კესანები (თავი მეშვიდე)
მოგესალმებით, ვიცი რომ ძალიან ბევრი თქვენგანი ნაწყენი იქნებით, რადგან თავების დადებას ვაგვიანებ და მართლებიც ხართ.როცა საიტზე ისტორიის დადებას გადაწყვეტ პასუხისმგებლიანიც უნდა იყო და არ ალოდინო მკითხველი, მაგრამ როცა ხარ სტუდენტი, სწავლობ, მუშაობ და შრომობ რთულია. პლიუს ამას არ არის მარტივი, დაჯდე და დაწერო თუ შენთან არ არის მუზა. თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ ვცდილობ აგიხსნათ ეს ყოველივე. თუ გამიგებთ გამიხარდება, თუ არა იმის იმედი მაინც მექნება, რომ ამ თავით ისიამოვნებთ და ტყუილად არ ელოდით ამდენი ხანი. კესანემ ნელა მოიშორა კაცის ხელები და კარები ცხვირწინ მოუხურა. ყიფიანმა მზერა კარს გაუსწორა, შუბლი ზედ მიადო, სიცივემ ოდნავ გონზე მოიყვანა და ნელა მობრუნდა ელიზაბეთისკენ, რომელსაც გამარჯვებულის ღიმილი აეკრა სახეზე და გამომწვევად უყურებდა კაცს. ალექსანდრემ მძიმედ ამოისუნთქა, მაჯაში უხეშად ჩაავლო ხელი და სადარბაზოდან გაათრია ქალი. მანქანას მიანარცხა და ხელი გაუშვა გველნაკბენივით. სახეზე ხელები მოისვა ნერვიულად და აქეთ-იქით სიარულს მოყვა, ბოლოს კი სიჩუმე თავადვე დაარღვია. -აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-ცისფერებს გაუსწორა მზერა. -გეძებდი, სანდრამ მითხრა რომ აქ იქნებოდი-მშვიდი იყო ქალის ხმა-მგონი ხელი შეგიშალეთ. -გეყოფა, გაჩუმდი-ხელი აუქნია. -მეგონა გუშინდელს დავასრულებდით-კაცს ხელები მოუსვა სახეზე, მაგრამ უხეშად მოიშორა მისი ხელი ყიფიანმა. -ელიზაბეთ გაჩერდი-მის თვალებში მრისხანების ნაპერწკლები კიაფობდნენ. -თავად არ მეხვეწებოდი დაბრუნებას?-ნაწყენმა ამოილაპარაკა. კაცი უცაბედად დათბა, მზერა აარიდა და აჩქარებული პულსაცია დააიგნორა. ოდნავ ჩაეღიმა და გაკვირვებულ ქალს მიუახლოვდა. მისი სხეული ელიზაბეთისას მიაწება და ხარბად ჩაისუნთქა მისი თმების სურნელი, სახე გაუსწორა და ოდნავ მისი ბაგეებისკენ დაიხარა. სიამოვნებისგან ქალს თვალები მიელულა, ტუჩებზე ენა გადაისვა და კაცის ამბორს დაელოდა. ყიფიანმა მის ტუჩებთან ირონიულად გაიცინა და უჩურჩულა. -შემიძლია თაფლობისთვიდან რამდენიმე დღე გამოგიყო-ქალმა უეცრად გაახილა თვალები და კაცს მიანათა, რომელსაც ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. -რა?-გაოცებულმა ამოილაპარაკა და იგრძნო მის მაჯას, როგორ წვდა კაცის ძლიერი ხელები. ყიფიანმა მანქანას მოაშორა და შუა ქუჩაში მიატოვა ქალი, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა, რომლის გამოც კაცსაც კი დაუფიქრებლად მოკლავდა. მიატოვა ისე, როგორც თავად ელიზაბეთმა 6 წლის წინ მიატოვა და გული გაუტეხა, სული აუფორიაქა. მანქანა მოწყვეტით გააჩერა სახლთან და საჭეს ხელები დასცხო. საკუთარ თავს ვერ პატიობდა ელიზაბეთთან ასეთ მოქცევას, ის საყვარელი ქალი ედგა თვალწინ, რომელმაც უდიდესი რწმენა დაანახა სიყვარულში, სამყარო გაუფერადა, უსაზღვრო ბედნიერება მიანიჭა, მაგრამ ახლა რა ხდებოდა, სადამდე დაეცა მათი ურთიერთობა. ერთ დროს მის მკლავებში მოქცეული ქალისთვის გულის ტკენას გეგმავდა და მზად იყო ამისთვის ყველა და ყველაფერი გაეწერა. ელიზაბეთს სამარეს უთხრიდა და საკუთარ თავსაც მასთან ერთად მარხავდა. ვერსად გაურბოდა იმას, რომ დღემდე გრძნობდა მის მიმართ რაღაც ძალიან ნაზს, მტანჯველს, მაგრამ იმედიანს. აღარ უნდოდა მის გვერდით არსებობა, თავიდან ბოლომდე სძულდა ახლანდელი ელიზაბეთი, მაგრამ ვერც უშვებდა, ვერ ეთმობოდა სხვისთვის ეს ქალი. უამრავი მოგონება და ისტორია შემორჩა მის სულს და ყველაფერს გაიღებდა მათი აღდგენისთვის, მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ წარსული იყო, ყველაფერი მოკვდა და გაქრა. ცრემლების შეკვება ვეღარ შეძლო, ახლაც როგორი უსუსური იყო, გულგატეხილი და ნაწამები. მეორე დილას სანდრამ მაგიდაზე ქორწილის მოსაწვევი, რომ დაუდო გული ორმაგად აუფორიაქდა, არ ელოდა ასე მალე ამ ამბავს. მოსაწვევი ორი იყო, მისთვის და კესანესთვის, სიხარულით და ბედნიერებით ეპატიჟებოდნენ წყვილს. სახეზე ხელები მოისვა და მძიმედ ამოისუნთქა, საკმარისად იტანჯა მის გამო და ახლა დრო იყო საბოლოოდ გაეშვა და დაეთმო სხვა კაცისთვის. იმ საღამოს მის სახლში შეიკრიბნენ. თითქოს სჭირდებოდა ხალხში გარევა, გონების გაწმენდა და ოდნავ დასვენება. -მითხარი, რომ წასვლას არ აპირებ-ბექამ მეგობარს გახედა. ალექსანდრემ ჩაფიქრებულად გახედა, ცოტახანს იფიქრა და ბოლოს პასუხი დაუბრუნა. -წავალთ, მე და კესანე წავალთ-დივანზე გასწორდა და მზერა მეგობარს გაუსწორა, რომელიც გაკვირვებული უყურებდა. -გაგიჟდი?-მართამ კაცს გახედა-ახლა გინდა ამ უაზრო სპექტაკლშიც ჩაითრიო კესანე? -მართა-ბექამ ხმა გაიმკაცრა. -მისი ჩათრევა არაფერში მინდა-კაცმა ხელები მოისვა სახეზე -აბა რატომ აკეთებ ამას? ისევ გიყვარს ის ქალი ალექსადრე?-სევდიანი თვალები მოავლო კაცს. -მართუშ, ასე მარტივი არ არის ვიღაცის დავიწყება, ვინც გიყვარს, ვისაც ამდენი ხანია ელი, ამდენი მოგონება შექმენით ერთად -ალეე-ქალმა აცრემლიანებული მზერა გაუსწორა და გვერდიდან მიეხუტა-დროა გაუშვა, შენი ღირსი არ არის, არ უყვარხარ კაცმა დანანებით დააქნია თავი, საკუთარ ცხოვრებაზე ეცინებოდა. უჩვეულოდ ეჩვენებოდა ეს საუბრები. უამრავი ფიქრი უტრიალებდა თავში, მაგრამ პრობელემების მოგვარებას ვერაფრით ახერხებდა. -მართა-კაცმა აივანზე მდგარი ქალი ხელებში მოიქცია-ანუ მეც უნდა გაგიშვა? -რა?-გაკვირვებით გაუსწორა მზერა ლუკას. -თუ ადამიანს არ უყვარხარ უნდა გაუშვა, ხომ ასეა? ანუ მეც უნდა გაგიშვა? -ლუკა-მისი სახელი დანანებით ამოილაპარაკა და მზერა აარიდა. არ უნდოდა კაცისთვის გულის ტკენა, იცოდა რაოდენ დიდი გრძნობა ჰქონდა მის მიმართ, მაგრამ ვერაფრით პასუხობდა იგივეთი და ამის გამო სინდისი ქენჯნიდა-არ გინდა გთხოვ. -რა არ მინდა მართა?-უჩურჩულა ქალს და სახე ახლოს მიუტანა, თვალები მიელულა ორივეს. კაცმა ყბის ძვალზე ცხვირი გაუსვა და მისი სურნელი შეისუნთქა. საოცრად უნდოდა მისი კოცნა, მისი ბაგეების დაგემოვნება, მაგრამ ვერაფრით უბედავდა. ნელა მოშორდა ქალს და აივანზე მარტო დატოვა სულარეული. ქორწილის დღე, რომ მოახლოვდა არავის ნახვა არ უნდოდა. სურდა, რომ მთელი დღე სახლში გაეტარებინა, მარტოს მხოლოდ საკუთარ ფიქრებთან. უსაზღვროდ სტკიოდა გული, თითქოს ვიღაც გამეტებით უყრტყავდა დანას. ბოლოს ძლივს წამოისლასა და მომზადება დაიწყო. საკუთარ თავს უყურებდა სარკეში და ეცოდებოდა, ყველა იმ ტკივილისა და გრძნობების გამო, რომელიც ცხოვრებას უნგრევდა.ეჩვენებოდა, რომ კიდევ ერთხელ კარგავდა საყვარელ ქალს. შეგრძნებები განუახლდა და გაახსენდა 6 წლის წინ ის დღე საბოლოოდ, რომ დაინგრა მათი ურთიერთობა. უეცრად ყველა წამი მოენატრა, რაც ელიზაბეთთან გაატარა და საოცრად მოუნდა მასთან სიახლოვე. თავი გააქნია, დამძიმებულიყო ფიქრებით. არც კესანესთვის მიუქცევია ყურადღება მის მანქანში, რომ იჯდა და საუცხოოდ გამოიყურებოდა. ქალმა რამდენჯერმა გადმოხედა მგზავრობისას და სიჩუმე აღარ დაარღვია, თავადაც ხვდებოდა, რამდენად მძიმე იყო ეს დღე ყიფიანისთვის. მის აკანკალებულ თითებს თვალს ვერ აშორებდა საჭეზე რომ დაატარებდა და წამიერად შეეცოდა კიდეც და იგრძნო მისი ტკივილი.მანქანა რომ დააპარკინგა მძიმედ ამოისუნთქა. გადასვლას არ ჩქარობდა. -ალექსანდრე-თბილი ხმა ჰქონდა ქალს. კაცმა დააიგნორა და გამეტებით გაუშტერა მზერა ჰორიზონტს-შემომხედე-ხელები წაავლო სახეზე და აიძულა თვალები მისთვის გაესწორებინა. ცივი ჰქონდა კესანეს თითები, თითქოს ამან გამოაფხიზლა ყიფიანი და ლოყით მის ხელს მიეფერა-თუ გინდა არ წავიდეთ, ეს არ არის აუცილებელი. -საჭიროა კესანე-მის ხმაში უსუსურობა იგრძნობოდა, თავადაც არ იყო დარწმუნებული საკუთარ სიტყვებში. -არა ალექსანდრე, მას უკვე თავისი ცხოვრება აქვს, საკუთარ თავს ნუღარ ატკენ-ყიფიანმა მის ცისფერებში სიბრალული შეამჩნია და უცებ მოშორდა. -უნდა მივიდეთ-ხმა გაუმკაცრდა და მანქანიდან