ოიზისი XXIV
მარტი, ფოტო გამოფენა -ხედავ? მრიტა მონიტორის წინ დგას, გვერდით კი ირაკლი უდგას. მართლაც წავიდნენ იმ გოგოს გამოფენაზე, ეს საინტერესოც კი იყო. მარიტა ახლა სხვისი თვალით დანახულ საკუთარ თავსა და ირაკლის უყურებდა და ხვდებოდა როგორი ბრმა იყო წლების წინ როცა ირაკლის თვალებში მოგიზგიზე ცეცხლი ვერ დაინახა. როცა იფიქრა რომ არ უყვარდა, როცა იფიქრა რომ სწორედ ქეთი იქნებოდა ის ერთადერთი ადამიანი ვინც კი ოდესმე მთელი გულით ეყვარებოდა, ასე არ მოხდა. არაფერი მოხდა ისე როგორც 18 წლის ასაკში წარმოედგინა, არც ისე როგორც 19 წლისა ხედავდა. ირაკლისთან შერიგების შემდეგ ყველაფერი სხვანაირად წავიდა. შერიგებისას იმას თუ ფიქრობდა ისევ მომწონსო და დროის გაყვანას ცდილობდა სანამ გრძნობები გაუქრებოდა, ან მის ან ქეთის მიმართ, ზაფხულისთვის უკვე ზუსტად იცოდა რომ ირაკლის გაშვება არ შეეძლო. ახლა ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა. როცა იმ ფოტოს უყურებდა სადაც ერთმანეთთან შეხვედრა რამდენიმე კვირის დაწყებული ჰქონდათ, როცა ირაკლის ნეგატივს უყურებდა, იმას რომელზეც უსულობის მიუხედავად მაინც ნათლად ჩანდა მისი მზერა და სხეულის მანერები მასთან ყოფნისას რწმუნდებოდა, რომ არც ირაკლი დაუშვებდა რომ ოდესმე დაეკარგა. ქეთისთან ყველაფერი სხვანაირად იყო, მასაც უყურებდა სურვილით, თუმცა ეს მხოლოდ სურვილი იყო და ალბათ უფრო მეტად იმის გამო სტკენდა გულს ასეთი მომენტები, რომ ვერასდროს შეძლო საკუთარი სხეული დაეოკებინა. -ვხედავ, ძალიან კარგი ფოტოგრაფია. -მისგან დიდი ვინმე გამოვა თუ ამის საშუალებას მისემენ. მარიტა ღიმილით ამბობს და იმ ფოტოებსაც სიამოვნებით უყურებს, რომლებიც მათზე არაფერს ყვება. ანის ისეთი რამის დანახვა შეუძლია რასაც ადამიანები მარტივად ვერ ხედავენ. ზემოთ ხსენებული კი ცხოვრებაში ის ნათელი წერტილებია, ბედნიერი მომენტები რომლელიც მუდამ ძალიან გვსურს, მაგრამ რაღაც დაუწერელი კანონითბმუდამ გავურბივართ. ისე ვიქცევით, რომ საბოლოოდ თავს ვაიძულებთ მუდამ ბედნიერებას ვეძებდეთ, თუმცა ვერასოდეს ვპოულობდეთ,, რადგან საჭირო მომენტში მუდამ ჩიხში ვუხვევთ, კედლებზე ვძვრებით, კოშკებს ვანგრევთ რომელსაც არ უნდა ვაგრევდეთ და მას სულ ერთი წამით ვცდებით. ანი კი ამას ხედავდა , მეტიც ესმოდა და იღებდა. -შეხედე, მითხარი ერთი ადამიანი მაინც ჩვენს გარშემო რომელიც ასე ცოცხლად გადაიღებს უსულო ობიექტს. ისეთი გრძნობა მაქვს რომ მიყურებს, სუნთქავს რომ შევეხო გაინძრევა. -ხელოვნებასთან მღალატობ. ღიმილით ამბობს ირაკლი. -კიდევ ბევრჯერ გიღალატებ შენ არ იდარდო -ეგ ერთადერთი ღალატია რომელსაც ტკივილის გარეშე, მეტიც სიამოვნებით გადავიტან.- ირაკლი უღიმის და შუბლზე ჰკოცნის, მათ გვერდითა და უკან მდგომი ხალხი შიგადაშიგ გაოცებულები უყურებენ, რადგან ისინი წყვილი არიან ფოტოსურათებიდან. ირაკლი ამას ვერ ამჩნევს, მხოლოდ მარიტას აციმციმებულ თვალებს ხედავს მათი თავებისა და კიდევ უამრავი სხვა წყვილისა თუ ლამაზი თბილი მომენტების ყურებისგან გამოწვეულს.- მინდა ილინე ვინმეს ისე უყვარდეს, ისე უყურებდეს, როგორც შენ ხელოვნებას ეტრფი და უყურებ. -ეს არაფერია იმასთან შედარებით რასაც შენს მიმართ ვგრძნობ. ახლოსაც ვერ მივა. -მაშინ ვინმეს შენი მსგავსი სიყვარულით შეუყვარდეს. -ამაზე თანახმა ვარ. -წავიდეთ? -კი მგონი ყველაფერი ვნახეთ უკვე. მოდი ჯერ ანის დავემშვიდობოთ. -წამო.; **** მარტი მარიტა ირაკლის ინსტაგრამით ელაპარაკება . ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა გასული, რაც ჯანჯღავა მამამისთან ბათუმში წავიდა, მას კი უკვე გიჟივით ენატრება ბიჭი. გალდავა საუბრის პარალელურად კარადაში იქექება. -როგორ ერთობი მანდ? -ძირითადად სახლსი ვზივარ ან მუშებს ვადგავარ თავზე, ან არა და ვიდეოთამაშებს ვთამაშობ. -მე მანდ მამასენისთვის დასახმარებლად გაგიშვი თუ უსაქმურობისთვის ვერ გავიგე? მარიტა კარადას თავს ანებებს და დოინჯშემორტყმული დგება კედელზე მიყრდნობილი ტელეფონის წინ. ირაკლი იცინის და საჭმლის კეთებას აგრძელებს. -რა გინდა ვეხმარები. -რითი? - ხომ გითხარი მუშებს ვადგავარ თავზე. -აჰ როგორი დაკავებული მყავხარ. სამეცადინო არ გაქ? -როგორ არა. გვიან ვიწყებ ხოლმე. -ჩემნაირო. ისევ კარადას უბრუნდება და იქიდან შორენას ნაყიდ კაბას იღებს, რომელიც ალბათ ცხოვრებაში პირველად ან ჰა ჰა მეორედ უნდა ჩაიცვას. ირაკლი რომ ზურგით შეტრიალებულ მარიტას ამჩნევს რომელიც იცვლის გაოცებული ეკითხება. -სად მიდიხარ? - ქეთი და სანდროს სამეგობრო უნდა ვნახო, მარის დაბადებისდღეა და მასთან ავდივართ სახლში. -ეგ კაბა არ ჩაიცვა. ირაკლი წარბს მაღლა სწევს უკვე ჩაცმული ყვითელი კაბის დანახვაზე. -რატო? -იმიტომ რომ გაცივდები და მერე ვეღარსად წახვალ. -ახალწელს რომ მეცვა ის ბევრად თხელი იყო, თან მარტია უკვე. -მაგიტომ იყავი გაციებული მთელი იანვარი და სახლიდან ცხვირს ვერ ყოფდი. რამდენი გრადუსია გარეთ? -18 -მერე? -მერე თუ არ შემეშვები გაგთიშავ! -ნახე რა თან რო მემუქრება. მარიტა მაინც არ იცვლის უკვე კარგახნის წინ ჩაცმულ კაბას და სადა მაკიაჟს იკეთებს. ირაკლის ეჭვიანობა ღრღნის, რომ ასე ძალიან სანდროსთვის ცდილობს, მაგრამ თავს უფლებას არ აძლევს ეს ხმამაღლა უთხრას გოგოს, რადგან სულ რომ მართალი იყოს მარიტას ამით გულს მაინც ძალიან ატკენს. ეს კი უკანასკნელი რამ არის რაც სამყაროში სურს. სწორედ ამიტომ ენას კბილს აჭერს და ბათუმის ამბების მოყოლას აგრძელებს გოგოსთან. -არ გინდა შაბათ კვირას ჩამოხვიდე? -უხერხული არ იქნება მამაშენთან? მარიტა თვალის ჩრდილების წასმას რჩება და მათ უჯრაში აბრუნებს. -რატომ უნდა იყოს. თან სულ გკითხულობს, ძალიან მოეწონე. -მართლა? აუ როგორ მიხარია იცი?! -ხო და ჩამოდი. -რას იტყვი თვის ბოლოსთვის რომ ჩამოვიდე და ერთად წამოვიდეთ თბილისში? -არაა ცუდი იდეა-ღიმილით ამბობს და გაზს თიშავს, რომელზეც პასტას აკეთებდა.მაგრამ უკვე რომ მომენატრე? თავს ისაწ....ბს და საჭმელს, რომელსაც ჯერ ისევ ოხშივარი ასდის. -მხოლოდ ერთი კვირა გავიდა რა გჭირს? თვალებს ისე ატრიალებს, თითქოს წუხელ არ ყოფილიყოს ბესოს და მატეს ოთახში რომ შეუვარდა და წუწუნი დაიწყო ჩემი შეყვარებული მომენატრაო. იმის მაგივრად , რომ ის გაეკეთებინათ რისთვისაც როგორც იქნა დასვენების დღეები იშოვეს, მთელი ღამე მარიტას ეჯდნენ და მის წუწუნს ისმენდნენ. გოგოს ზურგს უკან კი ჩურჩულით, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით საუბრობდნენ. -გავაგდებ ახლა გეფიცები. -ხო არ გაგიჟდი შენი დაა ბოლოს და ბოლოს. -წავიდეს. ჩუმად. -მაშინ ჩვენ წავიდეთ. -სად? მათემ ხელით ანიშნა შენთანო, რაზეც ბესომ სიცილით გააქნია თავი და მარიტას რამდენჯერმე მხარზე დაარტყა ხელი. საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ სხვა რამეებზე საუბარსაც მიედ მოედნენ და ბოლოს სამივეს მათეს საწოლზე მიეძინათ. -შენ არა? -რა თქმა უნდა! სულელო , რა თქმა უნდა მომენატრე. მგონი , არა მგონის გარეშე ძალიან მინდა შენთან ერთად გადასვლა. ასე მგონია რომ მერე აღარასდროს მომენატრები. -ზუსტად, მეც ეგრე ვფიქრობ, ბოლო ნაწილის გარდა. ირაკლი უღიმის და ჭამას იწყებს, მარიტა საათს უყურებს და ხვდება რომ უკვე წასვლის დრო მოვიდა. -კაი წავედი და რომ მოვალ დაგირეკავ, ან თუ ამოვტყვრები იქიდანაც დაგირეკავ. -ნახე რა გამცვალა. -უფრო გათიშვას გიპირებ. -მიდი ბლუმ. მიყვარხარ. -გაკოცე, მეც