შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინმე სხვა (დასასრული)


28-10-2025, 20:32
ავტორი Lashaaleron1
ნანახია 42

დღეს შაბათია და გადავწყვიტე სახლში დავისვენო. სალომე საკმაო ხანია არ შემხმიანებია. ძლიერ მენატრება, მიუხედავად იმისა რომ მისი გული მე არ მეკუთვნის.
თავადაც ვცდილობ არ შევაწუხო. რას ვიზამ?!...
სჯობს შევურიგდე იმ ფაქტს რომ მე მისთვის, მანუგეშებელი ვარ მხოლოდ. ლექციაზე თითქმის აღარ მოდის... მხოლოდ მიმოწერის შემოიფარგლებოდა ჩვენი კონტაქტი მაგრამ უკვე ესეც მომენატრა.

სამზარეულოში საუზმეს ვიმზადებ, რა დროსაც კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ნეტავ ვის გავახსენდინახლა?!... რა დროს სტუმრობას ამ დილა ადრიან... გავდივარ შემოსასვლელში, ვუახლოვდები კარს და იმერციით ვაღებ.
გული საოცრად მიცემა. თვალები მიბრწყინავს, რადგან ჩემს წინ სალომე დგას. თმა გაშლილი ყელსახვევით, ის ისეთი ლამაზია მაგრამ ამავე დროს ნაღვლიანი, თვალზე ცრემლი ჯერ არც არსებობია. ხმას ვერ ვიღებ მის წინაშე. უსიტყვოდ შემოვიპატიჟე შინ და აცახცახებული ხელებით გამოვართვი თბილი მოსაცმელი.
ძალიან დაბნეული და აღელვებული ვარ, არც კი ვიცი რა უნდა ვუთხრა... მხოლოდ ვუმზერ მას რომელსაც მზერა ფანჯრისკენ აქვს მიმართული და დუმილს არ არღვევს. რამოდენიმე წუთი ასე მდუმარედ ვტკბებოდი მისი აქ ყოფნით.
საბოლოოდ თავად მე მომიწია სიჩუმის დარღვევა და გამახსენდა რომ სამზარეულოში ნამცხვარი მეგულებოდა.. არც შემითავაზებია უბრალოდ გავანდე მას რომ ახლავე ნამცხვრის და ყავით გავუმასპინძლდები. სწრაფად გავემართე სამზარეულოში. ელვის სისწრაფით, გამოვიწერო ნამცხვარი, მოვხარშე ყავა და ლამაზად დავალაგე ლანგარზე.
ოჰ... სადაც არის გული ამოვარდება ისე სწრაფად მიძგერს. ძალიან ვჩქარობ, ვეღარ ვითმენ ისე მინდა სწრაფად გავიტანო ლანგარი და მასთან ვიყო... ახლაც ვერ დამიჯერებია რომ ეს ყველაფერი ცხადში ხდება. ისიც კი არ ვიცი როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. 33წლის ზრდასრული მამაკაცი ვარ და პატარა მოზარდი ბიჭივით ვღელავ. ლანგრით ხელში გადაადგილდებიან სამზარეულოდან სასტუმრო ოთახამდე. კარის გაღებას ვცდილობ მაგრამ მიჭირს რადგან ხელები დაკავებული მაქვს. ამავე დროს სიჩქარე და მღელვარება მეტად მირთულებს საქმეს. როგორც იქნა კარის გაღება მოვახერხე და ოთახში მომღიმარმა შევაბიჯე მაგრამ ჩემი გამომეტყველება იმ წუთასვე შეიცვალა, რადგან ოთახში სრულიად მარტო ვარ.
ისიც კი გავიფიქრე რომ ეს მხოლოდ ზმანება არის მაგრამ გავაანალიზე რომ ეს ყველაფერი ცხადში ხდება. სალომე საბოლოოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან.









***


არც კი ვიცი რას ვაკეთებ, როგორ ვიქცევი?!.. უბრალოდ ვერ გამიგია სად წავიდე როგორ გავფანტო გულის ტკივილი?!.. ახლაც ყურში ჩამესმის ლუკას სიტყვები, არ მსურს იმის დაჯერება რომ მას მხოლოდ გასართობად სურდა ჩემთან ურტიერთობა. გაბრაზებაც მიჭირს, უბრალოდ გული ძალიან მტკივა. მე ხომ პირველად ვარ შეყვარებული. ამ დრომდე რამდენი გიჯრდებოდა ჩემს დანახვაზე?!.. მე კი სიყვარული მხოლოდ ლუკას შესწირე. არა!... კიდევ ვერ ვიაზრებ რომ თავადაც იგივეს არ გრზნობდა. ნუთუ ყველაფერი ის რაც ერთად გავატარეთ არაფერს ნიშნავდა?... ნუთუ მისი სიტყვები უბრალოდ სიყალბე იყო?!.. არც კი ვიცი რა უნდა გავაკეთო, ანდა საერთოდ სად წავიდე?...

მივდივარ მაგრამ არ ვიცი სად... უეცრად გზად ნაცნობი ავტომობილი შევნიშნე.. ჰმ... ეს ხომ ნიკას მანქანაა?!.. აი თავადაც გამოჩნდა, საბარგულში პროდუქტს ალაგებს. მე მგონი თავადაც შემნისნა. უხერხულია რომ არ მივიდე.

:როგორ ხარ ნიკა?.. საკმაოდ დიდი დროა არ შევხვედრილვართ.


ნიკა: ოუ... სალი თავად როგორ ხარ?, მართლაც არ არის ცოტა დრო გასული.


:კარგია რომ შევხვდით. სულ მქონდა სურვილი რომ ბოდიში მომეხადა, არ გამომივიდა კარგად ჩემთან სახლში, შენს მშობლებთანაც ცუდად გამომივიდა.


ნიკა: არ ღირს გახსენებად, ხდება ხოლმე. შენ ის მითხარი რა ხდება შენთან ახალი?!... რაღაც ნაღვლიანი მეჩვენები.


:ხომ... ახალი დიდი არაფერი. უბრალოდ გაციებული ვარ.


ნიკა: ხომ ეგ ცუდია... გამიხარდა შენი ნახვა.


საუბრისას უეცრად, ჩემთვის უცნობი მოხდენილი გოგონა მოგვიახლოვდა და ნიკამ მას ხელი მომხვია წელზე. მე კი ვცდილობ, გაოცება არ შევიმჩნიო.

ნიკა: გაიცანი, ეს მარიამია, ჩემი საცოლე. მარი გაიცანი ეს სალომეა, ჩემი ბავშვობის მეგობარი.

ღიმილით მომესალმა მისი საცოლე და მეც ასევე მხიარულად ვუპასუხე მას. შემდეგ ნიკამ შემომთავაზა რომ სახლამდე გამოთქვამდნენ მანქანით, რაზეც რაღა თქმა უნდა უარი განვუცხადე და დავემშვიდობე მათ.

მივსეირბობ სახლისაკენ ნელი ნაბიჯებით. ოჰ როგორ არ მინდა ახლა შინ მისვლა. დაიწყება ისევ, რა გჭირს სალომე?!.. ვინ გაწყენინა?... არა ახნსა განმარტების არანაირი სურვილი არ მაქვს მაგრამ ისიც არ ვიცი სად ან ვისთან წავიდე?!. ამიტომ ვცდილობ დრო გავიყვანოთ მანამ სანამ არ შებინდდება. რაც უფრო მივუყვები ქუჩებს, მით უფრო სევდა მიპყრობს, მაგონდება როგორ ვსეირნობდით მე და ლუკა ერთად. ნეტავ სულ არ მოსულიყო თამილა იმნდღეს, ნეტავ არაფერინეთქვა... მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ მაინც სევიტყობდი რომ ჩემი სიყვარული მხოლოდ საწოლისთვის იყო განკუთვნილი.
ვბრაზობ და ამავე დროს გუკინდარდით მევსება. გადავწყვიტე შინ წავიდე იქნებ დავიძინო და დავმშვიდდე.

ამასობაში მოსაღამოვდა და მეც ჩემს უბანს მივუახლოვდი. ოუ ოღონდ ეს არა... თარაში კვლავ ბირჟას ამაგრებს მის ძმა ბიჭებთან ერთად, ახლა შემაჩერებს და უაზროდ შეეცდება ჩემი გულის მოგებას. თავს დაბლა ვხრი და ისე მივიწევ სახლისაკენ რომ იქნებ არ შემამცნიოს.

მას მის მეგობრებთან ერთად საკმაოდ ახლოს ჩავუარე და უცბად თარაში ხმა ჩამესმის, აგრესიული ტონით მომაძახა, კახპავ...
უცბად შევჩერდი. ნუთუ ეს მე გამიბედა მან?!.. გული ამიჩქარდა მაგრამ კვკავ ვცდილობ განვაგრძო გზა.
მან ისევ უკმეხად შემომძახა.

თარაში: სად მიდიხარ შენ კახპავ?.. აქ სირცხვილით როგორ მოდიხარ კიდევ?! მთლიან სამეზობლოს არცხვენ. ახლა ვისი საწოლიდან მოდიხარ?....

აი ამ დროს კი ვეღარ მოვითმინე და მისკენ გავიწიე რომ სახეში სილა გამეწნა მაგრამ მან ხელი დამიჭირა და ხელუკუღმა გამარტყა ხელი რის შედეგადაც ძირს დავეცი და ავტირდი.
მან არ დააყოვნა ჩემი დამცირება და უხეშად ჩამავლო ხელი მკლავში.

თარაში: ერთი ამას შეხედეთ!.. როგორი პატიოსანი გოგონა გვეგონა გვეზრდებოდა ამ დროს კი პირწავარდნილი კახპა ყოფილა. კიდევ კარგი ცოლად არ მოვიყვანე.

ვთხოვ რომ შეწყვიტოს ეს ყველაფერი მაგრამ მან ჩემი ცემა და დამცირება განაგრძო მანამ სანამ მამაჩემი და ჩემი ძმა არ გამოვიდნენ და დიდი ჩხუბი გაიმართა მათ შორის... ცხარე წრემლით ვტირი და გავდივარ ძირს ნაცემი ტანსაცმელ შემოხეული და შერცხვენილი. ირგვლივ მეზობელი ქალები და კაცები თითს ჩემსკენ იშვერენ და ჩუმად მლანძღავენ. ჩავ ჩაქინდრული ვტირი, რა დროსაც მხარზე სითბო ვიგრძენი. თითქოს შევწყვიტე ტირილი და ცრემლიანი თვალებით ავიხედე. შევნიშნე რომ ჩემი კარის მეზობელი ბაჩო ცდილობს დამეხმაროს ფეხზე წამოდგომაში. ის ისეთი ნაღვლიანი თვალებით მივწერს. აცრემლებულმა მოვეხვიე მას.

მას შემდეგ ორინთვე გავიდა. ახლა დედა მეხმარება ბარგის ჩალაგებაში. გადავწყვიტე დეიდაჩემთან გავემგზავრო, გერმანიაში.
დედა ცოტა არ იყოს დაიღალა ცალაგებით, ისევე როგორც მე..ამიტომ ცოტა ხნით ჩალოვჯექით.

ირმა: ახლა იცოდე რომ ჩახვალ, ნუნდაიკარგები. ხშირად დამირეკე იცოდე!..

:დედა თუ ასე უნდა იდარდო, მაშინ სულ არ წავალ

ირმა: არა დე... რას ამბობ, პირიქით უნდა წახვიდე. ახალგაზრდა გოგონა ხარ. ქვეყანას ნახავ. იქნებ იქ მაინც იპოვნო თავი.
იცოდე მაიას ყველაფერი დაუჯერე და გვიან ნუ გახვალ გარედ. უცხო ქვეყანაა მაინც.

:კარგი დედა ნუ ღელავ. ხშირად დაგირეკავ ხოლმე. კარგი მოდი ახლა სწრაფად ჩავალაგოთ ბარგი ტორემ ღამემდე ვერ მოვასწრებთ.
ჩალაგება დავასრულეთ და ჩემი წასვლის დროც ახლოვდება. მამამ შემახსენა რომ უნდა ვიჩქარო.
ქვემოთ ჩავედით და ჩემოდნები საბარგულში მოვატავსეთ. ავტომობილში ჩავჯექი და ჩემი ოთახის ფანჯრებს ვაკვირდები. უცბად ბაჩოს ფანჯრებს შევავლე თვალი სადაც თავად იდგა ფარდას მოგვარებული და ჩუმად მიმზერს.
რაც ვიცნობ პირველად დადგა ფანჯარასთან ისე რომ თვალს თვალში მისწორებს. ვამჩნევ რომ ცრემლს ვერ იკავებს. გავუღიმე მასანქანიდან და ხელი ნელა დავუქნიე დამშვიდობების ნიშნად. მანაც იგივე გაიმეორა და ამასობაშიანწამაც დაიძრა. ნელ ნელა ცილდება ჩემი მზერა იმ სახლს სადაც დავიბადე და გავიზარდე. კარგიც და ცუდიც უკან ჩამოიტოვე. სულ მალე ახალ ცხოვრებას შევეგებები, ახალ ქვეყანაში, ახალ გარემოში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent