შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვიდი დუღილი (სრულად)


გუშინ, 02:58
ავტორი სესო
ნანახია 848

სამყარო საოცარი ქმნილებებით სავსე ადგილია, სადაც მუდამ აღმოაჩენ რაღაც ახალს, რაც დაგაინტერესებს, მიგიზიდავს, შეგიპყრობს, ხელებს მარწუხებივით მოგხვევს და ჰაერში აგაფრენს ცნობისმოყვარეობასა და ინტერესთან ერთად. ხო და მეც დავინტერესდი, დავინტერესდი იმით, რატომ უყურებენ ადამიანები ერთმანეთს სხვადასხვა ემოციის გამომხატველი თვალებით, როგორც ებრძვიან საკუთარ თავებსა და გრძნობებს და როგორ ახერხებენ რომ თმობენ იმათ, ვისაც მათი არსება სულით ხორცამდე ეკუთვნით. ადამიანები საინტერესო არსებები არიან... ცხოველები, რომელთაც ემოციების მართვა შეუძლიათ, გრძნობებისაც და ქცევებისაც, ისევე როგორც იმ ქალს, ახლა, ზაფხულის ძალიან ცხელ ღამეს საცვლების ამარა რომ სძინავს, საკუთარ საძინებელში და საშინელ სიზმარს ხედავს. თავს აღარ შეგაწყენთ, დროა შევაწუხოთ ქალი, რომელიც დიდად ვერ დაიტრაბახებს სულიერი სიმშვიდით, თუმცა ხასიათში სიმშვიდეს, ნამდვილად აღარ უჩივის.
...........................................................................
ივლისის შუა რიცხვები მუდამ თავხედურად ცხელია თბილისში, ხანდახან თუ დაჰკრვს საღამოობით მსუბუქი სიო, თორემ ადუღდებოდა გრძნობებით სავსე ქალაქი. ამ ქალაქში ყველაფერს იპოვით, ყველა სახის ადამიანსა და ყველა სახის მოვლენას. თბილისი სავსეა ადამიანებით, სავსეა იმედგაცრუებით, ტკივილით, შუღლით, მტრობით, მარტოობითა და ტკივილებით, მაგრამ ასევე იპოვით ბედნიერებას, სილაღეს, გულუბრყვილობასა და იშვიათად ჭეშმარიტ სიყვარულსაც. ბედნიერება ის სიტყვაა, რომელიც ხშირად ადამიანებისთვის უცხო და შემაძრწუნებელ შედეგებს იძლევა. სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა მთაწმინდიდან დანახული საკუთარი ქალაქი. ქალაქი რომელიც ხან გვკლავს, ხან გვაცოცხლებს, ხან გვაბედნიერებს და ხანდახან უდიდესი ტკივილებიც მოაქვს.
კორპუსი, რომელიც თბილისის შუაგულში დგას, თუ აქვს საერთოდ თბილისს გული, 25 სართულს ითვლის. ამ კორპუსს ახსოვს უამრავი რამ, მიუხედავად იმის, რომ სულ ახალია. მაინც ნახა ტკივილები, ბედნიერებები და ადამიანური გრძნობების დუღილი. ამ კორპუსის მერვე სართულის ერთ-ერთი აივნის კარი ღიაა, სიო ნელა ამოძრავებს რძისფერ ფარდას და აივანზე გამოდებულ უამრავ მცენარეს. ოთახში საძინებლის ავეჯი დგას, სპილოს ძვლის ფერი, ვინტაჟური დიზაინით და კრემისფერი კედლებთან უფრო ვინტაჟურ სინთეზს ქმნის. საწოლზე საცვლებით მიწვენილი ქალი წევს, შავგვრემანი, აშკარად მაღალი, სახეც ლამაზი ნაკვთებით აქვს გადავსებული. ლამაზი თითები და ლამაზი მხრები აქვს, მაღალი ყელი და სავსე ტუჩები, რომელიც ტკივილსგან დამანჭული აქვს და ძილშიც კი ისეთ გამომეტყველებას სძენს მის სახეს, თითქოს შველას ითხოვს, გადარჩენას, ხსნასა და დახსნას. სიზმარში ისევ იმ სახეს ხედავს, რომელსაც ბოლო სამი წელია ვერ იგდებს გონებიდან. არ იცის ვინ ესიზმრება, არ იცის მისი სახელი, გვარი, საერთოდ არაფერი. თუმცა ის იცის, რომ ის, ვისაც ხედავს გასაჭირშია და ისიც მასთან ერთად ითხოვს შველას. სხეული ოფლით იცვარება, გარედან შემოსული სიო, მის ნაზ კანს ეფერება, ეალერსება და კანზე ამოუსლი ბუსუსებიც ეგებებიან სიოს. უცბათ ეღვიძება, აჩქარებულ გულ-მკერდზე იჭერს ხელს და საწოლზე ჯდება.
-ვინ ჯანდაბა ხარ, ბოლოს და ბოლოს?-გაბრაზებით კითხულობს და თხელ ხალათს იხვევს სხეულზე, აივანზე გადის და მცენარეებს შორის დადებულ სავარძელზე ჯდება. ქალაქს უმზერს, ირგვლივ იხედება და ტელეფონის ეკრანზე გამოსახურ ციფერბლატს უყურებს, დილის ოთხის ნახევარია, ზოგ სახლში შუქი ანთია, ზოგში სრული დუმილი ისმის. თბილისს არასდროს სძინავს, შორიდან მოდის მანქანების ხმა და აქა-იქ ხალხის შეძახილსაც გაიგონებთ. უკვე სამი წელია, ყოველ ღამით, ყინვაში, სიცივესა და ქარბუქში გარეთ ზის და ეგებება გათენებას. მზის ამოსვლას ელოდება, რომ ისევ არეულ საწოლს დაუბრუნდეს და კიდევ იძინოს ცოტა ხანს, სიზმრისა და გულის ტკივილის გარეშე. ახლაც, როგორც კი მზე ამოდის, შიგნით შედის, ფარდებს წევს და იძინებს. სიბნელეში გემრიელად სძინავს, მხოლოდ მას შემდეგ იღვიძებს, გარედან შემოსული ხმაური რომ აღარ აძლევს მორფეუსთან მშვიდად ყოფნის ნებას და დასიებულ თვალებს ახელს. დღის შუქზე ნათლად ჩანს მისი თაფლისფერი, ან უფრო ყავისფერი თვალები, რომლის ერთხელ შეხედვაც საკმარისია, რომ ამ ადამიანის სიღრმეებში აფათურო ხელები. ტელეფონს იღებს, თერთმეტის ნახევარია, დგება, წესრიგდება და ყავის ჭიქით ხელში გადის აივანზე, საშინლად ცხელა. კარზე კაკუნი ესმის თუ არა დგება, ოთახში შედის და კარს ისე აღებს, არც იხედება ვინ დგას კარს იქით, ისედაც იცის.
-გეღვიძა?-გაკვირვებული უყურებს ახალგაზრდა, მისი ასაკის ქალი, შეღებილი სპილენძის ფერი თმით და დიდი თვალებით. მასზე დაბალია, მაგრამ დაბალიც არ ეთქმის.
-ხო, ძლივს დამეძინა ნორმალურად.-სახლში შეუშვა და კარი მიხურა.-ყავას დალევ?-უსვამს ჩვეულ კითხვას და დადებითი პასუხის შემდეგ ყავის ჭიქით ხელში უერთდება მეგობარს აივანზე.
-ამ შენს სიზმრებს ახსნას როდის უპოვი საინტერესოა.-დარდიანი თვალებით შეხედა დაქალს.
-არ ვიცი, ცოტაც და ჭკუიდან გადავალ.-ეცინება სიმწრით.-ის მაინც ვიცოდე ვინ არის.-თვალები დახუჭა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
-იქნებ ვინმე ნაცნობია და ვერ აღიქვამ?
-არ ვიცი. მწვანე თვალები აქვს, წაბლის ფერი საშუალო ზომის თმა და ჩემზე საკმაოდ მაღალია, დანარჩენი არაფერი ვიცი.
-გუშინ სად ნახე ტერიტორიულად.-ეცინება ალისფერ თმიანს.
-როგორც ყოველთვის, ჩემს სოფელშია.-ოხრავს.-უნდა წავიდე, პროექტი დავასრულე, დღეს წავალ.
-სულ მაგას ამბობ კირა, მიდიხარ და უარეს დღეში მყოფი ბრუნდები.
-არაუშავს, ახლა სხვანაირად მიწევს გული, ისედაც დიდი ხანია მინდა ჩასვლა ლიზ, საქმეები იქაც მაქვს.
-მაგ საქმეებს მშვენივრად უძღვება შენი ძმა.-ოხრავს ახალგაზრდა ქალი.
-რასშვრებით თქვენ, როდემდე უნდა იყოთ ონლაინ ურთიერთობაში?-ეცინება კირას.
-რატო ონლაინ, ხო ჩამოდის თვეში ერთხელ.-წარბებს ავად კრავს ლიზი და ყავას სვამს.
-წამოდი შენც.-უღიმის დაქალს და ისიც მხრებს იჩეჩს.
-წამოვალ, სხვა საქმე მაინც არ მაქვს, დუღს ქალაქი.-ამოიოხრა. ნაშუადღევს შეკრული ჩანთა ჩადო მანქანაში, ლიზის კორპუსთან გააჩერა მანქანა და ისიც მხიარულად ჩაუჯდა მანქანაში დაქალს. კახეთისკენ მიდიოდნენ, მანქანის ფანჯრები ჩამოწული იყო, კორპუსიც ახსნილი, სიო თმას ურევდა ორივეს, სათვალე მზის სხივებისგან იცავდა თვალებს, მუსიკა კი დადებით განწყობას ქმნიდა მანქანაში. თელავში ექვს საათზე ჩავიდნენ, იქედან სოფლამდე კიდევ ნახევარი საათი იარეს და ნაცნობი მამულებიც გამოჩნდა, სახლის ეზოში შეაყენა მანქანა კირამ და სახლიდან გამოულლ ძმას და ძაღლს გაუცინა.
-ჯესი, გოგო როგორი გაზრდილი ხარ.-ძაღლს ეფერებოდა, ისიც ბედნიერად უქიცინებდა კუდს ლამის დავიწყებულ პატრონს და ზედ ახტებოდა. ლიზის უკვე მოესწრო საყვარელი მამაკაცის ამბორი და ბედნიერი შეიგრძნობდა მის სურნელს.
-რატო არ გამაფრთხილეთ?-ეცინება კოტეს და დას ეხვევა.-რატო გვივიწყებ ხოლმე მე და აქაურობას?
-რა ვქნა, ხელშეკრულება გავაფორმე ძლივს და წამოვედი.-ირგვლივ მიმოიხედა.-ბევრი არაფერი შეცვლილა.
-სახლში ბიჭები არიან, თორნიკე ჩამოვიდა და ვსვამდით.
-თორნიკე?!-თვალები მოჭუტა და ისე დააკვირდა ძმას.
-ხო, შენი პირველი სიყვარული.-ეცინება კოტეს და დას თვალს უკრავს. კირას თვალები ფართოვდება, მასზე მაღალ ძმას აჰყურებს, გოგოების ბარგს იღებს და ლიზისთან ერთად მიდის სახლისკენ. კირაც უკან მიჰყვება, პირველად ეუხერხულება საკუთარ სახლში შესვლა და გული იმდენად სწრაფად უცემს, ამოხტებოდა, რომ შეეძლოს. რა დაავიწყებს თორნიკეს. როგორ შეიძლება დავიწყებოდა მისი თვალები, რომელიც ძალიან ჰგავდა მისი სიზმრის მთავარი გმირის თვალებს. ან ვის დაავიწყდება კირა, გოგო, რომელიც მუდამ თორნიკეს სიყვარულით სავსე გულით დადიოდა კახეთისა თუ თბილისის მიწაზე. თავს აქნევს და ოთახში შესულ გვრიტებს მიჰყვება უკან.
-ვაა, ეს ვინ მოსულაა.-სკამიდან ხტება მაღალი, სიმპათიური აღნაგობის ყმაწვილი, ხელებს ხვევს კირას და გულში იკრავს.
-მომენატრე გიო.-ეღიმება, ისიც მისი ბავშვობის მეგობარია, მისი ცხოვრების ნაწილი, მისი ბედნიერების შემოქმედი. მისი გადამრჩენელი გიორგი ანდრონიკაშვილი.
-მეც მომენატრე, ასე უნდა დაკარგვა?-ეცინება ბიჭს და კირას სხეულს შორდება. მერე რა, რომ ერთი კვირის წინ ნახა გოგო, საკუთარ კაბინეტში დივანზე წამოკოტრიალებული? მაინც დიდი დროა მათთვის.
-ჩემს ძმას მოკითხე, თორე ის უნდა იყოს იმ ადუღებულ ქალაქში და მე აქ უნდა ვნებივრობდე.-ეცინება და ძმაზე მიკრულ ლიზის უყურებს, რომელიც თვალებით ელაპარაკება.
-მე ვნებივრობ?-ეცინება ბიჭს და თავზე კოცნის ლიზის.
-კარგი, ვიცი დღე და ღამე შრომობ.-ეცინება. ნიკოსაც ეხვევა და კითხულობს. ნიკო ის ადამიანია, მუდამ ყველაფერს რომ საკუთარ თავში ინახავს, კირას სიყვარულსაც და მის ტკივილებსაც. მერე რა, რომ ბიოლოგიური ნათესაობა არ აქვთ? კირა ის დაა ნიკოსთვის, რომელიც არასდროს ჰყოლია ბიოლოგიური მშობლებისგან. კირა ბოლოს მიდის იმასთანაც, ვისაც ეგონა ვეღარასდროს ნახავდა ცხოვრებაში.
-როგორ ხარ, კირა?-უღიმის ბიჭი და ლოყაზე მსუბუქად ადებს ლოყას.
-კარგად.-ეცინება, მაინც მალავს ემოციების ვულკანს და უდარდელად აჰყურებს მამაკაცს.-შენ როგორ ხარ?
-არამიშავს, ვეგუები ისევ აქაურობას.-იცინის ბიჭი. საკმაოდ სიმპატიურია. ზუსტად ისეთი, კირა რომ შეიყვარებდა, სიდინჯე სახეზეც კი აქვს გამოხატული. ეცინება ნიკოს, ეშმაკურად იცინის. ისიც მოწმეა, აბსოლუტურად ყველაფრის მოწმე, რაც მათ ცხოვრებაში ხდებოდა, ჯერ კიდევ კირას დაბადებიდან.
-რამდენი წელი გავიდა, შეგუება კი გჭირდება.
-13 წელი.-უცბათ გადათვალა გიორგიმ.-შე.ჩემა, რო გვიცანი, ეგეც გასაკვირია.
-რას ვერ გიცნობდი, წელიწადში ორჯერ მადგებოდი თავზე.-გაეცინა თორნიკეს და კირასაც აეშალა ძველი შეგრძნებები. ყოველთვის მოსწონდა თორნიკეს ღიმილი, ქათქათა კბილები სავსე ტუჩებიდან რომ მოუჩანდა.
-არაფრის, რას ამბობ, მადლობა რომ აფასებ ჩემს თავგანწირვას.-იცინის გიორგი და კირას ხვევს ხელს.-აბა რა ხდება ახალი, მოყევი.
-გავაფორმე ხელშეკრულება და ეგრევე წამოვედი, მართალია საქმე ერთი კვირით შევატოვე პავლეს, მაგრამ მეც დავიმსახურე დასვენება.-წინ ჩამოყრილი თმა გადაიწია უკან და ამოიოხრა.
-ანუ, მაინც მოარჯულე ქალბატონი ნაზი.-იცინის კოტე და ლიზის ხელს ხვევს.
-კიდევ კარგი ვიცი, როგორც მივუდგე თორე ხელშეკრულებას კი არა გამარჯობასაც არ მეტყოდა.-ეცინება.-ნუ რაც მთავარია, ნაზის სასტუმროებში სექტემბრიდან ჩვენი პროდუქტი შევა.
-მშვენიერი.-კოტე თვალს უკრავს დას და ლუდს იყუდებს.
-დალევ?-გიორგი ეკითხება გვერდით მჯდომს და ისიც ისეთი თვალებით უყურებს, თითქოს სამყაროში ყველაზე უაზრო კითხვა დაუსვეს. გიორგი იცინის, დოქს იღებს და ღვინოს უსხავს კირას. საღამო მშვიდი, სასიამოვნო და ნაყოფიერია. მოსწონს კირას მეგობრების კამპანიაში ყოფნა და ტკბება დროებითი თავისუფლებით. სამ დღეში 28 წლისაც გახდება, დროა გადახედოს განვლილ ცხოვრებას და სიმშვიდით დატკბეს. ცხოვრებას, რომელიც ტკბილი მოგოებებითა და მწარე გამოცდილებებით დახუნძლული ხეივანი იყო და რომლის ბოლოც იქამდე არ გამოჩნდებოდა, სანამ კირას სული სხეულს არ განემიჯნებოდა. ხშირად ფიქრობდა ხოლმე, თითქოს ყველაფერი აქვს ცხოვრებაში და მაინც, რამდენად მარტოსულია ვინ იცის? მხოლოდ ლიზა თუ იაზრებს ხოლმე ხანდახან დაქალის, მეგობრის, მისი საიმედო ადგილის შინაგან გრძნობებს და სევდიანდება. კირას დამსახურება იყო, მისი და კოტეს ურთიერთობის დაწყება და ამისთვის მუდამ იქნება მეგობრის მადლიერი, თუმცა, მუდამ ღრღნიდა კოტესაც და ლიზასაც ის ფიქრი, რომ კირა არასდროს იყო კარგად. მას შემდეგ რაც 15 წელი შეუსრულდა მეტამორფოზა იმ სახით განიცადა, რომელსაც ზოგადად ძალიან მცირედით განიცდიან ხოლმე თინეიჯერი გოგონები. მისი სხეული, სული, ხასიათი, ფსიქიკა, ყველაფერი ერთიანად გადატრიალდა და ამაში წვლილი იმ ფაქტმაც შეიტანა, რომ მისი ყურადღების მთავარი ეპიცენტრი, მისი ცხოვრების განუყოფელი, ტკივილით გაჯერებული პირველი სიყვარული ქვეყნიდან, ერთი შეხედვით სამუდამოდ გადაიხვეწა. 13 წელი, ფიქრობდა და ეღიმებოდა, მთელი 13 წელი ფიქრობდა, რომ ვეღარასდროს ნახავდა, მაგრამ ახლა მის წინ ზის, იცინის, მეგობრების გარემოცვაში მხიარულობს და სულ არ ეტყობა რომ 13 წელი გაატარა მათგან შორს.
-კირა, მივლინება როდის გიწევს? მე აგვისტოს ბოლოს, იტალიაში მიწევს, იქაური საწარმოები უნდა ვნახო და იმედია ერთდროულად არ მოგვიწევს.-დას გახედა, ჩაფიქრებული რომ იჯდა და უცნაურად იღიმოდა.
-ჯერ არ მიწევს, თუ იტალიაში შენ გადაწყვიტე წასვლა.-უღიმის ძმას, როცა ხვდება რომ პასუხს უგვიანებს და ღვინოს სვამს.-რთველზე აქ უნდა იყოთ!-ბიჭებს გადახედა და თორნიკეზე შეაჩერა მზერა.-იმედია იმ დროისთვის აქ იქნები.
-უნდა გაგვწყვიტო მუშაობაში?-თორნიკე იცინის და წინასწარ აწუწუნებულ ბიჭებს უყურებს.
-ან სმაში.-გიორგი თავზე იჭერს ხელს.-ამ შეშლილს ხო არასდროს ეკიდება სასმელი ნორმალურად და ტრადიცია დაამკვიდრა.-თორნიკეს უყურებს და ახსნას იწყებს.
-ვიცი, ხომ მიყვებოდი ადრე.-ეცინება ბიჭს.-მე დავბრუნდი, ამიტომ აწი სულ აქ ვიქნები.-კირას უყურებს. ვერასდროს წარმოიდგენდა კირა, თორნიკე თუ იმ ქაოსურ ქვეყანას გამოეგლიჯებოდა. გიორგი გაგიჟებული ჩამოდიოდა ხოლმე, ჩემი წყნარი სამშობლო ყველაფერს მირჩევნიაო, თორნიკე კი ამერიკაში იმდენად მშვიდად გრძნობდა თავს, როგორც თევზი იგრძნობდა თავისუფალ წ....ბში. გასაკვირია, ნამდვილად გასაკვირია და კირასაც თვალები ჰქონდა გაფართოებული. გიორგი რომ ჩამოდიოდა ხშირად ათენებდნენ ის და კირა ღამეებს თორნიკეზე საუბარში, ეს კი მას შემდეგ შეწყდა, რაც თორნიკემ სამთავრობო სამსახურებში დაიწყო მუშაობა და უცბად გაირკვა რომ შეყვარებულიც ჰყავდა. ხომ იცით, ჰარვარდის დიპლომი, ამერიკული კოლეჯის ცხოვრება და ასე შემდეგ.
-რაღაც საოცრებას გაჩითავს ახლა.-ნიკო წარბებს წკეპს და ბავშვობის მეგობარს ისე უყურებს, თორნიკე ხვდება თავს ვეღარ დაიძვრენს და უნდა გათქვას ჩამოსვლის მიზეზი.
-აქ ვჭირდები ხალხს. სამუდამოდ ვერ გამოეგლიჯები საკუთარ ქვეყანას, იქ უნდა იყო, სადაც შენიანები არიან.-ეცინება თორნიკეს და კირას უყურებს.-შეიძლება სამინისტროში შევიდე.-ამატებს და კისერზე ისვამს ხელს.
-ანუ სამუდამოდ არ ჩამოუსლხარ, უბრალოდ ხანგრძლივი ვადით ხარ ჩამოსული.-კოტე წარბებს კრავს.-არეულია აქ ყველაფერი და გიღირს?
-სხვა გზა არ მაქვს, სადაც საჭირო ვარ ყველგან ვიქნები.-მხრებს იჩეჩს და ისევ სვამს.-მომენატრა აქაურობა.-ეღიმება წარსულის გახსენებაზე.
-აქაურობა თუ კისერზე ჩამოკონწიალებული კირა.-ნიკოს ეცინება და ისევ ეშმაკები უჩნდება თვალებში. არა და, ხომ იცის, ის უკვე წარსულია, რომელსაც განგრძობა არ ელის.
-გავიზარდეთ ნიკო. წარსული წარსულია.-ეღიმება კირას და ლიზას თეფშიდან მარწყვს იღებს.
-წარსული წარსულია.-თორნიკეც უყურებს ნიკოს და კირას შეცვლილ სახეს აკვირდება. ისეთი აღარაფერი ხდება, ყურადღების გამახვილება რომ სჭირდებოდეს. საუბრობდნენ ყველაფერზე, ბიზნესზე, ფინანსებზე, პოლიტიკაზე, ზოგადსაკაცობრიო თემებზე, მერე წარსულს იხსენებდნენ, იცინოდნენ მოპარული ატმებისა და ჯოხით გამოკიდებული მოხუცი მეზობელი ემანუელის ლანძღვაზე. სახლი დიდია, კირას და კოტეს მამამ და პაპამ თავის დროზე მხელა სახლი ააშენეს, მთელი სანათესაო რომ დატეულიყო. ზედმეტად ბევრნი იყვნენ, სანამ ყველა თავის გზას დაადგებოდა და დაიფანტებოდნენ. ბიჭები საკუთარ გამოკეტილ სახლებში წასვლის იდეას თავიდანვე არ განიხილავდნენ და დანაწილებულ ოთახებში წავიდნენ მას შემდეგ რაც მაგიდა აალაგეს. სულ ასე იყო, ყველას სხვადასხვა საქმე ჰქონდა დანაწილებული, ზოგი ალაგებდა, ზოგი გვიდა, ზოგი ჭურჭელს რეცხავდა, ზოგი დარეცხილ ჭურჭელს აბინავებდა. კირა ვერანდაზე იდგა, ეწეოდა და ხედს გაჰყურებდა.
-სულ სხვანაირი დაგტოვე, სულ სხვანაირი დამხვდი.-თორნიკეს ხმა მოესმა, მყუდროება დაერღვა და უკან მიტრიალდა.
-შენზეც იგივეს თქმა შემიძლია.-ოდნავ გაუღიმა კედელზე მიყრდნობილ ბიჭს, ხელში ასევე სიგარეტი რომ მოექცია და ხარბად არტყავდა ნაფაზს.
-როგორი იყო ჩემს გარეშე დარჩენა, კირა?-უღიმის და უახლოვდება, უნდა ახლავე ჩახედოს თვალებში. ხომ იცოდა, ხომ ყოველთვის იცოდა რომ კირას უყვარდა, მაგრამ ბავშვურ გატაცებად აღიქვამდა ყოველთვის და წასვლის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო. აუტანელი ხდებოდა მასზე 5 წლით პატარა გოგოს გამოხტომები, რომელთან ერთადაც გაიზარდა და რომლის ძმასაც საკუთარ ძმას უწოდებდა.
-რა პასუხს ელოდები, თორნიკე?-ეღიმება კირას და სიგარეტს ტუჩებს შორის იქცევს.-13 წელი საკმაოდ დიდი დროა, ჩემს თვალში ისევ ის თორნიკე ხარ, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ძველი თავები, როგორც ვხედავ, ორივემ დიდი ხნის წინ ჩავაბარეთ წარსულს.-ჩუმად აკვირდება მამაკაცის გამომეტყველებას და უღიმის.-რას ელოდი, ისევ ისე დაგიწყებდი დევნას თუ ფეხქვეშ გაგეგებოდი?
-იმიტომ წავედი, ეგ რომ მაღიზიანებდა შენში.-ეცინება თორნიკეს და ვენახებისკენ იყურება.-როგორ ცხოვრობდი?-უღიმის, მშვენივრად იცის, როგორც ცხოვრობდა კირა. მთავარი ინფორმატორი ახლა დიდი ვიტრინიდან მალულად უმზერდა წყვილს და უცნაურად ეღიმებოდა. იცოდა გიორგიმ, იცოდა ნიკომაც, რომ ყველაფერი იმ ბავშვობის ფურცლებს გაატანეს, ასე ძლიერ რომ ეჭიდებოდა კირა.
-ალბათ, მშვიდად და საინტერესოდ. ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი.-მეორე ღერს მოუკიდა და სიგარეტის კვამლისგან ამწვარი თვალები დახუჭა. გული გამალებით უცემდა, მაგრამ ამას ვერ აჩვენებდა, მხოლოდ თორნიკეს კი არა, ვერავის ამ ქვეყნად. კირა ყოველთვის თვლიდა, მას შემდეგ რაც მეტამორფოზა განიცადა, რომ მისი გრძნობების გამხელა და ჩვენება, სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა სისუსტის გამომჟღავნება და არც იყო საჭირო, ყველას სცოდნოდა როდის, როგორ გრძნობდა თავს. ერთადერთი იყო გიორგი, რომელმაც იცოდა, რომელსაც ესმოდა, რომელთანაც სიმშვიდეს გრძნობდა.
-კარგია აქ ყოფნა.-ჰაერს ღრმად უშვებს ფილტვებში და მისკენ მომზირალ კირას უყურებს.-ბევრს ეწევი.
-შენიშვნაა თუ ფაქტს აღნიშნავ?-ეცინება ქალს.
-ორივე.-პაუზას აკეთებს, კირას ცინიკურ მზერას რომ ამჩნევს.-ბედნიერი უნდა იყო.-ასწრებს თქმას და შუბლზე კოცნის ქალს, რომელსაც, არც ადრე იმსახურებდა საკუთარი გადმოსახედიდან და არც ახლა იმსახურებს. ვერანდაზე გიორგი გამოდის და კირას მეორე გვერდიდან უდგება.
-ბავშვობა გამახსენდა.-იცინის და კირას დაჰყურებს.-შენც კი გაიზარდე.-ეცინება.
-კარგი დრო იყო.-კირას ეცინება, ისევ ეშლება მოგონებები.-ღამე მშვიდობის თორნიკე.-უღიმის და გიორგის უყურებს, ისიც შეუმჩნევლად უკრავს თავს და მოწევას განაგრძობს.
-მაგარი შეცვლილია, გავშტერდი. რასაც მიყვებოდი, ვერ წარმოვიდგენდი რო ეგეთი დამხვდებოდა.-ეცინება თორნიკეს და ძმაკაცს უყურებს.
-არ გაბედო, ის სიმშვიდე არ მოუშალო, რასაც წლები აშენებდა, თორემ მე გაგისწორდები, პირადად.-უბღვერს გიორგი და წარბებს კრავს.
-არაფერს ვაპირებ, გიორგი. შენ ხომ კარგად იცი, ჩემს ცხოვრებაში რაც ხდება.-უსერიოზულდება სახე თორნიკეს.-სასიყვარულო თამაშებისთვის არ მცხელა, არც კირას ვატკენ, ეგეთი ყ.ლეობებით. ნეხ.ვში ვარ.-მოკლე თმაზე ისვამს ხელს და ღრმად სუნთქავს.
-რომ ვიცი, მაგიტომ ვამბობ, თორე რაც გინდა ის გიქნია.-ეცინება ისევ გიორგის და ღერს აქრობს.- წავედი, მელოდება.-მხარზე კრავს ხელს და შიგნით შედის. დიდხანს დგას თორნიკე ვერანდაზე, სახლში ნელ-ნელა ქრება შუქები, ის კი წყვდიადში ჩაკარგული დგას, ბეტონის მოაჯირს ეყრდნობა და ისე აჰყურებს მთვარეს.
-დედაშევე.ცი, ტრა.კში ვარ.-უმისამართოდ იკურთხება და საკუთარი ოთახისკენ მიდის.
გიორგი, როგორც კი კირას ოთახში შედის, სააბაზანოდან გამოსულს უყურებს, თავზე პირსახოც შემოკრულს და წინასწარი დატუქსვის მოლოდინში ეყრდნობა კარს.
-რატო არ მითხარი?-კირა მშვიდად მიდის საკუთარი ბარგისკენ და ჩანთიდან სახის დამატენიანებელს იღებს. სარკის წინ ისვამს და თან კარზე მიყრდნობილ გიორგის უყურებს.
-შენი რეაქცია მაინტერესებდა.-ეცინება.-მოიცადე, ჩავიფ.სამ სადაცაა.-რაღაცის თქმა რომ დააპირა კირამ, მაშინვე გააჩერა და აბაზანაში შევიდა. იქედან გამოსულს, უკვე წყალი აქვს გადავლებული და საკუთარი ბარგიდან იღებს შორტსა და მაისურს, იცვამს, სანამ კირა აივანზეა გასული და ეძახის.-კირაა.
-ხო.-ოთახში შედის, უცნაური სიგრილეა კახეთში, შვების მომგვრელი და სასიამოვნო.
-მოდი.-საწოლში წვება, თხელ გადასაფარებელს წევს და კირაც გვერდით უწვება.-მინდოდა მენახა შენი რეაქცია, გამოიღო თუ არა ჩვენმა 13 წლიანმა შრომამ შედეგი.-ეცინებოდა გიორგის, საკუთარი ფსიქოლოგიური სეანსების გახსენებისას.
-მაინც საშინელი გრძნობა იყო, უნდა შეგემზადებინე.-წარბებს კრავს და ისე უყურებს მისკენ გადატრიალებულ, იდაყვზე თავდაყრდნობილ ბიჭს.
-მაპატიე.-ეცინება და შუბლზე კოცნის უმცროს მეგობარს.-რამე იგრძენი?
-რომ გითხრა რამე საოცარითქო, არა.-ეღიმება.-მხოლოდ ის რასაც ველოდი, მონატრება, გულის აჩქარება, ოდნავ ტკივილი.-ერთმანეთის მიყოლებით ამბობს და თვალებს ხანგრძლივად ხუჭავს.-არ ველოდი ამდენად შეცვლილს, დარდობს, რაღაცაზე ნერვიულობს.-თვალებში უყურებს მეგობარს.
-ხო, ნერვიულობს, სანერვიულოდ კი აქვს საქმე მაგ გამოყ.ლევებულს.-ღრმად სუნთქავს და ანიშნებს რომ ამ თემაზე აღარაფერი უთხრას.-ის შენი სიზმრის ბიჭი თორნიკეა?-კირას უყურებს და თითქოს ცდილობს სულში ჩაუძვრეს.
-არა, მაგრამ მისნაირი თვალები აქვს.-წარბებს კრავს.-ოღონდ ის ვიცოდე, ვინ არის და აღარაფერი მინდა უკვე.-ცრემლები ერევა და გიორგის ეხუტება.-მინდა ვიცოდე ვინ არის.
-ოდესმე ალბათ შეხვდები. ვსიო ახლა, დაიძინე და დამაძინე! გამხია შენმა ძმამ მუშაობაში.-ეცინება, ხელებს ხვევს და დაძინებას ცდილობს, ნელ-ნელა უმშვიდდება სუნთქვა კირას, გიორგი დიდხანს უყურებს. მერე თვითონაც ეძინება, მაგრამ მალევე აფხიზლებს კირას შფოთვა, უყურებს და ცდილობს ამოხსნას რა სჭირს მისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს და რის თქმას ცდილობს სამყარო მისთვის. უცნაურია, ქვეყნის მასშტაბით ერთერთი ყველაზე ძლიერი ფსიქოლოგი, რომელიც მუდამ ხსნის მისი პაციენტების სულის კარს, თან უპრობლემოდ, ვერ ხვდება რა სჭირს ქალს, რომელსაც მთელი ცხოვრებაა იცნობს.
დილა მზიანია კახეთში, ჩიტების ჟღურტულს აივანზე მჯდარი კირა ღიმილით ხვდება და სივრცეს გაჰყურებს. მერე შიგნით ბრუნდება, საათი შვიდის ნახევარს აჩვენებს, სოფელი ნელ-ნელა იღვიძებს, მის სახლში კი ისევ სამარისებური სიწყნარეა. ტანსაცმელს იცვამს, ოთახიდან გადის და სამზარეულოში მჯდარ ძმას უყურებს.
-რატო არ გძინავს?-კოტე გაკვირვებული უყურებს დას, იცის რომ ძილის შებრუნება ყოველთვის სჭირდება მის დას, მერე მთელი დღე რომ ნორმალური ადამიანივით გაატაროს.
-ვენახში ვაპირებდი გავლას.-თავზე კოცნის ძმას და მაცივრიდან გაზიან წყალს იღებს, წინ უდგამს და უყურებს.-შენ არაფერი გაქვს სათქმელი?
-რას ელოდები?-ეცინება ბიჭს და გაზიანს სვამს.
-რატომ არ სთხოვ ცოლობას, რაღა გიკლიათ ვერ ვხვდები.-თვალებს ატრიალებს და პირდაპირ საქმეზე გადადის.
-ცოლად რომ გამომყვეს აქ მოუწევს ცხოვრება, მე კიდევ ლიზას აქაურობისთვის ვერ გავიმეტებ.
-რა დებილობებს ლაპარაკობ იაზრებ?-ეცინება კირას.-მას საერთოდ ელაპარაკები ამ თემაზე? თვეში ერთხელ შეყვარებულის ნახვა ნორმა არ არის კოტე.
-არ ვიცი, ვფიქრობ კირა. აქ ფიქრისთვის ბევრი დრო არასდროს არის. წავალ მივლინებაში, ლიზასაც წავიყვან და მერე ვნახოთ რა იქნება.-დის სათუთ ხელს იღებს, შრომისგან ხელები გაუხეშებული აქვს, მაგრამ ძველი სილამაზე მაინც არ შორდება მის გრძელ თითებს, რომელიც დედისგან ერგოთ ორივეს.-დედას ხელები გაქვს.
-შენც.-ეღიმება, მეორე სართულის კიბიდან ნიკო ჩამოდის, თმა აბურძგნული აქვს და სახე დამანჭული.
-ჩიხირთმა მაცივარშია, გაათბე ჯიგრულად რა.-დას თავზე კოცნის და ოთახისკენ მიდის სადაც საყვარელი ქალი ეგულება, მშვიდად მძინარე და ღვთაებრივად ლამაზი მის თვალში.
-არც მაგდენი დაგილევიათ.-ეცინება კირას ნიკოს სახეს რომ უყურებს, მერე თორნიკეც ჩამოდის და ბოლოს გიორგი უერთდება მათ კამპანიას. გაზზე ქვაბით დგას ჩიხირთმა და თბება. კოტეს საოცარი კულინარიული ნიჭი აქვს, მოწოდებით გურმანს, გემოების საოცარი აღქმის უნარი აქვს და ალბათ ამიტომაა, ყოველთვის როცა კირა მის მომზადებულს მიირთმევს, თავს იმ ლაღ ბავშვობას აფარებს, დიდი ხნის წინ რომ გამოგლიჯეს ხელებიდან.
-დღეს რა გეგმა გაქვს?-გიორგი უყურებს კირას და ძმარს ასხამს საკუთარ ულუფაში.
-ვენახები უნდა ვნახო, მერე ატმის ბაღებსაც დავუვლი. ქალაქში ვაპირებ საღმოს გავლას და დიდი ხანია კახური საზამთრო არ მიჭამია.-თვალები გაუბრწყინდა და გიორგის გახედა.-დღეს ჩემი ხარ.-თვალი ჩაუკრა, თორნიკეს მზერას პირნათლად აიგნორებდა მთელი დილა. რა ექნა თორნიკეს? შეისწავლიდა მის ყველა ქცევას და ცდილობდა ის ადგილი შეევსო კირასთვის, ადრე რომ უნდა დეკავებინა. გიორგის და ნიკოს გვერდით მუდამ იდგა თორნიკე, თუმცა კირას არასდროს უნდოდა თორნიკეს, საკუთარი ძმის გვერდით, ძმისავე ამპლუაში აღქმა. თორნიკე ყოველთვის მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ძმობილი.
-მარტო გიორგია შენი?-ნიკომ წარბები შეკრა.-ვაცადოთ იმათ მარტო ყოფნა, ჩვენც წამოვალთ.
-თუ სხვა გეგმები არ გაქვთ, მე პრობლემა არ მაქვს.-თორნიკეს გახედა, მანაც თავი დაუკრა და მალე გავიდნენ სახლიდანაც. ფეხით შემოვლა არც განიხილეს, მაშინვე ჩასხდნენ კოტეს ყველგან მავალ მანქანაში და ისე გავიდნენ ვენახში. ის ვერ გათვალეს ყველა ვაზს რომ დაუვლიდა კირა. განა იმიტომ, რომ საკუთარი ძმის პროფესიონალიზმში ეპარებოდა ეჭვი, ან არ ენდობოდა, უბრალოდ საკუთარი თვალით სურდა ენახა ყველაფერი, რაც მისი შემოსავლის წყარო იყო. ბიჭები არ დაღლილან, რაღაცებს ბუტბუტებდა კირა თავისთვის და გონებაში ინიშნავდა. ატმების ბაღიც მოიარა, კიდევ სხვა უამრავი რამ შეათვალიერა და უკვე შუადღეს დაიძრნენ ქალაქისკენაც. ბაზარში დადიოდნენ, კირას დაჰყვებოდნენ, თორნიკე უყურებდა ერთ დროს დაუმორჩილებელ, ანჩხლ ბავშვს და ეღიმებოდა, პროფესიონალი იყო, ყველაფერი შეეძლო, ყველაფერს აკვირდებოდა, სერიოზულიც იყო, მხიარულიც, ბედნიერებითაც ევსებოდა თვალები და ხანდახან დაღლილობისგანაც მისავათდებოდა. მოსწონდა ქალის ყურება, მოსწონდა ის რასაც ხედავდა, მაგრამ ახალგაზრდული სიშლეგის გამო დაკარგულ მეგობარს, ვეღარასდროს გაუბედავდა ახლოს მისვლას. არ უნდოდა, ან უნდოდა. სული ეწვოდა ისე უნდოდა მოხვეოდა, მისი ბავშვობა იყო, უნდოდა თუ არა ეს, მაგრამ აღარ შეეძლო. ნიკოსგან და გიორგისგან განსხვავებით, ეს უფლება დიდი ხნის წართმეული ჰქონდა. ცელოფნის პარკებით დახუნძლული ბიჭები, სიცხისგან სულს ვეღარ ითქვამდნენ. მანქანაში ჩავალაგებ პარკებსო, თორნიკე მანქანისკენ გაიქცა და საზამთროს მანქანაც დაინახა, რომელთანაც ხანში შესული კაცი იჯდა და სულს ძლივს ითქვამდა სიცხისგან. საზამთრო გაიყოლა, ბავშვობიდან უყვარდა კირას. მთელი ზაფხულის რაციონი კიტრისგან, პომიდვრისგან და საზამთროსგან შედგებოდა მისთვის. ათასნაირ ვარიაციას იფიქრებდა, ათასნაირად აზავებდა სალათს და მაინც ისეთი გემრიელი გამოსდიოდა ყოველთვის, სიამოვნებისგან კრუსუნებდნენ ხოლმე ბიჭები ჭამისას.
-საზამთროც და ვსო.-ხელები ერთმანეთს შემოკრა ჯერ ისევ ენერგიულმა ქალმა და ბიჭებს გახედა დაღლილ სახეებს რომ ვეღარ მალავდნენ.
-ვიყიდე უკვე, წავიდეთ.-თორნიკემ კირას გამოართვა ხელიდან მწვანილის პარკი და მანქანისკენ დაიძრა.
-არჩევა ისწავლე?-კირას გეცინა და უკან გაჰყვა.
-როდის არ ვიცოდი?-წარბები აწია გაკვირვებით.
-რაა იცოდი ბიჭო, თეთრ საზამთროს გვაჭმევდი სულ.-ნიკოს ეცინება, საბარგულში დებს კუთვნილ ცელოფნებს და მანქანაში ჯდება.
-სამაგიეროდ სულ ტკბილი იყო.-ეცინება თვითონაც.
-მოიგონა ახლა.-კირა ხითხითებს, ტელეფონი უკვე გაუჩერებლად რეკავს ნახევარი საათია.-გისმენ ნოდარ.
-სად ხარ კირა, არ მოდიხარ შეხვედრაზე?-კაცის უხეში ხმა გაისმა მეორე მხრიდან, კირას უკვე ნერვებს უშლიდა ეს კაცი. ისე იქცეოდა თითქოს თავად იყო კომპანიის მეპატრონე და არა კირა.
-ხომ გაგაფრთხილეთ გარკვევით, რომ ერთი კვირით მივდიოდი?-სერიოზული ტონი არ სცილდება.-რამენაირად ჩაატარეთ შეხვედრა ჩემს გარეშე!
-ასე როგორ შეიძლება?!-კაცი ისევ უხეშობდა.
-ზედმეტი არ მოგივიდეს, ფრთხილად, ნოდარ! ჩემს კონტროლს შეეშვი და ბუღალტერიას მიხედე, რომ ჩამოვალ განვიხილავთ თითოეულ საბუთს!-გათიშა და ტელეფონს ხმა გამოურთო, უკვე ღლიდა ყველაფერი.
-ეს რა მკაცრი ყოფილა.-თორნიკე ისევ ვერ მალავდა გაოცებასა და აღფრთოვანებას.
-უხ, შენ უნდა ნახო რთველზე რაებს ატარებს.-გიორგი იცინის.-რაო პატარა კირა, დავლეწოთ ნოდარი ძვლებში?
-ესეც არის ლოიალური ფსიქოლოგი, რა.-ფრუტუნებს ნიკო.-რა უნდა მაგ სი.რს, ისევ პატარა ჭუ.ჭუს კომპექსები აწუხებს?-ეცინება, კირაც ხითხითებს.
-საფლავს ითხრის და ვერ ხვდება.-კირას ტონში სიცილი და სერიოზულობა ერთად ჟღერს და ფანჯრიდან იყურება, უკვე სოფელში შედიან. ეზოს კარი ისევ ღიაა, მალევე ხედავს დიდი წყლის მილით მორბენალ ლიზას, რომელიც კოტეს მისდევს და ისიც სიცილით იმალება ხეების უკან.
-მოდი კოტე, ჩემო სიყვარულო, რას მემალები მაგხელა კაცი ხეების უკან?!-ლიზას სიცილი ისმის, კირა გაღიმებული უყურებს წყვილს და ლიზას ანიშნებს რომელი ხის უკან დგას კოტე. ისიც ნელ-ნელა მიიწევს მისკენ და ჯერ ისევ მშრალ მაისურში უცბათ ასხავს წყალს.
-ცივია გოგო, ჭის წყალს ბეჭებში როგორ მასხავ, სულ არ გეცოდები?-თავს ისაწ....ბს, ლიზას მისდევს, ხელს ხვევს და ზურგზე იკიდებს, ლიზა კივის თუ კისკისებს, ვერ არჩევენ და კოტე სწრაფად უჩინარდება სახლში, შემდეგ საკუთარ ოთახში შეჰყავს ქალი, საწოლზე აგდებს და სველ მაისურს ძირს აფენს.-ჩემო ჭკვიანო, რაებს მმართებ ხოლმე?-ეცინება ბიჭს და ლიზას მრავლის მომცველ ღიმილს, თავის ტუჩებით ფარავს.
-სულ გაგიჟდნენ.-ნიკო თავს აქნევს დანანებით, სახლში შედიან, შხაპი სჭირდებათ, მთელი დღით გარეთ გასულები ლამის ოფლში ცურავენ. პროდუქტების დალაგებას მას შემდეგ უდგებიან, მზე რომ ჩადის და ცოტა დასვენებულად რომ გრძნობენ თავს. სამწვადეს გიორგის აბარებენ, საუკეთესო მემწვადეს. კირა სალათს იბარებს, ჭის გამდინარ წყალში საზამთროს აგდებს ნიკო და მერე სიმინდებისკენ მიდის, რომელიც ჯერ კიდევ არ უნდა იყოს მოტაროებული, მაგრამ მაინც არჩევს სამყოფს და იმ ადგილას მიაქვს, სადაც მწვადისთვის ფიჩხი უკვე იწვის. ეზოში მდგარ ფანჩატურში შედის კირა, იქაურობას ასუფთავებს და მერე სამზარეულოში აგრძელებს სხვადასხვა საჭმლის კეთებას. სუფრაზე ბოლოს იდება სალათის ახალი ვარიაცია, რომელსაც თორნიკე დიდი მონატრებით ელის. ასეთები არიან, ყოველთვის ასეთები იყვნენ, მშობლები აღარ ჰყავდათ კირას და კოტეს, თუმცა ამ სახლში მაინც არაფერი იცვლებოდა. ყველას უყვარდა იმ ეზოში ჯდომა, ხეების ქვეშ მოლხენა, თრობა, სადღეგრძელოები, მუსიკა, სურნელი, რომელიც ივლისის ბოლოს სოფელში ყოველთვის დგებოდა შებინდებისას. კახეთი იყო, სიღნაღს ტყუილად უწოდეს სიყვარულის ქალაქი? არა, ის უბრალოდ ერთ-ერთი იყო იმ ქალაქებიდან, რომელსაც კახეთი მოიცავდა. კახეთი, თავად იყო სიყვარულის კუთხე.
-ეს ღვინო გუშინ დაგვიმალე?-ნიკო უბღვერდა კოტეს და სიამოვნებისგან თვალები ჰქონდა მინაბული.
-კირასია ეგ, მარტო თვითონ აქვს უფლება შეეხოს.-დას თავზე კოცნის და ლიზის იხუტებს. მერე უცებ უბრუნდება და უბღვერს ეშმაკურად მომღიმარ ნიკოს.-გუშინ ცუდი ღვინო დაგალევინე, შე სი.რო?-ძვალს ესვრის, ნიკოც ხარხარებს.
-კოტე, მემგონი ერთი ჩაყოლება საფერავია გასაჩეხი, ახლიდან გავაშენოთ, იქით წელს აღარ მოისხამს კარგად.-კირა უყურებს ძმას და ისიც მომღიმარი უყურებს.-რა?
-პროფესორა.-გიორგი პასუხობს კოტეს ნაცვლად. კირას ეღიმება. ადრე საერთოდ რა გაეგებოდა ყურძნისა და ვაზის? არც არაფერი, ახლა კი ისიც კი იცოდა ფოთოლს რომ შეხედავდა, ვაზს რა სჭირდა. თითქოს შეისისხლხორცა ეს საქმე, თითქოს ვაზი გახდა მისი ჭეშმარიტი სიყვარული, მისი შვება და საუკეთესო მეგობარი.
-იქით წელს, შეგცვლი, მე აქ გადმოვალ, შენ თბილისში წადი.-ლიზას გაბრწყინებულ თვალებს უყურებს და ფიქრობს რომ ეს აქამდეც უნდა ენა.
-რაებს ლაპარაკობ.-კოტე სვამს და ლიზის თეფშზე უდებს მწვადის ნაჭერს.
-თავიდანვე ეგრე შევთანხმდით.-ლოყაზე კოცნის ძმას, რომელიც მეორე ნაჭერს მას უდებს და შამფურს გიორგის აწვდის.
-მერე ვისაუბროთ.-თვალს უკრავს.
-მოწყდი საჭმელს შენ კიდე.-ნიკო თორნიკეს ურტყავს მხარზე ხელს, რომელიც სალათს შეექცევა და სიამოვნებისგან ცოტა აკლია არ აკრუსუნდეს.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ, წადი სიმინდი დაიწვებოდა.-უბღვერს და ჭამას აგრძელებს.
-არა და არ შიმშილობდი ამერიკაში, თითქოს.-გიორგი იცინის თორნიკეს სახეზე და მერე კირას ხვევს ხელს, რომელიც მათთან ერთად იცინის.
-მეღადავები? იქ რას შევჭამდი ამაზე კარგს.-უცბათ ამბობს და კირაც უყურებს, ხვდება თორნიკეს არავინ უნახავს, თორემ დედამისი სუფრის გარეშე დატოვებდა? დაახვედრებდა ნაირნაირებს.-კირას დაბადების დღემ ჩაიაროს და წავალ ნუცასთან.-დედამისზე ამბობს და ბიჭებს უყურებს.
-დარჩი კიდე.-კოტე უყურებს, სერიოზულია თორნიკე და სერიოზულია აურაც.
-არა, წესით საქმე მაქვს, მიმთავრდება შვებულება.-ეცინება, მწარედ. ვერასდროს იგებდა კირა ამ ოჯახის საიდუმლოებს. არც დედა ჰყავდა დაბალ თანამდებობაზე, არც მამა, დაზე საუბარი ზედმეტია, ახლა თორნიკეც რაღაც მსგავს ამბავში ეხვევა და საერთოდაც არაა გამორიცხული მალე სადმე მინისტრად ან მინისტრის მოადგილედ იხილოს. 34 წლის გახდა, ასაკით დიდი არ იყო მსგავსი საქმეებისთვის, თუმცა, თორნიკე იყო, რა. ყველაფერს შვრებოდა, ყველგან შეძვრებოდა, ყველა კარს გააღებდა და მაინც მივიდოდა იქამდე, სადაც უნდა მისულიყო. გვიანი იყო, ისევ არხეინად საუბრობდნენ, დრო გადიოდა, ეზოს კი შავი ჯიპი უახლოვდებოდა. კოტე წამოდგა, მანქანის დანახვისას უცნაური გრძნობა აჰყვა და თორნიკეს გახედა.
-შენთან არიან, თორნიკე.-უცნაურად დასერიოზულებოდა ხმა კოტეს. კირას უყურებდა, არ იცოდა, ვერ მოახერხა იმაზე საუბარი, რა ხდებოდა ქალის თავში. კირასთვის იყო სულერთი თორნიკეს მდგომარეობა და ცხოვრება? ამჟამად ინფორმაცია ამაზე, მხოლოდ გიორგის ჰქონდა, ის კი მშვიდად იჯდა და თორნიკეს უყურებდა, რომელსაც ცარიელი თვალებიდან გადმოღვენთილი ჰქონდა სევდა. კირა მიხვდა, ქალი რომ გადმოვიდა მანქანიდან და კარს მიეყრდნო, თორნიკეს მზერის ობიექტი სწორედ ის იყო. ეცინებოდა გულში, ის პატარა აზრიც, იმასთან დაკავშირებით, რომ თორნიკე მასთანაც დაბრუნდებოდა სამუდამოდ გაქრა. მოეშვა, მიხვდა რომ ვეღარ დატყვევდებოდა. წამოდგა თორნიკე, მხრებში გაიშალა, ასე ხვდებიან საყვარელ ქალებს კაცები. წელში გამართულნი, საიმედო გამომეტყველებით, მაგრამ თორნიკეს თვალებში აუარებელი სევდის, მონატრების, ტკივილისა და აღფრთოვანების მეტს ვერაფერს კითხულობდა კირა. გიორგიმ ხელი მოხვია და შეუმჩნევლად აკოცა მხარზე.
-ახლა არ მითხრა, ვიცი რასაც გრძნობ და მესმის შენიო.-ეცინება კირას, არ აქვს თვალებში სევდა. ვერ ექნება, ისედაც იცოდა თავიდანვე, რომ ეს კაცი არ იმსახურებდა მის სიყვარულს, თუმცა სხვისას ალბათ ძალიან, მთელი გულით, ხელგაშლიი ეგებებოდა. აღარ სურდა თორნიკეს გამო ერთი დღის დატვირთვაც კი, სიცარიელე, ჩვეულებრივობა და ნორმა იდგა მის თვალებში, რაც ამშვიდებდა გიორგის და ანიშნებდა, რომ კირა თავისუფალი იყო. თავისუფალი ყველა იმ ტვირთისგან, რომელიც 13 წლის წინ ზურგზე მძიმედ აწვა.-წარსული წარსულია.-ჩაიჩურჩულა და მშვიდად გაუღიმა მეგობარს. თავადაც მიაკრო მხარზე ტუჩები და თორნიკეს გახედა, რომელსაც ხელი ქალის სახეზე ჰქონდა დადებული და რაღაცას ეჩურჩულებოდა. ქალის ცრემლები ედებოდა ხელებზე და იღიმოდა, ხელი ხელზე ჩაკიდა და ეამბორა. როგორი ტკბილი იყო ალბათ მისი ტუჩები, კირას გაეღიმა. 13 წლის წინანდელი საკუთარი თავი რომ აქ ყოფილიყო, იმ მანქანაშივე ამოწვავდა ქალს თორნიკეს გამო. მისი სუნთქვისა და მისი ბედნიერების გამო. ასე უყვარდა, ძვლების ტკივილამდე ჰქონდა გრძნობა გამჯდარი და როცა თორნიკე წავიდა, სამუდამოდ გააყოლა მას ძველი კირაც. თორნიკემ ქალი მეგობრებისკენ ხელჩაკიდებული წამოიყვანა და ისევ კირას შეხედა, ძველებური თბილი თვალებით, კირამაც გაუღიმა და წამოდგა.
-მაპატიეთ, შემოგეჭერით.-ისედაც, შორიდანვე ეტყობოდა ქალს, ქართველი რომ იყო, დაახლოებით 30 წლის, ლამაზი, საოცრად ლამაზი ქალი იყო თორნიკეს გულის მეპატრონე, სწორედ ასეთი წარმოედგინა კირას, თორნიკეს მომავალი ქალი.
-გაიცანით, ელენე ქალდანი, ჩემი საცოლე.-ხელზე აკოცა ქალს, თვალებში ის სევდა აღარ უკიაფებდა, აქამდე რომ ამჩნევდა კირა.-ელენე, ჩემი ბავშვობის მეგობრები ნიკო, კოტე, კოტეს შეყვარებული ლიზა, გიორგის კი იცნობ და კირა.-კირას გაეცინებოდა, შიშით წარმოთქმული საკუთარი სახელი რომ გაიგონა, თუმცა ურეაქციოდ გაატარა და ქალს გაუღიმა. ისეთი დადებითი აურა მოდიოდა, ვერ შეძლებდა კირა, ძველებური გრძნობაც რომ ჰქონოდა, რამე არასწორი ეთქვა. ქალს ხელი ჩამოართვა და გაუღიმა, მეგობრულად, სათნოდ, ისე, როგორც არ უღიმიან პირველი სიყვარულის, ერთ დროს საყვარელი მამაკაცის საყვარელ ქალებს.
-სასიამოვნოა, ელენე. შემოჭრა არ არის, თორნიკეს საცოლე ჩვენი ოჯახის წევრია.-კირა ისეთივე დიპლომატიურ თვისებებს ავლენდა, როგორც ელენემ დაიწყო თავიდანვე, საკუთარი სიტყვებით. ლიზას გახედა, გოგოს თეფში, ჩანგალი და ჭიქა მომარჯვებული ჰქონდა, თორნიკეს გვერდით დადო და გაუღიმა ქალს.
-არა, მე კი გიცნობ, მაგრამ საცოლის სტატუსით არა.-გიორგიმ თორნიკეს გახედა, რომელიც იღიმოდა და ქალს ხელზე აკრობდა გახურებულ ტუჩებს.
-ყველაფერი კი არ უნდა იცოდე შენ.-ელენემ გიორგის გაუცინა და გადაკოცნა.-მომენატრე, დიდი ხანია აღარ აგიწიოკებივართ.
-მე და აწიოკება? რას კადრულობთ, მადამ.-ეცინება გიორგის, იცის ამაღამ კირასთან საუბარი უწევს და წინასწარ ემშვიდობება ძილს.
-არა და შემოგხედავ, სერიოზული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებ.-თავს აქნევს დანანებით.
-ჩუ, არ გამთქვა.-ეცინება ბიჭს და კირას ისევ მხარზე აკრავს ტუჩებს. საუბარს აგრძელებენ, ისე როგორც აქამდე. თითქოს ელენე სულაც არ არის უცხო, თითქოს ყველაფერი, რაც აქამდე გადახდათ, ელენესთან ერთად გადახდათ თავს. უკვე ორი საათია, ლიზა თვალებს ხუჭავს და საყვარელი კაცის მხარზე დებს თავს. შემწვარი სიმინდის არომატი ტრიალებს ირგვლივ, კირას ტუჩები სიმინდის მურით ესვრება, მაგრამ საზამთროც არ ავიწყდება და გიორგის უყურებს.
-საზამთრო გაჭერი რა, მაინტერესებს, ერთი თუ ისწავლა არჩევა.-თორნიკესკენ ანიშნებს და გიორგიც სიცილით დგება ფეხზე, მაგიდიდან ხელსახოცს იღებს და ტუჩებს წმენდს კირას. კოტე ბოდიშის მოხდით გადის, ლიზას დავაწვენო და საკუთარ მხარზე ჩაძინებულ ქალს სიყვარულით სავსე თვალებით დაჰყურებს.
-არ ვიცოდი, გიორგის და შენ თუ პირადულში სხვა ამბები გქონდათ.-ელენეს სიტყვებზე ნიკო თვალებს ქაჩავს, უნდა რომ გაეცინოს. ნიკო ის კაცია, რომელმაც ყველაფერი იცის, ყველაფერს ხედავს და ყველას მიანიშნებს ამაზე. აქამდე, რომ არავის გასჩენია კითხვა გიორგის და კირას ურთიერთობაზე, ახლა იმდენად უცნაური იყო ამ კითხვის პირდაპირ მოსმენა, რომ ცოტა გაუკვირდა კიდეც საკუთარი თავისგან. კიდევ რანაირად გამაკვირვებს თორნიკეს რჩეულიო, გაიფიქრა და ქალის დაკვირვება დაიწყო. მიშტერებით არ მიშტერებია, ხანდახან გახედავდა ხოლმე მის მზერას, მის სიტყვებს იჭერდა, როგორც ობობის ქსელი ბუზებს და ახალ ქსელებს აბავდა. ნიკო ასეთი იყო, ჩუმი, მხიარული, მელა.
-როგორც ვხედავ, თორნიკესგან ყველაფერი იცი.-კირა უღიმის. ის და გიორგი... ეცინება. ერთადაერთი საიმედო ადგილია გიორგი, რომელიც იმ დიად მიზანს ემსახურება, ჭეშმარიტი მეგობრობა, არაბიოლოგიური და-ძმობა რომ ჰქვია. არასდროს დაიჯეროთ, თუ გეტყვიან, ბოლოს მაინც ჩნდება გრძნობაო. შეუძლებელია ეს წმინდა გრძნობა გაგაჩნდეს ვინმეს მიმართ და უწმინდური ვნებითა და ქალ-ვაჟური სიყვარულით შებღალო.
-ისე ენატრებოდა აქაურობა, სულ თქვენი სახელები ეკერა პირზე.-ელენეს ეღიმება და გაბადრულ საქმროს უყურებს.-ამიტომ ყველას გიცნობდით შორიდან. კიდევ კარგი გიორგი მაინც ჩამოდიოდა ხანდახან, თორე სულ გაგიჟდებოდა.
-ხო, გიორგის გაყოფა რთული იყო ხოლმე.-ეცინება და სახლიდან საზამთროს თეფშით გამოსულ კაცს უყურებს, მაგიდაზე დებს თეფშს და არც ისე წითელ საზამთროს შეჰყურებს.
-მაგრად აგირჩევია, შე.ჩემა.-ნიკო იცინის და გიორგის უყურებს.-როდის უნდა გაგემხილათ შენ და კირას ურთიერთობა რო გქონდათ?-წარბებს წევს და უნდა რომ ახარხარდეს, თავს იკავებს. ნიკოს ყოველთვის კარგად გამოსდის თავის შეკავება, ამაში იყო ყოველთვის მისი ხიბლი, ეშხი, ქარიზმა.
-რა გვქონდა?-გიორგი კირას უყურებს, მერე ნიკოს და ბოლოს წყვილს. სახლიდან გამოსულ კოტესაც კი ამჩნევს.
-ერთად რომ ვართ, აღარ გავამხილოთ?-კოტეს დასაჯდომად გამზადებული სხეული უშეშდება და გაოცებული უყურებს ძმაკაცს და დას.
-ოხ კირა, კირა.-კოტეს ეცინება, ცხვირზე უჭერს ორ თითს და კუთვნილ სკამზე ბრუნდება.-მავნე.
-არ გვაქვს მსგავსი ურთიერთობა ელენე.-ეცინება ბოლოს, გაკვირვებულ გოგოს რომ უყურებს.-გიორგი ჩემთვის ძმაა, ისეთივე როგორიც კოტე და თავადაც ისე მიყურებს როგორც დას.-უხსნის და გაკვირვებულ გიორგის ლოყაზე კოცნის.-რატო გაშტერდი? წყვილი ვეგონეთ ელენეს და ავუხსენი.
-რა ვეგონეთ?-ბოლოს იცინის გიორგი, ხარხარზე გადადის და კირას თავზე კოცნის.-არა ელე, მე რომ ამ ქაჯის პამპერსებიანი მახსენდება, საერთოდაც ვეღარ აღვიქვამ ქალად. ისედაც ჩვენს ძმაკაცად ვზრდიდით თავიდანვე.-თბილი თვალებით უყურებს თორნიკეს გვერდით მჯდარ ქალს. საერთოდაც არ რცხვენია ელენეს, დასმული კითხვის. რატომ უნდა რცხვენოდეს, ნებისმიერ სხვას იგივე ეგონებოდა, ასე რომ დაენახა ეს ორი, თუმცა მაინც ჩაახველა ხმის ჩასაწმენდად.
-ნეტა რანაირად გახსენდება კირას პამპერსებიანი , სად იყო მაშინ პამპერსები.-ნიკო იცინის და ხელს იქნევს კაი მოხუცი კაცივით, კირას ამაზე უფრო ეცინება. დრო გადის, საზამთროს შეექცევიან, მერე რა რომ ფერი არ უვარგა, მაინც საოცრად გემრიელია, როგორც ყოველთვის. თორნიკეს ინტუიცია და გემოვნება არასდროს ცდება ხოლმე, როგორც წესი და არც ახლა შემცდარა. მაგიდის ალაგების, მოწესრიგების და მშვიდობიანი ღამის სურვების შემდეგ, დაღლილი ელენე და თორნიკე თავად შეაცილა ოთახში კირამ, თავად კი იქ წავიდა სადაც გიორგი ელოდა. მისაღების დივანზე იყო მიწოლილი და ტელეფონში ჩამძვრალი, კირა რომ მიუჯდა თავთან და თავზე დაადო თავი.
-რას აკეთებ?-უყურებს ბიჭს და თავზე კოცნის.
-პაციენტების სიას ვამოწმებ. ორშაბათს რთული დღე მელის.-ეღიმება და კირას უყურებს.-მოგიყვები, არაა პრობლემა.-ღიმილი სიცილში გადასდის, კირას ხელს ხვევს, აივანზე გადიან, სიგარეტი ორივეს აქვს, ისევე როგორც დრო.-მეორედ რომ ჩავაკითხე, წასვლიდან 1 წელი იყო გასული, ფსიქოლოგიურად ცუდად გრძნობდა თავს, მარტო იყო, იცოდა რომ მშვიდი ცხოვრება არასდროს ექნებოდა და იაზრებდა, ძველი თორნიკე რომ ჩაკლა. კირა შენი დატოვებაც უჭირდა, იმიტომ კი არა რომ გრძნობები ჰქონდა რაღაც სასწაული, არა, თავს ვერ პატიობდა რომ იმ დღეში ჩაგაგდო. მერე შენი მშობლების ამბავი რო გაიგო საერთოდ გაგიჟდა, წამოსვლა უნდოდა, მაგრამ გაიჭედა, ვეღარ შეძლო, რომ იმ რთულ მომენტში შენი და შენი ძმის გვერდით არ იდგა და რადიკალურად შეიცვალა. ხასიათიც გაუჯმუხდა და გონებაც.-ეცინება გიორგის.-შენთან დალაპარაკება უნდოდა, მაგრამ შენ კატეგორიული წინააღმდეგი იყავი. მეუბნებოდი რომ მისი ხმის გაგონებაც არ გინდოდა და თორნიკემაც აღარ დაგსტრესა, თორე ხო იცი იზამდა, მაინც შემოძვრებოდა. მერე რომ ჩავედი იმ გოგოზე მომიყვა, ჭკუიდან რომ შეშალა კოლეჯში და ბოლოს ქართველი აღმოჩნდა. ხისთავიან სვანს ეძახდა და ისიც არ აკლებდა ლანძღვას. ვუთხარი სხვანაირად მიდგომოდა, მივახვედრე რომ ეს გოგო მოსწონდა და მასთან საუბარი სხვა კუთხით უნდა ეცადა. ნახევრად მკვდარს, გამოფიტულს რომ გიყურებდი სინდისი მაგრად მქენჯნიდა, მაგრამ არ მინდოდა ისიც განადგურებული მენახა. ხომ იცი, ჩვენი გრძნობები, მათი უარყოფა არავის ბრალი არ არის. შენ რომ თორნიკე ამ დონეზე გიყვარდა და ის საპასუხოდ იგივე სიყვარულს ვერ გპირდებოდა, ეს თორნიკეს ბრალი სულაც არ იყო. ის ვალდებული ვერ იქნებოდა შენთან.
კირა უსმენდა, გიორგის ყოველ სიტყვას ისისხლხორცებდა და ზრდასრული თვალით უყურებდა, გიორგი სწორს ამბობდა, მისი ცალმხრივი გრძნობები, თორნიკეს ბრალი სულაც არ იყო. იმ გიჟი კირას ბრალი კი ბევრი რამ იყო.
-შემდეგ ჩასვლაზე შეყვარებულის სტატუსით გამაცნო. გიჟდებოდნენ ერთმანეთზე, იმხელა ქიმია ჰქონდათ, ისეთი ქარიზმა და ეშხი, რთული იყო გავბრაზებულიყავი შენი იმ დარდისა და ტკივილის გამო, რომელიც წლებთან ერთად უფერულდებოდა. ვიცნობდი, ერთად ვვახშმობდით, მე ჩემი საქმეები მქონდა, თორნიკესთან სახლში ვრჩებოდი და ვისმენდი მის ფიქრებს, გრძნობებს, აზრებს. ვიცოდი სინდისი ქენჯნიდა, უნდოდა თვითონაც ისე დატანჯულიყო, როგორც უნებურად შენ დაგტანჯა, მაგრამ ელენეს ერთი შეხედვა, ერთი სიტყვა და თორნიკე სხვა კაცი ხდებოდა. სანამ ჩამოვიდოდა, გამოუცხადა ვბრუნდები და თუ წამომყვები, მხოლოდ ჩემი საცოლის სტატუსითო. ელენე გაბრაზდა, ჩემს ცხოვრებაზე საერთოდ არ ფიქრობ, გინდა ყველაფერი დავტოვო, წამოგყვე და ეგოისტურად, მხოლოდ შენად დამიგულოო. ეგრეც არის, ეგ უნდოდა თორნიკეს, ეგ უნდა ახლაც. თორნიკე ჩამოვიდა, ელენეც ჩამოვიდა, ანუ თორნიკემ ამ ბრძოლაში გაიმარჯვა და საყვარელი ქალი მთლიანად დაისაკუთრა. შენზეც ყველაფერი იცის ელენემ და დარწმუნებული ვარ შოკშია, ახლა რომ ისევ ცოცხალია და სუნთქავს.-ეცინება ისევ, მორიგ ღერს უკიდებს და კირას უყურებს. ჩაფიქრებულია, აანალიზებს თითოეულ სიტყვას და გული გამალებით უცემს.
-ჩემი გრძნობები თორნიკეს ბრალი არ იყო, დროა განთავისუფლდეს სინდისის ქენჯნისგან.-ეღიმება და ისე უყურებს მეგობარს.-წადი დაიძინე, თვალები გეხუჭება.
-შენ არ წამოხვალ?-ისედაც იცოდა გიორგიმ ამაზე პასუხი, მაგრამ მაინც კითხა და სიგარეტის ღერი საფერფლეში ჩაწვა.
-უნდა ვიფიქრო და დავტკბე ამ მშვენიერი ღამით.-კირა უყურებს, გიორგი შუბლზე კოცნის და ოთახისკენ მიდის ლასლასით. ცოტა ხანს ზის და სივრცეში იყურება, ცა ვარსკვლავებით მოჭედილია, მოსწონს სიოს ფერება საკუთარ კანზე, ხორკლები უჩნდება სანამ არ გრძნობს როგორ იკავებს მის წინ მდგარ სკამს ვიღაც, თვალებს ახელს, ისედაც იცის ვინ არის.
-მეგონა სხვანაირი რეაქცია გექნებოდა.-ელენე ერთ ღერს იღებს და უკიდებს.-მოსმენილის და აღწერილისგან ბევრად განსხვავებული ქალი აღმოჩნდი.-თვალებში ისევ ამოუხსნელი სითბო უტრიალებს ელენეს.
-რთული იყო არ შემყვარებოდა.-პირდაპირ ეუბნება და მკლავებზე ისვამს ხელს.-ისეთი თბილი იყო, ყურადღებიანი, საინტერესო, მაგრამ მე სხვანაირად აღვიქვი, ჩემმა ბავშვურმა ტვინმა სხვანაირად გადაწყვიტა და ბოლოს ტკივილებთან და სევდასთან მარტო დავრჩი. შენ, იმაზე კარგად გამიგებ მე, ვიდრე ნებისმიერი სხვა. როგორია არ შეგიყვარდეს თორნიკე? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ყურადღება, რომელსაც უანგაროდ გიძღვნის, გაფიქრებინებს, რომ სიყვარული არსებობს, რომ გამხმარ ხეებსაც ჩაუდგამს სულს ეს გრძნობა, შენი შეხება. გაბერილი ხარ სიყვარულისგან და გაზვიადებულად აღიქვამ ყველაფერს.-ისევ სივრცეში იყურება კირა.-მე რომ ახლა ისევ ის კირა ვიყო, თორნიკემ გონზე მოსასვლელად რომ დატოვა აქ, იმ მანქანაში იქნებოდა შენი ფერფლი.-ეცინება, მაგრამ იცის, რომ სიმართლეს ამბობს.-ძალიან მიყვარდა, იმაზე მეტად, ვიდრე ბავშვური სიყვარულით უყვარდებათ ხოლმე, მაგრამ რადაც ვიქეცი, ესეც იმ დიდი ტკივილის შედეგია, რომელიც მან მომაყენა, ამიტომ მადლიერიც კი ვარ მისი.-ელენეს უყურებს, ქალს ეღიმება, თბილად, გულწრფელად.
-ხო, რთულია თორნიკე არ შეგიყვარდეს, გეთანხმები.
-მე ძალიან მომწონხარ ელენე, საოცარი ქალი ხარ, ზუსტად ისეთი, როგორსაც თორნიკეს გვერდით ვისურვებდი და წარმოვიდგენდი.-თვალები უნათებს ელენეს, ეს სჭირდებოდა კირას რომ ენახა.-წადი ახლა, ვერ დაიძინებს, რომ იცის მე მელაპარაკები. ჯერ ისევ არ სჯერა, რომ გადამიყვარდა.-უცინის და ფეხზე წამომდგარ ქალს, თავადაც მიჰყვება შიგნით. მის საწოლში გიორგია გაშოტილი, მის გვერდით წვება, მოწესრიგების შემდეგ და მშვიდად უერთდება გიორგის ძილს, დღეს კოშმარს აღარ ნახავს, იცის მშვიდად დაეძინება.
ტკივილითაა გაჯერებული მთლიანად სიტყვა “გადაყვარება”. მიყვარდი და აღარ მიყვარხარ. ჩემი ღმერთი იყავი და აღარ ხარ. შენი სული მკვებავდა და ვეღარ მკვებავს, ვეღარ გიღებ ისეთს, როგორიც ხარ. ტკივილების მთელი ნუსხა შეიძლება მოიცვას ამ სიტყვამ და მაინც ყველაზე მნიშვნელოვვანი ის არის, რომ შენ ვეღარასდროს იქნები ის ვინც იყავი, რადგან შენი სულის რაღაც ნაწილი იმ გადაყვარებას გააყოლე თან. ჯერ როგორი ტკივილებით სავსე შეიძლება იყოს სიყვარული. გრძნობა, რომ ვიღაც იმდენად მნიშვნელოვანია, მზად ხარ მისთვის ღმერთიც გახდე, ან ის გახდეს ღმერთი. მერე კი ის ენერგია, ის ტკივილი რასაც აყოლებ გადაყვარების პროცესს, მთლიანად მოიცავს შენს სულს და გაჩვენებს, რომ ის ენერგია აღარ გექნება, რომელიც გქონდა. იმ სიტყვებს ვეღარ გაიგებ, რომლიც გამშვიდებდა. ის ხმა, რომელიც გინდოდა ყველგან გაგეგო, აღარაა მნიშვნელოვანი, ის სული, რომელიც შენად მიიღე, შენ სულაც აღარ გეკუთვნის, იქნებ არც არასდროს გეკუთვნოდა..
ტკივილებისთვის შეიქმნა ადამიანი, რომ გამოსცადოს, როგორია იტანჯო დედამიწაზე, სანამ ჯოჯოხეთის კარს შეაღებ. ან იქნებ მართალია, რომ ამბობენ დედამიწააო თავად ჯოჯოხეთი? ტკივილი მუდამ თან მდევია, მუდამ ჩვენთან ერთად განაგრძობს არსებობას და სანამ გვტკივა, იქამდე ვართ ცოცხლებიც.
...........
დილა სხვანაირი იყო კახეთში. მზე ოქროსფრად რომ ამოიწვერებოდა, ალაზნის ველებს მოაფენდა სხივებს და მშვიდად ნებივრობდა ზეცაში, ხალხი ბაღებში გადიოდა, ვენახებს პატრონობდა, ვაზს ეფერებოდა, დილას ჭიქა რქაწითელით ლოცავდა და შრომას იწყებდა. ჟრიამული იყო სოფელში, ჯერ კიდევ შემორჩენილი ეშხი სწორედ ამიტომ ჰქონდა ამ სოფელს. კირას უყვარდა იქაურობა, სხვა ყველგან ყოფნაზე მეტად. ხვალ ახალ ციკლს იწყებდა, ხვალ ახალი წელიწადი დგებოდა მისთვის. საწოლზე მუცლით იწვა გიორგი, თავზე ბალიში ეფარა და მშვიდად სუნთქავდა. ხანდახან კირას ეგონა, რომ გიორგი აღარ სუნთქავდა, მერე მიხვდა, რომ იმ თავში, რომელიც გიორგის ჰქონდა, უამრავი ადამიანის ჭირ-ვარამი და ვაი-ვაგლახი იფარებდა თავს და მიხვდა, გიორგი შინაგანი ხმების ჩასაჩუმებლად აკეთებდა ამას. მოსწონდა სიმშვიდე, რომელსაც მეგობრის გვერდით ძილი ჰგვრიდა. აივნიდან საოცარი ნიავი შემოდიოდა, თბილი იყო, მაგრამ სასიამოვნო სურნელი შემოჰქონდა ოთახში. საწოლიდან ადგა, მოწესრიგდა და ქვემოთ ჩავიდა, ჯერ ისევ ეძინა ყველას. კირას ძილის გრაფიკს ვერ მოერგებოდა ამდენი ადამიანი, ამიტომ საუზმის კეთება დაიწყო. მარტივი, თურქული საუზმე საუკეთესოა, რასაც წინა დღის ღამე ნათევ ადამიანს დაახვედრებ გაღვიძებულზე. ჩაიდანი ნელ ცეცხლზე დადგა და კიბისკენ გაიხედა, ნელ-ნელა ისმოდა ნაბიჯების ხმა, ვიღაცას ეღვიძა. ისევ თმა აბურძგნული იყო ნიკო, რომელიც სამზარეულოში შესვლისთანავე გაკვირვებული უყურებს კირას.
-დილა მშვიდობის.-ლოყაზე კოცნის მეგობარს კირა.
-რომელზე ადექი? საერთოდ გძინავს?-ეკითხება და შუბლზე კოცნის სამეგობროში ერთადერთ გოგოს, რომელიც საკუთარ დად მიიღო და მთელი ბავშვობა დაუკავშირა. ძილი, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო კირასთვის, ახლა იმ ფუფუნებად ეჩვენება ქალს, გიორგის დანიშნული ძილის წამლები რომ ჰგვრის, ისიც ძალიან იშვიათად, როცა უძილობა გაუსაძლისი ხდება.
-მეძინა ცოტა ხანს, მაგრამ შვებულებას ძილში ვერ გავატარებ.-ყავას უსხამს, როგორც ყოველთვის უშაქროს, 3 კოვზი ყავითა და საშუალოზე ცოტა მეტი წყლით. კირასგან განსხვავებით, ნიკოს ძილის სხვანაირი პრობლემა ჰქონდა, ვერასდროს ფხიზლდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა ყოველ დილით რვა საათზე მაღვიძარის დაყენება და იმაზე ძლიერი ყავის დალევა, ვიდრე ნორმალური ადამიანები სვამენ ხოლმე. კირამ ზეპირად იცოდა ყველას გემოვნება, ყველას ცხოვრება, ყველას პრობლემები. ასე იყვნენ დანარჩენებიც. ისიც იცოდა ვის რაზე ჰქონდა ალერგია და ვის როგორი დაჭრილი ხახვი და მწვანილი აღიზიანებდა საჭმელში.
-ვერ გამიგია, შენი უძილობა უფრო რთულია, თუ ჩემი ძილიანობა.-ნიკო ყავას აგემოვნებს და სიმწარისგან მოგვრილ სიამოვნებას წარბების შეჭმუხვნით ხვდება.
-ორივე თანაბარი პრობლემაა.-მათ კამპანიას უერთდება გიორგი, რომელსაც ახლად დაკრეფილი პიტნის ჩაი ხვდება გამზადებული. ქოთანში მწვანილები მუდამ იყო კირას გატაცება და კოტეც სიამოვნებით ახვედრებდა ერთადერთ დას, ერთადერთ ოჯახს ყველაფერს, რაც მას უყვარდა.
-ეს და ამის პიტნის ჩაი.-ნიკო იცინის. მაგიდასთან სამნი სხედან, სამივეს სხვადასხვა აზრები, სხვადასხვა პრობლემები აქვს, მაგრამ იციან რომ მარტო არ არიან, ამიტომ გრძნობენ სიმშვიდეს და ჰარმონიას. ეს ალბათ ის ადგილია, სადაც ზუსტად რომ ჰარმონიაა, პრობლემებთან ერთად ნავარდი ცაში და ალაზნის ველზე გაშენებულ ვენახებს შორის მდგარი სახლის კედლებში გამეფებული კომფორტი. საიდანღაც ალბათ იყურებიან ირმები, სადღაც აუცილებლად იქნებიან გველებიც, ალბათ ცაში დაფრინავენ მტაცებლებიც, მაგრამ ამ ოთხ კედელში არაფერი ემუქრებათ, კარგად არიან. კოტე და ლიზი მალე უერთდებიან მაგიდას და საუბარს განაგრძობენ.
-კოტე, იცი რა ვიფიქრე?-უცბად იწყებს კირა და ძმას უყურებს, ყავას რომ გემრიელად სვამს.
-რა.-ეცინება კოტეს, კირა ჯერ ისევ ის ბავშვია მისთვის, საყვარლად რომ ტიტინებდა და ბებიასთან ერთად დაბაჯბაჯებდა ატმების ხეებს შორის. აღარც ბებიაა, აღარც კირაა პატარა და წლებიც მრავლადაა გასული, მაგრამ მაინც უყვარს კოტეს, დის ახალი იდეების, ბავშვური სიანცის დანახვა და მოსმენა.
-პატარა შატოს მსგავსი სასტუმრო რომ ავაშენოთ, რას ფიქრობ?-დაჭრილი კიტრის ნაჭერს იდებს და ძმას აჰყურებს.
-არაა ცუდი იდეა.-კოტე ყოველთვის დაეთანხმება მას, რადგან იცის, კირას მუდამ სჭირდება რაღაც ახალი, რაღაც რაც თავს კარგად აგრძნობინებს.
-ახლა სასტუმროსაც იმატებ საქმედ?-გიორგი უბღვერს, აწი ისიც აღარ ეძინება კირას, რაც აქამდე ეძინა.
-მინდა.-ეღიმება.-თუ გინდა ძილის გრაფიკსაც დაგადგენინებ.
-იქნებ, სანამ აქაურობის ათხრას დაიწყებდეთ, ჩვენი ჯვრისწერა და პატარა ქორწილი დაგვეგეგმა?-თორნიკე უყურებს მეგობრებს და მერე ელენეს, რომელიც იღიმის.-ამაზე ლამაზ ადგილს ვერ დავუწყებთ ძებნას. არქიტექტორს მე მოგიძებნი მერე.
-მშვენიერი იდეაა.-ლიზი წყვილს უღიმის და მერე დაქალს, რომელიც უცნაურად იღიმის და ყავას სვამს.-კირა, მგონი ხანგრძლივი შვებულება, არ გაწყენს.
-როდისთვის დავიწყოთ მომზადება?-კირა ომახიანად იწყებს შეკითხვას.-მე მგონია, სანამ რთველი დაიწყება, ლამაზი იქნება, სექტემბრიდან დავიწყოთ, იქამდე კოტეც მივლინებას მოითავებს, მე კომპანიის საქმეებს, ონლაინ მოგვარებადს გავხდი და დავიწყოთ მზადება.-ისევ სიმშვიდეა, უცნაური და სასიამოვნო.
-მე ყველაფერში მხარს გიჭერთ.-ეღიმება ელენეს და თორნიკეს ლოყაზე კოცნის.-აქაურობა ძალიან მომწონს.
-მშვენიერი. ახლა ჩემი დაბადების დღე, როგორ აღვნიშნოთ?-ეცინება, ისედაც იცის, როგორც ყოველთვის.
-არაფერი იცვლება.-გიორგი იცინის და ღვიძლზე იდებს ხელს.-დამეშლება მე ღვიძლი.
-არაუშავს, მე გადაგინერგავ და აღდგება.-ნიკო მხარზე ხვევს ხელს.-საყვარელო.
-გამეცალე, თუ ძმა ხარ.-უხეშად იშორებს ნიკოს ხელს გიორგი და თორნიკეს უყურებს.-ისევ გვიწევს ქააქში გასვლა.
-მე უნდა დავიძინო, იმედია მიხედავთ.-კირა დგება, ძილი საშინლად ერევა და გიორგიც უყურებს, როგორ მიდის ოთახისკენ.
-დღეს სახლიდან მივდივართ ყველა, არანაირი ხმაური, არანაირი სიცილი, ხარხარი და ყვირილი.-აფრთხილებს ყველას და პიტნის ჩაის ისევ იყუდებს.
-რომელზე გაიღვიძებს?-ელენე ეკითხება, მანაც იცის კირას და ძილის ურთიერთობა, ზედმეტი კითხვები არასდროსაა საჭირო.
-წამლებს თუ დალევს ხვალ დილით, თუ არა და ღამის ოთხის ოც წუთზე.-ზეპირად იცის გრაფიკი გიორგიმ, წლებთან ერთად ისწავლა.
-რა ვერ მოიშორა ეს სიზმრები?-ნიკოს მადა აღარ აქვს, ყავას სვამს და თავზე ისვამს ხელს.
-რა სიზმრები?-გიორგის უყურებს თორნიკე, მან არაფერი იცის, ასე ვერ გაწირავდა გიორგი, რომ ეთქვა შენი თვალები ესიზმრება ყოველ ღამეო, მაშინ როცა თავადაც არ იცოდა ვისი თვალები ესიზმრებოდა კირას, ასე ძალიან რომ ჰგავდა თორნიკეს თვალებს.
-რავი, მოკლედ, არაფერია ეგ.-ხელს იქნევს კოტე და ანიშნებს, რომ საუბარი კირას სიზმრებზე, არ შედგება. ნელა ალაგებენ ყველაფერს, ემზადებიან და სახლიდან გადიან. ისინი მიდიან კირას დაბადების დღისთვის მოსამზადებლად, კირას კი მშვიდად სძინავს მშობლების ძველ ოთახში, სადაც არასდროს შედის გარე სამყაროდან ხმა.
...
ღამის წყვდიადი ითრევს ყველაფერს რაც ხვდება ირგვლივ. სიბნელეში სილუეტი ჩანს, მაღალი, მხარბეჭიანი, განიერი მხრითა და ლამაზი სხეულით. ვარსკვლავების შუქი მოჰფენია ირგვლივ ყველაფერს და წყალი, რომელზეც მირბის ქალი, სწორედ იმ ვარსკვლავებითაა სავსე, მუქი ლურჯი ცის ფონზე, რომ მმკვეთრად კაშკაშებენ. ღამეა, წყვდიადია, ჩამთრევი და უცნაურად ნათელი ამავე დროს. სილუეტისკენ მიდის, რაც უფრო უახლოვდება, მით უფრო შორსაა იმ სხეულისგან, რომელშიც ცხოვრობს მისი სული. უნდა დაეწიოს,მაგრამ არ შეუძლია. მამაკაცის სილუეტი მისკენ ბრუნდება, ეძახის, უხმობს, უნდა მიწვდეს ქალს, რომლის დაღლილი სხეულიც ვარსკვლავებით მოჭედილი წყლის ზედაპირზე მიხოხავს. კაცის მწვანე თვალები, ამოუცნობი სახე, სავსე ტუჩები, სისხლიანი ხელები აღიქმება. ჭაობისფერი, მუქი მწვანე თვალები მისკენ იხმობენ ქალს, რომელსაც სული აქვს დაღლილი, რომელსაც აღარ შესწევს ძალა. ეხება, კაცი თავად უახლოვდება და ეხება ქალს, მის ფითქინა სხეულს და დაღლილ ხელებს. “კირა, ჩემო კირა.” ისმის ხმა, რომელიც არასდროს გაუგონია, ამ თვალებს ლოცავს ქალი, რომელიც მუდამ აფხიზლებს ღამის წყვდიადისგან შეშინებულს. “მალე შევხვდებით, კირა.” მამაკაცის სიტყვები ჩაესმის, უნდა მთელი ხმით ამოთქვას სულის ტკივილი და მაინც ვერ ეწევა ისევ ამდგარ და მისგან წასულ კაცს.
ღამის წყვდიადში, ოთახში თეთრი ფარდა ნელა ირხევა, მთვარის შუქი ეფინება საწოლს, რომელზეც დამფრთხალი ბეღურასავით იძვრის ქალის სხეული და მუქი ლურჯი გალაქტიკისგან ცდილობს თავის დახსნას. გარედან ჭრიჭინების ხმა ისმის, ქარისგან დარხეული ფოთლების ხმაც მკაფიოა და წესით, სასიამოვნო გასაგებიც. როგორი მწარეა გამოღვიძება, როგორი მწარეა მოწყდეს იმ კაცის თვალებს, იმ კაცის არსებას, მესამე წელია გამუდმებით რომ ჩანს მის სიზმრებში. ოთხის ოცი წუთია, გიშერივით შავია ღამე. 29-ე დაბადებას ხვდება ქალი, 29-ე დღეს, თიბათვისას. ივლისი მალე ამოწურავს თავს, ისევე როგორც, კირას ძველი პიროვნება. გრძნობს, რომ რაღაც ახალი იწყება, რაღაც რას საკუთარ თავს მოაშორებს და სრულად გარდაქმნის. როგორი იქნება გარდაქმნა, ეს უკვე იმ კაცზეა დამოკიდებული, ასე რომ ელოდება კირასთან შეხვედრას. ნეტავ ისიც თუ ხედავს სიზმრებში ქალს? მის თვალებსა და ფითქინა კანს? მხოლოდ სამყარომ იცის, მხოლოდ ღმერთი თუ დაინახავს, მხოლოდ მან იცის რა ძალაა ჩადებული იმ ამოცანის მსგავს გზავნილში, ასე რომ ცდილობს კირა ამოხსნას.
-გამოჩნდი, ბოლოს და ბოლოს.-ოხრავს, საწოლზე ჯდება და კარადის სარკეში უყურებს საკუთარ ანარეკლს, მთვარის შუქი რომ ანათებს მხოლოდ.-დაბადების დღეს გილოცავ, კირა, გთხოვ, ბედნიერი იყავი.-საკუთარ თავს უღიმის და ისევ წვება საწოლში. თხელ გადასაფარებელს იფარებს და ისევ მშვიდად აგრძელებს ძილს, იქამდე, სანამ ჰელიოსის ეტლი არ დაიწყებს სამყაროს თავზე გადაფრენას და საკუთარ დას, სელენეს დასვენების საშუალებას მისცემს. კირა, რომ იმ ბერძნული მითების ნაწილი იყოს, რომელიც ბავშვობიდანვე უცნაურად იტაცებდა, ალბათ იქნებოდა კირკე, რომელიც კაცებს ღორებად აქცევდა და საყვარელ მამაკაცს, ერთადერთ ჭეშმარიტ სიყვარულს ხანგრძლივი ცხოვრებისას, მიწისქვეშეთში ჩასასვლელ გზას ასწავლიდა. კირკეც ხომ კოლხი იყო, აიეტის და, ჩვენი ეროვნული დედის, მედეას მამიდა. მე მგონია, თუ მართლა არსებობდნენ ღმერთები, ისინი საკუთარ ადამიანებს ირჩევდნენ, იმ გზის გასაგრძელებლად, რომელსაც თავად გადიოდნენ და კირკეც არ იქნებოდა გამონაკლისი. ათენაც ხომ ოდისევსში გაგრძელდა ერთ დროს და მინოტავრიც გაგრძელდებოდა “რქიან”, სასტიკ ადამიანებში, აუცილებლად.
სახეზე შეხება აღვიძებს, ფრთხილად ეფერებიან ლოყებსა და თმაზე ნაცნობი თითები.
-დაბადების დღეს გილოცავ, კირა.-ესმის საყვარელი ხმა, ღიმილით ახელს თვალებს და ძმის მომღიმარ სახეს უყურებს. კოტე საწოლზე ზის და ფრთხილად ეხება დას, უღიმის ისე, როგორც სამყაროში ყველაზე სანდო ადამიანები იღიმიან ხოლმე და მალევე გრძნობს დის ჩახუტებას, მის მშვიდ სუნთქვას და გულისცემას, საკუთარ გულთან.-დიდი გოგო გაიზარდე.- ტექსტი უცვლელია, ხმა იგივე.
-მადლობა.-ლოყაზე კოცნის და საწოლიდან დგება.-ჩემს დაბადებას გილოცავ, სამყაროვ!-ომახიანად ამბობს და საკუთარ ოთახში გადის, მას შემდეგ, რაც კოტესთან ერთად აწესრიგებს მშობლების ოთახს. ქვემოთ ჩასულს, ყველა იქ ხვდება, ყველა რაღაცას აკეთებს, ყველა საქმიანობს, მაგიდაზე ხვდება კიტრისა და პომიდვრის სალათი, რომელიც აშკარად გიორგის ნახელავს ჰგავდა, გვერდით კი ცივი ყავის ჭიქა აქვს მიდგმული. დიდი მილოცვების შემდეგ საკუთარ ადგილას ჯდება და საუზმობს სხვების საქმიანობის ფონზე. გიორგი ისევ ხორცთან არის, მშვიდად აზავებს შავ პილპილსა და მარილში და მაცივარში დგავს. თორნიკე და ელენე ფიჩხის მოსაგროვებლად გადიან, ნიკო ეზოს აწყობს ისე, რომ ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი, ლიზი და კოტე სამზარეულოში ფუსფუსებენ. სიმშვიდეა ირგვლივ და იმ სიზმრის ფონზეც კი მშვიდდება კირა. საკუთარ თეფშსა და ჭიქას რეცხავს და ნიკოსთან გადის.
-რაში დაგეხმარო?-ეკითხება და მეგობარს უყურებს.
-დაისვენე, მე მივხედავ.-თვალები ისევ ეხუჭება კირას, უჭირს სიფხიზლე და უჭირს ხანგრძლივი ძილის შემდეგ გამოღვიძება.
-არა, ცოტა გამოფხიზლება მინდა.-ეღიმება და საკოცონე ადგილის მოწყობას იწყებს. შორს ჩანს, როგორ მოდიან ელენე და თორნიკე, ელენე სიმინდით ხელში, თორნიკე კი ფიშხებით. უკვე დღის სამი საათია, როცა ყველა საკუთარ საქმეს ასრულებს და მხოლოდ მცირედი შტრიხები რჩება. კირა იღიმის, უყურებს მეგობრებს და ეღიმება, საინტერესოა მათი ყურება და საინტერესოა ამ ბედნიერების შეგრძნებაც. მარანში ჩადის და ღვინოებს უყურებს, რომელიც საკუთარი ხელით აქვს დაწურული. რქაწითელს იღებს, რა თქმა უნდა მწვადი და ქვევრის რქაწითელი იდეალურად ეხამება ერთმანეთს და ზემოთ ადის.-რასაც მოვერიე ამოვიტანე, დანარჩენს შენ მიხედე.-გიორგის უცინის და ლოყაზე კოცნის.
-ორ ბოთლს მოერიე, პატარა კირა?-ეცინება გიორგის და თავზე კოცნის. ქეიფსაც იწყებენ, დროსაც ატარებენ, შორიდან დამდგარი დინამიკიდან ისმის მუსიკაც და კირა და გიორგიც ჰყვებიან სიმღერის ტექსტს.
-ზაზა ბიძიამ, მე რომ თქვენი თავი გამაცნო, უკვე შვიდის ვიყავი, კირა იმ დროს თვეების იყო. არასდროს, არც ერთი წამით არ მიფიქრია მასზე, რომ ეს ბავშვი ჩემი საკუთარი ნაწილიც არ იყო. გაბუშტული იყო, ხელფეხს იქნევდა და კოტეს დანახვაზე კისკისს იწყებდა. ყველაზე ბოლოს მე გაგიცანით, ბოლოს მე მიმიღეთ და ღმერთს წუთში სამოცჯერ ვუხდიდი მადლობას ამისთვის. დიდხანს იცოცხლე კირა, ჩვენ მუდამ შენთან ვიქნებით.-ნიკოს არასდროს ჩვეოდა ასეთი სიტყვების თქმა, ცოტა გასაკვირიც კი იყო მისგან და ამიტომ იყო, კირას რომ მისი სიტყვები განსაკუთრებით მოედო გულზე. უყვარდა მის გარშემო მყოფი ხალხი, უცნაურად უყვარდა და უცნაური, ძლიერი გრძნობა აკავშირებდა. ტელეფონის ხმამ გაიჟღერა, თორნიკეს ტელეფონი დღეს უკვე მესამედ რეკავდა, ისე, რომ თორნიკე პასუხს არ აპირებდა, ეს იშვიათად ხდებოდა.
-უპასუხე.-ელენემ უთხრა ბოლოს და ტელეფონი თავად მიაწოდა.
-ბატონო.-დიდი ყოყმანის შემდეგ სუფრიდან ადგა თორნიკე და მოშორებით გავიდა სასაუბროდ. მერე ისევ მიბრუნდა და ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ ჭიშკრისკენ წავიდა, სადაც დიდი სისწრაფით მომავალმა მანქანამ უეცრად დაატორმუზა. შავი ჯიპი იყო, იქ კი ვინ იჯდა მხოლოდ თორნიკემ იცოდა, სხვებს უბრალოდ ვარაუდები ჰქონდათ. მანქანაში ჩაჯდა თორნიკე ცოტა ხანს, ელენე იღიმოდა უცნაურად და ბიჭებს თვალებით ესაუბრებოდა. მანქანის რკინაშიც კი აღწევდა შიგ მჯდომი ადამიანების ყვირილი და ღრიალი.
-ყველაფერი რიგზეა?!-კირამ ისე იკითხა, დამალვას რომ აზრი არ უნდა ჰქონოდა. ნიკო იჯდა და სუფრაზე იყო მიშტერებული, კოტე ლიზას ეფერებოდა თავზე და საყვარელი ქალის შუბლზე ჰქონდა ტუჩები მიდებული. გიორგი, გიორგი იჯდა და თავი ჰქონდა დახრილი. მალულად იღიმოდა, ოღონდ ისე არა, როგორც იღიმის ხოლმე, ლაღად და გულღიად. კირას შეხედა და მერე ელენეს.
-მისი დეიდაშვილია, თორნიკეს სამთავრობო საქმეში შეთრევა უნდათ და ის ხელს უშლის.-უღიმის ელენე და ღვინოს წრუპავს. მისთვის არ იყო ისე დალევა ნაცნობი და ჩვეულებრივი, როგორც ამას დანარჩენები აკეთებდნენ, ის ამერიკაში აღზრდილი ქართველი იყო, რომელიც მცირედი ღვინის სმისგანაც იღებდა სიამოვნებას.
-მისი დეიდაშვილი?-კირას უცნაურად შეუთამაშდა სახე.-რა ქვია? მგონი ვაჩე ხო.-ელენემ თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი.
-თორნიკემ უთხრა, თუ მე გამოვყვებოდი, ის საქმეს ჩამოშორდებოდა, ისე კი რასაც ეტყოდნენ გააკეთებდა. არავის ეგონა მე თუ ჩამოვიდოდი, ამიტომ ნუცასაც დიდად არ ვეხატები გულზე.-ეღიმება.-ვაჩე ყოველთვის ცდილობდა თორნიკეს საქმიდან გაყვანას, მაგრამ რაღაც მოხდა აშკარად და ეს ამბავი არ მომწონს.-ეღიმება ისევ და მანქანისკენ იყურება, საიდანაც მხოლოდ სიჩუმე ისმის ამჟამად. ფანჯარა იწევა და იქედან გადმოყოფილი სიგარეტი ჩანს ორ თითს შორის მოქცეული, რომელსაც კვამლი ასდის და რომელიც ნერვიულობის ერთგვარი სიმბოლოა. საუბარი ჩუმია, თითქოს არც ისმის, მაგრამ რაღაც სიტყვების გაგება მაინც შესაძლებელია. იმდენად ბნელა მანქანაში, რომ სილუეტსაც ვერ ამჩნევს კირა, რომელსაც გული გამალებით უცებს. თორნიკე მანქანიდან გადმოდის, მანქანა კი ისევ დიდი სიჩქარით სწყდება ადგილს. თორნიკეს ნანერვიულები სახე აქვს, რომელიც არც ერთის მხედველობას რჩება შეუმჩნეველი. გიორგი სერიოზული სახით ეყრდნობა მაგიდას იდაყვებით და წინ მჯდარ ძმაკაცს უყურებს.
-მოყვები, თუ რას იზამ.-ყელში ამოსდის თორნიკეს დუმილი და აგრესიულად მიმართავს.
-გამიტ.რაკეს რა.-ხელი აიქნია და ელენეს შეხედა.-მორჩა, გავწყვიტე ყველაფერი. ნუცასთან წავალთ ხვალ და მოეწონება ეს თუ არ მოეწონება, მოუწევს რძლად გაღიაროს.-ღვინოს სვამს, ელენეს ხელზე კოცნის და იღიმის.-ბოდიში რა, კირა. შენი დღე დაგიძაბე.
-ნუ სულელობ რაღაცებს.-კირა უღიმის.-შემოსულიყო შენი დეიდაშვილიც, თორნიკე.-უცნაურად უნდა ვაჩეს ნახვა, რომელზეც ბავშვობიდან მოყოლებული, მხოლოდ ლეგენდები სმენია.
-საქმე ჰქონდა, შევთავაზე.-ეცინება თორნიკეს, კირა მუდამ ეკითხებოდა ვაჩეზე, რადგან ვაჩე, მუდამ იყო თორნიკესთვის მისაბაძი ადამიანი.
-მჯერა რომ შესთავაზებდი.-კირა ფრუტუნებს და გიორგის უყურებს, რომელიც თვალებით თითქოს ხვრელს აკეთებს თორნიკეს შუბლში და ხვდება, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის, როგორც თორნიკე უდგება.
-რაო, ისევ დამალვის აზრს აწვება?-ბოლოს კითხულობს და თორნიკეც მომარჯვებულ ჩანგალს თეფშზე აბრუნებს.
-ვის უნდა დავემალო ისიც არ ვიცი. რამე არაკანონიერი თუ გავაკეთე, არც ეგ ვიცი. ერთი რაც მითხრა, ის არის, რომ ელენე უნდა დავიცვა, სავარაუდოდ დედაჩემის ამბავია. მე დამალვას არ ვაპირებ, ამიტომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი, თუ არა და დამემშვიდობებიან და ეგ იქნება. დავიღალე, რა. მთელი ცხოვრება მაგათ მაფიებში ვარ გახვეული, არც მკითხეს მინდოდა, თუ არა.-ნერვის ძაფი უწყდება თორნიკეს და ელენე საკუთარ თითებს დაჰყურებს, რომელზეც თვალისმომჭრელად ბზინავს თორნიკეს ბებიის ნაჩუქარი ბეჭედი, რომელიც წასვლის წინ მისცა ნელი ბებიამ თორნიკეს.
ყოველთვის ყველას ეგონა, რომ ბოლოს კირა და თორნიკე ერთად იქნებოდნენ. ეგონათ, რომ ეს თხა გოგო, მაინც თავისას მიაღწევდა, თორნიკეს თავს შეაყვარებდა და წინასწარ თვლიდნენ სარძლოდ, სულ პატარა, 15 წლის გოგოს. ნელიმ, ის ბეჭედი კირასთვის გამოიმეტა, მაგრამ ბოლოს ელენეს თითზე აღმოჩნდა, რაც კირასთვის, გასაკვირად, შვების მომგვრელიც კი აღმოჩნდა. უყვარდა ნელი ბებო, მასთან საუბარი, მისი მარგალიტის მძივი და ასაკისგან დამჭკნარი, ლამაზი თითების სრიალი მის თმაზე. მშობლების გარდაცვალების შემდეგაც, სწორედ ნელი იყო ის ქალი, დღეს და ღამეს რომ მათთან ათევდა, ობოლ და-ძმას უვლიდა და ემოციურად გვერდში ედგა. კირაც თორნიკეს ხედავდა ამ ქალში და განსაკუთრებით ამშვიდებდა ბუხრის წინ მის კალთაზე ძილი. მერე ნელიმაც დატოვა და რომ ეგონა, თორნიკე ახლა მაინც ჩამოვიდოდა და დაბრუნდებოდა, ის იმედიც გაუქარწყლდა ქალის სხეული რომ მიწაში ჩაასვენეს და საკუთარი მუჭით მიაყარა მიწა. ახსოვს იმ დღეს თორნიკეს დედის სიტყვები, რომელიც დედამთილის გარდაცვალებას, დიდად არ გლოვობდა. “-კირა, თორნიკეს ნუ ელოდები, შენ მისი სწორი არ ხარ.” მშვიდი იყო სიტყვები და მშვიდი იყო ქალიც. ის სიცივე, რომელიც ამ ქალისგან მოდიოდა, როგორც წესი არ ახასიათებდათ გურულ ქალებს. ყოველთვის ფიქრობდა კირა, რომ ქალი გენეტიკური გარღვევა იყო, ყინულის ლოდი და რკინისგან გამოჭედილი ფიტული. მაშინ კირა 20 წლის იყო. 20 წლის ზრდასრული ქალი, რომელიც 4 წლიანი დეპრესიის შემდეგ, ძლივს მოიყვანა გიორგიმ აზრზე და ამ ქალის სიტყვებმა საბოლოოოდ გამოაფხიზლა.
-გამაგრდი ელე, აფთარი დედამთილი გყავს.-ნიკომ გაიღიმა და დაძაბულობა თითქოს გაფანტა.
-დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე ეგ ფაქტი.-ეცინება ელენეს და თორნიკეს კოცნის ლოყაზე.
-ყველა ერთნაირი რკინისები როგორ არიან, ვერ ვიაზრებ.-თორნიკეს ეცინება და თავს აქნევს დანანებით.-ვაჩეც ეგეთი გახადეს.
-კაი რა, თავიდანვე ეგეთი იყო ვაჩე.-კოტე ხელს აქნევს და ლოზას თეფშზე ხაჭაპურს დებს.
-ამ დონის რკინა, არასდროს ყოფილა.-თორნიკე ისევ ჩაფიქრებულია და კირას უყურებს მერე, მოგონებებში რომ არის ჩაკარგული.-დედაჩემი ვერასდროს გიტანდა.-იცინის ცოტა ხნის შემდეგ.
-მაგრამ დედაშენმა მომიყვანა აზრზე, შენი წასვლიდან 4 წლის მერე.
-მე აღარაფერი მიკეთებია.-ეცინება გიორგის.
-არა, ნუცამ მიმახვედრა, რომ გამოფხიზლების დრო იყო.-ისე კომფორტულად საუბრობდა წარსულის ტკივილზე, კიდევ ერთხელ რწმუნდებოდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერს გადალახავ, ყველაფერს მოითმენ და გადაყლაპავ ბოლოს.
-რა გითხრა?-თორნიკე უცნაურად ნერვებ მოშლილი გახდა წამიერად.
-აღარ გვინდა ამაზე, რომ ნახავ, მადლობა გადეცი, თუ მოახერხებ.-უღიმის და ანიშნებს რომ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანოს.
მშვიდად მიდის საღამო, მცირედი დაძაბულობა ფანჩატურის გარეთ გავიდა და მარტო დატოვა სამეგობრო. მე სამეგობროს ვერ დავარქმევდი, უფრო ოჯახი იყვნენ. იმაზე ძლიერი ოჯახი, ვიდრე სისხლით ნათესაობა დააკავაშირებდათ. სასიამოვნო იყო მათთან გატარებული დრო, და თბილისში დაბრუნების შემდეგაც სხვანაირი მუხტით იყო სავსე. მუხტით, რომელსაც სიცარიელის შევსებისას ვიღებთ ხოლმე. საქმეებს ელვის სისწრაფით აგვარებდა კომპანიაში, რომ თვის ბოლოს, მივლინებაში წასული კოტეს ნაცვლად, თავად წასულიყო სოფელში და იქაურობისთვის ეპატრონა. ნუცას, შვილის დაკარგვის შიში თუ მოტეხდა და რქებსაც მოატეხდა ვერასდროს იფიქრებდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ქალს გრძნობები ჰქონდა, შვილები უყვარდა და ელენესაც მიიღებდა შვილის ხათრით. დედით მეგრელი ნუცასთვის, მარად პრობლემად დარჩებოდა რძლის საკითხი, მაგრამ სხვა გზა აღარ რჩებოდა. ასე და ამგვარად, სექტემბრის ბოლოს ჩანიშნეს ქორწილი იმ ვენახებში, სადაც კირას მუდამ სიამოვნებდა გიორგისთან ერთად ბოდიალი და თორნიკეზე საუბარი. თორნიკეზე, ან უფრო თავის გრძნობებზე, თორნიკეს მიმართ რომ ჰქონდა. აგვისტოს ბოლოს წავიდა კახეთში, მიუხედავად ონლაინ გადასული საქმისა, მაინც არ ჰქონდა მოსვენება, მუდამ საუბრობდა იურისტთან, ანუ ნიკოსთან და ფინანსური, ბუღალტერიის სამსახურის უფროსებთან, რომლებიც მართავდნენ მოლაპარაკებებს და ონლაინ აგზავნიდნენ ხელშეკრულებებს. სექტემბერში სასტუმროების ქსელში შეშვებული საკუთარი პროდუქციაც ჩაუშვა სოციალურ ქსელებში რეკლამის სახით და მერე კიდევ უფრო დაემატა საქმე. არ ეძინა, აკითხავდნენ ბიჭები, ჩადიოდნენ და რჩებოდნენ მასთან, მერე თორნიკე და ელენე ჩავიდნენ, მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს ნოემბრამდე გაეგრძელებინათ შვებულება და მარტოც აღარ იყო. ელენე და თორნიკე აკეთებდნენ სახლში საქმეებს, სანამ კირა ხან ვენახში მუშახელს მითითებებს აძლევდა, ხან ლეპტოში ჩაყუდებული კითხულობდა დოკუმენტებს. ნიკოს ჩაჰქონდა ფურცლების დასტა, რომელზეც ხელშეკრულებების მთელი სია ეწერა, მომავალ პროექტებს ონლაინ შეხვედრის დროს განიხილავდნენ. მოკლედ, დუღდა კირას ცხოვრება, თავით იყო გადაშვებული საქმეში. ნიკოს დაცლილი სასამართლოს გამო, საქმე დიდად არ ჰქონდა და თავადაც გადაწყვიტა კახეთში გახიზვნა. კოტე და ლიზი ხშირად რეკავდნენ, ტკბებოდნენ იტალიის ვენახებში, იტალიური ღვინის დაგემოვნებით, დადიოდნენ სხვადასხვა მეღვინეობებში, საუბრობდნენ ექსპორტსა და იმპორტზე იტალიელ მეღვინეებთან და ახალი იდეებით ივსებოდნენ. ლიზიც მათი ნაწილი ხდებოდა, მიხვდა საბოლოოდ იქცა დაქალი რეალურ ოჯახად, კოტემ რომ უთხრა ხელი ვთხოვე და დამთანხმდაო. გაგიჟებული იყო კირა, სიხარულისგან ფრთები გამოება თითქოს და ფიქრობდა, ამაზე დიდი ბედნიერება არასდროს განმიცდია ცხოვრებაშიო. სექტემბრიდან დაიწყეს ქორწილის მზადება, დადიოდნენ ყველგან, გიორგი თბილისში დარბოდა მათ საქმეებზე, ისინი კახეთში აგვარებდნენ. ნიკოს საქმე ემატებოდა, კოტე და ლიზი კი სამშობლოს დანიშნული წყვილის სტატუსით უბრუნდებოდნენ. ცხელი იყო აგვისტოც და სექტემბერიც კახეთში. ფერიცვალების შემდეგ ყურძენს ფერი ეძლეოდა, საფერავისა და რქაწითელის ვენახებს შორის გადაწყვიტეს მაგიდის ჩადგმა, განათებებითა და უამრავი ყვავილით, რომელიც წესით ვერ უნდა ეშოვათ სექტემბერში, მაგრამ იშოვეს. შეუძლებელი არაფერი იყო, მაშინ, როცა კირას პირველ სიყვარულს ჰქონდა ქორწილი, შესანიშნავ ქალზე ქორწინდებოდა და ახალი ოჯახიც მათ ხელებში ცხვებოდა. გიორგიმ შვებულება აიღო, მათთან გადავიდა და იგემა დასვენების დროს დაღლის რეალური ხიბლი.
