს ..... -არა, დღეს ვერ წამოვალ არ ვარ მომზადებული.... -რა მომზადება გჭირდება ევა. -წადი ალექსანდრე მე და დედა ერთად წავალთ,ჯულისთანაც შევივლით, მაგრამ დღეს არა. -კარგი როგორც იტყვი, მაგრამ რაღაც უცნაურია შენი ქცევა რაღაცას მიმალავ ევა. -მოდი ხელი მომეცი წამოვდგე და მერე წადი.ალექსანდრემ მოეხმარა ევას ნელა ნელა ადგა, ალექსანდრეს მკერდზე მიეკრა და უთხრა. -მომენატრე იცი? -მეც მომენატრე პატარავ, მაგრამ ახლა უნდა წავიდე. -არ ვიცი რით დავიმსახურე შენს გვერდით ყოფნა და ამოდენა ბედნიერება ალექსანდრე. ალექსანდრემ შუბლზე შუბლი მიადო და უთხრა. -ეს ბედისწერაა ევა.....მე რომ დავიბადე უფალმა ჩემთვის შენც გაგაჩინა ასე შეიქმნა ჩვენი ბედისწერა. -მინდა სრულყოფილი იყოს ჩვენი ბედნიერება, როგორც ნინას მეც მინდა მყავდეს შენნაირი ალექსანდრე სახლში და შენზე მონატრება მასზე გადამქონდეს. -მე კი შენნაირი ევა მინდა მყავდეს შენსავით სიფრიფანა და შენსავით მანათობელი,ევა ცდილობ რამე მიმანიშნო? -არა, არა, ვიცი რაც გაიფიქრე,მაგრამ ძალიან მინდა..... -გპირდები ამ საკითხს დავუბრუნდებით ისევ, ახლა კი უნდა წავიდე. ალექსანდრემ დატოვა საძინებელი და სამზარეულოში შეუერთდა ოჯახის წევრებს. -მამა დღეს სახლში ხარ ავად ხარ თუ ლექციები არ გაქვს.....ალექსანდრემ სათვალე მოიხსნა გაოცებულმა შეხედა შვილს და უთხრა. -სახლში თუ ვარ ავად უნდა ვიყო? -არა, მაგრამ მაინც გკითხე. უთხრა და თვალი ჩაუკრა, შემდეგ ვაკოს შეხედა და უთხრა. -ვაკო დღეს რას აკეთებ..... -რასაც მეტყვი.... -კარგი, მაშინ მოემზადე და წავიდეთ. -სად წავიდეთ,დედასთან? -დედასთან, გველოდება.ვაკომ ალექსანდრეს ჩაეხუტა და შემდეგ გაიქცა,ნინა კი ღიმილით უყურებდა ალექსანდრეს. -თომამ დამირეკა მოიყვანე ბავშვებიო და წავიყვან, მაგრამ მალე დავბრუნდები დღეს სტუმარი გვყავს იმედია არ დაგავიწყდა დედა. -არა მახსოვს რაც მითხარი, მაგრამ არ თქვი სტუმარი ვინ არის. -ვისი ნახვაც ვფიქრობ ძალიან გაგიხარდება,ბავშვებო გავედით. ინა და ვაკო ალექსანდრეს წინ დადგნენ უკვე ჩაცმულები და მათ თვალებში ბედნიერება ციმციმებდა,ალექსანდრე ფეხზე წამოდგა და ისევ ნინას მიუბრუნდა. -ხვალ ევასთან ერთდ წახვალ ექიმთან დღეს არ მოისურვა რადგან სუსტად არის, მაგრამ ხვალ აუცილებლად წაიყვან მე თუ დრო მექნა მეც გამოგყვებით. -კარგი შვილო გაციებაა, მაგრამ მაინც ნახოს ექიმმა გინდა სახლში გამოვიძახო? -კარგი გამოიძახე ჩვენი ექიმი და სახლში ნახოს თუ გითხრას ანალიზები არის საჭირო, მერე წავიყვან თომასთან და ყველა ანალიზს იქ ავუღებ. ალექსანდრე წავიდა ევა ამ დროს შევიდა სამზარეულოში და ნინას შეხედა,ნინამ რძით სავსე ფინჯანი დაუდგა და უთხრა. -ბოლომდე უნდა დაცალო....ევამ ჯერ რძიან ფინჯანს უყურა,შემდეგ ნინას შეხედა და ცრემლმორეულმა უთხრა. -ეს აუცილებელია? -აუცილებელია, შენ ხომ გიყვარს რძე. -მიყვარდა, მაგრამ..................ვეღარ დაასრულა სიტყვა რომ გულის რევის შეგრძნება ჰქონდა და პირზე აიფარა ხელი,ნინა კი შეშინებული უყურებდა და უნდოდა დაეყვირა ალექსანდრესთვის, მაგრამ ევამ ანიშნა არაფერი თქვაო და სააბაზანოში შევიდა,იქედან ფერდაკარგული გამოვიდა კედელს მიეყრდნო ძალა გამოცლილი ნინამ კი გულში ჩაიკრა და სველი ხელი მოუსვა სახეზე. -შვილო......................ევას ცრემლი მოერია და ნინას თავი დაუქნია... -არც შენთვის მინდოდა მეთქვა და ეს სიურპრიზი უნდა ყოფილიყო ყველასთვის, მაგრამ როგორც ხედავ რთული რვა თვე გველოდება წინ....... -მე არ გაგთქვამ,მითხარი რა გინდა რას შეჭამ მშიერი როდემდე გინდა რომ იყო. -იცი რა მინდა, ზეთიანი ლობიო ბევრი მწვანილით. -ცირა ლობიო გამოიღე ჩავალბოთ და გავაკეთოთ,არც ალექსანდრეს ვუთხრათ? -მამას ვუთხრათ.....სამზარეულოში ალექსანდრე შემოვიდა გაზეთით ხელში და ნინამ შეხედა,შემდეგ კი გაუცინა და უთხრა. -ახლა კი მართლა დავბერდით ჩემო ქმარო. -რა მოხდა ნინა რამ შეგახსენა ჩვენი დაბერება. -რამ არა ალექსანდრე ვინ შემახსენა რომ წავიდა ახალგაზრდობა და ბებერი ხარ უკვე, რადგან ბებია და ბაბუა გახდებით და ღირსეულად უნდა ამღზარდოთო. -რა, რა, რა თქვი, ევა შვილო შენ...... -დიახ, დიახ ბებერო აქ უკვე შენი შვილიშვილი მოკალათებულა და რამდენიმე თვეში ჩვენთან იქნება. -ღმერთო ეს რაოდენ დიდი სიხარული მომიტანე დღეს,შვილო ალექსანდრემ..... -ალექსანდრემ არაფერი არ იცის და ხმა არ ამოიღო, გესმის? -მუნჯი ვარ არაფერს ვიტყვი, ახლა რას ითხოვ რა მოგიტანო. -ლობიო უნდა ზეთიანი......ალექსანდრეს გაეცინა და თქვა. -ბიჭი არის ძლიერი აქედანვე ვამბობ თუმცა კიკინებიან გოგოზეც თანახმა ვარ.ევა ფეხზე წამოდგა, მაგრამ თავბრუ დაეხვა და ნინას ფეხებში ჩაიკეცა რაზედაც ნინამ იკივლა, ალექსანდრემ ხელში აიყვანა და დივანზე დააწვინა, ორივე შეშინებული უირებდა ევას,ევამ კი რამდენიმე წუთში თვალი გაახილა და ორივეს გაუღიმა. -ასე არ შეიძლება, ექიმმა უნდა გნახოს აუცილებლად. -ასე ვერ წავიყვანთ ნინა ცოტა ფეხზე უნდა დადგეს და გაიარტოს, თან უჭმელია და გულიც ამიტომ უწუხს. -მწნილი მინდა ახლა და პური მეტს ვერაფერს ვერ შევჭამ. -კარგი შვილო კარგი, ცირა რა მწნილი გვაქვს სახლში. -კომბოსტო, პრასი და პომიდორი მწვანე. -დააწყვე სამივე თეფშზე და სამზარეულოში დადე, უნდა შეჭამო ცოტა შვილო. ალექსანდრე ხშირად უყურებდა ვაკოს და ინას რომლებსაც მანქანაშიდაც ერთმანეთზე ჰქონდათ ხელი ჩაჭიდებული, ვაკომ მიუბრუნა თავი ინას და უთხრა. -ხელი არ გამიშვა ინა იქ ბევრი ხალხი არის და არ გაიბნე, დაიკარგები და ვეღარ გიპოვით. -არა არ გაგიშვებ, შენ არ გამიშვა ხელი ვაკო კარგი? -კარგი ინა. უთხრა და ხელზე ხელი მოუჭირა,ალექსანდრეს გული აუფრიალდა და გაეღიმა, ფიქრობდა ევაზე და მის უცნაურ ქცევებზე,ამიტომ გადაწყვეტილება მიიღო არ დალოდებოდა ნინას და დილით თავად წაეყვანა ექიმთან.საავადმყოფოში მისულმა მანქანა დააყენა და ბავშვებს გადახედა. -მოვედით, მზად ხართ დედასთან შესახვედრად. -მზად ვართ ნათლი დედა ვნახოთ. -მომისმინეთ, მხოლოდ უნდა იცოდეთ რომ რაც არ უნდა უთხრათ დედას ის ვერ გიპასუხებთ, მას ჯერ საუბარი არ შეუძლია რადგან ძალიან სუსტად არის. -ჩვენ რომ დაველაპარაკებით ხომ გაიგებს ჩვენს ხმას. -თქვენს ხმას გაიგებს ვაკო და რომ გაიღვიძებს გეტყვით რომ ახსოვს თქვენი ხმა და საუბარი, წავიდეთ.ალექსანდრე გადავიდა მანქანიდან და ბავშვებს კარი გაუღო,ინა არც ძირს უშვებდა ვაკოს ხელს, მაგრამ ალექსანდრემ ხელში აიყვანა და ასე შევიდა საავადმყოფოში თომას კაბინეტამდე ძირს არ დაუსვამს,თომას კაბინეტთან მისულს თომა თავად შემოეგება წინ და ბავშვებს გაუღიმა. -დაგინახე რომ მოდი,შენ აქ იყავი ბავშვებს მე შევიყვან ჯულისთან. -კარგი აქ დაგელოდებით, ინა და ვაკო რაც გითხარით არ დაგავიწყდეთ.ბავშვებმა თავი დაუქნია, თომამ ორივეს სპეციალური სამოსი ჩააცვა პირბადეც გაუკეთა ორივეს და აქეთ იქით ხელი ჩაჭიდა როცა უკვე ჯულის ოთახთან მივიდა ბავშვებს უთხრა. -შევდივართ და ფრთხილად იყავით,მთავარია არ შეგეშინდეთ. -ვიცით ძია თომა ალექსანდრე ძიამ აგვიხსნა ყველაფერი. თომამ კარი გააღო და ბავშვები შეიყვანა ოთახში ვაკო ადგილზე გაშეშდა ვერ შეძლო წინ წასვლა და ცრემლი მოერია უძრავად რომ დაინახა დედა,ინა ახლოს მივიდა ხელზე ხელი დაადო დედას და უთხრა. -დე,დედიკო ვიცი რომ გესმის ჩემი ხმა და მინდა გითხრა რომ მიყვარხარ, გელოდებით მე და ვაკო ნინა ბებოს სახლში.ხელზე აკოცა დედას და განზე გადგა,შემდეგ ვაკო მივიდა და როგორც ნიამ მანაც ხელზე აკოცა შემდეგ კი უთხრა. -დაგვიბრუნდი დე მე და ინა გელოდებით,რომ გავიზრდები მე დაგიცავ და ვერავინ ვერ შეგეხება. ვერავინ ვერ აწევს შენზე ხელს,გავიზრდები ძლიერი ვიქნები და მე დაგიცავთ ჩემო დედიკო.აქედან გავიდეთ დედა და ჩვენთვის ახალი ცხოვრება, ახალი ეტაპით დაიწყება და არ გაბედო ჩვენი მარტო დატოვება.თომას ცრემლი მოერია და უეცრად შეხედა რომ აპარატმა უფრო ძლიერად დაიწყო წრიპინი,ჯულიმ ხელი გაანძრია და ვაკოს ხელზე მოუჭირა როგორც შეძლო,ვაკომ სიხარულისგან თომას შეხედა და დაიყვირა. -ძია თომა დედას ჩემი ესმის, დედა გესმის ჩემი ხმა. შემდეგ ფრთხილად აკოცა და ცრემლიც შეამჩნია ჯულის თვალთან სალფეტკით მოწმინდა და ის სალფეტკი ჯიბეში ჩაიდო ინა უყურებდა ვაკოს და წარბები შეკრა, შემდეგ კი უთხრა. -რად გინდა ვაკო ეს ქაღალდი არ შეიძლება აქედან წაიღო.... -დედას ცრემლი მოვწმინდე ინა და შევინახავ ამ ქაღალდს. თომამ ხელი მოკიდა ინას და ჩუმად უთხრა ორივეს. -წავიდეთ,დედამ უნდა დაისვენოს მან გაიგო რომ თქვენ აქ ხართ. გარეთ გასულებს თომამ მათ ყველაფერი გახადა და ორივე სირბილით მივიდა ალექსანდრესთან. -დედამ ხელზე ხელი მომიჭირა,გაიგო რომ დაველაპარაკე ძია.ალექსანდრემ თომას შეხედა და თომამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია,უკვე წასვლას აპირებდა იოანე რომ მიუახლოვდა მათ და ბავშვებს გადახედა,თომამ კი უთხრა. -ჯულის შვილებია დედა ნახეს ბავშვებმა. -გვაქვს რამე ახალი? -გაიგო მათი მისვლა და რეაგირებაც ჰქონდა რასაც არ ველოდი,მაგრამ კარგი შედეგით დასრულდა. -კარგია, ეს კარგის ნიშანია. -კიდევ რამე მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ ექიმებო. -ჯერ-ჯერობით არა როგორც ვიცი, თუმცა რა მოხდება არ ვიცით. -თომა წამოყევი იოს და გელოდებით ჩემთან სახვებსაც დაურეკავ და დღეს შევიკრიბოთო.იომ გადახედა თომას და უთხრა. -ორივეს წასვლა შეიძლება? -შეიძლება, თეონას დავტოვებ აქ და ის მიხედავს ყველაფერს რამდენიმე საათით. -კარგი თქვენ თეონა გააფრთხილეთ და ლევანისაც ვნახავ იქნებ რამე უნდათ,პატარებს ვაჩვენებ ჩვენს პატარა ალექსანდრეს.ალექსანდრე წავიდა,ბავშვებთან ერთად ლევანისთან მივიდა მართა მოიკითხა და პატარებს სულ პატარა ალექსანდრე აჩვენა,ორივე ემოციებში იყო, ორივე ყვირილით შევიდა სახლში და ნინა გაოცებული უყურებდა ხან ალექსანდრეს და ხან ბავშვებს. -რა მოხდა,რატომ ყვირიან და თან უხარიათ. -ჯულიმ გაიგო მათი მისვლა და ვაკოს ხელზე ხელი მოუჭირა ასე აგრძნობინა რომ ესმოდა მისი, შემდეგ................. -ნინა ბებო შემდეგ პატარა ალექსანდრე ვნახეთ,მას ძალიან პატარა ხელები აქვს და მან როგორ უნდა ითამაშოს. თქვა ინამ და ატირდა, ნინამ კალთაში ჩაისვა და მოფერებით უთხრა. -შენც ისეთი პატარა დაიბადე ბებო, მაგრამ გაიზარდე ისიც გაიზრდება და ვაკოსნაირი სიმპატიური იქნება. -მე სიმპატიური ვარ? -დედას გავხარ და ძალიან სიმპატიური ხარ ბებო. -მე, მე ვის ვგევარ ბებო მამას და ამიტომ მასავით უშნო ვარ? -შენც ლამაზი ხარ ბებო ჩემო პრინცესავ.სამზარეულოში ევა შემოვიდა ფერი არ ჰქონდა და ალექსანდრეს შეეშინდა. -ევა.................... -ალექსანდრე აქ ხარ წ,წყა, წყალი...................ალექსანდრე ფეხზე წამოხტა და წყალი მიუტანა, მაგრამ ევას დაუბნელდა თვალებში და წაიქცა. -ევააააა, ევა რა გჭირს ეს დღეები. იღრიალა ალექსანდრემ და ევა ხელში აიყვანა იქვე მისაღებში დივანზე დააწვინა და კარზე ზარი იყო, კარი დიდმა ალექსანდრემ გააღო და სახლში თომა იოსთან ერთად შემოვიდა, ორივემ ერთმანეთს გადახედა და ევასთან მივიდნენ თომამ ყურადღებით გასინჯა ევა და ალექსანდრეს ღიმილით გახედა. -საბედნიეროდ გენოკოლოგი გჭირდებათ ძმაო ახალი სიცოცხლე უნდა დაიბადოს. -რა,რა, რა თქვი თომა..... -კიდევ ერთი პატარა შემოგვემატება და მოემზადე მამობისთვის. ალექსანდრემ ნინას შეხედა და უთხრა. -იცოდი, შენც იცოდი მამა და არაფერი არ მითხარით. -ჩვენც დღეს დილით გავიგეთ შენ რომ წადი სიურპრიზის გაკეთება უნდოდა შენთვის, მაგრამ.... -გამოგივიდათ,კარგი სიურპრიზი იყო. ევამ გონს მოვიდა და თავზე ხელი მოიკიდა, მაგრამ თომამ ადგომის საშუალება არ მისცა და უთხრა. -უნდა იწვე ევა შენთვის ამ პირველ ეტაპზე წოლა არის კარგი.ევამ იქვე მდგარ შეშინებულ ალექსანდრეს შეხედა და უთხრა. -მაპატიე არ მინდოდა ასე გაგეგო..... -მივხვდი დღეს რაღაც უცნაურად რომ დამელაპარაკე, მაგრამ რაც იყო იყო ხვალ წავალთ ექიმთან და ყველაფერ ანალიზებს გაიკეთებ, დედა დაურეკე ბიჭებს სასწრაფოდ აქ მოვიდნენ. -ახლავეს შვილო, ყველაფერი მზად გვაქვს და მაგიდასაც გავშლი. ცირამ და ნინამ საუცხოო მაგიდა გაშალეს, ევამ შეეცადა მათ დახმარებას, მაგრამ ალექსანდრეს გამოხედვამ ადგილზე გააშეშა. -რას აკეთებ ევა. -მოვეხმარები, უკვე კარგად ვარ. -ადგილზე დარჩი თუ რამე გინდა მითხარი და მოგიტან, დღეს დავინახე კიდევ ერთხელ თუ როგორი ბედნიერი ვარ. ერთ საათში ყველა ალექსანდრესთან იყო, ყველამ გაიხარა იოს დაბრუნებით და შემდეგ ევას მდგომარეობით ირმამ კი ალექსანდრეს გადახედა და უთხრა. -მამიდა გავხდები რა საოცარი შეგრძნებაა ძმიშვილი და იმედი მაქვს შენც იგივე შეგრძნება გექნება დიშვილის დაბადებაზე. -ირმა, ირმა შენც ორსულად ხარ? იყვირა ნინამ და გიორგი გაოცებული უყურებდა ირმას. იომ გადახედა ყველას სათითაოდ და გაეცინა, შემდეგ კი თომას და ანდრეას უთხრა. -ჩვენ რა ვქნათ არ უნდა დავწყვილდეთ ბიჭებო? ნინა აზრზე რომ მოვიდა ალექსანდრეს შეხედა და უთხრა. -მითხარი სტუმარი გვეყოლებაო და მითხარი ვინ არის ჩვენი სტუმარი შვილო. -გასაგებია რომ ვერ იცანი მეც ვერ ვიცანი, მაგრამ იოანე დაგვიბრუნდა დედა. -იოანე, იოანე მაჩაბელი ხარ შვილო თვალები არ გაქვს შეცვლილი ისევ ისე ანათებს ეშმაკურად რა გააფუჭოს იმას რომ ეძებს.ყველას გაეცინა და ასე მხიარულად გაატარეს რამდენიმე საათი, მხოლოდ იკა არ იყო მათ შორის და მხოლოდ ალექსანდრემ იცოდა სად იყო იკა იმ დროს. იო კი ბავშვურად,უდარდელად,ლაღად იჯდა და მხიარულობდა მეგობრებთან ერთად, მათი მეგობრობა ხომ პატარა ასაკიდან მოდიოდა.ნინა უყურებდა იოანეს და სიცილით უთხრა. -გიყურებ ამდენი წლის შემდეგ და ახლაც მოუსვენრად კაშკაშებს შენი თვალები იოანე. ყველამ იოს შეხედა,იომ კი ნინას შესცინა და უთხრა. -დეიდა ნინა ბედნიერებისგან ვკაშკაშებ და იცი რატომ, ბედნიერი ვარ რომ მამაკაცი ვარ თორემ დღეს სადაც გავიხედე ყველგან ორსული ქალი დავინახე და სადაც მივედი ყველა ორსულად არის ცოტაც და ეჭვი შემეპარებოდა ჩემს თავში მეც ხომ არ ვარ ორსულადთქო. -იოანე ისევ შენებური ხუმრობით დაგვიბრუნდი.გვიან ღამემდე ისხდნენ, გვიან ღამემდე ალექსანდრე ტელეფონისკენ აპარებდა თვალს რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია ლევანს. -რა მოხდა ალექს ელოდები ვინმეს? -იკას ზარს ველოდები ვნერვიულობ მასზე. -რა მოხდა,იკას რა ჭირს.იკითხა იომ და ყველამ ალექსანდრეს შეხედა. -იკა კარგად არის, დღეს საღამოს ძალიან სარისკო ოპერაციაზე არის წასული. -დაგირეკავს ან მოგწერს, ხომ იცი როგორია თუ საქმე ბოლომდე არ მიიყვანა ჩუმად არის. თითქმის თენდებოდა რომ დაიშალნენ, ევა და ირმა თავიანთ საძინებელში იყო ბიჭების წასვლის შემდეგ გიორგი და ალექსანდრე საუბრობდნენ როგორ მოეწყოთ პატარას ოთახი,რომ მართასთვის სიურპრიზი მოეწყოთ და არა მარტო მართასთვის გოგოებისთვისაც და ამიტომ ალექსანდრემ გადაწყვიტა ნინასთვის ეთქვა რასაც აპირებდა. -ხვალ უთხარი ახლა არ გააღვიძო. -დრო არ გვაქვს გიო ზეგ გამოწერენ და ხვალ უნდა დავიწყოთ მომზადება, ამიტომ შენ ირმას წაიყვან მე ევას და ეს ორი დღე ბინაში ვიქნებით, ნინა კი მიხედავს აქ ყველაფერს ალექსანდრესთან ერთად. -კარგი როგორც შენ იტყვი მაინც ისე იქნება და მე რა გითხრა ალექსანდრე. -შენ წადი ახლა და შენს ცოლს მიხედე, მე ნინასთან შევალ. -ნინა აქ არის და გავიგონე რაც თქვით,აზრი მომეწონა გათენდება თუ არა შევუდგები საქმეს თქვენ კი თქვენს ცოლებს მიხედეთ. -დედა არ გძინავს? -არა, წყალი არ იყო დოქში და ავდექი თუმცა არც ვნანობ აქ რომ ხართ და მე მომანდეთ ორივემ ეს საქმე მადლობა ჩემო ტკბილო შვილებო, სხვას მე მივხედავ. -კარგი დედა ცოტა გადაიღლები, მაგრამ ვიცი კმაყოფილი დარჩები თავად როცა ყველას გაოცებულ სახეებს შეხედავ.ნინა ორივემ ჩაიხუტა გულში და ნინამაც ორივეს მკერდზე აკოცა ასე იცოდა ყოველთვის სადაც წვდებოდა მათ სიმაღლეს იქ დაუტოვებდა კოცნას თითოეულ მათგანს განსაკუთრებით კი ალექსანდრეს. ევას ჩასძინებოდა ალექსანდრეს ლოდინში, მაგრამ თავი მის ბალიშზე ედო ფრთხილად შეწვა და თავადაც ნასვამს მალე ჩაეძინა, ევამ ბალიში თავის ადგილზე დააბრუნა და ალექსანდრეს გულზე მოკალათდა ისე როგორც მიეჩვია თავიდან.დილა გათენდა,მზემ სხივები ირგვლიმ მიმოფანტა თუმცა სუსტი იყო მისი სითბო ზამთრის სუსხიანი დღის შემდეგ ოდნავ შვება იგრძნო სამყარომ.თვალი გაახილა და მის მკერდზე მძინარე ევას ხელი მოხვია,მისი სურნელი შეისუნთქა და ჩურჩულით თქვა. -ჩემი პატარა ქალი,რაო დილით არაფერი არ გინდა? -არა, გუშინ ლობიო გააკეთა ცირამ და ის უნდა ვჭამო. -ევა დილით ლობიო? -მინდა ლობიო შენ რა გადარდებს ჩემს მუცელში ჩადის შენსაში ხომარა, რომ გაგბეროს. -დილით ექიმთან წავიდეთ და მერე გარეთ მივირთვათ რაც გინდა. -ლობიო მინდა ის ლობიო გუშინ რომ ჩემს გამო გააკეთა ცირა დეიდამ. -კარგი,არ გიბრაზდები მაგრამ ადგომა მაინც მოგიწევს რადგან მე რამოდენიმე დღე ვერ მოვალ და ბინაში ვიქნებით თუ გინდა დარჩი ნინასთან.უეცრად თავი აწია და ალექსანდრეს შეხედა,მიხვდა რომ არ ატყუიელებდა და ისევ მკერდზე დაადო თავი. -ადრე უნდა გახვიდე? -ავდგები და გავალ, ბინაში დაგტოვებ ........... -დამტოვებ და წახვალ ისევ მარტო ვიქნები, ირმასთან დამტოვე მაშინ.... -კარგი, გიორგიც ჩემთან ერთად იქნება და თქვენ ერთად იყავით. ალექსანდრე ადგა, ნინას უკვე ტელეფონი ეჭირა ხელში და შეკვეთას აძლევდა,შეხედა ალექსანდრეს და უთხრა. -ევა არ მოდის? -დილა მშვიდობის დედა, ევა მოდის და ირმასთან დავტოვებ მერე დავბრუნდები.... -არ მინდა დაბრუნდე საქმეს მიხედე და მე თავად დაგირეკავ. -კარგი, რა ლობიო გააკეთეთ გუშინ რომ არ ეთმობა და დილიდანვე უნდა ჭამოს. -მომისმინე ლობიოს ქვაბით გაგატან შენ ევა გააღვიძე და წადით,რამდენიმე წუთში მოვლიან ზომების ასაღებად პატარას საწოლისთვის. -კარგი და რომელ ოთახს ასწყობ? -ვერანდაზე, მზის სხივები კარგად რომ ხვდება მერე თქვენი პატარები ერთად დაიბადება და ისინიც იმ ოთახში იქნებიან. -უკვე ამათზედაც ზრუნავ დედა.უთხრა ალექსანდრემ ნინას და ქვაბს თავი ახადა სადაც ნინა ლობიოს უკვე აცხელებდა რადგან არ გაფუჭებულიყო,სამზარეულოში ევა შემოვიდა და ლობიოს სუნზე გულზე მიიდო ხელი ალექსანდრემ შეხედა და ფერი დაეკარგა. -ევა ცუდად ხარ? -არა, ლობიოს სუნი არის. საპურეს თავი ახადა და პური შიგ ქვაბში ჩააწო და ისე ჭამდა, ალექსანდრე უყურებდა და სიცილით თქვა. -რა გემრიელად ჭამს მეც მომანდომა და მთელი ამის ორსულობის დროს მეც კარგად მივიკრავ კილოგრამებს. -შენ მე რას მიყურებ ჩვენ ორნი ვართ. უთხრა ევამ და მორიგი ლუკმით პირი გამოივსო, როცა გული იჯერა შეხედა ალექსანდრეს და თქვა. -შემრჩეს ეს რაც ვჭამე საღამომდე არაფერი მინდა. -ჰოდა მაშინ წადი მოემზადე დამირეკეს და უნდა წავიდე,მიდი სასწრაფოდ.ევა მოემზადა, გიორგიმ ირმაც გააღვიძა და ოთხივე გავიდა სახლიდან ნინამ კი რამდენიმე წუთში შეკვეთა მისცა ერთ ერთ ფირმას და კმაყოფილმა გაიღიმა. -ვეცდებით დღეს საღამომდე მოვასწროთ.... -ზეგ გამომყავს შვილიშვილი, ხვალ საღამოს გელოდებით. უთხრა ნინამ და გააცილა ორი მამაკაცი,ალექსანდრემ ევა ირმასთან დატოვა და თავად ოფისში წავიდა, ოფისამდე არ მისულს იკამ დაურეკა და ტელეფონს უპასუხა. -სად ხარ ან როგორ ხარ, არაფერი მომწერე იცი რომ ვნერვიულობ იკა. -რთული ღამე მქონდა ალექსანდრე და თუ გცალია მოდი. -სად ხარ,სად მოვიდე. -განყოფილებაში ვარ აქ უფრო დაცული ვართ და თავისუფლად ვისაუბრებთ.რამდენიმე წუთში ალექსანდრე იკას წინ იჯდა და უყურებდა. -ყავა გინდა? -მინდა, არ დამილევია ევამ ლობიო მიირთვა ამ დილით 7 საათზე და მე ყავის მირთმევაც დამავიწყა. იკას გულიანად გაეცინა და ორი ყავა შეუკვეთა,შემდეგ კი ისევ ალექსანდრეს მიუბრუნდა. -ვფიქრობ სულ მალე გავთავისუფლდებით ყველა ჩვენი საერთო მტრისგან. -ჯერ ნუ ვიზეიმებთ სანამ არ დავრწმუნდებით. -გამარჯვების გემოს ვგრძნობ, გეგმა მაქვს და ეს გეგმა კარგად იმოქმედებს. -გისმენ, მითხარი ზოგადად რომ ვიცოდე და მომზადებული ვიყო. -შენ არაფერს აკეთებ, ენვერის ტატო და ფიქრია ყავს ამოყვანილი თვალში ამიტომ ტატო უნდა დავაკავოთ რომ ენვერიმ მთელი ყურადღება ფიქრიაზე გადაიტანოს.... -რომ რამე დაუშავოს? -ამიტომ მინდა ტატო ჩამოვაშორო ფიქრიას რომ ჩვენც ყოველთვის მზად ვიყოთ და იქ დავხვდეთ სადაც არ გველოდება. -კარგია, იკა თუ რამეში დაგჭირდე იცოდე დამირეკე..... -დაგირეკავ, ვიცი რომ ბოლომდე იქნები ჩემს გვერდით. -წავალ მაშინ ოფისში ვიქნები მერე კი უნდა წავიდე, ბავშვები ისევ მივიყვანო ჯულისთან. -გუშინ იყავი? -გუშინ მყავდა ბავშვები და კარგი შედეგით დასრულდა მათი შეხვედრა ჯულის რეაგირება ჰქონდა ბავშვების შეხებაზე, თომამ ეს კარგის ნიშანი არისო და დღეს კიდევ უფრო უკეთ იქნება. -მას მე მივხედავ არცერთმა არ შეეხოთ. -კარგი, მაგრამ არაკაცის გამო მკვლელი ნუ გახდები. -მკვლელი არ გავხდები, მაგრამ იმ ხელის ძვალს დავუმსხვრევ რომელი ხელიც ჩემს დას დაარტყა და ისე უნდა დავუმსხვრიო რომ ვეღარ გამოიყენოს,რომ ვაი დედა იძახოს,რომ ინანოს ყოველ დღე და ყოველ წუთს ჯულის რომ ასე მოექცა. -ნუ გამხეცდები..........ალექსანდრე კართან იყო მისული რომ შეუბრუნდა იკას და უთხრა. -ისე უნდა გითხრა,შენ და ანასტასია კარგი წყვილი იქნებით. იკამ გაოცებულმა შეხედა და უთხრა. -რას ბოდავ, ცუდად გეძინა? -სულაც არა ძალიან მშვიდი ძილი მქონდა წუხელ და დილით ბედნიერმა გავიღვიძე, მაგრამ მერწმუნე ეს ნამდვილი ტრიუმფი იქნება ენვერისთვის. -წადი, წადი საქმეს მიხედე. უთხრა იკამ და ალექსანდრემ თვალი ჩაუკრა, კარი მიიხურა თუ არა იკას გაეცინა და თქვა. -გულთმისანი ხარ თუ ვინ ხარ ალექსანდრე........... ალექსანდრე კი ღიმილით მიდიოდა და ყველას ღიმილით ესალმებოდა, ორი დღეც გავიდა და მესამე დღეს ისევ ყველამ ერთად მოიყარა თავი, არ იცოდნენ მართა თუ მოვიდოდა და კარზე ზარის ხმაზე ევამ გააღო კარი გიორგის კალათით ეჭირა პატარა და ევას ხმამ ყველა ფეხზე წამოყარა. -ალექსანდრეეეეეე......... -რა მოხდა, ევა.......... -სტუმარი გვყავს, ნახე პატარა ალექსანდრე მოვიდა ჩვენთან. ვაკო და ნია გაოცებულები უყურებდნენ პატარას,ნია მის პატარა ხელებს უკოცნიდა და ვაკო დიდი კაცივით იდგა, როგორც ალექსანდრე ისიც თვალებით ეფერებოდა პატარას.სიურპრიზი არ იყო მხოლოდ მართასთვის, ოთახი ყველასთვის სიურპრიზი იყო და ოთახში არ იყო მხოლოდ ერთი საწოლი იქ სამი პატარა საწოლი იდგა ლამაზად გაწყობილი. -ეს, ეს საწოლები.... -შემდეგი რიგში ჩამდგარი პატარების მოლოდინშია და ისინიც ამ ოთახში მოთავსდებიან, პატარებით აივსება ეს სახლი და ახმაურდება ისე როგორც ვოცნებობდი მერე დაგტოვებთ და ვფიქრობ ვალმოხდილი წავალ. -დედა.......... -ხო კიდევ რა უნდა მეთქვა, ეს ოთახი თუ არ გეყოფათ მეორე მხარეს რომ ოთახია ის გამოვიყენოთ კიდევ, მაგრამ ის ოთახი ნაკლებ მზიანია, რომ დაიზრდებიან და დავირდებიან მერე გამოიყენეთ.ისევ სამხიარულო მაგიდა გაიშალა და ნინას ტელეფონზე თომას ნომერი დაფიქსირდა. -გაჩუმდით თომა რეკავს.......... თქვა და ტელეფონს უპასუიხა. -გისმენთ..... -ნინა დეიდა ალექსანდრეს ვერ ვუკავშირდები ალბად თათბირზეა და ვერ მპასუხობს,ვერც იკა მოვიძიე მისი ტელეფონი მკვდარია პატრონთან ერთად და შენ დაგირეკე. -გისმენ შვილო......... -ჯულიმ გაიღვიძა, თვალი გაახილა და ბავშვები მოიკითხა.... -ალექსანდრე სახლში არის, წამოიყვანს ბავშვებს და მოვა. ევამ ბავშვებს გამოუცვალა კარგად და კოხტად გამოაწყო და ალექსანდრეს გაატანა თავად კი ისევ პატარას მიუბრუნდა ვერ ჩერდებოდა მის გარეშე. რამდენიმე დღე სიმშვიდეში გაიარა, ჯული ფეხზე წამოდგა და უკვე სახლშიც გაწერეს, მაგრამ ნინამ არ დაანება და თავის სახლში წაიყვანა იქ ყველა იკრიბებოდა და ტკივილზე ფიქრის დროს არ უტოვებდნენ ჯულის. ერთ საღამოს იკამ შეირბინა ჯულის სანახავად, საერთოდ ვეღარ ხედავდნენ იკას იმდენად იყო დატვირთული და ჯულიმ უთხრა. -არ აყვირდეთ და ჯერ მომისმინეთ, თქვენთან არასდროს მომწყინდება თქვენ ჩემი დიდი სამყარო ხართ,ამავე დროს ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულები, გიჟები და თან არც ძალიან დალაგებულები ვართ ერთად როცა ვართ. -ნუ უვლი შორიდან თქვი რისი თქმა გინდა თუმცა ვხვდები რაც გინდა, მაგრამ მე უარზე ვარ. -ნუ მეტყვი უარს, სად არის უნდა ვნახო. -დაასრულე ის შენთვის მკვდარი არის ჯული. -მინდა ვნახო, მინდა შევხედო განა იმიტომ რომ მიყვარს და დავიცავ იკა პირობას გაძლევ ვნახავ და სახეში შევაფურთხებ, რადგან ის ჩემთვის დასრულდა და მის მიმართ აღარანაირი გრძნობა აღარ შემომრჩა... -ახლა არა ხვალ შეგახვედრებ. -შენ თუ გინდა და მოინდომებ შუაღამეს წამიყვან მის სანახავად, მაგრამ იყოს ხვალ. -კარგ ადგილზე ხარ მოსული და მეც მალე გავნთავისუფლდები, მანამდე აქ იქნები.ჯული გაჩუმდა იცოდა იკას წინ ვერ წავიდოდა არც არავის შეეძლო მას დახმარებოდა, ამიტომ გაჩუმდა და იკა გოჩას სანახავად წავიდა. -მოვედი სიძევ ბატონო და ხვალ ჯული გნახავს, ამიტომ დასაჯერებელი რამ მოიფიქრე რომ დაიჯეროს შენი არაკაცობა. -არაფლის მოგონება არ მჭირდება ჯულიმ ყველაფერი იცის გვერდით რომ გიდგას მოღალატე და გამყიდველი მან უთხრა.იკამ ტატოს გახედა და შემდეგ გოჩას მიუბრუნდა ისევ. -მან გადაარჩინა და შენგან დაიხსნა,მშვიდად იყავი დღეს არაფერი შეგემთხვევა, მაგრამ ხელები კი მექავება. უთხრა იკამ და შებრუნდა, მას გოჩას გარდა კიდევ ყავდა სხვა დამნაშავეები მაგრამ არავის არ ერჩოდა იკა გოჩას კი როდის მოიგდებდა მის ხელებში ერთი სული ჰქონდა ახლა კი გეგმა ჯულიმ გაუფუჭა თუ ცემს ისე ნაცემს ვეღარ ანახებს,ასე რომ დაცდა მოუწევს. ჯული კი დილამდე ფიქრობდა და დილით უძილობისგან გაბრუებული ადგა, მოემზადა და იკას ელოდა იკა კი შუადღემდე ვერ მოვიდა. -წარმოდგენა არ გაქვს როგორი რთული დღეები მაქვს, მაგრამ წამოვედი რომ არ იბუზღუნო და იწუწუნო.მზად ხარ? -მზად ვარ გელოდებოდი და მოვდივარ. ჯულიმ მკლავზე დაეყრდნო იკას და ნელა ნელა მივიდნენ მანქანამდე, ორივე დაფიქრებულები უსიტყვოდ მივიდნენ განყოფილებაში.იკამ თავის კაბინეტში შეიყვანა ჯული და გოჩაც იქ შეიყვანეს, ჯერ ვერ გაბედა შეეხედა იმ ადამიანისთვის ვინც თავის თავზე მეტად უყვარდა, მაგრამ ცრემლი მოერია და ვერ შეხედა. იკამ წამოდგა უნდოდა მარტო დაეტოვა ორივე, მაგრამ ჯულიმ ხელით ანიშნა დარჩი ადგილზეო, იკამ შეხედა და უთხრა. -დარწმუნებული ხარ? -არ ვიცოდი და არც მაინტერესებდა როგორი იყო სხვების ურთიერთობა, როგორ უყვართ ერთმანეთი ან საერთოდ რა არის მათთვის სიყვარული, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ჩვენ მე და შენ სხვანაირები ვიყავით და რატომ, ჩვენ ჩვენი ბედნიერი ბუდე გვქონდა, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი, რომ შენთან ყოფნამ და შენმა სიყვარულმა ფრთები გამომასხა და შემეძლო უმისამართოდ მეფრინა შენთან ერთად, მაგრამ თურმე როგორ ტყუილში ვცხოვრობდი ეს წლები. გოჩამ ჯულისკენ ნაბიჯი გადადგა და უნდოდა მოხვეოდა,მაგრამ ჯულიმ ისეთი თვალებით შეხედა ვერ გაბედა. -ურწმუნოებამ მოიცვა შენი გონება და მე ეს ტკივილი უნდა გამევლო, რომ შენი ნამდვილი სახე დამენახა და დავინახე კიდეც. სწორედ იმ დღეს მივხვდი რომ ზოგჯერ დასასრული არასოდეს არის დასასრული, სწორედ ამ დასასრულის დასაწყისით გადავდგი მტკიცე ნაბიჯი ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისისთვის სადაც შენი ადგილი უკვე აღარ არის.წლების წინ ბრმად მოგენდე ახლა კი რომელ სიყვარულზე დამელაპარაკები დაუფიქრებლად გინდოდა ჩემი მოკვლა, არც დაფიქრდი ალექსანდრეს საყვარელი გამხადე, იკა ჩვენი სუტინიორი ამის შემდეგ რა უნდა მითხრა. -რა გააკეთა? გაოცებული უყურებდა იკა ჯულის მაგრამ ჯულიმ შეხედა და გაჩუმდა თუმცა გულში ჩაიდო ყველა თითოეული სიტყვა და ისეთი თვალებით გახედა გოჩას მიხვდა გოჩა რომ იკას ვერ გადაურჩებოდა,ჯულიმ კი ფეხზე ადგა და მის წინ ამაყად დადგა. -ხედავ ვერ მომკალი შენს წინ ცოცხალი ვდგევარ და შენს თვალებში შიშს ვხედავ, მაგრამ დამშვიდდი ნუ გაქვს შიში შურისძიებას არ ვაპირებ ბედნიერი ვარ შენს გარეშე მშვიდი და წყნარი ცხოვრება მექნება, მხოლოდ ამას გეტყვი რომ სწორედ ეს არის დასასრულის დასაწყისი. -მე ყველაფერს შენთვის და ჩვენი შვილებისთვის ვაკეთებდი. -რას აკეთებდი,რა გააკეთე მე ვმუშაობდი და შენ მიირთმევდი ან ვინ გთხოვა ჩემს გამო თავი გაწირეო რასაც აკეთებდი შენი სიამოვნებისთვის აკეთებდი.როცა ბეჭედი დაიკარგა სახლში შენ წაიღე ის ბეჭედი მე კი ვაკო ვცემე სწორედ ვაკომ მითხრა რომ ბეჭედი შენ აიღე შეგხედა და სწორედ მის მერე ვერ გიტანს, ეზიზღები საკუთარ შვილს ამიტომ ხარ ნაგავი და მეტი არაფერი. -გგონია მე კარგად ვარ,ვერ მხედავ რომ მეც განადგურებული ვარ. -არც მინდა შეგხედო ეს შეხვედრა საბოლოო არის,აღარასოდეს შემაწუხო და ნუ იფიქრებ რომ სასამართლოზე ბავშვებით მოვალ და ცრემლებით შევაცოდებ თავს მოსამართლეს, დასრულდი ჩემთვის აღარ არსებობ.ჯულიმ ისევ იკას მკლავს დაეყრდნო და დაღლილი ხმით ჩურჩულით თქვა. -გაიყვანეთ შეხედვაც არ მინდა მისი. გოჩა გაიყვანეს, ჯულიმ ღრმად ამოისუნთქა და იკას შეხედა. -წამიყვანე ჩემს შვილებთან ახლა მხოლოდ მათი ჩახუტება თუ მომაბრუნებს.იკამ ჯული მიიყვანა სახლში, ჯულიმ ბავშვები ჩაიკრა გულში და მათ მოეფერა შემდეგ კი მტკიცე ხმით უთხრა მათ. -ამიერიდან ჩვენი თავის დამცველები ჩვენ ვართ და გპირდებით,ვერავინ ვერ შეგვეხება.იკა უყურებდა მათ და უეცრად მისმა ტელეფონის ხმამ შეაშინა, ნომერს დახედა და გარეთ გავიდა. -გისმენ. -მივდივარ, დრო მოვიდა. -ძალიან გთხოვ ფრთხილად იყავი ფიქრია. -არ ინერვიულო, ვფიქრობ რომ თავს გავართმევ ყველაფერს. -შენს ზარს ველოდები. იკა სახლში შებრუნდა ალექსანდრეს შეხედა და ალექსანდრემ მიხვდა რომ იკამ მისი გეგმით მოქმედება დაიწყო, ფიქრია კი ენვერისთან შევიდა უამრავი ქაღალდებით ხელში. -გისმენ, გინდა რამე მითხრა? -მითხარი რომ აღარ მითვალთვალებ,იმედია გახსოვს. -გითხარი და არც უარვყოფ, შემდეგ? -მინდა ამ ქაღალდებს ხელი მოაწერო, რომ შენი სიტყვები უკან არ მიგაქვს და სიტყვის კაცი დარჩები ბოლომდე. -გასაგებია, ისე არ მენდობი? -უნდა გენდო? -უნდა მენდო ფიქრია. -გაგიკვირდება და გენდობი, თუმცა უკეთესია თუ ხელს მოაწერ ამ ქაღალდებს რამდენიმე ერთნაირი ფურცელია,წაიკითხე რა თქმა უნდა და ისე მოაწერე ხელი.ენვერიმ ქაღალდები გადაათვალიერა და რამდენიმე ერთნაირი ქაღალდი იყო ყველას ერთნაირად მოაწერა ხელი და ფიქრიას დაუბრუნა,ფიქრიამ ყველა ქაღალდი ერთად დააწყო აუღელვებლად და მშვიდად შემდეგ ენვერის შეხედა წავიდა, მაგრამ კარი დაიკეტა თუ არა ენვერიმ გაიცინა და თქვა. -გგონია ეს ქაღალდი დაგიცავს ან გიშველის და შენ ვერც კი ხვდები ისე მოვა შენი დროც. ფიქრია მიდიოდა ფრთები არ ჰქონდა თორემ გაფრინდებოდა, ტელეფონი ამოიღო და იკას დაურეკა იკამ კი ფიქრიას ნომერი დაინახა ღრმად ამოისუნთქა და უპასუხა. -გისმენ ფიქრია. -შევძელი, გესმის შევძელი იკა. იკამ ალექსანდრეს შეხედა და თავი დაუქნია,ალქსანდრემ კი თვალი ჩაუკრა იკა კი ისევ ფიქრიას მიუბრუნდა. -ყველაფერი კარგად შეინახე საიმედო ადგილზე, მოვა დრო რომ გამოვიყენოთ. -გასაგებია. ფიქრიამ ტელეფონი გათიშა და ისევ ენვერის ზარს უპასუხა. -გისმენ, რამე დაგრჩა სათქმელი? -უნდა გითხრა რომ ტატო გამოგიყენებს იმას მიიღებს რაც უნდა და მიგატოვებს. -ეს ნუ გადარდებს, შენ ის გკლავს ვერ მიიღე ის რაც გინდოდა, მითხარი რომ თავისუფალი ვარ შენგან და ასე რომ მშვიდობით. -ფიქრია მინდა საბოლოოდ შევხვდეთ და ერთად ვივახშმოთ. -ვივახშმოთ, მაგრამ რატომ გინდა ერთად ვივახშმოთ. ენვერი დაიბნა არ ელოდა უცებ თანხმობას ფიქრიასგან და მისი გეგმის განხორციელებას შეუდგა, რადგან მიხვდა ფიქრიამ იმაზე მეტი იცოდა რაც უნდა ცოდნოდა. დრო დაუთქვა ენვერიმ ფიქრიას და სად შეხვდებოდნენ ეს ფიქრიას არჩევანი იყო, აღარ ალოდინა ენვერი ბევრი და საღამოს შეხვდნენ, ენვერი უყურებდა ფიქრიას და მოულოდნელად უთხრა. -ფიქრია რაც არ უნდა გაგიკვირდეს მაინც გეტყვი, რომ მიყვარხარ..... ფიქრიას გაეცინა და თვალებში ჩახედა ენვერის და უთხრა. -გიყვარვარ,იქნებ გინდა მითხრა ცოლადაც შემირთო. -ვიცოდი რომ არ დამიჯერებდი. -დაგიჯერებდი, შენ ჩემი ძმის და დედაჩემის მკვლელი ხარ და გგონია დაგიჯერებ ან როგორ წარმოთქვი საერთოდ ეს სიტყვა შვილად შეგეფერები ასაკით. -მომისმინე.... -გისმენ და მითხარი აქ რისთვის მომიყვანე,მოდი პირდაპირ მითხარი. -ნუ ხარ უმადური,დღემდე თუ ცოცხალი ხარ ეს ჩემით ხარ ცოცხალი. -ვიცი ეს განგებ გააკეთე რადგან იმ ღამით ნარკოტიკი ჩამიყარე, მეორე დღეს ჩემი ძმა მოკალი და ამ დარდს დედის გულმა ვერ გაუძლო, გინდა ეს ყველაფერი ყოველ დღე შეგახსენო? შეგახსენებ კიდეც, მაგრამ მე თავად არ მინდა გავიხსენო და დღეს აქ მომიყვანე და მეუბნები რომ შენთან ვალში ვარ ჩემი სიცოცხლით და რას მეტყვი იმაზე რაც მე შენთვის გავაკეთე ამ მოკლე დროში. -შენი ოცნებები ჩემთვის ძალიან ძვირია ფიქრია. -ძვირად დაგიჯდა ის სიტყვები რაც ერთ ღამეს მითხარი რომ ბინას და ჩემს საკუთარ სახლს დამიბრუნებდი თუ ალექსანდრესგან საჭირო მტკიცებულებებს მოგიტანდი და მოგიტანე, დამიბრუნე სახლი? -შეცდომას უშვებ ფიქრია ასეთი ტონით რომ მელაპარაკები. -გაღიზიანებ? -დამშვიდდი.... -მე მშვიდად ვარ, მაგრამ შეცდომა შენ დაუშვი დღეს ამ საღამოს აქ რომ მომიყვანე თუმცა როდის არ უშვებ შეცდომას შენი ცხოვრება ხომ სულ შეცდომებია,მაგრამ ახლა ამ წუთში ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი და წარმოდგენა არ გაქვს როგორ გაეცი შენი თავი. -გავეცი საკუთარი თავი და როგორ, აბა ამიხსენი. -შენს თვალებში ჩემი მოკვლის დაუოკებელი სურვილს ვხედავ ენვერი. -რატომ ასეთი ტონი ფიქრია.... -უფრო მეტსაც არ იმსახურებ? ფიქრია გაჩუმდა და ენვერის თვალს არ აშორებდა,შემდეგ კი ისევ გააგრძელა. -ყოველ დღე ახალ ახალი მოთხოვნები გაქვს და რატომ, ვერ დააჩოქე ალექსანდრე და მისი სამეგობრო, მე კი რაც მთხოვე მოგიტანე იმაზე მეტიც კი კიდევ რა გინდა.ენვერი უყურებდა ფიქრიას და წუთიერად გულში გაიფიქრა. -,,რა მინდა ამ გოგოსთან და რატომ ვატირებ მას''. შემდეგ ისევ ფიქრიას თვალებში ჩახედა და უთხრა. -არაფერი მინდა სათქმელი ვთქვით და წადი, თავისუფალი ხარ.ფიქრიამ ჩანთას ხელი მოკიდა ფეხზე ადგა ენვერისკენ გადაიხარა და უთხრა. -ვიცი რაც არ გასვენებს,შენს წინ ერთადერთი ქალი დგას ვინც ვერ დაიმორჩილე და შენს საწოლში ვერ ჩაიწვინე ვერც ნებით და ვერც ძალადობით,თუმცა ბევრჯერ შეგეძლო გამოგეყენებინა შემთხვევა ისე როგორც დაშას შემთხვევაში გამოიყენე.ენვერიმ შეშინებულმა შეხედა და ფიქრიამ თვალი ჩაუკრა, შემდეგ წელში გასწორდა და უეცრად მისთვის უცნაურ უცნობს მოკრა თვალი და გული აუფრიალდა, ფიქრიამ ადგილი დატოვა და უცნობი ადგილზე დარჩა ენვერიმ კი შეშინებულმა გააყოლა თვალი მიმავალ ფიქრიას და მისი წასვლიდან რამოდენიმე წამში შეტყობინება მიიღო. -,,დაიმახსოვრე ამ შეხვედრის და საუბრის შემდეგ რამე მომივა,ყველა შენი ბინძური ვიდეო თუ საუბარი ძველიც და ახალიც იმ გზას დაგაყენებს სადაც თავისუფლად სუნთქვაც სანატრელი გექნება, უკეთესია სიცოცხლეს თუ თვითმკვლელობით დაასრულებ. იცოდე გითვალთვალებენ ისე რომ აზრზე არ ხარ ვინ დგას ჩემს უკან, ამიტომ უკეთესია გონს მოხვიდე''.ენვერიმ გარშემო მიმოიხედა და უცნობი დაინახა რომელმაც ხელი ყელთან მიიტანა და აჩვენა რომ მოკვდებიო, ეცნო უცნობი თუმცა დარწმუნებული არ იყო და რამდენიმე საათი ვერ წამოდგა ფეხები არ დაემორჩილა შიშისგან? თუ იმის ფიქრმა რომ მას გეგმა ჩაუვარდა თუ იმან რომ ყველა მიუხვდა მის სიბინძურეს, ამიტომ საბოლოო გეგმა იყო საჭირო და როგორც იქნა ადგა უხმოდ დატოვა ის ადგილი. მიდიოდა და ფიქრობდა ბევრ რამეზე, ფიქრობდა ფიქრიაზე როგორ დაეჩოქა ეს უტეხი და თავნმება გოგო, რომ ვიღაც ბავშვმა წინ დაუდგა და უთხრა. -ბაბუ ეს ქაღალდი თქვენთან გამომატანეს. ენვერიმ ბავშვს შეხედა და უთხრა. -ვინ გამოგატანა ბაბუ. -აი იმ ძიამ. უთხრა და უკან მიბრუნდა, მაგრამ იქ აღარავინი იდგა ენვერიმ კი ქაღალდი გაშალა და წაიკითხა. -,,დავბრუნდი თუმცა არ მელოდები მე მაინც მოვედი შენამდე, მელოდე სულ მალე მოგიახლოვდები''.სულ დაიბნა, სულ აირია და პირდაპირ სახლში წავიდა, მას აღარ ადარდებდა ალექსანდრე, არც ტატო, არც ფიქრია მის წინ ვიღაც უხილავი იდგა, მაგრამ ძალიან ნაცნობი. სახლში მივიდა უნდოდა დაესვენა, მაგრამ კარზე ფრთხილი კაკუნი გაიგონა და კარი გააღო, მის წინ კიდევ უცნობი მამაკაცი იდგა მაგრამ არა ის ვინც დაინახა და სიკვდილით დაემუქრა.ენვერი უყურებდა მის წინ მდგარ უცნობს და ფიქრობდა. -,,შენს გონებაში ჩამახედა ვინ ხარ და რატომ ხარ მოსული სინამდვილეში, მაშინ მე ვიცი როგორ მიგიღებდი და დაგელაპარაკებოდი''. უცნობმა მიესალმა ენვერის და უთხრა. -გამარჯობათ ბ-ნო ენვერი თქვენს ბავშვთა სახლზე ფილმის გადაღება გადავწყვიტე და გთხოვთ თქვენის ნებართვით გადავიღო. ენვერის ნერვები უკვე აფეთქების პიკზე იყო, მაგრამ უცნობს შეხედა და მშვიდად უთხრა. -ვინ გამოგაგზავნათ.... -თქვენთან უნდა დაერეკათ,ალბად ზარს მე დავასწარი მოსვლა და მაშინ მე თავად გეტყვით რომ მინდა გადავიღო როგორ ცხოვრობს მშობლებისგან მიტოვებული ან დაობლებული ბავშვები და რა არის მათი ყოველდღიურობა. -გინდათ გააკეთოთ გამოძიება, მაგრამ რას იძიებთ შეგიძლიათ პირდაპირ მითხრათ. -დაახლოებით, მაგრამ ბავშვების ცხოვრება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის,არსებობს ერთი პიროვნება ვისაც ძალიან უნდა დაეხმაროს ბავშვებს თუ ნიჭიერი ბავშვია საზღვარგარეთ გააგზავნოს,დააფინანსოს და უზრუნველყოს ყველაფრით ასევე უნდა თქვენთან გასაუბრებაც. -მე გეტყვი რაც ხდება,არიან ბავშვები რომლებსაც მხოლოდ სწავლა აინტერესებთ და არიან ასევე ბავშვები ძნელად აღსაზრდელები რომლებიც აყვანილია აღრიცხვაზე, მაგრამ აღმზრდელი ძიძა მათ ყველას ერთნაირად ექცევა და ვფიქრობ ყველა აღსაზრდელს უყვარს თავისი აღმზრდელი. ჩვენ ჩვენს პატარა სამყაროში გვაქვს ჩვენი კანონები და სწორად ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. -გასაგებია, მინდა რამდენიმე შეკითხვაზეც მიპასუხოთ. ენვერიმ თვალებში ჩახედა მისთვის მოსაბეზრებელ სტუმარს და უთხრა. -გისმენთ. -როდის დაარსდა თქვენი სახლი,რატომ გაგიჩნდათ იდეა ეს საქმე წამოგეწყოთ. -ეს ჩემი იდეა არ არის და არც მე წამომიწყია ეს საქმე, მე იძულებული გავხდი ეს საქმე გამეგრძელებინა ჩემი დის შემდეგ. ჩემს დას ძალიან უყვარდა ბავშვები და ბევრი შვილის გაჩენა უნდოდა, მაგრამ ის მეორე შვილზე ორსულობის დროს საკუთარმა ქმარმა სიცოცხლეს გამოასალმა მისი საქმე კი მე გავაგრძელე. -თქვენმა დამ დაარსა ეს სახლი რომელსაც ,,ევა'' ჰქვია. -დიახ, ჩემმა დამ დაარსა და სახლს მისი ქალიშვილის სახელი დაარქვა, ,,ევა''. -საინტერსოა სად არის ახლა ევა და როგორ შემიძლია ის ვიპოვო. -არ არის საჭირო მისი პოვნა, ის რამდენიმე თვის წინ გათხოვდა ერთ ცნობილ პიროვნებაზე..... -ვინ არის ის ცნობილი პიროვნება..... -ეს თქვენ არ გეხებათ......... -გასაგებია, თქვენი ხმის ტონით სიძე არ მოგწონთ. -კიდევ რა გაინტერესებთ. -ბევრი რამ ბ-ნო ენვერი. -კონკრეტულად რა. -თავადაც იცით რას ვგულისხმობ კონკრეტულად თუ არა იმას რომ პატარა ბიჭები ქუჩაში არიან და ჯიბის ქურდებად იცნობს ყველა მგზავრი ტრანსპორტში, ასევე მოზრდილ ბიჭებს ასაღებინებთ ნარკოტიკს და თავადაც მომხმარებელი არიან ნარკოტიკის. არ უნდა ვთქვა გოგოებზე არაფერი რომ 14 წლიდან პორნო კლუბებში დაგყავთ და ამბობთ რომ თქვენს სახლში ყველაფერი რიგზე არის,კანონს იცავთ? გეტყვით პირდაპირ, რომ ყველაფერი რიგზე იქნებოდა თქვენი და რომ ცოცხალი იყოს და არც მისი შვილი გაგექცეოდათ რომელიც 17 წლის ასაკში იძულებული გახდა ოჯახი შეექმნა ცნობილ პიროვნებაზე როგორიცაა ბიზნესმენი ალექსანდრე სურმანიძე და თქვენ ასე გინდათ აღზარდოთ მომავალი თაობა? -ვინ ხარ და რა გინდა..... -რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვარ და ვინ მომაგზავნა რამეს შეცვლით ამ ვიზიტით, დარწმუნებული ვარ არა და თქვენ შეურაცყოფთ თქვენი დის სახელს რადგან თქვენ ხართ ამ ყველაფერში დამნაშავე. -პოლიციელი ხარ? -არა, პოლიციიდან შორს ვარ მაგრამ ვინ ვარ ამას სულ მალე გაიგებ ბ-ნო ენვერი. ენვერიმ მაგიდის უჯრა გამოაღო და ხელით იარაღი მოსინჯა, მაგრამ უცნობმა თვალებში ჩახედა და უთხრა. -ყველაფერს ვიწერ და მოსასმენი მაქვს დამაგრებული ერთი გასროლა და ცხოვრებას ციხეში დაასრულებთ. ენვერი გაჩერდა უცნობი კი ადგა და წავიდა, მას აღარ ყავდა ტატო და აღარ ყავდა ფიქრია ამიტომ გაბრაზებულმა დაურეკა თავის მდივანს და უთხრა. -გისმენთ ბ-ნო ენვერი..... -დაურეკე სასწრაფოდ ფიქრიას ჩემთან სახლში მოვიდეს ....ენვერი გაფითრებული იყო და ერთიანად ცახცახებდა, მდივანმა დაურეკა ფიქრიას რომელმაც პირველივე ზარზე უპასუხა. -გისმენ ჩემო გოგო..... -სასწრაფოდ ენვერისთან უნდა მიხვიდე, მითხრა რომ საჩქარო არის. -იცი რა უნდა? -არ ვიცი არაფერი მითხრა, შევატყვე რომ ძალიან გაბრაზებულია და შესაძლოა უკონტროლოც ფიქრია ფრთხილად უნდა იყო. ფიქრიამ ტელეფონი გათიშა და სამუშაო საათების შემდეგ ენვერისთან წავიდა,არავის უთხრა ენვერისთან წასვლის შესახებ რადგან იქ ტატო არ იქნებოდა და არავინ გაუშვებდა მარტო. წავიდა,მაგრამ თავადაც გაბრაზებულმა შევიდა სახლში. -გუშინ გამიშვი თავისუფალი ხარო დღეს რა გინდა, რა არ გასვენებს. -დაჯექი....... -მარტო ხარ? -მარტო ვარ, არ მითხრა რომ გეშინია ჩემი. -რატომ უნდა შემეშინდეს..... -არ ვიცი ეს შენ უნდა მითხრა.დაჯექი.... -აღარ იტყვი რა ხდება თუ უკვე მოვიდა ჩემი დრო და აღარ ვარ საჭირო.... -გიყვარს, შეყვარებული ხარ? -ვინ მიყვარს..... -მიპასუხე, ტატო გიყვარს? ნუ მიყურებ გაკვირვებული, ყველაფერი ვიცი. -რატომ მეკითხები გუშინ მითხარი მიგატოვებსო ესე იგი იცოდი გუშინაც და რატომ მეკითხები დღეს ისევ იმავეს, ენვერი ჩემთვის სიყვარული აკრძალულია? -იცი ტატო ვინ არის? -არ ვიცი შენთვის ვინ არის, მაგრამ ჩემთვის ყველაფერია. -ტატო ჩემი შიკრიკია როგორც შენ მაგრამ მე არ მინდა შენ იყო მისი სუსტი წერტილი,ამიტომ ეს სიყვარული უნდა დაივიწყო. -მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე, შენ ჩემი არც ძმა ხარ და არც მამა, რომ პატივი გცე და შენი მოთხოვნები გავითვალისწინო ვისაც მინდა იმას შევიყვარებ და შენ არ დაგეკითხები ჩემს პირად ცხოვრებას ვისთან ერთად შევქმნი......... -წადი ჩემგან,მაგრამ ტატოს უფრთხილდი სასტუმრო გადახდილია წლის ბოლომდე შეგიძლია იქ იცხოვრო შენ აღარავინ გითვალთვალებს დღეიდან მართლა თავისუფალი ხარ, მაგრამ რაც მოხდება პასუხს არ ვაგებ. -შენ თუ რამე არ გაქვს დაგეგმილი არაფერი არ მოხდება და რაც შეეხება ტატოს შენნაირი მკვლელი და ბოროტი არ არის არ მტრობს გვერდით მყოფ მეგობრებს და არ ართმევს მათ ბიზნესს.