გარიგება +18 - თავი 7
გარეთ ვიდექი,ყინვაში და უკონტროლოდ ვკანკალებდი, რადგან მერჩივნა გარეთ ვყოფილიყავი, ვიდრე ბოროტი კაცებით გარშემორტყმულ გარემოში. ფიქრები ერთიანად აწყდებოდა ჩემს გონებას და გადაწყვეტილების მიღება საშინლად მიჭირდა. დომენიკოს ვერ გავუტეხდი გულს. არ მინდოდა მისთვი ისე გამეცრუებინა იმედი, როგორც დანიელმა გამიცრუა მე, ზუსტად ამ მიზეზით გადავწყვიტე, რომ დომენიკო ამერჩია. დანიელი ტოქსიკური ადამიანია. გატეხილი ადამიანია. იმპულსური და დაუნდობელი, ეგოისტი და ბოროტია. დომენიკოზე კი ცუდი არაფრის თქმა შემეძლო. კარგი ადამიანი იყო დომენიკო. სწორი ადამიანია და უსაფრთხო ვარიანტია ჩემთვის. ჩემს ზემოთ, კაშკაშა ვარსკვლავებს ავხედე. ისეთი ლამაზი იყო ცა დღეს. ეს ღამეც ისეთი ლამაზი იყო. დავინახე როგორ ამოვუშვი თბილი ჰაერი პირიდან და როგორ შეერია ჩემი სითბო ზამთრის სიცივეს. რა კარგი იყო, რომ ცოცხალი ვიყავი. და უცებ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ვიღაცის უხეში ხელი ვიგრძენი ჩემს კისერზე. - ვეიპერები?! - მითხრა ვიღაცამ და გული კინაღამ გამიჩერდა. მამაჩემის ხელი დავინახე და ტკივილისგან ამოვიკვნესე. ხელს მთელი ძალით მიჭერდა კისერზე. მეგონა საბოლოოდ დავაღწიე თავი მას. - გთხოვ მამა, უბრალოდ შემეშვი - ვუთხარი მშვიდად და შევემუდარე, რომ გავეშვი - საცოდაო არარაობავ, რამდენიმე დღით გაქრი. შენი ძმები შენზე საშინლად ნერვიულობდნენ - მითხრა ზიზღით და თავზე ხელი დამარტყა. ტკივილმა მთელს სხეულში დამიარა. მთელი სხეული დაძაბული მქონდა, სანამ მისი ხელი მთელი ძალით მიჭერდა კისერზე. - დანიელ - დავიჩურჩულე. მინდოდა, რომ დანიელი მოსულიყო და გადავერჩინე - რა თქვი?! - შემომიღრინა მამაჩემმა - არაფერი - ვუთხარი ცივად და შევეცადე მისგან თავი დამეღწია - დედაშენი ისეთი იმედგაცრუებულია - მითხრა ბოროტული სიცილით. ისე ძალიან უყვარდა ის ძალაუფლება, რომელიც ჩემზე ჰქონდა. - რა სამწუხაროა, რომ გოგოს ცემა გიწევს იმისთვის, რომ ძალაუფლება იგრძნო - ვუთხარი საბოლოოდ. მისგან იმდენი შეურაცხყოფა და წამება გადავიტანე, რომ საბოლოოდ ყელში ამომივიდა. - არარაობა ხარ, მამა. ყოველთვის მძულდი - ვუთხარი და მისი ხელებიდან თავი გამოვითავისუფლე. - დავიღალე შენი მუდმივი ძალადობით და იმის ლოდინით, რომ ვიღაც გადამარჩენს, გესმის ჩემი?! - ხმას ავუწიე - მოკეტე შე ძუკნა! - მითხრა ზიზღით და სახეში ისეთი ძალით შემომარტყა, რომ შევბარბაცდი - შენს თავს შენვე ინადგურებ - ვუთხარი ცივად და ვიგრძენი როგორ წამომივიდა ცხვირიდან სისხლი. დარტყმა დავაპირე, მაგრამ მამაჩემმა ჩემი მაჯა დაიჭირა. ზუსტად ის ქნა, რასაც ველოდი რომ იზამდა. ჩემი მეორე ფეხი ავიქნიე ჰაერში და ნეკნებში ჩავარტყი მთელი ძალით. ვიცოდი, რომ ამასწინათ ფილტვების ინფექცია ჰქონდა. ტკივილისგან ამოიკვნესა და დაახველა. - ყელში ამომივიდა შენი მუდმივი ძალადობა და ისე მოქცევა, თითქოს არარაობა ვიყო - ვუყვირე და ისე ძლიერად ვკარი ხელი, როგორც შემეძლო - საშინელი შვილი კი არ ვარ, შენ ხარ საშინელი მამა - დავარტყი კიდევ ერთხელ და მამაჩემი მუხლებზე დაეცა. ტკივილისგან კიდევ ერთხელ ამოიკვნესა და მიწაზე დაეცა. სუნთქვა გახშირებული მქონდა, გულისცემას ყურებში ვგრძნობდი. თავი ძალიან კარგად ვიგრძენი რომ შევძელი და საბოლოოდ წინააღმდეგობა გავუწიე - მაგრამ მადლობა უნდა გითხრა, რომ ესეთი ძლიერი ვარ. რომ არა შენი მუდმივი ძალადობა, ასეთი ძლიერი ვერასდროს გავხდებოდი - ვუთხარი ცივად და წასვლა დავაპირე. მაგრამ ფეხზე ხელი მომკიდა და დავეცი. იცოდა, რომ მაღალქუსლიანებზე მყარად ვერ ვიდგებოდი და შანსი გამოიყენა. ფეხზე ხელი არ გაუშვია ისე მიმათრია თავისკენ და ერთი ძლიერი მოძრაობით მაჯები გამიკავა. მეორე თავისუფალი ხელით სახეში და სხეულზე დარტყმა დამიწყო. სიმართლე რომ გითხრათ, ვერაფერს ვგრძნობდი. იმის გააზრება, რომ ჩემს წინ მშიშარა ადამიანი იყო, შვებას მგვრიდა. დაუნდობლად ვცდილობდი მისი მკლავებიდან თავის დაღწევას, რადგან ვიცოდი, რომ თუ დროულად არ მოვიმოქმედებდი რამეს, ის აუცილებლად მომკლავდა. - შე უსარგებლო ძუკნავ! - მითხრა მამაჩემმა ბრაზით და ჯიბიდან დანა ამოიღო. ეს იყო და ეს. მომკლავდა და ამით დასრულდებოდა ყველაფერი. დანა ტანზე ჩამომისვა. როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი. დავიღალე ბრძოლით. მაგრამ დასასრული არადა არ ჩანდა. ვიღაცამ მამაჩემი მომაშორა სხეულიდან და ბეტონის კედელს მიახეთქეს. დანიელი იყო და საშინლად გაბრაზებული ჩანდა. ბრაზისგან, ზიზღისგან და მოკვლის სურვილისგან თვალები ჩაწითლებოდა. მამაჩემს სახეზე შიშმა გადაურბინა. - მეგონა ფეხებზე გეკიდა ჩემი შვილი - მამაჩემა დანიელისგან თავის დაღწევა სცადა - არა, პირიქით, ძალიან ვღელავ მასზე - დანიელმა მამაჩემს დანა გამოგლიჯა და მე გამომხედა თანხმობისთვის. თავი დავუქნიე და მიწიდან ვუყურებდი მათ, შემდეგ კი თავი გადავატრიალე და ვარსკვლავებს ავხედე. მამაჩემის ყვირილი გავიგე და მერე უეცრად სრული სიჩუმე ჩამოწვა. დანიელმა მამაჩემი სასტიკად სცემა და საბოლოოდ დანა გაუყარა გულში. თვალები საშინლად დამიმძიმდა. მგონი დღეს პირველად გავიგე დანიელისგან, რომ ის ჩემზე ღელავს. დანიელის ფეხსაცმლის ხმა გავიგე, რომელიც ნელ-ნელა მიახლოვდებოდა. ზემოდან დამყურებდა. ჩემი სუსტი, თითქმის უსულო სხეული აიყვანა და თავის მკლავებში მოაქცია. ცხვირიდან და პირიდან წამოსულმა სისხლმა მისი პიჟაკი დასვარა. - ოო არა, შენი პიჯაკი - ვუთხარი სუსტი ხმით - ახალ პიჯაკს ფულით ვიყიდი, შენ ვერ - მიჩურჩულა დანიელმა. პიჯაკის ჯიბიდან ხელსახოცი ამოვაცურე და სისხლი მოვიწმინდე. - სიკვდილი მინდა - ვუთხარი სუსტად და მარჯვენა ლოყაზე ცრემლი ჩამომიგორდა. დანიელს სახეზე შიში გამოესახა, როგორც კი ჩემი სიტყვები გაიგო. - მეგონა, რომ არ გინდოდი - ვუთხარი სუსტი ხმით და მინაბული თვალებით შევხედე - არა, არა. რა თქმა უნდა მინდოდი - დანიელმა თავი გააქნია და სავარაუდოდ ფიქრობდა, საიდან მომდიოდა ეს აზრები თავში. - მეგონა, რომ გაგტეხდი - მითხრა დანიელმა და თვალები აუწყლიანდა - რაც უკვე გატეხილია იმას ვეღარ გატეხ - ვუთხარი ჩუმად და მივეხუტე. - სოფია - ჩამჩურჩულა დანიელმა და იმ მცირე ენერგიით, რაც დარჩენილი მქონდა, თავი მისკენ მივატრიალე. მისი ტუჩები ჩემსას შეეხო და ყველაფერი წამიერად თავის ადგილას დადგა. მისი კოცნა იდეალური იყო. იმაზე იდეალური, ვიდრე ველოდი. მის შეხებას ვნატრობდი. ჩემს თავს მუდმივად ვარწმუნებდი, რომ ის არ იყო სწორი ადამიანი იმიტომ, რომ ვის უნდა დაუნდობელი მკვლელი უყვარდეს, მაგრამ ის ერთადერთია ჩემთვის. ჩემმა სულმა, სხეულმა, გონებამ და გულმა იცის, რომ ის ჩემთვის ერთადერთია. ვერავინ მაგრძნობინებს თავს ისე, როგორც ის. დანიელმა კოცნა შეწყვიტა და ღრმად ჩაისუნთქა. - ეს აქამდე უნდა მექნა - მითხრა და შეეცადა სუნთქვა დაერეგულირებინა - მეც - ვუთხარი და ისევ მივეხუტე - ჩამომსვი, გავივლი ჩემით - ჩავიბურტყუნე და ვცადე დამერწმუნებინა - არა - მითხრა და ლიმუზინამდე გზა გააგრძელა. - და დომენიკო? - ვკითხე სუსტად - გავაგებინებ, რომ ახლა უკვე ჩემთან ხარ და მე ვიზრუნებ შენზე - ერთ-ერთმა დანიელის მძღოლმა ლიმუზინის კარი გაგვიღო. დანიელმა ლიმუზინში ჩამსვა. მე წამიერად შევკრთი. - ბოდიში - მითხრა და ხელი ისე გამიშვა, თითქოს ბავშვი ვყოფილიყავი. დანიელი ლიმუზინში ჩაჯდა და თავი მუხლებზე დავადე. თავს საბოლოოდ მშვიდად ვგრძნობდი. - შენი კაბა - მითხრა დანიელმა და სისხლის კვალს გააყოლა თითი - არაუშავს, უბრალოდ კაბაა - ჩავიბურტყუნე ჩუმად - დეჟავიუს გავს - მითხრა დანიელმა და ჩემთვის თვალი არ მოუშორებია - ხო - თვალები დავხუჭე - მახსოვს ზუსტად ასე ვიჯექი და ვცდილობდი ჩემი გრძნობების პირველი ტალღა როგორღაც მომეთოკა - აღიარა დანიელმა და ჩემს ხელის გულზე წრეების ხატვა გააგრძელა. გამეღიმა. - რატომ შეიცვალე აზრი? რატომ გადაწყვიტე, რომ სიმართლე გეთქვა? - ვკითხე ინტერესით - შენს გარეშე საცოდავი ვიყავი და პლიუს, შენი და დომენიკოს ერთად დანახვა ჭკუიდან მშლიდა - გააქნია თავი დანიელმა - რა? რატომ? - იცი რატოც - არა, არ ვიცი - იმიტომ, რომ ჩემს გოგოს ეხებოდა თავისი ბინძური ხელებით. მე უნდა ვყოფილიყავი მის ადგილას. ჩემი ხელები უნდა შემომეხვია წელზე, ჩემთან ერთად უნდა გეცინა, გეცეკვა და მე უნდა ჩამხუტებოდი. მე უნდა ვყოფილიყავი შენი სურვილის ობიექტი - დანიელმა ფანჯრიდან გაიხედა - ხარ - ვთქვი ხმადაბლა და თვალები დავხუჭე - მაგრამ ის შენი შეყვარებულია - ამოისუნთქა იმედგაცრუებით - ვიცი - თვალები არ გამიხელია, არ მინდოდა დანიელს იმედგაცრუებული გამომეტყველება დამენახა - სამყარო ცდილობს რომ გაგვყაროს დანიელ. უთხარი, რომ გაჩერდეს - ვუთხარი ნახევრად ჩაძინებულმა და შევეცადე ტკივილი დამეიგნორებინა - სამყარო არა, მე ვიყავი. ჩემი ბრალია - თმა ყურს უკან გადამიწია - გინდივარ? - ვკითხე ნაზად - ყოველთვის - ეს მისი ბოლო სიტყვები იყო, რომელიც გავიგონე სანამ ჩამეძინებოდა. *** თავი წამოვწიე და დანიელი დავინახე