დილით ადრე ადგა, საქმეები არ ილეოდა, სავსე იყო სტუმრებით გიორგის და კოტეს სახლები. ნიკოს არ უყვარდა საკუთარი სახლი, არასდროს რჩებოდა იქ და ხანდახან თუ მოინახულებდა ხოლმე სამადლოდ შესულ მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ათხოვა საკუთარი მამის აშენებული დიდი სახლი, ხეხილის ბაღითა და პატარა ვენახით. არ იფიქროთ, რომ თავისი სახლი არ უყვარდა. უბრალოდ არ სურდა ბავშვობის ტკივილების შეგრძნება, იმ სახლში, რომელში გათეული ყოველი ღამე კოშმარის ტოლფასი იქნებოდა მისთვის. ნიკოს არ უყვარდა გაღვიძება, აფასებდა მშვიდ ძილს, არ სურდა ცუდ სიზმრებს ებატონათ მასზე და საღი აზრის დაკარგვის საშუალება მიეცა საკუთარი თავისთვის. გიორგის სახლი მთლიანად ელენეს ნათესავებს დაეთმოთ, თორნიკეს სახლში მისი ოჯახი იყო შეფარებული, მეგობრები კი, როგორც ყოველთვის კოტესა და კირას სახლში იყვნენ და თავით იყვნენ გადაშვებული საქორწინო საქმეებში. გარიჟრაჟზე წამოდგა საწოლიდან კირა, მალე თბილისიდან ჩამოვიდოდა ელენესთვის დაქირავებული ჯადოქრების გუნდი, რომლებსაც პატარძლის მომზადება ჰქონდათ დავალებული ისე, რომ თორნიკეს ვერ ეცნო როცა დაინახავდა. სისულელეა, გარდასახვა უნდოდათო რომ მეთქვა, ელენე ისედაც ბრწყინავდა სიყვარულით და თორნიკე ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საყვარელი ქალისთვის მიეცა ყველა სხივი, რომ მას ებრწყინა.
-გიორგი, გაიღვიძე, არაა ძილის დრო.-გვერდით მიწოლილს ანჯღრევს და გიორგიც შეძლებისდაგვარად სწრაფად ახელს თვალებს. ემზადებიან, კირას არ უყვარდა სხვისი გაკეთებული მაკიაჟი, ამიტომ თავად მოიწესრიგა თავი, თმაც თავად დაისწორა და გაიშალა. ბზინავდა კირას ყავისფერი თმა, როგორც ყოველთვის. ნუშის ფორმის თვალები იმ ფრად შეეღება, ლამაზად რომ გამოჩენილიყო მზეზე აბრჭყვიალებული თაფლისფერი სფეროები. ისე ხომ ყავისფერი თვალები ჰქონდა და აამავე ფერის თმა, მაგრამ მზეზე გასვლის დროს, თვალები ოქროსფრად იწყებდნენ ნათებას, თმა კი მოწითალოდ უპრიალებდა. ჭაობის ფერი კაბა ეცვა კირას, მხრებზე გამჭირვალე, “შიფონის” ნაჭერი ჰქონდა შემოხვეული და ოდნავი ნიავის ფონზე, მწვანე ნაჭერი მომხიბვლელად იწყებდა ფრიალს. ელენეს ოთახი მალე აივსო დიზაინერებითა და ვიზაჟისტებით. ყველა რაღაცას აკეთებდა, კირა დარბოდა, განათებებზე, ნათურების თეთრისა და ოქროსფერის თანმიმდევრულად დამაგრებასა და გაბმაზე. კოტე და ლიზი აგვარებდნენ მზარეულებთან საქმეს, ღვინო, რა თქმა უნდა, საკუთარი მარანიდან გასცეს კოტემ და კირამ. სხვადასხვა დეტალებზე დარბოდნენ, მეჯვარე გიორგი ტაძარში უკვე მისულიყო და დეკორაციებს ამოწმებდა, როცა ელენე მზადებას მორჩა. ოთახში ნუცა შევიდა და რძალს შემფასებლური თვალით მოატარა მზერა, ნუცას დედა ეხვეოდა გოგოს, ასევე თორნიკეს დაც იყო იქ, რომელიც უბრალოდ დიპლომატიურად იღიმოდა და კომპლიმენტებით ამკობდა გოგოს. ელენეს დედა და პატარა და იყვნენ ოთახში და ქალს თვალებზე მცირედი ცრემლი უელავდა, მოსწონდა შვილის ბრწყინვალება, მოსწონდა თორნიკე, როგორც სიძე და ის მზერა, რომელიც თორნიკეს გამო ჰქონდა ელენეს.
-მზად ხარ?-კირამ შემოყო ოთახში თავი და შეკრებილი ხალხი რომ დაინახა ოდნავ დასერიოზულდა.-ყოველთვის ხომ შესანიშნავი ხარ, მაგრამ ანათებ ელენე.-გადაეხვია გოგოს და სიყვარულით სავსე თვალები მოატარა სახეზე.-გაგიჟდება, შეიძლება დაეცეს სადმე.-ჩუმად უთხრა და ოთახში შემოსულ გაღიმებულ ნიკოს შეხედა. ელენეს მამაც გარდაცვლილი ჰყავდა, არც ძმა ჰყავდა, მისი ბიძაშვილების მაგივრად კი, ისურვა ნიკოს მიეყვანა თორნიკემდე, მკლავ გამოდებული. ნიკო უღიმოდა ქალს და უხაროდა, ის ფაქტი, რომ ასეთი საოცარი ქალი იქნებოდა მისი ძმობილის ცხოვრების მეგზური.
-წავიდეთ ელე, ისედაც დიდხანს ვიცადეთ.-გადატანითი მნიშვნელობით თქვა, ელენეც მიუხვდა და კირაც, ოთახიდან გავიდა კირა და კიბეებზე შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩავიდა, კოტეს და ლიზის ამოუდგა გვერდით და კიბეზე ჩამოსულ პატარძალს გახედა. თორნიკეს შეკავებული სუნთქვა აღიმებდა. ალბათ საოცარი გრძნობა იქნებოდა საყვარელი ქალის თეთრ, ფერიას კაბასავით ნაზ კაბაში ხილვა. ელენე არ იყო ფერია, არ იყო უცოდველი კრავი, თუმცა მის შავ თმას სასწაულად უხდებოდა თეთრი კაბა და ამას ნებისმიერი ადამიანი ხვდებოდა, ვინც ამჟამად ოთახში იდგა.
-აბა შენ იცი, თუ გააბრაზებ ყურებს დაგაჭრი.-ნიკომ სიცილით დაარტყა მხარზე ხელი ძმაკაცს და ელენეს ხელი ხელში ჩაუდო. მანქანაში ისხდნენ ელენეს მეჯვარე თიკა, ნიკო, თორნიკე და ელენე. კოტესთან და ლიზისთან იჯდა კირა და ტაძრისკენ მიმავალ გზაზე პატარძლის მანქანის უკან ადევნებულები მისდევდნენ. ჯვრისწერის შემდეგ, ფოტოები გადაიღეს, იყალთო იყო ფონზე და ულამაზესი იყო წყვილი. ნუცაც კი იღიმოდა მათ დანახვაზე, ეს კი შეუმჩნეველი არ რჩებოდა იქ მყოფთაგან არავის. მზის ჩასვლა იწყებოდა სახლისკენ რომ დაიძრნენ, სტუმრების ნაწილი უკვე მისული იყო და ამ ულამაზესი დეკორებითა და ადგილით ტკბებოდა. დაღლილები დაეშვნენ საკუთარ სკამებე და მაგიდის თავში მჯდარ წყვილს გახედეს. სულ 30 კაცი იყო ქორწილში, აქედან 29 კი უკვე ადგილზე იყო. ერთი რჩებოდა, თორნიკეს არ ეგონა თუ საერთოდ მივიდოდა გამოკლებული სტუმარი, მისი სამაგალითო ადამიანი, მისი ძმა და ერთ დროს მისი ღმერთი, მაგრამ მივიდა.
-ძალიან დავიღალე, თქვენს ქორწილამდე უნდა დავისვენო გემრიელად.-ოხრავს კირა და საოცრად მოშიებული იღებს პომიდვრის ბრუსკეტას.
-ახლა საიდანმე მწვადი დამეცეს, ყველაფერს მირჩევნია.-ლიზი ბუტბ უტებს და კოტე ხითხითებს საცოლის სიტყვებზე. გიორგი წყვილის გვერდით ზის, როგორც მეჯვარე და საცოდავი სახით შეჰყურებს ცოტა მოშორებით მჯდარ მეგობრებს, თვალებით ესაუბრება კირას, უცებ რომ უშეშდება მზერა და კირაც მის მზერას თვალს აყოლებს. თორნიკეს ძალიან ჰგავს მამაკაცი, რომელიც ნელი, მშვიდი, თავდაჯერებული ნაბიჯებით, ოდნავი ღიმილით მიაბიჯებს სუფრის თავში მჯდარი წყვილისკენ. თორნიკე დგება, მისკენ მიდის და მკლავებს სიხარულით ხვევს მხრებზე.
-მეგონა არ მოხვიდოდი.-ისე ეუბნება, როგორც პატარა ბავშვი ეტყოდა უფროს ძმას და ახლა ელენესკენ წასულს უყურებს ვაჩე მაჩაბელს, რომელიც დიდი სიყვარულით იკრავს გულში რძალს.
-რატომ არ მოვიდოდი?-თორნიკეს ურტყამს მხარზე ხელს.-გილოცავთ, ბედნიერებას გისურვებთ. იმედია მუდამ ასეთ ბედნიერებს შემოგხედავთ ჩემი თვალები.-თორნიკეს გასაგონად ამბობს და ელენეს შუბლზე კოცნის.-თუ გაგაბრაზებს მე მითხარი, ხო იცი, ჩემი ეშინია.-ეცინება და მაგიდას გადაჰყურებს. ყველას იცნობს ასე თუ ისე, დედას თვალს უკრავს, რომელიც მოშორებით ზის და დეიდას თვალს არიდებს. მერე სამეგობროს უყურებს, გიორგის ჩაფიქრებულ მზერასაც ამჩნევს. ყველაფერს ხედავს მისი თვალები, ყველაფერს შიფრავს და ბოლოს კირასაც ედება მხურვალე მზერა. ეღიმება ქალის გაოცებულ სახეს რომ ამჩნევს. მან კარგად იცის კირას ძველი გრძნობების შესახებ, ისევე როგორც სუფრაზე მჯდარმა ყველა ქალმა და კაცმა, ელენეს ოჯახის გარდა. კირა საკუთარი იდეის შედეგს, ცოლიკაურისა და რქაწითელის ბლენდს მიირთმევს და გიორგის უყურებს. ამჩნევს კირა, რომ ახლა, მის წინ მამის გვერდით მჯდარი ვაჩე, სწორედ ის კაცია, ბოლო სამი წლის განმავლობაში რომ სიზმრებიდან ვერ აგდებს. ის არის, გამუდმებით იმეორებს გულში, რომ სწორედ ის არის, ვისაც ამდენი წელი მისდევდა სიზმრებში, ვის გამოც მშვიდი ძილი დაერღვა, ვის გამოც თეთრად გათენებული ღამეების დათვლაც აღარ შეუძლია და მერე გიორგის უყურებს. რთულია თვალი მოაშორო ვაჩე მაჩაბელს, მაგრამ გიორგი სჭირდება, ისე როგორც წყალი სჭირდება დამშრალ კალაპოტში, ტალახში ჩარჩენილ მოფართხალე თევზს. დინებას მიჰყვებოდა კირა, თუმცა დინება ამ წამს შეწყდა მის ცხოვრებაში.
-დიდი ხანია არ შევხვედრილვართ, ვაჩე.-ნიკო უღიმის და ღვინოს უსხამს.
-მართლაც დიდი დრო გავიდა.-იღიმის კაციც. რამდენიმე წლით უფროსი იქნება ბიჭებზე, თუმცა დიდად ვერ შეატყობდით, რომ არ იცოდეს ისედაც კირამ.-თქვენ ალბათ, კირა.-ქალს უყურებს გამჭოლი მზერით, თითქოს ეუბნება მე ვარ, ვისაც სამი წელია ელოდებიო და კირაც სუფრიდან დგება.
-დიახ, მე ვარ კირა.-უღიმის.-უკაცრავად, ცოტა ხანს დაგტოვებთ.-გიორგის თვალებით ესუაბრება, ისიც ცოტა ხანში დგება და სახლისკენ წასულ კირას მიჰყვება უკან. ნიკო და კოტე უყურებენ ერთმანეთს, მერე ნიკო ოხრავს და თავადაც მიჰყვება ქალს, კოტემ იცის, რომ მისი გასვლა უკვე საეჭვოდ მოეჩვენება ყველას. არც ისე დიდი ქორწილია, იმისთვის, რომ რამე შეუმჩნეველი დარჩეს, ამიტომ რჩება ადგილზე და ამიტომ უყურებს თორნიკეს, რომელიც ისედაც ყველაფერს ეჭვობს ვაჩეს ადგილზე დაჯდომის შემდეგ.
-რაღაც ხდება კირას თავს.-თორნიკე ჩუმად ეუბნება ელენეს და ხელზე კოცნის ქალს.
-ვფირობ, ვაჩეს ეხება.-ელენეს მზერა კაცზე ჩერდება, რომლიც ღიმილით სვამს ორ ყლუპ ღვინოს და სიამოვნებისგან ეხუჭება თვალები. კარგ ღვინოს შეუძლია ლოდის დამტვრევაც, ზღვის დაშრობაცა და ადამიანის გალღვობაც. მწვანე თვალები კი უცნაურად უელავს ამ წამს ვაჩე მაჩაბელს.
-იმედია ვაჩეს არ ეხება. ცოდოა კირა, აღარ უნდა დაიტანჯოს.-ოხრავს თორნიკე და მამას უყურებს, რომელიც წყვილს ლოცავს. სახლში შესული კირა, მაცივრიდან იღებს ცივ წყალს და ერთი ამოსუნთქვით ცლის. სამზარეულოს კართან ჩამომდგარ გიორგის მალევე ეწევა ნიკო და ორივე უყურებს მხრების ცახცახით სამზარეულოს დახლზე დაყრდნობილ ქალს.
-შენ იცოდი, ეჭვობდი, არა?-გიორგის უყურებს კირა და მისკენ ბრუნდება.
-ეჭვის გამო ვერ აგაფორიაქებდი.-გიორგიც სვამს წყალს და კირას უყურებს.
-შენ რა, ვაჩეს ხედავ სიზმრებში?-ნიკო ჯერ ისევ შოკშია, არ უნდა გაიაზროს რომ იმ მონსტრ კაცს რაღაც კავშირი აქვს კირასთან.
-როგორც ჩანს ასეა.-კირამ თავზე გადაისვა ხელი და გიორგის შეხედა.-ყოველთვის ასეა, შენ ფიქრობ, მაგრამ არასდროს მანდობ შენს ფიქრებს.-ოხრავს.-როდის უნდა გაიაზრო, რომ შენი პაციენტი კი არა, შენი მეგობარი ვარ?
-მეგობარი რომ ხარ, მაგიტომ არ გითხარი.-გიორგის თვალები ბრაზითა და უიმედობით აქვს სავსე.-იმ კაცთან არაფერი უნდა გაკავშირებდეს. საკმარისად არ დაიტანჯე?-თავს ხრის ქვემოთ და ნიკოს უყურებს.
-რაც არ უნდა იყოს, მიზეზი უნდა გავიგო, სულ რომ მიწიდან მომიწიოს ამოთხრა!-ამბობს და ფეხზე დგება სახლში შემოსულ აწ უკვე დაქორწინებულ წყვილს და კოტეს რომ ხედავს, ლიზასთან ერთად.
-რისი მიზეზი, კირა?-თორნიკე ეჭვით უმზერს ქალს და ნიკოსა და გიორგის უყურებს.
-ხვალ ვისაუბროთ, დღეს თქვენი დღეა.-უღიმის წყვილს და ანიშნებს რომ გავიდნენ. ერთად მიდიან, ბავშვობის მეგობრები არიან, ორი შემატებული არაჩვეულებრივი ადამიანით. ყველას თავში სხვადასხვა რამ ტრიალებს, ყველა სხვადასხვა რაღაცას ფიქრობს. კირა უკვე უნდა დაჯდეს, თორნიკეს ხელს რომ გრძნობს ხელზე და კაცს უყურებს.-თავი არ დაკარგო, კირა.-ძალიან ჩუმი ხმით ეუბნება, ისე რომ ელენესაც ძლივს ესმის და სუფრაზე გაჩენილი ხმაურის მიუხედავად მაინც იგებს, ეღიმება და კირას თვალს უკრავს. ქალი ადგილს იკავებს მსუბუქი თავის დაკვირს შემდეგ და ახლაღა აკვირდება მის წინ მჯდარ მამაკაცს, რომელიც მალულად აპარებს მზერას მისკენ, მიუხედავად იმისა, რომ თორნიკეს მამასთან საუბრობს.
-სიმპატიური მაინც არის.-ნიკო ჩუმად ეუბნება და თვალს უკრავს, ყოველთვის მის გვერდით იქნება. ნიკოს სიტყვები არასდროს იცრიცება. “მუდამ შენს გვერდით, მუდამ შენს ირგვლივ, მუდამ შენთან, კირა!”
-ხო, ვერ დაიწუნებ.-ეცინება და ტელეფონს დაჰყურებს, უცნობი ნომრიდან ესემესია.
“-ამ ქორწილის მთავარი გმირი შენ ხარ, ეს ყველამ იცის. ანათებ, კირა.”
გული ამოვარდნას აქვს, წინ მჯდარ მამაკაცს უყურებს, გადამოწმებაც არაა საჭირო, ისე იცის ვისგანაა ესემესი და საკუთარ ძლივს შექმნილ სიმშვიდეს გლოვობს, რომელსაც იცის, აუცილებლად დაკარგავს ამ კაცის ირგვლივ. მამაკაცის თვალებს თვალს ვერ აშორებს, ვაჩეს თვალებისკენ გაპარული ყოველი მზერა მასში გაურკვეველ ემოციებს იწვევს. უნდა რომ მათში ჩაძვრეს და ამ თვალების საიდუმლოებები ამოხსნას. სასწაულად უნდა გაარკვიოს რას გრძნობს. ეს ხომ ბანალური სიყვარული არ არის, არა? ეს არც ის გრძნობაა, აქამდე რომ სულს უბრდღვნიდა კირას თორნიკეს მიმართ გრძნობების გამო. ეს სულ სხვა რამეა, ეს გრძნობაა, რომელსაც ვერ ხსნის, ან როგორ უნდა ახსნას, პირველად ხედავს ამ კაცს, პირველად ხედავს ცხადში მის თვალებს, მის სხეულს, მის თითებსა და ტუჩებს. საოცარი ღიმილი აქვს ვაჩეს. ისეთი არა, როგორიც თორნიკეს აქვს, განსხვავებულია, მაგრამ თვალებში რომ ჩახედავ ამ კაცს, თვალებით ნამდვილად ჰგავს თორნიკეს, რასაც ვერსად გაექცევა კირა. მზერა მაინც სულ სხვა აქვს. თორნიკეს თვალები მუდამ სითბოს და მზრუნველობას გადმოსცემდნენ კირას მიმართ, მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა. ვაჩეს თვალები ცივია, მწვანე ყინული, მწვანე ტბა დათოვლილ მთებს შორის მოქცეული, კირას კი ყოველთვის ეშინოდა ტბების. ახლაც ასეა, კირას ეშინია, ამ შიშს კი ნამდვილად კარგად გრძნობს, სიძის გვერდით მჯდარი გიორგი, მის გვერდით მჯდარი ნიკო და მეორე გვერდით მშვიდად მჯდარი კოტე. მისი შიშის სურნელი ლიზასაც სწვდება და მოსვენებას უკარგავს ქალს. უკვე თორმეტს გვარიანად სცდება, როცა კირა გრძნობს, როგორ ერევა ძილი. ირგვლივ გაშლილ მხიარულებას ხელს არ უშლის და მეგობრებს აფრთხილებს, რომ დასაძინებლად მიდის. ძალიან აინტერესებს ისევ თუ ნახავს სიზმარში ამ კაცს, მთელი საღამო რომ თვალებში უყურებს გაჯიქებული. იცის კირამ, მშვიდ ცხოვრებას რომ ნელ-ნელა ემშვიდობება და ცდილობს მაქსიმალურად შეინარჩუნოს სიმშვიდე. საკუთარ საძინებელში შედის და წყლის გადავლებას აპირებს, კარი რომ უცბათ, დაუკაკუნებლად იღება და ოთახში მაღალი სილუეტი შედის.
-მთელი საღამო განგებ არ დგებოდი ადგილიდან?-პირდაპირ კითხვას იწყებს კაცი. თითქოს, პირველად კი არ ნახა ეს ქალი, არამედ მთელი ცხოვრება გაატარა მასთან ერთად.
-უკაცრავად?-ცოტა შეშინებული და შეცბუნებულიც კი არის. არ ელოდა, ვერც იფიქრებდა ვაჩე თუ პირველივე დღეს პირდაპირ კონტაქტს გადაწყვეტდა. კარგად იცის კირამ, გიორგის უკვე კარგა ხნის შემჩნეული ექნება ამ ორის გაუჩინარება და რომ რამე მისი მეგობარი სავარაუდოდ მისკენ მიიწევს.
-დაიღლებოდი თვალთმაქცობით. როგორი რთულია საყვარელი კაცის ქორწილის დაგეგმვა, მერე მის ქორწილში მხიარულად ჯდომა და მისი მსგავსი კაცის თვალთვალი.-ეღიმება ვაჩეს, სავარძელში ჯდება ფანჯარასთან და სიგარეტს უკიდებს.
-სახლში არ ვეწევით.-მშვიდად ეუბნება. არ აპირებს უარყოს რაიმე, ან დაეთანხმოს, ვალდებული არ არის, არც არასდროს იქნება, საკუთარი გრძნობები აუხსნას ვინმეს, თავი გაიმართლოს გრძნობების გამო, მითუმეტეს პირველად ნანახ კაცთან.
-მხოლოდ ეგ გაქვს სათქმელი?-ისევ უცნაურად იღიმის ვაჩე.-სულ აღარ გახსოვარ?
-საიდან უნდა მახსოვდეთ, ვაჩე?-გამოკვეთს მის თქვენობით მიმართვას და წარბს წევს ზემოთ. ვაჩე ის კაცი არ არის, ვინმეს აწეულმა წარბმა დააშინოს ან რაიმე ემოცია მოჰგვაროს. დიდი ხანია, მისი სამსახური იმ სფეროს მოიცავს, სადაც წარბის აწევა მხოლოდ მას შეუძლია.
-ადრე შევხვდით. შენ თორნიკესთან დაკავშირებული ნებისმიერი დეტალი გახსოვს, მაგრამ ვერ იხსენებ კაცს, რომელიც თავიდანვე ძალიან ჰგავდა შენს საყვარელ თორნიკეს და ეს აღგაფრთოვანებდა.
-ადრე ვისაც შევხვდი, ყველას ვერ დავიმახსოვრებდი, არ შემიძლია ამდენი ადამიანის სახის დამახსოვრება. მაპატიეთ, თუ ვერ გიცანით.-ისევ იგივე ტონი, შეუვალი, მტკიცე და მკაცრი.. კირას არასდროს ეშლებოდა ტონის შერჩევა და ემოციების კონტროლი. ოთახში სიგარეტის სუნი დგას, გიორგი კი არ ჩანს. ვაჩეს თვალები წითელია. მწვანე ფერის ირგვლივ დანახული წითელი არ მოსწონს კირას. არასდროს მოსწონდა მწვანისა და წითელის შერწყმა და მიხვდა რაშიც იყო საქმე.-შენ ფხიზელი არ ხარ.
-ახლა შენობითზე გადახვედი?-ეღიმება კაცს.-ხო, ფხიზელი არ ვარ, ალბათ ასე არ მოვიქცეოდი ფხიზელი რომ ვიყო.
-დატოვე ჩემი ოთახი.-კირა ისევ მტკიცეა, უცნაურად მტკიცეც კი.
-პატარა კირა გამიბრაზდა.-ქვედა ტუჩზე კბილები ნელა დაისვა, სულ მთლად გასთეთრებოდა ტუჩი ვაჩეს.-ახლა წავალ, არ ელოდო, რომ მომიშორებ.-ადგა, მის წინ დადგა და ზემოდან დახედა ქალს.-ლამაზი ხარ კირა, ჭკუის შეშლამდე ლამაზი.-საფეთქელზე ოდნავ შეახო ტუჩები და ოთახიდან ისე სწრაფად გავიდა, როგორც შემოვიდა. 5 წუთიც არ იყო გასული, გიორგი რომ შევიდა მშვიდად და იმ სავარძელზე ჩაჯდა, სადაც რამდენიმე წუთის წინ ვაჩე მაჩაბელი იჯდა.
-რატომ არ შემოხვედი?
-საუბარი გაცადეთ.-ეღიმება გიორგის და თვალებს ხუჭავს.
-რამე რომ ექნა?-კირას ცოტათი ედება ბრაზი.
-კართან ვიდექი, კირა.-თვალებს ახელს გიორგი და შეკრული წარბებით უყურებს ქალს.
-კაიფში იყო.-მოკლედ ეუბნება, კალთაში უჯდება და თავს გულზე ადებს.
-შევამჩნიე.-ოხრავს ბიჭი, ხელებს ხვევს სხეულზე.
-იქნებ ამიტომ მესიზმრება? იქნებ ამიტომ მთხოვს ხოლმე შველას. რა უნდა გიორგი? ადრე შევხვედრილვართ და მე არ მახსოვს.-ჩუმად ბუტბუტებს.
-ნელის გასვენებაში შეხვდით. მაშინ უყურებდი თვალებზე, თორნიკეს მაშინ უფრო ჰგავდა და შენ რამდენიმე წუთი აშტერდებოდი. ისიც ამჩნევდა, იცოდა თორნიკე რომ გიყვარდა და ასე იმიტომ უყურებდი. ყველამ იცოდა შენი გრძნობების შესახებ, კირა. მაშინ ვაჩე იმაზე ცუდი იყო ვიდრე ახლაა და იმაზე უფრო სერიოზული და ლოდი იყო ვიდრე ახლა არის. წლებმა აშკარად ქცევა ასწავლა, მაგრამ წამალს თუ იკეთებდა არ ვიცოდი, ალბათ თორნიკემაც არ იცის.
-რამდენი წლის არის? საერთოდ არ მახსოვს რომ ოდესღაც შევხვდი.-ოხრავს ქალი და ახსენდება, იმ პერიოდის საკუთარი თავი, განერვიულებული, შეშლილი, ჭკუიდან გადასული. ყველგან რომ თორნიკეს ხედავდა და უნდოდა მართლა იქ ყოფილიყო მისი საყვარელი მამაკაცი.
-წესით ახლა 37ის იქნება. ჩვენზე სამი წლით უფროსი იყო. თორნიკე მუდამ ახსენებდა, მუდამ აღფრთოვანებული იყო მისით.-ეღიმება, ბავშვობა წამიერად უელავს გონებაში.
-სად მუშაობს, აშკარად არაა ჩვეულებრივი კაცი.
-ხო, ჩვეულებრივი კაცი ნამდვილად არ არის. როგორც ვიცი უსაფრთხოების სამსახურის უფროსია.
-რისი უსაფრთხოების?-არ უნდა რომ ის გაიგოს, რაც ჰგონია.
-სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, ყველგან არის, ყველაფერი იცის, ყველაფერს ხედავს.-გიორგის თვალები სივრცეში იხედებიან, გარედან ისევ ისმის მხიარული შეძახილები. ეს თორნიკეს და ელენეს დღეა, არ უნდა წაილეკოს ეს დღე კირას და ვაჩე მაჩაბელის გამო. კირამ ყოველთვის იცოდა, თორნიკეს რომ ჩვეულებრივი ოჯახი არ ჰყავდა, ისიც იცოდა ყველა, რომ სახელმწიფო სამსახურებში მუშაობდნენ საკმაოდ მაღალ თანამდებოებზე, მაგრამ ვაჩეს არსება თითქოს გონებიდან წაშლილი ჰქონდა.
-მასზე ოდესმე გელაპარაკე?
-არა, არაფერი გითქვამს.-უკვირს, გიორგიმ ყოველთვის ყველაფერი იცოდა, მას ყველაფერს უყვებოდა.
-მეძინება, აღარ მინდა ამ კაცზე ლაპარაკი.-გიორგის მუხლებიდან დგება, სააბაზანოში შედის, შხაპს იღებს და ოთახში გასულს სიცარიელე ხვდება, გიორგი მეჯვარეა, ასე უბრალოდ ვერ დატოვებს ქორწილს, ამიტომ კირა მარტო იძინებს. ღამე მშვიდია, არ ეღვიძება, არც სიზმარს ხედავს და არც შფოთავს. მშვიდად ძილი უყვარს, ყოველგვარი სიზმრებისა და ოფლში გაწურული სხეულით გამოღვიძების გარეშე.
.................
დილა ხმაურიანია, მაგრამ განსხვავებულად ხმაურიანი. საწოლის გვერდით დადებულ ტელეფონზე დროს ამოწმებს და საათი შუადღის ორ საათს უჩვენებს, დაფეთებული ხტება საწოლიდან, როგორ ეძინა ამ დრომდე ვერ იაზრებს. სააბაზანოში სწრაფად წესრიგდება და ქვემოთ ჩადის. მხოლოდ ნაცნობი ხმები ესმის, მისაღებში შესულს მხოლოდ ნაცნობი სახეები ხვდება.
-დილამშვიდობის?-ეჭვი ეპარება საკუთარ სიტყვებში.
-შუა დღე მშვიდობის.-დამარცვლით პასუხობს ლიზი და იღიმის.-გილოცავ, მშვიდად ძილს კირა.-ეცინება გოგოს და ლოყაზე კოცნის.
-რატო მეძინა?-კითხულობს და სიცილით ჯდება კოტეს გვერდით. ლიზა ცივ ყავას უდებს წინ, რომელიც გამოფხიზლებისთვის ნამდვილად სჭირდება და თორნიკეს და ელენეს უყურებს, წყვილი გაბადრულია.-აბა, როგორ მოგეწონათ ქორწილი?
-სასწაული იყო, კირა. დიდი მადლობა ყველას, მართლა ამაზე უკეთეს ქორწილს ვერასდროს დავგეგმავდი.-ელენე ბედნიერებისგან ბრწყინავს, მოხრილი ფეხები თორნიკეს ფეხებზე აქვს გადადებული და გვერდიდან ეხუტება კაცს, რომელიც სერიოზული სახით უყურებს კირას.
-ეგრე ნუ მიყურებ, თორნიკე.-ეცინება კირას და ძმის ყელში მალავს სახეს.-გიორგი, მოუყევი, რა.-გიორგის უყურებს და ისიც მშვიდად იწყებს მოყოლას კირას სიზმრებისას, რომელსაც ახსნა არ აქვს.
-მოკლედ, ვაჩე ყოფილა კირას სიზმრების მთავარი გმირი.-ასრულებს და ოდნავ შოკირებულ თორნიკეს უყურებს, რომელიც ელენეს მუხლებზე რობოტივით ხაზავს ფიგურებს.
-ანუ ეგ კაცი ვაჩეა.-ოდნავ ეღიმება და ელენეს უყურებს, საცოდავი სახით.
-ასე გამოვიდა.-კირას ხმა უცნაურია, უცნაურად მშვიდი, თითქოს არავის ქვეყნად არ აბარებს ანგარიშს, თუმცა, მართლაც მასეა.
-გოგო, ნუ გამაგიჟებ, მაზოხისტი ხარ?!-უცებ ეკითხება თორნიკე და ელენეც სწორდება დივანზე. იდაყვებს აყრდნობს თორნიკე მუხლებს და წინ იხრება.-მეგონა ის გრძნობები, ჩემს მიმართ რომ გქონდა რამეს გასწავლიდა.-თვალებს ხუჭავს, გაბრაზებულია, თუმცა კირაზე არა. გაბრაზებულია ყველაფერზე, რაც კირას ასე იმეტებს ცხოვრებაში.
-მე არაფერს ვაპირებ თორნიკე. მშვიდად ვგრძნობ თავს.-ეღიმება კირას და ყავას სვამს.
-ვაჩე ჩემი დეიდაშვილია, რომელიც უზომოდ მიყვარს და პატივს ვცემ, მაგრამ იმასაც ვაღიარებ, რომ ნარკომანი ნაბიჭ.ვარია, რომელსაც, სავარაუდოდ, სულ ფეხებზე კიდია შენი გრძნობები.
-თორნიკე, მე არაფერს ვგრძნობ. ცხოვრებაში პირველად, ვერაფერს ვგრძნობ და ეს დისკომფორტს არ მიქმნის. დინებას მივყვები, რაც იქნება, იქნება. იმ სიმშვიდეს ვერ დავთმობ, წლები რომ ვაშენებდი.-ბრაზდება კირა, თითქოს მისი ბრალია, ვაჩეს რომ ხედავს სიზმარში.
-მარტო ერთს გეტყვი, თუ შენი თავი გიყვარს, ვაჩესგან თავი შორს დაიჭირე. სულ რომ იარაღი მოგადოს შუბლზე, ეგ ჯობია, დამიჯერე.-ყავას სვამს თორნიკე და გიორგის უყურებს, რომელიც არხეინად მიირთმევს დილით დაკრეფილ ყურძენს.-შენ რეაქცია რატო არ გაქვს? ან შენ?-გიორგის შემდეგ კოტეს უყურებს, რომელიც ზედმეტად ჩაფიქრიანებული ზის და კირას მხარზე ეფერება.
-ყოველთვის ერთად ვიქნებით ჩვენ ყველა, თორნიკე.-კოტეს ხმა ისმის. ის არასდროს ერევა მსგავს თემებზე საუბრისას, მაგრამ თუ ისაუბრებს, მისი სიტყვები სიმტკიცის და თავდაჯერებულობის მეტს არაფერს გეტყვიან.-ერთმანეთის მხარდამხარ, როგორც მოვდივართ ბავშვობიდან. კირა რასაც გადაწყვეტს, ის მიიღებს ჩემგან მხარდაჭერას იმიტომ, რომ ვენდობი. თუ ვაჩე გადაწყვეტს, მას რამე დაუშავოს, მიიღებს საკადრის პასუხს, მკაცრად და სასტიკად!-სათქმელი აღარაფერია, ნიკო იღიმის. თუ ნიკო იღიმის ყველაფერი ნათელი ხდება, ეს ამბავი უბრალოდ არ ჩავლის, ქარიშხალი უახლოვდება კირას, რომელსაც ან დაამშვიდებს საკუთარი სიმშვიდით, ან თავადაც ამ ქარიშხლის ნაწილი გახდება. მაგრამ თუ გინდა გაიგო, როგორ დაამშვიდო აღელვებული ზღვა, როგორ გააქრო ქარიშხალი, მასში უნდა შეაბიჯო, ტალღებს უნდა ებრძოლო თითქოს მეზღვაური ხარ და პირველად მოხვდი შტორმში. თითქოს, ჯადოქარი ხარ, და ამ ქარიშხლის დაწყნარებას ცდილობ. ეს ნიკომ კარგად იცის და ამიტომ უყურებს ასე მშვიდად კირას, ქალს, რომლის გამოც ნებისმიერი მათგანი გადადგამს მთას. განა იმიტომ, რომ კირაა მათი ამოსავალი წერტილი, ან ის თავად ვერ გაუმკლავდება ცხოვრებისეულ სირთულეებს, არა სულ სხვა ამბავია. მათი პირობა, რომ ერთმანეთის გვერდიგვერდ იბრძოლებენ მუდამ, ერთად შეეჭიდებიან და გაუმკლავდებიან ყველაფერს ურყევია. პირობას თუ დადებ, აღარ უნდა დაარღვიო, მათ შორის კი არც ერთია სიტყვის გადამგდები, არც ერთი დანებდება, როცა მეორეს უჭირს. მეგობრობა სამყაროში ყველაზე წმინდა გრძნობაა, იცოდე და გესმოდეს ადამიანის ისე, რომ მას საუბარი არ დასჭირდეს, შენამადე სიტყვების მოსატანად. ხო და მათ გაუმართლათ, რომ ერთმანეთი ჰყავთ და ცხოვრებასთან ბრძოლაში, ერთმანეთის მტკიცე მეგზურები არიან.
.............
დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, არქიტექტორი საბოლოოდ შეარჩია კირამ. ყველა დეტალს კოტესთან ერთად განიხილავდა. არქიტექტორი 28 წლის ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა, რომელსაც განსხვავებული, ინოვაციური და სასწაული იდეები ჰქონდა. ანა მახარაძემ განათლება არქიტექტურის სფეროში, იტალიაში მიიღო და სულ რამდენიმე თვის წინ დაუბრუნდა სამშობლოს. მისი ცხოვრება შემოიფარგლებოდა სწავლით, ხატვით, ხაზვითა და თავისუფლებით. ლაღი იყო ქალი, მაგრამ გამჭრიახი. კირამ კახეთში დაპატიჟა, საკუთარი სახლისა და იმ ადგილის სანახავად, სადაც აპირებდა პატარა ქვის შატოს ჩადგმას. ძმას გადასცა კომპანიის საქმეები, თავად კი გამოაცხადა, რომ სულიერ სიმშვიდეს ეძებდა, რომელიც ცოტა ხნით მარტოს, ბუნებაში ყოფნით უნდა მოეპოვებინა. ორი კვირა იყო გასული ელენეს და თორნიკეს ქორწილიდან, რთველი მალე დაიწყებოდა. მთელი ამბები, თავზე საყრელი საქმე და საფიქრალი ჰქონდა. ანამ გადაწყვიტა რამდენიმე დღე დაკვირვებოდა იქაურობას, ამიტომ თავადაც დარჩა კირას მიპატიჟების შემდეგ კმაყოფილი. დილა იყო, ათი საათი, ანა რომ სამზარეულოში იმზადებდა ყავას. სახლის ეზოში მანქანა შევიდა, შემდეგ სახლის კარი გაიღო და მაღალი სილუეტი შემოვიდა მისაღებ ოთახში. ანა ისევ განაგრძობდა ყავის მზადებას, როცა იგრძნო, როგორ უყურებდნენ უცხო თვალები.
-გამარჯობა.-ნიკოს ხმამ გაიჟღერა, ეჭვით აკვირდებოდა გოგოს, რომელიც მშვიდი გამომეტყველებით უმზერდა, მოკლე ღამის პერანგში გამოწყობილი.
-გამარჯობა, მე ანა მახარაძე ვარ, არქიტექტორი.-ნიკოს ხელს უწვდის და ისიც ქალის პატარა თითებს თავისას აგებებს. უცნაურად ლამაზი, თხელი, გამჭირვალე კანით დაფარული თითები აქვს ანას. ნიკო ჯერ ისევ ჩუმადაა, უნდა ისე ჩაძვრეს ამ ქალის არსებაში, როგორც ამას ნებისმიერის გაცნობისას აკეთებს.
-ნიკო ჯანდიერი.-თავის სახელსაც ეუბნება და კიბეზე ჩამომავალ კირას უყურებს.
-ნიკო, მოხვედი?-ყელზე ჩამოეკიდა ბიჭს და ლოყაზე აკოცა.-ანა გაიცანი? ჩემი სასტუმროს ნახაზი უნდა შექმნას, მაგრამ ისე კარგად გავუგეთ ერთმანეთს, მგონი უარს არ მეტყვის, რთველზეც რომ შემოგვიერთდეს.-იღიმის და გოგოს უყურებს.
-გავიცანით კი.-ანა კირას უღიმის, უცნაური ღიმილი აქვს ქალს. ცოტა ცივადაც კი ეჩვენება ნიკოს და ეჭვები უღრღნიან გულს.
-ჩვენ პრობლემა არ გვექნება, ხომ იცი.-უღიმის გოგოს და საბუთების ჩანთიდან იღებს ფურცლებს.-მართალია კომპანია კოტეს შეატოვე, მაგრამ ამ საბუთებს უნდა გადახედო.-თავზე კოცნის მეგობარს და ყავის გასაკეთებლად მიიწევს, ანა რომ წინ უდებს ჭიქას.-მადლობა.-თავაზიანად უღიმის და სვამს. ეს ყავა ვერ გამოაფხიზლებს, მაგრამ ქალი პირველად ხედავს. ყავაში შაქრის გემოსაც გრძნობს, წარბებს კრავს, მაგრამ მაინც სვამს და კირას ჩუმ ღიმილს მოჭუტული თვალებით უყურებს.
-ასე ადრე, რატომ წამოხვედი?-საბუთების თვალიერებასთან ერთად საუბარს ცდილობს კირა.
-არ მძინებია, საქმეები მქონდა, ხვალ საღამოს დანარჩენებიც ჩამოვლენ, მანამდე დავიძინებ.
-წადი, საბუთებს მე გადავხედავ და მოვინიშნავ რაღაცებს.-კიბისკენ მიდის ნიკო, მას შემდეგ რაც ყავას ბოლომდე სვამს და კირა თვალს აყოლებს მის ნაბიჯებს. აშკარად გადაღლილია, მაგრამ მაინც ცდილობს არ წაიქცეს, სავარუდოდ რამდენიმე ღამეა არ სძინებია, არც ნორმალურად ჭამს საქმის გამო. აწუხებს მეგობრის მდგომარეობა და მერე ანას უყურებს, რომელიც დაცლილ ყავის ჭიქას თვალს არ აშორებს. კირამ ისედაც იცის ანა ვინ არის, ისედაც იცის რომ ანას ნებისმიერ მათგანზე აქვს ინფორმაცია, ისიც კი იცის რა ფერის ტრუსი აცვია ახლა ნიკოს, მაგრამ ხმას არ იღებს, აინტერესებს სადამდე განაგრძობს ქალი თამაშს. აინტერესებს ეს ერთი შეხედვით მშვიდი ქალი, რას იპოვის კირასთან დაკავშირებულს ისეთს, ბატონ ვაჩე მაჩაბელს რომ დააინტერესებს და გამოჩენას აიძულებს. ანა მოსწონს, არაა ურიგო ადამიანი, მშვიდია და ხანდახან სილაღეც გამოეპარება ხოლმე. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კახეთში დაეტოვებინა, მასთან ახლოს, რადგან კარგად გაეთვალა ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ვაჩე დგავდა მისკენ და რომელსაც ანას გზით თავადაც გადადგავდა კაცისკენ. მთელი დღე ეზოში ზის ანა, დაუღალავად ხაზავს და ფიქრობს. გვერდით მეზობლის შემოწოდებული შინდის კომპოტი და სიგარეტის კოლოფი უდევს. კირა ხელშეკრულებებს ამოწმებს, საბუთებს ზედმიწევნით კითხულობს და მერე ვენახში გადის, სადაც მისი მუშახელი შრომობს. ქვევრებს რეცხავენ, ძველ ღვინოებს წლების მიხედვით ანაწილებენ მარანში და ნელ-ნელა ახალი რთველისთვის ემზადებიან. ყველა თავის საქმეშია გართული, ნიკოს კი სძინავს, არც აპირებს გაღვიძებას და რამდენიმე ღამის უძინარი, ხვალ საღამოს შეძლებს გამოფხიზლებას. ანას არ უკვირს საღამოსაც რომ არ გამოდის ოთახიდან ნიკო, მაგრამ სავახშმოდ რომ უსხდებიან მაგიდას, მაინც ეკითხება, დაინტერესებული ტონით, რატომ არ დევს მაგიდაზე მესამე თეფში ნიკოსთვის.
-ხვალ საღამომდე არ გაიღვიძებს, დაღლილია, უძინარი და ძალების აღდგენა სჭირდება. ასე იცის ხოლმე, იმიტომ ჩამოვიდა ასე ადრე, ხვალ საღამოს უკვე გამოფხიზლდება.-უღიმის ქალს და გემრიელად შეექცევა შემწვარი კარტოფილის ლუკმას. ეღიმება მალულად და უკვე შუაღამეს, ანასთან საუბარს რომ ასრულებს დასაძინებლად მიდის. მშვიდად იძინებს, მეორე დღეს კი საქმეში გართული ხედავს ეზოში შესულ მეგობრებს. ნიკოს ისევ სძინავს, ვინ შეაწუხებს, ვინ გაბედავს, ვინ შეძლებს გიორგის გარდა ამ ამბავს. ხო და, გიორგიც მას შემდეგ, რაც ანას იცნობენ და კირას გვარიანად იხუტებს გულზე, მეორე სართულისკენ მიიწევს, ხელში რკინის ორი ჯოხი უჭირავს და ოთახში შესვლის შემდეგ, სწრაფად აბრახუნებს ერთმანეთზე. დაფეთებული ნიკო სწრაფად ხტება საწოლიდან და როცა აცნობიერებს რა ხდება, გიორგის გვარიანად აგინებს.
-მერამდენედ უნდა მიჩალიჩო?!-ყვირის და საწოლიდან დგება.
-მომენატრე შე.ჩემა, ორი კვირაა არ მინახიხარ.-მხარზე ხვევს ხელს და ნიკოსაც ეცინება, გიჟია გიორგი, როცა აწყობს, ყოველთვის ისე იქცევა, როგორც საჭიროა, როგორც აწყობს, როგორც მოსაწონია. მაგრამ ხანდახან, იმ ბავშვურ სიანცესაც რომ აპარებს, უხარია.
გრძნობს, რომ ასაკი მაინც ვერაფერს აკლებს მათ ცხოვრებას.
-ჩემი მძინარე მზეთუნახავი.-კოტე კრავს ბეჭზე ხელს და მერე ლიზისკენ მიიწევს. კირას მზად აქვს ნიკოსთვის ყავა, ისეთი, როგორსაც სვამს ხოლმე. შუბლზე კოცნის მეგობარს და დივანზე იკავებს ადგილს, ანას პირდაპირ. ისევ იწყებს დაკვირვებას, ძილისგან დასიებული თვალებით შეისწავლის ყველაფერს და მერე კირას უყურებს, რომელიც ხელზე თითებს ფრთხილად უჭერს და ანიშნებს, რომ ყველაფერი კარგად არის.
-რაღაც იცი.-ნიკო ბუტბუტებს კირას მიმართულებით და ისიც ეშმაკურად უღიმის.
-შენი სკოლაა, ყველაფერი უნდა შეამჩნიო, შეისწავლო და გააანალიზო.-თვალს უკრავს და საუბარში ერთვება.
-მე ვფიქრობ, რომ თუ მარტში დაიწყებთ შენებას, სექტემბრისთვის ჩვეულებრივ შეიძლება დასრულდეს მთლიანად რემონტიც. სახლი დიდი არ იქნება, როგორც თქვენ გსურდათ, 10 ადამიანზე იქნება გათვლილი და ძველებური დეტალებიც გათვალისწინებული იქნება. ნახაზებს გადავიტან, შევალამაზებ და მეილზე გამოგიგზავნით.-და-ძმას უყურებს მახარაძე და მშვიდად უკიდებს სიგარეტს. უკვე გარეთ სხედან, ქეიფსა და დროს ტარებას იშვიათად ახერხებენ ბოლო დროს და როცა ასე სხედან, სუსხიანი შემოდგომაც კი ვერ აიძულებს ვერც ერთს სახლში შესვლას და იქ გაგრძელებას. ის მუხტი ხომ დაიკარგება, რასაც ახლა გრძნობენ, რასაც ახლა განიცდიან.
-მე, რაღაცის თქმა მინდა.-ელენე უცნაურად ჩუმად არის, მთელი საღამოა. როგორც იქნა მისი სიტყვებიც ისმის და ყველა მთელი გულისყურით უყურებს მას.
-გისმენთ, ელენე.-გიორგის თვალები აბრჭყვიალებული აქვს, აშკარად რაღაც იცის, ან რაღაცას ხვდება.
-თავიდან, თორნიკე რომ თქვენზე მიყვებოდა, უცნაური იყო იმის გააზრება, რომ შეიძლება გყავდეს ასეთი სამეგობრო, რომელსაც სამეგობროზე მეტად, ოჯახი ჰქვია.-ეღიმება და ჭიქაში დასხმულ საფერავს უყურებს, რომელსაც წვრილი ყლუპებით მიირთმევს მთელი საღამოა.-მერე კირაზე რომ გავიგე, ვეჭვიანობდი. ბუნებრივია, თორნიკე ისე საუბრობდა მასზე, როგორც დაზე, როგორც ბავშვზე, რომელიც თავადაც გაზარდა, მაგრამ მაინც მიღრღნიდა გულს ის ფიქრი, რომ კირა ხელებიდან გამომგლეჯდა მის თავს.-კირას უყურებს, რომელიც იღიმის, რა თქმა უნდა გაიღიმებს, იცის ელენეს ფიქრების შესახებ. თავად რომ მსგავს სიტუაციაში ყოფილიყო იმდენს იზამდა, სიკვდილს მოანატრებდა მსგავს ქალს, ისეთს, როგორიც თავად იყო.-მერე, რომ ჩამოვედი, კარგად მოვათვალიერე, დავაკვირდი და გავიაზრე, მივხვდი, რომ სწორედ ისეა ყველაფერი, როგორც თორნიკე აღწერდა. მივხვდი კირასაც დიდი ხანია აღარ სჭირდებოდა თორნიკე და ის სიმშვიდე ჰქონდა ნაპოვნი, რისთვისაც ამდენი იშრომა. მისით აღფრთოვანებულიც კი ვიყავი.-ეღიმება ისევ.-დღეს, როცა ყველა შეიკრიბეთ, მინდა პირველებს გითხრათ, თორნიკესთან ერთად, რომ ორსულად ვარ. თქვენზე მეტად, მაინც ვერავის გავახარებ ამ ამბით.-მეგობრებს უყურებს, თორნიკეს აზრზე მოსვლამდე გრძნობს, როგორ ეხვევიან ბიჭები, ლიზაც ხვევს ხელს და მუცელზე ეფერება, კირა აზრზე რომ მოდის, ელენეს ეხუტება, ისე როგორც დას ჩაეხუტებოდა. უხარია, თორნიკეს მსგავსი ადამიანი რომ მოევლინება დედამიწას და გრძნობს, როგორ ივსება ემოციებით, რომლებიც სიხარულის მეტს არაფერს კივიან მის გონებაში. თორნიკე ბოლოს ეხვევა მეუღლეს, თავზე კოცნის, მუცელზე შესამჩნევად და ამავდროულად შეუმჩნევლად ეფერება საყვარელ ქალს და იმ ბედნიერებას გრძნობს, რომელსაც ალბათ გრძნობენ კაცები, როცა იაზრებენ, რომ მშობლები ხდებიან.
-პატარა მენაბდეს გაუმარჯოს, უკვე ამხელა სიხარული რომ მოაქვს ჩვენთვის.-კოტე სადღეგრძელოს ძირითადად არ ამბობს, არ უყვარს მსგავსი რაღაცებით თავს რომ აწყენს ხალხს, მაგრამ ეს ის სიტყვებია, რომლებიც უნდა ითქვას მასპინძელის პირიდან. ვინ იცის, კიდევ რამდენ სიხარულს ნახავს ეს ეზო, რამდენს დაიტევს და შეიფარებს თავისთან. თორნიკე ტელეფონს იღებს, უნდა რომ ყველას მოსდოს ეს ამბავი, მაგრამ პირველი ვინც გონებაში უელავს, ის კაცია, ყველაზე მეტად რომ გაუხარდება ეს ამბავი. მაგიდიდან მოშორებით გადის, ნომერს, რომელიც სულ რამდენიმე ადამიანმა იცის კრეფს და ზარიც გადის. რამდენიმე გაბმული ზარის შემდეგ ყურმილს იღებს ვაჩე მაჩაბელი.
-მშვიდობა გაქვს?-სერიოზული ხმა აქვს ვაჩეს, ფხიზელია, ეძინა კიდეც და ეს ის შემთხვევაა თორნიკე რომ არასდროს უშლის ხოლმე ხელს, არასდროს ურეკავს და არასდროს აწუხებს. ვაჩესთან საუბარს მხოლოდ მაშინ ახერხებს, როცა თავად ურეკავს ხოლმე კაცი.
-ვაჩე.-მშვიდად ამბობს კაცის სახელს.
-რა ხმა გაქვს, ეს დედამოტ.ყნული, რამე მოხდა?-უკვე გამოფხიზლებულია ვაჩე და საწოლიდან ასადგომად ემზადება.
-მამა ვხდები.-უცბათ ამბობს და ზარის იქით გაბმულ დუმილსაც იღებს.
-რა თქვი, ბიჭო?-სიხარული აქვს შეპარული ვაჩეს ხმას.
-მამა ვხდები, პატარა მეყოლება.-უმეორებს.
-სად ხარ?-აშკარად ისმის, როგორ დგება საწოლიდან ვაჩე.
-კახეთში, კოტესთან.-ზარი წყდება, იცის, სულ რაღაც ორ საათში რომ ვაჩეს მანქანა მიადგება ეზოს და ღიმილით უბრუნდება მაგიდას.
-რაო ვაჩემ.-კოტე უყურებს, ისედაც ყველასთვის ნათელია ვისთან დარეკა კაცმა.
-მოდის, არც დამაცადა ნორმალურად არაფრის თქმა.-ეღიმება და ელენეს ისევ კოცნის ლოყაზეე. კირას სახე ეცვლება, ისევე როგორც ანას, მაგრამ მაინც იბრუნებს ძველ გამომეტყველებას და წყვილს გაღიმებული უყურებს. ყველა ბედნიერია, თითქოს ვაჩეს ამბავიც დავიწყებული აქვთ. დარეკვიდან საათნახევარში მიდის ეზოსთან მანქანა, თორნიკე ფეხზე დგება და კარისკენ მიიწევს, როცა ვაჩე მაჩაბელი შედის ეზოში და დეიდაშვილის დანახვისას მთელი ძალით იკრავს გულში.
-იფრინე?-თორნიკეს ხმაში ბრაზი აქვს შეპარული.
-ვერტმფრენები დაკავებულია, თორე ვიფრენდი.-ეცინება ვაჩეს და მხარზე კრავს ხელს.-გილოცავ, ბედნიერი მამა უნდა იყო.-ყველაფერს გამოხატავს ეს სიტყვები, ყველაფერს აღწერს. არასდროს ლაპარაკობს ბევრს, როცა ფხიზელია, მაგრამ თორნიკეს უსიტყვოდაც ესმის მისი დუმილის. იდუმალი კავშირია ამ ორს შორის და გარეგნული მსგავსებაც რომ ემატება, ისე ჩანს, თითქოს ტყუპებიც კი არიან. ელენეც მიდის მათთან.-ელე, გილოცავ.-ქალს ეხვევა და თავზე კოცნის.-მადლობა.-ჩუმად ეუბნება და კოტეს უყურებს, როგორც მასპინძელი, მისი მოვალეობაა სახლში შეიპატიჟოს ეს კაცი და დროებით დაივიწყოს და, რომელიც საერთოდ არ ცდილობს მათკენ გახედვას და ნიკოს მხარზეა მიყრდნობილი. ლიზასთან საუბარი ენატრება, თითქოს საერთოდ ვეღარ ხედავს დაქალს და ისიც თვალებით ელაპარაკება ყოველ წამს. დრო უნდა მონახოს, თორემ მალე აფეთქდება, რაც არ უნდა იყოს, მაინც ლიზას ესმის მისი ქალური გრძნობების ყველაზე მეტად და ყველაზე კარგად.
-ვაჩე, იმედია შემოხვალ.-კოტე ესალმება, ხელს ართმევს და სუფრისკენ ანიშნებს. გიორგი იხედება, ნიკოსაც მათკენ აქვს მზერა მიპყრობილი.
-მგონი საღამოს ჩაგიშლით.-თორნიკეს უყურებს, მის მზერაზეა დამოკიდებული მისი წასვლის ან დარჩენის ამბავი.
-შემოდი, დღეს ჩემი და ელოს ბავშვის დღეა.-მხარზე ხვევს ხელს და ერთად მიდიან მაგიდისკენ. მისალმების და საერთო სიხარულის გაზიარების შემდეგ ანას უყურებს ვაჩე, ისიც თავს აჩვენებს, თითქოს არ იცნობს და თავიდან იცნობს მამაკაცს, რომელსაც ვერც კი მოთვლის რამდენი წელია მის გარემოცვაში ხედავს. სვამენ, საუბრობენ, ვაჩეც ერთვება ხანდახან საუბარში და კირასკენ აპარებს მზერას, როცა უხერხდება. არ აცვია ჩვეულებრივ ფორმალურად, არც პიჯაკი აცვია და არც კლასიკური ფეხსაცმელი, ისე აცვია, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და კირას ახლა უფრო მოსწონს მისი დანახვა. ჩაწითლებული თვალების, არაადეკვატური საქციელების გარეშე, სურვილიც კი აქვს, განათება უფრო კარგი იყოს, რომ მისი თვალები კარგად შეისწავლოს. არ უნახავს სიზმრები ვაჩეს შესახებ და ეგონა კიდეც, რომ ამ კაცს ვეღარ ნახავდა, რომ ყველაფერი დასრულდა და სიზმრების წასვლას გაჰყვა ვაჩეს არსებობის პოტენციალიც, მის ცხოვრებაში. ანას გამოჩენამ დააფიქრა, მშვენივრად იცოდა ვაჩეს მოგზავნილი რომ იყო, მაგრამ არ იტყოდა, აინტერესებდა რას თამაშობდა კაცი. თითქოს ჭადრაკის დაფაზე იდგა, თავად იყო ყველა ფიგურის ბედის გადამწყვეტი და მეორე მხარეს იდგა ვაჩე, რომლის სვლის დროც იდგა.
ნასვამ ვაჩეს არავინ გაუშვებს სახლში, ისედაც შაბათი უნდა გათენებულიყო, სტუმრების ოთახი გამოუყვეს, კირას ოთახის ქვევით და მილაგების შემდეგ შეიკეტნენ საკუთარ ოთახებში. უნდა დაეძინა, მაგრამ თავი უსკდებოდა და ტკივილი დაძინებაში ხელს უშლიდა. წყალი გადაივლო, საღამურები ჩაიცვა და საწოლში შეწვა. სიგარეტის სუნი შედიოდა კირას ოთახში, რომლის ქვედა აივანზეც ვაჩე მაჩაბელი ეწეოდა. დაეძინა, ისე რომ ვერც გაიგო როგორ მიდიოდა სიზმრებისკენ, მშვიდ ძილს მისცა საკუთარი თავი და მშვიდი სუნთქვა ამოუშვა ფილტვებიდან. ძილი გონებას ამშვიდებს, ალბათ ამიტომ ითიშებიან ჭკუის წასვლამდე ტკივილით გაჟღენთიილი ადამიანები.
.............................
დილას გაიღვიძა, ათი საათი იქნებოდა, უკვე ისმოდა სახლში ჟრიამული, ყველა ფეხზე იყო. საწოლის ალაგების შემდეგ გადაიხედა ფანჯრიდან, ეზოში ისევ იდგა შავი სამთავრობო ჯიპი, რომელიც ეკუთვნოდა ვაჩე მაჩაბელს. სახლის ფორმაში, თეთრ მაისურსა და შარვალში გამოწყობილი ჩავიდა ქვემოთ, სამზარეულოში შევიდა და წყალი დალია.
-დილამშვიდობის.-ლიზას აკოცა თავზე და ყავის ჭიქა ჩამოიღო თაროდან.
-როგორ გეძინა?-ლიზი უღიმის დაქალს და წითელი ბულგარული წიწაკის ნაჭერს ჭამს.
-გემრიელად.-ეღიმება. ოთახში შემოსულ გიორგის უყურებს და უღიმის.
-ყურძენი დაგიკრიფე.-კირას ლოყაზე ჩქმეტს და ჩაიდანს ასადუღებლად დგავს გაზზე.
-მადლობა.-მხარზე კოცნის მეგობარს.-ნაზის ხო არ დაურეკია, კოტე?-ძმას ეძახის, რომელსაც სამზარეულოდან მოჰკრა თვალი.
-არა, რაზე?-თავს ყოფს სამზარეულოში კოტე.
-პროდუქცია დამიმატეთო, ზედნადებია ასატვირთი თან.-მსუბუქად ახველებს და ძმასთან ახლოს მიდის, ხელებს ხვევს მხრებზე და ეხუტება, კოტეც უთქმელად ხვდება დის სურვილებს და ღიმილით ხვევს ხელებს.-პავლემაც მომწერა მეილზე, რაღაც გადასახადებია გადასახდელიო, დაურეკე მერე რა.-ძმას შორდება, ყავის ჭიქას იღებს და სამზარეულოში გადის.
-ხო ვუთხარი ჩემთან ეკონტაქტათ?-ბრაზდება კოტე და წარბებს კრავს.
-ვინ, ნაზი?-ეცინება კირას.-ხო იცი, მარტო მე ვუყვარვარ.-ენას უყოფს ძმას და ისიც თავს აქნევს ავად. მისაღებში სხედან დანარჩენები. ნიკო ვაჩეს ესაუბრება, ელენეს თორნიკე ეფერება მუცელზე და თავზე კოცნის.
-დილამშვიდობის.-უღიმის ყველას და მშვენიერ ხასიათზე მყოფი იკავებს ადგილს დივანზე. ფეხებს ისე კეცავს, როგორც ყოველთვის და ელენეს მობეზრებულ სახეს უყურებს ღიმილით.
-თორნიკე ნუ გამაგიჟე, მომშორდი ცოტა ხანს.-მობეზრებული წუწუნებს ელენე და მოცინარ ნიკოს გასცქერის.-გაიტანეთ ეს სურათი.-ქმარზე ანიშნებს და ღიმილშეპარულ ვაჩეს აკვირდება.-ვაჩე, შვებულება გაქვს?
-არაა. ორშაბათს ცხრაზე შეხვედრაზე უნდა ვიყო, იქამდე არ მივდივარ უბრალოდ.
-ოხ, ეს სახელმწიფო საქმეები.-თორნიკე იცინის და ელენეს უყურებს ისევ.
-ნუ მიყურებ მაგ თვალებით, ისედაც მთელი ღამე არ მომასვენე.-წუწუნებს და თვალებს აფართოებს წამიერად.-ღმერთო, როგორ მინდა გუფთა.-ოთახში შესულ კოტეს ეცინება და სამზარეულოსკენ ბრუნდება.
-იქნება გუფთა.-ღიღინებს კოტე და ხელებს იბანს.
-რაღა გუფთა მოგინდა.-ეცინება ნიკოს.
-უცბათ გამახსენდა.-ნერწყვს ყლაპავს და ოთახში შესულ ანას უყურებს, რომელიც დილის მისალმების შემდეგ კირას გვერდით ჯდება.
-ანა, საქართველოში დიდი ხნით ხარ?-გიორგი ეკითხება ქალს და მის ლამაზ ხელებს უყურებს. მართლა საოცრად ლამაზი ხელები აქვს მხატვარს, თვალს ვერავინ წყვეტს.
-რამდენ ხანსაც საჭიროება და საქმე მოითხოვს.-ეღიმება ქალს და ბეჭდით თამაშობს.
-ვაჩე, ორშაბათამდე, თუ სხვა გეგმები არ გაქვს, გაგვახარებ თუ დარჩები.-კოტე გამოდის სამზარეულოდან და ელენეს კენკრის ჩაის უდებს წინ.
-მგონი შეგაწუხებთ.-მშვიდია ისევ კაცის ხმა.
-ხო იცი, თორნიკეს საფიცარი კაცი, ვერასდროს შეგვაწუხებს ჩვენ.-გიორგის ხმა მტკიცეა და უდრეკიც.
-კარგი.-მსუბუქად უღიმის კოტეს და ისიც კმაყოფილი მიდის სამზარეულოდან. ვერასდროს ვერავინ ხსნის რა უტრიალებს კოტეს თავში, ვერც კირა, ვერც ლიზა, საერთოდ ვერავინ, მაგრამ ერთი რამ აშკარა იყო, კოტე საქმეში ერთვებოდა, კოტე დაკვირვებას იწყებდა და კოტე განსჯიდა. ტელეფონზე ურეკავენ მაჩაბელს და სწრაფად გადის აივანზე, ცოტა ხნის საუბრის შემდეგ უბრუნდება ოთახს და კირას უყურებს, რომელიც მარტოა ოთახში და ყავის ჭიქას დასცქერის.
-თორნიკეს ბებოს დაკრძალვაზე შევხვდით, იქამდე მის სამძიმარზე, მაგრამ უფრო ადრეც შევხვედრილვართ ამ სახლში. ეზოში ფეხბურთს თამაშობდნენ ბიჭები, მე რომ გადატყავებული ხელებით შემოვედი და თორნიკეს დავუძახე. მაშინ პატარა იყავი, ალბათ 12-13 წლის და კარში ჰყავდი დაყენებული შენზე ასაკით დიდ მავნებლებს.-ეღიმებოდა ვაჩეს.-ჩემი ხელები რომ დაინახე ჩემსკენ წამოხვედი. მაკვირდებოდი, ცდილობდი გაგეგო ვინ ვიყავი და რატომ ვგავდი თორნიკეს ასე ძალიან. მერე ხელებზე დამხედე და წარბები შეკარი. ჩემს თორნიკეს არასდროს ექნება შენნაირი სისხლიანი ხელებიო მომაძახე და სახლისკენ წახვედი. მე ისე ჩავიბეჭდე შენი სიტყვები გონებაში, იმის შემდეგ ყოველი დღე დეიდაჩემთან ბრძოლაში გავატარე, რომ თორნიკეს ჩემნაირი სისხლიანი ხელები არ ჰქონოდა. მე მყავდა და, რომელიც ძალიან ჰგავდა დეიდას, მაგრამ არასდროს ძმა, რომელსაც ზუსტად ჩემნაირი თვალები ექნებოდა. ამიტომ, მადლობა შენ გეკუთვნის, რომ თორნიკეს დღეს სისხლიანი ხელები არ აქვს.-ჩუმად საუბრობდა კაცი და იმ წამსვე მორჩა საუბარს, გიორგიმ რომ შეაბიჯა ოთახში. კირას ეღიმებოდა, ახსოვდა ის დღე, მაგრამ ვაჩეს სახე კატეგორიულად წაშლილი ჰქონდა მის გონებას. ახსოვს როგორ ეშინოდა, რომ თორნიკესაც ნახავდა იმ ბიჭისნაირს, რომელსაც შეკრული წარბები და თორნიკესგან სრულიად განსხვავებული იერი ჰქონდა, მაგრამ მაინც საოცრად ჰგავდა მას.
-კირა, საბუთებს გადახედე, რა.-ნიკო საბუთების ფაილს უდებს წინ და გვერდით უჯდება.
-ჩემი სათვალეა მანდ და მომაწოდე რა.-ნიკოს პატარა კარადაზე ანიშნებს და ისიც იღებს კირას სათვალეს.
-სათვალე როდიდან?-ნიკო უყურებს, რაღაც გამორჩა, არ მოსწონს ეს ამბავი და სახეზეც აჩნდება უკმაყოფილება.
-ასაკში ვარ უკვე, ძვირფასო.-იცინის. სულ რა არის 29 წელი, მაგრამ ხაზი რომ არ გაუსვას, რომ ბავშვი აღარაა, არ შეიძლება.-ერთი თვის წინ დამინიშნეს.-სათვალეს ირგებს და საბუთებს უყურებს. ყველაფერს დეტალებში განიხილავს, ლეპტოპს ხსნის და ხანდახან აპარებს თვალს იქვე მჯდარი ვაჩესა და ანასკენ, რომლებიც თვალებით უჩუმრად საუბრობენ. აშკარად ვერ მოასწრო ანამ ვაჩესთვის ეს მოეყოლა და საყვედურიც მიიღო უფროსისგან.
-ნიკო, რაღატო მტანჯავ ამის კითხვით? კოტე არ კითხულობს?-სათვალეს იხსნის და ტელეფონში ჩამძვრალ მეგობარს გასცქერის.
-ჩემი მოვალეობაა კომპანიის ორივე მფლობელს გავაცნო იურიდიული და ფინანსური მდგომარეობა.-უემოციოდ ამბობს და ტელეფონს თიშავს.-დეკემბერში შვებულებას ვიღებ, ორი კვირით არ ვიქნები, ამიტომ მოვასწრებ ყველაფერს იქამდე.-კირას უყურებს და ისიც გაკვირვებული უყურებს, რაც ნიკო მათი იურისტია, პირველი შემთხვევაა ისეთ შვებულებას რომ იღებს, გამოთიშვის რეჟიმს რომ რთავს.
-რამე ხდება?
-რავი, რაღაც საერთაშორისო კონფერენციაზე მიშვებს მალხაზი და ჟენევაში ვარ წასასვლელი.-თმაზე ისვებს ხელს და საბუთებს დასცქერის.
-ოქეეი.-ეღიმება კირას, რაღაცას ჩალიჩობს ნიკო და გამხელას ჯერ არ აპირებს, როგორც ჩანს. აქამდეც ამჩნევდა რაღაცას, მაგრამ ახლა დარწმუნდა, თუმცა ეს იქამდე არ იქნება მისი საქმე, სანამ ნიკო თავად არ გადაწყვეტს მოყოლას.
მშვიდად ატარებენ დღეს, გარეთ ცოტა ცივა, ამიტომ სახლში სხედან, საღამოს სუფრას შლიან და სიამოვნებით შესცქერიან, როგორ გემრიელად მიირთმევს ელენე თავის გუფთას. საერთოდ არ უკვირს კირას, სააბაზანოდან გამოსულს ვაჩე რომ ხვდება სავარძელში მჯდარი. არ ეწევა, ტელეფონში რაღაცას კითხულობს და როგორც კი კირას არსებობას გრძნობს ოთახში, ტელეფონს თიშავს და ქალს უყურებს, საღამურებში გამოწყობილს, ახალ გამშრალი თმითა და აწითლებული ლოყებით.
-დიდი ხანია ანას იცნობ, თუ რაც აქ მოვიყვანე იმის მერე?-ეცინება კირას, როცა ვაჩეს ღიმილს ამჩნევს და სარკის წინ ჯდება. სახეზე ინაწილებს საცხს და სარკიდან უყურებს მისკენ მომზირალ მამაკაცს.
-დიდი ხანია მიხვდი?-ეცინება ვაჩეს, გაეცინება აბა რა. ცოტას თუ აქვს მისი საიდუმლოები ამოხსნილი, მათ შორის ერთ-ერთი კირაც აღმოჩნდა.
-ეჭვი მქონდა, მაგრამ ნიკოს რომ განზრახ დაალევინა შაქრანი ყავა, მერე დავრწმუნდი.-სავარცხეს იღებს და ვაჩე ხელიდან ართმევს, თავად უსვამს თავზე და საკუთარ თითებსაც აყოლებს თან.
-ყველაფერს არ მიყვებოდა, დამშვიდდი.-იღიმის ისევ.
-ისეთი არაფერი გამიკეთებია, დასამშვიდებელი რომ მქონდეს რამე, მითუმეტეს შენთან.-უდარდელად ამბობს და კაცის მაჯაზე დახვეულ საკუთარ თმას უყურებს. თავს მაღლა აწევინებს ვაჩე და სახესთან სახე ახლოს მიაქვს. მისი ცხელი ამონასუნთქი ედება საცხისგან დაფარულ ლოყებზე და ვერ იგებს ესიამოვნოს, თუ გააღიზიანოს ამ ფაქტმა. თვალებში უყურებს კაცს, თმა არ ეწიწკნება, ოდნავადაც არ სტკივა, თმის ძირებში გაჩენილი დაჭიმულობა სიამოვნებს კიდეც.
-კი-რა.-მისი სახელი ესმის, ვაჩეს ბაგეებიდან ამოსული და თითქოს მოსწონს კიდეც ეს ბგერებს შორის გამოტოვება.-ანა ცოტა უცნაური გოგოა, თუმცა მისგან თავი შორს არ დაიჭირო, ჯაშუში არ არის, შენი მცველია.-თვალები უელავს, საფეთქელზე აკრავს ტუჩებს, ისე რომ არ კოცნის და ისევ სწორდება. ლამაზი თვალები აქვს ვაჩეს, ზედმეტად ლამაზიც კი და ამ უხეშ კაცს რომ შეხედავ და მერე მის თვალებს, კონტრასტი იმდენად დიდია, რომ ყურება სასწაულად სიამოვნებს კირას.
-ვისგან მიცავთ, ბატონო ვაჩე?-როგორც კი მისი თმის ჩაწვანს იწყებს კაცი, მაშინვე უსვამს კითხვას, ისე თითქოს ამ კითხვის დასმა დიდხანს სურდაო.
-ჯერ-ჯერობით საკუთარი თავისგან, კირა.-დაწვნას ასრულებს, სამაგრს უჭერს და თავზე ახებს ცხვირს, მერე ისე გადის ოთახიდან, დერეფნის ბოლოში მდგარ კოტეს გვიან ამჩნევს და ოდავ იღიმის. კოტე უბრალოდ უყურებს, მერე კარს ხსნის და ოთახში შედის. არ იცის, ან არ უნდა იცოდეს ვაჩემ, რას ფიქრობს ამ წამს უფროსი ძმის ტვინი, მაგრამ ის იცის, რომ მისგან არასწორი საქციელი იქნება მასპინძლის სახლში არასწორი ქცევა, ამას კოტეც მშვენივრად ხვდება და ისიც კარგად იცის მასპინძელმა, რომ მის სახლში არსებულ ადამიანთა შორის, უღირსი არცერთია. ამიტომ მშვიდად შედის საძინებელში, სადაც დასაწოლად ემზადება ლიზა. თავზე კოცნის საყვარელ ქალს, მერე ყელში, ნაზი ალერსი ვნებაში საზრდოობს და კიდევ ერთხელ უზიარებენ სულს, გულსა და სხეულს ერთმანეთს, ორი, ერთმანეთისთვის ყველაფერზე უფრო ახლობელი ადამიანი.
......................................
დილას ისევ ვენახში გადის. ოღონდ, ამჯერად მარტო არ არის. შორიდანვე ამჩნევს მაღალ სხეულს და განიერ მხრებს, როგორც კი სახლს ოდნავ სცილდება. ვაჩეა, დგას და ვენახების მდელოდან გასცქერის ალაზნის ქედებს. თითქოს, დილის ექვს საათზე გასულ კირას, მარტო დარჩენისგან იხსნის, ზედმეტი ფიქრისგან უნდა გამოსტაცოს ქალის ტვინს, ქალის სული და როგორც კი კირას ოთახიდან ოდნავი ხმაური ესმის, შეძლებისდაგვარად წესრიგდება და ვენახებში ელოდება ქალს, ისედაც იცის, საით აქვს კირას გეზი. დაზვერვაში იმდენ ხანს იმუშავა, ზეპირად იცის რა ხდება სახლში და დაძინებას ვერ ახერხებს. ისედაც რთულია გეძინოს იმ ქალის სახლში, სტუმრად მისულს, რომელიც იმდენად შენია, მზად ხარ მის გამო ყველა და ყველაფერი მოიძულო.
-არ გძინავს?-კირას უშუალო ხმის ტონი და არაფრის მომცემი გამომეტყველება ღიმილს ჰგვრის კაცს.
-ვერ დავიძინე. დილის რუტინას არ არღვევ?-ქალს უკან მიჰყვება და მის ხელში მოქცეულ ფურცელს აკვირდება.-რას აკეთებ?
-რთველის დროა, ახლა არანაირი რუტინის დარღვევა არ შეიძლება.-უღიმის.-თარიღებს ვინიშნავ, წესით სწორად გავთვალე და ხვალიდან დავიწყებთ.
-ანუ დღეს ბიჭების გაწყვეტას აპირებ?-ეღიმება კაცს და მაჯის საათს დაჰყურებს.-უკვე თხუთმეტი წუთია კოტე ფანჯარაში დგას. არ მიბრუნდე.-მხარზე ხვევს ხელს და ისე აგრძელებს გზას ქალთან ერთად.
-ხელები მომაშრე, თუ შეიძლება.-მკაცრია კირას ხმა და ვაჩეც ხელებს აშორებს, არ უნდა კირას დაფრთხობა, ყველას და ყველაფერს აფრთხობს როგორც წესი, მაგრამ კირას დაფრთხობა ყველაფერზე მეტად არ უნდა.-ბიჭების გაწყვეტას ვაპირებ კი, შენით დავიწყებ.-ყურძნის ერთ მტევანს წყვეტს და ჭამას იწყებს.-კარგია, მომწონს.-სახლისკენ იწყებს სვლას და კოტეს ფანჯარას აჰყურებს, საიდანაც არავინ ჩანს, სამაგიეროდ გიორგი იყურება და სიგარეტს ეწევა.
-რაო კირა, ღვიძლი მოვამზადოთ?-ეცინება გიორგის და ვაჩეს უყურებს კირას გვერდით.-დილა მშვიდობის.-ხელს უწევს, და ნაფაზს არტყავს.
-ამ დილაადრიან რატომ მაღიზიანებს?-კირა ჩუმად ეკითხება მომღიმარ ვაჩეს, რომელმაც სულ ახლახანს დაუბრუნა მისალმება გიორგის.
-რას გაუგებ გიჟების ექიმებს.-მხრებს იჩეჩს მაჩაბელი და უდარდელად იღიმის. ნელ-ნელა ყველა ჩადის ქვემოთ და საქმის კეთებას იწყებენ, ყველას კირა აძლევს დავალებებს, კოტესთან ერთად. ეცინება სათლების რეცხვით გართულ ვაჩეს რომ უყურებს და მას უახლოვდება.
-ახლა რომ ზაფხული იყოს, მოგთხოვდი მაისურის გახდას და წყლით სხეულის დასველებას, მაგრამ არ გაგვიმართლა, არც ერთს.-ყურთან ახლოს ესაუბრება, ისე თითქოს რაღაც დავალებას აძლევდესო, კაცის ჩატეხილ ტუჩზე ეშმაკურად ეღიმება, თვალს უკრავს და იქაურობას ტოვებს, მარანში ჩადის, ცისტერნების შემოწმებას იწყებს.
-მსგავს რამეს რომ ეტყვი ადამიანს, მარანში არ უნდა ჩახვიდე მარტოდმარტო.-ვაჩეს ხმა ესმის ბოთლებს შორის და ოდნავ ხტება შიშისგან.
-კარგი ახლა, რა ვთქვი ისეთი, ისედაც ხომ ვიცით ყველამ, რომ ნავარჯიშები სხეული გაქვს, შესაძლობა კუბიკებიც გქონდეს, მაგრამ სიმართლე, რომ გითხრა მეეჭვება.-საუბარს იწყებს და მისკენ მიდის. ხელს წელზე ხვევს კაცი და ქალის თხელ მტევანს მეორე ხელში იქცევს.
-სხვათაშორის, კირა, შეგიძლია ყველგან შემეხო, სადაც გაგიხარდება, მთლიანად შენი ვარ.-კირას ხელი საკუთარი მუცლისკენ მიაქვს და პრესზე ადებინებს თითებს. კირას გულისცემა ხშირდება, სუნთქვის დარეგულირებას ცდილობს, თუმცა საკუთარ კისერთან ჩამძვრალი ვაჩეს ცხვირი ამის საშუალებას არ აძლევს.
-ხმამაღალი განაცხადია თქვენგან.-ცდილობს ხმა დაარეგულიროს.
-მოგწონს რასაც ეხები?-კირას შეუძლია თქვას, რაამდენი კუნთი აქვს ვაჩეს სხეულზე.
-სხეულს თუ გულისხმობ, არაფერი დაეწუნება, ეს ორივემ ვიცით.-თითქოს წამიერად ფხიზლდება ქალი.-მე სხეული არ მაინტერესებს, იმედია შენი გალეული დეიდაშვილის მაგალითზე მიხვდებოდი მაგას.-უღიმის და ხედავს როგორ უგიზგიზებს ცეცხლი თვალებში მაჩაბელს.-აქ რა გაქვს?-გულზე ადებს თითს და თვალებში უყურებს.-ან აქ?-საფეთქელთან ახებს თითებს კირა, ვაჩეს თვალები ენაბება ქალის ყოველ შეხებაზე და ტუჩებზე აჩერებს საკუთარ მზერას.-იცი, ვაჩე? შეგიძლია ყველა სურვილი აისრულო, მაშინ როდესაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხარ, მაგრამ როცა ქალს ეხება საქმე, თქვენ ყველა კაცი უმოქმედოები ხდებით, მე სხვას არც არაფერს ველი, მეტს.-ყბის ძვალზე აკრავს სავსე ტუჩებს და ცდილობს კაცს მოშორდეს, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც ვაჩესია, ბოლო სიტყვას ყოველთვის ეს კაცი ამბობს რატომღაც. ქალს თვალებში უყურებს, მზერა სერიოზული აქვს, ოდნავ ხალისიანი, მაგრამ სერიოზული. როგორც კი კირას ეღიმება, საკუთარ ტუჩებს ტუჩებზე აკრავს ქალს და ვნებიან კოცნაში ითრევს. როცა ფიქრობს, რომ კირას უჰაერობიგან შეიძლება გული წაუვიდეს, მხოლოდ მაშინ სწყდება ქალის ტუჩებს, მიუხედავად იმისა რომ სურვილი არ აქვს ეს გააკეთოს.
-მგონი ვიჩქარე.-კირას ცარიელ თვალებს რომ ამჩნევს, ოდნავ იღიმის და კირაც თითქოს ფხიზლდება.
-არა, არ გიჩქარია, უბრალოდ ახლა გამახსენდა, რომ აქამდე არავისთვის მიკოცნია.-ეცინება, თვალებში უყურებს კაცს და უნდა ისევ აკოცოს, ისევ გემრიელად, ხანგრძლივად და სასიამოვნოდ. მასთან ახლოს მიდის და უცინის.-ცოტაც და დედა ტერეზად ვიქცეოდი, უნდა შევამოწმო ობი ხო არ მომედო სადმე.-ხითხითებს და დასერიოზულებულ ვაჩესაც აცინებს.-საქმე მაქვს, ვითხოვ აქედან გაბრძანდეთ, ხელქვეითო.
-მე ვარ ხელქვეითი?-გაბრუებულია მაჩაბელი, ასეთს პირველად ხედავს კირა, სავარუდოდ ერთადერთიც არის, ვინც ასეთს ხედავს კაცს და სიამოვნებს ეს შეგრძნება.
-ხო, აბა მე ვარ?-უნდა რომ გაეცინოს, თუმცა თავს იკავებს. ვაჩე მარნიდან გადის და კირაც მარანში ჩამოსულ ნიკოს უყურებს.-ნიკო, ქვევრებს შემამოწმებინებ?-უცინის ბიჭს და ისიც კირასკენ მიიწევს.
-რა უქენი იმ კაცს ასეთი, ბარბაცით რომ ამოვიდა კიბეზე.-ფხუკუნებს ნიკო.
-მგონი მაგის გაბრუება ჩემი ბრალი არ იყო.-ეცინება და საქმის კეთებას განაგრძობს, საღამოს სავახშმოდ სხდებიან. ვახშამი ახლაც მოამზადეს კოტემ და ლიზამ, ახლაც ელენეს გემოვნებით გაკეთებულია ყველაფერი და ისეთი მხიარულება ტრიალებს, როგორც ყოველთვის, როცა ერთად არიან. ვაჩეც და ანაც აკვირდებიან, შევარდენის თვალი ნანახი გაქვთ? ყველას და ყველაფერს რომ აკვირდება, სწორედ ასეთია მათი მზერა, ორივესი. ვაჩეს ტელეფონი არ ჩერდება, ისიც ბოლოს იძულებული ხდება უპასუხოს, კირას სახეს თვალს აშორებს, ბოდიშის მოხდით გადის აივანზე და ზარს პასუხობს. როგორც კი შემოდის, მაშინვე ამცნობს, რომ სასწრაფოდ თბილისში უნდა დაბრუნდეს და არავინ ზედმეტს არაფერს კითხულობს. ამხელა თანამდებობის კაცია, რისი თქმა უნდა მოსთხოვონ, სახელმწიფო საიდუმლოსი? გარეთ გასვლამდე ემშვიდობება ვაჩეს ყველა, მხოლოდ კირა მიჰყვება, როგორც სხლის მასპინძელი და თორნიკე, როგორც ერთადერთი საიმედო ადგილი მის გარემოცვაში.
-სერიოზულია რამე?-თორნიკეს შეუვალი ხმა აქვს, ვაჩე ჩერდება, უყურებს, იღიმის და ეხვევა.
-ეგეთ რაღაცებს ნუ მეკითხები, ვიბნევი.-მხარზე ხელს კრავს.-შედი შიგნით და ელენეს მიხედე.
-მანქანამდე მიგაცილებ.
-პატარა ბავშვივით ნუ იქცევი, შედი შიგნით.-მშვენივრად ხვდება თორნიკე, კირასთან მარტო დარჩენა, რომ უნდა ვაჩეს, მაგრამ მაინც არ ეშვება. ბოლოს დანებებული მიდის სახლისკენ და კაცის გვერდით მიმავალ კირას უყურებს კართან მდგარი.
-თუ რამე დაგჭირდეს, ანას უთხარი, არაფერზე დაგზარდება.-ანერვიულებული ტონი აქვს კაცს.-ჩემთან დაკავშირება ვიცი არ მოგინდება, მაგრამ ეგეც ანას უთხარი თუ დაგჭირდა. ორი კვირით ქვეყნიდან მივდივარ, თუ ვიზიტი გამიგრძელდება ეცადე თორნიკეს მიაქციოთ ყურადღება და ელენეზე არ გადაიტანოს თავის ბავშვური წიკები.
-ხო იცი, რო თორნიკე ეგეთი არარის.-მობეზრებული ტონი აქვს კირას.-სასიკვდილო მისიაზე მიდიხარ თუ ანდერძს რატო მიტოვებ?-წარბს წევს და მანქანასთან მდგარ კაცს უყურებს.
-დამიჯერე რასაც ვამბობ.-ოხრავს ვაჩე. სახეზე ადებს ხელისგულს, ლოყაზე კოცნის ქალს და მანქანაში ჯდება.-შეხვედრამდე, კი-რა.-უღიმის და სანამ ქალი ჭიშკარს გადააბიჯებს, იქამდე სწყვეტს მანქანას ადგილს. არეული აქვს გრძნობები კირას. ვერ იგებს რა უნდა იგრძნოს ამ კაცისმიმართ, ვერ იგებს საერთოდ რამის გრძნობის უფლება თუ აქვს, ვაჩეს მიღების უფლება, ვაჩეს შველის უფლება. ორი კვირა დასაფიქრებლად, გრძნობებისა და ემოციების გასაციებლად შესანიშნავი დროა და ამ დროს მაქსიმალურად გამოიყენებს იცის. სახლთან ისევ დგას თორნიკე და სიგარეტს ეწევა, კირას დანახვისას ისევ ცას უწყებს ყურებას და კირაც მასთან ერთად იწყებს მოწევას.
-ვერასდროს ვიფიქრებდი, შენი საყვარელი დეიდაშვილი თუ გამიჩენდა ნაპერწკალს გაქვავებულ გულში. ვერ ვიგებ, ისევ მტკივა თუ შეუჩვევლობისგან მეწვის გული. ხანდახან მინდოდა სულ ამომეგლიჯა და წყალში გადამეგდო, მაგრამ მერე იმაზე მეტად მკვდარი ვიქნებოდი, ვიდრე ვიყავი. მე ჩემი წილი ჯოჯოხეთი გავლილი მაქვს, თორნიკე. ისე ნუ მიყურებ ხოლმე, ვაჩესთან ერთად მდგარს, თითქოს მოღალატესთან მქონდეს კავშირი. მოღალატე არ ვარ, ის მითუეტეს არ არის. ჯოჯოხეთია იმის აღქმა, როგორ ჰგავხართ ერთმანეთს და მისი თვალების ყურება კიდევ უფრო მტკენს გულს. ალბათ შენ რომ ასე არ გგავდეს, პირველივე ნახვის შემდეგ მეყვარებოდა. დროა შენი სიყვარულისთვის ჯვარზე გაკრული კირაც გაბედნიერდეს. იმ ბავშვსაც უნდა თავისი წილი სიყვარული და ბედნიერება, თუნდაც შენივე დეიდაშვილთან შემდგარი.
-შენ დამნაშავე არაფერში ხარ, კირა.-გულისყურით ისმენდა თორნიკე კირას სიტყვებს, მონუსხული უყურებდა ქალს.
-რა თქმა უნდა, არაფერში ვარ დამნაშავე. სიყვარული დანაშაული არ არის და ძალიან რთული იყო შენ არ შემყვარებოდი, მაშინ როცა ასეთი იყავი. საოცარი ცოლი გყავს, მალე შვილი გეყოლება და მაინც ის გრძნობები გადარდებს, რომელიც მე გამაჩნდა შენს მიმართ. ადამიანი ხარ, ადამიანური მორალით სავსე და ამას ვაფასებ შენში, ყოველთვის ვაფასებდი, მაგრამ დროა მოვეშვათ იმ გრძნობებს. ისინი დიდი ხანია დავასამარე და გთხოვ მაცადე ბედნიერი ვიყო. თუ ნარკომანი, უხეში, ყინულივით ცივი ვაჩე მაჩაბელია ჩემი ბედნიერების გასაღები, დაე იყოს. თუმცა, ჩემთან ის სიცივე არ გამოუვლენია, სხვებთან რომ ავლენს ხოლმე. გამოუსწორებადი არცერთი ქმედებაა და მის დახეთილ ვენებსაც ვუშველი რამეს.
-დედაჩემის კლანჭებშია ვაჩე, გაუჭირდება მისგან დახსნა.
-სულ რომ დედაშენი დამიდგეს გზაზე, იმედი არ გქონდეს რომ დავინდობ. დამღალა სხვისი ბედნიერებისთვის ცხოვრებამ, შენც კარგად გეცოდინება გიორგისგან, ჩემი თავისთვის არსებულ დროსაც სხვებს ვუთმობდი გამუდმებით. იცი დღეს რას მივხვდი? პაემანზეც არ ვყოფილვარ არასდროს. 29 წლის ვარ და კაცისკენ არც გამიხედავს. მეზიზღებოდნენ, ვერ ვიტანდი, არ მსურდა. განა იმიტომ, ნამდვილი სიყვარულის ლოდინში ვიყავი და ფეხებს შორის კლიტე დავიდე. უბრალოდ მაღიზიანებდა კაცის შეხება, კომპლიმენტიც კი ხანდახან მოსაბეზრებელი იყო. მხოლოდ ის მინდოდა სახლში მშვიდად მყოფს დამეძინა, წიგნი მეკითხა, ჩემი საქმე მეკეთებინა. კატებზე ალერგია დამეწყო, ეგ რომ არა, კატაც მეყოლებოდა, სავარაუდოდ ყვავილებსაც ვიყიდდი და ძაღლსაც, მოვლის დრო რომ მქონოდა. ჩემს ცარიელ სახლში ყოფნაც, ხანდახან, სულს მიხუთავდა. ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს არავინ უნდა ჰყავდეთ, არავის ცოდვა უნდა ედოთ კისერზე. დღეს ცხოვრებაში პირველად ვაკოცე კაცს და უსიამოვნო გრძნობები არ განმიცდია. პირველი კოცნა, რომელიც გოგოებს თინეიჯერობისას და სტუდენტობისას აქვთ, მე 29 წლისას მქონდა. ისტერიულად მეცინება რომ ვიხსენებ, მაგრამ ასეთი ვარ, ჭკუის შეშლამდე მონოგამი და თუ მე ვერ ვხვდები რას ვგრძნობ ვაჩეს მიმართ, ჩემი სხეული აუცილებლად მიმახვედრებს ხოლმე, საჭიროების შემთხვევაში.-ღერი ჩაწვა და თორნიკეს გაუღიმა.-ორი კვირა ვერ დაუკავშირდები, პანიკაში ნუ ჩავარდები, ცოლს მიხედე და დანარჩენს დრო გვაჩვენებს.-ლოყაზე უტყაპუნებს გაშლილ თითებს და სახლში შედის. ყველაფერი თქვა, რისი თქმაც უნდოდა. ყველაფერს ახლიდან იწყებდა. ახალი რთველი, ახალი წლის დასაწყისია, ხო და დროა, ღვინოსავით დადუღდეს მისი გრძნობები.
...........................
-ანუ გაკოცა?-ლიზისთან საჭორაოდ გამონახულ დროს მაქსიმალურად იყენებს და მოშორებით ერთად მოსიარულე ელენს და ანასაც გაჰყურებს შიგადაშიგ.
-ხო. საერთოდაც რომ იცოდე, მომეწონა, კიდევ ვაპირებ და ვხვდები, რომ ეგ კაცი ან საბოლოოდ გამანადგურებს, ან გამაბედნიერებს.-ყურძნის მორიგ მტევანს დებს სათლში და მოპირდაპირე მხარეს ჩამუხლულ დაქალს შეჰყურებს.
-არ ვიცი, რა გითხრა, მიხარია, რომ როგორც იქნა კაცის ალერსის მცირე დოზას ეღირსე.-ეცინება ლიზის.-მაგრამ ფრთხილად კირა, ეგ კაცი, მაინც და მაინც კარგი რეპუტაციით არ სარგებლობს.
-კი, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია, ხომ იცი.-თვალს უკრავს დაქალს და მისკენ მიმავალ კოტეს უყურებს, რომელიც სავსე სათლების წასაღებად მივიდა.
-ნუ შეანელეთ, ენაზე ტყავი გადაგძვრებათ.-ეცინება, იცის ლაპარაკით რომ უფრო ერთობიან, ვიდრე ყურძნის კრეფით. ხალხი, რომელიც ყურძნის საკრეფად დაიქირავეს, მთელ ვენახში არიან მოდებულები და მაინც არ მოსვლია არცერთს აზრად, რომ თავად სახლში დაჯდებოდა და არაფრის კეთებაში გაიყვანათ დროს.
საბოლოოდ რთველს მშვიდობიანად ასრულებენ, საღამოს კახურ სუფრასაც შლიან, და მოლხენას იწყებენ. კირას ტრადიცია გრძელდება, იმდენს სვამენ, ერთმანეთზე მიხუტებულებს სძინავთ, მხოლოდ ელენე და თორნიკე მიდიან დროულად საკუთარი ოთახისკენ, თუმცა თორნიკე მალე ბრუნდება და მხიარულებას აგრძელებს. ანა, რომ ითიშება და ნიკო ოთახში აწვენს, მერე კოტე, ცოტა შეზარხოშებული, ცოტა ნასიამოვნები და ძალიან გულწრფელი სახით აყრდნობს იდაყვებს მაგიდაზე და კირას უყურებს.
-არავინ არის აქ უცხო, ისეთი, ვისთანაც შენი ცხოვრების რაღაც ეტაპის მოყოლა არ გსურს. ჩვენ ვართ, შენი ოჯახი, შენი მეგობრები, შენი ყველაფერი, კირა. დროა თქვა ის რაზე ფიქრიც ორი დღეა ჭკუიდან გვშლის, თითოეულს.
-თუ არ უნდა რამის თქმა, არც უნდა თქვას, კოტე.-ლიზი თვალებს უბრიალებს აწ უკვე ქმარს და ანიშნებს რომ გაჩერდეს.
-არაფერია ისეთი, რისი დამალვაც ჩემს ასაკში გოგოებს მოუნდებათ.-იღიმის კირა, უღიმის ძმას, ნიკოს, თორნიკეს და გიორგიმდე მისდის მზერა, მასთან საუბარი მოენატრა.-2 კვირა მაქვს დასაფიქრებლად, მინდა თუ არა ვაჩე მაჩაბელთან ურთიერთობა.-ღვინის ორ ყლუპს უშვებს საყლაპავში და მჭადსა და ყველს იდებს თეფშზე.
-იმდენად მშვიდი ხარ, მგონი პასუხი უკვე იცი.-ნიკოს ეღიმება. ვინ, ვინ და ნიკომ იცის რაც ტრიალებს კირას თავში ამ წამს.
-ვიცი, ალბათ.-ეღიმება და ჯოჯონჯოლს მადიანად იდებს პირში.
-მერე?-გიორგიმ უკვე იცის პასუხი და ნიკოსგან განსხვავებით, საერთოდაც არ ეღიმება.
-მე მინდა მასთან ურთიერთობა. არ მითხათ, რომ გაგიკვირდათ, ისედაც აშკარა იყო, ჯერ კიდევ ქორწილის დღიდან, რომ მე და ვაჩეს ურთიერთობა გამარჯობა-გაგიმარჯოსს გასცდებოდა.-წარბებს კრავს და კოტეს უყურებს, რომელიც თვალს არ აშორებს დას.
-არა, არ გვიკვირს კირა, უბრალოდ სანამ კოტე წამოჭრიდა თემას, უნდა გესაუბრა იქამდე.-გაბრაზებული ტონი აქვს გიორგის, თუმცა თავადაც ხვდება, რომ უმიზეზოდ.
-ნუ გამაგიჟე გიორგი, გუშინ მოხდა ეგ ამბავი, როდის მეთქვა, სიზმარში მომეყოლა?!
-გამონახავდი დროს, კირა.
-დარწმუნებული ხარ, რომ სანანებელი არ გაგიხდება?-თორნიკეს ხმა ესმის და მარჯვნივ იყურება.
-დარწმუნებული ვარ, ისედაც აღარაფერია ისეთი, რაც იმაზე მეტად მატკენს, ვიდრე ოდესღაც მტკიოდა. არა, ხანდახან მეცინება, ეს ერთი ციდა ბავშვი სად ვიტევდი მაგხელა გრძნობას, მაგრამ მერე ვხვდები, აბსტრაქტული რაღაცების დატევა თითის ტოლა ბავშვსსაც შეუძლია. არა, იცით რა არის? მე რომც ვინანო, ეს ვეღარაფერს შეცვლის. მე ჩემს სვლას გავაკეთებ, თუ ვაჩეა გასაღები ჩემი ბედნიერების, როგორც გუშინ გითხარი, თორნიკე, დაე იყოს.
-ყოველთვის შენთან, კირა, ყოველთვის.-ნიკო ამბობს და ბიჭებს უყურებს, ლიზასაც შეხედა ცოტა ხანს, თვალი ჩაუკრა და ღვინო მოსვა.
მაინც, ნეტავ თუ არსებობს სასმელი, რომელიც ღვინოზე უფრო საზრიანი, ღრმა და მრავლისმთქმელია? მგონი, არა.
.........................................................
ყურძნის წურვასა და ამ საქმეებში გადის ორი კვირა. კირაც და კოტეც თავით არიან საქმეში გადაშვებულები, პარალელურად ონლაინ რეჟიმში მუშაობენ, ბიჭები თბილისიდან კახეთში და კახეთიდან თბილისში დადიან, ელენე ნებივრობს, საჭმელსა და სასმელს ახვედრებს, უმზადებს და უვლის მშრომელ ხალხს. ხელები ეღარება შრომისგან ყველას, კირას გრძელი ფრჩხლებიც და შილაკიც ეწირება რთველს და დივანზე წამოგორებული, ტელეფონში ჩამძვრალია, უმიზნოდ სქროლავს ტიკ-ტოკს, ტელევიზორიდან ესმის ნაცნობი ხმა.
“-ბატონო ვაჩე, როგორ ჩაიარა თურქეთში ვიზიტმა?-ისმის ჟურნალისტის გაზეპირებული კითხვა და ვაჩეც დიდი მოთმინებით მიიწევს საკუთარი მანქანისკენ.
-ყველა კითხვას გაეცემა პასუხი პრესკონფერენციის დროს. გთხოვთ, მაცადოთ იქამდე.”-არანაირი ემოცია არ ჩანს ვაჩეს ხმაში, მხოლოდ დაღლა და არაფერი სხვა. მანქანაში ჩაჯდა და დაბურული შუშებიდან აღარაფერი ჩანდა, მხოლოდ კარის გაღების მომენტში გამოჩნდა წითელი ფრჩხილის ლაქი ვიღაცის ხელზე, წითელი ჩანთა და ქერა, გრძელი თმა. კირას ტვინი უკვე დუღილს იწყებდა, როცა უცებ მოაფიქრდა გამოსავალი, ოთახში ავიდა უსიტყვოდ და მისაღებში მჯდარი ნიკო და ანა მარტო დატოვა. მოწესრიგდა, დაწვა და დაიძინა. როგორც კი გაეღვიძა, მაშინვე მომზადება დაიწყო. უკვე მომზადებული, შავ კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი, ლამაზად დავარცხნილი თმითა და პიჯაკით გავიდა ოთახიდან. პატარა ჩანთა ეკავა ხელში და სამზარეულოში შეაბიჯა თუ არა, მაშინვე დაიმსახურა ყველას მზერა. გამზადებული დახვდა ფინჯანი ყავა, რომელსაც ორთქლი ასდიოდა და კოტეს წარბაწეულ მზერას, მის ლოყაზე კოცნა შეაგება.
-მე თბილისში მივდივარ.
-მივხვდით.-ეცინება ნიკოს.
-სავარაუდოდ ხვალ ჩამოვალ, ან ზეგ.-ყავის ორ ყლუპს სვამს, მანქანის გასაღებს იღებს და გასასვლელისკენ მიდის.-გაკოცეთ, ყველას ერთადაც და ცალ-ცალკეეც.-მანქანაში ჯდება და თბილისისკენ მიდის. თორმეტ საათზე პრეს-კონფერენცია წესით უკვე დასრულებული იქნება, ამიტომ პირდაპირ მიდის შენობასთან, რომელიც ვაჩეს აბარია, თავიდან ბოლომდე და პარკინგის შესასვლელთან, როგორც კი დაცვა აჩერებს, მაშინვე სწევს ფანჯარას ქვემოთ.-გამარჯობა.-უღიმის დაცვას, რომელსაც მაშინვე ეცვლება გამომეტყველება, როგორც კი სათვალეს იხსნის კირა.
-გამარჯობა, ბოდიში შეყოვნებისთვის, მიბრძანდით.-უცბათ აყრის დაცვა სიტყვებს ერთმანეთზე და მეორე შეიარაღებულს ანიშნებს რომ ჭიშკარი გახსნას. პარკინგზე აყენებს მანქანას კირა, შორიდან ესმის ჟურნალისტების ხმა, თავად უბრალოდ შენობაში შედის, პროცედურებს გადის, ჩხრეკენ კიდეც, შემდეგ ვაჩეს კაბინეტისკენ მიმავალ გზას კითხვით მიუყვება.
-გამარჯობა, ბატონი ვაჩეს კაბინეტი საით არის?-ეკიხება ქერა გოგონას, ცისფერი თვალებით და წითელი ფრჩხილის ლაქით, რომელიც სანდომიანად ათვალიერებს კირას.
-ლიფტით ბოლო სართულზე ადით და მიხვდებით.-უღიმის და ლიფტისკენ ანიშნებს. ბოლო სარტულზე ადის თუ არა, მორბენალ პერსონალს ხედავს, რომლებიც ტელეფონზე არიან ჩამოკიდებული და ფურცლებთან ერთად დარბიან წინ და უკან. ათვალიერებს ყველაფერს და ბოლოს მდივანთანაც მიდის.
-გამარჯობა, ბატონი ვაჩე დაკავებულია?-ეკითხება ბიჭს, რომელსაც სატVალე უკეთია და ცისფერი პერანგის სახელოები იდაყვამდე აქვს აკაპიწებული.
-შეხვედრა ჩანიშნული გაქვთ?-ეკითხება და სიის შემოწმებას იწყებს.
-არა, თუ შეხვედრა არ აქვს, შევალ.
-ასე არ შეიძლება ქალბატონო...-ჩერდება,აშკარად სახელი უნდა.
-კირა.
-კირა? კირა, საიდან მეცნობა.-ფიქრობს ბიჭი და კაბინეტისკენ მიდის, უკან მიჰყვება კირაც და როგორც კი ოთახში შედის, მაშინვე ედება ის გრილი და ამავდროულად ტკბილი სურნელი, გონებას რომ ურევს ქალს.
-ბატონო ვაჩე, თქვენთან არიან.-ვაჩეს თავი აქვს ჩაყოფილი ფურცლებში, როცა ქუსლების ხმა ესმის თავს ზემოთ წევს, თავის მდივანს უყურებს და მერე კირას, რომლის დანახვაზეც მზერა სულ სხვაგვარად თბილი უხდება და თითქოს შვება ედება სახეზე.
-მადლობა ლუკა, დაგვტოვე.-მდივანს მიმართავს თუ არა, ფეხზე დგება და კირასკენ მდიის, რომელიც ოდნავ უღიმის კაცს და როგორც კი უახლოვდება, მაშინვე ყელზე ხვევს ხელებს.-მოხვედი.
-შენ გეგონა, რომ არ მოვიდოდი? იცი, ვაპირებდი უბრალოდ მომეწერა, მაგრამ ის ქერა, შენს მანქანაში, ზედმეტად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. საერთოდაც, ჩემი თავის მიკვირს, ახლა აქ რომ ვარ, მაგრამ არაუშავს.-უღიმის, ქვემოდან უყურებს და ერთი სული აქვს, წითლად შეღებილი ტუჩებით დაუკოცნოს კაცს ბაგეები.
-ისე მიყურებ, აშკარად ვარჯიში გინდა.-ეცინება ვაჩეს და დივნისკენ მიჰყავს ქალი.
-ვარჯიში რაში?-ეცინება, თითქოს ვერ ხვდება, მაგრამ მაინც ხვდება და ეშმაკური ღიმილით ეპობა ბაგეები. ვაჩეს კალთაში იკავებს ადგილს და მამაკაცის ხელებს, მის ფეხებზე, ჟრჟოლვით ეგებება.
-კოცნაში, კირა.-ეღიმება ვაჩეს, კეფაზე ადებს ხელს, ქალს და მაშინვე აერთებს ტუჩებს მის ტუჩებთან.-მომნატრებია.
-რთულია არ მოგენატრო.-თვალს უკრავს კაცს და ტუჩებს ილოკავს, რასაც მორიგი, წამიერი კოცნა მოსდევს თან.-მომწონს შენი კაბინეტი.-ეცინება.
-ჯანდაბა კირა, ყველა ნაროტიკს გადააჭარბე.-ოხრავს და ყელში უცურებს ცხვირს.
-მიხარია, თუ ეგრეა.-თითებს უცურებს მოკლედ შეჭრილ თმაში და მიუხედავად ოდნავი უხერხულობისა, მაინც დუნდება მთლიანი სხეულით.
-ბატონო ვაჩე, საბუთებია მოსაწესრიგებელი.-კაბინეტში, კაკუნის შემდეგ, თავდახრით შედის ის ქერა, კირას გაღიზიანება რომ გამოიწვია წინა ღამეს, მაგრამ ახლა სრულებითაც არ აღიზიანებს ეს ქალი, მის თითზე მორგებული საქორწინო ბეჭედიც, მეტად მკაფიოს ხდის, ქალის და ვაჩეს საქმიან ურთიერთობას.
-მე წავალ, ჩემს სახლში ვიქნები, შენ საქმეს მიხედე.-უცბათ დგება ფეხზე კირა და ჩანთის აღების და ვაჩეს ლოყაზე კოცნის შემდეგ ტოვებს კაბინეტს.
-მაპატიეთ თუ ხელი შეგიშალეთ, უბრალოდ სასწრაფოა.
-არაუშავს, ლიკა.-საკუთარ სკამზე ჯდება და საბუთებს დასცქერის.-ხვალიდან დიდი ხნით არ ვიქნები, ჩემს მაგივრად, ყველა უფლებამოსილებას ნიკას გადავცემ, გადაეცი, ხვალიდან სამსახურში გამოცხადდეს.-მოადგილე ნიკოლოზ ხარატიშვილი უნდა დაუბრუნდეს სამსახურს, შენობაში თავიდანვე გაჩნდება ქაოსი და დამოურჩილებლობა, მაგრამ იცის, საქმე, კრიზისულ მომენტებში მის გარდა არავის ენდობა.
-გასაგებია.-ქალი ოთახს ტოვებს, ვაჩე კი მორიგ ზარს ახორციელებს, ყველგან სადაც სჭირდება, ბოლოს ღამის ორ საათზე ტოვებს შენობას და კირას სახლისკენ მიდის.
.........................
კირას მთა ყოველთვის განსხვავებულად უყვარდა. თითქოს იმ სიმწვანეში პოულობდა ხოლმე საკუთარ თავს და მთელი წლის ნაგროვი ტკივილებისგან საბოლოოდ იცლებოდა, თუმცა ამჟამად მთაში წასვლას საერთოდ არ გეგმავდა, უეცრად საწოლიდან რომ თავი წამოყო, გააცნობიერა რომ არც საკუთარ სახლში იყო და არც საკუთარ საწოლში. ფანჯრიდან გახედა დათოვლილ მწვერვალებს და თავში უამრავმა აზრმა გაუელვა. ბოლოს რაც ახსოვს, ის არის, რომ სიგარეტის სუნს გრძნობდა საკუთარ საწოლში მწოლი.
-რა ჯანდაბააა.-ამოიხავლა და საწოლიდან წამოდგა. საღამურები ეცვა, თუმცა ბარგით სავსე ჩანთაც იდო იქვე. გარეთ გავიდა, ფრთხილად ჩაიარა ხის კიბე და მიხვდა, სვანეთში იყო. დიდი ვიტრინიდან მთელ ხედზე კოშკები ჩანდა, დათოვლილი მთებისა და მდელოების დანახვამ თავი ცოტა ხანს სიზმარში აგრძნობინა, მაგრამ როგორიც კი მიხვდა სიზმარი არ იყო, კიბეზე ჩაირბინა და მისაღებში აგიზგიზებულ ბუხართან მჯდარ სხეულს შეხედა.
-მეგონა, აღარ გაიღვიძებდი, კირა.-ისე ამბობს ვაჩე, წამითაც არ უყურებს კირას და დანით აგრძელებს ხის ფიგურის გამოთლას.
-ბევრი კითხვა მიტრიალებს თავში, მაგრამ პირველი, სად არის საპირფარეშო?-მშვიდად გრძნობს თავს, ისედაც უნდიდა მთაში წამოსვლა, არც ტელეფონი შეუმჩნევია სადმე და არც კომუნიკაციის რაიმე გზა. ვაჩეს დანახვამ კიდევ უფრო დაამშვიდა და არ იცის რატომ, უჩვეულოდ იგრძნო თავი, უჩვეულოდ სახლურად. ვაჩეს ეცინება და თითით ანიშნებს საპირფარეშოს კარისკენ, სადაც შედის კირა. თავს იწესრიგებს და ისევ საღამურების ამარა შედის ოთახში, სადაც ვაჩე მაჩაბელი, ისევ ბუხრის წინ, იმავე პოზაში ზის და ხის ფიგურას თლის.
-შემდეგი კითხვა?-იცინის ვაჩე და ქვემოდან აჰყურებს ქალს, რომელიც საღამურში გამოწყობილიც კი უჩვეულოდ ლამაზად ეჩვენება.