გადავიდა. ყველაზე ნაკლებად უნდოდა, რომ ხალხს შეცოდებოდა, განსაკუთრებით კი კესანეს, ქალს, რომლის მიმართ რაღაც ძალიან განსხვავებული და დიდი ამოძრავებდა. ნელა შევიდნენ დარბაზში, საოცრად გამოიყურებოდა იქაურობა. თეთრად მოერთოთ, ყველაფერი იდეალურად დაეგეგმათ, ყველა დეტალი წინასწარი იყო გათვლილი და მოფიქრებული. ხალხი ირეოდა, იღიმოდა და მხიარულობდა. კაცს წამიერად სუნთქვა შეეკვრა, იქიდან გაქცევა მოუნდა. ყელზე არსებული ჰალსტუხი უფრო მეტად ახრჩობდა და ალბათ ვეღარ გაუძლებდა, რომ არა კესანეს თითები მის ხელს, რომ ეხებოდა და ალექსანდრემ იგრძნო, როგორ ამხნევებდა მისი გვერდით ყოფნა. უეცრად ყველა გაჩუმდა, ყველამ კარს გაუსწორა მზერა და ყიფიანმა თვალები მძიმედ დააჭირა ერთმანეთს თეთრ კაბაში გამოწყობილი ელიზაბეთი, რომ დაინახა. საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა, ძლიერად მოუჭირა ხელზე საკუთარი ხელი კესანეს და დამშვიდება სცადა. ძლივს-ძლივობით შეძლო ქალისთვის მზერის გასწორება, ულამაზესი იყო, უნაზესი და მისთვის მიუწვდომლად მოეჩვენა ყიფიანს. მის თვალწინ გაიარა მათმა ისტორია, განმვლილმა მოგონებემა და ისიც კი ინატრა ახლა ანდრიას მაგივრად თავად ყოფილიყო. რამდენჯერ წარმოუდგენია თავი ამ ამპულაში, ელიზაბეთის ქმრად. მათი თვალები, რომ ერთმანეთს გაუსწორდა წამიერად ორივემ მძიმე ტკივილი იგრძნო გულში. კაცის მოგონებებში ამოტივტივდა მათი გაცნობის დღე და ზუსტად იცოდა იმავეს გრძნობდა ქალი, მის ცისფერებში ჩამდგარ ცრემლებს, რომ უყურებდა. ახლა უკვე სხვისი ცოლი ერქვა, სხვა იყო მის გვერდით, ამას უნდა შეგუებოდა, რეალობას უნდა შენარცხებოდა რამდენადაც მტკინვეული არ უნდა ყოფილიყო ეს. ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა, ყველა თავის ადგილას მიუჯდა და დაიწყო მათთვის უდიდესი მხიარულება, მაგრამ ალექსანდრემ გულს უზარმაზარ ლოდად აწვა ამ დარბაზში გატარებული ყველა წამი. ვეღარ ითვლიდა მერამდენე ჭიქას ცლიდა, აზროვნების უნარი დაკარგვოდა, საოცრად მომნუსხველი იყო ახლა მისთვის ელიზაბეთი, მაგრამ არა ისეთი, რომ მის გვერდით მჯდარი კესანე დაეჩრდილა. თავჩაქინდრული იჯდა ქალი, საკუთარ თითებს აწვალებდა ნერვიულობისგან. მოულოდებლობისგან ადგილზე შეხტა, როცა კაცმა მოშიშვლებულ მხარზე კოცნა დაუტოვა. ნელა გაუსწორა მზერა. -ბევრი დალიე-დააიგნორა მომხდარი. -არაუშავს-ჭიქა ისევ ხელებში მოიქცია. -უშავს, წავიდეთ გთხოვ-მუდარა შეერია ხმაში. -არა, ჯერ არა ბარ-ბარცით წამოდგა და ტერასაზე გადაინაცვლა მოსაწევად. დიდი ნაფასი დაარტყა და ხელებით დაეყრდნო მოაჯირას. უკვე დაღამებულიყო. იგრძნო როგორ ამოუდგნენ გვერდით, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, მხოლოდ მისი ხმის გაგონებისას გაკვირვებულმა შეხედა იქვე მყოფს. -არ მეგონა თუ მოხვიდოდი-ამრეზით უყურებდა კაცს ელიზაბეთი. -არც მე მეგონა, რომ შევძლებდი -შენი საცოლეც მოგიყვანია, ამით გინდა თვალები ამიხვიო?-ირიონია დაეტყო ხმაში -ელიზაბეთ-მისკენ მობრუნდა მთლიანი ტანით და თვალებში მიაჩერდა-რატომ მიმატოვე?-უეცრად შვება იგრძნო, თითქოს ამდენი წელი აწუხებდა ეს კითხვა, ჭამდა და მოსვენებას არ აძლევდა. ეს კითხვა იყო, რომელსაც გამუდმებით კლავდა თავის გონებაში ყიფიანი და არასდროს ცდილობდა საკუთარი თავისთვის ამის დასმას, ვერ ბედავდა იმის აღიარებას, რომ მიატოვეს. -მე..მეე..-უეცრად დაიბნა ქალი-არ ვიყავი მზად, ჩემს გრძნობებში არ ვიყავი დარწმუნებული-ერთიანად მიახალა ელიზაბეთმა და კაცს გაეცინა. -ახლა დარწმუნებული ხარ შენს გრძნობებში? ჩემთან გაქვს სე**ი და დარწმუნებული ხარ იმაში, რომ ეს კაცი გიყვარს?-ხარხარებდა ალექსანდრე. -შენზე რას მეტყვი, შენც ხომ სპექტაკლს თამაშობ, ვითომ შეყვარებული ბიჭის როლი გაქვს მორგებული -ეს შენ არ გეხება -ვერასდროს, ვერასდროს შეძლებ, ვერასდროს ჩამანაცვლებ კესანეთი, მის ცისფერებში ვერასდროს იპოვი ჩემსას, იცი რატომ? იმიტომ, რომ დღემდე გიყვარვარ, ვერ იაზრებ, რეალობას-მისკენ გაიწია და შეუმჩნეველი კოცნა დაუტოვა ლოყაზე-როცა მოგინდები, როცა მოგბეზრდება ეგ ქალი, დამირეკე-მკვახედ მიუგდო და აივნის კარს გახედა ჩუმად,რომ იდგა ქალი-აი ისიც, შენი საყვარელი საცოლე-გაიცინა და შეუმჩნევლად დატოვა იქაურობა ელიზაბეთმა. კესანე ნელა მიუახლოვდა კაცს, რომელიც უკვე მერამდენე ღერს ეწეოდა აღარ იცოდა. -გთხოვ არ გინდა-უჩურჩულა. -არც ვაპირებ რამის თქმას, უკვე მივეჩვიე -რას? იმას რომ ნაგავი ვარ? -კი-ჰორიზონტს გაუსწორა მზერა და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა-დავიღალე ისტერიკების მოწყობით, თითქოს შენზე შეყვარებული ცოლი ვარ და შენს საყვარლებს დავსდევ, დავიღალე იმაზე ფიქრით, რომ ოდესმე მეც ისე შემომხედავ როგორც მას უყურებ, დავიღალე-წყნარად საუბრობდა ქალი. კაცმა ნათლად შეამჩნია მის სახეზე ჩამოგორებული ცრემლები, ტიროდა კესანე. -მაპატიე -არ გინდა რა-გაეცინა-თავად ვერ იგებ რა გინდა ალექსანდრე-ახლა მისკენ გადმოიტანა მზერა-ხან მეუხეშები, ხან ისე თბილად მექცევი, ხან ის გიყვარს, მასთან გინდა და ხან ჩემთან, ასე არ ხდება, ხომ იცი არა? -კესანე -რა? რა? რა კესანე? რა გინდა?-მის თვალებში უდიდეს ტკივილს ხედავდა ყიფიანი, მისკენ გაიწია, თუმცა ქალმა უკან დაიხია-არა, არ მჭირდება ეს მოფერებები, ჩახუტებები, შუაღამეს მოკითხვები და კოცნები, ეს უაზრო სპექტაკლია და იცი შენც, დღემდე მასზე ხარ შეყვარებული და მხოლოდ მის გამო მითრევ თამაშში, მხოლოდ მისი ყურადღების მისაქცევად გჭირდები, ჩემში სხვა რამეს ვერ ხედავ.. -ასე არ არის.. -ასეა-თვალები ერთმანეთს ძლიერად დააჭირაა, ყბა უკანკალებდა ტირილისგან, ღრმად სუნთქავდა რათა დაწყნარებულიყო. გული აუჩქარდა კაცს, საშინლად იგრძნო თავი. რამხელა ტვირთი ედო ამ ქალის გამო, რაოდენ სტკენდა მას თავისი ეგოისტური საქციელების გამო. ტანჯავდა და თავსაც იტანჯავდა მასთან ერთად, წამიერად შეეშინდა, როგორ უნდა გაესწორებინა მთელი ცხოვრება საკუთარი თავისთვის თვალი, როგორ უნდა ეამაყა საკუთარი თავით, როცა ეს ქალი ახლა მის წინ ასე იტანჯებოდა. ვეღარ ხედავდა მასა და ელიზაბეთს შორის განსხვავებას, ისიც ისევე სტკენდა ამ ქალს გულს, როგორც ელიზაბეთი მას 6 წლის განმავლობაში. ნუთუ თავადაც ასეთი უსუსური და დაჭრილი იყო მთელი ეს დრო. ნელა გაიწია მისკენ, მხრებზე ხელი მოხვია და მიიხუტა, კესანემაც აღარ გაუწია წინააღმდეგობა და მის სხეულს აეკრო. ქვითინისგან მხრები უცახცახებდა და სწორედ ამ მხრებზე დაატარებდა ხელს ყიფიანი. გრძნობდა, როგორ აყრიდა ტაო მის სხეულს, მაგრამ ყურადღება აღარაფერს მიაქცია, არც მის გაავებულ გულს და არც იმას, რომ ყველასთან დაუმშვიდებლად დატოვა იქაურობა. მგზავრობისას არცერთმა დაარღვია სიჩუმე, მხოლოდ კესანეს ჩუმი სრუტუნი ისმოდა და დაბალ ხმაზე მუსიკა. მის სახლთან რომ გააჩერა ფრთხილად გადმოხედა ქალს, მინისთვის თავი რომ მიედო, ძილს მისცემოდა და მშვიდად სუნთქავდა. თითქოს მხოლოდ აქ იყო ბედნიერი და თავისუფალი კესანე, მის სიზმრებში არავინ იყო ისეთი ვინც გულს ატკენდა, ვინც ზედ გადაუვლიდა და ნამსხვრევებად აქცევდა. ნელა ამოაცურა მისი მოსაცმელიდან გასაღები, მანქანიდან გადავიდა და ხელში აიტაცა ქალიც, რომელიც ბუმბულივით მსუბუქი იყო. ტანსაცმლიანი დააწვინა საწოლზე და გამობრუნებისას იგრძნო მისი თითები თავის ხელზე, ძლიერად რომ ეჭიდებოდა. -არ წახვიდე-ძილბურანში მყოფი ბუტ-ბუტებდა ქალი-არ მიმატოვო, ამ ერთხელ მაინც არ მიმატოვო-კაცმა მზერა აარიდა და ნელა გააშვებინა ხელი, შემდეგ კი ზევიდან დააჩერდა. ისევ სიზმრებმა მოიცვეს კესანე, საოცრად ლამაზი იყო, გაბუსხული ტუჩებით და ტირილისგან აწითლებული ცხვირის წვერით, მისკენ დაიხარა, მაგრამ თითქოს ვერ გაბედა, ვეღარ გადადგა ეს ნაბიჯი, ფიქრები მოსვენებას არ აძლევდნენ. სწრაფად გასწორდა და იქაურობას გაეცალა. თავის კაბინეტში იჯდა და საბუთებს დაჩერებოდა, თუმცა გონება სხვაგან ჰქონდა. საკუთარ თავს ებრძოდა, რომ როგორმე გადაწყვეტილება ბოლომდე მიეყვანა, საბოლოოდ დაესრულებინა ეს უაზრო ფიქრები. ყველა მომენტი გაახსენდა, იმ დროიდან როცა კესანე გამოჩნდა მის ცხოვრებაში, მათი პირველი შეხვედრა, პირველი შეხება, პირველი კოცნა, წამიერად თავადაც გაეღიმა მომღიმარე ქალის გახსენებისას, მაგრამ ყველაფერი გაქრა, როცა მისი სევდიანი ცისფერები დაუდგნენ თვალწინ. -დილამშვიდობისა, მესიჯი ვნახე შენი, მეძებდი?-კაბინეტის კარი ნელა შეაღო ქალმა და კაციც წამში ფეხზე წამოდგა. -მოდი, ლაპარაკი მინდოდა შენთან-კესანემ კარები მიიხურა და კაცს გაუსწორდა. -ეს თუ გუშინდელს ეხება, არაფერი გვაქვს სალაპარაკო -გთხოვ -ალექსანდრე, არაფერია, მე უკვე შევეგუე, სჯობს იმაზე ვისაუბროთ ქორწილი როდის გვექნება?-ხელები გადაიჯვარედინა მკერდთან და კაცმა მის თვალებში მხოლოდ სიცარიელე ამოიკითხა. ერთხანს ჩუმად იდგა, შემდეგ ძალა მოიკრიბა და ხმაგატეხილმა უთხრა. -არ იქნება ქორწილი -კარგი, ხელს როდის ვაწერთ მაშინ-კესანემ დაბნეულად აათვალიერა. -არა, ვერ გამიგე, ჩვენს შორის ყველაფერი მორჩა -რა?-თვალებში უეცარი შიში ჩაუდგა ქალს, მხრები დაუცველად ჩამოყარა, ცისფერებში ცრემლები აუთამაშდნენ-რას ქვია ჩვენ...ჩვენ.. და.. ჩემი ძმა-ცრემლებმა სახეზე გაიკვლიეს. -შენი ძმა გამოვა ციხიდან, გპირდები, აუცილებლად გამოვიყვან-კაცს გული გაეხლიჩა, კესანე არასდროს არ იქნებოდა მისი, წამითაც არ გადაუდგამს ეს ნაბიჯი საკუთარი გრძნობების გამო, მხოლოდ საკუთარ თავს სწირავდა საყვარელი ადამიანის გამო, რა საოცარი ადამიანი იყო, ფიქრები ჭამდა კაცს, თვალები აემღვრა. -მართლა?-მოსმენილს არ დაუჯერა, გაეღიმა, ბედნიერებისგან უფრო მეტად აეტირა. -მართლა-კაცსაც გაეღიმა და სახეზე ჩამოგორებული ცრემლი დააიგნორა. -მადლობა, მადლობაა-უფრო უმატა ტირილს და კაცი მიხვდა, რომ სიხარული რაღაცა სხვამ შეცვალა, რაღაცა მტკინვეულმა და თავადაც ეტკინა, აქვითინებულ ქალს გაუსწორდა, შუბლი შუბლზე მიადო და მისი დაწყნარება სცადა. -გავქრები, სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან-ტიროდა თავადაც და იცოდა, რომ ყველაფერი დასრულდა, თავისი შეცდომების გამო საბოლოოდ დაკარგა ეს ქალი, უკან დაბრუნების არავითარი იმედი აღარ არსებობდა, მხოლოდ დაღმასვლა, მისი ცხოვრების გაუბედურება და მზად იყო, რომ ეს ქალი გაეშვა, რათა ისიც არ ჩაეთრია ამ ყველაფერში, არ მიეცა საკუთარი თავისთვის უფლება, რომ კესანეს სინათლეც ჩაექრო. ნელა გადაატარა თითები მის ბაგეებზე და ბოლოჯერ დაუტოვა, უნაზესი, უსპეტაკესი და დაუვიწყარი კოცნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