ჩემს გვერდით. მასთან ერთად მეძინა და ეს ყველაფერი სიზმარი არ იყო. აქამდე თითქმის არასდროს მენახა მძინარე დანიელი. რამდენიმე წუთი უბრალოდ ვუყურებდი, მაგრამ სიზმარში რაღაცას ბურტყუნებდა და შეშინებული მოძრაობდა. შუბლზე ოფლის თხელი ფენა ეფინა. ალბათ იმიტომ, რომ ოთახში ცხელოდა, მაგრამ თითქოს რაღაც აწუხებდა და მომინდა რომ გამეღვიძებინა. - დანიელ - მის დიდ, დაკუნთულ მხარს ხელით ვუჯიკე მსუბუქად. ხვრინვა ამოუშვა პასუხად და გამეღიმა. მაისური არ აცვია, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ მაისური არასდრის ეცვა, მუდამ თბილი იყო და არასდროს სჭირდებოდა ზედმეტი მატერია ტანზე. ბოლოს დროს ვფიქრობ, რომ სპეციალურად არ იცვამდა ხოლმე მაისურს. ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც დანიელი უცებ წამოხტა და ოთახს შიშით მოავლო თვალი. ღრმად სუნთქავდა და მისი თვალები ჩემსას შეხვდა. - ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ სიზმარი იყო - ვცადე დამემშვიდებინა. ძალიან აღელვებული ჩანდა. სახეზე ნაზად მოვკიდე ხელები და ჩემკენ მოვატრიალე. - ყველაფერი კარგადაა, შენს გვერდით ვარ - ვუთარი ნაზად, მაგრამ სუნთქვა უფრო მეტად გაუხშირდა. პირველი რამდენიმე წამი გული საშინლად უცემდა, მაგრამ ნელ-ნელა დამშვიდდა. თვალები დახუჭა და ღრმას ამოისუნთქა. - დომენიკო ალბათ აქ არის - თქვა და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა. წამოდგომა ვცადე, მაგრამ საშინელმა ტკივილმა ელვასავით დამიარა მთელს სხეულში. ტკივილისგან ნელა ამოვისუნთქე და დანიელს გავხედე. ვერ ვიგებდი რა ხდებოდა. - არ ადგე. აქ მოვიყვან - მითხრა დანიელმა და ლოგინიდან წამოდგა - ჩემი ზედა სად არის? - მკითხა და ოთახს თვალი მოავლო - არ ვიცი, შენი ცოლი კი არ ვარ - ვუთხარი წარბაწევით. რაღაც ჩაიბურტყუნა და მაისურის ძებნა განაგრძო. - ჯანდაბა, ჩემს საწოლში წევხარ. შენს შეყვარებულს არ მოეწყონება ეს - მითხრა უცებ დანიელმა - და რას იზამს რო? - გავუღიმე ირონიულად - ნუ შვები ეგრე - გამოიშვირა ჩემკენ თითი და მაისურის ძებნა განაგრძო - რას ნუ ვშვები? - უმანკო თვალებით შევხედე. დანიელმა თავი ჩემკენ მოატრიალა - მაგას. ეგეთი თვალებით რომ მიყურებ, მინდა, რომ ყველაფერი შემოგახიო ტანზე - მითხრა დანიელმა და თვალები აატრიალა. მომენტალურად გამახსენდა რომ ქალიშვილი აღარ ვიყავი და სახე მთლიანად შემეცვალა. დანიელმა შემომხედა და აღელვებით მკითხა, როდესაც ჩემი შეცვლილი გამომეტყველება დაინახა. - რა მოხდა? - არაფერი, ყველაფერი რიგზეა - ვუთხარი დაბნეულმა და ყელში მომდგარი ბურთი გადავყლაპე. სულ მეგონა, რომ მას მხოლოდ ჩემი ქალიშვილობისთვის ვუნდოდი, რაც აღარც კი მაქვს. ახლა კი ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ არამგონია ოდესმე კიდევ ვნახო ის. დანიელმა მაისური გადაიცვა და ოთახიდან გავიდა. უკან გადავწექი და ვნატრობდი, რომ აღარ მეგრძნო ის ტკივილი, რაც რამდენიმე წუთის წინ ვიგრძენი. ოთახში დომენიკო შემოვიდა სწრაფი ნაბიჯებით. - პატარავ, კარგად ხარ - მითხრა და ხელები მომხვია. არ ვიცოდი ჩავხუტებოდი თუ არა, მაგრამ საბოლოოდ მეც მოვხვიე ხელები. ოთახში ნინაც შემოვიდა. - თავს როგორ გრძნობ? - მკითხა დომენიკომ და ლოყაზე ხელი მომადო. დანიელი კარებში იდგა. დანიელს გავხედე და საშინლად...განადგურებული ჩანდა. - უკეთესად - ვუთხარი და ყალბი ღიმილი ავიფარე სახეზე. დომენიკო ძლიერად ჩამეხუტა, რამაც ტკივილის კიდევ ერთი ნაკადი გამოიწვია ჩემს სხეულში და სუსტად ამოვიკვნესე. - დანიელმა ამიხსნა რაც მოხდა და რამდენადაც მძულს ის ფაქტი, რომ მასთან ერთად იყავი, იმდენად მადლიერი ვარ, რომ გიპოვა და გადაგარჩინა - მაკოცა დომენიკომ და დანიელის ტუჩების შეხების მოგონება მისი ტუჩებით წაშალა. მისი კოცნა ახლოსაც კი ვერ მივიდოდა დანიელის კოცნასთან. დანიელს გავხედე, სანამ დომენიკო მკოცნიდა და ის უბრალოდ თვალს გვარიდებდა, არ იყურებოდა ჩვენკენ. მას არ შეეძლო ჩემი სხვა კაცთან დანახვა. - დომენიკო, შეგიძლია სოფიას 1 ჭიქა წყალი მოუტანო? - უთხრა ნინამ უემოციოდ - საიდან იცი, რომ წყალი უნდა? - უთხრა დომენიკომ ცივად თავის დას - ნინა მართალია, მართლა მწყურია - ვუთხარი მშვიდად. დომენიკომ თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა. - შენ....წადი რამე სასარგებლო გააკეთე - უთხრა ნინამ ცივად დანიელს. დანიელი უბრალოდ მიყურებდა და ალბათ აინტერესებდა ვინ იყო ეს გოგო. ვანიშნე რომ მარტოები დავეტოვებინეთ. - ვიცი, რომ საბოლოოდ დანიელს აირჩევ და ალბათ დანიელმაც იცის ეს, მაგრამ დომენიკომ არ იცის - მითხრა ნინამ და სახეზე იმედგაცრუება დაეტყო - ის კარგი ბიჭია - ამოვისუნთქე და ხელზე ბეჭედს დავუწყე ტრიალი - რომელი მათგანი სოფია? - წარბი ამიწია ნინამ - ორივე - ვუპასუხე ყოყმანით - მარტივად რომ აგიხსნა. ერთს შეუძლია, რომ მაცხოვროს - ვუთხარი სევდიანად - მაგრამ მეორეს, შეუძლია, რომ მომანდომოს, რომ ვიცხოვრო და მთელი განსხვავება ამაშია. უბრალოდ ერთ სახელს შეუძლია ჩემი მთელი სამყარო შეცვალოს - ხელებზე დავიხედე - მოდი გამოვიცნობ, დანიელი არის ის ვისაც შეუძლია, რომ მოგანდომოს სიცოცხლე ხო? - გამიღიმა ნინა, ძალიან ცდილობდა, რომ გაეგო ჩემი - ხო...მაგრამ ამასთან ერთად ის ადამიანია, რომელიც მჭირდება. მჭირდება, რომ ვიცოცხლო - ვაღიარე ყოყმანით - 2 კვირა გაატარე ჩვენთან ერთად და დღეს, ახლა, პირველად ვხედავ, რომ რაღაცაში ასეთი დარწმუნებული იყო - თვალები დახუჭა და თავი ისე გააქნია თითქოს არ სჯეროდა მთელი ამ სიტოაციის. სირცხვილმა ტკივილივით ძლიერად დამიარა. - მაგრამ როგორც დანიელი გიყურებს..დომენიკო არ გიყურებს ეგრე - მითხრა ნინამ ჩუმად - დომენიკო როდესაც გიყურებს, მისი თვალები ვნებით არის სავსე, მაგრამ დანიელის თვალებში სიყვარული იკითხება. დომენიკო ადრე თუ გვიან დაგივიწყებს, მაგრამ დანიელი ვერ დაგივიწყებს - ნინამ ხელი მომკიდა - ასე, რომ არაუშავს სოფია თუ იმას გააკეთებ რაც გინდა. შენი თავი, შენი გრძნობები აირჩიე და არ იფიქრო იმაზე, სხვები რას იტყვიან იმიტომ, რომ ამ ბოლო ორ კვირაში ყველაზე მეტად რაც ვისწავლე შენზე ისაა, რომ ეგოისტი ადამიანი არ ხარ - ნინამ ხელზე მომიჭირა ნაზად და მანიშნა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა - დავბრუნ... - უნდა წავიდეთ - გააწყვეტინა ნინამ დომენიკოს და ლოგინიდან წამოდგა - კარგი სოფია, აიღე შენი ნივთები - მითხრა დომენიკომ და თავის დას გვერდი აუარა - სოფიას გარეშე უნდა წავიდეთ - უთხრა ნინამ ფრთხილად. დომენიკომ დაბნეულმა შემომხედა სანამ გაიაზრებდა რაც ხდება. - ვიცოდი, რომ არ უნდა მომეცა დარჩენის უფლება - მითხრა გაბრაზებულმა. დანიელს ვერ ვხედავდი, არ იყო აქ. - დომენიკო, ორი ადამიანის სიყვარულს წინ ვერ აღუდგები და შენც იცი ეგ - უთხრა ნინამ ნაზად - კარგი - თქვა დომენიკომ გაბრაზებულმა და ოთახიდან გავარდა. ჩემდა გასაკვირად ძალიან მარტივად დანებდა. ალბათ საბოლოოდ რაც ჩვენს შორის მოხდა, რეალური არ ყოფილა. - ჩვენ არ გვიყვარს ერთმანეთი - ვუთხარი ნინას სანამ ოთახიდან გავიდოდა - კარგი, შენ თუ ასე გჯერა - მითხრა ღიმილით და წარბი ამიწია - მეტჯერ ვეღარ გნახავ? - ვკითხე თბილად - იმედია არა - გამიცინა და ოთახიდან გავიდა *** - სად წავიდა შენი სათამაშო ბიჭუნა? - დანიელი ოთახში შემოვიდა და დაბნეული სახით დაჯდა საწოლზე. ტუჩზე ნერვიულად ვიკბინე. - შენ აგირჩიე - ჩავიჩურჩულე დარცხვენილმა და დანიელმა ერთიანად გამომხედა - რჩები? - სახის გამომეტყველება იმ წამსვე დაუთბა და მისი უხეში ხმა, უფრო თბილზე და ნაზზე შეიცვალა. თავი დავუქნიე და მის რეაქციას დაველოდე. - ეს ნიშნავს, რომ ერთად ვართ? - გაფართოებული თვალებით შემომხედა. გამეცინა დანიელის აღტაცებულ რეაქციებზე. - მგონი - ვუთარი და თბილად გავუღიმე. დანიელს სახეზე ბედნიერმა ღიმილმა გადაურბინა და მაისურის ქვემოდან ყელსაბამი ამოაცურა. - შენ რომ დამტოვე, მომდევნო დღეს შევაკეთე ყელსაბამი - დანიელმა ყელსაბამს თბილად დახედა და მერე მე შემომანათა მისი დიდი, ლურჯი თვალები - მე...მეც ჩემი სამაჯური ყველგან დამქონდა - ვუთხარი დარცხვენილმა და ჩანთიდან სამაჯური ამოვიღე. დანიელმა სამაჯური გამომართვა და ხელზე გამიკეთა. - დანიელ - ამოვისუნთქე, არ მინდოდა იმის თქმა, რის თქმასაც ახლა ვაპირებდი. - იმ ადამიანთან ყოფნა არ მინდა, ვისაც ჩემთან ყოფნის ეშინია სახლში თუ სახლს გარეთ - პირდაპირ თვალებში ჩავხედე - მჭირდება, რომ შენზე ზრუნვის უფლება მომცე. მჭირდება, რომ გული გამიღო - ჩემს ხმაში მსუბუქი მუდარა გაისმა - იმიტომ, რომ აქამდე, როცა არ ვიცოდი ერთად ვიყავით თუარა, არ ვიცოდი სხვა ქალებთან გქონდა თუ არა რამე ურთიერთობა, ჯოჯოხეთს უდრიდა ეგ ყველაფერი ჩემთვის. მინდა, რომ ... - დანიელმა უეცრად მაკოცა და სიტყვა გამაწყვეტინა. გულისცემა გამიხშირდა და უცნაური, ძალიან სასიამოვნო შეგრძნება ვიგრძენი. - თანახმა ვარ ყველაფერზე - მითხრა სერიოზული ხმით. ნაზად გავუღიმე. - დანიელ, როგორ ხარ? - რამდენიმე წუთიანი სიჩუმის მერე საბოლოოდ ვკითხე და შევხედე. უცნაურად გამომხედა და უეცრად თავის დღიურს დასწვდა და რამდენიმე გვერდი გადაფურცლა. - მითხარი, დამელაპარაკე - დღიური ძალით დავახურინე და დანიელმა მძიმედ ამოისუნთქა - ნორმალურად ვარ - მითხრა და ისევ გახსნა დღიური - მაგას პასუხად არ მივიღებ - ისევ დავახურინე დღიური. დანიელმა გაღიზიანებულმა გამომხედა, მე უბრალოდ წარბი ავუწიე და სერიოზული სახით შევხედე. - ისევ ვგლოვობ, თუ ეს გაინტერესებს - მითხრა დანიელმა და დღიურში რაღაცის ჩაწერა დაიწყო. მის იდეალურ სახეს და იდეალურად დაკუნთულ ხელებს შევხედე - იმედია ისე გლოვობ, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი და რაღაც სიგიჟეებს არ სჩადიხარ - ვუთხარი და ფრთხილად შევხედე. დღიურიდან თავი აწია და გამიღიმა. მის ხელს ჩემი ხელი ნაზად შევახე. ჩემი თითები მის თითებში გადაიხლართა. ხმა აღარ ამოუღია, წერა გააგრძელა. ალბათ იმ ემოციებზე და გრძობებზე წერდა რასაც ახლა განიცდიდა. თავისუფალი ხელის გულზე პატარა წრეების გამოსახვა დავუწყე, ნელ-ნელა მისი ხელის მასაჟზე გადავინაცვლე და დანიელმა სიამოვნებისგან მსუბუქად ამოიოხრა. კალამი დადო და დღიურიც დახურა. იმედია დღიურია და არა სხვა რამე. - გინდა მხრების მასაჟი გაგიკეთო? - ვკითხე კისკისით და დავინახე, როგორ გაინაბა და როგორ ითიშებოდა ნელ-ნელა - კი, გთხოვ - მითხრა და ოდნავ წამოდგა, რომ მის უკან შევძრომილიყავი. ნელ-ნელა დავიწყე მისი დაჭიმული მხრების დამასაჟება და დანიელი ერთიანად მოდუნდა. სიამოვნებისგან თითქმის კვნესოდა - მართლა ასეთი კარგია? - ვკითხე და კისრის მასაჟზე გადავინაცვლე - კი - მითხრა დაზომბებულმა - იცი...მასაჟი უკეთესია, როცა შიშველი ხარ - ჩავჩურჩულე ყურში მხიარულად. დანიელმა წარბები აწია და მაისური გაიხადა. - მე უფრო მეტად მოგენატრე თუ ჩემი პრესი? - მითხრა მხიარულად - შენი პრესი - ვუთხარი სერიოზული სახით. დანიელმა გაოცებულმა გამომხედა - ვხუმრობ, მაგრამ თან არ ვხუმრობ - ჩავუკარი თვალი და გავუცინე. რამდენიმე წუთიანი მასაჟის მერე თავი უკან გადავაგდე და ამოვისუნთქე. - დაბლა ჩავდივარ, წამოხვალ? - ვკითხე დანიელს და ლოგინიდან ჩამოვხტი - არა, კიდე დავწერ ცოტას - მითხრა და წამოწვა - კარგიი - ვუთხარი მხიარულად და ოთახიდან გავედი. დაბლა ჩავედი, მაგრამ იქ არავინ იყო. ცოტახანი, სანამ დანიელი ზემოთ იყო, ტელევიზორს ვუყურე. მისი სახლი ისეთი მშვიდი და მყუდრო იყო, როდესაც მილიარდი ადამიანი არ დარბოდა აქეთ-იქეთ. თუ ოდესმე ჩვენი საერთო სახლი გვექნება, არავის არ შეეძლება შიგნით უბრალოდ შემოსვლა და ძალიან მშვიდი და მყუდრო სახლი გვექნება, ყველანაირი ხმაურის გარეშე. მხოლოდ ჩვენ და ჩვენი შვილები. წამიერად გავიაზრე რაზეც ვფიქრობდი. რა ჯანდაბას ვაკეთებ? შეყვარებულებიც კიარ ვართ ჯერ. დანიელი გოგოებს არ ხვდება, მას უბრალოდ სექსი აქვს მათთან. როგორც კი ხალხი გაიგებს, რომ მას შეყვარებული ყავს, იმწამსვე ეჭქვეშ ჩააყენებენ ჩვენს მთლიან ურთიერთობას. ტელევიზორს ვუყურებდი, მაგრამ ყურადღება მაინც ჩემი ფიქრებისკენ მქონდა. - სოფია? - ეისის ხმა გავიგონე და დავინახე როგორ ჭამდა ყურძენს პატარა ჯამიდან. - არასდროს მეგონა ცხოვრებაში, რომ ვინმეს ნახვა ასე გამახარებდა - მითხრა ბიჭმა აღტაცებით როდესაც ჩამეხუტა და ყურძნით სავსე ჯამი მომაწოდა. ბიჭს დაბნეულმა ავხედე. - აის, კარგად ხარ? - ვკითხე ყოყმანით - კი, ძალიან კარგად ვარ - გამიღიმა ისევ - მეგონა გეზიზღებოდი - ვკითხე გაკვირვებულმა - მეზიზღებოდი, სანამ დანიელი მოსიარული კოშმარი არ გახდა უშენოდ - ჩაიცინა აისმა და სავარძელზე ჩამოჯდა, ჩემს მოპირდაპირედ - კოშმარი? - ვკითხე ინტერესით და ყურძენი ავიღე - დანიელი ასეთი არასდროს მენახა. საწოლიდან არ დგებოდა, შხაპს არ იღებდა, არ ლაპარაკობდა. საწოლიდან მხოლოდ ერთი მიზეზით დგებოდა და ისიც იშვიათად - რომ ემუშავა და შენც იმდენხანს გეძებდით და ვერ გპოულობდით...კი, ნამდვილად მოსიარული კოშმარი იყო უშენოდ - ამიხსნა აისმა და სევდიანი თვალებით შემომხედა. როდესაც მივხვდი, რომ აისი სერიოზულად მეუბნებოდა ამ ყველაფერს და არა ხუმრობით, ყურძნის ჭამა შევწყვიტე - ანუ რისი თქმა გინდა, რომ ჩემს გარეშე გულ გატეხილი იყო? - ვკითხე ეჭით - კი, გულგატეხილი კიდევ მსუბუქი ნათქვამია - მითხრა და თავი ნელა დამიქნია - სოფია დაბრუნდა - უთხრა აისმა ვიღაცას ჩემს უკან. შევტრიალდი და დანტე დავინახე, რომელიც სასმელს იღებდა. მკლავზე წითელი თაბაშირი ეკეთა. - ა ხო კიდევ, დანიელმა დანტეს მკლავი მოტეხა და კინაღამ სიკვდილამდე სცემა - დაამატა აისმა ისე, თითქოს უმნიშვნელო ამბავი იყო. გაოგნებისგან პირზე ხელი ავიფარე. მან ეს ყველაფერი ჩემ გამო გააკეთა?! - ჩემი ბრალი იყო - გააქნია დანტემ თავი. ვიცოდი, რომ დანიელი ბოროტი იყო, მაგრამ დანტესთვის რამის დაშავება გაუგონარი ამბავი იყო. - რატომ გაგიკეთა ეს ყველაფერი? - ვკითხე დანტეს დაბნეულმა - ოოოო, ეს ისტორია მოგეწონება ნამდვილად - თქვა აისმა სიცილით და სავარძელზე მოკალათდა. დანტე იატაკს მიაშტერდა და მერე თავი აწია და შემომხედა. - მე ვუთხარი დანიელს, რომ არ მომწონდი და არ მომწონდა, რომ აქ იყავი ხოლმე და რომ დანიელი შენთან ერთად უფრო რბილი და ემოციური ხდებოდა - დანტემ სინანულით ამოისუნთქა - და? - ხელები გულზე გადავიჯვარედინე და გაგრძელებას დაველოდე. ვიცოდი, რომ ეს არ იყო მთელი ისტორია იმიტომ, რომ მსგავსი რამ უკვე 10 კაცს მაინც ჰქონდა მინიმუმ დანიელისთვის ნათქვამი,მაგრამ ისინი ცემით არ მოუკლავს. - შემდეგ ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ვუთხარი, რომ... - დანტე გაჩერდა - რომ?!! რატომ უთხარი?!!! - ვკითხე გაღიზიანებულმა - იმიტომ, რომ შენს მიმართ გრძნობები გამიჩნდა - მითხრა დანტემ ყოყმანით - რა?! - ჯერ დანტეს, მერე კი აის შევხედე დაბნეულმა. აისმა ღიმილით დამიქნია თავი, თითქოს ძალიან ხალისობდა მთელი ამ სიტოაციით. - მაპატიე დანტე, მაგრამ ჩემი გული დანიელს ეკუთვნის - ვუთხარი და ღრმად ამოვისუნთქე, ჯერ ისევ შოკში ვიყავი მისი სიტყვებისგან. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დანტეს შეიძლებოდა რამე გრძნობები ჰქონოდა ჩემდამი და მითუმეტეს ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამის გამო დანიელი ასე გამწარდებოდა. - უბრალოდ იმიტომ, რომ ეჭვიანობდი, მაგ მიზეზით გაანადგურე ჩემი და დანიელის ურთიერთობა? - ვკითხე დანტეს ცივად, რომელიც აისს უყურებდა. აისმა უბრალოდ მხრები აიჩეჩა და ანიშნა, რომ ამ სიტოაციით უბრალოდ ერთობოდა და დანტეს ვერაფრით დაეხმარებოდა. - კი - დამიქნია დანტემ თავი. თავი გავაქნიე და სავარძლიდან წამოვდექი. დანიელთან ასვლას ვაპირებდი, მაგრამ უცებ ზარის ხმა გავიგე. კიბეებზე ავირბინე, რომ დანიელისთვის დამეძახა, მაგრამ სანამ ბოლომდე ავირბინე, დანიელი უკვე გამოსულიყო ოთახიდან. - მე გავაღებ - მითხრა დანიელმა და კიბეებზე ჩაირბინა. სახეზე სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა. კარი გააღო და დავინახე ორი ადამიანი როგორ შემოვიდა სახლში. - დანიელ - დაუქნია კაცმა თავი - ჰეი დანიელ - გაუღიმა ქალმა და ჩაეხუტა, მაგრამ დანიელმა გაოცებულმა შეხედა - აჰ, ხო ბოდიში - გაიცინა ქალმა და ხელები უკან გაწია, როცა გაახსენდა, რომ დანიელს შეხება არ უყვარდა. დანიელს ზოგადად ადამიანები არ უყვარდა. ისინი აისს და დანტესაც მიესალმნენ. კაცი ტანით ისეთივე დიდი და მაღალი იყო, როგორც დანიელი. ძალიან სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა და აშკარა იყო, რომ ან ათლეტი იყო ან ხშირად ვარჯიშობდა, როგორც დანიელი. ქალიც ლამაზი იყო. ღია თაფლისფერი თმა ჰქონდა და ისეთი ლამაზი ღიმილი, რომ მის ღიმილს შეეძლო მთელი ოთახი გაენათებინა. მათ თან ჩემოდნებიც ჰქონდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ცოტახანი ჩვენთან იცხოვრებდნენ. უეცრად სახლში 2 თინეიჯერი ბიჭი შემოვიდა - არა, მე მივდივარ მასთან ერთად პაემანზე - თქვა თაფლისფერთმიანმა. ეს ბიჭი იდენტურად ჰგავდა, როგორც მივხვდი მამამის, მაგრამ მეორეს ქერა თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა - არა, ის ჩემია - უთხრა ქერა თმიანმა - შეგიძლიათ გაჩუმდეთ?! - უთხრა კაცმა უხეშად - არა - ორივემ ერთდროულად უპასუხა. კაცმა ისე გახედა ორივეს, თითქოს მათი მოკვლა უნდოდა - ვოაააჰ, დიდო საშიშო კაცო, დაწყნარდი. დაველაპარაკები მოგვიანებით - თქვა ქალმა. კაცმა ოთახი შეათვალიერა და მისი თვალები ჩემსას შეხვდა. კიბეებზე ვიდექი. - ეს ვინ არის? - იკითხა კაცმა. თავი გავუქნიე დანიელს. - ეს....ეს სოფიაა - უთხრა დანიელმა დაბნეულად - დანიელის შეყვარებულია - უთხრა აისმა ღიმილით, იცოდა, რომ ამით დანიელს გააღიზიანებდა. - დანიელ დადეშქელიანს შეყვარებული ჰყავს? - თქვა კაცმა სიცილით - შენც მისნაირი ხარ, იყო დრო, როდესაც შენზეც იმავეს ფიქრობდნენ, რასაც ახლა მასზე - უთხრა ქალმა და გულზე ხელები გადაიჯვარედინა. მომწონდა ეს ქალი, ძლიერი და უშიშარი ჩანდა. დანიელი ჩემთან მოვიდა. - ძალიან საშიში კაცი ჩანს - ვუთხარი ჩუმად - როგორ ფიქრობ, ვინმეს ოდესმე მივცემ იმის უფლებას, რომ რამე დაგიშავოს? - ამიწია დანიელმა წარბი და ინტერესით შემომხედა - არა - ვაღიარე მე. დანიელმა კიბეებზე ჩამიყვანა. - მე აშოტ კარაპეტიანი ვარ - გამეცნო კაცი. ხელი გამომიწოდა და მეც ჩამოვართვი. - აშოტ, აშინებ გოგონას - გააფრთხილა ქალმა - მე ელა კარაპეტიანი ვარ - მითხრა და ჩამეხუტა. ეს ქალი ბედნიერებას და სითბოს ასხივებდა. - თქვენ ის ცნობილი კარაპეტიანები ხართ? - ვუთხარი დაძაბულმა, როდესაც ყველაფერი გავიაზრე - კი - დამიქნია აშოტმა თავი და სავარძელზე ჩამოჯდა. დანიელის უკან დავდექი. ეს კაცი ძალიან საშიში ადამიანი იყო, მაგრამ რატომღაც ამ ქალს მისი საერთოდ არ ეშინოდა. საბოლოოდ ყველანი სავარძელზე ჩამოვსხედით. - მე მატეო ვარ, მაგრამ ყველა მათეს მეძახის - წაბლისფერთმიანმა თინეიჯერმა გამაცნო თავისი თავი - მე დემეტრე ვარ..და შენ.. - ქერა თმიანმა ხელი ჩაამომართვა - ძალიან მიმზიდველი ხარ - მითხრა მატეომ და თვალი ჩამიკრა - მატეო, ზემოთ ადი ახლავე! - გაისმა აშოტის მომთხოვნი და უხეში ხმა. მატეო წამოდგა და კიბეებზე თითქმის სირბილით ავიდა. - ბოდიშს გიხდით ბიჭებისთვის - გააქნია ელამ თავი, დარცხვენილმა - არაუშავს, ტიპიური თინეიჯერები არიან და რაღაცით დანიელს მახსენებენ - დავუქნიე თავი - არ მიაქციო ჩემს ძმას ყურადღება, ის მამაჩვენივით პირდაპირია - მითხრა დემეტრემ და თვალები აატრიალა - მაგრამ, რეალურად ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ამას არ ავლენს ხოლმე ესე სახალხოდ - აიჩოჩა მხრები დემეტრემ - აშოტი და მატეო ძალიან გვანან ერთმანეთს - გაგვიღიმა ელამ და თავის ქმარს შეხედა - თქვენ დანიელის მეგობრები ხართ? - ვკითხე ინტერესით - კი, ადრე აქ ვცხოვრობდით, მეზობლად და ამ ოჯახის მეგობრები გავხდით. მერე, როდესაც სხვაგან გადავედით საცხოვრებლად, ხანდახან მაინც ვსტუმრობდით, რომ დავრწუმენულიყავით, რომ დანიელი კარგად იყო - ამიხსნა ელამ და მინდოდა გამეგო ისინიც გარეულები იყვნენ მაფიაში, თუ არა - თქვენც მაფიოზები ხართ? - ვკითხე პირდაპირ, ვიცოდი, რომ უზრდელობა იყო ასე კითხვა, მაგრამ თავს ვერაფერი მოვუხერხე - აჰ, კი, რა თქმა უნდა - დამიქნია თავი ელამ - დანიელის დედაზე გავიგეთ და არ გვინდოდა, რომ დანიელი მარტო ყოფილიყო - მითხრა ელამ სევდიანი სახით - მაგრამ ჩვენ ვუთხარით, რომ უბრალოდ ცოტახნით, მის სანახავად ჩამოვდიოდით და თუ რეალურ მიზეზს არ ეტყვი ძალიან გაგვიხარდება და არც დანიელი იქნება დაძაბული - გამიღიმა ქალმა - რა თქმა უნდა, არ არის პრობლემა - დავუქნიე თავი. რამდენიმე წამით უცნაური სიჩუმე ჩამოწვა - აბაა, შენ და დანიელი? - გამიღიმა ელამ - არ ვიცი - ამოვისუნთქე და დანიელს გავხედე, რომელიც აშოტთან ერთად ადამიანების მოკვლაზე საუბრობდა - მოდი გამოვიცნობ, ისე იქცევა, თითქოს არ უნდა, რომ ვინმეს უყვარდეს ხო? - მკითხა ელამ - არა - გავაქნიე თავი - ისე იქცევა, თითქოს უნდა, რომ ვინმეს უყვარდეს, მაგრამ ეშინია იმიტომ, რომ სავარაუდოდ მის ცხოვრებაში პირველი კარგი რამ ვარ, რაც კი გადახდენია - ავუხსენი ელას - ახლა უკვე დარწმუნებით ვიცი, რომ შენ და დანიელი ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები - გამიღიმა ქალმა - საიდან იცი? - გავხედე დაბნეულმა - იმიტომ, რომ მე და აშოტი ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები და მე რამდენჯერმე ვცადე, რომ შევშვებოდი და ჩემი ცხოვრება გამეგრძელებინა, მაგრამ აშოტი საბოლოოდ მაინც ჩემთან მოდიოდა ხოხვით და როგორღაც პოულობდა გზას ჩემს ცხოვრებაში დასარჩენლად, გამიზნულად თუ შემთხვევით. შენ და დანიელს რომ გიყურებთ, ჩვენი ახალგაზრდობა მახსენდება, ორი ადამიანი, რომლებიც ასე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც სამუდამოდ ერთად იქნებით და შენი პასუხით მივხვდი, რომ დანიელის ძალიან კარგად გესმის. ერთადერთი რასაც გთხოვ ისაა, რომ მასზე ხელი არ ჩაიქნიო - მითხრა ელამ ნაზად - შენზე და აშოტზე ბევრი ისტორია გამიგია, ორი მაფიის მოყვარული - ვუთხარი სიცილით - შეგიძლია ერთი ისტორია მაინც მომიყვე? - ვკითხე ბავშვივით აღტაცებულმა. ელამ ჩაიცინა. - ერთი ბიჭი იყო, ერიკი, ჩვენს შიდა წრეში იყო. მოკლედ მოგიყვები იმიტომ, რომ მთელი ისტორია ძალიან გრძელი და დეპრესიულია, მაგრამ მაგ ბიჭმა მოგვიტაცა მე, აშოტი და მატეო. იმდენად ძალაგამოფიტულები ვიყავით, რომ ფეხზეც ვერ ვდგებოდით და ერიკმა მითხრა, რომ ჩემი ქმარი უნდა მომეკლა, იმ დროისთვის აშოტი ჩემი შეყვარებული იყო. აშოტი მომცემდა იმის საშუალებას, რომ მომეკლა ის. მის გულზე დანა მქონდა მიბჯენილი. ვკანკალებდი და ვტიროდი, საშინელება იყო - მითხრა კისკისით - მაგრამ მერე ჩვენმა მეგობრებმა გადაგვარჩინეს - გამიღიმა ელამ - მერე დავქორწინდით კიდეც და მეორე შვილიც შეგვეძინა - დემეტრეს დაბნეულმა გავხედე - ჩემზე არ საუბრობს - გამიღიმა დემეტრემ, მაგრამ აშკარად დაძალებული ღიმილი იყო - შენც ისეთივე შვილი ხარ ჩემთვის, როგორც მატეო - აკოცა ელამ შუბლზე - მადლობა დედა - გაუღიმა დემეტრემ - მატეო შუბლზე კოცნის უფლებასაც კი არ მაძლევს - ამოისუნთქა ელამ იმედგაცრუებით - დედა, უბრალოდ დრამატულობ - თქვა დემეტრემ და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო - ჯანდაბა - თქვა უეცრად და ფეხზე წამოდგა - სიტყვები! - გაისმა აშოტის უხეში ხმა - ბოდიშით - თქვა დემეტრემ ჩუმად და სავარძელზე დაჯდა ისევ - იმ გოგოს უკვე სხვამ შესთავაზა წვეულებაზე წაყვანა - თქვა სევდიანად - არაუშავს, იქნებ ასეც სჯობდეს - უთხრა აშოტმა - საყვარელი ხარ და ვინმე აუცილებლად წამოგყვება - ვუთხარი დემეტრეს ღიმილით - სხვათაშორის რამდენი წლისები ხართ? - ვკითხე ინტერესით - 14 - მიპასუხა დემეტრემ სწრაფად. წამოდგა და გაიზმორა. - მამა, გარეთ გავდივარ ფეხბურთის სათამაშოდ, წამოხვალ? - ჰკითხა აშოტს და ჩანთაში რაღაცის ძებნა დაიწყო - კი - უთხრა აშოტმა და დანიელს ხელი მოკიდა, რომ თან წაეყვანა - მიშველე! - მანიშნა დანიელმა უხმოდ. გავუღიმე და მხრები ავიჩეჩე იმის ნიშნად, რომ ვერაფერს ვიზამდი - აშტონ კარაპეტიანო, გაფრთხილებ, რომ ძალიან უხეშად არ ეთამაშო ბიჭებს! ბავშვები არიან ჯერ კიდევ - უთხრა ელამ გამაფრთხილებლად. დავინახე, როგორ გაბრაზდა დანიელი - მე ბავშვი არ ვარ - უთხრა ცივად და გამეცინა მის რეაქციაზე - სოფია დამეთანხმება - მითხრა და თვალი ჩამიკრა. დანიელმა ბურთს ხელი მოკიდა და უკანა ეზოში გავარდა. სირცხვილისგან ლოყები წამომიწითლდა დანიელის სიტყვებზე. აშოტმა, ელამ და დემეტრემ, ყველამ, მე შემომხედა. - რა კოშმარია დანიელ, ამის ცოდნა არ გვჭირდებოდა - უთხრა დემეტრემ დანიელს. დანიელის სიცილი გავიგონე პასუხად. დანიელის სიცილი ისეთი იშვიათი რამ იყო - დანიელ დადეშქელიანო, შემობრძანდი და მოუბოდიშე შენს შეყვარებულს - უთხრა აშოტმა და დანიელისკენ წავიდა - დანიელს შეუძლია, რომ თავი ისევ ბიჭად და ბავშვად იგრძნოს, როდესაც აშოტის გვერდითაა. აშოტი მისთვის მამასავით არის, რომელიც მას არასდროს ჰყოლია - მითხრა ელამ და ბიჭებს გახედა - გიორგი ისეთი და არაკაცია - დამიქნია თავი ელამ. აშოტმა დანიელი შემოათრია ოთახში, კისერზე ხელი ჰქონდა მისთვის ჩავლებული. - უთხარი - გახედა აშოტმა დანიელს - ბოდიში - თქვა დანიელმა და აშოტს შეხედა. დანიელმა იცოდა, რომ ის აშოტზე ძლიერი იყო - რისთვის უხდი ბოდიშს? - აშოტმა წარბი აუწია დანიელს - იმ სიტყვებისთვის, რაც გითხარი - თქვა დანიელმა ჩუმად - კარგი, ვსო გაუშვი - უთხრა ელამ სიცილით და აშოტს ხელი ჩასჭიდა და მისი ყურადღება მთლიანად მიიქცია. - მიყვარხარ - უჩურჩულა ელამ თავის ქმარს - მე უფრო მიყვარხარ - აკოცა აშოტმა ელას - შანსი არ არ არის - თქვა ელამ სიცილით და ქმარს ჩაეხუტა. სახე გაბადრული და ღიმილით ვუყურებდი წყვილს, დანიელი კი მე მიყურებდა. ჩემთან მოვიდა. ხელზე ხელი მომკიდა. გავუღიმე და ჩვენი თითები ერთმანეთში გადაიხლართა, მაგრამ ელასთვის და აშოტისთვის თვალი არ მოგვიცილებია. თავი მხარზე მივადე დანიელს. - იმ კომენტარისთვის და ჩემი სიტყვებისთვის არ ვწუხვარ - ჩამჩურჩულა ყურში, რაზეც გამეცინა. დანიელმა შუბლი სახეზე მომადო. მისკენ შევტრიალდი და დავინახე, როგორ მიყურებდა. რაღაც უცნაური დავინახე მის თვალებში, რაც მაქამდე არასდროს მინახავს. არ ვიცოდი რა იყო, მაგრამ არ მინდოდა, რომ გამქრალიყო. ჩემკენ მოიწია, ფაქტობრივად მთხოვდა, რომ მეკოცნა მისთვის. - დანიელ აკოცე - იყვირა ელამ და აშოტს უფრო ძლიერად შემოხვია ხელები. დანიელმა გამიღიმა. - გაღიზიანებს ლოდინი? - იკითხა სიცილით - კი ... - ვუთხარი,მაგრამ სიტყვები მისმა თბილმა ტუჩებმა გამაწყვეტინა, მაგრამ მალევე მომშორდა - რა საზიზღრობაა - გვითხრა დემეტრემ ზიზღიანი სახით - წადი, ითამაშე ფეხბურთი - ვუთხარი თბილად. დანიელმა თავი დამიქნია, მაგრამ ოთახიდან გასვლამდე კიდევ ერთელ მაკოცა. ------------------- ისტორია არ შეწყდება, უარყოფითი კომენტარების მიუხედავად გაგრძელდება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