-აქ რა მინდა და შენთან ერთად, მითუმეტეს რა მინდა?-ბუხრის წინ, ვაჩეს პირისპირ ჯდება და მის თითებს აკვირდება.-არადა, გუშინ იმდენი საქმე გქონდა, ნორმალურად ორი წუთიც ვერ დამელაპარაკე.
-მე და შენ ერთმანეთთან უამრავი რამ გვაქვს განსახილველი.-ვაჩეს ხმა დაბალია და სერიოზული.-ამიტომ, შვებულება ავიღე, დიდი ხნით, რა თქმა უნდა.
-გეკითხა, იქნებ არ მეცალა, ან იქნებ ჩემით მოგყვებოდი?-ნერვები აშლება, როგორ უბედავს ამდენს? წინა დღეს, თავად მივიდა მასთან კაბინეტში, მიახვედრა რომ მასთან ურთიერთობა უნდოდა, მაგრამ ეს მოტაცება რა იყო? აშკარა იყო წამლით გათიშა, თორემ კირას ამდენ ხანს ვერანაირი ძალა ვერ დააძინებდა.
-ცემზე მოუცლელი იყავი? ბევრი რამ გვაქვს განსახილველი, კირა.- დანას კეცავს და ჯიბეში იდებს.-ვიცი, რომ ის კაცი მე ვიყავი, შენს სიზმრებში და შენ წარმოიდგინე, ბოლო ორი წელია მეც იგივე სიზმრები მტანჯავს. შენი თვალები მტანჯავს ისე, რომ წამალიც ვეღარ მშველის, კირა. არ ვიცი რას ითხოვ, არ ვიცი რას ვითხოვ, ერთი ის ვიცი რომ ჩემს გვერდით უნდა იყო. მხოლოდ მაშინ ვარ მშვიდად, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავს კარგად.-ოხრავს და კირას ხელს თავის თითებში აქცევს. კირა ჩუმად არის, არ იცოდა სიზმრები თუ ორმხრივი იყო, ან იმ სიმშვიდეს, რომელსაც თავად გრძნობდა, ვაჩეც ამავენაირად იგრძნობდა.
-შენ შველა გჭირდება, მე კი საშველი ვარ.-თავი ქვემოთ აქვს დახრილი ქალს, დაჰყურებს ხელებს, რომელთა შეხებაც უცნაური და უცხოა მისთვის. ნავარჯიშებ თითებს მაინც შერჩენია ძველებური სილამაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავში მყოფი ვაჩე მაჩაბელის სხეულიც კი ყვირის თავისი ცხოვრების სირთულეებს. თითქოს სხეული, რომელშიც ცხოვრობს, ნაიარევები, რომლებიც სხეულზე აქვს, მისი ცხოვრების რუკაა. ყველა დღეს აღწერენ მისი ცხოვრების.
-ხო, შველა მჭირდება. მზად ვარ ისიც დავივიწყო, ჩემი დეიდაშვილი რომ გიყვარდა, თუ მომცემ ნებას, რომ შენი ცხოვრება ჩემი ცხოვრებაც გავხადო. არა, დიდად მნიშვნელობა არ აქვს შენს ნებას, მოგინდება ბედნიერი იქნები, არ მოგინდება და აქაც მშვენივრად იცხოვრებ, არაფერი მოგაკლდება.-იცინის ვაჩე, ხელზე კოცნის ქალს და ვიტრინიდან იყურება.
-როგორ წამომიყვანე?-კირა თვალებში უყურებს და არ უარყოფს თორნიკეს მიმართ გრძნობების არსებობის საკითხს, აინტერესებს სადამდე შეტოპავს კაცი, ან რამდენი იცის.
-წამლით დაგაძინე, მერე მანქანაში ჩაგსვი და წამოგიყვანე. ალბათ გეძებენ, მაგრამ იმედი არ გქონდეს, აქ ვინმემ გიპოვოს.-ხელის გულზე კოცნის ვაჩე ქალს და მის სურნელს ისუნთქავს ღრმად.
-უნდა დავრეკო, იმედია შენც იცი ეგ.-ეცინება კირას და კაცის ხელებიდან საკუთარ ხელს აშორებს. უკმაყოფილო და კმაყოფილი ერთდროულად არის ვაჩეს შეცვლილ სახეს რომ ამჩნევს.
-ვისთან უნდა დარეკო?-ვაჩე თვალებს ატრიალებს, კარგად ხედავს კირა მამაკაცის შეცვლილ, მობეზრებულ გამომეტყველებას.
-ვისთანაც დამარეკინებ, დავრეკავ.-მოულოდნელ მორჩილებას უცხადებს კირა მამაკაცს. იცის, გაჯიუტებით და მისი გაბრაზებით კარგს ვერაფერს მოეწევა, ამიტომ ცდილობს ქალური ხრიკებით მიაღწიოს ვაჩეს ზომაზე მეტად მოლბობის მიზანს ბოლომდე. ვაჩე ტელეფონს იღებს, რომელიც საერთოდ არ გამოიყურება ისე, როგორც 21-ე საუკუნის ტელეფონი, კირას ეცინება, როცა ფანრიან ნოკიას სცნობს და ვაჩეს სიცილით უყურებს.
-გასართობად ტელეფონის იქითაც შეიძლება იპოვო რამე და როგორც საიდუმლო კომუნიკაციის საშუალება, მშვენივრად ასრულებს მოვალეობას.-უთქმელად ხვდება ქალის ფიქრებს, ნომრის ძებნაც არ სჭირდება, რამდენიმე წამში რეკავს სასურველ ნომერზე და კირას აწვდის ტელეფონს.
-სად ტრა.კში ხარ შე.ჩემა. კირა გაქრა და იმედია შენ არ გაქვს ამ საქმეში წვლილი შეტანილი.-თორნიკეს ხმა ესმის, ვაჩე აკვირდება ქალის გამომეტყველებას იკვლევს რეაქციებს, რომელიც ქალს უნდა ჰქონდეს ტრაგიკული ცხოვრების სიყვარულის ხმის გაგებისას, მაგრამ კირას სახეზე მხოლოდ კმაყოფილებაა და ვაჩე ხვდება, რატომ არის მაინც და მაინც კირა მისი ცხოვრების ქალი, ამ გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, თორემ ტრაგიკული სიყვარულით არც ვაჩე ჩამოუვარდებოდა ვინმეს.
-მე ვარ, თორნიკე.-კირას ხმა ჩვეულებრივია, არც რაიმე ემოციას გამოხატავს, არც რაიმე ისეთს რაც ხელჩასაჭიდ აზრზს გაგიჩენს ადამიანს.
-კირა?!-თორნიკეს ცოტაც და პანიკური შეტევა დაეწყება, ვაჩე ამ ნომრით მხოლოდ მაშინ რეკავს, როცა საფრთხეშია, თავისუფალია ან უბრალოდ გალეშვამდე დალევა სურს, ახლა კი თორნიკე ვერ იგებს, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს როცა ამ ნომერზე პასუხ გაცემული ზარის შემდეგ კირას უემოციო ხმა ესმის.
-კარგად ვარ, ორივე კარგად ვართ. იმიტომ გირეკავ, რომ ვიცი ნერვიულობთ. კარგად ვართ, ვერ გეტყვით სად ვართ, მაგრამ საუბარი გვჭირდება და იმედია ხვდებით მაგდენს.-ვაჩეს უყურებს, რომელსაც კმაყოფილი გამომეტყველება დასთამაშებს სახეზე და ეშმაკები დაუქრის თვალებში აგიზგიზებული ცეცხლის ირგვლივ.
-კირა, სერიოზულად გეკითხები, შენი სურვილით წაყევი? ხომ თქვი, ზეგ ჩამოვალო.-თორნიკეს სერიოზული, ოდნავ შვება მოგვრილი ხმა აქვს და კირა ხვდება რომ გათიშვის დროც მოდის.
-თორნიკე, იქ ვარ, სადაც მინდა ყოფნა, თავს ნუ შემაწყენ, რომ ჩამოვალ ბევრად უკეთ ვიქნები, ვიდრე წამოსვლამდე ვიყავი. ორსულ ცოლს გაუფრთხილდი, ლოყები დაუკოცნე და მუცელზე მიეფერე, ჩემს მაგივრად.-ტელეფონს ისე თიშავს, აღარაფრის თქმას აცლის და ვაჩეს უყურებს.-გველის თამაში კიდევ აქვს ამ ტელეფონს?-ეცინება და ხელში ათამაშებს, მუქი ნაცრისფერია, მონატრებია კიდეც, რომ რამე ერთი დარტყმით გათიშავ ადამიანს.
-აქვს.-ეღიმება ვაჩესაც, ოღონდ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად, ისე როგორც იღიმის ხოლმე.
-რამდენი ხნით ვიქნებით აქ?-მამაკაცს უყურებს და კედლებს ავლებს მზერას. ძველი, სვანური, ქართული ინტერიერია ირგვლი, დაბალი სამფეხა სკამები ბუხართან, ქვის კედები, რომლებზეც ჯიხვის რქებსა და ირმის თავს დაბღვერით უყურებს კირა. ფოტოებიც არის ბუხრის თავზე, ვაჩეს და თორნიკესი, ვაჩეს და მისი მშობლების, ვაჩეს და ვიღაც ქალის. ყანწები, სვანური ქუდი და სხვა უამრავი რამ ამშვენებს კედლებს. თანამედროვე ავეჯი, იდეალურ ჰარმონიას ქმნის ძველებურ რემონტთან, კირას იქაურობა მოსწონს, განსაკუთრებით ის გიგანტური ფანჯრები, რომლებიც სამზარეულოს ირგვლივ აკრავს და ულამაზესი ხედი იშლება. სახლი მთლიანად ვიტრინებითაა სავსე და იმდენად უცნაურია სვანეთში ყოფნა და მსგავსი ინტერიერის ქონა, კირა კმაყოფილებით აღსავსე ვაჩეს შეჰყურებს, ისევ ბუხართან მჯდარს, ხელში დანითა და ხის უსწორმასწორო ფიგურით.
-რამდენი ხანიც იქნება საჭირო.
-საჭირო რისთვის?-ვაჩე ისევ ფეხზე დგება და თავს ანებებს ფიგურასა და დანას. კირას უახლოვდება, სულ შავებშია გამოწყობილი, შავი სპორტულები საოცრად უხდება მაღალ, ნავარჯიშებ და ლამაზ სხეულზე. კირას წინ დგება და თმაზე ეთამაშება ოდნავ შესამჩნევად.
-ერთმანეთის ბოლომდე შესაცნობად დროა საჭირო, კირა.-ლოყაზე უხახუნებს ცხვირის წვერს და ჩუმად ისრუტავს ქალის უტკბეს სურნელს.-მე კი აქედან შენი შეცნობის გარეშე, არსად წავალ. დიდხანს ვიტრიალე შენს ირგვლივ, იმდენად დიდხანს, რომ ისიც კი გავიგე, როდის, რომელ პოზაში გძინავს, მაგრამ ის ვერ შევიცანი, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს.-საჩვენებელ და შუა თითებს ნიკაპიდან ყელისკენ აცურებს, საბოლოოდ კი გულთან აჩერებს, ზუსტად ცენტრში, ორ მკერდს შორის.-შენს შიგნით რა ხდება, არ მესმის, არც არავის ესმის.-ეღიმება, ახლა უკვე აშკარად და საკმაოდ მომხიბვლელად იღიმის.
-კარგი, ვიყოთ აქ, მე არ მაქვს პრობლემა, ისედაც სულ მინდოდა სვანეთში წამოსვლა. იმედია ბოროტი ბიძიების მსგავსად სახლში არ გამომკეტავ და მინი ექსკურსიას მომიწყობ, თორემ უკვე ვგრძნობ როგორ მიხმობენ იმ კოშკების ანგელოზები.-ეღიმება ქალს, ლოყაზე უცებ აკრავს ტუჩებს და სამზარეულოსკენ გარბის. თითქოს, კახეთი და სვანეთი ერთი ქვეყნის ნაწილია, თუმცა კონტრასტი მიანც იგრძნობა. კახეთში თუ ახლა რთველის პერიოდი არ დამთავრებულლა, სვანეთში მწვერვალებზე უვე მოსჩანს თოვლის ნადები. მოსწონს კირას ხედი და მოსწონს იდეა, რომ ვაჩემ სწორედ მის საოცნებო ქვეყანაში წამოიყვანა, რადგან ვაჩემ, ისევე როგორც ყველაფერი კირას შესახებ, ისიც იცოდა, რომ კირა გიჟდებოდა სვანეთზე.
-მშია, გამიგია, სასწაულად ამზადებსო.-სამზარეულოს კარს ეყრდნობა და ხედით დამუნჯებულ კირას უყურებს.
-ამ ხედის ფონზე, ყველაფერი დაავიწყდება ადამიანს, მაგრამ თუ პროდუქტი არის, საჭმელიც იქნება.-ეცინება ქალს, ვაჩეს დანახვა ცოტა უცნაურია იმ აპლუაში, რომელშიც ხედავს, თუმცა სიამოვნებს. ვერ იტყვის რომ რამე არ სიამოვნებს, პირიქით, უცნაურად სიმშვიდის მომგვრელიც კი არის.
-მოგეხმარები.-მაცივრიან პროდუქტებს იღებს ვაჩე და კარტოფილის თლას იწყებს. უცნაურია, ბოლოს ისე გამოდის, რომ ვაჩემ მოამზადა საჭმელი, კირამ კი მცირე ცვლილებები შეიტანა.
-სვანი აშკარად არ ხარ, სვანური გვარი არ გაქვს და აქ საიდან მოხვდი?-კირას სურს ყველაფერი გაიგოს ვაჩეზე. ის ხომ თანამდებობის პირი არ არის, რომ ისევე იცოდეს ყველაფერი მამაკაცზე, როგორც თავად ვაჩემ იცის.
-დედაჩემს უყვარდა ბავშვობიდან სვანეთი, ზუსტად ისე როგორც შენ, შეიძლება უფრო მეტადაც. ბაბუამ გადაწყვიტა სახლი ეჩუქებინა სვანეთში დედასთვის, რომელიც შემდეგ მზითვის სახით გაჰყვებოდა.-ისე იწყებს მოყოლას, წამით არ უყურებს კირას.-მერე აქ ჩამოსულმა დედამ, გაიცნო მამაჩემი, რომელიც ბებიასთან იყო დასასვენებლად ჩამოსული და შეუყვარდათ ერთმანეთი.-მოკლედ ასრულებს.-თუ უფრო მეტი გაინტერესებს, შეგიძლია მომავალში თავად ჰკითხო.-ქვემოდან უყურებს და ღვინის თაროდან იღებს ერთ ბოთლ წითელ, მშრალ ღვინოს.
-მალბეკი, საინტერესოა, შენი აურასავით შავია.-კირას ეღიმება, ვაჩე თავს სიცილით აქნევს და ჭიქაში უსხამს სითხეს.-იმედია, სანამ აქ ვიქნები, წამალს არ მიიღებ.-უემოციოდ ამბობს კირა და თვლებში უყურებს ვაჩეს. კაცი წამიერად იბნევა, მერე თავადაც ისხამს ღვინოს და კირას წინ, სავარძელში ჯდება.
-არც გამხსენებია აქამდე, იცი?-ეცინება ვაჩეს.-აქ არასდროს ვიკეთებ, მითუმეტეს აქ მე და შენ მარტო ვართ. საფრთხეში ვერ ჩაგაგდებ, სულ რომ მოვკვდე არ გავიკეთებ, ამიტომ დამშვიდდი.-უღიმის, ახლა უკვე შესამჩნევად და ჭამას იწყებს.
-სანამ შენ ჩემს სულს შეიცნობ, შეიძლება მე შენ შეგიცნო?-ჭურჭლის რეცხვას რომ მორჩა, წინ ჩამოუდგა მამაკაცს და კისერზე მოხვია მკლავი. ვაჩეს სახე სიამოვნებას ყვიროდა, რაც სრულებითაც არ აინტერესებდა კირას, უბრალოდ ისრულებდა იმას, რაც უნდოდა.
-შენ ყველაფრის უფლება გაქვს, თუ აქამდე ვერ მიხვდი.-ქალის ტუჩებს უახლოვდება, მერე თვალებში უყურებს დაჟინებით და კირას რომ საკუთარი მზერა ვაჩეს ტუჩებზე გადააქვს, ლოყაზე კოცნით შორდება ქალს და თვალს უკრავს.-გამოიცვალე და გავისეირნოთ.-ოთახს ტოვებს და მომღიმარ კირასაც სწრაფად შორდება.
იცის კირამ, ვაჩე მისი ცხოვრების მამაკაცია....
ვაჩემაც იცის, კირა, რომ მისი ცხოვრების ქალია...
................................
არის რაღაცები, რაც ამოუხსნელად რჩება მთელი ცხოვრება. ერთი შეხედვით, კირასთვისაც ამოუხსნელი იყო ვაჩე. კაცი, რომელიც სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოხელე იყო, ისე გრძნობდა თავს სვანეთის მთებში, თითქოს მთელი ცხოვრება იქ ჰქონდა გატარებული, თითქოს იმის იქით ცხოვრება არ უნდოდა. თითქოს ბობოქარი ქალაქი გამუდმებით არ ეძახდა. ისე იყო კირა შესწავლით გართული, ყოველ ღამით ცდილობდა გადაეხარშა საკუთარი ფიქრები, საკუთარი შეხედულებები ამ კაცზე და ბოლოს თითქოს ობობის ქსელებივით გაბმულ საკუთარ ფიქრებში ახლართული ცდილობდა დაძინებას. ძილი მისთვის პრობლემას იქამდე არ წარმოადგენდა, სანამ ვაჩეს გაიცნობდა და ახლა, მამაკაცის ოთახისკენ მიმავალი, მხოლოდ ერთ ფიქრს ატრიალებდა გონებაში. უნდოდა რომ დაეძინა, მშვიდად, ბავშვივით, ისე რომ სხვა არაფერზე ეფიქრა და სწორედ ამიტომ მიდიოდა მისი ძილის დამრღვევისკენ. საოცარი იყო, ასეთი ამბები მხოლოდ ფილმებში, ისიც იშვიათად თუ შეგხვდებათ, მაგრამ რეალობა იყო. კარზე ფრთხილი კაკუნის და იქიდან გაგებული თანხმობის შემდეგ კარს აღებს და შიგნით შედის.
-აქ მინდა დაძინება.-საწოლისკენ მიდის, სადაც ვაჩე უკვე წევს და ოთახში სიგარეტის სუნსა და ვაჩეს პარფიუმის სუნს ფილტვებში ღრმად უშვებს.
-მოდი.-ოდნავ ეღიმება კაცს და საბანს წევს. არაა პრობლემა კირა თუ მის გვერდით ძილს მოინდომებს, ისედაც საკუთარ თავს უძღვნის ამ ქალს, ისე რომ მშვენივრად აქვს გააზრებული რა უნდა, ვინ უნდა და სად უნდა.
-ასე უპრობლემოდ?-ეღიმება კირას და გვერდით უწვება, გაყინულ ფეხებს კუნტავს და თვალებში უყურებს მისკენ გადაბრუნებულ კაცს.
-პატარა ბიჭივით გაჯიუტება დავიწყო?-ვაჩეს მშვიდი ხმა მასაც ამშვიდებს, გულს საგულეს უბრუნებს და სხეულს უდუნებს.
-პატარა ბიჭიც საინტერესო იქნებოდი.-ეცინება კირას და თავს ხრის, ძილი უნდა, მაგრამ ვაჩეს მზერა ახლა აფორიაქებს.
-ისეთი არ ვიყავი, როგორიც შენი მეგობრები, შენი ძმა, ან თორნიკე იყო.-ხელს ხვევს ბეღურასავით მოკუნტულს და ახლოს სწევს საკუთარი გახურებული სხეულისკენ.
-აბა როგორი იყავი?-თავს გულზე ადებს, სიამოვნებს მისი სურნელი, მისი ხმა, მისი შეხება. ამოუხსნელი ემოციები და ამოუხსნელი გრძნობები უჩნდება ამ კაცის სიახლოვეს და არ იცის როგორ შეეგუოს ამ ფაქტს.
-საქმე მქონდა, დავალებებს მაძლევდნენ. პარტნიორი მყავდა, რომელთან ერთადაც ყველაზე გასაიდუმლოებულ დავალებებზე დავდიოდი და არ მკითხო ამ დავალებების შესახებ.-ეცინება კირას ინტერესიან თვალებს რომ ხედავს.-მერე ჩემი პარტნიორი მოკლეს, მე კი მისიიდან დაბრუნებული სამთავრობო სკამზე შემომსვეს. წლების შემდეგ, ყოველწლიური დაწინაურების, ფარისევლობის და დამღლელი მისიების შემდეგ იქ ვარ სადაც ვარ და საერთოდ არ მეამაყება ეს ფაქტი.-თავს ხრის, სახე ტკივილით აქვს დაღარული, თვალებში სევდა აქვს ჩამდგარი.
-შენი პარტნიორი... ქალი იყო, არა?-ეღიმება კირას, ისე უყურებს, ისე ტკივილით, თითქოს კაცის ტკივილს თავადაც გრძნობს და თანაგრძნობას უცხადებს.
-იმდენად საოცარი და შესანისნავი ქალი იყო, რომ მზად ვიყავი ჩემი ცხოვრების მეგზურად გამეხადა. გახდა კიდეც, რაღაც კუთხით.-ღრმად ისუნთქავს ჰაერს, საწოლზე ჯდება, სიგარეტს უკიდებს და საფერფლეს იდებს. კირას უყურებს, ქალიც უკიდებს სიგარეტს და გვერდით უჯდება. ახლა ვაჩე თავისი ცხოვრების სიყვარულზე მოუყვება და კირა მტვერსასრუტივით აისრუტავს მთელ ინფორმაციას რომ კიდევ ერთხელ გააბას საკუთარი თავი ობობის ქსელში.
-მომიყევი.-სიგარეტის კვამლს ღრმად უშვებს ფილტვებში და ისე უყურებს კაცს.
-ერთი შეხედვით სერიოზული ქალი იყო, მაგრამ არ იყო.-ეღიმება.-შეშლილი იყო. წვრთნებზე ხშირად დავდიოდით, დანაყოფში ერთადერთი ქალი იყო და სასწაულებრივად მოხვდა იქ, სადაც მე ვიყავი, ყველაზე დიდ რობოტებსა და უგრძნობ ხალხში. მაგარი მიზანი ჰქონდა, ნორმატივებს საუკეთესოდ აბარებდა, ტაქტიკებიც საოცარი ჰქონდა. დაღლილები, ვარჯიშით და გამოცდებით ერთმანეთს რომ ვაწყდებოდით, ის ადგებოდა, ისევ ვარჯიშს იწყებდა, ამბობდა დასვენება მერეც მეყოფა, შუბლში რომ ტყვია მომხვდებაო. არცერთს გვქონდა გარანტია რომ გადავრჩებოდით, ყველა მისია ერთი შეხედვით სასიკვდილო იყო და დანაყოფში მყოფი 7 კაციდან, დღეს მხოლოდ სამი ვართ ცოცხალი. მერე გაგვყვეს, რამაზი და ნიკოლოზი ცალკე გაიყვანეს, სხვა საქმეებზე, მე და სოფია ცალკე, სახელმწიფო უსაფრთხოების მისიებზე. ერთმანეთი თავიდანვე მოგვწონდა, მაგრამ ერთ სახლში ცხოვრებამ, მისიებზე ერთად სიარულმა და 24 საათი ერთად ყოფნამ ერთმანეთი შეგვაყვარა. იმ დროს არ ვიცოდი სიყვარული თუ შემეძლო, მაგრამ შემძლებია. დაზვერვის დროს მოკლეს, შუბლში ესროლეს ტყვია და მე გვერდით მწოლს ტელეფონზე ესემესი გამომიგზავნეს, შენთვის გაკვეთილი იქნებაო.-სიმწრით ეცინება.-ორსულად იყო, სამი თვის, ერთი გასროლით მომიკლეს საყვარელი ქალი და შვილი, რომლის არსებობაზეც არაფერი ვიცოდი ექსპერტიზის დასკვნამდე. სამხედრო პატივით დაკრძალეს, მე კი სათითაოდ ამოვხოცე, საკუთარი ხელით, ყველა ის ღორი, ვინც დაუკვეთა და შეასრულა მისი მოკვლა.-კირას უყურებს, ღერი იწვის, კვამლი ოთახში იფანტება.-მაშინ 29 წლის ვიყავი, დღემდე ვერ მოვინელე ბოლომდე.-თავს საწოლის თავს აყრდნობს და თვალებს ხუჭავს. ერთი შეხედვით უგრძნობია, მაგრამ მაინც იმხელა გრძობებს აფრქვევს, კირასთვის გააზრებაც რთულია.
-რა უნდა გითხრა?-კირას ემოციის პოვნა უჭირს, რომ რამე გამოხატოს. არ იცი რა უნდა უთხრას, არ იცის ნუგეში სჭირდება თუ რამე სხვა.
-არაფერი, უბრალოდ უნდა დაიძინო.-საფერფლეს ტუმბოზე დებს, უკვე დაწოლილ მდგომარეობაში მყოფ ქალს ეხვევა და თავს მხარზე ადებს. კირას თითები ვაჩეს თმაში ცურდება, მოსწონს შეხება და ირინდება.
-ალბათ ცხოვრებაში ყველაფერს მიზეზი აქვს და შენ ამის მიზეზსაც მალე გაიგებ.-კირას სიტყვები ჩაესმის და წარბებს აჭერს ერთმანეთს.
-მაგაზე პასუხი ისედაც ვიცით კირა, მეც და შენც.-ქალის მხარს ტუჩებით ეხება.-შენი ტკივილებიც და ჩემიც, იმ ბედისწერის ბრალია, ასე რომ გვაკავშირებდა ერთმანეთთან და საბოლოოდ გამოუვიდა კიდეც, შეგვაერთა.-აღარაფერი უთქვამს კირას. თავზე მიაკრო ტუჩები მამაკაცს და თვალები დახუჭა, საშინლად დაღლილი ჰქონდა გონება და გათიშვა არჩია კიდევ ერთხელ, ბუზივით ობობის ქსელში გაბმას.-ღამემშვიდობის, კირა.
-ღამემშვიდობის.-ამოიბუტბუტა და გაითიშა კიდეც.
.........................
-ვაჩე, უშგულში როდის წამიყვან?-თავზე ახტება საქმეში ჩაფლულ კაცს, სათვალით რომ ზის სავარძელში და ფურცლებს ჩაჰყურებს.
-ხვალ ავიდეთ.-ხელის ერთი მოქმედებით მის უკან მოქცეულ ქალს კალთაში ისვამს და საბუთებს მის წინ მდგარ მაგიდაზე აბინავებს.
-კიდევ რას მაჩვენებ?-ანცად ათამაშებს წამწამებს და თბილი მზერით უყურებს კაცს.
-რასაც მოინდომებ, ყველაფერს.-უღიმის, ეს ღიმილი სხვანაირია. ისე უყურებს კირას, თითქოს სამყაროში მასზე ტკბილი არაფერი უნახავს.
-აფხაზეთსაც?-ეცინება, ვაჩე თვალებს ხუჭავს და ოხრავს.
-რთული იქნება, მაგრამ რამეს ვიზამ.-მხრებს იცეჩავს, კირას გამომეტყველება ეცვლება, გაკვირვებული უყურებს კაცს.
-იმედია მიხვდი, რომ ვხუმრობდი.
-მაგრამ შემიძლია ეს ხუმრობა, ოცნება, რაც გინდა დაარქვი, რეალობად გიქციო.-თვალს უკრავს.-მარტო ეს არა, ნებისმიერი რამ.-ყელში კოცნის ქალს და მის აჩქარებულ სუნთქვაზე ეღიმება. როგორი ბავშვურია,ეს ზრდასრული, ერთი შეხედვით ჩამოყალიბებული ქალი და როგორ ეგოისტურად სიამოვნებს, რომ მისი ეს მხარე მხოლოდ მან იცის.
-თამამად ჟღერს შეი სიტყვები.
-თუ არ შემიძლია, არ ვამბობ. ღმერთი არ ვარ, ბევრი რამ არ შემიძლია, თუმცა ვიცი ხალხი ვინც შეძლებს რაღაცებს, რომ შენი ოცნებები რეალობად გიქციო.
-დიქტატორი ბელადივით ნუ მელაპარაკები.-იცინის კირა.
-მაგრამ მე ხომ სტალინის რეინკარნაცია ვარ.-ხუმრობაში ყვება ვაჩეც.
-შენ არა, მაგრამ დეიდაშენი მგონი არის.-ხმამაღლაიცინის კირა და ვაჩეც უჩვეულოდ ჰყვება სიცილში.
-ჯერ ოფიციალურად ჩემი არ ხარ და უკვე დრამები გვაქვს ოჯახში.-თავს აქნევს ვაჩე.
-არაოფიციალურად შენი ვარ?-ტუჩის კუთხეში კოცნია ქალი. მათ უკან დიადი თელი ჩანს, ფერად-ფერადი, წითელ-ყვითელი, მწვანეც რომ ერევა ხანდახან. ყავისფერ ტყავის სავარძლებთან ეს ხედი საოცარ სანახაობას ქმნის.
-ყველანაირად ჩემი ხარ, კირა.-ტუჩის კუთხეში კოცნას არ კმარდება, ისე აკრობს ცხელ ტუჩებს ქალის ბაგეებს.
-ვაჩე.-კოცნებს შორის ამოთქვამს კაცის სახელს.
-გისმენ.-აუღელვებელი, მშვიდი და წყნარია ვაჩეს ხმა და კირასაც მთლიანად სხეულში ედება მამაკაცის სიმშვიდე.
-ყველანაირად არ ვარ და სანამ მართლა მომედო ობი და აბლაბუდა, მინდა შენი ვიყო.-იცინის, თვალები უელავს, ვაჩე მინიშნებას სწრაფად უხვდება და სათვალეს სრაფად იხსნის სახიდან.-სექ.სუალური იყო.-ოდნავ იიმის, კისერთან შეცურებულ ვაჩეს მტევანს მიჰყვება და კაცის ტუჩებზე მთელი არსებით ეკრობა. გზა საძინებლამდე შორი არ არის. საძინებელში ვაჩეს სუნს მკვეთრად ერევა კირას სურნელი და ოთახში ის სიმშვიდე შეაქვს, ვაჩეს რომ არასდროს ჰქონია ცხოვრებაში. საწოლზე აწვენს ქალს და ზემოდან დაჰყურებს. კირას თვალები ბრწყინავს, თავად კირაც ბრწყინავს და მისი ყავისფერი თმა საწოლზე ეფინება ტალღებად. როგორ ჰგავს ეს ქალი შემოდგომას, როგორ საოცრად წააგავს კირას ფერთა გამა ამ საოცარ თვეს და მაინც, ყველაზე თბილი არსებაა მთელ სამყაროში. მოსწონს, რომ კირას პირველი კაცია, პირველი კვნესის, პირველი ამბორის, პირველი ორგ.აზმის ავტორი. ამ შემოქმედების ხელოვანი და ამ საოცრების მნახველი. ისე არ არის, რომ ამას ელოდა, არც სჭირდებოდა იმისთვის, ეს ქალი რომ თმის ღერებიდან ფეხის ფრთხილამდე შეჰყვარებოდა. მაგრამ სიამოვნებდა, ეგოისტურად სიამოვნებდა რომ ეს მხოლოდ მას ჰქონდა ნანახი, მხოლოდ ის იყო ამის შემოქმედი. გვიან ღამემდე ეფერებოდა ქალის სხეულს, ოფლისგან დაცვარულს, მოდუნებულს და ნასიამოვნებს. საკუთარი ხელით დაბანა, გაამშრალა, ჩააცვა, თმაც გაუშრო და საწო₾ში მიწოლილს გვერდით მიუწვა.
-რამე მოგიტანო?-დახუჭულ თვალებში ატარებს თითებს, აწითლებულ ცხვირზე კოცნის და მის გვერდით წვება.
-არა.-უღიმის და თვალებს ახელს.-რომ მცოდნოდა ასეთი იყო, ლიზას აღარ დავუძახებდი ხამს და გაუმაძღარს.-ეცინება. მუცლის დაჭიმულობა მაინც არაკომფორტულია, თუმცა ჩვეულებრივად გრძნობს თავს, ემოციურად არაჩვეულებრივად.
-ჩემი ქალი ხარ.-სიცილის შემდეგ ეუბნება, ტუჩებს ტუჩებზე აწებებს და გულზე იკრავს მისკენ მიჩოჩებულს.-აწი ჩემგან თავს ვეღარ დაიხსნი.
-არსად გავრბოდი, ისედაც.-ეცინება ისევ.
….…….
სვანეთში დეკემბერი ჩამომდგარიყო, კირა ვიტრინიდან გაჰყურებდა დათოვლილ არემარეს და ბუხარში შეშის ტკაცუნს მშვიდად უგდებდა ყურს. ცხელი ყავის არომატი ცხვირზე ეთამაშებოდა და ფიქრებს იმდენად სორს წაეყვანა, რომ მომავალ რთველზე ფიქრში სრულად დაკარგულიყო ამ საოცარი ადგილიდან. სამზარეულოდან ისმოდა ვაჩეს ხმა, საბუთებზე რომ ეწუწუნებოდა თავის მდივანს. ლუკამ უკვე სამჯერ ააკითხა საიდუმლო საბუთების გადასაცემად, თავნება უფროსს და დაუბარა, მალე თუ არ დაბრუნდები პოსტს დაკარგავო. უკნიდან ეხვევა კაცის ხელები. ფართო მხრებსა და გრძელ მკლავებში გახვეული, ოდნავ იღიმის და ქვემოდან აჰყურებს კაცს, რომელიც ბოლო 2 თვის განმავლობაში მის არსებაში შეძვრა. მოსწონდა საკუთარი სხეულიდან ავარდნილი ვაჩეს სურნელი. მოსწონდა მამაკაცის გულზე მიხუტებულს ძილი, ოდნავ მოპუტკუნებული ვაჩეც მოსწონდა. მოსწონდა იქ ყოფნა, მაგრამ იცოდა აქ ვერასდროს იცხოვრებდა სამუდამოდ. ჭკუის დაკარგვამდე ენატრებოდა საკუთარი სახლი, ცხოვრება, რომელსაცმოსწყდა და მეგობრები, ბრინჯივით რომ დაიფანტნენ ბოლო დღეებში. ვაჩეს დედის გამუდმებული ზარებიც ესმის, დეიდამისის ცივ ხმასაც ისმენს ხანდახან და მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი დაუბრუნა კაცმა, მაინც ვერ იგებს, რა უნდა აკეთოს, როცა მორიგი წიგნის ბოლო გვერდს კითხულობს ხოლმე, ვაჩეს ბიბლიოთეკიდან.
-უკვე დეკემბერია.-ამოთქვამს და თავით ეყრდნობა ვაჩეს მხარს.
-გზაზე ზვავი ჩამოწვა, ხვალისთვის გაწმენდილი იქნება გზა და წავიდეთ.-თავზე კოცნის ქალს და თავიდან ნელ-ნელა მიუყვება ყელისკენ კოცნებით.
-ვაჩე.-კირას ხმა მისუსტებულია.
-გისმენ.-უკვე ყელს ჩასცდა ვაჩეს ტუჩები.
-აქედან რომ წავალთ რა იქნება?-მისკენ ბრუნდება, კაცს ხელებს ხვევს მხრებზე და ქვემოდან აჰყურებს საყვარელ მწვანე თვალებში.
-რაც შენ მოგინდება, ის იქნება, კირა.-ქალის მოციმციმე თვალებს მზერით ეფერება და ხელებს წელზე ხვევს.
-მე კახეთში უნდა დავბრუნდე. ისედაც გაწამდა კოტე წინ და უკან სიარულით.
-გაზაფხულზე პოსტს დავტოვებ, თუ რამე არ გამოხტება და მერე თუ გინდა კოტეს ჩავესიძები.-ეცინება, კირაც ხითხითებს და ყბაზე კოცნის კაცს.
-ნუ გადაიმტერებ ჩემს ძმას.
-პირიქით, მოვიმადლიერებ. იქ ვიქნები, სადაც შენ. სხვისი აზრი, დიდად რომ არ მაინტერესებს, მიხვდი ხო?-შუბლზე აკრავს ტუჩებს და მის სურნელს ღრმად ისისხლხორცებს.-მოგეჩვიე, კირა. ალბათ ჯოჯოხეთი მაქვს გასავლელი აპრილამდე.
-არაუშავს, გადაიტან.-ისევ იცინის და ვაჩეს სხეულს მიჰყვება, წელზე ხვევს კაცს ფეხებს და ტუჩებზე კოცნის ვნებიანად.-ახალი წელი, ახალი ციკლი, ახალი რთველის მოლოდინი და სიმშვიდე. მოდი, ერთად დავიწყოთ ახალი წელი.
-მე ვინ ვარ, წინააღმდეგობა გაგიწიო?-ქალღმერთია კირა, ვაჩეს თვალში. სე.ქსისგან გათანგული რომ მიწვება ხოლმე კაცის მკერდზე და ღრმად ისუნთქავს მის სურნელს. დაცვარული შუბლიც უხდება ქალს, ეროტიული სურნელიც, სიამოვნების ამოძახილიც და ის ფიქრიც, რომ სიამოვნებისგან ჭკუიდან იშლება. სასწაულია კირა. სასწაულია მის ცხოვრებაში ხორცშესხმული. თურმე ეს სჭირდებოდა ამდენი წელი. მისი სურნელი და მისი შეხება. ფიქრი, რომ ვიღაცისთვის მისი სიცოცხლე მნიშვნელოვანია. იცის, ცხოვრებას მას დაუკავშირებს და სიამოვნებისგან ეღიმება, მისი და კირას საერთო მომავალს რომ წარმოიდგენს.




...............................................................................
ცარიელ ადამიანებს მუდამ აწუხებთ მარტოობა. ზოგს აღარაფერი აწუხებს, აღარც მარტოობა და აღარც ტკივილები, მაგრამ მაინც რჩება ცარიელი ხვრელი გულსა და სულში, რომლის ამოვსებისთვისაც არავინ და არაფერი არსებობს. მხოლოდ სიმარტოვე, ღამის წყვიადში ჩაკარგული საკუთარი თავი და ხვრელი, რომლის ამოვსებისთვისაც ძალიან, ძალიან ძლიერ ვებრძვით საკუთარ თავებსა და სამყაროს. სამყაროსგან გარიყულობამ ასწავლა ადამიანის შინაგანი სამყაროს ამოცნობა და მანვე ჩატოვა კრიზისში, რომელსაც ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა ჰქვია. ის ღმერთი არ არის, უბრალოდ ფსიქოლოგია. შესანიშნავი, ფანტასტიური ფსიქოლოგი, უამრავი ადამიანის ფსიქიკის გადამრჩენი, უამრავი ტკივილისა და ბედნიერების პატრონი. უკვე კაცია, 35 წლის, წარმატებული, წარჩინებული, ჭკვიანი კაცი, რომელსაც ახლა, ამ წამს მხოლოდ დასვენება და გარიყვა უნდა. გარიყვა რისგან?
უკვე ვახსენე...
სამყაროსგან...

საქართველო, სამოთხე დედამიწაზე. ასე აღწერდა გიორგი ამ ქვეყანას, როცა სხვების გონებიდან გამოსული, საკუთარი გონების, შინაგანი სამყაროს შესაცნობად ერთი თვით დაიკარგებოდა ხოლმე სახეტიალოდ. ხშირად, როცა პატარა იყო, უნდოდა ზღვაში ისე ღრმად გაეცურა ნაპირი აღარ დაენახა, ის ადამიანებით გადაძეძგილი სანაპიროები ვეღარ ეხილა და იმ შტორმებში შესულიყო ღრმად, სადაც მეზღვაურები ყოფნას არასდროს ინატრებენ. ამიტომ სჯეროდა, გემისთვის ცუდის მეტს არაფერს მოიტანდა და მეზღვაურობა იმ ოცნებებსა და ფიქრებს გაატანა, ასე მრავლად რომ იჩენდნენ ხოლმე თავს მასში. ფსიქოლოგია, რატომ გადაწყვიტა თავადაც არ იცოდა, თუმცა იცოდა, ეს საქმე რომ არა, ადამიანებისკენ ვერასდროს მოიბრუნებდა გულს. ყოველთვის მხიარული, ენამახვილი გიორგისთვის ერთ თვიანი შესვენება ის იყო, რაც მის ძალებსა და ბალანსს აღადგენდა.
დეკემბერი იყო, თოვლიანი, ყინვიანი დეკემბერი, ზურგჩანთა შეკრა, მეგობრები გააფრთხილა, ოჯახს ორი სიტყვით გამოემშვიდობა და წავიდა. მანქანა ისეთი ჰყავდა, ნებისმიერ წერტილს რომ ააღწევდა, ამიტომ გეზი მისი საყვარელი კუთხისკენ აიღო. აჭარაში დიდი ხანია არ ყოფილა, ისე როგორც თავად უყვარდა ყოფნა. ბათუმიდან ქედის გზას დაადგა, ისევ ყველა ადგილი მოიარა, რომელიც უყვარდა, ჩანჩქერებსა და ტბებს ისევ უყურებდა. არც მხეცების ეშინოდა, არც ხალხის, ალბათ ეს იყო მარტოობა, როცა არაფრის შიში ამ ქვეყნად მისთვის აღარ არსებობდა. თბილი ტანსაცმელი, მანქანა და ცხელი ყავა ჰქონდა, უკვე მახუნცეთიდან გასვლას აპირებდა, საბურავი რომ დაეშვა და მანქანიდან გადავიდა. უკვე ბინდდებოდა, ახლოს მდებარე სახელოსნო და სასტუმრო კი მისგან საკმაოდ შორს ეგულებოდა. არ ნერვიულობდა. გიორგი არასდროს ნერვიულობდა. მისთვის ეს ღიმილის მომგვრელიც კი იყო, რადგან იცოდა, წინ ახალი თავგადასავალი ელოდა. ავარიულების შუქის დანახვისას უკან მანქანა გაჩერდა, ახალგაზრდა კაცი მანქანიდან გადმოვიდა და მისკენ წავიდა.
-გამარჯობა.-კილო მაინც ეტყობოდა მის ნათქვამს, მანქანაში კიდევ იჯდა ვიღაც, მაგრამ დაკვირვებაზე დიდად არ უწვალია გიორგის.
-გამარჯობა.-მიესალმა თავადაც.
-აქაური ხარ?-ბიჭი მანქანას დააკვირდა, მერე საბურავი შეუთვალიერა და ისე შეხედა კაცს.
-არა, ვხეტიალობ.-გაუღიმა.-საბურავი დამეშვა და ბედს მივენდე.
-საბურავს ვუშველით, ღამის გასთევი თუ გაქვს? სეზონი არ არის ტურისტების და არამგონია რომელიმე სასტუმრო მუშაობდეს.
-გზად ვაპირებდი სასტუმროს პოვნას, თუმცა, როგორც ჩანს უიმედოდ.-ეცინება კაცს.
-თუ ეგრეა, ჩემთან დაგპატიჟებ, ახლა ჩამოვედი და ბიძაშვილი დახვედრას მიწყობს.-ეღიმება ბიჭს.-ალექსი თოიძე.-ხელი გაუწოდა და გიორგიმაც შეაგება საკუთარი მარჯვენა.
-გიორგი სარაჯიშვილი.
-კონიაკის მეწილე ხარ?-ეცინება ბიჭს.
-არა, ფსიქოლოგი ვარ.-თავადაც უცინის და მანქანიდან ხელსაწყოებს და ახალ საბურავს იღებს. განა რამე, მარტოც შეცვლიდა, უბრალოდ კამპანია ესიამოვნა. უცხო ხალხის შეცნობა, ახალი თავგადასავლები, გიორგისეულია რა.-შენ საიდან ჩამოხვედი?-მუშაობის პროცესში ეკითხება.
-მეზღვაური ვარ, ცხრა თვით ვიყავი წასული.-ხელები ოდნავ უკანკალებს ბიჭს. წვერი აქვს და გრძელი თმა. ზღვასავით, ყინულივით ლურჯი თვალები და კეხიანი ცხვირი, უცნაური გარეგნობა აქვს, ლაზური.
-ბავშვობაში მინდოდა მეზღვაურობა.
-რამ გადაგაფიქრებინა?
-ხმელეთის კაცი უფრო ვარ.-ეღიმება, არ უნდა ყველაფერი იმის თქმა, რამაც გადააფიქრებინა მეზღვარობა, იცის, მეზღვაურ კაცს მისი ფიქრები სასაცილოდაც არ ეყოფა.
-საიდან ხარ?
-კახელი ვარ, თბილისში ვცხოვრობ.-უღიმის.
-კახელი ძმაკაცი მყავს.-ეცინება ალექსს.-ესეც საბურავი, წინ წავალ და გამომყევი.-მხარზე კრავს ხელს და მანქანისკენ მიიწევს. გიორგიც ჯდება მანქანაში და უკან მიჰყვება ბიჭს. ნახევარი საათის შემდეგ მანქანას არც ისე პატარა სახლის წინ აჩერებს ალექსი და გიორგიც ჩერდება. ირგვლივ დათოვლილი მთები და ამ სითეთრეში ჩაფლული სახლები, სახლების საკვამურებიდან ამოვარდნილი კვამლი და ტყეები ჩანს, სხვა არაფერი, მხოლოდ ტყეები. სახლში შედის, ბევრნი არიან, ალექსი ყველას აცნობს მის თავს და ირგვლივ გამეფებულ ჟრიამულში ეხვევა. მწვადები ბუხარში იწვება, ღვინოს ფერზე ატყობს რომ კახური უნდა იყოს. ალექს ბევრ ადამიანს ჰყვარებია და უფრო მეტს მონატრებია. აკვირდება და ირგვლივ გამეფებულ ჟრიამულში უცნაურად ისმის ნაბიჯების ხმა.
-ჩემი ბავშვი სად არის?-ქალის ხმა ისმის და მისკენ აბრუნებს თავს. ქალი მაღალია, ლურჯი თვალებიდან სხივები იფრქვევა, ბუნებრივი ქერა თმა ყვითელი ნათურების ფონზე ანათებს და თეთრი სვიტრი, რომელიც სასწაულად უხდება, ისეთ შთაბეჭდილებას იწვევს გიორგის გულში, თითქოს ის ამ მთების დამალული ანგელოზი უნდა იყოს. ჩაის ფინჯანი ხელში უშეშდება და მბრწყინავ ქალს უყურებს, რომელიც დიდი სიხარულით ეხვევა მის მიერ ნახსენებ, ნაწოდებ ბავშვს, რომელიც როგორც აღმოჩნდა მისი ბიძაშვილია.
-29 წელი მისრულდება და ისევ ბავშვს მეძახის.-ეცინება ალექსს და მის გასაცნობად მოჰყავს ქალი.-დარი, გაიცანი გიორგი, ჩვენი სტუმარი. გიორგი, ჩემი მამიდაშვილი დარიანა.
-სასიამოვნოა, დარიანა.-ხელს უწვდის და ქალის სიცხისგან აწითლებულ ლოყებს უყურებს.
-ჩემთვისაც.-ნაზად უღიმის ქალი და სულ რამდენიმე წამით უყურებს თვალებში, როცა ხელის გულზე ახებს გაყინულ თითებს. ილხენენ, იმაზე კარგად, ვიდრე წარმოიდგენდა გიორგი. რამდენიმე ჭიქას სვამს, არ შემცდარა, რქაწითელია, მანაც ხომ კირასთან ერთად ისწავლა თავის დროზე ღვინის ცნობა.
-ჩვენს ღვინოზე რას იტყვი, კახელო გიორგი?-ალექსის ძმა ნიკა უყურებს კაცს და უღიმის, საკუთარ თავში დარწმუნებული და თავდაჯერებული, მან ხომ მშვენივრად იცის, მის სუფრაზე რომ შესანიშნავი ღვინო დევს ამ წამს.
-გემრიელი რქაწითელია.-თვალს უკრავს.
-კახელობის ამბავია, თუ როგორ იცანი.-ეცინება ალექსს.
-ჩემს მეგობრებს ღვინის ბიზნესი აქვთ, მეც მათთან ერთად ვისწავლე წლების წინ. თან, რქაწითელი რომ ვერ იცნო, რა ქართველი იქნები.-ეღიმება მეგობრების გახსენებაზე, მოსწონს მათზე ფიქრი ამ წამს, როცა ყველაფერი ასეთი ნოსტალგიითა სავსე.
-რამდენი წლის ხარ?-იპრანჭება მაგიდის ბოლოდან ალექსის “მეგობარი” ნატა და გიორგი უცნაურად გრძნობს თავს, ეს უცნაურობა არ მოსწონს, მაგრამ ამასაც, ისევე როგორც ყველაფერს იკ.იდებს.
-35, მგონი.-ეცინება.
-შენ რას საქმიანობ?-ისევ ნიკა აკვირდება.
-ფსიქოლოგი ვარ.
-სწორ ადგილას მოხვედრილხარ, აქ ყველა სამკურნალოა.-დარიანა კისკისებს. ლამაზია, ლამაზი და სავსე ემოციებით. ისეთი ცარიელი არ არის, როგორებიც არიან ხოლმე მისი მსგავსი ლამაზი ქალები. ისეთი სავსეა, გიორგისაც შეავსებდა მისი სისასვსით.
-ბედმა მომიყვანა.-ეცინება ისევ. მომხიბვლელია, განსაკუთრებით მაშინ, ღვინით შემთვრალი, ბუხრის გვერდით რომ ზის და თვალებში ბუხრიდან არეკლილი ცეცხლი უკიაფებს.
-ცოლი, შეყვარებული, არავინ გყავს?-ალექსიც უსვამს კითხვას და ნატას ფეხიდან იღებს ხელს.
-არავინ, სიყვარულს ჯერ არ მოუკაკუნებია.-ეცინება.
-ჩვენ ყველას გვყავს წყვილი.-ცოტა ხნის შემდეგ ამბობს ნიკა, ნატას ტელეფონზე ურეკავენ და გადის.-მხოლოდ ალექსია კენტად.-ეცინება.
-ჰყავდა ამას შესანიშნავი გოგო, უბრალოდ იდიოტია და ხელიდან გაუშვა.-დარიანა უბღვერს ბიძაშვილს და წარბებს კრავს.
-ასე იყო საჭირო.-ალექსს ოდნავ ეღიმება და გიორგის თვალს უკრავს. გიორგის კირა სწერს, ამიტომ ტელეფონთან ერთად განმარტოებას არჩევს, აივანზე მოსაწევად გადის და თან კირას ნომერზე სწრაფად რეკავს.
-გაგახსენდი, მოგზაურო?-კირას ხმა სიმშვიდით არის სავსე, გიორგის ეს ტონი სიამოვნებს და ხვდება, ქალი მარტო არ არის.
-როგორც ხარ, კირა?-როგორც ყოველთვის სიყვარულით სავსეა გიორგის ტონი როცა კირას სახელს ამბობს, კირას ეღიმება, მის წინ მჯდარ კაცს უყურებს მწვანე თვალებში და უღიმის.
-კარგად ვარ, სვანეთი თოვლით ლამაზია, მეგონა აქ ჩამოხვიდოდი.
-არა, ჩემო, თქვენ ბევრი გაქვთ გასავლელი წინ და მე ხომ იცი, ამ დროს მარტო ხეტიალი მიყვარს.-ნაფაზს არტყავს და უკნიდან მწველ მზერას იჭერს. ორი თვეა კირა არ უნახავს და ცოტა უცნაურად გრძნობს თავს.
-რა ხდება აჭარაში?
-ხომ იცი, როგორც ყოველთვის, ლამაზია, გაყინული და მაინც ჩემებური.
-ცუდად გრძნობ თავს?-კირა მშვენივრად ხვდება, რომ გიორგი კარგად არ არის.
-კარგად ვარ კირა, გადავიღალე უბრალოდ. ცოტა ნასვამი ვარ და ცოტა თავბრუდახვეული.-ეღიმება, სხეულით უკან ბრუნდება და ზღვისფერ თვალებში უყურებს თვალებ აბრჭყვიალებულ ქალს.
-იმედია მიზეზი ღვთაებრივად ლამაზია.-ეუბნება მოკლედ, ეცინება და თიშავს. გიორგის მზერა ქალს არ შორდება, ტელეფონს ჯიბეში იდებს და მორიგ ნაფაზს უშვებს ფილტვებში.
-კირა, ლამაზი სახელია.-დარიანას ხმა გამაყრუებლად სასიამოვნო მოსასმენია.
-კი, მე და მისმა ძმამ დავარქვით.-ეღიმება, ქალს ზღვები უმშვიდდება და მშვიდად განაგრძობს ყურებას.
-საინტერესო ადამიანი ჩანხარ, მე კიდევ იმ ღრიანცელში შენი შეცნობა ვერ მოვახერხე.-ქალი უახლოვდება და შედარებით ახლოს უდგება.
-პირდაპირი ქალი ხარ, აქამდე ჩემი შეცნობა არავის მოუსურვებია.-ეცინება კაცს და ღერს საფერფლეში აქრობს.
-აბა რა სურთ ხოლმე?-ეცინება დარიანას.
-ხომ იცი, მე ცუდი გარეგნობა არ მაქვს.-უღიმის, თვალს უკრავს და ცხვირზე ჰკრავს თითს.
-გიორგი, ხვალ სად აპირებ წასვლას?-ეღიმება ქალს და ეს ღიმილი არ არის ზედაპირული.
-სადაც ბედი წამიყვანს.-მხრებს იჩეჩავს კაცი.
-ძვირფასო, შენი ბედი ხვალ ბათუმში წაგიყვანს, მისამართს კი გზაში გაიგებ. საინტერესო ადამიანი ხარ, შენი ხელიდან გაშვება არ შეიძლება.-ლოყაზე მსუბუქად კოცნის და ოთახში შედის. გარეთ გამყინავი სიცივეა, თუმცა გიორგი წამით ვერ გრძნობს ამ სიცივეს. ის ადგილი უხურს, სადაც ქალის ტუჩები ეხებოდა რამდენიმე წუთის წინ. ეღიმება, იქნებ დროა გულის კარი თავადაც გააღოს?!
.....
საშინელი ქარბუქია, ისეთი, როგორიც იცის შტორმის დროს ბათუმში. თოვლჭყაპი, ქარი, ძვლების გამყინავი ნესტიანი სიცივე და გაწითლებული ცხვირი. უკვე შუადღეა, ცა ნაცრისფერია, შენობები სველი და ცივი. ტელეფონზე მისულ შეტყობინებას უყურებს, აზრზე არაა საიდან გაიგო ამ ქალმა გიორგის ნომერი, თუმცა დიდად არც ინტერესდება, შეტყობინებაში წაკითხულ მისამართზე მიდის, მანქანას ავტოსადგომზე აჩერებს და კორპუსის სადარბაზოში შედის. მეთვრამეტე სართულზე ადის, წითელ კარს უყურებს და ორჯერ აკაკუნებს. კარს ქალი აღებს, საოცარი ოქროსფერი თმით და ზღვასავით ლურჯი თვალებით. ვერ იგებს გიორგი, რა უფრო ხიბლავს ამ წამს, ეს ზღვისფერი თვალები თუ ამ თვალებიდან გამომავალი მზერა. სპორტული შარვალი და თეთრი მაისური აცვია დარიანას, რამდენიმე ზომით დიდი, მაგრამ ძალიან უხდება. სახლიდან სითბო გამოდის.
-შემოდი.-კარს ფართოდ აღებს და შიგნით უშვებს გიორგის.-ფეხზე გაიხადე გთხოვ, ვიცი სტუმარი ხარ, მაგრამ სახლში ბევრი ხალიჩა მაქვს.-ეცინება, გიორგიც სიცილით იხდის ფეხზე და ქურთუკსაც იქვე, საკიდზე ტოვებს. სახლი ლამაზია, ბევრია კრემისფერი, ბევრია მცენარე და ბევრია სითბო. ცხელა, ამას სითბოც არ ჰქვია.