მიყვარხარ. **** -მარიტა! -იტა! ქეთი და მარიამი, რომლებიც მარიამის სახლის ეზოში დგანან და რაღაცაზე საუბრობენ , შესვლისთანავე ეძახიან გოგოს და ისიც გაღიმებული , საჩუქრით ხელში, მათკენ მიდის. სანამ წითური იქამდე მიარწევდეს ქეთი მის მტელ სხეულსა და ჩაცმულობას ათვალიერებს და ნერწყვს მძიმედ, თუმცა სეუმჩნევლად ყლაპავს. ვინ მოთვლის რამდენი ასეთი შემთხვევა ახსოვს. ოთახში მარიტა რომ შემოდიოდა და მთელი მისი ყურადღება წამში გოგოს ირგვლივ რომ ტრიალებდა, მაგრამ მაშინ ის არ იცოდა რაც იმ გაზაფხულზე. მაშინ საკუთარ თავს ყველაზე ნაკლებად იცნობდა. საკუთარი ღრმად დამარხული ფიქრები ისე დავიწყებოდა, ვეღარ იხსენებდა ბოლოს როდის ნახა. ამ ყველაფერში თავი მხოლოდ მას შემდეგ გამოიჭირა , რაც ზაფხულში ის და მარიტა ბიჭებისთვის სამზარეულოში ყავას აკეთებდნენ. ზუსტად იმ მომენტში დახლზე მჯდომმა მარიტასკენ თავის მოკბეჩილი ატამი რომ გაიწოდა და გოგოს მზერამ გული აუჩქარა. ან შეიძლება მანამდე ბევრად ადრე, მდინარეზე ყოფნისასაც კი. ასე იყო თუ ისე, სანამ მარიტა ირაკლის არ შეურიგდა და მასთან ბედნიერი არ ნახა, მანამდე ვერ მიხვდა , რომ მთელი ცხოვრება სწორედ ამისკენ მიილტოვოდა. სწორედ ეს უნდოდა ასე ძალიან. ბედნიერი მარიტა! ბედნიერი მარიტა, ოღონდ მის გვერდით და არა ჯანჯღავას. ის კი როგორღაც, თითქოს ქეთის ჯინაზე, სულ უფრო და უფრო, შორდებოდა ამილახვარს და ირაკლის ეჯაჭვებოდა. მის გვერდით პოულობდა სიმშვიდეს და იმ სიხარულს ქეთი რომ 19 წლის მანძილზე ასე თავგანწირვით ცდილობდა მასში გამოეწვია. ხან იმ სათამაშოს ჩუქნიდა სიგიჟემდე რომ უყვარდა და თავადაც ვერ ხსნიდა რატომ, ხან მის ხუშტურებს აჰყვებოდა და ყველაზე გიჟურ და საშიშ თავგადასავალში ამოჰყოფდა თავს. თუმდაც იმ მომენტში , ის ბედნიერებას ასხივებდა. მართლაც მზესავით ანათებდა9 როგორც ამას ქეთი ხშირად უწოდებდა) ,თუმცა ამილახვარმა კარგად იცოდა , რომ ეს ირაკლის გამო ხდებოდა და არა თავის. -როგორ ხართ? გილოცავ მარიამ . ეს შენ. მარიტა გოგოს დიდ შეფუთვაში გახვეულ საჩუქარს აძლევს. გოგო ინტერესით ართმევს, თითქმის მისი ნახევარი ზომის საჩუქარს. -რა არის? -ნახავ -მიმანიშნე მაინც რა. -რაღაცის რეპლიკა- მარიამი ძალიან ცდილობს რომ სახე არ დამანჭოს და თავის თავისთვის ხშირად დამახასიათებელი სნობობა არ ჩაერთოს . გამოსდის- რაც ძალიან გინდოდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ იყიდე. გულში ფიქრობს რა უნდა ყოფილიყო ისეთი რასაც ვერ გაწვდებოდა, რეპლიკას მაინც.სულ მცირე დაინტერესდა მაინც მარიტას საჩუქრით. -კარგი . უკვე უფრო მეტად დავინტერესდი. შედი თუ გინდა სახლში. ილია და ბიჭები მისაღებში არიან. ეშმაკურად უღიმის მარიტას. გოგო გაკვირვებული უყურებს, იმ მზერის გამო, რომლიც ცოტახნის წინ გაუცვალა. -ეს რა იყო? -არაფერი. რა უნდა ყოფილიყო? - არ მომწონს, როგორც მიყურებ. რას ხლართავ? -მიდი მიდი შედი. -ისევ ილიასთან თუ მშიფავ მოგკლავ იცოდე! გაგახსენებ რომ წელიწადზე მეტია უკვე შეყვარებული მყავს, სახელად ირაკლი. - კარგი , კარგი . ჩუმად ვარ. -ხო და ეგრე. წავედი. მარიტა ოთახში შედის, ბიჭები სათითაოდ ესალმებიან და ილიას გვერდით კომფორტულად ჯდება. ლიზი არსად ჩანს, არც მარიამის სხვა მდიდარი , განებივრებული მეგობრები. იმედი აქვს რომ ეს ცოტახანს კიდევ გაგრძელდება, სულ მცირე სანამ 2-3 ჭიქის დალევას მოასწრებდეს. -დალევ? ილია ხელში მოქცეულ ვისკის ბოთლზე ანიშნებს , რომელსაც ის ის არის ბიჭებს უსხავს. მარიტა თავს ღიმილით უქნევს და როცა ნახევრამდე სავსე, არც კი, ჭიქა ტუჩებამდე მიაქვს ლაშასა და სანდროს საუბარს შორის ილიას ხმა ესმის. -მამაშენზე გავიგე. ვწუხვარ. მართლა ეტყობა რომ ემპათიით უდგება ამას, მარიტა ჭიქის ზემოდან უყურებს ბიჭს, მხრებს იჩეჩავს და მოსმისთანავე ამბობს. -სულ ტყუილად. -გიჟი ხარ მგონი შენ?! -არ ვარ. -მამაშენი არ იყო? -არ ვაღიარებ მაგ კაცს მამად. 50 გენი , რომლის ნაწილიც გადმომცა შეუძლია უკან გაიკეთოს. -მაგრამ… -ქეთის ის აღარ მოუყოლია უნივერსიტეტთან რომ დამხვდა და ირაკლი რომ არა შეიძლება ვეცემე კიდეც? -არა! რას ქვია? ისევ მხრებს იჩეჩავს. -ხო. მოკლედ არ გვინდა ამაზე საუბარი. აბა თქვენ რას შვებით დაიწყეთ საბაკალავროს წერა? -არა ყველა ერთხმად ამბობს და მერე სანდრო ამატებს. -რა დროსია ჯერ- დუდღუნით ამბობს, მერე იცინის- რა იყო შენ მორჩი უკვე ნერდო? -გაგანერდებ მე შენ მარიტა ბალიშშს ესვრის, რომელიც ხვდება და უკანაც უბრუნდება, თუმცა იცილებს. -რა ამბავში ხართ? -შენს კაცს გადაეცი ნერდს ნუ მეძახის. -ხარ და. -ა ახლა შენც უკან მიგაყოლებ მაგ საცოდავს. …………… იმ საღამოს მარიტა მართლაც ბევრს სვავს და არც დანარჩენები, მათ შორის გოგოსთვის უცნობი ხალხი, არ ჩამორჩებიან. სიმართლე ითქვას ყველაფერი ისეა როგორც მაშინ, მცხეთაში წასვლის წინა დღეს იყო, იმ განსხვავებით რომ მარიტას გრძნობები ჩაუცხრა და აღარავის მოკვლა არ უნდა. უბრალოდ ვერ ერთობა. მარიამს მისი საჩუქარი მოსწონს, რაც გოგოს ძალიან ახარებს, რადგან დიდხანს იწვალა იმ შავი ტილოს დახატვისთვის. შემოდგომაზე, როცა ბოლოს ნახა მარიამი ბევრს წუწუნებდა რომ რეინჰარდის შავი ტილოები ძალიან მოსწონდა, მარიტამ მშვენივრად იცოდა როგორი რთული იყო მისი გაყალბება, იდეალურ შემთხვევაშიც კი ის ახლოსაც ვერ მივიდოდა ორიგინალთან, მაგრამ ასე თუ ისე დიდი წვალებისა და გამოკვლევების შემდეგ, როგორ ხატავდა კაცი ტილოებს, მაინც შეძლო ნორმალური ასლის გაკეთება. მოგვიანებით სადღაც პირველი საათისთვის სახლში ტაქსით გადის და ოთახში შესული უენერგიოდ ენარცხება საწოლზე. ისეა რომ ირაკლისთან დარეკვის თავიც არ აქვს, მაგრამ მაინც ურეკავს და საუბრის დროს ეძინება. მეორე მხარეს მყოფ ჯანჯღავას ამაზე თბილად ეღიმება და ინსტაგრამის ზარს თიშავს. ................................... ახლანდელი დრო. მარიტა ირაკლის სანახავად გადის, ბიჭი უკვე ორი კვირის დაბრუნებულია თბილისში და მარიტა თითქმის ყოველდღე დადის მის სანახავად. ისეთი გრძნობა აქვს თითქოს მის გარეშე დღეს მაინც თუ გაატარებს ეს სამუდამოდ გაიწელება. გრძნობს რომ დრო უნდა გამოიყენოს, მანამ სანამ აქვს, მაგრამ თავს ვერ უხსნის რატომ არ უნდა ჰქონდეს კიდევ უფრო მეტი დრო?! ამიტომაც ამაზე არც ბესოსთან საუბრობს და არც მათესთან. ახლა კი როცა ჯერ ისევ ორი დღის წინ ნანახ ბიჭს მათ საყავრელ პარკში ზურგსუკან ხელებდაწყობილსა და მომღიმარს ხედასვ მისკენ გარბის და წელზე ახტება. -მართლა სიგიჟემდე მომენატრე. აი გეფიცები. -გუშინწინ გნახე ან იმის წინ. -მერე რა მაინც მომენატრე. -ასე ხშირად ბათუმში რომ ვიყავი მაშინ არ გენატრებოდი. -მგონი მაგ მონატრებამ ახლა შემომიტია- ღიმილით პასუხობს და ტუჩებში ჰკოცნის. მარიტა როგორღაც მისი სხეულიდან ფოფხდება და პატარა ბავშვივით უცრემლდება თვალები როცა ირაკლი ყვავილებს აძლევს. ამდენი ხნის მიუხედავად, იმის რომ სამი წლისწინაც მსგავსი იყო, მისი ეს ჟესტი არ ჰბეზრდებოდა. Bare minimum იყო თუმცა მაინც სასიამოვნო. -მადლობა. -სად წავიდეთ? -არ გინდა რომ უბრალოდ ვისეირნოთ? -წამო. - მეღირსა და დაიწყო როგორციქნა შორენამ სახლის რემონტი. -ძალიან კარგი. სად რჩები შენ? -მათეს ოთახში. აუ ჩემი ნახატები მიაქვთ და როდის დამიბრუნებენ?! -მალე. -მაწუწუნე ხო შეიძლება. არა რა, შენთან რა ხდება მოყევი. როგორ ჩაიარა ბათუმმა ბოლოს და ბოლოს? -მოვრჩით რემონტს, ახლა მამაჩემი ცდილობს დედას იქ უპოვნოს სამსახური და გადავიდეს ბოლოს და ბოლოს. მეც უნდა დავიწყო უკვე რამის ძებნა, თორემ როდემდე ვიყო ასე მაგათ ხარჯზე. -იგივეა ჩემთანაც. უი ზაფხულში შეიძლება ექსპედიციაში წავიდე, რესტავრაციის პრაქტიკებივით გავივლი მაგისტრატურამდე და გამომადგება მერე. - ძალიან კარგი. ვამაყობ. გიორგის მიყავხარ? -ხო. -სად? -ჯერ არ ვიცი. სახეს მანჭავს და ირაკლის მხარზე ეწებება. მანამ სეირნობენ სანამ არ შებინდდება, მერე ირაკლი მარიტას სახლში აცილებს და შორენას თხოვნით ისიც შედის. -შენი შეყვარებული გამაგიჟებს. -რატომ? -აიტეხა ჩემით შევღებავ ოთახსო. -ხომ იცი თუ არ გააკეთა გაგიჟდება, თან მის ხელში ფუნჯს ვენდობოდი. -კედელზე? აჰ არა. -დედა! ბოლოს და ბოლოს დარჩენილი ცხოვრება დიდი ალბათობით კედლის მხატვრობაზე ვიმუშავებ. აღშფოთებული ამბობს მარიტა და დედის გამომცხვარ ტარტს ჭამს. -ხომ ხვდები რომ ჯინაზე ამბობს? ჩურჩულით ეუბნება ირაკლი გოგოს, სანამ შორენა ზურგით დგას მათკენ. -მაინც ნერვები მეშლება- მხრებს იჩეჩს და მერე შორენას უბრუნდება- იცი რა მაინტერესებს? ქეთი იყო გამოსული? -საიდან მოიტანე? -მთელი სახლი მაგის ლიბრეს სუნით ყარს. შორენა თავს იშტერებს, თითქოს მის მოსვლამდე ქეთი მართლა არ ყოფილიყო მისული და მარიტას ნახატების უმრავლესობა, ერთი ორის გარდა არ წაეღოს. მათი გეგემბი თუ კარგად წავიდოდა მაისში ყველაფერი იდეალურად იქნებოდა და მარიტას ძალიან გაახარებდნენ. -კაი შეიძლება მელანდება. დაეჭვებით ამბობს გოგო, რადგან ამ სუნამოს სუნს ბრბოშიც კი იგრძნობს და იცნობს. ქეთი უკვე წლებია რაც მას იყენებს და მაშინაც კი როცა არ ასხია მაინც მისი სუნი ასდის. მარიტას ის არაფერში შეეშლება. .......................................................... 1 თვით ადრე. ქეთი მარიტას სახლიდან გამოვიდა თუ არა ფეხით გაუყვა რუსთაველისკენ ჩამავალ გზას და ჩაის სახლში მივიდა. შესვლისთანავე დაინახა მაგიდასთან მჯდომი თავის შეყვარებული და მის მოპირდაპირედ თაკო. რაღაცაზე ღიმილით საუბრობდნენ. ქეთი რომ მიუახლოვდათ გაიღიმეს და მიესალმნენ. -როგორ ხარ ჩემო საყვარელო? -მშვენივრად , შენ? ტუჩებში აკოცა და მის გვერდით ჩამოჯდა. თან მოსაცმელს იხდიდა და თან თაკოს ეკითხებოდა შენ როგორ ხარო. -რავი დაღლილი. არც კი ვიცი რატომ ავიტეხე გალერიის გახსნა ნინისთან ერთად. -რატომ მშვენიერია. -კი მაგრამ ისეთი იოლიც არ აღმოჩნდა როგორიც დასაწყისში გვეგონა. ბევრი რამ არის მისახედი. სტუდია, რომელიც სავარაუდოდ ყოველწამს შეიცვლება... -მოდი ჯერ რამე შევუკვეთოთ და მერე განვიხილოთ გალერეა. -საერთოდ რისთვის გადიხარ ფერწერის საგნებს თუ ყოველ საუბარზე მაჩერებ? გაბუტული ბავშვივით ჯუჯღუნებს თაკო თუმცა მაინც უკვეთავენ ჩაის და ნამცხვრებს. მიმტანს ისინი მალევე მოაქვს და თაკოც საუბარს განაგრძობს. -მოკლედ თავის ტკივილია რა. -პირველი გამოფენა როდის გაქვთ? -თუ ოდესმე მხატვარს ვიპოვნით იმედი მაქვს რომ აპრილის ბოლო კვირას ან მაისის დასაწყისში. - მე მაქვს ერთი შემოთავაზება. -შენი ნახატები? თაკოს თვალები უნათდება, რადგან როგორც სანდროსგან იცის ქეთი კარგად ხატავს. -არა. ჩემი მეგობარია, მარიტა. ერთად გავიზარდეთ და რამე. მოკლედ ტილოზე ხატავს ზეთით, უმეტესად. თუ გინდა შემიძლია რამდენიმე ფოტოც გაჩვენო. ტილოებს მოგვიანებით შევძლებ რომ შეგახედო. -მიდი. თავს უქნევს და როცა ქეთი მათ ჩათში ფოტოებს პოულობს ტელეფონისკენ , მაგიდაზე ხელებდაყრდნობილი იხრება. ქეთი სულ 4 ფოტოს ანახებს. თაკო აღფრთოვანებულია ამრიტას ხედვით და სათქმელით, რომელსაც რა თქმა უნდა თავის ინტერპრეტირებას უკეთებს. -ძალიან კარგია.შევთანხმდით. თან ჩემი პრობლემაც მოგვარდა. როდის შევხვდეთ? -ვის ? -მარიტას. -არ იცის რომ გამოფენას ვუწყობ. სურპრიზია. -მეგობარიც ამას ქვია. რო გაგიბრაზდეს უნებართვოდ რატომ წაიღე ნახატებიო? -შანსი არაა. საკუთარი თავივით ვიცნობ. ყველანი ჩუმდებიან და ჭამას პატარა პატარა ზოგადი დიალოგებით აგრძელებენ. არც ერთმანეთზე არც მგობრებზე, საოზგადო პრობლემებზე რომელიც დიდად არცერთს ადარდებს. იმ წიგნებიდან ამოკითხული ფრაზებით მათ გონებას ოდესღაც რომ უსესხებია. ქეთი უკვე ხვდება როგორ შეერია ამ საზოგადოებას. აქ პრობლემები თიტქმის არ არსებობს, არა იმიტომ რომ მართლა ბედნიერი ხარ ან უპრობლემო, ამაზე უბრალოდ არ საუბრობ. და რაზეც არ საუბრობს, რაზეც არ ფიქრობ არ არსებობს. რა წამს ისინი ხელს იქნევენ რამის თქმაზე, ის არსებობას წყვეტს და გონების ყველაზე ბნელ კუნჭულში გადაინაცვლებს. ისინი საზოგადოდ არ იგინებიან, იდეალურ თოჯინებს თამაშობენ, მაგრამ როგორცკი ვინმე გაიხედება კვლავ გაფუჭებულ უხელო ბარბებად იქცევიან. ყველაფერი აინტერესებთ, ყველას მეგობრები არიან და საბოლოოდ მათზე ცარიელი, მათზე უინტერესო და ცხოვრებადაკარგულები არავინ არიან. ქეთი ნელ -ნელა სწორედ ამად იქცევა. იმ ოჯახის წევრი ხდება სადაც დანაშაული მანამ არ არის დანაშაული სანამ არ აღიარებ. ყველაფერს სხვას გადააბრალებ და ამას ისე ოსტატურად იზავ შენი თავიც კი დაივიწყებს რომ ეს ოდესმე სხვამ კი არა შენ ჩაიდინე. მოგვიანებით თაკო ნინისთან გაჰყავთ და თვითონ სანდროსთან სახლში გადიან. ზერელე თემებზე საუბრობენ, ერთმნიშვნელოვანი სიტყვებითა და ემოციების გარეშე. თუმცა ვერავინ იტყვის რომ ერთმანეთი არ უყვართ. სანდრო ქეთით იმ წამსვე მოიხიბლა როცა დაინახა და სხვა ყველა მეგობრისა თუ მარიტასგან განსხვავებით სჯერა , რომ ერთ დღეს სახლში რომელიც სულ მალე მისი იქნება, ქეთისთან ერთად როგორც ოჯახი ისე იცხოვრებს. მართლა მთელი გულით სწამს რომ ამილახვარს და მას პატარა ლამაზი შვილები ეყოლებათ, თვითონ ალბათ სამინისტროში მამამისის მსგავსად იმუშავებს, ან რომელიმე პრესტიჟულ არქიტექტურულ ფირმაში. ქეთი კი ძირითადად ან სახლში იქნება ან თუ ენდომება იმუშავებს. იდეალურ ცხოვრებას წარმოიდგენს , ფილმებშ ნანახს და უკვე მრავალგზის ნაცადსაც კი. თავის შვილებიც მისივე მსგავსად უზრუნველად გაიზრდებიან. აი ქეთი კი, ქეთი ბოლო დროა ორად იხლიჩება და იცის რომ უკვე გვიანია. ძალიან გვიანია, რადგან ყველა შანსი გაინადგურა, ახლა მხოლოდ სანდროსთან დარჩენა შეუძლია. რამე რომც იყოს სანდროს მაინც ვერ დაკარგავს ის ხომ მისი ცხოვრებიდან თავის დაღწევის ერთად-ერთი შანსი და გამართლებაა. მხოლოდ სანდროს გვერდით ყოფნისას შეძლებს კარგი ცხოვრება ჰქონდეს, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ უყვარს ის მისი ყველაზე დიდი სიყვარული ვერასოდეს გახდება. დღევანდელი დღე მათე სამსახურშია. თავის მაგიდასთან ზის და საბუთებში თავით არის გადაშვებული, მის წინ რომ უცბად ერთ-ერთი თანამშრომელი გოგო ისვეტება და მაგიდას ხელით ეყრდნობა. -დაკავებული ხარ? -კი, მოხდა რამე? თავს სწევს და გოგოს თვალებში უყურებს. -სოსომ ბესოსთან საბუთები გამომატანა, მაგრამ გასულია ... -დატოვე და რომ მოვა გადავცემ-ხელით ანიშნებს იმ ადგილზე სადაც დადოს. გოგო სამ თხელ საქაღალდეს მაგიდაზე დებს და მაინც ძველ ადგილას რჩება. მათეს უნდა რომ უყვიროს გამეცალეო. რაც აქ მუშაობა დაიწყო იმის მერე თავიდან ვერ იშორებს. სამწუხაროა რომ ვერ გამოაცხადებს უფროსის შვილს ვხვდები, თან გეი ვარ და მოდი თავი დამანებეო. ამას სიამოვნებით იზავდა ,მაგრამ სოსოს და ბესოს შარში ვერ გახვევს. -კიდევ რამე? გოგო ორივე ხელით ეყრდნობა მაგიდას და მისკენ იხრება. ბესო ზუსტად იმ წამის შემოსულია ოფისში და ამ სცენის დანახვაზე ჭკუიდან გადადის. თავს ძლივს იკავებს ნაბიჯს რომ არ აუჩქაროს. მათე კი თავის მხრივ თავს უკომფორტოს გრძნობს ,რადგან გოგოს მკერდი ლამსი დეკოლტიდან ამოუვარდეს და თავზე დაედოს. -არ გინდა ლანჩზე სადმე ერთად გავიდეთ? -საქმე მაქვს, ბოდიში. -ახლა არც არის შესვენება. გოგო ღიმილით ეუბნება. მათე კი ფაილს ხურავს და მაგიდაზე დადებული , ერთმანეთში ახლართული ხელების ფონზე პირს იმის სათქმელად აღებს რომ სოსოს სხვა საქმეებში უნდა დაეხმაროს და შეიძლება ბრეიქზე საერთოდ ვერ გავიდეს. ზუსტად იმ მომენტში ბესო მათეს მაგიდას ცალი ხელით ეყრდნობა და გოგოს ცინიკურად უყურებს. -ერთად ვაპირებდით აქვე კაფეში წასვლას , ესიგი შენც მოდიხარ? წარბს ზევით წევს და ელოდება როდის უპასუხებს. გოგო ცხვირს იბზუებს და ბესოს გაბრაზებული უყურებს. რა თქმა უნდა, უფროსის შვილი უფრო კარგი იდეა იყო, თუმცა მატემ ოფისის ყველა თანამშრომელი შემოსვლის წამიდანვე მოხიბლა, იმდენადაც კი რომ ბესოსთვის შეტენვა აღარც უცდიათ. -არა იყოს, სხვა დროს წავალთ მე და მათე ერთად. -ხო დარწმუნებული ვარ სიხარულით გამოგყვება- ბესო გაბრაზებული იხედება მათესკენ, რაზეც ბიჭს თალები ლეკვის მსგავსი უხდება. -დროებით მათე. წასვლისას თმას უკან ნელა იყრის და მთელ ტანს ამოძრავებს სიარულისას. ბესო თვალებს ატრიალებს, ტანით მათესკენ ტრიალდება და ორივე ხელის გულს მის მაგიდას აყრდნობს. -რა იყო ეს? -არაფერი. -რა უნდოდა ჩვენს განყოფილებაში? -აი ეგ საბუთები მოგიტანა და რომ არ იყავი ვუთხარი ჩემთან დაეტოვებინა- თავით ბესოს ხელთან დადებულ შავ საქაღალდეებზე ანიშნა. -რატომ გეკურკურებოდა? -რა გინდა ბესო?- დაღლილმა იკითხა , სკამზე გადაწვა და მარცხენა ხელით თვალები მოისრისა.-სად იყავი? -სოსომ საქმეზე გამიშვა. -გასაგებია. დუდღუნებს და ისევ საბუთებს უბრუნდება, იმ იმედით რომ ბესო წავა და ერთმანეთთან კამათს ყველას დასანახად არ გააგრძელებენ. ბესო ისევ იმ ადგილზე დგას და მნიშვნელობა არ აქვს რამდენ გვერდს გადაშლის დოკუმენტში მათე, ან რამდენი გვერდის ბოლოს მოაწერს ხელს, ის მაინც არსად მიდის. ბოლოს მათეს ჰბეზრდება ეს სიტუაცია და ისე რომ თავს ბოლომდე მაღლა არ სწევს თვალებში უყურებს. -რას ელოდები? დაღლილი ხმა აქვს. უკვე შუადღე მოდის, 20 წუთში ლანჩიც დაიწყება. -ლანჩის ბრეიქზე მანქანაში შემხვდი. -კარგი. - ბესო მისი მაგიდისკენ ტრიალდება-მოიცადე, ესენი გრჩება-მათე საქაღალდეებს აწვდის და ისევ საქმეებს უბრუნდება. დრო სულ უფრო და უფრო მეტად იწელება, მათეს გონება ერთი მხრივ საბუთებზე მუშაობას, მერეს მხრივ კი ყველაზე უარეს სცენარებს წარმოიდგენს ბესოსთან ჩხუბისას. ეს მათი პირველი სერიოზული კამათი იქნება, ამას ყველა ძვლითა და უჯრედით გრძნობს. რას არ მისცემდა თავიდან აერიდებინა ბიჭის იემდგაცრუებული მზერა. გალდავა ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ბესო , რომელიც მასთან ერთად ამოიზარდა. ბესო რომელიც მუდამ ცანცარებდა და სიხარულს ასხივებდა შეიძლებოდა მსგავსი ეჭვიანი და ბრაზიანი არსება ყოფილიყო. ცოტახნის წინ როცა მის მაგიდასთან იდგა მის თვალებში ცეცხლი ისე გიზგიზებდა მათეს მისი შეეშინდა. ცხოვრებაში პირველად საკუთარი შეყვარებულის შეეშინდა. გაახსენდა როგორ დაკარგა კონტროლი როცა იაკობს ცემდა და გული კიდევ უფრო სწრაფად აუძგერდა. როგორც იქნა ლანჩის დრო რომ მოვიდა ოფისი ერთად დატოვეს და ავტოსადგომზე ჩავიდნენ. თითქმის 5 წუთი ისხდნენ მანქანაში უხმოდ. ბესოს ხელები საჭეზე ელაგა და ათამაშებდა, მათე კი ადგილზე ცქმუტავდა იმის გამო რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ბოლოს ნებისყოფა ისევ თავად გამოელია. -რა გინდა ბესო? მისკენ ისევ იმ დაღლილი თვალებით გაიხედა. ბესომ რომ შეხედა გაუღიმა, ცალყბად, თითქმის ცინიკურადაც კი. -შენ კურუპირა. მეტი არაფერი. -ბესიკ. -არ მომწონს სხვები რომ გეკურკურებიან. -და რა ვქნა? - უთხარი რომ დაკავებული ხარ? -გინდა რომ ყველას გამოვუცხადო გეი ვარ და თქვენი ბოსის შვილი მ*****ს-თქო?! მათე ლამის ყვირილით ამბობს და მთელი ტანით ბიჭისკენ ტრიალდება. -არავინ გთხოვს coming out-ი გააკეთო. უბრალოდ თქვი რომ ვინმე გყავს. არ შემიძლია მათე ვუყურო როგორ გიდგანან გვერდში სურვილისგან ანთებული თვალებით. ჭკუიდან ვიშლები გესმის?! -და შენ გგონია მე მომწონს? მათე ისე ჩუმად ამბობს რომ თავადაც ძლივს ესმის საკუთარი თავით. ბესო თავს ოდნავ აქნევს იმის ნიშნად გაიმეროე რა თქვი, ვერ გავიგეო. -გგონია მე მომწონს? გგონია ეს მინდა ? გგონია რომ მინდა სხვები მეხვიონ გარს? საერთოდაც არა. ერთად-ერთი ვინც მართლა მინდა რომ ისე მიყურებდეს თითქოს ღმერთი ვიყო...- მათე ჩუმდება. იღიმის.- არა ჯანდაბა თითქოს ბრაზილიური ფოლკლორის ფეხებდატეხილი, ეშმაკი დემონი ვიყო -ხელს ბესოს ლოყაზე ასრიალებს და თვალებშ უყურებს- შენ ხარ. სხვა არავინ. ვერავინ მაიძულებს სხვისი ყურებითაც კი ისეთი ემოციები მქონდეს როგორიც ამ წამს მაქ. -კურუპირა... -ხო ბესოს ეღიმება, რადგან მათე სახელზე აღარ წუწუნებს. შუბლზე წამით კოცნის და ემრე მის ხელს სახიდან იშორებს, ამის სანაცვლოდ თავისაში იქცევს. მათემ უკვე იცის რომ ბესო ფრთხილობს. ეს ორივესთვის უკეთესი იქნება. სახლშ, ისინი ისევ წყვილი იქნებიან, აქ ამ სოციალურ ნორმებშ კი უბრალოდ მეგობრები რომლებიც ერთად მუშაობენ. აქ არავინ უნდა იცოდეს ერთმანეთის მიმართ რას გრძნობენ. ასე საუთარი თავის კი არა ერთმანეთის დასაცავად იქცევიან. იმ მომენტში , ბესოს ეჭვიანობის მერე, მათე გრძნობს რომ ახლა უფრო მეტად უყვარს, მხოლოდ გულით კი არა სხეულითა და გონებით. სისხლის ყოველი წვეთით უყავრს ბესო და ბესოს? ბესოს უკვე დიდიხანია სხეული და სული აღარ ჰყოფნის მისი სიყვარულის ასაღწერად. -წავიდეთ საჭმელად? -კი რა. -რას შეჭამ? -შენ. -გიჟი ხარ კურუპირა- ბესო იცინის და ცერით ხელისგულზე ეფერება- მართლა, რა ვჭამოთ? -პიცა მინდა, შენ? -მეც. -ჩემ გამო? -არა რატო, მართლა. სოკოთი შევჭამდი. -მადლობა რო კიდე ერთხელ არ ატყდი ანანასის გავსინჯოთო. -ფუუუ ეგ რა იყოო, რატო ენა არ მომტყდა. -ხო არა? -შენ დაზარალდებოდი ბოლოს და ბოლოს, ბევრს რომ ტლიკინებ. წარბებს მაღლა სწევს და ავტოსადგომიდან მანქანა ქუჩაში გაჰყავს. ბესოს მარიტასთან ის პატარა დიალოგი ახსენდება ბაკურიანიდან და იმაზე ფიქრს იწყებს რამხელაა იმის შანსი რომ ერთად გადასვლა წელსვე მოახერხონ, მაგრამ ამაზე არც კი უსაუბრიათ. არაუშავს, მალე დაელაპარაკება. შვილები ვერა , მაგრამ ალბათ ლეკვი ეყოლებათ ან ფუმფულა , ჟღალი, მოუსვენარი კატა, რომელიც მათთან სტუმრად მოსულ მარიტას გააწამებს ხოლმე. ამის წარმოდგენაზე ეღიმება. მათე კი მანქანაში „car seat headrest“-ის “bodys” რთავს. -ეს რამე ახალია? -გუშინ წინ მე და მარიტამ YouTube-ზე ძრომიალისას ახალი ჯგუფი აღმოვაჩინეთ და ახლა უნდა გაიძულო რომ შენც მოუსმინო. -არაა პრობლმეა. რადგან უკვე ტრასაზე არიან ბესო მისკენ უფრო თამამად იხრება და ტუჩებსში რამდენიმე წამით ჰკოცნის. ნასიამოვნები მათე იღიმის და უკვე მოშორებულ , საჭეს დაბრუნებულ, ბიჭს თმებს სიცილით უჩეჩავს. მერე უფრო კომფორტულად რომ მოეწყოს ჰალსტუხს იხსნის, თავზე იძრობს და უკანა სავარძელზე ისვრის. პერანგის რამდენიმე ღილსაც იხსნის და თავს საზურგეს აყრდნობს, ისე რომ ბესოს უყურებდეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