ფიქრიამ ჩანთა აიღო და წავიდა, კართან მისულმა კი ჩაილაპარაკა. -,,გამომივიდა ეს დამცველი და ჩემზე მზრუნველი,ვითომ მართლა აინტერესებდეს ჩემი ცხოვრება''. სახლიდან გავიდა და მიხვდა რომ ენვერიმ რაღაც ჩაიფიქრა, მიდიოდა და მოფარებულში ტატო დაინახა მასთან მივიდა და ტატომ დაასწრო. -რატომ წამოდი მარტო მასთან,გგონია ყოველთვის გაგიმართლებს? -წადი აქედან, წადი გაქრი ენვერი აცრილია შენზე და რაღაც გეგმა აქვს მაგრამ ვერ გავიგე, ვერ მიუხვდი რას გეგმავს. ენვერი ფანჯარასთან იდგა და ორივეს უყურებდა შემდეგ კი ჩაილაპარაკა. -თქვენი ორივეს დრო ამოიწურა, ერთად მოკვდებით და საუკუნოდ ერთად იქნებით. ორივემ ძალიან ბევრი იცით და ეს მხოლოდ ჩემთან უნდა დარჩეს საიდუმლოდ.იმ დღის შემდეგ ფიქრია არეული დადიოდა,დაივიწყა სამსახური არ პასუხობდა ალექსანდრეს ზარებზე ასევე იყო ტატოც მაგრამ ტატო ყოველთვის მის სიახლოვეს იყო.რამოდენიმე დღე გავიდა ენვერისთან საუბრის შემდეგ და ერთ საღამოს როცა ფიქრია შხაპის მისაღებად შედიოდა კარზე კაკუნის ხმამ შეაშფოთა,საათს შეხედა უკვე სტუმრობისთვის გვიანი იყო, მაგრამ მაინც მივიდა კართან და კარი გააღო მის წინ უცნობი უცხოელი მამაკაცი იდგა. -გისმენთ. -თქვენ ფიქრია ქარტველიშვილი ხართ,ვსდები? უთხრა გატეხილი ქართულით და ფიქრიას უყურებდა, ფიქრიამ თავი დაუქნია და უთხრა. -დიახ გისმენთ, ფიქრია ვარ. -უნდა დავილაპარაკოთ..... გული ძლიერად უცემდა, მაგრამ შიში არ შეიმჩნია და კარი გააღო. -მობრძანდი.უცნობი ნომერში შევიდა და პიჯაკი მოიხადა თავად კი დივანზე დაჯდა შემდეგ კი ფიქრიას შეხედა და უთხრა. -ჩემთვის ტკუილი არ უთქვამთ, მართლაც რომ მშვენიერი ქალი ხართ. -უკაცრავად? უცნობმა გაიცინა და ფიქრიას შეხედა. -რა გულუბყვილო სახე გაქვს, არ გინდათ შეიმშნიოთ რომ გელოდით, მაგრამ მე ზალიან მომწონს თქვენი გაოსებული სახის ყურება. -ვინ ხარ...... -მე გეტყვი ვინ ვარ ქართველი ვარ წარმოშობით, მაგრამ აქ დაიბადე და უსხოეთში გაიზარდე. -გასაგებია..... -თქენ გააგრძელეთ შხაპის მიღებას აპირებდით და ეს აუსილებელია სექსის წინ....ფიქრია გაბრაზდა და სააბაზანოში შევიდა იქ ტელეფონი ჰქონდა, მაგრამ ვერც ტელეფონი იპოვა და ვერც მისი იარაღი ცრემლსადენი გაზი თავდაცვისთვის ყოველთვის რომ ჰქონდა ჩანთაში. წყალი მოუშვა და ფიქრობდა, უცნობმა კი პორნო ვიდეო ჩართო და მას უყურებდა ფიქრიას ლოდინში რომ უფრო აღზნებული ყოფილიყო, მაგრამ ნომრის კარი უხმაუროდ გაიღო და მამაკაცი ნიღაბში და კაპიშონით თავზე თან იარაღით ხელში ფრთხილად დაადგა პორნოს ყურებაში გართულ უცხოელს თავში ესროლა და არსად არ წასულა ფანჯარასთან დადგა.წყლის ხმა შეწყდა,ფიქრია გამოვიდა სააბაზანოდან და შეხედა უცხოელი სისხლში იწვა მის ნომერში კი კიდევ სხვა უცნობი მამაკაცი იდგა, უყურებდა შეშინებული რომ ნომერში იკა კიდევ ერთ უცნობთან ერთად შემოვიდა და ფიქრიამ იკას დანახვაზე გულზე მიიდო ხელი და თქვა. -მე არ მომიკლსავს, არ ვიცი ეს როგორ.... -დამშვიდდი, ეს ენვერის გეგმაა მან შემოგიგზავნა ამას შენც ხვდებოდი და რომ არავის პასუხობდი ელოდი რაღაც რომ მოხდებოდა ამიტომ გითვალთვალებდით, აქ კი ენვერის იარაღი გამოვიყენეთ..... -ეს მე გავაკეთე ფიქრია...კაპიშონი გადაიძრო და მის წინ ტატო იდგა. -შენ, შენ..... -ის მარტო არ ყოფილა, მეც ტატოს გვერდით ვიყავი და არავის არ მივცემდი უფლებას ჩემს დას ვინმე უხეშად შეხებოდა.ფიქრია დაიბნა, გონება დაეხშო და უცნობს უყურებდა. ცხოვრება გაჩერდა,მაგრამ დრო არასდროს გელოდება მიდის და გიტოვებს მტკივნეული ლაქებს გულშიც და სულშიც. -თქვენ, თქვენ..... შენ, შენ მურადი ხარ.... თქვა და გულწასული დაეცა,რომ არა ტატო მის უკან ძირს დაეცემოდა. -ფიქრია დამშვიდდი ის ცოცხალია და არც მომკვდარა.რამდენიმე წუთმა გაიარა სანამ გამოვიდოდა შოკურ მდგომარეობიდან და ენის ბორძიკით თქვა. -ეს, ეს, ეს რას ნიშნავს, შენ ხომ დაგასაფლავეთ. -მაგრამ მე არ მოვმკვდარვარ იქ სხვა წევს,პატიმარი ვისაც არავინ ყავდა და შენ ერთადერთი ადამიანი უნთებდი სანთელს.ფიქრიამ ტატოს შეხედა, შემდეგ იკას და ბოლოს გაუწონასწორებელი ხმით იყვირა. -როგორ შეგეძლოთ ასე მომქცეოდით..... ყოველგვარი გონების დაძაბვისა და წარმოდგენის გარეშე ხედავდით როგორ ვიყავი, რა გამოვიარე ენვერის მარიონეტი გავხდი, დავკარგე სახლი ჩვენი კუთხე და იმ დღეს დედა დავკარგე. -ასე იყო საჭირო, ეს ციხიდან დაიგეგმა და ვერ გეტყოდით რადგან დაიბნეოდი,ნახავდი, შეხვდებოდი და ეს არ უნდა მომხდარიყო ენვერი შენს ყველა ნაბიჯს უთვალთვალებდა. -ახლა, ახლა რა მოხდება ენვერიმ რომ გაიგოს. -გაიგებს კიდეც, მაგრამ არა დღეს.ეს უცხოელი მისი გამოგზავნილია ის კი მოკვდა ენვერის იარაღით,ნომერი განთავისუფლდება შენ სხვა ნომერში გადახვალ და ისე გააკეთებ რომ არაფერი იცი რაც მოხდა ამ ნომერში. მე წავალ და მოვაგვარებ ქვემოთ ყველაფერს, თქვენ აქაურობას მიხედეთ მალე დავბრუნდები. იკა გავიდა, მურადი მიუახლოვდა ფიქრიას და და-ძმა ერთმანეთს გადაეხვია,ფიქრიამ კი ტირილით უთხრა. -როგორ შეგეძლო მომქცეოდი ასე, დედა შენზე დარდით მოკვდა..... -ვიცი, ვიცი და ძალიან ვინერვიულე,დამიჯერე ერთი დღეც არ მიმიტოვებიხარ და შენც გხედავდი, როგორ განიცდიდი, როგორ ბრძოლობდი, როგორ ედავებოდი და როგორ გიჭირდა, მაგრამ დამიჯერე ეს ასე უნდა მომხდარიყო. -შენ, შენ ამიტომ მითხარი სიურპრიზი მაქვს შენთვის და ვიცი რომ მომკლავო? მიუბრუნდა იკას ფიქრია სანამ ის გავიდოდა და უყურებდა,იკამ ჩაიცინა და უთხრა. -ყველაფერი სიმართლე რომ გითხრა,გადაიფიქრებ ჩემს მოკვლას? -არა ჯერ ისევ ამ აზრზე ვარ და შენც ენვერის იარაღით მოგკლავ,იდიოტო.ყველას გაეცინა, მურადიმ გულზე მიიკრა ფიქრია და ტატოს შეხედა. -დროებით უნდა გაქრე, ეს მისამართი სადაც უნდა მიხვიდე იქ ანასტასია დაგხვდება მან ყველაფერი იცის და სულ მალე ჩვენც იქ მოვალთ. -მაგრამ აქ ვერ დაგტოვებთ მურად.... -შენ შენი გასაკეთებელი გააკეთე და უნდა წახვიდე,რა თქმა უნდა დროებითი იქნება ეს წასვლა. -მოიცადე ნომერი გავასუფთავოთ და ფიქრია სხვა ნომერში გადავიყვანოთ, იკა დაურეკე ანრის ის თავად მოაგვარებს ყველაფერს. იკამ მართლაც გადარეკა ტელეფონზე და ყველაფერი ისე მოაგვარა როგორც თავად სურდა, შემდეგ კი ბიჭებს მიუბრუნდა -ყველაფერი უნდა გავიტანოთ აქედან....ფიქრიამ იკას შეხედა და უთხრა. -ვიცი რასაც გულისხმობ აქ არ არის,დაცულ ადგილზე მაქვს. -უნდა გავიცალოთ მურადი მიხედავს ოქროს, უნდა მოვიშოროთ ფულად ვაქციოთ ის ფული გამოგვადგება წინ ბევრი გეგმები გვაქვს ენვერის მოშორების მერე. -კარგი წაიღეთ გეტყვით სადაც არის და მასე ჯობია.იკამ, ტატომ და მურადიმ ყველაფერი გაიტანეს ნომრიდან, ფიქრიამ ყველაფერი კარგად გაწმინდა და სხვა ნომერში გადავიდა გვერდით ნომერი კი ბიჭებს ჰქონდათ აღებული. ფიქრიას შეეშინდა მარტო ყოფნის და ბიჭებიც გაჩერდა მასთან,მურადის თქმით წასულიყო ტატო ისიც ვერ წავიდა რადგან არ იცოდა რა მოხდებოდა ენვერი აუცილებლად გაიგებდა რაც მოხდა და მართლაც, ფიქრიას ტელეფონზე ზარი იყო და რამოდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა. -რა მოხდა,ენვერი ამ დროს რატომ მირეკავ. -სად ხარ ფიქრია. -სასტუმროში ვარ სად უნდა ვიყო ამ დროს,მძინავს. -ნომერში არ ხარ აქ პოლიცია არის,რა მოხდა. -ჩემს ნომერში არავინ არის, რამე მოხდა სასტუმროში? -227 ნომერი შენი ნომერი არ იყო? -არა მე 232 ნომერში ვარ.ენვერი ჩაფიქრდა და როგორც შეეძლო სიმშვიდე შეინარჩუნა. -კარგი შემეშალა ვინერვიულე ვიღაც მოუკლავთ და მე მახსოვდა,რომ 227 ნომერში შენ იყავი. -მადლობა ყურადღებისთვის ენვერი.....ტელეფონი გათიშა და იქვე მყოფ ბიჭებს გადახედა,იკამ თქვა. -დაეწყო შიშები ენვერის. -წავედით, ის ვერ გაჩერდება და შენთან მოვა.თქვა მურადიმ და ტატოს შეხედა. -შენ მოემზადე უნდა წახვიდე. -რა გგონია ფიქრია აქ არის და ენვერი მას არ უთვალთვალებს, არ იქნება ადვილი წასვლა მურად. -წახვალ, ენვერის დააკავებენ შენ კი ქვეყნიდან გახვალ და შენ ფიქრია.......... -არც იფიქრო აქედან წავიდე ჯერ-ჯერობით. -კარგი, მაგრამ იცოდე ფრთხილად იყავი შენ კი გაგვიჭირდება ამჯერად ინფორმაციის მოპოვება ენვერისგან, მაგრამ სანამ ის დაკავებული იქნება უნდა გაასწრო, შემდეგ იქედან გამოსული იცი ცხოველს დაემსგავსება ან როდის არ გავდა. -იკა რაც შეეხება ენვერის მე უნდა გადმომცე,მას მე უნდა გავუსწორდე. ფიქრიას ტელეფონზე ისევ ენვერის ზარი იყო,მურადიმ შეხედა და ანიშნა უპასუხეო,მაგრამ რამოდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა. -გისმენთ...... -მე ვარ, შენს კართან ვდგევარ გამიღე. -აქ რა გინდა ამ დროს..... -კარი გამიღე უნდა დაგელაპარაკო.ბიჭები ვერანდაზე გავიდნენ და ვერანდიდან თავიანთ ნომერში შევიდნენ, მაგრამ ყურადღებით იყვნენ ფიქრიამ კი ხალათი შეისწორა საწოლი უფრო აშალა,თმები აიჩეჩა და კარი გააღო. -რა არ გასვენებს ამ შუა ღამით შენ რა ისევ მითვალთვალებ? -როდის გამოიცვალე ნომერი მე რატომ არაფერი არ ვიცი. -უნდა მეთქვა ან რატომ უნდა მეთქვა ვინ ხარ შენ ენვერი, მაგის გასაგებად მოდი ამ დროს აქ? -ფიქრია იმ ნომერში მკვლელობა მოხდა,დავიჯერო არაფერი გაგიგია? -მეძინა ენვერი როგორ გავიგებდი ან რაში მაინტერესებს სხვების ცხოვრება მე შენნაირი არ ვარ,გესმის? -რატომ გამოიცვალე ნომერი. წონასწორობას კარგავდა ენვერი და ფიქრიას დაუყვირა. -ხმის ტონი შეარბილე როცა ჩემს წინ დგეხარ, გამოვიცვალე ნომერი რადგან გვერდით ნომერში წყვილი ცხოვრობდა და იმათმა ყოველდღიურმა ხმაუმა შემაწუხა, ძილის საშუალებას არ მაძლევდნენ, გასაგებია? -გასაგებია, იცი აქ რატომ მოვედი? -რომ გითხრა ვიცითქო უნდა აგიხსნა რადგან ვერ აგიხსნი ესე იგი არ ვიცი რა მოხდა და არც ის ვიცი აქ რისთვის მოდი ამ დროს. -ტატო მკვლელი არის,მან დღეს კაცი მოკლა.....გაოცებული უყურებდა ფიქრია ენვერის და უთხრა. -და,დაუჯერებნელია და შენ საიდან იცი რომ ტატომ მოკლა. -სხვას ვის უნდა მოეკლა გაქვს რამე ვერსია? -ვინ მოკლეს ისიც არ ვიცი და რა ვერსია უნდა მქონდეს, ვერ ვიჯერებ რომ ამ დროს ამის სათქმელად მოდი ენვერი. -მე ჩემებური ვერსია მაქვს ფიქრია. -მითხარი შენი ვერსია და უნდა დავიძინო. -227 ნომერში შენ ცხოვრობდი ეს ტატომაც იცოდა,ტატომ მოკლა ის რადგან ეჭვიანობდა იფიქრა რომ ის შენთან შემოვიდა სხვა ვარიანტი არ არსებობს. -დიდი ხანის იცნობ ტატოს თუ მკვლელი იყო რატომ არ მითხარი ხომ თქვი რომ შენზე ვზრუნავო,რატომ არ დამიშალე მასთან ყოფნა. -გითხარი, მაგრამ არ დაიშალე. -როდის, როცა შემიყვარდა? -ტატოს რამდენიმე მკვლელობა აქვს ჩადენილი და კარგად აიფარა ნიღაბი,კარგია რომ მისი ნამდვილი სახე დაინახე გვიან, მაგრამ მაინც. ის მკვლელობისთვის სამჯერ არის გასამართლებული და იჯდა ციხეშიც. -ენვერი შენი შვილი გელა.......... -გელა არ ვიცი სად არის,გაქრა თავის საყვარელთან ერთად. -მე კი სულ სხვა ვერსია მაქვს და გეტყვი, იქნებ შენ და შენმა შვილმა მოაწყვეთ ეს ყველაფერი და ეს მკვლელობა ჩემთვის გინდოდა დაგებრალებინა ან ტატო შენ იყიდე დარწმუნებული არ ვარ რომ ჩემთან გულწრფელი ხარ. -შენ ხარ გულწრფელი ფიქრია? -ჩემგან რა გინდა, ცხოვრება დამინგრიე ყველა დამიხოცე და კიდევ რა უნდა გავაკეთო შენთვის რომ ჩემს გულწრფელობაში ეჭვი არ შეგეპაროს წადი ახლავეს აქედან და მომეცი მშვიდად სუნთქვის საშუალება.ენვერი წამოდგა ფეხზე,დაიჯერა რომ ფიქრიამ არაფერი არ იცოდა და კარებისკენ წავიდა,შემდეგ მიუბრუნდა და უთხრა. -ჯერ ჯერობით არაფერი მინდა, მაგრამ ისევ შემოგივლი იმედია არ მომიწევს ძებნა შენი კიდევ სხვა ნომერში. -მე არავის ვემალები ნომრიდან ნომერში აქ ვარ და მობრძანდი,მხოლოდ გამაფრთხილე რომ მძინარეს არ მომიწიოს შენთვის რამეების ახსნა.ენვერი უკვე კარში გადიოდა ფიქრიამ რომ უთხრა. -ვინ არის ტატო მკვლელის გარდა. -ტატო ტატიაშვილი ის ჩემი ძველი ნაცნობის შვილია. -ასე იყენებ ყველა შენს ნაცნობებს? -ტატოს მამა ანრი უმდიდრესი პიროვნება იყო,მაგრამ მისივე დაუდევრობით და ზედმეტი ნდობის გამო ყველაფერი დაკარგა, მას მხოლოდ ორ ოთახიანი ბინა შერჩა და შენს სახელზე გადმოგიტან მისი სიკვდილის შემდეგ შენ დაგრჩება მამაკაცი არა მაგრამ ბინას დაითრევ და არ მოგიწევს სამადლოდ სასტუმროებში ღამის თევები. -სამადლოდ, ესე იგი შენ თვლი რომ იმიტომ გადაიხადე თანხა ამ სასტუმროში უნდა გიმადლოდე ამ სიკეთეს. ენვერიმ დამცინავად შეხედა, შემდეგ მის მკერდს დაასო თვალი და ისევ შებრუნდა კარისკენ, მაგრამ ისევ ფიქრიამ შეაჩერა. -შენ წაართვი მას ბავშვობაც, ოჯახიც და ყველაფერი რაც გააჩნდა. -მე არაფერი მქონდა, ამიტომ მისთვის ზედმეტი იყო მამამისის სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ბინა დარჩა. -შენ მოკალი ტატოს მამა.... -რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოკლა,მთავარია რომ მოკვდა. ისევ გაიცინა და ნომრიდან გავიდა,ფიქრია უყურებდა დაკეტილ კარს და თქვა. -ავადმყოფია, ის შეშლილია და ყველაფერია მისგან მოსალოდნელი.ბიჭები ისევ ვერანდიდან შევიდნენ ფიქრიასთან და ფიქრია ისევ კართან იდგა,მურადიმ ხელი მოხვია მკლავებზე და უთხრა. -დარწმუნდი რომ არ შემეძლო სიმართლე გაგეგო, შენ კარგად თქვი ის ავადმყოფია.დილით დაიშალნენ და როცა ტატო უკვე სახლში იყო თავის ბინაში და მზად იყო გასასვლელად ის მისივე ბინაში დააკავეს და განყოფილებაში მიიყვანეს.იკამ შეხედა პოლიციელებს და მკაცრად თქვა. -უნდა იცოდეთ ვის უნდა დაადოთ ხელბორკილები, ახსენით და ჩემს კაბინეტში შეიყვანეთ. ტატოს ხელები შეუხსნეს და ტატოც იკას უყურებდა გაკვირვებული. -რა ხდება იკა გამოდის წუხელ რაც თქვა სიმართლე თქვა ეჭვმიტანილი ვარ, მართალია მე ვესროლე,მაგრამ როგორ ჩვენ ხომ ყველაფერი გავთვალეთ. -გახსოვს იმ დღეს რა თქვა გოჩამ ენვერიზე... -მახსოვს, ეს ენვერიმ მოაწყო ყველაფერი და შენ წარმოიდგინე იცოდა იქ რომ ვიყავი წუხელ, მაგრამ ფიქრია მაგრად დაუდგა წინ. -ენვერის იარაღია ტატო და ზედ შენი ანაბეჭდია და ეს ახალი არ არის გამოგაყენებინა ადრე მისი იარაღი და შეინახა, მაგრამ მომისმინე აქ მოგიყვანე რომ ენვერიმ დაიჯეროს შენ დაგაკავეთ სხვას ჩვენ მივხედავთ მხოლოდ რამოდენიმე დღე აქ იქნები ეს ისედაც უნდა მომხდარიყო რომ ფიქრია დავიცვათ,მოგვყვები? -რა თქმა უნდა მოგყვებით, იკა მეკითხები კიდეც? -კარგი დღეს და ხვალ აქ იქნები... -,გვერდით ვყავდი და თურმე რას ფიქრობდა. -შენც ფიქრობდი მისგან ასე თავისუფლად წახვიდოდი? ენვერი ფიქრობდა გარეთ აღარ გადიოდა და სახლიდან გაუსვლელად აგვარებდა საქმეებს,ის ბრაზობდა ტატოზე,ბრაზობდა ფიქრიაზე და ბრაზობდა თვით გოჩაზედაც რადგან მისი ჩასმა არ ჰქონდა გათვლილი და არც აწყობდა.იკა თავის კაბინეტში იყო და მის წინ ანდრეა დადგა,იკამ ახედა და უთხრა. -რა მოხდა, რა სახე გაქვს. -გუში სასტუმროში მომხდარ მკვლელობას გაიგებდი, ასეა? -გავიგე, მერე? -იცი ვინ არის ის ვინც მოკლეს? -ვინ არის, საიდან იცნობ და ხელთ რა გაქვს. -ის პიროვნება ბაჩო სალუქვაძეა ქართველი უცხოელი, რომელიც უცხოეთში გაიზარდა და ჩამოვიდა საქართველოში ალექსანდრეს ახალი პარტნიორი რამდენიმე კვირის წინ მოაწერეს ხელი შეთანხმებას რომ ერთად ითანამშრომლებდნენ, თინომ მითხრა დილით რადგან ის ახლდა მოლაპარაკებაზე ალექსანდრეს როგორც უცხო ენის მცოდნე და თარჯიმანი. -მერე მოკლეს რა არის გასაკვირი ახლართული იქნებოდა კაზინოს საქმეებში, ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. -გასაკვირი ის არის ხელმოწერა არა ბაჩოსი არამედ ენვერის არის იკა. -ენვერის ხელმოწერა საიდან და როგორ ეს იურდიულადაც დამტკიცდება, რომ მოლაპარაკებაზე ის იქ არ ყოფილა ფიზიკურად. -ეს ორი პიროვნება შეკრული იყო ერთმანეთთან და მისი ქონება ახლა ენვერის სახელზე გადმოვა. -ეს გაირკვევა და დამტკიცდება ანდრეა მაგრამ ახლა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ტატო უნდა მოკვდეს. -რა თქვი.......... იყვირა ანდრეამ და იკამ ფეხზე წამოხტა, კართან მივიდა და შიგნიდან გადაკეტა. -რა გაყვირებს...... -შენ სულ გააფრინე იკა. შეშინებული უყურებდა ანდრეა იკას მაგრამ იკამ ჯერ დააცადა დამშვიდება და შემდეგ მაგიდის უჯრა გამოაღო და იარაღი ამოიღო ანდრეას წინ დაუდო და უთხრა. -ალექსანდრესთან დაცვაში რომ ვასო არის ის ენვერის კაცია ახლა ის მოისყიდა და გუშინ გავიგე,სწორედ ვასოდან გაიგო ყველაფერი ერეკლეზეც, ტატოზეც, ფიქრიაზედაც და სწორედ ამიტომ ტატო ენვერის თვალწინ უნდა მოკვდეს, ეს კი შენ უნდა მოაგვარო. -როგორ ტატო ხომ დააკავეს დღეს დილით. -ტატოს ორ სამ დღეში ვგავანთავისუფლებთ ის ენვერისთან ვერ დაბრუნდება ვერც ფირმაში მივა დაცვაში, ამიტომ ვასოს დაელაპარაკე და ტატოს ის ესვრის, მაგრამ ეს მომენტი ენვერიმ უნდა დაინახოს სხვას მერე მოვაგვარებთ. -გასაგებია..... -გამოდის აქ არ არის ნამდვილი ტყვიები... -არა რა თქმა უნდა, შენ რა იფიქრე ტატოს მართლა გავიმეტებდი მოსაკლავად? -ისეთი ტონით დაიწყე და ისე უცებ მითხარი გულმა ლამის დამარტყა, გეფიცები თავი ამტკივდა უკვე. -არ ვიცოდი ასეთი სუსტი გულის რომ იყავი, არ გიცნობდე მაინც. -იკა.... -ანდრეა ალექსანდრემ არაფერი არ უნდა გაიგოს, გაიგე? -ჯერ ჯერობით ვერ გაიგებს, მერე თუ გაიგო იყვირებს მაგრამ ცივ წყალს მივაწოდებთ და დაწყნარდება. -წადი საქმეს შეუდექი. ანდრეამ იარაღი აიღო და შეინახა, შემდეგ კი პირდაპირ ალექსანდრესთან წავიდა, ეზოში მანქანით არ შესულა ვასოს გვერდი აუარა და უთხრა. -მალე გავდივარ, ალექსანდრე სახლში არის? -არა, არ დაბრუნებულა და შენ რა გჭირს ცუდი დღე გქონდა? -ვერავის ვერ ენდობი დღეს და ეს მჭირს ვასო. -რა მოხდა, შემიძლია დაგეხმარო? -მართლა გინდა რომ დამეხმარო? -ანდრეა თქვენ არა ერთხელ დამმხმარებიხართ და მითხარი რა გჭირს თუ დახმარება შემიძლია დაგეხმარები, მხოლოდ ეკონომიურად ვერა ძმაო. -მაშინ აქ არავინ გვისმენს და მოდი პირდაპირ გეტყვი. -მითხარი, ასეთ რთულ მდგომარეობაში ხარ რომ თქმაც გიჭირს? -კაცის მოკვლას შეძლებ? -რას ამბობ ანდრეა...... ორივე გაჩუმდა და ანდრეას ჯიბეში აზუზუნებულ ტელეფონს უპასუხა, მაგრამ უხალისოდ.ვასო არც ისე ახლოს იდგა ანდრეასთან და რას ესაუბრებოდა ტელეფონის მიღმა არ ესმოდა, ანდრეას სიტყვები კი გარკვევით გაიგონა. -გისმენ..... -ნუ ყვირიხარ ვინ ვიპოვო ასე უცებ და თან სანდო არავინ მყავს, მკვლელობაზეა საუბარი და არა მწვადების ჭამაზე. -რას ბოდავ ანდრეა..... -30 000$-ს გადაიხდი და მესმის თქვენი, გადამხდელი ხართ მეტიც რომ მოითხოვოს, მაგრამ დრო მომეცით დღესვე არ შემიძლია ვინმე ვიპოვო.დაელოდეთ ჩემს ზარს,მე თავად დაგირეკავთ.ანდრეამ ტელეფონი გათიშა და ღრმად ამოისუნთქა,შემდეგ კი გაბრაზებულმა ქვას ფეხი გაკრა და თქვა. -მირეკავს და მავალებს თითქოს მწკრივში მყავდეს დაყენებული ქილერები და მხოლოდ ამორჩევა ჭირდება, სხვა ყველაფერი მოგვარებულია. -არ გამენდობი ბოლომდე და აღარ იტყვი რა მოხდა? -მოხდა, მოხდა ტატო ხომ გახსოვს დაცვაში რომ მუშაობდა მოღალატე აღმოჩნდა და მისი გასაღება უნდათ, ფულს კარგად იხდიან მაგრამ ვინ ვიპოვო,ვის დავავალო,ვის ვენდო.ვასო ჩაფიქრდა და გაახსენდა ენვერის ნათქვამი. -,,მოკალი ტატო და გადაგიხდი''. ეს თუ 30 000$-ს გადამიხდის აღარ ვიმუშავებ,ანდრეას გახედა რომელიც უკვე სახლთან იყო მისული და დაუძახა. -ანდრეა.....ანდრეა შებრუნდა და ვასოს უყურებდა,ვასო კი ნელა ნელა უახლოვდებოდა და ახლოს მისულმა პირისპირ გაუსწორდა და უთხრა. -მართლა გადაიხდის იმ თანხას რაც დაასახელე? -მე ასე მითხრა თუ სანდო ვიპოვე მეტსაც გადაუხდის,დარწმუნებული ვარ. -მე ავიღებ ამ საქმეს, მხოლოდ..... -აქ ვერავინ ვერ გაიგებს ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით თუ დარწმუნებული ხარ საქმეს ბოლომდე მიიყვან მივცემ შენს ნომერს და დაგირეკავს,ის თავად არ გამოჩნდება, მხოლოდ თანხას გადაიხდის და ორივე თქვენ თქვენი გზებით წახვალთ მას არ ეცოდინები შენ და შენ არ გეცოდინება ის. -მოსულა, მაგრამ თანხის ნახევარი უნდა დამირიცხოს. -თანხას მიიღებ ამის პასუხისმგებელი მე ვარ. -თანახმა ვარ მისგან ზარს ველოდები,ანდრეა სახლში შევიდა კარი ლევანიმ გაუღო ნინა და ევა გასულები იყვნენ სახლში მხოლოდ მართა იყო და ბავშვის აძინებდა,ანდრეამ ხელებიდან აართვა ბავშვი მართას ჯერ გული იჯერა მისი მოფერებით,შემდეგ ისევ მართას გაუწოდა და მართამ გაბრაზებულმა შეხედა. -ლევანი მოვიდა გააღვიძა, შენ მოდი და გააღვიძე გამოფხიზლდა უკვე აღარ ეძინება. -ლევან შენ რას აკეთებ... -კომპიუტერში მაქვს საქმე, რატომ მეკითხები. -კარგია ჯერ მეც ტელეფონში მაქვს საქმე და მერე ისევ ვეთამაშები, გპირდები თამაშში ჩაეძინება. მართამ ბავშვი წაიყვანა და გაარიდა ორ ვამპირს, ლევანი რამდენიმე წუთში შევიდა მართასთან და შეხედა ჩასძინებოდა პატარას მართამ კი შეხედა და უთხრა. -შენც ხომარ დაგაძინო ძვირფასო. -არ ვიტყოდი უარს, მაგრამ ქვემოთ ანდრეა არის და არ გამოდის.ანდრეამ იკას დაურეკა და უთხრა ვასოსთან საუბარი, იკას გაეცინა და თქვა. -ფულის გამო საკუთარ ძმას გაყიდის, კარგი ანდრეა უთხარი რომ თანხას სრულად მიიღებს. -მართლა გადაუხდით თანხას? -ყველაფერს გაიგებ მის დროზე, თანხას კი მართლა გადავიხდით მხოლოდ ენვერი მოგვშორდეს. -მაშინ თავად დაურეკე დაფარე ნომერი და დაელაპარაკე. -სწორედ რომ მასე გავაკეთებ, თავად დავურეკავ.საუბარი დაასრულეს და იკა დაფიქრდა, ხვდებოდა და იცოდა რომ ძალიან დიდ რისკზე მიდიოდა, მაგრამ ის მისი გადაწყვეტილებით არაფერს აკეთებდა ენვერის თავიდან მოშორებაში ჩართული იყო ყველა უფროსობა ვისაც სიტყვა ეთქმოდა და იკაც მიყვებოდა მათ ბრძანებას, მხოლოდ ტატოზე დარდობდა რომ რამე ისე არ გამოვიდეს, რომ ვასომ ვერ შეასრულოს, რომ ჩვენც გაგვყიდოს და რომ....................... ვასომ იმ დღეს სმენა ნაადრევად გადააბარა მეგობარს და ადრე წავიდა, სახლში ადრე დაბრუნებულს გაოცებულმა შეხედა მარინამ და უთხრა. -დღეს არ გელოდი, მოხდა რამე? -არაფერი ზარს ველოდები და თუ ეს ზარი დღეს ჩემს ტელეფონში შემოვიდა, მარინა იცოდე რომ გაგვიმართლებს. -სამსახურს იცვლი? -ასეც შეიძლება ითქვას,მთელი ცხოვრება სხვის სამსახურში ვარ და საკუთარი თავისთვის ვერ მომიცლია, ნორმალური ჩაცმაც კი ზედმეტია ჩემთვის და ჩემთვის ვერასოდეს ვერ გამიმეტებია მცირედიც კი რამე მეყიდა. დავიღალე, მინდა ძლიერი ვიყო რომ ცხოვრება გავაგრძელო, არ ვიყო ასე ღიმილწართმეული და არაქათ გამოცლილი. -არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მიხარია და ნამდვილად მიხარია შენი ეს შემართება საყვარელო. მარინამ ვახშამი მოამზადა და ორივე ერთად ისხდნენ,რომ ნანატრი ზარიც დაფიქსირდა მის ნომერზე და შეშინებულმა შეხედა მარინას. -რას ელოდები, უპასუხე ამ ზარს ხომ ელოდი. ვასომ უპასუხა მისთვის ამ მნიშვნელოვან ზარს და მამაკაცის ბოხი ჩახლეწილი ხმა გაიგონა. -ვასო...... -გისმენთ ბ-ნო.... -არ არის საჭირო სახელის ცოდნა, მინდა ვიცოდე როდის ხარ მზად საქმის შესასრულებლად და თანხა მოგეცემა ხელზე სრულად. -გასაგებია, მაგრამ როგორ დაგიკავშირდეთ.... -არის ჩვენს შორის დამაკავშირებელი. ზარი შეწყდა და ვასო გათიშულ ტელეფონს დაჰყურებდა ზემოდან, შემდეგ აზრზე მოვიდა მარინას შეხედა ღრმად ამოისუნთქა და თქვა. -გვეშველა, მარინა ჩვენც წამოვდგებით ფეხზე. იმ ღამით ვასოს არ დაუძინია,თვალს დახუჭავდა თუ არა უამრავი ფულები ეყარა მის სახლში ყველგან საწოლზე, დივანზე, ვერანდაზეც კი და ვერ შეძლო დაძინება, დილით უძილობისგან თვალებდასიებული მივიდა პოსტზე ალექსანდრემ შეხედა თუ არა გაბრაზებულმა უთხრა. -ისევ ნასვამი ხარ ვასო? -არა უფროსო უძილო ვარ. -ფრთხილად იყავით,გასაგებია? ალექსანდრე წავიდა, ბოლოს ლევანი გამოვიდა და ვასოს უთხრა. -ანდრეამ დამირეკა მითხრა ვასოს უთხარი მოვდივარო.... -კარგი, ვასო შებრუნდა და როცა ყველა გავიდა ანდრეაც მოვიდა ვასომ უთხრა უცნობიდან ზარის შესახებ და ანდრეას უყურებდა. -ვიცი ვასო და როგორც კი ტატო განთავისუფლდება იარაღს მოგცემ, იმ იარაღით უნდა ესროლო ტატოს. -როდის ანთავისუფლებენ ცნობილია? -გავიგებ დღეს და გეტყვი.რამდენიმე დღე გავიდა იმ ზარიდან,ვასო ისევ ელოდება ან ზარს და იმედი აქვს რომ დიდ თანხას აიღებს, მაგრამ ჯერ ჯერობით ითმენდა რადგან ტატო დაკავებული იყო ეს ენვერისგანაც იცოდა, ტატოს გამოსვლას ხომ ენვერიც ელოდა.ამ რამდენიმე დღეში კი ჯული უფრო და უფრო უკეთ ხდებოდა,ერთ დღესაც იკას თავის ბინაში წაყვანა სთხოვა რაზედაც იკამ უარი უთხრა. -ჯული იქ მარტო იქნები,შენ კი ჯერ კიდევ სუსტად ხარ. -ბევრ რამეზე მინდა დავფიქრდე, მინდა ძალიან ბევრი რამ შევცვალო ჩემს ცხოვრებაში და ამიტომ მინდა მარტო ვიყო ჩემს შვილებთან ერთად. -კარგი არ გედავები გინდა დაფიქრდე, მოდი გულწრფელად მითხარი თომა არის შენს ფიქრებში? -რას ამბობ იკა სულ რაღაც კვირების წინ სიკვდილს თვალებში ჩავხედე და სულ რაღაც ორი დღე არის რაც ფეხზე დავდექი,გგონია ისევ გათხოვებაზე ვიფიქრებ? -მაგრამ წლებია შენ უყვარხარ თომას ჯული. -შენ საქმეებს უგვარებ მეგობარს მასზე ფიქრობ და საკუთარ დაზე არ გიფიქრია? -რომ ვფიქრობ იმიტომ მოვამტვრიე ის ხელი შენს ქმარს რომელი ხელიც შენზე აწია..... -რა გააკეთე? -რა მოხდა, ხომარ შეგეცოდა თან მარჯვენა ხელია და ყოველ ხელის განძრევაზე რომ ვერ გამოიყენებს უნდა გაახსენდეს რა გააკეთა შენმა ქმარმა. -არ არის ის ჩემი ქმარი, ის დასრულდა ჩემთვის იკა. იყვირა ჯულიმ და იკას შეხედა, იკამ კი ისევ მშვიდად უთხრა. -რომ ვფიქრობ შენზე იმიტომ გეუბნები არავის არ დაუჯერე იმ დაქნეულს რომ დაუკავშირე შენი ცხოვრება,რას დაგამსგავსა სარკეში არასოდეს ჩაგიხედია ეს წლებია? გაყევი ლენჩს და შენი ხელით სათრევს, რომ გეგონა ვერაფერს ვერ ვხვდებოდი და არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ მე შენს სიახლოვეს ვიყავი ისე რომ შენ არ შეგემჩნიე აქ კი სულ სხვა მდგომარეობაა და შენ არ ათრევ თომას თომა გათრევს შენ და უნდა დაფიქრდე. -შენ თომას შეეშვი და მითხარი იკა დედა სად არის,რატომ ერთხელაც არ მოვიდა ჩემთან. -დედა სახლში არ არის ის მე გაუშვი რამდენიმე დღით სამოგზაუროდ ავსტრიაში,იქედან კი სადაც მოესურვება იქ წავა მოწყინდება მოგზაურობა და დაბრუნდება,ეს იმიტომ გავაკეთე შენ ისეთ მდგომარეობაში იყავი მას არ უნდა ენახე როგორადაც შენ იყავი. -გასაგებია, გამოდის ძალიან ცუდად ვიყავი. -არ მინდა ის წუთები გავიხსენო, შენ რომ ძირს უძრავად დაგინახე დაგდებული უცნაურ ფორმაში მეც იმ წუთში შენთან ერთად მოვკვდი დაო და ამიტომ მინდა მშვიდი ცხოვრება გქონდეს თომასთან ერთად. ჯული დაფიქრდა, იკამ კი რადგან დაიწყო აღარ გაჩერდა და ისევ გააგრძელა. -ვერ გაგიშვებ ჯული აქ უნდა იყო ჯერ კიდევ იქ მარტო ვერ იქნები,გუშინ ისეთი დაღლილი ვიყავი როგორ მივედი სახლამდე არ ვიცი,რომ დაგჭირდე და რომ ვერ მოვიდე, რომ ვერ მოგაკითხო ზოგჯერ დღეები სახლშიდაც ვერ მივდივარ ისეთ რთულ ოპერაციებზე გავდივარ დავბრუნდები თუ არა იქედან ისიც არ ვიცი, შენ თავს მარტო როგორ გაართმევ ბავშვებს, სკოლას, მერე მასწავლებელთან, მერე ცურვაზე,მერე კალათბურთზე ვაკო ამ ყველაფერს მარტო როგორ გააკეთებ აქ მძღოლი გეხმარება.ჯული გაჩუმებული იყო და შემდეგ არც კი შეხედა იკას ისე უთხრა. -იმ დღევანდელმა დღემ დიდი ტკივილიანი კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში, ჩემი გონებიდან არ გადის ის ხმა რა სიტყვებიც მითხრა შენზე და ალექსანდრეზე.ბევრ რამეს მივხვდი, მაგრამ ძალიან გვიან გამოვფხიზლდი. -კარგია თუ გამოფხიზლდი და გააცნობიერე რომ თომას უყვარხარ,დღემდე უყვარხარ ჯული. -იკა ვიცი განა არ ვიცი, მაგრამ ახლა ჩემს მდგომარეობაში ვერც თომაზე და ვერც სხვა ვერავისზე ვერ ვიფიქრებ, გთხოვ დრო მჭირდება. -დრო გაქვს და დაიმახსოვრე, კიდევ შეცდომას დაუშვებ და შენ აღარ გეყოლება არც ძმა და არც შენი მეგობრები რომლებიც ფეხზე დადგა და ყველა შენს გადარჩენას ლოცულობდა. საკმარია შენი ერთი შეცდომა რომ ამ შეცდომაზე ისწავლო ადამიანის შეცნობაც და გამოცნობაც, კიდევ იგივე შეცდომა აღარ გეპატიება. -კარგი, კარგი ნუ ყვირიხარ და ნუ მიბრიალებ მაგ თვალებს ვიცი რომ დავაშავე, ვიცი რომ არ დაგიჯერეთ არცერთს, ვიცი რომ ჩემი ცხოვრება ერთ არაკაცს მივანდე სათამაშოდ და მანაც ისარგებლა ჩემი ნდობით გამომიყენა, მაგრამ ვაკო და ინა....... -ვაკო და ინა შენი ნაწილია და თუ შენი სიყვარულია ჩემს გულში მათი ადგილიც ჩემს გულში არის და როგორც ჩემს საკუთარ შვილებს ისე მივიღებ ჯული. -თომა შენ...... ორივე გაოცებული უყურებდა თომას, თომამ კი გაუცინა იკას და უთხრა. -არ გისმენდით ღმერთმა დამიფაროს ასეთი რამ არც გამიფიქრია, მაგრამ მოვედი და თქვენს საუბარს შევესწარი მადლობა იკა ყველა იმ თითოეული სიტყვისთვის რაც თქვი და ყველაფერი სიმართლე თქვი მე ჯული მიყვარს და ეს სიყვარული ჩემში ჩუმად არის უკვე წლებია. შენ ორი შვილი გყავს ძვირფასო და მე შენს წინ ცარიელი ვდგევარ ნუ მკრავ ხელს, მიმიღე შენს სამყაროში და ბედნიერი ქალი იქნები, შენი შვილებისთვის ვიქნები მამაც და ვიქნები მეგობარიც, ვაკო უკვე დიდია და შეუძლია გაანალიზოს რა ხდება მის გარშემო და რა მოხდა იმ დღეს.ჯულიმ შეხედა იკას შემდეგ თომას და თვალები ცრემლით აევსო თავი დახარა და თქვა. -ვერ გაგიწევ კარგ ცოლობას თომა მე დავცარიელდი, შინაგანად გამოფიტული ვარ მისი ტყუილებით და ცუდი მოქცევით. -ეს გამოსწორდება მე აგავსებ ჯული იმ ბედნიერებით რომელიც არ გქონია და სარკეში რომ ჩაიხედავ მიხვდები დაკარგული წლების ამოვსებაც შესაძლებელი რომ ყოფილა. -არ ვიცი, არ ვიცი ვაკოს უნდა დაველაპარაკო.სწორედ ამ დროს ვაკო მივიდა დედასთან და შეხედა თუ არა მის ცრემლიან თვალებს წარბები შეყარა მუჭები მომუშტა ძლიერად, კისერში ძარღვები დაებერა და შემდეგ იკას მიუბრუნდა. -რატომ ტირის დედა ისევ იმ კაცის გამო? -არა, არა, საყვარელო...... -მაშინ რატომ გაქვს თვალები ცრემლიანი,დედა რამე გტკივა? -გული მტკივა შვილო და სული მტკივა,მტკივა ის წუთები თქვენ რასაც შეხედეთ და არ უნდა შეესწრებოდით იმ საშინელ სცენას. -იმ სახლში დავბრუნდებით დედა, მაგრამ ის კაცი იქ აღარასოდეს აღარ მოვა.....ჯულიმ იქვე მდგარ იკას შეხედა და იკამ თვალი ჩაუკრა ეს კი იმის ნიშანი იყო რომ ,,ვაკომ შენზე მეტი იცისო''. -არც თომა არ უნდა მოვიდეს? -ძია თომა რატომ არ უნდა მოვიდეს მან შენ გადაგარჩინა, შენს საწოლთან იდგა და მე რომ ვტიროდი მასაც ცრემლი ჰქონდა თვალებში,ნეტავ მამას ყვარებოდი ისე ძალიან როგორც ძია თომას უყვარხარ დედა. იკამ პირზე აიფარა ხელი მისი სიცილი რომ არ დაენახა ვაკოს, თომა და ჯული კი ერთმანეთს გაოცებული უყურებდა. ჯულიმ ვაკოს შეხედა და მშვიდად უთხრა. -დამშვიდდი და გპირდები თქვენ აღარასოდეს ინერვიულებთ და ჩვენ მშვიდი ცხოვრება გვექნება, კარგი? -კარგი, მაგრამ თუ გინდა დაგიჯერო ნუ ტირი არ მინდა შენს ცრემლებს კიდევ ვუყურო დედა.ვაკო დედას მოეხვია და თომას შეხედა, თომას გასაოცრად ვაკომ მას თვალი ჩაუკრა და შემდეგ თქვა. -ვიცი ყველაფერი და ისიც ვიცი დედა თავს რომ იკავებს, შენ უნდა დააძლევინო ის შიში ძია თომა რაც განიცადა ჩემგან კი წინააღმდეგობა არ გექნებათ.ვაკო შებრუნდა და ოთახიდან გავიდა,სამივე გაშეშებული დატოვა მოულოდნელად ჯულიმ ფეხზე წამოდგა და ვაკოს დაუძახა. -ვაკო, მობრუნდი ვაკო...... შემდეგ ორივეს მიუბრუნდა და თქვა. -ეს ვაკო იყო ჩემი ვაკო თუ მასში ჩასახლებული ალექსანდრე იდგა ჩვენს წინ.იკას გულიანად გაეცინა და თქვა. -გეფიცებით ეს ალექსანდრეს დამუშავებულია. თომასაც გაეცინა,ჯული კი ჯერ კიდევ გაქვავებული სახით იდგა და უყურებდა კარს სადაც ვაკო გავიდა,რამდენიმე წუთში კი ალექსანდრეც შეუერთდა სამეულს და სამივე მას უყურებდა ხმას კი არცერთი არ იღებდა. -რა მოხდა,თომა რამე პრობლემა არის ჯულის ჯამრთელობასთან. -რა უთხარი ვაკოს. -ვაკოს, რა უნდა მეთქვა ვაკოსთვის ახლა მოვედი ჯერ ევაც არ მინახია ჯულისთან შემოვედი.რა მოხდა აღარ იტყვით?ისევ სიჩუმე,ისევ არცერთი არ იღებს ხმას -იკა რა მოხდა,მართლა არ ვიცი რატომ მეუბნები ამ სიტყვებს. იკამ უთხრა ვაკოს ნათქვამი, ალექსანდრეს გაეცინა შემდეგ კი თომას შეხედა და თქვა. -გუშინ ველაპარაკე ზოგადად, მაგრამ არ მიფიქრია ის რომ თომაზე იფიქრებდა ან ფიქრობდა და ადარებდა თომას მის ჩმორ მამას,მიხვდა თუ რაოდენ დიდი განსხვავება იყო ამ ორ ადამიანს შორის,ყოჩაღ ვაკო. -ყოჩაღ შენ ალექსანდრე კარგი დამუშავებული გყაქვს. უთხრა ჯულიმ და შეუბღვირა, ალექსანდრეს გაეცინა და უთხრა. -კარგი რა ნუ მიბღვერ, ჯული ჩვენ ყველა ვცდილობთ რომ კარგად იყო ან როდის არ ვცდილობდით, მაგრამ შენამდე არ გვიშვებდი ყველას ჩამოგვშორდი და ახლა მით უფრო ვცდილობთ ბედნიერი იყო და ბედნიერი რომ იყო მარტო არ უნდა იყო,გესმის? -მარტო დამტოვეთ უნდა ვიფიქრო და შენ იკა არსად არ წახვიდე,საღამოს სახლში წამიყვანე. -რატომ გინდა წასვლა, აქ ვერ გრძნობ თავს კარგად და კომფორტულად? გაუკვირდა ალექსანდრეს და გაბრაზებულმა უთხრა. -ვერსად ვერ წახვალ სანამ კარგად და მყარად არ დადგები ფეხზე მხრებში ყავარჯნებად ჩვენ რომ აღარ დაგჭირდებით, მაშინ მე გაგიღებ კარს თავად და გეტყვი მიბრძანდითქო. -ალექსანდრე......... -ჯული გაჩუმდი და ხმა არ ამოიღო,მაგრამ გთხოვ დაიმახსოვრე შენ იკას და ხარ იკას ნაწილი და იკას და ჩემი და არის ასე რომ აქ იქნები სანამ კარგად არ გახდები და ამ თემაზე მეორედ მაშინ დავილაპარაკებ როცა ჩემს წინ გამართულად დადგები,კარგად იქნები და შენს ჯამრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. ახლა კი თქვენის ნებართვით ჩემს ცოლს ვინახულებ,დღეს დილიდან გასული ვარ. ალექსანდრე ოთახიდან გავიდა,იკამ შეხედა ჯულის და უთხრა. -ასე რომ საღამოს ვერ მოვალ, ალექსანდრე იცი როგორიც არის შენ თუ ახლა აქედან წახვალ ალექსანდრე და ეს სახლი უნდა დაივიწყო ასე რომ მე არ მცალია, თუ რამე დაგჭირდეს თომას დაურეკე შენ კი უნდა მიეჩვიო უკვე რომ მარტო აღარ ხარ ძმაო და აბა საზრუნავი მოგემატა,გამძლეობა შენ მის ხელში.... -იკაააააააა........... იკა ოთახიდან გაიქცა,თომამ კი ღიმილით შეხედა ჯულის და უთხრა. -მე არ ვარ მოძალადე რამე დაგაძალო, ნაძალადევი სიყვარულზე არ მიოცნებია ჯული და შენ თავად თუ არ მეტყვი მზად ვარო მე მზად ვარ კიდევ დაგელოდო თუნდაც უსასრულო იყოს ეს ლოდინი. -უსასრულო ლოდინისთვის ხარ მზად? -მზად ვარ, ჯული განა აქამდე ველოდი რამეს? -დრო მჭირდება თომა. -დრო გაქვს, დროს არ გინიშნავ შენ უნდა მიხვდე როდის უნდა მითხრა შენი ბოლო სათქმელი.ახლა მეც დაგტოვებ და იფიქრე, ვფიქრობ ყველას ნათქვამს კარგად გაიაზრდებ. თომაც წავიდა,ალექსანდრე ევასთან შევიდა მუცელზე ხელი დაადო და უთხრა. -რაო ექიმმა რა გითხრათ როგორაა დედა და შვილი. -ყველაფერი კარგად არის ჯამრთელია და ნაყოფი ახალია, მაგრამ მითხრა დიდი ბავშვი იქნება და პირველ თვეებში უკეთესია თუ დიდ დროს დაწვები და დაისვენებ, მაგრამ უნდა იარო კიდეცო. -მაინც გეზარება დილით ადგომა და შენც იწექი. თქვა სიცილით და მუცელზე ხელს უსობდა. -ერთ თვეში დამიბარა და........ -და სქესის გავიგებთ? თვალები გაუბრწყინდა ალექსანდრეს და პასუხის მოლოდინში გულიც კი აუფრიალდა. -სქესის გაგება ჯერ ადრე არის, მაგრამ დღეს მისი გულის ძგერა მოვუსმინეთ, იცი როგორ ძლიერ ფეთქავდა დედამ იტირა ეს რას მოვესწარიო. -შემდეგ ჯერზე მეც წამოგყვები, მეც მინდა გავიგონო მისი გულის ხმა ჩავიწერო და ხშირად მოვუსმინო. ახლა როგორ ხარ, ისევ გულის რევა გქონდა დღეს? -დილით მქონდა, მერე ცოტა ვჭამე და აღარ. -გინდა რამე მოგიტანო,რამეს გთხოვს გული. -ახლა მხოლოდ ის მინდა ჩაგეხუტო და შენს გულზე დავიძინო,დაძაბული დღეები იყო ალექსანდრე და მომენატრე. -მეც მომენატრე საყვარელო, ირმა იცი რას შვრება? -მას ტოქსიკოზი აქვს ვერაფერს ვერ ჭამს და თან უნდა იწვეს ექიმმა ნაყოფი სუსტი არისო და საეჭვოდ გადააქნია თავი,რთული ორსულობა აქვს. -მართლა, აქ რომ მოვიყვანოთ ერთად იქნებით გაერთობით და უფრო არ იფიქრებს,გულსაც გადააყოლებს. ევას გაეცინა და ალექსანდრემ გაოცებულმა შეხედა, ევამ კი უთხრა. -რა დიდი და ფართე არის ჩვენი სახლი ისეთი როგორზედაც ვოცნებობდი, ყველა აქ მოდის, ყველას აქ უნდა ყოფნა და შენც გიხარია მათზე ზრუნვა. -როცა მეგობრებს უყვარხარ და შენც გიყვარს სხვაგვარად ვერ მოიქცევი ევა.... -იცი რას ვფიქრობ,შენსავით დიდი და თბილი გული ექნება ჩვენს შვილს.ალექსანდრემ პიჯაკი მოიხადა, სვიტერიც გადაიძრო და ევას გვერდით დაჯდა მისი თავი მკერდზე მიიდო და უთხრა.ალექსანდრემ ხელები მოხვია თავზე აკოცა და უთხრა. -დაიძინე საყვარელო ეს გული მხოლოდ შენ გახსენი, მხოლოდ შენ ხარ ჩემთან და ჩემში. ევამ ხელები მოხვია და მის გულზე თავდადებულს დაეძინა,ალექსანდრე ფიქრობდა ზოგჯერ გაიღიმებდა კიდეც ვინ იცის გონებით სად იყო და რას აკეთებდა რამდენიმე წუთში თავადაც ჩაეძინა ერთმანეთზე აკრულები ერთ სხეულად,ნინამ შეაღო კარი და ორივე ასე დაძინებული რომ დაინახა ჩუმად ფოტო გადაიღო და ფეხაკრებით გავიდა ოთახიდან, სამზარეულოში სიცილით შევიდა და ალექსანდრეს შეხედა, ალექსანდრემ კი უთხრა. -სად არიან ბავშვები........... -ბავშვებს დასძინებიათ და არ გავაღვიძე, ჩვენც მოვიცადოთ და ერთად ვივახშმოთ რომ გაიღვიძებენ. ფოტო აჩვენა და ორივემ სიყვარულით შეხედა ერთმანეთს,ალექსანდრესგან წასულმა იკამ ანასტასია მოინახულა რამდენიმე წუთი იქ შეჩერდა და შემდეგ ისევ განყოფილებაში წავიდა სადაც ხელი უნდა მოეწერა ტატოს განთავისუფლებაზე, მაგრამ იკა სასტუმროდან გამოსვლის დროს შემთხვევით იქ მყოფმა ენვერიმ შეხედა ის ეჭვობდა ანასტასიაზე რადგან რამდენჯერმე შეიცნო ხალხში და თქვა მომეჩვენაო, მაგრამ ისევ რომ შეამჩნია გადაწყვიტა ეთვალთვალა თუმცა ტელეფონზე ვასოს ზარი დაფიქსირდა და უპასუხა. -ნარეკი გქონდა...... -როცა თავისუფალი იქნები მოდი..... -უკვე თავისუფალი ვარ, სად მოვიდე. -მაშინ ჩვენს ადგილზე მოდი.რამდენიმე წუთში ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ენვერიმ თვალებში ჩახედა ვასოს. -ერთადერთი ადამიანი ხარ რომ არ მიღალატა,ამიტომ მინდა სიურპრიზი გაგიკეთო, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი საქმე უნდა გააკეთო რაზედაც კარგად გადაგიხდი. -მკვლელობის გარდა რაც გინდა მითხარი,მზად ვარ.ენვერიმ შეხედა ისევ სიბრაზე მოერია და თვალი არ მოუშორებია ისე უთხრა. -კარგად გადაგიხდი ვასო. -მკვლელობაა მართლა? -ტატოს უნდა ესროლო და უნდა მოკლა,გავიგე დღეს განთავისუფლდება.ვასოს გული აუფრიალდა სიხარულისგან,მაგრამ ფეხზე წამოდგა და ენვერის გაბრაზებულმა უთხრა. -გგონია ყოველ დღე ვკლავ? -ვასო კარგად გადაგიხდი და გპირდები მდიდარი ადამიანი იქნები,მაგრამ ეს დავალება უნდა შეასრულო მდიდარი რომ გახდე.ვასო დაფიქრდა............ -მიცნობ კარგად და იცი სიტყვის ადამიანი ვარ,საქმის შემდეგ მიიღებ ჩემს საჩუქარს. -როდის........ -თუ მოხერხდება დღესვე,ჯერ ტატო და შემდეგ სხვები. -სხვები ვინ გყავს მხედეველობაში,ვინ გინდა მოიშორო. -იკა,ფიქრია და არის კიდევ ერთი რომელიც ახლა მომელანდა. -მე პოსტზე უნდა დავფიქსირდე და დამირეკე როცა გაანთავისუფლებენ თუ რამე გავიგე მე დაგირეკავ. -დაელოდე ჩემს ზარს. ვასო წავიდა და უკვე სერიოზულ მდგომარეობაში იყო ფიქრებში წასული რომ ანდრეამ დაურეკა. -სად ხარ უნდა გნახო. -პოსტზე მივდივარ,საღამოს ვმუშაობ. -მანქანით ხარ? -მანქანით ვარ, რატომ მეკითხები. -რაზედაც შევთანხმდით სრულად მომაქვს,მე არ ვიცი თქვენ რაზე ისაუბრეთ თანხა სრულად მომცა და იცი რომ ასეთ ადამიანს ვერ გადააგდებ წინააღმდეგ შემთხვევაში ის ტყვია შენ მოგხვდება ვასო.ვასო დაიბნა და ხმა ვერ ამოიღო, შემდეგ კი თქვა. -რამდენიმე წუთში ადგილზე ვიქნები,სახლთან მისვლამდე დამელოდე მოშორებით. -კარგი, მე უკვე აქ ვარ და გელოდები.ვასოს ცივი ოფლი ასხამდა სიჩქარეს მოუმატა და მალე ანდრეას მანქანაც დაინახა,მანქანა დააყენა და ანდრეაც გადმოვიდა მანქანიდან ხელში მცირე ზომის ჩანთა ეჭირა და ვასოსთან მივიდა თვალებში შეხედა და უთხრა. -შეინახე მერე კი სალაპარაკო გვაქვს.ვასომ შეხედა ანდრეას და უთხრა. -ანდრეა ცუდად ვარ......... -მეც ცუდად გავხდი ამდენი ფული ცხოვრებაში არ მინახია,გამომართვი არავინ დაგვინახოს. ვასომ ჩანთა ჩამოართვა ანდრეას და მერე ისევ მას მიუბრუნდა. -კარგად მომისმინე რასაც გეტყვი და კარგად იცი ასეთ დიდ თანხას ტყუილად არავინ გაჩუქებს ეს იარაღი უნდა დაიტოვო და რატომ, არსად არ არის დაფიქსირებული ასე რომ შენთვის კარგია ხელთათმანებს გაიკეთებ და კვალიც არ დააჩნდება ესვრი და იარაღსაც იქ დატოვებ,გასაგებია? -გასაგებია... -კიდევ არის ერთი რაღაც რაც აუცილებლად უნდა გააკეთო. -გისმენ..... -დღეს უნდა შესრულდეს ეს საქმე, რადგან ტატოს დღეს ანთავისუფლებენ რამდენიმე საათში ის გარეთ იქნება, მთავარი კი იცი რა არის რაც დამქირავებელს უნდა, ენვერი უნდა გყავდეს გვერდით და ენვერიმ უნდა შეხედოს რომ შენ ტატოს ესროლე,მაგრამ თავის იარაღი თუ შემოგთავაზა არ გამოცვლი იარაღს ვასო გასაგებია? -გასაგებია, მაგრამ დარწმუნებული ხარ ტატოს დღეს გაათავისუფლებენ? -დღეს და რაც გითხარი ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, ვასო წამზომი ჩაირთო ტატო რამდენიმე საათში გარეთ იქნება გააკეთებ შენს საქმეს და რამდენიმე დღე გაქრები,მაგრამ ჩემთან მოხვალ და დამქირავებელიც იქ იქნება უნდა რომ საქმის დასრულების შემდეგ გნახოს. -გასაგებია მე წავალ,მაგრამ ალექსანდრე? -ალექსანდრესთან მე მოვაგვარებ რამეს მოვიფიქრებ. ანდრეამ ხელი ჩამოართვა ვასოს და წავიდა, შემდეგ კი იკას დაურეკა. -გადავეცი, შეშინებულია ძალიან.... -გააკეთებს, ყველაფერი ისე გამოვიდეს როგორც დავგეგმეთ და ალალი იყოს ენვერის ფული ვასოზე უკან არც მოვითხოვთ. -არ უნდა უთხრათ სიმართლე? -დაასრულოს ყველაფერი კარგად და ვეტყვით,რომ ცხოვრების ბოლომდე არ იტანჯოს ადამიანი მოკლა თუმცა მაინც მიხვდება ტატოს რომ ცოცხალს დაინახავს. ანდრიას გაეცინა და ალექსანდრესთან მივიდა, ალექსანდრე სახლში დახვდა სპორტულებში ჩაცმული სამზარეულოში იჯდა ხელში პური და ყველი ეჭირა და გემრიელად ილუკმებოდა, ანდრეამ შეხედა და უთხრა. -მეც მინდა ყველი და პური.....ნინას გაეცინა და თქვა. -ისე როგორც ბავშვობაში? -ჰო ნინ და ერთი ცალი პომიდორიც მარილი წამიყარე მარტო.ალექსანდრე ხმას არ იღებდა უყურებდა ანდრიას და სიცილით თქვა. -ჩემს სახლში პური და ყველიც ვერ მიჭამია თავისუფლად შენ რომ არ შემეცილო. -რას იღრინები ვიყიდი და მოვიტან.... -ბავშვობიდან აქ დადიხარ როდის მოგიტანია რამე ხვალ რომ იყიდო და მოიტანო. -ალექსანდრე..........ნინა გაოცებული უყურებდა შვილს და უთხრა. -ვეღარ გცნობ შვილო.... -შეიცვალა, რაც ევა შემოვიდა ამ სახლში მის მერე შეიცვალა. თქვა ანდრეამ და სამზარეულოში შემოსულ ევას თვალი ჩაუკრა. -ვინ შეცვალა და რა შეცვალა ევამ. იკითხა და ალექსანდრეს ხელიდან აართვა პური და ყველი, ჩაკბიჩა და თვალები დახუჭა. -რა გემრიელია ალბად იმიტომ რომ შენი ლუკმა იყო,მოდი ორივემ გავიყოთ. -ორივემ თუ სამივემ.... -მე მაქვს არ მინდა.... თქვა ანდრეამ და პომიდორი ჩააგემოვნა, მაგრამ ალექსანდრემ შეხედა და უთხრა. -შენ ვინ გგულისხმობს აქ არის მესამე ჩვენი ნაწილი. ანდრეა ალექსანდრეს უყურებდა,ევამ კი მასაც აართვა პომიდორი თეფშიდან და ანდრეამ შეხედა. -მეტი არ არის ჩემი რომ არ ჭამო? შემდეგ უეცრად ალექსანდრეს შეხედა და უთხრა. -სერიოზულად? -სერიოზულად, მაგრამ არ მითხრა რომ ანდრეა დავარქვა მე შერჩეული მაქვს სახელი უკვე. -რა სახელი გინდა დაარქვა. -შენ თუ დამთანხმდები რობი..... -არა, არავითარ შემთხვევაში. თქვა ევამ და ალექსანდრეს თვალებში უყურებდა. -კარგი,კარგი დამშვიდდი შენ თუ არ გინდა სხვა სახელი მოვიფიქროთ და რაც შენ გინდა ის დავარქვათ. -ალექსანდრე, ალექსანდრე მინდა დავარქვა. -ხომ გვყავს უკვე ალექსანდრე ევა. -გვყავს ალექსანდრე, მაგრამ მე მინდა ალექსანდრე სურმანიძე მყავდეს და ასე გაგრძელდეს ყოველთვის. ალექსანდრემ ნინას შეხედა და ნინამ ღიმილით დაუქნია თავი ეს ნიშნავდა რომ თანახმა იყო ისიც. ანდრეა უსმენდა მეგობრებს,მაგრამ მისი ფიქრები ვასოსთან იყო ვასო კი ამ დროს ენვერისთან მივიდა. -რა მოხდა,რა ფერი გადევს. -გავიგე რომ დღეს ტატოს გაანთავისუფლებენ და გინდა საქმე ბოლომდე მივიყვანოთ? -შენ თუ მზად ხარ და გხედავ მზად ხარ, დაუსვათ წერტილი ამ საქმეს. -წამოხვალ? -საქმეები მქონდა მნიშვნელოვანი,მაგრამ წამოვალ ამ სიამოვნებას ახლოდან ვნახავ. ვასო ნერვიულობდა, ენვერი კი სიხარულის ზენიტში იყო ვასო განყოფილებასთან დადგა, რამდენიმე წუთში ტატო განყოფილებიდან გამოვიდა, ენვერი უყურებდა როგორ მივიდა ტაქსთან და უკვე უნდა ჩამჯდარიყო რომ დაურეკა. -უკვე გაიგე რომ გარეთ ვარ,კარგად მუშაობს შენი შიკრიკი. -შენზე უკეთესად, ჩვენს ადგილზე გელოდები. ტატოს ჩაეცინა და შალვას შეხედა. -საით მივდივართ მეგობარო. -შალვა წადი ჩენს ძველ ადგილზე და ვფიქრობ ცუდი არაფერი მოხდება. -წავედით. ორივე ჩუმად იყო შალვამ სარკეში გაიხედა და ტატოს უთხრა. -ტატო ის გელოდა უკვე. -ვიცი და მალე დასრულდება მისი მეფობაც. -გინდა გადავიდე ამ უკაცრიელ ადგილზე და კისერი მოვუგრიხო? -ლაშა შენ არ მიცნობ მეგობარო დღეს უბრალოდ ტაქსის მძღოლი ხარ,მიმიყვან ადგილზე და წახვალ. -გგონია იქ დაგტოვებ? -შენ რომ არ წახვიდე გეგმა ჩაგვეშლება ამ გეგმის გამო ვიყავი იქ რამდენიმე დღე. -მეც დამაჯინეთ მასე და დამასვენეთ რამდენიმე დღე არ მოგკლებია შემწვარ-მოხრაკულები ძმაო. ორივე იცინოდა, მაგრამ ლაშამ შეხედა ტატოს და უთხრა. -არ დაგტოვებ, იქ არ გავჩერდები მაგრამ რამეს მოვიფიქრებ. მივიდნენ მათ ადგილზე ვასო უკვე იქ დახვდა ტაქსი გაჩერდა ტატომ მძღოლს ფული გადაუხადა და გაუშვა, უყურებდა მიმავალ ტაქს და როცა თვალს მიეფარა ენვერის მიუბრუნდა. -ადრე უნდა მეფიქრა რომ ცოცხალი აღარ გჭირდები და ერთ დღეს ჩემს მოკვლასაც დაგეგმავდი ,მე ხომ შენი ყველა საიდუმლო ვიცი და შენ რა გგონია ვასო ჩემს მერე ენვერი ცოცხალს დაგტოვებს, მაგრამ არა შენც ჩემსავით მოგიშორებს,მიდი ახლა რას ელოდები, მესროლე. -შენ ახლა ფიქრიაზე ნერვიულობ და ნუ ინერვიულებ ის სულ მალე შენთან მოვა აქ თუ ვერ მოახერხეთ ერთად ყოფნა, იქ სულ ერთად იქნებით. -ენვერი რა გინდა,რა მიზანი გაქვს შენს მიზანს აზრი თუ აქვს ან როდემდე გინდა კლა და აწამო ადამიანები და რას მიაღწევ ჩემი მოკვლით ვინმე მადლობას გეტყვის? -არც კი ველოდები არავისგან მადლობას.... -მე კი იცი რას გეტყვი, შენი დრო იწურება ენვერი..... -ენვერი, ვხედავ უკვე აღარ ვარ ბ-ნი ენვერი? -გინდა ბატონობით მოგმართონ, მაგრამ შენ ხომ არავინ ხარ სიმართლე ეს არის.მესროლე ვასო რა გაშტერებს, მაგრამ იცოდე ძალიან დიდ შეცდომას უშვებ. -მოულოდნელად დაფიქრდა ვასო და აკანკალებული ხელი ენვერისკენ წაიღო,მაგრამ შემდეგ ტატოს ესროლა და ისიც ნელა ნელა ჩაიკეცა და დარჩა თვალგახელილი ენვერი ახლოს მივიდა ფეხზე ფეხი კრა და სიხარულით თქვა. -მოკვდა,მოკვდა და წაიღო თან ყველა ის საიდუმლო რაც სხვამ არ იცის ახლა კი წავიდეთ, სიურპრიზის დრო მოვიდა. ყოჩაღ ვასო შენ მართლა რომ სანდო ხარ,ახლა ორივეს საიდუმლო გვაქვს და ერთმანეთს დავიცავთ, მაგრამ ეს გამომართვი. -ეს რა არის. -შენ ბანკის ვალი გქონდა,ასეა? -კი მქონდა და ვიხდი ყოველთვიურად. -აღარ გადაიხდი, რადგან დაფარულია შენი ვალი მიხვალ და რომ გაანულო ხელი უნდა მოაწერო სახლში დამტოვე და შენ ბანკში წადი რომ საქმე მოაგვარო. -მადლობა, დიდი მადლობა. -ვალში აღარ ვარ შენთან ვასო. -რა ვალი, რის ვალი მადლობა ბ-ნო ენვერი. ენვერი ბინასთან დატოვა და თავად ბანკში მივიდა სესხის დაფარვა გაანულა და ბედნიერი სახით გამოვიდა ბანკიდან, ვასოს წასვლის შემდეგ ტატოსთან ლაშა მივიდა ჯილეტი გაუხსნა და სახეშიც გაარტყა ხელი. -როგორ ხარ,ახლოდან იყო სროლა და ვიცი მტკივნეულია. -შენ არ წასულხარ,იკას დაურეკე.ლაშამ იკას დაურეკა,მაგრამ იკას ანერვიულებული ხმა გაიგონა. -როგორ ხართ, ტატო...... -გავაცოცხლე ტატო და კარგად არის.ტატომ ტელეფონი გამოართვა ლაშას და იკას უთხრა. -დაურეკე ახლავეს ანდრეას ვასო მოვიდეს ლაშას მისამართი მიეცი, მეც მალე მოვალ ლაშა მომიყვანს, ტელეფონი გათიშა და ლაშას შეხედა თან უთხრა. -ნუ მიყურებ შეშინებული,კარგად ვარ. -წავედით მაშინ. -წავედით.თქვა ტატომ და წავიდნენ, მაგრამ განყოფილებას გვერდი აუარა ლაშამ და თავის ბინაში მივიდა მტკივნეულ ადგილზე ყინვა დაადო ტატოს და რამდენიმე საათში ანდრეა ვასოსთან ერთად მივიდა მათ კი უკან იკაც მიყვა,ვასო კი გაშეშებული იდგა და ტატოს უყურებდა ტატო კი წამოდგა გაჭირვებით მასთან მივიდა და ძლიერად მოქნეული ხელი ცხვირში მოხვდა თან აღრიალდა. -რატომ,ფულის გამო? -ეს, ეს, ეს ყველაფერი მოწყობილი იყო? -მოწყობილი იყო და ენვერიმ ეს არ უნდა გაიგოს. -ფული, ის ფული ყალბია და ნამდვილი არ არის. -ის ფული ნამდვილია ვასო მაგრამ არავინ გთხოვს იმ თანხას ის ენვერის ფულია და იყოს შენთან ამხელა რისკზე წადი ფულის გამო უკან როგორ დავიბრუნებთ. თქვა სიცილით იკამ -რა გინდათ გავაკეთო.... -იქნები ენვერის გვერდით და მის ყველა ნაბიჯს გვეტყვი. -მითხრა რომ კიდევ ორი ყავს გეგმაში მოსაკლავად და ბოლოს შენ მოგიტოვა იკა.იკამ შეხედა ვასოს და სიცილით უთხრა. -ჩემამდე ვერ მოაღწევს იარაღით,ის ორი ვინ არის. -ფიქრია და კიდევ ერთი,მაგრამ ვინ არ ვიცი... -კარგი მე ვიცი ვინც არის, ახლა წადი და ფრთხილად იყავი იცოდე გითვალთვალებთ. ვასო წავიდა,უხაროდა რომ მკვლელი არ გახდა და ასევე უხაროდა ფული რომ მასთან დარჩა, ბანკის ვალიც გაანულა და მომგებიანი გამოდგა ვასოსთვის ტატოს მკვლელობაში მონაწილეობა. ზოგჯერ რა ძნელია ფიქრი როცა ფიქრობ შენს გარშემო ვინ დგას და შიშით უყურებ მათ, თუმცა როცა ძალიან წვიმა არის და წვიმიან დღეს გარეთ გასვლა გიჭირს ფიქრობ და წარსულის მოგონებებით იკვებები,მაგრამ ენვერის რა დააჯენს სახლში მას ერთი აზრი აქვს აკვიატებული და ის აზრი თავიდან და გონებიდან უნდა ამოიგდოს,მაგრამ ვერა ვერ შეძლო და სანამ სიმართლეს არ დაადგენს ვერ მოისვენებს. ზამთრის სუსხიან დღეს ქარიც რომ დაჰქრის და ზუზუნებს ენვერი იმ სასტუმროში მიდის სადაც იკა დაინახა შემთხვევით, სასტუმროში შევიდა ნომერი აიღო და სასტუმროს ვესტიბილში დაჯდა ისე მშვიდად თითქოს არასდროს ყოფილა არაფერზე აფორიაქებული. -"არ იდარდო ენვერი მშვიდი ხარ,თუმცა მათ არ იციან ჩემი დუმილი იმაზე მეტს ამბობს ვიდრე საჭიროა და სწორედ ამ სიმშვიდეში ვიპოვი იმას რასაც ან ვისაც ვეძებ''. თავის თავს აფრთხილებდა,მაგრამ რამდენიმე წუთში უკვე თვალებგაფართოვებული უყურებდა მასთან რამდენიმე ნაბიჯში მდგარ ანასტასიას რომელიც ჩანთით ხელში სასტუმროში შემოვიდა, გასაღები აიღო თავისი ნომრის და წავიდა,უკან გაყვა ენვერიც და შეხედა რომელ ნომერში შევიდა ანასტასია და კარი დაკეტა თუ არა ნომერის იქ მურადი დახვდა და უთხრა. -იქ იყო შემოსასვლელში თითქოს გელოდა და დაგინახა კიდეც,დარწმუნდა რომ შენ ხარ. -ვიცი და უკანაც გამომყვა,მალე აქ იქნება მაგრამ შენ ჯერ არ უნდა დაგინახოს. -მოვიდეს, მოვიდეს აქ ვართ. თქვა მურადიმ და კარზე ფრთხილი კაკუნიც გაისმა. -დაიმალე ახლავეს და ვერანდაზე გადი.მურადი ვერანდაზე გავიდა,ანასტასიამ კარი გააღო და მის წინ ენვერი იდგა რომელიც ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა და უღიმოდა. -ვფიქრობ მელოდი და მეც მოვედი...... -სტუმარს მობრძანდის ეუბნებიან როცა სასიამოვნო სტუმარი ეწვევა ოჯახს, მაგრამ შენ როგორ შემოგიპატიჟო როცა რომ დანახვაც კი არ მინდა შენი. ენვერიმ დამცინავად შეხედა ანასტასიას და ნომერში შევიდა დაუპატიჟებლად შემდეგ მიუბრუნდა და უთხრა. -მოგენატრა დაბრუნება თუ რატომ დაბრუნდი........... -როდის იყო შენ გითანხმდებოდი ჩემს გეგმებზე ან წასვლა როდის შეგეკითხე დაბრუნება რომ მეხარებინა შენთვის. ენვერი ახლოს მივიდა ანასტასიასთან რომელმაც უკან ერთი ნაბიჯითაც არც კი დაიხია და ენვერის თვალებში უყურებდა. -რა გინდა,რატომ დაბრუნდი წარსულს რატომ ქექავ და ეძებ,ვინ ხარ რად იქეცი და რატომ ხარ ასეთი ცარიელი,რომ გიყურებ სურვილიც არ მაქვს გიწოდო ქალი.ანასტასიამ თითი მიადო ენვერის გულზე და მისი თითით გასწია ამაზრზენი სახე მისი სიახლოვიდან,შემდეგ კი უშიშრად შეხედა და უთხრა. -სხვის სათქმელს ამბობ ეს სიტყვები მე უნდა მეთქვა შენთვის,იცი შენი ფერი არ მომწონს სახეზე კი ცალყბა და ნაძალადევი ღიმილი გაქვს ამდენმა ბოროტებამ ვერც კი ხვდები როგორ დაგაცარიელა.კარზე კაკუნი იყო და ენვერიმ კარს შეხედა რომელიც ოდნავ ღიად იყო,შეხედა ანასტასიას და უთხრა. -სტუმარტი გყავს მე დაგტოვებ, მაგრამ მელოდე. -მეც აქ ვარ.ანასტასიამ კარისკენ შებრუნდა და ნომერში ენვერისთვის უცნობი მამაკაცი შემოვიდა, რომელსაც ანასტასია სიხარულით შეხვდა. -დაბრუნდი საყვარელო.... ენვერი წავიდა, უცნობმა კი ანასტასიას მიუბრნდა და უთხრა. -რატომ გაუშვი ასე მარტივად და იოლად, ის მოულოდნელ დროს დაბრუნდება. -ისევ მოვა თუნდაც დღესვე, დაგინახავს რომ წადი და დაბრუნდება.ენვერი სასტუმროდან გავიდა და უაზროდ იარა რამოდენიმე საათი, შემდეგ ერთ ბარში შევიდა და იქ რამოდენიმე ჭიქა ვისკი შეუკვეთა და როგორი ღამეა იცით რომ უნდა იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, რეალობას მოსწყდე ამ სამყაროდან გახვიდე და გადაეშვა ფიქრების ზღვაში.ენვერის გული ბობოქრობდა,ხვდებოდა რომ ძალას კარგავდა და გაბრაზებულმა დატოვა ბარი, სიბრაზისგან დაბრმავებულმა სადგომზე დაყენებული მანქანის მინა ხელით ჩაამტვრია სიგნალიზაციამ იქაურობა აიკლო, ენვერი კი წავიდა ხელიდან სისხლი სდიოდა და ვერ მოისვენა ის ისევ დაბრუნდა და არც კი დაფიქრდა ისე მივიდა ანასტასიას ნომერთან კარზე დააკაკუნა და კარი ისევ ანასტასიამ გაუღო გაოცებულმა და უთხრა. -გაიგე სად ვარ და გინდა ყოველ დღე აქ მომაკითხო,რა გინდა რისთვის დაბრუნდი. -მარტო ხარ? -აქ ვინმეს ელოდი? -შენ წარმოიდგინე და ველოდი,მაგრამ უკეთესიც არის რომ მარტო ხარ.ენვერი უყურებდა ანასტასიას რომელსაც არ მოეწონა ენვერის არც გამოხედვა არც მისი საუბრის ტონი. -ენვერი რა გინდა როგორც მხედავ მე დავბრუნდი, მაგრამ არ შეგაწუხე, შენ კი მოდიხარ მაღალი და მბრძანებლური ტონით მელაპარაკები და რა გინდა შენ თავადაც არ იცი. -კარგია რომ ხვდები რომ სიმპატიით არ ვარ განწყობილი შენს მიმართ, ფული სად არის. -რა ფული, რომელი ფული......თვალებში უყურებდა ენვერის და არც დაბნეულა. -ნუ მეთამაშები და უკეთესია შენთვის მითხრა სად არის ფული,ჩემი ოქრო და ჩემი ძვირფასი ნივთები. -შენ სულ გაგიჟდი რამე ჩამაბარე და არ მახსოვს ან საიდან როგორ ათი დღეა მხოლოდ რაც აქ ვარ. -როდემდე შეძლებ დამალვას, ფული დამიბრუნე და მითხარი ვინ დგას შენს უკან. -შენ მთვრალი ხარ, ფხიზელმა ვერ შეძელი ვერაფერი დალიე და ისევ დაბრუნდი? -მითხარი ვინ გმფარველობს, ვინ დაგმალა და ვისთან ხარ. -რა შენი საქმეა მე ვისთან ვარ.....იყვირა ანასტასიამ და თვალებში უყურებდა,შემდეგ კი ჩაიცინა და უთხრა. -ისე მოდი და უსირცხვილოდ მიყურებ თითქოს კარგი მოგონებები მქონდეს შენგან. -გაჩუმდი.......... -რატომ გავჩუმდე, სიმართლე მწარეა არაა? -გაჩუმდი ანასტასია..... -შეგვეძლო ამდენი წლის შემდეგ დავმსხდარიყავით და ლამაზი მოგონებებზე გვესაუბრა,მე კი რა მოვიგონო როგორ ვიმალებოდი ქუჩიდან ქუჩაში და ის სახლი სადაც გავლაც არ მინდა ისეთი მტკივნეულია იმ ადგილის გახსენება.არ მინდა გავიხსენო და თითქოს თავს ვარიდებ ამაზე ფიქრს,მაგრამ ჩემს თავთან მარტო როცა ვარ სულ შენი ამრზენი სახე მიდგას წინ და არ მინდა, მაინც მიმორჩილებს წარსულის ტკივილი და მეც წარსულის ზღვაში გადავეშვები ხოლმე აი იმ ზღვაში ასე ძალიან რომ გტკივა წარსული და ცდილობ უკეთესი მომავალი გქონდეს. მე კი ვიკარგები წარსულის მოგონებებში ზოგჯერ წამიერად,ზოგჯერ წუთიერად სანამ ვინმე არ გამომაფხიზლებს და არ მეტყვის ,,სად ხარ და რაზე ფიქრობ?" ენვერი ყველაფერი შეიძლება გაქრეს,მაგრამ მოგონებები არასდროს არ ქრება ეს ჩემი მტკივნეული მოგონებებია, რომლებსაც მე შენგან გავექეცი და შენგან შორს მყოფს თითოეულმა ტკივილიანმა ცრემლმა მე ძალა მომცა სიცოცხლის და უკეთესი ცხოვრების. -გითხარი გაჩუმდიმეთქი. უყვირა და მოქნეული ხელი სახეში გაარტყა, მოულოდნელი დარტყმისგან ანასტასია წაიქცა,გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო არც დააცადა თმებში წვდა და ოთახის შუაში გაათრია თან ისე ძლიერად ქაჩავდა ანასტასია ტკივილისგან ყმუოდა, როგორ შეძლო ტკივილისგან გამწარებულმა ფეხებშუა ამოსცხო ფეხი და ენვერი ჩაიკეცა,მაგრამ შეხედა ვერანდის კარიდან მისთვის ნაცნობი სახე შემოვიდა და მის წინ გაჩერდა. -გაგიკვირდა ბებერო ძაღლო, მე კი ეს გაკვირვება უნდა დაგიკმაყოფილო შენს წასაყვანად მოვედი ენვერ. -შენ, შენ, შენ..... დაიბნა,ენა დაებლუკა და სიტყვებიც ვერ იპოვა სათქმელად. -თქვი, თქვი, მიდი გაბედე და თქვი რისი თქმაც გინდა მე გისმენ.თქვა და სიგარეტის ღერი აანთო,შემდეგ კი ახლოს დაუდგა და ენვერის თვალებშუა თავი დაარტყა,ენვერი დაიბნა თავზე ხელი მოიკიდა და ცხელი სითხე დაედინა ცხვირიდან,მაგრამ მურადიმ ისევ დაარტყა. -ეს ჩემი დის წამებისთვის,რაო ხომ არ გეტკინა. -მომისმინე......ორივე ხელები აიფარა სახეზე,მაგრამ მურადიმ ისევ დაარტყა და უთხრა. -ეს ჩემს გამო როგორ მაწამებდი მე კიდევ არ ვარ შენსავით სასტიკი, შემდეგ მაგიდაზე დადებული საფერფლე აიღო და ანასტასიამ ხელი დაუკავა. -არა, არა ეს არ გააკეთო. უთხრა მაგრამ მურადი მხეცს ჰგავდა და ენვერის მთელი ძალით ჩაარტყა დიდი და მძიმე ბროლის საფერფლე. -ეს დედაჩემის გამო რომელიც შენ მოკალი .კიდევ წიხლი ჩააზილა და უთხრა. -ეს ჩვენი დანგრეული ოჯახის გამო შენ რომ დაანგრიე,წააქციე და დაშალე ნაკუწებად. ენვერი ძირს დაეცა,ანასტასიამ კი მურადის შეხედა. -აქედან წადი ახლავეს,ისევ ვერანდიდან.ენვერი უძრავად ეგდო ტელეფონი აიღო და აკანკალებული ხელით ნორემი აკრიბა. -გისმენ..... -მოვკალი, მგონი მოვკალი ერეკლე გესმის? -მოვდივარ, გაჩუმდი და არავის არაფერი არ უთხრა.ანასტასიამ ტელეფონი გათიშა,ერეკლემ კი იკას დაურეკა იკა გიჟივით გავარდა მხოლოდ ერთმა ზარმა შეაშინა თუ პირიქით არ უნდოდა ჯერ ენვერი მომკვდარიყო,ანასტასია კართან იდგა და იკა დაინახა თუ არა შვება იგრძნო,იკამ შეხედა შეშინებულს და თქვა. -რა მოხდა, რა გააკეთე ასე რომ გათიშე.ანასტასიამ უთხრა რა როგორ იყო და იკამ თქვა. -აქედან უნდა გავიყვანოთ,კლინიკაში მივიყვან. -არა კლინიკაში საშიში არის ექიმი პოლიციას გამოიძახებს. -კლინიკის საქმეს მე მოვაგვარებ,შენ მხოლოდ მომეხმარე რომ აქედან გავიყვანოთ.კარზე ზარი იყო და იკამ ანასტასიას შეხედა. -ერეკლე არის მე დავურეკე. -კარგია მომეხმარება.....კარი გააღო ანასტასიამ და ორივემ შეხედა შეშინებულ ერეკლეს, ერეკლემ კი იკას შეხედა და ღრმად ამოისუნთქა. -შენ აქ ხარ მე კი რა არ ვიფიქრე. -მომისმინე,აქედან უნდა გავიყვანოთ.... -სასწრაფოს გამოვიძახებთ და აქედან ისე გავიყვანთ,შეუძლებელია სხვაგვარად გაყვანა ყურადღებას მივიქცევთ.იკა ანასტასიას მიუბრუნდა და უთხრა. -კარგი აზრია, შენ კი ფიქრიას დაურეკე საქმე დააჩქაროს და აქედან გაქრებით მურადისთან ერთად,მან გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა..... -ჯერ არ დამისრულებია ეს ასე ადვილად არ მოკვდება იკა. მურადი იდგა იკას წინ და იკამ ერეკლეს შეხედა. -ანასტასია დამალე ეს სადმე კარადაში შეტენე რომ ჩუმად იყოს. თქვა იკამ და მურადის შეუბღვირა, შემდეგ კი სასწრაფო გამოიძახა და ენვერი ლეოს კლინიკასი გადაიყვანა,ლეო გაოცებული უყურებდა მეგობარს და შემდეგ გაუბედავად იკითხა. -რა მოხდა, სიმაღლიდან გადმოვარდა თუ ტრაილერმა გაიტანა აქ ონკოლოგიურია ძმაო და არა ტრავმატოლოგიური. -რამდენიმე დღე უნდა გააჩერო, არ მისცე გამოფხიზლების უფლება და დღეს ხვალ საღამომდე მიეცი ძლიერი დასაძინებელი იქნებ ძილშიდაც გაიპაროს თუ მართლა რამე მოხდა არავინ გამოგედევნება,პასუხს არავინ მოგთხოვს. -იკაააა...... -გთხოვ ლეო უნდა დამეხმარო. -იკა გამანადგურებ შენ შენი საიდუმლოებებით. -გპირდები ეს ბოლოა...იკა წავიდა,ფიქრია კი ანასტასიას ზარის შემდეგ კლასიკურად გამოეწყო და ენვერის მდივანთან ერთად ბანკში მივიდა სადაც ენვერის მიერ ხელმოწერილი ქაღალდები და მინდობილობა მიიტანა. -გისმენთ..... -უფროსის ნახვა მინდა.... -გისმენთ, მითხარით რა თემაზე გსურთ უფროსის ნახვა სესხის გატანა გსურთ? -არა ძვირფასო,თანხის გატანა მინდა რაც თანხა დევს ენვერი ნადაშვილის სახელზე აქ კი მისი ხელმოწერილი ქაღალდებია და ასევე მისი მინდობილობა. -დიახ ვხედავ,წამობრძანდით.გულის კანკალით წაყვა ორივე უფროსთან,კაბინეტში შესულებს უფროსი ფეხზე ამდგარი შეეგება და სავარძელი შესთავაზა, შემდეგ კი ქაღალდები აიღო ხელში და სათითაოდ გადახედა, მაგრამ ჩაფიქრდა და თქვა. -ეს დიდი თანხა არის, უნდა დავურეკო ბ-ონ ენვერის. -სამწუხაროდ ის საავადმყოფოშია უგრძნობ მდგომარეობაში და სწორედ მის გამო გვჭირდება თანხა რადგან გადავიყვანოთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ აქ გაჩერებას აზრი არ აქვს დროს დავკარგავთ.უთხრა ფიქრიამ და უფროსს უყურებდა. -შეგიძლიათ კლინიკაში დარეკოთ და მთავარ ექიმს დაელაპარაკოთ ის დაგიდასტურებთ მის კლინიკაში ყოფნას და მდგომარეობას. -კლინიკაში როდის მოხვდა.... -კლინიკაში გუშინ გვან ღამით მოხვდა, ქაღალდები კი რამდენიმე დღით ადრე არის დათარიღებული ალბად გრძნობდა რომ ცუდად გახდებოდა.დაურეკეთ ექიმს.... -კარგი არ არის საჭირო,გამოჯამრთელებას უსურვებ ბ-ონ ენვერის კარგი თანამშრომლობა გვქონდა, მაგრამ რას ვიზამთ. ქაღალდების ასლები დაიტოვა თავად და დაცვასთან ერთად წავიდნენ საცავში,საუბარი იყო არა ათასობით ლარზე არამედ მილიონებზე რომელიც ორივემ გადაინაწილა და რამოდენიმე საზღვარგარეთის ბანკში გადააგზავნეს ანასტასიას სახელზე. -მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ.დაემშვიდობა ბანკის უფროსი და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა ორივემ როცა ბანკი დატოვეს,ფიქრიამ შეხედა ლიანას და მხარზე შეეხო. -კარგად ხარ? -კარგად ვარ, მაგრამ ამდენ ფულთან ერთად მგზავრობა საშიშია ან რაში უნდა დავხარჯოთ. -ჯერ ადგილზე ჩავიდეთ და დახარჯვაზე მერე ვიფიქროთ. -,,ყველაფერი ჩვენს ხელთ არის იზრუნე დანარჩენზე,ჩვენ უკვე გარეთ ვართ''.ტელეფონზე შეტყობინება გააგზავნა და კმაყოფილმა სათვალე გაიკეთა. -,,წადი და რომ ჩახვალ ადგილზე დაბინავდები ალექსანდრეს მიწერე თქვენს ტელეფონზე იმედია თან გაქვს,ის კი მე მეტყვის და მეც მშვიდად ვიქნები ქვეყნიდან რომ გახვალთ. ფიქრია შენს მიერ მიყენებულ დარტყმას ენვერისთვის კიდევ სხვა დარტყმა მოყვება და ეს მის ცხოვრებას დაასრულებს ჩვენ კი დავიწყებთ ახალი ფურცლიდან პრობლემების გარეშე მშვიდ და წყნარ გარემოში''. -მადლობა ყველაფრისთვის ტატო, ერეკლე,თინო და ყველას. -მადლობა შენ ფიქრია რომ ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გეგმები და ვენდეთ და ჩვენმა ნდობამ გაამართლა.... -ეს არის მეგობრობა მეგობარო. უთხრა ერეკლემ. -არა თქვენ სცდებით,სწორედ ეს არის დასასრულის დასაწყისი. თქვა ტატომ და ერეკლეს გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება. -ქ-ნო ფიქრია..... შეშინებული და გაოცებული მიბრუნდა ფიქრია ბანკის უფროსისკენ, მაგრამ ამაყად იდგა. -გისმენთ....ტელეფონი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა და ერეკლეს ხმა ყურსასმენში ესმოდა. -არ დაიბნე,არ დაიბნე ფიქრია. -ყველაფერი რიგზეა და იმედია კმაყოფილები ხართ ჩვენი მომსახურეობით.ფიქრიამ შვებით ამოისუნთქა და გულწრფელად გაუღიმა მისკენ მომავალ ბანკის მმართველს ახლოს მოსულმა ხელი გამოუწოდა ფიქრიას და უთხრა. -მიხარია თქვენი გაცნობა.... -მადლობა კიდევ ერთხელ, მაგრამ უნდა წავიდეთ.ფიქრია შებრუნდა და მის წინ იკამ გააჩერა მანქანა და ფიქრიას უთხრა. -დაჯექით, პანიკური შეტევა მალე დაგეწყება გამომყევით.ფიქრია და ლიანა მანქანაში ჩასხდნენ და აეროპორტისაკენ წავიდნენ. -ტატოს ვერ ვნახავ? -ტატოს მისჯილი აქვს სახლში ჯდომა დროებით, მერე მოესიყვარულე.... -იკა...... -ყველაფერი ბოლომდე მივიყვანეთ რაც დავსახეთ და ენვერიმ ის მიიღო რაც დაიმსახურა. -რომ გაიგოს ბანკის ამბავი.... -გაიგებს, მაგრამ ის რომ გამოფხიზლდება თქვენ უკვე გასული იქნებით ქვეყნიდან. -მაგრამ თქვენ ხართ აქ და თქვენზე ვნერვიულობ.... -ჩვენ კიდევ სხვა გეგმა გვაქვს,ჯერ კიდევ არის რაღაც რაც ერთად უნდა გავარკვიოთ როცა გამოვა კლინიკიდან. თქვა გაბრაზებულმა და უეცრად მანქანა დაამუხრუჭა,გაოცებული უყურებდა მის წინ მდგარ ორ შეშინებულ ბავშვს. -იკა,იკააააა......... -ნუ ყვირიხარ შეცდომა არ დამიშვია,არც წითელზე გამივლია, მაგრამ საიდან გაჩნდა ეს ბავშვები აქ ან რატომ არიან ამ სიცივეში გარეთ. -ისინი ხომ სკოლაში უნდა იყოს ამ დროს.... -გადავალ ბავშვები შეშინებულია და დაველაპარაკები.იკა მანქანიდან გადავიდა და ბავშვებთან მივიდა, მუხლებზე დახეული შარვალი ეცვა ერთს 7 წლის თუ იქნებოდა,მეორე უფრო მაღალი იყო ალბად ერთი ან ორი წლით დიდი და მასაც ისე ეცვა უფრო ფეხსაცმელი ჰქონდა დახეული,იკამ ბავშვებს შეხედა და უთხრა. -აქ რას აკეთებთ,გზაზე რატომ გადამიდექით. -გადასვლა გვინდოდა მეორე მხარეს. -რომ ვერ მომესწრო და ვერ გამეჩერებია მანქანა ხომ დავუშვებდით გამოუსწორებელ შეცდომას მეც და თქვენც.... -ბოდიში არ გვინდოდა.იკამ ფეხზე ადგა მეორე მხარეს შებრუნდა და დაუსახლებელი ადგილი იყო აქა იქ შემოღობილები,მერე ბავშვებს მიუბრუნდა. -იქ რა გინდათ რას აკეთებთ,ამ დროს თქვენ ხომ სკოლაში უნდა იყოთ. -იქ კარგი ჯართი ვიპოვეთ სამი დღის წინ და მივდივართ ისევ ვნახოთ რამე, მერე ვყიდით ალუმინთან ერთად და სახლში პური ზეთი და კიდევ თუ დაგვრჩა რამე ვყიდულობთ ხახვსაც და კარტოპილსაც... -მშობლები? -მამა გვიან სამსახურიდან მოდიოდა და ვიღაც დაეტაკა მიატოვა გზაში და გაიქცა, ღამე იყო მამა სისხლისგან დაიცალა და მალე 40 დღე გავა რაც გარდაიცვალა.დედა კი მუშაობს,მაგრამ არ ყოფნის გადასახადებს და ოჯახშიც გვჭირდება ბევრი რამ ჩვენ კი ვეხმარებით როგორც შეგვიძლია თუმცა არ იცის ჯართს რომ ვაგროვებთ. -აბა სკოლაში რომ არ ხართ მასწავლებელი არ ეტყვის დედას არ დაურეკავს? -დღეს სკოლა არ გვაქვს,ადრე წამოვედით და სანამ დედა მოვა ცოტას მაინც მოვაგროვებთ. იკას ცრემლი მოერია და ბავშვებს უყურებდა, ორივეს ერთმანეთზე ჰქონდა ხელი ჩაკიდებული და არ უშვებდნენ ხელს. -არ წახვიდეთ დამელოდეთ.მანქანაში დაბრუნდა და საფულე აიღო, ფიქრიაც გადმოვიდა მანქანიდან და იკას შეხედა. -იკა რა ხდება.........იკამ შეხედა ფიქრიას და უთხრა. -ობლები არიან დედას ჩუმად ჯართს აგროვებენ რომ დედას მხარში დაუდგნენ და შეუმსუბუქონ შრომა.... -მერე რას აკეთებ საფულე შეინახე ახლავეს.ფიქრიამ ჩანთა გახსნა ფულის შეკვრა ამოიღო და ბავშვებთან მივიდა. -გამომართვით, აქ იმდენია მამას 40-საც გადაიხდით და ცოტა დრო გეყოფათ კიდეც. ბავშვებმა უკან უკან დაიხია და უარი თქვა ფულის აღებაზე,იკამ ტელეფონის ნომერი მისცა ბავშვებს ფულთან ერთად და უთხრა. -თუ დედას ეჭვი შეეპაროს ეს ნომერი მიეცი და დამირეკოს, მე პოლიციელი ვარ ხომ მხედავ ფორმაც მაცვია და თქვენთვის იკა პოლიციელი ვიქნები,რომ არ მეჩქარებოდეს მე თავად წაგიყვანდით სახლში და დედასაც ვნახავდი, მაგრამ გოგოები აეროპორტში უნდა წავიყვანო თქვენგან ზარს დაველოდები და ვიმეგობროთ შენი ასაკის დიშვილი მყავს ვაკო და გაგაცნობ მასაც.იკამ ხელი ჩამოართვა ბავშვებს ფული ჩანთაში ჩაუდო და გააფრთხილა რომ პირდაპირ სახლში მისულიყვნენ დედა კი როგორც მოვიდოდა დაერეკა მისთვის, პირობა მისცა ორივემ რომ დაურეკავდა დედა.იკა სწრაფად წავიდა ბავშვების სევდიანი თვალები არ შორდებოდა, ანასტასია აეროპორტში ელოდა და დაინახა თუ არა იკა ფიქრიასთან ერთად სიხარულისგან ხელგაშლილი გაიქცა და ჯერ იკას ჩაეკრა,იკამ შემოხვია მკლავები ანასტსიას და უთხრა. -დასრულდება მისი ეპოქა სულ მალე და დასასრულის დასაწყისი დაიწყება ჩვენთვის, გელოდები. -იკა დავბრუნდები, აუცილებლად დავბრუნდები. ანასტასიამ უკან დაიხია და ფიქრიასთან მივიდა იკა,ფიქრიამ ცრემლი მოიწმინდა და იკას გაღიმებულმა შეხედა,იკამ გაუცინა და უთხრა. -ასეთი ღიმილიანი მინდა რომ გნახო,მაგრამ იცოდე რომ ვალში ხარ ჩემთან. -რატომ? გაუკვირდა ფიქრისა და იკამ თავზე მოიკიდა ხელი და გულიანად გაიცინა. -აქამდე მტკივა შენი დარტყმული კოპი ჯერ კიდევ მაქვს არ დამჯდარა,მოდი ჩემთან.გულში ჩაიკრა ფიქრია და ტირილით უთხრა ფიქრიამ. -მაინც ავასრულებ რაც დაგპირდი. -რას დამპირდი, მოგკლავო? ორივე იცინოდა,მაგრამ ტირილით ნათქვამმა სიტყვებმა იკასაც ცრემლი მორია. -არასოდეს დაგივიწყებ, არ შემიძლია თქვენი დავიწყება. -არ მოგცემ დავიწყების საშუალებას,დარწმუნებული ვარ დაბრუნდები და არა მარტო.... -ვისთან ერთად მაბრუნებ უკან იკა.... -წადი სადაცაა დასრულდება რეგისტრაცია და მაგას მერე მიხვდები როცა დაბრუნდებით და მნახავთ. -მოულოდნელად დაგადგები თავზე იცოდე, ყოველ დღე მელოდე.... ანასტასიამ და ფიქრიამ გაიარა რეგისტრაცია და სულ მალე ორივე თვალს მიეფარა,ლიანა კი იკასთან ერთად დაბრუნდა უკან და იკამ უთხრა. -დაპირებულ თანხას სრულად მიიღებ ლიანა ორ დღეში. -კარგი იკა და ენვერი? -შენ არაფერი იცი.... -როგორ, ბანკში ხომ მივა.... -ეს არაფერია თავისი ხელმოწერა იყო ქაღალდებზე, მინდობილობა თავად ქონდა მიცემული ფიქრიასთვის და ქაღალდები ხომ თან გაქვს. -კი,კი აქ მაქვს. -ჰოდა მორჩა,არაფერი გაქვს სანერვიულო. ლიანა ბინასთან დატოვა,იკა განყოფილებაში წავიდა სადაც ტატო ელოდა,ენვერი კი გონს მოვიდა კლინიკაში მან ლეოს შეხედა და ენის ბორძიკით უთხრა. -აქ ვინ მომიყვანა,რამდენი დროა გასული რაც აქ ვარ. -გვიან ღამით მოგიყვანეს ბატონო... -რა მჭირს ექიმო... -სხეულის დაზიანებები გქონდათ,მაგრამ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება წნევა ნორმაში გაქვთ თუ შეძლებთ წასვლას შეგიძლიათ წახვიდეთ. -აქ ვინ მომიყვანა არ იცით? -არა ბატონო ქუჩაში გიპოვა გამვლელმა მოქალაქემ სასწრაფოს გამოუძახა და რადგან ჩვენი კლინიკა ახლოში იყო აქ მოგიყვანეს, ჩვენ კი მოგხედეთ და სიცოცხლე შეგინარჩუნეთ. -მადლობა,შემიძლია წავიდე? -შეგიძლიათ კი თუ თავს კარგად გრძნობთ. ლეომ გაწერის საბუთები შეადგინა ენვერის გადასცა და გამოჯამრთელება უსურვა. -გადასახადი? -არაფერია ბატონო.უთხრა ლეომ და წავიდა,ენვერის გონზე მოსვლამდე კი იკამ რამოდენიმე ათასი ლარი უსახსოვრა კლინიკას რაზედაც კლინიკის თანამშრომლებმა,ექიმებმა და ექთნებმა მადლობა უთხრა. -სიკეთის კეთებაში ჩაგეთვლება,მაგრამ ეს ბოლოა იცოდე. -ნუ მიბღვერ და სულ როგორ ბუზღუნებ, ლეო რამდენიმე საათში ამდენ თანხას რომელი პაციენტი გადაგიხდიდა. -კიდევაც რომ მამადლის.თქვა ლეომ და გაბრაზებულმა შეხედა იკას. -იცი რამდენი ტყუილი უნდა უთხრა იმ კაცს ან რას ვწვალობ პირდაპირ ვეტყვი იკამ მოგიყვანა აქ და მითხრა ღრმად დააძინეო,გაიღვიძებს და მერე შორიდან მაყურებია შენი ენა გადმოგდებული სირბილი. -არც გაბედო თუ არ გინდა მკვლელი გამხადო.ლეომ ბუზღუნით შეაქცია ზურგი და წავიდა, იკას გაეცინა ლეოზე და ცოტა ხანში ისევ ლეოს დაუძახა. -ლეო..... -რა გინდა კიდევ. -მიყვარხარ მეგობარო.ლეომ ხელი აუწია და შებრუნდა,იკას გაეცინა ისევ და ტატოსთან შესახვედრად წავიდა.ენვერიმ კლინიკა დატოვა,რა არის ადამიანი რაზეც აქამდე არ უფიქრია ენვერის დღეს გამუდმებით ფიქრობს ამდენი ფიქრისგან ტვინიც ატკივდა,ფიქრობდა და ერთგვარი ომი აქვს საკუთარ თავთან ყველაფერი გაახსენდა და სულიც ატკივდა და ყველაფერზე დაფიქრდა იმ საკითხებზეც კი რომლებზეც აქამდე არ უფფიქრია და უმნიშვნელო ან შეუძლებელი ეგონა იყო,მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეეძლო.ტელეფონში ბანკიდან დანარეკი ნახა და გადარეკა თავად. -გისმენთ ბ-ნო ენვერი და მიხარია რომ თავად მირეკავთ,არ წასულხართ? -სად მივდიოდი დავით. -თქვენ ხომ სამკურნალოდ მიდიოდით და გაიტანეთ ყველა თანხა.გაშეშდა,ადგილზე გაიყინა და რამოდენიმე წამი ჩუმად იყო, შემდეგ კი ისევ გაიგონა დავითის ხმა. -ბ-ნო ენვერი..... -დიახ,დიახ, სუსტად ვარ ჯერ კიდევ და ვერ გავბედე ფრენა. -ქ-ონმა ფიქრიამ მითხრა რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში ხართ, გამოჯამრთელდით. -დიახ,დიახ, მადლობა. ტელეფონი გათიშა და სახლში შესულმა ტელეფონი კედელს მიახეთქა სარკეში თავის თავს შეხედა სახე უკანკალებდა,ფერიც დაეკარგა და მთელი ხმით იყვირა რამოდენიმე საათი უძრავად იჯდა ერთ ადგილზე და ჩურჩულებდა. -ფიქრია, ფიქრია,ფიქრია ჩემი წერა ხარ.......აკანკალებული ხელით ვასოს დაურეკა ვასომ კი შეშინებულმა უპასუხა,მაგრამ ენვერიმ მშვიდად და სწრაფად უთხრა. -ვასო სასწრაფოდ სახლში მოდი ჩემთან. ტელეფონი გათიშა და ისევ დაფიქრდა, კარის ხმა გაიგონა და ვასო ფეხაკრებით შევიდა შეხედა ენვერი უძრავად იჯდა თავის სავარძელში თვალდახუჭული მხარზე შეეხო და ძალიან ნელა კითხა. -რა მოხდა,კარგად ხარ? -ვასო ტელეფონი შეამოწმე ვინ დარეკა,ვინ შეტყობინება დატოვა. -რა მოხდა შენ ძალა გამოლეული ხარ,ფერიც არ მომწონს შენი უკეთესია ექიმს დავუძახო. -ნახე შეტყობინებები ვასო ეს ძალიან მნიშვნელოვანია...... ვასომ ჩართო ტელეფონში შეტყობინებები და ორივემ გაიგონა. -ბ-ნო ენვერი გამოჯამრთელებას გისურვებთ და მალე დაბრუნებას სამშობლოში,იმედია ისევ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს ბანკთან. -ეს რას ნიშნავს....თქვა ვასომ და ენვერის შეხედა. -გამქურდეს, გამძარცვეს, ყველაფერი წაიღეს და დამტოვეს ცარიელი..... -ახლა რას აპირებ... -ახლა იმათ მოვკლავთ მე და შენ ვინც ცოცხალი დარჩა. -ვინ მოკალი და ვინ დაგრჩა მოსაკლავი ენვერი.ენვერის წინ ტატო იდგა პოლიციასთან ერთად,ენვერი გაოცებული უყურებდა ჯერ ვასოს და შემდეგ ტატოს. -შენ, შენ, შენ ცოცხალი ხარ,მაგრამ როგორ..... -როგორ გაგიკვირდა ხედავ არც ვასო ყოფილა ერთგული თანამშრომელი,რადგან მე ცოცხალი ვარ როგორც მხედავ. -მეც ცოცხალი ვარ,დავბრუნდი და იქ შენ წახვალ უკვე დროსაც გადასცდი ჩვენს სამყაროს ამყრალებ ბებერო. -შენ, შენ,შენ ხარ იმ დღეს ვინც დამარტყა,პოლიცია ძალადობისთვის დააკავეთ საიქიოდან დაბრუნებულია. -მე, მე, მე დაგარტყი რა მოხდა დამსახრებულად მიიღე ჩემი დარტყმა ერთი ფიქრიასთვის, ერთიც ჩემთვის და დედაჩემის მოკვლისთვის მიიღე,მაგრამ ცოცხალი ხარ ახლა კი მართლა მოკვდები და მეც ციხეში წავალ არა სხვისი დანაშაულისთვის არამედ ჩემი დანაშაულისთვის. -არ გაბედო და მის გამო მკვლელი არ გახდე. ხელი დაუკავა იკამ და თვალებში უყურებდა მურადის,მურადი კი არავის უსმინდა თითქოს სმენა დაეხშო იარაღი ამოიღო და ენვერისთან მივიდა,ენვერი კი გაითიშა და მურადის მარიონეტად იქცა მიხვდა რომ პოლიცია ფორმალურად იყო იქ და მის მხარეს არ დაიკავებდა,მურადიმ იარაღი ხელში დააჭერინა და უთხრა. -ცხოვრებაში შენი ჩადენილი დანაშაულებებისგან ტომეულები დაიწერება, ამიტომ ერთხელ მაინც მოიქეცი კაცურად და მიიღე სწორი გადაწყვეტილება რომ შენი ცოდვები შეგიმსუბუქდეს. -გამოდის.......... -გაბედე და დაასრულე ჩვენ კი მოგვეცი მშვიდი ცხოვრების საშუალება რომ შენი დასასრულიდან ჩვენ მშვიდი და წყნარი დასაწყისით დავიწყოთ.მიხვდა ენვერი რომ მისი ეპოქა დასრულდა თავად თუ არ იზამდა მურადი არ აცოცხლებდა და ამ საუბარში სასხლეტს თითი გამოკრა, სისხლი მურადის შეესხა ენვერი წაიქცა და მურადიმ გაბრაზებულმა თქვა. -არ მინდოდა შენი ბოროტი სისხლით დავსვრილიყავი,მაინც დამსვარე ფუ შენი......იქვე მდგარ ბიჭებს გადახედა,იკას გაეცინა და უთხრა. -დასრულდა ახლა რამდენიც არ უნდა იყვირო და იჩხუბო ვერ გააგონებ.მურადი სააბაზონეში შევიდა სისხლი ჩამოიბანა და სარკეში თავის თავს შეხედა გაუცინა და თქვა. -თავისუფალი ხარ,მურად შენ თავისუფალი ხარ, დედა შენი მურა თავისუფალია.უეცრად რაღაც გაახსენდა და ენვერის ცხედართან მივიდა ზემოდან დაჰყურებდა იკამ რომ კრა ხელი და შეეშინდა. -იკააააა -რატომ დაჰყურებ გაოცებული,რა მოხდა. -ვამოწმებ..... -რატომ ამოწმებ,რა გემართება გული დაგწყდა? -უნდა დავრწმუნდე რომ მართლა მოკვდა,ერთ დღეს რომ არ გამოგვეცხადოს.ბიჭებს გაეცინათ და ბინაში შესულ სასწრაფოს ექიმებს გზა დაუთმეს,ენვერი გაიყვანეს მურადიმ სახლს თვალი მოავლო გაახსენდა ამ სახლში ფიქრიასთან ერთად რამდენჯერ დამალულა დედა კი ეძებდა შვილებს,შემდეგ კი ორივე ყიჟინით გაიქცეოდა და დედას შემოეხვეოდა. -აღარასოდეს შემაშინოთ ასე ვიფიქრე,რომ დაგკარგეთ.ეტყოდა ნინო შვილებს და გულში ჩაიკრავდა ორივეს,იკამ მურადის შეხედა და მხარზე ხელი დაადო მან კი არც შეხედა ისე უთხრა. -ამ სახლს და ამ ნივთებს იკა სიძველის სუნი ასდის,ეს ყველა ნივთი ჩემთვის ასევე ჩემი დისთვის ძალიან ღირებულია,მაგრამ ჩემი აღარ არის. -გელას უნდა დაველაპარაკოთ ის გადაწყვიტავს ამიერიდან რა და როგორ იქნება. -მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს ყველაფერი რასაც გავაკეთებ,კარგად გავთვალე მეგობრებო ყველა დეტალიც კი და ვფიქრობ ყველაზე მართალი ვიქნები თუ ყველა იმ ოჯახს ვინც ენვერიმ გაამწარა გვერდით დავუდგე თქვენთან ერთად და ავუნაზღაურო ყველაფერი რაც კი დაკარგეს. -კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჯერ მიცვალებულს მივხედოთ. თქვა ვასომ და გელას შეხედა. -მიცვალებული სააგენტოშია იქ იციან რა უნდა გააკეთონ და სად უნდა დაასაფლავონ,საქმეს მორჩებიან და ყველაფერს გადავიხდი. -დასაფლავებაზე........... -ვის დასაფლავებაზე ვასო ვინც მაიძულა აქედან წავსულიყავი, ვინც ამდენი ხალხი ჩახოცა, ვინც საკუთარი შვილის ცოლის მოკვლას უპირებდა სამშობიაროში რომ დავაწვენდი მარიზის და ჩემს შვილს სხვას გადასცემდა? მითხარი ვასო ასეთი ადამიანი სამოთხეში მოხვდება თუ პირდაპირ ჯოჯოხეთში წავა და მისი ადგილიც რომ ჯოჯოხეთშია.გელა იმხელა ხმაზე ყვიროდა, რომ ვერცერთმა ვერ შეედავა ტატომ შეხედა და უთხრა. -ვინ გითხრა მარიზის შესახებ. -მოისყიდა ერთი ექიმი და სწორედ იმ ექიმმა მითხრა მისი საუბარიც მომასმენინა,ლამის ჭკუიდან გადავედი ჩემი ხელით მინდოდა რომ მომეკლა და რომ მომესწრო მართლა მოვკლავდი. -კარგი დამშვიდდი,ვეღარავის ვერაფერს დაუშავებს. -ამიტომ მურადი დღესვე შენგან ვიწყებ ეს გამომართვი სახლის საბუთებია და წავალთ ნოტარიუსში რომ ისევ დაგიბრუნდეს შენი ქონება და შენი ერქვას. -კარგია მურადი დაიბრუნებს თავის სახლს და მინდა მითხრა გულწრფელად რა ბედი ეწევა ბავშვთა სახლს, სადაც ამდენი სიბინძურე ხდება და ეს ყველამ იცის. -ბავშვთა სახლი დარჩება ისევ ჩვენს განკარგულებაში,ის მამიდამ დაარსა და მან შექმნა ის სახლი და მისი მმართველი ევა იქნება მე ასე მინდა იყოს ასევე მარიზიც იქ იმუშავებს და ერთმანეთთან შეთანხმებით გააკეთებენ ყველაფერს. -შენ რას გააკეთებ..... -მე მეორე ბიზნესს ჩავუდგები რა თქმა უნდა ალექსანდრესთან ერთად თუ ეს მისი სურვილიც იქნება. -ალექსანდრეს რა საერთო აქვს ენვერის ბიზნესთან..... -ბიზნესი თავიდან ევას მამის იყო რომელმაც მამაჩემი სამუშაოდ აიყვანა,ენვერი მეგობარი კი არა მისი ცოლის ძმა იყო და მერე ცოლიც მოუკლა,ოჯახიც წაართვა და ციხეშიც გამოკეტა ცოლის მკვლელობისთვის თავად კი იმ სავარძელზე დაჯდა რომელსაც არც იმსახურებდა და იმ სავარძლიდან რამდენი მკვლელობა აქვს შეკვეთილი,ამიტომ რადგან ევას მამას არ უნდა გაიგოს რომ შვილის მფარველი არის დღემდე ალექსანდრე იქნება ჩემს გვერდით და ის უხელმძღვანელებს ბიზნესს.იკამ ალექსანდრეს დაურეკა ის და გიორგი სამზარეულოში ისხდნენ და საუბრობდნენ,ალექსანდრემ ტელეფონს უპასუხა იკას ხმა არ მოეწონა და ფეხზე წამოდგა. -იკა რა მოხდა.... -თავისუფლება მოვიპოვეთ ალექსანდრე......... -თავისუფლება ხომ ლომთა ხვედრია ძმაო,მაგრამ შენ რა ხმა გაქვს ვიფიქრე ტატოს შეემთხვა რამეთქო. -იკას გული დაწყდა ძალიან ალექს და დაიწყო უკვე ძებნა რა საქმეს შეეჭიდოს,მე კარგად ვარ. -ალექსანდრე უნდა დავილაპარაკოთ, გამოხვალ? -გიორგიც აქ არის და ორივე მოვდივართ. -კარგია, გიორგისთან დალაპრაკება უნდა გელას და ორივეს გელოდებით მისამართს მოგწერ. ჰაერში მძიმე სიჩუმე დადგა, ისეთი სიჩუმე, რომელიც ქარიშხალსაც კი წინ უსწრებს. ალექსანდრე ჩაფიქრდა, გიორგის შეხედა და უთხრა. -რაღაც მოხდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. -წავიდეთ,ყველა იქ თუ გველოდება.... -წავიდეთ, გასაღები სად არის ჩემი.ევამ გასაღები მისცა ალქსანდრეს და უთხრა. -ფრთხილად იყავი, გთხოვ. -წავედით, რა დროც იქნება დავბრუნდებით. ორივე ჩუმად იყო, ბიჭები ალექსანდრეს მოლოდინში საუბრობდნენ ადვილად მიაგნო სახლი ენვერის ალექსანდრემ და კარი ღიად დახვდა, ბინის წინ ხალხი იყო შეკრებილი. -რაღაც ხდება, ალექს ჩვენს ბიჭებს აქ რა უნდათ. -ვერაფერს გეტყვი გიორგი მივიდეთ და გავიგებთ.ხალხს გვერდი აუარა ალექსანდრემ და ჩურჩული გაიგონა მეზობლების. -ეს ფიქრიას უფროსი არის...... -ფიქრია რატომ არ ჩანს, არ მოვიდა......კარი ღიად დახვდათ და ამიტომ თავისუფლად შევიდნენ,შეხედა ბიჭები ყველა მურადის უყურებდა ის კი ოთახის შუაში იდგა და ერთ ფოტოს უყურებდა, უხმოდ მიუახლოვდა და მის გვერდით დადგა. -ეს ფოტო კარადის უკან ვიპოვე სულ ცოტა ხნის წინ ალბად ენვერის არ უნახია თორე სხვა ნივთებთან ერთად ამ ფოტოსაც გადააგდებდა, მათ გარეშე როგორ გაუფერულდა ყველაფერი, ერთ დროს ვერც კი წარმოიდგენთ ეს სახლი რა მხიარული სახლი იყო, ამ სახლში ვინც შემოვიდოდა დახმარებისთვის გრძნობდა რომ უარით არავინ გაუშვებდა ასეთი იყო ჩემი მშობლები და ფიქრია, ფიქრია ყოველთვის ნერვებს მიშლიდა მისი ჯუტობით და მისი გულიანი კისკისი ქვემოთ ესმოდა მეზობლებს, თქვენ წარმოიდგინეთ ზოგჯერ მისი სიცილიც მაღიზიანებდა რადგან ის ოჯახის პრინცესა იყო და მამა ანებივრებდა დედა კი ყოველთვის საყვედურობდა მას. -ვიცნობდი ნინოს.... -ყველაფერი ვიცი ალექსანდრე და მოვიდა დრო უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი.ხელი გაუწოდა ალექსანდრეს და ღიმილით უთსხრა. -მურადი ქართველიშვილი, ფიქრიას ძმა. -ალექსანდრე სურმანიძე ეს კი გიორგია ჩვენი საძმოს წევრი. ღიმილით ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს და უთხრა. -ღალატისგან მიღებული ტკივილით, საკუთარი ძალისხმევით და ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით შესაძლებელია კიდევ საკუთარი ცხოვრების ხელახლა აწყობა, საკუთარ ღირსებასთან ერთად მურად. -მადლობა ალექსანდრე და მადლობა თქვენ ყველას. ალექსანდრემ კიდევ ერთხელ მხარზე შემოხვია ხელი მურადის სხვებს მიუბრუნდა,არცერთი ხმას არ იღებდა და ისევ თავად თქვა. -რა მოხდა, აქ რატომ ხართ ან ენვერი..... -უუუუ უუ, ენვერიმ თავი მოიკლა ერთი საათის წინ.... -რა ქნა, რატომ ან როგორ, თქვენ აიძულეთ? იკამ ყველაფერი მოუყვა და ალექსანდრეს გაეცინა. -რა გაცინებს, ალექსანდრე........... -ბანკის ამბავი ვიცი, დავითი მე ვნახე და ყველაფერი ავუხსენი..... -ამიტომ არ ქონია პრობლემები ფიქრიას? გაოცებული უყურებდა იკა ალექსანდრეს. -გეგმის გარეთ დამტოვე ძმაო, მაგრამ ყველაფერი მითხრა ფიქრიამ და მეც როგორც შემეძლო ისე დავდექი მის გვერდით, მაგრამ არ დაურეკია ჩავიდა სად მივიდა ეს არაფერი არ ვიცი, ენვერის შესახებ არ ვიცოდი და რომ მცოდნოდა აუცილებლად მივიდოდი კლინიკაში რომ იმ უძლურ მდგომარეობაში მენახა, ილო.... -ნუ მიხსენრებ ილოს ისეთი გაბრაზებული დავტოვე მგონი არასოდეს გაგვიკაროს სიახლოვეს. -ილოს შემოვირიგებთ, ეს ადვილია. გაეცინა ალექსანდრეს და მერე გელას მიუბრუნდა. -ახლა რას ვაკეთებთ,დასაფლავება..... -ყველაფერი გაკეთდება, მეტყვიან როდის დაასაფლავებენ და მივალთ საფლავზე სხვას ნურაფერს დაელოდება ჩემგან. -კარგი,გასაგებია გაბრაზებული ხარ მასზე,მაგრამ დასაფლავებას საჭიროებს ის მამა იყო შენი გელა. -ალექსანდრე უნდა დაგელაპარაკო..... -გისმენ გელა. გელამ ბიზნესის შესახებ უთხრა ალექსანდრეს და ისიც უსმენდა, შემდეგ შეხედა და უთხრა. -იყოს ისე როგორც თავად გადაწყვიტავ, მაგრამ მთავარი სახე იქ შენ იქნები მე არ გამოვჩნდები და მეორე პარტნიორი ვინც უნდა გყავდეს მე არა დაფიქსირდება ევას სახელი, მაგრამ როგორც მისი ნდობით აღჭურვგილი პირი მოლაპარაკებებზე მე ვიქნები თანხა კი ევას ანგარიშზე დაიდება. -გასაგებია, ორი საქმე მოვაგვარეთ და ერეკლე სად არის არ მოვა? -აქ ვარ მოვედი, იკამ მომწერა. -მოდი, მოდი ერეკლე და მეგობრებო ერეკლემ მიიღო ფიზიკური და მორალური ზიანი,ის იყო ენვერის ზეწოლის ქვეშ მას აშინებდა და აშანტაჟებდა ოჯახით, ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება რომ ერეკლეს თანხა გადავცე კომპესაციის სახით. -კარგი გადაწყვეტილებაა გელა მაგრამ ენვერისგან დაზარალებული ძალიან ბევრი ოჯახებია, დაშამ ფიზიკური და მორალური დაზიანება მიიღო დამცირება და გაუპატიურება. ტატო, ტატოს ესროლა და იკას გეგმა რომ არა დღეს აქ არ იქნებოდა ტატო. ასევე ლაშა,ფიქრია, მარიზი და ყველა ის ვინც მას ყავდა გამოჭერილი. -ყველაფერი გავაანალიზე და ამ ყველაფრის თქვენზე გაზიარება მინდა,რადგან მჭირდება თქვენი მორალური და მეგობული რჩევა მე ყველა თქვენთაგანის თითოეულ სიტყვას გავიგონებ და გავიაზრებ.სახლი რომელიც წლების მანძილზე მეგონა რომ ჩემი საკუთრება იყო ის მამამ დაბადების დღეზე მიყიდა ყოველ შემთხვევაში ასე მითხრა თავად, გადავწყვიტე პირველ რიგში ის სახლი დავუბრუნო ძველ მფლობელებს. -ვიცით ვის არიან ან სად არიან? -გავარკვიე ყველაფერი ალექს ვინ არიან და სადაც არიან,როგორი გაჭირვებით ცხოვრობენ ამიტომ მე არა რომელიმე თქვენთაგანი მიხვალთ და ამ ქაღალდს გადასცემთ ამ გასაღებთან ერთად.ერთი თვის უკან დავიწყე ამ საბუთების შეგროვება და გაკეთება, ასე რომ ენვერი ცოცხალიც რომ ყოფილიყო მაინც გავაკეთებდი იმას რაც ახლა უნდა გავაკეთო თუმცა მაშინ ბრძოლა მომიწევდა ახლა კი ყველაფერს თავისუფლად გავაკეთებთ. -ორატორად ალექსანდრე გამოდგება და მან გადასცეს ეს პაკეტი ოჯახს. თქვა ანდრეამ და ალექსანდრეს თვალი ჩაუკრა. -შემდეგი ირაკლია და ეს პაკეტი შენ გამომართვი ირაკლი მშვიდობაში მოიხმარე ძმაო, მადლობა რომ რისკზე მიდიოდი დაუფიქრებლად ყველა რთულ დავალებაზე. -მადლობა რომ თქვენი ოჯახის და თქვენი გუნდის წევრი გამხადეთ.ყველას მოუხადა მადლობა ირაკლიმ, იკა კი მიუბრუნდა ვასოს და უთხრა. -ვასო თანხა რომელიც გადმოგეცით შენთან რჩება რადგან შენც დაზარალებული ხარ შანტაჟში ყავდი ენვერის და ამ თანხით არ ხარ ენვერისგან კიდევ მიიღე საჩუქარი,ასე რომ შენც მიიღე წვლილი და აიწყვე ცხოვრება როგორც თავად გაგიხარდეს. -ამ ქაღალდზე ჩამოწერილი მაქვს კიდევ ვინ რას მიიღებს გადახედეთ თქვენც ვისაც მივეცით გადაშალეთ თუ ვინმე გამომრჩა და თქვენ იცით მივამატოთ რადგან ჩემი აქ არ ყოფნით თქვენ ჩემზე მეტი იცით. -ფიქრიამ და ტატომ ძლიერად დაუდგა და არ დაუხარა არცერთმა თავი ენვერის სწორედ ეს აღიზიანებდა მას რომ ფიქრია ვერ მოდრიკა,ვერ გამოიყენა ისე როგორც მას სურდა. ალექსანდრემ იკას შეხედა და გაბრაზებულმა უთხრა. -ამდენი რამ დაგეგმეთ, ამდენი რამ გაიარეთ და ერთი სიტყვა არ დაგცდა ან ვასოც თუ გარეული იყო ამ საქმეში ამას ვერ წარმოვიდგენდი. -შენ ბევრი რამ არ იცი რისკზე წავედით ყველა და ჩვენმა რისკმა გაამართლა,ანასტასიას ცემა საერთოდ არ გვქონია გეგმაში ან ხელს თუ აწევდა ენვერი ანასტასიაზე არც გვიფიქრია, მაგრამ ბედად მურადი იქ იყო და სწორედ მისმა მოქნეულმა ხელმა დააწვინა კლინიკაში ეს ერთი დღე კი დაგვეხმარა გეგმის დახურვაში.ალექსანდრე ვასოს მიუბრუნდა და გაოცებული უყურებდა. -ვასო...... -მაპატიეთ, გთხოვთ ეს ერთი შეცდომა მაპატიეთ. -მოღალატე არ უნდა დაიბრუნო არასდროს,არ უნდა აპატიო და გვერდით აღარ უნდა გაიჩერო. მათი ჯილდო ზუსტად იმედგაცრუებაა და იმის გააზრება რომ უკეთესის ძიებაში საუკეთესო დაკარგეს,შენ შეცდომა დაუშვი, მაგრამ დროულად გაანალიზე შენი შეცდომა და გამოასწორე, მეორედ კი შეცდომა არ გეპატიება. -ამისთვის მარტო სიყვარული არ კმარა, ჩემო ვასო ნდობა არასოდეს ბრუნდება და არც ტკივილის განახლებაა საჭირო, ჩემი მყარად ნაგები ჯობია ფერად მირაჟებს.თქვა ალექსანდრემ და ყველა გაჩუმდა, ყველა დამშვიდდა, საღამოც შემოეპარათ და გელას უცნობი ნომრიდან დაურეკეს, შეხედა ნომერს და სიცილით თქვა. -მგონი ენვერიმ იქ ახალი თანამზრახველი იპოვა და უკვე დაიწყო ზარებით. -უპასუხე გავიგოთ ამჯერად რა უნდა ან ვის წაიყვანს პირველს. თქვა ტატომ და ყველას გაეცინა, გელამ კი ზარს უპასუხა. -გისმენთ..... -ბ-ნო გელა გილოცავთ თქვენ ვაჟის მამა გახდით. გელა დაიბნა,ვერაფერი თქვა და ალექსანდრეს უყურებდა თვალები კი ცრემლებით ჰქონდა სავსე. -უეჭველი ენვერია და ახალი შემოტევა იწყება. თქვა იკამ,ალექსანდრემ კი ტელეფონი აართვა ხელიდან გელას და სულ რაღაც ორ წუთში ღიმილმა გაუნათა სახე და ყველას გადახედა. -კიდევ ერთი პატარა ადამიანი შემოგვემატა,კიდევ ერთი მამაკაცი და გილოცავ ძმაო.უთხრა გელას და გადაეხვია, გელამ კი ცრემლი მოიწმინდა ყველას გადახედა და თქვა. -არცერთმა არ მითხრათ რომ ენვერი ისევ დაიბადა, დავარქმევ ტატოს, იკას, ერეკლეს, ალექსანდრეს, მაგრამ არა ენვერის.ისეთი სერიოზული იყო გელა იმ წუთებში ვერცერთმა ვერ თქვა სიტყვა,მაგრამ იკას გაეღიმა პირველს და თქვა. -ენვერი არა ძმაო, მისი დაბრუნება არც ჩვენ გვინდა. -იმდენი რამ გავიარეთ ვფიქრობ და ჩემი ფიქრები ერთმანეთში იხლართება ბადეში გაბმული მწერებივით, სატანას თავი დავაღწიეთ და კიდევ ენვერი აღარ გვინდა შენი ჭირიმე.უკვე გვიანი იყო და ყველა დაიშალა, მურადიმ გამოკეტა სახლის კარი ეზოშოი თავმოყრილ მეზობლებს ყველას გაესაუბრა ნაწილობრივ აუხსნა რაც მოხდა და სასტუმროში წავიდა, ალექსანდრე და გიორგი გვიან დაბრუნდა სახლში ფრთხილად გააღო სახლის კარი, მაგრამ არავის არ ეძინა მათ ელოდა ყველა, ალექსანდრემ ხმამაღლა თქვა სადაც იყო და რაც მოხდა, ნინამ კი შვებით ამოისუნთქა და თქვა. -მაშინ უნდა ვიზეიმოთ სიმშვიდე დაისადგურებს ყველასთან. -ენვერიდან თავის დაღწევა ჩემთვის მიუწვდომელი ოცნება იყო,თუმცა ვერ უარვყოფ იმ დადებით მხარეს რომ ჩვენ სწორედ ენვერიმ შეგვკრიბა და გაგვაერთიანა ეს კი ყველასთვის დადებითი აღმოჩნდა.თქვა ირმამ და გიორგის სიყვარულით შეხედა,შემდეგ ალექსანდრეს და ბოლოს მუცელზე დაიდო ხელი, ევამ კი ძლიერად მოხვია ალექსანდრეს ხელები და ცრემლმორეულმა თქვა. -ჩემი ოცნება იყო დიდი მწვანე ეზო მქონოდა,მექნებოდა ჩემი დიდი სახლი დიდი ფანჯრებით და დიდი ბუხარით და ყველა მხრიდან რომ მზე გაათბობდა...... -ეს ყველაფერი ხომ გაქვს ოცნება აგისრულდა და ამ ყველაფერთან ერთად მე გყავარ,გყავს დიდი სამეგობრო, ოჯახი ვინც შვილივით მიგიღო და გულში ჩაგიკრა. -ევას ოცნება აუხდა ალექსანდრე მაგრამ ერთი ოცნება დარჩა აუხდენელი, მაგრამ რომც აისრულოს შენ როგორ შეეგუები არ ვიცი.თქვა ირმამ და გულიანად გაეცინა ევამ კი თვალები დაუბრიალა, ალექსანდრემ ჯერ ევას შეხედა მერე ირმას და თქვა. -რა,რა სურვილია რომ ვერ შევუსრულო. -კედლის დიდი უზარმაზარი საათი ყოველ ერთ საათში რომ ყვირის გუგული გუ,გუ,გუ-ს -რა გაცინებს,ყოველთვის დამცინოდი ამ სურვილზე..... -კარგი, კარგი ვიყიდით კედლის საათს თქვენ ის თქვით ექიმთან როდის უნდა მიხვიდეთ.დაძაბული სიტუაცია გიორგიმ განმუხტა და ირმას თვალები დაუბრიალა,ირმა მიხვდა რომ მისი ხუმრობა უადგილო იყო,მაგრამ ალექსანდრემ უკვე თავის გონებაში გეგმა შეადგინა რომელსაც სულ მალე შეასრულებდა.მეორე დღეს მშვიდად გათენდა, ნინამ ყავა დააყენა საუზმე გაამზადა და სამზარეულოში ევა შემოვიდა,ნინამ შეხედა და უთხრა. -რომელი საათია რატომ ადექი შვილო. -არ დამეძინა, მუცელი მტკიოდა წუხელ. -ალექსანდრე.......... -არ გავაღვიძე, დაღლილია და იძინოს. -იძინოს,როგორ თუ იძინოს შენ გტკივა და იქნებ სერიოზულია რამე ექიმთან წავიდეთ. -რა მოხდა, დედა რა გაოცებული უყურებ ევას. -მტკივაო და არ გაგაღვიძა. -ევა რა გტკივა,სად გტკივა. დაიბნა ალექსანდრე და სასწრაფოდ მოემზადა სამივე ექიმთან წავიდა,ექიმმა შეხედა ევას და უთხრა. -რა მოხდა, ევა ისევ გტკივა? -ექიმს დაურეკე წუხელ? -მივწერე და მიპასუხა რაც მითხრა გავაკეთე, მაგრამ არ გამიარა. -რატომ არ გამაღვიძე ევა ან მე როგორ დამეძინა ასე რომ ვერ გავიგე შენ რომ გტკიოდა. -გადაიღალე შვილო, მთავარია მოვედით და ექიმი ნახავს. ექიმმა გასინჯა ევა და ღიმილით თქვა. -წონაში იმატებს კარგია ჯამრთელია და ამოძრავდება სულ მალე,კარგია თუ ხშირად დაწვები ევა და მძიმეს მოერიდები. ალექსანდრემ შეხედა ევას და მიხვდა რაღაც გააკეთა ევამ და ტკივილიც სწორედ ამიტომ ჰქონდა, მაგრამ კითხვები შემდეგისთვის გადადო ექიმმა კი პატარას გულის ძგერა ჩართო და ალექსანდრემ ჩაიწერა ტელეფონში შემდეგ კი ღიმილით შეხედა ევას.ექიმის დარიგების შემდეგ წამოვიდნენ და ალექსანდრემ ევას არც შეხედა ისე დაუსვა კითხვა. -რა გააკეთე გუშინ... -არაფერი.... -ევა........ -ჰო კარგი შენს სავარჯიშო დარბაზში შევედი და იქ რაღაცეები შევცვალე,ადგილები შევუცვალე ნივთებს. ალექსანდრემ მანქანა გააჩერა და ევას შეხედა გაოცებულმა, შემდეგ კი ხმა გააკონტროლა და უთხრა. -ჩავალ იქ და ვნახავ რა გადაადგილე ჯერ არაფერს გეტყვი აი მერე კი ვნახოთ,იმედია თავს შევიკავებ ევა არ გცემო. -უნდა მცემო........ -ვნახოთ. თქვა მთელი სერიოზულობით და სახლში მისვლამდე ხმა არ ამოუღია,ნინა კი უყურებდა ევას და ეცინებოდა, ალექსანდრე კი ჩუმად დაბწკინა რაზედაც ალექსანდრემ იყვირა და რატომ ყვიროდა ევამ ვერ მიხვდა. -აუუუ,დედა მეტკინა რა მწარე ხელი გაქვს. -უარესი შემდეგ იქნება იცოდე არც მომერიდება. ალექსანდრემ თვალი გააპარა ევასკენ და გაეცინა, სახლში მისულებმა კი გასაღები თავის ადგილზე დადო და პირველი დარბაზში ჩავიდა, იქ კი გაოცებული უყურებდა მის სავარჯიშო ნივთებს და თავზე ხელები შემოიწყო. -ეს როგორ აწია და როგორ გადაადგილა,ევა შემომაკვდები. გაბრაზებული ავიდა და სამზარეულოში შევიდა ევამ შეხედა და შეშინებულმა უთხრა. -შენი გამოხედვით მივხვდი უნდა მცემო.... -ევა მართლაც რომ საცემი ხარ, როგორ შეძელი და ის ნივთები გადაადგილე ამიტომ გქონდა ტკივილები და ამიტომ არ გამაღვიძე. -კარგი აღარ ვიზამ,გპირდები. -ევა............... ტელეფონმა დაურეკა ალექსანდრეს და ევას თვალი თვალში გაუყარა და უთხრა. -ბედი შენი რომ გელა მირეკავს..... -გისმენ გელა. -დასაფლავება 3 სთ-ზეა ხვალ, უთხარი ბიჭებსაც. -კარგი, სად რომელ სასაფლაოზე ასაფლავებ. -მის სოფელში მიმყავს სადაც მისი წინაპრებია, თქვენ უბრალოდ ეკლესიაში მოდით მოგწერ ყველაფერს და ბიჭებსაც გადაეცი.ტელეფონი გათიშა და გელასგან ზუსტ ინფორმაციას დაელოდა, მიიღო თუ არა ყველაფერი ჩატი შექმნა და ყველას ერთად უთხრა,ყველამ დათქვა რომ იქ მოიყრიდნენ თავს.დაასრულა თუ არა საუბარი ევას შეხედა და ჯერ კიდევ გაბრაზებულმა უთხრა. -დაწექიო ექიმმა და უნდა იწვე ევა. -დაწექი შენ მთელი დღე თუ გაჩერდები.... -მე ორსულად ვარ და არ ვიცი? ევა ადგა და გაბრაზებულმა აუარა გვერდი, ნინამ კი ალექსანდრეს შეხედა და უთხრა. -ნუ აშინებ და ნუ იქცევი თითქოს სადისტი ქმარი იყო ალექსანდრე.ალექსანდრეს გაეცინა და ნინას მისი დიდი ხელები მოხვია,შემდეგ თავზე აკოცა და უთხრა. -დღეს რომ მიჩქმიტე და მატკინე,ახლა მე გიჩქმიტო თუ......... -უარეს გიზამ წადი და დაამშვიდე ნუ ანერვიულებ. ალექსანდრემ ნინას ფუმფულა ლოყები დაუკოცნა და შემდეგ ევასთან წავიდა, ფრთხილად შეაღო ოთახის კარი და შეხედა ევა საბნის ქვეშ იყო ჩამალული გადააძრო ნელა ნელა და სიცილით დახედა ზემოდან. -აქ მემალები, გეგონა ვერ გიპოვიდი? -მეძინება თავი დამანებე. -სალაპარაკო გვაქვს ევა. ევამ საბანი გადაიძრო და ალექსანდრეს შეხედა, შემდეგ კი უთხრა. -სერიოზულად ზიხარ მართლა გინდა რამე მითხრა თუ ჩემი შემორიგება გინდა,იცოდე... -მართლა მინდა დაგელაპარაკო.... -გისმენ ალექსანდრე..... -აქ არა ძირს ჩავიდეთ და იქ ვისაუბროთ ყველასთან ერთად. -მოიცადე ყველასთან ერთად უნდა მისაყვედურო? -ევა ნუ ცდი ჩემს ნერვებს სულ სხვა თემაზე უნდა დაგელაპარაკო,რომელიც შენ გეხება და შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება.ევა ალექსანდრეს უყურებდა და თვალს არ აშორებდა ისე ადგა და გაყვა უკან, ორივე მისაღებში მივიდა სადაც ალექსანდრე და ნინა ყავას მიირთმევდნენ, ნინამ შეხედა ევას და უთხრა. -გინდა რძე გაგიცხელო შვილო. -არა, არა, არ მინდა.... თქვა და გულის რევის შეგრძნება ჰქონდა. -ორსულობამ რძე შეგაძულა.უთხრა ნინამ და ჩაი გაუკეთა, ალექსანდრემ ჯერ ნინას შეხედა მერე ალექსანდრეს და შემდეგ ფეხზე წამოდგა ისევ ევას შეხედა და უთხრა. -არ მინდა ინერვიულო თუმცა ახლა რასაც გეტყვი სანერვიულოა ნამდვილად.... -ალექსანდრე რა მოხდა მითხარი უკვე მართლა ვნერვიულობ.... -ბავშვთა სახლი სადაც გაიზარდე და ამდენი ტკივილი განახეს ევა შენს საკუთრებაშია.... -რა, რა თქვი ან როგორ, საიდან.... -ევა დედა ან მამა გახსოვს? -არა, არ მახსოვს არცერთის სახე მე სულ პატარა ვიყავი ან რა დაემართათ არც ის ვიცი ან იქ რატომ დამტოვეს..... -ევა ენვერი ვისაც ასე ძალიან ვერ იტანდი და ვისაც შენი გაუბედურება უნდოდა შენი საკუთარი ბიძა არის,დედის ძმა..... -როგორ..... -დამასრულებინე ბოლომდე სათქმელი...... -შენი მშობლები მოსიყვარულე წყვილი იყო და დედაშენს უნდოდა ბევრი შვილი გაეჩინა, მაგრამ ის მეორე ბავშვზე ორსულობის დროს მოკლეს და ის ..... -მამამ მოკლა ეჭვიანობის გამო, მე ასე მითხრეს... -არა საყვარელო, ის ენვერიმ მოკლა და მამაშენს დააბრალა მამაშენის ბიზნესი სადაც ენვერი მუშად მუშაობდა თავად მიითვისა ასევე ბავშვთა სახლიც რომელიც დედაშენმა შექმნა რადგან ბავშვები ძალიან უყვარდა და გული უკვდებოდა ქუჩაში როცა ნახავდა მიუსაფარ ბავშვებს იქ მიყავდა და უვლიდა, მაგრამ შენ იქ გაიზარდე და გამადლიდნენ რომ გივლიდნენ და გაჭმევდნენ შენივე საკუთრებას. -გამოდის, გამოდის მე არ მიუტოვებივარ არც დედას და არც მამას..... -არა საყვარელო, მამაშენი ცოცხალია და დღემდე შენს გვერდით არის იცოდა ენვერის შესახებ, მაგრამ რამდენი ვინმეს გაენდო ყველამ უღალატა სანამ ჩვენ არ გვიპოვა და ჩვენი გეგმით დავამარცხეთ სატანა ენვერი, მაგრამ გყავს ბიძაშვილი გელა ვისაც ძალიან უნდა შენი ახლოს გაცნობა ის არ გავს მამას და ძალიან კარგი ადამიანია. -გავიცნობ, ალექსანდრე მინდა ვიღაც მყავდეს და მარტო არ ვიყო... -შენ მარტო არ ხარ, ევა ჩვენ გყავართ.... -მაგრამ სულ სხვაა როცა ვიღაც გყავს.... -შენ მამაც გყავს და თუ მოისურვებ განახვებ მამას ძალიან უნდა გნახოს, მაგრამ თავადაც თავს იკავებს. -რატომ, რატომ იკავებს თავს თუ მისი ბრალი არაფერია რატომ არ მნახა,რატომ არ უნდა მოვიდეს. -ის ციხეშია საყვარელო და სასჯელს იხდის, სასჯელს არ ჩადენილი დანაშაულისთვის. -უნდა ვნახო, მინდა რომ ვნახო.... -გიყურებ და მინდა ვაღიარო, რომ მამას გავხარ ევა. -შემახვედრე მასთან... -შეგახვედრებ, მაგრამ კიდევ ერთი რამ უნდა გითხრა ევა.... -კიდევ რამე ცუდი? -მამაშენი ავად არის და თავადაც ერიდება შენთან შეხვედრას, არ უნდა მიგეჩვიოს და მერე მალე დაგტოვოს.... -თუნდაც ერთხელ შემხვდეს და ვნახო, ერთხელ მაინც ვთქვა სიტყვა მამა.... თქვა ევამ და ტირილი აუვარდა, ალექსანდრემ ხელი მოხვია და გულზე მიიკრა, ნინას ცრემლი ჰქონდა თვალებში ალექსანდრე კი ჩუმად იჯდა შემდეგ თავი აწია და ალექსანდრეს უთხრა. -დაელაპარაკე იკას შეხვედრა მოაწყოს და მეც ვნახავ იმ ადამიანს ვინც ასე ტყუილად იტანჯება ოთხ კედელში. -ყველაფერს ვიზამ რომ დავამტკიცოთ მისი უდანაშაულობა და გამოვიყვანოთ ციხიდან. -კარგს იზამ შვილო, ის სატანა ახლა აღარ არის და შევძლებთ გავამართლოთ.ევას იმ ღამით ცუდად ეძინა შფოთავდა და ტიროდა, ტკიოდა რომ ახლობელმა ადამიანმა მარტოობისთვის გაწირა, რომ არა ალექსანდრე მისი ბედის გზაზე ვინ იცის როგორ დასრულდებოდა მისი ცხოვრება.დილით ალექსანდრეს ყველამ შეამჩნია უძილობა და ნინას შეხედა. -გთხოვ ორმაგი ყავა გამიკეთე დედა თავი მტკივა. -არ გეძინა.... -ცუდად იყო წუხელ, ვერ დაიძინა თუ ჩაეძინებოდა შფოთავდა და ტიროდა. -ამდენი რამ გამოიარა და უცებ გებულობს ამხელა იმპერიის მფლობელია, რა თქმა უნდა ინერვიულებდა შვილო. -ელაპარაკე იკას? -კი უთხარი და ამ დღეებში დანიშნავს შეხვედრას,დღეს დასაფლავებაა უნდა წავიდეთ. -ევაც მოდის? -მოდის, მაგრამ არა ენვერის გამო გელას გამო მოდის. -არ წაიყვანო აქ მოვიდეს გელა და აქ გაიცნოს ბიძაშვილი. -მეც მასე ვფიქრობ და იმედია არ ეწყინება. -უნდა წამოვიდე, დასაფლავებაზე ბავშვთა სახლიდანაც იქნებიან და მინდა დამინახონ იქ გელას გვერდით. -რა ეგოისტი ხარ ევა. უთხრა ალექსანდრემ და გულიანად გაეცინა... -ზუსტადაც, იქ არცერთს არ გავაჩერებ.საუზმე მიირთვა ყველამ ერთად,ირმამ შეხედა ევას და უთხრა. -ახლა რას აპირებ ევა. ევა დაფიქრდა და რამდენიმე წუთი ჩუმად იყო, შემდეგ კი თავი მაღლა აწია ალექსანდრეს თვალებში უყურებდა და თქვა. -ადამიანისთვის, ერთი და მთავარი ღირებულება არსებობს ეს ყველამ ვიცით რომ წმინდა ურთიერთობაა და ამ გრძნობის შედარებაც კი არ შეიძლება სხვა რომელიმე ურთიერთობასთან. როცა არ მოელოდები სწორედ მაშინ გჩუქნის სამყარო შენთვის მოულოდნელ ბედნიერებას, სწორედ მაშინ გახვედრებს იმ ერთადერთ ადამიანს,რომელთანაც თავს მართლა კარგად გრძნობ და მის გვერდით საერთოდ არაფრის არ გეშინია თუმცა უნდა ვაღიარო, რომ არსებობს ხალხი რომელთაც ამ გრძნობის წმინდა მნიშვნელობა არ ესმით, რადგან არ ყოლიათ არასოდეს არც ერთგული მეგობარი და არც საყვარელი ადამიანი, რომ წმინდა ურთიერთობა ჰქონოდა მასთან. მე ბედნიერი ვარ რომ ენვერიდან გამოქცეულმა აქ ამ სიმყუდროვეს და სიმშვიდეს შევაფარე თავი და ვიპოვე ჩემი სიყვარულიც,ალექსანდრე საკუთარ სიცოცხლეს დავთმობ შენ რომ იცოცხლო და შენს სიყვარულს გულის ფიცარზე დავიწერ. შენ კი მეკითხები რას გავაკეთებ? გავაკეთებ იმას რომ დედას საქმეს გავაგრძელებ და იქ წესრიგს დავამყარებ, ავკრძალავ ყველა უკანონობას და ბავშვებს შიშის გრძნობას გავუქრობ, რომ ღამით მშვიდად იძინონ, რომ აღარ ეშინოდეთ,რომ იქ ყოფნა უხაროდეთ და ვისაც საჭიროდ ჩავთვლი სამსახურიდან დავითხოვ ახალი კადრებით შევავსებ ჩვენს სახლს რა თქმა უნდა შენთან ერთად. -საყვარელო, ვამაყობ შენით და აი ასეთი ძლიერი მინდა იყო და არა ფოთოლივით ცახცახებდე. -შენნაირი ადამიანი გვერდით მყავს რისი ან ვისი უნდა მეშინოდეს ალექსანდრე და შენ ხარ ის ერთადერთი ადამიანი ვინც სიყვარული მასწავლა და ყოველ დღე, ყოველ წუთს და წამს მაგრძნობინებს რომ მე შენთვის ძალიან ძვირფასი ვარ. შენ ხარ ადამიანი ყოველთვის რომ ცდილობს და ზრუნავს თავი კარგად მაგრძნობინოს,ეს კი ძვირფასო სიყვარულია და ამ სიყვარულს სიყვარულით უნდა დახვედრა. -მაშინ საუზმე დაასრულე და თავს მიხედეთ გავდივართ, მაგრამ იცოდე როგორც კი იტირებ უკან ჩაგსვამ მანქანაში და იქ მარტო იქნები. -ვიტირებ და ვის გამო უნდა ვიტირო, ენვერის გამო? -რომ არ იტირებ მეც იმას ვამბობ.გაეცინა ალექსანდრეს და ევაც აყვა ხუმრობაში.12 საათზე გავიდნენ სახლიდან ოთხივე, ნინა და ალექსანდრე კი ერთად გავიდნენ. სასაფლაოზე მისულებს სხვები მისული დახვდათ, ევას შავი სათვალე ეკეთა და გაიგონა ვიღაც გულსაკლავად ტიროდა გაოცებული უყურებდა საფლავთან მდგარ შავებში ჩაცმულ არც თუ ისე ხანდაზმულ ქალბატონს. -ადრე იყო ჯერ შენი იმ ქყვეყნად წასვლა, რატომ დამტოვე მარტო რატომ არ შეგებრალე მარტოობისთვის ან ეს რატომ გააკეთე. -ვინ არის, ევა იცნობ? -ეს იქ მუშაობს, გაუმაძღარი ბავშვებს ნორმალურად პურს რომ არ აძლევს და ყველას ცემს დამაცადე სულ მალე მოვა შენი დრო ჯერ ცოტა ხანს იფოფინე კიდევ. -რატომ უნდა იყოს კიდევ ცოტა ხანს, ამ საქმეს ახლავეს მივხედავთ. ევას წინ გელა იდგა და ევამ სათვალე მოიხსნა. -გამარჯობა მამიდაშვილო როგორ მინდოდა შენი გაცნობა და დიდი იმედი მაქვს ენვერის გამო მე ხელს არ მკრავ. -გამარჯობა. უთხრა ევამ და ორივე ერთმანეთს გადაეხვია. -როგორც მივხვდი ალექსანდრემ ყველაფერი გითხრა, მიხარია რომ თანახმა ხარ. -რა თქმა უნდა თანახმა ვარ,როდიდან შემიძლია საქმეს მივხედო. -მოვაგვარებ ყველა საჭირო ქაღალდს იურდიულად და აუცილებლად მოვალ ჩვენ ერთად მივალთ იქ ამ დღეებში, იმედია მზად ხარ.იკა ბიჭებთან ერთად იდგა ტელეფონზე უცხო ნომერი რომ დაფიქსირდა და უპასუხა. -გისმენთ. -პოლიციელო იკა მე ანრი ვარ.... -ანრი ჩემო მეგობარო როგორ ხართ, დედამ ხომ არ გცემათ. -არა, მაგრამ უნდოდა ვეცემეთ ტელეფონის ნომერი რომ არ მოგეცა არ დაგვიჯერებდა, მაგრამ ვერ დაგირეკეთ ახლა ვიყიდეთ ტელეფონი. -გასაგებია, მისამართი მომწერე და მოვალ თავად დედას ვნახავ და დაველაპარაკები. -დედა გვისმენს და უნდა დაგელაპარაკოს. -ანრი ახლა დასაფლავებაზე ვარ და მისამართი მომწერე რამდენიმე საათში მოვალ მეგობარო. -კარგი მისამართს მოგწერთ. იკამ ტელეფონი გათიშა და რამდენიმე წუთში მიიღო მისამართიც, ალექსანდრე მის გვერდით იდგა და შეხედა გაოცებულმა. -სად მიდიხარ, ვინ უნდა ნახო. -აქედან იქ მივდივარ და წამოდი, თავად ნახე ვიცი რომ კმაყოფილი დარჩები ჩემი ქმედებით. რა თქმა უნდა დასაფლავების შემდეგ სოფელში არცერთი არ წასულა არც თვით გელა გადაიხადა გადასახადი და დასრულდა, ალექსანდრე კი იკას მანქანას მიყვებოდა უკან და აეროპორტთან ახლოს მივიდნენ ერთ არც თუ ისე პატარა სახლთან რომელშიც რამდენიმე ოთახი იყო მოწყობილი მხოლოდ.იკამ გადახედა ყველაფერს სწრაფი თვალით და ალექსანდრეს მოკლედ აუხსნა აქ რატომ მოვიდა, ევას ესმოდა ყველაფერი და მანქანიდან ისიც გადავიდა,ყველამ შეხედა იკასთან ორმა ბიჭუნამ რომ მიირბინა და ერთ ერთმა უთხრა. -პოლიციელო მართლა აქ ხარ, მართლა მოხვედი ჩვენთან. -მე ხომ დაგპირდით მოვალთქო და აი მოვედი, აქ ვარ მეგობარო. -აი დედას რომ არ სჯეროდა. უთხრა ანრიმ ძმას და იკას ამაყად შეხედა. -შეიძლება დედა ვნახოთ და დაველაპარაკოთ? -კი, მობრძანდით სახლშია დედა წაიქცა და ფეხი სტკივა სამსახურშიც არ ყოფილა ეს ორი დღეა. იკა მიყვებოდა ბიჭებს და ალექსანდრე ყველაფერს აკვირდებოდა, სახლში შევიდნენ ირგვლივ სისუფთავის სუნი იდგა და ოთახში მაგიდა იყო გაშლილი გემრიელი კერძებით მხოლოდ თეფშები არ იყო საყოფი და ჯოხზე დაყრდნობით მივიდა სამზარეულოს კარადასთან თეფშები გამოიღო და ევამ გამოართვა მაგიდაზე დაალაგა და ღიმილით შეხედა. -მე ნარგიზი ვარ ამ ორი ცუღლუტი ბავშვის დედა და იმ დღეს ძალიან ვინერვიულე.... -ქ-ნო ნარგიზ..... -გთხოვთ,უბრალოდ ნარგიზი.... -კარგი, იმედია არ გაუბრაზდით მეჩქარებოდა იმ დღეს და ვერ წამოვიყვანე ბიჭები სახლში თორემ თავად გნახავდით და პირადად აგიხსნიდით.....ნარგიზიმ იკას შეხედა და თვალი ჩაუკრა, გაუკვირდა იკას მაგრამ მალე მიხვდა დედამ ეს რატომ გააკეთა. -ყველაფერი მითხრეს და ორივემ მტკიცედ გადაწყვიტეს რომ პოლიციელი გამოვიდეს, რა თქმა უნდა უნდა ისწავლონ,რადგან უსწავლელი იქ არავის უნდა....იკას გაეცინა, მაგრამ ბიჭებს გადახედა და თქვა. -ეს ასეა უნდა ისწავლოთ და სხვა ყველაფერში დაგეხმარებით.ნარგიზიმ მორიდებულად შეხედა სტუმრებს და თქვა. -რაც შევძელი მინდოდა გაგმასპინძლებოდით, თავიანთი სურვილით იყიდეს ყველაფერი და სამივემ გულიანად მოვამზადეთ, იმედია უარს არ გვეტყვით. -არა უარს არ ვიტყვით ან რატომ უნდა ვთქვათ უარი, მე მშია და ვისაც შია დაბრძანდით ადამიანმა ჩვენთვის მოამზადა. თქვა ევამ და ალექსანდრეს გაეცინა, ევას ირმაც დაეთანხმა და შემდეგ სხვებიც დასხდნენ,ევამ შეხედა ნარგიზს და უთხრა. -ძალიან გემრიელია ყველაფერი, შემოთავაზება მაქვს....ნარგიზმა გაოცებულმა შეხედა იკას და შემდეგ ალექსანდრეს, მაგრამ ევამ უკან არ დაიხია და გააგრძელა. -მზარეულად იმუშავებ ბავშვთა სახლში? -ვიმუშავებ, კერძების კეთება ჩემთვის სიამოვნებაა, მაგრამ სად არის ასეთი კარგი სამსახური. -სამსახური გექნება ჩემო ნარგიზ რამდენიმე დღეში და ბავშვებიც იქ გეყოლება,ხელფასიც კარგი გექნებათ და ბავშვებიც იქ გაიზრდება,მხოლოდ ქალაქის ცენტრში უნდა გადმოხვიდეთ და სკოლაც იქ არის ახლოში. -წავიდეთ დედა იკა პოლიციელსაც ხშირად ვნახავთ. -იკა პოლიციელი გაგაკონტროლებთ და შეცდომას თუ დაუშვებთ არ გაპატიებთ, დაისჯებით გასაგებია? უთხრა იკამ ბიჭებს მკაცრად, დიდხანს ისაუბრეს და ბიჭები დაპირდნენ ჯართზე აღარ ივლიდნენ, ევა კი ბედნირი იყო სულ მალე მისი საქმე იქმნებოდა. იკამ დაემშვიდობა მეგობრებს და ტელეფონზე ნაცნობ ზარს უპასუხა, შემდეგ კი ალექსანდრეს ანიშნა არ წასულიყო, მიხვდა ალექსანდრე ზარი მას ეხებოდა და იკასთან მივიდა,იკამ ტელეფონი გათიშა და ალექსანდრეს უთხრა. -ხვალ დილით 11სთ-ზე დიდ სახლში, რობერტი გარეთ იქნება და გელოდებათ. -გასაგებია, ევამ იცის ყველაფერი და ვეტყვი ამ შეხვედრაზე.ერთმანეთს დაშორდნენ და ალექსანდრე უკვე ფიქრობდა მეორე დღის შეხვედრაზე, ევას გადახედა და უთხრა. -ევა მზად ხარ ხვალინდელი დღისთვის? -ხვალ, რა გვაქვს ხვალ? -შეხვედრა დაგვინიშნეს მამაშენთან, მაგრამ ციხეში არა ის თავის სახლში მივა და იქ დაგველოდება.არც დაფიქრდა იმდენად დიდი იყო სურვილი ევასი მამასთან შეხვედრის და ალექსანდრეს შეხედა. -მზად ვარ ალექსანდრე თითქოს საუკუნეა ამ დღეს ველოდი, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ გადმოქცეთ ჩემი განცდა. ყველა ჩუმად იყო და ევა ფიქრებში ჩაიძირა თვალები დახუჭა და შეხვედრის რამდენიმე ვერსია განიხილა გულში და გონებაში.სახლში მისულები დაღლილი იყვნენ ევა ოთახში ავიდა და ცოტა ხანში ალექსანდრეც მივიდა მასთან, ევამ შეხედა და უთხრა. -ვნერვიულობ........... -საყვარელო ეს შეხვედრა თავად მოინდომე, ნახავ კმაყოფილი დარჩები მე უკვე შევხვდი მამაშენს და ველაპარაკე, მან შენი ცხოვრების ყველა დღე იცის, ყველა ნაბიჯი და დღემდე შენს ზურგს ის გიმაგრებს.ევა უყურებდა ალექსანდრეს ხელები შემოხვია და უთხრა. -შენ მაძლევ ძალას შენი არსებობით, შენი სიყვარულით და შენი ქცევით. -სული გამითბე ევა და საოცარი სინაზით ამივსე გული, შენ ჩემი ნაწილი ხარ ჩემი მეორე მე და როცა ცუდად ხარ მეც ცუდად ვარ შენი კარგად ყოფნისთვის კი ყველაფერს გავაკეთებ, ახლა დაისვენე ხვალ ვფიქრობ რთული დღე გვაქვს თუმცა გადალახავ ამ სირთულეს როცა მამის გულს მიეკვრები დამფრთხალი ჩიტივით. ევას გაეცინა ალექსანდრეს ჯერ თვალებში უყურა და შემდეგ აკოცა, ორივეს მოერია ვნება, მაგრამ ალექსანდრემ თავი დაიჭირა და უთხრა. -დაწექი, ქვემოთ უნდა ჩავიდე გიორგის უნდა დაველაპარაკო გაგრძელება კი საღამოს. ორივეს გაეცინა და ალექსანდრე ოთახიდან გავიდა,სახეზე ჩამოისვა ხელი და მისაღებში შევიდა. -როგორ არის, არ იმჩნევს მაგრამ ნერვიულობს.თქვა გიორგიმ და ალექსანდრეს უყურებდა. -ევა ასეთია არასოდეს არ იმჩნევს, თუმცა გულში ინახავს წყენასაც და სიყვარულსაც. -ხვალ მეც მოვდივარ ალექსანდრე...... -ვიცი მამა 11 სთ-ზეა შეხვედრა 9-ზე უნდა გავიდეთ,რადგან შორს არის ქალაქიდან. -როგორ, ციხეში არ მივდივართ? -არა, რობერტი ხვალ სახლში იქნება. -ეს როგორ ის ხომ უვადო პატიმარი არის ალექსანდრე. -ყველამ იცის ეს ენვერის ხრიკები რომ იყო და ის მკვლელი არ არის, ამიტომ უშვებენ ორ პოლიციელთან ერთად როცა მას აუცილებლობაზე ჭირდება,ქალაქში არ გადის მაგრამ სახლში შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს რამოდენიმე დღე და ისევ ბრუნდება უკან. -ხედავ ენვერიმ რამდენად დახია უკან ეს ადამიანი. -ძალიან მამა და ის საოცრად კარგი ადამიანია, ევას არსებობით სუნთქავს ეჭვიც არ შემპარვია სანამ თავად მეტყოდა სიმართლეს, რომ ის მკვლელი იყო. -კარგი შვილო დაისვენეთ, რთული დღე იყო. -მე სულაც არ მიგრძვნია სირთულე, მამა რაც ეკუთნოდა ის მიიღო და გელასაც ვერ გავამტყუნებ იმდენი ტკივილი ახსოვს მამამისისგან. -მაგრამ ის მშობელია ალექსანდრე.......... -ასეთ მამას სულ არ მყავდეს და მარტო გავიზარდო სხვის სამადლოდ ის უკეთესია. თქვა გიორგიმ და ალექსანდრეს შეხედა. -წადი თქვენ დაისვენეთ ჩვენ სალაპარაკო გვაქვს. თქვა ალექსანდრემ და მაგიდაზე რამდენიმე საქაღალდე გადაშალა, თითქმის დილამდე მუშაობდა გიორგი და ალექსანდრე, ბოლოს ორივემ დაღლილებმა შეხედეს ერთმანეთს და ალექსანდრემ თქვა. -უნდა დავიძინო დილით კიდევ ადრე უნდა ავდგე და ვერ შევძლებ გიორგი არც წუხელ მიძინია ევას გამო, შენ კი ხვალ კიდევ გადახედე იქნებ სადმე შეცდომა გაგვეპარა და თუ დამაგვიანდეს თინოს გადაეცი ეს ყველა საქაღალდე თავად რომ იცოდეს მარტო სად ექნება შენახული, რადგან აქ ყველა საიდუმლო კოდები და ჩანაწერებია. -კარგი ალექსანდრე არ იდარდო ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, თინო სანდო ადამიანია მტერი არ გვყავს და სიმშვიდე გვეღირსა. -არ იცი კიდევ ვინ შემოვა ჩვენს სიახლოვეს და ენვერისგან დატოვებულმა ტკივილმა თუ მწარე დღეებმა კიდევ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, სიფრთხილე არის საჭირო ყოველი თანამშრომლის შერჩევისას.ალექსანდრე დაწვა, მაგრამ 7 საათი იყო რომ გაეღვიძა და ევას უკვე ღვიძავდა. -შენ არც დღეს დაგეძინა, გტკივა ისევ? -არა, არა კარგად ვარ ტკივილმა გამიარა უბრალოდ.... -ისევ შეხვედრაზე ფიქრობ. -ჰო ვფიქრობ და რამდენნაირად წარმოვიდგინე ჩვენი შეხვედრა რომელი ვერსია ავირჩიო აღარ ვიცი. -უბრალოდ დაელოდე და იქ რომ მიხვალ ვერც კი გააცნობიერებ ისე აღმოჩნდები მის მკლავებში ევა. დილით ყველა დაძაბული იყო, ალექსანდრემ ევას შეხედა და უთხრა. -საუცხოოდ გამოიყურები, წავედით. ალექსანდრე და ნინა მანქანის უკანა სავარძლზე მოთავსდა, მაგრამ ევამ ალექსანდრე წინ დასვა შვილის გვერდით და თავად ნინას გვერდით არჩია ყოფნა იმ დღეს, ნინას მისი ხელი ხელში ეჭირა და ძალიან მშვიდად გრძნობდა თავს, ალექსანდრე ხშირად გახედავდა სარკეში და ევას თვალს ჩაუკრავდა ეს იმიტომ რომ კმაყოფილი იყო ყველა მისი ქცევით. რამდენიმე საათის მგზავრობამ ევა მოთენთა და ნინას მხარზე თავჩამოდებულს დაეძინა, ალექსანდრე კი ერთ დიდ უზარმაზარ სახლთან გაჩერდა დაცვამ უპრობლემოდ გაუღო კარი და ეზოში შევიდა სადაც საუცხოო ყვავილების ბაღი ყვაოდა ნინა გაოცებული უყურებდა მის საყვარელ ნარგიზებს და ქრიზანთემებს.ალექსანდრემ მანქანა ეზოში არსებულ მანქანებისთვის განკუთვნილ ადგილზე დააყენა და მანქანიდან გადმოვიდა, დაცვის წევრი მიუახლოვდა და უთხრა. -ბ-ნო ალექსანდრე თქვენთვის საჭირო ოთახები მზად არის, Wi-Fi შეყვანილი გაქვთ და ბატონი რობიც მალე მობრძანდება შეფერხება ჰქონდა და ყველაფერი გარკვეულია, შესაძლებელია აღარ დაბრუნდეს იმ ადგილზე. -რას ამბობ ეს ხომ შესანიშნავი სიახლეა, ვინ ან როგორ.... -ყველაფერს თავად გეტყვით მე რაც მევალებოდა გითხარით, ზემოთ აბრძანდით. ევა ძალიან განიცდიდა სულ ერთიანად ცახცახებდა და ალექსანდრეს მიეკრა, ალექსანდრემ ხელში აყვანილი შეიყვანა საძინებელში ევა,ნინა და ალექსანდრე კი მისაღებში დარჩნენ მოსამსახურემ ყავა მიართვა და დიდი ლოდინიც არ დაჭირდათ კარი გაიღო და რობი რომ ფიქრობდა მარტო ალექსანდრე იქნებოდა ევასთან ერთად გაბრაზებულმა ვერ მოზომა და უწმაწური სიტყვებით შეამკო ვინც პრობლემები გაუჩინა დილით, მაგრამ უეცრად გაჩერდა და ნინას და ალექსანდრეს უყურებდა. -მობრძანდით, თქვენს სახლში ჩვენ გეპატიჟებით მე ალექსანდრე ვარ ეს კი ნინა ჩემი მეუღლე და ალექსანდრეს მშობლები ვართ. -ვაჰ, კითხვაც არ დამჭირდა ისე გავხართ მამა შვილი და ალექსანდრე ან ევა? -მაღლა არიან ცოტა შეუძლოდ არის ევა და მის მდგომარეობაში ეპატიება.... -რა მოხდა, ჩემი ევა ავად არის? -არა, როგორც ყველა ქალი დედობისთვის ემზადება და სულ რამდენიმე თვეში თქვენც და ჩვენც შვილიშვილი გვეყოლება.რობი დაიბნა, ყველაფერი იცოდა ეგონა, მაგრამ ევას ორსულობა არავის უთქვია მისთვის და თვალზე ცრემლი მოადგა გულის ჯიბიდან ფოტო ამოიღო და უთხრა. -გაიგონე კესანე საყვარელო ჩვენ მე და შენ შვილიშვილი გვეყოლება, რა ძლიერი და რა ბედნიერი ვიქნებოდი შენ რომ გვერდით მყავდე. ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან დადგა პირველი შემთხვევა იყო როცა მისი ცრემლი სხვამ დაინახა და არც უცდია დამალვა, მხარზე ხელის შეხება იგრძნო და მთელ ტანში სითბო იგრძნო, შემდეგ ნელა ნელა შემობრუნდა და მის წინ მდგარ ევას ჯერ თმები გადაუწია შუბლზე, შემდეგ სახეზე მოეფერა და უეცრად ორივე ხელებით აიტაცა გულში ჩაიკრა და ხმით ღრიალებდა,ვერც ევამ დაიკავა თავი და ორივე ხელები შემოხვია ჯერ კიდევ უცნობ მამას და თავადაც ატირდა. -ალექსანდრე ცუდად ვარ, გამიყვანე შვილო აქედან..... თქვა ნინამ და ალექსანდრეს მკლავებში უღონოდ ჩავარდა. -დედა, დედა, დედა რა გემართება..... მოსამსახურემ წყალი მოუტანა ნინას და როცა ცოტა მოსულიერდა ალექსანდრეს შეხედა და ჩურჩულით თქვა. -გამახსენდა, ალექსანდრე ის დღე გამახსენდა როცა რობი დაიჭირეს მე იქ ვიყავი და სწორედ ეს არანორმალური ხმა ვიცანი ტკივილისგან რომ ამოდიოდა ყელიდან მე უდანაშაულო ვარ, ნამდვილი დამნაშავე ეძებეთ არა ადამიანებო, მაგრამ ის მაინც წაიყვანეს..... -და მე მის მერე იქ ვზივარ ქ-ნო ნინა. უთხრა რობიმ და ევა მის გვერდით მოისვა, ხელს არ უშვებდა შვილს და ევას მის მკერდზე თავმიდებულს თვალები დაეხუჭა, მაგრამ ცრემლი სახეზე მოსდიოდა.იმ დღეს საღამომდე იქ დარჩნენ, წასვლისას როცა ფეხზე წამოდგნენ რობიმ შეხედა ალექსანდრეს და თქვა. -ენვერი აღარ არის და მეც თავისუფალი ვარ, შემიძლია ჩემს ბიზნესს დავუბრუნდე და როგორც გელასთან მოილაპარაკეთ ევას სახელზე გაფორმდება, მაგრამ მე ვაწარმოებს ასე რომ ამიერიდან ხშირად შევხვდებით ერთმანეთს კიდევ რამდენიმე დღე და საბოლოოდ დავტოვებ იმ ადგილს შვილო. -საუკეთესო ამბავია, შვილიშვილის დაბადებას ერთად შევხვდებით და ერთად ავღნიშნავთ. ყველა კმაყოფილი დარჩა ევა ბედნიერი იყო, მისთვის დრო ძალიან ნელა გადიოდა, მაგრამ როგორც იქნა დადგა მნიშვნელოვანი დღე და ღამით როცა ყველას ეძინა ალექსანდრე ევას კრუსუნმა გააღვიძა და შეშფოთებული წამოხტა ფეხზე. -ევა, ევა, რა გჭირს სულ სველი ხარ. შემდეგ ნინასთან შევარდა ოთახში და დაიყვირა. -ადექით, სასწრაფოდ ადექით გავდივართ. -დამშვიდდი, რა გემართება წ....ბი დაღვარა სასწრაფოს ვერ დაველოდებით უნდა წავიდეთ. თავისი ხელით ჩასვა მანქანაში,ნინამ სასწრაფოდ რაც მოყვა ხელში ჩაიცვა,მაგრამ მანქანაში ალექსანდრემ შეამჩნია და სიცილით უთხრა. -დედა კაბა უკუღმა ჩაგიცვამს. -შენ კი ცალ ცალი ნასკი ჩაგიცვამს. -მამა შენ როგორ მოდიხარ, გაცვია თუ დაგავიწყდა ჩაცმა. -ალექსანდრე შენი ბრალია ეს დაფეთება შვილო, დამელოდეთ ცალ ფეხზე ფლოსტი მაცვია ცალ ფეხზე კი ფეხსაცმელი. მირბოდა ალექსანდრე მის ასაკში როგორც შეეძლო და ევას ტკიოდა და ტკივილისგან იკრუჩხებოდა, მაგრამ მათ საუბარზე გულანად გაეცინა რაზედაც ყველა იცინოდა. გიორგი მათ გვერდით იყო ირმამ რომ აყვირდა და მისკენ მიბრუნდა ყველა მთელი ტანით. -რა ხდება, დღეს გაიღვიძა ორივემ ერთად? თქვა ალექსანდრემ და გიორგის შეხედა. -სასწრაფოდ წამოიყვანე და წამოდი. ალექსანდრემ რობი გააღვიძა და ისიც ნერვიულად ელოდა მათ მოსვლას და რამდენიმე წუთში ორი ბუთხუზა ბავშვი დაიბადა ევას პატარა ალექსანდრე გულზე ეწვინა,ირმას კი პატარა ელისო და ორივე პატარა თავიანთ დედის სურნელს იმახსოვრებდა. ყველაფერი ჩაწყნარდა,გელამ სიტყვა შეასრულა და ის გააკეთა რაც თქვა.ჯული თავის ბინაში დაბრუნდა და მისმა ხშირმა ვიზიტებმა და შეხვედრებმა თომასთან სერიოზული სახე მიიღო რაც არ გაუპროტესტებია არც იკას და არც ვაკოს განქორწინება მიიღო და ცხოვრების ახალი ფურცელი თომასთან ერთად გადაშალა ახალი სიყვარულის ისტორიის დასაწერად. ევა რამდენიმე დღეში ალექსანდრესთან და გელასთან ერთად წარსდგა ამაყად და თავაწელი ბავშვთა სახლში სადაც მზარეულიდან დაწყებული ყველა გაანთავისუფლა რომლებსაც აღარ შეეძლოთ პატარების მოვლა და ხშირადაც ცემდნენ ბავშვებს,ნარგიზი თავის ორ შვილთან ერთად იქ მიიყვანა და საუკეთესო ოთახიც მისცა დედა-შვილებს. ერეკლე და თინო ბოლომდე ალექსანდრეს გვერდით დარჩნენ ერთგულ და სანდო ადამიანებად, ანდრეამ მოულოდნელად წარუდგინა მეგობრებს ულამაზესი გოგონა ვინც მისი ცხოვრების მეგზური გახდა,მაგრამ სად წავიდა ანასტასია და ფიქრია, ამ ორმა პიროვნებამ ამერიკაში დიდი და მომგებიანი ბიზნესი დაიწყო ალექსანდრეს კავშირებით სადაც ტატო მათი მრჩეველი გახდა, მაგრამ ტელეფონით. ერთ დღეს კი მოულოდნელად რომ არავინ ელოდა ალექსანდრე სურმანიძის ოფისის კარი ორმა ულამაზესმა ქალბატონმა შეაღო და ელეგანტურად ჩაცმულებმა სასწრაფოდ მოითხოვეს ალექსანდრესთან შეხვედრა რაზედაც ჯერ უარი მიიღეს, შემდეგ ორივემ სათვალე მოიხსნა და თინოს ორივემ შეხედა თინო გაშეშდა და უნდა ეყვირა, რომ ორივემ გააჩუმა. -კაბინეტშია? -კაბინეტშია ბიჭებიც იქ არიან და თათბირობენ.ერთმანეთს შეხედეს და ერთმა თქვა. -კარგ დროს მოვსულვართ, ორივე შებრუნდა და დაუკაკუნებლად შეაღეს კაბინეტის კარი სადაც რამდენიმე წყვილმა თვალმა მათ შეხედა. -ბიჭებო უჩვენოდ რას გეგმავთ, ჩვენც ჩაგვრთეთ გეგმაში არ წააგებთ. -ფიქრია......... -ანასტასია........ -დაიყვირა ალექსანდრემ და გელამ და ყველა ფეხზე წამოდგა, საოცარი იყო მეგობრების შეხვედრა,ფიქრიამ ყველას გადახედა და თქვა. -მკვდრეთით ამდგარი სად არის. ალექსანდრემ ჯერ ვერ მიხვდა ვისზე ამბობდა და შემდეგ გულიანად გაეცინა,ფიქრიას შეხედა და უთხრა. -გინდა დავურეკო და აქ მოვიყვანო სასწრაფოდ? -ცუდი აზრი არ არის, მაგრამ უკეთესია თუ მარტო ვნახავ. -აააააა, გასაგებია მიბრძანდი და მოძებნე შენი გვრიტი და შენ ანასტასია განყოფიოლებაში წახვალ? -წავალ და მეც იქ ვნახავ. -მაშინ ერთი აზრი მაქვს, წავედით და ვიცი რაც უნდა გავაკეთო. რამდენიმე წუთში ალექსანდრემ ნაცნობი პოლიციელი გამოიყვანა და ორმა პოლიციელმა ანასტასია განყოფილებაში შეიყვანა ერთმა კი იკას კაბინეტის კარზე დააკაკუნა. -ბ-ნო იკა დაპატიმრებული მოვიყვანეთ და გვითხრეს თქვენ უნდა დაკითხოთ. -ვინ არის, რა ბრალი ედება. -ქურდია ბ-ნო.... -ქურდი? რა მოიპარა.... -გული, ადამიანის გული მოიპარა და დღემდე არ უბრუნებს უკან.... -რას ბოდავ, მიშო მთვრალი ხარ? -არა უფროსო, შემოვიყვანოთ? -შემოიყვანეთ. დაკავებული შეიყვანეს და იკამ ფეხებიდან დაიწყო თვალის აყოლა და როცა მის სახეს გაუსწორდა გაშეშდა, ანასტასიამ კი ხელები აჩვენა და უთხრა. -თუ არ გამიხსნი ვერ მოგეხვევი.....იკა ფეხზე წამოდგა და მის წინ გაჩერდა, თვალებში უყურებდა და უთხრა. -რა გიყო მოგკლა? -ენვერიმ ვერ მომკლა და შენ უნდა მომკლა? -ხომ ხარ ღირსი ასე რომ დაგტოვო და გაწამო, რატომ არ მითხარი თუ მოდიოდი. -ასეთი ეფექტიური არ იქნებოდა შეხვედრა, ვეცადე და გამომივიდა ალექსანდრეს დახმარებით. -ალექსანდრე ვიცი რომ კართან ხარ ეს შენი გეგმაა. დაუძახა ალექსანდრეს და ანასტასიას ხელები გაუხსნა, შემდეგ თავად გააღო კარი და ბიჭებს უთხრა. -მადლობა რომ აქამდე მომიყვანეთ, ახლა კი მიბრძანდით აღარ ხართ საჭირო.სიცილით დატოვეს განყოფილება იკამ კი ხელები მოხვია ანასტასიას და მონატრებული სხეული გულში ჩაიკრა,ფიქრია კი იმ სააგენტოში მივიდა სადაც ტატომ გახსნა ერეკლესთან ერთად, მოულოდნელი იყო ფიქრიას შესვლა სადაც უცნაურად შეხედა იქ მომუშავე ქალბატონებმა და ტატოს მაგიდასთან მისულმა გადაიხარა და ტატოს უთხრა. -ის ქერა ქალბატონი არ მომწონს დაითხოვე სამსახურიდან. ტატომ თავი აწია და ფიქრიას შეხედა, მოულოდნელობისგან გაშეშდა იქვე იდგა ერეკლე და ღიმილით უყურებდა ორივეს, ფიქრიამ შეხედა ერეკლეს თვალი ჩაუკრა და უთხრა. -სანამ ეს გონზე მოვა შენ გნახავ, როგორ ხარ მეგობარო. -შენ როგორ ხარ, ძალიან შეიცვალე ეს იმიჯიც მოგიხდა. -რაო ტატო მოდი გონს? ტატო ფეხზე წამოდგა მუხლები უკანკალებდა და ორივე მკლავებში მოიმწყვდია ფიქრია მერე ხელში აიყვანა და ასე ყავდა რამდენიმე წუთი. -წარმოდგენა არ გაქვს როგორ მომენატრე, დამტოვე აქ და აღარც მოიხედე. -აქ ენვერისთან დაგტოვეთ და თქვენ რა გააკეთეთ ახლა ეძებთ საქმეს, მაშინ ყველა დასაქმებული იყავით. -არა დაო ასეთი საქმეები არ გვინდა. იცინოდა ერეკლე და უყურებდა ღიმილით მეგობრებს, შემდეგ ფიქრიასთან მივიდა მხარზე ხელი დაადო და უთხრა. -ადამიანს ცხოვრებაში მუდამ გამოცდის ჩაბარება უწევს, მაგრამ ცხოვრების გამოცდის ჩაბარება რთულზე რთულია მეგობარო ეს კი ადამიანზეა დამოკიდებული თუ როგორ ჩააბარებს კარგად თუ ცუდად. ჩვენ შესაძლებელია მიღებულ შედეგს არ დავჯერდეთ და მუდამ განვაგრძოთ წინ სვლა კიდევ ახალი გამოცდის ძიებაში, კიდევ დავინიშნოთ ცხოვრების ახალი გამოცდა და არ უნდა დავნებდეთ ჩვენი შემართებით კი წარმატებას მივაღწიოთ. ადამიანს ერთდროულად შეუძლია ბედნიერიც იყო და უბედურიც,იტიროს კიდეც და იცინოს,ყველაფერი ადამიანის ბუნებაზეა დამოკიდებული და მთავარია როგორ იცხოვრებ ამ გამოცდის შემდეგ, როგორი იქნება ადამიანის ცხოვრების სტილი. -მე ვფიქრობ ჩავაბარე კარგად გამოცდა, ტატომაც მკვდრეთით აღსდგა და აგერ ზის შენთან ერთად. ერეკლეს გულიანად გაეცინა და სამივე იცინოდა, რომ მურადი შემოვიდა მათთან, ისიც როგორც სხვები გაშეშდა და ხელში რაც ეკავა ყველაფერი ძირს დაყარა. -ფიქრია..........ფიქრიამ გაიქცა და მურადის ჩაეკრა გულში,ყველა გაოცებული უყურებდა ამ ოთხეულს რომლებიც ბედნიერებას ასხივებდა.იოანემ ვერც ევროპაში იპოვა მისი ადგილი და ისევ დაუბრუნდა თავის კლინიკას, მაგრამ ის მექალთანე იყო და მის გულს სერიოზულად არავინ მიუღია, ლეომ კი დაუწყო ჯერ ცალი თვალით ყურება თეოს და შემდეგ კი ურთიერთობაც ააწყვეს.ლია და იოანე ბედნიერი წყვილი, წარმატებული ბიზნეს ლედი და ასევე წარმატებული ექიმი,ამაყობდა ალექსანდრე ლიას წარმატებებით და ლიამ გადაწყვიტა საშობაოს მოულოდნელი სტუმარი ყოფილიყო ალექსანდრესთან თავის პატარასთან ერთად რომლის ვინაობა არავინ არ იცოდა და როცა დადგა დღე შობის ღამეს ყველა ერთად იყო მოულოდნელმა ზარმა კარზე ალექსანდრემ ყველას გადაავლო თვალი და პირველი გაიფიქრა. -ვინ გვაკლია, ვის დააგვიანდა. მაგრამ არავის დააგვიანდა, ნინამ კარი გააღო და მოულოდნელი სიხარულისგან ყვირილი აღმოხდა, ალექსანდრე გაიქცა კარებისკენ და ვერ კი გააცნობიერა ისე აღმოჩნდა ხელებგაშლილი ლია მის მკლავებში. -როგორ მომენატრეთ ნათლი ყველა. -ლია, ლია შენ რატომ არ გამაფრთხილე საყვარელო და ეს უცხო სტუმარი. -ეს უცხო სტუმარი ალექსანდრეა.... -კიდევ მესამე ალექსანდრე გვყავს ხალხო შეხედეთ. ორივე ხელში აიყვანა პატარა და მოეფერა. შობის ღამე ბედნიერი ვარსკვლავის ჩამოვარდნით დასრულდა და ყველამ ჩაიფიქრა მისი სურვილი, დასასრულის დასაწყისი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.