შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი დასასრულის პატარა დასაწყისი


23-10-2025, 00:05
ავტორი WHO KNOWS
ნანახია 36

საფრანგეთი, პარიზი, 5 სექტემბერი
ჩემი ცხოვრება ვფიქრობ, ერთი დიდი კრახია, სამშობლოსგან შორს გადახვეწილს მრავალი წელია მარტოობა მიქცევს კლანჭებში. კითხვაზე ვარ თუ არა, ბედნიერი-არ ვიცი, ალბათ, პასუხს ჯერ ვერ გაგცემთ, ან იქნებ არც. რა გიკვირთ? ხუთი წლის ასაკში საკუთარმა დედამ საავადმყოფოში მიმატოვა, 20 წელი გავიდა და დღემდე არ მაქვს კითხვაზე პასუხი რატომ. თავიდან მეგონა მე ვიყავი დამნაშავე. მრავალი წლიანი უშედეგო კითხვებზე პასუხის ძიების შემდეგ კი , საბოლოოდ, 18 წლის ასაკში გავაანალიზე ,რომ უბრალოდ არ ვუყვარდით. არ იყო მზად ის ნაბიჯი გადაედგა, რასაც ოჯახის შექმნას ვეძახით.არც ვამტყუვნებ. არ არის მარტივი 18 წლის ასაკში მშობლიური სახლის დატოვება და ახალი ცხოვრების დაწყება.დღეს 24 წლის თითქმის შემდგარი ექიმი ვარ. რატომ თითქმის? არ ვთვლი, რომ ჯერ იმას მივაღწიე, რაც მინდოდა. დანარჩენს ისედაც გაიგებთ.
- ამ გოგოს როგორ შეუძლია მთელი 12 საათი გადაბმულად ეძინოს? თებეა , ადექი გოგო, ის მაინც მითხარი ცოცხალი ხარ თუ არა.
გესმით ხომ? მიყვარს ამ ექიმ გოგოს თბილ, კომფორტულ საწოლში ძილი, მაგრამ ვინ გაცდის? თან ასეთი დამღლელი მორიგეობის შემდეგ... ხო მართლა, ეს ბუზღუნა ქალბატონი ჩემი ძიძა გახლდათ. დღეს კი ჩემი პატარა ოჯახის სრულფასოვანი წევრია.
-თინო, რამე დაგიშავე? ამოვთქვი სასოწარკვეთილმა, არა, უფრო ამოვიკნავლე და შევეცადე სიზმრებს მივბრუნებოდი, რომ არა ქალბატონი თინათინის მიერ ხელმეორედ და შესაშური სიზუსტით მოქნეული ბალიში. გაგიკვირდებათ და პირდაპირ სახეში მომხვდა. როგორი ოპტიმისტური დილაა არა?
-რანაირი ექიმი ხარ?
- ეგ ქართველობაზე არაა?
- ღმერთო, რა მასხარა ხარ,რა მნიშვნელობა აქვს? ადექი, შენი ძმა ჩამოდის.
- დემეტრე ამერიკიდან ჩამოდის? ხო, ცოტა შოკის ეფექტი გამოიწვია ჩემში თინოს მონოლოგმა.
-სიურპრიზს გიკეთებდა, მაგრამ ვერ გამოგაფხიზლე, ორ საათში დაეშვება თვითმფრინავი.
არ მჯერა, ჩემი ტყუპის ცალი ძმა ბრუნდება. ვაღიარებ, მომენატრა.მაგრამ , რა თქმა უნდა, ამას ცხოვრებაში არ ვეტყვი.რის ფასად მიჯდება ჩემი კომფორტის ზონის დატოვება თქვენ არ იცით. რაც შეიძლება სწრაფად ვტოვებ აბაზანას და მაქსიმალურად ვცდილობ მოწესრიგებას. ვამოწმებ მეილს. უამრავი წერილია. ზოგი უნივერისტეტიდან, ზოგი სამსახურიდიდან, რომელიც განრიგის შესახებ მატყობინებს, სამოდელო სააგენტოებიდან შემოთავაზებები...ჩემს ყურადღებას კი მხოლოდ ერთი შემოსული მესიჯი იქცევს. არ ვიცი არ შეგრძნებას რა დავუძახო, თუმცა თავისუფლად შემიძლია ვთქვა, 25 წლის შემდეგ ჩემი ცხოვრება გაიყინა, დაპაუზდა, მეგონა, ცივი წყალი გადამასხეს.