-კეთილი იყოს ჩემი ფეხი.-ტკბილეულს აწვდის და ეცინება.-აშკარად მცივანა ხარ, ძალიან ცხელა.-ეღიმება კაცს.
-მაისურს მოგცემ თუ გინდა, ალექსი რჩება ხოლმე და აქაა მისი ნივთები.-ეღიმება ქალს.
-არა, შევეჩვევი, მეც მცივანა ვარ.-უღიმის.
-ჩაი თუ ყავა?
-ყავა, უშაქროდ, მადლობა.-სანამ დარიანა ყავის მოსამზადებლადაა გასული, გიორგი სახლის თვალიერებას იწყებს. სახლი საოცრად ბევრ მცენარეს იტევს, თითქმის ყველგან ქოთნები დევს, დიდ გალიაში ორი თუთიყუშია, მწვანე და თეთრი ცისფერში, დიდ აკვარეუმში წვრილი, ფარფატა თევზები დაცურავს, უამრავი. იქვე დივანზე ფუმფულა ნარინჯისფერი კატა წევს და ეჭვით უყურებს ახალ სტუმარს, როცა საფრთხეს ვერ გრძნობს იზმორება, მისკენ მიდის, კუდს გიორგის სხეულს უსვამს და მის კალთაში წვება. ვიტრინებიან აივანთან საწერი მაგიდა დევს, ზედ ლეპტოპითა და უამრავი მიმოფანტული ფურცლით.
-აშკარად დადებითი აურა გაქვს, სხვა შემთხვევაში, უკვე დაკაწრული იქნებოდი, ყველაზე კარგ ვარიანტში.-ყავას და ტკბილეულს მაგიდაზე დებს დარიანა და ფისოს უყურებს.
-ცხოველებს ვუყვარვარ. შენ აქ ნამდვილი ოაზისი გაქვს.-ეცინება გიორგის.
-სტუმრები როცა მყავს მაშინ არიან ჩემი ჩიტები გალიაში, ისე თავის ნებაზე დაფრინავენ და იციან საპირფარეშო რომ მათ გალიაში აქვთ.-ეცინება.-იმ დროს უფროა აქაურობა ოაზისი.
-მწერალი ხარ?-ქვემოდან უყურებს გიორგი, თან ფისოს ეფერება ზურგზე და იღიმის.
-მხატვარიც, მწერალიც, ხელოვანი ვარ.-დივანზე იკეცავს ფეხებს და ჩაის ფინჯანს ხვევს ხელებს.
-ანუ, ჩემმა დანახვამ მუზა გაგიხსნა?
-მე მომწონს ახალი ადამიანების შეცნობა, შენ აშკარად დაგღალა მაგ პროცესმა. ჩემი სასიცოცხლო წყარო ადამიანებისგან მოდის, მათი შეცნობით ახალი პერსონაჟი იქმნება ჩემს გონებაში. შენმა დანახვამ უკვე არსებული პერსონაჟი გამახსენა, ჩემი წიგნის მთავარ გმირს გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარ.
-მაგ დონეზე გყავს წარმოდგენილი?-ეღიმება გიორგის.
-რა თქმა უნდა, ისინი ხომ ჩემები არიან. მე მათი სამყაროს ღმერთი ვარ, მე ვქმნი და მე ვაყალიბებ.
-მოგწონს ეს შეგრძნება, არა?-ეღიმება გიორგის. განდიდების მანიით შეპყრობილი ქალია, რომელიც ფიქრობს რომ რომელიმე სამყაროს ღმერთიაო, ეფიქრება გიორგის.
-არა, ღმერთი რომ ხარ ბევრი პასუხისმგებლობა გეკიდება. მე ჩემს პერსონაჟებს ისეთებად ვქმნი, ბოლომდე რომ ვერასდროს ყალიბდებიან, ეს პროცესი მღლის, ზოგჯერ სერიოზული ნაციხარი კაცი, რომ ბავშვივით იწყებს ქცევას, მეც კი ვღიზიანდები კითხვისას. თითქოს ის, რასაც ვწერ, თავიდან ბოლომდე მიჭამს პიროვნებას და ცარიელს მტოვებს. მერე კი, ახალ ადამიანებს ვიცნობ და ყველაფერი თავიდან იწყება. შენი პერსონაჟი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შევქმენი, მათგან განსხვავებულია, ბატონო გიორგი.-ქალი ღრმად ისუნთქავს ჰაერს და ვიტრინიდან გაჰყურებს გარეთ დატრიალებულ აურზაურს ზღვაზე. საოცრად ლამაზია ამ წამს და საოცრად საინტერესო, გიორგის სიამოვნებს მისი ყურება და მისი საუბარი.
-მაინც როგორი?-უნებურად სცდება კითხვა.
-დასრულებული.-ქალი უღიმის და ლოყას აყრდნობს ხელის გულზე.
-უკვე გამოსცეს ეს წიგნი?-ეკითხება, ინტერესი კლავს, როგორია თანამედროვე ქართველი ქალის ნაწარმოები, როგორია გრძნობა, რომელიც ამ წიგნებშია ჩადებული.
-თვენახევარშია პრემიერა, ჩემი მესამე წიგნია, დიდი ხანი მქონდა პაუზა.
-პაუზა რაზეა დამოკიდებული?
-ნუ ჩართე ფსიქოლოგი, გიორგი. აქ შენ გონებას ასვენებ.
-მსიამოვნებს შენი შეცნობა, დარიანა.-ქალს იმდენად სიამოვნებს, მისი სახელის მოსმენა რომ თვალები ეხუჭება და გიორგიც კარგად ხვდება ამას.
-პაუზა, ამჟამად დასრულებული სიყვარულის გამო მქონდა.-ეღიმება.
-თუ გინდა, მომიყევი.-ზედმეტად პირადია და გიორგი მშვენივრად ხვდება ამას.
-ჩემი კლასელი იყო, მიყვარდა, მასაც ვუყვარდი, მერე მე სასწავლებლად თბილისში წამოვედი, მერე საბერძნეთში ვისწავლე ორი წელი, ამასობაში პირველი წიგნიც დავწერე, მერე ჩამოვედი, დავინახე და გონება გადამეკეტა, მინდოდა მისი ყოველი სუნთქვის ავტორი მე ვყოფილიყავი, მაგრამ იმდენად ჰგავდა ჩემს პერსონაჟებს, რომ ყელში ამომივიდა. დავშორდით, მაგრამ ჩემი გულის რაღაც ნაწილები მას გავაყოლე და ის წიგნი, რომელიც მასთან ყოფნის პერიოდში გამოვეცი, იმდენად პოპულალური გახდა, რომ სულ დამავიწყდა, ასეთი ზღაპრები ერთ დროს უცილებლად მთავრდება. დაშორებიდან ერთ წელში, შემთხვევით ვნახე ვიდეო, ვიღაც გოგოს ხელი სთხოვა და რომ ვუყურებდი იმ გოგოს, ვფიქრობიდ, შეიძლებოდა იმ ადგილას მე ვმდგარიყავი და ღმერთს წუთში სამჯერ ვუხდიდი მადლობას რომ იქ მე არ ვიდექი, რომ მე ისევ თავისუფალი ქალი ვიყავი, ჩემებურად ჩამოუყალიბებელი, მაგრამ იმ ჩამოუყალიბებელი პერსონაჟის გვერდით სამოთხე იყო ჩემი არსებობა. ძალიან მიყვარდა, უზომოდაც კი შეიძლება დაერქვას, მაგრამ იმ ეტაპზე მე ჩემებური თავისუფლება და მარტოობა ყველაფერს მერჩივნა. ფანტასტიური შვილი ყავს, ულამაზესი და უსაყვარლესი.-ეღიმება და მზერა ვიტრინიდან გიორგისკენ გადააქვს.
-ქაოსით სავსე ბათუმის შუაგულში არსებული სიმშვიდე ვიპოვე.-ეღიმება გიორგის და ისევ ფისოს ეფერება. დარიანა უყურებს მის თითებს და წარმოიდგენს, როგორ ეხებიან სხეულზე ეს თითები, წარმოდგენისგანაც კი იღებს სიამოვნებას და ისევ გიორგის თვალებზე გადააქვს მზერა.-ანუ ოჯახი არ გინდა.-მზერა კატიდან ქალზე გადააქვს და მის თვალებში ისევ დაკარგვას აპირებს, თან მის ფიქრებთან უნდა თამაში და მისი ტვინი ავტომატურად გადადის სიამოვნებისა და ნირვანას ფაზაში. ესაა გიორგის კაიფი, საინტერესო ადამიანის ტვინის კვლევა. სწორედ ეს მოსწონდა საკუთარ პროფესიაში ყველაზე და ყველაფერზე მეტად.
-მინდა, მაგრამ იმ ადამიანთან არ მდომებია, რომ მეგონა ჭკუის დაკარგვამდე მიყვარდა. ხანდახან რომ წარმოვიდგენ ჩემ თავს, როგორც მეუღლეს, მეუცნაურება, მაგრამ როგორც დედა... ქალის ყველაზე დიდი ინსტიქტი, იმის მიუხედავად თუ რას ამბობენ ტოქსიკურად ფემინისტი ქალები, დედობაა. მე ვერ წარმოვიდგენ ჩემს თავს ათი წლის შემდეგ ბავშვის გარეშე. ხანდახან იმდენად მინდა შვილი, ჩემს ნათლულებს სათითაოდ ვურეკავ, შორიდან ვეფერები, ვისთანაც ახლოს ვარ, მივდივარ, გემრიელად ვუკოცნი ლოყებს და ცოტათი ვმშვიდდები. მაგრამ კაცი, რომლის შვილის მუცლის ტარებაც მინდოდა ის კაცი არ იყო, რომელიც წლები მეგონა მიყვარდა.
-ბევრი ნათლული გყავს?-ეღიმება გიორგის. თვალწინ წამიერად ჩნდება თოვლივით ფითქინა, ფუმფულა გოგონა, ქერა თმითა და ზღვისფერი თვალებით და სიამოვნებისგან ენაბება თვალები.
-რვა.-ეღიმება.-ერთიც და სამოთხე გარანტირებული მაქვს.
-ყველაზე პატარა?
-წლის და ორი თვის არის.-თვალებს ხუჭავს დარიანა და მერე უყურებს კაცს თვალებში.-რვავე ბიჭია.-იცინის.
-დაამთხვიე?-ეცინება გიორგის, ფეხზე დგება და ჩიტების გალიასთან მიდის.
-დაახლოებით.-დარიანაც დგება, მისკენ მიდის და გვერდით უდგება.-ვახშამზე და წითელ ღვინოზე, რას იტყვით, ფსიქოლოგო?
-უარს ნამდვილად არ ვიტყვი.-ეღიმება გიორგის და თითებით უწევს შუბლზე ჩამოყრილ თმას ქალს. უკვე ღამდება, დარაინა სამზარეულოს ბარს უვლის და მასალებს იღებს კარადებიდან. პასტის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება, მადის აღმძვრელი სურნელი ტრიალებს ირგვლივ და გიორგიც თავს უჩვეულოდ გრძნობს, უჩვეულოდ სახლურად. თითქოს ამ ქალს, უკვე დიდი ხანია იცნობს, დიდი ხანია მის ტვინში დაცურავს. ვახშმის მომზადებისასაც არ აჩერებენ ენას, თითქოს ღრმაა მათი საუბარი და მაინც ზედაპირული. ოცხანური საფერეს ბოთლს იღებს დარიანა კარადიდან გიორგის აწვდის გასა, გიორგის აწვდის გასახსნელთან ერთად და ჭიქები მიაქვს მაგიდაზე დასადებად.
-კახური არ არის, მაგრამ გურული ოცხანური ხანდახან საფერავსაც მირჩევნია.
-მჟავეა, მაგრამ გემრიელი.-უღიმის.-ჩემმა მეგობრებმა ღვინის ბიზნესი რომ დაიწყეს, გამოუცდელები იყვნენ. არცერთს ჰქონდა მინიმალური ცოდნაც კი ღვინოსა და ყურძენზე. ოჯახის დონეზე ყოველთვის იწურება კახეთში ყურძენი და ოჯახების უმეტესობაში ქვევრიც არის, თუმცა საწარმო საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი იყო.-მოულოდნელად იწყებს მოყოლას და დარიანაც მთელი სისწრაფით ისრუტავს ინფორმაციას.-კოტემ, ჩემმა ძმაკაცმა, ძალიან დიდი ვალი აიღო, რომ სამი დიდი ნაკვეთი ეყიდა, რომელზეც ყურძნის სხვადასხვა ჯიში უკვე გაშენებული იყო. ყველა სტუდენტები ვიყავით, თავდებში მამაჩემი ჩაუდგა დაობლებულ ჩემს ძმაკაცს, რომლის ოჯახშიც უფრო გავიზარდე, ვიდრე საკუთარში. მერე კირაც გაიზარდა, კომპანია ჩამოაყალიბეს, და-ძმამ ის აიშენეს, რაც მუდამ უნდოდათ. ცხოვრება, რომელშიც ის მცირედი ვალიც კი, რომელიც თავიდან ჰქონდათ, ტკბილ მოგონებად ახსენდებათ ყოველი რთველის დადგომისას. პირველ რთველზე, მუშის ფულიც არ ჰქონდა კოტეს, არც არავის გვქონდა, ჩვენი ხელით ვკრიფეთ, ჩვენი ფეხით ვწურეთ და პირველ წელს დაწურული თითოეული წვეთი ღვინო გავყიდეთ, რომ მეორე წლისთვის დანადგარები მაინც ეყიდა. ცალკე ვმუშაობდით, ყველა, თითქოს ერთ მუშტად შევიკარით, მაშინ ოთხნი ვიყავით, მაგრამ მეხუთე მუდამ გვადევნებდა თვალს. როგორც ხელზე არსებული ხუთი თითი, ისე ვიყავით ბავშვობიდან. საინტერესო იყო ცხოვრება, მაშინ როცა არაფერი გვქონდა, მაგრამ მაინც ყველაფერი იყო ბედნიერებისთვის. თორნიკეს ბებოს გამომცხვარი პური, ძილის წინ რომ დაღლილები ვჭამდით, სამი ჭიქა წითელი ღვინო, დღის დასალოცად და ბუხრის სუნი მთელ ოთახში. სწავლის პარალელურად ვმუშაობდით, რომ ელემენტარული პირობები გვქონოდა. ნიკომ დაამთავრა თუ არა სწავლა, მაგისტრატურაზე ჩაბარების პარალელურად, რამდენიმე კომპანიაში დაიწყო მუშაობა, კერძო იურისტად. ნიკოს დეტალებზე ორიენტირებულობა მუდამ იყო მისი წარმატების იარაღი და ამასობაში კირას და კოტეს იურისტიც გახდა. იმდენჯერ ეცადა თორნიკე, ფული მიეცა კოტესთვის და ყველაფრის მიუხედავად, კოტე მუდამ იყო უარზე. ძმაკაცის ფულებით ცხოვრებას ვერ ავიწყობ, მაშინ როცა ვიცი ეს ფული არც შენი ნაშოვნია და არც დაიბრუნებ უკან, როცა მექნებაო ეუბნებოდა. სხვანაირი სამეგობრო მყავს, ვერავინ ვერცერთს გვეტყვის, რომ რამეს სხვისი დახმარებით მივაღწიეთ, ყველაფერი ჩვენი იყო, ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ, ამიტომ გვაქვს ცალ-ცალკეც და ერთადაც ძლიერი ხასიათი. ხანდახან მიკვირს, მე, ამდენ ჭირ-ვარამ გამოვლილი ადამიანი, როგორ ჩავეშვი სიცარიელეში,მაგრამ მერე ვხვდები, როცა ცხოვრებაში მიზანი აღარაა, როცა ყველაფრის მწვერვალს მიაღწიე და იქიდან დაშვების დრო მოგდის, თუ რამე ახალს არ აღმოაჩენ, მაშინვე იმ მდგომარეობაში ჩავარდები, როგორშიც მე ვარ.-მსუბუქად უღიმის, სვენებ-სვენებით საუბრობს, თან ვახშმობენ, თან ღვინოს წრუპავენ, მაგრამ საუბარსაც ასწრებენ.
-მომიყევი მათზე.
-ჭორაობა არ გამოვა?-ეცინება და თვალებს ჭუტავს.
-ისეთი საინტერესოები ჩანან, რომ მინდა ვიცოდე, თან ჩემგან არაფერი გავა, ეს კიდევ ჭორაობად არ ჩაითვლება.-უცინის ქალი, თვალები უბრწყინავს და ისე უყურებს ბოთლს, რომლიდანაც უკვე ცარიელ ჭიქაში ღვინოს ასხავს გიორგი.
-საიდან დავიწყო?-ეცინება.-ალბათ ჩემგან უნდა დავიწყო.-ღვინოს სვამს, სკამის საზურგეს ეყრდნობა და დარიანას შესცქერის.-მე ჩვეულებრივი ოჯახი მაქვს, დედა, მამა, უფროსი და, რომელიც 17 წლის გათხოვდა, მაშინ 6 წლის ვიყავი, ამიტომ, სიმართლე რომ გითხრა, ჩემი და არასდროს ყოფილა “ჩემი” იმდენად, რამდენადაც კირას აღვიქვამდი დად. მიყვარს, მაგრამ ისე, როგორც ჩვეულებრივ უმცროს ძმებს უყვართ უფროსი დები. ექვსი წლის ვიყავი, კახეთში რომ გადავედით საცხოვრებლად ცოტა ხნით და ყველაზე ბედნიერი ვიყავი, რომ იქ კოტე დამხვდა. სიმართლე რომ გითხრა, დედაჩემის მონაყოლიდან ვიცი, რომ მე და კოტე დაბადების წუთიდან ერთად ვიზრდებოდით, მაგრამ მე არ მახსოვს, მხოლოდ მაშინ ჩნდება კოტე ჩემს მეხსიერებაში, როცა კახეთში ჩავედი და მამამისის გვერდით, ჩემსკენ მომავალი ჩემი ტოლი ბიჭი დავინახე. მთელ დღეს ერთად ვატარებდით, ბოლოს ან მე მაკითხავდნენ კოტეს სახლში ღამით, ან კოტეს ჩემთან. ცოტახანში კირა გაჩნდა, რომელსაც სახელი მე და კოტემ მოვუფიქრეთ, იმ ზაფხულს კირში ვთამაშობდით, რომელიც წყალში ჩავაგდეთ და რეაქციას რომ ვუყურებდით და მერე ეს მტირალა ბავშვი დავინახეთ, მე და კოტემ გადავწყვიტეთ, რომ დაბადებიდანვე ძალიან თეთრი კირასთვის, კირივით თეთრი კირა უნდა დაგვერქმია, ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ ვფიქრობდით, რომ ძალიან ორიგინალური იყო. ერთ დღეს, როცა კირას ტირილმა თავი მოგვაბეზრა, მშობლები გავაფრთხილეთ და იქვე მინდორზე წავედით, სადაც დავინახეთ როგორ ჩხუბობდა ორი ჩვენი ტოლი ბიჭი და ჩვენც, პატარა კაცებმა..-ეცინება.- გადავწყვიტეთ, რომ გამშველებლები უნდა ვყოფილიყავით. ნიკოს საკმაოდ რთული ოჯახური პრობლემები ჰქონდა, მამამისი სოფლის საქონელს პატრონობდა, ბევრს სვამდა და ნიკოს დედას სცემდა, რომელიც ბოლოს ცემის დროს შემოაკვდა, ნიკოს მამა დაიჭირეს, ნიკო კი როცა ბავშვთა სახლში უნდა წაეყვანათ კირას და კოტეს მშობლებმა დაიტოვეს, მაშინ 11 წლისები ვიყავით. ის მოჩხუბარე ბიჭები თორნიკე და ნიკო იყვნენ. თორნიკე მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა სოფელში ბებიასთან და მთელ ზაფხულს იქ ატარებდა. მე და კოტემ რომ დაპირისპირება მოვუგვარეთ, თორნიკემ გამოუცხადა ოჯახს, რომ ბებოსთან უნდოდა ცხოვრება და მუდამ მოუცლელი დედამისიც სიხარულით დასთანხმდა.-ირონიულად იღიმის ქალის გახსენებაზე.-თორნიკეს დედის სულ გვეშინოდა.
-ვინ იყო ასეთი.-დარიანამ თვალები აატრიალა.
-დღეს საკმაოდ ცნობილი პოლიტიკოსია, მაშინ კარიერას იწყობდა.-ისევ სვამს ღვინოს.-ხო და ასე და ამგვარად ვცხოვრობდით სოფელში, ბიჭები კლასელები ვიყავით, კირა პატარა იყო. ისეტი საყვარელი ბავშვი იყო, ჩვენს ძმაკაცად გავზარდეთ, ფეხბურთის თამაშის დროს კარში ვაყენებდით რომ წამოიზარდა და სულ გვეწუწუნებოდა, მეც მინდა ფეხები რომ ვურტყაო.-ისევ ეღიმება.-მერე კირამ ჩუმად გამანდო, რომ თორნიკე უყვარდა და მაშინ, მე უკვე 17 წლის ვიყავი. კირა თავიდანვე ასაკთან შედარებით ზრდასრული ადამიანივით მსჯელობდა და გარდატეხის ასაკშიც არაფერი შეცვლილა. მერე, მერე თორნიკე წავიდა და კირა ლამის ხელებში ჩაგვაკვდა. თავიდან მეგონა, რომ უბრალოდ გატაცება იყო, მაგრამ არა, არ იყო. მაგ წელს უნივერსიტეტში მესამე კურსზე გადავედით და თორნიკე სასწავლებლად ამერიკაში გაუშვეს თავის დასთან, მისი წასვლიდან ორ თვეში კირას და კოტეს მშობლები გომბორზე ავარიაში მოყვნენ და მანქანა ხევში გადავარდა, ორივე ადგილზე დაიღუპა. კირას მოსულიერებას ვეღარ ვახერხებდით. ცალკე ჩემი გამზრდელი ნინო და ირაკლი მტკიოდა, ცალკე კირა და ცალკე კოტე, რომ მკვდარ მშობლებს და მათზე უფრო მკვდარ კირას უყურებდა, ერთადერთ ნამდვილ ოჯახს, რომელიც დარჩენოდა. 15 წლის იყო კირა და მთელი ოთხი წელი გავატარე მის აზრზე მოყვანაში. 19 წლის რომ გახდა, თორნიკეს ბებია გარდაიცვალა და გასვენებაში თორნიკეს დედა ელაპარაკა, არ ვიცი რა უთხრა იმ ქალმა, მაგრამ კირამ ცოხვრება გააგრძელა და კოტემაც ამოისუნთქა, მერე დაიწყო ბიზნესიც.-უყურებდა ქალს, რომელიც თვალს არ აშორებდა, მზერა სევდინი ჰქონდა, თითქოს სხვისი ტკივილი ბოლომდე ჰქონდა შეწოვილი და გიორგის დარდებსაც თვითონ აიღებდა შესაძლებლობა რომ ჰქონოდა.
-არ მეგონა, ამდენად საინტერესო ადამიანებს, საინტერესო ცხოვრების მქონეებს, ემოციებისგან დაცლა თუ შეეძლოთ.-უღიმის მამაკაცს და ღვინის მორჩენილ წვეთს საკუთარ ტუჩებზე, ვნებიანად ატარებს ენას.
-რომ არ დაიცალო, ერთ დღეს დაგახრჩობს. გრძნობებისა და ემოციების მორევს, ჯერ ვერავინ გადაურჩა, მითუმეტეს ჩემნაირი ადამიანები ვერ გადაურჩებიან.
-და შენ როგორი ხარ?-კითხულობს ქალი და მორიგ ყლუპს უშვებს ყელში.
-ეგ ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, დარიანა.-ქალის სახელს გამოკვეთს გიორგი და მასთან ახლოს მიწეული სახეზე აფრქვევს ცხელ, გასაგიჟებელ სუნთქვას.-ის რაც სხვისთვის ვარ, შენთვის შეიძლება არ ვიყო.-ყურთან ახლოს კოცნის და ცხვირს თმაში უცურებს. ქალის ხელები კისერზე ეხვევა, მისი ზღვისფერი, მოელვარე თვალები ჭკუას უკვე აკარგვინებს, მთელი ბათუმის ზღვა თითქოს ქალის თვალებშია მოქცეული ამ წამს, გიჟდება ისე უნდა ეს წითელი ტუჩები დაუკოცნოს, მაგრამ თავს იკავებს. ერთი ნაბიჯიც რომ იგრძნოს ქალისგან გადმოდგმული მისკენ, ყველასა და ყველაფერს გამოუცხადებს, რომ დარიანა უკვე მისია, მისი ქალი, მისი ცხოვრება.
-საძინებელი აბაზანის გვერდითაა.-ყურთან ჩურჩულებს ქალი და გიორგის თვალებში გამოსახულ სიანცესა და ჯერ კიდევ უცხო ემოციებს აკვირდება, მის ტუჩებს გრძნობს საკუთარზე, თვალებს ხუჭავს და ითიშება. ერთი იცის, მის შეხებას არასდროს ინანებს, გიორგი ხომ არაა პირველი კაცი მის ცხოვრებაში, ბოლოა თუ არა, ეს მომავლის ამბავია. მომავლის, რომლისაც ასე არ ესმის დარიანას......
ქალის ზურგზე ათამაშებს ლამაზ თითებს, გვერდით გადაყრილ ქერა თმას დაჰყურებს, საწოლსა და სხეულს შორის მოყოლილ მკერდზე გადააქვს მზერა და თითები. გათანგულია ქალის სხეული, სავსეა ემოციებით გიორგი და სავსეა ემოციებით ენერგიისგან დაცლილი დარიანაც. ცეცხლი, რომელიც აინთო, მხოლოდ ნაკვერჩხლადღაა შემორჩენილი ოთახში და ქალის თვალებიც, შტორმის მსგავსადაა მინელებული, მაგრამ ტალღებსა და ბობოქრობას მაინც არ კარგავს. ლამაზია ქალის კანი, სხეული და სული, ლამაზია თავად დარიანა ზოიძე, თავისი ყველაფრით.
-დარიანი მთის ამინდივით ლამაზი ხარ, დარიანა.-ჩუმი, ვნებით გაჟღენთილი, სიამოვნებით სავსე ხმა აქვს მამაკაცს.
-აღარ მახსოვდა, ამდენად სასიამოვნო თუ იყო.-ეცინება ოდნავ.
-სექ.სი?-ეცინება გიორგის და შიშველ მხარზე კოცნის ქალს.
-არა, გულწრფელი კომპლიმენტი და სიმპატიური კაცი საწოლში.-ოდნავ იწევა და ტუჩებზე კოცნის მამაკაცს.-როდის უბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას?-კითხულობს და საბანი მკერდამდე ააქვს.
-ერთ თვეში, ახალ წლამდე.-საფეთქელზე ეფერება, აკვირდება თითოეულ ნაკვთს, თითოეულ მიმიკას და იღიმის.
-ერთი თვით მე შეგავსებ, თუ გენდომება.-ეცინება, იცის ისედაც პასუხი, თუმცა ის არავინაა გიორგისთვის, რომ მხოლოდ ერთ თვიან რომანს ჰპირდება, ესეც კარგად იცის. ეგოისტურად უნდა, ამ საინტერესო კაცს თავისი დაარქვას, უნდა შეისისხლხორცოს, უნდა მთლიანად გადაეშვას ვნებისგან გაჩენილ ხანძარში. ამ ერთი აქტიდანაც კი იმდენად მოეკიდა ეს ვნების ცეცხლი, ლამის სულ ააორთქლა ზღვა, რომელსაც ბავშვობიდან თაყვანს სცემს და უპირობო სიყვარულს ჰპირდება.
-სად წავიდეთ, დარიანა?-ხმას იღებს გიორგი, თითქოს, ისედაც იცის რომ ქალის კითხვას კი და არა არ სჭირდება. ისედაც იცის, ამ ერთ თვეს, ქალთან ერთად გაატარებს, ყველაზე საინტერესო და ამოუცნობ ქალთან, რომელთანაც მსგავსი ურთიერთობა ოდესმე ჰქონია. თუმცა, გიორგის მსგავსი ურთიერთობა ჯერ არ ჰქონია. სექ.სის გარეშე არ უცხოვრია, მაგრამ ის რაც ამ ქალთან ჩამოაყალიბა ამ ერთ დღეში, ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო საყვარლობა. ყველაფერს თავის სახელი უნდა ერქვას, ესაა გიორგის აზრი, თუმცა დარიანას ვერ დაარქმევს სახელს, ქალი მისი საკუთრებაა და მერე რა, რომ ეს ჯერ ქალმა, თავად არ იცის?!
.......................................................................................................
-გისმენ დედა, კი, ახლა ავფრინდებით, რომ ჩავალ დაგირეკავ, მადლობა.-ნაცნობი ქალის ხმა ესმის, წიგნიდან იღებს თავს და მის გვერდით დასაჯდომად გამზადებულ ქალს უყურებს, ეღიმება, ტუჩს იკვნეტს და უკვე იცის, საოცარი ორი კვირა ელის წინ. ქალიც უყურებს, თვალები ვნებით ევსება კაცის დანხვისას და მის გვერდით ჯდება , გულში მრავალჯერ იკურთხება ხელმძღვანელის მიმართულებით და ოხრავს.-გამარჯობა.
-გამარჯობა, ქალბატონო ელიზაბეტ, როგორ გიკითხოთ?-ნახატებიან წიგნს ფურცლავს და ისე უბრუნებს პასუხს, ისე თითქოს მისი ნახვა სულის შეძვრამდე არ ესიამოვნა.
-თავად, როგორ გიკითხოთ?-ქალის მონოტონური ტონი, არაჩვეულებრივად ნაზი ხმა ახალისებს, წიგნს ხურავს და უყურებს.
-არამიშავს. როგორ მოგეწონათ კარმენი? მართლაც საუცხოო ოპერაა.-ცდილობს არ გაეცინოს.
-ნუ მამასხარავებ.-ყელს იღერებს ქალი და ჩანთიდან წყალს და წამალს იღებს.
-როგორ გეკადრებათ, ამ მშვენიერ მანდილოსანს, მე როგორ გავამასხარავებ?!-მოჩვენებითად იკვირვებს ნიკო და წარბაწეული უყურებს ქალს.-ისე, ძალიან მომენატრა თქვენი ბაგეების მხურვალება.-ისევ თავადური ტონით ესაუბრება და აკვირდება როგორც ეღიმება ქალს ჩუმად.
-ნიკოლოზ, გეყოს მეცხრამეტე საუკუნის ჯელტმენივით საუბარი.-მისკენ ბრუნდება.-შენც მალხაზმა გამოგიშვა?-უღიმის მოვალეობის მოხდის მიზნით, როგორ შეეძლო კაცს, მისთვის დაემალა, რომ იმ კონფერენციაზე მარტო არ იქნებოდა?
-დიახ, ყოველთვის მსურდა თქვენნაირ ლამაზ სემინარისტთან ერთად ჟენევაში კონფერენციაზე დასწრება და მალხაზმა საქმე გამიკეთა.-ფანჯრიდან იყურება და სტიუარდეს ბიჭს უყურებს, რომელიც ქამრის შეკვრას სთხოვს.-გინდა ადგილი გაგიცვალო?-ეკითხება, ყველანაირი ცინიზმის, ირონიის და დაცინვის გარეშე.
-არა, აქეთ მირჩევნია.-უარობს თავადის ასული და უღიმის.-შენი სადოქტოროს ამბავი როგორ არის?-ეკითხება მამაკაცს და მის ხელებში მოქცეულ წიგნს უყურებს.
-ივნისში მზად იქნება, დროულად დავიცავ ხარისხს.
-ოხ, როგორი აკადემიური ტონი ახლავს, თქვენს სიტყვებს, ბატონო ნიკოლოზ.
-თავადის ქალი შემიყვარდა გლეხის კაცს და სხვაგვარად როგორ დავიპყრობ მის გულს?-ეცინება და თვალებში უყურებს ქალს.
-ნუ მამასხარავებ მეთქი.-იცინის ქალი.-შენც ოთარაანთ ქვრივის გიორგი არ მყავდე.-ხითხითებს ქალი და ისე უყურებს წარბაწეულს.
-თუ გინდა ნიკოლოზ ბარათაშვილი ვიქნები, მაგრამ შორიდან შენ ტრფობას, გიორგივით ვერ ავიტან.-ხელს ადებს მუხლზე და ლოყაზე აკრავს გავარვარებულ ტუჩებს.
-მამაჩემი გყავს ბარიერად, თორემ მე უარი არასდროს მითქვამს ჩვენი ურთიერთობის სხვა ფაზაში გადასვლაზე.-მის სახესთან ახლოს მიაქვს ქალს სახე.-შენი მხურვალე სხეული, ცოტა არ იყოს, მომენატრა.-ვნებიანი ხმით ეჩურჩულება და მამაკაცის მუხლზე მოჭერილ ხელს ეშმაკური ღიმილით ხვდება.
-თვითმფრინავის საპირფარეშო ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ორივე დაგვიტიოს. სამი თვეა შენი მაქსიმუმი ელიზაბეტ? სამ თვეზე მეტს ვერ ძლებს თქვენი აღმატებულება შენი გლეხის კაცის გარეშე?-ეჩურჩულება, ახლავე მოისმენდა ქალის კვნესას, მაგრამ თავის შეკავება შეუძლია, ის ხომ ნიკოა.
-არ მინდა ჟენევაში გატარებული ორი კვირა არ გამოვიყენო, შენი ზედმეტად სექსუალური სხეულის დასამორჩილებლად.-ეცინება და წიგნს აცლის ხელებიდან.
-საკითხავია ვინ ვის იმორჩილებს, ძვირფასო.-ისევ ლოყაზე კოცნის, იმ პატარა ხალთან თითქმის შეუმჩნევლად რომ აქვს ქალს ლოყასა და ტუჩს შორის. როგორ აგიჟებს, პირველი კურსიდანვე ჭკუიდან შლის ქალის ეს თვალები, ტუჩები და მათი ერთად გატარებული ღამეების შედეგად აღმოჩენილი თითოეული ხალი მის სხეულზე. მთელი გზა ეძინა ელიზაბეტს, მთელი გზა თავი ედო ნიკოს მხარზე და მთელი გზა ნიკოს მზერას ხან წიგნის ფურცლებზე გამოსახულ ასოები იმსახურებდნენ, ხან კი ღრუბლები, მის ქვემოთ რომ ჩანდა. როგორც კი თვითმფრინავი ჟენევის აეროპორტს მიუახლოვდა, მაშინვე წამოყო თავი ელიზაბეტმა. ღიმილით შეხედა ნიკოს და მერე ისევ დააბრუნა თავი მამაკაცის მხარზე. ბარგის აღების შემდეგ დაიძრნენ სასტუმროსკენ, არც უფიქრიათ, მეორე ოთახის ჯავშანი ისე გააუქმეს და ერთ ოთახში შეიყუჟნენ, ისე თითქოს, თავიდანვე ერთად დაგეგმეს მოგზაურობაო.
-მეძინება.-სააბაზანოდან პირსახოცშემოხვეული გამოვიდა ელიზაბეტი და სველი თმით მჯდარ, თვალებ ჩაწითლებულ ნიკოს შეხედა, ჟენევაში უკვე სიბნელე იყო ჩამოწოლილი.
-ახლა, ცალი თვალით რომ მიყურებდეს მამაშენი.-ეცინება ნიკოს და წელზე ხვევს ხელებს სასურველ სხეულს. რა აღარ სცადა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ვერაფრით მოიშორა ამ ქალის სურნელი სხეულიდან, ვერც ეს ქალი ამოიგდო გონებიდან, გულიდან ხომ საუბარიც ზედმეტია.
-შეეშვი მამაჩემს, თორემ ვიფიქრებ, რომ გაშინებს.-ხელებს მხრებზე ადებს და ტუჩებზე კოცნის, როგორ მოენატრა ამ ტუჩების ბოდიალი საკუთარ სხეულზე, ეს რბილი ბაგეები საკუთარ ბაგეებზე, ჭკუის შეშლამდე ენატრებოდა კაცის სურნელი და ჭკუის შეშლამდე სურდა ისევ შეეგრძნო ვნება, რომელსაც ნიკო სთავაზობდა.
-შენ ხომ იცი, შენ ყველაზე კარგად უნდა იცოდე, რა მაშინებს მე.-იცინის ნიკო და ბარძაყის შიდა მხარეს, რბილობზე უჭერს თითებს ქალს. მისი სრული ფორმები აგიჟებს, ის სექ.სუალური მუცელი, თავად რომ აკომპლექსებს ელიზაბეტს, ყველაზე ლამაზი სანახაობაა. მოსწონს, იმდენად მოსწონს, ხანდახან ჰგონია, რომ აფროდიტეა ქალი, მისი რეინკარნაცია, ქალღმერთის სხეულის სრული კოპირება.
-ნუ გეშინია, საგანს აღარ შეგტენის. მეტი, მეტი შვილი შეგტენოს, ან ციხე 1-2 თვით.-ეცინება, მუხლებზე აჯდება და ხელებს მხრებზე ხვევს.-მგონი, საკმარისად არ მოგნატრებივარ, აქამდე მეცხრე წრეზე ვიქნებოდით წასულები.-წარბებს წევს ქალი და ისე უყურებს ნიკოს თვალებში მოცეკვავე ცეცლის ალს.
-როგორ არათავადურად იქცევით, ქალიშვილო?!-ისევ ძველ ტონს იბრუნებს ნიკო და თან მთელი ძალით ცდილობს, არ გაეცინოს.
-დიდი ხანია ქალიშვილი აღარ ვარ, შენი დამსახურებით, რომ შემომიძვერი გონებაში ამ თავად ქალს, სულ დაივიწყე ჩემი გვარიშვილობა, გერბი, დროშა და საგვარეულო ჰიმნი.-აგიჟებდა ეს ხმა ნიკოს, ეს დამსახურებული ტიტინი, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის, მხოლოდ მისია და სხვა არავისი. ელიზაბეტ ერისთავი ქალია, რომელიც მხოლოდ მასთან ხდება მოლაქლაქე, მხიარული და ტიტინა. დანარჩენ შემთხვევებში, ქალი მამის ასლია, კიდევ კარგი გარეგნობით არ ჰგავსო ფიქრობს ნიკო და ეცინება.-რა გაიფიქრე, გამოტყდი ახლა, რა გაიფიქრე?-ეცინება ქალს და ყელში კბენს კაცს.
-კიდევ კარგი, მამაშენს არ ჰგავხარ, თორემ სულ გადამიყვანდი ჭკუიდან.-იცინის და უფლებას აძლევს ქალს, მის სხეულზე აფათუროს ხელები.
-შენ მგონი მამაჩემი გიყვარს და მე მიმიზეზებ.-კისკისებს ქალი და მოშიშვლებულ მკერდზე უყურებს ნიკოს.-მგონი ცოტა ასაკი დაგეტყო, რაღაც ღიპი ვერ გაქვს მწყობრში.
-ასაკი არა?! მე შენ გაჩვენებ ასაკს.-ვეღარ უძლებს ქალის თითებს, ხელში აჰყავს და საწოლზე ანარცხებს.-ახლა ძვირფასო, მე და შენ გემრიელი სე.ქსით დავკავდებით.-პირსახოცს ხსნის და შიშველ მკერდს დაჰყურებს.-მომნატრებიხართ, ფუმფულებო.-ჯერ ერთს კოცნის, მერე მეორეს და ქალის კისკისს უსმენს, მელოდიასავით რომ ჩაესმის ყურებში. როგორ უნდა მთლიანად მისი იყოს, მისი ცხოვრების მეგზური, მისი ქალი საჯაროდ ერქვას და მართლა ელიზაბეტის მოსამართლე მამის შიში კი არ აქვს, არამედ იმის, როგორ შეიცვლება მათი ურთიერთობა, როცა სხვა ფაზაში გადავა. ამიტომაა ჯერ კიდევ მეოთხე კურსიდან მოყოლებული მის მშვენიერებას რომ აკვირდება. მეოთხე კურსზე მყოფი ბიჭი, საუცხოო აკადემიური მოსწრებით, საოცარი ცოდნითა და პერსპექტივით, შემოდგომის მესამე თვეს ქალღმერთს ხედავდა უნივერსიტეტის კართან, პირველკურსელი ელიზაბეტის სახით. გააგიჟა ქალმა, ჭკუიდან შეშალა, ისე მოაწონა თავი. იმდენი ქექა, ბოლოს გაარკვია საძულველი ლექტორის ვახტანგ ერისთავის ერთადერთი, თვალის ჩინივით ნაზარდი ქალიშვილი რომ იყო. წამით არ დაუხევია უკან, იმდენი ქნა, მაგისტრატურის მეორე კურსს ამთავრებდა, თეთრ პერანგსა და გრძელ ქვედაბოლოში, მეცხრამეტე საუკუნის სტუდენტი გოგონას მსგავსად რომ მიადგა სახლში ნიკოს და დიდი მონდომებით მოსთხოვა მასთან ურთიერთობა. თავადის ქალის არათავადური ქცევა იყო, თუმცა ეგოისტურად სიამოვნებდა, რომ საბოლოოდ დაავლო კლანჭები და თავის საკუთრებად აქცია. 35 წლის ასაკშიც იგივენაირად აგიჟებს ქალი, როგორც 24 წლის ასაკში აგიჟებდა. აგერ მეთერთმეტე წელია ერთად არიან, ვინ იცის ამ ურთიერთობაზე? არავინ. ნახევარი ევროპა, აზიის კუნძულები, ამერიკა ერთად შემოიარეს, პასუხი კითხვაზე თუ რატომ მიდიოდნენ, მუდამ საქმიანი ვიზიტის მომიზეზება იყო. მოსწონდათ ორივეს დამალობანას თამაში. ერთად გაიკვალეს გზა, ერთად აიშენეს კარიერა, ყველა დეტალი ახსოვდათ ერთმანეთის ცხოვრებაზე, რაც ბოლო 10 წელში მოხდა და მაინც ვერ ძღებოდნენ ერთმანეთით, მაინც არ ყოფნიდა ნიკოს, ქალის შეხება, ელიზაბეტსაც არ ჰყოფნიდა ნიკოს ამბორი. სიამოვნების ამოძახილები ავსებდა ოთახის კედლებს, ოფლით დაცვარული სხეულით, უკვე მერამდენედ განიცდიდა ქალი სანუკვარ გრძნობებს, ვინ მოსთვლის. ნიკოც, ქალის სიამოვნებით წაქეზებული არ წყვეტდა მოძრაობას და ბოლოს, ქალის სხეულზ მიეკრო ოფლიანი სხეულით, მის მკერდზე დადო თავი და ცოტა ხანს სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.
-ნიკო.-ქალის სუსტი, სიამოვნებით სავსე ხმა გაისმა და თვალებში შეანათა თვალები ქალს.
-მაგიჟებ, ელიზაბეტ.-მერამდენედ უმეორებდა ამ სიტყვებს, ვინ მოსთვლის. ერთადერთი რაც ამ წამს სურდა, ქალის სურნელით გაჟღენთილს უნდოდა დაეძინა, მაგრამ ენანებოდა ეს შერიგების ღამე დასათმობად.
-ხვალ ადრე უნდა ავდგეთ.-ნიკოს თმაში ხლართავდა თითებს და თვალები ეხუჭებოდა, ნიკოსაც აღარ გაუწვალებია, ქალის გვერდით გადაწვა, მისი სხეული საკუთარზე აიკრო და ისე გადაეშვა ძილის სამყაროში, როგორც პირველყოფილი ადამიანები, დედიშობილა, ოფლით დაცვარული, მფეთქავი გულებითა და შიშით, რომელსაც ერთმანეთის დაკარგვა ერქვა.
დილა მზიანი არ იყო, პირიქით საგრძნობლად ციოდა ჟენევაში, ცას რომ გაუსწორა თვალი ქალმა, გულში გაჰკრა რომ ითოვებდა. უცნაურად მშვიდი იყო, კაცის მკერდზე მიწოლილი, ასე გაატარებდა მთელ ცხოვრებას მისი ნება რომ ყოფილიყო. სახე დაუკოცნა კაცს, ბოლოს ტუჩებამდეც მიაღწია და ვნებიანად დაეწაფა. საპასუხო კოცნაზე ჩაეღიმა, ნიკოლოზის მსგავსად და წამში აღმოჩნდა მამაკაცის სხეულქვეშ.
-ვერ დაგაკმაყოფილე, თავადის ასულო?-ეცინებოდა ნიკოს, ყეში გაუსვა ცხვირი და ქალის ეროგენული ზონებისკენ გააპარა ცელქი თითები.
-დავიგვიანებთ.-კვნესით ამოთქვამს და თავს უკან წევს, ერთი დიდი სიამოვნებაა ნიკოს თითები ქალის სხეულში, ქალის სხეულზე, ქალის სხეულთან. უნდა ეს კაცი შეისისხლხორცოს, საკურებად აქციოს. უნდა ყველა სიტყვა, რომლითაც ოდესმე უარყვია მის მიმართ გრძნობები მეხსიერებიდან გააქროს. ამ სამ თვეში ხომ ნათლად დაინახა რასაც 10 წლის განმავლობაში ვერ ხედავდა? ხომ შეიგრძნო მონატრება, ძვლებს რომ უღრღნიდა როგორც მშიერი ძაღლი. თითქოს რაღაცას მის გულში დიდი ხვრელი გაეკეთებინა და გამუდმებით აგლეჯდა ხორცს. უყვარდა, მიხვდა, ისედაც იცოდა, ახლა მხოლოდ ერთი იყო დარჩენილიი, გამბედაობა, რომ ეს ნიკოსთვის ეთქვა.
-ვერ გწყდები, ელიზაბეტ.-ქალის აკანკალებულ სხეულს ყველა წერტილზე კოცნის, დგება და ზემოდან დაჰყურებს, ეღიმება, უნდა მთლიანად დაიტიოს ქალი სხეულში, მაგრამ შეუძლებელია. ელიზაბეტი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სხეულში დასატევი ქალი. მოწესრიგების შემდეგ, ერთად ტოვებენ სასტუმროს. საშინლად ცივა შვეიცარიაში, პალტო აცვია ქალს, კაკუნა ჩექმა, გრძელი ქვედაბოლო და შავი როლინგი, ისეთი ელეგანტურია, ისე უხდება ვნებიანი მზერა და წითელი ტუჩსაცხი, ღიმილს ვერ იკავებს მისი ყურებისას ნიკო.
-კარგად გამოიყურები.-გულთან საქართველოს დროშას აკრავს და თავადაც იმაგრებს.
-საშინლად ცივა, ასე ბუდაპეშტშიც არ ციოდა, მაშინ.-მოგონებების გახსენებაზე ეღიმება, წითელ ბაგეებს აპობს ქათქათა კბილები, როგორ გინდა რომ თავი შეიკავო, მოდუნდე და არ წაეტანო ამ ტკბილ ბაგეებზე. ნიკოც ისრულებს სურვილს და ჟენევის ვიწრო, ევროპულ ქუჩებში უტოვებს ამბორს ტუჩებზე. ეცინება ელიზაბეტს, ტუჩებიდან აშორებს წითელ საცხს და თოთებით ეფერება ლოყაზე. გაეროს შტაბბინის წინ მისულები ელექტრონულ საშვებს აჩვენებენ დაცვას და ჩხრეკისა და დიდი კონტროლის შემდეგ შედიან შიგნით.
-საერთაშორისო სამართლის სამიტის წევრები საქართველოდან?-უკნიდან ესმით კითხვის ნიშნით სავსე ხმა, ინგლისურად უბრუნებენ პასუხს თანხმობის ნიშნად და საკონფერენციო ოთახში შედიან. ათი დღე ისე გადის, დღეში ერთხელ ურეკავენ მალხაზს და საქმის ვითარებას აცნობენ. 24 დეკემბერს ბოლო კონფერენციას ესწრებიან ჟენევის უნივერსიტეტში და ამით მთავრდება, პატარა წვეულებასაც ესწრებიან და საქართველოს შესახებ ყველას დადებითი განწყობით ტოვებენ.
-ფრენა როდის არის?-კითხულობს ელიზაბეტი, სავახშმოდ რესტორანში შედიან, შეკვეთას აძლევენ მიმტანს და საუბარს იწყებენ.
-29ში, დილით.-ნიკო ტელეფონში ამოწმებს და ჭიქაში დასხმულ წითელ ღვინოს ყლუპავს.
-აქაურ შობას აქ დავესწრებით, კარგია.-ეღიმება ქალს.-რამდენი ხანია ევროპაში შობას აღარ ჩამოვსლვართ.-წარბებს კრავს.
-ელიზაბეტ.-ქალის თვალიერებით ერთობა ნიკო და სამეგობროს ჩათში ატეხილ აურზაურს ეთიშება. ყველა დაშლილია, თუმცა იციან, ახალი წელი ერთად უნდა გაატარონ.
-გისმენ.-უღიმის ქალი, ისევ წითლად აქვს ტუჩები შეღებილი, დაუდევრად აქვს კალმით აწეული გრძელი თმა, შეღებილ თვალებს ანათებს მის წინ მჯდარ საყვარელ მამაკაცს და თვალები უბრწყინავს.
-რომ დავბრუნდებით, ყველაფერი ისე არ გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო.-წარბებს ოდნავ კრავს, ხმა უმკაცრდება, ქალის სახიდან ღიმილი ნელ-ნელა სრულად იშლება.
-რას გულისხმობ?-ეშინია, არ უნდა 10 წლიანი იდილიის დანგრევა, ოღონდ ეს არ უთხრას ახლა კაცმა და ყველაფერზე თანახმაა, ყველაფერს იზამს.
-31-ში, ტრადიციულად მეგობრებთან ვხვდები ახალ წელს.-ღვინის ერთ ყლუპს ისევ სვამს.-მინდა შენც იქ იყო, ჩემი საცოლის სტატუსით.-ჯიბიდან იღებს ბეჭდის ყუთს და ქალის მხარეს დებს მაგიდაზე. გონება ებინდება ელიზაბეტს, რა არ იფიქრა, რა აღარ გაიფიქრა გონებაში და ნიკოს სიტყვების გაგონებისას ერთიანად აალდა ყველა გრძნობა, წვა დაიწყო კუჭის თავთან, გულის ფეთქვამაც საგრძნობლად იმატა და სუნთქვის გახშირებაც მოჰყვა სისხლის ცირკულაციის ცვლილებას.
-გაგიჟდი? მე კიდევ რა აღარ ვიფიქრე.-ეცინება ქალს, ნიკოს თვალებში უყურებს, როგორ ეტყვის ამ კაცს უარს? კაცს, რომელთანაც ბოლო 10 წელია იდილიაში ცხოვრობს? ბეჭედს იღებს ყუთიდან, სადაა, მისი გემოვნებით არჩეული. ოქროსფერი, ბრილიანტის მბრწყინავი თვალით და გემოვნებით სასე. ბეჭედს ყუთიდან იღებს და ნიკოს აწვდის.-თუ არ მიჩოქებ, ბეჭედი მაინც გამიკეთე შენით.-ეცინება. იცის ნიკომ, როგორ ვერ იტანს ქალი დაჩოქებას და ბეჭედს სიცილით ართმევს, თითზე უკეთებს და იქვე უტოვებს კოცნას.
-ჩემი ხარ, მთლიანად, ყველაფრით ჩემი ხარ.-თვალებში უყურებს, სიხარულისგან კივის მისი შინაგანი სამყარო.
-უკვე დიდი ხანია შენი ვარ, ნიკოლოზ.-თავადაც კოცნის მაჯაზე და მათთან მისულ მიმტანს ღიმილით აჰყურებს.-მამაჩემის ხო არ გეშინია?
-მოგხვდება.-ეცინება და სიცილით უბრიალებს ქალს თვალებს.
-აეროპორტიდან, პირდაპირ მამაჩემთან წავიდეთ.-ტუჩს კბენს, გვარიანად რომ არ გადაიხარხაროს.-სამსახურში.-ბოლოს ამატებს და თვალს უკრავს.
-მე მეორე კურსელი ბიჭი აღარ ვარ, რომელსაც საგნის შეტენვით ემუქრება, აღარც თვითონაა იმდენად ჯიბრიანი, იმედია.-წარბებს კრავს, მომავალ სასიმამროსთან არსებული ძველი კონფლიქტის გახსენებისას და ეცინება.
-ჩემს დაკარგვას ურჩევნია შენ მიგიღოს, ამიტომ სანერვიულო არაფერია.-ეცინება ელიზაბეტს. მშვენივრად იცის, არაფრის არ ეშინია ნიკოს, მაგრამ მაინც უნდა კაცის გაბრაზება, მაგრამ ნიკოს უკვე იმუნიტეტი აქვს.
-ძვირფასო, მე რომ მენერვიულა, დღეს თითზე ეგ ბეჭედი არ გეკეთებოდა.-ხელზე კოცნის ისევ და ტელეფონზე გამოსახულ გიორგის სახეს უყურებს.-ბატონო.
-ბატონო და ის კიდე.-ხითხითებს გიორგი.-მშვიდობა გაქვს, შეჩ.ემა?-კითხულობს გიორგი.
-ზომაზე მეტი მშვიდობა მაქვს.-იცინის თავადაც.-შენთან რა ხდება?
-მეც ეგრე, კირას ველაპარაკე, 30ში წამოვალთ მე და ვაჩეო.-მრავლისმომცველი ტონი აქვს გიორგის.
-გიორგი.-უცბათ ამბობს მეგობრის სახელს და გიორგის მხრიდან ქალის ხმა ისმის.
-გისმენ ნიკო.-ხმა უსერიოზულდება გიორგის და ნიკოს ეღიმება.
-ცოლი მომყავს.-ელიზაბეტის ღიმილიან სახეს უყურებს და თვალს უკრავს.
-რა თქვი, ბიჭო?-სცილის ნოტები ეპარება გიორგის ხმაში.
-ცოლი მომყავს, 31ში გაგაცნობთ.
-ველოდები სარძლოს, დიდი მოლოდინით.-ეცინება და ცოტა ხნით ჩუმდება.-ნიკო.
-გისმენ.-ეღიმება ისევ, მან ხომ იცის, გიორგის როგორ უხარია ახლა მისი ამბავი? ვინ, ვინ და გიორგია მისი ოჯახი, სულით ხორცამდე.
-მომიკითხე ელიზაბეტი.-ზარი წყდება. ნიკოს სახიდან თვითკმაყოფილი ღიმილი შორდება და გაოცებული უყურებს ტელეფონს.
-ეს მელა.-ვეღარაფერს ფიქრობს, მხოლოდ ამასღა ამბობს და მომლოდინე მზერით მჯდარ ლიზას უყურებს.-ძვირფასო, კარგად ვერ დავმალულვართ, გიორგიმ მოკითხვა გადმოგცა, მომიკითხე ელიზაბეტიო.-ეცინება მეგობრის აგენტობაზე და ქალს გაფართოებულ თვალებში უყურებს.
-გიჟია ეგ ბიჭი, მიყვარს.-ეცინება და ღვინოს სვამს.-ისედაც ვიცნობ ყველას შორდან, მაგრამ ახლა განსაკუთრებით მინდა მათთან კარგი ურთიერთობა მქონდეს.-უღიმის.
-ხო?-ნიკოს გული ევსება სითბოთი და მადლიერებით ქალის მიმართ.
-ის შენი ოჯახია ნიკო. ისინი შენი ცხოვრების სამუდამო მეგზურები არიან და რა თქმა უნდა, მეც მინდა, მათთან ის გავიზიარო რაც ელენეს აქვს, მაგალითად.
ჟენევაში შობა სხვაგვარად ლამაზი იყო, ის საოცარი ადგილები, რომლებიც იქამდე არ ჰქონდათ ნანახი ფეხით მოიარეს, შობაც ერთად გაატრეს, საახალწლო ბაზარში ერთად დადიოდნენ და საჩუქრებს ყიდულობდნენ, 29ში კი თბილისისკენ გამოფრინდნენ. მათი გზები აღარ გაყოფილა აეროპორტში. ნიკოს სახლში წავიდნენ ორივე, ორივეს ბარგი ასევე ნიკოს სახლში დატოვეს და მოწესრიგებულები, დალაგებული სახითა და მომღიმარი ბაგეებით, ერთად დაიძრნენ ბატონ ვახტანგთან შესახვედრად. ელიზაბეტმა წინა დღეს გააფრთხილა მშობლები, რომ საქმრო უნდა გაეცნო მათთვის და მაინც, ეზოში როგორც კი შეაბიჯეს, ელიზაბეტის ანერვიულებულ ხელს, თავისი ხელი დიდი მონდომებით ჩაჰკიდა ნიკომ. ხელში კლასიკურად, ყვავილები და ღვინო ეჭირა, ელიზაბეტს კი საჩუქრები, რომლებიც მშობლებს შვეიცარიიდან ჩამოუტანა. იცოდა ნიკომ, რა რეაქცია ექნებოდა ვახტანგს, მაგრამ მაინც ებღაუჭებოდა იმედებს, რომ კაცი ისე მიიღებდა, როგორც ქალიშვილის საყვარელ მამაკაცს და იღიმოდა. კარზე ზარის შემდეგ, კარი ქალბატონმა ლიამ გააღო. დარბაისელი ქალბატონი, პროფესორის სტატუსითა და სანდომიანი ღიმილით გამოირჩეოდა, ნიკოს დანახვაზე თვალები გაუნათდა, თბილად მოიკითხა ერ-ერთი საყვარელი სტუდენტი და სახლში შეატარა. კედლებში სითბო, წიგნებისა და ხის სუნს ამძაფრებდა და მისაღებში შესულმა ნიკომ, ვახტანგის დანახვაზე, რომელსაც, როგორც ყოველთვის მკაცრი მზერა და შეკრული წარბები ჰქონდა ჩაიცინა.
-გამარჯობა ბატონო ვახტანგ.-ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად და კაცმაც ყოყმანით შეაგება საკუთარი მარჯვენა. ქალიშვილს ჩაეხუტა, მისი სურნელი ღრმად შეიგრძნო და თვალები მიენაბა. თუ რამ დადებითი არსებობდა ამ სამყაროში კაცისთვის, თავისი ქალიშვილი ელიზაბეტი იყო, მისი თვალის ჩინი, სიამაყე და ყველა ფერი დედამიწაზე არსებულთაგან.
-გაგიმარჯოს, ნიკოლოზ.-ბოხი ხმა ჰქონდა ვახტანგს, სავარძლისკენ ანიშნა ორივეს და თავის საკუთარ სავარძელში დაიკავა ადგილი.-გისმენ.-პირდაპირ საქმეზე გადავიდა კაცი და დედის დაძახებაზე, სამზარეულოსკენ წასულ შვილს გახედა.
-თქვენი შვილი მიყვარს, ვაფასებ და ცხოვრების მეგზურად მიმაჩნია. ვინაიდან მისგანაც მაქვს თანხმობა, თქვენი შვილის ხელი მინდა გთხოვოთ.-თვალებში უყურებს კაცს და ოდნავადაც არ ხრის წარბს.
-რა დამსახურება გაქვს ასეთი, ჩემი შვილის ღირსად რომ თვლი თავს?-ცინიზმია კაცის ხმაში გამჯდარი.
-დამსახურებაზე თუ ვისაუბრებთ, მე თქვენს დამსახურებას ვერ შევედრები.-თავადაც უცივდება ხმა.-ჩემი და ელიზაბეტის ასაკში, ცოტა უხერხულიც არის, ახლა ამ საკითხს რომ ეხებით, თუმცა მესმის თქვენი, როგორც მამის, მიუხედავად იმისა, რომ მე შვილი ჯერ არ მყავს და არც მეყოლება, თუ ის ელიზაბეტის და ჩემი არ იქნება. არც მშობლები მყავს, არც დედა, არც მამა, ალბათ ეს ისტორიები უკვე გეცოდინებათ ჩემს შესახებ.-ისევ თვალებში უყურებს კაცს.-არაფრის ახსნა-განმარტებას არ დავიწყებ, ეს არასდროს მიყვარდა, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ელიზაბეტის ბედნერებას თავსაც შევწირავ, თუ ამის საჭიროება იქნება.
-არამგონია, შენი თავგანწირვით, ჩემი შვილი ბედნიერი იყოს.-ჩაფიქრებულია მამაკაცი ცოტა ხანს, მერე თვალებში აშტერდება ნიკოს.-არაფერი გქონდა, როცა ჩემს ლექციებზე დადიოდი. გახუნებული ტყავით მოდიოდი, ნახევარი ლექცია გეძინა და მაინც ყველაფერში საუკეთესო იყავი. ახლა რომ გიყურებ, სად წახვედი, რანაირად წახვედი და რა გზა გაიარე სრულიად მარტომ, შეიძლება მეამაყებოდეს კიდეც, ჩემი სტუდენტი რომ გერქვა.-ეღიმება ოდნავ მამაკაცს, ისე როგორც შეუძლია მის გაყინულ სახეს. ასეთია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნული ვახტანგ ერისთავი, გაყინული სახითა და ემოციებით, მუდმივი შიშითა და ძრწოლვით გაჟღენთილი, როცა საქმე, მის ოჯახს ეხება. ოთახში შემოსულ შვილს უყურებს, სანუკვარსა და ნანატს, სწორედ ისეთია, როგორიც უნდოდა, რომ ყოფილიყო მისი შვილი, მისი ნაწილი, მისი გულის ფეთქვა. ფეხზე დგება, შვილს ეხვევა და მის აჩქარებულ გულისცემას გრძნობს საკუთარ გულთან.
-მამა, კარგად ხარ?-ორი ჩახუტება ერთ დღეში ზედმეტია.
-გილოცავ ელიზაბეტ, ბედნიერებას გისურვებთ.-სასიძოს ართმევს ხელს და მისკენ წასულ ცოლს ხვევს მკლავს.-ორი ჭიქით დავლოცოთ, ლია. შვილი დამიქორწინდა, ბოლოს და ბოლოს.-ეღიმება ისევ და საყვარელ ქალს კოცნის შუბლზე. სავახშმოდ სხდებიან, ელიზაბეტიც ამბობს, რომ ნიკოსთან გადადის, როგორც ქმართან და ლიას აცრემლებულ თვალებს სითბოთი უყურებს.
-ქორწილს გეგმავთ, შვილებო?-ქალის ბოლო სიტყვაზე, ყელში დიდი სევდის გორგალი ეჭედება ნიკოს და ცდილობს არ შეიმჩნიოს. ზედმეტად ჰგავს დედის ეტალონს ლია, ზედმეტად ჰგავს დედამისსაც.
-გაზაფხულზე, კახეთში ატმის ყვავილობა იწყება, ალბათ მაშინ გადავიხდით, ვიწრო წრეში, ნიკოს მეგობრებთან, ატმის ბაღებში.-ნიკოს ხელებს საკუთარს უჭერს და მის სევდას იზიარებს. ასეა, უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის, უსიტყვოდ ესმის ქალს მამაკაცის სევდის და მასთან ერთად ინაწილებს ყველა გრძნობას, ყველა ემოციას, ტკივილსა და ბედნიერებას.
-რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ?-ვახტანგს საბოლოოდ უნდა, რომ ეჭვები გაიქარწყლოს და ინტერესი საბოლოოდ დაიკმაყოფილოს.
-10 წელია.-ისევ ნიკოს ხმა ისმის. ოდნავ იღიმის და ისე უყურებს მამაკაცს, რომელსაც პირთან მიტანილი ჩანგალი უშეშდება და ისევ თეფშზე აბრუნებს.
-ანუ, სამაგისტროს რომ გიფასებდი, უკვე ჩემი შვილი გიყვარდა?!-გამყინავია კაცის ხმა.
-კომისიასთან რომ მაწერინეთ გამოცდა, მეოთხე კურსზე, მაშინაც მიყვარდა.-ეცინება ოდნავ და ლიას დიდი სითბოთი უყურებს.
-მამა შენი ეშინოდა, თორემ აქამდე მთხოვდა ხელს.-იცინის ელიზაბეტი, ნიკოს ეშმაკურად მომზირალი უყურებს და კაცის თვალებ დაწვრილებულ მზერას უმანკო ღიმილით ეგებება.
-ხო, დარწმუნებული ვარ ნიკოლოზ ჯანდიერს ჩემი ეშინოდა.-ეღიმება კაცსაც და საღამო ასეთ საუბარში გაჰყავთ. ყველაფერი აინტერესებთ მათ შესახებ ცოლ-ქმარს, აკადემიკოსებსა იურისპუდენციის მშობლებს, ისინიც მორჩილად ესაუბრებიან ყველაფერზე. მერე ელიზაბეტი ბარგს კრავს და ნიკოლოზთან ერთად მიაბიჯებს ახალი სახლისკენ, მათი ახალი ბედნიერებისა და ცხოვრებისკენ.
...........................................................
30 დეკემბერი ნიკოს სახლში სრული რეორგანიზების დღე აღმოჩნდა, ისე გადაეწყო სახლში ყველაფერი, რომ ორ იურისტს თანაცხოვრება გამარტივებოდა. ნიკოს კარადაში ისედაც ინახებოდა ელიზაბეტის ნივთები, მაგრამ ამ რაოდენობის არა, ამიტომ მოუწია ადგილი განეთავისუფლებინა ქალის ნივთებისთვის და სიხარულით აკეთებდა ამ ყოველივეს. ელიზაბეტს ასეთი ნიკო ჯერ არ ენახა, ასეთი ოჯახური, ასეთი ახლობლური. გვიან მორჩნენ ყველაფერს და მშვიდად მიწვნენ ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის მახლობლად.
ამასობაში, გიორგი დიდი მონდომებით ცდილობდა გულში შეპარული ქალის სითბო არ შეემჩნია. დილა მასთან ერთად დაიწყო, ერთად დალიეს ყავა, ერთად შეკრეს გიორგის ბარგიც და ქალის ვნებიანი სურნელი ბოლოჯერ შეუშვა ფილტვებში გიორგიმ. უნდოდა დარიანას, მხოლოდ მისი ყოფილიყო კაცი, მასთან დარჩენილიყო და ეგოისტურად მხოლოდ მისი ყოფილიყო. სოფლისკენ უნდა წასულიყო დარიანა, იქ სადაც დიდი ოჯახი ელოდა და ქვემოთ მდგარი ალექსიც უკვე ელოდებოდა სამყვარელ მამიდაშვილს. სახლის კარი ერთად გამოიხურეს, არცერთი ამბობდა რაიმე ზედმეტს. მაგრად მოხვია მკლავები კისერზე, იმდენად მაგრად, მთელი ტკივილი და წინასწარი მონატრება რომ გამოეშვა და გიორგისთვის აეკიდებინა მხრებზე, თუმცა ვერ შეძლო. იგრძნო, გიორგიც არ განიცდიდა ნაკლებს და მოეშვა, დამშვიდდა, ცალმხრივი არ იყო მისი გრძნობა და ეგოისტურად სიამოვნებდა.
-შეხვედრამდე, დარიანა.-გაუღიმა, შუბლზე მიაკრო ტუჩები და ლოყებზე მოეფერა ქალს.-არ ვმთავრდებით, ხო იცი.-იღიმის ქალიც და ოდნავ წყალშეპარულ თვაებს ხუჭავს.
-მალე დამიბრუნდი.-ტუჩებზე კოცნის და ლიფტის ღია კარში შედის. სანამ კარი დაიკეტება თვალს არ აშორებს კაცს, მისთვის უკვე საყვარელ მამაკაცს. გიორგი ისევ იძახებს ლიფტს, ტყავის ჩანთას იღებს ხელში და მეორე ლიფტში შედის, პარკინგზე ჩადის და მანქანაში ჯდება.
-როგორც ჩანს, ერთადერთი თავისუფალის სტატუსი, მეც დავკარგე.-ეცინება ჩუმად, თავს აქნევს და მანქანას ძრავს იქით, საითაც ელოდებიან, იქ სადაც ყოფნა, სამყაროს ურჩევნია. კახეთისკენ იღებს გეზს და მანქანაში დაბალ ხმაზე რთავს რადიოს, დროა სამყაროს დაუბრუნდეს.
პარალელურად ვაჩეს და კირას მანქანა უკვე ქართლის გზებს მიუყვება და სვანეთიდან გამთენიისას გამოსულები, საოცარ დაღლას გრძნობენ სხეულში. ქუთაისიდან კირა ზს საჭესთან, ვაჩეს ელაპარაკება და აბრუებს კაცს თავისი ნაზი ხმით.
-კახეთში წამოხვალ, ხო?-ეკითხება კაცს, უკვე იგოეთში შედიან.
-წამოვიდე?-ეცინება ვაჩეს, რა თქმა უნდა ქალს მიჰყვება. კირამ რომ სთხოვოს ხვალვე დაუფიქრებლად გადავა მასთან საცხოვრებლადაც.
-ნუ სულელობ, უნდა წამოხვიდე. ახალი წელი ერთად დავიწყოთ, მაგრამ თუ არ გინდა.-მხრებს იჩეჩავს და ეღიმება, მისკენ იწევა ვაჩე და ლოყაზე კოცნის ძლიერად.
-ერთ დღეში მთელი საქართველო გავკვეთეთ, კირა.-ეცინება კაცს და წეროვანს გაჰყურებს.-ოდნავ დაღლა არ გეტყობა.
-რა დამღლის ამ ხედებზე.-უღიმის კაცს. მალე შედიან თბილისში, ცოტა სხეულის გასაშლელად, მანქანას აჩერებს, მოლში ხალხის მასა არ იკლებს, იმდენნი არიან, სალაროებთან რიგები შესასვლელიდან იწყება.-მოდი გადავდოთ საჩუქრები.-წარბებს კრავს კირა და ჩაფიქრებულ მამაკაცს უყურებს.
-ახლა რომ სააშვი ამოვიღო და ურიგოდ გაგატარო, როგორ ადამიანად ჩამთვლი?-ტუჩს კბენს და ეცინება.
-რა თქმა უნდა ტრიპაჩად.-იცინის კირა.-შეიძლება იმათ ჩვენზე მეტად ეჩქარებათ, ამიტომ გადავდოთ საჩუქრები.-თვალებით ეალერსება კაცს და გასასვლელისკენ მასთან ერთად მიდის.
-დაცვასთან მაქვს საქმე, შენ მანქანაში დამელოდე.-შუბლზე ხანგრძლივად აკრობს ტუჩებს და მანქანის გასაღებს აწვდის. კირა მანქანისკენ მიდის, საჭესთან ჯდება და ტელეფონში იწყებს ქექვას. მხოლოდ მაშინ სწყდება სოციალურ ქსელებს, კარი რომ იღება და ვაჩე უჯდება გვერდით. ხელში სასაჩუქრე პარკი აქვს, კირას აწვდის და ისიც ღიმილით ართმევს, ისედაც იცის რაც არის. ყუთს ხსნის და კოლოფიდან შესაშური სილამაზის ბეჭედი უმზერს.
-დაცვასთან გაქვს საქმე კი.-ფრუტუნებს ქალი და ბეჭედს თვალს აშორებს.
-რაღაც უდა გქონდეს, დაგატყოს რომ ჩემი ხარ. კოტე შენს ოთახში არ შემომიშვებს, ხო ვიცი ამაღამ.-ეცინება. ხუმრობს, ზრდასრული ქალის პირად ცხოვრებაში, რა თქმა უნდა ვერ ჩაერევა კოტე, მაგრამ როგორც ძმას ესმის კოტესი და არ თვლის მიზანშეწონილად, უხერხულობა აგრძნობინოს ან კოტეს, ან კირას.
-აა, მაგის დარდი გკლავს შენ ხო.-ეცინება კირას და ბეჭედს იკეთებს, მოსწონს, მართალია სამი თვეა ფრჩხილები არ გაუკეთებია, მაგრამ მოსწონს, მაინც უხდება მის ნაზ კანს ეს ნაზი ბეჭედი.
-20 წლის ბიჭივით დამალობანა დავიწყო? ორი თვე გავიდა, ყოველ ღამეს ჩემთან იყოფ სარეცელს და რა გგონია, რა წოდება გაქვს ჩემს ცხოვრებაში?-მისკენ იწევა, კარგია სამთავრობო მანქანების შუშები დაბურული რომ არის, სხვაგვარად როგორ აკოცებდა ასე ვნებიანად?
-რა წოდება მაქვს, ვაჩე?-ღრმად სუნთქავს და ტუჩებს წამიერად ისევ აწეპებს მამაკაცის ტუჩებზე. ეს თვალები, ეს მწვანე თვალები არსებას უფორიაქებენ.
-ვაჩე მაჩაბელის საცოლის.-თვალს უკრავს, სავარძელზე სწორდება და მოხითხითე ქალს უყურებს.-ხომ მაინც მათქმევინე. წავიდეთ ახლა, თორე ძაან დაგვიღამდება.-ბარძაყზე ეფერება და თვალს უკრავს.
-როგორ ამიცანცარდი.-თავს დანანებთ აქნევს კირა და მანქანას ძრავს. თბილისიდან გაღწევა მარტივი არ არის, თელავში საღამოს რვას საათზე ჩადიან და სახლამდეც მალევე მიდიან. ეზოში უკვე დგას გიორგის და თორნიკეს მანქანები. უკან უყენებს ვაჩეს მანქანასაც და ოთახიდან გამოსულ კოტეს უყურებს, მისკენ რომ მიიწევს. მალე გრძნობს ძმის მონატრებულ სურნელს და ბრუვდება. ვაჩეც ესალმება კოტეს, გარეთ საშინელი სიცივეა, ცხვირი ეყინება კირას და ისე მიიწევს სახლისკენ სადაც მეგობრები ელოდებიან.-აბა, მოიწყინეთ უჩემოდ?-მეგობრებს უყურებს კირა და ეცინება.
-დააღწიეთ საშველი?-გიორგი ეხვევა პირველი, სანამ თორნიკე ვაჩეს ეჯუჯღუნება. ელენე სამზარეულოში ტრიალებს ლიზისთან და კოტესთან ერთად. უკვე საგრძნობლად აქვს მუცელი გაზრდილი და ლამაზი თეთრი სვიტრი აცვია. ისე უხდება, კირა ერთიანად თბება ელენეს დანახვაზე, მისკენ მიდის და ეხუტება.
-ამდენ ხანს აღარსად წავალ.-ოხრავს, როცა ამბებს ცვლიან და ვაჩეს მკერდზე მიყრდნობილი ინაბება, კაცის თითებს რომ გრძნობს თმაში.
-ნიკო ხვალ ამოვა, ელიზაბეტთან ერთად.-გიორგი იღიმის და ისე უყურებს.
-ელიზაბეტი ვინ არის?-კირა კითხულობს, რაღაც გამორჩა, რაღაც არ უთხრეს და ბრაზდება.
-ელიზაბეტი ნიკოს საცოლეა, ან უკვე ცოლი.-უღიმის გიორგი და კირას ფართო თვალებზე უნდა გვარიანად გაიცინოს. ვინ, ვინ და ნიკოს ცოლი ვერ წარმოედგინა კირას.
-არა, მართლა დიდხანს ვიყავი მოწყვეტილი.-ჯერ ისევ შოკშია.
-ჩვენც დღეს გავიგეთ და აღმოჩნდა, რომ გიორგისაც არ ეცოდინებოდა, ჩუმად რომ ნიკოსთვის არ დაეგდო ყური ტელეფონზე საუბრისას.-ეცინება ლიზას.-წლებია ნიკო შეყვარებულს მალავს.
-ვისგან მალავს, ჩვენგან?-ისევ უკვირს კირას.-რანაირად მოახერხა მაგ გაიძვერამ.-ეცინება ბოლოს.-მაშ, ველით ელიზაბეტს.-ვაჩეს უყურებს და უღიმის.
-თქვენ სად იყავით?-თირნიკე ახლა მათ უყურებს გამომცდელად.
-ჩვენს სახლში.-ეღიმება ვაჩეს, არც ადგილის და არც ლოკაციის თქმას არ აპირებს და ყველას აგრძნობინებს ამას მზერით.
-თქვენს სახლში....-კოტე ვერ იგებს რა რეაქცია ჰქონდეს, ამიტომ უბრალოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლება და ვაჩეს უყურებს.
-მერე..-გიორგი ანიშნებს კოტეს, როცა ხვდება, რომ კირა დაიძაბა და ვაჩესაც გამომცდელად უყურებს თვალებში. ვაჩე მხოლოდ თავს აქნევს დასტურის ნიშნად და ისევ კირას თმაში თითების სრიალით ერთობა. დღე დამღლელი იყო, ყველას ეძინება, ამიტომ კირა დასაბანად მიდის, ლიზა და ელენეც მიჰყვებიან ოთახში და მისაღებში მჯდარ ბიჭებს, ვაჩესთან საუბრის საშუალებას აძლევენ.
-ბეჭედი უკეთია, რას მივაწეროთ?-კოტეს ხმა ისმის, ვაჩე არ იქნება ის, ვინც პირველად იტყვის რამეს.
-ჩემი საცოლეა. როგორ ვთხოვე ხელი და რა პირობებში, ამის მოყოლა ცოტა უცნაური იქნება, ალბათ კირა თავად აგიხსნის და გეტყვის ყველაფერს. ბეჭედი უბრალოდ ფორმალობაა, შენც იცი კოტე. ჩემი საცოლეა იმ წამიდან, სამსახურში რომ მომაკითხა. არ მიყვარს ახსნა-განმარტების გაცემა, უბრალოდ როგორც ძმა, თან უფროსი ძმა, შენს მდგომარეობას ვიაზრებ. აპრილში დავტოვებ პოსტს და იქ ვიქნები სადაც კირას მოუნდება, რომ ვიყოთ.-მუხლებზე იდაყვებითაა დაყრდნობილი, იატაკს დაჰყურებს და მერეღა წევს მზერას რომ კოტეს თვალებში ჩაიხედოს.
-კირას აქაურობას ვერ მოსწყვეტ, რომც გინდოდეს მაინც.-ეცინება გიორგის და ჩაფირებულ თორნიკეს უყურებს.-კირას გაიყვან კახეთიდან, მაგრამ კახეთს კირასგან ვერა.-ბოლოს გულიანად იცინიან და კირას ბილწსიყვაობის კორიანტელს იხსენებენ. რა ქნას, როცა ბრაზდება, მართლა კახელის სისხლი უჩხრიალებს ძარღვებში და ისე გემრიელად იგინება, ვერც იაზრებს ხოლმე.
-სიძეთი მოგმართო?-ეცინება კოტეს და სპეციალურად საქეიფოდ გადაკეთებული სარდაფისკენ მიდის.-თუ ჯერ გამოგცადო?
-აპ, აპ, აპ, მე მეძინება.თორნიკე ხელებს წევს და კოტეს უყურებს.
-გეძინება და ის კიდე.-ხელი აიქნია მასპინძელბმა.-ზღაპრები მოუყევი ვალოდიას. დავაი, ბუხარი შეანთეთ.-ხელით ანიშნა არ გამოგივათ თავის დაღწევაო და ბიჭებიც მარნისკენ წაიყვანა. ნიკო აკლდათ, მაგრამ წამში ერთხელ ახსენებდნენ, ისე, თიტქოს იქ იყო, მათთან ერთად, მარანში. ჭაჭა, პომიდორი, გუდის ყველი და თონის პური, სხვა რამ სჭირდება ბედნიერებას? მე, მეეჭვება.:)
-რას აკეთებთ აქ?-ღამის ორ საათზე პოულობს კირა, ბუხრის სითბო მთელ ოთახშია გაფანტული, პატარა მაგიდაზე, ბუხრის წინ აქვთ სუფრა გაშლილი და მშვიდად ქეიფობენ.
-ვერ დავაგდე შენი საქმრო სამ ჭიქაში, გამოდგება.-კოტე იცინის და ანიშნებს კირას, მასთან მივიდეს. წელზე ხვევს ხელს და ქვემოდან აჰყურებს დას. თორნიკე გათიშულია, თავი აქვს დახრილი და ფაქტობრივად სძინავს. გიორგი ჩაფიქრებულია, წარამარა გაურბის თვალი ტელეფონისკენ და ყველა განათებაზე თითქოს სუნთქვა ეკვრება. ვაჩე და-ძმას უყურებს, იღიმის და თვალები უნათებს.
-რა დროს დალევა იყო კოტე, ხვალ მოხმარება მინდა.-თავზე კოცნის ძმას და უღიმის.
-ხო იცი, დილით გაღვიძებას დაგასწრებ.-ხელზე კოცნის დას.-შენი ბედნიერებაა ჩემთვის მთავარი, ამ ცხოვრებაში და მერე დანარჩენი ყველაფერი, კირა.-მთვრალს სიყვარულის ბუშტი აქვს გახსნილი, კირას “სენდვიჩს” უკეთებს ვაჩე და აწვდის, მერე თავის ჭიქაში უსხამს ჭაჭას და მეორე ხელში აკავებინებს, კირა ხითხითებს, ერთ ყლუპად სვამს ჭაჭას და გუდის ყველის და პომიდვრის სენდვიჩს აყოლებს.
-წარბი არ შეუხრია.-ვაჩე იცინის და კირაც წარბებს კრავს. კოტეც ვაჩესთან ერთად იცინის და თორნიკეს უყურებს.-ეს გაითიშა.-ხელი აიქნია და წამოდგა.-ავდექით, დავიძინეთ.-თორნიკეს აყენებს და ასასვლელისკენ მიყავს.
-შენ დამისხი, სამზე ავიდე, ერთზე გაჩერება არ შეიძლება.-ვაჩეს ანიშნებს კირა და ბუხრის გვერდით თავსდება. ვაჩე იცინის, უყვარს კირა ყველანაირი, თითქოს ქალის ყველა ტიპი მის პიროვნებაშია გამჯდარი და ტვინს ურევს მამაკაცს.
-ოხ კირაა.-გიორგის ეცინება. კიდევ ორ ჭიქას სვამს, სენდვიჩსაც ამთავრებს და ფეხზე დგება. გიორგი ბუხარს აქრობს, “სუფრას” ალაგებენ და ასასვლელისკენ მიდიან.
-ჩვენ სასაუბრო გვაქვს, მაგრამ სხვა დროს იყოს.-გიორგის ლოყაზე კოცნისდა ვაჩესთან ერთად მიდის საკუთარი ოთახისკენ, შესვლისთანავე კოცნის ტუჩებზე კაცს და კისერზე ხვევს ხელებს.
-გემრიელი ხარ.-ვაჩეს სცდება სიტყვები და კირა იცინის.
-განსაკუთრებით რა გეგემრიელება, გუდის ყველი, ლავაში თუ პომიდორი?-ყელში აცოცებს გახურებულ ტუჩებს.
-ჭაჭა.-ვაჩეც ჰყვება ქალს ალერსში და საწოლისკენ მიჰყავს ნელი ნაბიჯებით.
...................................
-მეჩვენება, თუ ნერვიულობ?-თელავის გასასვლელში იყვნენ, ელიზაბეტი რომ შეკრთა ნიკოს ხაზე და გვერდულად გახედა მამაკაცს.
-შენ არ ინერვიულებდი ჩემს ადგილას?-ეცინება ოდნავ და საკუთარ მტევნებს, ნიკოს მტევანში მოქცეულს ღიმილლით დაჰყურებს.
-ელიზაბეტ, იქ ისეთი კაცი მიიღეს, შენ იმასთან ანგელოზი ხარ, ამიტომ მოეშვი, კარგი?-ხელზე კოცნის ქალს და სოფლის შესასვლელში ნახევრად შეღებილ ღობეს უყურებს.-ეს იყო ჩემი სახლი, სანამ კოტეს მამა ქამიყვანდა.-სახლზე ანიშნებს, არ აპირებს შესვლას, საკუთრებად აღარც თვლის იმ სახლს.
-მაინც კოტეს და კირას სახლი მიგაჩნია შენად, არა?-ლოყაზე ეფერება ნიკოს და კავკასიონს გაჰყურებს, უჩვეულოდ მზიანი დღეა კახეთში 31 დეკემბრის კვალობაზე.
-ეგრეა.-მანქანას მალევე აჩერებს ეზოში, რომლის ჭიშკარიც ნიკოსთვის უკვე გაეღო კოტეს და ვაჩეს მანქანის უკან აყენებს საკუთარ მანქანას.
-ეს სამთავრობო ნომრები კირას კაცისაა?-ეღიმება ოდნავ.
-ეგრე რო ეძახი თავს უცნაურად ვგრძნობ.-ეცინება ოდნავ და მანქანიდან გადადის. ეზოში გამოსულ კოტეს უყურებს, მისკენ მიდის და ეხვევა.
-გამარჯობა, კოტე, ნიკოს ძმა.-უღიმის მის წინ მდგარ ქალს და მის გამოწვდილ ხელს საკუთარს აგებებს.
-ელიზაბეტი, ნიკოს საცოლე.-ერთიანად ეხვევა სითბო კოტეს რეაქციის გამო. კოტე აღარ ფიქრობს, ქალს ნელა ხვევს ხელებს და თავზე უსვამს ხელს.
-მადლობა ელიზაბეტ.-საბარგულში ჩაყუდებულ ნიკოს ესმის, ხედავს, მაგრამ არ ერევა. ეღიმება ძმაკაცის საქციელზე და ელიზაბეტიც მშვიდადაა უკვე, ხვდება.
-საცოლე კი არა, ცოლი, ძვირფასო.-სახლისკენ პარკებით დახუნძლული მიიწევს, ქალს მოწყვეტით კოცნის ტუჩებზე და ისიც მას მიჰყვება უკან.-მადლობა დახვედრისთვის!-ომახიანად ამბობს შესასვლელში და ელიზაბეტს ატარებს წინ.-თეფში რატო არ დამიდეთ, უნდა გამეტეხა.-იცინის და მისკენ გაქცეულ კირას, თავადაც ხვევს ხელებს ძლიერად.-შენ გახსოვართ საერთოდ?-არ აჩერებს ნიკო ენას.
-შენ თუ გახსოვართ თორე.-ეცინება გიორგის და მისკენ მიდის.-შენ ელიზაბეტი უნდა იყო, სასიამოვნოა, მე გიორგი.-უღიმის, ქალის ხელს საკუთარში იქცევს და ხელის ზურგზე ეამბორება.
-როგორი გალანტურია, არ ვიცნობდეთ მაინც.-ლიზა მიიწევს მისკენ და ელიზაბეტს ართმევს ხელს.
-მე ყველას კი გიცნობთ შორიდან, მაგრამ ახლოდან ბევრად სასიამოვნოა.-გაცნობას რომ რჩებიან, ბოლოს ამბობს ელიზაბეტი და პალტოს იხდის.
-ეს ანგელოზივით გოგო, როგორ დამალე ამ სტატუსამდე?-კოტე წარბებს კრავს, ცოლსწელზე ხვევს ხელს და თავზე კოცნის.
-სიმამრის მეშინოდა.-ტუჩს იკვნეტს, იცინის და ელიზაბეტსაც აცინებს.-მეგონა ცხოვრებასაც შემტენიდა.
-ახლა არ თქვა, იმ მოსამართლე ლექტორის შვილი ვარ, მთელი სტუდენტობა რომ გაუწამა ნიკოსო.-გასაცინად აქვს მომზადებული გორგის ტუჩები და დასტურის მერე ერთიანად უვლის სიცილის ტალღა ოთახს, ისეთი სიმშვიდეა ირგვლივ და მაინც ისე დუღს თითოეულის გრძნობები...
-ვაჩე, მიდი ხორცი გაამზადე რა.-კოტე ანიშნებს სამზარეულოსკენ და ვაჩეც წარბებს კრავს.
-აღარ მორჩი ამ გამოცდებს?-გიორგი ატრიალებს თვალებს ვაჩეს მაგივრად და კაცის დაბღვერილ სახეზე ხითხითებს.
-არა, შენი სასიძო კი ვარ, მაგრამ ასაკით უფროსი ვარ, კონსტანტინე.-ვაჩეც აღადავებულია მათი შემყურე, კირა გაოცებულიც კი არის, კაცის ასეთი ტრანსფორმაციით.
-ეგ ჩემ დას თუ არ აწუხებს, მე მითუმეტეს.-კონტექსტს უცვლის საუბარს და ვაჩესაც ეცინება კირას გაფართოებულ თვალებზე, წარბებს შორის კოცნის ქალს და უღიმის.
-ეხ ვაჩე, რა ბიჭი იყაავ.-თორნიკე რომ ღიღინს იწყებს, ვაჩე მის გვერდით აპირებს გავლას, უცებ ხვდება თორნიკეს თავში არტყმული ვაჩეს ხელი და სიცილს იწყებს.-კარგი, ნუ დამიქვრივებ ცოლს.-ხელებს წევს დანებების ნიშნად, ელენეს თავზე კოცნის, მუცელზე ეფერება და ელიზაბეტს უყურებს.-მეცნობი და ვერ ვიგებ საიდან.
-ჩემი ბიძაშვილის კურსელი იყავი.-ახსენებს ელიზაბეტი და უღიმის.-მიშო.
-მიშო, მიშკა, შენი ბიძაშვილია?-ეცინება და ტუჩს კბენს.-მაშ დავითიც გეცოდინება შენ, გელოვანი.-ოთახში შემოსულ ვაჩეს უყურებს, სახელის გაგონებაზე რომ დაბღვერით უყურებს თორნიკეს.
-დიდი ხანია არ მინახავს, ისე კი ვიცნობ.-ეღიმება ოდნავ.
-კარგა ხანს ვეღარც ვნახავთ.-ვაჩე ოდნავ იღიმის და ანიშებს რომ სხვა თემაზე გადაიტანონ საუბარი, ვინაიდან სახელმწიფო საიდუმლოებაზე ამდენი ხალხის წინ ალაპარკება არ უნდა, არადა იციან, კითხვას დაუსვამენ.
-აბა, დატრიალდით და მომეხმარეთ.-კირას ხმა ისმის სამზარეულოდან და ყველა საქმის კეთებას იწყებს, ელიზაბეტი ვერ იგებს რა გააკეთოს, ამიტომ სამზარეულოში შედის, მოფუსფუსე და-ძმას უყურებს და უღიმის.
-რაში მოგეხმაროთ?-ეკითხება მორიდებით, მაინც უცხოა ეს გარემო მისთვის, კირა არ უარობს დახმარების შეთავაზებას და ოლივიესთვის მოხარშულ ბოსტნეულს უდებს წინ, მოკლედ ოლივიე ელიზაბეტს შეტენეს.
........................................
ახალი წლის, ახალი ციკლის, ახალი დასაწყისის შემოსვლამდე შლიან სუფრას. ყველაფერია სუფრაზე, რაც უყვართ, ღვინოც მათ შორის და პტივცემული ჭაჭაც. ყვეას გემოვნება გათვალისწინებულია, ისე როგორც ოჯახში. ესეც ხომ დიდი ოჯახია, ბევრი ახალი წევრით და კიდევ დამატების პოტენციალით. მთელი საღამოა, გიორგის ტელეფონი არ ჩერდება, ეს სულაც არ აწუხებს ფსიქოლოგს, პირიქით, თავადაც დიდი სიამოვნებით აწკაპუნებს თითებს ტელეფონის ეკრანზე და შიგადაშიგ მოსაწევადაც გადის. 11ს რა ხანია გადასცდა, სახლში ქეიფის ჟრიამული მიდის, კირას თვალები ისე უბრწყინავს, როგორც არასდროს და ვაჩესკენ აპარებს ხოლმე შიგადაშიგ მბრწყინავ მზერას. ვაჩეც, თავის მხრივ ბედნიერია. კაცი მუდამ ჩუმადაა, ხანდახან თუ ამოიღებს ხმას, გადახედავს საყვარელ ქალს და გულში წარმოიდგენს კირას, უფრო ბედნიერს, მშვიდსა და ლაღს, ვიდრე ახლა არის. ლიზას და კოტეს მზერაც სხვაგვარია, დაღვინებული, სიყვარულითა და პატივისცემით სავსე. ლიზას სხვაგვარად უბრწყინავს თვალები და კოტეც ხანდახან უშვებს იმ აზრს, რომ ხვდება, რატომაცაა ლიზა განსაკუთრებით მშვიდი ამ საღამოს. ელენეს მუცელში მოფართხალე ბავშვიც ბედნიერია დედის სილაღით, მამის წამდაუწუმი მოფერებით განებივრებული და უკვე გათავხედებულიც კი არის. ოდნავ რომ მოაკლდება მამის ხელი დედის კანის ბარიერ იქით, მაშინვე იწყებს შემაწუხებელ ფართხალს და თორიკეც მთვრალი ღიმილით ადებს ხელის გულს საყვარელი ქალის მუცელს. ნიკო? ნიკო არასდროს უნახავთ ამგვარად ბედნიერი, სავსე და მხიარული, თითქოს მუდამ რაღაც აკლდაო ბიჭს და იპოვა ის რაღაც რაც ასე აკლდა წლები. უყურებს ელიზაბეტი, უყურებს და ვერ ხვდება, როგორ შეუძლიათ, როგორ არიან ამდენად ლაღები. სასწაულია, სასწაულია გყავდეს ასეთი ხალხი ირგვლივ და უბედური იყო. ბედნიერების გასაღები, მათ ერთმანეთში ამოიცნეს, იპოვეს, შეიფარეს და მოუფრთხილდნენ. ჭეშმარიტი სიმდიდრე ხომ ბანკის ანგარიშებზე დადებული კოლოსალური თანხები არ არის, ეს ურთიერთობაა, კავშირი, რომელსაც თუ იპოვი, სიცოცხლის ფასად უნდა მოუფრთხილდე.
შორიდან ისმის ფეიერვერკების ხმა, ალბათ ვიღაცას საათი აქვს გადაწეული და უკვე ახალი წელი ჰგონია, თავად არასდროს ისვრიან, არ უყვართ, ვერ მოსწყდებიან ახლა ერთმანეთს, ჰრში გაშვებული ფერადი განათების გამო, წამიერისა და მიუწვდომლის. მათი ბედნიერება ბევრად ხანგრძლივია, ვიდრე ის რამდენიმე წამი და ჰაერში დატრიალებული დენთის სუნი იქნება. მღერიან, გიორგის ძალიან უყვარს სიმღერა და ბოლო ხმაზე, გემრიელად დასჭექავს ხოლმე “კახეთო”-ს, მერე დანარჩენებიც ჰყვებიან და ასე. ისე, თითქოს, ოთახის კუთხეში მიდგმული ნაძვისხე არაფერს ნიშნავს და არც ის ლამაზი, ფერადი ნათურები, მთელ სახლში რომ გაუკვრიათ დიდი მონდომებით კოტეს და ლიზის.
-კოტე.-ფეხზე დგას ლიზა, უყურებს ქმარს და უღიმის.-ორსულად ვარ.-აცნობს საზოგადოებას და ოვაციებს, ხვევნა-კოცნასა და შეძახილებს ქმრის გულამდე მიჰყავს, მაგრად ხვევს ხელებს და თავზე კოცნის საყვარელ ქალს, საიმედო ადგილსა და თავშესაფარს. შემდეგი კირაა, ახლადგამომცხვარი მამინდა, ცრემლები რომ სცვივა გაგიჟებით და თმაზე ეფერება საყვარელ მეგობარს. სტუდენტობის პირველივე თვეში შეძენილს, მის სულის ნაწილს, მეორე ნახევარსა და ხსნას იმ დროინდელი ჯოჯოხეთისგან.
-მადლობა, ლიზ.-ჩუმად ეუბნება, ლოყაზე კოცნის და ჯდება, ვაჩეს გვერდით, თავისი კაცის გვერდით.-ელე, რაო ექიმმა, ამჯერად დაგანახათ გოგოა თუ ბიჭი?-ცრემლმორეულ მეგობარს ეკითხება და ისიც თანხმობის ნიშნად აქნევს თავს, თორნიკე იღიმის.
-გოგოა, გოგოს მამა ვხდები.-ისევ ადებს ქალს მუცელზე ხელს და იღიმის.-ამის სახეს შეხედეთ, ისეთი ნაზია, ფაფუკი, მაგრამ შუა ღამეს რომ ლეღვი მაძებნინა ამ ზამთარში რას დამავიწყდება, მაშინვე მივხვდი გოგო რომ იყო.-ხითხითებს.
-მე თუ მკითხავთ, გოგო ღმერთის საჩუქარია, მამებისთვის განსაკუთრებით.-ვაჩეს ასეთი ხმა, ალბათ პირველად ისმის იმ საღამოს.-ქალის ცხოვრებაში პირველი კაცი მამაა და სიცოცხლის ბოლომდეც მამა უყვარს ყველაზე მეტად. მთელმა სამყარომ რომ მოგიძულოს, შვილს მუდამ ეყვარები, თუ ეს შვილი გოგოა, მითუმეტეს, მთავარია შენ იყო, როგორც მშობელი, როგორც მამა სამაგალითო და ღირსეული მისთვის.-იღიმის, თორნიკეს არ აშორებს მზერას. კაცის ამღვრეულ თვალებს რომ უყურებს, ხვდება, ერთი კარგი მაინც აქვს გაკეთებული ცხოვრებაში, თორნიკე რომ იხსნა დედამისის კლანჭებიდან.-მადლობა ელე, ამას რო ასეთს ვხედავ, შენი, ლომის წვლილი დევს მაგაში.-უღიმის და საფერავით სავსე ჭიქიდან ღვინოს სვამს.
მხიარული საღამოა, დარვინის თეორიების, კონსტიტუციური ცვლილებების და საერთაშორისო სავალუტო ფონდების გარეშე, უშუალო, ქართული, კახური, გულიანი და სიყვარულით სავსე. სიმშვიდეა, მაგრამ ამ სიმშვიდის დროსაც დუღს ღვინო ქვევრებში, გრძნობები გულში, ვნება მზერაში და ფიქრები გონებაში...
........................
-დღეს უნდა წავიდე, სამსახურში გავდივარ.-დილით ადრე, ასადგომად გამზადებულს, კაცის სითბო რომ ედება სხეულზე, მერე ესმის მისი სიტყვები.
-უკვე იწყება?-ოთხი იანვარია, გაბმულ ქეიფში ისიც კი დაავიწყდა ვინაა ვაჩე და რას წარმოადგენს.
-გუშინ დაიწყო, კირა.-ეცინება კაცს და შუბლზე კოცნის ხანგრძლივად.
-მერე მე რა ვქნა, უშენოდ?-წარბებს კრავს და კაცს თვალებში უყურებს.
-პარასკევამდე გაძელი, ჩამოვალ, ან შენ წამოდი თბილისში და იქ იყავი სულ, თან ჩემს მშობლებს გაგაცნობ.
-ვიცნობ, შორიდან, მაგრამ მოდი გაზაფხულს დაველოდოთ.-ლოყაზე კოცნის და საწოლიდან დგება.-საუზმეს მოასწრებ?
-ყავას დავლევ მხოლოდ.-დუნდულაზე არტყავს ხელს, ლოყაზე კოცნის, მკლავს აყოლებს ქალის წელს და აბაზანაში შედის კირასთან ერთად. თითქოს, უკვე რუტინაა დილით ერთად გაღვიძება, ერთად მოწესრიგება, ერთად საუზმობა, ყველაფერი ერთად. ვაჩესთან ერთად დალია ყავა, მერე მანქანასთან მიაცილა და იქამდე უყურა დაძრულს, სანამ თვალს არ მიეფარა. ყველას ეძინა, დილის ცხრა საათი იყო, არავინ ცდილობდა დილის ძილის დარღვევას, მხოლოდ კირა იჯდა, თბილად ჩაჩმული აივანზე და მდელოზე შემხმარ თოვლს გაჰყურებდა. სადამდე მიიყვანდა ვაჩესთან ურთიერთობა, არ იცოდა, მხოლოდ იმას ხვდებოდა, კაცის გარეშე რომ აღარ წარმოედგინა მომავალი. კირას გრძნობები თითქოს იმ ღვინის მსგავსად დუღდა, წლიდან წლამდე რომ ვარგდება ქვევრებში.
იმ კვირას ვერ ჩავიდა ვაჩე, უკვე ძველი ახალი წლის დღე დგებოდა, გვარიანად ჩაფირებული გიორგი, აივანზე იდგა და ჰორიზონტს გაჰყურებდა, გვერდიტ ამოუდგა საყვარელ მეგობარს და მარზე მოხვია მკლავი.
-მომიყევი.-გაუღიმა, საიმედო ღიმილი ჰქონდა კირას, გიორგი რომ მშვიდდებოდა დანახვაზე, ზუსტად ისეთი.
-ბათუმში გავიცანი, ერთი თვე მასთან ერთად გავატარე, შემიყვარდა, ორი დღეა არ გამოჩენილა, არც პასუხს მცემს, არც ტელეფონზე მპასუხობს.-სიგარეტს უკიდებს და კირას უყურებს.-ჭკუიდან მშლის.
-შენ თუ ჭკუიდან გშლის, საშიში ქალი ყოფილა.
-მართლა საშიშია, ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ მისი მსგავსი ადამიანი თუ გახდებოდა ჩემი საყვარელი ქალი, ვერასდროს.
-როგორია?-ეღიმება კირას და მომღიმარ გიორგისაც უყურებს.
-მშვიდი, თან ქაოსური, თან ბავშვური, თან ჭკუის წამღებად სე.ქსუალური. ყველანაირია, მაგრამ ამ ყველაფრის ნაერთი ისე მსიამოვნებს, მაგიჟებს.-ჰორიზონტს თვალს არ აშორებს გიორგი.
-ყურებამდე ხარ შეყვარებული, რას ვიფიქრებდი, ასეთს თუ გნახავდი, გიორგი.-ბედნიერია კირა, მოსწონს თავისი მეგობრის, შეყვარებული კაცის ამპლუაში ხილვა. ეზოსთან ჩერდება უცხო მანქანა, გიორგის ტუჩის კუთხეში ეღიმება, მერე კირას შუბლზე კოცნის და კიბისკენ მიდის. ღია ჭიშკართან აყენებს ახლადმოსული სტუმარი მანქანას, არა და ჭიშკარი ვაჩესთვის დატოვა კირამ ღიად. მანქანიდან ქალი გადმოვიდა, მხოლოდ თვალები უჩანდა ისე იყო შეფუთული , კირა შორიდან უყურებდა ქალისკენ მიმავალ გიორგის, უცნაურად, სიცივისგან რომ უთრთოდა მხრები. საშინლად ციოდა კახეთში იმ დღეს, ცაც თოვლისთვის იყო მომზადებული. ქალის დანახვამ ამოუხსნელი ემოციები შეუჩინა, გაუხარდა, გაბედნიერდა, ის სისავსე იგრძნო, აქამდე რომ არასდროს უგრძვნია. ქალიც თრთოდა სიცივისგან და მისკენ მიდიოდა პატარა ნაბიჯებით.
-თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა მიდის მუჰამედთან.-ქალის მოგუდული ხმა ისმის, შარფის მიღმა სლაპარაკო ღრუდან. ზღვისფერ თვალებს საოცრად უხდება წითელი შარფი და ქუდი.
-შენ მუჰამედს არ ჰგავხარ, უფრო წითლქუდას გამსგავსებ.-წინ უდგება ქალს დამოყინულ ცხვირზე კოცნის, რომელიც სამადლოდ გამოაჩინა. ლოყები წითელი აქვს, ცხვირის წვერიც გასწითლებია სიცივისგან.
-წიგნის პრეზენტაცია გადავდე.-ტუჩის კუთხეში ღიმილს აპარებს ქალი.
-მიზეზი?-გაყინულ ლოყებზე ადებს გაყინულ ხელებს და ქალის ზღვისფერ თვალებს ჩასცქერის.
-გავთხოვდი და.-აჭარული კილოთი ეუბნება და იცინის.-მანქანის საბარგულში, მთელი ჩემი ცხოვრება ჩავტიე, ჯიპის პლიუსი ეს არის. კატაც აქ მყავს და ჩიტიც, თევზები ცოტა ხანს ალექსს ჩავაბარე სახლთან ერთად. ჩემს საქმროს არ უნდა ეხსენებინა საყვარელი ღვინის ბიზნესის მქონე და-ძმის გვარი, ფაქტობრივად ყულფში გაყო თავი.
-ვინ გააბედნიერეთ, ვის მიანიჭეთ ქმრის სტატუსი?
-ვინმე გიორგი ანდრონიკაშვილს იცნობთ? ფსიქოლოგია, კლინიკაც აქვს თბილისში.
-გამიგია, ნამდვილად.-ეცინება გიორგის, ქალის ლურჯებს უყურებს, თვალს ვერ აშორებს ისე მოენატრა, მისი სუნი, სიცილი, გემრიელი ტუჩები და მონატრებას აღარ იხანგრძლივებს ისე ეწაფება ბაგეებს.-ანუ, აღარც მე მაქვს თავისუფალი კაცის სტატუსი?-ეცინება ისევ.-კირა.-აივანზე, სიგარეტით ხელში მდგარ მეგობარს უყურებს, მის დას, ნავსაყუდელს და ცხოვრების განუყოფელ ნაწილს.-გავთხოვდიი.-ქვემოდან უყურებს. კირას კისკისიც ისმის და ხმაზე დანარჩენებიც გადიან გარეთ.
-რა ქენი?-კოტე მისკენ მიდის სიცილით.
-გავთხოვდი, ბიჭო. თვითონ მომაკითხა და ხელი მთხოვა.
-ხელი არ მითხოვია, სტატუსი მოგანიჭე.-ეცინება დარიანას. ქალის ხმა მეტ სილაღეს მატებს ეზოს და მასთან მისულ კოტეს ეცნობა.-დარიანა, გიორგის ცოლი.
-კიდევ კარგი, შენ მოხვედი, თორემ ეს ასი წელი ვერ მოიფიქრებდა.-იცინის კოტე, ქალს ხელს ხვევს და სახლისკენ მიჰყავს.-რაც ჩამოვიდა სახე ჩამოსტირის, მადლობა რომ ჩამოხვედი.-კიბისკენ მიჰყავს კოტეს, გიორგის მანქანიდან ჩიტი და კატა გადმოჰყავს და სახლისკენ მიჰყავს. ჩიტი იბუზება, აშკარად სცივა, ფისოც გიორგის მკლავებშია მოკუნტული და ეგლასუნება.
-ამასაც მოვენატრე დარი.-უკვე მისაღებში რომ სხედან, გიორგის კალთაში სძინავს კატას, კირა გვიანობამდე გარეთ ზის და ელოდება. ელოდება და იცის მალე მივა, ან შეიძლება არ მივიდეს. ვერ გაუგებ ვაჩე მაჩაბელს, ვერც მის გრაფიკს და ვერც ხასიათს.
ერთი კვირა რომ არ ჩნდება ვაჩე ტელეფონს იღებს კირა და მის ნომერზე რეკავს. გაბმული ზარია, ვაჩე არ იღებს ყურმილს, მაგრამ სხვა პასუხობს. ქალის ხმაა, გამყინავის, საზიზღარის, როგორ უნდა ეს ქალი ერთხელ მოჰყვეს კირას ყბაში, ერთხელ გემრიელად ჩაკბიჩოს, რომ სამუდამოდ მოშორდეს მის ცხოვრებას.
-როგორც ვხედავ ალტერნატივა გიპოვია, ჩემი დისშვილის სახით.
-როგორ გიკითხოთ, ქალბატონო ნუცა?!
-როგორ ვიქნები კირა, როგორც ყოველთვის შესანიშნავად.
-ხო, როგორ მავიწყდება ხანდახან, თქვენ როგორც გაწყობთ, თქვენ როგორც გინდათ. იქნებ მითხრათ სად არის ვაჩე და თქვენ რატომ მპასუხობთ მის ნაცვლად?
-ოხ, ვაჩე იქაა სადაც უნდა იყოს. თავის ოთახში, სავარაუდოდ წამალთან ერთად.-ისევ გამყინავია ქალის ხმა, ისევ აკანკალებს კირას ნერვებისგან, სწორედ ისე, როგორც მაშინ, თორნიკეს ბებიის დაკრძალვაზე.
-მატყუებთ, ვიცი.
-არაფერში მჭირდება ტყუილები.-ზარი წყდება, კირას თავი სტკივა, უსკდება კიდეც ამდენი ნერვიულობისგან. სახლში შედის, გიორგის და დარიანას უყურებს და მათკენ მიდის, ორივეს მაგრად ხვევს ხელებს, უკვე ერთი კვირაა უყურებს მათ და ხვდება, მისი მეგობარი, მისი საიმედო ნავსაყუდელი მშვიდად, ბედნიერად და საიმედოდ არის. მომავალ კვირას წავლენ ყველანი ერთად ბათუმში და ყველა წესის დაცვით ითხოვენ დარიანას ხელს მეგობრები და გიორგის ოჯახი.
-გიორგის ბედნიერებაზე მეტად არაფერი გამახარებს ალბათ ცხოვრებაში, დარიანა.-უღიმის ქალს და თავზე კოცნის.-იმედია მაპატიებთ, თუ დღეს წავალ.-უღიმის ისევ, არ გამოიყურება კარგად.
-მშვიდობა გაქვს?-მანქანის გასაღებს და ქურთუკს იღებს და გასასვლელისკენ წასულს კოტეს სიტყვები ეწევა.
-იმედი მაქვს, მშვიდობაა კოტე.-ცივი და უგრძნობია კირას ხმა, უკვე საღამოა, შვიდი საათი. მანქანას ძრავს და თბილისისკენ მიდის, ანას ნომერს ეძებს კონტაქტებში და ურეკავს.
-გისმენ კირა.
-ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ვაჩეს სახლის მისამართი და ამჟამინდელი ადგილსამყოფელი მჭირდება.
-ხუთ წუთში გექნება.-ქალი თიშავს და ხუთ წუთში მართლა მისდის ესემესი, ვაჩე სახლშია, იქ სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ, იქ საიდანაც დეიდამისი ელაპარაკა, იქ სადაც ყველაფერი საშინლად იქნებოდა ახლა. სახლთან რომ მიდის უკვე ცხრა საათია. მანქანას ჭიშკართან აჩერებს და მანქანიდან გადასული დაცვას უყურებს.
-გამარჯობა, ვაჩესთან ვარ.
-ბრძანება გვაქვს, არავინ შევუშვათ.
-ახლა თუ არ შემიშვებთ, ვაჩე სამსახურში არ გაგაჩერებთ, ამიტომ ჯობია შემიშვათ.
-ქალბატონო, არ შეიძლება.-მკლავზე უხეშად მოჰკიდა ხელი და მანქანისკენ უბიძგა.
-ხელი გამიშვი და სახლში შემიშვი.-თვალები უელავდა.
-ვინ ხარ?-უღრენს მამაკაცი, მასზე ორჯერ დიდი, ორჯერ განიერი, ოცჯერ ძლიერი.
-ვაჩეს საცოლე ვარ.-ბეჭდიან ხელს უფრიალებს და კაციც ხევდება, ვეღარ იგებს რა გააკეთოს, საბოლოოდ მაინც რისკავს და კარში ატარებს ქალს. შესასვლელისკენ მიდის, სახლიდან ხმაური ისმის, აშკარად გამწვანებაში ბევრს ხარჯავს ეს ოჯახი. ამ ზამთარშიც ბიბინებს ბალახი. სახლის კარზე აკაკუნებს და არ უკვირს ვაჩეს დედას რომ ხედავს.
-გამარჯობა, ქალბატონო ქეთევან, ვაჩეს ნახვა მინდა.-პირდაპირ ეუბნება, ქალი ოდნავ უღიმის, სახლში ატარებს გოგოს და მისაღებისკენ უძღვება, სადაც მაინც და მაინც სიმშვიდე არ სუფევს, სახლი ყირაზეა, ყველაფერი დამტვრეულია, ყველაფერი გატეხილია. ქალბატონი ნუცა, კმაყოფილი სახით უყურებს კირას, რომელიც გახევებულია და სახლს უყურებს არ სჭირდება იმის თქმა ვინ გააკეთა ეს ყველაფერი. ვაჩეს მამა სავარძელში ზის, თავი აქვს ჩახრილი და იმდენად ღრმადაა ჩაფიქრებული, იმასაც ვერ იგებს ვინ შევიდა მისაღებში.
-სად არის?-ხმა უკანკალებს ნერვებისგან და დაჟინებით უყურებს მედიდურად მჯდარ თორნიკეს დედას.
-თავის ოთახში, როგორც უკვე გითხარი, კირა.-სახელის გაგონებაზე მამაკაცი მაღლა წევს თავს და თითქოს იმედის ნაპერწკალი უელავს თვალებში.-მაინც გაბედე და მოხვედი?-ირონია, ცინიზმი, გულისამრევი ტონი აქვს ქალს.
-რატომ ვერ გავბედავდი?!-მოჩვენებითი გაკვირვება ჩანს მის ხმაში.-მომისმინე, ნუცა, მადლობა არ გადამიხდია შენთვის, დაკრძალვაზე რომ გამომაფხიზლე და ახლა გეუბნები, მადლობას. ის ამაზრზენი სიტყვები რომ არა, ახლა აქ არ ვიქნებოდი და ასე ვერ შემოგხედავდი ახლა რომ გიყურებ.-რამდენიმე წამით ჩერდება და ისევ ქალისკენ აბრუნებს მზერას.-რამე დაგიშავე? ერთი მომენტი გამახსენე ჩემი ცხოვრებიდან შენ რომ დაგიშავე რამე, ამდენად რომ ვერ მიტან.-მშვიდი, ცივი ხმა აქვს კირას, გული ვაჩესკენ მიუწევს, მაგრამ ამ ქალთან საუბარი დღეს უნდა დაასრულოს.-ვერ გაიხსენებ, გესმის? მთელი ნახევარი ცხოვრება შენი შვილის სიყვარულში გავატარე, ეს არაფრის დაშავება არაა, როგორც ვიცი. ახლა რაღა გინდა?! რას ვერ იყოფ ჩემთან?! პირდაპირ თქვი და დავამთავროთ!
-შენ ვერ გიტან, რომ გიყურებდი ამაზრზენად მეჩვენებოდა შენი გულუბრყვილობა და სიალალე, მერე ცოტა შეიცვალე, ისეთი გახდი, როგორიც მომეწონებოდი რძლად, მაგრამ არ დაგცალდა, წაგართვეს თორნიკე.-ქალს ირონიული ტონი არ სცილდება.-ყველაფერს გავაკეთებ და ვაჩეს შენთან არ გამოვუშვებ.
-ჯერ ეს ერთი, შენი შვილი კი არ წამართვეს, მე ამოვიგდე ცხოვრებიდან. შენ არ გაქვს უფლება 40 წლამდე კაცების ცხოვრებაში აფათურო ხელები და გავლენა გქონდეს მათზე. არ გამოუშვებ? შენ რა მანიაკი ხარ? უცნაური ფიქრები მიჩნდება და ძალიან გთხოვ დაამთავრე. თორნიკე იმიტომ დავთმე რომ ჩემი ადამიანი არასდროს ყოფილა. ვაჩეს არ დაგითმობ, სულ რომ დედამიწა დაგამხოს თავზე, ღირსი იქნები და მე მის გვერდით ვიქნები, იცოდე! მეცინება, იმაზე რომ მიწევს საუბარი 40 წლის კაცს დაგითმობ თუ არა. თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდი, არც შენი შვილი და არც შენი დიშვილი, დიდი ხანია შენს კლანჭებში აღარ არიან! ქალბატონო ქეთევან, სად არის ვაჩეს ოთახი?
-მეორე სართულზე, დერეფნის ბოლოს, შვილო.-ქალის ხმა იმაზე სათნოა, ვიდრე ოდესმე, იმაზე იმედიანი, ვიდრე აქამდე, იმაზე სანდომიანი, ვიდრე ოდესმე ყოფილა ნუცასი.
-მადლობა.-ქეთოს უღიმის, ნუცას კიდევ ერთხელ უყურებს ზიზღიანი მზერით და კიბისკენ მიდის, დერეფნის ბოლოს კარი შავია, მისკენ მიდის, ისევ ისმის ოთახიდან მტვრევის ხმა, ვერ გაჩერდა ურჩხული, ნუცამ რომ გაახელა, ვერ დამშვიდდა, ვერ დაცხრა. ოთახის კარს სწრაფად აღებს და ვაჩეც მის დანახვაზე მისგან ზურგით ბრუნდება.
-წადი!-იმაზე ცივია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
-შემომხედე!-მისკენ მიდის, ხელებს ადებს მხრებზე და თავს ხერხემალზე.
-წადი მეთქი აქედან!-ღრიალებს და ხელში მოქცეულ ნივთს ესვრის კედელს. სხეული უკანკალებს ვაჩეს, არ უნდა ამ მდგომარეობაში ხედავდეს კირა, მისი ნანატრი ქალი.
-მომხედე ვაჩე.-მისკენ ძალით აბრუნებს კაცს და ჩასისხლიანებულ თვალებში უყურებს.-არაუშავს, გამოსწორდება, დამშვიდდი.
-მაინც გავიკეთე, მაინც მოვიწამლე თავი.-ჩუმად საუბრობს მაგრამ იგრძნობა ტკივილი, იმედგაცრუება, უნებისყოფობა და საყვედური საკუთარი თავის მიმართ. ვაჩეს თვითგვემა კლავს. ვაჩე სასოწარკვეთილია, კირა ვერ იტანს ასეთ ვაჩეს, სუსტს და უძლურს.
-არაუშავს, ვაჩე, ერთი და ორ დღეში არავის გადაუგდია.-ხვდება კირა, სახლში დალეწილი ყველა ნივთი ამ თვითგვემის გამო რომაა და უღიმის.-ერთად შევძლებთ, კარგი?-უღიმის, კაცის სახეს ხელებში იქცევს და ტუჩებზე კოცნის.
-ვერ შევძლებ, რამეს დაგიშავებ, როგორ უნდა გადავაგდო, როგორ მოვიშორო. ხომ ხედავ, რა დონის სუსტი ვარ, ამაზრზენი, მეგონა დამოკიდებული არ ვიყავი და ნებისმიერ წამს გადავაგდებდი, იმ ქალის გამოჩენა და ჩემი დაუძლურება ერთია, კირა. უიმედო ვარ, უნებისყოფო, უძლური და შენ მეუბნები ვუშველითო?-ეცინება, შეშლილს ჰგავს ვაჩე.-შემომხედე, არ გაშინებ?!-მისკენ მიდის, კირა დგას, თვალს არ აშორებს, უბრალოდ უყურებს და უღიმის.
-არა, არ მაშინებ.-თავს გულზე ადებს კაცს და ოხრავს.-ვერ დაგკარგავ ამ სისულელის გამო, ხომ ხვდები?!-ხმა უმკაცრდება და თვალებში უყურებს, შუშასავით გამჭირვალეა ვაჩეს თვალები, ვერ იტანს მის ასეთ მზერას.
-ვერ დამკარგავ....-კირას სიტყვებს იმეორებს უემოციოდ.-წავიდეთ, კირა, წავიდეთ.-ქალს შორდება, ოთახის მარცხენა კუთხეში კარია, იქ შედის, ცოტა ხანში ტყავის ჩანთით ბრუნდება და ოთახიდან კირასთან ერთად გადის. კიბეზე მასთან ერთად ჩადის და მისაღებში შედის.
-ვაჩე..-ქეთოს ხმა ტკივილითაა სავსე, ვაჩე უყურებს და ოდნავ უღიმის, ისევ კაიფშია, ისევ ვერ აზროვნებს ნორმალურად.
-შეგპირდი, აპრილამდე სამსახურში ვიქნებითქო, მაგრამ ვერ შეირგე ჩემი კეთილი ნება.-დეიდამისისკენ მიდის, მის წინ ჟურნალების მაგიდაზე ჯდება და ისე უყურებს ქალს, რომელსაც სასოწარკვეთა გამოსჭვავის მზერაში.-ხომ გითხარი, ერთი წვეთი მინდა და გავგიჟდებიმეთქი?! არ დამიჯერე, როგორც ყოველთვის, არც ახლა დამიჯერე. ხვალ დილით მე პოსტს დავტოვებ, შენ დარჩები მთავრობაში მოკავშირის გარეშე, მაგრამ არა, ხომ გყავს ის ლაქია, კუდს რომ გიქიცინებს, ორონდ ერთხელ აკოცო ლოყაზე.-ზიზღით ემანჭება სახე.-მეზიზღება ჩვენში ერთი სისხლი რომ მიედინება ეგ ფაქტი, შენ რომ ჩემი და ჩემი დის გაზრდაში შეიტანე წვლილი, იმიტომ ვართ ასეთები, გულქვა მკვლელები ორივე. თორნიკეს შეხედე, საამაყო შვილი რომ გყავს სასირცხვილო დედას.-ქალის აცრემლებულ თვალებს უყურებს.-აღიარე, ნუცა, ვერ შეიყვარე შენი შვილი, ვერც ჩვენ შეგვიყვარე, ვერავინ შეიყვარე შენი საქმის გარდა, იმ სკამის გარდა, ტრა.კს რომ გითბობს. ისე გადაგვთელე, ისე მოგვსპე ყველა, ვერც შეამჩნიე. შენს დას შეხედე, თავს რომ დებ მიყვარსო, კარგად დაიმახსოვრე, რა მდგომარეობაშიც ახლაა, შენი ბრალია, შენი დედამოტ.ყნული ხასიათის. სანამ ჩემი ბრაზი ჩაივლის, თვალით არ დამენახო, თორემ ისე დაგახლი შუბლში ტყვიას, როგორც ჩემი შვილის დედას დაახალე ერთ დროს.-ფეხზე დგება, აქვითინებულ ქეთოს შუბლზე კოცნის და კირასთან ერთად ტოვებს სახლს. დაცვა უყურებს, უკვე იცის, კირა მართლა ვაჩეს საცოლე რომ არის და იღიმის, სამსახურის დაკარგვას გადარჩა.
-სად მივდივართ?-საკუთარ მანქანაში ჯდება კირა და მის გვერდით მოთავსებულ კაცს უყურებს.
-შენთან სახლში, ამაღამ დამიტოვე, დილით პრესკონფერენციას გავმართავ და კახეთში წავიდეთ, კოტეს უნდა ჩავესიძო.-სავარძლის საზურგეს ეყრდნობა, თვალებს ხუჭავს და იღიმის.
-ქმრად მომყვები ვაჩე?-ეცინება კირას.
-ცოლადაც გამოგყვები თუ გინდა.-ბეჭდიან თითზე კოცნის ქალს და ისევ თვალებს ხუჭავს. ის ღამე მშვიდად გაატარეს, ერთმანეთის გულისცემის მოსმენით იყვნენ გართული, ერთმანეთზე მიხუტებულებს ეძინათ. მერე გათენდა, უყვარდა კირას ზამთარში მზე რომ ანათებდა. რვა საათი იყო, წამოდგა, სააბაზანოში მოწესრიგდა, სველი თმით გავიდა სამზარეულოში და ყავას აკეთებდა უნიდან რომ იგრძნო მოხვევა, ყელში კოცნა და ლოყაზე წვერი.
-გიხდება წვერი.-კაცისკენ ბრუნდება დ წვერიან ნიკაპზე ეთამაშება.
-მაღიზიანებს.-ხელს ისვამს წვერზე და ლოყაზე კოცნის საყვარელ ქალს.-გავემზადოთ და გავიდეთ, ათზე ჩანიშნა ნიკოლოზმა შეხვედრა.
-ნიკოლოზი?
-ნიკოლოზ ხარატიშვილი, ჩემი მოადგილე, მეგობარი, ჩვენი მომავალი მეჯვარე.-სხაპასხუპით აყრის ერთმანეთს და იცინის.-ასე უწოდებს საკუთარ თავს. ჩემი მეგობარია, ბავშვობის.
-გასაგებია.-ეცინება და ოთახში შედის. საწოლი ალაგებული რომ ხვდება ეცინება და კარადას აღებს.-საწოლი ჩემზე კარგად აალაგე.-ნახევრად შიშველ ვაჩეს უყურებს და ეცინება.
-გეუბნები, კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც უნდა ჩავუსიძდე კოტეს.-თვალს უკრავს ქალს და ჩანთიდან იღებს ახალ პერანგსა და შარვალს.
-როგორი მონდომებული მამაკაცი ბრძანდებით.-პერანსგს ართმევს და უთოს რთავს.
-დარწმუნებული ხარ, რომ არ დამიწვავ?-პერანგზე ანიშნებს კირას და ისიც მხრებს იჩეჩავს.
-ჯობია შენთვითონ დააუთოვო, მართალი ხარ.-უთოს აჩეჩებს და თავის ტანსაცმელსაც იღებს.-წვერი არ გაიპარე?
-თუ მოგწონს, არ გავიპარსავ.-ლოყაზე კოცნის ისევ.
-ახლა შავებს რომ ჩაიცვამ და ეს წვერიც გექნება, იცი ვის დაემსგავსები?
-ვის?
-მაფიის ბოსს.-ეცინება კირას და თავადაც ლოყაზე კოცნის კაცს, კლასიკური შარვალი და ზედა საცვალი აცვია, წელზე გრძნობს გავარვარებულ მკლავს და კაცის სხეულს ეკრობა.
-თუ გინდა ეგეც ვიქნები.-ვნებიანი მზერა აქვს ვაჩეს.
-კიდევ რა იქნები?-ხითხითებს კირა და ტუჩებზე ნაწყვეტებად ახებს ბაგეებს საყვარელ კაცს.
-კოტეს სიძე, შენი ქმარი, შენი შვილის მამა და კიდევ ბევრი რამ. ოღონდ, ცოტა ხანს უმუშევარი ვიქნები.-ეცინება და ისევ პერანგის გაუთოვებას უბრუნდება.
-იყავი, მე შემოვიტან ოჯახში ფულს.-მხრებს იჩეჩავს კირა და თმის საშრობს რთავს. საბოლოოდ გადიან სახლიდან და გზაში განიხილავენ როდის და სად წავლენ სამოგზაუროდ, ვაჩეს ტელეფონი რეკავს და სწრაფად პასუხობს ზარს.
-რა ქნა?! არ მიყურებია ტელევიზორისთვის ნიკოლოზ. ეგ უკვე შენი პრობლემა ხდება, პოსტს ვტოვებ დღეს, შენ ინიშნები უფროსად.-საუბრობს და სამსახურის წინ აჩერებს მანქანას.-მოვედი, ორ წუთში მანდ ვარ.-მანქანიდან სწრაფად გადადის, კირაც არ ავიწყდება და მასთან ერთად შედის შენობაში. ნიკოლოზ ხარატიშვილი უკვე მომზადებულია, ბოლთას სცემს ვაჩეს კაბინეტში და თავზე ულაგია ხელები.
-ვაჩე, შარში ვართ.-ლამის კივის ბიჭი.
-დაჯექი და კარგად ამიხსენი რა მოხდა.-ცივია ვაჩეს ხმა, როგორც ყოველთვის.
-გამარჯობა კირა, მე ალბათ გეცოდინება ვინ ვარ, მერე კარგად გავიცნოთ ერთმანეთი, ახლა უბრალოდ, სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება საქმე და ამის დრო არ გვაქვს.-პანიკაშია ბიჭი.-გელოვანმა, იმ ღორებთან რომ იყო ჩანერგილი, გაიგო რო სუნზე აყვნენ და სანამ დაიჭერდნენ და გააქრობდნენ 13 დეპუტატი ჩააძაღლა პირდაპირ ეთერში.-წყალს სვამს და პერანგის საყელოს იხსნის.
-ჯარი?
-ყაზარმულზეა, შსს ფეხზე დგას, ჩვენც სრულ მზადყოფნაში, მაგრამ საეჭვო დუმილია, გელოვანი გამქრალია, არავინ იცის სად არის. არც საზღვართან შეინიშნება რამე, არაფერი, უბრალოდ გელოვანი გააქრეს.
-კარგი, რა უნდა ქნა?-მშვიდი, მაგრამ მაინც ანერვიულებულია ვაჩეს ხმა.
-ვქნა?! ვქნა?! ამ დროს აპირებ პოსტის დატოვებას?!-ყვირის ბიჭი.-არ გაბედო ვაჩე, მე არავინ მემორჩილება ისე, როგორც შენ! რამე რომ იყოს, მე არ გამომყვებიან.
-და მე გამომყვებიან?-ირონიულად იცინის ვაჩე და ფეხზე დგება. ტელეფონი რეკავს, სწრაფად მიდის და პასუხობს, მალევე კიდებს ყურმილს და ოხრავს.-პოსტის დატოვება მინდოდა ეს დედა.ნატირები, მაინც და მაინც მე გამიჩალიჩე გელოვანო?!-ყვირის და საკალმეს ანარცხებს იატაკზე. კირა მშვიდად უყურებს და არაფერს ამბობს.
-ვაჩე.-ბოლოს ამბობს ქალი და მისკენ მიდის.-მოდი, ეს საქმე მოვაგვაროთ და მერე დატოვებ პოსტს, კარგი?-უღიმის, ლოყაზე ეფერება და კოცნის.-სამშობლო, ხომ იცი, ყველაზე მნიშვნელოვანია.
-შეხვედრა ჩანიშნე, ყველა დასავლეთის ქვეყნების ელჩებთან, ვისაც შეუძლია, სასწრაფოდ გამოცხადდნენ აქ, ვინც ვერ მოვა, ონლაინ ჩაერთოს კონფერენციას. გაერო მჭირდება, გაეროს ელჩები და ამის დედაც! ნუცა, რისთვის ზიხარ მინისტრის სკამზე, რა ჩემ ფეხებად.-ისევ ყვირის, ბოლოს შუბლზე კოცნის კირას და ტელეფონით რეკავს სადღაც.-მინისტრთა საბჭო როდის არის გამირკვიე.-ყურმილს კიდებს და ნიკოლოზს უყურებს.
-არა ძმა, ეგ გელოვანი თუ გამოათრიე, ან შენ ჩაგაბარებენ პრემიერობას ან იმას.
-შენ ხომ კარგად იცი, მე ეგ პრემიერობა სულ ფეხებზე რომ მკ.იდია.-შუბლზე ისვამს ხელებს და პრესკონფერენციას აუქმებს, ამის მაგივრად ელჩებთან მართავს შეხვედრას, კირაც იქ არის, არსად უშვებს. უყურებს კირა და ხვდება, უჭირს ვაჩეს, ყველაზე მეტად ახლა უჭირს. მინისტრთა საბჭოს უსმენს, იქ არის ტელეფონით, არანაირი შეტევა, არაფერი საზღვართან არ ხდება, უბრალოდ თვითმფრინავები დაფრიავენ შორიახლოს.
-რაც შეგვეძლება გავაკეთებთ.-ეუბნება ნატოს ჯარების წარმომადგენელი და სანდომიანად უღიმის.
-შეუძლებელს გთხოვთ, ვიცი, მაგრამ ომი ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე საკამრისად ავიტანეთ, გააკეთეთ ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ომის შანსები დავიყვანოთ ნულზე, ამის შემდეგ მივხედოთ გელოვანს, ვიცი, არ მოკვდება, ვერ მოკვდება ეგ კაცი.-რა უნდა ქნას ფიქრობს, ფიქრობს და ისევ ნიშნავს პრესკონფერენციას. მუდმივი ზარები აქვს პრემიერთან და პრეზიდენტთან, ბოლოს ჟურნალისტების წინ მდგარი შუბლზე იჭერს ხელს.
-ბატონო ვაჩე, რა კომენტარს გააკეთებთ?
-დღეს, სულ სხვა ამბისთვის იყავით დაბარებულნი, თუმცა ეს მოგვიანებით გადავდოთ.-ჩუმად ამბობს.-სიახლეები ალბათ უკვე ყველამ იცით. უპირველეს ყოვლისა, ყველაფერს ვაკეთებთ შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ეს მინდოდა მეთქვა.-ღრმად სუნთქავს.-რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა მოქალაქის სიცოცხლე ფასდაუდებელია და ყველაფერს ვაკეთებთ დავითის გამოსახსნელად. უბრალოდ ყველაფრისთვის მზად იყავით, საზღვრისპირა რეგიონები განსაკუთრებით ფრთხილად და მზად. სულ ეს მინდოდა მეთქვა და კიდევ, არ დაგვავიწყდეს თანამემამულენო, საიდან მოვდივართ.-ასრულებს ტექსტს და ადგილს ტოვებს, ყველაფერი ყელში აქვს უკვე ამოსული, იცის აწი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს და კირას თუ უყურებს, უფრო დამშვიდდება, ამიტომ კირას თავისთან იტოვებს. სამი უძილო ღამის შემდეგ, ხვდება რომ გადაიწვება მალე, დავითის კვალი გამქრალია, მხოლოდ ის იციან, რომ აშშ-დან , ნატოდან და გაეროდან ვიზიტები არ წყდება კრემლში. იცის, პროცესი გაიწელება, როგორი დაბრუნდება დავითი, არავინ იცის.
ომის საფრთხე რომ ქრება, მერე უშვებს კირას კახეთში და თავით უფრო ეშვება საქმეში.
-მომწონს სიძე.-კოტე ტელევიზორში გამოსახულ ვაჩეს გამოსახულებას უყურებს, უსმენს და ეღიმება. ყველა გაკრეფილია სახლიდან, ყველა თავის საქმეზეა თბილისში წასული, მხოლოდ კოტე, ლიზა და კირა არიან კახეთში. ძმის გულზეა მიხუტებული და ისე უყურებს ტელევიზორს, თან კოტეს გათლილ ვაშლს ჭამს.
-ეგ ამბავი რომ მოხდა, პოსტის დატოვებას აპირებდა, პრესკონფერენცია ჩანიშნა და რომ მივედით მოადგილემ მიახალა, ვერ დატოვებ პოსტსო.-ეცინება სიმწრით.
-რას იზამ კირა, სამშობლო რომ გეძახის, იქ პირადი ცხოვრება უკან რჩება.
-ვიცი, კოტე, მაგრამ ვერ ვეგუები, ხომ შეიძლებოდა უბრალოდ დურგალი ყოფილიყო?-წარბებს კრავს სიცილით და ვაშლს კბეჩს.
-იქნებ მექანიკოსობა მინდოდა?-მარტის პირველი დღეა, ვაჩეს ხმა რომ ისმის მისაღებში და ისე სწრაფად ხტება ფეხზე, კოტე ვერც იაზრებს. სწრაფად ახტება დივანს და ხელებს გამეტებით ხვევს კისერზე კაცს.-დავიხრჩე კირა, ადამიანადაც ვეღარ გამოვდგები ასე.
-ჩემი დურგალი ხარ შენ.-ტუჩებზე კოცნის კაცს და ტყვეობიდან ათავისუფლებს.
-მოსწყდი სახელმწიფო საქმეებს?-კოტე ეხვევა და მხარზე არტყავს ხელს.
-ერთი დღით დავეხსენი, ხვალ საღამოს დავბრუნდები და აწიკვინებული ნიკოლოზის ატანა მომიწევს.
-როგორაა დავითის საქმე?
-ბოლო მონაცემებით ცხინვალში ჰყავდათ და ახლა არ ვიცით, სავარაუდოდ ციმბირში წაიყვანეს.
-ნაბოზ.რები, მეტი ფანტაზია არ ჰყოფნით.-ოხრავს კოტე და საქმროს კალთაში ჩასკუპებულ დას უყურებს.-სირცხვილი სულ დაკარგე, გოგო?-ეცინება მის დანახვაზე.
-სირცხვილი და ის კიდე. რას ვაკეთებ სასირცხვილოს?-წარბებს კრავს კირა და ვაჩეს ყელში აბრუნებს თავს.-ერთი თვის უნახავ საქმროს რომ ვკოცნი?
-პოსტის დატოვების მერე რას აპირებ?-კოტეს ინტერესი კლავს, როგორც ძმას, მამობილს, დედობილს და კიდევ ბევრი სტატუსის მქონე ადამიანს კირას ცოხვრებაში.
-ცოტახანს დავისვენებ, კირასთან ერთად.-თავზე კოცნის ქალს.-სულ მინდოდა ხეზე მუშაობა, ცოდნით კი ვიცი, დრო არ მქონდა არასდროს. ხის ნაკეთობებს დავამზადებ და საწარმოს გავხსნი.-იღიმის და კოტეს თვალს უკრავს.
-აბა მექანიკოსობა მინდაო?-თავს წევს კირა და იცინის.
-ხო გითხარი, რაც გინდა ის ვიქნები.-თვალს უკრავს.-თქვენი სასტუმროს ამბავი როგორ არის?
-შენდება.-მხრებს იჩეჩავს კოტე.-დიდი საწარმოს შენებაც დავიწყეთ, ვეღარ იტევს ჩვენი მარნები და ქვევრები ამდენ ღვინოს და საჭირო გახდა გაფართოება.
-მშვენიერი.-ეღიმება ვაჩეს და კირას გულის ფართხალს უსმენს.-რაზე ფიქრობ?
-ვფიქრობ მაფიის ბოსობა უფრო მოგიხდება, თუ დურგლობა.-სერიოზული სახით უყურებს კირა.
-კარგი ახლა, ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე არ გამოგივიდეს, ჩემი მაფიოზობანაში შეგდებით.-იცინის ვაჩე და კოტეც ჰყვება სიცილში.-დურგლობაზე შევთანხმდეთ და ვსო.
-კარგი, თუ თითებს არ წაიჭრი, იყავი დურგალი.-მხრებს იჩეჩავს და ოთახში შემოგორებულ ლიზას უყურებს, ოდნავ რომ ემჩნევა მუცელი და ისე იქცევა თითქოს ცხრა თვლის ორსული იყოს.
-კოტეე.-კიბეზე ჩამოდის, თან ეძახის, კოტეს ეცინება და ქვედა ტუჩს კბენს, წელზე ხელმიბჯენილ ცოლს რომ ხედავს.
-გისმენ ლიზუ.-უყურებს და ფეხზე დგება.
-ვაჩეე, როგორ ხარ?-მისკენ მიდის და წამიერად ეხვევა კაცს.
-კარგად ლიზ, თქვენ როგორ ხართ?-მუცელზე ანიშნებს და იღიმის.
-მშვენივრად გვივლიან, მამიკო და მამიდა.-უღიმის და კოტეს ეხუტება.-ჩემთან ერთად დაიძინე, რა.-საყვარლად აჰყურებს ქმარს და ისიც თანხმობით მიჰყვება უკან. კირა პოზიციას იცლის, ისევ კაცის კალთაშია, ოღონდ მისკენ ბრუნდება მთელი ტანით და ფეხებს შორის იქცევს მის სხეულს.
-ჭკუის წაღებამდე მომენატრე.-ჩურჩულებს საქმროს ტუჩებზე და კოცნის.
-ხო?-ეღიმება ვაჩეს კოცნებს შორის.
-აჰამ.-თავს უქნევს, ფეხზე დგება და ოთახისკენ გარბის, ვაჩეც მას მისდევს და საწოლზე დაგდებულს ზემოდან ქცევა.
-როგორ უნდა შეგელიო?-საწყლად კრავს წარბებს და ქალის მკერდს კოცნის....
...........................
-რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ.-საერთაშორისო ელჩების შეხვედრაა, ნატოს წარმომადგენელთან ერთად რომ შერბის ნიკოლოზი კაბინეტში და ვაჩესკენ მიდის.
-რა ხდება ნიკოლოზ?-სერიოზული და მკაცრია ვაჩეს ხმა.
-გამოვიყვანეთ, ვიპოვეთ, ახლა გადაჰყავთ გერმანიაში, დალეწილია, თუ გაივლის ვაბშე ისიც არ იციან.-ესაუბრება, სეხვედრას სწრაფად ასრულებს ვაჩე და გულითად მადლობას უხდის თითოეულ პირს, რომელიც ამ რთულ მდგომარეობაში დაეხმარა.-ოჯახის ორ წევრს გავგზავნით მასთან, ცოცხალ-მკვდარია.-თავზე ისვამს ნიკოლოზი ხელს და ძველი მეგობრის მდგომარეობა, თითქოს ძვლებამდე სტკივა.
-ჯერ დავიცადოთ, დავით გელოვანი უნდა გაქრეს, გვარი შეუცვალე, ნუცა ჩართე, გაუქრონ ვინაობა, ბიზნესიც სხვა სახელზე გადაუფორმეთ, კომპენსაციაც დაერიცხება. მე პოსტს დავტოვებ და მშვიდად განვაგრძპბ ცხოვრებას.-ერთიანად ეშვება დაღლილი სხეული და სავარძლის საზურგეს მთლიანად ეყრდნობა.
-მეც მოგყვები.-ნიკოლოზი წინ უჯდება და უცინის.
-ში.გ ხო არ გაქვს?-ვაჩეს ეცინება და მეგობარს უყურებს თვალებში.
-შენი ხის საამქროში არ დამასაქმებ შე.ჩემა?-ლაზღანდარა ნიკოლოზ ხარატიშვილი, მუდამ ფორმაშია.
-ჯერ დავითს მივხედოთ, მერე ვხერხოთ ხეები.-ისევ სწორდება სავარძელში და დავითის პირად საქმეს უყურებს.-გიგის დაურეკე.-ეცინება ისევ და ნიკოლოზს უყურებს.
-გიგი რად გინდა, შე.ჩემა, მე ვარ შენი მეჯვარე.-თითქოს შეურაცხყოფილია ნიკოლოზი. რთულია ხანდახან იმის დაჯერება, რომ ეს კაცი 39 წლისაა. ეგონათ ასაკთან ერთად დადინჯდებოდა, თუმცა ვერც ასაკმა, ვერც დრომ, ვერც ვერაფერმა უშველა.
-სამაგიეროდ მე ვარ გიგის მეჯვარე, საღამოს გამოვიდეს, ერეკლეც წამოიყოლოს, კაი ხანია აღარ მინახავს.-საბუთებში ჩაყო ისევ თავი და მაგიდიდან წამოაგდო ნიკოლოზი.
-ნათლულსაც დურგლობა უნდა ასწავლო?-ხარხარებს ნიკოლოზი და კაბინეტიდან გარბის. ვის წარმოუდგენია ვაჩე მაჩაბელი კაბინეტის, ოფიციალური სამოსის, ძვირადღირებული მანქანის და სტატუსების გარეშე? ხელში ჩაქუჩით, ხერხით, მტრვრიანი ტანსაცმლით? ვერავის, ვერც ერთ მოკვდავს საკუთარი თავისა და კირას გარდა. კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად რომ იღება თავს უკმაყოფილოდ სწევს და თავის მსგავს ქალს უყურებს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით რომ მიაბიჯებს კაისკენ და მის წინ სავარძელში ჯდება.
-დაკაკუნება არ გასწავლა ნუცამ?-ცივი ხმა აქვს ვაჩეს, სწორედ ისეთი, როგორიც ნებისმიერ მის ნათესავთან.
-ძმასთან დაკაკუნება არ მჭირდება, გავიგე პოსტს ტოვებ.-უემოციოა ქალის სიტყვები, ქალის ხმის ტონი და ყველაფერი რაც მარიამს ეხება.
-ვტოვებ.-თავს უკრავს და ისევ საბუთებს უყურებს.
-მეც ვტოვებ.-ბოლოს ნებდება, ოხრავს და ეშვება, ძმის წინ სავარძელში ზის, ერთიანად პატარავდება და სახე უსევდიანდება.
-ყველაფერი კარგად გაქვს?-ვაჩე დგება, მერე რა რომ თავისი დაც გარეულია ბევრ ძალიან ცუდ ამბავში? მაინც მისი დაა, ახსოვს ლაღი ბავშვობა ერთად რომ გაატარეს და მიუხედავად დაკარგული წლებისა მაინც გრძნობს იმ სისხლის ყივილს, ასე რომ აკავშირებს ამ ორს ერთმანეთთან.
-ორსულად ვარ.-ამბობს და მაგიდაზე მდგარ წყლის ბოთლს იყუდებს. სადაა მანერები? სადაა ის ქალი, სამინისტროში რომ შეაბიჯებს და შიშის ზარს სცემს ყველას? უბრალოდ ქრება მარიამ მაჩაბელი, როგორც მინისტრი და რჩება ქალი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა ახლა გვერდში დგომა.
-მამა?-ვერ იგებს ვაჩე რა რეაქცია უნდა ჰქონდეს, დის პირისპირ ჯდება. რა უნდა უთხრას 40 წლის ქალს, რომელსაც ცხოვრებაში არავინ გაუჭაჭანებია გვერდით? ახლა მიდის და უცხადებს ორსულად ვარო, როგორ შეხვდეს ამ ამბავს?
-ავთანდილ კურტანიძე.-თავს ხრის, ქვემოდან აჰყურებს ძმას, ყველაზე საიმედო ადამიანს, ვინც კი შემორჩა ირგვლივ.
-რომელი ავთანდილ კურტანიძე, მარიამ?!-ხმაში ბრაზი ეპარება, უნდა მთლიანად ააფეთქოს ამ წამს ოთახი.
-ჩემი ბავშვობის სიყვარული, შენ რომ ვერასდროს იტანდი და მე რომ მაინც შემიყვარდა.-თვალები ცრემლებით ევსება.-არაფერ იცის. არ ვყოფილვართ საყვარლები, რამდენჯერმე გვქონდა ურთიერთობა, ისიც ჩემი ინიციატივით. ჯანდაბა, ასეთი ემოციური არასდროს ვყოფილვარ.-სახე ებრიცება. უყვარდა, მთელი ცხოვრება უანგაროდ უყვარდა ეს კაცი და კაცისთვისაც მუდამ საოცებო ქალი იყო მარიამი. ვაჩესთან უთანხმოება რომ არა, ახლა ცოლიც კი ერქმეოდა ავთანდილის.
-მე, როგორც ძმა, გვერდით გეყოლები, რაც არ უნდა მოხდეს.-ბოლოს ამოთქვამს და სახეზე ისვამს ხელებს, ამ უაზრო დაპირისპირებებმაც უგონოდ დაღალა უკვე.-დაივიწყე ჩემი და ავთანდილის ურთიერთობა, როგორც ვხედავ, ისედაც არ გაინტერესებდა. უთხარი ბავშვზე და მშვიდად იცხოვრე. იმ ქალის კლანჭებში ვართ მთელი ცხოვრებაა და მგონი დროა გავთავისუფლდეთ.-უღიმის ოდნავ და მუცელზე უყურებს.-რამდენი თვის ხარ?
-სამის.-უღიმის ძმას, დგება, მის წინ დგება, ანიშნებს რომ ადგეს და მერე ერთიანად ეხვევა საყვარელი ძმის მკლავებში.-მიყვარხარ, ხომ იცი, არა?-ჩუმად ეუბნება და ლოყაზე კოცნის.
-ნუღარ ტირი, ბედნიერი იყავი.-თავზე ეფერება დას, უნდა ეს განვლილი წლები გააქროს და მხოლოდ ის და თავისი და დარჩნენ, უფრო ახალგაზრდები, უფრო ბედნიერები, უფრო ლაღები.-უთხარი კურტანიძეს, არ მოვკლავ, არ შეეშინდეს.-ეცინება ოდნავ.
-არ ეშინია, მე მეშინია, რომ არ მიიღებს ბავშვს.
-მაგის კაცი არარის.-თავი გააქნია და ამღერებულ ტელეფონზე კირას ნომერს დახედა.-გისმენ.-უჩვეულოდ დაუთბა ხმა და მარიამს ოდნავ გაეცალა.
-დურგალო, დღეს რამე ჭამე?-კირას ბედნიერი ხმა აქვს და ვაჩეს ამშვიდებს ეს ხმა.
-არა, ჯერ არაფერი.
-მაშინ გამოდი, შენობის წინ ვარ და ვისადილოთ.
-შემოდი, ცოტა დრო დამჭირდება.
-რაღაც საქმე მაქვს და მოვაგვარებ იქამდე, მაშინ. დამირეკე, მზად რომ იქნები და მოვალ.-თიშავს კირა და ვაჩეც მარიამს უყურებს.
-ქორწილი როდის გაქვთ?-ეღიმეა ქალს, მოსწონს მისი ძმის ნახვა შეყვარებული კაცის როლში.
-როცა კირა გადაწყვეტს, რასაც კირა გადაწყვეტს და როგორც კირა გადაწყვეტს, მე უნდა დავისვენო.-იცინის დს საბუთებს ერთად აგროვებს.-ერთად ვისადილოთ, უკეთ გაგაცნობ ჩემს საცოლეს.
-ხელს არ შეგიშლით?-ეუხერხულება ქალს, ისედაც არაა ფორმაში, ისედაც დიდი საუბარი აქვს გადასალახი.
-ხელს ვერ შეგვიშლი, მარიამ. მე რომ კირას ვხედავ, მთლიანად სიმშვიდე ისადგურებს, კირაც რომ მხედავს მშვიდდება. სადაც არ უნდა ვიყოთ, როგორც არ უნდა ვიყოთ, სიმშვიდე არსად მიდის.
-წერა ისევ დაიწყე?-ეღიმება მარიამს, ძმის საუბარს რომ ისმენს.
-არა, წერას ვეღარ ვაგრძელებ.-სევდიანად იღიმის და დას უყურებს.-შენ ისევ ხატავ?
-ვერა, ერთი კვირის წინ ვცადე, რაღაც გამოვიდა, მაგრამ ფიქრები გამექცა.-სევდიან ღიმილს უბრუნებს, ვალში არ რჩება და ძმასთან ერთად ტოვებს კაბინეტს, ნიკოლოზის კაბინეტთან რომ ჩერდება ვაჩე, თვალებს ატრიალებს მარიამი და კაბინეტში დაუკაკუნებლად შედის.
-ეს ალქაჯი რატომ მეცხადება?-შეშინებული თაგვის სახე აქვს ნიკოლოზს და სიცილი ეპარება.
-ასე გაშინებ ნიკოლოზ, ისევ?-იცინის მარიამი. ლაღია, ისეთი, როგორიც, დიდი ხანია აღარ უნახავს ნიკოლოზს. ფეხზე დგება, ქალისკენ მიდის და ეხვევა.-ნიკოლოზ?-თვალებს ატრიალებს მარიამი.
-აქ რა ქარმა გადმოგაგდო?
-ძმის სანახავად მოვედი, არ შეიძლება?
-შეიძლება, თან როგორ.-იღიმის ნიკოლოზი და ვაჩეს უყურებს.
-გავდივარ, დღეს აღარ მოვალ, ბურთიც შენია და მოედანიც.-რაღაცას ანიშნებს და მარიამთან ერთად გადის ნიკოლოზის კაბინეტიდან. კირას ურეკავს და ისიც მანქანით ელოდება გარეთ. მანქანაზეა ქალი მიყრდნობილი და მისკენ მიმავალ და-ძმას რომ უყურებს, უცნაური ემოციები ეხატება სახეზე. ვაჩეს მკლავებში ეხვევა, ერთიანად მშვიდდება, საყვარელ გულს უსმენს და ყელში კოცნის კაცს.
-გამარჯობა, მარიამ.-ქალს ოფიციალურად იცნობს, მანქანაში ჯდებიან და სასადილოდ მიდიან. კირა, როგორც სარძლოს სტატუსით, მარიამი, როგორც მომავალი მულის. საინტერესოა საუბარი, საინტერესოა მარიამი, საინტერესოა მათიდ ამოკიდებულებაც და ვაჩეს ეღიმება, მათ რომ უყურებს.
-მე წავალ.-რესტორნიდან რომ გამოდიან, მარიამი წინ უდგება წყვილს და შორიახლოს მდგარ დაცვის მანქანას ანიშნებს, რომ მივიდნენ.-მნიშვნელოვანი საქმე მაქვს მოსაგვარებელი, მოგვიანებით შევხვდებით.-ორივეს ეხვევა, და მანქანაში ჯდება.
-სად მივდივართ ქალბატონო მარიამ?
-კურტანიძის რესტორანში.-ხელს იდებს მუცელზე და დაცვას ოდნავ უღიმის.

-მომეჩვენა, რომ შეცვლილია.
-ორსულად არის, ჩემი ბავშვობის მტრისგან და ეგონა ისტერიკა დამეწყებოდა.
-არ დაგეწყო?-ეღიმება კირას.
-სიმშვიდეა ირგვლივ, კირა.-ქალს ხელის ზურგზე კოცნის და უღიმის.
-და მაინც დუღს გრძნობები.-შუქნიშანზე გაჩერების დროს მისკენ იწევა, ტუჩებზე უტოვებს კაცს კოცნას და ისევ განაგრძობს გზას.
................
-მშვიდობით.-გადადგა, საბოლოოდ დატოვა თანამდებობა. კაცი, რომელმაც მისი გადადგომა გააჭიანურა, პრემიერობისთვის ემზადება, დავითი ბრუნდება, თავად კი, დროა სიმშვიდე იპოვოს იქ, სადაც მისი ადგილია, კირას გვერდით. ტოვებს თანამდებობას, აჟრიალებულ დარბაზს ჟურნალისტებით სავსეს და გვერდით მდგარ ნიკოლოზთან ერთად აღებს ცხოვრების ახალ კარს, ახალ შესაძლებლობას, ახალ სიმშვიდეს. არ სჭირდება ბევრი ფიქრი, მშობლების სახლისკენ მიდის. ყველა იქ ხვდება, ნიკოლოზის წყალობით, სახლი სავსეა ვაჩეს საყვარელი ადამიანებით. მარიამი, ქმართან ერთად, გიგი, რუსკა და მათი ერეკლე. თორნიკე და ელენე, კოტე და ლიზი, გიორგი და დარიანა, ნიკო და ელიზაბეტი, დედამისი და მამამისი, ნიკოლოზი, მუდამ მარტო მყოფი და ვიტრინასთან მდგარი საყვარელი ქალი, კირა.
-გილოცავ დედი.-ქალი სხეული ეხვევა და ბედნიერებას გრნობს, თავადაც იკრავს გულში ქალის გალეულ სხეულს და თავზე კოცნის. ულოცავენ თავისუფლებას, ულოცავენ რაღაც ახალს მი ცხოვრებაში. ბოლოს მიდის კირამდეც. ხელებს ხვევს ქალი და ლოყაზე კოცნის.
-პირველად აქ რომ მოვედი, ისეთი აღარასდროს მინდა გნახო და თუ მაინც გნახავ, იცოდე, მარტო არ ხარ.-ჩუმად ეუბნება, ხელების მოჭერას გრძნობს და იღიმის.
-ძველ სუსის უფროსს და ახალ დურგალს გაუმარჯოს.-შამპანურის ხმა ისმის და კირაც სიცილით შორდება ვაჩეს.
-პირველს შენ გაგხერხავ, ნიკოლოზ.-სიცილით უჯდება სუფრას ვაჩე და კოტეს უყურებს.-ჩამისიძებ, ხო?
-იმდენი თვეა მაგას მეკითხები, თან შიშით, თავი მომაბეზრე უკვე.-კოტე ოხრავს და ლიზას გამობერილ მუცელს ეფერება.-კეთილი იყოს სენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში, ვაჩე.-უღიმის, მხარზე არტყავს ხელს და კირას უყურებს.
-რა?-კირა წუხდება ძმის მზერისგან.
-ყველას ქორწილმა შენს ხელში გაიარა, შენი დრო აღარ დადგა?-იცინის კოტე.
-დაანებე თავი.-გიორგი თვალებს უბრიალებს კოტეს.
-ყველა სეზონი დაგითმეთ. ატმის ყვავილობისასაც გადავიხადეთ ქორწილი, ვენახის ყველა მდგომარეობაშიც, თოვლშიც კი პატარა ქორწილი გვქონდა, ჩემთვის სეზონი აღარ დამრჩა.-ეცინება კირას და ვაჩეს ეყრდნობა გულზე.
-დუღილის სეზონზე გადავიხადოთ ქორწილი.-ეღიმება ვაჩეს და საფეთქელზე კოცნის ქალს.
-რისი დუღილის?-ნიკოს ეცინება და ელიზაბეტს კოცნის ხელზე.
-ღვინის, იდიოტო.-თორნიკე ვეღარ ითმენს და ოდნავ ურტყავს მხარზე მეგობარს.
-რა აზრი აქვს ქორწილს, ისედაც ჩამისიძდა უკვე.-კოტე ხითხითებს.
-მშვენიერი სეზონია ქორწილისთვის.-ივლისის ბოლოა, გარეთ საამო სურნელი ტრიალებს, გიგი მეგობარს უყურებს და იღიმის.
-მგონი არქიტექტორი არა, მაგრამ დიზაინერი მაინც დაგჭირდებათ ქორწილისთვის.-დაგვიანებით მიდის ანა და სამეგობროს უყურებს. ვაჩეს ეხვევა და უღიმის.-გილოცავ, ვაჩე.
-შენ გვაკლდი და ყველა შევიკრიბეთ.-ნიკო უღიმის, ხარატიშვილის გვერდით უჩენენ ადგილს და მამაკაციც ქალის გამაბრუებელ სურნელში ძვრება.-არ მავიწყდება ის შაქრიანი სიროფი.
-რა მალე გამშიფრე, დღემდე ვერ ვიაზრებ.-იცინის ანა.
-გეკითხა როგორ ყავას ვსვამდი და ვერ მივხვდებოდი.-ეცინება ნიკოს.
-აბა რა, ვერ მიხვდებოდი.-თავს აქნევს ანა და კირას უღიმის სათნოდ, უკვე იცის კირამ, ახალი, საიმედო მეგობარი ჰყავთ სამეგობროში და მერე ნიკოლოზს უყურებს, თითქმის სუნთქვაშეკრული რომ ზის.
-ანა.-ბოლოს სცდება სიტყვები.
-დიახ ბატონო ნიკოლოზ.-ხმა უსერიოზულდება ანას და ყოფილ უფროსს უყურებს.
-რომელ სუნამოს ხმარობ?-მოურიდებლად კითხულობს და მასზე მიშტერებულ ვაჩეს გაჰყურებს წამით.
-ოხ, ბატონო ნიკოლოზ.-თავს აქნევს ანა სიცილით და ყურში ეუბნება რაღაცას, რას გაიგებ სუანმოს სახელია, სიყვარულის ახსნა თუ სხვა რამ. ეგ მხოლოდ ანამ იცის და მხოლოდ მომღიმარმა ნიკოლოზმა.
-მამშვიდებ.-ვაჩეს ხმა ესმის კირას და უღიმის საყვარელ კაცს.
-გრძნობებს მიდუღებ ვაჩე.-თავადაც პასუხობს და ტუჩებზე კოცნის მოწყვეტით, წამიერად, ანცად და ლაღად. აღარაფერი იქნება ძველებურას, მხოლოდ ის და ვაჩე იქნებიან ბედნიერების გზაზე. უკვე კარგად შემთვრალი გადის ეზოში და მოსაწევად გასულ თორნიკეს უდგება გვერდით.
-შევძელით.-ეღიმება თორნიკეს და კირას უღიმის.
-რა შევძელით, თოკა?-ბავშვობაში შერქმეულ, დავიწყებულ სახელს იხსენებს კირა. თორნიკეს თვალები უფართოვდება და ეღიმება.-შევალ მე, საქმრო მელოდება.
-შევძელით, ნამდვილად შევძელით.-თავისთვის იმეორებს თორნიკე და ეზოში მოსიარულე ცოლს უყურებს სიყვარულით სავსე მზერით.
............................................................................
დილის რვა საათია შუბლზე კოცნას რომ გრძნობს და ძილბურანში მყოფს ეღიმება.
-სად მიდიხარ?-კარისკენ წასულ ქმარს აწევს სიტყვებს და საწოლში ჯდება.
-გაგაღვიძე? რაღაც საქმე მაქვს, ფარეხში ვიქნები.-ბრუნდება, ისევ კოცნის შუბლზე ცოლს და წამოდგომაში ეხმარება.
-მეც წამოვალ.
-არა, ცოტა ხანს მოითმინე. მოწესრიგდი, კოტე საჭმელს გიკეთებს, სუნები აქვს დატრიალებული დილიდან.-ეცინება, ტუჩებზე უტოვებს ხანგრძლივ კოცნას და მერე ოდნავ გამობერილ მუცელზე კოცნის.-თუ რამე, დამიძახე.-ოთახიდან გადის, მისაღებში მჯდარ გიორგის და დარიანას უყურებს, ბავსვის სახელზე რომ კინკლაობენ. ამჯერად კოტეს უჭირავს ბავშვი, რომელიც სასწაულებრივად, მხოლოდ მამის მკლავებში უმდება და ლიზა საჭმელს აკეთებს. ელენეც ეხმარება, თორნიკე არ ჩანს, სავარაუდოდ ბავშვს ასეირნებს ატმის ბაღებში. ნიკო და ელიზაბეტი ძილს იხანგრძლივებენ და ვაჩეს მეგობრებიც გზაში არიან.
-გამაგებინე ვაჩე, ბავშვს რატომ უნდა დავარქვა ალიკა?-შეცხადებით ლამის გული უხდება ცუდად გიორგის და დივნის საზურგეს ეყრდნობა.
-ჩემ დიდ ბაბუას ერქვა, მიყვარდა და იმიტომ.-დარიანა ლამისაა ატირდეს. გიორგი რომ ხედავს ოხრავს და მოცინარ ვაჩეს უყურებს.
-კარგი დარიანა, ოღონდ შენ არ ინერვიულო და აიტანს გიორგი ერთ ალიკას ოჯახში.-ვაჩე ისევ იცინის და ტყავის წინსაფარს იღებს საკიდიდან.-რას ანერვიულებ ორსულ ცოლს?-გიორგის უბღვერს, თან ისევ იცინის და ფარეხში მიდის, რომელიც მისი სამუშაო სივრცე გამხდარიყო.
-კარგი, რაც გინდა დაარქვი, ოღონდ ნუ ტირი.-გიორგიც ნებდება და კიბეზე ცმომავალ კირას უყურებს ღიმილით. მერე უყვება როგორ გააშველა ვაჩემ და კირაც იცინის.
-იმიტოა დიდ გულზე, ჯერ რომ არ იცის, ბავშვს ივლიტა რომ უნდა დავარქვა.-გიორგის ღიმილი ეყინება სახეზე და აკისკისებულ ცოლს უყურებს.
-სულ გაგიჟდით, არა, სულ გადახვედით ჭკუიდან.-დანებებული დგება და ნათლულს ართმევს თორნიკეს.-დაგიჟდნენ ნათლი ესენი. ხელზე კოცნის პატარა ლილეს და უღიმის.
-კირააა.-ვაჩეს ხმა ისმის შუადღეს და ისიც ფეხზე დგება და ეზოში გადის.-მოდი ჩემთან.-ხელს უქნევს, მთლიანად თეთრი საღებავებითაა მოსვრილი. მისკენ მიდის კირა და ფარეხში შედის ქმართან ერთად.-ჩვენი პატარას საჩუქარია, მამიკოსგან.-ხმა ესაქრება ვაჩეს, მუცელზე კოცნის ცოლს და ისე უყურებს ხის საწოლს, საკუთარი ხელებით გაკეთებულს, მოპირკეთებულს, მოჩუქურთმებულსა და შეღებილს.
-ძალიან ლამაზიაა.-სახე ებადრება კირას.-ზუსტად ისეთია, როგორიც მინდოდა.-ხელებს ხვევს ქმარს და ყელში კოცნის.-აშკარად დურგალი უფრო კარგი ხარ, ვიდრე პოლიტიკოსი იყავი.-უღიმის და კოცნას იმსახურებს, ბედნიერ ამბორს სიყვარულისას.
-საღამოს ამოვლენ ჩემები.-სახლისკენ მიდიან ერთად, ხელს ხვევს წელზე ცოლს და ყელში კოცნის.-საღამომდე ჩემი ხარ.
-და სულ შენი ვიქნები.-კიბეზე ერთად ადიან, ვაჩე წყალს ივლებს და საწოლზე მიწოლილ კირას უყურებს, ვაჩეს ბავშვობის დროინდელი დღიური რომ აქვს ათრეული და ათვალიერებს.
-რას კითხულობ?-საწოლზე გვერდით უწვება და ყელში კოცნის.
-შენს ნაწერებს, გამოუსწორებელი რომანტიკოსი იყავი.-ხითხითებს კირა და ვაჩეს უყურებს. დღიურს ტუმბოზე დებს და აივნიდან დაბერილი სიოც თითქოს ხელს უწყობს და თითქოს, სასურველ გვერდზე იშლება. დღიურის ფურცელზე ლექსი წერია. ვაჩესი არა, გალაკტიონის და მოგვიანებით წამომდგარი კირაც ღიმილით დაჰყურებს დღიურის ფურცლებზე გამოსახულ ტექსტს.
“....მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის, ხშირად პირველს სჯობს...”
უყურებს კირა საყვარელ კაცს, მის გაურკვეველ მზერას და მისკენ მიიწევს, ნაზად ეამბორება კაცის ბაგეებს და ისიც მომღიმარი ჰყვება კოცნაში.
-შენ ხარ ჩემი უკანასკნელი სიყვარული.-ჩუმად ეუბნება, თვალებში უყურებს ქალს და მისი სიყვარულით სავსე მზერით ტკბება.
-ჩემი მშვიდი დუღილი ხარ, ვაჩე.-თავს ადებს გულზე კაცს და იტრუნება საყვარელ ჰანგებში, საყვარელ სხეულზე, საყვარელ ადგილას...
სხვა რა არის ბედნიერება მისთვის? კახეთი, საკუთარი სახლი, ვაჩე, მის სხეულში არსებული ბავშვი და მშვიდი დუღილი მის სულში.




ბევრი წყვილია, ბევრი ამბავი, ბევრი გრძნობა და მომენტი. საბოლოოდ იმაზე ვრცელია ვიდრე მინდოდა და როგორც ყოველთვის, ვერც ახლა გავწირე ვინმე….
რა ვქნა, ვერც უმიზეზოდ ვაჩხუბე ვინმე, ვეღარ გავუჯანჯლე და გავუწვალე ცხოვრება ვინმეს, თუნდაც მოგონილს, შექმნილს და ჩემი კალმით დახატულს…
ველოდები შეფასებას! <3



№1  offline წევრი Anushka23

უზომოდ მომეწონა❤️❤️❤️გელოვანის გამოჩენა ხო საოცრება იყო… სხვათაშოსი რამოდენიმე დღის წინ წავიკითხე ალბათ 1000 ჯერ “ჩემი მზე” საოცრად წერ და არ მიატოვო რა კიდევ ბევრი დაგვიწეერე❤️❤️❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი სესო

Anushka23
უზომოდ მომეწონა❤️❤️❤️გელოვანის გამოჩენა ხო საოცრება იყო… სხვათაშოსი რამოდენიმე დღის წინ წავიკითხე ალბათ 1000 ჯერ “ჩემი მზე” საოცრად წერ და არ მიატოვო რა კიდევ ბევრი დაგვიწეერე❤️❤️❤️❤️❤️

დიდი მადლობაა❤️ კიდევ შეგვხვდება გელოვანი(სავარაუდოდ)❤️რა ვქნა, ვერ ვეშვები ამ კაცს❤️

 


№3 სტუმარი ანალიზა

რადგანაც ემოციებისგან დაცლილი ვარ ერთი სიტყვით ვიტყვი შ ე ს ა ნ ი შ ნ ა ვ ი ა! იმედი მაქვს ბევრს იტყვის ეს ერთი სიტყვა…მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent