გარიგება +18 - თავი 4
ეს და მსგავსი ტიპის ისტორიები შედის იმ ისტორიების ჟანრში, რომელიც მოიცავს საკმაოდ ბევრ სენსიტიურ თემებს, +18 შინაარსის ტექსტებს, ძალადობას, აგრესიას და ბევრი ისეთი ტაბუდადებული საკითხის განხილვას, რომლებსაც ჩვეულებრივ რომანტიულ წიგნებში არ შეხვდებით. თუ თქვენთვის რომელიმე საკითხი სენსიტიურია, გირჩევთ, რომ ეს ისტორია არ წაიკითხოთ!! ასევე ეს ისტორია ბოლომდე ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ არის, იგი ნაწილობრივ დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე, თუმცა პერსონაჟების სახელები და მთავარი მოვლენები ისე არის შეცვლილი, რომ არანაირი კვეთა არ ჰქონდეს რეალურ ამბავთან. --------------------------------- რამდენიმე დღე იყო გასული და უკვე ვეღარ ვუძლებდი სახლში გამოკეტილ მდგომარეობას. დანიელი სულ საქმეებზე დადიოდა და სახლში იშვიათად იყო. სახლის ტელეფონი ავიღე და დანიელის ნომერი ავკრიფე. რამდენჯერმე მომიწია დარეკვა, რომ საბოლოოდ ეპასუხა გაღიზიანებული ტონით. - გისმენ - გაისმა მისი ბოხი ხმა - ჰეი - ვუთხარი და ქვედა ტუჩზე ვიკბინე - სოფია, რა ხდება? - ძალიან მოვიწყინე. შემიძლია გარეთ გავიდე საჭმელად? - ვკითხე სწრაფად. გაღიზიანებულმა ამოისუნთქა. - დაცვა წაიყოლე - მითხრა ბოლოს - მადლობა - ვუთხარი მხიარულად - მოგვიანებით გნახავ - მითხრა და ყურმილი დამიკიდა. ტერის დავურეკე, დანიელის პირად დაცვას და ვუთხარი, რომ დღეს ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყო. ტერი საკმაოდ დიდი და დაკუნთული იყო, მაგრამ არა ისეთი საშიში, როგორიც დანიელი. *** ტერი გარეთ, მაღაზიასთან, მელოდებოდა სანამ მე ტანსაცმელს ვარჩევდი. ჩემს გვერდით გოგონა შევნიშნე,რომელიც ჩემსავით ტანსაცმელს არჩევდა. - ჰეი - გამიღიმა გოგონამ - ჰი - ვუთხარი ისე, რომ მისკენ არ გამიხედავს და შარველბის რიგში ჩემთვის სასურველი შარვლის ძებნა დავიწყე - შენც ვერაფერი აარჩიე? - მითხრა და იმედგაცრუებულმა ამოისუნთქა - ვერა, რაღაცნაირი უცნაური დიზაინის ტანსაცმელები აქვთ - გოგონას გაეღიმა ჩემს სიტყვებზე - მგონი ეს კარგად გექნება - მითხრა და ლამაზი მაისური მომაწოდა - ვაიჰ, მადლობა, მართლაც ძალიან ლამაზია - ვუთხარი და მაისური კიდევ ერთხელ შევათვალიერე - შენ რაიმე კონკრეტულს ეძებ? - ვკითხე - კი, ჩემი ძმის ქორწილისთვის კაბას ვეძებ. არც ზემდეტად გამომწვევი ან გადაპრანჭული რომ იყოს და არც ზედმეტად სადა - მითხრა და ტანსაცმელს იმედგაცრუებულმა გახედა - აჰ, ძალიან კარგად მესმის - შენც გყავს ძმები? - მკითხა გახარებულმა - კი, 5 ძმა მყავს - გავუღიმე და თვალები ავატრიალე - საყვარლები არიან? - მითხრა ძალიან საყვარლად - არ ვიცი - ვუპასუხე და ცალი წარბი ავწიე. ჩემი ძმები არიან, მათთვის ამ თვალით არასდროს შემიხედავს, ასე რომ ჩემთვის რთული სათქმელია. - ძალიან კარგი გოგო ჩანხარ. თუ წინააღმდეგი არ ხარ საჭმელი ხომ არ აგვეღო, სანამ სტრესისგან ცუდად გავმხდარვარ - მკითხა ღიმილით - კი, რა თქმა უნდა - სხვათაშორის რა გქვია? - ვკითხე, როცა მივხვდი, რომ კითხვა დამავიწყდა - სალომე - გამიღიმა და ხელი გამომიწოდა - მე სოფია - ჩამოვართვი ხელი - სოფია? მიყვარს შენი სახელი - მითხრა ღიმილით და მაღაზიიდან გავედით *** მე და სალომე ისე შევყევით საუბარს და დამეგობრებას, რომ საბოლოოდ დანიელის სახლში წამოვიყვანე სტუმრად. - ვაუ, აქ ცხოვრობ? - მკითხა და მოულოდნელობისგან პირი გააღო - კი - ვუპასუხე და იმედი დავიტოვე, რომ არ მკითხავდა დანიელის სამსახურზე არაფერს - სახელი და პირადობა - კითხა დანიელის დაცვამ სალომეს - არ ინერვიულო, უსაფრთხოების მიზნით სჭირდებათ - ავუხსენი სალომეს. *** სავარძელზე ვისხედით, კინოს ვუყურებდით და ჩვენს ძმებზე ვსაუბრობდით. - ჩემი ძმა ყოველთვის სახეში მაბოყინებს - ვუთხარი სალომეს, რომელიც სიცილისგან ვეღარ სუნთქავდა - რა საშინელებაა - გაიცინა - და შენ რას უკეთებ? - მე ბევრი არაფრის გაკეთება შემიძლია - ვუთხარი და ტელევიზორს შევხედე - ჩემი სხვა მეგობრებიც უნდა გაგაცნო, დარწმუნებული ვარ მოეწონები ყველას - მითხრა სალომემ და ტელეფონი აიღო კარის გაღების და დაკეტვის ხმა გავიგე. - სოფია? - დამიძახა დანიელმა - აქ ვარ - გავძახე. დანიელი ნელა შემოვიდა და სასტუმრო ოთახის კართან გაჩერდა. სალომემ როგორც კი დაინახა პირი გააღო და შოკირებულმა გამომხედა - ჯანდაბა - ამოისუნთქა ღიმილით დანიელი აშკარად არ იყო კმაყოფილი. - კარგად ხარ? - ვკითხე შეწუხებულმა - ნორმალურად - მიპასუხა გაბრაზებულმა და სალომეს გახედა - ეს სალომეა - დანიელმა ყურადღება ჩემზე გადმოიტანა - იყიდე რამე? იპოვე ტანსაცმელი, რომელიც მოგეწონა? - მკითხა ინტერესით დანიელმა - კი, რაღაცეები ვიყიდე და ცოტახანი მეყოფა - დავუქნიე თავი - კარგია - მიპასუხა და ოთახიდან გავიდა - ჯანდაბა! შენი ძმა საშინლად სექსუალურია - მითხრა სალომემ და ხელი ისე დაიქნია, თითქოს ცხელოდა - ოჰ არა, ის ჩემი.. - მისი საქმრო ვარ - შემაწყვეტინა დანიელმა და ჩემს მაგივრად გასცა პასუხი - ჩემი საქმროა - ვუთხარი სალომეს უცნაური ღიმილით - მართლა?! ვაიმე მე კიდე გითხარი, რომ.. - არაუშავს, არც პირველი ხარ ვინც ჩემზე ეგ თქვა და არც ბოლო - უთხრა დანიელმა და ძველი დაიტკაცუნა. ძალიან გაღიზიანებული ჩანდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ. ალბათ უბრალოდ სალომე არ მოეწონა. - როგორ გაიცანით ერთმანეთი? - იკითხა სალომემ და ყავა მოსვა - საერთო მეგობრებისგან - ორივემ ერთდორულად ვუპასუხეთ. სალომეს გაეცინა. მეც ჩამეღიმა ამ მოულოდნელ დამთხვევაზე - თითქოს დანიელი ჩემს აზრებს კითხულობდა. - ჩემს ოფისში ვიქნები - მითხრა დანიელმა და გასასვლელად მოემზადა - კარგი - თითქმის ჩურჩულით ვუთხარი - იმედია წინააღმდეგი არ ხარ ამას რომ ვიძახი, მაგრამ მართლა ძალიან სექსუალურია - ნუ იძახი მაგას, თორემ ეგო უფრო გაეზრდება და არ სჭირდება. ისედაც დიდი ეგო აქვს - ჩამეღიმა - ჩანს, რომ კარგად უგებთ ერთმანეთს - მითხრა და დაბნეულმა გამომხედა - ალბათ, რატომ? - ვკითხე და დავინტერესდი რატომ ვერ უნდა ვუგებდეთ ერთმანეთს - ერთმანეთის საწინააღმდეგოები ჩანხართ. აბსოლიტურად ორი სხვადასხვა ადამიანი, მაგრამ ისე კარგად უგებთ და ეწყობით ერთმანეთს. შენგან განსხვავებით ის ისეთი ჩუმი და ცივია - მითხრა სალომემ უხერხულად - ხო, მაგრამ ესეთია, რა ვქნა. პირიქით, ვფიქრობ არ მომეწონებოდა დანიელი, რომ ყველასთან თბილი და გახსნილი იყოს - ვთქვი ნახევრად ფიქრებში წასულმა - რამდენი ხანია რაც დანიშნულები ხართ? - მკითხა გოგონამ - თითქმის თვეა - ვუპასუხე და ტელევიზორს გავხედე. სალომემ დაახლოებით ერთ საათში წასვლა გადაწყვიტა. *** შეშინებული წამოვხტი. სუნთქვა საშინლად მიჭირდა და შუბლი სულ ოფლიანი მქონდა. გული ისე მიცემდა, რომ მეგონა ამომივარდებოდა. რამდენჯერმე ჩავისუნთქე ღრმად. გარშემო მიმოვიხედე ჩემს ბნელ ოთახში. რამდენიმე წამი მოვიაცადე, სანამ სიბნელეს შევეჩვევოდი. უკან გადავწექი და შვებით ამოვისუნთქე. ისიც კიარ მახსოვდა რა დამესიზმრა, რაც ალბათ კარგიც არის. ლოგინიდან ავდექი და საათი შევამოწმე - 2:32am. შუბლიდან ოფლი საღამურის სახელოთი მოვიწმინდე. ჩემი ოთახიდან გავედი და სამზარეულოსკენ დავიძარი. დანიელის მშობლები მეჯლისის საღამოს მერე სახლში არ დაბრუნებულად, მაგრამ ალბათ მსოფლიოს გარშემო აქვთ სახლები, ამიტომ მათზე არ მინერვიულია. ჯერ ისევ მაკანკალებდა სანამ ჭიქაში წყალს ვისხამდი. - გღვიძავს - გავიგონე ხმა და მოულოდნელობისგან შევხტი - ჯანდაბა, დანიელ - ვთქვი და გულზე ხელი მოვიკიდე - რატო გღვიძავს? - მკითხა ისე, რომ ფანჯრისთვის თვალი არ მოუშორებია - უბრალოდ გამეღვიძა, მწყუროდა - ვუთხარი და წყალი მოვსვი. დანიელმა უბრალოდ თავი დამიქნია. რაღაც ვერ იყო რიგზე. იმედგაცრუებული ჩანდა. კედელზე ჩამოკიდებულ სურათს უყურებდა ისე, რომ თვალს ვერ წყვეტდა. ხელში სიგარეტი ეჭირა. - შენ რატომ გღვიძავს? - ვკითხე თბილი ტონით. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, დანიელს თითქმის არასდროს ძინავს. - არ მიყვარს ძილი - მითხრა და სიგარეტი ტუჩებთან მიიტანა - რატომ? - ვკითხე თითქმის ჩურჩულით - არ მიყვარს ისეთი არარეალური რაღაცეები როგორიც სიზმრები და ოცნებებია - აღიარა დანიელმა - მესმის - ვუთხარი, მაგრამ თვალი მის მწუხარებით სავსე გამომეტყველებას მაინც ვერ მოვაშორე - რატომ უნდა ვიოცნებო იმ რაღაცეებზე რაც არასდროს მოხდება. აზრს ვერ ვხედავ - მითხრა და სიგარეტი ფანჯრიდან გადააგდო - მე დანიელ დადეშქელიანი ვარ. ჩემი ცხოვრება სავსეა ტკივილით და უბედურებით, ასე რომ ოცნებები და უაზრო იმედები არაფერში მჭირდება - როგორც ჩანს ცუდ ხასიათზე ხარ - ვუთხარი ფრთხილად - ხო ვარ - მითხრა გაბრაზებულმა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ჩემზე არ იყო გაბრაზებული. აშკარად სხვა რაღაც აწუხებდა. - გინდა ჩაგეხუტო? - ვკითხე ოდნავ ღიმილით. არ უპასუხია და არც ფანჯრისთვის მოუშორებია თვალი - ღმერთო ჩემო - გამეღიმა, როცა მივხვდი, რომ პირველად იყო, როდესაც პირდაპირ არ მეუბნებოდა უარს ჩახუტებაზე - აქამდე არასდროს მდომებია, ახლა რატო უნდა მინდოდეს - მითხრა უხასიათოდ - კარგი, მესმის, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ჩახუტება გჭირდება - ვუთხარი და ხელები გავშალე, მასთან ახლოს არ მივსულვარ, მინდოდა რომ თვიითონ მოსულიყო ჩემამდე - არა - მითხრა და ხმაში მუქარა გაერია - რას იზამ რო? მომკლავ? - ვუთხარი დამცინავად - ნეტავ მომეკალი - მითხრა ოდნავ უხეშად, მაგრამ თვალებში ისევ იგივე სევდა ჰქონდა. იმედია ხუმრობდა. - რატომ ხარ ეგეთ ხასიათზე? რა მოხდა? რამ გაგიფუჭა ასე ძალაინ ხასიათი? - ვკითხე ისევ. ახლა უკვე მართლა ვნერვიულობდი მასზე. - რაში გაინტერესებს სოფია? რატომ ღელავ ამაზე ასე? - მკითხა და მაგიდააზე მუშტი დაარტყა. შიშისგან შევხტი და გავტრიალდი. მისი ჩუმი ფეხის ხმა გავიგონე რომ მომიახლოვდა. უკვე ისე ახლოს იყო ჩემთან, რომ მის სუნთქვასაც კი ვგრძნობდი. - იმიტომ, რომ ვღელავ შენზე - ვუთხარი ჩუმად, თითქმის ჩურჩულით. ჩემს სიტყვებზე თითქოს ერთიანად დაწყნარდა და ბრაზი ოდნავ გაუნეიტრალდა. მისი ხელი ნელა ავიღე. ჩვენს შორის მწველი სურვილი იგრძნობოდა. ჩვენი თითები ერთმანეთში გადაიხლართა. დანიელს სუნთქვა შეუნელდა და ნელა ავხედე. - აღარ არის იმის მოჩვენება საჭირო, რომ ყველაფერი კარგადაა დანიელ. ვიცი და ვხედავ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის - გაისმა ჩემი ჩურჩული ოთახში. დავინახე როგორ აუწყლიანდა თვალები. - რა მოხდა? - ვკითხე კიდევ ერთხელ პირი გააღო რომ ეპასუხა, მაგრამ არაფერი უთქვამს - დანიელ შეგიძლია დამელაპარაკო, მე შენს მხარეს ვარ - ვუთხარი და თითებზე ნაზად მოვუჭირე. მეზიზღებოდა მისი ამ მდგომარეობაში დანახვა. მზერა იატაკს მოახედა და პირდაპირ თვალებში ჩამხედა. ჩემკენ გადმოიხარა და თვალები დახუჭა. პირველად მომცა ნება, რომ ასეთ დროს შევხებოდი. დანიელმა თვალები გაახილა და ღრმას ამოისუნთქა. - მამაჩემმა დედაჩემი მოკლა მეჯლისის მერე. რამდენიმე წუთის წინ მითხრეს. - მითხრა ჩუმად, იმდენად ჩუმად, თითქოს არ უნდოდა ხმამაღლა ეღიარებინა. თითქოს ოდნავ უფრო ხმამაღლა რომ ეთქვა, მასაც მოუწევდა ამ რეალობის გააზრება. ვიგრძენი როგორ ამიწყლიანდა თვალები. არ ვიცოდი რატომ. შეიძლება იმიტომ, რომ ვიცოდი, რომ დედამისი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც შეძლებისდაგვარად ზრუნავდა მასზე. მკლავები მთელი ძალით შემოვხვიე. - ვწუხვარ - ვუთხარი ჩუმად და ვიგრძენი როგორ გაიკვლიეს ცრემლებმა გზა ჩემს ლოყებზე. მარია იმდენად კეთილი ადამიანი იყო, რომ არ იმსახურებდა ის ამ სისასტიკეში ცხოვრებას, არ იმსახურებდა მაფიაში ყოფნას. არ უპასუხია, მაგრამ ვიგრძენი ნელ-ნელა როგორ აწია ორივე ხელი და როგორ შემეხო ზურგზე, რამდენიმე წამის მერე ძლიერად შემომაჭდო მკლავები. ისე ძლიერად მიხუტებდა, თითქოს ერთადერთი სანდო რამ ვიყავი მის ცხოვრებაში. ჩემი გაშვება აღარ უნდოდა. - ვწუხვარ, დანიელ, მთელი გულით ვწუხვარ - ვუთხარი ნაზად, სანამ ვტიროდი და მკლავებს ისე ძლიერად ვუჭერდი, როგორც შემეძლო. დანიელმა სახე ჩემს კისერში ჩარგო მე კი ცალი ხელი ავწიე და თავზე ნელა გადავუსვი. - მას ეს არ დაუმსახურებია...შენ ეს არ დაგიმსახურებია..- ვუთხარი ჩურჩულით. თავი ნელა გააქნია და დავინახე როგორ დაეცა იატაკზე მისი ცრემლი. თავი მოვაჩვენე ვითომ არ შემიმჩნევია. კიდევ ერთი ცრემლი დაეცა იატაკზე. თავი არ მოუშორებია ჩემი კისრიდან. - კარგად იქნები, გპირდები - ვუთხარი ჩუმად - ჩემი ბრალია..მასთან ერთად არ უნდა დამეტოვებინა - მითხრა და ხმაში საშინელი ტკივილი დაეტყო - არა..არა, შენი ბრალი არ არის. აღარ თქვა ასე, გთხოვ - იქ დავტოვე, სოფ - მის ხმაში სრული აგონია ისმოდა - წინასწარ არ გეცოდინებოდა, რომ მამაშენი ამას იზამდა - ვუთხარი ნაზად და მის თავზე ხელის სმა გავაგრძელე. ვერაფერს ვშვებოდი, მაგრამ მის სინანულს ძალიან კარგად ვგრძნობდ. მე რომ მოვეკალი, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა და გიორგი დანიელის დასასჯელად მარიას არ მოკლავდა. - ვეღარასდროს ვნახავ მას - აღიარა დანიელმა და თავი გააქნია, თავი ისევ ჩემს კისერში ჰქონდა ჩარგული. ორივე ხელი სახეზე მოვკიდე და თავი ავაწევინე. ყოყმანობდა, მაგრამ მაინც შემომხედა, თუმცა მალევე იატაკისკენ დახარა თვალები. თვალები ჩაწითლებული და სულ ცრემლიანი ჰქონდა. ლოყაზე მივადე ხელი და ცერა თითით გავუწმინდე ცრემლები. - მე მჯერა, რომ ოდესღაც აუცილებლად შეხვდები ისევ - ვუთხარი ჩურჩულით, მაგრამ დანიელი ისევ იატაკს უყურებდა - ის იქ არ იქნება, სადაც მე - გაუტყდა ხმა და მე მეგონა, რომ გული ნაწილებად დამეფშვნა იმ წამს. ხელები ისევ ძლიერად მოვხვიე და ჩავეხუტე. რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიდექით. - წამოდი, ძილი გჭირდება - ხელი ჩავჭიდე და ოთახისკენ წავედი - არა - მითხრა უხეშად - გჭირდება! - მოვუჭერი მოკლედ - კარგი - დამნებდა ბოლოს. მისი საძინებლის კარი გავაღე. ორივე ლოგინზე დავწექით. სახეზე ნელა გადავუსვი ხელი და დანიელმა ღრმას ამოისუნთქა. - უბრალოდ დახუჭე თვალები - ვუთხარი და ლოყაზე ხელი დავადე - არ მომწონს ძილი - მითხრა ისევ, მაგრამ თვალები მაინც დახუჭა. რამდენიმე წუთი გასულიყო. - დანიელ - ვუჩურჩულე - ხო - მიპასუხა და ლაითმა ღიმილმა გადამირბინა სახეზე - რატომ არ გძინავს? უნდა გეძინოს უკვე? - შევხედე - ხომ გითხარი, რომ არ მიყვარს ძილი - მითხრა ჩუმად - შეგიძლია შენი ხელი მომაწოდო - ვკითხე უეცრად. დანიელმა ხელი ნელა აიღო და ჩემი ხელის გვერდით დადო. ხელის გულზე ნელა პატარა წრეების დახატვა დავუწყე. ვიგრძენი როგორ მოუდუნდა დანიელს ნელ-ნელა სხეული. - მოგწონს? - ვკითხე ჩუმად. პასუხის ნიშნად უბრალოდ ჩუმი კვნესასავით ხმა ამოუშვა და მივხვდი რომ საბოლოოდ ჩაძინებისკენ მიდიოდა. კიდევ რამდენიმე წუთი გასულიყო. ვიცოდი რომ ეძინა - სხეული მთლიანად მოუდუნდა და სუნთქვაც შეუნელდა. ადგომა დავაპირე, მაგრამ უცებ მისმა ხელმა ჩემი მტევანი დაიჭირა და არ მომცა ადგომის საშუალება. ნახევრად ეძინა. ისევ მოვდუნდი მის გვერდით და მის უნაკლო სახეს დავაკვირდი. *** დიდიხნის მანძილზე დღევანდელი ღამე ალბათ პირველი იყო, როდესაც კარგად მეძინა. დღეს სალომე აპირებდა ჩვენთან მოსვლას, რამდენიმე მის მეგობართან ერთად, მაგრამ გულის სიღრმეში მეშინოდა, რომ დანიელს რომელიმე მათგანი მოეწონებოდა და მე დამივიწყებდა. დანიელი უკვე ამდგარიყო და ჩემს გვერდით აღარ იწვა, რაც არც არის გასაკვირი. მთავარია გუშინ ცოტა მაინც ეძინა. დღიური დავინახე მის მაგიდაზე. რა თქმა უნდა წაკითხვას არ ვაპირებდი და მის პირად სივრცეში შეჭრას, მაგრამ მაინტერესებდა რაზე წერდა. ლოგინიდან ავდექი და ჩაცმა დავიწყე. ნელ-ნელა ზამთარი დგებოდა და ამინდიც საგრძნობლად გაუარესდა. დანიელი სამზარეულოს კართან იდგა, მაისურის გარეშე, რა თქმა უნდა, ამ ყინვაშიც კი შიშველი დადიოდა. - გაცივდები - ვუთხარი და მაცივარში შევიხედე - ფანქეიქები გავაკეთე და სიცივე არ მაღელვებს - მითხრა უდარდელად - მადლობა - ვუთხარი ბედნიერმა და ფანქეიქებით სავსე თეფშსს დავუწყე ძებნა - ღუმელში შევდე რომ არ გაცივებულიყო - მითხრა მშვიდად. ფანქეიქები ღუმელიდან გამოვიღე და ჩანგალი ავიღე. მაინტერესებდა რამდენად კარგად შეეძლო დანიელს საჭმლის კეთება. - ღმერთოო რა კარგიააა - ვთქვი გაოგნებულმა და სავსე პირით - სავსე პირით ნუ ლაპარაკობ - რამდენიმე დღის წინ ჩემი პირი სხვა რამით იყო სავსე, მაგრამ პრობლემა არ გქონია მაგაზე - ვუთხარი მშვიდად, მაგრამ საკმარისად ხმამაღლა რომ გაეგო. მისივე კარგად ყოფნისთვის ჯობდა რომ არ შეგვემჩნია გუშინდელი ღამე და ისე ვყოფილიყავით, თითქოს არაფერი მომხდარა. დანიელმა თავი გააქნია. თეფში დავდე და მისკენ წავედი. - ისევ გტკივა? - ვუთხარი მოწყენილმა და დანიელმა უბრალოდ თავი დამიქნია. ხელი მოვკიდე, ჩვენი თითები ერთმანეთში გადავხლართე და თავი მხარზე დავადე. დანიელმა თავი თავზე მომადო და ამოისუნთქა. - მამაშენი აღარ დაბრუნდება? - ვკითხე ფრთხილად. ვიცოდი, რომ ეს თება სენსიტიური იყო დანიელისთვის - სხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად და მაფიაც მთლაიანდ დაკარგა. მის სიტყვას მაფიაში აღარანაირი ძალა აღარ ექნება. დაბრუნებით აღარ დაბრუნდება, ჯერ-ჯერობით მაინც - მითხრა დაუფარავი ბრაზით და ფანჯარაში გაიხედა. დავინახე მუშტები როგორ შეკრა - მინდა რომ მოვკლა. ბრაზმა იმდენად შემოუტია, რომ ჩემს ხელს, რომელიც მის ხელში იყო მოქცეული მთელი ძალით მოუჭირა. ტკივილისგან შახე შემეცვალა, მაგრამ არაფერი მითქვამს, სანამ თვითონ არ შეამჩნია. - ბოდიში - ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა და მაკოცა. მისი ტუჩები ჩემს კანს რომ შეეხო, ჟრუანტელმა მთლიანად დამიარა სხეულში. სუნთქვა ოდნავ გამიხშირდა და მანაც შეამჩნია. - დღეს სალომე და გოგოები მოდიან თუ წინააღმდეგი არ ხარ - ვუთხარი ისე, რომ სასაუბრო თემა შეგვეცვალა, აღარ მინდოდა, რომ გაბრაზებული ან იმედგაცრუებული ყოფილიყო. თავი დამიქნია. - თუ წინააღმდეგი ხარ, უბრალოდ მითხარი - ვუთხარი დამაჯერებლად - არა, რიგზეა ყველაფერი - სიმართლე ვთქვა, დიდად არც მინდა რომ მოვიდნენ - მოვიდნენ და რომ წავლენ მერე შეგვიძლია ჩვენ ვქნათ რამე - ვააუ, ცუდ და საშიშ მაფიის ბოსს ჩემთან ერთად უნდა დროის გატარება - ამოვისუნთქე დრამატულად და გულზე ხელი მივიდე. გამიღიმა და თვალები აატრიალა - მე ვიცი, რომ მე ყველაზე მაგარი და...ულამაზესი ვარ - ვუთხარი სწრაფად. დანიელმა თავი გააქნია და იატაკს დახედა. - თქვი - ვუთხარი უხეშად - არა - ჩაიცინა ირონიულად - თქვი - მოვუჭირე ცხვირზე ხელი - არა - თქვი ახლავე - შევხედე გამაფრთხილებლად - კარგი, კარგი - აატრიალა თვალები - ყველაზე მაგარი ხარ - ჩაიბურტყუნა თავისთვის - და... - ვუთხარი მოუთმენლად - და ყველაზე ლამაზი - მითხრა ყოყმანით - არ იყო საჭირო - გავეხუმრე. დანიელმა ირონიულად ჩაიცინა. - გეყოს - შევუბღვირე მე - რა? - მკითხა და სიგარეტი ამოიღო ყუთიდან - ნუ იცინი ხოლმე ირონიულად - ტუჩებისკენ წაიღო სიგარეტი, მაგრამ ხელი მოვკიდე - მოწევა მავნებელია შენთვის - ვიცი და მაგიტომ ვეწევი - მითხრა მხიარულად და თვალი ჩამიკრა - ვააუ, როგორი ცუდიი ბიჭი ხარ დანიელ დადეშქელიანო - ვუთხარი სარკასტულად. დანიელმა გამიღიმა და ჩვენი საუბარი კარზე ზარის ხმამ შეგვაწყვეტინა. კარი გავაღე და სალომე და მისი 3 მეგობარი დამხვდნენ. - ჰეეი - გავუღიმე სალომეს და ჩავეხუტე - გოგოებო, ეს სოფიაა - წარმადგინა სალომემ - ჰაი სოფია - მითრა სამივემ ერთდროულად. დანიელმა კუთხიდან გამოყო თავი - მე ანამარია ვარ - მომესალმა დაბალი გოგო და ჩასახუტებლად წამოვიდა. მუქი წითელი თმა ქონდა და ამავე ფერის ტუჩსაცხი ესვა. - მე ელი - მითხრა მეორე გოგომ და ისიც ჩასახუტებლად გამოემართა - მე ქეთი ვარ - მითხრა ბოლო გოგომ და გარშემო საეჭვოდ მიმოიხედა. ქეთის მოკლე, შეღებილი ქერა თმა ქონდა, ვარდისფერი ტუჩსაცხი ესვა და ტანზე თითქმის არაფერი ეცვა. - გაეთრიე ახლავე - შეუბღვირა დანიელმა ქეთის - ღმერთო ჩემო, დანიელ, საუკუნეა არ მინახიხარ - თქვა ქეთიმ წვრილი, გამაღიზიანებელი ხმით - ო არა - თქვა სალომემ - რა ხდება? - იკითხა ელიმ დაბნეულად - ალბათ რომელიმე მისი ძველი სექს-პარტნიორია - თქვა ანამარიამ სიცილთ - მოკეტე - უთხრა სალომემ გაღიზიანებულმა, იცოდა რომ ყველაფერი მესმოდა - ჩემ სახლში ფეხს ვერ შემოადგამ, გაეთრიე - დანიელმა ხელი მოკიდა და გარეთ გაათრია. რამდენჯერმე დავახამხამე, მაგრამ გაკვირვებული ნამდვილად არ ვარ - ჩემს სახლში სიბინძურეს ვერ ავიტან - თქვა დანიელმა და კიბეებზე ავიდა - რა ხდება? - ვუჩურჩულე სალომეს - დანტეს ხვდებოდა, მაგრამ უღალატა და მერე ჩემთან სცადა სიახლოვე - მიპასუხა დანიელმა - მოღალატეები არ შემოიშვებიან ჩემს სახლში - უყვირა დანიელმა - მაშინ შენც უნდა გამოხვიდე გარეთ - ჩაიღიმა ქეთიმ ბოროტულად. წამის მეასედში დანიელმა იარაღი მიადო ქეთის შუბლზე. სალომემ და გოგოებმა შეშინებულებმა ამოისუნთქეს და გაუნძრევლად იდგნენ. თვალები შოკისგან გამიფართოვდა, როდესაც იარაღი დავინახე. - ქეთი რამდენიმე დღის წინ გავიცანით - სალომემ სცადა თავისი თავი და მეგობრები დაეცვა. დანიელის არ მეშინოდა, მაგრამ მეშინოდა იმის, თუ რისი გაკეთება შეეძლო სხვა ადამიანებისთვის. - დანიელ - დავუძახე რომ მისი ყურადღება მიმეპყრო - ჩამოწიე იარაღი - არა - მითხრა ისე, რომ ქეთისთვის თვალი არ მოუშორებია. წამის მეასედში იარაღის წინ დავუდექი - ჩამოწიე - ვუთხარი ხმადაბლა, მაგრამ მომთხოვნი ტონით - სოფია, თუ ახლავე არ გაიწევი, მოგვიანებით სერიოზული პრობლემები გვექნება მე და შენ - დამემუქრა ის და თითი ჩახმახზე მიიტანა - ვიცი, რომ იმსახურებს, მაგრამ არ შეგიძლია ყველა ადამიანის მოკვლა მხოლოდ იმიტომ, რომ შენი სიმართლე დაამტკიცო. დანიელმა ჯერ მე შემომხედა, მერე ქეთის და საბოლოოდ იარაღი ქამარში დააბრუნა და ზემოთ ავიდა. - შენ დაპატიჟებული აღარ ხარ - ვუთხარი ქეთის და კარი ცხვირწინ მივუკეტე. - გოგოებო, კინოს ყურება გინდათ? - ვკითხე სალომეს, ანამარიას და ელის, რომლებიც ჯერ ისევ შეშინებულები იდგნენ კუთხეში. - შენ რა სულელი ხარ?! იარაღის წინ დაუდექიი !! - მიყვირა ანამარიამ - შეიძლება - ავიჩეჩე მხრები და სასტუმრო ოთახში გავედი *** მთელი ამ ინცინდენტის მერე გოგოებს დიდი დრო დასჭირდათ რომ ოდნავ დაწყნარებულიყვნენ, რაც გასაკვირი სულაც არ არის. - პლედებს და სასუსნაოებს მოვიტან - ფეხზე წამოვდექი და ზემოთ ავედი, რომ პლედები ამეღო. უბრალოდ მინდოდა დანიელი მენახა როგორ იყო, მაგრამ ვიცოდი რომ ცოტა დრო უნდა მიმეცა რომ დამშიდებულიყო. კარზე ნაზად დავაკაკუნე, მაგრამ პასუხი არავინ გამცა. ფრთხილად შევიხედე და დავინახე დანიელი, რომელიც საწოლის კუთხეზე იჯდა და თავზე ხელებს ისვამდა ნერვიულად. - გაბრაზებული ხარ ჩემზე? - მკითხა ოდნავ სასოწარკვეთილი ხმით - არა, და შენ გაბრაზებული ხარ ჩემზე? - ვკითხე ანერვიულებულმა. თავი გამიქნია უარის ნიშნად. კარგი მივხურე და მასთან მივედი. - იქ სადაც შენხარ იარაღი არც კი უნდა ამომეღო - მითრა ჩუმად. სახე ხელებში ჰქონდა ჩარგული. ვიცი, რომ მარიას სიკვდილს გლოვობს, ამიტომ ახლა მისთვის ძალიან რთულია რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება. ზედა ტანი მოშიშვლებული ჰქონდა და პირველად ვნახე, რომ კლასიკური შარვლის მაგივრად სპორტული შარვალი ეცვა. ოთახში ბნელოდა და ერთადერთი სინათლის წყარო მუქ ფარდებს შორის მცირე მზის სხივები იყო, რომლებიც ძლივს აღწევდნენ ოთახში. დანიელი ფეხზე წამოდგა და ზედმეტი სიტყვის გარეშე ვიცოდი, რომ ჩახუტება უნდოდა. ისე ახლოს მივიხუტე როგორც შემეძლო. ისეთი თბილი იყო. თავი მხრებზე დამადო, ნელა და მძიმედ სუნთქავდა. - ვერ ვიტან ასეთ მდგომარეობაში რომ გხედავ - ვუთხარი სევდიანად. თითები ზურგზე ჩამოვუსვი ნელა - ვიმსახურებ ამ ყველაფერს - მითხრა და თავი ნელა გააქნია, ისე რომ ჩემი მხრებიდან არ მოუშორებია - არავინ იმსახურებს დედის დაკარგვას - ვუთხარი ჩურჩულით - როგორი მაღალი ხარ - შევეცადე თემა შემეცვალა რამე უფრო პოზიტიურზე. ვიგრძენი როგორ გაიღიმა. - გოგოებს უნდა დავუბრუნდე - ვუთხარი და დანიელმა ღრმად ამოისუნთქა - რამე თუ დაგჭირდება, გამაგებინე - ვუთხარი და ოთახიდან გასვლა დავაპირე, ხელი იქამდე ჰქონდა ჩემთვის ჩაკიდებული, სადამდეც შეეძლო. როგორც კი ჩვენი ხელები ერთმანეთს მოსწყდა, სიცარიელე ვიგრძენი. რამდენიმე წამით თვალებში შევხედე და მინდოდა მცოდნოდა ისიც იმავეს გრძნობდა თუ არა. კიბეებზე ნელა ჩავედი. გულით და გონებით ისევ დანიელთან ვიყავი. - ბოდიში, რაღაც საქმე მქონდა - ვუთხარი და პლედები მივაწოდე - არაუშავს - გამიღიმა ელიმ, რომელსაც პირი პოპკორნით ჰქონდა სავსე. სალომე ცხელი შოკოლადის სუნს ისუნთქავდა, ანამარია კი სტაფილოს ჭამდა - სტაფილო რატო? - გავიცინე დაბნეულმა - მხედველობისთვის არის ძალიან კარგი - გამიღიმა და სტაფილოს ღეჭვა გააგრძელა. ყველამ გავიცინეთ და ფილმის ყურება გავაგრძელეთ. რამდენიმე ფილმს ვუყურეთ, მაგრამ პერიოდულად ვლაპარაკობდით კიდეც. - დანიელი არარეალურად სიმპათიურია - აღიარა ბოლოს ელიმ. მე თვალები ავატრიალე. - ღმერთო, კი, ძალიან - თქვა ანამარიამ - კი, მაგრამ დაკავებულია - ამოისუნთქა სალომემ და გამიღიმა. გოგოებს სიამოვნებდათ მეგობრულად რომ დამცინოდნენ. - როგორც მივხვდი სოფიათი არის დაკავებული, თუ გავითვალისწინებთ დღეს რაც მოხდა იმას - მითხრა ანამარიამ ღიმილით - კი - ვთქვი ჩუმად და კიდევ ერთხელ ჩავფიქრდი ნეტავ ახლა როგორ იყო - მე ვფიქრობ, რომ ღმერთმა შექმნა ასეთი იდეალური - ამოისუნთქა ელიმ და წამიერად წარმოვიდგინე როგორ წარმოიდგენდა ელი მის თავს დანიელის გვერდით. ეს საუბარი ძალიან არაკომფორტული გახდა ჩემთვის. ერთია მეგობრულად რომ მაწვალებდნენ და მის გარეგნობას ახსენებდნენ და მეორეა, რომ ამ გოგოებს არ ვიცნობდი და არ მსიამოვნებდა მასზე ასე რომ ლაპარაკობდნენ. - გოგოებო, დაკავებულია როგორც უკვე ვთქვი. გვეყოფა მის გარეგნობაზე ლაპარაკი - გააფრთხილა სალომემ როცა მიხვდა, რომ თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი - კარგი, კარგი - ამოისუნთქა ელიმ. - სოფია - დამიძახა დანიელმა - ჰოუ? - გავძახე ადგილიდან - ხვალ რას აკეთებ? - მკითხა და ოთახში შემოვიდა. ტანზე ისევ მხოლოდ სპორტული შარვალი ეცვა. თმა სველი ჰქონდა, ალბათ შხაპი მიიღო. მგონი სპეციალურად აკეთებდა ამას. დავინახე გოგოები როგორ მიაშტერდნენ მის იდეალურ სხეულს და მომინდა, რომ თვალები ამომეთხარა მათთვის. - არაფერს, რატო? - ვკითხე ინტერესით და შევეცადე ჩემი ეჭვიანობა დამემალა - მაინტერესებდა თუ გენდომებოდა გარეთ რომ გავიდეთ ხვალ - მითხრა და მისი მზერა მხოლოდ და პირდაპირ ჩემკენ იყო მომართული - კი, რა თქმა უნდა - დავუქნიე თავი - კარგი, უფრო მეტ დეტალებს მოგვიანებით გეტყვი - მითხრა, გოგოებს ეჭვით გადახედა და პატარა მაგიდიდან რაღაც აიღო. - მე ელი ვარ - მიესალმე ელი. დანიელმა გაღიზიანებით შეხედა. - ვიცი ვინც ხარ - უთხრა უხეშად - წამოდი - ხელი მოვკიდე და ჩემკენ გამოვქაჩე - ეს რა იყო? - მკითხა ღიმილით. იცოდა რომ ვეჭვიანობდი. - არაფერი - ცივად შევხედე და სასტუმრო ოთახიდან გავიყვანე. დავინახე როგორ გადაეფინა ყველაზე ირონიული ღიმილი მის იდეალურ სახეზე. - ეჭვიანობ - მითხრა და მეგონა ბედნიერებისგან გაგიჟდებოდა - არა, არ ვეჭვიანობ - ვუთხარი ცივად და ვიგრძენი ბრაზისგან როგორ ამიხურდა ლოყები. დანიელს გაეცინა. - კარგი მაშინ მე... - სასტუმრო ოთახში შესვლა სცადა, მაგრამ ჩემი ხელი ძლიერად მოვუჭირე რომ გამეჩერებინა. დანიელმა თავისკენ მიმიზიდა და ჩვენი სხეულები ერთმანეთს შეეხო. ჩვენი ტუჩები ისე ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ მის ცხელ სუნთქვას მთელს სხეულზე ვგრძობდი. - შენ რა, სხვა ქალების გარემოცვაში არ მენდობი? - წარბი ამიწია და თვალებში ისე შემომხედა, მეგონა ჩემს სულს დაინახავდა. თავი გავაქნიე და ვაღიარე რომ არ ვენდობოდი. დანიელმა ონდავ ამოისუნთქა. - რა უნდა ვქნა რომ დაგიმტკიცო, რომ ჩემი ყურადღება და ინტერესი მხოლოდ შენ გეკუთვნის? - მკითხა და ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადამატარა. მხრები ავიჩეჩე, არ ვიცოდი რა მეპასუხა. - არ იეჭვიანო. ყველა სხვა ქალი, შენ გარდა, ახლა უკვე ჩემთვის სრულიად უმნიშვნელო და უღირსია, განსაკუთრებულად იმ ღამის მერე - მითხრა ღიმილით, მაგრამ ჩემი ეჭვიანობა არსად წასულა - შენი სიტყვები მაინც არ მშველის - ვუთხარი ოდნავ ცივად. სახეზე ღიმილი გადაეფინა. - წადი, გაერთე - მითხრა ყოყმანით. მე თვალები ავატრიალე პასუხად და დანიელმა ოდნავ გაიცინა. მე და გოგოებს ფილმის ყურების დროს ჩაგვეძინა სავარძლებზე. *** თვალებზე ხელი მოვისვი და გარშემო მიმოვიხედე. შუქი სუსტად აღწევდა მუქ ოთახში. ლოგინიდან ავდექი და დაბლა ჩავედი. დანიელი სამზარეულოში იდგა და საუზმეს აკეთებდა, სანამ გოგოები საუზმობდნენ. მან გოგოებს საუზმე გაუკეთა. - შენი საქმრო საუზმეს არ გვიკეთებს, ამიტომ მე შვრია ავიღე და სხვა გოგოებმა ტოსტები გაიკთეს - გამიღიმა ელიმ და შვრიით სავსე თეფში აწია რომ დამენახა. ელი 10 წლის ბავშვს მახსენებდა, რომელმაც 10მდე დათვლაც კი არ იცოდა. ხანდახან სასაცილო ჩანდა, მაგრამ ძირითადად არაფრის აზრზე არ იყო რაც მის გარშემო ხდებოდა. - საუზმე - მითხრა დანიელმა და საჭმლით სავსე თეფში მომაწოდა. დავინახე გოგოები როგორ მიაშტერდნენ ისევ ჩემს საქმროს. - მადლობა - გავუღიმე ნაზად და შევეცადე მადლიერება გამომეხატა - გინდათ ცოტა? - გავუცინე გოგოებს და საჭმლის ნაწილი გადავუყარე თეფშებზე - ძალიან კეთილი ხარ - გამიღიმა სალომემ და კვერცხს ჩანგალი დაარჭო - არ მიკვირს სალომეს რომ ასე ძალიან მოსწონხარ - მითხრა ელიმ - საუკეთესო ხარ - მითხრა ანანომ და დანიელის გაკეთებული საჭმელი პირში ჩაიგდო. ჩემი პორცია სწრაფად ვჭამე და წამოვდექი. - იმედია წინააღმდეგი არ ხარ გოგოებს რომ მივეცი შენი გაკეთებული საუზმის ნახევარი. სხვათაშორის ძალიან გემრიელი იყო - ვუთხარი დანიელს, როცა იმ ჭურჭლის გამშრალება დავიწყე, რომელიც დანიელმა გარეცხა - არაუშავს, ვიცოდი მაინც, რომ ნახევრსაც ვერ შეჭამდი - მითხრა ღიმილით - საიდან იცოდი? - საუზმეს არასდროს ჭამ, პლიუს დიდხანს გძინავს და ძირითადად საუზმეზე არ ჩამოდიხარ ხოლმე - მითხრა და ახლა უკვე ჩემი დასვრილი თეფშის გარეცხვა დაიწყო - მაინც მადლობა, რომ გამიკეთე - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. დანიელს მუდამ პიჯაკი და შარვალი ეცვა, არ ქონდა მნიშვნელობა სად იყო ან დღის რომელი მონაკვეთი იყო ან რა გეგმები ქონდა. - აჰ, გუშინ მითხარი რომ დღეს სადღაც მივდივართ ხო? - ვკითხე ინტერესით - კი, ვიფიქრე სამსახურში წაგიყვანდი და გაჩვენებდი დღის მანძილზე რას ვაკეთებ, მაგრამ თუ არ გინდა შეგიძლია არ წამოხვიდე - მითხრა და თეფში მომაწოდა გასამშრალებლად - არა, მინდა - ვცადე დარწმუნება. თავი დამიქნია და ჭურჭლის რეცხვასაც მორჩა. *** დანიელი და მე მის მანქანაში ვისხედით. გოგოები სახლებში წავიდნენ და დანიელი ბევრად უფრო მოდუნდა, როცა მარტოები დავრჩით. - გამაღიზიანებელი არ არის? - ვკითხე ინტერესით - რა? - თვალებში შემომხედა და ჰალსტუხის გასწორება გააგრძელა. დავინახე მზერა თვალებიდან როგორ გადაიტანა ნელა ჩემს სხეულზე. - ამდენი მუშაობა? - შევეცადე ჟრუანტელი, რომელიც მისმა მზერამ გამოიწვია, დამეიგნორებინა. მაფიაში მუშაობა ზოგადად ძალიან ბევრ საბუთებთან მუშაობასაც მოითხოვდა და ბევრ მკვლელობებსაც. - კი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, უნდა ვიმუშავო - აიჩეჩა მხრები და ტელეფონი აიღო. აქამდე სულ მეუბნებოდა, რომ თუ რამის გაკეთება არ უნდა არც გააკეთებს, მაგრამ რაც უფრო ახლოს ვიცნობდი, ვხვდებოდი, რომ ის ამ მაფიის მონა იყო. მუდმივად მუშაობდა შესვენებების გარეშე. *** ღია ყვითლად შეღებილ უზარმაზარ შენობას მივუახლოვდით, რომელსაც ძალიან ცოტა ფანჯარა ჰქონდა. შენობამდე უზარმაზარი ჭიშკარი იყო აღმართული. დანიელს ძალიან ბევრჯერ მოუწია, სხვადასხვა კარებთან საკუთარი ხელის დასკანერება და საბოლოოდ ბოლო კარსაც მივუახლოვდით. კიდევ ერთელ დაასკანერა ხელი, თითი, სახე და კარი საბოლოოდ გაიღო. დიდი, მეტალის, მძიმე კარგი იყო, მაგრამ კარგი დიზაინით. ნელი ნაბიჯებით გაუყვა ოდნავ ჩაბნელებულ დერეფანს. იატაკიც რაღაცნაირი მეტალის იყო და ნახვრეტები ჰქონდა. შორიდან ჩახშული კივილის ხმები გავიგე. რაც უფრო ვუახლოვდებოდით ხმას, ჩემმა გულის ცემამაც იმატა, მაგრამ დანიელს აშკარად არ აწუხებდა ეს ხმები. ჩემი ოჯახიც მაფიოზები არიან და კი მეც მომიკლავს ადამიანები, მაგრამ არასდროს მიწამებია ისინი რაიმე ინფორმაციის მისაღებად. ჯამში 3 ადამიანი მყავს მოკლული და ეგეც მხოლოდ იმიტომ, რომ მამაჩემმა დამაძალა. ერთადერთი რაც მესმის ჩვენი ფეხის ხმაა, რომელიც მეტალის იატაკზე საკმაოდ დიდ ხმას გამოსცემს. დიდ დერეფანს ერთად მივუყვებოდით. დანიელმა გაღიზიანებულმა დაასკანერა კიდევ ერთელ ხელი. - როგორი უსაფრთხოება გაქვთ - ვუთხარი უხერხულად - კი და ამისთვის გვაქვს ჩვენი მიზეზები - მითხრა ოდნავ მოღუშულმა - სანამ მოვიდოდით არ მითქვამს, მაგრამ მინდა, რომ ტესტი ჩაგიტარო - მითხრა და მის მზერაში გაფრთხილებამ გაიელვა - ტესტი? - ვკითხე გაკვირვებულმა და გავხედე - ხო, შენი უნარები და შესაძლებლობები მინდა შევამოწმო - დამიქნია თავი ისე, თითქოს არაფერი ყოფილიყოს - და თუ ჩავიჭრები? - ვკითხე ანერვიულებულმა - ვერ ჩაიჭრები - მითხრა დარწმუნებით და უზარმაზარ სავარჯიშო მოედანზე შევედით. ხალხი დანებს, ისრებს და სხვა, ჩემთვის უცნობ მძიმე იარაღებს ისროდა. - ბოსს - ყველამ თავი დაუქნია დანიელს და თავიანთი საქმის კეთება განაგრძეს. - აქ კარგი მანერები გვაქვს - მითხრა და ჰალსტუხი შეისწორა ისევ - შენი ჰალსტუხი ისევ მოღრეცილია და არასწორადაა შეკრული, ყოველთვის ასე იკრავ? - ვკითხე მსუბუქი სიცილით - შეგიძლია შემისწორო? - მკითხა და ღრმას ამოისუნთქა. თავი დავუქნიე და ჰალსტუხი შევუხსენი. ახლიდან შევკარი და მოვუჭირე ოდნავ - ასე უკეთესია. ნეტა რა უნდა ქნა უჩემოდ - ვუთხარი ღიმილით და ხელი ჰალსტუხიდან მუცელზე ჩავუცურე. ტუჩის კუთხე ოდნავ აეწია და სახეზე ბოროტულმა ღიმილმა გადაურბინა. ოთახის ბოლოში რამდენიმე გოგო დავინახე, რომლებიც ჩვენკენ იყურებოდნენ. მხრები ავიჩეჩე. ეს გოგოები ადამიანსაც კი მოკლავდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს ადგილს აღმოჩენილიყვნენ. დანიელმა იარაღი მომაწოდა და მითხრა, რომ სამიზნისთვის მესროლა. რამდენიმე მათგანი გავმაზე, რაც ისედაც ვიცოდი, რომ მოხდებოდა. დავინახე გოგოები როგორ იცინოდნენ ჩემს წარუმატებლობაზე. გაღიზიანებისგან ყბა მომეღრიცა და დანები ავიღე. დანიელის დაცვა მოვიდა, რომ გამოერთვა ჩემთვის, მაგრამ დანიელმა გაგრძელების უფლება მომცა. დანა ხელში დავიტრიალე და მიზანს მივაშტერდი. დანა ზუსტად ხის სამიზნის შუაში ვისროლე. დავინახე სიცილი როგორ შეწყვიტეს და გაჩერდნენ, მაგრამ ამან სიამოვნება არ მომგვარა, ეს არ იყო საკმარისი. ვიცოდი რასაც გავაკეთებდი. ჩემი დამიზნება და სროლა ყოველთვის ზუსტი იყო. 15 წლიდან ვვარჯიშობდი ამაში. ერთ-ერთ გოგოს შევხედე და დანა გამიზნულად მისკენ ისე ვისროლე, რომ მხოლოდ მილიმეტრებით ასცდენოდა. გოგონამ ამოისუნთქა და დანას შეხედა, რომელიც მილიმეტრებით ასცდა მის თავს. ყველა გოგომ ერთიანად გააღო პირი და შოკირებულებმა გამომხედეს. - ძუკნები - ვთქვი გაღიზიანებულმა და დანის კუთხეებს დავაკვირდი. - კარგი, დანები დღეისთვის საკმარისია - თქვა სიცილით დანიელმა და ბოლო დანა ხელიდან გამომგლიჯა. გაღიზიანებულმა ავხედე. - ის ჩვენი მაფიის ნაწილია, სოფ. იმ ადამიანების მოკვლა, ვინც ჩვენს მაფიაში არიან, არ შეგიძლია - მითხრა ღიმილით და თავი გააქნია. - ძუკნასავით მოიქცა - ვუთხარი გაღიზიანებულმა - არა, უბრალოდ შენ თავი დაკომპლექსებულად და დაუცველად იგრძენი - მითხრა და წარბი ამიწია. ნაწილობრივ მართალი იყო, მაგრამ მაინც დაიმსახურა დანა, რომელიც ვესროლე. მიუხედავად მისი სიტყვებისა მაინც შევნიშნე სიამაყის ნაპერწკლები მის თვალებში. დანიელი ძალიან სხვანაირია, როდესაც აქ არის. თითქოს უფრო მეტად დაძაბულია და უფრო მეტადაა სტრესში და სავარაუდოდ ეგრეც არის. ის, რომ ის მაფიის ბოსია ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ყველა მას უყურებს და აკვირდება. - ბოს, დამდებთ დღეს პატივს, რომ მესპარინგოთ? - კითხა უცხო ბიჭმა დანიელს ნერვიულად. დანიელმა ბიჭი აათვალიერ-ჩაათვალიერა სანამ პასუხს გასცემდა - სოფიასთვის უნდა მენახებინა ყველაფერი გარშემო, მაგრამ ვფიქრობ ჯერ ჩვენს სპარინგს ვაჩვენებ - უთხრა დანიელმა ღიმილით და რინგისკენ წავიდა. დანიელმა ბიჭს მიღმა, მეორე კაცს შეხედა, რომელიც სავარაუდოდ მისი ტრენერი იყო. ტრენერმა თავი დაუქნია, რომ გაეფრთხილებინა, რომ კარგი ბიჭი და კარგი ოპონენტი იყო. სანამ დანიელს და იმ ბიჭს ვუყურებდი ჩემი ყურადღება ოთახის მეორე ბოლოში მჯდარმა სილუეტმა მიიპყრო. დანტე სკამზე იჯდა, წყალს სვამდა და შეხვეული ხელებით, რომლებიც ალბათ სპარინგის მერე დარჩა, იატაკს უყურებდა. *** - ჰეი დანტე - გავუღიმე და გვერდით მივუჯექი, მაგრამ მისგან მხოლოდ ცივი და უხეში მზერა მივიღე პასუხად. წამიერად გამახსენდა მეჯლისის ამბები. - ბოდიში - ვუთხარი საბოლოოდ და წუთიერი სიჩუმეც დავარღვიე. დანტემ საბოლოოდ ამომხედა. - არა, პირიქით, მე ბოდიში. ჩემი ბრალია, შენი არა - ამოისუნთქა და შუბლზე ხელი მოისვა - უბრალოდ გაბრაზებული ვარ, რომ შენ თავის დაღწევა მოახერხე და მან ვერა - მის თვალებში საშინელი ტკივილი იკითხებოდა. - მეც კინაღამ ... - ვუთხარი, მაგრამ სიტყვა გამიწყდა და ხელით უბრალოდ კისერზე დადებულ მატერიაზე მივანიშნე - ვიცოდი, რომ ვერ მოგკლავდა - აატრიალა თვალები დანტემ და აგრესიას აღარ მალავდა - საიდან? - ვკითხე გაკვირვებულმა - შენ რა გეგონა, რომ იზამდა? - მკითხა დანტემ გულწრფელად შოკირებულმა - მე მეგონა რომ მოვკვდებოდი. მას არანაირი მიზეზი არ ჰქონდა რომ არ მოვეკალი...გარდა იმ ფაქტისა, რომ მე მისი გარიგებით მოყვანილი საცოლე ვარ - ვუთხარი დაბნეულმა - იმაშიც კი აღარ ვარ დარწმუნებული გვექნება თუ არა ქორწილი და დავოჯახდებით თუ არა საერთოდ. - თქვენი ორივე საშინლად ბრმები ხართ ერთმანეთის მიმართ - მითხრა დანტემ ღიმილით - დანტე, შეგიძლია ხელები შემიხვიო - მოძუნძულდა დანიელი, ისევ შარვალ-პიჯაკში იყო გამოწყობილი. - მაპატიე ძმაო, არ ვიცი ხელების შეხვევა. ჩემი ტრენერს შევახვევინე - აღიარა დანტემ და კისერზე მოისვა ხელი - მე შეგიხვევ - ვუთხარი თბილად - შენ რა ხელების შეხვევა იცი? - მითხრა დანიელმა გაოცებით - კი, ჩემი ძმები მახვევინებდნენ ხელებს სპარინგამდე, თუმცა მე არასდროს მისპარინგია და არც სერიოზულად მივარჯიშია ოდესმე. რაც ვიცი ყველაფერი ჩემით ვისწავლე - ვუთხარი და თეთრი სკოჩი ავიღე. ორივე ხელი ნელა შევუხვიე და უცებ აისმა გადაწყვიტა გამოჩენა. დანიელის მთელი განწყობა წამში შეიცვალა დამშვიდებულიდან გაბრაზებულზე. - მისმინე..ბოდიში. არ უნდა ჩავრეულიყავი, არ იყო ჩემი საქმე - მოუბოდიშა დანიელს იმ წამსვე როგორც კი მოგვიახლოვდა. მისი ბოდიში გულწრფელი ჩანდა, მაგრამ აისს არ ვიცნობდი იმდენად, რომ დარწმუნებით მეთქვა. - ამჯერად გაპატიებ, მაგრამ ოდესმე თუ კიდევ მოიქცევი ეგრე, აუცილებლად მოგკლავ. გაიგე? - კითხა დანიელმა ბოხი და უხეში ხმით - კი, ბოს - დაუქნია თავი აისმა დამჯერად და შვებისგან ამოისუნთქა. აისი შეტრიალდა და დაგვტოვა ზედმეტი სიტყვის გარეშე. - გაუმართლა, რომ ძმასავით არის ჩემთვის - თქვა გაღიზიანებით დანიელმა - აისს რატომ ეძახით? - ვკითხე და შევეცადე ხელების შეხვევა დამესრულებინა - და შენ როგორ ფიქრობ? ყინულივით ცივია, არანაირი ემოცია არ აქვს, არც შეწყალება იცის - მე ტვინს მიბურღავს ემოციურობაზე, მაგრამ ჩვენს შორის ყველაზე ემოციური და თბილი ეგ არის - მითხრა დანიელმა და მუშტი შეკრა. ხელს დავხედე. მუშტზე თითები გადავატარე და თვალებში შევხედე. დანიელმა მუშტი ნელ-ნელა გახსნა, მაგრამ თითები ნელა შევუცურე ნახევრად შეკრული მუშტის შიგნით და ხელი მთლიანად გავახსნევინე. სუნთქვა უფრო გაუხშირდა და დაუმძიმდა. - ფრთხილად იყავი - ვუთხარი და დავინახე, როგორ დამხედა დანიელმა ტუჩებზე - ფრთხილად ვიყო, გასაგებია - მითხრა თბილად. რამდენიმე წამი ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით, სანამ მე მისი ხელი მეჭირა. არ მინდოდა რომ ესპარინგა, მაგრამ არ ქნათქო ვერ ვეტყოდი. მისი პირადი დაცვა არ ნერვიულობდა და მე რატომ უნდა მენერვიულა?! ვის ვატყუებ?!!! ალბათ სულ ვინერვიულებ მასზე. - მომეცი შენი პიჯაკი - დანიელი შეტრიალდა და პიჯაკი, ჰალსტუხი და პერანგიც გაიხადა, რომ უფრო თავისუფლად ემოძრავა. არამგონია ოდესმე მომწყინდეს მისი იდეალური სხეულის ყურება. ვიგრძენი როგორ დამიწყო გულმა უფრო მეტად ცემა, როდესაც დანიელი რინგზე ავიდა. ბოქსის შორტები და ფეხსაცმელი ეცვა მხოლოდ. - შენს ადგილას არ ვინერვიულებდი - მითხრა დანტემ - რატომ? - ნერვიულად დავიწყე ბეჭდის ტრიალი ხელზე - მაფიის ბოსი უმიზეზოდ არ არის, დაინახავ - მითხრა დანტემ და სკამიდან წამოდგა, რომ სასროლ სივრცეში მისულიყო. დანიელს კბილების დასაცავი დაავიწყდა. ქეისიდან ამოვიღე და რინგზე ავძვერი. როგორც კი დაინახა ხელში რაც მეჭირა, ჩემკენ წამოვიდა. პირი გამიღო და მე მარტივად შევუცურე. ოდნავ შეისწორა და შემომხედა. - არ ინერვიულო ჩემზე - მითხრა ძლივს გასაგონად. არ მინდოდა რომ იმის ყურება, როგორ ატკენდნენ. სპარინგი საკმაოდ უხეში სპორტია, ეფექტური, მაგრამ ძალიან უხეში და მტკივნეული. ერთმანეთს სპარინგის დროს ისე ექცევიან თითქოს მტრები იყვნენ. დანიელი შუა რინგისკენ წავიდა. რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა რინგთან რომ ეყურებინათ, იმ გოგოების ჩათვლით. - მიდი დანიელ! - დაიყვირა გოგონამ. ეს ძუკნა თუ არ მოკეტავს, შემდეგ დანას პირდაპირ ვესვრი და აღარ ავცდები. ბავშვი, ვისაც დანიელი ესპარინგებოდა ძალიან ენერგიული ჩანდა. ის ურტყამდა, მაგრამ დანიელი თავს არიდებდა და ასე განმეორდა რამდენჯერმე. დანიელი ლაითად ურტყამდა, რომ გაებრაზებინა. ბავშვს ეტყობოდა, რომ ღიზიანდებოდა ნელ-ნელა და მისი დარტყმები უფრო მეტად აგრესიული გახდა. ოდნავ ავნერვიულდი, როდესაც დანიელმა ძლივს დააღწია თავი მის ძლიერ მარჯვენა დარტყმას. აღარ შემეძლო ამის ყურება. დაბლა ჩამოვხტი და დერეფანში გავედი. ცარიელ დერეფანში დავსეირნობდი და ერთ-ერთ ცარიელ ოთახში შევედი, რომელიც მგონი ტრენერების დასვასვენებელი ოთახი იყო. ერთადერთ სკამზე დავჯექი, რომელიც ოთახში იდგა და დაველოდე გულშემატკივრების ხმები როდის მინელდებოდა. რამდენიმე წუთი გასულიყო და მაინტერესებდა როგორ იყო დანიელი. ყოყმანით გადავწყვიტე, რომ დავბრუნებულიყავი. შორიდან ვუყურე როგორ დაამარცხა დანიელმა ბავშვი და როგორ გათიშა. შვებით ამოვისუნთქე. დავინახე როგორ მოავლო დანიელმა დარბაზს დაბნეული მზერა. რინგს ნელა მივუახლოვდი. დავინახე როგორ მოსდიოდა სისხლი პირიდან, მიუხედავად იმისა, რომ კბილების დამცავი ჯერაც არ ქონდა გამოღებული. - აი დანიელ, აიღე - გოგონამ წყალი მიაწოდა - მადლობა - უთხრა ჩუმად და წყალი გამოართვა. გოგონა თავისი მეგობრებისკენ განათებული სახით და ყურებამდე ღიმილით დაბრუნდა. დავინახე როგორ ცივად შემომხედა დანიელმა და გასასვლელისკენ დაიძრა ისე, რომ გვერდი ამიარა. გაბრაზებული იყო ჩემზე?! - დანიელ - დავუძახე - დანიელ! - დავუძახე კიდევ და მაჯაზე ხელი მოვკიდე, რომ გამეჩერებინა - რა? - მითხრა გაბრაზებულმა და პირიდან დამცავი ამოიღო - რატო ხარ ჩემზე გაბრაზებული? - ვკითხე დაბნეულმა. გაღიზიანებულმა აატრიალა თვალები და კიდევ ერთხელ სცადა წასვლა - დანიელ - ვუთხარი ახლა უკვე მეც გაბრაზებულმა - 1 წუთიც კიარ გაჩერებულხარ - მითხრა უხეშად - ჩემი ბრალი არ არის, რომ არ მინდა ვნახო როგორ გატკენენ - ვუთხარი დაბნეულმა - სოფია, გაბრაზებული ვარ - მითხრა ადრენალინისგან აცახცახებულმა - რატო, არაფერი ისეთი არ გამიკეთებია - ვუთხარი შეწუხებულმა - იმიტომ, რომ როცა მოვიგე დარბაზში ერთადერთ ადამიანს ვეძებდი, მაგრამ გამოიცანი რამოხდა სოფია, სწორია - ის იქ არ იყო! - მითხრა დანიელმა და ისევ გატრიალდა წასასვლელად. უკან გავყევი. - წადი! - დამიყვირა მთელი ხმით და წამიერად რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი. მამაჩემი და მოგონებები მომენტალურად ამომიტივტივდა. მივხვდი, რომ განა იმიტომ მიდიოდა, რომ ჩემს გვერდით ყოფნა არ შეეძლო. იმიტომ მიდიოდა, რომ მე ვერ გავჩერდებოდი მის გვერდით ასეთ გაბრაზებულზე. უცებ მოვედი გონს და გარეთ გავედი. მაკანკალებდა..არა დანიელის ყვირილის გამო, არამედ მამაჩემის გახსენების და ჩემი ტრამვის გამო. იმ წამს დანიელის ადგილას შეიძლებოდა ის ყოფილიყო. აისმა მკლავზე მომკიდა ხელი სანამ მე დერეფანში მივდიოდი - დაინახე, ხო?! - გამიღიმა აისმა ცივად - ნამდვილი დანიელი - შენი საქმე არ არის - ვუთხარი უხეშად და ჩემი მკლავი გამოვგლიჯე. დერეფანში სიარული გავაგრძელე ისე, რომ მისკენ აღარც მიმიხედავს. იგივე ოთახში შევედი, სადაც წეღან ვიჯექი, სანამ დანიელი ჩხუბობდა. კედელს მივეყუდე. არც ტირილი მინდოდა და არაფერი მინდოდა საერთოდ. სახლში მინდოდა წასვლა...სადაც არ უნდა ყოფილიყო ჩემი სახლი. ვიღაც ბიჭმა ჩამიარა და ტელეფონი ვთხოვე. ტერის დავურეკე და ვთხოვე, რომ სახლში წავეყვანე. *** ტერიმ დანიელის სახლში დამტოვა. კარი ჩავკეტე და მთელი დღეს ჩემს ოთახში გავატარე, კინოებს ვუყურებდი. შუაღამე იყო უკვე და დანიელი ისევ არ იყო სახლში. სავარაუდოდ ისევ გაბრაზებული იყო. მე არ ვარ მასზე გაბრაზებული და მგონი არც არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ზედმეტად დრამატული და ემოციური იყო დღევანდელ სიტოაციაზე. თვალებს ვეღარ ვახელდი უკვე, მაგრამ თავს დაძინების საშუალებას არ ვაძლევდი. ჩემს კარზე კაკუნმა საბოლოოდ გამომაფხიზლა. ფილმი დავაპაუზე. - სოფია - ჩუმად დამიძახა დანიელმა. ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს ჩემი სახელის ხსენების ეშინოდა. პასუხი არ გამიცია. - შეგიძლია კარგი გააღო? - მისი ტონი იმაზე თბილი იყო, ვიდრე ოდესმე. კართან. - ისევ გაბრაზებული ხარ? - ვკითხე და ხმაზევე დამეტყო როგორი დაღლილი ვიყავი - არა - მითხრა ჩუმად ვიცოდი, რომ მისი აგრესია და ბრაზი ადრენალინის და გლოვის გამო იყო, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფრით გავამართლებდი და აბსოლიტურად მიუღებელი იყო ჩემთვის. საკეტი გადავწიე და ჩემს ლოგინზე სწრაფად დავბრუნდი. ოთახში შემოვიდა და კარები ჩაკეტა. - ჰეი - მითხრა ჩურჩულით - ჰაი - ვუთხარი მეც ჩუმად სანამ ლოგინის გვერდით ვიდექი. გვიან გავიაზრე, რომ მისი ჰუდი მეცვა - ბოდიში - თმაზე ხელი გადაიტარა და ლოგინზე ჩამოჯდა - არაუშავს - ვუთხარი ოდნავ ცივად. დანიელმა დაბნეულმა ამომხედა. - კარგად ხარ? - მკითხა აღელვებით და ბალიშს დახედა, რომ ჩემი ცრემლების კვალი დაენახა - კი - დავუქნიე თვალი. რამდენიმე წამი ჩუმად მიყურებდა. - მეგონა ლექციას ჩამიტარებდი და მეჩხუბებოდი იმაზე თუ როგორ ცუდად მოგექეცი დღეს - მითხრა და კისერზე ხელი მოისვა. - არა, უკვე მივიღე ის ფაქტი, რომ ვერ გასწავლი როგორ იყო კარგი კაცი. შენით უნდა გაუმკლავდე მაგას - ვუთხარი ჩუმად - მე..ემოციური ვიყავი, მგონი - აღიარა. ნელ-ნელა უფრო მეტად იხსნებოდა ჩემთან - ამ ერთხელ არაუშავს, თუ ისევ იგივე არ განმეორდება და ბოდიში, რომ მხარი არ დაგიჭირე და იქ არ ვიყავი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში იმდენი ძალადობა მაქვს ნანახი, რომ არ მინდოდა იმის ყურება თუ როგორ გტკენდნენ შენ - გავხედე - შენთვის მოსაბოდიშებელი საჩუქარი მაქვს - შემომხედა უმანკო თვალებით - ამას რამდენიმე დღე ვგეგმავდი და არ გეგონოს რომ მხოლოდ იმიტომ გაძლევ, რომ ვიჩხუბეთ - მითხრა და ჯიბიდან ყუთი ამოიღო - გახსოვს როცა მითხარი, რომ სხვა ქალების გარემოცვაში არ მენდობი? - მითხრა თბილად. მე თავი დავუქნიე დაბნეულად. - აი - მომაწოდა ყუთი და კიდევ ერთი, ისეთივე ყუთი ამოიღო ჯიბიდან. შიგნით სამაჯური იდო, რომლის ცენტრშიც პატარა გული იყო გამოსახული, რომელიც სამაჯურის ერთ მხარეს მეორე მხარესთან აკავშირებდა. გულს ცენტრში პატარა გასაღების ნახვრეტი ჰქონდა. დანიელმა სამაჯაური აიღო და მაჯაზე შემიკრა. - მისი გახსნა მხოლოდ ამ გასაღებით შეიძლება - მითხრა და მაჯაზე ნაზად გადამისვა ხელი. ჩემს აწითლებულ სახეზე თბილად გაეღიმა. თავისი ყუთი გახსნა და ჯაჭვი ამოიღო, რომელიც ზუსტად სამაჯურის მსგავსი იყო, უბრალოდ ჯაჭვის სახით. - ვაუ - ვუთხარი და ჯაჭვს ხელი მოვკიდე. ყელთან მივუტანე და შევუკარი - ვვარაუდობ, რომ გასაღები შენ გექნება ხო? - დიახ - დამიქნია თავი ღიმილით. ეტყობოდა, რომ ბედნიერი იყო. - სოფია ბენდელიანო, თავიდან ვერასდროს მომიშორებ - მითხრა და გაიცინა. მეც გამეღიმა. - გინდა ჩემთან ერთად ერთად რამეს რომ ვუყუროთ? - ვკითხე და ლოგინზე წამოვწექი -კი..ვფიქრობ მინდა - მითხრა და თვითონაც წამოწვა - გაიხადე ეგ შარვალ-კოსტუმი - ვუთხარი და გავხედე - მართალი ხარ..დამელოდე რამდენიმე წუთი. რამდენიმე წუთში დაბრუნდა, შორტები და თავისუფალი, სპორტული მაისური ეცვა. მივხვდი, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ბედნიერი ვიყავი, რომ შემეძლო მის გვერდით ვწოლილიყავი და მთლიანად მოვდუნებულიყავი ისე, რომ შიში არ მეგრძნო. დანიელი ჩემთვის ის ადამიანი იყო, ვინც ყოველთვის დამიცავდა, ყველასგან, თავისი თავისგანაც კი. სიმართლე ის იყო, რომ ძალიან მაბედნიერებდა და ამ ბედნიერების მეშინოდა კიდეც. დანიელი ტელევიზორს უყურებდა, მაგრამ მე ფილმის ყურება არ შემეძლო. უეცრად მომიტრიალდა და მთლაინი ფილმის ნაწილ-ნაწილ აღწერა და გაშიფრვა დაიწყო. მთელი ფილმი ვსაუბრობდით ისე, რომ მისთვის ყურადღება აღარც მიგვიქცევია. - ვინ იყო ყველაზე ცუდი ადამიანი ვისთან ერთადაც სექსი გქონია? - ვკითხე ინტერესით და ნიკაპი მოვიფხანე - მმმ...არ ვიცი - აიჩეჩა მხრები და ეტყობოდა, რომ ცდილობდა რომ არ გაღიმებოდა - რამდენი გოგო გყოლია? - ვკითხე წარბ აწეულმა - ამაზე პასუხიც არ ვიცი - მითხრა და ახლა უკვე ღიმილს ვერ იკავებდა - დაახლოებით მაინც მითხარი - ვუთხარი, მაგრამ ვცადე ძალიან არ დამეძალებინა პასუხის გაცემა. რაღაც ჩაიბურტყუნა ისე, რომ ვერ გამეგო. - სპეციალურად შვები ეგრე - ვუთხარი მხიარულად და მკერდზე ხელი მივარტყი - კარგი, კარგი - აწია ხელები ისე, თითქოს მნებდებოდა - ალბათ სადღაც 50-ზე მეტთან? - მითხრა საბოლოოდ. მის სიტყვებზე სახე დამეძაბა. -50?!! - ვკითხე გაოცებულმა და შოკისგან თვალები გამიფართოვდა - და არცერთი მათგანი არ გყვარებია? - არცერთი - მითხრა სერიოზულად - არ მიკვირს რატომ არასდროს ჩაგხუტებიან მაქამდე - ავატრიალე თვალები ღიმილით - მოკეტე, მე ქალიშვილი მაინც არ ვარ - ჩაიბურტყუნა ღიმილით - მაგის შეცვლა ახლავე შემიძლია - გავუღიმე და გავხედე - უბრალოდ იმას ვამბობ, რომ რამდენის ხარ?! 20-ის?! - მითხრა ირონიულად - კი, 20-ის - ვთქვი და ხელები გადავაჯვარედინე - მე 13-ის ვიყავი ვაჟიშვილობა რომ დავკარგე - 13 ძალიან პატარა ასაკია - ვუთხარი შეწუხებულმა. დანიელმა გაიცინა. - ვიცი - თავი გააქნია და სახიდან ღიმილიც გაუქრა - ვერ გავრისკავდი, მამაჩემი ალბათ მომკლავდა. ვერ დავუმტკიცებდი, რომ სიმართლეს იძახდა ჩემზე - ღიმილი სახიდან გამიქრა, როცა გამახსენდა ყველა ის სახელი რასაც მამაჩემი მეძახდა, მეძავიდან დაწყებული ყველა ბინძური სახელით დამთავრებული - მაშინ გამოდის რომ შენი ბრალი არ ყოფილა - მითხრა დანიელმა და თავი დამიქნია - შენ ეგეთ პატარა ასაკში რატომ დაკარგე? - მინდოდა უფრო მეტი მცოდნოდა მასზე - მამაჩემი თვლიდა, რომ ვაჟიშვილობის დაკარგვა „კაცად“ მაქცევდა. ასე, რომ როგორც კი საკმარისად დიდი ვიყავი მამაჩემმა ქალებით სავსე ოთახში შემაგდო და ეგ იყო და ეგ - ფრთხილად ლაპარაკობდა, ცდილობდა, რომ ზედმეტი ინფორმაცია არ მოეწოდებინა - რა კოშმარი იქნებოდა - გავაქნიე თავი - არა, მაშინ მომწონდა ეგ ყველაფერი - გაეცინა თავის მოგონებებზე - მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ იმ ადამიანთან მქონოდა პირველი სექსი, ვისზეც გულით ვიზრუნებდი და ვისთანაც ჩემით მენდომებოდა შეხება - წინადადება როგორც კი დაასრულა, თავისი ლურჯი თვალები შემომანათა - ყველა იმ ადამიანს შორის ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ, შენ ყველაზე მეტად მომწონხარ, იცი ხო? - ვუთხარი ღიმილით. დანიელსაც გაეღიმა. - ხო? - მკითხა და თვალები გაუნათდა - ხო - ვუთხარი ღიმილით ----------------------------------------------- ეს თავი იყო ერთგვარი ფილერი, მასში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, უბრალოდ რიგითი მოვლენები იყო აღწერილი, თუმცა აუცილებელი იყო მსგავსი ტიპის თავის დამატება, რათა უფრო მეტად დავაკვირდეთ მთავარი პერსონაჟების ურთიერთობას და მათ ზრდას. გამიხარდება თუ გამიზიარებთ თქვენს შთაბეჭდილებებს და მოლოდინებს მომდევნო თავებზე და მთლიან ისტორიაზე <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.