***
-თინოო, წავედი მე, დავხვდები დემეს აეროპორტში.
-უკაცრავად,სად მიდიხართ ახალგაზრდავ?-არა, აშკარად ნაცნობი ხმა მომესმა სამზარეულოდან. არც შევმცდარვარ, თავად დემეტრე ვიბლიანი ცდილობდა ჩემი მაფინებისთვის მუსრის გავლებას და გამოსდიოდა კიდეც.
-ჩემს მაფინებს ხელიიი, დემეტრე ვიბლიანო!
- ანუ რა გამოდის, საერთოდ არ მოგენატრე ხო? რაღაც ქმნილება გირჩევნია ჩემს თავს? -მკითხა მოჩვენებით სინანულით და ეს უკანასკნელიც ჩაკბიჩა.
-შესაძლოა ცოტათი მომენატრე.
- არა, რომ ჰკითხო არ ვუყვარვარ და კი დამახრჩო. კარგი გოგო, მეტკინა კისერი.
-ოოო, უჟმურო. როდის ჩამოხვედი?
-დილით, სანამ შენ გაგუდულს გეძინა. მაგარი მაფინები იყო, გაასწორა.
-გეტყობა, იქნება ჩემზეც გეფიქრა და დაგეტოვებინა ცოტა.
-შენ არ იღელვო, კიდევ გააკეთებ.
-აბა რა ხდება აქ?ოხ, გაიღვიძეთ ქალბატონო თებე?
-დიახ, ღრმად პატივცემულო მამა, როგორ გიკითხოთ?
- ნეტა რა გეშველებათ ან ერთს და ან მეორეს?- დანამებით გააქნია თავი. კაბინეტში ვიქნები, გთხოვთ , ნუ მოკლავთ ერთმანეთს.
-მე კი მეშველება, მაგრამ ამ ქალბატონზე რა მოგახ...აუუ, გოგო, შენ რა ძალადობის ხასიათზე გაიღვიძე, გამაძრო ნეკნი.
- შენ არ იღელვო, ყველა ადგილზეა... ხო კიდევ, სანამ რამეს იტყვი კარგად დაფიქრდი. არ გაგიგია? ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო.
- ოხ, დიდო ბრძენო თებროლე, დამბურძგლა ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
-უკაცრავად, რა დამიძახე?
-რა?
-აბა ბოლო წინადადება გაიმეორე!
-დიდო ბრძენო თებროლე- ეს წინადადება ისე მედიდურად და დამაჯერებლად წარმოთქვა, თავი აშკარად ვინმე ფილოსოფოსი ეგონა. იცით, ჩემს სახელში მეც კი შემეპარა ეჭვი.
-იცით, დიდო არისტოტელე, არ მინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ სამი წამი გაქვთ...
ალბათ, ხვდებით ეს ყოველივე რითიც დამთავრდა. ცოტა ფქვილი იატაკზე, სარკეებზე, კვერცხი დივანზე ცოტა კეტჩუპიც ჭერზე და ა.შ... მოკლედ, ჩვეულებრივი მესამე მსოფლიო ომი გაჩაღდა. დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ჩემივე პროფესია. გამიმართლა, დღეს სახლში ადრე დავბრუნდი.მთელი დღეა ვცდილობ მესიჯის შინაარსი. ალბათ ბოლო რამდენიმე საათში ათჯერ მაინც წავიკითხე, უშედეგოდ... უბრალოდ ვერ ვიჯერებ წაკითხულს.
-დემე, გძინავს?
-არა, მშვიდობა გაქვს? ღამის 3 საათზე აქ რას აკეთებ?
-წერილი შენც მიიღე?




ჰმ, ჰმ... აბა როგორია?
-




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent